You are on page 1of 85

თავი 5 მეხსიერება.

მეხსიერების მოდელები 185-227

Cognitive Psychology, Sixth Edition


Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning

თავი 5

მეხსიერება: მოდელები და კვლევის მეთოდები

სარჩევი:

მეხსიერების საზომი დავალებები

გახსენების/მოგონებისა და ცნობის დავალებები

იმპლიციტური და ექსპილიციტური მეხსიერება

ინტელექტი და კულტურის მნიშვნელობა

ტესტირების/ შეფასების პროცესი

მეხსიერების მოდელები

მეხსიერების ტრადიციული მოდელი

სენსორული საცავი

მოკლევადიანი მეხსიერების საცავი

გრძელვადიანი მეხსიერების საცავი

გადამუშავების დონეების მოდელი/თეორია

ინტეგრაციული მოდელი: მუშა მეხსიერება

მუშა მეხსიერების კომპონენტები

მუშა მეხსიერება და ნეირომეცნიერება

მუშა მეხსიერების გაზომვა

ინტელექტი და მუშა მეხსიერება

მეხსიერების მრავლობითი სისტემები

1
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

კონექციონისტური პერსპექტივა

განსაკუთრებული მეხსიერება და ნეიროფსიქოლოგია

განსაკუთრებული მეხსიერება: მნემონისტები

დაქვეითებული მეხსიერება/ მეხსიერების დეფიციტი

ამნეზია

ალცჰაიმერის დაავადება

როგორ ინახება მოგონებები?

ძირითადი თემები

შეჯამება

ფიქრი ფიქრის შესახებ: ანალიტიკური, კრეატული და პრაქტიკული საკითხები

ძირითადი ცნებები

მედია რესურსები

მოცემულ თავში ვუპასუხებთ შემდეგ კითხვებს:

1. რა დავალებები გამოიყენება მეხსიერების შესწავლისას და რა ინფორმაციას გვაწვდის


სხვადასხვა დავალების გამოყენება მეხსიერების სტრუქტურის შესახებ?
2. რას წარმოადგენს მეხსიერების სტრუქტურის ამხსნელი ძირითადი ტრადიციული
მოდელები?
3. რას წარმოადგენს მეხსიერების სტრუქტურის ამხსნელი ალტერნატიული მოდელები?
4. რა შეიტყვეს მეციერებმა მეხსიერების სტრუქტურის შესახებ თავის ტვინის ფიზიოლოგიისა
და განსაკუთრებული მეხსიერების შესწავლის გზით?

2
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

დავიჯეროთ თუ არა?

გულმავიწყი გახდით? იქნებ შეზღუდოთ ავიაფრენების რაოდენობა?

სხვადასხვა დროის სარტყლებში მოგზაურობამ შესაძლოა გაცილებით მეტი


პრობლემა შეგიქმნათ, ვიდრე უბრალოდ ბიორითმის დარღვევა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს,
რომ ის ადამიანები, ვისაც ხანგრძლივი ფრენის და ბიორითმის დარღვევის შემდეგ ორ
კვირაზე ნაკლები დრო აქვთ დასვენებისთვის, უარესად ასრულებენ ვიზუალურ-
სივრცითი მეხსიერების ტესტებს, ვიდრე ისინი, ვისაც უფრო დიდი შუალედი აქვს
ფრენებს შორის(Cho, 2001). ოცი ცდის მონაწილეს, ვინც ფრენის დროს სისტემატურად
იცვლიდა დროის 7 სარტყელზე მეტს, MRI სკანირების მეშვეობით გაუზომეს თავის
ტვინის ზომა. მათ, ვისაც ჰქონდა მხოლოდ 5 დღიანი შუალედი ფრენებს შორის, კვლევის
დანარჩენი მონაწილეებისაგან განსხვავებით (ვისაც ჰქონდათ 14 დღიანი შუალედები),
უფრო მცირე ზომის საფეთქლის წილები აღმოაჩნდათ. საფეთქლის წილი მონაწილეობას
იღებს მეხსიერების ფუნქციის განხორციელებაში, შესაბამისად, ვიზუალურ-სივრცითი
მეხსიერების ტესტების შესრულება კვლევის ამ მონაწილეებთან უარესი იყო. რატომ
უნდა ყოფილიყო საფეთქლის წილი უფრო მცირე ზომის? Cho ვარაუდობს, რომ ეს არის
სტრესის შედეგად გამოყოფილი ჰორმონების შედეგი: იმ ადამიანებს, ვისაც ხშირად უწევთ
ფრენა შორ დისტანციაზე განმეორებითი გადაფრენების შემდეგ, აღმოაჩნდათ
კორტიზოლის გაცილებით მაღალი მაჩვენებელი ნერწყვში, ვიდრე ახლო მანძილზე
გადაფრენის შემთხვევაში. კორტიზოლი, როგორც ცნობილია, აზიანებს საფეთქლის წილს.
ამდენად, თუ არ გიწევთ სისტემატურად დროის რამდენიმე სარტყლის გამოცვლა
რამდენიმე დღის შუალედში, სანერვიულო არაფერია. ასევე შესაძლოა დაზარალდნენ
ისეთი პროფესიის წარმომადგენლები როგორიცაა ექიმები, ექთნები, ვისაც უწევს ცვლაში
მუშაობა და ვისი დღე-ღამის რითმი ხშირად ირღვევა.
ამ თავში ჩვენ შევისწავლით თუ როგორ მუშაობს მეხსიერება და რა ფაქტორები
ახდენს გავლენას მეხსიერების გაუმჯობესებასა თუ გაუარესებაზე.
3
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

სცადეთ გასცეთ პასუხი შემდეგ კითხვებს:

• ვინ არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი?


• რა რიცხვია დღეს?
• რა მიირთვით საუზმეზე?
• როგორ გამოიყურება და როგორი ხმა აქვს თქვენს საუკეთესო მეგობარს?
• გაიხსენეთ როგორ იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილებები, როდესაც დაიწყეთ
სწავლა უმაღლესში?
• როგორ იკრავთ ფეხსაცმლის თასმებს?

საკმაოდ იოლი კითხვებია, არა? მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვებზე პასუხების


გახსენება ძალიან მარტივი ჩანს, სინამდვილეში განმაცვიფრებელია, როგორ არის
შესაძლებელი ამდენი სხვადასხვა ფაქტის და პროცედურის უპრობლემოდ დამახსოვრება.
ამ თავში განვიხილავთ როგორ ვინახავთ ინფორმაციას და როგორ ამოგვაქვს ინფორმაცია
მეხსიერებიდან.
ასაკთან ერთად მეხსიერება იცვლება. დაბერებასთან ერთად, ავტორის ბებიას,
მეხსიერების ცვლილებები თანდათან აღენიშნებოდა. ბებიას მოგონებები ბავშვობისა და
შუახნის პერიოდთან დაკავშირებით ისეთივე სიცხოვლით იყო წარმოდგენილი
(რეპრეზენტირებული) როგორც მანამდე (მაგ., როგორც თქვენი პირველი
შთაბეჭდილებების მოგონებები უმაღლესში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით); მაგრამ
მას ჰქონდა უახლოეს წარსულში მომხდარი მოვლენების დამახსოვრების სიძნელეები (მაგ
რა მიირთვა საუზმეზე). შვილიშვილებთან შეხვედრისას ის რამდენჯერმე კითხულობდა,
თუ როგორ იყვნენ ან სად მუშაობდნენ. ამავე დროს, ბებია სწრაფად იხსენებდა მისი
შუახნის ასაკის დროის მოვლენებს.

შესაძლოა მსგავსი ტიპის სიმპტომები შეგინიშნავთ თქვენი ხანშიშესული ნათესავების


შემთხვევაში? მაინც რას წარმოადგენს ჩვენი მეხსიერება?

4
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

მეხსიერების საშუალებით ჩვენ აღვბეჭდავთ და ვინახავთ ჩვენს წარსულ


გამოცდილებას, იმისათვის რომ გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია აწყმოში (Tulving, 2000b;
Tulving & Craik, 2000).როგორც პროცესი, მეხსიერება დაიყვანება დინამიკურ
მექანიზმებზე, რომლებიც დაკავშირებულია წარსული გამოცდილების შესახებ
ინფორმაციის შენახვასთან, შენარჩუნებასა და ამოტანასთან (Bjorklund, Schneider, &
HernándezBlasi, 2003; Crowder, 1976). კერძოდ, კოგნიტური ფსიქოლოგიის
სპეციალისტებს გამოყოფილი აქვთ მეხსიერების 3 ოპერაცია: კოდირება, შენახვა და
ამოტანა (Baddeley, 2002;Brebion, 2007; Brown & Craik, 2000) . თითოეული ოპერაცია
დამახსოვრების პროცესის საფეხურია.
• კოდირების დროს ხდება სენსორული მონაცმების გარდაქმნა მენტალურ
რეპრეზენტაციაში.
• შენახვის პროცესში ხდება კოდირებული ინფორმაციის შენახვა მეხსიერებაში.
• ამოტანის დროს ხდება მეხსიერებაში შენახული ინფორმაციის მოძიება ან
გამოყენება .
მეხსიერების აღნიშნულ პროცესებს განვიხილავთ მე-6 თავში.

ამ თავში გავეცნობით ზოგიერთ დავალებას, რომელსაც იყენებენ მკვლევრები


მეხსიერების შესწავლის მიზნით.შემდეგ ჩვენ შევისწავლით მეხსიერების მუშაობის
ამხსნელ რამდენიმე მოდელს.

პირველ რიგში, განვიხილავთ მეხსიერების ტრადიციულ მოდელს. ეს მოდელი მოიცავს


სენსორულ, ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერების სისტემებს. მიუხედავად იმისა, რომ
მოცემული მოდელი დღესაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მეხსიერების შესახებ ჩვენს
წარმოდგენებზე, ასევე განვიხილავთ სხვა საინტერესო ალტერნატიულ პერსპექტივებს და
მეხსიერების მოდელებს. ბოლოს კი გავეცნობით განსაკუთრებული მეხსიერების ფენომენს
და ნეიროფსიქოლოგიურ ხედვას მეხსიერების საკითხებთან დაკავშირებით.

5
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

დავალებები რომლებსაც იყენებენ მეხსიერების გაზომვის მიზნით

მეხსიერების შესაწვლის პროცესში მკვლევრები იყენებდნენ მრავალ სხვადასხვა


სახის დავალებებს, რომლებშიც ცდის მონაწილეებს მოეთხოვებოდათ სხვადასხვა სახის
ინფორმაციის განსხვავებული გზით დამახსოვერბა (მაგ., ციფრების, ასოების და სხვ).
ვინაიდან, ამ თავში ჩვენ ხშირად ვახსენებთ მეხსიერების საზომ დავალებებს, შესაბამისად,
ამ თავს ვიწყებთ აღნიშნული დავალებების განხილვით. ამდენად, თქვენ გეცოდინებათ
როგორ ხდებოდა მეხსიერების შესწავლა. მეხსიერების საზომი დავალებები იყოფა ორ
დიდ ჯგუფად: გახსენების/მოგონების და ცნობის მეხსიერება; იმპილიციტური და
ექსპლიციტური მეხსიერება.

მოგონებისა და ცნობის დავალებები

მოგონების დროს თქვენ ახდენთ ფაქტის, სიტყვის ან სხვა სახის ინფორმაციის


ამოტანას მეხსიერებიდან. ესსეს და გამოტოვებული სიტყვების ტესტების უმრავლესობა
მოითხოვს ინფორმაციის ამოტანას მეხსიერებიდან. მაგალითად, დავუშვათ, გნებავთ
შეამოწმოთ რამდენად ახსოვთ ადამიანებს შუაღამის კომედიები. თქვენ შეგიძლიათ
სთხოვოთ ჩამოგითვალონ კომედიური ჟანრის მსახიობები. ცნობის შემთხვევაში ახდენთ
მანამდე მიწოდებული კონკრეტული ინფორმაციის ამორჩევას/სელექციას ან რაიმე სხვა
გზით იდენტიფიკაციას (სხვადასხვა ტიპის დავალებების მაგალითები და ახსნა
მოცემულია ცხრილი 5.1-ში).

მაგალითად, ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ ადამიანებს მოცემული


მსახიობებიდან რომელი იღებდა მონაწილეობას შუღამის კომედიებში: ჯენიფერ ლოპესი,
ჯეი ლენო, გაი რიჩი, ქემერონ დიასი. არჩევითპასუხიანი და სწორი/მცდარი ტესტების
უმრავლესობა გარკვეული ხარისხით მოითხოვს ცნობას.

ლოკჰარტის ექსპერიმენტებში გამოყენებულია მოგონების დავალებების სამი


ძირითად ტიპი (Lockhart, 2000): სერიული გახსენება, თავისუფალი ამოტანა და
6
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

მინიშნებით ამოტანა. სერიული გახსენების შემთხვევაში, თქვენ მოგეთხოვებათ მასალის


გახსენება ზუსტად იგივე თანმიმდევრობით, როგორც იყო მიწოდებული.
მაგალითად,შეგიძლიათ სთხოვოთ ადამიანებს დაიმახსოვრონ მსახიობების ჩამონათვალი
შემდეგი თანმიმდევრობით: სტეფან კოლბერტი, ჯონ სტიუარტი, დევიდ ლეტერმანი,
კონან ო’ბრაიანი, ჯეი ლენო. სთხოვოთ მათ დაიმახსოვრონ ეს ჩამონათვალი და შემდეგ
ჩამოთვალონ მსახიობები ზუსტად იგივე თანმიმდევრობით.
დავალებების მეორე სახეა თავისუფალი აღდგენა/გახსენება, რომლის დროსაც
თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ სამიზნე მასალა ნებისმიერი თანმიმდევრობით (Golomb et
al., 2008). ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ სთხოვოთ ადამიანებს დაიმახსოვრონ
ზემოთხსენებული მსახიობების ჩამონათვალი ნებისმიერი თანმიმდევრობით.
დავალებების მესამე ტიპი არის მინიშნებით გახსენება. ამ შემთხვევაში თქვენ ჯერ
გაჩვენებენ დასამახსოვრებელი ელემენტების წყვილებს, ხოლო გახსენების დროს
მინიშნების სახით მოგეწოდებათ თითოეული წყვილის მხოლოდ ერთი წევრი და
მოგეთხოვებათ მეორე წევრის გახსენება. მინიშნებით გახსენება ასევე ცნობილია
„ასოციაციური წყვილების“ სახელით (Lockhart,2000). მაგალითად, შეგიძლიათ სთხოვოთ
ადამიანებს დაიმახსოვრონ შემდეგი წყვილები: კოლბერტ-ვაშლი, სტიუარტ-ყურძენი,
ლეტერმან-ლიმონი, ო’ბრაიანი-ატამი, ლენო-ფორთოხალი, და შემდეგ სთხოვოთ
გაიხსენონ სტიუარტთან ასოცირებული სიტყვა (ყურძენი).

ცხრილი 5.1 მეხსიერების გასაზომი დავალებების ტიპები

მეხსიერების ზოგიერთი დავალება მოითხოვს დეკლარაციული ცოდნის ექსპლიციტური სახით მოგონებას


ან ცნობას. ხოლო სხვა დავალებების შესრულება გულისხმობს იმპლიციტურ მეხსიერებას ან
პროცედურული ცოდნის გახსენებას.

7
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

მეხსიერების დავალება დავალების აღწერა მაგალითი

ექსპლიციტური მეხსიერების დავალებები ცნობიერად უნდა გაიხსენოთ ვინ დაწერა ჰამლეტი?


გარკვეული ტიპის ინფორმაცია

დეკლაციული ცოდნის დავალებები


უნდა გაიხსენოთ ფაქტები
რა გქვიათ?

გამოტოვებული სიტყვის ტესტი


მოგონების დავალებები
მეხსიერებიდან უნდა ამოიტანოთ გულისხმობს გარკვეული ელემენტების
სიტყვა, ფაქტი ან სხვა ელემენტი გახსენებას. როდესაც ადამიანის აღენიშნება
მეხსიერების ძლიერი დარღვევები მას
აქვს_________

უნდა გაიხსენოთ ელემენტების შესაძლოა მოგაწოდონ ციფრები 2-8-6-7-1-4


სერიული გახსენების დავალება
ჩამონათვალი იგივე და მოგეთხოვებათ გაიხსენოთ იგივე
თანმიმდევრობით2-8-6-7-1-4
თანმიმდევრობის დაცვით

თუ მოგეწოდებათ შემდეგი ჩამონათვალი:


თავისუფალი გახსენების დავალება მოგეწოდებათ ელემენტების
,,ძაღლი, ფანქარი, დრო, თმა მაიმუნი,
ჩამონათვალი და გახსენების დროს
რესტორანი“ თქვენ მიიღებთ უმაღლესს
შეგიძლიათ აღადგინოთ
ქულას თუ გაიხსენებთ,, დრო, მაიმუნი,
ნებისმიერი თანმიმდევრობით.
რესტორანი,ძაღლი, ფანქარი,თმა“

უნდა დაიმახსოვროთ წყვილების


მინიშნებით გახსენება დავუშვათ, მოგაწოდეს წყვილების შემდეგი
ჩამონათვალი. შემდეგ თქვენ
ჩამონათვალი: დრო-ქალაქი, ნისლი-სახლი,
მოგეწოდებათ წყვილის ერთი
თითი- ქაღალდი, კრედიტი-დღე, მუშტი-
წევრი და უნდა გაიხსენოთ მასთან
ღრუბელი, ციფრი-შტო.
ასოცირებული მეორე წევრი.
მოგვიანებით, როდესაც მოგეწოდებათ
სიტყვა თითი, უნდა გაიხსენოთ სიტყვა
ქაღალდი და ა.შ

ცნობის დავალებები დასწავლილი ელემენტებიდან დახურულბოლოიანი, არჩევანის ან


გარკვეული ელემენტის სელექცია სწორი/მცდარი ტიპის დავალებები მოიცავს
ან ინფორმაციის სხვა სახით ცნობას. მაგალითად: განსაკუთრებული
იდენტიფიკაცია. მეხსიერების მქონე ადამიანებს ეძახინ:
1)ამნესტიკებს 2) სემანტისტებს 3)
მნემონისტებს 4) რეტროგრადებს

8
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

იმპლიციტური მეხსიერების დავალებები სიტყვობანას თამაში მოითხოვს


იმპლიციტური მეხსიერების მონაწილეობას.
მეხსიერებაში ინფორმაციის
თქვენ მოგეწოდებათ სიტყვის ფრაგმენტი,
გაუცნობიერებელი ამოტანა
მაგ. პირველი სამი ასო და გთხოვენ
დაასრულოთ სიტყვის მოცემული
ფრაგმენტი იმ ასოებით რაც პირველად
მოგივათ თავში. დავუშვათ, თქვენ
მოგეთხოვებათ დაასრულოთ სიტყვის
ფრაგმენტი, რომელიც შეიცავს შემდეგ
ასოებს: -ეხ-იე-ბა. ვინაიდან ბოლოს შეხვდით
სიტყვა მეხსიერებას, სავარაუდოა თქვენ
ამოგიტივტივდებათ ასოები მ-ს-რ, ვიდრე
სხვა ადამიანი, ვისაც არ ჰქონდა უახლოეს
გამოცდილებაში სიტყვა მეხსიერება. (ანუ
თქვენ გაგიადვილდათ. პრაიმინგი. მეტი
პრაიმინგის თაობაზე ამავე თავში
მოგვიანებით)

პროცედურული მეხსიერების
უნდა გაიხსენოთ დასწავლილი თუ თქვენ გთხოვენ მოახდინოთ ჩვევის
დავალებები
ჩვევები და ავტომატიზებული დემოსტრირება, შესაძლოა ეს იქნებოდა
მოქმედებები თხოვნა ააწყოთ პაზლი ან წაიკითხოთ
სარკისებურად დაწერილი ტექსტი და ამის
შემდგომ გაგეხსენებინათ თუ რა ჩვევების
გამოყენება დაგჭირდათ ამ მოქმედებების
განსახორციელებლად. ან შესაძლოა გთხოვონ
დახვეწოთ რაიმე მოტორული ჩვებვა ან
აჩვენოთ რა გახსოვთ კონკრეტული
მოტორული ჩვევების შესახებ (ველოსიპედის
ტარება, ფიგურული სრიალი და მისთ)

ფსიქოლოგები ასევე ზოგჯერ ზომავენ განმეორებითი დასწავლას (relearning), ამაში


იგულისხმება ცდათა რაოდენობა, რომელიც საჭიროა იმ მასალის დასასწავლად, რაც ადრე უკვე
დასწავლილი გვქონდა. განმეორებითი დასწავლა შეიძლება განხილულ იქნას როგორც
„დანაზოგი“ და გვხვდება ბავშვებში, მოზრდილებში და ცხოველებში (Bauer,2005; Sasaki, 2008).
განმეორებითი დასწავლის ეფექტს აკვირდებოდნენ ვირთხების ნაყოფებში მუცლად ყოფნის პერიოდში
ნაყოფის კიდურების მოძრაობებს ზღუდავდნენ მანჟეტების მეშვობით, და ასევე ეძლეოდათ
კინესთეტიკური უკუკავშირი, რომელის მეშვეობით ახდენდნენ გავლენას მოძრაობების
განხორციელებაზე. ასეთ ვირთხებს ესაჭიროებოდათ ნაკლები დრო იმ მოძრაობების დასწავლისათვის,
9
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

რაც მანამდე უკვე ნასწავლი ჰქონდათ (Robinson, 2005). ამ შედეგების განზოგადება შესაძლებელია
საკმაოდ ბევრ სიტუაციაზე და ცდის პირზე. მაგალითად, დავუშვათ თქვენ შეისწავლიდით ესპანურ
ენას საშუალო სკოლის მაღალ კლასებში, ხოლო უმაღლესში აღარ მოგიწიათ ამ ენის შესწავლა. ამჟამად
გჭირდებათ ამ ენის ცოდნა სამსახურში კლიენტებთან კომუნიკაციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ
თქვენ განმეორებით შეისწავლით ესპანურს, დროს დაზოგავთ თავიდან დასწავლაზე, რადგან
პირველად დასწავლასთან შედარებით, განმეორებით დასწავლისათვის გაცილებით ნაკლები დრო
დაგჭირდებათ.

ცნობის მეხსიერება, როგორც წესი, ყოველთვის ბევრად უკეთესია, ვიდრე გახსენება (თუმცა
არსებობს გამონაკლისები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ მე-6 თავში). შესაძლოა თქვენ უკვე
გაქვთ ცნობის მეხსიერების უპირატესობის გამოცდილება, მაგალითად, როდესაც
მოგეთხოვებოდათ გამოცდაზე რაიმე ფაქტის გახსენება. შესაძლოა ვერ გაგეხსენებინათ ყველა
კითხვაზე სწორი პასუხი, მაგრამ თანაკურსელთან საგამოცდო საკითხების განხილვისას
საკმარისია თქვენმა მეგობარმა გითხრათ სწორი პასუხი, მაშინვე გახსენდებათ, რომ სწორედ ეს
იყო პასუხი საგამოცდო კითხვაზე. ბუნებრივია, ბრაზდებით საკუთარ თავზე, რომ არ
გაგახსენდათ სწორი პასუხი მაშინ, როცა აბარებდით გამოცდას. სტენდისა და მისი კოლეგების
კვლევამ აჩვენა(1970), რომ ცდიპირებს შეეძლოთ 2000-მდე სურათის ცნობა. ძნელია წარმოდგენაც კი
რომ ვინმეს შეუძლია 2000-მდე რაიმე სახის დავალების გახსენება. როგორც ვნახავთ მოგვიანებით,
განსაკუთრებული მეხსიერების ქვეთავში, ინტენსიური ვარჯიშის შემთხვევაშიც კი, გახსენების
საუკეთესო მაჩვენებელია 80 ერთეული.

ცდის პირების ინფორმირებით მომავალი ტესტის შესახებ შესაძლებელია დასწავლილი


ინფორმაციის რაოდენობაზე გავლენის მოხდენა. კერძოდ, გახსენების ტესტის მოლოდინი იწვევს,
ინფორმაციის უფრო ღრმა გადამუშავებას, ვიდრე ცნობის ტესტის მოლოდინი. მაგალითად, თუ თქვენ
აპირებთ ჩააბაროთ ლექსიკური მარაგის ტესტი ფრანგულ ენაში, მოემზადებით განსხვავებულად ( და
უფრო ინტენსიურად), თუ გამოცდაზე მოგეთხოვებათ თითოეული ფრანგული სიტყვის ინგლისური
შესატყვისის გახსენება, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა უბრალოდ უნდა აღნიშნოთ ფრანგული
სიტყვების შესაბამისი ინგლისური განსაზღვრებებიდან რომელია სწორი და რომელია მცდარი
(ცნობა). ზოგიერთი ფსიქოლოგი განიხილავს ცნობის მეხსიერების დავალებებს, როგორც რეცეპტული
ცოდნის ,,ჩართვას“. რეცეპტული ნიშნავს ,, სტიმულზე მოპასუხეს“. ცნობის დავალებებში თქვენ
პასუხობთ წარდგენილ სტიმულზე და წყვეტთ, გინახავთ აქამდე მოცემული სტიმული თუ არა.
გახსენების დავალებები, რომლებიც მოითხოვენ პასუხის გაცემას, საჭიროებენ ექსპრესიულ ცოდნას.
რეცეპტულ და ექსპრესიულ ცოდნას შორის სხვაობა გამოვლენილ იქნა არა მხოლოდ მეხსიერების
10
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

დავალებების შემთხვევაში, არამედ სხვა სფეროებშიც (მეტყველების, ინტელექტის და კოგნიტური


განვითარების)

სურათი

იმპლიციტური მეხსიერება გვეხმარება კითხვისას დავასრულოთ ასონაკლული სიტყვები ისე, რომ ჩვენ ვერც კი
ვაცნობიერებთ აღნიშნულ შეცდომას.

