You are on page 1of 1011

1 მკითხველთა ლიგა

roberto bolanio

veluri deteqtivebi

ესპანურიდან თარგმნა
ელისაბედ ყვავილაშვილმა

2 მკითხველთა ლიგა
კაროლინა ლოპესსა და ლაუტარო ბოლანიოს, ორ ადამიანს,
რომლებიც ერთმანეთს საოცრად ჰგვანან.1

1ავტორი წიგნს უძღვნის მეუღლესა და ვაჟს (შენიშვნები აქაც და შემდგო-


მაც მთარგმნელისაა)
3 მკითხველთა ლიგა
– გინდათ მექსიკის გადარჩენა?
გინდათ, რომ ქრისტე გახდეს ჩვენი მეფე?
– არა.
მალკოლმ ლაური 2

2მალკოლმ ლაური (1909-1957) – ინგლისელი მწერალი; ციტატა მისი


რომანიდან „ვულკანის ძირას“
4 მკითხველთა ლიგა
თავი 1

მექსიკაში დაკარგული
მექსიკელები (1975)

5 მკითხველთა ლიგა
2 ნოემბერი
ვისცერული3 რეალიზმის ჯგუფის წევრობაზე გულითადი
მიწვევა მივიღე. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ხელდასხმის ცე-
რემონია არ ყოფილა. ასე უკეთესიცაა.

3 ნოემბერი
მთლად კარგად ვერ ვხვდები, ეს ვისცერული რეალიზმი
რას უნდა ნიშნავდეს. ჩვიდმეტი წლის ვარ, მქვია ხუან გარსია
მადერო, იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის პირ-
ველ სემესტრზე ვსწავლობ. სამართალმცოდნეობა არ მინდო-
და, ფილოლოგია მერჩივნა, მაგრამ ბიძაჩემმა დამაძალა და
ბოლოს მეც დავუთმე. ობოლი ვარ. ჰოდა, დამიყოლია. ამი-
ტომ, ბიძას და ბიცოლას ვუთხარი, ადვოკატი გავხდები-მეთ-
ქი, მაგრამ მერე ჩემს ოთახში ჩავიკეტე და მთელი ღამე ტი-
რილში გავატარე. ან ღამის უმეტესი ნაწილი. შემდეგ თვალ-
თმაქცური მორჩილებით შევედი სახელოვან იურიდიულ ფა-
კულტეტზე, მაგრამ ერთ თვეში ჩავეწერე ხულიო სესარ ალა-
მოს პოეზიის სახელოსნოში, ფილოსოფიისა და ფილოლოგი-
ის ფაკულტეტზე და ასე გავიცანი რეალვისცერისტები თუ ვის-
ცერეალისტები, ან ვისცერეალისტები, როგორც ხანდახან
თვითონ ეძახდნენ საკუთარ თავს. პოეზიის სახელოსნოში
ოთხჯერ მივედი, მაგრამ იქ არაფერი ხდებოდა, თუმცა, არა-
ფერი ხდებოდა-მეთქი, სიტყვის მასალად ვთქვი, რადგან უფ-
რო ზუსტი რომ ვიყო, რაღაც ყოველთვის ხდებოდა: ლექსებს
ვკითხულობდით და თუ ალამო გუნებაზე იყო, იმ ლექსებს ან
აქებდა, ან მიწასთან ასწორებდა; ჯერ ერთი კითხულობდა,

3 ვისცერული (ლათ.) – შინაგანი (Viscera – ხორცი, შინაგანი ორგანოები)


6 მკითხველთა ლიგა
ალამო აკრიტიკებდა, მერე მეორე კითხულობდა, ალამო
ისევ აკრიტიკებდა, ვიღაც კიდევ კითხულობდა, ალამო ისევ
აკრიტიკებდა. დროდადრო ალამოს ეს კრიტიკაც ბეზრდებო-
და და მაშინ ჩვენ (ვინც იმ დროს არ ვკითხულობდით)
გვთხოვდა, ლექსები გაგვერჩია. ასეთ დროს თანამოკალმე-
ებს ჩვენ ვაკრიტიკებდით, ალამო კი ამ დროს გაზეთების კით-
ხვას იწყებდა.
ეს მეთოდი იმისთვის იყო, რომ არავინ არავის დამეგობ-
რებოდა, უკვე ჩამოყალიბებული მეგობრობა კი ავადმყოფურ
განცდებსა და წყენას ჩაენაცვლებინა.
მეორე მხრივ, ვერ ვიტყვი, ალამო კარგი კრიტიკოსი იყო-
მეთქი, თუმცა კი გამუდმებით კრიტიკაზე ლაპარაკობდა. ახ-
ლა ვფიქრობ, ალბათ მხოლოდ იმიტომ ლაქლაქებდა, რომ
ელაპარაკა-მეთქი. იცოდა, პერიფრაზი რას ნიშნავს, კარგად
არა, მაგრამ მაინც იცოდა. სამაგიეროდ, არ იცოდა, რა არის
პენტაპოდია (რაც, როგორც ყველამ იცის, ლექსის კლასიკუ-
რი ხუთტერფიანი საზომია), არც იმაზე ჰქონდა წარმოდგენა,
რა არის ნოკარქეო (რაც ფალეციოს მსგავსი ლექსია), არც
იმაზე, თუ რა არის ტეტრასტიტი (რაც ოთხსტრიქონიანი
სტროფია). საიდან დავასკვენი, რომ არ იცოდა? იქიდან, რომ
სახელოსნოში მისვლის პირველსავე დღეს მივქარე და ვკით-
ხე. ნეტა, იმ დროს რაზე ვფიქრობდი. ერთადერთი მექსიკელი
პოეტი, ვისაც ასეთი რამეები არ ეშლება, ოქტავიო პასია4
(ჩვენი დიდი მტერი), დანარჩენები აზრზე არ არიან. ყოველ
შემთხვევაში, ასე მითხრა ულისეს ლიმამ სულ რამდენიმე წუ-
თის შემდეგ, როგორც კი დავთანხმდი, ვისცერული რეალიზ-
მის ჯგუფს შევერთებოდი, და იმათაც მეგობრულად მიმიღეს.
4ოქტავიო პასი (1914-1998) – მექსიკელი პოეტი და ესეისტი, ნობელისა
და არაერთი საერთაშორისო პრემიის ლაურეატი
7 მკითხველთა ლიგა
ალამოსთვის ასეთი რამის კითხვა, როგორც მაშინვე გავაც-
ნობიერე, ჩემის მხრიდან უტაქტობის აშკარა გამოვლინება
იყო. თავიდან მომეჩვენა, რომ ის ღიმილი, მან რომ მიძღვნა,
ჩემი განსწავლულობით აღფრთოვანებას ნიშნავდა. მერე
მივხვდი, რომ უფრო ზიზღის გამომხატველი უნდა ყოფილი-
ყო. მექსიკელ პოეტებს (და, ჩემი აზრით, საერთოდ, პოეტებს)
სძაგთ, როდესაც მათ ვინმე შეახსენებს უცოდინარობას. მაგ-
რამ ამ ღიმილს არ შევუშინებივარ და მეორე შეკრებაზე, რო-
დესაც ჩემი ორიოდ ლექსი მიწასთან გაასწორა, ვკითხე,
იცით, un rispetto5 რა არის-მეთქი? ალამომ იფიქრა, რომ მის-
გან ჩემი ლექსების მიმართ პატივისცემას ვითხოვდი და გამა-
ლებით შეუდგა დეკლამირებას, თუ რა მნიშვნელობა აქვს
ობიექტურ კრიტიკას, თუკი ადამიანს გაზრდა უნდა რომ პო-
ეზია დანაღმული ველია, რომელზეც ყველა ახალბედა პოეტს
უწევს გავლა და. ა.შ. და ა. შ. მაგრამ აღარ ვაცალე და ავუხსე-
ნი, რომ ჩემს ხანმოკლე ცხოვრებაში არასოდეს მომითხოვია
ვინმესგან ჩემი საცოდავი შემოქმედებისთვის ეცა პატივი და
კითხვა გავუმეორე, ამჯერად, რამდენადაც შემეძლო, გარკვე-
ვით წარმოვთქვი.
– ჟარგონით ნუ მელაპარაკები, გარსია მადერო, – მიპასუ-
ხა ალამომ.
– Un rispetto, ძვირფასო მაესტრო, ლირიკული ლექსის
სახეობაა, სასიყვარულო პოეზიისა, უფრო კონკრეტულად კი,
strambottos-ს მსგავსი, რომელიც შედგება ექვსი ან რვა თერ-
თმეტმარცვლიანი ტაეპისაგან. მათგან პირველი ოთხოთხტა-
ეპიანი სტროფია, დანარჩენები კი ორტაეპიანები, რომლებიც
ერთმანეთს ერითმება, მაგალითად... – და მზად ვიყავი, ერ-
5un rispetto (იტალ.) – 1. პატივისცემა. 2. იტალიური კლასიკური ლექ-
სწყობის ფორმა.
8 მკითხველთა ლიგა
თი-ორი მაგალითიც მომეყვანა, მაგრამ ალამო უეცრად ფეხ-
ზე წამოიჭრა და განაცხადა, კამათი დამთავრებულიაო. ამის
შემდეგ რაც მოხდა, ბუნდოვნად მახსოვს (თუმცა კარგი მეხ-
სიერება მაქვს): მაგონდება, როგორ იცინოდა ალამო და მას-
თან ერთად სახელოსნოს ოთხი-ხუთი წევრი. ადვილი შესაძ-
ლებელია, რომ სწორედ მე დამცინოდნენ.
ჩემს ადგილას სხვა იქ ფეხს აღარ მიადგამდა, მე კი, მიუხე-
დავად იმდღევანდელი ასეთი უსიამოვნო მოგონებისა (ან
მეხსიერებამ უარი თქვა წარუმატებელი შემთხვევის დამახ-
სოვრებაზე, ან მნემონიკური შეკავება მჭირდა), შემდეგ კვი-
რაში ისევ მივედი და თან, როგორც ყოველთვის, პუნქტუალუ-
რად.
ვფიქრობ, იქ ბედისწერამ დამაბრუნა. ალამოს სახელოს-
ნოში ეს ჩემი მეხუთე მისვლა იყო (თუმცა, შეიძლება მერვე-
მეცხრეც ყოფილიყო, რადგან, როგორც ამ ბოლო დროს შევ-
ნიშნე, დრო თავის ნებაზე იკუმშება და ფართოვდება). კაბი-
ნეტში დაძაბულობა დამხვდა, ჰაერში ტრაგედიის რაღაც უც-
ნაური მუხტი იგრძნობოდა, თუმცა არავის შეეძლო აეხსნა,
კონკრეტულად რა ტრაგედია ტრიალებდა. ჯერ ერთი, იმ შეხ-
ვედრაზე ყველანი ვიყავით, ვინც თავიდანვე ჩავეწერეთ და
პოეზიის შესწავლა გვინდოდა – შვიდივე, რაც წინა შეხვედ-
რებზე არასოდეს მომხდარა. გარდა ამისა, ყველანი რატომ-
ღაც ვღელავდით. ჩვეულებრივ მშვიდი ალამოც კი ახლა აფო-
რიაქებული ჩანდა. ერთი წამით გავიფიქრე, ეტყობა, უნივერ-
სიტეტში რაღაც საშინელება დატრიალდა, არ გამიგია, თო-
რემ ალბათ სადღაც ახლომახლო სროლები ატყდა, მო-
ულოდნელად გაიფიცნენ, ფაკულტეტის დეკანი მოკლეს, ფი-
ლოსოფიის რომელიმე პედაგოგი გაიტაცეს ან რამე ამგვარი
მოხდა-მეთქი. მაგრამ ჩემი ვარაუდები სიმართლისგან შორს
9 მკითხველთა ლიგა
აღმოჩნდა და, გამოდიოდა, რომ ნერვიულობის მიზეზიც არა-
ფერი გვქონდა. თუმცა, პოეზია (ნამდვილი პოეზია) ხომ ასე-
თია: ჰაერში წინასწარ იწყებს ლივლივს, წინათგრძნობას
გიღვივებს, ზოგიერთი ცხოველივით, რომელიც წინასწარ
გრძნობს ხოლმე მიწისძვრის მოახლოებას, რადგან, რო-
გორც ამბობენ, ასეთი მოვლენების გამოცნობის განსაკუთრე-
ბული უნარი აქვთ (ასეთი ცხოველები არიან გველები, ჭი-
აღუა, ვირთხები და კიდევ ფრინველთაგან რამდენიმე). ამის
შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა, მაგრამ ისეთი უც-
ნაური ემოციებით გაჯერებული აღმოჩნდა, რომ, თუნდაც ვინ-
მეს გაზვიადებად მოეჩვენოს, მაინც გავბედავდი და არაჩვეუ-
ლებრივს დავარქმევდი. ჩვენს აუდიტორიაში ორი რეალვის-
ცერისტი პოეტი შემოვიდა, რომლებიც ალამომ უხალისოდ
გაგვაცნო, თუმცა, მათგან მხოლოდ ერთს იცნობდა პირადად.
მეორისა ალბათ მარტო სახელი გაეგონა, ან გადმოცემით
იცოდა, ვინც იყო, ან ვინმემ რამე უთხრა მის შესახებ, მაგრამ
ისიც პირველივით წარმოგვიდგინა.
არ ვიცი, ჩვენთან რა მიზნით იყვნენ მოსულები. სტუმრო-
ბას აშკარად მტრული განწყობა ემჩნეოდა, თუმცა პროპაგან-
დისტული და პროზელიტური ელფერისგანაც არ იყო თავისუ-
ფალი. თავიდან რეალვისცერისტები ჩუმად ისხდნენ, მორი-
დებულად იქცეოდნენ. ალამომ კი, თავის მხრივ, დიპლომა-
ტიური, ოდნავ ირონიული ინტონაცია არჩია და მოვლენების
განვითარებას დაელოდა, მაგრამ ნელ-ნელა, როდესაც სტუმ-
რებს მორიდება შეატყო, გათამამდა და ნახევარ საათში სახე-
ლოსნოში ისევ ჩვეულმა განწყობამ დაისადგურა. ბრძოლაც
სწორედ მაშინ დაიწყო. რეალვისცერისტებმა ალამოს კრიტი-
კის სისტემა ეჭვქვეშ დააყენეს; მან, თავის მხრივ, სტუმრებს
მდარე ხარისხის სიურრეალისტები და ყალბი მარქსისტები
10 მკითხველთა ლიგა
ეძახა. მხარს სახელოსნოს ხუთი წევრი უჭერდა, ანუ ყველა,
ჩემ და ერთი ძალიან გამხდარი ბიჭის გარდა, რომელიც გა-
მუდმებით ლუის კეროლის წიგნით დადიოდა და ხმას თით-
ქმის არასოდეს იღებდა. გულწრფელად რომ ვთქვა, ძალების
ასეთმა გადანაწილებამ ძალიან გამაოცა, რადგან ალამოს
თავგადაკლული მომხრენი სწორედ ისინი აღმოჩნდნენ, ვინც
ამ კაცისგან ყველაზე დაუნდობელი კრიტიკის მსხვერპლი
ხდებოდნენ ხოლმე, ახლა კი (ეს მომეჩვენა ყველაზე დიდ სა-
ოცრებად) ისე იქცეოდნენ, თითქოს მისი უერთგულესი დამ-
ქაშები ყოფილიყვნენ. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, მეც შემე-
ტანა ჩემი პატარა წვლილი ამ დავაში და განვაცხადე, ბატონ-
მა ალამომ ისიც კი არ იცის, rispetto რას ნიშნავს-მეთქი; სი-
მართლე რომ ვთქვა, თვით ვისცერისტებმაც არ იცოდნენ ამ
სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობა, მაგრამ ჩემი დაკვირვება
დროული მოეჩვენათ და გულმხურვალედ აიტაცეს; ერთერ-
თმა მკითხა, რამდენი წლის ხარო, ვუპასუხე, ჩვიდმეტის-მეთ-
ქი და კიდევ ერთხელ შევეცადე rispetto-ს მნიშვნელობა ამეხ-
სნა; ალამოს სიბრაზისგან ლამის ჭარხლისფერი დაედო; სა-
ხელოსნოს წევრებმა პედანტიზმში დამდეს ბრალი (ერთმა
ისიც კი თქვა, აკადემიზმის მონა ხარო); სამაგიეროდ, რეალ-
ვისცერისტებმა დამიცვეს. რადგან ერთხელ ხმა ამოვიღე, გა-
თამამებულმა შეტევა განვაგრძე: ალამოსა და სახელოსნოს
წევრებს ვკითხე, ის მაინც თუ გახსოვთ, ნიკარქეო, ან ტეტ-
რასტიქი რას წარმოადგენს-მეთქი და ვერც ერთმა პასუხის
გაცემა ვერ მოახერხა.
მიუხედავად ჩემი მოლოდინისა, ეს კამათი საერთო ცემა-
ტყეპით არ დამთავრებულა. ვაღიარებ, ასე რომ მომხდარი-
ყო, ძალიანაც ნასიამოვნები დავრჩებოდი. მართალია, ჩვენი
სახელოსნოს წევრები ულისეს ლიმას დაემუქრნენ, მოვა
11 მკითხველთა ლიგა
დრო და ცხვირ-პირს გაგიერთიანებთო, მაგრამ მაშინ არაფე-
რი მსგავსი არ მომხდარა, იმას ვგულისხმობ, რომ მუშტი-
კრივი არ გამართულა-მეთქი. მიუხედავად ამისა, მუქარა უპა-
სუხოდ არ დამიტოვებია (თუმცა, ვიმეორებ, ჩემ წინააღმდეგ
სულაც არ იყო მომართული) და დამმუქრებელს განვუცხადე,
შენს განკარგულებაში მიგულე, ნებისმიერ კუთხეში გავიდეთ,
როცა გინდა, თუნდაც შუაღამე იყოს-მეთქი.
იმ საღამოს ყველაფერი ძალიან უცნაურად დასრულდა.
ალამომ ულისეს ლიმას რომელიმე ლექსის წაკითხვა შესთა-
ვაზა. იმანაც ბევრი არ ახვეწნინა, ქურთუკის ჯიბიდან ქაღალ-
დის ჭუჭყიანი, დაჭმუჭნილი ფურცლები ამოაძვრინა. რა საში-
ნელებაა, გავიფიქრე ამ დროს, როგორ ვერ ხვდება ეს საცო-
დავი, რომ თავს მგლის ხახაში ყოფს-მეთქი. მგონი, მის მა-
გივრად სირცხვილით თვალებიც კი დავხუჭე. ყველაფერს თა-
ვისი დრო აქვს. არის მომენტები, როდესაც ლექსები უნდა
იკითხო, მაგრამ არის მომენტები, როცა მუშტი-კრივი უნდა
გააჩაღო. ჩემი აზრით, მაშინ სწორედ მეორის დრო იყო. რო-
გორც ვთქვი, თვალები დავხუჭე და ლიმას ჩახლეჩილი ხმა
შემომესმა. გავიგონე სიჩუმე (თუკი ეს შესაძლებელია, თუმ-
ცა, ეჭვი მეპარება), რაღაც უხერხულობა, რამაც მის გარშემო
დაისადგურა. და ბოლოს მისი ხმით წარმოთქმული საუკეთე-
სო ლექსი, რაც კი ოდესმე მომესმინა. ამის შემდეგ არტურო
ბელანო წამოდგა და განაცხადა, რეალვისცერისტები ჟურნა-
ლის გამოცემას გეგმავენ და ამ საქმეში მონაწილეობის
მსურველ პოეტებს დაეძებენო. ასეთ წინადადებას ყველა სი-
ხარულით დასთანხმდებოდა, მაგრამ იმ კამათის შემდეგ
თავს უხერხულად გრძნობდნენ და ხმა არავის ამოუღია.
შეკრება რომ დასრულდა (უფრო გვიან, ვიდრე ჩვეულებ-
რივ მთავრდებოდა ხოლმე), იმ პოეტებს ავტობუსების გაჩე-
12 მკითხველთა ლიგა
რებამდე გავყევი. ძალიან გვიანი იყო და ავტობუსები აღარ
დადიოდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რეფორმის გამზირამდე
სამარშრუტო ტაქსით წავსულიყავით, იქიდან ბუკარელის ქუ-
ჩაზე მდებარე ბარისკენ გავწიეთ, ბარში შევედით და ძალიან
დიდხანს ვისაუბრეთ პოეზიაზე.
მართალი გითხრათ, ჩემთვის იმ საღამოდან ბევრი რამ მა-
ინც ბუნდოვანი დარჩა. ჯგუფის სახელწოდება რაღაც გარ-
კვეული აზრით ხუმრობა აღმოჩნდა, რაღაც აზრით კი სავსე-
ბით სერიოზული რამ. როგორც მივხვდი, მრავალი წლის წინ
არსებობდა მექსიკელი ავანგარდისტების ჯგუფი, რომელთაც
რეალვისცერისტები ერქვათ, მაგრამ ბოლომდე ვერ გავიგე,
კონკრეტულად ვინ იყვნენ: მწერლები, მხატვრები თუ რევო-
ლუციურად განწყობილი ჟურნალისტები. აქტიურობით გამო-
ირჩეოდნენ, თუმცა ნათლად ისიც ვერ დავადგინე, როდის
მოღვაწეობდნენ, ოციან თუ ოცდაათიან წლებში. მათ შესახებ
იმ დღემდე ნამდვილად არაფერი მსმენოდა, ალბათ ეს უფრო
ლიტერატურაში ჩემს უვიცობას უნდა დავაბრალო (მსოფლი-
ოს ყველა წიგნი ელის, როდის წავიკითხავ). არტურო ბელა-
ნოს თქმით, რეალვისცერისტები სონორის უდაბნოში და-
იკარგნენ. მერე ვიღაც სესარეა ტინახერო თუ ტინახა ახსენეს.
ზუსტად არ მახსოვს, რადგან, მგონი, ოფიციანტს ლუდის გა-
მო რაღაცას სწორედ იმ დროს ვუყვიროდი. მერე გრაფ დე
ლოტრეამონის „ლექსებზე“ ჩამოაგდეს სიტყვა. როგორც გა-
ვიგე, მის ლექსებს იმ ვიღაც ტინახეროს უკავშირებდნენ. მე-
რე ლიმამ უცნაური რაღაცის მტკიცება დაიწყო. განაცხადა,
თანამედროვე რეალვისცერისტები უკან-უკან მივდივართო.
ეგ როგორ-მეთქი, ვკითხე.

13 მკითხველთა ლიგა
– უკანასვლით, ერთ წერტილზე გვაქვს თვალი მიშტერე-
ბული, მაგრამ ის წერტილი სულ უფრო გვშორდება, რადგან
უკან, სადღაც შეუცნობლისკენ ვიხევთო.
ვუპასუხე, ჩემი აზრით, ასე სიარული შესანიშნავია-მეთქი,
თუმცა, სინამდვილეში, ვერაფერი გავიგე. კარგად რომ დავ-
ფიქრდი, მივხვდი, რომ ეს სიარულის ყველაზე უარესი ფორ-
მაა.
მოგვიანებით სხვა პოეტებიც შემოგვიერთდნენ, ზოგი რე-
ალვისცერისტი იყო, ზოგი-არა, და მონასტერი აირია. ისიც კი
გავიფიქრე, ეტყობა, ბელანოსა და ლიმას ჩემი არსებობა სა-
ერთოდ დაავიწყდათ-მეთქი, რადგან ჩვენს მაგიდასთან უამ-
რავი ხალხი ირეოდა და ისინიც ყველას ელაპარაკებოდნენ.
მაგრამ, რომ ირიჟრაჟა, მომიბრუნდნენ და მკითხეს, ჩვენს
ბანდაში შემოსვლა თუ გინდაო.
არც „ჯგუფი“ უთქვამთ და არც „მიმდინარეობა“, ბანდაო,
სწორედ ასე მითხრეს და ეს ძალიან მომეწონა. რა თქმა უნ-
და-მეთქი, მივუგე მაშინვე. ხელდასხმის ცერემონია ძალიან
მარტივად ჩატარდა: ერთ-ერთმა, კერძოდ, ბელანომ, ხელი
ჩამომართვა, განმიცხადა, დღეიდან ჩვენიანი ხარო და მერე
რანჩერა6 ვიმღერეთ. ეს იყო და ეს. სიმღერა ჩრდილოეთში
ჩაკარგულ სოფლებსა და ქალის თვალებს ეხებოდა. სანამ
ქუჩაში რწყევას დავიწყებდი, ვიკითხე, ის თვალები სესარეა
ტინახეროსი ხომ არ არის-მეთქი. ბელანომ და ლიმამ შემომ-
ხედეს და მითხრეს, უკვე აშკარად რეალვისცერისტი ხარ და
ჩვენ ერთად ლათინური ამერიკის პოეზიას ძირფესვიანად
ამოვატრიალებთო. დილის ექვს საათზე სამარშრუტო ტაქსი-
ში ჩავჯექი და ლინდავისტამდე, ანუ ჩემს საცხოვრებელ უბ-

6 რანჩერა – მექსიკური სიმღერის ტრადიციული ჟანრი


14 მკითხველთა ლიგა
ნამდე მოვედი. დღეს უნივერსიტეტში არ წავსულვარ. მთელი
დღე ოთახში ჩაკეტილმა ლექსების წერაში გავატარე.

4 ნოემბერი
დღეს ისევ მივედი ბუკარელის ქუჩის ბარში, მაგრამ რეალ-
ვისცერისტები არ გამოჩენილან. სანამ მათ ველოდი, დრო
წერასა და კითხვაში გამყავდა. ამასობაში ბარის მუდმივი
მუშტრები, მდუმარე ლოთების თუ უფრო ბანდიტების ჯგუფი,
თვალს წამითაც არ მაშორებდა.
ხუთი საათის ლოდინის შედეგი: დავლიე ოთხი ლუდი, ოთ-
ხი ტეკილა, შევჭამე სოპე, ნახევარი თეფში დავტოვე (თით-
ქმის გაფუჭებული იყო), მთლიანად წავიკითხე ალამოს ლექ-
სების ბოლო კრებული (იმისთვის წამოვიღე, რომ ჩემს ახალ
მეგობრებთან ერთად დამეცინა), ულისეს ლიმას ყაიდაზე
დავწერე ექვსი ლექსი (პირველი მყრალ სოპეებზე, მეორე –
უნივერსიტეტზე, რომელიც განადგურებული წარმოვიდგინე,
მესამეც უნივერსიტეტზე – შიშველი დავრბოდი უამრავ ზომ-
ბის შორის, მეოთხე – მეხიკოს მთვარეზე, მეხუთე – მკვდარ
მომღერალზე, მეექვსე – საიდუმლო საზოგადოებაზე, თავს
ჩაპულტეპეკის7 ლაბირინთებს რომ აფარებდა და მეშვიდე –
დაკარგულ წიგნსა და მეგობრობაზე). უფრო სწორად, ყველა
ზემოთ ჩამოთვლილ ტექსტს ულისეს ლიმას ერთი ლექსის
გავლენა ეტყობოდა (მისი პოეზიიდან ხომ ერთადერთი ლექ-
სი ვიცოდი, თანაც წაკითხული კი არ მქონდა, იმ დღეს მოვის-
მინე პოეზიის სახელოსნოში) და მარტოსულობის ფიზიკური
და სულიერი განცდის გადმოცემას ემსახურებოდა.

7ჩაპულტეპეკი – მეხიკოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი პარკი,


რომელსაც უფრო ხშირად ჩაპულტეპეკის ტყეს ეძახიან.
15 მკითხველთა ლიგა
რამდენიმე ლოთი შეეცადა, გამომლაპარაკებოდა, მაგრამ
მიუხედავად ჩემი ასაკისა, შემწევს ძალა, არამკითხე მოამბე-
ებს თავიანთი ადგილი მივუჩინო. ოფიციანტმა ქალმა (რო-
გორც ბელანოსა და ლიმასთან ერთად ამ ბარში გატარებული
ღამიდან მახსოვს, ბრიხიდა უნდა ერქვას) თმაზე ხელი გადა-
მისვა. რაღაც თითქოს უნებური, შემთხვევითი მოფერება იყო,
სანამ სხვა მაგიდას ემსახურებოდა. მერე ცოტა ხნით ჩამო-
მიჯდა და აღნიშნა, თმა ძალიან მოგზრდიაო. სიმპათიური
იყო, მაგრამ ვამჯობინე, არაფერი მეპასუხა. შინ ღამის სამ სა-
ათზე დავბრუნდი. რეალვისცერისტები არ გამოჩენილან. ნუ-
თუ ვეღარასოდეს ვნახავ?

5 ნოემბერი
ჩემი მეგობრებისგან ისევ არაფერი შემიტყვია. ორი დღეა,
ლექციებზე არ დავდივარ. არც ალამოს სახელოსნოში ვაპი-
რებ დაბრუნებას. ამ ნაშუადღევს ისევ მივედი „ვერაკრუსის
გზაჯვარედინში“ (ბუკარელის ბარში), მაგრამ მათი კვალიც
არსად ჩანდა. უცნაურია, როგორ იცვლება გარემოც და სტუმ-
რებიც ამ ბარში იმის მიხედვით, საღამოა, ღამე თუ დილა. კა-
ცი იტყვის, სხვადასხვა ბარიაო. დღის მიწურულს აქაურობა
ბევრად უფრო ჩაშვებული ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. ბა-
რის ჯიბგირული იერის ტიპებს ჯერ არ დაუფასებიათ ბარი თა-
ვიანთი მობრძანებით. ის, ვინც ახლა აქ არის, ასე ვთქვათ,
წარმავალი, გასაქცევად გამზადებული კლიენტები ჩანან და
უფრო მშვიდობიანად გამოიყურებიან. რომელიღაც ბანძი
ოფისის სამი მოსამსახურე, როგორც ჩანს, უბრალო მოხელე-
ები, სრულიად გამტყვრალი, კაგუამის8 კვერცხების გამყიდ-

8 კაგუამა – ზღვის კუ
16 მკითხველთა ლიგა
ველი ცარიელი კალათით, მოსამზადებელი კურსის ორი სტუ-
დენტი, ერთი ჭაღარა ბატონი მაგიდას რომ მისჯდომია და
ღვეზელებს შეექცევა. ოფიციანტებიც სხვები არიან. დღეს სამ
საათზე ვერც ერთს ვერ ვცნობდი, თუმცა, ერთ-ერთი მომიახ-
ლოვდა და პირდაპირ მომახალა, შენ პოეტი უნდა იყოო. ცო-
ტა არ იყოს, შემცბარი დავეთანხმე, მაგრამ უნდა ვაღიარო,
რომ მესიამოვნა.
– დიახ, სენიორიტა, პოეტი გახლავართ, მაგრამ თქვენ სა-
იდან იცით?
– ბრიხიდა მელაპარაკა შენზე.
ბრიხიდა, ოფიციანტი!
– მაინც რა გითხრათ? – შენობით მიმართვა მაინც ვერ
გავბედე.
– ის, რომ ძალიან ლამაზ ლექსებს წერ.
– შეუძლებელია იცოდეს. ჩემი არასოდეს არაფერი წა-
უკითხავს, – ვუთხარი და სახეზე ალმურმა გადამკრა, მაგრამ
რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მსიამოვნებდა, რომ სა-
უბარი ასე წარიმართა. ისიც კი ვიფიქრე, რომ იმ ბრიხიდას
მართლაც შეეძლო ჩემი რომელიმე ლექსი წაეკითხა – თუ
ზურგს უკან მედგა! ეს კი ისე ძალიან აღარ მომეწონა.
ოფიციანტმა ქალმა (სახელად როსარიომ) მკითხა, შეგიძ-
ლია, ერთ რამეში დამეხმაროო? წესით, უნდა მეთქვა, თხოვ-
ნას გააჩნია-მეთქი, როგორც ამას (თანაც დაჟინებით) ბიძაჩე-
მი ჩამჩიჩინებდა, მაგრამ რა ვქნა, ასეთი ვარ, პირდაპირ მი-
ვახალე, აბა, მითხარით, რა გნებავთ-მეთქი.
– ლექსი უნდა დამიწერო, – მიპასუხა ქალმა.
– მოვილაპარაკეთ. ამ დღეებში დაგიწერ, – დავთანხმდი
მე. შენობით პირველად მივმართე და გათამამებულმა კიდევ
ერთი ტეკილა შევუკვეთე.
17 მკითხველთა ლიგა
– მე გპატიჟებ, – მითხრა ქალმა – ოღონდ ლექსი ახლავე
მჭირდება.
შევეცადე, ამეხსნა, რომ ლექსი ასე არ იწერება.
– სად გეჩქარება?
ამ კითხვაზე ძალიან ბუნდოვანი ახსნა-განმარტება მოვის-
მინე, თითქოს გვადალუპეს ღვთისმშობლისთვის აღთქმა
ჰქონდა მიცემული, რაც ვიღაცის ჯანმრთელობას შეეხებოდა,
ოჯახის ძალიან ძვირფასი წევრის ჯანმრთელობას. ის ადამია-
ნი სადღაც გადაკარგულიყო, როსარიოს ძალიან ენატრებო-
და და მის დაბრუნებაზე ოცნებობდა. მაგრამ ლექსი ამას რო-
გორ უშველიდა? ერთი წუთით ვიფიქრე, ეტყობა, დალევა
ზედმეტი მომივიდა, თანაც დიდი ხანია მშიერი ვარ, ჰოდა,
ალკოჰოლმა და შიმშილმა, როგორც ჩანს, რეალობის აღ-
ქმის უნარი დამიჩლუნგა-მეთქი. მაგრამ მერე მომაგონდა,
რომ არც იმდენი მქონდა დალეული. თანაც ვისცერული რე-
ალიზმის სტილში ლექსის დაწერის ერთ-ერთი წინაპირობა ის
იყო, თუ კარგად მახსოვს (თუმცა, თავს ნამდვილად ვერ დავ-
დებ), პოეტი რეალობას დროებით განრიდებოდა. ასე იყო თუ
ისე, ვინაიდან იმ დროს ბარში კლიენტურა სულ უფრო მცირ-
დებოდა, ნელ-ნელა დანარჩენი ორი ოფიციანტიც ჩემს მაგი-
დას მოუახლოვდა და გარეგნულად სრულიად უწყინარ (სწო-
რედ რომ უწყინარ) მდგომარეობაში აღმოვჩნდი, თუმცა, ად-
ვილი შესაძლებელი იყო, ზოგიერთ სიტუაციაში გაუთვით-
ცნობიერებელ მხილველს, მაგალითად, პოლიციელს, ეს სა-
ნახაობა უწყინრად სულაც არ მოსჩვენებოდა: – მაგიდასთან
მჯდარ სტუდენტს გარშემო სამი ქალი ეხვია. ერთ-ერთი მათ-
განი მხარზე დაჰყრდნობოდა, სტუდენტის მარცხენა ხელს
მარჯვენა ბარძაყით მიტმასნოდა, დანარჩენ ორს დუნდულები
მაგიდის კიდეზე ჩამოეყრდნო (დუნდულებზე ნამდვილად
18 მკითხველთა ლიგა
აღებეჭდებოდათ ის კიდე) და, მართალია, ქალები ამ დროს
ყმაწვილს ლიტერატურაზე ესაუბრებოდნენ, ბარში შემოსულს
შეიძლება სულ სხვა რამ წარმოედგინა; მაგალითად, მე ჩემს
ღამის ფარვანებთან მოსაუბრე სუტენიორი ვგონებოდი, ანდა
საწყალი სტუდენტი, რომელსაც ქალები თავიანთ თავს სთა-
ვაზობდნენ, ის კი შეცდენაზე არ ყაბულდებოდა.
გადავწყვიტე, ამ საჭოჭმანო მდგომარეობისთვის უცებ და-
მესვა წერტილი. როგორღაც მოვახერხე, ფეხზე წამოვმდგა-
რიყავი, ბრიხიდას გულთბილი მოკითხვა დავუტოვე და ბარი-
დან გავედი. ქუჩაში გასულს მზემ რამდენიმე წამით თვალი
მომჭრა.

6 ნოემბერი
ლექციებზე დღესაც არ წავსულვარ. ლოგინიდან, ჩვე-
ულებრივ, დილით წამოვდექი და უნივერსიტეტისკენ მიმავალ
ავტობუსშიც ჩავჯექი, მაგრამ უნივერსიტეტში მისვლამდე ჩა-
მოვედი და დილის უმეტესი ნაწილი ქალაქის ცენტრში სია-
რულს მოვანდომე. თავიდან სოტანოს წიგნის მაღაზიაში შე-
ვედი და პიერ ლუისის9 ერთი წიგნი შევიძინე, მერე ხუარესი
გადავკვეთე, ლორიანი სენდვიჩი ვიყიდე და ალამედის 10
ძელსკამისკენ გავემართე. გადავწყვიტე სენდვიჩის ჭამასთან
ერთად ის ახლად ნაყიდი წიგნი წამეკითხა. ლუისის მონათ-
ხრობმა, განსაკუთრებით კი წიგნის ილუსტრაციებმა ჩემში
ცხენის ერექცია გამოიწვია. შევეცადე ავმდგარიყავი და ცოტა
გამევლ-გამომევლო, მაგრამ ყლე ისეთ დღეში მქონდა, რომ
ვერც მაწანწალების და ვერც დანარჩენი გამვლელების ცნო-

9 პიერ ლუისი (1870-1925) – ფრანგი მოდერნისტი მწერალი და პოეტი,


რომელიც ხშირად წერდა ანტიკურ და ეროტიკულ თემებზე.
10 ალამედა – პარკი მეხიკოში

19 მკითხველთა ლიგა
ბისმოყვარე მზერას და ამასთან ერთად, სკანდალს ვერ ავი-
რიდებდი. ასე რომ, იძულებული გავხდი, ისევ დავმჯდარიყა-
ვი. წიგნი დავხურე და ტანსაცმლიდან ნამცეცები ჩამოვიბერ-
ტყე. კარგა ხანს შევცქეროდი ხის ტოტებზე მხტუნავ რაღაც
არსებას, რომელიც ციყვად მომეჩვენა. ათი წუთის შემდეგ
(დაახლოებით) მივხვდი, რომ ის რაღაც, ციყვი კი არა, ვირ-
თხა იყო, უზარმაზარი ვირთხა! ამ აღმოჩენამ საშინლად და-
მაღონა. ვიჯექი და ადგილიდან ვერ ვიძროდი, ოც მეტრში კი
ხეზე მშიერი და თავხედი ვირთხა დასუნსულებდა, ალბათ ჩი-
ტის კვერცხების მოსაპარად მიცოცავდა, ან იმედი ჰქონდა,
ხის ფოთლებზე ქარისგან ახვეტილ ნამცეცებს იპოვიდა (თუმ-
ცა, მეეჭვება). ისეთი ზიზღი ვიგრძენი, რომ იმ ზიზღმა მუცლი-
დან ყელამდე ამომასხა და გულისრევის შეგრძნება დამეწყო.
სანამ ვარწყევდი, წამოვვარდი და გავიქეცი. ხუთი წუთის სირ-
ბილის შემდეგ მივხვდი, რომ ერექცია სადღაც გამქრალიყო.
ღამით კორასონის ქუჩაზე გავედი (ჩემი ქუჩის პარალე-
ლურზე) და ფეხბურთის ერთ მატჩს ვუყურე. ჩემი ბავშვობის
მეგობრები თამაშობდნენ, თუმცა ბავშვობის მეგობრებს რომ
ვამბობ, შეიძლება გაზვიადებულიც კი იყოს. უმეტესობა ჯერ
ისევ სკოლაში დადის, დანარჩენებმა სწავლას თავი დაანებეს
და თავიანთ მამებთან მუშაობენ ან საერთოდ არაფერს არ
აკეთებენ. უნივერსიტეტში ჩემი შესვლის შემდეგ, ნაპრალი,
ერთმანეთს რომ გვაშორებდა, უცებ უსაშველოდ გაიზარდა
და ახლა იგივენი ვართ ერთმანეთისთვის, როგორც სხვადას-
ხვა პლანეტის მცხოვრებლები იქნებოდნენ. ვთხოვე, მეც მა-
თამაშეთ-მეთქი. კორასონზე ქუჩის განათება არ ვარგა და
ბურთი ძლივს ჩანს. თანაც დროდადრო მანქანები გადი-გა-
მოდიან და იძულებული ვხდებოდით, თამაში შეგვეჩერებინა.
ორჯერ ფეხი მომხვდა სახეში, ერთხელ გამოქანებული ბურ-
20 მკითხველთა ლიგა
თი. დღეისთვის კმარა. ახლა ცოტა ხანს ისევ პიერ ლუისს წა-
ვიკითხავ და მერე სინათლეს ჩავაქრობ.

7 ნოემბერი
მეხიკოში თოთხმეტი მილიონი მოსახლეა. ასე რომ, იმ
ვისცერეალისტებს ვეღარ შევხვდები. აღარც უნივერსიტეტში
ვივლი და აღარც ალამოს სახელოსნოში დავბრუნდები. ვნა-
ხოთ, ჩემს ნათესავებთან როგორ მოვაგვარებ საქმეებს. ლუ-
ისის წიგნი დავასრულე – „აფროდიტე“ – და ახლა უკვე გარ-
დაცვლილ მექსიკელ პოეტებს ვკითხულობ, ჩემს მომავალ
კოლეგებს.

8 ნოემბერი
არაჩვეულებრივი ლექსი აღმოვაჩინე. მისი ავტორი ეფრენ
რებოლედოა. 11 ამ პოეტის შესახებ ლიტერატურის გაკვეთი-
ლებზე არავის სიტყვა არასოდეს დასცდენია. აი, ლექსიც:

ვამპირი
შენს ულამაზეს ნაკვთებს,
ვით ნიაღვარი ბნელი,
ეხვევა დალალები
და ჩემი კოცნა მწველი.
ვიხსნი ხელიდან ბეჭდებს
და შენი სუნთქვა გრილი,
როგორც წვიმაში ვერხვებს
ჟრუანტელივით მივლის.

11 ეფრენ რებოლედო (1877-1929) – მექსიკელი პოეტი და ადვოკატი


21 მკითხველთა ლიგა
აალებს მაგ შენს თვალებს
შიგანთა სკდომის კვნესა,
ვით ალმასებს და ლალებს,
როგორც ვარსკვლავნი ზეცას.

აგონიაში გხედავ
ვნებით ვამპირად ქცეულს,
ვით ეწაფები ჩემს სისხლს
და ჩემს მხურვალე სხეულს.

პირველად რომ წავიკითხე (რამდენიმე საათის წინ), სას-


წრაფოდ ჩავიკეტე ჩემს ოთახში, გასაღები გადავატრიალე და
ნძრევა დავიწყე, თან ლექსს ვიმეორებდი: ერთხელ, ორჯერ,
სამჯერ, ათჯერ თუ თხუთმეტჯერ; ვიმეორებდი და იმ ბარის
ოფიციანტ გოგოს, როსარიოს წარმოვიდგენდი. როსარიო
ოთხით მედგა თავზე და მეხვეწებოდა, ძვირფასი და მონატ-
რებული ადამიანისთვის ლექსი დამიწერეო ან მევედრებოდა
შენი გახურებული ყლით საწოლზე დამაჭედეო.
როგორც იქნა, ვნება დავიკმაყოფილე და უკვე შემეძლო,
ლექსის დაწვრილებით განხილვაზეც მეფიქრა.
ნიაღვარივით ბნელი დალალები მე მგონი, არავითარ ახ-
სნას არ საჭიროებს. რასაც ვერ ვიტყვით მეორე ტაეპის პირ-
ველ სტრიქონზე „ვიხსნი ხელიდან ბეჭდებს“, რომელიც შეიძ-
ლება ძალიან კარგად შეესატყვისება ნიაღვარივით ბნელ და-
ლალებს და ერთი ერთში ჯდება, თუ წესრიგში მოჰყავს, მაგ-
რამ, ეს ზმნა „ეხვევა“ საიდან გამოტყვრა, იქნებ რამე გან-
სხვავებულ მნიშვნელობას მალავს.
„ბეჭდებიც“ მთლად ნათელი არ არის. გაურკვეველია, ის
დალალები ადამიანის თმაა, ვამპირის ბალანი თუ ადამიანის
22 მკითხველთა ლიგა
სხეულის სხვა ადგილების თმა იგულისხმება. ან იქნებ უკნი-
დან ხმარობდა? მგონი, პიერ ლუისის წაკითხვა ჯერ ისევ ვერ
მომინელებია.

9 ნოემბერი
გადავწყვიტე, „ვერაკრუსის გზაჯვარედინში“ კიდევ ერ-
თხელ მივსულიყავი. ოღონდ არა იმიტომ, რომ რეალვისცე-
რისტებთან შეხვედრის იმედი ისევ მქონდა შერჩენილი. რო-
სარიოს ხელახლა ნახვა მომინდა. რამდენიმე ლექსი დავუწე-
რე. იმ ლექსებში მის თვალებს და მექსიკის უკიდეგანო ჰორი-
ზონტს ვახსენებდი, კიდევ მიტოვებულ ეკლესიებს და კიდევ
ეფემერულ გზებს, საზღვრებისკენ რომ მიეშურებოდნენ. არ
ვიცი რატომ, მაგრამ ასე მგონია, როსარიო ვერაკრუსიდან ან
ტაბასკოდან უნდა იყოს, თუმცა, იუკატანიდანაც შეიძლება.
იქნებ თავად ახსენა. ან უბრალოდ ჩემი წარმოსახვის ნაყო-
ფია. იქნებ ეს აზრი თავად ბარის სახელწოდებამ ჩამინერგა,
იქნებ არც ვერაკრუსიდანაა, არც იუკატანიდან და ნამდვილი
მეხიკოელია. ასეა თუ ისე, ჩავთვალე, რომ ლექსებში მისგან
დიამეტრულად განსხვავებული მიწების ხსენება (იმ შემთხვე-
ვაში, თუკი ვერაკრუსიდანაა, რაშიც, რაც დრო გადის, ეჭვი
მეპარება) მასში ჩემდამი მეტ კეთილგანწყობას გამოიწვევდა,
ყოველ შემთხვევაში, ჩემს განზრახვას ასე უფრო სცემდა პა-
ტივს. მერე მოხდება ის, რაც მოსახდენია.
ამ დილით ლა ვილიას12 მიდამოებში დავეხეტებოდი და
ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობდი. მომავალი არც ისე ბრწყინვა-
ლედ მესახებოდა, განსაკუთრებით, თუ სწავლას არ გავაგ-
რძელებდი. მიუხედავად ამისა, სინამდვილეში სხვა რამ უფ-
12ლა ვილია – გვადალუპეს ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი მეხიკო-
ში
23 მკითხველთა ლიგა
რო მაწუხებდა – ჩემი სექსუალური გამოცდილება. ხომ არ შე-
იძლება მთელი სიცოცხლე ნძრევაში გავატარო! (ჩემი პოეტუ-
რი განათლებაც მაღელვებს, მაგრამ აჯობებს, ერთ ჯერზე
მარტო ერთ სადარდებელს ჩავუღრმავდე.) ნეტა როსარიოს
საქმრო თუ ჰყავს? დავუშვათ, ჰყავს, აუცილებლად ეჭვიანი
და მესაკუთრე იქნება? ძალიან ახალგაზრდაა, არა მგონია,
ჯერ გათხოვილი იყოს, მაგრამ ამ შესაძლებლობის ბოლომდე
გამორიცხვაც გაუმართლებელია. მგონი, მოვწონვარ, შევატ-
ყვე, რომ მოვწონვარ.

10 ნოემბერი
რეალვისცერისტებს შევხვდი. როსარიო ვერაკრუსელი
აღმოჩნდა. ყველა ვისცერეალისტმა მომცა თავისი მისამარ-
თი და მეც მივეცი. შეხვედრები იმართება კაფე „კიტოში“,
ისიც ბუკარელიზეა, „გზაჯვარედინს“ ცოტა ზემოთ, და კიდევ
მარია ფონტის სახლში, კონდესას უბანში, ან მხატვარ კატა-
ლინა ო'ჰარას სახლში, კოიოაკანის უბანში (მარია ფონტი, კა-
ტალინა ო'ჰარა – ეს სახელები რაღაცას იწვევს ჩემში, მაგრამ
რას, ჯერ არ ვიცი).
ყველაფერი კარგად დასრულდა, თუმცა იმ ზღვარზე იყო,
რომ შეიძლებოდა, ტრაგედიით დამთავრებულიყო.
მოვლენები ასე განვითარდა: „გზაჯვარედინში“ საღამოს
რვა საათზე მივედი. ბარი სავსე დამხვდა. უფრო აუტანელი და
ხმაურიანი ადგილის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. თანაც
კუთხეში ვიღაც ბრმა შევნიშნე, აკორდეონზე უკრავდა და
მღეროდა. დიდხანს არ მიფიქრია, როგორც კი ბართან თავი-
სუფალი ადგილი დავინახე, მაშინვე იქით გავექანე. როსა-
რიო არსად ჩანდა. იმ ოფიციანტ ქალს ვკითხე, ვინც მემსახუ-
რებოდა, სად არის-მეთქი და სულ ფლიდი, მატყუარა, ავყია
24 მკითხველთა ლიგა
და ყოყლოჩინა მეძახა. თუმცა, ვერ დავუკარგავ, რომ ამ
დროს თან მიღიმოდა, თითქოს აქ არაფერიაო. მართალი
გითხრათ, ვერ მივხვდი, რის თქმა უნდოდა. მერე ვკითხე,
როსარიო სადაურია-მეთქი, მიპასუხა, ვერაკრუსელიო. ისიც
ვკითხე, შენ სადაური ხარ-მეთქი. აქაურიო, მიპასუხა. შენო?
მე სონორელი მხედარი ვარ-მეთქი, ისე წამოვროშე, რომ არც
დავფიქრებულვარ. სინამდვილეში სონორაში არასოდეს
ვყოფილვარ. ქალმა გაიცინა და ასე კიდევ დიდხანს ვიჭუკჭუ-
კებდით, მაგრამ სხვა მაგიდებისთვის უნდა მიეხედა. სამაგი-
ეროდ, როდესაც მეორე ტეკილის ასაღებად მივდიოდი, ის მე-
ორე ქალი, ბრიხიდა მომიახლოვდა და მკითხა, რა ხდებაო.
ბრიხიდა სახემოღუშული ქალია, მელანქოლიური, გულნატ-
კენი ადამიანის გამომეტყველება აქვს. იმ დღეს მასზე სხვა-
ნაირი წარმოდგენა შემექმნა, მაგრამ მაშინ, დღევანდელის-
გან განსხვავებით, მთვრალი ვიყავი. ვკითხე, როგორაა საქ-
მე, ბრიხიდა, რა ხანია არ მინახიხარ-მეთქი. მინდოდა, მსუბუ-
ქი, უდარდელი კაცის შთაბეჭდილება მომეხდინა, მხიარული-
საც კი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მხიარული ვიყავი. ბრიხიდამ
ხელი ხელში ჩამჭიდა და გულთან მიიტანა. თავიდან შევცბი,
ანაზდად სურვილი დამეუფლა, სასწრაფოდ ჩემს ადგილს
დავბრუნებოდი, და იქნებ იქიდან თავქუდმოგლეჯილი გავ-
ქცეულიყავი კიდეც, მაგრამ თავი შევიკავე.
– გრძნობ? – მკითხა მან.
– რას?
– ჩემს საწყალ გულს, ვერ გრძნობ, როგორ მიცემს?
თითების ბალიშებით შევისწავლე იმის ზედაპირი, რასაც
მთავაზობდა: სელის ბლუზასა და ლიფში გამოჭედილი ძუძუე-
ბი ძალიან პატარები მომეჩვენა, რადგან ხელიც კი ვერ შემივ-
სო. მაგრამ გულისცემა საერთოდ არ მიგრძნია.
25 მკითხველთა ლიგა
– ვერაფერს ვგრძნობ, – ვუთხარი ღიმილით.
– ვერაფერს, სულელო? არ გესმის, როგორ მიცემს, ვერ
გრძნობ, რომ ლამისაა გამისკდეს?
– მაპატიე, მაგრამ არაფერი მესმის.
– ხელით როგორ გაიგონებ, შე შტერო, მე იმას გთხოვ იგ-
რძენი-მეთქი. თითებით ვერაფერს გრძნობ?
– მართალი გითხრა... ვერა.
– ხელი გაყინული გაქვს და იმიტომ, – მითხრა ბრიხიდამ,
– რა ლამაზი თითები გქონია, როგორ გეტყობა, რომ არასო-
დეს გიმუშავია.
ვიგრძენი, როგორ მიყურებდა, მაკვირდებოდა, თვალე-
ბით მბურღავდა. ბარში მსხდომი, სახემოქცეული ლოთები
ბრიხიდას ამ ჩაციებულმა ცქერამ გააფაციცა. ვარჩიე, ცოტა
ხნით მათ არ დავპირისპირებოდი და ქალს ვუთხარი, ცდები,
მუშაობა მიწევს, რომ სწავლის ფული გადავიხადო-მეთქი.
ბრიხიდას კი ამ დროს ჩემი ხელი ისე ჰქონდა ჩაბღუჯული,
თითქოს ბედის ხაზების შესწავლას აპირებსო. ამან დამაინტე-
რესა და პოტენციური დამკვირვებლები აღარ მანაღვლებ-
დნენ.
– ნუ მეთამაშები, – მითხრა ბრიხიდამ, – ჩემთან თავის
მოკატუნება არ გჭირდება, კარგად გიცნობ. მამიკოს ბიჭი
ხარ, მაგრამ დიდი ამბიციები გაქვს. ბედიც გწყალობს. რის
მიღწევაც გინდა, მიაღწევ. მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ ბევ-
რჯერ შეცდები და ის შეცდომები შენი ბრალი იქნება, რადგან
შენ თვითონ არ იცი, რა გინდა. ვიღაც გჭირდება, ვინც გვერ-
დიდან არ მოგშორდება, არც ჭირში, არც ლხინში. იქნებ
ვცდები?
– არა, ყველაფერს სწორად ამბობ. განაგრძე, განაგრძე.

26 მკითხველთა ლიგა
– აქ არა, – მითხრა ბრიხიდამ, – ამ ჭორიკანებს რატომ
უნდა გააგებინო შენი ამბები?
მაშინ გავბედე პირველად, ირგვლივ მიმომეხედა. ოთხი-
ხუთი მთვრალი აყურადებდა ბრიხიდას ყოველ სიტყვას, ერთ-
ერთი მათგანი ჩემს ხელსაც კი ჩასჩერებოდა განსაკუთრებუ-
ლი ინტერესით. ყველას გავუღიმე, ისღა მაკლდა, ახლა ესენი
გამნაწყენებოდნენ. ღიმილით შევეცადე, მეგრძნობინებინა,
ამ სიტყვებთან მე არავითარი კავშირი არ მაქვს-მეთქი. ბრი-
ხიდამ ზურგზე მიჩქმიტა. თვალები უელავდა, თითქოს მზადაა,
ახლავე ჩხუბი წამოიწყოს ან ატირდესო.
– აქ ვერ ვილაპარაკებთ, გამომყევი.
დავინახე, ერთ-ერთ ოფიციანტს რაღაც როგორ გადაუ-
ჩურჩულა და მერე ნიშანი მომცა. „ვერაკრუსის გზაჯვარედი-
ნი“ გადაჭედილი იყო. კლიენტებს თავზე სიგარეტის კვამლის
ღრუბელი და ბრმის აკორდეონის ჰანგები დალივლივებდათ.
საათს შევხედე, თორმეტს აღარაფერი უკლდა. გავიფიქრე,
დროა, ავორთქლდე-მეთქი.
გავყევი.
სარდაფისმაგვარ სივრცეში მოვხვდი. საწყობი უნდა ყოფი-
ლიყო, ვიწრო და წაგრძელებული. ირგვლივ ბოთლებით სავ-
სე ყუთები და საწმენდი საშუალებები ელაგა (სარეცხი ფხვნი-
ლები, ცოცხები, მათეთრებლები, ფანჯრების საწმენდი სითხე-
ები, რეზინის ხელთათმანების მთელი კოლექცია). საკუჭნაოს
სიღრმეში მაგიდა და ორი სკამი იდგა. ბრიხიდამ ერთ-ერთზე
მიმანიშნა. დავჯექი. მაგიდა მრგვალი იყო, ზედაპირზე უამრა-
ვი ნაჭდევი და ამოკაწრული სახელი ემჩნეოდა, თუმცა უმეტე-
სობას კაცი ვერც კი გაარჩევდა. ბრიხიდა ისევ ფეხზე იდგა,
ჩემგან სულ რამდენიმე სანტიმეტრი აშორებდა და ქალღმერ-
თივით თუ მტაცებელი ფრინველივით მაკვირდებოდა. ალბათ
27 მკითხველთა ლიგა
ელოდა, დაჯდომას როდის შევთავაზებდი. მორიდების გამო
მეც სწორედ ასე მოვიქეცი. ჩემდა გასაკვირად მუხლებზე და-
მიჯდა. უხერხული სიტუაცია შეიქმნა და, რა თქმა უნდა, რამ-
დენიმე წამში გაოგნებულმა შევამჩნიე, რომ ჩემი ფიზიკური
სხეული ჩემს გონებასა და სულს, თავად ჩემს ყველაზე უმ-
სგავსო სურვილებსაც კი გაშორებოდა და ერთ ადგილს მი-
მაგრებდა. როცა ჩემი მდგომარეობის დამალვა უკვე შეუძლე-
ბელი იყო, ბრიხიდა, როგორც ჩანს, მიმიხვდა გაჭირვებას,
ფეხზე წამოდგა, ისევ განაგრძო ჩემი შესწავლა და მინეტი შე-
მომთავაზა.
– რა? – ესღა ამოვღერღე.
– მინეტი. გინდა, მინეტი გაგიკეთო?
დაბნეულმა შევხედე, თუმცა, ჩემი გამოუცდელობის შავად
მბზინავ ზღვაში სიმართლე წინ ისე ნელ-ნელა მოიწევდა, ვით
მარტოხელა, დაქანცული მოცურავე. ბრიხიდამ მზერა დამიბ-
რუნა. მკაცრი და უმეტყველო გამოხედვა ჰქონდა, სწორედ
ისეთი, რაც ყველა სხვა ადამიანისაგან გამოარჩევდა და რო-
გორსაც იქამდე ვიცნობდი: ყოველთვის (ნებისმიერ ადგი-
ლას, ნებისმიერ სიტუაციაში, რაც უნდა მომხდარიყო) თვა-
ლებში გიყურებდა. მივხვდი, რომ ამ მზერის ატანა შეუძლებე-
ლი იყო.
– არ ვიცი, რაზე მელაპარაკები, – ვუთხარი.
– მოწუწნაზე, სიცოცხლევ.
ვერ მოვასწარი რამე მეპასუხა და ალბათ ასე სჯობდა კი-
დეც. მერე ისე, რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია, ჩაიჩო-
ქა, შარვალი გამიხსნა და ჩემი ავლა-დიდება პირში ჩაიდო.
ჯერ მხოლოდ თავი, რამდენჯერმე მსუბუქად უკბინა, თუმცა
ისე რბილად, რომ სულ არ მტკენია, მერე პირში მთლიანად
ჩაიტენა, მაგრამ დახრჩობისა არაფერი დასტყობია. ამასთან
28 მკითხველთა ლიგა
ერთად, მარჯვენა ხელი ჯერ მუცელქვეშ მომიფათურა, მერე
მუცელზე, მკერდზე და დროდადრო, თანაბარი ინტერვალე-
ბით დუნდულებზე წამომარტყამდა ხოლმე – აქამდე დაწით-
ლებული მაქვს. წამორტყმის ტკივილი, ალბათ იმისთვის იყო
განკუთვნილი, რომ ჩემი სიამოვნება უფრო გაეძლიერებინა,
მაგრამ თან გათავებაში ხელი შემიშალა. დროდადრო ამომ-
ხედავდა ხოლმე, მაგრამ ისე, რომ, ჩემს პენისს თავს არ ანე-
ბებდა და ჩემი მზერის დაჭერას ცდილობდა. მე კი თვალებს
ვხუჭავდი და გონებაში ლექსი „ვამპირის“ ცალკეულ სტრიქო-
ნებს ვიმეორებდი. მოგვიანებით, როდესაც ამ ამბავს ვიხსე-
ნებდი, მივხვდი, რომ სულაც არ იყო ლექსი „ვამპირიდან“,
უფრო რაღაც დემონურ ნარევს წარმოადგენდა, სადაც ერ-
თმანეთში იყო აზელილი სხვადასხვა წარმოშობის ლექსები,
ბიძაჩემის გაფრთხილებებიდან გონებაში ჩარჩენილი წინა-
დადებები, ბავშვობის მოგონებები, მოზარდობის დროს სა-
თაყვანებელი მსახიობი ქალების სახეები (სახე ანხელიკა მა-
რიასი, მაგალითად, „თეთრსა და შავში“), პეიზაჟები, რომლე-
ბიც თვალწინ ისე მიბზრიალებდა, თითქოს ქარბორბალამ აი-
ტაცაო. დასაწყისში შევეცადე იმ წათაქებებისგან თავი დამეც-
ვა, მაგრამ როდესაც შევატყვე, რომ ჩემი მცდელობები ამაო
იყო, ბრიხიდას ხელები თმაში (ღია წაბლისფერი თმა ჰქონდა,
არც ისე სუფთა, რამდენადაც მივხვდი) და ყურებში ჩავავლე.
ყურები პატარა და ხორციანი ჰქონდა, თუმცა არაბუნებრივად
მკვრივი, თითქოს ხორცისა და ცხიმის ერთი გრამიც არ ეც-
ხოთ – მარტო ხრტილის, პლასტმასის, არა, ოდნავ დარბილე-
ბული ლითონის ყოფილიყვნენ ზედ ორი დიდი ყალბი ვერ-
ცხლის რგოლით.
იმ დროს, როდესაც კულმინაცია გარდაუვალი ჩანდა, მე
კი იმის ცდაში, როგორმე კვნესა არ დამეწყო, მუშტებს თავზე-
29 მკითხველთა ლიგა
მოთ ვიქნევდი და ვიღაც უხილავ არსებას ვემუქრებოდი, იმ
საკუჭნაოს კედელზე რომ მოხოხავდა, კარი უეცრად გაიღო
(თუმცა უხმაუროდ), ღრიჭოში ოფიციანტი ქალის თავი გამოჩ-
ნდა და მკაცრი გაფრთხილება მოგვიგდო:
– მოდის!
ამ სიტყვაზე ბრიხიდამ სასწრაფოდ შეწყვიტა თავისი საქ-
მიანობა, წამოდგა, ნირწამხდარი გამომეტყველებით შემომ-
ხედა, წამათრია და რაღაც კართან მიმიყვანა. ის კარი მანამ-
დე არც კი დამინახავს.
– დროებით, სიცოცხლევ, – მითხრა ჩვეულებრივზე უფრო
დუდღუნა ხმით და მუჯლუგუნებით კარის მეორე მხარეს შე-
მაგდო.
უცებ, ჩემდა მოულოდნელად, „ვერაკრუსის გზაჯვარედი-
ნის“ ტუალეტში აღმოვჩნდი, მართკუთხა, გრძელ, ვიწრო და
ბნელ ოთახში.
რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, ჯერაც გაოგნებულმა იმ მოვ-
ლენებისგან, ის-ის იყო თავს რომ გადამხდა. ოთახში სადე-
ზინფექციო ხსნარის სუნი ტრიალებდა, იატაკი სველი იყო,
ალაგ-ალაგ დატბორილი. იქაურობას განათება აკლდა, რომ
არ ვთქვა, სულ არ იყო-მეთქი. გვერდებმომტვრეულ ორ ხელ-
საბანს შორის სარკე დავინახე; თვალი საკუთარი ანარეკლი-
საკენ გავაპარე; გლუვმა ზედაპირმა ისეთი გამოსახულება
დამიბრუნა, რომ ბალანი ამეშალა. მდუმარედ შევეცადე, ფე-
ხები არ დამსველებოდა, რომ ამ დროს შევნიშნე, როგორ მო-
ედინებოდა ერთ-ერთი კაბინიდან წვრილი ნაკადული. ცნო-
ბისმოყვარეობით შეპყრობილი ისევ სარკეს მივუახლოვდი.
მანაც არ დაახანა და ისევ ჭარხლისფრად აფორეჯებული,
ოფლში გაღვრილი, სოლივით წაგრძელებული გამოსახულე-
ბა დამიბრუნა. უკან გადავხტი და კინაღამ ძირს მოვადინე
30 მკითხველთა ლიგა
ზღართანი. ერთ-ერთ კაბინაში ვიღაც იყო. ჯაჯღანებდა და
იგინებოდა. უეჭველად რომელიმე იმ ლოთთაგანია-მეთქი
გავიფიქრე, რომ ამ დროს იმ ვიღაცამ დამიძახა:
– პოეტო გარსია მადერო.
უნიტაზთან ორ ჩრდილს ვკიდე თვალი. კვამლის ღრუბელ-
ში იყვნენ გახვეულები. თავში გამიელვა, ალბათ პედერასტე-
ბი არიან, მაგრამ ჩემი სახელი საიდან იციან-მეთქი?!
– პოეტო გარსია მადერო, მოგვიახლოვდი.
მიუხედავად იმისა, რომ ლოგიკა და თავდაცვის ინსტინქტი
მკარნახობდა, სასწრაფოდ აქედან გასასვლელი კარი მოძებ-
ნე და მოუსვიო, სრულიად სხვა რამ ჩავიდინე – იმ კვამლის-
კენ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი. ორი წყვილი მბზინავი ნა-
პერწკალი მაკვირდებოდა. ქარიშხალში მგლის მოგიზგიზე
თვალებს მივამსგავსე (პოეტური ხედვაა, თორემ ცოცხლად
მგელი არასოდეს მენახა; თუმცა მენახა ქარიშხალი და მაინ-
ცდამაინც არც ის ჰგავდა ბურუსს, იმ ორ ტიპს გარს კვამლის
სახით რომ ერტყა). ამ დროს სიცილი შემომესმა – ჰიჰიჰი. მა-
რიხუანის სუნი ვიგრძენი. დავწყნარდი.
– პოეტო გარსია მადერო, აპარატი ამოგივარდა.
– რა?
– ჰიჰიჰი.
– პენისი... ამოვარდნილი გაქვს.
ხვანჯარზე დავიხედე და, მართლაც, სიჩქარეში შიშისგან
შარვლის შეკვრა დამვიწყებოდა და ჩიტი მიჩანდა. გავწით-
ლდი, ერთი კი გავიფიქრე, ამათ დედებს მოვუკითხავ-მეთქი,
მაგრამ თავი შევიკავე, შარვალი შევიკარი და იმათკენ კიდევ
ერთი ნაბიჯი გადავდგი. რაღაც მეცნო. ამიტომ შევეცადე,
გარს შემოხვეული ნისლი გამერღვია და სახეები გამერჩია.
ამაო გამოდგა ჩემი მცდელობა.
31 მკითხველთა ლიგა
უცებ, ჯერ ხელი გამოჩნდა იმ კვამლისგან შექმნილი
ღრუბლიდან, მერე მკლავი და მკლავმა მარიხუანის ნამწვი
გამომიწოდა.
– არ ვეწევი, – ვუთხარი.
– ბალახია, პოეტო გარსია მადერო. გოლდენ აკაპულკო.
უარის ნიშნად თავი გავიქნიე.
– არ მომწონს, – ვუპასუხე.
უეცრად გვერდითა ოთახიდან შემოსულმა ხმაურმა შემაკ-
რთო. ვიღაც ყვიროდა. კაცი იყო. მერე ვიღაც კიოდა. ქალი.
ბრიხიდა. წარმოვიდგინე, რომ ბრიხიდას ბარის მეპატრონე
სცემდა და მინდოდა, მის დასახმარებლად გავსულიყავი, მი-
უხედავად იმისა, რომ დიდად გულზე არ მეხატებოდა (სინამ-
დვილეში, საერთოდაც ფეხებზე მეკიდა). ის-ის იყო შევბრუნ-
დი და ისევ იმ საკუჭნაოში შესვლა დავაპირე, რომ ჩემთვის
უცნობმა ხელებმა დამაკავეს. მაშინ კი დავინახე კვამლში
ჩარჩენილთა სახეები. ულისეს ლიმა და არტურო ბელანო იყ-
ვნენ.
შვების ოხვრა აღმომხდა, კინაღამ ტაშიც კი შემოვკარი.
ვუთხარი, რამდენი ხანია გეძებთ-მეთქი, მერე ისევ შევეცადე
აკივლებული ქალის დასახმარებლად გავსულიყავი, მაგრამ
ბელანომ და ლიმამ არ გამიშვეს.
– შარში თავს ნუ გაყოფ, ეგენი სულ ეგრე ჩხუბობენ, –
მითხრა ბელანომ.
– ვინ ეგენი?
– ოფიციანტი და მისი პატრონი.
– ჰო, მაგრამ სცემს, – ვუთხარი და მართლაც ამ დროს სი-
ლის გაწვნის ხმა ნათლად გავიგონე, – ეს როგორ უნდა დავა-
ნებოთ.

