You are on page 1of 21

მეხსიერების

პათოლოგია
ნიკა გზირიშვილი
• მეხსიერება არის სამი ტიპის: სენსორული,მოკლევადიანი და გრძელვადიანი..
პირველი ტიპი,სენსორული მეხსიერება,რეგისტრირებულია ყველა შეგრძნების
შემთხვევაში და მისი მიზანია ფასილიტაცია შემომავალი სტიმულების სწრაფი
პროცესინგის ისე ,რომ შედარება შეიძლება მოხდეს მასალასთან რომელიც უკვე
შენახულია ხანმოკლე და გრძელვადიან მეხსიერებაში. ვინაიდან ინდივიდის
ბომბარდირება ხდება უამრავი სტიმულით,სელექციური ყურადღება სენსორული
მეხსიერებიდან რელევანტურ მასალას გაფილტრავს შემდგომი პროცესინგისთვის
და შენახვისთვის მოკლევადიან მეხსიერებაში. მოკლევადიანი მეხსიერება,ასევე
მუშა მეხსიერება, განსაზღვრავს მეხსიერებას ,რომელიც ხანგრძლივობით
აღემატება რამდენიმე წამს(სენსორული მეხსიერება). მოკლევადიანი მეხსიერება
ეხმარება ადამიანის გარემოს კონსტანტურ განახლებას . მაგალითად, თუ დაინახე
ძაღლთან ერთად მოსიარულე ადამიანი და რამდენიმე წამში გაიგონე ძაღლის ყეფა
,შენ არ გაგიკვირდება, ვინაიდან შენ მოახდენ შესაძლო წყაროს იდენტიფიცირებას
სენსორული(ვიზუალური) მეხსიერებიდან,რომელიც პროცესირდა და
მოკლევადიან(მუშა) მეხსიერებად კოდირდა.
• როცა მოგონებები განმეორდება მოკლევადიან მეხსიერებაში, ისინი კოდირდება გრძელვადიან
მეხსიერებაში. კოდირება არის პროცესი ულიმიტო მეხსიერების რეზერვუარში ინფორმაციის
მოთავსებისა, რაც შეიძლება მოხდეს სპეციფიკური სტიმულის,ასევე ზოგადი მეხსიერების
შემთხვევაში.
• გრძელვადიან მეხსიერებაში მასალის მოთავსება წარსულიდან მოვლენების გახსენების
საშუალებას იძლევა და ინფორმაციის უტილიზაციის ,რომელიც განათლების სისტემაში იქნა
ნასწავლი. ის გამოირჩევა რეზილიენტობით, განსხვავებით მოკლევადიანი მეხსიერებისგან,
რომელიც სენსიტიურია ტვინის ქსოვილის დაავადებების მიმართ, მაგალითად
ალცჰაიმერის დემენცია.
• მეხსიერების ტესტების უმრავლესობა აფასებს გახსენებაას წინა მოვლენების ადამიანის
ცხოვრებიდან ან ტესტებიდან,რომელთა გამოყენება მოხდა უფრო ადრე. გავრცელებული
კლინიკური მაგალითებია არის five-minute recalls, როდესაც ვეკითხებით რა მიირთვეს საუზმედ ან
წარსული ცხოვრების დეტალებზე ვაგროვებთ ინფორმაციას. ეს არის ცნობილი ,როგორც
ექსპლიციტური, დეკლარაციული ან შედარებითი მეხსიერებ ა და ორი ტიპისაა: ეპიზოდური
მეხსიერება, მაგალითად, მაღაზიაში წასვლა დილას, და სემანტიკური მეხსიერება ან
მეხსიერება აბსტრაქტულ ფაქტებზე ,მაგალითად რომელია ჩადის დედაქალაქი.
აუტობიოგრაფიული მეხსიერება ეპიზოდური მეხსიერების ერთ-ერთი ტიპია.
