You are on page 1of 23

ბილეთი 7

ნიშანთა სისტემა, როგორც კოდი, ფორმალური სისტემები. სისტემის


სპეციფიკაცია და ინტერპრეტაცია. სრული და არასრული სისტემები.
ენობრივი სისტემის “სიჭარბე”
პირობით ნიშანთა სისტემას, რომლის საშუალებითაც შეიძლება შეტყობინების
გაგზავნა, კოდი ეწოდება. კოდის ნიშნებს შეიძლება სხვადასხვა ფიზიკური ბუნება
ჰქონდეთ - ეს შეიძლება იყოს რადიოტალღები, ელექტროიმპუსები, წერილობითი
ნიშნები და ა. შ
თუ რაღაც სისტემის ნიშნებით გამოხატული გამონათქვქმები ანუ შეტყობინებები
გადაიცემა სხვა სისტემის ელემენტები გარკვეული წესების შესაბამისად , ამას
ჰქვია კოდირება, ხოლო მისი საპირისპირო პროცესია დეკოდირება.
კოდირების ერთ-ერთი მაგალითია ბგერით ენაზე რეალიზებული გამონათქვამის
წერილობითი ფორმით გამოხატვა, ე. ი. ზეპირი შეტყობინებების ჩაწერა, ხოლო
ჩანაწერის წაკითხვა უკვე დეკოდირება..
გარემოს რომელშიც ხდება შეტყობინების გაგზავნა არხი ეწოდება. არხის
თავისებურებები განსაზღვრავს იმას, თუ რა ნიშნით უნდა მოვახდინოთ კოდირება-
ბგერებით , ფერებით, ასოებით თუ სხვ.
სისტემას, რომელშიც მხოლოდ სინტაქტიკური წესებია მოცემული, შეიძლება
ვუწოდოთ არაინტერპრეტირებული ანუ ფორმალური სისტემა. მას აგრეთვე
აღრიცხვას უწოდებენ. Ასეთ სისტემებს შეისწავლის მათემატიკა.
არაინტერპრეტირებულ სისტემებში შეიძლება განსაზღვრული იყოს ელემენტთა
ფიზიკური ბუნება (მაგ: რიცხვები, ბგერები, ანბანის ასოები და სხვ.). ასეთ სისტემას
სპეციფიზირებულ სისტემას ვუწოდებთ. თუ ელემენტთა სპეციფიკაცია არ არის
მოცემული, მაშინ სისტემა აბსტრაქტულია.
თუ სპეციფიზირებულ სისტემაში შეტანილია სემანტიკური წესები, ასეთ სისტემას
ინტერპრეტირებული სისტემა ეწოდება.
ერთი აბსტრაქტული სისტემის სხვადასხვაგვარი სპეციფიკაციის შედეგად
მიღებული სისტემები ელემენტთა ერთნაირ რაოდენობას შეიცავს და
დამოკიდებულება ელემენტებს შორის ურთიერთცალსახაა - ერთი სისტემის
ყოველ ელემენტს შეიძლება შევუსაბამოთ ერთადერთი ელემენტი მეორე
სისტემიდან, და პირიქით.
ისეთ ორ სისტემას, რომლებიც ერთი აბსტრაქტული სისტემის სხვადასხვა
სპეციფიკაციის შედეგად არის მიღებული, ეწოდება იზომორფული სისტემები.
ელემენტთა კომბინაციას, რომელიც შედგენილია სისტემაში მოქმედი წესების
მიხედვით, ვუწოდოთ ამ სისტემის გამოსახულება. გამოსახულებაში ელემენტთა
რაოდენობას კი- გამოსახულების სიგრძე.
თუ ერთი სისტემის ყოველი გამოსახულება ამავე დროს მეორე სისტემის
გამოსახულებაა და პირიქით, ეს სისტემები იდენტური ანუ იგივეობრივია.
ელემენტთა რაოდენობა სისტემაში შეიძლება იყოს სასრული ან უსასრულო. თუ
გამოსახულებათა რაოდენობა სისტემაში უსასრულოდ დიდია, ასეთ სისტემას
ეწოდება უსასრულო სისტემა.
აღვნიშნოთ სისტემის ხარისხი n-ით, ხოლო გამოსახულების სიგრძე l-ით. თუ
ვთქვათ სისტემა სამელემენტიანია (a, b, c), მაშინ შეგვიძლია შევადგინოთ ცხრა
ორელემენტიანი კომბინაცია (ეს იქნება მაქსიმალური რაოდენობა კომბინაციისა ) -
aa, ab, ac, bb, ba, bc, cc, ca,cb. n=2 და l=3à n ხარისხად l=9-ს. აქედან ჩანს, რომ თუ n
უსასრულოდ დიდია, გამოსახულებათა რაოდენობაც ნებისმიერი l-ის შემთხვევაში
უსასრულოდ დიდი იქნება.
იმისათვის, რომ სისტემა სასრული იყოს, მისი ხარისხი უნდა გამოიხატებოდეს
გარკვეული რიცხვით და გამოსახულებათა სიგრძე უნდა იყოს განსაზღვრული, ე.ი.
ასეთ სისტემაში უნდა არსებობდეს მაქსიმალური სიგრძის გამოსახულება .
ერთნაირად სპეციფიზირებულ სისტემებს ჰომოგენური სისტემები ეწოდებათ,
ხოლო თუ სპეციფიკაციები განსხვავებულია მაშინ სისტემები ჰეტეროგენურია .
სისტემას, რომლის გამოსახულებები შედგენილია სასრული რაოდენობის
ელემენტების განსაზღვრული სიგრძის თეორიულად შესაძლებელი ყველა
კომბინაციით, სრული სისტემა ეწოდება. თუ სისტემა სრული არ არის, იგი
არასრულად იწოდება. არასრული სისტემა შეიძლება განვიხილოთ, როგორც
სრული სისტემა, რომლიდანაც გარკვეული წესით ამოღებულია რაღაც
გამოსახულებები.
მაგალითად, ზემოთ განხილული გვქონდა სამელემენტიანი სრული სისტემა,
რომელიც შედგებოდა ცხრა ორელემენტიანი გამოსახულებით. მაგრამ თუ მასში
შევიტანთ შეზღუდვებს, მაგალითად, არ დავუშვებთ სიმბოლოთა გამეორებას,
მაშინ მივიღებთ ექვს არასრულ სისტემას (ab, ac, ba, bc, ca, cb).
საკომუნიმაციო სისტემათა ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია შეფარდება.
მას სისტემის სიჭარბე ეწოდება. ეს მახასიათებელი მნიშვნელოვან როლს
თამაშობს ბუნებრივ ენებში. ყოველ სისტემას, რომელშიც შეზღუდვებია შეტანილი,
აქვს სიჭარბის რაღაც ხარისხი. სრულ სისტემაში სიჭარბე ნულის ტოლია,
შეზღუდვათა ზრდა იწვევს სიჭარბის ზრდას.
ბუნებრივ ენაში სიჭარბის ხარისხი საკმაოდ მაღალია. მაგალითად, განვიხილოთ
ასოების განაწილება წერილობით ტექსტში. შეზღუდვები, რომლებიც ამ
განაწილებას ედება, განსაზღვრავს ტექსტის სტრუქტურებს. ქართულ ენაში 33 ასოა
და მათი ყველა კომბინაცია რომ ყოფილიყო გამოყენებული სიტყვებად,
რომელთა სიგრძე, დავუშვათ 3,4,5 ასოს ტოლია, მივიღებდით სიტყვათა ძალიან
დიდ რაოდენობას. რეალურად კი ქართულ ენაში გაცილებით ნაკლები სიტყვაა.
არასრულ სისტემებში, კერძოდ, ბუნებრივ ენებში, შეცდომები ჩვეულებრივ
ადვილი გასასწორებელია: თუ შეცდომის შედეგად მივიღებთ ელემენტთა ისეთ
კომბინაციას, რომელიც დაუშვებელია მოცემულ სისტემაში, მაშინ შესაძლებელი
იქნება შეცდომის გასწორება და შეტყობინების აღდგენა.
რაც შეეხება ზეპირ მეტყველებას, სიჭარბის პირობებში სწრაფი მეტყველება
რომლის დროსაც ბევრი ბგერა არ ისმის ან სათანადოდ არ გამოითქმის,
ჩვეულებრივ არ იწვევს გაუგებრობას და ინფორმაციის დაკარგვას . რაც უფრო
დაბალია სიჭარბე, მით მეტია კომუნიკაციის დარღვევის, არასწორი გაგების
ალბათობა შეცდომით გადაცემული შეტყობინების გამო.