32 მკითხველთა ლიგა
– რა ხარ, პოეტო გარსია მადერო, – მითხრა ულისეს ლი-
მამ.
– არ უნდა დავუშვათ, მაგრამ ხანდახან ხმები გვატყუებენ
ხოლმე. დამიჯერე და მენდე, – მითხრა ბელანომ.
ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ „გზაჯვარედინზე“
ბევრი რამ იცოდნენ და მეც მომინდა რაღაც-რაღაცები მეკით-
ხა, მაგრამ არაფერი მიკითხავს. მეშინოდა, თავხედობაში არ
ჩამთვლოდა.
ტუალეტიდან რომ გავედი, ბარის სინათლემ თვალი მომ-
ჭრა. ბარში ერთი გნიასი იდგა. ზოგიერთი ბრმას სიმღერაში
ჰყვებოდა, მომეჩვენა, რომ ბოლეროს მელოდიაზე მღეროდ-
ნენ. სიმღერის ტექსტი უიმედო სიყვარულს ეძღვნებოდა,
ისეთ სიყვარულს, წლები რომ ვერაფერს აკლებს, თუმცა თავ-
ხედურს, უღირსსა და სასტიკს ხდის. ლიმას და ბელანოს თან
სამ-სამი წიგნი ჰქონდათ წამოღებული და ჩემსავით სტუდენ-
ტებს ჰგავდნენ. სანამ იქაურობას დავტოვებდით, ბართან მი-
ვედით, ერთმანეთის მხარდამხარ, სამი ტეკილა მოვითხო-
ვეთ, უცებ გადავკარით და ქუჩაში სიცილით გავედით. ქუჩაში
გასვლამდე, უკან მივიხედე, იმ იმედით, რომ საკუჭნაოს კარ-
თან ბრიხიდა იდგებოდა, მაგრამ არ გამოჩენილა.
ულისეს ლიმას თან შემდეგი წიგნები ჰქონდა:
მიშელ ბულტოს, მატიე მესაჟიეს, ჟან-ჟაკ ფოსოს, ჟან-ჟაკ
ნგუენ ტატის, ჟილ ბერტრან სუტრენონ ფ.მ.-ისა და ელექტრო-
ნული მოძრაობის სხვა პოეტების (ალბათ) ჩვენი ფრანგი თა-
ნატოლების Manifeste electrique aux paupieres de Jupes.13
მიშელ ბულტოს Sang de satin

13Manifeste electrique aux paupieres de Jupes (ფრანგ.) – „ელექტრონუ-


ლი მანიფესტი ქვედაწელთა ქუთუთოებით“ – ლექსების 1971 წელს გამო-
ცემული კრებული, ამ პოეტთა ერთგვარი ლიტერატურული მანიფესტი
33 მკითხველთა ლიგა
მეტიე მესაჟიეს Nord d'ete naitre opaque
არტურო ბელანოს თან ჰქონდა:
ალენ ჟუფრუას Le parfait criminal.
სოფი პოდოლსკის Le pays ou tout est permis
რემონ კენოს Cent mille milliards de poems
(ეს უკანასკნელი ქსეროასლი იყო. ქსეროასლი ფურცლე-
ბის კიდეებს უფრო გაცვეთილს აჩენს, ვიდრე ნახმარი წიგნის
ფურცლებია და კიდეების ოთხივე წვერი ისეა აჯაგრული, რომ
ფურცლებს რაღაც ქაღალდის მუქ ყვავილებს ამსგავსებს
ხოლმე).
მოგვიანებით ერნესტო სან-ეპიფანიოსაც შევხვდით და
იმასაც წიგნები ეჭირა. ვთხოვე, მიჩვენე-მეთქი. აი, ისინიც:
ბრაიან პატენის Little Johnny’s Confession.
ადრიან ენრის Tonight at Noon
სპაიკ ჰოკინსის The Lost Fire Brigade.

11 ნოემბერი
ულისეს ლიმა ინსურხენტესთან14 ახლოს, ანაუაკის ქუჩაზე
ცხოვრობს, ერთ სხვენიან სახლში. პატარა ოთახი აქვს – სამი
მეტრი ორ-ნახევარზე. ყველგან წიგნები უწყვია. სხვენისთვის
დამახასიათებელ ერთადერთი ხარის თვალივით მრგვალი
და პატარა სარკმლიდან მეზობელი სხვენები მოჩანს, სადაც,
როგორც ულისეს ლიმამ მითხრა, მონსივაისის თქმით, დღემ-
დე ადამიანის მსხვერპლშეწირვის რიტუალები იმართება.
ოთახში იატაკზე მარტო ერთი ლეიბი გდია. იმ ლეიბს ულისე-
სი დღისით, ან როდესაც სტუმრები მისდიან, დაახვევს და
დივნად იყენებს; კიდევ სულ პაწაწინა მაგიდა უდგას, რომ-

14 ინსურხენტე – ამბოხებულთა გამზირი


34 მკითხველთა ლიგა
ლის ზედაპირსაც მთლიანად საბეჭდი მანქანა იკავებს. კიდევ
აქვს ერთადერთი სკამი. სტუმრები, ცხადია, ან ლეიბზე სხდე-
ბიან ან იატაკზე, ან უბრალოდ, ფეხზე დგანან. დღეს ხუთნი
ვართ: მე, ლიმა, ბელანო, რაფაელ ბარიოსი და ხასინტო რე-
კენა; სკამზე ბელანო ზის, ლეიბზე ბარიოსი და რეკენა, ლიმა
სულ ფეხზე დგას (ხანდახან ოთახში ბოლთას სცემს), მე კი ია-
ტაკზე ვზივარ.
პოეზიაზე ვსაუბრობთ. მათგან არც ერთს ჩემი ლექსები წა-
კითხული არ აქვს, მაგრამ მაინც ყველა ისე მექცევა, რო-
გორც ნამდვილ რეალვისცერისტს. აი, რას ნიშნავს ნამდვი-
ლი, ჭეშმარიტი სულიერი მეგობრობა!
საღამოს ცხრა საათზე ფელიპე მიულერიც მოდის, თვრა-
მეტი წლისაა და ჩემს გამოჩენამდე ჯგუფის ყველაზე ახალ-
გაზრდა წევრი იყო. შემდეგ ყველანი სავახშმოდ ჩინურ კაფე-
ში მივდივართ, მერე ღამის სამ საათამდე ქუჩებში დავეხეტე-
ბით და ლიტერატურაზე ვსაუბრობთ. ამ საუბარში ერთხმად
ვაღიარებთ, რომ მექსიკური პოეზიის შეცვლა აუცილებელია.
ჩვენი მდგომარეობა (როგორც გავიგე) აუტანელია, რადგან
ოქტავიო პასისა და პაბლო ნერუდას ჰეგემონიებს შორის
ვართ გაჩხერილები, ანუ წინ წყალია, უკან – მეწყერი.
ჩემს ახალ მეგობრებს ვკითხე, სად შემიძლია, ის წიგნები
ვიყიდო, იმ ღამით თქვენ რომ გქონდათ-მეთქი. პასუხს არ გა-
ვუოცებივარ: სონა როსას ფრანგულ მაღაზიასა და პოლანკო-
ში, ორასიოს ქუჩის გვერდით, გენერალ მარტინესის ქუჩაზე
მდებარე ბოდლერის სახელობის მაღაზიაში მოვიპარეთო.
ისიც მაინტერესებდა, რომელი ავტორები იყვნენ და მათაც
სხვა ინფორმაციასთან ერთად (ის, რასაც რეალვისცერისტე-
ბი კითხულობენ, აუცილებლად კითხულობენ დანარჩენებიც)
„ელექტრიკოსების“, რემონ კენოს, სოფი პოდოლსკის, ალენ
35 მკითხველთა ლიგა
ჟუფრუას ხელოვნებასა და ცხოვრებაზე მიამბეს რაღაც-რაღა-
ცები.
ფელიპე მიულერმა მკითხა, ალბათ ცოტა წამკბინა კიდეც,
ფრანგული თუ იციო. ვუპასუხე, ლექსიკონით თავს გავარ-
თმევ-მეთქი. მოგვიანებით მეც იგივე ვკითხე. ძმა, ფრანგული
შენ თუ იცი-მეთქი. პასუხი უარყოფითი იყო.

12 ნოემბერი
კაფე „კიტოში“ ხასინტო რეკენას, რაფაელ ბარიოსსა და
პანჩო როდრიგესს შევხვდი. დავინახე, ასე საღამოს ცხრის-
თვის როგორ მოვიდნენ და ჩემი მაგიდიდან ხელი დავუქნიე.
უკვე სამი საათი იყო, რაც იქ ვიჯექი და ეს დრო წერასა და
კითხვაში გავატარე. პანჩო როდრიგესი გამაცნეს. ბარიოსი-
ვით დაბალია, მაგრამ თორმეტი წლის ბავშვის სახე აქვს,
თუმცა, სინამდვილეში, ოცდაორისაა. თითქმის ძალით მოვი-
წონეთ ერთმანეთი. პანჩო როდრიგესი გაუთავებლად ლაპა-
რაკობს. მისი წყალობით გავიგე, რომ სანამ ბელანო და მი-
ულერი ჩამოვიდოდნენ (პინოჩეტის პუტჩის მერე ჩამოვიდნენ
მეხიკოში და ამიტომაც არიან უცხოები თავდაპირველი ჯგუ-
ფისათვის), ულისეს ლიმა ჟურნალს უშვებდა, სადაც მარია
ფონტის, ანხელიკა ფონტის, ლაურა დამიანის, ბარიოსის,
სან-ეპიფანიოს, ვინმე მარსელო რობლესის (რომლის სახე-
ლიც ადრე არ გამეგონა), ძმები როდრიგესების, პანჩოსა და
მოკტესუმას ლექსებს ბეჭდავდა. პანჩოს აზრით, ორი საუკე-
თესო თანამედროვე მექსიკელი პოეტიდან ერთი თვითონ
იყო, მეორე კი ულისეს ლიმა, თანაც დასძინა, მისი უახლოესი
მეგობარი ვარო. ჟურნალს (ორი ნომერი, ორივე 1974 წლი-
სა) ერქვა Lee Harvey Oswald და თავად ლიმას დაეფინანსე-
ბინა. რეკენა (რომელიც ჯერ ჯგუფს არ ეკუთვნოდა) და ბა-
36 მკითხველთა ლიგა
რიოსი პანჩო როდრიგესს დაეთანხმნენ. იქ იყო ნამდვილი
ვისცერული რეალიზმის კერაო, თქვა ბარიოსმა. პანჩო როდ-
რიგესს სხვა მოსაზრება აქვს. მას თუ დავუჯერებთ, Lee
Harvey Oswald-ის ბეჭდვა უნდა გაგრძელებულიყო. სწორედ
მაშინ შეწყვიტეს, როდესაც საუკეთესო პერიოდი ჰქონდა,
როდესაც ხალხი ჩვენს გაცნობას იწყებდაო. ვინ ხალხი? სხვა
პოეტები, ცხადია, ფილოსოფიისა და ფილოლოგიის ფაკულ-
ტეტების სტუდენტები, გოგოები, რომლებიც ლექსებს წერ-
დნენ და ყოველკვირა ავსებდნენ იმ ასობით სახელოსნოს,
ყვავილებივით მეხიკოს ყოველ კუთხეს რომ იყო მოდებული.
ბარიოსი და რეკენა არ ეთანხმებიან, თუმცა იმ ჟურნალზე
ნოსტალგიით ლაპარაკობენ.
– ბევრია პოეტი ქალი?
– პოეტი ქალის თქმა ცოტა ტეხავს, – მითხრა პანჩომ.
– პირდაპირ პოეტებს ეძახიან, – ამიხსნა ბარიოსმა.
– კარგი, და ბევრნი არიან?
– ამდენი მექსიკის ისტორიას არ ახსოვს, – მითხრა პან-
ჩომ, – ქვა რომ ასწიო, იმის ქვეშაც გოგო დაგხვდება ხელში
კალმით და ფურცლით.
– ჰო, მაგრამ ლიმამ ჟურნალის დაფინანსება როგორ მო-
ახერხა? – ვიკითხე.
გონივრულად მომეჩვენა, პოეტურ თემაზე აღარ ჩავძიებო-
დი.
– ეჰ, პოეტო გარსია მადერო, ისეთი ტიპი, როგორიც ული-
სეს ლიმაა, პოეზიისათვის რას არ გააკეთებს, – მეოცნებე სა-
ხით მიპასუხა ბარიოსმა.
მერე ჟურნალის სათაურზე ვიმსჯელეთ, რომელიც პირა-
დად მე გენიალური მეჩვენა.

37 მკითხველთა ლიგა
– თუ სწორად გავიგე, ულისეს ლიმასთვის პოეტები იგი-
ვეა, რაც ლი ჰარვი ოსვალდი. არა?
– ისე რა, – თქვა პანჩო როდრიგესმა, – მე შევთავაზე,
„სორ ხუანას ნაბიჭვრები“15 დაერქმია ჟურნალისთვის, უფრო
მექსიკურად ჟღერდა, მაგრამ ჩვენ ხომ გრინგოებზე ვგიჟდე-
ბით.
– სინამდვილეში, ულისესს ეგონა, რომ ასეთი სახელწო-
დების გამომცემლობა არსებობდა, მაგრამ ცდებოდა და რო-
ცა მიხვდა, რომ შეცდა, გადაწყვიტა, ის სახელი თავისი ჟურ-
ნალისთვის დაერქმია,– მითხრა ბარიოსმა.
– რა გამომცემლობა ეგონა?
– პარიზის პ.ჟ. ოსვალდი, მატიე მესაჟიეს წიგნი რომ გა-
მოსცა.
– ულისესს კი გულუბრყვილოდ ეგონა, რომ გამომცემ-
ლობამ ეს სახელი მკვლელი ოსვალდის16 გამო დაირქვა.
მაგრამ ეს პ.ჟ. ოსვალდი იყო და არა ლ.ჰ. ოსვალდი. ჰოდა,
ერთ დღესაც თავის შეცდომას რომ მიხვდა, ადგა და ეს სახე-
ლი ჟურნალისთვის გამოიყენა.
– ფრანგული სახელი ალბათ პიერ-ჟაკი იქნებოდა, – თქვა
რეკენამ.
– ან პოლ-ჟან ოსვალდი.
– ჟურნალისთვის ფული ალბათ ოჯახს გამოართვა, არა? –
ვკითხე.

15 ხუანა ინეს დე ლა კრუსი – მე-17 საუკუნის მექსიკელი პოეტი და მონა-


ზონი
16 ლი ჰარვი ოსვალდი (1939-1963) – ოფიციალური ვერსიით ითვლება

ამერიკის პრეზიდენტის, ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელად, თუმცა ეს


საბოლოოდ დადასტურებული არ არის.
38 მკითხველთა ლიგა
– არა, ულისესის ოჯახს ფული არ გააჩნია და, საერთოდ,
მისი ოჯახი მარტო დედამისია. ყოველ შემთხვევაში, მე სხვას
არავის ვიცნობ.
– მე კი ყველას ვიცნობ, – ჩაერია საუბარში პანჩო, – ული-
სესი თქვენზე ბევრად ადრე გავიცანი, ბელანოზე ადრეც. დე-
დის გარდა არავინ ჰყავს და შემიძლია დავადასტურო, რომ იმ
ქალს მაყუთი სულ არ უჭყავის.
– მაშ, ჟურნალის ორ ნომერს როგორ დააფინანსებდა?
– მოსაწევს ყიდდა, – თქვა პანჩომ. დანარჩენები გაჩუმ-
დნენ, არ შეკამათებიან.
– ვერ დავიჯერებ, – ვთქვი მე.
– ასეა. მაყუთი მარიხუანაშია.
– ვაჰ, შენი!
– აკაპულკოში შოულობდა და მერე ქალაქში თავის კლი-
ენტებში ასაღებდა.
– გაჩუმდი, პანჩო! – უთხრა ბარიოსმა.
– რატომ მაჩუმებ? ეს ბიჭი რა, რეალვისცერისტი არ არის?
თუკი ჩვენიანია, მაშინ რატომ უნდა დავუმალო?

13 ნოემბერი
დღეს მთელი დღე ლიმას და ბელანოს დავყვებოდი. ვსე-
ირნობდით, მეტროშიც ჩავედით, მანქანითაც ვიარეთ, ავტო-
ბუსითაც, მერე ისევ ფეხით ვისეირნეთ და თან გაუთავებლად
ვლაპარაკობდით. დროდადრო ისინი ჩერდებოდნენ და რა-
ღაც სახლებში შედიოდნენ, მე კი სხვა გზა არ მრჩებოდა, ქუ-
ჩაში ველოდი. როცა ვკითხე, იმ სახლებში რას აკეთებთ-მეთ-
ქი, მიპასუხეს, გამოძიებას ვატარებთო. მაგრამ მე მომეჩვენა,
რომ მარიხუანას არიგებდნენ. იმ სეირნობისას ჩემი თერთმე-
ტი თუ თორმეტი ლექსი წავუკითხე და, მგონი, მოეწონათ.
39 მკითხველთა ლიგა
14 ნოემბერი
დღეს პანჩო როდრიგესთან ერთად დები ფონტების სახ-
ლში ვიყავი. კაფე „კიტოში“ ოთხი საათი გავატარე. სამი რძი-
ანი ყავა გამოვცალე და წერა-კითხვაც უკვე მობეზრებული
მქონდა, როცა პანჩო გამოჩნდა და მთხოვა, გამომყევიო. სი-
ამოვნებით დავთანხმდი.
დები ფონტები კონდესას უბანში ცხოვრობენ, ერთ ლამაზ
და ელეგანტურ ორსართულიან სახლში თავისი ბაღითა და
პატიოთი, რომელიც კოლიმის ქუჩის უკანა მხარეზე გადის.
ბაღი დიდი არაფერია. ორადორი საცოდავი, დაღრეცილი ხე
დგას და ბალახიც ცუდად არის გაკრეჭილი – ესაა და ეს მთე-
ლი ეზო. აი, უკანა პატიო კი სულ სხვა რამაა: ხეები ისეთი
მწვანეა, რომ შავიც კი გეგონება, ხვეული სუროთი გადახუ-
რული აუზი (შადრევანს ვერ დავარქმევ, შიგ თევზები არ
არის, სამაგიეროდ, ხორხიტო ფონტის, დები ფონტების უმ-
ცროსი ძმის, აკუმულატორიანი წყალქვეშა ნავი დავინახე) და
პატარა, დიდი სახლისგან სრულიად განცალკევებით მდგარი
ქოხი ამშვენებს, რომელიც ადრე ალბათ გარაჟი ან თავლა
იქნებოდა, მაგრამ ახლა დებს ეკუთვნის.
სანამ მივიდოდით, პანჩომ გამაფრთხილა:
– ანხელიკას მამა ცოტა ვერ არის. თუ რამე უცნაურს შეამ-
ჩნევ, არ შეგეშინდეს, ჩემსავით მოიქეცი, გვერდზე გაიხედე,
ან ზემოთ აიხედე. თუ ძალიან გაახურებს, ადგილზე მოვ-
სვამთ.
– ადგილზე მოვსვამთ? – ჩავეკითხე მე, რადგან ბოლომდე
ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა, – მე და შენ უნდა მოვსვათ?
საკუთარ სახლში?

40 მკითხველთა ლიგა
– მისი ცოლი სამუდამოდ მადლიერი დაგვრჩება. იმ კაცს
ბოლომდე აქვს გარეკილი. ასე ერთი წლის წინ საგიჟეთშიც
კი იყო გამომწყვდეული. მაგრამ ეგ ფონტებთან არ დაგცდეს,
ის მაინც არ გააგებინო, რომ მე გითხარი.
– გიჟი ყოფილა, – დავასკვენი მე.
– გიჟი და გაკოტრებული. სულ ცოტა ხნის წინ ორი მანქანა
ჰყავდათ, სამი მოახლე და უმაღლესი დონის წვეულებებს
მართავდნენ. მაგრამ არ ვიცი, რა გადაუბრუნდა ტვინში, ერთ
დღეს ყველაფერი დაკარგა. ახლა სულ გაღატაკებულია.
– ჰო, მაგრამ ამ სახლის შენახვა ალბათ დიდი ფული ჯდე-
ბა
– მათი საკუთრებაა, ამის მეტი აღარაფერი გააჩნიათ.
– სანამ გაგიჟდებოდა, სენიორ ფონტი რას აკეთებდა? –
ვკითხე მე.
– არქიტექტორი იყო, თუმცა ძალიან ცუდი. Lee Harvey
Oswald-ის ის ორი ნომერი მისი მაკეტით გამოვიდა.
– ვაჰ, შენი!
ზარი დავრეკეთ. კარის გასაღებად მელოტი, ულვაშებიანი
და არანორმალური შესახედაობის ტიპი გამოგვეგება.
– ანხელიკას მამაა, – წამჩურჩულა პანჩომ.
– მივხვდი, – ვუპასუხე მეც.
ტიპი ჭიშკარს ფართო ნაბიჯებით მოუახლოვდა, შემოგვხე-
და და მის მზერაში იმდენი ზიზღი შევნიშნე, გამეხარდა კი-
დეც, გისოსის მეორე მხარეს რომ ვიყავი. რამდენიმე წამს
ყოყმანობდა, თითქოს არ იცის, როგორ მოიქცესო, მერე კა-
რი გააღო და ჩვენკენ გამოქანდა. მე უკან გადავხტი, პანჩომ
კი ხელები გაშალა და გულღიად მიესალმა. მაშინ, კაცი შედ-
გა და სანამ ზღურბლს გადავაბიჯებდით, ხელები იმანაც რა-
ღაც ყოყმანით გაშალა. პანჩო მაშინვე სახლის უკანა ნაწი-
41 მკითხველთა ლიგა
ლისკენ გაექანა და მეც თან მივყევი. გოგოების მამა რაღაცის
ბუტბუტით დიდ სახლში დაბრუნდა. სანამ იმ ყვავილნარს შო-
რის მივიკვლევდით გზას, ბაღს უკანა ეზოსთან რომ აკავში-
რებდა, პანჩომ ამიხსნა, ამ საწყალი კაცის დაბნეულობის კი-
დევ ერთი მიზეზი მისივე ქალიშვილი ანხელიკააო:
– მარიამ უკვე დაკარგა ქალწულობა, – მითხრა პანჩომ, –
ანხელიკა კი ჯერ ისევ ქალიშვილია, თუმცა, სადაცაა, ეგეც
მოხდება. ბერიკაცი ხვდება და ეს აგიჟებს.
– საიდან იცის?
– ეტყობა, მამას გული უგრძნობს და ისიც ადარდებს, ანხე-
ლიკას გამხეთქავი ვინ იქნება. ხომ გესმის, მამისთვის რა ძნე-
ლია ამაზე ფიქრი. გულის სიღრმეში მესმის მისი, მის ადგი-
ლას რომ ვყოფილიყავი, მეც ამ დღეში ჩავვარდებოდი.
– ვინმე კონკრეტულზე ფიქრობს თუ ყველაზე აქვს ეჭვი?
– ყველაზე, რა თქმა უნდა, თუმცა ორი-სამი ალბათ გამო-
რიცხული ჰყავს: პედერასტები და მისი და. არც ეგეთი
იდიოტია.
ვერაფერი გავიგე.
– შარშან ანხელიკამ პოეზიაში ლაურა დამიანის პრემია
აიღო, წარმოგიდგენია? არადა, ჯერ თექვსმეტი წლისაა.
ჩემს სიცოცხლეში პირველად მესმოდა, ასეთი პრემია თუ
არსებობდა. როგორც მერე პანჩომ მიამბო, ლაურა დამიანი
პოეტი ყოფილა და სულ ახალგაზრდა გარდაცვლილა. 1972
წელს დაიღუპა და ჯერ ოცისაც არ იყოო, დაამატა. მისი ხსოვ-
ნის უკვდავსაყოფად მშობლებს ეს პრემია დაუარსებიათ. რო-
გორც პანჩომ მითხრა, ლაურა დამიანის პრემია მეხიკოს გან-
საკუთრებული საზოგადოებისათვის ერთ-ერთი ყველაზე სა-
სურველი პრემია იყო. ისე შევხედე, თითქოს თვალებით ვე-
კითხებოდი, ასეთი სულელი როგორ ხარ-მეთქი, მაგრამ რო-
42 მკითხველთა ლიგა
გორც მოველოდი, ვერაფერს მიხვდა. შემდეგ ცას ავხედე და
მომეჩვენა, რომ მეორე სართულის ფანჯარაზე ფარდა შეირ-
ხა. შეიძლება ნიავმა დაუბერა, მაგრამ მაინც ისეთი განცდა
ვერ მოვიშორე, რომ სანამ დების პატარა სახლის ზღურბლს
გადავაბიჯებდი, ვიღაც თვალს არ მაშორებდა.
სახლში მარტო მარია დაგვხვდა.
მარია მაღალი, შავგვრემანი გოგო აღმოჩნდა, შავი და ძა-
ლიან მძიმე, დავარდნილი დალალებით, სწორკუთხა (სრუ-
ლიად სწორკუთხა) ცხვირითა და თხელი ტუჩებით. კარგი ხა-
სიათი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ არის,
რომ ძალიან ხანგრძლივი და საშინელი გაბრაზება ეცოდინე-
ბა. ჩვენ რომ შევედით, შუა ოთახში იდგა და ცეკვის ილეთე-
ბის გამოყვანას ცდილობდა, თან სორ ხუანა ინეს დე ლა კრუ-
სის წიგნს ჩასჩერებოდა, ბილი ჰოლიდეის ფირფიტას უსმენ-
და და არაფრის მთქმელი სახით აკვარელს ხატავდა. ნახატზე
ერთმანეთთან ხელებგადაჭდობილი ორი ქალი იყო გამოსა-
ხული ვულკანის ფერხთით, რომელსაც ლავა მდინარედ შე-
მოვლებოდა. თავიდან ცივად მიგვიღო, თითქოს პანჩოს ნახ-
ვა არ სიამოვნებს, მაგრამ დის ხათრით ითმენს, რადგან ეს
სახლი, პატიოს ბოლოში მარტო მას კი არა, ორივეს ეკუთვნი-
სო. ჩემთვის არც შემოუხედავს.
ამას ისიც დავუმატოთ, რომ თავს უფლება მივეცი და სორ
ხუანას შესახებ ძალზე ბანალური აზრი გამოვთქვი, რითაც
ჩემზე შთაბეჭდილება კიდევ უარესად გავუფუჭე (სრულიად
უადგილოდ მოვიხსენიე აგდებულად სორ ხუანას ძალიან
ცნობილი სტრიქონები: „კაცნო უგნურნო, რად ჰყვედრით
ქალსა/ უმიზეზოდ, უმისამართოდ,/ თუკი თავად ხართ დამნა-
შავენი/ იმ ცოდვებში, მას რომ სდებთ ბრალსა/“, მერე კი ამა-
ოდ შევეცადე, მდგომარეობა გამომესწორებინა და ისევ სორ
43 მკითხველთა ლიგა
ხუანას სტრიქონებით განვაგრძე: „შესდექ, ნუ წახვალ, შენ აჩ-
რდილო სასურველო ჩემი ოცნების,/ მოუხელთებელ ბედის
ნუკრის ტკბილო ზმანებავ,/ შენთვის რომც მოვკვდე, გავიხა-
რებ, არ მენანება,/ შენს მოლოდინში რბიან ჭმუნვით უსასო-
ოდ დღეები ჩემნი“).
მოკლედ, ისე მოხდა, რომ უეცრად იქ სამნი აღმოვჩნდით,
უხერხულ და მტრულ დუმილში ჩაძირული სამი არსება, მა-
რია ფონტი ჩვენკენ არც კი იყურებოდა, თითქოს იქ არც ვყო-
ფილიყავით. მე კი დროდადრო მისკენ თვალს ვაპარებდი,
მისკენ თუ მისი აკვარელისკენ (უფრო სწორი იქნება, თუ ვიტ-
ყვი, ვზვერავდი-მეთქი მასაც და მის ნახატსაც), რაც შეეხება
პანჩო როდრიგესს, როგორც ვატყობდი, არც მარიას და არც
მამამისის მტრული დამოკიდებულება სულაც არ ანაღვლებ-
და, სტვენა-სტვენით ათვალიერებდა პატარა სახლში დაწყო-
ბილ წიგნებს და რაღაც მელოდიას უსტვენდა. რამდენადაც
მოვახერხე გარჩევა, ბილი ჰოლიდეის სიმღერასთან არავი-
თარი კავშირი არ ჰქონდა. ასე განვაგრძობდით ყოფნას, სა-
ნამ, როგორც იქნა, ანხელიკა არ გამოჩნდა. და მაშინ მივ-
ხვდი, პანჩოს როლი რაშიც მდგომარეობდა (ის იყო ერთ-ერ-
თი იმათგანი, ვისაც ამ გოგოსთვის ქალწულობის წართმევის
პრეტენზია ჰქონდა!) და თითქმის გავუგე გოგოების მამას,
თუმცა ჩემთვის, გულწრფელად უნდა ვაღიარო, ქალწულობას
დიდი მნიშვნელობა არა აქვს (რაღა შორს წავიდეთ, მე თვი-
თონ უბიწო ვარ. თუკი, ცხადია, არ ჩათვლით, რომ ბრიხიდას-
თან მომხდარი იმდღევანდელი ამბავი ბარის საკუჭნაოში
უბიწობის დაკარგვა იყო. განა ასე კარგავენ უბიწობას? განა
ამ დროს ერთდროულად ორივეს არ უნდა გველოკა ერთმა-
ნეთი, რომ ეს სექსად ჩაგვეთვალა? უბიწობის დასაკარგად
რატომაა აუცილებელი, რომ კაცმა თავისი ასო ქალს საშოში
44 მკითხველთა ლიგა
შეუყოს და არა პირში ან უკანალში, ან თუნდაც იღლიაში?
იმის ჩასათვლელად, რომ ნამდვილად მქონდა სექსი, ეაკუ-
ლაცია მაინცდამაინც საშოში უნდა მქონდეს? ძალიან რთუ-
ლია ეს ყველაფერი).
ჰო, რას ვამბობდი? ანხელიკა მოვიდა-მეთქი, და თუკი
იმით ვიმსჯელებთ, პანჩოს როგორ მიესალმა, აშკარა ხდება,
ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, რომ მგრძნობიარობის თვალ-
საზრისით, მართლაც შეიძლებოდა პოეზიაში ის პრემია სწო-
რედ მას მოეპოვებინა. რაც შემეხება მე, ანხელიკას ჩემი თავი
მოკლე სიტყვით, მშრალად გააცნეს და ისევ თამაშგარე
მდგომარეობაში აღმოვჩნდი.
ანხელიკამ და პანჩომ შირმა გაშალეს, ოთახს ორად რომ
ყოფდა, მერე საწოლზე ჩამოსხდნენ და გავიგონე, როგორ
დაიწყეს ჩურჩული.
შირმის მეორე მხარეს დარჩენილ მარიას მივუახლოვდი
და რამდენიმე აზრი გამოვთქვი მისი აკვარელის შესახებ. მი-
უხედავად ამისა, მარიას მაინც არ შემოუხედავს. მაშინ სხვა
ტაქტიკას მივმართე: ვისცერულ რეალიზმზე, ულისეს ლიმასა
და არტურო ბელანოზე დავიწყე ლაპარაკი. შემდეგ განვაცხა-
დე (შირმის იქითა მხრიდან გაგონილი ჩურჩული სულ უფრო
და უფრო მიშლიდა ნერვებს), შენი ნახატი ჩემს თვალში ნამ-
დვილი ვისცერისტური ნაწარმოებია-მეთქი. მაშინ მარია
ფონტმა პირველად შემომხედა და მარტო კი არ შემომხედა,
გაიღიმა კიდეც:
– მკიდია რეალვისცერისტები.
– მე კი მეგონა, შენც იმ ჯგუფის, მინდოდა მეთქვა, მიმდი-
ნარეობის წევრი იყავი.

45 მკითხველთა ლიგა
– გიჟი კი არა ვარ... რამე ცოტა უფრო რბილი სახელი მა-
ინც გამოეძებნათ... ვეგეტარიანელი ვარ. ყველაფერი, რაც კი
შიგნეულობას ეხება, გულს მირევს.
– შენ რა სახელს დაარქმევდი?
– რა ვიცი. თუნდაც მექსიკელ სიურრეალისტების სექციას.
– მგონი, კუერნავაკაში ასეთი სახელწოდების ჯგუფი უკვე
არსებობს. თანაც ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი მოძრაობა მექსი-
კის საზღვრებს გასცდეს და მთელი ლათინური ამერიკა მოიც-
ვას.
– მთელი ლათინური ამერიკა? კაი, ნუ მაცინებ, რა!
– ჰო, ხანგრძლივი პერსპექტივით სწორედ ასეთია ჩანა-
ფიქრი, თუ სწორად მესმის და არაფერი მეშლება.
– შენ საიდანღა გაჩნდი?
– ლიმას და ბელანოს მეგობარი ვარ.
– მაშ აქამდე აქ რატომ არ მინახიხარ?
– ცოტა ხანია, რაც მათ ვიცნობ...
– შენ ის ბიჭი ხარ, ალამოს სახელოსნოდან, არა?
გავწითლდი, მართალი გითხრათ, არ ვიცი რატომ. დავე-
თანხმე, იქ გავიცანით ერთმანეთი-მეთქი.
– ესე იგი მექსიკელი სიურრეალისტების სექცია კუერნავა-
კაში არსებულა უკვე, – თქვა მარიამ ჩაფიქრებით, – ალბათ
კუერნავაკაში უნდა გადავიდე საცხოვრებლად.
– „ექსელსიორში“ ასე წავიკითხე. ბებრები არიან და მხატ-
ვრობას მისდევენო. ჩემი აზრით, ტურისტები იქნებიან.
– კუერნავაკაში ლეონორა კერინგტონი ცხოვრობს, –
თქვა მარიამ, – იმას ხომ არ გულისხმობ?

46 მკითხველთა ლიგა
– არაა, – ვუპასუხე, – წარმოდგენა არ მაქვს, ლეონორა
კერინგტონი ვინ არის.
ამ დროს კვნესა შემოგვესმა. სიამოვნების კვნესა არ იყო,
რომელიც სქესობრივ აქტს ახლავს ხოლმე, უფრო ტკივილი-
სას ჰგავდა. მაშინღა გამახსენდა, რომ შირმის მეორე მხრი-
დან უკვე დიდი ხანი იყო, ხმა არ ისმოდა.
– კარგად ხარ, ანხელიკა? – ჰკითხა მარიამ.
– რა თქმა უნდა, კარგად ვარ, გადი, გაისეირნე, გეხვეწები
და ეგ ბიჭიც გაიყვანე, – გამოეპასუხა ანხელიკა ფონტის და-
გუდული ხმა.
მარიამ იატაკიდან ფუნჯები ზიზღნარევი, უკმაყოფილო სა-
ხით აკრიფა. ძირს დაგებულ ფილებზე დამჩნეული საღებავე-
ბის ლაქებით მივხვდი, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო,
როდესაც თავისი და ინტიმური სიტუაციის დროს იქაურობის
დატოვებას სთხოვდა.
– გამომყევი.
პატიოს ყველაზე მოშორებულ კუთხესთან მივედით, იქ მა-
ღალი კედელი იყო აღმართული, ზედ ვაზი აეყვანათ. იქვე იდ-
გა მაგიდა და ლითონის ხუთი სკამი.
– როგორ ფიქრობ, რას აკეთებენ? – წამოვროშე და ჩემი
ცნობისმოყვარეობა მაშინვე ვინანე; აშკარად გავამჟღავნე,
რომ მინდოდა, იმის თანაზიარი გავმხდარიყავი, რაც იმ პატა-
რა სახლში ხდებოდა. ბედად, მარია მეტისმეტად იყო გაცეც-
ხლებული, რომ ჩემი სიტყვები რამედ ჩაეგდო.
– გგონია, ჟიმაობენ? არც დაიჯერო.
ლითონის სკამებზე ერთხანს მდუმარედ ვისხედით. მარია
თითებს მაგიდის ზედაპირზე აკაკუნებდა, მე ორჯერ მოვინაც-
ვლე ფეხი, ერთმანეთზე გადავიდე და ჩვენ გარშემო მობიბინე
ყვავილების თვალიერებას შევუდექი.
47 მკითხველთა ლიგა
– რაღას უცდი, წამიკითხე შენი ლექსები! – მითხრა მო-
ულოდნელად მარიამ. და მეც ვუკითხე და ვუკითხე, სანამ ფე-
ხი არ დამიბუჟდა. თუმცა, კითხვა რომ დავამთავრე, ვერ გა-
ვუბედე, მეკითხა, მოგეწონა თუ არა-მეთქი. მერე მარიამ დიდ
სახლში ყავაზე დამპატიჟა.
სამზარეულოში გოგოების მშობლები დაგვხვდნენ, სა-
დილს ამზადებდნენ. ორივე ბედნიერი ჩანდა. მარიამ ჩემი თა-
ვი გააცნო. მამამისს ის არანორმალური გამომეტყველება
აღარ ჰქონდა და საკმაოდ კეთილგანწყობით მექცეოდა.
მკითხა, რაზე სწავლობო, იურისპრუდენციასა და პოეზიას ერ-
თმანეთთან როგორ ათავსებო, რამდენად მოგწონს ალამოო
(ეს რომ მკითხა, გავიფიქრე, ალბათ იცნობს ალამოს, შეიძ-
ლება ახალგაზრდობაში კიდეც მეგობრობდნენ-მეთქი). დე-
დამისი გაუგებარ რამეებზე ლაპარაკობდა, რაც თითქმის
აღარც კი მახსოვს; მგონი, სპირიტიზმის სეანსს ახსენებდა,
კოიოაკანში ამას წინათ დავესწარიო, კიდევ ორმოციანი
წლების ვიღაც მომღერალი გაიხსენა გულისტკივილით. არ
ვიცი, ხუმრობდა თუ სერიოზულად ამბობდა.
ტელევიზორთან რომ დავსხედით, იქ ხორხიტო ფონტი
დაგვხვდა. მარია არც თვითონ გამოლაპარაკებია ძმას და
არც ჩემთვის გაუცნია. თორმეტი წლის ბიჭია, გრძელთმიანი
და გარეგნობით მათხოვარს ჰგავს. ყველას ნაკოთი17 მიმარ-
თავს. დედას ეუბნება, ნაკო, იცოდე, ამას არ გავაკეთებ, მამას
– მომისმინე, შე ნაკო, დას – ჩემო ნაკო, ჩემო პატარა ნაკო,
ჩემო მომთმენო ნაკო, მეც ასე მომმართა – ნაკო, როგორ ხა-
რო.

ნაკო (naco – მექსიკ. ჟარგ.) – გაუთლელი, ხეპრე, უგემოვნო; ის, ვისაც


17

რცხვენია საკუთარი წარმომავლობისა.


48 მკითხველთა ლიგა
ნაკოებს, როგორც აქამდე ვიცოდი, ქალაქში მცხოვრებ ინ-
დიელებს ეძახიან, ქალაქელ ინდიელებს, თუმცა, ადვილი შე-
საძლებელია, ხორხიტო ამ სიტყვას სულ სხვა მნიშვნელობით
იყენებდეს.

15 ნოემბერი
დღეს ისევ მივედით ფონტებთან.
ყველაფერი ზუსტად ისევე განვითარდა, როგორც გუშინ,
თუკი მცირეოდენ ცვლილებებს არ ჩავთვლით.
მე და პანჩო ერთმანეთს ჩინელის კაფე „კინტანა-როოს
ლოტოსში“ შევხვდით, გლორიეტა დე ინსურხენტესთან ახ-
ლოს, რამდენიმე ჭიქა ყავა დავლიეთ და უფრო სერიოზული
რამეებიც (ფული მე გადავიხადე). მერე კი პირდაპირ კონდე-
სას უბნისკენ გავემართეთ.
ზარი რომ დავრეკეთ, ისევ სენიორ ფონტმა გამოგვხედა
და მისი მდგომარეობაც გუშინდელთან შედარებით სულ არ
იყო შეცვლილი, პირიქით, დიდი ნაბიჯებით მიიწევდა წინ, სი-
გიჟის გზაზე. თვალები ბუდეებიდან ამოუცვივდა, როდესაც
უშიშარმა პანჩომ ხელი მხიარულად ჩამოართვა. ჩემ მიმართ
არაფერი გამოუმჟღავნებია, ვერ მივხვდი, მიცნო თუ არა.
პატიოს პატარა სახლში მარტო მარია დაგვხვდა: ისევ იმ
აკვარელს ხატავდა, რასაც გუშინ უტრიალებდა და მარცხენა
ხელშიც იგივე წიგნი ეჭირა, თუმცა ფირსაკრავიდან ამჯერად
ოლგა გიიოს ხმა ისმოდა და არა ბილი ჰოლიდეისა. დღესაც
ისევე ცივად მოგვესალმა.
თავის მხრივ, პანჩომაც ზედმიწევნით გაიმეორა წინა დღის
მოქმედებები, ისევ დაწნულ სკამზე ჩამოჯდა და ანხელიკას
დაუწყო ლოდინი.

49 მკითხველთა ლიგა
მე კი ამჯერად თავი შევიკავე სორ ხუანას ღირსების შესა-
ხებ რამე აზრის გამოთქმისაგან და ჯერ წიგნების თვალიერე-
ბა დავიწყე, მერე მარიას აკვარელისა, თუმცა წინასწარ თა-
დარიგი დავიჭირე და მოკრძალებული დისტანცია დავიცავი.
როგორც შევატყვე, მარიას ნახატში მნიშვნელოვანი ცვლი-
ლებები შეეტანა. ის ორი ქალი ვულკანის ფერხთით, ადრე იე-
რატიკულ პოზაში რომ ჰყავდა გამოსახული, მართალია, ერ-
თმანეთთან ისევ ხელჩაჭიდებულები იდგნენ, მაგრამ, სამაგი-
ეროდ, ერთ-ერთი მათგანი იცინოდა, გულწრფელად თუ
თვალთმაქცურად, არ ვიცი, მეორე კი ტიროდა, ან თვალ-
თმაქცურად ტიროდა, ვერც ამას მივხვდი. ვულკანიდან ნაკა-
დებად გადმომდინარე ლავაში (ისევ წითელი თუ ჩაყავის-
ფრებულ-ჩაბნელებული წითელი იყო) სარეცხი მანქანების
სასაპნეები, მელოტი თოჯინები და ვირთხებით სავსე დაწნუ-
ლი კალათები დაცურავდა; ქალებს დახეული თუ დაბებკილი
კაბები ეცვათ; ცაში (ან, ყოველ შემთხვევაში, ნახატის ზედა
ნაწილში) ქარიშხალი მზადდებოდა, ქვემოთ კი მხატვარს მე-
ხიკოს მეტეოროლოგიური პროგნოზი მიეწერა.
საშინელი ნახატი იყო.
შემდეგ ანხელიკა მოვიდა, სახე უბრწყინავდა. ისევ გაშა-
ლეს შირმა. სანამ მარია ხატავდა, მე ვფიქრობდი: ეჭვის ნატა-
მალიც კი აღარ მრჩებოდა, პანჩოს ამ ოჯახში რა მიზეზით
მოვყავდი: მარია უნდა გამერთო, სანამ ის და ანხელიკა თა-
ვიანთი საქმით იქნებოდნენ დაკავებული. ეს ამბავი მაინცდა-
მაინც სამართლიანად არ მომეჩვენა. მანამდე, ჩინურ კაფეში
ვკითხე, თავი ნამდვილ ვისცერეალისტად მიგაჩნია თუ არა-
მეთქი. ორაზროვანი, ვრცელი და სიტყვაუხვი პასუხი გამცა.

50 მკითხველთა ლიგა
მუშათა კლასზე, ნარკოტიკებზე, ფლორეს მაგონზე18, მექსი-
კის რევოლუციის წამყვან ფიგურებზე დაიწყო ლაპარაკი. მე-
რე განმიცხადა, ჩემი ლექსები აუცილებლად დაიბეჭდება იმ
ჟურნალში, რომელსაც მომავალში ლიმა და ბელანო გამოს-
ცემენო. არ დამიბეჭდავენ და მაგათი დედებიც ვატირეო, და-
ამატა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება შემექ-
მნა, თითქოს ერთადერთი, რაც პანჩოს საერთოდ აინტერე-
სებს, ანხელიკასთან დაწოლაა.
– კარგად ხარ, ანხელიკა? – ჰკითხა დას გუშინდელივით
მარიამ, როდესაც შირმის მიღმიდან ისევ გაისმა ჟიმაობისა
და ტკივილის კვნესა-ოხვრა.
– ჰო, ჰო, კარგად ვარ. შეგიძლია, გახვიდე და გაისეირნო?
– რა თქმა უნდა, – შეეხმიანა ისევ მარია.
კიდევ ერთხელ გავედით პატიოში, ისევ დავსხედით ლი-
თონის სკამებზე კედელზე ასული ვაზის ძირში. ვიჯექი და არ
ვიცი რატომ, გული სრულიად უმიზეზოდ მიკვნესოდა. მარიამ
თავისი და ანხელიკას ბავშვობის ამბების მოყოლა დაიწყო.
ძალიან მოსაწყენი ამბები იყო და აშკარად ვხვდებოდი, რომ
მათი გახსენება მიზნად მხოლოდ დროის მოკვლას ისახავდა,
თუმცა თავი ისე მეჭირა, თითქოს მაინტერესებდა. მიყვებოდა
სკოლაში გატარებულ წლებზე, პირველ ზეიმებზე, მოსამზადე-
ბელ კლასებზე, იმაზე, თუ როგორ უყვარდა ორივეს პოეზია,
როგორ ოცნებობდნენ მოგზაურობაზე, სხვა ქვეყნების გაცნო-
ბაზე, როგორ იბეჭდებოდა მათი ლექსები Lee Harvey
Oswald-ში, ლაურა დამიანის სახელობის პრემიაზე, რომე-
ლიც ანხელიკამ მოიპოვა... ამ ადგილამდე რომ მივიდა, არ
ვიცი რატომ, მარია ერთი წუთით გაჩუმდა და ალბათ ამით ვი-

რიკარდო ფლორეს მაგონი (1873-1922) – მექსიკელი ანარქისტი და


18

რევოლუციონერი
51 მკითხველთა ლიგა
სარგებლე, დავინტერესდი, ვინ იყო ლაურა დამიანი. წმინდა
ინტუიციის დონეზე ვკითხე.
– პოეტი, რომელიც ძალიან ახალგაზრდა მოკვდა, – მიპა-
სუხა მარიამ.
– ეს ვიცი, ოცი წლისა. მაგრამ ვინ იყო, როგორ მოხდა,
რომ მისი არავის არაფერი წაუკითხავს?
– ლოტრეამონი წაკითხული გაქვს, გარსია მადერო?
– მკითხა მარიამ.
– არა.
– მაშინ გასაგებია, რომ არ იცი, ვინ იყო ლაურა დამიანი.
– ჰო, ვხვდები, რომ განათლება მაკლია, მაპატიე.
– ეგ არ მიგულისხმია. უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა,
რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ. თანაც, ლაურას ერთა-
დერთი წიგნი დაიბეჭდა, „მუზების წყარო“, მაგრამ ვერსად ნა-
ხავ, არ იყიდება. მშობლებმა გამოსცეს მისი გარდაცვალების
შემდეგ. დედ-მამას ძალიან უყვარდა და მისი პირველი მკით-
ხველები იყვნენ.
– ალბათ ბევრი ფული აქვთ.
– რატომ გგონია?
– აბა, სხვანაირად ყოველწლიურ პრემიას როგორ დააარ-
სებდნენ? გამოდის, რომ ბევრი ფული ჰქონიათ.
– ტყუილად გგონია. ანხელიკასთვის ბევრი არ მიუციათ.
სინამდვილეში, აქ პრესტიჟია მთავარი და არა ფინანსური
მხარე. არც თავად პრემიაა დიდად პრესტიჟული. მარტო იმათ
აძლევენ, ვისაც ჯერ ოცი წელი არ შესრულებია.
– ანუ, ის ასაკი, როცა ლაურა დამიანი მოკვდა. რა კრეტი-
ნობაა.
– კრეტინობა სულაც არ არის, უბრალოდ, ნაღვლიანი
ფაქტია.
52 მკითხველთა ლიგა
– შენ იყავი მაგ პრემიაზე წარდგენილი? ლაურას მშობლე-
ბი თვითონ გადასცემენ გამარჯვებულებს?
– ცხადია.
– სად, თავიანთ სახლში?
– არა, ფაკულტეტზე.
– რომელ ფაკულტეტზე?
– ფილოსოფიისა და ფილოლოგიის. ლაურა იქ სწავლობ-
და.
– ფუ, მაინც კრეტინობაა.
– მე ვერავითარ კრეტინობას მაგაში ვერ ვხედავ. კრეტი-
ნად შენ უფრო მიმაჩნიხარ, გარსია მადერო.
– იცი რა? არ მომწონს, ასე რომ მეძახი – გარსია მადე-
როს, ეს იგივეა, რომ მე ფონტი დაგიძახო.
– ყველა ასე გეძახის და არ მესმის, მე სხვანაირად რატომ
უნდა მოგმართო.
– კარგი, დაივიწყე, აჯობებს, ლაურა დამიანზე მიამბო რა-
მე. შენ იმ პრემიაზე არასოდეს წარგიდგენია შენი ლექსები?
– კი, მაგრამ ანხელიკამ გაიმარჯვა.
– ანხელიკამდე ვინ აიღო?
– ერთმა გოგომ აგუასკალიეტესიდან, სამედიცინო უნივე-
რისტეტში სწავლობს.
– მანამდე?
– მანამდე არავინ, რადგან პრემია არც არსებობდა. შეიძ-
ლება ჩემი კანდიდატურა მომავალ წელსაც წამოვაყენო, შე-
იძლება დავიკიდო კიდეც.
– მერე, რომ მოიგო, იმ ფულს რას უზამ?
– ევროპაში გავემგზავრები, აუცილებლად.
რამდენიმე წამით ორივე დავდუმდით, მარია ფონტი უცხო
ქვეყნებზე ფიქრობდა, მე იმ უცნობ კაცებზე, მომავალში ამ
53 მკითხველთა ლიგა
გოგოს შეუბრალებლად რომ იხმარდნენ. როცა საკუთარი
თავი ამ ფიქრზე დავიჭირე, შევხტი. ნუთუ მარია შემიყვარდა?
– როგორ მოკვდა ლაურა დამიანი?
– ტლალპანზე მანქანამ გაიტანა. დედისერთა იყო, მშობ-
ლები ამ ამბავმა გაანადგურა, მგონი, დედამისმა თავის მოკ-
ვლაც კი სცადა. ალბათ საწყენია, როცა ასეთი ახალგაზრდა
კვდები.
– ძალიან საწყენი იქნება, – ვუთხარი და მარია ორმეტრი-
ანი, თითქმის ალბინოსი ინგლისელის მკლავებში წარმოვიდ-
გინე, რომელიც თავის გრძელ და ვარდისფერ ენას გოგოს
გამხდარ ტუჩებში უყოფდა.
– იცი, ლაურა დამიანის შესახებ ვის უნდა ჰკითხო?
– არა. ვის?
– ულისეს ლიმას. ის იყო მისი მეგობარი.
– ულისეს ლიმა?
– ჰო, თითქმის სულ ერთად იყვნენ, ერთად სწავლობდნენ,
კინოში ერთად დადიოდნენ, ერთმანეთს წიგნებს უცვლიდნენ,
ძალიან კარგი მეგობრობა ჰქონდათ.
– არ ვიცოდი, – ჩავიბურდღუნე მე.
სახლიდან გამოსული ხმები გვესმოდა და კარგა ხანს მო-
ლოდინის რეჟიმში ვისხედით.
– რამდენი წლის იყო ულისეს ლიმა, ლაურა დამიანი რომ
დაიღუპა?
მარიამ პასუხი დააგვიანა.
– ულისეს ლიმას ულისეს ლიმა არ ჰქვია, – ჩახლეჩილი
ხმით თქვა ბოლოს.
– იმის თქმა გინდა, რომ ეს მისი ლიტერატურული ფსევ-
დონიმია?

54 მკითხველთა ლიგა
მარიამ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. განყენებული
მზერა ვაზის აბურდული ტოტებით მოქსოვილი ორნამენტის-
თვის ჰქონდა მიშტერებული.
– მაშ, რა ჰქვია?
– ალფრედო მარტინესი თუ რაღაც ამდაგვარი. უკვე დამა-
ვიწყდა. მაგრამ, როცა გავიცანი, მაშინ ულისეს ლიმა ნამდვი-
ლად არ ყოფილა. ეს სახელი ლაურა დამიანმა დაარქვა.
– ვაჰ, ეგ რა მითხარი.
– ყველა იმას ამბობს, ლაურა უყვარდაო. მე კი მგონია,
რომ ერთად არასოდეს წოლილან. ჩემი აზრით, ლაურა ქალ-
წული დაიღუპა.
– ოცი წლის?
– ჰო, რატომაც არა?
– რა ვიცი, თუ ასე გგონია, ალბათ ასეც იყო.
რა საწყენია, არა?
– ჰო, საწყენია. მაშინ ულისესი თუ ალფრედო მარტინესი
რამდენი წლის იქნებოდა?
– პატარა. ასე, თვრამეტი-ცხრამეტისა.
– წარმომიდგენია, ლაურას სიკვდილი როგორ იმოქმე-
დებდა.
– ავად გახდა. როგორც ამბობენ, სიკვდილის პირას იყო.
ექიმებმა ვერ გაუგეს, რა სჭირდა, სულ სხვადასხვა დიაგნოზს
უსვამდნენ. საავადმყოფოში რომ იწვა, მეც ვინახულე, ნამ-
დვილ სულთმობრძავს ჰგავდა. მაგრამ ერთ დღესაც კარგად
გახდა და მაშინ დამთავრდა ყველაფერი. დამთავრდა ისევე
მისტიკურად, როგორც თავიდან დაიწყო. მერე ულისესმა
სწავლას თავი დაანება და ჟურნალი დააარსა, იმედია, ნანახი
გაქვს, არა?

55 მკითხველთა ლიგა
– Lee Harvey Oswald? ჰო, ნანახი მაქვს, – ვიცრუე. მეორე
წუთს გავიფიქრე, რატომ მოვიტყუე-მეთქი. ულისეს ლიმას
სხვენში ყოფნისას ის ჟურნალი ჩემთვის ხომ არ უჩვენებია,
თუნდაც ერთი წუთით, უბრალოდ თვალი რომ გადამევლო.
– პოეზიის ჟურნალისთვის საშინელი სათაურია, უარესს
ვერ მოიფიქრებდა კაცი.
– მე მომწონს, ცუდად ნამდვილად არ მეჩვენება.
– იმიტომ, რომ ცუდი გემოვნება გქონია.
– შენ რას დაარქმევდი?
– არ ვიცი. ალბათ „მექსიკელი სიურრეალისტების ალმა-
ნახს“.
– საინტერესოა.
– იცი, რომ იმ ჟურნალს მთლიანად მამაჩემი აფინანსებ-
და?
– ჰო, პანჩომ მიამბო რაღაც ეგეთი.
– ჟურნალში ყველაზე უკეთესი დიზაინია. ახლა მამაჩემი
ყველას ეზიზღება.
– ყველას? რეალვისცერისტებს გულისხმობ? რატომ უნდა
ეზიზღებოდეთ, პირიქით!
– არა, რეალვისცერისტებს კი არა, მისი სტუდიის სხვა არ-
ქიტექტორებს. ჩემი აზრით, შურთ მისი ქარიზმისა. ახალგაზ-
რდებში წარმატებით ამ ქარიზმის წყალობით სარგებლობს.
ვერ ჩაყლაპეს და ახლა სამაგიეროს უხდიან, ჟურნალის გა-
მო.
– Lee Harvey Oswald-ის გამო?
– რა თქმა უნდა! მამამ თავის სტუდიაში დაბეჭდა ის ჟურ-
ნალი, ამიტომ, ახლა მას აკისრებენ პასუხისმგებლობას იმა-
ზე, თუ რა შეიძლება მოხდეს.
– რა შეიძლება მოხდეს?
56 მკითხველთა ლიგა
– ათასი რაღაც. როგორ გეტყობა, რომ ულისეს ლიმას არ
იცნობ.
– არა, არ ვიცნობ, – ვუპასუხე, – მაგრამ მასზე რაღაც წარ-
მოდგენა უკვე შექმნილი მაქვს.
– ჩვენი დროის ბომბია, – თქვა მარიამ.
ამ დროს უცებ მივხვდი, რომ უკვე დაბინდებულიყო და ერ-
თმანეთს ვეღარ ვხედავდით. ჩემი მოსაუბრის მხოლოდ ხმა
მესმოდა.
– რაღაც უნდა გითხრა, წეღან მოგატყუე. ის ჟურნალი
ხელში არასოდეს მჭერია და ვკვდები, ისე მინდა, დავათვა-
ლიერო. შეგიძლია, მათხოვო?
– რა თქმა უნდა. შემიძლია, გაჩუქო კიდეც. რამდენიმე ეგ-
ზემპლარი მაქვს.
– ლოტრეამონის წიგნის თხოვებაც შეგიძლია?
– ჰო, ოღონდ წიგნი აუცილებლად უნდა დამიბრუნო, ერთ-
ერთი ჩემი უსაყვარლესი პოეტია.
– აუცილებლად დაგიბრუნებ, – დავპირდი.
მარია დიდ სახლში შევიდა. პატიოში მარტო დავრჩი. წა-
მით მომეჩვენა, რომ სადღაც სხვაგან ვიმყოფებოდი და იმ
კედლების მიღმა მეხიკო სულაც არ იყო. შემდეგ დები ფონტე-
ბის პატარა სახლიდან რაღაც ხმები შემომესმა და შუქი ჩააქ-
რეს. ვიფიქრე, ალბათ ანხელიკამ და პანჩომ ჩააქრეს და სა-
დაცაა, როგორც იქნა, პანჩო გარეთ გამოეტევა და მომაკით-
ხავს-მეთქი, მაგრამ მსგავსიც არაფერი მომხდარა. ამასობაში
მარია დაბრუნდა ჟურნალის ორი ეგზემპლარითა და „მალ-
დორორის სიმღერებით“19 და მანაც შენიშნა, რომ პატარა

19გრაფი დე ლოტრეამონი (1846-1870) – ფრანგი რომანტიკოსი და სიმ-


ბოლიზმისა და სიურრეალიზმის წინამორბედი. მის კრებულში „მალდო-
რორის სიმღერები“ (1868) შესულია ლექსები პროზად.
57 მკითხველთა ლიგა
სახლში სინათლეები ჩამქრალი იყო. რამდენიმე წამს გაფა-
ციცებული აყურადებდა, იქ რა ხდებაო. უცებ, სწორედ იმ
დროს, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ველოდი, მკითხა, ჯერ
ისევ ვაჟი ხარ თუ არაო.
– არა, რა თქმა უნდა, – უკვე მეორედ ვიცრუე იმ საღამოს.
– ძალიან გაგიჭირდა უმანკოების დაკარგვა?
– ისე რა, – ვუპასუხე ხანმოკლე დაფიქრების შემდეგ.
შევნიშნე, რომ ხმა ისევ ჩაეხლიჩა.
– შეყვარებული გყავს?
– არა, რა თქმა უნდა, – ვუპასუხე.
– აბა, ვისთან იწექი? ბოზთან?
– არა, ერთ სონორელ გოგოსთან, რომელიც შარშან გავი-
ცანი, – ვუთხარი, – სულ სამი დღე ვხვდებოდით ერთმანეთს.
– სხვასთან არავისთან წოლილხარ?
ჯერ დავაპირე ჩემსა და ბრიხიდას შორის მომხდარი ამბა-
ვი მომეყოლა, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, რომ აჯობებდა,
თავი შემეკავებინა.
– არა, სხვასთან არავისთან, – ვუთხარი და თავი უბედურ
კაცად ვიგრძენი.

16 ნოემბერი
მარია ფონტს ტელეფონით დავურეკე. ვუთხარი, რომ მისი
ნახვა მინდოდა. შევევედრე, აუცილებლად შემხვდი-მეთქი.
პაემანი კაფე „კიტოში“ დავნიშნეთ. საღამოს შვიდზე მოვიდა
და სანამ კარიდან ჩემს მაგიდამდე მოვიდოდა, რამდენიმე
ტიპმა მზერით გამოაცილა.

58 მკითხველთა ლიგა
არაჩვეულებრივი ვინმეა. იმ დღეს ოაჰაკური20 ორნამენ-
ტებით გულისპირდაქარგული ბლუზა და ტყავის სანდლები
ეცვა, ცისფერი ჯინსი ტანზე ჰქონდა მომდგარი. მხარზე გადა-
კიდებულ მუქ ყავისფერ ზურგჩანთაზე ღია კრემისფერი ცხე-
ნები ჰქონდა გამოსახული. ზურგჩანთაში წიგნები და საწერი
ფურცლები ეწყო.
ვთხოვე, შენი რომელიმე ლექსი წამიკითხე-მეთქი.
– ნუ სულელობ, გარსია მადერო, – მიპასუხა.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ასეთმა პასუხმა ცუდ ხასიათზე და-
მაყენა. ლამის ფიზიკური მოთხოვნილება გამიჩნდა, მისი
ლექსები სწორედ მისი ბაგეებიდან მომესმინა. მაგრამ გარე-
მო ალბათ მაინცდამაინც შესაფერისი არ იყო, კაფე „კიტოში“
ხომ გაუთავებელი ღრიანცელია – ყაყანი, ყვირილი, სიცილი.
ლოტრეამონის წიგნი დავუბრუნე.
– უკვე წაიკითხე? – მკითხა მარიამ.
– აბა რა, – ვუპასუხე, – მთელი ღამე არ მიძინია, Lee
Harvey Oswald-იც წავიკითხე. არაჩვეულებრივი ჟურნალია,
რა საწყენია, რომ აღარ გამოდის. შენი ტექსტები მომეწონა.
– რომ ჩაამთავრე, მერე გეძინა?
– ჯერ არა, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ, სრულიად
ფხიზლად ვარ.
მარია ფონტმა თვალი თვალში გამიყარა და გაიღიმა. ამ
დროს ოფიციანტი ქალი მოგვიახლოვდა და ჰკითხა, რას და-
ლევთო. არაფერს, უპასუხა მარიამ, უკვე მივდივართო. ქუჩა-
ში გასულმა ვკითხე, რამე საქმე ხომ არ გაქვს-მეთქი და
არაო, უბრალოდ, კაფე „კიტო“ მაინცდამაინც არ მომწონსო.

20 ოაჰაკა – მექსიკის ერთ-ერთი შტატი


59 მკითხველთა ლიგა
ბუკარელის ფეხით გავუყევით რეფორმამდე, რეფორმა გა-
დავკვეთეთ და გერეროს გამზირზე გავედით.
– ბოზების უბანია, – მითხრა მარიამ.
– არ ვიცოდი, – ვუპასუხე მე.
– ხელი გამიყარე, არ მინდა, ვინმეს მეც ბოზი ვეგონო.
მართალი გითხრათ, თავიდან ვერაფერს მივხვდი, ვერ შე-
ვამჩნიე ის, რაც იქაურობას იმ ქუჩებისგან განასხვავებდა,
რომლებიც ის-ის იყო გამოვიარეთ. იქაც ისევე გაცხოველე-
ბულად დადიოდნენ მანქანები, უამრავი ხალხიც სწორედ ისე
მიდი-მოდიოდა, როგორც ბუკარელის ქუჩაზე. მაგრამ მერე
(ალბათ მარიას გაფრთხილებამ თავისი საქმე ქნა) შევნიშნე,
რომ იქ მართლაც რაღაც სხვანაირი ხდებოდა. უპირველეს
ყოვლისა, ეს განათებას შეეხებოდა. გარე განათება ბუკარე-
ლიზე თეთრია, გერეროს გამზირზე კი მას რაღაც უფრო ქარ-
ვისფერი ელფერი დასდებოდა. მერე მანქანები: ბუკარელიზე
იშვიათად თუ ნახავდით ტროტუართან გაჩერებულ ავტომო-
ბილს, აქ უამრავი მანქანა გაეჩერებინათ. ბარები და კაფეები
ბუკარელიზე ღია და განათებულია, გერეროზე კი, მიუხედა-
ვად კლიენტების სიმრავლისა, თითქოს საკუთარ თავში ჩა-
ყურყუმელავებულანო, ქუჩაში გამომავალი ფანჯრები არსად
უჩანდათ, რაც მათ კონსპირაციულ, საიდუმლო შესახედაო-
ბას ანიჭებდა. ჰო, კიდევ, მუსიკა მეუცნაურა. ბუკარელიზე მუ-
სიკა არსაიდან ისმოდა, კაცი მარტო მანქანების ბღუილს ან
ადამიანების ხმებს თუ გაიგონებდა, გერეროზე კი, რაც უფრო
წინ მივიწევდით, მუსიკა სულ უფრო და უფრო ძლიერდებო-
და, განსაკუთრებით ვიოლეტასა და მაგნოლიის კუთხეში. მუ-
სიკა ისმოდა ბარებიდან, გაჩერებული მანქანებიდან, პორტა-
ტიული რადიოლებიდან და ბნელი შენობების განათებული
ფანჯრებიდან.
60 მკითხველთა ლიგა
– მომწონს ეს ქუჩა, ოდესმე აქ უნდა ვიცხოვრო, – მითხრა
მარიამ.
ტროტუართან გაჩერებულ ძველ კადილაკს არასრულ-
წლოვანი ბოზები შემოხვეოდნენ. მარია შეჩერდა და ერთ-
ერთ გოგოს მიესალმა:
– როგორა ხარ, ლუპე? მიხარია შენი ნახვა.
ლუპე ძალიან გამხდარი გოგო იყო და მოკლედ შეჭრილი
თმა ჰქონდა. ისიც მარიასავით ლამაზი მომეჩვენა.
– მარია, შენ ხარ? რა მაგარია! რამდენი ხანია, არ მინახი-
ხარ, დაიკო! – უპასუხა გოგომ და მოეხვია.
ლუპესთან ერთად მდგარი გოგოები ისევ კადილაკის კა-
პოტზე იყვნენ გადახრილები, თუმცა, მარიასაც თავით ფეხამ-
დე ათვალიერებდნენ. ჩემთვის თითქმის არც კი შემოუხე-
დავთ.
– ვიფიქრე, ალბათ უკვე მოკვდა-მეთქი, – წარმოთქვა უეც-
რად მარიამ. ამ სიტყვების პირდაპირობამ ადგილზე მიმაყი-
ნა. მარიას ახასიათებს თავაზიანობაში ასეთი ჩავარდნები.
– ცოცხალი კი ვარ, მაგრამ ვაი ასეთ სიცოცხლეს, არა,
კარმენსიტა?
იმ გოგომ, ვისაც კარმენსიტათი მიმართეს, პასუხად ერთა-
დერთი სიტყვა წარმოთქვა, მა რაო და ისევ მარიას შესწავლა
განაგრძო.
– აი, ვინ გაასხა და გლორიამ. იცნობდი? მაგარი საწყენია,
მაგრამ რას ვიზამთ, ის გადაღრძუებული აღარავის უნდოდა.
– არა, არ ვიცნობდი, – უთხრა მარიამ ისე, რომ ტუჩებზე
ღიმილი არ მოშორებია.
– ძაღლებმა აიყვანეს, – თქვა კარმენსიტამ.
– რამე დააშავა? – ჰკითხა მარიამ.

