You are on page 1of 6

ი.ს.

ბახი (1685–1750 )

1.ი.ს. ბახის ცხოვრების და შემოქმედების ზოგადი დახასიათება

იოჰან სებასტიან ბახი დაიბადა აიზენაჰში .ბახის ყველა წინაპარი იყო მუსიკოსი. მამა
იყო ალტისტი, უფროსი ძმა ორგანისტი. 10 წლის ბახი დაობლდა და მასზე
მზრუნველობა უფროსმა ძმამ აიყო., რომელიც ორდრუფში ცხოვრობდა. რომ არ
ყოფილიხო მატერიალურად ძმის ოჯახზე დამოკიდებული 15 წლის ბახი გადადის
ლიუბეკში და იწყებს საეკლესიო კაპელაში გალობას.. ერთდროულად სწავლობდა
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში. ბახი დამოუკიდებლად გულდასმით
სწავლობდა გერმანელი და იტალიელი კომპოზიტორების ხელნაწერებს. 20 წლის
განმავლობაში ბახი იძულებული იყო გადასულიყო ერთი ქალაიდან მეორეში. ეს
ქალაქებია ვაიმარი, არნშტადტი, კიოტენი და მისი საქმიანობა საეკლესიო
ორგანისტის სტატუსით შემოიფარგლდებოდა. ამ პერიოდში დაიწყო კანტატების
წერა, ქორალების გადამუშავება ორგანისთვის. ამ ადრინდელ პერიოდს
მიეკუთვნება საინტერესო სიუიტა „კაპრიჩიო საყვარელი ძმის გამგზავრების გამო“.
ბახს ხშირი კონფლიქტი ჰქონდა საეკლესიო მართველობასთან რადგან მათ არ
მოწომდათ რომ ბახს „ქორალში ბევრი უცნაური ვარიაცია შეჰყავდა და უცხო ბგერებს
იყენებდა“.

ვაიმარში ბახმა 9 წელი იმუშავა (1708– 1717 წლები). აქ ის ჰერცოგის კარის


ორგანისტია და შემეგ კონცერტაისტერიც ხდება. ვაიმარში ბახი დიდ დროს
კომპოზიციას უთმობდა. ვაიმარშივე დაიწყო საჯარო გამოსვლა რაგორც
ორგანისტმა და კლვირზე შემსრულებელმა. ამ გამოსვლებით მან სახელი გაითქვა
როგორც საუკეთესო ვირტუოზმა. 1717 წელს დრეზდენში დანიშნული იყო შჯიბრი
კლავირზე შესრულებაში ბახსა და ფრანგ მუსიკოს მარშანს შორის. როდესაც მარშანმა
მოისმინა შეჯიბრამდე ბახის დაკვრა მან ღამე მალულად დატოვა ქალაქი.

მიუხედავად ყველაფრისა ბახმა სათანადო ადგილი ვერ მოიპოვა გერმანულ


რეალობაშ.ი. როდესაც ჰერცოგის კაპელაში გამოჩნდა ვაკანსია კაპელმაისტერეის
თანამდებობაზე ბახი არ დანიშნეს. ადგილი დაიკავა მეორეხარისხოვანმა მუსიკოსმა.
და როდესაც ამის შემდეგ ბახმა მიმართა ვაიმარის ჰერცოგს გათავისუფლების
თხოვნით გერცოგის ბრძანება იყო მისი დასჯა არათავაზიანი საქციელისთვის..
პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ბახი დასახლდა კიოტენში.კიოტენში ბახმა
დაიწყო მუშაობა პრინც ლეოპოლდის კარზე კაპელის დირიჟორათ და „კამერული
მუსიკის დირექტორად“. ვაიმარის და კიოტენის პერიოდი დასაწყისია ბახის
შემოქმედების გაღრმავებისა და სიდიადისა. ამ ქალქებში იყო შექმნილი მრავალი
საორგანო ნაწარმოები – პასაკალია, ტოკატა და ფუგა რე მინორი, საეკლესიო
კამტატები, პირველი ტომი „კარგად ტემპერირებული კლავირი“, ბრანდენბურგული
კონცერტები, ფრნგული და ინგლისური საკლავირო სიუიტები, ინვენციები. და მინც
ბახი მიისწრფოდა დიდი ქალაქისკენ რაც განპიროვნებული იყო არ მარტო ეკლესიის
სიდიდით (რაც დიდი იყო ეკლესია მთ მაშტაბური იყო ორგანი და აქედან
გამომდინარე ინსტრუმენტის შესაძლებლობა) არამედ იმითაც რომ ბახს იზიდავდა
საუნივერსიტეტო ქალაქები. მას უნდოდა ვაჟებს მიეღოთ კარგი განათლება. ( ორი
ქორწინებიდან ბახს 21 შვილი ჰყვდა). უშედეგო იყო ბახის მცდელობა მიეღო
ორგანისტის ადგილი ჰამბურგის ერთერთ ეკლესიაში. დიდი ძალისხმევით მან
დაიკავა კანტორის (მუსიკის მასწავლებელი და ორგანისტი პროტესტანტულ
ეკლესიაში) ადგილი ლაიფციგის „წმნიდა თომას“ ეკლესიის სკლოაში. იმ
დროინდელმა ცნობილმა კომპოზიტორებმა უარი განაცხადეს ამ შემოთავაზებაზე და
ქალაქის მაგისტრატი (თვითმართველობა) იძულებული იყო დაკმაყოფილებული
„საშუალო დონის მუსიკოსით“ და მიიწვია ბახი.

