You are on page 1of 279

ჰერმან მელვილი

მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი (ტომი I)

თარგმნა გივი გეგეჭკორმა

შენიშვნები თარგმნა ტარიელ ჭანტურიამ

ჰერმან მელვილი – „მობი დიკამდე“

რადგან მელვილის „მობი დიკი“ ორ წიგნად გამოდის,


შესაბამისად წინასიტყვაობაც ჩვეულებრივზე უფრო ვრცელი
იქნება და საშუალება გვაქვს, ამ მართლაც უდიდესი რომანის
ავტორსა და მის ქმნილებაზე უფრო მეტი ითქვას. მეორე
წიგნში ჰერმან მელვილის ცხოვრების იმ პერიოდზე
ვისაუბრებთ, როდესაც ის უკვე „ოფიციალური მწერალი“ იყო,
აქ კი მისი ცხოვრების ყველაზე საინტერესო – ახალგაზრდობის
წლები გავიხსენოთ. რაც შეეხება მისი ცხოვრების ბოლო ორ
ათწლეულს, მათზე სათქმელიც ბევრი არაფერია – მისი
მწერლობა იმ წლებში აღარავის ახსოვდა...

დიახ, უცნაური და სამწუხაროა, მაგრამ როდესაც 1891 წელს 72


წლის ჰერმან მელვილი გარდაიცვალა, ერთ-ერთი გაზეთში
გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ გარდაიცვალა ნიუ-
იორკის საბაჟოს დამსახურებული თანამშრომელი, რომელმაც
იქ 20 წელი კეთილსინდისიერად იმუშავა. ამას წერდნენ კაცზე,
რომელსაც ათწლეულების შემდეგ XIX საუკუნის უდიდესი
ამერიკელი მწერალი უწოდეს იმის მიუხედავად, რომ, ცხადია,

„ახსოვდათ“ – XIX საუკუნეში ამერიკას, სხვებზე რომ არაფერი


ვთქვათ, თუნდაც მარკ ტვენი ჰყავდა.

ჰერმან მელვილი 1819 წელს დაიბადა ნიუიორკელი


კომერსანტის მრავალშვილიან ოჯახში – მის მშობლებს 4 ვაჟი
და 4 ქალიშვილი ჰყავდათ. ყველაფერი კარგად იყო, სანამ
მომავალი მწერლის მამას ფინანსური პრობლემები არ დაეწყო,
რასაც როგორც ფიზიკური ავადმყოფობა, შემდეგ კი ფსიქიკური
აშლილობა მოჰყვა და 12 წლის ასაკში უმამოდ დარჩენილი
ჰერმან მელვილი იძულებული გახდა, სამუდამოდ ეთქვა უარი
საუნივერსიტეტო განათლებაზე ოცნებაზე და უკვე თექვსმეტი

წლისა დიდი ქალაქის შრომით ორომტრიალში ჩაერთო, რათ


ოჯახს შეხიდებოდა.

მაინც არ უნდოდა, წიგნისა და განათლებისაგან შორს


ყოფილიყო და ორჯერ სცადა სპეციალური კურსები გაევლო და
დაწყებითი სკოლის მასწავლებლად მოწყობილიყო, თუმცა
უშედეგოდ – კვლავ უსახსრობის გამო. ინჟინრობის შესწავლაც
უნდოდა – ესეც ამაოდ. ერის ტბის მახლობელი დიდი არხის
მშენებლობაზეც არ მიიღეს სამუშაოდ. სასამართლოშ
ქაღალდების გადამწერად მოეწყო, შემდეგ ცოტა ხნით მაინც
მოახერხა მასწავლებლობა... საბოლოოდ კი იმ გზას დაადგა,
რომელიც მისი გვარის არაერთმა წარმომადგენელმა გაიარა
ბიძაშვილებმა, პაპამ, პაპის მამამ – გემზე მოეწყო იუნგად.
თუმცა იუნგისათვის საკმაოდ დიდი იყო, 20 წლისა, მაგრამ
სხვა გზა არ ჰქონდა.

უფროსი ძმის ნაცნობობის წყალობით ბრიტანული სავაჭრო


გემი, „წმინდა ლოურენსი“, მისი პირველი სამუშაო ადგილი
აღმოჩნდა ზღვაზე. თითქმის ორი წელი იცურა ნიუ-იორკსა და
ლივერპულს შორის და 1841 წელს უკვე უფრო მკაცრი საზღვა
გამოცდის წინაშე დადგა – ვეშაპმჭერი გემი „აკუშნეტი“
მასაჩუსეტსის ნაპირიდან გაემგზავრა შორეულ სარეწ
მოგზაურობაში და მეზღვაურებს შორის მელვილიც იყ
მეგობართან ერთად (ისე, საინტერესოა, საიდან დამკვიდრდა
ეს ტერმინი – „ვეშაპმჭერი“, როდესაც ყველა სხვა ენაზე

„ვეშაპებზე მონადირე“, ან „ვეშაპების მკვლელი“ ჰქვია და ეს


უფრო სწორია).

„აკუშნეტს“ ტრადიციული, უკვე ათვისებული მარშრუტი


ჰქონდა: რიო დე ჟანეირო-ჰორნის კონცხი-სანტ იაგო-მარკიზის
კუნძულები-წყნარი ოკეანის სანადირო ადგილები.

18 თვის მერე, კაპიტანთან და ბოცმანთან კონფლიქტის გამო,


სწორედ მარკიზის კუნძულებიდან ერთ-ერთზე ჩუმად
ჩამორჩნენ გემს მელვილი და მისი მეგობარი და როდესაც ამის
შესახებ გემზე შეიტყვეს, უკვე ძალიან გვიანი იყო.

ისე კი, ვერავინ იტყვის კაპიტანთან კონფლიქტში ვინ იყ


მართალი, რადგან წლების შემდეგ „მობი დიკში“ დაწერა:

„ერიდეთ თქვენს გემზე მეზღვაურად ფერმკრთალი ჭაბუკის


დაქირავებას, რომელსაც მაღალი შუბლი და ჩაცვენილი
თვალები აქვს“ – აშკარად საკუთარ ჯეელობის დროინდელ

გარეგნობას აღწერდა ამ სტრიქონებით და საფიქრებელია, რომ


მხოლოდ ფიზიკურ სისუსტეზე არ აკეთებდა აქცენტს,
როდესაც გემთმფლობელებს ასეთ რჩევას აძლევდა.

კუნძულზე აბორიგენებთან მოუხდათ ცხოვრება – იქ მოსახლე


სამი ტომიდან ერთ-ერთთან – ტაიპის ტომთან, რომლებზეც
დანარჩენი ორი ტომი ამბობდა, კანიბალები არიანო. თუმცა
მელვილსა და მის მეგობარს პატივისცემით ეპყრობოდნენ.
როგორც შემდეგში წერდა, – თან ტყვეები ვიყავით და თან
სტუმრებიო.

ერთი თვის შემდეგ კუნძულს ავსტრალიური ვეშაპმჭერი


მოადგა და მეგობრებმა მისი საშუალებით დააღწიეს
იქაურობას თავი, თუმცა ვერც ავსტრალიელებთან გაძლეს
დიდხანს – ორი თვეც არ იყო გასული, როდესაც კუნძულ
ტაიტიზე ყოფნისას მეზღვაურთა ამბოხში მიიღეს
მონაწილეობა. ჰერმან მელვილი დააპატიმრეს, გემი ზღვაში
გავიდა, მას კი ტაიტის ციხეში მოუხდა ყოფნა.

გათავისუფლებული უკვე სხვა გემზე მოეწყო, კაპიტანთან


ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა და და ამ ვადის ამოწურვის
შემდეგ, პირობისამებრ, ჰავაის კუნძულებზე გადმოვიდა
ხმელეთზე. ჰონოლულუში ფული მალე გაუთავდა, თანაც იქ
მოღვაწე ქრისტიან მისიონერებთან კონფლიქტი მოუვიდა და
ისევ ცუდ დღეში ჩავარდა. რამდენიმე თვე ჩვეულებრივ
მაწანწალასავით ცხოვრობდა და ბოლოს, როგორც იქნა, ჩააღწია
ნიუ-იორკში – ისევე უფულოდ, როგორც იქიდან წამოვიდა
თითქმის ხუთი წლის წინ. მაგრამ თან ჰქონდა უდიდესი
სიმდიდრე: მოგზაურობის შთაბეჭდილებები, უსაზღვრ
ფანტაზია და წერის სურვილი.
შედეგმაც არ დააყოვნა: 1946 წელს მისი პირველი რომან

„ტაიპი“ გამოვიდა (თანაც ლონდონის ყველაზე


ავტორიტეტულმა გამომცემლობამ დაბეჭდა), ხოლო 1947 წელს
მეორე რომანი – „ომუ“.

დიდება მალე მოვიდა – გრიგალივით მოვარდა, ისე, როგორც ეს


ხდება ამერიკაში.

მაგრამ მალე ყველაფერი დავიწყებას მიეცა, თანაც „მობ


დიკამდე“ ჯერ კიდევ შორი იყო...

ზვიად დოლიძე

* * *

ეს წიგნი ეძღვნება ნათანიელ ჰოტორნს


ნიშნად მისი გენიის თაყვანისცემისა

ეტიმოლოგია

(ცნობები, შეკრებილი კლასიკური გიმნაზიის მასწავლებლის


თანაშემწის მიერ, რომელიც შემდეგ ჭლექით გარდაიცვალა)

ახლაც თვალწინ მიდგას, სახეგაცრეცილი იყო, გაცვეთილი


სერთუკი ეცვა და ტვინი, სული და სხეულიც ასევე
გასცვეთოდა. არაჩვეულებრივი, მსოფლიოს ყველა ქვეყნის
დროშებით თითქოს განგებ აჭრელებული ცხვირსახოცი
დღენიადაგ მტვერს აშორებდა ძველ ლექსიკონებსა და
გრამატიკის წიგნებს. მას მოსწონდა, როცა ძველი გრამატიკის
წიგნებს მტვერს აცლიდა. ამ უშფოთველი საქმიანობის ჟამს
იგი სიკვდილზე ფიქრობდა.

ეტიმოლოგია

„თუ სხვათა ჭკუის დარიგებას აპირებ და გინდა შეასწავლო,


რომ ჩვენს ენაზე ვეშაპ-თევზი სიტყვა whale-თი არის
მონათლული და ამასთან საკუთარი გაუნათლებლობის გამ
გამოგრჩება ასო h, ეს ასო კი თითქმის მთელი ამ სიტყვის
მნიშვნელობას გამოხატავს, ცოდნას კი არ უნერგავ, შეცდომაში
შეგყავს“.

ჰაკლუიტი

„Whale შვედ. და დან. hval. ამ ცხოველის სახელწოდებ


დაკავშირებულია სიმრგვალისა და დაქანებულობის
მნიშვნელობასთან, რადგან დანიურად hvalt გადრეკილსა და
კამაროვანს ნიშნავს“.

ვებსტერის ლექსიკონი

„Whale უშუალოდ ჰოლანდიური და გერმანული wallen-იდან

მომდინარეობს, ანგლოსაქ. walw-იან – „ცურაობა, ფართხალი“.


რიჩარდსონის ლექსიკონი
ძველებრაული ‫ל‬, ‫ד‬
ბერძნული χητος
ლათინური cetus
ანგლოსაქსონური whoel
დანიური hvalt
ჰოლანდიური wal
შვედური hwal
ისლანდიური whale
ინგლისური whale
ფრანგული baleine
ესპანური ballena

ფიჯის ენაზე PEKEE-NUEE-NUEE

ერომანგოს ენაზე PEHEE-NUEE-NUEE

ამონარიდი

(შეკრებილი ბიბლიოთეკარის უმცროსი თანაშემწის მიერ)

მკითხველი დარწმუნდება, რომ ამ საბრალო უმცროსმა


თანაშემწემ, გულუბრყვილო პედანტმა და წიგნების ჭიამ
მთელი ვატიკანის ბიბლიოთეკები და მსოფლიოს ყველა
ბუკინისტური ფარდული გადაქექა, რომ სადმე, რომელიმე
წმიდა თუ ღვთისმგმობლურ წიგნში ვეშაპზე რაიმე ცნობას
თუნდაც შემთხვევით წასწყდომოდა. ამიტომ ყოველგვარ
შემთხვევაში ვეშაპზე ამ უწესრიგოდ დალაგებულ, მაგრამ
უტყუარ ციტატებს ცეტოლოგიის წმინდა და ჭეშმარიტ
სახარებად ნუ მიიღებთ. ეს ასე სულაც არ არის. ყველა ამ
უწინდელ ავტორთა და აქ ხსენებულ პოეტთა შრომების
ნაწყვეტები ჩვენთვის იმდენად არის ძვირფასი დ

საინტერესო, რამდენადაც ზოგად წარმოდგენას გვიქმნის


ყველაფერზე, რაც კი ოდესმე უკავშირდებოდა და რაიმე
საბაბით უთქვამთ, უფიქრიათ, უხსენებიათ და უმღერია
ლევიათანზე[1], ყოველ ერსა და თაობას დღევანდელის
ჩათვლით.

მაშ, ასე, მშვიდობით, საბრალო უმცროსო თანაშემწევ, ვის


კომენტატორადაც აქ გამოვდივარ. შენ ეკუთვნი იმ ადამიანთა
უსიხარულო, ავადმყოფურ მოდგმას, რომელთაც ამ ქვეყანაზე
ვერავითარი სასმელი ვერ შეახურებს და ვისაც თეთრი ხერეს
მეტისმეტად ვარდისფერ და მაგარ სასმელად მოეჩვენებოდა;
მაგრამ შენთან ჯდომა ზოგჯერ სასიამოვნოა, თავი უბედური
და მიტოვებული მგონია და დაღვრილი ცრემლით დამთვრალი
თანამოსაუბრისადმი გულითადობით ვიმსჭვალები. მინდა
პირდაპირ, უყოყმანოდ გითხრათ, სანამ თვალი სველი გვაქვს
და ჭიქები – მშრალი, გული კი უნეტარესი სევდით გვევსება:
თავი დაანებეთ ამ საქმეს, უმცროსო თანაშემწეებო! ხომ იცით,
რომ ქვეყნის გულის მოსაგებად, რაც უფრო წელებზე ფეხს
დაიდგამთ, მით უფრო ნაკლებ მადლიერნი იქნებიან! ეჰ,
თქვენთვის ჰემპტონ-კორტისა[2] და ტიუილრის[3] სასახლის
გასუფთავება რომ შემეძლოს! ახლავე ცრემლები ჩაყლაპეთ და
თავები მაღლა ასწიეთ, სულით ამაღლდით! მაღლა, სულ
მაღლა, თვით გროტ-ანძის ტოპზე[4] მაღლა! თქვენზე უწინ
ამაღლებული ამხანაგები შვიდსართულიან ზეცას
გითავისუფლებენ და თქვენს ასვლამდე იქიდან აძევებენ
ოდინდელ ნებიერთ – გაბრიელს, მიქაელსა და რაფიელს[5].
ჩვენ აქ ერთმანეთს მხოლოდ დამსხვრეული გულებით
ვეჯახებით – იქ კი შეგიძლიათ თქვენი გაუბზარავი თასები
შეახალოთ!

ამონარიდი

[6]

„და შექმნა ღმერთმან ვეშაპნი დიდნი“.


შესაქმე

„აღაზნებს იგი უფსკრულსა, ვითარცა საჴმილსა რვალისასა,


ხოლო ჰგონებ ზღვასა, ვითარცა მირონის მხარშველსა“.

იობი

„და უბრძანა უფალმან ვეშაპსა დიდსა შთანთქმად იონა“.


იონა

„მას ზედა ნავნი ვლენან; ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე


სამღერლად მისა“.

ფსალმუნი

„მას დღესა მოაწიოს უფალმან მახჳლი წმიდა და დიდი და


ძლიერი, ვეშაპსა ზედა გუჱლსა მტოლვარესა ვეშაპსა ზედა
გუჱლსა გულარძნილსა და მოკლას ვეშაპი მას დღესა ზღუასა
შინა“.

ისაია

„და კიდევ რამაც არ უნდა ამოჰყოს თავი ამ ურჩხულის ყბაში,


მხეცი იქნება, ხომალდი თუ ქვა, მის უზარმაზარ აყროლებულ
ხახაში წამსვე უჩინარდება და მისი სტომაქის შავ უფსკრულში
იღუპება“.

პლუტარქეს „ზნეობანის“ ჰოლანდისეული[7] თარგმანი

„ინდოეთის ზღვაში ბინადრობენ დედამიწაზე არსებულ


ვეშაპთაგან ყველაზე უზარმაზარი ვეშაპები; მათ შორის
ვეშაპები ანუ წყალმბრუნავები, რომელთაც Balaene ეწოდება
და ოთხი აკრისა ან არპანის სიგრძისანი არიან“.

პლინიუსის ჰოლანდისეული თარგმანი

„ნაოსნობაში ორი დღე არ გვექნებოდა გატარებული, რომ


ერთხელ, განთიადისას, მრავალი ვეშაპი და ზღვის სხვა
ურჩხული დავინახეთ. იმათთაგან ერთი მართლაც ბუმბერაზი
იყო. გვერდებზე ტალღები ააბორგა, ცხვირწინ ზღვა ააქაფა და
ხახადაღებული მოგვიახლოვდა“.

ტუკი ლუკიანეს „ნამდვილი ისტორიის“[8] თარგმანი

„იგი ჩვენს ქვეყანაში ვეშაპების დასაჭერადაც ჩამოვიდა,


რადგან ამ ცხოველის ეშვი მეტად ძვირფასი ძვლისაა, რისი
ნიმუშებიც მეფისათვის მისართმევად თან ჩამოიტანა. მაგრამ
უფრო დიდი ზომის ვეშაპებს მისი ქვეყნის ნაპირებთან იჭერენ;
ზოგიერთი ორმოცდარვა და ორმოცდაათი იარდის სიგრძისაა.
იგი ამბობს, რომ მას და მასთან კიდევ ხუთ კაცს ორ დღეში
სამოცი ვეშაპი დაუხოცავთ“.

ოთპერის ან ოკთჰერეს ნამბობი, სიტყვასიტყვით ჩაწერილი


ალფრედ მეფის მიერ 890 წელს ქრისტეს დაბადებიდან

„და მაშინ, როდესაც ყოველივე განურჩევლად, ცოცხალი არსება


იქნება თუ ხომალდი, მოხვედრილი იმ საზარელ უფსკრულში,
რასაც ურჩხულის (ვეშაპის) ხახა წარმოადგენს, წამსვე
სამუდამოდ ინთქმება და იღუპება, ზღვის ციმორი თავის
ნებით თავს აფარებს და იქ სრულიად დამშვიდებული ძილს
ეძლევა“.

მონტენი, „რაიმონ სებონის აპოლოგია“[9]

„გავიქცეთ! აქვე მიწა გამისკდეს თუ ის ლევიათანი არ იყოს,


ღირსეულმა მოსე წინასწარმეტყველმა წმიდა იობის წიგნში
რომ აგვიწერა“[10].

რაბლე

„ამ ვეშაპის ღვიძლი ორ საზიდარზე დადეს“.


სტოუ, „ანალები“[11]

„ზღვა, დიადი ლევიათანი რომ აქაფებს, მსგავსია მდუღარე


ქვაბისა“.

ლორდ ბეკონი, ფსალმუნთა თარგმანი[12]

„ვეშაპის ან ორკის საოცარ სხეულს რაც შეეხება, რაიმე


გარკვეული ცნობა არ მოგვეპოვება. ზოგიერთნი
განსაკუთრებული სიდიდისანი იზრდებიან, ასე რომ, ერთ
ვეშაპისგან შეიძლება წარმოუდგენელი რაოდენობის ქონი
გადავადნოთ“.

„სიცოცხლისა და სიკვდილის ისტორია“[13]

„და მიქებდა ქონსა ვეშაპისას –

დაშავებულთა უებარი წამალიაო“.

„მეფე ჰენრი IV“

„თუ უფრო ვეშაპსა ჰგავს“

„ჰამლეტი“

„აქ შეჩერება ვის ძალუძს მისი?

დაუნდობელი, მოსვრილი სისხლით


მტრისკენ მიიწევს, არ სურს ლოდინი;
ნაპირს ესწრაფვის ძლეული რისხვით, –
ვეშაპი შმაგი და დაკოდილი“.

„ფერიათა დედოფალი“[14]

„..იმ ვეშაპივით გრანდიოზულია, უზარმაზარი სხეულით


ოკეანეს მშვიდ ამინდშიაც კი რომ აბორგებს“.

სერ უილიამ დავენანტი, „გონდიბერტის“[15] წინასიტყვაობა

„თუ თავისთავად სპერმაცეტი[16] რას წარმოადგენს,


სიმართლე რომ ითქვას, ადამიანებმა არც იციან, რადგან თვით
განსწავლულზე განსწავლულმა ჰოფმანუსმა ოცდაათწლიანი
კვლევა-ძიების შემდეგ თავის წიგნში გულწრფელად
განაცხადა: nescio quid sit“.[17]

სერ. თ. ბრაუნი[18], „სპერმაცეტზე და სპერმაცეტულ ვეშაპზე“.


იხ. მისი „ტრაქტატი გავრცელებულ მცდარ შეხედულებებზე“

„ის სიკვდილს თესავს თავისი კუდით,


როგორც სპენსერის დევგმირი – ხუნდით.

* * *

დასერილი აქვს შუბებით გვერდი,


მიჰქრის და ტალღებს მიაპობს მკერდით“.

უოლერი[19], „ბრძოლა ზაფხულის კუნძულებთან“

„ხელოვნების შექმნილი ის დიდი ლევიათანი, სახელმწიფოდ


(ლათინურად Civitas) რომ იწოდება და მხოლოდ ხელოვნურ
ადამიანს რომ წარმოადგენს“.

ჰობსი, „ლევიათანის“ შესავალი პარაგრაფი[20]

„სიფრთხილეს მოკლებულმა ქალაქმა მენსუოლმა იგი ისე


გადაყლაპა, როგორც ვეშაპმა – ლიფსიტა“.

„გზა სალოცავად მიმავალისა“[21]

„ის მხეცი ზღვისა,

ლევიათანი, უდიდესი იმათგან, ვისაც

უფალმა ჩვენმა წყლის მორევში ჩაუდგა სული“.

„დაკარგული სამოთხე“[22]

„ლევიათანო,

უდიადესი სულდგმულთაგან, ვინც შექმნა ღმერთმა,


მსგავსი მცურავი კუნძულისა, ზღვის უფსკრულებში
თვლემს, ან მიაპობს ოკეანეს. ვეება მკერდი

ევსება ზვირთთა ნაკადებით, რომ მერე ისევ


უზარმაზარი შეანთხიოს ცას შადრევანი“.
იქვე

„უზარმაზარი ვეშაპები ზღვაში დაცურავენ, ქონის ზღვა კი


ვეშაპებში დაცურავს“.

ფულერი, „ამქვეყნიური და ღვთაებრივი მეუფება“[23]

„კონცხს ეფარება ლევიათანი


და გალურსულა ნადავლს ნაჩვევი,
მისკენ ისწრაფვის სწორედ ნადავლიც,
თითქოს ეს იყოს გზა გადარჩენის“.
დრაიდენი, „Annus Mirabilis“

„სანამ ვეპაშის სხეული კიჩოსთან ტალღებზე ირწევა, თავს


აცლიან და კანჯოთი ნაპირთან რაც შეიძლება ახლოს
მიათრევენ ხოლმე, ასე რომ, თორმეტი-ცამეტი ფუტის
სიღრმეზე ფსკერსაც კი ეხება“.

თომას ეჯი

„ათი რეისი შპიცბერგენზე“.


იხ. პარჩესი[24]

„გზაზე მათ მრავალი ვეშაპი დაინახეს; ისინი ოკეანეში

ანცობდნენ და წყლის ჭავლებს გასართობად მაღლა


ისროდნენ“.

სერ თ. ჰერბერტი. „მოგზაურობა აზიასა და აფრიკაში“.


ჰარისის კრებული

„აქ ისინი ვეშაპთა მთელ ურდოებს წააწყდნენ და


იძულებულნი იყვნენ, ხომალდი დიდი სიფრთხილით
ეტარებინათ, რომ ამ თევზთაგან რომელიმეს არ
შესკდომოდნენ.“

სკაუტონი, „მეექვსე ნაოსნობა დედამიწის გარშემო“

„ძლიერი ნორდ-ოსტი უბერავდა, როცა ხომალდით „იონა


ვეშაპის სტომაქში“ ელბის შესართავიდან ზღვაში გავედით.

ზოგიერთნი ირწმუნებიან, ვეშაპი ხახას ვერ აღებსო, მაგრამ


მოგონილი ამბავია.

მეზღვაურები ჩვეულებრივად ანძის წვერზე მიძვრებიან და


ვეშაპებს იქიდან უთვალთვალებენ, რადგან იმას, ვინც ვეშაპს
პირველი შეამჩნევს, ოქროს დუკატით აჯილდოებენ.

მიამბეს, შეტლანდის კუნძულებთან ერთი ვეშაპი დაუჭერიათ,


სტომაქში იმდენი ქაშაყი ჰქონია, ერთ კასრზე მეტი
გამოვიდოდა.

ერთი ჩვენი მებარჯე[25] ირწმუნება, შპიცბერგენთან როგორღაც


ვეშაპი მოვკალი, მთლიანად თეთრი იყოო“.

„ნაოსნობა გრენლანდიაში“, 1671 წ. ქრ. დაბ. ჰარისის კრებული

„აქ, ფაიფის სანაპიროზე, ზღვა ზოგჯერ ხმელეთზე ვეშაპს


გამოაგდებს ხოლმე. ქრისტეს დაბადებიდან 1652 წლის
ზაფხულში ზღვას ნაპირზე გამოურიყავს ოთხმოცი ფუტის
სიგრძის ვეშაპი, რომელიც ულვაშიანთა სახესხვაობას
მიეკუთვნებოდა; როგორც გადმომცეს, დიდი რაოდენობის
ქონის გარდა 500 არშინი ძვალი გამოსულა. მისი ყბა კი
პიტფერენის ბაღში თაღად აღუმართავთ.
სიბალდი, „ფაიფი და კინროსი“[26]

„აქ მე ვთქვი, მგონი, იმ სპერმაცეტული ვეშაპის მოკვლას მეც


შევეცადო-მეთქი, თუმცა ჯერ ყური არ მომიკრავს, რომ მისი

მსგავსნი ადამიანის ხელით იღუპებოდნენ, – ისე სწრაფნი და


მძვინვარენი არიან ისინი“.

რიჩარდ სტრაფორდი, „წერილი ბერმუდის კუნძულებიდან“,


ფილოლოგიური ჩანაწერები, 1668

„ზღვაში ვეშაპნი ღვთის ნებას ემორჩილებიან“.

ანბანი. ახალი ინგლისი

„აქ ჩვენ შემოგვხვდა აგრეთვე მრავალი უზარმაზარი ვეშაპი; მე


ვიტყოდი, რომ ჩრდილოეთში მობინადრე ერთ ვეშაპზე
სამხრეთის ზღვებში ამგვარი ასი ვეშაპი მოდის“.

კაპიტანი კაული, „ნაოსნობა დედამიწის გარშემო“.


1729 წ. ქრ. დაბ.

„ხოლო ვეშაპის სუნთქვას ხშირად განსაკუთრებით მძაფრი


სუნი დაჰყვება, რამაც შეიძლება კაცს გონება დაუბნელოს“.

ულოა, „სამხრეთი ამერიკა“[27]

„სჯობს, ორმოცდაათ ერთგულ სილფს თუ დაეკისრება,


რომ გაუფრთხილდეს და დაიცვას ქალის ღირსება.
რადგან ჩვენ მაინც არაერთგზის ვტეხავთ და ვიღებთ,
ვეშაპის ნეკნით ამაგრებენ თუმცა ამ ციხეს“.

„დალალის მოტაცება“[28]

„თუ სიდიდით ხმელეთის ცხოველებს ზღვის სიღრმეში


მობინადრეთ შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ პირველნი მეტად
უმნიშვნელო ზომისანი არიან. ვეშაპი ღვთის ქმნილებათაგან
მართლაც ყველაზე უდიდესია“.

გოლდსმიტი, „ბუნებრივი ისტორია“[29]

„თუ პატარა თევზებისათვის ზღაპრის დაწერას


მოისურვებდით, ისინი თქვენს წიგნში ბუმბერაზი ვეშაპების
ენაზე ილაპარაკებდნენ“.

გოლდსმიტი – ჯონსონისადმი[30]

„საღამოს რაღაც დავინახეთ, რაც ჯერ კლდედ მოგვეჩვენა;

მაგრამ შემდეგ გამოირკვა, მოკლული ვეშაპი იყო, ვიღაც


აზიელებს მოეკლათ და ახლა ნაპირისაკენ მიათრევდნენ.
ეტყობოდა, ცდილობდნენ, ვეშაპს ამოჰფარებოდნენ, რომ ვერ
შეგვემჩნია“.

კუკი, „მოგზაურობანი“[31]

„ისინი შედარებით დიდ ვეშაპებზე თავდასხმას იშვიათად


ბედავენ. ზოგიერთნი ისეთ თავზარს სცემენ, ზღვაში მათი
ხსენებისაც კი ეშინიათ და მათ დასაფრთხობად ველბოტებით
ნაკელს, კირს, ღვიას და ამათ მსგავს საგნებს თან დაათრევენ“.

უგო ფონ ტროილი, „წერილები ბენკსისა და სოლენდერის


მოგზაურობაზე ისლანდიაში, 1772 წ.“

„ნანტაკეტის მცხოვრებთა მიერ აღმოჩენილი სპერმაცეტული


ვეშაპი მძვინვარე და მკვირცხლი არსებაა; მასთან
საბრძოლველად მეზღვაურებს განსაკუთრებული
მოხერხებულობა და მამაცობა სჭირდებათ“.

ვეშაპის ქონის იმპორტის თაობაზე. 1778 წ. თომას


ჯეფერსონი[32].

წერილი საფრანგეთის მინისტრისადმი

„ერთი მითხარით, ღვთის გულისათვის, სერ, ამ ქვეყანაზე რ


შეედრება მას?“

ედმუნდ ბერკი. ნანტაკეტის ვეშაპმრეწველობის


მოხსენიება საპარლამენტო სიტყვაში

„ესპანეთი, ეს უზარმაზარი ვეშაპი, გამოგდებული სამხრეთ-


დასავლეთ ევროპის ნაპირებზე“.

ედმუნდ ბერკი (სადღაც)[33]

„კანონიერი სამეფო შემოსავლის მეათე წყაროს,


განპირობებულს, როგორც ვარაუდობენ, იმ გარემოებით, რომ
მეფე ზღვას დარაჯობს და მეკობრეებისა და ყაჩაღებისაგან
იცავს, სამეფო თევზზე, ამად კი ვეშაპი და ზუთხი ითვლება,
უფლება წარმოადგენს. ნაპირზე გამოგდებული ან მის
სიახლოვეს დაჭერილი ეს თევზი მეფის საკუთრებად
ცხადდება“.

ბლეკსტონი[34]

„მზად არის ყველა, რომ ახლა ისევ


ურჩხულს გმირულად შეებას მყისვე,
შმაგმა როდმონდმა თავისი ბასრი
და დაკბილული აღმართა ბარჯი“.

ფოლკონერი[35], „ხომალდის დაღუპვა“

„კოშკებს, გუმბათებს, სახურავებს, აქ სიდიადით


აცისკროვნებდა მაშხალების კაშკაში ღამით,
გადაშავებულ ცის თავანზე ეკიდნენ წამით,
იდგა ხმაური და იხევდა უკან წყვდიადი.

ჩვენ ცეცხლი წყალს თუ შევადარეთ, – ასე შადრევანს


ოკეანეში აფრქვევს ხოლმე ვეშაპი მძლავრი

და ზეცისაკენ სწორედ ისე მიიწევს ჭავლი,

ლაღობასა და დღესასწაულს რომ ეკადრება“.


კუპერი[36], „დედოფლის ლონდონში ჩამოსვლის გამო“
„პირველი დარტყმისთანავე მკერდიდან სისხლის შადრევანმა
ამოასხა. სულ თხუთმეტ გალონამდე სისხლმა იდინა“.

ჯონ ჰანტერი[37] „პატარა ზომის ვეშაპთა სხეულის


ანატომირების ანგარიში“

„ვეშაპის აორტა დიამეტრით აღემატება წყალგაყვანილობის


ყველაზე მსხვილ მილს ლონდონის ხიდთან, ხოლო ამ მილში
გამავალი წყლის სიჩქარე და წნევა მნიშვნელოვნად ჩამორჩება
ვეშაპის მკერდიდან გადმონთხეული სისხლის ნაკადს“.

პეილი, „თეოლოგია“[38]

„ვეშაპი ძუძუმწოვარია, რომელსაც უკანა კიდურები არა აქვს“.


ბარონი კიუვიე[39]

„ორმოცი გრადუსით სამხრეთით კაშალოტები[40] შევამჩნიეთ,

მაგრამ ნადირობას პირველ მაისამდე არ შევდგომივართ, როცა


ზღვა მართლაც რომ ამ ცხოველებით არ დაიფარა“.

კოლნეტი, „ნაოსნობა ვეშაპმრეწველობის


შემდგომი გაფართოების მიზნით“

„წყლის სტიქიონში მონავარდენი

და ერთმანეთთან წაკიდებულნი

ჩემს ქვემოთ კრთოდნენ ზღვის ქმნილებანი,


უცხონი, ენით აუწერელნი,

არც ერთ მეზღვაურს რომ არ უხილავს,


გულშემზარავი ლევიათანი

და მოფუთფუთე მირიადები

უბადრუკ მწერთა, ზღვის ბინადარნი,


დამონებულნი იდუმალ ინსტინქტს,
გზას უშეცდომოდ რომ მიიკვლევენ
ამ უგზო-უკვლო ზღვის უდაბნოში:

სადაც უფრთხიან ვეშაპს და ზვიგენს


და ემუქრებათ სადაც მახვილი,
ხერხი, რქები და მოხრილი ეშვი“.

მონტგომერი[41], „ქვეყნიერება წარღვნის წინადღეს“

„თევზთა მეუფეს ვუთხრათ დიდება!


ვინც ტაიფუნსაც[42] არ უშინდება,
უკიდეგანო ატლანტის ზღვაში

არ მეგულება ამისი მსგავსი;

ჯერ ასე მსუქანს და დიდთავიანს,


ქვეყნად ვეშაპს არ უცურავია“.

ჩარლზ ლემბი[43], „ვეშაპის ტრიუმფი“


„1690 წლის ზაფხულში რამდენიმე ადამიანი შემაღლებულ
ბორცვზე იდგა და თვალს ადევნებდა, როგორ
დანავარდობდნენ ვეშაპები და შადრევანს როგორ
აფრქვევდნენ. ერთმა კაცმა ხელი შორეული ზღვისკენ გაიშვირა
და თქვა: იქ არის ის მწვანე მინდორი, სადაც ჩვენი
შვილთაშვილები ლუკმაპურის საშოვნელად
გაემგზავრებიანო“.

ოვიდ მეისი, „ნანტაკეტის ისტორია“

„ჩემთვისა და სუზანასათვის პატარა სახლი ავაშენე დ


ჭიშკრად ვეშაპის ყბა გოთური თაღივით აღვმართე“.

ჰოტორნი[44], „ორჯერ მონაყოლი ისტორიები“

„ის ქალი ჩემთან იმ ადამიანის ძეგლის თაობაზე


მოსათათბირებლად მოვიდა, ახალგაზრდობაში რომ ჰყვარებია
და ორმოცი წლის წინათ ვეშაპს რომ მოუკლავს წყნარ
ოკეანეში“.

იქვე

„არა, სერ, ეს ნამდვილი ვეშაპია, – უპასუხა ტომმა. – მე


დავინახე მისი შადრევანი; ცისკენ ორი ისეთი ლამაზი
ცისარტყელა აღმართა, ყოველ ქრისტიანს თვალს მოსტაცებდა.
ეს მხეცი შენი სპერმაცეტის პატარა კასრივით ქონით არის
სავსე“.

კუპერი[45], „ლოცმანი“

„სხვადასხვა გაზეთი მოგვართვეს და ბერლინის ახალ


თეატრალური ამბების გადათვალიერებისას შევიტყვეთ, რომ
იქ, სცენაზე ზღვის ურჩხულები და ვეშაპები გამოდიოდნენ“.

ეკერმანი[46], „საუბრები გოეთესთან“

„ღვთის გულისათვის, მისტერ ჩეის! რა ამბავია?“ – ვუპასუხე:

„ხომალდი ვეშაპს დაეჯახა და კორპუსი გახვრეტილია-მეთქი“.

„აღწერა ნანტაკეტის ვეშაპსანადირო ხომალდ „ესექსის“


დაღუპვისა, წყნარ ოკეანეში დიდი კაშალოტი რომ თავს
დაესხა; შედგენილი მოხსენიებული ხომალდის კაპიტნის
უფროსი თანაშემწის, ნანტაკეტელ ოუენ ჩეისის მიერ“.

ნიუ-იორკი, 1821

„სდუმდა მატროსი[47] ანძაზე მდგარი,


ძლივს ანათებდა ფერმკრთალი მთვარე,
კვლავ ატყდა ქარი და გაძლიერდა,

და ფოსფორივით დასალიერთან

ელავდა მხოლოდ ვეშაპის კვალი“.


ელიზაბეტ ოუკს[48] სმიტი

„მხოლოდ ვეშაპის ჭერით დაკავებულ ველბოტთა ლინის


საერთო სიგრძემ 10440 იარდს, ანუ თითქმის ექვს ინგლისურ
მილს მიაღწია...

ვეშაპს ჩვეულებად აქვს, დროდადრო ჰაერში თავის საშინელ


კუდს იქნევს და შოლტივით ატკაცუნებს, ეს ტკაცუნი კ
ზღვაზე სამი-ოთხი მილის მანძილზე ისმის“.

სკორსბი[49]

„სულ ახალი და ახალი თავდასხმებითა და ჭრილობები


გაცოფებული კაშალოტი წყალში გაშმაგებით ტრიალებს,
უზარმაზარი თავით ზევით ამოდის და ხახადაღებული, რაც კ
შეხვდება, ყველაფერს ანადგურებს; თავს ესხმის ველბოტებს,
საშინელი სისწრაფით წინ მიერეკება და შუბლით ამსხვრევს
და ძირავს.

...განსაცვიფრებელია, რომ ასეთი საინტერესო და კომერციული


თვალსაზრისით მეტისმეტად იშვიათი ცხოველის (როგორიც
კაშალოტია) ზნე-ჩვეულებანი სრულიად ან თითქმის სრულიად
არ იქცევს იმ მრავალრიცხოვან და ზოგჯერ განსწავლულ
დამკვირვებელთა ყურადღებას, რომელთაც უკანასკნელ
წლებში არაერთი შესანიშნავი შემთხვევა ჰქონდათ, თვალყური
ედევნებინათ მათი საქციელისათვის“.

თომას ბიილი, „კაშალოტის ისტორია“, 1839

„კაშალოტი (სპერმაცეტული ვეშაპი) ნამდვილ (გრენლანდიურ)


ვეშაპზე არა მარტო უკეთ არის შეიარაღებული, რადგან მას
სხეულის ორივე კიდურზე სასიკვდილო იარაღი აქვს, არამედ
უფრო ხშირად ამჟღავნებს მიდრეკილებას, იხმაროს ეს იარაღი,
რასაც იგი ისეთი შეუპოვრობითა და ვერაგობით სჩადის, რომ
ჩვენთვის ცნობილ ვეშაპთა გვარის ნაირსახეობათაგან ყველაზე

სახიფათოდ მიაჩნიათ“.
ფრედერიკ დებელ ბენეტი,

„სარეწაო ნაოსნობა დედამიწის გარშემო“, 1840

„13 ოქტომბერი.

ჰორიზონტზე შადრევანია! – გაისმის ანძიდან.


სად? – კითხულობს კაპიტანი.

სამ რუმბზე ქარის მიმართულებით, სერ.

საჭე მარცხნივ! ასე გეჭიროს!


არის ასე მეჭიროს, სერ.

ეი, მეთვალყურევ! ახლა ხედავ?

დიახ, დიახ, სერ! კაშალოტების მთელი ჯოგია! შადრევნებსაც


აფრქვევენ, წყლიდანაც ხტებიან.

თუ რამე დაინახო, მაშინვე ჩამოგვძახე!

არის, სერ. აგერ, შადრევანი! აგერ კიდევ, აგერ კიდევ, აგერ


კიდევ ერთი!
შორს არიან?

ორ-ნახევარ მილზე.

ეშმაკმა დასწყევლოს! რა ახლოს არიან! დაუსტვინეთ,


ყველანი ზევით ამოვიდნენ!“

ჯ. როს ბრაუნი, „ჩანახატები ვეშაპსარეწაო ნაოსნობისას“,


1846[50]

„ვეშაპსარეწაო ხომალდი „გლობუსი“, რომლის გემბანზედაც


მოხდა ის საშინელი ამბები, რის გადმოცემასაც აქ ვაპირებთ,
კუნძულ ნანტაკეტს ეკუთვნოდა“.

ხომალდ „გლობუსის“ ამბოხების აღწერა, შედგენილი ეკიპაჟის


მხოლოდ ორი გადარჩენილი წევრის – ლეესა და ჰაზის მიერ,
1828 წ. ქრ. დაბ.

„ერთხელ დაკოდილი ვეშაპი გამოედევნა; იგი ჯერ ცდილობდა,


როგორმე ჭვილთით მოეგერიებინა, მაგრამ გაშმაგებულმ

ურჩხულმა ველბოტს ბოლოს მაინც შეუტია და, ის, რაკი


დაინახა, რომ ვერაფერს გააწყობდა, ამხანაგებთან ერთად
წყალში გადახტა და თავს უშველა“.

ტაიერმენისა და ბენეტის მისიონერული დღიური

„და თვით ნანტაკეტი, – განაცხადა მისტერ ვებსტერმა,


ნაციონალური შემოსავლის მეტად საყურადღებო და
თავისებური წყაროა. მისი მოსახლეობა რვა-ცხრა ათას კაცს არ
აღემატება; ისინი მთელ სიცოცხლეს ზღვაზე ატარებენ და
წლიდან წლამდე თავისი მამაცური და მეტისმეტად
შეუპოვარი საქმიანობით ნაციონალური კეთილდღეობის
ზრდას ხელს უწყობენ“.

ნანტაკეტში ზვირთსაქცევის აგების კანონპროექტთან


დაკავშირებით სენატში დენიელ ვებსტერის გამოსვლის
ანგარიში, 1828

„ვეშაპი პირდაპირ მას დაასკდა, სავარაუდოდ, რომ სიცოცხლეს


მაშინვე გამოასალმებდა“.

ფრიად პატივცემული ჰენრი თ. ჩივერი,

„ვეშაპი და ვეშაპზე მონადირენი, ანუ ვეშაპმონადირის


ცხოვრების აღწერა და ვეშაპის თავგადასავალი,

შედგენილი „კომოდორი პრებლით“ უკან დაბრუნებისას“.

„ერთი ხმა ამოგიღია, ისე მოგაქცევ, შენიანი ვეღარ იცნო,


გამოეხმაურა „სემუელი“.

„სემუელ კომსტოკის (შფოთისთავის) ცხოვრება,


აღწერილი მისი ძმის უილიამ კომსტოკის მიერ“.

ვეშაპსანადირო ხომალდ „გლობუსზე“ მომხდარ ამბავთა


გადმოცემის სხვა ვერსია
„ინდოეთისაკენ მიმავალი გზის აღმოჩენის მიზნით, თუკი ეს
შესაძლებელი იყო, ჩრდილოეთ ოკეანეში ჰოლანდიელებისა და
ინგლისელების ნაოსნობას, მართალია, სასურველი შედეგი არ
მოჰყოლია, სამაგიეროდ, მიაგნეს იმ რაიონებს, სადაც ვეშაპები
ბინადრობენ“.

მაკ-კულოხი, „კომერციული ლექსიკონი“

„ასეთი რამეები ერთმანეთთან არის დაკავშირებული; ბურთი


მიწაზე იმიტომ ეცემა, რომ უფრო მაღლა ავარდეს; ასევე
ვეშაპმონადირეებმა ვეშაპების ადგილსამყოფლის აღმოჩენით
ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელის საიდუმლოს ამოხსნას
შეუწყვეს ხელი“.

რაღაც გამოუქვეყნებელი

„ოკეანეში ვეშაპსანადირო ხომალდი გასაოცარი


შესახედაობისაა. აფრადაშვებული ანძებით, რომელთა
წვეროებიდანაც სამი მზვერავი ზღვის სივრცეს დაჟინები
გაჰყურებს, ყოველგვარი სხვა ხომალდისაგან სრულებით
განსხვავდება“.

„დინება და ვეშაპმრეწველობა“,

ამერიკული კვლევითი ექსპედიციის ანგარიშები

„ლონდონის გარეუბნებში ან სადმე სხვაგან სეირნობისას


ალბათ შეამჩნევდით ჭიშკრებზე ან ფანჩატურის
შესასვლელებთან მიწიდან ამოშვერილ, თაღივით აღმართულ,
გრძელ, გაღუნულ ძვლებს და იქნებ თქვენთვის კიდევაც
უთქვამთ, ესენი ვეშაპის ნეკნებიაო“.

„მოთხრობები სარეწაო ნაოსნობაზე არქტიკულ ოკეანეში“

„და როცა ველბოტებმა ვეშაპის დევნას თავი დაანებეს და


მობრუნდნენ, თეთრებმა მხოლოდ მაშინ შეამჩნიეს, რომ
ხომალდი მძვინვარე ველურთა, მათი ეკიპაჟის წევრთა ხელში
იყო“.

საგაზეთო ცნობა, თუ როგორ დაკარგეს და მერე როგორ


დაიბრუნეს ვეშაპსანადირო ხომალდი „ბოროტი სული“

„ყველასათვის ცნობილია, რომ ვეშაპსანადირო ხომალდის


(ამერიკული) ეკიპაჟიდან იშვიათად თუ ვინმე ბრუნდება იმავე
ხომალდით, რომლითაც ნაოსნობაში გაემგზავრა“.

„ნაოსნობა ვეშაპსანადირო ხომალდზე“

„უეცრად წყლიდან უზარმაზარი სხეული გამოჩნდა და


ვერტიკალურად მაღლა ავარდა. ეს ვეშაპი იყო.“

„მირიამ კოფინი[51], ანუ მეთევზე-ვეშაპმონადირე“

„ისიც დავუშვათ, რომ მოახერხეთ და ვეშაპი დაბარჯეთ; აბა,


ერთი წარმოიდგინეთ, ფიცხ, ფეხმარდ სამწლიან კვიცს ვითომ
მხოლოდ კუდის ფოჩზე მიბმული თოკით მოერეოდით?“
„ძვლები და ჩვრები[52]“. თავი ვეშაპმონადირეობაზე

„ერთხელ შესაძლებლობა მომეცა, თვალყური მედევნებინა ორ


ამგვარი ურჩხულისათვის (ვეშაპისათვის), ალბათ დედლისა დ
მამლისათვის; ისინი ერთიმეორის მიყოლებით ისე ნელა და
წიფლის ტყეებით დაფარულ ნაპირთან (ცეცხლოვან მიწასთან)
ისე ახლოს მიცურავდნენ, რომ თითქოს ქვასაც კ
მიუწვდენდით“.

დარვინი, „ნატურალისტის მოგზაურობა“[53].

„უკან დაიხიეთ! – დაიყვირა კაპიტნის უფროსმა თანაშემწემ,


როცა შებრუნდა და ზედ კანჯოს ქიმთან ხახადაღებული
კაშალოტი დაინახა; იგი მათ გარდაუვალი დაღუპვით
ემუქრებოდა. – უკან დაიხიეთ, ვისაც სიცოცხლე არ
მოგბეზრებიათ!“

„უორტონი[54] – ვეშაპთა რისხვა“

„ცხვირი რას ჩამოგიშვიათ,


ნავს ნუ მიუშვებთ ნებაზე,
ვეშაპი ბარჯით დაბარჯა
ჩვენმა მამაცმა მებარჯემ!“
ნანტაკეტური სიმღერა

„სადაც ყველანი ქედს უხრიან ძალას მრისხანეს,


იქ კაშალოტი ცხოვრობს ბებერი,

ვერც ტაიფუნი აკლებს რამეს, ვერც ქარიშხალი,


არის მეუფე და მბრძანებელი“.
ვეშაპმონადირეთა სიმღერა

1. მოხაზულობა ისახება

მე ისმაილს[55] მეძახიან. ამ რამდენიმე წლის წინ – როდის, ამას


მნიშვნელობა არა აქვს – აღმოვაჩინე, რომ ქისაში ფული
თითქმის აღარ მომეძევებოდა და ხმელეთზეც აღარაფერ
მეგულებოდა საინტერესო. მაშინ გადავწყვიტე, ხომალდში
ჩავმჯდარიყავი და გზას გავდგომოდი, რომ
ქვეყნიერებისათვის ზღვიდან შემეხედა. ეს ჩემი ნაცადი ხერხია,
სევდას ასე ვიქარვებ და სისხლს ასე ვიწყნარებ. ყოველთვის,
როცა სახე მომეღრუბლება; როცა სულში ნესტიანი და წვიმიანი
ნოემბერი დაიბუდებს; როცა ვამჩნევ, რომ მეკუბოვეთა
აბრების თვალიერებას ვიწყებ და ყოველ სამგლოვიარ
პროცესიას ავედევნები ხოლმე; განსაკუთრებით კი მაშინ, როც
იპოქონდრია ისე წამომივლის, რომ მხოლოდ ჩემი მკაცრი
მორალური პრინციპები არ მაძლევს ნებას, ქუჩაში გამოსულმა
ყოველ გამვლელს ქუდი მიწაზე დავუნარცხო, ვხვდები, დროა,
ზღვას მივაშურო და რაც შეიძლება მალე. ეს ტყვიისა და
რევოლვერის მაგივრობას მიწევს. კატონი ფილოსოფიური
ჟესტით ეგება მკერდით მახვილზე, მე კი მშვიდად ავდივარ
ხომალდის გემბანზე. აქ საკვირველი არაფერია. ადამიანები
უბრალოდ არ უკვირდებიან, თორემ ადრე თუ გვიან ბევრი
მათგანი ისეთივე გრძნობით იმსჭვალება ოკეანისადმი,
როგორითაც მე.

აბა, შეხედეთ ქალაქ-კუნძულ მანჰეტენს. იგი ისე


გარშემორტყმული სატვირთო ნავმისადგომებით, როგორც
მარჯნის კუნძული მარჯნისავე ბრაგებით. ნავმისადგომებს
მიღმა კომერცია ხმაურობს. რომელ ქუჩასაც უნდა გაჰყვეთ,
უსათუოდ წყალთან გახვალთ. ქალაქის საქმიანი ცენტრი და
მისი განაპირა ნაწილი ბეტერია. აქედან იწყება დიდებული
ჯებირი, რომელსაც ტალღები ელამუნება და ის ქარებ
დასტრიალებს თავს, სულ რამდენიმე საათის წინ ღია ზღვაში
რომ დანავარდობდნენ. შეხედეთ იმ ადამიანებს, ისინი იქ
დგანან და წყალს გაჰყურებენ.

შემოიარეთ მთელი ქალაქი მთვლემარე შაბათ საღამოს. წადით


კორლიერსის მოსახვევიდან კოენტისის დოკებამდე და მერე
იქიდან, უაიტჰოლით[56], ჩრდილოეთისაკენ. რას ნახავთ?
მთელი ქალაქის გარშემო, როგორც მდუმარე გუშაგები
საგუშაგოზე, ოკეანის ჭვრეტით თავდავიწყებულ მოკვდავთა
ურიცხვი ურდო დგას. ერთნი სანაპიროს მოაჯირს
დაყრდნობიან, მეორენი ჯებირის ბოლოზე ჩამომსხდარან,
სხვები ჩინეთიდან მოსული ხომალდის გემბანს ჩასცქერიან,

ხოლო ზოგიერთნი ზევით, ვანტებზეც კი აცოცებულან, რომ


ზღვის სივრცეს უკეთ გახედონ. მაგრამ ისინი ხომ
ჩვეულებრივი ხელობის ადამიანები არიან, დახლებს
მიჯაჭვულნი, სკამებს მილურსმულნი, კანტორის მაგიდებთან
წახრილნი, სამუშაო დღეებს მობათქაშებული კედლების
ტყვეობაში რომ ატარებენ. მაშ, რა ხდება? განა ხმელეთზე არ
არის მწვანე მინდვრები? რას აკეთებენ აქ ეს ადამიანები?

თუმცა გახედეთ! ხალხი თანდათან მატულობს, ისინი


წყალთან ახლოს მიდიან. თითქოს შიგ უნდა გადაეშვანო.
საოცარია! ვერ ისვენებენ, სანამ ხმელეთის ყველაზე უკიდურეს
წერტილს არ მიაღწევენ. პაკჰაუზის ჩრდილში ჯდომას არ
სჯერდებიან. არა, უსათუოდ ახლოს უნდა მივიდნენ წყალთან,
რაც შეიძლება, ახლოს, მაგრამ ისე, რომ თავი წყალში არ
ამოჰყონ. და, აი, დგანან ისინი აქ, ნაპირზე, ჯგუფ-ჯგუფად,
მთელ მილზე გამწკრივებულნი. ხმელეთის მოქალაქენი
თავიანთი შესახვევებიდან და ჩიხებიდან, ქუჩებიდან დ
პროსპექტებიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან,
დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან მოვიდნენ აქ და
გაერთიანდნენ. გამაგებინეთ, იქნებ მათ ხომალდის კომპასის
ისრის მაგნიტური ძალა იზიდავს აქეთკენ?

ახლა სხვა მაგალითს მოგიყვანთ. წარმოიდგინეთ, რომ


ქალაქგარეთ ხართ, სადმე ტბიან, ბორცვიან ადგილზე. ურიცხვი
ბილიკიდან რომელიც გნებავთ, ამოირჩიეთ და მერე ამ ბილიკს
დაადექით, სანაძლეოს ვდებ, იგი ამწვანებულ ველზე
ჩაგიყვანთ და სწორედ იქ გაუჩინარდება, სადაც ნაკადული
პატარა ტბად იქცევა. აქ რაღაც ჯადოქრობაა. ან თუ გნებავთ,
წამოაყენეთ ყველაზე უფრო გონებადაფანტული ადამიანი,
რომელიც ღრმა ფიქრს მისცემია, და უბიძგეთ ისე, რომ გზას
დაადგეს, – ისიც უსათუოდ წყალთან მიგიყვანთ, თუკი,
საერთოდ, იმ მიდამოებში წყალი მოიძებნება. იქნებ ოდესმე
წყურვილმა გაგტანჯოთ ამერიკის დიდ უდაბნოში; თუ თქვენს
ქარავანში ერთი მეტაფიზიკოსი პროფესორი მაინც იქნება, ეს
ექსპერიმენტი ჩაატარეთ. დიახ, დიახ, წყალი და ფიქრი რომ
საუკუნოდ განუყრელნი არიან, ეს ხომ ყველამ იცის.

ან, თუნდაც, მხატვარი ავიღოთ. რა საგნებს გამოიყენებს თავის


სურათში, როცა საკოს[57] ხეობის ყველაზე პოეტური,
ჩრდილებით დაფარული, მყუდრო და მომაჯადოებელ
რომანტიკული პეიზაჟის დახატვას მოისურვებს? აგერ ხეები

დგას. ხეები გამოფუღრულია, ასე გეგონებათ, ყოველ ხეში


ჯვარცმიანი განდეგილი ბინადრობსო. აქეთ მდელო თვლემს,
იქით – ფარა, აი, იმ პატარა სახლიდან კი ზანტად მიიზლაზნება
კვამლი ზეცისაკენ. უკანა პლანზე ტყის სიღრმეში იკარგებ
დაკლაკნილი ბილიკი, რომელიც გამჭვირვალე სილურჯეშ
ჩაძირული მთის ვიწროებამდე აღწევს. და მაინც, მიუხედავად
იმისა, რომ ჩვენ წინ ჯადოსნურ თვლემაში ჩაფლული სურათია
და ფიჭვიც ფოთლებივით აყრის მწყემსს თავის ოხვრას,
მხატვრის ყოველი ცდა ამაო იქნება, თუ იგი მწყემსის მზერას
იქვე მოჩხრიალე ნაკადულზე არ შეაჩერებს. გაემგზავრეთ
პრერიებში[58] ივნისში, როცა ნარინჯისფერი შროშანებით
მოფენილ მუხლამდე ბალახში რამდენიმე ათეულ მილს
გაივლით. რა აკლია მთელ ამ სიმშვენიერეს? წყალი. აქ არ არის
არც ერთი წვეთი წყალი! ნიაგარა რომ იმ სიმაღლიდან ძირს
დაცემული ქვიშის ნიაღვარი იყოს, განა ადამიანები ათასობით
მილს გამოივლიდნენ და მისი ხილვით დატკბებოდნენ? როცა
საწყალ ტენესელ პოეტს მოულოდნელად ორი მუჭა ვერცხლი
უბოძეს, რატომ შეყოყმანდა: ამ ფულით ჩემთვის ესოდენ
საჭირო პალტო ვიყიდო, თუ როკევეი-ბიჩში[59] ექსკურსიაზე
წავიდეო? რა არის იმის მიზეზი, რომ ყოველ ნორმალურ,
ჯანსაღ ბიჭუნას, რომელსაც ნორმალური, ჯანსაღი სული აქვს,
ადრე თუ გვიან სულ ზღვა აკერია პირზე? ან თქვენ თვითონ
ხომალდით პირველი მოგზაურობისას რატომ განიცდით
მისტიკურ თრთოლვას, როცა გეუბნებიან, ნაპირი თვალს
მიეფარაო. რატომ მიაჩნდათ ძველ სპარსელებს ზღვა
წმიდათაწმიდად? რატომ შეურჩიეს მას ბერძნებმ
განსაკუთრებული ღვთაება და ამასთან – ზევსის ღვიძლი
ძმა[60]? რა თქმა უნდა, ყოველივე ამაში ღრმა აზრი იმალება.
უფრო ღრმა აზრს შეიცავს თქმულება ნარცისზე, საგუბარში
დანახული ბუნდოვანი ხატების მიუწვდომლობით
გაწამებულმა თავი რომ დაიხრჩო. და განა ყველა მდინარესა და
ოკეანეში ჩვენც იმავე ხატებას არ ვხედავთ? იგი სიცოცხლის
მიუწვდომელი მოჩვენების ხატებაა და საიდუმლოების
გასაღებიც სწორედ აქ იმალება.

მაგრამ რახან ვამბობ, ზღვაზე მოგზაურობა ჩვეულებად


გადამექცა, როცა თვალები მენისლება და ფილტვებიც თავს
მომაგონებენ-მეთქი, ისე არ გამიგოთ, თითქოს ხომალდზე
მგზავრად მივდიოდე. მგზავრი რომ იყო, ქისაც სავსე უნდა
გქონდეს, ცარიელი ქისა კი მხოლოდ ფალასია და მეტი

არაფერი. ამასთან, მგზავრებს ზღვის ავადმყოფობა სტანჯავთ,


კინკლაობენ, ღამეებს თეთრად ათენებენ და, ჩვეულებრივად,
ნაკლებ სიამოვნებას განიცდიან; – არა, მე არასოდეს არა ვარ
მგზავრი. თუმცა მრავლისმნახველი მეზღვაური გახლავართ,
არც კომოდორი ვარ, არც კაპიტანი და არც კოკი[61]. ამ
თანამდებობებთან დაკავშირებული პატივი და დიდება
იმათთვის დამითმია, ვისაც ეს მოსწონს. მე კი მეზიზღება
ყოველივე არსებული და წარმოსახვითი საპატიო დ
პატივცემული შრომა, განსაცდელი თუ უბედურება. ისიც
მეყოფა, ჩემს თავზე ზრუნვას რომ ავუდივარ, სად შემიძლია
ხომალდებზე, ბარკასებზე, ბრიგებზე, კარჭაპებსა და სხვა
მისთანებზე ფიქრი.

კოკის თანამდებობას რაც შეეხება – ვაღიარებ, საპატი


თანამდებობაა. კოკიც ხომ თავისებური მეთაურია ხომალდზე,
მაგრამ მე თვითონ დიდად არაფრად მეპიტნავება ცეცხლზე
ფრინველის შეწვა, თუმცა, კარგა ბლომად ერბოში შებრაწულ
და ზომიერად მარილმოყრილსა და პილპილმოყრილ
ფრინველზე ჩემზე დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით
ვერავინ ილაპარაკებს. ძველი ეგვიპტელები ხომ ისე შორს
წავიდნენ შემწვარი ძენძერუკისა და ჰიპოპოტამის
თაყვანისცემაში, რომ დღეს მათ პირამიდა-სახაბაზოებში ამ
ქმნილებათა მუმიებს პოულობენ.

არა, როცა ზღვაში გავდივარ, უბრალო, ჩვეულებრივი


მეზღვაური ვარ. თუმცა ამ დროს შავი დღე მადგას,
მარბენინებენ კიდეც და მაიძულებენ, რეიდან რეიზე ისე
ვიხტუნო, როგორც კალია დახტის ხოლმე მაისის მდელოზე. ეს
თავიდან არცთუ ისე სასიამოვნოა. ღირსებაც გელახება კაცს,
განსაკუთრებით მაშინ, თუ წარმოშობით ისეთ ძველ გვარს
ეკუთვნი, როგორიც ვან-რანსელირების, რანდოლფებისა და
ჰარდიკანუტების გვარია. მით უმეტეს, თუ მანამდე, სანამ
ხელს კუპრიან კასრში აურევდი, სოფლის მასწავლებელი იყავი
და ამ ხელს ისე თვითნებურად იქნევდი, რომ შენი შიშით
ყველაზე უფრო ზორბა მოსწავლეებიც კი კანკალებდნენ. მე
თქვენ გარწმუნებთ, ისეთი მკვეთრი ცვლილება რომ
გადაიტანოთ, როგორიც მასწავლებლობიდან მეზღვაურის
ხელობაზე გადასვლაა, სტოიციზმში[62] არეული სენეკას
ძლიერმოქმედი სამკურნალო ნახარშია საჭირო. თუმცა დროთ
განმავლობაში ისიც ჰკარგავს ძალას.

კაცმა რომ თქვას, ქვეყანა ხომ არ იქცევა, როცა რომელიმე


ბებერი და ძუნწი კაპიტანი მიბრძანებს, ცოცხი აიღე და გემბან
დაგავეო? ვითომ დიდი დამცირებაა, ახალი აღთქმით რომ
ავწონ-დავწონოთ? თქვენ გგონიათ, ძალიან დავეცემი გაბრიელ
მთავარანგელოზის თვალში, თუ ამჯერად ბებერი და ძუნწი
კაპიტნის ბრძანებას უმალ და მორჩილად შევასრულებ? ერთი
მითხარით, რომელი ჩვენგანი არ არის მონა? ჰოდა, რახან ასეა,
როგორც უნდა დამიბრიყვონ ბებერმა კაპიტნებმა, მუშტებითა
და კინწისკვრითაც რომ გამიმასპინძლდნენ, თავს იმით
ვინუგეშებ, რომ ყოველივე ეს ბუნებრივია, ყველანი თითქმის
ერთ ტაფაში ვართ – რა თქმა უნდა, ან ფიზიკური, ან
მეტაფიზიკური მნიშვნელობით. ამგვარად, ერთი ამქვეყნიური
კინწისკვრა ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, ყოველი
ჩვენგანი მეზობლის იდაყვის ნაცვლად მუშტს გრძნობს, დ
ჩვენც ამით უნდა დავკმაყოფილდეთ.

გარდა ამისა, მეზღვაურად იმიტომ მივდივარ, შრომის


საფასურს მიხდიან, ხოლო მგზავრისათვის რომ ნახევარი პენი
მაინც მიეცეთ, ჯერ არ გამიგონია! პირიქით, მგზავრები თავად
იხდიან ფულს, ხოლო გადახდის აუცილებლობასა და შრომის
ანაზღაურების შესაძლებლობას შორის დიდი განსხვავებაა.
გადახდის აქტი, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო უსიამოვნ
სასჯელია, რომელიც ედემის ბაღის ორმა ქურდმა[63]
დაგვატეხა თავს, მაგრამ იმას რა სჯობს, როცა შენ გიხდიან! ის
ნატიფი თავაზიანობა, რასაც ამ დროს ვიჩენთ, ჭეშმარიტად
საოცარია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ფული სერიოზულად
მიგვაჩნია ამქვეყნიური ბოროტების სათავედ და მტკიცედ
გვჯერა, მდიდარი კაცი ვერავითარი საშუალებით ვერ
დაიმკვიდრებს ცაში სასუფეველს – ეჰ, რა ხალისით
ვურიგდებით საუკუნო აღსასრულს!
დაბოლოს, მეზღვაურად იმიტომ მივდივარ, რომ ჩემს
ჯანმრთელობაზე კეთილისმყოფლად მოქმედებს ფიზიკური
შრომა გემის წინა ნახევარერდოზე. ჩვენთან, ზღვაზე, ქარი
ქიმიდან უფრო ხშირად უბერავს, ვიდრე კიჩოდან (თუ, რა თქმა
უნდა, პითაგორას[64] მითითებას არ დავარღვევთ), ამიტომ
სუფთა ჰაერი ჯერ მეზღვაურებს დაუბერავს ხოლმე სახეში და
მერე კომოდორს მიუვა შუაგემბანზე. იმას კი ჰგონია, ჯერ ის
ყლაპავს სუფთა ჰაერს და მერე ჩვენ. ასე კი არ არის. უბრალ
ხალხი ბევრ რამეში უსწრებს თავის ბელადებს, მაგრამ
ბელადებს ეს ფიქრადაც არ მოსდით.

ნაოსნობაში უთვალავჯერ წავსულვარ და ყოველთვის სავაჭრ


ხომალდით, ახლა რა ეშმაკმა მიმიყვანა ვეშაპსანადირ
ხომალდზე, ეს სხვაზე უკეთ შეუძლია აგვიხსნას განგების
პოლიციის უჩინარმა ოფიცერმა, რომელიც განუწყვეტლივ
მითვალთვალებს, ფარულად მზვერავს და ჩემდა უნებურად,
რასაც უნდა, იმას მაკეთებინებს. ვეშაპსანადირო ხომალდზე
ჩემი ყოფნა უსათუოდ შედიოდა განგების მიერ დიდი ხნით
ადრე შემუშავებულ გრანდიოზულ პროგრამაში. იგი თითქოს
ვრცელი წარმოდგენის მოქმედებებს შორის შესრულებულ
მოკლე ინტერმედიას ან სოლოს წააგავს. კანონპროექტში ეს
ალბათ ასე ჩაიწერებოდა:

პარტიების გაცხარებული ბრძოლა ამერიკის შეერთებული


შტატების პრეზიდენტის არჩევნებზე;

ვინმე ისმაილის მოგზაურობა ვეშაპსანადირო ხომალდით;


სისხლისმღვრელი ხოცვა-ჟლეტა ავღანეთში.

დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რატომ დამაკისრა ბედმ


ვეშაპსანადირო ხომალდზე ასეთი საცოდავი როლის
შესრულება, მაშინ როცა სხვებს წილად რგებიათ
განეხორციელებინათ შესანიშნავი როლები ამაღლებულ
ტრაგედიებში, მოკლე და მსუბუქი როლები – ფარსებში, დიახ,
თუმცა დანამდვილებით ვერ ვიტყვი, ასე რატომ მოხდა, მაგრამ
ახლა, როცა ყველა გარემოებას ვიხსენებ, თითქოს ვერკვევი იმ
ჩემთვის ფარულ ძალებსა და მოტივებში, რომლებმაც
მაიძულეს, ზემოხსენებული როლი მეთამაშა, და ამასთან,
მლიქვნელურად ჩამაგონეს, თითქოს მოქმედების
თავისუფლებისა და გონიერი გადაწყვეტილების საფუძველზე
ჩემი სურვილისდა მიხედვით მოვიქეცი ასე.

ამ მოტივებს შორის მთავარი მაინც თვით დიდებულ და


უზარმაზარ ვეშაპზე ფიქრი გახლდათ. შეუძლებელი იყო, ასეთ
ავბედითსა და საიდუმლოებით მოცულ ურჩხულს ჩემი
ცნობისმოყვარეობა არ აეფორიაქებინა. გარდა ამისა, შორეული
აბობოქრებული ზღვები, სადაც მისი კუნძულის მსგავსი
სხეული დაცურავდა და ირწეოდა, პატაგონიის ნაპირების
შეუდარებელ სილამაზესთან, ლანდშაფტის სიმშვენიერესა და
მრავალხმოვანებასთან შეხამებული, ფარული, სამხედრო-
სასიცოცხლო საფრთხე მისწრაფებას კიდევ უფრო მიღვივებდა.
ალბათ ბევრს ასეთი რამეები არ იზიდავს, მე კი ყოველთვის

შორეულის შეცნობის წყურვილი მტანჯავს. მიყვარს ნაკრძალ


წყლებში ცურვა და უდაბურ ნაპირზე ხეტიალი. თუმც სიკეთეს
ვხედავ, ბოროტებას მაინც ვერავინ გამომაპარებს, ამასთან,
შემიძლია თვალები დავხუჭო და შევეგუო მას, თუ ამის ნებას
მომცემენ, რადგან, ვისთანაც ჭერს იყოფ, იმათთან უნდა
იმეგობრო კიდეც.

და, აი, ამ მიზეზთა გამო სიხარულით ველოდი ვეშაპსანადირო


ხომალდით გამგზავრებას. სასწაულების სამყაროში მიმავალ
ზღაპრული რაბები ფართოდ გაიღო და იმ უცნაურ
მოჩვენებებთან ერთად, სანუკვარი მიზნისაკენ რომ
მიტყუებდნენ, ჩემი სულის სიღრმეში ორ წყებად გაიჭიმა
ვეშაპთა უსასრულო პროცესია, რომელთა შორისაც ერთი
უზარმაზარი თოვლიანი მწვერვალივით აზიდული და
თავწაწვეტებული მოჩვენება ერია.

2. საკვოიაჟი

წყვილი პერანგი ჩემს ძველ საკვოიაჟში ჩავტენე, საკვოიაჟ


იღლიაში ამოვიჩარე და წყნარი ოკეანის ნაპირისაკენ, ჰორნის
კონცხისაკენ გავწიე. დავტოვე ძველი სახელგანთქმულ
ქალაქი მანჰეტენი და სწორედ კარგ დროს ჩავაღწიე ნიუ-
ბედფორდს. დეკემბერი იყო, გვიანი შაბათი საღამო, მაგრამ
წარმოიდგინეთ, რა გუნებაზე დავდგებოდი, როცა გავიგე,
ნანტაკეტამდე მიმავალი პატარა პაკეტბოტი უკვე წასულიყ
და ორშაბათამდე იქ ვერაფრით ჩავიდოდი.

სიძნელისა და გაჭირვების მაძიებელ ახალგაზრდა


ვეშაპმონადირეთა უმრავლესობა სწორედ ამ ნიუ-ბედფორდში
ჩერდება, რომ მერე აქედან გავიდეს ზღვაში. მე, რა თქმა უნდა,
ფიქრადაც არ მომსვლია, მათი მაგალითისათვის მიმებაძა.
მტკიცედ გადავწყვიტე, მხოლოდ ნანტაკეტის ხომალდზე
მოვწყობილიყავი, რადგან, ყველაფერში, რაც ამ
სახელგანთქმულ უძველეს კუნძულთან იყო დაკავშირებული,
მშვენიერებისა და დაუდგრომლობის დასაბამი ჩანდა, რაც
განსაკუთრებით მიზიდავდა. ამასთან, თუმცა ამ ბოლო ხანებში
ნიუ-ბედფორდმა ვეშაპსარეწი მონოპოლია ნელ-ნელა ხელში
ჩაიგდო და საწყალი, ძველი ნანტაკეტი კარგა შორს ჩამოიტოვა
ამ საქმეში, მაინც მისი დიდი წინამორბედი ნანტაკეტი იყო,

ისევე, როგორც ტვიროსი[65] კართაგენის წინამორბედი. განა


ამერიკაში პირველი მოკლული ვეშაპი ნანტაკეტში არ
გამოათრიეს ნაპირზე? განა ზღვაში ნანტაკეტიდან არ გავიდნენ
პატარა ნავებით პირველი ვეშაპმონადირე-აბორიგენები,
წითელკანიანი ინდიელები, როცა ლევიათანს დაედევნენ? ან
განა ნანტაკეტიდან არ გავიდა ერთი გამბედავი კარჭაპი,
როგორც თქმულება გადმოგვცემს, სანახევროდ შორიდან
მოტანილი რიყის ქვით დატვირთული, რომ ეს ქვები
ვეშაპისთვის დაეშინათ და ამით განესაზღვრათ, რა მანძილით
მიუახლოვდა კარჭაპი მიზანს და გაებედათ თუ არა ბარჯის
სროლა?

ამრიგად, სანამ დანიშნულების ადგილს მივაღწევდი, ნიუ-


ბედფორდში უნდა გამეტარებინა ღამე, დღე და კიდევ ერთი
ღამე, ამიტომ სერიოზულად უნდა მეფიქრა, სად მეჭამა ამ ხნის
განმავლობაში და სად გამეთია ღამე, რომელიც სრულებითაც
არ იყო სანდო – ძალიან ბნელი, პირქუში, მიუსაფარი და
სუსხიანი ღამე იყო. ამ ქალაქში არავის ვიცნობდი. ჩემი ხარბი,
დაგრეხილი ღუზა-თითებით ჯიბეები გადავქექე, მაგრამ ზევით
მხოლოდ ერთი ბეწო ვერცხლი ამომყვა. „ასე რომ, სადაც უნდა
წახვიდე, ისმაილ, – ვუთხარი ჩემს თავს, როცა მხარზე
ტომარაგადაკიდებული შუა ქუჩაში ვიდექი და ვტკბებოდი,
როგორ იღრუბლებოდა ცა ჩრდილოეთით და როგორ
ბნელდებოდა სამხრეთით, – სადაც უნდა გადაგაწყვეტინოს
შენმა სიბრძნემ ამაღამ თავის მოდრეკა, ჩემო კეთილო ისმაილ,
ფასის კითხვა არ დაგავიწყდეს და დიდ მიზეზობასაც ნუ
დაიწყებ“.

გაუბედავად მივაბიჯებდი ქუჩაში, ჩავუარე აბრას

„გადაჯვარედინებული ბარჯები“ – არა, იქ, ეტყობოდა,


ყველაფერი ძვირად ფასობდა და მეტისმეტად მხიარულადაც
გამოიყურებოდა. ცოტა მოშორებით სასტუმრო „შიმშერის“
გაჩახჩახებული ფანჯრები დავინახე, საიდანაც ისეთი
მცხუნვარე მოწითალო სინათლე გამოდიოდა, გეგონებოდათ,
სახლის წინ მთელი პაკი[66] და ყინული დამდნარა, გარშემო კი
ყინულის ათდიუმიანი ფენა მაგარი ასფალტივით დაუგიათო.
ამ წვეტიან ოკრობოკროზე სიარული ძალიან მიჭირდა, რადგან
ჩემი ფეხსაცმელი, კარგა ხანია, შეუსვენებლივ მემსახურებოდა
და ახლა სული კბილითღა ეჭირა. „აქაც მეტისმეტი სიძვირე და
მხიარულებაა, – გავიფიქრე მე, როცა წუთით შევჩერდი, რომ
ქუჩაში გამოსული სინათლის ანარეკლით დავმტკბარიყავი დ

ჭიქების წკარუნი მომესმინა. – ისმაილ, არ გესმის? გაიარე რაღა!


მოშორდი ამ კარს: შენმა დაკერებულმა ფეხსაცმელებმა
შესასვლელი ამოქოლა“. და მეც გზა განვაგრძე. ახლა
ინსტინქტურად მივყვებოდი ზღვისაკენ მიმავალ ქუჩებს,
რადგან იქ უსათუოდ ყველაზე იაფი, თუმცა არცთუ
მაინცდამაინც მიმზიდველი სასტუმროები იქნებოდა.

რა დაღვრემილი ქუჩები იყო! ორივე მხარეს ჩაბნელებული


კვარტალები მიემართებოდა და შუქი კი მხოლოდ აქა-იქ თუ
კრთოდა, თითქოს ვიღაცა აკლდამის ბნელ ლაბირინთში
სანთელს დაატარებსო. კვირის უკანასკნელი დღის
უკანასკნელ საათს ქალაქის ეს კიდე უდაბნოს ჰგავდა. უეცრად
სინათლის სუსტი ზოლი შევამჩნიე, იგი რომელიღაც გრძელი,
დაბალი შენობის მაცთურად გამოღებული კარიდან
გამოდიოდა. შენობა მეტად მოუვლელი იყო და მაშინვე
დავასკვენი, საზოგადოებრივი სარგებლობისათვის იქნებოდა
განკუთვნილი. ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა, დერეფანში
მიტოვებულ ნაცრიან ყუთს წამოვედე და წავიქეცი. „ხა-ხა,
ვთქვი გულში და კინაღამ არ გავიგუდე ფერფლის
კორიანტელში, – ნეტა დაქცეული ქალაქის, გომორის[67]
ფერფლი ხომ არ არის? ჯერ „გადაჯვარებინებული ბარჯები“
შემხვდა, მერე „შიმშერი“, ახლა კი ალბათ „ხაფანგში“ გავები“.
ზეზე წამოვდექი და, რაკი შიგნიდან ხმამაღალი ლაპარაკი
გავიგონე, მეორე კარს ხელი ვკარი და შევაღე.

ეს რაღაა? შავი პარლამენტის სხდომა ჯოჯოხეთში? ჩემკენ


ასამდე ჩაშავებული სიფათი შემობრუნდა, ოთახის სიღრმეში
კი სიკვდილის შავი ანგელოსი კათედრაზე გადმომდგარიყო დ
გადაშლილ წიგნზე ხელს ურტყამდა. მე ზანგების ეკლესიაში
ვიყავი, სადაც მოძღვარი ქადაგებდა. ბნელი უკუნი, სადაც
მხოლოდ გოდება, კვნესა და კბილების ღრჭენა ისმისო. „ეჰ,
ისმაილ, – წავიბუტბუტე და თან კარისაკენ დავიხიე,
უსიამოვნო გართობა გელოდა „ხაფანგში“.

ისევ ქუჩას გავყევი და ასე ვიარე, სანამ ნავმისადგომთან რაღაც


მკრთალი შუქი არ შევამჩნიე და ჩუმი, ნაღვლიანი ჭრიალი არ
გავიგონე. ავიხედე და მოქანავე აბრა დავინახე. აბრაზე თეთრი
საღებავით დაეხატათ ბუნდოვანი შხეფების მაღალი, შვეული
ნაკადის მსგავსი რაღაც. ნახატქვეშ ეწერა: „სასტუმრო „ვეშაპის
შადრევანი“, პიტერ კოფინი[68]“.

„კუბო! ვეშაპის შადრევანი! ამ პირობებში ეს მართლაც რომ

ავის მომასწავებელია“, – გავიფიქრე მე, თუმცა, გაგონილი


მქონდა, ნანტაკეტში ეს გვარი ძალიან გავრცელებული იყო და
ალბათ ეს პიტერიც კუნძულიდან იქნებოდა
გადმოსახლებული. სასტუმროდან ისეთი მკრთალი სინათლე
გამოდიოდა, ისეთი სიმშვიდე მეჩვენებოდა, გადამწვარ
რაიონიდან აქ გადმოტანილი ეს ძველი, პატარა ხის სახლიც ისე
გამოიყურებოდა და აბრაც ისე საცოდავად ჭრიალებდა, რომ
მივხვდი, ჩემი ჯიბის შესაფერი თავშესაფარი და საუკეთესო
მუხუდოს ყავა სწორედ აქ უნდა ყოფილიყო.

ეს უცნაური ნაგებობა – ძველი სახლი, რომელსაც წვეტიანი


სახურავი ჰქონდა, დამბლადაცემულივით გადახრილიყ
გვერდზე. რომელიღაც ვიწრო და ბნელ კუთხეში
მომწყვდეულს მძვინვარე ქარი ევროკლიდონი[69] უფრო მეტ
გაშმაგებით უვლიდა გარს, ვიდრე ოდესღაც საბრალო პავლეს
უბადრუკ ხომალდს. ევროკლიდონი იმისთვისა
განსაკუთრებით სასიამოვნო ნიავი, ვინც მშვიდად ზის თავის
ჭერქვეშ, ბუხართან და ცეცხლს ეფიცხება, სანამ ძილ
მოერეოდეს. „ევროკლიდონის სახელით ცნობილ მძვინვარე
ქარზე გამოთქმულ აზრთა სხვადასხვაობა, – ამბობს ერთი
უძველესი ავტორი, რომლის შრომების მხოლოდ ერთმა
ეგზემპლარმა მოაღწია ჩვენამდე და იმ ეგზემპლარის
მფლობელი მე გახლავართ, – იმაზეა დამოკიდებული, თუ
საიდან უყურებ მას. იმ ფანჯრიდან, რომლის მინებიც გარეთ
გამეფებული სიცივისაგან გიფარავს, თუ უალათო და უმინებ
ფანჯრიდან, როცა აქეთაც და იქითაც ერთნაირად ცივა და
მხოლოდ სიკვდილს შეუძლია მინების ჩასმა“. „რა ჭკვიანურად
მსჯელობ, ჩემო უძველესო გოთურო ფოლიანტო“, – გავიფიქრე
მე, როცა ეს სტრიქონები გამახსენდა. მართლაც, ფანჯრები
თვალებია ჩემი, ხოლო სახლი – სხეულია ჩემი. დასანანია
მხოლოდ, რომ ყველა ნაპრალი და ჭუჭრუტანა ისე არ არის
დაგმანული, როგორც წესია, აქა-იქ ძენძია დასაცობი. თუმცა
ახლა უკვე ძნელია რაიმეს სრულყოფა, სამყარო უკვე
შექმნილია, კამარის ქვაკუთხედი დადგმულია და ღორღიც
მილიონი წლის წინ გაიტანეს ურმებით. საწყალი ლაზარეს[70]
სასთუმალი ქვაფენილია, იგი კბილს კბილზე აცემინებს, ისე
კანკალებს, გაყინულ ტანზე შერჩენილი ძონძები საცაა
გაძვრება. ყურები რომ ჩვრით დაიცოს და პირი – სიმინდის
ნაქურჩალით, ევროკლიდონს მაინც ვერსად დაემალება.

ევროკლიდონ! – ამბობს წითელხალათიანი მდიდარი (მან

მერე ახალი, კიდევ უფრო წითელი ხალათიც შეიძინა). – ი-იფ, ი-


იფ! რა გემოზე ყინავს ამაღამ! როგორ ციმციმებს ორიონი;
როგორ ციალებს ჩრდილოეთის ნათება! რაც უნდათ, ის
ილაქლაქონ აღმოსავლეთის დაუსრულებელ, ჩემი ზამთრის
ბაღივით მარადიულ ზაფხულზე. მე იმის მომხრე ვარ, კაცმა
თავის სახლში შექმნას თავისი ზაფხული.

რას ფიქრობს ამაზე ლაზარე? გაითბობს დიდებული


ჩრდილოეთის ნათებისაკენ აპყრობილ გალურჯებულ ხელებს?
იქნებ ლაზარეს ურჩევნია, სუმატრაზე ამოჰყოს თავი? იქნებ
ეკვატორის გასწვრივ წამოწოლაზეც არ თქვას უარი, ან იქნებ,
ო, ღმერთო ჩემო, თვით ჯოჯოხეთის გეენასაც მისცეს თავი,
ოღონდ კი ყინვას დაემალოს?

მაგრამ ლაზარე აქ უნდა იწვეს, ქვაფენილზე, მდიდრის


ზღურბლთან, როგორც ვეშაპი მეჩეჩზე[71], და ეს უფრო დიდი
შეუსაბამობაა, ვიდრე მოლუკის[72] ერთ-ერთ კუნძულთან
გამოჩენილი აისბერგი. ან მდიდრის ცხოვრება აიღეთ. ისიც ხომ
ისე ცხოვრობს, როგორც მეფე გათოშილთა ოხვრით აშენებულ
ყინულის სასახლეში და, როგორც არამსმელთა საზოგადოების
თავმჯდომარე, მხოლოდ ობლების ნელთბილი ცრემლით
თვრება.

მაგრამ გვეყოფა კვნესა და წუწუნი. ჩვენ ვეშაპზე სანადიროდ


მივდივართ და მსგავსი ამბები ხშირად შეგვხვდება.
უმჯობესია, ლანჩებზე ყინული მოვიშოროთ და ვნახოთ, რას
წარმოადგენს სასტუმრო „ვეშაპის შადრევანი“.

3. სასტუმრო „ვეშაპის შადრევანი“

შეხვალთ თუ არა ფრონტონიან სასტუმრო „ვეშაპის


შადრევანში“, მაშინვე ფართო, დაბალჭერიან ოთახში
აღმოჩნდებით; ოთახის ძველი, ხის პანელაკრული კედლები
სიკვდილმისჯილთა ადამის დროინდელი ხომალდის ფერდებს
მოგაგონებთ. ერთ კედელზე ჰკიდია ძალიან დიდი სურათი,
იგი ისეა გაბოლილი და იმ ზომამდე გაცრეცილი, რომ,
რამდენიც უნდა ათვალიეროთ იქაურ სუსტ, ჯვარედინ
სინათლეზე, მაინც ვერაფერს გაუგებთ. მხოლოდ ხანგრძლივი,
გულმოდგინე შესწავლის საფუძველზე – როცა სურათს
არაერთხელ დაუბრუნდებით და მეზობლებსაც გულდასმი

გამოჰკითხავთ – ბოლოს და ბოლოს, შეძლებთ გაარჩიოთ, რა


არის ზედ გამოხატული. ტილოზე ჩრდილები და მწუხრია
დახვავებული და თავიდანვე მზადა ხართ წარმოიდგინოთ,
რომ ეს ნამუშევარი ეკუთვნის ახალგაზრდა, პატივმოყვარე
მხატვარს, რომელსაც გადაუწყვეტია იმ სახელოვანი
კუდიანების დროინდელი ჯადოქრული ქაოსის დახატვა, ახალ
ინგლისს ასე რომ გაუთქვა სახელი.

ხანგრძლივი, დაკვირვებული ჭვრეტისა და დიდი ხნის


შეუპოვარი ფიქრის შემდეგ, განსაკუთრებით კი მას შემდეგ,
როცა მიხვდებით და ოთახის სიღრმეში სარკმელს გამოაღებთ,
ბოლოს და ბოლოს, იმ დასკვნამდე მიხვალთ, რომ, როგორ
უცნაურიც უნდა იყოს, ამგვარი აზრი მაინც არ არის
უსაფუძვლო.

მაგრამ საგონებელში გაგდებთ და ცოტა არ იყოს გაკრთობთ


კიდეც შუა სურათზე გაჭიმული მოქნილი და შემზარავი შავი
მასა, რომელიც საოცრად აქაფებულ მორევში მცურავი სამი
ცისფერი, ბუნდოვანი, ვერტიკალური ხაზის თავზე
მოქცეული. სინამდვილეში სურათი მთლიანად თითქოსდა
უფერულია, წყალწყალა და დადღაბნილი. ასეთი სურათი
ნერვულ ადამიანს ჭკუაზე შეშლის, მაგრამ ამავე დროს, მასში
არის რაღაც ამაღლებული, თუმცაღა, ბუნდოვანი,
მოუხერხებელი და იდუმალი, რაც გაიძულებთ, ისევ და ისევ
დაუბრუნდეთ სურათს მანამდე, სანამ უნებურად თავს ფიცს
არ მისცემთ, რადაც უნდა დაგიჯდეთ, გამოარკვიოთ, რას
გამოხატავს ეს უცნაური სურათი. დროდადრო გაგიელვებ
ბრწყინვალე, მაგრამ ცრუ აზრი: – ღამით აბობოქრებული შავ
ზღვაა. – ოთხი სტიქიის არაბუნებრივი ბრძოლაა. – ქარიშხალი
მანანის ბუჩქებიან ტრამალზე. – ჰიპერბორეული ზამთარია.
ყინულის დაძვრის ჟამია დროის მდინარეზე... მაგრამ
შეხედავთ თუ არა შუა სურათზე გამოსახულ შემზარავ მასას,
მთელი ფანტაზია მაშინვე იმსხვრევა. საკმარისია ამოიცნოთ,
რას ნიშნავს იგი და ყველაფერი გაირკვევა. თუმცა, მოითმინეთ,
გიგანტურ თევზს ხომ არ მოგაგონებთ იგი ოდნავ? იქნებ თვით
ლევიათანსაც?

და მართლაც, ჩემი საბოლოო ვერსიის მიხედვით, – ეს ვერსია კ


ნაწილობრივ იმ ხანდაზმულ ადამიანთა ერთობლივ აზრს
ეყრდნობა, რომელთაც ამ საკითხზე ვესაუბრე, – მხატვრის
ჩანაფიქრი შემდეგში მდგომარეობს: სურათზე ჰორნის

კონცხთან მძვინვარე ქარიშხალში მოხვედრილი


ვეშაპსანადირო ხომალდია დახატული; ოკეანე ნახევრად
ჩაძირულ ხომალდს შეუბრალებლად ახეთქებს აქეთ-იქით და
წყლის ზედაპირზე მხოლოდ მისი სამი შიშველი ანძაღაა
აღმართული; ხოლო უზარმაზარი გახელებული ვეშაპი,
რომელიც ხომალდზე გადახტომას აპირებს, სწორედ იმ
საშინელ დროს აღუბეჭდავთ, როცა იგი ისე უნდა წამოეგოს
ანძებზე, როგორც სამ ვეებერთელა შამფურზე.

მთელი მოპირდაპირე კედელი საზარელი ველური კეტებითა


და შუბებით იყო სავსე, ზოგიერთზე ელვარე კბილები აესხათ
და სპილოს ძვლის ხერხს წააგავდა. ზოგი მათგანი ადამიანის
თმის ჯიღებით დაემშვენებინათ. ამ სასიკვდილო იარაღებიდან
ერთ-ერთი ნამგალივით იყო მოხრილი, უზარმაზარი
მოღუნული ტარი ჰქონდა და ბალახში გრძელი ცელით
მოსმულ გაშლილ რკალს მოგაგონებდათ. ამ იარაღის მხოლოდ
დანახვაც კი გაკრთობდათ, და გიკვირდათ, რომელი მძვინვარე
ველური-კანიბალი იმკიდა სიკვდილის მოსავალს ასეთი
საზარელი ნამგლით. აქვე ეკიდა ძველებური დაჟანგული
ვეშაპსანადირო ბარჯები და ჭვილთები – ყველა დაღრეცილი დ
დამტვრეული. ზოგს თავისი თავგადასავალი ჰქონდა. აი, ამ,
ახლა უიმედოდ მოღუნული, ოდესღაც კი გრძელი და სწორი
ჭვილთით ორმოცდაათი წლის წინ ნათან სვეინმა მზის
ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე თხუთმეტი ვეშაპის მოკვლა
მოასწრო. აი, ის ბარჯი – ახლა რომ ასე ჰგავს კორპსაძრობს
ვეშაპს იავის წყლებში ესროლეს, მაგრამ ვეშაპი დასხლტა და
იგი მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ მოკლეს ბლანკოს
კონცხთან[73]. ბარჯი ურჩხულს კუდში ჩაერჭო, ამ ხნის
განმავლობაში ადამიანის სხეულში მოხეტიალე ნემსივით
ორმოცი ფუტი გაიარა და ვეშაპის ზურგის სირბილეში
აღმოჩნდა.

გაივლით თუ არა ამ ბნელ ოთახს დაბალი თაღიანი


გასასვლელით, რომელიც ეტყობა დიდი ბუხრის ადგილას
გაუნგრევიათ, რადგან კედლის ორივე მხარეს რამდენიმე
ბუხარია დატანებული, თავს სასაუზმეში ამოჰყოფთ. ეს ოთახი
პირველზე უფრო ბნელია; ჭერში ისეთი მძიმე კოჭებია
გადებული და ისეთი დაბრეცილი ფიცრის იატაკი აგია, რომ
თავი ძველი ხომალდის კუბრიგში[74] გეგონებათ,
განსაკუთრებით თუ ღამე ქარიშხლიანია და ჩიხში
ღუზაჩაშვებულ ამ ძველ კიდობანს ქარი არყევს. გვერდზე,
კედელთან, დგას გრძელი, დაბალი თაროს მსგავსი მაგიდა,
გაჭედილი დაბზარული მინის ყუთებით, რომლებშიც ჩვენი
ვრცელი სამყაროს შორეულ კუთხე-კუნჭულებში მოგროვილ
მრავალი საოცარი, დამტვერილი ნივთი ინახება. ოთახის
შორეულ კუთხეში მოჩანს დახლი – რაღაც რუხი ნაგებობა,
რომელიც გრენლანდიური ვეშაპის თავის გამოსახულების
უხეშ მსგავსებას წარმოადგენს, მაგრამ როგორც უნდა
გვეუცნაუროს, იგი მართლაც ვეშაპის თაღის მსგავსი ყბა არის
და თან ისეთი განიერი, რომ მთელი კარეტა გაეტევა. შიგნით
ძველებურ თაროებზე ძველებური სურები, ბოთლები და
მათარები ჩაუმწკრივებიათ; ამ ყოვლის შემმუსვრელ ხახაში
მეორე იონასავით[75] (უნდა ითქვას, აქ მას სწორედ ეს სახელი
შეარქვეს) დაფუსფუსებს პატარა სახედანაოჭებული ბერიკაცი,
რომლისგანაც მეზღვაურები ჩასაცეცხლებელს მამასისხლად
ყიდულობენ ნაღდ ფულზე.

ჭიქები, რომლებშიაც მოხუცი თავის საწამლავს ასხამს, კაცს


შეაშინებს. გარედან მათ სწორი ცილინდრის მოყვანილობა აქვს,
შიგნით კი მწვანე შუშა ქვემოთ ეშმაკურად ვიწროვდება და
ფსკერიც იმაზე უფრო სქელია, ვიდრე გარედან ჩანს. ამ
ყაჩაღურ თასებს კედლებზე ტლანქად ამოჭრილი პარალელურ
მერიდიანებიც დაჰყვება. პენს გადაიხდი, პენისას დაგისხამს,
თუ მოამატებინებ – ორ პენს გადაიხდი და ასე ემატება პენი
პენს, სანამ ჭიქა არ აივსება; სავსე ჭიქა – ჰორნის კონცხის
ვეშაპმონადირეთა დოზა – ერთი შილინგი ღირს.

ოთახში მაგიდასთან ახალგაზრდა მეზღვაურები იდგნენ და


მკრთალ სინათლეზე უცხოურ ნივთებს ათვალიერებდნენ.
თვალებით პატრონი მოვძებნე და განვუცხადე, ოთახი მინდა
დავიქირავო-მეთქი. მიპასუხა, სასტუმრო გაჭედილია და არც
ერთი თავისუფალი საწოლი არა მაქვსო.

თუმცა მომითმინეთ, – დაუმატა მან და ხელი შუბლზე


მიირტყა, – რას იტყვით, ერთ მებარჯესთან რომ გაგიყო
საწოლი? ჰა? გატყობთ, ვეშაპსანადირო ხომალდზე მოწყობა
გადაგიწყვეტიათ და ასეთ რამეებს აქედანვე უნდა შეეჩვიოთ.

ვუთხარი, ერთ საწოლში სხვასთან ძილი არ მიყვარს და თუ


ოდესმე ამაზე დავთანხმდები, ეს იმაზე იქნება
დამოკიდებული, რა კაცი აღმოჩნდება მებარჯე-მეთქი; თუ მას
(პატრონს) მართლა არა აქვს სხვა ადგილი და თუ მებარჯე
ცოტაოდენ თავაზიანობას მაინც გამოიჩენს, მაშინ, რა თქმა

უნდა, ამ სუსხიან ღამეში უცხო ქალაქში ხეტიალს მირჩევნი


საბნის იმ ნახევრით დავკმაყოფილდე, რომელსაც ყოველი
პატიოსანი ადამიანი მიწილადებს-მეთქი.

ძალიან კარგი, რაღას უცდით, დაჯექით. ალბათ ივახშმებთ,


არა? ვახშამიც ახლავე იქნება.

ხის ძველ მერხზე ჩამოვჯექი, რომელიც ისე იყ


მოჩუქურთმებული მთელ სიგრძე-სიგანეზე, რომ არაფრით არ
ჩამოუვარდებოდა ბეტერის პარკის[76] სკამებს. მერხის მეორე
ბოლოზე იჯდა ვიღაც ჩაფიქრებული მეზღვაური. ცხრად
მოკაკვულიყო, მუხლები ფართოდ გაეშალა და ჯიბის დანით
გულმოდგინედ ალამაზებდა მერხს. იგი მთელი სისწრაფით
მიმავალი ხომალდის ამოკვეთას ცდილობდა, მაგრამ, ჩემი
აზრით, ძალიან ცუდად გამოსდიოდა.

ბოლოს ჩვენ – ხუთი-ექვსი კაცი – მეზობელ ოთახში,


მაგიდასთან მიგვიწვიეს. ისე ციოდა, როგორც ისლანდიაში,
ბუხარი არ ენთო – პატრონმა გვითხრა, ამის საშუალება არ
მაქვსო. მხოლოდ ორ დაგრეხილ შანდალში ბჟუტავდა ორი
ქონის სანთელი. იძულებული ვიყავით, ჩვენს მეზღვაურულ
ბუშლატებზე ყველა ღილი შეგვეკრა და გაყინული თითები
გაგვეთბო ტოლჩებზე, რომლებშიც მდუღარე წყალი ესხა.
სამაგიეროდ, ჩინებულად დაგვაპურეს – ხორციანი
კარტოფილიც მოგვიტანეს და ფუნთუშებიც. დიახ, ღმერთმანი,
ვახშმად – ფუნთუშები! ერთი მწვანებუშლატიანი ახალგაზრდა
გამგელებული ეცა ფუნთუშებს.

ეი, ყმაწვილო, – უთხრა პატრონმა, – დაიხსომე ჩემი სიტყვა,


ამაღამ საზარელი სიზმრები არ მოგასვენებს.

პატრონო, – ჩურჩულით ვკითხე მე, – ეგ ის მებარჯე ხომ არ


არის?

არა, – და ეშმაკურად ჩაიცინა, – ის მებარჯე შავგვრემანი


ახალგაზრდა კაცია, თავის დღეში ფუნთუშას პირს არ
დააკარებს, ბიფშტექსს გეახლებათ და ისიც მხოლოდ
სისხლიანს.

პირში გემო ჰქონია. მაგრამ თვითონ სადღაა?


მალე გაჩნდება აქ, – იყო პასუხი.

„შავგვრემანმა“ მებარჯემ, ცოტა არ იყოს, შემაშინა. ყოველი

შემთხვევისათვის გადავწყვიტე, თუ მასთან მომიწევდ


დაწოლა, მეიძულებინა, ტანსაცმელი პირველად მას გაეძრო და
ლოგინშიაც პირველი ჩაწოლილიყო.

ვივახშმეთ. საზოგადოება ისევ სასაუზმეს დაუბრუნდა. არ


ვიცოდი, თავი რით გამერთო და გადავწყვიტე, დარჩენილ
დრო ოთახში მყოფთა თვალიერებისათვის დამეთმო.

უეცრად გარედან აღგზნებული შეძახილები შემოგვესმა.


პატრონმა თავი ასწია და წამოიძახა: „კაშალოტის“
მეზღვაურები არიან! დილით წავიკითხე – „კაშალოტი“ რეიდზე
დადგაო. სამი წელია, ზღვაში არიან და ალბათ გავსებულ
ტრიუმებით დაბრუნდებოდნენ. ვაშა, ბიჭებო! ახლა
შევიტყობთ, რა არის ახალი ფიჯიზე“.

წინკარში მეზღვაურთა ჩექმების ბრახუნი გაისმა, მერე კარი


გაიღო და ოთახში ზღვის მგლების ველური ხროვა შემოცვივდა,
უფრო სწორად, ლაბრადორის მძვინვარე დათვებსა ჰგავდნენ,
თბილი ბანჯგვლიანი ჯუბაჩები ეცვათ და თავზე შალის
შარფები ჰქონდათ მოხვეული, – ჩამოძონძილებსა და
ჩამოკონკილებს გათოშილ წვერებზე ლოლუები შეჰყინოდათ.
ისინი ახლახან გადმოვიდნენ ხომალდიდან და მაშინვე აქ
შემოვიდნენ. ამიტომ სულაც არ იყო საკვირველი, რომ
პირდაპირ ვეშაპის ხახას – სასაუზმეს მოაშურეს, სადაც
მოფუსფუსე სახედანაოჭებულმა ბერიკაცმა იონამ ჭიქები
ყველას ღვინით გაულიცლიცა. ერთმა მოსულთაგანმ
დაიჩივლა, მაგრად ვარ გაციებულიო, ამიტომ იონამ ბადაგთან
არეული კუპრივით სქელი ჯინის დიდი დოზა მოუმზადა.
როგორც იგი იფიცებოდა და ირწმუნებოდა, ეს სასმელი უებარი
საშუალება იყო ყოველგვარი ძველი და ახალი, გინდა
ლაბრადორის სანაპიროსთან და გინდა რომელიმე აისბერგის
ქარიან მხარეს აკიდებული სურდოსა და კატარის
სამკურნალოდ.

მეზღვაურებს მალე აუვარდათ თავში ღვინო, როგორც


ჩვეულებრივად ემართებათ ხოლმე თვით ყველაზე
გამოუსწორებელ ლოთებსაც კი, როცა ისინი ნაოსნობის შემდეგ
პირველად გადმოდიან ნაპირზე, და ღრეობა გამართეს.

შევამჩნიე, ერთი მათგანი ცოტა მოშორებით იდგა. ეტყობოდა,


არ უნდოდა თავისი სიფხიზლით ამხანაგების საერთ
მხიარულებისათვის ხელი შეეშალა, ცდილობდა, სხვებზე

ნაკლებად ეხმაურა. ამ ადამიანმა უცებ დამაინტერესა, და


რადგან ზღვის ღმერთებმა მას შემდგომ ნაოსნობაში ჩემი
ამხანაგობა არგუნეს (თუმცა მხოლოდ მუნჯ როლებში, ყოველ
შემთხვევაში, ამ წიგნის ფურცლებზე მაინც), ამიტომ ვეცდები,
მისი პორტრეტი დაგიხატოთ. ექვსი ფუტის სიმაღლისა იყო,
შესანიშნავი მხარ-ბეჭი და მკერდი ჰქონდა – წყალქვეშა
სამუშაოებისათვის ნამდვილი კესონი იყო. იშვიათად თუ
შემხვედრია ასეთი ღონიერი ადამიანი. სახეზე მზისგან მუქი
ყავისფერი დასდებოდა და ამიტომ კბილები უფრო მეტად
უელავდა. მის ღრმა, წყლიან თვალებში რაღაც მოგონებები
იმალებოდა, რომელთა გახსენებაც, ეტყობოდა, არცთუ
მაინცდამაინც სიამოვნებდა. საუბრის კილო სამხრეთის
მკვიდრს ამჟღავნებდა, მშვენიერი ტანადობა კი მოწმობდა,
რომ იგი ახოვანი ალეგანელი მთიელი იყო ვირჯინიიდან. როცა
მისი თანამესუფრეების ღრეობამ უკიდურესობას მიაღწია,
ოთახიდან შეუმჩნევლად გავიდა და აღარც მინახავს მანამდე,
სანამ ხომალდზე ჩემი თანამგზავრი არ გახდა. ამხანაგებმა
მალე მოიძიეს. ეტყობოდა, ძალიან უყვარდათ, რადგან მაშინვე
ასტეხეს ძახილი: „ბალკინგტონ! ბალკინგტონ! სად არის
ბალკინგტონი?“ – მერე სასტუმრო მიატოვეს და უკან
გამოუდგნენ.

ცხრა საათი სრულდებოდა. ამ ხმაურიანი ორგიის შემდეგ


ოთახში თითქმის ზებუნებრივი სიჩუმე ჩამოვარდა და მე ჩემს
თავს ვულოცავდი იმ ერთი პატარა გეგმის შემუშავებას, თავში
მეზღვაურების გამოჩენამდე რომ მომივიდა.

სხვასთან წოლა არავის უყვარს. ძმა რომ ძმა არის, იმასთან


წოლასაც მარტო წოლა სჯობია. არ ვიცი, რატომ, ადამიანები
ყოველთვის ცდილობენ, განმარტოებულებმა მისცენ ძილს
თავი. მაგრამ თუ ისეა საქმე, რომ თქვენ უნდა დაიძინოთ უცხო
ქალაქში, უცხო სასტუმროში, უცნობ ადამიანთან, რომელიც
ამავე დროს მებარჯეც არის, მაშინ თქვენი სურვილი – არავის
გაუზიაროთ საწოლი – ერთი ათად იზრდება. ამასთან, არც
არავითარი რეალური საბაბი არსებობდა იმისათვის, რომ მე,
როგორც მეზღვაური, გინდა თუ არა, ვინმესთან
დავწოლილიყავი. მეზღვაურები ისევე იშვიათად იძინებენ
სხვასთან ერთად ზღვაზე, როგორც უცოლო მეფეები
ხმელეთზე. რა თქმა უნდა, ერთ ჭერქვეშ სძინავთ, მაგრამ
ყველას თავისი საწოლი აქვს, ყველას თავისი საბანი ხურავს და
ყველას საკუთარ ტყავში სძინავს.
რაც უფრო მეტს ვფიქრობდი მებარჯეზე, მით უფრო არ
მასვენებდა მასთან დაძინების პერსპექტივა. რაკი იგი მებარჯე
იყო, უფრო მართებული იქნებოდა, მეფიქრა, რომ მაინცდამაინც
სუფთა და, მით უმეტეს, წმინდა ქსოვილის თეთრეული არ
ეცმებოდა. ტანში მაზრიალებდა. ამასთან, უკვე კარგა ხანი
გავიდა, დრო იყო, ჩემი წესიერი მებარჯე დაბრუნებულიყო და
გეზი საწოლისაკენ აეღო. იმის გაფიქრებაც კი მზარავდა, რომ
უეცრად გამოცხადდებოდა შუაღამისას და თავზე დამეცემოდა.
აბა, როგორ უნდა მივმხვდარიყავი, რომელი ბინძური ორმოდან
იყო ამომძვრალი?

პატრონო! გადავიფიქრე, იმ მებარჯესთან ვერ დავწვები,


როგორმე აგერ მერხზე მოვთავსდები.

როგორც გენებოთ. მაგრამ იცოდეთ, ლეიბის ნაცვლად სუფრას


ვერ გაგიშლით. ამ მერხს მეტისმეტად დაბრეცილი და
ნუჟრიანი ფიცრები აქვს. თუმცა, მოიცათ, მეგობარო, ბუფეტში
რანდა მაქვს. ერთი წუთით მომითმინეთ, ახლავე
მოგათავსებთ, როგორც წესი და რიგია. – ამ ლაპარაკში
პატრონმა რანდა გადმოიღო. თავისი ძველი აბრეშუმის
ხელსახოცით მერხიდან მტვერი გადაფერთხა და, რაც ძალი და
ღონე ჰქონდა, ჩემი სარეცლის რანდვას შეუდგა, თან
მაიმუნივით იღრიჯებოდა. ბურბუშელა მანამდე ცვიოდა აქეთ-
იქით, სანამ რანდის პირი ძალიან მაგარ ნუჟრს არ წააწყდა.
პატრონმა კინაღამ მაჯა ამოიგდო და მე ღვთის სახელი
შევევედრე, თავი მიენებებინა, ჩემთვის ეს სარეცელი ისედაც
რბილი იყო და თან ისიც ძალიან კარგად ვიცოდი, ამ ქვეყანაზე
ნაძვის ფიცრებს ვერავინ გადააქცევდა ბუმბულად. პატრონმ
ჩაიცინა, ბურბუშელა მოაგროვა, შუა ოთახში მდგარ დიდ
ღუმელში შეყარა, დადარდიანებულმა მიმატოვა და თავის
საქმეს მიუბრუნდა.

მერხს დავეზომე – ჩემზე მთელი ფუტით მოკლე იყო. ვიფიქრე,


სკამს მივადგამ და ეშველება-მეთქი, მაგრამ სკამი ერთი
ფუტით ვიწრო გამოდგა, ხოლო მეორე მერხი ოთხი დუიმით
მაღალი იყო გარანდულზე, ასე რომ, არც ერთი არ
გამომადგებოდა. მაშინ ჩემი მერხი ავიღე და კედლიდან ცოტა
მოშორებით დავდგი, ზურგით კედელს მივეყრდნობი-მეთქი.
მალე ვიგრძენი, ფანჯრიდან სიცივე მიბერავდა და
დავრწმუნდი, ჩემს გეგმას განხორციელება არ ეწერა, მით
უმეტეს, სიცივე დაძველებული კარიდანაც მოდიოდა და ეს

ორი ქარი ერთმანეთს უშუალოდ იქ ეჯახებოდა და იქ


ტრიალებდა, სადაც ღამის გათევა გადავწყვიტე.

ეშმაკმა წაიღოს ის მებარჯე-მეთქი, გავიფიქრე; თუმცა მოიცა, მე


რომ დავასწრო? – კარს შიგნიდან ურდულს დავადებ,
შევძვრები საწოლში და მერე რამდენიც უნდათ, იმდენი
მიბრახუნონ – მაინც არ გავიღვიძებ. ეს აზრი თითქოს არ იყო
ურიგო, მაგრამ რომ დავფიქრდი, აღარ მომეწონა. კარგი და,
ხვალ დილით, როცა ოთახიდან გამოვალ, დამიხვდეს ის
მებარჯე და ფეხქვეშ დამიდოს?

მიმოვიხედე, სხვის საწოლში ღამის გათევის გარდა ვერაფერი


მოვიგონე და ვიფიქრე, ტყუილუბრალოდ რას ვემართლებ
ჩემს უცნობ მებარჯეს. ცოტას მოვიცდი, ალბათ ისიც მალე
გამოჩნდება. კარგად შევათვალიერებ, იქნებ ერთად კარგადაც
გამოვიძინოთ. ვინ იცის?
მაგრამ დრო გადიოდა, სხვა მდგმურები თითო-თითოდ, ორ-
ორნი, სამ-სამნი შემოდიოდნენ სასტუმროში და თავიანთ
ოთახებში იფანტებოდნენ, ჩემი მებარჯე კი არსად ჩანდა.

პატრონო, – ვუთხარი მე, – რა კაცია ის მებარჯე? სულ ასე


იგვიანებს?

უკვე თორმეტი საათი სრულდებოდა.

პატრონმა ისევ დამცინავად ჩაიცინა, ეტყობოდა, ის, რასაც მე


ვერ ვხვდებოდი, ძალიან ართობდა.

არა. ადრე ბრუნდება ხოლმე; ადრე იძინებს და ადრე


იღვიძებს. დილის მგალობელია. ადრე ვინცა დგებაო, ღმერთ
შეეწევაო. დღეს სავაჭროდ წავიდა, ასე რად უნდა
დაეგვიანებინა, ვერ გამიგია. იმ თავს რომ ვერსად გაასაღებს, ეს
კი კარგად ვიცი.

თავს ვერ გაასაღებსო? რას მიედ-მოედები? – თანდათან


სიბრაზე მერეოდა. – იმის თქმა ხომ არ გინდა, ამ აღდგომა
ღამით, ან უფრო სწორად, ამ აღდგომა დილით შენი მებარჯე
ქალაქში დაეხეტება და საკუთარ თავს ასაღებს?

სწორედ ასეა, – დამიდასტურა პატრონმა. – მე გავაფრთხილე,


მაგ თავს აქ ვერ გაასაღებ, რამდენიც გინდა, იმდენი ყრია-
მეთქი.

რა ყრია? – ვიღრიალე მე.

რა და თავები. განა ჩვენი დედამიწა თავებით არ არის სავსე?

იცი, რას გეტყვი, პატრონო, – მივმართე სრულები


დაწყნარებულმა, – მაგ ლათაიებით სხვებს გაუმასპინძლდი, მე
არც ისეთი მიამიტი და გამოუცდელი გახლავარ.

შეიძლება, – დამეთანხმა და თან კბილის საჩიჩქნი ჩხირის


გათლა განაგრძო. – მხოლოდ იცოდეთ, მებარჯემ რომ შეიტყოს,
როგორ ჰკიცხავთ, შავ დღეს დაგაყრით.

თავს გავუტეხავ! – ისევ ამაღელვა პატრონის გაუგებარმა


ყბედობამ.

ისედაც გატეხილი აქვს.


გატეხილი? როგორ თუ გატეხილი?

როგორ და, გატეხილი და ამიტომ მგონია, ვერ გაასაღებს.

პატრონო, – ვუთხარი და ახლოს მივედი, ვიგრძენი, ისე


გავცივდი, როგორც ჰეკლა ქარბუქში. – პატრონო, მაგ ჩხირის
თლას თავი დაანებე. რაც უფრო სწრაფად გავუგებთ
ერთმანეთს, მით უკეთესი. მე თქვენთან მოვდივარ და საწოლს
გთხოვთ, თქვენ კი ნახევარ საწოლს მთავაზობთ, თან
მეუბნებით, საწოლის მეორე ნახევარი ვიღაც მებარჯეს
ეკუთვნისო. იმ მებარჯეზე კი, ჯერ თვალითაც რომ არ მინახავს,
მიყვებით ისეთ იდუმალებით მოცულ და აღმაშფოთებელ
რამეებს, თითქოს განგებ ცდილობთ ამათვალწუნებინოთ ის
ადამიანი, ვისთანაც ერთ საწოლში უნდა გავათიო ღამე და
რომელთანაც ამის გამო უახლოესი და უაღრესად
კონფიდენციალური ურთიერთობა დამაკავშირებს. ამიტომ
მოვითხოვ, პატრონო, სათქმელი დააბოლოოთ და
გამაგებინოთ, ვინ არის ის მებარჯე, ან რა საფრთხე მემუქრება,
თუ მასთან ღამის გათევაზე დავთანხმდები. უპირველეს
ყოვლისა, პატრონო, გამომიტყდით, რომ თავის გასაღების
ისტორია თქვენი მოგონილია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს
იმას ადასტურებს, თქვენი მებარჯე ჭკუაზეა შემცდარი, მე კი
სრულებითაც არ მინდა შეშლილთან დავიძინო; ხოლო თქვენ,
სერ, დიახ, დიახ, პატრონო, სწორედ თქვენ, იმის გამო, რომ
შეგნებულად ცდილობთ ეს ჩამადენინოთ, მთელი უფლებით
შემიძლია, სამართალში მიგცეთ.

ხო-ხო-ხო, – სული ძლივს მოითქვა პატრონმა. – ძალიან


გრძელი ქადაგებაა, თუ კაცი ბუზღუნებს კიდეც. მაგრამ
ტყუილად კი ღელავთ. ის მებარჯე, ვისზედაც მე
გელაპარაკებოდით, ახლახან დაბრუნდა სამხრეთის
ზღვებიდან, სადაც მთელი გროვა ახალზელანდიური
დაბალზამებული თავები შეუძენია (აქ ასეთი თავები იშვიათად
გამოჩნდება ხოლმე და ძვირად ფასობს). ყველა დაყიდა ერთის
გარდა. იმის გაყიდვასაც უსათუოდ დღეს აპირებდა, რადგან
ხვალ კვირაა და ადამიანის თავით ვაჭრობა ქუჩაში, როცა ხალხი
ეკლესიისაკენ მიეშურება, ცოტა არ იყოს, უხერხულია. გასულ
კვირადღესაც ზედ ზღურბლზე შევაჩერე, როცა ხახვის
აცმასავით თოკზე ასხმული თავებით ქუჩაში გადიოდა.

ამ ახსნა-განმარტებამ თითქოსდა სინათლე მოჰფინა


ამოუხსნელ საიდუმლოებას და დამაჯერა, პატრონს სულაც არ
ჰქონდა განზრახული ჩემი გამასხარავება, მაგრამ, ამავე დროს,
რა უნდა მეფიქრა იმ მებარჯეზე, აღდგომა ღამეს რომ ისეთი
კანიბალური საქმის გამო ატარებდა ქუჩაში, როგორიც
მიცვალებულ კერპთაყვანისმცემელთა თავებით ვაჭრობაა?

დამიჯერეთ, პატრონო, ეგ მებარჯე სახიფათო კაცი ყოფილა.

ქირას წესიერად მიხდის, – მიპასუხა მან. – უკვე კარგა გვიანია


და გირჩევნიათ მოისვენოთ. დამიჯერეთ, მშვენიერი საწოლია,
მე და სალის იმ ღამის შემდეგ, რაც ჩვენ ერთმანეთს
ჩაგვახუტეს, სულ იქ გვეძინა, ორი ადამიანისათვის ადგილი
საკმარისზე მეტია, თუ გინდა, ყირაზე გადადი. თუმცა რა ბევრს
ვლაპარაკობ, როცა ჩვენ იმ საწოლზე გვეძინა, სალი ფეხებთან
აწვენდა ჩვენს სემსა და პატარა ჯონს. მაგრამ ერთხელ რაღაც
დამესიზმრა, ფეხების ქნევა დავიწყე და სემი იატაკზე
გადმოვაგდე. კინაღამ ხელი არ მოიტეხა! ამის შემდეგ სალიმ
თქვა, ასე არ ივარგებსო. თუმცა წავიდეთ, თქვენ თვითონ
ნახეთ.

პატრონმა სანთელს მოუკიდა, გამომიწოდა და ჩემი წინ


გაშვება დააპირა. მე კი ვიდექი და ვყოყმანობდი. ამ დროს
ოთახის კუთხეში საათს შეხედა და შეჰყვირა:

აი, კვირაც დადგა! ამაღამ ის მებარჯე აქ მომსვლელი აღარ


არის. ეტყობა, ღუზა სხვაგან ჩაუშვა. წამოდით ჩქარა, წამოდით!
მოდიხართ თუ არა?

ცოტა ხანს კიდევ ვი ოყმანე და მერე ორივენი კიბეს ავყევით.


უეცრად ლოკოკინას ნიჟარასავით პატარა და ცივ ოთახში
აღმოვჩნდი. შუა ოთახში მართლაც უზარმაზარი საწოლი იდგა,
ისეთი დიდი, რომ ზედ ოთხი მებარჯე თავისუფლად
მოთავსდებოდა.

აჰა, – თქვა პატრონმა და სანთელი ძველ მეზღაურულ


სკივრზე დაამაგრა, რომელზეც, როგორც ეტყობა, პირსაბან
ტაშტსაც დგამდნენ და საჭმელსაც შეექცეოდნენ. – ახლა კი
თქვენს გემოზე მოეწყვეთ, ღამე მშვიდობისა.

საწოლს თვალი მოვაშორე და მოვიხედე, მაგრამ იგი უკვე კარს


მიეფარა.

საბანი გადავწიე და საწოლზე დავიხარე. იგი მაინცდამაინც


მიმზიდველად არ გამოიყურებოდა, მაგრამ, როცა კარგად
დავაკვირდი, დავრწმუნდი, კაცი მშვენივრად გამოიძინებდა.
მერე ოთახი მივათვალიერ-მოვათვალიერე, საწოლისა და
მაგიდა-სკივრის გარდა, ავეჯის მსგავსი სხვა ვერაფერი
აღმოვაჩინე, თუ მხედველობაში არ მივიღებთ უხეშად
შეჭედილ თაროს, ოთხ კედელსა და ბუხრის კარზე აკრულ
ქაღალდს. ქაღალდზე გამოხატული იყო, როგორ კლავდა
ადამიანი ვეშაპს. იყო კიდევ სხვა ნივთებიც, რომლებიც
უშუალოდ ამ ოთახის მოწყობილობას არ ეკუთვნოდა.
კუთხეში, იატაკზე ეგდო შეკრული ლოგინი და ხმელეთზე
სამგზავრო ჩემოდნის მაგიერი დიდი მეზღვაურული ტომარა.
შიგ მებარჯეს ალბათ ტანსაცმელი ეყარა. ბუხრის თავზე,
თაროზე იდო უცხო შესახედაობის ძვლის ანკესების შეკვრა,
ხოლო საწოლის თავთან ბარჯი იყო მიყუდებული.

მაგრამ რა ნივთი იდო სკივრზე? სინათლესთან მივიტანე,


ხელით მოვსინჯე, ვუყნოსე და ყოველნაირად ვეცადე, რაიმე
გონიერი დასკვნა გამომეტანა. ის შემიძლია შევადარო
მხოლოდ კარის დიდ, ჟღარუნებიან ფეხსაწმენდს, რაც
ლაქებიან მაჩვზღარბას ეკლებს ჰგავს, ინდურ მოკასინს
გარშემო რომ დაჰყვება. ამ ფეხსაწმენდს შუაში ჰქონდა
ნახვრეტი, უფრო სწორად, ვიწრო ჭრილი, ისეთი, პონჩო-
წამოსასხამებს რომ აქვთ ხოლმე. მაგრამ განა შეიძლება ვინმეს
ეფიქრა, საღად მოაზროვნე მებარჯე ამ ფეხსაწმენდს თავზე
ჩამოიცვამდა და ასე გამოწყობილი ქრისტიანული ქალაქის
ქუჩებში ისეირნებდა? ცნობისმოყვარეობამ წამძლია და
ფეხსაწმენდი მოვიზომე, მაგრამ ისე მომღუნა, როგორც
სანოვაგით დატვირთულმა კალათამ. სქელი იყო,

ბანჯგვლიანი, და როგორც მომეჩვენა, ოდნავ ნამიანიც, თითქოს


საიდუმლოებით მოცულ მებარჯეს წვიმაში უტარებიაო. ეს
უცნაური სამოსი არ მომიშორებია, ისე მივუახლოვდი
კედელზე მიყუდებულ სარკის ნამტვრევს, – მსგავსი ჩემს
ცხოვრებაში არაფერი მინახავს. ფეხსაწმენდიდან ისეთ
სისწრაფით ამოვძვერი, კინაღამ კისერი მოვიტეხე.

საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი და თავებით მოვაჭრე მებარჯესა


და მის ფეხსაწმენდზე დავიწყე ფიქრი. რამდენიმე ხანი ასე
ვიჯექი, მერე ავდექი, ბუშლატი გავიძვრე და შუა ოთახში
განვაგრძე ფიქრი. ბოლოს ქურთუკიც გავიხადე და
პერანგისამარამ ცოტა კიდევ ვიფიქრე. მაგრამ ნახევრად
შიშველმა მალე ვიგრძენი, რომ ვიყინებოდი, ამასთან ისიც
გამახსენდა, როგორ მარწმუნებდა პატრონი, მებარჯე დღეს შინ
აღარ დაბრუნდება, რადგან უკვე ძალიან გვიან არისო. ფეხ
გავიხადე, შარვალი გავიძვრე, მერე სანთელს სული შევუბერე,
საწოლზე გავიშოტე და ჩემი თავი ბედისწერას მივანდე.

რით იყო ლეიბი გატენილი, სიმინდის ნაქურჩალით თუ


ჭურჭლის ნამტვრევებით, დანამდვილებით ვერ ვიტყვი,
მაგრამ ის კი ვიცი, რომ საწოლში დიდხანს ვტრიალებდი და
ვერა და ვერ დავიძინე. ის-ის იყო ჩამთვლიმა და ზურგის ქარმა
სიზმრების სამეფოსკენ მიმაბრუნა, რომ უეცრად დერეფანში
მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა და კარებქვეშ ღრიჭოში მკრთალ
სინათლე აკიაფდა.

ღმერთო, შემიწყალე, ვფიქრობ, ეს ალბათ ის მებარჯეა, წყეულ


თავებით მოვაჭრე: თან სრულიად გაუნძრევლად ვწევარ.
გადაწყვეტილი მაქვს, ხმა არ ამოვიღო, სანამ მე არ
მომმართავენ. უცნობი ოთახში შემოვიდა და საწოლისაკენ არც
კი გამოუხედავს, ცალ ხელში სანთელი ეკავა, მეორეში
სწორედ ის ახალზელანდიური თავი. სანთელი პირდაპირ
იატაკზე დადგა, შორეულ კუთხეში, და მე რომ უკვე
მოგახსენეთ, იმ ტომარაზე თოკის შეხსნას შეუდგა. ერთი სული
მქონდა, სახეზე შემეხედა, მაგრამ მებარჯე თოკით იყ
გართული და რამდენიმე ხანს ჩემკენ ზურგით იდგა. მალე
თოკი შეხსნა, შემობრუნდა. ღმერთო ჩემო! ეს რა დავინახე! რა
სიფათი! გაჭარხლებულ სახეზე დიდრონი შავი ლაქები ეყარა
და ალაგ-ალაგ ყვითელი ფერიც გადაჰკრავდა. დიახ, დიახ, გან
გული არ მიგრძნობდა, რომ ამხანაგად ასეთი საფრთხობელა
მეყოლებოდა! ეტყობოდა, ნაჩხუბარი იყო, ვიღაცამ ალბათ სახე

მთლიანად დაუსერა და ქირურგმა სალბუნი დაადო. სწორედ


ამ დროს იგი სინათლისაკენ შემობრუნდა და გარკვევით
დავინახე, რომ სახე სალბუნით კი არა, მართლაც შავი ლაქებით
ჰქონდა დაფარული. ჯერ არ ვიცოდი, რა მეფიქრა, მაგრამ
ბოლოს მივხვდი. გამახსენდა ერთი თეთრკანიანის ამბავი
ისიც ვეშაპზე მონადირე იყო, – კანიბალებს ჩაუვარდა ხელში,
რომლებმაც მთელი სხეული სვირინგებით[77] აუჭრელეს.
გადავწყვიტე, ალბათ ამ მებარჯესაც ასეთი რამ შეემთხვა
შორეულ ნაოსნობაში და, ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა, ეს კაცი
გარეგნულად გამოიყურება ასე, თორემ ვინ იცის, რა პატიოსან
ადამიანია-მეთქი. მაგრამ ის რიღათი ამეხსნა, შავი ლაქებით და
სვირინგებით აჭრელებულ სახეზე რომ არაადამიანური ფერი
ედო? შესაძლებელი იყო, ცხელ ტროპიკულ მზეს კაცი მართლაც
გაეშავებინა, თუმცა ჯერ არსად გამეგონა, მზის მცხუნვარე
სხივებს თეთრი ადამიანი ერთდროულად გაეყვითლებინოს და
გაეწითლებინოს კიდეც. მე არასოდეს ვყოფილვარ სამხრეთის
ზღვებში, იქნებ იქაური მზე მართლაც ასეთ დაუჯერებელ
სასწაულებს სჩადიოდეს. სხვათა შორის, სანამ ამ ფიქრებით
ვიყავი გართული, მებარჯე ძველებურად ვერ მამჩნევდა,
ბოლოს მან ტომარას თავი მოხსნა, ხელი შიგ ჩაყო,
ტომაჰავკის[78] მსგავსი საგანი და სელაპისბეწვიანი ტყავის
რაღაც ჩანთა ამოიღო და ყველაფერი ეს შუა ოთახში მდგარ
ძველ სკივრზე დააწყო, მერე აიღო ახალზელანდიური თავი
მართლაც რაღაც საზიზღრობა – და ტომარაში ჩატენა. ბოლოს
მოიხადა თახვისბეწვიანი ახალი ქუდი, – და მე გაოცებისაგან
კინაღამ შევყვირე: თავზე თმა არ ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში,
ლაპარაკად არ ღირდა ზედ შუბლთან დაგრეხილი ერთი ბღუჯა
შავი თმა. ეს წითელი მელოტი თავი გაჭრილი ვაშლივით
ჰგავდა იმ ობმოკიდებულ თავის ქალას. უცნობი რომ კართან
არ მდგარიყო, ოთახიდან ტყვიასავით გავვარდებოდი, – უფრ
სწრაფად, ვიდრე ოდესმე ყველაზე უფრო გემრიელი სადილ
შემისანსლავს.

ამგვარ დისლოკაციაშიც განვიზრახე შეუმჩნევლად დამეღწია


თავი ფანჯრიდან, მაგრამ ჩვენი ოთახი მესამე სართულზე იყო.
თუმცა მშიშარა არა ვარ, თავებით მოვაჭრე ეს წითური ყაჩაღ
ჩემს წარმოდგენას აღემატებოდა. არცოდნა დედაა შიშისა და
უნდა ვაღიარო, რომ ამ სანახაობით მთლად დარეტიანებულსა
და თავგზააბნეულს, უცნობისა ისე მეშინოდა, თითქოს ოთახში
შუაღამისას თვით ეშმაკი შემომჭროდეს. მართალი გითხრათ,

ისე ვიყავი შეშინებული, გამბედაობა არ მყოფნიდა,


გამოვხმაურებოდი და დამაკმაყოფილებელი ახსნა-განმარტება
მომეთხოვა ყველაფერზე, რაც ამ ადამიანში ასე უცნაური
მეჩვენებოდა.

ამასობაში იგი ისევ ტანსაცმელს იხდიდა და მკერდი და


მკლავები გაიშიშვლა. მიწა აქვე გამისკდეს და თან ჩამიტანოს,
თუ მოვიტყუო, ჩვეულებრივად სამოსით დაფარული,
სხეულის ზემოთ ნახსენები ნაწილებიც ისევე ჰქონდა
უჯრედებად დაყოფილი, როგორც პირისახე; ზურგიც
მთლიანად შავ ლაქებს დაეფარა, თითქოს ოცდაათწლიანი
ომიდან[79] დაჩეხილი და სალბუნებდაკერებული ახლახან
დაბრუნებულაო. ფეხებიც კი მოხატული ჰქონდა,
გეგონებოდათ, ნორჩი პალმების ტანზე ერთი ბუდობი მუქი
მწვანე ბაყაყები მოცოცავენო. ახლა სავსებით დავრწმუნდი,
მძვინვარე მხეცთან მქონდა საქმე, რომელიც ვეშაპსანადირო
გემზე სამხრეთის ზღვებში მოკალათდა და ისე ამოყო თავი
ქრისტიანულ მიწაზე. შიშისაგან ცახცახმა ამიტანა. თან
თავებითაც ვაჭრობს, – იქნებ საკუთარი ძმაკაცების თავებსაც
ყიდის, რას აპირებ, შენი თავიც რომ მოუვიდეს თვალში...
ღმერთო! რა საშინელი ტომაჰავკი აქვს!

მაგრამ შიშისთვის უკვე აღარ მეცალა, რადგან ველური ისე


საქმიანობას შეუდგა, რამაც ჩემი ყურადღება მთლიანად
მიიპყრო და საბოლოოდ დამარწმუნა, ჩემ წინ ნამდვილი
კერპთაყვანისმცემელი იდგა. იგი მიუახლოვდა თავის მძიმე
პონჩოს თუ წამოსასხამს, რომელი იყო, არ
ვიცი, – ცოტა ხნის
წინ სკამის საზურგეზე რომ გადაკიდა, ჯიბეებში ხელები
მოაფათურა და ბოლოს ზუსტად სამდღიანი კონგოელი ჩვილის
ფერის რაღაც უცნაური კუზიანი სიმახინჯე ამოათრია.
დაბალზამებული თავი გამახსენდა და უკვე მზად ვიყავი
მერწმუნა, ეს შავი არსება იმავე წესით დაკონსერვებულ
ნამდვილი ჩვილი იყო, მაგრამ ვიფიქრე, საგანი ქვასავით
მაგარია, შავი ხის გაპრიალებული ნაჭერივით ბზინავს და
ალბათ ხის კერპი იქნება-მეთქი, რაც მაშინვე დადასტურდა.
უცებ დავინახე, ველური ცარიელ ბუხართან მივიდა, კარი
გადადგა და თავისი კუზიანი პატარა კერპი კეგლივით დააყენა
ბუხრის თაღქვეშ. ბუხრის აგურის კედლები ჭვარტლის სქელი
ფენით იყო დაფარული და ვიფიქრე, ეს ბუხარი აფრიკულ
კერპისათვის შესაფერისი საკურთხეველია, უფრო სწორად კი,
შესაფერისი ბომონია-მეთქი.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოუხერხებელ


მდგომარეობაში ვიყავი და ნახევრად დამალული პატარა
კერპისაკენ ყურებით თვალები მომეღრიცა, მოუთმენლად
ველოდი, რა მოხდებოდა. დავინახე, რომ წამოსასხამის
ჯიბიდან, ორი მუჭა ბურბუშელა ამოხვეტა და კერპის წინ
ფრთხილად მოაბნია; მერე ზედ ზღვის ორცხობილას ნაჭერი
დადო და ბურბუშელას სანთლით მოუკიდა ცეცხლი. ავარდა
სამსხვერპლო ალი, იგი სწრაფად ურევდა თითებს ცეცხლში დ
ასევე სწრაფად არიდებდა (თუმცა, მგონი, მაინც მაგრად
დაიწვა), ბოლოს ორცხობილა გადმოიღო, ცეცხლი გაანელა,
ნაცარი გაქექა და დანახშირებული ორცხობილა მოკრძალებით
შესთავაზა თავის შავკანიან ჩვილს. მაგრამ, ეტყობოდა, პატარა
ეშმაკს არაფრად ეპიტნავა მშრალი კერძი, რადგან ტუჩებიც კი
არ გაუცმაცუნებია. ყველა ამ უცნაურ მანიპულაციას თან
ახლდა კიდევ უფრო უცნაური ხორხისმიერი ბგერები,
რომელთაც ჩემი მორწმუნე კერპთაყვანისმცემელი
გამოსცემდა; იგი, როგორც მე მივხვდი, ან სიმღერით
ლოცულობდა, ან თავის წარმართულ ფსალმუნს გალობდა დ
თან არაბუნებრივად იმანჭებოდა. ბოლოს ცეცხლი ჩააქრო.
თავისი კერპი ბუხრიდან უხეშად გადმოიღო და წამოსასხამის
ჯიბეში ისე დაუდევრად ჩაიდო, გეგონებოდათ, მონადირემ
მოკლული ტყის ქათამი ჩანთაში ჩაჩურთაო.

მთელმა ამ უცნაურმა პროცედურამ კიდევ უფრო შემაშფოთა


და, როცა დავინახე გარკვეული ნიშნები იმისა, რომ ჩემ მიერ
აღწერილი საქმიანი ოპერაცია დასასრულს უახლოვდებოდა და
მებარჯე წუთი წუთზე შემომიძვრებოდა ლოგინში, მივხვდი,
დრო იყო. ან ახლა, ან არასოდეს, სანამ ჯერ კიდევ სინათლე
ენთო, თავი უნდა დამეღწია იმ მოჯადოებული
მდგომარეობისაგან, რომელშიაც ასე დიდხანს ვიმყოფებოდი.

მაგრამ ის რამდენიმე წამი, რაც იმაზე ფიქრს მოვანდომე,


როგორ შევდგომოდი საქმეს, საბედისწერო გამოდგა. მან
მაგიდაზე ტომაჰავკს ხელი დასტაცა, მცირე ხანს ყუიდან
ათვალიერა, მერე წამით სანთლის ალზე გაატარა. ტარი პირში
ჩაიდო და პირიდან თამბაქოს კვამლის მთელი ღრუბელი
გამოუშვა. უეცრად სანთელიც ჩაქრა და ეს ველური კანიბალი
თავის ტომაჰავკიანად საწოლში შემომიხტა. ამის მოთმენა კი
ვეღარ შევძელი და შეძრწუნებულმა დავიღრიალე. მას
გაკვირვების შეძახილი აღმოხდა და ხელი მომიფათურა.

ენის ბორძიკით თავიდან არ ვიცი, რა წავილუღლუღე, კედელს


ავეკარი და იქიდან ვაფიცებდი, ვინც არ უნდა ყოფილიყო, არ
განძრეულიყო, სანამ სანთელს არ ავანთებდი. მისმ
ხორხისმიერმა ბგერებმა მიმახვედრა, ჩემი ნათქვამისა
თითქმის არაფერი ესმოდა.

შენ რა ეშმაკი? – თქვა ბოლოს მან. – უთხარი შენი, თორემ


მოვკალი, ეშმაკმა არ იცი.

ამ სიტყვებზე ანთებულმა ტომაჰავკმა სიბნელეში რამდენიმე


მრუდი მოხაზა ზედ ჩემს თავთან.

პატრონო, პიტერ კოფინ, ღვთის გულისათვის! – ვღრიალებდ


მე. – პატრონო! დარაჯებო! კოფინ! ანგელოსებო! მიშველეთ!

უთხრა შენი, ვინ არის, თორემ მოვკალი, ეშმაკმა არ იცი,


დაიღრიალა კაციჭამიამ და თან მოქნეული ტომაჰავკიდან ისე
შემომაფრქვია ანთებული ნაპერწკლები, რომ თეთრეულზე
კინაღამ ცეცხლი წამეკიდა. მაგრამ სწორედ ამ დროს, მადლობა
ღმერთს, ოთახში ანთებული სანთლით შემოვიდა პატრონი, მე
საწოლიდან გადმოვხტი და ვეცი.
კარგი, კარგი, ნუ გეშინიათ, – მითხრა მან და ისევ ჩაიცინა,
ჩვენი ქვიქეგი არ გაწყენინებთ.

რა გაცინებთ?! – დავიღრიალე მე. – რატომ არ გამაფრთხილეთ,


რომ ეს მებარჯე წყეული კანიბალი იყო?

მეგონა, თქვენ თვითონვე მიხვდებოდით, რომ გითხარით,


ქალაქში თავებით ვაჭრობს-მეთქი. ან არა და, რა გაღელვებთ,
ნუ გეშინიათ, დაწექით და მშვიდად დაიძინეთ. ეი, ქვიქეგ,
ყური დამიგდე, გაიგონე რა გითხრა, ეს კაცი შენთან დაიძინებს.
გაიგე?

ჩემი ბევრი-ბევრი გაიგე, – წაიბურდღუნა ქვიქეგმა, რომელიც


საწოლზე იჯდა და ჩიბუხს აბოლებდა.

შენი აქ შეძვერი, – დაუმატა მან, ტომაჰავკი ჩემკენ


გამოიშვირა და საბანი გადასწია. ეს არა მარტო თავაზიანად,
ალერსიანად და მართლაც სტუმართმოყვრულად გააკეთა. ერთ
წუთს ვიდექი და ვუყურებდი. მიუხედავად სვირინგებისა,
სუფთა და სიმპათიური კანიბალი იყო. რა მაყვირებდა-მეთქი,
გავიფიქრე, ისეთივე ადამიანია, როგორიც მე ვარ და იმასაც
ისეთი საფუძველი აქვს, ჩემი ეშინოდეს, როგორც მე მისი.

მთვრალ ქრისტიანთან ძილს მაინც ფხიზელ კანიბალთან ძილი


მერჩია.

პატრონო, – განვუცხადე მე, – უთხარით, ეგ ჩიბუხია თუ


ტომაჰავკი, არ ვიცი, რას ეძახით, სადმე შორს შეინახოს.
მოკლედ, უთხარით, რომ ჩიბუხს თავი გაანებოს და მაშინ
დავიძინებ მასთან. არ მიყვარს, როცა ჩემთან, საწოლში, ვინმე
ჩიბუხს აბოლებს. სახიფათოა, თან დაზღვეულიც არა ვარ.

მოახსენეს თუ არა ქვიქეგს ჩემი თხოვნა, მაშინვე


დააკმაყოფილა იგი. ისევ თავაზიანად მიმიპატიჟა საწოლში დ
მთლად კიდეზე ჩაიჩოჩა, თითქოს ამით იმის თქმა უნდოდა
თითსაც არ დაგაკარებო.

ღამე მშვიდობისა, პატრონო, – ვუთხარი მე, – თავისუფალი


ბრძანდებით.

საწოლში შევწექი და ისე დამეძინა, როგორც არასოდეს


მძინებია ჩემს სიცოცხლეში.

4. ნაჭრის საბანი

დილით რომ გამეღვიძა, დავინახე, ქვიქეგს ნაზად და


ალერსიანად გადაეხვია ჩემთვის ხელი. შეიძლებოდ
გეფიქრათ, რომ მისი ცოლი ვიყავი. საბანი სხვადასხვა ზომისა
და ფერის სამკუთხა და ოთხკუთხა ნაჭრებისაგან იყო
შეკერილი. სვირინგების დაუსრულებელი კრეტულ
ლაბირინთით დაფარული ქვიქეგის ხელი, რომელსაც ალაგ-
ალაგ სულ სხვადასხვა ფერი დაჰკრავდა, რის მიზეზიც ის უნდა
ყოფილიყო, რომ ნაოსნობაში ალბათ ჩვეულებად ჰქონდა,
სახელო ხან მხრამდე აეწია და ხან ცოტათი დაბლა დაეშვა, რის
გამოც მზე არათანაბრად ეკიდებოდა, არც გამოირჩეოდა ჩვენ
ნაჭრის საბნისაგან. იგი საბანზე იდო და ფერებითა და
მოხატულობით საბანს ეხამებოდა. ქვიქეგის ხელი რომ იყო,
მხოლოდ იმითი ვატყობდი, რომ მძიმედ მაწვებოდა.

უჩვეულო რამ განვიცადე. ვეცდები აგიწეროთ; მახსოვს, როცა


ბავშვი ვიყავი, ამისი მსგავსი რაღაც დამემართა, ახლაც ვერ
მივმხვდარვარ, სინამდვილე იყო თუ მოჩვენება აი, რ
გადამხდა:

ერთხელ, მგონი, ბუხრის საკვამურით სახურავზე ასვლა ვცადე,


მსგავსად იმ პატარა ბუხრის მწმენდავისა, რამდენიმე დღის
წინათ რომ ვნახე. ჩემმა დედინაცვალმა, რომელიც მიზეზს
ეძებდა, მივებერტყე და უვახშმოდ დავეტოვებინე,
საკვამურიდან ფეხებით გამომათრია და დაძინება მიბრძანა,
თუმცა მხოლოდ შუადღის ორი საათი იყო – 21 ივნისის, ჩვენს
ნახევარსფეროზე ყველაზე გრძელი დღის ორი საათი
საშინელება იყო, მაგრამ რა უნდა მექნა. კიბით მესამე
სართულზე, ჩემს სენაკში ავედი. დრო რომ გასულიყო, რაც
შეიძლება ნელა გავიხადე ტანთ, ბოლოს მწარედ ამოვიოხრე და
საბანი გადავიფარე.

ვიწექი და ვდარდობდი, რა გაძლებდა თექვსმეტ საათს, სანამ


მკვდრეთით აღვდგებოდი. თექვსმეტი საათი უნდ
ვწოლილიყავი! ამის გაფიქრებაზე ტანში ჟრუანტელი
მივლიდა. მერე რა სინათლე იდგა; კაშკაშებდა, ქუჩიდან
ეტლების რახრახი ისმოდა და მთელ სახლს მხიარული
ჟრიამული აყრუებდა. ვგრძნობდი, ჩემი მდგომარეობა
თანდათან აუტანელი ხდებოდა. საწოლიდან ჩამოვძვერი,
ჩავიცვი, წინდებისამარამ კიბე უხმაუროდ ჩამოვიარე, ჩემი
დედინაცვალი მოვძებნე, ფეხებში ჩავუვარდი და ვედრება
დავუწყე, ასეთი ცუდი საქციელისათვის როგორც
მეკადრებოდა, ისე გაველახე ფეხსაცმლით. მზად ვიყავი,
ყოველგვარი სასჯელი გადამეტანა, ოღონდ საწოლში ისე
დიდხანს არ ვწოლილიყავი. ჩემი დედინაცვალი ჭკვიანი ქალ
იყო, სხვა დედინაცვლებს არ ჰგავდა, და მე ისევ ჩემს სენაკს
დავუბრუნდი. რამდენიმე საათი ისე ვიწექი, ჩემს თვალს ძილი
არ მიჰკარებია; ისეთი უბედური ჩემი ცხოვრების მძიმე
წუთებშიაც არ ვყოფილვარ. მერე, ეტყობა, ამ ტანჯვაში
ჩამეძინა. თვალი რომ გავახილე, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიყავი
გამოფხიზლებული, დავინახე, ადრე მზის სხივებით
გაშუქებულ ჩემს ოთახში წყვდიადი გამეფებულიყო. უეცრად
კანკალმა ამიტანა, ვერაფერს ვხედავდი და არაფერი მესმოდა,
მაგრამ ვიგრძენი, საბნის ზემოთ ამოწვდილ ხელში ვიღაცის
ჩონჩხადქცეული ხელი მეჭირა. მომელანდა, რომ ის ვიღაც
უცნაური, მიუწვდომელი არსება, ის მოჩვენება, ვისაც ხელი
ეკუთვნოდა, აქვე ჩემს საწოლთან იჯდა. დიდხანს, ძალიან
დიდხანს ვიწექი ასე. თითქოს რამდენიმე საუკუნემ გაიარა,
ვიწექი შემაძრწუნებელი შიშით გაქვავებული და ხელის
განძრევას ვერ ვბედავდი. მეგონა, ამ შემზარავ ჯადოსნობას

ერთი ხელის მოსმით გავაცამტვერებდი. ამ შეგრძნებამ


შეუმჩნევლად გამიარა. მაგრამ დილით რომ გამოვიღვიძე და
გამახსენდა, ისევ კანკალმა ამიტანა. მთელი დღეების,
კვირებისა და თვეების განმავლობაში ვეწვალებოდი და
ვცდილობდი, ამომეხსნა ეს საიდუმლოება, და, ღმერთს
გეფიცებით, იმის ამოცნობაზე თავს ახლაც ხშირად ვიმტვრევ
ხოლმე.

