You are on page 1of 3

ნატალია ნიქაცაძე

IV კურსი
ხელოვნების ისტორია და თეორია

პოპ-არტით შთაგონებული მოდა

ივ სენ ლორანის 1966-67 წლების შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში


წარმოდგენილი სამოსი შთაგონებული იყო პოპ-არტის მიმდინარეობით,
უფრო კონკრეტულად კი არტისტ ტომ ვესელმანის შემოქმედებით. ამ
კოლექციას ერთი წლით უსწრებს ივ სელორანის ცნობილი ,,მონდრიანი’’
კაბები. ორივე კოლექციაში იყო 60-იანი წლებისთვის დამახასიათებელი
სადა სილუეტი, განსხვავება მხოლოდ სამოსზე დატანილ
გამოსახულებებში იყო.
გამოვარჩევ ორ კაბას, რომლებზეც გამოსახულია ტომ ვესელმანის
გავლენით შექმნილი გამასხულება. გრძელი, სწორი სილუეტის კაბა,
რომლის მთელ სიგრძეზეც აღბეჭდილია ქალის შიშველი ტანის
ვარდისფერი სილუეტი პროფილში. საინტერესოა, გამოსახულების
განაწილება კაბაზე. ვარდისფერი ქალის ხელი და მხარი იმეორებს კაბის
მარჯვენა სახელოს და მხრის ნაწილს. მთლიანი ტანი კი კაბის წინა
მზარეს ზიგზაგისებურად ნაწილდება, მუხლები და თეძოები მარცხნივ,
ხოლო ტერფები მარჯვნივ.
მეორე კაბა მოკლეა, თუმცა ისევე სწორი და სადა სილუეტის. მუქი
იისფერი კაბის წინა მხარე თითქმის მთლიანად შევსებულია ქალის
ვარდისფერი პროფილით, რომელსაც დიდი წითელიტუჩები აქვს.
გახელილი თვალი კი შავ-თეთრ გრაფიკულ აქცენტს ქმნის მხართან.
მე-20 საუკუნის მოდის ისტორიაში არა ერთი შემთხვევა ყოფილა, როცა
სახვითი ხელოვნების ახალი კონცეფციები და ფორმები ვლინდებოდა
მოდის დიზაინში. პოპ არტი იყო ის მიმდინარეობა, რომლის სახვითი
საშუალებებიც დაბადებიდან ძალიან მალე გამოვლინდა მოდაში.
პოპ არტი აღმოცენდა დიდ ბრიტანეთში და სწრაფად განვითარდა
ამერიკაში. ეს ტერმინი 1955 წელს გამოიგონა ბრიტანელმა კრიტიკოსმა
ლოურენს ალოვეიმ. ტერმინები პოპ არტი და პოპ კულტურა ალოვეიმ
მასმედიის პროდუქტებთან დაკავშირებით გამოიყენა და არა
პოპულარული კულტურის ამსახველი ხელოვნების ნიმუშების მიმართ,
თუმცა, 1960-იანი წლების დასაწყისში ის ხელოვნებასთან მიმართებით
დაკანონდა. პოპ არტში აისახა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი
პერიოდის დასავლეთი, თავისი სიმდიდრითა და კეთილდღეობით. ეს
მიმდინარეობა ომის პერიოდში გამდიდრებული ქვეყნების
ტერიტორიეზე აღმოცენდა, სადაც დიდძალი სავაჭრო საქონელი
დაგროვდა., რომელის გასასაღებლად ეფექტური რეკლამა იყო საჭირო.
პოპ არტმა დააბრუნა საგნობრივი, ფიგურული გამოსახულებები და
შეეწინააღმდეგა ინდივიდუალიზმს ხელოვნებაში. პოპ არტის
მიმდინარეობა წარმოადგენს ცნობილი ბრენდების, საყოველთაოდ
გავრცელებული საგნებისა და პლაკატური, ტრაფარეტული
გამოსახულების არაკომერციულ კონტექსტში წარმოდგენას.
ამერიკელი არტისტი ტომ ვესელმანი იყო პოპ არტის ერთ-ერთი
ცნობილი წარმომადგენელი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი
კოლაჟებით, სქრინპრინტებით და სტილიზებული ქალის
გამოსახულებებით. მის მიერ შექმნილი ნიუები მოგვაგონებს ანტი
მატისის ლურჯ ნიუსებსაც, აგრეთვე, მატისთან კავშირს ავლენს მისი
კოლორიტი და ფორმის დამუშავება. თუმცა მატისისგან განსხვავებულ
ქალის ,,იდეალს’’ ქმნის. მისი გამოსახულებები ახლოს არის პოპ
კულტურაში აღიარებული და საოცნებო ქალის იდეალთან.
პოპ-არტით-შთაგონებული მოდა იყო განსაკუთრებული ფენომენი
ვიზუალურ კულტურაში. პოპ არტისთვის დამახასიათებელი ფორმები
კარგად მოერგო 60-იანი წლების მოდის მსოფლმხედველობას და
სილუეტებს. ეს კარგად ჩანს ივ სენ ლორანის მაგალითზე, სადაც ტომ
ვესელმანის ნამუშევრებია გამოყენეული.

You might also like