You are on page 1of 4

1

სისტემა და სტრუქტურა

სტრუქტურალიზმი ჩამოყალიბდა ფიზიკის, სოციოლოგიის, ბიოლოგიის, გენეტიკის


განვითარებით.
დიდი როლი მასში ვეშტალტფსიქოლოგიამ შეასრულა, რომელმაც ჩამოაყალიბა
სტრუქტურალიზმის ძირითადი პრინციპები. მისი ერთ-ერთი ფუძემდებელი მ. ვერტჰაიმერი
1942 წ. წერდა: `არსებობს კავშირები, როდესაც ის, რაც ხდება მთელში, არ გამოიყვანება მისი
ელემენტებიდან. რომლებიც თითქოს არსებობენ ცალკეული მონაკვეთების სახით და შემდეგ
ერთიანდებიან. პირიქით, ის რაც ვლინდება მთელის ცალკეულ ნაწილებში, განისაზღვრება
ამ მთელის შინაგანი კავშირებით~.
20-30-იან წლებში სტრუქტურალიზმი ენათმეცნიერებაშიც ვრცელდება, როგორც დიდი
ლინგვისტური მიმდინარეობა.

სავარაუდოდ სოსიურმა დამოუკიდებლად განავითარა თავისი თვალსაზრისი, ან დაეყრდნო


ენათმეცნიერების თვალსაზრისს, მაგალითად, ჰ. შტაინთალის მიერ ჯერ კიდევ 1855 წელს
გამოთქმულ მოსაზრებას: `ერთიანობა, რომელიც დამახასიათებელია ყოველი ენისათვის და
გამომდინარეობს იქიდან, რომ მთელი განსაზღვრავს ნაწილებს, ხოლო ყოველი ნაწილი
ხასიათდება როგორც მთელის განმსაზღვრელი, განსაკუთრებული წევრი, შეიძლება
აგვეღნიშნა სიტყვით: „ორგანიზმი“. მაგრამ რა საჭიროა? ჩვენ ვამჯობინებთ ენას ვუწოდოთ
სისტემა“.
ფ. დე სოსიერისა და ი. ბოდუენ დე კურტენესგან იღებს სათავეს `სისტემის~ ცნების
დამუშავება და ენობრივი სისტემის, როგორც ლინგვისტური კვლევის საგნის, დამკვიდრება.

ენა, სოსიურის მიხედვით, არის ღირებულებათა სისტემა. სისტემა განსაზღვრავს მის


ელემენტებს და პირიქით.
დღევანდელი ენათმეცნიერება მიიჩნევს ენას ღირებულებათა სისტემად, რომელიც
ქვესისტემებისაგან. ქვესტრუქტურებიდან ყველაზე ძნელად გამოსაყოფია სემანტიკა და
ლექსიკა. შედარებით ადვილი გამოსაყოფია გრამატიკა.
ლექსიკაში გრამატიკისგან განსხვავებით ყოველ მოვლენას უფრო ინდივიდუალური ხასიათი
გააჩნია და განზოგადების ნაკლებ შესაძლებლობას იძლევა.
2

ლექსიკურ-სემანტიკურ მოვლენათა სისტემური აღწერის საჭიროების გამო შეიქმნა ენობრივი


ველის“ თეორია.

დროთა განმავლობაში კავშირები სისტემაში შეიძლება შეიცვალოს, შესაბამისად, შეიძლება


შეიცვალოს ნიშანიც. მაგალითად, ახალშობილის კავშირს უფროსებთან აქვს გარკვეული
მიმართულება და “წონა”. მასზე ზრუნავენ, ზრდიან და ასწავლიან. როდესაც იგი გაიზრდება
და თავად იქცევა ოჯახის მამად, კავშირის ნიშანი საპირისპიროდ იცვლება: იგი ზრუნავს
საკუთარ მშობლებზე და ასწავლის თავის შვილებს. და ბოლოს, როდესაც ის მოხუცდება, იგი
კვლავ ითხოვს ზრუნვას და მოვლას. ეს კანონზომიერება გვიჩვენებს, რომ ნებისმიერი სისტემა
არ არის სტატიკური, არამედ იმყოფება დინამიურ წონასწორობაში (ჰომეოსტაზში).

ქვესისტემები ქმნიან სისტემურ მთლიანობას – სუპერსისტემას; სუპერსისტემა –


ჰიპერსისტემას და ა. შ. აქედან გამომდინარე, საყოველთაო კავშირების არსებობა, რომლებიც
ქმნიან დინამიურ სტერეოტიპებს, მეტ-ნაკლებად მყარია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში –
მარადიული.

მკაფიო გადახვევა გარკვეული ჩარჩოდან იწვევს ან ნგრევას, ასე წარმოიშობა სისტემის


ელასტიურობა.

სისტემას ახასიათებს ენერგია და ენტროპია. სისტემაში ენერგიის პირველი მუხტი


თანდათანობით იხარჯება, ხოლო ენტროპია (ბერძნ. ენ – ში, ტროპე – მოსახვევი, გადასვლა;
ენტროპია გამოხატავს ენერგიის უნარს გარდაიქმნას. ენტროპიის ზრდა მოწმობს სისტემაში
ქაოსის ზრდას) უწყვეტად იზრდება. ამიტომ სისტემამ მუდამ უნდა მოიცილოს დაგროვილი
ენტროპია, ცვალოს გარემოცვასთან ენტროპია და ენერგია.

