You are on page 1of 27

გონება, ცნობიერება და

შეცვლილი მდგომარეობები
6 თავი
ერთი წუთი დავფიქრდეთ რაიმე ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენაზე ჩვენი
წარსულიდან.

ეხლა დავფიქრდეთ თუ, რა შეიძლება მოხდეს ხვალ? ზეგ?

საიდან მოდის წარსულის მოგონებები ან მომავლის წარმოდგენები ?

აზრები ჩვენი ცნობიერებიდან და ტვინის ისეთი უბნებიდან მოდის , რომელიც


მანამდე არ იყო ცნობიერი.

მაგრამ მაინც იბადება კითხვა: მაინც როგორ მოგვდის გარკვეული აზრები


გონებაში? ცნობიერად ვახორციელებთ არჩევანს?

თუ აზრები გარკვეული არაცნობიერი ოპერაციების მეშვეობით როგორღაც


ჩნდებიან ჩვენს ცნობიერებაში?
ცნობიერების შინაარსი

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი „ცნობიერება “ ორაზროვანია .

იგი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც გონების ზოგადი მდგომარეობის, ისე მისი


სპეციფიკური შინაარსების აღსანიშნად.

ზოგჯერ ვამბობთ, რომ ვიყავით „ცნობიერ“ მდგომარეობაში „არაცნობიერების“


საპირისპიროდ (მაგ ანესთეზიის დროს).

სხვა შემთხვევაში ვამბობთ, რომ ცნობიერ მდგომარეობაში ვართ, ანუ


ვაცნობიერებთ კონკრეტულ ინფორმაციას ან მოქმედებას.

როდესაც ვისაუბრებთ ცნობიერების შინაარსებზე, მხედველობაში გვექნება ის


ინფორმაცია, რომელსაც ვაცნონიერებთ. რომლის შესახებაც ვიცით .
გაცნობიერება და ცნობიერება

მე-19 საუკუნის დასაწყისში ფსიქოლოგია დაშორდა რა თანდათანობით


ფილოსოფიას, ის ჩამოყალიბდა, როგორც ცნობიერების, გონების შესახებ
მეცნიერება.

ჩვეულებრივ ფხიზელი ცნობიერება მოიცავს ჩვენს აზრებს, აღქმებს , გრძნობებს ,


წარმოდგენებს და სურვილებს მოცემულ მომენტში, ანუ მთელ მენტალურ
აქტივობას, რაზეც ვახდენთ ყურადღების კონცენტრაციას.

ჩვენ ვაცნობიერებთ თავად მოქმედებას, რომელსაც ვახორციელებთ და იმ


ფაქტსაც, რომ ვახორციელებთ ამ ქმედებას.

ზოგჯერ იმასაც ვაცნობიერებთ, რომ სხვები აკვირდებიან, აფასებენ და რეაგირებენ


ჩვენს მიერ განხორციელებულ ქცევაზე.

ეს სხვადასხვაგვარი გონებრივი აქტიობები, ერთად აღებული, ქმნიან ცნობიერების


შინაარსს.
გაცნობიერება და ცნობიერება

შეგვიძლია განვსაზღვროთ ცნობიერების სამი სხვადასხვა დონე :


• ბაზისური დონე - შინაგანი და გარეგანი სამყაროს ცნობიერება ;
• იმის ასახვა, გააზრება, რასაც ვაცნობიერებთ
• უმაღლესი დონე საკუთარი თავის, როგორც ცნობიერი, მოაზროვნე ინდივიდის
გაცნობიერება.

ცნობიერება - შინაგანი მოვლენებისა და გარემოს პირობების ცნობიერად აღქმის


მდგომარეობა (გაცნობიერება).

თვითცნობიერება - ცნობიერების უმაღლესი დონე, პიროვნულად განცდილი


მოვლენების ავტობიოგრაფიოული ხასიათის შემეცნება .

თვითცნობიერება გვაძლევს პიროვნული იდენტობის და ისტორიის განცდას.