განსაზღვრეთ აღმნიშვნელი, აღსანიშნი და დენოტატი (მაგალითებით)


(დამეზარა , გვ 32)
ბილეთი 8
ელემენტის პოზიცია და დისტრიბუცია. დისტრიბუციის სახეები
ელემენტის პოზიცია ვუწოდოთ გამოსახულებაში მის ადგილს სხვა ელემენტის
მიმართ. მაგალიათად, abcde გამოსახულებაში a ელემენტი გვხვდება პირველ
ადგილზე - თავკიდურ პოზიციაში b-ს წინ, b ელემენტი გხვდება a-ს შემდეგ და c-ს
წინ და ა.შ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სრულ სისტემაში ელემენტთა პოზიციებზე საუბარს
აზრი არ აქვს, რადგან იქ თითოეული ელემენტი შეიძლება ნებისმიერ ადგილას
შეგვხვდეს. გამოსახულებებში ელემენტთა ადგილის განსაზღვრა საჭიროა
არასრულ სისტემაში, სადაც აკრძალულია ზოგიერთი კომბინაცია.
სიმბოლურად რომ ჩავწეროთ თითოეული ელემენტის პოზიცია, დავწერთ # -
გამოსახულების თავისა და ბოლოს აღსანიშნად, ჩვენთვის საინტერესო
ელემენტის ადგილას კი გამოვიყენებთ სიმბოლოს “ - “(ცოტა გრძელი უნდა იყოს,
ლეპტოპი არ წერს ;დდ). მაშინ, მაგალითად, abcde გამოსახულებაში a ელემენტის
პოზიცია იქნება #-b, e ელემენტისა: d-# , b ელემენტისა: c-e და ა.შ.
სისტემის გამოსახულებებში მოცემული ელემენტებისათვის დამახასიათებელ
პოზიციათა სიმრავლეს ამ ელემენტის დისტრიბუცია ანუ განაწილება ეწოდება.
დისტრიბუციული მიმართებები შეიძლება იყოს სამი სახის: ექვივალენტური
დისტრიბუცია (როდესაც ორ ელემენტს ყველა პოზიცია საერთო აქვთ),
კონტრასტული დისტრიბუცია (როდესაც ორ ელემენტს როგორც საერთო, ისე
განსხვავებული პოზიციები აქვთ) დამატებითი დისტრიბუცია (როდესაც ორ
ელემენტს არცერთი საერთო პოზიცია არ აქვთ). ამ მიართებების საფუძველზე
გამოიყოფა სამი წესი.
თუ ორი ბგერა ერთმანეთთან ექვივალენტურ მომართებაშია, ე.ი. თუ მათი
ურთიერთჩანაცვლება არ იწვევს სიტყვის მნიშვნელობის შეცვლას, მაშინ ასეთი
ორი ბგერა უნდა განვიხილოთ როგორც ერთი ფონემის ალოფონები.
მაგ., ჩინურში „l“ და „r“ ბგერები თავისუფლად ენაცვლება ერთმანეთს ისე, რომ
ამით სიტყვის მნიშვნელობა არ იცვლება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ეს ბგერები
ჩინურში ერთი ფონემის ალოფონებია. (ან, ქართულ ენაში ლ-სა და რბილი ლ-ს
გამოყენება)
თუ ორი ბგერა ერთმანეთთან კონტრასტული დისტრიბუციის მიმართებაშია, ე.ი.
თუ მათი ურთიერთჩანაცვლება სიტყვის მნიშვნელობის შეცვლას იწვევს, მაშინ
ასეთი ორი ბგერა ორი სხვადასხვა ფონემის ალოფონებია.
მაგალითად, სიტყვაში „ბარი“ „რ“-ს თუ შევცვლით „ლ“-თი ჩვენ მივიღებთ სულ
სხვა მნიშვნელობას (ბარი-ბალი). ამ ბგერების ურთიერთჩანაცვლებით ასევე
შეიცვლება მნიშვნელობა სიტყვებში „ლალი-ლარი“, „ქალი-ქარი“ და ა.შ.
თუ ორი ბგერა ერთმანეთთან დამატებითი დისტრიბუციის მიმართებაშია (ანუ
ორი ბგერა არასდროს არ ჩაენაცვლება ერთმანეთს ერთსა და იმავე პოზიციაში ),
და თუ ასეთი ორი ბგერა ერთმანეთის მსგავსია ფონეტიკურად, მაშინ ისინი უნდა
განვიხილოთ როგორც ერთი და იმავე ფონემის პოზიციური ალოფონები.
მაგალითად, რუსულში и და ы ბგერები ერთმანეთთან დამატებითი
დისტრუბუციის მიმართებაშია, რადგანაც ы წარმოდგენილია მხოლოდ მაგარი
თანხმოვნების მომდევნო პოზიციაში, სადაც მისი и ბგერით ჩანაცვლება
დაუშვებელია.

განსაზღვრეთ კონტრადიქტორული და კომპლემენტარული დებულებები (მე-5


ბილეთშია)
ენობრივი სისტემა ისევე, როგორც ყოველი სისტემა შედგება ელემენტებისაგან
და ამ ელემენტებად გვევლინებიან ენობრივი ნიშნები. ენობრივი ნიშანი შეიძლება
განისაზღვრროს როგორც განუყოფელი ერთიანობა, ურღვევი მთლიანობა
აღსანიშნისა და აღმნიშვნელისა, რომელთაც ენობრივი ნიშნის შემადგენლები
ეწოდებათ. აღსანიშნი არის გარეენობრივი ობიექტური სამყაროს კუთვნილება-
საგანი, მოვლენა, პროცესი, თვისება, მიმართება და სხვა, ხოლო აღმნიშვნელი
არის აღსანიშნის ენობრივი გამოხატულება. მაგ., „მზე“ განსაზღვრებს თანახმად,
ენობრივ ნიშანს წარმოადგენს, რადგან იგი შეიცავს ორივე შემადგენელს -
აღსანიშნს (ეს არის კოსმიური სხეული, რომელიც ანათებს, ათბობს, სასიცოცხლო
ენერგიას ანიჭებს ყოველ სულდგმულს) და აღმნიშვნელს, რომელიც
წარმოდგენილია მ-ზ-ე ბგერათმიმდევრობის სახით. ეს მიმდევრობა ხსენებული
აღსანიშნის ენობრივი გამოხატულებაა. აღმნიშვნელის მიმართებას აღსანიშნთან
ეწოდება ენობრივი ნიშნის მნიშვნელობა.

კავშირი ენობრივი ნიშნის შემადგენლებს, აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორს


ნებისმიერი, თავისუფალი, არამოტივირებულია ანუ პირობითია. ამგვარი კავშირი
ნიშნავს, რომ აღმნიშვნელი არ განისაზღვრება აღსანიშნის ფიზიკური ბუნებით,
არც გეომეტრიული ფორმით, არც ფილოსოფიური რაობითა თუ არსით და არც
რომელიმე სხვა თვისებით. ამ თვალსაზრისით, ენობრივი ნიშნის შემადგენლებს
შორის კავშირი თავისუფალია - აღსანიშნში არაფერია ისეთი, აღმნიშვნელის
კონკრეტულ სახეს, მის ბგერით შედგენილობას რომ განსაზღვრავდეს . მაგრამ ეს
არ არის ერთადერთი არსებული თეორია და ამ საკითხის შესახებ განსხვავებული
აზრები ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან არსებობს, არსებობდა ორი შეხედულება.
ბერძენ ფილოსოფოსთა ნაწილი ფიქრობდა, რომ საგნების სახელდება ხდება
პირობითად, ჩვენივე შეთანხმებით, ამ თეორიას ეწოდება თესეი (thesei-
შეთანხმება). ფილოსოფოსთა სხვა ნაწილი მიიჩნევდა, რომ აღმნიშვნელის
მიმართება აღსანიშნთან მოტივირებულია, ამ თეორიას ეწოდება ფუსეი (physei-
ბუნებითი) - სახელდება ხდება არა შეთანხმებით, არამედ საგნის ბუნებიდან
გამომდინარე.
დავა ამ საკითხზე საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა, რადგან ეს ორივე
თვალსაზრისი არასრული იყო.

პირობითი მიმართება აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის ცალკე აღებულ ნიშნის


ფარგლებში არის ვერტიკალური მიმართება. ცალკე აღებულ, იზოლირებულ
ენობრივ ნიშანში კავშირი აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის პირობითია (გარდა
ონომატოპოეტური ხმაბაძვითი სიტყვებისა)

თუმცა, ნიშნის განსაზღვრისას გასთვალისწინებელია კავშირი არა მარტო


აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის ერთი ნიშნის ფარგლებში, არამედ მოცემული
ნიშნის მიმართებაც სისტემის სხვა ნიშნებთან, როგორც აღსანიშნთა, ისე
აღმნიშვნელთა დონეზე, ანუ მიმართებები აღსანიშნებსა და სათანადო
აღმნიშვნელებს შორის; ამ მიმართებას შეგვიძლია ვუწოდოთ ჰორიზონტალური
მიმართებები. ვერტიკალური მიმართებისგან განსხვავებით ის ორპლანიანია.

ჰორიზონტალური მიმართებები შეიძლება შემდეგი სქემის სახით


წარმოვადგინოთ:

საკითხისადმი ასეთი მიდგომის შემთხვევაში მოიხსნება წინააღმდეგობა ნიშნის


პირობითობაზე ორ, ერთი შეხედვით ურთიერთსაპირისპირო
(კონტრადიქტორულ) თვალსაზრისს შორის. ორივე მათგანი მართებულია,
მაგრამ არასრული. ისინი ცალ-ცალკე არ ითვალისწინებენ ყველა შესაძლებელ
მიმართებას. ანუ ეს თვალსაზრისები ურთიერთშემავსებლები
(კომპლემენტარულები) არიან.

