You are on page 1of 6

ბაროკო: მოულოდნელი ცვლილებები ხელოვნებაში

ხელოვნებაში ბაროკოს დამკვიდრება დაკავშირებულია იმდროისთვის (მე-17


საუკუნე) დასავლეთ ევროპაში მიმდინარე რელიგიურ მოვლენებთან. კერძოდ, ეს იყო
პერიოდი პროტესტანტების დაპირისპირებისა კათოლიკურ ეკლესიასთან. პროტესტანტების
საპასუხოდ და საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის საზოგადოებაში, კათოლიკური
ეკლესია ხშირად იქირავებდა ხოლმე ფერმწერებს რელიგიური ტიპის ნამუშევრების
შესასრულებლად. ამიტომაც, ამ პერიოდში არაერთი ბიბლიური ეპიზოდის ამსახველი
გამოსახულება შეიქმნა. ეს კი ხელს უწყობდა ბაროკოს მიმართულების გავრცელებას
ხელოვნებაში.

ბაროკოს ისევე, როგორც ყველა მის წინაპარ ხელოვნების მიმდევრობას თავისი


სახასიათო მიდგომები ახასიათებდა ნამუშევრის აზრის გადმოსაცემად. უპირველეს ყოვლისა
კი ეს ითვალისწინებდა რეალურობის რაც შეიძლება ბუნებრივ ასახვას. ასეთი გარემოს
შესაქმნელად არტისტები ფიზიკური ძალადობის სცენების დეტალურად ასახვასაც არ
ერიდებოდნენ. ქვემოთ მოცემულ კარავაჯოს ნახატზე თქვენ ხედავთ თუ როგორ ჰკვეთს
თავს იუდითი საწოლში მწოლიარე ჰოლოფერნესს მახვილით. კარავაჯომ სიუჟეტი ზუსტად
კულმინაციის მომენტში გამოსახა. იუდითს ცალი ხელით ჰოლოფერნესის ნახევრად
მოჭრილი თავი უჭირავს, ხოლო მეორეში მახვილი უჭირავს და განაგრძობს დაწყებული

ივდითი კლავს ჰოლოფერნესს,


კარავაჯო , 1602 წ.
საქმის დასრულებას. საყურადღებოა პერსონაჟების სახის გამომეტყველებები მოცემულ
სიტუაციაში, - ჩვენ ვხედავთ უდანაშაულო ჰოლოფერნესის გაკვირვებულ სახეს, რომელსაც
ტკბილი ძილიდან საკუთარი სივდილის ცერემონიაზე დასასწრებად გამოეღვიძა. ამ
თავზარდამცემი სურათის ფონზე კი ვაწყდებით იუდითისა და მისი მოსამსახურე აბრას
უტიფარ გამომეტყველებას, ზუსტად ისეთს, როგორიც მკვლელობის ჩადენის მომენტში
შეიძლება ჰქონდეს ადამიანს.

ასეთი დრამატული ტიპის ნამუშევრები ორიგინალურია ბაროკოსათვის და მას არ


ვხვდებით მის წინა პერიოდებში. უფრო მეტიც, ბაროკოს უშუალო წინაპარი ხელოვნების
მიმდევრობის, რენესანსის, ერთ-ერთი მთავარი იდეაფიქსი, - ჰუმანიზმი პირდაპირ
ეწინააღმდეგება ზემოთნახსენები დრამის მსგავს მოურიდებელ გამოხატვას. ამის მაგალითი
შეგვიძლია ქანდაკებებიდანაც მოვიყვანოთ, შევადაროთ მიქელანჯელოსა და ბერნინის
„დავითი“ ერთმანეთს. მიქელანჯელოს შემთხვევაში ვხედავთ უემოციო დავითს, ყურადღება
გამახვილებულია მის
ფიზიკურ აღნაგობაზე
(როგორც ეს ხდებოდა ძველ
საბერძნეთში) და არა იმაზე,
რომ იგი დაუმარცხებელ
გოლიათთან საბრძოლველად
მიდის. სრული
კონტრასტისთვის, ბერნინიმ
აბსოლუტურად შეცვალა
ქანდაკების დანიშნულება.
ბერნინის „დავითი“
გამძვინვარებული, სრული
შემართებით არის
დავითის ქანდაკება, დავითის ქანდაკება,
ბერნინი, 1623 მიქელანჯელო, 1504 წარმოდგენილი, რაზეც
მიანიშნებს მისი სახის
გამომეტყველება, და სხეულის პოზა. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ბაროკოს
ხელოვნება მიზანმიმართული იყო, რომ სიუჟეტის უმთავრესი მომენტის გამოეხატა.

