You are on page 1of 6

პორტრეტები ბაროკოს მხატვრობაში.

ბაროკოს ეპოქაში პორტრეტები დიდ როლს თამაშობს და რენესანსის შემდეგ თითქოს


იწყება პორტრეტების ახალი ეპოქა. პორტრეტები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს
ბაროკოს მიმდინარეობაში. ისინი ასახავენ კულტურას, და ეპოქის სოციალურ ან
არტისტულ განვითარებას. ავტოპორტრეტებით მხატვრები გამოხატავდნენ საკუთარ
ინდივიდუალიზმს და იდენტობას. ისინი ასევე იყენებდნენ ავტო- პორტრეტებს,
როგორც ავტო ბიოგრაფიის საშუალებას. ნახატებით აღწერდნენ საკუთარ ტკივილს
ან სიხარულს რისი მაგალითიც შემდგომ არის განხილული.
ესეში განხილულია სამი ნამუშევარი რაც ჩემი აზრით, წარმოდგენას გვიქმნის
ბაროკოს ეპოქასა და მის ხატვის სტილზე.

სურათი 1 (კარავაჯო - „მედუზა“ 1597)


ბაროკოს ეპოქის ფერწერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის
კარავაჯოს. თუ გვინდა უფრო სიღრმისეულად ჩავწვდეთ ბაროკოს არსს, უნდა
განვიხილოთ კარავაჯოს მიერ შესრულებული მედუზას პორტრეტი(სურათი 1). ეს
პორტრეტი მხატვარმა შეკვეთით დახატა. ეს იყო კარდინალ დელ მონტეს მიერ
დაკვეთილი, რომელმაც შემდგომ პორტრეტი აჩუქა ფერდინანდო I-ს, ტოსკანის
ჰერცოგს. წრიულ და მოხრილ ხის ფარზე დახატულია მედუსას მოჭრილი თავის
გამოსახულება. ნახატის განხილვამდე საჭიროა, გავიგოთ მედუსას ფიგურის
მნიშვნელობა. მედუსა ეს არის ბერძნულ მითოლოგიაში ხშირად ნახსენები ფიგურა,
რომელსაც შეეძლო ერთი შეხედვით ადამიანი, რომელიც მას უყურებდა ქვად ექცია.
ნამდვილი თმის მაგივრად მედუსას თავზე ცხოვრობენ შხამიანი გველები, როგორც
ეს ნახატზე არის ასახული. ნახატზე გამოსახულია წყლის გველები მდინარე
ტიბრიდან, რადგან წყლის გველები იყვნენ ერთადერთი გველები, რომლებთანაც
კარავაჯოს წვდომა ჰქონდა. მედუსას თავზე დაახლოებით 8 გველის დათვლა
შეგვიძლია. ნახატზე გამოსახულია მომენტი, როდესაც მედუზა უყურებს საკუთარი
თავის ანარეკლს პერსევსის ფარში და ხედავს, რომ მისი სხეული და თავი
ერთმანეთისგან დაშორებულია, მაგრამ ის არ არის ჯერ მკვდარი ის წამიერად
აცნობიერებს საკუთარ სიკვდილს, რასაც ვხედავთ მის აღფრთოვანებულ,
დათრგუნულ თვალებში. ნახატზე გამოსახულია მისი სიკვდილის კონკრეტული
კადრი, წამები სანამ მედუსა მოკვდებოდა. როგორც ჩანს მას მოაჭრეს თავი ( ის მოკლა
ბერძენმა ნახევარღმერთმა პერსევსმა.), მაგრამ ნახატზე ასახული მედუსა არ არის
სრულად მკვდარ, კარავაჯოს ასახული აქვს კონკრეტულად ის კარდრი, სადაც
მედუზა გამოხატავს რეაქციას თავისი თავის მოჭრასთან დაკავშირებით. თითქოს
მხატვარი აღგვიწერს მედუზას მკვლელობის კადრის მილიწამს ანუ წამიერად
შესამჩნევ მომენტს. ეს მიდგომა ახასიათებს კარავაჯოს და ასევე ბაროკოს ეპოქასაც.
რადგან ეს ნამუშევარი ფარზეა შესრულებული შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ
კარავაჯოს ხატავს სწორედ პერსევსის ფარის ანარეკლს, ანარეკლს, რომელსაც
უყურებს მედუზა. საინტერესოა კარავაჯოს სინათლისა და ჩრდილების გამოყენება ამ
კონკრეტულ მანუშევარში. მცირე დაკვირვებით ვხედავთ, რომ კარავჯოს შუქ
ჩრდილები მედუზას თავს სამგანზოლილებიან ფიგურად გვაჩვენებს. ნახატში
კარგად ჩანს ბაროკოს ეპოქის მახასიათებელი ელემეტები, როგორიცაა დრამატული
რეალიზმი რაც კარავაჯოს ნამუშევრებს ხშირად ახასათებს და მედუზას პორტრეტი
არ არის გამონაკლისი. გველების ჩრდილები და სინათლის წყარო მედუზას თავს
სამგანზომილებიანს ხდის რაც ნახატს უფრო რალისტურს ხდის. ნახატში ვხედავთ
დრამატურგიას მედუზას სახის გამომეტყველებაზე. ჩანს მისი სიკვდილის შიშით
სავსე თვალები და აღფრთოვანებული, გაოგნებული გამომეტყველება, შესაბამისი
დრამატული რეაქცია რაც უნდა ჰქონდეს მას მისი მოჰკვეთილი თავის დანახვისას.
ემოციური ინტენსივობა რაც ამ ნახატში ძალიან მკაფიოდ ჩნას ერთ-ერთი ბაროკოს
მხატვრობის დამახასიათებელი ელემენტია.
არ შეიძლება არ ვახსენოთ კარავაჯოს ადრინდელი ავტოპორტრეტი, რადგან
ავტოპორტრეტები დიდ როლს ასრულებენ ბაროკოს მხატვრობაში, იგივე
ელემეტებით და სიმბოლიზმთ არის დატვირთული კარავაჯოს ადრინდელი
ავტოპორტრეტი „ავადმყოფი ბახუსი“. (სურათი 2)
სურათი 2 (კარავაჯო - „ავადმყოფი ბახუსი“ 1593-1594)