იმპლიციტური და ექსპლიციტური მეხსიერების დავალებები

მეხსიერების სფეროში მომუშავე სპეციალისტები განასხვავებენ ექსპლიციტური და


იმპლიციტური მეხსიერების სახეებს. (Mulligan, 2003). ზემოთგანხილული ყველა დავალება
მოიაზრებს ექსპლიციტური მეხსიერების მონაწილეობას, როდესაც ცდის მონაწილეებს უწევთ
დამახსოვრებულის ცნობიერი აღდგენა. მაგალითად, შესაძლოა ინდივიდს მოსთხოვონ მანამდე
მიწოდებული სიტყვების, ფაქტების ან სურათების გახსენება ან ცნობა. ამასთან დაკავშირებული
ფენომენია იმპლიციტური მეხსიერება, როდესაც ვიყენებთ დამახსოვრებულ ინფორმაციას, მაგრამ ვერ
ვაცნობიერებთ ამ პროცესს (Berry, 2008;McBride, 2007). თქვენ შეიგიძლიათ ფოტოზე წარმოდგენილი
სიტყვის უპრობლემოდ წაკითხვა, მიუხედავად იმისა, რომ მას აკლია ერთი ასო. ყოველდღიურად
თქვენ გიწევთ მრავალი ამოცანის გადაწყვეტა, რომლებიც საჭიროებს ინფორმაციის არაცნობიერ
აღდგენას. მაშინაც კი, როცა კითხულობთ ამ წიგნს, არაცნობიერად იმახსოვრებთ სხვადასხვა სახის

11
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

ინფორმაციას - ზოგიერთი სიტყვის მნიშვნელობას, ზოგიერთ კოგნიტურ ცნებას იმასაც კი, თუ როგორ
კითხულობთ.
ინფორმაციის დამახსოვრების ეს პროცესი მიმდინარეობს იმპლიციტური მეხსიერების
მონაწილეობით. ექსპლიციტური მეხსიერება იცვლება სიცოცხლის მანძილზე, მაშინ, როცა
იმპლიციტური მეხსიერება რჩება უცვლელი. კერძოდ, ყმაწვილებისა და ახალგზარდებისგან
განსხვავებით, ბავშვებს და შუა ხნის მოზრდილებს, ექსპლიციტური და არა იმპლიციტური
მეხსიერება აქვთ შედარებით უარესი (Carver & Bauer, 2001; Murphy, McKone, & Slee, 2003). -
გარკვეული ტიპის პაციენტებში ასევე შეინიშნება ექსპლიციტური მეხსიერების დეფიციტი, შენახული
იმპლიციტური მეხსიერების ფონზე. ამ ტიპის პაციენტებს განვიხილავთ მოგვიანებით ამავე თავში.
მომდევნო ქვეთავში ჩვენ შევისწავლით იმპლიციტური მეხსიერების ორი სახის დავალებას-
პრაიმინგს და დავალებას, რომელიც მოიცავს პროცედურულ ცოდნას. შემდეგ გადავხედავთ
დისოციაციური პროცესების მოდელს, რომლის თანახმად, როგორც ექსპლიციტური, ისე
იმპლიციტური მეხსიერების გასაზომად საჭიროა მხოლოდ ერთი დავალება. ლაბორატორიულ
პირობებში იმპლიციტურ მეხსიერებას ზოგჯერ ამოწმებენ სიტყვების დასრულების დავალებების
მეშვეობით. აღნიშნული დავალებები ეფუძნება პრაიმინგის ეფექტს. სიტყვების დასრულების
დავალებაში ცდის მონაწილეს მიეწოდება სიტყვების ფრაგმენტი - სიტყვის პირველი სამი ასო. ცდის
მონაწილემ უნდა დაასრულოს ფრაგმენტი თავში პირველი ამოტივტივებული სიტყვით. მაგალითად,
დავუშვათ, თქვენ გთხოვეს შეავსოთ გამოტოვებული ასოები ფრაგმენტში იმპ-------- . ვინაიდან, ბოლოს
შეგხვდათ სიტყვა იმპლიციტური, მოსალოდნელია, რომ გამოტოვებულ ასოებში თქვენ, ჩასვამთ
სწორედ ამ ასოებს ,,ლ-ი-ც-ი-ტ-უ-რ-ი’’, სხვა ადამიანისგან განსხვავებთ ვისაც არ წარედგინებოდა
მანამდე სიტყვა ,,იმპლიციტური“. თქვენს შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პრაიმინგს. პრაიმინგი არის
გამოტოვებული/ნაკლული ინფორმაციის ამოტანის გაადვილება. ზოგადად, ცდისპირები უკეთ
ასრულებენ ამ ტიპის დავალებებს მაშინ, როდესაც წინასწარ მიეწოდებათ სიტყვები, მიუხედავად
იმისა, რომ მათ წინასწარ არ ეძლევათ ინსტრუქცია დაიმახსოვრონ ისინი. (Tulving, 2000a). პრაიმინგი
მუშაობს მაშინაც, როცა თქვენ ვერ აცნობიერებთ, რომ ნანახი გაქვთ სამიზნე სიტყვა მანამდე.
პროცედურული მეხსიერება ანუ მოქმედებების დამახსოვრება, ასევე შეიძლება შემოწმებულ
იქნას იმპლიციტური მეხსიერების დავალებების გამოყენებით. პროცედურული მეხსიერების
მაგალითებია ისეთი მოქმედებები, რომლებიც მონაწილობს ველოსიპედის ტარებისას, მანქანის
ტარებისას. მაგალითად, ავტომობილით მიემართებით სავაჭრო ცენტრში: ალბათ გადართავთ
სიჩქარეებს, იყენებთ მოსახვევის მანიშნებელს და მოძრაობთ შესაბამის სავალ ნაწილში ისე, რომ არც კი
უფიქრდებით თითოეულ ამ მოქმედებას. შუქნიშნის წითელ შუქზეც არ გჭირდებათ იმის
გაცნობიერება, თუ რა უნდა ჰქნათ. ყოველდღირად მრავალი მოქმედება სრულდება პროცედურული
12
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

მეხსიერების მონაწილეობით, დაწყებული კბილების გამოწმენდით და დამთავრებული წერით.


ლაბორატორიულ პირობებში პროცედურულ მეხსიერებას ზოგჯერ ზომავენ ტრიალას ცდაში (The
rotary pursuit test) (Gonzalez, 2008; see Figure 5.1). ამ დავალებაში ცდის მონაწილეებს მოეთხოვებათ
შეაერთონ L ფორმის ნაწილი და პატარა მბრუნავი დისკი (Costello, 1967). დისკი, როგორც წესი, 4
სანტიმეტრზე ნაკლები დიამეტრის მონეტის ზომისაა. დისკი მოთავსებულია სწრაფად მბრუნავ
პლატფორმაზე. ცდის მონაწილემ უნდა მოახერხოს პატარა ჩხირით გააყოლოს ხელი დისკს. მას
შემდეგ, რაც ცდის მონაწილეს გაავარჯიშებენ გარკვეული სიჩქარით მბრუნავი დისკით, ცდის
მონაწილეს სთხოვენ კვლავ შეასრულოს იგივე დავალება იგივე დისკით, იგივე სიჩქარეზე, ან
განსხვავებული დისკით განსხვავებულ სიჩქარეზე. ვერდოლინი-მარტსონმა და ბალოტამ Verdolini-
Marston and Balota (1994) შენიშნეს, რომ როდესაც დავალება სრულდებოდა ახალი დისკით ან
განსხვავებული სიჩქარით, შესრულება უარესდებოდა. იგივე დისკისა და სიჩქარის შემთხვევაში, ცდის
მონაწილეები დავალებას ასულებდნენ ისევე კარგად, როგორც უშუალოდ დასწავლის შემდეგ, იმ
შემთხვევაშიც, როდესაც თავად დასწავლის პროცედურა საერთოდ არც კი ახსოვდათ.
კიდევ ერთი დავალება, რომელიც გამოიყენება პროცედურული მეხსიერების შესასწავლად არის
სარკის საშუალებით მიდევნება (mirror-tracing task). ამ დავალებაში ბარიერის უკან ათავსებენ თეფშს
მასზე გამოსახული ფიგურით, ისე რომ ცდის პირი ვერ ხედავდეს მას. ცდის მონაწილეს შეუძლია
თეფშის დანახვა სარკის მეშვეობით. როდესაც ცდის მონაწილე ეხება ხელით ბარიერს, თეფში და
ფიგურა მოექცევა მის მხედველობით ველში. ცდის პირმა უნდა ჩხირით შემოხაზოს თეფშზე
გამოსახული ფიგურის ფორმა (სარკეში ყურებით). თავიდან, როდესაც ხდება ამ პროცედურის
დასწვლა, ცდის მონაწილეებს უჭირთ ფიგურის ფორმას ზუსტად გააყოლონ ხელი, როგორც წესი,
ხშირად ჩხირი ცდება ხაზს. უფრო მეტიც, თავიდან, ფორმის სრულად შემოსახაზად ცდისპირებს
ესაჭიროება მეტი დრო. თუმცა ვარჯიშის შედეგად ცდის მონაწილეები უფრო ზუსტად და ეფექტურად
ასრულებენ დავალებას. ამ დავალების შედეგად შემუშავებული ჩვევის შენარჩუნება იძლევა
საშუალებას, შევისწავლოთ პროცედურული მეხსიერება (Rodrigue, Kennedy, & Raz, 2005).

13
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

სურათი 5.1 The Rotary Pursuit Task.


ამ დავალებაში ცდისპირებმა L-ფორმის ჩხირით უნდა გააყოლონ ხელი მბრუნავ პლატფორმაზე მოთავსებულ დისკს.

სარკის ტესტი (The mirror-tracing task) ასევე გამოიყენება პროცედურულ მეხსიერებაზე


ძილის ზეგავლენის შესწავლის მიზნით. შიზოფრენიის მქონე პაციენტებს ხშირად
აღენიშნებათ მეხსიერების და ძილის პრობლემები. გიოდერი და მისი კოლეგები, თავიანთ
კვლევაში (2008) შეისწავლიდნენ ასეთ პაციენტებს. მათ აღმოაჩინეს, რომ იმ პაციენტების
შემთხვევაში, ვინც იღებდა მედიკამენტებს ძილის ნელი ფაზის გახანგრძლივების მიზნით,
აღენიშნებოდათ პროცედურული მეხსიერების გაუმჯობესება. მეთოდები, რომელთა
გამოყენებით შესაძლებელია ორივე ტიპის - როგორც ექსპლიციტური, ისე იმპლიციტური
მეხსიერების გაუმჯობესება, აღწერილია ცხრილი 5.1-ში. ისინი ემყარება დაშვებას, რომ
ექსპლიციტური და იმპლიციტური მეხსიერება სხვადასხვა პროცესებია და შეიძლება
გაიზომოს განსხვავებული დავალებების გამოყენებით. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი
უარყოფს ამ დაშვებას. მათი აზრით, ნებისმიერი სახის დამახსოვრების პროცესში
მონაწილეობს როგორც ექსპლიციტური, ისე იმპლიციტური მეხსიერება; მაშინაც,როცა
გარკვეული დავალების გამოყენება ჩაფიქრებულია მხოლოდ ერთი ტიპის მეხსიერების
გასაზომად, მეხსიერების ორივე ფორმა მონაწილეობს. ამრიგად, კოგნიტური
ფსიქოლოგიის სპეციალისტებს აქვთ შემუშავებული მოდელები, რომელთა მიხედვითაც
თითქმის ყველა სახის პასუხი გულისხმობს ორივე ტიპის მეხსიერების მონაწილეობას.
ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ცნობილი მოდელია დისოციაციური პროცესების
მოდელი (Daniels et al., 2006; Jacoby,1991).
ამ მოდელის თანახმად, პრაქტიკულად ყველა სახის პასუხის შემთხვევაში მონაწილეობს
როგორც ექსპლიციტური, ისე იმპლიციტური მეხსიერება. ამრიგად, ორივე პროცესის
გასაზომად საჭიეროა მხოლოდ ერთი დავალება. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრები ვერ
თანხმდებიან იმის თაობაზე, თუ რას აფასებს ცალკეული დავალება, ის ფაქტი, რომ
ყოველდღიურ ყოფაში მნიშვნელოვანია ორივე - ექსპლიციტური და იმპლიციტური
მეხსიერება, ეჭვს არ იწვევს. კაუფმანი ამტკიცებს, რომ იმპლიციტური მეხსიერება, ისევე

14
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

როგორც ექსპლიციტური მეხსიერება წარმოადგენს ადამიანის ინტელექტის მნიშვნელოვან


ნაწილს (Kaufman, 2010).

ინტელექტი და კულტურის მნიშვნელობა ტესტირების/შეფასების


პროცესში

მსოფლიოს მრავალ კულტურაში სისწრაფე არ განიხილება, როგორც უპირატესობა.


ასეთ კულტურებში მიჩნეულია, რომ რაც უფრო ჭკვიანია ადამიანი, მით უფრო დინჯია.
ჩვენს კულტურშიც კი, არავინ იფიქრებს რომ ბრწყინავთ, თუ ჩქარობთ ისეთ საკითხების
გადაწყვეტისას, რასაც დაფიქრება მართებს. მაგალითად, ჩვეულებრივ არ ითვლება, რომ
ჭკვიანურია მიიღო გადაწყვეტილება ქორწინებასთან, სამსახურთან ან საცხოვრებელ
ადგილთან დაკავშირებით 20-30 წამში, რაც ჩვეულებრივ საკმარისია ინტელექტის ტესტის
ამოცანის გადასაწყვეტად. ასევე არ არსებობს ინტელექტის ტესტი, რომელიც მორგებული
იქნება ყველა სახის კულტურაზე, ყოველ შემთხვევაში დღეს. ამდენად, როგორ უნდა
გავითვალისწინოთ კონტექსტი ინტელექტის შეფასებისა და შესწავლის შემთხვევაში?

რამდენიმე მკვლევარმა წამოჭრა იდეა, რომ შესაძლებელია კულტურულად


რელევანტური ტესტების შემუშავება (e.g., Baltes, Dittmann-Kohli, & Dixon, 1984; Jenkins,
1979; Keating, 1984). კუტურული რელევანტობის მქონე ტესტები ზომავენ უნარ-ჩვევებსა
და ცოდნას, რომელიც ემყარება ადამიანების კულტურულ გამოცდილებას. Baltes და
მისმა კოლეგებმა შექმნეს ტესტი, რომელიც ზომავს იმ ჩვევებს, რომლებიც გამოიყენება
ყოფითი ცხოვრების პრაგმატულ ასპექტებში. კულტურულად რელევანტური ტესტის
შექმნა მოითხოვს კრეატულობას და ძალისხმევას, მაგრამ ეს რასაკვირველია არ არის
შეუძლებელი.მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში შეიწავლებოდა მეხსიერების უნარები-
ინტელექტის ერთ-ერთი ასპექტი, დასავლურ და მაროკანულ კულტურაში (Wagner,
1978). კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ გახსენების დონე დამოკიდებულია
დასამახსოვრებელი მასალის შინაარსზე. კულტურულად რელევანტური შინაარსის
დამახსოვრება გაცილებით უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვირე არარელევანტურის.
15
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

მაგალითად, დასავლური კულტურის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მაროკანელი


ხალიჩების გამყიდველები უკეთ იმახსოვრებდნენ შავ-თეთრ ფოტოებზე გამოსახულ
აღმოსავლური ხალიჩების რთულ ვიზუალურ პატერნებს. ზოგჯერ ტესტი არ არის
შექმნილი იმისთვის რო შეამციროს კულტურული სხვაობა. ასეთ შემთხვევებში,
მეხსიერების კულტურული სხვაობების ახსნა შესაძლებელია უფრო მეტა-მეხსიერების
სტრატეგიების ცოდნისა და გამოყენების მეშევობით, ვიდრე მეხსიერების სტრუქტურული
ცვლილებებით (მაგ., დახსომების მრუდი და დავიწყების მაჩვენებელი) (Wagner, 1978).

კენიის რეგიონალური სკოლის მოსწავლეებს აქვთ საფუძვლიანი ცოდნა ბუნებრივი


მცენარეული წამლების შესახებ, რომელიც მათი რწმენით ამარცხებს დაავადებას.
დასავლეთში გაზრდილი ბავშვები არ იცნობენ ამ სახის წამლებს (Sternberg et al., 2001;
Sternberg & Grigorenko,1997). მოკლედ, კულტურულად რელევანტური ტესტების შექმნა
ნიშნავს გაცილებით მეტს, ვიდრე უბრალოდ სპეციფიკური ლინგვისტური შეზღუდვების
გათვალისწინება.

ცნებების შემოწმება
1. რა სხვაობაა მოგონების და ცნობის დავალებებს შორის?
2. რას წარმოადგენს ექსპლიციტური მეხსიერება?
3.რა არის იმპლიციტური მეხსიერება?
4. რატომ არის მნიშვნელოვანი კულტურის გათვალისწინება სხვადასხვა ქვეყნებსი
მეხსიერების გამოკვლევის პროცესში?

მეხსიერების მოდელები

მკვლევრებს შემუშავებული აქვთ რამდენიმე მოდელი, რომლებიც აღწერს თუ


როგორ მუშაობს ჩვენი მეხსიერება. ტრადიციული (საცავების) სამი საცავის მოდელი არ
არის მეხსიერების აღწერის და კონცეფტუალიზაციის ერთადერთი გზა. ამ ქვეთავში ჯერ
იქნება წარმოდგენილი, რა ვიცით მეხსიერების შესახებ სამი საცავის თეორიის ჭრილში.
16
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

შემდეგ, შევისწავლით გადამუშავების დონეების მოდელს და ასევე განვიხილავთ მუშა


მეხსიერების ინტეგრაციულ მოდელს. შესაბამისად, ჩვენ აღმოვაჩნეთ მეხსიერების
სისტემების განსხვავებულ კონცეპტუალიზაციას და ბოლოს გავეცნობით
კონექციონისტურ მოდელს. მოდით დავიწყოთ მოდელების განხილვა მეხსიერების
ტრადიციული მოდელით.

მეხსიერების ტრადიციული მოდელი


მეხსიერების რამდენიმე ძირითადი მოდელი არსებობს (McAfoose & Baune, 2009;
Murdock,2003). გასული საუკუნის 60-იან წლიბში, იმ დროისათვის არსებული
მონაცემების საფუძველზე მკვლევრებმა შეიმუშავეს მეხსიერების მოდელი, რომელიც
მოიაზრებდა მეხსიერების ორ კომპონენტს /სტრუქტურას. მეხსიერების ორი კომპონენტის
იდეა ეკუთვნის უილიამ ჯემსს (1890, 1970): პირველადი მეხსიერება, რომელშიც
ინფორმაცია ინახება დროებით, იმ წუთში მოხმარებისთვის და მეორეული მეხსიერება,
რომელიც ინახავს ინფორმაციას სამუდამოდ ან სულ მცირე ძალინ დიდი ხნით (Waugh &
Norman, 1965). სამი წლის შემდეგ რიჩარდ ატკინსონმა და რიჩარდ შიფრინმა (1968)
წამოაყენეს მეხსიერების ალტერნატიული მოდელი, რომელიც აღწერდა მეხსიერებას 3
საცავის ტერმინებში:

• სენსორული საცავი, რომელიც ინახავს ინფორმაციის შედარებით შეზღუდულ


რაოდენობას და ძალიან ცოტა ხნით;
• ხანმოკლე საცავი, რომელიც ინახავს ინფორმაციას შედარებით დიდი ხნით, მაგრამ
მოცულობა ამ საცავშიც შედარებით შეზღუდულია;
• ხანგრძლივი საცავი, ძალიან დიდი მოცულობის საცავია, რომელშიც ინფორმაცია
ინახება ძალიან დიდი ხნის მანძილზე, შესაძლოა, განუსაზღვრელი დროით
(Richardson-Klavehn & Bjork, 2003).

17
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

ეს მოდელი განასხვავებს ინფორმაციის შენახვის სხვადასხვა სტრუქტურას, დროებით


საცავებს და ინფორმაციას რომელიც ინახება ამ სტრუქტურებსა და დროებით საცავებში.
დღეს, კოგნიტური ფსიქოლოგიის წარმომადგენელები, ჩვეულებრივ, აღწერენ სამ საცავს
როგორც სენსორულ მეხსიერებას, ხანმოკლე მეხსიერებას და ხანგრძლივ მეხსიერებას.
ატკინსონი და შიფრინი არ თვლიდნენ, რომ აღნიშნული სამი საცავი სხვადასხვა
ფიზიოლოგიური სტრუქტურაა. მათი აზრით, საცავე უფრო ჰიპოთეტური
კონსტრუქტებია- ცნებები, რომლებიც თავისათავად არ არის გაზომვადი ან
დაკვირვებადი. საცავები, ამ შემთხვევაში, გამოდის მენტალური მოდელის როლში,
რომელიც ხსნის, თუ როგორია ფსიქოლოგიური ფენომენი. სურათ 5.2-ზე წარმოდგენილია
ინფორმაციის გადამუშავების სამი საცავის მარტივი მოდელი (Atkinson & Shiffrin, 1971).

ატკინსონ-შიფრინის მოდელის მიხედვით, მეხსიერება წაროდგენილია პასიური


საცავების სახით, რომლებშიც ინახება მოგონებები. მაგრამ ამ მოდელში მოიაზრება ასევე
გარკვეული კონტროლის პროცესი, რომელიც განაგებს ერთი საცავიდან მეორეში
ინფორმაციის გადატანას. მომდევნო ქვეთავებში უფრო დეტალურად განვიხილავთ
სენსორულ, ხანმოკლე და ხანგრძლივ საცავებს.

სენსორული ხანმმოკლე მეხსიერება


გარემოდან რეგისტრი დროებითი მუშა მეხსიერება ხანგრძლივი მეხსიერება
შემოსული მოგონებების მუდმივი
საცავი
სტიმულები • ვიზუალური
• სმენითი • მაკონტროლებელი
პროცესი:
• ტაქტილური
• გამეორება
• ამოტანის სტრატეგიები

• გამოსავალი

სურათი 5.2. ატკინსონის და შიფრინის მეხსიერების მოდელი

რიჩარდ ატკინსონისა და რიჩარდ შიფრინის თეორიული მოდელი, რომელიც აღწერს თუ როგორ ხდება ინფორმაციის
გატარება ადამიანის ინფორმაციულ პროცესორში.

18
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

სენსორული საცავი

სენსორული საცავი საწყისი პუნქტია, საიდანაც ინფორმაციის დიდი ნაწილი


საბოლოოდ გადაინაცვლებს ხანმოკლე და ხანგრძლივ საცავში. მონაცემების დიდი
ნაწილი ხატოვანი/იკონიკური საცავის სასარგებლოდ მეტყველებს (თუმცა ეს მოსაზრება
არ არის უდაო; იხ. Haber, 1983). ხატოვანი საცავი დისკრეტული ვიზუალური
სენსორული რეგისტრია, რომელიც ინახავს ინფორმაციას ძალიან მცირე დროით. ამ
საცავის სახელი უკავშირდება იმ ფაქტს, რომ აქ ინფორმაცია ინახება ხატების სახით.
ხატები, თავის მხრივ, ვიზუალური გამოსახულებებია და ჩვეულებრივ, იმ ობიექტების
იგივეობრივია, რომლის რეპრეზენტაციასაც წარმოადგენს. თუკი თქვენ ოდესმე
,,დაგიწერიათ“ თქვენი სახელი მანათობელი ჩირაღდნით მუქ ფონზე, ხანმოკლე დროის
მანძილზე ჯერ კიდევ ,,ხედავთ“ სახელს, მიუხედავად იმისა, რომ ნაპერწკლები უკვე
ჩაქრა. ეს ვიზუალური ხატი იმის მაგალითის, თუ როგორ ინახება ინფორმაცია ხატოვან
საცავში.

სპერლინგის აღმოჩენა

იკონიკური საცავის აღმოჩენა ეკუთვნის ჯორჯ სპერლინგს. ეს ცნება მან პირველად


თავის სადოქტორო დისერტაციაში გამოიყენა, რომელიც დაიცვა ჰარვარდის
უნივერსიტეტში 1960 წელს. სპერლინგს აინტერესებდა რა რაოდენობის ინფორმაციის
კოდირებაა შესაძლებელი სტიმულების ნაკრებზე ერთი წამიერი თვალის შევლებით.
სპერლინგი აშუქებდა ეკრანზე ასოების ან ციფრების მწკრივს 50 მილიწამი (წამის
მეათასედით). ცდისპირებს უნდა გაეხსენებინათ რაც შეიძლება მეტი სიმბოლო და
მიეთითებინათ სიმბოლოების ზუსტი ადგილმდებარეობა. სპერლინგმა ზუსტად იცოდა,
რომ ცდის პირების ასწრებდნენ თვალის მხოლოდ ერთ შევლებას ასოებზე, რადგან
მანამდე ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით, 50 მილიწამი საკმარია
წარმოდგენილ სტიმულზე მხოლოდ ერთხელ შეხედვისთვის.
19
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

სპერლინგმა აღმოაჩინა, რომ როდესაც ცდის პირებს მოეთხოვებოდათ


გაეხსენებინათ რა დაინახეს, მათ შეეძლოთ სწორად მხოლოდ 4 სტიმულის გახსენება. ამ
შედეგმა დაადასტურა მანამდე 1933 წელს ბრიგდენის მიერ ჩატარებული კვლევის
შედეგები. ამ კვლევაშიც გახსენებული სიმბოლოების რაოდენობა იგივე იყო, მიუხედავად
იმისა, თუ რამდენი სტიმულის მიწოდება ხდებოდა ეკრანზე. სპერლინგის ზოგიერთი
ცდის პირი აღნიშნავდა, რომ ყველა სტიმულს მკაფიოდ ხედავდა. მაგრამ გახსენების
შემთხვევაში, დანარჩენ სტიმულებს ივიწყებდნენ. სპერლინგს მოუვიდა ბრწყინვალე
იდეა, თუ როგორ გაეზომა დანახული სტიმულების რაოდენობა. სპერლინგის კვლევის
პირველ ნაწილში და ბრიგდენის კვლევებში გამოყენებული ცდა სრული ანგარიშის
პროცედურაა. ამ შემთხვევაში ცდის პირმა უნდა მოახსენოს ყველა სტიმული, რაც
დაინახა. სპერლინგმა გადაწყვიტა ნაწილობრივი ანგარიშის გამოყენება. ამ შემთხვევაში,
ცდის პირს მოეთხოვებოდა დანახული სტიმულების მხოლოდ რაღაც ნაწილის გახსენება.
ამ გზით სპერლინგმა მოახერხა ცდისპირების ცოდნის გარკვეული ნიმუშის მოპოვება. ამ
ნიმუშიდან გამომდინარე ის აფასებდა მათ მთლიან ცოდნას. ამ შემთხვევაში, ის
მოქმედებდა სასკოლო გამოცდის ანალოგიური პრინციპით - თითოეული გამოცდის
შედეგი არის მოსწავლის მიერ მთლიანი სასწავლო კურსის ათვისების ნიმუში. სპერლინგი
მიაწოდებდა სიმბოლოებს 3 მწკრივად, თითოეულ მწკრივში იყო 4 სიმბოლო. 5.3-სურათ
ზე წარმოდგენილია ეკრანი, რომელსაც სპერლინგი ცდის პირებს მიაწოდებდა.
სპერლინგი აფრთხილებდა ცდის პირებს, რომ მათ მოსთხოვდნენ მხოლოდ ერთი
მწკრივის გახსენებას. ის მწკრივი, რომელიც უნდა გაეხსენებინათ ცდის პირებს იყო
მინიშნებული მაღალი, საშუალო ან დაბალი ტონის სიგნალით. შესაბამისად,
მინიშნებული იყო ასოების ზედა, შუა ან ქვედა მწკრივი. იკონიკური მეხსიერების
შეფასების მიზნით, სპერლინგი მანიპულირებდა სტიმულის რეპრეზენტაციასა და
სიგნალს შორის არსებული დროის ინტერვალით. ინტერვალი იცვლებოდა 0.10 წამიდან
სტიმულის მიწოდებამდე, 1.0 წამამდე სტიმულის გაქრობის შემდეგ. ნაწილობრივი
ანგარიშის პროცედურამ ძალიან შეცვალა ცდისპირების მიერ გახსენებული სტმულების
რაოდენობა. სპერლინგი ამრავლებდა ამ გზით გახსენებული სტიმულების რაოდენობას 3-
ზე. ამის მიზეზი იყო ის, რომ ცდის პირებს მოეთხოვებოდათ მთელი სტიმულების
20
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

მხოლოდ მესამედის გახსენება, უბრალოდ მათ არ იცოდნენ წინასწარ თუ რომელი


მესამედის გახსენება მოუწევდათ. ამ პროცედურის გამოყენებით, სპერლინგმა აღმოაჩინა,
რომ ცდის პირებს შეეძლოთ 12-დან 9 სიმბოლოს გახსენება მაშინ, როცა მინიშნება
ჩნდებოდა უშუალოდ სტიმულების წარდგენამდე, ან დაუყოვნებლივ მოსდევდა
წარდგენას. თუმცა იმ შემთხვევაში, როცა მინიშნება ჩნდებოდა ერთი წამის დაგვიანებით,
გახსენების მაჩვენებელი ეცემოდა 12-დან 4-5 ელემენტამდე. გახსენების ეს მაჩვენებელი
იყო დაახლოებით იგივე, რაც მიიღებოდა სრული ანგარიშის პროცედურის შედეგად.
ამ მონაცემებიდან გამომდინარეობს, რომ იკონიკური მეხსიერების საცავში
შესაძლებელია შენარჩუნდეს 9 ელემენტამდე. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია ამ
საცავიდან ქრება ძალიან სწრაფად (სურათი 5.4). მართლაც, ნაწილობრივი ანგარიშის
მეთოდის უპირატესობა მცირდებოდა 0.3 წამიანი დაყოვნების შედეგად. სპერლინგის
შედეგებიდან გამომდინარეობს, რომ ინფორმაცია სწრაფად ქრება იკონიკური საცავიდან.
რატომ ვერ ვაცნობიერებთ ინფორმაციის დაკარგვის ამ ფენომენს? პირველ რიგში იმიტომ,
რომ, სტიმულების ამ გზით წარდგენა, როგორც სპერლინგის ცდაში, ბუნებრივ პირობებში
არ ხდება. სტიმულები ჩნდება ეკრანზე მხოლოდ 50 მილიწამით და ქრება მანამ, სანამ
ცდის პირს დასჭირდება ამ სტიმულის გახსენება. გარდა ამისა, რაც კიდევ უფრო
მნიშვნელოვანია, ჩვენთვის შეუძლებელია განვასხვავოთ რა ხვდება ჩვენ იკონიკურ
საცავში იმ სტიმულებიდან, რასაც გარემოში ვხედავთ. ხატოვანი მეხსიერებაში
წარმოდგენილია ის, რაც გარემოში არსებული სტიმულები გვგონია. სპერლინგის ცდის
პირები აღნიშნავდნენ, რომ ჯერ კიდევ ხედავდნენ წარდგენილ სტიმულებს 150
მილიწამის მანძილზე, მას შემდეგ, რაც გამოსახულება ეკრანიდან ქრებოდა.

