You are on page 1of 33

ინფორმაციის შენახვა

ინფორმაციის შენახვა სენსორულ


მეხსიერებაში

ადამიანის სენსორული, ხანმოკლე და


ხანგრძლივი მეხსიერება ინფორმაციას
სხვადასხვა დროით აჩერებს/ინახავს.

• ხატოვანი მეხსიერება (მხედველობითი,


იკონური)-
ხანგრძლივობა დაახლოებით 0.5 წმ.
• ექომეხსიერება (სმენითი) - ხანგრძლივობა
დაახლოებით 3-4წმ.
ინფორმაციის შენახვა ხანმოკლე
მეხსიერებაში
სენსორული მეხსიერების მიერ
რეგისტრირებული ინფორმაცია და მისი
ხანგრძლივ მეხსიერებაში გადატანა არ ხდება
თუ ცნობიერად არ ხდება მისი კოდირება, ამ
შემთხვევაში იგი მალე ქრება.

ხანმოკლე მეხსიერების ხანგრძლივობა


რამდენიმე წამით იზომება და დაახლოებით 30
წმ. უტოლდება.

ინფორმაციის შენახვის მოცულობა შეზღუდულია


და შეადგენს 7+2.
ინფორმაციის შენახვა ხანგრძლივ
მეხსიერებაში

ინფორმაციის შენახვის ადამიანური უნარი


პრაქტიკულად უსაზღვროა.

ხანმოკლე მეხსიერების ხანგრძლივობა


რამდენიმე წამით იზომება, ხანგრძლივი
მეხსიერების კი - სიცოცხლის ბოლომდე.
ხანგრძლივი მეხსიერების
სტრუქტურა და ინფორმაციის
ორგანიზაცია
ხანგრძლივ მეხსიერებაში ინფორმაცია არის
ორგანიზებული, ინახება მოწესრიგებულად.

ხანგრძლივ მეხსიერებაში სიტყვიერი


ინფორმაციის ორგანიზაციას მეხსიერების
სემანტიკურ ორგანიზაციას, უწ. რადგან იგი
გულისხმობს სიტყვათა მნიშვნელობების, ანუ
ცნებების ორგანიზაციას.
კლასტერის მოდელი

ცნებები მეხსიერებაში სისტემატიზირებული


სახით ინახება. ასეთ სისტემატიზაციას ეწ.
კლასტერი, ანუ მსგავს ელემენტთა შეჯგუფება.

ამ მოდელის თანახმად, რომელიმე


კონკრეტული ცნება მეხსიერებაში თავის მსგავს
ცნებასთან ერთადაა შენახული.
(მაგ. “ცხოველები”, “ტანსაცმელი” “ავეჯი” და ა.
შ.).
ჯგუფური მოდელი

მეხსიერებაში ცნებები წარმოდგენილია


ჯგუფების სახით, ანუ ინფორმაციის გროვების
სახით.

ჯგუფი შეიცავს სხვადასხვა კატეგორიის


ელემენტებს (“ფრინველები” შეიცავს ისეთ
ელემენტებს, როგორიცაა: მტრედი, ბეღურა და
ა. შ.).
ჯგუფური მოდელის მიხედვით, ცნებები
ერთიანდებიან არა მარტო კატეგორიების
მიხედვით, არამედ მეხსიერებაში
წარმოდგენილია მათი თვისებებიც, ანუ
ჯგუფური მოდელი
ამ მოდელის თანახმად, მეხსიერება შეიცავს
ატრიბუტების მრავალ ჯგუფს და ყოველი
ლექსიკური ერთეული წარმოდგენილია
ატრიბუტთა ანუ ნიშან-თვისებათა
“თანავარსკვლავედის” სახით.

ინფორმაციის აღდგენა, ანუ მოგონება,


გულისხმობს ინფორმაციის ორ ან მეტ ჯგუფში,
მახასიათებლების მიხედვით მსგავსი ნიმუშების
ძებნას “შემოწმებას”.
ჯგუფური მოდელი

გულწითელა ფრინველი

ფიზიკური ობიექტი ფიზიკური ობიექტი


ცოცხალი ორგანიზმი ცოცხალი ორგანიზმი
აქვს ბუმბული აქვს ბუმბული
აქვს ფრთები აქვს ფრთები
აქვს წითელი გული ---------------------------
--------------------------- ---------------------------
ჯგუფური მოდელი

რაც მეტია ატრიბუტთა გადაკვეთის ხარისხი


(საერთო ელემენტების რაოდენობა), მით მეტი
საფუძველი გვაქვს მივიღოთ გადაწყვეტილება,
რომ აღნიშნული დებულება სწორია.