ბილეთი 9
ფონეტიკა და ფონეტიკის დარგები. სამეტყველო ბგერის წარმოთქმის
ფაზები. Საარტიკულაციო ბაზისი.
ენათმეცნიერებაში დანაწევრებული ბგერების შემსწავლელ მეცნიერებას
ფონეტიკა ეწოდება. ფონეტიკა არის კერძო და ზოგადი. კერძო ფონეტიკა
შეისწავლის კონკრეტული ენისთვის დამახასიათებელი ბგერის ფიზიოლოგიურ
და ფიზიკურ მახასიათებლებს. ზოგადი ფონეტიკა მაქსიმალურად აღწერს ყველა
იმ ბგერას, რომელსაც ადამიანი წარმოთქვამს. ასევე შეიძლება აღიწეროს
ბგერები, რომელთა არსებობა არ დადასტურებულა ნაცნობ ენებში.
ფონეტიკა დანაწევრებულ ბგერებს სამი თვალსაზრისით სწავლობს :
1. არტიკულაციურად - იმ სამეტყველო ორგანოების მიხედვით, რომელთა
მოქმედების შედეგადაც წარმოიქმნება მოცემული ბგერა.
2. აკუსტიკურად - როგორი ეფექტი მიიღება ამა თუ იმ არტიკულაციური ორგანოს
მუშაობის შედეგად. ბგერის ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით.
3. პერცეფციულად - სმენითი შთაბეჭდილების მიხედვით. ბგერითი ტალღა
აღიზიანებს მსმენლის სასმენ აპკს, ეს აღიქმება ნერვის მიერ და გადაეცემა
ინფორმაცია თავის ტვინის შესაბამის უბანს, რის შედეგადაც აღიქმება ბგერა.
ცალკეული ბგერების წარმოთქმის პროცესს განყენებულად თუ წარმოვიდგენთ,
მასში განირჩევა სამი ძირითადი მომენტი: შემართვა, ანუ ექსკურსია, მწვერვალი
ანუ დაყოვნება და დამართვა ანუ რეკურსია.
ეს მომენტები ასე ხასიათდება: სამეტყველო ორგანოები გამოდიან
ინდიფერენტული მგომარეობიდან, რომელიც უშუალოდ წინ უძღვის
არტიკულაციას და მოეწყობიან ბგერის წარმოსათქმელად; ეს წარმოთქმის
პირველი მომენტია.
მეორე მომენტში სამეტყველო ორგანოები ასრულებენ ბგერის
წარმოსათქმელად საჭირო მოძრაობას. ეს მომენტი უფრო ხანგრძლივია. მესამე
მომენტში სამეტყველო ორგანოები უბრუნდებიან ინდიფერენტულ მდგომარეობას .
ხშულ თანხმოვანთა წარმოქმნისას განირჩევა შემდეგი სამი ფაზა: 1. ხშვის
მომენტი - იმპოლიზია, 2.ხშვითი დაყოვნება- ოკლუზია და 3. განხშვის მომენტი -
ექსპლოზია
გაბმულ მეტყველებაში შემართვისა და დამართვის მომენტი არ არის სრული:
ამით აიხსნება მეზობელ ბგერათა ურთიერთგავლენა.
ორ მეზობელ თანხმობანს დაყოვნების ფაზა შეიძლება საერთო ჰქონდეს.
ასეთია ე. წ ჰარმონიული თანხმოვანთ კომპლექსები ქართულში, მაგ: დგ, თქ და
სხვა.
რომელიმე ორი ენა მეტ-ნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისგან სამეტყველო
ორგანოების ინდეფერენტული მდგომარეობით, რომელიც უშუალოდ წინ უძღვის
ბგერათა წარმოთქმას - სამეტყველო ორგანოების აქტივიზაციას. ეს არის ამ ენათა
საარტიკულაციო ბაზისი, რომელიც სპეციფიკურია თითოეული ენისათვის და
რომელიც თავს იჩენს, მაგალითად, უცხოურ ენაზე მოლაპარაკის აქცენტში,
როდესაც ის ამ ენის ბგერათა სწორ წარმოთქმას დაუფლებული არ არის:
უცხოული ენის ბგერათა წარმოთქმისას ის იყენებს თავისი მშობლიური ენის
საარტიკულაციო ბაზისს. უცხოური ენის წარმოთქმის დაუფლება გულისხმობს
სწორედ ამ ენის საარტიკულაციო ბაზისის ათვისებას.
საარტიკულაციო ბაზისის დახასიათება შეიძლება აგრეთვე საწარმოთქმო
ჩვევების მიხედვით; მაგალითად, ინგლისურად სწორად წარმომთქმელს ქვედა
ყბა ოდნავ წინ აქვს წამოწეული, ენა - უკან და მოდუნებული; ფრანგულად
წარმომთქმელს კი - პირიქით: ქვედა ყბა ოდნავ უკან, ხოლო ენა - წინ და
დაჭიმული. ამდენად, კონკრეტული ენის საარტიკულაციო ბაზისი არის
საწარმოთქმო ჩვევების ერთობლიობა, შემუშავებული ამ ენის განვითარების
მანძილზე და მასში ტრადიციით დამკვიდრებული; იგი არის საწარმოთქმო
ორგანოების აქტივიზირებული ინდიფერენტული მდგომარეობა.

რას გულისხმობს ნიშნის პირობითობა? დაასახელეთ აღნიშნულ საკითხთან


დაკავშირებული ანტიკური თეორიები. (მე-6 ბილეთშია)
ენობრივი ნიშნის სახელდების შესახებ განსხვავებული აზრები ჯერ კიდევ
ანტიკური დროიდან არსებობს, არსებობდა ორი შეხედულება. ბერძენ
ფილოსოფოსთა ნაწილი ფიქრობდა, რომ საგნების სახელდება ხდება
პირობითად, ჩვენივე შეთანხმებით, ამ თეორიას ეწოდება თესეი (thesei-
შეთანხმება). ფილოსოფოსთა სხვა ნაწილი მიიჩნევდა, რომ აღმნიშვნელის
მიმართება აღსანიშნთან მოტივირებულია, ამ თეორიას ეწოდება ფუსეი (physei-
ბუნებითი) - სახელდება ხდება არა შეთანხმებით, არამედ საგნის ბუნებიდან
გამომდინარე.
ენობრივი ნიშნის პირობითობა გულისხმობს, რომ კავშირი ენობრივი ნიშნის
შემადგენლებს, აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორს ნებისმიერი, თავისუფალი,
არამოტივირებულია ანუ პირობითია. ამგვარი კავშირი ნიშნავს, რომ
აღმნიშვნელი არ განისაზღვრება აღსანიშნის ფიზიკური ბუნებით, არც
გეომეტრიული ფორმით, არც ფილოსოფიური რაობითა თუ არსით და არც
რომელიმე სხვა თვისებით. ამ თვალსაზრისით, ენობრივი ნიშნის შემადგენლებს
შორის კავშირი თავისუფალია - აღსანიშნში არაფერია ისეთი, აღმნიშვნელის
კონკრეტულ სახეს, მის ბგერით შედგენილობას რომ განსაზღვრავდეს.
მაგალითად, თუ განვიხილავთ ერთ ასეთ აღსანიშნს, რომელიც ქიმიის სიმბოლურ
ენაზე გამოისახება როგორც H2O, აღმოვაჩენთ, რომ მას სრულიად განსხვავებული
ბგერითი შედგენილობის აღმნიშვნელები შეესაბამება სხვადასხვა ენაში. მაგ,.
ქართულში ამ აღსანიშნის შესაბამისი აღმნიშვნელი წარმოდგენილია წ-ყ-ა-ლ-ი
ბგერათმიმდევრობის სახით. ამისგან სრულიად განსხვავებული ამავე აღსანიშნის
შესაბამისი აღმნიშვნელი ინგლისურში-water, ფრანგულში-eau, ლათიურში-aqua,
თურქულში-su. გერმანულში-wasser, ესპანურში-agua, იაპონურში-მიძუ, სვანურში-
ლიც, სომხურში -ჯურ, რუსულში-вода, ჩაჩნურში-ხი, ხუნძურში -ლ`ინ. როგორც
ვხედავთ, ერთსა და იმავე აღსანიშნს სხვადასხვა ენაში შეესაბამება ბგერითი
შედგნილობის თვაალსაზრისით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული
აღმნიშვნელები. ასეთი ვითარება სწორედ იმის დამადასტურებელია, რომ
აღსანიშნის ბუნება, მისი ფიზიკური თვისებები თუ ქიმიური შედგენილობა
არაფრით არ აისახება აღმნიშვნელებში. აღმნიშვნელი არ წარმოადგენს
აღსანიშნის ხატს, რომელიც ზუსტად, უცვლელად იმეორებს მის ნიშანთვისებებს.
სწორედ იმის გამო, რომ აღსანიშნი თავისი ბუნებით, მისი არცერთი
ნიშანთვისებით არ აისახება აღმნიშვნელში, ამბობენ, რომ ენობრივი ნიშანი არის
პირობითი.
მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც ეჭვსქვეშ უნდა აყენებდეს ამ
დებულებას ენობრივი ნიშნის პირობითობის შესახებ. საქმე ისაა, რომ ყველა ენაში
არსებობს გარკვეული სიმრავლე ონომატოპოეტური ანუ ხმაბაძვითი სიტყვებისა.
ეს ისეთი ენობრივი ნიშნებია, რომლებშიც ერთ-ერთი შემადგენელი - აღსანიშნი
როგორღაც განსაზღვრავს მეორეს - აღმნიშვნელს: აღსანიშნის რაღაც თვისება
როგორღაც აისახება აღმნიშვნელში.აღმნიშვნელი თავისი ბგერითი
შედგენილობით უახლოვდება აღსანიშნის ამა თუ იმ მხარეს, ნიშანთვისებას. მაგ.,
კაკუნი, ბრახუნი, ყიყლიყო, baa-baa. ასეთი სიტყვების არსებობის მიუხედავად
განხილული დებულება ენობრივი ნიშნის პირობითობის შესახებ მაინც ძალაში
რჩება, რამდენადაც, ჯერ ერთი, ამგვარი სიტყვების რაოდენობა ენაში არ არის
დიდი; მეორე, რაც უფრო არსებითია, ასეთი სიტყვებიც კი ერთმანეთისგან
განსხვავებული ბგერითი შედგენილობისანი არიან სხვადასხვა ენაში. მაგ.,
გუგული, cu-coo (ინგლ.), кукушка (რუს.), kuckuck (გერმ.).

