You are on page 1of 2

რეფერატი

„რომანტიული სიმფონიზმის განვითარების გზა შუბერტიდან მალერამდე”

როგორც კლასიკური პერიოდის კომპოზიტორი, ბეთჰოვენის მუსიკამ დაარღვია


ჰაიდნისა და მოცარტის მიერ მხარდაჭერილი ფორმა – მისმა სიმფონიებმა შეარყია
უკვე ძალიან დაფასებული ჟანრი და იქცა გამოხატვის უმაღლეს ფორმად მთელ
მუსიკაში. ბეთჰოვენი თავისი No1 სიმფონიის პირველ აკორდებშიც კი ამტკიცებს,
რომ ის არ არის თქვენი საშუალო სიმფონიური კომპოზიტორი, მუსიკის არასწორი
კლავიშით დაწყებით. იმ დროისთვის, როდესაც მან დაწერა თავისი სიმფონია No6
1808 წელს, ის თავის დროზე უსწრებდა შთაგონებას სოფლიდან, და უზარმაზარმა
საგუნდო, საორკესტრო და სოლო ძალებმა მის მე-9 სიმფონიაში შექმნეს პრეცედენტი
მისი შემდგომი რომანტიული კოლეგებისთვის.
როდესაც რომანტიული სიმფონიზმის განვითარებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ
ვახსენოთ ავსტრალიელი კომპოზიტორი ფრანც პეტერ შუბერტი, რომელიც დაიბადა,
1797 წლის 31 იანვარს ვენის მახლობლად, ლიხტენთალში, პედაგოგის ოჯახში
დაიბადა. ფრანცის ოჯახში ძალიან უყვარდათ მუსიკა. ხშირად მართავდნენ
მუსიკალურ საღამოებს, სადაც მამა უკრავდა ვიოლინოზე, ხოლო ფრანცის ძმები
სხვადასხვა ინსტრუმენტებზე, რასაც პატარა ფრანცის მუსიკალურ განვითარებაზე
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მისი მოღვაწეობის პერიოდში პერიოდში შუბერტმა
შექმნა სიმფონიები, სონატები ფორტეპიანოსათვის, კვარტეტები, კვინტეტები,
ოპერები, მესები.მსმენელები დიდად აფასებენ შუბერტის სიმფონიურ ნაწარმოებებს
მათი ცალსახად მიმზიდველი მელოდიური სტილისა და საორკესტრო
ეფექტებისთვის, რომლებიც აღძრავს ახალშობილი რომანტიკული სტილის
სენტიმენტებსა და მისტიკას მუსიკაში. 1828 წელს მისი მეგობრების თაოსნობით
შედგა ერთადერთი კონცერტი, სადაც შესრულდა მხოლოდ მისი ნაწარმოებები,
რომელმაც კომპოზიტორს დიდი წარმატება და სახელი მოუტანა. 31 წლის ასაკში
მოულოდნელად ტიფით გახდა ავად და გარდაიცვალა1828 წელს, დაკრძალულია
ვენაში.
გარდა ამ კომპოზიტორისა, რომანტიული სიმფონიზმის განვითარებაში ასევე დიდი
წვლილი მიუძღვის გუსტავ მალერსაც. გუსტავ მალერი (Gustav Mahler) მუსიკალურ
სამყაროს XIX ს-ის ბოლოს მოევლინა, როგორც პირდაპირი მემკვიდრე
რომანტიზმისა. მისი სიმფონიების მონუმენტალური სერია XIX საუკუნის ბოლო და
XX საუკუნის დასაწყისი პერიოდის ორიგინალურად მხატვრული გამოვლინებაა.
თომას მანი მასზე წერდა “ადამიანი, რომელშიც აისახა ჩვენი დროის ყველაზე
სერიოზული და წმინდა მხატვრული ნება”

გუსტავ მალერის ხანმოკლე სიცოცხლე (1860-1911) აღსავსეა ტრაგიზმით. მძიმე


ბავშვობა, მშობლების ნაადრევი სიკვდილი, სიმარტოვე, ძმის თვითმკვლელობა,
ებრაული რწმენიდან კათოლიკურზე იძულებითი გადასვლა, ოჯახური უთანხმოება,
შვილების სიკვდილი.
მალერი ავადმყოფურად თვითდაჯერებული, ნევროზებით შეპყრობილი იყო.
გაიზარდა გამოუვალ სიღარიბეში, ითმენდა მამის სიუხეშეს. მძიმე ბავშვობამ დაღი
დაასვა მის პიროვნულ განვითარებას, ასკეტი გახადა. მალერს მთელი ცხოვრება
სტანჯავდა აკვიატებული იდეა: გამხdარიყო მეოცე საუკუნის ბეთჰოვენი. მის
ქცევებში, ჩაცმის სტილში იყო რაღაც ბეთჰოვენური: სათვალის შუშის იქით მალერის
თვალები იწვოდა ფანატური ცეცხლით, იცვამდა დაუდევრად, დაბნეული დადიოდა
ადამიანებს შორის, თითქოს ცხელებით იყო შეპყრობილი, ნერვული შეტევის
ზღვარზე იმყოფებოდა. იგი ყველას სძულდა: ოპერის მომღერლებსაც და სცენის
მუშებსაც. დაუნდობლად ექცეოდა ორკესტრს, იგინებოდა, შეურაცხყოფას აყენებდა,
თვითონ კი შეეძლო 16 საათის განმავლობაში მდგარიყო სადირიჟორო პულტთან.
უცნაური და ფეთქებადი ხასიათის გამო მას ეძახდნენ “სადირიჟორო პულტთან
მდგარ კრუნჩხვებით შეპყრობილ, შეშლილ კატას”, “გალვანიზირებულ ბაყაყს”.
კომპოზიტორის ნების მიხედვით, სიკვდილის შემდეგ მისი გული დაჭრილ იქნა.
არავინ იცის მისი ასეთი ჩანაფიქრის მიზეზი.
ამ ადამიანებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს არა მხოლოდ რომნტიზმის
განვითარებაში, არამედ თვით მუსიკის განვითარებაში. საბოლოოდ კი იმის თქმა
შეგვიძლია, რომ სწორედ ასეთი უჩვეულო, მაგრამ საიცრად ნიჭიერი ადამიანები
ქმნიან როგორც ხელოვნების ისტორიას.

მარიამ ღლიღვაშვილი

You might also like