როცა გამოვიღვიძე და დავინახე, ქვიქეგს წარმართული ხელი


ჩემთვის გადაეხვია, არ შევძრწუნებულვარ, თორემ ისევ
ისეთმა უჩვეულო გრძნობამ შემიპყრო, როგორც მაშინ, როცა
ვიგრძენი, ჩონჩხადქცეული ხელი ხელში მეჭირა. მაგრამ ნელ-
ნელა გამოვფხიზლდი და სინამდვილეს დავუბრუნდი,
გამახსენდა წუხანდელი ამბები და მივხვდი, რა სასაცილო და
მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებოდი. მიუხედავად იმისა, რომ
ყოველნაირად ვცდილობდი, ქვიქეგის ხელი მომეშორებინა და
ცოლივით არ ვყოლოდი მიხუტებული, იგი მაინც არ იღვიძებდა
და ხელი კვლავ ძველებურად ჰქონდა გადახვეული, თითქოს
სიკვდილის მეტი ვეღარაფერი დაგვაშორებდა. ვცადე
გამეღვიძებინა და დავუძახე: „ქვიქეგ!“ – უფრო მაგარი ხვრინვ
ამოუშვა. ასე მეგონა, კისერზე ცალუღი მადგას-მეთქი.
გვერდზე გადავბრუნდი და უეცრად რაღაცამ მსუბუქად
გამფხაჭნა. საბანი გადავიხადე და დავინახე, ველურს თავის
ტომაჰავკი შავი, სახეწვეტიანი ჩვილივით მოეწვინა გვერდზე.
ესეც ასე, გავიფიქრე მე, იწექი ახლა ამ დღის სინათლეზე სხვის
სახლში კანიბალისა და ტომაჰავკის გვერდით. „ქვიქეგ! ღვთის
გულისათვის, ქვიქეგ! გაიღვიძე!“ ლოგინში შამფურივით
ვტრიალებდი და თავსმოხვეული, უადგილო ცოლქმრული
ხვევნის გამო ხმამაღლა გამოვთქვამდი აღშფოთებას მანამდე,
სანამ, ბოლოს და ბოლოს, რაღაც დაუნაწევრებელი ბგერები არ
გამოვაცემინე. მერე ხელი გამიშვა და ისე შეინჯღრა, როგორც
ნიუფაუნდლენდური ძაღლი ბანაობის შემდეგ, საწოლზე
სარგადაყლაპულივით წამოჯდა, მუჭით თვალები მოისრისა და
ისე მომაშტერდა, ეტყობოდა, ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყო, რა
მინდოდა იქ. მაგრამ ნელ-ნელა ბუნდოვნად ახსენდებოდ
ყველაფერი და სახეც თანდათან ეცვლებოდა. ვიწექი და
მშვიდად შევყურებდი. ვიცოდი, იმის მხრიდან არავითარი
საფრთხე არ მემუქრებოდა და გადავწყვიტე, რაც შეიძლებოდა,
კარგად დამეთვალიერებინა ეს უცნაური არსება. ბოლოს,
ეტყობა, რაღაც გარკვეულ დასკვნამდე მივიდა, მიხვდა, ვინ

იწვა მის გვერდით, თითქოს შეეგუა არსებულ მდგომარეობას,


იატაკზე გადმოხტა და ხელებით და წამოძახილები
მიმახვედრა, თუკი მე ასე უფრო მომწონდა, მზად იყო, ჩაეცვა,
მარტო დავეტოვებინე და მთელი ის ოთახიც ჩემთვის დაეთმო.
ქვიქეგ, გავიფიქრე მე, ისე კარგად იქცევი, რომ
დასაწყისისათვის ამაზე უკეთესს კაცი ვერ ინატრებდა.
სიმართლე უნდა ითქვას, ველურებს, საერთოდ,
თანდაყოლილი თავაზიანობაც ახასიათებთ. გაგიკვირდებათ,
რა თავაზიანები არიან ისინი ბუნებით. ქვიქეგს ასე იმიტომ
ვაქებ, რომ არაერთხელ გამოიჩინა უაღრესი თავაზიანობა იმ
დროს, როდესაც მე მოურიდებლად და უხეშად ვიქცეოდი;
საწოლზე ვიწექი და თვალს ვადევნებდი, როგორ იცვამდა
ამჯერად ჩემი ზრდილობა ცნობისმოყვარეობამ დაჩრდილა.
ასეთ ადამიანს მუდამ ვერც შეხვდები კაცი. ქვიქეგიც და მის
ზნე-ჩვეულებანიც მართლაც დიდი ყურადღების ღირსი იყო.

ჯერ კინკრიხოზე თავისი თახვის ქუდი დაიდო, აქვე უნდა


ითქვას, ეს კაცი მეტისმეტად მაღალი იყო, – მერე უშარვლომ
იატაკზე ხელის ფათურით ფეხსაცმელს დაუწყო ძებნა.
ღმერთს გეფიცებით, ვერ გეტყვით, ასე რატომ მოიქცა, მაგრამ
თახვის ქუდითა და ფეხსაცმლით ხელში საწოლქვეშ ამოყო
თავი და ისე მძიმედ სუნთქავდა და ხვნეშოდა, რომ შევატყვე,
ფეხსაცმელს იცვამდა, თუმცა წესიერების არც ერთი კანონი არ
ითვალისწინებს, ადამიანმა ფეხსაცმელი მაინცდამაინც სხვის
დაუსწრებლად ჩაიცვას. მაგრამ ხომ გესმით, ქვიქეგი
გარდამავალ საფეხურზე იდგა – ის არც მუხლუხი იყო და არც
პეპელა. იმდენად იყო ცივილიზებული, რომ თავისი ველურობა
უცნაური საშუალებებით არ გამოეაშკარავებინა. მისი
ჩამოყალიბება ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, ჯერ კიდევ
სწავლობდა. ცოტათი ცივილიზებული რომ არ ყოფილიყო,
ფეხსაცმლით ნამდვილად არ შეიწუხებდა თავს; მეორე მხრივ,
ჯერ კიდევ ველური რომ არ ყოფილიყო, ვერაფრით
მოიფიქრებდა, ფეხსაცმელი საწოლქვეშ ჩაეცვა. ბოლოს
გამოძვრა, ქუდი მთლად ჩასჭყლეტოდა და თვალებზე
ჩამოფხატოდა. კოჭლობით გაიარ-გამოიარა ოთახში. ეტყობოდა,
ფეხსაცმელს კარგად ვერ შესჩვეოდა და დანესტიანებული,
ალბათ ხელზე ნაყიდი ხარის ტყავის ფეხსაცმელი იმ
უმოწყალოდ სუსხიან დილას ძალიან უჭერდა.

რადგან ჩვენს ფანჯრებს ფარდები არ ჰქონდა ჩამოფარებული,


ამ ვიწრო ჩიხში მოპირდაპირე სახლიდან ყველაფერი კარგად

ჩანდა, რაც ჩვენს ოთახში ხდებოდა. ქვიქეგს კი მხოლოდ ქუდი


ეხურა, ფეხსაცმელი ეცვა და მეტად უცნაურ სანახაობას
წარმოადგენდა, რაც შეიძლება გასაგები ენით ვცადე,
დამეყოლიებინა, ჩაცმა ოდნავ მაინც დაეჩქარებინა და, რაც
მთავარია, ბოლოს და ბოლოს შარვალი მაინც ჩაეცვა სწრაფად.
მან ყურად იღო ჩემი ვედრება და როცა ჩაცმა მოათავა, დაბანას
შეუდგა. ამ დილაადრიან მის ადგილას ყოველი ქრისტიანი ჯერ
პირს დაიბანდა, ქვიქეგი კი – საოცარია – მხოლოდ იმით
დაკმაყოფილდა, რომ მკერდი, მხრები და ხელები დაისველა.
მერე ჟილეტი ჩაიცვა, მაგიდა-სკივრიდან, რომელზეც პირსაბან
ტაშტსაც დგამდნენ, საპნის მაგარი ნაჭერი აიღო და ლოყები
გაისაპნა. დიდი ინტერესით ველოდი, როდის ამოაძვრენდა
თავის სამართებელს, მაგრამ იგი უეცრად საწოლს იქით,
კუთხეში, ბარჯს გადასწვდა, ხის გრძელი ტარი მოაცილა,
პირზე შალითა წააძრო, რამდენჯერმე ფეხსაცმლის ლანჩაზე
გაუსვ-გამოუსვა, კედელზე მიყუდებულ სარკის ნატეხთან
მივიდა და ენერგიულად შეუდგა წვერის პარსვას, უფრ
სწორად, პირის დაბარჯვას. „დიახ, ქვიქეგ, – გავიფიქრე, – შენ
ძალიან კარგად იყენებ როჯერის ფირმის პირველხარისხოვანი
ბარჯის პირებს“. აქ აღწერილი ოპერაცია მერე და მერე ისე აღარ
მაკვირვებდა, რადგან გავიგე, რა მაღალხარისხოვანი
ფოლადისაგან ამზადებდნენ ამ ბარჯებს და რა ჩინებურად
ულესავდნენ გრძელსა და სწორ პირებს.

ქვიქეგმა მალე მოათავა მორთვა-მოკაზმვა და დიდის ამბით


გავიდა ოთახიდან. მას ლოცმანის გრძელი ბუშლატი ეცვა და
თავისი ერთგული ბარჯი მარშლის კვერთხივით ეჭირა ხელში.

5. საუზმე

ქვიქეგს მეც მალე მივყევი. სასაუზმეში ჩავედი და პატრონს,


რომელსაც ჩუმ-ჩუმად ეცინებოდა, მეგობრულად მივესალმე.
მასზე გული არ მომდიოდა, თუმცა ჩემი წუხანდელი
ფათერაკებით კარგა გვარიანად გაერთო.

რა სჯობია, როცა ხანდახან გემოზე იცინებ. დიდებული რამ


არის გულიანი სიცილი, თუმცაღა მეტისმეტად იშვიათია, რაც
ასე დასანანია. ამიტომ კაცს თუ რაიმე აქვს სასაცილო და ამაზე
კარგად იხუმრებენ, არ უნდა ეწყინოს, არ უნდა იძუნწოს და ამ

საქმეს თავი არ უნდა აარიდოს. გარწმუნებთ, რომ ის, ვისაც


უხვად აქვს მიმადლებული სიცილის საბაბი, ბევრად უფრო
მეტი ყურადღების ღირსია, ვიდრე თქვენ გგონიათ.

ამასობაში სასაუზმეში წინა ღამეს ჩამოსულმა მდგმურებმა


მოიყარეს თავი, რომლებიც ჯერ არ მენახა. თითქმის სულ
ვეშაპმონადირენი იყვნენ: კაპიტნის პირველი, მეორე და მესამე
თანაშემწეები, გემის დურგლები, მეკასრეები, მჭედლები,
მებარჯეები და მენიჩბეები – ხშირწვერიანი, შავგვრემანი,
კუნთმაგარი ადამიანები, დილიდანვე საშინაო ხალათების
ნაცვლად მეზღვაურულ ბუშლატებში გამოწყობილი ეკიპაჟი.

მაშინვე შეატყობდით, როდის იყო თითოეული მათგანი თავისი


გემბანიდან გადმოსული. აი, ამ ჯან-ღონით სავსე
ახალგაზრდას ლოყები მზეზე დამწიფებული მსხალივით ისე
უღვივის, თითქოს მართლაც მსხლის სურნელი ასდიოდეს. იგი
სულ სამი დღეა, რაც ინდოეთიდან დაბრუნდა. იმას კი,
გვერდზე რომ უზის, წითელი ხის ფერი ადევს. მესამეს ჯერ
კიდევ შერჩენია სახეზე ტროპიკული მზის მცხუნვარება,
მაგრამ უკვე გამოხუნებია, ეტყობა, კარგა ხანია ნაპირზეა. აბა,
ისეთი ლოყებით ვინ დაიტრაბახებდა, ქვიქეგს რომ ჰქონდა?
მისი სხვადასხვა ფერის ხაზებით დასერილი კანი, ანდების
დასავლეთ კალთების მსგავსად, ყველა კლიმატური ზონის
შემცველი ერთი თავსამტვრევი ნახატით იყო დაფარული.

ეჰე-ჰეი! საუზმე მზად არის! – გამოგვიცხადა ბოლოს


პატრონმა, კარი გამოაღო და ჩვენც სასაუზმოდ მეზობელ
ოთახში შევყევით.

ამბობენ, ქვეყანამოვლილი ადამიანები ძალდაუტანებლად


იქცევიან და არსად არ იბნევიანო. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ
არის. ახალი ინგლისის უდიდესი მოგზაური ლედიარდი[80] და
შოტლანდიელი მუნგო პარკი[81] მისაღებ დარბაზებში
ყოველთვის თავგზას კარგავდნენ; ეტყობა, უსაზღვრ
ციმბირის ველებზე მარხილში შებმული ძაღლებით
მოგზაურობა, რაც ლედიარდს ბედმა არგუნა, ან შავი აფრიკის
შუაგულისაკენ მარტოდმარტო, უზმოზე ხანგრძლივი
გასეირნება, რაც საბრალო მუნგოს მიღწევად ითვლება, ერთ
სიტყვით, ამგვარი თავგანწირვა, ვიმეორებ, ეტყობა, არ არის
საუკეთესო გზა მაღალი წრის ადამიანის გარეგნული
ბრწყინვალების შესაძენად. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ
გარეგნული ბრწყინვალება, საერთოდ, იშვიათობა როდია.

ჩემი ამგვარი მსჯელობა შემდეგი გარემოებით არის


ნაკარნახევი. როდესაც მაგიდას შემოვუსხედით, მე
ვეშაპმონადირეთა გმირული ამბების მოსასმენად მოვემზადე,
მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, აღმოჩნდა, რომ მდუმარების
დარღვევას არავინ აპირებდა. ის კი არა და, თითქოს
დარცხვენილებიც ისხდნენ. დიახ, დიახ! ისხდნენ ჩემ გარშემო
ეს ზღვის მგლები, რომელთაგან მრავალი წარბშეუხრელად
მიახლოებია ღია ზღვაში უცხო და უცნობ უზარმაზარ ვეშაპს,
სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართავს მასთან და
დაუმარცხებია კიდეც. ეს ერთი ხელობისა და ერთნაირი
გემოვნების ადამიანები საერთო მაგიდას ისე მისხდომოდნენ,
ერთმანეთს ისე მოწიწებით შეჰყურებდნენ, თითქოს მწვანე
მთაზე დადგმულ ფარეხს არასოდეს გასცილებიანო. ამ
მოუხეშავი დათვების, ამ მოკრძალებულ მეომარ
ვეშაპმონადირეთა ყურებას არაფერი სჯობდა!
მაგრამ მე ისევ ჩემს ქვიქეგს დავუბრუნდები – ისიც ხომ მათ
შორის იყო და თანაც, ალბათ ბედის განგებით, ყინულის
ლოლუასავით ცივი და აუღელვებელი, მაგიდის თავში იჯდა.
რა თქმა უნდა, ქცევას მაინცდამაინც არ მოუწონებდით. თვით
თავდადებული თაყვანისცემელიც კი, თუ ტყუილს არ იტყოდა,
ვერ გაამართლებდა, როცა მაგიდაზე ბარჯი მოათრია და მთელ
სუფრაზე გადაწოლილი მოურიდებლად ხმარობდა
ბიფშტექსის ასაღებად, რითაც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა
თავისი მეზობლების თავებს. მაგრამ რაც მართალია, მართალია,
იგი ყველაფერ ამას აუღელვებლად აკეთებდა და
მოგეხსენებათ, რომ, უმეტესობის აზრით, აუღელვებლობა
მაღალი წრის ადამიანის ბადალი თვისებაა.

ქვიქეგის სხვა უცნაურობებს ნუღა გამოვედევნებით, ნუღარ


ვილაპარაკებთ იმაზე, რა გულმოდგინედ არიდებდა თავს ცხელ
ფუნთუშებსა და ყავას, ან ნახევრად შემწვარ ბიფშტექსებს
როგორ გაუსვა ხელი. აღსანიშნავად ისიც კმარა, რომ
დამთავრდა თუ არ საუზმე, მე სახეტიალოდ გამოვედი, მან კი
სხვებთან ერთად სასაუზმეში გადაინაცვლა, ჩიბუხი-ტომაჰავკი
გააჩაღა და ასე იჯდა თავისი განუყრელი ქუდით; თან საუზმეს
ინელებდა და თან მშვიდად აბოლებდა.

6. ქუჩა

თუ პირველად დიდად გამაოცა ქვიქეგის – ესოდენ უცხო


პიროვნების დანახვამ, რომელიც ცივილიზებული ქალაქის
კულტურულ საზოგადოებაში ტრიალებდა, ნიუ-ბედფორდის
ქუჩებში დღისით გავისეირნე თუ არა, ეს გაოცება მაშინვე
გამიქრა.

ყოველ ასე თუ ისე მსხვილი საპორტო ქალაქის ნავსადგურთან


ახლოს მდებარე ქუჩებში უსათუოდ შეხვდებით ქვეყნის
რომელი კუთხიდანაც გნებავთ ჩამოსულ, ენით აუწერელ
ინდივიდუუმებს. ზოგჯერ თვით ბროდვეისა[82] და ჩესნეთ-
სტრიტზედაც კი დაინახავთ, როგორ ეჯახებიან ხმელთაშუა
ზღვის მეზღვაურები შეშინებულ ამერიკელ ლედის. რიჯენტ-
სტრიტს[83] ზოგჯერ ინდოელი და მალაელი მეზღვაურებ
მოინახულებენ ხოლმე, ხოლო ბომბეიში აპოლო-გრინზე
ადგილობრივ მცხოვრებლებს ხშირად აფრთხობდნენ ცოცხალ
იანკები. მაგრამ ნიუ-ბედფორდი უოთერ-სტრიტსაც სჯობნის
და უოპინგსაც. ერთსაც და მეორესაც მხოლოდ ჩვეულებრივი
მეზღვაურები ესევიან, ნიუ-ბედფორდის გზაჯვარედინებზე კი
ნამდვილი კანიბალები დგანან და ლაყბობენ. ესენი მართლაც
რომ ველურები არიან და ზოგიერთს ძვლები ჯერ კიდევ
მოუნათლავი ხორცით აქვს დაფარული. აბა, როგორ არ
დადგები და არ უყურებ?

ფიჯის, ტონგატობუს, ერომანგოს, პანანჯისა და ბრაითჯის[84]


კუნძულების მცხოვრებთა და ვეშაპსარეწების ველურ
წარმომადგენელთა გარდა, რომლებიც ამ ქალაქის ქუჩებში
დაეხეტებიან და გამვლელთა ყურადღებას არც კი იქცევენ,
თქვენ შეგიძლიათ ნახოთ უფრო თავშესაქცევი და სასაცილ
სანახაობა: ვერმონტიდან და ნიუ-ჰემპშირიდან აქ
ყოველკვირეულად გუნდ-გუნდად ჩამოდიან
ვეშაპმონადირეთა ღირსებასა და დიდებაზე მეოცნებე
ახალბედები – ბრგე ყმაწვილები, უმთავრესად ტყისმჭრელები,
რომლებსაც ნაჯახის ბარჯით შეცვლა გადაუწყვეტიათ. ისინი
ისე გამოუცდელები არიან, თითქოს ამ ქვეყანაზე სულ
რამდენიმე საათის დაბადებული იყვნენ. აი, მაგალითად, იმ
ჭაბუკს, საქმიანი გამომეტყველებით რომ გადმოუხვი
კუთხიდან, თახვის ქუდი ხურავს და ტანისამოსის კალთებ
მერცხლის კუდივით გაუშვერია, მაგრამ მეზღვაურის ქამარი
მაინც შემოუჭერია და ქარქაშიანი ხანჯალიც დაუკიდია. აი,
კიდევ მოდის ერთი, ზუიდვესტერი ხურავს, მაგრამ ბამბაზიის
წამოსასხამი მაინც წამოუსხამს.

ქალაქის დენდი ვერასოდეს შეედრება ასპროცენტიან სოფლელ


გლეხუჭა დენდს, რომელიც თიბვისას ირმის ტყავის
ხელთათმანებს იცვამს, მზე არ მომეკიდოსო. და თუ ასეთმა
სოფლელმა ფრანტმა აიკვიატა, თავი უნდა გამოვიჩინო,
კარიერა უნდა გავიკეთო და ამისათვის ვეშაპსანადირო გემზე
უნდა მოვეწყოო, აი, მაშინ უნდა ნახოთ, რაებს სჩადის, როცა,
ბოლოს და ბოლოს, ნავსადგურში ამოჰყოფს თავს!
მეზღვაურულ ტანსაცმელს რომ დაუკვეთავს, ჟილეტზე
უსათუოდ მოდურ, ზანზალაკებიან ღილებს დააკერებინებს და
ქერელის ტილოს შარვალს პაჭანაკებით გააწყობინებს. მაგრამ
ჰოი, საწყალო გაგრიავ! რა საცოდავად დაგისკდება ეგ
პაჭანაკები ქარის პირველი შემობერვისთანავე, როცა შენ
მთელი შენი ღილებითა და პაჭანაკებით გამძვინვარებული
ქარიშხალი აგიტაცებს.

მაგრამ არ გეგონოთ, თითქოს ეს სახელგანთქმული ქალაქი


ჩამომსვლელებთან მხოლოდ მებარჯეებით, კანიბალებითა და
სოფლელი დოყლაპიებით იწონებდეს თავს. არა, ნიუ-
ბედფორდი მართლაც რომ საოცარი ადგილია. ჩვენ,
ვეშაპმონადირენი რომ არა, მიწის ეს მონაკვეთი ალბათ დღესაც
ისეთსავე სავალალო მდგომარეობაში იქნებოდა, რა დღეშიაც
ლაბრადორის ნაპირებია. რაღა შორს მიდიხართ, ქალაქგარეთ,
ზღვის ნაპირიდან ცოტა მოშორებით, ახლაც ისეთი შიშველი და
უდაბური ადგილებია, რომ შიში გიპყრობთ, მაგრამ ქალაქი
მშვენიერია. მგონი, მთელ ახალ ინგლისში არ არის სხვა ასეთი
ქალაქი. ნამდვილი ზეთის ქვეყანაა, თუმცა ქანაანისაგან[85]
განსხვავებით აქ ღვინისა და პურის მოსავალიც უხვი იცის.
ქუჩებში რძის ნიაღვარი არ მოედინება და არც გაზაფხულობით
აგებენ ახალდადებული კვერცხების ქვაფენილს, მაგრამ მთელ
ამერიკაში მაინც ვერსად ნახავთ ისეთ მდიდრულ სახლებს,
ისეთ დიდებულ პარკებსა და ბაღებს, როგორიც ნიუ-
ბედფორდშია. მაინც როგორ დამკვიდრდა სიცოცხლე ამ
ოდესღაც მწირ, ვულკანური წიდით დაფარულ მიწაზე?

აბა, მოდით და კარგად დაათვალიერეთ რკინის მესერი,


რომლის ყოველი კბილიც ბარჯივით არის მოღუნული. თვალ
შეავლეთ აი, იმ მაღალი სახლის გარშემო აღმართულ მესერს და
ყველაფერს მიხვდებით. დიახ, ეს დიდებული შენობები და
აყვავებული ბაღები თავის დროზე ვეშაპმონადირეებმ
ატლანტის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების ფსკერს
გამოსტაცეს და აქ მოზიდეს. ვითომ ჰერ ალექსანდრე ამის

გამკეთებელი იყო?

ამბობენ, ნიუ-ბედფორდში მამები ქალიშვილებს მზითვად


ვეშაპებს, ხოლო დისწულებსა და ძმისწულებს დელფინებს
ატანენო. თუ ბრწყინვალე ქორწილის ნახვა გნებავთ, ნიუ-
ბედფორდში ჩადით, რადგან იქ, როგორც ამბობენ, ვეშაპის
ქონი თავს გადასდით და ყოველღამ გულუხვად წვავენ
კაცისოდენა სპერმაცეტის სანთლებს.

ზაფხულობით მართლაც საამური სანახავია – მწვანე და


ოქროსფერი ნეკერჩხლების გრძელ ხეივნებში ჩაფლული
ქალაქი, ხოლო აგვისტოში შანდლების მსგავსად აღმართულ
მშვენიერი წაბლები ტოტებს სანთლებივით იწვდიან ცისკენ.
ასე ყოვლისშემძლეა ხელოვნება, რომელსაც მთელ ნიუ-
ბედფორდში აყავებული ტერასები შეუქმნია იმ შიშველი
კლდეების ნამსხვრევებზე, აქ რომ სამყაროს გაჩენის
უკანასკნელ დღეს ჩამოიშალა.

ნიუ-ბედფორდის ქალებს აღარ იკითხავთ! ისინი მათივე ნაზი


ხელებით გახარებული ვარდებივით იფურჩქნებიან. მაგრამ
ვარდები მხოლოდ ზაფხულში ყვავიან, მაშინ, როდესაც აქაური
ქალების ღაწვებზე ნაზი მიხაკი ზამთარ-ზაფხულ ისე ანათებს,
როგორც მზე მეშვიდე ცაზე. ასეთ ყვავილობას მთელ
დედამიწაზე მხოლოდ სეილემში[86] თუ ნახავთ, სადაც,
როგორც გამიგონია, ქალიშვილები ისეთ სურნელებას
აფრქვევენ, რომ ნაპირიდან რამდენიმე მილით[87]
მოშორებული მეზღვაურები შეყვარებულთა სიახლოვეს
გრძნობენ, თითქოს პურიტანულ ქვიშიან ნაპირს კი არა,
მოლუკის სურნელოვან კუნძულებს უახლოვდებოდნენ.

7. სამლოცველო

იმავე ნიუ-ბედფორდში დგას ვეშაპმონადირეთა სამლოცველო


და პირქუშ მეთევზეთა შორის ისეთი ვინ იქნება, წყნარ ან
ინდოეთის ოკეანეში გამგზავრების წინ, კვირადღეს აქ არ
შემოიაროს. ყოველ შემთხვევაში, მე შევიარე. მივბრუნდი თუ
არა შინ დილის სეირნობის შემდეგ, მალე ისევ გამოვედი
ქუჩაში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სამლოცველოში
შემევლო. ცივი, ნათელი და მზიანი ცა მოიღრუბლა, ნისლი
ჩამოწვა და თოვლ-ჭყაპი დაიწყო. მე უფრო მაგრად გავეხვიე იმ

ქსოვილისაგან შეკერილ ბეწვიან ქურთუკში, რომელსაც

„დათვის ტყავს“ უწოდებენ, და გააფთრებულ ქარიშხალს თავი


დავაღწიე. სამლოცველოში ხალხი ცოტა დამხვდა – რამდენიმე
მეზღვაური, მეზღვაურის ცოლი და ქვრივი.

ყრუ სიჩუმეს დროდადრო მხოლოდ ქარიშხლის ხმა არღვევდა.


ასე გეგონებოდათ, მდუმარე მლოცველნი ერთმანეთს განგებ
განრიდებოდნენ, თითქოს ენით გამოუთქმელი მწუხარება
გულში სამუდამოდ ჩაემარხათ. მღვდელი ჯერ არსად ჩანდა,
მხოლოდ ეს კაცები და ქალები ისხდნენ აქა-იქ კუნძულებივით
და თვალს არ აცილებდნენ მარმარილოს შავარშიიან ფოთლებს,
რომლებიც კედელს ამბიონის ორსავე მხარეს მიჰყვებოდა. სამ
ფილას დაახლოებით ასეთი წარწერები ჰქონდა (ციტატების
სიზუსტეზე თავს არ გამოვიდებ):

1836 წლის ნოემბრის თვის პირველ დღეს, ზღვაში,


გაპარტახების კუნძულის სიახლოვეს, პატაგონიის ნაპირებთან
დაღუპული თვრამეტი წლის

ჯონ თალბოტის
მოსაგონრად

აღმართა ეს მარმარილოს ქვა მისმა დამ.


ხომალდ „ელიზას“ ერთ-ერთი ველბოტის
ეკიპაჟის წევრების

რობერტ ლონგის, ვილის ელერის, ნათან კოლმენის, უოლტერ


კენის, სეტ მეისისა და სემეულ გლეგის

ხსოვნას, რომლებიც 1839 წლის 31 დეკემბერს წყნარი ოკეანის


სანაპიროსთან ვეშაპმა ღია ზღვაში გაიტყუა.

ეს მარმარილოს ქვა აქ აღმართეს


გადარჩენილმა ამხანაგებმა.

აწ განსვენებული კაპიტნის
ეიზეკილ ჰარდის

ხსოვნას,

რომელიც იაპონიის ნაპირებთან 1833 წლის


3 აგვისტოს თავისი ველბოტის ქიმზე
კაშალოტმა მოკლა.

მისი ხსოვნისათვის ეს დაფა აღმართა მისმა

დაქვრივებულმა მეუღლემ.

ქუდიდან და ქურთუკიდან დამდნარი თოვლი ჩამოვიფერთხე,


კართან ახლოს დავჯექი და აქეთ-იქით ყურება დავიწყე. ჩემს
გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა უეცრად ქვიქეგი
დავინახე. ამ საზეიმო ვითარებაში იგი უნდობი
ცნობისმოყვარეობით, მაგრამ მეტისმეტი გულმოდგინებით
ადევნებდა თვალს ყველაფერს. ეს ველური ერთადერთი იყო,
ვისაც ჩემი გამოჩენა არ გამოჰპარვია, რადგან კითხვა
სამლოცველოში მყოფთა შორის მხოლოდ მან არ იცოდა დ
ამიტომ კედლებზე მიწერილი გულგრილი ეპიტაფიების
ამოკითხვით არ იყო გართული.

იყვნენ თუ არა სამლოცველოში შეკრებილთა შორის


მარმარილოს ფილებზე ხსენებულ მეზღვაურთა ნათესავები,
ამას ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ზღვაზე ისე ხშირია უბედურ
შემთხვევა და აქ მყოფ ქალთა შორის სამოსზე თუ არა, სახეზე
მაინც იმდენს აჩნდა გაუქარვებელი მწუხარების კვალი, რომ
შემიძლია დაბეჯითებით მოგახსენოთ: აქ თავი მოეყარათ იმათ,
ვისაც გული ჯერაც არ გამთელებოდა და ამ ცივი ფილების
დანახვაზე ძველი ჭრილობები ისევ ეხსნებოდა.

თქვენ, ვისი მიცვალებულებიც ბალახის მწვანე საფარქვეშ


განისვენებენ, როცა გარშემო ყვავილები შრიალებენ, ვისაც
შეგიძლიათ თქვათ, რომ, აქ წევს ის, ვინც გიყვარდათ, – თქვენ
არ იცით, როგორ იტანჯებიან ეს ადამიანები. რა უნუგეშ
მწუხარებაა მარმარილოს სამგლოვიარო არშიებს შორის,
რომლის ქვეშაც არ განისვენებს ცხედარი! რა უბადრუკია ეს
გულგრილი წარწერები! რა გულისშემაღონებელი სიცარიელე
და რა უეცარი გულქვაობაა ამ სტრიქონებში; ისინი ყოველგვარ
რწმენას გიკარგავენ და თითქოს იმედს გიცრუებენ, რომ
მკვდრეთით აღდგებიან ისინი, ვინც რომელიღაც განედზე
დაიღუპნენ და სამარეს ვერ ეღირსნენ. ეს ფილები
ელეფანტის[88] გამოქვაბულებს ამ სამლოცველოზე ნაკლებად
როდი დაამშვენებდა.
მცხოვრებთა რომელ სიაში ირიცხებიან ჩვენი მიცვალებულები?
რატომ ამბობენ ყველგან, სამარე უტყვიაო, როცა იქ უფრო მეტი
საიდუმლოა დამარხული, ვიდრე ჰუდვინის[89] მეჩეჩებზე?
რით აიხსნება, რომ იმის სახელის წინ, ვინც გუშინ იმ ქვეყნად
გაემგზავრა, ათავსებთ სიტყვას, ასე მკრეხელურსა და
მნიშვნელოვანს, ხოლო ამისი მსგავსი ტიტულით არ
ვაჯილდოებთ იმას, ვინც ამ ქვეყანაზე უშორესი ინდოეთის
ნაპირებისაკენ მიემგზავრება. რატომ იხდიან სადაზღვევო
კომპანიები დიდ თანხას, როცა უკვდავი კვდება? რა მარადიულ
და უმოძრაო დამბლას, გონების რა მომაკვდინებელ და
უიმედო დაბნელებას ჰყავს შეპყრობილი ახლა ზუსტად სამოცი
საუკუნის წინ გარდაცვლილი მხცოვანი ადამი? რით აიხსნება,
რომ ასე უნუგეშოდ დავტირით იმათ, ვისაც ჩვენივე მტკიცების
თანახმად, ენით უთქმელი, მარადიული სასუფეველი ელით?
რატომ ისწრაფვის ყველა სულიერი, მდუმარების კედლებში
მოაქციოს ის, რაც მოკვდა და აღარ არის? ან რატომ
შეძრწუნდება ხოლმე მთელი ქალაქი, როცა ვინმე ჭორს
დაარხევს, – აკლდამაში რაღაც კაკუნის ხმა გავიგონეო?

ამ კითხვების აზრი სულაც არ არის უმნიშვნელო.

მაგრამ რწმენა, ტურასავით, სასაფლაოზე საზრდოობს და


მაშინაც კი, როცა განწირულია, ცხოველმყოფელ იმედს
ჩაეჭიდება ხოლმე.

ალბათ მიმიხვდებით, რა გუნებაზე დამაყენებდა ნანტაკეტში


გამგზავრების წინ დღის მიმქრალ შუქზე ამ მარმარილოს
ფილების თვალიერება და იმ ვეშაპმონადირეთა ბედის
ამოკითხვა, რომლებიც ამ გზას ჩემამდე დასდგომოდნენ. ეჰ,
ისმაილ, იქნებ შენც იმათი ბედი უნდა გაიზიარო-მეთქი.
გავიფიქრე, მაგრამ ნელ-ნელა ისევ კარგ გუნებაზე დავდექი.
განა კიდევ მომეცემოდა ასეთი მიმზიდველი და ხელსაყრელი
შემთხვევა ზღვაზე გასასეირნებლად და წარმატების
მისაღწევად? – ღმერთმანი, დამსხვრეული ველბოტი
უკვდავებას ხელფასის მოუმატებლად მიწყალობებდა. რაც
მართალია, მართალია, ვეშაპმონადირეობაში სიკვდილ
ჩვეულებრივი ამბავია: ერთი ხანმოკლე ქაოსური წამი და
თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ, ისე მიუკაკუნებ
მარადისობას. მერე რა მოხდა? ჩემი აზრით, სიკვდილ-
სიცოცხლის ამ საკითხში ჩვენ მაგრად ავურიეთ. ის, რასაც აქ, ამ
ქვეყანაზე, ჩემს ლანდს უწოდებენ, სინამდვილეში ჩემი

ჭეშმარიტი არსის გამომხატველია. ჩემი აზრით, სულიერი


მოვლენების განხილვისას ჩვენ ვემსგავსებით ლოკოკინებს,
რომლებიც მზეს წყლის სიღრმიდან შეჰყურებენ და ეს
ამღვრეული წყალი გამჭვირვალე ჰაერი ჰგონიათ (ჩემი აზრით,
ჩემი სხეული – ჩემი საუკეთესო ყოფიერების მხოლოდ
დანალექია. სიმართლეს მოგახსენებთ, დაე, ვისაც უნდა, იმან
წაიღოს ჩემი სხეული, ის მე არა ვარ. ამიტომ გაუმარჯოს და
კიდევ გაუმარჯოს ველბოტის გახვრეტილ ფსკერს და გატეხილ
თავის ქალას, რადგან სულს თვით იუპიტერიც ვერ
გამიბზარავს).

8. მოძღვრის ამბიონი

მცირე ხანს ასე ვიჯექი, როცა სამლოცველოში ვიღაც


წარმოსადეგი და დარბაისლური შესახედაობის კაცი შემოვიდა.
ქარბუქმა კარი მოაჯახუნა თუ არა, მაშინვე ყველამ იქით
მიიხედა და შემოსულს მოკრძალებით შეხედეს. ამან
დამარწმუნა, რომ ეს სასიამოვნო, ხანში შესული კაცი მღვდელი
უნდა ყოფილიყო. მართლაც, იგი მამა მეპლი გამოდგა. ასე
უწოდებდნენ მას ვეშაპმონადირენი, რომელთა შორისაც დიდი
სახელი ჰქონდა მოხვეჭილი. ოდესღაც, სიჭაბუკეში,
მეზღვაურიც ყოფილიყო და მებარჯეც, მაგრამ კარგა ხანია,
ღვთის სამსახურში ჩამდგარიყო. მართალია, მამა მეპლს უკვე
ზამთარი დასდგომოდა, მაგრამ იმჟამად ჯერ კიდევ ჯანზე იყო
და მხნედ გამოიყურებოდა. ასე გეგონებოდათ, ნელ-ნელა ისევ
სიჭაბუკეს უბრუნდებაო. ალაგ-ალაგ თითქოს შუბლის
ნაოჭებიც გაშლოდა – ასე ამოიწვერება ხოლმე გაზაფხულის
ბალახი თებერვლის თვეში.

ვინც მამა მეპლის ცხოვრებას იცნობდა, არ შეიძლებოდა არ


დაინტერესებულიყო ამ ადამიანით, რადგან მის მღვდლურ
გარეგნობაში მჟღავნდებოდა უჩვეულო თვისებანი, რაც
მხოლოდ ოდესღაც ზღვაზე გატარებული მკაცრი
მეზღვაურული ცხოვრებით თუ აიხსნებოდა. შემოვიდა თუ არა,
მაშინვე შევამჩნიე, უქოლგოდ იყო, და, რა თქმა უნდა, არც
ეტლით იქნებოდა მოსული, რადგან ქერელის ტილოს
ქუდიდან წურწურით ჩამოსდიოდა გამდნარი თოვლი, ხოლ
ლოცმანებს რომ აქვთ, იმის მსგავსი ბრეზენტის საწვიმარი,
წყლით გაჟღენთილი და დამძიმებული, ქვევით ეწეოდა. ქუდს,

საწვიმარსა და კალოშებს მღვდელმა, როგორც წესი და რიგი


იყო, კართან კუთხეში მოუნახა ადგილი, რის შემდეგაც
შესაფერისად შემოსილი დინჯად მიუახლოვდა ამბიონს.

ძველებური კათედრების მსგავსად, ეს კათედრაც მაღალი იყო,


და რადგან ჩვეულებრივი კიბის საფეხურები სიმაღლესთან
ერთად სიგრძეშიაც დაიჭერდა ადგილს და ამ ისედაც პატარა
სამლოცველოს უფრო დაავიწროებდა, ამიტომ არქიტექტორს,
ალბათ მამა მეპლის რჩევით, კათედრა უკიბოდ აღუმართავს
და მის ნაცვლად გვერდზე თოკის ისეთივე კიბე დაუკიდია,
როგორსაც ნავიდან გემზე ასასვლელად იყენებენ ხოლმე. ერთ
ვეშაპმონადირე კაპიტნის ცოლს სამლოცველოსათვის
საუკეთესო წითელი შალის წყვილი ბაგირი შეუწირავს, რაც
ახლა კიბის სახელურების მოვალეობას ასრულებდა; ეს
ზევიდან ამოქარგული წყვილი ბაგირი წითელ ხისფრად იყო
შეღებილი და მთელი ეს მოწყობილობა, თუ მხედველობაში
მივიღებდით სამლოცველოს ერთიან სტილს, არც უადგილო
იყო და არც უგემოვნო. მამა მეპლი წამით შეყოვნდა კიბესთან,
მაგრად ჩასჭიდა ორივე ხელი შალის ბურთებს, ზევით აიხედ
და მერე მართლაც რომ მეზღვაურივით, მაგრამ ამავე დროს
დინჯად აუყვა კიბეს; თან ხელებს ისე უნაცვლებდა, თითქოს
თავისი ხომალდის გროტ-ანძაზე ადიოდა.

კიბის პერპენდიკულარული ნაწილები ნამდვილი ტრაპივით


უბრალო, მუშამბაგადაკრული თოკისა იყო, მხოლოდ
საფეხურები ჰქონდა ხისა. შევხედე თუ არა, მაშინვე
გავიფიქრე, ასეთი მოწყობილობა გემზე იქნება მოსახერხებელი,
მაგრამ ამ შემთხვევაში ზედმეტია-მეთქი. ამასთან, არც იმას
მოველოდი, რომ კათედრაზე ასული მამა მეპლი დინჯად
შემობრუნდებოდა, მოაჯირზე გადმოიხედავდა, კიბეს ნელ-
ნელა, აუჩქარებლად აიტანდა ზევით და კათედრას პატარა,
მიუვალ კვებეკად[90] გადააქცევდა.
ამან ცოტა ხნით შემაფიქრიანა და საგონებელში ჩამაგდო. მამა
მეპლს უბრალო და წმინდა კაცის სახელი ჰქონდა და იმის
თქმას ვერ გავბედავდი, რომ ამგვარი ოინებით იოლად სურდა
სახელის მოხვეჭა. – არა, – ვფიქრობდი მე, – აქ რაღაც სხვა
განსაკუთრებული აზრი იმალება. უფრო მეტიც, აქ რაღაც
ფარული სიმბოლიკაა. იქნებ ამ ფიზიკური იზოლაციის აქტით
ხალხს უნდა დაანახვოს, რომ რაღაც მცირე დროით სულიერად
განმარტოვდა და ყოველგვარ მიწიერ კავშირს განერიდა? და

მართლაც, ჭეშმარიტად ღვთისმოსავი ადამიანისათვის ეს


კათედრა ხომ დაულეველი სიტყვიერი საზრდოა, დაუქცეველი
ბურჯია, ამაღლებული ერენ ბრეიტშტეინია[91], სადაც
უკვდავების წყარო არასოდეს იშრიტება.

სამლოცველოში თოკის კიბე პასტორის[92] ძველი


მეზღვაურული ცხოვრებიდან გამოყოლილი ერთადერთი
უცნაურობა არ იყო. კედელზე, მარმარილოს საფლავის ფილებს
შორის, კათედრის უკან, ორსავე მხარეს რომ ჩანდა, ეკიდა
დიდი სურათი – ხომალდი მამაცურად ებრძოდა ქარიშხალს,
რომელიც პირდაპირ აზვირთებული სტიქიონით
გარშემორტყმული შავი კლდოვანი ნაპირისაკენ მიაქანებდა
მას. ხოლო მაღლა, მსრბოლავ, შავად გაწოლილ ღრუბელთ
ზევით, ნათლის სვეტი აღმართულიყო. ამ ნათლის სვეტზე
ანგელოზის სახე იყო გამოხატული. ანგელოზს თავისი
სხივმფინარი მზერა ქვევით მიეპყრო, ქვევით კი ტალღებზე
დარწეულ ხომალდს იმ ნათელი სახის ათინათი დასთამაშებდა,
მსგავსი პატარა ვერცხლის დაფისა, რომელიც „ვიქტორიას“
გემბანზეა დამაგრებული, იქ, სადაც ნელსონი[93] დაეცა. „ო,
სახელოვანო ხომალდო! – თითქოს ამბობდა ის ანგელოზი,
მამაცო და სახელოვანო ხომალდო, გამაგრდი! დაე, მედგრად
იდგეს შენი შეუდრეკელი შტურვალი. შორს ხომ უკვე მზე
ანათებს, ღრუბლებიც იცრიცება და საცაა უშფოთველი
ლაჟვარდიც გამოჩნდება“.

ისევე, როგორც თოკის კიბე და სურათი, კათედრაც


მეზღვაურული გემოვნებით იყო შერჩეული. წინიდან
პანელაკრულს, გემის ქიმის მოყვანილობა ჰქონდა, ხოლო
კათედრაზე გამოშვერილი პატარა თარო, რომელზეც ბიბლია
იდო, ძველი ხომალდის ქიმივით იყო მოჩუქურთმებული.

რა უნდა იყოს ამაზე უფრო მრავალმნიშვნელოვანი? მოძღვრის


კათედრა ხომ დასაბამიდან დედამიწის წინამდგომი იყო.
ყველა დანარჩენი კი მას მისდევდა. კათედრა მთელ ქვეყანას
წინ მიუძღვის. იგი ადამიანებს მოსალოდნელ ღვთის წყრომას
აუწყებს და ქარიშხალიც პირველად გემის ქიმს ეჯახება.
ზურგის ქარზე პირველად აქ ევედრებიან ბრიზისა[94] და
ქარიშხლის ღმერთს. ჭეშმარიტად, დედამიწა გაშლილი ოკეანის
უცნობ მხარეში მიმავალი ხომალდია, ხოლო მოძღვრის
კათედრა ქიმი ამ ხომალდისა.

9. ქადაგება

მამა მეპლმა სამლოცველოში გაფანტულ თავის სამწყსოს


რბილი და მორიდებული ხმით უბრძანა, თავი მოეყარათ და
ერთმანეთთან ახლოს დამსხდარიყვნენ. „ეი, მარცხენა ბორტზე
მყოფნო! მარჯვნივ გადმოდით! მარჯვნიდან კიდევ მარცხნივ!
შუაში მოგვროვდით, შუაში!“

სკამებს შორის, გასასვლელებში ყრუდ აბრახუნდა


მეზღვაურების ჩექმები, ოდნავ ახმაურდა ქალების
ფეხსაცმელები. მერე ისევ სიჩუმე ჩამოვარდა და ყველა
მქადაგებელს მიაჩერდა.

იგი წამით უმოძრაოდ იდგა, მერე თავისი კათედრის ქიმთან


მუხლი მოიყარა, მზემოკიდებული დიდი ხელები გულზე
დაიკრიფა, მილულული თვალები აღაპყრო და ისეთი სასოები
დაიწყო ლოცვა, თითქოს მაღალ ღმერთს ვედრება ზღვის
ფსკერიდან უნდა მიაწვდინოსო. ლოცვა რომ მოათავა,
განწირული ხომალდის გემბანიდან დარხეული სამგლოვიარო
ზარის რეკვასავით საზეიმო და გაბმული ხმით შეუდგა ჰიმნის
კითხვას. ბოლო სტროფების წაკითხვისას ნელ-ნელა შეიცვალა
ხმა და აღტაცების ზარ-ზეიმით დაასრულა:

ვეშაპის ნეკნი დამდგომოდა თავზე თაღივით,


მღუნავდა მხრებში შიში მძიმე და უშავესი,

მზე იცინოდა ზღვის ტალღებზე, ოქროდ დაღვრილი


და სასიკვდილოდ განწირული, ფსკერზე დავეშვი.
მე შევყურებდი ჯოჯოხეთის დაღებულ ხახას,
სადაც მელოდა განსაცდელი ალბათ ურიცხვი,
სასომიხდილი კვლავ სატანჯველს ველოდი ახალს,
მცირე ნუგეშიც არსად იყო განწირულისთვის.
დამიდგა ჟამი განკითხვისა, უნუგეშობამ

ღმერთს შემავედრა, უღირსი და ცოდვილთაგანი,


მან შეისმინა ლოცვა ჩემი – მოჰკლა ვეშაპი

და გაანათა ჩემი სულის ბნელი საკანი.

ის მოდიოდა ზღვის ბილიკით და მამშვიდებდა

და თითქოს მზისფერ ტახტრევანად ჰყავდა დელფინი,


იყო ნათელი უფლის სახე და საშინელი

და ელვასავით თითქოს ცაზე გადაეფინა.


უნდა ვუმღერო იმ წამს, როცა იმედს ვეძებდი

და მიხსნა ღმერთმა, და ამქვეყნად დავრჩი ცოცხალი,

რომ განვადიდო ამ სიმღერით ღმერთი დღეგრძელი,


ღმერთი მაღალი, უძლეველი, ღმერთი მოწყალე.

ყველანი მამა მეპლის სიმღერას აჰყვნენ, სიმღერა


ძლიერდებოდა, მაღლა მიიწევდა და ქარიშხლის ღმუილს
ფარავდა. მერე მცირე ხნით დუმილი ჩამოვარდა; მოძღვარი
ფრთხილად ფურცლავდა ბიბლიას, ბოლოს ხელისგულები
გადაშლილ წიგნზე დააწყო და წარმოთქვა:

საყვარელნო ძმანო მეზღვაურნო! ავიღოთ იონა


წინასწარმეტყველის წიგნის მეორე თავის პირველი მუხლი

„და უბრძანა უფალმან ვეშაპსა დიდსა შთანთქმად იონა“.

მეზღვაურნო! ეს წიგნი, რომელიც სულ ოთხი თავისაგან,


ოთხი ამბისაგან, – შედგება, მხოლოდ ერთი უწვრილესი ძაფია
საღვთო წერილის მსხვილი ბაგირისა. მაგრამ რა ღრმად
სწვდება სულს იონას უგრძესი ლოტი! რა მისაბაძია ამ
წინასწარმეტყველის საქციელი! რა მშვენიერია ჰიმნი თევზის
სტომაქში! რა მძვინვარეა იგი და რა დიდებული,
აზვირთებული ზღვის მსგავსად. ჩვენ ვგრძნობთ, როგორ
გვერღვევა ფეხქვეშ ზღვის უფსკრულები, როგორ ვეფლობი
ზღვის ბლანტ ფსკერში და მხოლოდ ზღვის ბალახი და მწვანე
შლამი გვაკრავს ირგვლივ! მაგრამ ახლა დროა, ვიკითხოთ, რ
შეგონებას გვთავაზობს იონას წიგნი? მეგობარნო ჩემნო, აქ
ორნაირი შეგონებაა: პირველი – ჩვენთვის, ყველ
ცოდვილისათვის და მეორე – ჩემთვის, ღვთის მესაჭისათვის
დედამიწაზე. ცოდვილთათვის იგი გაკვეთილია, რადგან აქ
ლაპარაკია ცოდვაზე, დამყაყებულ სულზე, უეცრად
გაღვიძებულ შიშზე, სწრაფ სასჯელზე, ცოდვის მონანიებაზე,
ლოცვაზე და ბოლოს, იონას გადარჩენასა და სიხარულზე.

ადამიანთა შორის ყველა ცოდვილის მსგავსად, შეცოდება ძის


ამათიანისა ის იყო, რომ იგი თვითნებურად წინ აღუდგა
უფლის ნება-სურვილს – ახლა რა მნიშვნელობა აქვს, რა იყო ეს
ნება-სურვილი და როგორ ემცნო მას, – რამეთუ უმძიმეს იყო
აღსრულება მისი და ვერ იტვირთა. მაგრამ გახსოვდეთ: ის,
რასაც უფალი ელის ჩვენგან, მძიმეა აღსასრულებლად, ამიტომ
იგი უფრო ხშირად გვიბრძანებს ხოლმე, ვიდრე გვარწმუნებს.
თუ ჩვენ უფალს ვემორჩილებით, თავს აღარ უნდა
დავემორჩილოთ. თავისა თვისისადმი არა მორჩილებისა გამო
მძიმე არს მორჩილება უფლისა.

მაგრამ დაუმორჩილებლობის ცოდვა რომ იტვირთა, იონამ


კვლავ შეურაცხყო უფალი, რადგან სცადა, გაჰქცეოდა მას. იგი
ფიქრობდა, ადამიანების მიერ აგებული ხომალდი იმ ქვეყნებში
წაიყვანდა, სადაც გამგებელი უფალი კი არა, ხმელეთის
კაპიტნები იყვნენ. იგი იოპიის ნავმისადგომთან დაძრწის და
თარშისს მიმავალ ხომალდს უთვალთვალებს. შესაძლებელია,
აქ განსაკუთრებული, დღემდე ამოუხსნელი აზრი
იფარებოდეს. ყველა გამოანგარიშების მიხედვით, თარშისი
სხვა არაფერია, თუ არა დღევანდელი კადისი. ასეთია
სწავლულთა აზრი. მაგრამ კადისი სადღაა, მეგობარნო ჩემნო?
ესპანეთში. როგორ მიაღწევდა იონა იოპიიდან ასე შორს, ისიც
ძველ დროში, როცა ადამიანები არც კი იცნობდნენ ატლანტის
ოკეანის წყლებს? იოპია, ჩემნო ძმანო მეზღვაურნო,
დღევანდელი იაფაა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის უკიდურეს
აღმოსავლეთ ნაწილში – სირიაშია. ხოლო თარშისი თუ კადისი
ორი ათასზე მეტი მილით უფრო დასავლეთით არის,
გიბრალტარის სრუტესთან. როგორც ხედავთ, მეზღვაურნო,
იონა ცდილობდა, მამაზეციერს ქვეყნის დასალიერზე
გაჰქცეოდა. უბედურო! ო, საცოდავო და ზიზღის ღირს
ადამიანო! ქუდჩამოფხატული და თვალებდახრილი, იგი თავის
უფალს ემალება; ნავმისადგომთან ნამუსგარეცხილი
მძარცველივით დაძრწის და ზღვის გადალახვას ჩქარობს. იგი
ისეა შეშფოთებული, რომ ყველაფერი სახეზე აწერია;
მაშინდელ დროში პოლიცია არ იყო, თორემ იონას მხოლოდ
მისი საეჭვო გარეგნობის გამო შეიპყრობდნენ ისე, რომ გემზე
ფეხის შედგმასაც ვერ მოასწრებდა. ყველა შეატყობდა,
გაქცეული ბოროტმოქმედი იყო: არც ბარგი ჰქონდა, – რაიმე
ჩანთა ან საკვოიაჟი, – არც მეგობრები ახლდნენ, რომ
ნავსადგურამდე გაეცილებინათ და გზა დაელოცათ. და აი,
ბოლოს, ბევრი ძიებისა და ხიფათის შემდეგ იგი პოულობს
თარშისს მიმავალ ხომალდს. ხომალდის დატვირთვა საცაა
დამთავრდება. იონა გემბანზე ადის, სურს, კაპიტანს კაიუტაში
მოეთათბიროს. მეზღვაურებმა შეწყვიტეს მუშაობა და
ერთმანეთს გადაულაპარაკეს, ამ კაცს ცუდი ფეხი აქვსო. იონას
ყველაფერი ესმის. იგი საცოდავად იღიმება და ამაოდ
ცდილობს, მშვიდად იყოს და არაფერი შეიმჩნიოს.
მეზღვაურები გუმანით ხვდებიან, რომ იონა ბოროტმოქმედია.
ისინი მათთვის დამახასიათებელი ხუმრობითა და ამავე დროს
სერიოზული კილოთი, ჩურჩულით ეუბნებიან ერთმანეთს:

„ჯეკ, გეუბნები, ქვრივი ჰყავს გაქურდული“, ან „ხედავ, ჯო?


ორცოლიანია“, ან „ჰარი, ძვირფასო, ძველი გომორის ციხიდან
გამოქცეული მრუში უნდა იყოს ან სოდომელი ავაზაკი“. ერთ
მეზღვაური მირბის ნავმისადგომთან, სადაც გემია დაბმული
და ხიმინჯზე გაკრულ განცხადებას კითხულობს. ამ
განცხადებაში 500 ოქროს ჰპირდებიან იმას, ვინც ვიღაც მამის
მკვლელს დაიჭერს, ქვემოთ კი დამნაშავის გარეგნობაა
აღწერილი. კითხვისას მეზღვაური ხან ქაღალდს უყურებს და
ხან იონას, რომელსაც მისი ამხანაგები შემოხვევიან და მზად
არიან, ხელი სტაცონ. შეშინებული იონა კრთის და მაინც თავს
იმხნევებს, ამით უფრო ამჟღავნებს სიმხდალეს. იგი თავს არ
უტყდება, რომ ეჭვის თვალით უყურებენ, მაგრამ ეს უკვე
თავისთავად საეჭვოა. და ასე დგას მანამდე, სანამ
მეზღვაურები არ დარწმუნდებიან, იგი არის ის კაცი, ვისზედაც
განცხადებაშია ლაპარაკი, და იონას კაპიტნის კაიუტისაკენ
აძლევენ გზას.

„ვინ არის მანდ? – თავაუღებლად ყვირის თავის მაგიდასთან


მიმჯდარი კაპიტანი, რომელიც საბაჟოში წარსადგენ
ქაღალდებს ასწორებს, – ვინ არის მანდ?“ ო, რა დაუნდობლად
უსერავს გულს ეს უწყინარი კითხვა იონას! მგონი უკვე მზად
არის, აქედანაც გაიქცეს. მაგრამ თავს იმორჩილებს. „მე ამ
ხომალდით თარშისს მინდა მივიდე. გზას მალე გაუდგებით,
სერ?“ თუ აქამდე ქაღალდების კითხვით გართულ კაპიტანს
თავი არ აუწევია და იქვე მდგომ იონასათვის არც შეუხედავს,
ამ ყრუ ხმის გაგონებისთანავე დაჟინებული მზერა ესროლა
მას. „ჩვენ მოქცევისთანავე გავალთ ზღვაში“, – ნელა ამბობს იგი
ბოლოს და ისევე გულდასმით ათვალიერებს მოსულს. „უფრო
ადრე არა, სერ? – ყოველი წესიერი მგზავრისათვის ეს ისედაც
ადრეა“. აჰა, იონავ, იგემე თუ არა კიდევ ერთი დარტყმა! მაგრამ

იონამ სიტყვა სწრაფად შეატრიალა. „მე თქვენთან მოვდივარ,


ეუბნება იგი. – აი, ფული. რამდენი ეღირება? ახლავე
გადაგიხდით“. ძმანო მეზღვაურნო, განა აქ საგანგებოდ არ არის
ნათქვამი, მან „მისცა სანავე მისი“ მანამდე, სანამ ხომალდი
ზღვაში გავიდოდა? ამბის საერთო ქსოვილში ეს წვრილმანიც
ღრმა აზრის მატარებელია.

კაპიტანი, მეგობარნო ჩემნო, ეკუთვნოდა ისეთ ადამიანთა


რიცხვს, რომელთა გამჭრიახ თვალსაც არავითარი დანაშაული
არ გამოეპარება, მაგრამ სიხარბე მხოლოდ ღატაკთა დანაშაულს
გამოამზეურებინებს ხოლმე. ამ ქვეყანაზე, ძმანო, ცოდვა-
ბრალი, თუ გზის ფული აქვს, თავისუფლად დადის და არც
მოხმობა სჭირდება, მაშინ, როდესაც სათნოებას, თუ ღარიბ-
ღატაკია, პირველსავე საგუშაგოზე აკავებენ. კაპიტანმა, სანამ
თავის აზრს გამოთქვამდა, გადაწყვიტა, იონას ჯიბის სიღრმე
გაეზომა. მან სამმაგი ღირებულება მოსთხოვა და იონაც
დათანხმდა. ამან კაპიტანი კიდევ უფრო დაარწმუნა, რომ იონა
გაქცეული ბოროტმოქმედი იყო, მაგრამ მაინც გადაწყვიტა,
დახმარებოდა ლტოლვილს, რომელიც გზას ოქროთი იკაფავდა.
თუმცა, როცა იონამ უყოყმანოდ ამოიღო ჯიბიდან თავისი ქისა,
კაპიტანი კეთილგონივრულმა ეჭვმა მოიცვა. იგი ოქროს ფულს
სათითაოდ აგდებს მაგიდაზე, რომ დარწმუნდეს, ყალბია თუ
არა. არა, ყოველ შემთხვევაში, ყალბი ფულისმჭრელი არ არის,
ფიქრობს კაპიტანი თავისთვის და იონა მგზართა სიაში შეაქვს.

„ჩემი კაიუტა მიჩვენეთ, სერ, – ეუბნება ახლა მას იონა. – გზამ


დამღალა, დასვენება მინდა“. – „გეტყობა, – შენიშნავს
კაპიტანი. – აი, შენი კაიუტა.“ იონა შედის კაიუტაში და კარის
დაკეტვას აპირებს, მაგრამ გასაღები არსად ჩანს. კაპიტანს
ესმის, რა უაზროდ დაბორიალებს კართან იონა, ჩუმად იცინის
და თავისთვის ბუტბუტებს რაღაცას ციხის საკანზე, რომლის
შიგნიდან დაკეტვაც აკრძალულია. იონა პირდაპირ მტვრიანი
ტანსაცმლით ეცემა საწოლზე და ხედავს, რომ ამ პატარა
კაიუტაში შუბლი თითქმის ჭერზე აქვს მიბჯენილი. ჰაერი
შეხუთულია. იონას სუნთქვა უმძიმს. ვატერხაზს ქვემო
მოთავსებულ ამ ვიწრო სოროში იონას ახლავე იმ
სულისშემხუთველი წუთის მომასწავებელი წინათგრძნობა
ეუფლება, რაც მერე, ვეშაპის სტომაქის ყველაზე უფრო ბნელ
კუნჭულში მომწყვდეულმა უნდა განიცადოს.

ნელა ირწევა ტიხარზე მიხრახნილი ჩამოსაკიდი ლამპა.


გადმოზიდული ფუთების სიმძიმისაგან ხომალდი

ნავმისადგომისაკენ გადახრილა და ლამპა თითქოს ოდნავ


ირიბად ჰკიდია; თუმცა სინამდვილეში მისი სწორხაზოვნება
უზადოა და ააშკარავებს იმ განფენილობათა სიცრუესა და
მოჩვენებითობას, რომელთა შორისაც იგი ქანაობს. ლამპა
აწუხებს და აშინებს იონას. საწოლზე წამოწოლილი,
მოქანცული თვალებით ათვალიერებს კაიუტას, მაგრამ
დღევანდლამდე იღბლიან ლტოლვილს ვერაფერზე შეუჩერები
მზერა. ლამპის ორაზროვნება კი სულ უფრო და უფრო აშინებს.
ყველაფერი გამრუდებულია – იატაკიც, ჭერიც, ტიხარიც. „აი, ასე
ქანაობს ჩემი სინდისიც, – კვნესის იგი, – ზევით მიიწევს მისი
ცხოველი ალი, მაგრამ გამრუდებულია ჩემი სულის ყველ
კუნჭული“.

ხომ გინახავთ, როგორ ესწრაფვის სარეცელს ღრეობაში


ღამენათევი ადამიანი, როცა ჯერ კიდევ თავბრუ ეხვევა, მაგრამ
სინდისის ქენჯნა უკვე ფოლადის მარწუხებს უჭერს სულზე,
მსგავსად რომაული ბედაურის მოსართავების კოტებისა,
რომლებიც, რაც უფრო წინ მიისწრაფვის მხედარი, მით უფრო
ღრმად ესობა მკერდში; ალბათ ისიც გეცოდინებათ, როგორ
შამფურივით ტრიალებს ეს ადამიანი სარეცელზე, როგორ
იტანჯება და შესთხოვს ღმერთს, მანამდე მაინც წაართვას
ცნობიერება, სანამ ასეთ სავალალო დღეშია, და ბოლოს,
ტანჯვის ამ მორევში ჩავარდნილი, გრძნობს, როგორ ეკარგება
ყოველივე ამქვეყნიური, მსგავსად სისხლდაცლილი
მომაკვდავისა, რადგან დასნეულებული სინდისიც ხომ
პირშეუკვრელი ჭრილობაა; იონამაც სწორედ ასე გაატარა თავის
საწოლზე დაუსრულებელი, მტანჯველი წუთები და ბოლოს,
სასწაულმოქმედი წამების სიმძიმემ ფერად სიზმრებში ჩაძირა.

მაგრამ, აი, ზღვის მოქცევის ჟამიც დადგა; გემი აშვებულია, იგ


ოდნავ გვერდზე იხრება, უკაცრიელ ნავმისადგომს შორდება
და, თარშისს მიმავალი, ღია ზღვაში გადის. ეს იყო პირველი
კონტრაბანდული ხომალდი, მეგობარნო ჩემნო. კონტრაბანდა
იონა იყო. მაგრამ ზღვა ბობოქრობს, მას არ სურს უკანონ
ტვირთის ზიდვა. დაიწყო საშინელი ღელვა, რომელიც
ხომალდს ნაფოტებად ქცევას უქადის. სწორედ ახლა, როცა
ბოცმანი ყველას ზევით უხმობს, როცა ზღვაში სტვენით
მიფრინავს ყუთები, ფუთები და სურები, ქარის ღმუილსა და
ადამიანთა კივილში, ფეხების ბრაგაბრუგში, რომლის გამოც
გემბანი ზედ იონას თავზე ძაგძაგებს, – ამ გაშმაგებულ
ღრიალში იონას საშინელი ძალით სძინავს. იგი ვერ ხედავს

მოქუფრულ ცას და აბობოქრებულ ზღვას, ვერ გრძნობს,


როგორ ირღვევა შპანჰოუტები, ვერ ხვდება და არ იცის, რომ
შორიდან უკვე ტალღებს მოაპობს და მათკენ მოქრის
უზარმაზარი ხახადაღებული ვეშაპი, რადგან იონა, ძმან
მეზღვაურნო, კაიუტაში ჩავიდა, საწოლზე წამოწვა და ახლა
ღრმად სძინავს. შეშინებული შკიპერი შედის მასთან და ზედ
ყურთან უყვირის: „რა გაძინებს, უგუნურო? ადექი!“ ამ
განწირული შეძახილით გაღვიძებული იონა ფეხზე დგება,
ბორძიკითა და ქანაობით ადის გემბანზე, ბაგირს ეჭიდება დ
ზღვას გასცქერის. სწორედ იმ წამს უზარმაზარი ტალღა
ავაზასავით ეცემა იონას. ხომალდს ტალღა ტალღაზე ატყდება,
წყალი გასავალს ეძებს, ზათქით მიქრის კიჩოსა და ქიმისაკენ,
თუმცა ხომალდი ჯერ არ ჩაძირულა, მეზღვაურები უკვე
იძირებიან და ყოველთვის, როცა ფერმკრთალი მთვარე
შეშინებული გამოიხედავს ხოლმე ცაზე გამეფებული
წყვდიადიდან, დამფრთხალი იონა ამჩნევს, როგორ ადის
მაღლა ხომალდის ბუშპრიტი, რომ მერე ისევ გამძვინვარებული
წყლის წიაღში შთაინთქას.

იონას შიშით გული ეფლითება. იგი იკაკვება, იმალება, მაგრამ


უფალს გამოქცეული ახლა უკვე ყველასათვის სააშკარაოზეა.
მას მეზღვაურებიც ხედავენ, მათი ეჭვი დასტურდება და
მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლეში დარწმუნდნენ,
გადაწყვეტენ, ღვთის სამართალს მიმართონ და კენჭი ჰყარონ,
რათა შეიტყონ, ვინ დაატეხა თავს ეს ძლიერი ქარიშხალი. კენჭი
იონას შეხვდა. რაკი დარწმუნდნენ, რომ ის იყო მიზეზი,
გაშმაგებულმა მეზღვაურებმა იონას შეკითხვები დააყარეს:

„ვინა ხარ? საიდან მოდიხარ? რომლისა სოფლისა ხარ? რომლისა


ერისა ხარ?“ ყურადღება მიაქციეთ, მეზღვაურნო, როგორ
უჭირავს თავი იონას, გაცეცხლებული მეზღვაურები მხოლოდ
იმას ეკითხებიან, ვინა ხარ და სადაურიო, მაგრამ იონა მხოლოდ
ამ შეკითხვებზე როდი უპასუხებს, იგი უპასუხებს იმ
კითხვაზე, რომელიც მისთვის არ მიუციათ. ეს პასუხი
მოულოდნელია და იონას მკერდიდან ღვთის ნებით არის
ამოხეთქილი.

„ებრაელი ვარ! – ყვირის იგი და მერე დასძენს: – მონა უფლისა


ვარ მე, და ღმერთსა ცისასა ვეშიშვი მე, რომელმან შექმნა ზღუა
და ხმელი“.

მონა უფლისა ხარ, იონა? მაშ, ამიერიდან მის წინაშე უნდა

თრთოდე და ცახცახებდე. იონას ადგილიდან ფეხი არ


მოუცვლია, ისე აღიარა ყველაფერი. მეზღვაურებმა მოუსმინეს,
ძლიერ შეშინდნენ, მაგრამ მაინც შეიბრალეს. იონამ კი,
რომელმაც უფალს შეწყალების თხოვნა ვერ შებედა, რადგან
ფრიად კარგად უწყოდა თავისი შეცოდების სიმძიმე, ხმამაღლა
შესთხოვა იქ მყოფთ, ზღვაში გადამაგდეთო. მან ხომ იცოდა, ეს
ძლიერი ქარიშხალი თავად დაატეხა თავს მეზღვაურებს. მაშინ
მეზღვაურებმა სიბრალულით შეაქციეს მას ზურგი და
ხომალდის გადარჩენა სხვა გზით სცადეს. მაგრამ ყველაფერი
ამაოა, სულ უფრო გამაყრუებლად ღრიალებს ბრაზმორეული
ქარიშხალი და მეზღვაურებმა ცალი ხელი ცად აღაპყრეს და
მეორე უნებურად იონას მოჰკიდეს.

შეხედეთ! აი, იონა ხელში აჰყავთ და ღუზასავით ისვრიან


წყალში. მაშინვე აღმოსავლეთიდან წყალში ზეთივით იღვრება
სიმშვიდე, წყნარდება აბორგებული ზღვა; ქარიშხალი და იონა
კიჩოს მიღმა რჩებიან და მდორე ტალღები გარს ერტყმის
ხომალდს. იონა ისეთ აბობოქრებულ მორევში ჩაიძირა, რომ
ვერც კი შეიტყო, როგორ ამოყო თავი დაღებულ ხახაში,
რომელიც მას ელოდა. ვეშაპმა კბილების ღრჭიალით დახურ
ხახა, თითქოს ურიცხვი ურდულით დილეგის კარი ჩაიკეტაო.
მაშინ იონა ვეშაპის სტომაქიდან შეევედრა მამაზეციერს. ყური
ათხოვეთ მის ლოცვას და დაისწავლეთ ეს საყურადღებ
გაკვეთილი. მართალია, იონა ცოდვილია, მაგრამ იგი არ გოდებს
და უფალს არ ევედრება, დამიხსენიო. გრძნობს, რომ ღირსია ამ
საზარელი სასჯელისა. თავისი ხსნა მთლიანად ღვთის ნება-
სურვილისათვის მიუნდვია და კირთებისა და წამების
მიუხედავად, თვალები ღვთის წმინდა ტაძრისთვის მიუპყრია.
სწორედ ეს არის, ძმანო მეზღვაურნო, ნამდვილი ჭეშმარიტ
მონანიება, რადგან არ ითხოვს შეწყალებას და მადლიერია
სასჯელისა. უფალს რომ იონას საქციელი ეამა, ამის
დამადასტურებელია იონას გადარჩენა და ზღვისა და
ვეშაპისაგან მისი დახსნა. ძმანო, ნუ მიჰბაძავთ იონას
საქციელს, რამეთუ მან სცოდა, იონას მიერ ცოდვის მონანიება
იყოს თქვენთვის მაგალითი. ნუ შესცოდავთ, და თუ
შესცოდეთ, უთუოდ ისე მოინანიეთ, როგორც იონამ მოინანია.

ასე ლაპარაკობდა მოძღვარი და მრისხანე ქარბუქის შემზარავი


ზუზუნი თითქოს მეტ ძალას მატებდა მის სიტყვებს; როცა
ზღვაზე ქარიშხალს აღწერდა, გეგონებოდათ, ისიც
აბობოქრებულმა ქარიშხალმა მოიცვაო. გაშლილი მკერდი

მღელვარებისაგან აუდ-ჩაუდიოდა, მკლავები ორი მებრძოლი


სტიქიონივით გაეშალა, მზემოკიდებული შუბლიდან თითქოს
ქუხილი იჭრებოდა და თვალები უელავდა, – ეს კი გულწრფელ
მსმენელს აიძულებდა, უჩვეულო შიშითა და პატივისცემით
შეეხედა მისთვის. მაგრამ ახლა სიჩუმე ჩამოვარდა; იგი ისევ
საღვთო წიგნის ფურცვლას შეუდგა, მერე თვალები დახუჭა და
წამით ასე იდგა ღმერთთან და საკუთარ თავთან
განმარტოებული.

მერე ისევ თავისი სამწყოსაკენ გადმოიხარა. თვალებ


მილულა, თავი თანდათან დაბლა დახარა და უღრმესი დ
უმხნევესი მორჩილებით წარმოთქვა შემდეგი სიტყვები:

ძმანო მეზღვაურნო! თქვენ მხოლოდ ერთი ხელი გადევთ


უფლისა, მე კი მისი ორივე ხელი მაწვება მხრებზე. ღვთი
ბოძებულ მიმქრალ შუქზე მე წაგიკითხეთ გაკვეთილი,
რომელსაც იონა ასწავლის ყველა ცოდვილს – თქვენც, და უფრ
მეტად მე, რადგან მე თქვენზე უფრო მძიმე ცოდვილი ვარ. რა
დიდი სიხარულით ჩამოვიდოდი ახლა ამ ანძიდან,
დავჯდებოდი გემბანზე, სადაც თქვენ ზიხართ და მოვისმენდ
ისე, როგორც თქვენ მისმენთ, როცა რომელიმე თქვენგანი
წამიკითხავდა ამ მეორე, უფრო საშინელ გაკვეთილს,
რომელსაც იონა მე, დედამიწაზე უფლის მესაჭეს, მასწავლის.
იონას, როგორც მირონცხებულ მესაჭე-წინასწარმეტყველს და
ჭეშმარიტების წინასწარმხილველს, უფალმა უბრძანა,
უკეთურებაში ჩაფლული ნინევიისათვის უსიამოვნო
ჭეშმარიტებანი ემცნო. მაგრამ შეშინებულმა, ქალაქის
მცხოვრებნი არ ამიმხედრდნენო, თავი აარიდა ღვთი
დაკისრებულს და როცა იოპიაში ხომალდზე ავიდა, ამით თავის
მოვალეობასაც გაექცა და უფალსაც. ღმერთი ყველგანაა, და
იონამ თარშისს ვერა და ვერ მიაღწია. თქვენ გახსოვთ, ვეშაპის
სახით ღმერთი დაეწია მას, გალაყლაპა, ჩააგდო აქაფებულ
ქვესკნელში, თან ჩაიყოლა „სიღრმედ მიმართ გულისა ზღვისა“,
სადაც ბობოქარმა მორევმა ათასმილიან სიღრმეში ჩაითრია,

„უფსკრულმა მოიცვა იგი უკანასკნელმან“ და თავზე


მწუხარების მთელი ოკეანე გადასდიოდა. მაგრამ იქიდანაც კი,
ქვესკნელიდან, სადაც ლოტიც ვერ მისწვდება, „მუცლისაგან
ჯოჯოხეთისა“, ოკეანის ფსკერიდან, სადაც ვეშაპი ჩაეშვა,
იქიდანაც კი გაიგონა ღმერთმა ხმა წინასწარმეტყველის
მონანიებისა. მაშინ უფალმა უბრძანა ვეშაპს და
შემაძრწუნებელი ცივი ზღვის წყვდიადიდან ვეშაპი თბილი,

ალერსიანი მზის შესახვედრად, ჰაერისა და მიწის სიამეთა


შესახვედრად გამოეშურა „და განაგდო იონა ხმელსა ზედა“.

„მაშინ კვლავ გაისმა ხმა უფლისა და დაწყლულებულმა და


ნაგვემმა იონამ, რომლის ყურებშიც, როგორც ზღვის ნიჟარებში,
ისე გუგუნებდა მრავალხმოვანი ოკეანე, – აღასრულა ნება
უფლისა. უფლის ნება კი რა იყო, ძმანო? გამოცხადება
სიცრუეზე ჭეშმარიტების გამარჯვებისა!

აი, რა არის, მეგობარნო ჩემნო, მეორე გაკვეთილი. ვაი იმ ღვთის


მესაჭეს დედამიწაზე, ვინც ამ გაკვეთილს უგულებელყოფს. ვაი
მას, ვისაც მიწიერი ამბები ღვთაებრივ მოვალეობას
გადაავიწყებს! ვაი მას, ვინც ზღვის დაწყნარებას შეეცდება
მაშინ, როცა ღვთის ბრძანებით ქარიშხალი უნდა ამოვარდეს!
ვაი მას, ვინც პირმოთნეობას ესწრაფვის და არა მხილებას! ვაი
მას, ვისაც სახელი სათნოებას ურჩევნია! ვაი მას, ვინც ამ
ქვეყანაზე შერისხვას გაურბის! ვაი მას, ვინც ჭეშმარიტებას
განუდგება, თუნდაც სიცრუეში იყოს ხორციელი ხსნა და
გადარჩენა! დიახ, როგორც დიდი მესაჭე პავლე ამბობდა, ვაი
მას, ვინც სხვას უქადაგებს და თვით კი უღირსად რჩება!

მან თავი ჩაქინდრა და წამით თითქოს თავდავიწყებას მიეცა;


მერე ისევ ასწია, ახლა უკვე უდიდესი სიხარულით
გაცისკროვნებული სახით, და ღვთაებრივი შთაგონებით
შესძახა:

ო, ძმანო მეზღვაურნო! მარჯვენა ბორტთან სიმძიმილს


მუდამ გვერდით მიჰყვება მარადიული მადლი და მწვერვალი
ამ მადლისა უფრო მაღალია, ვიდრე სიღრმე სიმძიმილის
ფსკერისა. ისევე, როგორც გროტ-ანძის სიმაღლე უფრო მეტია,
ვიდრე კილსონის სიღრმე. უზენაესი და უღრმესი მადლი
ჰფენია მას, ვინც ქედს არ იხრის და მხოლოდ თავის იმედით
ერკინება ამაყ ღმერთებს და მეუფეთ ამა სოფლისათა. მადლი
ჰფენია მას, ვინც ჯერ კიდევ უჭირავს საკუთარ მძლავრ
ხელებს, როცა ამ მუხანათური, სინდისგარეცხილი ქვეყნის
ხომალდი ფეხქვეშ ეცლება. მადლი ჰფენია, ვინც იოტისოდენა
სიმართლეს არავის დაუთმობს და ცოდვას, თუნდაც
სენატორისა და მსაჯულის მანტიით დაფარულს, ცეცხლითა დ
მახვილით შეებრძოლება. მადლი, ბრამსელივით[95] მაღალი
მადლი ჰფენია იმას, ვისთვისაც არც კანონი არსებობს და არც
მბრძანებელი, გარდა თავისი უფალი ღმერთისა და, ვისი
ერთადერთი სამშობლოც ზეცაა მაღალი. მადლი ჰფენია იმას,

ვისი გადარეცხვაც ამ მარადიული ხომალდიდან, აზვირთებულ


ბრბოს ტალღას ვერ ხელეწიფება. მარადიული მადლი და
სიხარული ხვედრია იმისა, ვინც უკანასკნელ ამოსუნთქვას
ამოაყოლებს: „მამაო ჩემო (მე შენგან მხოლოდ ტკივილი ვიცი),
მოკვდავი ვარ თუ უკვდავი, ვკვდები. არც ამ ქვეყანას, არც
საკუთარ თავს არ ვეკუთვნოდი, ვცდილობდი, თავი შენთვის
შემომეწირა. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. გიტოვებ
მარადისობას, რადგან განა არსებობს ადამიანი, ღმერთის
სიკვდილს შესწრებოდეს?“

სხვა აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ ხელის ნელი მოძრაობით


დალოცა მრევლი, ხელები სახეზე აიფარა და ასე იდგა
მუხლმოყრილი, სანამ ყველა არ წავიდ-წამოვიდა.

10. გულითადი მეგობარი

სამლოცველოდან სასტუმრო „ვეშაპის შადრევანში“


დაბრუნებულს მხოლოდ ქვიქეგი დამხვდა. იგი მანამდე
წამოვიდა, სანამ მოძღვარი მრევლს დალოცავდა. ახლა სკამზე
იჯდა, ბუხართან, ფეხები ცხაურზე შეეწყო, თავისი პატარა შავი
კერპი თვალებთან მიეტანა და დაჟინებით დასცქეროდა
სახეზე, თან მსუბუქად უსვამდა ცხვირზე დანის პირს და
თავისებურად, წარმართულად ღიღინებდა რაღაცას.

მე რომ დამინახა, თავისი ღმერთი გვერდზე გადადო,


მაგიდასთან მივიდა, უზარმაზარ წიგნს დაავლო ხელი,
მუხლებზე დაიდო და საქმიანად შეუდგა ფურცლების
გადათვლას. შევამჩნიე, როგორც კი ორმოცდაათ ფურცელს
გადათვლიდა, შეჩერდებოდა, დაბნეული და გაოცებული
გაიხედავდა აქეთ-იქით და გაბმულად დაუსტვენდა, მერე ისევ
მომდევნო ორმოცდაათ ფურცელს გადათვლიდა, და,
ეტყობოდა, ანგარიშსაც თავიდან იწყებდა, თითქოს თვლა
მხოლოდ ორმოცდაათამდე იცოდა და ფურცლების სიმრავლეც
მხოლოდ იმიტომ აოცებდა, რომ ბევრი ორმოცდაათ
გამოდიოდა.

მე დიდი ცნობისმოყვარეობით ვადევნებდი თვალს. თუმცა


ველური იყო და, ჩემი აზრით, სვირინგებიც საშინლად
უმახინჯებდა სახეს, მის გარეგნობაში მაინც იყო რაღაც
მიმზიდველი. კაცს კაცობა შუბლზე აწერია. მეჩვენებოდა, რომ

ამ საშინელი ნაიარევის ქვეშ უბრალო, პატიოსანი ადამიანის


გული იმალებოდა; მისი დიდრონი, უძირო, შავად მოელვარე
და ჯიქურად მომზირალი თვალებიდან გამოსჭვიოდა სული,
რომელიც ათას ეშმაკსაც კი არ შეუშინდებოდა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ წარმართის მოძრაობაში


რაღაც სიდიადე ჩანდა, რასაც მისი სიტლანქე ვერ ჩრდილავდა.
ქვიქეგი ისეთ ადამიანს ჰგავდა, რომელიც არც არასოდეს არავის
დამონებია და არც ვალდებული ყოფილა ვინმეს წინაშე. არ
ვიცი, იქნებ იმიტომ, რომ თავი ჰქონდა გადაპარსული და
შუბლი უფრო რელიეფური და მაღალი უჩანდა, მაგრამ,
ფრენოლოგის[96] თვალსაზრისით, უდავოდ შესანიშნავი თავის
ქალა ჰქონდა. ალბათ სასაცილოდ მოგეჩვენებათ, მისი თავი
გენერალ ვაშინგტონის ცნობილი ბიუსტის თავს მაგონებდა.
ქვიქეგსაც ისეთივე დაქანებული, სწორი და წარბებთან ოდნავ
წინ წამოწეული შუბლი ჰქონდა და ამის გამო წარბები ხშირი
ტყით დაფარულ ორ წაგრძელებულ კონცხს უგავდა. ქვიქეგი
ჯორჯ ვაშინგტონის[97] კანიბალური ვარიანტი იყო.

სანამ მე ასე დაჟინებით ვუთვალთვალებდი და თან თითქოს


გარეთ ატეხილი ქარბუქის დასანახავად ფანჯარაში
ვიყურებოდი, ქვიქეგი ისე იყო გატაცებული თავის საოცარ
წიგნში ფურცლების თვლით, რომ ჩემთვის ოდნავი
ყურადღებაც არ მოუქცევია და ერთხელაც არ შემოუხედავს.
რადგან მახსოვდა, რა მეგობრულად გავატარეთ წინა ღამე დ
რა სიყვარულით ჰქონდა დილით ჩემთვის ხელი გადახვეული,
ეს გულგრილობა ძალიან მეუცხოვა. მაგრამ ველურები
უცნაური არსებანი არიან, ზოგჯერ არც კი იცი, როგორ მოექცე.
თავიდან ისინი მოკრძალებულ შიშს იწვევენ: მათი მშვიდი
უბრალოება და აუღელვებლობა სოკრატეს სიბრძნედ
გეჩვენება.

ამასთან, ისიც შევამჩნიე, რომ ქვიქეგს სასტუმროში თითქმის


არც ერთ მეზღვაურთან არ ჰქონდა ურთიერთობა და არც
დაახლოებას ცდილობდა ვინმესთან. თითქოს არც სურდა,
ნაცნობების წრე გაეფართოებინა. ყოველივე ეს დიდ
უცნაურობად მომეჩვენა, მაგრამ როცა დავფიქრდი, მივხვდი,
ამაში რაღაც სულიერი უპირატესობაც იყო. ჩემ წინ იჯდა თავის
კერას რამდენიმე ათასი მილით დაშორებული კაცი. ამ კაცმა
დიდხანს იარა, ჰორნის კონცხს შემოუარა, – რადგან იქიდან
სხვა გზა არ არსებობს, – და მარტო აღმოჩნდა იმ ადამიანთა

შორის, რომლებიც მისთვის ისე უცხონი იყვნენ, თითქოს


იუპიტერზე ყოფილიყოს; ამისდა მიუხედავად, იგი სრულიად
ძალდაუტანებლად იქცეოდა, სრულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა,
მარტოც კარგად ერთობოდა და თავს არასოდეს ღალატობდა.
ნამდვილად დახვეწილ ფილოფოსს მოგაგონებდათ, თუმცა, რ
თქმა უნდა, ფილოსოფიაზე არასოდეს არაფერი გაეგონა. მაგრამ
ალბათ, ჩვენ, მოკვდავთ, ჭეშმარიტი ფილოსოფოსები მხოლოდ
მაშინ შეგვიძლია ვიყოთ, როცა ამას შეგნებულად არ
ვესწრაფვით. რომ მეუბნებიან, ესა და ეს კაცი თავს
ფილოსოფოსად ასაღებსო, მაშინვე ვასკვნი, იმ კაცს, ერთი
ბებერი დედაკაცისა არ იყოს, „მუცლის გვრემა აქვს“.

ოთახში ჩვენ გარდა არავინ იყო. ბუხარში ნელი ცეცხლი ენთო,


რადგან ერთი პირი უკვე აგიზგიზებულიყო, ოთახი გაეთბო და
ახლა მხოლოდ იმიტომ ღვიოდა, რომ დაფიქრებული კაცის
მზერა მიეპყრო. ფანჯარასთან კი ღამის მოჩვენებები და
ლანდები მოჯარულიყვნენ და იმზირებოდნენ ოთახში, სადაც
მარტოობასა და სიჩუმეში მხოლოდ ჩვენ ორნი ვისხედით.
კედლის მიღმა ქარბუქი ხან საზეიმოდ აიმაღლებდა ხმას, ხან
მიწყნარდებოდა. ჩემს სულში უცნაურმა გრძნობამ დაიბუდა.
თითქოს რაღაც გამილღვა. ვიგრძენი, ჩემი გააფთრებული გული
და შეუბრალებელი ხელი აღარ ებრძოდნენ ამ მგლურ ქვეყანას.
მისი მხსნელი ეს დამაშოშმინებელი ველური იყო. აი, ზის იგი
ჩემ წინ და მშვიდად მანიშნებს, რომ მისი ხასიათისათვის
უცხოა დაფარული ცივილიზებული თვალთმაქცობა და
ზრდილობიანი სიცრუე. რა თქმა უნდა, იგი ველური და
ამასთან იშვიათი საფრთხობელა იყო, მაგრამ ვგრძნობდი,
რაღაც იდუმალი ძალა მეწეოდა მისკენ და ძლიერი მაგნიტივით
სწორედ ის მიზიდავდა, რისთვისაც ალბათ სხვა ახლოსაც არ
გაიკარებდა. მოდი და წარმართს დავიმეგობრებ, რახან
ქრისტიანული გულკეთილობა მხოლოდ ცარიელი
თავაზიანობა აღმოჩნდა-მეთქი, გავიფიქრე, სკამი მისკენ
მივაჩოჩე და ხელებით შევეცადე მენიშნებინა, რომ მისი
კეთილისმნდომი ვიყავი, თან, საუბრის გაბმა ვცადე. ჯერ ჩემს
ჯახირს ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ წინა ღამით
გამოჩენილი მისი სტუმართმოყვარეობა რომ გავუხსენე,
თვითონ შემეკითხა – ამაღამ ერთად ხომ არ დავიძინებთო. მე
თავი დავუქნიე და მომეჩვენა, რომ კმაყოფილი კი არა და,
მგონი, ნასიამოვნებიც დავტოვე.

მერე ჩვენ ერთად შევუდექით იმ სქელი წიგნის ფურცვლას.

შევეცადე, წიგნის ბეჭდვის მიზანი ამეხსნა და შიგ


მოთავსებული რამდენიმე ილუსტრაციის აზრი განმემარტა. ამ
ხერხით მალე დავაინტერესე და მცირე ხნის შემდეგ, როგორც
შეგვეძლო, ისე ვმუსაიფობდით ამ დიდებული ქალაქის
საოცრებებზე. მერე შევთავაზე: „გავაბოლოთ?“ – მან დიდი ქისა
ამოათრია, ტომაჰავკი გააჩაღა და თავაზიანად გამომიწოდა. ასე
ვისხედით ერთად, მის ბარბაროსულ ჩიბუხს ერთმანეთს
დინჯად ვაწვდიდით და რიგრიგობით ვაბოლებდით.

თუ აქამდე ჩემი წარმართის გულში კიდევ იყო ჩარჩენილი


გულგრილობის ყინულის ნატეხი, ახლა ჩიბუხის მეგობრულმა
ცეცხლმა საბოლოოდ გაალხო იგი და ჩვენ გულითად
მეგობრებად გადავიქეცით. მან ისეთივე ბუნებრივი და
ძალდაუტანებელი სიმპათია იგრძნო ჩემდამი, როგორიც მე
მისდამი. და როცა ჩიბუხს დავეთხოვეთ, შუბლი შუბლზე
მომადო, წელზე ხელი მაგრად შემომხვია და მითხრა, რომ
ამიერიდან ჯვარდაწერილები ვიყავით, – მის ქვეყანაშ
მიღებულ ამ ტრადიციულ გამოთქმაში იგულისხმებოდა, ჩვენ
ამიერიდან განუყრელი მეგობრები ვიყავით და იგი, თუ საჭირ
იქნებოდა, თავს შემომწირავდა.

ჩემს თანამემამულეებს გულკეთილობის ასეთი უეცარი


აფეთქება ნაადრევი მოეჩვენებოდათ და უნდობლობით
მოეკიდებოდნენ, მაგრამ გულუბრყვილო ველურის მიმართ
ასეთი ძველებური საზომი არ გამოდგებოდა.

ვივახშმეთ, ცოტა კიდევ ვილაპარაკეთ, ერთხელ კიდევ


გავაბოლეთ ჩიბუხი და ჩვენი ოთახისაკენ გავეშურეთ. აქ მან
საჩუქრად ახალზელანდიური ბალზამირებული თავი
მომართვა, მერე თავისი უზარმაზარი ქისა ამოიღო, ხელი
თამბაქოში აურია, იქიდან ასე ოცდაათ ვერცხლის დოლარამდე
ამოიღო, მაგიდაზე დააწყო, შუაზე გაყო. მერე ერთი ნახევარი
ჩემკენ გამოსწია და მითხრა, – ეს შენიაო. მე წინააღმდეგობის
გაწევა ვცადე, მაგრამ გაგონებაც არ ისურვა და ფული გულის
ჯიბეში ჩამიყარა. მის ნებას დავყევი.

ამის შემდეგ მწუხრის ლოცვისთვის შეუდგა მზადებას. კერპი


ამოიღო და ბუხარზე ქაღალდი გადასწია. ზოგიერთი ნიშნითა
და სიმპტომით მივხვდი, მოხარული იქნებოდა, თუ მეც
შევუერთდებოდი, მაგრამ მთელი პროცედურა რომ
წარმოვიდგინე, გადავწყვიტე მომეფიქრებინა, საქმე საქმეზე
რომ მიმდგარიყო, დავთანხმდებოდი თუ არა.

მე წესიერი ქრისტიანი ვარ, უცოდველი პრესვიტერიანული


ეკლესიის წიაღში დაბადებული და გაზრდილი. როგორ უნდ
ამება მხარი ამ ველური კერპთაყვანისმცემლისათვის და
როგორ მეცა თაყვანი რაღაც ხის ნაჭრისათვის? მაგრამ რას
ნიშნავს თაყვანისცემა? ხომ არ გგონია, ისმაილ, რომ ცისა და
მიწის და იქნებ წარმართთა და სხვათა დიდსულოვანი ღმერთი
შავი ხის საცოდავ ნაჭერზე იეჭვიანებს? ეგ არ მოხდება! მაგრამ
რას ნიშნავს ღვთის თაყვანისცემა? მისი ნების აღსრულებას,
ხომ? ღვთის ნება რაღაა? ჩემს მოყვასს ისე მოვექცე, როგორც მე
მსურს, რომ მომექცეს, – აი, რა არის ნება ღვთისა. ქვიქეგი
მოყვასია ჩემი. რას მოვისურვებდი ქვიქეგისაგან? რა თქმა
უნდა, მოვისურვებდი, ღვთის თაყვანისცემის ჩემი,
პრესვიტერიანული ფორმა გაეზიარებინა. მაშასადამე, მეც მისი
ფორმა უნდა გავიზიარო, ergo[98] – კერპთაყვანისმცემელი
უნდა გავხდე. ამიტომ ბურბუშელა ავანთე და ქვიქეგს ამ
საცოდავი უწყინარი კერპის დაყენებაში შევეშველე. მერე
ქვიქეგთან ერთად დამწვარი ორცხობილათი გავუმასპინძლდი,
ორჯერ თუ სამჯერ თავიც დავუკარი, ცხვირზეც ვაკოცე და
მხოლოდ ამის შემდეგ გავიძვრეთ ტანსაცმელი და, მთელი
ქვეყნის წინაშე პირნათელნი, საწოლში ჩავწექით, მაგრამ სანამ
დავიძინებდით, ცოტა კიდევ ვისაუბრეთ.

არ ვიცი, რატომ, მაგრამ გულახდილი მეგობრული


საუბრისთვის საერთო საწოლს ადგილი ვერ შეედრება.
ამბობენ, ცოლ-ქმარი ერთმანეთს გულს ყველაზე უფრ
საწოლში გადაუშლის ხოლმე, ხოლო ხანში რომ შევლენ,
ხშირად გათენებამდე წვანან და წარსულს იხსენებენო. ასე
ვიწექით ჩვენც, მე და ქვიქეგი – განმარტოებული,
მოსიყვარულე წყვილი – ჩვენი სულების თაფლობის თვეში.

11. ღამის პერანგი

ასე ვიწექით, ხან ცოტა ხნით წაგვეძინებოდა და ხან


ვლაპარაკობდით. ერთმანეთს ისე ძალდაუტანებლად და
თავისუფლად ვექცეოდით, რომ დროდადრო ქვიქეგი თავის
ყავისფერ, სვირინგებით აჭრელებულ ფეხებს ძმაკაცურად
გადამადებდა ფეხებზე. გულითადმა საუბარმა ძილ
საბოლოოდ გაგვიფრთხო და მზად ვიყავით, საწოლი
მიგვეტოვებინა, თუმცა ჯერ არ ერიჟრაჟა და გათენება ხომ

კარგა შორს იყო.

თვალზე რული აღარ გვეკარებოდა და წოლითაც მოვიქანცეთ.


მცირე ხნის შემდეგ წამოვჯექით, საბანში გავეხვიეთ, საწოლის
ხის ზურგს მივეყუდეთ და მუხლებს ცხვირები დავადეთ,
გეგონებოდათ, მუხლისთავებზე, როგორც ტაფებზე, ორ
გავარვარებული ნახშირი დევსო. მყუდროდ და კარგად
მოვეწყვეთ, მით უმეტეს, გარეთ ყინავდა. გარეთ კი არა და,
ოთახშიც კარგა გვარიანად ციოდა, რადგან ბუხარი არ
დაენთოთ. „მით უმეტეს“-მეთქი იმიტომ ვთქვი, რომ სითბოთი
მხოლოდ მაშინ შეიძლება ისიამოვნოთ, როცა სხეულის
რომელიმე ნაწილზე გცივათ, რადგან ამ ქვეყანაზე არ არის
თვისება, რომელსაც უკონტრასტოდ არსებობა შეეძლოს.
დამოუკიდებლად არაფერი არსებობს. თუ თავს აჯერებთ, რომ
კარგად და მოხერხებულად ხართ, ეს იმას ნიშნავს, უკვე
კარგად და მოხერხებულად აღარ ხართ. მაგრამ თუ თქვენ, მე
და ქვიქეგივით, საწოლზე ზიხართ და ცხვირის წვერი ან
კინკრიხო გეყინებათ, აი, მაშინ კი განიცდით სითბოს
მომხიბლავსა და შეუდარებელ გრძნობას. აქედან ის დასკვნა
გამომდინარეობს, რომ იმ ოთახში, სადაც თქვენ გძინავთ,
ცეცხლი არასოდეს არ უნდა დაანთოთ; თბილი საძინებელი
ოთახი ერთი ის მდიდრული უხერხულობაა, რომელსაც
შეძლებულნი ითმენენ. იმ სიამოვნებას რა შეედრება, როცა
სიცივეში მხოლოდ მატყლის საბანი გათბობთ. თქვენ მაშინ
არქტიკული კრისტალის გულში მომწყვდეული ერთადერთი
თბილი ნაპერწკალივით წევხართ.

დიდხანს ვისხედით ასე მუხლმოკეცილები, უეცრად


გადავწყვიტე, დროა, თვალი გავახილო-მეთქი. საქმე ის
გახლავთ, რომ ლოგინში, დღისით თუ ღამით, მძინავს თუ
მღვიძავს, – თვალების დახუჭვა ჩვეულებად მაქვს
გადაქცეული, რათა უფრო კარგად ვიგრძნო წოლით
მონიჭებული სიამოვნება. ადამიანს მხოლოდ მაშინ შეუძლია
საკუთარი ინდივიდუალობის ბოლომდე შეცნობა, როცა
თვალები დახუჭული აქვს, თითქოს სინათლე კი არა, სწორედ
წყვდიადი – ჩვენი არსების ჭეშმარიტი სტიქია, – იყოს უფრ
მიმზიდველი ჩვენი მტვრადსაქცევი სხეულისათვის. და აი,
თვალი გავახილე თუ არა, ჩემ მიერ შექმნილი მყუდრ
წყვდიადიდან გარედან თავს მოხვეულ, შუაღამის უკუნეთში
მოვხვდი, ეს კი უეცარი და ამავე დროს, საკმაოდ უსიამოვნო
ცვლილება იყო. ასე რომ, როცა ქვიქეგმა გადაკვრით მითხრა,

მაინც არ გძინავს და კარგი იქნება, თუ სინათლეს ავანთებთ,


ძალიან მინდა ჩემი ტომაჰავკი ერთი-ორჯერ გავაბოლოო,
წინააღმდეგობა სულაც არ გამიწევია. თუ წუხელ საწოლში
გაბოლების სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, ახლა ყურადღება
მიაქციეთ, რა მოქნილი ხდება ჩვენი წინასწარი ურყევი
მოსაზრებანი, როცა მათ ადამიანებს შორის დაბადებული
სიყვარული უპირისპირდება. ვერ აგიწერთ, როგორ
მსიამოვნებდა, როცა ახლა ქვიქეგი ჩემ გვერდით ლოგინში
აბოლებდა, რადგან ძალიან მშვიდი, კმაყოფილი
გამომეტყველება ჰქონდა. სასტუმროს პატრონის დაზღვევის
პოლისთან[99] დაკავშირებულ უსაფუძვლო მოუსვენრობას
აღარ განვიცდიდი და გულწრფელად მიხაროდა, რომ საბანს
და ჩიბუხს ნამდვილ მეგობართან ვიყოფდი. მხრებზე ბეწვიანი
ბუშლატები მოვიხურეთ და ტომაჰავკი მანამ გადადიოდა
ხელიდან ხელში, სანამ თავებზე შეუმჩნევლად არ
გადმოგვემხო ანთებული ლამპის შუქზე მოქანავე კვამლის
ლურჯი ბალდახინი.[100]

არ ვიცი, ამ ტალღებივით მოქანავე კვამლმა გაიტაცა ველურის


ფიქრი შორეული ნაპირებისაკენ თუ რა იყო, მაგრამ იგი
უეცრად თავის მშობლიურ კუნძულზე ალაპარაკდა. ძალიან
მინდოდა მისი თავგადასავალი მომესმინა და დაჟინები
დავუწყე თხოვნა, დაწყებული თხრობა განაგრძე-მეთქი. იგი
სიამოვნებით დამთანხმდა და თუმცა მაშინ მისი მრავალ
გამოთქმის აზრი ბუნდოვნად მესმოდა, შემდეგში წყვეტილი
ფრაზეოლოგიის[101] უფრო ახლოს გაცნობამ და ამის შედეგად
გაკეთებულმა აღმოჩენებმა შემაძლებინა, ეს ამბავი ასე
მოკლედ მომეთხრო თქვენთვის.
12. სათავგადასავლო

ქვიქეგი კუნძულ კოკოვოკოს[102] მკვიდრი იყო. ეს კუნძული


შორს, სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და რუკაზე
აღნიშნული არ არის – ღირსშესანიშნავი ადგილები რუკაზე
არასოდეს არის აღნიშნული.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა ახალგამოჩეკილ წიწილასავით ტყის


ბუჩქნარებში უმეთვალყურეოდ დარბოდა და თხები თივის
წინსაფრიან პატარა ველურს ისე დასდევდნენ, როგორც მწვანე

ბუჩქს, – ჯერ კიდევ მაშინ ქვიქეგი თავისი პატივმოყვარე


სულის სიღრმეში ოცნებობდა, ქრისტიანული სამყარო ახლოს
ენახა და გზად გამოვლილი ორი თუ სამი ვეშაპსანადირო
ხომალდის დათვალიერებით არ დაკმაყოფილებულიყო.
მამამისი ბელადი, ადგილობრივი მონარქი იყო, ბიძა
უმაღლესი ქურუმი, ქვიქეგს შეეძლო იმითაც დაეტრაბახა, რომ
ჰყავდა რამდენიმე დეიდა, რომლებიც უძლეველ მეომართა
ცოლები იყვნენ. ასე რომ, მის ძარღვებში მაღალხარისხოვანი,
ნამდვილი მეფური სისხლი ჩქეფდა. თუმცა, ვშიშობ,
სამწუხაროდ, სისხლი აღრეული ექნებოდა იმ კაციჭამიური
მიდრეკილებებით, რომელთაც შეუზღუდავად იკმაყოფილებდ
თავნება სიჭაბუკის ჟამს.

ერთხელ მამამისის ყურეს სეგ-ჰარბორიდან[103] ხომალდი


მოადგა და ქვიქეგმა სცადა, ქრისტიანების მიწაზე
მოხვედრილიყო. მაგრამ ხომალდის შემადგენლობა შევსებული
იყო, ქვიქეგს უარი უთხრეს და მისი მონარქი მამის გავლენამაც
ვერაფერი გააწყო. მაშინ ქვიქეგმა საკუთარ თავს შეჰფიცა,
ნავით მიეღწია შორეულ სრუტემდე, სადაც, როგორც მან
იცოდა, კუნძულიდან მომავალ ხომალდს უნდა გაევლო.
სრუტის ერთ მხარეს მარჯნის რიფები[104] იყო გაჭიმული,
ხოლო მეორე მხარეს – მანგოთი დაფარული ვიწრო
ნახევარკუნძული. მანგო ნაპირთან წყალშიაც იზრდებოდა.
ქვიქეგმა ნავი ქიმით ზღვისკენ შეატრიალა და ისე დამალა ამ
ბარდნარში, თვითონ კიჩოზე დაჯდა და ნიჩაბი დაბლა დაუშვა;
როცა ხომალდმა გვერდით გაუარა, ელვასავით გადაუჭრა გზა,
გემის ბორტთან მიცურდა, ნავი ფეხის ერთი დაკვრით
გადააბრუნა და ჩაძირა, რუსლენზე აცოცდა, გემბანზე
გაიშხლართა, ორივე ხელით რიმის რგოლს ჩაებღაუჭა და
დაიფიცა, ნაკუწ-ნაკუწ რომ ამქნათ, ხელს არ გავუშვებო.

ტყუილად ემუქრებოდა კაპიტანი, ზღვაში გადაგაგდებო,


ტყუილად უმარჯვებდნენ ცულს შიშველ მაჯებზე – ქვიქეგი
მეფის შვილი იყო და თავისი გაიტანა. ბოლოს, მისი სასტიკი
შეუპოვრობითა და ქრისტიანული სამყაროს ნახვის ესოდენ
დიდი სურვილით გაოცებულმა კაპიტანმა რისხვა წყალობით
შეცვალა, ქვიქეგს ნება დართო, დარჩენილიყო და როგორც
მისთვის მოსახერხებელი იქნებოდა, ისე მოწყობილიყო. მაგრამ
ამ კეთილშობილ ველურს – სამხრეთის ზღვების უელსის
პრინცს – კაპიტნის კაიუტის ნახვაც არ აღირსეს, ის
მეზღვაურებთან კუბრიგში მოათავსეს და ვეშაპმონადირედ

აქციეს; მსგავსად პეტრე დიდისა, რომელიც უდიდეს


სიამოვნებით მუშაობდა ხუროდ უცხო ქვეყნების
გემსაშენებში, ქვიქეგიც არ თაკილობდა ყველაზე
დამამცირებელ საქმეს, თუკი ეს საქმე შემდგომში მის
გონებაგაუხსნელი თანამემამულეების განათლებაში
გამოადგებოდა, რადგან, როგორც გამომიტყდა, სულის
სიღრმეში ატარებდა ფარულ სურვილს, ქრისტიანთაგან
შეესწავლა ის ხელოვნებანი, რომელთა მეოხებითაც მისი ხალხი
უფრო ბედნიერად და უფრო უკეთ იქნებოდა. მაგრამ, ვაგლახ,
ვეშაპმონადირეთა შორის ცხოვრებამ მალე დაარწმუნა,
ქრისტიანნი ხშირად უფრო უბედურნი და ბიწიერნი იყვნენ,
ვიდრე მისი მამის, რომელიც გნებავთ, წარმართი ქვეშევრდომი.
როცა იგი ბოლოს ძველ სეგ-ჰარბორში ჩავიდა და ნახა, როგორ
იქცეოდნენ მეზღვაურები, მერე ნანტაკეტშიაც ჩააღწია და
მიხვდა, რაში ფლანგავდნენ ისინი აქ ფულს, საწყალმა ქვიქეგმა
საბოლოოდ ჩაიქნია ხელი ყველაფერზე. – ამ ქვეყანაზე
ბოროტებას ყველა მერიდიანზე მოუდგამს ფეხი და ჯობია,
ისევ წარმართად მოვკვდეო, – თქვა მან თავისთვის.

სწორედ ამიტომ იყო, რომ სულით ჭეშმარიტი


კერპთაყვანისმცემელი მაინც ქრისტიანთა შორის ცხოვრობდა.
ისეთივე ტანსაცმელი ეცვა და ისეთსავე აბდაუბდას როშავდა.
ამით აიხსნებოდა მისი უცნაურობანი, თუმცა მშობლიური
კუთხე უკვე დიდი ხანი იყო, მიეტოვებინა.

რაც შეიძლება მორიდებით ვკითხე, გადაწყვეტილი ხომ არა


გაქვს, შინ დაბრუნდე და სამეფო ჩაიბარო; როგორც შეგიტყვია,
მოხუცი მამა კარგა ხანია დაუძლურებულა და ახლა, რა თქმა
უნდა, ცოცხალი აღარ იქნება-მეთქი. მიპასუხა, არა, ჯერ არ
ვაპირებო; და დაუმატა, ვშიშობ, ვაითუ ქრისტიანობამ, უფრო
სწორად, ქრისტიანებმა უღირსი გამხადეს მამაჩემის წმინდა
შეუბღალავი ტახტისა, რომელზეც მამაჩემამდე ოცდაათი
წარმართი მეფე იჯდაო. მაგრამ ოდესმე, – თქვა მან, – როგორც
კი თავს სიბილწისაგან განწმენდილად ვიგრძნობ,
დავბრუნდები. მანამდე კი სიჭაბუკის გატაცებანი უნდა
გავიხსენო, ოთხი ოკეანე შემოვიარო და ცურვით გული
ვიჯეროო. მისთვის ბარჯის ხმარება ესწავლებინათ და ახლ
სამეფო კვერთხის ნაცვლად ეს ბასრი იარაღი ეჭირა.

ვკითხე, ამ უახლოეს ხანში რას აპირებ-მეთქი. მიპასუხა,


ნაოსნობაში მინდა წასვლა ისევ ჩემს ძველ ხელობაზეო. დრ

ვიხელთე და გავუმხილე, მეც ვეშაპსანადირო გემზე მინდა


მოვეწყო და ნანტაკეტში – დამწყებ ვეშაპმონადირეთა და
თავგადასავლების მოყვარულთათვის ყველაზე
მრავლისაღმქმელ ნავსადგურში მოვხვდე-მეთქი. მან მაშინვე
გადაწყვიტა, ჩემთან ერთად წამოსულიყო კუნძულზე, იმ
გემზე მოწყობილიყო, რომელზეც მე მოვეწყობოდი, ჩემთან
ერთად მოხვედრილიყო ვახტზე, ველბოტზე, ერთ მაგიდაზე
გვეჭამა – ერთი სიტყვით, ჩემთან ერთად შებრძოლებოდა
ბედის უკუღმართობას, რომ შეგვძლებოდა, ერთმანეთისთვის
ხელი მაგრად ჩაგვეჭიდა და ყველაფერს, რასაც კი ძველ და
ახალ სამყაროში ბედი გვიწყალობებდა, მამაცურად
შევგებებოდით. ყველაფერზე სიხარულით დავეთანხმე,
რადგან გარდა იმ სიყვარულისა, რასაც მისდამი განვიცდიდი,
ის აზრიც მამხნევებდა, რომ ქვიქეგი გამოცდილი მებარჯე იყო
და ამიტომ ნაოსნობაში შეუდარებელი იქნებოდა
ვეშაპმონადირეობის საქმეში ისეთი სრულიად ჩაუხედავი
ადამიანისათვის, როგორიც მე ვიყავი. თუმცა ზღვას, როგორც
სავაჭრო ხომალდის მეზღვაურს შეეფერებოდა, ავად თუ
კარგად, მეც ვიცნობდი.
როცა თხრობა დაამთავრა და ჩიბუხიც უკანასკნელად გააბოლა,
ქვიქეგი გადამეხვია და შუბლი შუბლზე მომადო, რის შემდეგაც
სანთელი ჩავაქრეთ და ერთმანეთისკენ ზურგშექცეულებს
მალე კიდევაც ჩაგვეძინა.

13. ურიკა

მეორე დილით, ორბაშათ დღეს დაბალზამებული თავი ერთ


დალაქს მივყიდე პარიკების ჩამოსაცმელად და ჩემი და ჩემი
მეგობრის ანგარიში გავასწორე. უნდა გენახათ, როგორ
გამხიარულდა ჩვენი პატრონი, მუდამ ჩუმად რომ იღიმებოდა,
და მასთან ერთად სასტუმროს მობინადრენიც, იმ უეცარი
მეგობრობის დანახვაზე, მე და ქვიქეგს შორის რომ გაიბა.
პიტერ კოფინის მონაჩმახმა აბდაუბდამ მე ხომ ადრე ძალიან
შემაშინა და იმ ადამიანის წინააღმდეგ ამამხედრა, ვისთანაც
ახლა ვმეგობრობდი.

ვიღაცისაგან ურიკა ვითხოვეთ, ზედ ჩვენი ავლადიდება, მათ


შორის ჩემი საცოდავი საკვოიაჟი, ქვიქეგის ქერელის ტილოს

ტომარა და დახვეული საწოლი დავდეთ და


ნავმისადგომისაკენ გავეშურეთ, საიდანაც ნანტაკეტის პატარა
პაკეტბოტი „ხავსურა“ გადიოდა. ქუჩაში გამვლელები
გაოცებულები გვიყურებდნენ, ქვიქეგს იმდენად არა – ამ
ქალაქში კაციჭამიების მეტი რა ენახათ – რამდენადაც ორივეს
ერთად, რადგან ჩვენი ერთად ყოფნა უკვირდათ. მე და ჩემი
მეგობარი ამას ყურადღებას სულ არ ვაქცევდით
მივაბიჯებდით, რიგრიგობით მივაგორებდით ურიკას და
დროდადრო ვჩერდებოდით, რომ ქვიქეგს თავისი ბარჯის
პირზე შალითა გაესწორებინა. მე დავინტერესდი, რატომ
დაათრევდა ქვიქეგი ხმელეთზე ასეთ მოუხერხებელ ბარგს
განა ყველა ვეშაპსანადირო ხომალდზე საკმარისი ბარჯები არა
აქვთ? ამაზე მიპასუხა, არსებითად, რა თქმა უნდა, მართალი
ხარ. ამ ბარჯს განსაკუთრებით ვუფრთხილდები, რადგან პირი
საგანგებოდ ნაწრთობი ფოლადისა აქვს. მრავალ სამკვდრო-
სასიცოცხლო ბრძოლაშია ნაცადი და ვეშაპის გულიც
გაუგმირავს. მოკლედ რომ ვთქვათ, მსგავსად მრავალ
მომკალისა და მთიბველისა, რომლებიც ფერმის მინდვრებზე
თავიანთი ცელებით გამოდიან, თუმცა ცელების მოტანა არ
ევალებათ, ქვიქეგსაც საკუთარი მოსაზრებების გამო თავისი
ბარჯი ერჩივნა.

ურიკის სახელური გამომართვა და თან ერთი სასაცილო ამბავი


მიამბო იმაზე, თუ რა შეემთხვა, როცა პირველად დაინახა
ურიკა. ეს სეგ-ჰარბორში მომხდარა. ხომალდის პატრონებს
ურიკა მიუციათ, რომ მეზღვაურულ პანსიონში თავისი მძიმე
სკივრი გადაეტანა. აქაოდა საქმის უცოდინარობა არ შემატყონ
მართლაც, წარმოდგენა არა ჰქონია, როგორ მოქცეულიყო
ქვიქეგს სკივრი ურიკაზე თოკებით დაუბამს, მერე ურიკა

სკივრიანად ზურგზე მოუგდია და გზას გასდგომია.

ღმერთო ჩემო, ქვიქეგ! – ვუთხარი მე, – ნუთუ ასეთი უბრალ


რამეც არ იცოდი? ალბათ როგორ დაგცინოდნენ!

მაშინ მეორე სასაცილო ამბავი მიამბო. თურმე მის მშობლიურ


კუნძულ როკოვოკოზე საქორწინო ნადიმისათვის
ადგილობრივი მკვიდრნი ქოქოსის ახალი ნაყოფის ტკბილ
წვენს პუნშის[105] მოსადუღებელი თასის მსგავს დიდ
შეღებილ გოგრაში წურავენ. ეს გოგრა მუდამ შუაში დევს და
ამშვენებს დიდ ჭილობს, რომელზეც ხორაგია დახვავებული.
ერთხელ როკოვოკოს დიდი სავაჭრო ხომალდი მოსდგომია და

მისი კაპიტანი – როგორც ამბობდნენ, მეტად ღირსეული და


პატიოსანი ჯენტლმენი, ყოველ შემთხვევაში, ზღვის კაპიტნის
კვალობაზე მაინც, ქვიქეგის დის – მეფის მომხიბლავი ასულის
საქორწინო ნადიმზე მიუწვევიათ. პატარძალს ის-ის იყო, ათი
წელი შესრულებოდა. როცა ყველა სტუმარი ბამბუკის ქოხში
პატარძალთან შეკრებილა, შემოსულა ეს კაპიტანი და გოგრის
პირდაპირ, მისთვის განკუთვნილ ადგილზე, მის მეფურ
უდიდებულესობასა – ქვიქეგის მამასა და უმაღლეს ქურუმს
შორის დამჯდარა. წაუკითხავთ ლოცვა – ამ ადამიანებსაც,
ისევე როგორც ჩვენ, თავისი ლოცვები აქვთ, ოღონდ ქვიქეგმა
მითხრა, ჩვენგან განსხვავებით, ისინი ლოცვის დროს დაბლა,
თავის თეფშებზე კი არ იყურებიან, არამედ, პირიქით,
იხვებივით თვალებს ცას აღაპყრობენ ხოლმე და ყველანი
ნადიმის უზენაეს მწყალობელს შეჰყურებენ, – ჰოდა,
წაუკითხავთ ლოცვა. მაშინ უმაღლეს ქურუმს დღესასწაული
განსაკუთრებული უძველესი ცერემონიალით გაუხსნია
გოგრაში თავისი კურთხეული და მაკურთხებელი თითები
ჩაუდვია, რის შემდეგაც ნაკურთხი ნექტარი სუფრაზე უნდა
ჩამოეტარებინათ. მაგრამ ეს რომ ქურუმის გვერდით მჯდომ
კაპიტანს დაუნახავს, უფიქრია, როგორც დიდი ხომალდის
კაპიტანს, რომელიღაც კუნძულის უბრალო მეფესთან უთუოდ
პირველობა მეკუთვნის, მით უმეტეს, როცა ამ მეფის სტუმარი
ვარო, – და პუნშში თითები დინჯად დაუსველებია, თითქოს ეს
გოგრა სწორედ ხელების ამოსაბანად მოეტანოთ. „აბა,
მეუბნება ქვიქეგი, – ახლა რაღას იტყვი? შენ გგონია, ჩვენი
ხალხი არ იცინოდა?“

და აი, მგზავრობის ფულიც გადავიხადეთ, ბარგიც მოვათავსეთ


და პაკეტბოტის გემბანზეც ავედით. აფრები აშვებული იყო და
ჩვენ მდინარე კუშნეტზე დავეშვით. მარჯვნივ თავისი ქუჩების
ტერასებით მაღლა მიიწევდა ნიუ-ბედფორდი და ცივ,
გამჭვირვალე სივრცეში შეჭირხლული ხის ტოტებით
ბრწყინავდა. ნავმისადგომებთან მაღალი მთებივით
აზიდულიყო ერთმანეთზე დაწყობილი კასრები; იქვე,
ერთმანეთის გვერდით, მდუმარედ იდგნენ ღუზაჩაშვებული,
ქვეყანამოვლილი, მყუდრო ნავსაყუდარში დაბრუნებული
ვეშაპსანადირო ხომალდები; მაგრამ სხვა ხომალდების
გემბანიდან ხუროთა და მეკასრეთა იარაღების ხმა ისმოდა,
ხმაშეწყობილი გუგუნებდა გაჩაღებული ქურა და კოცონი,
რაზედაც ფისს ადნობდნენ, – ყოველივე ეს იმას ნიშნავდა, რომ

ერთი გრძელი, ფათერაკებიანი ნაოსნობის დასასრული სხვა


ნაოსნობის დასაწყისი იყო, მეორე ნაოსნობის დასასრული
მესამე ნაოსნობის დასაწყისი და ასე გრძელდებოდა
დაუსრულებლად, ჟამიდან ჟამამდე. აი, ეს არის უსასრულო და
აუტანელი უაზრობა ყველა ამქვეყნიური საქმიანობისა!

რაც უფრო ვშორდებოდით ნაპირს, ზღვის ქარი უფრო


ძლიერდებოდა და პატარა „ხავსურა“ ქიმით ისე აქაფებდა
წყალს, თითქოს კვიცი ფრუტუნებსო. რა ხარბად ვუშვერდ
შუბლს ამ მონავარდე ნიავს! როგორ მეზიზღებოდა და როგორ
ვჩქარობდი, უკან მომეტოვებინა მიწის ყოველი ნაფლეთი, მისი
გაცვეთილი გზები, ურიცხვი მონური ლანჩისა და ნალის
ნაკვალევით დაფარული, რომ აღტაცებაში მოვსულიყავი ზღვის
სულგრძელობით, რადგან ზღვა თავის წიაღში კვალს არ
ინახავს.

ჩემთან ერთად აქაფებული შადრევნის შხეფებით ქვიქეგიც


თვრებოდა. გარუჯული ნესტოები ებერებოდა და სწორ,
წვეტიან კბილებს აჩენდა. სულ უფრო და უფრო მივქროდი
წინ, გაშლილ ზღვაში შესულმა „ხავსურამ“ შემხვედრ ქარს
მდაბლად დაუკრა თავი და სულთნის წინაშე პირქვე
დამხობილ მონასავით გამოქანებულ ზვირთში ქიმით ჩაერჭო.
გვერდზე გადახრილები სადღაც მივქროდით, დაჭიმული
გემსართავები მავთულებივით ზრიალებდა, ხოლო ორი მაღალი
ანძა ისე იდრიკებოდა, როგორც ლერწამი ქარში.
მოყურყუმელავე ბუშპრიტთან ვიდექით და ისე ვიყავი
გატაცებული თავბრუდამხვევი სანახაობით, რომ პირველად
სრულებითაც ვერ ვამჩნევდით, რა დამცინავად იყურებოდნენ
ჩვენკენ მგზავრები – ორი ადამიანის მეგობრობით გაოცებული
ხმელეთის დონდლო ადამიანთა მთელი კომპანია, – თითქოს
თეთრი ადამიანი ისევ ის ზანგი არ იყოს, ოღონდ
გათეთრებული. მათ შორის რამდენიმე ყეყეჩი და რეგვენიც
ერია, ისეთი ხეპრე და გაუთლელი, თითქოს ეს-ეს არის, უღრან
ტყეში მოუჭრიათო. და როცა ამ უზრდელთაგან ერთ-ერთს,
ზურგს უკან რომ ედგა და ემანჭებოდა, ქვიქეგმა ხელი სტაცა,
ვიფიქრე, საწყალს აღსასრულის დღე დაუდგა-მეთქი.
კუნთმაგარმა ველურმა ბარჯი ხელიდან გააგდო, ყმაწვილ
იღლიაში ამოიჩარა, საჯდომზე ხელი ოდნავ ამოჰკრა,
საკვირველი ძალით მარდად ააგდო ზევით და აიძულა ჰაერში
ორმაგი სალტო გაეკეთებინა, რის შემდეგაც სუნთქვაშეკრულ
მშვიდობიანად დააყენა ფეხზე, მერე ზურგი შეაქცია, თავისი

ჩიბუხი-ტომაჰავკი გააჩაღა და მე გამომიწოდა.

კაპიტანო! კაპიტანო! – დაიღრილა ბრიყვმა და ხომალდის


პატივცემულ უფროსთან მივარდა, – დაინახეთ, რა მიყო ამ
ეშმაკმა?

ეი, თქვენ, სერ, – გაისმა ხომალდის შპანგოუტის წიბოსავით


გამხდარი და გრძელი კაპიტნის შეძახილი. ის მედიდურად
მივიდა ქვიქეგთან და წარმოთქვა: – რა ეშმაკი შეგიჩნდათ,
რატომ აკეთებთ ამას? განა ვერ ხვდებით, რომ ასე შეიძლება
მოკლათ ეს ყმაწვილი?

რა სთქვამს? – რბილად შემეკითხა ქვიქეგი.

ის ამბობს: შენი ცოტა-ცოტა იმ კაცის მოკვლა, – და დავანახვე


ის ყმაწვილი, შორს რომ იდგა და ჯერ ისევ კანკალებდა.

ჩემი მოკვლა? – წამოიძახა ქვიქეგმა და სვირინგებით


მოხატული სახე არაადამიანურმა ზიზღმა დაუმანჭა. – ოჰ,
ასეთი პატარა თევზს! ქვიქეგი არ მოკლა პატარა თევზი!
ქვიქეგი დიდი ვეშაპი მოკლა!

ყური დამიგდე! – დაიღრიალა მაშინ კაპიტანმა. – მე თვითონ


მოგკლავ, წყეულო კაციჭამიავ, თუ ჩემს ხომალდზე ასე
ხუმრობას თავს არ დაანებებ! იცოდე, ფრთხილად იყავი!
მაგრამ იმ წუთში თვითონ კაპიტანი უნდა ყოფილიყ
ფრთხილად. გაავებულმა ქარმა იალქნის შკოტი მოგლიჯა და
ახლა გიკის უზარმაზარი მორი გამალებული ქანაობდა კიჩოს
თავზე გემბანის ერთი გვერდიდან მეორემდე. საწყალი ბიჭი,
რომელსაც ასე მკაცრად მოექცა ქვიქეგი, მძიმე გიკმა ზღვაში
ისროლა. მეზღვაურები პანიკამ მოიცვა, მორის შეჩერების ცდაც
კი სიგიჟე იყო; იგი რაღაც ერთ წამში მიმოქროდა მარცხნიდან
მარჯვნივ და მარჯვნიდან მარცხნივ, გეგონებოდა, ეს-ეს არის
ნაფოტებად იქცევაო. არავის არაფერი უღონია, ანდა რა უნდა
ეღონათ? ყველა, ვინც კი გემბანზე იყო, ქიმთან შეგროვდა და
იქიდან ისე თვალმოუშორებლად შეჰყურებდა გიკს, თითქოს
გააფთრებული ვეშაპის ყბა ყოფილიყოს. ამ საერთო გაოგნებასა
და შიშში ქვიქეგი, დრო რომ არ დაეკარგა, ოთხზე გაფოფხდა
მოქანავე მორის ქვეშ, შკოტის ბოლო ფალშბორტზე[106]
დაამაგრა, ლასოსავით დაახვია და მისკენ წამოსულ გიკს
ჩამოაცვა, მერე სწრაფად გადახტა და მორი ტყვეობაში მოაქცია.
ყველანი გადავრჩით. პაკეტბოტი ქარის მიმართულები

მოაბრუნეს, მეზღვაურები კიჩოს მისცვივდნენ კანჯოს


ასახსნელად, მაგრამ წელამდე გაშიშვლებულმა ქვიქეგმა უკვე
ჰაერში რკალი მოხაზა და ზღვაში გადაეშვა. სამიოდ წუთში
ძაღლივით მიცურავდა, გრძელ ხელებს წინ იქნევდა და
ყინულივით ცივ წყალში რიგრიგობით აჩენდა თავის
დაკუნთულ მხრებს. მე ამ შესანიშნავი, ძლიერი ადამიანის
მზერით ვტკბებოდი, მაგრამ ვინც უნდა გადაერჩინა, იმას კი
ვერ ვხედავდი. ყმაწვილი უკვე ტალღებს დაეფარა. მაშინ
ქვიქეგი ისარივით ამოხტა წყლიდან, სწრაფად მოავლო თვალი
იქაურობას, ეტყობა, შექმნილი მდგომარეობა შეაფასა და ისევ
წყალში გაუჩინარდა, რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ
გამოჩნდა. ახლა მხოლოდ ერთ ხელს უსვამდა, ხოლო მეორით
უსიცოცხლო სხეულს მოათრევდა. მალე ისინი კანჯოზე
აიყვანეს. საბრალო ბრიყვი ყმაწვილი გადარჩენილი იყო.
ეკიპაჟმა ქვიქეგი ერთსულოვნად აღიარა მარჯვე ვაჟკაცად,
კაპიტანმა პატიება სთხოვა. ამ წუთიდან ისე მივეწებე ქვიქეგს,
როგორც ნიჟარა ხომალდის ფიცარს და არც მოვცილებივარ,
სანამ უკანასკნელად არ გადაეშვა ზღვაში და სამუდამოდ არ
გაუჩინარდა.

მისი გმირული ალალმართლობა უბადლო იყო. ეტყობა,


ეჭვითაც კი არ იცოდა, რომ წყალში ჩავარდნილთა გადამრჩენს
კაცთმოყვარე საზოგადოების მედლები ეკუთნოდა. მან
მხოლოდ წყალი, – მტკნარი წყალი, – მოითხოვა, რომ
სხეულიდან მარილი ჩამოებანა; წყალი გადაივლო თუ არა,
მშრალი ტანისამოსი ჩაიცვა. ჩიბუხი გააჩაღა, ხომალდის ბორტს
მიყრდნობილმა გააბოლა და თან ისეთი კეთილი თვალით
შეჰყურებდა ადამიანებს, თითქოს თავისთვის ამბობდა:
დედამიწის ყველა განედზე ადამიანები ერთმანეთის
მხარდაჭერითა და ამხანაგობით ცოცხლობენ. და ჩვენ,
კანიბალები, ქრისტიანებს უნდა დავეხმაროთო.

14. ნანტაკეტი

გასახსენებლად რომ ღირდეს, ისეთი გზაში სხვა აღარაფერი


შეგვმთხვევია რა; და აი, ზურგის ქარმა მშვიდობიანად
ჩაგვიყვანა ნანტაკეტში.

ნანტაკეტი! გაშალეთ რუკა და ნახეთ. ხედავთ? მართლაც რომ


ქვეყნის დასალიერშია გადაკარგული; დგას თავისთვის
გვერდზე, დიდ მიწას მოშორებული, ედისტონის[107]
შუქურაზე უფრო განმარტოებული. შეხედეთ: იგი ხომ პატარა
ბორცვია, ერთი მუჭა ქვიშაა, მხოლოდ ნაპირია, რომლის იქითაც
ხმელეთი აღარ არის. აქ ქვიშა იმდენია, ოცი წლის
განმავლობაში რომ იხმაროთ საშრობი ქაღალდის ნაცვლად,
მაინც ვერ გამოლევთ. ხუმარები გეტყვიან, რომ აქ ბალახიც კი
არ ხარობს, თუ არ გადმოირგა; რომ კანადიდან შემოაქვთ
ნარშავა, ხოლო თუ თევზის ქონის კასრს გასდის, საცობის
მოსატანად ზღვაში გადიან; რომ ყოველ ნაფოტს ნანტაკეტში
ისე უფრთხილდებიან, როგორც რომში უფლის ჯვრის
ნაწილებს; რომ ნანტაკეტის მცხოვრებნი თავიანთი სახლების
წინ ბუზიჭერიას რგავენ, რათა ზაფხულში მის ჩრდილში
მოითქვან სული; რომ აქ ბალახის ერთი ღერო ოაზისია, ხოლ
მთელი დღე თუ იარეთ და სამი ღერო შეგხვდათ – პრერია; რომ
აქ ქვიშაზე განსაკუთრებული თხილამურებით დადიან. ასეთ
თხილამურებს ლაპლანდიაში ღრმა თოვლში ხმარობენ; რომ
ნანტაკეტი ოკეანით ისეა სამყაროს მოწყვეტილი, ისეა ყოველ
მხრიდან წყლით გარშემორტყმული, რომ აქ ხშირად დაინახავთ
მაგიდაზე ან სკამზე, როგორც ზღვის კუს ბაკანზე, მიკრულ
პატარა ნიჟარებს. ასეა თუ ისე, ეს გადამეტებული ლაპარაკი
იმის ნიშანია, რომ ნანტაკეტი ილინოისი არ არის.

სამაგიეროდ, არსებობს მშვენიერი ლეგენდა იმაზე, თუ როგორ


დასახლდნენ ამ კუნძულზე წითელკანიანი ადამიანები.
თქმულება მოგვითხრობს: თურმე ერთხელ, ძალიან დიდი ხნის
წინ, ახალი ინგლისის სანაპიროზე ტყვიასავით დაეშვა არწივი,
ჩვილ ინდიელს კლანჭები ჩაავლო და წაიღო. გულსაკლავად
მოსთქვამდნენ მშობლები და შეჰყურებდნენ თავიანთ
პირმშოს, სანამ არწივი ზღვის სივრცეს არ მიეფარა. მაშინ
გადაწყვიტეს – მოეძებნათ იგი. თავისი პატარა ნავები ზღვაში
შეაცურეს და მძიმე, სახიფათო ნაოსნობის შემდეგ აღმოაჩინეს
კუნძული, სადაც ძვლის ცარიელი კოლოფი – პატარა ჩონჩხი
იპოვეს.

რა არის იმაში საკვირველი? ზღვასთან შობილი დღევანდელი


ნანტაკეტელები ზღვაშივე ეძებენ არსებობის წყაროს! ისინი
ჯერ კიბორჩხალებს იჭერდნენ და ქვიშაზე ლოკოკინებს
აგროვებდნენ; როცა გათამამდნენ, წელამდე შედიოდნენ
წყალში და ბადით სკუმბრიას იჭერდნენ, მერე, გამოცდილება
რომ შეიძინეს, ნავებით ვირთევზას იჭერდნენ, ბოლოს კი,

წყალში დიდი ხომალდების მთელი ფლოტი ჩაუშვეს, ჩვენი


წყლის სამყაროს გამოკვლევას მიჰყვეს ხელი და დედამიწის
გარშემო გამუდმებული მოგზაურობა დაიწყეს. ბერინგის
სრუტის მეორე მხარეს შეიხედეს და ყველა ოკეანეშ
გამოუცხადეს დაუსრულებელი ომი ყოვლად ძლიერ ცოცხალ
მასას, რომელმაც დიდი წარღვნა გადაიტანა, ბუმბერაზთაგან
ყველაზე უფრო საზარელს, ამ მლაშე ზღვების ჰიმალაის
მასტოდონტს, რომელსაც ისეთი უსაზღვრო სტიქიური ძალა
აქვს, რომ შეშინებული უფრო მრისხანეა, ვიდრე გააფთრებული
და შეტევაზე წამოსული!

ნანტაკეტის ამ შიშველმა მცხოვრებლებმა, ამ ზღვის


განდეგილებმა, თავის კუნძულს გასცდნენ თუ არა,
მრავალრიცხოვან ალექსანდრეთა მსგავსად, მოიარეს და
დაიმორჩილეს ჩვენი მსოფლიოს წყლიანი ნაწილი და ისევე
გაიყვეს ერთმანეთში ატლანტის, წყნარი და ინდოეთის
ოკეანეები, როგორც სამმა მეკობრულმა სახელმწიფომ
პოლონეთი. დაე, ამერიკამ ტეხასს შეუერთოს მექსიკა, დაე,
კანადის მერე კუბა მიითვისოს; დაე, ინდოეთშ
ფუთფუთებდნენ ინგლისელები და თავიანთი
თვალისმომჭრელი დროშა თუნდაც მზეზე აღმართონ, –
სულერთია, დედამიწის ორი მესამედი მაინც ნანტაკეტს
ეკუთვნის, რადგან ზღვა არის მისი საკუთრება. ნანტაკეტელი
მეზღვაური ისე მართავს ოკეანეს, როგორც იმპერატორი თავის
იმპერიას, ხოლო დანარჩენ მეზღვაურებს მხოლოდ ზღვის
ტერიტორიაზე გავლის უფლება აქვთ. სავაჭრო გემები მათი
ხიდები, მათი ზღვის სამფლობელოს გაგრძელებაა; სამხედრო
გემები – მხოლოდ მცურავი ციხესიმაგრეებია; თვით მეკობრენი
და მეკაპერენი, თუმცა ზღვებზე შარაგზის ყაჩაღებივით
დაეხეტებიან, მხოლოდ სხვის ხომალდებს – ხმელეთის
ისეთსავე ნამცეცებს, როგორიც თვით არიან, – ესხმიან თავს და
ძარცვავენ, და არსებობის წყაროს იქ, ზღვის უძირო სიღრმეში
არ დაეძებენ. მხოლოდ ნანტაკეტელი მეზღვაური ცხოვრობს და
საზრდოობს ზღვით; მხოლოდ იგი, როგორც ბიბლიაშია
ნათქვამი, ხომალდითა თვისითა განვიდეს ზღვასა შინა, დ
ზღვას როგორც საკუთარ მამულს, სიგრძე-სიგანეზე სერავს. ეს
არის მისი სახლი, მისი საქმე და ამ საქმეს ვერ მოაშორებს,
თვით ნოეს წარღვნაც კი რომ მოვიდეს და ჩინეთში ურიცხვ
ჩინელი წალეკოს. იგი ისე ცხოვრობს ზღვაზე, როგორც მწყერი
პრერიაში, ისე ეფერება ტალღებს, და ადის ამ ტალღებზე,

როგორც არჩვებზე მონადირე ადის ალპებზე. წლობით არ


გადადის ხმელეთზე და ბოლოს, როცა ფეხს ხმელეთზე
დადგამს, მიწას მისთვის სხვა სურნელება აქვს, თითქოს სულ
სხვა სამყაროში მოხვდაო. ალბათ ასეთი სურნელება
დედამიწის მკვიდრთათვის მთვარესაც არ ექნება. როგორც
ნაპირს მოშორებული თოლია კეცავს ფრთებს მზის
ჩასვლისთანავე, ზღვის ტალღებზე ქანაობს და იძინებს, ასევე
ნანტაკეტელი მეზღვაურიც დაღამებისთანავე იალქნებს
კეცავს, თავს ბალიშზე დებს, რომლის ქვეშაც გუნდ-გუნდად
დაცურავენ ლომ-ვეშაპები და ვეშაპები, და ძილს ეძლევა.

15. მოხარშული თევზი

გვიანი საღამო იყო, როცა „ხავსურამ“ ნელ-ნელა ჩაუშვა ღუზა


და მე და ქვიქეგი ნაპირზე აღმოვჩნდით; ისე რომ, იმ დღეს
ვეღარაფერს გავაკეთებდით, მხოლოდ ვახშამსა და ღამის
გასათევზე უნდა გვეზრუნა. სასტუმრო „ვეშაპის შადრევნის“
პატრონმა გვირჩია, მის ბიძაშვილთან, ჰოსი ჰაზისთან
მივსულიყავით. მისი სასტუმრო „ქვაბებქვეშ“ ერთ-ერთ
საუკეთესო სასტუმროა ნანტაკეტში, და საკაზმით
შეზავებული მოხარშული თევზის კერძებით განთქმულიო,
ამტკიცებდა იგი. მოკლედ, სავსებით გარკვევით გვითხრა,
კარგად მოვიქცეოდით, თუ იმით დავკმაყოფილდებოდით,
რითაც ღმერთი ამ ქვაბებიდან გაგვიმასპინძლდებოდა, მაგრამ
მისმა დარიგებამ – კურსი ისე აგვეღო, რომ სანამ მარცხენა
ბორტთან თეთრი ეკლესია არ გამოჩნდებოდა, ყვითელი
პაკჰაუზი[108] სულ მარჯვენა ბორტთან ყოფილიყო, ხოლ
შემდეგ ეკლესია ყოფილიყო მარცხენა ბორტთან, სამი
რუმბით[109] კურსი მარჯვნივ დაგვეჭირა და პირველი
შემხვედრისათვის გვეკითხა, სად იყო სასტუმრო, – ამ
მიკიბულ-მოკიბულმა ახსნა-განმარტებამ გზა კარგა მაგრად
აგვირია და დაგვაბნია. განსაკუთრებით
თავიდან, როცა
ქვიქეგი მარწმუნებდა, ყვითელი პაკჰაუზი – ჩვენი პირველი
გზის მაჩვენებელი – მარცხენა ბორტთან უნდა იყოსო. მე კი
კარგად მახსოვდა, პიტერ კოფინმა გარკვევით გვითხრა:

„მარჯვენა ბორტთანო“. ასე იყო თუ ისე, კარგა ხანს


ვიხეტიალეთ წყვდიადში, რამდენჯერმე საწოლიდანაც
წამოვაგდეთ იქაური მშვიდობიანი მცხოვრებნი, რომ გზა

ესწავლებინათ, და ბოლოს აღარავისთვის აღარაფერი


გვიკითხავს, ჩვენვე მივხვდით, რომ უკვე იქ ვიყავით, სადაც
მივდიოდით.

დაძველებულ პარმაღთან მიწაში სალინგებიანი ანძის წვეტი


ერჭო. სალინგებზე ყურებით ეკიდა შავად შეღებილი ორი
უზარმაზარი ხის ქვაბი. სალინგებისათვის დანარჩენი ბოლოებ
მოეხერხათ და ეს ძველი ანძის წვერი ძალიან წააგავდა
სახრჩობელას. შეიძლება ჩემი მაშინდელი შთაბეჭდილება
მეტისმეტი მგრძნობიარობის ბრალი იყო, მაგრამ ამ
სახრჩობელას უბედურების ბუნდოვანი წინათგრძნობით
შევცქეროდი. თითქოს კისერიც კი მომეღრიცა, როცა ამ ორ
კადონს ვუყურებდი. დიახ, დიახ, სწორედ ორი იყო: ერთი
ქვიქეგისთვის და ერთიც ჩემთვის! აბა, კარგს რას უნდა
მოასწავებდეს ყოველივე ეს: ჯერ ვიღაც „კუბო“ – ჩემი
სასტუმროს პატრონი პირველსავე პორტში, მერე საფლავების
ფილები, სამლოცველოში რომ შემომყურებდნენ, ახლა არის დ

ეს სახრჩობელა! თანაც ორი საშინელი შავი ქვაბი! ნეტა ეს


ქვაბები ბუნდოვნად ჯოჯოხეთის გეენაზე ხომ არ
მიგვანიშნებენ?

ფიქრებიდან ჭორფლიანმა, ჟღალთმიანმა ქალმა გამომიყვანა,


ქალს კაბაც ჟღალი ეცვა; იგი სასტუმროს ზღურბლთან იდგა,
წითლად მბჟუტავი ფარნის ქვეშ, რომელიც ძალიან წააგავდა
დალილავებულ თვალს, და სასტიკად ლანძღავდა ვიღაც
იისფერშალისპერანგიან კაცს.

აქ აღარ დაგინახო, გესმის? – ეუბნებოდა იგი. – თორემ შავ


დღეს დაგაყენებ!

გვეშველა, ქვიქეგ, – ვუთხარი მე, – რა თქმა უნდა, მისის


ფურია ჰაზია.

მართალი გამოვდექი. მისტერ ჰოსი ჰაზი სხვაგან წასულიყო და


მთელი საქმეები ცოლისთვის გადაებარებინა. როცა ვაუწყეთ,
საუზმე და ღამის გათევა გვინდოდა, მისის ფურიამ ლანძღვა
დროებით გადადო, პატარა ოთახში შეგვიყვანა და იმ
მაგიდასთან დაგვსხა, სადაც, ეტყობოდა, ახლახან ესადილათ,
მერე მოგვიბრუნდა და გვკითხა:

ხამანწკა თუ ვირთევზა?

მომიტევეთ, ვირთევზა და, კიდევ რა ახსენეთ, ქალბატონო?

მეტისმეტი თავაზიანობით ვკითხე.


ხამანწკა თუ ვირთევზა?
ხამანწკა ვახშმად? ცივი მოლუსკი? ნუთუ მართლა სწორედ
ეს გინდოდათ გეთქვათ, მისის ჰაზი? – ვეუბნები მე. – ცოტა
ბლანტი, ცივი და ლიპი საჭმელი ხომ არ არის ზამთრისათვის,
მისის ფურია. თქვენ როგორ ფიქრობთ?

მაგრამ იგი ძალიან ჩქარობდა ჩხუბის განახლებას


იისფერპერანგიან კაცთან, რომელიც წინკარში თავის წილ
ლანძღვას ელოდა, და ეტყობა, ჩემი ნათქვამიდან მხოლოდ
სიტყვა „ხამანწკა“ გაარჩია, სამზარეულოს გამოღებულ კართან
მიირბინა, „ორი ხამანწკაო“, შესძახა და გაქრა.

ქვიქეგ, – ვეუბნები მე, – როგორ ფიქრობ, გვეყოფა მე და შენ


ვახშმად მხოლოდ ხამანწკა?

მაგრამ სამზარეულოდან ისეთი სურნელოვანი ოხშივარი


გამოვარდა, რომ ნაწილობრივ გააქარწყლა ჩემი უიმედო შიში.
როცა კერძი, რომელსაც ოხშივარი ასდიოდა, მოგვიტანეს და
წინ დაგვიდგეს, ყველაფერი შესანიშნავად გაირკვა. ო, ჩემო
ძვირფასო მეგობრებო! მომისმინეთ, რა მოგითხროთ! ჩვენ
მოგვიტანეს პატარ-პატარა, წაბლისოდენა წვნიანი მოლუსკები,
დაფქულ მეზღვაურულ ორცხობილასა და წვრილად დაჭრილ
დამარილებულ ღორის ხორცში არეული, ცხიმიანი და წიწაკითა
და მარილით კარგად შეზავებული.

ცივ ჰაერზე მგზავრობის შემდეგ ორივეს შესანიშნავი მადა


გვქონდა, განსაკუთრებით ქვიქეგს, რომელმაც საყვარელი
მეზღვაურული კერძი დაინახა; ეს კერძი ძალიან გემრიელი
გამოდგა, ასე რომ, სწრაფად გავანადგურეთ, და როცა წუთით
სკამის ზურგს მივესვენე, გამახსენდა, როგორ დაიძახა მისის
ფურიამ: „ხამანწკა თუ ვირთევზა!“, გადავწყვიტე, პატარა
ექსპერიმენტი ჩამეტარებინა. სამზარეულოს კართან მივედი და
დიდი გრძნობით წარმოვთქვი მხოლოდ ერთი სიტყვა:

„ვირთევზა!“ – რის შემდეგაც ისევ ჩემი ადგილი დავიკავე.


გავიდა რამდენიმე წამი, კვლავ გამოვარდა ოხშივარი, ოღონდ
ახლა სულ სხვა სურნელება ჰქონდა. კარგად მოხარშული
ვირთევზა მოგვიტანეს.

ისევ შევუდექით საქმეს, ვზივართ და კოვზებს მარჯვედ


ვხმარობთ. უეცრად ჩემს თავს ვეუბნები: „საინტერესოა,

მოქმედებს ეს ტვინზე თუ არა? მგონი, რაღაც სულელურ


ხუმრობაც არსებობს თევზისტვინიან ადამიანებზე, არა?
კარგად დააკვირდი, ქვიქეგ, ცოცხალი გველთევზა არ გყავდეს
თეფშზე, სად არის შენი ბარჯი?“

ბნელი ადგილი იყო ეს „ქვაბებქვეშ“. დღისითაც და ღამითაც


აუარებელი თევზი იხარშებოდა. თევზი საუზმედ, თევზი
სადილად, თევზი ვახშმად, ბოლოს და ბოლოს, კაცს ეჭვიც
შეგეპარება, ტანისამოსში თევზის ძვლები ხომ არა მაქვს
გამოჩრილიო. სახლის წინ ხამანწკების ნიჟარები ეყარა. მისის
ჰაზი ვირთევზას გაპრიალებული მალების ყელსაბამს
ატარებდა, ხოლო მისტერ ჰაზის ყველა საანგარიშო დავთარზე
ვეშაპის ძვირფასი ტყავი იყო გადაკრული. რძესაც კი თევზის
გემო დაჰკრავდა. ეს ამბავი დიდხანს მაოცებდა, სანამ ერთ
მშვენიერ დილას ზღვის ნაპირზე სეირნობის დროს მეთევზეთა
ნავებს შორის დიასახლისის ჭრელ ძროხას არ წავაწყდი,
რომელიც თევზის ნარჩენებს მიირთმევდა. კოჭლობი
მიდიოდა ქვიშაზე და ფეხებს ძლივს მიათრევდა, რადგან
ოთხივე ჩლიქზე ვირთევზას თავები ჰქონდა წამოცმული.

ვივახშმეთ თუ არა, მისის ფურიამ ლამპა გადმოგვცა და


საწოლი ოთახისაკენ მოკლე გზა გვასწავლა. ქვიქეგი ჩემ წინ
კიბეზე ადიოდა, ლედიმ ხელი გამოიშვირა და ბარჯ
მოსთხოვა, – ჩემს საწოლ ოთახებში ბარჯის შეტანა
აკრძალულიაო.

რატომ? – შევეკითხე მე. – ყველა ჭეშმარიტ ვეშაპმონადირეს


თავის ბარჯთან სძინავს. თქვენ რატომ უკრძალავთ?

იმიტომ, რომ სახიფათოა, – მითხრა მან. – იმ დღიდან, რაც


ახალგაზრდა სტიგზი უიღბლო ნაოსნობის შემდეგ, როცა იგ
ოთხ-ნახევარი წელი ზღვას ებრძოდა და მხოლოდ სამი კასრი
ქონი ჩამოიტანა, მეორე სართულის უკანა ოთახში ბარჯით
გვერდგახვრეტილი იპოვეს. აი იმ დღიდან მდგმურებს ღამით
ოთახში სახიფათო იარაღის შეტანას ვუკრძალავ. ასე რომ,
მისტერ ქვიქეგ (მან უკვე გაიგო მისი სახელი), დღეს
ჩამოგართმევთ ამ ბარჯს და ხვალ დილით დაგიბრუნებთ. ჰო,
კიდევ რა უნდა მეკითხა: საუზმედ რას ინებებთ, ხამანწკას თუ
ვირთევზას?

ერთსაც და მეორესაც. – ვუპასუხე მე.


მრავალფეროვნებისათვის ერთი წყვილი შებოლილი ქაშაყიც

დაუმატეთ.