ბილეთი 10
ქართული ენის ხმოვანთა და სონორთ თანხმოვანთა სისტემები
საზოგადოდ, ხმოვანთა სისტემის დახასიათებისათვის სხვადასხვა ენაში
სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება. ცნობილია ხმოვანთა წარმოდგენა
გეომეტრიული ფიგურების საშუალებით. ამგვარად უფრო უკეთ წარმოჩნდება
ხმოვანთა ძირითადი მახასიათებლები.
ხმოვანთა სისტემა უმეტესწილად განსხვავებული გეომეტრიული ფიგურებით
გამოისახება სისტემის სირთულიდან გამომდინარე. მაგალითად, სვანური
ენისათვის უფრო მოხერხებულია ხმოვნების გამოხატვა კუბით. რაც შეეხება
ქართულს, ხმოვანთა სისტემის დახასიათებისთვის საუკეთესოა სამკუთხედი.
ხმოვანთა სისტემებში ფუნდამენტურია ოპოზიციები ენის აწეულობის, ლოკალური
რიგისა და ბაგეების მონაწილეობის მიხედვით. ზოგ ენაში ხმოვნები
უპირისპირდებიან ერთმანეთს მხოლოდ ენის აწეულობის ხარისხის მიხედვით.
ქართული ენის ხმოვნებს ვახასიათებთ სამი ნიშნის მიხედვით:
1. აწეულობა - დაბალი, საშუალო, მაღალი;
2. რიგი - წინა, შუა, უკანა;
3. ლაბიალიზაცია - ლაბიალიზებული, არალაბიალიზებული;
ხმოვანთა აწეულობა გულისხმობს თუ რამდენად არის ენა აწეული მაგარი სასის
მიმართ ამა თუ იმ ხმოვნის წარმოთქმისას. რიგი გულისხმობს - ენის რომელი
ნაწილი მონაწილეობს ხმოვნის წარმოებაში. ლაბიალიზაცია ნიშნავს თუ
რამდენად აქტიურად მონაწილეობს ბაგეები ხმოვნის წარმოებაში.
ქართული ენის ხმოვანთა სისტემა შეიძლება დახასიათდეს შემდეგნაირად:
ა - შუა რიგის, დაბალი აწეულობის, არალაბიალიზებული
ე - წინა რიგის, საშუალო აწეულობის, არალაბიალიზებული
ი - წინა რიგის, მაღალი აწეულობის, არალაბიალიზებული
ო - უკანა რიგის, საშუალო აწეულობის, ლაბიალიზებული
უ - უკანა რიგის, მაღალი აწეულობის, ლაბიალიზებული
თანხმოვნები არის ისეთი ბგერები, რომელთა წარმოთქმისას ფილტვებიდან
ამოსული ჰაერნაკადი დაბრკოლებას აწყდება. ქართული ენის თანხმოვნები
ქმნიან სამეულთა, წყვილეულთა და ცალეულთა სისტემებს.
ცალეულთა სისტემებს ქმნიან სონორები (ლ, რ, მ, ნ), რომლებიც იყოფა
ნაზალურ მ,ნ (ცხვირისმიერ) და არანაზალურ ლ,რ (არაცხვირისმიერ ) ბგერებად.
არანაზალური ბგერები იყოფა ლატერალურ ლ (გვერდითი) და ვიბრანტ რ
(მთრთოლი) ბგერებად.
რ - ალვეოლარული, ნუნისმიერი, ვიბრანტი ანუ მთრთოლავი;
ლ - ალვეოდენტალული, ნუნაკბილისმიერი, ლატერალი ანუ გვერდითი;
მ - ბილაბიალური, წყვილბაგისმიერი, ნაზალი;
ნ - ალვეოლარული, ნუნისმიერი, ნაზალი;

წარმოების ადგილის მიხედვით გვაქვს შემდეგი სახის ბგერები:


ბილაბიალური, წყვილბაგისმიერი (ბ, ფ, პ, მ);
ლაბიო-დენტალური, ბაგე-კბილისმიერი (ვ, /f/);
დენტალური, კბილისმიერი (დ, თ, ტ);
პრეალვეოლარული, წინანუნისმიერი (ძ, ც, წ, ზ, ს);
პოსტალვეოლარული, უკანანუნისმიერი (ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ);
ველარული, რბილისასისმიერი (გ, ქ, კ, ღ, ხ)
ფარინგალური, ხახისმიერი (/ჴ/, ყ)
ლარინგალური, ხორხისმიერი (ჰ)

განსაზღვრეთ ენის დუალობა და პროდუქტიულობა (მე-2 ბილეთშია)

ბუნებრივ ენას აქვს სპეციფიკური მახასიათებლები, რომლებითაც იგი


არსებითად განსხვავდება ცხოველთა საკომუნიკაციო სისტემებისგან. ესენია -
ენობრივი სისტემის დუალობა და პროდუქტიულობა.
დუალობის წყალობით მოლაპარაკეს შეუძლია მცირე ერთეულების დალაგებით,
მათი შეერთების გზით წარმოქმნას უფრო რთული, გრძელი ერთეულები,
მნიშვნელობას მოკლებული ბგერითი ერთეულებისგან სიტყვები, სიტყვების
გაერთიანებით კი ააგოს წინადადებები.
ერთი მხრივ, გვაქვს ბგერითი გამოხატულების მქონდე ერთეულები, მეორე მხრივ
ამ ერთეულთა გაერთიანების კომბინირებული წესები, ე.წ გრამატიკა. ცხოველს არ
შეუძლია დაალაგოს, გააერთიანოს ან გაართულოს თავისი “საკომუნიკაციიო
ენის” ნიშნები, მას მხოლოდ ძალუძს გადასცეს გარკვეული მზა ნიშანი.
დუალობა საშუალებას იძლევა ადამიანის ენის სასრული რაოდენობის
ერთეულთაგან შეიქმნას, წარმოიქმნას უსასრულო რაოდენობის გამონათქვამები
ამ ერთეულების სხვადასხვაგვარი დალაგების გზით.
სისტემის პროდუქტიულობა არის შესაძლებლობა გადაიცეს და შეიქმნას ახალი
ინფორმაცია, ე. ი. გამონათქვამის აგებისას ისეთი შინაარსი გადაიცეს, რომელიც
არავის არ შეუქმნია და არ გადაუცია.
ენის დუალობისა და პროდუქტიულობის თვისებების წყალობით ადამაინს
შეუძლია გადასცეს ინფორმაცია მისგან დროითა და სივრცით დაშორებულ
მოვლენათა შესახებ. ცხოველთა კომუნიკაცია ხდება ყოველთვის უშუალო
გარემოს საპასუხოდ. ადამაინი კი აღწერს როგორც წარსულ, ისე აწმყო და
მომავალ გარემოებებს, რაც ქმნის ისტორიას, კულტურას, ცივილიზაციას.
ბუნებრივი ენის ეს თვისება უზრუნველყოფს კულტურის ტრანსმისიას.

ბილეთი 11
ქართული ენის თანხმოვანთა (სამეული და წყვილეული) სისტემები
თანხმოვნები არის ისეთი ბგერები, რომელთა წარმოთქმისას ფილტვებიდან
ამოსული ჰაერნაკადი დაბრკოლებას აწყდება. ქართული ენის თანხმოვნები
ქმნიან სამეულთა, წყვილეულთა და ცალეულთა სისტემებს.
სამეულთა სისტემებს ქმნიან ხშულ-მსკდომები (ოკლუზივები) და ხშულ-
ნაპრალოვნები (აფრიკატები). როდესაც ჰაერნაკადი ზესადგამი მილის ერთ
ნაწილში სრულ დაბრკოლებას აწყდება, და შემდეგ განხშვა (სკდომა) მოსდევს,
წარმოიქმნება ხშულ-მსკდომი ბგერები. აფრიკატები არიან რთული რაგვარობის
ბგერები. ასეთი ბგერების წარმოებისას თავდაპირველად ხდება ხშვა ზესადგამი
მილის რომელიღაც წერტილში, შემდეგ ხშვა გადადის ნაპრალში. მჟღერობა-
სიყრუის მიხედვით სამეულებში წარმოდგენილია ერთი მჟღერი (ბ,დ,ჯ,ძ,გ) და ორი
ყრუ ბგერა: ყრუ-ფშვინვიერი (ასპირატი) (ფ,თ,ც,ჩ,ქ) და ყრუ-მკვეთრი (აბრუპტივი,
გლოტალიზებული, ყელხშული) (პ,ტ,წ,ჭ,კ).
წყვილეულებს ქმნიან ნაპრალოვანი (სპირანტი) ბგერები. ნაპრალოვანი
ბგერების წარმოებისას ზესადგამი მილის ერთ წერტილში საარტიკულაციო
ორგანოები ერთმანეთს უახლოვდება და მათ შორის წარმოქმნილ ნაპრალში
გადის ამოსუნთქული ჰაერნაკადი. წყვილეულები წარმოდგენილია მჟღერი (ვ , ზ, ჟ,
ღ) და ყრუ თანხმოვნით (ს, შ, ხ, ჰ): ვ-/f/, ზ-ს, ჟ-შ, ღ-ხ, -ჰ.
წარმოების ადგილის მიხედვით გვაქვს შემდეგი სახის ბგერები:
ბილაბიალური, წყვილბაგისმიერი (ბ, ფ, პ, მ);
ლაბიო-დენტალური, ბაგე-კბილისმიერი (ვ, /f/);
დენტალური, კბილისმიერი (დ, თ, ტ);
პრეალვეოლარული, წინანუნისმიერი (ძ, ც, წ, ზ, ს);
პოსტალვეოლარული, უკანანუნისმიერი (ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ);
ველარული, რბილისასისმიერი (გ, ქ, კ, ღ, ხ)
ფარინგალური, ხახისმიერი (/ჴ/, ყ)
ლარინგალური, ხორხისმიერი (ჰ)

