You are on page 1of 5

მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯო

კარავაჯო - ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეფორმატორი მხატვრობის ისტორიაში. პიროვნული


თვისებებიც შესაბამის ჰქონდა – მოუსვენარი, გამბედავი. ხშირად ზედმეტადაც ფიცხი –
რასაც შეეწირა კიდევაც 37 წლის ასაკში. მუშაობდა რომში. მისი შემოქმედებაც სავსეა
სიახლით, გამბედაობით და რაც მთავარია ახალი მიგნებებით. კერძოდ მისმა შემოქმედებამ
წერტილი დაუსვა მანერიზმის ხანას, რომელიც გაბატონებული იყო იტალიასა და და დას.
ევროპაში XVI ს-ის 30-იანი წლებიდან საუკუნის მუწურულამდე, იმ თვალსაზრისით, რომ
მან უარი თქვა ფორმათა უტრირებაზე ნახატისა კომპოზიციაში, თუ კოლორიტში. რისი
მიღწევაც სურდათ მანერისტებს ამ მანერისტულ დეფორმაციით, უტრირებით თუ ხშირად
ქაოტურობით. იგი აღწევს ისევ პროპორციულ, კარგად აგებულ ფორმებში, მაგრამ უკვე
ახალ სტილისტურ ეტაპზე, ანუ ახალი მხატვრული წყობით – ახალ მხატვრულ
მთლიანობაში.

პირველ რიგში კარავაჯომ სიახლე განახორციელა იდეალიზაციაზე უარის თქმით და


მძაფრად სახასიათო სახეების, თუ ფორმების ჩვენებით.აქ ჩანს მისი მისწრაფება
კონკრეტულ-სახასიათო ფორმათა ეფექტური გადმოცემისადმი შესრულებაში, რომელიც
ძალიან გულმოდგინედ და თითქმის ნატურალურ ფორმაბში იძლევა საგანთა ფორმას,
ფაქტურას თუ ფერს. მაგრამ გამოიხატება მძაფრად სახასიათო ტიპაჟის შემოტანაში. მათ
სიმძაფრეს, თითქმის სიუხეშეს, ხაზს უსვამს მათი წამოდგენა რელიგიური ხასიათის
სურათებში. 

კარავაჯოსთვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტორებია ასევე კომპოზიცია და


შუქჩრდილები.

მაგალითად მისი ერთ ერთი ნამუშევარი “ქრისტეს საფლავად დადება”  კომპოზიციურად


ძალიან ოსტატურადაა განაწილებული . განსაკუთრებით ეფექტურია ფორმათა დინამიური
წონასწორობა ნამუშევარში, სადაც ქრისტე და მის დასაფლავებაში მონაწილე პირები კი არ
უპირისპირდებიან ერთმანეთს, არამედ ერთიან დინამიურ ჯგუფს ქმნიან, მარაოსავით
იშლება მარიამ მაგდალინელის აპყრობილი ხელები ქვემოთ, სადც დიდი საფლავის ქვა და
გათხრილი სამარხი მოჩანს. აქცენტი რათქმაუნდა ქრისტეზეა გაკეთებული , ფორმებიც
განზოგადებულია , სახასიათო დანაოჭებულ შუბლი, შიშველი დაძარღვული ფეხები, რაც
ძალიან ადამიანურს ხდის ნამუშევარს და მეტ მნიშვნელოვნებას სძენს.

როგორც უკვე ვთქვი კარავაჯოს ნამუშევრებში დიდ როლს თამაშობს სპეციფიკური შუქ
ჩრდილები , მუქი, მკვეთრი კონტრასტებით. იგი აერთიანებს გამოსახულებებს ერთიან
სივრცე-გარემოში ანუ აქაც არა დაპირისპირება ნაწილთა შორის, არამედ შერწყმა; აქცენტებს
უკეთებს საჭირო სახეებსა თუ ფორმებს და ქმნის სათანადო ემოციურ გარემოს.
მთლიანობაში ნამუშევარი ძალიან ტრაგიკულია, თავად პერსონაჟების გამომეტყველებაც ,
და ამავდროულად ძალიან თეატრალური რაც ბაროკოს ეპოქისთვის დამახასიათებელია.

