You are on page 1of 48

მეხსიერების ბიოლოგიური ასპექტები..

ძილი
და მისი ფაზები.
ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლები,
მათ შორის ადამიანებიც, ცხოვრობენ და
მოღვაწეობენ მუდმივად ცვლად
გარემოში.გარემოდან მიღებულ
გამღიზიანებლებს ორგანიზმი ადექვატური
ქცევით პასუხობს. ეს პროცესი რეალიზდება
მოცემულ მომენტში გარე სამყაროში და
ორგანიზმის შიგნით მიმდინარე ცვლილებებისა
და წარსულში მიღებული გამოცდილების
შედეგად დაგროვილი ცოდნის
გათვალისწინებით. წარსულში განცდილის
გამოყენებას კი განსაზღვრავს თავის ტვინში
მუდმივად მიმდინარე ნერვული მექანიზმები,
კერძოდ, მეხსიერების მექანიზმის ფუნქციობა.
მეხსიერება არის თავის ტვინის ყველაზე დიდი
საოცრება. ადამიანის ინტელექტი მეხსიერებას
ეფუძნება. ვფიქრობთ და ვმოქმედებთ
მეხსიერების წყალობით. ის ახორციელებს კავშირს
ჩვენს წარსულსა და აწმყოს შორის. მეხსიერება
განსაზღვრავს ჩვენს ინდივიდუალობას, რის გამოც
საინტერესო ხდება სიცოცხლე
• ამგვარად, მეხსიერება ტვინის ძირითადი ფუნქციაა,
შესაბამისად მეხსიერებისადმი კვლევის თანამედროვე
მიდგომები დაფუძნებულია თავის ტვინის
მორფოლოგიის,ნეიროქიმიის. მოლეკულური
ნეირობიოლოგიის, ნეიროგენეტიკის და ზოგადად,
ნეირომეცნიერებათა მიღწევებზე. ამ მიდგომამ დასახა
რეალური გზები მეხსიერების ბუნების გარკვევსათვის.
ამა თუ იმ ქცევის განსახორციელებლად ადამიანი
გამუდმებით სარგებლობს წარსულში მიღებული
გამოცდილებით
შესაბამისად, გარემოში მიმდინარე ცვლილებათა
დამახსოვრებისა და "დასწავლის" საშუალებით ჩვენ
ცოდნის დაგროვების უნარი გვაქვს და ამ ცოდნას
ვიყენებთ.
• ამრიგად, მეხსიერება წარმოადგენს ფენომენს,
რომლის საშუალებითაც ხდება "დასწავლა". ამ
გაგებით "დასწავლა" და მეხსიერება ერთმანეთისგან
განუყოფელია.
• მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის უდიდესი
ნაწილი ცხოვრებისეული გამოცდილებითაა
დაგროვილი.
• მეხსიერების დაკარგვა ადამიანის
დეპერსონალიზაციას იწვევს და ადამიანთა შორის
ურთიერთობას შეუძლებელს ხდის.
ამგვარად, მეხსიერება არის -
• ადამიანის ერთ-ერთი
ფუნდამენტური ფსიქიკური
ფუნქცია. მეხსიერების
საშუალებით ადამიანის თავის
ტვინი ახდენს ახალი
ინფორმაციის მიღებას, მის
შენახვასა და საჭიროებისამებრ
გამოყენებას.
არსებობს მეხსიერების სხვადასხვა ფორმები და
მისი კლასიფიკაციაც საკმაოდ მრავალფეროვანია.

• მეხსიერების ფორმა, რომელიც დროზეა


დამყარებული:
• პირველი - მყისიერი, რომელიც გრძელდება 2-3
წამი;
• მეორე - მოკლევადიანი, რომელიც გრძელდება
30-50 წამი (რამდენიმე საათი;)
• მესამე - გრძელვადიანი, რომელიც გრძელდება
წლობით და შეიძლება გაგრძელდეს მთელი
ცხოვრება.
ფსიქოლოგიაში მეხსიერება დაყოფილია
ემოციურ, ხატისმიერ, სიტყვიერ - ლოგიკურ და
მოძრაობით მეხსიერებად
• ემოციური მეხსიერება -ეს არის განცდილ-
გრძნობათა მეხსიერება
• ხატისმიერი მეხსიერებაში გამოიყოფა-
მხედველობითი, სმენითი, შეხებითი, ყნოსვითი და
გემოვნებითი მეხსიერება
• სიტყვიერ-ლოგიკური მახსიერება მდგომარეობს
ჩვენი აზრების განხორციელებაში. აზრი არ არსებობს
სიტყვის გარეშე ამიტომ ის მიჩნეულია როგორც
სიტყვიერ-ლოგიკური მეხსიერება
• მოძრაობითი მეხსიერება - ეს არის მოძრაობათა
მეხსიერების- სპორტული, ცეკვის და ა.შ
ფსიქოლოგიაში მეხსიერებას ყოფენ ასევე -
თვითნბურ და არათვითნებურ მეხსიერებად.

