You are on page 1of 6

კოგნიტური ფსიქოლოგია (ლათ.

cognitio- შემეცნება,
ცოდნა) თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთი
მიმართულებაა, რომელიც შეისწავლის შემეცნებით
პროცესებს
-  შეგრძნება,  აღქმა,  ყურადღება,  მეხსიერება,
წარმოსახვა, მეტყველება და აზროვნება. ასევე  მისი
შესწავლის სფეროა  ინტელექტი  და ხელოვნური
ინტელექტი

ფუნქციონალიზმმა ფსიქოლოგია განსაზღვრა,


როგორც მეცნიერება ორგანიზმის გარემოსთან
ადაპტაციაზე მიმართული ფსიქიკური აქტივობების
შესახებ. ფსიქიკურ აქტივობათა რიცხვში შეიტანეს
აღქმა, დასწავლა, მეხსიერება, წარმოსახვა,
გრძნობები და ემოციები, აზროვნება და ნებელობა.

1. აღქმა
აღქმა ეწოდება სენსორულ ხატში შემომავალი ინფორმაციის მომაწესრიგებელი
პროცესების ერთობლიობას, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს, აღქმული
ინფორმაცია განიცადოს როგორც გარე სინამდვილე. აღქმაში შემავალი პროცესები
ინტერპრეციის უმაღლეს დონეს უზრუნველყოფს, რაც აუცილებელია გარემოსთან
ადეკვატური ინტერაქციისათვის.

აღქმასა და შეგრძნებას შორის ძლიერი და მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს.


შეგრძნებით მიღებული, მუდმივად ცვალებადი, ქაოტური სენსორული ინფორმაციიდან
პერცეპტუალური პროცესები მოწესრიგებულ პერცეპტუალურ ხატებს ქმნიან და ამგვარად
აწესრიგებენ და უკეთებენ ორგანიზებას შემოსულ მასალას. ნებისმიერი ინფორმაცია ,
რომელიც შემოდის შეგრძნების სახით, მხოლოდ პერცეპტული აქტივობების შედეგად
გარდაიქმნება პერცეპტულ ხატად, რომელიც მოწესრიგებული და კლასიფიცირებული
ხატია.

აღქმა და შეგრძნება ერთმანეთისგან რომ გავმიჯნოთ, საილუსტრაციოდ შემდეგი


მაგალითი გამოდგება: როდესაც ჩვენ ვუსმენთ ფორტეპიანოზე აღებულ ნოტებს - თუკი
თქვენ აფიქსირებთ რეგისტრს, ტონალობას, ხმის სიძლიერეს და ა.შ. თქვენ შეიგრძნობთ
მის მახასიათებლებს, მაგრამ, თუკი თქვენ ამოიცნობთ და მიხვდებით, რომ დაკრული
ნოტები ქმნიან მელოდიას - ე.ი. აღიქვით მელოდია.

ფართო მნიშვნელობით და განმარტებით, აღქმა მოიცავს გარემოში საგნების და


მოვლენების წვდომის ზოგად და მთლიან პროცესს, რაც იმისთვის გვჭირდება, რომ
შევიგრძნოთ, შევიცნოთ, შევიმეცნოთ და მოვახდინოთ მათი იდენტიფიკაცია და
კლასიფიკაცია რომელიმე კატეგორიაში. თავის მხრივ, კატეგორიის მინიჭება და
იდენტიფიკაცია იმისთვისაა საჭირო, რომ ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ ამა თუ იმ
საგანზე ან მოვლენაზე.

მკვლევრები აღქმის პროცესში სამ საფეხურს გამოყოფენ, ესენია: შეგრძნება ,


პერცეპტუალური ორგანიზაცია და იდენტიფიკაცია/საგნების ამოცნობა .