კარავაჯომ უდიდესი გავლენა იქონია მთელ შემდეგ ევროპულ მხავრობაზე, მან გავლენა
იქონია ისეთ შემოქმდებაზეც, რომელთა გენია მასაც კი აღემატებოდა. მაგ: ველასკეზზე
კონკრეტიკით, რემბრანდტზე –შუქ-ჩრდილის კომპოზიციური ფუნქციით, ხოლო რუბენსმა
მისი “საფლავად დადების” თავისუფალი კოპოზიციაც კი გააკეთა.

ამ ორ მხატვარს შორის მსგავსება იმაში მდგომარეობს, რომ მასაც აინტერესებს დინამიური


კომპოზიციის აგების პრინციპი, როცა მთელში ნაწილები კი არ უპირისპირდება ერთმანეთს,
არამედ ერთმანეთში გადადის და ჩნდება გამთლიანება. ასევე სასურათო სიბრტყის
მთლიანი შევსება, ენერგია. განსხვავება საერთო გადაწყვეტაშია. კარავაჯო უფრო
დრამატულია, რუბენსი ხალისიანი, შესრულებაც უფრო ფერწერულია.

ა. წიკლაური

კინო- ტელე მხატვრობა ( მეორე კურსი)


1.ის იწყებს მუშაობას ჟანრულ სცენებზე, ხატავდა დაბალი ფენის წარმომადგენლებს , და
ცდილობს გადმოგვცეს რეალური ელემენტები, იყოს უფრო ბუნებრივი. აქ უკვე ჩანს მისი
დამახასიატებელი ხელზწერა მკვეთრი შუქჩრდილი.

2. მოქმედება მის ნახატებში ძირითადად მიმდინარეობს დახურულ სივრცეში , თითქოს


სიბნელეშია მთელი ინტერიერი, სადაც შუქის წყარო არჩანს, თუმცა მაინც მკვეთრად
შემოდის შუქი, მაგალითად ამ ნახატში თითქოს ზემოდან შემოდის განათება , იწვევს
ასოციაციას რომ თითქოს სარდაფშია, და სწორედ ამ ხერხს უწოდებენ სარდაფისეულ
განათებას, რომლის ავტორიც გახლვთ კარავაჯო. მთელი კომპოზიცია არის აწყობილი ამ
განათებაზე , ანუ ტენებრისმზე, რომელიც შემდგომში ბევრი მხატვრისთვის გახდა
დამახასიათებელი სტილი.

3. იგი აქტიურად მუშაობს კომპოზიციაზე სადაც კომბინაცია ხდება ადამიანის და


ნატურმორტის, ხშირად ჰქონდა ხოლმე კარავაჯოს მსგავსი შეკვეთები. მაგალიათად
როგორც ამ ნამშავარშია. ამ მოდელს ძალიან ხშირად ვხვდებიტ მის შემოქმედებაში .
მსგავსი ნამუშევრები ხასიათდება ინტიმური ხასიათით , თითქოს თავის თავს სთავაზობს ეს
ყმაწვილლი ხილთან ერთად, მსგავს ასოციაციას იწვევს.

4. ამ პერიოდში ძალიან პოპულარული იყო რელიგიური სიუჟეტები მოქცევის თემაზე ,


ამიტომ კარავაჯოს ხშირად ჰქონდა დაკვეთები მსგავს თემაზე. მაგალითად ამ
ნამუშევარში.

რთულია გაარჩიო ამ ნამუშევარში რომელია მათე, ქრისტეს ფიიგურა გადაფარულია


პეტრეს ფიგურით, ვხედავთ მხოლოდ მკვეთრად განათებულ სახეს და ხელს.

აქტიურად იყენებს ტენებრისმს, რაც აძლიერებს თეატრალურობის ეფექტს, სიუჟეტის


გადაწყვეტა საკმაოდ დამაბნეველია, როგორც ცნობილია მათე იყო გადასახადების
ამკრეფი, რთულია ამოიცნო რომელი მათგანია მათე, ვარაუდობენ რომ ის შეიძლება იყოს
ახალგაზრდა რომელიც ითვლის ფულს, და ასევე ადამიანი წვერში რომელიც მიუთითებს
საკუთარ თავზე ან მის გვერდით მდგომზე, ქრისთე მიუთითებს მათეს ამ ამიტომ შეიძლება
ვიფიქროთ რომ იგი ამოწმებს მასზე მიუთითებს თუ არა.