• ჰიპოკამპის დაზიანების მქონე ადამიანების შესწავლა მიუთითებს,რომ
დეკლარაციული და პროცედურული მეხსიერება ტვინის სხვადასხვა ნაწილებს
იყენებს და დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. ჰიპოკამპი არის უბანი,სადაც
ექსპლიციტური(დეკლარაციული) მეხსიერება ინახება, როცა
იმპლიციტური(პროცედურული) -უკავშირდება ლიმბურ სისტემას, ამიგდალასა
და ნათხემს. მაგალითად, როდესაც ჰიპოკამპის დაზიანების მქონე ადამიანი
იწვრთნება კონკრეტული დავალების დროს, არ აქვს ადგილი უნარ-ჩვევების
იმავდროულ გაუმჯობესებას; ასე რომ, მათი დეკლარაციული მეხსიერება
ინტაქტურია,მაგრამ დაზიანებულია პროცედურული მეხსიერება.ჰიპოკამპი
კონკრეტულად მნიშვნელოვანია მოგონებების ტრანსფერში მოკლევადიანიდან
გრძელვადიან მეხსიერებაში.
• დამახსოვრების პროცესს აქვს ოთხი ეტაპი: რეგისტრაცია,რეტენცია, მოძიება და
გახსენება. მეხსიერების დარღვევები შეიძლება დავყოთ ამნეზიებად(მეხსიერების
დაკარგვა) და პარამნეზიებად( მეხსიერების დარღვევა).
• ამნეზია არის ნაწილობრივი ან სრული უუნარობა წარსული გამოცდილებების
და მოვლენების გახსენებისა, ხოლო ეტიოლოგია შეიძლება იყოს
ორგანული ან ფსიქოგენური. გახსენების უუნარობა შესაძლოა გამოიწვიოს
ნორმალური მეხსიერების გაუარესებამ, თუ რაღაცის გამეორება არ ხდება
მეხსიერება თანდათანობით ქრება და არ ხდება გახსენება. ზოგიერთი
ადამიანი არასწორად მიიჩნევს,რომ მეხსიერება არის როგორც კინოკამერა,
იმეორებს რა მასალას,როგორც იქნა ჩაწერილი და წარსული მოვლენებს
იმეორებს სრულყოფილად.. პროაქტიული ჩარევის დროს, ძველი
მოგონებები ზემოქმედებს დასწავლასა და გახსენებაზე, როცა
რეტროაქტიული ზემოქმედებისას ახალი მოგონებები ზემოქმედებს ძველი
მასალის გახსენებაზე. პროაქტიული ზემოქმედება ხსნის ესპანური ენის
შესწავლა ამ წელს გაართულებს გერმანულის შემდეგ წელს ათვისებას,
ხოლო რეტროაქტიული ზემოქმედება ხსნის ესპანური შესწავლა ამ წელს წინა
წელს ნასწავლი გერმანულის გახსენებას რატომ ართულებს.
• დისოციაციური ან ისტერიული ამნეზია არის უეცარი ამნეზია მძიმე ტრავმის
პერიოდებში და შეიძლება გაგრძელდეს საათების ან დღეების განმავლობაში. ამნეზია
შეიძლება ეხებოდეს სახელს, მისამართს,ისტორიას ასევე პერსონალურ მოვლენებს,
ამავდროულად კომპლექსური ქცევების შესრულების უნარი შენახულია. არის
შეუსაბამობა გამოხატულ მეხსიერების დარღვევას და პერსონოლოგიის და
სოციალური უნარ-ჩვევების შენარჩუნებას შორის, ისე რომ პიროვნება იქცევა
ადექვატურად წარმოშობისა და განათლებისა. დისოციაცია შეიძლება ასოცირდებოდეს
ფუგასთან ან ტრანსთან ,როცა სუბიექტი მოგზაურობს სხვა ქალაქსა ან ქვეყანაში და
ხშირად იკარგება. აღწერილია დისოციაციური ამნეზიის შემთხვევები იმ
პირებში,რომელთაც წაუყენებენ სერიოზულ ბრალდებას , თუმცა ამ გარემოებებში
განსხვავება სიმულაციისგან რთულია. ითვლება,რომ დისოციაციური ამნეზია უფრო
ხშირია თავის ტრავმის ანამნეზის მქონე პირებში.თანამედროვე კლვევების მიხედვით
იდენტიფიცირდა ოთხი ჯგუფი ფუგის მდგომარეობის მქონე პაციენტებით დაწყებული
მეხსიერებაში სიცარიელის მქონე პაციენტებით დამთავრებული(Harrison et al., 2017)
თითოეულის შემთხვევაში აუტობიოგრაფიული მეხსიერების დანაკარგის
განსხვავებული პატერნით.