თუ ჩვენს გამოცდილებაში სამყარო არსებობს, როგორც ნათელი, თანმიმდევრული


და პროგნოზირებადი რამ, მაშინ თანდათანობით გვიყალიბდება ამის შესატყვისი
მოლოდინები და ეს მოლოდინები გვეხმარება აწმყოში ვაწარმოოთ საუკეთესო
მიმდინარე ქმედებები და მოვახდინოთ მომავლის დაგეგმვა .
ცნობიერების ხელმისაწვდომობა
ჩვენ განვსაზღვრეთ ინფორმაციის ზოგადი ტიპები, რომელიც შესაძლოა
გაცნობიერდეს გარკვეულ ადგილზე და გარკვეულ დროში.

რა განაპირობებს იმას, თუ რა ცნობიერდება სწორედ ამ მომენტში?

ვაცნობიერებთ თუ არა ჩვენს სუნთქვას? ალბათ არა.

სუნთქვის კონტროლი არაცნობიერი პროცესების ნაწილია.

ვფიქრობთ თუ არა ჩვენს ბოლო შვებულებაზე ან „ჰამლეტის“ ავტორზე?

ალბათ არა, ასეთი აზრების კონტროლი წინარეცნობიერების მეხსიერების ნაწილია.

ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ საათის წიკწიკს, ტრანსპორტის მოძრაობას ან ნათურის


ზუზუნს.

ყველა ეს სტიმული ყურადღების მიღმა დარჩენილი ინფორმაციის ნაწილია.

განვიხილოთ ცალცალკე ცნობიერების თითეული ტიპი.


არაცნობიერი პროცესები

არაცნობიერი - ინფორმაცია, რომელიც ჩვეულებრივ ხელმიუწვდომელია


ცნობიერებისათვის ან მეხსიერებისთვის.

მთელი რიგი არაცნობიერი სხეულებრივი აქტივობები, რომლებიც ძალიან


იშვიათად იჭრება ცნობიერებაში.

მაგ. სისხლის წნევის რეგულაცია, სუნთქვა და სხვა.

ზოგჯერ, ჩვეულებრივი არაცნობიერი აქტივობა შეიძლება ცნობიერი გახდეს. მაგ


სუნთქვის ცნობიერი გაკონტროლება.

ნერვული სისტემა მრავალ მნიშვნელოვან ფუნქციას უზრუნველყოფს ცნობიერების


ყოველგვარი პროცესების გარეშე.
წინარეცნობიერი მეხსიერება

წინარეცნობიერი მეხსიერება - მეხსიერება, რომელიც მოცემულ მომენტში არ


არის ცნობიერი, მაგრამ ცნობიერდება აუცილებლობის შემთხვევაში .

მოგონებები, რომლებიც მხოლოდ მას შემდეგ ხდება ცნობიერებისთვის


ხელმისაწვდომი, როდესაც რაღაც წარმართავს ჩვენს ყურადღებას მათზე .

მოგონებები უზარმაზარი მოცულობის მქონე ინფორმაციასთან ერთად ინახება ,


როგორიცაა მაგ, ენა, სპორტი, გეოგრაფიის ზოგადი ცოდნა და სხვა.

ასევე მოგონებები პიროვნულად განცდილის შესახებ.

წინარეცნობიერი მეხსიერება შეუმჩნევლად არსებობს ჩვენს გონებაში მანამ , სანამ


არ შეიქმნება მათი ცნობიერად არსებობის საჭიროება.
ყურადღების მიღმა დარჩენილი ინფორმაცია

ჩვენ განვსაზღვრეთ ინფორმაციის ზოგადი ტიპები, რომელიც შესაძლოა


გაცნობიერდეს.

ნებისმიერ მოცემულ მომენტში გარშემორტყმული ვართ ურიცხვი რაოდენობის


სტიმულით.

ჩვენ მხოლოდ მათ მცირე ნაწილზე შეგვიძლია ფოკუსირება.

რაზე მოვახდენთ ფოკუსირებას და რომელი მოგონებები გაცოცხლდება ,


მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა გვაქვს ცნობიერებაში .

თუმცა შესაძლოა ხანდახან ისეთი ინფორმაციის არაცნობიერი რეპრეზენტაციაც ,


რომელიც არ ხვდება ყურადღების ფოკუსში. (მაგ. ხმაურიან წვეულებაზე საკუთარი
სახელის გაგონება.)
არაცნობიერი

ჩვენ ვაფიქსირებთ არაცნობიერი ინფორმაციის არსებობას, როდესაც ვერ ვხსნით


ზოგიერთ ქცევას ცნობიერი ძალების მოქმედებით, ქცევის მიმდინარეობის
მომენტში.