• თვითნებურ მეხსიერებაში
იგულისხმება ცოცხალი ორგანიზმების
მიზანმიმართული მოქმედება

• არათვითნებური მეხსიერება კი
ექვემდებარება ისეთ ქცევებს, როდესაც
არ არსებობს მიზანი ქცევის შესახებ
ექსპლიციტური მეხსიერება
• ექსპლიციტური მეხსიერებას უწოდებენ მეხსიერებას,
რომელიც ცნობიერად მიმდინარეობს ( მაგალითად,
იმისთვის რომ ლექცია ნორმლურად მიმდინარეობდეს
აუდიტორიაში საჭიროა კომპიუტერი
• იმპლიციტური მეხსიერება =გაუცნობიერებლად,
ძალისხმევის გარეშე ხდება ხდება მაგალითად,
მდელოზე შევნიშნე ხვლიკი. ანუ ეს არის ცოდნა
ფაქტების შესახებ
• პროცედურული მეხსიერება არის ცოდნა იმის შესახებ
თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როგორ შესრულდეს ესა
თუ ის ამოცანა ანუ ეს იგივე ექსპლიციტური მეხსიერებაა.
• დეკლარაციული მეხსიერება - არის მიმართული
ხატებისა და მოვლენების დამახსოვრებაზე
ამგვარად,კლასიფიკაცია ხდება სხვადასხვა ფაქტორების
შესაბამისად
1. როგორ ხდება დამახსოვრება
ა. უნებლიედ-იმპლიციტური
ბ.. მიზანმიმართულად,დასწავლასთან კავშირში, ცნობიერად, -ექსპლიციტური
2. რისი დამახსოვრება ხდება (ექსპლიციტურის სახეებია:)
ა.ეპიზოდური -ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახული პირადი
მოგონებები,ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები
ბ.სემანტიკური -ცოდნა საგნებისა და მოვლენების შესახებ-
წესების,კანონების,ფაქტების შესახებ. ეს თავის მხრივ შეიძლება იყოს
ა.პროცედურული - მაგ.როგორ უნდა მართო მანქანა და დეკლარაციული- რას
წარმოადგენს ესა თუ ის ობიექტი ან მოვლენა-მაგ. მანქანას აქვს
ძრავა;ქართულში 33 ასოა ( მოკრივემ იცის როგორ შეასრულოს მოქმედება-ეს
პროცედურული მეხსიერებაა, ექიმმაეს არ იცის ეს მოქმედება,მაგრამ იცის
რომელი კუნთები მონაწილეობს ამ პროცესში-ეს დეკლარაციული
მეხსიერებაა
3. რა დროით ხდება დამახსოვრება
ა.სენსორული (მყისიერი)
ბ. ხანმოკლე მეხსიერება
გ. ხანგრძლივი მეხსიერება
ასაკი გავლენას ახდენს მეხსიერების ხარისხზე.
ფსიქოლოგების მიერ დადგენილია, რომ
ადამიანთა ორივე სქესის წარმომადგენლებში
20-25 წლამდე მეხსიერება უმჯობესდება
40- 45 წლამდე მეხსიერება სტაბილური ხდება
40-45 წლის ზევით კი მეხსიერება არ იცვლება
ან მცირდება
მოკლევადიანი მეხსიერების გადასვლას
გრძელვადიანში კონსოლიდაცია ეწოდება.

კონსოლიდაცია ლათინური სიტყვაა და


განმტკიცებას, გაერთიანებას, შემჭიდროებას
ნიშნავს.
თანამედროვე ნეიროფსიქოლოგიური
თვალსაზრისით, ადამიანის მეხსიერებაში
გამოყოფილია სამი თანმიმდევრული
ძირითადი სისტემა