1723 წელს ბახი მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად დასახლადა ლაიფციგში სადაც


ცხოვრობდა გარდაცვალებამდე. კანტორის მოვალეობის გარდა მუშაობდა
ლაიფციგის სხვა და სხვა ეკლესიებში ორგანისტად. 1729–49 წლებში
ხელმძღვანელობდა „მუსიკალურ კოლეგიას’. ასე ეწოდებოდა საზოგადოებას
რომელიც უზრუველყოფთა ქალაქის მუსიკალურ ცხოვრებას. კონცერტებში ბახი
გამოდიოდა როგორც დირიჟორი და სოლისტი. ბევრ ნაწაროებებს წერდა ამ
კონცერტებისთვის. ლაიფციგის პერიოდი განსაკუთრებით ნაყოფიერი პერიოდია
ბახის შემოქმედების. დაწერილია მეორე ტომი „კარგად ტემპერირებული კლავირი“,
მესა სი მინორი, იტალიური კონცერტი (ბახი თვითონ იყო კარგი მევიოლინე),, ბოლო
წლებში შექმნა ორი მონუმენტური ციკლი კლავირისთვის „მუსიკალური მიძღვნა“
და „ფუგის ხელოვნება“.

გერმანიის ქალაქებში ბახს იცნობდნენ და აფასებდნენ როგორც პედაგოგს. მის


მოსწავლეებს შორის იყვნენ მისი ვაჟები იოჰან ქრისტიან ბახი ( ცნობილი როგორც
„მილანელი“ ან „ლონდონელი“ ბახი), ვილგელმ ფრიდემან ბახი , კარლ ფილიპ ბახი
(ცნობილი როგორც „ ბერლინის“ ან „ჰამბურგის“ ბახი), გოლდბერგი, რომლისთვის
ბახმა დაწერა 30 ვარიაცია. როგორც კომპოზიტორს ბახს იცნობდა და აფასებდა
მუსიკოსების ვიწრო წრე. მის სიცოცხლეში მისი ნაწარმოები თითქმის არც კი
დაბეჭდილა და ბევრი დაკარგულია. სიცოცხლის ბოლოს ბახი დაბრმავდა. ბახი ისე
გარდაიცვალა რომ სიცოცხლეში კომპოზიტორად არ იყო აღიარებული ( მისი
შვილებისგან განსხვავებით). ბახი ისე გარდაიცვალა რომ ვერ უზრუნველყო ოჯხის
მატერიალური მდგომარეობა. მისი ქბრივი უპატრონოთა თვშესაფარში
გარდაიცვალა, უმცროსი შვილები შიმშილის ზღვარზე იყვნენ.

ბახის შემოქმედებამ აღიარება ჰპოვა მხოლოდ მე–19 საუკუნეში გარდაცვალებიდან


80 წლის შემდეგ. როდესაც მენდელსონმა 1829 წელს შემთხვევით აღმოაჩინა და
ბერლინში შეასრული „მათეს პასიონი“ . 1850 წელს ლაიფციგში დაარსდა ბახის
საზოგადოება. ბახის შემოქმედება გიგანტურია. ოპერის გარდა ბახის სახელი მისი
დროის ყველა ჟანრს უკავშირდება.
2. ბახის შემოქმეების პერიოდები

–ვაიმარი

–კიოტენი

– ლაიფციგი

3. ვოკალურ–ინსტრუმენტალური ჟანრები

–პასიონები

– მესები

– კანტატები

4. ინსტრუმენტული შემოქმედება

– საორგანო ჟანრები

– საკლავირო ჟანრები (სიუიტები, პარტიტები)

– კარგად ტემპერირებული კლავირი

– სავიოლინო სონატები და პარტიტები

– ბრანდენბურგული კონცერტები

მუსიკალური მასალა

----საორგანო პრელუდია და ფუგა d moll

https://www.youtube.com/watch?v=kuIg9Nc3G0M

https://www.youtube.com/watch?v=jJtv4St7sVQ

--------ყავის კანტატა

შინაარსი

კანტატა შედგება 10 ნაწილისგან და ერთმანეთს ენაცვლება რეჩიტატივები და არიები.