• უფრო ლიმიტირებული ამნეზია სპეციფიკური ტრავმული მოვლენების
შემთხვევაში ცნობილია,როგორც კატათიმიური ამნეზია ან მოტივაციური
დავიწყება, თუმცა ტერმინები ხშირად გამოიყენება მონაცვლეობით
დისოციაციურ ამნეზიასთან. კატათიმიური ამნეზია არის უუნარობა სპეციფიკური
მტკივნეული მოგონებების გახსენებისა, და ითვლება,რომ ვითარდება
რეპრესიის დაცვითი მექანიზმის შედეგად(described in 1895 by Freud, Breuer and
colleagues; Freud et al., 1895) (for definition of repression see Appendix II). თუმცაღა არაა
ნათელი რეპრესიას აქვს ცნობიერი მოტივაცია დავიწყების, სუპრესია,თუ ეს არის
არაცნობიერი, ე,წ, პირველადი რეპრესია. კატათიმიური ამნეზია არის უფრო
პერსისტენტული და შემოსაზღვრული,ვინაიდან არ გვხვდება პიროვნული
იდენტობის დაკარგვა. ამ მდგომარეობისას ტრავმული ინციდენტის გახსენება
არ ხდება ,თუ რაიმე ტრიგერი ან ფსიქოთერაპიული ინტერვენცია არ ხდის
ცნობიერებისთვის ხელმისაწვდომს მოგონებას,( შეხედულება,რომელიც
სადავოა). ითვლება,რომ ეს ამნეზია ბევრი წელი გრძელდება და ადასტურებს
აღდგენილი მეხსიერების სინდრომს (Bass & Davis, 1988), (Loftus, 1993).
• ტვინის მწვავე დაზიანება: არის მასალის კოდირების უუნარობა
გრძელვადიან მეხსიერებაში. ტვინის მწვავე დაზიანების დროს გვაქვს
ამნეზია,ცნობილი როგორც რეტროგრადული ამნეზია, რომელიც მოიცავს
მოვლენებს ტრავმულ დაზიანებამდე. ეს პერიოდი არ გრძელდება
რამდენიმე წუთზე მეტხანს მაგრამ შეიძლება უფრო ხანგრძლივიც იყოს,
განსაკუთრებით ქვემწვავე მდგომარეობებისას. ანტეროგრადული ამნეზია
არის ამნეზია ,რომელიც ეხება ტრავმის შემდგომ მოვლენებს..
‘’გამოვარდნები’’ არის ანტეროგრადული ამნეზიის შემოსაზღვრული
პერიოდები ,რომლებიც გვხვდება ალკოჰოლდამოკიდებულებში სმის
ეპიზოდების დროს და შემდეგ. ესაა ტვინის შექცევადი დაზიანების
ინდიკატორი და ვარიაბელური ხანგრძლივობისაა(შეიძლება საათები
გაგრძელდეს). ისინი ასევე გვხვდება მწვავე კონფუზიური
მდგომარეობებისას(დელირიუმი) ინფექციების ან ეპილეფსიის
შედეგად.
• ქვემწვავე ტვინის უხეში დაზიანება:დამახასიათებელი მეხსიერების დარღვევაა
ამნეზიური მდგომარეობა ,როცა ახალი მოგონებების დარეგისტრირება
შეუძლებელია. ამ მეხსიერების დარღვევას ახასიათებს უუნარობა ახალი
ინფორმაციის დასწავლის(ანტეროგრადული ამნეზია),და ადრე ნასწავლი
მასალის გახსენების უუნარობა(რეტროგრადული ამნეზია). თუმცა მოგონებები
შორეული წარსულიდან რჩება ინტაქტური,ისევე როგორც დასწავლილი მასალა
წარსულში და დაუყოვნებელი გახსენება. გაუმჯობესებასთან ერთად , ამნესტიური
პერიოდი მცირდება და აღდგენა შეიძლება იყოს ტოტალური. ამ დიაგნოზს არ
ვსვამთ,თუ კოგნიტური დარღვევების სხვა ნიშნები ვლინდება, მაგალითად
დემენცია, ან როცა ცნობიერება დაბინდულია, როგორც დელირიუმის დროს.