16. ხომალდი

საწოლში ჩავწექით თუ არა, ხვალინდელ დღეზე დავიწყეთ


ლაპარაკი, ჩემდა გასაკვირად და შესაშფოთებლად ქვიქეგმა
შემატყობინა, რომ უკვე მოესწრო და რჩევა მიეღო იოჯოსაგან,
ასე ერქვა მის პატარა შავ ღმერთს. – თურმე იოჯომ სამჯერ თუ
ოთხჯერ ერთი და იგივე გაუმეორა და ბოლომდე თავის
სიტყვაზე იდგა: იმის ნაცვლად, რომ მე და ქვიქეგს
ნავმისადგომზე შესაფერისი ვეშაპსანადირო ხომალდი ერთად
აგვერჩია, იოჯო დაჟინებით მიბრძანებდა, ხომალდი მხოლოდ
და მხოლოდ მე შემერჩია. მით უმეტეს, რომ იოჯო ჩვენს
მფარველობას აპირებდა და ამ მიზნით თვალიც კი დაუდგამს
ერთი ხომალდისათვის, რომელზედაც მე, ისმაილს, თითქოსდა
შემთხვევით, უსათუოდ უნდა შემეჩერებინა ჩემი არჩევანი. იმ
ხომალდზე უნდა მოვწყობილიყავი დაუყოვნებლივ, იმისდა
მიუხედავად, სად იქნებოდა ქვიქეგი.

დამავიწყდა მეთქვა, ქვიქეგი მრავალ საკითხში დიდად


ენდობოდა იოჯოს ბრძნულ მოსაზრებასა და მის საოცარ
შორსმჭვრეტელობას. იგი იოჯოს მოწიწებით ეპყრობოდა და,
საერთოდ, ცუდ ღმერთად არ მიაჩნდა, რადგან იოჯოს სურდა,
ამ ქვეყანაზე სრული თანხმობა ყოფილიყო, თუმცა თავის
კეთილ ზრახვებს ყოველთვის ვერ ახორციელებდა.

ხომალდის არჩევის ქვიქეგის, უფრო სწორად, იოჯოს გეგმა


სრულებითაც არ მომწონებია. იმედი მქონდა, ქვიქეგის საქმეში
ჩახედულობა და შორსმჭვრეტელობა დაგვეხმარებოდა,
შეგვერჩია ისეთი ხომალდი, რომელსაც ჩვენს სიცოცხლესა და
ბედს მივანდობდით. მაგრამ ჩემს წინააღმდეგობას არავითარი
ნაყოფი არ გამოუღია და იძულებული შევიქენი, ბედს
დავმორჩილებოდი; გადავწყვიტე, საქმისთვის ისე მტკიცედ დ
ენერგიულად მომეკიდა ხელი, რომ ერთის დაკვრით მომეღ
ბოლო ამ უბრალო ღონისძიებისათვის.

დილაადრიან ქვიქეგი ჩვენს ოთახში დავტოვე. იგი იოჯოსთან


ჩაიკეტა – რადგან, მგონი, რომელიღაც დიდმარხვა,
რამაზანი[110] თუ ხორცის დათრგუნვის, მორჩილებისა და
ლოცვის დღე დაუდგა (მაინც რა დღესასწაული იყო, ვერ

გამოვარკვიე. მისი ლიტურგიებისა და ოცდაცხრამეტი


წესის[111] შესწავლა ბევრჯერ ვცადე, მაგრამ ვერაფერს
გავხდი); ხელი აღარ შევუშალე, ემარხულა და ჩიბუხი-
ტომაჰავკი გაებოლებინა, იოჯო კი ბურბუშელათი გაჩაღებულ
სამსხვერპლო ცეცხლს მიჰფიცხებოდა. სასტუმროდან
გამოვედი და ნავსადგურისაკენ გავემართე. კარგა ხნის
ხეტიალისა და კითხვა-კითხვის შემდეგ გამოვარკვიე,
სამწლიანი ნაოსნობისათვის სამი ხომალდი ემზადებოდა:

„ეშმაკის საგუბარი“, „გემრიელი ლუკმა“ და „პეკოდი“.

„ეშმაკის საგუბარი“ რას უნდა ნიშნავდეს, არ ვიცი; „გემრიელი


ლუკმა“ თავისთავად გასაგებია; ხოლო „პეკოდი“ უთუოდ
გეხსომებათ, ძველ მიდიელთა მსგავსად ამჟამად გამქრალ
მასაჩუსეტსელ ინდიელთა სახელგანთქმული ტომის
სახელწოდებაა. ჯერ „ეშმაკის საგუბარი“ მოვიარე და
დავათვალიერე, მერე „გემრიელ ლუკმაზე“ გადავბარგდი,
ბოლოს კი „პეკოდის“ გემბანზე ავედი. აქეთ-იქით მივიხედ-
მოვიხედე და მაშინვე გადავწყვიტე, ჩვენი შესაფერისი
ხომალდი ეს არის-მეთქი.

არ შეგეკამათებით, ალბათ თქვენც მრავალნაირი იშვიათი


ხომალდი გინახავთ: ბლაგვქიმიანი ლუგერები, ვეებერთელა
იაპონური ჯონკები, ჯამების მსგავსი გალიოტები და სხვა
საოცრებანი; მაგრამ დამიჯერეთ, „პეკოდივით“ ძველ და
საკვირველ ვარცლს ვერსად ნახავდით. ძველებური, არცთუ ისე
დიდი ხომალდი იყო და გვერდებიც ძველ ყაიდაზე ჰქონდ
გამობერილი. ოთხი ოკეანის ტაიფუნებითა და შტილებით
გარუჯული და გაუხეშებული კორპუსი ეგვიპტესა და
ციმბირში ნაომარი ფრანგი გრენადერივით გაშავებოდა.
ხომალდს დაძველებულ ქიმზე თითქოს პატივსაცემი წვერი
წამოზრდოდა, ხოლო ნაცვლად ძველი ანძებისა, ქარს რომ
მოეგლიჯა და წაეღო, სადღაც იაპონიის ნაპირზე მოჭრილი,
კელნის ტაძრის სამი აღმოსავლელი მეფის[112] ზურგებივით
გამართული და მოუდრეკელი ანძები აღემართათ. ძველებური
გემბანები ისე იყო გაცრეცილი და დაბზარული, როგორც
კენტერბერის ტაძარში მლოცველთა მიერ გაცვეთილი ფილები,
რომლებზეც თომას ბეკეტი[113] სისხლისაგან დაიცალა. ამ
იშვიათ სიძველეებს ემატებოდა კვალი იმ შფოთიანი
ცხოვრებისა, რასაც ხომალდი აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა
ეწეოდა. ძველმა კაპიტანმა ფალეგმა, რომელიც სანამ სხვ
ხომალდს ჩაიბარებდა, დიდხანს იყო ამ ხომალდზე უფროს

თანაშემწედ და ახლა სამსახურისათვის თავი მიენებებინა, აი,


ამ კაპიტანმა ფალეგმა, „პეკოდის“ ერთ-ერთმა ძირითადმა
მფლობელმა, სანამ ხომალდზე უფროს თანაშემწედ იყო,

„პეკოდის“ თანდაყოლილ თავისებურებებს ბევრი რამ


მიუმატა. მან ხომალდი ქიმიდან კიჩომდე ისეთი იშვიათი
მასალისა და სახის მორთულობით მოაპირკეთა, რომ
დედამიწის ზურგზე ვერაფერი შეედრებოდა, ტორკილ-
ცოცხალყლაპიას[114] მოჩუქურთმებული საწოლის ან ფარის
გარდა. მძიმე და პრიალა ძვლებით დამშვენებული „პეკოდი“
ეთიოპიის ბარბაროს იმპერატორს მოგაგონებდათ. ხომალდზე
ყველგან ნადავლი ეკიდა – ხომალდთა შორის ნამდვილი
კანიბალი იყო, დახოცილი მტრის ძვლებით მორთული.
გემბანის ღია ფერდებს, როგორც უზარმაზარ ყბებს,
ჩარიგებული ჰქონდა კაშალოტის გრძელი და ბასრი კბილები,
რაც პალოების მოვალეობას ასრულებდა, რომ ზედ გემის
ქერელის ხვირთქლიანი კუნთები და მყესები დაემაგრებინათ.
მყესები ხის ბლოკში კი არ იყო გაყრილი, არამედ ძვლის
მოყვითალო შკივებზე მოხერხებულად გადაეტარებინათ.
შტურვალის უბრალო ბორბალი ზიზღით უკუეგდოთ და ამ
ღირსშესანიშნავ ხომალდზე უჩვეულო, მისი ძველისძველი
მტრის გრძელი და ვიწრო ყბისაგან გამოჭრილი რუმპელი[115]
დაედგათ. ქარიშხალში ამ რუმპელის მესაჭეს ალბათ თავი
ველური მონღოლი ეგონა და ეჩვენებოდა, რომ გასახედნ
ბედაურს პირდაპირ კბილებდაღრჭენილ ყბაში ჩაჰფრენოდა.
დიახ, მართლაც დიდებული ხომალდი იყო, ოღონდ ძალიან
პირქუში. დიდებულება მუდამ ოდნავ პირქუშია.

გემბანი მივათვალიერ-მოვათვალიერე, იქნებ ვინმე უფროსი


ვნახო და მომავალ ნაოსნობაში მეზღვაურის პოსტზე ჩემი
კანდიდატურა შევთავაზო-მეთქი, მაგრამ ვერავინ შევამჩნიე.
თუმცა ჩემს თვალს გროტ-ანძის უკან აღმართული რაღაც
ვიგვამის მსგავსი უცნაური კარავი არ გამოჰპარვია. ეტყობოდა,
დროებითი ნაგებობა იყო და სანამ გემი ნავსადგურში იდგა,
მანამდე იყენებდნენ. კონუსის ფორმა ჰქონდა და ათი
ფუტი[116] სიმაღლისა იქნებოდა, ვეშაპის ყბის შუა და უკანა
ნაწილებიდან ამოღებული უზარმაზარი შავი ხრტილის
ფირფიტებით აეშენებინათ. განიერი ბოლოები გემბანზე
წრიულად დაებჯინათ და მჭიდროდ გადაეხლართათ, ზევი
ვეშაპის ხრტილის ეს ფირფიტები ვიწროვდებოდა, იკვრებოდა
და წაწვეტებულ წვერზე მოქნილი ხაოიანი ბოჭკოს ჯიღა ისე

ფრიალებდა, როგორც ფრთები ძველი ინდიელი ბელადის


პოტოვოტამის[117] თავზე. ხომალდის ქიმისაკენ
სამკუთხოვანი ხვრელი იყო დატოვებული, საიდანაც შიგნით
მყოფთ შეეძლოთ დაენახათ, რა ხდებოდა გემბანზე.

და აი, ამ უცნაურ სადგომში ძლივძლივობით გავარჩიე


ადამიანი, რომელიც, როგორც გარეგნობაზე ეტყობოდა, აქ
უფროსი უნდა ყოფილიყო და რახან შუადღე იყო და გემზე
მუშაობა შეეწყვიტათ, ისვენებდა. იგი მუხის ძველებურ,
თავიდან ბოლომდე უცნაურად მოჩუქურთმებულ სკამზე
იჯდა. სკამის საჯდომი იმავე მაგარი მასალისაგან იყო
დაწნული, რომლითაც ვიგვამი აეშენებინათ.

ამ ხანში შესული ჯენტლმენის გარეგნობაში განსაკუთრებული


თითქოს არაფერი იყო; ყოველი მეზღვაურივით გარუჯულსა და
დაძარღვულს ძველებურ, კვაკერულ[118] ყაიდაზე შეკერილ
ლოცმანის ლურჯი ბუშლატი ეცვა; დახლართული ნაოჭების
წვრილი, თითქმის მიკროსკოპული ბადე მხოლოდ თვალის
გარშემო გასჩენოდა; და ამის მიზეზი ალბათ ის იყო, რომ
ზღვაზე ყოფნა ხშირად ქარიშხლიან ამინდში უხდებოდა და
სახეს მუდამ ქარს უშვერდა – ამის გამო თვალებთან კუნთები
ეძაბებოდა. ამგვარი ნაოჭები მკაცრ მზერას მეტ
შთამაგონებლობას ანიჭებენ.

თქვენ ხომ არა ხართ „პეკოდის“ კაპიტანი? – ვიკითხე მე,


როცა კარვის შესასვლელს მივუახლოვდი.

ვთქვათ და ასეა, რა გნებავს „პეკოდის“ კაპიტანთან?


გამომეპასუხა იგი.

თქვენს გემზე მინდა მოვეწყო.

ჩემს გემზე, არა? გეტყობა, ჩამოსული ხარ; დამსხვრეულ


ველბოტში მჯდარხარ?

არა, სერ, არ ვმჯდარვარ.

არც ვეშაპმონადირეობისა გაგეგება რამე, არა?

არა, სერ. მაგრამ, რა თქმა უნდა, მალე შევისწავლი.


რამდენჯერმე ვყოფილვარ ნაოსნობაში სავაჭრო გემზე და
ვფიქრობ, რომ...

ეშმაკს წაუღია სავაჭრო გემი! მეორედ აღარ მითხრა ასეთი

რამ! თორემ, დახედე შენს ფეხს, აი, მაგ ფეხს მოგატეხ, თუ


კიდევ სიტყვა დაგიძრავს სავაჭრო გემზე! რა გგონია სავაჭრო
გემი! იქნებ ამაყობ კიდეც, რომ სავაჭრო გემით გიცურავია? მაშ,
ვეშაპმონადირეობა რამ გადაგაწყვეტინა, ყმაწვილო? რაღაც
საეჭვოა? ხომ არ მეკობრეობდი? ან შენი კაპიტანი ხომ არ
გაგიძარცვავს? იქნებ უფროსებს ყელები გინდა დასჭრა,
როგორც კი ზღვაში გავალთ?

მე დავარწმუნე, უდანაშაულო ვარ და არავითარი ბოროტი


განზრახვა არა მაქვს-მეთქი. მაგრამ ვიცოდი, ამ ძველი
მეზღვაურის, ამ კვაკერისა და კუნძულის მკვიდრის ნახევრად
ხუმრობით ნათქვამ სიტყვებს მიღმა იმალებოდა ნანტაკეტურ
უნდობლობა და წინასწარგანწყობა ყველა ჩამოსულის მიმართ,
რაც მხოლოდ კეიპ-კოდის კონცხისა და კუნძულ ვაინიარდის
მცხოვრებთ არ ეხებოდა.

მაინც რამ გადაგაწყვეტინა ვეშაპმონადირეობა? მინდა ეს


ვიცოდე, სანამ ვიფიქრებდე, აგიყვანო გემზე თუ არა.

როგორ გითხრათ, სერ. საერთოდ, ამ საქმეს მინდა გავეცნო,


ქვეყანას თვალი გადავავლო.

ვეშაპმონადირეობის საქმეს გინდა გაეცნო, არა? შენ კაპიტან


აქაბი გინახავს?

კაპიტანი აქაბი ვინ არის, სერ?

აჰა, არ შევმცდარვარ. აქაბი „პეკოდის“ კაპიტანია.


მაშ შემშლია. მეგონა, კაპიტანს ველაპარაკებოდი.

დიახ, კაპიტანს ელაპარაკები, მე კაპიტანი ფალეგი ვარ. აი,


ვისთან გაქვს საქმე, ყმაწვილო. მე და კაპიტან ბალდადს[119]
გვევალება, „პეკოდი“ მოვამზადოთ, რაც კი საჭიროა
ნაოსნობისათვის, ხომალდზე მოვზიდოთ, და ამასთან,
ეკიპაჟიც შევარჩიოთ. ჩვენ ხომალდის მფლობელები და
აგენტები ვართ. მაგრამ, თუ მართლა აპირებ
ვეშაპმონადირეობის საქმის შესწავლას, სანამ ხელ-ფეხს
საბოლოოდ შეიკრავდე, მანამდე მოგცემ მაგის საშუალებას.
კაპიტანი აქაბი ნახე, ყმაწვილო, მას ხომ ფეხი აქვს.

ამით რის თქმა გსურთ, სერ? განა ფეხი ვეშაპის გამო


დაკარგა?

ვეშაპის გამოო?! ახლოს მოდი, ყმაწვილო: ის ფეხი მოაჭამა,


დაუღეჭა და დაუძიძგნა უსაზარლესმა კაშალოტმა იმ
კაშალოტთაგან, რომელთაც ოდესღაც ველბოტები ნაფოტებად
უქცევიათ! ოჰ! ოჰ!

ცოტა არ იყოს, შემაშინა მისმა აღგზნებულმა საუბარმა და


ოდნავ ამაღელვა გულწრფელმა წუხილმა, რაც მის უკანასკნელ
წამოძახილში გაისმა, მაგრამ მაინც შეძლებისდაგვარად
მშვიდად ვუპასუხე:

ყველაფერი, რაც თქვენ ბრძანეთ, სერ, ცხადია, უდავ


ჭეშმარიტებაა, მაგრამ საიდან გავიგებდი, რომ თავისი
მძვინვარებით სწორედ ვეშაპთა ეს ჯიში გამოირჩევა? ეს
მხოლოდ თქვენი მონაყოლიდან შეიძლება ვიცოდე.

მომისმინე, ყმაწვილო, რაღაც დაშაქრული ხმა გაქვს,


მეზღვაურივით არ ლაპარაკობ. ზღვაზე მართლა გივლია?
მართლა?

სერ, – შევეპასუხე მე, – მგონი, უკვე მოგახსენეთ, ოთხჯერ


ვიყავი ნაოსნობაში სავაჭრო გემით-მეთქი.

აბა, აბა! გაჩუმდი! დაიხსომე, რაც სავაჭრო გემზე გითხარი. ნუ


მაღიზიანებ. იცოდე, არ მოგითმენ. მოდი, ერთმანეთს კარგად
გავუგოთ, მე მხოლოდ ერთი-ორი სიტყვა გითხარ
ვეშაპმონადირეობაზე. კიდევ მიგიწევს გული?

დიახ, სერ.

კარგი. ძალიან კარგი. ახლა კი მიპასუხე, ოღონდ სწრაფად.


შეგიძლია, ცოცხალ ვეშაპს ხახაში ბარჯი ესროლო და მერე შიგ
შეუვარდე?

დიახ, სერ, თუ, რა თქმა უნდა, ეს აუცილებელი იქნება. ესე


იგი, თუ სხვა გზა აღარ დარჩება, რაშიაც სხვათა შორის, ეჭვი
მეპარება.

კარგი. ახლა კი აი, რა: ვეშაპსანადირო გემზე მხოლოდ ჩვენი


ხელობის შესასწავლად არ ეწყობი, ქვეყანასაც გინდა თვალი
გადაავლო, ხომ? ასე არა თქვი? მაშინ მიდი აი იქ, ქიმთან,
პლანშირს[120] იქით გადაიხედე, მერე მოდი და მიამბე, რასაც
ნახავ.

მცირე ხანს დაბნეული ვიდექი, არ ვიცოდი, ეს უცნაური

ბრძანება ხუმრობად მიმეღო, თუ სერიოზულად


მოვკიდებოდი. მაგრამ კაპიტანმა ფალეგმა თვალები მოჭუტა
და ისე მრისხანედ შემომხედა, რომ მაშინვე ბრძანების
შესასრულებლად გავვარდი.

პლანშირს იქით გადავიხედე. მოქცევა იყო და ღუზაზე


დაბმული გემი ქიმით ღია ზღვისკენ შებრუნებულიყო. ჩემ წინ
უსაზღვრო სივრცე გადაიშალა – საოცრად ერთფეროვანი და
მომაბეზრებელი. მზერას ვერაფერზე შეაჩერებდი.

აბა, მომახსენე, – მითხრა ფალეგმა, როცა მივბრუნდი. – რა


დაინახე?

განსაკუთრებული არაფერი. წყალია და წყალი. ჰორიზონტ


კი გარკვევით მოჩანს. ჩემი აზრით, გრიგალი გვიახლოვდება.

მაინც გინდა, ქვეყანას თვალი გადაავლო? ჰა, რას იტყვი? განა


ღირს, ამისთვის ჰორნის კონცხს შემოუარო? იქნებ სჯობია,
ქვეყანას იქიდან უყურო, სადაც ახლა დგახარ?

ასეთმა ლაპარაკმა, ცოტა არ იყოს, გული მატკინა, მაგრამ მაინც


მტკიცედ გადავწყვიტე, ვეშაპმონადირე გავმხდარიყავი და
ამას ხელს ვეღარაფერი შეუშლიდა: „პეკოდი“ კი ჩემთვის
მართლაც შესაფერისი, მე ვიტყოდი, ყველაზე შესაფერისი
ხომალდი იყო. ყველაფერი ეს კაპიტან ფალეგს გავუმეორე და
იმანაც, რაკი დაინახა, უკან დახევას არ ვაპირებდი, თანხმობა
განაცხადა ჩემს აყვანაზე.

ახლავე შეგიძლია ქაღალდებზე ხელი მოაწერო, – მითხრა


ბოლოს. – გამომყევი.

და კაპიტნის კაიუტისაკენ გასწია. მეც უკან დავედევნე.


უეცრად დავინახე, ტრანცზე ვიღაც მეტად არაჩვეულებრივი და
უცნაური გარეგნობის კაცი იჯდა. ეს კაცი კაპიტანი ბალდადი
გამოდგა. იგი კაპიტან ფალეგთან ერთად ხომალდის ძირითადი
მფლობელი გახლდათ. დანარჩენი აქციები კი, როგორც აქაურ
ნავსადგურებში იყო მიღებული, ეკუთვნოდა სხვადასხვ
ჯურის წვრილ მესაკუთრეებს: ქვრივებს, ობლებს, ღამის
დარაჯებს და ყოველი მათგანის საკუთრება ხომალდის
კორპუსის ერთ მორს, ფიცარს ან ორ-სამ მოქლონს არ
აღემატებოდა. ნანტაკეტის მცხოვრებნი თავიანთ ფულს
ვეშაპსანადირო ხომალდებში ისე აბანდებენ, როგორც თქვენ
მომგებიან სახელმწიფო ქაღალდებში.

ბალდადი კვაკერი იყო, ისევე როგორც ფალეგი და ნანტაკეტის


მრავალი მცხოვრები. კუნძულის თავდაპირველი მკვიდრნიც
ხომ ამ სექტას ეკუთვნოდნენ; აქაური მცხოვრებნი ძირითადად
დღემდე ინარჩუნებენ კვაკერთათვის დამახასიათებელ მთელ
თავისებურებას, მაგრამ ამასთან ერთად, სრულიად უცხო დ
სხვადასხვაგვარი გავლენის მეოხებით უცნაურად და
არაბუნებრივად უცვლიან მას სახეს. ზოგჯერ ამ კვაკერთა –
მეზღვაურთა და ვეშაპმონადირეთა ცხოვრება ისე ჩქეფს და
გადმოდუღს, როგორც არსად დედამიწის ზურგზე. ისინი
მეომარი კვაკერები არიან, შურისმგებელი კვაკერები.

ამ ხალხში ისეთებიც ურევია, რომლებიც, თუმცა კუნძულზე


გავრცელებული ჩვეულების თანახმად, ბიბლიურ სახელს
ატარებენ და დედის რძესთან ერთად შეწოვილი მკაცრი და
დიდებული კვაკერული ეტიკებით ყველას შენობით
მიმართავენ, – მაგრამ მაინც იმ აურაცხელი თავგანწირული და
მამაცური თავგადასავლის ზემოქმედებით, რომლითაც სავსეა
მათი ცხოვრება, საოცრად ეგუებიან ამ ფესვგადგმულ
უცნაურობებს, სკანდინავიელი ვიკინგისა[121] და
რომანტიკოსი წარმართ-რომაელისათვის დამახასიათებელ
თავხედურ ზნესა და მამაცურ შემართებას. და როცა ეს
თვისებები თავს იყრის იმ ადამიანში, ვისაც დიდი ბუნებრივ
ძალა, დიდი ტვინი და მდიდარი გული აქვს, ვინც შორეულ
ზღვებში, ნათელი, ჩრდილოეთისათვის უცხო ვარსკვლავებით
მოჭედილი ცის ქვეშ, ღამღამობით სადარაჯოს მდუმარებამ და
დაუსრულებელმა განმარტოებამ თავისუფალ და
დამოუკიდებელ აზროვნებას მიაჩვია, ვისაც ტკბილ-მწარე
შთაბეჭდილებები უშუალოდ წრფელი და გულუბრყვილო
ქალწული-ბუნების მკერდიდან უწოვია და ისე დაუფლებია
ზოგჯერ შემთხვევითაც კი – მამაცურ, ამაღელვებელ და
ამაღლებულ ენას, – იგია სწორედ მთელ ერში გამორჩეული,
კეთილშობილი, დიდებული, მხოლოდ დიადი
ტრაგედიებისთვის გაჩენილი პიროვნება. და სცენური
თვალსაზრისით, მის ღირსებებს სრულებით არ ჩრდილავს ის,
რომ მისი სულის სიღრმეში თანდაყოლილი თუ სხვა
გარემოებით, თუნდაც სიჯიუტის გამო, რაღაც
ყოვლისდამთრგუნავი ავადმყოფურობა ჩასახლებულა. რადგან
ყველა დიადი ტრაგიკული ადამიანი სწორედ ამ დაფარული
ავადმყოფურობით არის დიადი და ტრაგიკული. ო, გახსოვდეს,
სიჭაბუკის პატივმოყვარეობავ: ყველა მოკვდავი სიდიადე

მხოლოდ ავადმყოფობაა, მაგრამ ჩვენ ჯერ საქმე გვაქვს არა


ასეთ, არამედ სულ სხვა ადამიანთან, რომელიც, აგრეთვე,
განსაკუთრებულ პირობებში შექმნილი კვაკერის
განსაზღვრულ ტიპს წარმოადგენს.

კაპიტან ფალეგივით კაპიტანი ბალდადიც შეძლებული კაცი


იყო და საქმიანობას თავი დაანება. მაგრამ განსხვავებით
კაპიტან ფალეგისაგან, რომელსაც ეგრეთ წოდებული
სერიოზული საქმეები სრულებითაც არ აინტერესებდა, რადგან
ეს სერიოზული საქმეები უმნიშვნელო წვრილმანებად მიაჩნდა,
კაპიტანმა ბალდადმა არა მარტო მკაცრი ნანტაკეტური
კვაკერული განათლება მიიღო, მისი შემდგომი მეზღვაურული
ცხოვრებისა და აგრეთვე ჰორნის კონცხის მეორე ნაპირის
მომხიბლავი შიშველი კუნძულელი ქალების ჭვრეტის
მიუხედავად, ოდნავადაც არ უღალატია თავისი კვაკერული
ბუნებისათვის, არ შეუწირავს არც ერთი დუგმა თავისი
კვაკერული ჟილეტისა. და მაინც, ასეთი სიმტკიცის
მიუხედავად, პატივცემულ კაპიტან ბალდადს ნამდვილად
აკლდა ელემენტარული თანამიმდევრულობა. თავის
მორალურ-რელიგიური შეხედულებების თანახმად, იგ
ხმელეთზე იარაღით თავდაცვის წინააღმდეგი იყო, მაგრამ
წყნარ და ატლანტის ოკეანეებს მისი მრავალი თავდასხმა
ახსოვთ და სისხლის ღვრის დაუძინებელ მტერს ლევიათანის
უზომო სისხლი ისე დაუღვრია, სერთუკიც კი არ გაუხდია.
როგორ ახერხებდა ღვთისმოსავი ბალდადი ახლა, სიცოცხლის
მჭმუნვარე დაისში თავისი წარსულის ერთმანეთის
საწინააღმდეგო მოგონებათა შერიგებას, არ ვიცი, ეს ალბათ
მაინცდამაინც არ აწუხებდა, რადგან ეტყობა, კარგა ხანია, იმ
ფრიად ღრმააზროვან და გონიერ დასკვნამდე მივიდა, რომ
რელიგია სხვა არის, ხოლო ჩვენი რეალური სამყარო – სულ
სხვა. რეალური სამყარო დივიდენდებს იხდის. ჯერ იგი
საცოდავი იუნგა-ბიჭი იყო და უბადრუკი მოკლე შარვლით
დარბოდა, მერე მებარჯეობას დაეუფლა და მრგვალად
გულამოჭრილი ფართო კვაკერული ჟილეტი ჩაიცვა, მერე
ველბოტის უფროსი გახდა, მერე – უფროსი თანაშემწე,
კაპიტანი და ბოლოს – ხომალდის მფლობელი. თავისი
თავბრუდამხვევი კარიერა რომ დაასრულა, ბალდადი, როგორც
ადრე მოგახსენეთ, სამოცი წლისა იყო, მან მთლიანად მიატოვ
საქმიანობა და სიცოცხლის უკანასკნელი დღეები
დამსახურებული შემოსავლის ნელ-ნელა დაგროვებას შესწირა.

მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა მოგახსენოთ, რომ ბალდადს


ძველი, გამოუსწორებელი წუწურაქის სახელი ჰქონდა
გავარდნილი, ხოლო ზღვაზე თავის დროზე იმით იყო
განთქმული, რომ თავის ქვეშევრდომთ მკაცრად და მრისხანედ
ეპყრობოდა. ნანტაკეტში მიამბეს – თუმცა ეს, რა თქმა უნდა,
ძალიან უცნაური ამბავია, – რომ, როცა იგი თავისი ძველი

„კატეგატით“ ნავსადგურში შემოვიდოდა, მეზღვაურები


თურმე პირდაპირ გემბანიდან მიჰყავდათ საავადმყოფოში
ისე იყვნენ დაუძლურებულნი და ღონემიხდილნი.
ღვთისმოსავი ადამიანისა და განსაკუთრებით კვაკერის
პირობაზე იგი უსათუოდ უსულგულო ადამიანი გახლდათ.
ამბობენ, არასოდეს იგინებოდაო, მაგრამ მეზღვაურებს თურმე
არაქათს აცლიდა და აიძულებდა, უზომოდ მძიმე და
მომქანცველი სამუშაო შეესრულებინათ. ჯერ კიდევ მაშინ,
როცა ბალდადი უფროს თანაშემწედ მუშაობდა, საკმარისი იყ
მისი დაჟინებული, ამღვრეული მზერა ვინმეზე შეჩერებულიყო,
ამ უკანასკნელს ისეთი შეშფოთება იპყრობდა, რომ, რაც
მოხვდებოდა, – ჩაქუჩი იქნებოდა თუ ხიმინჯი, – საჩქაროდ
ხელს დაავლებდა და როგორც გადარეული, ისე იწყებდა
მუშაობას, ოღონდ კი უსაქმოდ არ ყოფილიყო; მისი ერთი
შემოხედვაც კი ბოლოს უღებდა სიზარმაცესა და უსაქმურობას.
ყაირათიანობამ თავისი კვალი გარეგნობაზედაც დაატყო.
გამხდარი, აწოწილი სხეული ზედმეტი ხორცით არ ჰქონდა
დამძიმებული და არც ხშირი წვერი აწუხებდა. ნიკაპზე
მხოლოდ ერთი ბეწო ღინღლი უბიბინებდა, თავისი
ფართოფარფლიანი ქუდის ხაოსავით.

ასეთი იყო ის კაცი, ვინც ახლა ტრანცზე იჯდა, კაიუტაში და


ვისთანაც კაპიტან ფალეგს შევყევი. გემბანის კიდესთან, ვიწრო
გასასვლელში, სარგადაყლაპულივით იჯდა მოხუცი ბალდად
იგი ყოველთვის გამართული იჯდა, რომ სერთუკის კალთები
არ დაჭმუჭნოდა. ფართოფარფლიანი ქუდი იქვე ედო.
ბოლომდე შეკრული, მუქი ყავისფერი სამოსელი ეცვა,
ჯოხებივით ხმელი ფეხები გადაეჯვარედინებინა, ცხვირზე
სათვალე დაედო და რაღაც მეტად დიდტანიანი წიგნის
კითხვით იყო გართული.

ბალდად! – შეჰყვირა კაპიტანმა ფალეგმა. – შენსას არ იშლი,


არა? აგერ უკვე ოცდააათი წელია, რაც საღვთო წიგნს
კითხულობ, სადამდე მიხვედი, ბალდად?

ეტყობა, ბალდადი თავისი ძველი მეგობრის ღვთისმგმობ


ლაპარაკს მიჩვეული იყო, ამიტომ ამ უზრდელობისათვის
ყურადღება არ მიუქცევია, თავი ნელა აიღო და მე რომ
დამინახა, გაკვირვებული მზერა ფალეგზე გადაიტანა.

უნდა, რომ „პეკოდზე“ ავიყვანოთ, – განუმარტა ფალეგმა.

„პეკოდზე“ გსურს, აგიყვანოთ? – მომიბრუნდა და ყრუ ხმით


შემეკითხა.

მსურს, – ანგარიშმიუცემლად გავიმეორე მისი


მაღალფარდოვანი კვაკერული გამოთქმა.

როგორ გგონია, ბალდად, გამოდგება? – შეეკითხა ფალეგი.


გამოდგება, – განაცხადა ბალდადმა და თან შემათვალიერა,

მერე ისევ ბიბლიას დაუბრუნდა და საკმაოდ ხმამაღლა

აბუტბუტდა.

ბალდადის მეგობარი და კომპანიონი ფალეგი ხომ უკმეხი და


მყვირალა იყო, მაგრამ კაპიტან ბალდადივით უცნაური მოხუცი
კვაკერი ჩემს სიცოცხლეში არ მენახა. ჩუმად ვიყავი და
მხოლოდ აქეთ-იქით ვიხედებოდი. ფალეგმა რომელიღაც ყუთს
ახადა თავი, იქიდან საბუთები ამოიღო, მაგიდას მიუჯდა და
სამელნე და კალმები წინ დაილაგა. ვიფიქრე, ახლა კი დროა,
გადავწყვიტო, მომავალ ნაოსნობაში მონაწილეობის მისაღებად
რა პირობებზე დავთანხმდე-მეთქი. გაგებული მქონდა, რომ
ვეშაპსანადირო ხომალდებზე მეზღვაურებს ხელფასს არ
უხდიდნენ. ეკიპაჟის ყოველ წევრს, მათ შორის კაპიტანსაც,
ნანადირევის განსაზღვრული ნაწილი ეძლეოდა იმისდა
მიხედვით, თუ რამდენად მნიშვნელოვან სამუშაოს
შეასრულებდა. ისიც ვიცოდი, რახან ვეშაპსანადირო გემზე
ახალბედა ვიყავი, მაინცდამაინც დიდი წილის იმედი არ უნდა
მქონოდა; მაგრამ საზღვაო საქმეს ასე თუ ისე მაინც ვიცნობდი,
შემეძლო შტურვალთან დგომა, ბაგირების ბოლოების გადაბმა
და სხვა ამისთანები, ამიტომ ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ
უკიდურეს შემთხვევაში ორას სამოცდამეთხუთმეტედს, ესე
იგი, ნაოსნობის წმინდა შემოსავლის ორას
სამოცდამეთხუთმეტედ წილს მაინც შემომთავაზებდნენ,
როგორიც უნდა ყოფილიყო ეს წმინდა შემოსავალი. თუმცა,
ორას სამოცდამეთხუთმეტედი წილი, როგორც აქ ამბობდნენ,
საკმაოდ „დიდი წილი“ იყო, სულ არარაობას მაინც სჯობდა.
ამასთან, თუ ნაოსნობა წარმატებით დაგვირგვინდებოდა,

ალბათ გაცვეთილ ტანსაცმელს მაინც გამოვიცვლიდი. სამი


წლის განმავლობაში რომ კვებასა და ღამის გასათევზე კაპიკი
არ დამეხარჯებოდა, ეს კიდევ სხვა იყო.

რა თქმა უნდა, ყველა იტყოდა, რომ ეს თავადური სიმდიდრის


დაგროვების ყველაზე არახელსაყრელი საშუალება იყო, და
მართალნიც იქნებოდნენ. მაგრამ მე იმ ადამიანთა რიცხვს
ვეკუთვნი, რომლებსაც მაინცდამაინც არ აღელვებთ თავადური
სიმდიდრე, ღმერთს მადლობას შევწირავ, თუ საჭმელ-სასმელი
და თავშესაფარი მექნება იმ ხნის განმავლობაში, სანამ აქ, ამ
ავბედითი აბრის „საავდრო ღრუბლის“ ქვეშ ვიქნები სტუმრად.
საერთოდ, ვფიქრობდი, ორას სამოცდამეთხუთმეტედ წილს
თუ მომცემდნენ, ნამდვილად კარგი იქნებოდა, თუმცა არც ის
გამიკვირდებოდა, მეორასედი წილი რომ შემოეთავაზებინათ:
მე ხომ ღონიერი და მხარბეჭიანი ვიყავი.

მაგრამ ერთი მოსაზრების გამო მაინც ეჭვი მეპარებოდა, რომ


საერთო შემოსავლიდან რიგიან წილს მარგუნებდნენ. ჯერ
კიდევ ნაპირზე ბევრი რამ მიამბეს კაპიტან ფალეგსა და მის
ძველ უცნაურ მეგობარ ბალდადზე. ამბობდნენ, რომ მათ,
როგორც „პეკოდის“ ორ ძირითად მფლობელს, მთელ
კუნძულზე გაფანტული დანარჩენი წვრილ-წვრილი
მფლობელები მთლიანად ანდობდნენ გემის საქმის წარმოებას.
სავარაუდოდ, ისეთ საკითხში, როგორიც ეკიპაჟის დაქირავებაა,
ბებერი წუწურაქი ბალდადი თავის სიტყვას იტყოდა, მით
უმეტეს, იგი აქ, „პეკოდის“ გემბანზე, დამხვდა, თავის
განუყრელ ბიბლიას კითხულობდა და კაპიტნის კაიუტაში ისე
მყუდროდ მოწყობილიყო, თითქოს თავის ბუხართან იჯდა.
სანამ ფალეგი დიდი დასაკეცი დანით ამაოდ ცდილობდა
კალმის გათლას, მოხუცი ბალდადი, ჩემდა გასაოცრად, – ამ
პროცედურით ისიც ხომ დაინტერესებული პირი იყო,
არავითარ ყურადღებას არ გვაქცევდა და ბუტბუტით
განაგრძობდა: „ნუ იუნჯებთ თქვენ საუნჯეთა ქვეყანასა ზედა,
სადა მღილმან...“[122]

წილი, კაპიტანო ბალდად? – ჩაერია ფალეგი, – როგორ


ფიქრობ, რა წილი უნდა ვარგუნოთ ამ ყმაწვილს?

შენ უწყი თავად, – გაისმა თითქოს სამარიდან. – შვიდას


სამოცდამეჩვიდმეტედი წილი, შენი აზრით, ბევრი ხომ არ
იქნება? „სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და...“

„მართლაც, საუნჯეა, – გავიფიქრე მე, – შვიდას


სამოცდამეჩვიდმეტედი წილი!“ კარგად ვხედავ, ბებერო
ბალდად, ზრუნავ იმისათვის, რომ, ყოველ შემთხვევაში, მე ვერ
შევძლო დიდი საუნჯის დაუნჯება ამ ქვეყანაზე, სადაც

„მღილმან და მჭამელმან განრყუნის“. ეს მართლაც რომ „დიდ


წილი“ იყო, და თუმცა ერთი შეხედვით თითქოს დიდი რიცხვია
და საქმეში ჩაუხედავ ადამიანს შეიძლება საწინააღმდეგ
წარმოდგენა შეექმნას, მაგრამ სულ უბრალო მსჯელობითაც კი
დავადგენთ, რომ რაც უნდა დიდი რიცხვი იყოს შვიდას
სამოცდაჩვიდმეტი, თუ მნიშვნელად გადავაქცევთ,
ყველასთვის ცხადი იქნება, ფარტინგის ერთი შვიდას
სამოცდამეჩვიდმეტედი მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება,
ვიდრე შვიდას სამოცდაჩვიდმეტი ოქროს დუბლონი[123]; და
მეც სწორედ ამ აზრისა გახლდით.

ახ, მიწა კი გაგისკდა, ბალდად! – დაუყვირა ფალეგმა.– შენ რა,


გინდა მოატყუო ეს ყმაწვილი? მეტი უნდა ვარგუნოთ.

შვიდას სამოცდამეჩვიდმეტედი, – წიგნიდან თავი არ აუღია,


ისე გაიმეორა ბალდადმა და ბუტბუტით განაგრძო: – „რამეთუ
სადაცა არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი“.

მესამასედ წილზე ჩავწერ, – განუცხადა ფალეგმა. – გესმის,


ბალდად? მესამასედზე-მეთქი. გეუბნები.

ბალდადმა წიგნი დაუშვა, ფალეგს მედიდურად მიუბრუნდა


და ჩაილაპარაკა:

კაპიტანო ფალეგ, ვიცი, კეთილი გული გაქვს, მაგრამ ეგ ნუ


დაგავიწყებს შენს მოვალეობას გემის სხვა მფლობელების
წინაშე – მათ შორის მრავალი ქვრივია და ობოლი, – ნურც იმას
დაივიწყებ, რომ თუ ამ ყმაწვილს გულუხვად დავაჯილდოებთ,
ამით იმ ქვრივ-ობლებს ლუკმაპურს წავართმევთ. შვიდას
სამოცდამეჩვიდმეტედი წილი, კაპიტანო ფალეგ.

ეი, ბალდად! – ფეხების ბაკუნით დაიღრიალა ზეზე


წამოვარდნილმა ფალეგმა. – წყეულიმც იყავ, მე რომ ამგვარ
საქმეებში შენი რჩევისათვის დამეჯერებინა, კაპიტან
ბალდად, ახლა სინდისზე იმოდენა ბალასტი დამაწვებოდა,
რომ ყველაზე დიდ ხომალდს ჩაძირავდა, რომელსაც კი ჰორნის
კონცხისათვის შემოუვლია.

კაპიტანო ფალეგ, – მარჯვედ მოიგერია ბალდადმა, – არ ვიცი,

რამდენად ღრმად არის ჩასული შენი სინდისი წყალში, იქნებ


ათი დუიმით[124] ან იქნებ ათი ფატომითაც[125], მაგრამ
ცოდვების მოუნანიებლობის გამო, ვშიშობ, სინდისი ისე გაქვს
გაბზარული, რომ, ბოლოს და ბოლოს, შენ თვითონ ფსკერზე,
პირდაპირ ჯოჯოხეთში ამოყოფ თავს.

აჰა, მაშ ასე, არა! ჯოჯოხეთში ხომ! შეურაცხყოფა მომაყენე,


გესმის? აუტანელი შეურაცხყოფა. როცა ადამიანს ეუბნებიან,
ჯოჯოხეთში მოხვდებიო, ეს მისთვის შეგინებაა. ეშმაკმაც
წაგიღოს! აბა გაგიბედავს და კიდევ გითქვამს. ბალდად, არ
ვიცი, რას ვიზამ. მე... მე... ცოცხალ თხას გადავყლაპავ, თავის
ტყავიან-რქებიანად! თავიდან მომწყდი, შე წუწუნ
ფარისეველო, სოფლელი გომბიოს თვალებამღვრეულო
ნაშიერო! პირდაპირი კილვატერით[126] მოუსვი აქედან!

ფალეგმა სხაპასხუპით დააყარა ბალდადს ეს სიტყვები და მერე


მივარდა კიდევაც, მაგრამ იგი რაღაც წარმოუდგენელი
სიმკვირცხლით დაუსხლტა ხელიდან.

ხომალდის ორი მთავარი და პასუხისმგებელი მფლობელის ამ


უეცარი და სასტიკი შეტაკებით შეშფოთებულს ეჭვი შემეპარა,
ასეთი არასაიმედო პატრონებისა და დროებითი კაპიტნების
ხელში ამ ხომალდზე მოწყობა იქნებ არც ღირდეს-მეთქი და
ბალდადისათვის გაქცევის საშუალება რომ მიმეცა, კარიდან
განზე დავიხიე, რადგან დარწმუნებული ვიყავი, ფიქრობდა,
ფალეგის გაღვიძებული რისხვისათვის თავი დაეღწია, მაგრამ
ჩემდა გასაოცრად, დინჯად ჩამოჯდა ტრანცზე და, ეტყობოდა,
სულაც არ ფიქრობდა გაქცევაზე. იგი დიდი ხანია შეგუებული
იყო ფალეგის ქცევას, რომელსაც ცოდვების მონანიება არ
სჩვეოდა, ხოლო რაც შეეხება ფალეგს, გული მოიოხა თუ არა,
კრავივით დაწყნარდა, თუმცა ოდნავ თრთოდა, რადგან
აღელვებას ჯერ მთლად არ გაევლო.

უ-უჰ, – თქვა მან ბოლოს, როცა სული მოითქვა, – გრიგალმა,


მგონი, მარცხენა ბორტთან ჩაიარა. ბალდად, ოდესღაც ბარჯის
გალესვის ოსტატი იყავი, თუ ღმერთი გწამს, ეს კალამი
გამითალე. დანა ძალიან დამბლაგვებია. აი, ასე, გმადლობ,
ბალდად. აბა, ყმაწვილო, რა თქვი, რა მქვიანო? ისმაილი? მაშ,
ასე, ისმაილ, მესამასედ წილზე გწერ.

კაპიტანო ფალეგ, – ვუთხარი მე, – კიდევ ერთი ამხანაგი


მყავს, ნაოსნობაში წამოსვლა იმასაც სურს, შეიძლება, ხვალ

დილით მოვიყვანო?

როგორ არ შეიძლება! – მიპასუხა ფალეგმა. – მოიყვანე,


ვნახოთ, ვინ არის.

ის რა წილს მოითხოვს? – ხვნეშით შემომხედა ბალდადმა და


მერე თავი ისევ ბიბლიაში ჩარგო.

ამაზე ნუ ღელავ, ბალდად, – უთხრა ფალეგმა. – ვეშაპზე


უნადირია? – მომიბრუნდა ახლა მე.

იმდენი ჰყავს დახოცილი, რომ დათვლა გაგიჭირდებათ,


კაპიტანო ფალეგ.

მაშ, მოიყვანე.

ქაღალდებზე ხელი მოვაწერე და წამოვედი. ეჭვიც კი არ


მეპარებოდა, რომ დაკისრებული მოვალეობა ბრწყინვალედ
შევასრულე და რომ „პეკოდი“ იყო სწორედ ის ხომალდი,
რომლითაც იოჯომ წინასწარ გადაგვიწყვიტა მე და ქვიქეგს
ჰორნის კონცხისათვის შემოვლა.

მაგრამ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი თუ არა, გამახსენდა,


კაპიტანი, ვისთანაც სამსახური მომიწევდა, არ მენახა; თუმცა
ისიც ვიცოდი, ხშირად ვეშაპსანადირო ხომალდიც
მომზადებულია, მთელი ეკიპაჟიც გემბანზეა თავმოყრილი და
მხოლოდ მაშინ გამოჩნდება კაპიტანი და თავისი მოვალეობის
შესრულებას შეუდგება ხოლმე. ნაოსნობა ხანგრძლივია,
ნაპირზე ყოფნა კი ხანმოკლე და თუ კაპიტანს ნაპირზე ცოლ
შვილი ჰყავს, ან რაიმე სერიოზული საქმე აქვს, სრულებითაც არ
აინტერესებს ნავსადგურში მიტოვებული ხომალდი და მასზე
მზრუნველობას, სანამ ნაოსნობისათვის ყველაფერი მზად არ
იქნება, მთლიანად გემის მეპატრონეებს ანდობს. მაგრამ
ურიგო არ იქნებოდა, ერთხელ მაინც შემეხედა კაპიტნისათვის.
სანამ ჩემს ბედ-იღბალს საბოლოოდ ჩავუგდებდი ხელში.
მივუბრუნდი კაპიტან ფალეგს და ვკითხე, კაპიტანი აქაბი[127]
სად უნდა ვნახო-მეთქი?

რად გინდა კაპიტანი აქაბი? საბუთები რიგზეა. ჩარიცხულ


ხარ.

კი მაგრამ, მაინც მინდოდა, მენახა.

მეეჭვება, რომ მისი ნახვა შეძლო. არ ვიცი, რა დაემართა,

სახლიდან არ გამოდის. ალბათ ავადაა. თუმცა არაფერი ეტყობა.


ნამდვილად არ არის ავად; მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, კარგად
არის-მეთქი. ყოველ შემთხვევაში, ყმაწვილო, ზოგჯერ ჩემ
ნახვაც კი არ უნდა ხოლმე და არა მგონია, შენთან შეხვედრა
მოისურვოს. უცნაური კაცია. ზოგი ასე ფიქრობს, უცნაურია,
მაგრამ კარგი ადამიანიაო. ნუ შიშობ: ძალიან მოგეწონება.
კეთილშობილი, ღვთისნიერი კაცია კაპიტანი აქაბი, მაგრამ
ღვთისმოსავი და ღვთისმოშიში არ არის, ცოტა ლაპარაკი იცის,
მაგრამ ყურის დაგდება ღირს. დაიმახსოვრე, რომ
გაგაფრთხილე: აქაბი განსაკუთრებული ადამიანია; აქაბს
კოლეჯებშიაც უვლია და კანიბალებშიც; მისთვის ზღვაზე
უღრმესი საიდუმლოც კი მისაწვდომია: მას ელვაზე უსწრაფეს
ჭვილთით ვეშაპზე უძლიერესი და გამოუცნობი მტერი
განუგმირავს. ო, ეს ჭვილთი! ისეთ ბასრსა და ერთგულს მთელ
კუნძულზე ვერ ნახავ! დიახ, ის არც კაპიტანი ბალდადია და
არც კაპიტანი ფალეგი; ის აქაბია, შვილო ჩემო, და როგორც
მოგეხსენება, აქაბი ძველთაგანვე გვირგვინოსანი მეფე იყო!

ამასთან ფრიად ბიწიერი. როცა ეს ცოდვილი მეფე მოკლეს,


მის სისხლს ძაღლები ლოკავდნენ, არა?

მომიახლოვდი. კიდევ, კიდევ, – ისე ღრმააზროვნად მითხრა


ფალეგმა, რომ კიდევაც შემეშინდა, – ყური მიგდე, ყმაწვილო,

„პეკოდის“ გემბანზე მსგავსი არაფერი წამოგცდეს და,


საერთოდ, ნურსად იტყვი. კაპიტან აქაბს თავისი სახელი
თვითონ არ შეურჩევია. ამ სახელით მისი მონათვლა ჭკუაზე
შეშლილი, დაქვრივებული დედის სულელური ახირებაა. აქაბი
ერთი წლისა იყო, როცა ის ქალი გარდაიცვალა. თუმცა
გეიჰედელი[128] მოხუცი სქვო ტისტიგი ამბობდა, ეგ კაცი
თავის სახელს კიდევაც გაამართლებსო. იგივე შეიძლება სხვა
ბრიყვებმაც გაიმეორონ, მაგრამ მე მსურს, გაგაფრთხილო, ეს
სიცრუეა. კარგად ვიცნობ კაპიტან აქაბს, დიდხანს
ვმსახურობდი მასთან თანაშემწედ და ვიცი, როგორია
სინამდვილეში, – კარგი ადამიანია, თუმცა ბალდადივით
ღვთისმოშიში არ არის. კარგი ღვთისმგმობი ადამიანია, ჩემი არ
იყოს, მაგრამ კიდევ უფრო კეთილშობილური თვისებებით
არის დაჯილდოებული. დიახ, ვიცი, იგი განსაკუთრებული
უდარდელობით არასოდეს გამოირჩეოდა; ვიცი,
უკანასკნელად, უკან რომ ვბრუნდებოდით, რამდენიმე ხნის
განმავლობაში თავის ჭკუაზე არ იყო. ყველა მიხვდება, ეს
სისხლის დენითა და მწვავე და აუტანელი ტკივილებით იყ

გამოწვეული. ისიც ვიცი, იმ დღიდან, რაც უკანასკნელ რეისზე


იმ წყეულ ვეშაპს ფეხი ანაცვალა, შუბლშეკრული და
სასოწარკვეთილია, ხოლო ზოგჯერ გაშმაგებულიც. მაგრამ
გაუვლის. ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე, ყმაწვილო,
ცუდ და მხიარულ კაპიტანთან სამსახურს კარგ და პირქუშ
კაპიტანთან სამსახური გერჩიოს. ახლა კი წადი და აუგად ნუ
მოიხსენიებ აქაბს იმის გამო, რომ ცუდი სახელი ჰქვია. ამასთან,
ჩემო შვილო, აქაბს ცოლიცა ჰყავს – აგერ უკვე სამი რეისია, რაც
ცოლად კეთილი და ჩუმი ახალგაზრდა ქალი მოიყვანა. შენ
წარმოიდგინე, ამ ახალგაზრდა ქალთან ბავშვიც ჰყავს. შენი
აზრით, ბებერი აქაბი შეიძლება ცუდი კაცი იყოს? არა, არა, ჩემ
მეგობარო, აქაბი დასახიჩრებული და გატეხილია, მაგრამ
ადამიანურობა არც მისთვის არის უცხო.

დაფიქრებული წამოვედი. იმან, რაც კაპიტან აქაბზე


შემთხვევით შევიტყვე, რაღაც გაურკვეველი ტკივილითა და
მოუსვენრობით ამავსო. თანავუგრძნობდი და მებრალებოდა,
მაგრამ რატომ, არ ვიცოდი. ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ
უბედურად იყო დასახიჩრებული. ამავე დროს მისდამი
გაურკვეველი შიშიც მქონდა. მაგრამ ეს გრძნობა, რომელსაც
ვერაფრით ვერ აგიწერთ, სიმართლე რომ ითქვას, შიში კი არა,
სხვა რაღაც იყო! თვითონ არ ვიცი, რა. ასე იყო თუ ისე, ასეთი
გრძნობა გამიჩნდა, მაგრამ აქაბისადმი არავითარ მტრობას არ
აღმიძრავდა, მხოლოდ ოდნავ მაღიზიანებდა ამ ადამიანთან
დაკავშირებული რაღაც იდუმალება, რაც მაშინვე ვიგრძენი,
თუმცა მასზე ცოტა რამ ვიცოდი. მაგრამ მალე სხვა რამეებზე
დავიწყე ფიქრი და აქაბის ბუნდოვანმა ჩვენებამ დროებით
მიმატოვა.

17. რამაზანი

ქვიქეგის რამაზანი თუ დიდმარხვა ამაღამ თავდებოდა და


გადავწყვიტე, ჯერჯერობით არ შემეწუხებინა იგი; რადგან
უღრმეს პატივს ვცემ ყოველგვარ რელიგიურ ზნე-ჩვეულებას,
რაც უნდა სასაცილო იყოს იგი. ყოველთვის ჯეროვანი
მოკრძალებით ვეკიდებოდი შხამასოკოს წინაშე
მუხლმოდრეკილი ჭიანჭველების თავყრილობასაც კი; ან ჩვენი
პლანეტის ზოგიერთი კუთხის იმ არსებათ, რომლებიც მთელ
სამყაროში შეუდარებელი პირმოთნეობით იდრეკენ მუხლს

რომელიღაც განსვენებული მიწათმფლობელის ქანდაკების


წინაშე მხოლოდ იმიტომ, რომ მის უზარმაზარ სიმდიდრეს ჯერ
კიდევ მისი სახელით განაგებენ.

ჩემი აზრით, ჩვენ, პრესვიტერიანული ეკლესიის წიაღში


აღზრდილი ღვთისმოსავი ქრისტიანნი, ამგვარ შემთხვევებშ
უფრო ლმობიერნი უნდა ვიყოთ და არ უნდა წარმოვიდგინოთ,
თითქოს სხვა მოკვდავზე და წარმართზე უფრო მაღლა
ვდგავართ იმიტომ, რომ ისინი რაღაც ნახევრად უგუნურ
წარმოდგენების ტყვეობაში იმყოფებიან. მაგალითად, ქვიქეგიც
რამაზანისა და იოჯოს საკითხში უსათუოდ უაზრო და მცდარ
გზას ადგას – მერე რა მოხდა? ქვიქეგმა, სავარაუდოთ, იცის, რას
აკეთებს, ის კმაყოფილია და დაე, სწამდეს, რაცა სწამს. ბევრიც
რომ მეცადა, მაინც ვერ გადავარწმუნებდი, დაე, როგორიც არის,
კვლავ ისეთი დარჩეს და ყველას – პრესვიტერიანელსაც და
წარმართსაც, – ზეცა გვფარავდეს, რადგან ყველას ცოტად თუ
ბევრად ტვინი მოუწესრიგებელი გვაქვს და კაპიტალური
რემონტი გვესაჭიროება.

საღამოს, როცა ჩემი წარმოდგენით, ქვიქეგს ყველა რიტუალი


და ცერემონია უკვე მოთავებული უნდა ჰქონოდა, ზევით
ავედი და კარზე დავაკაკუნე. არავინ მიპასუხა. კარს მივაწექი.
შიგნიდან დაკეტილი აღმოჩნდა. „ქვიქეგ! – ჩურჩული
შევეხმიანე კლიტის ჭუჭრუტანაში. დუმილი არ დარღვეულა.

„ქვიქეგ, გესმის? ხმა ამოიღე, მე ვარ, ისმაილი“. მაგრამ ხმას


არავინ იღებდა. შევფიქრიანდი. ამდენ ხანს არ მომიკითხავს,
აპოპლექსური დამბლა ხომ არ დაეცა-მეთქი. კლიტის
ჭუჭრუტანაში შევიხედე, მაგრამ კარი ოთახის შორეულ
კუთხეში იყო და ყველაფერი ისე დაღრეცილი ჩანდა, რომ კაცს
შეაშფოთებდა. მხოლოდ საწოლის ზურგი და კედლის ერთი
ნაწილი დავინახე. გაოცებულმა შევამჩნიე, კედელზე ქვიქეგის
ბარჯის ხის სახელური იყო მიყუდებული, რომელიც წუხელ
სახლის პატრონის ცოლმა ჩამოგვართვა. საოცარია, გავიფიქრე
მე, მაგრამ რახან ბარჯი ოთახშია, მაშასადამე, ქვიქეგიც იქაა-
მეთქი. უბარჯოდ იგი არსად არ დადის.

ქვიქეგ! ქვიქეგ! – ხმას არავინ იღებდა. ეტყობა, რაღაც


დაემართა. აპოპლექსური დამბლა დაეცა! კარის შემტვრევა
ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. კიბე სწრაფად ჩავირბინე და
პირველსავე შემხვედრს, მოახლეს, ჩემი ეჭვები გაუზიარე.

აი-აი-აი! – დაიყვირა მან. – ვგრძნობდი, უბედურება უნდა

მომხდარიყო. საუზმის შემდეგ ოთახის დალაგება დავაპირე,


მაგრამ კარი დაკეტილი დამხვდა. დილიდანვე ჩამიჩუმი არ
ისმოდა. ვიფიქრე, ალბათ ერთად წავიდნენ და კარი ჩაკეტეს,
რომ ბარგს ხელი არავინ ახლოს-მეთქი! ოხ! ოხ! მისის ჰაზი!
მკვლელობაა! მისის ჰაზი!

და იგი კივილით შევარდა სამზარეულოში; მეც უკან შევყევი.


ამასობაში მისის ფურიაც შემოვიდა. ცალ ხელში სამდოგვე
ეჭირა, მეორეში კი – საძმრე, კერძის შეკაზმვა და შავკანიანი
მოსამსახურე ბიჭის თათხვა დროებით მიეტოვებინა.

სად გაქვთ ფარდული? – ვღრიალებდი მე. – ფარდული სად


არის? გაიქეცით და რამე მოიტანეთ, კარი შევამტვრიოთ
ნაჯახი! ნაჯახი! დამბლა დაეცემოდა, დამბლა, მე თქვენ
გარწმუნებთ!

ვღრიალებდი და თან ხელცარიელი ავრბოდი კიბეზე, მაგრამ


უეცრად სახლის პატრონის ცოლმა გზა გადამიღობა და მდოგვი,
ძმარი და თავისი მჟავე სიფათი მომიახლოვა.

რაშია საქმე, ახალგაზრდავ?

ნაჯახი მომიტანეთ! ღვთის გულისათვის, სანამ კარს


შევამტვრევდე, რომელიმე ექიმის მოსაყვანად გაიქეცით!

ყური დამიგდეთ, – მითხრა მისის ფურიამ და საძმრე კიბეზე


დადგა, რომ ცალი ხელი მაინც გაეთავისუფლებინა. – ყურ
დამიგდეთ, ჩემს სახლში აპირებთ კარის შემტვრევას? – და
იდაყვს ზევით ხელი ჩამავლო. – რაშია საქმე, ჰა? რა მოხდა,
მეგობარო?

როგორც შემეძლო, მშვიდად და სწრაფად ავუწერე შექმნილი


მდგომარეობა. დაბნეულმა სამდოგვე ცხვირზე მიიდო და
რამდენიმე წამს ასე ფიქრობდა, მერე წამოიძახა: „დიახ, დიახ!
მივატოვე და მერე აღარც დამიხედავს!“ კიბის ქვეშ პატარა
საკუჭნაოსაკენ გაიქცა, შიგ შეიხედა და დაბრუნებულმა
შეგვატყობინა, ქვიქეგის ბარჯი იქ აღარ არისო.

ყელს გამოიჭრიდა, – განაცხადა მან. – უბედური სტიგზის


ამბავი მეორდება... კიდევ ერთი საბანი გამიხდა გადასაგდები...
ვაი მის უბედურ დედას!.. ასე, მალე სახლი დამექცევა. საწყალს
დები თუ ჰყავს ნეტავ? ის გოგო რაღა იქნა? ყური მიგდე, ბეტი,
ახლავე გაიქეცი მღებავ სნარლსთან და უთხარი, ასეთი

განცხადება დამიწეროს: „აქ თვითმკვლელობა აკრძალულია და


სადარბაზოში ნუ მოსწევთ!“ – ასე ერთდროულად ორ
კურდღელს მოკლავს კაცი... მოკლავს?.. ღმერთო, შეუნდე! რა
ხმაურია? ეი, ახალგაზრდავ, აბა მანდაურობას მოეცალეთ!

კიბეზე ავირბინეთ და სწორედ მაშინ, როცა კარს უნდა


დავჯახებოდი, ხელზე ჩამომეკიდა.

ამის ნებას არ მოგცემთ! სახლს არ დაგამტვრევინებთ, წადით


და ზეინკალი მოიყვანეთ, ახლოს ცხოვრობს, აქედან ერთი
მილიც არ იქნება. თუმცა, მოიცათ, მოიცათ, – და ჯიბეში ხელი
ჩაიყო. – მგონი, ეს გასაღები მიუდგება. აბა, ერთი ვცადოთ.

გასაღები კლიტის ჭუჭრუტანას მოარგო და გადაატრიალა.


მაგრამ ამაოდ! შიგნიდან ქვიქეგს კარზე ურდული დაედო.

მაინც შემტვრევა მოგვიწევს, – განვაცხადე მე და უკან


დავიწიე, რომ გამოვქანებულიყავი, მაგრამ სახლის პატრონის
ცოლი ისევ ხელზე დამეკიდა და აყვირდა, სახლის დამტვრევის
ნებას არ მოგცემთო. დავუსხლტი და გამოქანებული, რაც ძალ
და ღონე მქონდა, კარს დავეჯახე.
კარი საშინელი გრუხუნით გაიღო, სახელური კედელში შეიჭრა,
შეღებილი ბათქაში ჩამოიშალა და ბუღი ჭერამდე ავარდა. და
ჩვენ, ღმერთო დიდებულო, რა დავინახეთ: ქვიქეგი – ცოცხალი
და უვნებელი – მშვიდად ჩაცუცქულიყო შუა ოთახში და
კინკრიხოზე იოჯო დაესვა. თვალიც არ დაუხამხამებია,
ქანდაკებასავით გაშეშებულს სიცოცხლის ნიშანწყალი არ
ეტყობოდა.

ქვიქეგ, – მივუახლოვდი მე, – ქვიქეგ, რა დაგემართა?

ნუთუ მთელი დღე ასე იჯდა? – გაუკვირდა სახლის


პატრონის ცოლს.

რა არ ვკითხეთ, რა არ ვუთხარით, მაგრამ ხმა ვერ


ამოვაღებინეთ. მზად ვიყავი, ხელი მეკრა და იატაკზე დამეგდო,
ოღონდ მდგომარეობა შემეცვლევინებინა – ისე აუტანელი
მეჩვენებოდა მისი ნაძალადევი ტანჯვა, განსაკუთრებით როცა
გამახსენდებოდა, ალბათ რვა-ცხრა საათი და იქნებ უფრო
მეტიც ასე ჩაცუცქული იყო და ლუკმა პირში არ ჩაედო.

მისის ჰაზი, – ვუთხარი მე, – რაკიღა ცოცხალია, არა გვიშავს


რა. ახლა სჯობს დაგვტოვოთ. მე თვითონ გავერკვევი ამ

უცნაურ საქმეში.

სახლის პატრონის ცოლი გავიდა. კარი მივხურე და ვცადე,


ქვიქეგი სკამზე დამესვა. ცდამ ამაოდ ჩამიარა. იგი ჩემს
ფეხებთან გაქვავდა და ჩემს თავაზიანობასა და პირფერობაზე
წარბი არ შეუხრია. ხმა არ დაუძრავს და ჩემკენ ერთხელაც არ
გამოუხედავს, რომ ის მაინც შემეტყო, დამინახა თუ არა.

რას იზამ, ალბათ რამაზანის დროს ასეა საჭირო, გავიფიქრე მე.


იქნებ მის კუნძულზე ასე ჩაცუცქულები მარხულობენ.
სრულიად შესაძლებელია. დიახ, მისი რელიგიის მიხედვით
იქნებ მართლაც ასეა საჭირო, მაშ, იყოს ჩაცუცქული. ადრე
იქნება თუ გვიან, უსათუოდ წამოდგება. მადლობა ღმერთს, ასე
არ შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. რამაზან
წელიწადში მხოლოდ ერთხელ აქვს და ისიც, არცთუ ისე
რეგულარულად.

სავახშმოდ ქვევით ჩავედი. და ამ გრძელ საღამოს კარგა ხანს


ვუსმენდი „ლაფიანი“ ნაოსნობიდან (ასე ეძახიან ჩრდილოეთ
ატლანტის წყლებით შემოზღუდულ ხანმოკლე სარეწაო რეისს
კარჭაპზე ან ბრიგზე) დაბრუნებული მეზღვაურების მონაყოლ
გრძელ-გრძელ ამბებს. „ლაფიანთა“ საზოგადოებაში თითქმის
თერთმეტ საათამდე ვიჯექი და მერე ისევ ზევით ავედი,
სრულიად დარწმუნებული, ქვიქეგი ამ დროის განმავლობაშ
უსათუოდ ბოლომდე მიიყვანდა თავის რამაზანს. მაგრამ
შევცდი: ისევ იქ იყო ჩაცუცქული, საცა დავტოვე, ერთი
დუიმითაც არ მოეცვალა ადგილი. თითქოს გავბრაზდი კიდეც:
განა შეიძლება ჩაცუცქულმა მთელი დღე და ნახევარი ღამე ასე
უაზროდ და სულელურად გაატარო ცივ ოთახში და თან თავზე
რაღაც ხის ნაჭერი გედოს.

თუ ღმერთი გწამს, ქვიქეგ, ადექი, იქნებ ცოტათი


გამოფხიზლდე. ადექი, წადი და ივახშმე. ასე შიმშილით სული
გაგძვრება, არაქათი გამოგელევა, ქვიქეგ!
ხმა არ გაუცია.

გადავწყვიტე, ხელი ჩამექნია და დასაძინებლად


დავწოლილიყავი. მალე ისიც უთუოდ მე მომბაძავდა! მაგრამ
სანამ საწოლში შევძვრებოდი, ავიღე ჩემი ბეწვიანი ბუშლატ
და ბეჭებზე მოვახურე, რადგან მხოლოდ თხელი ქურთუკი
ეცვა, ღამე კი განსაკუთრებით სუსხიანი იქნებოდა. ამაოდ
ვცდილობდი დაძინებას, ძალიან დიდხანს თვალზე რული არ

მომეკიდა. სანთელი ჩავაქრე, მაგრამ როგორც კი


წარმოვიდგენდი, ქვიქეგი საწოლიდან ოთხი ფუტის
მოშორებით, ამ სიცივესა და სიბნელეში, მარტოდმარტო, ასე
მოუხერხებლად იყო ჩაცუცქული, სული მიწუხდა. აბა, ერთი
წარმოიდგინეთ, რა დამაძინებდა იმ ოთახში, საცა წარმართი
მთელი ღამე თვალებდაჭყეტილი ზის და თავის საზარელ დ
ბნელით მოცულ რამაზანს იცავს.

ბოლოს მაინც ჩამეძინა. გათენებამდე აღარაფერი გამიგია.


თვალი რომ გავახილე და გადმოვიხედე, ქვიქეგი ისევ ისე
მოხრილი დამიხვდა. თითქოს იატაკზე ჭანჭიკები
მიუხრახნიათო. მაგრამ როგორც კი ფანჯრიდან მზის პირველი
სხივები შემოიჭრა, მაშინვე წამოხტა, მის დაბუჟებულ
სახსრებს ტკაცატკუცი გაჰქონდა. სახე მაინც მხიარული
ჰქონდა; რის ვაი-ვაგლახით მოაღწია საწოლამდე. შუბლ
შუბლზე მომადო და გამომიცხადა, ჩემი რამაზანი
დასრულდაო.

ადრეც მოგახსენეთ, ყოველი კაცის რწმენას კრძალვით


ვეკიდები-მეთქი, თუ, რა თქმა უნდა, ამ რწმენის გამო არ კლავს
და არ შეურაცხყოფს სხვა რწმენის ადამიანებს. მაგრამ თუ
ვისიმე რელიგია ფანატიკოსობამდე მიდის და
მორწმუნეთათვის მხოლოდ სატანჯველია, ერთი სიტყვით, თუ
იგი ჩვენს პლანეტას უკიდურესად მოუწყობელ ფუნდუკად
აქცევს, ამ შემთხვევაში ასეთი რელიგიის მიმდევარი, ჩემი
აზრით, გვერდზე უნდა გაიყვანო და გულწრფელად უნდ
ესაუბრო ამ საკითხზე. ახლაც ასე მოვიქეცი.

ქვიქეგ, – ვუთხარი მე, – საწოლში შემოძვერი და ყური


დამიგდე.

საუბარი პირველყოფილ სარწმუნოებათა წარმოშობიდან დ


განვითარებიდან დავიწყე და სხვადასხვაგვარ თანამედროვე
რელიგიებამდე მივედი, თან სულ იმას ვცდილობდი,
ქვიქეგისათვის ამეხსნა, ყველა ეს დიდმარხვა, რამაზანი და
პირქუშ, გაუთბობელ ოთახში დიდხანს ჩაცუცქული ჯდომა
უბრალოდ სრული უაზრობაა: არც სულსა რგებს და
ჯანმრთელობისთვისაც მავნებელია. სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, ჰიგიენისა და საღი აზროვნების ელემენტარულ
კანონებს ეწინააღმდეგება. ისიც ვუთხარი, ძალიან საწყენია და
გული მტკივა, რომ ასე ყოველმხრივ წინდახედული და
გონიერი ველური, ასე სულელურად იქცევი შენი უაზრ

რამაზანით-მეთქი. ამასთან ვარწმუნებდი, მარხვა სხეულს და,


მაშასადამე, სულსაც აუძლურებს და ადამიანის თავშ
უსუსურ აზრებს ბადებს. ამიტომ ის მორწმუნენი, რომელთაც
განსაკუთრებით აწუხებთ საჭმლის მოუნელებლობა,
სასოწარკვეთით ფიქრობენ იმქვეყნიურ ცხოვრებაზე. ქვიქეგ,
განვაგრძობდი და თან ჩემს თემას თანდათან ვშორდებოდი.
ჯოჯოხეთის იდეა ადამიანს პირველად მაშინ დაებადა, როცა
ვაშლით გამოტყვრა, შემდეგ კი მემკვიდრეობითმა საჭმლის
მოუნელებლობამ ეს იდეა გაამარადიულა, რასაც რამაზანებმაც
შეუწყო ხელი.

ამის მერე ვკითხე, ოდესმე კუჭის ტკივილი ხომ არ გაწუხებდა


მეთქი, რომ უკეთ გამეგებინებინა მისთვის ჩემი მოსაზრება და
მიმეხვედრებინა, რა მქონდა მხედველობაში. მიპასუხა არა, არ
მიგრძნია, მხოლოდ ერთხელ ერთი მეტად საყურადღებ
მიზეზის გამო ამტკივდაო. მამაჩემმა დიდი ნადიმი გადაიხადა
იმის აღსანიშნავად, რომ გავიმარჯვეთ და ბრძოლაში შუადღის
ორი საათისათვის მტრის ორმოცდაათი მეომარი დავხოცეთ.
მთელი ღამე გვამებს ვხარშავდით და მივირთმევდით და მაშინ
შემაწუხაო.

კარგი კარგი, ქვიქეგ, – შევაწყვეტინე შეძრწუნებულმა.


გაჩუმდი.

რადგან ისედაც კარგად მქონდა წარმოდგენილი, რა უნდა


მოჰყოლოდა ამას. ვიცნობდი ერთ მეზღვაურს, რომელიც
ქვიქეგის კუნძულზე იყო ნამყოფი; მან მიამბო, თურმე ამ
კუნძულზე ასეთი ჩვეულება ჰქონდათ: დიდი ბრძოლის
შემდეგ გამარჯვებული თავის ეზოში ან ბაღში ცეცხლზე
დაბრაწულ მტრის გვამებს პირში ოხრახუშის რამდენიმე ღერს
სჩრის, დიდ ხონჩაზე აწყობს, ლამაზად რთავს პურის ხის ან
ქოქოსის ნაყოფით, თითქოს ფლავი ყოფილიყოს, და თავის
მეგობრებს უბრალო საშობაო ინდაურებივით მოსაკითხად
უგზავნის.

საერთოდ, ვერ ვიტყვი, რელიგიაზე ჩემს საუბარს ქვიქეგზე


დიდი შთაბეჭდილება მოეხდინოს. ჯერ ერთი, როგორღაც
უყურადღებოდ ეკიდებოდა ესოდენ მნიშვნელოვან
საკითხებზე მსჯელობას, მით უმეტეს, ჩემი აზრი მის აზრს არ
ემთხვეოდა. მეორე, რაც უნდა პრიმიტიულად
ჩამომეყალიბებინა ეს აზრი, მას ჩემი ნათქვამის მხოლოდ ერთი
მესამედი ესმოდა; დაბოლოს, ის, რა თქმა უნდა, ფიქრობდა,

რომ ჭეშმარიტი რელიგიის საკითხებში ჩემზე უკეთ ერკვეოდა.


იგი რაღაცნაირი შემწყნარებლური თანაგრძნობით მიყურებდა,
თითქოს ძალიან ნანობდა, ასეთი გონიერი ახალგაზრდა ასე
შორს რომ ვიდექი წმინდა წარმართული ღვთისმოსაობისაგან.

ბოლოს საწოლიდან წამოვდექით და ჩავიცვით. ქვიქეგმ


მადიანად მიირთვა ყოველგვარი ხარისხის მოხარშული თევზი
ასე რომ, ქვიქეგის რამაზანს სახლის პატრონის
მეუღლისათვის არაფერი სარგებლობა არ მოუტანია, – და

„პეკოდისაკენ“ გავეშურეთ. გზაზე დინჯად მივაბიჯებდით და


თან პალტუსის ძვლით კბილებს ვიჩიჩქნიდით.

18. ხელმოწერის ნაცვლად

ის იყო მე და ქვიქეგი თავისი განუყრელი ბარჯით


ნავმისადგომთან გემს მივუახლოვდით, რომ კაპიტანმა
ფალეგმა ჩახლეჩილი ხმით გამოგვძახა ვიგვამიდან. ძალიან
გაუკვირდა, ჩემი ამხანაგი კანიბალი რომ გამოდგა და აქვე
გამოგვიცხადა, სანამ ქაღალდებს არ წარმოგვიდგენთ,
ხომალდზე კანიბალს არ დავუშვებო.

რა უნდა წარმოგიდგინოთ, კაპიტანო ფალეგ? – შევეკითხე მე,


ფალშბორტზე გადავხტი და ჩემი მეგობარი ქვევით,
ნავმისადგომთან, მივატოვე.

ქაღალდები, – მიპასუხა მან, – ქაღალდები მიჩვენოს.

დიახ, დიახ, – ყრუ ხმით დაუდასტურა ფალეგს კაპიტანმა


ბალდადმა და ვიგვამიდან თავი გამოყო. – დაგვიმტკიცოს, რომ
მონათლულია. ეშმაკის შვილო! – მიუბრუნდა იგი ქვიქეგს,
შეაფარე თუ არა თავი რომელიმე ქრისტიანულ ეკლესიას?

როგორ არა, – ვუპასუხე მე, – პირველ


კონგრეგაციონალურ[129] ეკლესიას ეკუთვნის.

აქ უნდა მოგახსენოთ, სვირინგებით დაფარული მრავალ


ველური, რომლებიც ნანტაკეტის ხომალდებზე მსახურობენ,
ბოლოს და ბოლოს, ინათლება და თავს რომელიმე ეკლესიას
აფარებს.

რაო?! პირველ კონგრეგაციონალურ ეკლესიას? – შეჰყვირა

ბალდადმა. – ისინი ხომ არა, დევთერონომი[130] დიაკვნის


კოლმენის სახლში რომ იკრიბებიან? – ჯიბიდან სათვალე
ამოიღო, დიდი ყვითელი ცხვირსახოცით გაწმინდა და
განსაკუთრებული სიფრთხილით დაიდო ცხვირზე, მერე
ვიგვამიდან გამოვიდა. ფალშბორტზე ძლივძლივობით
გადაიხარა და ქვიქეგს დაჟინებით დააკვირდა.

დიდი ხანია, რაც ამ გაერთიანების წევრია? – მომიბრუნდა


ბოლოს კაპიტანი. – მგონი, არც ისე დიდი ხანი უნდა იყოს, არა,
ახალგაზრდავ?

რა თქმა უნდა, დიდი ხანი არ არის, – მხარი დაუჭირა


ფალეგმა. – თან ხეირიანადაც არ უნდა იყოს მონათლული,
თორემ ეგ წყეული სილურჯე ოდნავ მაინც გადაუვიდოდა
სახიდან.

არა, შენ ის გვითხარი, ახალგაზრდავ, – არ ისვენებდა


ბალდადი. – ნუთუ ეს ფილისტიმელი[131] მართლა არ აცდენს
დევთერონომი დიაკვნის შეკრებას? ორ კვირაში ერთხელ მეც
შევივლი ხოლმე იქ და რატომღაც არ შემხვედრია.

დევთერონომიის დიაკვანზე და მის შეკრებებზე ვერაფერს


მოგახსენებთ, – ვუთხარი მე, – ის კი ვიცი, ქვიქეგი პირველი
კონგრეგაციონალური ეკლესიის წიაღშია დაბადებული დ
თვითონ არის დიაკვანი.

ახალგაზრდავ, – მკაცრად მითხრა ბალდადმა, – ეს სახუმარ


სულაც არ არის. განმიმარტე შენი ნათქვამი. ხეთო ჭაბუკო,
გვიპასუხე, რომელ ეკლესიაზე ლაპარაკობ?

ვიგრძენი, რომ ჩიხში მიმამწყვდიეს:

სერ, მე ვლაპარაკობდი იმ უძველეს კათოლიკურ[132]


ეკლესიაზე, რომელსაც ყველანი ვეკუთვნით, მეც, თქვენც,
კაპიტანი ფალეგიც, ქვიქეგიც და ყოველი ადამიანის შვილი; მე
ვლაპარაკობდი მთელი მსოფლიოს მორწმუნეთა დიად და
მარადიულ პირველ კონგრეგაციაზე, რომელსაც ყველანი
ვეკუთვნით, თუმცა ახლა ზოგიერთს მეტად აღელვებს დიადი
რწმენის სხვადასხვა წვრილმანი, მაგრამ თვით ეს რწმენა ჩვენ
ყველას მტკიცედ გვაერთიანებს.

მართალია! ზღვის ნასკვივით გვაერთიანებს! – იყვირა


ფალეგმა და ჩემკენ ნაბიჯი გადმოდგა. – ყმაწვილო, ჩვენთან

მეზღვაურად კი არა, მისიონერად[133] უნდა მოდიოდე. ჩემს


სიცოცხლეში ამაზე უკეთესი ქადაგება არ მომისმენია!
დევთერონომი დიაკვანი რა არის, თვით მამა მეპლიც ვერ
გაჯობებს. მამა მეპლი კი ხელწამოსაკრავი არ გეგონოს.
ამოძვერით, ამოძვერით, ეშმაკს წაუღია ქაღალდები. ეი,
უთხარი მაგ ქვოჰოგს, – თუ რა ვიცი, რას ეძახი, – უთხარი მაგ
ქვოჰოგს, აქ ამოვიდეს. ოჰო, დიდ ღუზას ვფიცავ, რა ბარჯი
უჭირავს! კარგი რამე უნდა იყოს და კარგადაც უვლის. ყური
მიგდე, ქვოჰოგ, ველბოტის ქიმზე მდგარხარ? ვეშაპისათვის
ბარჯი გისროლია? ჰა?

თავის ენაზე არაფერი უთქვამს, ქვიქეგი შეხტა ფალშბორტზე,


იქიდან ბორტიდან გადაკიდული ველბოტის ქიმზე გადახტა,
მარცხენა ფეხი წინ წადგა, ბარჯი მაღლა ასწია და ამის მსგავს
რაღაც დაიყვირა:

კაპიტან! ნახა კუპრი წვეთი იქ წყალში? ნახა? გაუშვი ეს


ვეშაპის თვალია, აბა! – მან ბარჯი კარგად დაუმიზნა და
ისროლა. ბარჯმა სტვენით ჩაუარა მოხუცი ბალდადის
ფართოფარფლიან ქუდს, გადაუქროლა გემბანს და პატარ
მბრწყინავი ლაქა უთვალავ ნამსხვრევად აქცია. – აი, – დინჯად
დაასკვნა ქვიქეგმა და თან ლინის გამოცალკევება განაგრძო.
გაუშვი, ეს ვეშაპის თვალია, შენი ვეშაპი უნდა მოკვდეს.

აბა, სწრაფად, – უთხრა ფალეგმა თავის კომპანიონს, რახან


ბარჯმა წუილით ახლოს ჩაუქროლა, შეშინებული ბალდადი
კაპიტნის კაიუტის კარს მიეფარა. – სწრაფად-მეთქი, გეუბნები,
ბალდად, საზღვაო წიგნი ამოიღე, ეს ჰეჯჰოგი, უფრო სწორად,
ეს ქვოჰოგი რომელიმე ჩვენს ველბოტზე უნდა მოვაწყოთ.
ყური მიგდე, ქვოჰოგ, ოთხმოცდამეათედ წილს გაძლევთ,
ამდენი არც ერთ ნანტაკეტელ მებარჯეს არ რგებია.

კაიუტაში ჩავედით და, ჩემდა სასიხარულოდ, ქვიქეგი მალე


შეიყვანეს ეკიპაჟის წევრთა სიაში. ამ სიაში მე უკვე
ვირიცხებოდი.

როცა საქმის ყოველგვარი ფორმალური მხარე მოთავდა დ


მხოლოდ ხელის მოწერაღა დარჩა, ფალეგი მომიბრუნდა და
მითხრა:

შენმა ქვოჰოგმა ალბათ წერა არც იცის, ასეა, არა? ეი, ქვოჰოგ,
ეშმაკმა წაგიღოს! ხელს მოაწერ, თუ ჯვარს დასვამ?

ამ კითხვაზე ქვიქეგი, რომელსაც ამგვარ პროცედურაში ალბათ


წინათაც ორჯერ თუ სამჯერ ექნებოდა მონაწილეობა
მიღებული, სულაც არ დაბნეულა, გამოწვდილი კალამი
ჩამოართვა და ქაღალდზე გამოიყვანა მის მკლავზე
მოსვირინგებული მომრგვალებული ნიშნის მსგავსი რაღაც; ასე
რომ, ქვიქეგის სახელწოდებასთან დაკავშირებულმა ფალეგის
ახირებულობამ ხელმოწერას ასეთი სახე მისცა:

ქვოჰოგი

ხელმოწერის ნაცვლად

ამ ხნის განმავლობაში კაპიტანი ბალდადი იჯდა და ქვიქეგს


თვალს არ აშორებდა, მერე დიდის ამბით წამოდგა,
განიერკალთებიანი ყავისფერი სერთუკის უზარმაზარი
ჯიბეები მოიქექა, იქიდან ბროშურების მთელი დასტა ამოიღო
და გადაარჩია; ერთი, რომელსაც სათაურად ჰქონდა, „დგება
უკანასკნელი დღე, ანუ დროს ნუ ჰკარგავთ“, ქვიქეგს ხელებშ
ჩაუდო, ორივეს, წიგნსაც და ქვიქეგის ხელებსაც, ხელი
შემოხვია, თვალებში ჩააშტერდა და უთხრა:

ეშმაკის შვილო, შენ მიმართ ჩემი მოვალეობა უნდა


აღვასრულო. ეს ხომალდი ნაწილობრივ მეც მეკუთვნის და არ
შემიძლია, მის ეკიპაჟზე არ ვიზრუნო. თუ ისევ ემსახურები
შენს წარმართ ზნე-ჩვეულებებს, – და მე ვშიშობ, რომ ეს ასეა,
შეგთხოვ, ნუ იქნები ბელას საუკუნო მონა; უარყავ კერპი
ბელასი[134] და საზიზღარი ქვეწარმავლისა, გაექეც
მოახლოებულ რისხვას, გაახილე თვალნი შენნი, გეუბნები. ო,
მოწყალე ღვთის სახელით! განვედ ჯოჯოხეთისაგან!

ბალდადის სიტყვებში ჯერ კიდევ ისმოდა მეზღვაურული


ცხოვრების გამოძახილი, უცნაურად შეზავებული ბიბლიური
და ადგილობრივი გამოთქმებით.

წადი, წადი, ბალდად, – ჩაერია ფალეგი. – ღვთისმოსავი


მებარჯეები არაფრის მაქნისნი არიან. ის სიმკვირცხლე აღარა
აქვთ. დაუძლურებული მებარჯე რაღა მებარჯეა? გახსოვს, რა
მებარჯე იყო ჭაბუკი ნათან სვეინი? მთელ ნანტაკეტსა და
ვაინიარდში არ იყო იმაზე უმამაცესი მებარჯე. მაგრამ
ეკლესიაში სიარული დაიწყო თუ არა, ხელიდან წავიდა.
ეშინოდა თავისი დაკნინებული სულისა, ვეშაპს უფრთხოდა
და გაურბოდა, რომ მის ველბოტს კუდით არ გამოსდებოდა და
ჯოჯოხეთში არ გაესტუმრებინა.

ფალეგ, ფალეგ, – წარმოთქვა ბალდადმა და თვალები და


ხელები ზეცისკენ აღაპყრო. – ჩემსავით შენც ხომ მრავალი
ხიფათი გინახავს, შენც ხომ გიგრძვნია, ფალეგ, სიკვდილის
შიში, ასე უსინდისოდ რატომ ატარტარებ ენას? მართალი თქვი,
ფალეგ, განა იაპონიის ნაპირებთან, როცა სწორედ ამ „პეკოდს“
ტაიფუნმა სამი ანძა წაართვა, – კარგად უნდა გახსოვდეს, მაშინ
აქაბის თანაშემწედ მუშაობდი, – შენს სიკვდილსა და ღვთის
რისხვაზე არ ფიქრობდი?

ერთი ამას უსმინეთ! – დაიყვირა ფალეგმა და ჯიბეში


ხელებჩაწყობილმა ვიწრო კაიუტაში გაიარ-გამოიარა. – ყველამ
გაიგონეთ, ჰა? აბა, ერთი წარმოიდგინეთ! ხომალდი, არ
ვიცოდით, როდის ჩაიძირებოდა! რა დროს სიკვდილსა და
ღვთის რისხვაზე ფიქრი იყო, როცა სამივე ანძა ჯოჯოხეთური
გრიალით ეხეთქებოდა გემბანზე, ხოლო ტალღები ქიმიდან და
კიჩოდან თავზე გადაგვდიოდა! სიკვდილსა და ღვთის
რისხვაზე გვეფიქრა? არა, სიკვდილზე ფიქრის დრო არ
გვქონდა. მე და აქაბი მხოლოდ სიცოცხლეზე ვფიქრობდით,
ეკიპაჟი როგორ გადამერჩინა, ახალი ანძები როგორ აღმემართა,
უახლოეს ნავსადგურამდე როგორ მიმეღწია, – აი, რაზე
ვფიქრობდი მაშინ.

ბალდადი გაჩუმდა, სერთუკზე ყველა ღილი შეიკრა და ამაყად


გაიარა გემბანზე, ჩვენც უკან გავყევით. აქ იგი შეჩერდა და
აფრის ოსტატების მუშაობას დინჯად დაუწყო თვალის
დევნება. ისინი შკაფუტზე გროტმარსელს ასწორებდნენ.
დროდადრო იხრებოდა და აფრისა და გაფისული ბაგირის
ნაგლეჯებს აგროვებდა, რომ ტყუილუბრალოდ არ
დაკარგულიყო.

19. წინასწარმეტყველი

ძმანო, თქვენ იმ ხომალდზე მოეწყვეთ?

მე და ქვიქეგმა ის-ის იყო მივატოვეთ „პეკოდი“ და ახლა


ფიქრებში გართულები ნელა მივყვებოდით ნაპირს, როცა ვიღაც
უცნობი წინ გაგვიჩერდა. ამ კითხვით მოგვმართა და თავისი
მსუქანი საჩვენებელი თითი ზემოხსენებული ხომალდისაკენ
გაიშვირა. ამ ადამიანს ძალიან ძველი, გახუნებული ბუშლატი
და დაკერებული შარვალი ეცვა, ხოლო ყელზე შავი ხელსახოცის

ნაგლეჯი მოედო. ნაყვავილარს მთელი სახე დაკენკოდა და


ახლა იგი მდინარის დამშრალი ტოტის დაღარულ კალაპოტს
მოგაგონებდათ.

იქ მოეწყვეთ? – გაგვიმეორა კითხვა.

თქვენ მხედველობაში ხომალდი „პეკოდი“ გაქვთ, არა? –


კითხვაზე კითხვით ვუპასუხე, რომ დრო მომეგო და უფრო
კარგად შემეთვალიერებინა.

დიახ, სწორედ „პეკოდზე“ გეკითხებით, აი, იმ ხომალდზე,


დამიდასტურა მან, ხელი უკან წაიღო, მერე უეცრად ისევ
გაიშვირა წინ და თითი ხიშტივით ატაკა მიზანში.

დიახ, – ვუპასუხე მე, – ახლახან მოვაწერეთ ხელი ქაღალდებს.


იმ ქაღალდებში თქვენ სულებზე თუ არის რაიმე ნათქვამი?
რაზე?

აჰა, თქვენ ალბათ სული არა გაქვთ, – სწრაფად ჩაილაპარაკა


მან. – ბოლოს და ბოლოს, ამას არც აქვს მნიშვნელობა. ბევრს
ვიცნობ, სული სულ არა აქვთ – უბრალოდ გაუმართლათ, სული
ურმის მეხუთე თვალივითაა.

რას ბუტბუტებ, მეგობარო, – გავიკვირვე მე.

მაგრამ მას ისეთი სული აქვს, რომ ყველას ეყოფა,


მოულოდნელად დაასკვნა უცნობმა და სიტყვას „მას“ მახვილი
დაუსვა.

წავიდეთ, ქვიქეგ, – ვუთხარი მე, – ეს ტიპი, ეტყობა,


საიდანღაც არის გამოქცეული და ჩვენთვის უცნობ ვიღაცაზე და
რაღაცაზე ლაპარაკობს.

მოიცათ, – დაიყვირა უცნობმა, – თქვენ მართალი ხართ,


თქვენ ხომ ძველი მეხთამცემი არ გინახავთ, არ გინახავთ, ხომ?
ძველი მეხთამცემი ვინღა არის? – ვიკითხე მე, რადგან მისმ
მრავლისმეტყველმა, უცნაურმა კილომ შემაჩერა.

კაპიტანი აქაბი.

რაო? ჩვენი ხომალდის კაპიტანი? „პეკოდის“ კაპიტანი?

დიახ, ძველი მეზღვაურებიდან ბევრნი ამ სახელს ვეძახით.

თქვენ იგი ჯერ არ გინახავთ, ხომ?

ჯერ არა. ამბობენ, ავად იყოო. ახლა უკეთესობა ეტყობა და


მალე სულ გამოჯანმრთელდებაო.

სულ გამოჯანმრთელდებაო, ჰა? – დიდის ამბით და


დაცინვით გაიმეორა უცნობმა. – როცა კაპიტანი აქაბი მორჩება,
მეც მაშინ მომირჩება მარცხენა ხელი, მხოლოდ მაშინ, გესმით?

რა იცით კაპიტან აქაბზე?


თქვენ რა გიამბეს?

არაფერი უამბნიათ; მხოლოდ იმას ამბობენ, ჩინებული


ვეშაპმონადირე და თავისი მეზღვაურებისათვის კარგი
კაპიტანიაო.

მართალია. სწორედ ასეა. ერთიც მართალია და მეორეც. მაგრამ


თუ გიბრძანებს, უნდა დატრიალდე, წუწუნი და ბუზღუნი ვერ
გიშველის. აქაბის სიტყვა კანონია. იმაზე არაფერი უთქვამთ,
ოდესღაც ჰორნის კონცხთან რა შეემთხვა? როცა სამი დღე და
ღამე მკვდარივით ეგდო, ანსანტაში, საკურთხევლის წინ,
ესპანელს რომ სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეება? ვერცხლის
მათარაზე, რომელშიც მან ჩააფურთხა? უკანასკნელ რეისზე,
წინასწარმეტყველების აღსრულებისას რომ მარცხენა ფეხი
დაკარგა? ნუთუ ყური არ მოგიკრავთ ამ ამბებისთვის და კიდევ
ბევრი სხვა რამისთვის? თუმცა საიდან უნდა იცოდეთ? ანდა აქ,
ჩვენთან, ნანტაკეტში კი იცის ვინმემ? თუმცა, ფეხი როგორ
დაკარგა, იქნებ ის მაინც იცოდეთ? დიახ, დიახ, გატყობთ,
გაგონილი უნდა გქონდეთ. ანდა ვინ არ იცის აქ ეს ამბავი?
უფრო სწორად, ვინ არ იცის, რომ მას მხოლოდ ცალი ფეხი
შერჩა და მეორე კაშალოტთან შებრძოლებისას დაკარგა?

ჩემო მეგობარო, – შევაჩერე იგი, – რასაც თქვენ ახლა როშავთ,


არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე, რადგან, მგონი, დალაგებული
ჭკუისა არ უნდა ბრძანდებოდეთ. თუ მართლა მხედველობაში
კაპიტანი აქაბი, აი, იმ ხომალდ „პეკოდის“ კაპიტანი გყავთ,
ნება მომეცით, გაცნობოთ, რომ მის ფეხს რაც შეეხება,
ყველაფერი დაწვრილებით შევიტყვე.

ყველაფერი შევიტყვეო, ამბობთ, არა? დარწმუნებული


ბრძანდებით, ჰა?

სრულიად დარწმუნებული ვარ.

ფიქრში წასული უცნობი, მათხოვარს რომ ჰგავდა, მცირე ხანს


უძრავად იდგა, მერე ოდნავ შეკრთა და მითხრა:
თქვენ უკვე ჩაგრიცხეს, არა? თქვენი გვარი და სახელი სიაში
შეიტანეს, ხომ? რას იზამ, რაც დაიწერა, დაიწერა. რაც უნდა
აღსრულდეს, ვერ გაექცევი, აღსრულდება, თუმცა იქნებ არც
აღსრულდეს. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი უკვე
შეთანხმებულია და გადაწყვეტილი. რამდენიმე მეზღვაური
ხომ უნდა გაჰყვეს მას. ესენი არ იქნებიან, სხვები იქნებიან,
ღმერთი იყოს მათი შემწე. მშვიდობით, ძმებო, მშვიდობით.
გფარავდეთ ზეცა საარაკო. მომიტევეთ, რომ დაგაყოვნეთ.

ყური დამიგდეთ, მეგობარო, – ვუთხარი მე, – თუ თქვენ რაიმე


საყურადღებოს თქმას აპირებთ, გადმოალაგეთ, ხოლო თუ
თავგზა გინდათ აგვიბნიოთ და შეგვაშინოთ, მისამართი
შეგშლიათ. აი, ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა.

კარგად არის ნათქვამი, ძალიან კარგად. მიყვარს, როცა ასე


დალაგებულად ლაპარაკობენ. ისეთი ხალხი, როგორიც თქვენა
ხართ, მას მართლაც გამოადგება. მშვიდობით, ძმებო. ერთი
რამე უნდა დაგავალოთ, როცა იქ მოხვდებით, გადაეცით, რომ
ვამჯობინე, მათ არ შევერთებოდი.

არა, ჩემო ძვირფასო, ჩვენ ასე ვერ გაგვაცურებთ, არც კი


გაიფიქროთ. იმაზე ადვილი რა არის, ისეთი გამომეტყველება
მიიღო, თითქოს დიდი საიდუმლო იცოდე.

მშვიდობით, ძმებო, მშვიდობით.

მშვიდობით, – ვუთხარი მე, – წავიდეთ, ქვიქეგ, გავეცალოთ ამ


შეშლილს, თუმცა, მოიცადეთ, თუ შეიძლება, მითხარით, რა
გქვიათ?

ელია.[135]

ელია! გულში გავიმეორე მე და გზას გავუდექით. ორთავენი


ცალ-ცალკე იმ ჩამოგლეჯილ მეზღვაურზე ვფიქრობდით;
ბოლოს გადავწყვიტეთ, – ალბათ წვრილმანი თაღლითია და
ტყუილად ცდილობს, თავი დიდ საფრთხობელად
მოგვაჩვენოსო. მაგრამ ასი იარდი არ გვექნებოდა გავლილი,
რომ მოსახვევში უნებურად მოვიხედე და ისევ ის ელია
დავინახე, შორიახლო მოგვდევდა. ამან რატომღაც ძალიან
ამაღელვა. თუმცა ქვიქეგისთვის არაფერი მითქვამს, გზა

განვაგრძე. მოუთმენლად ველოდი, ის უცნობიც მოუხვევდა


თუ არა. მანაც მოუხვია, ალბათ გვითვალთვალებს-მეთქი,
გავივლე გულში. მაგრამ რატომ იქცეოდა ასე, ვერაფრით
მივხვდი. ამ გარემოებამ, მისმა ორაზროვანმა, საიდუმლოებით
მოცულმა ლაპარაკმა, რომელიც სავსე იყო ნახევრად
გადაკრული, ნახევრად მამხილებელი სიტყვებით, ცუდი
წინათგრძნობა აღმიძრა, რაც რაღაცნაირად უკავშირდებოდა

„პეკოდს“, კაპიტან აქაბსა და მის მარცხენა ფეხს, ჰორნის


კონცხთან მის გულის წასვლას, ვერცხლის მათარას, იმას, რაც
წინადღით აქაბზე კაპიტანმა ფალეგმა მითხრა, სქვო ტისტიგის
წინასწარმეტყველებას, ჩვენს მომავალ ნაოსნობასა და ათას
სხვა ბუნდოვან ამბავს.

გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა, გამომერკვია, ის


ჩამოგლეჯილი ელია მართლა ჩვენ მოგვდევდა თუ არა;
ქვიქეგთან ერთად ქუჩის მეორე მხარეს გადავედი და
საწინააღმდეგო მიმართულებით გავწიე. ელიამ ისე ჩაგვიარა,
ეტყობა, არც კი შევუმჩნევივართ. გულს მომეშვა და კიდევ
ერთხელ, ახლა კი, როგორც მეგონა, საბოლოოდ დავასკვენი,
რომ იგი მხოლოდ წვრილმანი თაღლითი იყო.

20. ყველაფერი ამოძრავდა

ორმა დღემ გაიარა და „პეკოდზე“ ყველაფერი ამოძრავდა. ახლა


მხოლოდ ძველ აფრებს კი არ აკერებდნენ, ქერელის[136]
ტილოს გრაგნილებსა და ბაგირის ბუხტებთან ერთად
ახლებსაც ეზიდებოდნენ, – ერთი სიტყვით, ყველაფერი იმაზე
მეტყველებდა, რომ ხომალდის მოსამზადებელი სამუშაოები
სწრაფად უახლოვდებოდა დასასრულს. კაპიტანი ფალეგ
ნაპირზე სულ აღარ გადმოდიოდა, მთელი დღე თავის ვიგვამში
იჯდა და ფხიზლად ადევნებდა თვალყურს მეზღვაურების
მუშაობას. ნაპირზე საქმიან მოლაპარაკებასა და შესყიდვას
ბალდადი აწარმოებდა. ტრიუმში და ანძებზე გვიან ღამემდე
გრძელდებოდა მუშაობა.

ქვიქეგმა რომ ხელი მოაწერა, იმის მეორე დღეს, სადაც კ

„პეკოდის“ მეზღვაურები იდგნენ, გადასცეს, ღამისათვის


ყველა სკივრი გემბანზე ყოფილიყო გადმოტანილი, რადგან

ხომალდი ყოველ წუთს შეიძლებოდა ზღვაში გასულიყო. მე და


ქვიქეგმაც ჩვენი ბარგი-ბარხანა გემზე გადავიტანეთ, ხოლ
ღამის გათევა გემის გასვლამდე ნაპირზე გადავწყვიტეთ.
მაგრამ როგორც ამგვარ შემთხვევებში ხდება ხოლმე,
გაფრთხილება ნაადრევი გამოდგა და ხომალდი კიდევ
რამდენიმე დღე იდგა ნავსადგურში. ეს არც არის გასაკვირი:
რამდენი რამ იყო გასაკეთებელი, რამდენი რამ იყო საზრუნავი,
სანამ „პეკოდი“ საბოლოოდ გაემზადებოდა.

ყველასათვის ცნობილია, საოჯახო მეურნეობაში – საწოლები,


ტაფები, დანები და ჩანგლები, აქანდაზები და გაზები,
ხელსახოცები, თხილის სამტვრევები და კიდევ მრავალი რამ
არის აუცილებელი. ასევეა ნაოსნობაშიც, მთელი სამი
წელიწადი დიდ მეურნეობას უნდა ეწეოდე ოკეანეში, ბაყლებს,
ქუჩის დამტარებლებს, ექიმებს, ხაბაზებსა და ბანკირებს
მოწყვეტილი. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, სავაჭრ
ხომალდებსაც ეხება, მაგრამ ისე არა, როგორც ვეშაპსანადირ
ხომალდებს, რადგან გარდა რეისების ხანგრძლივობისა და
სარეწაოდ მუდამ აუცილებელი საგნების სიმრავლისა, რისი
მარაგის შევსებაც შეუძლებელია იმ შორეულ ნავსადგურებში,
საცა ეს ხომალდები დგებიან ხოლმე; მხედველობაში ისიც
უნდა ვიქონიოთ, რომ სხვაზე უფრო მეტად ვეშაპსანადირ
ხომალდებს ემუქრება ხოლმე ყოველგვარი განსაცდელი;
განსაკუთრებით იმ საგნების დაკარგვის საფრთხე,
რომლებზედაც ნაოსნობის წარმატებაა დამოკიდებული.
ამიტომ ვეშაპსანადირო ხომალდებზე ყოველთვის არის
სათადარიგო ველბოტი, სათადარიგო რანჰოუტი[137],
სათადარიგო თოკები და ბარჯები – დედამიწის ზურგზე
ყველაფერი მოიძევება სათადარიგო, გარდა ზედმეტი
კაპიტნისა და სარეზერვო ხომალდისა.

როცა კუნძულზე ჩავედით, „პეკოდის“ ტრიუმები თითქმის


მთლიანად იყო დატვირთული საქონლის ხორცით, პურით,
წყლით, საწვავით, რკინის სალტეებითა და საკასრე ფიცრებით.
მიუხედავად ამისა, როგორც მოგახსენეთ, კიდევ რამდენიმე
დღეს არ შემწყდარა სხვა ნივთების ზიდვა.

მათ შორის, ვინც ახლა ზიდვისა და დატვირთვის საქმეს


განაგებდა, იყო კაპიტან ბალდადის და, მეტად დაუღალავი,
მტკიცე ხასიათის, გამხდარი მოხუცი ლედი, მაგრამ ამასთან
ერთად, ძალიან გულკეთილი ქალი, რომელსაც ეტყობოდა,

გადაწყვეტილი ჰქონდა, რამდენადაც მასზე იყო


დამოკიდებული, „პეკოდზე“ არაფრის ნაკლებობა არ ეგრძნოთ.
იგი ხან გემბანზე გამოჩნდებოდა, მწნილის ქილით ხელში და
ხომალდის საწყობისაკენ მიდიოდა, ხან კალმების შეკვრა ეჭირა
და უფროსი თანაშემწის მაგიდისაკენ მიჰქონდა, რომელიც
საზღვაო ჟურნალში ყოველდღიურ ჩანაწერებს აკეთებდა, ან
ფლანელის ნაჭერი მოჰქონდა, რომ რომელიმე გაციებულ
მეზღვაურისთვის წელზე შემოეხვია. არც ერთი ქალი არ
იმსახურებდა თავის სახელს ისე, როგორც იგი. ამ მზრუნველ
მანდილოსანს ჩერითა – გულმოწყალე ერქვა, და ყველა დეიდა
ჩერითას ეძახდა. მოწყალების დასავით ეს კეთილი ქალი
მთელი დღე ტრიალებდა და მზად იყო, გარჯილიყო და გული
და ხელი დაედო ყველაფრისათვის, რაც იმ ხომალდზე მყოფთა
უშიშროებას, სიკეთესა და სიმშვიდეს ემსახურებოდა,
რომელსაც მისი საყვარელი ძმის, ბალდადის, საქმიანი
ინტერესები უკავშირდებოდა და შავი დღისთვის გადანახული
რამდენიმე ათეული დოლარი ამ საქმეში მასაც ჰქონდა
დაბანდებული.

მაგრამ, განსაკუთრებით უცნაური სანახავი იყო ეს შესანიშნავ


კვაკერი ქალი, როცა გამგზავრების დღეს გემბანზე ავიდა და
ერთ ხელში გრძელი ჩამჩა ეჭირა ვეშაპის ქონისათვის, მეორეში

კიდევ უფრო გრძელი ვეშაპსანადირო ჭვილთი. მას არც


ბალდადი და არც კაპიტანი ფალეგი ჩამორჩებოდნენ. ბალდადი,
მაგალითად, ნივთების გრძელ სიას დაათრევდა და,
მოიტანდნენ თუ არა რამეს, მაშინვე თავის ქაღალდში
ინიშნავდა. დროდადრო ძვლის ბუნაგიდან ბორძიკი
გამოვარდებოდა ხოლმე ფალეგი, უყვიროდა ქვევით
მომუშავეებს, ზევით ანძებზე ტაკელაჟის[138]
მომწესრიგებლებს და მერე ყვირილ-ყვირილით ისევ თავის
ვიგვამში ბრუნდებოდა.

ამ დღეებში მე და ქვიქეგი ხშირად ვაკითხავდით გემს. მე


კაპიტან აქაბის ამბავსაც ხშირად ვკითხულობდი, როგორ
გრძნობდა თავს და როდის აპირებდა გემზე მოსვლას. მხოლოდ
ამას მეუბნებოდნენ, უკეთ არის, გამომჯობინდა და ახლა
ყოველდღე ველითო. მანამდე კი კაპიტნები – ბალდადი და
ფალეგი – გემის მოსამზადებლად ყველაფერს გააკეთებენო, მე
რომ ჩემს თავთან ბოლომდე გულწრფელი ვყოფილიყავი, უნდა
ნათლად შემეგნო, რომ სულის სიღრმეში მაინცდამაინც არ
მხიბლავდა ასეთ ხანგრძლივ ნაოსნობაში გამგზავრება, სანამ

ერთხელ მაინც არ ვნახავდი იმ ადამიანს, ვინც სრული


დიქტატორი უნდა ყოფილიყო ხომალდზე, როგორც კი ღია
ზღვაში აღმოვჩნდებოდი; როცა გული ცუდს გეუბნება და შენ
კი უკვე ჩათრეული ხარ ამ საქმეში, ზოგჯერ შეუგნებლად
ცდილობ, ეჭვები საკუთარ თავსაც არ გაუმხილო. ხმას არ
ვიღებდი და ვცდილობდი, არაფერზე მეფიქრა.
ბოლოს გვაცნობეს, რომ ხვალ უსათუოდ გავიდოდით ზღვაში,
ამიტომ, ირიჟრაჟა თუ არა, მე და ქვიქეგი ნავმისადგომისაკენ
გავეშურეთ.

21. ხომალდზე ასვლა

დილის ექვსი საათი იქნებოდა; ის იყო მტრედისფრად ინათა,


როცა ნავმისადგომთან მივედით.

მგონი, გემზე ვიღაც მეზღვაურები დარბიან, – ვუთხარი


ქვიქეგს. – აჩრდილები ხომ არ იქნებიან. ეტყობა, მზის
ამოსვლისთანავე გავდივართ. ჩქარა წავიდეთ!

შესდექით! – გაისმა შეძახილი იმ კაცისა, რომელიც ზურგიდან


შეუმჩნევლად მოგვიახლოვდა, ხელები მხრებზე დაგვადო,
ჩვენ შორის გაძვრა, ოღონდ წინ წაიწია და ახლა უცნაური,
დაჟინებული მზერა ხან ქვიქეგზე გადაჰქონდა და ხან ჩემზე. ეს
ელია იყო.

გემზე მიდიხართ?

თქვენ, ეი, ხელები იქით წაიღეთ, გესმით? – ვუთხარი მე.

შენ წადი იქით, – უთხრა ქვიქეგმა და მხრიდან ხელ


მოიშორა.

მაშ, გემზე არ მიდიხართ?

არა, გემზე მივდივართ, – ვუპასუხე მე, – მაგრამ რა თქვენი


საქმეა? მოგეხსენებათ თუ არა, მისტერ ელია, რომ კარგა მაგარი
უზრდელი ბრძანდებით?

არა, არა, ეგ არ ვიცოდი, – ნელა წარმოთქვა ელიამ და


გაკვირვებულმა თავისი უცნაური მზერა ქვიქეგზე გადაიტანა.

ელია, – ვუთხარი მე მაშინ. – მეც და ჩემს მეგობარსაც ძალიან

დაგვავალებთ, თუ ახლავე გაგვშორდებით. ჩვენ ინდოეთისა


და წყნარ ოკეანეებში მივემგზავრებით და გვირჩევნია, არ
გვაყოვნებდნენ.

ახ, მაშ ასე? საუზმობამდე დაბრუნდებით?


ქვიქეგ, გიჟია, – ვუთხარი მე. – წავიდეთ.

ეჰეი-ჰეი! – მოგვაძახა ელიამ, როცა რამდენიმე ნაბიჯით


დავშორდით.

ყურადღებას ნუ მიაქცევ, ქვიქეგ, სწრაფად წავიდეთ.

მაგრამ ელია ისევ შეუმჩნევლად დაგვეწია, მხარზე უეცრად


ხელი დამარტყა და მითხრა:

თქვენ არ მოგეჩვენათ, რომ ახლახან ხომალდზე თითქოს


ვიღაცებმა გაიარეს?!

ამ უბრალო და გასაგებმა კითხვამ შემაჩერა და ვუპასუხე:


დიახ, თითქოს ოთხი-ხუთი კაცი გავარჩიე, მაგრამ ძალიან
ბუნდოვნად, ვერ დავიჟინებ.

დიახ, ძალიან ბუნდოვნად, ძალიან ბუნდოვნად, – გაიმეორ


ელიამ. – მშვიდობით.

ისევ დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ იგი ისევ შეუმჩნევლად


დაგვეწია, მხარზე კიდევ ერთხელ დამადო ხელი და მითხრა:

როგორ გგონიათ, იპოვით ახლა მათ?


ვის?

მშვიდობით. მშვიდობით! – მიპასუხა და წასვლა დააპირა,


ჰო, მართლა! მსურდა, გამეფრთხილებინეთ... მაგრამ ამას რა
მნიშვნელობა აქვს, ეს ერთი და იგივეა, ოჯახური საქმეა... დღეს
მაგრად ყინავს, არა? კარგად იყავით. ალბათ დიდხანს ვეღარ
ვნახავთ ერთმანეთს, მხოლოდ სასამართლო ხელისუფალთა
წინაშე თუ შევხვდებით. – ამ უაზრო სიტყვების
წარმოთქმისთანავე ჩამოგვშორდა და თავისი წრეგადასული
თავხედობით ცოტა არ იყოს საგონებელში ჩამაგდო.

„პეკოდის“ გემბანზე სამარისებური სიჩუმე იდგა. კაცის


ჭაჭანება არ იყო. კაპიტნის კაიუტის კარი შიგნიდან იყო
ჩაკეტილი. გაწმენდილ ლუკზე[139] ბაგირის ბუხტები

დაეყარათ. წინა ერდოზე გავიარეთ და ერთი ღია ლუკი


შევამჩნიეთ. ქვევიდან სინათლე ამოდიოდა. ქვევით დავეშვით,
მაგრამ იქ მხოლოდ დაფლეთილ მეზღვაურულ ბუშლატშ
გახვეული მოხუცი მეტაკელაჟე დაგვხვდა. იგი ერთმანეთზე
მიდგმულ ორ სკივრზე პირქვე გაწოლილიყო, ცხვირი
მკლავებში ჩაერგო და ძილქუში დასწოლოდა.

როგორ ფიქრობ, ქვიქეგ, სად უნდა წასულიყვნენ ის


მეზღვაურები, წეღან რომ დავინახეთ? – ვკითხე და დაბნეულმა
მძინარეს დავხედე.

მაგრამ ქვიქეგს ნავმისადგომთან არაფერი შეუმჩნევია და ახლა


მეც მზად ვიყავი, მეფიქრა, ალბათ თვალმა მომატყუა-მეთქი,
რომ თვალწინ ელია არ დამდგომოდა და მისი უცნაური
შეკითხვები არ გამხსენებოდა. უსიამოვნო ფიქრი თავიდან
მოვიშორე, ქვიქეგს მძინარეზე მივუთითე და ხუმრობით
ვუთხარი, გვირჩევნია ისევ აქ დავრჩეთ და ამას ვუყარაულოთ,
ასე რომ, მოხერხებულად მოეწყვე-მეთქი. ქვიქეგმა მძინარეს
ხელი საჯდომზე დაადო, მოსინჯა რბილია თუ არაო, და მერე
ხმა არ ამოუღია, ისე დინჯად ჩამოჯდა ზედ.

ღმერთო! ქვიქეგ, ნუ ჯდები ასე, – ვუთხარი მე.

რა მოხდა? – შემეპასუხა ქვიქეგი. – ძალიან კარგი დაჯდება.


ჩემი კუნძული მუდამ ესე ჯდება. სახე სულერთია მთელი
იქნება.

სახე! – გამიკვირდა მე. – შენ ამას სახეს ეძახი? კეთილ


გამომეტყველება კი აქვს, მაგრამ დააკვირდი, რა მძიმედ
სუნთქავს. სწრაფად წამოდექი, ქვიქეგ. ძალიან მძიმე ხარ. არა
გრცხვენია, ამ საწყალ კაცს ასე რატომ ექცევი! ადექი, ქვიქეგ!
შეხედე, ახლავე გადმოგაგდებს, ან აქამდე როგორ არ გაიღვიძა?
ქვიქეგი წამოდგა, სკივრზე, მძინარის თავთან, მოიკალათა და
თავისი ტომაჰავკი გააჩაღა. მე მოხუცს ფეხებთან მივუჯექი.
მძინარეზე გადახრილები ჩიბუხს ერთმანეთს ვაწვდიდით.
სანამ ჩვენ ასე ვისხედით, ქვიქეგმა ჩემს შეკითხვაზე თავისი
დამტვრეული ენით მიამბო, რომ მის კუნძულზე, სადაც
არავითარი სავარძლები არ არსებობს, მეფეები, ბელადები და
სხვა დიდებულები თურმე ჩვეულებრივად რბილი ტახტის
მოვალეობის შესასრულებლად დაბალი წრის
წარმომადგენლებს ასუქებენ; ასე რომ, თუ ბინა კომფორტით
გინდათ მოაწყოთ, უნდა რვა-ათი უქნარა შეიძინოთ და

გემოვნებისდა მიხედვით იაქთაღებსა და წალოებში


მოუძებნოთ ადგილი; სეირნობის დროსაც მოსახერებელია,
გაცილებით უფრო მოსახერხებელი, ვიდრე ბაღის სკამი,
ხელჯოხად რომ იკეცება, – საჭიროების შემთხვევაში ბელადი
მიიხმობს მოსამსახურეს და უბრძანებს, სადმე
ტოტებგაშლილი ხის ძირში, რომელიც შეიძლება ნესტიან,
ჭაობიან ადგილზეც კი იზრდება, სავარძლის ფორმა მიიღოს.

როგორც კი ტომაჰავკს გადავცემდი, ქვიქეგი თხრობის


შეუწყვეტლად ჩიბუხის ბასრ ბოლოს ზედ მძინარის თავზე
იქნევდა.

რატომ სჩადიხარ ამას, ქვიქეგ?

ძალიან უბრალოდ ვკლავდი. ო! ძალიან უბრალოდ!

და იგი ჩიბუხ-ტომაჰავკით გამოწვეულმა მშფოთვარე


მოგონებებმა გაიტაცა. როგორც ეტყობოდა, მის ჩიბუხ-
ტომაჰავკს ორგვარი დანიშნულება ჰქონდა, იგი სულსაც
უმშვიდებდა და მტრის თავის ქალასაც აპობდა; მაგრამ აქ ჩვენ
ყურადღება, ბოლოს და ბოლოს, მძინარემ მიიპყრო. ვიწრ
სადგომი თამბაქოს სქელი კვამლით აივსო და ამან მძინარეზე
ზეგავლენა მოახდინა. ჯერ განსაკუთრებით მძიმედ დაიწყ
სუნთქვა, მერე, ეტყობა, კვამლმა ცხვირში შეუღიტინა, ერთი-
ორჯერ გვერდი იცვალა, ბოლოს კი წამოჯდა და თვალები
მოისრისა.

ეი, თქვენ, ჩიბუხის მწევლებო, – ძლივს მოითქვა სული,


ვინა ხართ?

ჩვენ ამ ეკიპაჟის წევრები ვართ, – ვუპასუხე მე, – როდის


გავდივართ?

მართლა? მაშ, თქვენც მოდიხართ? „პეკოდი“ დღეს გადის.


კაპიტანი ღამით მოვიდა.

რომელი კაპიტანი, აქაბი?


აბა, მაშ ვინ?

მინდოდა კიდევ მეკითხა რამე აქაბზე, მაგრამ ამ დროს


გემბანზე ხმაური ატყდა.

აჰა, სტარბეკი უფროსობს, – გვითხრა მოხუცმა. – ყოჩაღ


უფროსი თანაშემწე გვყავს. კარგი და ღვთისმოსავი ადამიანია.

ეტყობა, ყველას გაუღვიძია. დროა, მეც ავდგე. – ესა თქვა და


გემბანზე ავიდა, ჩვენც უკან გავყევით.

მზემ ამოანათა. ეკიპაჟმა თანდათან თავი მოიყარა.


მეზღვაურები ორ-ორნი და სამ-სამნი მოდიოდნენ.
მეტაკელაჟეები მთელი ძალით მუშაობდნენ, კაპიტნის
თანაშემწეებმა ენერგიულად მოჰკიდეს საქმეს ხელი;
ადამიანებს ყოველ წუთს გადმოჰქონდათ ნაპირიდან
უკანასკნელი წვრილმანები. მხოლოდ კაპიტანი აქაბი რჩებოდა
კვლავინდებურად უჩინარი კაპიტნის კაიუტის თაღებქვეშ.

22. ქრისტე იშვა, გიხაროდენ!

ბოლოს, შუადღისას, მას შემდეგ, რაც მეტაკელაჟეებმა


ხომალდი დატოვეს და ნავმისადგომიდან ხალხი ხმამაღალი
შეძახილებით გამოგვემშვიდობა, მას შემდეგ, რაც მუდამ
მზრუნველმა ჩერითამ მეორე თანაშემწე სტაბს, თავის სიძეს,
ღამის ჩაჩი ამოუტანა, ხოლო კოკს დარჩენილი ბიბლია გადასცა
და კანჯოთი ნაპირზე გადავიდა, – ყოველივე ამის შემდეგ
ორივე კაპიტანი, ფალეგიც და ბალდადიც, კაპიტნის
კაიუტიდან გემბანზე ამოვიდნენ და ფალეგმა უფროს
თანაშემწეს უთხრა:

აბა, მისტერ სტარბეკ, ყველაფერი შეამოწმეთ? კაპიტანი აქაბი


უკვე მზად არის, ახლახან ვესაუბრეთ. ნაპირზე ხომ არაფერი
დაგრჩათ? არა? მაშინ დაუსტვინეთ, ყველანი ზევით
ამოვიდნენ! დაე, შუაგემბანზე მოეწყონ, ღმერთმა
დასწყევლოთ!

რაც უნდა გვეჩქარებოდეს, ცუდი სიტყვა მაინც რა სათქმელია,


ფალეგ, – უთხრა ბალდადმა. – შენ კი, ძმაო სტარბეკ, სწრაფად
შეასრულე ჩვენი ბრძანება!

ერთი უყურეთ! ხომალდი უკვე ნაპირს შორდება და კაპიტანი


ფალეგი და კაპიტანი ბალდადი ისევ განკარგულებებს
იძლევიან, თითქოს ზღვაშიაც, ისევე როგორც ნავსადგურში,
ერთად უნდა იყვნენ უფროსები. ხოლო კაპიტან აქაბს რაც
შეეხება, ჯერ თვალით არავის უნახავს. მხოლოდ ის გვითხრეს,
თავის კაიუტაშიაო. თუმცა სულაც არ არის აუცილებელი,
კაპიტანი ღუზის აშვებასა და ხომალდის ღია ზღვაში გაყვანას

ესწრებოდეს, რადგან ეს ლოცმანის მოვალეობაა და არა


კაპიტნისა. ამასთან – როგორც ჩვენ გვითხრეს – კაპიტანი აქაბი
ჯერ კიდევ უქეიფოდ ბრძანდებოდა, ამიტომ მისი ქვემო
ყოფნა უფრო გონივრული იყო. ყველაფერი ბუნებრივი
მეჩვენებოდა, რადგან სავაჭრო გემის ბევრი კაპიტანიც, იმის
შემდეგ, რაც ღუზას აუშვებენ, ასე იქცევა, დიდხანს არც ამოდის
გემბანზე და იმ მეგობრებთან, ლოცმანთან ერთად რომ უნდა
დატოვოს ხომალდი, ღვინოს სვამს და დროს ატარებს.

მაგრამ ამაზე რიგიანად ფიქრის დრო არც იყო, რადგან


კაპიტანმა ფალეგმა საქმეს სერიოზულად მოჰკიდა ხელი.
ბალდადზე უფრო მეტს კაპიტანი ფალეგი ლაპარაკობდა და
ბრძანებებსაც ის იძლეოდა.

ყველანი ოკაჩხეზე[140], თქვე უჯიშოებო, თქვენა!


უყვიროდა იგი გროტ-ანძასთან შეყოვნებულ მეზღვაურებს.
მისტერ სტარბეკ, ოკაჩხისაკენ გამორეკეთ ყველანი.
აიღეთ კარავი! – ასეთი იყო შემდეგი ბრძანება. როგორც უკვე
მოგახსენეთ, ვეშაპის ძვლის კარავი „პეკოდზე“ მხოლოდ მაშინ
იდგა ხოლმე, როცა გემი ნავსადგურში იყო და აი, აგერ უკვე
ოცდაათი წელია, რაც ღუზის აშვების ბრძანებას უშუალოდ
კარვის აღების ბრძანება მოსდევდა.

ხალხი შპილისაკენ! აბა, ცოცხლად! აბა, სწრაფად! – და


მეზღვაურები ოწინარის სახელურებს ეცნენ.

ღუზის ამოწევისას ლოცმანი ქიმზე უნდა იდგეს. ბალდადი,


დაე, ყველამ იცოდეს, სხვა თანამდებობასთან ერთად,
ნავსადგურის ლოცმანიც იყო, – როგორც ამბობდნენ, მას ეს
წოდება მხოლოდ მომჭირნეობისათვის დასჭირდა. არ
უნდოდათ, თავისი გემებისათვის ნანტაკეტის სხვა ლოცმანები
დაექირავებინათ. ამას ისიც ადასტურებს, რომ თავის დღეშ
ბალდადს სხვისი გემი არ გაუცილებია. და აი, სწორედ ეს
ბალდადი ახლა ბორტზე გადახრილიყო, მოახლოებულ ღუზას
ყურადღებით აკვირდებოდა და თან დროდადრო გაბმულ
გალობით ამხნევებდა შპილთან მყოფ მეზღვაურებს,
რომლებიც პასუხად ბუბლ-ელეის ლამაზმანებზე სიმღერას
ღრიალებდნენ. ბალდადი სულ სამი დღის წინათ ამბობდა,
ნებას არავის მივცემ, „პეკოდზე“ უწმაწური სიმღერები
იმღეროსო, ხოლო ჩერითამ ეკიპაჟის ყოველ წევრს
სასთუმალთან უოტსის ჰიმნების[141] სულ ახლახან

გამოცემული წიგნი დაუდო.

ფალეგი ამ დროისათვის გემბანზე იძლეოდა განკარგულებებს


და რაც ძალა და ღონე ჰქონდა, ილანძღებოდა და იგინებოდა.
ვიფიქრე, ღუზის ამოწევას ვერ მოვასწრებთ, გემს ისე ჩაძირავს-
მეთქი. ამიტომ სახელურს ხელი ვუშვი და ქვიქეგს ვუთხარი,
ჩემს მაგალითს მიჰბაძე-მეთქი. მართლაც, აბა დაუფიქრდით,
რა მოგველოდა ასეთი შმაგი უფროსის ხელში. თუმცა შვიდას
სამოცდამეჩვიდმეტედი წილი ღვთისმოსავმა ბალდადმა
მოიგონა, მაინც იმის იმედიღა მქონდა. ამ დროს
უეცრად
ვიღაცამ უხეშად პანღური ამომკრა. შემოვბრუნდი და
საშინელმა მოჩვენებამ შემაკრთო: კაპიტანმა ფალეგმა თავისი
ფეხი ის-ის იყო ძირს დაუშვა. ჩემს სიცოცხლეში პირველად
მითავაზეს პანღური.

აი, თურმე როგორ ამოაქვთ ღუზა სავაჭრო გემებზე!


დაიღრიალა მან. – აბა, ერთი გაინძერი, შე ბატისტვინავ, შენა!
რომ ძვლებს ლაწალუწი გაჰქონდეთ! ეი, თქვენ, დაგეძინათ?
გეუბნებიან, გაინძერით! გაინძერი, ქვოჰოგ! ეი, მწითურო, რას
ფიქრობ! ან შენ, შოტლანდიურო ჩაჩო! გაინძერი-მეთქი, მწვანე
შარვალო, აბა, სწრაფად, აბა, ცოცხლად! თვალები დააჭყიტეთ!

ღრიალებდა ფალეგი, თან შპილის გარშემო დარბოდა და


წიხლებსაც იშველიებდა, ქიმზე კი ბალდადი მშვიდად
განაგრძობდა თავისი ფსალმუნების გალობას. ჰო, ვფიქრობდ
მე, ეტყობა, კაპიტან ფალეგს დღეს ზედმეტი გადაუკრავს.

ბოლოს და ბოლოს ღუზა ამოვწიეთ, იალქნები დავაყენეთ და


ნაპირს მოვშორდით. ქრისტეშობის ცივი და მოკლე დღე იყო;
და როცა ჩრდილოეთის დღის მკრთალი სინათლე
შეუმჩნევლად შეცვალა ღამის სიბნელემ, ჩვენ უკვე ცივი
ოკეანის სივრცეში დავიკარგეთ და წყლის ყინულოვანმა
შხეფებმა მალე თითქოს ყინულის მოელვარე ჯავშნით
შეგვმოსა. მთვარის შუქზე ხომალდის ბორტის გასწვრივ
ვეშაპის აცმული კბილები ბრწყინავდა და ქიმთან უზარმაზარი
მოხრილი ლოლუები გოლიათი სპილოს თეთრი ეშვებივით
ეკიდა.

პირველ ვახტს, როგორც ლოცმანი, ხმელი ბალდადი


მეთაურობდა. ყოველთვის, როცა კი ძველი ხომალდი მწვანე
ზვირთებში ღრმად გაეხვეოდა და გაყინული კორპუსი ძაგძაგს
იწყებდა, ქარი კი ღმუოდა და მოქნილი გემსართავებიც

ზრიალებდა, გემბანზე ბალდადის თანაბარი ხმა ისმოდა:


ამ ზვირთებს მიღმა, ახლა ასე რომ გვაქანავებს,

ჩვენ გვეგულება მწვანე ტყე-ველი,


იორდანიის ძველი მიწის იქით ქანაანს
ასე ელტვოდა იუდეველი.

ეს სიტყვები არასოდეს ასე კარგი არ მჩვენებია. ამ სიტყვებში


ისმოდა იმედი და აღსრულება. მერე რა, რომ ახლა ჩვენც და
მთელ ატლანტის ოკეანეს ცივი ღამე გადასწოლოდა, მერე რა,
რომ ფეხები დამისველდა და ბუშლატი წყლით გამეჟღინთა,
ჩვენ კიდევ ვიხილავთ მზით გაჩირაღდნებულ ნავსადგურებს,
ამწვანებულ მდელოებსა და ახოებს, სადაც გაზაფხულზე
ამოსული ბალახი მკათათვეშიაც ისევ ისე ბიბინებს.

ბოლოს ნაპირს იმდენად დავშორდით, ლოცმანი აღარ იყო


საჭირო. ხომალდის ბორტს, ჩვენ რომ მოგვყვებოდა, ის
იალქნიანი ბოტი მოუახლოვდა.

გაგიკვირდებოდათ და გული აგიჩუყდებოდათ, ამწუთას


ფალეგისა და ბალდადისათვის, განსაკუთრებით
ბალდადისათვის რომ შეგეხედათ, ისე იყვნენ აღელვებულები.
როგორ არ უნდოდა ბალდადს, სამუდამოდ მიეტოვებინ
ხომალდი, რომელიც ხანგრძლივ ხიფათიან ნაოსნობაში
მიდიოდა და ორი მრისხანე კონცხისათვის უნდა შემოევლო. არ
უნდოდა მიეტოვებინა ხომალდი, სადაც დაბანდებული
ჰქონდა მუყაითი შრომით დაგროვილი რამდენიმე ათასი
დოლარი, არ უნდოდა მიეტოვებინა ხომალდი, რომლის
კაპიტანიც მისი ძველი ამხანაგი, თითქმის მისი თანატოლი
იყო; ახლა იგი კვლავ მიემგზავრებოდა, რომ პირდაღებულ და
შეუბრალებელ ოკეანეში ყოველგვარ განსაცდელს ისევ
პირისპირ შეხვედროდა. საწყალ მოხუც ბალდადს ეძნელებოდ
განშორება იმ ხომალდთან, სადაც ყველა ლურსმანი ძვირფასი
იყო მისთვის და ამიტომ ფეხს ითრევდა; გემბანზე
აღელვებულმა გაიარა, კაპიტნის კაიუტაშიც ჩავიდა, რომ
რამდენიმე გამოსათხოვარი სიტყვა ეთქვა, მაგრამ ისევ
გემბანზე ამოვიდა და იმ მხარეს გახედა, საიდანაც ქარი
უბერავდა და მოჩანდა ვრცელი, დაუსაბამო ოკეანე,
აღმოსავლეთის შორეული უჩინარი მატერიკებით
შემოზღუდული; გახედა ნაპირს, მარჯვნივ და მარცხნივ

გაიხედა, ზევით აიხედა, უფრო სწორად, არსაით არ გაუხედავს,


დაუფიქრებლად დაახვია რაღაც ტროსი კოფელნაგელზე,
მოუქნელ ფალეგს ხელზე ჩაეჭიდა, ფარანი ასწია და რამდენიმე
ხანს მამაცურად უყურებდა სახეში, თითქოს უნდოდა ეთქვა:
„ჩემო მეგობარო ფალეგ, მე ამას მაინც ავიტან, დიახ, დიახ,
ავიტან“.

თვითონ ფალეგი ყოველივეს უფრო ფილოსოფიურად


მოეკიდა, მაგრამ ფილოსოფობის მიუხედავად, როცა ფარან
მის სახეს მიუახლოვდა, თვალში ცრემლი აუკიაფდა, და
კაიუტასა და გემბანს შორის დაიწყო სირბილი – ხან ქვევით
გადასძახებდა რაღაცას, ხან გემბანზე უფროს თანაშემწე
სტარბეკს საბოლოოდ დარიგებას აძლევდა.

ბოლოს იგი მკაცრი გადაწყვეტილებით მიუბრუნდა თავის


მეგობარს:

კაპიტანო ბალდად, წავიდეთ, შე ძველო, შენა, დროა. ეი,


გემბანზე ვინცა ხართ! დაბრასეთ გროტ-რეი! ეი, მოემზადეთ!
ბორტს, ბორტს მიუახლოვდი! ნელა, ნელა. აბა, ბალდად,
ძველო, დაემშვიდობე! წარმატებას გისურვებ, სტარბეკ,
წარმატებას, მისტერ სტაბ, წარმატებას, მისტერ ფლასკ! აბა,
მშვიდობით, წარმატებას გისურვებთ! სწორედ დღევანდელ
დღეს, ზუსტად სამი წლის შემდეგ ჩვენს ძველ ნანტაკეტში,
ჩემთან კარგ ცხელ ვახშამზე გპატიჟებთ. ვაშა და ბედნიერი
ნაოსნობა!

ღმერთი გლოცავდეთ, ძმებო, და გფარვიდეთ უფალი,


ძლივს გასაგონად ბუტბუტებდა მოხუცი ბალდადი, – იმედი
მაქვს, რომ გამოიდარებს და კაპიტანი აქაბი მალე შეძლებს
თქვენთან გამოსვლას – მას მხოლოდ ცოტაოდენი მზის სითბ
უნდა, სხვა არაფერი, მზის სითბო კი, რამდენიც გნებავთ,
იმდენი გექნებათ, თქვენ ხომ ტროპიკებში მიემგზავრებით.
დევნისას ფრთხილად იყავით, თანაშემწეებო! თუ
აუცილებელი არ იქნა, ველბოტებს ნუ დაამსხვრევთ;
მებარჯეებო! გახსოვდეთ, თეთრი კედრის ფიცრის ფასი ამ
წელს სამი პროცენტით გაიზარდა! ნურც ლოცვას დაივიწყებთ!
მისტერ სტარბეკ, თვალი ადევნეთ, მეკასრემ კასრები
ტყუილუბრალოდ არ გააოხროს. ჰო, მართლა! სააფრე ნემსები
პატარა მწვანე სკივრში ყრია. საღვთო დღესასწაულების დროს
ცოტა იმუშავეთ, ბიჭებო; მაგრამ კარგ შემთხვევას მაინც
ხელიდან ნუ გაუშვებთ. ღვთის წყალობას უარი არ ეთქმის,

ბადაგიან კასრებს მიხედეთ, მისტერ სტაბ, მგონი, ცოტათი


უნდა ჟონავდეს. თუ კუნძულებზე გადახვალთ, მისტერ
ფლასკ, ქალებს ერიდეთ. მშვიდობით, მშვიდობით! ყველს
ტრიუმში დიდხანს ნუ გააჩერებთ, მისტერ სტარბეკ, წახდება.
კარაქს გაუფრთხილდით – გირვანქა ოცი ცენტი ღირდა და
გახსოვდეთ, თუ...

კმარა, კმარა, კაპიტანო ბალდად, გვეყო ლაქლაქი, – ფალეგმა


მას ტრაპისკენ უბიძგა და ორივენი ბოტში ჩავიდნენ.

ხომალდი და ბოტი ერთმანეთს ნელა მოსცილდა. ღამის ცივმა


ნიავმა და ნესტიანმა ქარმა ერთმანეთს დააშორა; მაღლა
ჭყივილით გადაიფრინა თოლიამ. ორივე ხომალდს ოკეანე
ძლიერად ათამაშებდა; დამძიმებული გულით სამგზის ვაშ
დავადევნეთ და ბედისწერასავით ბრმად შევცურეთ ატლანტის
უკაცრიელ ოკეანეში.

23. ქარიანი ნაპირი


ერთ-ერთ წინა თავში ჩვენ ვინმე ბალკინგტონი ვახსენეთ,
ნაოსნობიდან ახლახან დაბრუნებული მაღალი მეზღვაური,
ნიუ-ბედფორდის სასტუმროში რომ შეგვხვდა.

და აი, იმ ზამთრის ყინვიან ღამით, როცა „პეკოდი“ თავისი


ბასრი კილით[142] ქაფმოდებულ ტალღებს ჭრიდა, უეცრად
დავინახე, საჭესთან იდგა... სწორედ ის ბალკინგტონი! შიშით,
თანაგრძნობითა და პატივისცემით შევხედე იმ ადამიანს,
რომელსაც ოთხწლიანი ნაოსნობის შემდეგ ნაპირზე ხეირიანად
ფეხი არ დაედგა და არ დაესვენა, ისე დასდგომოდა შუა
ზამთარში ახალ ქარიშხლიან გზას. ეტყობოდა, ხმელეთზე არ
ასვენებდა ღმერთი; ყველაზე უფრო საოცარ ამბებზე ნაკლებად
ლაპარაკობენ; ღრმა მოგონებათა ნაყოფი არ არის ეპიტაფია;
დაე, ეს პატარა თავი იყოს ბალკინგტონის ძეგლი; მე მხოლოდ
იმას ვიტყვი, რომ მისი ხვედრი ჰგავდა იმ ხომალდის ხვედრს,
რომელსაც ულმობელი ქარიშხალი ქარიანი ნაპირის გასწვრივ
ათამაშებს; ნავსადგურს ებრალება იგი და სიხარულით
შეიკედლებდა. ნავსადგურში მყუდროება, სიმშვიდეა, ბუხარია,
ვახშამია, თბილი საწოლია, მეგობრები არიან – ყველაფერია, რაც
ჩვენ, ამ წუთისოფლის სტუმრებს, ასე გვსიამოვნებს, მაგრამ
ქარიშხალი მძვინვარებს და ნავსადგური, ხმელეთი ახლა

ხომალდისათვის საშინელ საფრთხეს წარმოადგენს; იგი უნდა


გაექცეს მის სტუმართმოყვარეობას; დედამიწის ერთი შეხება,
კილით ოდნავ გახახუნებაც კი მის კორპუსს შეარყევს დ
შეაჯანჯღარებს. იგი შლის ყველა იალქანს, მთელი ძალით
ცდილობს გაექცეს ნაპირს და ებრძვის იმ ქარს, რომელსაც შინ
უნდა მიეყვანა; იგი მიელტვის დაუსაბამო და ქარიშხლიან
ოკეანეს; თავის გადარჩენის მიზნით, მზად არის, განსაცდელში
ჩაიგდოს თავი; მისი დაუძინებელი მტერი, ამჯერად, მისი
ერთადერთი მოკავშირეა!

ახლა შენ იცი, არა, ბალკინგტონ? უკვე არჩევ სასიკვდილო,


აუტანელი ჭეშმარიტების გაელვებას, იმ ჭეშმარიტებისას, რომ
ყოველი ღრმა, სერიოზული აზრი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი
სულის გაბრძოლებაა დამოუკიდებლობის ღია ზღვაში
არსებობისათვის, მაშინ, როდესაც ცისა და მიწის
გამძვინვარებული ქარები ცდილობენ გამცემლურ, მონურ
ნაპირზე გამოგვრიყონ.

მაგრამ მხოლოდ დაუსაბამო ზღვის სივრცეში ცოცხლობს


უმაღლესი ჭეშმარიტება, ღმერთივით უკიდეგანო დ
უსასრულო, და ამიტომ სჯობს მსრბოლავ უსასრულობაში
დაიღუპო, ვიდრე შერცხვენილი ზღვამ ნაპირზე გამოგაგდოს
და სიცოცხლე გიწყალობოს. რადგან მატლივით საბრალოა იგი,
ვინც შიშით გამოღოღდება ხმელეთზე. ო, მრისხანე
საშინელებავ! განა შესაძლებელია, რომ ყოველმა ტანჯვამ
ამაოდ ჩაგვიაროს? ღონე მოიკრიბე და გამაგრდი, ბალკინგტონ!
იყავ რვალივით, ო, პირქუშო ნახევარღმერთო! შენ ჩაიკარგე
ოკეანეში და შხეფები ცაში ისროლე და ამ შხეფებთან ერთად ზე
აიჭრა შენი აპოთეოზის მაღალი სვეტი!

24. დასაცავად

რახან მე და ქვიქეგმა ვეშაპმონადირეობას მოვკიდეთ ხელი,


ვეშაპმონადირეობა კი ჩვეულებრივად ნაპირზე საკმაოდ
არაპოეტურ და ნაკლებად პატივსაცემ საქმიანობად ითვლება,
ამიტომ მოთმინება არ მყოფნის, სანამ დაგარწმუნებდეთ
თქვენ, ხმელეთის ადამიანებო, რა უსამართლონი ხართ
ჩვენდამი, ვეშაპმონადირეებისადმი.

თუმცა აქ შეიძლება ზედმეტიც იყოს, მაგრამ დასაწყისში

გავიმეორებ იმ საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს, რომ ადამიანები


ვეშაპმონადირეობას ეგრეთ წოდებულ კეთილშობილურ
პროფესიებს არ აკუთვნებენ და უბრალო ხელობად თვლიან.
თუ ადამიანმა დედაქალაქის თავშეყრილ საზოგადოებას,
ვთქვათ, მებარჯედ გააცნო თავი, არა მგონია, ასეთმა
რეკომენდაციამ საზოგადოების თვალში მის ღირსებას რაიმე
შემატოს; და თუ არ მოისურვებს, რომ საზღვაო ოფიცრებს
ჩამორჩეს და სავიზიტო ბარათზე პირველ ასოებს ვ. და ფ.-ს
(ვეშაპმონადირე ფლოტილია) გამოიყვანს, მისი ასეთი
საქციელი უაღრესად სასაცილო იქნება და ზედმეტ
თავდაჯერებულობაში ჩამოერთმევა.

ერთადერთი ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ადამიანები


ვეშაპმონადირეებს პატივს არ გვცემენ, არის საყოველთაოდ
გავრცელებული აზრი, თითქოს ვეშაპმონადირეობა უკეთეს
შემთხვევაში – იგივე სასაკლაოა და რომ თითქოს ჩვენც,
ყასბების მსგავსად, სიბინძურესა და ჭუჭყში ვართ ჩაფლულნი.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ყასბები ვართ, ეს მართალია. მაგრამ განა
ყასბები და უფრო პირსისხლიანი ყასბები არ იყვნენ მეომარი
მხედართმთავრები, რომელთაც ასე ეთაყვანება მთელი ქვეყანა.
ხოლო უსუფთაობის ბრალდებას რაც შეეხება, ძალიან მალე
თქვენთვის ცნობილი იქნება დღემდე უცნობი მონაცემები,
რომელთა საფუძველზეც ვეშაპსანადირო ხომალდი საზეიმოდ
უნდა შეიტანოთ ჩვენი უწმინდესი პლანეტის უწმინდეს
კუთვნილებათა სიაში.

მაგრამ დროებით ვაღიარებთ ამ ბრალდების ჭეშმარიტებას; აბა,


რას წარმოადგენს ვეშაპსანადირო ხომალდის ლიპი და
გაბინძურებული გემბანი ლეშით მოფენილ ბრძოლის ველთან
შედარებით, საიდანაც ჯარისკაცები ბრუნდებიან, რომ
მანდილოსანთა ტაშისცემით დატკბნენ? თუ ჯარისკაცური
ცხოვრების მუდმივი პოპულარობა მოსალოდნელი საფრთხის
წარმოდგენას უკავშირდება, მე თქვენ გარწმუნებთ, ყოველ
მებრძოლ ვეტერანს, რომელიც გმირულად მიდის შეტევაზე
მტრის ბატარეის წინააღმდეგ, შიშის კანკალი აიტანს
უზარმაზარი ვეშაპის კუდის ერთ მოქნევაზედაც კი, რომლის
გამოც ჰაერი იძვრის და ირყევა. აბა რა არის გონებისათვის
ხელმისაწვდომი ადამიანური საშინელებანი ღვთის
მიუწვდომელ საშინელებებთან და სასწაულებთან
შედარებით!

და თუმცა ქვეყანა აგდებულად გვეკიდება, ამავე დროს


უნებურად უაღრეს პატივსაც გვცემს ჩვენ, ვეშაპმონადირეებს.
დიახ, დიახ, ქვეყანა მუხლს იდრეკს ჩვენ წინაშე! რადგან
დედამიწაზე მოციმციმე ყველა ლამპარი, ჭრაქი და სანთელი,
თითქოს ჩვენს სადიდებლად წმინდანთა წინაშე ანთებული
კანდელია.

მაგრამ ეს საკითხი სხვა მხრივაც განვიხილოთ, სხვა მხრივაც


ავწონ-დავწონოთ; მე თქვენ დაგანახვებთ, რას
წარმოვადგენდით და რას წარმოვადგენთ ჩვენ,
ვეშაპმონადირეები.
რატომ იყო, რომ დე-ვიტას[143] დროს ჰოლანდიელთა
ვეშაპსანადირო ხომალდებს ადმირალები ედგნენ სათავეში?
რატომ ააგო საფრანგეთის მეფე ლუი XVI-მ საკუთარი ფულით
დიუნკერკის ვეშაპსანადირო ხომალდები და რატომ მიიპატიჟა
ამ ქალაქში საცხოვრებლად ორი ათეული ოჯახი ჩვენ
ნანტაკეტიდან? რატომ დაურიგა ბრიტანეთმა თავის
ვეშაპმონადირეებს 1750 წლიდან 1788 წლამდე მილიონი
ფუნტი წამახალისებელი პრემია? დაბოლოს, რითი აიხსნება,
რომ ჩვენ, ამერიკელი ვეშაპმონადირენი, რიცხვით
აღვემატებით მთელი მსოფლიოს ვეშაპმონადირეებს; რომ
ჩვენს განკარგულებაშია შვიდასი ხომალდისაგან შემდგარი
მთელი ფლოტი, ხოლო მეზღვაურთა საერთო რიცხვი თვრამეტ
ათას კაცს აღემატება; რომ ყოველწლიურად ჩვენ ოთხ მილიონ
დოლარს გვახარჯებენ, რომ იალქნიანი ხომალდების საერთო
ღირებულება ოცი მილიონი დოლარია! რომ ყოველ წელს
ნავსადგურებში შემოგვაქვს შვიდი მილიონი დოლარის
ნანადირევი? განა ყველაფერი ეს ასე იქნებოდა,
ვეშაპმონადირეობა ქვეყნის ძლიერებას რომ არ
ემსახურებოდეს?