ნახატზე გამოსახულია კარავაჯოს ავტოპორტრეტი, სადაც ის საკუთარ თავს ბერძენ


ღმერთად, ბახუსად წარმოაჩენს. ბახუსი ეს არის ღვინის, ყურძნის ვენახების და
ინტოქსიკაციის ღმერთი. ნახატზე ის არის ნახევრად შიშველი თეთრი შემოსასხამით,
რომლის ლენტიც მაგიდაზე ჩანს. იმისდა მიუხედავად, რომ ნახატზე გამოსახული
ღმერთი დაკუნთულია ის არ ტოვებს ჯამრთელი ადამიანის შთაბეჭდილებას. მისი
კანი და თვალები ყვითელია, ხოლო მისი ტუჩები გამომშრალი და თეთრი.
გამოსახულებას თავზე ადგას სუროს გვირგვინი, ხელში უჭირავს ყურძენი და
გამოსახულია ქვის მაგიდასთან შავ ყურძენთან და ატამთან ერთად. ატამი თითქოს
ბახუსის კანის ფერს წააგავს. საინტერესოა თუ რატომ წარმოადგინა კარავაჯომ
საკუთარი თავი როგორც ბახუსი. ბახუსი, როგორც სიამოვნების ღმერთი ხშირად
გამოიყენებოდა მიწიერი სიამოვნების აღსაწერად სწორედ ამიტომ კარავაჯო საკუთარ
პორტრეტს ბახუსის სახით გადმოგვცემს. სუროს გვირგვინი იყო ბახუსის სიმბოლო.
ეს მცენარე ძალიან ძვირფასი იყო ღმერთისთვის, რადგან ჰქონდა ინტოქსიკაციის
პრევენციის უნარი. ნახატზე გამოსახული ყურძნებიდან ერთი ორი დამჭკნარი და
გაფუჭებულია, კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს დამჭკნარი ყურძნები სიკვდილის
ნიშანია, რაც მგონია, რომ ლოგიკურია, რადგან ეს ავტოპორტრეტი კარავაჯომ მისი
ავადმყოფობისას დახატა,( ამაზე მეტყველებს გაყვითლებული კანი, თეთრი ტუჩები
და გაყვითლებული თვალები. ) ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კარავაჯო
ფიქრობს სიკვდილზე და თუნდაც ამ პატარა დეტალით ამახვილებს ყურადღებას
ამაზე. გამოსახულ ფიგურას ხელში უჭირავს ყურძნის მტევანი პირთან ახლოს, რაც
იმაზე მეტყველებს, რომ ის ხელმისაწვდომია გარკვეული იმნტიმური
ურთიერთობითვის, ამაზე ასევე უსვამს ხაზს თოკი, რომლითაც მოსასხამი აქვს
შეკრული, რადგან ის მაგიდაზე დევს და თითქოს გახსნისთვის მზად არის. ხოლო
მაგიდაზე ორი ატამი შეგიძლია ვივარაუდოთ, რომ სხვასთამ ერთად ყოფნის
სურვილის სიმბოლოა.