განსაზღვრეთ ენის დუალობა და პროდუქტიულობა (მე-10 და მე-2 ბილეთშია)


ბუნებრივ ენას აქვს სპეციფიკური მახასიათებლები, რომლებითაც იგი არსებითად
განსხვავდება ცხოველთა საკომუნიკაციო სისტემებისგან. ესენია - ენობრივი
სისტემის დუალობა და პროდუქტიულობა.
დუალობის წყალობით მოლაპარაკეს შეუძლია მცირე ერთეულების დალაგებით,
მათი შეერთების გზით წარმოქმნას უფრო რთული, გრძელი ერთეულები,
მნიშვნელობას მოკლებული ბგერითი ერთეულებისგან სიტყვები, სიტყვების
გაერთიანებით კი ააგოს წინადადებები.
ერთი მხრივ, გვაქვს ბგერითი გამოხატულების მქონდე ერთეულები, მეორე მხრივ
ამ ერთეულთა გაერთიანების კომბინირებული წესები, ე.წ გრამატიკა. ცხოველს არ
შეუძლია დაალაგოს, გააერთიანოს ან გაართულოს თავისი “საკომუნიკაციიო
ენის” ნიშნები, მას მხოლოდ ძალუძს გადასცეს გარკვეული მზა ნიშანი.
დუალობა საშუალებას იძლევა ადამიანის ენის სასრული რაოდენობის
ერთეულთაგან შეიქმნას, წარმოიქმნას უსასრულო რაოდენობის გამონათქვამები
ამ ერთეულების სხვადასხვაგვარი დალაგების გზით.
სისტემის პროდუქტიულობა არის შესაძლებლობა გადაიცეს და შეიქმნას ახალი
ინფორმაცია, ე. ი. გამონათქვამის აგებისას ისეთი შინაარსი გადაიცეს, რომელიც
არავის არ შეუქმნია და არ გადაუცია.
ენის დუალობისა და პროდუქტიულობის თვისებების წყალობით ადამაინს
შეუძლია გადასცეს ინფორმაცია მისგან დროითა და სივრცით დაშორებულ
მოვლენათა შესახებ. ცხოველთა კომუნიკაცია ხდება ყოველთვის უშუალო
გარემოს საპასუხოდ. ადამაინი კი აღწერს როგორც წარსულ, ისე აწმყო და
მომავალ გარემოებებს, რაც ქმნის ისტორიას, კულტურას, ცივილიზაციას.
ბუნებრივი ენის ეს თვისება უზრუნველყოფს კულტურის ტრანსმისიას.

ბილეთი 12
ფონოლოგია. ფონოლოგიური და არაფონოლოგიური ბგერითი
დაპირისპირებები. ფონემური ანალიზის წესები. ფონების ცნება.
ფონოლოგია არის სტრუქტურული ენათმეცნიერების საფუძველზე
წარმოქმნილი სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ენაში არსებულ
ბგერათა მნიშვნელობის განმასხვავებელ ფუნქციას. ანუ, ფონოლოგია
შეისწავლის ენის უმცირეს, მნიშვნელობის განმასხვავებელი ფუნქციის მქონე
ერთეულებს (ფონემებს).
თუ ფონეტიკა მეტყველებაში ფონემათა რეალიზაციითაა დაკავებული,
ფონოლოგია ცდილობს აღმოაჩინოს, აღწეროს და განსაზღვროს ენის ფონემები,
მათ შორის დისტინქტიურ (განმასხვავებელ) ფონეტიკურ კრიტერიუმებზე
დაყრდნობით.
როგორც ცნობილია, მეტყველების პროცესში, ადამიანთა შორის ენობრივი
ურთიერთობის დროს, წარმოიქმნება უსასრულოდ დიდი რაოდენობა
ერთმანეთისგან განსხვავებული სამეტყველო ბგერებისა. საზოგადოდ, ყოველი
განსხვავება გულისხმობს დაპირისპირებას. ერთი რაღაცა მხოლოდ იმდენად
განსხვავდება მეოორისგან, რამდენადაც უპირისპირდება მას, დაპირისპირების
ანუ ოპოზიციის დამოკიდებულებაში იმყოფება მასთან. ერთმანეთისგან
განსხვავებული სამტყველო ბგერების მთელი უსასრულო რაოდენობა შეიძლება
დაყვანილ იქნეს ორ ძირითად ტიპზე. სამეტყველო ბგერებს შორის განსხვავება
შეიძება იყოს ფონოლოგიური ან არაფონოლოგირი. როდესაც ორი სამეტყველო
ბგერა ერთმანეთისგან განსხვავდება ანუ უპირისპირდება ისე, რომ სწორედ ამ
დაპირისპირებით გამოიხატება ენობრივ ნიშნებს შორის განსხვავება მათი
მნიშვნელობის თვალსაზრისით, ასეთ ბგერით დაპირისპირებას უწოდებენ
ფონოლოგიურ ოპოზიციას, ხოლო ისეთ ბგერით დაპირისპიებას, რომელსაც არ
უკავშირდება ენობრივ ნიშანთა შორის მათი მნიშვნელობების თვალსაზრისით
არსებული განსხვავებების გამოხატვა, უწოდებენ არაფონოლოგიურ ოპოზიციას ,
ანუ ფონოლოგიურად ირელევენტურ (არაღირებულ) ოპოზიციას. მაგალითად,
განსხვავება „ბ“ და „ფ“ ბგერებს შორის წარმოადგენს ფონოლოგიურ ოპოზიციას,
რამდენადაც მოიძებნება ისეთი წყვილები, რომელთა შორის არსებული
დაპირისპირება სწორედ ამ ბგერითი განსხვავების მეშვეობით გამოიხატება . მაგ .,
ბარი-ფარი, ბერი-ფერი, ბოთლები-ფოთლები, და ა.შ. მაგრამ განსხვავება რბილ
„ლ’“-სა და მაგარ „ლ“-ს შორის, ქართული ენობრივი სისტემი ფარგლებში,
წარმოადგენს არაფონოლოგიურ ოპოზიციას, რამდენადაც შეუძლებელია
მოიძებნოს ორი ისეთი ენობრივი ნიშანი, რომელთა ურთიერთდაპირისპირება
მხოლოდ ამ ბგერითი განსხვავებით იყოს გამოხატული. (მაგ., ქალი და ქალ’ი
მნიშვნელობით არ განსხვავდება ერთმანეთისგან).
ფონოლოგიურ ერთეულს, რომელიც მოცემულ ენაში აღარ დაიშლება დროში
ერთმანეთის მომდევნო უფრო მცირე ფონოლოგიურ ერთეულად, ფონემა
ეწოდება. ფონემა არის ენის ბგერითი მხარის ელემენტი, რომელსაც ვიყენებთ
ერთი გამონათქვამის მეორისაგან განსასხვავებლად.
ფონემა მეტყველების ნაკადში რეალიზდება ბგერებით, ფაკულტატური ან
პოზიციური ალოფონებით, რომელთა რაოდენობა პრაქტიკულადაც და
თეორიულადაც უსასრულოა. ამიტომ ენათმეცნიერებაში დაისვა საკითხი ბგერითი
ვარიანტების უსასრულო რაოდეობის გაერთიანებისა ფონემაში, ანუ იმის
გარკვევა თუ რომელ ფონემას უნდა მივაკუთვნოთესა თუ ის ბგერითი ვარიანტი.
ფონემათა გამოყოფის წესები, რომელთა მიხედვითაც ხდება ბგერების
დაჯგუფება ფონემებად, ემყარება დისტრიბუციულ მიმართებებს. ეს მიმართებები
შეიძლება იყოს სამი სახის: თავისუფალი ვარირება ანუ ექივალენტური
დისტრიბუცია (როდესაც ორ ელემენტს ყველა პოზიცია საერთო აქვთ),
კონტრასტული დისტრიბუცია (როდესაც ორ ელემენტს როგორც საერთო, ისე
განსხვავებული პოზიციები აქვთ) დამატებითი დისტრიბუცია (როდესაც ორ
ელემენტს არცერთი საერთო პოზიცია არ აქვთ). ამ მიართებების საფუძველზე
გამოიყოფა სამი წესი.
1. თუ ორი ბგერა ერთმანეთთან თავისუფალი ვარირების მიმართებაშია, ე.ი. თუ
მათი ურთიერთჩანაცვლება არ იწვევს სიტყვის მნიშვნელობის შეცვლას, მაშინ
ასეთი ორი ბგერა უნდა განვიხილოთ როგორც ერთი ფონემის ალოფონები.
მაგ., ჩინურში „l“ და „r“ ბგერები თავისუფლად ენაცვლება ერთმანეთს ისე, რომ
ამით სიტყვის მნიშვნელობა არ იცვლება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ეს ბგერები
ჩინურში ერთი ფონემის ალოფონებია. (ან, ქართულში რბილი ლ-სა და
ჩვეულებრივი ლ-ს გამოყენება)
2. თუ ორი ბგერა ერთმანეთთან კონტრასტული დისტრიბუციის მიმართებაშია, ე.ი.
თუ მათი ურთიერთჩანაცვლება სიტყვის მნიშვნელობის შეცვლას იწვევს, მაშინ
ასეთი ორი ბგერა ორი სხვადასხვა ფონემის ალოფონებია.
მაგ., ქართულში, ჩინურისგან განსხვავებით, „რ“ და „ლ“ ორი სხვადასხვა
ფონემის ალოფონებია, რადგან, მაგალითად, სიტყვაში „ბარი“ „რ“-ს თუ
შევცვლით „ლ“-თი ჩვენ მივიღებთ სულ სხვა მნიშვნელობას (ბარი-ბალი). ამ
ბგერების ურთიერთჩანაცვლებით ასევე შეიცვლება მნიშვნელობა სიტყვებში
„ლალი-ლარი“, „ქალი-ქარი“ და ა.შ.
3. თუ ორი ბგერა ერთმანეთთან დამატებითი დისტრიბუციის მიმართებაშია (ანუ
ორი ბგერა არასდროს არ ჩაენაცვლება ერთმანეთს ერთსა და იმავე პოზიციაში ),
და თუ ასეთი ორი ბგერა ერთმანეთის მსგავსია ფონეტიკურად, მაშინ ისინი უნდა
განვიხილოთ როგორც ერთი და იმავე ფონემის პოზიციური ალოფონები.
მაგალითად, რუსულში и და ы ბგერები ერთმანეთთან დამატბითი დისტრუბუციის
მიმართებაშია, რადგანაც ы წარმოდგენილია მხოლოდ მაგარი თანხმოვნების
მომდევნო პოზიციაში, სადაც მისი и ბგერით ჩანაცვლება დაუშვებელია.

