You are on page 1of 34

ანთროპოლოგია: კონსპექტი

რიდერი N1
ანთროპოლოგია - მეცნიერება რომელიც ადამიანებს შეისწავლის

კონტექსტი - დრო, სივრცე და ის უნიკალური ისტორიული, კულტურული და გარემო პირობები


რომელშიც ადამიანები არსებობდნენ.

ჰოლისტური მიდგომა - მიდგომა რომლითაც ვცდილობთ მთლიანი სურათის დანახვას


კონტექსტისა და შესასწავლ საკითხთან დაკავშირებული ასპექტების საშუალებით

შედარებითი (კომპარატივისტული მიდგომა) - ანთროპოლოგიაში ხშირად გვხვდება


შედარებები. მაგ: სხვადასხვა კულტურული ჯგუფების შედარება, ადამიანთა სახეობების
შედარება და ა.შ.

ანთროპოლოგიის ოთხი მიმართულება:

1. კულტურული ანთროპოლოგია - შეისწავლის კულტურულ პრაქტიკებს, რწმენას,


გენდერულ როლებს, ნათესაობრივ სისტემებს, რიტუალებს და ა.შ.
2. ლინგვისტური ანთროპოლოგია - კონცენტრირდება სასაუბრო ენების შესწავლაზე,
კერძოდ ენის წარმოქმნა-გამოყენებას აანალიზებს
3. არქეოლოგია - მისი კვლევის საგანი იგივეა რაც კულტურული ანთროპოლოგია, თუმცა
არქეოლოგიას ეს საკითხები წარსულის ხალხისა და კულტურის შესახებ აინტერესებთ.
მათ კვლევის წყაროს მატერიალური ნარჩენები წარმოადგენენ.
4. ბიოლოგიური ანთროპოლოგია - ადამიანის ევოლუციას შეისწავლის

ბიოლოგიური ანთროპოლოგია:

• ადამიანის ბიოლოგია - შეისწავლის ადამიანის გენეტიკას, ევოლუციური პროცესების


გავლენას ჩვენ სახეობაზე და თანამედროვე ადამიანის ვარიაციებს
• კრიმინალური ანთროპოლოგია - ადამიანის ჩონჩხის ანალიზით კრიმინალურ
ექსპერტიზას აწარმოებენ
• პრიმატოლოგია - ცოცხალ პრიმატებს შეისწავლის: სწავლობენ მსგავსებებს და
განსხვავებებს პრიმატების სახეობებს შორის
• პალეოანთროპოლოგია - ჩვენი გადაშენებული ბიოლოგიური ნათესავების ანატომიასა
და ქცევას შეისწავლის

ტაქსონები - კლასიფიკაციის შედეგად შედგენილი ჯგუფები

სახეობა - თუ ორ ინდივიდს ერთმანეთში გამრავლება და ნაყოფიერი შთამომავლობის მოცემა


შეუძლია, მაშინ შეიძლება ითქვას რომ ეს ორი ინდივიდი ერთ სახეობაში ერთიანდება

მორფოლოგიური მახასიათებელი - იგივე ანატომიური მახასიათებელი


კარლ ლინე

დღევანდელი კლასიფიკაცია

1. სამეფო ცხოველების
2. განშტოება ხერხემლიანების
3. კლასი ძუძუმწოვრების
4. რიგი პრიმატების
5. ქვე-რიგი ჰალოფრინიენების
6. ჰიპრიგი მაიმუნების
7. ინფრა-რიგი კატარინიელების
8. სუპერ-ოჯახი ჰომინიოდების
9. ოჯახი ჰომინიდების
10. ქვე-ოჯახი ჰომინინების
11. გვარი ჰომო
12. სახეობა საპიენსი
ლინე ქმნის ჯგუფებს სადაც გაერთიანებულია ის სახეობები რომლებსაც არ აქვთ ის ნიშან-
თვისებები რაც აქვთ ადამიანებს (და ეს არ არის სწორი მიდგომა კლასიფიკაციისთვის)

სახეობები დროთა განმავლობაში იცვლებიან და თავიანთ თვისებებს მემკვიდრეობით


გადასცემენ შთამომავლობას. ცვლილება სახეობის ევოლუციის საფუძველია. ახალი ნიშან-
თვისებების შეძენას ევოლუციური ინოვაცია ეწოდება.

გენეალოგიური დაჯგუფებისას გვაინტერესებს თუ ვინ ვისი წინაპარია, ხოლო


ფილოგენეტიკური დაჯგუფებისას - ვინ ვისთან უფრო ახლოს არის.

მონოფილეტური ტაქსონი - ამ ტიპის ტაქსონებში ყველა სახეობა ერთსა და იმავე წინაპარს


იზიარებს, და ტაქსონი ამ წინაპრის ყველა სახეობას აერთიანებს.

პარაფილეტური ტაქსონი - ამ ტიპის ტაქსონები მოიცავს უახლოესი საერთო წინაპრიდან


მომავალი სახეობების უმრავლესობას თუმცა არა ყველა მათგანს.

სიცოცლის ხე იზრდება არა ქვევიდან ზევით,

არამედ ყველა მიმართულებით


ადამიანი, გიბონი → ჰომინოიდების ტოტი (საერთო ნიშან-თვისება გიბონებსა და ადამიანებს
შორის არის კუდის არ ქონა)

ბაბუინი, მაკაკა და ა.შ. → კუდიანი მაიმუნების ტოტი

ჰომინოიდები, კუდიანი მაიმუნები → კატარინიელების ოჯახი (კატარინიელების მთავარი


თვისება არის ნესტოების ქვევით მიმართულება)

ადამიანი სიმიურმორფიანია (გამოცალკევებული ცერა თითი აქვს) → პრიმატების ჯგუფი

ადამიანი → ამნიონიანი (ამნიოზური ორგანო - მემბრანა რომელშიც გახვეულია ემბრიონი)

ადამიანი → ტეტრაპოდები (ოთხი კიდურის მქონე)

ადამიანი → გნატოსტომები (ყბის მქონე)

ადანიმანი → ხერხემლიანები

ადამიანი → კრანიატები (ტვინის შესანახი სივრცის მქონე)

ადამიანი → ბილატერალურები (სიმეტრიული ორგანიზმები)

ადამიანი → მეტაზოა (მრავალუჯრედიანი ორგანიზმი)

ადამიანი, მცენარეები → ეუკარიოტები ( მათი უჯრედები ბირთვიანია)

ეუკარიოტები, ბექტერიები, არქეა → უჯრედული ორგანიზმები

უჯრედული, არაუჯრედული ორგანიზმები → ცოცხალი არსებები

LUCA – Last Universal Common Ancestor

ჰომოპლაზია ნიშნავს ერთმანეთთან დაუკავშირებელ ორგანიზმებში, ერთმანეთისგან


დამოუკიდებლად მსგავსი ნიშანთვისებების განვითარებას

ანალოგიები ეწოდება ისეთ მსგავსებებს, რომლებსაც ორგანიზმებში მსგავსი ადაპტაციის


ჩამოყალიბების გამო ვხვდებით.

ჰომოლოგიები ორგანიზმთა შორის ისეთ მსგავსებებს ეწოდება, რომლებსაც ისინი ამ ნიშან-


თვისებათა მატარებელი წინაპრის ყოლის გამო იზიარებენ.

ჰომოლოგიის სახეები:

• მემკვიდრული ნიშან-თვისება (პლეზიომორფია);


• შეძენილი ნიშან-თვისება (აპომორფია);
1. გაზიარებული შეძენილი ნიშან-თვისება;(ანუ, როცა წინაპრებში არსებული რაღაც ნიშან-თვისების
მოდიფიკაცია ორ ან მეტ ჯგუფში გვხვდება)
2. უნიკალური შეძენილი ნიშან-თვისება;(წინაპრებში არსებული რაღაც ნიშან-თვისების მოდიფიკაცია
უნიკალურად, ერთ ჯგუფში გვხვდება).
პარციმონიის (მაქსიმალური ეკონომიურობის) მეთოდი ფილოგენეტიკური ხის აგებისას უნდა
გამოვიყენოთ შემდეგნაირად: შესაძლო ფილოგენეტიკური ხეებიდან რეალური ფილოგენეზის
დასადგენად არჩევანი უნდა შევაჩეროთ იმ ხეზე რომელიც უმცირესი რაოდენობის
ევოლუციური ცვლილებების დაშვებას მოითხოვს

რიდერი N2
მეცნიერული მიდგომა:

1. დაკვირვება /კითხვის დასმა


2. კვლევა / მონაცემთა შეგროვება
3. ჰიპოთეზა
4. ექსპერიმენტი
5. მონაცემთა ანალიზი
6. დასკვნების გამოტანა და გამოქვეყნება

მეცნიერება უნდა იყოს შემოწმებადი, განმეორებითი და გამტყუნებადი

მეცნიერული ჰიპოთეზა - ვარაუდი რომელიც გამოითქმება უკვე არსებულ დაკვირვებესა და


ცოდნაზე დაყრდნობით. ამდენად, ეს არაა ზედაპირული, მშრალი ვარაუდი, არამედ
წარმოადგენს დაკვირვების შედეგად შემჩნეული ფაქტების ახსნის მცდელობას.

სამეცნიერო თეორია ფენომენთა ფართო სპექტრის ახსნას წარმოადგენს. თუკი


ყოველდღიურობაში თეორიას ზოგად, ფაქტებით გაუმყარებელ, აბსტრაქტულ მსჯელობებსაც
ვუწოდებთ ხოლმე, ამისგან განსხვავებით, სამეცნიერო თეორია მოგროვილ მონაცემებზე,
მტკიცებულებებზე დაყრდნობით შექმნილი ახსნაა.

შემოწმებადობა გულისხმობს, რომ აუცილებლად უნდა შეიძლებოდეს გამოთქმული


ჰიპოთეზის/თეორიის ცდისეულად შემოწმება.

განმეორებადობა, გულისხმობს, რომ შესაძლებელი უნდა იყოს ცდის ზუსტად გამეორება და


ზუსტად ანალოგიური შედეგების მიღება.

გამტყუნებადობა ნიშნავს, რომ თეორიულად მაინც უნდა შეიძლებოდეს ისეთი ცდისეული


შედეგების მიღება, რომლებიც ჩვენს ჰიპოთეზას თუ თეორიას გაამტყუნებს. არაა
სავალდებულო, რომ პრაქტიკულადაც ასე მოხდეს. ჩვენი ვარაუდი, თეორიულად მაინც,
უნდა იყოს გამტყუნებადი
რიდერი N3
უოლესი ბუნებრივი გადარჩევის მთავარ ფუნქციურ ერთეულად უფრო ჯგუფს ან
პოპულაციას მიიჩნევს, ხოლო დარვინი კი ინდივიდს, ერთ ცალკე აღებულ ცოცხალ არსებას.

ცვლილებები ხდება ინდივიდში, ხდება შემთხვევით, ხდება სხვა ინდივიდებისგან


დამოუკიდებლად და, თვით ინდივიდში - სხვა ცვლილებებისგან დამოუკიდებლად; და არა
გარემოს პირდაპირი მოქმედებით ან რომელიმე ორგანოს გამოყენება-არგამოყენებით; ეს
შემთხვევითი ცვლილებები შემდეგ თაობებს მემკვიდრეობით გადაეცემა და ცოცხალ
სამყარო ში ეს პროცესი უწყვეტია.