თითქოს სიუჟეტი არის გაშეშებული , თუმცა ამავდროულად დინამიურია,

5. საუზმე ემაუსში

არსებობს ვერსია რომ არის საიდუმლო სერობა , თუმცა ბევრი ელემენტია რომელიც ამ
მოსაზრებას ეჭვის ქვეშ აყენებს. ქრისტე არის აქ უწვერული ,ანუ ახალგაზრდაა , თუ
დავაკვირდებით სუფრას არც თუ ისე ღარიბულია. ვხედავთ სარდაფისეულ განათებას ,
მკვეთრად განათებულ ქრისტეს სახეს, უკან აშკარაგ იგრძნობა სივრცე , იგრძნობა
მანძილი კედელსა და ფიგურებს შორის, რაც მიიღწევა ამ მკვეთრი განათებით და
ჩრდილებით.

6. გარდამოხსნა

7. წმ პავლეს მოქცევა.

ეს ნახატიც მოქცევაზეა, კომპოზიცია არის განსხვავებული ორიგინალური გადაწყვეტაა ,


არადამახასიათებელი მისი ეპოქისთვის, ეს იყო შეკვეთა , კომპოზიციური აგების გამო
შემკვეთმა იგი დაიწუნა.

პირველ რიგში ჩვენ ვხედავთ ცხენის გამოსახულებას, როდესაც აქცენტი უნდა იყოს
პავლეზე.

განათების წყარო არჩანს, იქმნება შთაბეჭდილება რომ თითქოს თავად პავლესგან მოდის
ეს სინათლე. რომელიც უფრო მკვეთრს ხდის ცხენის გამოსახულებას, ხოლო გარემო
რომელიც ჩაბნელებულია უფრო აძლიერებს წინა პლანის აღქმას და შთამბეჭდავად
გადმოსცემს სიუჟეტის ხასიათს. აქცენტი გაკეთებულია ძირითადად პავლეს სახეზე და
ხელებზე. ცხენი დიაგონალზე მთლიანად შედის სივრცეში , რაც წესით უნდა გვაძლევდეს
შთაბეჭდილებას რომ არის დიდი არეალი, თუმცა მთლიანობაში მაინც თითქოს ძალიან
პატარა სამოქმედო არეალია და უკან სივრცეც დახშულია.

8. მისი ერთ ერთი ცნობილი ნამუშევარია ურწმუნო თომას შესახებ. სიუჟეტი არის ასეთი
რომ მკვდრეთით აღმსდგარ ქრისთეს ვერ ცნობენ მისი მოწაფეები, და თიტქოს ეჭვი
შეეპარებათ მასში ,ამიტომ თომას ეტყვის ქრისთე რომ ხელი შეეხო მისი ჭრილობისთვის ,
მსგავსი ტიპის ნამუშევარი ბაროკოს ეპოქაში არ გვხვდება , მსგავსი რეალისტური
გადმოცემა, კარავაჯოს ინტერესის სფერო სცდება იდეალიზმს და იწყებს მაქსიმალურად
რეალური სიუჟეტის გადმოცემას, მისი ინტერესი მიმართულია ყოფითი ბუნებრივი
სცენებისკენ. ნახატი მახსიმალურად განიცდის იდეალიზმის ნაკლებობას, თუ შევხედავთ
პერსონაჟების სამოსს, ზოგადად გარეგნობას , კომპოზიცია შუაზე იყოფა , თითქოს ქრისტე
ცალკე მგდომია როგორც ზებუნებრივი , არამიწიერი არსება, და მოციქულები ცალკე ,
თუმცა კარავაჯო მატერიალური კუთხით ცდილობს წარმოაჩინოს იგი , რაზეც მიუთითებს
თომას მიერ თითის მიდების სცენა სტიგმაზე.

You might also like