არაცნობიერი ძალების შესახებ პირველი თეორია ზიგმუნდ ფროიდს ეკუთვნის ,


რომლის თანახმად გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება - ტრამვული
მოგონებები და ტაბუირებული მოგონებები - იმდენად შიშის მომგვრელია , რომ
სპეციფიკური მენტალური პროცესები პერმანენტულად დევნიან მათ
ცნობიერებიდან.

ფროიდის მიხედვით, როდესაც ორიგინალური, მიუღებელი იდეები და მოტივები


განდევნილია, ანუ ცნობიერების ფარგლებს მიღმაა, აზრებთან ასოცირებული
ძლიერი განცდები ისევ ინარჩუნებენ თავიანთ ძალას და ზეგავლენას ქცევაზე .

დღეს მრავალი ფსიქოლოგი იყენებს ტერმინს არაცნობიერი, იმ ინფორმაციის და


პროცესების აღსანიშნავად, რომელიც უფრო სასურველი და მისაღებია , ვიდრე
აზრები, რომელიც ფროიდის თანახმად, განდევნას ექვემდებარება .
ცნობიერების შინაარსების კვლევა

ხმამაღლა ფიქრის ოქმები - ანგარიში, რომელიც იქმნება თავად ცდის პირთა მიერ
და აღწერენ მენტალურ პროცესებსა და სტრატეგიებს, რომელთაც ისინი
მიმართავენ დავალების შესრულებისას.

გამოცდილებიდან ნიმუშების შერჩევის მეთოდი - ექსპერიმენტული მეთოდი,


რომელიც ეხმარება მკვლევარებს ცნობიერების ტიპიური შინაარსების აღწერაში ;
ცდის პირებს ევალებათ სიგნალის მიღებისთანავე დააფიქსირონ თავიანთი აზრები
და გრძნობები.
ცნობიერების ფუნქციები
როდესაც ვსვამთ კითხვას ცნობიერების ფუნქციების შესახებ, ვცდილობთ გავიგოთ
თუ რისთვის გვჭირდება ცნობიერება - რას მატებს ის ჩვენს ადამიანურ
გამოცდილებას?

ცნობიერების გამოყენება

ადამიანის ცნობიერება ევოლუციურ გარემოში ყველაზე მტრულად განწყობილ


ძალასთან - სხვა ადამიანებთან ჭიდილში და შეჯიბრში გამოიწრთო.

ადამიანის გონება განვითარდა, როგორც ადამიანთა წინაპრების


სოციობიოლოგიურობის შედეგი, რაც სავარაუდოდ მტაცებლებისგან ჯგუფური
თავდაცვისა და რესურსების უფრო ეფექტური მოპოვების ძირითად საშუალებას
წარმოადგენდა.

თუმცა მჭიდრო ჯგუფურმა ცხოვრებამ ახალი მოთხოვნები შექმნა, როგორც


თანამშრომლობისთვის, ისე კონკურენციისთვის.

ბუნებრივი გადარჩევის დროს, ვისაც ადაპტირებული გონება აღმოაჩნდა , ვინც შექმნა


სამეტყველო ენა და შრომის იარაღები, გამარჯვებულები გამოვიდნენ
გადარჩენისთვის ბრძოლაში.
ცნობიერების ფუნქციები
ვინაიდან ცნობიერებამ ევოლოცია განიცადა, იგი უზრუნველყოფს სახეობის
გადარჩენისთვის საჭირო მთელ რიგ ფუნქციებს.

ცნობიერება ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს პიროვნული და საერთო


კულტურული რეალობის შექმნაში.

გადარჩენაში დახმარება

ბიოლოგიური თვალსაზრისით ცნობიერების განვითარება მიზნად ისახავდა


ინდივიდისთვის გარემოდან მომდინარე ინფორმაციის მიღებასა და ამ
ინფორმაციაზე დაყრდნობით მოქმედების საუკეთესო და ეფექტური გეგმის შედგენაში
დახმარებას.