კორსაკოვის სინდრომი არის ამნესტიური სინდრომი გამოწვეული თიამინის
დეფიციტით,მაგრამ სხვა მიზეზებია ცერებროვასკულური დაავადებები,
გაფანტული სკლეროზი, გარდამავალი გლობალური ამნეზია, თაავის ტრავმა
და ელექტროკონვულსიური თერაპია(ECT).
• ქრონიკული უხეში ტვინის დაზიანება: ამნეზიურ პაციენტებს ან კორსაკოვის
სინდრომის დროს აქვთ მეხსიერების რეგრესია,რომელიც ვრცელდება ახლანდელ
წარსულზე( განვლილი ერთი წელი და ასე). პაციენტებს პროგრესირებადი
ქრონიკული ტვინის დაავადებით აქვთ ამნეზია,რომელიც მრავალ წელზე
ვრცელდება, თუმცა მეხსიერება ამჟამინდელ მოვლენებზე უფრო ადრე
იკარგება,ვიდრე შორეულ ფაქტებზე მოგონებები. ეს პირველად აღწერა რიბომ და
ცნობილია როგორც მეხსიერების რეგრესიის რიბოს კანონი .
• შფოთვითი ამნეზია გვხვდება,როდესაც არის შფოთვითი აფექტი ან ცუდი
კონცენტრაცია ისეთი დარღვევებისას,როგორიცაა დეპრესიული აშლილობა ან
გენერალიზებული შფოთვა.თავდაპირველად შეიძლება არასწორად მივიჩნიოთ
დისოციაციურ ამნეზიად. უფრო მძიმე ფორმები ამნეზიის დეპრესიული
აშლილობისას ჰგავს დემენციას და ცნობილია,როგორც დეპრესიული
ფსევდოდემენცია. ამნეზია შფოთვითი და დეპრესიული დარღვევებისას
გამოწვეულია დარღვეული კონცენტრაციის უნარით და აშლილობის
მკურნალობისას რედუცირდება.
• რეტროსპექტული ფალსიფიკაცია: რეტროსპექტული ფალსიფიკაცია გულისხმობს
მეხსიერების არამიზანმიმართულ დარღვევას,რომელიც გვხვდება,როდესაც ხდება
გაფილტვრა პიროვნების ამჟამინდელი ემოციური, გამოცდილებითი და კოგნიტური
მდგომარეობის მიერ. ხშირად გვხვდება დეპრესიული აშლილობისას როდესაც ყველა
წარსულ გამოცდილებას ნეგატიური ტერმინებით აღწერენ მიმდინარე აფექტის
ზეგავლენის შედეგად. ასე რომ დეპრესიული პაციენტი ყურადღებას გაამახვილებს
წარუმატებლობებზე ,საკუთარი წარმატებების იგნორირებით. შესაძლოა დაგვრჩეს
შთაბეჭდილება,რომ პიროვნება ყოველთვის არაკომპეტენტური და არასტაბილური იყო.
მართლაც ყველა ფსიქიატრიულ აშლილობას შეიძლება მოჰყვეს რეტროსპექტული
ფალსიფიკაცია. გამოჯანმრთელების შემდეგაც ფალსიფიკაცია შეიძლება გაგრძელდეს,
მაგალითად, პიროვნება ჰოსპიტალიზაციის დასრულების შემდეგ აზვიადებს
შეზღუდვებს,რომლებიც იქნა მის მიმართ გამოყენებული, ივიწყებს რა შემზღუდველი
ზომების გამოყენების აუცილებლობას. ეს ასოცირდება პაციენტის ინსაითთან და ასევე
სუგესტიურობასთან. ისტერიული პერსონოლოგიის შემთხვევაში, რომელთაც მაღალი
აქვთ სუგესტიურობა, წარსული მოგონებების სრული დარღვევა/დამახინჯება შეიძლება
მივიღოთ.
• ცრუ მოგონებები არის მოვლენის(მოვლენების) მოგონებები რომლებიც არ მომხდარა მაგრამ
რომელსაც ინდივიდი მიიჩნევს ,რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი(Brandon et al., 1998).
სინდრომი გულისხმობს არა ჭეშმარიტი მოგონებების დამახინჯებას, არამედ მოგონებების
კონსტრუირებას მოვლენების შესახებ,რომლებიც არასოდეს მომხდარა. ეს დეფინიცია
შემუშავდა სპეციფიკურად ბავშვობაში გადატანილი ძალადობის დროს ,როდესაც ძალადობის
მსხვერპლი იხსენებს ფაქტს მოზრდილ ასაკში,ასევე იშვიათ სიტუაციებთან მიმართებაში,
სერიოზული დანაშაულის ცრუ აღიარება(Gudjonsson et al., 1999).