• პირველი - უნდა მოხდეს ინფორმაციის


მიღება და გადამუშავება
• მეორე - უნდა მოხდეს გადამუშავებული
ინფორმაციის შენახვა ნეირონულ ქსელებში
• მესამე - სწრაფად მოინახოს ჩაწერილი
ინფორმაცია საჭიროებისამებრ.
• კარგი და ცუდი მეხსიერება განისაზღვრება
ამ სამი სისტემის მოქმედებით
მეხსიერების ამ განსხვავებული
სისტემების რეალიზაციაში განსხვავებული
ნერვული სტრუქტურები მონაწილეობს,
განსხვავებულია ის ნერვულ-
მოლეკულური მექანიზმებიც, რომელიც
საფუძვლად უდევს თითოეული ამ
სისტემის მოქმედებას.
კარგი და ცუდი მეხსიერება
განისაზღვრება ამ სამი სისტემის
მოქმედებით რაც მიუთითებს,
მეხსიერებაზე,როგორც ურთულეს
ფენომენზე..
მკვლევარები ცდილობდნენ მოენახათ თავის ტვინში მეხსიერების სივრცული
ორგანიზაცია და ის სტრუქტურები, რომელიც ამ ორგანიზაციას
განსაზღვრავს.აღმოჩნდა, რომ მეხსიერების სივრცით ორგანიზაციაში
ჩართულია თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურა.მათგან განსაკუთრებით
აქტიურ როლს თამაშობს:

ნახევარსფეროების შუბლის,საფეთქლისა და კეფის


წილები
ჰიპოკამპი, თალამუსის ბირთვები, ნათხემი
ამიგდალა, ზოლიანი სხეული, და სხვა სტრუქტურები

ჰიპოკამპის მონაწილეობით ხდება ინფორმაციის


შერჩევა,რომელი მიმართულებით უნდა იქნას ის
გაშვებული დასამახსოვრებლად - მოკლევადიან
თუ გრძელვადიან სისტემაში
.
ნათხემი - მნიშვნელოვან როლს თამაშობს
პროცედურული მეხსიერების პროცესში, რომელიც
განმეორებას საჭიროებს

• ზოლიანი სხეული -წინა ტვინის კომპლექსური სტრუქტურა,


ჩვევის ჩამოყალიბებისა და „სტიმულ -რეაქცია“კავშირების
საფუძველია
• დიდი ტვინის ქერქი - პასუხისმგებელია სენსორულ
მეხსიერებასა და შეგრძნებებს შორის ასოციაციებზე
• ნუშისებრი კომპლექსი - პასუხისმგებელია ფაქტების,
თარიღების,სახელების,დეკლარაციულ
მეხსიერებაზე,აგრეთვე -შთაბეჭდილებების
დამახსოვრებაზე
• ტვინის სხვადასხვა ნაწილებს: თალამუსს, წინა ტვინს
-ფრონტალურ კორტექსს და სხვა ასევე აქვთ გარკვეული
როლი სხვადასხვა ტიპის მეხსიერების ფორმირებაში
მეხსიერების მექანიზმების შესწავლის პირველი
მცდელობა ნეიროფიზიოლოგ ჩარლზ შერინგტონს
ეკუთვნის,რომელმაც შემოიღო ტერმინი „სინაფსი“
და ის მეხსიერების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
სტრუქტურულ ერთეულად აღიარა.
• მოგვიანებით ფსიქოლოგ ჰების მიერ
გამოთქმული იყო მოსაზრება,რომ ნეირონების
ურთიერთდაკავშირება სწორედ სინაფსების
საშუალებით ხორციელდება ნეირონული
პლასტიკურობის ხარჯზე და ყალიბდება
ურთულესი ნეირონული ანსამბლები.
დღეისთვის დადასტურებულია რომ
ნეირონული ანსამბლების წარმოქმნა
მეხსიერების ფორმირების აუცილებელი
წინაპირობაა
.უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში
მეხიერების ფიზიოლოგიურ - ბიოქიმიური
საფუძვლების კვლევისას,
ნეირომეცნიერებამ უმნიშვნელოვანესი
შედეგები მოიპოვა. ამ პრობლემის
კვლევაში ამერიკელ მეცნიერს ერიკ
კენდელს 2000 წელს ნობელის პრემია
მიენიჭა.მისი კვლევები მეხსიერების
მექანიზმების ფუნქციობაში სინაფსში
მიმდინარე პლასტიკურ ცვლილებათა
მნიშვნელობის დამადასტურებელია.
ძირითადი დებულება, რომელსაც
ავითარებს ერიკ კენდელი,
თანამშრომლებთან ერთად,
მდგომარეობს იმაში,რომ
დასწავლისა და მეხსიერების
ფენომენებს საფუძვლად უდევს
ნერვულ წრეებში სტაბილური
სინაფსური კავშირების შექმნა. რაც
სინაფსის პლასტიკური
ცვლილებითაა გამოწვეული , რაც
თავის მხრივ ხანგრძლივი
ტერმინით, სინაფსის პლასტიკურობა,
აღინიშნება ტვინის უნარი,შეეგუოს გარემოში
მიმდინარე ცვლილებებს და გენეტიკურ
გავლენებს