ადამიანები დგანან ინფორმაციული გადატვირთვის საკითხის წინაშე .

ცნობიერება გარემოსთან ადაპტირებაში გვეხმარება . ეს ხორციელდება სამი გზით :


ცნობიერების ფუნქციები
გადარჩენაში დახმარება

1. ცნობიერება ამცირებს შემავალ სტიმულთა ნაკადს. ცნობიერების შემზღუდავი


ფუნქცია გამორიცხავს იმწუთიერი მიზნებისა და ამოცანებისთვის შეუსაბამო
ინფორმაციის დიდ ნაწილს.

2. ცნობიერება ახორციელებს სელექციური (შერჩევითი) შენახვის ფუნქციას.

ცნობიერება მოვლენათა და პიროვნული საჭიროებებისათვის შესატყვისი და


არაშესატყვისი გამოცდილების კლასიფიცირების საშუალებას გვძლევს ზოგიერთი
მათგანის არჩევით და ზოგიერთის იგნორირებით.

3. ცნობიერების მესამე ფუნქციაა შეჩერება, ალტერნატივების გააზრება, განხილვა და


სხვადასხვა შესაძლო შედეგების წარმოსახვა წარსულ ცოდნაზე დაყრდნობით .

ეს დამგეგმარებელი ანუ აღმასრულებელი მაკონტროლებელი ფუნქცია ძლიერი


სურვილების დათრგუნვის შესაძლებლობას გვაძლევს, როდესაც ისინი
ეწინააღმდეგებიან მორალურ, ეთიკურ და პრაქტიკულ მიზნებს.
რეალობის პიროვნული და კულტურული კონსტრუქტები

არ არსებობს ორი ადამიანი, რომელიც სიტუაციის სრულიად ერთნაირ


ინტერპრეტაციას მოგვცემდა.

რეალობის პერსონალური კონსტრუქტი წარმოადგენს მიმდინარე სიტუაციების


ჩვენეულ, უნიკალურ ინტერპრეტაციას, რომელიც ზოგად ცოდნას, წარსულ
გამოცდილებას, აწმყო მოთხოვნებს, ღირებულებებს, რწმენებს და მომავლის მიზნებს
ეყრდნობა.

რეალობის პიროვნულ კონსტრუქტთა შორის ინდივიდუალური განსხვავებები უფრო


დიდია იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანები იზრდებიან განსხვავებულ კულტურებში ,
ან ცხოვრობენ ერთი კულტურის ფარგლებში განსხვავებულ გარემოში ან მათ წინაშე
დგას განსხვავებული ამოცანები.

რეალობის კულტურული კონსტრუქტები წარმოადგენს სამყაროს შესახებ


მოსაზრებათა ერთობლიობას, რომელსაც იზიარებს ჯგუფის წევრების უმრავლესობა .

რეალობის ცნობიერი კონსტრუქტების ურთიერთმიღებას უწოდებენ შეთანხმებულ


მტკიცებულებას.
ძილი და სიზმარი
ცირკადული რიტმები

ცირკადული რიტმი - ორგანიზმის აქტივობის შინაგანი საათით დეტერმინირებული


მდგრადი პატერნი, რომელიც ჩვეულებრივ 24-25 საათს გრძელდება .

ყველა ცოცხალი არსება განიცდის დღე-ღამის ბუნებრივი რიტმის ზემოქმედებას .


ჩვენი სხეული სინქრონიზირდება დროის ციკლთან, რომელიც ცირკადული რიტმის
სახელით არის ცნობილი.

სისხლის წნევა, გულისცემის სიხშირე, მეტაბოლური პროცესები, სხეულის ტმპერატურა


და ჰორმონალური აქტივობა შინაგანი საათის მიხედვით იცვლება .

ეს აქტივობები ცხოველქმედების პიკს აღწევენ შუადღისას და მაქსიმალურად


მცირდებიან ღამით.

კვლევების მიხედვით, ორგანიზმში არსებული საათი ზუსტად არ ემთხვევა საათს


კედელზე.

