You are on page 1of 4

რა არის კინოხელოვნება, რატომ გაჩნდა იგი, რატომ გაჩნდა გვიან?

სჭირდება ადამიანხს ხელოვნება, ზოგადად ხელოვნების პრინციპია, იყო და არა იყო


რას პრინციპი, ანუ წარმოსახვითი რეალობა. ხელოვნება ასევე შვა უწყვეტის
შეგრძნებამ, რადგან რაც არსებობს მიუწვდომელი მუდმივია. და მაინც რა იყო ის
პირობა რამაც შექმნა ხელოვნება? - ეს იყო მოცალეობა, აზროვნება, დანიშნულების
აქტუალიზაცია ანუ გააზრების მოთხოვნილება იმისა, რომ გაიგო ვინ ხარ. ხელოვნება
ცხოვრების აზრის და განცდის შედეგია, რომლისკენაც უწყვეტად მიდიხარ, რათა
მარადიული "გამოიჭირო." ამასთან ხელოვნება განცდითთან და სააზროვნოსთან
ერთად მშვენიერიცაა, მისი აღმქმელი ან მშვენიერებას უცქერ ან თავად
მშვენიერდები ან ორივე ერთად. ხელოვნებას საფუძვლად ინდივიდუალიზმი უდევს,
მსავსად მეცნიერებისა, რომელიც ილტვის იმისკენ, რომ აღმოაჩინოს რაღაც ახალი.
ის პირველადობასთან ერთად უანგაროა(სიმართლე და გააზრება, აღიარება). რაც
შეეხება კინოს. ზოგადად ლტოლვა მომხდარის მოქსაციისადმი მუდამ იყო, ანუ
ხელოვნების საშუალებით რაიმე ფაქტის, მოვლენის სამუდამო ფიქსირება
ინტერპრეტაციის გარეშემ რაც არის კინო, რადგან იგია მატერიალური სიცოცხლის,
სიმართლის ფიქსაცია, ან მატერიალურად განხორციელებული არამატერიალური
სიცოცხლის ფიქსაცია, რასაც ტექნოლოგიის განვითარებამ შეუწყო ხელი.
თეატრისგან განსხვავებით კინოკამერა რაკურსებით/ადამიანური თვალით
აფიქსირებს სიცოცხლეს, წარმოგენებს, სიზმრებს და ა.შ.
 
კინო ვლინდება: სახვითი, ხმოვანი, ლიტ/კინო სცენრაი, დრამატურგიული და
მსახიობური ოსტატობის მხარეებიში. შენდება პავილიონები, ეწყობა განათებები,
ჩნდებიან სპეციფიურად კინოს მსახიობები და რაც მთავარია ჩამოყალიბებული
სიუჟეტები(საწყისი, გაგრძელება, დასასრული), მაგალითად ედუარდ პორტერის
"მატარებლის დიდი ძარცვა"(1903). სიუჟეტურმა აუცილებლობამ განაპირობა კინოში
დრამატურგიული კანონების შემოტანა: ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა,
კონფლიქტი/კოლიზეა, კულმინაცია, კვანძის გახსნა.
 
1909/10 წლებში იბადება ჰოლივუდი, ამავე წელს ჩაპლინი ჩადის ჰოლივუდში.
 
კინოს პრინციპები, საფუძვლები, საშუალებები: 1) ლიტერატურული,
დრამატურგიული ტრადიცია. 2) ხელოვანები. 10იანი წლებიდან ამერიკის,
ჰოლივუდის მეთაურობით გრიფიტის მეთაურობით, რომელმაც კინო ანბანის
შექმნის სტრუქტურილი სახე მისცა კინოს, თავისი მუდმივი მუშა ხელითა თუ
სამსახიობო დასის ახალი სკოლის შექმნით.
 
 
 
მოძრავი გამოსახულებები. ათანაზიუს კირხერი ლათერნა მეჯიქს(ჯადოსნური
ფარანი) 17 ს. 1645 წ.
 