HBST
AHMG
ELWC
21
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

სურათი 5.3 ვიზუალური გახსენების დავალების დროს მიწოდებული სტიმულები.


ეს სიმბოლოებიანი ეკრანი იდენტურია იმ ეკრანისა, რასაც წარუდგენდა ცდის პირებს ჯორჯ სპერლინგი თავის ცდებში.
წყარო: ფსიქოლოგია მე-2 გამოცემა, მარგარეტ მატლინ. Copyright © 1995 by Holt, Rinehart and Winston.
წარმოდგენილია გამომცემლობის ნებართვით.

მიუხედავად იმისა, რომ სპერლინგის იდეა ეფექტური იყო, მისი ექსპერიმენტი


მაინც არ იყო სრულყოფილი. მასზე გავლენას ახდენდა თვითანგარიშის პროცედურა.
ცდის პირებს უნდა გაეხსენებინათ რამდენიმე სტიმული და შესაძლოა, ინფორმაციის
ნაწილი გახსენების დროს უკვე იშლებოდა საცავიდან. მართლაც, არსებობს გამოსავლის
ინტერფერენციის შესაძლებლობაც. ამ შემთხვევაში, შესასწავლი ფენომენი
ინტერფერირებს გამოსავალთან. ამიტომაც, რამდენიმე სტიმულის ვერბალური ანგარიში
ინტერფერირებს იკონიკური მეხსიერების შესახებ თვითანგარიშთან.

შემდგომი სრულყოფა. შემდგომ შრომებში ცდის პირებს მიეწოდებოდათ


შემთხვევით შერჩეული 8 ასოს 2 მწკრივი, კვლავ 50 მილიწამის მანძილზე (Averbach&
Coriell, 1961). ამ კვლევაში, ერთ-ერთი ასოს ადგილას ჩნდებოდა ნიშანი. ამ შემთხვევაშიც
ნიშნის გამოჩენის დრო ვარირებდა ან ასოების წარდგენამდე, ან წარდგენის შემდეგ.

Figure 5.4 სპერლინგის ექსპერიმენტის შედეგები

22
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

ამ სურათზე ნაჩვენებია ნაწილობრივი თვითანგარიშის პროცედურის გამოყენებით ცდის


პირის მიერ გახსენებული ასოების საშუალო მაჩვენებელი (მარცხენა ღერძი; პროცენტები
აღნიშნულია მარჯვენა ღერძზე). ეს მაჩვენებელი ამ შემთხვევაში არის ასოების
მიწოდებასა და სიგნალს შორის პაუზის ფუნქცია. მარჯვენა ქვედა კუთხეში
წარმოდგენილი წრფე არის გახსენებული ასოების საშუალო მაჩვენებელი, რომელიც
მიღებულია სრული ანგარიშის პროცედურით (After Sperling, 1960.)
ამ კვლევაში ცდის პირებს მოეთხოვებოდათ ერთ მიწოდებაზე მხოლოდ ერთი ასოს
გახსენება. ამდენად, ამ პროცედურის შემთხვევაში გამოსვლის ინტერფერენცია
შემცირებული იყო. ამ მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თუ ნიშანი ჩნდებოდა უშუალოდ
ასოების წარდგენის წინ ან მაშინვე მოსდევდა წარდგენას, ცდის პირებს შეეძლოთ ზუსტად
გაეხსენებინათ ინფორმაციის 75%. ანუ მათ შეეძლოთ სენსორულ მეხსიერებაში 16-დან 12
ასოს შენახვა. სპერლინგის მიერ იკონიკური მეხსიერების მოცულობის შეფასება არ იყო
რეალურის შესაბამისი. ამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარეობს, რომ თუ გამოსავლის
ინტერფერენცია ძალიან შემცირებულია, იკონიკური მეხსიერების მოცულობა
მნიშვნელოვნად დიდია. იკონიკური მეხსიერება შეიძლება მოიცავდეს 12 ელემენტამდე.
მეორე ექსპერიმენტში (Averbach & Coriell, 1961) ასევე გამოვლინდა იკონიკური
მეხსიერების მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელი: ის შეიძლება წაიშალოს. იკონიკური
მეხსიერების სწორედ ამ თვისების წყალობით, ჩვენი მხედველობითი შეგრძნებები
საკმაოდ პრაქტიკულია. ჩვენ სერიოზული პრობლემები შეგვექმნებოდა, თუკი
ყველაფერი, რასაც დავინახავდით, არ გაქრებოდა დიდი ხნის მანძილზე. მაგალითად, თუ
სწრაფად ვათვალიერებთ გარემოს, საჭიროა, რომ ინფორმაცია სწრაფად გაქრეს ისე, რომ
ჩვენი მეხსიერება არ გადაიტვირთოს. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თუ სტიმულის
წარდგენა ხდებოდა სამიზნე ასოს ადგილას, მას შეეძლო სამიზნე ასოს ხატის წაშლა
(Averbach & Coriell, 1961). ამ ინტერფერენციას უწოდეს ვიზუალური უკუდაფარვა/
მასკირება backward visual masking.
ეს ფენომენი სტიმულების მენტალური წაშლაა, წინა სტიმულის ახალი სტიმულით
ჩანაცვლების გზით. თუ გადამფარავი სტიმული ჩნდება იგივე ადგილას, რაც ასო, ამ ასოს
წარდგენიდან 100 მილიწამის განმავლობაში, ხდება ასოების ზედდება. მაგალითად თუ F
23
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

მოსდევს L-ს, შედეგად იქნება E. უფრო დიდი ინტერვალის შემთხვევაში , გადამფარავი


სტიმული საერთოდ შლის პირველ სტიმულს. მაგალითად თუ F-ს შემდეგ წარდგენილი
იქნება L, ამ შემთხვევაში დარჩება მხოლოდ L . კიდევ უფრო დიდი ინტერვალის
შემთხვევაში, გადამფარავი სტიმული აღარ ინტერფერირებს სამიზნესთან. ეს ხდება
იმიტომ, რომ სამიზნე ინფორმაცია უკვე გადატანილია მეხსიერების სხვა, უფრო
ხანგრძლივ საცავში.
შეჯამება: ვიზუალური ინფორმაცია აღწევს ჩვენს მეხსიერებაში იკონიკური მეხსიერების
საცავიდან. ეს საცავი ინარჩუნებს ინფორმაციას ძალიან მცირე ხნით. ჩვეულებრივ,
შემდეგ ეს ინფორმაცია გადაინაცვლებს სხვა საცავში. სხვა შემთხვევაში, ის იშლება.
ინფორმაციის წაშლა ხდება მაშინ, როცა ხდება ინფორმაციის გადაფარვა ახალი
სტიმულებით, მანამ, სანამ მოხდება მისი გადატანა ახალ საცავში. წაშლა ან გადატანა ახალ
საცავში ხდება სმენითი ინფორმაციის შემთხვევაშიც, ოღონდ ეს ხდება ექოიკურ
მეხსიერებაში.

ხანმოკლე მეხსიერების საცავი

თითქმის ყველა ჩვენთაგანს არ აქვს წვდომა საკუთარი იკონიკური მეხსიერების


საცავში. მაგრამ ყოველ ჩვენთაგანს აქვს წვდომა თავის ხანმოკლე მეხსიერების საცავში.
ხანმოკლე მეხსიერებაში მოგონებები ინახება რანდენიმე წამის განმავლობაში, ხოლო
ზოგჯერ 2 წუთამდეც კი. მაგალითად, შეგიძლიათ გაიხსენოთ ვინ აღმოაჩინა იკონიკური
მეხსიერება? რა ერქვათ მკვლევრებს, ვინც დახვეწა მუშაობა ამ მიმართულებით? თუ
შეძელით ამ სახელების გახსენება, ამისათვის გამოიყენეთ მეხსიერების კონტროლის
პროცესები. ატიკინსონ-შიფრინის მოდელის მიხედვით, ხანმოკლე საცავი იმაზე მეტ
ფუნქციას ასრულებს, ვიდრე რამდენიმე ელემენტის შენახვაა. მას ასევე გაჩნია გარკვეული
კონტროლის პროცესები, რომლებიც არეგულირებენ ინფორმაციის შეტანა/ამოტანის
პროცესს ხანგრძლივი მეხსიერების საცავიდან, სადაც ინფორმაცია უფრო ხანგრძლივი
დროით ინახება. ჩვეულებრივ, ხანმოკლე მეხსიერებაში ინფორმაცია ჩერდება 30 წამამდე,
24
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

მანამ სანამ გამეორების გზით არ მოხდება მისი შენახვა. ინფორმაცია უფრო ინახება
აკუსტიკურად (ისე, როგორც ჟღერს), ვიდრე ვიზუალურად (ისე, როგორც გამოიყურება).
რამდენ ელემენტს იტევს ხანმოკლე მეხსიერება ერთ მიწოდებაზე? ზოგადად, ჩვენი
უშუალო (ხანმოკლე) მეხსიერების მოცულობა სხვადასხვა ტიპის ელემენტების
შემთხვევაში დაახლოებით 7 ელემენტი პლიუს ან მინუს 2-ა (Miller, 1956). ელემენტი
შეიძლება იყოს მარტივი, მაგალითად ციფრი, ან რთული, მაგალითად სიტყვა. თუკი ჩვენ
გავაერთიანებთ, მაგალითად, 20 ასოს ან ციფრის რიგს 7 აზრიან ჯგუფში, ჩვენ შევძლებთ
მათ დამახსოვრებას. თუმცა 20 ელემენტის დამახსოვრება და უშუალოდ გამეორება ჩვენ
არ შეგვიძლია. მაგალითად უმეტეს ჩვენთაგანს არ შეუძლია შეინარჩუნოს ხანმოკლე
მეხსიერებაში 21 ციფრიანი მწკრივი 101001000100001000100. მაგრამ, თუ გავაერთიანებთ
ამ ციფრებს უფრო დიდ ერთეულებში როგორიცაა 10, 100, 1,000, 10,000, 1,000, and 100,
შესაძლოა მარტივად მოვახერხოთ ამ 21 ციფრის, როგორც 6 ელემენტის რეპროდუქცია
(Miller, 1956). არის სხვა ფაქტორები, რომლებიც ახდენს გავლენას მეხსიერებაში დროებით
შენახული ინფორმაციის მოცულობაზე. მაგალითად, თითოეული ელემენტის უშუალო
გამეორების დროს ჩვენს მიერ წაროთქმული მარცვლების რაოდენობა გავლენას ახდენს
იმაზე, თუ რამდენ ელემენტს გავიხსენებთ. რაც მეტ მარცვალს შეიცავს ელემენტი, მით
ნაკლებ ელემენტს აღვადგენთ (Hulme et al., 2006). გარდა ამისა, ნებისმიერი სახის
ინტერფერენცია ან დაყოვნება, გამოიწვევს 7 ელემენტიდან 3-ის ამოვარდნას. ზოგადად,
მოცულობის ზღვარი შესაძლოა უფრო უახლოვდება სამიდან ხუთ ელემენტს, ვიდრე
შვიდს. (Cowan, 2001). კვლევების უმრავლესობაში, ხანმოკლე მეხსიერების მოცულობის
შესამოწმებლად გამოიყენებოდა ვერბალური სტიმულები. მაგრამ ადამიანები ხანმოკლე
მეხსიერებაში ვიზუალურ სტიმულებსაც ინახავენ. მაგალითად, მათ შეიძლება შეინახონ
ინფორმაცია ფორმების, ფერების და ორიენტაციის შესახებ. როგორია ხანმოკლე
მეხსიერების მოცულობა ვიზუალური სტიმულების შემთხვევაში?
მკვლევრების ჯგუფმა გადაწყვიტა შეესწავლათ ხანმოკლე მეხსიერების მოცულობა
ვიზუალური ინფორმაციის შემთხვევაში. (Luck & Vogel, 1997; Vogel, Woodman, & Luck, 2001).
ცდის პირებს უჩვენებდნენ ორ ეკრანს ერთი მეორეს მიყოლებით. ცდის პირს
მიეწოდებოდა 3 სახის სტიმულები: ფერადი კვადრატები, სხვადასხვა დახრილობის შავი
25
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

ხაზები და სხვადასხვა დახრილობის ფერადი ხაზები. ამრიგად, მესამე სახის სტიმული


აერთიანებდა პირველი ორი სტიმულის მახასიათებლებს. სტიმულები ორივე ეკრანზე
ერთნაირი იყო. მაგალითად, თუ პირველ ეკრანზე წარდგენილი იყო ფერადი კვადრატები,
იგივე იყო წარდგენილი მეორეზეც. ეკრანებზე წარდგენილი მასალა შესაძლოა ყოფილიყო
იდენტური ან განსხვავებული. ეკრანებზე განსხვავება შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ერთ
მახასიათებელში. ცდის პირებს მოეთხოვებოდათ მიეთითებინათ ეკანებზე მიწოდებული
სტიმულების იდენტურობა თუ სხვაობა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ცდის პირებს
შეეძლოთ მხოლოდ ოთხი ელემენტის შენარჩუნება, რაც ადასტურებდა კოვანის შედეგებს
(Cowan, 2001). იგივე შედეგები მიღებულ იქნა მაშინაც, როცა ხდებოდა ინდივიდუალური
მახასიათებლის ცვლილება (მაგ., ფერადი კვადრატები, სხვადასხვა ორიენტაციის შავი
ხაზები) ან მახასიათებლების წყვილების ცვლილება (განსხვავებული ორიენტაციის
ფერადი ხაზები). ამრიგად, როგორც ჩანს, შენახვა დამოკიდებულია ობიექტების
რაოდენობაზე და არა მახასიათებლების რაოდენობაზე.
ამ კვლევას ჰქონდა შესაძლო ნაკლი (მაგ. სხვა გავლენის მქონე ფაქტორები,
რომელთა განცალკევება დამოუკიდებელი ცვალდისგან ადვილი არ არის). სხვადასხვა
ორიენტაციის ფერადი ხაზების შემთხვევაში, დამატებითი მახასიათებლის მქონე
სტიმულს ჰქონდა იგივე სივრცითი ორიენტაცია, რაც საწყის სტიმულს. ამდენად,
ორიენტაცია და ფერი ერთი და იგივე ობიექტთან მიმართებაში წარმოდგენილი იყო
ეკრანის ერთი და იგივე ადგილას. შემდგომ კვლევაში სცადეს სივრცეში ლოკალიზების
ფაქტორის გამოცალკევება ობიექტების რაოდენობისგან (Lee & Chun, 2001). ამ კვლევაში
ხაზები და კვადრატები შესაძლოა ყოფილიყო ეკრანის ერთნაირ ადგილას, ან ჰქონოდა
განსხვავებული მდებარეობა. შესაბამისად, თუ მდებარეობა ემთხვეოდა ორივე ეკრანზე,
ანუ სტიმულები გადაფარავდა ერთმანეთს, ამ შემთხვევაში, ობიექტი და ლოკალიზაცია
გამოცალკევებული იყო. ამ კვლევის მეშვეობით შესაძლებელი გახდა იმის განსაზღვრა,
თუ რას იმახსოვრებს ადამიანი - ოთხ ობიექტს, თუ მათ ოთხ სივრცით მდებარეობას.
შედეგები პირველი კვლევის ანალოგიური იყო. ცდის პირებს კვლავ შეეძლოთ მხოლოდ 4
ობიექტის დამახსოვრება, მიუხედავად იმისა, თუ რა მდებარეობა ჰქონდა ობიექტს

26
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

სივრცეში. შესაბამისად, ცდის პირები იმახსოვრებდნენ ობიექტებს და არა მათ


მდებარეობებს.
შემდგომ, ამერიკული ჟესტების ენის გამოყენებით, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ჟესტით
წარმოდგენილი ასოების შემთხვევაში ადამიანს შეუძლია უშუალოდ 4 ასეთი ასოს
გახსენება. ეს აღმოჩენა ადასტურებს წინა კვლევების შედეგებს და მნიშვნელოვანია,
რადგან ამ შემთხვევაშიც სტიმულები ვიზუალური ხასიათისაა ( Bavelier et al.,2006; Wilson
& Emmorey, 2006).

ხანგრძლივი მეხსიერება

ყოველდღიურ ქცევაში ჩვენ მუდმივად ვიყენებთ ხანმოკლე მეხსიერებას. თუმცა


უმეტეს შემთხვავაში, როცა ვსაუბრობთ მეხსიერებაზე, ვგულისხმობთ ხანგრძლივ
მეხსიერებას. აქ ჩვენ ვინახავთ მოგონებებს, რომლებიც რჩება ჩვენთან დიდი ხნის
მანძლიზე, შესაძლოა განუსაზღვრელი დროით. ყოველი ჩვენთაგანი ძლიერადაა
დამოკიდებული საკუთარ ხანგრძლივ მეხსიერებზე. მასში ინახება ინფორმაცია,
რომელსაც ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში - ადამიანების სახელებს, სად ვინახავთ
ნივთებს, რა გეგმები გვაქვს მომდევნო დღეებში და ა.შ რამდენის შენახვა შეუძლია
ხანგრძლივ მეხსიერებას? რამდენი ხნით ინახება მასში ინფორმაცია? მოცულობის შესახებ
კითხვაზე პასუხი მარტივია - ჩვენ არ ვიცით. არც ის ვიცით, როგორ შეიძლება გავიგოთ.
ჩვენ შეგვიძლია დავგეგმოთ ექსპერიმენტები, ხანმოკლე მეხსიერების მოცულობის
გამოკვლევის მიზნით, მაგრამ არ ვიცით როგორ გავიგოთ ხანგრძლივი მეხსიერების
საზღვრები და შესაბამისად, ვნახოთ რა მოცულობა აქვს. ზოგიერთი თეორეტიკოსი
ვარაუდობს, რომ ხანგრძლივი მეხსიერების მოცულობა განუსაზღვრელია, უკიდურეს
შემთხვევაში პრაქტიკული თვალსაზრისით (Bahrick, 2000; Brady, 2008). გამოდის, რომ
კითხვაზე, რამდენი ინფორმაციის შენახვა შეუძლია ხანგრძლივ მეხსიერებას, პასუხის
გაცემა შეუძლებელია. დღეს, ჩვენ არ გვაქვს მონაცემები მისი მოცულობის ან ინფორმაციის
შენახვის დროის შესახებ.

27
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

რა ინახება თავის ტვინში? უალდერ პენფილდი ცდილობდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას


ნეიროქირურგიული ოპერაციების შედეგად ზოგადი ანესთეზიის გარეშე, ეპილეფსიის
მქონე პაციენტებში. ელექტრული სტიმულირების გზით ის ახდენდა პაციენტების
ეპილეფსიური კერების განსაზღვრას თავის ტვინის ქერქში. ფაქტობრივად ეს კვლევები
გადამწყვეტი იყო თავის ტვინის სენსორული და მოტორული ქერქის რუკების შექმნაში,
რაც აღწერილია მე-2 თავში. ასეთი სტიმულაციის დროს პენფილდმა (Penfield, 1955, 1969)
აღმოაჩინა, რომ პაციენტები ზოგჯერ ვერ ახერხებდნენ ბავშვობის პერიოდთან
დაკავშირებული მოგონებების გახსენებას. ეს მოგონებები შესაძლოა არ გავიხსენოთ
მრავალი წლის მანძილზე (მიაქციეთ ყურადღება, პაციენტებს სთხოვდნენ გაიხსენონ
ბავშვობის პერიოდში მომხდარი მოვლენები და არა ფაქტები, როგორიცაა მაგ., ამერიკის
პრეზიდენტების სახელები). ამ მონაცემების საფუძველზე პენფილდმა ივარაუდა, რომ
ხანგრძლივი მეხსიერების საცავი შესაძლოა მუდმივია. ზოგიერთი მკვლევარი არ
ეთანხმება პენფილდის ინტერპრეტაციას (e.g., Loftus & Loftus,1980). მაგალითად, ისინი
აღნიშნავენ, რომ მეხსიერების შესახებ პენფილდის მონაცემები მცირერიცხოვანია მის მიერ
გაკეთებულ ასობით ასეთი ოპერაციასთან შედარებით. გარდა ამისა, არ შეიძლება ვიყოთ
დარწმუნებული, რომ პაციენტები ნამდვილად იხსენებდნენ ამ მოვლენებს; შესაძლოა
ისინი იგონებდნენ მათ. სხვა მკვლევრებმა ემპირიული ტექნიკების გამოყენებით, მიიღეს
ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემები. ზოგი მკვლევარი ამოწმებდა ცდის პირების
მეხსიერებას მათი თანაკლასელების სახელებისა და ფოტოსურათების მეშვეობით (Bahrick,
Bahrick, & Wittlinger, 1975). 25 წლის შემდეგაც ამ ინფორმაციის დავიწყება უმნიშვნელო
იყო. ცდის პირები ცნობდნენ თანაკლასელების სახელებს. ცნობის მეხსიერების
მაჩვენებელი სკოლის დამთავრების სურათებისა და სახელების დაწყვილების მხრივ
საკმაოდ მაღალი იყო. როგორც მოსალოდნელია, სახელების ფოტოებთან შეწყვილებისას
ცნობის მეხსიერება მაღალი იყო. ტერმინი „პერმანენტული შენახვა“ შეესაბამება
ინფორმაციის შენახვას ძალიან დიდი ხნის მანძილზე, მაგ., როგორიცაა უცხო ენის ცოდნა
(Bahrick, 1984a, 1984b; Bahrick et al., 1993) და მათემატიკა (Bahrick & Hall, 1991).
შმიდტი და მისი კოლეგები (2000) შეისწავლიდნენ პერამანენტული შენახვის (permastore)
ეფექტს ბავშვობის დროინდელი მისამართის ახლომდებარე ქუჩების სახელების
28
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

გახსენების გზით. მართლაც, როდესაც ავტორი დაბრუნდა თავისი ბავშვობის სახლში 40


წლის შემდეგ, მას ზუსტად ახსოვდა მიმდებარე ქუჩების სახელები. ეს მონაცემები
მიუთითებს იმაზე, რომ პერამანენტული შენახვის ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს იმ
ინფორმაციის შემთხვევაშიც, რომელსაც აქტიურად არ დაისწავლით. ზოგიერთი
მკვლევრის ვარაუდით, პერამანენტული შენახვის ეფექტი მეხსიერების ცალკე სისტემაა.
სხვები, მაგალითად, ნაისერი (Neiser, 1999), ამტკიცებენ რომ ხანგრძლივი მეხსიერება
ემსახურება ორივეს. დღემდე ეს საკითხი არ გადაწყვეტილა. ყოველ შემთხვევაში,
ხანგრძლივი მეხსიერების მოცულობის გამოკვლევამ უბიძგა მკვლევრებს,
ინსტრუქტორებს და მასწავლებელებს შეიმუშაონ ახალი მეთოდები დასასწავლი მასალის
ეფექტური ათვისების მიზნით. მოსწავლეებს აქვთ მეხსიერების უზარმაზარი მოცულობა
და იდეალურ შემთხვევაში, მათ უნდა დაამთავრონ სკოლა კრიტიკული აზროვნების
განვითარებული უნარით და ასევე, ცოდნის კარგი საფუძვლით. უკანასკნელ პერიოდამდე
მუდმივად წარმოებს ახალი მამოტივირებელი ტექნიკების გამოგონება, ონ-ლაინ
კითხვარების შედგენა, რომ მოსაწავლეებს შეეძლოთ შეამოწმონ თავიანთი ცოდნა ან
სპეციალური ღილაკების გამოყენება, რომ მოსწავლეს შეეძლოს მასწავლებელთან
კომპიუტერის საშუალებით, უპასუხოს არჩევითპასუხიან ტესტებს გაკვეთილის დროს და
უკუკავშირი მიაწოდოს მასწავლებელს (Miller, 2009).