• წყაროს ამნეზია(Johnson et al., 1993) ვითარდება გახსენების სირთულის შედეგად,საიდან
მოხდა ინფორმაციის მოპოვება ,საკუთარი მეხსიერებიდან თუ გარეშე
წყაროებიდან ,მაგალითად სხვების მონაყოლი. შეცდომის დაშვების თვისებიდან
გამომდინარე,ეს ფენომენი არ არის გასაოცარი. მაგალითად, ჯანმრთელ ადამიანებს აქვთ
სირთულე ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირების, კერძოდ როდის,სად,ვისგან და რა
მოდალობაში(წერით/ზეპირად.). ეს სირთულე ასაკის მატებასთან ერთად იმატებს და უფრო
დიდი პრობლემაა თანმხლები ორგანული ტვინის დაავადება. სუგესტიურობა ზრდის ცრუ
მოგონებების რისკს . ამ სიტუაციებში მნიშვნელოვანია ჭეშმარიტი მოგონებების
იდენტიფიცირება ,ვინაიდან შესაძლებელია მცდარი შეხედულების არსებობა მოგონების
გარეშეც(Gudjonsson, 1997), მაგალითად, პიროვნება,რომელიც ამბობს,რომ იყო ჰოსპიტალში
(following a cerebrovascular accident )(CVA) როდესაც ფაქტობრივად მოგონება ამის შესახებ არ
ჰქონდა,მაგრამ ოჯახის წევრებმა უთხრეს,რომ ასე მოხდა.
• screen memory არის მოგონებები,რომლებიც ნაწილობრივ
სიმართლეა,ნაწილობრივ სიცრუე ; ითვლება,რომ ჭეშმარიტი
მოგონებების მხოლოდ ნაწილს ვიხსენებთ ამ დროს,რადგანაც
სრულად გახსენება ზედმეტად მტკივნეულია. მაგალითად,
ინდივიდმა შეიძლება გაიხსენოს,რომ ბავშვობაში სექსუალური
ძალადობა ჩაიდინა მეზობელმა ,ვინაიდან ზედმეტად მტკივნეულია
იმის გახსენება,რომ ეს საკუთარმა ძმამ გაუკეთა. ურთიერთობა
screen memories, ფსიქოლოგიურ სიმპტომებს და სხვა ფსიქიკურ
ფენომენებს შორის(მაგალითად სიზმრები) რთული დასადგენია,
მაგრამ ამ ურთიერთობების ახსნა ფსიქოლოგიური და
ფსიქოანალიტიკური ინტერვენციით შესაძლებელია გარკვეულ
შემთხვევებში(Battin & Mahon, 2003; Good, 1998
• კონფაბულაცია არის მეხსიერების ფალსიფიკაცია ,რომელიც გვხვდება ნათელი
ცნობიერების დროს ორგანულ პათოლოგიასთან ასოციაციაში.
მანიფესტირდება,როგორც მეხსიერებაში სიცარიელის შევსება გამოგონილი ან
არაჭეშმარიტი გამოცდილებებით ,რომელთაც საფუძველი არ აქვთ ფაქტობრივად..
არსებობს ორი ძირითადი პატერნი(Bonhoeffer, 1901): შეცბუნებული ტიპი, როცა
პაციენტი ცდილობს სიცარიელეების შევსებას დეფიციტის გაცნობიერების შედეგად,
და ფანტასტიკური ტიპი, როდესაც სიცარიელის ამოვსება ხდება
დეტალებით ,რომლებიც წარმოადგენს ველური თავგადასავლების აღწერილობას.
შეცბუნებული ტიპი არის უფრო ხშირი, და შესაძლოა წარმოადგენდეს რეალურ
მოგონებებს გადანაცვლებულს დროში. ზოგიერთი შიზოფრნიული პაციენტი
კონფაბულირებს და ფანტასტიკური მოვლენების დეტალურ აღწერას
წარმოადგენს ,რომლებიც არასოდეს მომხდარა.’. ყველაზე კარგად
აღიწერება,როგორც რეტროსპექტული დელუზიები,ტერმინით(see section
‘Retrospective Delusions).ლეთოლოგია, დროებითი უუნარობა სახელებისა და არსებითი
სახელების დამახსოვრების, ხშირია და არ არის რაიმე პათოლოგიის ინდიკატორი.