მაგრამ ჯერ ყველაფერი კი არა, ნახევარიც არ მითქვამს.

ვამტკიცებ, რომ ვერც ერთი საქვეყნოდ ცნობილი ფილოსოფოსი


ვერ დაგვისახელებს ისეთ მშვიდობიან ადამიანურ
საქმიანობას, რომელსაც ამ უკანასკნელი სამოცი წლის
განმავლობაში ისეთი ძლიერი ზეგავლენა ჰქონოდეს მთელი
დედამიწაზე, როგორიც სახელოვან და კეთილშობილურ
ვეშაპმონადირეობას აქვს. ამა თუ იმ გზით მან გამოიწვია
მოვლენები, მნიშვნელოვანი შედეგების მთელი ჯაჭვით,
თავისთავად იმდენად მრავლისმთქმელი და ღირსშესანიშნავი,

რომ იგი შეიძლება შევადაროთ იმ ეგვიპტელ ქალს, რომლის


ქალიშვილებიც პირდაპირ დედის მუცლიდან იბადებოდნენ
ფეხმძიმენი. ყველა ამ შედეგის ჩამოთვლა უსაზღვრო და
გადაუჭრელი ამოცანაა. მხოლოდ ერთი-ორის დასახელებაც
საკმარისია.

კარგა ხანია, რაც შორეულ, უცნობ მიწებს მთელ დედამიწაზე


პირველად ვეშაპსანადირო ხომალდი მიადგება ხოლმე. მან
აღმოაჩინა რუკაზე აღუნიშნავი ზღვები და არქიპელაგები, იყ
იქ, სადაც არ ყოფილან არც კუკი და არც ვანკუვერი[144]. და თუ
ახლა ევროპისა და ამერიკის სამხედრო ხომალდებ
მშვიდობიანად შედიან ოდესღაც მტრულ ნავსადგურში, ყველა
ზარბაზანი უნდა დაცალონ იმ პატარა სახელოვანი
ვეშაპსანადირო ხომალდის პატივსაცემად, რომელმაც მათ გზა
მიასწავლა და მათსა და ველურ ადგილობრივ მკვიდრთა
შორის პირველი თარჯიმანი იყო. დაე, ხალხმა სადაზვერვო
ექსპედიციების გმირები აქოს, ყველა ეს კუკები და
კრუზენშტერნები, – მე ვამტკიცებ, ნანტაკეტიდან ზღვაში
გასულა ათობით უსახელო კაპიტანი, რომელიც ყველა კუკზე
და კრუზენშტერნზე უფრო დიდი იყო, რადგან ცუდად
შეიარაღებულნი ერთი ერთზე იბრძოდნენ ზვიგენები
გავსებულ კერპთაყვანისმცემელთა კუნძულებთან და უცნობ
ნაპირებთან, საიდანაც ველურთა შუბები იმუქრებოდა დ
სადაც ისეთი პირველყოფილი საიდუმლოებანი და
საშინელებანი იმალებოდა, რომ კუკი მთელი თავისი
ზარბაზნებითა და მუშკეტებით[145] ხელის აღმართვასაც ვერ
გაბედავდა. ყველაფერი, რასაც ესოდენ დიდი სიყვარულით
აღწერენ ხოლმე ძველი ავტორები, როცა სამხრეთის ზღვებში
ნაოსნობაზე მოგვითხრობენ, ჩვენი ნანტაკეტელი
გმირებისათვის მხოლოდ ჩვეულებრივი, ყოველდღიური
ამბავია, და ხშირად იმ თავგადასავალს, რომელსაც ვანკუვერი
სამ თავს უთმობს, ჩვენი მეზღვაურები სავახტო ჟურნალშ
უბრალოდ არც აღნიშნავენ ხოლმე. ეჰ, რა ხალხია, რა ხალხია!

სანამ ვეშაპსანადირო ხომალდებმა ჰორნის კონცხს არ


შემოუარეს, ნაპირზე გამწკრივებული, ესპანეთის აყვავებული
სამფლობელოები მხოლოდ თავის მეტროპოლიასთან
ვაჭრობდნენ და გარე სამყაროსთან არაფერი აკავშირებდათ.
პირველად ვეშაპსანადირო ხომალდებმა გაარღვიეს ესპანეთის
მონარქთა ეჭვიანი და ფხიზელი პოლიტიკის შედეგად
აღმართული ზღუდე; ადგილი რომ იყოს, შემეძლო ნათლად

მეჩვენებინა, რომ სწორედ ვეშაპსანადირო ხომალდების


მეშვეობით მოხდა, ბოლოს და ბოლოს, ესპანეთის უღლისაგან
პერუს, ჩილესა და ბოლივიის განთავისუფლება და ამ შორეულ
მხარეებში მტკიცე დემოკრატიის დამყარება.

ავსტრალიაც, მოპირდაპირე ნახევარსფეროს ეს დიდი ამერიკაც,


განათლებულ სამყაროს ვეშაპსანადირო ხომალდებმა აჩუქეს.
მას შემდეგ, რაც იგი შეცდომით აღმოაჩინა ერთმ
ჰოლანდიელმა, ყველა გემი უფრთხოდა ავსტრალიის
ერთფეროვან ბარბაროსულ ნაპირებს და მას მხოლოდ
ვეშაპსანადირო ხომალდი მიადგა. სწორედ ვეშაპსანადირ
ხომალდია ამ უზარმაზარი კოლონიის ჭეშმარიტი
დამაარსებელი. ეს კიდევ ცოტაა, ავსტრალიის დასახლების
პირველ წლებში მის ნაპირებთან, საბედნიეროდ,
ღუზაჩაშვებულ ვეშაპმონადირეთა ორცხობილას არაერთხელ
გადაურჩენია ახალმოსახლენი შიმშილით სიკვდილისაგან.
პოლინეზიის აურაცხელი კუნძულებიც ამასვე აღიარებენ და
ერთგულებას ეფიცებიან ვეშაპმონადირეებს, რომლებმაც გზ
გაუკაფეს მისიონერებსა და ვაჭრებს და თვითონაც ხშირად
მიუყვანიათ მისიონერები ახალ ნაპირებთან. თუ
ცხრაკლიტულში გარინდული იაპონია ოდესმე
სტუმართმოყვარეობას მიეჩვევა, ეს უსათუოდ
ვეშაპმონადირეთა დამსახურება იქნება. მათ, მგონი, უკვე
დააყენეს კიდეც იაპონია ამ გზაზე.

მაგრამ ამ ფაქტების მიუხედავად, თუ თქვენ მაინც იმის


მტკიცებას დამიწყებთ, თითქოს ვეშაპმონადირეობას
არავითარი ესთეტიკური და კეთილშობილური ასოციაციები არ
უკავშირდება, მზად ვარ ორმოცდაათჯერ გესროლოთ შუბი,
ორმოცდაათჯერვე გადმოგაგდოთ უნაგირიდან და საბრძოლო
ჩაჩქანი დაგიმსხვრიოთ.

თქვენ მეტყვით, რომ არც ერთ სახელგანთქმულ ავტორს


ვეშაპებზე არ უწერია და ვეშაპმონადირეთა საქმიანობის
აღწერა არ დაუტოვებია.

ვეშაპსა და ვეშაპმონადირეობაზე არც ერთ სახელგანთქმულ


ავტორს არ უწერიაო? აბა ვინ აღწერა პირველად ჩვენი
ლევიათანი? ვინ აღწერა, თუ არა უძლეველმა იობმა?
ვეშაპმონადირეთა ნაოსნობის პირველი ანგარიში ვიღამ
დაწერა? თავად ალფრედ დიდმა[146], რომელმაც საკუთარი
მეფური კალმით ჩაიწერა ოთჰერის, მაშინდელი ნორვეგიელ
ვეშაპმონადირის ნაამბობი! ქებათა-ქება ვიღამ აღავლინა
ჩვენზე პარლამენტში? სხვამ არავინ, თუ არა ედმუნდ ბერკმა!

დიახ, შეიძლება ეს მართლაც ასე იყოს, მაგრამ თვით


ვეშაპმონადირეები საცოდავი ადამიანები არიან: ძარღვებში
არაკეთილშობილური სისხლი უდუღთ.

ძარღვებში არაკეთილშობილური სისხლი უდუღთო? მათ


ძარღვებში მეფურზე უფრო კეთილშობილური სისხლი ჩქეფს,
ბენჯამინ ფრანკლინის[147] ბებია იყო მერი მორელი,
გათხოვების შემდეგ მერი ფოლჯერი, ცოლი ერთ-ერთი
პირველი ნანტაკეტელი ახალმოსახლისა, რომელმაც
საფუძველი ჩაუყარა ფოლჯერების დიდ გვარსა და ამ გვარის
მებარჯეებს – დიდი ბერჯამინის სისხლით ნათესავებს,
დაკბილულ რკინას მსოფლიოს ერთი კუთხიდან მეორე
კუთხეში ახლაც რომ ისვრიან.

დავუშვათ, ასეა; მაგრამ ყველანი აღიარებენ, რომ


ვეშაპმონადირეობა ნაკლებპატივსაცემი ხელობაა.

ვეშაპმონადირეობა ნაკლებპატივსაცემი ხელობააო? მეფურ


ხელობაა! უძველესი ინგლისური კანონმდებლობით ვეშაპი
ხომ „მეფის თევზად“ არის აღიარებული.

ეს ისე, უბრალოდ არის ნათქვამი! რა აქვს ვეშაპს მეფური, რ


აქვს შთამაგონებელი?

რა აქვსო ვეშაპს მეფური და შთამაგონებელი? ერთი რომაელ


მხედართმთავრის მსოფლიოს დედაქალაქში დაბრუნების
აღსანიშნავად გამართულ მეფურ დღესასწაულზე საზეიმო
პროცესიის ყველაზე შთამაგონებელი საგანი იყო შორეული
სირიის ნაპირებიდან მოტანილი ვეშაპის ძვლები.[148]

შესაძლებელია, ეგ მართლაც ასეა, თქვენ უკეთ იცით, მაგრამ


რაც უნდა ბრძანოთ, ვეშაპმონადირეებს ჭეშმარიტი სიდიადე
არ ახასიათებთ.

ვეშაპმონადირეებს ჭეშმარიტი სიდიადე არ ახასიათებთო?


ჩვენი ხელობის სიდიადეს მაღალი ზეცაც დაგვიმოწმებს. ვეშაპი
ასე ეწოდება სამხრეთის ცის ერთ-ერთ თანავარსკვლავედს.
მგონი, ესეც საკმარისია. მეფის წინაშეც და ქვიქეგის წინაშეც
ქუდები მოიხადეთ და სიტყვა აღარ გამაგონოთ! მე ვიცნობდი
ერთ კაცს, თავის დროზე სამას ორმოცდაათი ვეშაპი მოკლა. ის

უფრო ღირსია თაყვანისცემისა, ვიდრე რომელიმე დიდი


ბერძენი კაპიტანი, რომელიც ამდენივე ციხე-ქალაქის
დაპყრობით იწონებდა თავს.

რაც შემეხება მე, თუ ჩემში რაიმე არის დღემდე დაფარული,


მაგრამ საყურადღებო და კარგი, თუ ოდესმე კიდევ
დავიმსახურებ ჭეშმარიტ აღიარებას ამ მეტად ვიწრო, მაგრამ
საკმაოდ გამოუცნობ ქვეყანაზე, რომლითაც, ეტყობა,
ტყუილუბრალოდ არ ვამაყობ; თუ მომავალში ისეთი რამ უნდ
გავაკეთო, რისი დროზე გაკეთებაც სჯობია, ვიდრე
გაუკეთებლად დატოვება; თუ სიკვდილის შემდგომ ჩემ
ანდერძის აღმსრულებელნი, სიმართლეს უფრო ემგვანება თუ
ვიტყვი – მევალეები, ჩემი მაგიდის უჯრაში ძვირფას
ხელნაწერს აღმოაჩენენ – იცოდეთ, იქ მხოლოდ და მხოლოდ
ვეშაპმონადირეთა ხელობის ქება-დიდება იქნება, რადგან ჩემი
იელის კოლეჯიცა და ჰარვარდის[149] უნივერსიტეტიც
ვეშაპსანადირო ხომალდი იყო.

25. პოსტსკრიპტუმი

თუ ხელთ უტყუარი ფაქტები არ გვექნა, ისე


ვეშაპმონადირეობის სიდიადის მტკიცება უაზრობაა. მაგრამ
თუ ვექილი ყველა ფაქტს მოიყვანს და არ მივა ამ ფაქტებიდან
თავისთავად გამომდინარე დასკვნამდე, რაც მის თვალსაზრისს
მჭევრმეტყველურად დაასაბუთებს, განა განკიცხვის ღირსი არ
იქნება? ცნობილია, რომ მეფეები და დედოფლები, თვით
თანამედროვენიც კი, კურთხევის ჟამს მეტად თავშესაქცევ
პროცედურას გადიან – თავზე საწებელს ასხამენ, რომ
თავიანთი მოვალეობანი უკეთ აღასრულონ. რა საკაზმსა და
სანელებელს იყენებენ – ვინ იცის? მხოლოდ ის ვიცი, მეფეებს
კურთხევის დროს ისე ასხამენ ცხიმს, როგორც სალათას.
შესაძლო ხომ არ არის, თავზე ცხიმს იმ მიზნით უსვამდნენ, რა
მიზნითაც მექანიზმებს ზეთავენ, მუშაობა რომ არ შეფერხდეს?
შეგვეძლო უფრო ღრმა მოსაზრებანი გამოგვეთქვა ამ მეფურ
პროცედურის ჭეშმარიტ სიდიადეზე. ყოველდღიურობაში ჩვენ
ხომ წესად დავიდეთ, ზიზღით მოვეკიდოთ იმ ადამიანებს,
რომლებიც თმას იქონავენ და თავზე სუნი ასდით. მართლაც,
მამაკაცი თუ არ წამლობს და ისე, ტყუილად ისვამს თავზე
ცხიმს, სულელია და მეტი არაფერი. ასეთი ადამიანი კაპიკადაც

არ ღირს.

მაგრამ ჩვენ ამჟამად მხოლოდ ერთადერთი საკითხი


გვაინტერესებს – კურთხევის დროს რა ცხიმს ხმარობენ?
იგულისხმება, რომ არც ბირკავას ზეთს და არც ზეითუნისას,
არც აბუსალათინისას და არც მანქანისას, არც სელაპის და არც
თევზის ქონს. ამ შემთხვევაში მხოლოდ სპერმაცეტი შეიძლება
იყოს ბუნებრივი, პირველქმნილი და ყველა ცხიმზე უტკბესი!

მხედველობაში იქონიეთ ეს, ო, ერთგულნო ქვეშევრდომნო


ბრიტნო! ჩვენ ვართ, ჩვენ, ვეშაპმონადირენი, თქვენი
მეფეებისა და დედოფლების გვირგვინის საკურთხევლად
ცხიმით რომ გამარაგებთ!

26. რაინდები და საჭურველთმტვირთველები

„პეკოდზე“ უფროს თანაშემწედ სტარბეკი იყო, ნანტაკეტის


მკვიდრი და კვაკერთა შთამომავალი – აყლაყუდა, სერიოზული
და ზღვის დამწვარ ორცხობილასავით ხმელი კაცი. თუმცა
ყინულოვან კუნძულზე იყო დაბადებული, ცხელ განედსაც
კარგად შეჰგუებოდა. ძარღვებში სისხლი, ინდოეთის
ნაპირებზე ხომალდით მიტანილი, ბოთლებში ჩამოსხმულ
ლუდივით არ ელახებოდა და ემღვრეოდა. ეტყობოდა, ამ
ქვეყანაზე გვალვისა და შიმშილობის ჟამს დაიბადა, ან
მარხვისას, რითაც ასე განთქმულია მისი მშობლიური
კუნძული. სულ რაღაც ოცდაათი გვალვიანი წელი იყო, რაც
ამქვეყნად დადიოდა, მაგრამ ამ წლებს მის სხეულში ყოველივე
ზედმეტი გამოეშრო, თუმცა სიგამხდრე სულაც არ ჰქონდა დიდ
საზრუნავად გადაქცეული, არ ნაღვლობდა და არც
ავადმყოფობას აბრალებდა. სიგამხდრეს, უბრალოდ, კაცის
ლეკერტად ექცია. მის გარეგნობაში არაფერი იყ
ავადმყოფური; პირიქით, გამხდარ სხეულზე სუფთა კანი
გადატკეცოდა, გაცოცხლებულ ეგვიპტურ მუმიას ჰგავდა და
მზად იყო მტკიცედ და ურყევად გადაეტანა ყოველივე, რასაც
მომავალი საუკუნენი წილად არგუნებდნენ; რადგან, თუნდ
პოლარული სიცივე ყოფილიყო და თუნდ პაპანაქება, მის
ჯანმრთელობას, პატენტიანი ქრონომეტრისა არ იყოს, არაფერ
ემუქრებოდა. თვალებში რომ ჩაგეხედათ, თითქოს ჯერ კიდევ
შეამჩნევდით იმ აურაცხელი განსაცდელის კვალს, რომელთა

ნახვაც თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში მოესწრო


და რომელთა წინაშეც არასოდეს შემკრთალა. დიახ, ის იყო
საიმედო და მტკიცე ადამიანი, რომლის სიცოცხლის მის
ნამოქმედართა მრავლისმთქმელ პანტომიმას წარმოადგენდა
და არა სიტყვათა უდრტვინველ თანამიმდევრობას. და მაინც,
აუმღვრეველ სიდინჯესა და სულის სიმტკიცესთან ერთად, ის
სხვა თავისებურებებსაც ამჟღავნებდა, რაც ხშირად ზეგავლენას
ახდენდა მისი ხასიათის სიმტკიცეზე, ხოლო ცალკეულ
შემთხვევებში, ერეოდა კიდეც მას. ქარიშხლიან ოკეანეშ
მუდმივმა განმარტოებამ და სამყაროსადმი მეზღვაურისათვის
იშვიათმა დამკვირვებლურ-მოკრძალებულმა
დამოკიდებულებამ ცრუმორწმუნეობისადმი მიდრეკილებ
გაუძლიერა; მაგრამ ეს ცრუმორწმუნეობა განსაკუთრებულ
ხასიათს ატარებდა და გონებით უფრო იყო ნაკარნახევი, ვიდრე
უმეცრებით, როგორც ეს ზოგიერთებს ემართებათ ხოლმე. მას
სწამდა ავის მომასწავებელი გარეგნული ნიშნებისა და
შინაგანი წინათგრძნობისა. მაგრამ, ცრურწმენაზე უფრ
ხშირად ფოლადივით ნაწრთობ მის სულს არყევდა შორეულ
მოგონებანი მშობლიურ სახლზე, ახალგაზრდა ცოლსა და
ბავშვზე. ყოველივე ეს პირვანდელ სულიერ სიმკაცრეს სულ
უფრო და უფრო აცილებდა და მის გულს უმორჩილებდა იმ
ფარულ ზემოქმედებას, რაც ზოგჯერ უაღრესად პატიოსან
ადამიანს თავს შეაკავებინებს ხოლმე იმ სულელური
გამბედაობის შემოტევისაგან, რასაც, ხშირად, მეთევზეთა
განწირული ბედის ტრიალში სხვები ამჟღავნებენ. „ველბოტზე
ისეთ კაცს ვერ ავიყვან, რომელსაც ვეშაპისა არ ეშინიაო“,
ამბობდა სტარბეკი, ამით მხოლოდ იმის თქმა კი არ სურდა,
სიმამაცის წინა პირობა მოსალოდნელი საფრთხის ფხიზელი
შეფასებააო, არამედ იმისაც, რომ თავზე ხელაღებული ადამიანი
საქმეში ლაჩარზე უფრო სახიფათოა.

„დიახ, – ხშირად უთქვამს სტაბს, მეორე თანაშემწეს,


სტარბეკივით ფრთხილ კაცს ვერც ერთ სარეწაო ხომალდზე ვერ
ნახავთ. თუმცა, ჩვენ ძალიან მალე მივხვდებით, რას ნიშნავს
სიტყვა „ფრთხილი“ სტაბისნაირებისათვის და, საერთოდ,
ყოველი ვეშაპმონადირისათვის.

სტარბეკი ფათერაკების მაძიებელი რაინდივით არ ეძებდ


საფრთხეს. მისთვის სიმამაცე სულის ამაღლებული თვისება კი
არ იყო, არამედ უბრალოდ გამოსადეგი რამ, რაც საშიშროების
შემთხვევაში ხელთ უნდა გქონოდა. ამ ვეშაპმონადირეს,

ეტყობა, ეგონა, სიმამაცე ხომალდზე ისეთივე სურსათ-სანოვაგე


იყო, როგორიც პური და ხორცი, და მისი ტყუილუბრალო
განიავება არ ღირდა. ამ მიზეზის გამო მზის ჩასვლის შემდეგ
თავისი ველბოტის წყალში ჩაშვება ისევე არ უყვარდა, როგორც
დაუსრულებელი დევნა იმ ვეშაპისა, რომელიც თავს
შეუპოვრად იცავდა. სტარბეკი ასე მსჯელობდა, – ამ ბობოქარ
ოკეანეში იმისათვის ვარ, ვეშაპი მოვკლა და თავი გამოვიკვებ
და არა იმისათვის, ვეშაპმა მომკლას და თავი გამოიკვებოსო;
ის, რომ ასე ასობით ადამიანი იყო დაღუპული, სტარბეკმა
ძალიან კარგად იცოდა. რა ბედი ეწია მამამისს? ან რომელი
ოკეანის ფსკერზე უნდა ეძებნა ძმის დაფლეთილი სხეული?

და თუ ამგვარი მოგონებებით, და რაც უფრო საკვირველია,


ცრურწმენებით გარემოცულმა სტარბეკმა ასეთი უჩვეულო
სიმამაცის შენარჩუნება შეძლო, ეტყობა, იგი მართლაც
უმამაცესი ადამიანი იყო. მაგრამ ამგვარი ჭკუა-გონების
ადამიანის ხასიათში, იმ ადამიანის ხასიათში, რომელსაც
ამდენი საშინელება გადაუტანია და ასეთ მოგონებებს ინახავს,
ახალი სტიქიის ფარულად დაბადების საფრთხე იმალება, ამ
სტიქიამ ხელსაყრელ ვითარებაში შეიძლება თავისი სამალავი
გამოანგრიოს და მთელი მისი სიმამაცე წალეკოს. რაც უნდა
უზომო ყოფილიყო სტარბეკის გამბედაობა, ის მაინც იმ
გულადი ადამიანის გამბედაობა იყო, რომელიც არ შეკრთება და
ისე შეებრძოლება ოკეანის ქარს, ვეშაპსა და ყოველგვარ,
დედამიწაზე არსებულ ზებუნებრივ საშინელებას, მაგრამ წინ
ვერ აღუდგება იმ სულიერ შეძრწუნებას, რითაც ზოგჯერ
შურისძიებით დაბრმავებული დიდი ადამიანის პირქუში
გამომეტყველება გვემუქრება.

მე რომ შემდეგში სტარბეკის სიმამაცეზე აუგი მქონდეს


დასაწერი, თხრობის გასაგრძელებლად ძალა არ მეყოფოდა; ისე
ძნელია და სამარცხვინო საუბარი ადამიანის ღირსების
დაცემაზე. ადამიანები შეიძლება აუტანელნი მოგვეჩვენონ,
ისევე, როგორც ზოგიერთი თავყრილობა – სააქაო კომპანიები
და ნაციები; ადამიანთა შორის შეიძლება არამზადები,
სულელები და მკვლელები ერიონ, ზოგს ფლიდის
გამომეტყველება აქვს და ზოგს ცხვირ-პირი ჩამოსტირის;
მაგრამ ადამიანის სრულყოფილი განსახიერება, იდეალი, ისე
დიადია, ისეთი შარავანდედით არის შემოსილი, ადამიან
ისეთი კეთილშობილი, ისეთი ნათელი არსებაა, რომ
ახლობლები ცდილობენ ყოველგვარი სამარცხვინო ლაქა

თავიანთი უძვირფასესი სამოსლით დაუფარონ. უნაკლ


სიმამაცის იდეალი ისე ცოცხლობს ჩვენს სულში, ჩვენი სულის
სიღრმეში, რომ გარეგნული ღირსების დაკარგვაც კი ვერას
აკლებს; და იგი, ეს იდეალი, ტანჯვით იცლება სისხლისაგან,
როცა დაძაბუნებულ ადამიანს უყურებს. ასეთი სამარცხვინო
სურათის ხილვისას თვით ღვთისმოსავი ადამიანიც კი
საყვედურით მიაპყრობს ცას თვალებს. მაგრამ უმაღლესი
სიდიადე, რომელზეც მე აქ გესაუბრებით, არ არის მეფეთა და
მანტიათა სიდიადე, იგი განუსაზღვრელი და მოწყალე
სიდიადეა და მდიდრული სამოსელი არ სჭირდება. იგი
ბრწყინავს იმის ხელში, ვინც წერაქვს იქნევს, ან ყავარჯენს
მიათრევს. ეს დემოკრატიის სიდიადეა, რომლის ღვთიური
ნათელიც ყველას თანაბრად ეფინება. დიადი, უცოდველი
ღმერთი! ცენტრი და საყრდენი დემოკრატიისა! მისი სუფევა,
ჩვენი ღვთაებრივი თანასწორობაა!

ამიტომ, თუ ამის შემდგომ სულ უკანასკნელ მეზღვაურს,


განდგომილსა და გარეწარს, ბნელ, მაგრამ მაღალ თვისებებს
მივაწერ, თუ მათ ტრაგიკული მიმზიდველობით შევმოსავ, თუ
ზოგჯერ მათ შორის ყველაზე საცოდავსა და, იქნებ ყველაზე
დამცირებულსაც კი, თავბრუდამხვევ სიმაღლეზე ავიყვან, თუ
მუშის ხელებს ღვთის შუქს მოვფენ თუ მის განწირულ დაისზე
ცისარტყელას გადავჭიმავ მაშინ, ო, თანასწორობის
მიუკერძოებელო სულო, ყოველი ჩემი მსგავსისათვის ერთიანი
მეფური მანტია რომ გადაგიფარებია, დამიცავი ყველა
მოკვდავი კრიტიკოსისაგან! დამიცავი, ო, დემოკრატიის დიადო
ღმერთო, შავსახიან ტუსაღ ბენიანსაც[150] კი პოეზიის
მკრთალი მარგალიტი რომ უწყალობე; მოხუც სერვანტესს[151]
მოკვეთილი ხელი ბაჯაღლო ოქროთი დაუფარე, ენდრიუ
ჯექსონი[152] სადღაც, ქუჩაში რომ წამოაყენე, საბრძოლო
ცხენის უნაგირზე რომ შეისროლე და ჭექა-ქუხილში სამეფ
ტახტზე უფრო რომ აღამაღლე! შენ, მთელი შენი სიდიადი
დროდადრო დედამიწაზე ჩამოსული სამეფო მიწებიდან
მსხვერპლად რჩეულთ რომ მიირეკავ, ო, ღმერთო, ღმერთო, შენ
დამიფარე!

27. რაინდები და საჭურველთმტვირთველები

„პეკოდზე“ მეორე თანაშემწედ კეიპ-კოდელი სტაბი

ითვლებოდა, არც ლაჩარი და არც გმირი, თავზე ხელაღებული


და უზრუნველი, იგი მუდამ მზად იყო, ყოველგვარ ხიფათს
გულგრილად შეხვედროდა და ნადირობის ჟამს, გარდაუვალი
განსაცდელის წინაშეც კი თავის საქმეს ისეთი სიდინჯითა და
გულისყურით მოჰკიდებოდა, თითქოს მთელი წლით
გარიგებული დღიური მუშა ყოფილიყოს. მხიარული, გულღია
და უდარდელი, ველბოტს ისე მეთაურობდა, თითქოს ყოველი
სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკება მისთვის მხოლოდ წვეულება
იყო და სხვა არაფერი, ხოლო მთელი ეკიპაჟი – სასურველი
სტუმრები. იმ მეეტლესავით, რომელიც ცდილობს, კოფოზე რაც
შეიძლება მოხერხებულად დაჯდეს, იგი განსაკუთრებულ
ყურადღებას აქცევდა იმას, რომ ნავი კეთილმოწყობილი
ყოფილიყო, არაფერი დაჰკლებოდა, ხოლო ცხარე შეტაკებისას,
როცა ვეშაპს მიუახლოვდებოდა, მრისხანე ჭვილთს ისე
აუღელვებლად და ძალდაუტანებლად ხმარობდა, როგორც
უწყინარი მეთუნუქე უკაკუნებს სტვენა-სტვენით თავის
ჩაქუჩს. გამძვინვარებულ ურჩხულთან ბრძოლისას იგ
ხანდახან კვლავ დარდიმანდულად ღიღინებდა. წლების
განმავლობაში სტაბი ბევრჯერ ყოფილა სიკვდილის კლანჭებში
მოქცეული და ისე შესჩვეოდა ამას, როგორც სავარძელს;
სიკვდილზე რას ფიქრობდა, ვერ მოგახსენებთ, ან, საერთოდ, კი
ფიქრობდა სიკვდილზე? ვინ იცის? მაგრამ თუ ზოგჯერ
ყუათიანი სადილის შემდეგ ამ საკითხზე დაფიქრდებოდა,
ეჭვიც არ მეპარება, რომ როგორც მამაცი მეზღვაური, სიკვდილს
ალბათ ვახტის უფროსის ამდაგვარ ბრძანებად წარმოიდგენდა:

„მემარსეები ვანტებზე[153], ფოკზე[154] და გროტზე!“ რაზედაც

სწრაფად უნდა აცოცებულიყო და საქმეს შესდგომოდა, რა


საქმე უნდა გაეკეთებინა, ამას იმის მერე შეიტყობდა, როცა
პირველ ბრძანებას შეასრულებდა.

თუ კიდევ არსებობდა რაიმე, რამაც ხელი შეუწყო სტაბის


მსუბუქი ხასიათის გამომუშავებას და მის გარდაქმნას ასეთ
უშიშარ და გულგაუტეხელ ადამიანად, რომელიც თავისი
არსებობის ტვირთს მხიარულად ეზიდებოდა და მსუბუქად
მიაბიჯებდა ჩვენს დედამიწაზე, სადაც ჭიანჭველებივი
დაფუსფუსებენ მძიმე ტვირთით მოხრილი პირქუში
მეწვრილმანენი; თუ კიდევ არსებობდა რაიმე, რაც მის ამ
თითქმის უღმერთო სილაღეს სიცოცხლისაკენ მოუწოდებდა,
ეს, მხოლოდ მისი ჩიბუხი შეიძლებოდა ყოფილიყო. რადგან
მოკლე შავი ჩიბუხი ისეთივე განუყოფელი ნაწილი იყო მისი

სახისა, როგორიც ცხვირი. ის უფრო მოსალოდნელი იყო, რომ


საწოლიდან უცხვიროდ ამდგარიყო, ვიდრე უჩიბუხოდ.
საწოლის თავზე განსაკუთრებული პატარა ფიცარი ჰქონდ
მიჭედებული, სადაც დატენილ ჩიბუხებს ინახავდა; ძილის წინ
შეეძლო ყველა ჩიბუხი ერთიმეორის მიყოლებით გაებოლებინა,
მერე კი ისევ დაეტენა და გამზადებულები შეენახა; რადგან
დილით, ადგებოდა თუ არა, იმის ნაცვლად, რომ ფეხები
შარვალში გაეყარა, პირში ჩიბუხს იდებდა.

ჩემი აზრით, მისი მუდამ კარგ ხასიათზე ყოფნის ერთ-ერთ


მიზეზი ის იყო, რომ განუწყვეტლივ ჩიბუხს აბოლებდა; ყველას
მოეხსენება, როგორ არის მოწამლული დილით ჰაერი, როგორც
ნაპირზე, ისე ზღვაზე, იმ ურიცხვ მომაკვდავთა ენით უთქმელი
საცოდაობით, რომლებსაც გარიჟრაჟზე ამოსდით
მრავალტანჯული სული; ისევე, როგორც ქოლერის ეპიდემიის
დროს აქვთ ზოგიერთებს პირზე ქაფურით გაჟღენთილი
ცხვირსახოცები აფარებული და ისე დადიან, სტაბისათვისაც
თამბაქოს ბოლი თითქოს ყველა ადამიანურ მღელვარებათა
წინააღმდეგ მიმართული დეზინფექციის თავისებური
საშუალება იყო.

მესამე თანაშემწედ ფლასკი ითვლებოდა, ტისბერიელი,


კუნძულ ვაინიარდის მკვიდრი. ახალგაზრდა, ტანმორჩილი,
მსუქანი კაცი, ვეშაპების მიმართ უკიდურესად მტრულად
განწყობილი. თითქოს უძლიერესი ლევიათანები მისი პირად
და მემკვიდრეობით მიღებული მტრები იყვნენ, რომლებიც
არამც და არამც ცოცხალი არ უნდა გაეშვა. ზღვის გოლიათის
უცნაურ და სასწაულებრივ ზნე-ჩვეულებათა წინაშე
ყოველგვარი მოკრძალება ისე ეუცხოებოდა, მასთან
დაკავშირებულ საფრთხეზე ფიქრიც კი ისე წარმოუდგენლად
მიაჩნდა, რომ მის წარმოდგენაში მშვენიერი ვეშაპი
უზარმაზარი თაგვის ან დიდი-დიდი, ზღვის ვირთხის მსგავსი
რაღაც იყო და, სულ პატარა ეშმაკობა სჭირდებოდა კაცს, სულ
რაღაც ცოტაოდენი დრო უნდა დაეკარგა, რომ მოეკლა და
ოთხში ამოეღო იგი. ამ უმეცარი და უგუნური შეუპოვრობის
გამო იყო, რომ ვეშაპს ასე იოლად ეკიდებოდა; იგი ვეშაპზე
დროს გასატარებლად ნადირობდა, სამწლიანი ნაოსნობა დ
ჰორნის კონცხისათვის შემოვლა კი მხოლოდ გაჭიანურებულ
გასართობად მიაჩნდა. როგორც ხურო ახარისხებს ჩამოჭრილ და
გამოკვერილ ლურსმნებს, ასევე შეიძლება მთელი
კაცობრიობის დახარისხებაც. პატარა ფლასკი, რა თქმა უნდა,

გამოკვერილი ლურსმანი იყო, დასაჭედებლად შერჩეული.

„პეკოდზე“ მას წყალმკვეთი შეარქვეს, რადგან გარეგნობით


არქტიკის ვეშაპმონადირეთა შორის ამ სახელით ცნობილ
მოკლე კვადრატული კვეთის ძელს წააგავდა, რომელსაც
ირგვლივ ხის თითები აქვს გამოშვერილი და გემს ყინულოვანი
არქტიკული ტალღების მოგერიებაში ეხმარება.

ასეთები იყვნენ სტარბეკი, სტაბი და ფლასკი – ჩვენი ეკიპაჟის


ყველაზე უფრო თვალსაჩინო წევრები. ჩვენი ხელობის
უნივერსალური კანონის თანახმად, მათ ეკუთვნოდათ
მეთაურის თანამდებობანი სამივე ველბოტზე. მომავალ დიდ
ბრძოლაში, როცა კაპიტანი აქაბი თავისი ჯარით ვეშაპებს თავს
დაესხმებოდა, ამ სამ ვეშაპმონადირეს სამად გაყოფილი ჯარის
მეთაურობა უნდა ეკისრა. შუბივით გრძელი, დაკბილული
ჭვილთებით შეიარაღებულები, ულანის ოფიცრებს უფრ
ჰგავდნენ, ხოლო მათი მებარჯეები – შუბის მტყორცნელებს.

ვეშაპსანადირო გემებზე კაპიტნის ყოველ თანაშემწეს,


რომელიც ველბოტს მეთაურობს, შუა საუკუნეების რაინდთ
მსგავსად, თავისი საჭურველთმტვირთველი ჰყავს – მესაჭე და
მებარჯე; ეს უკანასკნელი აუცილებლობის შემთხვევაში
თავდასხმის დროს უიმედოდ გაღუნული ან ხელიდან
გავარდნილი ჭვილთის ნაცვლად სხვა ჭვილთს აწვდის;
ჩვეულებრივად ეს ორი ადამიანი განუყრელი მეგობრები არიან;
ამიტომ, მგონია, ზედმეტი არ იქნება, თუ აქ „პეკოდის“ ყველ
მებარჯეს ჩამოგითვლით და იმასაც მოგახსენებთ, ვინ რომელ
თანაშემწეს ეკუთვნოდა.

პირველად ქვიქეგი მოვიხსენიოთ. იგი სტარბეკმა აირჩია თავის


საჭურველთმტვირთველად. ქვიქეგს ჩვენ უკვე კარგად
ვიცნობთ.

შემდეგ თეშტიგოა. წმინდა სისხლის გეიჰედელი ინდიელი.


გეიჰედი კუნძულ ვაინიარდის უკიდურესი დასავლეთი
ნაწილია, სადაც დღევანდლამდეა შემორჩენილი წითელკანიან
ახალმოსახლეთა რამდენიმე ოჯახი, მეზობელ კუნძულ
ნანტაკეტს კარგა ხნის განმავლობაში უმამაცესი მებარჯეებით
რომ ამარაგებდნენ. თეშტიგოს გრძელი, თხელი მოლურჯო-
შავი ფერის თმა, გაწეული ყვრიმალები და ინდიელისათვის
უჩვეულო, საოცრად დიდი, ანტარქტიკული ელვარების მქონე
შავი თვალები ადასტურებდნენ, რომ იგი იმ ამაყ მეომარ-
მონადირეთა პირდაპირი და კანონიერი მემკვიდრე იყო,

რომლებიც ახალი ინგლისის უღრან ტყეებში მშვილდ-ისრებით


დასდევდნენ ცხენ-ირმებს კვალდაკვალ. ახლა თეშტიგოს ტყის
გარეული ნადირის კვალი დაეგდო და ზღვაზე ეძებდა დიადი
ვეშაპის კვალს. შვილივით ერთგულ ბარჯს ღირსეულად
შეეცვალა მისთვის მამისეული აუცდენელი ისარი. როცა მის
მოწითალო-მოყავისფრო დაძარღვულ და გველივით მოქნილ
ტანს შეჰყურებდით, მზად იყავით, ძველ პურიტანელთა
წარმოდგენები გერწმუნათ და დაგეჯერებინათ, რომ ეს
ველური ინდიელი – ჰაერის სტიქიონის თავადის შვილი იყო.
თეშტიგო მეორე თანაშემწის, სტაბის,
საჭურველთმტვირთველი გახლდათ.

მესამე მებარჯე დეგუ იყო, კუპრივით შავი ზანგი, ლომივი


სხარტი დევკაცი. ნამდვილი აგასფერის[155] გარეგნობ
ჰქონდა. ყურებზე ისეთი უშველებელი ოქროს სალტეები ეკიდა
რომ მეზღვაურები რიმებს ეძახდნენ, თან იმასაც ამბობდნენ,
ფალების დასამაგრებლად გამოდგებოდაო. ყრმა დეგუ თავის
სურვილით მივიდა ვეშაპსანადირო გემზე, რომელმაც ღუზა
მივარდნილ ყურეში, მის მშობლიურ ნაპირებთან ჩაუშვა.
მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, აფრიკის გარდა,
ნამყოფი იყო მხოლოდ ნანტაკეტსა და იმ შორეულ
წარმართულ ნავსადგურებში, რომლებსაც ვეშაპმონადირენი
ესტუმრებიან ხოლმე. ეს წლები ვეშაპთან მამაცურ ბრძოლაში
გაატარა და იმ ხომალდებზე მსახურობდა, რომელთა
მეპატრონენიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ
ეკიპაჟის შერჩევას. დეგუს სწორედ ამიტომ შეენარჩუნებინ
თავისი მაღალი ველური ზნეობა და ექვსი ფუტისა და ხუთი
დუიმის სიმაღლის კაცი ჟირაფივით დააბიჯებდა გემბანზე.
როცა ქვევიდან შეჰყურებდით, ცოტა არ იყოს, ფიზიკურად
დამცირებულად გრძნობდით თავს; მასთან გვერდით მდგომი
თეთრკანიანი შეუვალ ციხესიმაგრესთან დასაზავებლად
აღმართულ პატარა თეთრ დროშას ჰგავდა. სასაცილოა, რომ ეს
მეფური აღნაგობის ზანგი, ეს აგასფერი-დეგუ იყ
საჭურველთმტვირთველი პატარა ფლასკისა, რომელიც მასთან
საცოდავი პაიკივით გამოიყურებოდა.

რაც შეეხება ჩვენი ეკიპაჟის დანარჩენ წევრებს, უნდა


აღინიშნოს, რომ იმ მეზღვაურთა შორის, რომლებიც ახლა
ათასობით მსახურობენ ამერიკულ ვეშაპსანადირო გემებზე,
ნახევარი ძლივს იქნება ამერიკელი, თუმცა მეთაურებად
თითქმის მხოლოდ ამერიკელები არიან. იგივე შეიძლება

ითქვას ამერიკის არმიასა და ჩვენს სამხედრო და სავაჭრ


ფლოტზეც, აგრეთვე იმ საინჟინრო ნაწილებზე, რომლებიც
რკინიგზისა და არხების მშენებლობაზე არიან დაკავებულნი.
ყველა ამ შემთხვევაში ამერიკა უხვად ამარაგებს წარმოებას
ტვინით; ხოლო დანარჩენი სამყარო კი კუნთებს არ იშურებს.
მრავალი ვეშაპმონადირე აზორის კუნძულების მკვიდრია,
სადაც ნანტაკეტის ხომალდები ხშირად შეივლიან ხოლმე იმ
მიზნით, რომ თავისი ეკიპაჟი ამ კლდოვანი ნაპირების პირქუში
მცხოვრებლებით შეავსონ. ასევე ლონდონელი ან გულიაელ
ვეშაპმონადირენი, როცა გრენლანდიისკენ მიემგზავრებიან,
შეტლანდის კუნძულებს ესტუმრებიან ხოლმე, რათა
საბოლოოდ შეავსონ თავიანთი ეკიპაჟი. ხოლო როცა უკან
ბრუნდებიან, შეტლანდელ მეზღვაურებს თავიანთ კუნძულზე
აბრუნებენ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ საუკეთესო
ვეშაპმონადირენი მუდამ კუნძულის მკვიდრნი არიან.

„პეკოდზედაც“ თითქმის სულ კუნძულელები იყვნენ, ეგრე


წოდებული განდგომილები, რომლებიც კაცობრიობის ერთიან
კონტინენტს არ ცნობენ და ყოველი მათგანი თავის
განცალკევებული ყოფის კონტინენტზე ცხოვრობს. მაგრამ
უნდა გენახათ, რა შესანიშნავი ფედერაცია შექმნეს ამ
განდგომილებაში, როცა ერთი კილის გარშემო გაერთიანდნენ!
ანაჰარსის კლოოტსის[156] მთელი დეპუტაცია იყო, დედამიწის
ყოველი კუთხიდან და კუნძულიდან თავმოყრილი; ისინი

„პეკოდზე“ მხარში უდგნენ აქაბს, რომელსაც სურდა,


დედამიწაზე არსებული ჩაგვრისა და შეურაცხყოფისათვის
პასუხი მოეთხოვა; ამ ორთაბრძოლიდან ცოტანი დაბრუნდნენ
ცოცხლები. არ დაბრუნებულა პატარა ზანგი ბიჭი პიპი! ძალიან
ადრე დაგვტოვა ბედშავმა ალაბამელმა ბიჭუნამ! თქვენ მას
მალე იხილავთ პირქუში „პეკოდის“ წინაერდოზე, სადაც დოლს
შემოჰკრავს, რათა გვაუწყოს იმ მარადიული წამის მოახლოება,
როცა მას შუაგემბანზე მოუხმობენ და იქ, მაღლა,
ანგელოზებთან აცოცებას უბრძანებენ, რომ იქ სცემდეს დოლს
სადიდებლად, რათა აქ შერცხვენილმა, იქ მაინც დაიმკვიდროს
გმირის სახელი!

28. აქაბი

რამდენიმე დღე იყო, რაც ნანტაკეტიდან გამოვედით, მაგრამ


კაპიტან აქაბისათვის გემბანზე ჯერ თვალიც არ მოგვეკრა. მისი
თანაშემწენი საგუშაგოზე ერთმანეთს ცვლიდნენ დ
შეიძლებოდა გეფიქრათ, ამ ხომალდზე უფროსები მხოლოდ
ესენი არიანო, კაპიტნის კაიუტიდან შიგადაშიგ ისეთი უეცარი
და უყოყმანოდ შესასრულებული ბრძანებებით რომ არ
გამოსულიყვნენ, რაც ნათლად ამჟღავნებდა მათი
ძალაუფლების პირობითობას. იქ, ქვემოთ, იმყოფებოდა მათ
უზენაესი მეუფე და დიქტატორი, დღემდე მიუწვდომელ
იმათი მზერისათვის, ვისაც კაპიტნის წმიდათაწმიდა კაიუტაში
შესვლის უფლება არ ჰქონდათ.

მუდამ, როგორც კი ქვემოთ ჩემს სამსახურს მოვათავებდი,


გემბანზე ამოსვლა მეჩქარებოდა – ახალი ხომ არავინ
გამოჩენილა-მეთქი, რადგან იდუმალებით მოცულ კაპიტანთან
დაკავშირებული ჩემი ადრინდელი გაურკვეველი შეშფოთება
ახლა, ზღვის უდაბურებაში, რაღაც მღელვარებით შემეცვალა
და უფრო გამიძლიერა ჩამოკონკილი ელიას სატანურმა
მონაჩმახმა, რომელსაც ახლა ჩემდა უნებურად სულ უფრო და
უფრო ხშირად და დაწვრილებით ვიგონებდი. არ შემეძლო ამ
მოგონებას წინ აღვდგომოდი; თუმცა ზოგჯერ მზად ვიყავი,
ნავსადგურის წინასწარმეტყველის უცნაური სიტყვები
სასაცილოდ ამეგდო. მაგრამ რაც უნდა ძლიერ შევეპყარი
წინათგრძნობას, რაც უნდა დიდი ყოფილიყო ჩემი მღელვარება,
მუდამ, როცა კი გემბანს მოვათვალიერებდი, ვრწმუნდებოდი,
რომ თავს ტყუილუბრალოდ ვიწვალებდი. მართალია, აქ ამ
ეკიპაჟში მებარჯეებთან ერთად უფრო ბარბაროსულ, ველურ
და ჭრელ ხალხს მოეყარა თავი, ვიდრე მშვიდობიან სავაჭრ
გემზე, სადაც უწინ ვმსახურობდი ხოლმე, მაგრამ ამის მიზეზი,
როგორც ვფიქრობდი, და სრულიად სამართლიანადაც, იყ
უკიდურესი თავისებურებანი იმ შმაგი სკანდინავიურ
პროფესიისა, რასაც საბოლოოდ მოვკიდე ხელი. ხოლ
ხომალდის სამი უფროსის, კაპიტნის სამი თანაშემწის გამოჩენა
თითქოს იმისათვის იყო გამიზნული, რომ ჩემი გაურკვეველი
შიში გაეფანტა და ხანგრძლივი ნაოსნობის დასაწყისში
ჩემთვის მხნეობა და რწმენა განემტკიცებინა. ეს სამი
შესანიშნავი უფროსი, სამი – თითოეული თავისებურად
კარგი ადამიანი, როგორებიც ახლა იშვიათადღა გვხვდებიან,
ამერიკელები იყვნენ – ნანტაკეტელი, ვაინიარდელი და
კეიპკოდელი.

ჩვენი ხომალდი ნავსადგურიდან საშობაოდ გავიდა, ისე რომ,

თუმცა სამხრეთისაკენ მივდიოდით და ჩრდილოეთის განედის


ყოველი გრადუსი და ყოველი მინუტი შეუბრალებელ
ზამთარსა და აუტანელ სიცივეს გვაშორებდა, თავიდან მაინც
მძაფრი პოლარული ყინვა დაგვემგზავრა. და აი, ერთ არცთუ
ისე გულისშემაღონებელ, მაგრამ ჯერ კიდევ საკმაოდ
უღიმღამო და მოქუფრულ დილით, როცა ზურგის ქარი
ხომალდს წინ მიაქროლებდა და ისიც, თითქოს შურისძიებით
შეპყრობილი, პირქუშად ჭრიდა ზღვის წიაღს, გუშაგის
ძახილზე გემბანზე ავედი, ჩვეულებისამებრ,
გაკაბორტისაკენ[157] გავიხედე და შევკრთი, სინამდვილემ
მოლოდინს გადააჭარბა. შუაგემბანზე კაპიტანი აქაბი იდგა.

ჩვეულებრივი ფიზიკური ავადმყოფობისა და ახლახან


გამოკეთების არავითარი კვალი არ ეტყობოდა. იგი იმ კაცს
ჰგავდა, ვისთვისაც კოცონზე ცოცხლად დაწვა გადაეწყვიტათ,
მაგრამ უკანასკნელ წუთს კოცონიდან ჩამოეხსნათ და ცეცხლს
მისთვის ვერაფერი დაეკლო, ვერც ძალა წაერთმია, გარუჯვით
კი გაერუჯა. მაღალი და ახოვანი, თითქოს მთლიანად
ბრინჯაოსაგან იყო ჩამოსხმული და მსგავსად ჩელინის
პერსევსისა[158], ერთხელ და სამუდამოდ ქვაში
განსახიერებული. გაწეწილ ჭაღარა თმაში დაწყებული
მოლურჯო-თეთრი ზოლი ქარდაკრულ, გარუჯულ ღაწვზე
გრძელდებოდა, მერე ყელზე ჩამოდიოდა და სადღაც, სამოსქვეშ
იკარგებოდა. იგი მაღალი ხის ტანზე მეხის დანატოვარ კვალს
მოგაგონებდათ. როცა მეხი ხეს ისე დაჰკრავს, რომ რტოსაც არ
შეურხევს და სანამ მიწაში ჩავიდოდეს, შავ ქერქს შეაცლის და
ძველებურად აშოლტილს, ამწვანებულ ტანზე გრძელ, ვიწრო
დაღს დაასვამს. თანდაყოლილი იყო ეს ზოლი თუ
ნაჭრილობევი, ამას, რა თქმა უნდა, ვერავინ იტყოდა, თითქოს
უსიტყვოდ იყვნენ შეთანხმებულნი, მთელი ნაოსნობის
განმავლობაში ამაზე სიტყვა არავის დაუძრავს. მხოლოდ
ერთხელ თეშტიგოს უფროსი თანამემამულე, ხანდაზმული
გეიჰედელი ინდიელი გვარწმუნებდა, ეს დაღი სულაც არ არის
სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკების ბრალიო, ორმოც წელს
იქნებოდა მიღწეული აქაბი, როცა ზღვაზე სტიქიონთან
შებრძოლებისას დააჩნდაო. მაგრამ ამ ველურის მტკიცება
გააბათილა მოხუცი ჭაღარა მეზღვაურის სიტყვებმა. ეს
მეზღვაური კუნძულ მენის მკვიდრი იყო, ცალი ფეხი სამარეში
ედგა, არასოდეს ნანტაკეტის ხომალდებზე არ ემსახურა,
მძვინვარე აქაბი დღევანდლამდე არც ენახა, და მაინც მისმა

მონაყოლმა უძველესმა მეზღვაურულმა თქმულებებმა, მარად


ცოცხალმა ფანტასტიკურმა გადმოცემებმა ამ მოხუცს იქ
მყოფთა თვალში შორსმჭვრეტელობის ზებუნებრივი ძალა
მიანიჭა. ამიტომ ვერც ერთმა თეთრმა მეზღვაურმა ვერ გაბედა
შეკამათება, როცა მოხუცმა განაცხადა, თუ კაპიტან აქაბს
დაკრძალვა უწერია, – რაც ძალიან მეეჭვება, – დასძინა
ხმადაბლა. – ის, ვინც უკანასკნელ ვალს მოიხდის და
მიცვალებულის სხეულს გაბანს, დარწმუნდება, რომ ეს მისი
თანდაყოლილი დაღია, რომელიც თხემით ტერფამდე
გასდევსო.

აქაბის პირქუშმა, მოლურჯო დაღით გადასერილმა სახემ


ძლიერ შემაძრწუნა. თავიდან ვერც კი შევამჩნიე, რომ ამ
პირქუშ გამომეტყველებას მისი საზარელი თეთრი ფეხი
აძლიერებდა. ვიღაცისაგან ადრეც გამეგონა, ეს ძვლის ფეხი
მისთვის ზღვაზე გაეკეთებინათ კაშალოტის ყბის
მოგლუვებული ძვლისაგან. „მართალია, – დაგვიდასტურ
მოხუცმა ინდიელმა, – იაპონიის ნაპირებთან აქაბმა ფეხი
დაკარგა, მისმა ხომალდმა კი ყველა ანძა, მაგრამ ფეხიც
გაიკეთა და ანძებიც აღმართა ისე, რომ შინ არ მობრუნებულა.
ასეთი რამე-რუმეები მას მუდამ თავსაყრელად აქვს ხოლმე“.

მე გავოცდი, როცა დავინახე, რა უცნაურად იდგა იგი.

„პეკოდის“ ოკაჩხის ორივე მხარეს, ზედ ბიზან-ვანტების ძირში,


გემბანის იატაკზე ასე, დაახლოებით ნახევარი დუიმის სიღრმის
ორმოები იყო ამობურღული. ამ ორმოებში კაპიტანი თავის
ძვლის ფეხს დგამდა და ცალი ხელით ვანტებს ეჭიდებოდა. იგი
გამართული იდგა, მსრბოლავი ხომალდის ქიმთან გაშლილ
ზღვას თვალმოუშორებლად გასცქეროდა და ამ დაჟინებულ,
შეუპოვარ მზერაში უდრეკი ნებისყოფა და დაუძლეველი,
ჯიუტი მიზანსწრაფვა იხატებოდა. აქაბი არაფერს ამბობდა, არც
თანაშემწენი ეუბნებოდნენ რამეს; მაგრამ მათ ყოველ
მოძრაობაში, მათ ყოველ ნაბიჯში უსიამოვნოდ, თითქმის
ავადმყოფურად იგრძნობოდა პატრონის ყურადღებიანი მზერა.
ნაღვლიანი ფიქრებით დამძიმებული აქაბი ჯვარზე
გაკრულივით იდგა მათ წინაშე; განუზომელი სიმძიმილის
იდუმალი, ზვიადი და მეფური სიდიადით გარემოსილი.

კაპიტანმა აქაბმა მცირე ხანი დაყო ჰაერზე და ისევ კაიუტას


დაუბრუნდა. მაგრამ ამ დღიდან ეკიპაჟი მას ყოველ დილით
ხედავდა: იგი ხან თავის საყრდენ ორმოებზე იდგა, ხან

საგანგებოდ გაკეთებულ ძვლის სკამზე იჯდა და ხან კიდევ


მძიმედ დადიოდა გემბანზე. რაც უფრო ნაკლებად იყო
მოღუშული ცა, მით უფრო მცირე ხანს იყო განმარტოებული.
თითქოს ნაოსნობის დასაწყისში განდგომილ ცხოვრებას
მხოლოდ ჩრდილოეთის წყლებში გამეფებული უსიცოცხლო
ზამთრის სიცივე აიძულებდა. და აი, ახლა ნელ-ნელა
მივეჩვიეთ, რომ იგი შეიძლებოდა დღისითაც და ღამითაც
გვენახა გემბანზე. მაგრამ დიდი ხნის ნანატრი მზით
გაბრწყინებული, ჯერ კიდევ უმოქმედოდ მყოფი აქაბი ისევე
გამოუსადეგარი გვეჩვენებოდა, როგორც ხომალდის გემბანზე
აღმართული ზედმეტი ანძა. თუმცა „პეკოდი“ ჯერ მხოლოდ
მიემართებოდა სანადიროდ, ნამდვილი ნაოსნობა წინ იყო და
რაც აუცილებლად გვჭირდებოდა სანადიროდ, იმაზე
თანაშემწენი ზრუნავდნენ. ასე რომ, ჯერჯერობით ისეთი
არაფერი იყო გასაკეთებელი, რაც აქაბს ჩაითრევდა და მცირე
ხნით მაინც გაუფანტავდა შავ ღრუბელს, შუბლზე რომ
დასწოლოდა: ღრუბლები ხომ მუდამ უმაღლეს მწვერვალებს
აფარებენ ხოლმე თავს.

და მაინც, მცირე ხნის შემდგომ თბილმა, მზით


გაბრწყინებულმა ალერსიანმა დღეებმა აქაბს გული მოულბ
და მისი მჭმუნვარება ნელ-ნელა ჯადოსნურად გაფანტა.
როგორც ყველაზე უფრო გაშიშვლებული, ტანდაკორძებული
და მეხდაკრული ბებერი მუხა ამოიყრის ხოლმე ყლორტს და
გაზაფხულის მოსვლას სიხარულით შეეგებება, როცა აპრილი
და მაისი ლოყებდაწითლებული ქალიშვილებივით ცეკვითა და
სიმღერით ბრუნდებიან შინ და დადუმებულ და დაღვრემილ
ტყეს აფხიზლებენ, ისე აქაბიც ბოლოს და ბოლოს აიყოლია
სამხრეთის ნიავქარის მომხიბლავმა ქალწულურმა სიანცემ და
მის მზერაში უკვე ხშირად გამოკრთოდა ისეთი შუქი, რაც
ყველა სხვა ადამიანს ღიმილად გადაექცეოდა.

29. შემოდის აქაბი, შემდგომ – სტაბი

გავიდა კიდევ რამდენიმე დღე, „პეკოდმა“ ყინულები და


აისბერგები უკან მოიტოვა და ახლა ეკვატორული ნათელ
გაზაფხული დაგვიდგა, ოკეანეში ტროპიკების მარადიულ
აგვისტოს რომ უსწრებს წინ. ნაზი, გრილი, ნათელი, წკრიალა,
სურნელოვანი, გულუხვი და ბარაქიანი დღეები ვარდისფერი,

ცივი სპარსული შარბათით გალიცლიცებულ ბროლის თასებს


ჰგავდა. დიდებული ვარსკვლავიანი ღამე თითქოს ჰერცოგის
ზვიადი მეუღლე იყო, ალმასებით მოოჭვილი კაბით შემოსილი,
ვინც განმარტოებული ამაყად ატარებდა გულში თავის
შორეული დამპყრობელი ქმრის, ოქროსმუზარადიანი
მოკაშკაშე მზის ნათელ ხსოვნას! რა დამაძინებდა? ან რომელ
უნდა მემჯობინებინა – მომხიბლავი დღეები თუ
მომაჯადოებელი ღამეები! უჭკნობი სილამაზის ჯადოსნურ
ძალა მხოლოდ ბუნებას როდი ანიჭებდა მომხიბვლელობას; იგი
ადამიანის სულშიაც იჭრებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როც
წყნარი საღამო დგებოდა და მწუხრში ყინულივით
გამჭვირვალე მოგონებათა კრისტალები ციმციმებდა. ყველა ამ
იდუმალმა ძალამ უნებურად აქაბზეც იმოქმედა.

სიბერეს ძილი არ უყვარს. რაც უფრო ხანგრძლივია ადამიანის


სიცოცხლე, მით უფრო ნაკლებად მიმზიდველია მისთვის
ყოველივე, რაც სიკვდილს მოაგონებს. მხცოვანი კაპიტნები
სხვებზე უფრო ხშირად არიან ხოლმე სიბნელით მოცულ
გემბანზე. აქაბსაც ასე ემართებოდა, ახლა იგი თითქმის
დღისითაც და ღამითაც გემბანზე იყო, უფრო სწორი იქნებოდა,
თუ ვიტყოდით, მცირე ხნით ტოვებდა გემბანს, რომ კაიუტაში
ჩასულიყო, და არა პირიქით. „როცა ჩემსავით ბებერი კაპიტანი
ვიწრო ტრაპზე ეშვება, რომ თავის სასიკვდილო სარეცელზე
მოისვენოს, ასე ჰგონია, საკუთარ სამარეში ჩადისო“,
ეუბნებოდა იგი თავის თავს ხმადაბლა.

ყოველ ოცდაოთხ საათში ერთხელ, როცა ღამე მოდიოდა დ


გემბანზე ადამიანები ქვევით მყოფი ამხანაგების ძილის
სადარაჯოდ ვახტზე[159] დგებოდნენ; როცა მეზღვაურები
წინაერდოზე ბაგირის ბუხტებს ფიცარნაგზე ისე კი არ
ისროდნენ, როგორც დღისით, არამედ ფრთხილად
დაუშვებდნენ ხოლმე საჭირო ადგილზე, რომ მძინარენი არ
დაეღვიძებინათ; როცა ხომალდზე სიჩუმე ჩამოვარდებოდა,
მდუმარე მესაჭე კაპიტნის კაიუტისკენ იწყებდა ცქერას და
მოხუციც მალე გამოჩნდებოდა ხოლმე. იგი ტრაპის რკინის
მოაჯირს ეჭიდებოდა, რომ კიბეზე ასვლა არ გასჭირვებოდა.
რაღაც ადამიანურობა და მზრუნველობა მაინც ახასიათებდა,
რადგან ამ დროს შუაგემბანზე სიარულისაგან ჩვეულებრივ
თავს იკავებდა; მოსასვენებლად მიწოლილ თანაშემწეებს,
რომლებსაც კაპიტნის ძვლის ფეხის ქუსლს სულ რაღაც ექვს
დუიმი აშორებდა, მძიმე ნაბიჯების ხმა ისეთ მძაფრ,

გამაყრუებელ გრგვინვად ეჩვენებოდათ, რომ ვეშაპის კბილთა


ღრჭენაღა თუ დაესიზმრებოდათ. მაგრამ ერთხელ აქაბი
როგორღაც ისე ღრმად დაფიქრებული გამოვიდა გემბანზე, რომ
ყურადღება არაფრისთვის მიუქცევია და გროტ-ანძიდან
გაკაბორტამდე მძიმედ და ბრახაბრუხით დააბიჯებდა, როცა
მეორე თანაშემწე, ბებერი სტაბი, მასთან შუაგემბანზე ავიდა
და თითქოს ხუმრობით, გაუბედავად უთხრა: „თუ კაპიტან
აქაბს გემბანზე სიარული ეხალისება, ამას ვერავინ დაუშლის,
მაგრამ ხომ შეიძლება ხმაური როგორმე შევანელოთ;
მაგალითად, რაღაც ძენძი დავაგუნდაოთ და ძვლის ფეხს
დავუდოთ...“ ოი, სტაბ! თურმე რა ცუდად იცნობდი მაშინ შენს
კაპიტანს!

განა ზარბაზნის ყუმბარა ვარ, სტაბ, – მიუგო აქაბმა, – რომ


დასატენი ქეჩა გინდათ მომარგოთ? იცი, რას გეტყვი, ახლავე
ჩადი ქვევით, შენს ყოველდღიურ სამარეში, სადაც
შენისთანებს კუბოში სძინავთ, რომ ადრევე შეეჩვიონ. ქვევით
გასწი, ძაღლო! ბუნაგში წაეთრიე!

ასეთი მოულოდნელი შეძახილებითა და ბებერი კაპიტნის


უეცარი გაცოფებით თავგზააბნეულ სტაბს ჯერ თითქოს ენა
წაერთვა, მერე კი აღელვებულმა წარმოთქვა:
არა ვარ შეჩვეული, რომ ასე მელაპარაკებოდნენ, სერ; ასეთი
მოპყრობა, სერ, სრულებითაც არ მომწონს.

მომშორდი, – კბილები დააღრჭიალა აქაბმა და ნაბიჯი


გვერდზე გადადგა, თითქოს უნდოდა, საშინელ ცთუნებას
განრიდებოდა.

არა, სერ, მოიცათ, – დაიჟინა გათამამებულმა სტაბმა: – ვერ


მოვითმენ იმას, რომ ძაღლი მიძახონ, სერ!

მაშინ ათგზის ვირიც ყოფილხარ და ჯორიც, შე ბრიყვო!


თავიდან მომწყდი, თორემ ახლავე მოგივლი, დედამიწა რომ
აღარ დაამძიმო.

აქაბი ადგილს მოსწყდა და სტაბისკენ გამოიწია. მას ისეთი


მრისხანე გამოხედვა ჰქონდა, რომ სტაბმა მისდა უნებურად
უკან დაიხია.

უწინ ასეთი მოქცევისათვის ერთი ლაზათიანად მიმიკერებია,


ბუზღუნით ჩადიოდა სტაბი კიბეზე, – უცნაურია, არ ვიცი,

როგორ მოვიქცე, უკან დავბრუნდე და გავარტყა, თუ აი, აქ,


ახლავე მუხლებზე დავეცე და ვილოცო მისთვის. ჰო, ახლ
თავში სწორედ ასეთი აზრი მომივიდა. არა და, ჩემს
სიცოცხლეში პირველად ვილოცებ; უცნაურია, ძალზე უცნაური;
თვითონაც უცნაურია, დიახ, რაც გინდა თქვი და სტაბს ასეთ
უცნაურ კაპიტანთან ჯერ არ უმსახურია. როგორ მომვარდა!
თვალები თოფის ლულებს უგავდა! გიჟია? ყოველ
შემთხვევაში, ეტყობა, თავში ყველაფერი რიგზე ვერა აქვს,
როგორც გემბანი ვერ არის ხოლმე რიგზე, როცა ფიცრებ
ჭრიალებენ. დღე-ღამეში მხოლოდ სამი საათი წვება და მაშინაც
არ სძინავს. იმ ფუნჩულასახიანმა სტიუარდმა[160] აკი მიამბო,
დილდილაობით ბებრის საწოლი ძალიან არეულ-დარეულიაო,
ზეწარი ფეხებთან არის მიხვეტილი, საბანი ბაგირივითაა
დაგრეხილი და ბალიში კი ისე ცხელია, თითქოს ზედ
გახურებული აგური იდოო. ძალიან ცხარე მოხუცია. ეტყობა,
ისა სჭირს, აი, ნაპირზე რომ ახსენებენ ხოლმე. ფლუსივით
ყოფილა, მოიცა... რა ჰქვია?.. ნე-ვრალ-ნე-ლგი-ა. ამბობენ,
კბილის ტკივილზე უარესიაო. დიახ, კარგად არც ვიცი, რა არის,
მაგრამ ღმერთმა დამიფაროს მისგან. მაინც რა უცნაურია, ან
რატომ ჩადის ყოველღამ ტრიუმის კიჩოს ხაროში, – როგორც
სტიუარდმა მითხრა, – ახ, ნეტავი მაცოდინა? ან ტრიუმში
პაემანს ვინ უნიშნავს? განა უცნაური არ არის? რას გაიგებ.
ყოველთვის ასეა. წავალ, ცოტას წავთვლემ. ეშმაკმა წაიღოს,
ძილი რომ შეგიძლია კაცს, მხოლოდ იმისთვის ღირდა
ამქვეყნად მოსვლა. ჩვილი დაიბადება თუ არა, მაშინვე
იძინებს. განა ესეც უცნაური არ არის? ეშმაკმა დალახვროს, თუ
დაუკვირდი, ამქვეყნად ყველაფერი უცნაურია. თუმცა ეს ჩემს
შეხედულებებს ეწინააღმდეგება. „არ იფიქრო“, – ჩემი
მეთერთმეტე მცნებაა; მეთორმეტეა: „დაიძინე, თუ გეძინება“.
ასე რომ, წავიდეთ, ცოტა წავუძინოთ. თუმცა, მოიცა, მგონი,
ძაღლი დამიძახა, არა? ღმერთმა შეაჩვენოს! თან ვირი, ჯორი და
ბრიყვიც დაამატა! საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო, წიხლსაც
მითავაზებდა. მისმა შემოხედვამ ისე დამაბნია, იქნებ მითავაზ
კიდეც და არ მახსოვს. დრო-ჟამისაგან გათეთრებული
ძვალივით გაფითრდა. მაინც რა ჯანდაბა მემართება? ფეხები
მიკანკალებს. თითქოს ბებერთან წაკიდებამ გულ-მუცელი
ამირია. ღმერთს ვფიცავ, ასე მგონია, დამესიზმრა-მეთქი.
მაგრამ რანაირად? ეს ყველაფერი როგორმე თავიდან უნდ
ამოვიგდო და მალე მივაღწიო საწოლამდე. ხვალ კი დღის
სინათლეზე შემხედოთ ამ წყეულ ჯადოქრობას, იქნებ რაიმე

მოვიფიქროთ. დილის შარი სჯობია საღამოს ხეირსაო.

30. ჩიბუხი

სტაბის წასვლის შემდეგ აქაბი ერთხანს გემის მოაჯირზე იყო


გადახრილი; მერე, როგორც ჩვეულებად ჰქონდა, მეზღვაური
მიიხმო და ძვლის სკამისა და ჩიბუხის მოსატანად კაიუტაში
გაგზავნა. ჩიბუხი ნაკტოუზის ფარანზე გააჩაღა. გემბანზე ქარი
საითაც უბერავდა, სკამი იქ დადგა, დაჯდა და გააბოლა.

უძველესი ვიკინგების ჟამს დანიის ზღვისმოყვარულ მეფეთა


სამეფო ტახტს, როგორც თქმულება გადმოგვცემს, ნარვალის
ეშვებისაგან აკეთებდნენ. განა შეიძლებოდა ახლა ძვლის
სამფეხზე მჯდომი აქაბისათვის შეგეხედათ და არ
დაფიქრებულიყავით იმ მეფურ სიდიადეზე, რასაც მისი
გარეგნობა გამოხატავდა? აქაბი ხომ ზღვათა ხონთქარი,
გემბანის ღმერთი და ლევიათანთა უზენაესი მბრძანებელი იყო.

მცირე ხანს უსიტყვოდ აბოლებდა, კვამლს პირიდან სწრაფად


და ბოლქვა-ბოლქვად უშვებდა, მაგრამ ქარი კვამლს ისევ
სახეზე აფენდა. „რა ხდება? – შეეკითხა ბოლოს თავის თავს და
პირიდან ჩიბუხი გამოიღო. – ჩიბუხი აღარ მამშვიდებს. ო, ჩემო
ჩიბუხო! ეტყობა, ძალიან გამიჭირდა, რომ შენი ჯადოც გაქრა.
ჯაფა და გაჭირვება მელის და არა გართობა. მე კი, უგუნური,
სულ ჩიბუხს ვაბოლებ და თან ბოლს ქარის საწინააღმდეგოდ
ვუშვებ. ისე გამწარებული ვაბოლებ ქარის საწინააღმდეგოდ,
როგორც სასიკვდილოდ დაჭრილი ვეშაპი აღმართავს ხოლმე
ცისკენ თავის ყველაზე მრისხანე და მძლავრ შადრევანს. რად
მინდა ჩიბუხი! მან უშფოთველ სიმშვიდეში თავისი კვამლის
თეთრი ბოლქვები აბრეშუმის თეთრ კულულებს უნდა
გადააწნას და არა ჭაღარა, გაბურძგნილ თმას, მე რომ მაქვს.
მეტს აღარ მოვწევ...“

და ანთებული ჩიბუხი ზღვაში ისროლა. ცეცხლმა დაიშიშინა;


წამიც და, ხომალდმა ის ზვირთიც გაჰკვეთა, სადაც ჩაძირულმა
ჩიბუხმა ბუშტები დატოვა. გემბანზე კი ქუდჩამოფხატულ
აქაბი ისევ განაგრძობდა ტორტმანით სიარულს.

31. დედოფალი მაბი

[161]

მეორე დილით სტაბმა ფლასკს უამბო: – ასეთი უცნაური


სიზმარი ჯერ არ მინახავს, წყალმკვეთო, გესმის? დამესიზმრა,
თითქოს ჩვენმა ბებერმა ძვლის ფეხით წიხლი მითავაზა; ხოლო
როცა ხურდის დაბრუნება დავუპირე, სასუფეველს გეფიცები,
ყმაწვილო, ფეხი გამიშეშდა. მერე უეცრად დავინახე, აქაბ
პირამიდასავით იდგა, მე კი ლენჩივით ვუტრიალებდი და
ვცდილობდი, წიხლი ჩამერტყა, მაგრამ ყველაზე უფრ
უცნაური, ფლასკ, – შენ ხომ იცი, რა უცნაური რამ
დაგვესიზმრება ხოლმე ზოგჯერ, – ყველაზე უფრო უცნაური ის
იყო, რომ თუმცა ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მაინც სულ იმას
ვფიქრობდი, აქაბის წიხლი მაინცდამაინც შეურაცხმყოფელი არ
არის-მეთქი. „რა მოხდა, – ვეუბნები ჩემს თავს, – რა გაყვირებს?
ნამდვილი ფეხი ხომ არ არის“. გააჩნია, რითი გითავაზებენ:
ნამდვილი ფეხით ან ხელით თუ რაღაც უსულო საგნით. ხომ
იცი, ფლასკ, სილის გაწვნა ათასჯერ უფრო შეურაცხმყოფელია,
ვიდრე ჯოხის დარტყმა; ხელის შეხება კაცს ცეცხლს უკიდებს,
ყმაწვილო. ძალიან არეულ-დარეული სიზმარი ვნახე. იმ ოხერ
პირამიდაზე ისე ვურტყამდი ფეხებს, რომ თითები დამემტვრა
და თან ვფიქრობდი: „მისი ფეხი იგივე ჯოხია, ძვლის
ხელჯოხივითაა. ღმერთმანი, ის ხელჯოხი ხუმრობით
მომითათუნა, ჩემი დამცირება სულაც არ უფიქრია. თან ერთ
კარგად დააკვირდი, ვეუბნები ჩემს თავს, სადაც ტერფი უნდა
ჰქონდეს, ძვლის წვეტი აქვს; რომელიმე ფერმერს თავისი მძიმე
შიშველი ტერფით რომ პანღური ამოეკრა, მართლაც მეტისმეტი
შეურაცხყოფა იქნებოდა, მაგრამ აბა, ძვლის წვეტმა რა
შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს კაცს“. და ყველაზე უფრ
სასაცილო ამბავი სწორედ აქ დამემართა, ფლასკ. ჯერ ისევ
პირამიდას ვურტყამდი ფეხს, რომ ვიღაც წყლის კაცივით
თმაგაწეწილმა ბერიკაცმა მხრებში ხელი ჩამავლო,
შემომაბრუნა და მითხრა: „რას აკეთებ, ჰა?“ ცოტა არ იყოს,
შევშინდი. უნდა გენახა, რა სიფათი ჰქონდა! არაფერი
შევიმჩნიე და ვუპასუხე: „რას ვაკეთებ, ნეტავი ერთი მაცოდინა,
რა გესაქმება, ძვირფასო მისტერ კუზიანო? შენც პანღური ხომ
არ მოგინდა?“ ღმერთს გეფიცები, ფლასკ, ამის თქმა ვერ
მოვასწარი, რომ იგი შემობრუნდა, დაიხარა, წყალმცენარის
სამოსი ჩაიწია და როგორ გონია, რა დავინახე? წარმოიდგინე,
მეგობარო, თუ ტყუილს ვამბობდე, მიწა გამისკდეს, მთელ

უკანალზე წვეტიანი ხიმინჯები ჰქონდა გამოშვერილი.


დავფიქრდი და ვუთხარი: „პანღურს აღარ ამოგკრავ-მეთქი,
მეგობარო“, – „ჭკუის კოლოფი ხარ, სტაბ, ჭკუის კოლოფიო“.
მითხრა მან და ბებერი კუდიანივით სულ ამ სიტყვებს
ჩიფჩიფებდა. ვერა და ვერ გაჩერდა: „ჭკუის კოლოფი ხარ, სტაბ,
ჭკუის კოლოფი ხარო“, მაშინ კი ვიფიქრე, ახლა შეიძლება, ისევ
პირამიდას მივუბრუნდე-მეთქი. მაგრამ როგორც კი ფეხი ავწიე,
დამიღრიალა: „ახლავე შეჩერდიო“. „ეი, მეგობარო, რა გინდა-
მეთქი“, ვუთხარი. „ყური მიგდე, მოდი, ეს საქმე ავწონ-
დავწონოთ. კაპიტანმა აქაბმა პანღური ამოგკრა?“ „დიახ,
სწორედ აქ ამომკრა-მეთქი“. „კარგი, – განაგრძო მან, – მაგრამ
რითი, ძვლის ფეხითაო?“ – „დიახ-მეთქი“, – მივუგე. „მაშ, ჭკუის
კოლოფო სტაბ, რამ შეგაწუხა? მან კარგი გულით გითავაზა
პანღური. რაღაც ფიჭვის ფეხი ხომ არ ამოურტყამს, არა? შენ
პანღური დიადმა ადამიანმა ამოგკრა, სტაბ, და ამასთან ვეშაპის
კეთილშობილი, მშვენიერი ძვლით. შენთვის ეს ხომ დიდი
პატივია. უნდა შეიფერო. ყური მიგდე, ჭკუის კოლოფო სტაბ.
ძველ ინგლისში დიდებული ლორდები უღრმეს პატივისცემად
თვლიან, თუ დედოფალი მათ ხელს შემოჰკრავს და
წვივსაკრავის ორდენის[162] რაინდად ჩარიცხავს. შენ კი, სტაბ,
შეგიძლია იამაყო, რომ ბებერმა აქაბმა შემოგკრა და ჭკვიან
ადამიანად გაქცია. დაიმახსოვრე, რასაც გეუბნები: დაე,
დაგაჯილდოოს პანღურით. მისი პანღური პატივად ჩათვალე
და ხელს ნურასოდეს შეუბრუნებ, რადგან ამისი ძალა არ
შეგწევს, ჭკუის კოლოფო სტაბ, ხედავ ამ პირამიდას?“ – მითხრა
მან და ჰაერში შეუმჩნევლად გაუჩინარდა. ამოვიხვნეშე,
გვერდი ვიცვალე და გამომეღვიძა. აბა, რას ფიქრობ ამ
სიზმარზე, ფლასკ?

არ ვიცი. ჩემი აზრით, სულელური სიზმარია.


იქნებ მართლაც სულელურია. მე კი ჭკვიან კაცად მაქცია.
ხედავ, აი, იქ აქაბი დგას და სადღაც გვერდზე, კიჩოს მიღმა
იცქირება. იმაზე კარგს ვერაფერს ვიზამთ, თუ ბებერს თავს
დავანებებთ და რაც უნდა გვითხრას, არ შევეკამათებით. მოიცა,
რა აყვირებს, ყური უგდე!

ეი, მანდ, ანძებზე მყოფნო! კარგად გაიხედ-გამოიხედეთ! ამ


წყლებში ვეშაპები უნდა იყვნენ! თუ თეთრი ვეშაპი დაინახოთ,
რაც ძალა და ღონე გქონდეთ, იყვირეთ!

აბა, ამაზე რაღას იტყვი, ფლასკ? განა გაუგებარი არ არის?

თეთრი ვეშაპიო – გაიგონე? გეუბნები, ჰაერში რაღაც ცუდი


სუნი ტრიალებს. მზად უნდა ვიყოთ, ფლასკ. აქაბი რაღაც
ხიფათს გადაგვყრის. თუმცა აღარაფერს ვიტყვი. აქეთ მოდის.

32. ცეტოლოგია

ჩვენ უკვე თამამად მივარღვევთ აქაფებულ ტალღებს. გაივლის


მცირე ხანიც და თვალუწვდენელი ოკეანის სივრცეში
დავიკარგებით. მაგრამ სანამ ეს მოხდებოდეს, სანამ
წყალმცენარეებით დაფარული „პეკოდის“ კორპუსი
ლევიათანის ნიჟარებით დახუნძლული სხეულის სიახლოვეს
დაირწეოდეს, თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღება უნდა
მიექცეს ერთ საკითხს, რომლის გარკვევაც აუცილებელია იმ
კერძო აღმოჩენათა, დაპირისპირებათა და მოსაზრებათა ღრმ
და ყოველმხრივი შესწავლისათვის, რაც ჯერ კიდევ მოგველის.

მხედველობაში მაქვს ვეშაპისნაირთა ყველა სახეობის


დაწვრილებითი სისტემატიზაცია, რის მოყვანაც აქ ძალიან
მსურდა. მაგრამ ეს ადვილი ამოცანა არ არის და ისეთივე ძნელი
გასაკეთებელია, როგორიც მსოფლიო ქაოსის კლასიფიკაციის
შედგენა. აი, რას ამბობენ ამაზე ჩვენი დროის უდიდესი
ავტორიტეტები:

„ზოოლოგიაში ცეტოლოგიად წოდებულ დარგზე უფრ


დახლართული არც ერთი დარგი არ არის,“ – წერს კაპიტანი
სკორსბი, 1820 წ. ჩვ. წ.

„განზრახული არა მაქვს, – რომც გამაჩნდეს ამის უნარი


ვეშაპისნაირთა კლასებად და ოჯახებად დაყოფის ჭეშმარიტ
საშუალებათა გამოკვლევა. სპეციალისტები ამ საკითხზე
სხვადასხვა მოსაზრებას გამოთქვამენ“, – ამტკიცებს ხომალდის
ექიმი ბიილი, 1839 წ. ჩვ. წ.

„დიდ სიღრმეზე გამოკვლევათა ჩატარების მოუხერხებლობა“.

„შეუღწეველი საფარველი, რომელიც ხელს გვიშლის


ვეშაპისნაირთა შესწავლის საქმეში“, „ეკლებით მოფენილი
ველი“. „არასრული მონაცემები მხოლოდ ტანჯავენ
ნატურალისტის სულს“. ასეთ მოსაზრებას გამოთქვამენ
ვეშაპზე დიდი კიუვიე, ჯონ ჰანსტერი და ლესონი,
ზოოლოგიისა და ანატომიის ეს სახელმოხვეჭილი მეცნიერები.

და თუმცა ჭეშმარიტი ცოდნის სიმცირეა, ამ საკითხზე მაინც


უამრავი წიგნი არსებობს. როგორც ყოველ დარგში,
ცეტოლოგიაშიც, ანუ ვეშაპმცოდნეობაშიც მრავალი
სახელმოხვეჭილი და სახელმოუხვეჭელი, უწინდელი და
თანამედროვე ადამიანი, მეზღვაური და არამეზღვაური
მუშაობდა, რომლებიც დაწვრილებით თუ გაკვრით წერდნენ
ვეშაპებზე. თვალი გადაავლეთ მხოლოდ ზოგიერთებს:

ბიბლიის ავტორები, არისტოტელე, პლინიუსი, ალდროვანდი,


სერ თომას ბრაუნი, ჯესნერი, რეი, ლინეი, რონდელეციუსი,
უილოუბი, გრინი, არტედი, სიბალდი, ბრისონი, მარტენი,
ლასეპედი, ბონეტერი, დემარე[163], ბარონი კიუვიე, ფრედერიკ
კიუვიე, ჯონ ჰანტელი, ოუენი, სკორსბი, ბიილი, ბენეტი, ჯ. როს
ბრაუნი, „მირიამ კოფინის“ ავტორი, ოლმსტედი და უწმინდესი
თ. ჩივერი. მაგრამ სადამდე მივყავართ მათი შრომების
განზოგადებულ შედეგებს, ეს ზემოთ მოყვანილი
ნაწყვეტებიდანაც კარგად დავინახეთ.

აქ ჩამოთვლილ ავტორთაგან ვეშაპი საკუთარი თვალით


მხოლოდ იმათ უნახავთ, ვინც ოუენის შემდეგ იხსენიება და
მათგან მხოლოდ ერთი იყო ნამდვილი ვეშაპმონადირე და
მებარჯე-პროფესიონალი. მხედველობაში მყავს კაპიტანი
სკორსბი. გრენლანდიურ ან ნამდვილ ვეშაპთან დაკავშირებულ
კერძო საკითხებში იგი ყველაზე უფრო დიდ ავტორიტეტს
წარმოადგენს. მაგრამ სკორსბიმ არაფერი იცოდა და არაფერი
დაუწერია განთქმულ სპერმაცეტულ ვეშაპზე, რომლის
გვერდითაც გრენლანდიური ვეშაპი უბრალოდ ხსენების
ღირსიც არ არის. აქვე უნდა ითქვას, რომ გრენლანდიური
ვეშაპი ზღვის სამეფო ტახტის უზურპატორია. იგი ყველაზე
დიდი ვეშაპი არ არის, მაგრამ პირველობის მიკუთვნების
უძველესი ჩვეულებისა და აგრეთვე იმ სრული ადამიანური
უმეცრების გამო, რითაც სულ რაღაც სამოცდაათი წლის წინ
მოცული იყო მითური ან მაშინ სრულიად უცნობი
სპერმაცეტული ვეშაპი-კაშალოტი, ეს უზურპაცია ყოველმხრივ
სრული იყო. საკმარისია გადავათვალიეროთ წარსული დროის
სახელოვანი პოეტების ის ადგილები, სადაც ლევიათანია
მოხსენიებული და ცხადი გახდება, რომ მათთვის ოკეანეში
ბატონობდა მხოლოდ გრენლანდიური ვეშაპი, რომელსაც
მეტოქე არა ჰყავდა. ამგვარი მოსაზრება დღესაც ჯერ კიდევ
მთელ ქვეყანაზეა გამეფებული – მხოლოდ რომელიმე
სწავლულის სენაკისა და ზოგიერთი სამრეწველო პორტის

გამოკლებით, – მაგრამ, აი, დადგა ჟამი, როცა ახალი ამბავი


უნდა გამოცხადდეს. ჩვენ ჩერინგ-კროსზე[164] ვართ: ისმინეთ,
ისმინეთ, კეთილო ადამიანებო, გრენლანდიური ვეშაპი
დამხობილია, ამიერიდან კაშალოტი ბატონობს!

არსებობს მხოლოდ ორი წიგნი, სადაც ცოცხალი კაშალოტის


წარმოსახვა მიახლოებით, მაგრამ მაინც უცდიათ. ამ წიგნების
ავტორები არიან ბიილი და ბენეტი, რომლებიც თავის დროზე
სამხრეთის ზღვებში ინგლისის ვეშაპსანადირო ხომალდებზე
ექიმებად მსახურობდნენ. ორივენი პატიოსანი და
კეთილსინდისიერი ადამიანები იყვნენ. სრულიად ბუნებრივია,
რომ მათი შრომები სპერმაცეტულ ვეშაპზე მცირეოდენ
ორიგინალურ მონაცემებს შეიცავს, მაგრამ ის მცირეოდენი
მასალაც კი შესანიშნავია, თუმცა ძირითადად ყურადღება
მხოლოდ მეცნიერულ აღწერილობას ეთმობა; და მაინც,
დღესდღეობით კაშალოტი არც სამეცნიერო და არც მხატვრულ
ლიტერატურაში ყოველმხრივი შესწავლის საგნად არ ქცეულა.
მისი ბიოგრაფია ჯერ კიდევ სხვა ვეშაპების ბიოგრაფიაზე
უფრო ნაკლებად არის შესწავლილი.

ვეშაპთა სახესხვაობანი აუცილებლად უნდა დავუმორჩილოთ


ხელმისაწვდომ, თვალსაჩინო კლასიფიკაციას, პირველ ხანებში
შავად დაწერილ სქემას მაინც, რომელიც შემდგომში ნაწილ-
ნაწილ უნდა შეივსოს სხვა შრომებით და რაკი სხვა უფრ
ღირსეული ადამიანები ამ საქმეს ხელს არ ჰკიდებენ,
მკითხველს ჩემს უბადრუკ სამსახურს ვთავაზობ.
დასრულებულს არაფერს გპირდებით, რადგან ადამიანის
ყოველი ნამოქმედარი დასაღუპავად სწორედ იმიტომ არის
განწირული, რომ დასრულებულად არის გამოცხადებული. არც
სხვადასხვა სახეობათა დეტალურ ანატომიურ დაპირისპირებას
და არც – ყოველ შემთხვევაში, აქ მაინც – დაწვრილებით
აღწერას არ ვაპირებ. ჩემი მიზანია – ვეშაპისნაირთა
სისტემატიკის პროექტი მოვხაზო. მე არქიტექტორი ვარ და არა
მშენებელი.

მაგრამ ეს გრანდიოზული ამოცანაა; საფოსტო კანტორის


წერილების უბრალო დამხარისხებელი ამ საქმეს თავს ვერ
გაართმევს. განა საშინელება არ არის, ბრმად ჩაჰყვე მათ ზღვის
ფსკერზე და დაუდგენელ საფუძვლებში, თვით დედამიწის
მხარისა და მენჯის სარტყელში აფათურო ხელი? ან მე ვინა ვარ,
რომ გავბედო და ლევიათანი ანკესზე წამოვაგო? იობის

შემზარავი თავხედობა მაინც უნდა მაშინებდეს. „ხოლო ქმნას


(ლევიათანმა) თუ აღთქმა შენთანა... და მერმეღა რაღა არა
იყოს“. მაგრამ მე შორეულ ნაოსნობებში მრავალი ბიბლიოთეკ
და ოკეანე შემომივლია; ვეშაპებთანაც თავად მქონია საქმე. არ
ვხუმრობ, მზად ვარ, ბედი ვცადო. ოღონდ წინასწარ ზოგიერთი
საკითხის გადაჭრაა აუცილებელი.

უწინარეს ყოვლისა, ცეტოლოგიის, როგორც მეცნიერების,


გაურკვევლობასა და დაუმუშავებლობას თავიდანვე ის
ადასტურებს, რომ ზოგიერთისთვის დღესაც კი საკამათოა,
არის თუ არა ვეშაპი თევზი. თავის „ბუნების სისტემატიკაში“
(1776 წ. ჩვ. წ.) ლინეი აცხადებს: „მე ვეშაპებს თევზებისაგან
გამოვყოფ“. თუმცა საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ 1850
წლამდე ზვიგენები, გვიზანები, სარდინები და ქაშაყები,
ლინეის პირდაპირი მითითების მიუხედავად, ოკეანეებში
დღესაც ლევიათანთან ერთად ცხოვრობენ.

წყლიდან ვეშაპის განდევნის ცდა რომ დაასაბუთოს, ლინეი


განაგრძობს: „ორპარკუჭოვანი თბილი გულისა, ფილტვებისა,
თვალის მოძრავი ქუთუთოსა, ყურის ღრმა ნიჟარისა, penem
intrantem femiman mammis lactantem-ის[165] გამო და ბოლოს ex lege
naturae jure meritoque[166]. მე ყოველივე ეს განსახილველად
მოვახსენე ჩემს ამხანაგებს, ნანტაკეტელ საიმონ მეისის და
ჩარლი კოფინს, რომლებმაც ერთხმად განაცხადეს,
წარმოდგენილი მოსაზრებანი დამაჯერებელი ნამდვილად არ
არისო. ხოლო ბიწიერმა ჩარლიმ მაგრძნობინა, სისულელეაო.

მსურს იცოდეთ, რომ ყოველგვარ განხილვაზე უარს ვამბობ და


ვუერთდები ძველ ბერძენთა აზრს, რომლის მიხედვითაც,
ვეშაპი თევზია და მოვუხმობ წმიდა იონას – ჩემი სიმართლე
დაადასტუროს.

ამ ძირითადი საკითხის გადაწყვეტის შემდგომ, ჩვენ უნდა


გამოვარკვიოთ, რა შინაგანი თავისებურებანი ახასიათებს
ვეშაპს სხვა თევზებისაგან განსხვავებით. ზემოთ უკვე
მოვიყვანე ლინეის ძირითადი მოსაზრებანი, რაც მოკლედ
შემდგომში მდგომარეობს: ვეშაპს ფილტვები და თბილ
სისხლი აქვს, მაშინ როდესაც სხვა თევზებს ფილტვები არა
აქვთ და ცივსისხლიანები არიან.

შემდეგ. რა განსაზღვრება შეიძლება მივუყენოთ ვეშაპს მისი


გარეგნული აგებულების აშკარა ნიშნებისდა მიხედვით, ისე

რომ, ერთხელ და სამუდამოდ შევურჩიოთ ნათელი ეტიკეტი?


თუ არ დავწვრილმანდებით, ვეშაპი თევზია, რომელიც
შადრევანს აფრქვევს და კუდის ჰორიზონტალური ფრთა აქვს.
ესეც თქვენი დეფინიცია. მართალია, მოკლედ არის ნათქვამი,
მაგრამ ხანგრძლივი ფიქრის ნაყოფია. ვეშაპის მსგავსად
ლომვეშაპიც აფრქვევს შადრევანს, მაგრამ ლომვეშაპი თევზი
არ არის, იგი წყალხმელეთა ცხოველია. პირველ პუნქტთან
ერთად განსაკუთრებით დამაჯერებელია განსაზღვრების
უკანასკნელი პუნქტი. ყველასათვის ცნობილია, რომ ყველა
თევზს, რომლებთანაც ხმელეთის მკვიდრთ გვაქვს საქმე,
ბრტყელი კი არა, ვერტიკალური კუდი აქვს. ამავე დროს, იმ
თევზებს, რომლებიც შადრევანს აფრქვევენ, კუდი,
თავისებური მოყვანილობისაც რომ არ ჰქონდეთ, მუდამ
ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აქვთ.

ვეშაპის ზემოთ მოყვანილი განსაზღვრა სულაც არ გამორიცხავს


ლევიათანის ძმობიდან ზღვის იმ არსებათ, ნანტაკეტის
ყველაზე უფრო გავლენიანი მცხოვრებნი დღევანდლამდე
ვეშაპთა ჯგუფს რომ აკუთვნებდნენ; მეორე მხრივ, ხსენებულ
განსაზღვრას იმ ჯგუფში არ შეჰყავს ის თევზები, რომელთაც
საქმის მცოდნენი განიხილავენ, როგორც რაღაც
განცალკევებულს[167]; ამავე დროს წვრილი თევზები,
შადრევანს რომ აფრქვევენ და ჰორიზონტალური კუდები აქვთ,
ცეტოლოგიის გენერალურ გეგმაში უნდა შევიყვანოთ.

ამრიგად: ვეშაპთა მთელი ლაშქრის ძირითადი ქვედანაყოფები.

წინასწარი შენიშვნა. ზომისდა მიხედვით ვეშაპებს


თავდაპირველად ვყოფთ თავებად დანაწილებულ სამ წიგნად,
რაც ყველა, – როგორც მცირე, ისე დიდი ზომის – ვეშაპის
განხილვის საშუალებას იძლევა:

I. ვეშაპები IN FOLIO; II. ვეშაპები IN OCTAVO; III. ვეშაპები IN


DUODECIMO.

INFOLIO-ს ვეშაპების წარმომადგენლად დავასახელებ


სპერმაცეტულ ვეშაპს; IN OCTAVO-ს წარმომადგენლად – ვეშაპ-
მკვლელს, ხოლო IN DUODECIMO-ს წარმომადგენლად – მურა
დელფინს.

IN FOLIO-ში შედის შემდეგი თავები: I. სპერმაცეტული ვეშაპი;


II. ნამდვილი ვეშაპი; III. ფინვალი; IV. კუზიანი ვეშაპი; V.
მჭრელზურგა ვეშაპი; VI. ყვითელმუცლიანი ვეშაპი.

წიგნი I ( in Folio). თავი I (სპერმაცეტული ვეშაპი). ამ ვეშაპს,


რომელსაც ინგლისელები კარგა ხანია ბუნდოვნად იცნობენ
ტრამპას, ფიზეტერის და გრდემლ-ვეშაპის სახელწოდებით,
ფრანგები კაშალოტს უწოდებენ, ხოლო გერმანელები Pottfisch-
ს, „გრძელი სიტყვების ლექსიკონში“ მოხსენიებულია

„მაკროცეფალად“. იგი დედამიწის მკვიდრთა შორის ყველაზე


უზარმაზარი, ვეშაპთა შორის ყველაზე მძვინვარე,
გარეგნულად ყველაზე დიდებული და ბოლოს, კომერციული
თვალსაზრისით, ყველაზე ძვირფასი ცხოველია, რადგან
მხოლოდ მისგან იღებენ უძვირფასეს ნივთიერებას
სპერმაცეტს. ამ ვეშაპის საოცარ თვისებებზე ქვემოთაც არა
ერთხელ მექნება საუბარი. ახლა კი ძირითადად მისი სახელ
მაინტერესებს. ფილოლოგიური თვალსაზრისით იგი უაზრობაა.
რამდენიმე საუკუნის წინ, როცა სპერმაცეტული ვეშაპი, მთელი
თავისი ჭეშმარიტი ინდივიდუალობით, უცნობი იყო
ადამიანისათვის, ხოლო მისი ცხიმი მხოლოდ შემთხვევით თუ
ჩაუვარდებოდათ ხოლმე ხელში, – როცა მკვდარ ვეშაპს
ნაპირზე გამორიყავდა, – ადამიანები ფიქრობდნენ, სპერმაცეტი
იმ ცხოველს ეკუთვნოდა, რომელიც ინგლისში გრენლანდიური,
ანუ ნამდვილი ვეშაპის სახელით იყო ცნობილი. ფიქრობდნენ
აგრეთვე, რომ სწორედ ეს სპერმაცეტი, როგორც ამ სიტყვის
პირველი მარცვლიდან ჩანს, იყო ის ნივთიერება, რომელიც
დროდადრო გრენლანდიურ ვეშაპს აღაგზნებდა და აცოფებდა.
ამასთან, იმხანად სპერმაცეტი დიდი იშვიათობა იყო და
განათებისათვის კი არ ხმარობდნენ, არამედ ტანის დასაზელად
და წამლების მოსამზადებლად: მხოლოდ აფთიაქში თუ
იშოვიდით ისე, როგორც ახლა ერთ უნცია რევანდს
ვყიდულობთ ხოლმე. მაგრამ, როცა დროთა განმავლობაში,
როგორც მე ვფიქრობ, ცნობილი გახდა სპერმაცეტის ნამდვილი
ბუნება, ვაჭრებმა თავდაპირველი სახელი ალბათ იმიტომ არ
დაუკარგეს, რომ ამ სახელთან დაკავშირებული იშვიათობის
ცნების საშუალებით თავიანთ საქონელზე მაღალი ფასი
შეენარჩუნებინათ. მერე კი ეს სახელწოდება, ეტყობა, თვი
სპერმაცეტის წყაროზე – ვეშაპზედაც გადავიდა.

წიგნი I (In Folio) თავი II (ნამდვილი ვეშაპი). გარკვეულ


შემთხვევაში ეს ვეშაპი ლევიათანთა შორის ყველაზე
დამსახურებულია, რადგან პირველი ნადირობა ადამიანებმა
სწორედ ამ ვეშაპზე დაიწყეს. ადამიანები იყენებენ მისი
სხეულის იმ ნაწილს, რომელსაც „ვეშაპის ულვაშს“ ეძახიან, და

განსაკუთრებულ ცხიმს, „ვეშაპის ქონად“ წოდებულს


კომერციული თვალსაზრისით მეორეხარისხოვანი
მნიშვნელობის საქონელს. ვეშაპმრეწველები მას ქვემოთ
ჩამოთვლილი სახელებისგან განურჩევლად, რომელსაც
გნებავთ, იმას ეძახიან: ვეშაპს, გრენლანდიურ ვეშაპს, შავ
ვეშაპს, დიდ ვეშაპს, ნამდვილ ვეშაპს. ასე უხვად მონათლული
სახეობის ნამდვილი საზღვრები მთლიანად არ არის
გარკვეული. მაინც, რომელი ვეშაპი შემყავს ჩემი in Folio-ის
მეორე განყოფილებაში? მხედველობაში მყავს ვეშაპი,
რომელსაც ინგლისელი ნატურალისტები დიდ Mysticetus-ს
უწოდებენ, ინგლისელი ვეშაპმონადირენი – გრენლანდიურ
ვეშაპს, ფრანგი ვეშაპმონადირენი – Baleine Ordinaire-ს, ხოლ
შვედები – Growlands Walfisk-ს. ეს ის ვეშაპია, რომელზეც
ჰოლანდიელები და ინგლისელები აგერ უკვე ორი ასეული
წელია ნადირობენ არქტიკის წყლებში; რომელსაც ამერიკელი
ვეშაპმონადირენი კარგა ხანია დასდევენ ინდოეთის ოკეანეში,
ბრაზილიის მეჩეჩებზე, ჩრდილო-დასავლეთის სანაპიროზე და
დედამიწის სხვადასხვა ადგილებში, რასაც ისინი „ვეშაპის
მინდვრებს“ ეძახიან.
ზოგიერთები ამტკიცებენ, ინგლისელების გრენლანდიურ
ვეშაპსა და ამერიკელების ნამდვილ ვეშაპს შორის რაღაც
განსხვავება არსებობსო, მაგრამ ძირითადი ნიშნებით ისინი
მთლიანად შეესაბამებიან ერთმანეთს; და ჯერ არავის
მოუყვანია ერთი გარკვეული ფაქტიც კი ამ მოჩვენებითი
განსხვავების დასასაბუთებლად. უკიდურესად
არადამაჯერებელ განსხვავებებზე დაფუძნებულმა ამგვარმა
გამოყოფამ და ქვეგამოყოფამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ბუნების
ისტორიის ზოგიერთი ნაწილი სრულ აბდაუბდას
წარმოადგენს. შემდგომში ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით
ნამდვილ ვეშაპს და თან იმ მონაცემებსაც დავიმოწმებთ,
რომლებიც კაშალოტის ბუნებასაც შუქს ჰფენენ.

წიგნი I (In Folio) თავი III (ფინვალი ანუ ვეშაპი ფარფლით


ზურგზე). ამ განყოფილებაში მე განვიხილავ გოლიათს,
რომელიც სხვადასხვა სახელით – ფინვალი, გრძელი ჯონი და
სხვა – ყველა ზღვაში გვხვდება და სწორედ ის ვეშაპი, რომლის
შადრევანსაც ასე ხშირად უთვალთვალებენ ხოლმე შორიდან
ტრანსატლანტური რეისის მგზავრები. ფინვალი თითქმის
ნამდვილი ვეშაპის სიგრძისაა და „ვეშაპის ულვაშითაც“
ნამდვილ ვეშაპს წააგავს, მაგრამ მასავით ზორბა არ არის, მისი

შეფერილობაც უფრო ბაცია და ზეთისხილის ფერს


უახლოვდება. გიგანტური ბაგეები თითქოს უზარმაზარი ირიბი
ნაოჭების ხვეული ორნამენტებით აქვს დახლართული. მისი
განმასხვავებელი ნიშანია დიდი ფარფლი, რომელიც ხშირად
ჩანს წყლის ზედაპირზე. ფარფლი სამკუთხედის
მოყვანილობისაა, ძალიან წვრილი და წაწვეტებული წვეროთი,
3-4 ფუტის სიგრძე აქვს და შვეულადაა აღმართული ზურგის
უკანა ნაწილზე. მაშინაც კი, როცა ცხოველი წყლით არის
დაფარული, ფარფლი ხშირად გარკვევით ჩანს წყლის
ზედაპირზე. როცა ზღვა შედარებით მშვიდია და მხოლოდ
ოდნავ თრთის, წყლის აჭრელებულ ზედაპირზე ისე ეცემა
გნომონივით[168] აღმართული ფარფლის ჩრდილი, მზის საათი
გეგონებათ, ხოლო ჭავლით დასერილი ზღვა – მისი
დანაყოფები. ხშირად ჩრდილი ამ აქაზის საფეხურებზე უკან
დაბრუნებას გვირჩევს. ფინვალი არ არის ჯოგის ცხოველი.
ეტყობა, ვეშაპმოძულეა, ისევე როგორც ზოგიერთი ადამიანია
კაცთმოძულე. იგი ძალიან მფრთხალია; მუდამ მარტ
დაცურავს და წყლის ზედაპირზე მხოლოდ ყველაზე შორეულ,
არასტუმართმოყვარე წყლებში ამოდის ხოლმე; მისი შვეული,
ერთჭავლიანი შადრევანი ისე მიიწევს ზევით, როგორც
უდაბნოში ნასროლი გრძელი, პირქუში შუბი; თუმცა ისეთ
არაჩვეულებრივი ძალითა და სისწრაფით არის
დაჯილდოებული, რომ თანამედროვე ადამიანის დევნა
არაფრად მიაჩნია. ეს ლევიათანი თვისტომთა შორის
ქედმოუხრელ დევნილ კაენსა ჰგავს და განმასხვავებელ
ნიშნად ზურგზე წვეტიან ნემსს ატარებს. იმის გამო, რომ ყბაზე
ულვაში აქვს, ფინვალს ზოგჯერ ნამდვილ ვეშაპთან
აერთიანებენ, რაღაც თეორიულად არსებულ გვარში. მათ

„ბალენურ ვეშაპებს“ ეძახიან, ესე იგი ის ვეშაპები, რომელთაც

„ვეშაპის ულვაში“ აქვთ. სავარაუდოდ, ამ „ბალენურ ვეშაპთა“


შორისაც რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს, მაგრამ ამაზე ჩვენ
არაფერი ვიცით. ფართოცხვირიანი ვეშაპები, ნისკარტდინგიანი
ვეშაპები, თავწვეტიანი ვეშაპები, კუზიანი ვეშაპები,
დაბალხახიანი ვეშაპები, მახვილდინგიანი ვეშაპები – აი, ის
სახელები, რაც მათ ვეშაპმონადირეებმა შეარქვეს.

სახელწოდება „ბალენურ ვეშაპებთან“ დაკავშირებით


უსათუოდ უნდა აღვნიშნო, რომ ნომენკლატურის ასეთი
პრინციპი თუმცა გვიმსუბუქებს ვეშაპთა ერთი კატეგორიის
აღნიშვნას, მაინც არ იძლევა ლევიათანთა გარკვეულ

კლასიფიკაციის საშუალებას, რადგან რასაც უნდა


დავეყრდნოთ, ვეშაპის ულვაში იქნება, ზურგი, ფარფლი თუ
კბილები, – ჩამოთვლილი ნათლად გამოხატული ნიშნების
ამგვარი კლასიფიკაციისათვის მოჩვენებითი ვარგისიანობის
მიუხედავად, თანამიმდევრულ ვეშაპოლოგიურ სისტემას
მაინც ვერ შევქმნით.

საქმე ის არის, რომ ვეშაპის ულვაში, კუზი, ფარფლები და


კბილები ვეშაპთა შორის უსისტემოდ, მათი აგებულების სხვა,
უფრო მნიშვნელოვანი მხარეების გაუთვალისწინებლად არის
განაწილებული. ასე მაგალითად, ორივეს – კაშალოტსაც და
კუზიან ვეშაპსაც აქვთ კუზი; მაგრამ მათი მსგავსება მხოლოდ
ამით ამოიწურება. მეორე მხრივ, სწორედ ამ კუზიან ვეშაპს,
ისევე როგორც გრენლანდიურ ვეშაპს, ვეშაპის ულვაში აქვს,
მაგრამ აქაც მთელი მსგავსება მხოლოდ ამით მთავრდება. ამ
ხასიათისაა ხსენებული სხვა ნიშნებიც. სხვადასხვა ვეშაპთაგან,
ამ ნიშნებისდა მიხედვით, ისეთი თავსამტვრევი კომბინაციები
იქმნება, ხოლო ცალკე აღებული რომელიმე სახეობის ვეშაპის
ისეთ თავსამტვრევ თავისებურებებთან გვაქვს საქმე, რომ ამ
საფუძველზე სისტემატიზაციის ჩატარების ყოველგვარი ცდა
დასაღუპავად არის განწირული. ამ ქვაზე ყველა
ნატურალისტმა-ცეტოლოგმა წაიტეხა ფეხი.

შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ვეშაპის შინაგან აგებულებაში, მის


ანატომიაში მაინც იმალება სწორი კლასიფიკაციის
შესაძლებლობა; მაგრამ ეს ასე არ არის. რა არის, მაგალითად,
გრენლანდიური ვეშაპის ანატომიაში ვეშაპის ულვაშზე უფრ
ყურადსაღები? მაგრამ ჩვენ დავრწმუნდით, რომ ვეშაპის
ულვაშის არსებობა გრენლანდიური ვეშაპის სახეობის
საზღვრების დასადგენად არ გამოდგება. ხოლო თუ
ლევიათანის სტომაქში ჩაიხედავთ, გამოსადეგი მონაცემების
იმ ერთ მეასედსაც კი ვერ იპოვით, რასაც სისტემატიზატორი
გარედან მონახავს. რაღა რჩება? მხოლოდ ის, რომ მთლიანად
ავიღოთ ვეშაპები, მთელი მათი სიგრძე-სიგანითა დ
ბუმბერაზული მოცულობით და თამამად შევუდგეთ მა
დახარისხებას. სწორედ ამგვარი ბიბლიოგრაფიული სისტემაა
აქ გაზიარებული – ერთადერთი სისტემა, რომელსაც ჯერ კიდევ
შეუძლია მიზანთან მიგვიყვანოს, რადგან მხოლოდ იგი ერთვის
აქ მოცემულ მასალას. მაგრამ მე მაინც განვაგრძობ.

წიგნი I (In Folio) თავი IV (კუზიანი ვეშაპი). ეს ვეშაპი ხშირად

გვხვდება ამერიკის ჩრდილოეთ ნაპირებთან. აქ მა


ძველთაგანვე ხოცავდნენ და ნავსადგურებში შემოჰქონდათ. ამ
ვეშაპს ზურგზე ძველ მეწვრილმანესავით მძიმე ჩანთა ჰკიდია;
იგი შეიძლება შევადაროთ სასტუმრო „სპილო და კოშკის“
აბრასაც. ყველა შემთხვევაში ჩვეულებრივი სახელწოდება
ნაკლებად განსაზღვრავს მას, რადგან კუზი კაშალოტსაც აქვს,
ოღონდ უფრო პატარა. არც მისი ქონია სახარბიელო,
სამაგიეროდ, აქვს ვეშაპის ულვაში. ყველაზე მხიარული დ
თავქარიანია ვეშაპთა შორის. მის გარშემო ზღვა მუდამ
შხეფებს ისვრის და აქაფებულია.

წიგნი I (In Folio) თავი V (მჭრელზურგა ვეშაპი). ამ ვეშაპზე


თითქმის არაფერი არ არის ცნობილი, გარდა სახელწოდებისა.
მე იგი შორიდან დავინახე ჰორნის კონცხთან. განმარტოების
მოყვარული ერთნაირად გაურბის მონადირეებსაც და
ფილოსოფოსებსაც. ლაჩრობას ვერავინ დააბრალებს, თუმცა
ადამიანებს მხოლოდ გრძელ ბასრ ქედს უჩვენებს ხოლმე. დაე,
იცუროს თავისთვის. მე ამ ვეშაპზე ბევრი არაფერი მსმენია დ
არც სხვამ იცის რამე.

წიგნი I (In Folio) თავი VI (ყვითელმუცლიანი ვეშაპი). კიდევ


ერთი უკარება ჯენტლმენი. ამ ჯენტლმენს გოგირდისფერი
მუცელი აქვს. ეს შეფერილობა, ეტყობა, მაშინ მიიღო, როცა
წყალში ღრმად ეშვებოდა და ჯოჯოხეთის კრამიტიან სახურავს
ეხახუნებოდა. იგი იშვიათად გვხვდება; ყოველ შემთხვევაში,
მე მხოლოდ შორეული სამხრეთის ზღვებში შემხვედრია, თანაც
ისე შორს იყო, მისი სახის გამომეტყველება ვერც ერთხელ ვერ
გავარჩიე. ამ ვეშაპზე არ ნადირობენ: სულერთია, გაექცევათ და
ყოველნაირ ლინს ჩაითრევს. ისე კი სასწაულებს ჰყვებიან.
მშვიდობით, ყვითელმუცლიანო ვეშაპო! მე შენზე სარწმუნოს
ვეღარაფერს მოვყვები, თუმცა ამას ვერც ნანტაკეტის ძველი
მკვიდრი დაუმატებს რამეს.

აქ თავდება წიგნი I (In Folio) და იწყება წიგნი II (In Octavo).

IN OCTAVO[169] აქ შემოდიან საშუალო ზომის ვეშაპები,


რომელთა შორის შეიძლება დავასახელოთ: I. რუხი დელფინი;
II. შავი დელფინი; III. ნარვალი; IV. ვეშაპი-მკვლელი; V.
უროთევზა.

წიგნი II (In Octavo). თავი I (რუხი დელფინი). მიუხედავად


იმისა, რომ ეს თევზი ოკეანის სიღრმეების ბინადრად არის

ცნობილი და მისი ხმამაღალი სუნთქვა, უფრო სწორად, მისი


ხმამაღალი ქშინვა ხმელეთზე ანდაზადაა გადაქცეული, ხალხს,
ჩვეულებრივ, ვეშაპად არ მიაჩნია. მაგრამ რადგან
ლევიათანისთვის დამახასიათებელი ყველა ძირითადი ნიშანი
აქვს, ნატურალისტების უმრავლესობა მას ვეშაპებს
აკუთვნებს. რუხი დელფინი გამოირჩევა In Octavo-ს ზომიერი
სიდიდით, რაც სიგრძეში თხუთმეტიდან ოცდახუთ ფუტამდე
მერყეობს, და წელის შესაბამისი მოცულობით. ისინი ჯოგად
ცურავენ; სპეციალური ნადირობის საგანი არასოდეს ყოფილა,
თუმცა ძალიან ბევრი, გასანათებლად გამოსადეგი ქონი აქვს.
ზოგიერთი ვეშაპმონადირის აზრით, რუხი დელფინის გამოჩენა
დიდი კაშალოტის მოახლოების მაუწყებელია.

წიგნი II (In Octavo). თავი II (შავი დელფინი). მე ყველგან


ვეშაპთა იმ სახელწოდებას ვხმარობ, რა სახელწოდებებითაც
მეთევზეთა და ვეშაპმონადირეთა შორის არიან ცნობილნი,
რადგან, საერთოდ, ეს სახელები ყველაზე უფრო შესაფერისად
მიმაჩნია. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა სახელწოდება
ბუნდოვანი და გაუგებარი გამოდგება, აღვნიშნავ და ჩემს
ვარიანტს შემოგთავაზებთ. ეს ეხება, მაგალითად, შავ
დელფინს, რადგან შავი ფერი, როგორც წესი, ყველა
ვეშაპნაირისათვის არის დამახასიათებელი. ასე რომ, ამ
შემთხვევაში, თუ ხელს გაძლევთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ
„ვეშაპ-აფთრის“ სახელწოდებით. ვეშაპ-აფთრის
ღორმუცელობა ფართოდაა ცნობილი, ხოლო იმ გარემოებას,
რომ ლაშები ზევითა აქვს აკეცილი, თავის მოუშორებელ
მეფისტოფელურ სიცილს უნდა უმადლოდეს. ამ ვეშაპის
სიგრძე საშუალოდ თექვსმეტ-თვრამეტ ფუტს აღწევს. იგი
თითქმის ყველა განედზე გვხვდება. ცურვისას წყლიდან
როგორღაც უცნაურად აქვს ხოლმე ამოყოფილი ზურგის
მოკაუჭებული ფარფლი; იგი რომაულ ცხვირს წააგავს. როც
უკეთესს ვერაფერს წააწყდებიან, ვეშაპმონადირენი ვეშაპ-
აფთარსაც კლავენ ხოლმე, რომ ოჯახისათვის იაფფასიანი ქონი
მაინც მოიმარაგონ – ზოგიერთი მომჭირნე სახლის პატრონი,
როცა სტუმარი არა ჰყავს, სახლში სურნელოვანი სანთლის
ნაცვლად მყრალ ქონის სანთელს ანთებს. მიუხედავად იმისა,
რომ ამ ვეშაპს ქონის სქელი ფენა არა აქვს, მაინც ოცდაათ
ბალონამდე ზიპს იძლევა.

წიგნი II (In Octavo). თავი III (ნარვალი, სხვანაირად, ცხვირიანი


ვეშაპი). ესეც კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი

შეუფერებელი სახელწოდებისა; ამ სახელწოდების წარმოშობის


მიზეზი, ეტყობა, თავისებური რქა არის, რაც ძველად წვეტიანი
ცხვირი ეგონათ. ეს ცხოველი სიგრძით დაახლოებით
თექვსმეტი ფუტია, ხოლო მისი რქის სიგრძე საშუალოდ ხუთი
ფუტი იქნება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ათ და თხუთმეტ
ფუტსაც კი აღწევს. სიმართლე რომ ითქვას, ეს რქა კი არა,
პირიდან გამოჩრილი და ოდნავ ქვევით ან ზევით აშვერილ
წაგრძელებული ეშვია, რომელიც მხოლოდ მარცხნივ ეზრდება;
ამის გამო ეს ვეშაპი, ცოტა არ იყოს, მრისხანედ გამოიყურება დ
რაღაცნაირად მოუქნელ ცაციას წააგავს. კერძოდ, რ
დანიშნულება აქვს ამ თეთრ რქას, ამ ძვლის ჭვილთს, – ძნელი
სათქმელია. ნარვალი მას არ იყენებს იმისათვის, რისთვისაც
შიმშერი და თევზ-ნემსა იყენებენ თავიანთ ბასრ ცხვირებს.
თუმცა ზოგიერთი მოგზაური ფიქრობს, ნარვალი რქას ნიჩბად
ხმარობს, რომ საკვების მისაგნებად ზღვის ფსკერი
გადააქოთოსო. ჩარლი კოფინი კი ამტკიცებს, ნარვალი რქით
ყინულს ამტვრევსო: როცა ნარვალი პოლარულ ზღვებში ზევით
ამოსვლას აპირებს და გზაზე ყინული ეღობება, რქით ხვრეტს
მას და ზევით ისე ამოდისო. მაგრამ ამ ვარაუდის დასაბუთება
შეუძლებელია. მე კი მგონია, რა ფაქტიური დანიშნულებაც
უნდა ჰქონდეს ამ ცალ რქას, ნარვალს ყოველთვის გაუწევს
კარგი დანის მაგივრობას პამფლეტების ასაკუწად. რამდენადაც
ვიცი, ნარვალს, ეშვიან ვეშაპს, რქიან ვეშაპსა დ
ვეშაპმარტორქასაც ეძახიან. იგი უსათუოდ ცალრქიანობის
საინტერესო მაგალითია, რაც ცხოველთა სამყაროს ყოველ
სფეროში გვხვდება. უწინდელი ბერი-ავტორების შრომებში
წამიკითხავს, რომ იმ დროს სწორედ ზღვის მარტორქის რქა
ითვლებოდა თურმე საუკეთესო შხამსაწინააღმდეგ
საშუალებად და ამ რქისაგან შემზადებულ წამლებს დიდი
მოგება მოჰქონდა. ამავე რქისაგან გამოხარშულ აქროლად
მარილებს ბნედიან ქალბატონებს აძლევდნენ საყნოსავად,
ისევე როგორც ახლა ამისათვის ირმის დოყს იყენებენ. ოდესღაც
ნარვალის რქა დიდ იშვიათობას წარმოადგენდა და ყველას
ცნობისმოყვარეობას უღვიძებდა. ძველ გოთურ ფოლიანტში
წავიკითხე, როგორ დაბრუნდა ნაოსნობიდან სერ მარტინ
ფრობიშერი[170], რომელიც დედოფალმა ბესმა[171], სანამ
უშიშარი ხომალდი თემზაზე მიდიოდა, გრინვიჩის ციხე-
დარბაზის სარკმლიდან ბრილიანტებით დამძიმებული ხელის
ქნევით გააცილა. „როცა სერ მარტინი ამ ნაოსნობიდან
დაბრუნდა, – ნათქვამია ძველ ფოლიანტში, – მუხლმოყრილმ

მიართვა მის უდიდებულესობას ნარვალის საოცრად გრძელი


რქა, რომელიც ამის შემდეგ დიდხანს ეკიდა უინძორის
სასახლეში“. ამავე დროს, ერთი ირლანდიელი ავტორი
გვარწმუნებს, თურმე გრაფ ლესტერსაც[172] მოუყრია მუხლ
მისი უდიდებულესობის წინაშე და მისთვის მარტორქათა
გვარის რომელიღაც მიწიერი ცხოველის რქა მიურთმევია.

გარეგნობით ნარვალი ძალიან ლამაზია და ლეოპარდს წააგავს,


იგი რძისფერია და გარკვევით ატყვია მრგვალი,
წაგრძელებული შავი ლაქები. ნარვალს მაღალი ხარისხის,
სუფთა და კამკამა ქონი აქვს, მაგრამ იმდენად ცოტა, რომ მასზე
იშვიათად ნადირობენ. ნარვალი უმთავრესად პოლარულ
წყლებში ბინადრობს.

წიგნი II (In Octavo). თავი IV (ვეშაპ-მკვლელი). ნანტაკეტის


მცხოვრებლებმა ცოტა რამ იციან ამ ვეშაპზე, ხოლო
სწავლულმა-ნატურალისტებმა – კიდევ უფრო ნაკლები. მე იგი
მხოლოდ შორიდან მინახავს და თუ არ ვცდები, რუხი
დელფინის ზომისა უნდა იყოს, იგი უაღრესად მძვინვარეა და
მართლაც მხოლოდ ფიჯიზეა მისი ადგილი. ზოგჯერ ტუჩზე
ეჭიდება in Folio-ს დიდ ვეშაპს და ასე წურბელასავით არის
დაკიდებული, სანამ ამ ბუმბერაზს სასიკვდილოდ არ მოაქცევს.
ვეშაპ-მკვლელზე არ ნადირობენ და ამიტომ არ ვიცი, როგორი
ქონი აქვს. არ შეიძლება ამ ვეშაპის სახელმა გაურკვევლობის
გამო უკმაყოფილება არ გამოიწვიოს, რადგან ჩვენ, როგორც
ხმელეთზე, ისე ზღვაზე, ბონაპარტებისა და ზვიგენების
ჩათვლით, ყველანი მკვლელები ვართ.

წიგნი II (in Octavo). თავი V (უროთევზა). ეს ჯენტლმენი


საყოველთაოდ ცნობილია თავისი კუდით, რასაც იგი თავის
მტრებს ისე ურტყამს, როგორც მასწავლებელი ურტყამს
სახაზავს თავის მოწაფეებს. იგი in Folio-ს ვეშაპის ზურგზე
მოკალათებული მოგზაურობს, ხოლო მგზავრობის
ღირებულებას ცემა-ტყეპით იხდის მსგავსად სკოლის
მასწავლებლისა, რომელიც ცხოვრებაში ამავე საშუალებით
მიიწევს წინ. უროთევზაზე უფრო ცოტა ვიცით, ვიდრე ვეშაპ-
მკვლელზე. არც ერთი კანონს არ ექვემდებარება და
კანონგარეშე წყლებში ბინადრობს.

აქ თავდება წიგნი II (In Octavo) და იწყება წიგნი III (In


Duodecimo)

IN DUODECIMO. ამ წიგნში შედიან მცირე ზომის ვეშაპები: I.


ვაშა-დელფინი; II. მეკობრე-დელფინი; III. თეთრდინგა
დელფინი.

იმას, ვისაც ეს საგანი საგანგებოდ არ შეუსწავლია, შეიძლება


უცნაურად მოეჩვენოს, რომ თევზები, რომლებიც
ჩვეულებრივად სიგრძეში ოთხ-ხუთ ფუტს არ აღემატებიან,
ვეშაპებთან ერთად ერთ მწკრივში აღმოჩნდნენ. სიტყვა

„ვეშაპის“ საყოველთაოდ მიღებული მნიშვნელობა ხომ


სიდიადის ცნებასაც მოიცავს. და მაინც in Duodecimo-ში
გაერთიანებული არსებანი უსათუოდ ვეშაპები არიან, რადგან
ჩემს განმარტებას ამართლებენ – შადრევანს აფრქვევენ და
კუდის ჰორიზონტალური ფრთა აქვთ.

წიგნი III (In Duodecimo). თავი I (ვაშა-დელფინი). ჩვეულებრივი


მურა დელფინია, რომელიც დედამიწის ზურგზე თითქმის
ყველგან გვხვდება. ეს სახელი მე შევარქვი; საქმე ისაა, რომ
მურა დელფინის რამდენიმე სახეობა არსებობს და როგორღაც
ხომ უნდა განვასხვავოთ ისინი ერთმანეთისაგან. ასე იმიტომ
შევარქვი, რომ ეს დელფინები მუდამ ერთად, ხმაურით
დაცურავენ და ზოგჯერ ისე ფრინავენ, როგორც ზევით
ნასროლი ქუდები ოთხი ივლისის[173] დღეს. ზღვაზე
მოგზაურნი სიხარულით შეჰყურებენ, როგორ გადადიან ისინი
ნავარდ-ნავარდით ზვირთიდან ზვირთზე. მათთან შეხვედრა
კეთილის მაუწყებლად ითვლება და თუ ამ მკვირცხლ
თევზების დანახვაზე სამჯერ მაინც არ წამოგცდებათ „ვაშა“,
ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, რადგან არაფერი გცოდნია
ღვთაებრივი მხიარულებისა. ერთი ჩასუქებული ვაშა-დელფინ
ერთ ბალონ საუკეთესო ზიპს იძლევა. მაგრამ განსაკუთრებით
დიდ საუნჯეს წარმოადგენს გამჭვირვალე და ნაზი
ნივთიერება, რომელიც ამ დელფინის ყბებიდან ამოაქვთ. ამ
ნივთიერებას დიდი გასავალი აქვს მესაათეებსა და
ოქრომჭედლებში. მეზღვაურები კი სალესი ქვის
გასაპრიალებლად ხმარობენ. ამასთან, როგორც მოგეხსენებათ,
დელფინის ხორცი გემრიელიცაა. იქნებ არასოდეს
შეგიმჩნევიათ, მაგრამ დელფინი შადრევანს აფრქვევს.
დელფინის შადრევანი არ არის მაღალი, ასე რომ, ძნელი
შესამჩნევია. როცა კვლავ შეხვდებით, დააკვირდით და
მიხვდებით, რომ თქვენ წინ დიადი კაშალოტია, ოღონდ
დაპატარავებული.

წიგნი III (in Duodecimo). თავი II (მეკობრე-დელფინი). მეტად


მძვინვარეა. ჩემი აზრით, მხოლოდ წყნარ ოკეანეში ბინადრობს.
თითქმის ვაშა-დელფინს ჰგავს, მხოლოდ ცოტა უფრო დიდია.
თუ გაბრაზდა, ზვიგენსაც არ შეუშინდება. ბევრჯერ
დავდევნებივართ, მაგრამ ერთხელაც არ დაგვიჭერია.

წიგნი III (in Duodecimo). თავი III (თეთრდინგა დელფინი). მურა


დელფინთა შორის ყველაზე დიდია; თუ არ ვცდები, მხოლოდ
წყნარ ოკეანეში გვხვდება. უკანასკნელ დრომდე ცნობილი იყ
ინგლისელ ვეშაპმონადირეთა მიერ შერქმეული, ნამდვილი
ვეშაპის დელფინის სახელით, იმიტომ, რომ ზემოხსენებულ
ვეშაპს მუდამ თან დაჰყვება. გარეგნობით ვაშა-დელფინისაგან
განსხვავდება, ნაკლებად ჩამრგვალებულია; შეიძლება ითქვას,
ჯენტლმენის მოყვანილობისაა. დელფინთა
უმრავლესობისაგან განსხვავებით, ზურგის ფარფლები არ
გააჩნია, სამაგიეროდ, მოხდენილი კუდი და ინდიელთათვის
დამახასიათებელი სევდიანი თაფლისფერი თვალები აქვს.
მაგრამ დინგი ამახინჯებს. გვერდის ფარფლებამდე კუპრივით
შავი ზურგი აქვს, მკვეთრი ზოლი ხომალდის კორპუსის
ვატერხაზივით გასდევს ქიმიდან კიჩომდე და ერთმანეთისაგან
მკაცრად მიჯნავს ორ ფერს – ზევით შავსა და ქვევით თეთრს.
თეთრი აქვს აგრეთვე თავის ნაწილი და მთელი ხახა. დინგზე
ღინღლი ისე მოსდებია, გეგონებათ, ახლახან წისქვილში
ყოფილა და ცხვირი ქურდულად ალატში ჩაუყვიაო. ო, რა
უნამუსოდ და თაღლითურად იყურება! ისეთივე ქონი აქვს,
როგორიც სხვა ჩვეულებრივ დელფინს.

ეს კლასიფიკაცია in Duodecimo-ს იქით აღარ მიდის, რადგან


მურა დელფინები ვეშაპისნაირთაგან ტანად ყველაზე
მომცრონი არიან. ამრიგად, ზევით ჩამოგითვალეთ ცოტად თუ
ბევრად მნიშვნელოვანი ლევიათანები. იმათ გარდა არსებობს
კიდევ სხვა მითური, უჩინარი და უცნობი ვეშაპები, რაც მე,
როგორც ამერიკელმა ვეშაპმონადირემ, მხოლოდ ყურმოკვრით
ვიცი. გემბანზე გაგონილ სახელებს გამოვიყენებ: იქნებ ამ
ჩამოთვლამ სამსახური გაუწიოს მომავალ მკვლევრებს,
რომლებიც ჩემი წამოწყებული საქმის დასრულებას
მოისურვებენ. თუ შემდგომში ქვევით დასახელებულ
ვეშაპთაგან რომელიმეს წააწყდებიან და გაზომავენ, მათ
ზომის შესაბამისად, ადვილად შეუძლიათ შეიყვანონ ამ
სისტემაში – in Folio-სა, in Octavo-სა და in Duodecimo-ში. მაშ, ასე:
ცხვირბოთლა, მორვეშაპა, ვეშაპ-რეგვენი, კაპური ვეშაპი,

მთავარი ვეშაპი, ზარბაზნის ვეშაპი, მჭლე ვეშაპი, ვეშაპ-


სპილენძა, სპილოვეშაპა, აისბერგული ვეშაპი, მოლუსკური
ვეშაპი, ლურჯი ვეშაპი და ა.შ. ისლანდიელი, ჰოლანდიელი და
ძველინგლისელი ავტორების ნაწერებიდან დაუჯერებელი,
ენით გამოუთქმელი სახელწოდებებით დაჯილდოებულ,
ყველასათვის უცნობ ვეშაპთა უფრო გრძელი სიის შედგენა
შესაძლებელი, მაგრამ სიძველის გამო ის სახელწოდებანი არ
გამოვიყენე; უფრო მეტიც, საფუძველი მაქვს, ეჭვი შევიტანო,
რომ ის სიტყვები მხოლოდ მშრალი, ლევიათანიზმით სავსე
არაფრის გამომხატველი ბგერებია.

დასასრულ იმასვე გავიმეორებ, რაც დასაწყისში მოგახსენეთ:


გადაწყვეტილი არა მაქვს, დავჯდე და ჩემი კლასიფიკაცია
უეცრად ბოლომდე მივიყვანო-მეთქი. როგორც ხედავთ, სიტყვა
შევასრულე კიდეც. ჩემს დაუმთავრებელ სისტემას ისე ვანებებ
თავს, როგორც კელნის დიდებული ტაძარი მიატოვეს, მის
დაუმთავრებელ კოშკს ამწეები და ჯალამბრები შერჩა, რადგან
მხოლოდ წვრილ ნაგებობას ასრულებს არქიტექტორი, ხოლო
ჭეშმარიტად დიდი ნაგებობის დასრულება შთამომავალთა
ვალია, ღმერთო, დამიფარე იმისაგან, რომ რაიმე ბოლომდე
მივიყვანო! მთელი ეს წიგნი სხვა არაფერია, თუ არა პროექტი,
უფრო სწორად კი, პროექტის მონახაზი. ო, დროვ, ძალავ,
მოთმინებავ და ჩხრიალა ფულო!

33. სპექსინდერი

აქ მართებული იქნება, ვეშაპსანადირო ხომალდის მეთაურთა


შემადგენლობის ზოგიერთი თავისებურება მოვიხსენიოთ, რაც
მხოლოდ ვეშაპმონადირეთათვის დამახასიათებელ მებარჯეთა
რანგის არსებობასთან არის დაკავშირებული.

მებარჯე ხომალდზე ძველთაგანვე მეტად მნიშვნელოვან


პიროვნებად ითვლებოდა, ამის დამადასტურებელია ის ფაქტი,
რომ ოდესღაც, ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ, ადრინდელ
ჰოლანდიურ ფლოტში ვეშაპსანადირო ხომალდზე მთელი
ძალაუფლება მხოლოდ იმ ერთი კაცის ხელში კი არ იყო,
რომელსაც ახლა კაპიტანს ეძახიან, არამედ მასა და

„სპექსინდერად“ წოდებულ უფროსს შორის ნაწილდებოდა.


სპექსინდერი სიტყვასიტყვით „ცმელის[174] დამჩეხს“ ნიშნავს.

შემდგომში მან „მთავარი მებარჯის“ მნიშვნელობა მიიღო.


იმხანად კაპიტნის ძალაუფლება მხოლოდ ნავიგაციისა და
ხომალდის საერთო ხელმძღვანელობის საკითხები
იფარგლებოდა; ხოლო ვეშაპზე ნადირობასა და ამასთან
დაკავშირებულ ყველა საქმეს სპექსინდერი, მთავარი მებარჯე
განაგებდა. ინგლისელებს გრენლანდიის ვეშაპსანადირ
ფლოტილიაში ახლაც აქვთ ეს თანამდებობა დამახინჯებულ
სახელწოდებით – „სპექშიონირი“, ოღონდ ამ თანამდებობის
ადრინდელი სიდიადე საცოდავად არის დაკნინებული. ამ
სახელს უბრალოდ უფროსი მებარჯე ატარებს და იგი კაპიტნის
ერთ-ერთი ხელქვეითია. რადგან ნაოსნობის წარმატება დიდად
არის დამოკიდებული მებარჯის მოღვაწეობაზე, მით უფრო,
რომ ამერიკულ ვეშაპსანადირო ხომალდებზე მებარჯე
მხოლოდ ველბოტზე[175] მოქმედი მთავარი პირი არ არის, იგი
აგრეთვე განსაკუთრებული ვითარებისას (ვეშაპსარეწა
ადგილებში ღამის ვახტზე) ხომალდის უფროსიცაა, – ყოველივე
ამის გამო სახომალდო პოლიტიკური დოქტრინა მოითხოვს,
რომ იგი მეზღვაურებთან კუბრიგში კი არ ცხოვრობდეს,
არამედ განცალკევებულად, და მეზღვაურებს შორის უფროსად
ითვლებოდეს; მაგრამ მეზღვაურები მას არასოდეს სათანად
პატივით არ ეპყრობიან და ისე ექცევიან, როგორც თანასწორს.

ზღვაზე უფროსსა და მეზღვაურს შორის ძირითადი


განსხვავება შემდეგში მდგომარეობს: პირველი ცხოვრობს
ოკაჩხეზე, მეორე კი – წინაერდოზე. ამიტომ არის, რომ
ვეშაპსანადირო ხომალდზე, ისევე როგორც სავაჭრო გემზე,
თანაშემწენი კაპიტანთან ერთად ცხოვრობენ; ხოლ
ამერიკული ვეშაპსანადირო ხომალდების უმრავლესობაზე
მებარჯეებიც კიჩოზე თავსდებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ
ისინი საჭმელს კაპიტნის მაგიდაზე მიირთმევენ და იძინებენ
იმ ბინაში, რომელიც უშუალოდ არა, მაგრამ მაინც უკავშირდება
კაპიტნის ბინას.

მიუხედავად სამხრეთის ვეშაპსანადირო ხომალდების


რეისების ხანგრძლიობისა (ეს რეისები კი ადამიანის მიერ
წამოწყებულ ყველა ნაოსნობაზე ბევრად უფრო ხანგრძლივია),
გაუგონარი ხიფათისა და ეკიპაჟის წევრთა საერთ
ინტერესებისა, როცა ყველა, პირველიდან უკანასკნელ კაცამდე
დამოკიდებულია არა დაწესებულ ხელფასზე, არამედ საერთ
წარმატებასა, სიფხიზლესა, გამბედაობასა და მუყაით შრომაზე;
მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ამას ვეშაპსანადირ

ხომალდებზე დისციპლინის ერთგვარ შერბილებამდე


მივყავართ, მაინც, რა პატრიარქალურიც უნდა გვეჩვენებოდეს
ცალკეულ შემთხვევაში ეკიპაჟის ერთიანი ცხოვრება, მკაცრი
წესრიგი წინაერდოზე – ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად
მაინც – იშვიათად თუ შესუსტდება და არასოდეს, არც ერთ
შემთხვევაში არ ირღვევა. ნანტაკეტის ხომალდებზე ხშირად
შეამჩნევთ, რა მედიდურად დადის შკიპერი[176] შუაგემბანზე.
ასეთ რამეს სამხედრო ფლოტშიაც ვერ ნახავთ, თან აქ ისე
სცემენ თაყვანს შკიპერს, თითქოს იმპერატორის პორფირით
იყოს შემოსილი და არა გაცრეცილი, უხეში ლურჯი მაუდით.

ადამიანთა შორის მოჩვენებითი ქედმაღლობით ყველაზე


ნაკლებად „პეკოდის“ პირქუში კაპიტანი გამოირჩეოდა;
ერთადერთი თაყვანისცემა, რომელსაც იგი მოითხოვდა,
სიტყვაშეუბრუნებელი, უყოყმანო მორჩილება იყო; თუმცა იგი
არავის აიძულებდა, ფეხთ გაეხადა, სანამ შუაგემბანზე
ამოვიდოდა; და თუმცა იმ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო,
რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი, იგი ქვეშევრდომთ თავის
გაყადრების, in terrorem[177], თუ რაღაც სხვა მიზნით, უჩვეულ
სიტყვებით მიმართავდა, მაინც, ზღვის ძირითად ჩვეულებებსა
და ეტიკეტის მოთხოვნებს არც კაპიტანი აქაბი ეკიდებოდა
აგდებულად.

შემდგომში ალბათ შენიშნავთ, რომ ზოგჯერ იგი თითქოს


ინიღბებოდა ამ ჩვეულებებითა და წესებით და მათ,
თავდაპირველი დანიშნულების ნაცვლად, ხშირად საკუთარი
მიზნებისათვის იყენებდა. მისი გონებაში ჩაბუდებული რაღაც
სულთანიზმი, რაც მეტწილად დაფარული რჩებოდა,
დაუძლეველ ტირანიად ქცეული, გამოსავალს ამ ეტიკეტში
პოულობდა; რადგან, რაოდენ დიდიც უნდა იყოს ცალკეულ
ადამიანის ინტელექტუალური უპირატესობა, იგი მაინც
ვერასოდეს შეძლებს სხვა ადამიანებზე რეალურ, ხელშესახებ
ბატონობას, თუ თავი არ მოაჩვენა და სხვადასხვა
თვალისასახვევი ხრიკი არ იხმარა, რაც თავისთავად, მეტ-
ნაკლებად, სიმდაბლე და საძაგლობაა. აი, რა აშორებს
იმპერიების ნამდვილ, ღვთით კურთხეულ მბრძანებლებს
მიწიერი საარჩევნო კამპანიებისაგან და ამქვეყნიური პატივითა
და დიდებით აჯილდოებს იმათ, ვინც სახელი გაითქვა არა
იმიტომ, რომ ჩვეულებრივ ხალხზე მთელი თავით მაღლა იდგა,
არამედ იმიტომ, რომ განუზომლად დაბლა იდგა ერთი მუჭა
იდუმალებით მოცულ, ღვთაებრივად გაურჯელ ადამიანებზე.

ასე დიდია ძალუფლების უმნიშვნელო ატრიბუტებში


მოქცეული უპირატესობანი, თუ ამ უპირატესობებთან
დაკავშირებულია უკიდურესი პოლიტიკური ცრურწმენანი,
რის გამოც ცალკეულ შემთხვევებში იდიოტიზმი და
ჭკუანაკლებობა ძლიერების შარავანდედით იყო გარემოსილი.
ხოლო როცა, – ამის მაგალითია ნიკოლოზ მეფე, – მსოფლიო
იმპერიის სამეფო გვირგვინით გონიერი იმპერატორის თავია
შემკული, მაშინ ერთმმართველობის სიდიადით გადრეკილი
მდაბიო ხალხი ქედს იხრის. დაე, დრამატურგმა-ტრაგიკოსმა,
რომელიც მოისურვებს მთელი სისრულით აღწეროს ადამიანის
თავგანწირული წინააღმდეგობა, უსათუოდ გამოიყენოს ამ
საქმეში მეტად საჭირო ეს პატარა მითითება.

კვლავინდებურად თვალწინ მიდგას კაპიტანი აქაბი


ნანტაკეტურად მოღუშული და მოუხეშავი; და თუმცა,
იმპერატორებსა და წარჩინებულებზე ჩამოვაგდე სიტყვა, მაინც
ერთ საბრალო მოხუც ვეშაპმონადირეზე ვლაპარაკობ; და
ამიტომ, სამეფო მანტიები და სასახლეები ჩემი საქმე სულაც არ
არის. ო, აქაბ! მთელი შენი სიდიადე მხოლოდ ისაა, რაც ციდან
არის მოწყვეტილი, ზღვის სიღრმიდან ამოტანილი და
უსხეულო ჰაერიდან არის გამოძერწილი!

34. მაგიდა კაპიტნის კაიუტაში

შუადღეა. სტიუარდი ფუნჩულა თავს ლუკიდან ყოფს და


სადილად იწვევს თავის პატრონსა და ბატონს, რომელიც
ოკაჩხეზე ერთ-ერთ კანჯოში ზის. მან ახლახან დაამთავრა მზის
მდებარეობის განსაზღვრა და ახლა განედის გამოთვლას
შესდგომია. რიცხვებით აჭრელებს საგანგებოდ ამ
პროცედურისათვის გამოყოფილ გლუვ, ოვალურ ადგილს
საკუთარი ძვლის ფეხის ზედა ნაწილზე. ზის და მუშაობს,
თითქოს მსახურის სიტყვები არც კი გაუგონიაო. მაგრამ მცირე
ხნის შემდეგ დგება, ბიზან-ანძის ვანტებს ეჭიდება, თავის
სხეული გემბანზე გადააქვს, დინჯად და აუღელვებლად
ამბობს: „სტარბეკ, სადილობის დროა“, – და კაპიტნის
კაიუტაში შედის.

როცა მისი ნაბიჯების ხმა მიწყდება და სტარბეკს, მის პირველ


ვეზირს, დაბეჯითებით შეუძლია თქვას, ახლა კი კაპიტანი

მაგიდას უზისო, უქმად ჯდომას თავს ანებებს, გემბანს


რამდენჯერმე მიათვალიერ-მოათვალიერებს, თან გზად
ნაკტოუზს მედიდურად დახედავს, მერე თავაზიანად ამბობს:

„მისტერ სტაბ, სადილობის დროაო“ – და კაიუტაში ჩადის.


მეორე ვეზირი მცირე ხანს გემსართავებთან ყოვნდება, მერე
გროტბრასს ოდნავ არწევს, რომ დარწმუნდეს, ეს მეტად
მნიშვნელოვანი გემსართავი მოშვებული ხომ არ არისო, ძველ
ჩვეულებას ემორჩილება, სხაპასხუპით ამბობს: „მისტერ
ფლასკ, სადილობის დროაო“ – და თავისი წინამორბედივი
ისიც კაიუტაში ჩადის.

მაგრამ მესამე ვეზირი, რომელიც შუაგემბანზე სრულიად


მარტო რჩება, ეტყობა, თავს ისე გრძნობს, თითქოს რაღაც დიდი
ტვირთი მოიშორაო; იგი აქეთ-იქით ეშმაკურად უკრავს ყველას
თვალს, ფეხსაცმელს იხდის და ზედ „დიდ თურქის“ თავზე
უვლის ცეცხლოვან, მაგრამ უხმაურო ჯიგას, მერე მეტად
მოხერხებულად ისვრის ქუდს ბიზან-ანძის წვერზე და ისე
ჰკიდებს ზედ, როგორც საკიდარზე. შემდეგ მხიარული მანჭვა-
გრეხით მიემართება ჩასასვლელისაკენ, – სანამ გემბანიდან
მოჩანს, – და მთელ პროცესიას მუსიკით ამთავრებს, რითაც
ერთიანად აქარწყლებს მთელ საზეიმო განწყობილებას.
ქვევით, სანამ კაპიტნის კაიუტის ზღურბლს გადააბიჯებდეს,
იგი ჩერდება, თითქოს რაღაც ჯადოქრობით სახეს იცვლის და
თავისუფალი, მხიარული ჯუჯა ფლასკი მეფე აქაბს უბადრუკ
მონასავით ევლინება.

სახომალდო ეტიკეტის უკიდურესი ხელოვნურობით


გამოწვეულ ყოველგვარ უცნაურობაში თვალსაჩინო ადგილი
უკავია იმ გარემოებას, რომ ზოგიერთნი ხომალდის იმ
უფროსთაგან, რომელთაც გემბანზე დაძაბულ ვითარებაში
კაპიტანთან თავი დამოუკიდებლად და მამაცურად უჭირავთ,
კაპიტნის კაიუტაში სადილზე ჩასვლისთანავე მაგიდის თავში
დაბრძანებულ იმავე კაპიტანთან, ათიდან ცხრა შემთხვევაში,
მორჩილად და ზოგჯერ პირფერულად და დამამცირებლადაც
იქცევიან; საოცარია, ზოგჯერ კი მართლაც სასაცილოა, რა არის
მათ ქცევაში ასეთი ცვალებადობის მიზეზი? ამოუხსნელი
საიდუმლოება? არა მგონია. ბაბილონის მეფის
ბალთაზარის[178], ამასთან ზვიადი კი არა, თავაზიანი
ბალთაზარის როლი უსათუოდ ამქვეყნიური სიდიადის რაღაც
შუქით არის გასხივოსნებული. მაგრამ ჭეშმარიტი მონარქის
სულისკვეთებით შეპყრობილი, სტუმრებთან ერთად საკუთარ

ჭერქვეშ სასადილო მაგიდის თავში მჯდომი ადამიანი, თავისი


პირადი გავლენის უცილობელი ძალაუფლებითა და მეფური
მდგომარეობით, ბალთაზარს აღემატება, რადგან ბალთაზარი
როდია ადამიანთა შორის უდიადესი. ვინც ერთხელ მაინც
გამასპინძლებია სადილით სტუმრებს, იმან იცის, რას ნიშნავს,
იყო კეისარი. ასეთია საზოგადოებაში მონარქიის ჯადოსნური
ძალა და წინააღმდეგობას ვერც ვერავინ გაუწევს. და თუ
ყოველივე ამას მივუმატებთ იმ უზენაეს ძალაუფლებას, რაც
ხომალდის კაპიტანს კანონმა მიანიჭა, ადვილი გამოსაცნობი
მიზეზი იმ თავისებური სახომალდო ჩვეულებისა, რაზედაც
ზემოთ გვქონდა საუბარი.