რუდიმენტული ორგანო - იმ სტრუქტურის ნარჩენი რომელიც წინაპარ სახეობაში


მნიშვნელოვან როლს ასრულებდა

კონვერგენტული ევოლუცია - სახეობებში მსგავსი მახასიათებლების ერთმანეთისგან


დამოუკიდებლად განვითარებას გულისხმობს

მუტაცია არის ახალი გენეტიკური მასალის შექმნისა და ევოლუციის მთავარი წყარო

გამრავლებისას და გენეტიკური მასალის შთამომავლობისთვის გადაცემისას ყოველთვის


ჩნდება მუტაციები რომელიც შეიძლება იყოს ნეიტრალური, მავნებელი ან სასარგებლო

გენთა ჰორიზონტალური გადატანა - ანტიბიოტიკური მდგრადობის გენები პლაზმიდებშია


(მცირე ზომის დნმ მოლეკულებში) ჩაწერილი და არა ერთადერთ ქრომოსომაში, ამიტომ
ბაქტერიებს ახალი უნარის გაზიარება შეუძლიათ სხვა უჯრედებთან

სქესობრივი რეკომბინაცია - სქესობრივი გამრავლებისას ქრომოსომები ერთმანეთს ადგილს


უცვლიან და მათი განსხვავებული კომბინაციით განსხვავებული კომბინაციები მიიღება.
სწორედ ეს კომბინაციები წარმოშობს მრავალფეროვნებას თაობებს შორის. დროთა
განმავლობაში სქესობრივი რეკომბინაციის გამო წარმოიქმნება ცვლილებები, რომლებიც
ზრდიან ორგანიზმის ადაპტაციას

სქესობრივი დიმორფიზმი - განსხვავება სქესთა შორის, ანუ როდესაც ერთი სახეობის ორი
სქესის წარმომადგენლები განსხვავებულ ნიშნებს ავლენენ

მიკროევოლუცია - ცვლილებები მოკლე დროში (მცირე ცვლილებები)

მაკროევოლუცია - ცვლილებები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში

რეპროდუქციული იზოლაცია იწვევს სახეობათა დაყოფას


ალოპატრიული სპეციაცია - ერთი სახეობის პოპულაციათა ერთმანეთისგან იზოლირება
ფიზიკური ბარიერის გამო (რის შედეგადაც გამოიყოფა სხვა სახეობა)

პარაპატრიული სპეციაცია - ერთი სახეობის გვერდიგვერდ არსებულ პოპულაციათა გენოტიპის


განსხვავება ამ არეალებში პირობების განსხვავების გამო

სიმპატრიული სპეციაცია - გარემოს რაღაც დეტალი არის გენთა მიმოცვლის ხელის შემშლელი
ფაქტორი

რიდერი N4
არტეფაქტი - ნებისმიერი ხელოვნურად დამზადებული ნივთი, ობიექტი რომელიც
დამზადებულია ან გადაკეთებულია ადამიანის მიერ

გეოდეზია - მეცნიერება დედამიწის ფორმის (გეომეტრიული ფორმისა და ზომის), სივრცეში


ორიენტაციისა და გრავიტაციის ზუსტი გაზომვების შესახებ

პალეოანთროპოლოგები და არქეოლოგები ადამიანების წარსულის განსხვავებულ


ასპექტებს იკვლევენ. პალეოანთროპოლოგები კონცენტრირდებიან ადამიანის, როგორც
ბიოლოგიური სახეობის ევოლუციაზე და ადამიანის გვარის ადრეული წარმომადგენლების
ქცევაზე, ხოლო არქეოლოგები უფრო მეტად შეისწავლიან ძველი ადამიანების (ძირითადად,
ჰომო საპიენსის) კულტურას - მათი ცხოვრების სტილს, ტექნოლოგიებსა და სოციალურ
სისტემებს

არქეოლოგიური ძეგლები - წარსულში მცხოვრები ადამიანის მოქმედების ადგილები,


რომელიც მიწაშია შენახული
პალეოანთროპოლოგიური კვლევა

პროექტის მიზნები გამოსაყენებელი მეთოდი

მოიცავს შესასწავლი რეგიონის და დროის პერიოდის აღწერას, აღსადგენ მონაცემებსა


და ახსნას იმისა თუ რას შეჰმატებს შემოთავაზებული კვლევა უკვე არსებულ ცოდნას

პალეოეკოლოგია - ნიშნავს უძველესი გარემოს შესწავლას

ნამარხი ფორმა - შენარჩუნებული ნარჩენები, ანაბეჭდები ან წარსული არსებების ნაკვალევები.

ეროზია - ნიადაგიდან მისი შემადგენელი ნაწილაკების გადარეცხვა-გამორეცხვა და


გადაადგილება წყლის, ქარის ან სხვა მექანიკური ზემოქმედების შედეგად

თუ ზუსტი ლოკაცია და კონტექსტი ცნობილია, მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება


შესაძლებელი ნამარხი ფორმის დათარიღება და ინტერპრეტაცია

საპროფაგები - ორგანიზმები რომლებიც საკვებად სხვა მკვდარი ორგანიზმების ნარჩენებს


იყენებენ

არქეოლოგიური კვლევა - ანთროპოლოგიის ის ქვედარგია, რომელიც ადრეული ადამიანების


კულტურას გადარჩენილი ნივთიერი წყაროების მეშვეობით შეისწავლის

ნივთიერი კულტურა - წარსულის მემკვიდრეობა, ადრეული საზოგადოების ფიზიკური


ნარჩენები, არტეფაქტები რომლებსაც ეყრდნობიან არქეოლოგები/პალეოანთროპოლოგები
არქეოლოგიური კვლევისათვის

ისეთ გარემო პირობებში სადაც იზღუდება მწერების და მიკრობების მოქმედება და ლოკაცია


სხვადასხვა ელემენტებთან შერწყმისგან დაცულია, გასაოცრად კარგად შეიძლება შემორჩეს
არქეოლოგიური მასალები

ეკოფაქტი - არაარტეფაქტული ორგანული და გარემოს ნარჩენები


ლასკოს მღვიმე -
პალეოლითური
ხელოვნების
ერთერთი ყველაზე
კარგად ცნობილი
ნიმუში

დათარიღება
1. ფარდობითი: ფარდობითი დათარიღებით კონკრეტული განამარხებული ნივთების,
არტეფაქტების ან განამარხებული ადგილების ასაკი ერთმანეთთან მიმართებით
დგინდება. ანუ, რომელი უფრო ძველია ან ახალი. ფარდობითი დათარიღების მეთოდი,
ნივთის შექმნის დროსა ან მის ასაკზე ზუსტ ინფორმაციას არ იძლევა, ის უბრალოდ
მიგვანიშნებს იმაზე, თუ როდინდელი შეიძლება იყოს ნამარხი სხვა ნივთთან
მიმართებით.
2. რიცხობრივი (აბსოლუტური): დაახლოებითი/ფარდობითი დათარიღების
მეთოდებისგან განსხვავებით, რიცხვითი დათარიღება რეალურ ასაკს გვაძლევს.
რიცხვით დათარიღების მეთოდებს შორის არის ისეთი მეთოდები, რომლებიც
რადიოაქტიური დაშლის პროცესს ეყრდნობა - ამ დროს რადიოიზოტოპების (ანუ
რადიოაქტიური იზოტოპების) ატომები იშლებიან და გამოყოფენ ენერგიას.

ფარდობითი დათარიღების მეთოდები


სტრატიგრაფული დათარიღება
არტეფაქტები დროთა განმავლობაში ქვისმაგარ გამყარებულ გარსს იკეთებენ. გარსზე
დაკვირვებით შეგვიძლია აღმოვაჩინოთ რომ გარსს შრეები აქვს. სუპერპოზიციის კანონის
თანახმად ქვის ყველაზე ზედაპირული შრე, ყველაზე ახალი, ხოლო მომდევნო შრეები და მათ
შორის ყველაზე ღრმად მდებარე მეტად ძველები არიან.

არქეოლოგიური არე წარმოადგენს სტრატიგრაფიული შრეების სივრცეს, რომელიც შეიცავს


კულტურულ ნივთებსა (მაგ: ნასახლარების ნარჩენებს, გახრწნილ ორგანულ ნივთიერებებს) და
ბუნებრივ სტრატას (დანალექს, შრეს), რომელიც შეიძლებოდა შემორჩენილიყო მაგ.
დატბორვის შემდეგ.
ფაუნური თანმიმდევრობა
ფაუნური თანმიმდევრობის, იგივე - ბიოსტრატიგრაფიის მეთოდის გამოყენებისას ჩვენ
ვაკვირდებით ქანების ფაუნურ შემცველობას. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის
ცნობილია ზოგი სახეობის გავრცელებისა და გადაშენების პერიოდები (ამ სახეობების
ნამარხებს index fossil-ებსუწოდებენ), თუკი კონკრეტულ ქანებში სწორედ ამ სახეობების
წარმომადგენლებს ვიპოვით, შეგვეძლება, ქანი ან ამ ქანში აღმოჩენილი უცნობი სახეობა
მიახლოებით დავათარიღოთ.

ძვლების დათარიღების FUN ტრიო


აღმოჩენილი ძვლების ასაკის დასადგენად მეცნიერები ფტორის (F), ურანისა (U) და აზოტის (N)
შემცველობას ზომავენ. ეს სამი დამოუკიდებელი საშუალებაა, მაგრამ ხშირად ერთად იყენებენ
ხოლმე და FUN ტრიოს უწოდებენ. მას შემდეგ, რაც ძვლები ნამარხად იქცევა, „სამარხში“
თანდათანობით, ბუნებრივად, იმატებს ფტორი და ურანი. რაც შეეხება აზოტს, იგი
საპირისპიროდ იქცევა. რაც დრო გადის, მისი რაოდენობა ნელნელა იკლებს. შესაბამისად, ამ
ელემენტების რაოდენობის განსაზღვრით, მეცნიერებს შეუძლიათ შეაფასონ თუ რა დრო
გაატარა აღმოჩენილმა ძვლებმა სამარხში.

პალეომაგნეტიზმი
საშუალოდ ყოველ 300 000 წელიწადში ერთხელ დედამიწის მაგნიტური ორიენტაციას იცვლის
(დროის იმ პერიოდს რომელშიც მაგნიტურ ველს ერთი კონკრეტული ორიენტაცია აქვს, ქრონი
ეწოდება). თუ მაგნიტური ველის ორიენტაცია ემთხვევა დღევანდელს, მას ნორმალურს
ვუწოდებთ, ხოლო თუ საპირისპირო მიმართლება აქვს - რევერსულს.

ქანი სწორედ იმგვარ „დამაგნიტებას“ განიცდის, როგორი მაგნიტური ორიენტაციის


განმავლობაშიც ფორმირდა. დედამიწის მაგნიტური ველების უკანასკნელი გაცვლა 780 000
წლის წინ მოხდა. ამდენად თუ კომპასი ქანთან მიტანისას „არასწორ ჩრდილოეთს“ აჩვენებს, ეს
ნიშნავს, რომ ქანი 780 000 წელზე დიდი ხნის წინ ფორმირებულა.
რიცხობრივი (აბსოლუტური) დათარიღების მეთოდები
რადიოკარბონული დათარიღება
დათარიღების ეს მეთოდი დაფუძვნებულია
ნახშირბად 14 ის ( 146𝐶 ) რადიოაქტიულ დაშლაზე რაც
საბოლოოდ გარაქმნის აზოტად.

ცოცხალი ორგანიზმები ატმოსფეროდან ნახშირბად 14-ს ნახშირორჟანგის სახით ითვისებენ და


მისი კონცენტრაცია ორგანიზმში შედარებადია გარემოში არსებულთან. როცა ორგანიზმი
კვდება, ნახშირორჟანგი ორგანიზმს აღარ მიეწოდება, შესაბამისად ნახშირბად 14-ის მარაგიც
არ ივსება და საბოლოოდ იზოტოპი რადიოაქტიულ დაშლას იწყებს.

ეს რეაქცია ჩვენ შეგვიძლია დავახასიათოთ ნახევარ დაშლის


პერიოდით (ეს ის დროა რაც საჭიროა ნახშირბად 14-ის
რაოდენობის 2-ჯერ შესამცირებლად და ნახშირბად 14-სთვის ეს
დრო 5370 წელიწადია). ორგანიზმში ნახშირბად 14-ის გაზომვითა
და იმის დადგენით, თუ მისი საწყისი რაოდენობის რა ნაწილია
დაშლილი, მეცნიერებს შეუძლიათ დაადგინონ, რამდენი დრო
გავიდა ორგანიზმის გარდაცვალებიდან.

ეს მეთოდი ლიმიტირებულია 45000 წელზე. თუ ამაზე ძველია


ორგანიზმი, მასში ნახშირბად 14 ის კონცენტრაცია პრაქტიკულად
აღარაა.

კალიუმ-არგონული დათარიღება
კალიუმ-არგონის მეთოდი გამოიყენება არა უშუალოდ ნიმუშის დასათარიღებლად, არამედ
ვულკანური წარმოშობის მტვრისა და ლავის დასათარიღებლად, რომელიც ასოცირებულია
რომელიმე კონკრეტულ ნამარხთან. საკმაოდ ხშირად, ადგილებს, რომლებშიც ნამარხებს
პოულობენ, მდიდარი ვულკანური წარსული აქვს, შესაბამისად ეს ორი მეთოდი საკმაოდ
წარმატებით გამოიყენება.

ეს პროცესი ეფუძვნება რადიოაქტიური კალიუმ 40 იზოტოპის დაშლას და შემდგომში


გარდაქმნას არგონად. რადგან ჩვენ ვიცით კალიუმი 40 იზოტოპის არგონად გარდაქმნის ტემპი,
ქვაში დაგროვებული არგონის რაოდენობის ანალიზით შეგვიძლია გავარკვიოთ ამ ქვის ასაკი.
კალიუმ 40 ის ნახევარ დაშლის პერიოდია 1.3 მილიარდი წელიწადი, ეს მეთოდი შეგვიძლია
გამოვიყენოთ ძალიან ძველი ნიმუშების დასათარიღებლად (100 000 წლის და კიდევ უფრო
ძველი ნიმუშების დასათარიღებლადაც).
Fission-Track მეთოდი
მეთოდი ეყრდნობა რადიოაქტიური ურან 238 იზოტოპის ბირთვულ დაშლას (ნახევარ დაშლის
პერიოდია 4.5 მილიარდი წელიწადი). ურანი დაშლის დროს ენერგიას თანაბრად ასხივებს.
ზოგიერთ მინერალში ენერგიის გამოსხივება კვალს ტოვებს, რის შესწავლის შედეგადაც
მეცნიერებს საკმაოდ დიდი სიზუსტით შეუძლიათ ივარაუდონ თუ როდის მოხდა კონკრეტული
მინერალის ან ქვის ფორმირების თარიღი. ეს მეთოდი გამოიყენება 1მლნ-დან 4,5 მილიარდ
წლამდე სიძველის გეოლოგიური ნიმუშების დასათარიღებლად.