სინაფსის პლასტიკურობის სახეებია:

განვითარებადი

დაზიანებათა საპასუხო

ხანგრძლივი
განვითარებითი პლასტიკურობა საფუძვლად უდევს
ტვინის ემბრიონალურ განვითარებას. ამ დროს ხდება
ნეირონების მიგრაცია - ნეირონები მათთვის
განკუთვნილ ტვინის უბნებისაკენ გადაინაცვლებს,
ქმნის უამრავ სტაბილურ სინაფსურ კავშირებს და
ჩაერთვებიან რომელიმე ნერვულ წრეში .სტაბილური
სინაფსური კავშირების დამყარებაში მნიშვნელოვან
როლს ასრულებს ამ პერიოდში მომქმედი
ნეიროტრანსმიტერის - გლუტამატის NMDA
რეცეპტორები. ამ რეცეპტორების დაზიანებამ შეიძლება
გამოიწვიოს ტვინის მუდმივი დისფუნქცია.
დაზიანებათა საპასუხო ნერვული წრის რომელიმე
ნეირონთა ჯგუფის დაზიანების შემთხვევაში შეიძლება
განვითარდეს სინაფსური პლასტიკურობის
ფენომენი.მაგალითად, თუ ნეირონთა ჯგუფი
სასიკვდილოდ ზიანდება, მათ მახლობლად განთავსებულ
ნეირონებს შეუძლია არსებული სინაფსური კავშირების
გადაწყობა და გადაგვარებული სინაფსური კავშირების
კომპენსაცია. პლასტიკურობის ამ ფენომენის
რეალიზაციაშიც გლუტამატის NMDA რეცეპტორები
მონაწილეობს.
ხანგრძლივი პლასტიკურობა მთელი ცხოვრების განმავლობაში
ხდება

ამ ფენომენის განმარტება შესაძლებელია ცხოვრებისეული


მაგალითით: ჩვეულებრივ ველოსიპედის ტარების სწავლის დროს,
დასაწყისში,ადამიანი ხშირად ეცემა იმის გამო, რომ მან არ იცის ,
საკუთარი მასის გადაადგილებით როგორ შეინარჩუნოს სხეულის
წონასწორობა. პირველი მარცხისას აღძრული სენსორული
ინფორმაცია მიაღწევს მოძრაობის კონტროლში ჩართულ ტვინის
უბნებამდე(ნათხემი,ნეოკორტექსი).რამდენიმე ასეთი შემთხვევის
შემდეგ ნათხემისა და ახალი ქერქის ნეირონებზე სენსორული
ნეირონების დაბოლოებებით შექმნილი სინაფსები,მათში
განვითარებული პლასტიკური ცვლილებების გამო, სტაბილური
ხდება, რაც უზრუნველყოფს სხეულის წონასწორობასა და
ველოსიპედის წარმატებულ ტარებას. ამასთან, ამ სინაფსური
კავშირების სიმტკიცე მათში განვითარებული პლასტიკურ
ცვლილებათა გამო, იმდენად სტაბილურია, რომ ერთხელ
ნასწავლი ველოსიპედის ტარება , ყოველგვარი პრაქტიკის გარეშე,
შესაძლებელია რამდენიმე წლის შემდეგაც.)
ექსპერიმენტულ კვლევებში
ხანგრძლივი პოტენციაციის ფენომენი
ჰიპოკამპის ნეირონების ელექტრულ
აქტივობაზე დაკვირვებისას
აღმოაჩინეს. ვარაუდობენ, რომ
სწორედ ხანგრძლივი პოტენციაციის
ფენომენი უნდა წარმოადგენდეს იმ
მექანიზმს, რომელიც საფუძვლად
უდევს ე.წ. დეკლარაციულ
( გაცნობიერებულ) მეხსიერებას,
რომელიც თავის მხრივ
უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს
კოგნიტური ფუნქციების უმაღლესი
ხანგრლივი პოტენციაციის ფენომენის
განვითარებაში მთავრი როლი
ნეიროტრანსმიტერ გლუტამატის NMDA
რეცეპტორებს ენიჭება, რომლის
ფუნქციობა სპეციფიკურია. თუმცა ეს
ფენომენი ვითარდება სხვა
ნეიროტრანსმიტერის საშუალებით
მომქმედ სინაფსებშიც.