61 მკითხველთა ლიგა
– ნწ, საერთოდ არაფერი, – უპასუხა კარმენსიტამ, – ქალი
აფრენდა საიდუმლო რაღაცებზე. არაფერზე უარს არ ამბობ-
და. ჰოდა, ეგეც შედეგი!
– რა საწყენია, – თქვა მარიამ.
– შენზე მიამბე, როგორ მიგდის უნივერსიტეტში საქმეები?
– ჰკითხა ლუპემ.
– ისე რა, – უპასუხა მარიამ.
– ისევ დაგდევს ის ბუღა?
მარიამ გაიცინა და მე შემომხედა.
– ამ გოგოს რომ უყურებთ, მოცეკვავეა, – ახლა თავის მე-
გობრებს გამოელაპარაკა ლუპე, – ერთმანეთი თანამედროვე
ცეკვებზე გავიცანით, დონსელასის ქუჩაზე, ცეკვის სტუდიაში.
– მორჩი რა, ნუ გვაბოლებ, – გაეცინა კარმენსიტას.
– მართალს ამბობს, ლუპე ცეკვის სკოლაში დადიოდა, –
თქვა მარიამ.
– აბა, როგორ მოხდა, რომ ახლა ქუჩაში დგას? – იკითხა
უეცრად ერთ-ერთმა გოგომ, რომელიც აქამდე ხმას არ იღებ-
და. ყველაზე დაბალი იყო, თითქმის ჯუჯა.
მარიამ გოგოს შეხედა, მხრები აიჩეჩა და ლუპეს მიუბრუნ-
და:
– ჩვენთან ერთად ყავას დალევ?
ლუპემ მარჯვენა მაჯაზე საათს დახედა და მერე თავის მე-
გობრებს გადახედა.
– ვმუშაობ.
– სულ ცოტა ხნით, მერე დაბრუნდები, – შეეხვეწა მარია.
– მუშაობის დედაც, წამოვალ, დროებით, გოგოებო, – გას-
ძახა დანარჩენებს ლუპემ და მარიას გამოჰყვა. მეც უკან ავე-
დევნე.

62 მკითხველთა ლიგა
მარცხნივ ავუხვიეთ, მაგნოლიაზე და ხესუს გარსიამდე მი-
ვედით. მერე ისევ სამხრეთისკენ ავიღეთ გეზი, რკინიგზელთა
ამბოხის გმირებამდე, იქ კი კაფეში შევედით.
– ახლა ეს ბიჭი გყავს აკიდებული? – გავიგონე, როგორ
უთხრა ლუპემ.
მარიამ ისევ გაიცინა.
– არა, უბრალოდ, მეგობარია, – უპასუხა ლუპეს, მერე კი
მე მომიბრუნდა: – იცოდე, თუ ლუპეს კაცი გამოჩნდება, ჩვენი
დაცვა მოგიწევს, გარსია მადერო.
თავიდან ვიფიქრე, ხუმრობს-მეთქი. მერე კი მივხვდი, რომ
სერიოზულად ამბობდა. აღმოჩნდა, რომ ასეთი რამ გამორიც-
ხული არ იყო და, მართალი გითხრათ, ეს გარემოება მიმზიდ-
ველადაც კი მომეჩვენა. უკეთესს რას ვინატრებდი, რომ მა-
რიას თვალში როგორმე ავმაღლებულიყავი. თავს ბედნიერ
კაცად ვთვლიდი, რადგან მთელი ღამე ჩვენს განკარგულება-
ში იყო.
– ბოღმა კაცი მყავს, – მომმართა ლუპემ, – არ მოსწონს,
როცა უცნობებთან მხედავს ხოლმე, – ეს პირველი შემთხვევა
იყო, როდესაც პირდაპირ მე მიყურებდა.
– მე ხომ უცნობი არა ვარ, – შეეპასუხა მარია.
– არა, დაო, შენ არა.
– იცი, ლუპე როგორ გავიცანი? – მკითხა მარიამ.
– წარმოდგენა არ მაქვს, – ვუპასუხე.
– საცეკვაო სასწავლებელში. ლუპე ესპანელი მოცეკვავის,
პაკო დუარტეს მეგობარი იყო, სასწავლებლის დირექტორის.
– კვირაში ერთხელ ვაკითხავდი, – დასძინა ლუპემ.
– არ ვიცოდი, ცეკვას თუ სწავლობდი, – შევნიშნე მე.
– არაფერსაც არ ვსწავლობდი, უბრალოდ, საჟიმაოდ დავ-
დიოდი, – თქვა ლუპემ.
63 მკითხველთა ლიგა
– შენ კი არა, მარია ვიგულისხმე, – დავაზუსტე სასწრა-
ფოდ.
– ცეკვაზე თოთხმეტი წლიდან შევედი, – მიპასუხა მარიამ,
– მაგრამ თოთხმეტი წელი ძალიან გვიანია იმისათვის, რომ
კარგი მოცეკვავე გამოხვიდე. რას ვიზამთ.
– შენ ძალიან მაგრად ცეკვავ, დაო, ძალიან მაგარი ხარ,
მაგრამ იქ ყველა დანარჩენი ნამდვილი ნაგავია. გინახავს,
როგორ ცეკვავს?
ვუპასუხე, არა-მეთქი.
– გაგიჟდები, რო ნახო.
მარიამ უარის ნიშნად თავი გააქნია. ოფიციანტი რომ მო-
ვიდა, სამი ყავა შევუკვეთეთ, ლუპემ კი დამატებით ყველიანი
ღვეზელი მოითხოვა ლობიოს გარეშე.
– წესიერად ვერ ვინელებ, – აგვიხსნა.
– კუჭი როგორ გაქვს? – ჰკითხა მარიამ.
– ისე რა. ხან ძალიან მტკივა, ხან აღარც კი მახსოვს, საერ-
თოდ მაქვს თუ არა. ნერვების ბრალია. როცა მეტის ატანა
აღარ შემიძლია, ერთს შევიშხაპუნებ და ეგარი, რა... შენ რო-
გორ ხარ, საცეკვაო სასწავლებელში აღარ დადიხარ?
– ძველებურად – აღარ, – უთხრა მარიამ.
– ამ ქალბატონმა ერთხელ პაკო დუარტეს კაბინეტში მომ-
წვა, – თქვა ლუპემ.
– კინაღამ სიცილით გავიგუდე, – ამიხსნა მარიამ, – მარ-
თალი გითხრა, არც კი ვიცი, მაინც რა მაცინებდა. მეც პაკოზე
ვიყავი შეყვარებული და სინამდვილეში, ალბათ ისტერიკის
შეტევა იყო.
– არ მჯერა, დაო, ის გაბაჩო21 სულ არ იყო შენი ტიპი.

21 გაბაჩო – ჩრდილოამერიკელი
64 მკითხველთა ლიგა
– შენ რაღას აკეთებდი პაკო დუარტეს კაბინეტში? – ვკით-
ხე მე.
– რა უნდა მეკეთებინა, არაფერს. ქუჩაში გავიცანი და
რადგან არც მას შეეძლო მოსვლა და ვერც მე მივიდოდი მას-
თან სახლში, ვინაიდან გრინგო ცოლი ჰყავს, საცეკვაო სას-
წავლებელში ვაკითხავდი. იმ ნაბიჭვარს, მგონი, ყველაზე მე-
ტად ის მოსწონდა, თავის კაბინეტში რომ მხმარობდა.
– მერე, შენი კაცი გრთავდა ნებას, შენი ზონიდან ასე შორს
გევლო? – ვკითხე ისევ.
– შენ რა იცი ჩემი ზონა რომელია, ბიჭო?! რა იცი, კაცი
მყავს თუ არ მყავს?
– მაპატიე, შენი შეურაცხყოფა არ მინდოდა, მაგრამ მარი-
ამ ხომ თქვა, ბრაზიანი კაცი ჰყავსო.
– არავითარი კაცი არ მყავს. რა გგონია, რახან გელაპარა-
კები, რაც ენაზე მოგადგება, ყველაფერი უნდა მომახალო?
– დაწყნარდი, ლუპე, შენს წყენინებას არ აპირებდა, – გა-
მომესარჩლა მარია.
– ამ კრეტინმა ჩემს კაცს შეურაცხყოფა მიაყენა, – განაგ-
რძობდა ჯაჯღანს ლუპე, – შენი ნათქვამი რომ გაეგონა, დე-
დას გიტირებდა, ბიჭო. ერთ წამში წაგკუზავდა და გიხმარდა.
დარწმუნებული ვარ, მაგრა გაგისწორდებოდა.
– მე ჰომოსექსუალი არ ვარ.
– მარიას ყველა მეგობარი გარყვნილია, ეგ ნაღდად ვიცი.
– ჩემს მეგობრებს შეეშვი, ლუპე. როცა ეს ავად იყო, – ახ-
ლა მე მომიბრუნდა მარია, – მე და ერნესტომ საავადმყოფო-
ში წავიყვანეთ და მოვარჩინეთ. რა ადვილად ავიწყდება ზო-
გიერთს სიკეთე, გასაგიჟებელია პირდაპირ.
– ერნესტო სან-ეპიფანიოს გულისხმობ? – ვკითხე მე.
– ჰო, – თქვა მარიამ.
65 მკითხველთა ლიგა
– ისიც დადის ცეკვაზე?
– დადიოდა, – მითხრა მარიამ.
– ეჰ, ერნესტო, რა კარგი მოგონებები მაკავშირებს მას-
თან. რა დამავიწყებს! ხელში ამიყვანა და მარტომ გამაქანა
ტაქსიმდე, გზაში კი არ მიდიოდა, მიფრინავდა. დიდი ნაბოზა-
რი ვინმეა, – ამიხსნა ლუპემ, – მაგრამ მაინც მაგარია.
– ტაქსით ერნესტოს არ წაუყვანიხარ, შტერო, მე წაგიყვა-
ნე, – შეეპასუხა მარია.
– იმ ღამით მეგონა, მოვკვდებოდი, – მითხრა ლუპემ, –
ჩვეულებრივად ვიყავი და უცებ გულისრევა და სისხლის
რწყევა დამეწყო. სულ სისხლის ნაფლეთები ამომდიოდა.
მაგრამ, მგონი, ფეხებზე მეკიდა, მოვკვდებოდი თუ არა. ერ-
თადერთი, რაზეც მაშინ ვფიქრობდი, ჩემი შვილი იყო და გა-
ტეხილი პირობა, და გვადალუპეს ღვთისმშობელი. სანამ
მთვარე ამოვიდოდა, ნელ-ნელა ვსივდებოდი და ვსივდებო-
დი, და რადგან ცუდად ვიყავი, იმ ჯუჯამ, წეღან რომ ნახე, ცო-
ტა ფლექსო გამიკეთა. საშინლად ცხელოდა, მეჩვენებოდა,
ცემენტი ლღვება-მეთქი. ალბათ უკვე ძალიან ცუდად ვიყავი,
თანაც სად, სან-ფერნანდოს მოედნის ძელსკამზე ვიჯექი და
ვკვდებოდი. სწორედ მაშინ გამოჩნდა ჩემს გადასარჩენად ჩე-
მი დაქალი და მისი გარყვნილი ანგელოზი მეგობარი.
– შვილი გყავს, ლუპე?
– შვილი მომიკვდა, – მითხრა ლუპემ და თან თვალებში
შემომაშტერდა.
– მოიცა, რამდენი წლის ხარ?
ლუპემ გამიღიმა. ლამაზი და კეთილი ღიმილი ჰქონდა.
– რამდენი წლისას ვგავარ?

66 მკითხველთა ლიგა
გადავწყვიტე, არ გამერისკა და არაფერი ვუპასუხე. მარიამ
მხარზე ხელი გადახვია. ერთმანეთს შეხედეს და გაუღიმეს,
თუ თვალი ჩაუკრეს, ვერ მივხვდი.
– მარიაზე ერთი წლით უმცროსი ვარ. თვრამეტის.
– ორივე ლომი ვართ, – აღნიშნა მარიამ.
– შენ რა ნიშანი ხარ? – მკითხა ლუპემ
– არ ვიცი, სიმართლე გითხრა, ასეთი რამეებით არასო-
დეს დავინტერესებულვარ.
– ერთადერთი მექსიკელი ყოფილხარ, ვინც თავისი ზო-
დიაქოს ნიშანი არ იცის, – თქვა ლუპემ.
– რომელ თვეში დაიბადე, გარსია მადერო? – მკითხა მა-
რიამ.
– იანვარში, 6 იანვარს.
– თხის რქა ყოფილხარ, ულისეს ლიმასავით.
– სახელოვანი ულისეს ლიმასავით? – დაინტერესდა ლუ-
პე.
ვკითხე, ულისესს იცნობ-მეთქი? და უეცრად შემეშინდა,
ვაითუ ახლა მითხრან, საცეკვაო სასწავლებელში ულისეს
ლიმაც დადიოდაო. საკუთარი თავიც კი დავინახე, როგორ
ვცეკვავდი სკოლაში, ცარიელ დარბაზში თითის წვერებზე
შემდგარი! მაგრამ ლუპემ მიპასუხა, არ ვიცნობ, გადმოცემით
ვიცი მისი ვინაობა, რადგან მარია და ერნესტო სან-ეპიფანიო
ხშირად ახსენებდნენო.
მერე ლუპე თავის გარდაცვლილ შვილზე ალაპარაკდა.
ოთხი თვისა ყოფილა, რომ მომკვდარა. ავადმყოფი დაბადე-
ბულა და ლუპეს ღვთისმშობლისთვის აღთქმა დაუდვია, ქუ-
ჩას მივატოვებ, ოღონდ კი ჩემი შვილი გამოჯანმრთელდესო.
აღთქმის დადებიდან პირველ სამ თვეს ბავშვი თითქოს უკე-
თესობისკენაც კი წასულა. მაგრამ მეოთხე თვეს ლუპე იძუ-
67 მკითხველთა ლიგა
ლებული გამხდარა, ქუჩას დაბრუნებოდა და ბავშვიც მომ-
კვდარა. ღვთისმშობელმა წამართვა, რადგან აღთქმა ვერ შე-
ვასრულეო. იმ დროს ლუპეს პარაგვაის შენობაში უცხოვრია,
წმიდა კატარინას მოედანთან და ბავშვს ერთ დედაბერს უტო-
ვებდა, ღამღამობით რომ მიეხედა. ერთ დილით კი, რომ დაბ-
რუნებულა, დედაბერს უთქვამს, ბავშვი მოკვდაო. სულ ეს
იყოო, ასე დაასრულა ლუპემ მოყოლა.
– შენი ბრალი არ არის, ნუ ხარ ცრუმორწმუნე, – უთხრა
მარიამ.
– როგორ არ არის ჩემი ბრალი, ვინ დაარღვია მიცემული
პირობა, ვინ თქვა, ქუჩას თავს დავანებებო და დანაპირები არ
შეასრულა?
– თუკი ასეა, მაშინ, ღვთისმშობელმა შენ რატომ არ მოგ-
კლა, ბავშვს რას ერჩოდა?
– ღვთისმშობელს არ მოუკლავს ჩემი შვილი, – თქვა ლუ-
პემ, – წაიყვანა, ეს სულ სხვაა, დაო. მე მისი დაკარგვით დამ-
საჯა, ჩემს პატარას კი უკეთესი ცხოვრება არგუნა.
– კარგი, თუკი ასე უყურებ ამ ყველაფერს, ეგრე იყოს, სა-
წინააღმდეგო არაფერი მაქვს.
– აბა რა, ასე ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი
და მოგვარებულია, – ვთქვი მე, – თქვენ როდის გაიცანით
ერთმანეთი, ბავშვამდე თუ ბავშვის მერე?
– მერე, – მიპასუხა მარიამ, – როდესაც ეს გიჟივით დარ-
ბოდა აქეთ-იქით. სიკვდილი გინდოდა, არა, ლუპე?
– ჰო, ალბერტო რომ არა, ახლა უკვე მიწაში ვიწვებოდი, –
ამოიოხრა ლუპემ.
– ალბერტო ალბათ... შენი შეყვარებულია, – ვთქვი მე, –
შენ იცნობ? – ახლა მარიას ვკითხე და მანაც თანხმობის ნიშ-
ნად თავი დამიქნია. მერე კი დამიზუსტა:
68 მკითხველთა ლიგა
– მისი სუტენიორია.
– მაგრამ შენს მეგობარზე დიდი აქვს, – დასძინა ლუპემ.
– იმედია, მე არ მგულისხმობ, – ვთქვი მე.
მარიამ გაიცინა.
– რა თქმა უნდა, შენ გგულისხმობს, სულელო, – მითხრა.
ვიგრძენი, როგორ შემეცვალა ფერი, მაგრამ მაინც გავი-
ცინე. მარია და ლუპეც იცინოდნენ.
– ალბერტოს რამხელა აქვს? – ჰკითხა მარიამ.
– თავისი დანისხელა.
– და დანა რამხელა აქვს? – ისევ ჩაეძია მარია.
– ამხელა.
– ნუ აზვიადებ, – ვუთხარი მე, თუმცა მერე მივხვდი, რომ
ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, საუბრის თემა შემეცვალა. გამო-
უსწორებელი ნათქვამი რომ გამენეიტრალებინა, დავამატე: –
ამხელა დანები არ არსებობს, – თავს საშინლად ვგრძნობდი.
– რაო? რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ არ არსე-
ბობს? – მკითხა მარიამ.
– თხუთმეტი წლიდან ატარებს იმ დანას, ერთმა ბონდოხო-
ელმა ბოზმა აჩუქა, ბებერი იყო, უკვე მოკვდა.
– მერე ის დანა იმას მიაზომე თუ თვალით შეაფასე?
– თვითონ მიიზომა, მე რაში მჭირდებოდა, რაში მენაღ-
ვლებოდა, თვითონ მიიზომა და სულ იზომებს, ყოველდღე,
სულ ცოტა, ერთხელ მაინც, როგორც ამბობს, ასე რწმუნდება,
რომ არ დაუძლურებულა.
– ეშინია, რომ ჭუჭუკა დაუპატარავდება? – თქვა მარიამ.
– ალბერტოს არაფრის არ ეშინია, კარგა მაგარი აქვს.
– აბა, დანას რატომ აზომებს? ვერ ვხვდები, მართლა არ
მესმის, – თქვა მარიამ, – შემთხვევით არასოდეს წაუჭრია?

69 მკითხველთა ლიგა
– ხანდახან, მაგრამ შემთხვევით, არა. დანას ძალიან კარ-
გად ხმარობს.
– მოიცა, რას მეუბნები, რომ ის შენი გამოსირებული სუტე-
ნიორი დროდადრო პენისს სიამოვნებისთვის იჭრის? – ჰკით-
ხა მარიამ.
– ჰო.
– არა, ვერ დავიჯერებ.
– გეუბნები. ოღონდ ხანდახან, ყოველდღე კი არა. როცა
გაბრაზებულია, ან ძალიანაა დაბოლილი. გაზომვას რაც შე-
ეხება, თითქმის სულ იმის ზომვაშია. როგორც თვითონ ამ-
ბობს, პოტენციისთვის კარგია, ჩვევად მექცა, ციხეში ვისწავ-
ლეო.
– არა, რა! ეგ ტიპი ნამდვილი ფსიქოპათი ყოფილა, – თქვა
მარიამ.
– შენ ძალიან კულტურული მყავხარ, დაიკო, ეგეთი რამეე-
ბის არაფერი გაგეგება. ამიხსენი, რა არ დაგევასა? ყლეს ყვე-
ლა მაგარი კაცი იზომავს. ჰოდა, ჩემიც, მათ შორის. თანაც, ის
დანა მისმა პირველმა ბოზმა აჩუქა, ალბერტოზე დედასავით
ზრუნავდა.
– მართლა ამხელა აქვს?
მარიამ და ლუპემ გაიცინეს. ვიგრძენი, ის ვიღაც ალბერტო
ჩემს წარმოდგენაში თვალსა და ხელს შუა როგორ გარდაისა-
ხებოდა საფრთხედ და მისი ნახვის ყოველგვარი სურვილი
დამეკარგა. მითუმეტეს, სულ აღარ მხიბლავდა ის პერსპექტი-
ვა, რომ მისგან ამ გოგოების დაცვა მომიწევდა.
– ერთხელ ასკაპოტცალკოში კლუბში მინეტის კონკურსი
ჩატარდა და ის გოგო ყველას უგებდა. ყველა პენისს ბოლომ-
დე იდებდა პირში, ვერც ერთმა ტიპმა ვერ მოუგო. მე და ალ-
ბერტოც იქ ვიყავით, მაგიდასთან ერთად ვისხედით. ალბერ-
70 მკითხველთა ლიგა
ტო ადგილიდან წამოიმართა, მითხრა, ცოტა ხანს დამელო-
დე, მაგ საქმეს მე მოვაგვარებო. ჩვენთან ერთად ვინც იჯდა,
იმათ უთხრეს, მიდი, ალბერტო, მიდი, კლასი უჩვენეო. ეტყო-
ბოდათ, რომ კარგად იცნობდნენ. მეც დარწმუნებული ვიყავი,
რომ საწყალ გოგოს მოგების შანსი ასიანი გამაზული ჰქონდა.
ალბერტო შუა მოედანზე გაიჯგიმა, შარვლიდან თავისი უზარ-
მაზარი ყლე დაძრო, რამდენიმე დარტყმით გამოიცოცხლა და
იმ გამარჯვებულ გოგოს პირში ჩაუდო. გოგოც კერკეტი კაკა-
ლი აღმოჩნდა, უკან არ დაუხევია. მაყურებლების ყიჟინაში
ჩაყლაპვა ნელ-ნელა დაიწყო. მაშინ, ალბერტომ ქალი ყურე-
ბით დაიჭირა და ყლე პირში ბოლომდე ჩასთხარა. თანაც და-
უმატა, რას ზოზინობ, ამდენი დრო არ მაქვსო. ამან ხალხში
დიდი მხიარულება გამოიწვია. ატყდა ხარხარი. მეც კი ვიცი-
ნოდი, თუმცა, მართალი გითხრათ, თან რაღაც სირცხვილსა
თუ ეჭვიანობის მაგვარს ვგრძნობდი. რამდენიმე წამს გოგო
როგორღაც ითმენდა, მერე კი დახრჩობა დაიწყო.
– ფუჰ შენი, რა მხეცი ყოფილა ეგ შენი ალბერტო! – წამო-
ვიძახე გაოგნებულმა.
– განაგრძე მოყოლა, მერე რა მოხდა? – თქვა მარიამ.
– არაფერი. გოგომ ალბერტოს ცემა დაუწყო, ცდილობდა,
თავიდან მოეშორებინა, ალბერტო კი იცინოდა და ეუბნებო-
და, აჩუ, აჩუ, მიდი გააჭენეო, თითქოს ცხენზე მჯდარიყოს,
გესმის?
– როგორ არა, გეგონება, როდეოზე ყოფილიყოს, – ვთქვი
მე.
– რაც დრო გადიოდა, ეს ამბავი სულ აღარ მომწონდა,
ამიტომ დავუყვირე, შეეშვი, ალბერტო, პირი არ გაუხიო-მეთ-
ქი. მაგრამ, ასე მგონია, ჩემი ხმა არც კი ესმოდა. ამასობაში
ქალს სახე სულ უფრო და უფრო ეღრიჯებოდა, წითლდებოდა,
71 მკითხველთა ლიგა
თვალები უფართოვდებოდა (არადა, მინეტის დროს დახუჭუ-
ლი ჰქონდა ხოლმე) და შარვლის უბეზე ექაჩებოდა ალბერ-
ტოს, ქამარსა და ჯიბეებზე ებღაუჭებოდა. მაგრამ, სულ ტყუ-
ილად, რადგან რაც უფრო ცდილობდა თავიდან მოეშორები-
ნა, მით უფრო მაგრად ქაჩავდა ალბერტო ყურებით.
– მოიცა, ერთი წუთით, ხომ შეიძლებოდა, ეკბინა მაინც? –
ჰკითხა მარიამ.
– არ გამოვიდოდა, გარშემო უამრავი ხალხი იყო. რომ ეკ-
ბინა, ალბერტო, უბრალოდ, მოკლავდა.
– არანორმალური ხარ, ლუპე, – უთხრა მარიამ.
– შენც. ყველანი გიჟები ვართ, არა?
მარიამ და ლუპემ სიცილი ატეხეს. მე კი იმ ამბის დასასრუ-
ლი მაინტერესებდა.
– არაფერიც არ მომხდარა, – დამაწყნარა ლუპემ, – გო-
გომ მეტი ვეღარ მოითმინა და ღებინება დაეწყო.
– ალბერტო?
– ცოტა ხნის შემდეგ თავი დაანება. მიხვდა, რაც მოხდებო-
და და შარვლის დასვრას მოერიდა. მოკლედ, ვეფხვივით
უკან გახტა, სწორედ რომ დროულად და ერთი წვეთიც კი არ
მოხვედრია. იქ მყოფებმა აღტაცებული ტაში დასცხეს.
– შენ კი ეგ დამთხვეული გიყვარს, არა? – ჰკითხა მარიამ.
– სიყვარულზე არ ვიცი, რა გითხრა, ამას თუ სიყვარული
ჰქვია. მაგრამ მასთან ყოფნა რომ მინდა, ფაქტია. ჩემს ადგი-
ლას რომ იყო, შენც მოგინდებოდა.
– მე? გაგიჟდი?!
– მაგარი კაცია, – თქვა ლუპემ და ფანჯრებს ბუნდოვანი
მზერა მიაპყრო, – მართლა, და ყველაზე კარგადაც ის მიგებს.

72 მკითხველთა ლიგა
– გინდოდა გეთქვა, ყველაზე კარგად მიყენებსო, არა? –
თქვა მარიამ, უკან გადაიწია და მაგიდაზე ხელები დაჰკრა.
დარტყმისგან ყავის ფინჯნები აზანზარდა.
– კაი რა, ასე ნუ მეუბნები, დაიკო.
– ლუპე მართალია, ასე ნუ ეუბნები, დიდი გოგოა და თავის
ცხოვრებას როგორც უნდა, ისე მოექცევა, – ვუთხარი მე.
– შენ ნუ ერევი, გარსია მადერო, შენ ამ ამბავს გარედან
უყურებ, არც კი გესმის, რა ნაგვობაზე ვლაპარაკობთ.
– შენც გარედან უყურებ. შენ შენს მშობლებთან ცხოვრობ,
ბოზი არ ხარ, მაპატიე, ლუპე, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ
შენი შეურაცხყოფა მინდა.
– შეურაცხყოფად სულაც არ ვიღებ, ბიჭუნი, – მითხრა ლუ-
პემ.
– გაჩუმდი, გარსია მადერო, – დამტუქსა მარიამ.
დავმორჩილდი. ერთხანს სამივე ჩუმად ვისხედით. შემდეგ
მარიამ ფემინისტურ მოძრაობაზე დაიწყო ლაპარაკი და გერ-
ტრუდ სტაინი, რემედიოსი ვარო, ლეონორა კერინგტონი,
ალისა ბ. ტოკლასი (ტოკლამელაო, თქვა ლუპემ, მაგრამ მა-
რიას ოდნავი ყურადღებაც კი არ მიუქცევია), უნიკა ცურნი,
ჟოის მანსური, მარიანა მური22 და სხვები ჩამოთვალა – რამ-
დენი, არ მახსოვს. ალბათ მე-20 საუკუნის ფემინისტები იყ-
ვნენ. ასევე ახსენა სორ ხუანა ინეს დე ლა კრუსი.
– ეგ მექსიკელი პოეტია, – ვთქვი მე.
– პოეტი და თან მონაზონი, ეგ მეც კი ვიცი, – მარიას ნაც-
ვლად მიპასუხა ლუპემ.

22მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ფრანგი, მექსიკელი, გერმანელი და


ინგლისელი სიურრეალისტი ხელოვანი ქალები
73 მკითხველთა ლიგა
17 ნოემბერი
დღეს ფონტების სახლში პანჩოს გარეშე მივედი (არ შემიძ-
ლია, მთელი დღე პანჩოზე ვიყო ჩამოკიდებული). თუმცა,
სახლს რომ მივუახლოვდი, მაინც ნერვიულობამ ამიტანა. ასე
მეგონა, მარიას მამა დამინახავს თუ არა, კინწისკვრით გამო-
მაგდებს, რადგან მე, როგორც საჭიროა, მასთან ისე მოქცევა
არ ვიცი და ამიტომ გავეშებული მაშინვე თავს დამესხმება-
მეთქი. გამბედაობა არ მეყო, ზარი დამერეკა და ერთხანს იმ
უბანში ვიხეტიალე. თან მარიაზე, ანხელიკაზე, ლუპეზე და პო-
ეზიაზე ვფიქრობდი. გარდა ამისა, ჩემდა უნებურად, ბიცოლა-
ჩემზე და ბიძაჩემზეც მეფიქრებოდა და იმაზეც, აქამდე ჩემი
ცხოვრება რას წარმოადგენდა: უზრუნველი და ცარიელი ყო-
ფა – სწორედ ასე შემეძლო შემეფასებინა ჩემი არსებობა,
თუმცა, მივხვდი, რომ ძველებურად ვეღარასოდეს ვიცხოვ-
რებდი. ამის გაცნობიერებამ გამახალისა. შემდეგ სეირნობა-
სეირნობით ისევ ფონტების სახლთან დავბრუნდი და ზარი
დავრეკე. კართან სენიორ ფონტი დავინახე. იქიდანვე მანიშ-
ნა, არ წახვიდე, ცოტა მოიცადე, ახლავე გაგიღებო. შემდეგ
გაუჩინარდა, თუმცა, კარი გამოღებული დატოვა. ცოტა ხანი
იყო გასული, რომ ისევ გამოჩნდა და ეზო გადმოჭრა. გზად პე-
რანგს შარვალში იტენიდა და სახეზე ფართო ღიმილი ჰქონდა
აღბეჭდილი. მომეჩვენა, რომ ახლა ბევრად უკეთესად იყო.
კარი გამიღო და მკითხა, შენ გარსია მადერო არ ხარო? ხე-
ლიც კი ჩამომართვა. ასეთი შეხვედრით გულმოცემულმა მეც
ხმა ამოვიღე, სენიორ, როგორ ბრძანდებით-მეთქი, ვკითხე.
მან კი მიპასუხა, კიმი დამიძახე, სენიორი საჭირო არ არის, ამ
სახლში ასეთ ფორმალობებს არ ვაღიარებთო. თავიდან ვერ
მივხვდი, რა უნდა დამეძახა, კიმი? (რადიარდ კიპლინგი წა-

74 მკითხველთა ლიგა
კითხული მაქვს), მაგრამ მან მითხრა კინიო, ჟოაკინის კატა-
ლანურ ყაიდაზე. შემოკლებული ფორმა.
– მომისმინეთ, კინ, – გულზე მომეშვა და ეს სიტყვები, მხი-
არულადაც კი წარმოვთქვი, – მე ხუანი მქვია.
– არა, აჯობებს, თუ ისევ გარსია მადეროს დაგიძახებ. ყვე-
ლა ასე გეძახის, – მიპასუხა კიმმა.
მერე ბაღში გამომყვა (მკლავში ხელგაყრილი მივყავდი)
და სანამ თავს დამანებებდა, მითხრა, მარიამ გუშინდელი ამ-
ბები მომიყვაო.
– მადლობელი ვარ შენი, გარსია მადერო, – მითხრა მან,
– იშვიათია შენისთანა ახალგაზრდები. ეს ქვეყანა უკვე და-
ღუპვის გზაზეა და აღარც კი ვიცი, რა და როგორ ეშველება.
– ჩემ ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა, – ვუპასუხე ცოტა
არ იყოს, დაბნეულმა.
– ის ახალგაზრდებიც კი, ვისგანაც თეორიულად დადები-
თი ცვლილებების იმედი გვქონდა, ლოთებად და ბოზებად
არიან ქცეულები. გამოსავალი არ არსებობს, ამ უიმედო
მდგომარეობის მოწესრიგება მარტო რევოლუციას შეუძლია.
– სავსებით გეთანხმებით, კინ, – ვუთხარი მე.
– როგორც ჩემმა ქალიშვილმა მიამბო, შენ ნამდვილი რა-
ინდივით მოიქეცი.
მხრები ავიჩეჩე.
– ჩემს შვილს ისეთი მეგობრები ჰყავს, აბა, რა გითხრა,
შენც გაიცნობ. ერთი მხრივ, ეს არც მაწუხებს. ადამიანი ყვე-
ლა კლასის წარმომადგენლებს უნდა იცნობდეს, ხანდახან სა-
ჭიროა რეალობაც შეითვისო. მგონი, ალფონსო რეიესის ნათ-
ქვამია, შეიძლება, თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ხან-
დახან მარიას ზედმეტი მოსდის. ამის გამო არ ვაკრიტიკებ,
არა, დაე, იკვებოს რეალობით, მაგრამ მარტო იკვებოს და არ
75 მკითხველთა ლიგა
გაითქვიფოს მასში, არა? რადგან, თუ ძალიან გაითქვიფება,
და გავლენის ქვეშ მოექცევა, მის მსხვერპლადაც იქცევა, არ
ვიცი, მომყვები თუ არა აზრში, რასაც ვამბობ.
– მოგყვები, – ვუპასუხე.
– რეალობის მსხვერპლად, განსაკუთრებით, თუ ისეთი მე-
გობრები ჰყავს, რომელთაც, როგორ გითხრა, მიზიდულობის
უნარი აქვთ, რომლებიც თავისდა უნებურად უბედურებებს
იზიდავენ ან იზიდავენ ჯალათებს, გესმის, რას გეუბნები, გარ-
სია მადერო?
– რა თქმა უნდა.
– აი, მაგალითად, ლუპე ავიღოთ, ის გოგო, გუშინ რომ
შეხვდით. არ იფიქრო, ჰაიჰარად ვამბობდე, მეც ვიცნობ, ჩემს
სახლშიცაა ნამყოფი, ჩვენთან ერთად ჭამდა, ერთი-ორჯერ
ჩვენთან ეძინა კიდეც. არ ვაზვიადებ, ერთი-ორ ღამეზე მეტი
აქ არ გაუთენებია, მაგრამ იმ გოგოს პრობლემები აქვს.
პრობლემებს იზიდავს, სწორედ ასეთებს ვგულისხმობდი, რო-
დესაც მაგნიტურ მიზიდულობაზე ვლაპარაკობდი.
– დიახ, მესმის, – ვთქვი მე, – ანდამატებივით არიან.
– ზუსტად. და ასეთ შემთხვევაში, ის, ვინც ანდამატია, ცუდ,
ძალიან ცუდ ამბებში ეხვევა ხოლმე. მარია კი ძალიან ახალ-
გაზრდაა, რაღაცებს ვერ ხვდება, საფრთხეს ვერ ამჩნევს. ერ-
თადერთი რამ უნდა, სიკეთე აკეთოს. დაეხმაროს იმათ, ვისაც
ეს სჭირდება და იმაზე არც კი ფიქრობს, ამით თავს რა საფ-
რთხეში იგდებს. ერთი სიტყვით, უნდა, რომ მისმა მეგობარმა,
ან ნაცნობმა იმ ცხოვრებაზე თქვას უარი, რომლითაც ახლა
ცხოვრობს.
– ვხვდები, რასაც გულისხმობთ, სენიორ, უფრო სწორად,
კიმ.
– ხვდები, რის თქმა მინდა? აბა, მაინც რის?
76 მკითხველთა ლიგა
– ლუპეს კაცს გულისხმობთ.
– ყოჩაღ, გარსია მადერო, საქმეც და საკითხავიც სწორედ
ეგ არის. ლუპეს კაცი. მოდი ვნახოთ, მისთვის ლუპე ვინ არის.
მისი ცხოვრების იარაღი, მისი სამუშაო, მისი საქმე, ერთი
სიტყვით, მისი შემოსავლის წყარო. ახლა მითხარი, როგორ
მოიქცევა, როდესაც უსამსახუროდ დარჩება. რას იზამს, მით-
ხარი.
– გაბრაზდება?
– ძალიან გაბრაზდება. და ვისზე გაბრაზდება? იმაზე, ვინც
ამ სამსახურს წაართმევს, ამაში ეჭვიც არ შეგეპაროს, მეზო-
ბელზე კი არა, თუმცა, არც ესაა გამორიცხული, მაგრამ პირ-
ველ რიგში გაბრაზდება იმაზე, ვინც უმუშევარს დატოვებს, ეს
ხომ ცხადია. და ვინ იქნება ის, ვინც მას სამსახურის დაკარ-
გვაში დაეხმარა? ჩემი ქალიშვილი. ასე რომ, ვისზე გაბრაზ-
დება ის ოყლაყი? ჩემს ქალიშვილზე. და, აქედან გამომდინა-
რე, მის ოჯახზე, ხომ იცი, ხალხი როგორია, შურისძიება სას-
ტიკი და განურჩეველი იქნება. გეფიცები, ღამღამობით საში-
ნელი კოშმარები არ მასვენებს, – ჩაიცინა კიმმა და ბალახს
ჩააშტერდა, თითქოს ღამის კოშმარებს იხსენებსო, – ზოგი
ისეთია, თმა ყალყზე დაგიდგება. ხანდახან მესიზმრება, რომ
მეხიკოში ვარ, მაგრამ თან ეს მეხიკო არ არის. მინდა ვთქვა,
უცნობი ქალაქია, მაგრამ იმ ქალაქს სხვა სიზმრებიდან ვიც-
ნობ-მეთქი. თავი ხომ არ შეგაწყინე?
– არა, რას ამბობ!
– როგორც გეუბნებოდი, სრულიად უცხო ქალაქია და თან
ძალიან ნაცნობი. დაუსრულებლად დავეხეტები იმ ქალაქის
ქუჩებში, ვცდილობ, სასტუმრო ვიპოვო ან პანსიონი, სადაც
ჩემი დაბინავება მოუნდებათ. მაგრამ ვერაფერს ვპოულობ.
მარტო ვიღაც მუნჯ ვიგინდარას ვაწყდები გამუდმებით. ყვე-
77 მკითხველთა ლიგა
ლაზე უარესი ის არის, რომ საღამოვდება, მე კი ვიცი, რომ
საკმარისია, დაღამდეს და ჩემს ცხოვრებას ჩალის ფასი და-
ედება, გესმის? როგორც ამბობენ, ბუნების ძალებზე ვიქნები
დამოკიდებული. აი, ასეთი ნაგვობები მესიზმრება, – დასძინა
ჩაფიქრებულმა.
– კარგი, კინ, წავალ, ვნახავ, გოგოები შინ არიან თუ არა.
– რა თქმა უნდა, – მითხრა მან ისე, რომ ხელი არ გაუშვია.
– მერე გამოსამშვიდობებლად შემოგივლი, – ვუთხარი
მხოლოდ იმიტომ, რომ რამე მეთქვა.
– მომეწონა წუხანდელი შენი საქციელი, გარსია მადერო.
მომეწონა, რომ მარიაზე იზრუნე და იმდენი ბოზის დანახვაზე
თავგზა არ აგებნა.
– არა, მარტო ლუპე იყო... ჩემი მეგობრების მეგობრები კი
ჩემი მეგობრები არიან, – ვთქვი ყურებამდე გაწითლებულმა.
– კარგი, მიდი, გოგოები ნახე, მგონი, კიდევ ერთი სტუმა-
რი ჰყავთ, ის ოთახი უფრო კონკურენტულია, ვიდრე... – შესა-
დარებელი სიტყვა ვერ მოიფიქრა და გაიცინა.
რამდენადაც შემეძლო, სწრაფად დავშორდი.
ის-ის იყო პატიოში უნდა გავსულიყავი, რომ უკან მოვიხე-
დე. კიმ ფონტი ისევ იმ ადგილას იდგა, სადაც დავტოვე, თით-
ქმის უხმოდ ქირქილებდა და მაგნოლიებს შეჰყურებდა.

18 ნოემბერი
დღეს ფონტების სახლში კიდევ ერთხელ მივედი. კინი გა-
მოვიდა, ჩემთვის კარი რომ გაეღო და მომეხვია. პატიოს პა-
ტარა სახლში მარია, ანხელიკა და ერნესტო სან-ეპიფანიო
დამხვდნენ. სამივე ანხელიკას საწოლზე იჯდა. რომ შევედი,
გაუცნობიერებლად ერთმანეთს მიეკრნენ, თითქოს არ უნ-
დათ, დავინახო, რას იყოფენო. მომეჩვენა, რომ პანჩოს ელო-
78 მკითხველთა ლიგა
დებოდნენ. როცა აღმოაჩინეს, რომ პანჩო კი არა, მე ვიყავი,
სახეებზე დაძაბულობა მაინც შერჩათ.
– კარის დაკეტვას უნდა მიეჩვიო, – უთხრა დას ანხელი-
კამ, – რომ ვიღაცები თავს ასე მოულოდნელად არ წამოგვად-
გნენ.
მარიასგან განსხვავებით, ანხელიკას ძალიან თეთრი პი-
რისკანი აქვს, მაგრამ ისეთი ტონალობისა, რომ ვერ იტყვი,
უფრო ზეთისხილისფრისკენაა თუ ვარდისფრის, უფრო ალ-
ბათ ზეთისხილის და კიდევ – გამოკვეთილი ღაწვები, განიე-
რი შუბლი და უფრო მსხვილი ტუჩები, ვიდრე მის დას. რომ
შემომხედა (როცა სხვა დროს მივდიოდი და იქ იყო, არ მიყუ-
რებდა), ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მის გრძელ და
ნატიფთითებიან, მაგრამ, ამასთანავე, საოცრად ღონიერ
ხელს ჩემს მკერდში შემოეღწია და გულში ძალუმად ჩამფრე-
ნოდა. ასეთი მხატვრული სახე ლიმას და ბელანოს ნამდვი-
ლად არ მოეწონებოდათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სწორედ
ასეთი შეგრძნება მქონდა, მისი ხელი გულზე ხელთათმანი-
ვით მიჭერდა.
– ბოლოს მე არ შემოვსულვარ, – მიუგო მარიამ.
– არა, ბოლო შენ იყავი! – დარწმუნებული, ლამის მბრძა-
ნებლური ტონით უთხრა ანხელიკამ და წამიერად გავიფიქრე,
უმცროსს კი არა, უფროს დას უფრო ჰგავს-მეთქი, – კარი გა-
დაკეტე და სადმე დაჯექი! – ახლა მე მიბრძანა.
ისე მოვიქეცი, როგორც მეუბნებოდნენ. ოთახის ფარდები
ფრიალებდა და ოთახში მოყვითალოდ დაფერილი მწვანე სი-
ნათლე შემოჰქონდა. ხის ტაბურეტზე ჩამოვჯექი ერთ-ერთ თა-
როსთან და ვიკითხე, რას ათვალიერებდით-მეთქი. ერნესტო
სან-ეპიფანიომ თავი ასწია და რამდენიმე წამს ყურადღებით
მაკვირდებოდა.
79 მკითხველთა ლიგა
– შენ ის არა ხარ, იმ დღეს ჩემი წიგნებით რომ დაინტერეს-
დი? – ჰო. ბრაიან პატენი იყო, ადრიან ჰენრი და კიდევ ერთი,
რომლის სახელიც აღარ მახსოვს.
– სპაიკ ჰოკინსის The Lost Fire Brigade.
– მართალია.
– უკვე იყიდე? – მკითხა და ხმაში ოდნავი სარკაზმი შევამ-
ჩნიე.
– ჯერ ვერა, მაგრამ მალე ვიყიდი.
– სპეციალურ წიგნების მაღაზიაში უნდა წახვიდე, სადაც
ინგლისურენოვან ლიტერატურას ყიდიან. მექსიკის ჩვეულებ-
რივ მაღაზიებში ვერ იპოვი.
– ჰო, ჰო, ულისესმა უკვე მითხრა, რომელ მაღაზიაშიც და-
დიხართ.
– ეჰ, ულისეს ლიმა, – თქვა სან-ეპიფანიომ და ასო ი-ზე
ძლიერი მახვილი დასვა, – ნამდვილად ბოდლერის მაღაზია-
ში გაგაგზავნიდა, სადაც უამრავი ფრანგული პოეზიაა, მაგრამ
ძალიან ცოტა ინგლისური... ჩვენ კი ვინ ვართ?
– ჩვენ? ვინ ჩვენ? – ვკითხე გაოცებულმა.
ამ საუბრის დროს დები ფონტები თვალს არ გვაშორებ-
დნენ, მაგრამ თან ერთმანეთს რაღაცებს უცვლიდნენ. ვერ
ვხედავდი, ხელში რა ეჭირათ. დროდადრო იცინოდნენ. ანხე-
ლიკას სიცილი ნაკადულის რაკრაკს მიაგავდა.
– წიგნის მაღაზიების მომხმარებლები.
– ჰო, რეალვისცერისტები, ცხადია.
– ნუ მაცინებ. იმ ჯგუფში მარტო ულისესი და მისი ჩილელი
მეგობარი კითხულობენ. დანარჩენები, უბრალოდ, წერა-კით-
ხვის უცოდინრები არიან. წიგნის მაღაზიებში წიგნების მო-
პარვის მეტს, ჩემი აზრით, არაფერს აკეთებენ.

80 მკითხველთა ლიგა
– იმედია, მერე იმ მოპარულ წიგნებს მაინც კითხულობენ,
არა? – დავასკვენი ცოტა არ იყოს ნირწამხდარმა.
– არა, ძალიან ცდები, იმ წიგნებს ულისესსა და ბელანოს
ჩუქნიან. ისინი კითხულობენ, მათ უყვებიან და მერე იმათ თა-
ვი მოაქვთ, კენოც წაკითხული გვაქვსო, როცა სინამდვილეში
მათი „დამსახურება“ მარტო კენოს წიგნის მოპარვით იწყება
და მოპარვითვე მთავრდება, წაკითხვით თავს არც ერთი არ
იწუხებს.
– ბელანო ჩილეელია? – ვკითხე მე, რადგან მინდოდა, სა-
უბარი სხვა თემაზე გადამეტანა, თანაც მართლა არ ვიცოდი.
– აქამდე ვერ მიხვდი? – სიტყვა მომიგდო მარიამ ისე, რომ
თავი არც აუწევია, ისევ იმ რაღაცას ჩასჩერებოდა.
– ჰო, ცოტა უცნაური აქცენტი კი შევამჩნიე, მაგრამ ვიფიქ-
რე, ალბათ ტამაულიპასელი ან იუკატანელია-მეთქი...
– იუკატანელი გეგონა? კარგი რა, გარსია მადერო, რა გუ-
ლუბრყვილო ხარ. ბელანო ეგონა იუკატანელი... – უთხრა
სან-ეპიფანიომ დებ ფონტებს და სამივემ გაიცინა.
მეც გავიცინე.
– იუკატანელს არ ჰგავს, მაგრამ შეიძლებოდა, ყოფილი-
ყო, – ვთქვი მე, – თანაც იუკატანელებს კარგად არც ვიცნობ.
– იუკატანელი არ არის. ჩილეელია.
– დიდი ხანია, მექსიკაში ცხოვრობს? – მხოლოდ იმიტომ
ვიკითხე, რომ რამე მეთქვა.
– პინოჩეტის პუტჩის მერე, – მითხრა მარიამ და თავი არც
ამჯერად აუწევია.
– ომამდე ბევრად ადრე ჩამოვიდა, – შეუსწორა სან-ეპი-
ფანიომ, – მე 1971-ში გავიცანი. მაგრამ მერე ჩილეში დაბ-
რუნდა და როდესაც ის გადატრიალება მოხდა, სამუდამოდ
დასახლდა მექსიკაში.
81 მკითხველთა ლიგა
– მაშინ შენ არც კი გიცნობდით, – უთხრა ანხელიკამ.
– იმ წლებში მე და ბელანო ძალიან ვმეგობრობდით, –
უპასუხა სან-ეპიფანიომ, – თვრამეტი წლისანი ვიყავით და
ბუკარელის ქუჩაზე ყველაზე ახალგაზრდა პოეტებად ვით-
ვლებოდით.
– შეიძლება გავიგო, რას ათვალიერებთ? – ვკითხე მე.
– ჩემს ფოტოსურათებს. შეიძლება არ მოგეწონოს, მაგ-
რამ, თუ გინდა, შეგიძლია, შენც დაათვალიერო.
– ფოტოგრაფი ხარ? – ჩავეკითხე, თან წამოვდექი და სა-
წოლისკენ გავეშურე.
– არა, მარტო პოეტი, – მიპასუხა სან-ეპიფანიომ და ჩა-
იჩოჩა, – პოეზიაა ჩემი წყალი და პური, თუმცა წელს ვულგა-
რული საქციელი უნდა ჩავიდინო – მოთხრობების წერაც და-
ვიწყო.
– გამომართვი, – ანხელიკამ ფოტოსურათების დასტა გა-
მომიწოდა, რომლებიც უკვე დათვალიერებული ჰქონდათ, –
ქრონოლოგიურადაა დაწყობილი და შენც ასე დაათვალიერე.
ორმოცდაათი-სამოცი ფოტოსურათი იქნებოდა. ყველა
ფლეშით იყო გადაღებული. ყველა ერთ ოთახში, რომელიც
ნამდვილად სასტუმროს ნომერი უნდა ყოფილიყო, ორის გა-
მოკლებით, რადგან იმ ორზე ღამის ქუჩა მოჩანდა, ძლივს გა-
ნათებული, კიდევ წითელი „მუსტანგი“, რომელშიც რამდენი-
მე ადამიანი იჯდა. „მუსტანგში“ მსხდომთა სახეები წაშლილი
იყო, დანარჩენ სურათებზე ასე თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლის
ყმაწვილი იყურებოდა, თუმცა, შეიძლება თხუთმეტისაც ყო-
ფილიყო, ქერა, თმაშეკრეჭილი, კიდევ ვიღაც გოგო, ორი-სა-
მი წლით მასზე უფროსი და ერნესტო სან-ეპიფანიო. აშკარად
ოთხნი უნდა ყოფილიყვნენ, ერთი ხომ იმ სურათებს იღებდა,
მაგრამ ის მეოთხე არც ერთ ფოტოზე არ ჩანდა. პირველ ფო-
82 მკითხველთა ლიგა
ტოებზე ქერა ბიჭი ჩაცმული იყო, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა
ტანსაცმელს იხდიდა. მეთხუთმეტე სურათის შემდეგ სან-ეპი-
ფანიო და ის გოგო ჩნდებოდნენ. სან-ეპიფანიოს იასამნისფე-
რი მაისური ეცვა, გოგო სადღესასწაულო კაბაში იყო გამოწ-
ყობილი.
– ეს ბიჭი ვინ არის? – ვიკითხე მე.
– გაჩუმდი და ისე ათვალიერე. შეკითხვები მერე, – მით-
ხრა ანხელიკამ.
– ჩემი სიყვარულია, – მიპასუხა სან-ეპიფანიომ.
– ააა, და გოგო?
– მისი უფროსი დაა.
ასე მეოცე სურათზე ქერა ბიჭი თავისი დის ტანსაცმელს
იცვამდა. გოგო ძმასავით ქერა არ იყო და ცოტა მსუქანიც ეთ-
ქმოდა. სურათში იმას, ვინც მათ სურათებს უღებდა, უხამს
ჟესტებს უჩვენებდა. სან-ეპიფანიო, პირიქით, თავშეკავებუ-
ლად გამოიყურებოდა, ყოველ შემთხვევაში, პირველ სურა-
თებზე, თავი დინჯად ეჭირა, სერიოზულად, მაგრამ ოდნავ
იღიმებოდა, ხან სავარძელზე იჯდა, ხან საწოლის კიდეზე.
თუმცა, როგორც მერე აღმოჩნდა, ეს სერიოზული პოზა მარ-
ტო თვალთმაქცობა იყო, რადგან ასე ოცდამეათე-ოცდამეთ-
ხუთმეტე სურათიდან სან-ეპიფანიოც იწყებდა გახდას (მისი
სხეული, გრძელი ფეხები, გრძელი ხელები სურათებზე განსა-
კუთრებით გამხდარი მოჩანდა, ლამის ჩონჩხისმაგვარი, უფ-
რო მეტად გამხდარი, ვიდრე სინამდვილეში). შემდეგ სან-ეპი-
ფანიო ქერა ყმაწვილს ყელში კოცნიდა, მერე ტუჩებში, თვა-
ლებზე, ზურგზე, ნახევრად ამდგარ პენისზე (რომელიც იმ ასე
ნატიფი სხეულის მქონე ბიჭს კარგა გამოკვეთილი ჰქონდა),
ამ ყველაფერს ბიჭის დის თანდასწრებით აკეთებდა. გოგოც
დაჟინებულ მზერას არ აშორებდა, თუმცა სურათებზე ხან
83 მკითხველთა ლიგა
მთლიანად ჩანდა, ხან კი მისი სხეულის მხოლოდ რომელიმე
ნაწილი მოჩანდა (მკლავი, ხელი, რამდენიმე თითი, პროფი-
ლი), ან დროდადრო მარტო მისი ჩრდილი ირეკლებოდა კე-
დელზე. უნდა ვაღიარო, რომ აქამდე ასეთი რამ არასოდეს მე-
ნახა. არავის გავუფრთხილებივარ, რომ სან-ეპიფანიო ჰომო-
სექსუალი იყო (ლუპეს გარდა, თუმცა ლუპემ მეც ჰომოსექ-
სუალად მომნათლა). ასე რომ, შევეცადე, ჩემი გრძნობები
(რომლებიც შეცბუნებით უფრო გამოიხატებოდა) არ გამომემ-
ჟღავნებინა და, რამდენადაც შემეძლო, თავდაჭერილად გა-
ვაგრძელე სურათების თვალიერება. შემდეგ ფოტოსურათებ-
ში ის იყო აღბეჭდილი, რისაც მეშინოდა: ბრაიან პატენის
მკითხველი ქერა ბიჭს ხმარობდა. ვიგრძენი, როგორ ვწით-
ლდებოდი და უცებ მივხვდი, რომ არ ვიცოდი, როგორ უნდა
შემეხედა ფონტებისა და სან-ეპიფანიოსთვის, როდესაც ამ
ფოტოსურათებით ჩემი გამოცდა დასრულდებოდა. სოდომის
ბიჭს სახე ერთმანეთში აზელილი ორი განცდით, სიამოვნები-
თა და ტკივილით ჰქონდა დამანჭული (ან მსახიობობდა, მაგ-
რამ ეს აზრი მოგვიანებით მომივიდა). სან-ეპიფანიოს კი სახე
ხან სამართებელივით უბასრდებოდა, ხან დანის პირივით
ულაპლაპებდა. ბიჭის და ამ სცენას აკვირდებოდა და გამო-
მეტყველება სექსის ფაზების მიხედვით ეცვლებოდა, ველური
სიხარულიდან ღრმა მელანქოლიამდე. ბოლო ფოტოსურა-
თებზე სამივე სხვადასხვა პოზაში იწვა, თავი ისე ეჭირათ,
თითქოს ეძინათ ან ფოტოგრაფს უღიმოდნენ.
– საწყალი ბიჭი, ეტყობა, იქ ძალით იყო მიყვანილი, –
ვთქვი მე, რომ სან-ეპიფანიოსთვის წამეკბინა.
– ძალით? სულაც მისი იდეა იყო. პატარა გარყვნილი ბი-
ჭია.

84 მკითხველთა ლიგა
– მაგრამ შენ მაინც სიგიჟემდე გიყვარს, – უთხრა ანხელი-
კამ.
– ჰო, სიგიჟემდე მიყვარს, მაგრამ ძალიან ბევრი რამ გვა-
შორებს ერთმანეთისგან.
– მაგალითად? – ჰკითხა ანხელიკამ.
– მაგალითად, ფული. მე ღარიბი ვარ, ის კი მდიდარი და
განებივრებული ბიჭია, ფუფუნებას, მოგზაურობასაა მიჩვე-
ული. ცხოვრებაში საერთოდ არაფერი არ აკლია.
– აქ სიმდიდრისა და განებივრებისა არაფერი ეტყობა,
ზოგ სურათში კი მართლაც გარყვნილი გამომეტყველება
აქვს, – აღვნიშნე გულწრფელად.
– მის ოჯახს უამრავი ფული აქვს, – განაგრძო სან-ეპიფა-
ნიომ.
– მაშინ ცოტა უკეთეს სასტუმროში მაინც წასულიყავით,
აქ, ეტყობა, საშინელი განათება იყო.
– ჰონდურასის საელჩოს ლუქსია, – მითხრა სან-ეპიფანი-
ომ და მომაკვდინებელი მზერით გადმომხედა, მაგრამ, რო-
გორც ჩანს, მერე ინანა, საიდუმლო რომ გამიმხილა და დას-
ძინა: – იცოდე, არავისთან წამოგცდეს.
სურათების დასტა დავაბრუნე და სან-ეპიფანიომ ჯიბეში
ჩაიწყო. ჩემი მარცხენა მკლავიდან რამდენიმე სანტიმეტრში
ანხელიკას შიშველ მკლავს ვგრძნობდი. გამბედაობა მოვიკ-
რიბე და თვალებში შევხედე. ისიც მიყურებდა. მგონი, ოდნავ
გავწითლდი. ბედნიერება ვიგრძენი. მაგრამ მაშინვე ყველა-
ფერი გავაფუჭე.
– დღეს პანჩო არ მოსულა? – ვიკითხე ნამდვილი იდიოტი-
ვით.
– ჯერ არა, – მითხრა ანხელიკამ, – აბა, როგორ მოგეწონა
სურათები?
85 მკითხველთა ლიგა
– შთამბეჭდავია, – ვთქვი მე.
– მარტო შთამბეჭდავი? – სან-ეპიფანიო წამოდგა და იმ
ხის სკამზე დაჯდა, სადაც ადრე მე ვიჯექი და მისთვის დამახა-
სიათებელი ირონიული ღიმილით დამიწყო ყურება.
– რა გითხრა, თავისი პოეზია აქვს. თუმცა, მარტო ის რომ
აღვნიშნო, პოეტური ფოტოებია-მეთქი, მოგატყუებ. უცნაური
ფოტოებია. ვიტყოდი, პორნოგრაფიული-მეთქი. დამამცირე-
ბელი მნიშვნელობით არა, მაგრამ მაინც პორნოგრაფიული.
– ყველა ისე აფასებს მოვლენებს, რის საშუალებასაც მისი
გაგების ზღვარი აძლევს, – თქვა სან-ეპიფანიომ, – სურათებ-
მა აღგაგზნეს?
– არა, – ვუპასუხე მოღუშულმა, თუმცა ბოლომდე დარწმუ-
ნებული არ ვიყავი, – არ აღმაგზნო, მაგრამ არც საზიზღარი
გრძნობა დაუტოვებია.
– მაშასადამე, პორნოგრაფია არ ყოფილა. ყოველ შემ-
თხვევაში, შენთვის მაინც.
– შეიძლება ითქვას, მომეწონა კიდეც, – დავუშვი მე.
– ჰოდა, მარტო ეგ თქვი: მომეწონა, არ ვიცი, რატომ, მაგ-
რამ მომეწონა, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნე-
ლობა არა აქვს-თქო, და მორჩა.
– ვინ იღებდა? – იკითხა მარიამ.
სან-ეპიფანიომ ანხელიკას შეხედა და გაიცინა.
– ეს საიდუმლოა. დამაფიცა, რომ არავის ვეტყოდი.
– იდეა ბილისა იყო. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იღებდა! –
თქვა ანხელიკამ.
ესე იგი ჰონდურასის ელჩის შვილს ბილი ჰქვია, ძალიანაც
შესაფერისი სახელია-მეთქი, გავიფიქრე.
მერე კი, არ ვიცი რატომ, მომეჩვენა, რომ სურათების გა-
დამღები ულისეს ლიმა უნდა ყოფილიყო. მეორე წუთს იმ აზ-
86 მკითხველთა ლიგა
რმაც გამიელვა, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ბელანო რა
ეროვნებისაა-მეთქი. მერე ანხელიკას დავუწყე ყურება, მაგ-
რამ ისე, რომ არ შეემჩნია, განსაკუთრებით მაშინ ვუყურებ-
დი, როცა თავი ლექსების კრებულში ჰქონდა ჩარგული (ეჟენ
სავიცკაიას Les Lieux de la douleur-ში23, წიგნიდან თავს მარ-
ტო მაშინ სწევდა, როცა უნდოდა, საუბარში ჩართულიყო. მა-
რია და სან-ეპიფანიო საუბარს ეროტიკულ ხელოვნებაზე გა-
ნაგრძობდნენ. შემდეგ ისევ იმაზე დავიწყე ფიქრი, შეიძლებო-
და თუ არა, რომ ის ფოტოები ულისეს ლიმას გადაეღო და
ისიც გამახსენდა, რასაც კაფე „კიტოში“ მოვკარი ყური, ლიმა
ნარკოტიკებით ვაჭრობსო, და თუკი ნარკოტიკებით ვაჭრობს,
მაშინ, არც ის იქნებოდა გასაკვირი, რომ სხვა რამეებითაც
ევაჭრა. ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც ბარიოსი გამოჩნდა და
თან ხელკავით ძალიან სიმპათიური ჩრდილოამერიკელი
(სულ იღიმებოდა) გოგო მოიყვანა. გოგოს ბარბარა პატერ-
სონი ერქვა. მათ მოჰყვა პოეტი ქალი, სახელად სილვია მო-
რენო, რომელსაც არ ვიცნობდი და ყველამ მარიხუანის მოწე-
ვა დავიწყეთ.
დიდი ხნის შემდეგ, ბუნდოვნად მახსოვს (თუმცა მოსაწევის
ბრალი არ უნდა ყოფილიყო, რადგან მის მოქმედებას სულ
ოდნავ ვგრძნობდი), ვიღაცამ ისევ ბელანოს ეროვნების თემა
წამოსწია. შეიძლება მეც ვიყავი, არ ვიცი და ყველამ ბელანო-
ზე დაიწყო ლაპარაკი, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, მისი
ლანძღვა-მეთქი, მარიასა და ჩემი გამოკლებით, რადგან იმ
დროისათვის ჯგუფს ფიზიკურადაც და სულიერადაც გამოყო-
ფილები ვიყავით, და კარგა მაგრადაც (შეიძლება მოსაწევის
ბრალიც იყო), მაგრამ სხვები რას ამბობდნენ, მაინც მესმო-