• Pseudologia fantastica or fluent plausible lying (პათოლოგიური მატყუარობა), აღწერს
კონფაბულაციას,რომელიც გვხვდება ტვინის ორგანული პათოლოგიის
არარსებობისას,პერსონოლოგიური აშლილობებისას ანტისოციალური ან
ისტერიული ტიპის.. თითქოს ფსევდოლოგიურ პაციენტს სჯერა საკუთარი
ისტორიების და ფანტაზიისა და რეალობის საზღვარი არის დაბინდული, როდესაც
უდავო მტკიცებულებებთან ხდება კონფრონტაცია ეს ინდივიდები აღიარებენ
თავიანთ ტყუილს. MRI კვლევამ პერსისტენტული მატყუარების რომელთაც არ
ჰქონდათ პერსონოლოგიური ან რაიმე სხვა ფსიქიკური აშლილობა, 20%-ით მეტი
ნერვული ბოჭკო აღმოაჩინა პრეფრონტალურ ქერქში,მიმანიშნებელი მის როლზე
ქცევაში(Yang et al., 2005), თუმცა შესაძლოა ეს იყოს შედეგი განმეორებადი
ტყუილების. გარდა პრეფრონტალური კორტექსის, Abe (2011) -ის
მიხედვით,მატყუარა ადამიანებში აღინიშნებოდა მიმდებარე ბირთვის უფრო
მაღალი აქტივაცია ,სტრუქტურა,რომელიც გარკვეულ როლს თამაშობს ტვინის
დაჯილდოების სისტემაში. ამიგდალა, რომელიც ამუშავებს ემოციებს,ასევე
თამაშობს გარკვეულ როლს.
• მიუნჰაუზენის სინდრომი არის პათოლოგიური მატყუარობის ვარიანტი, როდესაც
ინდივიდი მიმართავს ჰოსპიტალს ყალბი ავადმყოფობებით, კომპლექსური
სამედიცინო ისტორიებით და ხშირად მრავლობითი ქირურგიული ნაიარევებით. A
proxy form აღწერილია ,როდესაც ინდივიდი, როგორც წესი მშობელი, იწვევს
ფიქტიურ ავადმყოფობას ძირითადად ბავშვის შემთხვევაში. ამან შეიძლება
გამოიწვიოს განმეორებადი მიმართვიანობა ჰოსპიტალში; დიაგნოზი და
მენეჯმენტი წარმოადგენს გამოწვევას ასეთ დროს. The diagnosis of Munchausen’s by
proxy სადავო დიაგნოზია . სუგესტიურობის როლი მნიშვნელოვანია
კონფაბულაციის,ფსევდოლოგიის, რეტროსპექტული ფალსიფიკაციის ან ცრუ
მოგონებების დროს. სუგესტიური ინდივიდები იღებენ სხვათა ფორმულირებებს,
მათ ბრძანებებს ემორჩილებიან და უარყოფენ რაციონალურ
მტკიცებულებებს ,რომლებიც უპირისპირდება ამ დებულებებს. სუგესტიურობა
ეფუძნება ან გულუბრყვულობას ან იმპლიციტურ ნდობას,მაგალითად როგორიცაა
პაციენტსა და ექიმს შორის. პრომინენტულია ასთენიური და ისტერიული
პერსონოლოგიური აშლილობებისას.
• Vorbeireden ან მიახლოებითი პასუხები ნანახია ისტერიული ფსევდოდემენციის დროს, განზერის
საპატივსაცემოდ ჰქვია სინდრომს,რომელმაც1898 წელს აღწერა ოთხი კრიმინალი საერთო
გამოვლინებებით(Enoch et al., 1967). ცნობიერების დაბინდვა დეზორიენტაციით, სმენითი ან
ოპტიკური ჰალუცინაციები(ან ფსევდოჰალუცინაციები), ამნეზია პერიოდის
განმავლობაში,როცა სიმპტომები მანიფესტირდა, კონვერსიული სიმპტომები და
ამჟამინდელი თავის ტრავმა,ინფექცია და მძიმე ემოციური სტრესი. მიახლოებითი
პასუხები ადასტურებს,რომ პაციენტი იგებს შეკითხვებს მაგრამ წინასწარგანზრახულად
თავიდან ირიდებს სწორ პასუხს. როდესაც ეკითხებით რა არის ინგლისის დედაქალაქი, პასუხი
იქნება‘Bristol’, როდესაც ეკითხებით რამდენი თვალი აქვს ძაღლს, პასუხი იქნება ‘3’. განზერი
მიიჩნევდა მას ისტერიულ მდგომარეობად სიმპტომების არაცნობიერი პროდუქციით.