NMDA დამოკიდებულ ხანგრლივი


პოტენციაცია თავისი ბუნებით
ასოციაციურია და პოსტსინაფსურ
ფენომენს წარმოადგენს.
სინაფსის თვისება, განიცადოს
პლასტიკური ცვლილებები,
უზრუნველყოფს: ადაპტაციას.
დასწავლას, მეხსიერებას.

• ამგვარად, მეხსიერების
ფორმირების რთულ პროცესში
განსაკუთრებული როლი ენიჭება
გლუტამინის მჟავას.
მეხსიერების დარღვევები
• მეხსიერების დეფიციტი და დასწავლის უუნარობა აღინიშნება დაუნის
სინდრომის, დისლექსიის(კითხვეს უნარის,წკითხულის აღქმია ,სწავლის
უნარის დაქვეითება), ალცჰაიმერის, ჰანტინგტონის და სხვა
დაავადებათა დროს.

• მუდმივად ცვლად გარემოში, ანუ განსხვავებულ სიტუაციებში


ადეკვატური ქცევის განხორციელება მეხსიერების განსხვავებული
ფორმების მონაწილეობით მიმდინარეობს . მიღებული გამოცდილების
საფუძველზე ადამიანმა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა სწრაფად ,
გაუაზრებლად მოახდინოს რეაგირება გამღიზიანებელზე , ხოლო სხვა
შემთხვევაში გააანალიზოს, გაიაზროს ადრე აღქმული, მეხსიერებაში
არსებული ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოს
საპასუხო ქცევა.

• ნათელია, რომ მეხსიერების განსხვავებული ფორმების რეალიზაციაში


განსხვავებული ნერვული სტრუქტურები და მექანიზმები უნდა
მონაწილეობდეს. ამგვარად, მეხსიერება, ფუნქციობის
კანონზომიერებითა და ნერვულ-მოლეკულური მექანიზმებით,
ურთულესი ფენომენია და დარღვევებიც განსხვავებულია .
ანტეროგრადული  ამნეზია ისეთ შემთვევებს
ეწოდება, როდესაც ადამიანს, ძველი
მოგონებები შერჩენილი აქვს, მაგრამ ახალი
არაფერი ამახსოვრდება:

იგი ახალ მოგონებათა შემუშავების  უნარის


დაქვეითებაში მდგომარეობს,   ზოგჯერ ადამიანი
საკმაოდ რთულ აქტებს ასრულებს, მაგ: შეიძლება
შორეულ ქვეყანაშიც კი გაემგზავროს, მაგრამ ამ
მგზავრობის პერიოდი სრულიად  არავითარ კვალს
არ ტოვებს მის მეხსიერებაში, მთელი ეს პერიოდი
სრულიად ამოშლილია მისი ცხოვრების განცდილი
ისტორიიდან. უეჭველია ამ მოვლენის მიზეზი
თვითონ აღქმის პერიოდში მოგონების ჩასახვის
პირობებში უნდა ვეძიოთ.
   რეტროგრადული  ამნეზიაარსებულ მოგონებათა
დაკარგვას ნიშნავს: მაგალითად,

ადამიანს სრულიად ნორმალური მეხსიერება ჰქონდა


და ერთბაშად რაიმე მიზეზის გამო სრულიად ავიწყდება
1) ან ყველაფერი განურჩევლად (ზოგადი ამნეზია)
გარკვეული დროის მონაკვეთში (დროებითი ამნეზია)
ანდა დროის მიუხედავად (ტოტალური ამნეზია) , ან

2) ზოგი  რამ ავიწყდება შერჩევით, ვთქვათ მოგონებათა


გარკვეული კატეგორია (ნაწილობრივი ამნეზია)
შეიძლება რეტროგრადული ამნეზია სრული იყოს,
მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მეხსიერება სუბიექტს
საზოგადოდ ჰქონდეს აღკვეთილი დამახსოვრების
უნარი. ამნეზია მოგონებას ეხება და არა მეხსიერების
ყველა ფორმას საზოგადოდ.
ძილი - სიზმარი

