You are on page 1of 27

IV ლექცია

ინფორმაციის აღდგენა და დავიწყება


ინფორმაციის აღდგენა ხანგრძლივი
მეხსიერებიდან

მეხსიერების პროცესებიდან, რომელსაც წარმოადგენს


კოდირება, შენახვა და აღდგენა, უმეტესობისათვის
მეხსიერების გაგება უკავშირდება ინფორმაციის
აღდგენას, ადამიანები მეხსიერებას აიგივებენ -
მოგონებასთან.

ფსიქოლოგია მეხსიერებას განიხილავს, როგორც


წარსულში აღქმულის ფსიქიკაში ამა თუ იმ სახით
ასახვის უნარს.
ინფორმაციის აღდგენა ხანგრძლივი
მეხსიერებიდან
ნებისმიერი ნიშანი იმისა, რომ ადრე მიღებული
ინფორმაცია შენახულია - მეხსიერების გამოვლენას
წარმოადგენს.

ინფორმაციის აღდგენის სახეები:

• მოგონება
• ცნობა
• ინფორმაციის განმეორებითი კოდირება
• ასოციაცია
მოგონება

მოგონება არის ფსიქიკური პროცესი, რომლის


დროსაც ადამიანი ახდენს შენახული ინფორმაციის
გადმოტანას ხანგრძლივი მეხსიერებიდან ხანმოკლეში,
ანუ მის განახლებას ხანმოკლე მეხსიერებაში.
ცნობა

ცნობა არის პროცესი, რომლის საფუძველზე ადამიანი


ახდენს ახლად აღქმული ინფორმაციის
იდენტიფიცირებას, გაიგივებას ხანმოკლე ან
ხანგრძლივ მეხსიერებაში უკვე არსებულ
ინფორმაციასთან.
ინფორმაციის განმეორებითი
დასწავლა

ინფორმაციის განმეორებითი დასწავლა არის


პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი ახდენს ამ
ინფორმაციის კოდირებას და შენახვას, რომელიც
ერთხელ უკვე იყო კოდირებული და შენახული.
ამ შემთხვევაში კოდირებასა და შენახვას სჭირდება
ნაკლები დრო.
ასოციაცია

ასოციაცია არის პროცესი, როდესაც ხანგრძლივი


მეხსიერებიდან ხანმოკლეში იმპლიციტურად
(ქვეცნობიერად) გადმოინაცვლებს ინფორმაციის
ჯაჭვური ნაკადი.
ასოციაციის კანონები

1. დროში მოსაზღვრეობის ასოციაცია - თუ ორი ან


მეტი
ინფორმაცია ხშირად აღიქმება დროში
ერთდროულად
და ადგილი აქვს მათ ერთდროულ კოდირებას და
შენახვას ხანგრძლივ მეხსიერებაში, მაშინ ერთი
ინფორმაციის აღდგენა, წარმოდგენის სახით, ან
აღქმა,
იწვევს მეორე ინფორმაციის უნებლიე აღდგენას.
ასოციაციის კანონები

2. სივრცეში მოსაზღვრეობის ასოციაცია - სივრცეში


ერთმანეთის გვერდით არსებული
გამღიზიანებლები ერთდროულად ზემოქმედებენ
ჩვენი გრძნობის ორგანოებზე, ხდება მათი
ერთდროული კოდირება და შენახვა.
ერთ-ერთი მათგანის აღდგენას თან სდევს მეორეს
უნებლიე აღდგენა.
ასოციაციის კანონები

3. მსგავსების ასოციაცია - ცოდნა და გამოცდილება


ხანგრძლივ, სემანტიკურ მეხსიერებაში
ორგანიზებულია ცნებათა იერარქიის სახით. ამ
იერარქიაში მსგავსი კატეგორიები უფრო ახლოსაა
განლაგებული ერთმანეთთან, ხოლო კატეგორიის
ელემენტები მსგავსი ნიშან-თვისებებით
უკავშირდებიან ერთმანეთს.
ამდენად, კატეგორიის ერთი ელემენტის აღქმას ან
მოგონებას თან სდევს სხვა ელემენტების მოგონება -
აღდგენა.
ასოციაციის კანონები