გადამუშავების დონეების მოდელი

სამსაცავიანი მოდელისაგან რადიკალურად განსხვავედება გადამუშავების


დონეების მეხსიერების მოდელი, რომლის მიხედვით მეხსიერება არ შეიცავს ცალკეულ
საცავებს, არამედ განსხვავდება ელემენტების კოდირების სიღრმით (Craik & Lockhart,
1972, 2008). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თეორიულად, არსებობს გადამუშავების
განუსაზღვრელი რაოდენობის დონე, სადაც ხდება ელემენტების კოდირება - ან,
შესაბამისად, დასასწავლი მასალის სხვადასხვა სიღრმით გააზრება. დონეებს შორის არ
არსებობს მკაფიო საზღვრები. ეს მოდელი ყურადღებას ამახვილებს გადამუშავებაზე,
29
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

როგორც საცავში შენახვისთვის გადამწყვეტ პროცესზე. დონე, რომელშიც ინახება


ინფორმაცია, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოხდა ინფორმაციის
კოდირება. უფრო მეტიც, რაც უფრო ღრმა დონეზეა გადამუშავებული ინფორმაცია, მით
უფრო დიდია მისი გახსენების ალბათობა (Craik & Brown, 2000). რიგი ექსპერიმენტების
შედეგები ადასტურებს დონეებზე გადამუშავების მოდელს (Craik & Tulving, 1975). ცდის
პირებს აძლევდნენ სიტყვების ჩამონათვალს. თითოეულ სიტყვას წინ უძღვოდა შეკითხვა.
კითხვები ისე იყო შერჩეული, რომ გამოეწვიათ ელემენტების გადამუშავება სამ
სხვადასხვა დონეზე. პროგრესული თანმიმდევრობით ეს იყო ფიზიკური, ფონოლოგიური
და სემატიკური დონეები. სიტყვებისა და კითხვების ნიმუშები მოცემულია მე-5.2
ცხრილში. კვლევის შედეგებიდან ცხადია, რომ რაც უფრო ღრმა იყო შეკითხვით
გამოწვეული გადამუშავების დონე, მით უფრო მაღალი იყო გახსენების მაჩვენებელი.
იგივე შედეგები მიღებულ იქნა მკვლევრების დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ რუსეთში
(Zinchenko,1962, 1981). გადამუშავების დონეების მოდელი შეიძლება გამოყენებულ იქნას
არავერბალურ სტიმულებთან მიმართებაშიც. მელინდა ბიორგესი და ჯორჯ უივერი
Melinda Burgess and George Weaver (2003) ცდის პირებს უჩვენებდნენ ფოტოსურათებს
სახეების გამოსახულებით და უსვამდნენ შეკითხვებს ფოტოზე გამოსახული ადამიანების
შესახებ, ინფორმაციის ღრმა ან ზედაპირულ გადამუშავების აღძვრის მიზნით. სახეებს,
რომლებიც ღრმა დონეზე გადამუშავდებოდა, უკეთ ცნობდნენ შემდეგ ტესტში, ვიდრე იმ
სახეებს, რომლებიც უფრო ზედაპირულ დონეზე იყო გადამუშავებული. გადამუშავების
დონეების (ანუ გადამუშავების სიღრმის) უპირატესობები ვლინდება სხვადასხვა
პოპულაციაში, მათ შორის შიზოფრენიის მქონე ადამიანებში. შიზოფრენიის მქონე
ინდივიდებს ხშირად აღენიშნებათ მეხსიერების დარღვევები, ვინაიდან ისინი არ
ამუშავებენ სიტყვებს სემანტიკურ დონეზე. ღრმა გადამუშავება ეხმარება მათ მეხსიერების
გაუმჯობესებაში (Ragland et al.,2003).
დამახსოვრებული ინფორმაციის გახსენების კიდევ უფრო ეფექტური გზა არის
საკუთარ თავთან მისადაგების, თვით-რეფერენციის ეფექტი (self-reference effect).
(Rogers, Kuiper, & Kirker, 1977). ამ დროს, ცდის პირები ამჟღავნებენ გახსენების ძალიან
მაღალ მაჩვენებლს მაშინ, როცა მათ სთხოვენ საკუთარ თავს მიუსადაგონ ის სიტყვები,
30
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

რომლებიც მათ ყველაზე უკეთ აღწერს. იმ სიტყვების შემთხვევაშიც კი, რომლებსაც ცდის
პირები აფასებდნენ როგორც საკუთარ თავთან შეუსაბამოს, გახსენების მაჩვენებელი
ძალიან მაღალი იყო. გახსენების მაღალი მაჩვენებელი იმის შეფასების შედეგი იყო, თუ
რამდენად აღწერდა ყოველი სიტყვა კონკრეტულ ცდის პირს. აღდგენის უმაღლესი
მაჩვენებელი ვლინდება იმ სიტყვების შემთხვევაში, რომლებსაც ადამიანები მიიჩნევენ
საკუთარი თავის აღმწერ სიტყვებად. მსგავსი ეფექტი აღმოაჩინეს სხვა მკვლევრებმაც
(e.g., Bower & Gilligan, 1979; Reeder, McCormick, & Esselman, 1987). ობიექტების უკეთ
დამახსოვრება ხდება, მაგალითად, მაშინ, როდესაც ისინი ცდის პირების კუთვნილებაა
(Cunninghamet al., 2008). ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ საკუთარ თავთან
მისადაგების ეფექტი განსხვავებულია ფენომენია, თუმცა სხვები ფიქრობენ, რომ ეს
ეფექტი კარგად აიხსნება გადამუშავებს დონეებით ან მეხსიერების სხვა პროცესებით (e.g.,
Mills, 1983). კერძოდ, თითოეულ ჩვენთაგანს გამომუშავებული აქვს საკუთარი თავის
სქემა. ეს სქემა პირადი გამოცდილების, საკუთარი თვისებების და საკუთარი თავის
შესახებ შინაგანი ნიშნების ორგანიზებული სისტემაა. ამრიგად, ჩვენ შეგვიძლია საკუთარ
თავთან დაკავშირებული ინფორმაციის მრავალმხრივი და ეფექტური კოდირება. საკუთარ
თავთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამუშავება გაცილებით უფრო ეფექტურია,
ვიდრე სხვა საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციისა (Bellezza, 1984, 1992).
მიუხედავად მრავალი მონაცემისა, გადამუშავების დონეების მოდელს აკრიტიკებენ.
ზოგიერთი მკვლევრის მოსაზრებით, კონკრეტული დონეების განსაზღვრება
არასრულყოფილია. ამ თვალსაზრისით, გადამუშავების დონის სიღრმე განისაზღვრება
ინფორმაციის შენახვისა და გახსენების ხარისხით. მაგრამ ამავე დროს, ინფორმაცია
იმიტომ არის შენახული უკეთ, რომ ინფორმაციის გადამუშავება მოხდა ღრმა დონეზე.
გარდა ამისა, ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს შენახვის პარადოქსს. მაგალითად,
ზოგიერთ შემთხვევაში დამახსოვრების ისეთი სტრატეგია, როგორიცაა გარითმვა, იძლევა
უკეთეს შედეგს, ვიდრე იგივე მასალის სემანტიკური გადამუშავება. ეს იმას ნიშნავს, რომ
ყურადღების გამახვილება ბგერებზე და არა შინაარსზე, ინფორმაციის უკეთეს შენახვას
იწვევს, ვიდრე შინაარსის გამეორება. ახლა კი წარმოიდგინეთ ორი სიტუაცია- ერთში
ცდის პირები ახდენენ ინფორმაციის აკუსტიკურ კოდირებას (გარითმვის მეთოდი) და
31
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

ინფორმაციის აღდგენა ემყარება ასევე აკუსტიკურ ნიშანს. ხოლო მეორეში, ცდის პირების
მიერ ინფორმციის კოდირებაც და ამოტანაც ხდება სემანტიკურად. მაგალითად, ცდის
პირებს მიეწოდება სიტყვა და სთხოვენ განსაზღვრონ თუ ერითმება ეს სიტყვა სხვა
სიტყვას (აკუსტიკური კოდირება). სემანტიკური კოდირებისათვის ცდის პირებს
ეკითხებიან რა კატეგორიას მიეკუთვნება მიწოდებული სიტყვა ან რამდენად მოერგება ის
მიწოდებულ წინადადებას. სემანტიკური აღდგენის შემთხვევაში ცდის პირები უკეთესად
ასრულებდნენ დავალებას, ვიდრე აკუსტიკური ნიშნით გახსენების შემთხვევაში (Fisher &
Craik, 1977).
ცხრილი 5.2 გადამუშავების დონეების მოდელი

ფერგიუს კრეიკის და ენდელ ტულვინგის მიერ შემოტანილი გადამუშავების დონეებს შორის არია ფიზიკური, ფონოლოგიური, და
სემანტიკური დონეები
გადამუშავების დონე გადამუშავების საფუძველი მაგალითი
ფიზიკური ასოების აშკარა ვიზუალური მახასიათებლები სიტყვა:TABLE
კითხვა: ეს სიტყვა დაწერილია დიდი ასოებით?
ფონოლოგიური ბგერების კომბინაცია (რითმი) სიტყვა: CAT
კითხვა: ერითმება ეს სიტყვა და სიტყვა “MAT”?
სემანტიკური სიტყვის მნიშვნელობა სიტყვა: DAFFODIL
კითხვა: აღნიშნავს ეს სიტყვა მცენარის სახეობას?

აღნიშნული გარემოებებისა და ურთიერთგამომრიცხავი აღმოჩენების გავლენით მოხდა


გადამუშავების დონეების მოდელის გადახედვა. კოდირების დონეების თანმიმდევრობა
შესაძლოა არც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც ფიქრობდნენ მანამდე. შესაძლოა უფრო
მნიშვნელოვანია სხვა ორი ცვლადი: ის, თუ როგორ და რა გზით ხდება კოდირებული
ელემენტის გადამუშავება (ფონოლოგიურად, თუ სემანტიკურად) და თუ რა გზით
მოხდება მისი ამოტანა მოგვიანებით. რაც უფრო მიესადაგება კოდირებისათვის საჭირო
გადამუშავების ტიპი აღდგენისათვის საჭირო დავალების ტიპს, მით უფრო უკეთესია
გახსენების/აღდგენის შედეგები (Morris, Bransford, & Franks, 1977). უფრო მეტიც,
აღმოჩნდა, რომ ინფორმაციის კოდირების ორნაირი სტრატეგია არსებობს. პირველი სახის
სტრატეგიაა ელემენტის შიგნით გადამუშავება. ამ შემთხვევაში ხდება ცალკეული
ელემენტის გადამუშავება (მაგალითად სიტყვის ან ფაქტის) მისი მახასიათებლების
32
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

მიხედვით, მათ შორის სხვადასხვა დონეზე (ფიზიკური, ფონოლოგიური და ა.შ. ). მეორე


სახის სტრატეგიაა ელემენტებს შორის გადამუშავება. ამ შემთხვევაში ხდება ელემენტების
სხვადასხვა მახასიათებლების კოდირება მეხსიერებაში არსებული ელემენტების
მახასიათებლებთან შედარებით (კვლავ სხვადასხვა დონეზე). ამრიგად, წარმოიდგინეთ,
გსურთ დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად დაიმახსოვრეთ გარკვეული ინფორმაცია. ამ
ინფორმაციის გადამუშავება შეგიძლიათ სხვადასხვა დონეზე აღნიშნული ორი
სტრატეგიის გამოყენებით.

ინტეგრაციული მოდელი: მუშა მეხსიერება


მუშა მეხსიერების მოდელი დღეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ მიღებული და
გამოყენებადი მოდელია. ის ფსიქოლოგები, ვინც ეყრდნობა ამ მოდელს, ხანმოკლე და
ხანგრძლივ მეხსიერებას განიხილავენ განსხვავებულ პერსპექტივაში (e.g., Baddeley, 2007,
2009; Unsworth, 2009). ცხრილი 5.3 გვიჩვენებს განსხვავებას ატკინსონ-შიფრინის
მოდელსა და ალტერნატიულ შეხედულებებს შორის. მიაქციეთ ყურადღება, თუ რა
სხვაობაა მეხსიერების კომპონენტების დასახელებაში სემანტიკური თვალსაზრისით, რა
სხვაობაა მეტაფორული რეპრეზენტაციის დონეზე და რით განსხვავდება ამ ორი
შეხედულების ცენტრალური ფოკუსი. ალტერნატიული შეხედულების ძირითადი
მახასიათებელია მუშა მეხსიერების როლი. მუშა მეხსიერება მანიპულირებს ხანგრძლივი
მეხსიერებიდან უშუალოდ აქტივირებული, ცნობიერი ინფორმაციით. ამ დროს ხდება ამ
აქტივირებული ელემენტების მეხსიერების დროებით საცავში შეტანა და გამოტანა
(Dosher, 2003).

Table 5.3 ტრადიციული და არატრადიციული შეხედულებები მეხსიერებაზე

მას შემდეგ რაც რიჩრდ ატკინსონმა და რიჩრდ შიფრინმა პირველად შემოიტანეს მეხსიერების სამსაცავიანი
მოდელი (რომელიც შეიძლება განვიხილოთ როგორც ტრადიციული შეხედულება) შემუშავებულ იქნა
მეხსიერების მრავალი სხვა მედელი

ტრადიციული სამსაცავიანი შეხედულება ალტერნატიული შეხედულება

ტერმინოლოგია: მუშა მეხსიერება არის ხანმოკლე მუშა მეხსიერება (აქტიური მეხსიერება) არის

33
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

მეხსიერების მეხსიერების კიდევ ერთი სახელი ხანგრძლივი მეხსიერების ის ნაწილი,


საცავების რომელიც შეიცავს ცოდნას იმ ფაქტების და
განსაზღვრება პროცედურების შესახებ, რომლებიც ბოლოს
აქტივირებული იყო მეხსიერებაში, მათ
შორის ხანმოკლე მეხსიერებაში.

ხანმოკლე მეხსიერება, მუშა მეხსიერება და


ხანმოკლე მეხსიერება შეიძლება ხანგრძლივი მეხსიერება შეგვიძლია
ურთიერთმიმართებების წარმოდგენილ იქნას როგორც წარმოვიდგინოთ როგორც ერთი ცენტრის
ვიზუალიზაციის ხანგრძლივი მეხსიერებისაგან მქონე გადამფარავი სფეროები. აქედან მუშა
მეტაფორა განსხვავებული, ის შეიძლება
მეხსიერება მოიცავს ხანგრძლივი
წარმოვიდგინოთ როგორც მეხსიერების მხოლოდ ბოლოს
ხანგრძლივი მეხსიერების აქტივირებულ ნაწილს. ხოლო ხანმოკლე
გაგრძელება და მასთან მეხსიერება მოიცავს მუშა მეხსიერების
იერარქიულად დაკავშირებული
მხოლოდ ძალინ მცირე ნაწილს.

ინფორმაცია ინახება ხანგრძლივ


ინფორმაციის ინფორმაცია პირდაპირ გადადის მეხსიერებაში; როდესაც ინფორმაცია
გადატანის მეტაფორა ხანგრძლივი მეხსიერებიდან აქტივირდება, ის გადადის ხანგრძლივი
ხანმოკლე მეხსიერებაში და უკან. მეხსიერების სპეციალურ ნაწილში - მუშა
მაგარამ არასდროს არის მეხსიერებაში, რომელიც აქტიურად შეიტანს
წამოდგენილი ორივე საცავში და გამოიტანს ინფორმაცის ხანმოკლე
ერთდოულად. მეხსიერებაში.

აქცენტი სხვაობა ხანმოკლე და ხანგრძლივ აქტივაციის როლი მუშა მეხსიერებაში


მეხსიერებას შორის ინფორმაციის გადატანაში და მუშა
მეხსიერების როლი მეხსიერების
პროცესებში

მუშა მეხსიერების კომპონენტები

34
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

ალან ბედლიმ შემოიტანა მეხსიერების ინტეგრაციული მოდელი (see Figure 5.5;Baddeley,


1990a, 1990b, 2007, 2009). ამ მოდელში გაერთიანებული გადამუშავების დონეებისა და
მუშა მეხსიერების მოდელი. ეს ავტორი გადამუშავების დონეებს, ძირითადად,
განიხილავს მუშა მეხსიერების გაფართოების და არა ჩანაცვლების საშუალებად.
თავდაპირველად ბედლიმ შემოგვთავაზა მეხსიერების ხუთკომპონენტიანი მოდელი:
ვიზუალურ-სივრცითი მატრიცა, ფონოლოგიური ყულფი/მარყუჟი, ცენტრალური
აღმასრულებელი, დაქვემდებარებული სისტემები და ეპიზოდური ბუფერი.
პირველი კომპონენტი, ვიზუალურ-სივრცითი მატრიცა, მცირე დროით ინახავს
ვიზუალურ გამოსახულებებს. მეორე კომპონენტში, ფონოლოგიურ მარყუჟში ხდება მცირე
დროით შინაგანი მეტყველების საშუალებით აკუსტიკური გამეორება. ჩვენ ვიყენებთ
ფონოლოგიურ მარყუჟს ყოველდღიური ამოცანების გადაწყვეტისას, მათ შორის, ახალი და
რთული ჟღერადობის სიტყვების გარჩევის და სიტყვებთან დაკავშირებული პრობლემების
გადაწყვეტაში. ფონოლოგიურ მარყუჟს აქვს ორი კრიტიკული კომპონენტი. პირველი -
ფონოლოგიური საცავია, რომელიც ინახავს ინფორმაციას მეხსიერებაში. ხოლო მეორე -
სუბვოკალური გამეორებაა, რომელსაც ვიყენებთ მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის
წინა პლანზე წამოწევისათვის. ამ კომპონენტის როლი კარგად ჩანს შემდეგი
მაგალითიდან. ერთდროულად უწყვეტად იმეორეთ თქვენთვის „ხუთი“ და ამ დროს
სცადეთ დაიმახსოვროთ სიტყვების შემდეგი ჩამონათვალი: ხე, ფანქარი, სოკო, ნათურა,
სათვალე, კომპიუტერი, ხმაური, შოკოლადი, საათი, თოვლი, მდინარე,მოედანი,
მაღაზია.შენიშნეთ რა რთული აღმოჩნდა ამ სიტყვების დამახსოვრება? ახლა ისევ სცადეთ
„ხუთის“ გამეორების გარეშე - ამჯერად გაცილებით იოლია! მაშ რა ხდება, როდესაც
უწყვეტად ვიმეორებთ „ხუთს“? ამ შემთხვევაში სუბვოკალური გამეორება ითრგუნება და
თქვენ ვეღარ იმეორებთ მიწოდებულ სიტყვებს. ამ ფენომენს უწოდებენ არტიკულაციურ
სუპრესიას. არტიკულაციური სუპრესია უფრო გამოხატულია, როდესაც ინფორმაცია
წარმოდგენილია ვიზუალურად და არა ორალურად (მაგალითად სმენით). ფონოლოგიურ
მარყუჟში წარმოდგენილი ინფორმაციის ოდენობა შეზღუდულია. ამრიგად, მოკლე
სიტყვებთან შედარებით, ჩვენ შეგვიძლია უფრო ნაკლები გრძელი სიტყვის დამახსოვრება
(Baddeley, 2000b).
35
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

ცენტრალური აღმასრულებელი

ფონოლოგიური
საცავი
სუბვოკალური გამეორება

ფონოლოგიური ყულფი ეპიზოდური ბუფერი ვიზუალურ- სივრცითი საცავი

ვერბალური ინფორმაცია ხანგრძლივი მეხსიერება ვიზუალური ინფორმაცია

სურათი 5.5 მუშა მეხსიერება


მუშა მეხსიერების კომპონენტებია: ვიზუალურ-სივრცითი მატრიცა, ფონოლოგიური ყულფი/მარყუჟი,
ცენტრალური აღმასრულებელი, დაქვემდებარებული სისტემები და ეპიზოდური ბუფერი.

ამ მარყუჟის გარეშე აკუსტიკური ინფორმაცია ქრება 2 წამის შემდეგ . მესამე კომპონენტი


არის ცენტრალური აღმასრულებელი, რომელიც კოორდინირებას უწევს ყურადღების
მოქმედებას და განაგებს პასუხებს. ცენტრალური აღმასრულებელი გადამწყვეტია მუშა
მეხსიერებისთვის, რადგან ამ გამშვები მექანიზმის საშუალებით გადაწყდება, რომელი
ინფორმაციის გადამუშავება გაგრძელდეს და როგორ გადამუშავდეს ეს სინფორმაცია.
ცენტრალური აღმასრულებელი წყვეტს რა რესურსები მიაწოდოს მეხსიერებას და როგორ
განახორციელოს ამ რესურსებზე წვდომა. ასევე ეს კომპონენტი ჩართულია გაგებისა და
აზროვნების უმაღლესს ოპერაციებში და ცენტრალურ როლს თამაშობს ადამიანის
ინტელექტში.

კოგნიტური ფსიქოლოგიის გამოკვლევა


გადამუშავების დონეები

36
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

სთხოვეთ მეგობრებს ან თქვენი ოჯახის წევრებს დაგეხმარონ ექსპერიმენტის ჩატარებაში. ცდის


პირების ნახევარს მიეცით ინსტრუქცია დათვალონ თქვენ მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ასოების
რაოდენობა. ხოლო მეორე ნახევარს მიეცით ინსტრუქცია, რომ მოიფიქრონ გაგონილ სიტყვებთან
დაკავშირებული სამი სხვა სიტყვა. 5 წამიანი ინტერვალებით ჩამოთვალეთ შემდეგი სიტყვები:
სილამაზე, ოკეანე, კონკურენტი, ცუდი, პატიოსანი, ბედნიერი, სასმელი, არტისტული, უბედური,
გულადი. 5-10 წუთის შემდეგ სთხოვეთ თქვენს მეგობრებს ჩამოწერონ ამ ათი სიტყვიდან რაც
შეიძლება მეტი. საერთო ჯამში, ის ცდის პირები, ვისაც სთხოვეთ სამი დაკავშირებული სიტყვის
მოფიქრება, გაიხსენებენ მეტ სიტყვას, ვიდრე ის ცდის პირები, ვისაც სთხოვეთ ასოების დათვლა
სიტყვებში. ეს არის გადამუშავების დონეების მაგალითი. ის მეგობერები, ვისაც ევალებოდა სამი
დაკავშირებული სიტყვის მოფიქრება, ამუშავებდნენ სიტყვებს უფრო ღრმა დონეზე, ვიდრე ის
მეგობრები, ვინც ითვლიდა ასოებს. ის სიტყვები, რომლებიც გადამუშავდა უფრო ღრმა დონეზე,
უკეთ დაიმახსოვრეს.

კოგნიტური ფსიქოლოგიის პრაქტიკული გამოყენება


გადამუშავების სტრატეგიები

გადამუშავების სტრატეგიებს აქვს პრაქტიკული გამოყენება: სწავლის დროს თქვენ შესაძლოა დაამთხვიოთ
ერთმანეთს ინფორმაციის კოდირების და ამოტანის საშუალებები.რადგან, რაც უფრო მსგავსია კოდირებისა
და ამოტანის გზები, მით უფრო ეფექტური იქნება ინფორმაციის გახსენება.მაგალითად, თუ სწავლობთ ახალ
ენას და ახლო მომავალში გექნებათ გამოცდა ლექსიკური მარაგის შემოწმებაში, უფრო მეტად ცდილობთ
ყურადღება გაამახვილოთ სიტყვების მნიშვნელობების დამახსოვრებაზე. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდაზე
ესსე უნდა წეროთ, ასევე დაგჭირდებათ წინადადებების სტრუქტურებისა და გრამატიკის ცოდნა. გარდა
ამისა, რაც უფრო დეტალურად და მრავალმხვრივად მოახდენთ მასალის კოდირებას, მით უფრო კარგად
გაიხსენებთ ამ მასალას სხვდასხვა დავალების პირობებში. მასალის უბრალოდ გადახედვა იგივე მეთოდის
გამოყენებით ნაკლებად ეფექტური იქნება, ვიდრე ერთზე მეტი გზით დამახსოვრების მცდელობა. თუ
კონტექსტი, რომელშიც მოგიწევთ დამახსოვრებულის გახსენება, ინფორმაციის ღრმა გაგებას მოითხოვს,
უნდა მოძებნოთ ამ ინფორმაციის ღრმა დონეებზე კოდირების გზები. მაგალითად, როგორიცაა მასალასთან
დაკავშირებული მნიშვნელოვანი კითხვების დასმა.
რა პიროპბებშია გადამუშავება გაძნელებული?

37
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

მეოთხე კომპონენტი დაქვემდებარებული სისტემებია, რომლებიც მნიშვნელოვან როლს


ასრულებენ სხვა კოგნიტური და პერცეპტული ამოცანების შესრულებაში (Baddeley,
1989, p. 36).
მეხუთე კომპონენტი ეპიზოდური ბუფერია. ეპიზოდური ბუფერი შეზღუდული
მოცულობის მქონე სისტემაა, რომელსაც შეუძლია ინფორმაციის გაერთიანება
ფონოლოგიური მარყუჟიდან, ვიზუალურ-სივრცითი მატრიციდან და ასევე, ხანგრძლივი
მეხსიერებიდან ერთიან ეპიზოდურ რეპრეზენტაციაში. ამ კომპონენტში ინფორმაცია
ინტეგრირდება მუშა მეხსიერების სხვადასხვა ნაწილებიდან - ვიზუალურ-სივრცითი და
ფონოლოგიური კომპონენტებიდან ისე, რომ აზრიანი ხდება ჩვენთვის. კომპონენტების
ასეთი ურთიერთქმედება, საშუალებას გვაძლევს გადავწყვიტოთ პრობლემები და
გადავაფასოთ წინა გამოცდილება განახლებული ცოდნის საფუძველზე. მაშინ, როცა
სამსაცავიანი მოდელი ყურადღებას ამახვილებს შენახული ინფორმაციის სტრუქტურულ
აგებულებაზე (ანუ აქვს შედარებით პასიური ამოცანა), მუშა მეხსიერების მოდელში
ყურადღება გამახვილებულია მუშა მეხსიერების ფუნქციურ დატვირთვაზე მეხსიერების
პროცესების მართვაში. ეს პროცესები მოიცავს ინფორმაციის კოდირებას და ინტეგრაციას.
ამის მაგალითებია ვიზუალური და აკუსტიკური ინფორმაციის კროსმოდალური
ინტეგრაცია, ორგანიზება აზრიან ჯგუფებად (ულუფებად) და ახალი ინფორმაციის
დაკავშირება უკვე ხანგრძლივ მეხსიერებაში არსებული ცოდნის რეპრეზენტაციებთან.
ჩვენ შეგვიძლია ამ ორი მიდგომის განსხვავებული ფოკუსის მეტაფორების სახით
ჩამოყალიბება. მაგალითად, შეგვიძლია სამსაცავიანი მოდელი საწყობს შევადაროთ,
რომელშიც ინფორმაცია პასიურად ინახება. სენსორული საცავი მუშაობს როგორც
ტვირთის მიმღები ნავსადგური. ხანმოკლე მეხსიერების საცავი კი არის ამ ნავსადგურის
მიმდებარე ტერიტორია. აქ ინფორმაცია ინახება დროებით, სანამ მას არ გადაიტანენ
საწყობში (ხანგრძლივ საცავში). მუშა მეხსიერების მოდელი შეიძლება შევადაროთ
მულტიმედიის მწარმოებელ სტუდიას. ის უწყვეტად აწარმოებს და მანიპულირებას
ახდენს გამოსახულებებით და ხმებით. გარდა ამისა, ახდენს ნანახის და გაგონილის
კოორდინირებას და ინტეგრაციას აზრიან ჯგუფებად. როგორც კი მოხდება
გამოსახულებების, აკუსტიკური და სხვა ტიპის ინფორმაციის შენახვა, შესაძლებელია
38
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

მათი ახლებური გზით თავიდან ფორმატირება და რეინტეგრაცია, ახალი მოთხოვნების


გათვალისწინებით, რის შედეგადაც ვიღებთ ახალ ინფორმაციას.

ნეირომეცნიერება და მუშა მეხსიერება


ნეიროფსიქოლოგიური მეთოდები, და განსაკუთრებით კი, თავის ტვინის
ვიზუალიზაციის მეთოდები, შესაძლოა ძალიან სასარგებლო იყოს მეხსიერების ბუნების
გაგებისათვის. მუშა მეხსიერებასა და ხანგრძლივ მეხსიერებას შორის განსხვავების
დამამტკიცებელი მონაცემები მომდინარეობს ნეიროფსიქოლოგიური კვლევების
შედეგებიდან. ამ კვლევების შედეგებიდან საკმარისზე მეტი ემპირიული მონაცემია
მიღებული, რომელიც ადასტურებს ხანმოკლე მეხსიერების ბუფერის არსებობას. ეს
ბუფერი გამოიყენება მნიშვნელოვანი ინფორმაციის დროებით დამახსოვრების მიზნით.
ხანმოკლე მეხსიერების ბუფერი განსხვავდება ხანგრძლივი მეხსიერებისგან, რომელიც
გამოიყენება ინფორმაციის ხანგრძლივი პერიოდით შენახვისათვის. (Rudneret al., 2007;
Squire & Knowlton, 2000). უფრო მეტიც, უახლესი, პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიის
(PET) მეთოდების გამოყენებით ჩატარებული კვლევების შედეგად მკვლევრებმა
აღმოაჩინეს, რომ მუშა მეხსიერების სხვადასხვა ასპექტს აკონტროლებს თავის ტვინის
განსხვავებული უბნები. ფონოლოგიური მარყუჟი, რომელიც ამუშავებს მეტყველებით
გაშუალებულ ინფორმაციას, გულისხმობს მარცხენა ჰემისფეროს შუბლის ლატერალური,
თხემის ქვედა წილის და საფეთქლის უბნების აქტივაციას (Gazzaniga et al., 2009;
Baddeley, 2006). საინტერესოა, რომ ვიზუალურ-სივრცითი მატრიცის შემთხვევაში,
აქტივირდება განსხვავებული უბნები. თუ რა უბნების აქტივირება მოხდება,
დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა დავალების სირთულე და ინფორმაციის
შეჩერების ინტერვალის სიგრძე (Logie & Della Sala, 2005). თუ შეჩერების ინტერვალი
მოკლეა, აქტივირდება მარჯვენა კეფისა და შუბლის წილები, უფრო ხანგრძლივი
შეჩერებისათვის კი თხემისა და მარცხენა შუბლის წილები აქტივირდება (Haxby et al.,
1995). შედარებით ცოტაა ცნობილი ცენტრალური აღმასრულებლის შესახებ.
ცენტრალური აღმასრულებლის ფუნქციების განხორციელება ძირითად უკავშირდება

39
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

შუბლის წილების აქტივაციას (Baddeley, 2006;Roberts, Robbins, & Weiskrantz, 1996).


ბოლოს, ეპიზოდური ბუფერის ოპერაციები გულისხმობს ბილატერალურად შუბლისა და
საფეთქლის წილების ნაწილების, მათ შორის მარცხენა ჰიპოკამპუსის, აქტივირებას
(Rudner et al., 2007).
მუშა მეხსიერების განსხვავებული ასპექტები წამოდგენილია თავის ტვინში, სხვადასხვა
უბნებში. 5.6 სურათზე ნაჩვენებია ეს განსხვავებები.

40
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

ტვინში სხვადასხვა უბნებში. სურათი 5.6 -ზე ნაჩვენებია ეს განსხვავებები.