23 Les Lieux de la douleur (ფრ.) – „ტანჯვის ადგილები“)


87 მკითხველთა ლიგა
და. ასევე ლაპარაკობდნენ იმაზე, მის მოგზაურობაზე გერე-
როს შტატში, პინოჩეტის ჩილეში, საიდანაც მარიხუანა ჩამოჰ-
ქონდა და მერე მეხიკოში მწერლებსა და მხატვრებს შორის
ასაღებდა. მაგრამ როგორ შეეძლო ლიმას, მარიხუანის სა-
შოვნელად კონტინენტის ასეთ შორეულ მხარეს წასულიყო?
სიცილი გავიგონე. მგონი, მეც გავიცინე. ის კი არა, მგონი, ძა-
ლიან ბევრსაც ვიცინოდი. თვალები დახუჭული მქონდა. იმათ
თქვეს, არტურო აიძულებს ულისესს, ძალიან ბევრი იმუშაოს,
არადა, რისკი ახლა ბევრად მეტიაო. ეს წინადადება ტვინში
ჩამებეჭდა. საწყალი ბელანო-მეთქი, გავიფიქრე. მერე მარი-
ამ ხელი გამომიწოდა და სახლიდან გავედით, სწორედ ისე,
როგორც მაშინ, როცა პანჩო მოდიოდა და ანხელიკა გარეთ
გვყრიდა, მაგრამ ახლა პანჩო არ იყო და არავინ არ გვაგდებ-
და.
მგონი, მერე დამეძინა.
ღამის სამ საათზე გამეღვიძა. ხორხიტო ფონტის გვერდით
ვიწექი.
უეცრად წამოვვარდი. ვიღაცას ჩემთვის ფეხსაცმელები,
შარვალი და პერანგი გაეხადა. ფრთხილად დავუწყე ტანსაც-
მელს ძებნა, არ მინდოდა, ხორხიტო გამეღვიძებინა. პირვე-
ლი, რაც ვიპოვე, ჩემი ჩანთა იყო, წიგნებითა და ლექსებით
სავსე ჩანთა იატაკზე იდო, საწოლის ფეხთან. ცოტა მოშორე-
ბით სკამზე გადაკიდებული შარვალი, პერანგი და ქურთუკიც
დავლანდე. მაგრამ ფეხსაცმელები არსად ჩანდა. საწოლის
ქვეშ დავუწყე ძებნა და მარტო ხორხიტოს ცალ-ცალი სპორ-
ტული ფეხსაცმელები ვიპოვე. ჩავიცვი და იმაზე დავფიქრდი
სინათლე ამენთო თუ ფეხშიშველი წავსულიყავი. ფანჯარას
მივუახლოვდი, მაგრამ ამ ორი შესაძლებლობიდან ჯერ არც
ერთი არჩეული არ მქონდა. ფარდები რომ გადავწიე, მივ-
88 მკითხველთა ლიგა
ხვდი, რომ მეორე სართულზე ვიყავი. ჩაბნელებულ პატიოს
მოვავლე თვალი. პატიოს გადაღმა დები ფონტების მთვარით
მსუბუქად განათებული პატარა სახლი ჩანდა. თავიდან ვერც
იმას მივხვდი, რომ სახლს მთვარის კი არა, ფარნის შუქი ანა-
თებდა. ფარანი ჩემი ფანჯრის ქვეშ ეკიდა, ცოტა მარცხნივ,
სამზარეულოს გარე კედელზე. სინათლე ძლივს ბჟუტავდა.
შევეცადე, გოგოების სახლის ფანჯარაც გამერჩია, მაგრამ
ტოტებისა და ჩრდილების გარდა ვერაფერს ვხედავდი. რამ-
დენიმე წამს ვყოყმანობდი, ისევ საწოლში ხომ არ ჩავწვე და
დილამდე ხომ არ დავიძინო-მეთქი, მაგრამ ამ აზრის უკუსაგ-
დებად მყისვე რამდენიმე მიზეზი მოვიშველიე: პირველი:
აქამდე არასოდეს ღამე სხვაგან ისე არ გამეთია, რომ ბიძა და
ბიცოლა არ გამეფრთხილებინა; მეორე: ვიცოდი, რომ ვერა
და ვეღარ დავიძინებდი; მესამე: ანხელიკა უნდა მენახა, რის-
თვის? აღარ მახსოვდა, მაგრამ მისი ნახვის დაუძლეველი
სურვილი მკლავდა: აუცილებლად უნდა მენახა, როგორ ეძი-
ნა, მისი საწოლის ფეხთან ძაღლივით ან ბავშვივით უნდა მოვ-
კუნტულიყავი (საშინელი, მაგრამ ზუსტი მეტაფორაა). ასე
რომ, კარამდე ფრთხილად მივედი და ხორხიტოს გონებაში
მადლობა გადავუხადე. გმადლობ, კუნიადო!24 (რაც ლათინუ-
რი სიტყვა cognatus-იდან მოდის), რომ შემიფარე-მეთქი. ამ
სიტყვებმა გამბედაობა შემმატა, ძალა მომემატა და, როგორც
იქნა, ბნელ კორიდორში გავედი. იქ ყველაზე ბნელ ღამესა-
ვით წკვარამი დამხვდა, ან კინოთეატრის ჩაბნელებული დარ-
ბაზივით. ადვილი შესაძლებელი იყო, გზა ამრეოდა, რამეს
წამოვდებოდი (ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგა-
ლითად, ვინმეს ეთვალთვალა. კედლებზე კარგა ხანს მომიხ-
24Cuñado (ესპ.) – ცოლისძმა. Cognatus (ლათ.) სისხლისმიერი ნათესავი,
განსაკუთრებით, დედის მხრიდან
89 მკითხველთა ლიგა
და ხელების ფათური. უსაშველოდ ხანგრძლივი და სულის
შემხუთველი პროცესი აღმოჩნდა, დეტალურად ვერ მოვყვები
(დეტალებს ვერ ვიტან). ასე გაგრძელდა, სანამ პირველი და
მეორე სართულის კიბეზე გამავალი კარი არ ვიპოვე. იქ ძეგ-
ლივით გავშეშდი (ანუ საშინლად გაფითრებული, ენერგიუ-
ლად და თან დაბნეულად ხელებგაშლილი) და მივხვდი, რომ
ორიდან ერთი უნდა მომემოქმედა: ან მისაღები ოთახი მეპო-
ვა, მერე ტელეფონი მომეძებნა და მაშინვე სახლში დამერეკა,
სადაც ბიძაჩემსა და ბიცოლაჩემს, სავარაუდოდ, სულ მცირე,
ერთი პატიოსანი პოლიციელი მაინც ეყოლებოდათ გაღვიძე-
ბული, ან როგორმე სამზარეულომდე მიმეღწია, რაც, რო-
გორც მახსოვდა, მარცხნივ უნდა ყოფილიყო, რომელიღაც
სასადილოს მსგავსი ოთახის გვერდით. გავიაზრე ორივე მოქ-
მედების დადებითი და უარყოფითი მხარეები და უფრო წყნა-
რი ავირჩიე – ფონტების დიდი სახლი რაც შეიძლება სწრა-
ფად დამეტოვებინა. მაგრამ გადაწყვეტილება მივიღე თუ არა,
უეცრად კიმ ფონტის სილუეტი დავლანდე სიბნელეში. კინი
ღრმა სავარძელში იჯდა და გოგირდის მოწითალო ნისლში
იყო გახვეული. ძლივს მოვახერხე, დავმშვიდებულიყავი. სახ-
ლში ყველას ეძინა, თუმცა, ჩემი სახლისგან განსხვავებით, იქ
არავის ხვრინვა არ ისმოდა. რამდენიმე წამი გავიდა, სანამ
თავს დავირწმუნებდი, რომ საშიში არაფერი იყო, ყოველ შემ-
თხვევაში, იმ გარდაუვალის გარდა, რაც თავს დამფარფატებ-
და და ნაბიჯი წინ გადავდგი. სახლის ამ ფრთაში პატიოს ნა-
თურა გზას სუსტად, მაგრამ მაინც მინათებდა და მეც სამზა-
რეულოს პოვნა არ გამჭირვებია. იქ ჩემი უკიდურესი სიფ-
რთხილე დავივიწყე, კარი მივხურე, სინათლე ავანთე და
სკამზე დავენარცხე. სული ყელში მებჯინებოდა, თითქოს აღ-
მართზე მთელი კილომეტრი მერბინოს. შემდეგ მაცივარი გა-
90 მკითხველთა ლიგა
მოვაღე, ფინჯანი რძით პირთამდე გავივსე, ლორითა და ყვე-
ლით სენდვიჩი გავიკეთე და არც დიჟონის ხამანწკებითა და
მდოგვით შენელებული ცხარე საწებელი დამვიწყებია. როდე-
საც ჭამას მოვრჩი, ჯერ ისევ მშიოდა, ამიტომ, მეორე სენდვი-
ჩიც მოვიმზადე, ამჯერად ყველით, სალათის ფოთლებით,
მჟავე კიტრითა და რამდენიმე სხვადასხვანაირი ჩილით, მაგ-
რამ მადა ამითაც რომ ვერ დავიოკე, გადავწყვიტე, რამე უფ-
რო მაწიერი მომეძებნა. მაცივრის სიღრმეში, პლასტიკის ჯამ-
ში საწებლიანი ქათმის რამდენიმე ნაჭერი ვიპოვე, მეორეში
ცოტაოდენი ბრინჯი, ალბათ იმ დღის სადილის მონარჩენი,
მერე პური მოვიძიე, ნაჭრები კი არა, მთლიანი და ვახშმის
მომზადებას შევუდექი. სასმელად „ლულუს“ მარწყვის ლიმო-
ნათი ავირჩიე, რომელიც სინამდვილეში ტანჟელოს გემოთია
უკეთესი. სამზარეულოს სკამზე ჩამომჯდარი ვილუკმებოდი,
სიწყნარეში და მომავალზე ვფიქრობდი. იმ ფიქრებში ტორნა-
დოებს, ქარიშხლებს, ზღვის უზარმაზარ ტალღებს, ხანძრებს
ვხედავდი. მერე გავრეცხე ქვაბი, თეფში, დანა-ჩანგალი, ნამ-
ცეცებიც მოვასუფთავე და პატიოსკენ გამავალი საკეტი გავ-
წიე. სანამ გავიდოდი, სინათლე ჩავაქრე.
დები ფონტების პატარა სახლი შიგნიდან იყო ჩაკეტილი.
ერთხელ დავიძახე და ანხელიკას სახელი ჩავიჩურჩულე.
არავინ მიპასუხა. უკან გავიხედე, მაგრამ პატიოში ავბედითად
გაკლაკნილმა ჩრდილებმა და შადრევანმა, რომელიც გაბრა-
ზებული მხეცივით აღმართულიყო, ხორხიტო ფონტის ოთახში
დაბრუნება გადამაფიქრებინა. კიდევ ერთხელ დავიძახე, ამ-
ჯერად უფრო ხმამაღლა. ერთხანს მოვიცადე და გადავწყვიტე,
ტაქტიკა შემეცვალა, რამდენიმე მეტრით მარცხნივ გადავი-
ნაცვლე და ფანჯრის ცივ მინაზე თითის წვერები ავაკაკუნე. მა-
რია, ანხელიკა, მარია, გამიღეთ, მე ვარ-მეთქი, დავუძახე. მე-
91 მკითხველთა ლიგა
რე გავჩუმდი, რამე შედეგის მოლოდინში, მაგრამ პატარა
სახლში არავინ განძრეულა. გაღიზიანებული, უფრო სწორი
იქნება, თუ ვიტყვი, გაღიზიანებულად შეგუებული არსებულ
მდგომარეობას, ისევ კართან დავბრუნდი, ჩავცურდი, კარს
მივეყუდე და პატიოს უაზრო მზერით მივაშტერდი. მივხვდი,
რომ სხვა გზა არ მრჩებოდა, იქ მომიწევდა ღამის გათენება,
დაძინებაც კი. ასე თუ ისე, დები ფონტების ფერხთით ვიწვებო-
დი, ძაღლივით (სველი ძაღლივით ცივ ღამეში!), როგორც
რამდენიმე საათის წინ სრულიად დაუფიქრებლად და გაუაზ-
რებლად მე თვითონ ვინატრე. ერთი სული მქონდა, მეტირა.
უახლოესი მომავალი უსიხარულო და დარდის მომგვრელი
აღმოჩნდა. ამ უსიამოვნო შეგრძნებისთვის წინააღმდეგობა
რომ გამეწია, თავი ვაიძულე, იმ წიგნებზე მეფიქრა, მომავალ-
ში რომ უნდა წამეკითხა, და იმ ლექსებზე, რომლებიც უნდა
დამეწერა. მერე დავფიქრდი, ახლა აქ რომ დავიძინო, ალბათ
ფონტების მოახლე მიპოვის, ჩემს გაღვიძებას შეეცდება და
ასე ამაცილებს თავიდან სირცხვილს, რაც უთუოდ მელის, თუ-
კი სენიორა ფონტი, მისი რომელიმე ქალიშვილი, ან თავად
კიმ ფონტი გადამაწყდება-მეთქი. თუმცა, იმის იმედი მაინც მი-
ჭიატებდა, რომ შეიძლება ჩემი ასეთი საქციელი სენიორ
ფონტს მოსწონებოდა კიდეც, ჩაეთვალა, რომ მთელი ღამე
მარიასა და ანხელიკას კართან გართხმული მათ უსაფ-
რთხოებას ვდარაჯობდი და ღამეც კი შევწირე, ოღონდ კი
მშვიდად სძინებოდათ. თუ გამაღვიძებდნენ და ყავაზე მიმიწ-
ვევდნენ, ესე იგი, ყველაფერი წესრიგში იქნებოდა, მაგრამ
თუ წიხლის კვრით წამომაგდებდნენ და თავს ეზოს გარეთ ისე
მიკრავდნენ, რომ არაფრის ახსნას არ მოისურვებდნენ, მაშინ
საქმე ცუდად იქნებოდა. თანაც როგორ უნდა ამეხსნა ბიძაჩე-
მისთვის მთელი ქალაქი ფეხშიშველმა რატომ ვიარე? მე მგო-
92 მკითხველთა ლიგა
ნი, სწორედ ამ პერსპექტივამ გამომაფხიზლა საბოლოოდ, სა-
სოწარკვეთილებამ მაიძულა, გაუცნობიერებლად თავი დამე-
შინა კარისათვის, მაგრამ ეს აღარ მადარდებდა: მთავარი ის
იყო, რომ ოთახში ვიღაც ამოძრავდა. რამდენიმე წამში კარი
გაიღო და ნამძინარევმა ხმამ ჩურჩულით მკითხა, აქ რა გინ-
დაო.
მარია იყო.
– ფეხსაცმელები ვერ ვიპოვე. თუ მაპოვნინებ, ახლავე სახ-
ლში დავბრუნდები, – წავილუღლუღე.
– შემოდი, – მითხრა მარიამ, – ოღონდ, არ იხმაურო.
ხელგაშვერილი შევყევი, ბრმასავით, რაღაცას წამოვედე.
მარიას საწოლი იყო. გავიგონე, როგორ მიბრძანა, დაწექიო,
მერე დავინახე, როგორ გამითავისუფლა საწოლისკენ მიმა-
ვალი გზა (ფონტების პატარა სახლი სინამდვილეში დიდია)
და შეღებულად დარჩენილი კარი უხმაუროდ დაკეტა. მაგრამ
ის ვერ გავიგონე, უკან, საწოლისკენ დაბრუნდა თუ არა.
ოთახში სრული წკვარამი იყო, თუმცა რამდენიმე წამში, სანამ
საწოლის კიდეზე ვიჯექი, რადგან ბრძანებას არ დავემორჩი-
ლე და არ დავწექი, ტილოს მძიმე ფარდებს მიღმა ფანჯრის
კონტურის გარჩევა მოვახერხე. მერე ვიგრძენი, რომ საწოლ-
ში ვიღაც წვებოდა, მერე ის ვიღაც მთელ სიგრძეზე გაიშოტა,
მერე კი, ოღონდ არ ვიცი რამდენი ხნის შემდეგ, მივხვდი,
რომ ის ვიღაც წამოიწია, ალბათ ცალ იდაყვზე და თავისკენ
დამიწყო ქაჩვა. სულ რამდენიმე მილიმეტრში მარიას სუნ-
თქვა ვიგრძენი. მერე მისი თითები სახეზე დამცოცავდნენ, ნი-
კაპიდან შუბლამდე ადი-ჩამოდიოდნენ, თვალებს მიხუჭავ-
დნენ, თითქოს დასაძინებლად მიწვევენო, შემდეგ მისმა ხელ-
მა, მისმა გაკნაჭულმა ხელმა შარვალზე ელვა გამიხსნა და
ჩემი ყლის ძებნას შეუდგა. არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ,
93 მკითხველთა ლიგა
რომ ვღელავდი, ვუთხარი, არ მეძინება-მეთქი. ვიციო, მიპა-
სუხა, არც მეო. მერე ყველაფერი კონკრეტული მოქმედებები-
სა თუ საკუთარი სახელების, თუ ზმნების თანმიმდევრობად
გადაიქცა, ანატომიის ყვავილივით ფურცლებგაცვენილი სა-
ხელმძღვანელოს თავებად დაიყო და ერთმანეთში ქაოსურად
გადაიწნა. ახლა მე ვსწავლობდი მარიას შიშველ სხეულს, მის
საოცარ სხეულს. სამარისებური სიჩუმე არ დამირღვევია,
თუმცა ერთი სული მქონდა, მეღრიალა, ყოველი ნაკვთის, ყო-
ველი გლუვი მონახაზის აღმოჩენის დაუსრულებელი პროცე-
სი სიხარულის ყიჟინით აღმენიშნა. თავიდან მარია ჩემზე
მორცხვად იქცეოდა, შემდეგ ნელ-ნელა კვნესა დაიწყო და
დასაწყისში მისი თავშეკავებული, მორიდებული მოძრაობე-
ბი, უფრო გახსნილი გახდა (ახლა უცებ სხვა სიტყვას ვერ ვპო-
ულობ). მე კი ხელი მისი სხეულის რაღაც ადგილებთან მიმ-
ქონდა, მაგრამ უცოდინრობისა თუ დაუდევრობის გამო მი-
ზანს ვერ ვაღწევდი. როგორც მახსოვს, სულ ცოტა, ათი წუთი
მაინც დამჭირდა იმისათვის, რომ მივმხვდარიყავი, სად აქვს
ქალს კლიტორი, როგორ უნდა დამეზილა, როგორ მოვფერე-
ბოდი, როგორ მივწოლოდი, ოღონდ ნაზად. ამასობაში კი მა-
რია ჩემს ყლეს ხელს არ უშვებდა. პენისი თავიდან კარგ
მდგომარეობაში იყო, მაგრამ მის ხელებში მალე დიდი ჯაფა
დაადგა; მარიას ხელები დროდადრო თავისკენ ისეთი ძალით
ეწეოდნენ, თითქოს სიბნელეში არ ჩანს, თორემ საბნის ნა-
ოჭებში ქალის ხელები კი არა, ნამდვილი მიმინოს ბრჭყალე-
ბი ფათურობენო. შემეშინდა კიდეც, ვაითუ გადაწყვეტილი
აქვს მომაწყვიტოს-მეთქი. მერე ჩინელმა ჯუჯებმა (თითები ჩი-
ნური პინცეტები იყო) იმ მანძილების გამოკვლევა და გაზომ-
ვა დაიწყეს, რაც ჩემს კვერცხებს ერთმანეთთან და ყლესთან

94 მკითხველთა ლიგა
აკავშირებდა. მერე (მაგრამ მანამდე შარვალი მუხლებამდე
ჩავიხადე) მთელი სხეულით ავიწიე და შევუდე.
– შიგნით არ გამითავო, – ჩამჩურჩულა მარიამ.
– ვეცდები, – ვუპასუხე.
– როგორ თუ ეცდები, სულელო, შიგნით არ გაათავო –
მეთქი!
სანამ მარიას ფეხები ზურგზე მეხვეოდა და დროდადრო
იშლებოდა (სიამოვნებით ვიქნებოდი ასე სიკვდილამდე), სა-
წოლის ორივე მხარე დავზვერე. მოშორებით ანხელიკას სა-
წოლი და მისი თეძოების მონახაზი დავლანდე, თითქოს ერთი
კუნძულიდან მეორე კუნძულს გავცქეროდი. უეცრად ვიგრძე-
ნი, რომ მარიას ტუჩები მარცხენა ძუძუსთავს მიწუწნიდა მო-
მეჩვენა, რომ გულზე მკბენდა. წამოვიმართე და ერთი ბიძგით
ყველაფერი, რაც აქამდე გარეთ მქონდა, შიგნით შევუდე,
თითქოს მინდოდა, საწოლზე მიმეჭედებინა (მაგრამ ამ დროს
საწოლის ზამბარებმა ჭრაჭუნი დაიწყო და გავჩერდი), სანამ
სხეულს ვუკოცნიდი და შუბლზე რაც შემეძლო ნაზად ვე-
ალერსებოდი, დრო მქონდა მეფიქრა, როგორ შეიძლება, ან-
ხელიკას ჩვენს ხმაურზე არ ეღვიძებოდეს-მეთქი. ვერც კი შე-
ვამჩნიე, როდის გავათავე. რა თქმა უნდა, გამოღება მოვასწა-
რი, ყოველთვის კარგი რეაქცია მქონდა.
– შიგნით ხომ არ გაგითავებია? – მკითხა მარიამ.
დავიფიცე, არა-მეთქი. რამდენიმე წამს სულს ვითქვამ-
დით. დავინტერესდი, ორგაზმი თუ ჰქონდა და მისმა პასუხმა
გამაოგნა:
– ორჯერ გავათავე, გარსია მადერო, რა იყო, ვერ იგრძე-
ნი? – მკითხა სრულიად სერიოზული ხმით.
ვუპასუხე, გულწრფელად რომ გითხრა, ვერა, ვერაფერსაც
ვერ მივხვდიმეთქი.
95 მკითხველთა ლიგა
– ჯერ ისევ მაგარი გაქვს, – მითხრა მარიამ.
– ჰო, ეტყობა, – ვუპასუხე, – შეიძლება კიდევ შეგიდო?
– შეიძლება, – დამთანხმდა მარია.
არ ვიცი, მეორედ რამდენ ხანს გაგრძელდა. მეორედაც
მოვასწარი გამოღება. მაგრამ კვნესის შეკავება ვეღარ მოვა-
ხერხე.
– ახლა დამიზილე, – მითხრა მარიამ.
– ორგაზმი აღარ გქონდა?
– არა, ახლა არ მქონია, მაგრამ მაინც კარგი იყო, – ხელი
დამიჭირა, საჩვენებელი თითი ამოირჩია და კლიტორისკენ
წაიღო, – ძუძუსთავებზე მაკოცე, შეგიძლია მიკბინო კიდეც,
მაგრამ თავიდან ძალიან ფრთხილად, მერე უფრო მაგრადაც,
არ მეტკინება. მეორე ხელით კისერი დამიჭირე, სახეზე მომე-
ფერე, თითები პირში ჩამიდე.
– არ გირჩევნია... კლიტორი მოგიწუწნო? – წარმოვთქვი
მე და ვცდილობდი რაც შეიძლება ელეგანტური სიტყვები შე-
მერჩია.
– არა, ახლა არა, თითითაც საკმარისი იქნება. მაგრამ ძუ-
ძუებზე მომეფერე.
– ულამაზესი მკერდი გაქვს, – სიტყვა „ძუძუები“ ვერ გავი-
მეორე.
ისე გავშიშვლდი, რომ საბნიდან არც კი გამოვმძვრალვარ.
(უცებ ძალიან გავოფლიანდი.) მეორე აქტი მარიას ინსტრუქ-
ციებით მიმდინარეობდა. მისმა კვნესამ და ხვნეშამ ხელახლა
აღმაგზნო. მარია ამას მაშინვე მიმიხვდა და ყლეზე მანამ მე-
ფერა, სანამ მეტი ვეღარ მოვითმინე.
– რა იყო, მარია? – ჩავჩურჩულე ყურში, მეშინოდა ვაითუ
კისერი ვატკინო (რადგან შეუჩერებლად ჩამჩურჩულებდა,
უფრო მომიჭირეო) ან ძუძუზე მაგრად ვუკბინო-მეთქი.
96 მკითხველთა ლიგა
– განაგრძე, გარსია მადერო, – გამიღიმა მარიამ სიბნე-
ლეში და მაკოცა.
რომ მოვრჩით, მითხრა, სულ ცოტა, ხუთჯერ გავათავეო.
გაოცებისგან პირი დავაღე, მიჭირდა დამეჯერებინა, რომ
მართლაც ასეთი ფანტასტიკური ვიყავი, მაგრამ, ამას თავად
მარია მეუბნებოდა და მეც უნდა მერწმუნა.
– რაზე ფიქრობ? – მკითხა მარიამ.
– შენზე, – მოვატყუე, რადგან სინამდვილეში ბიძაჩემსა და
იურიდიულ ფაკულტეტზე ვფიქრობდი, კიდევ იმ ჟურნალზე,
ბელანო და ლიმა რომ გამოსცემდნენ, – შენ?
– ფოტოსურათებზე, – მითხრა მან.
– რა ფოტოსურათებზე?
– ერნესტომ რომ მოიტანა.
– პორნოგრაფიულ სურათებზე?
– ჰო.
უნისონში ვცახცახებდით. სახეები წაწვეტებული გვქონდა.
ვლაპარაკობდით, ხმის ამოღება არ გვიჭირდა, რადგან ცალ-
ცალკე ცხვირები ამის საშუალებას გვაძლევდა, მაგრამ ჩემი
ტუჩებით მისი ტუჩების მოძრაობას ჯერ ისევ ვგრძნობდი.
– გინდა გავიმეოროთ?
– ჰო, – მითხრა მარიამ.
– კარგი, – ვუთხარი ცოტა თავბრუდახვეულმა, – თუ ბო-
ლო წუთს ინანებ, გამაფრთხილე.
– რა უნდა ვინანო? – მკითხა მარიამ.
ბარძაყები ერთიანად ჩემი სპერმით ჰქონდა მოთხვრილი.
სიცივე ვიგრძენი და როცა კიდევ ერთხელ შევედი მის სხეულ-
ში, თავი ვერ შევიკავე და ოხვრა დამცდა. მარიამ კვნესა და-
იწყო და მეც მეტი ენთუზიაზმით დავიწყე ბუქნაობა.

97 მკითხველთა ლიგა
– შეეცადე, ძალიან არ იხმაურო, არ მინდა, ანხელიკამ გა-
იგოს ჩვენი ხმა.
– შენც ეცადე, არ იხმაურო, – ვუთხარი მე და დავამატე, –
ანხელიკას ასეთი რა დაალევინე, რომ ფეხი არ გაუნძრევია?
ძილის წამალი?
ორივემ ჩუმად გავიცინეთ მე მის კეფაზე, მან კი სახით ბა-
ლიშებში თავჩარგულმა.
ბოლოს არაქათი გამომეცალა, ანუ ანიმო (ლათინური
სიტყვიდან animus, რაც ბერძნული სიტყვიდან მომდინარე-
ობს და სუნთქვას ნიშნავს). იმის თავიც აღარ მქონდა, მეკით-
ხა, მოეწონა ეს ბოლო აქტი თუ არა, ერთადერთი რამეღა მინ-
დოდა, მარიასთან ჩახუტებულს დამეძინა. მაგრამ მარია წა-
მოდგა, მეც მაიძულა, ჩამეცვა და დიდი სახლის სააბაზანოს-
კენ გავყოლოდი. პატიოდან რომ გამოვედით, მივხვდი, რომ
სადაცაა გათენდებოდა. იმ ღამით ჩემი საყვარელი სინათლე-
ზე პირველად შევათვალიერე. თეთრი ღამის პერანგი ეცვა,
სახელოებზე წითელი ნაქარგებიანი, თმა ლენტით თუ ტყავის
ზონრით ჰქონდა შეკრული.
ბანაობის შემდეგ ვიფიქრე, ბიძაჩემთან დავრეკავ-მეთქი,
მაგრამ მარიამ მითხრა, ახლა ნამდვილად ეძინებათ, ამიტომ
აჯობებს ცოტა კიდევ მოიცადოო.
– ახლა რა ვქნათ? – ვკითხე მე.
– ახლა ცოტა ხნით დავიძინოთ, – მიპასუხა მარიამ და
მკლავი წელზე შემომხვია.
მაგრამ ის ღამე თუ დღე კიდევ ერთ (ბოლო) სიურპრიზს
მიმზადებდა. გოგოების პატარა სახლში დაბრუნებულმა ოთა-
ხის ერთ კუთხეში ბარიოსი და მისი ჩრდილოამერიკელი მე-
გობარი ქალი გავარჩიე. ორივე ხვრინავდა. დიდი სიამოვნე-
ბით ვეცემოდი ორივეს და კოცნით გავაღვიძებდი.
98 მკითხველთა ლიგა
19 ნოემბერი
ყველამ ერთად ვისაუზმეთ. კიმ ფონტმა, სენიორა ფონტმა,
მარიამ და ანხელიკამ, ხორხიტო ფონტმა, ბარიოსმა, ბარბა-
რა პატერსონმა და მე. საუზმე მოხარშული კვერცხის, ლორის
ნაჭრების, პურის, მანგოს ჯემის, ხენდროს ჯემის, კარაქის,
ორაგულის პაშტეტისა და ყავისაგან შედგებოდა. ხორხიტო
რძეს სვამდა. სენიორა ფონტს (რომ დამინახა, ლოყაზე მაკო-
ცა!) პატარა ტორტილიები გამოეცხო, რომლებსაც კრეპებს
ეძახდა, მაგრამ კრეპებს სულ არ ჰგავდა. დანარჩენი საუზმე
მოახლის მომზადებული იყო (იმ გოგოს სახელი არ ვიცი, ან
დამავიწყდა, რაც სრულიად უპატიებელ შეცდომად მეჩვენე-
ბა), თეფშები მე და ბარიოსმა დავრეცხეთ.
შემდეგ, როდესაც კინი სამსახურში წავიდა, სენიორა ფონ-
ტმა კი იმდღევანდელი საქმეების დაგეგმვა დაიწყო (როგორც
თავად მითხრა, ჟურნალისტად მუშაობდა რომელიღაც ახალ
ჟურნალში და მექსიკური ოჯახის პრობლემებს განიხილავ-
და), გადავწყვიტე, ბოლოს და ბოლოს სახლში დამერეკა. შინ
მარტო ბიცოლა მარტიტა აღმოჩნდა. როგორც კი ჩემი ხმა გა-
იგონა, შეშლილივით მოჰყვა კივილს. მერე ის კივილი ტი-
რილში გადაუვიდა. უამრავი მოთქმისა და ღვთისმშობლის
დაუსრულებელი მოხმობის შემდეგ დამუნათება დამიწყო, ას-
ჯერ მაინც გამიმეორა, რომ უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი,
ფრაგმენტულად გადმომცა განვლილი ღამის მოვლენებიც,
ამას მოჰყვა „რა დაემართებოდა ბიძაშენს“, და უმკაცრესი
ტონით გამაფრთხილა, რომ ჩემი ეს საქციელი ასე არ შემ-
რჩებოდა და ბიძაჩემი იმავე დილით დამსჯიდა. ამ ყველაფ-
რის შემდეგ, როგორც იქნა, მოვახერხე სიტყვა ჩამეგდო და
დამერწმუნებინა, რომ კარგად ვიყავი, რომ ღამე მეგობრებ-
99 მკითხველთა ლიგა
თან გავათენე, მაგრამ „მზის ჩასვლამდე“ შინ ვერ მივიდოდი,
რადგან უნივერსიტეტში ვაპირებდი წასვლას. ბიცოლა დამ-
პირდა, ბიძაშენს მე დავურეკავ სამსახურში და შენს ამბავს
გავაგებინებო, ოღონდ მაშინვე დამაფიცა, თუკი რამე გაქვს
ძვირფასი ცხოვრებაში, ამის შემდეგ აუცილებლად დარეკე
ხოლმე, როცა ღამის გათევას სხვაგან დააპირებო. რამდენი-
მე წამს დავფიქრდი, იქნებ ჯობდეს ბიძაჩემს პირადად დავუ-
რეკო-მეთქი, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, რომ ჩემი დარეკ-
ვა დიდად მნიშვნელოვანი არ უნდა ყოფილიყო.
სკამზე მოწყვეტით დავეშვი და ფიქრი დავიწყე. არ ვიცო-
დი, რა მექნა, რა გამეკეთებინა. დილაც და მთელი დღეც ჩემს
განკარგულებაში იყო. ანუ ეს ნიშნავდა, რომ ამ, სხვა დილე-
ბისა და დღეებისგან განსხვავებულ დღეს (როდესაც უნივერ-
სიტეტისა თუ ჩემი უმანკოების გამო აქეთ-იქით გულშეწუხე-
ბული დავეხეტებოდი) შემეძლო, ის მეკეთებინა, რაც მომეპ-
რიანებოდა. მაგრამ ახლა, როდესაც წინ ამდენი შესაძლებ-
ლობა მეშლებოდა, ერთხანს დაბნეულიც კი ვიყავი, რადგან
არ ვიცოდი, დრო როგორ გამეყვანა.
საუზმისას მგელივით მოშიებული ვილუკმებოდი, სანამ სე-
ნიორა ფონტი და ბარბარა პატერსონი მუზეუმებსა და მექსი-
კურ ოჯახებზე საუბრობდნენ, შემდეგ რაღაც თვლემისმაგვა-
რი მომერია და მაშინვე მომინდა ისევ მარიასთან დავწოლი-
ლიყავი (საუზმობისას თვალს ვარიდებდი, მაგრამ თუ უნებუ-
რად შევხედავდი, ვცდილობდი, და-ძმური სიყვარულით გამ-
სჭვალული მზერა გამომსვლოდა, ან ერთგული მეგობრისა,
რასაც მამამისი უთუოდ შეამჩნევდა (სხვათა შორის, კიმს სუ-
ლაც არ გაჰკვირვებია, როდესაც ასე დილაადრიან გამოვეც-
ხადე სუფრასთან), მაგრამ მარია გასვლას აპირებდა, ანხე-
ლიკაც სადღაც წასასვლელად ემზადებოდა, ხორხიო ფონტი
100 მკითხველთა ლიგა
უკვე წასული იყო, ბარბარა პატერსონი შხაპს იღებდა და დი-
დი სახლის ფართო ბიბლიოთეკაში მარტო ბარიოსი და მოახ-
ლე დაეხეტებოდნენ ბობოქარ ქარიშხალში დაღუპული გემის
ერთადერთი გადარჩენილი მგზავრებივით. მათთვის ხელი
რომ არ შემეშალა და კიდევ, სიმეტრიისაკენ ჩემი მსუბუქი
ლტოლვის გამო ის უკანა პატიო, ღმერთმა იცის, მერამდენედ
გადავკვეთე და დების პატარა სახლში მოვკალათდი. საწო-
ლები ისევ არეული დამხვდა (რაც იმას ნიშნავდა, რომ მათი
ალაგება სხვას ევალებოდა: მოახლეს, მოსამსახურეს, ხელის
გოგოს, თუ ანჩხლ დედაკაცს, როგორც ხორხიტო ეძახდა.
ამან მარიას ავტორიტეტი ჩემს თვალში კი არ დასცა, არამედ,
პირიქით, ასწია და მას უფრო თავისუფალი და დაუდევარი ქა-
ლის ელფერი შესძინა, რაც ძალიანაც უხდებოდა. ლოგინზე
ჩემი წუხანდელი ვაჟკაცობის კვალიც შევნიშნე – ზეწარი ჯერ
ისევ სველი იყო. წესით და რიგით, ამ დროს გული უნდა ამჩუ-
ყებოდა, ავტირებულიყავი ან ლოცვის სურვილი მაინც გამჩე-
ნოდა, მე კი ერთ-ერთ ანგრეულ ქვეშაგებზე დავეცი (ანხელი-
კასი იყო, როგორც მერე გავარკვიე და არა მარიასი) და და-
მეძინა.
გამაღვიძა პანჩო როდრიგესის გაუთავებელმა მუჯლუგუ-
ნებმა (მგონი, წიხლიც კი ამომცხო, თუმცა, ბოლომდე დარ-
წმუნებული არა ვარ). სხეულზე ადგილი არ დაუტოვებია, რომ
არ წაეთაქა. ჩემს კარგ აღზრდას უნდა უმადლოდეს, რომ ყბა-
ში ერთი ლაზათიანად არ ვგლიჯე. წამოვდექი, მივესალმე და
პატიოში გავედი აუზში პირის დასაბანად, (რაც იმას ნიშნავს,
რომ ჯერ ისევ მეძინა), პანჩო კი ზურგს უკან მედგა და რაღაც
გაუგებარ სიტყვებს ჩამჩურჩულებდა.
– სახლში არავინაა, – მითხრა ბოლოს, – იძულებული
გავხდი, ღობეზე გადმოვმხტარიყავი. შენ აქ რა გინდა?
101 მკითხველთა ლიგა
ვუამბე, წინა ღამით რაც მოხდა და რადგან პანჩოს ცხვი-
რის მოძრაობა არ მომეწონა, დრამატიზმი რომ შემენელები-
ნა, ისიც დავამატე, ჩემ გარდა იქ ღამე ბარიოსმა და ბარბარა
პატერსონმაც გაათიეს-მეთქი. მერე შევეცადეთ, დიდ სახლში
გვერდითა კარიდან შევსულიყავით, პირდაპირ სამზარეულო-
ში რომ შედიოდა, მერე მთავარი კარიდანაც ვცადეთ, მაგრამ
ორივე საიმედოდ იყო ჩარაზული.
– რომელიმე მეზობელმა რომ დაგვინახოს, პოლიციაში
დარეკავს, – ვუთხარი მე, – არა მგონია, დაგვიჯერონ, რომ
საქურდლად არ მოვსულვართ.
– ამ ჩემს ფეხებს. მიყვარს დროდადრო ჩემი ნაშების ბი-
ნებში ძრომიალი, – თქვა პანჩომ.
– მეტსაც გეტყვი, – არ შევიმჩნიე პანჩოს ნათქვამი, – მგო-
ნი, გვერდითა სახლის ფანჯარაზე ფარდა უკვე შეირხა. პოლი-
ცია რომ მოვიდეს...
– ანხელიკასთან იწექი, ბიჭო? – მკითხა პანჩომ უეცრად
და ფონტების ფანჯრებიდან მზერა ჩემზე გადმოიტანა.
– არა, რას ამბობ, – ვუპასუხე რაც შემეძლო დაბეჯითე-
ბით.
არ ვიცი, დამიჯერა თუ არა. ყოველ შემთხვევაში, ღობეს
ერთად გადავახტით და კონდესას უბანი უკან მოვიტოვეთ.
სანამ ქალაქში დავეხეტებოდით, (უსიტყვოდ მივაბიჯებ-
დით, ჯერ ესპანურ პარკში, მერე პარასზე, მერე სან-მარტინის
პარკში, ტეოტიუაკანში, სადაც ასეთ დროს გარშემო მოახლე-
ების, ძიძებისა და მათხოვრების გარდა არავინ შეგვხვედ-
რია), მარიას ნათქვამზე ვფიქრობდი, იმ ტანჯულ განცდებზე,
რაც სიყვარულს პანჩოსთვის თავზე დაეტეხა. ინსურხენტეს
რომ მივაღწიეთ, პანჩო უკვე ხასიათზე იყო მოსული და ლიტე-
რატურაზე ლაპარაკობდა, მირჩევდა, რომელი მწერლები უნ-
102 მკითხველთა ლიგა
და წამეკითხა, ანუ ცდილობდა, ანხელიკაზე არ ეფიქრა. მერე
მანსანილიოს გავუყევით, მერე აგუასკალიენტესთან გავუხვი-
ეთ, მერე კიდევ გავუხვიეთ სამხრეთისკენ მედელინის ქუჩაზე,
სანამ ტეპეხის ქუჩას არ მივაღწიეთ. ერთი ხუთსართულიანი
შენობის წინ შევდექით და პანჩომ თავის ოჯახში სადილზე მი-
მიპატიჟა.
ლიფტს ბოლო სართულამდე ავყევით.
ბუნებრივია, მოველოდი, რომ იმ ბოლო სართულზე რომე-
ლიმე ბინაში შევიდოდით, მაგრამ ამის ნაცვლად პანჩო სახუ-
რავისკენ ამავალ კიბეს დაადგა. იქ ასულებს ნაცრისფერი ზე-
ცა შემოგვეფეთა, თუმცა, ისეთი განათებული, თითქოს ეს-
ესაა ატომური ბომბი აფეთქდაო. გარშემო უამრავი ქოთნის
ყვავილი, უამრავი კორიდორი და პირსაბანი იყო ჩამწკრივე-
ბული.
პანჩოს ოჯახს სხვენის ორი ოთახი ეკავა.
– აქ დროებით ვართ, – ამიხსნა ჩემმა თანამგზავრმა, – აქ-
ვე ახლოს სახლის ყიდვას ვაპირებთ.
მთელი ოჯახი შინ იყო. პანჩომ ყველა ოფიციალურად გა-
მაცნო – დედამისი დონა პანჩიტა, ძმა, მოკტესუმა, რომელიც
ცხრამეტი წლის კატულუსის სტილის პოეტი და პროფკავში-
რის წევრი აღმოჩნდა, ასევე გამაცნო უმცროსი ძმა ნორბერ-
ტო, თხუთმეტი წლისა, სკოლის მოსწავლე.
ოთახთაგან ერთ-ერთი დღისით სასადილო და ტელევიზო-
რის ოთახის ფუნქციას ითავსებდა, ღამით კი იქ პანჩოს, მოკ-
ტესუმასა და ნორბერტოს ეძინათ. მეორე ოთახი რაღაც უზარ-
მაზარი გარდერობის თუ კარადის მსგავსს წარმოადგენდა,
სადაც მაცივარი და სამზარეულო განეთავსებინათ (სამზა-
რეულო პორტატიული იყო: დღისით კორიდორში გამოჰქონ-

103 მკითხველთა ლიგა


დათ, ღამით კი ისევ იმ გარდერობში აბრუნებდნენ). იქვე ეგო
– დონა პანჩიტას საწოლი.
სადილობის დაწყებამდე ვინმე პიელ დივინა შემოგვიერ-
თდა, ოცდასამი წლის იყო და სხვენში, მათ მეზობლად ცხოვ-
რობდა; პანჩომ როგორც რეალვისცერისტი პოეტი, ისე წარ-
მიდგინა. სანამ იქაურობას დავტოვებდი (რაც დიდი ხნის შემ-
დეგ მოხდა – დრო უეცრად გაფრინდა), იმ შემოსწრებულ
ტიპს კიდევ ერთხელ ვკითხე, რა გქვია-მეთქი და პიელ დივი-
ნაო, ისე ბუნებრივად და თავდაჯერებით მიპასუხა (ბევრად
უფრო თავდაჯერებულად, ვიდრე მე ვიტყოდი ჩემს სახელსა
და გვარს – ხუან გარსია მადეროს), რომ ერთი წუთით ისიც კი
გავიფიქრე, იმხელაა ჩვენი მექსიკა, იქნებ რომელიმე მდინა-
რის ჭალასა თუ ჭაობში გვარი დივინა25 მართლაც არსებობს-
მეთქი.
სადილის შემდეგ დონა პანჩიტა თავის საყვარელ სერია-
ლებს ჩაუჯდა, ნორბერტომ მეცადინეობა დაიწყო და მაგიდა-
ზე წიგნები დაახვავა. პანჩომ და მოკტესუმამ ჭურჭელი გაიტა-
ნეს პირსაბანთან დასარეცხად. იქიდან ლას-ამერიკასის პარ-
კის კარგა დიდი ნაწილი მოჩანდა, პარკის უკან კი სულ სხვა
პეიზაჟი იშლებოდა – სამედიცინო ცენტრის, ბავშვთა საავად-
მყოფოებისა და საერთო პროფილის საავადმყოფოების ავის-
მომასწავებელი სილუეტები, უცხო პლანეტის ფანტასმაგორი-
ულ პეიზაჟს რომ უფრო მიაგავდა.
– სიღარიბე კაცს თუ არ აწუხებს, აქ ცხოვრებას კარგი,
იცი, რა აქვს? – ამიხსნა პანჩომ, – ყველაფერთან ახლოს
ხარ, შიგ მეხიკოს შუაგულში იმყოფები.

25 პიელ დივინა (ესპ.) – სიტყვასიტყვით: ღვთაებრივი კანი


104 მკითხველთა ლიგა
პიელ დივინამ (რომელსაც, ცხადია, პანჩო და მისი ძმა,
თავად დონა პანჩიტაც კი! პიელს ეძახდნენ) თავისთან დაგ-
ვპატიჟა, სადაც, როგორც თვითონ გვითხრა, „სულ ცხელ-
ცხელი მარიხუანა“ ჰქონდა მომარაგებული.
– ეგ აქამდეც უნდა გექნა, ძმაო, – უთხრა მოკტესუმამ.
პიელ დივინას ოთახი, როდრიგესების ორი ოთახისგან
განსხვავებით, სიპარტახისა და ასკეტიზმის ნამდვილ განსა-
ხიერებად მომეჩვენა. ვერსად ვერაფერს ვკიდე თვალი, ვერც
ტანსაცმელს, ვერც საოჯახო ნივთებს, ვერც წიგნებს (პანჩო
და მოკტესუმა ღარიბები იყვნენ, მაგრამ მათი საცხოვრებლის
სრულიად მოულოდნელ ადგილებში ეფრაინ უერტას, აუგუს-
ტო მონტეროსოს, ხულიო ტორის, ალფონსო რეიესის წიგნე-
ბი მოჩანდა, კიდევ ერნესტო კარდენალის მიერ თარგმნილი,
უკვე ზემოთ ხსენებული კატულოც, ხაიმე საბინესიც, მაქს აუ-
ბიც და ანდრეს ენესტროსიც). ამ პიელს კი, როგორც ჩანდა,
ერთი ლეიბისა, ერთი სკამის მეტი არაფერი ებადა, მაგიდაც
კი, და კიდევ ხარისხიანი ტყავის ერთი ჩემოდანი, რომელშიც
ტანსაცმელს ინახავდა.
მარტო ცხოვრობდა, თუმცა, მისი და ძმები როდრიგესების
საუბრიდან ისეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ სულ ცოტა ხნის
წინ იქ ვიღაც ქალსაც და იმ ქალის შვილსაც უცხოვრიათ. დი-
დი ბოღმები ყოფილან და რომ წასულან, ავეჯიც თან გაუყო-
ლებიათ.
ერთხანს მარიხუანას ვეწეოდით და თვალწინ გადაშლილ
პეიზაჟს გავცქეროდით (როგორც უკვე ვთქვი, ძირითადად სა-
ავადმყოფოების სილუეტები მოჩანდა და ისეთივე სხვენები,
როგორზეც ახლა ჩვენ ვიყავით. კიდევ მოჩანდა ღრუბლიანი
ზეცა. ღრუბლები ცას სულ დაბლა გაჰკვროდნენ და სამხრე-
თისკენ ტაატით მილივლივებდნენ). მერე პანჩო მოჰყვა, ამ
105 მკითხველთა ლიგა
დილით ფონტებთან როგორ მივიდა და იქ მე როგორ აღმო-
მაჩინა.
პანჩოს ნათქვამის გამო დანარჩენებმა გამოკითხვა დამიწ-
ყეს, ახლა უკვე სამმა ერთდროულად, მაგრამ ისეთი ვერაფე-
რი მათქმევინეს, რაც პანჩოსთვის უკვე ნათქვამი არ მქონდა.
მერე მარიაც ახსენეს. მათი აბდაუბდა ლაპარაკიდან ის დას-
კვნა გამოვიტანე, რომ მარია პიელ დივინას საყვარელი იყო.
კიდევ ის, რომ ფონტების სახლში მისვლა აკრძალული ჰქონ-
და. დავინტერესდი, რატომ-მეთქი. ამიხსნეს, ერთ ღამეს თავს
სენიორა ფონტი წაადგა, როდესაც მარიასთან ერთად ჟიმა-
ობდა იმათ პატარა სახლშიო. ეს იმ დროს მომხდარა, როდე-
საც ფონტებთან მექსიკაში ახლად ჩასული ესპანელი მწერ-
ლის პატივსაცემად წვეულება ყოფილა გამართული. საღა-
მოს, რაღაც მომენტში სენიორა ფონტს სურვილი გასჩენია,
პატივსაცემი მწერლისთვის თავისი უფროსი ქალიშვილი, ანუ
მარია წარედგინა, მაგრამ ვერსად უპოვია. მაშინ ესპანელი
სტუმრისთვის ხელკავი გაუყრია და მარიას მოსაძებნად ეზო-
ში გაუყვანია. როდესაც პატარა სახლში შესულან, ოთახში სი-
ნათლე ჩამქრალი დახვედრიათ, ოთახის სიღრმიდან კი რა-
ღაც ხმაური გაუგონიათ. ის ხმა დარტყმის ხმას ჰგავდა თურ-
მე, რიტმული და მჟღერი ხმა ყოფილა. ფაქტია, რომ სენიორა
ფონტი ნამდვილად დაუფიქრებლად მოქცეულა (მანამდე
რომ ოდნავ მაინც გაეაზრებინა, რის ხმა შეიძლებოდა ყოფი-
ლიყო, ესპანელ მწერალს მაშინვე ისევ დიდ სახლში გაშლილ
სუფრასთან მიაბრუნებდა, მერე კი მარტო დაბრუნდებოდა
უკან იმის გასარკვევად, მისი ქალიშვილის ოთახში რა ხდე-
ბოდაო, აღნიშნა მოკტესუმამ), მაგრამ, ცხადია, ამაზე არ
უფიქრია, ამდგარა და სინათლე აუნთია. თავზარდაცემული
დედის თვალწინ კი შემდეგი სურათი გადაშლილა: ოთახის
106 მკითხველთა ლიგა
სიღრმეში წელსქვემოთ სრულიად შიშველი მარია პიელ დი-
ვინას მინეტს უკეთებდა, ის კი ამ დროს დუნდულებზე ხელს
უტყაპუნებდა.
– ძალიან მაგრად ვურტყამდი, – თქვა პიელ დივინამ, –
სინათლე რომ აანთეს, ტრაკზე დავხედე და სულ დაწითლებუ-
ლი ჰქონდა. მართალი გითხრათ, მაგრა შემეშინდა.
– რატომ სცემდი? – ვკითხე გაბრაზებულმა და თან მეში-
ნოდა, არ გავწითლებულიყავი.
– იმიტომ, რომ თვითონ სთხოვდა, ჩემო გულუბრყვილო
ბიჭო, – მიპასუხა პანჩომ.
– ძალიან მეეჭვება, – ვთქვი მე.
– უფრო უცნაური რამეებიც უნახავთ, – თქვა პიელ დივი-
ნამ.
– ყველაფერი იმ ფრანგი ქალის ბრალია, სიმონ დარიესი,
– თქვა მოკტესუმამ, – როგორც ვიცი, მარიამ და ანხელიკამ
ის სიმონი ფემინისტების შეკრებაზე მიიწვიეს და შეკრების
დასრულების შემდეგ სექსზე ილაპარაკეს.
– ის სიმონი ვინღაა? – ვიკითხე.
– არტურო ბელანოს მეგობარი.
– მეც მივუახლოვდი და ვკითხე, გოგოებო, როგორ ხართ-
მეთქი და გავიგონე ის ბოზები ამ დროს მარკიზ დე სადზე რო-
გორ ლაპარაკობდნენ, – განაგრძო მოკტესუმამ.
ადვილი წარმოსადგენია, მერე იქ რა მოხდებოდა. მარიას
დედას უნდოდა, რამე მაინც ეთქვა, მაგრამ ენა არ ემორჩი-
ლებოდა. რაც შეეხება ესპანელ მწერალს, როგორც პიელ დი-
ვინამ გვიამბო, თვალწინ გადაშლილი სანახაობის გამო იმ
კაცს სახეზე ფერი აშკარად დაეკარგა. აბა, მისკენ გამომწვე-
ვად გაბზეკილი შიშველი ტრაკის დამნახავს რა დაემართებო-
და. მიუხედავად ამისა, იმდენი მოახერხა, რომ მარიას დედას
107 მკითხველთა ლიგა
მკლავში ხელი გაუყარა, თანაც ისე ფრთხილად და მზრუნვე-
ლად, როგორც გონებასუსტ ავადმყოფებს უყრიან ხოლმე და
ისევ წვეულებაზე წაიყვანა. უეცრად ჩამომდგარ მდუმარებაში
პიელ დივინას პატიოში რაღაც ლაპარაკი მოესმა, სწრაფად
წარმოთქმული სიტყვები, თითქოს ვნებისგან ახურუშებული
მამრი შადრევანთან გაშოტილ საწყალ დონა ფონტს რაღაც
შეურაცხმყოფელს და სამარცხვინოს სთავაზობდა. მერე კი
გაიგონა, ნაბიჯების ხმა როგორ სუსტდებოდა და დიდი სახ-
ლისკენ როგორ მიემართებოდა. მარიამ კი უთხრა, გავაგ-
რძელოთო.
– არა, ვერ დავიჯერებ! – წამოვიძახე მე.
– დედას გეფიცები, – მითხრა პიელ დივინამ.
– იმის მერე, რაც დედამისმა შემოუსწრო, მარიას ისევ
გაგრძელება უნდოდა?
– ასეთია, – თქვა მოკტესუმამ.
– შენ საიდანღა იცი? – ახლა მოკტესუმას მივუბრუნდი და
ვიგრძენი, სახეზე ალმური როგორ მედებოდა.
– მეც მიხმარია და იქიდან, – მკვირცხლად მიპასუხა მოკ-
ტესუმამ, – მაგაზე ვნებიანი გოგო მეხიკოში არ დადის. მე არ
მიცემია, მაგრამ მარტო იმიტომ, რომ ასეთი უცნაური რამეე-
ბი არ მიყვარს. მას კი პირიქით, ძალიან მოსწონს.
– არც მე მიცემია, მაგრამ მაშინ მარკიზ დე სადზე იყო
ავარდნილი და უნდოდა, ტრაკზე ცემა გამოეცადა, – თქვა პი-
ელ დივინამ.
– ჰო, ასეთი ხასიათი აქვს, – თქვა პანჩომ, – რასაც კითხუ-
ლობს, ყველაფერი უნდა გამოცადოს.
– და მართლა გააგრძელეთ? – ვიკითხე ისევ. შეიძლება
ჩავიჩურჩულე, ანდა დავიღმუვლე კიდეც, აღარ მახსოვს და
მარიხუანის რამდენიმე დიდი ნაფაზი დავარტყი. რამდენჯერ-
108 მკითხველთა ლიგა
მე გამიმეორეს, სანამ მათ ნათქვამს გავიგონებდი, გამოუშვი,
მარტო შენი კი არ არისო.
– ჰო, გავაგრძელეთ. იმან ჩემი წუწნა განაგრძო. მე კი
ტრაკზე გაშლილი ხელისგულის ტყაპუნი, მაგრამ ვგრძნობ-
დი, რომ დარტყმები სულ უფრო და უფრო სუსტი გამომდიო-
და და აღარც ჟიმაობის სურვილი გამიჩნდა. ჩემი აზრით, დე-
დამისის გამოჩენამ გამიფუჭა ხასიათი, და რადგან მეტი აღარ
მინდოდა, რადგან გავცივდი, ერთი სული მქონდა, ავმდგარი-
ყავი და იმ წვეულებაზე გავსულიყავი. ალბათ იქ რამდენიმე
ცნობილი პოეტი იქნებოდა, ის ესპანელი, ანა მარია დიასი და
სენიორ დიასი, ლაურა დამიანის მშობლები, პოეტი ალამო,
პოეტი ლაბარკა, პოეტი ბეროკალი, პოეტი არტემიო სანჩესი,
„ტელევისას“ მსახიობი ამერიკა ლაგოსი, თან ცოტა არ იყოს
მეშინოდა, მარიას დედა თავს კიდევ არ წამოგვადგეს და ახ-
ლა თან ის გამოშტერებული არქიტექტორი – მარიას მამა არ
მოათრიოს-მეთქი. მაშინ ხომ ნაღდად სხვა გზა აღარ მექნე-
ბოდა, ორივესთვის უნდა მეგინებინა.
– ლაურა დამიანის მშობლებიც იქ იყვნენ? – ვიკითხე.
– მაღალი კასტის წარჩინებული მშობლები ჰყავდა, – მი-
პასუხა პიელ დივინამ, – სხვა სახელოვანი გვამებიც იქნე-
ბოდნენ, არ დაიჯერებ და მიყვარს დეტალებში ჩაღრმავება.
ადრე ფანჯრიდან დავინახე, პოეტ ბეროკალს მივესალმე კი-
დეც, ერთ დროს მის სახელოსნოშიც დავდიოდი, მაგრამ არ
ვიცი, ვახსოვარ თუ არა. თან ალბათ მშიოდა. მარტო იმის
წარმოდგენაზე, რას მიირთმევდნენ იმ მთავარ სახლში,
ნერწყვს ვერ ვიკავებდი. მარიასთან ერთად იქ ჩემი გამოჩენა
და საჭმელს დაძგერება, რა თქმა უნდა, არ ღირდა. ძალიან
დასუსტებულად ვგრძნობდი თავს, ალბათ მინეტის ბრალი
იყო. მაგრამ მართალი გითხრა, მინეტზე ვეღარ ვფიქრობდი,
109 მკითხველთა ლიგა
გესმის ჩემი? ვერც მარიას ტუჩებზე ვფიქრობდი, ვერც მის
ენაზე, ყლეზე რომ მისვამდა, ვერც მის ნერწყვებზე, კვერცხე-
ბის ბეწვებზე რომ მეცემოდა.
– აღარ გააგრძელო, – უთხრა პანჩომ.
– გეყო რა, ზედმეტი მოგდის, – კვერი დაუკრა პანჩოს
ძმამ.
– მერე შეშვებოდი, – ვთქვი მე, რომ არ ჩამოვრჩენილიყა-
ვი, არადა, გული ყელში მქონდა მობჯენილი.
– ჰოდა, ასეც ვუთხარი. მარია, მოდი, სხვა დროისთვის,
სხვა ღამისთვის გადავდოთ-მეთქი. საერთოდ აქ, ჩემთან ვჟი-
მაობდით, დაუსრულებლად, დროს ჩვენთვის მნიშვნელობა
არ ჰქონდა, ეგაა, მთელი ღამით არასოდეს რჩებოდა, დილის
ოთხ-ხუთ საათზე აუცილებლად მიდიოდა, ძალაგამოცლილი,
დარეტიანებული. ყოველთვის ვთავაზობდი, გაგაცილებ-მეთ-
ქი – არ მინდოდა, ასეთ დროს ქუჩაში მარტოს ებოდიალა.
იმან კი გამიმეორა, მიდი, ნუ ჩერდები, არაფერიც არ მომხდა-
რაო. ისიც გავიგონე, როგორ მითხრა, მიდი, ტრაკზე კიდევ
დამარტყიო. შენ რას იზამდი ჩემ ადგილას?
– იმას, რასაც შენ, – თქვა პანჩომ.
– ჰოდა, მეც ვაგრძელებდი ხელის ტყაპუნს, ერთი ხელით
ვურტყამდი, მეორით კლიტორსა და ძუძუებზე ვეფერებოდი.
მართალი გითხრა, რაც მალე მოვრჩებოდით, ის მერჩია. მე
ყოველ წუთს მზად ვიყავი. მაგრამ, ცხადია, არ მინდოდა, მა-
ნამდე გამეთავებინა, სანამ ის არ გაათავებდა. ის ბოზიშვილი
კი არა და არ ათავებდა, დროს წელავდა, მერე ვიგრძენი,
რომ ეს ყველაფერი მბეზრდებოდა და უფრო მაგრად დავუწყე
ცემა. დუნდულებზე, ბარძაყებზე, ფუჩუზეც კი. თქვენ ოდესმე
ასე გაგიკეთებიათ, ბიჭებო? გირჩევთ, დამიჯერეთ. თავიდან
თითების ტყაპუნის ხმა ცოტა არ იყოს, ყურადღებას გიფან-
110 მკითხველთა ლიგა
ტავს, იცი, რას ჰგავს? უკვე გამზადებულ საჭმელში უცებ რამე
უმი რომ აღმოაჩინო, მაგრამ მერე, ნელ-ნელა შენი მოძრაო-
ბები და მარიას კვნესა უნისონში მოდის, თითო დარტყმას თი-
თო კვნესა მოჰყვება და მერე დგება წუთი, როცა გრძნობ,
რომ დუნდულები უხურს, შენც გიხურს ხელები და ყლეც ისე
გიწყებს ძგერას, თითქოს გული იყოს, ბაგბუგ, ბაგაბუგ...
– მორჩი რა, ნუ გარეკე, – უთხრა მოკტესუმამ.
– მართალს გეუბნები. ჩემი ყლე პირში ედო, მაგრამ არც
წოვდა, არც წუწნიდა, უბრალოდ, ენის წვერით ეფერებოდა.
ისე ედო, როგორც პისტოლეტი უდევთ თავის ბუდეში. გან-
სხვავებას ხედავ? ისე კი არა, როგორც ხელში უჭირავთ ხოლ-
მე, არა, ისე, როგორც ბუდეში ან პატრონტაშში. არ ვიცი, გა-
საგებად აგიხსენით თუ არა. მარიაც ფეთქავდა, დუნდულები
უფეთქავდა, ბარძაყები, საშოს ბაგეები, კლიტორიც, ვიცი,
რადგან დარტყმებს შორის ზედ ვეალერსებოდი, ხელს ვუს-
ვამდი, ვგრძნობდი, როგორ თახთახებდა და ეს მახურებდა.
თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ გამეთავებინა. კვნესოდა,
მაგრამ როცა ვურტყამდი, უფრო მაგრად კვნესოდა, როცა არ
ვურტყამდი, ძალიან კვნესოდა (სახეს ვერ ვხედავდი), მაგ-
რამ, როცა ვურტყამდი, ბევრად უფრო ძლიერი იყო, კვნესას
ვგულისხმობ, თითქოს სულს უხევენო, მე კი მინდოდა გადმო-
მებრუნებინა და შიგ შემედო, მაგრამ არ გამოვიდოდა, გამიბ-
რაზდებოდა, საძაგელი გოგოა, ასეთია და რას იზამ! საკა-
იფოა მაგასთან ყოფნა, მაგრამ თვითონ როგორც უნდა, ისე
უნდა იყოს.
– მერე რა მოხდა? – ვეღარ მოვითმინე.
– მერე იმანაც გაათავა და მეც, მეტი არაფერი.
– მეტი არაფერი? – ჩაეკითხა მოკტესუმა.

111 მკითხველთა ლიგა


– მეტი არაფერი, გეფიცები. გავსუფთავდით, მე გავსუფ-
თავდი, ცოტა თმა დავივარცხნე, ჩაიცვა და გავედით, რომ
გვენახა, წვეულებაზე რა ხდებოდა. იქ კი დავცალკევდით. ეს
იყო ჩემი შეცდომა. გვერდიდან არ უნდა მოვშორებოდი. კუთ-
ხეში განცალკევებით მდგარი მაესტრო ბეროკალი დავინახე,
მივუახლოვდი და საუბარი გავუბი. მერე პოეტი არტემიო სან-
ჩესი შემოგვიერთდა, თან ვიღაც გოგო ახლდა, ასე ოცდაათი
წლისა, როგორც სანჩესმა გაგვაცნო, ჟურნალ „ელ გუახლო-
ტეს“ რედაქტორის მდივანი. მაშინვე დავუწყე გამოკითხვა,
ჟურნალისთვის ლექსები, მოთხრობები, ან ფილოსოფიური
ტექსტები ხომ არ გჭირდებათ, გამოუქვეყნებელი მასალები
მაქვს-მეთქი, ჩემი ძმაკაცის, მოკტესუმას თარგმანებზეც ვე-
ლაპარაკე, თან კი თვალი სუფრისკენ გამირბოდა, კანაპეები
თუ დარჩათ-მეთქი, რადგან შიმშილისგან უკვე მუცელი მი-
ყურყურებდა. მარიას დედა სწორედ ამ დროს დავინახე: უკან
მარიას მამა მოჰყვებოდა, მათგან ცოტა მოშორებით ის პა-
ტივსაცემი სტუმარი – ცნობილი ესპანელი პოეტი. ჰოდა, სწო-
რედ იქ დამენძრა: ლამის მუჯლუგუნებით გამაგდეს ქუჩაში და
გამაფრთხილეს, ჩვენთან ფეხმოდგმული აღარ დაგინახოთო.
– მერე მარიამ არაფერი მოიმოქმედა?
– არა, არაფერი. ჯერ თავი ისე დავიჭირე, თითქოს არც კი
მესმოდა, რა ხდებოდა, თითქოს ეს მე არც მეხებოდა, მაგრამ
მერე თვალთმაქცობას აზრი აღარ ჰქონდა, ქუჩაში უპატრონო
ძაღლივით გამისროლეს. მეწყინა, რომ ეს მაესტრო ბეროკა-
ლის თვალწინ მოხდა. დარწმუნებული ვარ, გულში დამცინო-
და კიდეც ის ნაბიჭვარი, სანამ მე კარისკენ მიმაბუნძულებ-
დნენ. არადა, იყო დრო, როცა ამ კაცით აღფრთოვანებული
ვიყავი.
– ბეროკალით? რა სულელი ხარ, პიელ, – უთხრა პანჩომ.
112 მკითხველთა ლიგა
– მართალს გეუბნები. თავიდან კარგად მექცეოდა. თქვენ
ამას ვერ გაიგებთ, მეხიკოელები ხართ, აქ გაიზარდეთ და
იმიტომ. ისე მივაჭერი, რომ არავის ვიცნობდი და ჯიბეში ერ-
თი გროშიც კი არ მიჭყაოდა. იმის მერე სამი წელი გავიდა, მა-
შინ, ოცდაერთისა ვიყავი. წინააღმდეგობებით სავსე გზა
მქონდა გამოვლილი. ბეროკალი კი კარგად მომექცა, თავის
სახელოსნოში მიმიღო, ხალხი გამაცნო, რომლებსაც შეეძ-
ლოთ სამსახურის შოვნაში დამხმარებოდნენ. იმ სახელოსნო-
ში გავიცანი მარია. ჩემი ცხოვრება ბოლეროს დაემსგავსა, –
მოულოდნელად დაასრულა მეოცნებე ხმით პიელ დივინამ.
– მიდი, განაგრძე. ესე იგი, ბეროკალი გიყურებდა და იცი-
ნოდა, – ვუთხარი მე.
– არა, სხვის დასანახად არა, მაგრამ, ჩემი აზრით, გულში
ნამდვილად იცინოდა. არტემიო სანჩესიც მიყურებდა, მაგრამ
ისეთი მთვრალი იყო, რომ ვერც კი მიხვდა, რა ხდებოდა. „ელ
გუახლოტეს“ მდივანი ქალი, მგონი, ყველაზე შეშინებული
იყო, და მიზეზიც მესმოდა: მარიას დედას ისეთი გამომეტყვე-
ლება ჰქონდა, თმას ყალყზე რომ დაგიყენებს. გეფიცებით,
ისიც კი ვიფიქრე, რამე არ მესროლოს-მეთქი. გასასვლელი-
საკენ ნელი ნაბიჯით მივემართებოდი, მაგრამ, გეფიცებით,
ძმებო, ერთი სული მქონდა, იქიდან მომეკურცხლა. თან ბო-
ლომდე არ ვკარგავდი იმედს, რომ სადაცაა მარია გამოჩნდე-
ბოდა, შეკრებილ სტუმრებს შორის გზას გამოარღვევდა,
მშობლებს არად ჩააგდებდა, ხელს ჩამჭიდებდა ან მხარზე გა-
დამხვევდა (მარია ერთადერთი გოგოა ჩემს ნაცნობებს შო-
რის, ვინც კაცს წელზე კი არა, ხელს მხარზე ხვევს ხოლმე) და
იქიდან ღირსეულად გამიყვანდა, ანუ იქიდან ჩემთან ერთად
გამოვიდოდა.
– მერე, გამოჩნდა?
113 მკითხველთა ლიგა
– გამოჩენით, რასაც გამოჩენა ჰქვია, არა. მაგრამ დავინა-
ხე. სულ ერთი წამით დავლანდე ვიღაც ტიპების მხრებისა და
თავების უკან.
– მერე, რა ქნა?
– არაფერი, მაგ ბოზიშვილმა. არაფერიც არ ქნა.
– ალბათ ვერ დაგინახა, – თქვა მოკტესუმამ.
– ძალიან კარგადაც დამინახა. თვალებში შემომხედა, მაგ-
რამ თავისებურად და, ხომ იცით, როგორია, ხანდახან ისე გი-
ყურებს, თითქოს ვერც კი გხედავსო, თითქოს გამჭვირვალე
იყო, უჩინმაჩინის ქუდი გეხუროს. მერე სულაც დაიკარგა. ჰო-
და, სხვა რა გზა მქონდა, თავს ვუთხარი, დღეს შენი საქმე წა-
სულია, ძმაო, ამიტომ თავზე უარესად ნუღარ გამოჭენდები,
აქედან წყნარად წადი-მეთქი. ოთახიდან დინჯად გამოვედი
და ამით შევეცადე, მარიას ნაბიჭვარი დედის ტყლარჭვა და-
მებალანსებინა. არადა, ისეთი სახით მოიწევდა ჩემკენ, რომ
გავიფიქრე, სულ ცოტა, კვერცხებში წიხლს ამომარტყამს, ან
სახეში სილას გამაწნავს, რა დროს ღირსეული გასვლაა, მი-
დი, ძმაო, გაიქეცი-მეთქი, იმიტომ, რომ უკვე თავზე წამომ-
დგომოდა, სახე ისე ახლოს ჰქონდა იმ ნაბოზარს ჩემს სახეს-
თან, თითქოს უნდა მაკოცოს, ან მიკბინოსო, მაგრამ ამ დროს
იცით, რას მეუბნება?
ძმებს არაფერი უკითხავთ, ნამდვილად იცოდნენ პასუხი.
– დედა შეგაგინა? – ვიკითხე გაუბედავად.
– მითხრა, რა სირცხვილია, რა სირცხვილიაო, მაგრამ ეს
სიტყვები ათჯერ მაინც გაიმეორა, თან ჩემს სახესთან სულ
რამდენიმე სანტიმეტრში.
– არ მჯერა, რომ მარია და ანხელიკა მაგ ქაჯის გაჩენილე-
ბი არიან, – აღნიშნა მოკტესუმამ.
– უფრო უცნაური რამეებიც გვინახავს, – თქვა პანჩომ.
114 მკითხველთა ლიგა
– ისევ ხარ მისი საყვარელი? – ვიკითხე მე.
პიელ დივინამ გაიგონა ჩემი კითხვა, მაგრამ არ უპასუხია.
– ერთად რამდენჯერ იწექით? – ვკითხე ისევ.
– აღარ მახსოვს, – მიპასუხა პიელ დივინამ.
– ეგ რა კითხვაა?! – მკითხა პანჩომ.
– ისე, ცნობისმოყვარეობამ წამძლია, – ვთქვი მე.
იმ ღამით როდრიგესების სახლიდან ძალიან გვიან წამო-
ვედი (მათთან ერთად ვისადილე, მათთან ერთად ვივახშმე,
ალბათ შეიძლებოდა დავრჩენილიყავი კიდეც, უსაზღვრო იყო
მათი კეთილშობილება). ინსურხენტესზე რომ გავედი და ავ-
ტობუსების გაჩერებისკენ დავიძარი, უცებ მივხვდი, რომ არც
თავი მქონდა და არც სურვილი, სახლში ხანგრძლივი დარი-
გებებისთვის გამეძლო.
ტროტუარის კიდეზე ჩამოვჯექი და მანქანების რიგს გავ-
ცქეროდი, უფრო სწორად, მათ ანთებულ ფარებს, რომლებიც
სახეს მინათებდნენ. მოდიოდნენ ის ავტობუსებიც, წესით,
რომ უნდა გავყოლოდი, თუკი სახლში ვაპირებდი დაბრუნე-
ბას. ბოლოს წამოვდექი და ფონტებისკენ გავემართე.
სანამ მივიდოდი, ტელეფონზე დავრეკე. ხორხიტომ მიპა-
სუხა. ვუთხარი, შენს დას დაუძახე-მეთქი. ცოტა ხანში ყურმი-
ლი მარიამ აიღო. მისი ნახვა მინდოდა. მკითხა, სად ხარო.
ვუთხარი, შენს სახლთან ახლოს, პოპოკატეპეტლის მოედან-
ზე-მეთქი.
– რამდენიმე საათს მოიცადე, – მითხრა მარიამ, – და მე-
რე მოდი. ზარი არ დარეკო. ღობეზე გადმოძვერი, მაგრამ ისე,
რომ არ იხმაურო. დაგელოდები.
ღრმად ამოვისუნთქე, ლამის ვუთხარი, მიყვარხარ-მეთქი
(მაგრამ არ მით ქვამს) და გავთიშე. რადგან ფული არ მქონდა
და იმ რამდენიმე საათს კაფეში ვერ დაველოდებოდი, იქვე
115 მკითხველთა ლიგა
დავრჩი, ძელსკამზე დავჯექი, ჩემს დღიურში წერა და პანჩოს-
გან ნათხოვარი, ტაბლადას ლექსების კრებულის კითხვა და-
ვიწყე. ამ საქმიანობაში ზუსტად ორი საათი გავატარე, შემდეგ
წამოვდექი და კოლიმის ქუჩას გავუყევი.
სანამ ღობეს გადავახტებოდი, ორივე მხარე კარგად დავ-
ზვერე. ეზოს იმ ნაწილში ყვავილნარი ჰქონდათ გაშენებული.
ყვავილებს სენიორა ფონტი (ან მისი მოახლე) უვლიდა. ჩახ-
ტომისას შევეცადე არაფერი დამეზიანებინა და გეზი მაშინვე
პატარა სახლისკენ ავიღე.
მარია ხის ძირში მელოდა. სანამ რამეს ვეტყოდი, ტუჩებში
მაკოცა. ენა ლამის ხორხამდე ჩამიყო. სიგარეტისა და ძვირ-
ფასი საჭმლის სუნი ასდიოდა. მე სიგარეტისა და მწირი ნავახ-
შმევის სუნი შევაგებე. მაგრამ ორივე საჭმელი კარგი იყო.
ვიგრძენი, რომ ყველა ჩემი შიში და ნაღველი ერთი ხელის
მოსმით აორთქლებულიყო. იმის ნაცვლად, რომ სახლისკენ
წავეყვანე, იქვე დავიწყეთ ჟიმაობა, ხის ძირას. ვინმეს მისი
კვნესა რომ არ გაეგონა, მარია კბილებით კისერში ჩამაფ-
რინდა. სანამ გავათავებდი, ყლე გამოვიღე და თესლი იქვე,
ბალახებსა თუ ყვავილებზე დავანთხიე. (გამოღებისას მარიამ
მაინც დაიკვნესა, როგორც ჩანს, ძალიან სწრაფად მომივიდა)
პატარა სახლში ანხელიკას ღრმად ეძინა, თუმცა შეიძლება,
თავს, უბრალოდ, იმძინარებდა. კიდე ერთხელ ვიჟიმავეთ. მე-
რე წამოვდექი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სხეული
ვიღაცამ ასო-ასოდ ამიქნაო, ვიცოდი, რომ მეთქვა, მიყვარ-
ხარ-მეთქი, გაუსაძლისი ტკივილი მაშინვე გამიქრებოდა,
მაგრამ არაფერი მითქვამს, და ოთახის ყველაზე შორეული
კუთხეების ზვერვას შევუდექი, ვაითუ სადმე ისევ ბარიოსსა
და პატერსონს სძინავთ-მეთქი, მაგრამ დები ფონტებისა და
ჩემ გარდა სახლში არავინ იყო.
116 მკითხველთა ლიგა
მერე საუბარი დავიწყეთ. ანხელიკამ გაიღვიძა, სინათლე
ავანთეთ და გვიანობამდე ვილაპარაკეთ. პოეზიაზე, ლაურა
დამიანზე, პრემიაზე, მკვდარ პოეტზე, ჟურნალზე, რომლის
გამოცემასაც ლიმა და ბელანო აპირებდნენ, ერნესტო სან-
ეპიფანიოს ცხოვრებაზე, იმაზე, თუ როგორი შესახედაობისა
შეიძლება ყოფილიყო ურაკან რამირესი, ანხელიკას მეგობა-
რი მხატვარი, ტეპიტოში რომ ცხოვრობდა. კიდევ ვიბაასეთ
მარიას მეგობრებზე საცეკვაო სასწავლებლიდან. დიდი ხნის
საუბრისა და ბევრი სიგარეტის მოწევის შემდეგ ანხელიკამ
და მარიამ დაიძინეს, მე სინათლე ჩავაქრე, ლოგინში ჩავწექი
და ფიქრში მარიასთან კიდევ ერთხელ ვიჟიმავე.