გარეგანი საათის ყოველგვარი მინიშნებების გარეშე , ადამიანის შინაგანმა „ტემპის


მომცემმა“ დაამკვიდრა 24.18 საათიანი ციკლი
ძილი და სიზმარი
ცირკადული რიტმები

ბიოლოგიურ და გარემოს საათებს შორის განსვლის გამომწვევი ცვლილებები


მოქმედებს იმაზე, თუ როგორ ვიგრძნობთ თავს და როგორ მოვიქცევით .

ასეთი განსვლის დრამატული მაგალითია ხანგრძლივი მოგზაურობის დროს დროის


სარტყელის გადაკვეთა. ასეთ შემთხვვაში ადამიანებმა შესაძლოა განიცადონ jet lag -
დღეღამური რიტმის დარღვევა. ეს არის მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს
გადაღლილობა, დაუძლეველი ძილიანობა და ძილ-ღვიძილის უჩვეულო განრიგი .

jet lag - პილოტების განსაკუთრებული პრობლემაა და მნიშვნელოვან როლს


ასრულებს პილოტების მიერ დაშვებულ შეცდომაში.
ძილი და სიზმარი
ძილის ციკლი

ცირკადული რიტმის 1/3 ქცევით უძრაობას ეთმობა, რომელსაც ძილს ვუწოდებთ.

ძილის კვლევაში მეთოდოლოგიური გარდატეხა მოხდა 1937 წელს, როდესაც გამოიყენეს


ტექნოლოგია, რომელიც მძინარე ადამიანის თავის ტვინის ელქტრული აქტივობის
ელექტროენცეფალოგრამის სახით ჩაწერის საშუალებას იძლეოდა.

ეეგ-ს საშუალებით მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ თავის ტვინის ტალღები იცვლება


ძილის განმავლობაში და ეს ცვლა სისტემატურ, თანმიმდევრულ და პროგნოზირებად
ხასიატს ატარებს.

ძილის სფეროში მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო თვალების სწრაფი მოძრაობის REM (rapid
eye movement) დაფიქსირება, რომელიც გარკვეული ინტერვალებით პერიოდულად იჩენს
თავს ძილის განმავლობაში.

პერიოდს, როდესაც ადამიანს არ აღენიშნებოდა REM -ი თვალების სწრაფი მოძრაობის


გარეშე ძილს (non REM ანუ NREM) უწოდებენ.

REM და NREM ძილი მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს ღამის ერთერთი


უმნიშვნელოვანესი აქტივობისთვის - სიზმრისთვის.
ძილი და სიზმარი
ძილის ციკლი

თვალი გავადევნოთ თავის ტვინის აქტივობას ღამის განმავლობაში.

დასაძინებლად მზადებისას, ეეგ დააფისირებს, რომ თავის ტვინის ტალღების სიხშირეა 14


ციკლი წამში (ცწ/ჰერცი);

როდესაც კომფორტულად მოვეწყობით საწოლში და მოვდუნდებით, ტალღები იწყებს


შენელებას 8-12ცწ/ჰერცამდე.

როდესაც ჩაგვეძინება, იწყება ძილის ციკლი, რომელიც რამდენიმე ფაზისგან შედგება:

პირველ ფაზაზე ეეგ აჩვენებს 3-7ც წ/ჰერცამდე თავის ტვინის ტალღებს.

მეორე ფაზას ძილის ღერძს უწოდებენ, როდესაც ელექტრული აქტივობა 12-16ცწ/ჰერცია.

ძილის შემდეგ ორ (3 და 4) ფაზაზე გადავდივართ რელაქსირებული ძილის ძალიან ღრმა


მდგომარეობაში, ანუ ძალიან ღრმად გვძინავს.

თავის ტვინის ტალღები ნელდება 1-2 ცწ/ჰერცამდე, მცირდება აგრეთვე სუნთქვის და


გულისცემის სიხშირე.
ძილი და სიზმარი
ძილის ციკლი

ბოლო ფაზაზე ისევ მატულობს თავის ტვინის ელექტრო აქტივობა და ეეგ-ს ჩანაწერი 1-2
ფაზიან ჩანაწერს ემსგავსება.

სწორედ ამ ფაზაზე აქვს ადგილი REM ძილს და ვხედავთ სიზმარს.