41
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

მარცხენა ჰემისფერო მარჯვენა ჰემისფერო

დამატებითი მოტორული თხემის უკანა უბნები დამატებითი მოტორული


ქერქი ქერქი

ზედა
თხემი

ბროკას არე

ფონოლოგიური ინფორმაციის შენახვაში მონაწილე უბნები

მარცხენა ჰემისფერო მარჯვენა ჰემისფერო

თხემის უკანა უბნები დამატებითი მოტორული


დამატებითი მოტორული ქერქი
ქერქი
ზედა
თხემი

სუბვოკალურ გამეორებში ჩართული უბნები


მარცხენა ჰემისფერო

ბროკას არე

42
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

სურათი 5.6.თავის ტვინი და მუშა მეხსიერება

თავის ტვინის ქერქის განსხავებული უბნები ჩართულია მუშა მეხსიერების სხვადასხვა ასპექტების
განხორციელებაში. სურათზე ნაჩვენებია ის ასპექტები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია
არტიკულაციის მარყუჟთან, მათ შორის ფონოლოგიური ინფორმაციის შენახვასთან და
სუბვოკალურ გამეორებასთან.

წყარო: ვერბალური მუშა მეხსიერების შენახვასა და გამეორების დისოციაცია: პოზიიტრონ


ემისიური ტომოგრაფიის მონაცემები E. Awh et al (1996), Psychological science, 7, 25-31, Copyright © 1996
by Blackwell, Inc. დაბეჭდილი ნებართვით
.

მუშა მეხსიერების შეფასება

მუშა მეხსიერება შეიძლება გაიზომოს სხვადსახვა სახის დავალებების მეშვეობით


ყველაზე გავრცელებული დავალებები მოცემულია სურათზე 5.7. დავალება (a) არის
შენახვა-გადავადების დავალება. ეს 5.7 სურათზე მოცემული დავალებებიდან ერთ-ერთი
უმარტივესი დავალებაა. ცდაში მონაწილეს უჩვენებენ რაიმე ელემენტს, მოცემულ
შემთხვევაში გეომეტრიულ ფიგურას. (დასწყისში მოცემული „+“ ნიშანია სამიზნე
ელემენტების სერიის დაწყების წინ). შემდეგ მოჰყვება შენახვის ინტერვალი, რომელიც
შეიძლება შევსებული იყოს სხვა დავალებებით, ან ცარიელი, ანუ როდესაც უბრალოდ
გაჰყავთ დრო რაიმე წინასწარ დაგეგმილი ჩარევის გარეშე. ამის შემდეგ, ცდაში მონაწილეს
მიეწოდება სტიმული და მან უნდა თქვას ახალია ეს სტიმული თუ უკვე ნაცნობი.
სურათზე მოცემული სტიმული არის ახალი, ამდენად სწორი პასუხი არის ,,ახალია“.
დავალება (b) დროში ორგანიზებული მუშა მეხსიერების დავალებაა. ცდაში მონაწილეს
მიეწოდება ელემენტების სერიები. რამდენიმე ხნის შემდეგ, თანმიმდევრული
ვარსკვლავებით მიანიშნებენ, რომ მიაწვდიან სამიზნე/სატესტო ელემენტს და ცდაში
მონაწილემ უნდა თქვას ახალია ეს ელემენტი თუ ნაცნობი. ვინაიდან, ,,4“ არის სურათზე
მოცემული ციფრი, რომელიც მანამდე არ მიწოდებულა, სწორი პასუხია ,,ახალი“.

43
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

დავალება
დავალება

სატესტო სატესტო
ელემენტი ელემენ
ტი
გადავადების შუალედი
(შევსებული ან არიელი)

დავალება: დავალება:
ახალია თუ ახალია თუ
ძველი? ძველი?

(a) გადავადების დავალება (b) დროში თანმიმდევრობის მუშა მეხსიერების დავალბა

დროში დროში
თანმიმდევრობის თანმიმდევრობის
დავალება დავალება
ტესტი

დავალება:
რომელი იყო
ბოლო?
იპოვეთ და გაიმეორეთ
n მიწოდების წინ
წარმოდგენილი
სტიმული
(c) დროში თანმიმდევრობის დავალება (d) n უკუჩამოთვლის
დავალება

ციფრების მწკრივის
მიმდინარე მწკრივის
დავალება
დავალება

n უკუჩამოთვლის
დავალება

დავალება: ჩამოთვალეთ
დავალება: ჩამოთვალეთ ბოლო
იგივე თანმიმდევრობით ელემენტებისთანმიმდევრო
კი თუ ბა
არა

(e) მუშა მეხსიერების დროში თანმიმდევრობის დავალება (f) მუშა მეხსიერების დროში თანმიმდევრობის დავალება

სურათი 5.7 მუშა მეხსიერების შესაფასებელი დავალებები. მუშა მეხსიერების შეფასების მიზნით
გამოიყენება სხვადასხვა სახის დავალებები.
წყარო: კოგნიტური მეცნიერების ენციკლოპედია 4, p. 571. Copyright © 2003. დაბეჭდილია B. Dosher-ის ნებართვით

44
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

დავალება (c) დროში თანმიმდევრობის დავალება. ცდაში მონაწილეს მიეწოდება


ელემენტების სერიები. შემდეგ ვარსკვლავებით მიანიშნებენ, რომ მოხდება
სამიზნე/სატესტო ელემენტის მიწოდება. სატესტო ელემენტებია 3 და 7, რომლებიც უკვე
ფიგურირებდა წინა მიწოდების სერიაში. ცდაში მონაწილეს მოეთხოვება განსაზღვროს
რომელი ციფრი - 3 თუ 7 მიეწოდებოდა ბოლოს. სწორი პასუხია 7, რადგან ელემენტების
სერიაში 7 მოსდევდა 3-ს.
დავალება (d) n უკუჩამოთვლის დავალებაა (n-back). ცდაში მონაწილეს მიეწოდება
სტიმულები. გარკვეულ მომენტში, მას სთხოვენ აღადგინოს სტიმული, რომელიც
წამოდგენილი იყო n მიწოდებების წინ. მაგალითად, შესაძლოა ცდაში მონაწილეს
სთხოვონ აღადგინოს ბოლოს წინა მიწოდების სტიმული, სულაც მანამდე მიწოდებული
(როგორც 6-ის შემთხვევაში), ან უნდა გაიხსენოს 2 მიწოდების წინ რა სტიმული დაინახა
(როგორც 7-ის შემთხვევაში).

დავალება (e) არის დროში თანმიმდევრობის მუშა მეხსიერების დავალება. ამ დავალებას


ასევე შეგვიძლია ვუწოდოთ უბრალოდ ციფრების თანმიმდევრობით ჩამოთვლის
დავალება (იმ შემთხვევაში თუ ვიყენებთ ციფრებს). ცდაში მონაწილეს მიეწოდება
სტიმულების სერია. შემდეგ კი სთხოვენ ჩამოთვალოს სტიმულები იგივე
თანმიმდერობით. ამ დავალების ერთ- ერთი ვარიანტია, როდესაც ცდის პირს სთხოვენ
გაიმეოროს იგივე სტიმულები უკუთანმიმდევრობით (დაიწყოს ბოლოდან და
დაასრულოს პირველით) და ბოლოს, დავალება (f) ასევე არის დროში თანმიმდევრობის
მუშა მეხსიერების დავალება. ცდაში მონაწილეს მიეწოდება არითმეტიკული
მაგალითების სერია. თითოეული მაგალითის შემთხვევაში მან უნდა განსაზღვროს
სწორია თუ არა ჯამის ან სხვაობის პასუხი. ბოლოს კი უნდა ჩამოთვალოს თითოეული
მაგალითის პასუხები ზუსტი თანმიმდევრობით.
5.7-სურათზე აღწერილი თითოეული დავალება საშუალებას იძლევა შევამოწმოთ რა
რაოდენობის ინფორმაციით შეუძლია ჩვენს მეხსიერებას მანიპულირება. ხშირად ეს
დავალებები გამოიყენება წყვილში სხვა დავალებასთან (რომელსაც შესაბამისად მეორად
დავალებას უწოდებენ) რის შედეგადაც, მკვლევრებს შეუძლიათ მეტი გაიგონ

45
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

ცენტრალური აღმასრულებლის შესახებ. ცენტრალური აღმასრულებელი


პასუხისმგებელია დავალების შესრულების პროცესში ყურადღებისა და სხვა რესურსების
განაწილებაზე. ცდის პირებისათვის ერთდროულად ერთზე მეტი ამოცანის მიწოდების
საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ თუ როგორ ხდება ფსიქიკური რესურსების
განაწილება.(Baudouin et al., 2006; D’Amico & Guarnera, 2005). დავალება, რომელიც
ხშირად წყვილში გამოიყენება, სურათ 5.7-ში აღწერილ დავალებებთან ერთად არის
ჩამოთვლილი. ამ დავალებაში ცდის პირებს სთხოვენ მუშა მეხსიერების დავალების
შესრულების პროცესში რიცხვების შემთხვევით ჩამოთვლას (Rudkin, Pearson, & Logie,
2007).

ინტელექტი და მუშა მეხსიერება

უკანასკნელი შრომების მიხედვით, მუშა მეხსიერება შესაძლოა ინტელექტის


უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყოს. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ინტელექტი
ოდნავ მეტია ვიდრე მუშა მეხსიერება. (Kyllonen & Christal, 1990). ერთ-ერთ კვლევაში
ცდის პირები კითხულებდნენ ნაწყვეტების სერიას, მას შემდეგ რაც წაიკითხვადნენ
ნაწყვეტს, მათ უნდა დაემახსოვრებინათ ნაწყვეტის ბოლო სიტყვა (Daneman & Carpenter,
1983). ამ კვლევის შედეგებში, გახსენება მაღალ კორელაციაში აღმოჩნდა ვერბალურ
უნარებთან. სხვა კვლევაში, ცდის პირები ასრულებდნენ მუშა მეხსიერების სხვადასხვა
სახის დავალებებს. ერთ-ერთი დავალების შესრულებისას, მაგალითად, ცდის პირებს
მიეწოდებოდათ მარტივი არითმეტიკული მაგალითების სერია, თითოეულ მაგალითს
მოსდევდა სიტყვა ან ციფრი. ამის მაგალითია ,,სწორია თუ არა (3 ×5) -6 =7? მაგიდა”
(Turner & Engle, 1989; Hambrick, Kane, &Engle, 2005). ცდის პირებს ამოსახსნელად
მიეწოდებოდათ 2-დან 6-მდე ასეთი მაგალითი. მაგალითების ამოხსნის შემდეგ, მათ უნდა
გაეხსენებინათ მაგალითის ბოლოს მოცემული სიტყვები. გახსენებული სიტყვების
რაოდენობა მაღალ კორელაციაში იყო ინტელექტის მაჩვენებელთან. შემჩნეულია, რომ
მუშა მეხსიერების მაჩვენებელის მიხედვით შესაძლებელია ზოგადი უნარების ტესტის
მაჩვენებლის იდეალური წინასწარმეტყველება (Colom et al., 2004; see alsoKane,

46
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

Hambrick, & Conway, 2005). სხვა მკვლევრებმა მოახდინეს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი
ურთიერთმიმართების დემონსტრირება მუშა მეხსიერებასა და ზოგად ინტელექტს შორის
(e.g., Ackerman, Beier, & Boyle, 2005). ამრიგად, აღმოჩნდა, რომ მუშა მეხსიერებაში
ინფორმაციის შენახვისა და მანიპულირების უნარი ინტელექტის მნიშვნელოვანი
ასპექტია. თუმცა, სავარაუდოდ ინტელექტი მხოლოდ ამ უნარებით არ შეიფარგლება.

მეხსიერების მრავლობითი სისტემები

მუშა მეხსიერების მოდელი შეესაბამება მოსაზრებას, რომ ინფორმაციის შენახვასა და


ამოტანაში შესაძლოა მონაწილეობდეს მეხსიერების მრავალი სისტემა. გაიხსენეთ,
როდესაც უალდერ პენფილდი Wilder Penfield პაციენტების თავის ტვინის ელექტრო
სტიმულაციას ახდენდა, ისინი ხშირად ამტკიცებდნენ, რომ ცხადად ახსენდებოდათ
გარკვეული მოვლენები ან ეპიზოდები. თუმცა მათ არ ახსენდებოდათ სემანტიკური
ფაქტები, რომლებიც არ იყო დაკავშირებული ამ მოვლენებთან. ამ მონაცემებიდან
გამომდინარეობს, რომ არსებობს ექსპლიციტური მეხესიერების სულ მცირე ორი სისტემა.
აქედან, ერთი ემსახურება სხვადასხვა დროის ინფორმაციის ორგანიზებასა და შენახვას და
პასუხობს ისეთ შეკითხვებს როგორიცაა ,,რა მიირთვით გუშინ სადილზე?“ ან ,,ვინ
შეგხვდათ ამ დილით?“ , ხოლო მეორე სისტემა ინახავს ინფორმაციას, რომელიც არ არის
დაკავშირებული დროის კონკრეტულ მონაკვეთთან. ეს სისტემა პასუხობს ისეთ
შეკითხვებს როგორიცაა ,,ვინ იყო ის ფსიქოლოგი ვინც პირველად წამოაყენა სამსაცავიანი
მეხსიერების მოდელი?“ და ,,ვინ არის მნემონისტი?.
ამგვარი აღმოცენების საფუძველზე, ტულვინგმა (1972) გამოყო ორი სახის
ექსპლიციტური მეხსიერება. სემანტიკური საცავი, რომელშიც ინახება ინფორმაცია
ზოგადი სამყაროს შესახებ. აქ ჩვენ ვინახავთ ფაქტებს, რომლებიც არ არის უნიკალური და
რომელთა გახსენება არ ხდება გარკვეულ დროით კონტექსტში. მეხსიერების ეპიზოდური
საცავი ინახავს პირადად განცდილ მოვლენებს და ეპიზოდებს. ტულვინგის მიხედვით
ჩვენ ვიყენებთ ეპიზოდურ მეხსიერებას მაშინ, როდესაც ვსწავლობთ სიტყვების

47
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

ჩამონათვალს ან მაშინ, როდესაც გვჭირდება გავიხსენოთ ისეთი რამ, რაც შეგვემთხვა


გარკვეულ დროს, ადგილას და გარკვეულ კონტექსტში. ორივე შემთხვევაში დასწავლა
პირადი გამოცდილებაა, რომელიც დაკავშირებულია დროის მოცემულ მონაკვეთთან.
სიტყვების ჩამონათვალი, რომელსაც დავისწავლით ექსპერიმენტის დროს ასოცირებულია
ექსპერიმენტის პროცედურასთან, როგორც დასწავლის კონტექსტთან. მაგალითად,
დავუშვათ უნდა მახსოვდეს, რომ გუშინ სტომატოლოგთან შევხვდი Harrison
Hardimanowitz. ამ შემთხვევაში, მე დავეყრდნობოდი ეპიზოდურ მეხსიერებას. მაგრამ თუ
მე უნდა მახსოვდეს იმ პიროვნების სახელი (“Harrison Hardimanowitz”),, რომელსაც ამ
წუთში ვუყურებ მოსაცდელში, მე დავეყრდნობოდი სემანტიკურ მეხსიერებას. ამ
შემთხვევაში არ არის მნიშვნელოვანი კონკრეტული დროის მარკერი, რომელიც იქნებოდა
დაკავშირებული მოცემულ სახელთან. მაგრამ ასეთი ნიშანი არსებობს მაშინ, როდესაც
ვიხსენებ, რომ ვნახე ეს პიროვნება გუშინ სტომატოლოგთან. ტულვინგმა(1983, 1989) და
სხვა მეცნიერებმა (მაგ, Shoben, 1984) წარმოადგინეს ემპირიული მონაცემები, რომლებიც
ადასტურებს სემანტიკურ და ეპიზოდურ მეხსიერებას შორის არსებულ სხავობას.
მტკიცებულებები ეფუძნება როგორც კოგნიტური, ისე ნევროლოგიური კვლევების
შედეგებს. ნევროლოგიურ კვლევებში მონაწილეობას იღებდნენ მეხსიერების დარღვევების
მქონე პაციენტები. გამოყენებულ იქნა ელექტროსტიმულაციისა და თავის ტვინის
სისხლის მიმოქცევის კვლევის მეთოდები. მაგალითად, შუბლის წილების დაზიანება
გავლენას ახდენს ადამიანის უნარზე გაიხსენოს როდის მოხდა სტიმულის წარდგენა,
მაგრამ არ ახდენს გავლენას გახსენებისა თუ ცნობის მეხსიერებაზე (Schacter,1989a).
თუმცა, გაურკვეველია არის თუ არა სემანტიკური და ეპიზოდური მეხსიერება სხვადასხვა
სისტემა. ზოგჯერ ისინი განსხვავებულად ფუნქციონირებს, მაგრამ კოგნიტური
ფსიქოლოგიის ბევრი სპეციალისტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ განსხვავებას. (e.g.,
Eysenck & Keane, 1990; Humphreys,Bain, & Pike, 1989). ეს მეცნიერები მიუთითებენ რომ
ზღვარი მეხსიერების ამ ორ ტიპს შორის ხშირად ბუნდოვანია. ასევე ეს ავტორები
მიუთითებენ ეპიზოდური და სემანტიკური მეხსიერების დამადასტურებელი
მონაცემებთან დაკავშირებით არსებულ მეთოდოლოგიურ პრობლემებზე. შესაძლოა
ეპიზოდური მეხსიერება არის სემანტიკური მეხსიერების მეტად სპეციალიზებული
48
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

ფორმა (Tulving, 1984, 1986). ზოგიერთი ნევროლოგიური მონაცემი მიუთითებს, რომ


მეხსიერების ეს ორი ტიპი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობს.
ნეიროფსიქოლოგიური მეთოდების გამოყენებით მკვლევრებმა იპოვეს დისოციაციები,
რაც ნიშნავს იმას, რომ ინფორმაციის ეპიზოდურ და სემანტიკურ აღდგენაში თავის ტვინის
სხვადასხვა უბნები მონაწილეობს (Prince, Tsukiura, & Cabeza, 2007).
თავის ტვინის ფუნქციების ნერვული სუბსტრატების აღმოჩენის შემთხვევაში მეცნიერები
საუბრობენ დისოციაციაზე. არსებობს პაციენტები ვისაც დარღვეული აქვთ სემანტიკური
მეხსიერება, ხოლო ეპიზოდური მეხსიერება შენახული; ასევე არიან პაციენტები, ვისაც
პირიქით, შენახული აქვს სემანტიკური მეხსიერება, ხოლო ეპიზოდური კი- დარღვეული
(Temple & Richardson,2004; Vargha-Khadem et al., 1997). სემანტიკური მეხსიერების
დარღვევების მქონე პირი ვერ იხსენებს როდისაა ეროვნული თავისუფლების
დღესასწაული ან ვინ არის ქვეყნის პრეზიდენტი. ხოლო ეპიზოდური მეხსიერების
დარღვევების მქონე პირი ვერ იხსენებს მის ცხოვრებისეულ მოვლენებს, მაგალითად, სად
შეხვდა პირველად თავის მეუღლეს. ეს დაკვირვებები მეხსიერების ამ ორ სახეს შორის
არსებულ დისოციაციაზე მიუთითებს. ეს აღმოჩენები განამტკიცებს მოსაზრებას, რომ
ეპიზოდური და სემანტიკური მეხსსიერება ერთმანეთისგან გამიჯნული სისტემებია.
ნეირომეცნიერული მოდელი HERA (hemispheric encoding/retrieval asymmetry)
ჰემისფერული კოდირება/ამოტანის ასიმეტრია, ცდილობს ახსნას სემანტიკური და
ეპიზოდური მეხსიერების განსხვავებები. ამ მოდელის თანახმად, იმ დავალებების
შესრულებისას, რომლებიც მოიაზრებს სემანტიკური მეხსიერებიდან ინფორმაციის
ამოტანას, მარჯვენაზე მეტად აქტივირდება მარცხენა ჰემისფეროს პრეფრონტალური
ქერქი (Nyberg, Cabeza, & Tulving, 1996; Tulving et al., 1994). ამის საპირისპიროდ,
მარჯვენა ჰემისფეროს პრეფრონტალური ქერქი მეტად აქტივირდება მაშინ, როდესაც
აუცილებელია ინფორმაციის ამოტანა ეპიზოდური მეხსიერებიდან. ამდენად, ამ მოდელის
მიხედვით, ეპიზოდური და სემანტიკური მეხსიერება სხვადასხვაა, რადგან მათ თავის
ტვინის სხვადასხვა უბნები უზრუნველყოფენ. მაგალითად, თუ ვინმეს ვთხოვთ
ჩამოთვალოს ზმნები რომლებიც დაკავშირებულია არსებით სახელებთან (მაგ:
,,ტარება“სიტყვასთან ,,მანქანა“) ამ დავალებისათვის საჭიროა სემანტიკური მეხსიერება,
49
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

შესაბამისად ეს გამოიწვევს მარცხენა ჰემისფეროს მეტად აქტივირებას (Nyberg, Cabeza, &


Tulving, 1996). პირიქით, თუ ვინმეს ვთხოვთ თავისუფალი წესით გაიხსენოს სიტყვების
ჩამონათვალი - ეპიზოდური მეხსიერების დავალება - გამოვლინდება მარჯვენა
ჰემისფეროს მეტად გამოხატული აქტივაცია. fMRI (ფუნქციური მაგინტურ
რეზონანსურლი ტომოგრაფია) და ERP (თავის ტვინის გამოწვეული პორტენციალები)
უახლესი კვლევების მონაცემები არ ადასტურებს ასიმეტრიას კოდირებისა და ამოტანის
პროცესში (Berryhill et al., 2007;Evans & Federmeier, 2009).
სხვა კვლევების მონაცემებიდან გამომდინარეობს, რომ ნერვული პროცესები, რომლებიც
საფუძვლად უდევს ეპიზოდური და სემანტიკური მეხსიერების ფუნქციებს,
ურთიერთგადამფარავია (Rajah & McIntosh, 2005). მიუხედავად იმისა, რომ არსებითი
ქცევითი და ნევროლოგიური მონაცემებია დაგროვილი ამ ორი სახის მეხსიერების
განსხვავებებთან დაკავშირებით, მეცნიერთა უმრავლესობა თანხმდება, რომ მათ შორის,
თუნდაც მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არსებობს. აქედან
გამომდინარე, კვლავ ღია რჩება სემანტიკური და ეპიზოდური მეხსიერების ფორმების
განსხვავების საკითხი.
წინა სექციაში განხილული მეხსიერების სისტემების ტაქსონომია დისოციაციის
ტერმინებში აღწერილია სურათი 5.8-ზე (Squire, 1986, 1993). გამოყოფილია
დეკლარაციული (ექსპლიციტური მეხსიერება) სხვადასხვა სახის არადეკლარაციული
(იმპლიციტური) მეხსიერებისაგან. არადეკლარაციული მეხსიერება მოიცავს
პროცედურულ მეხსიერებას, პრაიმინგს, მარტივ კლასიკურ განპირობებულობას,
ჰაბიტუაციას, სენსიტიზაციას და აღქმისშემდგომ ეფექტებს. სხვა მოსაზრების მიხედვით,
არის მეხსიერების 5 სისტემა: ეპიზოდური, სემანტიკური, პერცეპტული (მაგ., ცნობა,
რომელიც ეფუძნება საგნის ფორმას და სტრუქტურას), პროცედურული და მუშა
მეხსიერება (Schacter, 2000).

50
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

მეხსიერება
ბა
დეკლარაციული არადეკლარაციაული

სემანტიკურ ეპიზოდურ
ი (ფაქტები) ი პროცედურული
ჩვევები (მაგ განპირობებულობა არასოციაციური
(მოვლენები პრაიმინგი
მოტორული, (პერცეპტული, (ჰაბიტუაცია,
)
აღქმითი, სემანტიკური) სენსიტიზაცია)
კოგნიტური

სურათი 5.8 მეხსიერების სისტემათა ტაქსონომია


ფართომასშტაბიანი ნეიროფსიქოლოგიური კვლევის შედეგების საფუძველზე, ლარი სქუაირმა აღნიშნა, რომ
მეხსიერება მოიცავს ორ ძირითად ტიპს: დეკლარაციულ (ექსპლიციტურ) მეხსიერებას და სხვადასხვა სახის
არადეკლაციულ (იმპლიციტურ) მეხსიერებას, რომელთაგან თითოეული შეიძლება იყოს ასოცირებული
თავის ტვინის სხვადასხვა სტრქუტურასთან და პროცესთან.

მარსია კ. ჯონსონის ლაბორატორიაში


მეხსიერება და თავის ტვინი
მეხსიერება ფსიქიკური გამოცდილებაა, რომელიც მიღებულია როგორც ინდივიდის
წარსული მოვლენების უტყუარი რეპრეზენტაცია. ის ატრიბუციები, რომლებსაც ვაკეთებთ
ჩვენი ფსიქიკური გამოცდილების შემადგენელი აქტიური ინფორმაციის წარმოშობის
თაობაზე, იმ კოგნიტური პროცესების შედეგია, რომელთა საშუალებით ვახდენთ
სხვადასხვა წყაროებიდან ან გამოცდილებიდან ინფორმაციის კოდირებას, განახლებას და
მონიტორინგს. გამოცდილების შედეგად მიღებული ინფორმაციის ინტეგრაცია
აუცილებელია ნებისმიერი სახის უმაღლესი კოგნიტური პროცესისთვის. მაგრამ
სხვადასხვა მოვლენებიდან ინფორმაციის შემოქმედებითი ინტეგრაციის სწორედ ამ
უნარის წყალობით ჩვენ მოწყვლადები ვართ ცრუ მოგონებების მიმართ, რადგან ზოგჯერ
არასწორედ ვიხსენებთ გონებაში ამოტივტივებული ინფორმაციის წყაროებს. წყაროს
მონიტორინგის შეცდომები მრავალი სახის აღრევას მოიცავს, მაგალითად მიაწერო რაიმე
51
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

წარმოსახული აღქმულს, ან განზრახვა ჩათვალო განხორციელებულ ქმედებად, საკუთარი


გამოცდილება გვეგონოს გაგონილი ინფორმაცია, რაიმე წაკითხული გვეგონოს
ტელევიზიით გადმოცემული, ან რაც მოხდა A ადგილას ან A დროს, მომხდარი გვეგონოს
B ადგილას ან B დროს. მოგონებები შეიძლება შედარებით უმნიშვნელოდ იყოს
გაყალბებული (მაგ., დარწმუნებული ვართ რომ ბოლოს მანქანის გასაღები ვნახეთ
სამზარეულოში, მაშინ, როდესაც სინამდვილეში მისაღებ ოთახშია) და ამ უმნიშვნელო
ცვლილებებს შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი შედეგები თქვენთვის და
გარშემომყოფთათვის (მაგ., შეცდომით ვფიქრობთ, რომ ვინმე არის იდეის ავტორი, ან
ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მხვერპლი იყო მაშინ, როდესაც სინამდვილეში ასე
არ ყოფილა). მკვლევრები სხვადასხვა ლაბორატორიებში იყენებენ ნეიროვიზუალიზაციის
(მაგალითად ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის [fMRI]მეთოდებს), რომ
გამოავლინონ თავის ტვინის რომელი უბნებია პასუხისმგებელი მოვლენების სხვადასახვა
მახასიათებლების კოდირებაზე (მაგ., სიუჟეტები/ სცენები [პარაჰიპოკამპული ხვეული],
სახეები [ თითისტარისებრი ხვეული], ლატერალური კეფის წილი[ობიექტები] და ის
უბნები, რომლებიც პასუხისმგებელია ამ რთული მოვლენების რეპრეზენტაციებში (მაგ.
ჰიპოკამპუსი). კერძოდ, ჩვენ გვაინტერესებს ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე უბნები
აქტიურია როდესაც აღიქვამ რაიმეს (მაგ., ვიზუალური სცენა) და როდესაც ფიქრობ მასზე.
ეს მსგავსება აღქმასა და წარმოსახულ ხატს შორის არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც
უზრუნველყოფს ყალბი მოგონებების წარმოშობას. სხვადასხვა მონაცემები მიუთითებენ,
რომ პრეფრონტალური ქერქი წამყვან როლს თამაშობს სტიმულის მახასიათებლების
დაკავშირებაში, როგორც კოდირების შემთხვევაში, ასევე მოგვიანებით, გახსენების
პროცესში ფსიქიკური განცდების წყაროების იდენტიფიკაციისას. ამ უბნების დაზიანება
იწვევს წყაროს მეხსიერების დეფიციტს. წყაროს გახსენებასთან დაკავშირებული
შეცდომები უფრო დამახასიათებელია ბავშვებისათვის (რადგან შუბლის წილები
შედარებით ნელა ვითარდება) და უფროსი ასაკის მოზრდილებში (ასაკთან ერთად
ვლინდება პრეფრონტალური ქერქის ნევროპათოლოგიური ნიშნების მატება).
პრეფრონტალური ქერქის დისფუნქცია ასევე შეიძლება გარკვეულ როლს თამაშობდეს
შიზოფრენიის დროს. ამ შემთხვევაში, ზოგჯერ ვლინდება წყაროს მონიტორინგის
52
თავი 5 მეხსიერება. მეხსიერების მოდელები 185-227

ძლიერად გამოხატული დეფიციტი ჰალუცინაციებისა და ბოდვების სახით.