არღვევენ თუ არა ონომატოპოეტური სიტყვები ნიშნის პირობითობის


საკითხს?
ენობრივი ნიშნის პირობითობა გულისხმობს, რომ კავშირი ენობრივი ნიშნის
შემადგენლებს, აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორს ნებისმიერი, თავისუფალი,
არამოტივირებულია ანუ პირობითია. ამგვარი კავშირი ნიშნავს, რომ
აღმნიშვნელი არ განისაზღვრება აღსანიშნის ფიზიკური ბუნებით, არც
გეომეტრიული ფორმით, არც ფილოსოფიური რაობითა თუ არსით და არც
რომელიმე სხვა თვისებით. ამ თვალსაზრისით, ენობრივი ნიშნის შემადგენლებს
შორის კავშირი თავისუფალია - აღსანიშნში არაფერია ისეთი, აღმნიშვნელის
კონკრეტულ სახეს, მის ბგერით შედგენილობას რომ განსაზღვრავდეს.
მაგალითად, თუ განვიხილავთ ერთ ასეთ აღსანიშნს, რომელიც ქიმიის სიმბოლურ
ენაზე გამოისახება როგორც H2O, აღმოვაჩენთ, რომ მას სრულიად განსხვავებული
ბგერითი შედგენილობის აღმნიშვნელები შეესაბამება სხვადასხვა ენაში. მაგ,.
ქართულში ამ აღსანიშნის შესაბამისი აღმნიშვნელი წარმოდგენილია წ-ყ-ა-ლ-ი
ბგერათმიმდევრობის სახით. ამისგან სრულიად განსხვავებული ამავე აღსანიშნის
შესაბამისი აღმნიშვნელი ინგლისურში-water, ფრანგულში-eau, ლათიურში-aqua,
თურქულში-su. გერმანულში-wasser, ესპანურში-agua, იაპონურში-მიძუ, სვანურში-
ლიც, სომხურში -ჯურ, რუსულში-вода, ჩაჩნურში-ხი, ხუნძურში -ლ`ინ. როგორც
ვხედავთ, ერთსა და იმავე აღსანიშნს სხვადასხვა ენაში შეესაბამება ბგერითი
შედგნილობის თვაალსაზრისით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული
აღმნიშვნელები. ასეთი ვითარება სწორედ იმის დამადასტურებელია, რომ
აღსანიშნის ბუნება, მისი ფიზიკური თვისებები თუ ქიმიური შედგენილობა
არაფრით არ აისახება აღმნიშვნელებში. აღმნიშვნელი არ წარმოადგენს
აღსანიშნის ხატს, რომელიც ზუსტად, უცვლელად იმეორებს მის ნიშანთვისებებს.
სწორედ იმის გამო, რომ აღსანიშნი თავისი ბუნებით, მისი არცერთი
ნიშანთვისებით არ აისახება აღმნიშვნელში, ამბობენ, რომ ენობრივი ნიშანი არის
პირობითი.
მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც ეჭვსქვეშ უნდა აყენებდეს ამ
დებულებას ენობრივი ნიშნის პირობითობის შესახებ. საქმე ისაა, რომ ყველა ენაში
არსებობს გარკვეული სიმრავლე ონომატოპოეტური ანუ ხმაბაძვითი სიტყვებისა.
ეს ისეთი ენობრივი ნიშნებია, რომლებშიც ერთ-ერთი შემადგენელი - აღსანიშნი
როგორღაც განსაზღვრავს მეორეს - აღმნიშვნელს: აღსანიშნის რაღაც თვისება
როგორღაც აისახება აღმნიშვნელში.აღმნიშვნელი თავისი ბგერითი
შედგენილობით უახლოვდება აღსანიშნის ამა თუ იმ მხარეს, ნიშანთვისებას. მაგ.,
კაკუნი, ბრახუნი, ყიყლიყო, baa-baa. ასეთი სიტყვების არსებობის მიუხედავად
განხილული დებულება ენობრივი ნიშნის პირობითობის შესახებ მაინც ძალაში
რჩება, რამდენადაც, ჯერ ერთი, ამგვარი სიტყვების რაოდენობა ენაში არ არის
დიდი; მეორე, რაც უფრო არსებითია, ასეთი სიტყვებიც კი ერთმანეთისგან
განსხვავებული ბგერითი შედგენილობისანი არიან სხვადასხვა ენაში. მაგ.,
გუგული, cu-coo (ინგლ.), кукушка (რუს.), kuckuck (გერმ.).
(ჩემი აზრით, არღვევს :დ)
ბილეთი 13
ფონემა და ბგერა. ფონემა როგორც დიფერენციალურ ნიშანთა
ერთობლიობა. ენის ფონემური ანალიზის წესები (აკლია ფონემა როგორც
დიფერენციალურ ნიშანთა ერთობლიობა, არის გვ126)
სამეტყველო ბგერა და ფონემა ურთიერთგანსხვავებული ერთეულებია, რადგან
მეტყველების პროცესში წარმოქმნილი ბგერათა რაოდენობა უსასრულოდ დიდია,
ხოლო ფონემათა რაოდენობა - სასრული (ქართულის შემთხვევაში 33 ფონემა).
სამეტყველო ბგერასა და ფონემას შორის განსხვავება ასე შეიძლება
ჩამოყალიბდეს: ფონემა ერთგვარად აბსტრაქტული ერთეულია, ხოლო
სამეტყველო ბგერა მის კონკრეტულ რეალიზაციას წარმოადგენს. სამეტყველო
ბგერათა დახასიათება შესაძლებელია განხორციელდეს გარკვეული ნიშნების
მიხედვით. დახასიათება გულისხმობს ისეთი ნიშების შერჩევას, რომელთა
ერთობლიობა ცალსახად განსაზღვრავს მას და განასხვავებს ყველა სხვა
სამეტყველო ბგერისაგან. მაგ., ბგერა, რომლის გრაფიკული სიმბოლო არის „ბ“
შეიძლება დახასიათდეს როგორც ბილაბიალური ანუ წყვილბაგისმიერი, მჟღერი,
ხშულ-მსკდომი. ამ ნიშანთა ერთობლიობა ცალსახად ახასიათებს მოცემულბგერას
და განარჩევს მას სხვა სამეტყველო ბგერებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ენაში
არსებობს უსასრულოდ დიდი რაოენობა ობიექტურად ერთმანეთისგან
განსხვავებული სამეტყველოო ბგერებისა, მაინც შესაძლებელია ყოველი
სამეტყველო ბგერის იდენტიფიკაცია ანუ ცნობა, ამოცნობა და ეს ხორციელდება
კონკრეტული ბგერისათვის დამახასიათებელი არსებითი ნიშნების საშუალებით,
რომელთა ერთობლიობა ცალსახად განსაზღვრავს მას. იმ არსებით ნიშნებს,
რომლებიც მონაწილეობენ სამეტყველო ბგერათა დახასიათებაში და რომელთა
მეშვეობითაც ბგერები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ეწოდებათ დისტინქციური
ანუ განმასხვავებელი ნიშნები. ყველა სამეტყველო ბგერა, რომელიც ხასიათდება
დისტინქციურ ნიშანთა ერთი და იმავე ერთობლიობით, განეკუთნება ერთ
სიმრავლეს, ერთ კლასს. ბგერათა ასეთ კლასს ეწოდება ფონემა, ხოლო თვითონ
ამ ბგერებს, რომლებიც ერთ კლაში არიან გაერთიანებულნი განმასხვავებელ
ნიშანთა ერთი და იმავე ერთობლიობის საფუძველზე - ამ ფონემის
გამოვლინებები, რეალიზაციები, ვარიანტები ანუ ალოფონები.
ფონემა, როგორც კლასი ისეთი სამეტყველო ბგერებისა, რომლებიც
გამოირჩევიან განმასხვავებელ ნიშანთა ერთი და იმავე ერთობლიობით,
შესაძლებელია განისაზღვროს, როგორც სწორედ ამ დისტინქციურ ნიშანთა
ერთობლიობა. ის საერთო, რაც ერთ კლასად, ერთ ფონემად აერთიანებს
ცალკეულ სამეტყველო ბგერებს, არის ერთობლიობა ამ ბგერებისათვის
დამახასიათებელი ერთი და იმავე განმასხვავებელი ნიშნებისა და, ამდენად,
ფონემა შეიძლება განისაზღვროს სწორედ ასე - როგორც ერთობლიობა
განმასხვავებელი ნიშნებისა.
ფონემა მეტყველების ნაკადში რეალიზდება ბგერებით, ფაკულტატური ან
პოზიციური ალოფონებით, რომელთა რაოდენობა პრაქტიკულადაც და
თეორიულადაც უსასრულოა. ამიტომ ენათმეცნიერებაში დაისვა საკითხი ბგერითი
ვარიანტების უსასრულო რაოდეობის გაერთიანებისა ფონემაში, ანუ იმის
გარკვევა თუ რომელ ფონემას უნდა მივაკუთვნოთესა თუ ის ბგერითი ვარიანტი.
ფონემათა გამოყოფის წესები, რომელთა მიხედვითაც ხდება ბგერების
დაჯგუფება ფონემებად, ემყარება დისტრიბუციულ მიმართებებს. ეს მიმართებები
შეიძლება იყოს სამი სახის: თავისუფალი ვარირება ანუ ეკვივაკენტური
დისტრიბუცია (როდესაც ორ ელემენტს ყველა პოზიცია საერთო აქვთ),
კონტრასტული დისტრიბუცია (როდესაც ორ ელემენტს როგორც საერთო, ისე
განსხვავებული პოზიციები აქვთ) დამატებითი დისტრიბუცია (როდესაც ორ
ელემენტს არცერთი საერთო პოზიცია არ აქვთ). ამ მიართებების საფუძველზე
გამოიყოფა სამი წესი.

