You are on page 1of 5

ცნება `აბსტრაქტული~ - განვითარდა საგნობრივი ფიგურატიული ხელოვნების

ანტიპოზიციიდან.
ის მოიცავს უსაგნო ხელოვნების ორ განსხვავებულ ფორმას.
1. აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი, ლირიკული აბსტრაქცია და
ინფორმალიზმი - ემყარება ინტუიციურ კრეატიულობას.
2. კონსტრუქტივისტული აბსტრაქცია - წარმოადგენს გეომეტრიული წესრიგის
ვიზუალიზაციას.

• 1950-იან წლებში საერთაშორისო არტსივრცეში ე.წ. ექსპრესიული და


ლირიკული აბსტრაქციის გვერდით თავს იმკვიდრებს
კონსტრუქტივისტული აბსტრაქციაც და ხელოვნების ახალ ასპექტებს
წარმოაჩენს.
• ეს მიმართულება საზრდოობს რუსული ავანგარდის მიმდინარეობებით,
ევროპული სტილით - de Stijl და ბაუჰაუზით, სადაც ჯერ კიდევ ორ
მსოფლიო ომს შორის პერიოდში მუშაობდნენ სურათის კონკრეტულ
ელემენტებზე.

ამ მოვლენის სათავეშია გერმანელ-ამერიკელი მხატვარი, მოქანდაკე,


დიზაინერი, ხელოვნების ისტორიკოსი და პედაგოგი ჯოზეფ ალბერსი
(1888-1976). მის სურათში – Hommage to the Square – უკიდურესად მკაფიოდ და
კონკტერულადაა წარმოდგენილი ფერი და სიბრტყე.

არაა გასაკვირი, რომ 1945 წლის შემდეგ იოზეფ ალბერსი ამ


მიმართულების ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ალბერსი გეომეტრიული
აბსტრაქციის მიმდევარი ჯერ კიდევ 1920-იან წლებში იყო. ბაუჰაუზის
ყოფილი წარმომადგენელი 1930-იან წლებში ემიგრაციაში წავიდა.
1950-60 წწ-ში ალბერსი იელის უნივერისტეტის დიზაინის დეპარტამენტის
დოცენტი იყო. ალბერსის გამოჩენილ მოწაფეებს შორის იყვენენ
მაზერველი, დე კუნინგი და რაუშენბერგი. თუმცა ითვლება, რომ ალბერსი
ამერიკაშიც ევროპელ მხატვრად დარჩა.
ალბერსი, უპირველეს ყოვლისა, ცნობილია თავისი კვადრატული
სურათებით. მან განსაზღვრა მათემატიკურ წესებზე ორიენტირებული
აბსტრაქციის ახალი გზები.
ალბერსის ცნობილი სერიაა 1950 წლის
შემდეგ შექმნილი Hommage to the Square. ერთ-ერთი სურათია მაგ.
”კვადრატების დიდება, მწვანე სურნელი”, 1963, სადაც ფორმები
შეზღუდულია და მხოლოდ კვადრატის ფორმას წარმოაჩენენ, იმისათვის
რომ ფერის თვისებები გამოიკვეთოს, რომელიც კონკრეტული
ხელოვნების ახალი და ცენტრალური თემა გახდა.
ალბერსის სურათებს ახასიათებს სიმარტივე, გეომეტრიული
ფორმალური ენა, სრულყოფილი დამუშავება ტექნიკური და
ფერწერულ-გრაფიკული თვალსაზრისით.
ალბერსი ძალიან ბევრს მუშაობდა გამოყენებით ხელოვნებაში და დიდი
წვლილი მიუძღვის ინდუსტრიული დიზაინის განვითარებაში. თუმცა მის
ფერწერულ სერიებს არაფერი აქვთ საერთო გამოყენებით ხელოვნებასთან.
როგორც ფილოსოფოსმა 1ლუდვიგ ვითგეშტაინმა აღნიშნა:
“ყველაფერი, რასაც ვხედავთ შეიძლებოდა სხვაგვარი ყოფილიყო .
ყველაფერი, რასაც საერთოდ აღვწერთ ასევე შესაძლოა სხვაგვარი
ყოფილიყო. არ არსებობს საგანთა წესრიგი – ა პრიორი”.
ალბერსის შემოქმედება ეხმიანება ვითგეშტაინის აზრს. მისი ნამუშევრები
ხანგრძლივ დაკვირვებას მოითხოვს და მათი ყურებისას ვხვდებით, რომ
ჩვენი აღქმა არაა სრულყოფილი.
“ირაციონალური რეალიზებულია რაციონალური გზით, რაც იმის
გამოხატულებაა, რომ არ არსებობს საბოლოო დასკვნები, არამედ
მხოლოდ პერმანენტული ცვალებადობა, დაუსრულებელი ვარიანტები ”.
(ალბერსი)
ალბერსი წერდა:
`ზუსტად ისევე, როგორც ზოგიერთ ბატონს მოსწონს ქერა ქალბატონი,
ასევე ნებისმიერი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს გარკვეულ
ფერებს... ეს ეხება ფერთა კომბინაციებსაც. თუმცა ძალიან კარგია, რომ
ადამიანებს განსხვავებული გემოვნება აქვთ, როგორც ყოფაში, ასევე
ფერებში. ჩვენ ვცვლით და შესწორება შეგვაქვს ჩვენს წარმოდგენებში
ფერებთან დაკავშირებით, და ეს აზრთა განსხვავებულობა შესაძლოა
მუდამიცვლებოდეს.~ (ალბერსი)