დასაწყისში მთხრობელი წარმოგვიდგენს ოჯახის უფროსს შლენდრიანს და მის
ქალიშვილს ლისჰენს. შლენდრიანი შეიტყობს რომ ლისჰენი გატაცებულია ყავის
სმით და ცდილობს უარი ათქმევინოს მის დალევაზე. ლისჰენი კი ყავის ერთგულია
და ყვება მის შესანიშნავ გემოზე.

შლენდრიანი ცდილობს მოიფიქროს ქალიშვილისთვის სასჯელი, მაგრამ ლისხენი


ყველაფერს აიტანს და ყავას არ დათმობს. მამა ემუქრება არ გაათხოვოს მანამდე სანამ
ლისჰენი არ იტყვის უარს ყავაზე. ლისჰენი თითქოს დაეთანხმება მამას, მაგრამ
მთხრობელი გვიხსნის , რომ ლისხენი არ გაჰყვება ცოლად იმას ვინც არ მიცემს
უფლებას ყავის მოდუღებისა როდესაც კი მოესურვება ლისჰენს. კანტატას ასრულებს
მონაწილეთა ტრიო, რომელიც ყველა გერმანელი ქალიშვილის სახელით ამტკიცებს
ყავისადმი ერთგულებას.

https://www.youtube.com/watch?v=vCMX6H8kApM

მათეს პასიონი

https://www.youtube.com/watch?v=jNWurv_sMkA

მესა h moll პირველი გუნდი „ Kyrie“

https://www.youtube.com/watch?v=nzu7kJBk3Ag

კარგად ტემპერირებული კლავირი 1 ტომი პრელუდია და ფუგა C dur

https://www.youtube.com/watch?v=vxHpXKZDDSM

მესა h moll

ბახის მესა h-moll რამდენიმე წლის მანძილზე იწერებოდა. დაიწყო 1724 წელს და
დაასრულა 1750 წელს, როდსაც მთლიანად დაკარგა ხედვა.

ბახის მესა შედგება ტრდიციული ხუთი ნაწილისგან; Kyrie (ვედრება პატიებაზე).


Gloria (სამადლობელი, სადიდებელი ჰიმნი), Credo (რწმენის სიმბოლო), Sanctus და
Agnus Dei..ბახის მესა მოცულობითია ტრადიციულ მესებისგან განსხვავებით,
რადგანბახის მესაში ტრადიციული ხუთი ნაწილი, თავის მხრივ, რამდენიმე
ნომერისგან შედგება.

პირველი ნაწილი შედგება: 1. Kyrie eleison, 2. Christe eleison და 3.Kyrie eleison II..

მეორე ნაწილი შეიცავს რვა ნომერს: : 4.Gloria in excelsis Deo (დიდეა უფალს ზეცაში)
5.Laudamus te (გაქებთ შენ), 6.Gratias, 7.Domine deus, 8.Qui tollis peccata mundi,9 Qui sedes
ad dextram Patris, 10. Quoniam tu solus sanctus, 11.Cum sancto spiritu

მესამე ნაწილი შეიცვს: 12. Credo in unum Deum ,13.Patrem omnipotentem, 14. Et in unum
Dominum Jesum Christum, 15. Et incarnatus est, 16 Crucifixus etiam pro nobis, 17. Et resurrexit
tertia die, 18.Et in spiritum sanctum,19. Confiteor unum baptista

მეოთხე ნაწილში სამი ნომერია 20.Sanctus Dominus Deos, 21.Osanna. 22.Benedictus

მეხუთე ნაწილი შედგება ორი ნომრისგან: 23. Agnus Dei და 24.Dona nobis pacem

პირველი ნაწილი იხსნება გუნდის პირქუში ხმოვანებით, რის შემდეგ იწყება ფუგა
ჯერ ორკესტრში და შემდეგ გადადის გუნდში. ფუგის მწუხრიანი თემა საოცრად
გამომსახველია. ხუთხმიანი გუნდის შემდეგ მოდის დუეტი ( № 2) და შემდეგ
ოთხხმიანი გუნდი
მეორე ნაწილი (№4) იწყება საყვირების ხალისიანი, ნათელი ხმოვანებით, რომმლის
თემას გუნდი აიტაცებს. ამნომერში გაშლილი, მღერადი მელოდიები ჭარბობს. ამ
ნაწილში განსაკუთრებით გამოირჩევა №5, Laudamus, ეს ნომერი სოპრანოს არიაა
სოლო ვიოლინოს თანხლებით.