 თუ ორი ბგერა ერთმანეთთან თავისუფალი ვარირების მიმართებაშია,


ე.ი. თუ მათი ურთიერთჩანაცვლება არ იწვევს სიტყვის მნიშვნელობის
შეცვლას, მაშინ ასეთი ორი ბგერა უნდა განვიხილოთ როგორც ერთი
ფონემის ალოფონები.
მაგ., ჩინურში „l“ და „r“ ბგერები თავისუფლად ენაცვლება ერთმანეთს ისე, რომ
ამით სიტყვის მნიშვნელობა არ იცვლება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ეს ბგერები
ჩინურში ერთი ფონემის ალოფონებია.

 თუ ორი ბგერა ერთმანეთთან კონტრასტული დისტრიბუციის


მიმართებაშია, ე.ი. თუ მათი ურთიერთჩანაცვლება სიტყვის მნიშვნელობის
შეცვლას იწვევს, მაშინ ასეთი ორი ბგერა ორი სხვადასხვა ფონემის
ალოფონებია.
მაგ., ქართულში, ჩინურისგან განსხვავებით, „რ“ და „ლ“ ორი სხვადასხვა
ფონემის ალოფონებია, რადგან, მაგალითად, სიტყვაში „ბარი“ „რ“-ს თუ
შევცვლით „ლ“-თი ჩვენ მივიღებთ სულ სხვა მნიშვნელობას (ბარი-ბალი). ამ
ბგერების ურთიერთჩანაცვლებით ასევე შეიცვლება მნიშვნელობა სიტყვებში
„ლალი-ლარი“, „ქალი-ქარი“ და ა.შ.

 თუ ორი ბგერა ერთმანეთთან დამატებითი დისტრიბუციის მიმართებაშია


(ანუ ორი ბგერა არასდროს არ ჩაენაცვლება ერთმანეთს ერთსა და იმავე
პოზიციაში), და თუ ასეთი ორი ბგერა ერთმანეთის მსგავსია ფონეტიკურად,
მაშინ ისინი უნდა განვიხილოთ როგორც ერთი და იმავე ფონემის
პოზიციური ალოფონები.
მაგალითად, რუსულში и და ы ბგერები ერთმანეთთან დამატბითი დისტრუბუციის
მიმართებაშია, რადგანაც ы წარმოდგენილია მხოლოდ მაგარი თანხმოვნების
მომდევნო პოზიციაში, სადაც მისი и ბგერით ჩანაცვლება დაუშვებელია.

მოკლედ განსაზღვრეთ განსხვავება ბუნებრივ ენასა და ცხოველთა


საკომუნიკაციო სისტემებს შორის. (მე-2 ბილეთიდან)
ადამიანის ენას ხშირად ახასიათებენ, როგორც ბუნებრივ ენას - ხელოვნური
ენების საპირისპიროდ. იგი არის ადამიანის სიმბოლური აქტივობის უმაღლესი და
ურთულესი ფორმა. Ბუნებრივი ენის საშუალებით შეგვიძლია მივიღოთ და
გადავცეთ ინფორმაციები, გავუზიაროთ განცდები ერთმანეთს, აღვწეროთ დროსა
და სივრცეში მომხდარი მოვლენები და სხვ.
რამდენადაც ადამიანის ენა ბგერითი ენაა, კომუნიკაცია ხდება ბგერითი
სუბსტანციის საშუალებით. ადამიანს აქვს სხვა საკომუნიკაციო საშუალებებიც -
ჟესტ-მიმიკა, წერილობითი ენა და სხვაა, მაგრამ ყველა ეს საკომუნიკაციო
საშუალება ადამიანის ბგერით ენაზეა დაფუძნებული და ამიტომ ისინი მეორეულ
სისტემებს წარმოადგენენ.
ადამიანს თანდაყოლილი უნარი აქვს საკომუნიკაციოდ აითვისოს ან
შეისწავლოს ესა თუ ის კონკრეტული ენა, ცხოველებში კი საკომუნიკაციო
საშუალებების ცოდნა გენეტიკურად გადაეცემა შთამომავლობას .
ბუნებრივ ენას აქვს სპეციფიკური მახასიათებლები, რომლებითაც იგი
არსებითად განსხვავდება ცხოველთა საკომუნიკაციო სისტემებისგან. ესენია -
ენობრივი სისტემის დუალობა და პროდუქტიულობა.
დუალობის წყალობით მოლაპარაკეს შეუძლია მცირე ერთეულების დალაგებით,
მათი შეერთების გზით წარმოქმნას უფრო რთული, გრძელი ერთეულები,
მნიშვნელობას მოკლებული ბგერითი ერთეულებისგან სიტყვები, სიტყვების
გაერთიანებით კი ააგოს წინადადებები.
ერთი მხრივ, გვაქვს ბგერითი გამოხატულების მქონდე ერთეულები, მეორე
მხრივ ამ ერთეულთა გაერთიანების კომბინირებული წესები, ე.წ გრამატიკა.
ცხოველს არ შეუძლია დაალაგოს, გააერთიანოს ან გაართულოს თავისი
“საკომუნიკაციიო ენის” ნიშნები, მას მხოლოდ ძალუძს გადასცეს გარკვეული მზა
ნიშანი.
დუალობა საშუალებას იძლევა ადამიანის ენის სასრული რაოდენობის
ერთეულთაგან შეიქმნას, წარმოიქმნას უსასრულო რაოდენობის გამონათქვამები
ამ ერთეულების სხვადასხვაგვარი დალაგების გზით.
სისტემის პროდუქტიულობა არის შესაძლებლობა გადაიცეს და შეიქმნას ახალი
ინფორმაცია, ე. ი. გამონათქვამის აგებისას ისეთი შინაარსი გადაიცეს, რომელიც
არავის არ შეუქმნია და არ გადაუცია.
ენის დუალობისა და პროდუქტიულობის თვისებების წყალობით ადამაინს
შეუძლია გადასცეს ინფორმაცია მისგან დროითა და სივრცით დაშორებულ
მოვლენათა შესახებ. ცხოველთა კომუნიკაცია ხდება ყოველთვის უშუალო
გარემოს საპასუხოდ. ადამაინი კი აღწერს როგორც წარსულ, ისე აწმყო და
მომავალ გარემოებებს, რაც ქმნის ისტორიას, კულტურას, ცივილიზაციას.
Ბუნებრივი ენის ეს თვისება უზრუნველყოფს კულტურის ტრანსმისიას.

