You are on page 1of 4

Პრეზენტაცია; მარიამ ღლიღვაშვილი

Იოჰან სებასტიან ბახი


Გენიალური კომპოზიტორების ხსენებაზე, ძალიან ბევრ ადამიანს იოჰან
სებასტიან ბახი გაახსენდება, იმ შემთხვევაში თუ მისი შემოქმედების მცირე
ნაწილს მაინც ვიცნობთ, გამორიცხული არაა რამდენიმე წამით მისი
მუსიკაც კი ჩაგვესმას ყურში. Ამიტომაც გადავწყვიტე ვრცლად გესაუბროთ
მის ცხოვრებასა თუ შემოქმედებაზე.  სანამ მის შემოქმდებაზე დავიწყებდე
საუბარს, მცირე ფაქტებს გეტყვით მისი ბიოგრაფიიდან. Იოჰან სებასტიან
ბახი - ბაროკის ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი დაიბადა  1685 წლის 31
მარტს. Შეიძლება ითქვას რომ ეს სწორედ ისტორიული თარიღია, ვინაიდან
იბადება ადამიანი ვინც შემდეგ უკვე ამდიდრებს გერმანულ სტილებს.
 

 
ბახის მუსიკალური მემკვიდრეობა უზარმაზარია თავისი მოცულობით და
ამავე დროს, მეტად მრავალფეროვანი. ბახი შეეხო იმჟამად არსებულ ყველა
მუსიკალურ ჟანრს, ოპერის გარდა და ყოველ მათგანში უდიდესი
მხატვრული ღირებულების ნაწარმოებები შექმნა. ბახი წერდა, როგორც
საეკლესიო, ისე საერო ვოკალურ-ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს, მაგრამ
ფილოსოფიური სიღრმით გამორჩეული მისი გენიალური შემოქმედება
თანამედროვეთა მიერ ჯეროვნად ვერ იქნა დაფასებული. მას უფრო მეტად
იცნობდნენ, როგორც ორგანზე ვირტუოზ შემსრულებელს და არა როგორც
კომპოზიტორს.
ბახის მუსიკას მაღალ შეფასებას აძლევდნენ მომდევნო თაობის
კომპოზიტორები ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი.
მისი მუსიკით აღფრთოვანებულმა ბეთჰოვენმა თქვა:"ნაკადული კი არა,
ზღვა უნდა იყოს მისი სახელი"... ("ბახი" - გერმანულად ნაკადულს ნიშნავს).
აღსანიშნავია, რომ ბახი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე
არაჩვეულებრივი მუსიკალური ოჯახის წევრი იყო. ორასზე მეტი წლის
განმავლობაში ბახის ოჯახმა გამოუშვა ათობით ღირსეული შემსრულებელი
და კომპოზიტორი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ეკლესია,
ადგილობრივი ხელისუფლება და არისტოკრატია მნიშვნელოვან
დახმარებას უწევდა პროფესიონალურ მუსიკას გერმანულენოვან
სამყაროში, განსაკუთრებით აღმოსავლეთში.
ბახი ათი წლისა დაობლდა. მისი აღზრდა ითავა უფროსმა ძმამ იოჰან
კრისტოფმა, რომელიც ორდრუფში მუშაობდა კაპელმაისტერად. ძმის
ხელმძღვანელობით ბახი დაეუფლა ორგანზე და ვიოლინოზე დაკვრის
ტექნიკას. თავისი მშვენიერი დისკანტის გამო 1700 წელს იგი მიიღეს
ლიუნებურგის წმინდა მიხეილის ეკლესიის გუნდში, ლიუნებურგშივე
დაამთავრა ლიცეუმი. ბახზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა
ლიუნებურგის წმინდა იოანეს ეკლესიის ორგანისტმა გ. ბემმა. 1703 წელს
ვაიმარის ჰერცოგმა იოჰან ერნესტმა ბახი თავის კარზე მიიწვია სამუშაოდ.
მაგრამ იმავე წელს იგი ვაიმარიდან არნშტადტში გადავიდა ერთ-ერთი
ახალი ეკლესიის ორგანისტად. აქ იგი უფრო ღრმად დაეუფლა ორგანისტის