ძილის პირველი 4 ფაზის გავლას დაახლოებით 90 წთ სჭირდება. REM ძილი


დაახლოებით 10 წთ-ს გრძელდება.

ღამის განმავლობაში ამ 100 წუთიან ციკლს დაახლოებით 4-6-ჯერ გავდივართ.

თითეულ ციკლში 3-4 ფაზებისთვის განკუთვნილი დრო მცირდება, ხოლო, REM ძილზე
დახარჯული დრო იზრდება და ბოლო ციკლში თითქმის 1 საათს ვუთმობთ.

მთლიანობაში ძილის 75-80% ეთმობა NREM ძილს, ხოლო20-25% REM ძილს.

ადამიანებს არ ძინავთ ერთნაირი ხანგრძლიობით. ძილის ადექვატური, საკმარისი


რაოდენობის მიღება მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც სტანდარტიზირებული გვაქვს
დაძინების და გაღვიძების დრო დასვენების დღეების ჩათვლთ.
რატომ ძილი?
ძილის ფაზების თანმიმდევრული განვითარება ადამიანებსა და ცხოველებში
გვაფიქრებინებს, რომ არსებობს ძილის ევოლუციური საფუძველი და ბიოლოგიური
საჭიროება.

ადამიანები კარგად ფუნქციონირებენ, როდესაც 7-8 საათი ძინავთ დღე -ღამეში .

რა ფუნქციებს ასრულებენ NREM და REM ძილის სახეობები?

NREM ძილს აქვს 2 უმთავრესი ფუნქცია: შენახვა და აღდგენა.

REM ძილიც ემსახურება გარკვეულ აუცილებელ ფუნქციებს:


• ჩვილობის პერიოდში პასუხს აგებს ნერვულ დაბოლოებებსა და კუნთებს შორის
თვალების მოძრაობის უზრუნვესაყოფად საჭირო კავშირის ჩამოყალიბებაზე .

• ქმნის ისეთ ფუნქციონალურ სტრუქტურებს, რომლებიც აუცილებელია მოტორული


ჩვევების დასწავლისთვის.

• გარკვეულ როლს ასრულებს განწყობილების და ემოციების შენარჩუნებაში


ძილის დარღვევები

ინსომნია - ნორმალურად დაძინების ქრონიკული უუნარობა; სიმპტომებში შედის


სირთულეები დაძინებისას, ხშირი გაღვიძება, გაღვიძების შემდეგ ჩაძინების უნარის
არქონა, დილით ადრე გაღვიძება.

ნარკოფლესია - ძილის დარღვევა, რომელიც ხასიათდება დღის


განმავლობაშიდაძინების დაუძლეველი მოთხოვნილებით .

ძილის აპნოე - ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევა, რაც


აიძულებს ადამიანს, რომ ძილის დროს სუნთქვა შეწყვიტოს.

დღის ძილიანობა - მოჭარბებული ძილიანობა დღის აქტიობების დროს;


სიზმრების ფროიდისეული ანალიზი
დასავლურ კულტურაში ყველაზე ცნობილი თეორია სიზმრების სესახებ ეკუთვნის
ზიგმუნდ ფროიდს.

ფროიდი სიზმრებს „წარმავალ ფსიქოზს“ და „ყოველღამეულ სიგიჟეს“ უწოდებდა .

ის ასევე სიზმრებს არაცნობიერისკენ მიმართულ სამეფო გზად მიიჩნევდა .

სიზმრების ანალიზი ფსიქოანალიზის ქვაკუთხედად არის წარმოდგენილი მის


კლასიკურ ნაშრომში „სიზმრების ინტერპრეტაცია“ (1900წ).

ფროიდის მიხედვით სიზმრის შინაარსი ძლიერი, არაცნობიერი, განდევნილი


სურვილების სიმბოლური გამოხატულებაა, რომელიც სიზმარში შენიღბული სახით
გვეძლევა.

სიზმარში ორი დინამიკური ძალა მოქმედებს: სურვილი და ცენზურა (ანუ დაცვა


სურვილისგან).

