You are on page 1of 2

ნასარიძე მარიამი

ხანგრძლივი მეხსიერება - კოდირებისა და აღდგენის პროცესები


მეხსიერება არის უნარი, რომლის დროსაც ინახება და აღდგება ინფორმაცია. ეს არის
გახსენების პროცესი, იმის გახსენების რაც უკვე ვიცით. ეს შესანიშნავად აწყობილი
სისტემაა, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის
სიცოცხლისთვის. ის არის, როგორც ბიოლოგიური, ისე შემეცნებით პროცესი. ის
ინფორმაციის გადამუშავების ერთ-ერთი ფორმაა. მისი მნიშვნელოვანი ფუნქციაა
საზოგადოებრივ თუ ინდივიდუალურ წარსულ გამოცდილებაში ინფორმაციის
ცნობიერი მოძიება, მაგრამ მეხსიერება ამაზე ბევრად მნიშვნელოვანია, მასზე
დაყრდნობით შესაძლებელია ყოველდღიური საქმეების შესრულება. მისი ფუნქციაა
გამოცდილების შეძენა, უკვე განცდილისა და აღქმულის შენახვა და საჭიროების
შემთხვევაში მისი სამომავლოდ გამოყენება. მეხსიერება მოიცავს, წარსულს, აწმყოსა
და მომავალს. ის რასაც ვიმახსოვრებთ ჯერ ხდება წარსულში, იგი აღიქმება აწმყოში,
შემდეგ ინახება, საბოლოოდ კი მომავალში გამოიყენება. მეხსიერება შეიძლება იყოს
იმპლიციტური და ექსპლიციტური. მეხსიერების ექსპლიციტური გამოყენება
გულისხმობს ცნობიერ ძალისხმევას, რომლის დროსაც მეხსიერებიდან აღდგება
ინფორმაცია, ხოლო მეხსიერების იმპლიციტური გამოყენება გულისხმობს
კოდირებისა და აღდგენის პროცესის ჩვენდაუნებურად, გაუცნობიერებლად
ინფორმაციის დამახსოვრებასა და აღდგენას. ასევე გამოყოფილია დეკლარაციული
და პროცედურული მეხსიერება. დეკლარაციული მეხსიერება მიმართულია
მოვლენებისა და ფაქტების დამახსოვრებაზე, ხოლო პროცედურული მეხსიერება კი
მიმართულია იმაზე თუ როგორ სრულდება მოქმედება, რა გზით ხდება
პერცეპტული, მოტორული და კოგნიტური ჩვევების შეძენა თუ გამოყენება.
მეხსიერება არის მრავალსაცავიანი სისტემა, რომელიც სამი კომპონენტისგან შედგება.
ერთ-ერთი კომპონენტია ხანგრძლივი მეხსიერება.

ხანგრძლივი მეხსიერება არის შეგრძნებებისა და ხანმოკლე მეხსიერებით მიღებული


ნებისმიერი გამოცდილების საცავი, ეს ინფორმაციები მთელი ცხოვრების მანძილზე
აქ იყრის თავს, აქ ინახება. დამახსოვრებული ინფორმაცია გადადის ხანგრძლივი
მეხსიერების საცავში, რასაც ხელს უწყობს წინასწარი აზრის ქონა ამ ინფორმაციის
შესახებ. ეს გვეხმარება შემოსული ინფორმაციის უკეთესად გაგებაში. ადამიანის
ნერვული სისტემა იღებს ინფორმაციას რეცეპტორების მეშვეობით და თავის ტვინის
განყოფილების და ნეირონების დახმარებით ინახავს, რაღაც დროის განმავლობაში.
ხანგრძლივი მეხსიერება უზრუნველყოფს ცოდნის ხანგრძლივად შენახვას,
მეთოდების, ჩვევებისა და უნარების შენახვას. მისი შენახვის დრო და მოცულობა
განუსაზღვრელია, რადგან მასში თავმოყრილია ცოდნა გარესამყაროსა და საკუთარი
თავის შესახებ. მაგალითად: იგი მოიცავს მოვლენებს, ინფორმაციას, ჩვევებს,
ემოციებს, სიტყვებსა თუ წესებს. ხანგრძლივი მეხსიერების მახასიათებელი არის
სტაბილურობა, ეს მტკიცდება იმ ფაქტით, რომ ადამიანის მიერ ცხოვრების
გარკვეულ ეტაპზე მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია რჩება ადამიანის
მეხსიერებაში გარკვეული დროის შემდეგაც. მისი მეორე მახასიათებელია ნიშან-
თვისებების გენერაციულობა, ინფორმაციის აღდგენისას სიტუაციის თავისებურებისა
და ინფორმაციის კონტექსტის გათვალისწინება. ხანგრძლივი მეხსიერება ორი
სახისაა: სემანტიკური და ეპიზოდური. სემანტიკური მეხსიერება ინახავს მყარ
ინფორმაციას სამყაროს შესახებ, ხოლო ეპიზოდური ინახავს პიროვნების მოგონებებს.
მეხსიერების ნებისმიერი ფორმა სამ მოქმედებას გადის. ესენია: აღბეჭდვა, შენახვა და
აღდგენა. პირველი ეტაპი არის აღბეჭდვის ეტაპი. ამ დროს ხდება ინფორმაციის
მიღება, რომელიც ინახება მეხსიერების სისტემაში.

You might also like