ყველა ცოცხალი არსება განიცდის ბუნებრივი რიტმების


ზემოქმედებას. ცხოველურ ორგანიზმებში ,(უმარტივესებიდან
ადამიანამდე),მრავლად არის წარმოდგენილი ორგანოთა
სისტემები, რომელთა ფუნქციონირება რიტმულ რყევას განიცდის,
ასეთ რიტმულ რეაქციებს ბიოლოგიურ რიტმებს უწოდებენ.
ბიოლოგიური რიტმების ერთი ნაწილი გეოფიზიკური
ფაქტორებითაა გამოწვეული და ორგანიზმის უშუალო რეაქციას
წარმოადგენს გარემოს რიტმულად ცვლად პირობებზე. მეორე
ნაწილი , ე.წ. ფიზიოლოგიური რიტმები, როგორიცაა მაგალითად,
გულის ცემა, სუნთქვის სიხშირე, სხეულის ტემპერატურა,
ჰორმონული აქტივობა და სხვა. ემყარებიან ორგანიზმში
მიმდინარე ფიზიკურ - ქიმიურ პროცესთა მკაცრ პერიოდულობას
და შინაგანი საათის ე.წ. ბიოლოგიური საათის მიხედვით იცვლება.
ეს აქტივობები უმეტესწილად, დღის განმავლობაში ,
ჩვეულებისამებრ,შუადღით აღწევენ პიკს და მცირდებიან ღამით,
ძილის დროს
ყველაზე კარგად გამოხატული ცირკადული
(ანუ დღე-ღამური) რიტმი ძილ-ღვიძილის ციკლია,
რომელიც ღვიძილისა და ძილის ფაზების
კანონზომიერ მონაცვლეობას წარმოადგენს, მათი
მოშლა ძილის დარღვევებს იწვევს. ძილი
ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა.
ის ადაპტაციური მოვლენაა და იცავს
ორგანიზმს ენერგიის ხარჯვისგან. ღვიძილის
დროს დახარჯული ენერგია ძილის დროს
შეივსება. ძილის დროს სინთეზირდება დღის
განმავლობაში დახარჯული
ნეიროტრანსმიტერებისა და
ნეირომოდულატორების საჭირო რაოდენობა.
პოსტინაფსური რეცეპტორების მგრძნობელობა
ბრუნდება ოპტიმალურ დონეზე.ძილის სრული
გამოთიშვა მძიმე ფუნქციურ დარღვევებს იწვევს
არსებობს ძილის სხვადასხვა სახე: პერიოდული
დღე-ღამის ძილი; პერიოდული სეზონური ძილი
(ცხოველების ზამთრის ან ზაფხულის ძილი);
ნარკოზული ძილი( სხვადასხვა ქიმიური
ნივთიერებით გამოწვეული ძილი);ჰიპნოზური
ძილი; პათოლოგიური ძილი; ძილის პირველი
ორი სახე ფიზიოლოგიურია, მომდევნო სამი სახე
კი ორგანიზმზე არაფიზიოლოგიური
ზემოქმედების შედეგია. ადამიანი თავისი
ცხოვრების 1/3 -ს ძილში ატარებს. ძილის
ხანგრძლიობა დამოკიდებულია ასაკზე.
ახალშობილის ძილის ხანგრძლიობა 21 საათს
აღწევს,5-6 წლისათვის უკვე 9-11 საათს, 10 წლისას
1-10 საათს, 20 წლის ზემოთ კი 6-8 საათს
შეადგენს.შეადგენს.
ადამიანის ცირკადული რიტმები, განსაკუთრებული
ინტენსივობით შეისწავლება.ძილის კვლევაში
მეთოდოლოგიური გარდატეხა 1937 წელს მოხდა,
როდესაც შესაძლებელი გახდა
ელექტროენცეფალოგრაფიის გამოყენებით, მძინარე
ადამიანის თავის ტვინის ელექტრული აქტივობის,
ელექტროენცეფალოგრამის ( ეეგ) სახით ჩაწერა.
ელექტროენცეფალოგრამის საშუალებით
შესაძლებელი გახდა ძილისა და ღვიძილის
პერიოდებში , ადამიანის თავის ტვინის ელექტრული
აქტივობის ცვლილების გაზომვა.აღმოჩნდა რომ , თავის
ტვინის ტალღები იცვლება ძილის განმავლობაში და ეს
ცვლა სისტემატიურ, პროგნოზინებად ხასიათს
ატარებს.მძინარე ადამიანის
ელექტროენცეფალოგრამაზე დროდადრო(ღამეში 4-5-