ნეიროვიზუალიზაცია გვეხმარება დავაზუსტოთ რა როლს თამაშობს პრეფრონტალური
ქერქი სპეციფიკური ფუნქციების წყაროს დამახსოვრებაში. მაგალითად, ერთ-ერთ
კვლევაში ცდის პირებს უჩვენებდნენ 2 სახის ელემენტების სერიებს (მაგ., სურათებს და
სიტყვებს). მოგვიანებით მათ უტარდებოდათ მეხსიერების ტესტი, რომელშიც ეძლეოდათ
3 სიტყვა: სიტყვა რომელიც შეესაბამებოდა ადრე ნაჩვენებ სურათს, მანამდე ნანახი სიტყვა,
და ახალი სიტყვა, რომლებიც არც ადრე ნანახ სიტყვებს და არც სურათებს არ
შეესაბამებოდა. ცდის პირებს სთხოვდნენ მოეხდინათ წყაროს იდენტიფიკაცია (მაგ.:
ეთქვათ ,,დიახ“ როდესაც დაინახავდნენ ელემენტებს, რომლებიც მანამდე სურათის სახით
მიეწოდათ) და სხვა ელემენტების შემთხვევაში უბრალოდ გადაეწყვიტათ ეცნობათ ისინი,
თუ - არა (მაგალითად, თქვან ,,დიახ“ ნებისმიერი, მანამდე მიწოდებული ,,ძველი“
ელემენტის შემთხევვაში). როგორც წესი, პრეფრონტალურ ქერქში შეინიშნება მეტად
გამოხატული აქტივობა მაშინ, როდესაც ხდება წყაროს იდენტიფიკაცია, ვიდრე უბრალოდ
ახლის/ძველის ცნობის პირობებში. ჩვენი ლაბორატორიიის კვლევები მიუთითებს, რომ
როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა წილის პრეფრონტალური ქერქი ჩართულია ფსიქიკური
განცდების წყაროს დადგენაში. თუმცა ეს მონაწილეობა შესაძლოა არ იყოს ერთნაირი (მაგ.,
სხვადასხვა პროცესებში ჩართვა, ან სხვადასვა ტიპის ინფორმაციის მონიტორინგი) და
შესაძლოა მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროს ინტერაქცია მნიშვნელოვანია. ამრიგად,
სამომავლო მიზნებიდან ერთ-ერთია შემეცნების სპეციფიკური კომპონენტების
დაკავშირება პრეფრონტალური ქერქის სხვადასხვა უბნებში აღმოცენებული აქტივობის
პატერნებთან. ასევე მნიშვნელოვანია პრეფრონტალური ქერქის თავის ტვინის სხვა
უბნებთან ურთიერთქმედების განსაზღვრა (მაგ. ჰიპოკამპუსი და სხვადასვა
მახასიათებლების წამომადგენელი უბნები) იმ სუბიექტური განცდების აღმოცენებაში,
რომლებსაც განვიცდით მოგონებების სახით.
MARCIA K. JOHNSON

53
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

კონექციონისტური პერსპექტივა

ქსელის მოდელი წარმოადგენს კონექციონისტური პარალელური განაწილებისა და


გადამუშავების მოდელის სტრუქტურულ საფუძველს (იხ., ასევე თავი 8 Frean, 2003; Sun,
2003). პარალელური განაწილებისა და გადამუშავების მოდელის მიხედვით, ცოდნის
ძირითადი რეპრეზენტაციები განაწილებულია სხვადასხვა კვანძებსა და ელემენტებს
შორის არსებულ კავშირებში და არა ცალკეულ კვანძებში. ეს კავშირები ინახება
მეხსიერებაში (Feldman & Shastri, 2003). ერთი რომელიმე კვანძის აქტივაციას შეუძლია
გამოიწვიოს მასთან დაკავშირებულ სხვა კავნძის აქტივირება. აქტივაციის გავრცელების ეს
პროცესი გამოიწვევს სხვა კვანძების აქტივირებას (სურათი 5.9). ეს მოდელი
შესაბამისობაშია მუშა მეხსიერების, როგორც ხანგრძლივი მეხსიერების აქტიური
კომპონენტის ცნებასთან. ამ მოდელში აქტივაცია ვრცელდება კვანძებში ქსელის შიგნით.
აქტივაციის გავრცელება გრძელდება მანამ, სანამ აქტივაცია არ გაცდება მუშა მეხსიერების
საზღვრებს. პრაიმი (prime) ის კვანძია, რომელიც ააქტივებს მასთან დაკავშირებულ სხვა
კვანძს. კვანძის გააქტიურების შედეგია პრაიმინგის ეფექტი. პრაიმინგის ეფექტს
განამტკიცებს მნიშვნელოვანი ემპირიული მონაცემები. ამის მაგალითებია
ზემოთგანხილულ პრაიმინგთან, როგორც იმპლიციტური მეხსიერების ასპექტთან,
დაკავშირებული კვლევები. გარდა ამისა, არის მონაცემები, რომლებიც ადასტურებს
მოსაზრებას, რომ პრაიმინგი გავრცელებული აქტივაციის შედეგია (McClelland &
Rumelhart, 1985, 1988). თუმცა არიან მეცნიერები, ვინც არ ეთანხმება პრაიმინგის ეფექტის
ასეთ მექანიზმს (see McKoon & Ratcliff,1992b). კონექციონისტურ მოდელის საშუალებით
ასევე შესაძლებელია მეხსიერების შესახებ არსებული რამდენიმე მოსაზრების
გაერთიანება: მუშა მეხსიერება შეადგენს ხანგრძლივი მეხსიერების აქტივირებულ ნაწილს
და მუშაობს მინიმუმ რამდენიმე პარალელურად მიმდინარე პროცესის მეშვეობით.
აქტივაციის გავრცელება მოიაზრებს ქსელში მრავალი კავშირის სიმულტანურ
(პარალელურ) აქტივაციას (პრაიმინგს). კოგნიტური ფსიქოლოგიის ბევრი სპეციალისტი,

54
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

რომელიც მხარს უჭერს ამ ინტეგრირებულ მოსაზრებას, ფიქრობს, რომ ადამიანების მიერ


ინფორმაციის გადამუშავების ეფექტურობა ნაწილობრივ მაინც განპირობებულია
რამდენიმე ოპერაციის ერთდროულად განხორციელების უნარით. ამრიგად, თანამედროვე
კოგნიტურ-ფსიქოლოგიური კონცეფციები მუშა მეხსიერების, მეხსიერების ქსელის
მოდელის, აქტივაციის გავრცელების, პრაიმინგის და პარალელური პროცესის შესახებ
აღრმავებენ და მხარს უჭერენ ერთმანეთს.
კონექციონისტური მოდელის მხარდამჭერი შრომებიდან ზოგიერთი წარმოადგენს
ექსპერიმენტულ კვლევებს, სადაც ცდის პირები ლაბორატორიულ პირობებში ასრულებენ
კოგნიტურ დავალებებს. კონექციონისტური მოდელი ეფექტურად ხსნის პრაიმინგის
ეფექტს, ჩვევის დასწავლას (პროცედურულ მეხსიერებას) და მეხსიერების რამდენიმე სხვა
ფენომენს. თუმცა, ჯერჯერობით კონექციონისტურ მოდელებს არ შეუძლიათ გახსენებისა
და ცნობის ისეთი ფენომენების ახსნა და წინასწარმეტყველება, რომლებიც მხოლოდ ერთი
ეპიზოდის ან სემანტიკური ინფორმაციის მხოლოდ ერთჯერადი მიწოდების შედეგია.
გარდა ამისა, ადამიანების მონაწილობით ჩატარებული ლაბორატორიული
ექსპერიმენტების შემთხვევაში, კოგნიტური ფსიქოლოგიის სპეციალისტები იყენებენ
კომპიუტერულ მოდელებს ინფორმაციის გადამუშავების სხვადასვა ასპექტების
სიმულირების მიზნით.
სამსაცავიანი მოდელი ემყარება ინფორმაციის სერიულ(თანმიმდევრულ) გადამუშავების
მოდელს. თანმიმდევრული გადამუშავების სიმულირება შესაძლებელია ერთი
კომპიუტერის მეშვეობით, რომელიც ასრულებს ერთ ჯერზე ერთ ამოცანას. ამის
საპირისპიროდ, მუშა მეხსიერების პარალელური გადამუშავების მოდელის სიმულაცია,
რომელიც გულისხმობს მრავალი ოპერაციის სიმულტანურ შესრულებას, ერთი
კომპიუტერის გამოყენებით შეუძლებელია. პარალელური გადამუშავება საჭიროებს
ნერვულ ქსელს. ამ ქსელებში, რამდენიმე კომპიუტერია გაერთიანებულია და მუშაობს
ერთობლივად. გარდა ამისა, ერთი ინდივიდუალური კომპიუტერიც შეიძლება მუშაობდეს
რამდენიმე პარალელური ქსელის გამოყენებით. ბევრი ფსიქოლოგი დღეს, მეხსიერების
ფენომენის აღსაწერად უპირატესობას ანიჭებს პარალელური გადამუშავების მოდელს. ამ

55
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

მოდელის ჩამოყალიბება განაპირობა ადამიანის მიერ ინფორმაციის გადამუშავების


პროცესზე დაკვირვებამ. ამ დროს, ერთდროულად მიმდინარეობს რამდენიმე პროცესი.
მეხსიერების თეორიულ მოდელებთან ერთად, ასევე მეხსიერების პროცესების გააზრებაში
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ნეიროფსიქოლოგიურმა კვლევებმაც. ამ კვლევებმა
უზრუნველყო ადამიანის მეხსიერების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა
ჰიპოთეზების დამადასტურებელი მონაცემები.
კოგნიტური სფეროს წამომადგენლებიდან ყველა არ ეთანხმება კონექციონისტურ
მოდელს. ზოგიერთი მკვლევრის მოსაზრებით, ადამიანის ფსიქიკური განცდები უფრო
სისტემატურია და კომპლექსური, ვიდრე ეს ჩანს კონექციონისტური მოდელის
პერსპექტივიდან (Fodor & Pylyshyn, 1988; Matthews, 2003). ამ მეცნიერებს სწამთ, რომ
რთული ქცევა ასახავს „დაღმავალი“ დაქვემდებარების პრინციპსა და მიზანშეწონილების
ხარისხს, რაც არათავსებადია კონექციონისტურ მოდელთან, რომელიც
„აღმავალ“პრინციპს ემყარება. კონექციონიზმის წამომადგენლები კი არ ეთანხმებიან ამ
მოსაზრებას. საკითხი გადაწყდება მაშინ, როდესაც კოგნიტური ფსიქოლოგები
გამოიგონებენ ისეთ კონსტრუქტს, რომლის ფარგლებშიც კონექციონისტური მოდელის
საშუალებით შესაძლებელი გახდება რთული ქცევის რეპროდუქცია და ახსნაც კი.

56
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

გამოსავლის ბლოკები

აქტივაციის
პატერნი,
რომელიც
წარმოაგენს
,,იადონს“
ფარული
ბლოკები

შესავლის ბლოკები

იადონი

სურათი 5.9 კონექციონისტური ქსელი.

კონექციონისტური ქსელი შედგება მრავალი სხვადასხვა კვანძისგან. სემანტიკური


ბადისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ერთ კვანძს არ აქვს ერთადერთი მნიშვნელობა.
კონექციონისტურ ქსელში ცოდნა წარმოდგენილია აქტივირებული კვანძების სხვადასხვა
კომბინაციების სახით. წერტილების ზომა კვანძებს შიგნით აღნიშნავს აქტივაციის
ოდენობას (უფრო დიდი წერტილები აღნიშნავენ უფრო მეტ აქტივაციას). ცნება იადონი
წარმოდგენილია აქტივაციის მოცემული პატერნით.
წყარო: კოგნიტური ფსიქოლოგია მე-2 გამოცემა E. Bruce Goldstein, Copyright © 2008.

ცნებების შემოწმება
1. რა სხვაობაა სენსორულ საცავსა და ხანმოკლე საცავს შორის?
2. ჩამოთვალეთ გადამუშავების დონეები.
3. ჩამოთვალეთ მუშა მეხსიერების მოდელის კომპონენტები.
4. რატომ გცესაჭიროება როგოც სემანტიკური ისე ეპიზოდური მოგონებები?

57
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

5. აღწერეთ მეხსიერების კონექციონისტური მოდელი.

განსაკუთრებული მეხსიერება და ნეიროფსიქოლოგია

ამ მომენტამდე, მეხსიერების განხილვა შემოიფარგლებოდა იმ ოპერაციებით და


სტრუქტურებით, რომლებიც ჩართულია მეხსიერების ნორმალური ფუნქციონირების
პროცესში. თუმცა არის იშვიათი შემთხვევები, როდესაც ადამიანებს აქვთ გამორჩეული
მეხსიერება (გაძლიერებული ან დეფიციტური), რაც ასევე იძლევა საშუალებას უკეთ
გავიაზროთ მეხსიერების ბუნება. განსაკუთრებული მეხსიერების შესწავლას პირდაპირ
მივყავართ ნეიროფსიქოლოგიურ კვლევებთან, რომლებიც შეისწავლიან მეხსიერების
საფუძვლად მდებარე ფიზიოლოგიურ მექანიზმებს.
.
გაძლიერებული მეხსიერება: მნემონისტები

წარმოიდგინეთ როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება თუკი შეძლებდით ამ წიგნში


დაბეჭდილი ყოველი სიტყვის დამახსოვრებას. ამ შემთხვევაში, თქვენ იქნებოდით
მნიმონისტი, ადამიანი ვისაც აქვს დამახსოვრების ექსტრაორდი-
ნალური/განსაკუთრებული უნარი, რომელიც ჩვეულებრივ ემყარება მეხსიერების
გაძლიერების სხვადასვა ტექნიკებს.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მნემოსისტი იყო ადამიანი რომელსაც ერქვა “S.” რუსი
ფსიქოლოგი ალექსანდრე ლურია (1968) მოგვითხრობს, რომ “S” ერთ დღეს მივიდა მის
ლაბორატორიაში და სთხოვა შეეფასებინა მისი მეხსიერება. ლურიამ შეაფასა S-ის
მეხსიერება და აღმოაჩინა, რომ მისი მეხსიერება პრაქტიკულად უსაზღვრო იყო. S-ს
შეეძლო სიტყვების უკიდეგანოდ გრძელი მწკრივების გამეორება, მიუხედავად იმისა, თუ
რა დრო იყო გასული მწკრივის მიწოდებიდან. ლურია შეისწავლიდა S-ის
შესაძლებლობებს 30 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. მან აღმოაჩინა, რომ 15-16
წლის შემდეგაც S -ს შეეძლო სიტყვების მწკრივის გახსენება. საბოლოოდ S გახდა

58
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

პროფესიონალი მსახიობი და აოცებდა მაყურებლებს თავისი უნარით გაეხსენებინა


ნებისმიერი სახის ინფორმაცია. რაში მდგომარეობდა S-ის ხრიკი? როგორ შეეძლო
ამდენის დამახსოვრება? როგორც ჩანს, ის ეყრდნობოდა ვიზუალური წარმოსახვის
მნემოტექნიკას. დასამახსოვრებელ მასალას ის გარდაქმნიდა ვიზუალურ ხატებში.
მაგალითად, მას სთხოვდნენ სიტყვა მწვანეს დამახსოვრებას, ის წარმოიდგენდა მწვანე
საყვავილეს, სიტყვა წითელის შემთხვევაში წარმოიდგენდა წითელ პერანგს. ციფრები
ასევე იწვევდნენ ხატებს. მაგალითად 1 იყო ამაყი და ტანადი მამაკაცი. 3 იყო პირქუში
ადამიანი. 6 იყო შეშუპებული ფეხი და ა.ს
S-ის სემთხვევაში ხატების მეშვეობით ინფორმაციის გახსენება იყო უნებლიე და იშვიათი
ფსიქოლოგიური ფენომენი. ამ ფენომენს ეწოდება სინესთეზია და ნიშნავს, რომ ერთი
მოდალობის შეგრძნების სტიმულების შედეგად ხდება სხვა მოდალობის შეგრძნების
განცდა. მაგალითად, S ავტომატურად გარდაქმნიდა ბგერას ვიზუალურ განცდაში. ის
ასევე აღწერდა, რომ განიცდიდა სიტყვების გემოს და წონას. ანუ თითოეული სიტყვა მასში
იწვევდა მთელ რიგ შერძნებებს და ეს ავტომატურად ამოტივტივდებოდა, როდესაც მას
სჭირდებოდა ამ სიტყვის გახსენება
სხვა მნემონისტი იყენებდა განსხვავებულ სტრატეგიას. “V. P.,” იყო რუსი ემიგრანტი. მას
შეეძლო გრძელი მწკრივების დამახსოვრება, მაგალითად ციფრების მწკრივების ან
სვეტების (Hunt& Love, 1972). თუ S. პირდაპირ ეყრდნობოდა ვიზუალიზაციას, V.
P.როგორც ჩანს, იყენებდა ვერბალურ გარდაქმნას. ის იმახსოვრებდა ციფრებს მათი
თარიღებში გაერთიანების გზით, შემდეგ იხსენებდა, რას აკეთებდა იმ დღეს.
კიდევ ერთი მნემონისტი “S. F.,”იმახსოვრებდა ციფრების გრძელ მწკრივებს მათი 3-4
ციფრიან ჯგუფებში გაერთინების გზით. შემდეგ ის ახდენდა მათ კოდირებას სხვადასხვა
რბოლებისათვის საჭირო დროით ერთეულებში (Ericsson, Chase, & Faloon, 1980).S. F.
გამოცდილი მორბენალი იყო გრძელ დისტანციებზე და რასაკვირველია იცოდა, თუ რა
დრო ესაჭიროებოდა ამა თუ იმ დისტანციას. S. F. არ მოხვედრილა ლაბორატორიაში
როგორც მნემონისტი. პირიქით, ის შერჩეულ იქნა, როგორც საშუალო მონაცემების
სტუდენტი მეხსიერებისა და ინტელექტის გამოკვლევისათვის. S. F.-ის თავდაპირველი

59
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

ციფრების მწკრივი შეადგენდა 7 ციფრს, რაც რიგითი სტუდენტის საშუალო მონაცემია. 2


წლიანი ვარჯიშისა და 200 სესიის შემდეგ, მან გაზარდა ციფრებზე მეხსიერების
მოცულობა 10-ჯერ. მას შეეძლო 80-მდე ციფრის დამახსოვრება. თუმცა მისი მეხსიერება
ძლიერად დაქვეითდა მაშინ, როდესაც მას ისეთი მწკრივები მიაწოდეს, რომელთა
გარდაქმნა დისტანციის დროით ერთეულებში შეუძლებელი იყო.
S. F.-თნ მუშაობამ უჩვენა, რომ საშულო მეხსიერების მქონე ადამიანს, პრინციპში,
შეუძლია გადაიქცეს ექსტრაორდინალური დახსომების უნარის მქონე ადამიანად.
უკიდურეს შემთხვევაში, ეს შესაძლებელია თუდაც გარკვეულ სფეროში ბევრი ვარჯიშის
შედეგად. ბევრი ჩვენთაგანი ისურვებდა S-ს ან V. P.-ნაირი მეხსიერება ჰქონოდა. ამ გზით,
ჩვენ გვგონია, რომ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, ადვილად შევძლებთ საგამოცდო
მასალის დახსომებას. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ S. არ იყო ბედნიერი თავისი
ცხოვრებით ნაწილობრივ იმის გამო, რომ მას ჰქონდა განსაკუთრებული მეხსიერება.
როგორც ის ყვებოდა, მისი უნებლიე სინესთეზია, ინტერფერირებდა მოსმენის უნართან,
ვინაიდან ხმები იწვევდა შეგრძნებების კორიანტელს, რომლებიც თავის მხრივ
ინტერფერირებს საუბრისათვის თვალყურის მიდევნების უნართან. უფრო მეტიც, S-ის
დამოკიდებულება ვიზუალიზაციაზე სირთულეებს უქმნიდა მაშინ, როდესაც ის
ცდილობდა აბსტრაქტული ცნებების გააზრებას. მაგ., მან აღმოაჩინა რომ უჭირდა ისეთი
ცნების გაგება როგორიცაა „უსასრულობა“ და „არარაობა“. ეს ცნებები არ იწვევდნენ
ვიზუალურ ხატებს. კითხვის დროს ზოგჯერ ძალიან იღლებოდა. მისი ადრეული
მოგონებები იჭრებოდა და ირეოდა გვიანდელი პერიოდის მოგონებებში. რასაკვირველია,
ვერ ვიტყვით, რამდენ პრობლემას უქმნიდა ასეთი გამორჩეული მეხსიერება S-ს. მაგრამ
ერთი ცხადია, S-ს სჯეროდა, რომ მის განსაკუთრებულ მეხსიერებას მეორე მხარეც
გააჩნდა. ხშირად ეს იყო უფრო ხელისშემშლელი ვიდრე ხელშმწყობი.
მნემონისტების განსაკუთრებული უნარები გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნიან
მეხსიერების პროცესებზე. აქ აღწერილი სამი ადამიანიდან თითოეული მეტ-ნაკლებად
ერთსა და იმავეს აკეთებდა - ნებისმიერად თუ თითქმის ავტომატურად. თითოეული
მათგანი გარდაქმნიდა აბსტრაქტულ, შემთხვევით, უაზრო ინფორმაციას უფრო

60
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

მნიშვნელოვან და კონკრეტულ ინფორმაციად, რომელსაც ზოგჯერ აკავშირებდნენ


საკუთარ შეგრძნებებთან. ამ ტრანსფორმირებულ ინფორმაციაში, რბოლის დრო იქნებოდა,
თარიღები, მოვლენები, თუ ხატები, გადამწყვეტი იყო მათი მნიშვნელობა/აზრი
მნემონისტებისთვის.
მნემონისტების მსგავსად, ჩვენ უფრო იოლად ვახდენთ ინფორმაციის კოდირებას
ხანგრძლივ მეხსიერებაში, თუ ის უკვე შენახული ინფორმაციის მსგავსია. ვინაიდან
ინფორმაცია, რომელიც ეხება ჩვენს ინტერესებს, ხანგრძლივ მეხსიერებაში გვაქვს; უფრო
ადვილია ახალი ინფორმაციის დასწავლა, რომელიც ასევე ამ ინტერესებს ეხება და
უკავშირდება უკვე შენახულ ინფორმაციას (De Beni et al., 2007). ამრიგად, უფრო
დაიმახსოვრებთ წლების წინ საყვარელი სიმღერის სიტყვებს, მაგრამ გაგიჭირდებათ
ახლად დასწავლილი ტერმინების განსაზღვრებების გახსენება. შეგიძლიათ
გაიუმჯობესოთ ახალი ინფორმაციის დამახსოვრება, თუ დაუკავშირებთ ახალ
ინფორმაციას ძველს, მეხსიერებაში ადრე შენახულ ინფორმაციას. თუკი გიჭირთ
ამოიტანოთ საჭირო მოგონება, ნიშნავს ეს რომ დაივიწყეთ იგი? არ არის აუცილებელი ეს
ასე იყოს.
კოგნიტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები შეისწავლიდნენ ჰიპერმნეზიის
ფენომენს, რაც გულისხმობს იმ მოგონებების ამოტანას, რომელიც თითქოს უკვე
დავიწყებულია (Erdelyi & Goldberg, 1979; Holmes, 1991; Turtle &Yuille, 1994).
ჰიპერმნეზიას ზოგჯერ თავისუფლად უწოდებენ ,,არდავიწყებას“ “unforgetting,”. თუმცა,
ეს ტერმინი ვერ იქნება მართებული, რადგან მკაცრად თუ განვსჯით, მოგონებები
რომელთა გახსენება შესაძლებელია, არასოდეს ყოფილა გამქრალი (ანუ დავიწყებული),
უფრო სწორად, ძნელად მისაწვდომი იყო. ჰიპერმნეზია, ჩვეულებრივ, მიიღწევა
მეხსიერებაში ძიებისა და სხვადასხვაგავარი სახის მინიშნებების (კარნახების) გამოყენების
მცდელობებით.
მაგალითად, ზოგჯერ ჰიპერმნეზიის მისაღწევად გამოიყენება ფსიქოდინამიკური
თერაპია. თუმცა თერაპიის ამ სახის გამოყენება ჰიპერმნეზიის აღმოსაცენებლად ასევე
სარისკოა. შესაძლოა ინდივიდმა ძველი ნამდვილი მოგონების ნაცვლად შექმნას ახალი

61
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

მოგონება და ეგონოს რომ ეს მისი ძველი გამოცდილებაა. მშობლისა და სხვა ადამიანების


ძალადობაში დადანაშაულების შემთხვევებში, ახლად შექმნილმა მოგონებებმა, რომლებიც
როგორც ძველი ნამდვილი მოგონებაა წარმოდგენილი, სერიოზული პრობლემები
შეიძლება შექმნას უდანაშაულო ადამიანის დადანაშაულებით. როგორც წესი,
ჩვეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია დახსომების უნარი, ისევე როგორც ჰაერი, რომელსაც
ვსუნთქავთ. თუმცა, უმალ როგორც ვაცნობიერებთ ჰაერის მნიშვნელობას მაშინ, როდესაც
ჰაერი არ გვყოფნის სუნთქვისთვის, ასევე აღარ მიგვაჩნია მეხსიერება ჩვეულ მოვლენად,
მეხსიერების სერიოზული პრობლემების შემთხვევაში.

დავიჯეროთ თუ არა?
შენც შეგიძლია გახდე დამახსოვრების ჩემპიონი!!! ოდესმე გაგიგიათ
იმ ადამიანების შესახებ, ვინც ძალისხმევის გარეშე იმახსოვრებს
სიტყვების ან ციფრების უზარმაზარ მწკრივებს? ან კამყოფილი
იქნებოდით, რომ შეგეძლოთ საყიდლების სიის დამახსოვრება? ისე,
თქვენც შეგიძლიათ გააკეთოთ ეს! პირველი, რაც უნდა გაკეთოთ,
უნდა მოიფიქროთ სისტემა, რომელიც დაგეხმარებათ რიცხვების
დამახსოვრებაში. შემდეგ უნდა დაუკავშიროთ დასამახსოვრებელი
სიტყვები ამ რიცხვებთან. ძალიან რთულად გეჩვენებათ?
სინამდვილეში არც ისე რთულია. ქვემოთ მოყვანილი მაგალითი
გვიჩვენებს თუ როგორ შეგიძლიათ რიცხვების საგნების
რეპრეზენტაციად წარმოდგენა (გახსოვდეთ, რომ შეგიძლიათ შექმნათ
საკუთარი სისტემა!). როგორც კი ახლოს გაეცნობით ციფრების
რეპრეზენტაციებს, დაიწყებთ მათ დაკავშირებას დასამახსოვრებელ
სიტყვებთან. დავუშვათ, თქვენ გსურთ შეიძინოთ ლობიო, ტომატი და
მწვანილი. თქვენ წარმოიდგენთ ციფრებთან კომბინირებულ ამ
ობიექტების გამოსახულებებს.