თერმოლუმინესცენცია
ეს მეთოდი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გვაძლევს საშუალებას დავათარიღოთ უშუალოდ
ნაპოვნი არტეფაქტები და არა მათთან ასოცირებული ელემენტები, როგორც წინა
დათარიღების მეთოდებში. ეს მეთოდი დამყარებულია კრისტალიზებულ მინერალებში
გაჭედილ ელექტრონებზე. ელექტრონები ძირითადად მომდინარეობს ურანის, თორიუმის და
კალიუმ 40 - ის რადიოაქტიური დაშლის შედეგად. ამ ელემენტის შემცველი მინერალები
სხვადასხვა კონცენტრაციით გვხვდება გეოლოგიურ ნიმუშებში.

თერმოლუმინესცენციის გამოსაყენებლად აუცილებელია, რომ ნიმუში წარსულში ყოფილიყო


გაცხელებული. მაღალი ტემპერატურა ათავისუფლებს ელექტრონებს რომლებიც საბოლოოდ
კრისტალურ მესერში გროვდება. დაგროვილი ელექტრონების რაოდენობის შესწავლით
დგინდება ნიმუშის ასაკი. ეს მეთოდი გამოიყენება 300 – 500 000 წლის ნიმუშის
დასათარიღებლად.

დენდროქრონოლოგია
დენდროქრონოლოგია დათარიღების უნიკალური მეთოდია, რომელიც ზოგიერთი ჯიშის ხეში
რგოლების დათვლას გულისხმობს. პრინციპი შემდეგია: ერთი რგოლი შეესაბამება ერთ წელს,
ხის ასაკი შეიძლება გავარკვიოთ რგოლების საერთო რაოდენობის დათვლით. გარდა
წლებისა, რგოლები ასევე შეიცავენ ინფორმაციას გარემოზე: სქელი რგოლები ნიშნავს, რომ ამ
წლებში ხე უხვად იღებდა წვიმას; თხელი რგოლები კი მშრალ სეზონებს მიანიშნებს. უფრო
თბილ რეგიონებში, რგოლის სისქეზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს ტემპერატურამ და
სინათლის ინტენსივობამ. ერთ ლოკაციაზე არსებულ ერთი სახეობის ხეებს მსგავსი თხელი
და სქელი რგოლები ახასიათებთ. ეს რგოლები ჩვენ შეგვიძლია “დავადოთ” მიყოლებით
უფრო და უფრო ასაკოვანი ხეების რგოლებს;
რგოლების ნაწილი ახალგაზრდაა და ასაკოვან ხეში
ერთმანეთს დაემთხვევა, ვინაიდან ისინი
გარკვეული პერიოდი ერთად “ცხოვრობდნენ,”
საბოლოოდ კი შეიქმნება საერთო
დენდროქრონოლოგიური მიმდევრობა, რომელშიც
მრავალი ხე შედის.
რიდერი N1 - N4

მეცნიერები (მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათ შესახებ)


კარლ ლინეუსი
კლასიფიკაციის ლინესეული პრინციპი თანამედროვე კლასიფიკაციის საფუძველია. მან მიანიჭა
სახეობებს სახელი და გვარი, მსგავსი გვარები უფრო დიდ ჯგუფებში - ოჯახებში განალაგა,
ოჯახები - რიგში, რიგები - ტიპში, ხოლო ტიპები კი ყველაზე დიდ ერთეულში - სამეფოში
გააერთიანა. მან საფუძველი ჩაუყარა ტაქსონომია.

ლინე ქმნის ჯგუფებს, სადაც გაერთიანებული არიან სახეობები რომელთაც არ აქვთ ის


ნიშან-თვისებები, რაც აქვს ადამიანს. მაგალითად, უხერხემლოთა ჯგუფს, ადამიანისაგან
განსხვავებით, არ აქვთ ხერხემალი. აგნათებს, ადამიანისგან განსხვავებით, არ აქვთ ყბა და ა.შ.
ამგვარად, კლასიფიკაცია ლინესთან კონცენტრირებულია ადამიანზე.

ლინეუსისეული კლასიფიკაციის მოდელის მიხედვით, სახეობები ღმერთის მიერ არიან


შექმნილნი ერთხელ და სამუდამოდ და ისინი არ იცვლებიან. ეს სამყაროს ფიქსისტური
ხედვაა (ესაა სწორედ ფიქსიზმის იდეა).

გოტფრიდ ლეიბნიცი და შარლ ბონე


მათ შექმნეს ცოცხალ ორგანიზმთა კიბე, რომლის სათავეშიც ადამიანია, ხოლო ქვედა
საფეხურებზე განლაგებულნი არიან ის სახეობები, რომლებსაც არ აქვთ ის ნიშან-თვისებები
რაც აქვს ადამიანს. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ეს ორი მეცნიერიც ფიქსიზმის მიმდევრები
არიან, შესაბამისად მათი ნაშრომებიც ამ იდეის მიხედვითაა შექმნილი.

ჟან ბატისტ ლამარკი


ლამარკის ტრანსფორმიზმმა უარყო სახეობათა უცვლელობის (ფიქსიზმის) იდეა და შეეცადა,
ეჩვენებინა, თუ როგორ იცვლებიან ორგანიზმები დროთა განმავლობაში. ლამარკის თეორიას,
მართალია, სახეობათა ცვალებადობის, ე.ი. სახეობათა ევოლუციის იდეა შემოაქვს, მაგრამ
ცვლილების მექანიზმს ის არასწორად აღწერს.

ლამარკი თვლიდა რომ ორგანიზმი ბუნებრივი პირობებთან შესაგუებლად საჭირო ნიშან-


თვისებებს გამოიმუშავებს, რომელსაც შთამომავლობას მემკვიდრეობით გადასცემს.
(მაგალითად ჟირაფმა კისერი წაიგრძელა რათა მაღალი ხეების ფოთლებს მისწვდენოდა და
საკვები მოეპოვებინა, რაც რა თქმა უნდა მცდარია).

1. ორგანოთა გამოყენება-გამოუყენებლობა (სხეულის ის ნაწილები, რომელთაც ცხოველი


ინტენსიურად იყენებს, ძლიერდება და ზომაში იზრდება. ის ნაწილები კი, რომელთაც
არ იყენებს, დეგრადირდება)
2. შეძენილ ნიშან-თვისებათა მემკვიდრეობითობა (ორგანიზმის ინდივიდუალური
განვითარების პერიოდში შეძენილი ნიშან-თვისებები შთამომავლობით გადაიცემა)
ჩარლზ დარვინი
სახეობათა ცვალებადობის მექანიზმი მოგვიანებით ცხადად ჩამოაყალიბება ჩარლზ დარვინმა
თავის ევოლუციის თეორიაში, რომელიც დღემდე რჩება სიცოცხლის შემსწავლელი
მეცნიერებების უმთავრეს თეორიად: სახეობები დროთა განმავლობაში იცვლებიან და
თავიანთ თვისებებს მემკვიდრეობით გადასცემენ შემდგომ თაობებს. ცვლილება სახეობის
ევოლუციის საფუძველია. ახალი ნიშან-თვისებების შეძენას კი ევოლუციური ინოვაცია
ეწოდება.

დარვინმა თავისი ნაშრომის შესავალში მარტივად ახსნა თეორიის არსი: „ერთი სახეობის
ინდივიდთა იმაზე მეტი რაოდენობა იბადება, ვიდრე შეიძლება გადარჩეს. შედეგად, მათ
შორის დაიწყება ბრძოლა გადარჩენისათვის. ამას მოჰყვება ის, რომ ნებისმიერ არსებას,
რომელსაც გაუჩნდება თუნდაც მცირე სასარგებლო ცვლილება, ექნება მეტი შანსი
გადარჩენისა და, ამგვარად, ბუნებრივად გადაირჩევა. მემკვიდრეობითობის პრინციპით კი
ასეთი რჩეული არსებები გამრავლდებიან და შთამომავლობას გადასცემენ ახალ
მნიშვნელოვან ნიშანთვისებებს“.

დარვინი იყო პირველი, რომელმაც მიაგნო ევოლუციის მექანიზმსა და მამოძრავებელ ძალას -


ბუნებრივ გადარჩევას.

ერნესტ მაიერი
ფაქტი 1: ყოველი სახეობა იმდენად ნაყოფიერია, რომ თუ ყველა შთამომავალი გადარჩება,
პოპულაცია გაიზრდება.

ფაქტი 2: მიუხედავად პერიოდული რყევებისა, პოპულაციის ზომა მეტ-ნაკლებად იგივე რჩება


ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ფაქტი 3: რესურსები, როგორიცაა საკვები, ჩვეულებრივ, შეზღუდულია.

დასკვნა 1: სახეობის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს ბრძოლა გადარჩენისთვის.

ფაქტი 4: პოპულაციაში ინდივიდები ერთმანეთისგან განსხვავდებიან.

ფაქტი 5: ამ ცვალებადობის დიდი ნაწილი მემკვიდრეობითია.

ფაქტი 6: გარემოსთან ნაკლებად შეგუებულ ინდივიდებს ნაკლები შანსი აქვთ, სწრაფად


მოიპოვონ შეზღუდული რესურსები, გადარჩნენ და გამრავლდნენ. გარემოსთან უკეთ შეგუებულ
ინდივიდებს მეტი შანსი აქვთ, სწრაფად მოიპოვონ შეზღუდული რესურსები, გადარჩნენ,
გამრავლდნენ და მემკვიდრეობითი თვისებები ახალ თაობებს გადასცენ, რაც არის კიდეც
ბუნებრივი გადარჩევის მექანიზმის არსი.

დასკვნა 2: ამ ნელა მიმდინარე პროცესში პოპულაციები იცვლებიან და უკეთ ეგუებიან გარემოს.


დროის განმავლობაში ეს ცვლილება გროვდება, რაც საბოლოოდ ახალ სახეობებს წარმოშობს
ბიოლოგიური ევოლუცია, როგორც უკვე ვნახეთ, ნიშნავს მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების
ცვლილებას დროში, თაობების განმავლობაში. იცვლება გენები.

რიდერი N5
მიოცენი - დედამიწის ისტორიის მესამეული პერიოდის ერთერთი დიდი მონაკვეთი (20-25
მილიონი წლიდან 6 მილიონ წლამდე).

ჰომინოიდები (ადამიანის მსგავსი მაიმუნები) - შევიხსენოთ რომ ჰომინოიდების ოჯახში


სუპერ-ოჯახში მაიმუნები კუდის არქონის გამო ერთიანდებიან.

ჰომინოიდების სუპერ-ოჯახში შემავალი ორგანიზმები ჰომინინებში ერთიანდებიან ორი


ნიშნის მიხედვით: გადაადგილების ფორმის (ყველა სახეობა ბიპედალია) და კბილების
მიხედვით (ჰომინინებს დანარჩენი ჰომინოიდებისგან განსხვავებით გაცილებით პატარა
ეშვები აქვთ).

ადამიანის ბიპედალური გადაადგილების მანერა ხელს უწყობს ენერგიის მაქსიმალურად


ეფექტურად გამოყენებას.

ბუნებრივმა გადარჩევამ მიანიჭა პრივილეგია მიოცენის იმ ზოგიერთ ჰომიდინს, რომელთაც


საკვების მოსაძებნად ტყეში მიწაზე ჩამოსვლა შეეძლოთ. მიწაზე ჩამოსულებისთვის ე.ი., აწ
უკვე, საფრთხის მოახლეოებისას ხეზე აძრომის უნარს მოკლებულთათვის, ბიპედალიზმი
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ადაპტაციად იქცეოდა.

კვადროპედი - ოთხ ფეხზე მოსიარულე.

ბიპედალური ანატომია
1. ბიპედალებში განსხვავებულია მენჯის ძვლის აღნაგობა, კვადროპედებისგან
განსხვავებით ჰომინინების მენჯის ძვალი შედარებით მოკლეა და განიერი ასე ისინი
უფრო კარგად ინარჩუნებენ წონასწორობას ვერტიკალურ მდგომარეობაში.
2. არაბიპედალებში დუნდულოვანი კუნთის მასა განაწილებულია გვერდებზე და
ბარძაყების განზე გადგმას უწყობს ხელს, ბიპედალებში ეს კუნთი მოთავსებულია
მენჯის უკან, ასეთი აღნაგობა ხელს უწყობს ნაბიჯების წინ გადადგმას.
3. განსხვავებაა ასევე ბარძაყის ძვლების ორიენტაციაში: შიმპანზეს ბარძაყის
ძვლების ორიენტაცია, როგორც ილუსტრაციაზე ხედავთ, ვერტიკალურია მაშინ,
როცა ბიპედალისთვის დამახასიათებელი ბარძაყის ძვალი „შიგნითაა შეწეული“,
ანუ მახვილ კუთხეს ქმნის.

ადრეულ ჰომინინებში გადაადგილების ეს ფორმა - ბიპედალიზმი - იმდენად სრულყოფილად


ჯერ კიდევ არ იყო განვითარებული, როგორც ეს მათ შთამომავლებში შეინიშნებოდა.

ადრეული ჰომინინები ჯერ კიდევ დიდ დროს ატარებდნენ ხეებზე.