4. კონტრასტის ასოციაცია - რაიმეს აღქმა, ანუ ახალი


ინფორმაცია, ან ამ ინფორმაციის აღდგენა
წარმოდგენის სახით, ხშირად იწვევს
საწინააღმდეგო წარმოდგენებს (მაგ. სიტყვა
“თეთრი”, იწვევს სიტყვა “შავის” ასოციაციას და ა.შ.
კარნახი - ინფორმაციის აღდგენის
ხერხი

ასოციაციების აქტივაცია - პროცესი, რომელიც


გულისხმობს მეხსიერებიდან საჭირო/საძებნი
ინფორმაციის გამოწვევას.
ინფორმაცია, რომელიც ხანგრძლივ მეხსიერებაში
ინახება, ზოგჯერ მიუწვდომელია კარნახის გარეშე.
ამდენად, ხანდახან ასოციაციების აქტივაციისთვის
საჭიროა კარნახი.
კარნახი - ინფორმაციის აღდგენის
ხერხი
მნემონიკა იმ ხერხების სისტემაა, რომელიც ეხმარება
ადამიანს კარგად დაიმახსოვროს და აღადგინოს
ინფორმაცია.
არსებობს სხვადასხვა მნემონიკური ხერხები,
რომელიც ეხმარება ადამიანს ინფორმაციის
დამახსოვრებასა და აღდგენაში.
მნემონიკური სისტემები მრავალფეროვანია და
ინდივიდუალური. მათ მეხსიერების სტრატეგიებსაც უწ.
განლაგების მეთოდი

“განლაგების მეთოდი” გულისხმობს


დასამახსოვრებელი ინფორმაციის თანმიმდევრულ
დაკავშირებას გარემოში განლაგებულ საგნებთან.

მაგ. საყიდლების სიის დასამახსოვრებლად ისინი


წარმოდგენაში უნდა დავაკავშიროთ საგნების
გარკვეულ თანმიმდევრობასთან:
განლაგების მეთოდი

საყიდლების სია საგნების თანმიმდევრობა

ძეხვი ხეივანი- წაგრძელებული


როგორც ძეხვი

კატის საკვები გარაჟი-სადაც სძინავს კატას

ბანანი კარადა-სადაც ბანანი დევს


“სიტყვა საკიდების” მეთოდი

სიტყვა საკიდების სისტემა გულისხმობს, რომ


დასამახსოვრებელი სიტყვები ისე უნდა “ჩამოვკიდოთ”
სხვა სიტყვებზე, როგორც საკიდზე.
“სიტყვა საკიდების” მეთოდი

დასამახსოვრებელი სიტყვა-საკიდები
სიტყვები

რძე ფუნთუშა, რომელსაც რძით


ვალბობთ

ბანანი ხე, რომელზეც ბანანები კიდია

ყავა ფინჯანი, სადაც ცხელი ყავაა


არსებობს დამახსოვრების და აღდგენის გარეგანი ხერხები,
მოკარნახეები:
• ჩანაწერები უბის წიგნაკში
• ცნობარები
• ინდექსები
• “შპარგალკები”
• სუფლიორი
• ტელეშპარგალკები
• კონტექსტი
• ემოციური მდგომარეობა
• სუნი
დავიწყება

დავიწყება არის ძველი და არასაჭირო ინფორმაციისგან


განთავისუფლების საშუალება.
დავიწყებულია ინფორმაცია, რომელსაც ვეღარ
აღვადგენთ.
მაგ. ინფორმაცია, რომლის კოდირება ვერ მოხდა,
მაშინაც თუ კოდირებულია, მაგრამ არ არის შენახული
მეხსიერებაში.