ჯერ) ჩნდება უფრო სწრაფი, დაბალი ამპლიტუდის მქონე
პოტენციალები,ანუ ადგილი აქვს ბიოდენების რიტმის
ღვიძილისათვის დამახასათებელი ხშირი
ბეტა რიტმი გადადის უფრო ნელ ალფა
რიტმში, ხოლო ღრმა ძილის დროს მაღალი
ამპლიტუდის თეტა და დელტა რიტმში. ამის
საფუძველზე არჩევენ ნელ ძილს
(ბიოპოტენციალების ნელი რიტმისას) და
სწრაფ ძილს ( ბიოპოტენციალების სწრაფი
რიტმისას). რადგან სწრაფი ძილის დროს
ჩაწერილი ეეგ მღვიძარი ადამიანის ჩანაწერს
გავს,პარდოქსულ ძილსაც უწოდებენ. სწრაფი
ძილისას აღინიშნება თვალების სწრაფი
მოძრაობა( rapid eye movement -REM) და მას REM
ძილსაც უწოდებენ.ნელი ძილის დროს
თვალების სწრაფი მოძრაობა არ აღინიშნება
და მას თვალების სწრაფი მოძრაობის გარეშე
ძილის ციკლი, სხვადასხვა ფაზებისაგან
შედგება,რომელთაც გარკვეული ტალღები
(ალფა, ბეტა, გამა.... შეესაბამება )
ძილის პირველი ფაზა გრძელდება 5-10 წთ. ამ
დროს ხდება ადამიანის ღვიძილის
მდგომარეობიდან ძილის მდგომარეობაში
გადასვლა.
მეორე ფაზა გრძელდება 10-20 წთ და
ხასიათდება შედარებით ღრმა ძილით.
მესამე და მეოთხე ფაზა განსაკუთრებით
ღრმა არის ,მათი ხანგრძლიობა 20-30 წთ-ს
შეადგენს. ამის შემდეგ, ძილის პირველი ოთხი
ფაზა, რომელიც ნელ ძილს ქმნის შებრუნებული
თანმიმდევრობით პირველ საფეხურს
უბრუნდება და ამას დაახლოებით 90 წთ
შემდეგ გადავდივართ სწრაფი ძილის ფაზაზე
რომელიც დაახლოებით 10 წთ გრძელდება. ღამის
განმავლობაში ამ 100 წთ -იან ციკლს 4-6 ჯერ
გავდივართ. თითოეულ ციკლში ღრმა
ძილისათვის (3 და 4 ფაზებისათვის) განკუთვნილი
დრო მცირდება, ხოლო სწრაფ ძილზე დახარჯული
დრო იზრდება. ბოლო ციკლში უკვე თითქმის ერთ
საათს ვუთმობთ სწრაფ ძილს. ზოგიერთი
მკვლევარი თვლის რომ არსებობს სწრაფი ძილის
ფიზიოლოგიური საჭიროება, რათა ნელი ძილის
დროს მომხდარი ცვლილების შემდეგ თავის ტვინი
თავდაპირველ მდგომარეობას
დაუბრუნდეს( Benington&heller,1994, ზიმბარდო,
206გვ).
გამოირკვა ტვინის სპეციალური ცენტრების
არსებობა და ქერქქვეშა სტრუქტურების
-ჰიპოთალამუსის, თალამუსის როლი ძილის
წარმოშობაში, დადგენილია , რომ სწრაფი ძილი
თავისი არსით განსხვავდება ნელი ძილისაგან
და მის წარმოშობაში მნიშვნელოვანი როლი
ვაროლის ხიდის რეტიკულარულ ფორმაციას
აქვს. გაღვიძება და ღვიძილი მიეკუთვნება
ტვინის ღეროს რეტიკულარული ფორმაციის
და ჰიპოთალამუსის უკანა ნაწილის
ფუნქციებს.ამ უბნების გაღიზიანებისას
ელექტროენცეფალოგრამაზე ჩნდება
პოტენციალების სწრაფი რიტმი და აღინიშნება
გაღვიძება.
ძილ-ღვიძილის ციკლის რეგულაციაში
მნიშვნელოვან როლს თამაშობს თავის
ტვინის მონოამინერგული სისტემა.
ვარაუდობენ, რომ სეროტონინი
სპეციფიკურად მნიშვნელოვანია ნელი
ძილის, ხოლო ნორადრენალინი სწრაფი
ძილისათვის.
შინაგანი სეკრეციის
ჯირკვლის,ეპიფიზის
ჰორმონი,მელატონინი არეგულირებს
არეგულირებს ღვიძილიდან ძილში
გადასვლას.
ძილის მექანიზმის ასახსნელად მოწოდებული იყო სხვადასხვა თეორია.