არბორეული - ხეებთან დაკავშირებული; არბორეული ცხოვრების სტილი ხეზე მობინადრეობას


გულისხმობს.
დიდი აფრიკული რიფტი - მსოფლიოში არსებული უდიდესი დეპრესია (ჩავარდნილი ადგილი),
რომლის სიგრძე 6000 კმ და სიგანე 40–60 კმ–ია. რიფტის ხეობა ცნობილია იქ აღმოჩენილი
უძველესი ჰომინინების ნაშთების გამოც. რეგიონს ხშირად „ადამიანის გაჩენის აკვნადაც“
მოიხსენიებენ.

ადრეული აფრიკელი ჰომინინები:

• პრე-ავსტრალოპითები - უძველესი და ყველაზე პრიმიტიული (სავარაუდო) ჰომინინები (6+ -


4.4 მილიონი წლები)

• ავსტრალოპითები - სხვადასხვაგვარი ფორმები, ზოგი მეტად პრიმიტიული, ზოგი ნაკლებად


(4.2-1.2 მილიონი წლები)

• ადრეული ჰომო - ჩვენი გვარის პირველი წევრები ( 2.0+ – 1.4 მილიონი წლები)

პრე-ავსტრალოპითები:
საჰელანთროპუს ჩადენსისი - მისი აღნაგობა იყო ვერტიკალური, ასევე გააჩნდა
ბიპედალებისთვის დამახასიათებელი მცირე ზომის ეშვები. თუმცა თავის ქალისა და
ხერხემლის შემაერთებელი ფოსოს მდებარეობა არც ბიპედალისთვის და არც
კვადროპედისთვის დამახასიათებელი არაა, ამიტომ საეჭვოა ადრეული ჰომინინების
ჰომინინებად განხილვა (უფრო ზუსტი იქნება მათ „შესაძლო ჰომინინებს“ ვუწოდებთ).

ორონინ ტუგენსისი - გააჩნია პოსტ-კრანიატული ელემენტები, რომლებიც მიუთითებენ


სახეობის ბიპედალიზმზე. ორონინი პრე-ავსტრალოპითებს შორის ყველაზე მეტად გვაძლევს
საფუძველს რომ ჰომინინებს მივაკუთვნოთ

არდიპითეკუს კადაბა - ზოგიერთი პოსტკრანიატული ნაშთი ძალიან კარგად არის


შემონახული ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ რომ ეს პრიმატი არის კარგად
ადაპტირებული ბიპედალი, რაც არდიპითეკის ჰომინინობის მტკიცებულებაა.

არდიპითეკუს რამიდუსი - ყველაზე ძველია იმ ჰომინინთა შორის რომელთა ჩონჩხიც


ამდენი ძვლით არის წარმოდგენილი. მისი მენჯის ძვლებითა და ტერფების საშუალებით
დაადგინეს რომ ბიპედალი იყო, თუმცა მისი მენჯის ძვლის სხვა ნაწილები უფრო
ჰომინოიდური აღნაგობისა იყო, ამიტომ მას სიარული შეეძლებოდა თუმცა სირბილი
გაუჭირდებოდა.

4.4მლნ წლის წინ არსებულ პრე-ავსტრალოპით სახეობებს მომდევნო 200,000 წლის


განმავლობაში მნიშვნელოვანი ადაპტაციური ცვლილებები უნდა გაევლოთ, რათა
ჩამოყალიბებულიყვნენ ნამდვილ ჰომინინებად.

პლიოცენი - დედამიწის ისტორიის მესამეული პერიოდის უკანასკნელი ეპოქა; მოსდევს


მიოცენს.

ავსტრალოპითები:
ავსტრალოპითები→ავსტრალოპითიკები; პარანთროპუსები
➢ ყველა მათგანი აშკარად ბიპედალია(თუმცა ამ თვალსაზრისით სულაც არ არის აუცილებლად
ჰომოს(Homo) გვარის იდენტური).

➢ მათ ყველას შედარებით მცირე ზომის ტვინი აქვთ (მინიმუმ, ჰომოსთან შედარებით).

➢ ყველას აქვს დიდი კბილები, განსაკუთრებით, უკანა კბილები, რომელიც დაფარულია ძალიან
სქელი მინანქრით.

სექტორული კბილი - ხორცის საჭრელად ადაპტირებული კბილი

პრემოლარი - კბილი რომელიც არის ქვედა ყბაზე ეშვის პარალელური

ადრეული ავსტრალოპითები
ავსტრალოპითეკუს ანამენსის - ყველაზე ადრინდელი ავსტრალოპითიკები, ცალსახაბ
ბიპედალები არიან, ასევე გააჩნიათ დიდი ზომის ეშვები, და პირველი პრემოლარები.

ავსტრალოპითეკუს აფარენსის - ეს ჰომინინები იყვნენ ბიპედალები, გადაადგილდებოდნენ


საკმაოდ ნელა და საკმაოდ მოკლე ნაბიჯებით. აქვს დიდი ზომის წაწვეტებული კბილები, ეშვის
პარალელური სექტორული პრემოლარი, U ს ფორმის კბილების განლაგება. აქვს მცირე ზომის
თავის ქალა (420 სმ^3). ქვედა კიდურებთან შედარებით ზედა კიდურები ბევრად გრძელი აქვთ.
ეს ჰომინინი დაახლოებით იქნებოდა 91-121 სმ სიმაღლის. შესამჩნევია სქესობრივი
დიმორფულობა.

გვიანდელი ავსტრალოპითები
პარანთროპუსი - ავსტრალოპითებს შორის ყველაზე დიდი კბილებით გამოირჩევა. აქვს დიდი
ზომის ქვედა ყბა და ძვლოვანი წანაზრდები. ამ ჰომინინის სახე ბრტყელია. ფართე ლოყის
ძვლები, რომლებზეც საღეჭი კუნთები ემაგრება, გამოწეულია, ხოლო თავის ქალის თავზე ქედი
ვითარდება, რომელსაც საგიტალური ქედი ეწოდება და რომელზეც საფეთქლის კუნთებია
მიმაგრებული. ეს ნიშნები მიუთითებს რომ პარანთროპუსი ადაპტირებული იყო უხეში
მცენარეული საკვების მიღებასთან. აღსანიშნავია რომ ამ ჰომინინებს ჰქონდათ საკმაოდ
მრავალფეროვანი კვების რაციონი.

პარანთროპუს ეთიოპიკუსი - ავსტრალოპითეკუს აფარენსისთან იზიარებს საერთო ნიშან-


თვისებებს, თუმცა აქვს დერივაციული ნიშნებიც: განიერი სახე, დიდი ხახა და დიდი სივრცე
უკანა კბილებისთვის, ამიტომ ეს ჰომინინი მიაკუთვნეს პარანთროპუს ეთიოპიკუსის ახალ
სახეობას.

პარანთროპუს ბოისეი - ამ სახეობაში მაღალია სქესობრივი დიმორფულობის ხარისხი. ეს


სახეობა ზომით სხვა ავსტრალოპითებს ჰგავს.

პარანთროპუს რობუსტუსი - ამ სახეობას სხვა პარანთროპუსებთან შედარებით სუსტი კბილები


აქვს.
ავსტრალოპითეკუს აფრიკანუსი - თავის ქალას მოცულობა 440 სმ3. ჰქონდათ დიდი კბილები,
თუმცა პარანთროპუსებისგან შედარებით უფრო მცირე ზომის. ეს ჰომინინები კარგად
ადაპტირებული ბიპედალები.

ავსტრალოპითეკუს სედიბა - განამარხებული ფორმები აჩვენებდნენ ავსტრალოპითიკებისა და


ჰომოების ნიშანთვისებების ნარევს. ტვინის მოცულობა 420 სმ3 (ავსტრალოპითიკების
მსგავსად). ამ ჰომინინებს აქვთ გრძელი მკლავები მოხრილი თითებით (რითაც იგი ემსგავსება
წინამორბედ ავსტრალოპითეკუს აფრიკანუსს) თუმცა ასევე გააჩნია პატარა კბილები, ვიწრო
ლოყის ძვლები, მენჯის ძვლების თავისებურებები და ქვედა კიდურებთან შედარებით სუსტი
ზედა კიდურები (ეს თვისებები ჰომოს მსგავსი თვისებებია). ბოლო ორი თვისება მიუთითებს,
რომ ა. სედიბა ადაპტირდებოდა ხმელეთზე 31 ცხოვრებასთან, მისი ცხოვრების წესი უფრო
ნაკლებად იყო ხეებთან დაკავშირებული, ვიდრე სხვა ავსტრალოპითების.

ენცეფალიზაცია - თავის ტვინის ევოლუციური განვითარება, სხეულის მასის მიმართ თავის


ტვინის ფარდობითი ზომის ზრდა.

რიდერი N6
მახასიათებლები რომლითაც ჰომოს გვარი განისაზღვრება:

1. ავსტრალოპითებთან შედარებით, ტვინის დიდი მოცულობა


2. უფრო პატარა და ბრტყელი(ვერტიკალური) სახე
3. უფრო მცირე ზომის კბილები და ყბები
4. გაზრდილი დამოკიდებულება კულტურაზე - განსაკუთრებით, ქვის იარაღებზე
5. სხეულის უფრო მოზრდილი ზომა და კიდურების პროპორციების ცვლილება(ფეხის
სიგრძე აჭარბებს ხელისას)
6. სქესობრივი დიმორფიზმის აშკარა კლება

პროგნათული - როდესაც სახის ზედა და ქვედა ყბა ერთმანეთის პარალელური არ არის.

ჰომო ჰაბილისი - ავსტრალოპითებისგან განსხვავებით მისი საღეჭი კომპლექსი ბევრად


პატარა, ხოლო თავის ტვინის მოცულობა შესამჩნევად დიდია (650 სმ3). თავის ქალა უფრო
მომრგვალებულია. საღეჭი კომპლექსი დაპატარავებულია და სახე ნაკლებად პროგნათულია.
რაც შეეხება სხეულის პროპორციებს, ჰომო ჰაბილისს და ავსტრალოპითეკს დაახლოებით ერთი
და იმავე ზომის კიდურები უნდა ჰქონდეს.

ქვის იარაღების პირველ შემქმნელად განიხილებოდა ჰომო ჰაბილისი, თუმცა ახალმა


კვლევებმა აჩვენა რომ ქვის იარაღები ჰომო ჰაბილისის პირველ წარმომადგენლებამდე ბევრად
ადრე გაჩნდა, ამიტომ ქვის იარაღების პირველ მწარმოებლებად ავსტრალოპითები მიიჩნევიან.

ოლდუვაური ტექნიკა - ჰომო ჰაბილისის მიერ შემუშავებული ქვის იარაღების დამზადების


ტექნოლოგია: ერთ ხელში ვიჭერთ ერთ მოზრდილ ქვას, მეორეში კი - ოდნავ მცირე ზომის
მეორე ქვას, რის შემდეგაც დამიზნებით პირდაპირი დარტყმის შედეგად ვიღებთ
ანატკეჩსა(flake) და ე.წ. „ჩოფერს“(chopper - ე.ი. ქვის იმ ნაწილს, რომელიც ანატკეჩის აცლის
შემდეგ დარჩა).
ჰომოს გვარის პირველი წარმომადგენლების კვების რაციონი ბევრად განსხვავდება სხვა
ავსტრალოპითების რაციონისგან: მცენარეულ საკვებთან ერთად ისინი ხორცისა და ძვლის
ტვინის სახით ბევრად მეტ ცილას და კალორიას იღებენ.

ჰომო ერექტუსი - თავის ტვინის მოცულობა დაახლოებით 900 სმ3. მისი კბილების ზომაც ჰომო
ჰაბილისისგან შედარებით ბევრად შემცირებულია. მისი თავის ქალა მოგრძო და დაბალია,
ასევე, გამოკვეთილია მის შუბლზე „წარბის ხაზი“. ეს მის თავის ქალას ოთხკუთხა იერს
ანიჭებდა. ამასთანავე, მისი თავის ქალის ძვლები სქელიცაა, ხოლო მისი ნიკაპი რამდენადმე
უკან შეწეულია. სავარაუდო სიმაღლე 130-150 სმ, მასა 30-40 კგ.

აშელური ტექნიკა - ჰომო ერექტუსის მიერ შემოღებული ქვის იარაღების დამზადების ტექნიკა.
ოლდუვაურისგან განსხვავებით ეს ქვის იარაღების ორმხრივად დამუშავებულია და ბევრად
უფრო სიმეტრიული ფორმაც აქვს. აშელური კულტურა ძირითადად მხოლოდ აფრიკაში
გვხვდება, თუმცა აფრიკის გარეთაც მოგვიანებით ვრცელდება.

ჰომინინების აფრიკის გარეთ განსახლება (Out of Africa 1) ათი ათასს წელზე მეტ ხანს
გაწელილი პროცესია. ეს განსახლება არა რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გამო, არამედ
უბრალოდ ტერიტორიების ათვისების მიზნით მოხდა.

პლეისტოცენი - გეოლოგიური ეპოქა 2.5 მლნ - 12 000 წლამდე.