20 ნოემბერი
პოლიტიკური შეხედულებები: მოკტესუმა როდრიგესი
ტროცკისტია. ხასიანტო რეკენა და არტურო ბელანო ადრე
იყვნენ ტროცკისტები.
მარია ფონტი, ანხელიკა ფონტი და ლაურა ხაურეგი (ბე-
ლანოს ყოფილი შეყვარებული) რაღაც რადიკალურ ფემინის-
ტურ მოძრაობას მიეკუთვნებიან, რომელსაც სახელად „მექ-
სიკელი ქალები ბრძოლისაკენ!“26 ჰქვია. ალბათ ის სიმონ და-
რიეც იქ გაიცნეს, ბელანოს მეგობარი ქალი და, ერთგვარად,
სადომაზოხიზმის პროპაგანდისტი.
ერნესტო სან-ეპიფანიომ მექსიკის ჰომოსექსუალი კომუ-
ნისტების პირველი პარტია და მექსიკელ ჰომოსექსუალთა
პირველი კომუნა დააარსა.
ულისეს ლიმა და ლაურა დამიანი ანარქისტული ჯგუფის
დაარსებას გეგმავდნენ: მანიფესტის პირები შემორჩენილია.
26„მექსიკელი ქალები ბრძოლისაკენ!“ – ალუზია მექსიკის ეროვნული
ჰიმნის პირველ სტრიქონზე
117 მკითხველთა ლიგა
თხუთმეტ წლამდე ულისეს ლიმას უცდია, იმ ხალხთან გაერ-
27
თიანებულიყო, რაც ლუსიო კაბანიასის პარტიზანული მოძ-
რაობიდან იყო დარჩენილი, კიმ ფონტის მამა, ისიც კიმ ფონ-
ტი, ბარსელონაში დაიბადა და ებროს28 ბრძოლაში დაიღუპა.
რაფაელ ბარიოსის მამა რკინიგზელთა პროფკავშირის ია-
ტაკქვეშა ბრძოლებში მონაწილეობდა. ციროზისგან გარდა-
იცვალა.
პიელ დივინას მშობლები ოაჰაკაში იყვნენ დაბადებულები
და, როგორც თავად პიელ დივინა ამბობს, შიმშილით და-
იხოცნენ.

21 ნოემბერი
კატალინა ო'ჰარას სახლში წვეულებაა.
დილით ბიძაჩემს ველაპარაკე ტელეფონით. მკითხა, სახ-
ლში დაბრუნებას როდის აპირებო. ყოველთვის-მეთქი, ვუპა-
სუხე. მძიმე დუმილის შემდეგ (როგორც ჩანს, ჩემი სიტყვები
ვერ გაიგო, მაგრამ არ უნდოდა, შეემჩნია), მკითხა, რაში გა-
ეხვიეო. არაფერში-მეთქი, ვუთხარი. იცოდე, ხუან, ამ საღა-
მოს აუცილებლად უნდა მოხვიდე, უსიკვდილოდ, თორემ მე-
რე შედეგებზე პასუხს არ ვაგებო, მითხრა ბოლოს. ტელეფონ-
ში მისი ხმის გარდა მესმოდა, როგორ მოთქვამდა ბიცოლა
მარტიტა. რა თქმა უნდა-მეთქი, ვუპასუხე, ბიცოლაჩემი კი
იქიდან კარნახობდა, ჰკითხე, ერთი, რამე ხომ არ აქვს მოწე-
ულიო, მაგრამ ბიძაჩემმა უთხრა, ესმისო და მერე მკითხა,

27 ლუსიო კაბანიასი (1938-1974) – სოფლის მასწავლებელი და რევოლუ-


ციონერი სოციალისტური იდეებით, გერეროს შტატის შეიარაღებული
დაჯგუფების, „ღარიბთა პარტიის“ ხელმძღვანელი
28 ებროს ბრძოლა (1938) – რესპუბლიკელების უკანასკნელი ბრძოლა ეს-

პანეთის სამოქალაქო ომის დროს, რომელიც ფრანკოს რეჟიმმა სისხლში


ჩაახშო.
118 მკითხველთა ლიგა
ფული თუ გაქვსო. ვუპასუხე, ავტობუსისთვის მეყოფა და ახ-
ლა მეტს ვეღარ დაგელაპარაკებით-მეთქი.
სინამდვილეში ავტობუსის ფულიც აღარ მქონდა. მაგრამ
მერე მოულოდნელად ძალიან შეიცვალა რაღაცები.
კატალინა ო'ჰარასთან იყვნენ ულისეს ლიმა, ბელანო, მი-
ულერი, სან-ეპიფანიო, ბარიოსი, ბარბარა პატერსონი, რეკე-
ნა და მისი შეყვარებული სოჩილი, ძმები როდრიგესები, პი-
ელ დივინა, მხატვარი გოგო, სახელოსნოს კატალინასთან
ერთად რომ ქირაობდა, კიდევ ბევრი ჩემთვის უცნობი ადა-
მიანი და ისეთები, რომლებზეც არაფერი მსმენოდა. ისინი ისე
ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, როგორც მდინარეს სჩვევია
ხოლმე სიბნელეში.
მე, მარია და ანხელიკა ერთად მივედით. კარი ღია დაგ-
ვხვდა. შესვლისას მარტო ძმები როდრიგესები დავინახეთ.
მეორე სართულისკენ ამავალ კიბეზე ისხდნენ და მოსაწევს
წრეში ატრიალებდნენ. მივესალმეთ და გვერდით მივუსხე-
დით. მგონი, ჩვენ გველოდნენ. მერე პანჩო და ანხელიკა ზე-
ვით ავიდნენ, დანარჩენები ისევ იქ დავრჩით. სახლის უკანა
მხრიდან საზიზღარი მუსიკა მოისმოდა. აი, ისეთი, დასამშვი-
დებელ მუსიკას რომ ეძახიან, რადგან შიგ შეიძლებოდა ჩიტე-
ბის გალობაც გაერჩია კაცს, იხვების ყარყატიც, ბაყაყების ყი-
ყინიც, ქარის სისინიც, ზღვის შრიალიც და გამხმარ ფოთლებ-
ზე მოსიარულე ნაბიჯების ხმაც კი, მაგრამ ეს ყველაფერი ერ-
თად ისეთ ნაჯვარს ქმნიდა, საშინელებათა ფილმებში რომ ის-
მის ხოლმე. მერე მოვიდნენ პიელ დივინა, მარიას ლოყაზე
აკოცა (ამ დროს მე იქით გავიხედე, მეორე მხარეს, კედლისა-
კენ, ქალებისა თუ ქალთა ოცნებების ამსახველი გრავიურე-
ბით რომ იყო აჭრელებული) და საუბარი გაგვიბა. არ ვიცი
რატომ, ალბათ მორიდების გამო, სანამ ისინი ლაპარაკობ-
119 მკითხველთა ლიგა
დნენ (პიელ დივინა ხომ საცეკვაო სასწავლებელს მუდმივად
სტუმრობდა და, მაშასადამე, მარიას ტალღაზე იყო აწყობი-
ლი), ნელ-ნელა გვერდით გავდექი, ფიქრებში ჩავეფალი და
იმ უცნაურ საქციელზე დავიწყე ფიქრი, დილით ფონტების
სახლში რომ გამოვიარე.
თავიდან თითქოს ყველაფერი ბუნებრივად მიდიოდა. სა-
საუზმოდ შევედი და მაგიდას ოჯახთან ერთად მივუჯექი, სე-
ნიორა ფონტი გულმხურვალედ მომესალმა, ხორხიტოს არც
შემოუხედავს (ნახევრად ეძინა), მოახლემ, მივედი თუ არა,
მისალმების ნიშნად ხელი ამიწია, რაც მისი მხრიდან სიმპა-
თიის გამოხატვა უნდა ყოფილიყო; ჯერჯერობით ყველაფერი
კარგად მიდიოდა, ისე კარგად, რომ ერთ წამს იმ აზრმაც კი
გამიელვა, იქნებ მარიასთან სამუდამოდ გადმოვსახლდე-
მეთქი. მაგრამ მერე კინი გამოჩნდა და მის დანახვაზე სხეულ-
ში ჟრუანტელმა დამიარა. ეტყობოდა, მთელი ღამე თეთრად
გაეთენებინა. ისეთი შესახედაობა ჰქონდა, თითქოს ეს-ესაა
ჯალათებს ძლივს დაუძვრა ხელიდან და საწამებელი ოთახი-
დან გამოვარდაო. აჩეჩილი თმა, ჩაწითლებული თვალები,
არც წვერი გაეპარსა, არც წყალი გადაევლო. ხელები საშინ-
ლად ჰქონდა დასვრილი, ხელის ზურგზე თითქოს იოდის ლა-
ქები მოუჩანდა, თითებზე კი მელნისა. რა თქმა უნდა, არ მომ-
სალმებია, თუმცა მე, რაც შეიძლება თავაზიანად, მშვიდობია-
ნი დილა ვუსურვე. მისი ასეთი შესახედაობა ცოლმა და შვი-
ლებმა არც კი შეიმჩნიეს. რამდენიმე წუთის შემდეგ მეც აღარ
ვაქცევდი ყურადღებას. კიმის საუზმე ჩვენსაზე ბევრად მწირი
იყო: მარტო ორი ფინჯანი შავი ყავა დალია და დაჭმუჭნილ სი-
გარეტს მოუკიდა და თან სიგარეტი კოლოფიდან კი არა, ჯიბი-
დან ამოიღო. ნაფაზი დაარტყა და რაღაც უცნაურად დაგვიწ-
ყო ყურება, თან გამომწვევად, თან თითქოს ვერც კი გვხედავ-
120 მკითხველთა ლიგა
სო. საუზმე რომ დაასრულა, წამოდგა და მითხრა, გამომყევი,
შენთან დალაპარაკება მინდაო.
მარიას შევხედე, ანხელიკასაც, მაგრამ ვერაფერი დავინა-
ხე ისეთი, რაც მიმანიშნებდა, რომ მათი მამის ბრძანებას არ
უნდა დავმორჩილებოდი. ამიტომ, უკან გავყევი.
ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კიმ ფონტის ოთახ-
ში აღმოვჩნდი და მისმა ზომამ გამაოცა, რადგან სხვა ოთა-
ხებზე ბევრად პატარა იყო. გარშემო, იატაკზეც და კედლებზეც
სარჭებით უწესრიგოდ უამრავი პროექტი და ფოტოსურათი
დაეხვავებინა. ერთადერთ ავეჯს მხაზველის მაგიდა და ხის
სკამი წარმოადგენდა, რომლებიც ოთახის ნახევარზე მეტს
იკავებდა. გარშემო სიგარეტისა და ოფლის სუნი იდგა.
– ლამის მთელი ღამე ვიმუშავე, თვალი ვერ მოვხუჭე, –
მითხრა კიმმა.
– მართლა? – ვკითხე და თან იმაზე ვფიქრობდი, ალბათ
დარდისგან ვერ დაიძინა, გაიგონა, როგორ შემოვიპარე წუ-
ხელ მათთან, მე და მარია დაგვინახა, ან მარტო მე ამ ოთახის
პაწაწინა ფანჯრიდან და ახლა ლანძღვას დამიწყებს-მეთქი.
– ჰო, ხელებზე დამხედე, – მითხრა.
ორივე ხელი წინ გამოიშვირა მკერდის სიმაღლეზე და შევ-
ნიშნე, შესამჩნევად უცახცახებდა.
– რამე პროექტზე მუშაობდით? – ვკითხე თავაზიანად და
თან მაგიდაზე გაშლილ ქაღალდებს დავყურებდი.
– არა, – მიპასუხა კიმმა, – ჟურნალზე, იმ ჟურნალზე, რო-
მელიც მომავალში უნდა გამოვიდეს.
არ ვიცი რატომ, მაგრამ მაშინვე გავიფიქრე (ან ვიცოდი,
თითქოს თავად ჰქონდა ნათქვამი), რომ საქმე რეალვისცე-
რისტების ჟურნალს ეხებოდა.

121 მკითხველთა ლიგა


– ყველას დედას ვუტირებ, ყველას, ვინც მაკრიტიკებდა,
აი, ნახავ, – თქვა ისევ.
მაგიდას მივუახლოვდი და ნახატებისა და დიაგრამების
თვალიერება დავიწყე. ფრთხილად ვიღებდი უწესრიგოდ დაყ-
რილ ფურცლებს. ჟურნალის პროექტი გეომეტრიული ფიგუ-
რების, გვარებისა თუ ალალბედზე გამოყვანილი ასოების ქა-
ოსი აღმოჩნდა. უკვე ეჭვიც აღარ მეპარებოდა, რომ საწყალი
სენიორ ფონტი ნერვიული კოლაფსის ზღვარზე იყო.
– როგორ მოგწონს?
– ძალიან საინტერესოა, – ვუთხარი მე.
– ახლა ხომ მიხვდებიან ეგ ნაძირლები, ავანგარდიზმი
რას ნიშნავს, არა? მაგრამ, ხედავ? ლექსები აკლია. აქ თქვენი
ლექსები იქნება დაბეჭდილი.
ის ადგილი, რომელზეც მიმანიშნა, ხაზებით იყო სავსე,
რაც ტექსტის მაგივრობას სწევდა, მაგრამ, გარდა ამისა, იყო
ნახატებიც, სწორედ ისეთი ნახატები, როგორც კომიქსებშია
ხოლმე: გველები, ჭურვები, დანები, გადაჯვარედინებული
ძვლები, პატარა ატომური აფეთქებები. გარდა ხაზებისა და
ნახატებისა, ყველა გვერდზე კიმ ფონტის დაუსრულებელი
მსჯელობები გრძელდებოდა გრაფიკული დიზაინის შესახებ.
– შეხედე, ეს გამოცემის ანაგრამაა.
გველი (რომელიც შეიძლება იღიმებოდა, მაგრამ ალბათ
უფრო ტკივილისგან იკრუნჩხებოდა) საკუთარ კუდს ჩაჰფრე-
ნოდა და ქინძისთავებივით თვალების დატანჯული მზერა სა-
ვარაუდო მკითხველისთვის მიეპყრო.
– ჰო, მაგრამ, ჯერ ხომ არავინ იცის, ახალ ჟურნალს რა
ერქმევა? – ვიკითხე გულუბრყვილოდ.

122 მკითხველთა ლიგა


– რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი ის არის, რომ გველი
მექსიკური სიმბოლოა და თან წრიულობას განასახიერებს.
ნიცშე წაკითხული გაქვს, გარსია მადერო? – მკითხა უცებ.
იძულებული ვიყავი, მეღიარებინა, არ წამიკითხავს-მეთქი.
ჟურნალის შემდეგი გვერდებიც (სამოცზე მეტი იყო) სათითა-
ოდ დავათვალიერე და როდესაც წასასვლელად გავემზადე,
კიმმა მკითხა, ჩემს ქალიშვილთან რა ურთიერთობა გაქვსო.
ვუთხარი, რაც დრო გადის, მე და მარია ერთმანეთს უფრო
უკეთ ვუგებთ-მეთქი და მერე ვარჩიე, გავჩუმებულიყავი.
– ძალიან ვიტანჯებით მშობლები, – განაგრძო კიმმა, –
განსაკუთრებით მეხიკოში. რამდენი ხანია, რაც შენს სახლში
არ გიძინია?
– სამი ღამეა, – ვუპასუხე.
– მერე, დედაშენი არ ინერვიულებს?
– დავურეკე, იციან, რომ კარგად ვარ.
კიმმა ზემოდან ქვემოთ დამხედა.
– მთლად კარგად არ გამოიყურებით, ყმაწვილო.
მხრები ავიჩეჩე. ერთხანს ორივე ჩაფიქრებულები ვდუმ-
დით. იგი თითებს მაგიდაზე აკაკუნებდა, მე კი კედლებზე სპე-
ციალური ჭიკარტებით მიმაგრებულ, იდეალური სახლების
ძველ პროექტებს ვათვალიერებდი (რომლებსაც კიმი, ცხა-
დია, ვერასოდეს შეასხამდა ხორცს).
– გამომყევი, – მითხრა ბოლოს.
გავყევი. მეორე სართულზე, თავის საძინებელთან მიმიყ-
ვანა. ეს ოთახი სახელოსნოზე ხუთჯერ უფრო ფართო ჩანდა.
კიმმა კარადა გამოაღო და მწვანე მაისური მომაწოდა.
– ეს გაისინჯე. იქნებ კარგად მოგივიდეს.
რამდენიმე წამი ყოყმანში გავატარე, მაგრამ კინი ისეთი
მბრძანებლური ჟესტებით მაძალებდა, რომ მივხვდი, უბრა-
123 მკითხველთა ლიგა
ლოდ, დროს ვკარგავდი. ჩემი პერანგი იქვე, საწოლთან მი-
ვაგდე. საწოლი უზარმაზარი იყო, ზედ კინიც დაეტეოდა, მისი
ცოლიც და სამივე შვილიც ერთად. მწვანე მაისური ჩავიცვი.
კარგად მომივიდა.
– გჩუქნი, – მითხრა კიმმა. მერე ხელი ჯიბეში ჩაიყო და
რამდენიმე კუპიურა გამომიწოდა, – შეგიძლია, მარია გამაგ-
რილებელ წყალზე დაპატიჟო.
ხელი უკანკალებდა, გამოშვერილი მკლავიც. უცახცახებ-
და მეორე მკლავიც, უღონოდ რომ ეკიდა. სახეზე კი რაღაც
საშინელი გამომეტყველება აღბეჭდვოდა. ეს გამომეტყველე-
ბა მაიძულებდა, თვალი ამერიდებინა და სადღაც სხვაგან გა-
მეხედა. მადლობა გადავუხადე, მაგრამ მტკიცება დავუწყე,
ფულს არ გამოგართმევ-მეთქი.
– რა უცნაურია, – მითხრა კიმმა, – ფულის მიღებაზე უარს
არავინ მეუბნება, არც ჩემი შვილები, არც ცოლი, არც მსახუ-
რები, – აქ მრავლობითი რიცხვი გამოიყენა, თუმცა უკვე ვი-
ცოდი, რომ არავითარი მსახურები, გარდა ერთი მოახლისა,
აღარ ჰყავდა. თუმცა ის მოახლეს არც გულისხმობდა, – ჩემს
უფროსებსაც კი მოსწონდათ ჩემი ფული და ამიტომაცაა ახლა
მათთან.
– დიდი მადლობა, – ვუთხარი მე.
– გამომართვი და ჯიბეში ჩაიდე, მაიმუნო!
ფული გამოვართვი და ჩავიდე. კარგა ბლომად იყო, მაგ-
რამ ვერ გავბედე, რომ ეს აღმენიშნა.
– როგორც კი მოვახერხებ, დაგიბრუნებ, – ვუთხარი.
კიმი საწოლზე ზურგით დაეცა. დაცემისას მისმა სხეულმა
ყრუ ხმა გამოსცა და ამოძრავდა. ერთი წამით თავში გამიელ-
ვა, ნეტა წყლის საწოლი ხომ არ არის-მეთქი.

124 მკითხველთა ლიგა


– მაგაზე არ იდარდო, ბიჭუნი. ამქვეყნად იმიტომ გავ-
ჩნდით, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ. შენ ჩემს ქალიშვილ-
თან დაკავშირებით დამეხმარები, მე – ხარჯებში, ასე ვთქვათ,
ზედმეტი შემოსავალი გაგიჩნდება.
დაღლილი ხმა ჰქონდა, თითქოს სადაცაა ჩაუწყდება და
დაიძინებსო, მაგრამ თვალების დახუჭვას არც აპირებდა და
ჭერს ნერვიულად ათვალიერებდა.
– მომეწონა მომავალი ჟურნალის პროექტი. ყველა ნაძი-
რალას ენას ჩავაგდებინებ, – განაგრძო, მაგრამ ახლა მისი
ხმა უკვე ჩურჩულით გაისმა.
– არაჩვეულებრივი გამოვიდა, – ვუთხარი პასუხად.
– აბა რა. ტყუილად კი არა ვარ არქიტექტორი, – მითხრა
მან და ცოტა ხნის შემდეგ დასძინა, – ჩვენც ხელოვანები
ვართ, მაგრამ თავის მოკატუნება ძალიან კარგად შეგვიძლია.
– რა თქმა უნდა, – ვუპასუხე.
მერე მომეჩვენა, რომ ხვრინავდა. სახეზე დავხედე: თვა-
ლები ისევ ღია ჰქონდა. კიმ! დავუძახე. ხმა არ გაუღია. ძალი-
ან ფრთხილად მივუახლოვდი და ლეიბი შევარხიე. მისი სხე-
ულიდან ჩემს მოძრაობას რაღაცამ უპასუხა. პირიდან ვაშ-
ლისხელა ბუშტები ამოსდიოდა. შევბრუნდი და საძინებლი-
დან გავედი.
დარჩენილი დღე მარიასთან და მარიას ადევნებულმა გა-
ვატარე. ერთი-ორჯერ წამოწვიმა. წვიმის გადაღებისას, პირ-
ველად ცისარტყელა გამოჩნდა, მეორედ არაფერი გამოჩენი-
ლა, ცა შავ ღრუბლებს დაეფარა და გარემოს ღამე ეფინებო-
და.
კატალინა ო'ჰარა ოცდახუთი წლის, ჟღალთმიანი, შვილი-
ანი, ქმარს გაყრილი ლამაზი ქალია.

125 მკითხველთა ლიგა


კიდევ ლაურა ხაურეგი გავიცანი, რომელიც ადრე არტურო
ბელანოს მეგობარი ქალი იყო. წვეულებაზე სოფია გალვეს-
თან, ულისეს ლიმას დაკარგულ სიყვარულთან ერთად იყო
მოსული.
ორივე ლამაზია.
არა, ლაურა გაცილებით ლამაზია.
საკმარისზე მეტი დავლიე. საითაც გავიხედავდი, ყველგან
რეალვისცერისტები დაეხეტებოდნენ, მაგრამ მათი უმეტესო-
ბა, უბრალოდ, სტუდენტი იყო რომლებიც თავს პოეტებად
წარმოსახავდნენ.
ანხელიკა და პანჩო ადრევე წავიდნენ.
ღამის რომელიღაც მონაკვეთში მარიამ მითხრა, უბედუ-
რება არ აგვცდებაო.

22 ნოემბერი
კატალინა ო'ჰარას სახლში გამეღვიძა. ძალიან ადრე იყო.
სანამ კატალინასა და მის ვაჟ, დევისთან ერთად ვსაუზმობდი,
რომელიც საბავშვო ბაღში უნდა წაეყვანათ (მარია არ ჩანდა,
დანარჩენებს ეძინათ), გამახსენდა, რომ წუხელ, უკვე სულ
ცოტანიღა რომ დავრჩით, ერნესტო სან-ეპიფანიომ თქვა, ლი-
ტერატურა სხვადასხვანაირი არსებობს – ჰეტეროსექსუალუ-
რი, ჰომოსექსუალური და ბისექსუალურიო. რომანები, რო-
გორც წესი, ჰეტეროსექსუალურია, პოეზია, სამაგიეროდ, სავ-
სებით ჰომოსექსუალური და აქედან დავასკვენი, რომ მოთ-
ხრობები ბისექსუალური უნდა იყოს, თუმცა სან-ეპიფანიოს ეს
არ უთქვამს.
პოეზიის უზარმაზარ ოკეანეში რამდენიმე მიმდინარეობას
განასხვავებდა: ცისფერს, პედერასტულს, მამათმავლურს, გი-
ჟურს, ჰომოსექსუალურს, ფარვანისებურს, ნიმფურს, ქა-
126 მკითხველთა ლიგა
ლურს. ცხადია, მთავარი მიმდინარეობები ცისფერი და პედე-
რასტული იყო. მისი აზრით, უოლტ უიტმენი ცისფერი პოეტი
იყო, პაბლო ნერუდა – პედერასტული, უილიამ ბლეიკი ცის-
ფერი, უეჭველი, ოქტავიო პასი – პედერასტული. ბორხესი –
ქალური იყო, ანუ უცებ შეეძლო, ცისფერი გამხდარიყო, უცებ
კი – საერთოდ ასექსუალური. რუბენ დარიო გიჟებს29 ეკუთ-
ვნის, გიჟების ნამდვილი მეფე და პარადიგმააო.
– ცხადია, ჩვენს ენაზე ვინც წერს, იმათ ვგულისხმობ, – აგ-
ვიხსნა, – უფრო ვრცელ და უცხო სამყაროში ასეთ პარადიგ-
მად დიდებული ვერლენი რჩება.
სან-ეპიფანიოს აზრით, გიჟი ყველაზე ახლოს ფლორიდის
საგიჟეთთან30 და განსხეულებულ ჰალუცინაციებთანაა, მა-
შინ, როცა ცისფერი და პედერასტული პოეტები სინკოპურად
მიმოეხეტებიან ეთიკიდან ესთეტიკისკენ და პირიქით. სერნუ-
და, ძვირფასი სერნუდა, ნიმფური იყო, განსაკუთრებით მძიმე
პერიოდებში – ცისფერი, ხოლო გილიენი, ალესანდრე და
ალბერტი შეგვეძლო შესაბამისად, ფარვანურების, ჰომოსექ-
სუალურების და ცისფერებისთვის მიგვეკუთვნებინა. კარლოს
პელისერის მსგავსი პოეტები, ზოგადად, ჰომოები არიან, მა-
შინ, როცა ტაბლადას, ნოვოს, რენატო ლედუკის მსგავსები –
ფარვანები. საერთოდ, მექსიკური პოეზია ცისფერ პოეტებს
სწყალობდა, თუმცა, ზოგიერთ ოპტიმისტს შეიძლება ეფიქრა,
რომ მათ მიეკუთვნებოდა ლოპეს ველარდეც ან ეფრაინ უერ-
ტაც. სამაგიეროდ, პედერასტები უამრავნი არიან, მკვლელი
(თუმცა თავიდან მომესმა, თითქოს მცველიო, ასე თქვა) დიას

29გიჟი (ესპ. ჟარგ.) – პედერასტი


30იგულისხმება ფლორიდის საგიჟეთთან დაკავშირებული საშინელი ლე-
გენდები, რომლებსაც ჰელოუინის დროს იხსენებენ ხოლმე.
127 მკითხველთა ლიგა
მირონიდან31 დაწყებული, სახელოვანი ომერო არიდხისით
დამთავრებული. ჩვენ რაც შეგვეხება, ამადო ნერვომდე
(სტვენა) უნდა ავმაღლებულიყავით, რათა გვენახა, თუ რო-
გორია ნამდვილი, ანუ ცისფერი პოეტი, და არა პოეტი-ფარვა-
ნა, როგორც დღეს სახელგანთქმული და ზღაპრულად პოპუ-
ლარული, აწ განსვენებული მანუელ ხოსე ოტონია. განსვენე-
ბულებზე გამახსენდა: ფარვანა იყო მანუელ აკუნია და საბერ-
ძნეთის ტყეების ნიმფა – ხოსე ხოაკინ პესადო, წლების მან-
ძილზე მექსიკური გარკვეული განხრის ლირიკის ოღრაშები.
– ეფრენ რებლიედო? – ვკითხე მე.
– პედერასტი, ოღონდ სულ პატარა. მისი დამსახურება
ისაა, რომ ერთადერთი თუ არა, პირველი მექსიკელია, რო-
მელმაც წიგნი ტოკიოში გამოსცა. 1909 წელს გამოცემულ
„იაპონურ ჰანგებს“ ვგულისხმობ. დიპლომატი იყო და, ცხა-
დია, არ გაუჭირდებოდა.
ბოლოს და ბოლოს პოეტური სივრცე, ძირითადად ცისფერ
და პედერასტ პოეტებს შორის გამართული (იატაკქვეშა) ძიძ-
გილაობის ასპარეზი და შედეგი იყო, ხოლო მიზანი ამ ბრძო-
ლისა ის, თუ უპირატესობა ვის დარჩებოდა. თუკი სან-ეპიფა-
ნიოს დავუჯერებდი, პედერასტებიც სისხლით ცისფერები იყ-
ვნენ, რომლებიც თავიანთი სისუსტისა თუ კომფორტის ხათ-
რით ექვემდებარებოდნენ და ეგუებოდნენ – თუმცა ყოველ-
თვის არა – პედერასტების ესთეტიკურ თუ ცხოვრებისეულ პა-
რამეტრებს. რაც შეეხება ესპანეთში, საფრანგეთსა და იტა-
ლიაში პედერასტების არსებობას, მათი სახელი, როგორც
ნათქვამია, ლეგიონია, თუმცა ამას, განსაკუთრებით დაკვირ-
ვებული მკითხველების გარდა, სხვები, უფრო ზერელენი, ვე-

დიას მირონი – პოეტი და პოლიტიკოსი, რომელიც ციხეში იჯდა მკვლე-


31

ლობისთვის.
128 მკითხველთა ლიგა
რასოდეს მიხვდებიან. საქმე ის იყო, რომ რომელიმე ცისფე-
რი პოეტი, მაგალითად, ლეოპარდი, როგორღაც პედერასტ
პოეტად გარდაიქმნებოდა, მაგალითად, ისეთად, როგორე-
ბიც იყვნენ უნგარეტი, მონტალე და კვაზიმოდო – განუყოფე-
ლი ტრიო.32 ასევე პაზოლინი გადაიქცა თანამედროვე იტა-
ლიელ პედერასტად, იხილეთ საწყალი სანგინეტის შემთხვევა
(პავეზეს არ ვეხები, ერთი ნაღვლიანი გიჟი იყო, ამ ჯიშის ერ-
თადერთი ეგზემპლარი, არც დინო კამპანას, რომელსაც სრუ-
ლიად განსაკუთრებული ადგილი უკავია და საბოლოოდ
წყალწაღებული გიჟების რიგს მიეკუთვნება). საფრანგეთზე
რომ აღარაფერი ვთქვათ, ფაგისტადორთა33 დიდებულ ენაზე,
სადაც ასი ცისფერი პოეტია, ვიიონით დაწყებული, ჩვენი საყ-
ვარელი სოფი პოდოლსკით დამთავრებული, რომლებიც სა-
კუთარი ძუძუების სისხლის წილ აფარებდნენ, აფარებენ და
შეაფარებენ თავს პედერასტი პოეტების, ფარვანების, ნიმფე-
ბის, მამათმავლებისა და მეტრაკეების უზარმაზარ ლეგიონს,
ერთიანად რომაა გადაჭედილი ყველაფერი – ლიტერატურუ-
ლი ჟურნალების ცნობილი დირექტორებიდან დაწყებული,
დიდი მთარგმნელებით, წვრილი მოხელეებითა და ბელეტ-
რისტიკის სამყაროს დიადი წარმომადგენლებით დამთავრე-
ბული (თუ არ გჯერათ, „ტელ კელის“ პოეტების სავალალო და
საშიში ტენდენციის საქმიანობა გაიხსენეთ). ნურაფერს ვიტ-
ყვით ნურც რუსული რევოლუციის ცისფერობაზე, სადაც,
გულწრფელები რომ ვიყოთ, ერთადერთი ცისფერი პოეტი
იყო, ერთადერთი.

32 ჯუზეპე უნგარეტი, სალვატორე კვაზიმოდო, ეუჯინიო მონტალე – მე-20


ს.-ის 20-30-იან წლებში იტალიურ პოეზიაში ახალი მიმდინარეობის, ე.წ.
ჰერმეტიზმის დამფუძნებლები
33 ფაგისტადორი – ყოვლისშთამნთქმელი

129 მკითხველთა ლიგა


– ვინ? – ჰკითხა რომელიღაცამ.
– მაიაკოვსკი?
– არა.
– ესენინი?
– არც ის.
– პასტერნაკი, ბლოკი, მანდელშტამი, ახმატოვა.
– არც ეგენი.
– აღარ გვეტყვი ბოლოს და ბოლოს, ვის გულისხმობ, ერ-
ნესტო? თორემ ფრჩხილები სულ დავიკვნიტე.
– ერთადერთი! – გაიმეორა სან-ეპიფანიომ, – ახლავე
გეტყვი და დაგაწყნარებ: სტეპებისა და თოვლიანი ველების
ცისფერი, თავით ფეხამდე ცისფერი – ხლებნიკოვი.
მის ნათქვამს ხანგრძლივი და მრავალფეროვანი აზრთა
გაცვლა-გამოცვლა მოჰყვა.
– ლათინურ ამერიკაში რამდენი ცისფერი პოეტი შეიძლე-
ბა მოვიძიოთ? ვალიეხო და მარტინ ადანი. მორჩა და გათავ-
და. შესაძლოა, მასედონიო ფერნანდესი, რა ვიცი. დანარჩე-
ნები ან პედერასტები არიან ყველანი, მაგალითად, როგორც
უიდობრო, ან ფარვანები, მაგალითად, როგორც ალფონსო
კორტესი (თუმცა ამას ავთენტურად ცისფერი ლექსები აქვს),
ჰომოები, მაგალითად, როგორც ლეონ დე გრეიფი, გამამათ-
მავლებული ნიმფები, მაგალითად, როგორც პაბლო დე პოკა
(გიჟობების ისეთი გადახრებით, ლაკანს ჭკუიდან რომ გადა-
იყვანდა), მამათმავლები, მაგალითად, როგორც ლესამა ლი-
მა, გონგორას ვითომ მკითხველი, და ლესამასთან ერთად კუ-
ბის რევოლუციის ყველა პოეტი (დიეგო, ვიტიერი, საშინელი
რეტამარი, აუტანელი გილიენი, სასოწარკვეთილი ფინა გარ-
სია), როხელიო ნოგერასის გარდა, რომელიც მართლაც რომ
მშვენიერი, ხალისიანი ცისფერსულიანი ნიმფა გახლავთ. მო-
130 მკითხველთა ლიგა
დით, განვაგრძოთ. ნიკარაგუაში ფარვანები ბატონობენ, მა-
გალითად, როგორიც პოლკოვნიკი ურტეჩოა, ან ქალაჩუნანე-
ბისყოფიანი პედერასტები, როგორიცაა ერნესტო კარდენა-
ლი. მექსიკის თანამედროვე პოეტებიც პედერასტები არიან...
– არა! – დაიყვირა ბელანომ, – ხილბერტო ოუენი არა!
– არის! – განაგრძო აუღელვებლად სან-ეპიფანიომ, –
„უსასრულო სიკვდილი“ პასის პოეზიასთან ერთად უსაშვე-
ლოდ ნერვიული და დამყაყებული პედერასტი მექსიკელი პო-
ეტების ნამდვილი „მარსელიეზაა“. მეტი გვარებია საჭირო?
ხელმანი – ნიმფაა, ბენედეტი – პედერასტი, ნიკანორ პარა –
მამათმავალი, თუმცა, ცისფერობისა რაღაც დაჰკრავს, ვეს-
ტფალენი – გიჟი, ენრიკე ლინი – პედერასტი, ხირონდო –
ფარვანა, რუბენ ბონიფას ნუნიო – გაფარვანებული მამათმა-
ვალი, საბინესი – გამამათმავლებული მეტრაკე, ჩვენი ძვირ-
ფასი და ხელშეუხებელი ხოსემილიო პე – გიჟი; გონგორა და
კევედო – პედერასტები; სან-ხუან დე ლა კრუსი და ფრაი ლუ-
ის დე ლეონი – ცისფერები. ყველა ჩამოვთვალე. ახლა ზოგი-
ერი, განსხვავება პედერასტებსა და ცისფერებს შორის. პირ-
ველები სიზმარშიც კი ითხოვენ ოცდაათ სანტიმეტრიან ყ-ს,
რომელიც მათში შევა და გაანაყოფიერებს, მაგრამ, როცა
საქმე საქმეზე მიდგება, ძალიან უჭირთ თავიანთ სულიერ მე-
გობრებთან დაწოლა. ცისფერები, პირიქით, თითქოს გამუდ-
მებით ამდგარი პენისით ცხოვრობენ, რაც მათ გულ-მუცელს
უტრიალებს, მაგრამ, როდესაც სარკეში იყურებიან (რაც თან
უყვართ და თან სულის სიღრმემდე სძულთ კიდეც), დაბინ-
დულ თვალებში სიკვდილის ოღრაშთან იგივეობას ხედავენ.
ოღრაში, ცისფერებისა და პედერასტებისთვის ის სიტყვაა,
რომელსაც სიცარიელის (ან მდუმარებისა თუ მიღმიერების)
სამყაროში უვნებლად ძალუძს გასვლა. სხვა მხრივ, თუ ამის
131 მკითხველთა ლიგა
კეთილი ნება არსებობს, არაფერი უშლით ხელს პედერასტებ-
სა და ცისფერებს, კარგი მეგობრები გახდნენ, ერთმანეთის-
გან რაღაც-რაღაცები უჩუმრად გადაიღონ კიდეც, აკრიტიკონ
და აქონ ერთმანეთი, ერთმანეთის ლექსები ბეჭდონ, ან ერ-
თმანეთი ჩქმალონ მწერლობის ულმობელ და დაღუპვისთვის
განწირულ სამყაროში.
– სესარეა ტინახერო ცისფერი პოეტია თუ პედერასტი? –
იკითხა ვიღაცამ, ვისი ხმაც ვერ ვიცანი.
– ჰოო, სესარეა ტინახერო საშინელებაა, – უპასუხა სან-
ეპიფანიომ.

23 ნოემბერი
მარიასთვის არ დამიმალავს, მამამისმა ფული რომ მომცა.
– ბოზი გგონივარ? – მკითხა მარიამ.
– არა, რასაკვირველია!
– მაშინ მაგ არანორმალურ ბებერს ფული აღარასოდეს
გამოართვა! – მითხრა მან.
ნაშუადღევს ოქტავიო პასის ლექციაზე წავედით. მეტროში
სანამ ვმგზავრობდით, მარიას სიტყვა არ დასცდენია. ანხელი-
კაც გამოგვყვა, იქ, კაპილია ალფონსინაში34 ერნესტო სან-
ეპიფანი შეგვხვდა. იქიდან გამოსულები პალმას ქუჩაზე რეს-
ტორანში შევედით, სადაც გადაღრძუებული ბებრები გვემსა-
ხურებოდნენ. რესტორანს „სიცოცხლის პალმა“ ერქვა. უცებ
რაღაც დამემართა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ხა-
ფანგში მომაქციეს. ოფიციანტები ძლივს დალასლასებდნენ,
მომეჩვენა, სადაცაა იატაკს დაენარცხებიან და სულს გააფ-
რთხობენ-მეთქი; ამას ემატებოდა მარიას გულგრილობა,

34 კაპილია ალფონსინა – მუზეუმი და კულტურის ცენტრი მეხიკოში


132 მკითხველთა ლიგა
თითქოს ჩემგან უკვე დაიღალაო, სან-ეპიფანიოს ღიმილი,
შორეული და ირონიული, და თავად ანხელიკაც კი, რომელიც
ისეთი იყო, როგორც ყოველთვის, მაგრამ, მიუხედავად ამი-
სა, სამივე ხაფანგად მეჩვენებოდა, ერთგვარ დამცინავ კო-
მენტარად ჩემი არსებობისა.
თითქოს ეს არ კმაროდა, ჩემი თანამგზავრების თქმით, მე
ოქტავიო პასის ლექციიდან ვერაფერი გავიგე. შეიძლება მარ-
თლებიც იყვნენ, სანამ ლაპარაკობდა, მე მარტო პოეტის ხე-
ლებს ვიყავი მიშტერებული, რომლებსაც წარმოთქმული სიტ-
ყვების რიტმში ამოძრავებდა, ნამდვილად სიყმაწვილიდან
შემორჩენილი ჩვევა იქნებოდა.
– ეს ბიჭი უკულტურობის განსახიერებაა, – განაცხადა
უცებ მარიამ, – იურიდიული ფაკულტეტის ტიპური წარმომად-
გენელი.
ვარჩიე, არაფერი მეპასუხა (თუმცა თავში პასუხის რამდე-
ნიმე ვარიანტი მიტრიალებდა). იმ დროს რაზე ვფიქრობდი?
ჩემს პერანგზე, რომელსაც სუნი ასდიოდა. კიმ ფონტის ფულ-
ზე. პოეტ ლაურა დამიანზე, რომელიც ასეთი ახალგაზრდა
გარდაიცვალა. ოქტავიო პასის მარჯვენა ხელზე, მის საჩვენე-
ბელ და შუა თითზე, კიდევ მის არათითზე, ცერსა და ნეკზე,
რომლებიც ისე ჭრიდნენ ჰაერს ლექციის დროს, თითქოს ჩვე-
ნი სიცოცხლე ამაზე ყოფილიყო დამოკიდებული. კიდევ ვფიქ-
რობდი ჩემს სახლზე და ჩემს საწოლზე.
მერე ორი გრძელთმიანი და ტყავის შარვლიანი ტიპი გა-
მოჩნდა. მუსიკოსებს ჰგავდნენ, მაგრამ სინამდვილეში საცეკ-
ვაო სასწავლებლის მოსწავლეები აღმოჩნდნენ.
კარგა ხანს მეჩვენებოდა, რომ აღარ ვარსებობდი.
– რატომ გძულვარ, მარია? რა დაგიშავე? – ჩავჩურჩულე
ყურში.
133 მკითხველთა ლიგა
ისე შემომხედა, თითქოს სხვა პლანეტიდან ველაპარაკე-
ბოდი და ბოლოს მიპასუხა, თავს სასაცილოდ ნუ იხდიო.
ერნესტო სან-ეპიფანიომ გაიგონა მისი პასუხი და საწყა-
ლობლად გამიღიმა. სინამდვილეში მარიას ნათქვამი მარტო
სან-ეპიფანიომ კი არა, ყველამ გაიგონა და ყველა ისე მიღი-
მოდა, თითქოს ის-ის იყო გავგიჟდი! მგონი, ამ დროს თვალე-
ბი დავხუჭე. შევეცადე, რომელიმე საუბარში ჩავბმულიყავი,
რეალვისცერისტ პოეტებზე მელაპარაკა. იმ ორმა ვითომ მუ-
სიკოსმა გაიცინა. რაღაც მომენტში, მარიამ იმათგან ერთ-
ერთს აკოცა, ერნესტო სან-ეპიფანიომ ზურგზე ხელი დამიტ-
ყაპუნა. მახსოვს, მაჯა ჰაერში დავუჭირე თუ მკლავში ვწვდი,
თვალებში ჩავხედე და ვუთხარი, დაწყნარდი, არავითარი ნუ-
გეშისცემა არ მჭირდება-მეთქი. ისიც მახსოვს, როგორ გა-
დაწყვიტეს მარიამ და ანხელიკამ იმ მოცეკვავეებთან ერთად
წასვლა. მახსოვს, ღამის რომელიღაც მონაკვეთში როგორ
გავიგონე ყვირილი:
– ის მაყუთი, მამაშენმა რომ მომცა, ჩემი შრომით გამოვი-
მუშავე!
მაგრამ, აღარ მახსოვს, მარია იქ იყო, ჩემი სიტყვები რომ
გაეგონა, თუ მაგიდას მარტოდმარტო ვიყავი შერჩენილი.

24 ნოემბერი
შინ დავბრუნდი. უნივერსიტეტშიც დავბრუნდი (მაგრამ შიგ
არ შევსულვარ). მარიასთან წოლა მინდა. კატალინა ო'ჰარას-
თან დაწოლაც მინდა. ლაურა ხაურეგისთანაც. ხანდახან მინ-
და, ანხელიკასაც შევუძვრე ლოგინში, მაგრამ ანხელიკა, რაც
დრო გადის, უფრო და უფრო გადაღლილი, გამხდარი და გა-
ფითრებულია. სახიდან გაუცხოებული გამომეტყველება არ
შორდება.
134 მკითხველთა ლიგა
25 ნოემბერი
დღეს მარტო ბარიოსი და ხასინტო რეკენა ვნახე კაფე „კი-
ტოში“ და ჩვენი საუბარი ისე მელანქოლიურად წარიმართა,
თითქოს სადაცაა რაღაც გამოუსწორებელი უნდა მოხდესო.
მიუხედავად ამისა, ბევრი ვიცინეთ. მიამბეს, როგორ კითხუ-
ლობდა ერთხელ არტურო ბელანო ლექციას „კასა დელ ლა-
გოში“ და როგორ დაავიწყდა ყველაფერი სიტყვით გამოს-
ვლის დროს. ლექცია, მგონი, ჩილეს პოეზიას ეხებოდა, იმან
კი საშინელებათა ფილმებზე დაიწყო ლაპარაკი. ერთხელ კი
ულისეს ლიმა აწყობდა შეხვედრას, მაგრამ არავინ მივიდა.
ასე ვიყავით, სანამ კაფე არ დაკეტეს.

26 ნოემბერი
კაფე „კიტოში“ ვერავინ ვიპოვე. არ მინდოდა, მაგიდასთან
დავმჯდარიყავი და დღის იმ მონაკვეთისთვის დამახასიათე-
ბელ მომაბეზრებელ ყაყანში წიგნის კითხვა დამეწყო. ერ-
თხანს ბუკარელიზე ვიხეტიალე, მარიას დავურეკე, მაგრამ
ვერ დაველაპარაკე, „ვერაკრუსის გზაჯვარედინს“ ორჯერ ჩა-
ვუარე, მესამედ შიგ შევედი და დახლთან როსარიო დავინახე.
მეგონა, ვერ მიცნობს-მეთქი. დროდადრო საკუთარ თავს
მეც ვერ ვცნობ! მაგრამ როსარიომ შემომხედა, გამიღიმა და
კარგა ხნის შემდეგ მომიახლოვდა, რადგან აუტანელმა ლო-
თებმა შეაყოვნეს ერთ სუფრასთან.
– ლექსი დამიწერე? – მკითხა და გვერდით ჩამომიჯდა.
როსარიოს მუქი თვალები აქვს, შეიძლება ითქვას, შავიც კი,
და განიერი თეძოები.
– ისე რა, – ვუპასუხე გამარჯვების მსუბუქი შეგრძნებით.
– მაშინ, მითხარი.
135 მკითხველთა ლიგა
– ჩემი ლექსები სათქმელად კი არა, წასაკითხადაა დაწე-
რილი, – ვუთხარი. მგონი, ცოტა ხნის წინ ხოსე ემილიო პაჩე-
კოს რაღაც მსგავსი ჰქონდა ნათქვამი.
– თუ ასეა, მაშინ, წამიკითხე, – არ მომეშვა როსარიო.
– იმის თქმა მინდა, რომ აჯობებს, შენ თვითონ წაიკითხო.
– არა, მირჩევნია შენ წამიკითხო. მე რომ წავიკითხო, ვე-
რაფერს ვერ გავიგებ.
ალალბედზე ამოვიღე ჩემი ყველაზე ახალი ლექსთაგანი
და წავუკითხე.
– ვერ გავიგე, – მითხრა როსარიომ, – მაგრამ, არა უშავს,
მაინც მადლობელი ვარ.
ერთხანს დაძაბული ვიყავი, მეგონა, ისიც საკუჭნაოში გა-
მიყვანდა, მაგრამ როსარიო ბრიხიდა არ იყო და ეს მაშინვე
ეტყობოდა. მერე იმ უფსკრულზე დავიწყე ფიქრი, რომელიც
პოეტს მკითხველისგან აშორებს და როდესაც ანგარიში უნდა
გამესწორებინა, უკვე ღრმა დეპრესიაში ვიყავი. ამასობაში
როსარიო სხვა მაგიდებს ემსახურებოდა, მაგრამ მაშინვე მო-
მიახლოვდა.
– ბრიხიდასაც დაუწერე ლექსები? – მკითხა და თვალი გა-
მისწორა, ფეხებით ჩემი მაგიდის კუთხეს ეხებოდა.
– არა, მარტო შენ, – ვუთხარი.
– უკვე მიამბეს, იმ დღეს რაც მოხდა.
– რა მოხდა იმ დღეს? – ვკითხე და შევეცადე, გულგრილი,
კეთილგანწყობილი, მაგრამ მაინც ცივი ვყოფილიყავი.
– საწყალმა ბრიხიდამ შენ გამო ცრემლები ღვარა, – მით-
ხრა როსარიომ.
– როგორ თუ ცრემლები ღვარა, შენ ნახე?

136 მკითხველთა ლიგა


– ყველამ ვნახეთ. შენგამო გიჟივით დადის, პატივცემულო
პოეტო. როგორც ჩანს, ქალებს რაღაცით აგიჟებ, ასეთი რა
იცი?
მგონი, სახე შემეფაკლა, მაგრამ თან გულზე მალამოდ და-
მედო მისი სიტყვები.
– არაფერი... განსაკუთრებული, – ვუპასუხე, – რამე გიამ-
ბო?
– უამრავი რამ. გინდა, მოგიყვე?
– მინდა, – ვუთხარი, თუმცა, სულ არ ვიყავი დარწმუნებუ-
ლი, რომ ბრიხიდას აღსარებების მოსმენა მინდოდა. მარ-
თლაც, თითქმის მაშინვე ვინანე, რომ დავთანხმდი. ადამიანი
ხომ უმადური და გულმავიწყია-მეთქი, ვუთხარი საკუთარ
თავს.
– კარგი, ოღონდ აქ არა, – მითხრა როსარიომ, – ცოტა
ხანში შესვენება მეწყება. გრინგოების პიცერია იცი? იქ დამე-
ლოდე.
დავპირდი, დაგელოდები-მეთქი და „ვერაკრუსის გზაჯვა-
რედინიდან“ გავედი. გარეთ ცა იქუფრებოდა და ცივი ქარი
გამვლელებს აიძულებდა, ფეხი აეჩქარებინათ, ანდა თავი მა-
ღაზიებისთვის შეეფარებინათ. კაფე „კიტოს“ რომ ჩავუარე,
თვალი გამექცა, მაგრამ ნაცნობი ვერავინ დავინახე. ერთი წა-
მით გავიფიქრე, მარიას კიდევ ერთხელ დავურეკავ-მეთქი,
მაგრამ არ დავურეკე.
პიცერია სავსე იყო და ხალხი ფეხზე დგომელა ილუკმებო-
და. გრინგო თავად ჭრიდა პიცას სამზარეულოს დიდი დანით.
ერთხანს ამ სანახაობას შევცქეროდი. გავიფიქრე, ეს ბიზნესი
ალბათ კარგა ბლომად ფულს უტოვებს-მეთქი და გამიხარდა,
რადგან გრინგო სასიამოვნო კაცი ჩანდა. ყველაფერს თავად
აკეთებდა: ცომს აბრტყელებდა, პიცაზე პამიდორსა და მოცა-
137 მკითხველთა ლიგა
რელას თავად ანაწილებდა, მერე ღუმელში შეუძახებდა, უკვე
გამომცხვარს თავად ჭრიდა და კლიენტებს აწვდიდა. დახ-
ლთან კლიენტების წყვეტა იყო. ამიტომ, ერთი პარტიის გას-
ტუმრების შემდეგ გრინგო ისევ უბრუნდებოდა ცომის გაბ-
რტყელებას და ყველაფერი ხელახლა იწყებოდა. მოკლედ,
ყველაფერს აკეთებდა, ხურდის დაბრუნების გარდა. ამ ბოლო
ოპერაციას თხუთმეტიოდე წლის ბიჭი უძღვებოდა, შავგვრე-
მანი, ძალიან მოკლედ შეკრეჭილი თმით, თუმცა ყოველი
კლიენტის გასტუმრებისას რჩევას მაინც გრინგოს ეკითხებო-
და ძალიან ჩუმად, თითქოს კარგად არ იცის ფასები, ან მათე-
მატიკაში სუსტიაო. გარკვეული დროის შემდეგ კიდევ ერთი
საინტერესო დეტალი შევნიშნე. გრინგო თავის სამზარეულოს
დიდ დანას ხელიდან არასოდეს უშვებდა.
– უკვე აქ ვარ, – გავიგონე როსარიოს ხმა და ვიგრძენი,
სახელოზე როგორ მომქაჩა.
ქუჩაში სულ სხვანაირი მომეჩვენა, ვიდრე თავის ბარში.
სუფთა ჰაერზე სახე ნაკლებად მკაცრი, სხეულის ნაკვთები კი
გამჭვირველე და ფარფატა გახდომოდა, თითქოს ქუჩაში გა-
მოსული შეიძლებოდა უხილავ ქალად ქცეულიყო.
– მოდი, ჯერ ცოტა გავისეირნოთ და მერე რამე მოიფიქრე,
კარგი?
რეფორმის ქუჩისკენ გავემართეთ. როსარიომ პირველივე
ქუჩის გადაკვეთისას მკლავი გამიყარა და აღარც მოუშორე-
ბია.
– მინდა, დედასავით გექცეოდე, – მითხრა, – მაგრამ ცუ-
დად არ გამიგო, ბრიხიდასნაირი კახპა არ ვარ, მინდა, დაგეხ-
მარო, კარგად მოგექცე, მინდა, შენთან ვიყო, როცა სახელო-
ვანი გახდები, ჩემო სიცოცხლე.

138 მკითხველთა ლიგა


ეს ქალი ალბათ გიჟია-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ ხმამაღ-
ლა არაფერი მითქვამს და უბრალოდ გავუღიმე.

27 ნოემბერი
ყველაფერი გართულდა. საშინელი ამბები დატრიალდა.
ღამღამობით ყვირილით მეღვიძება. ძროხისთავიანი ქალი
მესიზმრება. ის ძროხის სახე თვალმოუშორებლად მომჩერე-
ბია. სინამდვილეში თვალებში თანაგრძნობა და ნაღველი
უდგას. ყველაფერთან ერთად ბიძაჩემთან „კაცური“ საუბარი
მქონდა. დამაფიცა, ნარკოტიკებს ხომ არ ეკარებიო. არა-
მეთქი, ვუთხარი, არ ვეკარები, გეფიცები-მეთქი.
ნამდვილად? – ჩამეძია ბიძა. ეგ რას ნიშნავს-მეთქი, რო-
გორ თუ რას ნიშნავსო, მანაც და გაწითლდა. რის თქმა გინ-
და, უფრო კონკრეტულად მითხარი-მეთქი და ლოკოკინასა-
ვით შევიყუჟე. ღამით მარიას დავურეკე. არ იყო, მაგრამ ცოტა
ხნით ანხელიკას ვესაუბრე. როგორ ხარო, მკითხა. სიმარ-
თლე გითხრა, არც ისე კარგად-მეთქი, უფრო სწორად, ცუ-
დად-მეთქი. ავად გახდიო? – ისევ მკითხა ანხელიკამ. არა,
ვნერვიულობ-მეთქი. არც მე ვარ მთლად კარგად, თითქმის
არ მძინავსო. მინდოდა, უფრო მეტი მეკითხა, როგორც ყო-
ფილ უმანკოს ყოფილი უმანკოსთვის, მაგრამ თავი შევიკავე.

28 ნოემბერი
საშინელი ამბები გაგრძელდა, სიზმრებიც, კოშმარებიც,
ისეთი იმპულსები მტანჯავს, რომლებსაც ვერ ვაკონტროლებ.
თავი თხუთმეტი წლისა მგონია, ასე სწორედ იმ ასაკში ვიყავი,
როცა ვერ ვჩერდებოდი და გამუდმებით ვანძრევდი. დღეში
სამჯერ! დღეში ხუთჯერ! მაინც არ მყოფნიდა! როსარიოს ჩემი
ცოლობა უნდა. ვუთხარი ცოლქმრული ცხოვრების არ მჯერა-
139 მკითხველთა ლიგა
მეთქი. კარგიო, გაიცინა, დაქორწინებულად თუ დაუქორწი-
ნებლად შენთან ერთად ცხოვრება მინდაო. ჩემთან ერთად?
ერთ სახლში, ერთ ჭერქვეშ? რა თქმა უნდა, ერთ სახლში, ან
ერთ ოთახში, თუ სახლის დაქირავების საშუალება არ გვექნე-
ბაო. თუნდაც ერთ გამოქვაბულში, მომთხოვნი არ ვარო. სახე
ულაპლაპებდა, არ ვიცი, ოფლისგან თუ თავისივე ნათქვამის-
გან. პირველად მის სახლში ვიჟიმავეთ, მერსედ ბალბუენას
გადაკარგულ უბანში, კალსადა დე ლა ვიგადან რამდენიმე
ნაბიჯში. ოთახი ვერაკრუსის საფოსტო ბარათებითა და კი-
ნომსახიობების ფოტოსურათებით იყო გადაჭრელებული,
ფოტოები კედლებზე ჭიკარტებით მიეკრა.
– პირველად წევხარ ქალთან, საყვარელო? – მკითხა რო-
სარიომ.
არ ვიცი რატომ, მაგრამ დავეთანხმე, ჰო-მეთქი.

29 ნოემბერი
ისე ალალბედზე დავეხეტები, თითქოს ტალღებმა გამიტა-
ცა. დღეს კატალინა ო'ჰარასთან მივდივარ, თუმცა არავის და-
ვუპატიჟებივარ და არც გავუფრთხილებივარ. შემთხვევით
შევხვდი, ახალი მოსული იყო, თვალები ჩაწითლებული ჰქონ-
და, უტყუარი ნიშანი იმისა, რომ რაღაცის გამო ეტირა. თავი-
დან ვერ მიცნო. ვკითხე, რატომ იტირე-მეთქი. სასიყვარულო
ამბების გამოო, მიპასუხა. იძულებული გავხდი, ენა მომეკვნი-
ტა, რომ არ მეთქვა, თუ ვინმე გჭირდება, მიმსახურე, ყველა-
ფერზე მზად ვარ-მეთქი. ვისკი დავლიეთ, მჭირდებაო, მით-
ხრა კატალინამ და მერე საბავშვო ბაღში წავედით მისი შვი-
ლის გამოსაყვანად. კატალინა თვითმკვლელივით მოლას-
ლასებდა, მე კი თავბრუ მესხმოდა. სანამ მის სახლამდე მივი-
დოდით, მე ბავშვს ვეთამაშებოდი უკანა სავარძელზე და ამ
140 მკითხველთა ლიგა
დროს კატალინამ მკითხა, გინდა ჩემი ნახატები გაჩვენოო?
კი-მეთქი, ვუპასუხე. ბოლოს, ვისკის ნახევარი ბოთლი გამოვ-
ცალეთ და ბავშვი რომ დააძინა, კატალინამ ისევ ტირილი და-
იწყო. არ მიუახლოვდე, დედაა-მეთქი, ვუთხარი საკუთარ
თავს. მერე საფლავებზე დავიწყე ფიქრი, საფლავებს შორის
ჟიმაობაზე, საფლავებში ძილზე. საბედნიეროდ, მალე ის
მხატვარი ქალიც დაბრუნდა, კატალინასთან ერთად სახლსა
და სახელოსნოს რომ ქირაობს და სამივე ვახშმის მომზადე-
ბას შევუდექით. კატალინას მეგობარიც გაყრილია, მაგრამ,
როგორც ეტყობა, თავის მდგომარეობას კატალინასავით არ
განიცდის. სანამ ვვახშმობდით, მხატვრებზე ანეკდოტებს
გვიყვებოდა. არასოდეს მსმენია, ქალი ასე კარგად ყვებოდეს
ანეკდოტებს (საუბედუროდ, არც ერთი არ დამამახსოვრდა).
მერე, არ ვიცი რატომ, ულისეს ლიმასა და არტურო ბელანო-
ზე დაიწყეს საუბარი. როგორც კატალინას მეგობრისგან გავი-
გე, მათ ვიღაც პოეტი ეძებდა საცემრად. ის ტიპი უზარმაზარი
აღნაგობისა ყოფილა, ორმეტრიანი, და ას კილოს იწონიდა,
თანაც სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი თანამშრომ-
ლის ძმისშვილი. ეს ამბავი თავად ბელანოსა და ლიმასაც
სცოდნიათ და ამიტომაც დამალულან. მიუხედავად ამისა, კა-
ტალინა ო'ჰარა ამ ვერსიას არ ეთანხმებოდა; მისი აზრით,
ჩვენი მეგობრები სესარეა ტინახეროს დაკარგული ნაწერების
საძებნელად იყვნენ წასულები. ის ნაწერები მეხიკოს ძველ
ბიბლიოთეკებსა და არქივებში უნდა ყოფილიყო გაფანტული.
კატალინას სახლი თორმეტ საათზე დავტოვე და, ქუჩაში
გამოსული, უცებ ვერც კი მივხვდი, სად უნდა წავსულიყავი.
მარიას დავურეკე. მზად ვიყავი, როსარიოსთან ჩემი შეხვედ-
რის ამბები მომეყოლა (ბარემ საწყობში ბრიხიდას იმდღევან-
დელ მაიმუნობასაც მოვუყვებოდი) და ბოდიში მომეხადა,
141 მკითხველთა ლიგა
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონი გაუთავებლად
რეკავდა, ჩემს ზარს არავინ უპასუხა. ფონტების ოჯახი მთელი
შემადგენლობით სადღაც გამქრალიყო. ამიტომ, ფეხებმა თა-
ვისით წამიყვანეს სამხრეთისკენ, იქით, სადაც ულისეს ლიმას
სხვენი მეგულებოდა. იქ არავინ დამხვდა, ისევ ქალაქის ცენ-
ტრში დავბრუნდი, ბუკარელის ქუჩაზე. იქ, სანამ „გზაჯვარე-
დინში“ შევიდოდი, ყვითელი კაფეს ფანჯრებს მივუახლოვდი
(„კიტო“ დაკეტილი იყო). ერთ-ერთ მაგიდასთან პანჩო როდ-
რიგესი დავინახე. მარტო იჯდა და რძიანი ყავა ნახევრად
ჰქონდა დალეული, წინ წიგნი ედო, ფურცელს ხელისგულით
იჭერდა, რომ წიგნი არ დახურულიყო, სახე გაუსაძლისი ტკი-
ვილისგან ჰქონდა მორღვეული. დროდადრო ისეთი გამო-
მეტყველება უჩნდებოდა, რომ ფანჯრიდან დანახული მარ-
თლაც გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ან ის წიგნი
მოქმედებდა მასზე ასე საშინლად, წინ რომ ედო და კითხუ-
ლობდა, ან ერთდროულად რამდენიმე კბილი სტკიოდა. რო-
მელიღაც წუთს თავი ასწია და ირგვლივ მიმოიხედა, თითქოს
გულმა უგრძნო, რომ ვიღაც უთვალთვალებდა. დავიმალე.
ფანჯარაში ისევ რომ შევიხედე, პანჩო კვლავ კითხულობდა
და ტკივილისგან სახე ლამის წაშლილი ჰქონდა. „გზაჯვარე-
დინში“ იმ ღამით როსარიო და ბრიხიდა მუშაობდნენ. პირვე-
ლი ბრიხიდა მომიახლოვდა. ქცევაში ბრაზი და საყვედური
შევამჩნიე, კიდევ მიტოვებული ადამიანის ნაღველი. გულ-
წრფელად შემეცოდა! ყველა იტანჯებოდა! ტეკილა შევუკვეთე
და აუღელვებლად მოვისმინე ის, რის თქმაც უნდოდა. მერე
როსარიო მოვიდა და მითხრა, არ მომწონს, დახლთან ფეხზე
ობოლივით რომ დგახარ და წერო. არც ერთი თავისუფალი
მაგიდა არ არის-მეთქი, ვუპასუხე და წერა განვაგრძე. ჩემს

142 მკითხველთა ლიგა


ლექსს ჰქვია „ყველა იტანჯება“. არ მაინტერესებს, ვინ რას
იფიქრებს, მიყურონ, თუ უნდათ.