ბილეთი 14
ენა როგორც პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა (მე-4 ბილეთშია)
ადამიანის ენა შეიძლება დახასიათდეს როგორც პირობით ბგერით ნიშანთა
სისტემა. ამ დახასიათებში ხაზგასმულია ენის როგორც ნიშნათა სისტემის ოთხი
არსებითი თავისებურება:
1. ენა არის სისტემა. ეს იმას იშნავს, რომ ენა არის რაღაც ელემენტების არა
უბრალო სიმრავლე, არამედ წაარმოადგენს ისეთ ელემენტთა
ერთობლიობას, რომელთა შორის განსაზღვრული მიმართებები არსებობს,
მიმართებები, რომლებიც ქმნიან, ერთის მხრივ, ენობრივი სისტემის
ცალკეული ელემენტების ღირებულებას, ხოლო, მეორეს მხრივ, მთლიანი
სისტემის შინაგან სტრუქტურას. მიმართებები, რომლებიც ენობრივი
სისტემის ელემენტებს შორის არსებობს, ვლინდება მათ ისეთ
ურთიერთკავშირში როდესაც ერთი ელემენტის რაღაც ცვლილება იწვევს
მასთან დაკავშირებული სხვა ელემენტების მკაცრად განსაზღვრულ
ცვლილებებს. მაგალითა, ავიღოთ ასეთი მიმდევრობა: „კაცი აშენებს
სახლს“ , რომელშიც მთავარ ელემენტად მივიჩნიოთ „აშენებს“. ადვილი
დასანახია, რომ ეს მიმდევრობა წარმოადგენს სტრუქტურას მის ელემენტებს
შორის განსაზღვრული მიმართებებით, სადაც მისი მთავარი ელემენტის
ცვლილებას თან ახლავს მასთან დაკავშირებული ელემენტების
აუცილებელი ცვლილებები. „კაცმა ააშენა სახლი“.
2. ენა არის ნიშანთა სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ ენობრივი სისტემა ისევე,
როგორც ყოველი სისტემა შედგება ელემენტებისაგან და ამ ელემენტებად
გვევლინებიან ენობრივი ნიშნები. ენობრივი ნიშანი შეიძლება
განისაზღვრროს როგორც განუყოფელი ერთიანობა, ურღვევი მთლიანობა
აღსანიშნისა და აღმნიშვნელისა, რომელთაც ენობრივი ნიშნის
შემადგენლები ეწოდებათ. აღსანიშნი არის გარეენობრივი ობიექტური
სამყაროს კუთვნილება- საგანი, მოვლენა, პროცესი, თვისება, მიმართება და
სხვა, ხოლო აღმნიშვნელი არის აღსანიშნის ენობრივი გამოხატულება.
მაგ., „მზე“ განსაზღვრებს თანახმად, ენობრივ ნიშანს წარმოადგენს, რადგან
იგი შეიცავს ორივე შემადგენელს -აღსანიშნს (ეს არის კოსმიური სხეული,
რომელიც ანათებს, ათბობს, სასიცოცხლო ენერგიას ანიჭებს ყოველ
სულდგმულს) და აღმნიშვნელს, რომელიც წარმოდგენილია მ-ზ-ე
ბგერათმიმდევრობის სახით. ეს მიმდევრობა ხსენებული აღსანიშნის
ენობრივი გამოხატულებაა. აღმნიშვნელის მიმართებას აღსანიშნთან
ეწოდება ენობრივი ნიშნის მნიშვნელობა. v
3. ენა არის ბგერით ნიშანთა სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ ენობრივმა
ნიშანმა თავისი ფუნქცია რომ შეასრულოს, ნიშნობა რომ გასწიოს, მას უნდა
ჰქონდეს მატერიალურ-სუბსტანციური არსებობა. იგი წარმოდგენილი უნდა
იყოს ამა თუ იმ სუბსტანციით, რომელიც ზემოქმდებს ადამიანის
შეგრძნებებზე, მის გრძნობის ორგანოებზე და მხოლოდ ამ გზით შეიძლება
აღიქვას ადამიანმა ენობრივი ნიშანი. ენობრივი ნიშანი შედგება ბგერითი
სუბსტანციისაგან, იგი წარმოდგენილია ბგერითი სუბსტანციით. ბგერა არის
ენობრივი ნიშნის მატერიალური არსებობის ფორმა. მაგრამ, ბგერითი
სუბსტანცია არ არის ერთადერთი სუბსტანცია, რომლისგანაც შედგება
ენობრივი ნიშანი. ბგერების გარდა ენობრივი ნიშანი მრავალი სხვა
სუბსტანციით შეიძლება იყოს წარმოდგენილი, მაგ., გრაფიკული, ფერითი,
მოტორული, ელექტრო იმპულსური და ა.შ. მიუხედავად ამისა ჩვენ ვამბობთ,
რომ ენა არის ბგერით ნიშანთა სისტემა იმიტომ, რომ ენობრივი ნიშნის
ბგერითი სუბსტანცია არის ამოსავალი, პირველადი, ხოლო ყველა
დანარჩენი მეორეულია და ბგერით სუბსტანციაზეა დამოკიდებული.
4. ენა არის პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ
კავშირი ენობრივი ნიშნის შემადგენლებს, აღმნიშვნელსა და აღსანიშნს
შორს ნებისმიერი, თავისუფალი, არამოტივირებულია ანუ პირობითია.
ამგვარი კავშირი ნიშნავს, რომ აღმნიშვნელი არ განისაზღვრება აღსანიშნის
ფიზიკური ბუნებით, არც გეომეტრიული ფორმით, არც ფილოსოფიური
რაობითა თუ არსით და არც რომელიმე სხვა თვისებით. ამ თვალსაზრისით,
ენობრივი ნიშნის შემადგენლებს შორის კავშირი თავისუფალია -
აღსანიშნში არაფერია ისეთი, აღმნიშვნელის კონკრეტულ სახეს, მის
ბგერით შედგენილობას რომ განსაზღვრავდეს. მაგალითად, თუ
განვიხილავთ ერთ ასეთ აღსანიშნს, რომელიც ქიმიის სიმბოლურ ენაზე
გამოისახება როგორც H2O, აღმოვაჩენთ, რომ მას სრულიად განსხვავებული
ბგერითი შედგენილობის აღმნიშვნელები შეესაბამება სხვადასხვა ენაში.
მაგ,. ქართულში ამ აღსანიშნის შესაბამისი აღმნიშვნელი წარმოდგენილია
წ-ყ-ა-ლ-ი ბგერათმიმდევრობის სახით. ამისგან სრულიად განსხვავებული
ამავე აღსანიშნის შესაბამისი აღმნიშვნელი ინგლისურში-water,
ფრანგულში-eau, ლათიურში-aqua, თურქულში-su. გერმანულში-wasser,
ესპანურში-agua, იაპონურში-მიძუ, სვანურში-ლიც, სომხურში -ჯურ, რუსულში-
вода, ჩაჩნურში-ხი, ხუნძურში -ლ`ინ. როგორც ვხედავთ, ერთსა და იმავე
აღსანიშნს სხვადასხვა ენაში შეესაბამება ბგერითი შედგნილობის
თვაალსაზრისით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული
აღმნიშვნელები. ასეთი ვითარება სწორედ იმის დამადასტურებელია, რომ
აღსანიშნის ბუნება, მისი ფიზიკური თვისებები თუ ქიმიური შედგენილობა
არაფრით არ აისახება აღმნიშვნელებში. აღმნიშვნელი არ წარმოადგენს
აღსანიშნის ხატს, რომელიც ზუსტად, უცვლელად იმეორებს მის
ნიშანთვისებებს. სწორედ იმის გამო, რომ აღსანიშნი თავისი ბუნებით, მისი
არცერთი ნიშანთვისებით არ აისახება აღმნიშვნელში, ამბობენ, რომ
ენობრივი ნიშანი არის პირობითი.
მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც ეჭვსქვეშ უნდა აყენებდეს ამ
დებულებას ენობრივი ნიშნის პირობითობის შესახებ. საქმე ისაა, რომ ყველა ენაში
არსებობს გარკვეული სიმრავლე ონომატოპოეტური ანუ ხმაბაძვითი სიტყვებისა.
ეს ისეთი ენობრივი ნიშნებია, რომლებშიც ერთ-ერთი შემადგენელი - აღსანიშნი
როგორღაც განსაზღვრავს მეორეს - აღმნიშვნელს: აღსანიშნის რაღაც თვისება
როგორღაც აისახება აღმნიშვნელში. აღმნიშვნელი თავისი ბგერითი
შედგენილობით უახლოვდება აღსანიშნის ამა თუ იმ მხარეს, ნიშანთვისებას. მაგ.,
კაკუნი, ბრახუნი, ყიყლიყო, baa-baa. ასეთი სიტყვების არსებობის მიუხედავად
განხილული დებულება ენობრივი ნიშნის პირობითობის შესახებ მაინც ძალაში
რჩება, რამდენადაც, ჯერ ერთი, ამგვარი სიტყვების რაოდენობა ენაში არ არის
დიდი; მეორე, რაც უფრო არსებითია, ასეთი სიტყვებიც კი ერთმანეთისგან
განსხვავებული ბგერითი შედგენილობისანი არიან სხვადასხვა ენაში. მაგ.,
გუგული, cu-coo (ინგლ.), кукушка (რუს.), kuckuck (გერმ.).

განსაზღვრეთ ენის საარტიკულაციო ბაზისის ცნება.


რომელიმე ორი ენა მეტ-ნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისგან სამეტყველო
ორგანოების ინდეფერენტული მდგომარეობით, რომელიც უშუალოდ წინ უძღვის
ბგერათა წარმოთქმას - სამეტყველო ორგანოების აქტივიზაციას. ეს არის ამ ენათა
საარტიკულაციო ბაზისი, რომელიც სპეციფიკურია თითოეული ენისათვის და
რომელიც თავს იჩენს, მაგალითად, უცხოურ ენაზე მოლაპარაკის აქცენტში,
როდესაც ის ამ ენის ბგერათა სწორ წარმოთქმას დაუფლებული არ არის:
უცხოული ენის ბგერათა წარმოთქმისას ის იყენებს თავისი მშობლიური ენის
საარტიკულაციო ბაზისს. უცხოური ენის წარმოთქმის დაუფლება გულისხმობს
სწორედ ამ ენის საარტიკულაციო ბაზისის ათვისებას.
საარტიკულაციო ბაზისის დახასიათება შეიძლება აგრეთვე საწარმოთქმო
ჩვევების მიხედვით; მაგალითად, ინგლისურად სწორად წარმომთქმელს ქვედა
ყბა ოდნავ წინ აქვს წამოწეული, ენა - უკან და მოდუნებული; ფრანგულად
წარმომთქმელს კი - პირიქით: ქვედა ყბა ოდნავ უკან, ხოლო ენა - წინ და
დაჭიმული. ამდენად, კონკრეტული ენის საარტიკულაციო ბაზისი არის
საწარმოთქმო ჩვევების ერთობლიობა, შემუშავებული ამ ენის განვითარების
მანძილზე და მასში ტრადიციით დამკვიდრებული; იგი არის საწარმოთქმო
ორგანოების აქტივიზირებული ინდიფერენტული მდგომარეობა.

You might also like