სპორადული - არასისტემული, არახშირი, იშვიათი

დმანისი აფრიკის კონტინენტს გარეთ არსებული ასაკით ყველაზე ძველი და მონაპოვრებით


უმდიდრესი ძეგლია. ძეგლი 1.85-1.77მლნ წლების ფენებს მოიცავს. დმანისის ძეგლზე
გაკეთებული აღმოჩენები გვაფიქრებინებს, რომ აფრიკიდან პირველი მიგრაცია 2 მილიონ
წელზე დიდი ხნისაა. დმანისელ ჰომოებს მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ნიშან-
თვისებებიც აქვთ, რომელიც არ გვხვდება არც ჰომო ჰაბილისთან და არც ჰომო ერექტუსთან.
აქედან ვასკვნით, რომ ჰომინინების გადინება ჯერ კიდევ Homo habilis-ის დროიდან
მოყოლებული უნდა მომხდარიყო, ანუ 2მლნ. წლამდე. დმანისელ ჰომოებს მოიხსენებენ
როგორც ჰომო გეორგიკუსად.

2000 წლამდე თავის ტვინის მოცულობა ერთხმად აღიარებული კრიტერიუმი იყო, რომელიც
ხელს შეუწყობდა და გამოიწვევდა აფრიკიდან განსახლებას. მაგრამ აფრიკიდან პირველი
განსახლება და ევრაზიის ათვისება მანამდე მოხდა ვიდრე თავის ტვინის ზრდის პროცესი
დაიწყებოდა. შესაბამისად, თავის ტვინის ზომა ვეღარ იქნება ურყევი კრიტერიუმი ვერც
განსახლების მიზეზების ასახსნელად და ვერც გვარისა და სახეობის განსაზღვრისას.
აფრიკიდან გასვლის მიზეზად ადრე სახელდებოდა ქვის დამუშავების ტექნიკა და კულტურა და
კლიმატური ცვლილებები. სინამდვილეში კი საერთოდაც არ არის აუცილებელი რომ
აფრიკიდან გასვლის რაიმე განსაკუთრებული მიზეზები არსებობდეს. თუკი რაიმე ზონაში
უბრალოდ გაიზრდება პოპულაცია, ეს გამოიწვევს კონკურენციას საკვებზე, შესაბამისად
პოპულაციის ნაწილი აითვისებს ახალ ზონას და ა.შ.

არიდიფიკაცია - პროცესი, რომლის დროსაც რეგიონი ხდება მშრალი და უწყლო. გრძელდება


დიდი ხნის განმავლობაში და არ არის მხოლოდ სეზონური.

რიდერი N7
თანამედროვე ადამიანის არც ერთი პოპულაცია არ გამხდარა გენეტიკურად იმდენად
იზოლირებული, რომ ცალკე სახეობა წარმოექმნა. ნაცვლად ამისა, თანამედროვე ადამიანის
პოპულაციები გენთა უზარმაზარი რაოდენობის გაცვლის შედეგია.

კულტურული ჩვეულებები გენეტიკურ და ფიზიკურ ვარიაციებზეც ახდენს გავლენას,


რამდენადაც ის გავლენას ახდენს გენთა ნაკადზე.

პოლიტიპური სახეობა - სახეობა რომელიც შედგება ცალკეული ფიზიკური თვისებების


მიხედვით ჩამოყალიბებული რეგიონული პოპულაციებისგან.

თუ პოპულაციაში კონკრეტული ნიშან-თვისების ალელების სიხშირე იცვლება ე.ი. ამ ნიშან-


თვისების ევოლუცია მომხდარა.

1. ევოლუცია რომ გამოვლინდეს რამდენიმე თაობის შეცვლაა საჭირო;


2. ევოლუცია ხდება ჯგუფის და არა ინდივიდის დონეზე;
3. ევოლუციას განვიხილავთ გენეტიკურ დონეზე და არა მარტო ფენოტიპურად.

გენეტიკური ვარიაციები შედეგია ოთხი ევოლუციური პროცესისა: მუტაციები, ბუნებრივი


გადარჩევა, გენთა დრეიფი და გენთა გადინება.

გენეტიკური კოდის შემთხვევით ცვლილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია ევოლუციური


ცვლილების გამოწვევა, თუკი ის მოხდება სასქესო უჯრედებში.

გენეტიკური დრეიფი პოპულაციაში ალელების სიხშირის შემთხვევით ცვლილებას ნიშნავს.


გენების დრეიფი ევოლუციას იწვევს შემთხვევითად, ხოლო ბუნებრივი გადარჩევა
შეგუებულობაზე დაყრდნობით იწვევს ევოლუციას. მაგალითად: გენების დრეიფის შედეგად
შეიძლება ოდნავ სასარგებლო ალელი დაიკარგოს და ოდნავ საზიანო გადარჩეს (და ეს
სრულიად შემთხვევითი პროცესია). ქვევით მოყვანილია გენთა დრეიფის ორი უკიდურესი
შემთხვევა:

1. ბოთლის ყელის ეფექტი - ისეთ მოვლენებს როგორიცაა სტიქიური უბედურება,


შეუძლიათ პოპულაციის მასობრივი განადგურება და მხოლოდ მცირე ჯგუფის
დატოვება. ამ შემთხვევაში ალელური სიხშირეები საკმაოდ განსხვავებული იქნება
საწყისი პოპულაციის ალელური სიხშირეებისგან. ზოგი ალელი შეიძლება გაქრეს კიდეც.
2. დამაარსებლის ეფექტი - არსობითად ეს ეფექტიც პირველ ეფექტს ჰგავს, თუმცა ამ
შემთხვევაში მცირე პოპულაცია დიდ პოპულაციას გამოეყოფა კოლონიზაციის მიზნით.
ამ შემთხვევაში მცირე პოპულაცია შესაძლოა სრულად არ ასახვდეს დიდი პოპულაციის
გენთა მრავალფეროვნებას.

გენთა ნაკადი გულისხმობს სხვა პოპულაციასთან შეჯვარების შედეგად ახალი გენების ჩართვას
პოპულაციის გენოფონდში.

გენოფონდი - პოპულაციის გენების მთლიანი ნაკრები

ფიზიკური გარემო ადამიანის ვარიაციებზე გავლენას ახდენს ზრდა-განვითარების


წახალისებით ან შეზღუდვით. ადამიანებს შორის ფიზიკური განსხვავებები იმაზეცაა
დამოკიდებული, თუ რამდენად კარგადაა თავმოყრილი ზრდისთვის აუცილებელი
საჭიროებები.

ევოლუციური, გარემო და კულტურული ფაქტორები ქმნიან ადამიანის ვარიაციებს, თუმცა


ხშირად რთულია თითოეული მათგანის შეფარდებითი მნიშვნელობის დადგენა. ინდივიდში
წარმოდგენილი მახასიათებლები სამივე მათგანის ურთიერთკავშირის შედეგია.

კანის ფერი - დაბალი UV გამოსხივების დონე კორელაციაშია ღია ფერის კანთან. ადამიანებს,
რომლებიც მზით განებივრებულ ეკვატორულ რეგიონებში ცხოვრობდნენ, გადაერჩათ უფრო
მუქი კანის ფერი, რადგან UV გამოსხივების დიდი დოზით მიღების უარყოფით შედეგებს ოდნავ
უფრო მუქი ფერის კანის მქონენი უკეთ იტანდნენ. ამის საპირისპიროდ კი ხალხს, რომლებიც
ცივ ღრუბლიან კლიმატში ცხოვრობდნენ, ღია ფერის კანი გადაერჩათ. ბუნებრივი გადარჩევის
მექანიზმი, ჩვეულად, კონკრეტული გარემოსთვის ადაპტურ თვისებებს გადაარჩევს; თუ ერთ
გარემო-პირობებში მუქი ფერის კანია ადაპტური, სხვაგვარში - ღია და სწორედ ესაა კანის ფერის
ვარიაციის საფუძველი.

ბერგმანის წესი - პატარა ცხოველები, რომლებსაც აქვთ სხეულის დიდი ზედაპირი თავიანთ
პატარა წონასთან მიმართებაში, კარგად და ეფექტურად ახერხებენ გასცენ სითბო და
დაარეგულირონ თავისი მასა, შესაბამისად, უკეთ ფუნქციონირებენ თბილ პირობებში. ცივ
პირობებში კი ცხოველებისთვის ხელსაყრელია პატარა ზედაპირისა და დიდი მასის ქონა. ამ
პრინციპზე დაყრდნობით თბილ პირობებში ადამიანებს უფრო თხელი ფიგურა და პატარა მასა
აქვთ, ხოლო ცივ პირობებში მცხოვრებ ადამიანებს კი მასიური და დიდი სხეული.

„მეცნიერულ კრიტერიუმებზე“ დაყრდნობით ადამიანის რასების კლასიფიცირება არ


ამართლებს, რადგან ისინი ზედმეტად მოუქნელია იმისთვის, რომ ე.წ. რასებს შორის ვარიაცია
ან მსგავსებები გაითვალისწინოს.

რეალურად, არ არსებობს მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც განსხვავებულ რასებს


ახასიათებთ. მაგალითად ქერა თმა და ცისფერი თვალები, ან თვალის სპეციფიური ჭრილი და
კანის კონკრეტული შეფერილობა ყოველთვის ერთ კომბინაციაში არ გვხვდება. ეს
მახასიათებლები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია. სწორედ ამიტომ არის შეუძლებელი
ნიშან-თვისებათა მსგავსი კრებულების მიხედვით ჰომო საპიენსის პოპულაციების რასებად
გამოყოფა.

კულტურული ანთროპოლოგია
რიდერი N10
სოციალური სიტუაცია - იმდენად მძლავრად აკონტროლებს ინდივიდების ქცევას, რომ
ხშირად მძლავრობს მის პიროვნებასა და წარსულ გამოცდილებებზე, ფასეულობებსა და
შეხედულებებზე.

სოციალური როლი - ქცევის სოციალურად განმსაზღვრელი პატერნია, რომლის


განხორციელებასაც პიროვნებისგან ამა თუ იმ სიტუაციაში მოელიან.

ექსპლიციტური წესები - თვალსაჩინოდ მოცემული ქცევათა წესები

იმპლიციტური წესები - ნაგულისხმები ქცევათა წესები

სოციალური ნორმები - ჯგუფის წევრების ღია, ან ფარულ მოლოდინს, რომ ჯგუფის წევრები
სოციალურად მისაღებად მოიქცევიან. ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა სწორედ ამ ნორმების
დაცვას გულისხმობს. ნორმიდან გადახრის შემთხვევაში არსებობს გარკვეული
შემწყნარებლური დიაპაზონი, თუმცა უკიდურეს შემთხვევაში სოციალური ნორმიდან
გადახვევის შემთხვევაში ჯგუფს იძულების ისეთი სამი ძალის გამოყენება სძალუძს როგორიცაა:
დაცინვა, უარყოფა და ხელახალი აღზრდა.

კონფორმულობა - როდესაც სოციალურ როლს ირგებ, ან სოციალურ ნორმებს ვემორჩილებით,


კონფორმულობას ვიჩენთ.

ინფორმაციული გავლენის პროცესები - მოცემულ სიტუაციაში კორექტულად, სწორად


მოქცევის და სიტუაციის შესაბამისად მოქცევის სურვილი.

ნორმატიული გავლენის პროცესები – გარშემოთაგან აღიარების, მოწონების და მიღების


სურვილი.
სოციალური რეალობის კონსტრუირება - ერთსა და იმავე სიტუაციას განსხვავებული ცოდნისა
და გამოცდილების მქონე ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს.

ატრიბუციის თეორია - აღწერს თუ როგორ იყენებენ ადამიანები ინფორმაციას ამა თუ იმ


სოციალური მოვლენის მიზეზების ასახსნელად. ატრიბუციული ანალიზის ძირითადი ამოცანა
ქცევის მიზეზების ლოკალიზაციის დადგენაა.

დისპოზიციური ატრიბუცია - ქცევის მიზეზების პიროვნების მიხედვით ანალიზი

სიტუაციური ატრიბუცია - ქცევის მიზეზების სიტუაციის მიხედვით ანალიზი

ადამიანები კოვარიაციის პრინციპის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას ქცევა


დისპოზიციური თუ სიტუაციური ატრიბუციით ახსნან. კოვარიაციის პრინციპის მიხედვით,
ადამიანები გარკვეულ მიზეზობრივ ფაქტორს უკავშირებენ ქცევას, თუ ეს ფაქტორი მოცემულია
ქეცევასთან ერთად. ამ პრინციპზე დაყრდნობით ვაკეთებთ ადამიანის შესახებ დასკვნებს სამი
განზომილების გათვალისწინებით:

1. განსხვავებულობა - გულისხმობს იმას თუ რამდენად დამახასიათებელია ქცევა


მოცემული სიტუაციისთვის.
2. კონსისტენტურობა - რამდენად ხშირად მეორდება ქცევა მოცემულ სიტუაციაში.
3. კონსენსუსი - სხვა ადამიანებიც ანალოგიურად იქცევიან თუ არა მოცემულ სიტუაციაში.

ადამიანები ჩვეულებრივ უფრო დისპოზიციური ატრიბუციისაკენ არიან მიდრეკილნი. ამ


ფენომენს ხშირად ატრიბუციის ფუნდამენტურ შეცდომას - აფშ-ს უწოდებენ, რადგან ამ დროს
სიტუაციური ფაქტორების გავლენა შესაძლოა სათანადოდ არ შევაფასოთ.