ზოგიერთი ავტორი განიხილავს ‘Ganser syndrome’ მათთვის,ვისაც აქვს ცნობიერების დაბინდვა
სხვა სიმპტომებთან ერთად, განასხვავებენ ფსევდოდემენციისგან,როცა ცნობიერება არის
ნათელი(Whitlock, 1967). ზოგიერთი დღეს მიიჩნევს,რომ განზერის სინდრომი ინდიკატორია
ორგანული ან ფსიქოზური მდგომარეობის უფრო მეტად,ვიდრე ისტერიის . მსგავსი
მდგომარეობა მიახლოებითი პასუხებით ნანახია მათში,ვინც თავს აჩვენებს ავადმყოფად და
ამას ეწოდება სიმულაცია ან ფიქტიური აშლილობა,სარგებლის ბუნებიდან გამომდინარე.
განზერის სინდრომი და სიმულაცია/factitious disorder ხშირად ერთმანეთში ირევა მიუხედავად
ამ უკანასკნელის ცნობიერი ბუნების. Vorbeireden ასევე გვხვდება მწვავე შიზოფრენიისას,
როგორც წესი ჰებეფრენიული ტიპის.
• კრიპტამნეზია აღწერილია სიმსის მიერ(1997) როგორც
გამოცდილება რომ არ გახსოვს ის,რაც
გახსოვს .მაგალითად, პიროვნება წერს მახვილგონივრულ
ნაწყვეტს წიგნიდან და არ აცნობიერებს,რომ ახდენს
ციტირებას და არ წერს ორიგინალს/საკუთარ აზრს. არ არის
ცნობილი ესაა ხშირი ფენომენი,თუ ასოცირებულია რაიმე
სპეციფიკურ ფსიქიატრიულ დარღვევასთან.
• რეტროსპექტული დელუზიები გვხვდება პაციენტებში ფსიქოზით რომლებიც
წინა რიცხვით ათარიღებს დელუზიებს მიუხედავად ნათელი
მტკიცებულების ,რომ დაავადება დაიწყო ახლახან. მაგალითად, ამბობს,რომ
მას ყოველთვის დევნიდნენ ან ისინი ყოველთვის ბოროტები იყვნენ.
პირველადი ბოდვითი გამოცდილებები შეიძლება იყოს მეხსიერების
ფორმით და ცნობილია,როგორც ბოდვითი მეხსიერება, რომელიც შედგება
უჩვეულო ბოდვითი აზრების და დელიზიური პერცეფციებისგან(see Chapter 4,
section ‘Disorders of the Content of Thinking’). დელუზიური მეხსიერების
დეფინიცია ვარიაბელურია, ზოგიერთი მიიჩნევს რეალური მოგონებების
ბოდვით ინტერპრეტაციად(Pawar & Spence, 2003), მაშინ როცა
სხვები,როგორიცაა the Present State Examination (PSE), მიიჩნევენ,რომ ესაა
გამოცდილებები წარსული მოვლენების,რომლებიც არ მომხდარა მაგრამ
რომელიც ნათლად ახსოვს სუბიექტს’. დელუზიურ მეხსიერებას აქვს ორი
კომპონენტი, i.e., პერცეფცია(რეალური ან წარმოსახული) და მეხსიერება.
• Déjà vu არ არის მკაცრად მეხსიერების დარღვევა, მაგრამ ადგილისა და მოვლენების ცნობის
პრობლემა. ის მოიცავს შეგრძნებას ,რომ კონკრეტულ მოვლენას ადგილი ჰქონდა წარსულში,
თუმცა ამას ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია. ამის საპირწონედ, jamais vu, არის ცოდნა,რომ
მოვლენას ადგილი ჰქონდა მანამდე მაგრამ ამჟამად არ ახლავს ნაცნობობის შეგრძნება.