1853წ. პირველი მოძრავი სურათი(ათასობით სურათის მოძრაობა)
 
ტომას ედისნონის და დიქსონი კინეტოსკოპი(1891)
 
ძმები სკლადანოვსკები 1895 წლისთვის ) ფილმი
 
კლოდ ანტუან ლუმიერის შვილებმა ლუი და ოგუსტმა კინტეოსკოპის და
ჯადოანური ფანრის შერწყმა = სინემატოგრაფი
 
პირველი ფილმი?! რადგან არ იყო სიუჟეტი, მსახიობი და ა.შ. - პარიზი, გრანდ კაფე -
"მუშები ლუმიერებია ქარხანას ტოვებენ" 1895
 
1914 დევით გრიფიტი(აშშ) ფილმში "ერის დაბადება" გამოყენა ტიტრები
 
1927 წ. ხმოვანი ფილმი "ჯაზის მომღერალი"
 
1934 წ. პირველი ხმოვანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "კუკარაჩა"
 
 
 
 
 
 
დრამატურგიის კანონები: ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა, კონფლიქტი/გამწვავება,
კულმინაცია, კვანძს გახსნა/ფინალი.
 
კინო ის ხელოვნებაა, რომელიც კოლექტივის ხელით იქმნება, მაგრამ რეჟისორის
თაოსნობით(გრიფიტმა დაიწყო)
მონტაჟი კინოში არის თხრობის სისტემა, რომელიც კეთდება მაშინ როცა
ფიქსირებულია ყოველივე.
კინოკადრი - ერთი უწყვეტი მონაკვეთი, კამერის ჩართვიდან გამორთვამდე.
 
ფილმის გადაღების პრინციპები, სარეჟისორო სცენარი: 1) კადრის ნომერი, 2) კადრის
ხედი, კამერის მოძრაობის საშუალება 3) მეტრაჟი, მოქმედების სიგრძე, დრო. 4) თვით
მოქმედება და ობიექტი(ადგილი, ნატურა ან დეკორაცია) სადაც მოქმედება ხდება, 5)
დიალოგი, 6) ხმა და მუსიკა, ხმაური. 7) ტექნიკა, იმით თუ რით ვიღებთ, რა
საშუალებებით. 8) შენიშვნა, 9) მონტაჟი!
 
როგორ უნდა იქნას გადაღებული ფილმი, რომელიც რაღაცაზე უნდა ჩანდეს(ეკრანი),
თავისუფალი ხედვით? 2 პრინციპი:
 
1. ლიტერატურული სცენარი, რომელიც სარეჟისორო სცენარად კეთდება, რომელიც
გაცილებით მეტია ვინემ სალიტერატურო. რა არის მათ შორის განსხვავება?! - ლიტ.
მთავარი მოყოლილი ამბავია, სარეჟისორო: ქმედება და დიალოგი.
 
2. მოსამზადებელი პერიოდი, დაგეგმარება, კოლექტივის შექმნა.
 
 
აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში: პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი გამოჩენილ
ადამიანზე
 
10-20 იანი წლები კინოს ისტორიაში და სამყაროში: 13-14 წ. პირველი მსოფლიო ომი,
რომელმაც ევროპაში მხატვრულ კინოს დაარტყა და აქტუალიზაცია მოახდინა
დოკუმენტური კინოსი.
 
გერმანიაში იბადება კინოხელოვნებაში ექსპრესიონიზმი, გამონაგონის, ფანტაზიის,
წარმოსახვის სიჭარბე, რომელიც სცენარით დაიწყო ფსიქიატრიაში (რობერტ ვინე
"ექიმ კალიგარის კაბინეტი"). მისი გადაღების პრინციპები: 1) რეალობის რღვევა,
არაადამიანის გამოხატვა.
 