თვითქმნადი წინასწარმეტყველება - ზოგიერთ ქცევასა და მოვლენასთან დაკავშირებით


გაკეთებული წინასწარმეტყველებაა რომელიც იმგვარად ცვლის ქცევით ურთიერთობებს რომ
საბოლოოდ ის მართლდება.

დამოკიდებულება - ადამიანების, ობიექტების, ან იდეების მიმართ დადებითი ან უარყოფით


შეხედულების ჰქონა.

ინფორმაციის სამი ტიპი რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენ დამოკიდებულებებს:

1. კოგნიტური - შემეცნებითი
2. აფექტური - გრძნობებთან და ემოციებთან დაკავშირებული
3. ქცევითი - ჩვენი რეაქცია, შეხედულების მიხედვით

ხშირად რთულია იმის თქმა დამოკიდებულება ზუსტად აისახება თუ არა ქცევაში.


დამოკიდებულების ერთერთი თვისება რომელიც საშუალებას იძლევა ადამიანის ქცევის
წინასწარმეტყველებისა, არის დამოკიდებულების ხელმისაწვდომობა. დამოკიდებულება
უფრო ხელმისაწვდომი ხდება მაშინ როდესაც იგი უშუალო გამოცდილებას ემყარება.
დამოკიდებულებები უფრო ხელმისაწვდომი ხდება როდესაც იგი ხშირად მეორდება, ანუ რაც
უფრო ხშირად გვიხდება ჩვენი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

როცა დამოკიდებულებები ინფორმაციის სხვადასხვა ქვეჯგუფს ეფუძვნება, ისინი შეიძლება


დროთა განმავლობაში რადიკალურად შეიცვალოს.

დარწმუნება
გადამუშავების ალბათობის მოდელი - დარწმუნების თეორია რომელიც აღწერს თუ რამდენად
მოსალოდნელია რომ ადამიანები თავიანთ კოგნიტურ პროცესებს დამარწმუნებელი
შეტყობინების დეტალურად გადამუშავებისკენ წარმართავენ. მოდელი განასხვავებს
დარწმუნების ცენტრალურ და პერიფერიულ პროცესებს:

1. ცენტრალური პროცესი - როდესაც ადამიანი გულდასმით, ზედმიწევნით გაზიარებს


დამარწმუნებელი კომუნიკაციის დროს მოწოდებულ ინფორმაციას და
დამოკიდებულების ცვლილება მოწოდებული არგუმენტების სიძლიერეზეა
დამოკიდებული.
2. პერიფერიული პროცესი - ისეთ პირობებს გულისხმობს, როდესაც ადამიანები
სერიოზულად არ ეკიდებიან შეტყობინებას და სიტუაციის ზედაპირულ მანიშნებლებზე
რეაგირებენ.

დამოკიდებულების ტიპისა და არგუმენტის ტიპის თანხვედრა კიდევ ერთი ფაქტორია,


რომელიც გავლენას ახდენს ინფორმაციის გადამუშავების არჩევაზე. აი მაგალითად
დამოკიდებულება მაშინ უფრო იცვლება როდესაც კოგნიტური საფუძვლის მქონე
არგუმენტს კოგნიტური საფუძვლის მქონე დამოკიდებულებას ვუსაბამებთ, ხოლო
ემოციური საფუძვლის მქონე არგუმენტს კი ემოციური საფუძვლის მქონე
დამოკიდებულებას.

დათანხმება

მიგების ნორმა - როდესაც ერთი ადამიანის მხრიდან სულ მცირე სიკეთის კეთებას მეორე
ადამიანის მხრიდან საპასუხოდ უფრო დიდი სიკეთის მიგება.

„კარის ცხვირწინ მიჯახუნების მეთოდი“ - როცა ადამიანი უარს ამბობს რაიმე დიდი თხოვნის
შესრულებაზე, და შემდგომში იოლად თანხმდებიან უფრო ზომიერი თხოვნის შესრულებაზე.

ვალდებულება - როდესაც ადამიანს რაიმეთი დავალდებულებით, მცირედი დათმობის


შემთხვევაში უფრო დიდ დათმობას „აიძულებ“.
რიდერი N11
ჰანა არენდტმა (მე-20 საუკუნის პოლიტიკის ფილოსოფოსი) გამოაქვეყნა წიგნი „აიხმანი
იერუსალიმში“, სადაც განიხილავს ნაცისტი ადოლფ აიხმანის დანაშაულებებს (ჰოლოკოსტის
დროს ებრაელების გენოციდი).

არენდტმა გააკეთა დასკვნა: აიხმანის მსგავსი ადამიანები არც სადისტები არიან და არც
არანორმალურები. კერძოდ, სოციალურმა ძალებმა ფსიქიატრიული სტანდარტებით
შეიძლება უბიძგოს „ნორმალურ ადამიანს“ სისასტიკისკენ (როცა იგი თავისი ქმედების
არამართებულობას ვერ აანალიზებს). ამ საშიშ ფენომენს ჰანა არენდტმა „ბოროტების
ბანალურობა“ უწოდა.

პროსოციალური ქცევა - ძალისხმევის გამოჩენა სხვათა დასახმარებლად

ალტრუიზმი - პროსოციალური ქცევა, რომელსაც ადამიანები საკუთარი უსაფრთხოებისა და


ინტერესების გაუთვალისწინებლად მიმართავენ.

ადამიანებს ალტრუიზმის საბაზისო, წმინდა ჰუმანური მოტივაცია აქვთ. ევოლუციური თეორიის


მიხედვით ალტრუიზმში შესაძლოა ადაპტაციურ თვისებას წარმოადგენდეს და ინდივიდებს
საკუთარი გენების გამრავლებაში ეხმარებოდეს.

ალტრუიზმი ნათესავების მიმართ - აშშ-ს და იაპონიის სტუდენტებზე ჩატარებულმა კვლევამ


აჩვენა რომ რაც უფრო ახლო ნათესაური კავშირია ადამიანებს შორის მით უფრო იზრდება
ალტრუისტული ქმედების ალბათობა. თუ ადამიანებს ქცევის ეს პატერნი ახასიათებთ მაშინ ეს
ნიშნავს რომ გენეტიკური მემკვიდრეობა დაცული იქნება.

რეციპროკული (ორმხრივი) ალტრუიზმი - იდეა, რომლის მიხედვით ადამიანები


ალტრუისტულ ქცევებს იმიტომ ახორციელებენ რომ სხვებისგანაც მსგავს ალტრუისტულ
საქციელს მოელიან. ამდენად ორმხრივობა ალტრუიზმს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან
მოვლენად აქცევს.

ემპათია-ალტრუიზმის ჰიპოთეზა - როდესაც ადამიანები ძლიერ ემპათიას გრძნობენ სხვების


მიმართ, დიდია ალბათობა რომ ისინი მათ ყოველგვარი ჯილდოს გარეშე დაეხმარებიან.
ამგვარად ინდივიდები მხოლოდ მაშინ იქცევიან როცა ემპათიის გრძნობა მათ მიზნებს
გადაწონის.

კოლექტივიზმი - პროსოციალური ქცევის განხორციელება ამა თუ იმ ჯგუფის წარმატების


სასარგებლოდ.

პრინციპიზმი - პროსოციალური ქცევის განხორციელება მორალური პრინციპებიდან


გამომდინარე (მაგალითად რელიგიური პრინციპებიდან გამომდინარე).
პასუხისმგებლობის დიფუზია, განაწილება - როდესაც ერთზე მეტ ადამიანს შეუძლია
საგანგებო სიტუაციაში მყოფი პირისთვის დახმარების გაწევა ადამიანები ხშირად ვარაუდობენ
რომ სხვა დაეხმარება, ან უნდა დაეხმაროს, ამიტომ თვითონ განზე გადგება და სიტუაციაში არ
ჩაერთვება.

პასუხისმგებლობის გრძნობის აღძვრა - დახმარების თხოვნის აქტი ეხმიანება ადამიანების


გრძნობებს და სხვა ადამიანებსაც რთავს სიტუაციაში და აქცევს მათ უშუალოდ იმ ადამიანებად
რომლებსაც მოეთხოვებათ დახმარების აღმოჩენა.

აგრესიული ქცევები გარკვეულწილად გენეტიკურად შეიძლება იყოს განპირობებული. ამას


ადასტურებს იდენტურ და არაიდენტურ ტყუპებზე გაკეთებული კვლევა (იდენტურ ტყუპებში
უფრო მსგავსი იყო აგრესიის ხარისხი). თუმცა დიდწილად აღზრდა და სოციალური
გარემოებები ახდენენ გავლენას აგრესიის გამოვლენაზე.

იპულსური აგრესია - სიტუაციაზე რეაქციაა და ემოციით აღიძვრება: ადამიანები აგრესიული


აქტებით რეაგირებენ ემოციურად დატვირთულ მდგომარეობაში.

ინსტრუმენტული აგრესია - მიზანმიმართული და კოგნიტურად გააზრებულია. ასეთ


შემთხვევაში გეგმავენ მასზე რათა მიაღწიონ სასურველ მიზანს.

ფრუსტრაცია - აგრესიის ჰიპოთეზა - ფრუსტრაციას (სასოწარკვეთას) მაშინ აქვს ადგილი, როცა


ადამიანებს ხელი ეშლებათ დასახული მიზნის მიღწევაში. ფრუსტრაციის ზრდის შემთხვევაში
კი უფრო მაღალალბათურია აგრესიის გამოვლენა.

პირდაპირი პროვოკაცია და ესკალაცია - პირდაპირი პროვოკაცია აგრესიას იწვევს. თუ


პროვოკაციაზე რეაქციამ შედეგი არ გამოიღო, შემდგომი ქმედებები უფრო აგრესიული ხდება -
სწორედ ეს მოვლენაა ესკალაცია.

ინდივიდის მხრიდან აგრესიულობის გამოვლენის შესაძლებლობები შეზღუდულია


კულტურული ნორმებითა და ფასეულობებით.

ავტორიტეტისადმი დაქვემდებარება: სტენლი მილგრემის ცდა ასევე შეეხება მეორე


მსოფლიო ომსა და ნაცისტებს. მისმა კვლევამ ცხადჰყო რომ ნაცისტებს ბრმა მორჩილება მაინც
და მაინც მათი განსაკუთრებული პიროვნულობის ან გერმანელების ეროვნულობის შედეგი არ
იყო. მათზე გავლენა უფრო სიტუაციურმა ძალებმა იქონიეს, რომლებსაც ნებისმიერი ადამიანის
შთანთქმა შეეძლო.

მილგრემის ექსპერიმენტი: ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ „მასწავლებლები“,


„მოსწავლეები“, და „ექსპერიმენტატორი“ (ავტორიტეტი). მასწავლებლებს ევალებოდათ
მოსწავლეებისთვის სწავლება, ხოლო მოსწავლის მიერ ყოველ დაშვებულ შეცდომაზე მას
ელექტროშოკს ურტყამდნენ, რომლის სიმძლავრეც ყოველ ჯერზე იზრდებოდა. ცდამ აჩვენა
რომ მასწალებლები მიუხედავად მათი წინააღმდეგობრივი შეხედულებისას, მაინც
ახორციელებდნენ ავტორიტეტის (ექსპერიმენტატორის) მითითებებსა და ბრძანებებს.
რატომ ემორჩილებიან ადამიანები ავტორიტეტს?
ორი მიზეზი რის გამოც ადამიანები ავლენენ მორჩილებას მოცემულ სიტუაციებში არის
ნორმატიული და ინფორმაციული ზეგავლენის წყაროებია. ადამიანს სურს რომ სხვებს
მოწონდეს (ნორმატიული გავლენა) და იყოს მართალი (ინფორმაციული გავლენა). ისინი
მიდრეკილნი არიან მოიქცნენ ისე როგორც სხვები იქცევიან, ან იქცეოდნენ, რათა იყვნენ
სოციალურად მისაღებნი.

რიდერი N12
ეტიმოლოგია - სიტყვის წარმომავლობა, თავდაპირველი მნიშვნელობა

კულტურა - ქცევის ის შესაძლებლობები, ნორმები და ფორმები, რომლებიც პიროვნებებმა


საზოგადოებაში ცხოვრების გზით შეიძინეს ( ანთროპოლოგებს შორის ყველაზე მიღებული და
გავრცელებული განმარტება). კულტურა მრავალი ნაწილისგან შედგება, მას გარკვეული
სოციალური ჯგუფი იზიარებს და ის რაღაც ნიშნით შემოსაზღვრულია.

სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია - ეს კულტურული და სოციალური ცხოვრების


შედარებითი კვლევაა. მის ყველაზე მნიშვნელოვან მეთოდს ჩართული დაკვირვება
წარმოადგენს, რომელიც გარკვეული სოციალური გარემოს ხანგრძლივ საველე კვლევას
მოითხოვს. კულტურული ანთროპოლოგია არის შედარებითი და ემპირიული მეცნიერება.
მონაცემებთა შეგროვების სპეციგიკური მეთოდიდა საველე კვლევა.

კულტურული უნივერსალიზმი - რწმენა იმისა, რომ შესაძლებელია ყველა ხალხისა და ყველა


საზოგადოებისთვის საერთო გარკვეული ღირებულებებისა და პრინციპების აღმოჩენა,
მიუხედავად ისტორიული, კულტურული და სხვა განსხვავებებისა.