30 ნოემბერი
გუშინ რაღაც თავზარდამცემი მოხდა. სანამ „ვერაკრუსის
გზაჯვარედინში“ ვიყავი და, დახლზე დაყრდნობილი, გაკრუ-
ლი ხელით დღიურში შენიშვნებს და რამდენიმე ლექსს ვი-
წერდი (სრულიად მარტივად შემიძლია, ერთიდან მეორეზე
გადავიდე ხოლმე), როსარიომ და ბრიხიდამ ბარის სიღრმეში
ერთმანეთს დედის გინება დაუწყეს. ბარის ლოთები მაშინვე
ეცნენ გასაშველებლად და ამას ისე ენერგიულად აკეთებ-
დნენ, რომ აზრი მაშინვე გამიწყდა. ვეღარ ვწერდი და ამიტომ
გადავწყვიტე, იმ ბუნაგს რაც შეიძლება სწრაფად გავცლოდი.
ქუჩაში გასულს სახეში სუფთა ჰაერი მეცა. წარმოდგენა არ
მქონდა, რომელი საათი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ
ძალიან გვიანი რომ იყო, ამას მივხვდი. სანამ ტროტუარზე მი-
ვაბიჯებდი, შთაგონება თუ არა (არსებობს კი შთაგონება?),
წერის განწყობა და სურვილი მაინც დამიბრუნდა. ჩინურ სა-
ათთან შევუხვიე და სიუდადელასკენ გავწიე, იქნებ რომელი-
მე კაფე ღია დამხვდეს და ჩემი საქმიანობა გავაგრძელო-მეთ-
ქი. მორელოსის ბაღი გადავკვეთე, ცარიელი და თითქოს აჩ-
რდილებით დასახლებული. თუმცა, ბაღის კუნჭულებში იდუ-
მალი ცხოვრების ფეთქვა მაინც იგრძნობოდა; აშკარა იყო,
რომ ირგვლივ ცოცხალი არსებები უნდა ყოფილიყვნენ, თით-
ქოს ვიღაც იცინოდა კიდეც (თუ ხითხითებდა), ალბათ მარტო-
სულ გამვლელს დასცინოდნენ (ან, უბრალოდ, მაშინ ასე მო-
მეჩვენა), გადავკვეთე ნინიოს ერესი, გადავკვეთე პაჩეკოს

143 მკითხველთა ლიგა


მოედანი (ხოსე ემილიოს35 ბაბუის სახელობისა, ისიც ცარი-
ელი, თუმცა იქ არც აჩრდილები დაძრწოდნენ და არც არავინ
იცინოდა) და ის-ის იყო რევილიახიხედოზე უნდა გავსულიყა-
ვი ალამედის მიმართულებით, რომ ერთ-ერთი კუთხიდან ჩემ
თვალწინ კიმ ფონტი აღმოცენდა თუ მატერიალიზდა. შიშის-
გან კინაღამ გული გამისკდა. პიჯაკი ეცვა და ჰალსტუხი ეკეთა
(მაგრამ ამ პიჯაკსა და ჰალსტუხში იყო რაღაც ისეთი, რაც ძა-
ლიან არ უხდებოდა). ვიღაც გოგოს მკლავში მაგრად ჩაჰფრე-
ნოდა და თან მოათრევდა. ჩემკენ მოდიოდნენ, ოღონდ საპი-
რისპირო ტროტუარზე და რამდენიმე წამი დამჭირდა, რომ
აზრზე მოვსულიყავი. კიმის თანმხლები გოგო ანხელიკა არ
იყო, როგორც თავიდან სრულიად დაუფიქრებლად მომეჩვე-
ნა, თუმცა სიმაღლითა და მოყვანილობით მართლაც შეიძლე-
ბოდა ანხელიკაში ამრეოდა.
როგორც ეტყობოდა, გოგო დიდი ხალისით არ მოსდევდა,
მაგრამ არც იმის თქმა შეიძლებოდა, რომ ბერიკაცს წინააღ-
მდეგობას უწევდა. მათ რომ გავუსწორდი, უკვე რევილიახი-
ხედოდან ალამედისკენ მივდიოდით და კარგად დავაკვირდი,
თითქოს მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ ამ ღამის სიბ-
ნელეში ნამდვილად კიმი იყო და არ მომეჩვენა. ამ დროს იმა-
ნაც დამინახა და წამიც არ დასჭირვებია, რომ ვეცნე.
– გარსია მადერო! – წამოიყვირა მან, – მოდი აქ, მოდი!
ქუჩა გადავკვეთე, სრულიად უაზრო სიფრთხილე გამოვი-
ჩინე, თუ მას ვუჩვენებდი, რომ სიფრთხილეს ვიჩენდი გადას-
ვლისას (ქუჩაში მანქანის ჭაჭანება არ იყო). უფრო სავარა-
უდოა, რამდენიმე წამის მოგებას ვლამობდი, სანამ მარიას

35ხოსე ემილიო პაჩეკო ბერნი (1939-2014) – მე-20 საუკუნის მეორე ნა-


ხევრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მექსიკელი პოეტი და პროზაი-
კოსი
144 მკითხველთა ლიგა
მამას პირისპირ შევხვდებოდი. მათ ტროტუარზე ფეხი ავდგი
თუ არა, გოგომ თავი ასწია და შემომხედა. ლუპე იყო, ის გო-
გო, მარიამ გერეროს უბანში რომ გამაცნო. არ შევიმჩნიე,
რომ ვიცანი. რა თქმა უნდა, პირველი, რაც თავში აზრად მო-
მივიდა, ის იყო, რომ კიმი და ლუპე სასტუმროს ეძებდნენ.
– ნამდვილად ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი! – მით-
ხრა კიმ ფონტმა.
ლუპეს მივესალმე.
– როგორ ხარ, – მითხრა მან და ისე გაიღიმა, რომ სის-
ხლი გამეყინა.
– ამ სენიორიტასთვის რამე თავშესაფარს ვეძებ, – მით-
ხრა კიმმა, – მაგრამ მთელ უბანში ერთი წესიერი სასტუმრო
ვერ ვიპოვე.
– აქ უამრავი სასტუმროა, – თქვა ლუპემ, – ჯობია, თქვა,
რომ ბევრი ფულის დახარჯვა არ გინდა.
– ფული არაფერ შუაშია. თუ გაქვს –გაქვს, არა და არ
გაქვს და მორჩა.
მაშინღა შევამჩნიე, რომ კინი ძალიან აღელვებული იყო.
ის ხელი, რომლითაც ლუპეს მკლავს იყო ჩაფრენილი, საშინ-
ლად უცახცახებდა, თითქოს ლუპეს მკლავი ელექტროდენ-
თან ჰქონოდა შეერთებული. თვალებს გამალებული ახამხა-
მებდა და ტუჩებს იკვნეტდა.
– მოხდა რამე? – ვკითხე მე.
კიმი და ლუპე რამდენიმე წამს უხმოდ შემომცქეროდნენ
(ორივე ისე გამოიყურებოდა, თითქოს სადაცაა აფეთქდები-
ანო) და მერე გაიცინეს.
– ყელამდე პრობლემებში ვართ, – მითხრა ლუპემ.
– რამე ისეთი ადგილი არ გეგულება, სადაც ამ მადმუა-
ზელს დავმალავდით? – მკითხა კიმმა.
145 მკითხველთა ლიგა
შეიძლება ძალიან ნერვიულობდა კიდეც, მაგრამ თან ძა-
ლიან ბედნიერი ჩანდა.
– არ ვიცი, – ვუთხარი, რომ რამე მეთქვა.
– შენთან სახლში არ შეიძლება, არა? – მკითხა ისევ კიმმა.
– სავსებით გამორიცხულია.
– რატომ არ შემეშვები, რომ ჩემი პრობლემები მე თვითონ
მოვაგვარო? – შეუღრინა ლუპემ.
– იმიტომ, რომ ჩემს თანაგრძნობას ვერავინ გაექცევა! –
პასუხი არ დაახანა კიმმა და თვალი ჩამიკრა, – თანაც ვიცი,
რომ მარტო ამას ვერ მოახერხებ.
– მოდი, ყავა დავლიოთ, – ვთქვი მე, – და იქნებ რამე მო-
ვიფიქროთ.
– შენგან ნაკლებს არც ველოდი, გარსია მადერო, – მით-
ხრა კმაყოფილი ხმით კიმმა, – ვიცოდი, რომ გასაჭირში არ
მიმატოვებდი.
– ჰო, მაგრამ ახლა ხომ სრულიად შემთხვევით შეგხვდი! –
ვიმართლე თავი.
– ჰო, შემთხვევითობები, – განაგრძო კიმმა და ისეთი ძა-
ლით დაიწყო ხვნეშა, თითქოს რევილიახიხედოს ქუჩის ტიტა-
ნი ყოფილიყო, – შემთხვევითობები რა ჩემი ფეხებია. სიმარ-
თლის წიგნში ყველაფერი გაწერილია. ის კუდაბზიკა ბერძნე-
ბი მაგას ბედისწერას ეძახდნენ.
ლუპემ შეხედა და ისე გაუღიმა, როგორც გიჟებს უღიმიან
ხოლმე. მოკლე ქვედაკაბა და შავი სვიტრი ეცვა. მომეჩვენა,
რომ მარიას სვიტრი იყო, ყოველ შემთხვევაში, მარიას სუნი
ასდიოდა.
გზა განვაგრძეთ, ვიქტორიაზე მარჯვნივ შევუხვიეთ დო-
ლორესამდე. იქ ჩინურ კაფეში შევედით და ვიღაც მიცვალე-
ბულის გამომეტყველებიანი კაცის წინ დავსხედით, რომელიც
146 მკითხველთა ლიგა
გაზეთს კითხულობდა. კიმმა იქაურობა შეამოწმა და მერე
რამდენიმე წუთით ტუალეტში ჩაიკეტა. ლუპე უკან გაჰყვა,
ისეთი სახე ჰქონდა, რომ ერთ წამს მომეჩვენა, შეყვარებული
ქალის მზერაა-მეთქი. მაშინ, ეჭვიც აღარ მეპარებოდა, რომ
ლოგინში ჩაწვებოდნენ და რა მიზეზი ამოძრავებდათ, იმასაც
ვხვდებოდი.
ამასობაში კიმიც დაბრუნდა. ტუალეტში ხელ-პირი დაება-
ნა და თმიდან წყლის წვეთები სცვიოდა. ტუალეტში პირსახო-
ცი არ აღმოჩნდა, ამიტომ გაუმშრალებლად იყო გამოსული
და წყალი პირდაპირ გულზე ეწუწებოდა.
– ეს ადგილები ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელ დრო-
ებას მაგონებს, – აღნიშნა კიმმა. მერე გაჩუმდა. მეც და ლუ-
პეც ერთხანს ჩუმად ვისხედით.
– ახალგაზრდობაში ერთი მუნჯი გავიცანი, უფრო სწორად,
ყრუ-მუნჯი, – დააზუსტა კიმმა ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ, – იმ
სტუდენტურ კაფეში დაიარებოდა, სადაც მე და ჩემი კურსე-
ლები შევდიოდით ხოლმე არქიტექტურის ფაკულტეტიდან.
მათ შორის იყო პერეს კამარგოც, დარწმუნებული ვარ, მის
შემოქმედებაზე რამე მაინც გსმენიათ. იმ კაფეში ყოველთვის
გვხვდებოდა ის ყრუ-მუნჯი, კალმისტრებს, სათამაშოებს, ქა-
ღალდებს ყიდდა, თავის მუნჯურ ენაზე გვთავაზობდა წვრილ-
მან ნივთებს იმ იმედით, რომ რამდენიმე პესოს მოიგებდა.
სიმპათიური ტიპი იყო, ხანდახან მაგიდასთანაც ჩამოგვიჯდე-
ბოდა. მართალი გითხრათ, მგონი, ზოგიერთები, რაღაც სუ-
ლელურად, ჩვენი ჯგუფის თილისმადაც კი თვლიდნენ და ისე,
უბრალოდ, გასართობად, მუნჯური ენის რამდენიმე ნიშანიც
კი შეისწავლეს. შეიძლება თვითონ იმ ყრუ-მუნჯმაც კი გვას-
წავლა, აღარ მახსოვს. თუმცა, ერთხელ როგორღაც ერთ ამის
მსგავს ჩინურ კაფეში მოვხვდი, ოღონდ ნარვარტეს უბანში,
147 მკითხველთა ლიგა
და უცებ ისევ ის ყრუ-მუნჯი არ გამეჩითა? არ ვიცი, იქ რა ჯან-
დაბა მინდოდა, ჩემი უბანი არ იყო, იქაურ კაფეებში არასო-
დეს მივლია, ალბათ ვინმე მეგობარ გოგოსთან ვიყავი და
იქიდან გამოსულმა შევიარე. მართალი გითხრათ, ცუდ ხასი-
ათზე ვიყავი, ერთ-ერთი მორიგი დეპრესია მქონდა, როგორც
ჩანს. გვიანი იყო. კაფეს კლიენტები არ ჰყავდა. ბართან დავ-
ჯექი თუ კართან ახლოს მდგარ მაგიდასთან, აღარ მახსოვს,
თავიდან გავიფიქრე, მგონი, ერთადერთი კლიენტი ვარ-მეთ-
ქი. მაგრამ, როცა მოგვიანებით წამოვდექი და ტუალეტისკენ
გავემართე (ან საჭიროებისათვის, ან ტირილით გული რომ
მომეოხებინა!), კაფეს უკანა ნაწილში რაღაც მეორე დარბა-
ზის მსგავსი აღმოჩნდა და ის ყრუ-მუნჯი სწორედ იქ შევნიშნე.
ისიც მარტო იყო, გაზეთს კითხულობდა და არ დავუნახივარ.
დაწვრილებით გიყვებით, როგორც იყო. გვერდით რომ ჩავუ-
არე, ვერ დამინახა და არც მე მივსალმებივარ. ალბათ მისი
ხალისიანი შეხვედრის ატანის თავი არ მქონდა. მაგრამ რო-
დესაც ტუალეტიდან გამოვედი, როგორღაც ყველაფერი შეც-
ვლილი მომეჩვენა და გადავწყვიტე მივსალმებოდი. ისევ იქ
იჯდა, კითხულობდა. ვუთხარი გამარჯობა-მეთქი და თან ცოტა
მაგიდა შევურხიე, რომ ჩემს იქ ყოფნას მიმხვდარიყო. ყრუ-
მუნჯმა ნახევრად მძინარემ ასწია თავი, ვერ მიცნო და გაგი-
მარჯოსო, მიპასუხა.
– ფუჰ, შენი, – აღმომხდა გაოცებულს და თმა ყალყზე და-
მიდგა.
– მეც იგივე დამემართა, გარსია მადერო, – მომმართა
კიმმა და სიმპათიით შემომხედა, – მეც შემეშინდა. ძალიან
დავატანე თავს ძალა, რომ იმ უცნობი კაფედან თავ-პირის
მტვრევით არ გამოვვარდნილიყავი.
– არ მესმის, რის შეგეშინდა, – უთხრა ლუპემ.
148 მკითხველთა ლიგა
კიმმა პასუხის ღირსად არ ჩათვალა.
– იმისგანაც ძლივს შევიკავე თავი, რომ არ წამომეყვირა,
– განაგრძო აუჩქარებლად, – დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ
კაცმა ნამდვილად ვერ მიცნო, თან იმანაც გამაჩერა, რომ ან-
გარიში უნდა გამესწორებინა. თუმცა ყავა ბოლომდე მაინც
ვერ დავლიე და როცა ქუჩაში გამოვედი, იქიდან სრულიად
უსირცხვილოდ მოვუსვი.
– წარმომიდგენია, – ვთქვი მე.
– ისეთი განცდა მქონდა, გეგონება, თვით ეშმაკი დამენა-
ხოს, – განაგრძო კიმმა.
– ტიპი ჩვეულებრივად ლაპარაკობდა, – დავაზუსტე მე.
– სრულიად ჩვეულებრივად! თავი ასწია და გაგიმარჯოსო,
მითხრა. ის კი არა, ხმაც სასიამოვნო ტემბრის ჰქონდა.
– ეშმაკი არ იყო, – თქვა ლუპემ, – თუმცა რა იცი. მაგრამ
მე ეშმაკის ხრიკები არ მეგონებოდა.
– აბა, ვინ გგონია, ვინ იყო? – ვკითხე მე.
– აგენტი. პოლიციასთან შეკრული, – მითხრა ყურებამდე
გაღიმებული სახით ლუპემ.
– სწორი ხარ, მართალია, – დავეთანხმე მე.
– მაშინ, ჩვენ რატომ გვიტრიალებდა, და თავს რატომ იკა-
ტუნებდა, მუნჯი ვარო? – იკითხა კიმმა.
– ყრუ-მუნჯი, – გავუსწორე.
– იმიტომ, რომ სტუდენტები იყავით, – უთხრა ლუპემ.
კიმმა ლუპეს ისეთი სახით შეხედა, თითქოს კოცნას უპი-
რებსო.
– რა ჭკვიანი ხარ, ლუპე.
– ნუ დამცინი, – გაინაზა ლუპე.
– სერიოზულად გეუბნები, მართლა.

149 მკითხველთა ლიგა


ღამის პირველ საათზე კაფედან გამოვედით და სასტუმ-
როს ძებნა დავიწყეთ. ორი საათისთვის, როგორც იქნა, რიო
დე ლა როსაზე ვიპოვეთ. ჩემმა თანამგზავრებმა გზაში ამიხ-
სნეს, ლუპეს რაც დაემართა. გოგოს სუტენიორს მისი მოკვლა
უცდია. როცა ვიკითხე, რატომ-მეთქი, მითხრეს, იმიტომ, რომ
ლუპეს ღამღამობით მუშაობა აღარ უნდა, სწავლა გადაწყვი-
ტაო.
– ყოჩაღ, ლუპე, – ვუთხარი მე, – რის შესწავლას აპირებ?
– თანამედროვე ცეკვების, – მიპასუხა მან.
– საცეკვაო სასწავლებელში? მარიასთან ერთად?
– ჰო, პაკო დუარტესთან.
– მოიცა, ასე პირდაპირ მიგიღეს, უგამოცდოდ?
კიმმა ისე შემომხედა, თითქოს სხვა განზომილებიდან ვი-
ყავი გადმოსული.
– ლუპესაც ჰყავს თავისი გავლენიანი მეგობრები, გარსია
მადერო, და ყველანი მზად ვართ, დავეხმაროთ. ის ოხერი გა-
მოცდები არ დასჭირდება.
სასტუმროს „ნახევარმთვარე“ ერქვა. ჩემთვის მოულოდ-
ნელად, სანამ მე ნომერს ვათვალიერებდი და ადმინისტრა-
ტორს რამდენიმე წამს ველაპარაკებოდი, კიმ ფონტი ლუპეს
გამოემშვიდობა, ძილი ნებისა უსურვა და ურჩია, აქედან ფეხი
ისე არ მოიცვალო, რომ არ გამაფრთხილოო. ლუპე თავისი
ნომრის კართან დაგვემშვიდობა. არ გამოგვაცილოო, უთხრა
კიმმა. მოგვიანებით, როდესაც რეფორმის ქუჩისკენ მივდი-
ოდით, ამიხსნა, რომ პატარა ქრთამის მიცემა დასჭირდა ად-
მინისტრატორისთვის, რომ ლუპე ყოველგვარი ზედმეტი კით-
ხვების გარეშე მიეღო, განსაკუთრებით კი ფული იმისთვის
აჩუქა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ზედმეტი პასუხების-
თვის თავი აერიდებინა.
150 მკითხველთა ლიგა
– მეშინია, – მითხრა მან, – ამაღამ ის მაგისი ოღრაში მე-
ხიკოს ყველა სასტუმროს შემოივლის.
ვუთხარი, იქნებ აჯობოს, პოლიციამ მოაგვაროს ეს საკით-
ხი და ის კაცი საბოლოოდ ჩამოაშოროს-მეთქი.
– ნუ სულელობ, გარსია მადერო, იმ ალბერტოს პოლიცია-
ში მეგობრები ჰყავს, ასე რომ არ იყოს, როგორ გგონია, მეძა-
ვების ქსელს როგორ შეინარჩუნებდა. ქალაქში ყველა მეძავს
პოლიცია აკონტროლებს.
– ძალიან მიჭირს ამის დაჯერება, კიმ, – ვუთხარი მე, – შე-
იძლება აგენტები მართლაც არიან, ვინც მაყუთს იღებს, რომ
რაღაცებზე თვალი დახუჭოს, მაგრამ მთლიანად...
– მეძავების ბიზნესს როგორც მეხიკოში, ასევე მთელ მექ-
სიკაში პოლიცია აკონტროლებს, დაიმახსოვრე ერთხელ და
სამუდამოდ, – თავდაჯერებით გამიმეორა კიმმა. ცოტა ხნის
შემდეგ კი დასძინა, – ამ საქმეში მარტონი ვართ, ვერავინ
დაგვეხმარება.
მერე ნინიოს ეროესზე ტაქსი გააჩერა და სანამ მანქანაში
ჩამსვამდა, პირობა დამადებინა, რომ მეორე დღეს, დილაად-
რიანვე მასთან სახლში მივიდოდი.

1 დეკემბერი
ფონტებთან არ წავსულვარ. მთელი დღე როსარიოსთან
ვჟიმაობდი.

2 დეკემბერი

შევხვდი ბუკარელიზე მოსეირნე ხასინტო რეკენას.


გრინგოსთან წავედით ორი ნაჭერი პიცის საყიდლად. სა-
ნამ იმ პიცას ვჭამდით, მითხრა, არტურო ბელანომ ვისცერულ
151 მკითხველთა ლიგა
რეალიზმში პირველი წმენდა ჩაატარაო. გავქვავდი. ვკითხე,
რამდენი გაყარა-მეთქი. ხუთიო, რეკენამ. იმედია, მათ შორის
მე არ ვიქნები-მეთქი. არა, შენ არაო, რეკენამ. ამ პასუხმა დი-
დი შვება მომგვარა. გაყრილები აღმოჩნდნენ პანჩო როდრი-
გესი, პიელ დივინა და კიდევ სამნი, რომლებსაც არ ვიცნობ-
დი.
სანამ როსარიოს საწოლში ვიწექი, ვფიქრობდი, მექსიკის
ავანგარდულ პოეზიას პირველი ნაპრალი გაუჩნდა-მეთქი.
მთელი დღე დათრგუნული ვიყავი, მაგრამ ლოკომოტივი-
ვით გაჩქარებული ვწერდი და ვკითხულობდი.

3 დეკემბერი
უნდა ვაღიარო, რომ მარიაზე მეტად ლოგინში როსარიოს-
თან ყოფნა მირჩევნია.

4 დეკემბერი

ჰო მაგრამ, ვინ მიყვარს? წუხელ მთელი ღამე გადაუღებ-


ლად წვიმდა. მეზობელი კორიდორები ნიაგარის ჩანჩქერს
დაემსგავსა. ვჟიმაობდი და თან ვანგარიშობდი. როსარიო
ფანტასტიკური იყო, მაგრამ ექსპერიმენტის წარმატებისთვის
ჩავთვალე, რომ აჯობებდა ჩემი აღფრთოვანება არ შემემ-
ჩნია. თხუთმეტჯერ გაათავა. თავიდან იძულებული ვიყავი,
პირზე ხელი დამეფარებინა, რომ მეზობლებს არ გაღვიძებო-
დათ. მაგრამ მერე შემეშინდა, გულის შეტევა არ დაემართოს-
მეთქი. ხანდახან ისეთ დღეში ვარდებოდა, რომ ჩემს მკლა-
ვებში ლამის გული მართლა მისდიოდა, ზოგჯერ კი ისე იკ-
ლაკნებოდა, თითქოს აჩრდილი იყო და ხერხემალი საერ-
თოდ არ გააჩნდა. სამჯერ გავათავე. მერე კორიდორში გავე-
152 მკითხველთა ლიგა
დით და წვიმაში ვიბანავეთ, რადგან წყალი ზემოდან პირდა-
პირ კორიდორში ასხამდა. უცნაურია: მე ცხელი ოფლი მაქვს,
როსარიოს კი ცივი, ცივსისხლიანივით, თანაც მოტკბო-მომ-
წარო (ჩემი კი აშკარად მარილიანია). მთლიანობაში ოთხ სა-
ათს არ გავჩერებულვართ. მერე როსარიომ გამამშრალა,
ერთ წამში მიალაგა იქაურობა (საოცარია, რა საქმიანი და
პრაქტიკული ქალია) და დაიძინა, რადგან მეორე დღეს სამსა-
ხურში უნდა წასულიყო. მე მაგიდასთან მოვკალათდი და დავ-
წერე ლექსი, სათაურით „15/3“. მერე წერას თავი დავანებე
და გათენებამდე უილიამ ბეროუზს ვკითხულობდი.

5 დეკემბერი
დღეს როსარიოსთან ღამის თორმეტიდან დილის ხუთის
ნახევრამდე არ გავჩერებულვარ. ვხმარობდი და თან ვით-
ვლიდი. იმან ათჯერ გაათავა, მე – ორჯერ. თუმცა გამოყენე-
ბული დრო უფრო მეტი იყო, ვიდრე გუშინ. ლექსსა და ლექსს
შორის (სანამ როსარიოს ეძინა), რამდენიმე მათემატიკური
გამოთვლა ჩავატარე. თუ ოთხ საათში თხუთმეტჯერ გაათა-
ვებ, მაშინ, ოთხსაათ-ნახევარში თვრამეტჯერ უნდა გაათავო,
ათჯერ არანაირად არ გამოდის. ეს მეც მეხება. ეს ხომ არ ნიშ-
ნავს, რომ ჩვენზე უკვე რუტინამ დაიწყო ზემოქმედება?
ახლა, მარიაზე დავწერ. მარიაზე ყოველდღე ვფიქრობ.
მინდა, ვნახო, მასთან დავწვე, დაველაპარაკო, ტელეფონით
დავურეკო, მაგრამ გადავწყვეტ თუ არა, ახლა ან დავურეკავ,
ან პირდაპირ მივადგები-მეთქი, რაღაც მბოჭავს, მისკენ ნაბი-
ჯის გადადგმასაც კი ვერ ვახერხებ. მერე, როდესაც ცივი გო-
ნებით იმის განსაზღვრას ვიწყებ, სექსი მარიასთან უკეთესი
მქონდა თუ ახლა როსარიოსთან უკეთესი მაქვს-მეთქი, იძუ-
ლებული ვხდები, ვაღიარო, რომ როსარიოსთან სექსი აშკა-
153 მკითხველთა ლიგა
რად უკეთესად გამომდის. ყოველ შემთხვევაში, უფრო მეტს
ვსწავლობ!

6 დეკემბერი
დღეს როსარიოსთან დღის სამიდან ხუთ საათამდე ვჟიმა-
ობდი. ორჯერ გაათავა, შეიძლება სამჯერაც, არ ვიცი, და აჯო-
ბებს, ეს გამოცანად დავტოვო, მე – ორჯერ. სანამ სამუშაოდ
წავიდოდა, ლუპეს ამბავი მოვუყევი. სულ იმის საპირისპი-
როდ მოიქცა, რასაც მოველოდი: არც ლუპეს, არც კიმის და
არც ჩემ მიმართ არავითარი სიმპათია არ გამოუხატავს. ალ-
ბერტოზეც ველაპარაკე, ლუპეს სუტენიორზე და, ჩემდა გასა-
ოცრად, საკმაოდ გაგებით მოეკიდა მის საქმიანობას და კატე-
გორიულად კი არა, ისე, მარტო მსუბუქად გააკრიტიკა. რომ
ვუთხარი, ის ალბერტო შეიძლება ძალიან საშიში ვინმე იყოს,
ამიტომ, მეშინია, ლუპე არ იპოვოს, თორემ დაუსჯელს არ და-
ტოვებს-მეთქი, მიპასუხა, როდესაც ქალი თავის კაცს მიატო-
ვებს, მეტის ღირსიაო.
– მაგრამ შენ სანერვიულო არაფერი გაქვს, ჩემო სიცოც-
ხლე, – შეეცადა, ბოლოს დავემშვიდებინე, – ეს შენი სადარ-
დებელი არ არის. მადლობა ღმერთს, შენ შენი ნამდვილი სიყ-
ვარული გვერდით გყავს.
როსარიოს ნათქვამმა დამაღონა. წამით ის ჩემთვის უცნო-
ბი ალბერტო წარმოვიდგინე, თავისი უზარმაზარი ასოთი, თა-
ვისი უზარმაზარი დანით, სიფათზე აღბეჭდილი სასტიკი გამო-
ხედვით და თავში გამიელვა, ალბათ სადმე როსარიოს რომ
გადაჰყროდა, აუცილებლად მოხიბლავდა-მეთქი. კიდევ ის
აზრი ამეკვიატა, რომ ის კაცი როგორღაც ჩემსა და მარიას
შორის იყო ჩამდგარი. წარმოვიდგინე სამზარეულოს დანით
პენისს როგორ ისერავდა. ამ დროს ჩემი ფანჯრიდან (წყეული
154 მკითხველთა ლიგა
ფანჯარა!) ოთახში ღამეულ ჰაერთან ერთად რაღაც ჰანგი აღ-
წევდა. ის ჰანგი თითქოს მოგონებებს აღმიძრავდა და რაღა-
ცისკენ მიბიძგებდა, თუმცა, რისკენ, ან როგორი იყო ის მო-
გონებები, ამის ახსნა ნამდვილად არ შემიძლია. მარტო იმას
ვიტყვი, რომ ამ ყველაფერმა ენით აუწერელი ნაღველი მომ-
გვარა.
– არ მოიწყინო, ჩემო სიცოცხლე, – მითხრა როსარიომ.
გარდა ამისა, გონებამ სხვა სურათიც წარმომისახა: იმ ალ-
ბერტოსთან მარია ჟიმაობდა. ალბერტო მარიას დუნდულებზე
ხელისგულს უტყაპუნებდა. მერე ანხელიკასა და პანჩო როდ-
რიგესის (მადლობა ღმერთს, უკვე ყოფილი რეალვისცერის-
ტის!) სექსი წარმოვიდგინე. მერე მარიასა და პიელ დივინას
სექსი, მერე ისევ ალბერტო, რომელიც მარიასა და ანხელი-
კას ერთდროულად ხმარობდა, მერე – როგორ ხმარობდა
ალბერტო კატალინა ო'ჰარას, მერე – როგორ ხმარობდა კიმ
ფონტს, დაბოლოს, როგორც პოეტი ამბობს, წარმოვიდგინე
ალბერტო, რომელიც ხალიჩებად დაფენილ, თესლით მოთ-
ხვრილ სხეულებზე (თესლის სიმძაფრე და ფერი მზერას ატყუ-
ებდა და სისხლისა და განავლის ფერად მეჩვენებოდა) მწვერ-
ვალისკენ მოიწევდა. იმ მწვერვალზე კი რატომღაც მე ვიდექი,
ქანდაკებასავით ვიყავი ერთ ადგილას გაშეშებული, თუმცა
გაუსაძლისად მინდოდა, გავქცეულიყავი, იმ მწვერვალიდან
ჩამერბინა და უდაბნოში გადავკარგულიყავი.

7 დეკემბერი
დღეს ბიძაჩემთან მივედი სამსახურში და ვუთხარი:
– ბიძია, ერთ ქალთან ერთად ვცხოვრობ. ამიტომ სახლში
დასაძინებლად არ მოვალ. მაგრამ ნურც შენ და ნურც ბიცო-
ლა ნუ იდარდებთ, რადგან უნივერსიტეტშიც დავდივარ და კა-
155 მკითხველთა ლიგა
რიერასაც გავიკეთებ. ისე, ძალიან კარგად ვარ. კარგად ვსა-
უზმობ. დღეში ორჯერ ვსადილობ კიდეც.
ბიძიამ ისე შემომხედა, რომ საწერი მაგიდიდან არც კი წა-
მომდგარა.
– რა ფულით აპირებ ცხოვრებას? სამსახური იშოვე თუ ის
ქალი გინახავს?
ვუპასუხე, ჯერ არ ვიცი, რას ვიზამ, მაგრამ ჯერჯერობით
ჩემს ხარჯებს როსარიო იხდის, თან ისედაც ძალიან მორიდე-
ბულად ვხარჯავ-მეთქი.
დაინტერესდა, ვინ არის ის ქალი, ვისთანაც ცხოვრობო.
მეც ვუთხარი, არ დამიმალავს. რას საქმიანობსო, მკითხა. ვუ-
პასუხე, ოღონდ, ბარში როსარიოს ოფიციანტობის პროზაუ-
ლი საქმიანობა ცოტათი შევალამაზე. მერე იკითხა, რამდენი
წლისააო. იმ წუთიდან ტყუილების კორიანტელი დავაყენე,
არადა, თავიდან მის მოტყუებას სულაც არ ვაპირებდი. წარ-
მოვიდგინე, რომ როსარიო თვრამეტისა იყო, ბიძაჩემსაც ასე
ვუთხარი, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ოცდა-
ორზე მეტისა იქნებოდა, შეიძლება ოცდახუთისაც კი ყოფი-
ლიყო, მაგრამ ამ ანგარიშს რა აზრი აქვს. მე ხომ მისთვის
არასოდეს მიკითხავს, რამდენი წლის ხარ-მეთქი, სწორ საქ-
ციელად არ მიმაჩნდა, მისგან ამგვარი ინფორმაცია მომეთ-
ხოვა. დანამდვილებით სწორედ ამიტომაც არ ვიცოდი მისი
ასაკი და არა იმის გამო, რომ როსარიო მიმალავდა.
– მხოლოდ ერთს გთხოვ, ბოლოს გაბრიყვებული არ დარ-
ჩე, – მითხრა ბიძიამ, და ხუთიათასპესოიანი ჩეკი გამომიწო-
და.
სანამ მის კაბინეტს დავტოვებდი, შემევედრა, იმ საღამოს
ბიცოლასთვის დამერეკა.

156 მკითხველთა ლიგა


იქიდან გამოსული ჯერ ბანკში წავედი ჩეკის გასანაღდებ-
ლად, მერე ქალაქის ცენტრში წიგნის მაღაზიებს დავუარე. მე-
რე კაფე „კიტოში“ შევედი. პირველი შემთხვევა იყო, როცა იქ
ვერავინ ვნახე. იქ ვისადილე და ბოლოს როსარიოს სახლში
დავბრუნდი, სადაც საღამომდე ვკითხულობდი და ვწერდი.
ღამით ისევ „კიტოში“ წავედი და იქ მოწყენილობისგან გასა-
ვათებულ ხასინტო რეკენას გადავაწყდი. მის გარდა, კაფეში
არც ერთ რეალვისცერისტს ცხვირი არ შემოუყვია. ყველას
ეშინია, იქ არტურო ბელანოს არ შეხვდეს. შიში უმიზეზოა,
რადგან ჩილეელი უკვე კარგა ხანია არ გამოჩენილა. რეკენას
თქმით (რომელიც რეალვისცერისტებს შორის ყველაზე
ფლეგმატურია), ბელანომ უფრო მეტი პოეტის გაყრა დაიწყო
ჯგუფიდან. ულისეს ლიმა მოკრძალებულ მეორე პლანზე გა-
დავიდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბელანოს გადაწყვეტილებას
ისიც ეთანხმება. ვკითხე, ამჯერად ვინ გარეკა-მეთქი. ორი პო-
ეტი დამისახელა, რომლებსაც არ ვიცნობ და ანხელიკა ფონ-
ტი, ლაურა ხაურეგი და სოფია გალვესი.
– სამი გოგო გააგდო?! – თავი ვერ შევიკავე და წამოვიყ-
ვირე.
მოკტესუმა როდრიგესი, კატალინა ო'ჰარა და მათ შორის
მეც, ბეწვზე ვკიდივართო. შენცა, ხასინტო? ძალიან აქტიური
ვინმეა ეს ბელანო, მიპასუხა რეკენამ და ხმაში სიტუაციასთან
შეგუებული კაცის ტონი შევნიშნე. მე? არა, შენზე ჯერ ლაპა-
რაკი არ ყოფილა, ყოყმანით მითხრა ხასინტომ. მერე ვკითხე,
ამ ხალხს რა მიზეზით აგდებს-მეთქი. არ იცის. ისევ თავის
პირველ ნათქვამს იმეორებს: არტურო ბელანოს დროებითი
სიგიჟეაო. მერე მიხსნის (თუმცა, მე ეს უკვე ვიცი), რომ ბრე-
ტონი ამ ხერხს პრაქტიკაში სრულიად მოურიდებლად ატა-
რებდა. ბელანოს თავი ბრეტონად მოაქვს, განაგრძობს რეკე-
157 მკითხველთა ლიგა
ნა. სინამდვილეში, მექსიკის პოეზიის ყველა capo di famiglia-
36
ს თავი ბრეტონი ჰგონია, ოხრავს მერე, გაგდებულები რას
ამბობენ, ახლა ჯგუფს რატომ არ აყალიბებენ? რეკენა იცინის.
გაგდებულების უმეტესობამ არც კი იცის, რომ გაგდებულია!
იმათ ვინც იცის, დიდად არ ენაღვლებათ რეალური ვისცერა-
ლიზმი! შეიძლება ითქვას, რომ არტურომ მათ კეთილი საქ-
მეც კი გაუკეთა.
– პანჩოსაც არ ენაღვლება? პიელ დივინას არ ენაღვლება?
– იმათ შეიძლება ენაღვლებოდეთ. დანარჩენებს კი, პირი-
ქით, ტვირთი მოაშორა. ახლა შეუძლიათ, თავისუფლად მი-
ვიდნენ სოფლური პოეზიის უფროსობასთან, ან პასის მსახუ-
რებთან.
– მე დემოკრატიულად არ მიმაჩნია ბელანოს საქციელი, –
ვუთხარი მე.
– ჰო, სიმართლეს თვალი რომ გავუსწოროთ, დემოკრა-
ტიული მართლაც არ არის.
– უნდა მივიდეთ და ვუთხრათ, – განვაგრძე ისევ.
– არავინ იცის, სადაა. ისიც და ულისესიც გაქრნენ.
ერთხანს ფანჯარაში ვიყურებოდით და ორივე მექსიკის
ღამეულ ცას გავცქეროდით.
გარეთ ხალხი გაჩქარებული მიდი-მოდიოდა, ისეთი მოხ-
რილები მიაბიჯებდნენ, თითქოს ქარიშხალს კი არ ელოდნენ,
ქარიშხალი უკვე თავს დასტყდომოდათ. მიუხედავად ამისა,
შეშინებული არავინ ჩანდა.
მოგვიანებით რეკენამ სოჩილზე დაიწყო ლაპარაკი და თა-
ვის მომავალ შვილზე. ვკითხე რას დაარქმევ-მეთქი.
– ფრანცს, – მიპასუხა მან.

36 Capo di famiglia (იტალ.) – ოჯახის თავი


158 მკითხველთა ლიგა
8 დეკემბერი
რადგან საქმე არაფერი მაქვს, გადავწყვიტე, ბელანო და
ულისეს ლიმა ვიპოვო და მათი ძებნა მეხიკოს წიგნის მაღა-
ზიებიდან დავიწყო. ვენუსტიანო კარანსაში ბუკინისტური წიგ-
ნების მაღაზია აღმოვაჩინე, სახელწოდებით „პლინიუს უმ-
ცროსი“, წიგნების მაღაზია „ლისარდი“ – დონსელესში, რებე-
კა ნოდიეს ბუკინისტური მაღაზია მესონესისა და პინო სუარე-
სის ქუჩის კუთხეში. „პლინიუს უმცროსში“ ერთადერთი გამ-
ყიდველი დამხვდა – ბერიკაცი, რომელიც „მექსიკის კოლე-
ჯის სტუდენტის“ მომსახურებას დიდი გულისხმიერებით მო-
ეკიდა, შემდეგ კი წიგნების გროვასთან მდგარ სკამზე უმალ
ჩაეძინა, ისე რომ ჩემი იქ ყოფნა სულაც აღარ გახსენებია.
ამით საშუალება მომცა, მარკო მანილიოს ასტრონომიის ან-
თოლოგია მომეპარა, ალფონსო რეიესის წინასიტყვაობით
და იდევ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი იაპონელი
მწერლის „ერთი უსახელო ავტორის დღიურები“. მაღაზია
„ლისარდიში“, მგონი, მონსივაისი37 დავლანდე. დამაინტერე-
სა, რა წიგნს ათვალიერებდა. ამიტომ გადავწყვიტე, ისე მი-
ვახლოებოდი, რომ ვერ შევემჩნიე, მაგრამ ის-ის იყო მივუახ-
ლოვდი, რომ შემოტრიალდა, დაკვირვებით შემომხედა, მგო-
ნი, ღიმილმაც გადაურბინა სახეზე, მაშინვე გამშორდა და მა-
ღაზიის ერთ-ერთი გამყიდველისაკენ გასწია. წიგნი ისე ჰქონ-
და ჩაბღუჯული, რომ სათაურის წაკითხვაც კი ვერ მოვახერხე.
მისი საქციელით გათამამებულმა ერთი არაბი პოეტის, ომარ
იბნ ალ-ფარიდის პატარა წიგნი მოვიპარე, უნივერსიტეტის

37კარლოს მონსივაის ასევესი (1938-2010) – მექსიკელი მწერალი და


კრიტიკოსი, ლათინური ამერიკის თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყვე-
ლაზე გამორჩეული ინტელექტუალი
159 მკითხველთა ლიგა
გამოცემა, და City Lights-ის გამოცემული ახალგაზრდა ჩრდი-
ლოამერიკელი პოეტების ანთოლოგიაც. მაღაზიიდან რომ
გავდიოდი, მონსივაისი იქ აღარ იყო. მაღაზია „რებეკა ნოდი-
ეს“ თავად რებეკა ნოდიე უძღვებოდა, ოთხმოც წელს გადაცი-
ლებული, მთლად დაბრმავებული, თეთრ ტანისამოსში გა-
მოწყობილი დედაბერი, პროთეზის გამუდმებით კაპუნითა და
ჯოხით შეიარაღებული ხმაურზე გამეცადინებული ქალბატო-
ნი. იატაკი ხისაა, ამიტომაც, საკმარისია მაღაზიაში ვინმემ
შედგას ფეხი, რომ მაშინვე ხვდება და მე რებეკა ნოდიე გახ-
ლავართო, განუცხადებს. ამას მოჰყვება გაუთავებელი მონო-
ლოგი, სანამ ბოლოს არ იკითხავს, „ლიტერატურის მოყვა-
რულს რა ჰქვია“, „ვისი პატივი მაქვს“, გავიცნოო და იმასაც
არ დააზუსტებს, რა სახის ლიტერატურას ეძებთო. ვუთხარი,
პოეზია მაინტერესებს-მეთქი და, ჩემდა გასაოცრად, სენიორა
ნოდიემ მაშინვე მომახალა, ყველა პოეტი უსაქმურია, თუმცა,
ლოგინში არა უშავთ რა, განსაკუთრებით, თუკი ფული არ უჭ-
ყავითო. მერე ჩემი ასაკით დაინტერესდა. ჩვიდმეტის ვარ-
მეთქი, ვუპასუხე. უი, ჯერ ისევ ცხვირმოუხოცავი ღლაპი ყო-
ფილხარო, წამოიძახა. მერე კი დასძინა, ჩემი წიგნების მო-
პარვას ხომ არ აპირებო. დავარწმუნე არავითარ შემთხვევაში
წიგნებს არ მოგპარავთ-მეთქი. კარგა ხანს ვისაუბრეთ, მერე
წამოვედი,

9 დეკემბერი
წიგნების მაღაზიებისა და მექსიკელი ლიტერატორების მა-
ფია ერთმანეთს ტოლს არ უდებენ. ხალხი ძირითადად შემ-
დეგ მაღაზიებში დადის: მაღაზია „სოტანოში“, ხუარესის გამ-
ზირზე, სარდაფში განთავსებული მაღაზია, სადაც იქ მომუშა-
ვეები (რომლებიც უამრავნი არიან და თანაც საუკეთესო უნი-
160 მკითხველთა ლიგა
ფორმებში გამოწყობილები) თვალს წამითაც არ გაშორებენ.
მიუხედავად ამისა, იქიდან ისე გამოვედი, რომ როკე დალტო-
ნის, ლესმა ლიმას და ენრიკე ლინის ლექსების თითო კრებუ-
ლის გამოტანა მაინც მოვახერხე; მექსიკის ბიბლიოთეკა, რო-
მელსაც სამი სამურაი აკონტროლებს, არანდის ქუჩაზე, სან-
ხუანის მოედანთან ახლოს, საიდანაც ოტონის, ამადო ნერვოს
(არაჩვეულებრივია!) თითო და ეფრაინ უერტას ძალიან თხე-
ლი კრებულის მოპარვა შევძელი; წიგნის მაღაზია „პასიფი-
კო“ ბოლივარისა და „16 სექტემბრის“ კუთხეში, საიდანაც
ალბერტო ხირის მიერ ნათარგმნი ჩრდილოამერიკელი პო-
ეტების ანთოლოგია მოვიპარე და ერნესტო კარდენალის ერ-
თი წიგნიც. მოგვიანებით, როდესაც ვიკითხე, ვწერე და ცოტა
სექსიც მქონდა, ბუკინისტურ მაღაზია „ორასიოში“ წავედი,
კორეო მაიორზე. ის მაღაზია ტყუპ დებს ეკუთვნით და იქიდან
გამბოას რომან „წმინდანით“ წამოვედი. მინდოდა, ის რომანი
როსარიოსთვის მეჩუქებინა, კიდევ, კენეტ ფერინგის ანთო-
ლოგიაც გამოვაყოლე ხელს, რომელიც ვინმე დოქტორ ხუ-
ლიო ანტონიო ვილას უთარგმნია და წიგნისთვის წინასიტ-
ყვაობაც დაურთავს. ამ წინასიტყვაობაში ავტორი ყველაზე
ბუნდოვანი და შეკითხვებით აღსავსე ფორმით აღწერს, თუ
როგორ და რატომ იმოგზაურა პოეტმა ფერინგმა ორმოცდა-
ათიან წლებში მექსიკაში, რასაც დოქტორი ვილა „საბედისწე-
რო და ნაყოფიერ“ მოგზაურობას უწოდებს, და კიდევ წამოვი-
ღე წიგნი ბუდიზმზე, რომელიც „ტელევისას“ მოგზაურს, ალ-
ბერტო მონტესს ჰქონია დაწერილი. ამ მონტესის წიგნის ნაც-
ვლად მერჩია, საშუალო წონით კატეგორიაში ყოფილი მსოფ-
ლიო ჩემპიონის, ადალბერტო რედონდოს ავტობიოგრაფია
მომეპარა, მაგრამ წიგნების მოპარვის ერთ-ერთი უარყოფი-
თი თვისება, განსაკუთრებით ისეთი ახალბედისათვის, რო-
161 მკითხველთა ლიგა
გორიც მე ვარ, ის არის, რომ არჩევანი შესაძლებლობაზეა
დამოკიდებული.

10 დეკემბერი
წიგნების მაღაზია „ოროსკო“ რეფორმის ქუჩაზე, ოქსფორ-
დსა და პრაღას შორის: მექსიკელი ესპანელების „ცხრა უახ-
ლესი სახელი“, „ქონების გაყოფა“ და ბორხესის „ბროდის
მოხსენებითი ბარათი“. მაღაზია „მილტონი“, მილტონის ქუჩა-
ზე, დარვინის ქუჩის კუთხეში: ვლადიმირ ჰოლანის „ერთი ღა-
მე ჰამლეტთან და სხვა ლექსები“, მაქს ჟაკობის ანთოლოგია
და კიდევ ერთი ანთოლოგია, გუნარ ეკელოფისა. წიგნების
მაღაზია „ელ მუნდო“, რიო ნასას ქუჩაზე: ბაირონის, შელის
და კიტსის ლექსების რჩეული, სტენდალის „წითელი და შავი“
(რომელიც უკვე წაკითხული მქონდა) და ალფონსო რეიესის
მიერ თარგმნილი ლიხტენბერგის „აფორიზმები“ . მოგვიანე-
ბით, სანამ წიგნებს ოთახში ვალაგებდი, რეიესზე დავიწყე
ფიქრი. შეიძლებოდა მარტო რეიესით დავკმაყოფილებული-
ყავი. მარტო ის მეკითხა, ან ისინი, ვინც მას უყვარდა და ამით
ადამიანი განუზომლად ბედნიერი ყოფილიყო. მაგრამ ეს მე-
ტისმეტად ადვილ გზად მეჩვენებოდა.

11 დეკემბერი
ადრე დრო არაფრისთვის მყოფნიდა, ახლა ყველაფერს
ვასწრებ. ადრე ჩემი ცხოვრება ავტობუსებითა და მეტროთი
სიარულში გადიოდა, თავს ვაიძულებდი, დღეში ორჯერ მაინც
შემომერბინა ქალაქი ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე. ახლა
ფეხით დავდივარ, ბევრს ვკითხულობ, ბევრს ვწერ, ყოველ-
დღე სექსი მაქვს. ჩვენს ოთახში უკვე პატარა ბიბლიოთეკა ჩა-
მოყალიბდა და თანდათანობით იზრდება, ჩემი თავდაუზოგა-
162 მკითხველთა ლიგა
ვი მცდელობებისა და მაღაზიებში სიარულის წყალობით. ბო-
ლო მაღაზიას, რომელიც მოვინახულე, „ებროს ბრძოლა“
ჰქვია: მისი მეპატრონე მოხუცი ესპანელია, სახელად კრისპინ
სამორა. ჩემი აზრით, ერთმანეთის მიმართ სიმპათია გაგვიჩ-
ნდა. მაღაზია, რა თქმა უნდა, ძირითადად, ცარიელია. სამაგი-
ეროდ, დონ კრისპინს კითხვა უყვარს და არც იმაზე ამბობს
უარს, დრო ნებისმიერ თემაზე ლაყბობაში გაატაროს. მეც
ხანდახან ვინმესთან დალაპარაკება მესაჭიროება. ამ საუბარ-
ში მოხუცს გამოვუტყდი, წიგნების მაღაზიებს სისტემატურად
იმის გამოც ვსტუმრობ, რომ ჩემი ორი დაკარგული მეგობარი
ვიპოვო-მეთქი. არც ის დამიმალავს, რომ წიგნებს ვიპარავდი,
იმიტომ, რომ ფული არ მქონდა (ამის გაგონებაზე დონ კრის-
პინმა მაშინვე მაჩუქა ევრიპიდეს ერთი ეგზემპლარი, რომე-
ლიც „პორუას“ მიერ იყო გამოცემული და პადრე გარიბაის38
მიერ ნათარგმნი). ისიც ვუთხარი, რომ ალფონსო რეიესით
ვიყავი აღფრთოვანებული, რადგან ამ კაცმა არა მარტო ბერ-
ძნული და ლათინური, არამედ ფრანგული, ინგლისური და
გერმანული ენებიც კი იცოდა. კიდევ მოვუყევი, რომ უნივერ-
სიტეტში აღარ დავდიოდი. რაც უნდა ვუთხრა, ყველაფერი
ახალისებს, გარდა იმისა, რომ არ ვსწავლობ, რადგან მიაჩ-
ნია, რომ კარიერის გაკეთება აუცილებელია. პოეზიას უნდოდ
უყურებს. როდესაც გამოვუტყდი, მეც პოეტი ვარ-მეთქი, მიპა-
სუხა, რომ პოეზიისადმი მისი დამოკიდებულების შეფასებაში
„უნდობლობა“ მთლად ზუსტი სიტყვა არ იყო და რომ რამდე-
ნიმე პოეტს თავადაც იცნობდა. მერე მოისურვა ჩემი ლექსები
წაეკითხა. ლექსები მივუტანე და შევამჩნიე, რომ ცოტა არ

38ანხელ მარია გარიბაი კინტანა (1892-1967) – მექსიკელი კათოლიკე


მღვდელი, მისიონერი, ისტორიკოსი, ლინგვისტი. ანტიკური ლიტერატუ-
რის ცნობილი მთარგმნელი ესპანურ ენაზე
163 მკითხველთა ლიგა
იყოს, გაოგნებული დარჩა, ბოლომდე ისე ჩავიდა, რომ არა-
ფერი უთქვამს. მარტო ის მკითხა, ასე ცუდი ჟღერადობის სიტ-
ყვებს ასე ხშირად რატომ იყენებო. ვკითხე, რას გულისხმობ-
მეთქი. ლანძღვა-გინებას, უწმაწურობებს, შეურაცხყოფას,
ჟარგონსო. ვუთხარი, ალბათ იმიტომ, რომ ასეთი ხასიათი
მაქვს-მეთქი. ამ საღამოს რომ მივედი, დონ კრისპინმა სერნუ-
დას „ოკნოსი“ მაჩუქა და შემევედრა, ეს პოეტი კარგად შეის-
წავლე, სხვათა შორის, მასაც დემონური ხასიათი ჰქონდაო.

12 დეკემბერი
რაც როსარიო „ვერაკრუსის გზაჯვარედინის“ კარამდე მი-
ვაცილე (ყველა ოფიციანტი ქალი, მათ შორის ბრიხიდაც გუ-
ლიანად მომესალმა, თითქოს უკვე მათი გილდიის, ან ოჯახის
წევრი ვყოფილიყავი. თან ისეთი სახეებით მომჩერებოდნენ,
გავიფიქრე, ამათ, როგორც ეტყობათ, ეჭვიც არ ეპარებათ,
რომ მექსიკურ ლიტერატურაში აუცილებლად დიდ ადგილს
დავიჭერ-მეთქი). წინასწარ არ დამიგეგმავს, ფეხებმა რიო დე
ლა ლოსამდე ისე მიმიყვანეს, სასტუმრო „ნახევარმთვარეს-
თან“, სადაც ლუპე დავტოვეთ იმ ღამით.
სასტუმროს ჰოლი ყვავილებითა და დაჭრილი ირმებით
მორთულ რაღაც სკივრს უფრო მიაგავდა, ვიდრე ოთახს და
უფრო ავის მომასწავებლად გამოიყურებოდა, ვიდრე მახსოვ-
და. ვიღაც ბეჭებგანიერმა, დიდთავა და მოკლეფეხება ტიპმა
განმიცხადა, არავითარი ლუპე აქ არ ცხოვრობსო. მოვითხო-
ვე სარეგისტრაციო წიგნი ეჩვენებინათ. რეგისტრატორმა მი-
პასუხა, ეს სრულიად გამორიცხულია, რადგან სარეგისტრა-
ციო წიგნის ჩანაწერები კონფიდენციალურ ინფორმაციას
წარმოადგენსო. მაშინ იმის ახსნა დავუწყე, რომ ჩემს დას ვე-
ძებდი, ჩემს სიძეს გაეყარა და აქ სწორედ იმიტომ მოვედი,
164 მკითხველთა ლიგა
რომ სასტუმროში ცხოვრების ფული გადავუხადო-მეთქი. რო-
გორც ჩანს, იმ ბიჭს საკუთარი დაც ასეთ მდგომარეობაში
ჰყავდა, რადგან უცებ შეიცვალა და გამგებიანად შემომხედა.
– თქვენი და შავგვრემანი და ძალიან გამხდარი გოგონაა?
– დიახ, სწორედ ასეა.
– ერთი წუთით დამელოდეთ, დავუძახებ.
სანამ რეგისტრატორი კიბეზე ადიოდა რომ ლუპესთვის
დაეძახა, სარეგისტრაციო დავთარში ჩავიხედე. 30 ნოემბრის
ღამეს იქ ვინმე გვადალუპე მარტინესი იყო შესული, იმავე
დღეს ერთი სუსანა ალეხანდრა ტორესი, ერთი ხუან აპარი-
სიო და ერთი მარია დელ მარ ხიმენესი. ჩემს ინსტინქტს მი-
ვუგდე ყური და აზრი დამებადა, რომ სწორედ სუსანა ალეხან-
დრა ხიმენესი უნდა ყოფილიყო ის ლუპე, რომელსაც მე ვე-
ძებდი და არა გვადალუპე მარტინესი. გადავწყვიტე, პასუხის-
თვის აღარ დამეცადა, სანამ რეგისტრატორი დაბრუნდებო-
და, სამ-სამი კიბის გამოტოვებით მეორე სართულზე ავაჭერი
და 201-ე ნომრის ძებნა დავიწყე, სადაც სუსანა ალეხანდრა
ტორესი უნდა ყოფილიყო.
მარტო ერთხელ დავაკაკუნე. ფეხის ხმა გავიგონე, მერე
ვიღაცამ ოთახში ფანჯარა დახურა, ამას ჩურჩული მოჰყვა,
ისევ ფეხის ხმა. ბოლოს კარი გაიღო და ლუპესთან პირისპირ
აღმოვჩნდი.
ასე სახემოხატულს პირველად ვხედავდი. ტუჩებზე მკვეთ-
რი, წითელი ფერის პომადა ესვა, თვალებზე ტუში, ლოყებზე
– ვარდისფერი საცხი. მაშინვე მიცნო.
– მარიას მეგობარი, – წამოიძახა ყალბი სიხარულით.
– შემომიშვი, – ვუთხარი მე.
ლუპემ ზურგს უკან მიიხედა და კარიდან გაიწია. ოთახი კა-
ბების უზარმაზარ ზვინს ჰგავდა. ყველგან ტანსაცმელი იყო
165 მკითხველთა ლიგა
მიმოფანტული, სრულიად გაუთვალისწინებელ ადგილებშიც
კი.
მაშინვე მივხვდი, რომ მარტონი არ ვიყავით. ლუპეს მწვა-
ნე ხალათი ეცვა და შეუჩერებლად ეწეოდა. სააბაზანოდან
ხმაური შემომესმა. ლუპემ ჯერ მე შემომხედა, მერე თვალი
სააბაზანოს შეღებილი კარისკენ გააპარა. ეჭვი არ იყო, კლი-
ენტი ჰყავდა. სწორედ ამ დროს იატაკზე დაყრილ ქაღალდის
ფურცლებს ვკიდე თვალი, ზედ გამოსახულ ნახატებს, ვისცე-
რისტების ახალი ჟურნალის პროექტს და ამ აღმოჩენამ ძალი-
ან ამაღელვა. სრულიად ალოგიკურმა აზრმა გამიელვა თავ-
ში, ალბათ სააბაზანოში მარიაა-მეთქი. ისიც ვიფიქრე შეიძ-
ლება ანხელიკაც იყოს-მეთქი და საგონებელში ჩავვარდი, არ
ვიცოდი, იქ, სასტუმრო „ნახევარმთვარეში“ ჩემი ყოფნა რით
უნდა გამემართლებინა.
ლუპე თვალს არ მაშორებდა, ისიც შენიშნა, ასე რამ ამა-
ღელვა და სიცილი აუტყდა.
– შეგიძლია გამოხვიდე, შენი შვილის მეგობარია, – და-
იძახა უცებ.
სააბაზანოს კარი გაიღო და ოთახში თეთრ სააბაზანო ხა-
ლათში გახვეული კიმ ფონტი გამოჩნდა. ნამტირალევი თვა-
ლები ჰქონდა და სახეზე პომადის კვალი ემჩნეოდა. გულთბი-
ლად მომესალმა. ხელში ჟურნალის პროექტიანი საქაღალდე
ეჭირა.
– ხედავ, გარსია მადერო? – შემომჩივლა კიმმა, – გამუდ-
მებით ვმუშაობ, ერთ წუთსაც კი არ ვკარგავ.
მერე მკითხა, ჩემს სახლში ხომ არ შეგივლიაო.
– დღეს არ ვყოფილვარ, – ვუპასუხე, ფიქრი ისევ მარიას-
კენ წამივიდა და ყველაფერი უიმედოდ ბინძური და მწუხარე
მეჩვენა.
166 მკითხველთა ლიგა
სამივე საწოლზე ჩამოვსხედით, მე და კიმი ნაპირზე, ლუპე
საბანში შეძვრა.
შექმნილი სიტუაცია, უბრალოდ, აუტანელი იყო!
კიმი იღიმებოდა. ლუპეც იღიმებოდა, მეც ვიღიმებოდი და
ხმის ამოღებას ვერც ერთი ვერ ვბედავდით. ვინმე უცხოს რომ
შემოეხედა, იფიქრებდა, ნამდვილად სექსს აპირებენო. თა-
ვად ეს აზრი საზიზღრობა იყო. მარტო ამის გაფიქრებაზეც კი
მუცელმა გვრემა დამიწყო. ლუპე და კიმი ისევ იღიმებოდნენ.
რამე რომ მეთქვა, იმაზე დავიწყე ლაპარაკი, არტურო ბელა-
ნომ ვისცერისტთა რიგებში წმენდა მოაწყო-მეთქი.
– კარგა ხანია, ეგ უნდა გაეკეთებინა, – თქვა კიმმა, – გა-
მორჩენის მსურველები და უმაქნისები თავიდან უნდა მოიშო-
რო. ამ მოძრაობაში მარტო შენისთანა სუფთა სულის ადამია-
ნები უნდა დარჩნენ, გარსია მადერო.
– მართალია, – დავეთანხმე, – მაგრამ მაინც მიმაჩნია,
რომ რაც უფრო მეტნი ვიქნებით, უკეთესია.
– არა, რაოდენობა ილუზიაა, გარსია მადერო. იმ საქმეში,
რაშიც ჩვენ ვართ, ხუთი და ორმოცდაათი ერთი და იგივეა.
არტუროსაც იგივე ვუთხარი. თავები უნდა დააყრევინოს. ში-
და წრე მიკროსკოპიულ რაოდენობამდე უნდა დაიყვანოს.
მომეჩვენა, რომ ბოდავდა, მაგრამ არ შევკამათებივარ.
– ისეთ ბრიყვთან ერთად, როგორიც პანჩო როდრიგესია,
სადამდე მივალთ, შენ თვითონ მიპასუხე.
– არ ვიცი, – ვთქვი მე.
– შენ რა, შემთხვევით კარგი პოეტი ხომ არ გგონია? მექ-
სიკის ავანგარდისტული ხელოვანისათვის სამაგალითოდ
გეჩვენება?
ლუპე ხმას არ იღებდა. ჩუმად გვიყურებდა და იღიმებოდა.
კიმს ვკითხე, ალბერტოზე რამე ხომ არ გაგიგია-მეთქი.
167 მკითხველთა ლიგა
– ცოტანი ვართ და უფრო ნაკლები ვიქნებით, – მიპასუხა
კიმმა იდუმალად. ვერ გავიგე ალბერტოს გულისხმობდა თუ
რეალვისცერისტებს.
– ანხელიკაც გაუგდიათ, – ვთქვი მე.
– ჩემი ქალიშვილი ანხელიკა? ოოო, ეს მართლაც ახალია
ჩემთვის, არ, ვიცოდი. ეს როდის მოხდა?
– არ ვიცი, ხასინტო რეკენამ მითხრა, – ვუთხარი.
– ლაურა დამიანის პრემიის ლაურეატი გააგდო? ასეთ საქ-
ციელს გამბედაობა უნდოდა! ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ
ჩემი შვილია!
– არ გინდათ, გავიდეთ და ცოტა გავისეირნოთ? – გვკითხა
ლუპემ.
– გაჩუმდი, ლუპიტა, ვფიქრობ.
– ზედმეტი ნუ მოგდის, ხოაკინ, ნუ მაჩუმებ, შენი შვილი კი
არ ვარ!
კიმმა ხმადაბლა ჩაიქირქილა. კურდღლის სიცილით, სა-
ხის ნაკვთები თითქმის არ შერხევია.
– რა თქმა უნდა, ჩემი შვილი არ ხარ. სამი სიტყვის დაწე-
რაც კი არ შეგიძლია ორთოგრაფიული შეცდომების გარეშე.
– შენ რა, უწიგნური გგონივარ, იდიოტო? როგორ არ შე-
მიძლია!
– არა, არ შეგიძლია, – დაიჟინა კიმმა და თავს ძალა და-
ატანა, რომ ეფიქრა. სახეზე ტკივილი აღებეჭდა, რამაც პანჩო
როდრიგესის სახე გამახსენა, იქ, ყვითელ კაფეში.
– მიდი, აბა, გამომცადე.
– ანხელიკასთვის ეს არ უნდა ექნათ. ეს ნაძირლები სხვე-
ბის გრძნობებზე ისე თამაშობენ, რომ თავბრუ მესხმის. რამე
უნდა შევჭამოთ, თავბრუ მეხვევა, – განაგრძობდა კიმი.

168 მკითხველთა ლიგა


– სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ! მიდი, გამომცადე, – არ ცხრე-
ბოდა ლუპე.
– იქნებ რეკენამ გადააჭარბა, იქნებ ანხელიკა თვითონ გა-
ვიდა, რადგან პანჩო როდრიგესი გააგდეს...
– პანჩო, პანჩო, პანჩო. ეგ ნაბიჭვარი არ არსებობს. არა-
რაობაა. ანხელიკას სულაც ფეხებზე ჰკიდია, გააგდებენ თუ
არა, მოკლავენ თუ პრემიას მისცემენ. ალბერტოს ტიპისაა, –
დასძინა კიმმა ხმადაბლა და თავით ლუპესკენ მიმანიშნა.
– ასე ნუ განიცდი, კიმ, ეგ იმიტომ ვთქვი, რომ შეყვარებუ-
ლები იყვნენ.
– რა თქვი, კიმ? – ჰკითხა ლუპემ.
– არაფერი, შენ არ გეხება.
– თუ ასეა, მიდი, აბა, გამომცადე-მეთქი, ვაჰ! ვინ გგონი-
ვარ?!
– თალგამი, – თქვა კიმმა.
– მაგას რა უნდა, ქაღალდი და კალამი მომეცი.
ჩემი რვეულიდან ერთი ფურცელი ამოვხიე და კალამთან
ერთად მივაწოდე.
– იმდენი ვიტირე, – მე მომიბრუნდა კიმი, სანამ ლუპე ლო-
გინზე მარჯვედ მოკალათებას ცდილობდა, რომ ფურცელი
მუხლებზე წესიერად დაედო, – იმდენი და თან ისე უაზროდ.
– ყველაფერი მოგვარდება, – ვუთხარი მე.
– ოდესმე რამე წაგიკითხავს ლაურა დამიანის? – მკითხა
და სახეზე რაღაც განყენებული მზერა აღებეჭდა.
– არა, არასოდეს.
– დავწერე, მოდი, ნახე, – მითხრა ლუპემ და ქაღალდზე
მიმანიშნა. კიმი მოიღუშა და წარმოთქვა: – რეგულარული.
– სხვა რამე მიკარნახე, თორემ ეგ მართლა ძნელია.
– კაეშანი, – დავალება შეცვალა კიმმა.
169 მკითხველთა ლიგა
– კაეშანი? ეგ ადვილია.
– ჩემს გოგოებს უნდა დაველაპარაკო, – მე გამომხედა
კიმმა, – ჩემს ცოლს უნდა დაველაპარაკო, ჩემს კოლეგებს,
ჩემს მეგობრებს. რაღაც უნდა მოვიმოქმედო, გარსია მადე-
რო.
– აუჩქარებლად იმოქმედე. დრო გაქვს, კიმ.
– ამაზე მარიასთან სიტყვა არ უნდა დაგცდეს, ხომ იცი?
– აბა, როგორ გამომივიდა? – იკითხა ლუპემ.
– ჩვენ შორის დარჩება, კიმ.
– ძალიან კარგი, გარსია მადერო, ასეც უნდა იყოს. ლაურა
დამიანის წიგნს მე გაჩუქებ.
– აბა, როგორია-მეთქი, ეეე? – ლუპემ ფურცელი ახლა მე
გამომიწოდა. სიტყვა „კაეშანი“ ბრწყინვალედ დაეწერა.
– უკეთესად შეუძლებელია, – ვუთხარი.
– აჯაჯულ-დაჯაჯული, – ახლა სხვა რამ უკარნახა კიმმა.
– რა?
– დაწერე სიტყვა აჯაჯულ-დაჯაჯული, – გაუმეორა კიმმა.
– უჰ შენი, ეგ ძალიან ძნელია, – თქვა ლუპემ და მაშინვე
წერას შეუდგა.
– ესე იგი, ამაზე ჩემს შვილებთან სიტყვა არ დაგცდება.
არც ერთ მათგანთან, შენი პატიოსნების იმედი მაქვს, გარსია
მადერო.
– რა თქმა უნდა, – ვუთხარი.
– ახლა აჯობებს წახვიდე. მე ცოტა ხნით კიდევ დავრჩები
და ამ სულელ გოგოს ესპანურის გაკვეთილს ჩავუტარებ, მე-
რე კი საქმეს შევუდგები.
– კარგი, კიმ, მაშინ იქ გნახავ.
რომ ავდექი, საწოლი გაინძრა და ლუპემ რაღაც ჩაიბლუ-
კუნა, მაგრამ ფურცლიდან თავი არ აუღია, წერა განაგრძო.
170 მკითხველთა ლიგა
ფურცელზე რამდენიმე გადაშლილი სიტყვა დავინახე. ცდი-
ლობდა.
– არტურო ან ულისესი თუ ნახო, გადაეცი, რომ კარგად
ვერ მოქცეულან.
– თუ ვნახავ, გადავცემ, – ვუთხარი მე და მხრები ავიჩეჩე.
– არ შეიძლება, მეგობრებს ასე მოექცნენ. მაგრამ არც
დამყაყება ვარგა.
ისე დავიჭირე თავი, თითქოს ვიცინოდი.
– ფული გჭირდება, გარსია მადერო?
– არა, კიმ, არა, გმადლობ.
– ხომ იცი, რომ შეგიძლია, ჩემი იმედი გქონდეს. მეც ვიყა-
ვი ახალგაზრდა და მეც ვაფრენდი. ახლა წადი. ჩვენ კი აქ ჩა-
ვიცვამთ და რამის საჭმელად გავალთ.
– კალამი, – ვთქვი მე.
– რა? – მკითხა კიმმა.
– მივდივარ. ჩემი კალამი მჭირდება.
– აცალე, დაამთავროს, – მითხრა კიმმა და ლუპეს ცერად
გადახედა.
– აბა, როგორია?
– ცუდი დაწერილია, – დაუწუნა კიმმა, – წესით, უნდა დაგ-
საჯო.
სიტყვა „აჯაჯულ-დაჯაჯულზე“ დავიწყე ფიქრი. ჩემი აზრით,
თავიდან სწორად ვერც მე დავწერდი. კიმი წამოდგა და სააბა-
ზანოში გავიდა. უკან მობრუნებულს ხელში შავ-ოქროსფერი
კალამი ეჭირა. თვალი ჩამიკრა.
– ეგ კალამი დაუბრუნე და ამით დაწერე, – უთხრა ლუპეს.
ლუპემ კალამი დამიბრუნა. ნახვამდის-მეთქი, დავემშვი-
დობე. პასუხად არ დამმშვიდობებია.