ლუდვიგ ვიტგეშტაინი - მე-20 ს-ის ცნობილი ავსტრიელ-ბრიტანელი ფილოსოფოსი, მისი ნაშრომები ეხება
1

ლოგიკის, ენის და ცნობიერების ფილოსოფიას.


ალბერსის მხატვრობას ახასიათებს მხატვრულ საშუალებათა `ეკონომია~,
სიმწირე, მხატვრული ენის სიზუსტე და კონცენტრაცია, ეს ეხება როგორც
ფორმას ასევე ფერს.
ამასთან ფერი იცვლება მის გვერდით დადებული ფერის საშუალებითაც,
რამდენადაც მუდამ შეიმჩნევა კლიმატისა და ტემპერატურის
ცვალებადობა - ცივი გადადის თბილში, თბილი ცივში.
ნაცრისფერის საშუალებით იკარგება მატერიალურობა, როგორც
ნისლის დროს იკარგება საზღვრები, ხან წინ იწევს, ხან უკან ჩადის.
კვადრატის საშუალებით გადმოიცემა სიბრტყისა და სივრცის
თანმიმდევრობა, ისე, რომ უარყოფილია სუბიექტური ხელწერა.
„მე მსურს ჩემი თავის რეალიზაცია და არა გამოხატვა, რადგანაც მე
ვისწავლე ფიქრი და ხედვა და არა „ხელოვნება““ (ალბერსი)
ალბერსი ითვლება ოპ არტისა და მინიმალ არტის წინამორბედად.
ალბერს არ შეუქმნია მანიფესტი ან პროგრამა, მისი სწავლება საკუთარი
გამოცდილების შედეგს წარმოადგენს. 1963 წელს მან გამოსცა წიგნი
Interaction of Colour – “ფერთა ურთიერთქმედება” – ფერთა ხედვის სწავლება.