რენესანსის პერიოდისგან ბაროკოს კიდევ არაერთი რამ განასხვავებს. პირველ რიგში,


ეს ეხება სივრცის აღქმისადმი მიდგომას. რენესანსის ფერწერაში ბევრჯერ შევხვდებით
პირამიდისეულ, სამკუთხა ფორმებს, რომლსაც ჰქონდათ როგორც სიმბოლური, რელიგიური
დატვირთვა, (წმინდა სამების განსახიერება) აგრეთვე გარკვეული ტექნიკური გამოყენებაც.
ხოლო ბაროკოში ეს პირამიდის ფორმები ჩაანაცვლა ურთიერთპერპენდიკულარულმა
დიაგონალებმა. მაგალითისთვის, ქვემოთ მოყვანილია ორი შინაარსობრივად ერთნაირი
ნახატი, მათზე გამოსახულია „წმინდა ოჯახი,“ პირველი ნახატი რაფაელს ეკუთვნის, ხოლო
მეორე - რუბენს. დიაგონალური ფორმები ნამუშევარს დინამიკის უკეთეს შეგრძნებას
ანიჭებს. სივრცის გამოსახვის უნიკალურ მიდგომას ვხვდებით კარავაჯოს ქვემოთმოცემულ
ნახატში (იესუს ვახშამი მოციქულებთან აღდგომის შემდეგ). თუ დავაკვიდებით ჩვენგან
მარჯვნივ მჯდომ მოციქულს, შევნიშნავთ, რომ მისი მარცხენა ხელის თითები თითქოს
ნახატის კიდეს ეხება, ხოლო ჩვენგან მარცხნივ მჯდომი მოციქულის მარცხენა იდაყვი და
სკამის საზურგე, საერთოდაც, ნახატის გარეთაა. ამ შემთხვევაში, მხატვარს სურს, რომ ჩვენც,
მაყურებლები, გამოსახული სიუჟეტის მონაწილენი გაგვხადოს და შეგვიქმნას იმის ილუზია,
რომ ეს ყველაფერი მართლაც ჩვენს თვალწინ ხდება.

ვახშამი ემაუსში, კარავაჯო,


1601 წ.
ბაროკოზე საუბრისას აუცილებელია რამდენიმე სიტყვა ფერების, სინათლის,
სიბნელისა და ჩრდილების კონტრასტზეც ვთქვათ. პირველ რიგში განვმარტოთ ტენებრიზმა
და ჩიაროსკურო (Tenebrism and
Chiaroscuro), ტენებრიზმა
სიბნელეს ნიშნავს და
მხატვრობაში იგი გულისხმობს
სიბნელისა და სინათლის მკვეთრ
კონტრასტს, რათა მთავარი
ფიგურა და შესაბამისად, ნახატის
იდეა ადვილი აღსაქმელი იყოს.
ამის უმარტივესი მაგალითია
მარცხნივ გამოსახული სურათი.
ჩიაროსკურო ტენებრიზმისგან
განსხვავებით, გულისხმობს
სინათლისა და ჩრდილების სწორ
გადანაწილებას, მისი გამოყენების
მიზანია ნახატს
სამგანზომილებიანის შეგრძნება
შემატოს. აღსანიშნავია
ბაროკოსთვის დამახასიათებელი
მკვეთრი, ხასხასა ფერებიც, რაც
ხშირ შემთხვევაში ნახატის
ბიჭი თლის ხილს, კარავაჯო, 1592 დრამატულობას კიდევ უფრო
თვალსაჩინოს ხდის.

საბოლოოდ, მსურს ყოველივე ზემოთგანხილული ბაროკოსთვის დამახასიათებელი


ნიშნები ერთ კონკრეტულ ნახატზე განვიხილო, რომელიც რემბრანდტს ეკუთვნის.
ქვემოთმოცემულ ნახატზე მარტივი შესამჩნევია ორი ურთიერთგადამკვეთი სივრცითი
დიაგონალის შემჩნევა, რომელიც საკუთრივ გემითა და მისი ანძით მიიღება და საბოლოოდ
ზღვის ტალღებში შთაინთქმება. ამ ნახატს აქვს დრამაც, რეალობის შეგრძნებაც, სინათლისა
და სიბნელის, მკვეთრი და ბნელი ფერების კონტრასტიც. იგი არის ბიბლიური ეპიზოდის
განსახიერება, რომელშიც იესუ ქრისტე და მისი მოწაფეები ბობოქარ შტორმში მოყვებიან
გალილეას ზღვაში ნავით ცურვისას. ჩვენ ვხედავთ რომ რამდენიმე მოციქული სიკვდილის
მოლოდინისგან შეშინებული გემის აფრას ეჭიდება, ხოლო ნაწილს კი სრულიად მშვიდი
გამომეტყველება აქვს, რადგან მათ სწამთ, რომ უფლის გვერდით საფრთხე არ ემუქრებათ.
ნახატის მარცხნივ კი ვხედავთ სინათლის სხივს, რომელიც სიმბოლოა სწორედ იმისა, რომ
ქრისტეს მოწყალობით შტორმი ჩადგება. ეს იყო რელიგიური სიუჟეტი ასახული ბაროკული
ხელოვნების პერიოდში.
შტორმი გალილეას ზღვაზე, რემბრანდტი,
1633
გამოყენებული მასალა

 http://www.visual-arts-cork.com/history-of-art/baroque.htm
 https://www.wikiart.org/en/artists-by-art-movement/baroque#!#resultType:masonry
 http://www.differencebetween.net/miscellaneous/culture-miscellaneous/difference-between-
baroque-art-and-renaissance/#:~:text=Renaissance%20art%20began%20early%20in,Baroque
%20masters%20Bernini%20and%20Caravaggio.&text=Renaissance%20art%20works%20did
%20not,focused%20more%20on%20showing%20them.

You might also like