აქაბი ისე იჯდა ვეშაპის ძვლით ინკრუსტირებული მაგიდის


თავში, როგორც მძვინვარე, მაგრამ მოკრძალებული ლეკვებით
გარშემორტყმული მდუმარე, ხშირფაფრიანი ზღვის ლომ
მარჯნის თეთრ ნაპირზე. ყველა თავისი რანგის შესაბამისად
ელოდა ულუფას. ისინი აქაბის წინ პატარა ბავშვებივით
ისხდნენ, თუმცა ეტყობოდა, აქაბს სულაც არ მოჰქონდა თავი
უფროსობით; როგორც კი მოხუცმა დანას მოჰკიდა ხელი, რომ
შემწვარი ხორცი დაეჭრა, სამი წყვილი თვალი ერთსულოვნად
და დაჟინებით მიაშტერდა მას. ქვეყნად ალბათ არაფრის
გულისათვის არ დაარღვევდნენ ისინი ამ წმინდა მდუმარებას,
ამინდზეც კი არ იტყოდნენ არაფერს. რას ბრძანებთ! როცა
აქაბმა დანა-ჩანგლით შემწვარი ხორცის ნაჭერი აიღო და
სტარბეკს ანიშნა, თეფში გამოსწიეო, უფროსმა თანაშემწემ
თავისი ულუფა მოწყალებასავით ჩამოართვა და ისეთი
მორიდებით დაუწყო ჭრა, რომ ერთხელ ოდნავ შეკრთა კიდეც,
ღმერთო, დამიფარე და, თეფშზე დანა ხომ არ გავაფხაჭუნეო,

ამასთან, ცდილობდა, ნელა დაეღეჭა და ფრთხილად


გადაეყლაპა ლუკმა; რადგან მსგავსად ფრანკფურტში მეფედ
კურთხევის გამო გამართული ბანკეტებისა, სადაც გერმანიის
იმპერატორი ღრმააზროვნად სადილობს იმპერიის შვიდი
ელექტორის საზოგადოებაში, ეს სადილებიც კაპიტნის
კაიუტაში საზეიმო ტრაპეზებს მიეკუთვნებოდა და ბოლომდე
დიად მდუმარებაში მიმდინარეობდა; აქაბი არავის
უკრძალავდა მაგიდასთან საუბარს, მხოლოდ თვითონ იჯდ
მუნჯივით. სტაბს ლუკმა ყელში ეჩხირებოდა და მხოლოდ ის
თუ შველოდა, რომ ტრიუმში ვირთხები ახმაურდებოდნენ
ხოლმე და გულისგამაწყალებელ სიჩუმეს არღვევდნენ.
საბრალო ჯუჯა ფლასკი კი თითქოს უმცროსი შვილი იყო,

პატარა ბიჭი მომქანცველ ოჯახურ ნადიმზე. კახაჯის ძვლები


თუ ერგებოდა ხოლმე, ქათამი რომ მოეტანათ, მხოლოდ
კანჭებს თუ უწილადებდნენ; ფლასკი რომ გათავხედებულიყო
და თეფშზე ხორცი თვითონ გადმოეღო, თავი
პირველხარისხოვანი ქურდი და მძარცველი ეგონებოდა.
საჭმლის გადმოსაღებად ერთხელაც რომ წაეღო ხელი, ამ
პატიოსან ქვეყანაზე თვალებში ვეღარავის შეხედავდა; აქაბი კი,
ამ დროს, ფლასკს არაფერს უკრძალავდა და მას რომ ხორცის
ნაჭერი გადმოეღო, იქნებ ვერც კი შეემჩნია. ყველაზე მეტად
ფლასკს კარაქის გადმოღებისა ერიდებოდა. ეტყობოდა, ან იმას
ფიქრობდა, ალბათ გემის პატრონებს არ უნდათ ჩემი მზისფერი
სახის კანი კარაქით გავიფუჭოო, ან იმას ითვალისწინებდა,
შორეულ ნაოსნობაში უკაცრიელ ზღვაზე კარაქი, როგორც
პროდუქტი, განსაკუთრებით ძვირად ფასობდა და მისი რანგის
ადამიანებისათვის არ იყო განკუთვნილი, – ასე იყო თუ ისე,
ფლასკი კარაქს პირს არ აკარებდა.

მაგრამ ჯერ ყველაფერი არ მითქვამს. ფლასკი ყველაზე ბოლოს


ჯდებოდა მაგიდასთან და ყველაზე ადრე დგებოდა. აბა,
წარმოიდგინეთ, რა მცირე იყო ფლასკის სადილობის დრო!
ორივენი – სტარბეკიც და სტაბიც ფლასკზე ადრე გამოდიოდნენ
სტარტზე და მისი წასვლის შემდეგ მაგიდასთან შეყოვნების
პრივილეგიითაც სარგებლობდნენ. თუ, მაგალითად, სტაბს,
რომელიც რანგით მხოლოდ ერთი ხელისდადებით მაღლა იდგა
ფლასკზე, დღეს მადა არ ჰქონდა და არ სურდა მცირე ხნით
შეგვიანებულიყო მაგიდასთან, ფლასკს თავისი თავისთვის
ძალა უნდა დაეტანებინა, მაგრამ, რაც უნდა აჩქარებულიყო, იმ
დღეს მის სადილს მაინც არ დაერქმეოდა სადილი, რადგან,
უწმინდესი ჩვეულების თანახმად, ფლასკი სტაბზე უფრო
გვიან ვერ დაბრუნდებოდა გემბანზე. აი, რატომ აღიარა
ერთხელ ფლასკმა საუბარში, – იმის შემდეგ, რაც უფროსად
დამაწინაურეს, მუდამ მშიერი დავდივარო. რის ჭამასაც
ასწრებდა, შიმშილს არ უკლავდა და მხოლოდ აღიზიანებდა.
უზრუნველობამ და სიამემ ჩემი კუჭი სამუდამოდ მიატოვესო,
ფიქრობდა ფლასკი, – მე ახლა უფროსი ვარ, მაგრამ

ყველაფერს მივცემდი, რომ კუბრიგში ძროხის ხორცის ერთ


ნაჭერი ჩამაგდებინა ხელში ძველებურად, როცა მეზღვაური
ვიყავიო. ესეც თქვენი იღბლიანი კარიერის ნაყოფი, დიდების
ამაოება; აი, სიცოცხლის მთელი უგუნურება! თუ „პეკოდზე“
რომელიმე მეზღვაურს მესამე თანაშემწის, ფლასკის ჯინი[179]

სჭირდა, საკმარისი იყო სადილობის დროს შუაგემბანზე


გაევლო, კაპიტნის კაიუტაში ჩაეხედა, სადაც ფლასკი უენ
სულელივით იჯდა მრისხანე აქაბის წინ, შურის საძიებლად
მეტი აღარაფერი იყო საჭირო.

აქაბი და მისი სამი თანაშემწე შეადგენდნენ, თუ შეიძლება ასე


ითქვას, პირველ სასადილო ცვლას „პეკოდის“ კაპიტნის
კაიუტაში. იმის შემდეგ, რაც ისინი უმცროს-უფროსობის
მიხედვით ტოვებდნენ კაიუტას, სტიუარდი მაგიდას
ალაგებდა, უფრო სწორად, სასწრაფოდ ასწორებდა ტილოს
სუფრას და, როგორც კანონიერ მემკვიდრეებს, ნადიმზე სამ
მებარჯეს იწვევდა, რომლებიც კაპიტნის დიდებულ კაიუტას
დროებით საჯალაბო ოთახად გადააქცევდნენ ხოლმე.

საოცარი იყო ის განსხვავება, რაც კაპიტნის მაგიდაზე


გამეფებული უსარგებლო დესპოტიზმით გამოწვეულ
არაადამიანურ დაძაბულობასა და საშუალოჩინიან
მებარჯეთათვის დამახასიათებელ უზრუნველ თავისუფლებას,
დაუდგრომელ სილაღესა და ალალმართალ მოუხეშაობას
შორის იგრძნობოდა. თავისი უფროსებისაგან განსხვავებით,
რომელთაც თითქოს საკუთარი ყბების მოძრაობაც კი
აშინებდათ, მებარჯეები ისე გემრიელად შეექცეოდნენ, რომ
მთელ კაიუტაში ისმოდა ძვლების ტკაცატკუცი. ო, ისინ
ღმერთებივით ძღებოდნენ, მუცლებს ისე იყორავდნენ, როგორც
ინდოეთის ნავსადგურში ხომალდები იყორავდნენ ხოლმე
ტრიუმებს სანელებლებით. ქვიქეგსა და თეშტიგოს ისეთი
გასაოცარი მადა ჰქონდათ, რომ გაფითრებული სტიუარდი,
მაგიდა რომ შეევსო, კახაჯის უზარმაზარ ნაჭრებსა და სუკებს
ისე მოათრევდა, იფიქრებდით, პირდაპირ ხარს აჭრის და აქ
მოაქვსო, თუ ციბრუტივით არ ტრიალებდა და მკვირცხლად არ
იქცეოდა, „ცალი ფეხი – აქ, მეორე – იქ“, თეშტიგო საკმაოდ
არათავაზიან ხერხს ხმარობდა, – მებარჯის ყაიდაზე ზურგში
ჩანგალს ესროდა ხოლმე. ერთხელ კი, მხიარულების
მოზღვავების ჟამს, დეგუმ გადაწყვიტა, სტიუარდს
გულმავიწყობის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებოდა – იგი
იღლიაში ამოიჩარა, თავი პურის დასაჭრელ ცარიელ ფიცარზე
დაადებინა და ასე ეჭირა, სანამ თეშტიგო დანით ხელში
გარშემო უვლიდა, რომ სკალპი აეძრო. ბუნებრივია, რომ
სტიუარდი, თავისი ფუნჩულა ფიზიონომიით, გაკოტრებული
ხაბაზისა და საავადმყოფოს მომვლელი ქალის ნაშიერი,
ნერვიული და მშიშარა ადამიანი იქნებოდა. პირქუში და

მრისხანე აქაბის ყოველდღიურმა ხილვამ და სამი ველურის


შფოთიანმა დარბევამ მისი ცხოვრება განუწყვეტელ ტანჯვად
აქცია. ჩვეულებრივად, როცა მებარჯეებს ყველაფერს
მიუტანდა, რაც სურდათ, თავის პატარა საწყობში იმალებოდა
და კარზე ჩამოფარებული ფარდიდან უთვალთვალებდა მათ
მანამდე, სანამ პურისჭამას არ მორჩებოდნენ.

უნდა გენახათ, როგორ ისხდნენ მებარჯეები, – ქვიქეგი და


თეშტიგო ერთმანეთის პირისპირ მოკალათებულიყვნენ და ვერ
გაიგებდით, რომელს უფრო უელავდა კბილები; მათ გვერდით,
პირდაპირ იატაკზე, დეგუ იჯდა, რადგან რომელ სკამზედაც
უნდა დამჯდარიყო, თავს კაიუტის ჭერს არტყამდა. მისი
გოლიათური ტანის ყოველ მოძრაობაზე ფიცრის დაბალი
ტიხარი ისე ირყეოდა, თითქოს ტრიუმში აფრიკული სპილო
დააბიჯებდა. მაგრამ ყოველივე ამასთან ერთად ეს უზარმაზარი
ზანგი ზომიერებითა და, წარმოიდგინეთ, სინატიფითაც კი
გამოირჩეოდა; საოცარი იყო, როგორ ახერხებდა ამ
უშველებელი, მეფური აღნაგობის სხეულში მოზღვავებული
სიცოცხლის შენარჩუნებას შედარებით მცირე საზრდოთი.
საფიქრებელია, რომ ეს კეთილშობილი ველური
გაფართოებული ნესტოებით ისრუტავდა ჰაერს, ჰაერი
თვრებოდა, ჰაერით ცოცხლობდა და ზეცა იყო მისი
მასაზრდოებელი – მხოლოდ პურითა და ხორცით როდი
იზრდებიან გოლიათები. მაგრამ ქვიქეგი სულ სხვა იყო; ჭამის
დროს პირს მართლაც მიწიერად, ბარბაროსულად
აწკლაპუნებდა და ისეთ უსიამოვნო ხმებს გამოსცემდა, რომ
ათრთოლებული ფუნჩულა უნებურად ხელებზე დაიხედავდა
ხოლმე, ნაკბილარი ხომ არ მეტყობაო. ხოლო როცა თეშტიგოს
ხმას გაიგონებდა, მოგვაკითხე და შენი ძვლები
დასაღრღნელად მოგვეციო, მიამიტ ფუნჩულას ისეთი კანკალი
აიტანდა, საწყობის კედელზე ჩამწკრივებული ჭურჭელ
ზანზარს იწყებდა. ახლა კიდევ სალესი ქვები, რომლებსაც
მებარჯეები ჯიბით ატარებდნენ ჭვილთისა და სხვადასხვა
იარაღის გასალესად, სადილობის დროს კი ამოალაგებდნენ დ
ყველას დასანახად ლესავდნენ ზედ დანებს. განა ამ სალესი
ქვების წრიპინი დააწყნარებდა საწყალ ფუნჩულას? განა
შეეძლო, მაგალითად, დაევიწყებინა, რომ ქვიქეგს თავის
კუნძულზე უსათუოდ ექნებოდა ჩადენილი რაიმე
სულისწარმწყმედი კულინარიული უტაქტობა. საწყალო
ფუნჩულავ! საცოდავია თეთრი მსახური, თუ კანიბალებს

ემსახურება. მარცხენა ხელზე ხელსახოცი კი არა, ფარი უნდ


გადაიკიდოს. ბოლოს, მისდა სასიხარულოდ, ზღვის ეს სამი
ჩხუბისთავი დგება და მიდის. ცრუმორწმუნე ფუნჩულას
უსაშველოდ ხარბ სმენას ისე სწვდება მათი ძვლების საომარ
ჩხარაჩხური, თითქოს ქარქაშებში ჩაგებისას მავრიტანული
იატაგანები ააჟღარუნესო.

და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ეს ველურები კაპიტნის


კაიუტაში სადილობდნენ, და როგორც მიღებული იყო, აქვე
ცხოვრობდნენ კიდეც, ბუნებით მოხეტიალენი იყვნენ დ
მხოლოდ სადილობის დროს თუ გამოჩნდებოდნენ, ან
საღამოთი, როცა ამ კაიუტაზე გავლით თავიანთ
საწოლებისაკენ მიეშურებოდნენ დასაძინებლად.
ამ საკითხში სხვა ამერიკელ კაპიტან-ვეშაპმონადირეთა შორის
აქაბი გამონაკლისს არ წარმოადგენდა, ისიც იმავე აზრისა იყო,
რომ კაიუტა კანონით მხოლოდ მას ეკუთვნოდა და სხვებს
მხოლოდ მისი თავაზიანობის წყალობით შეეძლოთ შიგ
შესვლა. ამიტომ, სიმართლე რომ ითქვას, თანაშემწეები დ
მებარჯეები „პეკოდზე“ კაპიტნის კაიუტაში სულაც არ
ცხოვრობდნენ. როცა კაიუტაში შედიოდნენ, ისინ
ემსგავსებოდნენ კარის გარეთა მხარეს, რომელიც გაღებისას
შიგნით მოექცეოდა, მაგრამ მალე ისევ იხურება და კვლავ
გარეთ აღმოჩნდება ხოლმე. თუმცა, ამით მაინცდამაინც ბევრს
არაფერს კარგავდნენ – კაიუტაში არ იყო გულითადი
დამოკიდებულება. უსაქმოდ აქაბს ახლოს ვერავინ ეკარებოდა.
აქაბი თითქოს ქრისტიანულ სამყაროს ეკუთვნოდა, მაგრამ ეს
სამყარო უცხო იყო მისთვის. იგი ადამიანთა შორის ისე
ცხოვრობდა, როგორც უკანასკნელი გრიზლი ცხოვრობს
ხალხით დასახლებულ მისურის ნაპირებზე. როგორც ტყის
ველური ბელადი ლოგანი ძვრებოდა შემოდგომაზე
ფუღუროში, იქ იზამთრებდა და თათებს იწუწნიდა, ისე აქაბის
სულიც სიბერის მკაცრ, ქარბუქიან ზამთარში გამოფუღრულ
სხეულში დამალულიყო და მოღუშული წყვდიადის თათს
წუწნიდა.

35. ანძაზე

მშვენიერი ამინდი იდგა; და აი, დაწესებული მონაცვლეობისდ

მიხედვით, სხვა მეზღვაურებთან ერთად, ჩემი ჯერიც დადგა,


პირველად ვმდგარიყავ ანძის ტოპზე მზვერავად.

ყოველ ამერიკულ ვეშაპსანადირო ხომალდზე, როგორც კი


ნავსადგურიდან გავლენ, მზვერავებს მაშინვე გზავნიან ანძის
ტოპზე, თუმცა გემი სარეწაო რაიონებიდან ზოგჯერ
თხუთმეტი ათასზე მეტი მილით არის დაშორებული. თუ
ოთხი-ხუთი წლის ნაოსნობის შემდეგ ხომალდი მშობლიურ
ნაპირებს უბრუნდება და გემბანზე ერთი ცარიელი ჭურჭელი
მაინც გდია, მზვერავები ანძაზე უკანასკნელ წუთამდე დგანან!
და სანამ მისი ანძები ნავსადგურის ამწეებს შორის არ
ჩაიკარგება, ხომალდი კიდევ არ კარგავს ვეშაპის მოკვლის
იმედს.

რადგან მზვერავის მოვალეობა ანძის წვერზე – როგორც


ხმელეთზე, ისევე ზღვაზე – ძველთაგანვე მოდის და ერთობ
საინტერესოა, თავს ნებას მივცემ და ამ საკითხზე თქვენს
ყურადღებას მცირე ხნით მაინც შევაჩერებ. უპირველეს საანძო
მზვერავებად ძველ ეგვიპტელებს ვთვლი, რადგან ბევრ
ვიკვლიე, მაგრამ მათ წინაპრებად რომ ჩაითვალოს, ისეთი
ვერავინ აღმოვაჩინე. მართალია, ეგვიპტელების წინაპრებმა,
ბაბილონის გოდოლის მშენებლებმა, ალბათ სცადეს, მთელ
აზიაში და აგრეთვე მთელ აფრიკაში ყველაზე მაღალი ანძა
აღემართათ, მაგრამ რადგანაც ეს გრანდიოზული ქვის ანძ
(მანამდე, სანამ უკანასკნელ აგურს დადებდნენ) ღვთის
მრისხანებით აბობოქრებულმა გრიგალმა ზღვაში გადაისროლა,
ჩვენ არ შეგვიძლია ბაბილონის მშენებელთა პირველობ
ვაღიაროთ. როცა ეგვიპტელებს საანძო მზვერავების ერად
ვაცხადებ, ვეყრდნობი არქეოლოგებში გავრცელებულ
შეხედულებას. პირამიდები პირველად ასტრონომიული
მიზნებისათვის ააგესო: ასეთი თეორიის დამაჯერებელი
მტკიცებაა ამ ოთხწახნაგიან ნაგებობათა თავისებური, კიბის
მსგავსი მოყვანილობა. ძველ ასტრონომებს ჩვეულებად
ჰქონდათ, არნახული, გიგანტური ნაბიჯებით ასულიყვნენ ამ
ნაგებობის წვერზე და იქიდან ყვირილით ეუწყებინა
ქვეყნისათვის ახალი ვარსკვლავის გამოჩენა ისევე, როგორც
ახლანდელ ხომალდზე გვატყობინებენ მზვერავები – ცის
დასალიერთან აფრა, მიწა ან ვეშაპი გამოჩნდაო. ის წმინდა
მესვეტე, ძველი დროის ის სახელგანთქმული ქრისტიანი
განდეგილი, ვინც უდაბნოში მაღალი ქვის სვეტი აიშენა, მთელ
სიცოცხლე მის წვერზე გაატარა და საზრდო ბაგირით აჰქონდა,

გამოდგება იმ საანძო მზვერავის მშვენიერ მაგალითად, ვინც


ვერც ნისლმა აიძულა, ძირს ჩამოსულიყო, ვერც ყინვამ, ვერც
წვიმამ, ვერც სეტყვამ და ვერც ქარბუქმა; ვინც ბოლომდე
მამაცურად იდგა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, და
სული თავის საგუშაგოზე განუტევა. ჩვენს დროში საანძო
მზვერავები წარმოადგენენ რკინის, ქვისა და ბრინჯაოს
უსულო ადამიანების კოჰორტას. ისინი გაშმაგებულ გრიგალს
არ უშინდებიან, მაგრამ არ ძალუძთ ყვირილით გვაუწყონ
დანახული საოცრებანი. აი, მაგალითად, ნაპოლეონი; იგი დგას
ხელდაკრეფილი ვანდომის სვეტზე, მიწიდან ას ორმოცდაათი
ფუტის სიმაღლეზე და ახლა მისთვის სულერთია, ვინ
ბრძანებლობს გემბანზე, – ლუი-ფილიპე, ლუი ბლანი თუ ლუი-
ეშმაკი. დიადი ვაშინგტონიც მიუწვდომელ სიმაღლეზე დგას
ბალტიმორში, დიდებული გროტ-ანძის წვერზე, და მსგავსად
ჰერაკლეს სვეტისა[180], მისი სვეტიც აღნიშნავს ადამიანური
სიდიადის საზღვარს, რომელიც მოკვდავთაგან ცოტას თუ
გადაულახავს. ტრაფალგარსკვერზე, ზარბაზნის თუჯის ანძის
ტოპზე ასევე მზვერავად დგას ადმირალი ნელსონი; და მაშინაც
კი, როცა ლონდონის კვამლით დაბურული ძეგლი სრულებით
აღარ ჩანს, მაინც იგრძნობა, რომ უხილავი გმირი ისევ თავის
საგუშაგოზეა, რადგან არავის უნახავს კვამლი უცეცხლოდ.
მაგრამ ვერც დიდი ვაშინგტონი, ვერც ნაპოლეონი და ვერც
ნელსონი, რა თავგანწირვითაც უნდა ევედრონ ქვემოდან,
ვერავითარ რჩევას ვერ მისცემენ იმათ, ვინც მათ ფეხებთან,
გემბანზე გახელებულები აწყდებიან აქეთ-იქით; მათი
განწმენდილი თვალები კი, საფიქრებელია, მომავლის შავ
ნისლს არღვევენ და გვერდის ასავლელ მეჩეჩებსა და რიფებს
არჩევენ.

რაიმე ნიშნით ზღვასა და ხმელეთზე საანძო მზვერავების


გაერთიანების ცდა შეიძლება უსაფუძვლო მოგვეჩვენოს;
მაგრამ სინამდვილეში ეს რომ ასე არ არის, ნათლად
გვიდასტურებს ერთი მოსაზრება, რომელიც ოვიდ მეისიმ,
კუნძულ ნანტაკეტის ერთადერთმა ისტორიოგრაფმა
მოგვაწოდა. ღირსეული ოვიდი მოგვითხრობს, უწინდელ
დროში, როცა ვეშაპმონადირეობა ის-ის იყო ფეხს იდგამდა და
ხომალდები რეგულარულად არ გადიოდნენ ზღვაში
ნადავლისათვის, ნანტაკეტის მკვიდრნი მთელი ნაპირის
გასწვრივ ქვიშაზე მაღალ ანძებს დგამდნენ. ამ ანძებზე
ასასვლელად მზვერავები ლურსმნიან თამასებს იყენებდნენ

და დაახლოებით ისე ადიოდნენ, როგორც საქათმეში ქათმები


ადიან ქანდარაზე. რამდენიმე წლის წინათ კი ამავე ხერხს
იყენებდნენ ახალი ზელანდიის ვეშაპმონადირენი
შეამჩნევდნენ თუ არა მზვერავები ვეშაპს, მაშინვე
ანიშნებდნენ ხოლმე ველბოტებს, რომლებიც ნაპირთან
იცდიდნენ. მაგრამ ახლა ეს ხერხი მოძველდა და ამიტომ
ერთადერთი ნამდვილი ანძის ტოპს, ზღვაში გასულ
ვეშაპსანადირო ხომალდის ანძის ტოპს დავუბრუნდეთ. მზის
ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე დგანან მზვერავები სამივე
ანძის წვერზე; მეზღვაურები ყოველ ორ საათში ცვლიან
ერთმანეთს (ისევე, როგორც საჭესთან). ტროპიკებში წყნარ
ამინდში ანძაზე დგომა მეტად სასიამოვნოა, ხოლო მეოცნებე,
ფიქრის მოყვარული კაცისათვის ხომ პირდაპირ მისწრებაა.
დგახარ შენთვის, დადუმებულ გემბანზე ასი ფუტით
ამაღლებული და თითქოს უძირო, აქაფებულ ოკეანეზე ანძის
უზარმაზარი ოჩოფეხებით მიაბიჯებ, ქვემოთ კი ზღვის
უზარმაზარი ურჩხულები ფეხებში ისე გიძვრებიან, როგორც
როდოსის[181] სახელგანთქმული ბუმბერაზის ლაჯებში
მიცურავდნენ ოდესღაც ხომალდები. დგახარ ასე უსასრულ
ოკეანეში დაკარგული და მხოლოდ ტალღების ხმაური არღვევს
დიად სიმშვიდეს. ნელა ირწევა მთვლემარე ხომალდი, ზანტად
ქრიან პასატები[182] და ყველაფერი მშვიდად სუნთქავს.
ტროპიკულ ნაოსნობაში ჩვეულებრივად მხოლოდ დიადი,
სრული უშფოთველობით ხარ გარემოსილი; თქვენ ვერ
შეიტყობთ ვერავითარ ახალ ამბავს, ვერ წაიკითხავთ გაზეთს;
საგანგებოდ გამოსული გაზეთები ტყუილუბრალოდ არ
აგაღელვებენ ნაკლებსაყურადღებო ამბების სენსაციური
აღწერილობით; თქვენამდე ვერ მოაღწევს ქვეყნის
უბედურების, გაკოტრებისა და აქციების დაცემის ამბავი; არც
იმაზე ფიქრი დაგტანჯავთ, დღეს სადილად რა უნდა ვჭამოო;
რადგან თქვენი სამი წლის საზრდო წინდაწინაა საიმედოდ
მოთავსებული კასრებში და ამ დროის განმავლობაში მენიუ არ
შეიცვლება.

ვეშაპსანადირო ხომალდზე ნაოსნობისას, რაც სამხრეთის


ზღვებში ხშირად სამი-ოთხი წელიწადი გრძელდება ხოლმე,
ანძის წვერზე გატარებული საათების საერთო რაოდენობა
ზოგჯერ რამდენიმე თვეს უდრის. დასანანი მხოლოდ ის არის,
რომ ადგილი, სადაც თქვენი ცხოვრების ესოდენ მნიშვნელოვან
ნაწილს ატარებთ, სამწუხაროდ, მოკლებულია ყოველგვარ

პირობებს, რაც მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფეროს უქმნის


საცხოვრებელ ოთახს, სახომალდო საწოლს, სამგლოვიარ
ფორანს, სადარაჯო ჯიხურს, მქადაგებლის კათედრას, კარეტას
და სხვა ვიწრო და მყუდრო თავშესაფარს, რითაც ადამიანები
სარგებლობენ, როცა დროებით განმარტოება სურთ. თქვენი
ქანდარა ჩვეულებრივად გროტანძის წვერია, სადაც დგახართ
ორ პატარა, წვრილ, პარალელურ ძელზე (ასეთი ძელები, მგონი,
მხოლოდ ვეშაპსანადირო ხომალდებზე შეგხვდებათ), რასაც
ტოპ-კრასპიცას უწოდებენ. ტალღები კი ხომალდს აქეთ-იქით
ანარცხებენ და ახალბედა თავს ისე მშვიდად გრძნობს, როგორც
ხარის რქებზე. თუმცა სიცივეში შეგიძლიათ თან აიტანოთ
თქვენი სახლი – მოკლე ქურქის სახით, მაგრამ, სიმართლე რომ
ითქვას, ყველაზე თბილი მოკლე ქურქიც კი ისე ჰგავს სახლს,
როგორც შიშველი სხეული; რადგან როგორც ჩვენი სული
სხეულის მჭიდრო სასულეშია მოთავსებული, ვერსად
გადაინაცვლებს და, მით უმეტეს, გარეთ ვერ გამოვა ისე, რომ
თავი საფრთხეში არ ჩაიგდოს (მსგავსად გამოუცდელი
მგზავრისა, ზამთარში თოვლიანი ალპების გადალახვა რომ
გადაუწყვეტია), ზუსტად ასევე მოკლე ქურქი ჩვენი სახლი კი
არ არის, მხოლოდ კონვერტია, კანის მეორე ფენაა, რომელიც
გვფარავს, და, როგორც წიგნის თაროს ან კარადას ვერ
მოვითავსებთ სხეულში, ისე მოკლე ქურქიც ვერ გაგვიწევს
მყუდრო სამუშაო ოთახის მაგივრობას.
ყოველივე ამის გამო დიდად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ
სამხრეთის რეისებში ვეშაპსანადირო ხომალდის ანძის ტოპზე
არ არის საშოშიეს მსგავსი პატარა ნაგებობა, რასაც „ყვავის
ბუდეს“ ეძახიან და გრენლანდიის ფლოტილიაში
ვეშაპსანადირო ხომალდებზე ყინულოვანი ოკეანის
უამინდობაში მზვერავები თავს აფარებენ ხოლმე.

ბუხართან საკითხავ კაპიტან სლიტის თხზულებაში, რომლის


სათაურია „ნაოსნობა აისბერგებს შორის გრენლანდიურ
ვეშაპის კვალდაკვალ და ამასთან გრენლანდიაში მივიწყებულ
ძველისლანდიელ მოახალშენეთა ხელახლა აღმოჩენის
მიზნით“, ამ შესანიშნავ მოთხობებში მზვერავები ანძის წვერზე
თავს აფარებენ დაწვრილებით აღწერილ „ყვავის ბუდეს“,
რომელიც მაშინ ახალი გამოგონებული იყო და პირველად
გამოიყენეს „ტოროსზე“, ასე ერქვა კაპიტან სლიტის
სახელგანთქმულ ხომალდს. ის ასეც იხსენიებს, „სლიტის
ყვავის ბუდეო“, ამით თავს გამომგონებლად და პატენტის

მფლობელად აცხადებს და სულელურ, მოჩვენებით


თავმდაბლობას უგულებელყოფს; ეტყობა, იმას ფიქრობს, რომ
რაკი ჩვენი სახელი გადადის ჩვენს შვილებზე (რადგან ამ
შემთხვევაში სამართლიანად მიგვაჩნია, მამები
გამომგონებლად და პატენტის მფლობელებად), სწორედ ასევე
უნდა გადადიოდეს, ჩვენდა საპატიოდ, ჩვენს სხვა
ქმნილებებზეც. სლიტის ყვავის ბუდე გარეგნულად დიდ კასრს
ან მილს წააგავს; თავახდილია და გვერდის მოძრავი ფარი აქვს
დატანებული, რაც ღელვის დროს მზვერავებს ქარისაგან იცავს.
ამ კასრს ანძის წვერზე ისე მიამაგრებენ, რომ შიგ შესაძრომად
ფსკერზე პატარა ნახვრეტს უტოვებენ. იმ მხარეს, რომელიც
კიჩოსკენ იმზირება, გამართულია მოხერხებული საჯდომი.
საჯდომქვეშ ყუთია, სადაც ქოლგები და თბილი ტანსაცმელ
ინახება. წინ კი, კედელზე, რუპორის, ჭოგრიტისა და სხვა
საზღვაო ხელსაწყოების ჩასადებად ტყავის ჩანთის მსგავსი
რაღაც კიდია. კაპიტანი სლიტი წერს, როცა ყვავის ბუდეში
მორიგეობა მომიწევდა, მუდამ თან ამქონდა თოფი (ისიც
ტყავის ჩანთაში მოსათავსებლად), საპირისწამლე და საფანტი
იმ შემთხვევისათვის, თუ მოულოდნელად ნარვალი ან ზღვის
მოხეტიალე მარტორქა გამოჩნდებოდა, რითაც ჩრდილოეთის
ზღვები სავსე იყოო; საქმე ის არის, რომ გემბანიდან სროლა
შეუძლებელია, – მსროლელს ტალღები უშლის ხელს,
ზევიდან სროლა კი სულ სხვა საქმეა. კაპიტან სლიტს
ნამდვილად დიდ სიამოვნებას ანიჭებს თავისი ყვავის ბუდის
უპირატესობათა დაწვრილებითი აღწერა; მართალია, ამ
წვრილმანებზე დიდხანს ჩერდება, თუმცა მცირე კომპასთან
დაკავშირებული თავისი ექსპერიმენტების მეცნიერულ
აღწერასაც გვაწვდის; ეს ექსპერიმენტები კი იმაში
მდგომარეობდა, რომ მცირე კომპასი ზევით აჰქონდა, რათა
თავიდან აეშორებინა, როგორც იგი ამბობდა, „ლოკალური
მიზიდულობიდან“ გამომდინარე და ნაქტოუზის[183]
მაგნიტზე მოქმედი შეცდომები, რაც ხომალდის გემბანზე
ლურსმნებით, ჭანჭიკებითა და რკინეულის ჰორიზონტალური
სიახლოვის ბრალი იყო, ხოლო „ტოროსზე“ უფრო იმიტომ, რომ
ეკიპაჟის შემადგენლობაში ძალიან ბევრი გალოთებული
მჭედელი ჰყავდათ, – ჰოდა, თუმცა კაპიტანი სლიტი თავის
სიბრძნესა და განსწავლულობას ამჟღავნებს და თავბრუს
გვახვევს ყოველგვარი „ნაქტოუზის დახრილობით“,
„აზიმუტური დაკვირვებებითა“ და „მიახლოებისას

დაშვებული შეცდომებით“, მაინც, ამ კაპიტანმა სლიტმა,

კარგად იცის, რომ იგი ღრმააზროვან მაგნიტურ ფიქრებში ისე


ძალიან როდი იყო ჩაფლული, იქვე მდგარი სავსე მათარის
მიზიდულობის ძალა რომ არ ეგრძნო დროდადრო. ამიტომ
თუმცა მე ძალიან ვაფასებ და კიდევაც მიყვარს ეს მამაცი,
პატიოსანი და სწავლული კაპიტანი, მაგრამ იმ მათარის
დამსახურებათა მიჩქმალვას ვერ მოვუწონებ, რადგან სწორედ
ის მათარა იყო მისი განუყრელი მეგობარი და სევდის
გამქარვებელი მაშინ, როცა იგი პოლუსიდან რაღაც ფატომით
დაშორებული, ანძაზე, თავის ყვავის ბუდეში ხელთათმანებსა
და ყურებიან ქუდში გამოწყობილი მათემატიკას უჯდა.

თუმცა სამხრეთის ზღვებში ვეშაპმონადირენი ვერ


სარგებლობენ იმ უპირატესობებით, რითაც კაპიტანი სლიტი
და გრენლანდიის ფლოტილია სარგებლობდა, სამაგიეროდ,
ამას ამ ზღვებში გამეფებული მომაჯადოებელი, ნათელი
ამინდით ინაზღაურებდნენ. ჩვეულებრივად, როცა ანძაზე ჩემი
მორიგეობის ჯერი დგებოდა, მე ნელ-ნელა ვიწყებდი ვანტებზე
ასვლას, მცირე ხანს ვჩერდებოდი მარსზე, რომ
დავლაპარაკებოდი ქვიქეგს ან სხვა ვინმეს, რომლებიც ზევიდან
ეშვებოდნენ და მერე ისევ ზევით მივიწევდი. მარს-რეიზე[184]
ზანტად გადავდებდი ფეხს, ზღვის უსაზღვრო სივრცეს
გადავხედავდი და შემდეგ ჩემს საბოლოო დანიშნულების
ადგილსაც მივაღწევდი ხოლმე.

ჩემი სინდისი გულწრფელი აღიარებით უნდა დავიმშვიდო:


მაინცდამაინც ვერაფერი მზვერავი გახლდით. აბა, როგორ
შემეძლო ამ სიმაღლეზე ჩემს თავთან მარტოდმარტ
დარჩენილს, როცა უამრავი ფიქრი მიტრიალებდა თავში, როცა
სამყაროს იდუმალება მთლიანად დამეუფლებოდა ხოლმე,
მთელი სიმკაცრით დავმორჩილებოდი ვეშაპმონადირეთა
გარდაუვალ კანონს: „იყავი ფხიზლად და ყოველივე გემბანზე
მოახსენე!“

მთელი სულითა და გულით უნდა გაგაფრთხილოთ, თქვენ, ო,


ნანტაკეტელო ხომალდის მფლობელნო! მოერიდეთ და ნუ
აიყვანთ თქვენს სარეწაო ხომალდებზე მაღალშუბლიან და
თვალებჩაცვენილ ფერმკრთალ ჭაბუკებს, რომლებმაც უდროო
დროს იციან ჩაფიქრება და ნაოსნობაში ისე მიდიან, რომ
ბოუდიჩის[185] ნაცვლად ფედონი[186] აქვთ თავში.
გეუბნებით, მოერიდეთ ასეთ ჭაბუკებს, რადგან ვეშაპი რომ
მოკლა, ჯერ უნდა შეამჩნიო იგი. ეს ჭაბუკი პლატონი კი

დედამიწას ისე შემოუვლის ათჯერ გარშემო, რომ ერთი პინტ


სპერმაცეტითაც ვერ გაგამდიდრებთ. არ იფიქროთ, ტყუილად
გაფრთხილებდეთ. ჩვენს დროში ვეშაპმონადირეობას თავს
აფარებს მრავალი რომანტიკულად განწყობილი,
მელანქოლიური და დაბნეული ახალგაზრდა, რომელთაც
სძულთ სახმელეთო ცხოვრების მძიმე საზრუნავი და შვებას
კუპრსა და ზიპში ეძებენ. და ალბათ, ხშირად, ხელმოცარული
და იმედგაცრუებული, ვეშაპსანადირო ხომალდის ანძაზე
თვით ჩაილდ-ჰაროლდი დგას და ნაღვლიანად ამბობს:

„ზვირთნო, ეგ სრბოლა კვლავ განაგრძეთ ზათქით, ღრიალით,


ზღვის უდაბნოში სულ ამაოდ გზავნის არმადას[187]

ვეშაპის ზიპზე მონადირე ადამიანი“.

ხშირად კაპიტნები ამ დაბნეულ ყრმა ფილოსოფოსებს


ტუქსავენ და საყვედურობენ, ნაოსნობის წარმატებაზე გულ
არ შეგტკივათო; კეთილშობილური პატივმოყვარეობა
თქვენთვის სრულიად უცხოა, ისე რომ, სულის სიღრმეში
ვეშაპის დანახვას გირჩევნიათ, იგი თვალით სულაც არ
გეჩვენოთო. მაგრამ ყოველივე ამაოა, მგონი, პლატონის ყრმა
მიმდევრებს თვალები არ უვარგათ, ახლომხედველნი არიან და
რისთვისღა დაძაბონ მხედველობის ნერვი? თეატრალური
დურბინდები შინიდან არ წამოუღიათ.

ეი, მაიმუნო, – უთხრა ერთხელ მებარჯემ ერთ ასეთ


ყმაწვილს, – მალე სამი წელი შეგისრულდება, რაც ზღვაში ვართ
და ერთი ვეშაპიც არ წამოგიგდია. როცა შენ დგახარ ზევით,
კბილებიან ქათამს უფრო წააწყდება კაცი, ვიდრე ვეშაპს.

იქნებ ვეშაპი მართლაც არსად ჩანდეს, ან იქნებ, პირიქით, ბევრი


იყოს ერთად გამოსული, ვინ იცის. მოქანავე ტალღებით
დარწეული მეოცნებე ჭაბუკი ისეთ ბუნდოვან და დაბნეულ
ზმანებებს ეძლევა, რომ ბოლოს და ბოლოს თავის თავს ვეღარ
გრძნობს; მის ფეხქვეშ გაშლილი იდუმალი ოკეანე ღრმა,
ლურჯი და მიუწვდომელი სულის განსახიერება ჰგონია,
რომელიც ერთი სუნთქვით ავსებს ბუნებასა და ადამიანს; და
ყოველივე არაჩვეულებრივი, შეუმჩნეველი, დაუდგრომელი და
მშვენიერი, რაც მის მზერას უსხლტება, ყოველი უხილავი
წყალქვეშა არსების ფარფლის ბუნდოვანი გაელვება ტალღაზე
მას მხოლოდ იმ უჩინარი ფიქრის ხორცშესხმა ჰგონია,
რომელიც დროდადრო ჩვენს სულს წამით ეწვევა ხოლმე. ამ

მომაჯადოებელ თვლემაში სული შენი პირვანდელ საწყისს


უბრუნდება; კრენმერის[188] მიმობნეული პანთეისტურ
ფერფლის მსგავსად დროსა და სივრცეში განიბნევა და ბოლოს
ოკეანეებისა და ზღვების ნაპირებს შეერევა.

და შენთვის მხოლოდ იმ ხომალდის მშვიდი რწევით


მინიჭებული ცხოვრებაღა არსებობს, რომელსაც სიცოცხლე
ზღვამ უწყალობა, ხოლო ზღვას – იდუმალმა ღვთიურმა
მიქცევამ და მოქცევამ უბოძა. აბა, სცადე და ამ თვლემითა და
ოცნებით თავდავიწყებულმა ხელი ან ფეხი გაანძრიე, ან
თითები გაშალე, – თავზარდაცემული მაშინვე სინამდვილეს
დაუბრუნდები. დეკარტისეულ გრიგალს აყოლილი ერ
მშვენიერ დღეს, ერთ ნათელ, მოწმენდილ დღეს, როცა ჰაერი
ასე გამჭვირვალეა, შენ შეიძლება ერთი ყრუდ წამოიყვირო,
ანძას მოსწყდე, ტროპიკულ ზღვაში ჩავარდე და სამუდამოდ
ჩაიმალო მის ალერსიან ტალღებში. გახსოვდეთ ეს,
პანთეისტებო!

36. შუაგემბანზე

(შემოდის აქაბი; შემდგომ დანარჩენნი)

ერთხელ, დილით, ჩიბუხთან დაკავშირებული ამბის შემდეგ


დიდი დრო არ იყო გასული, როცა საუზმის
დამთავრებისთანავე აქაბი ჩვეულებრივად შუაგემბანზე ავიდა.
აქ ამ დროს მუდამ კაპიტნები
დასეირნობდნენ ხოლმე, ისევე
როგორც ბაღში დაბრძანდება ზოგიერთი წარჩინებული
პიროვნება ნასაუზმევს.

და აი, გემბანზე აქაბის მძიმე ძვლის ფეხის ხმა გაისმა. გემბანი


გეოლოგიურ შრესავით მრგვალი ორმოებით – ამ უჩვეულო
ნაბიჯების ნაკვალევით იყო დაფარული. თუ გაბედავდით და
დაჟინებით დააკვირდებოდით მის დანაოჭებულ,
დაკორძებულ შუბლს, იქაც შეამჩნევდით უჩვეულო კვალს. ეს
იყო კვალი გამუდმებული ფიქრისა, რომელიც დღე და ღამე
მხოლოდ ერთ საგანს დასტრიალებდა თავს.

მაგრამ ამ დილით შუბლზე ნაოჭები უფრო დასტყობოდა და


გემბანსაც თითქოს უფრო ღრმად აჩნდებოდა მისი მოუსვენარი
ნაბიჯების კვალი. აქაბი ისე იყო გატაცებული თავისი ფიქრით,

რომ თითქოს ხედავდით, მის ყოველ ჩვეულებრივ


შემობრუნებაზე – გროტ-ანძასთან და ნაქტოუზთან – ეს
ფიქრიც როგორ ბრუნდებოდა მასთან ერთად და განაგრძობდა
სიარულს; ფიქრი თითქოს მისი გარეგნული მოძრაობის შინაგან
განმეორებას წარმოადგენდა.

ერთი შეხედე, ფლასკ, – წასჩურჩულა სტაბმა, – წიწილამ


კვერცხი გამოტეხა. მალე გამოიჩეკება.

რამდენიმე საათმა გაიარა, აქაბი კვლავინდებურად ხან


კაიუტაში ჩაიკეტებოდა და ხან გემბანზე მიდი-მოდიოდა, მის
მზერაში ისევ ის გააფთრებული და მრისხანე გადაწყვეტილება
ჩანდა.

საღამო ახლოვდებოდა, აქაბი უეცრად ქიმთან შეჩერდა, ძვლის


ფეხი ჩაღრმავებულ ადგილს მიაჭირა, ხელი ვანტებს ჩაავლო და
სტარბეკს უბრძანა, ყველა შუაგემბანზე ამოვიდესო.

სერ, – ამის თქმაღა მოახერხა გაოცებულმა უფროსმა


თანაშემწემ, როცა ხომალდზე მხოლოდ განსაკუთრებულ
შემთხვევაში გასაცემი ბრძანება გაიგონა.

ყველანი შუაგემბანზე, – გაიმეორა აქაბმა, – ეი, მეანძენო!


ძირს ჩამოდით!

როცა მთელი ეკიპაჟი შეიკრიბა და მეზღვაურები შიშითა და


ცნობისმოყვარეობით შეჰყურებდნენ ქარიშხლიანი
ჰორიზონტივით მრისხანე აქაბს, მან ჯერ ქიმს ესროლა სწრაფი
მზერა, მერე შეკრებილთ, ნაბიჯი წინ გადადგა და თითქოს
შუაგემბანზე ერთი ცოცხალი არსებაც კი არ ყოფილიყო, მძიმედ
განაგრძო სიარული. თავჩაქინდრული და შუბლზე
ქუდჩამოფხატული აქაბი აქეთ-იქით დადიოდა დ
შეკრებილთა გაოცებული ჩურჩული არ ესმოდა. ბოლოს და
ბოლოს სტაბმა ვეღარ მოითმინა და ფლასკს წასჩურჩულა,
აქაბმა ალბათ იმიტომ შეგვკრიბა, რომ სიარულში
დამყარებული ახალი რეკორდის მოწმენი გაგვხადოსო. მალე
აქაბი შეჩერდა და აღგზნებულმა მრავალმნიშვნელოვნად
შეჰყვირა:

ხალხნო! როგორ უნდა მოიქცეთ, როცა ვეშაპს დაინახავთ?

უნდა შეგატყობინოთ! – ჩახრინწული ხმით ერთად უპასუხა


ოცამდე კაცმა.

კარგია! – ველური სიხარულით აღტაცებულმა წამოიყვირა


აქაბმა, როცა შეამჩნია, მისმა უეცარმა კითხვამ თითქოს რაღაც
ჯადოსნურად იმოქმედა და საერთო აღფრთოვანება გამოიწვია.

მერე რა უნდა ქნათ?

ველბოტები წყალში უნდა ჩავუშვათ და ვეშაპს დავედევნოთ!


რა სიმღერის ხმაზე უნდა მოუსვათ ნიჩბები?

„მოკლული ვეშაპი ან დამსხვრეული ველბოტი!“

აქაბს ყოველ შეძახილზე სულ უფრო მეტად ეხატებოდა სახეზე


შმაგი სიხარული და მოწონება, მეზღვაურები კი
გაოგნებულები შეჰყურებდნენ ერთიმეორეს და თითქოს
თვითონვე უკვირდათ, როგორ შეეძლო მათი აღელვება ამ
უაზრო, ერთი შეხედვით უბრალო კითხვებს.

მაგრამ ისინი მაინც მოუთმენლად გადაიხარნენ წინ, როცა


მოსახვევში ნახევრად შემობრუნებული აქაბი მთელი ძალით,
გაშმაგებული, უფრო მაღლა ჩაეჭიდა ვანტებს და განაგრძო:

ანძის მზვერავებს ადრეც გაუგონიათ თეთრ ვეშაპზე ჩემ


ბრძანება. ყველამ ადევნეთ თვალი! ხედავთ ამ ოქროს ესპანურ
უნციას? – და ოქროს ფული მზეზე ააბრჭყვიალა. – ამისი
ღირებულება თექვსმეტი დოლარია. დაინახეთ? მისტერ
სტარბეკ, დიდი ჩაქუჩი მომაწოდეთ!

სანამ უფროსი თანაშემწე ჩაქუჩს მოუტანდა, აქაბი ჩუმად


იდგა და დინჯად უსვამდა ოქროს ფულს თავისი სერთუკის
კალთას, თითქოს უნდოდა უფრო გაეპრიალებინა იგი. თან
რაღაცას უსიტყვოდ ღიღინებდა და ისეთ ყრუ, გაუგონარ
ბგერებს გამოსცემდა, გეგონებოდათ, მის სხეულში სიცოცხლის
ბორბლები ტრიალებს და გუგუნებსო.

ჩამოართვა თუ არა სტარბეკს ჩაქუჩი, გროტ-ანძას


მიუახლოვდა, ცალი ხელით ჩაქუჩი ასწია მაღლა, მეორე ხელით
ოქროს ფული გაიშვირა წინ და ცივი ხმით დაიყვირა:

ის, ვინც პირველად თვალს მოჰკრავს თეთრთავიან,


შუბლდანაოჭებულ და ყბამონგრეული ვეშაპს; ის, ვინც
პირველი შემატყობინებს თეთრთავიანი ვეშაპის გამოჩენას,
კუდთან, მარცხენა მხარეს სამი ნახვრეტი რომ აქვს; ვიმეორებ:
ის, ვინც პირველად თვალს მოჰკრავს თეთრ ვეშაპს, ამ ოქროს

უნციას მიღებს, შვილნო ჩემნო!

ვაშაა! ვაშაა! – ყვიროდნენ მეზღვაურები და მისალმების


ნიშნად ზუიდვესტერებს იქნევდნენ, სანამ აქაბი ოქროს ფულს
ანძაზე აჭედებდა.

თეთრი ვეშაპი-მეთქი, გეუბნებით, – გაიმეორა კაპიტანმა და


ჩაქუჩი გემბანზე დააგდო. – თეთრი ვეშაპი არ გამოგეპაროთ,
მეზღვაურებო. თეთრ წყალს დააკვირდით. ბუშტულა რომ
დაინახოთ, ისიც კი შემატყობინეთ.
თეშტიგო, დეგუ და ქვიქეგი სხვებზე უფრო დიდ
ყურადღებითა და ინტერესით უსმენდნენ აქაბს, ხოლო ახლა,
დანაოჭებული შუბლისა და მონგრეული ყბის ხსენებაზე,
სამივე ისე შეკრთა, თითქოს რაღაც შორეულმა, საკუთარმა
მოგონებამ შეაძრწუნაო.

კაპიტანო აქაბ, – ხმა ამოიღო თეშტიგომ, – ზოგნი ამ თეთრ


ვეშაპს მობი დიკს ხომ არ ეძახიან?

მობი დიკს? – დაიყვირა აქაბმა. – მაშ, იცი, ეს ვეშაპი, თეშ?


რაღაც უცნაურად იქნევს კუდს, სერ, სანამ წყალქვეშ

ჩავიდოდეს ხომ? – ჰკითხა ინდიელმა.

შადრევანსაც უცნაურად აფრქვევს, არა, კაპიტანო აქაბ?


გააგრძელა დეგუმ. – ბუჩქივით ამოსდის, კაშალოტსაც კი არა
აქვს ასეთი შადრევანი.

და ტყავიც იმას ერთი, ორი, სამი-ო, ბევრი-ბევრი ბარჯი. ჰა,


კაპიტან? – ნაწყვეტ-ნაწყვეტ წამოიყვირა ქვიქეგმა. – და სულ
ტრიალ-ტრიალი... ჰგავს იმას... იმას...

სიტყვა რომ ვერ იპოვა, ხელი ისე აამოძრავა, თითქოს ბოთლს


საცობს აძრობდა. – იმას... იმას...

შტოპორს! – დაიყვირა აქაბმა, – მართალია, ქვიქეგ, სხეულშ


მრავალი გაღუნული და დაგრეხილი ბარჯი აქვს ჩარჩენილი;
მართალია, დეგუ, მისი შადრევანი ძნასავით იშლება და ცხვრის
მატყლივით თეთრია! მართალია, თეშტიგო, როცა წყალში
ჩადის, კუდს ისე იქნევს, თითქოს გრიგალი გამსკდარ
კლივერს[189] ფლეთდეს. ეშმაკმა წაიღოს! მობი დიკია! მობი
დიკი! მობი დიკი!

კაპიტანო აქაბ, – წარმოთქვა სტარბეკმა, რომელიც მთელი ეს

დრო ფლასკთან და სტაბთან იდგა, თავის უფროსს სულ უფრ


და უფრო გაოცებული შეჰყურებდა და ახლა, როგორც იქნა,
მიხვდა, რა ხდებოდა მის თვალწინ, – კაპიტანო აქაბ, ამ მობ
დიკმა უფეხოდ ხომ არ დაგტოვა?

ვინ გითხრა შენ ეს ამბავი? – შეჰყვირა აქაბმა, მაგრამ მერე


დამშვიდდა და თქვა: – მართალია, სტარბეკ, მართალია, ჩემო
ბიჭებო, მობი დიკმა დამილეწა ანძა, მობი დიკმა შემაყენა ამ
მორზე. მართალია, მართალი! – გაიმეორა რაღაც მწარედ და მის
არა- ადამიანურ ხმაში ხმამაღალი ქვითინი გაისმა, თითქოს შიგ
გულში დაჭრილი ცხენ-ირემი უჯდა. – მართალია, სწორედ
წყეულმა თეთრმა ვეშაპმა დამილეწა გემბანი და ხეიბარი
გამხადა! – მან ხელები ცისკენ აღაპყრო და გულიდან
უსაზღვრო წყევლა აღმოხდა: – დიახ! ვსდევ კეთილი იმედის
კონცხთანაც, ჰორნის კონცხთანაც, გავყვები ნორვეგიულ
მალსტრემს, ჯოჯოხეთშიაც ჩავყვები, ვერაფერი მაიძულებს
უკან დაბრუნებას. აი, რა არის ჩვენი ნაოსნობის მიზანი,
ხალხნო! მანამდე უნდა ვსდიოთ თეთრ ვეშაპს ორივე
ნახევარსფეროზე, სანამ შავი სისხლის შადრევანს არ ამოასხამს
და მისი უსიცოცხლო თეთრი სხეული ტალღებზე არ დაირწევა.
რას იტყვით, მეზღვაურებო? მზადა ხართ, ხელი დამირტყათ?
თითქოს მამაცი ადამიანები ჩანხართ.
მზადა ვართ, მზადა ვართ! – აღრიალდნენ მებარჯეები და
მეზღვაურები და გაშმაგებული კაპიტნისაკენ დაიძრნენ. – ას
თვალი გამოვიბათ და თეთრ ვეშაპს აუცდენლად ვურტყათ!

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ხალხნო! – ვერ გაარჩევდით,


კაპიტანი ქვითინებდა თუ აღფრთოვანებული ლაპარაკობდა.
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ! ეი, სტიუარდ! რომი მოგვიტანე!
მისტერ სტარბეკ, რად მოიღუშე? იქნებ არ გინდა, თეთრ ვეშაპს
სდიო? ან მზად არა ხარ, ან იქნებ მობი დიკს ღონეში ვერ
აჯობებ?

მზად ვარ, შევებრძოლო იმის მონგრეულ ყბას კი არა, თვით


პირდაღებულ სიკვდილსაც, კაპიტანო აქაბ, თუ ეს ჩვენთვის
ხელსაყრელი იქნება, მაგრამ მე ამ ხომალდზე ვეშაპებზე
სანადიროდ მოვედი და არა იმიტომ, რომ ჩემი კაპიტნისათვის
შური ვიძიო. რამდენ კასრს აგივსებს შენი შურისძიება,
კაპიტანო აქაბ? შური კიდევაც რომ იძიო, ჩვენი ნანტაკეტის
ბაზარზე მაინცდამაინც ძვირად ვერ გაასაღებ.

ნანტაკეტის ბაზარი! რა მესაქმება ნანტაკეტის ბაზართან?


მომიახლოვდი, სტარბეკ, შენ სხვაგან უმიზნებ. დაე, ფული
იყოს საზომი წარმატებისა, მეგობარო, დაე
ხარჯთაღმრიცხველებმა შეაჯამონ ბალანსი იმ კანტორაში,
რომელსაც ჩვენი დედამიწა ეწოდება და სარტყლად ოქროს
გინეები შემოარტყან, – დუიმზე სამ-სამი ცალი, – შენთვის
მითქვამს, მაშინაც კი შურისძიება, აი, აქ მომიტანს მოგებას!

ხელს გულზე იბაგუნებს, – დაიჩურჩულა სტაბმა, – ეს რაღ


საჭიროა. ძლიერი ხმა კი გამოდის, მაგრამ ყრუა.

პირუტყვზე გინდა შური იძიო! – შესძახა სტარბეკმა.


პირუტყვზე, რომელმაც ბრმა ინსტინქტით დაგასახიჩრა! ეს ხომ
სიგიჟეა! კაპიტანო აქაბ, პირუტყვის სიძულვილი ღვთის
გმობაა და სხვა არაფერი.

გიმეორებ: სხვაგან უმიზნებ-მეთქი. თვალით დასანახი


ყოველი საგანი მხოლოდ მუყაოს ნიღაბია. ყოველ მოვლენაში
მოქმედებაში, საქმიანობაში – უსიცოცხლო ნიღბის მიღმა რაღაც
გონიერი საწყისის უხილავი ნიშნები შეიმჩნევა. თუ ვისიმე
განგმირვა გადაგიწყვეტია, ნიღბიანად უნდა განგმირო! როგორ
გაექცევა ტუსაღი დილეგს, თუ კედელი არ გაარღვია? თეთრი
ვეშაპი ჩემ წინ აღმართული კედელია. ზოგჯერ მგონია, ამ
კლდის მიღმა არაფერი არ არის-მეთქი. მაგრამ ამას
მნიშვნელობა არა აქვს. ჩემთვის მარტო თეთრი ვეშაპიც
საკმარისია, იგი მიწვევს, მასში შეუბრალებელ, უხეშ ძალას
ვგრძნობ, რომელსაც მიუწვდომელი ბოროტება ასაზრდოებს.
და სწორედ ეს მიუწვდომელი ბოროტება მძაგს ყველაზე
მეტად; და თეთრი ვეშაპი სხვისი იარაღი იქნება თუ
დამოუკიდებელი ძალა, სულერთია, ჩემს სიძულვილს მაინც
თავს დავატეხ. ღვთის გმობაზე სიტყვას ნუ დასძრავ, სტარბეკ,
მე მზად ვარ, მზე გავაპო შუაზე, თუ თავმოყვარეობას
შემილახავს. თუ ვეშაპმა შეძლო და თავმოყვარეობა შემილახა,
მაშასადამე, მეც შემიძლია მოვკლა იგი; ამ ქვეყანაზე ხომ
ყოველივე სამართლიანობაზეა დამყარებული და ყოველი
ქმნილებაც სამართლიანობის ძახილს ემორჩილება. მაგრამ მე
არც მას ვემონები. ვინ არის ჩემს ზევით? სიმართლე
უსაზღვროა. ასე ნუ მიყურებ, გესმის! ბრიყვის შემოხედვა
უფრო ძნელი ასატანია, ვიდრე სატანისა. აჰა, შენ უკვე
წითლდები და ყვითლდები; ჩემმა სიცხარემ ბრაზით აგანთო.
მომისმინე, სტარბეკ, განრისხებულის ნათქვამი უკვალოდ

ქრება. ზოგიერთი ადამიანის ცხარე სიტყვა არავის ამცირებს.


შენი გაბრაზება სულაც არ მინდოდა, დაივიწყე. შეხედე ერთი
მზის ლაქებით გაფერადებულსა და ცოცხალი სურათებით
მოხატულ ამ თურქულ ყვრიმალებს – ო, რანი არიან ეს ჯიქ-
წარმართები, ეს შეშლილი, უღმერთო არსებანი, რომლებიც
თავიანთ მოუსვენარ ცხოვრებაში არავითარ აზრს არ ხედავენ!
შეხედე ეკიპაჟს, ჩემო სტარბეკ! განა ისინი აქაბთან ერთად
თეთრ ვეშაპს არ შეებრძოლებიან? სტაბს შეხედე! იცინის! აი, ის
ჩილელი სიცილით იგუდება! განა განმარტოებული ხე ასეთ
ქარიშხალს გაუძლებს? ანდა რა არის აქ სალაპარაკო? აბა, შენ
თვითონ დაფიქრდი. ვეშაპს უნდა მოვუღოთ ბოლო. განა
სტარბეკს ეს გაუჭირდება? განა ნანტაკეტის პირველი მებარჯე
უარს იტყვის ნადირობაზე, როცა ყოველმა მეზღვაურმა უკვე
სალეს ქვას სტაცა ხელი? ჰა! გატყობ, შეგრცხვა; აბორგებული
ზღვის ძლიერი ტალღა დაგეჯახა! თქვი რამე, ხმა ამოიღე! დიახ,
დიახ, შენ დუმხარ და შენ მაგივრად შენი დუმილი ლაპარაკობს
(გვერდზე): გაფართოებული ნესტოებიდან რაღაც გამოვუშვი
და მან ჩაისუნთქა. ახლა სტარბეკი ჩემია; ან დამემორჩილება,
ან დაუფარავად ამიჯანყდება.

უფალო, დამიფარე, – ძლივს ამოილუღლუღა სტარბეკმა,


ყველანი დაგვიფარე, უფალო.

მაგრამ თავისი თანაშემწის უსიტყვო მორჩილებით


აღტაცებულ და გახარებულ აქაბს არ გაუგონია არც მისი ავის
მომასწავებელი შეძახილი, არც ტრიუმში ჩუმი სიცილი, არც
გემსართავებში გახლართული მრისხანე ქარის გუგუნი; ისიც კი
არ გაუგონია, როგორ უეცრად აფრიალდნენ და ახმაურდნენ
ანძებზე ჩამოკეცილი, თითქოს წამით სულით დაცემულ
აფრები. სტარბეკის ძირს დაშვებული თვალები ისევ
სიჯიუტით აენთნენ. ტრიუმში სიცილი მიწყდა, ქარმ
დაჭიმული აფრები გაბერა, ხომალდი ისევ წინ მიიწევდა დ
ტალღებზე ადი-ჩადიოდაო. ო, ხიფათის მაუწყებელო ნიშნებო,
გამოჩენისთანავე თვალს რატომ ეფარებით? ო, ჩრდილნო,
თქვენ კი არ გვაფრთხილებთ, იმას გვაუწყებთ, რაც მომავალში
მოგველის, თუმცა იმდენად მომავლის მაუწყებლები არა ხართ,
რამდენადაც იმას გვიდასტურებთ, რაც ჩვენს სულში უკვე
გარდატყდა. რადგან გარე სამყარო მხოლოდ ოდნავ გვაკავებს;
წინ კი ჩვენი არსების უღრმესი მისწრაფებები მიგვაქროლებს.

რომი დავლიოთ, რომი! – შესძახა აქაბმა.

სტიუარდს გალიცლიცებული კათხა ჩამოართვა,


მებარჯეებისაკენ შემოტრიალდა და ბარჯების გაშიშვლება
უბრძანა. მერე სამივენი თავის წინ, შპირთან გაამწკრივა,
ამასობაში სამი ჭვილთიანი თანაშემწე გვერდით ამოუდგა და
დანარჩენებიც მჭიდროდ შემოერტყნენ. აქაბი თავის
ხელქვეითებს მცირე ხანს უსიტყვოდ ათვალიერებდა, მისი
მზერა ხვდებოდა იმათ მზერას, ვისაც ველური ცეცხლით
ანთებული თვალები იმ კოიოტის[190] ჩაწითლებულ თვალებს
უგავდა, რომელიც ბელადს შესცქერის, რათა მისი
წინამძღოლობით სხვებთან ერთად ბიზონის[191] კვალს
გაჰყვეს და... ინდიელების დაგებულ ხაფანგში გაებას.
მოსვი და მეზობელს გადაეცი! – დაიყვირა აქაბმა და მძიმე
ჭურჭელი ახლოს მდგომ მეზღვაურს გაუწოდა, – დაე, მთელმა
ეკიპაჟმა დალიოს. წრეზე ჩამოატარეთ, წრეზე! დროზე მოსვი,
ოღონდ მაშინვე ნუ გადაყლაპავ, თორემ გულ-მუცელს სატანის
ჩლიქივით ჩაგღადრავს, აი, ეგრე! სასმელი წრეზე უნდა
ჩამოატაროთ – კარგია! სასმელი შიგნეულში იღვრება.
იკლაკნება და მერე გაორებული თქვენი თვალებიდან
გველივით იმზირება. კარგია, აი, ფსკერიც გამოჩნდა. კათხა ასე
წავიდა და იქიდან კი დაბრუნდა. მომაწოდე ერთი, ჰო,
ცარიელია! მეზღვაურებო, თქვენ წლებივითა ხართ;
სიცოცხლით სავსე თასი ძირამდე გამოსცალეთ. სტიუარდო,
გაავსე კათხა!

ახლა სმენა იყოს, ჩემო მამაცებო! თქვენ აქ, შპილთან,


შეგკრიბეთ. თანაშემწეებო, თქვენი შუბებით ჩემ გვერდით
იდექით; მებარჯეები კი თავიანთი ბარჯებით იქ იდგნენ, სადაც
დგანან; ხოლო თქვენ, ყოჩაღო მეზღვაურებო, შემომეხვიეთ,
რომ ჩემი წინაპრების, მეთევზეების, კეთილშობილური
ჩვეულება გავაცოცხლო. ხალხნო! მე გაჩვენეთ... ოჰო! კათხა
ისევ დამიბრუნდა? ყალბი ფული არ დაგიბრუნდება ასე
სწრაფად. აქ მომეცით. ისევ გავავსებდი და ჩამოვატარებდი,
მაგრამ წმინდა ვიტას მიმდევარი არა ვარ! შორს, აძაგძაგებულო
ციებ-ცხელებავ! მოდით აქ, ჩემო თანაშემწეებო! თქვენი
ჭვილთები ჩემ წინ გადააჯვარედინეთ. აი, ეგრე! ხელი ღერძზე
მომაკიდებინეთ. – თქვა მან და მბზინავ ჭვილთებს იქ მოჰკიდა
ხელი, სადაც სამივე ერთმანეთს ეხებოდა, უცებ თავისკენ
ძლიერად მოსწია და თან დაჟინებული მზერა ჯერ
სტარბეკიდან სტაბზე გადაიტანა, მერე სტაბიდან – ფლასკზე.
თითქოს თავისი გასაოცარი შინაგანი ძალით სურდა მათთვის

გადაეცა ის მგზნებარე გატაცება, რაც საკუთარი მაგნიტურ


ცხოვრების ლეიდენის ქილაში ჰქონდა დაგროვილი. მაგრამ
თანაშემწეებმა ვერ გაუძლეს მის უცნაურ, ხანგრძლივ და
დაჟინებულ მზერას, სტაბმა და ფლასკმა გვერდზე გაიხედეს;
პატიოსანმა სტარბეკმა კი თვალები დახარა.

ყოველივე ამაოა! – დაიძახა აქაბმა. – მაგრამ იქნებ ასე


სჯობდეს. ერთხელ მთლიანად რომ დამემუხტეთ, ჩემი
მაგნეტიზმი იქნებ სულაც გამქრალიყო. ვინ იცის, ასეთი დიდი
დოზა თქვენთვის მომაკვდინებელიც ყოფილიყო. იქნებ არც
გჭირდებათ. დაუშვით ჭვილთები! ახლა, ჩემო თანაშემწეებო,
ამ ჩემი სამი სახლიკაცი-წარმართის, ამ სამი უკეთილშობილესი,
წარჩინებული ადამიანის – ჩემი სამი სახელოვანი მებარჯის
მერიქიფეებად დამინიშნიხართ. ხომ არ თაკილობთ ამ
თანამდებობას? მაშ, უწმინდესი პაპი სურის ნაცვლად
საკუთარი ტიარით როგორ ბანს ფეხებს გლახაკთ? ო, ჩემ
ძვირფასო კარდინალებო! კეთილ ინებეთ და მოიღეთ
მოწყალება. კი არ გიბრძანებთ, – თქვენივე ნებით გააკეთეთ ეს.
ეი, მებარჯეებო! თოკი გადაჭერით და ბუნიკები ტარს
მოაშორეთ!

მებარჯეები უსიტყვოდ დაემორჩილნენ და უტარო ბარჯების


სამფუტიანი ფოლადის პირები ზევით აღმართეს.

ეი, ასე სულს გამაფრთხობინებთ! პირი ქვევით ჰქონდეს,


ქვევით! ძაბრივით ბოლოები კი ზევით მოუქციეთ, თასებად
გამოგვადგება! აი, ეგრე. აბა, მერიქიფეებო, ჩამოართვით ეს
თასები და სანამ არ ავავსებ, გეჭიროთ! – მან დინჯად ჩამოუარა
კათხით სამივეს და გადმობრუნებული ბარჯების ძაბრივით
ბოლოები ცეცხლოვანი სითხით აავსო. – ახლა კი ექვსივენ
ერთმანეთის პირისპირ დადექით. გადაეცით სასიკვდილ
თასები! ჩამოართვით. ამიერიდან ურღვევია თქვენი კავშირი.
რა იყო, სტარბეკ? ყველაფერი კარგად დასრულდა. მზე მზად
არის, ეს კავშირი დაისით განამტკიცოს. დალიეთ, მებარჯეებო,
დალიეთ! თქვენი ადგილი ველბოტის ქიმია, რომელიც
სიკვდილით სუნთქავს! დალიეთ და ფიცი დასდეთ: სიკვდილი
მობი დიკს! დაე, ღვთის რისხვა დაგვატყდეს, თუ მობი დიკს
ბოლო ვერ მოვუღეთ!

მებარჯეებმა ფოლადის გრძელი, წვეტიანი თასები ასწიეს და


თეთრი ვეშაპის წყევლასა და კრულვაში გამოსცალეს.
სტარბეკი გაფითრდა, შეკრთა და შეტრიალდა. გახელებულ

მეზღვაურებში უკანასკნელად ისევ ჩამოიარა სავსე კათხამ;


მერე აქაბმა ხელი ჩაიქნია, ყველანი დაიშალნენ და კაპიტანიც
კაიუტაში ჩავიდა.

37. დაისი

(კაიუტაში კიჩოს ილუმინატორთან[192] აქაბი ზის და ზღვას


გასცქერის)

სადაც უნდა ვიყო, თეთრი, ამღვრეული კვალი, უფერული


ზვირთების გაფითრებული ღაწვები მუდამ თან მდევს.
მარცხნივ და მარჯვნივ აქაფებული ზღვა ბორგავს, რომ ჩემ
კვალი წაშალოს. მაგრამ სანამ არ გავივლი, ამას ვერ ეღირსება.

იქ, სადღაც შორს, სადაც ზღვა მუდამ თასივით არის პირამდე


სავსე, ღვინისფრად ლაპლაპებენ თბილი ტალღები. ოქროს
შუბლი ლაჟვარდში ეფლობა. მყვინთავი მზე შუბისტარიდან
იხრება და ნელა ეშვება ქვევით; მაგრამ ზენაარის
უსასრულობით მოქანცული ჩემი სული მაინც სულ მაღლა და
მაღლა მიიწევს, ნუთუ არ ძალმიძს ვზიდო ეს რკინის
ლომბარდიული[193] გვირგვინი, თავს რომ მიმშვენებს? იგი
ძვირფასი თვლებივით ბრწყინავს; მაგრამ ამ გვირგვინით
თავდამშვენებულისათვის მისი ბრწყინვალება შეუმჩნეველია;
ამ თვალისმომჭრელი ელვარების ძალას მხოლოდ გუმანი
გრძნობს. ვიცი, ჩემი გვირგვინი რკინისაა და არა ოქროსი.
ვგრძნობ – იგი გადამტვრეულია; მისი უსწორმასწორო
კბილები ტვინში მესობა და ჩემი ტვინი ფოლადზე ფეთქავს და
ფართხალებს; დიახ, ჩემი თავის ქალა უმტკიცესი რვალისაა და
მუზარადი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაშიაც კი არ
მჭირდება.

შუბლზე მცხუნვარება შემომენთო. დრო იყო, მზის ამოსვლა


კეთილშობილური საქმეებისაკენ მომიწოდებდა, ხოლო დაისს
ჩემთვის მხოლოდ სიმშვიდე მოჰქონდა. ახლა სულ სხვაა. ეს
ციური სინათლე მე არ მეკუთვნის. აღარ ძალმიძს სილამაზით
დავტკბე, სილამაზე მხოლოდ გულს მიწყლულებს.

უზენაესის შეცნობის ნიჭით დაჯილდოებული, მიწიერ


სიხარულს მოკლებული, ამ ედემის ბაღში საშინელი წყევლა-
კრულვით ვარ შეჩვენებული და შერისხული! რას იზამ, ღამე

მშვიდობისა, ღამე მშვიდობისა! (ხელი ჩაიქნია დ


ილუმინატორს მოშორდა).

ყველაფერი იოლად მოგვარდა. მეგონა, ერთი მაინც


გამიჯიუტდებოდა; ტყუილად ვშიშობდი – ჩემი დაკბილული
თვალი ყველა ბორბალს მოერგო და აამოძრავა. ან შეიძლება
ასეც ითქვას, – ისინი დენთის გროვასავით არიან, მე კი მათი
ასანთი ვარ. დასანანი მხოლოდ ის არის, რომ ცეცხლს ისე ვერ
გააჩაღებ, ასანთი თუ არ დაიწვა! მე გავბედე იმის აღსრულება,
რაც მსურს, და თუ მსურს, აღვასრულებ კიდეც. მათ შეშლილი
ვგონივარ – ასე ფიქრობს, მაგალითად, სტარბეკი; არა,
უბრალოდ შეშლილი არა ვარ, – შეპყრობილი ვარ! გაგიჟებული
სიგიჟე ვარ! ისეთი გავეშებული გიჟი ვარ, გონივრულად
მხოლოდ საკუთარი თავი რომ შეუძლია განსაჯოს!
მიწინასწარმეტყველეს, დასახიჩრდებიო, და აი, უფეხოდ
დავრჩი. ახლა მე ვწინასწარმეტყველებ, ჩემი დამსახიჩრებელი
ჩემგან დასახიჩრდება. დაე, წინასწარმეტყველმა თავისი
წინასწარმეტყველება თვით აღასრულოს. ამაზე, თქვენ, დიდო
ღმერთებო, ხელი არასოდეს მიგიწვდებათ. მე სასაცილოდ
აგიგდებთ და დაგისტვენთ თქვენ, კროკეტის მოთამაშეებო,
მუშტი-კრივის ოსტატებო, ყრუ ბერიკებო და უსინათლო
ბენდიგოებო[194]! ისე არ დაგიწყებთ ლაპარაკს, როგორც
სკოლის მოსწავლე მიმართავს ხოლმე ასაკგადასულ
ჩხუბისთავს: „წადი, შენი ტოლი მონახე, პატარა ვარ და იმიტომ
მერევიო?“ ო, არა, მართალია, წამაქციეთ, მაგრამ ისევ ფეხზე
დავდექი; თქვენ კი გაიქეცით და სადღაც დამემალეთ.
გამოდით თქვენი სამალავიდან! დიდი ზარბაზანი არა მაქვს,
რომ ბამბის ტომრებს ამოფარებულთ დაგიშინოთ. გამოდით,
აქაბი მოკითხვას გითვლით! ვნახოთ, გზიდან
გადამახვევინებთ, თუ არა. გზიდან გადამახვევინებთო? არა,
მაგას ვერ მოესწრებით, უმალ თქვენ მოიტეხთ კისერს? ამაშია
ადამიანის უპირატესობა. გზიდან გადამახვევინებთო? ჩემი
ერთადერთი მიზნისაკენ მიმავალ გზაზე ფოლადის
ლიანდაგებია დაგებული და ამ ლიანდაგებზე ჩემი სულის
ბორბლები მისრიალებენ. მივქრივარ თვალუწვდენ
უფსკრულებზე, მთების გაბურღულ გულში, თავზე
აქაფებული მდინარე გადამდის! და ჩემს რკინის გზაზე
არავითარი ზღუდე და გადასახვევი არ არსებობს!

38. მწუხრი

(სტარბეკი დგას და ზურგით გროტ-ანძას ეყრდნობა)

ჩემი სული დაიმორჩილა და დართგუნა, მერე ვინ?


შეშლილმა! როგორ ავიტანო ეს შეურაცხყოფა? ყოველ გონიერ
ადამიანს ამ ბრძოლაში ფარ-ხმალი უნდა დაეყარა! მან გონება
ამირია და შემირყია! ასე მგონია, ვხედავ მის უბედურ
აღსასრულს; მაგრამ თითქოს ვალად მაწევს, დავეხმარო, ამ
აღსასრულამდე მიაღწიოს. მინდოდა თუ არ მინდოდა, ახლა
მასთან საიდუმლო კავშირი მაერთიანებს; იგი ბაგირით
მიმათრევს და დანა არა მაქვს, რომ გადავჭრა. საშინელი
ბერიკაცია! „ვინ არის ჩემ ზევით?“ – ყვირის იგი; დიახ, იგი
ყველასთან დემოკრატი იქნება, ვინც მასზე მაღლა დგას;
მაგრამ, აბა, ერთი შეხედეთ, როგორი დესპოტია თავის
ქვეშევრდომთა მიმართ! ო, რა ნათლად ვხედავ ჩემს უბადრუკ
როლს – უნდა დავემორჩილო მაშინ, როცა ჩემი სული ბორგავს.
ეს კიდევ ცოტაა, უნდა მძულდეს მაშინ, როცა მებრალება.
რადგან მის თვალებში მწუხარების ისეთი მრისხანე ანარეკლი
გამოკრთის, რომელიც მთლიანად ამომბუგავდა. თუმცა იმედი
ჯერ არ არის გადაწყვეტილი. წინ დიდი დროა, დრო კ
სასწაულმოქმედია. მისი საძულველი ვეშაპი ისე დაცურავს
მთელ პლანეტაზე, როგორც ოქროს თევზები დაცურავენ მინის
სფეროში. ვინ იცის, იქნებ უფლის ჩარევამ ეს მკრეხელური
გეგმები ნამსხვრევებად გვიქციოს. მე ისევ დამიბრუნდებოდა
მხნეობა და გული ტყვიასავით აღარ დამიმძიმდებოდა.
მოსამართი მომეშალა, გული ჩემი საათის ორბირთულასავი
დაბლა დაეშვა და გასაღები არა მაქვს, რომ მოვმართო და ისევ
მაღლა ავწიო.

(ერდოდან მხიარული შეძახილები მოისმის)

ო, ღმერთო! ველურთა შორის ვმსახურობ, რომელთაც თითქმის


არ გამოჰყოლიათ მშობელი დედისგან ადამიანური თვისებები.
უჯიშოები, აბორგებული ზღვის სტიქიონის ნაშიერნი! თეთრი
ვეშაპი მათი საზარელი კერპია. ოჰო, რა ამბავში არიან! რა დროს
ტარება აქვთ გამართული გემის ქიმზე! რა სამარისებური
სიჩუმეა კიჩოსთან! მგონი, ცხოვრებაც ასეა. გაბრწყინებულ
ზღვაზე ხომალდი ხალისითა და სიხარულით მხოლოდ იმიტომ
მიქრის, რომ გაიტაცოს პირქუში აქაბი, რომელიც ახლა
კაიუტაში[195] ზის კიჩოზე. კიჩო მის აქაფებულ, უსიცოცხლ
კვალს მიჰყვება და ტალღების გუგუნი მგლების ხროვასავი

მისდევს! მათი გაბმული ყმუილი გულზე ნესტარივით მესობა.


ეი, დარდიმანდებო, გეყოფათ! დაიშალეთ! ო, სიცოცხლევ! აი,
ასეთ დროს, როცა გარეგანი ბარბაროსული და უხეში
მოვლენების შეცნობის გამო ჩემი სული იტანჯება და
სასოწარკვეთილებას ეძლევა, – აი, ასეთ დროს, ო, სიცოცხლევ!
იდუმალი შიში მეუფლება! თუმცა იგი უცხოა ჩემთვის! ეს შიში
ჩემს მიღმაა! მე ადამიანი ვარ, სუსტი ვარ, მაგრამ მზად ვარ,
შეგებრძოლო, პირქუშო, მოჩვენებითო ხვალინდელო დღევ! ო,
მომეშველეთ, გამამხნევეთ, შემბოჭეთ თქვენ, კურთხეულნო
გარეგანნო ძალნო!

39. ღამის საგუშაგოზე

(სტაბი ფორ-მარსზე ბრასს[196] ეწევა; თავისთვის)

ხა! ხა! ხა! ხა! ჰმ! რა დამემართა, ვითომ ხმა ჩამეხრინწა? სულ
ამაზე ვფიქრობდი და აი: ხა-ხა-ხა – ამის მეტი არაფერი
შემიძლია ვთქვა. რატომ? იმიტომ, რომ სიცილი ყველაზე უფრ
გონიერი და ადვილი პასუხია იმისა, რაც კი გაუგებარია ამ
ქვეყანაზე; რაც მოსახდენია, მოხდეს. ნუგეშისცემა, ერთი
უტყუარი ნუგეშისცემა მუდამ არსებობს: ყოველივე წინასწარ
არის გადაწყვეტილი. კარგად ვერ გავიგონე, რას ეუბნებოდ
სტარბეკს, მაგრამ ჩემი უმეცარი აზრით, ამ საღამოს რომ
მომხვდა, იმაზე ნაკლები არც სტარბეკს მოხვედრია. რა
მიხვედრა უნდა, მოხუცმა მოგოლმა ისიც შეახურა. ვიცოდი,
ასეც მოხდებოდა, მშვენივრად დავინახე; მე რომ ნიჭი
მქონოდა, უნდა მეწინასწარმეტყველა; როგორც კი დავინახე,
როგორი თავის ქალა აქვს, მაშინვე მივხვდი ყველაფერს. მერე
რა მოხდა, სტაბ, ჭკვიანო სტაბ, – ეს ჩემი ტიტულია, – რა იყო,
სტაბ? ასეა თუ ისე, ყველაფერი ცხადია. ნათლად არა მაქვს
წარმოდგენილი, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ
როგორც უნდა დასრულდეს, ამ დასასრულისაკენ სიცილით
მივდივარ. რომ დაუკვირდები, რა სასაცილოა მომავალ
განსაცდელზე ფიქრი! სასაცილოა, ღმერთმანი! ტრა-ლა-ლა! ხა-
ხა-ხა! ნეტავ ახლა ჩემი ჩათქვირებული მწყერი რას აკეთებს?
ტირილით თვალები დაიწითლა? თუ ნაოსნობიდან
დაბრუნებულ მებარჯეებს ღვინით უმასპინძლდება და ისე
ანცობს, როგორც ჩემი ალამი ქარზე? ჰოდა, მეც ვერთობი – ტრა-
ლა-ლა! ხა-ხა-ხა! ეხ!..

დრო არ გვიცდის, აჰა, თასი,


სიყვარულზე თქვი და მასვი,
ნეტავ რაღას უცდი,

დღეს არის, ხვალ არ იქნება,

უცებ ისე გაგვიქრება,


როგორც ღვინის ბუშტი.

კარგი ლექსია! – ვინ მეძახის? მისტერ სტარბეკი? გისმენთ, სერ!


(გვერდზე): ჩემი უფროსია, მაგრამ, თუ არ ვცდები, უფროსი
მაგასაც ჰყავს. – მოვდივარ, სერ, ერთხელ კიდევ დავეჭიდები
და – აჰა, მოვათავე – მოვდივარ, სერ!

40. შუაღამე წინაერდოზე


მეზღვაურები და მებარჯეები

(ზევით ადის ფოკი და მოჩანს ღამის საგუშაგო – წინაერდოზე


სხვადასხვა მდგომარეობაში დგანან, სხედან, წვანან
მეზღვაურები; ყველანი ერთად მღერიან).

ეჰ, ესპანელო ლამაზმანებო!


სამარადისოდ გემშვიდობებით!
დღეს კაპიტანმა ბრძანება გასცა...
პირველი ნანტაკეტელი მეზღვაური

ეი, ბიჭებო, რა სევდა შემოგაწვათ? მადა დაგეკარგებათ. აბა,


ერთი ხალისიანად შემოვძახოთ!

(მღერის და ყველანი ბანს აძლევენ)


დგას კაპიტანი ერდოზე

და გართულია ჭვრეტით,
ღმერთი გვფარავდეს, ვეშაპმა
ზღვაში აღმართა სვეტი!

მალე ჩაუშვით ველბოტი,


ნიჩაბს მოჰკიდეთ ხელი,
სამხრეთის ზღვების მონარქი
ჩვენს ბარჯის ზუზუნს ელის!

ცხვირი რას ჩამოგიშვიათ, ნავს ნუ


მიუშვებთ ნებაზე!

ვეშაპი ბარჯით დაბარჯა

ჩვენმა მამაცმა მებარჯემ!

უფროსი თანაშემწის ხმა შუაგემბანიდან

ეი, წინაერდოზე ვინა ხართ! რვაჯერ ჩამოჰკარით ზარს!


მეორე ნანტაკეტელი მეზღვაური
მოიცათ, გაჩუმდით! ყმაწვილო, გაიგონე, რვა ზარიო?! ეი, პიპ,
შავო მაიმუნო! წადი, შენს ზარს რვაჯერ ჩამოჰკარი! მე კი
შემცვლელებს გავაღვიძებ. ამგვარ საქმეში რომ გამოდგება,
სწორედ ისეთი ხმა მაქვს – გინდამც ზარბაზანს დაექუხოს!
(ლუკში თავი გაყო). პირველო წყებავ! აბა, სწრაფად! ზარს
რვაჯერ ჩამოჰკრეს! წა-მო-დე-ქით!

ჰოლანდიელი მეზღვაური

დღეს კარგა გვარიანად სძინავთ, ძმობილო. მოხუცი მოგოლის


ღვინის ბრალი უნდა იყოს. ზოგი მკვდარივით დააგდო და
ზოგს ცეცხლი წაუკიდა. ჩვენ ვმღერით, იმათ კი სძინავთ, და
მერე როგორ სძინავთ, მორებივით ჩახერგილან. აბა, ერთი
დაუფრთხე ანგელოზები! აჰა, ბრანდსპოიტი, ამას ჩაბერე.
ლამაზმანები ესიზმრებათ და განშორება უჭირთ. დაუღრიალე,
მკვდრეთით აღდგომის დროა-თქო; უკანასკნელად ჩაკოცნონ
და საშინელ სამსჯავროზე გამოცხადდნენ. აბა, მიდი, მიდი! რა
დაიღრიალა! აი, მესმის! გეტყობა, ყელი ამსტერდამის ზეთი
არა გაქვს ჩახრენწილი.

ფრანგი მეზღვაური

იცით, რა ვქნათ, ბიჭებო? მოდით, სანამ საწოლის ნავსადგურში


ჩავუშვებდეთ ღუზას, ერთი კარგი ჯიგა ვიცეკვოთ. ჰა, რას

იტყვით? აი, შემცვლელებიც მოვიდნენ. აბა, დაეწყვეთ! პიპ!


ბიჭუნავ! აქ მოიტანე შენი დოლი!

პიპი

(ნამძინარევი და უკმაყოფილო)
არ ვიცი, რა ვუყავი.

ფრანგი მეზღვაური

მაშ, ხელები მუცელზე დაიტყაპუნე და ყურები აპარტყუნე!


დავუაროთ, ძმებო! დრო გავატაროთ! ვაშაა! ეშმაკმა წაიღოს,
ვის არ უნდა ჩვენთან ცეკვა? აბა, ბიჭებო, ერთმანეთს მივყვეთ,
ვიხტუნავოთ და ფეხები ვაბრახუნოთ! ფეხები მაღლა!
გაინძერით!

ისლანდიელი მეზღვაური

ეს, ჩემო ძმაო, რა იატაკია; ფეხი არ სრიალებს. ნუ მიწყენ, რომ


გულს გიცრუებ, ყინულზე ცეკვასა ვარ მიჩვეული.

მალტელი მეზღვაური

თავი დამანებე, ძმაო. აბა, უგოგოებოდ ცეკვა სად გაგონილა?


თავის თავს მხოლოდ სულელი ჩამოართმევს ხელს დ

„გამარჯობასაც“ სულელი ეტყვის. არა, თუ ცეკვა გინდა,


გოგოები მოიყვანე!

სიცილიელი მეზღვაური

დიახ, დიახ. გოგოები მოიყვანე! და მდელოც გაგვიშალე!


მაშინ თუ გინდა, დილამდე კალიასავით ვიხტუნავებ.

ლონგ-აილენდელი მეზღვაური

გეყოფათ, გეყოფათ, მიზეზიანებო, უთქვენოდაც კარგად


დავუვლით. სადაც წაასწრებ, იქ უნდა მომკა. აბა
შემოგვხედეთ, რა უხვი მოსავალი მოვიმკათ! აი, მუსიკაც
დაუკრეს. აბა, დავიწყოთ!

აზორისკუნძულელი მეზღვაური

(ლუკში გამოჩნდება, ხელში დოლი უჭირავს)

აჰა, დაიჭი, პიპ. შპილის სახელურებიც გამომართვი. აი, აქ


ამოძვერი. აბა, ბიჭებო, დავიწყოთ.

(მეზღვაურების ნახევარი დოლის ხმაზე ცეკვავს; ზოგიერთნი


კუბრიგში ჩადიან; სხვები გემბაზე გემსართავებს შორის
წვანან. ზოგს კიდევაც ჩასძინებია. ისმის მადიანი გინება)

აზორისკუნძულელი მეზღვაური

(ცეკვავს)

მიდი, მიდი, პიპ! მაგრა დასცხე! მარდად დაჰკარ, ნუ გენანება!


ისე დაჰკარ, სულ ნაპერწკლებს აფრქვევდეს და ეჟვნებ
სცვიოდეს!

პიპი

ეჟვნები ისედაც სცვივა. აი, კიდევ ერთი გაგორდა. განა დოლის


ასე ცემა შეიძლება?

ჩინელი მეზღვაური

მაშ, კბილი კბილზე ურტყი. პაგოდად გადაიქეცი, პიპ!


ფრანგი მეზღვაური

ეშმაკივით გამხიარულდი! აბა, ერთი მაღლა ასწიე შენი სალტე,


უნდა გადავახტე! ეი, მიდი, იალქნებმა რომ ვერ გაუძლოს,
დასკდეს, დაიწვას!

თეშტიგო

(ნელ-ნელა აბოლებს)

აი, ამას ეძახიან თეთრი ადამიანები დროს ტარებას. ჰმ! მე კი


ტყუილუბრალოდ ოფლად ვერ დავიღვრები.

მენისკუნძულელი მოხუცი მეზღვაური

ეს მხიარული ბიჭები აქ ფერხულს უვლიან, იმაზე სულ არ


ფიქრობენ, ფეხქვეშ რა აქვთ! აბა, იმ მუქარაზე უფრო საშინელი
რა უნდა იყოს, – „იმასაც მოვესწრები, შენს საფლავზე
დავუაროო“, – ზოგჯერ ქუჩის კახპა რომ მოგვაძახებს ხოლმე
გზაჯვარედინზე, სადაც ღამით ატეხილ ქარბუქში გზას ძლივს
მიიკვლევს. ღმერთო! რა უნდა ქნა, თვალწინ გამწვანებული
წყალქვეშა ფლოტილია რომ დაგიდგება,
წყალმცენარეებმოდებული თავის ქალების გროვა! თუმცა რას
იზამ. ეტყობა, ეს ქვეყანა, როგორც განსწავლული ადამიანები
ამბობენ, მეჯლისია; და ამიტომ ყველა ფერხულში უნდა იყოს

ჩაბმული. დაუარეთ, დაუარეთ, ბიჭებო, სანამ ახალგაზრდები


ხართ. ოდესღაც მეც ახალგაზრდა ვიყავი.

მესამე ნანტაკეტელი მეზღვაური

უჰ, დავიღალე! – ღელვაში ვეშაპის დევნა და ნიჩბების მოსმა


ამაზე უფრო ადვილია. მომეცი, ერთი გავაბოლო, თეშტიგო.

(ნელ-ნელა ცეკვა შეწყვიტეს და ჯგუფ-ჯგუფად დადგნენ.


ამასობაში მოიღრუბლა და ქარმაც უფრო ძლიერად დაუბერა)

ინდუსი მეზღვაური

ო, ბრაჰმავ! ეტყობა, ახლა იალქნების დაშვებას გვიბრძანებენ,


ბიჭებო. ღვთაებრივო, წყალუხვო განგო! ქარადქცეულო,
შემოაბრუნე შენი პირქუში შუბლი, ო, შივავ!

მალტელი მეზღვაური

(გემბანზე გაშხლართული ზუიდვესტერს იქნევს)

გახედეთ, ახლა ქათქათა ჩაჩიანი ტალღები ცეკვავენ ჯიგას.


ხტუნვასაც მალე დაიწყებენ. ეს ტალღები ქალებად რომ
ქცეულიყვნენ, მათთან ერთად სიხარულით დავუვლიდი და
აქამდე კარგადაც მოვიქანცებოდი. განა დედამიწის ზურგზე
რამე შეედრება – თუნდაც სასუფეველი – როცა ცეკვის დროს
აღელვებული ქალის მკერდი გაიელვებს და დამწიფებულ
მტევნებს გადახლართული ხელები ეფარება!

სიცილიელი მეზღვაური

(იდაყვებზე წამოიწევა)

ოჰ, კარგი, ამაზე ნუღარაფერს მეტყვი! გახსოვს, ჰა?


თავშეუკავებელ ქროლაში ხელები და ფეხები ერთმანეთს
ეჭდობიან, თანაბრად ირწევიან და შეცბუნებულები თრთიან!
ბაგე ბაგეს ეძებს, მკერდი – მკერდს, თეძო – თეძოს!
ყველაფერს თავისი საზრდო აქვს, ქროლას უნდა მინებდე!
ოღონდ არ უნდა იგემო, თორემ მოყირჭება იცის. ასე არ არის,
წარმართო?

(იდაყვი გაჰკრა)
ტაიტელი მეზღვაური

(ჭილოფზეა წამოწოლილი)

დაილოცოს ჩვენი მოცეკვავე შიშველი ქალები! ჰივა-ჰივა! ო,


ნისლის პირსაბურივით შებურვილო და მაღალი პალმები
ამწვანებულო ტაიტო! აი, ახლაც შენს ჭილოფზე ვისვენებ,
მაგრამ ჭილოფს ქვეშ რბილ მიწას ვერა ვგრძნობ! ტყეში ვიყავი,
როცა შენ გწნავდნენ, ჭილოფო! მწვანე იყავი მაშინ, როცა
ტყიდან წამოგიღე, ახლა კი გაცვეთილი ხარ და გახუნებული.
ვაი ჩვენ! ვერც შენ და ვერც მე ამ ცვლილებას ვერ ავიტანთ! რა
მოგველის, როცა ზეცაში გავფრინდებით? რა არის, რა ხმაურია?
ასე ღრიალებენ პიროჰიტის მწვერვალიდან სოფლების
წასალეკად დაქანებული გაშმაგებული მდინარეები! როგორ
შემოგვიტია! წამოვდგეთ და ქარის შესახვედრად
აღვიმართოთ!

(ფეხზე წამოიჭრება)
პორტუგალიელი მეზღვაური

რა გამეტებით ეჯახებიან ხომალდს ზვირთები! მოემზადეთ,


ბიჭებო, ხელი რიფებს ჩავჭიდოთ! ქარმა ჯერ მხოლოდ ხმალი
იშიშვლა, მალე ორთაბრძოლა დაიწყება.

დანიელი მეზღვაური

მიდი, იჭრიალე, იჭრიალე, ძველო ვარცლო! ეგ ჭრიალი იმის


ნიშანია, რომ სული გიდგას. ყოჩაღ! უფროსმა თანაშემწემ,
როგორც საჭირო იყო, ისე დაგაყენა გზაზე. მას ისე არ შეშინებია,
როგორც კატეგატის კართან აღმართულ ფორტს, სადაც
ბალტიის წინააღმდეგ საბრძოლველ ზარბაზნებს ქარიშხლით
ნაცემ ტუჩებზე ზღვის მარილი მიხმობიათ!

მეოთხე ნანტაკეტელი მეზღვაური

ჰო, მაგრამ ისიც ხომ ბრძანებას ასრულებს. ვიცი, ასწავლიდა


მოხუცი აქაბი გრიგალში ხომალდის მართვას – ხომალდი
პირდაპირ წამოსულ ზვირთს ისე უნდა დააძგერო, როგორც
აბობოქრებულ წყლის სტიქიონს ზარბაზნიდან შიგ გულშ
უშენენ ხოლმეო!

ინგლისელი მეზღვაური

აი, ეს მესმის! დიახ, ჩვენი მოხუცი მართლაც კარგი ყმაწვილია.


ამ ვეშაპზე უსათუოდ ვაძიებინებთ შურს!

ყველანი

მართალია, მართალი!
მენისკუნძულელი მოხუცი მეზღვაური

უჰ, როგორ ცახცახებს ჩვენი სამი ნავი! ნაძვი ყველაზე უფრ


ძნელად ეგუება სხვა ნიადაგს. აქ კი რა ნიადაგზეა – მხოლოდ
მეზღვაურულ სისხლსა და ხორცზე – ფერფლსა და ნაცარზე
დგას. მტვერია და მტვრად იქცევა. ეი, მესაჭევ! მაგრად
მოჰკიდე საჭეს ხელი! ასეთ ამინდში ნაპირზე მამაცებს გული
უსკდებათ, ხოლო ბასრქიმიანი ხომალდები ზღვაში
იხლიჩებიან. ერთი შეხედეთ, ბიჭებო, ჩვენს კაპიტანს ხალი
ჰქონია, მეორე ისეთი კი აგერ, იქაა, ცაში: მკრთალად ანათებს,
გარშემო კი უკუნეთია.

დეგუ

მერედა რა მოხდა, ვისაც სიშავისა ეშინია, იმას ჩემი ეშინია! მე


მისგან ვარ გამოთლილი!

ესპანელი მეზღვაური

(გვერდზე)
ისევ თავისი ძალ-ღონით ტრაბახობს; ძველი შეურაცხყოფაც
მიღრღნის გულს (დეგუსთან მიდის). რაც მართალია,
მართალია, მებარჯევ, შენი ჯილაგი შავი ლაქაა ადამიანთა
მოდგმისა, ნუ კი გეწყინება და სატანაზე უფრო შავი ხარ.

დეგუ

(ბრაზით)

ტყუილია, ვერ მაწყენინებ.


სანტ-იაგოელი მეზღვაური

ესპანელს სიმთვრალემ ჭკუა დაუკარგა. მაინც რა მოუვიდა?


ეტყობა, ჩვენი მოხუცი მოგოლის სასმელი ჯერ კიდევ არ
გამონელებია.

მეხუთე ნანტაკეტელი მეზღვაური


რამ გააშუქა? ალბათ ელვა იყო?
ესპანელი მეზღვაური

არა, ეს დეგუმ დაკრიჭა კბილები

დეგუ

(მივარდება)

იცოდე, ყველა კბილს გადაგაყლაპებ, ლიფსიტავ, შე თეთრ


ტყავო, გაცრეცილო ჭირიანო!

ესპანელი მეზღვაური

(უკან არ იხევს)

ოხ, რა სიამოვნებით ჩაგცემ დანას, მშიშარა აყლაყუდავ!


ყველანი

ჩხუბობენ, ჩხუბობენ!
თეშტიგო

(პირიდან კვამლს გამოუშვებს)

ქვევითაც ჩხუბობენ და ზევითაც. იქ ღმერთები ჩხუბობენ, აქ


ადამიანები, აყალმაყალი იმათაც უყვართ და ამათაც. უჰ!

ბელფასტელი მეზღვაური

ჩხუბია! ვაშაა! ღვთისმშობელო, ჩხუბია! დასცხე მაგას!


ინგლისელი მეზღვაური

წესს ნუ გადავუხვევთ! ესპანელს დანა წაართვით! წრე


შეკარით, წრე!

მენისკუნძულელი მოხუცი მეზღვაური

თითქოს ვინმეს ებრძანებინოს, წრე ისე შეკრეს. ეს


ცისკიდურის წრეა! ამ წრეში კაენმა აბელი სიცოცხლეს
გამოასალმა. კარგი ნამუშევარია, კარგი! თუ ასე არ არის, მაშ,
ღმერთმა ამ წრეში რად მოგვაქცია?

უფროსი თანაშემწის ხმა შუაგემბანიდან

მემარსეებო – ვანტებზე! დაუშვით ბრამსელი და ბომ-


ბრამსელი! მარსელთან[197] მოუშვით რიფებს!

ყველანი

გრიგალი, გრიგალი გვიახლოვდება! სწრაფად, ლამაზებო!

(გარბი-გამორბიან)

პიპი

(შიშით შპილთან მიყუჟულა)

ლამაზებო? კარგი ლამაზები არიან, ღმერთო, დამიფარე! ტრახ-


ბახ! ეს კლივერ-ლეერი[198] გასკდა. ბუხ-ბახ! ღმერთო! უფრ
ღრმად შეძვერი, პიპ, ბომ-ბრამ-რეის უშვებენ. აქ უფრო საშიშია,
ვიდრე ახალი წლის ქარიშხლიან ღამეს ტყეში! განა გამბედაობ
გეყოფა, წაბლზე რომ აძვრე? ისინი ადიან და ყველაფერზე
იგინებიან, მე კი აქ ვზივარ. რა უჭირთ, ზეცისკენ მიმავალი
ნახევარი გზა უკვე გავლილი აქვთ. გამაგრდი, რა მოგივიდა! რა
გრიგალია! თუმცა ეს ადამიანები აზვირთებულ ოკეანეზე
უფრო საშინელნი არიან. შორს ჩემგან, თეთრო ზვირთებო,
შორს ჩემგან, თეთრო ვეშაპო! გავიგონე, რასაც აქ თეთრ
ვეშაპზე ლაპარაკობდნენ, – შორს ჩემგან, შორს, – ახლახან
გავიგონე, ამ საღამოს, და უკვე ჩემი დოლივით მაცახცახებს. ამ
ბებერმა ასპიტმა ყველა დააფიცა, რომ გვერდში ამოუდგებიან!
დიდო თეთრო ღმერთო, სადღაც ზევით, წყვდიადში რომ ხარ,
შეიფარე აქ, ქვევით მყოფი პატარა შავი ბიჭი და დაიფარე ამ
ადამიანთაგან, რომელთაც ძალა არ შესწევთ, რომ ეშინოდეთ!

41. მობი დიკი

მე, ისმაილი, ამ ეკიპაჟს ვეკუთვნოდი; სხვების ღრიალთან


ერთად ჩემი ხმაც ზეცას სწვდებოდა; ჩემი წყევლა-კრულვა
სხვების წყევლა-კრულვას ერთვოდა; ღრიალს ვუმატე და სულ
უფრო და უფრო მწარედ ვიგინებოდი, რადგან ჩემი არსება შიშს
მოეცვა, როგორღაც გაჩნდა და დამეუფლა ყოვლადძლიერი
მისტიკური გრძნობა: თითქოს აქაბს კი არა, მე უნდა მეზღო
სამაგიერო, ხარბად მოვისმინე, რაც ამ მძვინვარე ურჩხულზე
ითქვა, მე და ჩემს ამხანაგებს ხომ ფიცი გვქონდა დადებული,
შეუბრალებლად გვეძია შური.

უკვე კარგა ხანია, რაც მიუკარებელი თეთრი ვეშაპი


დროდადრო გამოჩნდებოდა ხოლმე იმ უდაბურ წყლებში,
სადაც მხოლოდ კაშალოტის დევნით გართული
ვეშაპმონადირენი თუ შეივლიდნენ ხანდახან. ამ
ვეშაპმონადირეთაგან მისი არსებობა ბევრმა არ იცოდა. ხოლ

ისინი, ვისაც ოდესმე გაებედა და შებრძოლებოდა, თითებზე


ჩამოსათვლელნი იყვნენ. წყლებში უწესრიგოდაა გაფანტული
მრავალი სარეწაო ხომალდი. უმეტესნი ისეთ უდაბურ წყლებში
მისდევენ თავიანთ საშიშ ნადავლს, სადაც ზოგჯერ მთელ
თორმეტი თვე კაცი იალქანს ვერ დაინახავს და ახალ ამბავს ვერ
შეიტყობს; ვეშაპსანადირო რეისები არაჩვეულებრივად
დიდხანს გრძელდება და ზღვაში გასვლისა და ნავსადგურშ
დაბრუნების ვადები არ არის განსაზღვრული. ყოველივე ეს,
სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხელისშემშლელ მიზეზებთან
ერთად, მობი დიკზე ზუსტი და დაწვრილებითი ცნობების
გავრცელებას თავიდანვე მეტისმეტად აძნელებდა. ეჭვი არ
არის, რომ ცალკეული ხომალდები იტყობინებოდნენ, ამა და ამ
დროს, ამა და ამ მერიდიანზე წავაწყდით კაშალოტს, რომელიც
არაჩვეულებრივი ზომითა და მძვინვარებით გამოირჩეოდა,
დიდი ზარალი მოგვაყენა და, ბოლოს და ბოლოს, თვალს
მიეფარაო; ბევრს ნამდვილად სჯეროდა, რომ ეს კაშალოტი
მობი დიკი იყო. მაგრამ იმ მიზეზის გამო, რომ უკანასკნელ ხანს
კაშალოტზე მონადირეებს აღნუსხული ჰქონდათ მრავალ
შემთხვევა, როცა დევნილი ვეშაპი განუზომელ მძვინვარებას,
ეშმაკობასა და სიავეს იჩენდა, მრავალი იმათგან, ვინც მობი
დიკს შებრძოლებია ისე, რომ არ იცოდა, რასთან ჰქონდა საქმე,
ამჯობინებდა, შეტაკების მთელი საშინელება კონკრეტულად
ამ ცხოველისათვის კი არ მიეწერა, არამედ ის მოემიზეზებინა,
რომ კაშალოტებზე ნადირობა საერთოდ იყო საშიში. აქაბისა და
ვეშაპის შეტაკების ამბავსაც, ჩვეულებრივ, სწორედ ასე
ჰყვებოდნენ.

თავიდან ეს ვეშაპმონადირენი, რომლებსაც ბევრი რამ ჰქონდა


გაგონილი თეთრ ვეშაპზე, თუკი გადაეყრებოდნენ შორეულ
ზღვებში, ველბოტებს უსათუოდ ჩაუშვებდნენ ხოლმე წყალში,
დაედევნებოდნენ და სხვა კაშალოტებზე უფრო მეტად არ
უფრთხოდნენ და არ გაურბოდნენ. მაგრამ ამგვარი ნადირობით
მრავალგზის თავსდატეხილმა უბედურებამ, – არა მარტ
მაჯისა და კოჭის ამოგდებამ, ძვლის მოტეხილობამ, ხელისა და
ფეხის დაკარგვამ, – არამედ ყველაზე უფრო საშინელმა
განსაცდელმა, სიკვდილის მუქარამ და მობი დიკის მიერ
არაერთგზის მიყენებულმა გამანადგურებელმა დარტყმამ, რაც
უფრო და უფრო შემზარავს ხდიდა მის სახელს, ბოლოს დ
ბოლოს, მრავალ მამაც მონადირეს შეურყია გამბედაობა.

ათასნაირი საშინელი მითქმა-მოთქმა მობი დიკთან შეტაკების

ამბავს ისე აზვიადებდა და აბუნდოვანებდა, რომ სიმართლე


ძნელი გასარჩევი იყო. ყოველნაირი საოცარი და შემზარავი
ამბავი ხომ მოთქმა-მოთქმის საფუძველია – ასე ედებ
წაქცეული ხის ტანს სოკო და ხავსურა; მით უმეტეს ზღვაში,
სადაც უცნაური ხმა უფრო მეტად დაირხევა ხოლმე, ვიდრე terr
firma-ზე,[199] თუ, რა თქმა უნდა, სინამდვილეს ოდნავ მაინც
შეეფერება. და როგორც ზღვა აღემატება ამ მხრივ ხმელეთს, ისე
ვეშაპმონადირეთა მონაყოლი ამბები, თავისი უცნაურობითა და
არადამაჯერებლობით, აღემატება სხვა მეზღვაურების
მონაყოლ ამბებს. ეს იმიტომ, რომ ვეშაპმონადირეებს არა
მარტო ნაოსანთათვის ჩვეული უმეცრება და ცრუმორწმუნეობა
ახასიათებთ, თუკი რაიმე მოიძებნება ოკეანეებში საშინელი და
შემზარავი, სხვა მეზღვაურებზე უფრო ხშირად ისინი
წააწყდებიან ხოლმე და ზღვის უზარმაზარ ურჩხულთან
პირისპირ მდგომნი არა მარტო ათვალიერებენ მას, სამკვდრო-
სასიცოცხლო ბრძოლასაც უმართავენ. გადაკარგულნი შორეულ
ზღვებში, ათას მილს ისე გადალახავთ და ათას ნაპირს ისე
გაივლით, რომ ამ ქვეყანაზე ბუხრის ერთ მოჩუქურთმებულ
ფილას ან სტუმართმოყვარეობის სხვა რაიმე ნიშანს ვერ
შეამჩნევთ; გრძედებსა და განედებზე გარდახვეწილი
ვეშაპმონადირენი თავიანთ ძნელ ხელობას მისდევენ და ისეთ
ზეგავლენათა ტყვეობაში ექცევიან, რომ ათას გაზვიადებულ
ამბავს იგონებენ.

ამიტომ სულაც არ არის საკვირველი, თეთრ ვეშაპზე


დარხეულმა ჭორებმა, რაც ზვავივით იზრდებოდა და ზღვის
აბობოქრებულ ტალღებზე მიგორავდა, ბოლოს და ბოლოს,
შეიწოვა ზებუნებრივი ძალის მონაწილეობაზე ნახევრად
თქმული ვარაუდი და ყოველგვარი გადაკრული სიტყვა, რამაც
მობი დიკს ისეთი საზარელი სახელი დაუგდო, რომ ამას
მოვლენის მხოლოდ ხილული მხარე ვერ წარმოშობდა. ამან
მეზღვაურებს დიდი შიში ჩაუნერგა და ის, ვისაც მობი დიკზე
თუნდაც რაიმე გაეგონა, იშვიათად გაბედავდა, ამ ცხოველს
შეტაკებოდა და თავი საფრთხეში ჩაეგდო.

თუმცა უფრო საყურადღებო და რეალური მიზეზებიც


არსებობდა. ვეშაპმონადირეთა შორის დღესაც არ გამქრალა
ძველი დიდება იმ კაშალოტისა, რომელიც ლევიათანთა შორის
მძვინვარებით გამოირჩეოდა. დღესაც არსებობენ
ვეშაპსანადირო ხომალდები, რომლებიც მზად არიან
მოხერხებულად და მამაცურად შეებრძოლონ გრენლანდიურ ან

ნამდვილ ვეშაპს, მაგრამ გამოუცდელობის, უცოდინარობისა


თუ გაუბედაობის გამო კაშალოტთან შეხვედრას თავს
არიდებენ. ყოველ შემთხვევაში, მრავალ ვეშაპსანადირ
ხომალდზე, განსაკუთრებით იმ ხომალდებზე, რომლებზეც
ამერიკული დროშა არ ფრიალებს, მეზღვაურებს ლევიათანზე
წარმოდგენა მხოლოდ იმ საზარელი ურჩხულის მიხედვით
ექმნებათ, რაზეც ძველთაგანვე ნადირობენ ჩრდილოეთში,
ხოლო სპერმაცეტული ვეშაპი თვალითაც არ უნახავთ;
გემბანზე ჩამომსხდარი ეს მამაკაცები ბუხართან თავმოყრილი
ბავშვებივით მზად არიან, შიშით მოისმინონ სამხრეთის
ზღვებში სარეწაო ნაოსნობის მშფოთვარე და საოცარი
თავგადასავლები. მაგრამ დიადი კაშალოტი რომ ასეთი
განსაკუთრებულია, ვერსად ისე ვერ გრძნობენ და არც
განიცდიან, როგორც იმ ხომალდზე, რომლის ფორშტევენიც[200]
ამ ცხოველის კვალისკენაა მიმართული.

კაშალოტის შემმუსვრელი ძლიერება, რაც ახლახან გავიგეთ, მე


მგონი, ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იწვევდა ბუნდოვან
წინათგრძნობა-ლეგენდებს, რადგან ზოგიერთ სწავლულ-
ნატურალისტს, მაგალითად, პოველსონსა და ოლასენს
უწერიათ, სპერმაცეტული ვეშაპი მხოლოდ წყლის მკვიდრთ
როდი ავლებს მუსრს, იგი იმდენად მძვინვარეა, ხშირად
ადამიანის სისხლიც სწყურიაო. ასეთი მოსაზრებანი არც
კიუვიეს დროს იყო დავიწყებას მიცემული. თვით ბარონ
თავის „ბუნებრივ ისტორიაში“ გვარწმუნებს, სპერმაცეტული
ვეშაპის გამოჩენისას ყველა თევზს (ზვიგენის ჩათვლით)

„შიშით აკანკალებს“ და „ხშირად გაქცევისას წყალქვეშა


კლდეებს ისე ეხეთქებიან, რომ იქვე კვდებიანო“. და მაინც,
ყველა იმ შესწორების მიუხედავად, რაც ამგვარ მოსაზრებებში
ვეშაპმონადირეთა გამოცდილებამ შეიტანა, ეს
შიშისმომგვრელი ცრურწმენანი პოველსონის მიერ აღწერილ
ხოცვა-ჟლეტის სურათებთან ერთად ხიფათიანი ხელობის
უკუღმართობის ზეგავლენით ვეშაპმონადირეთა სულში
არაერთხელ ცოცხლდება.

ამიტომ გასაგებია, რომ მრავალი ვეშაპმონადირე მობი დიკზე


უცნაური და იდუმალი ამბების მოსმენისას იხსენებდა ძველ
დროებას, როცა ნამდვილ ვეშაპზე დახელოვნებულ
მონადირეებს კაშალოტზე სანადიროდ ვერაფრით
დაითანხმებდი, რადგან, როგორც ისინი ირწმუნებოდნენ, სხვ
ლევიათანებზე ნადირობა უფრო ხელსაყრელი იყო, ხოლო

ჭვილთის აღმართვა ისეთ ურჩხულზე, როგორიც


სპერმაცეტული ვეშაპია, მოკვდავის საქმე არ არის, ეს
მარადისობის მორევში თავის ამოყოფას ნიშნავსო. არსებობს
ბევრი საინტერესო დოკუმენტი, სადაც ამ საკითხზე ზოგიერთი
ცნობის ამოკრება შეიძლება.

მაგრამ იყვნენ სხვები, რომლებიც, ამ ლეგენდების


მიუხედავად, მზად იყვნენ მობი დიკს შებრძოლებოდნენ.
უმეტესობას კი ბუნდოვნად რაღაც გაეგონა, რაც შემზარავი
ამბების დაწვრილებით აღწერას არ შეიცავდა, ჩვეულებრივი
მისტიციზმით არ იყო შეზავებული და ამიტომ ჯერ კიდევ
საკმაო ვაჟკაცობას ინარჩუნებდნენ, რომ შეხვედრისას არ
გაქცეოდნენ თეთრ ვეშაპს და ბრძოლა გაემართათ მისთვის.

ცრუმორწმუნე ადამიანთა შორის თეთრ ვეშაპზე


წარმოუდგენელი ხმები დადიოდა. ერთნი, მაგალითად,
ირწმუნებოდნენ, მობი დიკი ყველგან არის, ერთსა და იმავე
დროს შეიძლება სულ სხვადასხვა განედზე შეგხვდეთო.

უნდა ითქვას, ზემოხსენებული მიდრეკილების მქონე


გონებისათვის ეს მტკიცება, განსაკუთრებული, ზებუნებრივი
თვალსაზრისით, თითქოს არ იყო მოკლებული რაღაც
დამაჯერებლობას. საქმე ის არის, რომ ზღვის დინებათა
საიდუმლოებანი ჯერ კიდევ მიუწვდომელია
სწავლულთათვის; და კაშალოტთა იდუმალი წყალქვეშა გზები
ვეშაპმონადირეთათვისაც, უმრავლეს შემთხვევაში,
დაფარულია. ამის გამო დროდადრო მეტისმეტად საინტერეს
და ერთმანეთის საწინააღმდეგო თეორიები იქმნება იმ უცნობ
ხერხებთან დაკავშირებით, რომელთა საშუალებითაც
სპერმაცეტულ ვეშაპს შეუძლია წყალში ღრმად ჩავიდეს და
თვალის დახამხამებაში თავი სადღაც შორს ამოყოს.

როგორც ამერიკულ, ისე ინგლისურ ვეშაპსანადირ


ხომალდებზე ძალიან კარგად იციან იმავე სკორსბის
ავტორიტეტული აზრებით კარგა ხნის წინათ
დადასტურებული ფაქტი, რომ წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ
რაიონებში ხშირად იჭერენ ვეშაპებს, რომელთა სხეულშიც
გრენლანდიის ნაპირებთან ნასროლ ბარჯებს პოულობენ; იმის
უარყოფაც შეუძლებელია, რომ დროის ხანგრძლივობა
უკანასკნელის წინა ბარჯის სროლიდან უკანასკნელი ბარჯის
სროლამდე რამდენიმე დღეს არ აღემატება. ამის საფუძველზე
მრავალი ვეშაპმონადირე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ

საყოველთაოდ ცნობილი ჩრდილო-დასავლეთის


გასასვლელი[201], რაც ადამიანისათვის ძალიან დიდხანს იყო
მიუწვდომელი, ვეშაპისათვის დიდ დაბრკოლებას არასოდეს
წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში ჩვენი სინამდვილე არ
ჩამორჩება იმ სასწაულებს, რასაც ძველად მიაწერდნენ
სტრელოს მთას პორტუგალიაში (ამ მწვერვალზე თითქოს ტბა
ყოფილა, რომლის ზედაპირზედაც სადღაც შორეულ ზღვებში
დაღუპული ხომალდების ნამსხვრევები ამოტივტივდებოდა
ხოლმე); ან უფრო საოცარ თქმულებას არეტუზის წყაროზე,
სირაკუზის მახლობლად რომ ყოფილა (ამ წყაროს წყალი
მიწისქვეშა არხით თითქოს წმინდა მიწიდან ამოდიოდა);
ყველა ამ იგავსა და აბდაუბდას ვეშაპმონადირეთა
სინამდვილე არაფრით ჩამორჩება.

ამიტომ სულაც არ უნდა გაგიკვირდეთ, როცა ამ სასწაულებს


უნებურად შესისხლხორცებული ზოგიერთი ვეშაპმონადირე,
რომელმაც ისიც იცოდა, რომ თეთრი ვეშაპი მრავალ
თავგანწირულ თავდასხმას გადაურჩა, ამაზე არ შეჩერებულა
და მობი დიკი გამოუცხადებია არა მარტო ყველგან
არსებულად, არამედ უკვდავადაც (რადგან უკვდავება ყველგან
არსებობაა); ეს ვეშაპმონადირენი გვარწმუნებენ, გვერდებზე
ჭვილთის მთელი ტყე რომ გაუშენოთ, მაინც ცოცხალი და
უვნებელი გადარჩებაო; და თუ ოდესმე სისხლის შადრევანი
მაინც ამოუშვა, მხოლოდ ეშმაკობა იქნება, რადგან მცირე ხანი
გავა და აქედან რამდენიმე ასეულ ლიგზე ისევ დაინახავთ,
მწვანე ზვირთებზე წყლის გამჭვირვალე ნაკადს როგორ
ამოუშვებსო.

მაგრამ ეს ზებუნებრივი თვისებებიც რომ მოვაშოროთ, ამ


ურჩხულის მიწიერ გარეგნობაში, მის დაუძლეველ ხასიათში
მაინც იმდენი ძალაა, შეუძლია ადამიანს წარმოდგენა
შეურყიოს. ზემოთაც მოგახსენეთ, სხვა ვეშაპისაგან
უზარმაზარი სხეულის მოყვანილობა ისე არ განასხვავებდა,
როგორც არნახული, თოვლივით თეთრი, დანაოჭებული შუბლი
და მაღალი, პირამიდის მსგავსი თეთრი კუზი. ამ
განმასხვავებელი ნიშნებით ძველი ნაცნობები უკიდეგან
უკაცრიელ ზღვებშიც კი შორი მანძილიდან ამჩნევდნენ.

მთელი სხეული იმავე მკრთალი ფერის ზოლებით, ლაქებითა


და ძარღვებით ჰქონდა დაფარული, ასე რომ, ბოლოს და
ბოლოს, თეთრი ვეშაპის სახელი შერჩა. იგი მართლაც სრულიად

თეთრი ჩანდა, როცა შუადღისას მუქლურჯ ტალღებზე


მოსრიალებდა და უკან ტოვებდა მოყვითალო ქაფის „რძიან
გზას“, რაც აქა-იქ ოქროსფრად ბრწყინავდა.

მაგრამ ასეთი საზარელი სახელი სიდიდისა, საოცარი ფერისა და


თვით დასახიჩრებული ქვედა ყბის წყალობით კი არ გაუვარდა,
არამედ იმ უმაგალითო სიავის გამო, რაც, გადმოცემით,
არაერთხელ გამოუმჟღავნებია, როცა ადამიანებს თავს
ესხმოდა. განსაკუთრებით თავზარდამცემი იყო მისი
გამცემლური უკან დახევა. რადგან ჩვეულებად ჰქონდა, თავი
ისე მოეჩვენებინა, თითქოს ეშინოდა და ცდილობდა
გახარებულ მდევარს გაჰქცეოდა. მაგრამ მერე უეცრად
შემობრუნდებოდა, შესახვედრად გამოეშურებოდა და
დადევნებულ ველბოტს ან ნაფოტებად აქცევდა, ან ეკიპაჟის
გულის გასახეთქად პირდაპირ ხომალდისკენ წამოიყოლებდა.

უკვე რამდენიმე კაცი ჰყავდა მოკლული. თუმცა ასეთი რამ, რაც


უნდა იშვიათად გახმაურდეს ნაპირზე, ვეშაპმონადირეთა
საქმიანობაში ძალიან ხშირია. მაინც თეთრ ვეშაპს ისეთ
წინასწარგანზრახულ ჯოჯოხეთურ მძვინვარებას ატყობდნენ,
რომ მის მიერ ჩადენილ ყოველ მკვლელობასა და დასახიჩრებას
უგუნური ძალების უბრალო თამაშზე უფრო დიდ რამედ
თვლიდნენ.
აბა, განსაჯეთ, რა უზომო და განწირული სიშმაგე
წაეკიდებოდათ მის დანავსულ მდევრებს, როცა ველბოტის
ნამსხრევებსა და დაფლეთილ გვამებს შორის საშინელი მხეცის
რისხვისაგან თეთრად აქაფებულ ტალღებს თავს
დააღწევდნენ, ზევით ამოვიდოდნენ და დაინახავდნენ
უშფოთველი მზის თვალისმომჭრელ ბრწყინვალებას,
რომელიც დედამიწას კვლავ ისე დასციმციმებდა, თითქოს
ჩვილის დაბადებას ან საქორწილო ნადიმს ესწრებოდა.

ერთმა კაპიტანმა, როცა სამივე ველბოტის ნამსხრევები და


მორევში მბრუნავი ფიცრები, ნიჩბები და გვამები დაინახა,
ნაფოტებად ქცეული ნავის კიჩოდან დიდი დანა აიღო, ვეშაპს
არკანზასელი დუელანტივით ეძგერა და გაცოფებული
ექვსდუიმიანი დანით ცდილობდა მისთვის სიცოცხლე
მოესწრაფა. ეს კაპიტანი აქაბი გახლდათ და სწორედ მაშინ იყო,
რომ მობი დიკმა ნამგალა ყბით ელვის უმალ ისე წააცალა ფეხი,
როგორც მთიბავი ცელავს ბალახს მდელოზე. ასეთი აშკარა,
წინასწარგანზრახული სიმკაცრით ვერც ერთი დოლბანდიან

თურქი, ვერც ერთი ვენეციალი ან მალაელი დაქირავებული


მკვლელი ვერ გაუსწორდებოდა მსხვერპლს. ეჭვი არ არის,
აქაბს სწორედ ამ გაშმაგებული შეტაკების შემდგომ დაეუფლა
ვეშაპზე შურისგების დაუოკებელი წყურვილი, რაც ახლა სულ
უფრო და უფრო აწვალებდა. იგი გულს ასკდებოდა და ნელ-
ნელა ხვდებოდა, მობი დიკი არა მარტო მისი ფიზიკური
ტკივილების მიზეზი იყო, არამედ სულიერადაც ტანჯავდა.
მობი დიკი ხორცშესხმულ ბოროტებასავით მუდამ მის
თვალწინ დაცურავდა; ეს კი მგრძნობიარე ადამიანს მანამდე
ღრღნის ხოლმე, სანამ ნახევარ გულსა და ფილტვებს არ
გამოუჭამს, – მერე კი ჯანდაბამდე გქონია გზა. მისთვის თეთრი
ვეშაპი დასაბამიდან არსებულ იმ უხილავ ბნელ ძალად
გადაიქცა, რომლის სამკვიდრებლადაც ქრისტიანებს
მსოფლიოს ნახევარი მიაჩნდათ და რაც აღმოსავლეთში
უძველეს ოფიტებს[202] ეშმაკეულად ჰყავდათ აღიარებული;
აქაბი მას თაყვანს არ სცემდა, მაგრამ გაშმაგებულმა საძულველ
თეთრ ვეშაპად მონათლა და, დასახიჩრებული, მარტოდმარტ
აღდგა მასთან საბრძოლველად. ყველაფერი, რაც გონებას
აბნელებს და ტანჯავს, რაც დაწმენდილ წყალს ამღვრევს და
აღელვებს, ყველა მავნე და დამღუპველი ჭეშმარიტება,
ყველაფერი, რაც ძარღვებს გვიწეწავს და გონებას გვიფანტავს,
ცხოვრებისა და აზროვნების მთელი ეს უსარგებლ
ორომტრიალი, – მთელი ბოროტება, გადარეული აქაბის
წარმოდგენაში შურის საძიებლად ხელმისაწვდომი და
ხილული, მობი დიკის საშუალებით იქცა. ვეშაპის თეთრ კუზზე
დაანთხია მთელი თავისი გაშმაგება და ის სიძულვილი, რაც
კაცთა მოდგმას ადამის დროიდან უგროვებია; აქაბის
გავარვარებული გული ამ კუზს ისე ეცემოდა, თითქოს მისი
მკერდი საბრძოლო ქვემეხი ყოფილიყოს.

ნაკლებად სავარაუდოა, თითქოს ეს ახირებული აზრი უცებ,


სწორედ მაშინ გასჩენოდეს, როცა ვეშაპმა დაასახიჩრა; როცა
ცხოველს დანით მივარდა, თავის უეცრად შემონთებულ
ინსტინქტურ სიბრაზეს გამოსავალი მოუნახა. ვეშაპის
საშინელი, ვერაგული დარტყმა მხოლოდ მწვავე ფიზიკურ
ტკივილს თუ აგრძნობინებდა. მაგრამ, სანამ ამ შეტაკების გამ
ხომალდი უკან ბრუნდებოდა და შუა ზამთარში პატაგონიის
მკაცრ და პირქუშ კონცხს უვლიდა, აქაბი მთელი ამ დღეების,
კვირებისა და თვეების განმავლობაში საწოლზე იწვა თავის
ტკივილთან ერთად. მისი სისხლდაცლილი, ნაწამები სხეულ

და დაფლეთილი სული სწორედ მაშინ გაერთიანდა და იგი


ჭკუაზე შეიშალა. ის, რაც ახლა ჩვეულებად ჰქონდა
გადაქცეული, ვეშაპთან შეტაკების შემდგომ, უკანა გზაზე
დასჩემდა. ამის დამადასტურებელია ის სიგიჟე, დროდადრო
შინ მობრუნებისას რომ წამოუვლიდა. დასახიჩრებულ
მხურვალე ბოშურ მკერდში ციებ-ცხელების ზეგავლენით
ერთიორად მომატებულ ისეთ ძალას ინარჩუნებდა, რომ
თანაშემწენი იძულებულნი იყვნენ, ამ შეტევების დროს
საწოლზე დაეკრათ. ასე გიჟის პერანგით შემოსილს
აბობოქრებული ზვირთები არწევდა.

როცა ხომალდმა თავი შედარებით მშვიდ განედებს შეაფარა,


ლისელები აღმართა და წყნარი ტროპიკები გადასერა, ჰორნის
კონცხის ქარიშხალთან ერთად კაპიტანი თითქოს ბოდვამაც
მიატოვა და იგი თავისი ბნელი ბუნაგიდან ჰაერსა და
სინათლეზე გამოვიდა. თუმცა მაშინაც კი, როცა ფერმკრთალი,
მაგრამ მშვიდი და შეუპოვარი ბრძანებებს ისევ აუღელვებლად
იძლეოდა და თანაშემწენი ღმერთს მადლობას სწირავდნენ,
ბოლოს და ბოლოს შეშლილობამ გაუარაო, – აქაბი სულის
სიღრმეში კვლავ მძვინვარებდა.

ადამიანური სიგიჟე კატასავით ეშმაკი და ვერაგია. ხშირად


ჰგონიათ, გაქრაო, სინამდვილეში კი დახვეწილი სახე აქვს
მიღებული. აქაბი არ მიუტოვებია სიგიჟეს, იგი მხოლოდ
მოიკუნტა და სიღრმე შეუმჩნევლად მოემატა
მოუთვინიერებელი ჰუძონივით, როცა ეს კეთილშობილი
ნორმანი ღრმა ხეობის ვიწროებს აწყდება და გზას ძლივს
მიიკვლევს. მაგრამ როგორც ამ ვიწრო და მქუხარე მდინარეში
არ იკარგება თავდაპირველი დაუოკებელი სიშმაგის არც ერთი
წვეთი, ისე აქაბის უსაზღვრო მძვინვარებას მისთვის ჭკუის
ნატამალიც არ წაურთმევია. ოღონდ უწინ მისი გონება
მბრძანებელი იყო, ახლა კი სიგიჟის მორჩილ იარაღად გადაიქცა.
თუ შეიძლება ასე ითქვას, თუ ესოდენ თავშეუკავებელი
შედარებანი დასაშვებია, ნაწილობრივმა შეშლილობამ მთელ
მისი კეთილგონიერება დაიმორჩილა და ხელთჩაგდებული
ზარბაზნები საკუთარ სამიზნეს დაუშინა, ასე რომ, აქაბი არათუ
დასუსტდა, პირიქით, ერთადერთი მიზნის მისაღწევად ძალა
ისე გაუორკეცდა, როგორც არასოდეს, როცა მისი საღ
აზროვნება გონიერი მოქმედებისაკენ იყო მიმართული.

ამით ბევრი რამ ითქვა; მაგრამ აქაბის უფრო მეტად

მნიშვნელოვანი, ღრმა და ბნელით მოცული მხარე ჯერ კიდევ


ამოუხსნელი რჩება. ის, რაც ღრმად არის ჩამარხული,
ბევრისთვის ხშირად მიუწვდომელია და ყოველივე ცდა ამაოა;
ჭეშმარიტება კი მუდამ ღრმად არის ჩამარხული. ახლა აქედან,
ამ წვეტიანსახურავიან ოტელ დე კლიუნის[203] შუაგულიდან,
სადაც ჩვენ ვიმყოფებით, გემის ხვეული კიბით ქვევით ღრმად
ჩაეშვით; რაგინდ მდიდრული და შესანიშნავი უნდა იყოს, ო,
კეთილშობილნო და მწუხარე სულნო, მიატოვეთ იგი და რომის
თერმების[204] ვრცელ დარბაზებში ჩაიხედეთ; იქ ჩაიხედეთ,
სადაც გარეგნული ადამიანური ცხოვრების უცნაურ
ციხესიმაგრეთა ქვეშ იმალება ფესვები ადამიანური სიდიადისა,
შიშისმომგვრელი არსი ადამიანისა; სადაც ანტიკურ
ქანდაკებათა ნამსხვრევების ტახტზე, სიძველეთა გროვაში
ჩაფლული მხცოვანი და ათასწლოვანი სიძველე განისვენებს!
მაღალი ღმერთები დალეწილ სამეფო ტახტზე
ფეხმორთხმული, დატყვევებული მეფით ირთობენ თავს; ის კი
ზის კარიატიდასავით უდრტვინველი და გაქვავებული,
შუბლით საუკუნეთა მძიმე კამაროვანი თაღები უჭირავს. იქ
ჩაეშვით, ო, ამაყნო და მწუხარე სულნო! და იმ ამაყ, მწუხარე
მეფეს შეეკითხეთ. თქვენ გვაროვნული მსგავსება გაოცებთ? ო,
დიახ, თქვენ ყველანი იმ გვარის ნაშიერი ბრძანდებით,
გაძევებულო ჭაბუკო მონარქებო და სახელმწიფოებრივ
საიდუმლოებას მხოლოდ თქვენი პირქუში წინაპარი
გაგიმხელთ.

სადღაც სულის სიღრმეში აქაბი ხვდებოდა ამას და აღიარებდა,


ყველა ჩემი მოქმედება კეთილგონივრულია, მიზანი და
განზრახვა კი გიჟურიო, და რადგან ძალა არ შესწევდა, ან
გაენადგურებინა, ან შეეცვალა, ან აერიდებინა რამე, ამიტომ
ხალხთან თვალთმაქცობდა და ასე იყო თუ ისე, ამ
თვალთმაქცობას ახლაც განაგრძობდა, თუმცა ყოველივე
მოჩვენებითი იყო, ნებისყოფა და სიმტკიცე არ შესცვლია,
მაგრამ თავის სიგიჟეს ისე მოხერხებულად მალავდა, რომ, როცა
ბოლოს თავისი ძვლის ფეხი ნანტაკეტის ქვიშაზე დადგა,
თანამემამულეთაგან ეჭვი არავის შეჰპარვია, – ყველამ იფიქრა,
უბრალოდ, თავსდატეხილ საშინელ უბედურებას მეტისმეტად
შეუძრწუნებიაო.

ამავე მიზეზით ხსნიდა ხალხი იმ სიშმაგესაც, რაც ზოგჯერ,


როგორც ხმები დადიოდა, ზღვაში ყოფნისას წამოუვლიდა
ხოლმე; აგრეთვე იმ სევდასაც, მუდამ, თვით „პეკოდის“

გამგზავრებამდეც, შუბლზე ღრუბელივით რომ დასწოლოდა.


შესაძლებელია, ამ მშვენიერი კუნძულის ანგარიშიანი
მკვიდრნი სულაც არ ფიქრობდნენ, ამგვარ ბუნდოვან მიზეზთა
გამო ეჭვი შეეტანათ იმაში, რომ იგი სარეწაო რეისს ვერ
გაუძღვებოდა. პირიქით, ისინი ფიქრობდნენ, ახლა უფრ
უკეთ არის მომზადებული და განწყობილი ისეთი თავზე
ხელაღებული და სისხლიანი საქმისათვის, როგორიც ვეშაპებზე
ნადირობააო. თუკი მიაგნებთ, განუკურნელი მანიის
შეუბრალებელი ეშვებით ნაჯიჯგნ ადამიანზე უფრო მეტად
არავინ გამოგადგებათ იმისათვის, რომ ცხოველთაგან
უსაზარლეს ცხოველს ბარჯი ესროლოს და ჭვილთი აღმართოს
მის წინააღმდეგ; და თუ ისეა დასახიჩრებული, რომ საამისოდ
აღარ გამოდგება, სულერთია, იმაზე უფრო უკეთ თავის
ქვეშევრდომთ ყვირილით ვერავინ გაამხნევებს და
საბრძოლველად ვერვინ შეაგულიანებს. ერთი რამ უეჭველი
იყო: მან ჩაუქრობელი სიძულვილი სულის ცხრაკლიტულში
გამოამწყვდია და ახლა „პეკოდზე“ ერთადერთი და
ყოვლისმომცველი მიზანიღა ასულდგმულებდა – თეთრ ვეშაპს
თავს დასტყდომოდა და დაემარცხებინა. ნანტაკეტში მის ძველ
მეგობართაგან ერთი მაინც რომ მიმხვდარიყო, რა ედო გულში,
რა უმწიკვლო გულისწყრომით გამოჰგლეჯდნენ ხომალდს ამ
ბოროტმოქმედს, მაგრამ მათ მხოლოდ ნაოსნობის ბედ-იღბალი
აწუხებდათ, რომლის შემოსავალსაც წკრიალა დოლარებით
ანგარიშობდნენ. და ისიც გზას გაუდგა, რომ უგუნური,
დაუოკებელი და ზებუნებრივი შურისძიება დაეცხრო.

შეხედეთ ამ თმაგათეთრებულ, ცოდვილ მოხუცს, მთელი


დედამიწის ზურგზე რომ დასდევს იობის ვეშაპს და მიუძღვის
არამზადების, ნაძირალებისა და კანიბალების ეკიპაჟებს,
რომელთა ბიწიერებანი სტარბეკის მოუქნელი მამაცობისა და
უმწეო კეთილზნეობის, გულგრილი და უგუნური სტაბის
უსაზღვრო მხიარულებისა და ფლასკის მომხიბვლელი
უშუალობის გვერდით უფრო შესამჩნევი იყო. გეგონებოდათ,
ეკიპაჟი, რომელსაც ასეთი უფროსები ჰყავდა, შურისძიები
შეპყრობილ აქაბს ჯოჯოხეთის ძალებმა განგებ შეურჩიესო.
როგორ მოხდა, რომ ეს ადამიანები მოხუცი კაპიტნის
მოწოდებას ასე ერთხმად გამოეხმაურნენ, ან რა ეშმაკებმა
მოაჯადოვა მათი სულები, რომ აქაბის სიძულვილი ხშირად
მათ სიძულვილად გადაიქცეოდა ხოლმე, ხოლო თეთრი ვეშაპი
ისეთივე დაუძინებელი მტერი იყო მათი, როგორიც აქაბისა;

როგორ მოხდა ეს ყველაფერი; რას წარმოადგენდა თეთრი


ვეშაპი მათთვის, ან უეცრად როგორ ამოტივტივდებოდ
ხოლმე მათ ქვეცნობიერ წარმოდგენაში ცხოვრების ზღვაზე
მსრბოლავი დემონის ზვიადი აჩრდილივით, – ყოველივე ამის
ამოცნობა უფრო ღრმად დაფიქრებას მოითხოვს, ვიდრე ეს
ისმაილს შეუძლია. განა ჩვენ ძალგვიძს ნიჩბის იმ ყრუ
ხმაურზე, ხან აქ და ხან იქ რომ გაისმის, გავარკვიოთ, საით
მიჰყავს თავისი ხვრელი მიწისქვეშა მაშვრალს, რომელიც
ყოველ ჩვენგანში ზის და იჩიჩქნება? რომელი ჩვენგანი არ
გრძნობს, როცა რაღაც უბიძგებს ხოლმე და სახელოზე ეწევა?
განა უძრაობას შეინარჩუნებს პატარა ორჩხომელი, როცა მას
სამოცდათოთხმეტზარბაზნიანი სახაზო გემი ბუქსირით[205]
მიათრევს? მე დროსა და სივრცის ნებას მივენდე და თუმცა
თეთრ ვეშაპთან შეხვედრის სურვილით ვიწვოდი, იგი მაინც
ბოროტების დასაბამად მიმაჩნდა.

42. ვეშაპის სითეთრეზე

რას წარმოადგენდა თეთრი ვეშაპი აქაბისათვის, ამაზე


მკითხველს უკვე ვესაუბრე; ახლა ისღა დამრჩენია გავაგებინო,
ჩემთვის რა იყო იგი.

იმ ცხადი მიზეზების გარდა, რომელთაც არ შეიძლებოდა


ყოველი ადამიანის სულში საფუძვლიანი შეშფოთება არ
გამოეწვია, – მობი დიკთან დაკავშირებული იყო კიდევ რაღაც
ბუნდოვანი, გამოუთქმელი შიში, რაც ზოგჯერ ისეთ
დაძაბულობას აღწევდა, რომ ყოველივე დანარჩენი მხოლოდ ამ
გრძნობას ემორჩილებოდა, ის კი მუდამ გამოუმჟღავნებელი და
გამოუთქმელი რჩებოდა, ასე რომ, აღარც კი ვცდილობ ამ
გრძნობაზე ნათლად და დალაგებულად გელაპარაკოთ.
თავზარს მცემდა ვეშაპის სითეთრე. აბა, როგორ უნდა
გაგაგებინოთ? მე კი, ბუნდოვნად იქნება თუ დაულაგებლად,
ეს ჩემი გრძნობა უსათუოდ უნდა აგიწეროთ, ისე წიგნის ამ
თავებს არავითარი ფასი არ ექნება.

თუმცა ბუნებაში სითეთრე ხშირად ერთიორად


აკეთილშობილებს სილამაზეს და თითქოს თავისი
განსაკუთრებული ღირსებით აჯილდოებს. რასაც მარმარილოს,
იაპონური კამელიისა და მარგალიტის მაგალითიც

ადასტურებს; თუმცა მრავალ ქვეყანაში ამ ფერის ღვთაებრივ


სიდიადეს ღირსეულად აფასებენ, თვით დიადი პეგუს[206]
უძველესი ბარბაროსი მეფეებიც ხომ, თავის ძლიერებას
ენაწყლიანად რომ აგვიწერდნენ, ყველაზე უწინ „თეთრი
სპილოების მფლობელის“ საპატიო წოდებას იხსენიებდნენ,
სიამის დღევანდელ მეფეებს ეს თოვლივით თეთრი ოთხფეხი
სამეფო დროშაზე დაუხატავთ, ჰანოვერის დროშებზე კი
თეთრი ბედაურია გამოსახული, ხოლო რომის უძლეველი
იმპერიის მემკვიდრეს, ავსტრიის დიდ იმპერიას თავისი
საიმპერატორო დროშისთვის იგივე დიდებული ფერ
შეურჩევია; ამასთან ერთად, თეთრი ფერი სიხარულის
გამომხატველია, რადგან რომაელები დღესასწაულის დღეებს
თეთრი ქვით აღნიშნავდნენ; ადამიანის წარმოდგენაში
სითეთრე ხშირად სინაზისა და კეთილშობილების სიმბოლოა
სიქალწულისა და მხცოვანთა გულჩვილობისა; ამერიკის
ინდიელებში თეთრი სარტყელვამპუმის ბოძება ყველაზე დიდ
პატივად ითვლებოდა; მრავალ ქვეყანაში ყარყუმის თეთრი
ბეწვით გაწყობილი მოსასხამი მოსამართლისა
მართლმსაჯულების ემბლემას წარმოადგენს და რძისფერი
ცხენი მეფეებსა და დედოფლებს მუდმივი სიდიადის
შენარჩუნებაში ეხმარება; მაღალი სარწმუნოების უზენაესობას
თეთრი ფერი ღვთაებრივი სიწმიდისა და ძალის სიმბოლოდ
მიაჩნდა – სპარსელ კერთპთაყვანისმცემელთათვის
საკურთხეველზე ორად გაყოფილი თეთრი ალი ყველაზე
უწმიდესი რამ იყო, ხოლო ბერძნულ მითოლოგიაში თეთრ
ხარად თვით მაღალი ზევსი[207] გადაიქცეოდა ხოლმე.
კეთილშობილ იროკეზებში შუა ზამთარში თეთრი ძაღლის
მსხვერპლად შეწირვა, მათი თეოლოგიის თანახმად, ყველაზე
დიდი დღესასწაული იყო, ხოლო ეს თეთრზე თეთრი და
უერთგულესი არსება ყველაზე ღირსეულ მოციქულად
ითვლებოდა დიად სულთან შესახვედრად, ვისაც თავის
მტკიცე ერთგულებას ყოველწლიურად უთვლიდნენ;
ქრისტიანულმა სამღვდელოებამ ლათინური სიტყვა „ალბუს“
თეთრი, მღვდლის იმ სამოსს, სტიქარს უწოდა, რაზედაც
ანაფორას იცვამენ, თუმცა რომის ეკლესიის ღვთაებრივ
ბრწყინვალება უფლის ვნებათა განსადიდებლად თეთრ ფერს
ხშირად იყენებს; თუმცა წმინდა იოანეს გამოცხადებაში
მოციქულთ თეთრი აცვიათ და ოცდაოთხნი მღვდელნი
შემოსილნი სამოსლითა სპეტაკითა მსხდომარენი არიან
გარემო საყდრისა, რომელსა ზედა ზის უფალი წმინდა და

ჭეშმარიტი, სპეტაკ, ვითარცა მატყლი სპეტაკი, ვითარცა


თოვლი – მაინც, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს
ასოციაციები დაკავშირებულია მხოლოდ იმასთან, რაც კარგი,
ამაღლებული და კეთილშობილურია, ამ სითეთრეში იმალება
რაღაც უხილავი და უფრო შემზარავი, ვიდრე სისხლის
ავისმომასწავებელ წითელ ფერში.

სწორედ ამ უხილავი თვისების გამო ზემოჩამოთვლილ


სასიამოვნო ასოციაციებს მოკლებული სითეთრე, რაც ისედაც
საზარელ არსებას უკავშირდება, მის შემაძრწუნებელ
თვისებებს უკიდურესად ამძაფრებს. შეხედეთ პოლარულ
თეთრ დათვს ან თეთრ ტროპიკულ ზვიგენს; თეთრი ფერი თუ
არა, აბა, სხვა რა მიზეზია, რომ ასეთი შემზარავი
შესახედაობისანი არიან? მკრთალი თეთრი ფერის გამო ისინი
შიშზე უფრო მეტად ზიზღს იწვევენ. სწორედ ამიტომ არის,
რომ თვით ჰერალდიკურ სამოსელში გახვეულ ბასრკბილებიან
ვეფხვს არ ძალუძს ისე შეარყიოს ადამიანის სიმამაცე, როგორც
თოვლივით ქათქათა დათვს ან ზვიგენს[208].

ან ალბატროსი აიღეთ – საიდან გროვდება ყოველი ადამიანის


წარმოდგენაში სულიერი სასოწარკვეთილებისა დ
უბედურების ღრუბლები, რომელთა შორისაც ეს თეთრი
აჩრდილი დანავარდობს? ეს მომაჯადოებლობა პირველად
კოლრიჯს არ შეუქმნია, იგი შექმნა უმაღლესმა დ
პირუთვნელმა პოეტმა-ლაურეატმა, რომელსაც ბუნება
ეწოდება[209].