მესამე ნაწილში, Credo (№12—19), დრამატული კონტრასტები ჭარბობს. №12, Credo in


unum Deum —გრიგორიანული ჰორალის გაშლილი მკაცრი მელოდიაა რომელიც
იმიტაციურად თანმიმდევრულად გუნდის ყველა ხმაში გადადის ორკესტრის
დაბალი ხმოვანების რიტმული მოძრაობისფონზე. . №15, Et incarnatus აბრუნებს
მწუხრიან განწყობას. თავშეკავებული, მკაცრი, მელოდია გუნდში ისმის.. მწუხრი
შემდეგ ნომერშიც (№16) Crucifixus გადადის. ეს ნომერი მესის ტრაგიკული
კულმინაციაა. ამ ეპიზოდში, რომელიც იტალიური არიის Lamento ს სტილშია, ბახი
პასაკალიას ფორმას იყენებს. 13– ჯერ ბანში გატარებულია ერთო და იგივე მელოდია–
თანმიმდევრული დაღმავალი პირქუში ქრომატიული სვლა. ამ ფონზე ჩნდება
სიმებიანი და ჩასაბერი ინსტრუმენტების ცალკეული აკორდები, გუნდის
რეპლიკები. ბოლოს ყველაფერი ჩუმდება. და უცებ გუნდის გასხივოსნებული ხმები
Et resurrexit (№17 და შემდეგ (№18,19) )ადიდებენ აღდგომას, სიცოცხლის გამარჯვებას
სიკვდილზე.

გაერთიანებული მე–4 და მე–5 ნაწილი იწყება მონუმენტური გუნდით Sanctus (№20)


ქალთა ხმების სასიხარულო იუბილაციებით. ორკესტრში ისმის საყვირების
ფანფარები, ლიტავრები.. №23, Agnus Dei ალტის არიაა ვიოლინოების
აკომპანემენტით. დასკვნითი ნომერი მესის №24, Dona nobis pacem სადიდებელი
ჰიმნია ორთემიანი ფუგის ფორმაში და იმეორებს გუნდს №6, Gratias.

ბახის მესა მოიცავს 15 საგუნდო ნომერს,, სამ დუეტს და ექვს არიას. შერეული
გუნდის ხმები ოთხიდან რვამდე იშლება. სილისტებია სოპრანო I დაII, ალტი,
ტენორი, ბანი.ორკესტრის შემადგენლობაა : ორი ფლეიტა, ორი ჰობოი d'amore, ორი
ფაგოტი, სამი საყვირი, ვალტორნა, ლიტავრები, სიმებიანი. ორგანი და continuo.

მესის აგებულება წარმოადგენს დასრულებულ ნომრების თანმიმდევრობას ,


რომლების შეიძლეა დამოუკიდებლათ შესრულდეს. ცალკეული ნომრის
დასრულებული ფორმა გუნდია ეს, არია თუ დუეტი ამავდროულად ითავსებს
კომპოზიციის ერთიანობას და მონოლითურობას. ბახის მესის ძირითადი
დრამატურგიული პრინციპია სახეების კონტრასტი, რომელიც ნომაკვეთიდან
მონაკვეთამდე ღრმავდება. კონტრასტულად უპორისპირდებიან არა მარტო მესის
ნაწილები როგორც „Kyrie eleison“ და „Gloria“, „Credo“ და «Sanctus“. საოცარი,
გამაოგნებელი კონტრასტები აღინიშნება თვით ნაწილებში და ცალკეულ
ნომრებშიც კი, როგორც, მაგალითად „Gloria’–ში..

რაც მეტია მძუხარება, მით იმატებს ტრაგიზმი და იზრდება მომდევნო ეპიზოდის


კონტრასტული გასხივოსნება.მაგალითად „Credo“–ს რვა ნომრიდან ცენტრში
რამდენიმე ნომერი იესოს სახეს უკავშირდება“Et incarnatus“, „Crucifixus“, „Et ressurexit“.
რომლებიც განვითარების ერთიანი შინაგანი ხაზით არიან გაერთიანებული : „Et
incarnatus“ მოგვითხრობს ადამიანის დაბადებაზე, რომელიც სამყაროს ცოდვებს
აიღებს, „Crucifixus“ გადმოცემს იესოს ჯვართცმას და სიკვდილს და „Et ressurexit“ მისი
აღდგომაა.

მესა h moll აგვირგვინებს ბახის შემოქმედებას. ეს ის გრანდიოზული ნაწარმოებია,


რომელშიც უკიდურესი სიღრმით გაიხსნა ბახის შემოქმედების რთული, დიადი
განუმეორებელი ხელოვნება.

You might also like