You are on page 1of 2

ფერწერა სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი დარგია რომლის გამომსახველობით

ძირითად საშუალებას ფერი წარმოადგენს. ის ძალიან ძველი ხელოვნებაა და


პალეოლითიდან 21-ე საუკუნემდე ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა.

სხვა დარგების მსგავსად, ფერწერასაც აქვს შესაძლებლობა შეასრულოს


იდეოლოგიური, ფილოსოფიური, რელიგიური, ესთეტიკური და სხვ. ფუნქციები.

გარდა ფერისა, მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებად ლაქასა და მონასმის


ხასიათს იყენებს. ისევე, როგორც ფერადოვანი ზედაპირის დამუშავებას, რითაც
შესაძლებელი ხდება განათებისგან გამოწვეული ტონში არსებული ცვლილების
შევსება.

ფერწერაში გამოიხატება საგნის ფორმა, ასევე შუქი, რომელიც ამ საგანს ანათებს,


საგნის მასალა, მოცულობა და სივრცე, ამიტომ არის,რომ ფერწერაში მნიშვნელოვანია
ხაზის, ფერების და შუქ-ჩრდილების გამოყენება, რისი საშუალებითაც იქმნება
ილუზია, რომ ვუყურებთ სამ განზომილებიან სივრცეს.

არსებობს ფერწერის ხუთი სახეობა: მონუმენტური, დაზგური, დეკორატიული,


მინიატურული და თეატრალურ-დეკორატიული. ყოველ მათგანს ფორმა-
შინაარსობრივი თავისებურებები აქვს. მაგალითად, დაზგურ ფერწერაში
უპირატესობა აქვს ზეთის საღებავით შესრულებულ ნამუშევრებს.

ფერწერული ნამუშევრისთვის საჭირო ფერს მხატვარი პალიტრაზე ქმნის და შემდეგ


გადააქვს სიბრტყეზე. ფერები შეიძლება იყოს თბილი ან ცივი, მხიარული ან
სევდიანი, ნათელი, მუქი და ა.შ.

პერსპექტივა არის ფორმების სიბრტყეზე გამოსახვის ერთგვარი სისტემა, რომელიც


ითვალისწინებს დასახატი ობიექტის სივრცით სტრუქტურას და ასევე იმას თუ
რამდენად არის დაშორებული საგანი მხატვრისგან. ყველაზე აქტიურად იყენებდნენ
იტალიელი ფერმწერები.
ფერწერაში ფერი მთავარი გამომსახველობითი საშუალებაა. ფერწერული ტილოები
განსხვავებული თვისებების მქონე ფერებით იწერებოდა. ერთი ფერი მეორისგან
განსხვავდება სინათლით, ფერადოვანი ტონით და გაჯერებულობით. ეს არის ის
ძირითადი თვისებები რაც ფერს ახასიათებს.

როგორც ფერი, ასევე მნიშვნელოვანია ფერწერაში რიტმი, რაც ელემენტების


თანმიმდევრობით მონაცვლეობას გულისხმობს. ის არა მარტო ფერწერაში, ზოგადად
სახვით ხელოვნებაში ასრულებს კომპოზიციის ერთ-ერთ ყველაზე დიდ
გამომსახველ ფუნქციას.

რაც შეეხება ზეთის საღებავებს, ეს ტექნიკა მე-16 საუკუნიდან ფერწერაში წამყვანია.


ამ საღებავებით ძირითადად იხატება დაგრუნტულ ტილოზე, თუმცა ასევე მუყაოზე,
ხესა და ლითონზეც. განსაკუთრებულობას ანიჭებს ის, რომ ეს საღებავები უფრო
მეტად ქმნიან მოცულობისა და პერსპექტივის ილუზიას, აღრმავებენ ტონს და
გამოირჩევა ფერების მრავალფეროვნებით. განვითარების საფეხურებთან
დაკავშირებით კი შეიძლება ითქვას, რომ მე-19 საუკუნემდე ზეთით ფერწერაში
გამოიყენებოდა ლაქშერეული საღებავის რამდენიმე ფენად დადებისა და სურათზე
მხოლოდ ამის შემდეგ გადატანის ტექნიკა. მე-19 საუკუნიდან კი იხატებოდა სურათი
ან მისი ერთი ფრაგმენტი ერთ სეანსზე.

You might also like