ხელოვნებას. გატაცებული იყო ბუქსტეჰუდეს საორგანო მუსიკით. აქვე
შექმნა თავისი პირველი თხზულებები, რომელთა შორის საინტერესოა
იუმორით აღსავსე “კაპრიჩო ძმის გამგზავრების გამო” (1704). ბახი ათი
წლისა დაობლდა. მისი აღზრდა ითავა უფროსმა ძმამ იოჰან კრისტოფმა,
რომელიც ორდრუფში მუშაობდა კაპელმაისტერად. ძმის
ხელმძღვანელობით ბახი დაეუფლა ორგანზე და ვიოლინოზე დაკვრის
ტექნიკას. თავისი მშვენიერი დისკანტის გამო 1700 წელს იგი მიიღეს
ლიუნებურგის წმინდა მიხეილის ეკლესიის გუნდში, ლიუნებურგშივე
დაამთავრა ლიცეუმი. ბახზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა
ლიუნებურგის წმინდა იოანეს ეკლესიის ორგანისტმა გ. ბემმა. 1703 წელს
ვაიმარის ჰერცოგმა იოჰან ერნესტმა ბახი თავის კარზე მიიწვია სამუშაოდ.
მაგრამ იმავე წელს იგი ვაიმარიდან არნშტადტში გადავიდა ერთ-ერთი
ახალი ეკლესიის ორგანისტად. აქ იგი უფრო ღრმად დაეუფლა ორგანისტის
ხელოვნებას. გატაცებული იყო ბუქსტეჰუდეს საორგანო მუსიკით. აქვე
შექმნა თავისი პირველი თხზულებები, რომელთა შორის საინტერესოა
იუმორით აღსავსე “კაპრიჩო ძმის გამგზავრების გამო” (1704).   არნშტადტის
შემდეგ ბახი მცირე ხანს მუშაობდა მიულჰაუზენში, სადაც 1708 წელს შექმნა
“არჩევნების კანტატა” (ერთადერთი ნაწარმოები, რომელიც
მუნიციპალიტეტმა გამოსცა მის სიცოცხლეშივე). იმავე წელს ბახი კვლავ
ვაიმარში დაბრუნდა ჰერცოგ ვილჰელმ ერნესტის კარზე. აქ მას
შესაძლებლობა მიეცა ღრმად გასცნობოდა ევროპული ქვეყნების
მუსიკალურ კულტურას, მათ მიღწევებსა და სიახლეს. მასზე უდიდესი
შთაბეჭდილება მოახდინა იტალიურმა ინსტრუმენტულმა მუსიკამ,
განსაკუთრებით მისმა ბრწყინვალე საკონცერტო სტილმა ( ანტონიო ა.
ვივალდისა და არქანჯელო კორელის შემოქმედებამ). იტალიური მუსიკის
თემები ბახმა კლავესინსა და ორგანზე გადაიტანა და მათ ახალი
ინტერპრეტაცია შესძინა. ვაიმარში შექმნა უკვე ბახისეული გენიით
აღბეჭდილი სრულყოფილი ნაწარმოებები: ტოკატა და ფუგა რე-მინორი
(1709), პრელუდია და ფუგა რე-მაჟორი (1709), საერო კანტატა “მამშვიდებს
მხოლოდ მხიარული ნადირობა” (1716) და მრავალი სხვა. 1717 წელს ბახი
ვაიმარიდან კეთენში გადავიდა, სადაც ხელმძღვანელობდა პატარა
კამერულ ორკესტრს და უკრავდა კლავესინზე. ამ პერიოდში ბახი
ძირითადად ინსტრუმენტული მუსიკის ჟანრში მუშაობდა. კეთენში შეიქმნა
“კარგად ტემპერირებული კლავირის” I ტომი (1722), ექვსი “ინგლისური”
(1720-1722) და ექვსი “ფრანგული სიუტა”, ორ- და სამხმიანი ინვენციები
(1720), ექვსი “ბრანდენბურგული კონცერტი” (1719), ექვსი სონატა
ვიოლინოსათვის (1720). 1723-იდან გადავიდა ლაიფციგში წმინდა თომას
ეკლესიისა და ამავე ეკლესიის სკოლის კანტორად (ეკლესიის მგალობელი,
საეკლესიო მუსიკის მასწავლებელი). ლაიფციგში ბახი გარდაცვალებამდე
დარჩა.ლაიფციგის პერიოდი ყველაზე რთული და მრავალფეროვანია ბახის
შემოქმედებაში. მის ნაწარმოებებში აქტიურად შეიჭრა სასულიერო
თემატიკა, შეიქმნა პასიონები (“ქრისტეს ვნებანი”) – იოანეს (1723), მათეს