შეგრძნება  ეწოდება ფიზიკური ენერგიის გარდაქმნას ნერვულ კოდებში, რომელსაც ტვინი


აცნობიერებს. მაგალითად, ბადურის უჯრედები ისეა მოწყობილი, რომ გაარჩიოს საგნის
კონტური და კონტრასტი, თუმცა სუსტად რეაგირებენ უცვლელ და მუდმივ
გამაღიზიანებელზე (სტიმულზე)

აღქმის პროცესის შემდეგ საფეხურს პერცეპტუალური ორგანიზაცია ეწოდება და ამ


საფეხურზე შეგრძნებიდან მიღებული ინფორმაციის სინთეზირება (კომბინაცია ,
ინტეგრაცია) ხდება. პერცეპტუალური ორგანიზაციის ორი მთავარი ფუნქციაა 1) შინაგანი
გამოსახულების ფორმირება; 2) გარეგანი სტიმულის აღქმის  ჩამოყალიბება. მაგალითად,
მხედველობის შემთხვევაში ხდება აღქმული ობიექტის ზომის, ფორმის, დაშორების და აშ .
შეფასება, რომელიც ეფუძნება გათვლას. ამგვარი გათვლა ადამიანის წარსულ ცოდნას
მიმდინარე სტიმულთან აერთიანებს. ეს ფსიქიკური აქტივობები სწრაფად ,
გაუცნობიერებლად და მიზანმიმართულად ხორციელდება.

აღქმის ბოლო ეტაპს იდენტიფიკაცია/საგნების ამოცნობა ეწოდება და მასში ,


წინამორბედი ეტაპებისგან განსხვავებით, უფრო მაღალი კოგნიტური პროცესების
ჩართვაა საჭირო. იდენტიფიცირებისას ჩვენ არა მარტო აღვიქვამთ საგნების /ობიექტების
ფორმას, ფერს, ზომას და ა.შ. არამედ ვხვდებით, რა არის ესა თუ ის საგანი/მოვლენა.
მაგალითად, მრგვალი საგნები იდენტიფიცირების შემდეგ შეიძლება გადაიქცნენ
ბურთად, ვაშლად, მზედ, ადამიანის ფიგურა შეიძლება იდენტიფიცირდეს ქალად ან კაცად
და ა.შ. 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Rooks, P.; Willson, J (2000) Perception: Theory, Development and Organisation. Routlage, London
2. აზროვნება
აზროვნება — კოგნიტური პროცესი, რომელიც წარმოადგენს ახალ სიტუაციაში ადამიანის
ორიენტაციის, პრობლემის, ამოცანის გადაჭრის უნარს. ბარტლეტის თანახმად , აზროვნება
ეხება ისეთ პროცესებს, რომლებიც უშუალო აღქმის გარეშე მიმდინარეობს. მაშინ ,
როდესაც თვალსაჩინო ინფორმაცია ხარვეზიანი და არასრულია , თავს იჩენს აზროვნება ,
რომელიც ამ ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება. აზროვნების ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მახასიათებელია გაგების მოთხოვნილება, რომელიც განპირობებულია
რაიმე ამოცანასთან დაკავშირებული გაურკვევლობის შემცირების შინაგანი
მოთხოვნილებით. პრობლემური სიტუაციის გადაჭრასთან ერთად აზროვნების პროცესიც
მთავრდება. ის წარმოადგენს მიზანდასახულ, ნებისმიერ პროცესს. ამით კი ის ოცნებისგან
განსხვავდება.

აზროვნების სახეები

თანამედროვე ფსიქოლოგიაში გამოიყოფა აზროვნების შემდეგი სახეები :

 პრაქტიკული ანუ მოქმედებით-ხატოვანი აზროვნება - ამოცანის გადაწყვეტა ხდება


უშუალოდ მოქმედების პროცესში.
 ხატოვანი აზროვნება - პრობლემის გადაჭრა ხორციელდება ხატებზე დაყრდნობით .
 ლოგიკური აზროვნება - ამოცანის გადაწყვეტა ცნებების მეშვეობით. ეყრდნობა
ვერბალურ-ლოგიკურ მსჯელობას.