რადგან ავტოპორტრეტებს დიდი წვლილი მიუძღვით ბაროკოს


ხელოვნებაში არ შეიძლება არ ვახსენოთ არტემიზია ჯენტილესკის შთამბეჭდავი
ნამუშევარი, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ავტოპორტრეტია.
მის ნამუშევარში კარგად ჩანს კარავაჯოს გავლენა.

სურათი 3 (არტემიზია ჯენტელესის- „ავტოპორტრეტი როგორც ფერწერის


ალეგორია“ 1638-1641 )
არტემიზია ჯენტილესკი მას ასევე მოიხსენიებდნენ, როგორც არტემიზია
ლომი იტალიელი ბაროკოს მხატვარია. იმისდა მიუხედავად, რომ ქალი მხატვრები
იოლად არ იყვნენ მიღებულნი არტემიზიას ეპოქაში, ის იყო პირველი ქალი,
რომელიც Accademia di del Arte Disegno - წევრი იყო ფლორენციაში. არტემიზია
ცნობილი იყო ქალის ფიგურის ასახვაში, როგორც შიშველი ასევე ჩაცმულის. მისი
ავტოპორტრეტი აღიქმება, როგორც ფერწერის ალეგორია და სწორედ ასე არის ის
დასახელებული „ავტოპორტრეტი როგორც ფერწერის ალეგორია“ (სურათი 3) .
ავტოპორტრეტში ჩანს არამარტო მხატვრს ნიჭი, არამედ ბაროკოს ხელოვნების
სტილი. ნახატში არტემიზია ასახულია, როგორც ფერწერის განსახიერება. მას ხელში
უჭირავს ფუნჯი და პალიტრა, რაც ხაზს უსვამს მის, როგორც მხატვრის იდენტობას.
ნახატში მისი მზერა პირდაპირი და თავდაჯერებულია, რაც მაყურებელს
ავტორიტეტის გრძნობით აღძრავს. ნახატში გამოყენებულია კიაროსკურო (სიტყვა
იტალიურად ნიშნავს „შუქ-ბნელ“), რაშიც იგულისხმება ძლიერი კონტრასტების
გამოყენება ნათელსა და ბნელს შორის, ჩვეულებრივ, ამგვარი თამამი კონტრასტები
გავლენას ახდენს მთელ კომპოზიციაზე. ამით მხატვარი ქმნის დრამატულ და
დინამიურ კომპოზიციას ავტოპორტრეტში. არტემიზიას ავტოპორტრეტი, როგორც
ფერწერის ალეგორია არ არის მხოლოდ საკუთარი თავის რეპრეზენტაცია, ნახატი
ასევე აღიქმება, როგორც განცხადება რაც გვაჩვენებს, არტემიზიას, ქალს მხატრვრის
როლში მამაკაცის მიერ დომინირებული ხელოვნების სამყაროში. საკუთარი თავის,
როგორც ფერწერის პერსონიფიკაციის გამოსახვით, იგი ამტკიცებს თავის ვინაობას
და უნარს, როგორც პროფესიონალი მხატვარი. არ შეიძლება არ გავამახვილოთ
ყრადღება ნახატში გამოყენებულ ფერწერის ატრიბუტებზე, როგორებიცაა ფუნჯი და
პალიტრა რაც ხაზს უსვამს ხელოვნების ტრადიციულ და ალეგორიუ წარმოდგენებს.
მისი გადაწყვეტილება, რომ საუკთარი თავი გამოესახა ალეგორიული მნიშვნელობით
მეტყველებს ბაროკოს პერიოდის უფრო ფართო კულტურულ და მხატვრულ
კონტექსტზე. ეს ნამუშევარი ბაროკოს პერიოდს კარგად ასახავას, რადგან ნახატში
გამოყენებულია სწორედ ის მახასიათებლები რაც ბაროკოს მხატვრობას თან ახლავს.