ენის შემთხვევაში მმართველი სისტემის როლს ასრულებს ტრადიცია.


ბრძოლა მიმდინარებს ერთი სისტემის ფარგლებშიც და სხვადასხვა სისტემებს შორისაც.
ბრძოლა სისტემის შიგნით გულისხმობს არა მოწინააღმდეგის ამოჟლეტას, არამედ მასზე
გამარჯვებას.
3

დღეს მიღებულია სისტემათა დაყოფა ორ იდეალურ ტიპად: ხისტი და კორპუსკულარული,


ანუ დისკრეტული. ხისტ სისტემებში ყველა ელემენტის ერთდროული არსებობაა
აუცილებელი.
კორპუსკულარულ სისტემებში ელემენტები თავისუფლად ურთიერთმოქმედებს. ამგვარ
სისტემაში დასაშვებია ელემენტის ნაწილის დაკარგვაც მისი შემდგომი აღდგენით.

ამგვარი დაყოფა პირობითია, რადგან ნებისმიერი მოქმედი სისტემა შეიცავს ორივე


ტიპისათვის დამახასიათებელ თვისებებს; მაგრამ, რადგან იგი ახლოსაა ამა თუ იმ ტიპთან,
ამგვარი დაყოფა პრაქტიკულად გამართლებულია, რადგან ეს საშუალებას გვაძლევს,
მოვახდინოთ სისტემათა კლასიფიკაცია ელემენტთა დონის თანადაქვემდებარებით.

„ველის“ ცნება გულისხმობს მატერიის ფორმას, რომლის ძირითადი მახასიათებელია მასში


ინტენსიურობის, სიმძლავრის მიხედვით განსხვავებულ ძალთა ურთიერთქმედება.
ენათმეცნიერებაში პირველად, 1924 წელს გამოიყენა ტერმინი „მნიშვნელობის ველი“ გ.
იპსენმა.
ველის თეორიის მოსაზრება ეყრდნობა იმას, რომ ენობრივ შინაარსთა სფერო არის არა
მექანიკური აგლომერაცია, არამედ სისტემური ბუნების მქონე. რეალობის ნენისმიერი
სეგმენტაცია ხდება მრავალ განზომილებაში, რომელთაგან თითოეული ცალკეულ
სტრუქტურას _ ველს _ ქმნის.
ველის თეორიაში სიტყვა განიხილება, როგორც გარკვეული მიკროსისტემის ნაწილი, მისი
მნიშვნელოვნება შეისწავლება დანაწევრებული მთლიანობიდან ამოსვლით, ველის სხვა
წევრებთან ურთიერთობის გათვალისწინებით.
ტრირის ველის მოძღვრების თეორიული საფუძველი ეყრდნობა ჰიპოთეზას, რომ ენის ლექსიკა
წარმოადგენს სიტყვათა ურთიერთმართობების ბადეს, რომელიც ტრირს თავდაპირველად
მოზაიკური აგებულების ანალოგიურად წარმოედგინა.
სწორედ ტრირის დამსახურებაა `ველის~ გამოყოფა შინაარსეული განსაზღვრულობის მქონე
ერთეულად.
4

ენობრივ ველებს არსებობის საკუთარი კანონი აქვთ - მთელისაგან ორგანული


გამოყოფადობის კანონი
გამოვყოფთ ველის მახასიათებლები:
ველის მახასიათებელია მის ელემენტთა შორის კავშირის არსებობა;
ამ კავშირის თაობაზე სხვადასხვა აზრია, კერძოდ, თვლიან, რომ:
1. იგი განპირობებულია მნიშვნელობათა სემანტიკური მსგავსებით, ან სიახლოვით.
2. იგი მყარდება სხვადასხვა სახის სემანტიკური კორელაციების ხარჯზე.
3. ამ კავშირის საფუძველს ველში შემავალი ყველა ელემენტის სემანტიკურ
სტრუქტურაში მნიშვნელობის საერთო კომპონენტის არსებობა წარმოადგენს.

ველის მეორე ნიშნად აღიარებულია ველის სტრუქტურული თავისებურება -


არაერთგვაროვნება. ველში გამოყოფენ: ბირთვს, გარდამავალ სფეროსა და პერიფერიას.

ბირთვულ ელემენტთა თავისებურებებია:


1. ელემენტის მნიშვნელობის ზოგადი ხასიათი;
2. უდიდესი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა;
3. მარტივი მორფოლოგიური შემადგენლობა;
4. გამოყენების სიხშირის უმაღლესი ხარისხი;
5. ნულოვანი სტილისტური ნიშნადობა.

ლექსიკურ-სემანტიკური ველის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს მასში მოქმედ ძალთა


იერარქია, უფრო ზუსტად კი, ინტენსიურობის ხარისხის მიხედვით განსხვავებულ ძალთა
არსებობა.
ინტენსიურობის სხვადასხვა ხარისხის მქონე ძალებში იგულისხმება კონკრეტული
შინაარსის შენარჩუნების უნარის მიხედვით განსხვავებული ძალები.

You might also like