ინტერფერენცია - შერევა, ძველი და ახალი


ინფორმაციის აღრევა.
დავიწყება

დავიწყება არის ძველი და არასაჭირო ინფორმაციისგან


განთავისუფლების საშუალება.
დავიწყებულია ინფორმაცია, რომელსაც ვეღარ
აღვადგენთ.
მაგ. ინფორმაცია, რომლის კოდირება ვერ მოხდა,
მაშინაც თუ კოდირებულია, მაგრამ არ არის შენახული
მეხსიერებაში.

ინტერფერენცია - შერევა, ძველი და ახალი


ინფორმაციის აღრევა.
ინტერფერენციის ფორმები

პროგრესული ინტერფერენცია (პროაქტიული


შეკავება) -
ახალი ინფორმაციის დამახსოვრებას რთულდება ძველი
ინფორმაციის არსებობის საფუძველზე.

რეგრესიული ინტერფერენცია (რეტროაქტიული


შეკავება) -
ახალი ინფორმაციის უარყოფითი გავლენა ძველი
ინფორმაციის აღდგენაზე.
დავიწყების თეორიები

• ჩაქრობის თეორია - ინფორმაცია ხანმოკლე


მეხსიერებიდან გადაეცემა ხანგრძლივ მეხსიერებას
განმეორების საფუძველზე. თუ ინფორმაცია არ
გამოიყენება ან არ მეორდება, მაშინ ხდება მისი
დავიწყება. დავიწყება არის ჩაქრობის შედეგი.
(მაგ. ბალახი დაფარავს იმ ბილიკს, რომელზეც დიდი ხნის
განმავლობაში აღარ დადიან).
ინტერფერენციის თეორია

• ინტერფერენციის თეორია - დავიწყება იმ პროცესების


ზემოქმედების შედეგია, რომელთაც ადგილი აქვთ
დასწავლასა და აღდგენას შორის დროით ინტერვალში;
ხდება ახალი მასალის, ახალი ინფორმაციის
ინტერფერენცია ძველთან, რის გამოც რთულდება დ
აფერხდება ძველის აღდგენა.
(მაგ. საბანკო ბარათის ახალი კოდი დაფარავს ძველს).
სიტუაციური დავიწყების თეორია

• სიტუაციური დავიწყების თეორია - ინფორმაციის


აღდგენის შეუძლებლობა არ ნიშნავს, რომ ჩვენი
მოგონებები სამუდამოდ დაკარგულია, ისინი უბრალოდ
მიუწვდომელია, იმის გამო რომ არ არსებობს
შესაბამისობა კოდირების და აღდგენის თანმდევ ნიშნებს
შორის: კოდირების თანმხლები ნიშნები სხვაა, ხოლო
აღდგენის თანმხლები სულ სხვა. ამ თეორიას სხვანაირად
“სიტუაციური დავიწყების თეორიას” უწ. (ტულვინგი).
სიტუაციური დავიწყების თეორია

ამრიგად, დავიწყება არის არა ინფორმაციათა


ინტერფერენციის, არამედ, ინფორმაციის კოდირების და
აღდგენის სიტუაციურ ნიშნებს შორის არ არსებობის
შედეგი.

კოდირებული ნიშნები აადვილებენ ინფორმაციის


აღდგენას მხოლოდ მაშინ, თუ ინფორმაცია მათ
შესახებ და დასამახსოვრებელ მასალასთან მათი
კავშირის შესახებ დასამახსოვრებელ
ინფორმაციასთან ერთად შეინახება.
ტექსტის კოდირება და დავიწყება

• გამოტოვებული ინფორმაცია
• რაციონალიზაცია
• დომინირებული თემა
• ინფორმაციის ცვლილება
• თანმიმდევრობის ცვლილება
• მთხრობელის დამოკიდებულება
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like