მაგალითად, დრამატული რეალიზმი. ეს კარგად ჩანს ჯენტილესკის ნამუშევარში,
თუნდაც მის მიერ გამოყენებულ კონტრასტში ასევე მისი სახის მოყვანილობა და
ნაკვთები ნათლად არის გამოკვეთილი. ავტოპორტრეტში ასევე ვხედავთ
ნატურალიზმს, რაც ასევე დამახასიათებელია ბაროკოს ეპოქაში სადაც მხატვრები
ცდილობდნენ ნატურალური სამყარო რეალისტურად გადმოეცათ. სწორედ ამას
აკეთებს არტემიზიაც მის ნახატში ჩანს ტექსტურის გაფორმებისას დეტალებისადმი
ზედმიწევნითი ყურადღება, მაგალითიად მისი ტანისამოსის ქსოვილი ან მისი
ფუნჯი და პალიტრა. ნახატი ასევე ემოციურად ინტენსიური და დამთრგუნველია,
მოცემულ ნახატზე ამას არტემიზიას სახის გამომეტყველებით და მისი მზერით
ვასკვნით. ეს ემოციური სიღრმე ბაროკოს პორტრეტის დამახასიათებელი ნიშანია. არ
შეიძლება არ ავღნიშნოთ კარავაჯოს გავლენა ჩვენს მხატვარზე. ჯენტილესკი ცხადია
ინსპირაციას იღებს კარავაჯოს ტექნიკიდან, რაზეც მეტყველებს მისი ნატურალიზმი
და კიაროსკუროს ტექნიკის გამოყენება (ხშირად გვხვდება კარავაჯოს ნახატებში
ამგვარი კონტრასტი)
საბოლოოდ, მიმაჩნია, რომ არტემიზიას ავტოპორტრეტი ბაროკოს ეპოქის
ერთ-ერთი ძლიერი და შთამბეჭდავი ნამუშევარია, რომელიც არამარტო არტემიზიას
როლს, ძლიერი მხატვარის, უსვამს ხაზს არამედ დაგვანახებს ბაროკოს ეპოქის
დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს ფერწერაში. იგივე შეგვიძლია ვთქვათ
კარავაჯოზე, რომელიც ბაროკოს ეპოკის ფუძემდებლადაც შეიძლება აღვიქვათ.
მიმაჩნია, რომ მათი ნამუშევრები ძლიერი მნიშვნელობის მატარებელია და ყოველი
ბაროკოს მხატვრობის დამახასიათებელი ელემენტი სინამდვილეში მხატვრის
იდენტობის და ინდივიდუალიზმის ნაწილია.
ბიბლიოგრაფია :

 სურათი 1 (კარავაჯო - „მედუზა“ 1597) -


https://www.tripimprover.com/blog/medusa-by-caravaggio
 სურათი 2 (კარავაჯო - „ავადმყოფი ბახუსი“ 1593-1594) -
https://www.tripimprover.com/blog/young-sick-bacchus-by-caravaggio
 სურათი 3 (არტემიზია ჯენტელესის- „ავტოპორტრეტი როგორც ფერწერის
ალეგორია“ 1638-1641 ) - https://www.rct.uk/collection/405551/self-portrait-as-the-
allegory-of-painting-la-pittura

ნახატების ანალიზი და ესეში გამოყენებული ინფორმაცია :


 https://www.tripimprover.com/blog/young-sick-bacchus-by-caravaggio
 https://www.tripimprover.com/blog/medusa-by-caravaggio
 https://www.artble.com/artists/caravaggio/paintings/young_sick_bacchus
 https://www.rct.uk/collection/405551/self-portrait-as-the-allegory-of-painting-la-
pittura
 https://www.youtube.com/watch?v=xDXx3aNK4TA

You might also like