რელატივიზმი - ფარდობითობა; წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც, მორალური ან


ფაქტობრივი მტკიცებები მხოლოდ მათ კონტექსტთან მიმართებაში შეიძლება განისაჯოს,
რადგანაც რაიმე ობიექტური ან „აბსოლუტური“ სტანდარტი არ არსებობს.

ეთნოცენტრიზმი - მიდგომა რომლის მიხედვითაც განსხვავებული კულტურა და ადათ-წესები


მშობლიური კულტურის გადმოსახედიდან განიხილება.

სოციალური ევოლუციონიზმის თეორია - თეორია, რომლის მიხედვითაც კულტურები


ერთნაირი და პროგრესირებადი გზით ვითარდებიან. XIX საუკუნის ანთროპოლოგიისთვის
დამახასიათებელი იყო სოციალური ევოლუციის რწმენა - წარმოდგენა, რომ საზოგადოებები
წრფივი მიმართულებით განვითარდა და რომ ევროპული კულტურა „განვითარების“ გრძელი
ჯაჭვის საბოლოო პროდუქტი იყო, რომელიც „ველურობიდან“ დაიწყო.
კულტურული რელატივიზმი - ანთროპოლოგიის ცენტრალური კონცეფცია, რომლის
თანახმად, საზოგადოების წესჩვეულებები და იდეები ობიექტურად უნდა აღიწეროს და
გაგებულ იქნას საზოგადოებაში არსებული პრობლემებისა და წინააღმდეგობების კონტექსტში.

კულტურული რელატივიზმი ზოგჯერ ეთნოცენტრიზმის საპირისპირო ცნებად ჩანს. ეს არის


სწავლება იმის შესახებ, რომ საზოგადოებები ან კულტურები ერთმანეთისგან თვისებრივად
განსხვავდებიან, ყოველ კულტურას თავისი უნიკალური შიდა ლოგიკა აქვს და აქედან
გამომდინარე, საზოგადოებებისა და კულტურების რაოდენობრივი ათვლის სკალაზე
რანჟირება, ან იერარქიული პრინციპით დახარისხება მეცნიერული აბსურდია.

ნიჰილიზმი - ყველაფრის ხელაღებით უარყოფა, საყოველთაოდ აღიარებული ნორმების


მიუღებლობა.

ისტორიული პარტიკულარიზმის იდეა - შეხედულება იმის შესახებ, რომ თითოეულ


საზოგადოებას და კულტურას გააჩნია საკუთარი, უნიკალური ისტორია, რომლის მორგება რაიმე
უნივერსალური განვითარების სქემაზე შეუძლებელია. (ეს იდეა განავითარა ფრანც ბოასმა).

რიდერი N13
სოციალიზაცია, იგივე ინკულტურაცია, ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების, მის მიერ
საზოგადოებრივი ნორმების, ყოველდღიური წესების და შიდაკულტურული
მნიშვნელობების ათვისების აქტიურ პროცესს აღნიშნავს.

ენა
ცნებებსა და სიმბოლოებს შორის ურთიერთკავშირი გარკვეულ კულტურულ სამყაროს ქმნის,
რომელშიც ხალხი აზროვნებს და მოქმედებს. ეს ენის ფენომენს ადამიანთა ყველა
საზოგადოებაში კულტურულად უნივერსალურად აქცევს. თუმცა, ამასთანავე, ჩვენ ვიცით, რომ
მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ადამიანთა ჯგუფები სხვადასხვა ენაზე საუბრობენ და
შესაბამისად, კონკრეტული ენები (როგორც „კულტურები“) უკვე კულტურულად სპეციფიკურია.

ენასა და კულტურას შორის მიმართება ორმხრივია - ერთი მხრივ, კულტურა აყალიბებს ენას,
მეორე მხრივ კი - ენა აძლევს კულტურას გარკვეულ „სტრუქტურას“, სააზროვნო ჩარჩოს.

ლინგვისტური ფარდობითობის (სეპირ-უორფის) ჰიპოთეზა - ენა გავლენას ახდენს


ადამიანების კოგნიციასა და მათ მსოფლმხედველობაზე და შესაბამისად, ადამიანთა აღქმა მათ
სასაუბრო ენას უკავშირდება.
ლინგვისტური ანთროპოლოგია სეპირ-უორფის ჰიპოთეზის რამდენადმე შერბილებულ
ვარიანტს იღებს მხედველობაში, რომლის თანახმადაც ენასა და გრამატიკულ
სტრუქტურებს შეუძლია ფიქრსა და ქმედებათა ფორმირება, მაგრამ ლინგვისტურ
სტრუქტურა სრულად როდი განსაზღვრავს მათ; რეფლექსიის, შემოქმედებითობისა და
კრიტიკული ანალიზისთვის სივრცე მუდამ არის.

აბსურდია იმის მტკიცება, რომ ზოგიერთ ერს ‘სხვებზე მეტი კულტურა’ გააჩნია. ყველა
საზოგადოება თანაბრად კულტურულია იმ თვალსაზრისით, რომ დედამიწის ირგვლივ
ყველა სოციალური ჯგუფის ცხოვრებას კულტურა აძლევს სტრუქტურას.

სოციალური სტატუსი - პიროვნების სოციალურად განსაზღვრული ასპექტია, რომელიც


სოციალურ ურთიერთობებს განსაზღვრავს და სხვა ადამიანების მიმართ გარკვეულ უფლებებსა
და მოვალეობებს აყალიბებს.

სოციალური პირი - განისაზღვრება სოციალურ სტატუსთა ერთობლიობით.

როლი - ანთროპოლოგიაში „როლი“ ჩვეულებრივ, განისაზღვრება, როგორც სტატუსის


დინამიკური ასპექტი, ანუ პიროვნების ფაქტობრივი ქცევა სტატუსით განსაზღვრულ
ფარგლებში. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, როლი - ეს არის სტატუსი მოქმედებაში. თუმცა
როლი არასოდეს არ არის სტატუსის იდენტური. სხვა სიტყვებით, ადამიანი იმპროვიზაციას
მიმართავს: მაგალითად, „მამის“ სტატუსი გარკვეულ მოლოდინებს იწვევს, თუმცა მამის როლის
შესრულების მრავალი გზა არსებობს.

როცა ინდივიდი სტატუსით განსაზღვრულ როლთან დაკავშირებულ წესებსა და მოლოდინებს


არღვევს, საზოგადოების სხვა წევრებმა შეიძლება სანქციები დააწესონ, ან სასჯელის სხვა
ფორმებს მიმართონ.

დასავლური საზოგადოების შეხედულების მიხედვით - პიროვნულობა, როგორც ასეთი


"თანდაყოლილია", ე.ი. ბუნებრივად გარანტირებულია და არა სოციალური ცხოვრების
განმავლობაში, სტატუსების ცვლილების კვალდაკვალ გამომუშავებული რამ.

მცირე ზომის საზოგადოებათა შეხედულების მიხედვით - ბიოლოგიურად, ფიზიკურად


დაბადება ავტომატურად არ ანიჭებს დაბადებულს პიროვნულობას. პიროვნება არათუ იბადება,
არამედ იქმნება. მის შესაქმნელად კი სოციალური "ღვაწლია" საჭირო.
სტრუქტურა შეიძლება გავიგოთ, როგორც სტაბილური და უწყვეტი პატერნები,
მიმართებები თუ ურთიერთობები, რომლებიც აყალიბებენ სოციალურ ცხოვრებას.
სტრუქტურის ცნება კულტურული ანთროპოლოგიისთვის ერთ-ერთი ცენტრალური ცნებაა,
რამდენადაც ის ხშირად ანთროპოლოგიის სხვადასხვა თეორიული სკოლებისთვის ფიქრის
ამოსავალი წერტილია.

დეჰუმანიზაცია - პიროვნულობის სიმბოლურ „ჩამორთმევას“ ნიშნავს.

ადამიანის აგენტობა (Agency) - სოციალური ჩართულობის დროებითი პროცესია. ადამიანის


აგენტობა ვლინდება იმგვარ აქტებში, როგორიცაა შემოქმედებითობა, თავისუფალი ნების
გამოვლინება, წინააღმდეგობა, სურვილის ქონა, თვითგამორკვევა თუ მნიშვნელობის მუდმივი
ძიება. პიროვნულობის ჩამორთმევას ინდივიდთა აგენტობის სრულ უარყოფამდე მივყავართ.

აგენტობის საკითხი რომ შევაჯამოთ - აბსტრაქტული ცნებები თუ „არა-ადამიანი“


მოცემულობები ხანდახან ადამიანის, ანდა ცოცხალი არსების მსგავსად „მოქმედებენ“. ეს
მოვლენა ენაში აისახება და მისი გავლით, ჩვენს აღქმაზე ახდენს გავლენას.

რიდერი N14
რელიგია - შეგვიძლია შემდეგნაირად განვმარტოთ: რწმენებისა და
რიტუალების სისტემა, ხშირად (თუმცა, არა ყოველთვის),
კონცენტრირებული ზებუნებრივ ძალებზე, იმის შესახებ, თუ როგორი უნდა
იყოს სამყარო და როგორ უნდა ვიცხოვროთ.

ემილ დიურკჰაიმი - ფრანგი სოციოლოგი, რომელიც საკრალურისა (წმინდა)


და პროფანულის (უწმინდური) იდეებს, ასევე, რელიგიურ რიტუალებს
პრაქტიკაში შეისწავლიდა. დიურკჰაიმის მიხედვით, ყველა საზოგადოებაში
არსებობს განსხვავება „უწმინდურსა“ („პროფანული“) და „წმინდას“
(„საკრალური“) შორის. რელიგიას იგი „წმინდა სფეროს“ მიაკუთვნებს.
მისთვის რელიგია სოციალური ფენომენია და არა ინდივიდუალური.

კარლ მარქსი - გერმანელი პოლიტის თეორეტიკოსი და ფილოსოფოსი. იგი რელიგიას


კრიტიკულად განიხილავდა, კერძოდ კი რელიგიის როლს საზოგადოებაში. მარქსი იმის თქმას
ცდილობდა, რომ რელიგია ეკონომიკური ცვლილებებისა და ინტენსიური სოციალური
სტრატიფიკაციის პერიოდში, შესაძლოა, ადამიანებზე ნარკოტიკივით ზემოქმედებდეს: ის მათ
ტკივილს აყუჩებს, რათა სიტუაციის სერიოზულობა ვერ აღიქვან. მარქსი ამტკიცებდა, რომ
რელიგია მთავარ როლს თამაშობდა პროლეტარიატის - მუშათა კლასის - შესაჩერებლად, რათა
რევოლუციური სოციალური ცვლილებების პროცესებში არ ჩართულიყვნენ, რაც, მისი აზრით,
საჭირო იყო სოციალური სიტუაციის გასაუმჯობესებლად. მარქსისეულმა რელიგიის ანალიზმა
მრავალ ანთროპოლოგს უბიძგა, რომ რელიგია ძალაუფლებასთან და ეკონომიკასთან კავშირში
შეესწავლა.
კლიფორდ გირცი - გამოთქვამს ვარაუდს, რომ რელიგია არის ძლიერ სიმბოლოებზე
დაფუძნებული იდეების სისტემა. მას მიაჩნდა, რომ ყველა სიმბოლოს ღრმა მნიშვნელობა აქვს
და აღძრავს ძლიერ ემოციებსა და მოტივაციებს რელიგიის მიმდევრებში. რატომ? იმიტომ, რომ
სიმბოლოები ცდებიან თავიანთ თავდაპირველ, მატერიალურ მნიშვნელობებს და ახალ
შინაარსს იძენენ.

წერილობითი რელიგიები - წმინდა ტექსტებს ეფუძნება და ხშირად ‘წიგნის რელიგიებად’


მოიხსენიება. ისინი უკავშირდება წმინდა ტექსტს (მაგ., ყურანი) ან წმინდა ტექსტების
კრებულს (მაგ., ბიბლია); ამასთან, მორწმუნეებს ხსენებული ტექსტების პირველადი,
ელემენტარული ცოდნა მოეთხოვებათ.

სინკრეტიზმი - განსხვავებულ შემადგენელთა შერწყმა, ურთიერთშეგუება, გამთლიანება.

ზეპირი რელიგიები როგორც წესი, საზოგადოების სოციალურ პრაქტიკაშია ჩაშენებული,


წერილობითი რელიგიები კი სხვა სოციალური ინსტიტუციებისგან ხშირად
განცალკევებულია. ზეპირი რელიგიები, როგორც წესი, დოგმის შედარებითი არარსებობით
და ‘არარელიგიურ’ სფეროებთან მჭიდრო ინტეგრაციით ხასიათდება.

მატრილინეარულობა - ნათესაობის მიკვლევა ქალის ხაზით. ის ასევე შეიძლება


დაკავშირებული იყოს სოციალურ სისტემასთან, რომელშიც თითოეული ადამიანი
იდენტიფიცირებულია თავისი მატრილინით - დედის შთამომავლობით - და რომელიც
შეიძლება მოიცავდეს საკუთრების და/ან ტიტულების მემკვიდრეობას.

