You are on page 1of 1

ჯოზეფ ალბერისი Homage to the square

ალბერსმა დაიწყო თავის სერიაზე მუშაობა 1950 წელს, თუმცა იგი


კარიერის დასაწყისშივე გაეცნო ფერების თეორიას, როდესაც ბაუჰაუსში
გახდა სტუდენტი 1920 წელს. ბაუჰაუსი იყო ხელოვნებისა და დიზაინის
სკოლა გერმანიაში, რომელიც დააარსა ვალტერ გროპიუსმა 1919 წელს.
მისი ფილოსოფია იყო სახვითი ხელოვნებისა და ფუნქციონალური
დიზაინის პრინციპების ინტეგრირება. ბაუჰაუსის სკოლაში პედაგოგები
იყვნენ იმ დროის ყველაზე მნიშნელოვანი მხატვრები.
1925 წელს ბაუჰაუსი ვაიმარიდან გადავიდა ქალაქ დესაუში, გროპიუსმა
ალბერსი მოიწვია, რათა ესწავლებინა. ალბერსი მუშაობდა ვიტრაჟების
სახელოსნოში პოლ კლეესთან ერთად.
შეუძლია თუ არა მხატვარს შექმნას სამგანზომილებიანი ილუზია
მხოლოს ფერებით? ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება ვიპოთ გერმანელი
მხატვრის ჯოზეფ ალბერსის შემოქმედებაში. უფრო კონ კრეტულად კი
მის ცნოვილ სერიაში Homage to the square ამ სერიის ნამუშევრების
კომპოზიცია საკმაოდ მარტივია. ოთხი სხვადასხვა ზომის და ფერის
კვადრატი თითქოს ერთმანეთზეა ზემოდან დადებული. ყველა
სასურათე სიბრტყის ქვედა კიდესთან არის ახლოს.

You might also like