171 მკითხველთა ლიგა


13 დეკემბერი
მარიას დავურეკე. მოახლეს დაველაპარაკე. სენიორიტა
არ გახლავთო. როდის მოვა-მეთქი. არ ვიცი, ვინ ბრძანდები-
თო. სახელი არ ვუთხარი, ყურმილი ისე დავუკიდე. კაფე „კი-
ტოში“ ვიყავი. მაინტერესებდა, ვინმე გამოჩნდებოდა თუ არა.
არავინ გამოჩენილა. ისევ დავურეკე მარიას. ტელეფონზე
არავინ მიპასუხა. მონტესის ქუჩამდე ფეხით ვიარე, სადაც ხა-
სინტო ცხოვრობს, იქამდე. იქაც არავინ იყო. ქუჩაში ერთი
ღვეზელი შევჭამე და გუშინ დაწყებული ორი ლექსი დავამ-
თავრე. კიდევ ერთი ზარი ფონტების ოჯახში. ამჯერად ვიღაც
უცნობი ქალის ხმამ მიპასუხა. ვკითხე, სენიორა ფონტი ხომ
არ ბრძანდებით-მეთქი.
– არა, სენიორა ფონტი არ გახლავართ, – ისეთი ხმით მი-
პასუხა უცნობმა, რომ სხეულზე ბალანი ამეშალა.
მაგრამ აშკარად მარიას ხმა არ იყო. არც მოახლის, რო-
მელსაც ცოტა ხნის წინ დაველაპარაკე. ანხელიკაღა მრჩებო-
და, ან ვინმე უცხო, რომელიმე დის მეგობარი.
– კარგი და ვის ვესაუბრები?
– ვისთან გსურთ დალაპარაკება? – კითხვა შემიბრუნა
ხმამ.
– მარიასთან ან ანხელიკასთან, – ვუპასუხე და თან თავი
რაღაც დამცირებულად და სულელურად ვიგრძენი.
– ანხელიკა ვარ, – მითხრა ხმამ, – ვინ ხართ?
– ხუანი, – ვუთხარი მე.
– ხუანი ხარ? როგორ ხარ, ხუან?
შეუძლებელია ანხელიკა იყოს-მეთქი, გავიფიქრე, სრული-
ად გამორიცხული იყო. მაგრამ მაშინვე მეორე აზრიც მომივი-
და, ამ სახლში ყველა არანორმალურია და თუ ასეა, მაშინ,

172 მკითხველთა ლიგა


არც ისა გამორიცხული, რომ ეს უცნობი ქალი მართლა ანხე-
ლიკა იყოს-მეთქი.
– კარგად, – ვუთხარი და ვიგრძენი, როგორ ვცახცახებდი,
– მარია შინაა?
– არ არის, – მიპასუხა ხმამ.
– კარგი, მერე დავურეკავ, – ვუთხარი.
– გინდა, რამე გადავცე?
– არა! – ვუთხარი და ყურმილი დავკიდე.
ხელები გახურებული მქონდა. ალბათ სიცხემ ამიწია. ახ-
ლა ჩემს ბიძასა და ბიცოლასთან მინდოდა ყოფნა, ჩემს სახ-
ლში. მინდოდა, მემეცადინა ან ტელევიზორისთვის მეყურები-
ნა, მაგრამ მივხვდი, რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არ-
სებობდა, რომ ახლა როსარიოს გარდა აღარავინ გამაჩნდა,
როსარიოს და მისი კომუნალური ოთახის გარდა.
ვერც კი მივხვდი როდის, მაგრამ, მგონი, ავტირდი. მეხი-
კოს ქუჩებში უგზოუკვლოდ დავეხეტებოდი და ვტიროდი. მე-
რე მომინდა გამერკვია, სად ვიყავი და აღმოვაჩინე, რომ
ანაუაკის უბნის ერთ-ერთ მახინჯ ქუჩაზე მივაბიჯებდი გასაცო-
დავებულ ხეებსა და ატკეჩილ კედლებს შორის. ტექსკოკოს
ქუჩის ერთერთ კაფეში შევედი და ყავა მოვითხოვე. თბილი
მომიტანეს. არ ვიცი, იქ რამდენი ხანი დავყავი.
იქიდან რომ გამოვედი, უკვე ღამე იყო.
ქუჩის ტელეფონიდან ისევ ფონტებთან დავრეკე. ისევ იმ
ქალის ხმამ მიპასუხა.
– გამარჯობა, ანხელიკა, ხუან გარსია მადერო ვარ, – ვუთ-
ხარი მე.
– გაგიმარჯოს, – მიპასუხა ხმამ.
ვიგრძენი, გულზე როგორ მაზიდებდა. ქუჩაში ბავშვები
ფეხბურთს თამაშობდნენ.
173 მკითხველთა ლიგა
– მამაშენი ვნახე, – ვუთხარი, – ლუპესთან ერთად.
– რა?
– სასტუმროში, სადაც ლუპე გვყავს დამალული. მამაშენი
იქ იყო.
– იქ რა უნდოდა? – ხმა სრულიად უემოციოდ მპასუხობდა,
მთვარეულივით მეთქი, გავიფიქრე.
– მარტო რომ არ დაეტოვებინა, – ვუთხარი.
– ლუპე კარგადაა?
– ვარდივით, – ვუთხარი, – მაგრამ მამაშენი კი მთლად
კარგად არ გამოიყურებოდა. მომეჩვენა, რომ ნამტირალევი
იყო, მაგრამ მე რომ მივედი, უკეთ გახდა.
– აჰ, – თქვა ხმამ, – რა ატირებდა?
– არ ვიცი, – ვუთხარი მე, – ალბათ სინანული, ანდა სირ-
ცხვილი. მთხოვა, შენთვის არაფერი მეთქვა.
– რა არ უნდა გეთქვა?
– რომ იქ ვნახე.
– აჰ, – გაიმეორა ხმამ.
– მარია როდის მოვა? იცი, სად არის?
– ცეკვის სკოლაში, – მითხრა ხმამ, – და ახლა მეც მივდი-
ვარ.
– სად?
– უნივერსიტეტში.
– კარგი, მაშინ, ნახვამდის.
– ნახვამდის, – მიპასუხა ხმამ.
სალივანამდე ფეხით ვიარე. რეფორმის ქუჩაზე კუაუტემო-
კის ქანდაკებას რომ გავუსწორდი, გავიგონე, ვიღაც როგორ
მეძახდა.
– ხელები მაღლა, პოეტო გარსია მადერო.

174 მკითხველთა ლიგა


შემოვბრუნდი, არტურო ბელანო და ულისეს ლიმა დავინა-
ხე და გული წამივიდა.
გონს რომ მოვედი, როსარიოს ოთახში ვიწექი, საწოლზე
ორივე მხრიდან ულისესი და არტურო მესხდნენ და ამაოდ
ცდილობდნენ, ჩემთვის სპეციალურად მომზადებული რაღაც
სითხე დაელევინებინათ. ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. მითხრეს,
გული წაგივიდა, აღებინე, მერე კი რაღაც აბდაუბდა ლაპარა-
კი დაიწყეო. მოვუყევი, როგორ ვრეკავდი ფონტების სახლში.
ვუთხარი, ცუდად სწორედ ამან გამხადა-მეთქი. თავიდან არ
დამიჯერეს. მერე მთელი ჩემი იმდღევანდელი თავგადასავა-
ლი ყურადღებით მოისმინეს და დასკვნა გამოიტანეს.
მათი აზრით, ის, ვინც მელაპარაკებოდა, ანხელიკა არ
იყო.
– თან ეს შენც იცოდი, გარსია მადერო, ამიტომაც გახდი
ცუდად, – ამიხსნა არტურომ, – ზედმეტი აღელვების გამო.
– რა ვიცოდი?
– რომ ის ვიღაც ანხელიკა კი არა, სხვა იყო, – გამიმეორა
არტუროს ნათქვამი ულისესმა.
– არა, არ ვიცოდი, – ვუპასუხე.
– არაცნობიერად, – დაამატა არტურომ.
– აბა, ვინ იყო?
არტურომ და ულისესმა გაიცინეს.
– სინამდვილეში დასკვნა ძალიან ადვილი და სახალისოა.
– ნუ მაშინებ და მითხარი, – ვთქვი მე.
– ცოტა დაფიქრდი, – თქვა არტურომ, – ტვინი აამოძრავე,
ანხელიკა იყო? ცხადია, არა. მარია? არც მარია. ვინღა დარ-
ჩა? მოახლე, მაგრამ იმ დროს, როდესაც შენ რეკავდი, ისიც
წასული უნდა ყოფილიყო. თან მანამდე ხომ ელაპარაკე და
მის ხმას იცნობდი, არა?
175 მკითხველთა ლიგა
– ეგრეა, – დავუდასტურე, – დარწმუნებული ვარ, მოახლე
არ იყო.
– ვინღა დარჩა? – მკითხა ულისესმა.
– მარიასა და ხორხიტოს დედა.
– არა მგონია, ხორხიტო ყოფილიყო, არა?
– არა, ხორხიტო არ იქნებოდა, – დავეთანხმე.
– აბა, ამ სპექტაკლს მარია კრისტინა მოაწყობდა?
– მარიას დედას მარია კრისტინა ჰქვია?
– ჰო, ასე ჰქვია, – მითხრა ულისესმა.
– არა, არ იზამდა, მაგრამ ვინღა დარჩა? აღარავინ.
– ვიღაც იმდენად არანორმალური, რომ შეეცადა ანხელი-
კას ხმით დაგლაპარაკებოდა, – თქვა არტურომ და შემომხე-
და, – ერთადერთი ვინმეა იმ სახლში, ვისაც ასეთი უშნო ხუმ-
რობა შეუძლია.
სანამ ტვინი ნელ-ნელა აზროვნებას იწყებდა და პასუხს
ეძებდა, ორივეს ყურადღებით ვაკვირდებოდი.
– აბა, აბა, – მაგულიანებდა ულისესი.
– კიმი, – ვთქვი მე.
– სხვა ვინღა დარჩა? – თქვა არტურომ.
– რა ნაბიჭვარია!
მოგვიანებით იმ ყრუ-მუნჯის ამბავი გამახსენდა, კიმმა
რომ მიამბო და ბავშვების უზნეო საქციელზე დავიწყე ფიქრი.
ალბათ, ბავშვობაში იმათაც ცუდად ექცეოდნენ და ასეთები
ამიტომაც იყვნენ-მეთქი. თუმცა ახლა, როდესაც ამას ვწერ,
მაინცდამაინც დიდ კავშირს ვერ ვხედავ იმ ყრუ-მუნჯსა და კი-
მის პიროვნების შეცვლას შორის. შემდეგ განრისხებული გა-
ვედი ქუჩაში და რამდენიმე მონეტა მარიასთან რეკვაში დავ-
ხარჯე. ველაპარაკე დედამისს, მოახლეს, ხორხიტოს და სულ
ბოლოს, ანხელიკას (ამჯერად ნამდვილად ანხელიკა იყო),
176 მკითხველთა ლიგა
მაგრამ მარია ტელეფონთან არა და არ მოვიდა, და არც კიმმა
ინება ყურმილის აღება.
ერთხანს ბელანო და ულისეს ლიმა არ მომშორებიან. თა-
ვიდან მარიასთან რეკვებს შორის ჩემი ლექსები მივეცი წასა-
კითხად. მითხრეს ცუდი არ არისო. ულისესმა ისიც კი დაამა-
ტა, რეალვისცერისტების რიგების წმენდა უბრალოდ ხუმრო-
ბააო. საინტერესო ის არის, იმათ, ვინც გაყარეს, თუ იციან,
რომ უბრალოდ, ეხუმრნენ? არა, რა თქმა უნდა, თორემ მაშინ
ხომ სასაცილოც არ იქნებოდაო, ამიხსნა არტურომ. ესე იგი,
არავინ არ გაგიგდიათ? არა, ცხადია. თქვენ ამდენ ხანს სად
იყავით, რას აკეთებდით-მეთქი, ვკითხე. არაფერსო, მიპასუხა
ულისესმა. მაგრამ, ბოლოს მაინც აღიარეს, ერთი ბოზიშვილი
დაგვდევს საცემრადო.
– თქვენ ხომ ორნი ხართ, ის – ერთი, რა უნდა დაგაკლოთ!
– ჰო, მაგრამ ჩვენ აგრესიულები არა ვართ, გარსია მადე-
რო, – მითხრა ულისესმა, – ყოველ შემთხვევაში, მე. ახლა
აღარც არტურო.
ღამით, სანამ ფონტების სახლს რეკვით ისევ ვიკლებდი,
პარალელურად ხასინტო რეკენასა და რაფაელ ბარიოსთან
ერთად კაფე „კიტოში“ ვიჯექი. ვუამბე, რაც ბელანომ და ული-
სესმა მითხრეს. ეტყობა, სესარეა ტინახეროს ამბავი გაარკვი-
ესო, მითხრეს.

14 დეკემბერი
რეალვისცერისტებისთვის არავინ არაფერს იმეტებს. არც
სტიპენდიებს, არც ადგილს ჟურნალებში. ის კი არა, წიგნების
პრეზენტაციებსა თუ საღამოებზეც კი არ იწვევენ.
ბელანო და ლიმა აჩრდილებს ჰგვანან.

177 მკითხველთა ლიგა


თუ simon „ჰოს“ ნიშნავს, nel კი – „არას“, ეს simonel რაღა
39
ჯანდაბაა?!
დღეს თავს მთლად კარგად ვერ ვგრძნობ.

15 დეკემბერი

აღმოვაჩინე, რომ დონ კრისპინ სამორას ესპანეთის ომზე


საუბარი არ სიამოვნებს. ვკითხე, თუკი ასეა, მაშინ თქვენს მა-
ღაზიას ისეთი სახელი რატომ დაარქვით, რომელიც ადამიანს
იმ ომს აგონებს-მეთქი. გამომიტყდა, მე კი არა, წინა მეპატ-
რონემ დაარქვა, რესპუბლიკის პოლკოვნიკმა, რადგან იქაურ
ბრძოლებში თავი გამოიჩინაო. დონ კრისპინის სიტყვებში
მსუბუქ ირონიას ვგრძნობ. მისი თხოვნით რეალვისცერის-
ტებზე ველაპარაკები. რამდენიმე დაკვირვების შემდეგ, მაგა-
ლითად, როგორიცაა: „ნამდვილი რეალიზმი არასოდესაა
ვისცერული“, „ვისცერული არარეალურ სამყაროს ეკუთვნის“
და ა.შ. (რასაც მოთმინებიდან გამოვყავარ), ასკვნის, რომ ღა-
რიბ ბიჭებს სხვა არა დაგვრჩენია, გარდა ლიტერატურული
ავანგარდისა. ვკითხე, კონკრეტულად გამონათქვამ „ღარიბ
ბიჭებში“ რას გულისხმობთ, მაგალითად, მე ღარიბი ბიჭი სუ-
ლაც არ ვარ, ყოველ შემთხვევაში, მეხიკოს პარამეტრებით-
მეთქი. მაგრამ მერე, როცა გარეუბანში დავბრუნდი, როსარი-
ოს კომუნალურ ბინაში, ვიგრძენი, იმ ჩემს გაპროტესტებას
ნელ-ნელა როგორ გამოეცალა თავდაპირველი თავდაჯერე-
ბულობა. როგორც დონ კრისპინი ამბობს, ერთი ჭირი სჭირს
ლიტერატურასაც და რეალურ ცხოვრებასაც: ბოლო ორივეს

39საუბარია მე-20 საუკუნის დასაწყისის მექსიკურ ჟარგონზე, სადაც Simon


– „ჰოს“ ნიშნავს, nel – „არას“, simonel – ნაღდს, ფაიზაღს ქართულ ჟარ-
გონზე.
178 მკითხველთა ლიგა
ერთი და იგივე აქვს – ადამიანი აქაც და იქაც ნაძირალა ხდე-
ბა. იქამდე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ დონ კრისპინი, უბ-
რალოდ, იმიტომ ლაპარაკობდა, რომ ლაპარაკი უყვარდა. მე
სკამზე ვიჯექი, ის კი ამ დროს წიგნებს ადგილებს უცვლიდა,
ან გაზეთებსა და ჟურნალებს მტვერს სწმენდდა. მაგრამ თავი-
სი ეს მოსაზრება რომ გამიზიარა, უეცრად შემობრუნდა და
მკითხა, რამდენს გამომართმევ, ჩემთან რომ დაწვეო. ვხე-
დავ, რომ ფული არ გაქვს და ასეთ წინადადებას ამიტომაც
გთავაზობო.
ადგილზე გავშეშდი.
– მიქარავთ, დონ კრისპინ, – ვუპასუხე გაოგნებულმა.
– ცუდად ნუ მიიღებ, ვიცი, რომ ბებერი ვარ და ამიტომაც
გთავაზობ გარიგებას, ასე ვთქვათ, კომპენსაციას.
– ჰომოსექსუალი ხართ, დონ კრისპინ?
როგორც კი კითხვა ჩამოვაყალიბე და ხმამაღლა წარმოვ-
თქვი, მაშინვე მივხვდი, რა სისულელე წამოვროშე და გავ-
წითლდი. პასუხს არ დავლოდებივარ. რა, ჰომოსექსუალი ვე-
გონე?
– არა ხარ? – მკითხა დონ კრისპინმა, – ვაი, როგორ შემე-
შალა, ღმერთო ჩემო, მაპატიე, მეგობარო, – განაგრძო მან
და სიცილი აუტყდა.
„ებროს ომიდან“ გაქცევის სურვილი მკლავდა, რაც თავი-
დან ვცადე კიდეც, მაგრამ არ გამომივიდა. დონ კრისპინმა
მთხოვა, სკამზე დამსვი, თორემ სიცილისგან შეიძლება გუ-
ლის შეტევა დამემართოსო. როცა დაწყნარდა, კიდევ რამ-
დენჯერმე მომიხადა ბოდიში, გამიგე, ფარული ჰომოსექსუა-
ლი ვარ (ჩემს ასაკზე რომ აღარაფერი ვთქვა, ხუანიტო!) და
ფლირტის არცთუ იდუმალი, მაგრამ რთული პრაქტიკა და-
კარგული მაქვს. ალბათ ფიქრობ, და სრულიად სამართლია-
179 მკითხველთა ლიგა
ნადაც, რომ სულელი ვარო, ეგეც დაამატა. მერე გამომიტყდა,
უკვე ხუთი წელი იქნება არავისთან ვწოლილვარო. სანამ წა-
ვიდოდი, მობოდიშების ნიშნად შეეცადა, „პორუას“ გამოცე-
მული სოფოკლესა და ესქილეს სრული ტომეული ეჩუქებინა.
ვუთხარი, სულაც არ გავბრაზებულვარ-მეთქი, თუმცა, ასეთ
საჩუქარზე უარის თქმა უზრდელობად მომეჩვენა. ცხოვრება
ნაგავია.

16 დეკემბერი
სერიოზულად გავხდი ავად. როსარიომ მაიძულა საწოლში
ჩავწოლილიყავი. სანამ სამსახურში წავიდოდა, მეზობელთან
გავიდა თერმომეტრის სათხოვნელად და ნახევარი ლიტრი
ყავა დამიტოვა, კიდევ – ოთხი ასპირინი. სიცხე მაქვს. დავიწ-
ყე და დავამთავრე ორი ლექსი.

17 დეკემბერი
დღეს ექიმი მოვიდა და გამსინჯა. ოთახი მოათვალიერა,
ჩემი წიგნებიც. მერე წნევა გამიზომა, მერე სხეულის სხვადას-
ხვა ნაწილზე კაკუნი დამიწყო. მერე როსარიოს კუთხეში გა-
უბა საუბარი, ჩურჩულით. თავისი სიტყვებისთვის მეტი ძალა
რომ მიენიჭებინა, მხრებს ამოძრავებდა. ექიმის წასვლის შემ-
დეგ როსარიოს ვუსაყვედურე, ექიმი ისე როგორ მომიყვანე,
რომ წინასწარ არ შემითანხმდი-მეთქი. ისიც ვკითხე, რამდენი
დაგიჯდა-მეთქი. რა მნიშვნელობა აქვს, პატარავ, მთავარი
შენი ჯანმრთელობააო, მიპასუხა.

18 დეკემბერი
საღამოსკენ სიცხისგან კანკალი დამაწყებინა. ამ დროს კა-
რი გაიღო და ოთახში ჯერ ბიცოლაჩემი, მერე კი ბიძაჩემი შე-
180 მკითხველთა ლიგა
მოვიდნენ. მათ უკან როსარიო მოჰყვებოდა. მეგონა, მელან-
დება-მეთქი. ბიცოლა ჩემს საწოლს დაეცა და გამალებული
კოცნა დამიწყო. ბიძიას თავი მედგრად ეჭირა, დაელოდა, სა-
ნამ ბიცოლა გულს იჯერებდა და მერე მხარზე ხელი მომითა-
თუნა. თუმცა, დრო აღარ დაუკარგავთ და მაშინვე მუქარაზე,
საყვედურებზე და რჩევებზე გადავიდნენ. ერთი სიტყვით, უნ-
დოდათ, რომ სასწრაფოდ სახლში დავბრუნებულიყავი, ან სა-
ავადმყოფოში დავწოლილიყავი, რომ თავიდან ფეხამდე კარ-
გად გამოვეკვლიეთ. უარი ვუთხარი. ბოლოს, ყველაფერი
ისევ მუქარით დასრულდა და რომ წავიდნენ, ხმამაღლა ავ-
ხარხარდი. როსარიო კი მაგდალინელივით ქვითინებდა.

19 დეკემბერი

დილიდანვე ჩემს სანახავად მოვიდნენ რეკენა, სოჩილი,


რაფაელ ბარიოსი და ბარბარა პატერსონი. ვკითხე, ჩემი მი-
სამართი საიდან გაიგეთ-მეთქი. მითხრეს, ულისესმა და არ-
ტურომ მოგვცესო. ანუ, გამოდის, რომ უკვე გამოჩნდნენ-მეთ-
ქი. გამოჩნდნენ და ისევ გაქრნენო, მითხრა სოჩილმა. ახალ-
გაზრდა მექსიკელი პოეტების ანთოლოგია დაასრულესო, და-
ამატა ბარიოსმა. რეკენამ გაიცინა. მისი აზრით, ეს ანთოლო-
გიის ამბავი ტყუილი იყო. საწყენია: ერთი წუთით იმედი ჩამე-
სახა, რომ იმ ანთოლოგიაში ჩემს ლექსებსაც ჩართავდნენ. ეგ
კი არა, ფულს აგროვებენ, რომ ევროპაში გაემგზავრონო,
თქვა რეკენამ. როგორ აგროვებენ-მეთქი. ყველა კუთხეში გა-
ქანებულები მოსაწევს ყიდიანო, ამიხსნა რეკენამ. იმ დღეს
რეფორმის ქუჩაზე „გოლდენ აკაპულკოთი“ გამოტენილი
ზურგჩანთით ვნახეო. ვერ ვიჯერებ-მეთქი, მაგრამ გამახსენ-
და, რომ, როდესაც ბოლოს ვნახე, ზურგჩანთა მართლაც ეკი-
181 მკითხველთა ლიგა
დათ. ცოტა მეც მომცესო, მითხრა ხასინტომ და ჯიბიდან რა-
ღაც ბალახი ამოაძვრინა. სოჩილმა მირჩია, ასეთ მდგომა-
რეობაში, გირჩევნია, არ მოწიოო. ვუთხარი, არ ინერვიულო,
ახლა თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ-მეთქი. შენ არ უნდა
ეწეოდე, თუ არ გინდა, ჩვენს შვილს დაენძრესო, უთხრა ხა-
სინტომ სოჩილს. სოჩილმა უპასუხა, არ მესმის, მარიხუანამ
ნაყოფს რატომ უნდა ავნოსო. სოჩილ, ნუ ეწევიო, გაუმეორა
რეკენამ. ნაყოფს ცუდი მოქცევა, ცუდი საჭმელი, ალკოჰოლი,
დედასთან ცუდი მოპყრობა ვნებს და არა მარიხუანაო, სო-
ჩილმა. ყოველი შემთხვევისთვის, მაინც არ მოწიოო, გაჯიუტ-
და რეკენა. თუ მოწევა უნდა, მოწიოსო, თქვა ბარბარა პატერ-
სონმა. მაიმუნო გრინგო, მაგათ საქმეში რატომ ერევიო, უთ-
ხრა ბარბარა პატერსონს ბარიოსმა. როცა გააჩენ, მერე რაც
გინდა, ის ქენი, ახლა კი თავი შეიკავეო, ისევ გაუმეორა რეკე-
ნამ. სანამ ვეწეოდით, სოჩილი ოთახის კუთხეში იჯდა, მუყაოს
ყუთებთან, რომლებშიც როსარიო თავის კაბებს ინახავდა.
არტურო და ულისესი ფულს ისეთი საქმისთვის აგროვებენ
(არ უარვყოფთ, რომ მოსაწევსაც ყიდიან), რაც, ბოლომდე
რომ მიიყვანენ, ყველას, ყველას პირდაღებულებს დატოვებ-
სო, თქვა სოჩილმა. ყველანი მისკენ მივტრიალდით, გვეგონა
კიდევ რამეს დაამატებდა, მაგრამ, სოჩილს ხმა აღარ
ამოუღია.

20 დეკემბერი
წუხელ როსარიო სამჯერ ვიხმარე. უკვე კარგად ვარ. მაგ-
რამ, მის ნაყიდ წამლებს მაინც ვსვამ, უფრო იმიტომ, რომ ვა-
სიამოვნო.

182 მკითხველთა ლიგა


21 დეკემბერი
ახალი არაფერია. ასე მგონია, ცხოვრება ერთ ადგილას
გაიყინა-მეთქი. როსარიოსთან ყოველდღე ვჟიმაობ. სამსა-
ხურში რომ წავა, დრო წერა-კითხვაში გამყავს. ღამღამობით
გავდივარ და ბუკარელის ბარებს ჩამოვუვლი ხოლმე. ხანდა-
ხან „გზაჯვარედინში“ შევივლი და ოფიციანტი გოგოები პირ-
ველს მე მემსახურებიან. როსარიო ღამის ოთხ საათზე ბრუნ-
დება (როცა ღამის ცვლაა), ჩვენივე ოთახში ცოტას წავიხემ-
სებთ, ძირითადად იმით, რაც ბარიდან გამზადებული მოაქვს.
მერე ვჟიმაობთ, სანამ არ ჩაეძინება. მერე კი წერას ვიწყებ.

22 დეკემბერი
დღეს სასეირნოდ ადრე გავედი. თავიდან ჩაფიქრებული
მქონდა „ებროს ბრძოლაში“ წავსულიყავი და სადილობამდე
დონ კრისპინთან მესაუბრა, მაგრამ იქ მისულს, მაღაზია და-
კეტილი დამხვდა. ამიტომ, უმიზნოდ დავიწყე ხეტიალი, დი-
ლის მზეს ვეფიცხებოდი და თითქმის ვერც კი შევამჩნიე, ისე
აღმოვჩნდი მესონესის ქუჩაზე, რებეკა ნოდიეს მაღაზიასთან.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მაღაზია წიგნების მოსაპარად
ხელსაყრელ სამიზნეთაგან პირველი ვიზიტისთანავე გამოვ-
რიცხე, მაინც გადავწყვიტე, შევსულიყავი. შიგნით არავინ
ჩანდა. წიგნები და თაროები მძიმე, მოტკბო ჰაერის საბურ-
ველში გახვეულიყო. ამ დროს შენობის სიღრმიდან ხმები შე-
მომესმა და ჩავთვალე, რომ ის ბრუციანი დედაბერი რაღაც
საქმით იყო დაკავებული. გადავწყვიტე, მომეცადა და თან
ძველი წიგნებისთვის გადამეხედა. იქ ვნახე „განრისხებული
იფიგენია“, „დახრილი სიბრტყეც“ და „რეალური და წარმო-
სახვითი პორტრეტებიც“. ამას გარდა, ალფონსო რეიესის
სხვა ნაწარმოებებიც: „სიმპათიებისა და განსხვავებების“ ხუთ
183 მკითხველთა ლიგა
ტომზე მეტი, ხულიო ტორის „გაფანტული პროზა“ და კიდევ
მოთხრობების კრებული „ქალები“ – ვინმე ედუარდო კოლი-
ნისა, რომლის შესახებაც არასოდეს არაფერი მსმენოდა, კი-
დევ ტაბლადას „ლი-პო და სხვა ლექსები“, რენატო ლედუკის
„თოთხმეტი ბიუროკრატიული ლექსი და ერთი რეაქციული
კორიდო“,40 ხუან დე ლა კაბადას „ირაციონალური სამყაროს
მელოდიური ინციდენტები“, კიდევ ხოსე რევუელტასის
„ღმერთი მიწაზე“ და „მიწიერი დღეები“. მალე დავიღალე და
დაწნული სკამისკენ წავედი. ის-ის იყო ჩამოვჯექი, რომ ყვი-
რილი მომესმა. თავიდან ვიფიქრე, ვაითუ რებეკა ნოდიეს
ძარცვავენ-მეთქი და არც დავფიქრებულვარ, რა დამემართე-
ბოდა, მაღაზიის სიღრმეში ისე შევვარდი. კარს უკან სიურ-
პრიზი მელოდა. ულისეს ლიმა და არტურო ბელანო მაგიდაზე
ძველ კატალოგს ჩასჩერებოდნენ. ჩემს შესვლაზე თავები წა-
მოსწიეს და პირველად დავინახე მათი გაოცება. მათთან ერ-
თად იყო დონა რებეკაც. ფიქრებში წასული დედაბერი ჭერს
აჰყურებდა, თითქოს რაღაცას იხსენებსო. საშიში არაფერი
იყო. თვითონ რებეკას ეკივლა, მაგრამ ეს ყვირილი შიშს კი
არა, გაოცებას გამოხატავდა.

23 დეკემბერი
დღეს არაფერი მომხდარა. და თუ რამე მოხდა კიდეც, აჯო-
ბებს, არ ვთქვა, რადგან არ გამიგია.

24 დეკემბერი
საძაგელი შობა მქონდა. მარიას დავურეკე და, როგორც
იქნა, დაველაპარაკე! ვუამბე ლუპეზე და მითხრა, ყველაფერი

40 კორიდო – მექსიკური ლექსთწყობა


184 მკითხველთა ლიგა
ვიციო. რა იცი-მეთქი, ვკითხე. თავისი სუტენიორი რომ მი-
ატოვა და, მადლობა ღმერთს, გადაწყვიტა, საცეკვაო სასწავ-
ლებელში იაროსო.
– იცი, სად ცხოვრობს?
– სასტუმროში, – მიპასუხა.
– იცი, რომელ სასტუმროში?
– რა თქმა უნდა, „ნახევარმთვარეში“. ყოველ საღამოს ვა-
კითხავ, საწყალი სულ მარტოა.
– არა, მარტო არ არის. მამაშენმა უკვე იზრუნა, რომ მარ-
ტო არ ყოფილიყო, – ვუთხარი.
– მამაჩემი წმინდანია და შენისთანა ცხვირმოუხოცავების
გულისთვის ტყავს იძრობს, – მითხრა.
დავინტერესდი, რას ნიშნავდა ეს ტყავის გაძრობა.
– არაფერს.
– მითხარი, რა ჯანდაბის თქმა გინდოდა!
– ნუ ყვირი, – მითხრა მან.
– უნდა ვიცოდე, სადა ვართ! – უნდა ვიცოდე, ვის ველაპა-
რაკები!
– ნუ ყვირი, – გაიმეორა მან.
მერე ჩაიბუტბუტა, საქმე მაქვსო და ყურმილი დამიკიდა.

25 დეკემბერი
გადავწყვიტე, მარიასთან აღარასოდეს დავწოლილიყავი,
მაგრამ, საშობაო განწყობამ, ქალაქის ცენტრალური ქუჩების
საზეიმო გამოცოცხლებამ, ხალხის ხალისიანმა სახეებმა,
საწყალი როსარიოს გეგმებმა (მზადაა ახალი წელი სადღე-
სასწაულო დარბაზში, ჩემთან ერთად გაატაროს, და, რა თქმა
უნდა, ცეკვაში), მარიას ნახვის სურვილი ისევ გამიძლიერა.
მისი გახდა მომინდა, მომინდა, ისევ მეგრძნო ზურგზე მისი
185 მკითხველთა ლიგა
ფეხები, (თუ მთხოვდა) აბზეკილ და არაჩვეულებრივ დუნდუ-
ლებზე ხელისგული მეტყაპუნებინა.

26 დეკემბერი
– დღეს შენთვის სიურპრიზი მაქვს, პატარა, – გამომიცხა-
და როსარიომ, როგორც კი ოთახში შემოვიდა.
ჯერ კოცნა დამიწყო, თან გაუთავებლად მიმეორებდა, მიყ-
ვარხარო, მერე დამპირდა რომ ცოტა ხანში, ორ კვირაში ერ-
თხელ, წიგნების კითხვას დაიწყებდა, რათა „ჩემი დონის“ გამ-
ხდარიყო. ამ სიტყვებმა უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო.
ყველაფერი იმით დაასრულა, რომ გამომიტყდა, არასოდეს
არავის ჩემთვის ასეთი ბედნიერება არ მოუნიჭებიაო.
როგორც ჩანს, ვბერდები, რადგან ამ საალერსო სიტყვებ-
ზე თავიდან ფეხამდე დამბურძგლა.
ნახევარი საათის შემდეგ სახლიდან გავედით და სეირნო-
ბა-სეირნობით მივადექით ლორენცო ბოტურინის ქუჩაზე მდე-
ბარე მუნიციპალურ აბანოებს, სახელწოდებით „აცტეკი მწე-
რალი“.
სიურპრიზი ეს იყო.
– ახალი წლისთვის კარგად უნდა გავიღვრიჭოთ, – მით-
ხრა როსარიომ და თვალი ჩამიკრა.
დიდი სიამოვნებით გავაწნავდი სილას, თანაც იქვე, მერე
კი უკანმოუხედავად დავტოვებდი იქაურობას, რომ სიცოც-
ხლეში აღარასოდეს დამენახა (ნერვები ყელში მაქვს მობჯე-
ნილი).
თუმცა, როდესაც აბანოების დაბურული კარი შევაღეთ, მი-
საღების თავზე დახატულმა ფრესკამ თუ კედლის მხატვრობამ
რაღაც იდუმალი ძალით მიიპყრო ჩემი ყურადღება.

186 მკითხველთა ლიგა


უცნობ მხატვარს ჩაფიქრებული ინდიელი გამოესახა, რო-
მელიც ქაღალდის ფურცელსა თუ პერგამენტზე იყო დახრილი
და რაღაცას წერდა. უეჭველია, ეს იყო ის აცტეკი მწერალი და
იქაურობას მისი სახელი ერქვა. აცტეკის ფიგურის უკან თბი-
ლი წყლის რამდენიმე წყარო ჩქეფდა, ხოლო წყაროს სამ აუ-
ზად გაყოფილ ტალღებში ათასი ვინმე ბანაობდა: ინდიელები,
კონკისტადორები, კოლონიალური ეპოქის დროინდელი მექ-
სიკელები, მღვდელი იდალგო ი მორელოსი, იმპერატორი
მაქსიმილიანო და მისი მეუღლე კარლოტა, მეგობრებითა და
მტრებით გარშემორტყმული ბენიტო ხუარესი, პრეზიდენტი
მადერო, კარანსა, საპატა, ობრეგონი, სხვადასხვა სამხედრო
სამოსში გამოწყობილი, ან სულაც უფორმოდ დარჩენილი ჯა-
რისკაცები, გლეხები, მეხიკოს მუშები და კინომსახიობები:
კანტინფლასი, დოლორეს დელ რიო, პედრო არმენდარისი,
პედრო ინფანტე, ხორხე ნეგრეტე, ხავიერ სოლისი, ასევეს მე-
ხია, მარია ფელიქსი, ტინტანი, რესორტესი, კალამბრესი, ირ-
მა სერანო და კიდევ ვიღაცები, რომლებიც ვერ ვიცანი, რად-
გან უფრო მოშორებით ცურაობდნენ ტალღებში და უფრო პა-
ტარები მოჩანდნენ.
– გლიჯავს, არა?
დოინჯშემოყრილი ვიდექი და ნახატს აღფრთოვანებული
შევცქეროდი.
როსარიოს ხმამ შემაკრთო.
სანამ კორიდორში პირსახოცებითა და საპნებით მივაბი-
ჯებდით, აღმოვაჩინე, რომ იმ ნახატის ყველა მხარეს თბილ
წყლებს ქვის გალავანი მიუყვებოდა. კედლების მიღმა კი რა-
ღაც ზეგნისა თუ გაქვავებული ზღვის მსგავსი იყო გამოსახუ-
ლი, კიდევ, ბუნდოვნად ცხოველებიც დავლანდე, რაც შეიძ-
ლება ცხოველების (ან მცენარეების) ჩრდილებიც ყოფილი-
187 მკითხველთა ლიგა
ყო. ის ცხოველები თუ მათი ჩრდილები კედლებს ამოფარებუ-
ლები მრავლდებოდნენ ამ ქაფქაფა, მაგრამ ამავე დროს მდუ-
მარე გარემოში.

27 დეკემბერი
„აცტეკ მწერალს“ დავუბრუნდეთ. არაჩვეულებრივია. ნომ-
რები პაწაწინა, ხალიჩით მოფენილი თითო ოთახისგან შედ-
გება, სადაც მაგიდა, საკიდი და დივანი ხვდება სტუმარს. ოთა-
ხს გვერდით ცემენტის კაბინა აქვს, საშხაპით და ორთქლის
ონკანით. ორთქლის ონკანი იატაკის დონეზეა დამაგრებული,
როგორც ნაცისტურ ფილმებში მინახავს. კარი ამ ორ განყო-
ფილებას შორის სქელია, ადამიანის სიმაღლისა (თუმცა მე
დახრა მაინც მომიხდა, რადგან არქიტექტურის წესების საწი-
ნააღმდეგოდ, ძალიან მაღალი ვარ), რომელსაც უღიმღამო
და მუდმივად დაორთქლილი სარკმელი აქვს. არის რესტორ-
ნის მომსახურებაც. ჩავიკეტეთ და კუბალიბრე შევუკვეთეთ.
წყალი გადავივლეთ, ორთქლით ვიბანავეთ, დავისვენეთ და
დივანზე გავმშრალდით, მერე ისევ წყლით დავიწყეთ ბანა-
ობა. იქვე დავიწყეთ ჟიმაობა, საშხაპის კაბინაში. სხეულებს
ორთქლის ღრუბელი გვიფარავდა. ვიჟიმავეთ, ვიბანავეთ,
ორთქლისგან ლამის დავიხრჩვით. ამ ყველაფრის დროს ერ-
თმანეთისას მარტო ხელებს, მუხლებს, ხანდახან კეფას თუ
მკერდის ნაწილს ვხედავდით.

28 დეკემბერი
რამდენი ლექსი მაქვს დაწერილი?
რაც წერა დავიწყე – 55.
სულ – 76 გვერდი.
სულ – 2 453 სტრიქონი.
188 მკითხველთა ლიგა
უკვე შემიძლია წიგნად გამოვცე. და ეს ჩემი სრული კრებუ-
ლი იქნება.

29 დეკემბერი
ამ საღამოს, სანამ ბარ „ვერაკრუსის გზაჯვარედინთან“
როსარიოს ველოდებოდი, ბრიხიდა მომიახლოვდა და დრო-
ის მდინარებასთან დაკავშირებით საკუთარი დაკვირვება გა-
მოთქვა.
– კიდევ ერთი ტეკილა დამისხი, – ვუთხარი მე, – და კარ-
გად ამიხსენი, რას გულისხმობ.
ჩემდა გასაოცრად, მის მზერაში რაღაც ისეთი დავინახე,
რასაც შემიძლია, სიტყვა „გამარჯვება“ მივუსადაგო, თუმცა ეს
ნაღვლიანი გამარჯვება იყო, შეგუებული ადამიანისა, რომე-
ლიც სიკვდილის უმცირესი გამოვლინებებისკენაც კი უფრო
იყო მიდრეკილი, ვიდრე სიცოცხლისკენ.
– იმას ვამბობ, რომ დრო გადის, – თქვა ბრიხიდამ, სანამ
ჭიქას მივსებდა, – ადრე არ გიცნობდით, ახლა კი რაღაც ოჯა-
ხის წევრის მაგვარი გახდი.
– ოჯახი ფეხებზე მკიდია, – ვუპასუხე მე და თან იმაზე
ვფიქრობდი, როსარიო აქამდე სად ეშმაკებშია-მეთქი.
– შენი წყენინება არც მიფიქრია, – მითხრა ბრიხიდამ, –
მითუმეტეს შენთან ჩხუბი. ამ დღეებში მირჩევნია არავის ვეჩ-
ხუბო.
ერთხანს უსიტყვოდ შევცქეროდი და არ ვიცოდი, რა მეპა-
სუხა. ძალიან მინდოდა მეთქვა, ბრიხიდა, რა სულელი ხარ-
მეთქი, მაგრამ ვინმესთან კამათი არც მე მეხალისებოდა.
– იმას ვამბობ, – განაგრძო ბრიხიდამ და თან უკან იყურე-
ბოდა, თითქოს ეშინია, როსარიო თავზე არ წამოადგესო, –
რომ მეც, რატომაც არა, მეც სიამოვნებით შეგიყვარებდი, მეც
189 მკითხველთა ლიგა
სიამოვნებით ვიცხოვრებდი შენთან ერთად, სახარჯო ფულს
მოგცემდი, საჭმელს მოგიმზადებდი, მოგივლიდი, როცა ავად
გახდებოდი, მაგრამ, რადგან ასე არ მოხდა, რას ვიზამთ,
ცხოვრება ისეთად უნდა მივიღოთ, როგორიც არის, არა? არა-
და, რა კარგი იქნებოდა.
– მე აუტანელი ვარ, – ვუთხარი მე.
– როგორიც ხარ, ისეთი ხარ, და თავისი წონა ოქროს ფასი
ჭუჭუ გაქვს, – მითხრა ბრიხიდამ.
– გმადლობ, – გადავუხადე მადლობა.
– ვიცი, რასაც გეუბნები, – თქვა ბრიხიდამ.
– ჩემზე კიდევ რა იცი?
– შენზე? – ახლა ბრიხიდამ გაიღიმა და, როგორც ჩანს, ეს
იყო მისი გამარჯვება.
– ჰო, ჩემზე, – ვუთხარი და თან ტეკილით სავსე ჭიქას
ვცლიდი.
– ის, რომ ახალგაზრდა მოკვდები, ხუან, ის, რომ როსარი-
ოს გულს ატკენ.

30 დეკემბერი
დღეს ფონტებთან ისევ მივედი. დღეს ვატკინე გული როსა-
რიოს.
საწოლიდან დილაადრიან, შვიდ საათზე ავდექი და ქალა-
ქის ცენტრისკენ გავემართე, ისე, სახეტიალოდ, სრულიად
უმიზეზოდ. სანამ წავიდოდი, როსარიოს ხმა გავიგონე: ცოტა
მოიცადე, საუზმეს გაგიმზადებო. არ ვუპასუხე. კარი უხმაუ-
როდ გავიხურე და იქაურობა დავტოვე.
კარგა ხანს ისე ვიარე ქუჩებში, თითქოს სხვა ქვეყანაში
ვყოფილიყავი, მოყირჭებისა და გულსრევის შეგრძნება არ

190 მკითხველთა ლიგა


მშორდებოდა. სოკალოს41 რომ მივაღწიე, როგორც იქნა,
სხეულზე ფორებმა იწყეს გახსნა. რაღაც განსაკუთრებულად
გავიოფლე და გულზიდვის განცდაც სადღაც გამიქრა.
მაშინღა გავაცნობიერე, რომ საშინლად მშიოდა და პირვე-
ლივე გაღებულ კაფეში შევედი მადეროზე. პატარა კაფე იყო,
სახელად „ახალი სიბარისი“. რძიანი ყავა და ლორიანი ღვე-
ზელი მოვითხოვე.
რაოდენ დიდი იყო ჩემი გაოცება, როდესაც დახლთან პან-
ჩო როდრიგესი დავინახე. თმა ახალი დავარცხნილი ჰქონდა
(ჯერ ისევ სველი), თვალები კი ჩაწითლებული. ჩემი დანახვა
არ გაჰკვირვებია. ვკითხე, აქ რამ მოგიყვანა, შენი უბნიდან
ასე შორს და თანაც ამ დილაუთენია-მეთქი.
– მთელი ღამე ვჟიმაობდი, – მიპასუხა მან, – ვნახოთ,
ოდესმე მაინც თუ შევძლებ იმის დავიწყებას, შენ რომ იცნობ.
მივხვდი, ანხელიკას გულისხმობდა და სანამ რძიანი ყავის
პირველ ყლუპს მოვსვამდი, ანხელიკაზე, მარიასა და მათ პა-
ტარა სახლში ჩემს პირველ ვიზიტებზე დავიწყე ფიქრი. შიმ-
შილთან ერთად ბედნიერების შეგრძნებამ შემიპყრო. პანჩო
კი, პირიქით, მადადაკარგულად გამოიყურებოდა. რომ გა-
მერთო, მოვუყევი, როგორ მივატოვე ბიძაჩემის სახლი და
როგორ ვცხოვრობდი გარეუბანში ქალთან ერთად, რომე-
ლიც ორმოციანი წლების ფილმებიდან გადმომხტარს ჰგავდა,
მაგრამ პანჩოს ჩემი მოსმენა არ ძალუძდა, შეიძლება არც
არავისი.
რამდენიმე ღერი სიგარეტი მოწია და განმიცხადა, ფეხის
გაშლა მინდაო.

41სოკალო – კონსტიტუციის მოედანი, მეხიკოს შუაგული, მსოფლიოს


ერთ-ერთი უდიდესი მოედანი.
191 მკითხველთა ლიგა
– საით აპირებ წასვლას? – ვკითხე ყოველი შემთხვევის-
თვის, თუმცა, გულის სიღრმეში კარგად ვიცოდი, რასაც მიპა-
სუხებდა და, მეორე მხრივ, თუკი პასუხი ის არ იქნებოდა, რა-
საც მე ველოდი, მზად ვიყავი, რადაც უნდა დამჯდომოდა, რო-
გორმე დამეყოლიებინა.
– ანხელიკასთან, – მიპასუხა პანჩომ.
– გაწითლდი, – ვუთხარი და ავჩქარდი, რომ საუზმე სწრა-
ფად დამემთავრებინა.
პანჩომ დამასწრო, ჩემი ანგარიშიც გადაიხადა (პირველი
შემთხვევა იყო) და ქუჩაში ერთად გამოვედით. ფეხებში სიმ-
სუბუქის შეგრძნება დაგვეუფლა. უცებ აღმოჩნდა, რომ არც
პანჩო იყო სასმელისგან ისე გამოშტერებული და არც მე
ისეთ გაუგებრობაში მოყოლილი, რომ არ მცოდნოდა, ცხოვ-
რებაში რა გამეკეთებინა. პირიქით. დილის მზემ თითქოს სი-
ცოცხლის ენერგიით აგვავსოო, პანჩო ისევ ახალგაზრდა და
ძველებურად მკვირცხლი ჩანდა და სიტყვებსაც სხაპასხუპით
აყრიდა, მე კი მადეროზე მდებარე ფეხსაცმლის მაღაზიის
ვიტრინები ჩემს იმავე გამოსახულებას მიბრუნებდნენ, რაც
ჩემს შინაგან აღქმას სრულიად მიესადაგებოდა: ვიტრინები-
დან მაღალი, სასიამოვნო ნაკვთებიანი, არც მსუქანი, არც
ავადმყოფურად გამხდარი ახალგაზრდა შემომყურებდა, რო-
მელიც წინ დიდი ნაბიჯებით მიიწევდა, უკან კი უფრო ტანდა-
ბალი, ოთხკუთხა ტიპი მიჰყვებოდა, თავის ნამდვილ სიყვა-
რულთან, თუ რაც იყო! იმასთან შესახვედრად.
რა თქმა უნდა, მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, ის დღე რას
გვიქადდა.
პანჩო, რომელიც თითქმის მთელი გზა ენთუზიაზმით აღ-
სავსე, სიტყვაუხვი და ხალისიანი მეჩვენებოდა, რაც უფრო
ვუახლოვდებოდით კონდესას უბანს, თვალსა და ხელს შუა
192 მკითხველთა ლიგა
იცვლებოდა, ისევ ის უნიათობა ეუფლებოდა, რომელშიც ან-
ხელიკასთან მისი უცნაური (უფრო სწორად, დრამატული და
იდუმალებით აღსავსე) ურთიერთობა აგდებდა. ნირწამხდა-
რი, კიდევ ერთხელ გამომიტყდა, ვიცი, ჩვენი ურთიერთობის
მთავარი ხელის შემშლელი რაც არისო. საყვარელი ქალის-
გან სოციალური განსხვავება აშორებდა, თვითონ უბრალო,
მუშების ოჯახიდან იყი, მაშინ როდესაც ანხელიკას ოჯახი
ულაპარაკოდ მეხიკოს წვრილბურჟუაზიულ კლასს განეკუთ-
ვნებოდა. რომ გამემხნევებინა, ნათქვამი გავუტრიზავე და
ვუთხარი, ეს, ცხადია, სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყი-
სისთვის შეიძლება ხელისშემშლელი ფაქტორი მართლაც
გამხდარიყო, მაგრამ, რადგან ეს ურთიერთობა უკვე არსე-
ბობს, იგულისხმება, რომ კლასობრივი ბრძოლა თქვენ შო-
რის სრულიად ამოძირკვულია-მეთქი, რაზეც პანჩომ მიპასუ-
ხა, რას ნიშნავს ურთიერთობა უკვე დაწყებულიაო. ცოტა სუ-
ლელურად მკითხა და ვარჩიე, არ მეპასუხა ან მეცადა ლოგი-
კურ აზროვნებაში დავხმარებოდი: შენ და ანხელიკა ხომ ჩვე-
ულებრივი ადამიანები, წვრილი ბურჟუაზიისა და პროლეტა-
რიატის ტიპური წარმომადგენლები არ ხართ-მეთქი!
– არა, არ ვართ, – მიპასუხა პანჩომ, მაგრამ, სანამ რე-
ფორმასა და ხუარესთან დაჭერილი ტაქსი ელვის სისწრაფით
მიგვაქანებდა კოლიმის ქუჩისკენ, მაინც დაღონებული და ჩა-
ფიქრებული იჯდა.
– ჰოდა, აბა, რა გინდა. თქვენ პოეტები ხართ და რა მნიშ-
ვნელობა აქვს, რომელ სოციალურ კლასს მიეკუთვნებით, –
შევუძახე კიდევ ერთხელ.
– დიდი, – მიპასუხა პანჩომ.