რუსეთი: ჯერ არის კლასიკური თეატრალური დრამატურგიის ელემენტები, 20
იანებისვის იწყება სიახლე, შედის მასში სხვადასხვა სახვითი თუ სამუსიკო
ხელოვნებები. მოდიან სიახლეებით: ეიზენშტეინი(მხატვრული ფილმი "ჯავშნოსანი
პოტიორპინი") გამოსახულებათა დაპირისპირებით, ალეგორიით აზრის შექმნა,
ერთერთი პირველი გაფერადებული კადრის ავტორი და
დიგავერდოვი(დოკუმენტური ფილმი), "სისულელეა მხატვრული ფილმი" რადგან
გამონაგონია, მისთვის კონკრეტული, რეალობის ასახვაა აუცილებელი(არისტოტელე
VS პლატონი). გამოჩნდა ლენინი: "კინო არის ბოლშევიკური აგიტაცია-პროპაგანდის
საშუალება". იწყება მისი პრინციპების რღვევა და სტალინი ასრულების მის იდეას და
აძლევს "კანონიკურ" სახეს. დაიწყეს მოკლე აგიტაციური ფილმების გადაღება,
იდეოლოგიის საკითხები: პოლიტიკური, კოლექტიური. ეიზენშტეინი მიდის
ამერიკაში, დიგავერდოვი რჩება და დგება იდეოლოგიის სამსახურში(უწყვეტი
"გმირების" ქმედება) იღებს ფიქციურ რომანტიკას. იგი სიმართლიდან გადადის
ფიქციაში, ღალატობს რა თავის თავს.
 
 
წიგნი: ა.ბაქრაძე "ქართული კინოს საწყისების შესახებ"
ქართული კინოს საფუძვლები: გავლენა საბჭოეთის იდეოლოგიით, თუმცა
შენარჩუნება ეიზენშტეინისა და დიგავერდოვის საწყისებისა. პირველები ვინც
დაიწყეს ქართულ კინოში მოღვაწეობა იყვნენ: რეჟისორი ამაშუკელი(ქუთაისი) და
ოპერატორი დიღმელოვი(თბილისი). პირველი კინოჩვენება შედგა 1896 წელს
თბილისში. 1903 წ. სიუჟეტებს(ქართული თემატიკებით) იღებენ ამაშუკელი და
დიღმელოვი. ცხრაასიან წლებში იყო კინოთეატრები. 1908 წელს ერთიანდებიან
ისინი.
პირველი მხატვრული კინო 1916-17 წუწუნავას "ქრისტინე".

ვასილ ამაშუკელის „აკაკის მოგზაურობა(1912)“, ტრადიციული დოკუმენტური და


პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმია. ძირითადი პრინციპი
ეროვნულობა(აკაკის გარშემო ფერხული).

ამ დროს ევროპაში მიდის გადაღება ფიქციებისა, საზოგადოსი და საკითხებისა, რაც


ზოგადსაკაცობრიო სატკივარები იყო.
ინტერესი სიახლეებისადმი, მოდერნის სიცოცხლეში მოყვანა

პროპაგანდისთვის და საბჭოთა კინო საფუძვლების დადგენისთვის, დასანერგად


ქართულ კინოში ჩამოდიან რუსეთიდან რეჟისორები: პერესტიანი, თუმცა ისინი
გაიტაცა რომანტიკამ, რაც ქართულ ლიტერატურაში იყო და იხსნა ქართული კინო.
 
აშშ. მუნჯი კინოს კლასიკა, დოკუმენტალისტიკა რობერტ ფლაჰერტი "ნანუკი
ჩრდილოეთიდან" მასალა აღებულია ამერიკის ჩრდილოეთის ყინულოვან ნაწილში.
დოკუმენტურმა დაკვირვებამ ადამიანზე მოგვცა ფსიქო, სოციალური ტიპის გახსნის
საშუალება და ხასიათის, ტიპის ჩამოყალიბება ჩრდილოელი კაცისა.

You might also like