(1728) სახარებათა მიხედვით, მესა სი-მინორი (1733-1738), “სააღდგომო
ორატორია” (1736), “მაგნიფიკატი” (1723). პარალელურად შექმნა საუკეთესო
საერო ნაწარმოებები: “ყავის კანტატა” (1732), “თესევსი და პანი” (1732),
კანტატები ლაიფციგელი პოეტი ქალის მარიანა ფონ ციგლერის ტექსტებზე
(1735), “მწყემსური კანტატა” (1725), “ღამის მუსიკა” (1738) და სხვა. აგრეთვე
ინსტრუმენტული ნაწარმოებები: “კარგად ტემპერირებული კლავირის” II
ტომი, “გოლდბერგის ვარიაციები” (1742), “ფუგის ხელოვნება” (1749-1750),
საორგანო პრელუდიები, ტოკატები, ფანტაზიები, ფუგები,
ინსტრუმენტული კონცერტები, “იტალიური” კონცერტები (1734). ბახის
შემოქმედება აგვირგვინებს შუა საუკუნეების მომდევნო პერიოდის
მსოფლიოს მუსიკალურ ხელოვნებას და ამავე დროს დასაბამს აძლევს ახალ
მიმართულებას. ბახი პოლიფონიური მუსიკის მწვერვალია. როგორც უკვე
აღნიშნეთ მისი შემოქმედება ძალიან მრავალფეროვანია, ერთადერთ ჟანრს
რასაც იგი არ ეხება ეს არის ოპერა. ბახის ნაწარმოებების გაცოცხლებაში
უდიდესი წვლილი, მე-XIX საუკუნეში შეიტანა ცნობილმა კომპოზიტორმა
მენდელსონმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ბახის ნაწარმოებების
სახალხო შესრულების ღონისძიებებში. მისივე შუამდგომლობით, 1842 წ., ქ.
ლაიფციგში წმ. ფომას ტაძართან მდებარე სკოლის წინ დაიდგა იოჰან
სებასტიან ბახის ძეგლი. საინტერესოა, რომ ძეგლი განასახიერებს ბახს,
რომელიც დგას ამობრუნებული, ცარიელი შარვლის ჯიბით. ამ ფაქტს
მოსახლეობა აღიქვავს, როგორც მოქანდაკის მიერ, წვრილშვილიანი ბახის
უკიდურესი სიღარიბის ხაზგასმას. ბახის შემოქმედება მთელი სისრულით
მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეისწავლეს და ღირსეული ადგილი
მიუჩინეს მსოფლიო მუსიკალურ საგანძურში. 1950 წლიდან ლაიფციგში
ყოველ ოთხ წელიწადში იმართება ბახის სახელობის საერთაშორისო
მუსიკალური კონკურსები.
  აღსანიშნავია, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე
დაიდგა საბალეტო სპექტაკლი ბახის სავიოლინო ნაწარმოების “ჩაკონას”
მიხედვით (1975, ქორეოგრაფი გ. ალექსიძე, მხატვარი ნ. იგნატოვი). 1985
წელს ღირსეულად აღინიშნა საქართველოში ბახის დაბადების 300
წლისთავი. ამავე წელს მუსიკის ფესტივალები ჩაატარეს საქართველოს
სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა ჯ. კახიძის დირიჟორობით და
კამერულმა სახელმწიფო ორკესტრმა ლ. ისაკაძის ხელმძღვანელობით.
საქართველოს სიმფონიურმა ორკესტრმა მოსკოვის ბიჭუნათა გუნდთან
ერთად შეასრულა მცირე მესები და მონუმენტური “იოანეს პასიონი”, ცოტა
ადრე კი მესა სი-მინორი. კამერულმა ორკესტრმა შეასრულა ბრანდებურგის
კონცერტი № 5, კონცერტები კლავირისათვის, ორი ვიოლინოსათვის,
სიუიტები, სოლო ვიოლონჩელოსათვის, კანტატები და სხვა. ბახის უკვდავი
“მაგნიფიკატი” უცვლელად არის საქართველოს სახელმწიფო კაპელის
რეპერტუარში. 

You might also like