ცენზურა ახორციელებს დაფარული მნიშვნელობის, ანუ ლატენტური (ფარული )


შინაარსის გარდასახვას სიზმრის მანიფესტირებულ (ხილულ ) შინაარსად .
ცნობიერების შემცვლელი მდგომარეობები
დაკვირვებადი სიზმრები

არის თუ არა შესაძლებელი, ვაცნობიერებდეთ, რომ სიზმარს ვხედავთ , როდესაც


ვხედავთ სიზმარს?

დაკვირვებადი სიზმრების თეორიის მომხრეები გვიჩვენებენ, რომ ცნობიერების


სენარჩუნება სიზმრის ხედვის პროცესში სწავლებადი და რეგულარული პრაქტიკით
გავარჯიშებადი უნარია, რომელიც მძინარე ადამიანს სიზმრის მიართულების
კონტროლის საშუალებას აძლევს.

ჰიპნოზი

ჰიპნოზი - ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ღრმა


მოდუნებით (რელაქსაციით), შთაგონებისადმი მიმღებლობით და აღქმის,
მეხსიერების, მოტივაციისა და თვითკონტროლის ცვლილებებით .

მკვლევარები ხშირად ვერ აღწევენ თანხმობას ჰიპნოზის დროს მოქმედი


ფსიქოლოგიური მექანიზმების თაობაზე.
ცნობიერების შემცვლელი მდგომარეობები

მედიტაცია

მედიტაცია - ცნობიერების შეცვლის ფორმა, რომელიც მოწოდებულია


თვითცნობიერების შემცირების საშუალებით საკუთარი თავის შესახებ ცოდნისა და
თვითშეგრძნების გაუმჯობესებისათვის.

მედიტაციის დროს პიროვნება შეიძლება ფოკუსირდებოდეს და იწესრიგებდეს


სუნთქვას, იღებდეს გარკვეულ პოზებს (იოგას პოზები), მინიმუმამდე დაყავდეს
გარეგანი სტიმულაცია.

მედიტაციის რეალური ფიზიოლოგია სეიძლება დახასიათდეს, როგორც მშვიდი


სიფხიზლე ანუ მინიმალური სხეულებრივი აგზნების, მაგრამ მაქსიმალური
ცნობიერების მდგომარეობა.
ცნობიერების შემცვლელი მდგომარეობები

ჰალუცინაციები

ჰალუცინაცია არის ნათელი აღქმა, რომელიც ჩნდება ობიექტური სტიმულაციის


არარსებობის პირობებში.

ჰალუცინაცია განსხვავდება ილუზიისგან, რომელიც რეალური სტიმულის


პერცეპტული დამახინჯებაა.

ჰალუცინაციებს ხელს უწყობს მომატებული აგზნებადობა , ინტენსიური საჭიროების


მდგომარეობა ან შემაშინებელი აზრების განდევნის უუნარობა .
ცნობიერების შემცვლელი ნივთიერებები

ადამიანები ანტიკური ხანიდან იყენებდნენ სხვადასხვა ნივთიერებებს რეალობის


აღქმის შესაცვლელად.

ფსიქოაქტიური ნივთიერებები - ქიმიური ნაერთები, რომელიც ცნობიერი აღქმის


დროებითი სეცვლით ეგავლენას ახდენს მენტლურ პროცესებსა და ქცევაზე .

ტოლერანტობა - სიტუაცია, რომელიც ნივთიერების ხანგრძლივი გამოყენების


სედეგად იქმნება, როდესაც იგივე ეფექტის მისაღწევად ინდივიდს უფრო და უფრო
მეტი დოზა სჭირდება.

ფიზიოლოგიური დამოკიდებულება - პროცესი, რომელსაც ორგანიზმი ეჩვევა და


დამოკიდებულეი ხდება მოცემულ ნივთიერებაზე.

მიჩვევა - მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი ითხოვს ნარკოტიკს, რათა შეძლოს


ფუნქციონირება, მის არქონაზე ყოველგვარი ფიზიკური და ფსიქოლოგიური
რეაქციების გარეშე; ხშირად თან სდევს ტოლერანტობასა და დამოკიდებულებას .

ფსიქოლოგიური დამოკიდებულება - ნარკოტიკის ფსიქოლოგიური საჭიროება ან


სურვილი.

You might also like