არსებობს დიქოტომიურ დაყოფაზე დაფუძნებული აზროვნების კლასიფიკაციაც :

 თეორიული აზროვნება - გარკვეული კანონზომიერების შემეცნება აბსტრაქტული


მიმართებების დამყარების საფუძველზე. თეორეტიკოს მეცნიერთა აღმოჩენები
სწორედ ამ ფორმის აზროვნების შედეგია.პრაქტიკული აზროვნება - მიმართულია
კონკრეტული, კერძო ამოცანების გადაჭრაზე. გადაწყვეტილება უშუალოდ
მიმდინარე პროცესის სწრაფი ანალიზის შედეგად მიიღება .
 ანალიტიკური (ლოგიკური) აზროვნება - პროცესი დროში გაშლილია,
ეტაპობრივად მიმდინარეობს და შედარებით გაცნობიერებულია . ინტუიტური
აზროვნება - პროცესი დროში შეკუმშულია და მინიმალურადაა გაცნობიერებული .
 შემოქმედებითი აზროვნება - ემსახურება ახალი კანონზომიერებების აღმოჩენას.
მიმართლია ახალი იდეების შექმნაზე. კრიტიკული აზროვნება - ორიენტირებულია
უკვე მიღებული გადაწყვეტილებების შემოწმებაზე, არსებული ნაკლოვანებების
გამოვლენაზე.
 რეალისტური აზროვნება - მიმართულია გარე სამყაროზე. იგი ემყარება ლოგიკურ
კანონებს და პრობლემის გადაჭრისას მიმართავს ანალიზსა და აბსტრაქციას.
აუტისტური აზროვნება - მიმართულია შინაგან სამყაროზე, პიროვნების
მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, სურვილების რეალიზაციაზე . პრობლემის
გადაჭრისას ეყრდნობა არა რეალურად არსებულ მიმართებებს, არამედ საკუთარ
სურვილებს.
 პროდუქტული აზროვნება - მისი მეშვეობით მიიღება სრულიად ახალი ცოდნა,
გამოცდილება. რეპროდუქტული აზროვნება - პრობლემის გადაჭრისას ეყრდნობა
უკვე მზა ჩვევას, გამოცდილ სქემას.

აზროვნების ოპერაციები

ოპერაცია ისეთი გონებრივი მოქმედებაა, რომელიც სააზროვნო ამოცანის გადაჭრას


ემსახურება. განასხვავებენ აზროვნების შემდეგ ოპერაციებს:

 ანალიზი
 აბსტრაქცია ანუ განყენება
 სინთეზი

ანალიზის ოპერაცია ადამიანს საშუალებას აძლევს აღქმული მთლიანი მოვლენიდან


სხვადასხვა მხარე გამოყოს. ის გულისხმობს ამოცანის ცალკეულ ნაწილად დაშლას და
მის შემადგენელ ელემენტებზე მსჯელობის უნარს.

აბსტრაქცია, განყენება ისეთი ოპერაციაა, რომლის დროსაც ხდება საგანთა


ერთობლიობისათვის დამახასიათებელი საერთო, ზოგადი ნიშნის, თვისების გამოყოფა
და ამ ზოგადი ნიშნის გააზრება კონკრეტული საგნის გარეშე. აბსტრაქცია გულისხმობს
ობიექტთა შედარებით ანალიზს, ამ ობიექტებისათვის დამახასიათებელი ზოგადი ნიშნების
გამოყოფას და ამ ნიშნების საფუძველზე ობიექტთა კატეგორიაში გაერთიანებას .

სინთეზის ოპერაცია მოიაზრებს ცალკეული ელემენტების, საგანთა თვისებების ერთ


მთლიანობაში გაერთიანებას, ერთ შინაარსად შეკვრას.

ლიტერატურა:

Роберт Солсо. Когнитивная психология. 2006

რევაზ ნათაძე. ფსიქოლოგიის მოკლე კურსი


3. წარმოსახვა
წარმოსახვა - შემოქმედებითი წარმოსახვა — სააზროვნო პროცესი, რომლის
დროსაც გონებით მიზანმიმართულად ხდება სინამდვილის მაქსიმალურად თვალსაჩინო
წარმოდგენა, მნიშვნელობა არ აქვს ამ დროს თვალები ღიაა თუ დახუჭული. [1][2] ადგილი აქვს
უკვე განცდილი მხედველობითი აღქმის განმეორებას ანდა თავიდან შექმნას, იმისათვის რათა
ცოტა ხნით შენარჩუნდეს, ამასობაში შემოწმდეს და საბოლოოდ გარდაიქმნას ასეთი
წარმოსახვითი სიტუაციები, შემდგომში მათთან დაკავშირებული ემოციების და განცდების
ცვლილებისთვის. ყველაფერი ამის მიზანი მხოლოდ ერთი რამ არის: ადამიანმა მიაღწიოს
მისთვის ხელსაყრელ თანმდევ სხეულებრივ, სულიერ და საზოგადოებრივ წარმატებას,
მაგალითად, როგორიცაა სხეულის ჭრილობების შეხორცების დაჩქარება, ფიზიკური
ტკივილის შესუსტება, სულიერი ტანჯვის – შფოთის, მწუხარების შემსუბუქება და უგუნებობის
გამოსწორება, თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლება, სხვებთან
ურთიერთობისას წარმოშობილ სირთულეებთან გამკლავების უნარის გაძლიერება. 