ი.პავლოვის თეორიის მიხედვით,ძილი


წარმოადგენს შინაგანი შეკავების სახეს, რომელიც
ვრცელდება თავის ტვინის ქერქზე და მის ქვემდებარე
ქერქქვეშა უბნებზე.როდესაც ძაღლს უქრობენ პირობით
ან საორიენტაციო რეფლექსს, ის ხშირად,თვლემას
იწყებს. მეორე მხრივ, ქერქის ზოგადი და ღრმა შეკავება
ცხოველს გარკვეულ საფრთხეს უქმნის გარემოს
მხრიდან. აქედან გამომდინარე ი. პავლოვმა ივარაუდა,
რომ ქერქში უნდა რჩებოდეს ფხიზელი „ სადარაჯო
პუნქტები“. ამის მაგალითია ღრმა ძილში მყოფი დედა,
რომელიც არ რეაგირებს სხვადასხვა, ძლიერ
გამღიზიანებელზე,მაგრამ ბავშვის ოდნავ
წამოტირებაზე და ოდნავ კვნესაძეც კი მაშინვე
იღვიძებს.
მოწოდებული იყო ჰუმორული და
ტოქსიკური თეორიები, რომელთა
მიხედვით ღვიძილის დროს
ორგანიზმის ცხოველქმედების
შედეგად სისხლში გროვდება რაღაც
ნივთიერება, რომელსაც
ჰიპნოტოქსინი უწოდეს.ამ
ნივთიერების დაგროვება იწვევს თავის
ტვინის ძილის მომგვრელი უბნების
გააქტივებას. ჰიპნოტოქსინის ბუნება
დღემდე დადგენილი არ არის
ძილთან განუყოფელია სიზმარი, რომელიც
დასაბამიდან დღემდე მეცნიერული კვლევის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

ყველაზე ცნობილი თეორია სიზმრების შესახებ


ზიგმუნდ ფროიდს ეკუთვნის. ფროიდის
მიხედვით სიზმრის შინაარსი ძლიერი,
არაცნობიერი, განდევნილი სურვილების
სიმბოლური გამოხატულებაა. ეს სურვილები
სიზმარში შენიღბული, დაფარული სახით
გვეძლევა, რადგან მათ უკან აკრძალული
სურვილები იმალება.ფროიდის თეორია სიზმრის
ინტერპრეტაციისას წარსულზე, ბავშვობის
გამოცდილებასა და განდევნილ სურვილებზეა
ორიენტირებული.
სხვაგვარად უყურებდა ძილსა და სიზმარს ი. პავლოვი.
მისი აზრით, სიზმარში ადამიანი უბრალოდ განაგრძობს
ღვიძილის დროს დაწყებულ საქმიანობას. ცნობილია, რომ
მრავალი მნიშვნელოვანი აღმოჩენა მეცნიერებს სიზმარში
გაუკეთებიათ.მაგალითად, მენდელეევმა ელემენთთა
პერიოდული სისტემა სიზმარში ნახა, კომპოზიტორები
მოცარტი და შუმანი აღნიშნავდნენ,რომ მნიშვნელოვანი
მუსიკალური იდეები სიზმარში მოსდიოდათ და სხვა.
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული პავლოვის აზრით, ძილის
დროს განვითარებულ ქერქის ღრმა შეკავების მიუხედავად
არსებობს „სადარაჯო პუნქტები“. ძილის დროს ამ
„სადარაჯო პუნქტებებში“ ხდება გარეშე გამღიზიანებლის
შეღწევა ,რომლებიც იწვევენ შესაბამის სიზმრებს.
მაგალითად, ძლიერი ხმაური თოფის გასროლად
შეიძლება დაგვესიზმროს. დახუთულ, ცხელ ოთახში
მძინარეს ხშირად ესიზმრება უდაბნო და სხვა. არსებობს სხვა
მოსაზრებებიც, თუმცა არც ერთი იდეა არ იძლევა
სრულყოფილ პასუხს იმ უამრავ კითხვაზე, რომელიც
სიზმართანაა დაკავშირებული.
ფიქრობენ რომ სიზმარი ადამიანისთვის
სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს. თუ
ჯანმრთელ ადამიანს რაიმე ზემოქმედებით
( გამოვაღვიძებთ,როგორც კი სიზმარი დაეწყება)ის
თავს ცუდად იგრძნობს და ძილის უკმარისობას
დაიჩივლებს. ძილის უკმარისობა - ინსომნია,
ხასიათდება სწრაფად ვერ დაძინებით, ძილის
განმავლობაში ხშირი ადგომით ან დილით ადრე
გაღვიძებით.

ინსომნია კომპლექსური დარღვევაა, რომელსაც


ფსიქოლოგიური, გარემო პირობები და მრავალი
ბიოლოგიური ფაქტორი განაპირობებს.არსებობს
ძილის დარღვევის უფრო რთული შემთხვევბი, ,მათ
შორის გენეტიკურიც.
 
N 15 ლექცია

• ლიტერატურა:
• 1.ზიმბარდო - 306-309გვ
• 2.კვაჭაძე - 477-480 გვ
• 3. ნანეიშვილი - 96 – 103გვ ( ნეიროპლასტიკურობა)

You might also like