ჩვენთან, შორეულ დასავლეთში, მეტად გავრცელებულია


ინდიელთა თქმულებანი პრერიის თეთრ ცხენზე – საუცხოო
რძისფერ ბედაურზე, რომელსაც დიდრონი თვალები, პატარა
თავი, მაღალი მკერდი და ათასი მონარქის სიდიადესთან
ერთად ზვიადი და მეფური შესახედაობა ჰქონდა. იგი იყ
თვითმპყრობელი ქსერქსე[210] იმ თვალუწვდენელი ველური
ჯოგისა, რომლის საძოვრებსაც მხოლოდ კლდოვანი მთები და
ალეგანის ქედი საზღვრავდა. იგი დასავლეთისაკენ ისე
მიუძღოდა ცეცხლისმფრქვეველ ურდოებს, როგორც რჩეული
ვარსკვლავი მიუძღვის ხოლმე ღამით აკიაფებულ მნათობთა
კრებულს. მისი კაზმულობა ჩანჩქერივით გადმოშლილი
ფაფარი და კომეტასავით მოხრილი კუდი იყო და ამაზე უფრო
უკეთ ვერც ერთი ოქრომჭედელი ვერ შეკაზმავდა. იგი იყ
ზღაპრული, ციური მოჩვენება ამერიკის დასავლეთის

ხელშეუხებელ სამყაროში, რაც ოდესღაც მონადირეთა თვალწინ


აცოცხლებდა იმ სახელოვან პირველყოფილ დრო-ჟამს, როცა
დედამიწაზე ადამი ღმერთივით დიადი და ამ ბედაურივით
შუბლმაღალი და შეუპოვარი დადიოდა. მდინარე ოჰაიოს
მსგავსად, ველებზე თვალუწვდენ შენაკადებად გაშლილი
აურაცხელი კოჰორტის ავანგარდში ადიუტანტებითა და
მარშლებით გარშემორტყმული მიაბიჯებდა, თუ მსრბოლავი,
ცისკიდურამდე გაჭიმულ თავის ქვეშევრდომთ გაჰყურებდა დ
ნესტოებზე მიუკარებელი სითეთრის გამო თითქოს მოწითალო
ფერი დაჰკრავდა, – სულერთი იყო, იგი მუდამ მამაცი
ინდიელების შიშსა და თაყვანისცემას იწვევდა. და თუ იმის
მიხედვით ვიმსჯელებთ, რასაც ლეგენდები ამ მეფურ ცხენებზე
მოგვითხრობენ, ეჭვი არ არის, ამ ღვთაებრიობის დასაბამი
მოჩვენებითი სითეთრე იყო და ეს ღვთაებრიობა
თაყვანისცემასთან ერთად რაღაც ამოუხსნელ ძრწოლასაც
იწვევდა.

მაგრამ ამავე დროს ისეთი მაგალითებიც შეიძლება


მოვიყვანოთ, როცა სითეთრეს არა აქვს იდუმალებისა და
მიმზიდველობის ის შარავანდედი, რაც თეთრ ცხენსა და
ალბატროსს.

რა არის ალბინოსის გარეგნობაში ისეთი, რომ იგი ზოგჯერ


ღვიძლთათვის და მახლობელთათვისაც კი საზიზღარია?
სწორედ სითეთრე და ის, რამაც ხალხს მისი სახელი შეარჩევინა.
იგი სრულებითაც არ არის სხვაზე ცუდი გარეგნობისა და
არცთუ რაიმე ნაკლი მოეძებნება, მაგრამ ამ ყოვლისმომცველი
სითეთრის გამო იგი საზარელ მახინჯზე უფრო საზიზღარია. რა
არის ამის მიზეზი?

თვით ბუნებაც სულ სხვანაირად, უფრო ძნელად შესამჩნევ,


მაგრამ ამის გამო არანაკლებ მავნე გამოვლინებებში იყენებს
ხოლმე ყოველივე შემზარავისათვის დამახასიათებელ ამ
დამაგვირგვინებელ ნიშანს. ჯავშანში ჩაჭედილმა სამხრეთის
ზღვების დემონმა თეთრი გრიგალის სახელი ყინულის
საფარვლის გამო დაიმკვიდრა. როგორც ისტორიიდან
მოყვანილი მაგალითები მოწმობს, თავის ხრიკებში ასეთ
ძლიერი დამხმარე საშუალების გამოყენება არც ადამიანის
ვერაგობას უთაკილია. ხომ უფრო ძლიერ მოქმედებს
ფრუასარის ის სცენა, სადაც გენტის[211] თეთრკაპიიშონიანები,
რომელთაც სახეს მათი ხროვის ქათქათა ემბლემები უფარავთ,

გრაფის მოურავს ბაზრის მოედანზე კლავენ!

ამ ფერის ზებუნებრივ თვისებებზე კაცობრიობის


ჩვეულებრივი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებაც კარგად
მეტყველებს. როცა მიცვალებულს შევყურებთ, არაფერი ისე არ
გვაძრწუნებს, როგორც მისი მარმარილოსავით თეთრი ფერი;
თითქოს ეს სიფერმკრთალე იმქვეყნიური გარინდებისა და
მოკვდავის მიწიერი შიშის ნიშანი იყოს. ჩვენ სუდარასაც
მიცვალებულთა გაცრეცილი ფერის მიხედვით ვარჩევთ. და
ჩვენს ცრურწმენაშიაც ქათქათა მანტია მოვახურეთ ყოველ
მოლანდებას, რომელიც ადამიანის წინაშე რძისფერი ნისლიდან
აღიმართება ხოლმე. რაღა შორს მივდივართ! სანამ ამ
საშინელებათა გამო ტანზე ბუსუსებს დაგვაყრიდეს,
უმჯობესია, ის გავიხსენოთ, რომ მახარებლის მიერ აღწერილ
საშინელებათა მეფე სპეტაკ ცხენზე ზის.

ამგვარად, რა ჭკუაზედაც უნდა იყოს ადამიანი და რ


ამაღლებული და კეთილი იდეებიც უნდა დაუკავშიროს
სითეთრეს, სულერთია, ვერავინ უარყოფს, რომ ქათქათა
თეთრი ფერი ადამიანის სულში უცნაურ ჩვენებებს წარმოშობს.

მაგრამ თუ ეს ამბავი ეჭვსაც არ იწვევს, ჩვენ, მოკვდავებმა,


როგორ უნდა ამოვხსნათ იგი? ამის გამოკვლევა
წარმოუდგენელია. ასეთ შემთხვევაში განა არ შეიძლება
რამდენიმე მაგალითი მოვიყვანოთ, ბოლოს და ბოლოს რა
ჯადოსნური ზემოქმედება იქონია ჩვენზე შემაშფოთებელ
ასოციაციებს სრულებით ან ნაწილობრივ მოკლებულმა
თეთრმა ფერმა. განა ამ გზით შესაძლებელი არ არის,
ვიმედოვნებდეთ, რომ უნებლიეთ იმ საიდუმლოს გასაღებს
წავაწყდებით, რომლის ამოხსნასაც ასე ვესწრაფვით?

მაინც ვცადოთ. მაგრამ ამგვარ საკითხზე დახვეწილი მსჯელობ


იმაზეა დამოკიდებული, როგორ მიგიხვდებიან და ამიტომ
ფანტაზიას მოკლებული ადამიანი ამ დარბაზებში ვერ
გამომყვება. და თუმცა ზოგიერთი ის ფანტასტიკური
შთაბეჭდილება, რაზედაც ვილაპარაკებთ, უსათუოდ სხვებსაც
დარჩებოდა, მაგრამ ალბათ არ უკვირდებოდნენ და ამიტომ
ბევრი ვერც კი გაიხსენებს.

რატომ ხდება, მაგალითად, რომ ადამიანს, რომელსაც ღრმ


რელიგიური განათლება არა აქვს მიღებული და საეკლესიო
დღესასწაულების თავისებურებებში კარგად ვერ ერკვევა,

სამების დღის უბრალო ხსენებაზედაც კი თვალწინ ნელა


მიმავალი, თავჩაღუნული და ახალდაფიფქული პილიგრიმების
დაღვრემილი და მდუმარე პროცესია წარმოუდგება ხოლმე? ან
რატომ არის, რომ ცენტრალურ შტატებში ბნელი და უმწიკვლ
პროტესტანტის სულში თეთრი ძმებისა და თეთრი მონაზვნის
ერთი ხსენებაც კი უთვალებო ქანდაკების ჩვენებას
აცოცხლებს?

დილეგში გამომწყვდეულ რაინდებსა და მეფეებზე უძველეს


თქმულებებს რომ თავი დავანებოთ, რაც ამომწურავ პასუხს
მაინც არ იძლევა, – რით აიხსნება ლონდონის ტაუერის თეთრი
კოშკის ის საკვირველი თვისება, რომლითაც იგი ჩამოსულ
გულუბრყვილო ამერიკელებზე უფრო დიდ შთაბეჭდილებას
ტოვებს, ვიდრე მეზობელი მრავალსართულიანი შენობები,
გვერდისა და თვით სისხლიან კოშკიც კი? ზოგჯერ რატომ
ეუფლება ჩვენს სულს მოჩვენებითი სიდიადის გრძნობა უფრო
მაღალი კოშკების, ნიუ-ჰემპშირის თეთრი მთების გახსენებაზე,
მაშინ როდესაც ვირჯინიის ლურჯი ქედი ასე მსუბუქ,
ამაღელვებელ და პოეტურ ოცნებასთან არის დაკავშირებული?
გრძედებისა და განედების მიუხედავად, რატომ მოქმედებს
ჩვენს სულზე თეთრი ზღვა ასე არაამქვეყნიურად, მაშინ
როდესაც ყვითელი ზღვა ჩვენს სულს ტალღებზე მოლაპლაპე
გრძელი და მშვენიერი საღამოებისა და აფერადებული და
ალერსიანი მზის ჩასვლის მიწიერი წარმოდგენებით ავსებს? ან
თუ სრულიად არამატერიალურ, მხოლოდ და მხოლოდ
ადამიანის წარმოდგენაზე გაანგარიშებულ მაგალითებს
მოვიშველიებთ, ცენტრალური ევროპის უძველესი ზღაპრების
წაკითხვისას ჰარცის ტყეებსა და მწვანე რალებში
შეუმჩნევლად მოხეტიალე „მაღალი ფერმკრთალი ადამიანის“
ცხედარივით თეთრი აჩრდილი ბლოკსბერგის[212]
აყმუვლებულ ბოროტ სულზე უფრო მეტად რატომ გვაშინებს?

არც ის შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მიწისძვრით


დაქცეული ტაძრების ხსოვნა, ამ აბობოქრებული ზღვის
შეუკავებელი ბორგვა, ან უცრემლო და გამშრალი ცა, ერთ
ცვარსაც რომ არ გადმოაგდებს, ან თვით ქალაქი
გადაღრეცილი შპილების, ამობრუნებული ქვის ფილებისა და
თავჩაქინდრული ჯვრების მინდორი, გემების სასაფლაოს რომ
წააგავს, ან მისი გარეუბნები, სადაც შენობების კედლები
ერთმანეთს ისე დასწოლია, როგორც ბანქოს დაფანტული
დასტა, – არის ის მიზეზი, რამაც ლიმა მსოფლიოში ყველაზე

უცნაურ და მწუხარე ქალაქად გადააქცია. რამეთუ ლიმამ,


მსგავსად მონაზვნისა, სახეზე თეთრი საბურველი ჩამოიფარა
და მის სპეტაკ გლოვაში რაღაც ამაღლებული და
შემაძრწუნებელი იმალება. ეს პისაროსავით[213] ძველი
სისპეტაკე მის ნანგრევებს მარადიული სიახლის ელფერს
ანიჭებს; იგი წინ აღუდგა აბალახებასა და საბოლოო რღვევას
და სიმაგრეთა ნანგრევებს დამანჭული და გაყინული
აპოპლექსიის გაქვავებული ფერმიხდილობა გადააფარა.

ვიცი, რომ საყოველთაოდ ცნობილი აზრის მიხედვით თეთრი


ფერი სულაც არ ითვლება თავისთავად საშინელი მოვლენებით
გამოწვეულ საშინელებათა პირველ მიზეზად; ასევე,
წარმოდგენის უნარმოკლებულ ადამიანთათვის იმ
მოვლენებში, რომლებიც მხოლოდ სითეთრით გვცემენ
თავზარს, უბრალოდ არაფერია საშიში, განსაკუთრებით მაშინ,
თუ ეს სითეთრე უტყვია და ყოვლისმომცველი. მოვიყვან
მაგალითებს, რომელთაც ეს ჩემი ორივე აზრი უნდა ცხადყონ.

ჯერ ერთი. უცნობ ნაპირებთან მიახლოებული მეზღვაური,


როცა ღამით ძილში ზღვის ღრიალი ჩაესმის და ეღვიძება,
იძაბება, მთლად ყურადღებად გადაიქცევა ხოლმე და შიშ
მხოლოდ იმდენად ეუფლება, რომ ყურადღება დაძაბოს და
ძალა მოიკრიბოს; მაგრამ თუ სრულიად მსგავს გარემოებაში
საწოლიდან დასტვენისთანავე წამოდგება და დაინახავს, რომ
ხომალდი ღამეში რძისფერ ტალღებს მიარღვევს – თითქოს
აქაფებული ზღვა კი არა, მახლობელი კონცხიდან თეთრი
დათვების მთელი ჯოგი მოსულიყოს – აი მაშინ განიცდის იგ
გამოუთქმელსა და ზებუნებრივ შიშს; აქაფებული ზღვის
თხელი საბურველი ნამდვილ მოჩვენებასავით აშინებს და ვერც
ლოტი არწმუნებს, რომ ფსკერი ჯერ კიდევ შორსაა; სულერთია,
ვერ მშვიდდება, სანამ ხომალდის კილთან ისევ ლურჯი ტალღ
არ დატრიალდება. მაგრამ ამავე დროს არც ერთი მეზღვაური არ
გამოგიტყდებათ: „სერ, წყალქვეშა რიფებზე შესკდომისა ისე არ
შემშინებია, როგორც იმ საზარელი სითეთრისაო!“

მეორე. პერუელ ინდიელს თოვლით დაფარული ანდების


მუდმივი ხილვა შიშს სრულებითაც არ ჰგვრის, მხოლოდ იმ
დიდ სიმაღლეზე ყინულის უსაზღვრო და მდუმარე სამეფოს
თუ წარმოიდგენს ხოლმე და სრულიად ბუნებრივი აზრი
გაუელვებს, იმ უკაცრიელ ყინულებში გზის დაბნევა საშინელ
რამ იქნებაო. ან შორეული დასავლეთის ახალმოსახლენი

გაიხსენეთ, ისინიც, ასე თუ ისე, გულგრილად გაჰყურებენ


თოვლით დაფარულ უკიდეგანო პრერიებს, სადაც ერთი კუნძი
ან პატარა ბუჩქი არ არის, რომ ამ გაყინულ და გადათეთრებულ
არემარეს თავისი ჩრდილი დააფინოს. მაგრამ ამასვე როდ
განიცდის მეზღვაური ანტარქტიკის წყლებში, სადაც,
გაყინულსა და გატანჯულს, ზოგჯერ თითქოს გარდაუვალი
დაღუპვა ემუქრება; ნაცვლად ცისარტყელისა – ტანჯვაში
მანუგეშებელი იმედისა, გაყინული ჰაერის რაღაც
ჯოჯოხეთური და ეშმაკური თამაშის გამო ეჩვენება, რომ
ეკლესიის უსასრულო ეზო თავისი ღარიბული საფლავის ცივი
ქვებითა და დახეთქილი ჯვრებით დამცინავად შეჰყურებს.

მაგრამ იქნებ მითხრათ, წიგნის ეს შეთეთრებული თავი


სითეთრეზე, მშიშარა ადამიანის მიერ გადმოკიდებული თეთრი
დროშა არისო; ისმაილ, იპოქონდრიას დაუმორჩილებიხარო.

უმჯობესია, მიპასუხოთ, რით აიხსნება ქცევა ნადირისაგან


შორს, სადღაც ვერმონტის მყუდრო ხეობაში დაბადებული
ღონიერი ერთწლიანი კვიცისა, რომელსაც საკმარისია ერთ
მშვენიერ მზიან დღეს გავასთან ბიზონის ახალი ტყავი ისე
მიუტანოთ, ვერ დაინახოს და მხოლოდ მუშკის[214] ველური
სუნი იყნოსოს, რომ უსათუოდ შეკრთება, დაიხვიხვინებს,
თვალები გადმოუსვივდება და, პანიკური შიშით შეპყრობილი,
მიწას ფლოქვებს დაუშენს? მას ხომ არ შეიძლება ახსოვდეს,
როგორ ეჯახებოდნენ ერთმანეთს რქებით ველური ხარები
ჩრდილოეთში, მის ამწვანებულ სამშობლოში და ამიტომ
მუშკის სუნი ვერც გარდასულ განსაცდელს გაახსენებს; აბა, რ
იცის ახალი ინგლისის ერთწლიანმა კვიცმა შორეული
ორეგონის შავ ბიზონებზე?

რა თქმა უნდა, არაფერი; მაგრამ ჩვენ აქ საქმე გვაქვს


ამქვეყნიური დემონური ძალების თანდაყოლილ ცოდნასთან.
დაე, იგი ორეგონიდან თუნდაც ათასი მილით იყოს
დაშორებული – სულერთია, როცა მუშკის აღმგზნები სუნ
სცემს, ბიზონის გამძვინვარებული ჯოგი მისთვის ისევე
რეალურია, როგორც პრერიებში რემას ჩამორჩენილ
კვიცისთვის, რომელზედაც ბიზონები სწორედ ახლა იქნებ
ფეხებით არიან შემდგარნი.

სწორედ ასევე, აქაფებული ზვირთების ყრუ გუგუნი, მთებში


ნამიანი ბალახის ბიბინი, პრერიებში ახვეტილი თოვლის
ნამქერი ისმაილისათვის ის არის, რაც დამფრთხალი
კვიცისათვის ბიზონის ტყავი!

ჩემსავით იმანაც არ იცის, სად იმალება ენით უთქმელი


განსაცდელი, ჩვენ რომ უნდა ვიყნოსოთ, მაგრამ განსაცდელი
მოგველის და ორივემ კარგად ვიცით. რადგან ამ ხილულ
ქვეყანაზე ბევრი რამ სიყვარულზეა დაფუძნებული, ხოლ
ყოველივე უხილავი შიშის ნაყოფია.

მაგრამ თეთრი ფერის მაგიური ძალის საიდუმლოს ჩვენ ახლაც


ვერ ჩავწვდებით და ვერ შევიტყობთ, რატომ მოქმედებს იგი
ასე ჩვენს სულებზე; ვერ შევიტყვეთ – და ამიტომ უფრო მეტად
გაუგებარია და უფრო მეტად მშვენიერია – რატომ
წარმოადგენს იგი, როგორც ჩვენ დავინახეთ, სულიერ
საწყისის მრავალმნიშვნელოვან სიმბოლოს, თვით
ქრისტიანული ღვთაების ჭეშმარიტ საბურველს და ამავე დროს
ასე რატომ ამძაფრებს ყოველივე საშინელს, რაც ადამიანის
მოდგმას შიშის ზარსა სცემს.

იქნებ მის უსასრულობას სწადია, სამყაროს ცივი სიცარიელე და


უკაცრიელობა გვიწინასწარმეტყველოს და ამგვარად ზურგში
დარტყმას გვაყენებს გაცამტვერებაზე ფიქრის წყალობით, რაც

„რძიანი გზის“ თეთრ სიღრმეთა ცქერისას მოგვდის ხოლმე


თავში? ან იქნებ ყოველივე იმის ბრალია, რომ თეთრი ფერი
არსებითად ფერი კი არ არის, თვალით ხილული უფერობაა; და
სწორედ ამიტომ არის ასე უტყვი და ამავე დროს ასე
მრავალმნიშვნელოვანი თოვლით დაფარული დიდი სივრცე
ურწმუნოების ნაირფეროვანი უფერულობა, რასაც ასე
გავურბივართ? თუ ნატურფილოსოფოსების იმ თეორიასაც
გავიხსენებთ, რომლის თანახმად, ყველა მიწიერი ფერი,
სიდიდისა და სიმშვენიერის ყველა მრავალფეროვანი ემბლემ
და ღერბი, მზის ჩასვლისას ცისა და მწვანის ნაზი ფერები,
პეპლების ოქროსფერი ხავერდი და გოგონების პეპლებივით
ნაზი ღაწვები მხოლოდ თვალთმაქცობაა, მოვლენებისათვის
არადამახასიათებელი და გარედან თავსმოხვეული თვისებაა,
ჩვენს მიერ გაღმერთებული ბუნება იქნებ
უკანასკნელი
მეძავივით იყოს შეღებილი და მისი მომხიბვლელობის მიღმა
მხოლოდ საფლავის აკლდამა იმალებოდეს; თუ ამის შემდეგ
იმასაც გავიხსენებთ, რომ თავისთავად ის საიდუმლ
კოსმეტიკური საშუალება, რაც ბუნებას ფერებითა და იერით
აჯილდოებს – სინათლე, თავისი დიადი არსით მუდამ თეთრი
და უფერო და იგი მატერიაზე გარეშე ძალების მეშვეობით კი

არა, პირდაპირ რომ ეცემოდეს, ყოველ საგანს, ტულიპსა და


ვარდსაც კი, თავისი საკუთარი არარსებული ფერით შეღებავდა

თუ ამას ყველაფერს წარმოვიდგენთ, სამყარ


დამბლადაცემულ კეთროვანს დაემსგავსება; და იმ ჯიუტი
მოგზაურივით, ლაპლანდიაში ფერად სათვალეს რომ არ
იკეთებს, საცოდავ ურწმუნოს დააბრმავებს ის თეთრზე თეთრი
საბურველი, რომელიც მის გარშემო ყველაფერს გადაეფარება.

ყოველივე ამის განსახიერებას ვეშაპი-ალბინოსი


წარმოადგენდა და განა საკვირველი უნდა იყოს ის უკიდურესი
სიძულვილი, რაც ამ ვეშაპმა დაიმსახურა?
43. სუ!

სუ! კაბაკო, გესმის, იქ რაღაც ხმაურია?

მთვარე კაშკაშებდა; შკაფუტზე სასმელი წყლით გავსებულ


კასრებიდან, გაკაბორტთან, გემბანის მოაჯირზე მიმაგრებულ
ცარიელ კასრ-ლაგუნამდე ღამის სადარაჯოზე მეზღვაურები
გამწკრივებულიყვნენ. ისინი, ვისაც დაცარიელებულ
შუაგემბანზე დგომა ხვდა წილად, ხმის ამოღებასა და ფეხის
განძრევას ვერ ბედავდნენ. ამ სამარისებურ სიჩუმეში სათლები
ხელიდან ხელში გადადიოდა, ხანდახან მხოლოდ ქარის
წამობერვაზე ტკაცუნებდა აფრა და მსრბოლავ კილთან წყლის
თანაბარი სიმღერა ისმოდა.

აი, სწორედ ამ მდუმარებაში კიჩოს ლუკთან მდგომმა არჩიმ


თავის მეზობელ მეტისს წასჩურჩულა:

სუ! კაბაკო, იქ რაღაც ხმაურია, გაიგონე?

სათლი დაიჭი, არჩი, პირი ნუ დაგიღია. რაღაც ხმაურიაო?

აი, აი, ისევ გავიგონე... ლუკთან... ნუთუ არ გესმის?


ჩაახველეს, ჰო, მგონი, ჩაახველეს.

რა ჩახველება აგიტყდა! ცარიელი სათლი მომაწოდე.

აი, ისევ... გეყურება? თითქოს სამი კაცი ხვრინავს და ძილში


ტრიალებსო.

კარამბა! გეყოფა სისულელების როშვა, ძმაო. ეს შენ

გიტრიალებს მუცელში სამი ორცხობილა, ვახშმად რომ


მიირთვი. დაიჭი სათლი!

რაც გინდა, ისა თქვი, ძმაო, მაგრამ ჯერ მშვენივრად მესმის.

გასაგებია, გასაგები. შენ ხომ არ იყავი, ზღვაში, ნანტაკეტიდან


ორმოცდაათი მილის დაშორებით, ბებრუხუნა კვაკერის
ჩხირების ხმა რომ გაიგონე?

იცინე, იცინე, ნახავ, რა ამბები დატრიალდება. დამიჯერე,


კაბაკო, ტრიუმში ვიღაც უცხოა. მგონი, მოხუცმა მოგოლმაც
იცის. ყური მოვკარი, დილის სადარაჯოზე სტაბი ფლასკს
ეუბნებოდ, ჰაერში რაღაც ცუდი სუნი ტრიალებსო.

მორჩი, გეყოფა! სათლი დაიჭი!

44. საზღვაო რუკა

ქარიშხალმა გადაიარა თუ არა, – ქარიშხალი კი ხომალდს იმ


ღამით დაატყდა თავს, როცა აგზნებულმა ეკიპაჟმა კაპიტნის
უგუნური განზრახვა აიტაცა, – მოხუც აქაბთან ერთად მის
კაიუტაში რომ ჩასულიყავით, დაინახავდით, როგორ მივიდა
იგი ტიხარში მოთავსებულ კარადასთან, როგორ გადმოიღ
დაჭმუჭნილი და გაყვითლებული საზღვაო რუკის დიდ
გრაგნილი და თავის მაგიდაზე გაშალა. მერე დაჯდა, მის წინ
გადაშლილ ურიცხვ ხაზსა და ნიშანს ყურადღებით დაუწყ
თვალიერება და ფანქრით ჯერ ხაზგაუსმელ ადგილებში ნელა,
მაგრამ მტკიცედ ავლებდა ახალ ხაზებს. დროდადრო თავს
სწევდა, მის ახლოს დახვავებულ ძველ სახომალდ
ჟურნალებში იხედებოდა და იმ ჟურნალების მიხედვით
ადგენდა, წელიწადის რომელ დროს და რომელ განედზე
მოუკლავთ ან შეუმჩნევიათ თუნდაც ერთი კაშალოტი.

ასე იჯდა და მუშაობდა; მის თავთან ჯაჭვებზე დაკიდებულ


მძიმე ლამპა ხომალდთან ერთად ირწეოდა და მის შეჭმუხვნილ
შუბლზე დაცემულ ჩრდილებს ათინათივით ათამაშებდა.
ბოლოს შეიძლებოდა ისიც კი მოგჩვენებოდათ, რომ სანამ იგ
დაჭმუჭნილ რუკაზე ახალ ხაზებს ატარებდა, უხილავმა
ფანქარმა მისი შუბლის ღრმად დანაოჭებულ რუკაზეც ისეთივე
ხაზები გაავლო.

საზღვაო რუკის შესწავლით გართული აქაბი თავის


განმარტოებულ კაიუტაში პირველად არ იჯდა. ეს რუკა
ცხრაკლიტულიდან თითქმის ყოველღამ გამოჰქონდა, ფანქრით
აღნიშნულ ძველ შენიშვნებს თითქმის ყოველღამ შლიდა და
მათ ნაცვლად ახალ შენიშვნებს აკეთებდა. აქაბი მის წინ
გადაშლილ ოთხივე ოკეანის რუკაზე დინებებისა და მორევების
ლაბირინთებს მხოლოდ იმიტომ ინიშნავდა, რომ თავისი
უგუნური ყოვლისმომცველი მიზნისათვის უფრო სწრაფად
მიეღწია.

ადამიანს, რომელიც ლევიათანის ზნე-ჩვეულებებს კარგად არ


იცნობს, ჩვენი პლანეტის ოკეანეებში რომელიღაც
განსაზღვრული ცხოველის ამგვარი საშუალებით მიგნების ცდა,
თუ ეს ცხოველი კასრის სალტეებით არ არის შებოჭილი,
შეიძლება უაზროდ და უიმედოდ მოეჩვენოს. მაგრამ აქაბმა
იცოდა, რომ ეს ასე არ იყო. მისთვის ცნობილი გახლდათ
ყოველი მოქცევისა და დინების მიმართულება. ამიტომ იმ
თევზების ადგილგადანაცვლებას თუ გაითვალისწინებდა,
რომლითაც კაშალოტი იკვებება, და თან მხილველთა
ჩანაწერების მიხედვითაც თუ დაადგენდა, წელიწადის რომელ
დროს რომელ განედზე იყო მოსალოდნელი მათთან შეხვედრა,
შეეძლო ზუსტად განესაზღვრა, სად გადაეყრებოდა თავის
ნადავლს. მართლაც, განსაზღვრულ მიდამოებში კაშალოტების
პერიოდული გამოჩენა მტკიცედ დასაბუთებული ამბავია და
მრავალი ვეშაპმონადირის აზრით, ყველა ზღვაში რომ
შეიძლებოდეს კაშალოტის დევნა და ყველა ვეშაპსანადირ
ფლოტილიის სახომალდო ჟურნალის შეპირისპირება,
გამოირკვეოდა, რომ კაშალოტები ამა თუ იმ მიდამოებში ისევე
უცვლელად გამოჩნდებიან ხოლმე, როგორც ქაშაყის გუნდი ან
მერცხლები გადაფრენისას. ამის გამო იყო, რომ რამდენჯერმე
სცადეს კაშალოტების მიგრაციის ვრცელი რუკის შედგენა[215].

ამასთან, კაშალოტები, რომლებიც უტყუარი ინსტინქტით, ან


ალბათ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, ღვთის საიდუმლ
მითითებებით ხელმძღვანელობენ, წყლის ერთი საძოვრიდან
მეორე საძოვარზე გადასვლისას, როგორც ჩვენში ამბობენ,
არხებს მიჰყვებიან და ოკეანეში კურსი ისე განუხრელად
უჭირავთ, რომ ზედმიწევნით ზუსტი რუკებით მომარაგებულ
ხომალდსაც კი არ დაესიზმრება. მიუხედავად იმისა, რომ
ცალკეული ვეშაპის საერთო მიმართულება მიწის მზომავის
გავლებული კვალივით სწორხაზოვანია და მის კილვატერს ისე
უნდა გავყვეთ, რომ ოდნავადაც არ გადავუხვიოთ, სიგანე
არხისა, რომელსაც იგი მისდევს, შეიძლება რამდენიმე მილის
ფარგლებში მერყეობდეს (ალბათ ხან მეტი იქნება და ხან
ნაკლები), მაგრამ იდუმალ მაგისტრალზე მიმავალი
ვეშაპსანადირო ხომალდის ანძის წვერიდან მუდამ ჩანს. ეს კი
იმას ნიშნავს, რომ წელიწადის რომელიღაც განსაზღვრულ
დროში ამ გრძელი არხის ვიწრო საზღვრებში ვეშაპთან
შეხვედრას სრულიად საფუძვლიანად უნდა ვვარაუდობდეთ.

და მაინც იყო ერთი გარემოება, რაც ერთი შეხედვით თითქოს


აძნელებდა აქაბის გიჟური, მაგრამ გულმოდგინედ
შემუშავებული გეგმების განხორციელებას (თუმცა
შემოწმებისას ესეც ბათილდებოდა ხოლმე). მიუხედავად იმისა,
რომ კაშალოტები ერთად დადიან და ამიტომ განსაზღვრულ
დროს მართლაც ამა თუ იმ მიდამოებში ატარებენ, არ შეიძლება
დაბეჯითებით ითქვას, რომ გასულ წელს მოცემულ გრძედსა
და განედზე მყოფი კაშალოტები წელსაც მაინცდამაინც იმავე
ადგილზე აღმოჩნდებიან: თუმცა იყო რამდენიმე
დადასტურებული ცალკეული სარწმუნო შემთხვევა, როცა ეს
მართლაც ასე გახლდათ. ძირითადად იგივე შეიძლება ითქვას
ოღონდ უფრო ვიწრო ფარგლებში – განმარტოებულ ვეშაპებსა,
ვეშაპ-განდეგილებსა და ბებერ, გამოჯეკილ კაშალოტებზეც.
ამიტომ თუ მობი დიკი გასულ წელს, ვთქვათ, ინდოეთის
ოკეანის სეიშელის მიდამოებში ან იაპონიის სანაპიროს
ვულკანურ ყურეში დაინახეს, ეს იმას სრულებითაც არ ნიშნავს,
რომ „პეკოდს“ წელსაც გასული წლის შესაბამის დროს
უსათუოდ ამ ადგილებში დახვდებოდა. ან აქ, ან სხვა
მიდამოებში, სადაც აქამდე ზოგჯერ გამოჩნდებოდა ხოლმე.
მაგრამ ეს ადგილები მას მხოლოდ ხანმოკლე თავშესაფრად, ასე
ვთქვათ, საოკეანო ფუნდუკებად ჰქონდა და არა ხანგრძლივ
ადგილსამყოფლად. აი, სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ
აქამდე, როცა საუბარი აქაბსა და მისი მიზნის მიღწევას
ეხებოდა, მხედველობაში მხოლოდ წინასწარი, დამატებითი და
შემთხვევითი შესაძლებლობანი გვქონდა, სანამ მიღწეული არ
იქნებოდა ადგილისა და დროის რაღაც იდეალური შეთანხმება,
როცა სავარაუდებელი შესაძლებლად გადაიქცეოდა.
შესაძლებელი კი აქაბს უკვე თითქმის განხორციელებულად
მიაჩნდა. ადგილისა და დროის ეს იდეალური შეთანხმება
გამოიხატა ერთი ვეშაპსანადირო ტერმინით: „სეზონი
ეკვატორზე“. რადგან სწორედ იქ და სწორედ იმ დროს უკვე

რამდენიმე წელია ზედიზედ ხედავდნენ მობი დიკს, რომელიც


იმ წყლებში დროის რაღაც შუალედში იმყოფებოდა ისევე,
როგორც მზე მოძრაობს წლის განმავლობაში ზოდიაქოს[216]
რომელიმე ნიშნის მიხედვით. სწორედ იქ ხდებოდა მობ
დიკთან ყველა სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკება, მის
მამაცობაზე იქ ტალღებიც კი ინახავენ ლეგენდებს და სწორედ
იქ, იმ ტრაგიკულ ადგილებში შეშლილ მოხუცს შურისძიების
მანია აეკვიატა. მაგრამ სიფხიზლისა და დაძაბულობის
მიუხედავად, რაც აქაბს ამ დაუნდობელ დევნაში დასჩემდა,
იგი თავს ნებას მაინც არ მისცემდა, მთელი იმედი, რაც უნდა
მრავლისაღმნიშვნელი ყოფილიყო, ზემოთ რომ მოგახსენეთ,
მხოლოდ იმ საბოლოო წამზე დაემყარებინა. გატანჯულს
შურისძიებაზე ფიქრით, რამაც ძილი და მოსვენება დაუკარგა,
არ შეეძლო ძიება მომავლისათვის გადაედო.

„პეკოდი“ ნანტაკეტიდან სწორედ მაშინ გავიდა, როცა


„ეკვატორზე სეზონი“ იწყებოდა. ამ ხომალდის უფროსს
ვერავითარი ზეადამიანური ძალა ვერ შეაძლებინებდა, ესოდენ
მოკლე დროში სამხრეთისაკენ ასე დიდი გზა გადაელახა,
ჰორნის კონცხისათვის შემოევლო და განედის სამოც
გრადუსზე ასულს წყნარი ოკეანის ეკვატორულ წყლებში
ვეშაპსანადირო სეზონისათვის დროზე მიესწრო. ამგვარად, მას
მხოლოდ ისღა დარჩენოდა, მომავალ სეზონს დალოდებოდა.
მაგრამ „პეკოდის“ თითქოსდა ნაადრევი გამგზავრება, თუ მისი
განზრახვის სირთულეს მხედველობაში მივიღებთ, ეტყობა,
აქაბმა სწორად დანიშნა. რადგან ახლა მის განკარგულებაშ
იყო სამას სამოცდახუთი დღე და ღამე – დრო, რასაც იგი
ნაპირზე ხანგრძლივი უაზრო მოლოდინის ნაცვლად გზადაგზა
ნადირობას მოანდომებდა იმ იმედით, რომ იქნებ თეთრ ვეშაპს,
არდადეგებს თავისი მუდმივი საძოვრებიდან შორს რომ
ატარებდა, დანაოჭებული შუბლი სპარსეთისა და ბენგალიის
ყურეში ეჩვენებინა მისთვის ან ჩინეთის ზღვებსა და სხვა
მიდამოებში, მისი თვისტომნი რომ ესტუმრებიან ხოლმე. ისე
რომ, მუსონებსაც და პამპეროსაც[217], ნორდ-ვესტსაც,
ჰარმატანსაც და პასატებსაც – ყოველნაირ ქარს,
ლევანტინისა[218] და სამუმის გარდა, შეეძლო მობი დიკი

„პეკოდის“ ზვიგენებიან კვალზე დაეყენებინა, რომელიც


დედამიწის ზღვებსა და ოკეანეებს აქაფებდა.

მაგრამ ეს გინდაც ასე ყოფილიყო, სულერთია, დინჯად და


კეთილგონივრულად რომ განვსაჯოთ, განა სიგიჟედ არ

მოგვეჩვენება ის აზრი, თითქოს მონადირე ისე გამოიცნობდა


და განასხვავებდა უსაზღვრო და ვრცელ ოკეანეში ვეშაპს,
როგორც თეთრწვერიან მუფთის კონსტანტინეპოლის
ხალხმრავალ ქუჩებში? დიახ, დიახ, თქვენ წარმოიდგინეთ,
გამოიცნობდა, რადგან, ვისაც ერთხელ მაინც მოუკრავს თვალ
მობი დიკის თოვლივით თეთრი შუბლისა და ასევე თეთრი
კუზისათვის, მისი ცნობა აღარ გაუჭირდებოდა. მერე და განა
ნიშანი მე თვითონ არ დავადეო, ფიქრობდა ხშირად აქაბი, როცა
რუკაზე დახრილს დაათენდებოდა ხოლმე და ისევ თავის
უგუნურ ოცნებებს მიეცემოდა, მე დავადე ნიშანი და, აბა, სად
უნდა წამივიდეს? განიერი ფარფლები გზააბნეული ბატკნის
ყურებივით დაკბილული და დახვრეტილი აქვსო. უგუნური
ფიქრით გატაცებული მანამდე განაგრძობდა განწირულ
დევნას, სანამ ქანცგამოლეულს გონება არ დაუბნელდებოდა.
მაშინ იგი გემბანზე გამოდიოდა და სუფთა ჰაერზე ძალას
იკრებდა. დიდებულო ღმერთო, რა სატანჯველად გადაექცევა
ხოლმე ადამიანს ძილი, როცა შურისძიების აუსრულებელი
წადილი არ ასვენებს. იგი მუშტებშეკრული ეძლევა ძილს და
როცა ეღვიძება, ხელისგულებში ჩასობილი ფრჩხილები
საკუთარი სისხლით აქვს შეფერილი.

ხშირად, დღისით რაც აწვალებდა, ღამით ძილშიაც ჩაჰყვებოდა


და საზარელი, აუტანელი სიზმრები ზეზე წამოაგდებდა ხოლმე:
თითქოს სადღაც სიგიჟის აბობოქრებული მორევისაკენ
მიათრევდნენ და ეს სიზმრები გახურებულ ტვინში ისეთი
თავბრუდამხვევი სისწრაფით ირეოდა, რომ სიცოცხლე
აუტანელ სატანჯველად გადაექცეოდა ხოლმე; როცა, როგორც
ეს ზოგჯერ ემართებოდა, მის სულს ქარიშხალი ეუფლებოდა,
ფეხქვეშ მიწა ეცლებოდა და უფსკრული პირს აღებდა, ხოლ
უფსკრულში ელვა იკლაკნებოდა, ცეცხლის ენები ცას
სწვდებოდა და იქიდან ეშმაკეულნი ეპატიჟებოდნენ და ხელს
უქნევდნენ; როცა ქვევით ჯოჯოხეთი დატრიალდებოდა
მთელ ხომალდზე არადამიანური ღრიალი ისმოდა; და
თვალებანთებული აქაბი კაიუტიდან ისე გამოვარდებოდა
ხოლმე, თითქოს მის სარეცელს ცეცხლი ეკიდა. მაგრამ ეს იმ
ფარული სისუსტის ნიშანი არ იყო, საკუთარი
გადაწყვეტილებისა რომ ეშინია – პირიქით, მის
გადაწყვეტილების სიმტკიცეს ადასტურებდა. რადგან
უგუნური აქაბი, თეთრი ვეშაპის ჯიუტი, უშიშარი და
მოუსვენარი მდევარი, ახლახან დასაძინებლად დაწოლილი

აქაბი არ იყო. ის ძალა, შეძრწუნებულს საწოლიდან რომ


წამოაგდებდა ხოლმე, ის ძალა, მისი მარადიული არსებობის
დასაბამი – მისი სული იყო. ძილში, გონების ტყვეობისაგან
დროებით გათავისუფლებული მისი სული, რომელსაც გონება
ნიადაგ თავისი მიზნების აღსასრულებლად უბიძგებდა,
ცდილობდა, თავი დაეღწია გონების მწველი სიახლოვისთვის
და ეს ერთიანობა დროებით დაერღვია. მაგრამ სულთან
გაყრილი გონება ადამიანში ვერ იარსებებს. აი, რატომ იყო, რომ,
როცა აქაბმა მთელი თავისი გონება ერთიან, მაღალ ზრახვას
დაუმორჩილა, ამ განზრახვამ თავისი ძალით, ბოლოს და
ბოლოს, ყველა ღმერთისა და ეშმაკის მცდელობის
მიუხედავად, დამოუკიდებელი არსებობა მოიპოვა. ანთებულს
ახლა შეეძლო თავისი ბედკრული ცხოვრებით ეცხოვრა, მაშინ,
როდესაც შიშით შეპყრობილი ის ცხოვრება, რომელშიც იგი იშვა,
გაურბოდა ამ არასასურველ და არაკანონიერ ნაშიერს. და როცა
ის, რასაც თითქოს აქაბი ერქვა, კაიუტიდან გამორბოდა,
სხეულიდან მზირალი წამებული სული სინამდვილეში
მხოლოდ დაცარიელებული გარსი იყო, უსახო მთვარეული,
ცოცხალი სინათლის სხივი, რასაც წინ არაფერი ჰქონდა, რომ
გაენათებინა და ამიტომ თავისთავად სიცარიელეს
წარმოადგენდა. ღმერთი გფარვიდეს, მოხუცო, შენმა ფიქრებმა
შენს სხეულში ახალ არსებას ჩაუდგა სული; ხოლო იმან, ვინც
განუყრელმა ფიქრებმა პრომეთეოსად აქცია, ფასკუნჯი მუდამ
თავისი გულის ნაწილებით უნდა ასაზრდოოს; მისი ფასკუნჯ
კი ის არის, ვისაც სული თვითონ ჩაუდგა.

45. ფიცით ვადასტურებ

თუ მკითხავთ, ამ წიგნში საინტერესო რა არისო, მოგახსენებთ,


წინა თავი-მეთქი, რადგან კაშალოტებისათვის
დამახასიათებელ განსაკუთრებულ თავისებურებებს გაკვრით
მაინც ეხება და ამ ტომში მოთავსებულ სხვა თავებზე
არანაკლებ საყურადღებოა; თუმცა აქვე უნდა ითქვას, ამ სახის
მთავარი თემა ჯერ კიდევ ღრმა და საფუძვლიან დამუშავებას
მოითხოვს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი რამ გაუგებარ
დარჩება და, ალბათ, ზოგიერთებს ვერც ამ საქმეში
ჩაუხედაობის გამო შექმნილ ეჭვებს გავუფანტავ და ვერც ჩემ
მიერ მონაყოლი ამბების სიმართლეში დავარწმუნებ.

მე ამ საკითხს მეცნიერული თანამიმდევრობით არ განვიხილავ;


იმითაც კმაყოფილი ვიქნები, თუ ჩემთვის, როგორც
ვეშაპმონადირისათვის, საკუთარი გამოცდილებითა და სანდო
პირთა გადმოცემით ცნობილი ცალკეული ფაქტების
ჩამოთვლით სასურველ შედეგს მივაღწევ; ჩემი აზრით,
აუცილებელ დასკვნებს თავისთავად გამოიტანთ.

ჯერ ერთი. პირადად ჩემთვის ცნობილია სამი შემთხვევა, როცა


თავდაღწეულმა და გაქცეულმა ვეშაპმა გვერდში მოხვედრილი
ბარჯი თან გაიყოლა და ამ ვეშაპს რამდენიმე ხნის შემდეგ (ერთ
შემთხვევაში სამი წლის შემდეგ) ბარჯი ესროლა და მოკლ
იმავე მონადირემ. მისი სხეულიდან ამოღებულ ორივე ბარჯს ამ
მებარჯის ნიშანი ედო. იმ შემთხვევაში, როცა პირველი ბარჯის
სროლიდან მეორე ბარჯის სროლამდე სამმა წელმა და იქნებ
უფრო მეტმა ხანმაც განვლო, მებარჯე აფრიკაში მიმავალ
სავაჭრო ხომალდზე მოეწყო, ნაპირზე გადავიდა, კვლევით
ექსპედიციას შეუერთდა და ამ ექსპედიციასთან ერთად
მიაღწია კონტინენტის შუაგულამდე, სადაც ორი წელიწადი
იხეტიალა, გადაიტანა გველების, ადგილობრივ მკვიდრთა და
ვეფხვთა თავდასხმები, შხამიანი მიაზმების მოქმედება და სხვა
ათასგვარი განსაცდელი, რაც, ჩვეულებრივად, უცხო ქვეყანაში
მოგზაურ კაცს დაატყდება ხოლმე თავს. ამასობაში, როგორც
ეტყობა, ის ვეშაპიც მოგზაურობდა, დედამიწას ერთი სამჯერ
მაინც შემოუარა და ალბათ აფრიკის ნაპირებიც მოინახულა.
მაგრამ ყოველივე ამაო იყო. კაცი და ვეშაპი ისევ შეხვდნენ
ერთმანეთს და ვეშაპი კაცის მსხვერპლი გახდა. მოგახსენეთ,
პირადად ჩემთვის სამი ამგვარი შემთხვევა არის ცნობილი-
მეთქი. ორჯერ ჩემი თვალით ვნახე, როგორ ესროლეს ვეშაპს
ბარჯი და როგორ ამოიღეს მეორე შეტაკების შემდეგ
სხეულიდან ორი ერთნაირნიშნიანი გაღუნული ბარჯი.
ორივეჯერ ველბოტში ვიჯექი და მეორედ ნამდვილად
დავინახე ვეშაპის თვალთან უზარმაზარი ხალის მსგავსი, რასაც
ჯერ კიდევ სამი წლის წინათ მივაქციე ყურადღება. გითხარით,
სამი წელი იყო გასული-მეთქი, მაგრამ დარწმუნებული ვარ,
უფრო მეტი გავიდოდა. აი, ესეც თქვენი სამი მაგალითი. ამ სამი
მაგალითის ჭეშმარიტებაზე საკუთარი თავით ვაგებ პასუხს.
ხოლო ამის გარდა კიდევ ბევრი ასეთი ამბავი გამიგონია
იმათგან, ვის ნათქვამსაც არავითარი საფუძველი არა მაქვს,
ეჭვით მოვეკიდო.

მეორე. ხმელეთზე რაც უნდა იშვიათად ჰქონდეთ ამის შესახებ

გაგონილი, ვეშაპმონადირეობის ისტორიაში


დადასტურებულია რამდენიმე სარწმუნო და
დასამახსოვრებელი შემთხვევა, როცა რომელიღაც ვეშაპის
არსებობა წლების განმავლობაში იცოდა ყველამ და უსაზღვრ
ოკეანეში ყველას შენიშნული ჰყავდა. ეს, რა თქმა უნდა, სხვა
ვეშაპებისაგან განმასხვავებელი მისი გარეგნული
თავისებურებებით არ აიხსნებოდა, იმიტომ რომ, როგორ
მნიშვნელოვანიც არ უნდა ყოფილიყო ეს თავისებურებანი,
ისინი მალე ქრებოდა, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ვეშაპს
კლავდნენ და განსაკუთრებით ძვირფას ცხიმად ადნობდნენ.
არა, ამისი მიზეზი სხვა იყო: ასეთი ვეშაპის სახელი რინალდო
რინალდინის[219] სახელივით ავბედითი, მომაკვდინებელი
დიდების შარავანდედით იყო შემოსილი, ასე რომ, მასთან
შეხვედრისას ხშირ შემთხვევაში მისალმების ნიშნად ხელი
ზუიდვესტერთან[220] მიჰქონდათ, მხოლოდ ამით
კმაყოფილდებოდნენ და სხვა უფრო ახლო ნაცნობობის
არავითარ სურვილს არ ამჟღავნებდნენ. შორიდან ასე ესალმება
გლახაკი ფიცხსა და დიად ადამიანს, რადგან შიში აქვს, თუ
მიუახლოვდა, თავდაჯერებულობისათვის, ბოლოს და ბოლოს,
კეფაში არ ჩააფაროს.

მაგრამ იმის გარდა, რომ ამ შესანიშნავ ვეშაპს საქვეყნო, უფრ


სწორი იქნება, თუ ვიტყვი, საოკეანო სახელი ჰქონდა
გავარდნილი; იმის გარდა, რომ ეს ვეშაპი სიცოცხლეშიც
სახელგანთქმული იყო, ხოლო დაღუპვის შემდეგ
მეზღვაურულ ლეგენდებში ცოცხლობდა, თან პრივილეგიითა
და უპირატესობითაც სარგებლობდა და კამბიზსა[221] და
კეისარზე ნაკლები სახელი არ ჰქონდა. ო, განა ასე არ არის,
ტიმორელო[222] ტომ! ჭრილობებით დასერილ
სახელგანთქმულო ლევიათანო, აისბერგივით ასე დიდხანს
რომ იმალებოდა აღმოსავლეთში, იმავე სახელწოდების
სრუტეში, სადაც ომბაის[223] ამწვანებული ტროპიკული
ნაპირებიდან შენი შადრევანი ხშირად დაუნახავთ? ო, განა ასე
არ არის, ახალზელანდიელო ჯეკ! ყველა იმ ვეშაპსანადირო
ხომალდის რისხვავ, რომლებიც ზვირთებს მოსვირინგებულთა
ქვეყნის მახლობლად მიარღვევენ? ო, განა ასე არ არის, მორკან!
იაპონიის მბრძანებელო, მაღალი შადრევანი თურმე ზეცაზე
გაკრული თოვლივით თეთრ ჯვარს რომ მიგიგავდა? ო, განა ასე
არ არის, დონ მიგუელ! ჩილელო ვეშაპო, ზურგი, ბებერი კუს
ბაკნის მსგავსად, ამოუკითხავი იეროგლიფებით[224] რომ

გქონია დაფარული? უბრალო პროზაული ენით რომ ვთქვათ:


ქვეყანაზე ოთხი ვეშაპი არსებობდა, რომელთა სახელებიც
ვეშაპთა ისტორიის სპეციალისტებმა ისევე კარგად იციან,
როგორც ძველი კლასიკური ისტორიის მცოდნეებმა მარიუსისა
და სულას სახელები.

მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი არ მითქვამს. ბოლოს და ბოლოს,


როგორც ახალზელანდიელ ჯეკზე, ისე დონ მიგუელზე,
რომლებიც არაერთგზის დასხმიან თავს და გაუნადგურებიათ
მრავალი ხომალდის ველბოტები, გეგმაზომიერი ნადირობა
მოაწყვეს, მიაკვლიეს და მოკლეს მამაცმა კაპიტან-
ვეშაპმონადირეებმა, ჯერ კიდევ ნავსადგურში, ღუზის
ახსნისთანავე რომ დაისახეს სწორედ ეს მიზანი, რაც არაფრით
ჩამოუვარდებოდა ოდესღაც კაპიტან ბატლერის მიერ დასახულ
მიზანს, როცა მან თავი ნარგანსეტის ტყეებში ამოყო, რათა
ინდიელთა მეფის ფილიპეს ჯარების წინამძღოლი,
სახელგანთქმული და მძვინვარე ველური ანავონი შეეპყრო.

არა მგონია, კიდევ რამდენიმე, ჩემი აზრით, არსებითი ფაქტის


მოსაყვანად ამაზე შესაფერი ადგილი შევარჩიო, რადგან მათი
დახმარებით თეთრ ვეშაპთან დაკავშირებული მთელი ამ
ისტორიის სინამდვილეს და განსაკუთრებით მის ტრაგიკულ
დასასრულს ბეჭდურად დავადასტურებ. რამეთუ საქმე გვაქვს
ისეთ სამწუხარო შემთხვევასთან, როცა ჭეშმარიტებასაც ისევე
სჭირდება მტკიცება, როგორც სიცრუეს. ხმელეთზე სხვადასხვ
ხელობის ადამიანთა უმრავლესობა იმდენად უმეცარია
ამქვეყნიურ ცხადსა და ხელშესახებ სასწაულებთან
დაკავშირებით, რომ აქ ვეშაპსანადირო ფლოტილიის
წარსულიდან ან აწმყოდან რამდენიმე უბრალო ფაქტი თუ არ
მოვიყვანე, მობი დიკს ისე დაუპირებენ განხილვას, როგორც
რაღაც საოცარ მითს, ან, რაც უფრო საშინელია, როგორც
უკიდურესად შემაძრწუნებელ ალეგორიას.

ჯერ ერთი. თუმცა ბევრს ამ დიადსა და სახიფათო ხელობაზე


რაღაც ბუნდოვანი და ცუდი წარმოდგენა აქვს, ზუსტად მაინც
არავინ იცის, რა ხშირად გველის ხიფათი და განსაცდელი. ეს
ალბათ ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ ნადირობისას
მომხდარი ორმოცდაათი უბედური შემთხვევისგან
სამშობლოში ერთს ვერ შეიტყობენ. თქვენ გგონიათ, რომ იმ
უბედურზე, რომელიც შეიძლება სწორედ ამ წუთში ლინმა[225]
დაიტანა ქვეშ ახალი გვინეის ნაპირებთან და ზღვის სიღრმეშ
ჩაყურყუმელავებულმა ლევიათანმა გაიტაცა, ხვალ დილით,
ერთ ჭიქა ყავას რომ მიირთმევთ და გაზეთს
გადაათვალიერებთ, ნეკროლოგს წააწყდებით? არა, ჩვენსა და
ახალ გვინეას შორის საფოსტო კავშირი მეტად
მოუწესრიგებელია. საერთოდ კი მოგსვლიათ რაიმე ცნობა
ახალი გვინეიდან? სხვათა შორის, უნდა მოგახსენოთ, წყნარ
ოკეანეში ერთი ნაოსნობის მანძილზე ჩვენ შემოგვხვდა
ოცდაათი ხომალდი, რომელთაგან თითოეულს ნადირობის
ჟამს ეკიპაჟის ერთი ან რამდენიმე წევრი დაჰკარგოდა, სამ
ხომალდს კი თითო ველბოტი მთელი ეკიპაჟიანად. იწამეთ
ღმერთი და დაზოგეთ სანთელი. გახსოვდეთ, თქვენ მიერ
დამწვარ ერთ გალონ ცხიმს ადამიანის სისხლის ერთი წვეთი
მაინც შეეწირა.

მეორე. ხმელეთზე ადამიანებს ვეშაპის ძალასა და სიდიდეზე,


რა თქმა უნდა, რაღაც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. მაგრამ
როგორც კი შევეცდებოდი, მათთვის რომელიმე ცალკეული
ეპიზოდი ამეწერა, სადაც ვეშაპის ძალასა და სიდიდეზე
ვლაპარაკობდი, ჩემს მახვილსიტყვაობას
მრავალმნიშვნელოვნად აქებდნენ. თუმცა, ღმერთმა იცის, ისე
ვცდილობდი, ენამახვილი ვყოფილიყავ, როგორც მოსე
ცდილობდა, როცა ეგვიპტეში ჭირიანობას გვიხატავდა.

საბედნიეროდ, ჩემი სიმართლის დასადასტურებლად


შემიძლია სრულიად უცხო პირები დავიმოწმო, გარწმუნებთ,
კაშალოტს ცალკეულ შემთხვევებში ძალა, მოხერხება,
მრისხანება და წინდახედულობა ახასიათებს; შეუძლია
მოფიქრებულად დაესხას თავს დიდ ხომალდს, დააზიანოს და
ჩაძიროს იგი; უფრო მეტიც, გარწმუნებთ, კაშალოტებს ეს
არაერთხელ ჩაუდენიათ კიდევაც...

ჯერ ერთი. 1820 წელს ნანტაკეტის ხომალდი „ესექსი“ კაპიტან


პოლარდის ხელმძღვანელობით წყნარ ოკეანეში ნადირობდა.
ერთხელ მორიგეებმა ცისკიდურთან შადრევანი შეამჩნიეს,
ველბოტები ჩაუშვეს და კაშალოტებს დაედევნენ. მალე
რამდენიმეს სიცოცხლე მოუსწრაფეს კიდევაც, მაგრამ უეცრად
ერთმა უზარმაზარმა კაშალოტმა ნავებს გვერდი აუარა,
პირდაპირ ხომალდისაკენ გამოემართა, დაეჯახა და კორპუსი
შეუმსხვრია. „ათი წუთიც არ გასულა,“ ხომალდი გვერდზე
გადაიხარა და ჩაიძირა. ზღვის ზედაპირზე ნაფოტიც კი არ
ტივტივებდა. დიდი წვალებით ეკიპაჟის ნაწილმა ძლივს

მიაღწია კანჯოებით ნაპირს. ბოლოს და ბოლოს, სამშობლოში


დაბრუნებული პოლარდი სხვა ხომალდით ისევ წყნარ
ოკეანეში გაემგზავრა, მაგრამ ღმერთებმა ისევ მარცხ
განუმზადეს, ხომალდი უჩინარ რიფებზე დაიმსხვრა და
კაპიტანმა, რომელმაც ხომალდი მეორედ დაკარგა, სამუდამოდ
შეაქცია ზღვას ზურგი და გემბანზე აღარ ასულა. კაპიტანი
პოლარდი ახლაც ნანტაკეტში ცხოვრობს. მე შევხვედრივარ
ოუენ ჩეისს, რომელიც მაშინ „ესექსზე“ უფროს თანაშემწედ
მსახურობდა. მისი უბრალო და გულწრფელი ჩანაწერებიც
წაკითხული მაქვს. ჩეისის შვილთანაც მისაუბრია
კატასტროფის ადგილიდან სულ რაღაც რამდენიმე მილის
დაშორებით[226].

მეორე. 1807 წელს ნანტაკეტის ხომალდი „იუნიონიც“ მსგავს


გარემოებაში ჩაიძირა აზორის კუნძულებთან, მაგრამ მისი
დაღუპვის სარწმუნო და დაწვრილებითი ცნობები ვერსად
აღმოვაჩინე, თუმცა ამ შემთხვევაზე ვეშაპმონადირეებს
ლაპარაკი ხშირად ჩამოუგდიათ.

მესამე. თვრამეტი-ოცი წლის წინათ კომოდორმა ჯ-მ, პირველი


კლასის ამერიკული კორვეტის მეთაურმა, ერთხელ სანდვიჩის
კუნძულების[227] ოახუს ნავსადგურში ნანტაკეტის
ხომალდზე რამდენიმე კაპიტან-ვეშაპმონადირესთან ერთად
ისადილა. როცა საუბარი ვეშაპებზე ჩამოვარდა, კომოდორ
სკეპტიკურად მოეკიდა იქ მყოფ ჯენტლმენთა აზრს,
რომლებიც ვეშაპს არაჩვეულებრივ ძალას მიაწერდნენ.
მაგალითად, იგი დაბეჯითებით ამტკიცებდა, ჩემს კორვეტს
ვერც ერთი ვეშაპი ისე ვერ დააზიანებს, რომ ერთმა სათითე
წყალმა მაინც შემოჟონოსო. კეთილი და პატიოსანი; მაგრამ
საქმე ამით არ დამთავრებულა. რამდენიმე კვირის შემდეგ
თავის შეუვალ ხომალდზე აფრა აუშვა და კურსი
ვალპარაისოსაკენ აიღო. გზაში შემოხვდა უზარმაზარი
კაშალოტი, რომელმაც მისი ყურადღება მიიქცია. კაშალოტმა
კომოდორის ხომალდს გვერდი ისე შეუნგრია, რომ მეთაურს
ისღა დარჩენოდა, ყველა ტუმბო აემოქმედებინა, მთელ
სისწრაფით მოეკურცხლა უახლოესი ნავსადგურისაკენ და
შესაკეთებლად დოკზე დამდგარიყო. ცრუმორწმუნე არა ვარ,
მაგრამ ვეშაპთან კომოდორის ამ შეხვედრაში ნამდვილად
ღვთის ხელი ერია. განა ტარსელი სავლე[228] შიშით არ
თრთოდა, როცა უარყო სჯული ურწმუნოთა. მითქვამს და
გაიგონებთ, კაშალოტთან ხუმრობა არავის გამოადგება.

ახლა კი ნება მომეცით, ჩემთვის მეტად საინტერეს


საკითხთან დაკავშირებით, ლანგსდორფის[229] „მოგზაურობა“
დავიმოწმო. ლანგსდორფი, როგორც თქვენთვის ცნობილი
უნდა იყოს, მონაწილეობდა რუსი ადმირალის
კრუზენშტერნის[230] სახელგანთქმულ კვლევით
ექსპედიციაში, რომელიც ჩვენი საუკუნის დასაწყისში მოეწყო.
ამ წიგნის მეჩვიდმეტე თავს ლაგნსდორფი ასე იწყებს: „ჩვენი
ხომალდი ცამეტი მაისისათვის ნავსადგურიდან გასასვლელად
მზად იყო. მეორე დღეს უკვე ღია ზღვაში ვიყავით და კურს
ოხოტსკისაკენ გვეჭირა. წყნარი ამინდი იდგა, მაგრამ ისე
ყინავდა, რომ ქურქები არ მოგვიშორებია. რამდენიმე დღე
ზღვაში სრული სიშვიდე სუფევდა. მხოლოდ ცხრამეტ მაისს
დაუბერა ჩრდილო-დასავლეთის ქარმა. ზღვის ზედაპირზე
დავინახეთ უზარმაზარი ვეშაპი, რომელიც სიდიდით ჩვენს
ხომალდს აღემატებოდა. იგი მხოლოდ მაშინ შევამჩნიეთ, როცა
აფრააშვებული ხომალდი მასთან ძალიან ახლოს მივიდა და
შეტაკება გარდაუვალი იყო. საშინელი საფრთხე დაგვემუქრა,
გოლიათი ამოიზნიქა და ხომალდი ზღვის ზედაპირიდან სამი
ფუტის სიმაღლეზე მაინც ასწია. ანძები შეირყა, აფრები
ჩამოეკიდა და ჩვენ, დარწმუნებულნი, რომ ხომალდი
წყალქვეშა კლდეებს დაეჯახა, გემბანზე ამოვცვივდით; მაგრამ
ზღვის ურჩხული დავინახეთ, იგი მეტად ღირსეულად
გვშორდებოდა. კაპიტანი დ’ვოლფი[231] ტუმბოებს მივარდა,
დარტყმამ ხომალდის კორპუსი ხომ არ დააზიანაო, მაგრამ
ჩვენდა საბედნიეროდ, დაზიანებული არაფერი იყო“.

კაპიტანი დ’ვოლფი, რომელიც აქ ხომალდის უფროსად


იხსენება, ახალი ინგლისიდან ყოფილა, მთელი თავის
ხიფათიანი ცხოვრება ზღვაზე გაუტარებია და ახლა ბოსტონის
მახლობლად დაბა დორჩესტერში ცხოვრობს. მისი ნათესავ
გახლავართ და წიგნის ამ ადგილზე ლანგსდორფთან
საგანგებოდ მქონდა საუბარი. იგი ყოველ სიტყვას
ადასტურებს. ციმბირის სანაპიროზე აშენებული პატარ
რუსული ხომალდით ყოფილან, ეს ხომალდი ბიძაჩემს იმ
ხომალდში გაუცვლია, რომელსაც მშობლიური ნაპირებიდან აქ
ჩამოუყვანია.

მოძველებულ, გმირული სულით გაჟღენთილ მეორე


სათავგადასავლო წიგნში, სადაც მრავალი სასწაული
კეთილსინდისიერად არის აღწერილი – მოხუცი დემპირის[232]
ერთ-ერთი თანამებრძოლის, ლაიონელ ვეიფერის,

მოგზაურობათა წიგნში – წავაწყდი ერთ ამბავს, იგი ისე ჰგავს


ლანგსდორფიდან ჩემ მიერ ახლახან მოტანილ ნაწყვეტს, რომ
ცთუნებას ვერ გავუძელი და ყოველი შემთხვევისათვის, ვინ
იცის, იქნებ საჭირო აღმოჩნდეს, ერთ დამადასტურებელ
ფაქტად ისიც ჩავრთე ჩემს ნაამბობში.

ეს ამბავი მაშინ მომხდარა, როცა ისინი მიდიოდნენ კუნძულ

„ჯონფერდინანდოსაკენ“ (ასე უწოდებს ლაიონელი


დღევანდელ ხუან-ფერნანდესს). „დაახლოებით დილის ოთხ
საათზე, ამერიკის კონტინენტიდან დაახლოებით ას
ორმოცდაათი ლიგის მანძილზე, ჩვენი ხომალდი ისე ძლიერად
შეირყა, რომ ყველა დაბნეულობამ მოიცვა, არ იცოდნენ, რა
ეფიქრათ, ან რა ეღონათ და ყველანი სიკვდილის შესახვედრად
მოემზადნენ. ბიძგი ძლიერი და მოულოდნელი იყო და ჩვენ
ეჭვიც არ შეგვპარვია, რომ ხომალდი რიფს დაეჯახა; როცა შიშმა
გაგვიარა, ზღვაში ლოტი ვისროლეთ, მაგრამ ფსკერს ვერ
მიაღწია. ისეთი ძლიერი ბიძგი იყო, ზარბაზნები სადგომებზე
შეხტნენ და ხალხი საწოლებიდან გადმოცვივდა; ხოლო
კაპიტანი დევისი, რომელსაც ეძინა და თავქვეშ პისტოლეტი
ედო, კაიუტიდან გარეთ მოისროლა“! შემდგომ ლაიონელი
ცდილობს, ბიძგი მიწისძვრას მიაწეროს და ამისათვის იმ ამბავს
იმოწმებს, რომ დაახლოებით ამ დროისათვის დიდმა
მიწისძვრამ ესპანეთის მთელ სანაპიროს მართლაც შესამჩნევი
ზიანი მიაყენა, სულაც არ გამიკვირდებოდა, თუ ბოლოს დ
ბოლოს აღმოჩნდებოდა, რომ ამ ხომალდს გათენების ხანს
ვეშაპმა უბიძგა, რომელიც სიბნელეში ყველასათვის
შეუმჩნევლად ამოვიდა ზღვის სიღრმიდან, და კინაღამ არ
შეანგრია იგი.

შემეძლო ვეშაპის ძალასა და ავგულობაზე ამა თუ იმ გზით


ჩემამდე მოღწეული კიდევ არაერთი მაგალითი მომეყვანა.
ზოგჯერ იგი არა მარტო იმ ველბოტებს მისდევდა, მას რომ
დაეხსნენ თავს და მერე ხომალდს უბრუნდებოდნენ, არამედ
თვით ხომალდსაც და არავითარ ყურადღებას არ აქცევდა იმ
მებარჯეებს, რომლებიც ხომალდიდან ბარჯებს ესროდნენ.
ამაზე ბევრი რამ შეუძლიათ მოგვითხრონ ინგლისური გემის

„პიუზი-ჰოლის“ ეკიპაჟის წევრებმა; ხოლო რაც შეეხება ვეშაპის


ძალას, შემიძლია გავიხსენო შემთხვევები, როცა კაშალოტის
სხეულში გარჭობილი ბარჯის ლინი მშვიდ ამინდში გემბანზე
დაუმაგრებიათ და ვეშაპს მძიმე ხომალდი ისე უთრევია,
როგორც ცხენს – ფორანი. არაერთხელ შეუმჩნევიათ, როც

დაჭრილი კაშალოტისათვის გონზე მოსვლის საშუალება


მიუციათ, კი არ გახელებულა, გააზრებული ბოროტგანზრახვით
ამოქმედებულა და მოწინააღმდეგის განადგურებას ისე
ცდილა; კაშალოტს როცა თავს ესხმიან, იგი ხშირად პირს აღებს
და რამდენიმე ხანს ასეთ თავზარდამცემ მდგომარეობაშ
რჩება. მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთი მეტად საყურადღებ
და საინტერესო მაგალითით შემოვიზღუდები. ამ მაგალითმა
უნდა დაგარწმუნოთ, რომ აქ აღწერილი საუცხოო ამბები
დღევანდელობის თვალსაჩინო ფაქტებს ეხმაურება, და რომ
საოცრებანი (როგორც ყველა საოცრება დედამიწის ზურგზე)
მხოლოდ იმის გამეორებას წარმოადგენს, რაც ოდესღაც
გარდასულ საუკუნეებში მომხდარა: გამოდის, მილიონჯერ
ვიმეორებთ სოლომონის სიტყვებს: ამ ქვეყანაზე ახალი
ჭეშმარიტად არა არის რა, ამინ.

მეექვსე ქრისტიანულ საუკუნეში, მაშინ, როდესაც იუსტინიანე


იმპერატორი იყო, ხოლო ველიზარიუსი – მხედართმთავარი,
ვინმე პროკოფიუსი, კონსტანტინოპოლის ქრისტიანი
მაგისტრი ცხოვრობდა. ალბათ ბევრს მოეხსენება, მან თავისი
დროის ისტორია, ძვირფასი წიგნი დაწერა. ყველაზე მეტად
განსწავლულ ადამიანებს იგი ყოველთვის ჭეშმარიტ
ისტორიკოსად მიაჩნდათ, რომელიც ყოველნაირად იმსახურებს
ნდობას, გარდა რაღაც უმნიშვნელო გამონაკლისისა. თუმცა
ამას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაზეც ახლა მინდა
გესაუბროთ.

აი, ამ თავის ისტორიაში პროკოფიუსი წერს, რომ


კონსტანტინოპოლში მისი პრეფექტობის წლებში
პროპონტიდის, ანუ მარმარილოს ზღვაში დაუჭერიათ ზღვის
უზარმაზარი ურჩხული, რომელიც ორმოცდაათი წლის
განმავლობაში ძირავდა ხომალდებს სანაპირო წყლებში.
ისტორიის ანალებში შავით თეთრზე აღნუსხული ამ ფაქტის
უარყოფა შეუძლებელია და, მგონი, საჭიროც არ არის; მაინც რა
სახეობას მიეკუთვნებოდა ეს ზღვის ურჩხული, ამაზე
ისტორიაში არაფერია თქმული, მაგრამ რადგანაც ხომალდებს
ძირავდა და კიდევ სხვა მოსაზრებათა გამო, მგონია, კაშალოტი
უნდა ყოფილიყო. რატომ მგონია ასე, ამას ახლავე
მოგახსენებთ. დიდხანს ვფიქრობდი, ალბათ კაშალოტებს
ხმელთაშუა ზღვასა და ამ ზღვის მომიჯნავე წყლებშ
არასოდეს უცხოვრიათ-მეთქი. ახლაც დარწმუნებული ვარ,
დღევანდელ პირობებში აქ კაშალოტებს ცხოვრება არ

შეუძლიათ და ვერც იცხოვრებენ. მაგრამ ამასწინანდელმა


გამოკვლევებმა დაამტკიცა, ქრისტიანულ ერაში
დადასტურებული იყო ხმელთაშუა ზღვაში კაშალოტის
გამოჩენის ცალკეული შემთხვევები. ადამიანებმა, რომლებიც
ყოველგვარ ნდობას იმსახურებენ, მითხრეს, ვინმე ბრიტანელ
კომოდორ დევისს ბერბერიის სანაპიროსთან[233] კაშალოტის
ჩონჩხი უპოვია. თუმცა, თუ დარდანელის სრუტეში სამხედრ
ხომალდი თავისუფლად შედის, ხმელთაშუა ზღვიდან
პროპონტიდაში კაშალოტიც თავისუფლად ამოყოფდა თავს.

პროპონტიდაში, რამდენადაც შევძელი გამომერკვია, არ არის ის


თავისებური ნივთიერება, რასაც პლანქტონს უწოდებენ და
რითაც ნამდვილი ვეშაპები საზრდოობენ. მაგრამ ყველა
საფუძველი მაქვს ვივარაუდო, კაშალოტის საზრდო – კალმარი
და მელანთევზა – ამ ზღვის ფსკერზე უხვად მოიპოვება,
რადგან ზედაპირზე ზოგჯერ კარგა მოზრდილი ასეთი თევზი
გამოჩნდება ხოლმე. ისიც საფიქრებელია, რომ საქმე ამ
სახეობის ყველაზე დიდ წარმომადგენელთან არ უნდა
გვქონდეს. თუ ახლა ამ მონაცემებს ჯეროვნად
დაუფიქრდებით, თქვენთვის ცხადი გახდება, პროკოფიუსის
ურჩხული, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში რომის
იმპერატორის ხომალდებს ამსხვრევდა, – ალბა
სპერმაცეტული ვეშაპი იყო.

46. ვარაუდები

დაუოკებელი სწრაფვით ალმოდებულმა აქაბმა მთელი თავისი


აზრი და მოქმედება მხოლოდ ერთ საბოლოო მიზანს – მობი
დიკის შეპყრობას დაუმორჩილა, თუმცა მზად იყო ამ ძლიერი
წადილისათვის მიწიერი ინტერესები მსხვერპლად შეეწირა,
ეტყობა მაინც, თავისი ბუნებისა და დიდი ხნის ჩვეულების
გამო, ისე მჭიდროდ იყო დაკავშირებული ვეშაპსარეწა
ხელობასთან, რომ გზადაგზა ნადირობაზე მთლიანად უარს ვერ
იტყოდა. და თუ ასე არ ხდებოდა, მაშასადამე, ბევრი სხვა
მისწრაფებაც ჰქონდა. მიუხედავად აკვიატებული სურვილისა,
ვერ იტყოდით, თითქოს იგი თეთრი ვეშაპის სიძულვილს
ყველა სხვა კაშალოტზე ავრცელებდა, ან რაც უფრო მეტ ზღვის
ურჩხულს მოუღებდა ბოლოს, მით უფრო მეტად
გაიზრდებოდა იმის შესაძლებლობა, მორიგი ვეშაპი სწორედ

მისი ძიების ობიექტი აღმოჩენილიყო. მაგრამ ასეთი ჰიპოთეზ


თუნდაც მისაღები ყოფილიყო, სხვა დამატებითი მოსაზრებანი,
მიუხედავად იმისა, რომ მის გაშმაგებულ გულისთქმას
სრულიად არ ეთანხმებოდა, ამ კაცზე მაინც რაღაცნაირად
მოქმედებდა.

დასახული მიზნის მისაღწევად აქაბს იარაღი სჭირდებოდა.


დედამიწაზე რომ იყენებენ, იმ იარაღებით ყველაზე ხშირად
ადამიანი იღუპება. ასე მაგალითად, აქაბს შეგნებული ჰქონდა,
რაც უნდა ძლიერ ემოქმედა მის მაგნიტურ ძალას სტარბეკზე,
სტარბეკის სული მთლიანად მას არ ეკუთვნოდა. ეს
მაგნიტური ძალა მხოლოდ აქაბის ფიზიკური უპირატესობის
გამოვლინება იყო, რაც ხშირად სულიერი ბატონობის
საწინდარია ხოლმე. სტარბეკის სული და შებოჭილი ნება-
სურვილი აქაბს მანამდე ეკუთვნოდა, სანამ თავისი მაგნიტი
სტარბეკის საფეთქელთან ეჭირა, ისიც იცოდა, უფროსი
თანაშემწე შეძრწუნებული იყო კაპიტანის განზრახვით და
შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ამ საქმეს ან დიდი სიხარულით
ჩამოშორდებოდა, ან გაწირავდა. სანამ თეთრ ვეშაპს მიაგნებენ,
იქნებ დიდმა დრომაც გაიაროს. ამ დროის განმავლობაში
სტარბეკი, თუ მისი ყურადღება ყოველდღიურმა წვრილმანმა
საზრუნავმა არ მიიპყრო, ხშირად მოისურვებს საჯაროდ
განაცხადოს, კაპიტნის ნება-სურვილს არ ვემორჩილებიო.
მაგრამ ეს კიდევ ცოტაა. აქაბის აღმატებული სიგიჟე
განსაკუთრებით ნათლად მის წინდახედულობასა დ
შორსმჭვრეტელობაში გამომჟღავნდა, როცა საჭიროდ ცნო,
სანამ ნაოსნობას ფანტასტიკურად ბიწიერ სამოსელს არ
ჩამოაშორებდა, რომელშიც იგი იყო გახვეული, მანამ ამ
ნადირობის საზარელი დანიშნულება არ გაემხილა (რადგან
ხანგრძლივ ფიქრს, ხანდახან მოქმედება თუ არ შეენაცვლა,
მამაცი კაციც იშვიათად გაუძლებს), რომ მის ხელქვეითებსა და
მეზღვაურებს, როცა ისინი ღამის ვახტზე იდგნენ, მობი დიკზე
უფრო მახლობელ და უბრალო რამეებზე ეფიქრათ. რადგან რ
ყიჟინითა და აღტკინებითაც არ უნდა შეჰგებებოდა მისი
ველური ეკიპაჟი ამ ნადირობას, ამქვეყნად ყველა მეზღვაურ
მერყევია და არც მაინცდამაინც სანდო. მათზე ძალიან
მოქმედებს ამინდის ცვალებადობა და თვითონაც ამინდივით
ცვალებადნი არიან, რა დიდ სიხარულსაც უნდა ჰპირდებოდეთ,
შორეული და ბუნდოვანი მიზნის მისაღწევად არ
გამოგყვებიან, თუ მათი ყოველდღიური საქმიანობა იქითკენ არ

არის მიმართული, რომ გადამწყვეტი შეტაკებისათვის მუდამ


მზად იყვნენ.

აქაბმა იცოდა, როცა ადამიანებს აღტკინება ეუფლებათ, ისინი


ზიზღით უკუაგდებენ ხოლმე მიწიერ ინტერესებს. მაგრამ ეს
წუთები დიდხანს არ გრძელდება. ამ ღვთის ქმნილების
ჩვეულებრივი, ბუნებრივი მდგომარეობა, – ფიქრობდა აქაბი,
უბადრუკი ანგარებიანობაა. დავუშვათ, თეთრმა ვეშაპმა ჩემს
ველურ ეკიპაჟს ცეცხლი წაუკიდა და ცოდვილ გულებში რაღაც
რაინდული სულგრძელობა და კეთილშობილება გაუღვიძა;
სულერთია, მობი დიკს რომ დაედევნონ, გარდა
აღფრთოვანებისა, ამავე დროს, საზრდო უნდა მიაწოდო დ
ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოთხოვნილებები
დაუკმაყოფილო. გარდასულ ჟამთა ხოტბაშესხმული რაინდები
ქრისტეს საფლავის გამოსახსნელად განა ხმელეთზე ორი ათას
მილს ისე გაივლიდნენ, რომ შემთხვევით შემოსავლის
მოსახვეჭად სახელი არ გაეტეხათ, სხვის ჯიბეებში ხელები არ
ეფათურებინათ და სხვა ღვთისნიერი საშუალებები არ
გამოეყენებინათ? თავი რომ რომანტიკული მიზნი
შემოეზღუდათ, ამ მიზანს ბევრი ზიზღით შეაქცევდა ზურგს.
ჩემს ხალხს იმედი უნდა ჰქონდეს, – ფიქრობდა აქაბი, – რომ
კარგ გასამრჯელოს მიიღებენ, დიახ, დიახ, გასამრჯელოს. ახლა
ისინი ალბათ ზიზღით ლაპარაკობენ ანგარებაზე; მაგრამ გავა
რამდენიმე თვე, მთვლემარე ანგარება ერთ მშვენიერ დღეს
გაიღვიძებს და მაშინ აქაბი ყველას ვალიდან უნდა ამოვიდეს.

არსებობდა კიდევ ერთი, აქაბთან მჭიდროდ დაკავშირებული


მოსაზრება. შემთხვევის გამო და ამასთან, როგორც ეტყობა,
ნაადრევად, აქაბმა ნაოსნობის მთავარი და მეტად პირადი
მიზანი გაამხილა და, როგორც ახლა ნათლად გრძნობდა, ისეთ
მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, რომ თუ უზურპაციის
ბრალდებას წაუყენებდნენ, თავს ვერაფრით გაიმართლებდა;
თუ მოისურვებდნენ ან მოახერხებდნენ, მეზღვაურებს სრული
მორალური და კანონიერი საფუძველი ჰქონდათ, კაპიტანს არ
დამორჩილებოდნენ და ხელმძღვანელობაც ძალით
ჩამოერთმიათ. აქაბი კი, რა თქმა უნდა, ცდილობდა, მის მიმართ
უზურპაციის ჯერაც უთქმელი ბრალდება და ყველა ის შედეგი,
რაც ამგვარი ფარული აზრების გავრცელებას მოჰყვებოდა,
თავიდან აეცილებინა. ამისათვის აუცილებელი იყო, მის
ყოვლისშემძლე გონებას, გულსა და ხელს ფრთხილად და
დაკვირვებით ემოქმედა, თუკი ეკიპაჟს ოდნავი გარეგანი

ზემოქმედება დაემუქრებოდა.

ამ და კიდევ სხვა უფრო რთულ მოსაზრებათა გამო აქაბი


ნათლად გრძნობდა, თავი ისე უნდა ეჩვენებინა, თითქოს
ვეშაპმონადირის თავდაპირველ, უძველეს მოვალეობას და ამ
ხელობის ზნე-ჩვეულებას ერთგულად იცავდა და, საერთოდ,
ვეშაპმონადირეობა კვლავინდებურად მხურვალედ
აინტერესებდა.
ასე იყო თუ ისე, გემბანზე ახლა მზვერავებს ხშირად
გასძახოდა, ბრძანებას აძლევდა, ცისკიდურისათვის თვალი არ
მოეშორებინა და დელფინის გამოჩენაც კი მოეხსენებინათ.
მალე ამ სიფხიზლემ სათანადო ნაყოფი გამოიღო.

47. ჩვენ ჭილოფს ვქსოვდით

ცხელი და ღრუბლიანი დღე იყო, მეზღვაურები ზანტად


დააბიჯებდნენ გემბანზე, ან მოაჯირზე გადაყრდნობილნი
დუმილით ადევნებდნენ თვალს ტყვიისფერ ტალღებს. მე და
ქვიქეგი ნელა ვქსოვდით ჭილოფს ჩვენი ველბოტისათვის.
გარშემო ისეთი სიმშვიდე სუფევდა, თითქოს ჰაერში რაღაც
ჯადოსნობა, რაღაც სასიხარულო იმალებოდა, თითქოს ყოველ
დადუმებული მეზღვაური საკუთარ უხილავ „მე“-ში
გათქვეფილიყო.

ჭილოფის ქსოვაში ქვიქეგის თანაშემწისა თუ პაჟის როლს


ვასრულებდი. იმ დროს, როცა მისაქსელ-ზედას ქსელის გრძელ
ნართებს შორის ვატარებდი და მაქოს ნაცვლად ხელს
ვხმარობდი, გვერდით მდგომი ქვიქეგი დროდადრო მუხის
მძიმე ხმალ-სავარცხელს ძაფებში აძვრენდა, თან დაბნეულად
გაჰყურებდა ზღვას და დაუფიქრებლდა, მჭიდროდ ბეჭავდ
ბოჭკოს გარდიგარდმო. ხომალდზე, ასევე ზღვაზე, უცნაური,
მთვლემარე მდუმარება გამეფებულიყო. ამ მდუმარებას
შიგადაშიგ მხოლოდ ხის სავარცხლის ჩხაკუნი არღვევდა.
მომეჩვენა, თითქოს ჩემ წინ დროის საქსოვი დაზგა იდგა,
ხოლო მე მაქო ვიყავი და ჩემდა უნებურად ბედის ქსოვილს
ვქსოვდი და ვქსოვდი. ჩემ წინ ძაფი იყო გაჭიმული, იგი არ
ირხეოდა, თუ დროდადრო განმეორებულ ოდნავ ძიგძიგს, რაც
ძაფს უფრო მჭიდროდ ხლართავდა, მხედველობაში არ
მივიღებთ. ქსელი, – ვფიქრობდი მე, – აუცილებლობაა, მასზე

ჩემივე ხელით ვატარებ ჩემსავე მაქოს და მის უძრავ ძაფებზე


ჩემს ბედ-იღბალს მევე ვქსოვ. ამასობაში ქვიქეგის ჭირვეული
და გულგრილი სავარცხელი მისაქსელ-ზედას უბიძგებს, ხან
მაგრად, ხან სუსტად, ხან უსწორმასწოროდ, ხან ირიბად,
როგორც მოხვდება; ამ საბოლოო ბიძგზეა დამოკიდებული,
როგორი გამოვა მზა ქსოვილი. ველურის ეს ხმალი, რომელიც
ქსოვილს დასრულებულ სახეს აძლევს, ეს გულგრილი და
უზრუნველი სავარცხელი – შემთხვევაა; დიახ, დიახ,
შემთხვევაა, ნების თავისუფლება და აუცილებლობა,
ერთიმეორეს რომ არ გამორიცხავენ და ერთმანეთში
გადახლართულნი ერთად მოქმედებენ. აუცილებლობის სწორ
ძალებს მიმართულებას ვერაფერი შეაცვლევინებს და ოდნავი
ძიგძიგი მხოლოდ გამძლეობას ანიჭებს; თავისუფალი ნება
მისაქსელს თავისუფლად აბამს ამა თუ იმ ქსელზე; შემთხვევა
კი აუცილებლობის სწორი ხაზებითაა შეზღუდული და
გვერდიდან თავისუფალი ნება ეხმარება ხოლმე მოძრაობაში,
ისე რომ იგი ორივეს ემორჩილება, – აი, სწორედ ეს შემთხვევა
ზოგჯერ შენაცვლებით თვითონაც წარმართავს მათ და
მოვლენის განმსაზღვრელი უკანასკნელი ბიძგიც მასვე
ეკუთვნის.

* * *

ასე ვქსოვდით და ვქსოვდით, სანამ რაღაც უცნაურმა,


გაბმულმა, არაადამიანურმა, ველურმა ხმამ არ შემაკრთო დ
თავისუფალი ნების გორგალი ხელიდან არ გამაგდებინა.
ღრუბლებს ავხედე, თითქოს ეს ყვირილი ფრინველივით ციდან
ჩამოვარდნილიყოს. ჩემს ზემოთ სალინგზე გეიჰედელ
უგუნური თეშტიგო იდგა. იგი წინ გადახრილიყო, ხელი
სკიპტრასავით გაეშვირა და ხანგამოშვებით არაადამიანური
ყვირილი აღმოხდებოდა ხოლმე. ალბათ ამ წუთს მთელ
ოკეანეზე ასევე ყვიროდა თავისი ხომალდის გემბანის
თავბრუდამხვევი სიმაღლიდან ასობით მეთვალყურე; მაგრამ
ეს უძველესი ვეშაპმონადირული ძახილი ასეთი მოდულაციით
ვერავის აღმოხდებოდა მკერდიდან, როგორც ამ ინდიელ
თეშტიგოს.

წითელკანიანი გუშაგი თითქოს ჰაერში ფრინავდა და


ჰორიზონტს ისეთი დაუოკებელი სიხარბით გასცქეროდა,
გეგონებოდათ, ბედისწერის მხილველი ვინმე
წინასწარმეტყველია ან მისანი და ველური შეძახილებით მისი

მოახლოება უნდა გვაუწყოსო.

ცისკიდურთან შადრევანია! აგერ, აგერ! ცისკიდურთან


შადრევანია! შადრევანი!

სად, სად?

ტრავერზის[234] მარჯვნივ, აქედან ორ მილზე! მთელი ჯოგია!


წუთში ყოველივე ამოძრავდა.

კაშალოტის მიერ ამოფრქვეული შადრევნების


თანაბარზომიერება ისევე საიმედოა, როგორც საათის წიკწიკი.
ამ სახეობის სხვა წარმომადგენელთაგან კაშალოტს სწორედ ამ
ნიშნის მიხედვით ანსხვავებენ.

კუდები მოგვიშვირეს! – ისევ გაისმა თეშტიგოს ხმა.


ვეშაპები წყალში გაუჩინარდნენ.

სწრაფად, სტიუარდ! – დაიყვირა აქაბმა. – რა დროა?

სტიუარდი კისრისტეხით დაეშვა ძირს, საათს დახედა და აქაბს


ზუსტი დრო შეატყობინა.

ამასობაში ხომალდმა ქარს ზურგი შეაქცია და ახლა წყნარად


ირწეოდა ტალღებზე. თეშტიგომ გაგვაგებინა, ვეშაპები
წყალქვეშ გაუჩინარდნენ და კურსი ქარის მიმართულებით
უჭირავთო, ასე რომ, მათ ქიმის გასწვრივ გამოჩენას ველოდით,
იმედი გვქონდა, ამჯერად თავის მშვენიერ ჩვეულებას
გადაუხვევდნენ. ეს ჩვეულება კი იმაში მდგომარეობს, რომ
ერთი მიმართულებით ჩაყვინთული ზღვის ვეშაპები სიღრმეში
მიმართულებას იცვლიან და დიდი სისწრაფით მიცურავენ
საწინააღმდეგო მხარისაკენ, – ეს ვერაგული ფანდ
კაშალოტებისათვის არაერთგზის შეგვიმჩნევია. ხომ ვერ
ვიფიქრებდით, რახან თეშტიგომ შეამჩნია, ვეშაპებ
დაფრთხებოდნენ და ჩვენს მიახლოებას იგრძნობდნენ?
მანამდე კი ერთმა მეზღვაურმა, რომელიც ველბოტის ეკიპაჟის
შემადგენლობაში არ შედიოდა და სულ მუდამ ხომალდზე
უნდა ყოფილიყო, გროტ-ანძის წვერზე ინდიელი შეცვალა.
მზვერავები ფოკ და ბიზან-ანძებიდან გემბანზე დაეშვნენ,
კასრები ლინითურთ თავის ადგილებზე დადგეს, კარჭაპის
კოჭები ბორტზე გადააყუდეს, გროტ-რეი დაბრასეს და სამი
ველბოტი ტალღებზე ისე დაეკიდა, როგორც სამი კოლოფი
ზღვის კამა ზღვისპირა ციცაბო კლდეებზე. ხოლო

მოუთმენლობით შეპყრობილი მათი ეკიპაჟის წევრები


ბორტთან ისე ჩამწკრივდნენ, რომ მოაჯირზე ცალი ხელიღა
ეკიდათ, ფეხი კი პლანშირზე ედგათ. ასე გამზადებულნ
დგანან ხოლმე ბორტთან აბორდაჟზე[235] მიმავალი სამხედრ
ხომალდის მეზღვაურები.

მაგრამ ამ გადამწყვეტ წამში უეცრად გაისმა შეძახილი, რამაც


ვეშაპებისგან ყველას პირქუშ აქაბზე გადაატანინა მზერა. დ
ჩვენ, შემკრთალებმა, დავინახეთ, იგი იდგა და თითქოს ციდან
ახლახან ჩამოსული ხუთი შავი აჩრდილი შემორტყმოდა გარს.

48. ველბოტი წყალში ჩაუშვეს

იმათ, ვინც ჩვენ მაშინ აჩრდილებად მოგვეჩვენენ, გემბანის


მოპიდაპირე მხარეზე დაკიდებულ კანჯოს სწრაფად და
უხმაუროდ მოაშორეს ტროსები და მისაბმელები. ამ კანჯოს
თუმცა კაპიტნის კანჯო ერქვა, რადგან შუაგემბანზე,
ხომალდის მარჯვენა ბორტთან ეკიდა, მაგრამ მუდამ
სათადარიგოდ ითვლებოდა. ახლა მის ქიმთან იდგა მაღალი
შავსახიანი კაცი, რომელსაც რუხ-ფოლადისფერ ტუჩებში
მრისხანედ ჰქონდა გამოჩრილი ერთადერთი თეთრი კბილი. ამ
კაცს ჩინური ბამბის შავი დაჭმუჭნილი ქურთუკი და ამავე
ქსოვილისაგან შეკერილი განიერი შავი შარვალი ეცვა. მთელ ამ
აბანოზურ[236] სამგლოვიარო სიშავეს აგვირგვინებდა თავზე
დახვეული ქათქათა თეთრი დოლბანდი, ხოლო დოლბანდიდან
თავზე შემოხვეული ნაწნავი მოუჩანდა. მისი ხელქვეითნ
ნაკლებ შავგვრემანნი იყვნენ – ღია მოყვითალო ვეფხვის ფერი
დაჰკრავდათ, ასეთი ფერი დამახასიათებელია ფილიპინების
უძველეს მკვიდრთათვის – ვერაგობით განთქმული
ტომისათვის. ამიტომ მრავალ მიამიტ თეთრკანიან მეზღვაურს
ისინი ზღვაში სატანის დაქირავებულ ჯაშუშებად და
საიდუმლო აგენტებად მიაჩნდა, ხოლო მათი მბრძანებლის
კანტორა, ამ მეზღვაურების აზრით, სადღაც სხვაგან უნდ
მდებარეობდეს.

ხომალდის ეკიპაჟი ჯერ კიდევ დაბნეული ათვალიერებდა ამ


უცნობ ადამიანებს, როცა აქაბის ხმა გაისმა. მან იმ
თეთრდოლბანდიან მოხუცს მიმართა, სხვებს რომ
უფროსობდა:

ფედალა, ყველაფერი მზად არის?


მზად არის, – დაისისინა მან.

ველბოტები წყალში ჩაუშვით! – გასძახა მთელ გემბანს


აქაბმა. – გაიგონეთ? ჩაუშვით ველბოტები!

მისმა ხმამ ისე დაიგრგვინა, რომ მეზღვაურები, თუმცა


დაბნეულები იყვნენ, მაშინვე გადაევლენ პლანშერს,
გაზნექილმა ბლოკებმა დაიჭრიალეს; სამმა ველბოტმა წყალში
მოადინა ზღართანი; ხოლო ადამიანები,
ვეშაპმონადირეებისათვის ჩვეული სისწრაფითა და
შეუპოვრობით, თხებივით ჩახტნენ ტალღებზე დარწეულ
ნავებში.

ქარის მიმართულებით შებრუნებულმა ნავებმა კიჩოს


შემოუარეს თუ არა, სხვა მხრიდან მეოთხე ნავი გამოჩნდა;
ნავში ის ხუთი უცნობი და აქაბი იყვნენ. აქაბი მთელი ტანით
კიჩოზე აღმართულიყო და სტარბეკს, სტაბსა და ფლასკს
უყვიროდა, ნავები რაც შეიძლება ერთმანეთს დააშორეთ, რომ
დიდი ადგილი დავიჭიროთო. მაგრამ ყველა შავსახიან
ფედალასა და მის ეკიპაჟს მისჩერებოდა, ამიტომ ველბოტებზე
აქაბის ბრძანება ვერ გაიგონეს.

რა ბრძანეთ, კაპიტანო? – შეეკითხა სტარბეკი.

გაიშალეთ! – დაიყვირა აქაბმა, – ოთხივენი უნდა გავიშალოთ.


ეი, ფლასკ, ქარის მიმართულებას გაჰყევი ქვევით!

მესმის, სერ! – მხიარულად დაიძახა ჯუჯა ფლასკმა და


უზარმაზარი მესაჭის ნიჩაბი უკან წაიღო. – დააწექით, ბიჭებო!
აბა, ჰე! აბა, კიდევ ერთხელ! კიდევ! კიდევ! აგერ ცხვირწინ
არიან! დააწექით!

არჩი, რას მიშტერებიხარ ამ ყვითელ თავზე ხელაღებულებს?

არა, არაფერი, სერ, – უპასუხა არჩიმ. – ეს ადრეც ვიცოდი. განა


არ გავიგონე, ტრიუმში როგორ დაფუსფუსებდნენ? კაბაკოსაც
კი ვუთხარი. ახლა რაღას იტყვი, კაბაკო? ეგენი უბილეთ
მგზავრები არიან, მისტერ ფლასკ!

ჩაეჭიდეთ, მაგრად ჩაეჭიდეთ, ბიჭებო, ჩაეჭიდეთ, ჩემო


შვილებო, ჩაეჭიდეთ, ჩემო პატარებო, – გულში ჩამწვდომად დ
დამამშვიდებლად გააბა სტაბმა, რადგან მის ეკიპაჟს ჯერ

კიდევ მოუსვენრობა ეტყობოდა, – წაღუნვა გეზარებათ? ვის


უყურებთ? იმათ, კაპიტნის კანჯოში რომ არიან? რა ნახეთ
ასეთი! ხუთი მუშაკაცი მოგვემატა, განა სულერთი არ არის,
საიდან მოვიდნენ? რაც მეტნი ვიქნებით, მხიარულებაც მეტი
იქნება. აბა, უფრო მაგრად დააწექით! მაგ მავნე სულებთან რა
გვესაქმება? ურიგო ბიჭები არც ეშმაკები არიან. აი, ასე, აი, ასე!
აი, ეს სულ სხვა საქმეა, ასეთი ბიძგი ათასი გირვანქა ღირს.
ასეთ ბიძგს ფასი არც კი დაედება! სპერმაცეტის ოქროს თასს
გაუმარჯოს, ჩემო ბიჭებო! სამჯერ შევყვიროთ ვაშა, ბიჭებო,
თქვენთან კაცი არ დაიკარგება! ეი, ნელა, ნელა! ნუ ჩქარობთ,
ნუ! ნიჩბებს ამტვრევთ, თქვე თაღლითებო! აბა, მაგრად
ჩააფრინდით, ძაღლებო! ასე, ასე, კარგია; ნელა! ნელა! აი, ასე,
ასე! ძლიერ მოუსვი და მაგრად დააწექი. ეი, ნელა! ეშმაკმა
წაგიღოთ, უქნარებო და მათხოვრებო, დაგეძინათ, თუ რ
მოგივიდათ? თვალი გაახილეთ და ნიჩბებს დააწექით.
დააწექით, გესმით? დააწექით-მეთქი! დააწვებით თუ არა?
ეშმაკმა წაიღოს თქვენი თავი, რატომ არ გინდათ დააწვეთ?
დააწექით, თუნდაც წელი მოგწყდეთ! ანდა თვალები
გადმოგცვივდეთ! აბა, ჰე! – და ქამრიდან ბასრი დანა დააძრო.
ყველამ დანები იშიშვლეთ, კბილებში გაირჭვეთ და ნიჩბებს
მოუსვით. აი, ასე, აი, ასე. ბოლოს და ბოლოს, მგონი, საქმეს
მოეკიდეთ და აიწყვიტეთ. აბა, მოვუსვათ, მოვუსვათ,
ვერცხლის კოვზებო! მოვუსვათ, მეზღვაურულო ხიმინჯებო!

სტაბის მიმართვა მისი ეკიპაჟისადმი აქ სიტყვასიტყვი


იმიტომ მოვიყვანეთ, რომ მას მეზღვაურებთან საუბრის
თავისებური მანერა ჰქონდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა
ნიჩბოსნობის წმიდა მცნებების ჩაგონებას ცდილობდა. ზემოთ
მოყვანილი ნიმუშის საფუძველზე მართებული არ იქნებოდა,
გვეფიქრა, თითქოს დროდადრო მოთმინებიდან გამოდიოდა
და მრევლს რისხვით თავს ესხმოდა. სრულებითაც არა, მის
ძირითად თავისებურებას სწორედ ეს წარმოადგენდა. ამ
საშინელ სიტყვებს იგი ჩვეულებრივად თითქოს ხუმრობით,
თითქოს ბრაზით ამბობდა. გეგონებოდათ, სიბრაზეს ხუმრობის
საკაზმად ხმარობსო და თითოეული მენიჩბეც, რაც ძალი და
ღონე ჰქონდა, აწვებოდა ნიჩბებს, იფიქრებდით, სამკვდრო-
სასიცოცხლო ბრძოლაშია ჩაბმული და ამავე დროს ერთობა
კიდეცო. სტაბს ისეთი ძალდაუტანებელი და უზრუნველ
გამომეტყველება ჰქონდა, მესაჭის ნიჩაბს ისე ზანტად
ამოძრავებდა და ისე ამთქნარებდა, არ შეიძლებოდა, მთელი

ეკიპაჟი ამ საპირისპირო მოქმედებებითაც კი ჯადოსნურად არ


დაემშვიდებინა. სტაბი ოინბაზთა იმ განსაკუთრებულ
მოდგმას ეკუთვნოდა, ვისი ხუმრობაც ზოგჯერ ისეთი
თავსამტვრევი და ორაზროვანი იყო, რომ ხელქვეითები მუდამ
სმენად უნდა ყოფილიყვნენ გადაქცეულნი.

სტარბეკი აქაბის ბრძანებას დაემორჩილა, სტაბს წინ გაუარა და


როცა მათი ველბოტები წამით ერთმანეთს დაუახლოვდნენ,
სტაბი უფროს თანაშემწეს შეეხმიანა:

მისტერ სტარბეკ! ეჰეი, მარცხნივ გადმოდით! რაღაც მინდა


გითხრათ, სერ, თუ ნებას მომცემთ!

ჰალოა! – გამოეპასუხა ქვადქცეული სტარბეკი, რომელსაც


თავი ერთი დუიმითაც კი არ მოუბრუნებია და თავისი
მენიჩბეების გამხნევებას დაბალი ხმით და ამავე დროს
დაჟინებით განაგრძობდა.

ამ ყვითელსახიან თავზე ხელაღებულებზე რას იტყვით, სერ?


გემის გასვლამდე გემბანზე როგორღაც ამოვიდოდნენ

(დააწექით, დააწექით, ბიჭებო), – ჩურჩულით უთხრა თავის

ეკიპაჟს, მერე კი ისევ ხმამაღლა: – ამ საქმეს კარგი სუნი არ


უდის, მისტერ სტაბ! (უფრო ააქაფეთ, ჩემო შვილებო!) მაგრამ
ნუ ღელავთ, მისტერ სტაბ, ყველაფერი კარგად დასრულდება.
თქვენი მენიჩბეები ნიჩბებს დააწვნენ და რაც იქნება იქნება
(მიდით, კიდევ ერთხელ მიდით!). წინ სპერმაცეტის მრავალი
კასრი გველოდება, მისტერ სტაბ, განა ამოდენა გზა ამიტომ არ
გამოვიარეთ? (დააწექით ბიჭებო!) ეს ჩვენი მოვალეობაც არის;
მოვალეობაც არის და შემოსავალიც.

დიახ, სერ, მეც ასე ვფიქრობ, – დაიწყო თავისი მონოლოგი


სტაბმა, როცა ნავები ერთმანეთს დაშორდნენ. – როგორც კ
შევხედე მათ, მაშინვე ასე ვიფიქრე. დიახ, დიახ, თურმე
ტრიუმში ხშირ-ხშირად იმიტომ ჩადიოდა. ფუნჩულამ ჯერ
კიდევ როდის გაგვიმხილა ეს ამბავი. იქ იყვნენ დამალული.
ყველაფერი თეთრ ვეშაპთან არის დაკავშირებული. რას იზამ,
დაე, ასე იყოს. რა უნდა ქნა? აბა, ბიჭებო! ჯერ კიდევ თეთრ
ვეშაპს არ მივდევთ. დააწექით!

საკვირველი სულაც არ არის, თუ ასეთ კრიტიკულ მომენტში,


როცა გემბანიდან ველბოტებს წყალში უშვებდნენ, ხალხის
წინაშე ამ უცნაური ადამიანების მოულოდნელმ
გამოცხადებამ მრავალ მეზღვაურს ცრურწმენა გაუღვიძა;
თუმცა არჩის საოცარმა აღმოჩენამ, ყველამ რომ შეიტყო და
აქამდე არავინ უჯერებდა, ამ ამბისათვის ეკიპაჟი ასე თუ ისე,
მაინც შეამზადა. ამიტომ დიდად აღარავის გაჰკვირვებია, ამას
სტაბის მშვიდი და დამაჯერებელი ახსნა-განმარტებაც
დაემატა, ასე რომ, მეზღვაურები ცრურწმენებით ნაკარნახევი
ეჭვებისაგან დროებით განთავისუფლდნენ; თუმცა, რა თქმა
უნდა, სრული საფუძველი ჰქონდათ ყველაზე უარესი რამ
ეფიქრათ პირქუში აქაბის ამ საქმეში მონაწილეობაზე. მე კი
ჩუმად ვიყავი და განთიადის ნისლში „პეკოდის“ გემბანზე
გამოჩენილ იდუმალ აჩრდილებსა და უცნაური ელიას
მისტიკურ ქარაგმებს ვიგონებდი.

ამასობაში აქაბმა, რომლის ხმაც სხვა დანარჩენ კანჯოებს აღარ


სწვდებოდა, უკიდურეს მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა, წინ
წავიდა და სხვა ველბოტებს გაუსწრო, – ეს კი მისი მენიჩბეების
ძალაზე მეტყველებდა. მოყვითალო, ვეფხვისფერი ქმნილებანი
თითქოს ფოლადისა და ვეშაპის ძვლისაგან იყვნენ
გამოკვეთილნი; გეგონებოდათ, მანქანებივით მომართულნი
არიანო, ისე იხრებოდა და იმართებოდა მათი სხეული, თითქოს
მათ კანჯოს ის ორთქლის ძრავა მიაქროლებდა, მისისიპზე რომ
ხომალდებს ამოძრავებს. მებარჯის ნიჩაბთან მჯდომმა
ფედალამ შავი ქურთუკი გაიძრო და მისი შიშველი მკერდი
ახლა უფრო მკაფიოდ გამოჩნდა პლანშირთან მოქანავე
ტალღების ფონზე. ნავის ქიმთან აქაბი მოჩანდა, თითქოს
წონასწორობის შესანარჩუნებლად მოფარიკავესავით ხელი
უკან წაეღო და მესაჭის ნიჩაბს ისევე მარჯვედ ხმარობდა,
როგორც ადრე, სანამ თეთრი ვეშაპი დაასახიჩრებდა. უეცრად
უკან წაღებული ხელი აიქნია და ხუთივე ნიჩაბი ჰაერში
გაქვავდა. უმოძრაო კანჯო თავის ეკიპაჟიანად ტალღებზე
აქანავდა. მასთან ერთად სამი ველბოტიც შეჩერდა. ვეშაპები
ისე ღრმად იყვნენ ჩასული ლურჯ წყალში, რომ შორიდან მათი
მიმართულებაც კი ვერ გაარკვიეს, მაგრამ სხვებთან შედარებით
მათთან უფრო ახლო მყოფმა აქაბმა მაინც შეძლო ამის
განსაზღვრა.

თვალი აქეთ-იქით ნუ გაგირბით! – დაიყვირა სტარბეკმა.


წამოდექი, ქვიქეგ!

ველური მარდად შეხტა ქიმთან სამკუთხოვან შემაღლებაზე,


მთელი ტანით გაიმართა და დაჟინებით დაიწყო ყურება იმ

ადგილისაკენ, სადაც ის-ის იყო ნადირი გაუჩინარდა. მის


მოპირდაპირე მხარეს, კიჩოსთან, ველბოტის პლანშირამდე
ამაღლებულ პატარა სამკუთხა მოედანზე სტარბეკი
აუღელვებლად და მოხერხებულად იდგა და ოკეანის
უზარმაზარ ლურჯ თვალს დადუმებული შეჰყურებდა.

შორიახლოს ასევე უსიცოცხლოდ ირწეოდა ფლასკის ველბოტი,


ხოლო თვით უშიშარი უფროსი ლაგრეტის – მსხვილი ბოძის
წვერზე იდგა; ეს ბოძი ქვევით კილზე იყო მიმაგრებული და
კიჩოს მოედანზე ორი ფუტით მაღლა აწვდილიყო. ამ ბოძს
იმისათვის იყენებენ, რომ ბარჯის ლინის გახსნა შეანელონ;
მისი ზედა ჭრილი სიგანით კაცის ხელისგულს არ აღემატება;
ფლასკი სწორედ ამგვარ კვარცხლბეკზე იდგა ისე, თითქოს
წყალში ჩაძირული ხომალდის ანძაზე მდგარიყოს. ჯუჯა
წყალმკვეთი პატარა და დაგვალული იყო, მაგრამ მაღალი და
დიადი მისწრაფებები ამოძრავებდა, ამიტომ ლაგრეტიდან
თვალყურის დევნება არ აკმაყოფილებდა.

მესამე ზვირთს იქით ვერაფერს ვხედავ, ნიჩაბი ავაყუდო და


ზედ ავცოცდე?

ამ სიტყვებზე დეგუ, რომელიც ორივე ხელით ველბოტის


ბორტს ეჭიდებოდა, რომ არ დაცემულიყო, სწრაფად მივიდა
კიჩოსთან, გაიმართა და ფლასკს კვარცხლბეკად თავისი
მაღალი მხრები შესთავაზა.

ანძას არაფრით არ ჩამოუვარდება, სერ, ახვალთ?

აბა, რას ვიზამ. დიდი მადლობა, მეგობარო. მხოლოდ იმას


ვისურვებდი, კიდევ ერთი ორმოცდაათი ფუტით მაღალი
ყოფილიყავი.

მაშინ ზანგმა დევკაცმა ფეხები ნავის კიდეებს მიაბჯინა, ოდნავ


წაიხარა, ფლასკს საფეხურებად თავისი ხელისგულები
გაუშალა, მერე ხელი სამგლოვიარო პლუმაჟით[237]
დამშვენებულ თავზე დაადებინა, ერთი კი შესძახა, როცა
აგიტაცებ, ამყევიო, და ცოცხალი და უვნებელი ჯუჯა ფლასკი
მარჯვედ დაისვა მხრებზე. ფლასკი იდგა და დეგუს ხელს
ეჭიდებოდა: დეგუმ ხელი მაღლა ასწია, რომ მეორე თანაშემწე
რაიმეს დაყრდნობოდა.

ახალბედას ხშირად უკვირს, როცა გაშმაგებულ და აქაფებულ


ზვირთებზე აქეთ-იქით მოქანავე ველბოტზე მდგარ

ვეშაპმონადირე ჩვეული სიმარდით ინარჩუნებს


წონასწორობას. მით უფრო საკვირველია, როცა ამ
მდგომარეობაში იგი ლაგრეტის წვერზე დგას. დევკაც დეგუს
მხრებზე მდგარი პატარა ფლასკი კი კიდევ უფრო საოცარ
სანახაობას წარმოადგენდა, რადგან ეს კეთილშობილი ზანგი
თავის მოძრაობას გულგრილი, მშვიდი, აუღელვებელი,
შეუგნებელი და ბარბაროსული სიდიადით უთანხმებდა ზღვის
ღელვას. მის მხრებზე ქერათმიანი ფლასკი თოვლის ფიფქივი
იდო. ბარგის მზიდავი უფრო კეთილშობილი ჩანდა, ვიდრე
მისი ტვირთი. თუმცა მოუსვენარი, ფიცხი და ყოყოჩა ფლასკი
ზოგჯერ ფეხებსაც უბაკუნებდა, მაგრამ ზანგის მეფურ მკერდს
მაინც სუნთქვა ვერ ააჩქარებინა. მინახავს, როგორ თელავდნენ
ვნება და ამაოება ცოცხალი და სულგრძელი დედამიწის
მკერდს, მაგრამ დედამიწას ამის გამო სრბოლა და ბრუნვა არ
შეუნელებია.

მეორე თანაშემწეს, სტაბს, ასეთი შორსჭვრეტის სურვილი არ


გასჩენია. შესაძლებელია, ვეშაპები კი არ დაფრთხნენ, მათი
ზედაპირზე ყოფნის დრომ გაიარა და კარგა ხნით წყალში
ღრმად ჩაიმალნენო; ეს თუ ასე იყო, მაშინ სტაბი, როგორც
ამგვარ ვითარებაში იქცეოდა ხოლმე, ჩიბუხის გაბოლებას
აპირებდა და დრო ასე უნდოდა გაეყვანა. მან
ფართოფარფლებიანი ქუდის ზონრიდან ჩიბუხი გამოათრია,
რომელიც ფრთასავით ირიბად ჰქონდა გაჩრილი, გატენა, ცერი
გადაუსვა და ის იყო, თავის ზუმფარასავით უხეშ
ხელისგულზე ასანთი უნდა გაეკრა, რომ მებარჯე თეშტიგო,
რომლის ვარსკვლავებივით ანთებული თვალებიც ქარის
მიმართულებით იმზირებოდნენ, უეცრად ელვასავით გავარდ
თავისი მერხისაკენ და თან გულამოვარდნილი აყვირდა.
ნიჩბებს, ნიჩბებს მოჰკიდეთ ხელი! დააწექით! აგერ აქ არიან,
აქ!

მეზღვაურის მეტი იმ წამს ჩაყვინთულ ვეშაპს კი არა,


ჭიჭყინასაც ვერავინ დალანდავდა. აქაფებული მოთეთრო-
მომწვანო წყლის გარდა არაფერი ჩანდა, წყალზე კი აქა-იქ
ორთქლის მსუბუქი ღრუბელი გაწოლილიყო და თან ქარს
გვერდზე ისე მიჰქონდა, როგორც აქაფებული ტალღების
შხეფები. უეცრად ჰაერი ისე შეირხა და აცახცახდა, როგორც
გახურებული თონის თავზე. ამ ატმოსფერული ტალღებისა და
გრიგალის ქვემოთ წყლით ოდნავ დაფარული ვეშაპებ

მიცურავდნენ. მათი პირიდან ამოსული ორთქლი, რაც ყველა


სხვა ნიშანზე უპირველესად გამოჩნდება ხოლმე,
ჰეროლდივით თითქოს მათი მოსვლის მაუწყებელი იყო.

ახლა ოთხივე ველბოტი გამალებული მიისწრაფოდა იმ


ადგილისაკენ, სადაც წყალი და ჰაერი ერთნაირ მღელვარებას
შეეპყრო, თუმცა მისი დაწევა არ იყო იოლი. ქაფისა და
ბუშტების მასა სულ წინ და წინ მიქროდა, თითქოს ხეობაშ
მთის მდინარემ გაიტაცაო.

ჩაეჭიდეთ, ჩაეჭიდეთ, ბიჭებო, – ისევ ნელა და დაჟინებით


ჩასჩურჩულებდა სტარბეკი თავის ეკიპაჟს. მისი გამჭრიახი
მზერა ნავს წინ ისე უსწრებდა, როგორც ხომალდის ორი
საიმედო კომპასის ორი ხილული ისარი. იგი თავის ხალხს
თითქმის არაფერს ეუბნებოდა და ისინიც კრინტს არ ძრავდნენ.
კანჯოში დუმილს დროდადრო მხოლოდ მისი ჩურჩული
არღვევდა. იგი ხან ალერსიანად ითხოვდა, ხან მკაცრად
ბრძანებდა.

სულ სხვა სურათი იყო მოუსვენარი ჯუჯა წყალმკვეთის


ველბოტში:

აბა, ერთი კიდევ დავძახოთ, ძმებო! ხელი მაგრად ჩასჭიდეთ,


და იხმაურეთ, ჩემო მეხივით ბიჭებო! წინ გავვარდეთ და ნავი
პირდაპირ მათ შავ ზურგებზე შევასკუპოთ; ოღონდ ეს
მოახერხეთ, ბიჭებო, და ვაინიარდში ჩემი ფერმა
ცოლშვილიანად თქვენთვის მიჩუქნია. მიდი, მისცხე! ო,
ღმერთო დიდებულო! მალე ჭკუაზე შევიშლები! აგერ, თეთრი
წყალი, აგერ! – ყვირილით მოიძრო ქუდი, ფეხებთან დაიგდ
და გათელა. მერე ხელი დასტაცა და შორს ზვირთებში
გადაისროლა. თან კიჩოზე ისე ხტოდა, როგორც ერთი წლის
მოუსვენარი კვიცი პრერიებში.

აბა, იმ ყმაწვილს გახედეთ, – ფილოსოფიურად წამოიწყო


ფლასკის ნავს მცირე მანძილით ჩამორჩენილმა სტაბმა,
რომელსაც ჩამქრალი ჩიბუხი ჯერ ისევ კბილებში ეჭირა. – ხომ
არაფერს დაურტყამს?

დაურტყამსო? მოდით, ერთი ვაჩვენოთ დარტყმა როგორ


უნდა! მაგრად დავურტყათ! ხალისიანად, ჩემო შვილებო! დღეს
ვახშმად პუდინგია. ხალისიანად-მეთქი, დააწექით,
ცხვირმოუხოცავებო! ერთად დააწექით! ეი, რა ეშმაკი
შეგიჯდათ, რა გაჩქარებთ? ნელა, ნელა და ზომიერად,
ბიჭებო.
მაგრად ჩასჭიდეთ, სხვა არაფერი გინდათ. წელი უნდ
მოიწყვიტოთ. თავი არ უნდა დაზოგოთ – თქვენი საქმე ეგ არის.
მსუბუქად დააწექით-მეთქი, მსუბუქად, თქვენი ჯილაგი კი
ამოვარდა!

ის სიტყვები, რასაც აქაბი თავის ვეფხვისფერ-ყვითელ ეკიპაჟს


ეუბნებოდა, უკეთესი იქნება, გამოვტოვოთ; თქვენ ხომ
ევანგელისტურ სახელმწიფოში ცხოვრობთ და მისი
კურთხეული სხივები გათბობთ. აბობოქრებულ ტალღებში
მხოლოდ უწმინდური ზვიგენები თუ ბედავდნენ, ყურ
დაეგდოთ აქაბისათვის, რომელიც თვალებით რისხვას
აფრქვევდა და შუბლგამეხებული და პირზე ქაფშემშრალი
თავისი ნადავლისაკენ მიისწრაფოდა.

ველბოტები კი წინ მიქროდნენ. ფლასკი დროდადრო „აი, იმ


ვეშაპს“ ახსენებდა ხოლმე; „აი იმ ვეშაპში“ გულისხმობდ
გამოგონილ ცხოველს, რომელიც თითქოს ზედ ველბოტის
ქიმთან მიცურავდა და, როგორც იგი ირწმუნებოდა, კუდით
აღიზიანებდა მას; ამ სიტყვებს ისე დამაჯერებლად ამბობდა და
ისე იყო აღგზნებული, ნავზე მყოფნი ზოგჯერ შიში
იყურებოდნენ, რომ ზღვის ურჩხული საკუთარი თვალით
დაენახათ. ეს კი წესებს ეწინააღმდეგებოდა: მენიჩბემ თვალი
უნდა დაიბრმავოს და კისერი მგელივით უნდა გაიშეშოს,
რადგან ზღვის ზნე-ჩვეულებათა თანახმად, ესოდენ
კრიტიკულ წუთებში მენიჩბეს ყურისა და ხელების გარდა
სხეულის სხვა ნაწილი არ უნდა ჰქონდეს.

საუცხოო და საზარელი სანახაობა იყო! უძლეველი ოკეანის


უზარმაზარი ტალღები, მათი გუგუნი, რაც სულ უფრო დ
უფრო იზრდებოდა და ველბოტის რვა ფერდს ისე ასკდებოდა
და დანავარდობდა, როგორც უზარმაზარი სათამაშო ბურთებ
უსასრულო ველზე; აგონიის წამი, როცა ველბოტი ზეცისაკენ
ქიმაღმართული გაქვავდებოდა ხოლმე დანის პირივით ბასრი
ტალღის ქოჩორზე, რომელიც, გეგონებოდათ, ან ახლა
გადასჭრის კილს შუაზე და ან ახლაო; ზღვის დაბლობებსა და
ხეობებში უეცარი ჩავარდნა; თავგანწირვა, უკანასკნელ
ძალების მოკრება და სხვა ბორცვის თავზე მოქცევა; მის
კალთებზე დასხლტომა და თავშეუკავებელი სრბოლა
ყველაფერი ეს მესაჭეების ყვირილთან, მებარჯეების
წამოძახილთან და მენიჩბეების აჩქარებულ ხმამაღალ
ქშენასთან ერთად, ვეშაპის ძვალივით ქათქათა „პეკოდთან“

ერთად, რომელსაც აფრები გაეშალა და ისე მიემართებოდ


ველბოტებისაკენ, როგორც აქოთქოთებული კრუხი თავის
წიწილებისაკენ,– მართლაც, წარმტაც სანახაობას
წარმოადგენდა. არც ცოლის მკერდს მოშორებული და ბრძოლის
ორომტრიალში ჩაბმული ახალწვეული, არც საიქიოში
იდუმალებით მოცულ აჩრდილებთან ახალჩასული
მიცვალებულის სული არ განიცდის ისეთ ძლიერ და უჩვეულ
შეგრძნებებს, როგორსაც მიმალული კაშალოტის მიერ
აქაფებულ და მოჯადოებულ წრეში შეჭრილ ველბოტზე
მოხვედრილი მენიჩბე.

მდევართა მიერ აქაფებული თეთრი ტალღები ოკეანის


ზედაპირზე დაცემული ღრუბლების შავი ჩრდილების ფონზე
უფრო შესამჩნევი შეიქნა. ორთქლის შადრევნები ერთმანეთში
აღარ ირეოდა, თუმცა ყველგან იყო, ველბოტები ისევ
გაიშალნენ: სტარბეკი სამ ვეშაპს მისდევდა, ისინი ტალღებს
ქარის მიმართულებით მიარღვევდნენ. ჩვენ იალქანი
დავაყენეთ და ახლა წინ ძლიერი ქარი მიგვერეკებოდა;
ველბოტი ისეთი თავბრუდამხვევი სისწრაფით მიქროდა, რომ
ქარის მიმართულებით ნიჩბების მოსმა შეუძლებელი იყო
ნიჩაბი პალოზე აღარ მაგრდებოდა.

მალე ნისლმა დაგვფარა; ვერც ხომალდსა და ვერც კანჯოებს


ვეღარ ვხედავდით.

ნელა, ბიჭებო, – ჩაგვჩურჩულა სტარბეკმა და იალქნის ტილ


კიდევ უფრო უკან გადასწია. – დრო კიდევ გვაქვს. სანამ ღელვა
თავს დაგვატყდებოდეს, ვეშაპს ბოლოს მოვუღებთ. აგერ
კიდევ გამოჩნდა თეთრი წყალი! სულ ახლოსაა! დააწექით!

ამის შემდეგ ზედიზედ მოგვესმა წამოძახილები, რაც იმის


მაუწყებელი იყო, რომ იმ ორ ველბოტს უკვე დაეხოცა ვეშაპები.
ჯერ კიდევ სიჩუმე არ იყო ჩამოვარდნილი, რომ უეცრად
სტარბეკის სტვენასავით ჩურჩული გაისმა: „ადექ!“ – და
ქვიქეგი, რომელსაც ხელში ბარჯი ეჭირა, ფეხზე წამოხტა.

თუმცა წინიდან დამუქრებულ სასიკვდილო საფრთხეს ვერც


ერთი მენიჩბე ვერ ხედავდა, მაგრამ უფროსი თანაშემწის
დაძაბულმა სახემ ყველა მიახვედრა, რომ გადამწყვეტი წუთი
დგებოდა; თან ისეთი დგაფუნი ისმოდა, თითქოს წყალში
ასამდე სპილოს გაჰქონდა ტყაპა-ტყუპი. კანჯო კი ნისლს
მიარღვევდა და ტალღები ისე იგრიხებოდნენ და სისინებდნენ,

გეგონებოდათ, გესლმორეული და ზეამართული გველებ


არიანო.

აგერ, აგერ, მისი კუზი, აბა, მიდი, მიართვი! – ჩურჩულებდა


სტარბეკი.

ნავში უეცრად რაღაცამ დაიწუვლა; ეს ქვიქეგმა ისროლა ბარჯი.


იმავე წამში ველბოტი ტალღამ აიტაცა, წინ გაისროლა და ქიმით
წყალქვეშა კლდეს დააჯახა. იალქანი მოწყდა და ძირს დაეცა,
გვერდით ცხელი ორთქლის ნაკადი ავარდა და ფეხქვეშ
ყველაფერი ისე დაგვერწა და აძაგძაგდა, თითქოს მიწა იძრაო.
ნახევრად გონებადაკარგული ეკიპაჟი აქაფებულ ტალღებში
მიმოიფანტა. გრიგალი, ვეშაპი და ბარჯი ერთმანეთში აირია დ
ბარჯით ოდნავ გვერდგაკრული ვეშაპი გაიქცა.

ველბოტი კინაღამ ჩაიძირა, თუმცა, თითქმის უვნებელი იყო.


ნიჩბებს თავი მოვუყარეთ, პლანშირზე მივაბით და ისევ
ველბოტში ავფოფხდით. მუხლამდე წყალში ვიდექით, წყლით
იყო დაფარული ყველა სლანი და შპანჰოუტი[238], ასე რომ,
თვალებდახრილებს გვეჩვენებოდა, თითქოს ზღვის ფსკერიდან
ზედაპირამდე ამოზრდილ მარჯნის ნავში ვისხედით.

ქარი ძლიერდებოდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ღრიალებდა;


ზვირთები ერთმანეთს თავგამეტებით ეჯახებოდა; გრიგალ
გრიალებდა, იგრიხებოდა და ისე ტკაცანებდა, როგორც
პრერიაში გაქცეული თეთრი ალი, რომელიც გვეკიდა და არ
გვწვავდა, და უკვდავნი სიკვდილს კბილებით ვეჭირეთ! სხვა
ნავებს ამაოდ ვუხმობდით; ასეთ გრიგალში ეს იმას უდრიდა,
გახურებული ღუმლის საკვამურიდან ნახშირი ამოგეღოთ.
ამასობაში ზღვის ქაფს, მსრბოლავ ღრუბლებს და ნისლს
მოახლოებული ღამის მწუხრი წამოეპარა; ხომალდი
კვლავინდებურად არსად ჩანდა. აბობოქრებული ზვირთები
კანჯოდან წყლის ამოხაპვის საშუალებას არ გვაძლევდა. ჩვენ
ნიჩბებს ნავის წასაყვანად ვეღარ გამოვიყენებდით, ახლა
მხოლოდ მაშველი რგოლის მაგივრობას თუ გაგვიწევდნენ.
სტარბეკმა მაგრად თავდაცობილ ასანთებიან პატარა კასრზე
დახვეული თოკი გადაჭრა, მრავალი უშედეგო ცდის შემდეგ
ფარანს მოუკიდა, მერე რაღაც ლატანზე დაამაგრა და ქვიქეგს
დამსხვრეული იმედების მედროშეს – გადასცა. იგი ნავის ქიმზე
იჯდა და თავისი უძლური ლამპარი უძლეველი წყვდიადის
მკერდზე ეჭირა. იგი ნავის ქიმზე იჯდა, სასოწარკვეთილი,
გულგატეხილი, მაგრამ სასოწარკვეთილების უფსკრულშიაც

იმედის ცეცხლი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მაღლა ეჭირა.

ინათა, თავით ფეხამდე დასველებულებმა, სიცივით


აკანკალებულებმა და იმედდაკარგულებმა, რომ ხომალდს ან
ველბოტს კიდევ დავინახავდით, თავები ავწიეთ. ზღვაზე ისევ
ნისლი იდგა, კანჯოს ფსკერზე დამსხვრეული და ჩამწვარი
ფარანი ეგდო. უეცრად ქვიქეგი წამოხტა და ხელი ყურთან
მიიდო. ყველამ გავიგონეთ გემსართავებისა და ანძების ყრუ
ჭრიალი, რასაც აქამდე თითქოს გრიგალი ახშობდა. ჭრიალი
სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა; სქელ ნისლში
ბუნდოვნად გამოჩნდა უზარმაზარი, გაურკვეველი
გამოსახულება. შეშინებულებმა წყალში გადახტომა ძლივს
მოვასწარით, რომ ბოლოს და ბოლოს ხომალდმა ნისლს თავი
დააღწია, ჩვენი ველბოტისაკენ გამოეშურა და ქვეშ მოიქცია.

ტალღებზე ვირწეოდით და შევცქეროდით ჩვენ მიერ


მიტოვებულ კანჯოს, რომელიც ხომალდის ფორშტევენთან
ერთ წუთს ისე ათამაშდა და აძაგძაგდა, როგორც ნაფოტ
ჩანჩქერის ძირში, რომ ნამსხვრევებად ქცეული, კიჩოსთან ისევ
ზევით ამოვარდნილიყო. ტალღები ფიცრებზე გვახეთქებდა,
მაგრამ ისევ მივუახლოვდით გემს. ბოლოს მშვიდობიანად
აგვიყვანეს გემბანზე. სხვა ველბოტებს, გრიგალის მოახლოებ
რომ უგრძნიათ, ბარჯის ლინი გადაუჭრიათ და ხომალდზე
დაბრუნება მოუსწრიათ. თურმე ხომალდზე უკვე
დაღუპულები ვეგონეთ, მაგრამ გზას მაინც არ გასდგომიან იმ
იმედით, იქნებ დაღუპვის ადგილზე რაიმე ნივთიერი საბუთი
ნიჩაბი ან ჭვილთის ტარი – მაინც ვიპოვოთო.

49. აფთარი

იმ უცნაურ და დახლართულ საქმეში, ცხოვრება რომ ეწოდება,


ზოგჯერ ისეთი გაუგებარი დრო დგება და ისეთი გაუგებარი
ვითარება იქმნება, როცა ადამიანს მთელი სამყარო რაღაც
ბოროტ ტაკიმასხრობად ეჩვენება, თუმცა, მისთვის გაუგებარი
რჩება, რა არის ამ მასხრობაში გონებამახვილური, ამიტომ
სრული საფუძველი აქვს იფიქროს, გამასხრებული სხვა არავინ
არის თუ არა მეო. და მაინც სულით არ ეცემა და არავის
ეკამათება. მზად არის, მოინელოს ყველაფერი, რაც მის გარშემო
ხდება, მოინელოს ყოველნაირი რელიგია, რწმენა და

შეხედულება, ხილული და უხილავი სატანჯველი, რაც უნდა


მძიმე და ეკლიანი იყოს, მსგავსად სირაქლემისა, გადაყლაპულ
ტყვიებსა და თოფის კაჟს საუცხოოდ რომ ინელებს.
ყოველდღიური წვრილმანი და საზრუნავი, მოსალოდნელი
კატასტროფა, სასიკვდილო განსაცდელი, დასახიჩრება და
თვით სიკვდილიც მისთვის მხოლოდ მუჯლუგუნი დ
გვერდში იდაყვის გაკვრაა, რითაც უხილავი და იდუმალებით
მოცული მოხუცი ტაკიმასხარა გულკეთილად და მეგობრულად
უმასპინძლდება. სულის ასეთი იშვიათი, არაჩვეულებრივი
მდგომარეობა ადამიანისათვის დიდი უბედურების ჟამს არის
დამახასიათებელი; როცა იგი განუზომელ მწუხარებას
განიცდის და ის, რაც ერთი წამის წინ უდიდესი მნიშვნელობის
მატარებლად ეჩვენებოდა, ახლა მორიგი ამქვეყნიური
ტაკიმასხრობა ჰგონია. სასოწარკვეთილების ამ ქარაფშუტულ
და დარდიმანდულ ფილოსოფიას არაფერი ისე არ უწყობს
ხელს, როგორც ვეშაპმონადირეების ხელობასთან
დაკავშირებული სასიკვდილო განსაცდელი. ახლა „პეკოდის“
ნაოსნობასა და ამ ნაოსნობის მიზანს – დიად თეთრ ვეშაპს
სწორედ ასეთი განწყობილებით ვუყურებდი.

ქვიქეგ, – ვუთხარი მე, როცა ყველაზე ბოლოს ამათრიეს


გემბანზე, სადაც ამაოდ ვცდილობდი, წყალი ჩამომეწურა,
ქვიქეგ, მეგობარო, ნუთუ ასეთი რამ ხშირად ხდება ზღვაზე?

თუმცა ქვიქეგიც ჩემსავით იყო დასველებული,


განსაკუთრებული მღელვარება არ გამოუმჟღავნებია და
მაგრძნობინა, რომ ამგვარი რამ ზღვაზე მართლაც ხშირად
ხდებოდა.

მისტერ სტაბ, – მივმართე ამ ღირსეულ ჯენტლმენს,


რომელიც წვიმაში იდგა, მუშამბის ქურთუკი შეკრული ჰქონდა
და ჩიბუხს დინჯად აბოლებდა, – მისტერ სტაბ, თუ არ ვცდები,
ერთხელ ბრძანეთ, იმ ვეშაპმონადირეთაგან, რომელნიც მე
შემხვედრია, ყველაზე ფრთხილი და გონიერი უფროსი
თანაშემწე მისტერ სტარბეკიაო. ნისლში აფრაგაშლილი ნავით
შევარდნა და ვეშაპის ზურგთან გრიგალში მოხვედრა
ვეშაპმონადირეობის საქმეში კეთილგონიერების უმაღლესი
გამოხატულება ხომ არ არის?

აბა, როგორ. ველბოტი ჰორნის კონცხთან ქარიშხალშ


ჩამიშვია და თან ისეთი ხომალდიდან, რომელშიც წყალი
ჟონავდა.

მისტერ ფლასკ, – მივუბრუნდი ახლოს მდგომ ჯუჯა


წყალმკვეთს, – თქვენ ძველი და გამოცდილი კაცი ბრძანდებით.
ხომ ვერ მეტყვით, მისტერ ფლასკ, ნუთუ ჩვენი ხელობის
გარდაუვალი კანონის მიხედვით, სიკვდილის შესახვედრად
მენიჩბეებმა წელი უნდა მოიწყვიტონ და სიკვდილს უსათუოდ
ზურგშექცეულები უნდა შეხვდნენ?

ოჰ, ოჰ, განა არ შეიძლება, ასე მაღალფარდოვნად არ ითქვას?


მიპასუხა ფლასკმა. – დიახ, ასეთი კანონია. ნეტავ ერთი იმ
ეკიპაჟისათვის შემახედა, ვეშაპისაკენ კიჩოთი რომ მიდის. ხა!
ხა! ნახონ მაშინ, ვეშაპი როგორ შეხედავს.

ამგვარად, სამი მიუკერძოებელი მოწმისაგან მიღებულმა


ცნობებმა ამ შემთხვევას მთლიანად ნათელი მოჰფინა. ამიტომ,
თუ მხედველობაში მივიღებდი იმ გარემოებას, რომ
ქარიშხალში ველბოტის გადაბრუნება და ღია ზღვაში
ღამისთევა ვეშაპმონადირულ ცხოვრებაში სრულიად
ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენდა; რომ ვეშაპზე თავდასხმის
უაღრესად კრიტიკულ მომენტში ჩემი სიცოცხლე იმისთვის
უნდა მიმენდო, ვინც საჭეს უზის, და რომ ზოგჯერ ამ ადამიანს
ასეთ წუთებში თავგზა ებნევა და აღგზნებული მზად არის,
ნავის ფსკერი ფეხსაცმლის ქუსლებით გაამტვრიოს; თუ
მხედველობაში მივიღებთ ჩვენს ველბოტზე თავდატეხილ
უბედურებას, რაც ძირითადად მხოლოდ იმის ბრალი იყო, რომ
სტარბეკმა ვეშაპს დევნა გრიგალში დაუწყო; თუ
მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ სტარბეკი ამასთან ერთად
ნადირობის დროს ფრთხილად მოქმედებდა; თუ
მხედველობაში მივიღებთ, რომ მე ამ არაჩვეულებრივად
კეთილგონიერი სტარბეკის ეკიპაჟში ვირიცხებოდი; დაბოლოს,
თუ მხედველობაში მივიღებთ იმასაც, რა ჯოჯოხეთში მოვხვდი
იმ თეთრი ვეშაპის გამო, – თუ ყოველივე იმას, რაც ზემოთ
ჩამოვთვალე, მხედველობაში მივიღებთ, მაშინ ყველაფერს ის
აჯობებდა, კუბრიგში ჩავსულიყავი და ანდერძი შავად მაინც
დამეწერა.

ქვიქეგ, – ვუთხარი მე, – წავიდეთ. ჩემი რწმუნებული,


ანდერძის აღმსრულებელი და მემკვიდრე შენ იქნები.

იქნებ უცნაურობად მოგეჩვენოთ, რომ სხვა ხელობის


ადამიანებისაგან განსხვავებით, მეზღვაურები განსაკუთრები
ზრუნავენ ანდერძსა და უკანასკნელი ნება-სურვილის
გამჟღავნებაზე; და დედამიწის ზურგზე სხვას არავის აქვს

მიდრეკილება, თავი ამით გაირთოს. ჩემი მეზღვაურული


ცხოვრების განმავლობაში ამ საქმეს მეოთხედ ვკიდებ ხელს. დ
ახლა, როცა მთელი ცერემონია თავიდან გავიმეორე, შვება
ვიგრძენი და გულზე მომეშვა. ამასთან ის დღეები, მე რომ
უნდა ვიცხოვრო, აღდგომის მერე ლაზარეს ნაცხოვრებ
დღეებად გადამექცევა და ჩემი ამდენი და ამდენი დღისა და
ამდენი და ამდენი კვირის დამატებითი წმინდა შემოსავალ
იქნება. საკუთარი თავი გამოვიტირე, საკუთარი სიკვდილი
განვიცადე და ჩემი სიკვდილის ჟამი და ჩემი დაკრძალვა
სკივრში გამოვკეტე. გარშემო ისე მშვიდად და კმაყოფილებით
ვიყურებოდი, თითქოს მყუდრო საგვარეულო აკლდამის
მესრის მიღმა მჯდომი სპეტაკი სულის მოჩვენება
ვყოფილიყავი.

ახლა კი, ვფიქრობდი მე და ქურთუკის სახელოებს


დაუფიქრებლად ზევით ვიკეცავდი, დამადგეს თავზე
სიკვდილი და განსაცდელი; დავმშვიდდი, ახლა მზად ვარ
შევერკინო, და ჩვენ შორის ვინც უფრო სუსტია, ეშმაკმა წაიღოს
იმისი თავი.

50. აქაბის ველბოტი და მისი ეკიპაჟი. ფედალა

მოდი და ნუ გაგიკვირდება, ფლასკ! – წამოიძახა სტაბმა.


ცალფეხა რომ ვყოფილიყავი და ნავში ქუდი შეგეგდო, მაინც
ვერ შემიტყუებდი, ნავის ფსკერს მხოლოდ ნახვრეტს თუ
დავუცობდი ჩემი ხის ქუსლით. შენ კი ერთი ამ ჩვენს მოხუცს
შეხედე!

მგონია, აქ საკვირველი არაფერია, – უპასუხა ფლასკმა. – აი,


ფეხი რომ თეძომდე ჰქონდეს წაჭრილი, მაშინ სხვა საქმეა.
მაშინ ამის თავიც არ ექნებოდა. ახლა ერთი მუხლი მთლად
საღი აქვს და არც მეორე წაუჭრიათ მთლიანად.

მაგისი მუხლებისა არა ვიცი რა, მეგობარო, ეგ ჯერ


წამოჩოქებული არ მინახავს.
* * *

ვეშაპმრეწველებს არაერთხელ მოსვლიათ უთანხმოება იმის


გამო, უნდა ჯდებოდეს თუ არა კაპიტანი ვეშაპის
დასადევნებლად ველბოტში და უნდა იგდებდეს თუ არა თავს

საფრთხეში, როცა ნაოსნობის მშვიდობიანად დასრულება


მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მის სიცოცხლეზე. სწორედ
ასე ეკამათებოდნენ ერთმანეთს თემურლენგის
თვალცრემლიანი მეომრები, ჩვენი მბრძანებლის
ფასდაუდებელი სიცოცხლე ბეწვზე არ უნდა ეკიდოსო.

მაგრამ აქაბთან დაკავშირებით ეს საკითხი სულ სხვანაირ სახეს


იღებდა. თუ გავიხსენებთ, რომ განსაცდელის ჟამს კაცი თავს
ორ ფეხზედაც ძლივს იმაგრებს; თუ გავიხსენებთ, რომ ვეშაპის
დევნა მუდმივ, განსაკუთრებულ სიძნელეებთან არის
დაკავშირებული და ყოველი წამი დაღუპვას გიქადის, განა
მიზანშეწონილია, დასახიჩრებული კაცი ამგვარ ვითარებაში
ველბოტით ვეშაპს დაედევნოს? რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე

„პეკოდის“ საერთო მფლობელებს უარყოფითი პასუხი უნდა


გაეცათ.

აქაბმა კარგად იცოდა, მისი ნანტაკეტელი მეგობრები ალბათ


განსაკუთრებით არ შეშფოთდებოდნენ, როცა შეიტყობდნენ,
ნადირობის ადგილთან ველბოტით მხოლოდ იმიტომ მიდის
ახლოს, ბრძანება გასცეს და საფრთხე სულაც არ ემუქრებაო.
მაგრამ ის, რომ აქაბს თავის განკარგულებაში საკუთარი
ველბოტი ჰყავდა, ნადირობის დროს საჭეს თვითონ უჯდა და
კიდევ უფრო მეტიც, ხუთ ზედმეტ კაცს – ამ ველბოტის ეკიპაჟს
ინახავდა, ასეთი რამ, თვითონაც ძალიან კარგად ხვდებოდა,

„პეკოდის „ მფლობელებს თავში აზრადაც არ მოუვიდოდათ.


ამიტომ მათთვის დამატებითი ხარჯები არ მოუთხოვია და არც
ამის სურვილი გამოუმჟღავნებია. მხოლოდ, არავისთვის
გაუგებინებია, ისე მიიღო რაღაც ზომები და სანამ კაბაკომ
თავისი აღმოჩენა ქვეყანას არ მოსდო, ხომალდზე ეჭვიც კი
არავის აუღია. თუმცა ხომალდის ნავსადგურიდან გასვლის
შემდეგ, როცა ეკიპაჟმა ველბოტების ჩვეულებრივი
მოსამზადებელი სამუშაოები მოათავა, მალე ისიც შეამჩნიეს,
რომ ზოგჯერ აქაბი თვითონ უკეთებდა მანჭვალებს ნიჩბის
პალოებს, რაც მარცხენა ბორტთან მაგრდება და სათადარიგოდ
ითვლება. წინდაწინ თლიდა ხის პატარა სოლებს, რასაც ღარზე
აყენებენ, ლინის მოშვება რომ უნდათ ხოლმე. ყოველივე ეს
შეამჩნიეს და, განსაკუთრებით ის, რა მზრუნველობით
ადევნებდა თვალყურს ამ კანჯოს ფსკერის შემოფიცვრას, რომ
მისი ძვლის ფეხის სიმძიმისათვის უკეთ გაეძლო. აგრეთვე ის
მოუსვენრობა, რაც გამოამჟღავნა იმასთან დაკავშირებით, რომ
ნავის ქიმთან მოთავსებულ განიერ ფიცარს – დასაყრდენ

თამასას, რასაც ზოგჯერ სასროლ ძელსაც უწოდებენ და, რასაც


ბარჯის სროლისა და ჭვილთის ხმარების დროს მუხლით
ებჯინებიან, სწორი მოყვანილობა ჰქონოდა; ისიც შეამჩნიეს, რა
ხშირად იყო იგი ამ ნავში, სადაც თავისი ერთადერთი მუხლი
თამასაზე სამუხლეს სინჯავდა, დურგლის სატეხით
აღრმავებდა და ასწორებდა – ყოველივე ამან ხალხი ჯერ კიდევ
მაშინ დააინტერესა და ყველას ცნობისმოყვარეობა აღუძრა.
თითქმის ყველას გვეგონა, აქაბი ველბოტის მომზადებაზე
იმიტომ წუხდა და ზრუნავდა, რომ მობი დიკთან საბოლო
შეტაკებაზე ფიქრობდა. მან ხომ გაგვიცხადა, განზრახული
მაქვს, საზარელ ურჩხულს ბოლო ჩემი ხელით მოვუღოო.
მაგრამ ასეთი ვარაუდი არაფრით უკავშირდებოდა იმ
ბუნდოვან ეჭვსაც კი, რომ ამ ველბოტისათვის მას
განსაკუთრებული ეკიპაჟი ჰყავდა.

ახლა კი მენიჩბე-მოჩვენებების გამოჩენისთანავე ყოველგვარი


გაოცება გაქრა. ვეშაპსანადირო გემებზე გაოცება მუდამ
სწრაფად ქრება ხოლმე. ამასთან, ვეშაპსანადირო ხომალდის
ეკიპაჟი, ზღვის მაწანწალების ეს ბრბო, ხშირად ჩვენი
პლანეტის ყველაზე ბნელ ჯურღმულებში და ყველაზე
მივარდნილ კუთხეებში დაბადებული ნაძირალებისა და
არარსებული ერების ნამუსრევისაგან შედგება. ზოგჯერ
ტალღებზე მოქანავე ფიცრებზე, ხომალდის ნამსხვრევებზე,
ნიჩბებზე, გადაბრუნებულ ველბოტებზე, პირაგუებსა[239] და
გადაყირავებულ იაპონურ ჯონკებზე ჩაჭიდებული ისეთი
იშვიათი გარეწრები აჰყავთ ხოლმე გემზე, რომ ვეშაპსანადირ
ხომალდის გემბანზე თვით ბელზებელის გამოჩენა და
კაპიტანთან კაიუტაში სალაქლაქოდ მისი შესვლა
მეზღვაურებში განსაკუთრებულ მღელვარებას არ
გამოიწვევდა.

ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია: მაშინ, როდესაც მენიჩბე-


მოჩვენებანი, თუმცა არ გათქვეფილან მეზღვაურებში, მაგრამ
მაინც შეეთვისნენ ეკიპაჟს, მათი დოლბანდიანი წინამძღოლი
ფედალა ბოლომდე ამოუხსნელ გამოცანად რჩებოდა. საიდან
მოვიდა, როგორ შემოაღწია ჩვენს ზრდილ საზოგადოებაში, რა
აკავშირებდა აქაბის არაჩვეულებრივ ბედ-იღბალთან ისე, რომ
ზოგჯერ რაღაც ზეგავლენაც კი ჰქონდა მასზე და იქნებ
ძალაუფლებაც, არავინ იცოდა. მეზღვაურთაგან ფედალას
გულგრილად ვერავინ უყურებდა. იგი ისეთი არსება იყო,
ზომიერი სარტყლის კულტურულ და კეთილშობილურ

მკვიდრთ მხოლოდ რომ დაესიზმრებათ; მისი მსგავსნი


მხოლოდ ზოგჯერ გაიელვებდნენ ხოლმე საუკუნეებით
ჩამორჩენილი აზიური ქვეყნების მცხოვრებთა შორის.
უმთავრესად კონტინენტიდან აღმოსავლეთით მდებარე
კუნძულებზე – ამ განცალკევებულ და ძველისძველ ქვეყნებში,
დღესაც რომ ინახავენ იმ პირველ თაობათა სულიერ ჩანასახს,
როცა ჯერ კიდევ ცოცხლობდა ხსოვნა პირველი ადამიანისა,
ხოლო მისი ნაშიერნი, რომელთაც არ იცოდნენ, საიდან მოვიდა
მათი წინაპარი, ერთმანეთს მოჩვენებებად რაცხდნენ და მზესა
და მთვარეს ეკითხებოდნენ, ამქვეყნად რატომ და რისთვის
გავჩნდითო; როცა შესაქმეთა წიგნის თანახმად, ანგელოზები
ადამის ძის ასულებთან სარეცელს იყოფდნენ და სატანაც კი,
როგორც არაკანონიკური რაბინები უმატებენ, მიწიერ
ნეტარებას ეძლეოდა.

51. მოჩვენებითი შადრევანი

გადიოდა დღეები და კვირები, ვეშაპის ძვლით მორთულმა

„პეკოდმა“ დარიფებული აფრებით ნელა გადასერა ოთხი


სარეწაო რაიონი: აზორის კუნძულებთან, მწვანე კონცხის
კუნძულებთან, ეგრეთ წოდებული პლატო (რაიონი მდინარე
ლაპლატას შესართავთან) და კეროლის რაიონი – წყლის
შემოუზღუდავი მონაკვეთი წმინდა ელენეს კუნძულის
სამხრეთით.