თუ ამ ორი ჯგუფის ინფორმაციას შორის “მანძილი


” იზრდება, ასევე იზრდება გადაწყვეტილების
მიღებისთვის საჭირო დროც.
ჯგუფებს შორის შესაძლო
კავშირები

P S
SP PS

P S S P

დიზუნქცია
ჯგუფური მოდელი

დებულების ჭეშმარიტება - მცდარობის


შემოწმების ორეტაპიანი პროცესი - რომლის
მიხედვით, დებულებამ შეიძლება გაიაროს
შემოწმების ერთი ან ორი ეტაპი.
თუ იგი გადის მხოლოდ ერთ ეტაპს.
გადაწყვეტილება უფრო სწრაფად მიიღება, ორი
ეტაპის გავლის შემთხვევაში - გვიანდება.

დიზუნქცია - ლათ. disjunctio განცალკევება.


ჯგუფური მოდელი
ყველაზე სწრაფად ინფორმაციის ძიება და შედარება
ხდება დიზუნქციის შემთხვევაში, რადგან ეს სიმრავლეები
არ გადაიკვეთებიან/არ აქვთ საერთო ელემენტი.

ერთეტაპიანი პროცესი:
“ყველა ყვავილი არის თევზი”
“ყველა ცხოველი არ არის ქვეწარმავალი”
“ზოგიერთი ყვავილი ლურჯია”

ორეტაპიანი პროცესი:
“ყველა ქვა არის ზურმუხტი”
“ყველა ყვავილი ლურჯია”
სემანტიკური ნიშნების მოდელი
ცნებები მეხსიერებაში წარმოდგენილია სემანტიკური
ნიშნების კრებულის სახით.
ნიშნების სახეები:
• არსებითი, ანუ განმსაზღვრელი ნიშნები
• მახასიათებელი, მაგრამ არაარსებითი ნიშნები

მაგალითად, “გულწითელა”
არსებითი ნიშნები - ფრთები, ორი ფეხი და წითელი გული;
მახასიათებელი ნიშნები - ხეზე ბუდობს, იკვებება ჭიებით,
არ შინაურდება.
ცნებათა სიმრავლეებს შორის თანაკვეთის შემთხვევაში
დებულება ფასდება ჭეშმარიტად, თანაკვეთის
არარსებობის შემთხვევაში მცდარად.
ქსელური მოდელი
ქსელური მოდელის მიხედვით, ყოველი ახალი სიტყვა
თავსდება მეხსიერებაში უკვე არსებულ სხვა სიტყვების
კონფიგურაციაში და ყოველი სიტყვის მნიშვნელობა
გარკვეულ მიმართებაშია სხვა სიტყვებთან.
ეს მიმართებები წარმოქმნიან მეხსიერებაში სემანტიკურ
ქსელს.
ცნებები შეადგენენ ქსელის დამოუკიდებელ ელემენტებს,
რომლებიც ქსელში ერთიანდებიან. სიტყვების შენახვას
მეხსიერებაში განაპირობებს მათ შორის კავშირების
რთული ქსელი.
სემანტიკურ ქსელში ზოგიერთი ცნებები უფრო ახლო
კავშირშია ერთმანეთთან - ზოგი არა.
ახლო მდგარი ელემენტების დაკავშირებას უფრო ნაკლები
დრო ჭირდება, შორს მდგარი ელემენტების - უფრო მეტი.
ქსელური მოდელი

სემანტიკური ქსელი, რომელშიც ასახულია


კავშირი ცნებებს შორის აღმოცენდება
კოგნიტური პროცესების საფუძველზე და მათში
ასახულია გარე სინამდვილის საგანთა შორის
არსებული ობიექტური
ურთიერთდამოკიდებულებები, რომელიც
ადამიანმა შეიმეცნა.
პროპოზიციული მოდელი

ამ მოდელის მიხედვით, ადამიანის თავში ცოდნა


წარმოდგენილია პროპოზიციის სახით.

