You are on page 1of 1

კლასიკური სოციოლოგიური თეორიები

საშინაო დავალება

პანდემიამ უამრავი სოციალური პრობლემა წარმოშვა, რაც პირველ რიგში


ადამიანების ფსიქიკაზე აისახა ძალიან მძიმედ. ჩემთვის ყველაზე მძიმე და
მიუღებელი სოციალური პრობლემა აღმოჩნდა ძალადობის ფაქტები, რომელიც
კოვიდ პანდემიის დროს ვითარდებოდა ოჯახებში. ამის შესახებ საუბრობდნენ
ფსიქოლოგებიც და ცალკე ინდივიდებიც, რომ მაგალითად იყო პრობლემები. რასაც
ზოგს შემთხვევაში მოყვებოდა ოჯახის დანგრევა და ა.შ. ქალზე ძალადობის ფაქტები
ისედაც უამრავია და აღსანიშნავია ის, რომ კოვიდ პანდემიის დროს ეს გაუარესდა.
ვინაიდან ქალებს მეტი დროის გატარება უწევდათ მაგალითად მოძალადე
მეუღლეებთან ერთ სივრცეში. არის მოსაზრებები, რომ ქალთა გარკვეული ნაწილი
თავს უსაფრთოდ ვერ გრძნობდა საკუთარ სახლშიც კი. ამ პრობლემას მეორე მხარე
ისაა, რომ მამაკაცთა გარკვეული ნაწილი თვითონაც ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ
იმყოფებოდა და სწორედ ეს იყო მათი აგრესიის თუ ძალადობის მიზეზი. თუმცა
ძალადობის გამართლება ნებისმიერ შემთხვევაში ჩემთვის მიუღებელია.
მნიშვნელოვანია ვახსენოთ ისიც, რომ პანდემიის დროს გამოწვეულმა ეკონომიკურმა
კრიზისმაც განაპირობა აგრესიის განვითარება ადამიანებში. თუმცა რატომღაც ისევ
ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკის ზრდას ვხვდებით. საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის გავრცელების პირობებში, არ
შეინიშნება ოჯახში ძალადობის შემთხვევების შეტყობინების ზრდა. თუმცა, მეორე
მხრივ, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე
ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში მათ ძალადობასთან
დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისთვის იმაზე მეტმა ქალმა მიმართა,
ვიდრე სხვა დროს. ვფიქრობ ისედაც მწვავედ იდგა მსოფლიოში ქალთა მიმართ
ძალადობის სოციალური პრობლემა და პანდემიის ფაქტორმა გააურესა
მდგომარეობა, რაც ალბათ ძალიან ყურადღებამისაქცევია, მნიშვნელოვანია
მაქსიმალირი ინფორმაცია გვქონდეს ძალადობის მსხვერპლ ქალებზე, რომ მოხდეს
შესაბამისი ზომების მიღება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ შემთხვევაშიც და
უმეტეს შემთხვევაშიც.(მიუხედავად სხვა უამრავი პრობლემისა, რომელიც საკუთარ
თავზეც კი გამოვცადე;) ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვად პრობლემად ეს რჩება.

მარიამ ღლიღვაშვილი

You might also like