და აი, ერთ წყნარ მთვარიან ღამეს, როცა კეროლის მიდამოებში


მივცურავდით, როცა ზვირთები ხომალდის ბორტთან აქეთ-
იქით ვერცხლისფერი ნაწნავებივით ბრწყინავდა და უდაბნოს
მყუდროებას კი არა, ვერცხლისფერ სიმშვიდეს მხოლოდ მათი
დუდუნი არღვევდა, აი, ასეთ მყუდრო ღამეში წინ, ხომალდის
წვეტიან ქიმთან აქაფებული ვერცხლისფერი შადრევანი
გამოჩნდა. მთვარის შუქით განათებული, იგი მაღალ, ზღვის
სიღრმიდან ამოსულ ბრწყინვალე ფრთოსან ღმერთს ჰგავდა.
პირველად შადრევანი ფედალამ შეამჩნია, რადგან ამ მთვარიან
ღამეებში გროტ-ანძის წვერზე ასვლა და დილამდე იქ დგომა,
თითქოს შუადღე ყოფილიყოს, ჩვეულებად ექცა. თუმცა ღამით
ვეშაპები რომ შეხვედროდათ, ველბოტებს წყალში ასიდან
ერთი ვეშაპსანადირო ხომალდი თუ ჩაუშვებდა. ამიტომ ძნელი
წარმოსადგენი არ არის, როგორ შეჰყურებდნენ მეზღვაურები

ამ უდროო დროს ანძაზე ასულ გამოყრუებულ აზიელს, როცა


ცაში გამოკიდებული მისი დოლბანდი და მთვარე ერთნაირად
ბრწყინავდა. ასე გაათია ფედალამ რამდენიმე ღამე და ხმა არ
გაუღია; ამიტომ, როცა ღამის სიჩუმეში მთვარის შუქზე
მოციმციმე, ვერცხლისფერი შადრევნის გამოჩენის მაუწყებელი
მისი არაამქვეყნიური ხმა გაისმა, მძინარე მეზღვაურები
საწოლებიდან ისე წამოცვივდნენ, თითქოს ციდან ჩამოსული
ფრთოსანი სული გემსართავებზე დაშვებულიყოს და
მოკვდავი ეკიპაჟი მიეხმოს. „ცისკიდურთან შადრევანია!“
მთავარანგელოზის საყვირის ხმა რომ გაეგონათ, ასეთი
თრთოლა მაშინაც კი არ აიტანდათ. თუმცა შიშს არ
განიცდიდნენ, პირიქით, კმაყოფილნი იყვნენ. ეს ძახილი,
უდროო დროს კი გაისმა, მაგრამ ისეთი ბრძანების კილოთი და
ისეთი განწირული ხმით მოუწოდებდა მათ, რომ ყველანი
ააღელვა და მთელი ეკიპაჟი ერთი კაცივით გამოცხადდ
გემბანზე ვეშაპის დასადევნებლად.

აქაბმა სწრაფად, კოჭლობით გაიარ-გამოიარა გემბანზე,


ბრამსელისა და ბომ-ბრამსელის აღმართვა და ლისელის აშვება
ბრძანა. შტურვალთან ყველაზე გამობრძმედილი მესაჭე
დააყენეს. ყოველი ანძის წვერზე მზვერავი იდგა დ
აფრებაშვებული ხომალდი მთელი სისწრაფით მიექანებოდა,
ადი-ჩადიოდა, აფრები ებერებოდა და დაუდეგარი ზურგის
ქარი აქეთ-იქით ისე ისროდა, რომ გემბანი ფეხქვეშ
გვეცლებოდა; ხომალდი კი სულ უფრო წინ მიქროდა,
გეგონებოდათ, ორი შეურიგებელი მისწრაფება ამოძრავებს:
ერთი ზევით, ცისკენ ეწევა, მეორე კი – შორს, ცისკიდურთან
გამოჩენილი ბუნდოვანი მიზნისაკენ მიაქანებსო. ამ დროს რომ
აქაბისათვის შეგეხედათ, იფიქრებდით, იმის სულშიაც ორი
მტრული ძალა ერთმანეთს შესჯახებიაო. მისი საღი ფეხის ხმ
გემბანზე ექოდ ისმოდა, ხოლო ძვლის ფეხი ისე კაკუნებდა,
როგორც ჩაქუჩი – კუბოს სახურავზე. სიცოცხლე და სიკვდილი
აი, რაზე იდგა ეს მოხუცი. მაგრამ რა თავბრუდამხვევი
სისწრაფეც უნდა ჰქონოდა ხომალდს და რა სიხარბითაც უნდა
ანთებოდათ მეზღვაურებს თვალები, – იმ ღამით
ვერცხლისფერი შადრევანი ცისკიდურთან აღარ გამოჩენილა.
ყოველი მეზღვაური დაიფიცებდა, დავინახეო, მაგრამ მეორედ

თვალი აღარავის მოუკრავს.


რამდენიმე დღემ გაიარა. ეს ამბავი ყველამ დაივიწყა, მაგრამ
უეცრად, შუაღამისას, სიჩუმეში კვლავ გაისმა ძახილი; და

ყველამ კვლავ ღამის შადრევანი დაინახა; და კვლავ, როგორც კი


დასადევნებლად აფრები გაშალეს, შადრევანი ისე გაქრა,
თითქოს არც გამოჩენილაო. ასე მეორდებოდა ყოველღამ და
ახლა დიდად გაოცებული ვიყავით. იდუმალებით მოცული, იგი
მთვარისა და ვარსკვლავების შუქზე ზევით ამოდიოდა ხოლმე,
რომ მერე მთელი ერთი, ორი ან სამი დღით დაკარგულიყო; და
ყოველ ახალ გამოჩენაზე, თითქოს სულ უფრო წინ
გვისწრებდა, შორს მიდიოდა, გვიხმობდა და გვითრევდა.

ზღვაოსანთა ტომისათვის დამახასიათებელ უძველეს


ცრურწმენათა გამო, იმ ზებუნებრიობის გამო, რაც „პეკოდს“
უკავშირდებოდა, მეზღვაურებში მრავალს სჯეროდა, რომ იმ
უჩინარ შადრევანს, რა უდროო დროსაც და რა განედზედაც
უნდა შეემჩნიათ, ერთი და იგივე ვეშაპი აფრქვევდა და ეს
ვეშაპი მობი დიკი იყო: ზოგჯერ ამ მფრინავი მოჩვენების
გამოჩენისთანავე გემბანზე მყოფ ადამიანებს რაღაც უცნაური
შიში ეუფლებოდათ: გეგონებოდათ, მოჩვენება ვერაგულად
იმიტომ გვიზიდავს, რომ ბოლოს და ბოლოს, ეს ურჩხული თავს
დაგვესხას, და შორეულ მივარდნილ წყლებში ლუკმა-ლუკმად
გვაქციოსო.

ამ ბუნდოვან და ამავე დროს საზარელ შიშს განსაკუთრებით


აძლიერებდა ის უშფოთველობა, ჩვენ რომ გარს გვეკრა; ლურჯი
სიმშვიდის მიღმა თითქოს რაღაც სატანური ჯადო იმალებოდა.
მომქანცველი უდაბნოსებური მყუდროება დღითი დღე შორს
გვიტყუებდა, გვეჩვენებოდა, თითქოს ჩვენს წინაშე თვით
სივრცე იხევდა უკან და ჩვენი შურისმაძიებელი ხომალდის
კილისგან სიძულვილით ყოველივე ცოცხალი შორს
მიისწრაფოდა.

მაგრამ აი, ბოლოს პირი აღმოსავლეთისაკენ, კეთილი იმედის


კონცხისაკენ ვიბრუნეთ. „პეკოდი“ მაღლა ადიოდა ტალღებზე,
ღრმად ყვინთავდა და ფართო განიერ ჭავლს ტოვებდა. შტორმი
მძვინვარებდა. როცა თეთრი ეშვებით დამშვენებული
ხომალდი ქარის შემოტევისაგან გვერდზე მკვეთრად
გადაიხრებოდა, ან შავ ტალღებს ქიმით ისე გაშმაგებულ
დაეძგერებოდა, რომ ვერცხლისფერ შხეფებ აქეთ-იქით ისროდა,
უსიცოცხლობა და სიცარიელე ქრებოდა და ადგილს პირქუშ და
დამთრგუნველ სანახაობას უთმობდა.

ჩვენ გვერდით, ხომალდის ბორტთან მიქროდნენ იდუმალი


არსებანი; ხოლო კიჩოს გადაღმა ღრუბლებივი

იქუფრებოდნენ ზღვის უცნაური ყორნები. ამ ფრინველებით


დახუნძლულ გემსართავებს ყოველ დილით შევყურებდით და
ყვირილით ვცდილობდით მათ დაფრთხობას. ისინი ტროსებზე
ისე ისხდნენ, თითქოს „პეკოდი“ ტალღებისა და ქარის ანაბრად
გასავერანებლად მიტოვებული ხომალდი ყოფილიყოს და
ამიტომ ისეთ უსახლკარო არსებებს, როგორებიც თვითონ
იყვნენ, ქანდარად გამოადგებოდა. ოკეანის უსასრულო წიაღ
კი სულ უფრო ბობოქრობდა და ბობოქრობდა, თითქოს
ქვეყნიერების შერცხვენილი სინდისი ყოფილიყოს და ახლა
ჩადენილ მძიმე ცოდვათა გამო იტანჯებოდა.
კეთილი იმედის კონცხს გეძახიან? ძველი სახელწოდება
ქარიშხლის კონცხი უფრო შეგეფერება; რადგან ხანგრძლივი
მუხანათური შტილით ნანანავები ჩვენი ხომალდი უეცრად ამ
აბობოქრებულ ზვირთებში მოექცა, სადაც ფრინველებად და
თევზებად გადაქცეული ცოდვილი სულები სამარადისოდ
იყვნენ განწირულნი, რათა ამ უსაზღვრო ოკეანის ტალღებს ისე
მინდობოდნენ, ნავსაყუდარის იმედი არა ჰქონოდათ და
ჩამოღამებულ ცაში ისე ეფრინათ, ცისკიდური ვერ დაენახათ.
ჩვენ კი დროდადრო კვლავინდებურად გვიზიდავდა და
გვეძახდა ვერცხლისფერი პლუმაჟით ცისკენ აღმართული,
მშვიდი, თოვლივით თეთრი და უცვლელი ობოლი შადრევანი.

ჩაშავებული სტიქიონის მღელვარების დღეებში აქაბი თითქმის


უცვლელად მბრძანებლობდა სველ და ჩამობნელებულ
გემბანზე; მოღუშული იყო, არავის ახლოს არ იკარებდა დ
თავის თანაშემწეებს ჩვეულებრივზე უფრო იშვიათად
მიმართავდა შტორმის დროს, როცა გემბანზე ყველა
ნაიტოვი[240] დამაგრებულია და აფრები დაშვებულია, იმის
მეტი არა დაგრჩენია რა, რომ გულხელდაკრეფილი დაელოდო
გრიგალის ჩადგომას. ასეთ დღეებში კაპიტანიცა და მისი
ეკიპაჟიც ფატალისტებად იქცევიან ხოლმე. აქაბი ძვლის ფეხს
ჩვეულებრივად პატარა ორმოს მიაბჯენდა და ცალი ხელით
ვანტებს მოეჭიდებოდა, სახეს ქარს შეუშვერდა, წინ
იყურებოდა და თავსდატეხილი ქარიშხალი თოვლს სახეზე ისე
აყრიდა, რომ წამწამები შეეყინებოდა ხოლმე. ამ დროს
ბუშპრიტთან[241] გრუხუნით დაცემული ზვირთები
მეზღვაურებს წინაერდოდან აძევებდა. ისინი შკაპუტთან,
ხომალდის მოაჯირის გასწვრივ მწკრივდებოდნენ და ყოველ
მათგანი, მოვარდნილი ტალღებისაგან თავი საიმედოდ რომ
დაეცვა, სახელოებთან დამაგრებულ, ბულინის მარყუჟის

მსგავს რაღაცას თავზე ჩამოიცვამდა და ხომალდთან ერთად


აქეთ-იქით ქანაობდა. ხმას იშვიათად თუ ვინმე დაძრავდა; და
მდუმარე ხომალდი, რომლის ეკიპაჟსაც თითქოს ცვილის
თოჯინები შეადგენდნენ, დემონური ძალების თავაწყვეტილ
ღრეობაში წინ მიქროდა. ხომალდზე ღამითაც დუმილი იყო
გამეფებული; ბულინის მარყუჟში მომწყვდეულ
მეზღვაურები პირმოკუმულები ქანაობდნენ აქეთ-იქით და
აქაბიც წარბშეუხრელად და მდუმარედ იდგა. მაშინაც კი, როცა
მოსვენება აუცილებელი იყო, იგი უარს ამბობდა. სტარბეკს ის
შემთხვევა ვერ დაევიწყებინა, როცა ერთხელ, ღამით,
ბარომეტრის ჩვენებათა აღსანიშნავად კაიუტაში ჩავიდა და იქ
მოხუცი კაპიტანი დაინახა; მას თვალები დაეხუჭა და იატაკზე
მიხრახნილ თავის სკამზე გამართული იჯდა, ხოლო მისი
ქუდიდან და მოსასხამიდან ნელა წვეთავდა გამდნარი
თოვლისა და წვიმის წვეთები. გვერდით, მაგიდაზე, საზღვა
რუკის გრაგნილი ედო, რაზედაც ზემოთ უკვე გვქონდა
ლაპარაკი. ფარნისთვის თითები მაგრად შემოეჭდო. თუმცა
გამართული იჯდა, მაგრამ თავი უკან გადაეწია, თვალები
დაეხუჭა და სახე ბიმსებს[242] შორის მიმაგრებულ

„მაბეზღარას“[243] ისრისაკენ მიეპყრო.

„საშინელო მოხუცო! – გაიფიქრა შემკრთალმა სტარბეკმა,


მაშინაც კი, როცა ქარიშხალი მძვინვარებს და გძინავს, შენი
მზერა მაინც მიზნისაკენ არის მიმართული“.
52. „ალბატროსი“

[244]

კროზეს შორეულ კუნძულებთან, კეთილი იმედის კონცხის


სამხრეთ-აღმოსავლეთით, ნამდვილ ვეშაპზე სანადიროდ
მდიდარ რაიონში, ცისკიდურთან გამოჩნდა ჩვენკენ მომავალ
იალქნიანი ხომალდი, რომელსაც „გოუნი“[245] („ალბატროსი“)
ერქვა. იგი ნელა მოიწევდა და ფოკ-ანძის წვერიდან
ჩინებულად შემეძლო დამეთვალიერებინა ახალბედასათვის
შესანიშნავი სანახაობა – შორეული ნაოსნობის ვეშაპსანადირ
ხომალდი, რომელსაც მშობლიური ნავსადგური დიდი ხანია
დაეტოვებინა.

ზვირთებს მაუდის მთელავის ლილვაკებივით ისე

გაეთეთრებინა ხომალდის კორპუსი, როგორც ნაპირზე


გამორიყული ლომვეშაპის ჩონჩხი. გვერდებზე ჟანგისფერ
ზოლები გასდევდა, ხოლო ტაკელაჟიანი რანჰოუტი
შეჭირხლული ხის დიდრონ ტოტებს ჰგავდა. ხომალდს
მხოლოდ ქვედა აფრები ჰქონდა გაშლილი. სამი შიშველი ანძის
წვერზე მდგომი გრძელწვერიანი მზვერავები საშინელი
შესახედავნი იყვნენ. თითქოს ნადირის ტყავში არიან
გამოხვეულნიო, ისეთი დახეული, ალაგ-ალაგ დაკერებული,
თითქმის ოთხწლიან ნაოსნობაში ნატარები ტანისამოსი ეცვათ.
ისინი ანძებზე მიმაგრებულ რკინის სალტეებში იდგნენ,
ირწეოდნენ და თუმცა ექვსივე მზვერავი ისე მივუახლოვდით
ერთმანეთს, რომ შეგვეძლო ჩვენი ანძიდან პირდაპირ იმათ
ანძაზე ამოგვეყო თავი, ისინი ნაღვლიანად
გვათვალიერებდნენ, ჩვენს მზვერავებს ერთხელაც არ
შეხმიანებიან; მხოლოდ ქვევიდან, ჩვენი შუაგემბანიდან გაისმა
ძახილი:

ეი, ალბატროსელებო! თეთრი ვეშაპი ხომ არ დაგინახავთ?

მაგრამ გათეთრებულ მოაჯირზე გადმოყუდებულ უცხ


კაპიტანს პირთან მიტანილი რუპორი ხელიდან გაუვარდა და
ზვირთებში ჩაიმალა; ამასობაში ქარმა ისევ დაიზუზუნა და იგი
ამაოდ ცდილობდა ურუპოროდ მოეწვდინა ხმა. ხომალდი კი
სულ უფრო და უფრო გვშორდებოდა. მეზღვაურებს არაფერ
უთქვამთ, ისე ჩაიმარხეს გულში ეს ავის მომასწავებელი
შემთხვევა, რაც მაშინ მოხდა, როცა მობი დიკის ამბავი სხვა
ხომალდს ჰკითხეს; აქაბი კი მხოლოდ მცირე ხანს ყოყმანობდა,
იფიქრებდით, ძლიერი ქარი რომ არა, კანჯოს ჩაუშვებს და
უცნობი კაპიტნის ხომალდზე თვითონ გადავაო. მაგრამ აი, მან
ისარგებლა იმით, რომ ქარი ზურგიდან გვიბერავდა, რუპორს
ხელი სტაცა და ხმამაღლა შეეხმიანა იალქნიან ხომალდს,
რომელიც, როგორც გარეგნულად განსაზღვრა, აგრეთვე
ნანტაკეტიდან იყო და ახლა შინ ბრუნდებოდა.

ე, ალბატროსელებო! მე „პეკოდი“ ვარ, მსოფლიოს გარშემო


მივდივარ! გადაეცით, წერილები წყნარ ოკეანეში გამოგზავნონ!
თუ სამი წლის შემდეგ ამ დროისათვის შინ ვერ დავბრუნდი,
მაშინ გამომიგზავნონ...

ამასობაში გემები ერთმანეთს დაშორდნენ. თავისი უცნაური


ჩვეულების თანახმად უწყინარი თევზების უთვალავმა
გუნდმა, მრავალი დღე ჩვენს ხომალდს რომ გვერდით
მოსდევდა, უეცრად ფარფლები აამოძრავა, მიგვატოვა და უცხ
ხომალდს გაჰყვა. ალბათ აქაბს ასეთი რამ ადრეც მრავალჯერ
ექნებოდა ნანახი, მაგრამ ახლა, მანიით შეპყრობილი, უბრალ
წვრილმანსაც კი მეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.

გამირბიხართ? – წაილაპარაკა და თან წყალს დააჩერდა. ეს


სიტყვები თითქოს განსაკუთრებულს არაფერს ამბობდნენ,
მაგრამ მის ხმაში ისეთი ღრმა და განწირული სევდა გამოიხატა,
როგორიც მოხუცს ჯერ არასოდეს გამოუმჟღავნებია. მაგრამ, აი,
იგი მიუბრუნდა მესაჭეს, რომელიც აქამდე ცდილობდა,
ხომალდი ქარის საწინააღმდეგოდ ეტარებინა, რომ სწრაფად არ
გვევლო, და კვლავინდებურად ომახიანად დაუყვირა:

საჭე ბორტთან! კურსი მსოფლიოს გარშემო აიღე. ასე!

მსოფლიოს გარშემო! არ შეიძლება ამ სიტყვებმა სიამაყის


გრძნობა არ გაგიღვიძოთ; მაგრამ სად წაგვიყვანს მსოფლიოს
გარშემო ამგვარი ნაოსნობა? აურაცხელი ტანჯვა უნდ
გადავიტანოთ და ისევ იქ დავბრუნდეთ, საიდანაც გზას
დავადექით, ვინც უსაფრთხო ადგილებში უკან მოვიტოვეთ,
მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ წინ იყვნენ.

ჩვენი სამყარო ხელისგულივით სწორი რომ იყოს დ


აღმოსავლეთისაკენ მიმავალთ სულ ახალ-ახალი, კიკლადებსა
და მეფე სოლომონის კუნძულებზე უფრო საოცარი და
მშვენიერი მხარეები და ქვეყნები აღმოგვეჩინა, ჩვენს
ნაოსნობას აზრი მაშინ ექნებოდა. მაგრამ როცა ბუნდოვანი დ
იდუმალებით მოცული ოცნებების აღსრულება გვწადია, ან
დემონურ მოჩვენებებს გამოვედევნებით, – დემონური
მოჩვენებანი კი ადრე თუ გვიან ყოველი მოკვდავის სულს
აჯადოებენ, – როცა ამ მრგვალ დედამიწაზე ყველგან მივდევთ
მათ, ისინი ან გამოუვალ ლაბირინთებში გვიტყუებენ, ან
შენგრეული ტრიუმით გვაჯილდოებენ და შუაგზაზე
უპატრონოდ გვტოვებენ.

53. შეხვედრები ზღვაზე

ის ცხადი მიზეზი, რამაც აქაბს იმ ვეშაპსანადირო ხომალდზე


ასვლა გადააფიქრებინა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შემდეგში
მდგომარეობდა: ქარი და ზღვა გრიგალით იმუქრებოდა. მაგრამ

ესეც რომ არ ყოფილიყო, სულერთია, – როგორც მისმა


შემდგომმა ქცევამ დაგვარწმუნა, ამგვარ შემთხვევებში,
რუპორით მოლაპარაკების გზით თავის კითხვაზე უარყოფითი
პასუხიც რომ მიეღო, იგი ალბათ იმ ხომალდზე მაინც არ
ავიდოდა, რადგან, როგორც შემდგომ გამოირკვა, სხვა
ხომალდის კაპიტნებთან, რომლებიც საინტერესოს ვერაფერს
ეტყოდნენ, ხანმოკლე ურთიერთობის სურვილიც კი არ
ჰქონდა. ეს ამბავი სათანადოდ რომ შეაფასოთ, აუცილებლად
უნდა მოგითხროთ, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ
ვეშაპსანადირო ხომალდები ძველი ჩვეულების თანახმად,
როცა ერთმანეთს უცხო მიდამოებში და განსაკუთრებით
სარეწაო რაიონებში ხვდებიან.

თუ ორი უცნობი ადამიანი ერთმანეთს ნიუ-იორკის შტატის


პაინბერენსის ვერან ადგილებში ან ინგლისის
სოლსბერიპლეინის არანაკლებ უდაბურ საზღვრებთან ხვდება,
თუ ამ არასტუმართმოყვარულ, უკაცრიელ
ადგილას
შემთხვევით შეხვედრილი ეს ადამიანები, მიუხედავად იმისა,
რომ მისალმების სურვილი სულაც არა აქვთ, სალამს მაინც ვერ
გაექცევიან და ერთმანეთს ისე ვერ ჩაუვლიან, წუთით მაინც არ
შეჩერდნენ, ერთმანეთს ახალი ამბები არ გაუზიარონ, ან მცირე
ხნით მაინც არ ჩაიმუხლონ, მით უმეტეს, უფრო ბუნებრივი
იქნება, თუ უსაზღვრო ოკეანის უკაცრიელ და ვერან
ადგილებში მოხვედრილი ვეშაპსანადირო ხომალდები,
როდესაც ერთმანეთს სადღაც ქვეყნის კიდეზე – ფანინგის
მივარდნილ კუნძულთან ან ჰილბერტის შორეულ
კუნძულებთან შეამჩნევენ, ერთმანეთს არა მარტო რუპორით
მიესალმონ, არამედ ერთმანეთთან უფრო მჭიდრო,
მეგობრული და თავაზიანი ურთიერთობა დაამყარონ.
განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ორივე ხომალდი ერთსა
და იმავე ნავსადგურს ეკუთვნის და ამ ხომალდების
კაპიტნები, ოფიცრები და ეკიპაჟის წევრთა უმრავლესობ
ერთმანეთს პირადად იცნობენ და, ალბათ, ამასთან
დაკავშირებით, მრავალი, მოსაგონებლად ძვირფასი რამ აქვთ
საერთო.

ზღვაში ახლახან გასულ ხომალდს იქნებ წერილებიც


მიჰქონდეს იმათთვის, ვისაც ნაოსნობაში ორი-სამი წელი
გაუტარებია, ყოველ შემთხვევაში, მათ მიერ შენახულ
უკანასკნელ გაზეთზე ერთი ან ორი წლით გვიან
დათარიღებულ გაზეთს მაინც მიაწვდის. ამ თავაზიანობის

პასუხად ნაოსნობაში ახლად გამგზავრებული ხომალდი


უახლეს ცნობებს შეიტყობს იმ სარეწაო რაიონზე, საითაც
კურსი აქვს აღებული, ეს კი არცთუ ისე პატარა საქმეა.

ზემოთ რაც ითქვა, რამდენადმე იმ ვეშაპსანადირ


ხომალდებსაც ეხება, რომელთა გზებიც ერთი სარეწაო რაიონის
საზღვრებშია მოქცეული, თუნდაც მშობლიური ნავსადგური
ერთდროულად ჰქონდეთ მიტოვებული. ხომ შესაძლებელია, ამ
ორი ხომალდიდან ერთ-ერთს ფოსტა მიეღო გადასაცემად
რომელიმე, ახლა შორს მყოფი, მესამე ხომალდისათვის. და ამ
ფოსტიდან მრავალი წერილი იქნებ შემოხვედრილი ხომალდის
ეკიპაჟის წევრებისათვის იყოს განკუთვნილი. ამასთან, ისინი
ერთმანეთს თავის ხელობასთან დაკავშირებით ახალ ამბებსაც
მიაწვდიან და გულითად საუბარსაც გააბამენ; რადგან მათ არა
მარტო ზღვაოსანთათვის დამახასიათებელი
ურთიერთპატივისცემა მოსდევთ, არამედ თავისებური
ნათესაობაც აკავშირებთ, რასაც საერთო საქმე და ერთად
გადატანილი ჭირ-ვარამი წარმოშობს ხოლმე.

სხვადასხვა ქვეყანასაც რომ ეკუთვნოდეს შეხვედრილი


ხომალდები, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს,
თუ, რა თქმა უნდა, ამ ხომალდების მეზღვაურები ერთ ენაზე
ლაპარაკობენ, როგორც, მაგალითად, ამერიკელები და
ინგლისელები. თუმცა, ინგლისური ვეშაპსანადირო
ხომალდების სიმცირის გამო, ასეთი შეხვედრები არცთუ ისე
ხშირია. მაგრამ თუ ასეთ შეხვედრას მაინც აქვს ადგილი,
ხომალდებს შორის რაღაც დაძაბულობა იქმნება, რადგან
ინგლისელი საკმაოდ თავდაჭერილია, ხოლო იანკი საკუთარ
თავდაჭერილობის გარდა ვერავის თავდაჭერილობას ვერ
ითმენს. ამასთან ინგლისელი ვეშაპმონადირენი ხშირად
ამერიკელი ვეშაპმონადირეების წინაშე რაღაცნაირ საიმპერიო
ამპარტავნობას იჩენენ და ნანტაკეტის გამხდარ, აყლაყუდა,
ენით აუწერელი პროვინციული თვისებების მქონე
მცხოვრებლებს ისე უყურებენ, როგორც ზღვის ტეტიებს.
სინამდვილეში, რის საფუძველზე ამპარტავნობენ
ინგლისელები, ამის თქმა ძნელია, ამერიკელები ერთ დღეში
იმდენ ვეშაპს ხოცავენ, რამდენსაც ინგლისელები ათი წლის
განმავლობაში. ამპარტავნობა ინგლისელ ვეშაპმონადირეთა
პატარა უწყინარი სისუსტეა და ნანტაკეტელ მეზღვაურებს
გულთან ახლოს არც მიაქვთ, ალბათ იმიტომ, რომ იციან, რაღაც
სისუსტე მათაც ახასიათებთ.

ამრიგად, როგორც ვხედავთ, იმ ხომალდებისგან, რომლებიც


ზღვაზე ცალკე დაცურავენ, ვეშაპმონადირეებს ყველაზე მეტ
მიზეზი აქვთ, უცხო ხომალდის შეხვედრა უხაროდეთ, დ
უხარიათ კიდევაც, მაშინ, როდესაც ვაჭრები შუა ატლანტის
ოკანეში ერთმანეთს ისე შეხვდებიან და ჩაუვლიან, რომ
გამარჯობასაც არ ეტყვიან, თითქოს ერთმანეთი არც კი
დაენახოთ, მსგავსად ბროდვეიზე მოსეირნე ორი ვაჟბატონისა,
რომლებმაც ერთმანეთს, შეიძლება ნიშნისმოგებით,
მორთულობის ღირებულებაც კი შეუფასონ. რაც შეეხება
სამხედრო ხომალდებს, ისინი ისე დიდხანს და სულელურად
ესალმებიან ერთმანეთს და კიჩოზე ალმებს ისე დაბლა
უშვებენ, რომ ნამდვილი, გულითადი კეთილმოსურნეობისა
და ძმური სიყვარულის კვალიც აღარ რჩება. მონათმოვაჭრეებს
კი მუდამ ისე ეჩქარებათ, რომ შეხვედრისას იმას ცდილობენ,
ერთმანეთს რაც შეიძლება მალე გაეცალონ. ხოლო მეკობრენი,
უწინარეს ყოვლისა, ყვირილით ეკითხებიან ერთმანეთს:

„რამდენი თავის ქალა გაქვთო?“ – სწორედ ისე, როგორც


ვეშაპმონადირენი ეკითხებიან ხოლმე: „რამდენი კასრი
გაავსეთო?“ ამ კითხვა-პასუხისთანავე მეკობრენი სხვადასხვა
მხარეს მიისწრაფვიან, რადგან მეტისმეტად უკეთურნი არიან
და მათ მსგავს უკეთურთა ხილვა მაინცდამაინც დიდ
სიამოვნებას არ ანიჭებთ.

მაგრამ აბა ერთი კეთილი, თავმდაბალი, უწყინარი,


მეგობრული და სახელოვანი ვეშაპსანადირო ხომალდი ნახეთ!
როგორ იქცევა ვეშაპსანადირო ხომალდი, როცა მეორე
ვეშაპსანადირო ხომალდს ხვდება და ამ დროს ოდნავ
ხელსაყრელი ამინდი მაინც თუა? იგი მას „შეხვედრობას“
უწყობს, რაც სხვა ხომალდთათვის იმდენად უცხო რამ არის,
რომ ეს სიტყვაც კი არ გაუგონიათ და თუ შემთხვევით ყური
მოჰკრეს, გაეცინებათ, „მეშადრევნეებსა“ და „ქონის
მდნობელებზე“ მრავალ სისულელეს იტყვიან და სხვა ასე
გონებამახვილურ გამოთქმებს წამოროშავენ. რით აიხსნება,
რომ სავაჭრო ხომალდები, ისევე როგორც მეკობრე, სამხედრო
და მონათმოვაჭრე ხომალდები ვეშაპმონადირეებს ასეთი
ზიზღით ეკიდებიან? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია.
მაგალითისათვის მეკობრენი ავიღოთ, განა ასეთი დიდებული
ხელობის პატრონები არიან? რა თქმა უნდა, ეს ხელობა მათ
ზოგჯერ აამაღლებს ხოლმე, მაგრამ მხოლოდ სახრჩობელაზე. ამ
თავისებური საშუალებით ამაღლებულ ადამიანს კი ის

საძირკველი ეცლება, რაც ესოდენ საჭიროა ასამაღლებლად. ასე


რომ, ჩემი აზრით, მეკობრეს არავითარი საფუძველი არა აქვს,
ვეშაპმონადირესთან თავისი მაღალი მდგომარეობი
დაიტრაბახოს.

მაგრამ რა არის „შეხვედრობა“? ლექსიკონში ამ სიტყვის ძებნით


საჩვენებელი თითი ამაოდ გაგიცვდებათ; პროფესორ
ჯონსონს[246] ერუდიციის ამგვარი სიმაღლისათვის არ
მიუღწევია. მისი ნახვა არც ნოე ვებსტერის კიდობანში
შეიძლება; თხუთმეტი ათასი ჭეშმარიტი ამერიკელი იანკი კი
აგერ უკვე მრავალი წელია, ხმარობს ამ სიტყვას. იგულისხმება,
რომ აუცილებელია მისი მნიშვნელობის განსაზღვრა და
ლექსიკონში შეტანა. ამ მიზნით ჩემს თავს ნებას მივცემ ეს
სიტყვა მეცნიერულად განვმარტო.

შეხვედრობა (არსებ. სახ.) – ორი და ორზე მეტი ვეშაპსანადირ


ხომალდის შეხვედრა უმთავრესად სარეწაო რაიონებში, როცა
მისალმებასთან ერთად ერთმანეთს ამ ხომალდების ეკიპაჟის
წევრებიც ეწვევიან ხოლმე: კაპიტნები ერთი ხომალდის
გემბანზე ხვდებიან ერთმანეთს, ხოლო უფროსი თანაშემწენი
მეორე ხომალდის გემბანზე.

რახან ლაპარაკი შეხვედრაზე ჩამოვარდა, ერთი წვრილმანიც არ


უნდა დავივიწყოთ. პატარა თავისებურებანი ყველა პროფესიას
ახასიათებს, ამ მხრივ გამონაკლისს არც ვეშაპმონადირეობა
წარმოადგენს. მეკობრულ, სამხედრო ან მონათმოვაჭრე
ხომალდებზე კანჯოთი მიმავალი კაპიტანი კიჩოზე თავსდება,
სადაც ხშირად რბილი, მოხერხებული დასაჯდომია მოწყობილი
და ჭრელი ზონრითა და ბაბთებით დამშვენებულ,
სათამაშოსავით პატარა რუმპელსაც თვითონვე მართავს
ხოლმე. ველბოტს კი კიჩოზე არც საჯდომი აქვს, არც ბალიში და
არც რუმპელი. ისღა გვაკლია, რომ ნიკრისის ქარით შეპყრობილ
პატივცემულ მოხუცთა მსგავსად ზღვაზე კაპიტან
ვეშაპმონადირენიც ინვალიდის სავარძლით
დაბრძანდებოდნენ. რუმპელი კი ისეთი ფუფუნებაა, რომ არც
ერთი ველბოტი არ იკადრებს, რადგან ამგვარ შემთხვევაში
ხომალდს წყალში ჩაშვებული ველბოტის მთელი ეკიპაჟი, მათ
შორის მებარჯეც ტოვებს. ველბოტს მესაჭე მართავს, ხოლ
კაპიტანი, რომელსაც ნავში არსად არ დაეჯდომება, ნაძვივით
დგას. ხშირად ნავში მდგომი კაპიტანი, რომელსაც ორივე
ხომალდის გემბანიდან ხილული სამყაროს თვალი მისჩერებია,

მთელ ძალ-ღონეს ხმარობს, როგორმე წონასწორობა


შეინარჩუნოს და ღირსება არ შეელახოს. ეს კი არც ისე ადვილია,
რადგან ზურგს უკან მესაჭის უზარმაზარი ნიჩაბია აშვერილი
და დროდადრო ეს ნიჩაბი წელზე სცემს, ხოლო პირველი
მენიჩბის ნიჩაბი მუხლებზე ხვდება. ასე რომ, წინიდან დ
ზურგიდან მეტისმეტად შეზღუდულია, მხოლოდ აქეთ-იქი
თუ იმოძრავებს და ფეხებს გვერდზე გადგამს; მაგრამ
ველბოტის უეცარ და სწრაფ მოძრაობას შეუძლია იგი ძირს
დასცეს, რადგან ფუძის სიგრძეს შესაბამისი სიგანეც უნდა
ჰქონდეს. აბა, ერთი სცადეთ და ფარგლის მსგავსად ორი
ლატანი ერთმანეთზე მიაყუდეთ, თუ გაჩერდეს. მთელი
პატიოსანი ხალხის თვალწინ კი არაფრით არ შეიძლება-მეთქი,
გეუბნებით, ფეხებგაჩაჩხულმა და მოქანავე კაპიტანმა რაიმეზე
თავი ოდნავ მაინც შეიმაგროს; ის კი არა და, თავისი სრული
წონასწორობის დასამტკიცებლად ხელები შარვლის ჯიბეებში
უნდა ჰქონდეს ჩაწყობილი; თუმცა შეიძლება ეს ხელები
ჩვეულებრივად დიდი და მძიმე ბალასტის მაგივრობასაც
უწევდეს. და მაინც, ყოფილა შემთხვევები, – ამის მოწმე კი
მრავლად მოიძებნება, – როცა კაპიტანი რომელიღაც კრიტიკულ
მომენტში – მაგალითად, გრიგალის უეცარი მოვარდნის ჟამს,
გვერდით მჯდომ მენიჩბეს თმაში ჩაჰფრენია და,
სიკვდილივით ულმობელი, მთელი ძალით ჩასჭიდებია.

54. „ტაუნ-ჰოს“ ამბავი, როგორც ეს „ოქროს სასტუმროში“ იყო


მოთხრობილი

კეთილი იმედის კონცხი და მისი მიდამოები ძალიან წააგავს


დიდ ხალხმრავალ გზაჯვარედინს. იმდენ მოგზაურს
დედამიწის ზურგზე სხვაგან ვერსად ნახავთ.

„ალბატროსთან“ შეხვედრის შემდგომ ჩვენ კიდევ დავინახე


ერთი ვეშაპსანადირო ხომალდი – „ტაუნ-ჰო“[247], რომელიც
შინ ბრუნდებოდა. მისი ეკიპაჟი თითქმის მთლიანად
პოლინეზიელებისაგან შედგებოდა. ხანმოკლე „შეხვედრობის“
დროს მობი დიკზე განსაცვიფრებელი ახალი ამბები
მოვისმინეთ. ზოგიერთ ჩვენგანს თეთრი ვეშაპისადმი საერთ
ინტერესი კიდევ უფრო გაუღვივა „ტაუნ-ჰოს“ ამბავთან
დაკავშირებულმა ერთმა გარემოებამ, რამაც, თითქოს
განყენებულად და რაღაც საპირისპირო აზრით, ვეშაპი იმ

საოცარი ნიჭით დააჯილდოვა, რომ ზოგიერთი ადამიანის


თავზე ღვთის სამართალი აღესრულებინა. ამ გარემოებამ და
მისგან გამომდინარე შედეგებმა და დასკვნებმა, რამაც, ასე
ვთქვათ, ტრაგედიის ფარული მხარე წარმოშვა და რასაც ახლა
მოგითხრობთ, კაპიტან აქაბისა და მისი თანაშემწეების
ყურამდე ვერაფრით ვერ მიაღწია, რადგან ამ ამბის იდუმალი
მხარე თვით „ტაუნ-ჰოს“ კაპიტანმაც არ იცოდა. ეს
საიდუმლოება მხოლოდ ამ ხომალდის სამ თეთრკანიან
მეზღვაურს ეკუთვნოდა, რომელთაგან ერთ-ერთმა როგორც
გამოირკვა, თეშტიგოს აცნობა და საზარელი აღთქმ
დაადებინა, რომ არავის გაუმჟღავნებდა; მაგრამ იმავე ღამი
თეშტიგომ ძილში წამოაბოდა, ბევრი რამ გამაამჟღავნა და
გამოღვიძებული იძულებული შეიქნა, ყველაფერი ბოლომდე
ეთქვა. და მაინც, „პეკოდის“ მეზღვაურებზე ისე ძლიერ
იმოქმედა ამ ამბავმა და, მე ვიტყოდი, ისეთი უჩვეულ
თავაზიანობა გამოიჩინეს, რომ ხმა არ ამოიღეს და ეს
საიდუმლოება კუბრიგს არ გასცილებია. ახლა ამ ამბის
ოფიციალურ ვერსიაში, სადაც საჭიროა, იდუმალ ძაფს ჩავაქსოვ
და ამ უჩვეულო ამბის დაწვრილებით გადმოცემასა და
უკვდავყოფას შევუდგები.

რატომღაც იმ სტილის შენარჩუნება მოვისურვე, რა სტილითაც


ეს ამბავი ერთხელ ლიმაში, რომელიღაც წმინდანის
დღესასწაულის წინადღით მოვყევი ჩემი ესპანელი მეგობრების
წრეში, როცა „ოქროს სასტუმროს“ მოოქრული კაფელით უხვად
დამშვენებულ ვერანდაზე ვიყავით წამოწოლილები და
ვაბოლებდით. ამ მოხდენილ კავალერთაგან ორი ჭაბუკი, დონ
პედრო და დონ სებასტიანი, ჩემი კარგი ნაცნობები იყვნენ,
დროდადრო თხრობას სწორედ ამიტომ მაწყვეტინებდნენ და
პასუხსაც საჭიროებისამებრ იღებდნენ.

„ორი წლით ადრე, სანამ პირველად შევიტყობდი იმ ამბებს,


რომელთა გაზიარებაც ახლა თქვენთვის მწადია,
ჯენტლმენებო, „ტაუნ-ჰო“, ნანტაკეტის ვეშაპსანადირო
ხომალდი, აქ დაცურავდა, წყნარ ოკეანეში, სტუმართმოყვარე

„ოქროს სასტუმროდან“ დასავლეთით რამდენიმე დღის


სავალზე. იგი სადღაც ეკვატორის ჩრდილოეთით იმყოფებოდა.
ერთხელ, დილით, როცა მეზღვაურები, როგორც ყოველთვის,
ტუმბოებთან დადგნენ, ყველამ შეამჩნია, რომ ტრიუმში
ჩვეულებრივზე მეტი წყალი დაგროვილიყო. იფიქრეს, ალბა
ხომალდის გარსამოსი[248] შიმშერმა გახვრიტაო. მაგრამ

კაპიტანმა მხოლოდ მისთვის ცნობილი იშვიათი წარმატების


იმედად, რაც მათ თითქოს ამ განედზე ელოდა, კურსის შეცვლა
არ ისურვა: წყალი თითქოს ჯერ კიდევ სახიფათოდ არ
ჟონავდა; თუმცა ნახვრეტს ვერაფრით მიაგნეს, ამას ზღვის
ღელვაც უშლიდა ხელს; ხომალდმა გზა განაგრძო,
მეზღვაურები კი სწრაფად ცვლიდნენ ერთმანეთს
ტუმბოებთან და დაუძაბავად ირჯებოდნენ. მაგრამ წარმატება
არსად ჩანდა; ნახვრეტს კი არამცთუ ვერ მიაგნეს, წყლის დენამ
ისე იმატა, რომ შეშფოთებულმა კაპიტანმა გადაწყვიტა, მთელი
სისწრაფით წასულიყო უახლოესი კუნძულის
ნავსადგურისაკენ, ხომალდი წყლიდან ამოეთრია და
შეეკეთებინათ.

თუმცა წინ დიდი გზა ჰქონდათ, კაპიტანს მაინც არ ეშინოდა,


რომ ხომალდი გზაში ჩაიძირებოდა, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე
განსაკუთრებული შემთხვევა არ მოხდებოდა, რადგან
შესანიშნავი ტუმბოები ეყენა, ამასთან ოცდათექვსმეტი
მეზღვაური ერთმანეთს ცვლიდა და წყლის დენა ერთიორად
რომ გაზრდილიყო, მაინც შეუფერხებლად ამოტუმბავდნენ.
თითქმის მთელი მგზავრობის განმავლობაში ზურგის ქარი
უბერავდა და კაპიტნის უფროსი თანაშემწის, ვაინიარდელი
რედნის, უხეში მბრძანებლობა და ამით გამოწვეული
სტილკილტის, ტბების რაიონიდან წამოსული ბუფალოელ
ჭაბუკის შურისმაძიებლობა რომ არა, ალბათ „ტაუნ-ჰო“
ნავსადგურს მშვიდობიანად მიაღწევდა და საბედისწერო
არაფერი შეემთხვეოდა“.

ტბების რაიონიდან! ბუფალოდან! თუ ღმერთი გწამს,


მითხარი, რა ტბებია, ან ბუფალო რა არის? – მითხრა დონ
სებასტიანმა და ჰამაკში წამოიწია.

ქალაქი ერის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დონ... გთხოვთ,


მომისმინოთ. მალე თქვენთვის ყველაფერი გაირკვევა.

„იმას გეუბნებოდით, ჯენტლმენებო, ტბებიდან წამოსულმა დ


ბრიგებზე[249] და სამანძიან კარჭაპებზე ნამყოფმა ამ
ყმაწვილებმა, – ეს ბრიგები და კარჭაპები კი ზომით იმ დიდ დ
გამძლე ხომალდებს არ ჩამორჩება, თქვენს ძველ კალაოდან
შორეულ მანილამდე რომ დადიან, – კარჩაკეტილ, ზღვას
მოწყვეტილ შუაგულ ამერიკაში თავაშვებული
ფლიბუსტერული აღზრდა მიიღეს, რასაც ჩვეულებრივ
გაშლილი ოკეანის ზემოქმედებას მიაწერენ ხოლმე.

მთლიანობაში ჩვენი უზარმაზარი მტკნარი ზღვები – ერი,


ონტარიო, ჰურონი, დიდი ტბა და მიჩიგანი – სხვადასხვა
ტომებითა და ხალხებით გარშემორტყმულნი, ოკეანეებს
ეტოლებიან და სხვა მრავალი კეთილშობილური საოკეანო
თვისებებიც ახასიათებთ. ამ ტბებში, ისევე როგორც
პოლინეზიის წყლებში, თვალწარმტაცი კუნძულები
გამწკრივებული. მათ ნაპირებზე, როგორც ატლანტიკაში,
ცხოვრობს ორი დიადი და ერთმანეთისაგან განსხვავებული
ერი; ეს კუნძულები აღმოსავლეთიდან მათი წყლების გარშემო
მდებარე ჩვენი მრავალრიცხოვანი და შორეული
კოლონიებისათვის საზღვაო მისადგომია. აქ-იქ მრისხანედ
დგანან სანაპირო ქვემეხების ბატარეები და კლდეების ციცაბ
კალთებიდან წყალს დაჰყურებენ მიუვალი მაკინოს[250]
ძველებური ზარბაზნები. მათ ესმოდათ ფლოტილიების
ზღვაზე გამარჯვებათა მაუწყებელი სალუტების გრუხუნი...
დროდადრო ქვიშიან კალთებზე გამოჩნდებიან ველურები,
რომელთა წითლად შეღებილი სახეები ტყავებით მოფენილ
ვიგვამებში გაიელვებს ხოლმე; ისინი მრავალი ლიგის
მანძილზე ესაზღვრებიან გაუვალ უღრან ტყეებს, სადაც
თვალუწვდენელი ფიჭვები ისე მიჯრით დგანან, როგორც
მეფეები გოთურ საგვარეულო ნუსხაში; სადაც პირსისხლიანი
აფრიკული ნადირი ბინადრობს და იმალებიან პატარა მხეცები,
რომელთა აბრეშუმივით რბილი ბეწვი თათარი იმპერატორების
მეფურ სამოსელს ამშვენებს; მათ ზედაპირზე თრთის
ბუფალოსა და კლივლენდის მაღალი შენობებისა და აგრეთვე
ვინებაგის[251] სოფლების ანარეკლი; მათი ტალღები
მიაქანებენ გაიძვერა ვაჭრის ხომალდს და შეიარაღებულ
სახელმწიფო კრეისერს, გემსა და წიფლის კანოეს; მათ თავზე
ბობოქრობს მძვინვარე ჰიპერბორეული ქარები, ზღვის მლაშე
ზვირთებს რომ აბორგებენ და მაღლა ისვრიან. გემის დაღუპვაც
უნახავთ, რადგან ღამის წყვდიადში მათ უსაზღვრო, მაგრამ
კარჩაკეტილ წყლებში არაერთხელ დაღუპულა ხომალდი
მთელი თავისი დამფრთხალი ეკიპაჟით. დიახ, ჯენტლმენებო.
თუმცა სტილკილტი შუა ამერიკაში გაიზარდა, მაგრამ
ქარიშხლიანი ოკეანე მისი სტიქია იყო; მამაცობასა და
კადნიერებაში იგი არც ერთ მეზღვაურს არ ჩამორჩებოდა. ხოლო
რაც შეეხება რედნის, თუმცა აკვნის ნაცვლად ნანტაკეტის
ქვიშიან და უკაცრიელ ნაპირზე იწვა და ზღვის ძუძუს წოვდა,
თუმცა შემდგომ არაერთხელ გადაუსერავს ჩვენი მკაცრ
ატლანტის ოკეანე და თქვენი საოცნებო წყნარი ოკეანე, მაგრამ

ისიც ისევე ღვარძლიანი და უჟმური იყო, როგორიც ის


მეზღვაურები, რომლებიც ტბების პირას იმ ტყეებში
დაიბადნენ, სადაც დანის ტრიალი და შურისძიებაა
გამეფებული. ნანტაკეტის მკვიდრს კარგი თვისებებიც ჰქონდა,
ბუფალოელი მეზღვაური კი ნამდვილი სატანა იყო, მაგრამ თუ
მის მიმართ მისი ადამიანური ღირსებების აღიარებით
შერბილებულ შეუდრეკელ სიმტკიცეს გამოიჩენდით, რაც
უფლებით საზიზღარ მონასაც კი ეკუთვნის, – დიდხანს
იქნებოდა დამჯერე და უწყინარი. ყოველ შემთხვევაში,
თავდაპირველად ასე იქცეოდა; მაგრამ რედნი განწირული იყო;
უგუნურება იყო მისი ხვედრი, სტილკილტი კი... თუმცა,
ჯენტლმენებო, ახლავე ყველაფერს შეიტყობთ.

ერთი ან ორი დღე იქნებოდა გასული მას შემდეგ, რაც „ტაუნ-


ჰომ“ კურსი მახლობელი ნავსადგურისაკენ აიღო. წყალი სულ
უფრო ჟონავდა, თუმცა ტუმბოებით ერთი საათის, ან საათზე
მეტი ხნის განმავლობაში მაინც ახერხებდნენ ამოქაჩვას.
ამასთან ისიც უნდა იცოდეთ, ისეთ მშვიდ და ცივილიზებულ
ოკეანეში, როგორიც ჩვენი ატლანტის ოკეანეა, ზოგიერთი
კაპიტანი წყალს მთელი რეისის განმავლობაში ტუმბავს და
კურსის შეცვლას კი არ იფიქრებს. თუმცა ისეც ხდება ხოლმე,
რომ ვახტის ოფიცერი ყველაფერს ივიწყებს მშვიდ ღამეში,
როცა თვალებს რული ეპარება და, ვერც ის და ვერც სხვა
ვეღარაფერს გაიხსენებს იმ მიზეზის გამო, რომ მთელი ეკიპაჟ
მშვიდად წავა ფსკერისაკენ. თქვენგან შორს, დასავლეთი
მდებარე უკაცრიელ და უდაბურ ზღვებში, ჯენტლმენებო,
არავის გაუკვირდება, თუ ეკიპაჟის სრული შემადგენლობა
თითქმის მთელი მგზავრობის განმავლობაში ტუმბოებთან
მორიგეობით იმუშავებს, თუ, რა თქმა უნდა, ხომალდი მეტ
ნაკლებად მისადგომ ნაპირებთან მიცურავს, ან რაიმე სხვა
გონივრული გამოსავალი არსებობს. კაპიტანი მხოლოდ იმ
შემთხვევაში შეშფოთდება ხოლმე, როცა ხომალდში წყალი
შედის, ირგვლივ კი გაშლილი ოკეანეა და ნაპირი არსად ჩანს.

„ტაუნ-ჰო“ სწორედ ასეთ დღეში იყო. ამიტომ, როცა გამოირკვა,


რომ ხომალდში წყლის დენამ იმატა, ეკიპაჟის ზოგიერთი
წევრი, განსაკუთრებით კი კაპიტნის უფროსი თანაშემწე
რედნი, მოუსვენრობამ შეიპყრო. მან ბრძანება გასცა, ბომ-
ბრამსელი[252] ისე დაეყენებინათ, რომ ქარს რაც შეიძლება
მაგრად გაებერა. უნდა მოგახსენოთ, ჯენტლმენებო, რედნ
სულაც არ იყო მშიშარა; მთელი სიცოცხლის განმავლობაში ისე

არ გამოუმჟღავნებია შიში, როგორც რომელიმე თავზე


ხელაღებულს ხმელეთსა თუ ზღვაზე. ამიტომ, როცა ხიფათის
თავიდან ასაცილებლად ასეთი თადარიგიანობა გამოიჩინა,
მეზღვაურებმა ლაპარაკი დაიწყეს, გემის ერთ-ერთი
მფლობელია და ასე იმიტომ ირჯებაო. იმ საღამოს კაპიტნის
უფროს თანაშემწეზე მეზღვაურებმა ბევრი იხუმრეს; ისინ
ტუმბოებთან იდგნენ და ფეხებზე შხუილით გადასდიოდათ
ზღვის კამკამა წყალი, – ზღვის წყალი კი მართლა მთის ანკარა
წყაროსავით კამკამა იყო, ჯენტლმენებო, – ტუმბოებიდან
ამოხეთქილი გემბანზე მითქრიალებდა და ქარის მხარეს
მიმართული შპიგატებით ჩანჩქერივით ეშვებოდა ზღვაში.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს პირობითობით სავსე სამყაროში,


წყლისა იქნება ეს სამყარო თუ სხვა, სულერთია, ხშირად ასე
ხდება: თუ ადამიანი, რომელიც თანამოძმეთ უფროსად
დაუყენეს, იგრძნობს, რომ ამ თანამოძმეთაგან ერთი მას
მნიშვნელოვნად აღემატება ქედმაღლური ვაჟკაცობით, ამ
კაცისადმი უსაზღვრო და დაუძლეველი სიძულვილი
განიმსჭვალება ხოლმე. და თუ, ჯენტლმენებო, საშუალებ
მიეცემა, ცდილობს, ასეთი ქვეშევრდომის უპირატესობა
მოსპოს და გააცამტვეროს. ასეა თუ ისე, სტილკილტი დიდი და
კეთილშობილი არსება იყო, რომაელის პროფილი და თქვენი
უკანასკნელი მეფისნაცვლის თავლიდან გამოყვანილი
დაუდეგარი ბედაურის ასალის ფოჩებივით ოქროსფერი წვერი
ჰქონდა, არც ჭკუა აკლდა და ისეთი კეთილი გულისა იყო,
კარლოს დიდი იქნებოდა, კარლოს დიდის მამის შვილი რომ
ყოფილიყო. რედნი კი, კაპიტნის თანაშემწე, ჯორივით მახინჯი,
ჯიუტი, რეგვენი და ღვარძლიანი იყო. სტილკილტი არ
უყვარდა და ამას სტილკილტიც გრძნობდა.

სტილკილტმა, რომელიც სხვებთან ერთად ტუმბავდა წყალს,


მოახლოებული კაპიტნის თანაშემწე რომ დაინახა, თავი ისე
დაიჭირა, თითქოს არც შეუმჩნევიაო, და შეუპოვრად განაგრძ
ხუმრობა:

როგორ მოთქრიალებს, ბიჭებო! კოკა დაუდგით, რომ მერე


პირზე მოვიყუდოთ! ეშმაკმა წაიღოს, კარგს ვიზამდით,
ბოთლებშიაც რომ ჩამოგვესხა! დამიჯერეთ, მეგობრებო, რაც
ბებერ რედს ამ ხომალდიდან ერგება, ეს ნახვრეტი მოინელებს.
ურჩევნია, ამ ხომალდს თავისი წილი ჩამოჭრას და შინ
წაათრიოს. რომ არ მოგატყუოთ, მეგობრებო, შიმშერმა საქმე
მხოლოდ წამოიწყო, მერე წავიდა და ხერხ-თევზების, დურალ-
თევზების და ნაჯახ-თევზების მთელი ბანდა მოასხა. ახლა
დგანან და მუშაობენ, ხომალდის ძირს ჭრიან და ხერხავენ, რაც
გასამართავია, ხელად გამართავენ. ახლა რომ ბებერი რედი აქ
იყოს, ვურჩევდი, წყალში გადახტი და ისინი მიფანტ-მოფანტე,
თორემ შენს ქონებას სულერთიანად დაგცინცლავენ-მეთქი.
მაგრამ გულუბრყვილოა ჩვენი რედი, თან კალმით არის
ნახატი! ამბობენ, ბიჭებო, დანარჩენი კაპიტალი სარკეებში აქვს
დაბანდებულიო. მე უბედურს, მაგისი ცხვირის თარგი მაინც
ამაღებინა!

ეშმაკსაც წაუღიხართ! რა ოხრობაა, ტუმბო არ მუშაობს?


დაიღრიალა რედნიმ და თავი ისე დაიჭირა, თითქოს
მეზღვაურების საუბარი არც კი გაუგონია.

გისმენთ, სერ! – მხიარულად უპასუხა სტილკილტმა. – აბა,


ბიჭებო, დააწექით!

ტუმბომ ისე დაიგრუხუნა, თითქოს ორმოცდაათი სახანძრო


ტუმბო აემუშავებინოთ. მეზღვაურებმა სერიოზულად
მოჰკიდეს საქმეს ხელი და მალე მოისმა ჩვეული ქოშინი, რაც
ყოველი ადამიანური ძალების მეტისმეტი დაძაბულობის
დამადასტურებელია.

როცა სუნთქვაშეკრული სტილკილტი სხვებთან ერთად


მუშაობას მორჩა, ტუმბოს მოშორდა, შპილზე[253] ჩამოჯდა და
ოფლით გაღვარული შუბლი მოიწმინდა; სახე
წამოსჭარხლებოდა და თვალებში სისხლი მოსწოლოდა. არ
ვიცი, რა ეშმაკი შეუჯდა რედნის, ასე აღგზნებულ კაცს რომ
შეუჩნდა; მაგრამ სწორედ ასე კი იყო. კაპიტნის თანაშემწე
სტილკილტს მიუახლოვდა და ქედმაღლურად უბრძანა, ცოცხს
ხელი მოჰკიდე, გემბანი დაგავე და მერე აქ ღორი რომ
დარბოდა, იმისი დატოვებული უწმინდურობა ნიჩბით
ახვეტეო.

ჯენტლმენებო, უნდა მოგახსენოთ, ზღვაზე გემბანის


დასუფთავება ისეთი საქმეა, რომ თუ ძლიერი ქარიშხალი არ
ამოვარდა, ყოველ საღამოს და ყოველნაირ ამინდში სრულდება;
ისიც ცნობილია, ზოგჯერ ისეთი ხომალდის გემბანი
დაუსუფთავებიათ, დაძირვას რომ აღარაფერი აკლდა. ასეთია,
ჯენტლმენებო, ზღვის საუკუნოვანი ზნე-ჩვეულებანი და
მეზღვაურთათვის დამახასიათებელი წესრიგის ინსტინქტური

სიყვარული, რომლის გამოც, ბევრი, ჩაძირვაზე უარს აცხადებს,


სანამ პირს არ დაიბანს. მაგრამ ცოცხის ხმარება ყოველ
ხომალდზე მხოლოდ და მხოლოდ იუნგის მოვალეობაა, თუ, რა
თქმა უნდა, ამ ხომალდზე იუნგა ჰყავთ. ამასთან, ცვლაში,
ტუმბოსთან სამორიგეოდ, „ტაუნ-ჰოს“ ეკიპაჟიდან ჯანიან
მეზღვაურები იყვნენ შერჩეულნი; სტილკილტი ყველაზე
ძლიერი იყო, სულ მუდამ უფროსად ნიშნავდნენ და ამიტომ
ამხანაგებთან ერთად განთავისუფლებული იყო იმ წვრილმანი
საქმეებისაგან, რაც უშუალოდ სანაოსნო მოვალეობებს არ
უკავშირდებოდა. ყოველივე დაწვრილებით იმიტომ
მოგახსენეთ, რომ თქვენთვის სავსებით ნათელი იყოს, რა
დამოკიდებულება შეიქმნა ამ ორ ადამიანს შორის.
მაგრამ ყველაფერი ამით მაინც არ ამოიწურება: ბრძანება,
ნიჩაბს ხელი მოჰკიდეო, ისე იყო გამიზნული სტილკილტის
თავმოყვარეობის შესალახად და მისთვის შეურაცხყოფის
მისაყენებლად, გინდამც რედნის მისთვის სახეში
შეეფურთხებინოს. ამას ყველა მიხვდებოდა, ვინც კი
ვეშაპსანადირო ხომალზე მეზღვაურად ყოფილა. ამას (და ამაზე
უფრო მეტსაც) უღრანი ტყის ბინადარიც მაშინვე მიხვდა,
როგორც კი კაპიტნის თანაშემწის ბრძანება გაიგონა. არ
განძრეულა, კაპიტნის თანაშემწეს ბოროტად ანთებულ
თვალებში დაჟინებით შესცქეროდა და გრძნობდა, როგორ
ეზრდებოდა მკერდში დენთით დატენილი კასრების მთა და ამ
მთას სულ უფრო სწრაფად უახლოვდებოდა ალმოდებული
პატრუქი. იგი გრძნობდა ამას და, თუმცა გარკვეული არ იყო,
მაინც უცნაური თავშეკავებულობა დაეუფლა, არ სურდა,
კიდევ უფრო გაეღიზიანებინა ეს ფიცხი კაცი, რომელსაც
ნერვებმა ისედაც უმტყუნა (ყველაზე უფრო ხშირად ამგვარი
თავშეკავებულობა – თუ, საერთოდ, ამგვარი რამ
შესაძლებელია – დამახასიათებელია ნამდვილად ძლიერ
ადამიანთათვის მაშინაც კი, როცა ისინი გაბოროტებულები
არიან).

აი, რატომ უპასუხა ჩვეულებრივი, მაგრამ მეტისმეტი


დაღლილობისაგან ოდნავ ჩახრინწული ხმით სტილკილტმა,
გემბანის დასუფთავება ჩემი საქმე არ არის და ხელს არ
მოვკიდებო. ნიჩაბზე სიტყვა არ დაუძრავს და ის სამი
მეზღვაური დაანახვა, ჩვეულებრივად გემბანს რომ გვიდნენ
ხოლმე, – ისინი ტუმბოს არ ეკარებოდნენ და თითქმის მთელ
დღეც არაფერს აკეთებდნენ. ამაზე რედნიმ ლანძღვა-გინებით

და აუტანელი ამპარტავნობით განუცხადა, ბრძანებას


უყოყმანოდ დაემორჩილეო. ამავე დროს იქვე მდგომ კასრზე
მესალტის უროს დასტაცა ხელი და ურომოღერებულ
მიიწევდა სტილკილტისაკენ, რომელიც ისევ ისე იჯდა.

ოფლად გაღვრილი სტილკილტი ტუმბოსთან დაძაბული


მუშაობით აღგზნებული და მოქანცული იყო; მიუხედავად
იმისა, რომ თავიდან შეუცნობელი სურვილი დაეუფლა, საქმე
ჩხუბამდე არ მიეყვანა, კაპიტნის თანაშემწის ამგვარ
მოპყრობას იგი დიდხანს ვერ მოითმენდა, მაგრამ მაინც
კვლავინდებურად მკერდში აღგზნებული ცეცხლის ჩაქრობას
ცდილობდა და ადგილიდან მანამდე არ დაძრულა, სანამ
გააფთრებულმა რედნიმ მორჩილება არ მოსთხოვა და მისგან
სულ რაღაც რამდენიმე დუიმის დაშორებით ურო არ მოიქნია.

სტილკილტი წამოდგა, ნელ-ნელა უკან დაიხია და კაპიტნის


თანაშემწეს, ურომომარჯვებული მუქარით რომ მოსდევდა,
ვერ დაგემორჩილებიო, გაუმეორა. მაგრამ როცა დაინახა, მისმ
მშვიდობისმოყვარეობამ ნაყოფი არ გამოიღო, ხელის მრისხანე
მოძრაობით სცადა გააფთრებული უგუნურის შეჩერება; მაგრამ
ყოველივე ამაო იყო. ისინი ნელა უვლიდნენ შპილს გარშემო,
ბოლოს სტილკილტმა გადაწყვიტა, უკან აღარ დაეხია, რადგან
იფიქრა, რაც მოსათმენი იყო, მოვითმინეო, ლუკის სარქველზე
დადგა და კაპიტნის თანაშემწეს უთხრა:

მისტერ რედნი, არ მსურს, დაგემორჩილოთ. ურო დააგდეთ,


თორემ ინანებთ!

გავეშებული კაპიტნის თანაშემწე უფრო ახლოს მივიდა


გაუნძრევლად მდგომ სტილკილტთან, ურო ცხვირთან
მოუქნია და აუტანელი ლანძღვა-გინებაც ზედ დააყოლა.
სტილკილტს დუიმის მეათასედითაც არ დაუხევია უკან,
რედნის ისარივით ესროლა მზერა, მარჯვენა ხელი მომუშტა,
ნელა აღმართა და უთხრა, მოგკლავ, ეგ ურო ლოყაზე
ოდნავადაც რომ შემეხოსო. მაგრამ უგუნური, ჯენტლმენებო,
ღვთის მიერ იყო სასიკვდილოდ განწირული და დაღდასმული.
ურო სტილკილტის ლოყას შეეხო, იმავე წამს ყბამონგრეული
კაპიტნის თანაშემწე ლუკის სარქველზე დაეცა და ვეშაპივით
გადმოანთხია სისხლი.

ყვირილის ხმა კაპიტნის კაიუტამდე არ იქნებოდა მიღწეული,


რომ სტილკილტმა ბაკშტაგი[254] მოსწია, ეს ბაკშტაგი ანძის

წვერამდე აღწევდა, სადაც მეთვალყურეებად მისი ორი


მეგობარი იდგა. ორივე არხელები იყვნენ.

არხელებიო? – წამოიძახა დონ პედრომ. – ჩვენს ნავსადგურშ


მრავალი ვეშაპმონადირე გვინახავს, მაგრამ თქვენს არხელებზე
არა გვსმენია რა. თუ შეიძლება გამაგებინეთ, ვინ არიან და რას
აკეთებენ?

არხელები, დონ, ჩვენი დიდი არხის – ერის მენავენი არიან. ამ


მენავეებზე ალბათ გსმენიათ რამე.

ო არა, სენიორ, აქ, ამ მოსაწყენ, ცხელ, თვლემამორეულ და


უმეცარ ქვეყანაში თქვენს ენერგიულ ჩრდილოეთზე თითქმის
არა ვიცით რა.

მართლა? კარგით, დონ, კიდევ ერთხელ დამისხით. ძალიან


გემრიელია თქვენი ჩიჩა[255]. სანამ ჩემს ამბავს
გავაგრძელებდე, აგიხსნით, ვინ არიან ეს ჩვენი არხელები,
იქნებ ჩემმა ახსნა-განმარტებამ ეს ამბავი რაიმე სხვა კუთხით
გააშუქოს.

„სამას სამოცი მილის მანძილზე, ჯენტლმენებო, მთელ ნიუ-


იორკის შტატზე გავლით, მრავალრიცხოვან, ხალხმრავალ
ქალაქებსა და აყვავებულ სოფლებში, ვრცელ, პირქუშ,
უკაცრიელ ჭაობებსა და ნაყოფიერსა და ნოყიერ საყანე
მიწებზე, საბილიარდოებსა და ბარებში, უწმინდესზე
უწმინდეს ტყეებში, ინდიელთა მდინარეებზე გადახიდულ
რომაულ თაღებში, ჩრდილსა და მზეზე, ბედნიერი და
მჭმუნვარე ადამიანების გვერდით, მოხოკის[256] ვრცელ,
მშვენიერ და კურთხეულ მიწაზე, იმ თოვლივით თეთრი
სამლოცველოების კედლებთან, რომელთა შპილებიც ცაში
სამანებივითაა აწვდილი, ვენეციურ ყაიდაზე ყოველდღიურად
გარყვნილობას ეძლევიან და ხშირად დანაშაულსაც სჩადიან. იქ
ნამდვილი ველურების სამფლობელოა, ჯენტლმენებო;
წარმართები ცას შეჰყმუიან, ისინი ყველგან არიან, თქვენ
გვერდით, ეკლესიების ჩრდილში და მათი მფარველი და
მოწყალე კალთა აქვთ გადაფარებული. რამეთუ რაღაც საოცარი
და საბედისწერო კანონზომიერების საფუძველზე ცოდვილნი,
ჯენტლმენებო, ჰგვანან მეკობრეებს, რომელნიც როგორც
ზოგიერთები აღნიშნავენ, თურმე მუდამ მართლმსაჯულების
ტაძრებთან სახლდებიან და, უმთავრესად, წმინდა ადგილების
მახლობლად ბინადრობენ“.
ვინ მოდის – ბერი? – იკითხა დონ პედრომ და ახმაურებულ
მოედანს მოჩვენებითი მღელვარებით გადახედა.

თქვენი ჩრდილოელი მეგობრისათვის, საბედნიეროდ, ლიმაში


სენიორა იზაბელას ინკვიზიცია[257] თანდათან სუსტდება,
სიცილით შენიშნა დონ სებასტიანმა, – განაგრძეთ, სენიორ.

წუთით შეიცადეთ! – წამოიძახა რომელიღაც იქ მყოფმა.


ყველა ჩვენგანის, ლიმის მცხოვრებთა სახელით მსურს
განგიცხადოთ, ზღვაოსანო სერ, ჩვენს ყურადღებას არ
გამოჰპარვია ის თავაზიანობა, რამაც თავი შეგაკავებინათ, რომ
შორეული ვენეცია თანამედროვე ლიმით არ შეგეცვალათ. ნურც
მადლობას გვეტყვით და ნურც გაოცებულად მოგვაჩვენებთ
თავს. ალბათ მოგეხსენებათ მთელ სანაპიროზე
გავრცელებული გამოთქმა: „ლიმასავით გახრწნილიო“.
ამასთან, იგი თქვენ მიერ აღწერილ სურათს მთლიანად
ემთხვევა; აქ ეკლესიები საბილიარდოებზე უფრო მეტია,
მაგრამ არასოდეს იკეტება და „ლიმასავით გახრწნილია“. ასევე
ვენეციაც; მე ვიყავი უნეტარესი მახარებლის მარკოზის
უწმიდეს ქალაქში (დაე, უწმინდესმა დომინიკემ განწმინდოს
იგი!). თქვენი ჭიქა, სერ! გმადლობთ, ვასხამ! ახლა კი ისევ
შევავსოთ!

„არხელი და მისი მოწოდება რომ შეუზღუდავად ავსახოთ,


ჯენტლმენებო, შესანიშნავი დრამატული გმირი გამოვიდოდა,
ისე ზედმიწევნით და საფუძვლიანად არის გარყვნილი.
მსგავსად მარკ ანტონიუსისა[258], იგი დილიდან საღამომდე
ყვავილოვანი ნილოსის მდორე დინებას მიჰყვება, თავისი
წითელლოყება კლეოპატრას მზერით ტკბება, ატამივით
ოქროსფერი თეძოებით გემბანზე მზეს რომ ეფიცხება. მაგრამ
ნაპირზე მთელი ეს მისი სისათუთე უკვალოდ ქრება. არხელი
ნამდვილი ბანდიტის გამომეტყველებით ამაყობს. მის
დიდებულ პორტრეტს ფარფლებჩამოშვებული და ჭრელი
ბაბთებით დამშვენებული ქუდი აგვირგვინებს. იგი რისხვაა იმ
უბიწო სოფლებისათვის, რომელთაც გვერდით ჩაუვლის
ხოლმე; მისი გარუჯული სახისა და აულაგმავი თავხედობისა
ქალაქებშიაც ეშინიათ. ერთხელ, როცა არხზე ვმოგზაურობდი,
ერთმა არხელმა ხიფათს გადამარჩინა; გულითად მადლობას
ვუხდი; არ მინდა, უმადური ვიყო. ასეთი ავაზაკები ხომ მზად
არიან, უცნობ ღარიბ-ღატაკს გაჭირვებაში ხელი გაუმართონ ან

მდიდარს გზაზე დაუხვდნენ და გაძარცვონ, ეს კ


ჩვეულებრივად ცოდვებს ბევრად უმსუბუქებთ ხოლმე.
საერთოდ კი, ჯენტლმენებო, არხებზე თავაშვებულ
ცხოვრების მშვენიერ დადასტურებას წარმოადგენს ის, რომ
ჩვენს თავაწყვეტილ ვეშაპსანადირო მრეწველობაში ყველაზე
უფრო მეტად ამ სკოლის ხელიდან წასული
კურსდამთავრებულნი იღვწიან და რომ კაცობრიობის
წარმომადგენელთაგან (რა თქმა უნდა, გარდა სიდნეელებისა)
ჩვენი ვეშაპმონადირე კაპიტნების ნდობას ყველაზე ნაკლებად
სწორედ ისინი იმსახურებენ. საოცარია, არა? ამ სამდინარ
გზის ნაპირებზე დაბადებული ათასობით სოფლელი ყრმისა და
ჭაბუკისათვის კი დიდი არხის ფათერაკიანი ცხოვრება
ერთადერთი საფეხურია ქრისტიანობის ყანებში მშვიდობიანი
მკიდან წარმართული ზღვების უაზრო ხვნამდე მიმავალ
გზაზე“.

გასაგებია! გასაგები! – გაცხარებით წამოიძახა დონ პედრომ,


რომელმაც ვერცხლით მოსირმული მაქმანის მანჟეტები ჩიჩათ
დაისველა. – მოგზაურობა რად მინდა? მთელი ქვეყანა იგივე
ლიმაა! მეგონა კი, თქვენს ზომიერ ჩრდილოეთში ხალხ
მთებივით ცივი და გულგრილი იყო... მაგრამ ეს მონაყოლი!

„ჰო, იმაზე შევჩერდი, ჯენტლმენებო, სტილკილტმა ბაკშტაგი


მოსწია-მეთქი. იმავე წამს მას კაპიტნის სამი თანაშემწე და
ოთხი მებარჯე გარშემოერტყა და გემის ბორტთან[259]
მიმწყვდევა დაუპირეს. მაგრამ ამ დროს ვანტებზე საზარელი
კომეტის სისწრაფით ორი არხელი ჩამოცურდა და შიგ შეიჭრა,
რათა ამხანაგს წინაერდოზე გასვლაში დახმარებოდნენ.
საშველად სხვა მეზღვაურებიც მოცვივდნენ, ყველაფერი აირია,
მამაცი კაპიტანი კი საშიშროებას თავს არიდებდა, ჭვილთით
დარბოდა და ოფიცრებს ბრძანებას აძლევდა, არამზადა
შუაგემბანზე მიიმწყვდიეთ და ცხვირ-პირი დაუმტვრიეთო.
დროდადრო იგი აფუთფუთებულ ხალხთან მიირბენდა ხოლმე
და ბარჯს შიგ შუაგულში ისროდა, რომ მისთვის საძულველი
ადამიანისათვის მოეხვედრებინა. მაგრამ სტილკილტსა და მის
ბიჭებს ვერაფერი მოუხერხეს; მათ წინაერდოს ხელში ჩაგდება
შეძლეს, რამდენიმე უზარმაზარი კასრი სწრაფად მოაგორეს,
შპილის მარცხნივ და მარჯვნივ გაამწკრივეს და ეს ზღვის
პარიზელები ბარიკადს იქით მიიმალნენ.

აბა, გამოდით, ავაზაკებო! – მუქარით დაიღრიალა კაპიტანმა

და სტიუარდის მიერ ახლახან მოტანილი პისტოლეტები ორივე


ხელში შეათამაშა. – გამოდით, ბანდიტებო!

სტილკილტი ბარიკადზე ახტა. გაიარ-გამოიარა და მისკენ


დამიზნებულ პისტოლეტებს გამომწვევი მზერა ესროლა; ამით
კაპიტანს ნათლად აგრძნობინა, მისი (სტილკილტის)
სიკვდილი ზღვაზე სისხლის ღვრის დასაწყისი იქნებოდა.
კაპიტანს სწორედ ამის ეშინოდა და ამიტომ ხმას ოდნავ
დაუწია. ინსურგენტებს კი მაინც უბრძანა, ახლავე
დაბრუნდით და თქვენი მოვალეობის აღსრულებას
შეუდექითო.

სიტყვას გვაძლევთ, რომ ხელს არ გვახლებთ? – შეეკითხა


მათი მოთავე.

აბა, მუშაობას შეუდექით! მუშაობას! არაფერს გპირდებით!


საქმეს მიხედეთ! რაო, ხომალდი გინდათ ჩაძიროთ? ნახეთ
რაღა, შფოთის დრო! საქმეს მიხედეთ-მეთქი! – და პისტოლეტი
ისევ აღმართა.

ხომალდი ჩაძიროთო! – იყვირა სტილკილტმა. – დაე,


ჩაიძიროს! არც ერთი არ დავუბრუნდებით სამუშაოს, თუ ფიცს
არ მოგვცემთ, რომ ჩვენზე ხელს არ აღმართავთ; რას იტყვით,
ბიჭებო? – მიუბრუნდა ამხანაგებს. მათ აღფრთოვანებულ
შეძახილებით უპასუხეს.

კაპიტნისათვის თვალი წამითაც არ მოუცილებია,


სტილკილტმა ისე შემოუარა ბარიკადს და ნაწყვეტ-ნაწყვეტ
განაგრძო:

ჩვენ დამნაშავენი არა ვართ, ეს სულაც არ გვინდოდა; ხომ


ვუთხარი, ურო დააგდე-მეთქი, ბავშვიც კი მიხვდებოდა, ჩემ
ხასიათი უნდა სცოდნოდა; ვუთხარი, კამეჩს ნუ გააღიზიანებ-
მეთქი. ეშმაკმა დალახვროს, მგონი, ყბაზე ისე შემოვკარი, თითი
ვიღრძე! დანები სად გვაქვს, ბიჭებო. კუბრიგში? არა უშავს,
ძმებო, შპილის სახელურები დაითითოვეთ! თავს
გაუფრთხილდით-მეთქი, კაპიტანო! გონს მოდით და სიტყვა
მოგვეცით; დაივიწყეთ ყველაფერი; მზად ვართ, მუშაობას
შევუდგეთ; ადამიანურად მოგვექეცით და ყმად დაგიდგებით;
თავს ცემით კი ვერ მოგაკვლევინებთ!

საქმეს მიხედეთ! არაფერს გპირდებით! საქმეს მიხედეთ


მეთქი.

აბა, ერთი, მოგვისმინე, კაპიტანო! – დაიყვირა სტილკილტმა


და ხელი ბრაზით აიქნია. – ჩვენ შორის მრავალი (მათ შორის,
მეც) მხოლოდ ერთი ნაოსნობის ვადით მოგექირავათ, ასეა ხომ?
ძალიან კარგად იცით, სერ, როგორც კი ხომალდი რომელიმე
ნავსადგურში ღუზას ჩაუშვებს, შეგვიძლია განთავისუფლებ
მოვითხოვოთ. უსიამოვნება არ გვინდა, ეს ჩვენ ხელს არ
გვაძლევს; გვინდა, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდეს,
მზად ვართ, მუშაობას შევუდგეთ, მაგრამ თავს ცემით ვერ
მოგაკვლევინებთ!

საქმეს მიხედეთ-მეთქი! – დაიქუხა კაპიტანმა.


სტილკილტი წამით შედგა, მოიხედა და მერე თქვა:

იცით, რას გეტყვით, კაპიტანო, თქვენ თუ არ წამოიწყეთ,


ხელს არავინ გახლებთ. სულაც არ მინდა, თქვენისთანა ქეციანი
არამზადა შემომაკვდეს და მერე რეიზე ჩამომკიდონ! სანამ
სიტყვას არ მოგვცემთ, რომ თითს არ დაგვაკარებთ, მანამდე
ადგილიდან ფეხს არ მოვიცვლით.

მაშინ, ქვევით ჩადით, კუბრიგში, სანამ ჭკუაზე არ მოხვალთ.


იქ მეყოლებით, ქვევით-მეთქი, გეუბნებით!

რა ვქნათ, ჩავიდეთ? – დაუყვირა მოთავემ ამხანაგებს.


უმრავლესობა უარზე დადგა, მაგრამ მერე სტილკილტს
დაემორჩილნენ, წინ წაუძღვნენ და ბნელ ხვრელში ბუზღუნით
ისე გაუჩინარდნენ, როგორც დათვები – ბუნაგში.

როცა სტილკილტის უქუდო თავი გემბანის იატაკს


გაუსწორდა, კაპიტანი თავის რაზმთან ერთად ბარიკადს
გადაევლო, მაშინვე ლუკს სარქველი დააფარეს და ყველანი
ზედ დააწვნენ. სტიუარდს უბრძანეს, ჩასასვლელ
ტრაპთან[260] რომ სპილენძის მძიმე კლიტე ჰკიდია, აქ
მოიტანეო. უცებ კაპიტანმა ლუკს სარქველი ახადა, ხვრელში
რაღაც ჩასჩურჩულა, ისევ დააფარა და მათ – ისინი ათნი იყვნენ
კლიტე დაადო, დანარჩენი ოცი მეზღვაური, რომელთაც ამ
ამბავში არავითარი მონაწილეობა არ მიუღიათ, ზევით

გემბანზე დარჩა.

მთელი ღამე ოფიცრებს თვალი არ მოუხუჭავთ და გემბანზე


მონაცვლეობით მორიგეობდნენ, განსაკუთრებით კუბრიგთან
და ქიმთან მოთავსებულ ლუკთან, რადგან ეშინოდათ,
ინსურგენტები ტიხარს დაშლიდნენ და თავს ამოყოფდნენ.

მაგრამ ღამის მყუდროება არაფერს დაურღვევია; ზევით


დარჩენილი მეზღვაურები გულმოდგინედ მუშაობდნენ
ტუმბოებთან, რომელთა გრუხუნი და ღრჭიალი დროდადრო
ღამის წყვდიადში მთელ ხომალდზე ისმოდა.

განთიადზე კაპიტანი კაიუტიდან გამოვიდა, გემბანზე


დააბრახუნა და დატყვევებულებს სამუშაოზე გამოსვლა
უბრძანა; მაგრამ მათ უარი განაცხადეს. მაშინ წყალი ჩააწოდეს
და ცოტაოდენი გალეტი ჩაუყარეს; კაპიტანმა ისევ კლიტე
დაადო, გასაღები ჯიბეში ჩაიდო და შუაგემბანზე დაბრუნდა.
სამი დღე-ღამე ასე მეორდებოდა ყოველ დილა-საღამოს;
მეოთხე დღეს, დილით, დამწყვდეულებს იმავე წინადადები
მიმართეს. ეტყობა, ქვევით ვერ შეთანხმდნენ, ერთი ალიაქოთი
ატყდა. მერე კი ჩხუბი გაიმართა. უეცრად ლუკიდან ოთხი
მეზღვაური ამოვარდა და თქვეს, მზად ვართ, სამუშაოს
დავუბრუნდეთო. შეხუთულმა ჰაერმა, შიმშილმა და იმის
შიშმა, ანგარიშს აუცილებლად გაგვისწორებენო, ისინი აიძულა,
გამარჯვებულებს დანებებოდნენ. ამით გამხნევებულმა
კაპიტანმა თავისი მოთხოვნა დანარჩენებსაც გაუმეორა. მაგრამ
სტილკილტი ქვევიდან დაემუქრა, სისულელეს ნუ როშავ და
საიდანაც მოხვედი, ისევ იქ წაეთრიეო. მეხუთე დღეს კიდევ სამ
ამბოხებულმა დააღწია თავი ამხანაგებს, რომელნიც ამაოდ
ცდილობდნენ მათ შეკავებას. ქვევით სამნიღა დარჩნენ.

არ გირჩევნიათ, დაგვნებდეთ? – დამცინავად ჰკითხა


კაპიტანმა.

ისევ დაგვადეთ კლიტე, გესმით? – დაუყვირა სტილკილტმა.

მაგაში ეჭვი ნუ შეგეპარებათ, – უპასუხა კაპიტანმა და ლუკს


ისევ დაადო კლიტე.

მაშინ, ჯენტლმენებო, თავისი უწინდელი შვიდი ამხანაგის


სიმდაბლით აღშფოთებულმა, ახლახან დაცინვით
თავმოყვარეობაშებღალულმა და სასოწარკვეთილების
უფსკრულით ბნელ კუბრიგში ხანგრძლივი ტყვეობისაგან
გაცოფებულმა სტილკილტმა აქამდე თითქოს მის ერთგულ
არხელებს შესთავაზა, გემბანზე აჭრილიყვნენ, როცა მათი
მცურავი ციხესიმაგრის მთელი გარნიზონი შუაგემბანზე
შეიკრიბებოდა, ვეშაპის ცმელის საჭრელი ბასრი დანებით
(გრძელი, მოღუნული, მძიმე, ორტარიანი იარაღით)
შეიარაღებულებს ბუშპრიტიდან გაკაბორტამდე გზა გაეკაფათ

და ხომალდის ხელში ჩაგდება ეცადათ. შემომიერთდებით თუ


არ შემიერთდებით, სულერთია, უკვე გადაწყვეტილი მაქვს,
უთხრა სტილკილტმა, ამ ჯურღმულში ღამე ვეღარ დავრჩებიო.
მაგრამ იმ ორ არხელს მისთვის არავითარი წინააღმდეგობა არ
გაუწევია; შეჰფიცეს, ყველაფრისთვის მზად ვართ, ოღონდ
კაპიტანს ხელში არ ჩავუვარდეთო. კიდევ უფრო მეტი, ერთსაც
და მეორესაც უნდოდა გემბანზე პირველი ასულიყო, მაგრამ
მათმა მოთავემ ერთსაც და მეორესაც ცივი უარი უთხრა:
პირველი მე უნდა ვიყოო. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ იმ ორი
ამხანაგისგან არც ერთმა არ დაუთმო, ორივე კი ერთსა და იმავე
დროს პირველი ვერ იქნებოდა, რადგან ტრაპზე მხოლოდ ერთი
კაცი თუ მოთავსდებოდა. მაგრამ ახლა, ჯენტლმენებო, დროა,
იმ ორი არამზადის ვერაგობის ამბავი გაგიმჟღავნოთ.

მოისმინეს თუ არა მოთავის უგუნური წინადადება, ორივემ


ცალ-ცალკე გულში ღალატის ერთნაირი გეგმა დაისახა, კერძოდ
კი: პირველი ასულიყო გემბანზე და დარჩენილი სამი კაცისგან
პირველი დანებებოდა, რათა ამ საქციელით შეწყნარების მცირე
იმედი ჰქონოდა. მაგრამ როცა სტილკილტმა განუცხადა,
მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ბოლომდე წინ გაგიძღვეთო,
ისინი ერთმანეთს ვერაგობის რაღაც უწვრილესი ძაფებით
დაუკავშირდნენ და ღალატის აქამდე ფარული გეგმა
ერთმანეთს გაუმჟღავნეს; როგორც კი მოთავეს რული მოერია,
მძინარე თოკით შეკრეს, პირში ძენძი ჩასჩარეს და შუაღამე რომ
დადგა, კაპიტანს შეეხმიანენ.

მიხვდა თუ არა კაპიტანი, სისხლის ღვრაა მოსალოდნელიო,


შეიარაღებული თანაშემწეებითა და მებარჯეებით წინაერდოს
ეცა. რამდენიმე წუთში ლუკის სარქველი აიხადა და ვერაგმა
მოკავშირეებმა ხელფეხშეკრული მოთავე (იგი ჯერ კიდევ
უწევდა წინააღმდეგობას) გემბანზე ამოათრიეს, რადგან
იმედოვნებდნენ, იმ ადამიანის შეპყრობა, რომელსაც სისხლის
ღვრა ჰქონდა გადაწყვეტილი, დამსახურებად ჩაეთვლებოდათ.
მაგრამ ისინიც შეიპყრეს, დაბეგვილი ხორცის ნაჭრებივით
სამივე გემბანზე აათრიეს და ბიზან-ანძის გემსართავებზე[261]
ჩამოჰკიდეს, სადაც დილამდე ასე ჩამოკიდებულები იყვნენ.

ეშმაკმა წაგიღოთ, – ყვიროდა კაპიტანი და მათ წინ გემბანზე


დააბიჯებდა. – ძერაც კი არ გეკარებათ, არამზადებო!

განთიადისას ყველა მეზღვაური შეკრიბა, ამბოხებულები


გამოაცალკევა და განუცხადა, მტკიცედ მქონდა

გადაწყვეტილი, ყველანი სათითაოდ გამეროზგეთ, ალბათ ასეც


მოვიქცევოდი, რაკი სამართლიანობა მოითხოვს, მაგრამ, ახლა,
დროზე რომ ჩამბარდით, იმას ვითვალისწინებ, მხოლოდ
საყვედურს გამოგიცხადებთ და ამით დავკმაყოფილდებიო. ეს
საყვედური კაპიტანმა მეტად მკაცრი სიტყვებით გამოთქვა.

თქვენ კი, ავაზაკებო, – დაიყვირა მან და გემსართავებზე


ჩამოკიდებულებისაკენ შებრუნდა, – ლუკმა-ლუკმა აგკუწავთ
და ქონსადნობში ჩაგყრით! – მერე საბელს დასტაცა ხელი და
ორ მოღალატეს ზურგზე მანამდე ურტყა, სანამ ყვირილი არ
შეწყვიტეს და, ჯვარზე გაკრულ ორ ავაზაკს რომ ხატავენ
ხოლმე, თავები ისე უსიცოცხლოდ არ ჩაჰკიდეს.

თქვენ გამო მაჯა ვიღრძე! – დაიყვირა ბოლოს. – შენ კი,


ძვირფასო, უფრო მაგარ სასჯელს გამოგინახავ. აბა, ერთი პირში
ჩაჩრილი ძენძი ამოუღეთ, თავს როგორ იმართლებს, ვნახოთ.

დაოსებული მეამბოხე წამით დაიკრუნჩხა და გაშეშებულ


ყბების ამოძრავება სცადა, მერე კისერი საცოდავად მოღრიცა და
ჩაისისინა:

ჩემს ნათქვამს კარგად დაუფიქრდით: ხელი არ დამაკაროთ,


თორემ მოგსპობთ!

ერთი ამას უყურეთ, როგორ შემაშინა! – და კაპიტანმა კვლავ


აღმართა ხელი.

გირჩევთ, ხელი არ დამაკაროთ! – ისევ წაისისინა


სტილკილტმა.

სწორედ მაგ ჭკუაზე ვარ! – და საბლიანი ხელი კვლავ


დასარტყმელად აღმართა.
მაგრამ სტილკილტმა ამ დროს ისევ წაისისინა რაღაც, რაც
მხოლოდ კაპიტანმა გაიგონა. მეზღვაურების გასაკვირად,
კაპიტანი განზე გახტა, აღელვებულმა გემბანზე რამდენჯერმე
გაიარ-გამოიარა, საბელი უეცრად გადააგდო და თქვა:

მე ამას ვერ ჩავიდენ. თოკები გადასჭერით და ჩამოხსენით,


გეყურებათ?

მაგრამ როცა ხელქვეითებმა ბრძანების აღსრულება დააპირეს,


ისინი თავშეხვეულმა, ფერმკრთალმა კაპიტნის უფროსმა
თანაშემწემ, რედნიმ შეაჩერა. გემბანზე შეჯახების შემდეგ იგი

ლოგინად იყო ჩავარდნილი, მაგრამ ამ დილით, ხმაური რომ


გაიგონა, სისუსტეს სძლია, ზევით ამოვიდა და ყველაფერ
თავისი თვალით დაინახა. ყბა ისე ჰქონდა მონგრეული,
თითქმის ვერ ლაპარაკობდა, მხოლოდ ეს წაილუღლუღა, დიდი
სიამოვნებით შევასრულებ იმას, რაც კაპიტანმა ვერ გაბედაო,
საბელს ხელი დასტაცა და შებოჭილ მტერს მიაშურა.

ლაჩარო! – დაისისინა სტილკილტმა.

დაე, ეგრე იყოს, მე შენ გიჩვენებ! – რედნიმ ხელი აღმართა,


მაგრამ სტილკილტის სისინმა ისიც შეაჩერა. თუმცა მერე
მუქარა არად ჩააგდო და თავისი განზრახვა უყოყმანოდ
შეასრულა. ამის შემდეგ სამივე მეამბოხე გაათავისუფლეს.
ყველანი მუშაობას შეუდგნენ და მდუმარე მეზღვაურები ისევ
მორიგეობით მონაცვლეობდნენ ტუმბოსთან, რომლის
გრუხუნიც კვლავ მთელ ხომალდზე ისმოდა.

იმავე დღეს ოდნავ ჩამობნელდა თუ არა და ერთი ცვლა


დასასვენებლად ქვევით ჩავიდა, კუბრიგიდან ხმაური მოისმა;
ორი მოღალატე აცახცახებული გამოვარდა გარეთ და კაპიტნის
კაიუტას ყვირილით ეცა, კუბრიგში ვერ გავჩერდებით
დანარჩენებთან ერთადო. ვერც დაყვავებამ, ვერც მუჯლუგუნმა
და ვერც ხელის გარტყმამ ვერ აიძულა ისინი, კუბრიგში
დაბრუნებულიყვნენ; ბოლოს, მათივე თხოვნით, ხომალდის
ტრიუმში[262] ჩაიყვანეს.

სხვათა შორის, მეზღვაურებს მღელვარების ნიშანწყალიც კი არ


ეტყობოდათ. პირიქით, ალბათ სტილკილტის რჩევით,
გადაწყვიტეს, მკაცრად დაეცვათ წესრიგი, ყოველგვარ
ბრძანებას დამორჩილებოდნენ, ხოლო ნავსადგურში
მივიდოდნენ თუ არა, ხომალდი მაშინვე მიეტოვებინათ.
ნაოსნობა რომ მალე დამთავრებულიყო, ისინი იმაზეც
შეთანხმდნენ, თუკი ვეშაპი გამოჩნდებოდა, ხმა-კრინტი
არავის დაეძრა; მიუხედავად იმისა, რომ ხომალდში წყალი
ჟონავდა და კიდევ სხვა მრავალი განსაცდელი ემუქრებოდათ,

„ტაუნ-ჰოს“ ანძებზე მაინც იდგნენ მეთვალყურენი, კაპიტანს


კვლავ სურდა, ნადირს დასდევნებოდა, ხოლო რედნი ყოველ
წუთს მზად იყო, თავისი საწოლი ველბოტზე გაეცვალა, თავის
მონგრეული ყბა არად ჩაეგდო და ვეშაპის შემზარავ ხახაში
სიკვდილის ბურთი ჩაეჩარა.

სტილკილტმა მეზღვაურები დაარწმუნა, სიტყვას ნურავის


შევუბრუნებთო, და გადაწყვიტა, ნაოსნობის დამთავრებამდე
არავისთან გაემჟღავნებინა თავისი გეგმა, როგორ უნდა ეძია
შური იმ ადამიანზე, რომელმაც გულში სასიკვდილო ჭრილობა
მიაყენა. იგი უფროსი თანაშემწის – რედნის ცვლაში იყო. ეს
უგუნური კი, თითქოს თავის დაღუპვა აქვს გადაწყვეტილიო,
ბიზან-ანძასთან მომხდარი შემთხვევის შემდეგ და კაპიტნის
აშკარა გაფრთხილების მიუხედავად, მაინც იმაზე იდგა, ღამი
ჩემს ცვლას ისევ მე ვუხელმძღვანელებო. ამაზე და აგრეთვე
კიდევ სხვა გარემოებაზე იყო დაფუძნებული სტილკილტის
საგულდაგულოდ მოფიქრებული შურისძიების გეგმა.

ღამით რედნი ჩვეულებრივად შუაგემბანის პლანშირზე


ჯდებოდა ხოლმე, რაც გამოცდილ მეზღვაურს სულაც არ
შეეფერებოდა, იჯდა და გემის ბორტზე დაკიდებულ კანჯოს
ეყრდნობოდა. ამ მდგომარეობაში, როგორც არაერთგზის
შეუმჩნევიათ, თვლემაც ეპარებოდა ხოლმე. კანჯო გემის
ბორტს კარგა მანძილით იყო დაშორებული, ქვევით კი ზღვ
ხმაურობდა. სტილკილტმა დრო ზუსტად გაიანგარიშა:
საჭესთან დგომის რიგი დილით უწევდა, ორ საათზე,
განთავისუფლებიდან სამი დღის შემდეგ. მანამდე კი
მორიგეობისას, თავისუფალ დროს გამონახავდა თუ არა,
მაშინვე რაღაცას გულმოდგინედ წნავდა.

რას აკეთებ? – ჰკითხა ვიღაცამ.


შენ როგორ ატყობ, რა უნდა იყოს?

ჩანთის ზონარია, მაგრამ ცოტა უცნაური მეჩვენება.

ჰო, უცნაურია, – უპასუხა სტილკილტმა და ზონრიანი ხელი


წინ გაიშვირა, – მაგრამ ალბათ გამომადგება. მეგობარო, იგი
კაპიტნის პირველ თანაშემწეს მიუახლოვდა, მშვიდად შეხედა
და სთხოვა, ბაწარი მომეცი, საწოლი უნდა შევაკეთოო. თხოვნა
შეუსრულეს, მაგრამ ამის შემდეგ ბაწარიცა და ზონარიც
აღარავის უნახავს. მეორე საღამოს კი, როცა სტილკილტმა
თავისი ბუშლატი დაახვია, რომ მუთაქასავით თავქვეშ
ამოედო, ჯიბიდან კინაღამ ბადეში მჭიდროდ გახვეული რკინის
მომცრო ბურთი არ ამოუვარდა. ოცდაოთხი საათის შემდეგ
შტურვალთან უნდა დამდგარიყო იმ ადამიანის გვერდით,
რომელიც ხშირად თვლემდა მეზღვაურის გვერდით მუდამ
პირდაღებული საფლავის თავზე. მაშინ დაჰკრავდა
საბედისწერო საათი. სულწასული სტილკილტი თითქოს უკვე

ხედავდა რედნის უმოძრაო და გაშეშებულ გვამს და ჩატეხილ


შუბლს.

მაგრამ, ჯენტლმენებო, ამ სისხლიანი საქმის აღსრულებისაგან


მომავალი ბოროტმოქმედი ერთმა სულელმა იხსნა და, თუმცა
სტილკილტი შურისძიებას ვერ ეღირსა, მან შური მაინც იძია,
რადგან განგების გარდაუვალობით თითქოს თვით ზეცამ
იკისრა აღსრულება იმ საშინელი საქმისა, სტილკილტმა რომ
ჩაიფიქრა.

მეორე დღის განთიადზე, როცა მზე ჯერ კიდევ არ იყო


ამოსული და ეკიპაჟი გემბანის რეცხვით იყო გართული,
რუსლენზე წყლის ამოსაღებად გამოსულმა რომელიღაც
ბრიყვმა ტენერიფელმა მეზღვაურმა უეცრად დაიყვირა:

ვეშაპი! ვეშაპი!
ღმერთო, მერედა როგორი ვეშაპი! ეს მობი დიკი იყო.

მობი დიკი! – წამოიძახა დონ სებასტიანმა. – წმინდაო


დომინიკე! ზღვაოსანო სერ, განა ვეშაპებს სახელები ჰქვიათ?
ვის ეძახით მობი დიკს?

სახელგანთქმულ, თოვლივით სპეტაკ და უკვდავ ურჩხულს,


რომელსაც მხოლოდ სიკვდილი მოაქვს, დონ, მაგრამ ამ ვეშაპის
ამბავი ძალიან შორს წაგვიყვანს...

მოგვიყევით! მოგვიყევით! – დაიყვირეს ჩემ გარშემო


შემოკრებილმა ახალგაზრდა ესპანელებმა.

არა, სენიორებო! შეუძლებელია! არ შემიძლია ახლა ამ ამბავს


გამოვეკიდო. ამომასუნთქეთ, ბატონებო.

ჩიჩი! ჩიჩი! – წამოიძახა დონ პედრომ. – ჩვენი მამაცი მეგობარი


დასუსტდა, ჭიქა შეუვსეთ!

„ნუ ღელავთ, ახლავე განვაგრძობ. მაშ, ასე, ჯენტლმენებო,


როცა ხომალდიდან ორმოცდაათი იარდის[263] დაშორებით
უეცრად თოვლივით თეთრი ვეშაპი დაინახა, აღელვებულ
ტენერიფელ მეზღვაურს ეკიპაჟის წევრებს შორის დადებული
შეთანხმება დაავიწყდა და უნებურად შეჰყვირა, თუმცა ანძაზე
მყოფმა სამმა მეთვალყურემ კარგა ხანია ურჩხული შეამჩნია,
მაგრამ დუმდნენ. ყველანი მეტისმეტმა მღელვარებამ მოიცვა.

„თეთრი ვეშაპი! თეთრი ვეშაპი!“ – ყვიროდნენ კაპიტანი,

თანაშემწენი და მებარჯეები, რომელნიც საშინელ მითქმა-


მოთქმას ვერ დაეშინებინა და ოცნებობდნენ, ეს
სახელგანთქმული და ფასდაუდებელი თევზი დაეჭირათ.
მოღუშული მეზღვაურები წყევლა-კრულვას უთვლიდნენ და
შეშფოთებულნი შესცქეროდნენ საზარელსა და მომხიბლავ,
უზარმაზარსა და რძისფერ სხეულს, ამომავალი მზით
განათებულ ზღვაში ოპალივით თვალისმომჭრელად რომ
ბრწყინავდა. ჯენტლმენებო, ამ ამბების განვითარებას რაღაც
უცნაური ბედისწერა განაგებს, თითქოს ყველაფერი მანამდე
იყო განსაზღვრული, სანამ მსოფლიო ისტორიას დასაბამი
მიეცემოდა. თანაშემწის ველბოტზე მეამბოხე პირველ
მენიჩბედ იყო; ბარჯის ტყორცნის შემდეგ, როცა რედნი
ჭვილთით ველბოტის ქიმზე დგებოდა, იგი მის გვერდით უნდა
მჯდარიყო და ლინი მისი ბრძანებისდა მიხედვით ან მოეშვა,
ანდა გამოეცალკევებინა. როცა ველბოტები წყალში ჩაუშვეს,
პირველად უფროსმა თანაშემწემ დაძრა ნავი, სტილკილტ
გააფთრებული უსვამდა ნიჩბებს, აღტაცებული ყვიროდა და
ომახიანი ყიჟინით ყველას ხმას ჰფარავდა. რამდენიმე ხანი
ისინი გაშმაგებულები უსვამდნენ ნიჩბებს, მერე მებარჯემ
ბარჯი სტყორცნა და რედნი ჭვილთით ხელში ველბოტის ქიმზე
შეხტა. ნადირობის დროს რედნიმ არ იცოდა, რა იყო შიში. მან
მეზღვაურებს დაუყვირა, წყლიდან ნელა ამომავალი ვეშაპის
ზურგზე უნდა დავხტეო. სტილკილტი სწრაფად აცალკევებდ
ლინს, ველბოტი პირდაპირ ალაპლაპებული, აქაფებულ
მორევისაკენ მიდიოდა, რომელსაც თეთრი ურჩხულისაგან ვერ
გამოარჩევდით. უეცრად თითქოს კანჯო წყალქვეშა კლდეს
დაეჯახაო, ძლიერ გადაიხარა გვერდზე და ქიმზე მდგომ
რედნი წყალში გადაეშვა. იმავე წამს, როცა იგი ვეშაპის სლიპ
ზურგზე დახტა, ველბოტი გასწორდა, მაგრამ ტალღამ მაშინვე
უკან ისროლა, ხოლო რედნიმ ვეშაპის მეორე მხარეს ამოყ
თავი. იგი მობი დიკის ახლოს, აქაფებულ მორევში მოექცა დ
მცირე ხნის განმავლობაში ძლივს არჩევდნენ, რა გაფაციცებით
ცდილობდა, მობი დიკს არ შეემჩნია. მაგრამ მოულოდნელად
გაშმაგებული ვეშაპი წინ გაქანდა, რედნი უზარმაზარ ხახაშ
მოიქცია, წყალზე აღიმართა, მერე თავით ისევ წყალში ჩაეშვა
და მორევში გაუჩინარდა.

კანჯოს ძირზე პირველი დარტყმისთანავე სტილკილტმა,


მორევისათვის თავი რომ დაეღწია, ლინი მოუშვა. მაგრამ როცა
ლინმა კანჯო მთელი ძალით ჩაითრია ქვევით, დანა იძრო და

ლინი გადაჭრა – ვეშაპი თავისუფალი იყო. რამდენიმე ხნის


შემდეგ ცოტა მოშორებით მობი დიკი ამოვიდა ზევით,
კბილებში რედნის წითელი შალის პერანგის ნაგლეჯები
ჰქონდა გამოჩრილი. ოთხივე კანჯო ისევ დაედევნა ვეშაპს,
მაგრამ მან მდევრებს თავი დააღწია და საბოლოოდ თვალს
მიეფარა.

რამდენიმე დღის შემდეგ „ტაუნ-ჰომ“ ნავსადგურს მიაღწია; ეს


იყო მივარდნილი და უკაცრიელი ადგილი, სადაც მხოლოდ
ადგილობრივი მკვიდრნი ცხოვრობდნენ. იმავე დღეს ყველა
მეზღვაური (რამდენიმე მემარსის გამოკლებით) სტილკილტის
მეთაურობით ნაპირზე გადმოვიდა და ნელ-ნელა გაუჩინარდა
პალმებში. მათ, როგორც მერე გამოირკვა, ადგილობრივ
მკვიდრთა ორი სამხედრო პირაგუა ჩაეგდოთ ხელში და
კუნძული მიეტოვებინათ.

კაპიტანმა, რაკი უწინდელი ეკიპაჟიდან ცოტანიღა შერჩა,


თხოვნით მიმართა კუნძულელებს, ამ მეტად ძნელ საქმეშ
დამეხმარეთ, ნახვრეტების დასაგმანავად ხომალდი წყლიდან
ამომათრევინეთო. თუმცა, მათ მიერ წამოწყებული შრომა
ისეთი მომქანცველი გამოდგა, რომ დარჩენილი თეთრკანიანი
მეზღვაურები, რომელთაც სახიფათო დამხმარეების
ზედამხედველობაც უხდებოდათ, როცა საბოლოოდ ხომალდი
ზღვაში გასასვლელად მზად იყო, იმდენად დასუსტებულები
აღმოჩნდნენ, კაპიტანმა ასეთი ეკიპაჟით თავისი ხომალდის
ზღვაში გაყვანა ვერ გაბედა. იგი თანაშემწეებს მოეთათბირა და

„ტაუნ-ჰო“ ნაპირიდან კარგა მოშორებით დააყენა, ქიმზე ორი


ზარბაზანი გამოაგორა, გატენა, კიჩოზე მუშკეტები
ერთმანეთზე მიაყუდა და კუნძულელები გააფრთხილა, თუ
თავი არ მოგძულებიათ, ხომალდს არ მიუახლოვდეთო. ერთი
კაცი გაიყოლია და საუკეთესო კანჯოთი, რომელსაც ზურგის
ქარი ერეკებოდა, ეკიპაჟის შესავსებად ამ კუნძულიდან
ხუთასი მილის დაშორებულ ტაიტისაკენ გაემგზავრა.

ნაოსნობის მეოთხე დღეს მათ მარჯნის პატარა კუნძულთან


მიყენებული დიდი პირაგუა შეამჩნიეს. კაპიტანმა გვერდის
ავლა სცადა, მაგრამ პირაგუა დაედევნა და მალე სტილკილტის
ხმაც გაისმა, თუ არ გინდათ ჩაგძიროთ, შეჩერდითო. კაპიტანმა
პისტოლეტი ამოიღო. სტილკილტმა ორი გადაბმული პირაგუას
ქიმებზე ფეხები გადგა. ზიზღით ჩაიცინა და კაპიტანს აღუთქვა,
ჩახმახის ჩხაკუნს გავიგონებ თუ არა, კანჯოს მაშინვე

გადაგიბრუნებო.
რა გინდა ჩემგან? – დაიყვირა კაპიტანმა.

სად მიდიხართ და რისთვის? – ჰკითხა სტილკილტმა.


ოღონდ არ მომატყუოთ.

ტაიტიზე ეკიპაჟის შესავსებად.

კარგი. თქვენთან უნდა მოვცურდე და ხელი არ შემიშალოთ.


იარაღი თან არა მაქვს.

ესა თქვა თუ არა, წყალში ისკუპა, კანჯოსთან მიცურდა,


პლანშირზე გადაწვა და კაპიტნის პირისპირ აღმოჩნდა.

ხელები დაიკრიფეთ, სერ. თავი ასწიეთ. ახლა კი ჩემთან


ერთად გაიმეორეთ: ვფიცავ, სტილკილტი გამეცლება თუ არა,
კანჯო კუნძულზე ავათრიო და ექვსი დღე იქ გავატარო. ცა
გამირისხდეს, თუ ჩემს სიტყვას გადავუხვიო.

კარგი მოწაფეა! – ჩაიცინა სტილკილტმა. – ნახვამდის,


სენიორებო! – მერე ზღვაში გადახტა და ცურვით
ამხანაგებისაკენ გასწია.

სტილკილტმა თვალი მიადევნა, როგორ აათრიეს კანჯო


ნაპირზე და როგორ მიიტანეს ქოქოსის პალმებთან, მერე გზას
გაუდგა და თავის დროზე დანიშნულების ადგილს – ტაიტის
მიაღწია. იქ ბედმა გაუღიმა: საფრანგეთისაკენ მიმავალი ორი
ხომალდი ზღვაში გასვლას აპირებდა და თითქოს განგებამ
ინება, ამ ხომალდზე სწორედ იმდენი მეზღვაური
სჭირდებოდათ, რამდენსაც იგი მეთაურობდა. ისინი ამ
ხომალდებზე მოეწყვნენ და სამუდამოდ აიცილეს თავიდან
უწინდელ კაპიტანთან შეხვედრა, თუ იგი უცებ გადაწყვეტდა,
კანონით გადაეხადა სამაგიერო.

საფრანგეთის გემების ზღვაში გასვლიდან ათი დღის შემდეგ,


ნავსადგურში ველბოტი შემოვიდა და კაპიტანმა ცოტად თუ
ბევრად ცივილიზებული რამდენიმე ტაიტელი აიყვანა,
რომელთაც ასე თუ ისე გაეგებოდათ საზღვაო საქმე. მან
საშუალო ზომის სანდალი დაიქირავა, თავის ხომალდს
დაუბრუნდა და, რაკი ყველაფერი რიგზე დახვდა, ნაოსნობა
განაგრძო.

სად არის ახლა სტილკილტი, ჯენტლმენებო, არავინ იცის,

კუნძულ ნანტაკეტზე რედნის ქვრივი კვლავ ზღვას გასცქერის,


ზღვა კი ცხედრებს არ აბრუნებს და ქვრივს ესიზმრება თეთრი
ვეშაპი, რომელმაც მისი ქმარი იმსხვერპლა“.

* * *

დაასრულეთ? – ჩუმად იკითხა დონ სებასტიანმა.


დიახ, დონ.

გევედრებით, მართალი მითხარით: ნამდვილად ასე იყ


ყველაფერი, როგორც თქვენ მოგვიყევით? დაუჯერებელი
მგონია! ეს ამბავი სარწმუნო წყაროებიდან იცით? მაპატიეთ,
რომ ასე დაჟინებით გეკითხებით.
გვაპატიეთ, ზღვაოსანო სერ, მაგრამ ჩვენც დონ სებასტიანის
თხოვნას ვუერთდებით, – ხარბი ცნობისმოყვარეობა ვერ
დაფარეს და დაიძახეს სხვებმაც.

„ოქროს სასტუმროში“ წმინდა სახარება თუ მოიძებნება,


ჯენტლმენებო?

არა, – მითხრა დონ სებასტიანმა. – მაგრამ აქ ახლოს ერთ


ღირსეული პასტორი ცხოვრობს. კარგად ვიცნობ და დიდხანს
არ მალოდინებს. ახლავე მოვიტან. კარგად დაუფიქრდით, ამან
შეიძლება დიდი უსიამოვნება მოგაყენოთ.

იქნებ პასტორიც მოვიყვანოთ, დონ?

თუმცა ახლა ლიმაში აუტოდაფეს აღარ მართავენ, – უთხრა


ერთმა დამსწრემ მეორეს, – მაინც მეშინია, ჩვენს მეგობარ
მეზღვაურს ეპისკოპოს-მამებთან შეხვედრამ არ მოუწიოს.
მთვარე ისე ანათებს, უმჯობესია, ჩრდილში მივიმალოთ. ნეტავ
რა საჭირო იყო...

მაპატიეთ, რომ გამოგედევნეთ, დონ სებასტიან, დაჟინებით


გთხოვთ, უხერხული თუ არ იქნება, ყველაზე დიდტანიანი
სახარება წამოიღეთ!

* * *

აი, პასტორიც მოვიდა, სახარება მოგიტანათ, – მითხრა დონ


სებასტიანმა დიდის ამბით, როცა მაღალ და დარბაისელ კაცს
შემოუძღვა.

ქუდი მომახდევინეთ. ახლა კი, ღირსეულო მოძღვარო,


სინათლეზე დადექით და საღვთო წერილი ისე დაიჭირეთ, რომ
ხელი შევახო.

ზეცა იყოს ჩემი მფარველი, პატიოსნებას გეფიცებით, ეს


ამბავი ძირითადად სიმართლეს შეიცავს. დიახ, ეს ამბავ
ნამდვილია, იგი ჩვენს პლანეტაზე მოხდა, მე იმ ხომალდზე
ვიყავი, იმ მეზღვაურებს ვხვდებოდი, რედნის სიკვდილის
შემდეგ სტილკილტს ვნახულობდი და კიდევაც
ვესაუბრებოდი.

55. ვეშაპთა საოცარი გამოსახულებანი

ახლო მომავალში, როგორც კი ეს ფერწერის დაუხმარებლად


იქნება შესაძლებელი, დაგიხატავთ ვეშაპის ნამდვილ სურათს,
რაც ვეშაპმონადირეს წარმოუდგება ხოლმე თვალწინ, როც
ვეშაპი ხომალდს ისე ეხახუნება, რომ კაცი მის ზურგზეც კი
გაივლის. ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია, წინასწარ
მოვიყვანო ვეშაპის განსაკუთრებით ფანტასტიკური
გამოსახულებანი, ხმელეთზე მცხოვრებ ობივატელთა ნდობას
დღესაც რომ იმსახურებენ. დრო არის, ქვეყანას სიმართლე
ვაუწყოთ, რათა ამგვარ სრულიად მცდარ წარმოდგენებს ბოლ
მოეღოს.

სრულიად შესაძლებელია, რომ ამ დამახინჯებულ


გამოსახულებათა პირველწყაროს უძველესი ინდოეთის,
ეგვიპტისა და საბერძნეთის მოქანდაკენი წარმოადგენდნენ. იმ
დროიდან, როცა გამომგონებლობას დიდი გასავალი ჰქონდა და
სიზუსტეს მაინცდამაინც არ დაგიდევდნენ; როცა ტაძრების
მარმარილოს პანელებზე, ქანდაკებათა კვარცხლბეკებზე,
თასებსა და მონეტებზე დელფინის გამოსახულება
სალადინივით[264] აბჯარასხმული და წმინდა გიორგივი
მუზარადიანი იყო; იმ დროიდან ვეშაპებზე წარმოდგენასთან
დაკავშირებული მოურიდებელი დამოკიდებულება ხშირად
შეინიშნება არა მარტო ობივატელთა, არამედ მეცნიერთა
შორისაც.

ერთი რამ ცხადია: არსებულ პორტრეტთაგან ყველაზე


უძველესი, რომელიც ასე თუ ისე ვეშაპს მოგვაგონებს,
ინდოეთში, ელეფანტის სახელგანთქმულ პაგოდა-

გამოქვაბულში ინახება. ბრაჰმანები გვარწმუნებენ, უძველეს


გამოქვაბულში შემონახულ ურიცხვ ქანდაკებაში ადამიანის
ყოველგვარი საქმიანობა და წარმოსადგენი ხელობა მთელი
საუკუნეებით ადრეა აღბეჭდილი, სანამ ისინი დედამიწაზე
გაჩნდებოდაო. ამიტომ საკვირველი სულაც არ არის, რომ ჩვენ
კეთილშობილური ვეშაპმონადირეობაც ადრევე
ნაწინასწარმეტყველები იქნებოდა. ინდური ვეშაპი, რაზედაც
ახლა გესაუბრებით, შეგხვდებათ კედლის ცალკე მონაკვეთზე,
სადაც გამოხატულია ვიშნუს ლევიათანად გარდაქმნის სცენა,
ამ ლევიათანის მეცნიერული სახელი მათსია-ავათარია. მაგრამ
ქანდაკებას, მიუხედავად იმისა, რომ სანახევროდ ადამიანისა
და სანახევროდ ვეშაპის გამოსახულებას წარმოადგენს, ვეშაპის
მხოლოდ კუდი აქვს შერჩენილი და ისიც სრულიად
დამახინჯებულად არის გამოკვეთილი. იგი ანაკონდას ვიწრ
კუდს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე ვეშაპის უზარმაზარ
ფარფლის ლაპოტს.

მაგრამ აბა ერთი უძველესი გალერეები დაიარეთ და იმ თევზის


სურათს შეხედეთ, უდიდესი ქრისტიანი მხატვრის ფუნჯს რომ
ეკუთვნის; ეს უკანასკნელი ადამის დროინდელ ინდოელებზე
უფრო შორს არ წასულა. მხედველობაში მაქვს გვიდოს[265]
სურათი, რომელზედაც პერსევსი ანდრომედას ზღვის
ურჩხულისაგან ანუ ვეშაპისაგან გადაარჩენს. საინტერესოა, რა
უნდა გამოეყენებინა გვიდოს ამგვარი უაზრო ქმნილების
ნიმუშად? თუნდაც ჰოგარტი[266] აიღეთ, მის „პერსევსის
გარდამოსვლაში“ იგივე სცენა განა გვიდოს შესრულებულს
სჯობია? ჰოგარტის ურჩხულის უზარმაზარი, წყალში ერთი
დუიმით ჩამჯდარი სხეული თითქმის მთლიანად ზღვის
ზედაპირზე ირწევა. ზურგზე სპილოს ასალიანი[267] უნაგირის
მსგავსი რაღაც ადგას, ხოლო დაღებული ეშვებიანი ხახა,
რომლითაც ზღვის ტალღებს ნთქავს, თემზიდან ტაუერში
შემავალ მოღალატის ჭიშკარს მიუგავს. ცნობილია აგრეთვე
მოხუცი შოტლანდიელი სიბალდის თავსართებზე გამოსახული
ვეშაპი და იონას ვეშაპი, როგორც მას ბიბლიის უძველესი
გამოცემების გრავიურებსა, ესტამპებსა და უძველესი ანბანის
გაყვითლებულ ფურცლებზე ხატავდნენ. მაგრამ ეს ვეშაპები აქ,
აბა, რა სახსენებელია! ან თუნდაც მკინძავების ვეშაპები
გაიხსენეთ, ხომალდის ღუზას ვაზივით რომ შემოხვევიან,
მათი მოოქრული გამოსახულება მრავალი, როგორც ძველი, ისე
ახალი წიგნის გარეკანსა და თავფურცელს ამშვენებს – ეს

არსებანი მეტად თვალწარმტაცნი, მაგრამ თავიდან ბოლომდე


გამოგონილნი არიან და, საფიქრებელია, ანტიკური
ლარნაკებიდან უნდა იყვნენ გადმოხატული. მიუხედავად
იმისა, რომ მათ ყველგან დელფინებად თვლიან, ამ
დახლართულ თევზს ვეშაპის გამოსახვის ცდად ვაცხადებ,
რადგან თავდაპირველად, როცა ამ ემბლემის გამოყენება
სცადეს, სწორედ ეს ჰქონდათ ჩაფიქრებული. ხსენებული
ნიშანი პირველად ერთმა ძველმა იტალიელმა წიგნის
გამომცემელმა შემოიღო მეთხუთმეტე საუკუნეში,
მეცნიერების აღორძინების პერიოდში, ხოლო დელფინი იმ
ეპოქაში კი არა და სულ ცოტა ხნის წინათაც კი ლევიათანის
სახესხვაობად ითვლებოდა.

ზოგიერთი ძველებური წიგნის ვინიეტებსა და სხვა


მოხატულობაში ხშირად ვეშაპის გამოსახვის მეტად უცნაურ
ცდას წააწყდებით; ვეშაპის თავის ქალიდან ყოველნაირი
შადრევანი ამოსჩქეფს, ჰეიზერიც და სარატოგისა[268] და
ბადენ-ბადენის წყაროების ნაკადებიც. უცნაურ ვეშაპებს
ნახავთ აგრეთვე „მეცნიერების განვითარების“ პირველი
გამოცემის თავფურცელზე.

ახლა მოყვარულთა ცდებს თავი დავანებოთ და ლევიათანთა ის


პორტრეტები განვიხილოთ, რომელთაც მეცნიერული
უტყუარობის პრეტენზია აქვს და მცოდნე ადამიანთა ფუნჯს
ეკუთვნის. ჰარისის უძველეს კრებულში ვეშაპის რამდენიმე
გამოსახულებაა მოთავსებული, ეს გამოსახულებანი
ამოღებულია ჩვენი წელთაღრიცხვით 1671 წელს
დათარიღებული ერთი ჰოლანდიური წიგნიდან, რომელიც
მოგზაურობას ეხება და რომლის სათაურია: „ვეშაპზე
სანადიროდ ნაოსნობა შპიცბერგენისაკენ ხომალდით „იონა
ვეშაპის სტომაქში“; შკიპერი ფრისლანდიელი პეტერ
პეტერსონი“. ამ გრავიურებიდან ერთ-ერთზე ვეშაპებ
აისბერგებს შორის მცურავი მორებისაგან შეკრულ უზარმაზარ
ტივებს ჰგვანან, და მათ ზურგებზე თეთრი დათვებ
დაძუნძულებენ. სხვა გრავიურაზე უზარმაზარი შეცდომაა
დაშვებული – ვეშაპს კუდის ლაპოტი ვერტიკალური აქვს.

არსებობს აგრეთვე in Quarto-ს საკმაოდ მოზრდილი ტომი,


დაწერილი ბრიტანეთის ფლოტის პირველი რანგის კაპიტნის,
ვინმე კოლნეტის მიერ; წიგნის სათაურია: „ნაოსნობა ჰორნის
კონცხს იქით, სამხრეთის ზღვებისაკენ სპერმაცეტული ვეშაპის

სარეწაო რაიონების გაფართოების მიზნით“. წიგნშ


მოთავსებულია ჩანახატი, რაც თითქოს უნდა წარმოადგენდეს

„1793 წლის აგვისტოში მექსიკის ნაპირებთან მოკლული დ


გემზე ატანილი ფიზეტერის, ანუ სპერმაცეტული ვეშაპის
შემცირებული ზომით გადმოღებულ გამოსახულებას“.
კაპიტანი, რომელმაც ამ ნამდვილი გამოსახულების გადმოღება
ბრძანა, ეჭვი არ მეპარება, იმაზე ფიქრობდა, იგი სარწმუნ
ყოფილიყო, თუმცა თავს ნება უნდა მივცე და აღვნიშნო, ამ
ვეშაპის თვალი შესაბამისი ზომით რომ გავადიდოთ და დიდ
კაშალოტს მივუყენოთ, თვალის ნაცვლად ხუთი ფუტის
სიგრძის კამაროვანი სარკმელი შეგვრჩებოდა ხელში. ეჰ, ჩემ
სახელოვანო კაპიტანო, ამ თვალიდან იონა რატომ არ
გადმოახედე?

უხეში შეცდომებისაგან არც სათუთ ყრმათა გასანათლებელი


კეთილსინდისიერი საბუნებისმეტყველო ისტორიებია
დაზღვეული – ავიღოთ თუნდაც გოლდსმიტის ცნობილი წიგნი
„სულიერი ბუნება“. 1807 წლის შემოკლებულ ლონდონურ
გამოცემაში მოთავსებულია ილუსტრაციები, რაზედაც
თითქოსდა „ვეშაპი“ და „ნარვალია“ გამოსახული. სულაც არ
მინდა უხეში ვიყო, მაგრამ ეს დაჩიავებული ვეშაპი ძალიან
წააგავს ფეხებწაჭრილ ღორს, ხოლო ნარვალს რაც შეეხება, ერთი
თვალის გადავლებაც კი საკმარისია, რომ თქვენი გაოცება
გამოიწვიოს: განა შესაძლებელია, ჩვენს განათლებულ
მეცხრამეტე საუკუნეში წერა-კითხვის მცოდნე მოსწავლეებზე
ასეთი ჰიპოგრიფის ნამდვილ ვეშაპად გასაღება?

შემდეგ, 1825 წელს დიდმა ნატურალისტმა ბერნარ ჟერმენმა,


გრაფ დე ლასეპედმა გამოაქვეყნა მეცნიერული ნაშრომი
ვეშაპთა სისტემატიკაზე; შრომას დართული ჰქონდ
ილუსტრაციები; ამ ილუსტრაციებზე გამოსახული იყ
ლევიათანთა სხვადასხვა სახეობის ცალკეულ
წარმომადგენელნი. ყველა გამოსახულება დამახინჯებული
იყო, ხოლო რაც შეეხება გრენლანდიური ვეშაპის,
Mysticetus-ის
(ანუ, უბრალოდ რომ ვთქვათ, ნამდვილი ვეშაპის)
გამოსახულებას, ბუნებაში მისი პროტოტიპის არსებობას ამ
სახეობის ზედმიწევნით მცოდნე სკორსბიც კი უარყოფს.

მაგრამ პირველობა მთელ ამ არეულ-დარეულობაში მაინც


უგანსწავლულეს ფრედერიკ კიუვიეს, სახელგანთქმულ
ბარონის ძმას, ეკუთვნის. 1836 წელს მან გამოაქვეყნა „ვეშაპთა

საბუნებისმეტყველო ისტორია, რომელშიაც მოთავსებული


რაღაც, რაც მისი აზრით, კაშალოტის გამოსახულებას უნდ
წარმოადგენდეს. ის, ვინც გაბედავს და ნანტაკეტის რომელიმე
მკვიდრს ამ სურათს აჩვენებს, კარგი იქნება, თუ თადარიგს
დაიჭერს და მანამდე გამონახავს გასაქცევ გზას. ფრედერიკ
კიუვიეს კაშალოტი კაშალოტი კი არა, გოგრაა. რა თქმა უნდა,
ავტორი პირადად არასოდეს ყოფილა ვეშაპსანადირო
ნაოსნობაში (მის მსგავთ იშვიათად აქვთ ხოლმე ამგვარი
უპირატესობა), მაგრამ მაინც ნეტავ ერთი მაცოდინა, სად
გამოძებნა ეს სურათი? იქნებ იმანაც იქიდან გადმოიღო,
საიდანაც მისივე წინამორბედმა დემარემ გადმოიხატა თავის
ნამდვილი მაჯლაჯუნები? მე მხედველობაში მაქვს ჩინური
ნახატები, ხოლო თუ რა საოცარი ხალხია ეს ჩინელი მხატვრები,
ამას ჩინური ფინჯნებისა და ლამბაქების საოცარი
მოხატულობანი მოგვითხრობენ.

რა შეიძლება ითქვას აბრებზე გამოხატულ ვეშაპებზე, ქუჩებში,


ზიპით[269] მოვაჭრეთა ფარდულებთან რომ არის
ჩამოკიდებული? ჩვეულებრივად, მათ რიჩარდ მესამესავი
აქლემის კუზი აქვთ[270] და უკიდურესი მძვინვარებით
გამოირჩევიან; საუზმედ სამ-ოთხ მეზღვაურულ ღვეზელს
(მეზღვაურებით გავსებულ სამ-ოთხ ველბოტს) ნთქავენ და
მათი მახინჯი სხეული სისხლისა და ლურჯი საღებავის ზღვაშ
ფართხალებს.

მაგრამ ვეშაპის გამოსახულებათა ესოდენ მრავალრიცხოვანი


დამახინჯებანი საბოლოო ანგარიშში სულაც არ არის გასაკვირი.
აბა, თავად განსაჯეთ. ქაღალდზე უამრავ შემთხვევაში ნაპირზე
გამორიყული ვეშაპის ლეშის გამოსახულება გადაჰქონდათ და
ამიტომ ეს სურათები თითქმის ისევე სარწმუნოა, როგორც
სარწმუნოა დასაღუპავად განწირული და გემბანშენგრეული
ხომალდის ამსახველი ნახატი, რომელიც ამ ამაყი ქმნილების
კეთილშობილურ შესახედაობასა და მისი კორპუსისა და
რანჰოუტის სიმშვენიერეს გადმოსცემს. ყოფილა შემთხვევა,
როცა სპილო მხატვარს გასჩერებია, რომ ამ უკანასკნელს მისი
სურათი დაეხატა, ცოცხალი ლევიათანი კი – არასოდეს. ცოცხალ
ვეშაპს, მთელი მისი სიდიადითა და ძლიერებით, მხოლოდ
ზღვაში, მის თვალუწვდენელ უფსკრულებში თუ დაინახავთ,
მისი უზარმაზარი მსრბოლავი სხეული სწრაფმავალი სახაზ
ხომალდის მსგავსად, თვალის დახამხამებაში უჩინარდება; და
ვერც ერთი მოკვდავი წყლის სტიქიონიდან ისე ვერ ამოიყვანს,

თუ დიდებული ბორცვები და ამაღლებანი არ დაუზიანა. აღარ


ვლაპარაკობთ იმ მეტად მნიშვნელოვან განსხვავებაზე, რაც
ძუძუმწოვარა ახალგაზრდა ვეშაპისა და დიდი, ზრდასრული
პლატონური ლევიათანის მოყვანილობას შორის არსებობს,
კიდევაც რომ შეძლოთ და ძუძუმწოვარა ვეშაპი გემბანზე
აათრიოთ, მის ზებუნებრივ, გველივით მოქნილი ტანის
მოყვანილობას ეშმაკიც ვერ გაარჩევს.

ზოგიერთები ალბათ ფიქრობენ, ნაპირზე გამორიყული ვეშაპის


ჩონჩხის დათვალიერებამ შეიძლება მის ნამდვილ
გარეგნობასთან დაკავშირებული რაღაც საიმედო ცნობები
შეგვძინოსო. რას ბრძანებთ! ლევიათანის ერთ-ერთი უდიდესი
თავისებურება ის არის, რომ მისი ჩონჩხი ვერავითარ
წარმოდგენას ვერ იძლევა იმაზე, თუ რა მოყვანილობისა იყო
ცოცხალი ლევიათანი; იერემია ბენტამის[271] ჩონჩხი, ერთ-
ერთი მისი ანდერძის აღმსრულებლის ბიბლიოთეკაში ჭაღის
ნაცვლად რომ ჰკიდია, ღირსეული იერემიას სხვა
თავისებურებებთან ერთად სწორად გადმოგვცემს ძველი,
შუბლმაგარი ჯენტლმენ-უტილიტარისტის გარეგნობას;
ლევიათანის ძვლებს კი ვერაფერს გაუგებთ. მართლაც, როგორც
სახელგანთქმული ჰანტერი აღნიშნავს, ვეშაპის ჩონჩხი კიდევ
უფრო ნაკლებად არის დაკავშირებული გარსამოსიან, ბამბის
შუასადებებიან და ბალიშებიან ვეშაპთან, ვიდრე მწერი იმ
მრგვალ ჭუპრთან, რომელიც მას ფარავს. ეს თავისებურება
უფრო დამაჯერებლადაა გამოხატული ვეშაპის თავის
აგებულებაში, როგორც ამას გზადაგზა შემდგომში დავინახავთ.
ეს თავისებურება მჟღავნდება გვერდის ფარფლის
აგებულებაშიც, რომლის ძვლების მოყვანილობა თითქმის
მთლიანად ემთხვევა ადამიანის ხელის ძვლების
მოყვანილობას, ოღონდ ცერი აკლია. ფარფლს ნამდვილად
ოთხი ძვლის თითი აქვს: საჩვენებელი, შუა, უსახელო და ნეკი.
მაგრამ ეს თითები ისეა კანით დაფარული, როგორც ადამიანის
მტევანი ნაჭრის უთითებო თათმანით. „ზოგჯერ რა
წინდაუხედავადაც უნდა გვექცეოდეს ვეშაპი, – ხუმრობით
შენიშნა სტაბმა, – იმას ვერ ვიტყვით, შიშველ ხელს
გვკიდებსო“.

ყველა ამ მიზეზის გამო, რაც არ უნდა ვთქვათ, სულერთია,


ძალაუნებურად იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ დიად
ლევიათანი დედამიწის ზურგზე ერთადერთი არსებაა,
რომელსაც ქაღალდზე ან ტილოზე ხორცშესხმა არ უწერია. რა

თქმა უნდა, შეიძლება ერთი პორტრეტი მეორეზე უფრო


მიახლოებული იყოს, მაგრამ ვერც ერთი ვერასოდეს იქნება
სრულყოფილი. ასე რომ, რეალური შესაძლებლობა იმის
გამორკვევისა, თუ როგორია სინამდვილეში ვეშაპი, არ
არსებობს, ერთადერთი საშუალება, რომ მისი გარეგნობა
მიახლოებით მაინც წარმოიდგინოთ, ვეშაპზე სანადიროდ
გამგზავრებაა; მაგრამ თუ ასე მოიქცევით, თავს საფრთხეში
ჩაიგდებთ, რადგან მუდამ იმის მოლოდინში უნდა იყოთ, რომ
ვეშაპი თავს დაგესხმებათ და ფსკერისაკენ გაგისტუმრებთ. აი,
ჩემი აზრით, რატომ არ უნდა გამოიჩინოთ მეტისმეტი
მომთხოვნელობა, როდესაც ლევიათანის გარეგნობის
შესწავლას მოისურვებთ.

56. ვეშაპთა უფრო მეტად დამაჯერებელი გამოსახულებანი და


ვეშაპმონადირეობის ჭეშმარიტი სურათები

ვეშაპთა უცნაურ გამოსახულებებთან დაკავშირებით არ


შემიძლია არ მოგითხროთ ვეშაპთა უფრო უცნაური
თავგადასავლები, რასაც, როგორც ძველი, ისე ახალი
ავტორების, განსაკუთრებით პლინიუსის, პარჩესის,
ჰაკლუიტის, პარისის, კიუვიეს და სხვათა წიგნებში
წააწყდებით. მაგრამ, მოდით, ამ საკითხს გვერდს ავუვლი.

ჩემთვის ცნობილია დიადი კაშალოტის მხოლოდ ოთხი


გამოქვეყნებული გამოსახულება: კოლნეტისა, ჰაგინზისა,
ფრედერიკ კიუვიესა და ბიილისა. კოლნეტისა და კიუვიეს
გამოსახულებეზე წინა თავში გვქონდა საუბარი. ჰაგინზის
სურათი მათ სურათებზე გაცილებით უკეთესია; მაგრამ
ყველაზე კარგი სურათები მაინც ბიილის წიგნშია
მოთავსებული. ამ ვეშაპის ყველა გამოსახულება შესანიშნავია,
გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ცენტრალური ფიგურ
მეორე თავის თავსართისა – „სამი ვეშაპი სხვადასხვა
მდგომარეობაში“. წიგნის ფრონტისპისი – „ნავები თავს
ესხმიან კაშალოტს“, თუმცა ზოგიერთ სალონში უსათუოდ
გამოიწვევს მოკრძალებულ უნდობლობას, მაინც მეტისმეტი
სიზუსტით გადმოსცემს წვრილმანებს და მთლიანად
შეეფერება სიმართლეს. ჯ. როს ბრაუნის ზოგიერთ ნახატზე
კაშალოტის გამოსახულება ზედმიწევნით ზუსტია, მაგრამ
გრავიურები ძალიან ცუდად არის შესრულებული, რაც, სხვათა

შორის, მისი ბრალი სულაც არ არის.

ნამდვილი ვეშაპი ყველაზე უკეთ სკორსბის ჩაუხატავს.


დასანანი მხოლოდ ის არის, რომ გამოსახულებანი მეტად
დაუპატარავებია. მხოლოდ ერთ სურათზე აუსახავს სკორსბის
ვეშაპზე ნადირობის სცენა, რაც ძალზე დასანანია, რადგან
მხოლოდ ამგვარი ნახატების საშუალებით შეიძლება
წარმოდგენა ვიქონიოთ ცოცხალ ვეშაპზე, თუ, რა თქმა უნდა,
ეს ნახატები ოსტატურადაა შესრულებული.

იმ სურათებში, რომლებზეც ვეშაპი და ვეშაპზე ნადირობაა


ასახული, თუმცა შეიძლება ზედმიწევნით ზუსტი არ იყოს,
მაგრამ ყველაზე კარგია ვინმე გარნერის მიერ შესანიშნავად
შესრულებული ორი ფრანგული გრავიურა. ორივე გრავიურა
კაშალოტსა და ნამდვილ ვეშაპზე თავდასხმას ასახავს. პირველ
გრავიურაზე კეთილშობილი კაშალოტი მთელი თავისი
სიდიადითაა აღბეჭდილი იმ დროს, როცა ოკეანის სიღრმიდან
ამოსულს, ველბოტი ჰაერში შეუტყორცნია და ქეჩოზე მისი
ფიცრებიღა შერჩენია. ველბოტის კიჩო რაღაც სასწაულით
გადარჩენია დამსხვრევას და ვეშაპის ზურგზე ქანაობს. კიჩოზე
თქვენ ხედავთ მესაჭეს. იგი საბედისწერო ნახტომისათვის
ემზადება. ამ ნახატზე ყველაფერი მშვენივრად და დიდი
სიზუსტით არის ასახული: ზღვის აქაფებულ ზედაპირზე
დაწეული და სანახევროდ დაცარიელებული ლინის კასრი,
წყლიდან ამოჩრილი დამსხვრეული ბარჯების ხის ტარები,
ვეშაპის ახლომახლო გაფანტული, შეშინებული მეზღვაურები,
რომლებსაც წყლიდან თავები მოუჩანთ, და ხომალდი,
აბობოქრებული სტიქიონიდან პირდაპირ თქვენკენ რომ
მოემართება. ვეშაპის ანატომიურ აგებულებაში სერიოზულ
შეცდომები შეიმჩნევა, მაგრამ ამ შეცდომებზე არ შევჩერდებით,
რადგან ჯვარს რომ მაცვათ, ასე ოსტატურად ჩემს სიცოცხლეშ
ვერ დავხატავ.

მეორე გრავიურაზე ზღვიდან ამოსული უზარმაზარი ვეშაპი


ველბოტს გვერდზე აჰკვრია. შავი, წყალმცენარეებით
დაფარული ვეშაპი წყალს ისე მიაპობს, როგორც პატაგონიის
კლდიდან ნაპირებს მოსხლეტილი ხავსიანი ტინი. მისი ძლიერი
შადრევანი ჭვარტლივით შავია; კვამლის ასეთი სვეტის
დანახვამ შეიძლება გაფიქრებინოთ, ალბათ ქვევით, ქვაბში
გემრიელი ვახშამი იხარშებაო. ზღვის ჩიტები კენკავენ კიბოებს,
წვრილ-წვრილ კიბორჩხალებს, ზღვის სხვა სასუსნავსა და

პირის ჩასატკბარუნებელს, რასაც ნამდვილი ვეშაპი ხშირად


თავისი საზარელი ზურგით დაათრევს. ამასობაში
სქელლაშიანი ლევიათანი წინ მიქრის, მორევს მიაპობს და უკან
აქაფებულ კვალს ტოვებს, ხოლო მსუბუქი ველბოტი მის
გვერდით ტალღებზე ისე ადის და ჩადის, როგორც
დანჯღრეული პატარა ნავი, რომელიც საოკეანო ხომალდის
მხოფავმა ბორბალმა ჩაითრია. სურათის წინა პლანზე
ყველაფერი თავბრუდამხვევი სისწრაფით მოძრაობს; მაგრამ
უკან, – ამით კი საუცხოო მხატვრული კონტრასტია შექმნილი
მოჩანს მშვიდი ზღვის სარკესავით მბრწყინავი ზედაპირი,
ძალაგამოლეული ხომალდის ანძებზე ჩამოკიდებული სველი
იალქნები და განგმირული ვეშაპის უმოძრაო სხეული
დამორჩილებული ციხესიმაგრე. ვეშაპის სასუნთქში ჩარჭობილ
გრძელ ჭოკზე ვეშაპმონადირეთა ალამი გამარჯვებულთა
დროშასავით ფრიალებს.

რა მხატვარი იყო, ან რა მხატვარია ეს გარნერი, არ ვიცი. მაგრამ,


თავს მოვიჭრი, თუ საკუთარი თვალით ნანახს არ აღწერდეს, არ
იცოდეს, ან ყველაფერი გამოქექილი ვეშაპმონადირისაგან არ
ჰქონდეს გაგონილი. ფრანგები ტილოზე, საერთოდ,
შესანიშნავად გადმოსცემენ მოძრაობას. აბა, მიდით და
შეისწავლეთ ევროპის მხატვრობა – სად ნახავთ ტილოებზე
ისეთ სხარტ მოძრაობებს, როგორსაც ვერსალის სასახლის
ტრიუმფალურ დარბაზში, სადაც თავგზადაკარგული მნახველი
ძლივს მიიკვლევს გზას საფრანგეთის მიერ გარდახდილ
ბრძოლებში, სადაც ყოველი დაშნა ჩრდილოეთის ციალივი
ლაპლაპებს, ხოლო თავით ფეხამდე იარაღში ჩამჯდარ
მეფეები და იმპერატორები ჩვენ თვალწინ ისე გაიელვებენ
ხოლმე, როგორც გვირგვინოსანი კენტავრები კავალერისტთა
იერიშში! ამ გალერეაში ღირსეული ადგილი გარნერის საზღვაო
შეტაკებებსაც უკავია.

ფრანგთათვის დამახასიათებელი სურათოვნების


თანდაყოლილი ნიჭი განსაკუთრებით ნათლად გამომჟღავნდა
იმ ტილოებსა და გრავიურებში, ვეშაპზე ნადირობის სცენებს
რომ ასახავენ. თუმცა ვეშაპმონადირეობის საქმეში იმის
მეათედი გამოცდილებაც კი არა აქვთ, რაც ინგლისელებს. ან
იმის მეასედი, რაც ამერიკელ ვეშაპმონადირეებს, მაგრამ
მიუხედავად ამისა, ორივე ერს გაუსწრეს და მხოლოდ მათ
შექმნეს დასრულებული სურათები, სადაც ასე თუ ისე, ვეშაპზე
ნადირობის ჭეშმარიტი ატმოსფეროა ასახული. ვეშაპების

ინგლისელი და ამერიკელი მხატვრები უფრო ხშირად


გაქვავებული საგნების გადმოცემით კმაყოფილდებიან,
მაგალითად, ხაზებით შესრულებული ვეშაპის
გამოსახულებით, რაც საბოლოო ანგარიშში ისევე ეფექტურია,
როგორც ეგვიპტური პირამიდის სილუეტი. თვით
სახელგანთქმული სკორსბიც კი, რომელიც უცილობელ
ავტორიტეტად ითვლება, გვთავაზობს ნამდვილი ვეშაპის
საპარადო პორტრეტს, სადაც იგი მთელი სიგრძე-სიგანითაა
დახატული; გვთავაზობს აგრეთვე ნარვალისა და მურა
დელფინის ორ-სამ ოსტატურად შესრულებულ მინიატიურას;
აქვე ხელში გვჩრის კლასიკური გრავიურების მთელ სერიას,
რაზედაც კანჯოს ბარჯები, ფლენშერის დანები და კავებია
გამოსახული და ლევენჰუკის მიკროსკოპული სიზუსტით
დღის გაცრეცილ სინათლეზე გამოაქვს არქტიკის თოვლის
გადიდებული კრისტალის ოთხმოცდათექვსმეტი ფაქსიმილე.
მე სულაც არ მინდა, ამ სახელგანთქმული მოგზაურის
დამსახურებას ჩრდილი მივაყენო (დიდ პატივს ვცემ, როგორც
ვეტერანს), მაგრამ, უდავოა, ასეთ მნიშვნელოვან საქმეში
ყოველი ფიფქის უტყუარობის დასადასტურებულად
გრენლანდიელი მომრიგებელი მოსამართლის წინაშე ფიცქვეშ
მიცემული წერილობითი ჩვენება მხოლოდ უყურადღებობის
გამო არ მოჰყავს.

გარნერის ორი მშვენიერი გრავიურის გარდა, ყურადღების


ღირსია კიდევ ორი ფრანგული გრავიურა, შესრულებული იმ
პიროვნების მიერ, რომელიც ხელს შემდეგნაირად აწერს – „ა.
დიურანი“. ამ ორი გრავიურიდან ერთ-ერთი თუმცა მთლიანად
არ შეესაბამება ჩვენი განხილვის საგანს, მაგრამ სხვა მხრივ
მაინც ხსენების ღირსია. ამ გრავიურაზე აღბეჭდილია
უშფოთველი შუადღე წყნარი ოკეანის კუნძულებთან:
ფრანგულ ვეშაპსანადირო ხომალდს მშვიდ ყურეში ჩაუშვია
ღუზა და აუჩქარებლად იმარაგებს სასმელ წყალს. უკანა
პლანზე თავი დაუხრიათ ხომალდის აფრებსა და პალმების
წვრილ ფოთლებს. თუ გავიხსენებთ, რომ მამაც
ვეშაპმონადირეებს მათთვის მეტად სანატრელი
ნავსადგურისათვის შეუფარებიათ თავი და აღმოსავლურ
მოსვენებას მისცემიან, მეტად ძლიერი შთაბეჭდილება იქმნება.
მეორე გრავიურაზე სულ სხვა რამ არის აღბეჭდილი: შუა
ოკეანეში გაჩერებული ხომალდის ბორტთან უზარმაზარი
ნამდვილი ვეშაპი გაწოლილა. განგმირულ ვეშაპთან

მოფუსფუსე, საქმით გართული გემი ამ ზღვის გოლიათზე


მიბმული გეგონებათ, თითქოს ნავსადგურში იდგესო;
გემბანიდან კი სასწრაფოდ უშვებენ წყალში ველბოტს იმ
ვეშაპების სადევნად, უკანა პლანზე რომ ჩანან. ბარჯები და
ჭვილთები მომარჯვებული აქვთ, სამი ნიჩბოსანი ანძის
აღმართვას აპირებს, ხოლო პატარა ველბოტი, უეცრად ტალღა
რომ დასჯახებია, ყალყზე შემდგარ ცხენს მოგაგონებთ.
თითქოს მჭედლების უბანიაო, ხომალდს თავზე კვამლის დიდი
ბოლქვები ეხვევა – მოკლულ ვეშაპს ხარშავენ. ქარიანი
მხრიდან გემს ქარიშხლისა და წვიმის მომასწავებელი შავი
ღრუბელი უახლოვდება, რაც გახურებულ მეზღვაურებს
მოუწოდებს, აჩქარდნენ.
57. სხვადასხვა ფერის ვეშაპები; ძვლის, ხის, თუნუქის და ქვის
ვეშაპები; ვეშაპები მთებში; ვეშაპები ვარსკვლავებს შორის

ლონდონში, ტაუერ-ჰილზე, დოკებისაკენ მავალს, ალბათ


შეგხვდებათ მათხოვარი ხეიბარი (ანუ „ვერპი“, როგორც
მეზღვაურები ამბობენ ხოლმე), რომელსაც ხელში უხეიროდ
მოხატული დაფა უჭირავს; ამ დაფაზე ასახულია მისი ფეხის
დაკარგვის ტრაგიკული სცენა. მხატვარს დაუხატავს სამი
ვეშაპი და სამი ველბოტი; ერთი ამ ველბოტთაგანი (როგორც
საფიქრებელია, ამ ველბოტზე ედგა ის საღ-სალამათი ფეხი,
ზღვის ურჩხულმა რომ წააგლიჯა) წინა ვეშაპს საზარელ ყბებშ
მოუქცევია. ამ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ხეიბარს
გამვლელ-გამომვლელთათვის ხშირად გაუწვდია ეს სურათი
და ფეხის ტაკვიც უჩვენებია, მაგრამ თურმე არავინ
უჯერებდა.
სამართლიანობამ საბოლოოდ მხოლოდ ახლა გაიმარჯვა. მისი
სამი ვეშაპი უოპინგის სხვა ვეშაპებზე უარესი არაფრით არ
აღმოჩნდა, ხოლო მისი ფეხის ტაკვი სულაც არ არის
დასავლეთის გაკაფული ტყეების ჯირკზე ნაკლებსარწმუნო.
მაგრამ სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ხის ფეხზე, როგორც
გადასატან ტრიბუნაზე, მდგომი ბედშავი ვეშაპმონადირე
წასაქეზებელ სიტყვებს არ წარმოთქვამს და ნაღვლიანად
დაჰყურებს მოკვეთილ ფეხს.