გარდა ხილული ხატებისა, გონებას უნარი აქვს სხვა სახის გონებრივი თვალსაჩინოებაც
შექმნას შეგრძნებების ყველა არსებული სახესხვაობის აღქმის განმეორებისა ან ხელახალი
განცდისათვის, მაგალითისთვის, როგორიცაა ბგერების სმენითი, გემოთა, სუნთა,
მოძრაობათა მოტორული ხატები, და შეხებათა განცდა; ეს უკანასკნელი ასევე მოიცავს
ტემპერატურის, წნევის და მასალის რაობის შეგრძნებას.
საერთოდ, შემოქმედებითი წარმოსახვის ცნება შეგრძნების ყველა მოდალობის წარმოდგენის
უნარს აერთიანებს, მაგრამ უფრო კონკრეტულად და სიტყვასიტყვით მაინც იმ პროცესს
აღწერს, რომლითაც ადამიანი თვალსაჩინო, ერთთავად ხილვის მსგავსს სურათებს ქმნის
თავის გონებაში და განიხილავს.
არსებითი თუ გარეგნული მახასიათებლებით შემოქმედებითი წარმოსახვა მჭიდროდაა
დაკავშირებული ე.წ. 'მართვად წარმოდგენასთან' და უმეტესწილად, ამ მეთოდის შემადგენელ
ნაწილადაც კი აღიქმება. კერძოდ, 'მართვადი წარმოდგენის' საშუალებით საგანგებოდ
ამისათვის მომზადებული სპეციალისტი ან მასწავლებლი ეხმარება სესიის მონაწილეს ან
პაციენტს აღძრას და შექმნას მხედველობის, ბგერების, მოძრაობების, გემოთა, სუნთა,
შეხებათა თვალსაჩინო ხატები გონებაში მათი შეგრძნებითი აღქმის განმეორებისა და
თავიდან წარმოებისათვის, ისევე როგორც წარმოსახვითი ან გონებრივი შინაარსები,
რომლებსაც მონაწილე პირები განიცდიან მათი შეგრძნების დამთრგუნველ კატეგორიებად.
როგორც ყოფაცხოვრებაში, ისე კონტროლირებად ექპერიმენტებში თუ 'მართვად
წარმოდგენაში' მონაწილეობისას, ადამიანები გონებაში ყველაზე ხშირად თვალსაჩინო და
სმენით ხატებს ხედავენ, ხოლო სამეცნიერო ლიტერატურაში ყველაზე მეტად ხილვასავით
მკაფიო წარმოდგენით სურათებს იკვლევენ და აღრიცხავენ.
მახასიათებელი ნიშანია, რომ გონების მიერ შექმნილი ყველა ხატება, შემოწმედებითი
წარმოსახვის მიერ ნაწარმოები თვალსაჩინოებების ჩათვლით, ყოველთვის აღიქმება რა
კონკრეტულ ემოციებსა თუ განცდებთან ერთად, წარუშლელ კვალს ტოვებს ადამიანში.
ლიტერატურა:
↑ Isaac, A. R., and Marks, D. F. (1994). Individual differences in mental imagery experience: Developmental changes and specialization. British
Journal of Psychology, Vol. 85, 1994, pp479–500.

↑ McKelvie, S. J. (1995). The VVIQ as a psychometric test of individual differences in visual imagery vividness: A critical quantitative review and
plea for direction. Journal of Mental Imagery, Vol. 19, Nos. 3-4,1995, pp1–106.

You might also like