პროპოზიცია წარმოადგენს ადამიანის თავში


ცოდნის რეპრეზენტაციის ფორმას და არის
აზრისა და მნიშვნელობის მატარებელი ყველაზე
მცირე ელემენტი.
პროპოზიციული მოდელი
პროპოზიცია ცოდნის აბსტრაქტული ერთეულია,
აზრის ერთეული, რომელიც რაიმეს უარყოფს ან
ამტკიცებს.

პროპოზიცია რომ შეიქმნას აუცილებელია


ცნებათა შორის მიმართება, ცალკეული ცნებები
პროპოზიციას არ წარმოადგენენ. სულ მცირე ორი
ცნება მაინცაა საჭირო პროპოზიციის
შესაქმნელად.
პროპოზიციული მოდელი
მაგ. თოვს, წვიმს, ქარია და ა. შ. გულისხმობენ
პრედიკატს და შეიძლება უმარტივეს პროპოზიციებად
ჩაითვალოს: თოცლი მოდის, წვიმა მოდის, ქარი ქრის.
თუმცა ცნებები თოვლი, წვიმა და ქარი პროპოზიციას არ
წარმოადგენენ.

პროპოზიცია არის გამონათქვამის არსი, დედააზრი,


რომელშიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული მოქმედება
და მოქმედების სუბიექტი.

პროპოზიციები აზრობრივი კვანძებია, რომლისგანაც


შედგება მარტივი და რთული გამინათქვამები.
პროპოზიციული მოდელი
ხანგრძლივ მეხსიერებაში ინფორმაციის ჩაწერის ფორმას
წარმოადგენს კონსტრუქცია “სუბიექტი - პრედიკატი”
(ქვემდებარე და შემასმენელი).
მაგალითი: ერთი და რამდენიმე პროპოზიციული კვანძი

S P S P

ცეზარი / არის / მკვდარი

ბიჭმა აკოცა
ლამაზ გოგოს
პროპოზიციული მოდელი
რთული გამონათქვამების შემთხვევაში,
ძირითად ინფორმაციას ემატება, დროის,
სივრცის, ადგილის შესახებ ინფორმაცია.

კვანძები გამოხატავენ იდეებს და მათ შორის


ასოციაციებს და ამგვარად, ყოველი
კონკრეტული ფაქტის გაგება დამოკიდებულია
სხვა ფაქტებთან მის კავშირზე.
აქტივაციის მოდელი
ეს მოდელი გულისხმობს ცნებათა შორის
მრავალმხრივი კავშირების და მიმართებების
არსებობას.
ამ მოდელის მიხედვით აქცენტი კეთდება
ცნებათა შორის “კი - არა” მიმართებაზე.
მეხსიერებაში ორი მონათესავე ცნების
შესაბამისი უბნების აქტივაცია ხდება მაშინ,
როდესაც რაიმე გამონათქვამი შეიცავს ამ
ცნებებს.
მაგ. “ვარდი ყვავილია” - დიახ
“ვარდი ცხოველია” - არა
აქტივაციის მოდელი
ამ მოდელის თანახმად, ცნების გაგებისათვის
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი დადებითი
კავშირები სხვა ცნებებთან, არამედ თუ რომელს არ
მიეკუთვნება (უარყოფითი).

მაგ. ვარდი არის ყვავილი და არის მცენარე, მაგრამ იგი


არ არის ძუძუმწოვარი და არ არის ცხოველი.

რაც უფრო მსგავსი და მონათესავეა ცნებები, მით მეტი


კავშირები არსებობს მათ შორის.

მაგ. “ხილი” და “ბოსტნეული”, ვიდრე “ხილი” და


“თევზეული”.
მოდელი ელინორი
ეს მოდელი შექმნილია კომპიუტერული მეცნიერებისა და
ლინგვისტიკის პრინციპების საფუძველზე (ლინდსეი,
ნორმანი, რუმენჰარტი).

ამ მოდელის მიხედვით, სემანტიკური მეხსიერება არის


ხაზებისა და კვანძების რთული ქსელი.

კვანძები - ცნებები და მოვლენები;


ხაზები - აზრობრივი კავშირები.
მოდელი ელინორი
კვანძებს შორის, ანუ ცნებებს შორის მიმართება ასე
გამოიხატება:

R
A B
A ცნება (ვითარება, გარემოება, მოვლენა) უკავშირდება
B ცნებას (ვითარება, გარემოება, მოვლენა)
R დამოკიდებულებით.

A ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს C, D, E და ა. შ.


ცნებებთან (ვითარებებთან, გარემოებებთან,
მოვლენებთან).
მოდელი ელინორი
მოდელის თანახმად, ხანგრძლივ მეხსიერებაში მთელი
ინფორმაცია კოდირებულია კვანძების და მისი
კავშირების სახით.

ხანგრძლივ მეხსიერებაში სამი სახის ინფორმაცია


ინახება:
ცნებები, მოვლენები და ეპიზოდები.
მოდელი ელინორი
ცნებები განისაზღვრება სამი ტიპის დამოკიდებულებით:

1.ყოფნა (არის)
2.ქონა (აქვს)
3.ისევ ყოფნა (არის ეგზემპლიარი)

„ყოფნა“ - გულისხმობს რომელ კატეგორიას მიეკუთვნება


ცნება, ანუ რა არის „ობიექტი“.
„ქონა“ - რა თვისებები აქვს ობიექტს.
„ისევ ყოფნა“ - რა ეგზემპლიარია, რომელი კონკრეტული
სახეობაა ეს ობიექტი.
მოდელი ელინორი

არის ცხოველი
(ყოფნა)

აქვს ბეწვი (ქონა)


ძაღლი
არის ბულდოგი
მოდელი ელინორი

მოვლენა ან ამბავი არის ის, სადაც ხდება მოქმედება ან


არიან მოქმედი პირები და ობიექტები.

ეპიზოდი - ესაა პროპოზიციული კავშირებით


გაერთიანებული მოვლენები, ანუ ამბები.
სქემა-სკრიპტის მოდელი
ხანგრძლივ მეხსიერებაში ინფორმაციის შენახვის ერთ-
ერთი ფორმაა სქემა-სკრიპტი.
ყოველ ადამიანს გააჩნია გარკვეული გამოცდილება
სინამდვილის საგნებისა და მოვლენების მიმართ.
სქემა არის ამ გამოცდილების განზოგადება.
სქემა განზოგადებული ცოდნაა და ამავე დროს მზაობა
სინამდვილის მოვლენების ინტერპრეტაციისა და ამავე
დროს მათ მიმართ ქცევებისთვის.
სქემაში განზოგადებულია მოვლენების მნიშვნელოვანი
მახასიათებლები. სქემების საშუალებით ხდება ახალი
ინფორმაციის მიღება და განზოგადება.
მაგ. სახლის სქემა მოიცავს სქემათა მთელ ქვესისტემას:
სახურავის სქემა, კიბის, აივნის სქემები, რომლებიც თავის
მხრივ შეიძლება ქვესქემებად დაიყოს.
სქემა-სკრიპტის მოდელი

სქემის ფუნქციები:

• სქემა ხელს უწყობს აღქმული ობიექტის სწორ და ზუსტ


გაგებას;
• სქემა განსაზღვრავს რას და რამდენს დაიმახსოვრებს
ადამიანი;
• სქემები ხელს უწყობენ მსჯელობას და დასკვნების
გამოტანას, სქემათა ქვესისტემების შექმნას და
მოლოდინების აღმოცენებას;
• სქემები მართავენ ადამიანის ქცევებს.
სქემა-სკრიპტის მოდელი
ადამიანები ერთმანეთისგან გაანსხვავდებიან სქემების
და მათი შინაარსების მიხედვით. სქემები ზოგადი
ნიშნების გარდა ინდივიდუალურ ნიშნებსაც შეიცავენ.

სქემებს რომლებიც მართავენ ადამიანის ქცევას სკრიპტი


(სცენარი) ეწ.
სკრიპტი აღნიშნავს ჩვეულებრივ სიტუაციებში
(რესტორანი, ბიბლიოთეკა და ა.შ.) მიღებული
სტერეოტიპული ინფორმაციის ორგანიზებულ ერთეულს.

სქემა-სკრიპტი ხელს უწყობს მიზანმიმართული და


ადექვატური ქცევების განხორციელებას.
მაგ. ადამიანი, რომელიც პირველად წავიდა თეატრში.
გმადლობთ ყურადღებისთვის!

You might also like