წყნარი ოკეანის ყოველ კუთხეში, აგრეთვე ნანტაკეტში, ნიუ-


ბედფორდსა და სეგ-ჰარბორშიც წააწყდებით ვეშაპების
გამოსახულებებსა და ვეშაპზე ნადირობის ამსახველ

სურათებს, თვით ვეშაპმონადირეებს რომ ამოუკაწრავთ


კაშალოტის კბილებზე ან ვეშაპის ულვაშისაგან დამზადებულ
ქალის კორსეტის ფირფიტებზე, და ამის მსგავს უცნაურ
ნაკეთობებზე, რომელთაც ოკეანეში მოცლილობის ჟამს
ვეშაპმონადირენი მეტად ოსტატურად ახარატებენ ხოლმე
ბუნებრივი უხეში მასალისაგან. ზოგიერთ მეზღვაურს პატარა
საგანგებო ყუთში კბილის სამკურნალო იარაღების მსგავს
ძვლის მოსაჩუქურთმებელი იარაღები უწყვია. უმრავლესობა
დასაკეც დანას ხმარობს; ამ თითქმის ყოვლისშემძლე
მეზღვაურული იარაღის საშუალებით ამოგიჩუქურთმებენ
ყველაფერს, რასაც მოისურვებთ და, რასაც მარტივი
მეზღვაურული გონება და სული დაიტევს.

ქრისტიანული ცივილიზებული სამყაროდან ხანგრძლივ


გაძევებას ადამიანი იმ მდგომარეობამდე მიჰყავს, რომელშიც
იგი ოდესღაც მამაზეციერმა ჩააყენა. ეს ეგრეთ წოდებული
ბარბაროსული მდგომარეობაა. ნამდვილი ვეშაპმონადირე
რომელიმე იროკეზზე უფრო ბარბაროსია. მეც ბარბაროსი ვარ,
მხოლოდ კანიბალების[272] მეფეს ვემორჩილები და ამასთან,
ყოველ წუთს მზად ვარ, ავჯანყდე.

სხვა ადამიანებისაგან განსხვავებით შინაყუდა-ბარბაროსი


ბეჯითია და ხელობას გულს უდებს. მეტად უცნაური და
მოჩუქურთმებული უძველესი ჰავაიური საბრძოლო ხელკეტ
ისეთივე დიდი ნაყოფია ადამიანური გულმოდგინებისა,
როგორიც ლათინური ლექსიკონი. ეს ხის მაქმანების
ზღაპრული ლაბირინთი ხომ ნიჟარის ნატეხით ან ზვიგენის
კბილით არის შექმნილი და ხანგრძლივი, მუყაითი შრომის
შედეგია.
ამ საქმეში ბარბაროს-ჰავაიელისაგან არც ერთი ბარბაროსი-
ზღვაოსანი არ განსხვავდება. ისიც ისეთივე საოცარი
მოთმინებითა და ზვიგენის იმავე ერთადერთი კბილ-დანით
აქანდაკებს თავის ძვლის სკულპტურას; და იქნებ
ჩუქურთმები ისე ოსტატურად ვერ გამოჰყავდეს, როგორც
უძველეს ველურ-ბერძენს აქილევსის ფარზე[273], მაგრამ ისიც
ისე მოხდენილად აჩუქურთმებს და ამ ჩუქურთმებში ისეთივე
მომხიბვლელი და ბარბაროსული სულია ჩაქსოვილი, როგორიც
სახელგანთქმული გერმანელი ველურის, ალბრეხტ[274]
დიურერის გრავიურებში.

ხის ვეშაპებს, ანუ კეთილშობილი შავი მერქნისგან

გამოკვეთილ ვეშაპებს, – ამ კეთილშობილ მერქანს სამხრეთის


ზღვებში იარაღის დასამზადებლად იყენებენ, – ხშირად ნახავთ
ამერიკელ ვეშაპმონადირეთა კუბრიკებში. ზოგიერთი მათგანი
მართლაც რომ დიდი ოსტატობით არის შესრულებული.

ქალაქგარეთ აშენებულ ძველებურ წვეტიანსახურავიან


სახლებში ზოგჯერ კარზე ჩაქუჩის ნაცვლად ბრინჯაოს ვეშაპია
კუდით ჩამოკიდებული. ამ შემთხვევაში ყველაფერი
კარისკაცზეა დამოკიდებული; თუ ძილისგუდაა, მაშინ „ვეშაპ-
გრდემლის“ გამოყენება სჯობს. მაგრამ ჩაქუჩის მოვალეობის
შემსრულებელი ვეშაპები დამაჯერებლობის თვალსაზრისით
არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს. ზოგიერთ
ძველებურ ეკლესიას ფლუგერად[275] თუნუქის ვეშაპები აქვს
დაყენებული. მაგრამ ეს თუნუქის ვეშაპები მიწას ისე არიან
დაშორებულნი და ამასთან, ისე მაგრად ატყვიათ წარწერა

„ხელი არ ახლოთ“, რომ დათვალიერება შეუძლებელია და


ღირებულების შეფასებაც ჭირს.

მაღალი მთების ძირში, სადაც შიშველი ქანები იშლება და


კლდის ნაშალი უცნაურად, გროვა-გროვად ყრია დაბლა,
ხშირად ნახავთ მოწყვეტილ კლდეს, გაქვავებულ ლევიათანს
რომ წააგავს! კლდეს სანახევროდ ბალახის ზღვა ფარავს და ეს
ბალახი ქარში ზვირთებივით ირწევა.

მთაგორიანზე, სადაც მოგზაური მუდამ ამაღლებული


ამფითეატრით არის შემოზღუდული, თუ შესაფერის ადგილს
მოძებნით, მთების უსწორმასწორო მოხაზულობაში შეიძლებ
ვეშაპის ძლივს შესამჩნევი გამოსახულება შენიშნოთ, მაგრამ
მაშინ თავით ფეხამდე ვეშაპმონადირე უნდა იყოთ; გარდა
ამისა, თუ გსურთ, დაბრუნდეთ და ამ გამოსახულებას თვალი
კიდევ ერთხელ შეავლოთ, აუცილებლად წინდაწინ, მაშინვე
უნდა ჩაინიშნოთ იმ ადგილის გრძედი და განედი, რადგან ეს
სანახაობა მხოლოდ შემთხვევითობის ამბავია და თქვენი
ადრინდელი ადგილმდებარეობის მეორედ მიგნება საკმაო
ოფლს დაგაღვრევინებთ; მსგავსად სოლომონის კუნძულებისა,
რომლებიც ჩვენთვის ოდესღაც terra incognita-დ[276] ითვლება,
თუმცა ისინი ჯერ კიდევ მოხუცმა ფიგეროამ[277] აღწერა და ამ
კუნძულებზე, ოდესღაც, მენდანია[278] დაბრძანდებოდა
თავისი გახამებული ბრიჯით.

როცა ეს ამაღლებული საგანი თვალს მაღლა აგაპყრობინებთ,

თქვენ ზევით, ვარსკვლავებს შორისაც დიადი ვეშაპებისა და


ვეშაპსანადირო ხომალდების გამოსახულებას დაინახავთ; ასე
ამსგავსებდნენ ღრუბლებს ბრძოლაში ჩაბმულ ლაშქარს
აღმოსავლეთის ხალხები, წლიდან-წლამდე მხოლოდ ომებზე
ფიქრს რომ უნდებოდნენ. ჩრდილოეთში, პოლუსის გარშემო,
მე მივდევდი ლევიათანს, რომელიც ტრიალებდა და სულ
უფრო მშორდებოდა, განათებული ციური ციცინათელებით. ამ
ციცინათელების წყალობით პირველად შევამჩნიე ლევიათანი,
ხოლო სხივმფინარი ანტარქტიკული ცის ქვეშ ხომალდი „არგო“
ვეშაპის თანავარსკვლავედის კვალდაკვალ, შორს, ჰიდრასა და
მფრინავი თევზის[279] უკიდურეს საზღვრებს მიღმა
მიმაქროლებდა.

ო, რომ შემეძლოს ლაგამი-ღუზა მოვზიდო, ამ ვეშაპს დეზბარჯი


შემოვკრა, უნაგირი დავადგა, ზედ მოვახტე, ზეციურ
მწვერვალებამდე ავმაღლდე და საკუთარი თვალით დავინახო,
მართლა არის თუ არა სამოთხის ურიცხვი კარავი დადგმული
იქ, სადაც მე, მოკვდავს, მზერა არ მიმიწვდება!

58. პლანქტონი

[280]

კროზეს კუნძულებიდან კურსი ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ


ავიღეთ და მალე „ბრიტით“ – წვრილი ყვითელი პლანქტონი
მოფენილ წყლის უსაზღვრო სივრცეში ამოვყავით თავი. ეს
წვრილი ყვითელი პლანქტონი, რომლითაც ნამდვილი ვეშაპი
იკვებება, ისე ირხეოდა ჩვენ გარშემო მრავალი მილის
მანძილზე, თითქოს ვრცელ, ოქროსფრად მოლივლივე,
დამწიფებულ ყანაში მივცურავდით.

მეორე დღეს ნამდვილი ვეშაპები შემოგვხვდნენ, მაგრამ ისინ

„პეკოდზე“ მყოფ ვეშაპმონადირეებს სულაც არ იზიდავდნენ;


ხახადაღებულნი პლანქტონით მოფენილ ზვირთებზე ზანტად
ირწეოდნენ; პლანქტონი ხაოიან ლაშებზე რჩებოდათ და ეს
ლაშები, საიდანაც განუწყვეტლივ გადმოდიოდა წყალი, რაღაც
უცნაურ ჟალუზებს[281] მოგაგონებდათ.

ურჩხულები ისე მიცურავდნენ, როგორც განთიადზე


ერთმანეთის მხარდამხარ დამდგარი მთიბავები, რომლებიც

ჩუმი შრიალით მიიკვლევენ გზას მაღალ, ნამიან ბალახში,


ბალახის შრიალივით რაღაც უცნაურ ხმას გამოსცემდნენ და
ყვითელ ზვირთებზე უსასრულო ცისფერ კვალს
ტოვებდნენ[282].

მაგრამ მხოლოდ მათ მიერ „ბრიტის“ გაწურვისას გამოცემული


ეს ხმა თუ მოგაგონებდათ მთიბავებს. მათი უზარმაზარი შავი
სხეულები კი, განსაკუთრებით მაშინ, როცა წამით უმოძრაოდ
გაიყინებოდნენ ხოლმე, უსიცოცხლო, გაქვავებულ ლოდებს
წააგავდა. როგორც ინდოეთის ვრცელ ველებზე ჩამოსულმა
კაცმა შეიძლება მძინარე სპილოს გვერდზე ისე გაუაროს, არც
იფიქროს, ეს სპილოაო, და შავი, შიშველი ბორცვი ეგონოს, ასევე
ემართება იმასაც, ვინც ზღვაზე ლევიათანს პირველად ხედავს.
დაბოლოს, როცა რწმუნდებით, რომ ნამდვილად ვეშაპები
არიან, მაინც ძნელად იჯერებთ, ასეთი ვეებერთელა მას
როგორ შეიძლება სულიერი იყოს, როგორც ძაღლი ან ცხენიო.
მართლაც, ძნელია ზღვის უფსკრულთა ბინადართ ისევე
მოეკიდოთ, როგორც მიწიერ ქმნილებათ. რადგან, თუმც
ძველად მრავალი ნატურალისტი ამტკიცებდა, ყოველ მიწიერ
ქმნილებას ზღვის რომელიმე ცხოველი შეესატყვისებაო და
თუმცა ეს, ზოგადად, შეიძლება, მართალიც იყოს, მაინც თუ
კონკრეტულ მაგალითებს მოვიყვანთ, სად მოიძებნება
ოკეანეში ისეთი თევზი, ხასიათით ჩვენს კეთილსა და ჭკვიან
ძაღლს რომ ემსგავსებოდეს? მხოლოდ ყველასაგან დაწყევლილ
ზვიგენს თუ აქვს რაღაც გარეგნული მსგავსება.

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ხმელეთზე მცხოვრები


სხვადასხვა ხელობის ადამიანები ზღვის ბინადართ
არამეგობრულად და მტრულად ეკიდებიან, მიუხედავად იმისა,
ზღვის სამფლობელო ჩვენთვის დასაბამიდან terra incognita-ა და
კოლუმბს მრავალი უცნობი სამყარო უნდა გადაელახა, რომ
დასავლეთის მხოლოდ ერთი უცნობი ზედაპირული სამყარ
აღმოეჩინა; მიუხედავად იმისა, რომ მართლაც ყველაზე
საშინელი უბედურებანი ძველთაგანვე ათასობით ადამიანს
მეტწილად ზღვებზე ნაოსნობის დროს ატყდებოდა თავს,
დაბოლოს, როგორც უნდა ტრაბახობდეს უმწეო ადამიანი
თავისი ცოდნითა და ხელოვნებით და როგორც უნდა
იმდიდრებდეს ამ ცოდნასა და ხელოვანებას დროთ
განმავლობაში, – სულერთია, უკუნითი უკუნისამდე,
განკითხვის დღემდე, ზღვა ადამიანებს მუდამ აბუჩად

აიგდებს, მრავალს სიცოცხლეს მოუსპობს და ზვიად, შეუვალ


ფრეგატებს[283] ნამსხვრევებად აქცევს. თუმცა, აქვე უნდა
ითქვას, კაცს ერთი და იგივე უბედურება ისე ხშირად ატყდებ
თავს, რომ ადამიანმა დაკარგა საშინელების ის თავდაპირველი
განცდა, რასაც ზღვა ბუნებრივად იწვევდა.

ჩვენთვის ცნობილი პირველი ხომალდი იმ ოკეანეს


მიარღვევდა, რომელმაც ქვეყნიერება წმინდა პორტუგალიურ
შურისმაძიებლობით წალეკა და ცოცხალი ერთი ქვრივიც კი არ
დატოვა. ჩვენ გარშემო დღესაც ის ოკეანე ბობოქრობს და ჩვენს
ხომალდებს დღესაც ის ოკეანე ამსხვრევს და ანადგურებს.
დიახ, დიახ. უგუნურნო მოკვდავნო, ნოეს წარღვნა ჯერ არ
დამთავრებულა, იგი დღესაც ჩვენი სახელოვანი დედამიწის ორ
მესამედზე ბობოქრობს.

რით განსხვავდება ერთმანეთისაგან ზღვა და ხმელეთი, თუ


მიწიერი სასწაული ზღვაზე სულაც არ არის სასწაული?
ებრაელებს თავზარი დაეცათ, როცა კორესა[284] და მის
თანამზრახველთ ფეხქვეშ მიწა გამოეცალათ და სამუდამოდ
თან ჩაიტანა, ახლა კი დღე ისე არ გავა, ზღვის უფსკრულმა
პირი არ დააღოს და ხომალდები ეკიპაჟებიანად არ ჩანთქას.

მაგრამ ზღვა მხოლოდ მისთვის უცხო ადამიანს არ ეპყრობა


მკაცრად – თავისი შვილების მიმართაც მკაცრია; ვერაგობით იმ
სპარსელ მასპინძელს აღემატება, რომელმაც თავის სტუმრებს
თავები დააჭრა; ზღვა თავის ნაშიერსაც არ იბრალებს; მსგავსად
მძვინვარე ძუ ვეფხვისა, რომელიც ჯუნგლებში დაძრწის და
უნებლიეთ თავის შვილსაც გამოღადრავს ხოლმე ყელს. ზღვას
ძლიერი ვეშაპიც კი მიუხეთქებია პიტალო კლდეებზე და იქვე,
გამორიყული ხომალდის უბადრუკ ნამსხვრევებთან
მიუტოვებია. ზღვამ შეწყალება არ იცის და საკუთარი
ხელისუფლების გარდა სხვა ხელისუფლებას არ ცნობს.
უმხედროდ დარჩენილი გადარეული საბრძოლო ბედაურივით
ფრთხვინავს და ფრუტუნებს თვითმპყრობელი ოკეანე მთელ
ჩვენს პლანეტაზე.

აბა, ერთი დაუფიქრდით, რა ვერაგია ზღვა: ღვთაებრივ


სილურჯეს ამოფარებული ყველაზე საზარელი არსებანი
თითქმის შეუმჩნევლად მიცურავენ წყალქვეშ. ან ზოგჯერ
როგორ ბრწყინავენ და რა ლამაზები არიან ზღვის მკვიდრთაგან
ყველაზე უფრო მძვინვარენი, მაგალითად, ზვიგენები.
დაუფიქრდით, აგრეთვე, იმ სისხლისმსმელობასაც, ზღვაზე

რომ სუფევს; ზღვის მკვიდრნი ერთმანეთზე ნადირობენ და


სამყაროს გაჩენის დღიდან ერთმანეთის სისხლს ღვრიან.

ყოველივე ამას დაუფიქრდით და მერე ჩვენს ამწვანებულ,


კეთილ, სათნო ხმელეთს გადახედეთ, – შეადარეთ ზღვა და
ხმელეთი, განა თქვენს სულს ვერ ამსგავსებთ? როგორც
შემზარავი ოკეანე ერტყმის გარს ხმელეთს, ისე ადამიანის
სულიც თავის ტაიტის, თავის სიხარულისა და სიმშვიდის
კუნძულს აფარებს თავს, მის გარშემო კი შეუცნობელი
მომავლის ურიცხვი განსაცდელი ბობოქრობს. ღმერთმა
დაგიფაროთ, ადამიანებო, გულშიაც არ გაივლოთ ამ კუნძულის
მიტოვება და ნაოსნობაში გამგზავრება. დაბრუნების იმედი ნუ
გექნებათ!

59. რვაფეხა

„პეკოდი“ ნელა მიიწევდა პლანქტონის მინდვრებზე და


კვლავინდებურად კურსი ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ,
კუნძულ იავის მიმართულებით ეჭირა; ნიავი ხომალდს წინ
მიაქანებდა და ზღვის მოსარკულ ზედაპირზე სამი მაღალი,
წაწვეტებული ანძა ისე ირწეოდა, როგორც ველზე – სამი
ტანკენარი პალმა. ცისკიდურთან კი ვერცხლისფერ მთვარიან
ღამით კვლავინდებურად ჩანდა მომხიბლავი ობოლი
შადრევანი.

მაგრამ ერთხელ, დილით, როცა ცა ლურჯი იყო და ჰაერი


გამჭვირვალე, როცა ზღვაზე რაღაც არაამქვეყნიური მდუმარებ
იყო გამეფებული, რასაც სამარისებურ სიჩუმესთან არაფერი
ჰქონდა საერთო; როცა მზის ათინათი გრძლად გაწვა წყალზე,
თითქოს ვიღაცამ ტალღებს ოქროს თითი მიაფარა, საიდუმლ
არ გაამხილოთო; როცა ტალღები შხეფებს ისროდნენ, შორს
უხმაუროდ მიგორავდნენ და ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ;
ყველგან გამეფებულ ამ მყუდროებაში გროტ-ანძის წვერზე
მეთვალყურედ მდგომ შავკანიან დეგუს თვალწინ უცნაური
სანახაობა გადაეშალა.

შორს, ზღვის სიღრმიდან ნელა ამოდიოდა რაღაც თეთრი მასა;


რაც უფრო უახლოვდებოდა ზღვის ზედაპირს და ლურჯ
ტალღებს თავს აღწევდა, მთიდან დაქანებული ზვავივით
უფრო თეთრად ქათქათებდა ხომალდის სავალ გზაზე. ჩვენ

თვალწინ მხოლოდ ერთი წუთით გაიელვა, მერე ნელა ჩავიდა


წყალში და გაუჩინარდა. მალე ისევ ზევით ამოვიდა. ვეშაპს არა
ჰგავს, მობი დიკი ხომ არ არის? – გაიფიქრა დეგუმ. თეთრი
მოჩვენება კვლავ ღრმად ჩაეშვა წყალში და როცა კიდევ
გამოჩნდა, ზანგმა ისე შემზარავად დაიღრიალა, გეგონებოდათ,
გამეფებული მყუდროება ზარბაზნის ქუხილმა დაარღვიაო:
აგერ არის, აგერ არის! ამოდის! ცხვირწინაა! თეთრი ვეშაპია,
თეთრი ვეშაპი!

ერთ წამში მეზღვაურები ისე დაეხვივნენ ბრასებს, როგორც


მოზუზუნე ფუტკრები – ხის ტოტს. დილის მზის სხივები
განათებული უქუდო აქაბი ბუშპრიტთან იდგა, ხელები უკან
წაეღო, რომ საჭიროების შემთხვევაში მესაჭისათვის ნიშანი
მიეცა, და მოუთმენლად იყურებოდა იქითკენ, საითაც დეგუს
გაშეშებული ხელი გაეშვირა.

ვინ იცის, იქნებ ამ ჩუმმა, ობოლმა შადრევანმა, დროდადრო ასე


უეცრად რომ გამოჩნდებოდა ხოლმე, იმოქმედა აქაბზე და ახლა
იგი მზად იყო, მყუდროებასა და სიმშვიდეზე თავისი
წარმოდგენა საძულველი ვეშაპისათვის დაეკავშირებინა; ან
იქნებ შეცდომაში საკუთარმა მოუთმენლობამაც შეიყვანა: ასე
იყო თუ ისე, მოჰკრა თუ არა თვალი ტალღებზე აელვარებულ
თეთრ მასას, მაშინვე ბრძანა, ველბოტები ჩაუშვითო.

მალე ოთხივე ველბოტი ტალღებზე დაირწა და აქაბის


კანჯოს[285] წინამძღოლობით სასწრაფოდ ნადავლისაკენ
გაემართა. ის კი ამასობაში წყლის სიღრმეში გაუჩინარდა.
ნიჩბები აღვმართეთ და მის გამოჩენას ველოდით; უცებ იმ
ადგილას, სადაც წეღან გაუჩინარდა, ისევ ნელა ამოვიდა
ზევით. მობი დიკზე ვიღა ფიქრობდა, მივშტერებოდით
ყველაზე უფრო საოცარ სანახაობას, რომელიც ოდესმე
საიდუმლოებით მოცულ ზღვას ადამიანისათვის გადაუშლია.
ჩვენ წინ იყო შვიდასი ფუტის სიგანისა და სიგრძის
უზარმაზარი მასა, რომელსაც მოთეთრო-მოყვითალო ფერი
დაჰკრავდა, ამ მასას აქეთ-იქიდან გამობმული ჰქონდა
მრავალი გრძელი ფეხი; ფეხებს ისე გრეხდა და კლაკნიდა,
ანაკონდების გორგალი გეგონებოდათ, თითქოს განურჩევლად,
რასაც კი ახლომახლო იპოვიდა, ყველაფრის კლანჭებშ
მოგდებას აპირებდა. არც თავი უჩანდა და არც ბოლო,
გრძნობისა და ინსტინქტების ორგანოების არავითარი
ნიშანწყალი არ ეტყობოდა; ტალღებზე, არაამქვეყნიურ

უფორმო მოჩვენებად, თვით უაზრო ცხოვრება ირწეოდა.

როცა იგი ბუყბუყით ისევ წყალში გაუჩინარდა, სტარბეკმა,


რომელსაც აქაფებული წყლისათვის თვალი არ მოუშორებია,
სასოწარკვეთილებით წამოიძახა:

მგონი, მერჩია, ისევ მობი დიკს წავწყდომოდი და


შევბრძოლებოდი, ვიდრე შენ დამენახე, თეთრო მოჩვენებავ!

რა იყო ეს, სერ? – ჰკითხა ფლასკმა.

უზარმაზარი რვაფეხა. იმ ვეშაპმონადირეთაგან, რომელთაც


იგი უნახავთ, ცოტანი თუ დაბრუნებულან მშობლიურ
ნავსადგურში, რომ მისი ამბავი მოეთხროთ.

აქაბს კრინტი არ დაუძრავს, თავისი ველბოტი შეაბრუნა და


ხომალდისაკენ გაეშურა, დანარჩენებიც უხმოდ მიჰყვნენ უკან.

რა ცრურწმენაც უნდა გასჩენოდათ ვეშაპმონადირეებს, ერთი


რამ ცხადია, ეს სანახაობა იმდენად არაჩვეულებრივი იყო, რომ
თავისთავად არ შეიძლებოდა ავისმომასწავებლად არ
ჩაეთვალათ. იგი იშვიათად გამოჩნდებოდა ხოლმე, ზღვაოსნები
ერთხმად ამბობენ, რვაფეხა ოკეანეში ყველაზე უფრო დიდი
ცხოველიაო, მაგრამ თითქმის არაფერი იციან მის ნამდვილ
ბუნებასა და გარეგნობაზე, რაც, სხვათა შორის, სულაც არ
უშლით ხელს, მტკიცედ სჯეროდეთ, რვაფეხა კაშალოტის
ერთადერთ საკვებს წარმოადგენსო. საქმე ის არის, სხვ
სახეობის ვეშაპები ზღვის ზედაპირზე იკვებებიან, ადამიანს
შეუძლია, ამ დროს თვალყური ადევნოს მათ, მაშინ როდესაც
სპერმაცეტული ვეშაპი ზღვის სიღრმეში საზრდოობს დ
ადამიანს მხოლოდ ისღა დარჩენია, თვითონვე დაასკვნას, რა
უნდა იყოს მისი საკვები. შეუპოვარი დევნის დროს იგი
ზოგჯერ რვაფეხას საცეცებს ამოანთხევს ხოლმე, მათ შორის
ზოგიერთი სიგრძით ოცსა და ოცდაათ ფუტს აღწევს.
ვარაუდობენ, ურჩხული ამ საცეცებით ოკეანის ფსკერს უნდა
ეჭიდებოდეს და კაშალოტს, სხვა ლევიათანებისაგან
განსხვავებით, კბილები იმიტომ აქვს, რვაფეხას თავს დაესხას
და ფსკერს ააგლიჯოსო.

ჩემი აზრით, არსებობს საფუძველი, ვივარაუდოთ, ეპისკოპოს


პონტოპიდანის[286] დიდი კრაკენი სწორედ რვაფეხა უნდა
იყოს. მისი ჩვეულება, ხან ზევით ამოვიდეს და ხან წყალში
გაუჩინარდეს, რაც ეპისკოპოსს აქვს აღწერილი, და აგრეთვე

მის მიერ ხსენებული ზოგიერთი სხვა თვისება, მართლაც რომ


ზედმიწევნით ემთხვევა რვაფეხას ჩვევებს. ხოლო, რაც შეეხება
ამ ცხოველის წარმოუდგენელ სიდიდეს, აქ ეპისკოპოსის
აღწერას უსათუოდ ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ.

ზოგიერთი ნატურალისტი, რომელმაც ყურმოკვრით შეიტყო აქ


აღწერილ იდუმალ არსებაზე, მას მელანთევზათა ჯგუფს
მიაკუთვნებს. გარეგნული ნიშნების მიხედვით ეს ცხოველ
მართლაც ამ ჯგუფს უნდა მიეკუთვნოს, ოღონდ ისე, როგორც
ენაკი[287] ეკუთვნოდა თავის ტომს.

60. ლინი

ვეშაპზე ნადირობის, რაც ცოტა ქვემოთ იქნება აღწერილი, დ


აგრეთვე ყველა სხვა მსგავსი სცენის ახსნა-განმარტების
მიზნით, ამ თავში უნდა გესაუბროთ მაგიურ[288], ზოგჯერ კი
დამღუპველ საბარჯო ლინზე.

თავდაპირველად ვეშაპმრეწველობისათვის ლინებს მაღალი


ხარისხის ქერელისაგან ამზადებდნენ და, ჩვეულებრივი
ტროსისაგან განსხვავებით, ფისით კი არ ჟღინთავდნენ,
არამედ ოდნავ გაბოლავდნენ ხოლმე. საქმე ისაა, რომ ფისი
ქერელის ნართს მოქნილობას კი მატებს, რაც მის დაგრეხას
აიოლებს და თვით ტროსიც მეზღვაურს უფრო მეტად
ემორჩილება, მაგრამ ჩვეულებრივი რაოდენობის ფისი
ზედმეტად აუხეშებს საბარჯო ლინს და მისი ვიწრ
ბუხტებად[289] დახვევა ვეღარ ხერხდება. საერთოდაც, როგორც
ეს ახლა მრავალ მეზღვაურს კარგად მოეხსენება, ფისი სულაც
არ მატებს ტროსს სიმაგრესა და სიმტკიცეს, მხოლოდ
ელვარებასა და სიგლუვეს თუ ანიჭებს.

უკანასკნელ წლებში ამერიკულ ვეშაპსანადირო ხომალდზე


ქერელის ლინი თითქმის მთლიანად მანილურმა შეცვალა,
რადგან აბაკა, ველური ბანანის ბოჭკო[290], რისგანაც ამ ლინს
ამზადებენ, თუმცა ქერელის ლინზე უფრო მალე ცვდება,
სამაგიეროდ, უფრო მტკიცე, რბილი და ელასტიკურია. ისიც
უნდა აღვნიშნო (რადგან ყოველ საგანს ესთეტიკური მხარეც
აქვს), იგი ქერელზე უფრო ლამაზიცაა. ქერელი შავგვრემანი
ინდოელი ქალია, მანილა კი ჩერქეზის ოქროსთმიანი ასული.

საბარჯო ლინი სისქით დუიმის მხოლოდ ორი მესამედია.


თავდაპირველად ვერც კი იფიქრებ, რომ იგი შეიძლება ასე
მაგარი იყოს. მაგრამ გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ ლინის
ორმოცდათერთმეტი დაგრეხილი ბაგირიდან თითოეული ას ოც
გირვანქა ტვირთს უძლებს, აქედან სავარაუდოდ, მთელ
ტროსი თითქმის სამ ტონამდე ტვირთს გაუძლებდა. საბარჯო
ლინი, რომელსაც კაშალოტზე სანადიროდ იყენებენ,
დაახლოებით ორასი ფატომის სიგრძისაა. ველბოტის კიჩოზე
ამაგრებენ ცილინდრულ კასრს, კასრში მჭიდროდ დახვეულ
ლინს ათავსებენ, მაგრამ ისე კი არა, როგორც სპირალს
გამოსახდელ აპარატში, არამედ გუდის ყველივით, მჭიდრ

„ფენებად“ – კონცენტრულ სპირალებად. ამ ფენებს შორის


ჭუჭრუტანაც კი არსად რჩება, თუ არ ჩავთვლით გორგლის
შუაგულში წარმოქმნილ პაწაწინა, ვიწრო ვერტიკალურ
ხვრელს. ლინის გახსნის დროს პატარა მარყუჟს ან ნასკვს
შეუძლია ზღვაში ვინმეს ხელი, ფეხი ან სხეული გადაიყოლოს,
ამიტომ ლინს ცილინდრულ კასრში დიდი სიფრთხილით
ათავსებენ. ზოგჯერ მებარჯეები ამ საქმეს მთელ დილას
ანდომებენ ხოლმე. ლინს მაღლა გემსართავებზე ჭიმავენ,
ჭოჭონაქში ატარებენ და ისე უშვებენ ქვევით, რომ დახვევის
დროს არ დაიგრიხოს და არ დაიხლართოს.

ინგლისურ ველბოტებზე ერთი კასრის ნაცვლად ორ კასრს


ამაგრებენ და ერთ ლინს სანახევროდ ორივეში ათავსებენ. ამას
თავისი უპირატესობა აქვს, რადგან ეს ტყუპებივით ორი კასრ
უფრო მცირე ზომისაა, ნავზე უფრო ადვილად მაგრდება და ისე
არ არის გადატვირთული, როგორც ამერიკული კასრი, რომელიც
დიამეტრით თითქმის სამი ფუტია, შესაბამისი სიმაღლე აქვს
და ნახევარდუიმიანი ფიცრებისაგან შეკრული ნავისათვის
მეტისმეტად მძიმე ტვირთს წარმოადგენს. ველბოტის ძირი
წააგავს ყინულის თხელ ფენას, რომელიც დიდ დაწოლას
უძლებს, როცა ტვირთი თანაბრად არის განაწილებული, მაგრამ
თუ დაწოლა მხოლოდ ერთ წერტილზე მოვა, მაშინვე
ჩატყდება. ხანდახან ამერიკულ კასრს შეღებილ ბრეზენტს
გადააფარებენ ხოლმე, გეგონებათ, ველბოტი ხომალდს იმიტომ
მოშორდა, ვეშაპს საჩუქრად დიდი საქორწილო ღვეზელი
მიართვასო.

ლინის ორივე ბოლო გარეთ გამოდის, ოგონიანი[291] ან


ყულფიანი ქვედა ბოლო კასრის კედელს ძირიდან მიჰყვება და
კიდეზე თავისუფლად არის გადმოკიდებული. ეს

აუცილებელია ორი მოსაზრების გამო. ჯერ ერთი, მეზობელი


ველბოტის ლინი რომ ადვილად მიებას, თუ ბარჯმოხვედრილი
ვეშაპი ღრმად ჩადის წყალში და თავდაპირველად ბარჯზე
დამაგრებული ლინი თვალს ეფარება. ამგვარ შემთხვევაში
ვეშაპი ისე გადადის ერთი ველბოტიდან მეორეში, როგორც
ელის კათხა, თუმცა პირველი ველბოტი მაინც შორიახლოს
იმყოფება, რომ საჭიროების შემთხვევაში თავის პარტნიორს
დაეხმაროს. მეორეც, ეს გარემოება ნაკარნახევია საერთო
უსაფრთხოების თვალსაზრისით, რადგან ქვედა ბოლო ნავზე
რომ იყოს მიბმული, ბარჯმოხვედრილი ვეშაპი, რომელიც მთელ
ლინს თვალის დახამხამებაში წყალში ჩაითრევს ხოლმე, ამაზე
არ შეჩერდება, განწირულ ველბოტს ზღვის სიღრმეში ჩაიტანს
და ვეღარავითარი ჰეროლდები და მაცნეები იმას ვეღარ
იპოვიან.

მანამდე, სანამ ველბოტს წყალში ჩაუშვებდნენ, ლინის ზედა


ბოლოს კასრიდან ეწევიან და კიჩოს ლაგრეტამდე მიაქვთ, მერე
ნავის მთელ სიგრძეზე ორივე ბორტთან ჯვარედინად მჯდომ
მენიჩბეთა შორის ატარებენ და პირდაპირ ნიჩბების ლილვაკებს
ზემოთ ჭიმავენ, ისე რომ, ნიჩბების მოსმისას მეზღვაურებ
ლინს ზედ ველბოტის ქიმთან მკლავებით ეხებიან. აქვეა
მოთავსებული ტყვიისღარიანი კალაპოტი, საიდანაც მას ბატის
ფრთის სიგრძის ხის კოტა არ აძლევს ამოხტომის საშუალებას.
ქიმთან ლინი პატარა კუწუბად ჰკიდია ბორტზე. მერე კი ისევ
ნავში ეშვება; ამ ადგილას ლინი (წინა ლინად წოდებული) ათ-
ოც ფატომამდე იხვევა და აქვე, ქიმთან თავსდება, დანარჩენი
ლინი კი ბორტის გასწვრივ კიჩომდეა გაჭიმული, სადაც მოკლე
შტერტზე – ტროსზე მაგრდება, რასაც თვით ბარჯზე აბამენ; ამ
შტერტზე წინასწარ ყოველგვარ თავსამტვრევ და გაუგებარ
მანიპულაციას ატარებენ. აქ მათ ჩამოთვლას არ დავიწყებთ,
მეტად მოსაწყენი რამ არის.

ამრიგად, ველბოტი საბარჯო ლინითაა გადახლართული. იგი


ველბოტს ყოველი მიმართულებით ეხვევა. თითოეულ
მენიჩბეს აბამს თავის დამღუპველ ქსელში, ახალბედას
მორიდებულ მზერას კი ეჩვენება, თითქოს ინდოელი ფაკირებ
ისხდნენ და მაყურებლის გასართობად ტანზე შხამიან გველებს
იხვევდნენ. თუ ჩვეულებად არ აქვს გადაქცეული, ვერც ერთ
მოკვდავი ვერ დაჯდება მშვიდად ამ ქერელის ქსელში, როცა
მთელი ძალ-ღონით ნიჩაბს აწვება და თან არ იცის, როდის
გაიზუზუნებს ბარჯი და მთელ ამ ქსელს დიდი სისწრაფით

აამოძრავებს; უბრალო გაფიქრებაც კი ტვინს ათამთამებულ


ლაბად გიქცევთ. მაგრამ ჩვეულება უცნაური რამ არის, რას არ
ჩაგადენინებს! თქვენს წითელი ხის მაგიდასთან ვერასოდეს
გაიგონებთ ისეთ გონებამახვილურ ხუმრობას, ხარხარსა და
მოსწრებულ სიტყვა-პასუხს, როგორსაც კედრის
ნახევარდუიმიან თეთრ ფიცრებზე, სადაც ველბოტის ეკიპაჟის
ექვსი მეზღვაური ჩამოხრჩობილივით თოკზე ჰკიდია. ისინი,
შეიძლება ითქვას, თოკზე ჩამოკიდებულები უვარდებიან
სიკვდილს პირში, მსგავსად კალეს ექვსი მოქალაქისა[292],
მეფე ედუარდს რომ გამოეცხადნენ.

ახლა ალბათ ადვილად წარმოიდგენთ ვეშაპმრეწველობაში იმ


ხშირ უბედურ, ხანდახან პრესაშიც აღნიშნულ შემთხვევათა
მიზეზებს, როცა ლინის გორგალი იშლება და მეზღვაურს
ზღვაში იტაცებს. რადგან, როცა ლინი ბარჯს მიჰყვება, გინდა
ველბოტში მჯდარხარ და გინდა ორთქლმავალში, რომელიც
მთელი სისწრაფით მიქრის და მხოლოდ სტვენა და ქშენა
ისმის, თან ყოველი მხრიდან მრავალნაირი მბრუნავი ლილვაკი,
ამოძრავებული დგუში და ბორბალი გეჯახება. ეს კიდევ რა
არის! სასიკვდილო განსაცდელში მყოფი გაუნძრევლადაც ვერ
იჯდები, რადგან ნავი აკვანივით ირწევა და გახეთქებს აქეთ-
იქით; ასე რომ, თავს თუ დროზე შეიკავებ და დიდ ძალასა და
ენერგიას დაძაბავ, მხოლოდ იმ შემთხვევაში არ გაიზიარებ
მაზეპას[293] ბედს და ვეღარავინ გაგიტაცებს იქ, სადაც თვით
ყოვლისმხილველი მზეც კი ვერ წამოგყვება.
მაგრამ ჯერ ყველაფერი არ მითქვამს. როგორც ქარიშხლის წინ
ჩამოვარდნილი, ქარიშხლის მაუწყებელი სამარისებური
მყუდროება გვეჩვენება ხოლმე შტორმზე უფრო საშინელი,
რადგან შტილი[294] სხვა არა არის რა, თუ არა შტორმის[295]
საბურველი და გარსი და მყუდროებაში ისეა ჩაბუდებული
ქარიშხალი, ვით თოფში ტყვია-წამალი და სიკვდილი; სწორედ
ასევე, სანამ მოქმედებაში არ მოიყვანენ, მენიჩბეთა გარშემო
დახვეული საბარჯო ლინის გრაციოზული უმოძრაობა და
მდუმარება უფრო საზარელია, ვიდრე თვით განსაცდელი.
მაგრამ რა საჭიროა ზედმეტი სიტყვები? ამ ქვეყანაზე ყველანი
ხომ საბარჯო ლინით ვართ გარშემორტყმულნი. ყველანი
ყულფში თავგაყოფილნი ვიბადებით, მაგრამ სიცოცხლის
გადაულახავ განსაცდელს ადამიანი მხოლოდ მაშინ გრძნობს,
როცა ყულფი მოულოდნელად მოუჭერს და თუ
ფილოსოფოსია, შიშს მოიშორებს, ველბოტში მჯდომი

წარმოიდგენს, საღამოა, ბუხართან ვზივარ და გვერდით ბარჯ


კი არა, უწყინარი საჩხრეკი მიდევსო.

61. სტაბი კლავს ვეშაპს

თუ სტარბეკისათვის რვაფეხას გამოჩენა ავის მომასწავებელ


იყო, ქვიქეგისათვის იგი სულ სხვა რამეს ნიშნავდა.

როცა შენი ნახა რვაფეხა, – ჩაილაპარაკა მაღლა დაკიდებული


ველბოტის ქიმზე მდგომმა ველურმა, რომელიც ბარჯს
ლესავდა, – მაშინ შენი მალე-მალე კაშალოტი ნახა.

მეორე დღეს ისეთი სიჩუმე იდგა და ჰაერი ისე იყო შეხუთული,


რომ „პეკოდის“ ეკიპაჟი, რომელსაც არავითარი საქმე არ
ჰქონდა, უკაცრიელ ზღვაზე გამეფებულ თვლემას
წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა. ინდოეთის ოკეანის იმ
ნაწილში, სადაც ახლა მივცურავდით, როგორც
ვეშაპმონადირეები ამბობენ ხოლმე, სიცოცხლე არ დუღდა და
გადმოდუღდა. დელფინებს, პატარა მფრინავ თევზებს და
ზღვის სხვა ხალისიან ბინადართ აქ უფრო იშვიათად
შეხვდებით, ვიდრე, ვთქვათ, ლაპლატას მახლობლად ან პერუს
ნაპირებთან.

ფოკ-ანძის[296] წვერზე ვიდექი და დაკიდებულ ბრამ-


ვანტებზე[297] ზურგით მიყრდნობილი მოჯადოებულივი
თანაბრად ვირწეოდი. ამ თვლემას ვერავითარი სიმტკიცე ვერ
დაუდგებოდა წინ, თითქოს აქაურობას აღარ ვეკუთვნოდი,
ჩემმა სულმა მიატოვა ჩემი სხეული, რომელიც
კვლავინდებურად ქანაობდა, როგორც ქანქარა, რომელსაც
რაღაც ძალამ უბიძგა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალა მასზე
აღარ მოქმედებდა, მაინც განაგრძობდა ქანაობას.

სანამ თავდავიწყებას მთლიანად მივეცემოდი, შევამჩნიე,


გროტზე და ბიზანზე მეთვალყურეებს უკვე ეძინათ. ახლა
სამივენი უსიცოცხლოდ ვიყავით ჩამოკიდებულნ
გემსართავებზე, ქვევით კი, შტურვალთან[298] ჩვენსავით
ქანაობდა და თვლემდა მესაჭე. ზანტად ირწეოდნენ აქოჩრილი
ტალღები და მთელ მთვლემარე ოკეანეზე დასავლეთი
აღმოსავლეთს ესალმებოდა, ზევით კი მზე აკანტურებდა თავს.

უეცრად თვალდახუჭულს თვალწინ თითქოს წრეები


დამიტრიალდა და ტროსს ხელები მუხრუჭივით მოვუჭირე
ვიღაც უჩინარმა გულმოწყალემ დაღუპვას გადამარჩინა:
გამოვფხიზლდი, გონს მოვედი და დავინახე: ქარიან მხარეს,

„პეკოდიდან“ ორმოცი ფატომის დაშორებით უზარმაზარ


კაშალოტი გადაბრუნებული ფრეგატივით მოცურავდა და მზის
სხივებზე ეთიოპიური იერის განიერი მოელვარე ზურგი
სარკესავით უბრწყინავდა. ისე ზანტად ირწეოდა და
დროდადრო შადრევანს ისე უშფოთველად აფრქვევდა,
გეგონებოდათ, ახოვანი ბიურგერივით ნასადილევს ჩიბუხს
აბოლებსო. თითქოს ჯადოსნური ჯოხი აუქნიეს, ისე უეცრად
გაიღვიძა მთვლემარე ხომალდმა და მძინარე ეკიპაჟმა. სამივე
მეთვალყურემ და ოცამდე მეზღვაურმა, რომლებიც ხომალდის
სხვადასხვა კუთხიდან უყურებდნენ, როგორ ნელა და
თანაბრად აფრქვევდა მლაშე შხეფების ელვარე სვეტებს
უზარმაზარი თევზი, ერთდროულად გააბეს ყვირილი.

მოამზადეთ ველბოტები! დააყენეთ ქარის მიმართულებით!


შესძახა აქაბმა და სანამ მესაჭე სახელურს ჩამოართმევდა,
საჭის ბორბალი მანამდე მიატოვა.

მოულოდნელმა შეძახილმა, ეტყობა, შეაშინა ვეშაპი; და სანამ


ველბოტებს ჩავუშვებდით, ღირსეულად შებრუნდა და
მშვიდად, აუღელვებლად შორს გაცურა, წყალი თითქმის არ
აუქაფებია; აქაბი იმედოვნებდა, იქნებ ჯერ კიდევ არ
შევუმჩნევივართო, გვიბრძანა, ველბოტებზე ჩურჩულით
ილაპარაკეთ და ნიჩბები კი არა, პატარა ხოფები მოუსვითო.
ველბოტის ბორტიდან, როგორც ინდიელებმა ონტარიოზე,
სწრაფად და ჩუმად მოვუსვით პატარა ხოფები, რადგან
შტილის გამო უხმაურო აფრებს ვერ გამოვიყენებდით. ასე
მივქროდით ნადირისაკენ, მაგრამ უეცრად ურჩხულმა
უზარმაზარი კუდი ასე ორმოცი ფუტის სიმაღლეზე აიქნია და
სიღრმეში ისე ჩავიდა. თითქოს ზღვის უფსკრულმა პირი დააღ
და ციხის გოდოლი თან ჩაიტანაო.

კუდი შემოგვიბრუნა! – გაისმა შეძახილი, მერე სტაბმ


ჯიბიდან ასანთი ამოიღო და ჩიბუხი გააბოლა, რადგან მცირე
ხნით მეზღვაურებს ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ. როცა
ჩვეულებრივ წყალქვეშ ყოფნის დრო გავიდა, ვეშაპი ზევი
ამოვიდა, ახლა პირდაპირ სტაბის ველბოტთან აღმოჩნდა და
რადგან სხვა ნავები კარგა მოშორებით იყვნენ, სტაბს იმედი
უნდა ჰქონოდა, იღბლიანი ნადირობა ამჯერად მისი ხვედრი

იქნებოდა. ცხადი იყო, ვეშაპმა შეამჩნია მდევრები, ამიტომ


სიჩუმესა და ყოველგვარი სიფრთხილეს აზრი დაეკარგა.
მეზღვაურებმა პატარა ხოფები გვერდზე გადადეს და ნიჩბები
მოუსვეს. ხოლო სტაბმა, რომელიც ჩიბუხს აბოლებდა, თავის
ეკიპაჟს გამხნევება დაუწყო, თან აჩქარებდა. დიახ, საზარელი
თევზი ახლა სულ სხვანაირად იქცეოდა. იგრძნო, საფრთხე
დაემუქრა და ისე მიქროდა, რომ თავი აქაფებულ ზვირთებზე
ირიბად მოუჩანდა[299].

სდიეთ, სდიეთ, ბიჭებო! ოღონდ ნუ აჩქარდებით, ქვეყნის


დრო გაქვთ, ოღონდ სდიეთ და არ ამოასუნთქოთ! – ყვიროდა
სტაბი და პირიდან კვამლი ამოსდიოდა. – აბა, აბა, სეირი
უჩვენეთ; ერთი მაგრად მოუსვი, თეშტიგო. სეირი უჩვენე, თეშ,
ჩემო ბიჭო, ერთი სეირი უჩვენეთ, ბიჭებო; აბა, აბა, ცოტა ნელა,
ნუ გაცხარდებით, ჯიგრებო, ნელა დააწექით. ოღონდ ისე
სდიეთ, როგორც სიკვდილს და ეშმაკის ხროვას, ისე სდიეთ,
მიცვალებულები საფლავებიდან წამოცვივდნენ, ბიჭებო!

უ-ჰუუ! უა-ჰიი! – დასჭყივლა გეიჰედელმა ინდიელმა,


რომელმაც თავისი ხალხის ძველებური საბრძოლო ყიჟინა
დასცა და მოუთმენლობისაგან ნიჩაბი ისე მაგრად მოიქნია, რომ
ყველა მენიჩბე უკან გადაქანდა.

მის ველურ ყიჟინას სხვა ისეთივე ველური და მძვინვარე ხმები


შეუერთდა.

კი-ჰიი! კი-ჰიი! – ყვიროდა დეგუ და გალიაში მბორგავი


ვეფხვივით ხან წინ გადაიხრებოდა, ხან უკან.

კა-ლა! კუ-ლუუ! – ღმუოდა ქვიქეგი და თან ტუჩებს ისე


აწკლაპუნებდა, თითქოს ბიფშტექსის დიდ სისხლიან ნაჭერს
დასცქერისო.

ასე კივილით მიარღვევდნენ ზღვას. სტაბი კი თავის ხალხს


კვლავინდებურად ამხნევებდა და ჩიბუხს აბოლებდა.
გადარეულივით თავს იკლავდნენ მეზღვაურები, სანამ ბოლოს
არ გაისმა დიდი ხნის ნანატრი ბრძანება: „ადექ, თეშტიგო!
სთხლიშე!“ – ბარჯი გაფრინდა. „უკან დაიხიეთ!“ მენიჩბეებმა
ნიჩბები მოუსვეს და იმწამსვე მათ ხელებზე სტვენით
გადაიქროლა რაღაც ცხელმა. ეს მაგიური ლინი იყო. ერთი წამით
ადრე სტაბმა მოასწრო ლაგრეტზე ლინის კიდევ ორჯერ
ჩამოცმა და ახლა იმ სისწრაფით, რა სისწრაფითაც ლინის
გორგალი იკლაკნებოდა, ლაგრეტზე თამბაქოს კვამლში

არეული ქერელის ლურჯი ნისლი იშლებოდა; სანამ ლაგრეტზე


დაეხვეოდა, გავარვარებული ლინი სტაბის ხელებში გარბოდა,
სწორედ ახლახან წასძრობოდა ხელთათმანები – ამგვარი
შემთხვევისათვის გათვალისწინებული დალიანდაგებული
ქერელის კვადრატული ნაჭრები. ეს იმას ჰგავდა,
ჩასჭიდებოდით იმ ორლესულის პირს, რომლის ხელიდან
გამოგლეჯას მოწინააღმდეგე გიპირებდათ.

დაასველე, დაასველე, ლინი! – დაუყვირა სტაბმა კასრთან


მჯდომ მენიჩბეს, რომელმაც ზუიდვესტერი მოიშვლიპა და
წყალი ამოიღო[300]. ლინი კიდევ რამდენიმეჯერ დაახვიეს
ლაგრეტზე და მერე დაამაგრეს. ახლა ველბოტი ზვიგენივი
მიაპობდა აქაფებულ ზვირთებს, სტაბმა და თეშტიგომ
ადგილები გაცვალეს – თეშტიგო კიჩოზე მოთავსდა, სტაბი
ქიმზე, – ეს კი ამგვარ რყევა-ქანაობაში არც ისე ადვილი საქმე
იყო.

ნავზე გაჭიმული ლინი ცახცახებდა და სიმივით იყ


დაძაგრული. ასე გეგონებოდათ, ველბოტს ორი კილი აქვს;
ერთით წყალს მიარღვევს, მეორით კი ჰაერს, რომ აქაფებულ
ზვირთებზე ქროლვისას წინაღმართული ორივე სტიქიონ
ერთდროულად გადალახოსო. იშლებოდა შხეფების მარა
ქიმთან, დუღდა მორევი კიჩოსთან და ველბოტში ვინმე
ოდნავაც რომ შერხეულიყო ანდა ნეკი გაენძრია, აჭრიალებული
ნავი გვერდზე იხრებოდა და წყალზე წვებოდა. ასე მიქროდნენ.
ყოველი მათგანი მთელი ძალით თავის მერხს ეჭიდებოდა, რომ
ზღვაში არ გადავარდნილიყო. გრძელი თეშტიგო მესაჭის
ნიჩბით ხელში სამად იყო მოკეცილი, ცდილობდა, თავისი
სიმძიმის ცენტრი ქვევით გადაეტანა. გეგონებოდათ, ამ
ველბოტით მთელი ატლანტის ოკეანე და წყნარი ოკეანე
გადაიქროლესო, მაგრამ ამ დროს ვეშაპმა, როგორც იქნა, ნელ-
ნელა უკლო სისწრაფეს.

მოზიდე! მოზიდე! – დაუყვირა სტაბმა მეწინავე მეზღვაურს.


მთელი ეკიპაჟი ვეშაპისაკენ შემობრუნდა და ველბოტი ზედ
მიაყენა. აი, ისინი უკვე გვერდიგვერდ არიან. სტაბმა მტკიცედ
მიაბჯინა მუხლი ბროსალის ძელს და ვეშაპს ჭვილთი დაუშინა,
მენიჩბეები კი, მისი ბრძანებისდა მიხედვით, ხან უკან
იხევდნენ, რომ აქაფებული მორევისათვის თავი დაეღწიათ, დ
ხან ისევ ახლოს მიდიოდნენ, რომ სტაბს ვეშაპისათვის ჭვილთი
ესროლა.

ისე მოსჩქეფდა ურჩხულის ფერდებიდან წითელი ნაკადები,


თითქოს ბორცვიდან ნაკადულები მორბიანო. ტკივილს აეტანა
და იგი ახლა წყალში კი არა, თავისსავე სისხლში
ფართხალებდა, ზღვა ასი ფატომის დაშორებითაც კი წითლად
იყო აქაფებული. მზის ირიბი სხივები შუაგულ ზღვაში ამ
ალისფერი ტბის ზედაპირს დასცემოდა, მეზღვაურების
პირისახეზე ანარეკლი აეთამაშებინა და წითელკანიანებად
გადაექცია ისინი. ამასობაში ვეშაპის სასუნთქიდან ორთქლი
სვეტებად ამოდიოდა, ველბოტის მეთაურიც კვამლის
ბოლქვებს უშვებდა პირიდან. სტაბი ჭვილთს ესროდა თუ არა,
გაღუნულს მიბმული ლინით ისევ თავისკენ ეწეოდა,
ველბოტის ბორტზე ორი-სამი დარტყმით ასწორებდა და მერე
ისევ და ისევ ვეშაპს ესროდა.

მიუახლოვდით! მიუახლოვდით! – გაისმა ახალი ბრძანება,


როცა ძალღონეგამოლეული ვეშაპის მძვინვარება თითქოს
დაცხრა. – ახლოს მიაყენეთ! – და ველბოტი ვეშაპს მიადგა.
ბორტზე მთელი ტანით გადახრილმა სტაბმა თევზს სხეულში
ნელა გაუყარა თავისი გრძელი ბასრი შუბი და ფრთხილად
შეჰყავდა იგი სულ უფრო და უფრო ღრმად, თითქოს სხეულში
იმ ოქროს საათს ეძებდა, ურჩხულს რომ გადაეყლაპა და ახლ
შიშობდა, არ დაემსხვრია. ის ოქროს საათი, რომელსაც სტაბ
ეძებდა, თვით სანატრელი ვეშაპის სიცოცხლე იყო. და სტაბმა
იპოვა იგი. ურჩხული გამოფხიზლდა და საკუთარი სისხლის
ზღვაში ისეთი ძალით აფართხალდა, გარშემო ზღვა ისე ააქაფა
და ისეთი სვეტები აღმართა, რომ დასაღუპად განწირულმ
ნავმა უკან დაიხია, ამ საშინელ მწუხრს თავი ძლივს დააღწია
და დღის სინათლეზე გამოვიდა.

ვეშაპის მძვინვარება მალე დაცხრა. იგი ისევ ველბოტებთან


გამოჩნდა, გვერდები ებერებოდა და ისევ ეჩუტებოდა,
სასუნთქი უფართოვდებოდა და ეკუმშებოდა, და ამ აგონიაშ
ჩახრინწული ხმით ხვნეშოდა. უეცრად, თითქოს შავი ღვინის
ნალექიაო, საშინელებით მოცულ ჰაერში სქელი, მუქი წითელი
სისხლის შადრევანი აიჭრა, მის უმოძრაო სხეულს დაეცა,
ფერდებზე დაეშვა და ზღვაში ჩაიღვარა. ვეშაპს გული გაუსკდა!

ვეშაპი მოკვდა, მისტერ სტაბ, – უთხრა დეგუმ.

დიახ, ორივე ჩიბუხი ჩაქრა, – უპასუხა სტაბმა, პირიდან


ჩიბუხი გამოიღო, ფერფლი წყალში ჩაყარა, წუთით შედგა და
დაფიქრებულმა დახედა თავის მსხვერპლს – ვეშაპის
უზარმაზარ უსულო სხეულს.

შენიშვნები

აბანოზი – ტროპიკულ ქვეყნებში გავრცელებული შავმერქნიანი


ხე; ამავე ხის მერქანი.

აბორდაჟი – საზღვაო ბრძოლის ძველებური ხერხი


მოწინააღმდეგეთა ხომალდების ერთმანეთთან ბორტებით
მიდგომა და კავებით გადაჭდობა გადამწყვეტი ხელჩართული
ბრძოლისათვის.

ალბატროსი – ზღვის დიდი ფრინველი; აქვს წაგრძელებულ


ნისკარტი და გრძელი და წვრილი ფრთები; უმთავრესად
დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში ბინადრობს.

ამბრი – ცვილისებური ნივთიერება, რომელსაც კაშალოტი


გამოყოფს; იყენებენ პარფიუმერიაში.

ასალი – ცხენის ზურგზე გადასაფარებელი ქსოვილი.

ბაკი – ნაგებობა გემბანის ქიმის ნაწილში, რომელიც


ფორშტევენამდე აღწევს; ზედა გემბანის ქიმის ნაწილი.

ბალდახინი – მიცვალებულის გასასვენებელი ჩარდახიანი


ეტლი.

ბარელი – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ინგლისში


მოცულობისა და ტევადობის საზომი სხვადასხვა სიდიდისა.

ბარჯი – გრძელ თოკზე დამაგრებული შუბის მსგავსი


სატყორცნი იარაღი; იხმარება ზღვის ცხოველებსა და დიდრონ
თევზებზე ნადირობისას.

ბიზონი – გარეული ხარი; გავრცელებული ჩრდ. ამერიკაში.

ბიმსი – ხომალდის განივი კოჭი, რომელიც ბორტებს აერთებს


და ამავე დროს წარმოადგენს გემბანის ფუძეს.

ბომი – იალქნიანი ხომალდის მეოთხე სართულზე


განლაგებული საგნებისა და ხელსაწყოების აღმნიშვნელი
შედგენილი სახელწოდებების პირველი ნაწილი.

ბორტი – გვერდი, ხომალდის გვერდითი კედელი.


ბოჭკო – წვრილი, დაურთავი ძაფი.

ბრამი – იალქნიანი ხომალდის მესამე სართულზე


განლაგებული საგნებისა და ხელსაწყოების აღმნიშვნელი
შედგენილი სახელწოდებების პირველი ნაწილი.

ბრამსელი – იალქნიანი ხომალდის ყველაზე ზედა (სწორი)

იალქანი.

ბრასი – გემსართავი, რომელიც რეიზე მაგრდება და


ჰორიზონტალურ სიბრტყეში აბრუნებს მას.
ბრიგი – ორანძიანი სამხედრო ან კომერციული ხომალდი XVIII-
XIX ს.ს.-ში.

ბრიზი – ადგილობრივი სუსტი ქარი, რომელიც დღისით


ზღვიდან ხმელეთისაკენ ქრის, ხოლო ღამით – ხმელეთიდან
ზღვისაკენ.

ბუირეპი – ბაგირი, რომლითაც ბუი ღუზაზე მაგრდება.

ბუნი – გარდიგარდმო ჯებირები, რომლებიც ნაპირიდან


მდინარის კალაპოტშია შეჭრილი.

ბუქსირი – ხომალდი, რომელსაც მიჰყავს მასზე გამობმული


სხვა ხომალდი ან ტივი, კარჭაპი ან სხვ.

ბუშპრიტი – ჰორიზონტალური ან დახრილი ძელი, რომელიც


წინაა გამოშვერილი ხომალდის ქიმიდან. იყენებენ ქიმის
იალქნების წინ გასატანად და ხომალდის სამანევრო
ღირსებების გასაუმჯობესებლად.

ბუხტი – რგოლებად დახვეული და ცილინდრის მსგავსად


ერთმანეთზე დალაგებული ბაგირი.

გაკაბორტი – ხომალდის კიჩოს ზედა ნაწილი.

გაკი – რკინის ან ფოლადის კაუჭი ხომალდზე ტვირთის


ასაწევად, კანჯოების ჩამოსაკიდი და სხვ.

გალერა – მრავალნიჩბიანი ხის სამხედრო ხომალდი (XVIII ს.


ბოლომდე); მენიჩბეებად უმეტესად იყვნენ
კატორღამისჯილნი, ტყვეები და მონები.

გარსამოსი – ხის ან ლითონის გარსი გემის კორპუსისა.

გეიზერი – ვულკანური წარმოშობის ცხელი წყარო, საიდანაც


პერიოდულად სცემს წყლისა და ორთქლის შადრევნები.

გემსართავი – გემის თოკები, ბაგირები.


გვარლი – კანაფის ან ფოლადის ბაგირი.

გორდენი – გემსართავი, რომლითაც იალქანს რეიმდე სჭიმავენ.


გოუნი – ალბატროსი.

გურმანი – კარგი საჭმელების მცოდნე და მოყვარული, პირის


პატივის მოყვარული.

დიუნი – ქარისაგან მოტანილი სილის ბორცვი ზღვის, ტბის ან


მდინარის ნაპირზე.

დრაკონი – ზღაპრული ურჩხული, მფრინავ


ცეცხლისმფრქვეველი გველი.

დუბლონი – ძველებური ოქროს ფული ესპანეთსა დ


საფრანგეთში.

დუიმი – სიგრძის საზომი, უდრის 2,54 სმ-ს.

ვანტა – გემსართავი, რომლითაც ანძა ბორტზე მაგრდება.


ვახტი – მორიგეობა ხომალდზე; დროის მონაკვეთი, რომლის
განმავლობაშიც თითოეული ცვლა მორიგეობს.

ველბოტი – მსუბუქი, სწრაფმავალი ნიჩბიან-იალქნიანი კანჯ

(პატარა გემი), რომელსაც ქიმიცა და კიჩოც წაწვეტებული აქვს.

ვიკინგი – სკანდინავიელი მეომარი მეზღვაური (XIII-XVI ს.ს.).

ზევსი – ბერძნულ მითოლოგიაში: უზენაესი ღმერთი; ღმერთ


ცისა, ქუხილისა, ელვისა და წვიმისა; ითვლება ღმერთებისა და
ადამიანების მამად და მეუფედ (რომაულ მითოლოგიაში მას
შეესაბამება იუპიტერი).

ზიპი – თევზის გადამდნარი ქონი.

ზოდიაქო – თორმეტი თანავარსკვლავედი, რომლებიც


განლაგებულია დიდი წრის (ეკლიპტიკის) გასწვრივ და
რომელთა გავლითაც მოძრაობს მზე წლის განმავლობაში.

ზუიდვესტერი – ულტობი ქსოვილის ქუდი, რომელსაც


მეზღვაურები იხურავენ ცუდ ამინდში.

იარდი – ინგლისური სიგრძის საზომი ერთეული, უდრის 0,9144

მ-ს.

იეროგლიფი – იდეოგრაფიული დამწერლობის ფიგურულ


ნიშანი, რომელიც გამოხატავს ცნებას, მარცვალს ან ბგერას.

ილუმინატორი – სქელი მინის წყალგაუვალი სარკმელი


ხომალდზე.

ინტერლუდია – მუსიკალური ნაწარმოების ორ ნაწილს შორის


ჩართული მცირე პიესა.

იხტიოლოგია – ზოოლოგიის ნაწილი, რომელიც თევზებს


შეისწავლის.

კაიუტა – ოთახისმაგვარი სადგომი ხომალდზე ეკიპაჟისა თუ


მგზავრთათვის. აგრეთვე სასამსახურო მიზნებისათვის.

კამბუზი – ხომალდის სამზარეულო. თუჯის ან რკინის ღუმელი


ქვაბითურთ ხომალდზე.

კანიბალი – კაციჭამია ველური.

კანჯო – ნიჩბებიანი მოზრდილი ნავი ხომალდის გემბანზე,


რომელსაც საჭიროების შემთხვევაში წყალში ჩაუშვებენ ხოლმე.

კარტუში – ნაძერწი ან გრაფიკული სამკაული; წარმოადგენს


ხვიებით მოჩარჩოებულ ფარს ან ბოლომდე გაუხსნელ
გრაგნილს, რომელზეც თავსდება წარწერა, გერბი და სხვ.

კატაფალკი – მიცვალებულის გასასვენებელი ეტლი.

კაშალოტი – ზღვის დიდი ძუძუმწოვარი ცხოველი


ვეშაპისნაირთა რიგისა.

კვადრანტი – ძველებური ასტრონომიული ხელსაწყო ცის


მნათობების სიმაღლის გასაზომად.

კილვატერი – წყლის ჭავლი, რომელსაც მიმავალი ხომალდი


ტოვებს.

კილი – ხომალდის ფსკერის ძირითადი კოჭი, რომელიც მთელ


სიგრძეზეა გადებული (ხომალდის მდგრადობისათვის).

კლივერ-ლეერი – ფოკ-ანძის წინ დაყენებული ირიბი, სამკუთხა


იალქანი.

კლიუზა – ხომალდის ბორტში დატანებული ხვრელი ღუზის


ბაგირის ან ჯაჭვის ჩასაშვებად.

კოიოტი – ძაღლისებრთა ოჯახის მტაცებელი ცხოველი.


კოკი – ხომალდის მზარეული.

კონვულსია – მთელი სხეულის ძლიერი კრუნჩხვა.


კონუნგი – ძველ ნორმანთა ტომის ბელადი.

კუბრიგი – საერთო სადგომი ხომალდზე, ეკიპაჟის


საცხოვრებელი.

კულბიტი – აკრობატული ნახტომი.

ლოგი – ხომალდის სვლის სიჩქარისა და გავლილი მანძილის


გასაზომი ხელსაწყო.

ლოგლინი – საგანგებოდ ნაკეთები წვრილი ტროსი, რომელიც


აერთებს უბრალო ლოგის ტივტივას კოჭთან ან მექანიკური
ლოგის პროპელერს მანძილის აღმრიცხველთან.

ლეერი – ორივე ბოლოთი დამაგრებული, მაგრად დაჭიმული


თოკი (ტროსი) ირიბი იალქნების აღსამართავად, ხალხის
ზღვაში გადავარდნისაგან დასაცავად, სარეცხის გასაფენად და
სხვ.

ლინი – გარშემოწერილობით 25 მმ-ზე წვრილი თოკი.

ლისელი – იალქანი ან იალქნები, რომლებსაც აღმართავენ


ხოლმე სუსტი ქარის დროს ორ წინა ანძაზე ძირითადი სწორი
იალქნების გვერდით.

ლუკი – გემბანში ამოჭრილი ოთხკუთხედი ხომალდში


ჩასასვლელად, ჩასატვირთად და ამოსატვირთად; ბორტებში
ზარბაზნების დასაყენებლად.

მაგია – ჯადოქრობა, მისნობა.

მაკლერი – შუამავალი სავაჭრო, საბირჟო გარიგებაში.

მანეკენი – ადამიანის ფიგურა (ხისა, პაპიემაშესი და სხვ.),


რომელსაც იყენებენ მზა ტანისამოსის საჩვენებლად ან
ტანისამოსის გასასინჯად.

მარსელი – ქვემოდან მეორე სწორი, ოთხკუთხა იალქანი.


მატროსი – რიგითი მეზღვაური.

მეჩეჩი – წყალმარჩხი ან კლდოვანი ადგილი ზღვაში.

მილი – გზის სიგრძის საზომი ერთეული (სხვადასხვა ქვეყანაშ


სხვადასხვაგვარია; მაგალითად, ინგლისში უდრის 1,53 კმ-ს,
ამერიკის შეერთებულ შტატებში – 1,61 კმ-ს). გეოგრაფიული
მილი უდრის 7,42 კმ-ს, საზღვაო მილი – 1,85 კმ-ს.

მისიონერი – ქრისტიანული ეკლესიის მიერ წარგზავნილ


მქადაგებელი რელიგიური პროპაგანდის გასაწევად და სხვა
რჯულის მორწმუნეების მოსაქცევად.

მუეძინი – მეჩეთის მსახური (მოლა); მინარეთიდან მოუხმობს


მუსლიმანებს სალოცავად.

მუშკეტი – ძველებური პატრუქიანი მსხვილკალიბრიანი თოფი,


რომელსაც სროლის დროს საყრდენი სჭირდებოდა.

მუშკი – მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ


ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე
ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში.

ნაიტოვი – ორი რანჰოუტის ხის, ორი ტროსის ან ხისა და


ტროსის შეერთება, გარედან წვრილი ტროსის შემოხვევის
საშუალებით.

ნაქტოუზი – ცილინდრის ან პრიზმის მოყვანილობის ხის


პატარა კარადა, რომელზედაც ხომალდის კომპასი იდგმება.

ნოკი – ყოველგვარი ჰორიზონტალური ან დახრილი


რანჰოუტის ხის დაბოლოება.

ოგონი – რანჰოუტის ხეზე წამოსაცმელი რგოლი გემსართავის


ბოლოში ან შუა ადგილზე.

ოკაჩხე – გემბანის კიჩო.

პაკი – მრავალწლოვანი მოდრეიფე ყინული პოლარულ


წყლებში.

პაკჰაუზი – მცირე ხნით ტვირთის შესანახი საწყობი რკინიგზის

სადგურებში, ნავსადგურებში და სხვ.

პასატი – ტროპიკული ქარი, რომელიც ქრის სუბტროპიკული


სარტყლებიდან ეკვატორისაკენ.

პასტორი – პროტესტანტების მღვდელი.

პედელი – ხომალდზე მოსამსახურე შუა საუკუნეებში.


პერლინი – ხომალდის ქერელის ბაგირი გარშემოწერილობით

10-დან 15 სანტიმეტრი სისქისა.


პირაგუა – წყნარი ოკეანის კუნძულების მკვიდრთა ვიწრო და
გრძელი ნავი.

პლანქტონი – ერთობლიობა ზღვის, ტბისა და მდინარის წყლის


სივრცეში მცხოვრები მცენარეული და ცხოველური
ორგანიზმებისა, რომლებიც თვითონ ვერ მოძრაობენ და წყლის
მდინარებას გადააქვს.

პლანშირი – ძელი კანჯოების ბორტს ზემოთ ან ფალშბორტს


ზემოთ დიდ ხომალდებზე.

პლუმაჟი – ფრთების კონა, ძუის ფუნჯი, და სხვ., რომელიც


სამკაულად უკეთდება ქუდს ან ცხენის აკაზმულობას; ჯიღა.

პოლისი – სიცოცხლის, ქონების და სხვ. დაზღვევის მოწმობა.


პონი – პატარა ტანის ცხენის ჯიში.

პორტიკი – სვეტებისაგან წარმოქმნილი დახურული გალერეა,


რომელიც ხშირად შენობის შესასვლელზეა მიშენებული.

პრერია – ჩრდ. ამერიკის ზომიერი კლიმატური სარტყლის


ვრცელი ველი, სადაც სასოფლო-სამეურნეო კულტურები
მოჰყავთ.

პუნში – მაგარი სასმელი – რომი, რომელშიც ურევია წყალი,


შაქარი, ჩაი, ლიმონის წვენი და სხვ. სვამენ, ჩვეულებრივ,
ცხლად.

ჟალუზი – ერთმანეთის პარალელურად განლაგებული


ფირფიტებისაგან გაკეთებული დარაბა; იხმარება ჰაერის და
სინათლის სარეგულაციოდ.

ჟუირი – დროს ტარების მოყვარული, მოქეიფე ადამიანი.

რამაზანი – მუსლიმანური მთვარის კალენდრის მეცხრე თვე,


რომლის განმავლობაშიც მორწმუნენი ინახავენ მარხვას მზის
ამოსვლიდან ჩასვლამდე; თვით ეს მარხვა.

რანჰოუტი – ხომალდის აღჭურვილობაში მრგვალი ხის


ძელების ან ფოლადის მილების ერთობლიობა (ანძები და სხვ.).

რეი – ხის გარდიგარდმო ძელი ანძაზე, რომელზეც ზედა


ნაწიბურით სწორი იალქანი მაგრდება.

რეპტილია – ქვეწარმავალი.

რიფი – წყალქვეშა კლდე (ზოგჯერ ოდნავ ამოწეული ზღვის


დონიდან).

როსტბიფი – ძროხის სუკის შემწვარი ნაჭერი.

რუმბი – მიმართულება ხილული ჰორიზონტის


წერტილებისაკენ ქვეყნის მხარეებთან შეფარდებით, კუთხე ორ
ასეთ მიმართულებას შორის. დანაყოფი კომპასზე, შეესაბამება
ჰორიზონტის 1/32 ნაწილს.

რუმპელი – საჭის მოსაბრუნებელი ბერკეტი.


სავანა – ვრცელი დაბლობები ტროპიკებში (აფრიკაში, სამხ.
ამერიკაში); დაფარულია ერთ მეტრამდე სიმაღლის
ბალახეულით (უმეტესად მარცვლოვნებით), რომელთა
შორისაც გაბნეულია ეკლებიანი ბუჩქნარი და ტანდაბალი
ხეები.

სვირინგი – ნახატი ადამიანის სხეულზე; კეთდება კანის


დაჩხვლეტისა და შიგ საღებავების შეყვანის საშუალებით.

სკვო – ასე ეძახიან ინგლისელები ინდიელ ქალს.

სპერმაცეტი – თეთრი ცხიმისებური ნივთიერება, რომელსაც


იღებენ კაშალოტის თავის ქალიდან; იყენებენ პარფიუმერიაში,
კოსმეტიკაში და სხვ.

სტერლინგი – ინგლისური ოქროს ან ვერცხლის ფულის სინჯის


დაკანონებული სტანდარტი. გირვანქა სტერლინგი ინგლისის
ფულის ძირითადი ერთეულია, უდრის 20 შილინგს.

სტიუარდი – ოფიციანტი სამგზავრო ხომალდზე.

ტაიფუნი – გამანადგურებელი ქარიშხალი (ციკლონი) წყნარი

ოკეანის დასავლეთ ნაწილში. იაპონიაში, ჩინეთში და სხვ.


ტაკელაჟი – ხომალდის ხელსაწყოების (გემსართავების,

ტროსების) ერთობლიობა.

ტალი – მოძრავი ბლოკების სისტემა ტვირთის ასაწევად და


გადასაადგილებლად.

ტარანი – წვერწამახული შვერილი სამხედრო ხომალდის ქიმის


ნაწილში მოწინააღმდეგისათვის დარტყმის მისაყენებლად.

ტიმბერსი – ხის ძელი, რომელსაც გემთმშენებლობაში იყენებენ.

ტომაჰავკი – ინდიელთა საბრძოლო კეტი, მოგვიანებით, ქვისა


და ლითონის პატარა ცული.

ტოპენანტი – გემსართავი, რომლის საშუალებითაც რანჰოუტის


ხეს მაღლა სწევენ და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში
აჩერებენ.

ტოპი – ანძის წვერო.

ტორსი – ადამიანის სხეული, ტანი (ხელ-ფეხისა და თავის


გამოკლებით).

ტრავერზი – ხომალდის სვლის პერპენდიკულარული


მიმართულება.

ტრაპი – ხომალდზე ასასვლელი კიბე.

ტრიუმი – სივრცე ხომალდის ფსკერსა და ქვედა გემბანს


შორის. განკუთვნილია ტვირთის მოსათავსებლად და სხვა
საჭიროებისათვის.

უძლეველი არმადა – ფლოტი, რომელიც ესპანეთის მეფემ


ფილიპე II-მ აღჭურვა 1588 წ. ინგლისის წინააღმდეგ და
რომელიც გაანადგურა ნაწილობრივ ქარიშხალმა და
ნაწილობრივ ინგლისისა და ჰოლანდიის საზღვაო ძალებმა.

ფალი – იალქნების, რეისა და სასიგნალო ალმის აღსამართავი


თოკი ხომალდზე.

ფალშბორტი – ხომალდის ბორტის მსუბუქი (თხელი)

გარსამოსი ზედა გემბანს ზემოთ.

ფატომი – ზღვის სიღრმის საზომი ერთეული, შეესაბამება 1.83

მ-ს.

ფილისტიმელები – ბიბლიის მიხედვით პალესტინაში მოსული


ხალხი, რომლებიც ებრაელებთან მტრულად იყვნენ
განწყობილნი.

ფიჟმა – XVIII საუკუნესა და XIX საუკუნის დასაწყისში


ქალების ფაშფაშა ქვედატანი, რომელსაც ვეშაპის ძვლის
კარკასზე იცვამდნენ.

ფლაგშტოკი – ალმის აღსამართავი ლატანი ხომალდზე.

ფლუგერი – ანძის წვერზე მიმაგრებული თავისუფლად


მოძრავი ლითონის ფირფიტა ქარის მიმართულების
გასარკვევად.

ფოკ-ანძა – ხომალდის წინა ანძა.

ფოკი – ფოკ-რეიზე დამაგრებული ქვედა სწორი იალქანი


ხომალდის წინა ანძაზე.

ფოკ-რეი – ფოკ-ანძის ქვედა რეი.

ფორშტევენი – ხომალდის მასიური ნაწილი, წარმოადგენს მისი


ხერხემლის გაგრძელებას და ქმნის ქიმის დაბოლოებას.

ფრეგატი – საყარაულო და წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ


მებრძოლი ხომალდი.

ფრენოლოგია – ანტიმეცნიერული თეორია, რომლის


მიხედვითაც თითქოს ადამიანის ფსიქიკური და მორალური
თვისებების გამოცნობა შეიძლება მისი თავის ქალის
მოყვანილობის მიხედვით.

ფუტი – სიგრძის ინგლისური საზომი; უდრის 30,5 სმ-ს.

ქერელი – ჩელთა, კანაფთა და მისთანათა ქერქი (საბა), სართავ


ხრალი.

ქსენონი – საავადმყოფო (მოძვ.).

შკანცები – ხომალდის ზედა გემბანის ნაწილი შუა და უკანა


ანძებს შორის; სამხედრო ხომალდებზე შკანცებზე იმართება
აღლუმი.
შკიპერი – სატვირთო ხომალდის კაპიტანი.

შლიუზი – ხომალდის გადასაყვანი ნაგებობა სხვადასხვა


დონეის მქონე წყლის ერთი სივრციდან მეორეში.

შლიუპბალკა – გაღუნული ხის ძელი კანჯოების ჩასაშვებად დ


ამოსატანად.

შპანჰოუტი – ხომალდის კორპუსში სიმაგრისათვის


გარდიგარდმო გადებული მრუდე ძელი.

შპილი – ვერტიკალურ ღერძზე მბრუნავი დოლისმაგვარი


ოწინარი; ხომალდებზე იყენებენ ღუზის ამოსაღებად,
თევზსაჭერი ბადეების ამოსაქაჩავად და სხვ.

შტილი – წყნარი, უქარო ამინდი.


შტორმი – ქარიშხალი.

შტურვალი – საჭის ბორბალი ხომალდისათვის მიმართულების


მისაცემად.

ციკლოიდი – სწორ ხაზზე მგორავი წრეხაზის წერტილის მიერ


შემოწერილი მრუდი ხაზი.

ცმელი – გადაუმდნარი ქონი.

ჯინი – ინგლისური არაყი; გავრცელებულია ევროპასა და


ამერიკის შეერთებულ შტატებში.

[1] ლევიათანი – ბიბლიური ზღვის ურჩხული, მელვილთან


აღნიშნავს ვეშაპს.

[2] ჰემპტონ-კორტი – მეფის უძველესი სასახლე ინგლისში.


[3] ტიუილრი – ფრანგ მეფეთა სასახლე პარიზში.

[4] ტოპი – ანძის წვერო.

[5] გაბრიელი, მიქაელი, რაფიელი – მთავარანგელოზები.

[6] შესაქმე, წიგნი იობისა, წიგნი წინასწარმეტყველ იონასი,


წიგნი ფსალმუნთა, წიგნი წინასწარმეტყველ ესაიასი
ბიბლიის წიგნები.

[7] ჰოლანდი, ფილემონ – ძველი ბერძენი მწერლისა და

ფილოსოფოსის, პლუტარქეს (დაახლ. 46-126), „მორალისა“ და


ძველი რომაელი მწერლისა და მეცნიერის, პლინიუს უფროსის
(23-79 ახ.წ.) ნაშრომის – „ბუნებრივი ისტორია 37 წიგნად“
ინგლისურ ენაზე მთარგმნელი.

[8] „ნამდვილი ისტორია“ – ფანტასტიკური აღწერა


მოგზაურობისა, რომელსაც ძველ ბერძენ მწერალს ლუკიანეს (II
საუკ. ახ. წ.) მიაწერენ.

[9] „რაიმონ სებონის აპოლოგია“ მისმა ავტორმა, ფრანგმა


მწერალმა და ფილოსოფოსმა მიშელ დე მონტენმა (1533-1592)
შეიტანა 1580 წელს გამოქვეყნებული თავისი ძირითადი
შრომის, „ცდების“, პირველ ტომში.

[10] ციტატა ფრანსუა რაბლეს (1494-1553) წიგნიდან „გარგანტუა


და პანტაგრუელი“.

[11] „ანალები“ – ინგლისელი ანტიკვარისა და ისტორიკოსის,


ჯონ სტოუს (1525-1605), „ანალები ანუ ინგლისის ზოგად
ქრონიკა“ 1580 წელს გამოვიდა.

[12] ფსალმუნთა თარგმანი – იგულისხმება რამდენიმე


ბიბლიური ფსალმუნის ინგლისური თარგმანი, შესრულებულ
ინგლისელი ფილოსოფოსის, ფრენსის ბეკონის (1561-1626),
მიერ.

[13] „ისტორია სიცოცხლისა და სიკვდილისა“ – ფრენსის


ბეკონის ნაწარმოები.

[14] „ფერიათა დედოფალი“ – ინგლისელი პოეტის, ედმუნდ


სპენსერის (დაახლ. 1522-1599), პოემა.

[15] „გონდიბერტი“ – ინგლისელი პოეტის, უილიამ დავენანტის


ანუ დ’ავენანტის (1606-1668), გმირული პოემა.

[16] სპერმაცეტი – თეთრი ცხიმისებური ნივთიერება,


რომელსაც იღებენ კაშალოტის თავის ქალიდან; იყენებენ
პარფიუმერიაში, კოსმეტიკაში და სხვ.

[17] არა ვუწყი, რა არის ესე (ლათ.).

[18] ბრაუნი, თომას – ცნობილი ინგლისელი მწერალი და ექიმი

XVII საუკუნეში.

[19] უოლერი, ედმუნდ (1606-1687) – ინგლისელი პოეტი.

[20] „ლევიათანი ანუ მატერია, ფორმა და საეკლესიო და


სამოქალაქო სახელმწიფოს ხელისუფლება“ – ინგლისელი
მატერიალისტის, ფილოსოფოს თომას ჰობსის (1588-1679)
ნაწარმოები.

[21] „მლოცველის გზა“ – ინგლისელი მწერლის, ჯონ ბენიანის


(1628-1688), ალეგორიული ნაწარმოები; მოტანილი ციტატი
ამოღებულია მისი მეორე წიგნიდან „წმინდა ომი“.

[22] „დაკარგული სამოთხე“ – ინგლისელი პოეტის, ჯონ


მილტონის (1608-1674), პოემა.

[23] „საერო და საღვთო ხელისუფლება“ – ინგლისელი


მწერლის, ღვთისმეტყველის, ისტორიკოსისა და მორალისტის,
თომას ფულერის (1608-1661), ტრაქტატების კრებული.

[24] პარჩესი, სემუელ (დაახლ. 1575-1626) – მოგზაურობის


შესახებ კრებულების, წიგნებისა და ჩანაწერების შემდგენელი
და გამომცემელი.

[25] ბარჯი – გრძელ თოკზე დამაგრებული შუბის მსგავს


სატყორცნი იარაღი; იხმარება ზღვის ცხოველებსა და დიდრონ
თევზებზე ნადირობისას.
[26] სიბალდი, რობერტ (1641-1722) ცნობილი შოტლანდიელი
ექიმი, გეოგრაფი და ბუნებისმეტყველი; ზოგიერ
სისტემატიკაში ლურჯ ვეშაპს, ბლიუვალს, მისი სახელი
სიბალდის ვეშაპი ეწოდება.

[27] „სამხრეთ ამერიკა“ – ესპანელი მეცნიერისა და მოგზაურის


ანტონიო დე ულოას (1716-1795), წიგნი.

[28] „დალალის მოტაცება“ – ინგლისელი პოეტის, ალექსანდრ


პოპის (1688-1744), პოემა.

[29] გოლდსმიტი, ოლივერ (1728-1774) – ინგლისელი მწერალი.


იგი ავტორია აგრეთვე კომპილაციური შრომებისა ისტორიასა
და გეოგრაფიაში. მათგან აღსანიშნავია „დედამიწისა დ
ცოცხალი ბუნების ისტორია“.

[30] ჯონსონი, სემუელ (1700-1784) – თვალსაჩინო ლიტერატორი


და კრიტიკოსი, ინგლისური განმარტებითი ლექსიკონის
ავტორი.

[31] „მოგზაურობა წყნარ ოკეანეში“ ეკუთვნის განთქმულ

ინგლისელი ზღვაოსნის – ჯეიმს კუკის (1728-1779), კალამს.

[32] ჯეფერსონი, თომას (1743-1826) – გამოჩენილი ამერიკელი


პოლიტიკური მოღვაწე და განმანათლებელი, აშშ-ის მესამე
პრეზიდენტი; 1785-1789 წლებში იგი აშშ-ის ელჩი იყ
საფრანგეთში. მოტანილი ჩანაწერი სინამდვილეში 1788 წელს
ეკუთვნის.

[33] ბერკი, ედმუნდ (1728-1797) – ინგლისის პარლამენტის


მოღვაწე და პოლიტიკური მწერალი.

[34] ბლეკსტონი, უილიამ (1723-1780) – თვალსაჩინ


ინგლისელი იურისტი; „ინგლისის კანონთა კომენტარების“
ავტორი.

[35] ფოლკონერი, უილიამ (1732-1769) – ინგლისელი პოეტი;


მისი თავის დროზე პოპულარული პოემა „დაღუპული
ხომალდები“ გამოვიდა 1862 წელს.

[36] კაუპერი, უილიამ (სწორია კუპერი) – ინგლისელი პოეტი

(1731-1800).

[37] ჰანტერი, ჯონ (1728-1793) – ინგლისელი ანატომი და


დასტაქარი.

[38] „თეოლოგია“ – „ბუნებრივი თეოლოგია, ანუ ღმერთის


არსებობის დამამტკიცებელი საბუთები, ამოკრეფილი ბუნების
მოვლენებიდან“ – ინგლისელი ფილოსოფოსისა და
ღვთისმეტყველ უილიამ პეილის (1743-1805) ნაწარმოები.

[39] კიუვიე, ჟორჟ (1769-1832) – გამოჩენილი ფრანგი მეცნიერი,


ზოოლოგი და პალეონტოლოგი.

[40] კაშალოტი – ზღვის დიდი ძუძუმწოვარი ცხოველი


ვეშაპისნაირთა რიგისა.

[41] მონტგომერი, ჯეიმს (1771-1834) – ინგლისელი პოეტი,


რადიკალური პოლიტიკური შეხედულებების მქონე.
ციტირებული პოემა ეკუთვნის 1802 წელს.

[42] ტაიფუნი – გამანადგურებელი ქარიშხალი (ციკლონი)


წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. იაპონიაში, ჩინეთში და
სხვ.

[43] ლემბი, ჩარლზ (1775-1834) – ინგლისელი მწერალი დ

კრიტიკოსი.

[44] ჰოტორნი, ნათანიელ (1804-1864) – ამერიკელი მწერალი, ჰ.


მელვილის მეგობარი.

[45] კუპერი, ჯეიმს ფენიმორ (1789-1851) – ამერიკელი მწერალი,


ცნობილი სათავგადასავლო რომანების ავტორი.

[46] ეკერმანი, იოჰან ჰეტერ (1792-1854) – გოეთეს პირადი


მდივანი 1822-32 წლებში; 1848 წელს გამოაქვეყნა წიგნი

„საუბრები გოეთესთან“.

[47] მატროსი – რიგითი მეზღვაური.

[48] სმიტი, ელიზაბეტ ოუკს (1806-1893) – ამერიკელი მწერალი


ქალი.

[49] სკორსბი, უილიამ (1789-1857) – ამერიკელი ზღვაოსანი და


ვეშაპმონადირე, ავტორი წიგნისა „დღიურები ჩრდილოეთის
ვეშაპსარეწაო რაიონებში ნაოსნობისა“, რომლებიც შეიცავენ
გრენლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროს გამოკვლევას 1822
წლის ზაფხულის განმავლობაში ლივერპულული ხომალდით

„ბეფინსი“.

[50] „დინებები და ვეშაპსანადირო რეწვა“ – ამერიკელი


ადმირალის-ჩარლზ უილკსის ექსპედიციის მასალები,
გამოცემული 19 ტომად 1844-61 წლებში.

[51] „მირიამ კოფინი“ – ჩ. ჰარტის პოპულარული რომანი XIX


საუკუნის პირველ ნახევარში, მიძღვნილი ნანტაკეტელი
ვეშაპმონადირეებისადმი.

[52] „ძვლები და ჩვრები“ – სხვადასხვა გამოქვეყნებული


მასალისა და ნაწყვეტის კრებული, რომელიც ზღვაოსნობას
ეხება, გამოიცა ბოსტონში 1842 წელს.

[53] „ნატურალისტის მოგზაურობა“ – ციტირებულია დიდი


ინგლისელი მეცნიერი-ბუნებისმეტყველი ჩარლზ დარვინის
(1809-1882) წიგნი „მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო გემ

„ბიგლით“.

[54] „უორტონი“ – „ვეშაპთა რისხვა ანუ წყნარი ოკეანის


სიამაყე“ – გ. ჰოლიარდის წიგნი; გამოიცა 1848 წელს.
[55] ისმაილი – ბიბლიის მიხედვით ძე აბრაამისა.

[56] უაიტჰოლი – ქუჩა ნიუ-იორკში, რომელიც მანჰეტენზე


სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიემართება.

[57] საკო – მდინარე მენის შტატში, აშშ-ის ჩრდილო-


აღმოსავლეთ სანაპიროზე.

[58] პრერია – ჩრდ. ამერიკის ზომიერი კლიმატური სარტყლის


ვრცელი ველი, სადაც სასოფლო-სამეურნეო კულტურები
მოჰყავთ.

[59] როკევეი-ბიჩი – კუნძულ ლონგ-აილენდის სამხრეთ


ნაწილი ატლანტის ოკეანის სანაპიროზე.

[60] ...ღვიძლი ძმა ზევსისა... – ძველბერძნული მითოლოგიის


მიხედვით ზღვის ღმერთი პოსეიდონი ზევსის ძმა იყო.

[61] კოკი – ხომალდის მზარეული.

[62] სტოიკოსების სკოლა – ელინისტური ეპოქის ერთ-ერთი


მნიშვნელოვანი ფილოსოფიური მოძღვრება; ეთიკაში
სტოიციზმი ქადაგებდა თავშეკავებას, უარყოფდა სიამოვნებას.
რომაული სტოიციზმის უდიდესი წარმომადგენელი სენეკა
(დაიბადა 6 და 3 წლებს შუა ჩვენს წელთაღრიცხვამდე,
გარდაიცვალა 65 წ. ახ. წელთ.).

[63] ვაშლის ბაღების ქურდები – იგულისხმება ბიბლიური


მონათხრობი ადამსა და ევაზე.

[64] პითაგორას მიწერილობანი – ძველი საბერძნეთის


ფილოსოფოსი პითაგორა (ჩვ. წ.-მდე IV საუკუნე) ურჩევდა
თავის მოწაფეებს, საკვებად არ გამოეყენებინათ ცერცვი.

[65] ...ტიროსი იყო კართაგენის წინამორბედი – ქალაქი-


სახელმწიფო კართაგენი, შემდგომში სატახტო ქალაქი მძლავრი
სახელმწიფოსი, დაარსდა IX-VII საუკ. ჩვ. წ.-მდე, როგორც
ფინიკიელთა ქალაქ ტიროსის კოლონია (ტიროსი არსებობდა
ჯერ კიდევ III ათასწლეულში ჩვ. წ.-მდე).

[66] პაკი – მრავალწლოვანი მოდრეიფე ყინული პოლარულ


წყლებში.

[67] გომორა – ქალაქი ძველ პალესტინაში. იგი, ბიბლიური


გადმოცემის თანახმად, ბიწიერებისა და გარყვნილების გამ
დაწვა და გაანადგურა ციურმა ცეცხლმა.

[68] Coffin – ინგლისურად ნიშნავს კუბოს.

[69] ევროკლიდონის მძლავრი ქარი, საბრალო პავლე


რემინისცენციები ახალი აღთქმიდან (მოციქულნი)

[70] საწყალი ლაზარე და მდიდარი – სახარების პერსონაჟები.


[71] მეჩეჩი – წყალმარჩხი ან კლდოვანი ადგილი ზღვაში.

[72] მოლუკი – კუნძულთა ჯგუფი ზონდის არქიპელაგის


აღმოსავლეთ ნაწილში.

[73] ბლანკოს კონცხი – ერთ-ერთი უკიდურეს წერტილთაგანი


ჩრდილოეთ ამერიკის მატერიკის დასავლეთითი, მდებარეობს
წყნარი ოკეანის სანაპიროზე, შტატ ორეგონის ტერიტორიაზე.

[74] კუბრიგი – საერთო სადგომი ხომალდზე, ეკიპაჟის


საცხოვრებელი.

[75] წინასწარმეტყველი იონა – ძველი აღთქმის მიხედვით


ვეშაპმა ჩაყლაპა. იხ. ამის შესახებ IX თავი.

[76] ბეტერის პარკი – გაშენებულია კუნძულ მანჰეტენის (ნიუ


იორკი) სამხრეთით, იმ ადგილას, სადაც ოდესღაც
ჰოლანდიური ციხესიმაგრე იყო.

[77] სვირინგი – ნახატი ადამიანის სხეულზე; კეთდება კანის


დაჩხვლეტისა და შიგ საღებავების შეყვანის საშუალებით.

[78] ტომაჰავკი – ინდიელთა საბრძოლო კეტი, მოგვიანებით,


ქვისა და ლითონის პატარა ცული.

[79] ოცდაათწლიანი ომი – ისტორიაში პირველი ომი


საყოველთაო ევროპული მასშტაბისა (1616-1648).

[80] ლედიარდი, ჯონ (1751-1789) – ჯეიმს კუკის ზღვაოსნობის


მონაწილე. იმოგზაურა აგრეთვე ევროპასა და ციმბირში.

[81] პარკი, მუნგო (1771-1806) – შოტლანდიელი მოგზაური,


იკვლევდა ნიგერის დინებას.

[82] ბროდვეი – ქუჩა ნიუ-იორკში, ჩესნეთ-სტრიტი – ქუჩა


ფილადელფიაში.

[83] რიჯენთ-სტრიტი – ქუჩა ლონდონში, უოტერ-სტრიტი


ქუჩა ლივერპულში, უოპინგი – ქუჩა ლონდონში.

[84] ფიჯი, ტონგატბუ, ერომანგო, პანანჯი, ბრაიჯი


კუნძულები წყნარ ოკეანეში, ავსტრალიიდან აღმოსავლეთით.

[85] ქანაანი – ბიბლიის მიხედვით „აღთქმული ქვეყანა“,


პალესტინის და ფინიკიის ტერიტორიის უძველესი
სახელწოდება.

[86] სეილემი – საპორტო ქალაქი აშშ-ის აღმოსავლე


სანაპიროზე

[87] მილი – გზის სიგრძის საზომი ერთეული (სხვადასხვა


ქვეყანაში სხვადასხვაგვარია; მაგალითად, ინგლისში უდრის
1,53 კმ-ს, ამერიკის შეერთებულ შტატებში – 1,61 კმ-ს).
გეოგრაფიული მილი უდრის 7,42 კმ-ს, საზღვაო მილი – 1,85 კმ-
ს.

[88] ელეფტის გამოქვაბულები – გამოქვაბულებში


მოთავსებული უძველესი სამლოცველოები ინდიელებისა,
განლაგებული ბომბეის ყურეში პატარა კუნძულზე.

[89] ჰუდვინის ქვიშა – საშიში მეჩეჩები პა-დე-კალეს სრუტეში,


ინგლისის სანაპიროებთან.

[90] კვებეკი – ძველებური ქალაქი კანადაში. დაარსდა 1608


წელს; ქალაქის ცენტრში ბორცვზე იყო ციხესიმაგრე, აგებული
ჯერ კიდევ 1698 წელს, რომელმაც რამდენიმე გარემოცვას
გაუძლო ინგლისელთა და ფრანგთა ომების დროს. ეს
შეტაკებები ჩრდილოამერიკული კოლონიების ხელში
ჩასაგდებად წარმოებდა.

[91] ბრაიტშტაინი, ერენ – ციხე-ქალაქი რაინზე.


[92] პასტორი – პროტესტანტების მღვდელი.

[93] ნელსონი, ჰორაციო (1758-1805) – განთქმული ინგლისელი


ადმირალი. სასიკვდილოდ დაიჭრა ტრაფალგარის ბრძოლაში,
სადაც ინგლისმა გაანადგურა საფრანგეთ-ესპანეთის ფლოტი.

[94] ბრიზი – ადგილობრივი სუსტი ქარი, რომელიც დღისი


ზღვიდან ხმელეთისაკენ ქრის, ხოლო ღამით – ხმელეთიდან
ზღვისაკენ.

[95] ბრამსელი – იალქნიანი ხომალდის ყველაზე ზედა (სწორი)

იალქანი.

[96] ფრენოლოგია – ანტიმეცნიერული თეორია, რომლის


მიხედვითაც თითქოს ადამიანის ფსიქიკური და მორალური
თვისებების გამოცნობა შეიძლება მისი თავის ქალის
მოყვანილობის მიხედვით.

[97] გენერალი ჯორჯ ვაშინგტონი (1732-1799) – გამოჩენილი


ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი, აშშ-ის
პირველი პრეზიდენტი.

[98] მაშასადამე (ლათ.)

[99] პოლისი – სიცოცხლის, ქონების და სხვ. დაზღვევის


მოწმობა.

[100] ბალდახინი – მიცვალებულის გასასვენებელი ჩარდახიანი


ეტლი.

[101] ლოგი – ხომალდის სვლის სიჩქარისა და გავლილი


მანძილის გასაზომი ხელსაწყო.

[102] კოკოვოკო (და ქვემოთ) როკოვოკო – სხვადასხვაგვარი


წაკითხვა, რომელიც ჯერ კიდევ რომანის პირველი
გამოცემიდან მოდის, ამიტომ ჩვეულებრივ მთარგმნელებიც
ასევე ტოვებენ.

[103] სეგ-ჰარბორი – ნავსადგური აშშ-ის აღმოსავლეთ


სანაპიროზე.

[104] რიფი – წყალქვეშა კლდე (ზოგჯერ ოდნავ ამოწეული


ზღვის დონიდან).

[105] პუნში – მაგარი სასმელი – რომი, რომელშიც ურევია


წყალი, შაქარი, ჩაი, ლიმონის წვენი და სხვ. სვამენ,
ჩვეულებრივ, ცხლად.
[106] ფალშბორტი – ხომალდის ბორტის მსუბუქი (თხელი)

გარსამოსი ზედა გემბანს ზემოთ.

[107] ედისტონის შუქურა აგებულია პატარა კუნძულზე ლა-


მანშის ყურეში, 14 მილზე ნავსადგურ პლიმუტის სამხრეთ-
აღმოსავლეთით.

ბიბლიური გადმოცემა წარღვნაზე, რომლის დროსაც გადარჩა


მხოლოდ ნოე, მოთხრობილია შესაქმეთა წიგნში, თავები 6-8.

[108] პაკჰაუზი – მცირე ხნით ტვირთის შესანახი საწყობი


რკინიგზის სადგურებში, ნავსადგურებში და სხვ.

[109] რუმბი – მიმართულება ხილული ჰორიზონტის


წერტილებისაკენ ქვეყნის მხარეებთან შეფარდებით, კუთხე ორ
ასეთ მიმართულებას შორის. დანაყოფი კომპასზე, შეესაბამება
ჰორიზონტის 1/32 ნაწილს.

[110] რამაზანი – მუსლიმანური მთვარის კალენდრის მეცხრე


თვე, რომლის განმავლობაშიც მორწმუნენი ინახავენ მარხვას
მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე; თვით ეს მარხვა.

[111] ოცდაცხრამეტი დოგმატი, რომლებიც სარწმუნოების


საფუძველს შეადგენს, ინგლისის ეკლესიამ 1563 წელს მიიღ
(ე.წ. „39 სტატიის კანონი“).

[112] აღმოსავლეთის სამი მეფე-მოგვი – იგულისხმება კასპარი,


მელქიორი და ბალთაზარი, რომელთა ნეშტიც, თუ გადმოცემას
ვერწმუნებით, კელნის ტაძართან არის დაფლული.

[113] ბეკეტი, თომა (XII ს.) – კენტერბერის არქიეპისკოპოსი,


ებრძოდა მეფე ჰენრიხ II-ს. ღვთისმსახურების ჟამს აკუწეს
მეფის მიგზავნილმა მკვლელებმა.

[114] ტორკილ-ცოცხალყლაპია, ტორკილ-ჰაკი (Hark ისლანდიურ


ენაზე რომელიღაც მტაცებელი თევზის სახელწოდება)
ისლანდიური ისტორიული საგების პერსონაჟი, XI ს.
თვალსაჩინო როლს ასრულებდა დანიის სამფლობელოებში,
ინგლისში; საკუთარ საგმირო საქმეთა სურათებით ჰქონდა
აჭრელებული თავისი ხის საწოლი და ფარი.

[115] რუმპელი – საჭის მოსაბრუნებელი ბერკეტი.

[116] ფუტი – სიგრძის ინგლისური საზომი; უდრის 30,5 სმ-ს.

[117] პოტოვოტამი – ალგონკინის ჯგუფის ინდიელთა ერთ-


ერთი ტომის სახელწოდება.

[118] კვაკერები – ქრისტიანული პროტესტანტული სექტა.


შეიქმნა XVII ს-ის შუა წლებში. მნიშვნელოვანი ნაწილი
სექტისა ამერიკაში გადასახლდა.

ნახევარკუნძული კეიპკოდი და კუნძული მართას-ვაინიარდი


მდებარეობს ნანტაკეტთან ახლოს.
[119] ფალეგი და ბალდადი – ბიბლიური სახელები.
მოიხსენიებიან ისრაელის ძეთა ჩამოთვლისას, აგრეთვე იობის
წიგნში და სხვ.

[120] პლანშირი – ძელი კანჯოების ბორტს ზემოთ ან


ფალშბორტს ზემოთ დიდ ხომალდებზე.

[121] ვიკინგი – სკანდინავიელი მეომარი მეზღვაური (XIII-XVI

ს.ს.).

[122] „ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სად


მღილმან და მჭამელმან“... – ბალდადი იმოწმებს მათეს
სახარებას (თავი 6).

[123] დუბლონი – ძველებური ოქროს ფული ესპანეთსა და


საფრანგეთში.

[124] დუიმი – სიგრძის საზომი, უდრის 2,54 სმ-ს.

[125] ფატომი – ზღვის სიღრმის საზომი ერთეული, შეესაბამებ

1.83 მ-ს.

[126] კილვატერი – წყლის ჭავლი, რომელსაც მიმავალ


ხომალდი ტოვებს.

[127] აქაბი – ბიბლიაში მოხსენებული მეფე ისრაელისა;


შემოიღო წარმართული კულტი ვაალისა და განდევნ
წინასწარმეტყველნი.

[128] გეიჰედი – დასახლება კუნძულ მართას-ვაინიარდზე.


[129] კონგრეგაცია – ონალიზმი.

[130] დევთერონომია – ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის


სახელწოდებაა.

[131] ფილისტიმელნი – ბიბლიაში მოხსენებული წარმართი


ხალხი, სახლობდნენ ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ
სანაპიროზე, ცნობილია ჩვ. წ.-მდე XIII საუკუნიდან.

[132] სიტყვა „კათოლიკური“ ნაწარმოებია ბერძნული


ძირისაგან და ნიშნავს: საყოველთაო, საქვეყნო.

[133] მისიონერი – ქრისტიანული ეკლესიის მიერ წარგზავნილი


მქადაგებელი რელიგიური პროპაგანდის გასაწევად და სხვა
რჯულის მორწმუნეების მოსაქცევად.

[134] კერპი ბელა – ბაბილონური წამართული ღვთაება,


მოხსენიებულია ბიბლიაში, წინასწარმეტყველთა წიგნში.

[135] ელია – ერთ-ერთი ბიბლიური წინასწარმეტყველი.

[136] ქერელი – ჩელთა, კანაფთა და მისთანათა ქერქი (საბა),

სართავი ხრალი.

[137] რანჰოუტი – ხომალდის აღჭურვილობაში მრგვალი ხის


ძელების ან ფოლადის მილების ერთობლიობა (ანძები და სხვ.).

[138] ტაკელაჟი – ხომალდის ხელსაწყოების (გემსართავების,

ტროსების) ერთობლიობა.

[139] ლუკი – გემბანში ამოჭრილი ოთხკუთხედი ხომალდში


ჩასასვლელად, ჩასატვირთად და ამოსატვირთად; ბორტებში
ზარბაზნების დასაყენებლად.

[140] ოკაჩხე – გემბანის კიჩო.

[141] უოტსის ჰიმნები – რელიგიური ჰიმნების კრებული,


რომელთა ავტორიც იყო ცნობილი ინგლისელ
ღვთისმეტყველი ისააკ უოტსი (1674-1748).

[142] კილი – ხომალდის ფსკერის ძირითადი კოჭი, რომელიც


მთელ სიგრძეზეა გადებული (ხომალდის მდგრადობისათვის).

[143] დე ვიტი, იან (1625-1672) – ნიდერლანდების სახელმწიფო


მოღვაწე, ჰოლანდიის ფაქტობრივი მმართველი 1650-1672
წლებში

[144] ვანკუვერი, ჯორჯ (დაახლ. 1758-1798) – ინგლისელი


ზღვაოსანი.

[145] მუშკეტი – ძველებური პატრუქიანი მსხვილკალიბრიანი


თოფი, რომელსაც სროლის დროს საყრდენი სჭირდებოდა.

[146] ალფრედ დიდი, ოთჰერი, ბერკი – იხ. ამონარიდის


შენიშვნები.

[147] ფრანკლინი, ბენჯამინ (1706-1790) – დიდი ამერიკელი


პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი.

[148] ამაზე იხილეთ აგრეთვე მომდევნო თავებში – ავტ.


შენიშვნა.

[149] იელი, ჰარვარდი – უძველესი უმაღლესი სასწავლებლები


აშშ-ში, იელის უნივერსიტეტი დაარსებულია 1636 წელს,
ჰარვარდისა – 1701 წელს.

[150] ტუსაღი ბენიანი – ინგლისელმა მწერალმა ჯონ ბენიანმა


(1628-1686) თორმეტი წელი გაატარა ციხეში, სადაც დაწერ
ნაწილი თავისი წიგნისა „მლოცველის გზა“.

[151] დიდმა ესპანელმა მწერალმა მიგელ სერვანტეს დე


საავედრამ (1547-1616) სიჭაბუკეში ლეპანტოსთან საზღვაო
ბრძოლის დროს (1571) მარცხენა ხელი დაიზიანა ( არ
მოუჭრიათ, როგორც ამას წერს მელვილი).

[152] ჯექსონი, ენდრიუ – ამერიკელი გენერალი, აშშ-ის მეშვიდე


პრეზიდენტი, ღარიბი ოჯახის შვილი.

[153] ვანტა – გემსართავი, რომლითაც ანძა ბორტზე მაგრდება.

[154] ფოკი – ფოკ-რეიზე დამაგრებული ქვედა სწორი იალქანი


ხომალდის წინა ანძაზე.
[155] აგასფერი, „მოხეტიალე ებრაელი“, ფანტასტიკური
პერსონაჟი შუა საუკუნეების ევროპული გადმოცემებისა,
რომელთა მიხედვითაც იგი დაწყევლილი და მარად
სახეტიალოდ იყო განწირული იმ დანაშაულის გამო, რაც
ღმერთების საწინააღმდეგოდ ჩაედინა; რომანში, ეტყობა,
ბოროტების ერთგვარ პერსონიფიკაციასთან გვაქვს საქმე.

[156] ანაჰარსის კლოოტსი – კლოოტსი, ჟან-ბატისტ (1755-1794)


საფრანგეთის დიდი რევოლუციის ერთ-ერთი მოღვაწე. 1790
წელს ეროვნულ კრებაზე მიიყვანა დედამიწის სხვადასხვა
რასისა და ხალხის წარმომადგენელთა დელეგაცია.

[157] გაკაბორტი – ხომალდის კიჩოს ზედა ნაწილი.

[158] ჩელინის პერსევსი – იგულისხმება დიდი იტალიელი


სკულპტორის – ბენვენუტო ჩელინის (1500-1571) მიერ
შესრულებული ქანდაკება პერსევსისა.

[159] ვახტი – მორიგეობა ხომალდზე; დროის მონაკვეთი,


რომლის განმავლობაშიც თითოეული ცვლა მორიგეობს.

[160] სტიუარდი – ოფიციანტი სამგზავრო ხომალდზე.

[161] დედოფალი მაბი – ფერიების დედოფალი კელტური

ეპოსიდან.

[162] წვივსაკრავის ორდენი – ორდენი წმინდა გიორგისა.


დააარსა ინგლისის მეფე ედუარდ III-მ 1350 წელს. ერთ-ერთი
ნიშანი ამ ორდენისა იყო ბაფთა, რომელსაც ორდენის წევრები
მუხლს ქვემოთ იხვევდნენ.

[163] დემარე, ანსელმ-გაეტანი (1784-1838) – ფრანგი გეოლოგი


და ზოოლოგი.

[164] ჩერინგ-კროსი – მოედანი ლონდონის ცენტრში.


[165] შემღწევი ასო, სარძევე ჯირკვლები. (ლათ.).

[166] თანახმად ბუნებისა, სამართლიანობისა და


დამსახურებისა (ლათ.).

[167] ჩემთვის ცნობილია, რომ უახლოეს დრომდე ზოგიერთი


ნატურალისტი ვეშაპებს ლამანტინად და დიუგონად
(ნანტაკეტის ტერმინოლოგიით: ღორთევზა და ხერხთევზა)
წოდებულ თევზებს აკუთვნებდნენ. მაგრამ რადგანაც ეს
ღორთევზები ჭყვიტინა და საზიზღარი ჯოგია და ძირითადად
მდინარეების შესართავებთან ბინადრობენ, სველი ბალახით
იკვებებიან და, რაც მთავარია, შადრევანს არ აფრქვევენ, მე არ
ვიღებ მათი ვეშაპური რწმუნების სიგელს და ვაძლევ ისეთ
პასპორტს, რომლითაც ცეტოლოგიის სამეფოს საზღვრები უნდა
დატოვონ. – ავტ. შენიშ.

[168] გნომონი – უძველესი ასტრონომიული ინსტრუმენტი


ვერტიკალური ღეროს სახისა, იყენებდნენ სიმაღლეზე
დაკვირვებისათვის, აგრეთვე მზის აზიმუტის განსასაზღვრად.

[169] მიზეზი, რომლის გამოც ეს წიგნი in Quarto-დ არ არის


დასახელებული, აშკარაა. საქმე ის არის, რომ აქ განხილული
ვეშაპები წინა წიგნში მოხსენებულ ვეშაპებზე უფრო მცირე
ზომისანი არიან, თუმცა, სხეულის შესაბამის
პროპორციულობას მაინც ინარჩუნებენ, მაშინ როდესაც in
Octavo-ს ტომებზე უფრო მცირე მოცულობის in Quarto-ს ტომი in
Folio-ს ტომებისაგან ფორმითაც განსხვავდება.

[170] ფრობიშერი, მარტინ (1535-1594) – ცნობილი ინგლისელი


ზღვაოსანი. მოაწყო ორი ექსპედიცია 1576 და 1577 წლებში ე.წ.
ჩრდილო-დასავლეთ გასასვლელის საპოვნელად.

[171] დედოფალი ბესი – ინგლისის დედოფალი ელისაბედ


პირველი ტიუდორი (1558-1603).

[172] ლესტერი, რობერტ – ინგლისის დედოფალ ელისაბედ


პირველის დაახლოებული პირი და ფავორიტი.

[173] 4 ივლისი – ეროვნული დღესასწაული შეერთებულ


შტატებში – დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე (1776).

[174] ცმელი – გადაუმდნარი ქონი.

[175] ველბოტი – მსუბუქი, სწრაფმავალი ნიჩბიან-იალქნიანი


კანჯო (პატარა გემი), რომელსაც ქიმიცა და კიჩოც
წაწვეტებული აქვს.

[176] შკიპერი – სატვირთო ხომალდის კაპიტანი.


[177] დასაშინებლად (ლათ.).

[178] ბალთაზარი – ბაბილონის მეფე, მოხსენიებულია


ბიბლიაში. ბალთაზარის ნადიმი აღწერილია წინასწარმეტყველ
დანიელის წიგნში (თავი 5).

[179] ჯინი – ინგლისური არაყი; გავრცელებულია ევროპასა და


ამერიკის შეერთებულ შტატებში.

[180] ჰერაკლეს სვეტები – სახელწოდება ორი კლდისა


ჰიბრალტარის გაღმა-გამოღმა, რომელნიც თითქოს ჰერაკლეს
აღუმართავს, ანტიკურ გადმოცემათა თანახმად – დედამიწის
საზღვარი.

[181] როდოსის კოლოსი – ერთი შვიდ საოცრებათაგანი


ძველბერძნული ღმერთის ჰელიოსის ქანდაკება კუნძულ
როდოსზე. მისი სიმაღლე 30 მეტრზე მეტია.

[182] პასატი – ტროპიკული ქარი, რომელიც ქრის


სუბტროპიკული სარტყლებიდან ეკვატორისაკენ.

[183] ნაქტოუზი – ცილინდრის ან პრიზმის მოყვანილობის ხის


პატარა კარადა, რომელზედაც ხომალდის კომპასი იდგმება.

[184] რეი – ხის გარდიგარდმო ძელი ანძაზე, რომელზეც ზედა


ნაწიბურით სწორი იალქანი მაგრდება.

[185] ბოუდიჩი, ნათანიელ (1773-1838) – ამერიკელი


მათემატიკოსი, საყოველთაოდ ცნობილი საზღვაო ცხრილების
ავტორი.

[186] ფედონი – პლატონგის ერთ-ერთი დიალოგის


სახელწოდება.

[187] უძლეველი არმადა – ფლოტი, რომელიც ესპანეთის მეფემ


ფილიპე II-მ აღჭურვა 1588 წ. ინგლისის წინააღმდეგ და
რომელიც გაანადგურა ნაწილობრივ ქარიშხალმა და
ნაწილობრივ ინგლისისა და ჰოლანდიის საზღვაო ძალებმა.

[188] კრენმერი, თომას (დაახლ. 1489-1556) – კენტერბერის


არქიეპისკოპოსი, რეფორმაციის ერთ-ერთი მოღვაწე, კოცონზე
დაწვეს როგორც ერეტიკოსი.

ფრანგ ფილოსოფოსსა და მეცნიერს რენე დეკარტს (1596-1650)


მატერიის მექანიკური მოძრაობა წარმოდგენილი ჰქონდ
გრიგალის სახით.

[189] კლივერ-ლეერი – ფოკ-ანძის წინ დაყენებული ირიბი,


სამკუთხა იალქანი.

[190] კოიოტი – ძაღლისებრთა ოჯახის მტაცებელი ცხოველი.


[191] ბიზონი – გარეული ხარი; გავრცელებული ჩრდ. ამერიკაში.

[192] ილუმინატორი – სქელი მინის წყალგაუვალი სარკმელი


ხომალდზე.

[193] ლომბარდიის რკინის გვირგვინს ახურავდნენ რომის


იმპერიის იმპერატორებს, რომელნიც ლომბარდის მეფის
ტიტულსაც ატარებდნენ. ლეგენდის თანახმად, გვირგვინის
სარტყელი გამოჭედილია იმ ლურსმნებისაგანა, რითაც უფალ
ჯვარს აცვეს.

[194] ბერკი და ბენდიგო – მელვილის დროინდელი ცნობილ


ინგლისელი ოსტატები მუშტი-კრივისა.

[195] კაიუტა – ოთახისმაგვარი სადგომი ხომალდზე ეკიპაჟისა


თუ მგზავრთათვის. აგრეთვე სასამსახურო მიზნებისათვის.

[196] ბრასი – გემსართავი, რომელიც რეიზე მაგრდება და


ჰორიზონტალურ სიბრტყეში აბრუნებს მას.

[197] მარსელი – ქვემოდან მეორე სწორი, ოთხკუთხა იალქანი.


[198] ლეერი – ორივე ბოლოთი დამაგრებული, მაგრად

დაჭიმული თოკი (ტროსი) ირიბი იალქნების აღსამართავად,


ხალხის ზღვაში გადავარდნისაგან დასაცავად, სარეცხის
გასაფენად და სხვ.

[199] მყარი მიწა (ლათ.).

[200] ფორშტევენი – ხომალდის მასიური ნაწილი, წარმოადგენს


მისი ხერხემლის გაგრძელებას და ქმნის ქიმის დაბოლოებას.

[201] ჩრდილო-დასავლეთი გასასვლელი – ასე ეძახდნენ


ოდესღაც საზღვაო გზას დასავლეთით, ამერიკის მატერიკის
ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ.
[202] ოფიტები – უძველესი რელიგიური სექტა, რომლის
წევრებიც თაყვანს სცემდნენ გველს, როგორც სიბრძნის
სიმბოლოს.

[203] ოტელ დე კლიუნი – ძველი (XV ს.) სასახლე პარიზში.

[204] თერმი – ძველ რომში იმპერატორების ეპოქაში


საზოგადოებრივი აბანო, რომელიც ამავე დროს წარმოადგენდა
სპორტულ თუ გამამხიარულებელ ნაგებობას და ასრულებდა
კლუბის როლს. თერმების ნანგრევები ბევრგან არის
შემორჩენილი ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში.

[205] ბუქსირი – ხომალდი, რომელსაც მიჰყავს მასზე


გამობმული სხვა ხომალდი ან ტივი, კარჭაპი ან სხვ.

[206] პეგუ – მალაური სახელწოდება სახელმწიფოსი


ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე, რომელიც 1754-1852 წლებში
ბირმის სამეფოში შედიოდა.

[207] ზევსი – ბერძნულ მითოლოგიაში: უზენაესი ღმერთი;


ღმერთი ცისა, ქუხილისა, ელვისა და წვიმისა; ითვლება
ღმერთებისა და ადამიანების მამად და მეუფედ (რომაულ
მითოლოგიაში მას შეესაბამება იუპიტერი).

[208] შესაძლებელია, ამ საკითხში ღრმად ჩახედულმა


მკითხველმა სცადოს ჩვენი დარწმუნება, თითქოს მიზეზი იმ
ზებუნებრივი შიშისა, რასაც პოლარული დათვი იწვევს,
სითეთრე კი არ იყოს, არამედ ის, რომ ეს გააფთრებული მხეც
ღვთაებრივი უმანკოებისა და სიყვარულის სამოსელშია
გახვეული და სწორედ ასეთი ორი ერთდროული და
ერთმანეთის საწინააღმდეგო შეგრძნების მკვეთრი

დაპირისპირების საშუალებით გვცემს თავზარს. ეს გინდაც


მართალი იყოს, სითეთრე რომ არა, არც ასეთი შიში იქნებოდა.
რაც შეეხება თეთრ ზვიგენს, ჩვეულებრივ პირობებში მისთვის
დამახასიათებელი მკრთალი თეთრი ფერი საოცრად
შეესაბამება პოლარული ოთხფეხას თვისებების აღწერილობას.
ამ გარემოებას მეტად ზუსტად გადმოსცემს ზვიგენის
ფრანგული სახელწოდება. სულის მოსახსენებელი
კათოლიკური ლოცვა იწყება სიტყვებით Requiem aeterna
(საუკუნო განსვენება), რის გამოც წირვასაც და სამგლოვიარ
მუსიკასაც აგრეთვე Requem-ი უწოდეს. ზვიგენისათვის
დამახასიათებელ სწორედ აი ამ სიკვდილის თეთრი და
მდუმარე უძრაობისათვის და მოულოდნელი სასიკვდილო
თავდასხმისათვის უხმობენ ფრანგები მას Requin-ს. – ავტ.
შენიშ.

[209] მახსოვს, როგორ დავინახე პირველად ალბატროსი.


ანტარქტიდის წყლებში ვიყავით, ქარიშხალი დიდი ხანია
მძვინვარებდა. მორიგეობა მოვათავე, ნისლში გახვეულ
გემბანზე ამოვედი და ლუკის სახურავზე დავინახე თოვლივით
თეთრი დიდებული ფრთოსანი, რომელსაც მართლაც, რომაული
მოკაუჭებული ნისკარტი ჰქონდა. დროდადრო თავის
უზარმაზარ სამთავარანგელოზო ფრთებს ისე შლიდა, თითქოს
სურდა, წმინდა კიდობნისათვის შემოეხვია. საოცრად თრთოდა
და კანკალებდა. უვნებელი იყო, მაგრამ უკიდურეს
მჭმუნვარებაში მყოფი მეფის აჩრდილივით წამოიყვირებდა
ხოლმე. ხოლო მის არაფრისგამომხატველ და უცნაურ
თვალებში თითქოს საიდუმლოს ვკითხულობდი. მუხლი

მოვიყარე, როგორც აბრაამმა ანგელოზების წინაშე; – ეს თეთრ


არსება ისე ქათქათებდა, ფრთებს ისე ფართოდ შლიდა, რომ
მაშინ, იმ წყლებში სამუდამოდ განდევნილმა, დავივიწყე
ცივილიზაცია და ქალაქი, რაც ჩემს ხსოვნაში საცოდავად და
დამამცირებლად ღიმღამებდა. ამ გასაოცარი ფრთოსნით
დიდხანს ვტკბებოდი. სხვისთვის როგორ უნდა მეთქვა, რაც
მაშინ თავში მიტრიალებდა? ბოლოს გამოვერკვიე და ერთ
მეზღვაურს შევეკითხე, რა ფრინველია-მეთქი. „გოუნიაო“,
მიპასუხა. გოუნი! ეს სახელი ჯერ არსად გამეგონა, განა
შეიძლება ნაპირზე არაფერი იცოდნენ ამ ზღაპრულ
ქმნილებაზე? დაუჯერებელია! მხოლოდ მერე შევიტყვე,
ზოგჯერ მეზღვაურები ალბატროსს ეძახდნენ ასე. ამიტომ
მაშინდელი მისტიკური თრთოლა, ალბატროსის პირველ

დანახვაზე რომ დამეუფლა, კოლრიჯის მგზნებარე ლექსებს


არაფრით უკავშირდება. რადგან მაშინ მისი ლექსები
წაკითხული არ მქონდა და არც ის ვიცოდი, ეს ფრინველი
ალბატროსი იყო თუ არა. თუმცა ჩემი მონაყოლი პოეტის
დიდებასა და მის ქმნილებათ მხოლოდ შუქს თუ მატებს.

გარწმუნებთ, ამ ფრინველის მისტიკური მომხიბვლელობის


მიზეზი მისი საოცარი სითეთრეა და ამის დასამტკიცებლად
გავიხსენებ „რუხ ალბატროსებს“, რომელთა სახელწოდებაც
რაღაც ტერმინოლოგიური აღრეულობის შედეგია. ეს ფრინველი
ხშირად მინახავს, მაგრამ ის, რაც ანტარქტიკული სტუმრის
დანახვაზე განვიცადე, არასოდეს განმიცდია.

მაგრამ როგორ დავიჭირეთ ეს ზღაპრული არსება, გეტყვით, თუ


დაიფიცებთ, ამ საიდუმლოს არ გაამხელთ: მუხანათი ანკესითა
და მკედით, როცა ტალღებზე ირწეოდა. მერე კაპიტანმა იგი
ფოსტალიონად აქცია: კისერზე ტყავის ნაჭრები შეაბა, რაზედაც
ხომალდის სახელწოდება და ადგილსამყოფელი იყ
აღნიშნული, და გაუშვა. მაგრამ ვიცი, ის ტყავის ნაჭერი,
ადამიანებთან რომ უნდა მიეტანა, თეთრმა ფრინველმა ცაშ
წარიტანა და ფრთაგაშლილ მოზეიმე ქერუბიმებს გულში
ჩაეკრა. – ავტ. შენიშ.

[210] ქსერქსე – სპარსეთის მეფე (485-465 წწ. ჩვ. წ.-მდე) და


გამოჩენილი სარდალი ძველი სამყაროსი.

[211] „გენტის თეთრი კაპიუშონები“ – იგულისხმება ადგილი


ფრანგი პოეტის ჟან ფრუასარის (1333-1419) „ქრონიკებიდან“,
სადაც აღწერილია გრაფ-ფეოდალთან ქალაქ გენტის ბრძოლის
ეპიზოდი.

[212] ბლოკსბერგი – ხალხური სახელწოდება მწვერვალ


ბროკენისა ჰარცზე. ცრუმორწმუნეთ სჯერათ, რომ მთელი
გერმანიის კუდიანები ამ მწვერვალზე იყრიან თავს
გასართობად.

[213] ფრანსისკო პისარო (დაახლ. 1471-1541) – ესპანელი


კონკისტადორი, პერუს დამპყრობი; 1535 წელს დააარსა ქალაქ
ლიმა.

[214] მუშკი – მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც


იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის
სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში,

მედიცინაში.

[215] ეს თავი უკვე დაწერილი იყო, როცა ვაშინგტონის


ნაციონალური ობსერვატორიის თანამშრომელმა ლეიტენანტმ
მორიმ 1851 წლის 16 აპრილს გამოაქვეყნა ოფიციალურ
პროსპექტი, რომლის თანახმადაც, უახლოეს დროში სწორედ
ასეთი რუკა უნდა შეადგინონ და გამოსცენ. სპექტრში ამგვარი
რუკის ნიმუშებიც არის მოყვანილი. „რუკაზე ოკეანე
ხუთგრადუსიანი გრძედებითა და განედებით უბნებად არის
დაყოფილი; ყოველი უბანი დანაწილებული თორმეტი თვის
შესაბამისი თორმეტი პერპენდიკულარული ზოლით; ამავე
დროს ეს უბნები გადაკვეთილია სამი ჰორიზონტალური
ხაზით, რომელთაგან ერთი ამ რაიონში გატარებულ ყოველი
თვის დღეებს აღნიშნავს, ხოლო დანარჩენი ორი გვიჩვენებს იმ
დღეებს, როცა ამ უბანზე ნამდვილი ან სპერმაცეტული ვეშაპ
შენიშნეს“. – ავტ. შენიშ.

[216] ზოდიაქო – თორმეტი თანავარსკვლავედი, რომლებიც


განლაგებულია დიდი წრის (ეკლიპტიკის) გასწვრივ და
რომელთა გავლითაც მოძრაობს მზე წლის განმავლობაში.

[217] პამპერო – ქარი არგენტინისა და ურუგვაის


სანაპიროებთან, უბერავს ვრცელი სტეპებიდან.

[218] ლევანტიელი – აღმოსავლეთის ძლიერი ქარი ხმელთაშუა


ზღვაში.

[219] რინალდო რინალდინი – ყაჩაღი, გერმანელი მწერლის


ქრისტიან ვულპიუს (1762-1827) ამავე სახელწოდების რომანის
გმირი.

[220] ზუიდვესტერი – ულტობი ქსოვილის ქუდი, რომელსაც


მეზღვაურები იხურავენ ცუდ ამინდში.

[221] კამბიზი – იგულისხმება სპარსეთის მეფე კამბიზ


მძვინვარე (VI ს. ჩვ. წ.-მდე).

[222] ტიმორი – კუნძული მალაის არქიპელაგზე. ყველაზე დიდი


კუნძული ზონდის მცირე კუნძულთა შორის.

[223] ომბაი – ერთ-ერთი კუნძული ზონდის მცირე


კუნძულებიდან, ტიმორისაგან გამოყოფილია სრუტით.

მეტაკომეტს – ჩრდილოამერიკელ ინდიელთა ტომის

ვამპანოაგის ბელადს ინგლისელები მეფე ფილიპეს


უწოდებდნენ.

[224] იეროგლიფი – იდეოგრაფიული დამწერლობის


ფიგურული ნიშანი, რომელიც გამოხატავს ცნებას, მარცვალს ან
ბგერას.

[225] ლინი – გარშემოწერილობით 25 მმ-ზე წვრილი თოკი.

[226] მოვიყვან რამდენიმე ნაწყვეტს ჩეისის ჩანაწერებიდან:


„ამბობდნენ, მისი მოქმედება შემთხვევითი არ იყოო; ხანმოკლე
დროის განმავლობაში ხომალდს ორჯერ დაესხა თავს დ
ორივეჯერ გააზრებულად მოქმედებდა. ცდილობდა, რაც
შეიძლება დიდი ზიანი მიეყენებინა; რადგან ცხვირიდან
გვესხმოდა და სხეულის ორივე მოძრავ ნაწილს სწრაფად
ამოძრავებდა, რომ დარტყმა ძლიერი ყოფილიყო, ამის
განხორციელება კი მხოლოდ ზედმიწევნით ზუსტი
მანევრირების საშუალებით შეიძლებოდა. საშინელი
შესახედავი იყო, მძვინვარებასაც გამოხატავდა და
გულისწყრომასაც. მხეცი, რომელიც ის-ის იყო, იმ ჯოგს
ჩამოშორებოდა, ჩვენ რომ სამი ვეშაპი მოვუკალით, ახლა
თითქოს სამაგიეროს გვიხდიდა“. სხვაგან: „ყოველ
შემთხვევაში, თუ ყველა ამ გარემოებას მხედველობაში
მივიღებთ, რადგან ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა და
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ვეშაპი წინასწარგანზრახულ და
გააზრებულ ბოროტმოქმედებას სჩადიოდა (თუმცა მაშინდელი
შთაბეჭდილებიდან ბევრი რამ დამავიწყდა), ახლაც
დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ მართალი ვიყავი“.

აი, რას ფიქრობდა იგი ხომალდის დაღუპვის შემდეგ, როცა


ლამის წყვდიადში კანჯოთი მიცურავდნენ და ნაპირთან
მიღწევის ყოველგვარი იმედი დაკარგული ჰქონდათ: „შავი
ოკეანისა და ბობოქარი ზვირთებისა არ გვეშინოდა; მრისხანე
ქარიშხალი რომ ჩაგვნთქავდა, წყალქვეშა კლდეებს რომ
შევასკდებოდით ან სხვა საშიშროება რომ გვემუქრებოდა,
ამაზე თითქოს ფიქრიც კი აღარ ღირდა. გემის დაღუპვის
ნაღვლიანი სურათი და ვეშაპის შემზარავი გარეგნობა
გათენებამდე თვალწინ მედგა. იგი შურისძიებას გაეხელებინა“.

სხვა ადგილას (45-ე გვ.) იგი ლაპარაკობს „ცხოველის


წარმოუდგენელ და სასიკვდილო თავდასხმაზე“. – ავტ. შენიშ

[227] სანდვიჩის კუნძულები – ჰავაის კუნძულების

ადრინდელი სახელწოდება.

[228] თარსელი სავლე – პავლე მოციქული; მისი მოქცევის


ამბავი მოთხრობილია წიგნში „საქმე წმიდათა მოციქულთაი“.

[229] ლანგსდორფი, გრიგორ ივანეს ძე (1774-1852) – რუსი


მეცნიერი, მოგზაური, ზოოლოგი, ბოტანიკოსი და ექიმი.

[230] კრუზენშტერნი, ივანე თევდორეს ძე (1770-1846)


ცნობილი რუსი ზღვაოსანი და გეოგრაფი, 1803-1806 წლებში
მეთაურობდა პირველ რუსულ ექსპედიციას, რომელმაც
მსოფლიოს ირგვლივ იმოგზაურა.

[231] დ’ვოლფი – კრუზენშტერნის ექსპედიციის მონაწილეთ


სიაში დ’ვოლფი არ ირიცხება; ხომალდი, აგებული ციმბირის
სანაპიროზე, ექსპედიციის შემადგენლობაში არ იყო.

[232] დემპირი, უილიამ (1652-1715) – ინგლისელი ზღვაოსანი და


კორსარი.

[233] ბერბერების სანაპირო – აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროს


ძველი სახელწოდება.
[234] ტრავერზი – ხომალდის სვლის პერპენდიკულარული
მიმართულება.

[235] აბორდაჟი – საზღვაო ბრძოლის ძველებური ხერხი –


მოწინააღმდეგეთა ხომალდების ერთმანეთთან ბორტებით
მიდგომა და კავებით გადაჭდობა გადამწყვეტი ხელჩართული
ბრძოლისათვის.

[236] აბანოზი – ტროპიკულ ქვეყნებში გავრცელებული


შავმერქნიანი ხე; ამავე ხის მერქანი.

[237] პლუმაჟი – ფრთების კონა, ძუის ფუნჯი, და სხვ.,


რომელიც სამკაულად უკეთდება ქუდს ან ცხენის
აკაზმულობას; ჯიღა.

[238] შპანჰოუტი – ხომალდის კორპუსში სიმაგრისათვის


გარდიგარდმო გადებული მრუდე ძელი.

[239] პირაგუა – წყნარი ოკეანის კუნძულების მკვიდრთა ვიწრო


და გრძელი ნავი.

[240] ნაიტოვი – ორი რანჰოუტის ხის, ორი ტროსის ან ხისა და

ტროსის შეერთება, გარედან წვრილი ტროსის შემოხვევის


საშუალებით.

[241] ბუშპრიტი – ჰორიზონტალური ან დახრილი ძელი,


რომელიც წინაა გამოშვერილი ხომალდის ქიმიდან. იყენებენ
ქიმის იალქნების წინ გასატანად და ხომალდის სამანევრ
ღირსებების გასაუმჯობესებლად.

[242] ბიმსი – ხომალდის განივი კოჭი, რომელიც ბორტებს


აერთებს და ამავე დროს წარმოადგენს გემბანის ფუძეს

[243] კომპასს კაპიტნის კაიუტაში „მაბეზღარა“ ჰქვია, რადგან


მისი მეშვეობით კაპიტანი ხომალდის კურსს ისე ამოწმებს,
რომ ზევით არ ადის და შტურვალის კომპასს არ შეჰყურებს.

[244] ალბატროსი – ზღვის დიდი ფრინველი; აქვს


წაგრძელებული ნისკარტი და გრძელი და წვრილი ფრთები;
უმთავრესად დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში
ბინადრობს.

[245] გოუნი – ალბატროსი.

[246] დოქტორი სემუელ ჯონსონი (1700-1794) და ნოე ვებსტერი


(1758-1843) – ინგლისურ ენაზე სქელტანიანი განმარტებითი
ლექსიკონების გამომცემელნი.

[247] უძველესი შეძახილი, რომლითაც მეთვალყურენ


ვეშაპსანადირო ხომალდზე ვეშაპის გამოჩენას იუწყებოდნენ
ხოლმე; გალაპაგოსის მიდამოებში ახლაც ხმარობენ. – ავტ.
შენიშ.

[248] გარსამოსი – ხის ან ლითონის გარსი გემის კორპუსისა.


[249] ბრიგი – ორანძიანი სამხედრო ან კომერციული ხომალდი

XVIII-XIX ს.ს.-ში.
[250] მაკინო – ციხე-ქალაქი ტბებს – ჰურონსა და მიჩიგანს
შორის.

[251] ვინებაგო – ჩრდილოამერიკელ ინდიელთა ტომი.

[252] ბომი – იალქნიანი ხომალდის მეოთხე სართულზე


განლაგებული საგნებისა და ხელსაწყოების აღმნიშვნელი
შედგენილი სახელწოდებების პირველი ნაწილი.

[253] შპილი – ვერტიკალურ ღერძზე მბრუნავი დოლისმაგვარი


ოწინარი; ხომალდებზე იყენებენ ღუზის ამოსაღებად,
თევზსაჭერი ბადეების ამოსაქაჩავად და სხვ.

[254] ბაკი – ნაგებობა გემბანის ქიმის ნაწილში, რომელიც


ფორშტევენამდე აღწევს; ზედა გემბანის ქიმის ნაწილი

[255] ჩიჩა – ხილის არაყი.

[256] მოხოკი – ინდიელთა ერთ-ერთი ტომი (იროკეზების


ჯგუფისა); განთქმული ჰაიავათა ამ ტომს ეკუთვნოდა.

[257] სენიორა იზაბელას ინკვიზიცია – ესპანური ინკვიზიცია,


რომელიც სერიოზულ პოლიტიკურ ძალად პირველად
დედოფალ იზაბელა კასტილიელის (1475-1504) მეფობის დროს
იქცა. სულიერი მამა დედოფლისა განთქმული ტორკვემადა
იყო. პერუ 1821 წლამდე ესპანეთის კოლონიად ითვლებოდა.

[258] მარკ ანტონიუსი... თავისი... კლეოპატრათი – ეგვიპტის


დედოფალი კლეოპატრა (69-30 წ. ძვ. წ.) რომაელი სარდლისა და
სახელმწიფო მოღვაწის მარკ ანტონიუსის (83-31 ძვ. წ.)
საყვარელი იყო.

[259] ბორტი – გვერდი, ხომალდის გვერდითი კედელი.


[260] ტრაპი – ხომალდზე ასასვლელი კიბე.

[261] გემსართავი – გემის თოკები, ბაგირები.

[262] ტრიუმი – სივრცე ხომალდის ფსკერსა და ქვედა გემბანს


შორის. განკუთვნილია ტვირთის მოსათავსებლად და სხვა
საჭიროებისათვის.

[263] იარდი – ინგლისური სიგრძის საზომი ერთეული, უდრის

0,9144 მ-ს.

[264] სალადინი, სალახ-ად-დინი (1138-1193) – ეგვიპტელი


სულთანი, სარდალი, ჯვაროსანთა დაუძინებელი მტერი მესამე
ჯვაროსნული ლაშქრობის წლებში (1189-1192).

[265] გვიდო რენი (1575-1642) – განთქმული იტალიელ


მხატვარი გვიანი აღორძინების ხანისა.

[266] ჰოგარტი უილიამ (1697-1764) – გამოჩენილი ინგლისელი


ფერმწერი და გრაფიკოსი.

[267] ასალი – ცხენის ზურგზე გადასაფარებელი ქსოვილი.


[268] სარატოგა (აშშ-ში) და ბადენ-ბადენი (გერმანიაში)

კურორტები სამკურნალო მინერალური წყლებით.

[269] ზიპი – თევზის გადამდნარი ქონი.

[270] ინგლისის მეფე რიჩარდ III კუზიანი იყო.

[271] იერემია ბენტამი (1748-1832) – ინგლისელი იურისტი და


ფილოსოფოსი. მქადაგებელი „უტილიტარიზმისა“ – ეთიკური
მოძღვრებისა, რომელიც „სარგებელს“, ბურჟუაზიული
გაგებით, ზნეობრიობის საფუძვლად მიიჩნევდა.

[272] კანიბალი – კაციჭამია ველური.

[273] განთქმული აღწერა აქილევსის ფარისა, რომელიც


მრავალგვარი გამოსახულებებით იყო შემკული, მოცემული
ჰომეროსის „ილიადის“ მეთვრამეტე თავში.

[274] დიურერი, ალბრეხტ (1471-1528) – დიდი გერმანელი


ფერმწერი და გრავიორი.

[275] ფლუგერი – ანძის წვერზე მიმაგრებული თავისუფლად


მოძრავი ლითონის ფირფიტა ქარის მიმართულების
გასარკვევად.

[276] უცნობი მიწა (ლათ).

[277] მოხუცი ფიგეროა – ქრისტობალ სუარეს დე ფიგეროა, ერთ-


ერთი ადრინდელი აღმწერი მენდანიას მეორე ცურვისა. მისი
წიგნი გამოვიდა მადრიდში 1613 წელს.

[278] მენდანია, ალვარო დე ნეირა – ესპანელი ზღვაოსანი, XVI ს.


1567-1568 და 1595 წლებში გადაცურა წყნარი ოკეანე.

[279] ხომალდი „არგო“, ვეშაპი, ჰიდრა, მფრინავი თევზი


თანავარსკვლავედები, რომლებიც ჩანს სამხრეთ
ნახევარსფეროზე.

[280] პლანქტონი – ერთობლიობა ზღვის, ტბისა და მდინარის


წყლის სივრცეში მცხოვრები მცენარეული და ცხოველური
ორგანიზმებისა, რომლებიც თვითონ ვერ მოძრაობენ და წყლის
მდინარებას გადააქვს.

[281] ჟალუზი – ერთმანეთის პარალელურად განლაგებულ

ფირფიტებისაგან გაკეთებული დარაბა; იხმარება ჰაერის და


სინათლის სარეგულაციოდ.

[282] ზღვაოსანთა შორის „ბრაზილიური მეჩეჩების“


სახელწოდებით ცნობილ ოკეანის ამ ნაწილს იმიტომ კი არ
შეარქვეს ეს სახელი, რომ აქ ნიუფაუნდლენდის მეჩეჩის
მსგავსი მეჩეჩებია, არამედ იმიტომ, რომ აბალახებულ
მდელოებს წააგავს, რაც ამ განედებზე პლანქტონის
უზარმაზარი მოტივტივე მასით აიხსნება, რის გამოც აქ ხშირად
ნამდვილ ვეშაპზე ნადირობენ. – ავტ. შენიშ.

[283] ფრეგატი – საყარაულო და წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ


მებრძოლი ხომალდი.

[284] კორე – ბიბლიური პერსონაჟი, აუჯანყდა მოსეს და


შთანთქა მიწამ.

[285] კანჯო – ნიჩბებიანი მოზრდილი ნავი ხომალდის


გემბანზე, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში წყალში
ჩაუშვებენ ხოლმე.

[286] იგულისხმება ერიკ პონტოპიდანი (1698-1764), ბერგენის


ეპისკოპოსი. ავტორი „ნორვეგიის ბუნებრივი ისტორიისა“.

[287] ენაკი – ბიბლიაში მოხსენიებულ გოლიათთა ტომის


გვარის მამამთავარი.

[288] მაგია – ჯადოქრობა, მისნობა.

[289] ბუხტი – რგოლებად დახვეული და ცილინდრის მსგავსად


ერთმანეთზე დალაგებული ბაგირი.

[290] ბოჭკო – წვრილი, დაურთავი ძაფი.

[291] ოგონი – რანჰოუტის ხეზე წამოსაცმელი რგოლი


გემსართავის ბოლოში ან შუა ადგილზე.

[292] კალეს ექვსი მოქალაქე – როცა ასწლიანი ომის დროს (XIV-


XV ს.ს.) ინგლისელებმა დაიპყრეს საფრანგეთის ქალაქი კალე,
ქალაქის ექვსი წარჩინებული მოქალაქე კისერზე თოკმობმული
ეახლა ედუარდ III-ს და მშობლიური ქალაქის გადარჩენა
საკუთარი სიცოცხლის ფასად შესთხოვა დამპყრობელს.

[293] მაზეპა, ივან (1644-1709) – კაზაკების ჰეტმანი. სიჭაბუკეში,


ლეგენდის თანახმად, გარეული ცხენის ძუაზე გამოუბამთ და

კინაღამ დაღუპულა. ეს ეპიზოდი აღწერილია ბაირონის პოემა

„მაზეპაში“.

[294] შტილი – წყნარი, უქარო ამინდი.


[295] შტორმი – ქარიშხალი.

[296] ფოკ-ანძა – ხომალდის წინა ანძა.

[297] ბრამი – იალქნიანი ხომალდის მესამე სართულზე


განლაგებული საგნებისა და ხელსაწყოების აღმნიშვნელი
შედგენილი სახელწოდებების პირველი ნაწილი.

[298] შტურვალი – საჭის ბორბალი ხომალდისათვის


მიმართულების მისაცემად.

[299] ქვემოთ მოთხრობილი იქნება, თუ რა ჰაეროვან


ნივთიერებით არის სავსე კაშალოტის უზარმაზარი თავი.
გარეგნულად სხეულის ამ მასიურ ნაწილზე უფრო მოძრავი
ვეშაპს არაფერი აქვს. ასე რომ, ადვილად შეუძლია თავი მაღლა
ასწიოს და სწევს კიდევაც, როცა დიდი სისწრაფით მიქრის.
ამასთან, თავის წინა ნაწილი ზევით ისე ფართო აქვს და ქვევით
ისე გადატკეცილი და გამრუდებული, რომ კაშალოტი, როცა
თავი წყალს ზევით ამოაქვს, თითქოს ნელმავალ ბლაგვდინგა
გალიოტიდან ცხვირწაწვეტებულ ნიუიორკულ სალოცმან
ბოტად გადაიქცევა ხოლმე. – ავტ. შენიშ.

[300] მკითხველი ნაწილობრივ მაინც რომ მიხვდეს, რამდენად


აუცილებელია ლინის დასველება, უნდა აღვნიშნო, ძველად
ჰოლანდიურ ვეშაპსანადირო ხომალდზე ლინის
დასასველებლად ჩვარს ხმარობდნენ. ხოლო სხვა ხომალდებზე
ხშირად ამ მიზნისათვის საგანგებო ხის ხაპს იყენებდნენ.
მაგრამ ყველაზე მოსახერხებელი მაინც ქუდია, – ავტ. შენიშ.

You might also like