62
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

#1-სთვის შეგიძლიათ წარმოიდგინოთ დროშაზე შემოხვეული


ლობიო. #2-სთვის შეგიძლიათ წარმოიდგინოთ წითელბუმბულიანი
გედი, რომელიც ცურავს ტომატის გუბეში. #3_სთვის წარმოიდგინეთ
თეფში, რომელზეც გულის ფორმით დაწყობილია მწვანილი.
მიხვდით რაშია საქმე? მაღაზიაში უბრალოდ უნდა ჩაიკითხოთ
თქვენი სია თავიდან ბოლომდე და წარმოიდგინოთ ეს
გამოსახულებები. არანაირი წესები, გარდა იმისა, რომ ეს
რეპრეზენტციები უნდა თქვენთვის ადვილად გამოსაყენებელი იყოს.
გარკვეული გამოცდილების შეძენის შემდეგ, ძალიან მალე შეძლებთ
დაიმახსოვროთ საგნების გაცილებით დიდი სია, გაცილებით რთული
და აბსტრაქტული ცნებებიც კი. ეს ტექნიკა მიეკუთვნება
ასოციაციური ტექნიკების ჯგუფს და მრავალი მნემონისტური
ხერხებიდან ერთ-ერთი ვარიანტია.
.

დეფიციტური მეხსიერება
ბევრი სინდრომია, რომლის დროსაც ირღვევა მეხსიერება. ისევე როგორც
განსაკუთრებულად კარგი მეხსიერების შესწავლის შემთხვევაში, დეფიციტური

63
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

მეხსიერების შესწავლა გვაძლევს დიდი რაოდენობის მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის


შესახებ, თუ როგორ მუშაობს მეხსიერება. ამ ქვეთავში ჩვენ განვიხილავთ ორ სინდრომს.
პირველი ცნობილია ამნეზიის სახელით. შემდეგ კი ჩვენ შევისწავლით ალცჰაიმერის
დაავადების სიმპტომებს, რომლის დროსაც ირღვევა მეხსიერება.
ამნეზია
ამნეზიის ქვეთავს დავიწყებთ შემთხვევების განხილვით. ამ გზით უკეთ გავიაზრებთ თუ
რას წარმოადგენს ამნეზია და ამ დარღვევის რა სახეები არსებობს. შემდეგ ჩვენ
განვიხილავთ, ამნეზიის შემთხვევაში რა განსხვავებები შეიძლება იყოს ექსპლიციტურ და
იმპლიციტურ მეხსიერებებს შორის და გავეცნობით ნეიროფსიქოლოგიურ მიღწევებს ამ
სფეროში.

პაციენტებთან ჰიპერმნეზიის შემთხვევაში, მეხსიერებიდან თითქოს დავიწყებული მოგონებების


ამოტანისას, ხშირად შეუძლებელია იყო დარწმუნებული, რომ ეს ნამდვილი მოგონებებია და არა
შთაგონების გავლენით შექმნილი ახალი განცდები.

რა არის ამნეზია? ეს არის ექსპლიციტური მეხსიერების მძიმე დარღვევა (Robbins,


2009). ამნეზიის ერთ-ერთი სახეა რეტროგრადული ამნეზია. ამ დროს ინდივიდის

64
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

მეხსიერება ტრავმამდე მომხდარ მოვლენებზე დარღვეულია. (Levine et al., 2009;Squire,


1999). რეტროგრადული ამნეზიის მსუბუქი ფორმები საკმაოდ ხშირია, თავის ტვინის
შერყევის შემთხვევაში. ჩვეულებრივ, შერყევამდე მომხდარი მოვლენები ბუნდოვნად
ახსოვთ.
W. Ritchie Russell and P. W. Nathan (1946) აღწერეს მძიმე რეტროგრადული
ამნეზიის შემთხვევა. 1933 წლის აგვისტოში 22 წლის მრბოლელი გადმოვარდა
მოტოციკლეტიდან. ამ შემთხვევიდან ერთ კვირაში პაციენტს შეეძლო დიალოგში ჩართვა.
თითქოს გამოჯანმრთელდა. მაგრამ მალევე აღმოჩნდა, რომ აღენიშნებოდა მეხსიერების
მძიმე დარღვევები. მას არ ახსოვდა ის მოვლენები, რასაც ადგილი ჰქონდა ტრავმამდე.
გამოკითხვის პროცესში ის პასუხობდა, რომ იყო სკოლის მოსწავლე, ეგონა, რომ იყო
თებერვალი და 1922 წელი. წინა წლებთან დაკავშირებული მოგონებები წაშლილი იყო.
შემდგომი რამდენიმე კვირის მანძილზე მეხსიერება წინა წლების მოვლენებთან
დაკავშირებით თანდათან დაუბრუნდა. ჯერ ახსენდებოდა ახლო წარსულში მომხდარი
მოვლენები. მე-10 კვირისთვის მან აღადგინა წინა წლებში მომხდარი ყველა ძირითადი
მოვლენა. ბოლოს კი გაიხსენა ყველაფერი ის, რაც რამდენიმე წუთით წინ უძღვოდა
უბედურ შემთხევვას. რეტროგრადული ამნეზიის შემთხვევაში, წარსულის მოგონებების
აღდგენა იწყება ყველაზე ძველი მოგონებებიდან და თანდათან ხდება ტრავმის
ეპიზოდთან მიახლოვება. ხშირად უშუალოდ ტრავმის წინ მომხდარი მოვლენების
გახსენება ვერასოდეს ხერხდება.
ამნეზიის ერთ-ერთი ყველზე ცნობილი შემთხვევაა H. M. (Scoville & Milner,1957).
H. M., ეპილეფსიის მკურნალობის მიზნით, გადატანილი ჰქონდა თავის ტვინის ოპერაცია.
ოპერაცია ჩატარდა 1953 წლის 1 სექტემბერს. ეს იყო უფრო ექსპერიმენტული ხაიათის
ჩარევა, რადგან შედეგების წინასწარმეტყველება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
ოპერაციის მომენტისათვის პაციენტი 29 წლის იყო. მას ჰქონდა ინტელექტის საშუალო
მაჩვენებელი. ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესი გართულებების გარეშე
მიმდინარეობდა, თუ არ ჩავთვლით ძლიერ ანტეროგრადულ ამნეზიას. ანტეროგრადული
ამნეზია ტრავმის შემდგომ მომხდარი მოვლენების დამახსოვრების უუნარობაა. თუმცა

65
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

პაციენტს ჰქონდა კარგი, მაგრამ არა ბრწყინვალე უნარი გაეხსენებინა ოპარაციემდე


მომხდარი მოვლენები.
H. M.-ის მეხსიერების დარღვევებმა ძლიერი გავლენა მოახდინა მის ცხოვრებაზე. ამ
პაციენტს შეისწავლიდნენ სხვადასხვა ქცევითი და ნევროლოგიური მეთოდების
გამოყენებით. ერთხელ მან აღნიშნა ,,ყოველი დღე იზოლირებულია სხვა დღეებისგან,
მიუხედავად იმისა, თუ რა სიხარულის ან მწუხარების მომტანი იყო ის“(Milner, Corkin, &
Teuber, 1968, p. 217). ოპერაციიდან მრავალი წლის შემდეგ H. M.-ს ისევ ეგონა რომ
მიმდინარე წელი 1953 წელი იყო. მას ასევე არ შეეძლო ახალი ნაცნობების სახელების
გახსენება, მიუხედავად იმისა თუ რამდენად ხშირად ხვდებოდა ამ ადამიანებს. H. M.-მა
დაკარგა ახალი მოგონებების შენახვის უნარი, რის შედეგადაც ის მუდამ იმყოფება ერთ
მომენტში შეჩერებულ უსაზღვრო აწმყოში. H. M.-ის მეხსიერების შესწავლა ახლაც
მიმდინარეობს, ბოლო პერიოდში ამ პაციენტის მეხსიერების ცვლილებებს განიხილავენ
დაბერების თვალსაზრისით. უკანასკნელი კვლევების შედეგების მიხედვით, მას
მეხსიერებისა და ინტელექტის დამატებითი დაქვეითება აღენიშნება. კერძოდ, H. M.-ს
გაუჩნდა ახალი პრობლემები ახალი წინადადებების შედგენისა და გაგების მხრივ.
(MacKay, 2006;MacKay et al., 2006; Salat et al., 2006; Skotko et al., 2004).
ადამიანებისთვის დამახასიათებელი ,,ამნეზიის“ კიდევ ერთი სახეა
ინფანტილური/ბავშვობის ასაკის ამნეზია. ეს არის ძალიან ადრეულ ბავშვობაში მომხდარი
მოვლენების გახსენების უუნარობა (Spear, 1979). (სიტყვა ,,ამნეზია“ ბრჭყალებში ჩავსვით,
რადგან ზოგიერთი მკვლევარი არ მიჩნევს ინფანტილურ ამნეზიას ამნეზიის ფორმად).
განსხვავება ამნეზიასა და ექსპლიციტურ მეხსიერებას შორის. რატომ შეისწავლიან
მეცნიერები ამნეზიის მქონე პაციენტებს? რა სახის ინფორმაციას გვაძლევს ამნეზიის
კვლევები? ამნეზიის მქონე პაციენტების შესწავლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის
ექსპლიციტურ და იმპლიციტურ მეხსიერებებს შორის გამოვლენილი განსხვავებები.
ამნეზიის დროს, როგორც წესი, ირღვევა ექსპლიციტური მეხსიერება. იმპლიციტური
მეხსიერება, როგორიცაა პრაიმინგის ეფექტი და პროცედურული მეხსიერება ჩვევების
ათვისებისათვის, ჩვეულებრივ, შენახულია. ეს დაკვირვებები მიანიშნებს ორი სახის

66
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

უნარზე, რომლებიც აუცილებელია გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. პირველი არის წარსული


გამოცდილების ცნობიერი ასახვის უნარი, რაც საჭიროებს ექსპლიციტური მეხსიერების
მონაწილეობას. ხოლო მეორე არის ავტომატურ რეჟიმში დასწავლის უნარი, რომელიც არ
საჭიროებს ინფორმაციის ცნობიერ ამოტანას (implicit memory; Baddeley, 1989).
პრაიმინგის ეფექტი შეგვიძლია ვნახოთ თავის ტვინის ფრონტალური უბნებიდან
აღრიცხული პოტენციალების მეშვეობით სტიმულის წარდგენიდან 250-დან 500
მილიწამში. ხოლო ექსპლიციტური მეხსიერებიდან ინფორმაციის ამოტანა უკავშირდება
თავის ტვინის უკანა არეებში შედარებით გვიან აღმოცენებულ პოტანციალებს. (Voss &
Paller,2006).
ამნეზიის მქონე პაციენტები ძალიან ცუდად ასრულებენ ექსპლიციტური
მეხსიერების დავალებებს. მაგრამ იმპლიციტური მეხსიერების დავალებების შესრულება,
როგორიცაა მინიშნებით გახსენება ან სიტყვების დასრულება, შეუძლიათ ნორმის ან
ნორმასთან მიახლოებულ ფარგლებში (Warrington & Weiskrantz, 1970) (Baddeley, 1989).
როგორ ფიქრობთ, რა ხდება სიტყვების დასრულების დავალების შემდეგ? როდესაც
ამნეზიის მქონე პირს ეკითხებიან თუ უნახავთ რამდენიმე წამის წინ დასრულებული
სიტყვა, მათ, როგორც წესი, არ ახსოვთ არც სიტყვა და არც ამ სიტყვასთან დაკავშირებული
გამოცდილება (Graf, Mandler, & Haden, 1982; Tulving, Schacter, & Stark,1982). უფრო
მეტიც, ეს პაციენტები ექსპლიციტურად ვერ ცნობენ მანამდე ნანახ სიტყვებს. მიუხედავად
იმისა, რომ სხვაობა ექსპლიციტურ და იმპლიციტურ მეხსიერებას შორის კარგად ჩანს
ამნეზიის მქონე პაციენტების შემთხვევში, როგორ ამნეზიის მქონე, ისე ნორმალურ
პირებთან იმპლიციტური მეხსიერება დარღვეული არ არის. ამის მსგავსად, ამნეზიის
მქონე პირებს აღენიშნებათ პარადოქსული შესაძლებლობები სხვა სფეროში. განვიხილოთ
ორი სახის დავალება. როგორც მანამდე აღვწერეთ, პროცედული ცოდნის დავალებები
მოიცავს ,, ვიცი როგორ“ ასპექტს. ეს დავალებები მოიცავს ისეთ ჩვევებს როგორიცაა
ველოსიპედის ტარება, მაშინ, როდესაც დეკლარაციული მეხსიერების დავალებები
მოიცავს ,, ვიცი ეს“ ასპექტს. ეს ეხება ფაქტიურ ინფორმაციას, მაგალითად, როგორიცაა
ფსიქოლოგიის სახელმძღავნელოს ტერმინები. ერთი მხრივ, ამნეზიის მქონე პაციენტები

67
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

ძალიან ცუდად ასრულებენ მეხსიერების ტრადიციულ დავალებებს, რომლებიც


მოითხოვს დეკლარაციული ცოდნის აღდგენას და ცნობას. მეორე მხრივ, მათ შეიძლება
აღენიშნებოდეთ გაუმჯობესება დამახსოვრებული გამოცდილების, დასწავლის შედეგად
იმ შემთხვევაში, როდესაც ასრულებენ პროცედურული ცოდნის დავალებებს. ისეთი
დავალებები, რომლებიც მოიცავს თავსატეხების ამოხსნას, სარკისებურად დაწერილის
წაკითხვის სწავლას ან მოტორული ჩვევების დახვეწას (Baddeley, 1989). განვიხილოთ
პროცედურული ცოდნის მაგალითი, რომელიც შენახულია დარღვეული ამნეზიის მქონე
პირებში. ჩვეულ სიტუაციაში ამნეზიის მქონე პირებს შეუძლიათ მანქანის ტარება ისევე
კარგად, როგორც ჯანმრთელ პირებს. (Anderson et al., 2007). თუმცა რთული ავტოსაგზაო
შემთხვევის სიმულაციის პირობებში, ამნეზიის მქონე პირებს აღენიშნებოდათ
მნიშვნელოვანი დარღვევები. ისინი ვერ იხსენებდნენ ამ სიტუაციის შესაბამის სწორ
პასუხებს. ეს მონაცემები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ამნეზიის მქონე პაციენტების
იმპლიციტური, პროცედურული მეხსიერება შენახულია, ხოლო ექსპლიციტური ცოდნა,
დარღვეული. მძღოლების დიდ ნაწილს არ აქვს რთული ავტოსაგზაო შემთხვევების
გამოცდილება და ამდენად, გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაეყრდნონ თავიანთ
დეკლარაციულ ცოდნას.
ამნეზია და ნეიროფსიქოლოგია. ამნეზიის მქონე პირების შესწავლამ, გამოავლინა
თავის ტვინის რომელ სტრუქტურებზეა დამოკიდებული მეხსიერების ეფექტური
ფუნქციონირება. თავის ტვინის დაზიანებასა და ცალკეული ფუნქციების დარღევებს
შორის კავშირების შესწავლით, მკვლევრები უკეთ იაზრებენ თუ როგორია მეხსიერების
ფუნქციონირება ნორმაში.

68
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

“ მე არ ვკარგავ ჩემს მეხსიერებას, მე ვცხოვრობ აწმყოში“

ამრიგად, თავის ტვინის კოგნიტური პროცესების შესწავლის დროს ნეიროფსიქოლოგი


ხშირად ეძებს ფუნქციურ დისოციაციას. დისოციაციისას ნორმალურ ადამიანებს
კონკრეტული ფუნქცია ნორმის ფარგლებში აქვთ (მაგალითად, ექსპლიციტური
მეხსიერება). მაგრამ თავის ტვინის სპეციფიკური დაზიანების მქონე პირებს აღენიშნებათ
ამ ფუნქციის დარღვევები, მიუხედავად იმისა, რომ სხვა არეებთან დაკავშირებული
ფუნქციები შენახულია (მაგალითად, იმპლიციტური მეხსიერება). მეხსიერების
დაღვევების მქონე ადამიანებზე დაკვირვებიდან გამომდინარე ვიცით, რომ მეხსიერება არ
არის სტაბილური. ქალა-ტვინის ტრავმა, ცნობიერების დაკარგვა და თავის ტვინის სხვა
მრავალი დაზიანება ან დაავადებები გავლენას ახდენს მის ფუქციონირებაზე. თუმცა, ჩვენ
არ შეგვიძლია მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა მოცემულ სტრუქტურულ
დაზიანებასა და მეხსიერების სპეციფიკურ დარღვევას შორის. ის ფაქტი, რომ თავის
ტვინის კონკრეტული უბნები ასოცირებულია გარკვეული ფუნქციების დარღვევებთან არ
ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ეს უბანი მონაწილეობს მოცემული ფუნქციის შესრულებაში.
სინამდვილეში, ფუნქციები შეიძლება იყოს განაწილებულ მრავალ სტრუქტურაზე და
უბანზე. ზოგადი ფიზიოლოგიური ანალოგია დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ
ლოკალიზაციის განსაზღვრის სირთულეები გამოვლენილი დეფიციტის საფუძველზე.
თავის ტვინის ნაწილის - რეტიკულური ფორმაციის აქტივაციური სისტემის -
ნორმალური ფუნქციონირება გადამწყვეტია სიცოცხლისთვის. თუმცა სიცოცხლე

69
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

დამოკიდებული უფრო მეტ ფაქტორზე, ვიდრე უბრალოდ ტვინის ფუნქციონირება. თუკი


ეჭვი გეპარებათ სხვა ორგანოების მნიშვნელობაში, ჰკითხეთ ფილტვის ან გულის
დაავადების მქონე პაციენტებს.
ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ რეტიკულური აქტივაციური სისტემა გადამწყვეტია
სიცოცხლისთვის, სიკვდილი შეიძლება გამოწვეული იყოს სხეულის სხვა ორგანოების
დაზიანებით. თავის ტვინის დისფუნქციის ძიება დაკავშირებულია მსგავს
პრობლემებთან. მარტივი დისოციაციების გამოვლენისას, კავშირი დაზიანებულ უბანსა
და გარკვეული ფუნქციის დეფიციტს შორის შეიძლება ავხსნათ მრავალი ალტერნატიული
ჰიპოთეზით. გაცილებით მყარია ჰიპოთეზები, რომლებიც ეფუძნება ორმაგი
დისოციაციების საფუძველზე მიღებულ შედეგებს. ორმაგი დისოციაციის დროს
სხვადასხვა სახის ნევროპათოლოგიური მდგომარეობის მქონე პირები ამჟღავნებენ
დეფიციტის საპირისპირო ნიშნებს. ორმაგი დისოციაცია ვლინდება მაშინ, როდესაც თავის
ტვინის სტრუქტურა 1-ის დაზიანება იწვევს მეხსიერების A ფუნქციის დარღვევას, მაგრამ
არა B ფუნქციისას. ხოლო თავის ტვინის სტრუქტურა 2-ის დაზიანება გამოიწვევს B
ფუნქციის დარღვევას და არა A ფუნქციის.
ზოგიერთი ფუნქციის და თავის ტვინის ზოგიერთი უბნის შემთხვევაში
ნეიროფსიქოლოგებს გამოვლენილი აქვთ ორმაგი დისოციაცია. მაგალითად, ხანგრძლივ
და ხანმოკლე მეხსიერებას შორის განსხვავებების მონაცემები გამომდინარეობს, სწორედ
ასეთი ორმაგი დისოციაციიდან (Schacter, 1989b). თხემის წილების დაზიანების მქონე
პაციენტებს აღენიშნებათ ხანმოკლე მეხსიერებაში ინფორმაციის შეჩერების
მნიშვნელოვანი პრობლემები და ამავე დროს სრულიად შენახული აქვთ ხანგრძლივი
მეხსიერება (Shallice &Warrington, 1970; Warrington & Shallice, 1972). ამის საპირისპიროდ,
საფეთქლის მედიალური უბნების დაზიანების მქონე პირებს შედარებით შენახული აქვთ
ხანმოკლე მეხსიერება ვერბალურ მასალაზე, როგოიცაა ასოები, სიტყვები, მაგრამ არ
შეუძლიათ ახალი ვერბალური ინფორმაციის შენახვა ხანგრძლივ მეხსიერებაში. (Milner,
Corkin, &Teuber, 1968; Shallice, 1979; Warrington, 1982).

70
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

ორმაგი დისოციაცია მყარი საფუძველია იმ იდეისთვის, რომ თავის ტვინის


გარკვეული სტრუქტურები სასიცოცხლო როლს თამაშობენ მეხსერების ფუნქციონირებაში
(Squire,1987). ამ არეების დაზიანებები, იწვევს მეხსიერების ძლიერ დეფეციტს. თუმცა
ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეხსიერების თუნდაც ნაწილი განთავსებულია ამ
სტრუქტურებში. მიუხედავად ამისა, დაზიანებული თავის ტვინის მქონე პაციენტების
კვლევები ინფორმატულია და მაინც წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ როგორ
მუშაობს მეხსიერება. დღეისათვის კოგნიტური ნეიროფსიქოლოგიის სპეციალისტებმა
აღმოაჩინეს, რომ ორმაგი დისოციაცია რამდენიმე განსხვავების კარგი მტკიცებულებაა. ეს
არის განსხვავებები ხანმოკლე და ხანგრძლივ მეხსიერებას, დეკლარაციულ
(ექსპლიციტურ და არადეკლარაციულ (იმპლიციტურ) მეხსიერებას შორის. არის ასევე
გარკვეული წინასწარი მონაცემები სხვა განსხვავებებთან დაკავშირებით.

ალცჰაიმერის დაავადება
მიუხედავად იმისა, რომ ამნეზია მეხსიერების დარღვევასთან ყველზე მეტად
დაკავშირებული სინდრომია, ის ზოგჯერ ნაკლებად გამანადგურებელია, ვიდრე ის
დაავადება, რომელიც მეხსიერების დაკარგვის გარდა მრავალ სხვა სიმპტომსაც მოიცავს.
ალცჰაიმერის დაავადება ხანდაზმული ასაკის მოზრდილებში გვხვდება, იწვევს
დემენციას და მეხსიერების დაკარგვას (Kensinger & Corkin, 2003). დემენცია არის
ინტელექტუალური ფუნქციების თანდათანობითი დაკარგვა. ეს დაავადება იმდენად
მძიმეა, რომ არღვევს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას. შეიძლება შევადაროთ
მეხსიერების დარღვევის მქონე ალცჰაიმერის დაავადების მატარებელი პირების და
ნორმალური მეხსიერების მქონე ჯანმრთელი პირების თავის ტვინის ტომოგრაფიები (იხ.
სურათი 5.10). დაავადების გართულებასთან ერთად მეხსიერებასთან დაკავშირებულ
უბნებში ვლინდება შემცირებული კოგნიტური აქტივობა. ეს დაავადება პირველად
აღმოაჩინა ალოიზ ალცჰაიმერმა 1907 წელს. დაავადების დადგენა, როგორც წესი, ხდება
ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტელექტუალური ფუნქციების დარღვევების საფუძველზე.
ფორმალურად, საბოლოო დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ სიკვდილის შემდეგ.

71
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

ალცჰაიმერის დაავადება იწვევს თავის ტვინის ატროფიას (ზომაში შემცირებას)


განსაკუთრებით ჰიპოკამპუსის, საფეთქლისა და შუბლი წილების (Jack et al., 2002). ამ
დაავადების მქონე პირების თავის ტვინში ჩნედება „გორგლები“ და „ფოლაქები“, რაც არ
გვხვდება ჯანმრთელი ადამიანის თავის ტვინში. „ფოლაქები“ ნერვული უჯრედების
გარეთ არსებული ცილების მყარი გროვებია (Mirochnic et al., 2009). „გორგლები“ კი
ერთმანეთში გადახლართული ბოჭკოებია, რომლებიც შეიძლება იყოს უჯრედის
სხეულში, დენდრიტებში და ხშირად აქვთ ცეცხლის ალის ფორმა (Kensinger &
Corkin,2003). ამ დაავადების დიაგნოზს სვამენ თუ პაციენტს აღენიშნება მეხსიერებისა და
თუნდაც ერთი ისეთი სფეროს დისფუნქცია როგორიცაა მეტყველება, მოტორიკა,
ყურადღება, აღმასრულებელი ფუნქციები ან საგნების ცნობა. სიმპტომების გამოვლენა
იწყება თანდათან, დაავადება პროგრესირებს და შეუქცევადია.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადების პროგრესი შეუქცევადია, შესაძლებელია მისი
შეჩერება. ძირითადი პრეპარატი რომელსაც იყენებენ ამ მიზნით არის Donepezil (Aricept).
კვლევის შედეგები არაერთგავაროვანია (Fischman, 2004). გამოვლინდა, რომ საუკეთესო
შემთხვევაში Aricept-ს შეუძლია დაავადების განვითარების ოდნავ შენელება, მაგრამ არა
შეჩერება. ახალი თაობის პრეპარატს - memantine-ის (ასევე ცნობილი როგორც Namenda
or Ebixa), Aricept-თან ერთად გამოყენებას შეუძლია უფრო მეტად შეანელოს დაავადების
განვითარების პროცესი.

72
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

a b

სურათი 5.10 ალცჰაიმერის დავადების მქონე პირისა და ჯანმრთელი პირის თავის ტვინის
გამოსახულებები.
ჯანმრთელი თავის ტვინის ტომოგრაფია (a) და თავის ტვინის ტომოგრაფია ალცჰაიმერის
დაავადების ადრეულ სტადიაზე (b) შეგიძლიათ ნახოთ ატოფიები (შავი სივრცეები)
დააავადებულ თავის ტვინში.
სურათ (c)-ზე ჯანმრთელი პირის და გვიანდელ სტადიაზე მყოფი ალცჰაიმერის დააავადების
მქონე პაციენტის თავის ტვინის PET სკანირების გამოსახულებებია. მეტაბოლოზმი ჯანმრთელ
ტვინში გაცილებით მეტად არის გამოხატული. დაავადების განვითარებასთან ერთად,
მეხსიერებათან დაკავშირებული კოგნიტური აქტივობა ქვეითდება.