მაქს ბილი (1908-1994) – შვეიცარიელი არქიტექტორი, დიზაინერი, მხატვარი


და მოქანდაკე, ციურიხის კონკრეტული ხელოვნების სკოლის
წარმომადგენელი და დაჯგუფება Abstraction-Creation-ის წევრი. სამხატვრო
განათლება ბილმა ბაუჰაუზში მიიღო.
ბილი სახელოვნებო ჟურნალებში საკუთარ თეორიულ სტატიებს აქვეყნებდა
მაგალითად: `აბსტრაქტული/კონკრეტული~, სადაც განიხილავდა ფერს,
როგორც მხატვრობის წამყვან თემას.
იგი იძლევა ფერის, სივრცის, სინათლის და მოძრაობის
განსაზღვრებებს და ამგვარად ქმნის ე.წ. `თემათა კატალოგს~ ფერწერულ-
ლირიკული აბსტრაქციისთვის. ბილის ეს თეორიული ნაშრომები
წარმოადგენენ ე.წ. “ნააზრევ-ჩანახატებს” გეომეტრიული აბსტრაქციის,
ფერადოვანი სიბრტყისა და ოპ არტის შესახებ.
ბილმა თავის პროგრამულ წერილებში არასაგნობრივი გამომსახველობის
დახასიათებისათვის ჩამოაყალიბა ცნება `კონკრეტული ხელოვნება~.
შეზღუდვა მკაფიო საზღვრების გარეშე, მრავალფეროვნება , რომელიც
მაინც ერთიანობას ქმნის, ფორმათა ერთგვაროვნება , რომელიც
მხოლოდ ერთი ძლიერი აქცენტით შეიცვლება, ერთმანეთის გვერდით
მდებარე ფერადოვანი ნაწილების ვიბრაცია... პარალელები,
რომლებიც ერთმანეთს კვეთენ, და უსასრულობა, რომელიც აწმყოს
უბრუნდება, და გვერდით ისევ კვადრატი, მთელი თავისი სიმყარით ... ეს
ყოველივე არანაირ კავშირში არაა ადამიანების ყოველდღიურ
მოთხოვნილებებთან, მაგრამ დიდ მნიშვნელობას იძენს იმ მომენტში ,
როცა ხელოვნებად გარდაიქმნება~. (მაქს ბილი)
ხელოვნების მკვლევარი ბარბარა როზე თავის წიგნში `ამერიკის გზები
თანამედროვე ხელოვნებისკენ~ (1967) აღწერს და გამოარჩევს
განვითარების ცალკეულ ფაზებს მაგალითად: კუბისტების ნაწარმოებები,
მონდრიანის Broadway Boogie-Woogie, ალბერსის ჰაერში მოლივლივე
კვადრატები, რომლებმაც 1950-იან წლებში ხელოვნების განვითარება
დიდ კონკრეტულ ფერწერამდე მიიყვანა.

Colourfield Painting (Farbfeld Malerei)


ფერადოვანი ველის ფერწერა

Colourfield Painting-ის წარმომადგენლები არიან ის ამერიკელი მხატვრები,


რომლებმაც აღმოაჩინეს ფერის თვისებათა მრავალმხრივი სკალა,
რომელიც განსხვავებულად მოქმედებს მნახველზე. ამ მხატვრობას
გამოარჩევს გამჭირვალება, ვიბრაცია, მედიტაცია...
ისინი თითქოს აჯამებენ საგნობრიობისგან თავისუფალი აბსტრაქტული
ფერადოვანი ტონალური მხატვრობის თვისებებს.
ფერი ხდება დამოუკიდებელი და ამ მოვლენას უკავშირდება ტრადიციული
დაზგური სურათის უარყოფა.
1960-იანი წლების დასწყისში ობიექტის ტიპის მონუმენტური ტილოების
სახით იქმნება ახალი სახის ნაწარმოებები - Shaped Canvases - გარკვეული
ფორმის ტილოები, სადაც გამოსახულება სასურათე სიბრტყის გარდა
სურათის გარე სახეზეც ახდენს გავლენას. ამ მხატვრებთან ფერი ხშირად
სურათის კიდეშია, თითქოს სურათის საზღვრებიდან უნდა გადმოიღვაროს.

Frank Stella - ფრენკ სტელა (დ. 1936) ამერიკელი მხატვარი, მოქანდაკე, ანალიტიკური
მხატვრობის წარმომადგენელი და Colourfield Painting-ის ოსტატი.

You might also like