რიტუალი - ანთროპოლოგები რელიგიის სოციალურ გამოვლინებად მიიჩნევენ. ეს წესებზე


აგებული საჯარო მოვლენებია, რომლებიც მიწიერ და სულიერ სამყაროებს ერთმანეთთან
აკავშირებს. რიტუალებს არასწორხაზოვანი და კომპლექსური მნიშვნელობა აქვს. ისინი
სოციალური რეალობის რამდენიმე მნიშვნელოვანი დონის (სიმბოლური და სოციალური,
ინდივიდუალური და კოლექტიური) სინთეზს წარმოადგენს.

რიდერი N15
აღსანიშნავია რომ ქორწინების ფენომენი ყველა კულტურაში გვხვდება (ანუ ქორწინება
კულტურული უნივერსალიაა). სხვადასხვა კულტურის მიხედვით ქორწინების პროცესი
განსხვავებულად წარიმართება. თუმცა, ერთადერთი უნივერსალური წესი რაც
გავრცელებულია ყველა კულტურის ქორწინებაში არის ის რომ მშობლებსა და
დედმამიშვილებზე ქორწინება აკრძალულია.
„ქორწინებაში” ანთროპოლოგები საზოგადოების მიერ მხარდაჭერილ სქესობრივ(1) და
ეკონომიკურ(2) კავშირს გულისხმობენ, რომელიც ხშირად რამდენადმე პერმანენტულია და მის
მონაწილეებს ორმხრივი უფლებები და მოვალეობები აკისრიათ როგორც ერთმანეთის, ასევე -
შვილების მიმართ.

მსოფლიოში არსებულ საზოგადოებათაგან ისეთებიც გვხვდება, სადაც ანთროპოლოგების


დაკვირვებით, ქორწინების ინსტიტუტი პერმანენტული თანაცხოვრების ფორმით არ აქვთ
(ზოგიერთ საზოგადოებაში არ არის აუცილებელი ქორწინებას პერმამენტული სახე ქონდეს).

მშობიარობის შემდგომი მოთხოვნილებების თეორია - ამ თეორიის თანახმად, ცხოველებსა


და ფრინველებში შეინიშნება ინდივიდებს შორის საკმაოდ მყარი და ხანგრძლივი კავშირები,
რომელიც ადამიანების ქორწინებას ჰგავს. ცხოველების იმ სახეობებში, სადაც მდედრი შვილის
გაჩენიდან მალევე ახერხებს საკვების მოპოვებას, მდედრი და მამრი ინდივიდების ხანგრძლივი
მეგობრობა იშვიათია. ხოლო სახეობებში, სადაც დედას ნაშიერის გაჩენიდან გარკვეული დროის
მანძილზე არ შეუძლია საკვების მოპოვება, როგორც წესი, სტაბილური სქესთაშორისი
ურთიერთობები აღინიშნება. შესაძლოა, ადამიანებშიც სწორედ ამ ფაქტორს უკავშირდება
სტაბილური ურთიერთობების გაჩენა.

მონოგამია - როდესაც ინდივიდს მხოლოდ ერთი სქესობრივი პარტნიორი ყავს (ორ ადამიანს
შორის ქორწინებას მონოგამიას ვუწოდებთ).

პოლიგამია - ორი ან მეტი მეუღლის (ცოლის ან ქმრის) ყოლის პრაქტიკას პოლიგამია ეწოდება.

პოლიგინია - პოლიგამიის სახეს, როდესაც მამაკაცებს აქვთ ერთდროულად რამდენიმე ცოლის


ყოლის უფლება.

სორორული პოლიგინია - როდესაც მამაკაცს ცოლად დები მოჰყავს. როგორც ჩანს, ერთად
აღზრდილი დები ქორწინებაშიც აგრძელებენ თანამშრომლობას.

პოლიანდრია - პოლიგამიური ქორწინების ფორმას, როდესაც ქალს მრავალი მეუღლე ჰყავს

ფრატერნალური პოლიანდრია - რომლის დროსაც ქალის ქმრები ერთმანეთის ძმები არიან.

პოლიამორია - პოლიგამიის ძალზე იშვიათი სხვა ფორმა ჯგუფური ქორწინება, ე.ი.


პოლიამორიაა, როდესაც რამდენიმე ცოლი რამდენიმე ქმარს იზიარებს.

ეგზოგამიის წესი - ხშირად ქორწინების ერთერთი მოთხოვნაა, მეუღლე საკუთარი სანათესავო


წრის ან საზოგადოების გარეთ შეირჩეს. ეს პრაქტიკა აკავშირებს სხვადასხვა თემის ოჯახებს და
ქმნის ალიანსებს, რაც ძალადობრივი დაპირისპირების შანსს ამცირებს. ამასთან, ეს პრაქტიკა
ჯგუფის გენოფონდის გამრავალფეროვნებას უწყობს ხელს, რაც თავის მხრივ სახეობისთვის
ადაპტაციურია.
ენდოგამიის წესი - ზოგიერთი საზოგადოება ადამიანებს ავალდებულებს, რომ თავისი
საზოგადოების ან ჯგუფის შიგნით იპოვონ მეუღლე. ენდოგამიური ქორწინებები შეინიშნება
საზოგადოებებში, სადაც ძლიერია ეთნიკური, რელიგიური თუ სოციო-ეკონომიკური
კლასობრივი დაყოფა, ანუ მაღალია სოციალური ჯგუფების ერთმანეთისგან იზოლაციის დონე.
ენდოგამიური ქორწინებები ამ ჯგუფების ჰომოგენურობის შენარჩუნებას ემსახურება.

ინცესტის ტაბუ - ახლო ნათესავებს შორის სქესობრივ კავშირსა და ქორწინებას კრძალავს.

რატომ გახდა ინცესტის ტაბუ მნიშვნელოვანი და უნივერსალური?


1. გენეტიკური ფაქტორი: ინცესტის ტაბუს ყველაზე მნიშვნელოვანი ახსნა ბიოლოგიურია
და ინბრიდინგის თეორია ეწოდება. ის ყურადღებას ინცესტის გენეტიკურ შედეგებზე
ამახვილებს. როდესაც ადგილი აქვს ინბრიდინგს ანუ ახლონათესაურ კავშირს, იმის
ალბათობა, რომ ბავშვი გენეტიკური დარღვევების გამო ჩვილობაშივე გარდაიცვლება,
იზრდება.
2. ფსიქოლოგიური ფაქტორი: ფინელი მკვლევრის, ედუარდ ვესტმარკის, კვლევის(1891)
მიხედვით „ვესტმარკის ეფექტად“ წოდებული მოვლენა ფსიქოლოგიური
თვალსაზრისით ხსნის ინცესტის ტაბუს უნივერსალურობას. მის მიხედვით, ადრეული
ბავშვობიდან ერთად გაზრდილი ადამიანები, მაგალითად, და-ძმები, არ არიან
ერთმანეთით სქესობრივად დაინტერესებულნი, ერთმანეთის მიმართ სექსუალური
ანტიპათია უვითარდებათ და, ამდენად, არც ქორწინდებიან.
3. სოციალური ფაქტორი: ადრეული პერიოდის ანთროპოლოგმა, ედუარდ ტაილორმა,
წამოაყენა იდეა, რომ ინცესტის ტაბუ ხელს უწყობს ოჯახებს შორის ქორწინებას, რითაც
ზრდის თანამშრომლობას საზოგადოების ფარგლებში და საბოლოო ჯამში გადარჩენის
შანსს; ამდენად, ოჯახებს შორის მტრობისა და დაძაბულობის შესამცირებლად
ადამიანებმა მიიღეს ინცესტის აკრძალვა.

როგორ ქორწინდებიან ადამიანები?


ქორწინებისას არსებობს მრავალი რიტუალი კულტურათა მიხედვით.

ნიშნობის ცერემონია მრავალ საზოგადოებაში აღინიშნება. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც


განსხვავებულ სოციალურ სიგნალებს იყენებენ იმის მანიშნებლად, რომ ქორწინება შედგა.
თუმცა აღსანიშნავია რომ ზოგ საზოგადოებაში წყვილი სხვაგვარად გამოხატავს ცოლ-ქმრობის
დაწყებას.

ქორწინება როგორც ეკონომიკური გაცვლა:

1. საცოლის ფასი - გადასახადი ან საჩუქარი, რომელსაც მამაკაცი უხდის საცოლის ოჯახს


ქალზე უფლების მოსაპოვებლად. ტრანსაქციის ეს ფორმა ყველაზე მეტად არის
გავრცელებული. გადახდის სხვადასხვა გზა არსებობს, თუმცა პირუტყვი და საკვები
ყველაზე უფრო გავრცელებულია.
2. საცოლის სამსახური - საცოლის სამსახური საქმროს მიერ ქალის ოჯახისათვის
მუშაობას გულისხმობს ხანდახან ქორწინებამდე, ხანდახან ქორწინების დროს და
ხანდახან ქორწინების შემდეგ. მისი ხანგრძლივობა სხვადასხვა შეიძლება იყოს. ზოგ
საზოგადოებაში იგი რამდენიმე თვეს გრძელდება, სხვებში კი რამდენიმე წელიწადს.
3. ქალების გაცვლა - იგი გულისხმობს იმას, რომ ცოლის მოყვანის შემთხვევაში მამაკაცი
ვალდებულია, თავისი და ან ნათესავი ქალი გაუშვას იმ საზოგადოებაში, საიდანაც მისი
მეუღლე წამოვიდა.
4. საჩუქრების გაცვლა - ეკონომიკური გაცვლის კიდევ ერთი ფორმაა. საჩუქრები თანაბარი
ღირებულების უნდა იყოს.
5. მზითევი - არის გარკვეული ღირებულების ქონება, რომელსაც პატარძალს თავისი ოჯახი
აძლევს. ქალის ოჯახი მზითევს შვილს აძლევს და სანაცვლოდ არაფერს იღებს. ეს
ჩვეულება დღესაც შემორჩენილია აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში, საფრანგეთისა და
იტალიის სამხრეთში, სადაც მზითვის როლში ხშირად მიწა გამოდის; ასევე ინდოეთის
რიგ მხარეებში.

ნუკლეარული ოჯახი - ასეთ ოჯახში ერთი ან ორი თაობის წარმომადგენლები


ცხოვრობენ(მაგალითად, მხოლოდ დაქორწინებულნი ანდა დაქორწინებულნი თავიანთი
შვილებით).

გაფართოებული ოჯახი - გაფართოებულ ოჯახში სისხლით დაკავშირებულ ნათესავებს(ზოგს


მაინც) მიჰყავთ თავ-თავიანთი მეუღლეები და ერთად ცხოვრობენ. ამდენად, გაფართოებული
ოჯახი ერთი მხრივ ქორწინებით, მეორე მხრივ კი სისხლით კავშირებს მოიცავს. მაგალითად,
გაფართოებული ოჯახი შეიძლება შედგებოდეს მშობლებისა და მათი დაოჯახებული
შვილებისაგან, რომლებიც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ.

რიდერი N16
სქესი - ანთროპოლოგიური თვალსაზრისით, მიემართება დაკვირვებად ბიოლოგიურ
სხვაოებებს ინდივიდებს შორის, რომლებიც დაკავშირებულია გამრავლებასთან.

გენდერი - მოიცავს მოლოდინებს, რომლებსაც ყოველი კულტურა უწესებს ინდივიდებს, თუ


როგორ უნდა იქცეოდნენ და აზროვნებდნენ, მათი ბიოლოგიური სქესიდან გამომდინარე.

გენდერულად იდენტობა - ადამიანის მიერ საკუთარი გენდერის ინდივიდუალური


გამოცდილება.

გენდერული ექსპრესია (გენდერული თვითგამოხატვა) - შინაგანი გამოცდილების გარეგან


გამოხატულებას გულისხმობს თმის ვარცხნილლობის, მაკიაჟის, მანერებისა თუ საუბრის
პატერნების მეშვეობით.
კროს-კულტურული ანთროპოლოგიური კვლევები ეჭვქვეშ აყენებს თეორიას, რომ ჩვენი
ბიოლოგიური სქესი ჩვენს ქცევებს განსაზღვრავს. ადამიანის სქესის ცოდნა არ გვაძლევს
საშუალებას, ვიწინასწარმეტყველოთ, თუ რა როლს შეასრულებს ეს ადამიანი მოცემულ
კულტურაში.

მარგარეტ მიდი - თავის კვლევებში მან ანთროპოლოგიური პერსპექტივიდან გააანალიზა


ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა როგორიცაა ოჯახი, გენდერული როლები და
ბავშვის განვითარება. და ბოლოს, მიდმა მოახერხა, თავისი ნაშრომები ხელმისაწვდომი
გაეხადა არამხოლოდ სხვა მკვლევრებისთვის, არამედ, ფართო აუდიტორიისთვისაც.

მარგარეტ მიდის კვლევებმა საფუძველი ჩაუყარა გაგებას, რომ გენდერული როლები


ძირითადად კულტურული არტეფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიურმა
განვითარებამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ადამიანის მიერ საკუთარი გენდერის განცდაზე,
ის, თუ რას მივიჩნევთ მასკულინურად და რას ფემინურად, კულტურული ადაპტაციის
პირდაპირი შედეგია. სხვა სიტყვებით, კულტურამ ჩამოაყალიბა ჩვენი გაგება იმის შესახებ, თუ
რას ნიშნავს იყო კაცი ან ქალი რომელიმე კონკრეტულ საზოგადოებაში.

You might also like