ამ ორ პრეპარატს აქვს მოქმედების განსხვავებული მექანიზმი. Aricept ანელებს


ნეიროტრანსმიტერ აცეტილქოლინის დაშლას, ხოლო Memantine თრგუნავს იმ
ნივთიერებას, რომელიც ზედმეტად ააგზნებს უჯრედებს და იწვევს უჯრედების
დაზიანებასა და დაღუპვას (Fischman, 2004). ალცჰაიმერის გამოვლინების სიხშირე

73
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

მატულობს ასაკთან ერთად (Kensinger &Corkin, 2003). 70 – 75 ასაკის ადამიანების


დაახლოებით 1%-ს ეწყებათ ალცჰაიმერის დაავადება. ხოლო 80 – 85 წლის ასაკში სიხშირე
6% მდე იზრდება.
ალცჰაიმერის განსაკუთრებული ფორმაა მემკვიდრეობითი, ცნობილი როგორც
ალცჰაიმერის ნაადრევი დაავადება. დაავადების ეს ფორმა დაკავშირებულ იქნა
გენეტიკურ მუტაციასთან. ამ გენეტიკური მუტაციის მქონე ადამიანებს ყოველთვის
უვითარდებათ ეს დაავადება. ეს მუტაცია ვლინდება დაავადების ადრეული დასაწყისით,
ხშირად 50 წლამდე ასაკში, ხოლო ზოგჯერ 20 წლის ასაკშიც (Kensinger &Corkin, 2003).
გვიანი დასაწყისის ალცჰამერის დაავადება, პირიქით, ძნელი განსასაზღვრია და
უკავშირდება შესაძლო გენეტიკურ ან გარემო ფაქტორებს, რომელთაგან არც ერთი არ
არის საბოლოოდ დადგენილი.
ალცჰაიმერის პირველი ნიშნები, როგორც წესი, მოიცავს ეპიზოდური მეხსიერების
დარღვევებს. ადამიანებს უჭირთ ისეთი ინფორმაციის დამახსოვრება, რაც მათ
დაისწავლეს დროით ან სივრცით კონტექსტში. დაავადების განვითარებასთან ერთად,
იწყება სემანტიკური მეხსიერების დარღვევებიც. მაშინ, როცა ჯანმრთელი პირები უკეთ
იმახსოვრებენ ემოციურად დატვირთულ ინფორმაციას, ვიდრე ემოციურად ნეიტრალურს,
ალცჰაიმერის მქონე პირებს არ აღენიშნებათ ასეთი განსხვავება (Kensinger et al., 2002).
მეხსიერების არადეკლაციული ფორმების უმრავლესობა ალცჰაიმერის დროს შენახულია
თითქმის ბოლომდე. ხოლო დაავადების ბოლო არის სიკვდილი, გამოწვეული სხვა
მიზეზებით. მეხსიერების შესაფასებელი ტესტებით შესაძლებელია მოხდეს დაავადების
დიაგნოსტირება. თუმცა საბოლოო დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ თავის
ტვინის ქსოვილის ანალიზის შედეგად, რომელშიც, როგორც უკვე აღინიშნა, ვლინდება
„ფოლაქები“ და „გორგლები“. ერთ-ერთ ტესტში პაციენტს მიეწოდება ფურცელი ზედ
დაწერილი 4 სიტყვით (Buschke et al., 1999). თითოეული სიტყვა მიეკუთვნება
განსხვავებულ კატეგორიას. შემფასებელი ასახელებს ერთ-ერთი სიტყვის კატეგორიას.
პაციენტმა უნდა მიუთითოს შესაბამის სიტყვაზე. მაგალითად, თუ დასახელდა
კატეგორია „ცხოველი“, პაციენტმა უნდა მიუთითოს სიტყვა ,,ძროხა“-ზე. სიტყვების

74
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

წარდგენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, პაციენტებმა უნდა სცადონ ყველა ნანახი


სიტყვის გახსენება. თუ სიტყვას ვერ იხსენებენ, მათ ეუბნებიან ამ სიტყვის კატეგორიას.
ზოგიერთ პაციენტს არ ახსენდება სიტყვები მაშინაც, როცა მათ ეხმარებიან
კატეგორიებით. ალცჰაიმერის მქონე პაციენტებს ამ ტესტში გაცილებით უარესი შედეგები
აქვთ, ვიდრე სხვა პაციენტებს.

როგორრ ინახება მოგონებები?

სად ინახება თავის ტვინში მოგონებები და თავის ტვინის რა სტრუქტურებია


ჩართული მეხსიერების ისეთ პროცესებში, როგორიცაა კოდირება და აღდგენა?
მეხსიერების ლოკალიზაციის განსაზღვრის მიზნით ბევრი მცდელობა უნაყოფო
აღმოჩნდა. მაგალითად, ასეულობით ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ
ნეიროფსიქოლოგმა კარლ ლეშლიმ Karl Lashley (1950) არადამაჯერებლად გამოაცხადა,
რომ სპეციფიკურ მოგონებებს არავითარი გარკვეული ლოკალიზაცია არ გააჩნია. ლეშლის
აღიარებიდან ათეულობით წლის შემდეგ, ფსიქოლოგებმა დადგინეს თავის ტვინის
მრავალი სტრუქტურა, რომელიც ჩართული აღმოჩნდა მეხსიერების პროცესებში.
მაგალითად, მათ უკვე იცოდნენ ჰიპოკამპუსის და სხვა მიმდებარე სტრუქტურების
მნიშვნელობის შესახებ მეხსიერების პროცესებში. თუმცა ფიზიოლოგიური სტრუქტურა
შესაძლოა არ იყოს ისეთი, როგორიც წარმოედგინა ლეშლის მოვლენების და აზრების
ლოკალიზაციად. პენფილდის აღმოჩნებიც, რომლის შედეგად გამოვლინდა კავშირები
ელექტროსტიმულაციასა და ეპიზოდურ მეხსიერებას შორის, ეჭვს იწვევდა. ზოგიერთი
კვლევის წინასწარი შედეგები მეხსიერების სხვადსახვა ასპექტში ჩართული თავის ტვინის
სტრუქტურებთან დაკავშირებით, იმედის მომცემია. პირველი, გარკვეული ფსიქიკური
განცდის სპეციფიკური სენსორული თვისებები ორგანიზებულია თავის ტვინის
სხვადასხვა უბნებში (Squire, 1986). მაგალითად, ფსიქიკური გამოცდილების
ვიზუალური, სივრცითი და ყნოსვითი ატრიბუტები შესაძლოა ინახებოდეს ცალ-ცალკე
თავის ტვინის ქერქის სვადასხვა უბნებში, რომლებიც პასუხისმგებელია თითოეული
შეგრძნების გადამუშავებაზე. ამრიგად, თავის ტვინის ქერქი, როგორც ჩანს, მნიშვნელოვან

75
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

როლს თამაშობს მეხსიერების პროცესებში ინფორმაციის ხანგრძლივი შენახვის


თავლსაზრისით. (Zola & Squire, 2000; Zola-Morgan & Squire, 1990). გარდა ამისა,
ჰიპოკამპუსი და მასთან მიმდებარე თავის ტვინის სტრუქტურები ასევე მნიშვნელოვანი
აღმოჩნდა ექსპლიციტური მეხსიერების და სხვა დეკლარაციული ინფორმაციის
გადამუშავებაში. ჰიპოკამპუსი თამაშობს გადამწყვეტ როლს დეკლარაციული
ინფორმაციის კოდირებაში (Manns & Eichenbaum, 2006; Thompson, 2000). მისი მთავარი
ფუნქცია არის ცალკეული სენსორული ინფორმაციის და ასევე სივრცითი ორიენტაციის
და მეხსიერების ინტეგრაცია და კონსოლიდაცია (Ekstrom et al., 2003; Moscovitch, 2003;
olstad et al., 2008). ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს სტრუქტურა მონაწილეობს
ახლად სინთეზირებული ინფორმაციის გადატანაში მეხსიერების ხანგრძლივ
სტრუქტურებში, რომლებიც მოიცავს დეკლარაციულ ცოდნას. შესაძლოა ასეთი გადატანა
უზრუნველყოფილია ტვინის სხვადასხვა ნაწილებში შენახული ინფორმაციის
გამოყენებით (Reber, Knowlton, & Squire, 1996). ასევე ჰიპოკამპუსი, როგორც ჩანს,
თამაშობს გადამწყვეტ როლს კომპლექსურ დასწავლაში (Gupta et al., 2009;McCormick &
Thompson, 1984). და ბოლოს, ჰიპოკამპუსი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს
ინფორმაციის გახსენებაში (Gilboa et al., 2006). ევულუციური თვალსაზრისით, თავის
ტვინის ზემოთაღნიშნული სტრუქტურები (უპირატესად ქერქი და ჰიპოკამპუსი)
შედარებით ახალი შენაძენებია. დეკლარაციული მეხსიერება ასევე შეიძლება განხილულ
იქნას როგორც შედარებით ახალი ფენომენი. ამავე დროს, მეხსიერების სხვა
სტრუქტურები შეიძლება პასუხისმგებელი იყოს მეხსიერების არადეკლარაციულ
ფორმებზე. მაგალითად, ბაზალური განგლიები, უნდა იყოს პროცედურული ცოდნის
მაკონტროლებელი პირველადი სტრუქტურები (Shohamy et al., 2009). ამავე დროს, ისინი
არ არიან ჩართული პრაიმინგის ეფექტის კონტროლში (Heindel, Butters, & Salmon, 1988),
რომელიც სავარაუდოდ, მეხსიერების სხვა ფორმების გავლენას განიცდის (Schacter,
1989b). უფრო მეტიც, ნათხემი ასევე თამაშობს მნიშვნელოვან როლს ისეთი მეხსიერების
პროცესებში, როგორიცაა კლასიკური განპირობებულობა და მონაწილეობას იღებს ბევრ
სხვა კოგნიტურ ოპერაციაში (Thompson & Steinmetz, 2009). ამრიგად, არადეკლარაციული

76
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

მეხსიერების სხვადასხვა ფორმები, როგორც ჩანს, კონტროლდება თავის ტვინის


სხვადასხვა სტრქუტურების მიერ.
ამიგდალა ხშირად ასოცირებულია ემოციურ მოვლენებთან, შესაბამისად, ბუნებრივია
კითხვის დასმა მისი მეხსიერების პროცესებში ჩართულობის შესახებ. ამიგდალა
კავშირშია ემოციურად დატვირთული მოვლენების დამახსოვრებასთან. ერთ-ერთ
კვლევაში ცდის პირებს უჩვნებდნენ ვიდეოს, სადაც წარმოდგენილი იყო ერთი დღე (Cahill
et al., 1996). თითოეული პრეზენტაცია მოიცავდა 12 ეპიზოდს, რომელთაგან ნახევარი
შეფასდა როგორც ემოციური შინაარსის მქონე, ხოლო დანარჩენი - როგორც ნეიტრალური.
ვიდეოს ყურების პროცესში ცდის პირებს უტარებდნენ PET კვლევას (იხ. თავი 2).
სამკვირიანი შუალედის შემდეგ ცდის პირები კვლავ დაპატიჟეს ლაბორატორიაში და
სთხოვეს კლიპების გახსენება. შედარებით ემოციური კლიპების შემთხვევაში ამიგდალას
აქტივაცია ასოცირდებოდა გახსენებასთან. შედარებით ნაკლებად ემოციური კლიპების
შემთხვევაში, ასეთი ასოციაცია არ ყოფილა. შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ როდესაც
მოგონებები ემოციურად დატვირთულია, ამიგდალას აქტივაციის დონე კავშირშია
გახსენებსთან. სხვა სიტყვებით, რაც უფრო ემოციურად დატვირთულია მოგონება, მით
მეტია შემდგომში გახსენების ალბათობა. ემოციური მოგონებების გახსენებაში შესაძლოა
ასევე იყოს სქესობრივი განსხვავებები. ზოგიერთი მონაცემით, ქალები უკეთ იხსენებენ
ემოციურად დატვირთულ მოგონებებს, ვიდრე მამაკაცები (Canli et al., 2002). ამიგდალა
ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეხსიერების კონსოლიდაციის პროცესში,
განსაკუთრებით, როდესაც ჩართულია ემოციური გამოცდილება (Cahill & McGaugh,
1996; Roozendaal et al., 2008). გარდა ამ წარმოდგენებისა მეხსიერების მაკრო დონის
სტრუქტურების შესახებ, ჩვენ ვიწყებთ მეხსიერების მიკროსტრუქტურების გაგებასაც.
მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული ნერვული გზების განმეორებითი სტიმულაცია
აძლიერებს აგზნების გარკეულ პატერნებს. ამას უწოდებენ ხანგრძლივ პოტენციაციას
(სადაც პოტენციაცია აქტივობის გაზრდაა). კერძოდ, ფიზიოლოგიური ცვლილებები
აღმოცენდება მიმღები ნეირონის დენდრიტების კონკრეტულ სინაფსში. ეს ცვლილებები
უზრუნველყოფს ნეირონის ზღურბლოვანი აქტივაციის დონეს შემდგომი აგზნებისათვის.

77
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მიუთითებს ჰიპოკამპალური ნეირონების


ინტერაქციის შესაძლებლობის ცვლილებაზე, ანუ პლასტიურობაზე.
ჩვენ ასევე ვიცით, რომ ზოგიერთი ნეიროტრსნმიტერი აფერხებს და ხელს უშლის
მოგონებების შენახვას, ხოლო სხვები კი ხელს უწყობენ გამოცდილების შენახვას.
სეროტონინი და აცეტილქოლინი ორივე აძლიერებს მოგონებების შენახვას, ისევე როგორც
ნორეპინეფრინი. ჯანმრთელი პირებს ჰიპოკამპალურ სტრუქტურაში აღენიშნებათ
აცეტილქოლინის მაღალი კონცენტრაცია (Squire,1987), ხოლო ალცჰაიმერის მქონე
პაციენტებთან ეს კონცენტრაცია დაბალია. ფაქტიურად, ალცჰაიმერის მქონე პაციენტებს
აღენიშნებათ თავის ტვინის იმ ქსოვილის ძლიერი დანაკარგი, რომელშიც გამოიყოფა
აცეტილქოლინი.
სეროტონინი ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეხსიერების სხვა ტიპის დარღვევაში,
კორსაკოვის სინდრომში. ალკოჰოლის ხანგრძლივი ან დიდი რაოდენობით მოხმარებამ
შეიძლება გამოიწვიოს ანტეროგრადული ამნეზიის ეს დამანგრეველი ფორმა. ალკოჰოლის
მოხმარება იწვევს სეროტონინის აქტივობის დარღვევებს, რაც თავის მხრივ, არღვევს
მოგონებების ფორმირებას (Weingartner et al., 1983). ამ სინდრომს ხშირად თან ახლავს
გარკვეული ხარისხის რეტროგრადული ამნეზიაც (Clark etal., 2007). კორსაკოვის
სინდრომი უკავშირდება დიენცეფალონის დაზიანებას ( თავის ტვინის უბანი რომელიც
მოიცავს თალამუსს და ჰიპოთალამუსს) (Postma et al.,2008). ასევე ვლინდება სხვა
არეების, შუბლისა და საფეთქლის წილების დაზიანებაც (Jacobson et al., 1990; Kopelman
et al.,2009; Reed et al., 2003). მეხსიერებაზე ზეგავლენას ახდენს სხვა ფიზოლოგიური
ფაქტორებიც. ზოგიერთი ბუნებრივად გამომუშავებული ჰორმონი სტიმულს აძლევს
თავის ტვინში გლუკოზის დონის მომატებას, რაც აძლიერებს მეხსიერებას. ეს ჰორმონები
ხშირად დაკავშირებულია მნიშვნელოვან, ამაღელვებელ მოვლენებთან. ამის მაგალითებია
ტრავმები, მიღწევები, პირველი გამოცდილება (მაგალითად პირველი ვნებიანი კოცნა)
კრიზისი, ან სხვა უკიდურესი დაძაბულობის მომენტები (მაგალითად, ძალიან
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება). ჰორმონები გარკვეულ როლს თამაშობენ ამ
მოვლენების დამახსოვრებაში. კოგნიტური ფსიქოლოგიის ზოგიერთი ძალიან სინტერესო

78
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

კვლევის ობიექტია მეხსიერების სტრატეგიები. მეხსიერების სტრატეგიები და


მეხსიერების პროცესები იქნება შემდეგი თავის განხილვის საგანი.

ცნებების შემოწმება

1. განსაზღვრეთ ამნეზია და ჩამოთვალეთ ამნეზიის სამი ფორმა.


2. რას წარმოადგენს ალცჰაიმერის დაავადება?
3. რა როლი აქვს ჰიპოკამპუსს ინფორმაციის შენახვის პროცესში?

ძირითადი თემები

ამ თავში მოცემული ძირითადი თემები ემსახურება 1 თავის ძირითადი თემების უფრო


დეტალური განხილვას.
ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევები. შესაძლოა ფუნდამენტური და
გამოყენებითი კვლევების ურთიეთკავშირი. ამის მაგალითია ალცჰაიმერის დაავადების
კვლევები. დღეისათვის ეს არის განუკურნებელი სენი, თუმცა პრეპარატებისა და
შესაბამისი გარემოს მოწყობით შესაძლებელია მდგომარეობის გაუმჯობესება.
ფუნდამენტური კვლევები ბიოლოგიური სტრუქტურების მიმართულებით (მაგალითად,
ფოლაქებისა და გორგლების შესწავლა) და ალცჰაიმერის დაავადების დროს კოგნიტური
ფუნქციების აღწერა უკეთ დაგვეხმარება გავიგოთ, რა გზით ვუმკუნალოთ ამ დაავადებას.
ბიოლოგიური და ქცევითი მეთოდები. ამ თავში მოცემულია ასევე ბიოლოგიური და
ქცევითი მეთოდების ურთიერთკავშირიც. თავის ტვინის სტრქუტურებიდან ჰიპოკამპუსი
ყველაზე დეტალური შესწავლის ობიექტია. ფუნქციური მაგნიტურ რეზონანსული
ვიზუალიზაციის (fMRI) კვლევების შედეგების მიხედვით, ჰიპოკამპუსისა და თავის
ტვინის სხვა ნაწილების - ამიგდალას (ემოციურად შეფერილი მოგონებების შემთხვევაში)
და ნათხემის (პროცედურული ცოდნის შემთხვევაში) ფუნქციონირება, უზრუნველყოფს

79
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

საჭირო ინფორმაციიის დამახსოვრებას. ბიოლოგიური პროცესები დიდ გავლენას ახდენს


ჩვენს გამოცდილებაზე, ქცევასა და მოგონებებზე.
სტრუქტურები და პროცესები. ადამიანის მეხსიერების გაგებისათვის მნიშვნელოვანია
როგორც სტრუქტურები, ისე ფუნქციები. ატკინსონ-შიფრინის მოდელი აღწერს
კონტროლის პროცესს, რომელიც მუშაობს სამი სტრუქტურის: ძალიან ხანმოკლე საცავის,
ხანმოკლე საცავის და ხანგრძლივი საცავის საშუალებით. მუშა მეხსიერების უფრო
თანამედროვე მოდელი ხსნის, თუ როგორ აკონტროლებს და ააქტივებს აღმასრულებელი
ფუნქცია ხანგრძლივი მეხსიერების იმ ინფორმაციას, რაც აუცილებელია დავალების
შესასრულებლად, პრობლემის გადასაჭრელად.
.

შეჯამება
1.რა დავალებები გამოიყენება მეხსიერების შესასწავლად და რა ინფორმაცია მოგვაწოდა
სხვადასხვა დავალების გამოყენებამ მეხსიერების სტრუქტურების შესახებ? კოგნიტური
ფსიქოლოგების მიერ გამოყენებული სხვადასხვა დავალებიდან ყველზე მნიშვნელოვანია
ექსპლიციტური გახსენებისა (მაგალითად, თავისუფალი აღდგენა, თანმიმდევრული
აღდგენა და მინიშნებით გახსენება) და ექსპლიციტური ცნობის შესაფასებელი
დავალებები. ამ დავალების შესრულების დროს, მაგალითად, (სიტყვების დასრულება)
კოგნიტურმა ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს მეხსიერების სხვადასხვა სისტემისა და
თითოეული დავალების შესრულებაში მონაწილე პროცესების (მაგალითად, რაც
გამოვლინდა ამნეზიის მქონე პაციენტების შესწავლისას) დამამტკიცებელი მონაცემები.
2. რომელია მეხსიერების სტრქუტურების აღმწერი წამყვანი მოდელი? მეხსიერების
საშულებით ჩვენ ვიძენთ ცოდნას წარსულის შესახებ და ვიყენებთ ამ ცოდნას აწმყოში.
ერთ-ერთი მოდელის თანახმად, მეხსიერება შედგება სამი საცავისგან: სენსორულ საცავს
შეუძლია ინფორმაციის შედარებით შეზღუდული ოდენობის შეჩერება ძალინ მოკლე
პერიოდის მანძილზე, ხანმოკლე საცავში შესაძლებელია ინფორმაციის მცირე ოდენობის
შედარებით დიდი პერიოდით შენახვა, ხოლო ხანგრძლივ საცავში შესაძლებელი

80
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

ინფორმაციის ძალიან დიდი რაოდენობით, პრაქტიკულად განუსაზღვრელი დროით


შენახვა. სენსორული საცავის ფარგლებში ხატოვანი საცავი ემსახურება ვიზუალური
ინფორმაციის დამახსოვრებას.
3. რომლებია მეხსიერების სტრუქტურის ამხსნელი ძირითადი ალტერანტიული
მოდელები? ალტერნატიულ მოდელებში გამოყენებულია მუშა მეხსიერების ცნება,
რომელიც ხშირად აღწერილია როგორც ხანგრძლივი მეხსიერების შემადგენელი ნაწილი.
ამ თვალსაზრისით, მუშა მეხსიერება მოიცავს მხოლოდ ბოლოს აქტივირებული
ხანგრძლივი მეხსიერების ნაწილს. ინფორმაციის ეს აქტივირებული ნაწილები შედის და
გამოდის ხანმოკლე მეხსიერებაში.
მეორეა გადამუშავების დონეების მოდელი, რომელიც უშვებს, რომ მეხსიერების
განსხვავებები დამოკიდებულია ინფორმაციის კოდირებისა და გადამუშავების ხარისხზე.
მესამე მოდელი მეხსიერების მრავალრიცხოვანი სისტემების მოდელია, რომელიც
განასხვავებს არა მხოლოდ დეკლარაციულ და პროცედურულ მეხსიერებას, არამედ
სემანტიკურ და ეპიზოდურ მეხსიერებასაც. გარდა ამისა, ფსიქოლოგები გვთავაზობენ სხვა
მოდელებსაც, მათ შორისაა გადამუშავების პარალელური განაწილების
(კონექციონისტური) მოდელი. ეს მოდელი მოიცავს მუშა მეხსიერებას, სემანტიკური
მეხსიერებას, გავრცელებულ აქტივაციას, პრაიმინგს და ინფორმაციის პარალელური
გადამუშავების პროცესს. საბოლოო ჯამში, ბევრი ფსიქოლოგი მოგვიწოდებს სრულიად
შევცვალოთ მეხსიერების კონცეპტულიზაცია და ყურადღება გავამახვილოთ მეხსიერების
ფუნქციონირებაზე. ამ მოწოდებიდან გამომდინარეობს, რომ ტრადიციული საცავების
მეტაფორიდან ყურადღება უნდა გადავიტანოთ უფრო თანამედროვე,
ურთიერთშესაბამისობის correspondence მეტაფორაზე.
4. რა ვისწავლეთ განსაკუთრებული მეხსიერებისა და თავის ტვინი ფიზიოლოგიის
გამოკვლევის შედეგად? სხვა მონაცემებთან ერთად, მნემონისტების შესწავლის შედეგებმა
წარმოაჩინა წარმოსახვის მნიშვნელობა კონკრეტული ინფორმაციის დამახსოვრების
პროცესში. ასევე გამოვლინდა ელემენტებს შორის აზრიანი კავშირების პოვნისა და
დამყარების ეფექტურობა. ამნეზიის ძირითადი ფორმებია ანტეროგრადული,

81
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

რეტროგრადული და ინფანტილური/ ბავშვობის ამნეზია. უკანასკნელი სახის ამნეზია


თვისებრივად განსხვავდება სხვა ფორმებისგან და აღენიშნება ყოველ ჩვენთაგანს.
ამ დარღვევების მქონე ადამიანებში მეხსიერების ფუნქციონირების შესწავლის შედეგად
შესაძლებელი გახდა მეხსიერების სხვადასხვა ასპექტების გამოყოფა. მათ შორის,
მეხსიერების ხანმოკლე და ხანგრძლივი ფორმების, პროცედურული და დეკლარაციული,
ექსპლიციტური და იმპლიციტური მეხსიერების ფორმების.
მიუხედავად იმისა, რომ მეხსიერების სპეციფიკური კვალის იდენტიფიკაცია ჯერ ვერ
მოხერხდა, მეხსიერების პროცესში მონაწილე ბევრი სტრუქტურის ლოკალიზაცია იქნა
განსაზღვრული. დღემდე ქერქქვეშა სტრუტურებიდან მეხსიერების პროცესებში
მონაწილეობენ ჰიპოკამპუსი, თალამუსი, ჰიპოთალამუსი, ქერქქვეშა ბირთვები და
ნათხემიც კი. თავის ტვინის ქერქი განაგებს დეკლარაციული ცოდნის დიდი ნაწილის
ხანგრძლივ შენახვას.
ნეიროტრანსმიტერები სეროტონინი და აცეტილქოლინი სასიცოცხლო მნიშვნელობის
მატარებელია დამახსოვრებისათვის. სხვა ფიზიოლოგიური ნივთიერებები,
სტრქუტურები და პროცესები ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, მიუხედავად იმისა,
რომ მათი როლი მკვლევრებს ჯერ კიდევ არ განუსაზღვრავთ.

ფიქრი ფიქრის შესახებ: ანალიტიკური, კრეატიული და


პრაქტიკული საკითხები

1. აღწერეთ სენსორული, ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერების ორი მახასიათებელი


2. რა არის ორმაგი დისოციაცია და რატომ არის ასეთი ნიშვნელოვანი კოგნიტურ
ფუნქციებსა და თავის ტვინის სტრუქტურებს შორის არსებული კავშირის გაგებისათვის?
3.შეადარეთ და შეაპირისპირეთ ერთმანეთს მეხსიერების სამსაცავიანი და
ალტერნატიული მოდელები.

82
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

4. გააკრიტიკეთ ამ თავში განხილული ერთერთი ექსპერიმენტი (მაგალითად სპრელინგის


1960 ხატოვანი საცავის ექსპერიმენტი ან კრეკის და ტულვინგის 1975 გადამუშავების
დონეების ექსპერიმენტი). რა ნაკლოვანებების გამოყოფა შეგიძლიათ ინტერპრეტაციებში?
როგორ შეიძლებოდა ამ ექსპერიმენტების გაგეგმვა ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო
მონაცემების უკეთესი ინტერპრეტაცია?
5. თქვენ როგორ გდაგეგმავდით ექსპერიმენტს იმპლიციტური მეხსიერების ზოგიერთი
ასპექტების შესწავლის მიზნით?
6. წარმოიდგინეთ როგორი იქნებოდა ერთ-ერთ სახის ამნეზიისგან განკურნება?აღწერეთ
თქვენი განცდები და რეაქციები ახლად აღდგენილი მეხსიერების პირობებში.
7. როგორ შეიცვლებოდა თქვენი ცხოვრება თუკი შეძლებდით თქვენი მნემონიკური
შესაძლებლობების გაძლიერებას?

ძირითადი ტერმინები

ალცჰაიმერის დაავადება გვ. 221


ამნეზია გვ. 218
ანტეროგრადული ამნეზია გვ. 218
ცენტრალურიაღმასრულებელი გვ. 204
კულტურულად რელევენტური ტესტები გვ.. 192
ეპიზდური ბუფერი გვ. . 205
ეპიზდური მეხსიერება გვ 209
ექსპლიციტური მეხსიერება გვ190
ჰიპერმნეზია გვ. 216
ჰიპოთეტური კონსტრუქტი გვ. 193
ხატოვანი საცავი გვ. 194
იმპლიციტური მეხსიერება გვ. 190
ინფანტილური ამნეზია გვ. 218
გადამუშავების დონეების თეორიული ჩარჩო გვ. 200
ხანგრძლივი საცავი, გვ. 193

83
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

მეხსიერება გვ187
მნემონისტი გვ. 214
ფონოლოგიური მარყუჟი გვ. 204
prime, p. 212
პრაიმინგის ეფექტი გვ. . 212
გახსენება/აღდგენა გვ 187
ცნობა გვ. 187
რეტოგრადული ამნეზია გვ.. 218
სემანტიკური მეხსიერება გვ 209
სენსორული საცავი გვ. 193
ხანმოკლე საცავი გვ. 193
ვიზულურ-სივრცითი მატრიცა გვ. 204
მუშა მეხსიერება გვ. . 203

მედია რესურსები

ეწვიეთ ჩვენი კომპანიონების წებ გევრდს—www.cengagebrain.com— აქ იპოვით ქვიზებს,


სტატიებს, თავის ძირითად პუქტებს და სხვ. .
შეისწავლე CogLab გადადი ლინკზეhttp://coglab.wadsworth.com. რომ ისწავლო მეტი,
განიხილე შემდეგი ექპერიმენტები:

თავის ტვინის ასიმეტრია


დამახსოვრების მრუდი
ნაწილობრივი ანგარიში
აბსოლუტური იდენტიფიკაცია
ოპერაციეული მრუდი
იმპლიციტური დასწავლა
მოდალობის ეფექტი
ადგილმდებარეობის შეცდომა

84
სტერნბერგი თავი 5 მეხსიერება 185-227

ირელევანტური მეტყველებაIrrelevant Speech


ფონილოგიური მსგავსება
გადამუშავების დონეები

85

You might also like