Déjà entendu, აუდიტორული ამოცნობის შეგრძნება, და déjà pensé, ახალი აზრი,რომელსაც
თითქოს ადრე ჰქონდა ადგილი, ასოცირებულია déjà vuსთან, განსხვავდება მხოლოდ
გამოცდილების მოდალობით. შესაძლოა შეგვხვდეს ჯანმრთელ სუბიექტებში ,ასევე
საფეთქლის წილის ეპილეფსიის დროს.. ცრუ რეკოგნოსცირება განისაზღვრებ ა,როგორც
ცრუ რეკოგნიცია ან მისიდენტიფიკაცია, და შეიძლება შეგვხვდეს ორგანული ფსიქოზების და
მწვავე და ქრონიკული შიზოფრენიის დროს. მაგალითად,როცა უცნობებში შეიცნობს
მეგობრებს და ნათესავებს. კონფუზიური მდგომარეობებისას და მწვავე შიზოფრენიის დროს,
ცოტა ადამიანი მისიდენტიფიცირდება პოზიტიურად. თუმცა,ზოგიერთი ქრ. შიზოფრენიით
დაავადებული ცრუ იდენტიფიცირებას ახდენს ყველა შემხვედრის. ნეგატიური
მისიდენტიფიკაციის დროს, პაციენტი ამბობს,რომ მეგობრები და ნათესავები არიან
შენიღბული უცნობები. ზოგიერთი პაციენტი ამტკიცებს,რომ ზოგიერთი ადამიანი არის ორეული
რეალური ადამიანის,რომლებადაც თავი მოაქვთ. ეს ცნობილია,როგორც კაპგრას სინდრომი,
გვხვდება შიზოფრენიისა და დემენციის დროს.
• ამნეზიის და პარამნეზიის საპირისპიროც გვხვდება; ცნობილია,როგორც ჰიპერამნეზია, ან
გაზვიადებული რეგისტრაცია, რეტენცია და გახსენება. ელვისებრი მოგონებები არის
ინტენსიურ ემოციებთან ასოცირებული მოგონებები. ისინი უჩვეულოდ ცოცხალია, დეტალიზებული
და ხანგრძლივი; მაგალითად, ბევრ ადამიანს შეუძლია გაიხსენოს სად და რას
აკეთებდნენ ,როდესაც პრინცესა დიანას გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს, (Princess of Wales).
მიუხედავად შეხედულების,რომ ისინი მაღალი სიზუსტით გამოირჩევა, 10 წლიანმა მოგონებების
შესწავლამ of the 9/11 attack აღმოაჩინა,რომ 2/3 არის ზუსტი და უმეტესი დანაკარგი ხდებოდა
პირველი წლის განმავლობაში(Hirst et al., 2015). ფლეშბექები უეცარი ინტრუზიული
მოგონებები,რომლებიც ასოცირებულია კოგნიტურ და ემოციურ გამოცდილებებთან ტრავმული
მოვლენის,როგორიცაა ავტოავარია. მან შეიძლება გამოიწვიოს მოქმედება ან/და გრძნობა რომ
მოვლენა მეორდებ. ესაა ერთ-ერთი სახასიათო სიმპტომი პოსტტრავმული სტრესული
აშლილობის,მაგრამ ასევე ასოცირებულია ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარებასა
და ემოციურ მოვლენებთან(McGee, 1984).. ფლეშბექები,რომლებიც ჰალუცინაციურ
გამოცდილებებს გულისხმობს ასოცირდება ჰალუცინოგენების მოხმარებასთან და ასევე კანაბისის
მოხმარებასთან ,რაც მოკლევადიანი ეფექტები გაივლის. ეს მოიცავს მხედველობით დარღვევებს,
მოძრაობის ცრუ აღქმა პერიფერიულ ველში, ფერების ნათება, trails of images from moving objects,
afterimages and halos, ასევე კლასიკური ჰალუცინაციები. ეიდეტური ხატები წარმოადგენს ვიზუალურ
მოგონებებს თითქმის ჰალუცინატორული სიცხოველის მქონე რომელიც გვხვდება ფსიქოაქტიური
ნივთიერებების ავადმოხმარებისას, განსაკუთრებით ჰალუცინოგენების.

You might also like