193 მკითხველთა ლიგა


– მექანიცისტობას მოეშვი, – ვუთხარი და ვიგრძენი, თან-
დათანობით, სრულიად უმიზეზოდ როგორ მიორმაგდებოდა
ბედნიერების შეგრძნება.
მოულოდნელად ჩვენს საუბარში მძღოლიც ჩაერთო:
– თუ შედეგი უკვე მიიღეთ, ეგ განსხვავებები რაში გენაღ-
ვლებათ. მთავარი სიყვარულია, დანარჩენი ყველაფერი ფე-
ხებზე უნდა დაიკიდოთ.
– აი, ხედავ? – დავძინე მეც.
– არა, – მიპასუხა პანჩომ, – მთლად კარგად ვერა.
– თქვენს გოგოს მაგრად მიხედეთ და კომუნისტების ლაყ-
ბობას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, – დაარიგა მძღოლმა.
– როგორ თუ კომუნისტების ლაყბობას?! – თქვა პანჩომ.
– აი, კლასობრივ განსხვავებებზე.
– იმის თქმა გინდათ, რომ კლასობრივი განსხვავებები არ
არსებობს? – ჰკითხა პანჩომ.
მძღოლი აქამდე ისე გველაპარაკებოდა, რომ მანქანის
სარკეში გვიყურებდა. ახლა კი, პანჩოს კითხვის გაგონებაზე
ჩვენკენ შემობრუნდა, მარჯვენა ხელი საზურგეს დააყრდნო,
საჭის მართვა კი მარტო მარცხენა ხელით განაგრძო, თანაც
ისე სწრაფად, რომ დავიმტვრევით-მეთქი, გავიფიქრე.
– გააჩნია, ვისთვის და რაში. სიყვარულში მექსიკელები
ყველანი თანაბრები ვართ. ღმერთისთვისაც, – თქვა მძღოლ-
მა.
– როგორ არა, გეგონოს! – მიუგო პანჩომ.
– ...უთხრა ბიჭმა გოგონას! – წამოიძახა მძღოლმა.
იმ წუთიდან პანჩომ და მძღოლმა რელიგიასა და პოლიტი-
კაზე გააბეს კამათი. მე კი დრო ვიხელთე და მანქანის სარ-
კმლიდან ერთფეროვან პეიზაჟს დავუწყე თვალიერება: შევ-
ცქეროდი ხუარესისა და რომა ნორტეს ქუჩების ფასადებს და
194 მკითხველთა ლიგა
ისევ მარიაზე ფიქრი წამომიტივტივდა. მას სოციალური გან-
სხვავება კი არა, უფრო დაგროვილი გამოცდილება მაშორებ-
და. მერე ფიქრით როსარიოს და გარეუბანში ჩვენს ოთახს გა-
დავწვდი, ის არაჩვეულებრივი ღამეები გამახსენდა, რომლე-
ბიც იქ გავატარე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მზად ვიყავი, ის
ღამეები ერთ წამში გამეცვალა მარიაზე, მარიას ერთ სიტყვა-
ზე, მარიას ერთ ღიმილზე. ფიქრით ბიძაჩემს და ბიცოლაჩემ-
საც გადავწვდი, ისიც კი მომეჩვენა, ეს-ესაა ქუჩაში დავინახე-
მეთქი. თითქოს სულ რამდენიმე წამის წინ ჩავუქროლე და
დავინახე, ხელიხელგაყრილები როგორ მიაბიჯებდნენ ქუჩა-
ში, თანდათანობით როგორ მშორდებოდნენ და ვერც კი მხე-
დავდნენ, არც კი დაუნახავთ ის ტაქსი, ავისმომასწავებლად
რომ მიმაქანებდა უკვე სულ სხვა ქუჩებში და ისინიც ისევე იყ-
ვნენ ჩანთქმულნი საკუთარ მარტოობაში, როგორც მე, პანჩო
და ჩვენი მძღოლი ჩვენ-ჩვენს მარტოსულობაში. მაშინ მივ-
ხვდი, რომ ამ ბოლო დღეებში რაღაც დაკარგულიყო, რაღაც
შეცვლილიყო ჩემს დამოკიდებულებაში მექსიკის ახალი პო-
ეტებისადმი თუ ჩემი ცხოვრების ახალი ქალებისადმი. მაგრამ
რამდენჯერაც დავუბრუნდი ამ ფიქრს, ვერა და ვერ მოვიხელ-
თე, მაინც რა იყო ის, რაც გამქრალიყო, ვერ მოვიხელთე ის
უფსკრული, ჩემს ზურგს უკან რომ დაეღო ხახა. ის უფსკრული
არც მაშინებდა, არც თავზარს მცემდა, იქ ურჩხულები არ ბი-
ნადრობდნენ, თუმცა არც წყვდიადი აკლდა, არც მდუმარება
და არც სიცარიელე – სამი უკიდურესობა, რაც ტკივილს მაყე-
ნებდა, მართალია, მცირეოდენ ტკივილს, მუცლის გვრემას
უფრო რომ ჰგავდა, მაგრამ დროდადრო მაინც შიშს ემსგავ-
სებოდა. და სანამ ფანჯრის მინას მიყრდნობილი ამაზე ვფიქ-
რობდი, კოლიმის ქუჩაზე გავედით და პანჩო და მძღოლი გა-
ჩუმდნენ, ან შეიძლება მარტო პანჩო გაჩუმდა. თითქოს მიხ-
195 მკითხველთა ლიგა
ვდა, რომ მძღოლთან კამათში უბრალოდ წააგო, და მე ჩემმა
და პანჩოს დუმილმა გული მომიწურა.
ტაქსი ფონტების სახლიდან რამდენიმე მეტრში გავაჩე-
რეთ.
– აქ რაღაც უცნაური ხდება, – მითხრა პანჩომ, როდესაც
ტაქსის მძღოლი უკვე გვშორდებოდა და ხალისიანად გვიკურ-
თხებდა.
ერთი შეხედვით ქუჩა ჩვეულებრივი ჩანდა, მაგრამ მეც
ვიგრძენი, რომ გარემო მაინც რაღაც სხვანაირი იყო, იმისგან
განსხვავებული, რაც ადრე მახსოვდა. ქუჩის მეორე მხარეს,
ყვითელ „კამაროში“ ვიღაც ორი ტიპი იჯდა და ჩვენკენ დაჟი-
ნებული იყურებოდა.
პანჩომ ზარი დარეკა. რამდენიმე წამს სახლიდან არავინ
გამოსულა.
„კამაროში“ მსხდომთაგან ერთ-ერთი, ის, რომელიც
მძღოლის გვერდით იყო, მანქანიდან გადმოვიდა და იდაყვე-
ბით მანქანის სახურავს დაეყრდნო.
პანჩომ რამდენიმე წამს უყურა და მერე ხმადაბლა გამიმე-
ორა, მართლა რაღაც უცნაური ხდებაო. ის ტიპი, მანქანიდან,
საშიშად გამოიყურებოდა. ფონტებთან ჩემი პირველი სტუმ-
რობები გამახსენდა, როგორ ვიდექი ჭიშკართან, ეზოს ვაკ-
ვირდებოდი და მეჩვენებოდა, რომ იქაურობა საიდუმლოებე-
ბით იყო სავსე. მას მერე დიდი ხანი არ იყო გასული და მაინც
ისეთი განცდა მქონდა, თითქოს უამრავ წელს ჩაევლო.
სახლიდან ხორხიტო გამოვიდა.
კართან მოსულმა რაღაც გვანიშნა, მაგრამ ვერაფერს მივ-
ხვდით, მერე „კამაროსკენ“ გააპარა თვალი, მისალმებაზე არ
გვიპასუხა და როცა ზღურბლზე გადავაბიჯეთ, ჭიშკარი გასა-
ღებით ჩაკეტა. ეზო მოუვლელი მომეჩვენა. სახლიც როგორ-
196 მკითხველთა ლიგა
ღაც სხვანაირად გამოიყურებოდა. ხორხიტო პირდაპირ მთა-
ვარი შესასვლელისკენ გაგვიძღვა. მახსოვს, პანჩომ კითხვის
გამომხატველი მზერით შემომხედა და სანამ სახლისკენ მივ-
დიოდით, უკან დაბრუნდა და ქუჩა შეამოწმა.
– არ გაჩერდე, – უთხრა ხორხიტომ.
სახლში კიმ ფონტი და მისი ცოლი გველოდნენ.
– სწორედ რომ დროზე მოხვედი, გარსია მადერო, – მით-
ხრა კიმმა და მხურვალედ ჩამეხვია. ასეთ თბილ შეხვედრას
არ ველოდი. სენიორა ფონტს მუქი მწვანე ხალათი და ფოს-
ტლები ეცვა, თითქოს ლოგინიდან ეს-ესაა ადგაო, თუმცა მე-
რე გავიგე, რომ იმ ღამით თითქმის არც სძინებოდა.
– რა ხდება? – იკითხა პანჩომ და მე შემომხედა.
– შენ ის იკითხე, რა არ ხდება, – უპასუხა სენიორა ფონტმა
და თან ხორხიტოს დაუწყო ფერება.
მოსალმების შემდეგ კიმი ფანჯარას მიუახლოვდა და ფა-
რულად გარეთ გაიხედა.
– ახალი არაფერია, მამიკო, – უთხრა ხორხიტომ.
მაშინვე ყვითელ „კამაროში“ მსხდომებზე დავიწყე ფიქრი
და ნელ-ნელა შევეცადე ოდნავ მაინც მივმხვდარიყავი, რა შე-
იძლებოდა იმ სახლში მომხდარიყო.
– სწორედ ახლა ვსაუზმობდით, ბიჭებო, ყავას არ და-
ლევთ? – გვკითხა კიმმა. სამზარეულოში გავყევით. იქ, ჟურ-
ნალების მაგიდასთან ისხდნენ ანხელიკა, მარია და ლუპე!
პანჩოს ლუპე არც შეუმჩნევია, მე კი გაოგნებისაგან ლამის
შევხტი.
მიჭირს გახსენება, მერე რა მოხდა, უფრო იმიტომ, რომ მა-
რია ისე მომესალმა, თითქოს არასოდეს გვეჩხუბოს, თითქოს
ჩვენი ურთიერთობა ახალი დაწყებული ყოფილიყოს. მარტო
ის მახსოვს, რომ ანხელიკასა და ლუპეს ჩვეულებრივად მივე-
197 მკითხველთა ლიგა
სალმე, მარიამ კი ლოყაზე მაკოცა. მერე ყავის სმა დავიწყეთ
და პანჩომ იკითხა, რა მოხდაო. სხვადასხვაგვარი და მღელ-
ვარე რამდენიმე ახსნა მოვისმინეთ. ამასობაში სენიორა
ფონტმა და კიმმა ჩხუბი წამოიწყეს. სენიორა ფონტის თქმით,
ამაზე უარესი საახალწლო მზადება არავის არასოდეს ჰქო-
ნია. ღარიბები დაგავიწყდა, კრისტინა, დაუყვირა კიმმა. სე-
ნიორა ფონტს ტირილი აუვარდა და სამზარეულოდან გავიდა.
ანხელიკაც უკან გაჰყვა, რამაც პანჩოს გააქტიურებაც გამო-
იწვია, თუმცა, უშედეგოდ: სკამიდან წამოდგა, ანხელიკას კა-
რამდე გაჰყვა, მერე უკან მობრუნდა და ისევ დაჯდა. ამასობა-
ში, კიმმა და მარიამ საქმის ვითარება გამაცნეს. იმ სუტენი-
ორმა ლუპეს სასტუმრო „ნახევარმთვარეში“ მიაგნო. შეხლა-
შემოხლის შემდეგ, რომლის დეტალები კარგად ვერ გავიგე,
კიმმა და ლუპემ მოახერხეს სასტუმროდან გამოქცევა და კო-
ლიმის ქუჩამდე მოღწევა. ეს რამდენიმე დღის წინ მომხდარა.
სენიორა ფონტი გაფრთხილებული იყო და პოლიციაში და-
ურეკავს. არც პატრულს დაუგვიანია, მაგრამ უთქვამთ, თუ სა-
ჩივრის დაწერა გინდათ, პოლიციის განყოფილებაში უნდა
მიხვიდეთო. როდესაც კიმს აუხსნია, ალბერტო და კიდევ ერ-
თი ტიპი სახლის წინ გვიდარაჯებენო, პატრული მათთან მისუ-
ლა დასალაპარაკებლად. ამ სცენას თურმე ხორხიტო ჭიშკრი-
დან აკვირდებოდა: ერთმანეთს ისე ელაპარაკებოდნენ, თით-
ქოს მთელი სიცოცხლე ერთად გაეტარებინოთო, გვითხრა. ან
ალბერტოს ვინც ახლდა, ისიც პოლიციელი იყო, როგორც
ლუპე ამტკიცებდა, ან პოლიციელებმა კარგა დიდი ქრთამი
ჩაიჯიბეს, რომ ეს ინციდენტი დაევიწყებინათ. იმ დღიდან
ფონტების ჭიშკარს ალყა არ მოშორებია. პატრული წავიდა.
სენიორა ფონტმა ისევ დარეკა პოლიციაში. პატრულის სხვა
ბრიგადა მოსულა, მაგრამ შედეგი იგივე აღმოჩნდა. კიმს მე-
198 მკითხველთა ლიგა
გობარმა ტელეფონით ურჩია, დღესასწაულების ჩავლამდე
როგორმე გაძელიო. როგორც ისევ ხორხიტომ აგვიხსნა,
დროდადრო სხვა მანქანაც მოდიოდა, „ოლდსმობილი“, „კა-
მაროს“ უკან უდგებოდა და უთვალთვალებდა. ახალმოსუ-
ლებთან ცოტა ხნის საუბრის შემდეგ ალბერტო და მისი თან-
მხლები პირი, ერთი შეხედვით, შეშინებულებს ჰგავდნენ და
გარბოდნენ, მაგრამ თან ბორბლებს აღჭრიალებდნენ და
ასიგნალებდნენ. ასე ექვსი საათის შემდეგ ისევ ბრუნდებოდ-
ნენ და ის მანქანა, რომელიც მათ ცვლიდა, მიდიოდა. ცხადია,
ეს წინ და უკან სიარული სახლის მცხოვრებლებს სულიერად
ანადგურებდა. სენიორა ფონტი გარეთ გასვლაზე კატეგორი-
ულ უარს აცხადებდა, ეშინოდა, არ გამიტაცონო. როგორც
შექმნილი გარემოება გვიჩვენებდა, არც კიმი ტოვებდა სახლს
– ამბობდა, ასე იმის გამო ვიქცევი, რომ ჩემს ოჯახზე პასუხის-
მგებლობა მე მაკისრიაო. მე კი მგონია, რომ, უბრალოდ, ეში-
ნოდა, იმ ტიპებს არ ეცემათ. იმ მანქანის გამოჩენის შემდეგ
ქუჩაში მარტო ანხელიკა და მარია გასულან, ისიც თითოჯერ
და ცალ-ცალკე. ამას საშინელი შედეგი მოჰყოლია. ანხელი-
კასთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებიათ. მარიასთვის
კი, რომელმაც დაუფიქრებლად მანქანას წინ გაუარა, ხელე-
ბის ფათური დაუწყიათ და სილაც კი გაუწნავთ. ჩვენთვის კა-
რი რომ გაეღო, ჭიშკართან მოსვლა ხორხიტოს გარდა ვერა-
ვინ გაბედა.
როგორც კი საქმის ვითარებაში გაერკვა, პანჩომ მაშინვე
გადაწყვიტა, რომ რაღაც უნდა მოემოქმედა.
ახლავე გარეთ გავალ და იმ ალბერტოს ვაგინებო. რო-
გორ არ ვეცადეთ მე და კიმი, დაგვეწყნარებინა, მაგრამ ვერა-
ფერი გავაწყეთ: ანხელიკასთან პირისპირ თხუთმეტი წუთით
საუბრის შემდეგ პანჩო ქუჩისკენ დაიძრა.
199 მკითხველთა ლიგა
– გამომყევი, გარსია მადერო, – მთხოვა და მეც სულელი-
ვით გავყევი.
გარეთ გავედით თუ არა, პანჩოს მებრძოლი სული რამდე-
ნიმე ათეული პუნქტით დაეცა. კარი ხორხიტოს მოცემული გა-
საღებით გავაღეთ, სახლისკენ მივიხედეთ და მომეჩვენა, რომ
კიმი დიდი ოთახის ფანჯრიდან გვითვალთვალებდა, ხოლო
სენიორა ფონტი მეორე სართულის ფანჯარას იყო აკრული.
მაგარი ჩაშვებული ამბავიაო, მითხრა პანჩომ. არ ვიცოდი, რა
მეპასუხა, ნეტა ვინ აიძულებდა, თავი რომ გამოიდო.
– ჩემი და ანხელიკას ურთიერთობა დამთავრდა, – ჩა-
ილუღლუღა, სანამ გასაღებს ხან ერთი მხრიდან არგებდა
კარს, ხან მეორიდან.
„კამაროში“ სამნი ისხდნენ და არა ორნი, როგორც დი-
ლით მომეჩვენა. პანჩო მათ თავდაჯერებული ნაბიჯით მიუახ-
ლოვდა და ჰკითხა, რა გინდათო. მე რამდენიმე მეტრის მო-
შორებით, უკან ვიდექი და პანჩოს სხეული იმ სუტენიორის
სხეულს მიფარავდა. ვერც მე ვხედავდი და არც მას შეეძლო
ჩემი დანახვა. მაგრამ მისი ხმა გავიგონე. კარგად დაყენებუ-
ლი ხმა ჰქონდა, თითქოს რანჩერას მომღერალიაო, ვაჟკაცუ-
რიც კი, არც უსიამოვნო ეთქმოდა და ჩემი აზრით, სუტენიორს
სულ არ შეეფერებოდა. იმ ტიპს მერყეობის ნიშან-წყალიც კი
არ ეტყობოდა და ამით სასტიკად განსხვავდებოდა პანჩოს-
გან, რომელსაც ჯერ ენა დაება, მერე ძალიან ხმამაღლა და
სწრაფად ალაპარაკდა, რაც შეიძლებოდა ალბერტოსა და მის
მეგობრებს შეურაცხყოფადა და აგრესიად ჩაეთვალათ.
მთელი იმ ხნის მანძილზე მაშინ პირველად მივხვდი, რომ
ეს ტიპები საშიშები იყვნენ. მინდოდა, პანჩოსთვის მეთქვა,
თავი დაანებე, ისევ ფონტებთან შევბრუნდეთ-მეთქი, მაგრამ
პანჩო ალბერტოს უკვე საცემრად იწვევდა.
200 მკითხველთა ლიგა
– გადმოდი მანქანიდან, ბიჭო!
ალბერტომ გაიცინა. პასუხად რაღაც უთხრა, მაგრამ რა,
ვერ გავიგონე. ამ დროს მანქანის მეორე კარი გაიღო და იქი-
დან ალბერტოს თანმხლები ტიპი გადმოვიდა. საშუალო ტანი-
სა იყო, სიმსუქნისკენ მიდრეკილი, ძალიან მუქი კანი ჰქონდა.
– დაახვიე აქედან, ლაწირაკო, – გვიან მივხვდი, რომ მე
მეუბნებოდა.
მერე დავინახე, როგორ იხევდა უკან პანჩო და როგორ
გადმოვიდა ალბერტო მანქანიდან. ის, რაც ამას მოჰყვა, ძა-
ლიან სწრაფად მოხდა. ალბერტო პანჩოს მიუახლოვდა (ისე-
თი შეგრძნება გამიჩნდა, სადაცაა აკოცებს-მეთქი) და პანჩო
უცებ ძირს დაეცა.
– არ მიხვიდე, ბიჭო, – მომაძახა შავგვრემანმა, რომელიც
იდაყვებით მანქანის სახურავს ეყრდნობოდა. ყურადღება არ
მივაქციე. პანჩო წამოვაყენე და სახლში დავბრუნდით. ჭიშ-
კართან რომ მივედით, უკან მივიხედე. უკვე მანქანაში ის-
ხდნენ და მომეჩვენა, რომ იცინოდნენ.
– გზნეყვეს? – ჰკითხა ხორხიტომ და ბუჩქებიდან გამოძ-
ვრა.
– იარაღი აქვს იმ ნაბიჭვარს, – თავი იმართლა პანჩომ, –
ხელი რომ შემებრუნებინა, მესროდა.
– ასეც ვიცოდი, – თქვა ხორხიტომ.
არავითარი იარაღი არ დამინახავს, მაგრამ ვარჩიე გავჩუ-
მებულიყავი. სანამ სახლამდე მოკირწყლულ ბილიკს მივუყ-
ვებოდით, პანჩომ განაცხადა, მარიასა და ანხელიკას სახლში
მინდა შევიდეო, ასე რომ, ბაღისკენ გავტრიალდით. დღის
დარჩენილი საათები ბევრად უარესი გამოდგა.
პანჩო ანხელიკასთან ერთად პატარა სახლში ჩაიკეტა. მო-
ახლე გვიან მოვიდა და სახლის დალაგება დაიწყო, რითაც
201 მკითხველთა ლიგა
ყველა შეგვაწუხა. ხორხიტოს სახლიდან გასვლა უნდოდა,
რომ ამხანაგებს შეხვედროდა, მაგრამ მშობლებმა არ გაუშ-
ვეს. მე, მარია და ლუპე ბაღის ერთ კუთხეში დავსხედით და
კარტის თამაში დავიწყეთ, სწორედ იმ კუთხეში, სადაც ჩვენი
პირველი საუბარი შედგა. ერთი წამით მომეჩვენა, რომ ზუს-
ტად ისევე ვიქცეოდით, როგორც მაშინ, ახალგაცნობილები,
როდესაც პანჩო და ანხელიკა სახლში იკეტებოდნენ, ჩვენ კი
ბაღში გვყრიდნენ, მაგრამ ახლა ყველაფერი მაინც სხვანაი-
რად იყო.
სადილის დროს, სამზარეულოში გაშლილ სუფრასთან, სე-
ნიორა ფონტმა განაცხადა, მინდა, ქმარს გავეყაროო. კიმმა
გაიცინა და ხელის მოძრაობით თითქოს გვანიშნა, ჩემი ცო-
ლი ნამდვილად გაგიჟდაო. პანჩოს ტირილი აუვარდა.
მერე ხორხიტომ ტელევიზორი ჩართო და ანხელიკასთან
ერთად ობობებზე დოკუმენტურ ფილმს დაუწყო ყურება. სამ-
ზარეულოში დარჩენილებს სენიორა ფონტმა ყავა მოგვარ-
თვა. წასვლის წინ მოახლემ გაგვაფრთხილა, ხვალ არ მოვა-
ლო. სანამ წავიდოდა, პატიოში კიმი რამდენიმე წუთს ელაპა-
რაკა და ხელფასი გადაუხადა. მარიამ იკითხა, ვინმესთან წე-
რილს ხომ არ ატან და დახმარებას ხომ არ სთხოვო. რაზეც
კიმმა უპასუხა, რა დაგემართა, შვილო, ტელეფონი ისევ მუშა-
ობს, ჯერ არ გადაუჭრიათ, საახალწლოდ კუთვნილი პრემია
მივეციო.
არ ვიცი როდის, მაგრამ პანჩო წავიდა. არც ის ვიცი, რო-
დის გადავწყვიტე, იმ ღამით იქ დავრჩენილიყავი. მარტო ის
ვიცი, რომ ვახშმის შემდეგ კიმმა ცალკე გამიყვანა და ამ საქ-
ციელის გამო მადლობა გადამიხადა.
– შენგან ნაკლებს არც ველოდი, გარსია მადერო, – მით-
ხრა მან.
202 მკითხველთა ლიგა
– იმისთვის დავრჩი, რომ თუ დაგჭირდებით, გვერდით ვი-
ყო, – ვუპასუხე სულელურად.
– მოდი, ახლა დავივიწყოთ ყველა დაცინვა, რაც ჩვენ შო-
რის იყო და ციხესიმაგრის დაცვაზე ვიფიქროთ, – მითხრა
კიმმა.
ვერ მივხვდი, დაცინვაში რას გულისხმობდა, ის კი გავიგე,
ციხესიმაგრეში, რა იგულისხმა. გადავწყვიტე, არაფერი მეპა-
სუხა და უბრალოდ თავი დავუქნიე.
– უკეთესი იქნება, თუ ქალები სახლში დაიძინებენ, – გა-
ნაგრძო კიმმა, – უსაფრთხოების თვალსაზრისით, ხომ გეს-
მის? უკიდურესი საფრთხის დროს ძალები უნდა გაერთიან-
დნენ.
ყველაფერზე შევთანხმდით და იმ ღამით ანხელიკამ სას-
ტუმრო ოთახში დაიძინა, ლუპემ მისაღებ ოთახში, მარიამ კი
ხორხიტოსთან. მე გადავწყვიტე პატიოს პატარა სახლში და-
მეძინა, ალბათ იმ იმედით, რომ მარია მომაკითხავდა, მაგ-
რამ, რაც ერთმანეთს ძილი ნებისა ვუსურვეთ და ჩვენ-ჩვენს
ადგილებზე განვთავსდით, მარიას დიდხანს და ამაოდ ველო-
დე. მის ლოგინში ვიწექი, მის სურნელში ვიყავი ჩაფლული,
ხელში სორ ხუანას ანთოლოგია მეჭირა, მაგრამ, ერთი სტრი-
ქონის წაკითხვასაც კი ვერ ვახერხებდი. ბოლოს ვეღარ გავ-
ძელი და ბაღში გავედი სასეირნოდ. გვადალახარის ქუჩისა
თუ სონორის მოედნის რომელიღაც სახლიდან ყურისწამღები
გნიასი ისმოდა. ღობესთან მივედი და გადავიხედე: ყვითელი
„კამარო“ ისევ იქ იდგა, თუმცა შიგნით არავინ ჩანდა. სახლში
დავბრუნდი, მისაღების ფანჯარაში შუქი ჩანდა. კარს ყური მი-
ვადე და ხმადაბალი საუბარი გავიგონე, მაგრამ ვინ ვის ელა-
პარაკებოდა, ვერ გავარჩიე. დაძახება ვერ გავბედე. ამის ნაც-
ვლად შევბრუნდი და ფონტების მთავარ სახლში სამზარეუ-
203 მკითხველთა ლიგა
ლოს კარიდან შევედი. დიდ ოთახში დივანზე მარია და ლუპე
ისხდნენ. ჰაერში მარიხუანის სუნი ტრიალებდა. მარიას წითე-
ლი ღამის პერანგი ეცვა, რომელიც თავიდან ტანსაცმელი მე-
გონა, მკერდზე თეთრი ნაქარგები უჩანდა – ვულკანი, ლავის
მდინარე და სოფელი, რომელიც სადაცაა განადგურდებოდა.
ლუპეს ჯერ პიჟამა არ ჩაეცვა და მეეჭვება, საერთოდ ჰქონო-
და. მინი ქვედატანი ეცვა და შავი სვიტრი, თმა გაეშალა, რაც
იდუმალ და მიმზიდველ იერს სძენდა. როგორც კი დამინახეს,
გაჩუმდნენ. მინდოდა მეკითხა, რაზე ლაპარაკობთ-მეთქი,
მაგრამ ამის ნაცვლად გვერდით მივუჯექი და შევატყობინე,
ალბერტოს მანქანა ისევ გარეთ დგას-მეთქი. უკვე იცოდნენ.
– ასეთი უცნაური ახალი წელი არასოდეს მქონია, – ვთქვი
მე.
მარიამ ყავა შემოგვთავაზა, წამოდგა და სამზარეულოში
გავიდა. გავყევი. სანამ წყლის ადუღებას ველოდებოდით,
ზურგზე ხელი მოვხვიე და ვუთხარი, რომ მასთან დაწოლა
მინდოდა. არ მიპასუხა. დუმილი თანხმობის ნიშანია-მეთქი,
გავიფიქრე და კისერსა და კეფაზე ვაკოცე. მარიას სურნელი
შევიგრძენი, სწორედ ის სურნელი, ასე რომ ვცდილობდი და-
მევიწყებინა და ამან ისე ამაღელვა, რომ ცახცახი დამაწყები-
ნა. ამიტომ, გავეცალე. სამზარეულოს კედელს მივეყრდენი.
წამით შემეშინდა, სადაცაა წონასწორობას დავკარგავ და აქ-
ვე გული წამივა-მეთქი. ძალ-ღონე უნდა მომეკრიბა, რომ რო-
გორმე ნორმალურ მდგომარეობას დავბრუნებოდი.
– კარგი გული გაქვს, გარსია მადერო, – მითხრა მარიამ,
სამზარეულოდან გავიდა და სინით მდუღარე წყლით სავსე სა-
მი ფინჯანი, ნესკაფე და შაქარი გაიტანა. უკან მთვარეული-
ვით გავყევი. მინდოდა გამეგო, რას გულისხმობდა, როცა
მითხრა, კარგი გული გაქვსო, მაგრამ ხმა აღარ ამომიღია.
204 მკითხველთა ლიგა
მალე მივხვდი, რომ იქ ჩემი ყოფნა აწუხებდათ. მარიასა და
ლუპეს ერთმანეთისთვის ბევრი რამ ჰქონდათ სათქმელი,
რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო. ერთი შეხედვით,
თითქოს დროზე ლაპარაკობდნენ, მეორე წუთს მეჩვენებოდა,
რომ მათი საუბარი ალბერტოს შეეხებოდა, იმ ავბედით სუტე-
ნიორს.
პატარა სახლში რომ დავბრუნდი, ისეთი დაღლილი ვიყა-
ვი, რომ შუქიც არ ამინთია.
ისევ მარიას საწოლამდე მივფოფხდი, დიდი სახლიდან, პა-
ტიოდან თუ მთვარიდან ოთახში სუსტი ნათელი შემოდიოდა.
საწოლზე პირქვე დავემხე და გაუხდელს მაშინვე ჩამეძინა.
არ ვიცი, რომელი საათი იყო, არც ის, რამდენ ხანს ვიწექი
ასე, მარტო ის ვიცი, რომ თავს კარგად ვგრძნობდი. როცა გა-
მეღვიძა, ჯერ ისევ ბნელოდა და ქალი მეალერსებოდა. თავი-
დან ვერ მივხვდი, რომ ის ქალი მარია არ იყო. რამდენიმე
წამს მეგონა, მესიზმრება-მეთქი, ან ისევ უიმედოდ ვიყავი ჩა-
კარგული გარეუბნის რომელიღაც კომუნალურ ბინაში და
გვერდით როსარიო მეწვა. მოვეხვიე და სიბნელეში მისი სახე
მოვძებნე. ლუპე იყო და ობობასავით მიღიმოდა.

31 დეკემბერი

ახალი წელი, როგორც იტყვიან, ოჯახურ წრეში აღვნიშ-


ნეთ. ფონტებთან მთელი დღე ვიღაც მოდიოდა და მიდიოდა:
მათი უახლოესი მეგობრები. ბევრნი არ იყვნენ. ერთი პოეტი,
ორი მხატვარი, ერთი არქიტექტორი, სენიორა ფონტის უმ-
ცროსი და, ავტოკატასტროფაში დაღუპული ლაურა დამიანის
მამა.

205 მკითხველთა ლიგა


ამ უკანასკნელის გამოჩენას უკიდურესად აჟიტირებული
და იდუმალი ჟესტები მოჰყვა. პიჟამიანი და წვერგაუპარსავი
კიმი მისაღებ ოთახში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. კარი
მე გავაღე. სენიორ დამიანი აღმოჩნდა. გამოწვდილ ხელში
ეჭირა წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგული, რომელიც
მორიდებითა და შეწუხებით (ან უგულოდ და უნდილად) მე
მომაჩეჩა. სანამ ყვავილები სამზარეულოში გამქონდა და
ლარნაკს ან სხვა რამეს ვეძებდი, რაშიც თაიგულს ჩავდებდი,
გავიგონე, როგორ ელაპარაკებოდა კიმს ყოველდღიური
ცხოვრების გაჭირვებაზე. შემდეგ დღესასწაულებზე გააბეს სა-
უბარი. სადღაა ისეთი დღესასწაულები, ადრე რომ იყოო, აღ-
ნიშნა კიმმა. მართალიაო, კვერი დაუკრა ლაურა დამიანის
მამამაც – არ მითხრაო. წინათ უკეთესი იყოო, განაგრძო კიმ-
მა. დავბერდითო, მიუგო ლაურა დამიანის მამამ. მაშინ კიმმა
რაღაც გასაოცარი წარმოთქვა: არ ვიცი, როგორ ახერხებ,
ისევ ცოცხალი როგორ ხარ, მე უკვე დიდი ხნის მკვდარი ვიქ-
ნებოდიო.
ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა, მარტო სენიორა ფონტი-
სა და მისი ქალიშვილების ხმები ისმოდა შორიდან, რომლე-
ბიც უკანა პატიოში ტკბილეულს ამზადებდნენ. შემდეგ ლაურა
დამიანის მამას ქვითინი წასკდა. ცნობისმოყვარეობამ
მძლია, თავი ვერ შევიკავე და სამზარეულოდან ფეხაკრეფით
გამოვედი, რაც სრულიად ზედმეტი წინდახედულება აღმოჩ-
ნდა, რადგან კაცები ერთმანეთის გარდა ვერავის ამჩნევ-
დნენ. კიმს ისეთი შესახედაობა ჰქონდა, თითქოს საწოლიდან
ეს-ესაა წამოდგაო: თმააწეწილს გატანჯულ სახეზე დაღლი-
ლობა ეტყობოდა, დაჭმუჭნილი პიჟამა ეცვა, შიშველი, რო-
გორც შევნიშნე, საკმაოდ დახვეწილი ფეხები ფოსტლებში ნა-
ხევრად წაეყო. როგორ განსხვავდებოდა ის ფეხები, მაგალი-
206 მკითხველთა ლიგა
თად, ბიძაჩემის ფეხებისგან. სენიორ დამიანს, როგორც მხატ-
ვრულად იტყოდნენ, სახე ცრემლებით ჰქონდა დალტობილი,
თუმცა, სინამდვილეში ცრემლები ლოყებზე მარტო ორ ნაკა-
დულად სდიოდა, მაგრამ იმდენად ღრმა ღარები გაეკეთები-
ნა, რომ სახე ერთიანად სველს მიუგავდა. ხელები ერთად ეწ-
ყო და სავარძელში კიმის პირდაპირ იჯდა. ანხელიკას ნახვა
მინდაო, თქვა. ჯერ ცინგლები მოიწმინდეო, უპასუხა კიმმა.
სენიორ დამიანმა პალტოს ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო,
ჯერ თვალებსა და ლოყებზე მოისვა, მერე კი ცხვირისკენ წა-
იღო. ცხოვრება რთულიაო, ამბობდა კიმი, სანამ სავარძლი-
დან დგებოდა და მთვარეულივით მილასლასებდა ტუალე-
ტისკენ. გვერდით რომ ჩამიარა, ჩემთვის არც კი შემოუხე-
დავს.
მერე ერთხანს აღარ შემოსულა, ალბათ პატიოში იყო, სე-
ნიორა ფონტს სადღესასწაულო ვახშმის მომზადებაში ეხმა-
რებოდა და თან 1975 წლის ამ უკანასკნელ საღამოზე ფიქ-
რობდა. ყოველი წლის ბოლოს მეგობრებისთვის ვახშამს
ვმართავო, გამოაცხადა, ეს ტრადიციაა, თუმცა წელს ამ ტრა-
დიციაზე სიამოვნებით ვიტყოდი უარს, ამის ხალისი არ მაქვს,
მაგრამ, რას ვიზამთ, მაგრები უნდა ვიყოთო. შევახსენე, სახ-
ლში ლაურა დამიანის მამა გელოდებათ-მეთქი. ალვარიტო
ყოველ წელიწადს მოდისო, მითხრა სენიორა ფონტმა, მეუბ-
ნება, ვისაც კი ვიცნობ, შენ საუკეთესო მზარეული ხარო. ამ
საღამოს რა გვექნება-მეთქი, ვკითხე.
– წარმოდგენა არ მაქვს, შვილო, ალბათ ცოტაოდენ მო-
ლეს მოგიმზადებთ და ადრე დავწვები, ზეიმის არავითარი ხა-
ლისი არ გამაჩნია, არა?
მერე შემომხედა და ახარხარდა. ასე მგონია, ეს ქალი ცო-
ტა ვერ უნდა იყოს. მერე ატყდა გაუთავებელი ზარის რეკვა და
207 მკითხველთა ლიგა
სენიორა ფონტმა რამდენიმე წამის შემდეგ მთხოვა, წადი, ნა-
ხე, ვინ არისო. მისაღებ ოთახში რომ გავდიოდი, კიმი და ლა-
ურა დამიანის მამა დავინახე, ხელში ჭიქები ეჭირათ, ისევ დი-
ვანზე ისხდნენ და ტელევიზორში რაღაც სხვა პროგრამას
უყურებდნენ. სტუმარი სოფლური პოეზიის მიმდევარი ერთ-
ერთი პოეტი აღმოჩნდა. მგონი, მთვრალი იყო. მკითხა, სე-
ნიორა ფონტი სად არისო და პირდაპირ უკანა პატიოსკენ გა-
ემართა, სადაც ქალი იქაურობას გირლანდებითა და ქაღალ-
დისგან დამზადებული მექსიკის დროშებით რთავდა. ეს სანა-
ხაობა სრულიად არ შეეფერებოდა იმ ნაღვლიან სურათს, კი-
მი და ლაურა დამიანის მამა რომ ქმნიდნენ. ხორხიტოს საძი-
ნებელში ავედი და სოფლელ პოეტს იქიდან გადავხედე: ხე-
ლები თავზე ჰქონდა შემოწყობილი.
ბევრმა ტელეფონით დარეკა: ჯერ ვინმე ლორენამ, ყო-
ფილმა რეალვისცერისტმა პოეტმა: მარია და ანხელიკა ახა-
ლი წლის წვეულებაზე დაპატიჟა. მერე ვიღაც პოეტმა, მერე –
მოცეკვავემ, სახელად როდოლფომ, რომელმაც მარიასთან
დალაპარაკება მოინდომა, მაგრამ მარიამ უარი თქვა და
მთხოვა, მომეტყუებინა, შინ არ არის-მეთქი, რაც მაშინვე
გულგრილად შევასრულე, ვითომ მექანიკურად, თითქოს ეჭ-
ვიანობაზე მაღლა ვიდექი. მართლაც, ძალიან კარგი იქნებო-
და, ეჭვიანობის გრძნობა მომეთოკა, რადგან ეჭვიანობა კაცს
არაფერში არგია. მერე კიმი არქიტექტორთა სტუდიის მთა-
ვარმა არქიტექტორმა გაიხსენა. საოცარი ის იყო, რომ ჯერ
კიმს ელაპარაკა, მერე კი ანხელიკასთან დალაპარაკება მო-
ითხოვა. როდესაც კიმმა მითხრა, ანხელიკას დაუძახეო, თვა-
ლებზე ცრემლი შევნიშნე და სანამ მისი ქალიშვილი ტელე-
ფონით ლაპარაკობდა ან მოსაუბრეს უსმენდა, კიმმა განმიც-
ხადა, პოეზიაა საუკეთესო, რაც კი შეიძლება ამ წყეულ მიწაზე
208 მკითხველთა ლიგა
იყოსო. სიტყვასიტყვით ასე თქვა. არ შევწინააღმდეგებივარ,
დავეთანხმე (მგონი, ისიც კი ვუთხარი, ეგ რა მაგრად თქვი-
მეთქი – ყველანაირად სულელური პასუხია). მერე რამდენი-
მე ხანი გოგოების პატარა სახლში დავყავი, მარიასა და ლუ-
პეს ველაპარაკებოდი, უფრო სწორად, მათ საუბარს ვუსმენ-
დი და თან იმაზე ვფიქრობდი, როდის და როგორ დასრულდე-
ბა სუტენიორის მოწყობილი ეს ალყა-მეთქი.
ლუპესთან წუხანდელ ჟიმაობას რაც შეეხება, ყველაფერი
ძალიან უცნაურად მოხდა, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვა,
დიდი ხანია, სექსი ასე კარგი არ მქონია. დღის პირველ საათ-
ზე სადილის მაგვარი მოვაწყვეთ; ჯერ მე, ხორხიტომ, მარიამ
და ლუპემ ვისადილეთ, მერე, ორის ნახევარზე, სენიორა
ფონტმა, კიმმა და ლაურა დამიანის მამამ, სოფლელმა პოეტ-
მა და ანხელიკამ. სანამ თეფშებს ვრეცხავდი, გავიგონე, რო-
გორ იმუქრებოდა სოფლელი პოეტი, გავალ და ალბერტოს
დედას ვუტირებო, სენიორა ფონტი კი აკავებდა და ეუბნებო-
და, ხულიო, სისულელეებს მოეშვიო. ამ ყველაფრის შემდეგ
მისაღებ ოთახში გავედით დესერტის საჭმელად.
მოგვიანებით წყალი გადავივლე.
მთელ სხეულზე ჩალურჯებები აღმომაჩნდა, მაგრამ არ ვი-
ცოდი, ეს როსარიომ მიქნა თუ ლუპემ, ყოველ შემთხვევაში,
მარიას გაკეთებული არ იყო და ამან, უცნაურია, მაგრამ გუ-
ლი მატკინა, თუმცა ტკივილი აუტანელი ნამდვილად არ იყო,
იმისგან განსხვავებით, რაც მისი გაცნობისას ვიგრძენი. მკერ-
დზე, ზუსტად მარცხენა ძუძუსთავის ქვემოთ ქლიავისოდენაზე
მაქვს დალურჯებული. ლავიწის ძვალთან პაწაწინა ვარ-
სკვლავის მსგავსი ნაკაწრებიც მიჩანს. რაღაც ჩალურჯებები
მხრებზეც აღმოვიჩინე.

209 მკითხველთა ლიგა


სააბაზანოდან რომ გამოვედი, დავინახე, რომ ყველა ყავას
სვამდა სამზარეულოში, ზოგი იჯდა, ზოგი ფეხზე იდგა. მარია
ლუპეს სთხოვდა, ერთი ის მოგვიყევი, ალბერტომ თავისი
ყლით ერთი კახპა კინაღამ როგორ დაახრჩოო. დაჰიპნოზე-
ბულებს ჰგავდნენ. დროდადრო ლუპეს მოყოლას აწყვეტინებ-
დნენ და ამბობდნენ, რა მაგარიაო, ან რა ბარბაროსობააო,
და ამას ქალის ხმა ამბობდა (სენიორა ფონტის ან ანხელიკა-
სი), წარმომიდგენია რამხელა უნდა ჰქონდესო. კიმი კი ლა-
ურა დამიანის მამას ეუბნებოდა, ხედავ რა ჯურის კაცს ვუპი-
რისპირდებითო?
დღის ოთხ საათზე სოფლელი პოეტი წავიდა და ცოტა ხნის
შემდეგ გამოჩნდა სენიორა ფონტის და. ოჯახმა ვახშმისთვის
მზადება დააჩქარა.
ხუთსა და ექვს საათს შორის ტელეფონის ზარები გახშირ-
და. ვიღაცები ოჯახის უფროსებს ტელეფონით ბოდიშს უხდიდ-
ნენ, ვახშამზე ვერ გეწვევითო, შვიდის ნახევარზე სენიორა
ფონტმა განაცხადა, მეტი აღარ შემიძლიაო, ატირდა, თავის
საძინებელში ავიდა და ჩაიკეტა.
შვიდზე სენიორა ფონტის და სუფრის გაშლას შეუდგა და
სამზარეულო საახალწლო ვახშმისთვის მოამზადა. მას მარია
და ანხელიკაც ეხმარებოდნენ. მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ
რაღაც ინგრედიენტები აკლდათ. ამიტომ, ადგა და მოსატა-
ნად წავიდა. წასვლის წინ კიმმა სულ რამდენიმე წამით თავის
სტუდიაში შეიყვანა.
იქიდან გამოსულ სენიორა ფონტის დას ხელში კონვერტი
ეჭირა. როგორც ვვარაუდობ, კონვერტში ფული იყო. სტუდი-
ის სიღრმიდან სენიორ ფონტის ხმაც მომესმა; ეუბნებოდა,
კონვერტი ჩანთაში ჩაიდე, ყვითელი „კამაროს“ ოკუპანტებმა
არ წაგართვანო. თავიდან სენიორა ფონტის და თითქოს სი-
210 მკითხველთა ლიგა
ძის სიტყვებს ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ ბოლოს, სანამ
კარს გააღებდნენ და სახლიდან გავიდოდა, მაინც ისე მოიქ-
ცა, როგორც დაარიგეს. უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის მე
და ხორხიტომ ჭიშკრამდე მივაცილეთ. მართლაც, „კამარო“
ისევ სახლის წინ იდგა, მაგრამ „ოკუპანტები“ არც კი განძრე-
ულან, როდესაც მათ სენიორა ფონტის დამ გვერდით ჩაუარა
და კუერნავაკის ქუჩის მიმართულებით გაუჩინარდა.
სავახშმოდ სუფრას ცხრა საათზე მივუსხედით. დაპატიჟე-
ბულთა უმრავლესობა ვერ მოვიდა. სტუმრებს მარტო ერთი
ასაკოვანი ქალი შეემატა, ჩემი ვარაუდით, კიმის ბიძაშვილი,
კიდევ ვიღაც მაღალი და გამხდარი ტიპი, რომელიც, როგორც
არქიტექტორი თუ ყოფილი არქიტექტორი, ისე გაგვაცნეს,
რაც მასპინძელს მან თავადვე შეუსწორა და ორი მხატვარი,
რომლებმაც არაფერი იცოდნენ. სენიორა ფონტი, როგორც
იქნა, თავისი საძინებლიდან გამოვიდა და დის თანხლებით
სუფრასთან საუკეთესო კაბაში გამოწყობილი გამოგვეცხადა.
სენიორა ფონტის დამ ვახშმამდე მარტო უკან დაბრუნება და
სადღესასწაულო სუფრისთვის ხელის კიდევ ერთხელ შევლე-
ბა კი არა, ისიც კი მოასწრო, სენიორა ფონტი სათანადოდ გა-
მოეწყო და ძირს ჩამოეყვანა. რაც უფრო ახლოვდებოდა ახა-
ლი წელი, მით უფრო ნერვიულობდა ლუპე, ბოლოს კი განაც-
ხადა, უფლება არ მაქვს თქვენთან ერთად ვიჯდე ამ სუფრას-
თან, ამიტომ, სამზარეულოში დავჯდებიო, მაგრამ მარია ისე-
თი კატეგორიული ტონით შეეკამათა და ისეთი წინააღმდეგო-
ბა გაუწია, – რაც, მართალი გითხრათ, ვერ გავიგე, რას ნიშ-
ნავდა, – რომ ლუპე დამორჩილდა. ყველაფერი იმით დას-
რულდა, რომ ისიც ჩვენთან ერთად მიუჯდა მთავარ სუფრას.
ვახშამი უცნაურად დაიწყო.

211 მკითხველთა ლიგა


კიმი წამოდგა და განაცხადა, უპირველეს ყოვლისა, მინდა,
ერთი პიროვნების სადღეგრძელო დავლიოო. ვიფიქრე, ალ-
ბათ თავის ცოლს გულისხმობს-მეთქი, რადგან სენიორა
ფონტს აშკარად ეტყობოდა, რომ იმ სიტუაციაში თავს კარგად
ნამდვილად ვერ გრძნობდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კიმი
ჩემს სადღეგრძელოს სვამდა! ილაპარაკა ჩემს ასაკზე, ჩემს
ლექსებზე, ახსენა ჩემი და მარიას მეგობრობა (ეს რომ თქვა,
ლაურა დამიანის მამას თვალი გაუსწორა და იმანაც თავი და-
უქნია) და პირადად მასთან მეგობრობაც, არც ჩვენი საუბრე-
ბი დავიწყებია და არც ჩვენი მოულოდნელი შეხვედრები მე-
ხიკოს ქუჩებში. სადღეგრძელო კი (რომელიც, სინამდვილე-
ში, სიტყვაუხვი არ ყოფილა, თუმცა მე მომეჩვენა, რომ მთე-
ლი საუკუნე ლაპარაკობდა) იმით დაასრულა, რომ მთხოვა,
ასე პირდაპირ, შეულამაზებლად: როდესაც გაიზრდები და
ზრდასრული, პასუხისმგებლობით აღსავსე მოქალაქე გახდე-
ბი, ძალიან მკაცრად ნუ განმსჯიო. რომ გაჩუმდა, მე უკვე სირ-
ცხვილისგან სახეზე ალმური ამდიოდა. მარიამ, ანხელიკამ
და ლუპემ ტაში დაუკრეს. დაბნეულმა მხატვრებმაც. ხორხი-
ტო მაგიდის ქვეშ შეძვრა და ეს, მგონი, ვერავინ შეამჩნია.
მზერა სენიორა ფონტისკენ გავაპარე. ისიც ჩემსავით შეწუხე-
ბული ჩანდა.
მიუხედავად ასეთი მღელვარე დასაწყისისა, ძველი წლის
უკანასკნელმა საღამომ მოწყენილად და მდუმარედ ჩაიარა.
სენიორა ფონტს და მის დას კერძები შემოჰქონდათ და გაჰ-
ქონდათ, მარია საჭმელს ოდნავ მიეკარა, ანხელიკას ხმა არ
ამოუღია, მდუმარედ იჯდა, მაგრამ ეს მოთენთილობას უფრო
ჰგავდა, ვიდრე ნაღვლიანობას. კიმი და ლაურა დამიანის მა-
მა დროდადრო არქიტექტორს აქცევდნენ ყურადღებას, რო-
მელიც კიმს მსუბუქად კენწლავდა, მაგრამ, ზოგადად, მისგან
212 მკითხველთა ლიგა
თავი შორს ეჭირათ; მხატვრები ერთმანეთში საუბრობდნენ
და დროდადრო დამიანის მამასაც გამოელაპარაკებოდნენ
ხოლმე. როგორც ჩანდა, სენიორ დამიანიც აგროვებდა ხე-
ლოვნების ნიმუშებს. ვახშმის დასაწყისში მარია და ლუპე
დროის გატარებას ყველაზე ხალისიანად აპირებდნენ, მაგ-
რამ ჯერ სუფრიდან წამოდგნენ, რომ ქალებს მომსახურებაში
დახმარებოდნენ, ბოლოს კი საერთოდ შეიყუჟნენ სამზარეუ-
ლოში. – ასე მიდის ამქვეყნიური დიდება! – დამიძახა კიმმა
მაგიდის მეორე ბოლოდან.
ამ დროს კიდევ ერთხელ დარეკეს ზარი და ამ ხმამ ყველა
შეგვაკრთო. მარიამ და ლუპემ სამზარეულოდან თავები გა-
მოყვეს.
– ვინმემ გააღოს, – ბრძანება გასცა კიმმა, მაგრამ ადგი-
ლიდან არავინ დაძრულა.
მე ავდექი.
ეზოში ბნელოდა და ჭიშკრის იქით ორი სილუეტი გავარ-
ჩიე. ვიფიქრე, ალბათ ალბერტო და მისი პოლიციელი არიან-
მეთქი. გაუცნობიერებლად გამიჩნდა სურვილი, მათთან ჩხუ-
ბი ამეტეხა და ჭიშკრისკენ გაბედული ნაბიჯი გადავდგი. მაგ-
რამ, უფრო რომ მივუახლოვდი, აღმოვაჩინე, რომ კართან
ულისეს ლიმა და არტურო ბელანო იდგნენ. მოსვლის მიზეზი
არ გაუმხელიათ. ჩემი იქ დანახვა არ გაჰკვირვებიათ. მახ-
სოვს, გავიფიქრე, გადავრჩით-მეთქი!
საჭმელი უამრავი იყო და ულისესი და არტურო სუფრას-
თან დასხდნენ. სენიორა ფონტი ახალმოსულებს კერძებს
სთავაზობდა, ამასობაში კი დანარჩენები დესერტს მიირთმევ-
დნენ და საუბრობდნენ. ჭამას რომ მორჩნენ, კიმმა ისინი თა-
ვის კაბინეტში გაიყვანა. ლაურა დამიანის მამამაც არ დაახა-
ნა და მათ გაჰყვა. ცოტა ხნის შემდეგ კიმმა შეღებული კარი-
213 მკითხველთა ლიგა
დან გამოიხედა და ლუპეს დაუძახა. მისაღებ ოთახში დარჩე-
ნილებს ისეთი სახეები გვქონდა, თითქოს პანაშვიდზე ვიყა-
ვით. მარიამ მითხრა, პატიოში გამომყევიო. ერთხანს მელა-
პარაკა, რაც მე ხანგრძლივ საუბრად მომეჩვენა, სინამდვი-
ლეში კი, ალბათ, ხუთ წუთზე მეტხანს არ გაგრძელებულა. ეს
ხაფანგიაო, მითხრა მარიამ. მერე ორივე მამამისის კაბინეტ-
ში შევედით.
ჩვენდა გასაოცრად კიმის სავარძელში მჯდარმა ალვარო
დამიანმა უეცრად სიმღერა წამოიწყო. თავად სავარძლის
პატრონი კუთხეში მიყუჟულიყო და ჩეკებს აწერდა „წარმომ-
დგენისთვისო“. ბელანო და ლიმა იღიმებოდნენ. ლუპეს შეშ-
ფოთება ეტყობოდა, მაგრამ მორჩილად, უსიტყვოდ იდგა. მა-
რიამ ლაურა დამიანის მამას ჰკითხა, რა ხდებაო. ლაურა და-
მიანის მამამ თავისი ჩეკის წიგნაკიდან თავი ასწია და თქვა,
ლუპეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვარდესო.
– ჩრდილოეთისკენ მივდივარ, დაო, – უთხრა მარიას ლუ-
პემ.
– რა? – ვერ გაიგო მარიამ.
– აქედანვე, ამათთან ერთად, მამაშენის მანქანით.
მაშინვე მივხვდი, რომ კიმსა და ლაურა დამიანის მამას
დაეყოლიებინათ ჩემი მეგობრები, სადმე წასულიყვნენ, ლუ-
პეც თან წაეყვანათ და სახლის გარშემო ალყა ასე გაერღვი-
ათ.
ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ კიმი მზად იყო, მათ-
თვის თავისი „შევროლე იმპალა“ გადაეცა, რასაც ნამდვი-
ლად არ მოველოდი.
კაბინეტიდან რომ გამოვედით, ლუპე და მარია ჩემოდნის
ჩასალაგებლად გავიდნენ. მეც თან გავყევი. ლუპეს ჩემოდა-
ნი, წესით, თითქმის ცარიელი უნდა ყოფილიყო, რადგან სას-
214 მკითხველთა ლიგა
ტუმროდან გამოქცევისას ტანსაცმლის დიდი ნაწილი იქ დარ-
ჩა.
როდესაც ტელევიზორში საათმა თორმეტჯერ ჩამოჰკრა,
ყველანი ერთმანეთს გადავეხვიეთ. მარია, ანხელიკა, ხორხი-
ტო, კიმი, სენიორა ფონტი, მისი და, ლაურა დამიანის მამა,
არქიტექტორი, მხატვრები, კიმის ბიძაშვილი, არტურო ბელა-
ნო, ულისეს ლიმა, ლუპე და მე.
რაღაც მომენტში არც კი ვიცოდით, ვის გადავეხვიეთ და
შეიძლება მეორედაც ისევ იმას ვეხვეოდით.
ღობის გადასწვრივ ალბერტოსა და მისი ძმა-ბიჭების და-
ნახვა ღამის ათ საათამდე ჯერ კიდევ შეიძლებოდა. თერთმეტ-
ზე იქ აღარ იყვნენ და ხორხიტოსაც კი ეყო გამბედაობა, ეზო-
ში გასულიყო, ღობეს მიახლოებოდა და იქიდან მთელი ქუჩა
დაეზვერა. „ოკუპანტები“ წასულიყვნენ. პირველის თხუთმეტ
წუთზე, ნელ-ნელა ყველამ გარაჟში გადავინაცვლეთ და გა-
მომშვიდობებაც დაიწყო. ბელანოსა და ლიმას გადავეხვიე და
ვკითხე, რეალვისცერალიზმს რა ეშველება-მეთქი. არაფე-
რიო, მიპასუხეს. ლუპესაც ჩავეხუტე და დავარიგე, თავს გაფ-
რთხილებოდა. პასუხად ლოყაზე კოცნა დავიმსახურე. კიმს
ბოლო მოდელის „შევროლე იმპალა“ ჰყავდა, თეთრი. კიმი
და მისი ცოლი დაინტერესდნენ, საჭესთან რომელი დაჯდები-
თო, თითქოს ბოლო წუთს თავიანთი გადაწყვეტილება ინანეს.
– მე, – უპასუხა ულისეს ლიმამ.
სანამ კიმი ულისესს მანქანის თავისებურებებს უხსნიდა,
ხორხიტომ თქვა, უნდა ვიჩქაროთ, თორემ სადაცაა, ლუპეს
სუტენიორი დაბრუნდებაო. რამდენიმე წამს ყველანი ავყაყან-
დით და სენიორა ფონტმა წამოიძახა, რა სირცხვილია, ამ ზო-
მამდე რომ მივედითო. ამ დროს მე დების პატარა სახლისკენ
გავიქეცი, ჩემი წიგნები წამოვკრიფე და დავბრუნდი. მანქანის
215 მკითხველთა ლიგა
ძრავა უკვე ძაგძაგებდა და ყველანი გაშეშებულები დამ-
ხვდნენ მარილის ძეგლებივით.
არტურო და ულისესი წინ ისხდნენ, ლუპე – უკანა სავარ-
ძელზე.
– ვიღაცამ ეზოს ჭიშკარი უნდა გააღოს, – თქვა კიმმა.
მე შევთავაზე, გავაღებ-მეთქი.
უკვე ტროტუარზე ვიყავი, როდესაც დავინახე, ერთდროუ-
ლად როგორ აენთო „კამაროსა“ და „იმპალას“ ფარები. სა-
მეცნიერო ფანტასტიკურ ფილმს ჰგავდა ყველაფერი. სანამ
„იმპალა“ ეზოდან გავიდოდა, მისკენ „კამარო“ დაიძრა, თით-
ქოს რაღაც ანდამატი ან ბედისწერა ექაჩებაო, რაც ბერძნების
აზრს თუ მოვიშველიებთ, ერთი და იგივეა.
ხმები გავიგონე, მე მეძახდნენ, კიმის მანქანამ გვერდით
ჩამიარა, ალბერტოს სილუეტი დავინახე, რომელიც „კამარო-
დან“ გადმოვიდა და ერთი ნახტომი გაჩნდა იმ მანქანასთან,
სადაც ჩემი მეგობრები ისხდნენ. მისი თანმხლები პირები,
მანქანიდან გადმოუსვლელად უყვიროდნენ, რომელიმე ფან-
ჯარა ჩაუმტვრიე, ამ დროს გავიფიქრე, ლიმა სიჩქარეს რატომ
არ უმატებს-მეთქი. ლუპეს სუტენიორმა მანქანის კარს წიხ-
ლები დაუშინა. დავინახე, მარია ეზოდან ჩემკენ როგორ, მო-
ემართებოდა. „კამაროს“ სალონიდან მკვლელების სახეებით
იყურებოდნენ. ერთ-ერთი სიგარას ეწეოდა. ულისესის სახე-
საც მოვკარი თვალი, მის ხელებსაც, კიმის მანქანის საჭეს
რომ ატრიალებდა. დავინახე ბელანოს სახეც: იმ სუტენიორს
ისე გულგრილად შესცქეროდა, თითქოს ეს ამბავი მის თავს
არ ხდებოდა, უკანა სავარძელზე მოკუნტული ლუპეც გავარ-
ჩიე: სახეზე ხელები აეფარებინა, გავიფიქრე, კიდევ ერთ დარ-
ტყმას სარკმელი ვეღარ გაუძლებს-მეთქი. მერე საკუთარი
თავიც დავინახე, ერთი ნახტომით ალბერტოსთან რომ გავ-
216 მკითხველთა ლიგა
ჩნდი, მერე როგორ დაბარბაცდა ალბერტო. სპირტის სუნი მე-
ცა, ეტყობა, ახალ წელს ისინიც აღნიშნავდნენ. ვხედავდი, ჩე-
მი მარჯვენა მუშტი (თავისუფალი, რადგან მარცხენაში წიგნე-
ბი მეჭირა) კიდევ ერთხელ როგორ მიემართებოდა სუტენიო-
რის სხეულისკენ და ამის გამო ის სხეული როგორ ვარდებო-
და. ვიგრძენი, რომ ფონტების სახლიდან მეძახდნენ, მაგრამ
იქ არ დავბრუნებულვარ. ფეხებთან დაგდებულ სხეულს წიხ-
ლი ამოვკარი და დავინახე, როგორ იძვრებოდა ბოლოს და
ბოლოს „იმპალა“, როგორ გადმოვიდა „კამაროდან“ ორი ტი-
პი და ჩემკენ როგორ გამოემართა, როგორ მიყურებდა ლუპე
მანქანიდან და კარს როგორ აღებდა. ვიცოდი, რომ ყოველ-
თვის მინდოდა წასვლა. მანქანაში ჩავჯექი და სანამ კარს მი-
ვიხურავდი, ულისესმა სიჩქარეს მოუმატა. სროლის თუ რა-
ღაც ისეთის ხმა გავიგონე, რაც სროლის ხმას ჰგავდა. ჩვენ
გვესროლეს იმ ნაბიჭვრებმა, თქვა ლუპემ. შევბრუნდი და უკა-
ნა მინიდან შუა ქუჩაში კვამლი შევნიშნე. მთელი სამყარო-
სეული ნაღველი „იმპალას“ მინის იმ სწორკუთხედში იყო
მოქცეული. ფეიერვერკებია, გავიგონე, როგორ თქვა ბელა-
ნომ, სანამ ჩვენი მანქანა შეტრიალდებოდა და უკან მოიტო-
ვებდა დები ფონტების სახლს, ძველი ბიჭების „კამაროს“, კო-
ლიმის ქუჩას, ორ წამზე ნაკლებ დროში უკვე ოაჰაკის გამზირ-
ზე გავიდოდით და მეხიკოს ჩრდილოეთით გავუჩინარდებო-
დით.

217 მკითხველთა ლიგა


თავი II

ველური დეტექტივები (1976-1996)

218 მკითხველთა ლიგა


1

ამადეო სალვატიერა, ვენესუელის რესპუბლიკის ქუჩა, ინ-


კვიზიციის სასახლის მახლობლად, მეხიკო, 1976 წლის იანვა-
რი. რა კარგია, რომ მოხვედით, ბიჭებო! შემოდით, თავი ისე
იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში-მეთქი, ვუთხარი და
სანამ კორიდორში შემოდიოდნენ, უფრო სწორად, კორი-
დორში ცდილობდნენ გზის გაკვლევას, რადგან შემოსასვლე-
ლი ბნელია, ნათურა მაშინ გადამწვარი იყო და გამოცვლილი
არ მქონდა (ჯერაც არ გამომიცვლია), მე დავწინაურდი და,
გახარებული, სულ კუნტრუშ-კუნტრუშით გავემართე სამზა-
რეულოსკენ, რათა ჩემი სტუმრებისთვის მესკალი „ლოს სუ-
ისიდასის“42 ბოთლი გამომეტანა. იმ მესკალს მარტო ჩიჩუ-
აჩუაში ამზადებენ, იშვიათი სასმელია, ისეთი არ გეგონოთ,
ყველა კუთხეში რომ ყრია. 1967 წლამდე ფოსტით წელიწად-
ში მარტო ორ ბოთლს მიგზავნიდნენ. უკან რომ დავბრუნდი,
ბიჭები უკვე ოთახში შესულიყვნენ და ჩემს სურათებსა და წიგ-
ნებს ათვალიერებდნენ. თავი ვეღარ შევიკავე და კიდევ ერ-
თხელ ვუთხარი, რა ბედნიერებაა, რომ მესტუმრეთ. ვინ მოგ-
ცათ ჩემი მისამართი, ბიჭებო, ხერმანმა, მანუელმა თუ არქე-
ლესმა-მეთქი? იმათ კი ისე შემომხედეს, თითქოს არ ესმო-
დათ, რას ვეუბნებოდი, მერე ერთ-ერთმა მიპასუხა, ლისტ არ-
სუბიდემო43, ამის გაგონებაზე კიდევ ერთხელ შევთავაზე,
დასხედით, მოთავსდით, მაშ, ჩემმა ძმამ, ხერმან ლისტ არსუ-
ბიდემ გამოგაგზავნათ? არასოდეს ვავიწყდები, ისევ ისეთი

42los suicidas (ესპ.) – თვითმკვლელები


43ხერმან ლისტ არსუბიდე (1898-1998) – მექსიკელი პოეტი და რევოლუ-
ციონერი
219 მკითხველთა ლიგა
დიდი და ლამაზია-მეთქი? ბიჭებმა მხრები აიჩეჩეს და ჰოო,
მიპასუხეს. რა თქმა უნდა, ასე მოკლე პასუხს არ ველოდი,
მათ კი მარტო ერთი სიტყვით მიპასუხეს – ჰოო. რაღას ვიზამ-
დი, ვუთხარი, მოდით ახლა ეს მესკალი გავსინჯოთ-მეთქი.
ორი ჭიქა გამოვუტანე, ისინი ისევ ბოთლს მისჩერებოდნენ,
თანაც ისეთი სახეები ჰქონდათ, თითქოს ეშინიათ, ვაითუ ახ-
ლა იქიდან გველეშაპი ამოხტესო. გამეცინა, მაგრამ მათზე კი
არა, სიხარულისაგან გამეცინა, კმაყოფილებისგან, რომ მათ-
თან ყოფნის სიამოვნება მხვდა წილად და მაშინ, ერთ-ერთმა
მკითხა, მესკალს მართლა ის ჰქვია, რასაც ჩემი თვალები ხე-
დავენ, თუ მეჩვენებაო. სიცილი არ შემიწყვეტია, ბოთლი ისე
გავუწოდე. ვიცოდი, რომ მესკალის სახელწოდება გამოაშტე-
რებდათ, მე თვითონ კი რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე,
რომ ჩემი სტუმრები უკეთ შემეთვალიერებინა. ღმერთო, დი-
დებულო, რა ახალგაზრდები იყვნენ, თმა მხრებამდე სცემ-
დათ და წიგნები ეჭირათ, რა მოგონებები ამიშალეს... ამ
დროს ერთ-ერთმა მკითხა, სენიორ სალვატიერა, დარწმუნე-
ბული ხართ, რომ ეს სასმელი არ დაგვხოცავსო? ვუპასუხე, რა
სათქმელია, პირიქით, ჯანმრთელობის საწინდარია, სიცოც-
ხლის ელექსირი, თავისუფლად დალიეთ-მეთქი და მათთვის
მაგალითი რომ მიმეცა, ჭიქა გავივსე და ერთი ყლუპით ნახევ-
რამდე დავიყვანე. მერე იმათაც დავუსხი, თუმცა, თავიდან იმ
შტერებმა მხოლოდ ტუჩები გაისველეს, მაგრამ ნელ-ნელა
მოეწონათ და ნამდვილი კაცებივით დაიწყეს სმა. აბა, ბიჭებო,
როგორ მოგწონთ, ხომ გეუბნებოდით, მოგეწონებათ-მეთქი,
და ერთ-ერთმა მათგანმა, ჩილელი რომ იყო, იმან მითხრა,
არასოდეს გამიგია, მესკალს „თვითმკვლელები“ ერქვასო. ეს
ნათქვამი, მართალი გითხრათ, ცოტა პრეტენზიულად მომეჩ-
ვენა. მექსიკაში მესკალის ორასი მარკა მაინც იქნება. რა
220 მკითხველთა ლიგა
თქმა უნდა, ძნელია, ყველას სახელი იცოდე, მითუმეტეს, თუ
აქაური არ ხარ, მაგრამ ბიჭი, ცხადია, ამის აზრზეც არ იყო.
მერე მეორემაც აუბა მხარი: კარგი დასალევია, მაგრამ, არც
მე გამიგია ასეთი სახელიო. ამიტომ იძულებული გავხდი,
მეთქვა, ამ დასახელების მესკალს აღარ ასხამენ, ფაბრიკა
დაიწვა თუ დაწვეს, ან გამაგრილებელი სასმელების მწარ-
მოებელ პასკუალოს44 მიჰყიდეს, ახალ მეპატრონეებს კი მო-
ეჩვენათ, რომ ეს სახელი, ასე ვთქვათ, კომერციული თვალ-
საზრისით მომგებიანი არ იყო-მეთქი. ერთხანს სამივე ჩუმად
ვიყავით, ისინი ფეხზე იდგნენ, მე ვიჯექი, ვსვამდი, „ლოს სუ-
ისიდასის“ ყოველ წვეთს სიამოვნებით ვატანდი გემოს და,
ღმერთო, გამახსენე, რაზე ვფიქრობდი. მერე ერთ-ერთმა
მითხრა, სენიორ სალვატიერა, გვინდა, სესარეა ტინახეროზე
დაგელაპარაკოთო. მეორემ კი დაამატა, ჟურნალ „კაბორკა-
ზეცო“. მაგარი მოქოქილი ბიჭები იყვნენ. გონებითაც და ენი-
თაც. ერთმანეთისა კარგად ესმოდათ. ერთს რომ რამის თქმა
წამოეწყო და შუა გზაზე შეეწყვიტა, მეორე იმავე თემაზე ლა-
პარაკს ისე განაგრძობდა, თითქოს თავად დაიწყოო. როდე-
საც სესარეას სახელი ახსენეს, თავი ავწიე და მათ ისე შევხე-
დე, თითქოს ჩვენ შორის გაზის ფარდა ყოფილიყო ჩამოფარე-
ბული, უფრო ზუსტი რომ ვიყო, სამედიცინო მარლა და გან-
ვუცხადე, სენიორს ნუ მეძახით, ბიჭებო, ამადეო დამიძახეთ,
როგორც მეგობრები მეძახიან-მეთქი. მათაც მაშინვე მომი-
გეს, კარგი, ამადეოო. მერე კი ისევ სესარეა ტინახერო ახსე-
ნეს.

44პასკუალო – პასკუალ ბოინგი, უალკოჰოლო სასმელების კომპანია მექ-


სიკაში
221 მკითხველთა ლიგა
პერლა ავილესი, ლეონარდო და ვინჩის ქუჩა, მიშკოაკის
უბანი, მეხიკო, 1976 წლის იანვარი. 1970 წელზე ვილაპარა-
კებ. 1970 წელს გავიცანი ტალისმანის უბანში. ერთხანს ორი-
ვე პორვენირის საშუალო სკოლაში ვსწავლობდით. ის 1968
წლიდან, მას მერე, რაც მექსიკაში ჩამოვიდა, მე კი 69-დან.
თუმცა, 1970-მდე ერთმანეთს არ ვიცნობდით. რაღაც მიზეზე-
ბის გამო, რასაც მნიშვნელობა არა აქვს, იქ სწავლას მერე
ორივემ თავი დავანებეთ. მან, ჩემი აზრით, ეკონომიკური გა-
ჭირვების გამო, მე კი იმიტომ, რომ უცებ სინდისის ქენჯნა ვიგ-
რძენი. მაგრამ მერე მეც დავბრუნდი იმ სკოლაში და ისიც
დაბრუნდა, ან მშობლებმა აიძულეს, დაბრუნებულიყო. აი, იმ
დაბრუნების მერე გავიცანით ერთმანეთი. 1970 წელზე ვლა-
პარაკობ. მე ჩემს კლასელებზე უფროსი ვიყავი, ყველაზე ბე-
ბერი, თვრამეტი წლისა. წესით, უკვე უნივერსიტეტში უნდა
მესწავლა და არა სკოლაში, მაგრამ მაინც იქ ვიყავი, პორვე-
ნირის საშუალო სკოლაში. ერთხელ დილით გამოჩნდა და
როგორც კი დავინახე, მაშინვე მომეწონა. ახალ მოსწავლეს
არ ჰგავდა, იქ მეგობრები ჰყავდა, ჩემზე ერთი წლით უმცრო-
სი იყო, თუმცა ისიც მეორე წელს იჯდა იმავე კლასში. იმ დრო-
ისთვის ლინდავისტის უბანში ცხოვრობდა, მაგრამ რამდენი-
მე თვეში მისმა მშობლებმა ბინა შეიცვალეს და საცხოვრებ-
ლად ნეაპოლის უბანში გადავიდნენ. დავუმეგობრდი. პირ-
ველ დღეებში, სანამ გამბედაობას მოვიკრებდი და დაველა-
პარაკებოდი, უბრალოდ ვუყურებდი, როგორ თამაშობდა
ფეხბურთს ეზოში. თამაში უყვარდა, მე კი კიბიდან ვადევნებ-
დი თვალს და ამქვეყნად ყველაზე ლამაზ ბიჭად მეჩვენებოდა.
სკოლაში გრძელი თმის ტარება აკრძალული იყო, მაგრამ მას
მაინც გრძელი თმა ჰქონდა. თანაც, როდესაც ფეხბურთს თა-
მაშობდა, პერანგს იხდიდა და წელს ზემოთ შიშველი დარბო-
222 მკითხველთა ლიგა
და. მაშინ ბერძნული მითოლოგიის წიგნებში გამოსახულ ათ-
ლეტს ვამსგავსებდი, სხვა დროს კი (საკლასო ოთახში, რო-
დესაც თავს იმძინარებდა) – კათოლიკე წმინდანს. შევცქერო-
დი და სხვას არაფერს ვითხოვდი. ბევრი მეგობარი არ ჰყო-
ლია. მართალია, ბევრს იცნობდა, ბევრთან იცინოდა (სულ
იცინოდა), ხუმრობდა, მაგრამ მეგობრები ან ძალიან ცოტა
ჰყავდა, ან საერთოდ არა. კარგი მოსწავლე არ ყოფილა. ქი-
მიისა და ფიზიკისა არაფერი გაეგებოდა. მიკვირდა ეს ამბავი,
რადგან არც ისე რთული საგნებია ქიმია და ფიზიკა. საკმარი-
სი იყო, ცოტა ყურადღება გამოგეჩინა და დაძლევდი, სულ
ცოტა მაინც რო ემეცადინა, აუცილებლად დაძლევდა, მაგრამ
ის ამ საგნებს ძლივს სწავლობდა, ან საერთოდ არ სწავლობ-
და და გაკვეთილებზე ფიქრებით სულ სხვაგან დაფრინავდა.
ერთხელ მომიახლოვდა. ამ დროს სკოლის კიბეზე ვიჯექი და
ლოტრეამონს ვკითხულობდი. მომიახლოვდა და მკითხა, ხომ
არ იცი, პორვენირის სკოლის მეპატრონეები ვინ არიანო. ისე
შევკრთი, რომ პასუხის გაცემა ვერ მოვახერხე. მგონი, პირი
კი გავაღე, მაგრამ სიტყვა ვერ დავძარი, სახე მომერღვა და,
მგონი, ავცახცახდი კიდეც. პერანგი არ ეცვა, ხელში ეჭირა,
მეორეში კი ზურგჩანთა რვეულებით. მტვრით სავსე ჩანთა
იყო. როცა მიყურებდა, ტუჩებზე ღიმილი დასთამაშებდა, მე კი
მივჩერებოდი მის შიშველ მკერდზე ოფლის წვეთებს, ნაშუად-
ღევის ქარი თუ ჰაერი (რაც ერთი და იგივე არ არის) თავბრუ-
დამხვევი სისწრაფით რომ უშრობდა. გაკვეთილების უმეტე-
სობა უკვე დამთავრებული იყო, არ ვიცი, სკოლაში რას ვაკე-
თებდი, ვინმეს ველოდი, ალბათ მეგობარს, ბიჭს ან გოგოს,
თუმცა, ფაქტია, რომ ბევრი მეგობარი არც მე მყავდა. შეიძ-
ლება იმიტომ დავრჩი, რომ მეყურებინა, ფეხბურთს როგორ
თამაშობდა. მახსოვს, ცა ნაცრისფერი და ნესტიანი იყო, თან
223 მკითხველთა ლიგა
ბრწყინავდა, თან ციოდა და მეც სიცივე ვიგრძენი. ისიც მახ-
სოვს, რომ ერთადერთი, რასაც იმ დროს აღვიქვამდი, შორეუ-
ლი ნაბიჯების ხმა, მოგუდული სიცილი და სკოლის სიცარიე-
ლე იყო. ნამდვილად იფიქრა , ვერ გაიგონა, რა ვუთხარი და
კითხვა გამიმეორა. არ ვიცი, უფროსი ვინ არის-მეთქი, ვუპა-
სუხე, არც ის ვიცი, სკოლას მეპატრონე ჰყავს თუ არა-მეთქი.
რა თქმა უნდა, ჰყავსო, მითხრა – Opus Dei-ა,45 კათოლიკური
სექტა, რომელსაც ეშმაკთან გარიგება აქვს დადებული და გა-
იცინა. მაშინ გავიგე, რომ თურმე პორვენირის სკოლა ეკლე-
სიას მიეკუთვნებოდა და ვუპასუხე, ჩემთვის რელიგია დიდ
რამეს არ წარმოადგენს-მეთქი. არაო, მიპასუხა, დიდი მნიშ-
ვნელობა აქვს, ეკლესიის რომელ მიმდინარეობას ეკუთვნის.
ეს სკოლა კი Opus Dei-ს ეკუთვნისო. ვინ არიან ამ Opus Dei-ს
ოპუს ტიპები-მეთქი, ვკითხე. მაშინ კიბეზე გვერდით მომიჯდა
და კარგა ხანს ვილაპარაკეთ. იმ საუბრის დროს ძალიან და-
ვიტანჯე. ჯერ ერთი, პერანგი არ ეცვა და თან, რაც დრო გადი-
ოდა, სიცივე უფრო და უფრო მატულობდა. იმ პირველი საუბ-
რიდან მახსოვს, თავის მშობლებზე რაც თქვა: გულუბრყვი-
ლოები არიან, თანაც უვიცები, და მეც გულუბრყვილო გამ-
ზარდეს, აქამდე ვერ მიხვდნენ, რომ სკოლა ოპუსს ეკუთვნი-
სო. შენმა მშობლებმა იციან, ვინ არის სკოლის უფროსიო,
მკითხა. დედა მომიკვდა, მამამ კი არც იცის და არც ენაღვლე-
ბა-მეთქი, ვუპასუხე. არც მე მენაღვლება, ჩემთვის მთავარია,
დავამთავრო და უნივერსიტეტში შევიდე-მეთქი, დავძინე. რის
შესწავლას აპირებო? – მკითხა. ლიტერატურის-მეთქი. მაშინ
მითხრა, მე მწერალი ვარო, რა დამთხვევაა, მე მწერალი ვა-
რო, თუ რაღაც ამდაგვარი. ისე თქვა, რომ ამისთვის მნიშვნე-
45Opus Dei (ლათ.) – „ღვთის ნება“ კათოლიკური ეკლესიის ორგანიზა-
ცია, რომელიც დაარსდა მადრიდში 1928 წელს.
224 მკითხველთა ლიგა
ლობა არ მიუნიჭებია. რა თქმა უნდა, ჩავთვალე, რომ მაღა-
დავებდა. ასე დავმეგობრდით. მე თვრამეტი წლის ვიყავი, მას
კი ჩვიდმეტი ახალი შესრულებული ჰქონდა. მექსიკაში თხუთ-
მეტი წლიდან ცხოვრობდა. ერთხელ ცხენით სასეირნოდ დავ-
პატიჟე. ცხენზე ჯდომა ძალიან კარგად ვიცი, მამაჩემს ტლას-
კალაში მიწები ჰქონდა და ცხენიც ჰყავდა. ისიც ამბობდა,
ცხენზე ჯდომა მეხერხებაო და შევთავაზე, ამ კვირას მამაჩემს
მივყვები ტლასკალაში და თუ გინდა, შეგიძლია, შენც გამოგ-
ვყვე-მეთქი. ძალიან გავერანებული იყო ის მიწები. მამაჩემმა
იქ ხის ქოხი ჩადგა და იქაურობას აღარ შორდებოდა. იმ გა-
უბედურებული ქოხის გარდა გამომშრალი მიწისა და ბუჩქე-
ბის მეტი არაფერი იყო. რომ ჩავედით, იქაურობას ღიმილით
გადახედა, თითქოს ამბობდა, ცხადია, ვიცოდი, რომ ელეგან-
ტურ რანჩოში არ მეპატიჟებოდი, ან სასახლეში, მაგრამ ეს მა-
ინც მეტისმეტიაო. იქაურობის გამო შემრცხვა კიდეც. უნაგი-
რიც კი არ გვქონდა და ცხენსაც კი მეზობლები გვინახავდნენ.
ერთხანს, სანამ მამაჩემი მეზობლებთან იყო გადასული ცხე-
ნის წამოსაყვანად, იმ ქვა-ღორღზე ვსეირნობდით. ვცდილობ-
დი წიგნებზე მელაპარაკა, მე რომ უკვე მქონდა წაკითხული,
მას კი არა, მაგრამ თითქმის არ მისმენდა. მიდიოდა, ეწეოდა,
მიდიოდა და ეწეოდა. გარშემო პეიზაჟი სულ ერთნაირი იყო.
ასე ვიარეთ, სანამ მამაჩემის მანქანის პიპინი არ გავიგონეთ
და მერე ის კაცი მოვიდა, ცხენს რომ უვლიდა, ქვეითად, ცხენი
საბელით მოჰყავდა. ქოხთან რომ დავბრუნდით, მამა და ის
კაცი მანქანით რაღაც საქმის მოსაგვარებლად წავიდნენ, ცხე-
ნი კი ხეზე მიბმული გველოდა. ჯერ შენ შეჯექი-მეთქი, შევთა-
ვაზე, არაო, მიპასუხა (ეტყობოდა, რომ ფიქრები სხვა რამით
ჰქონდა დაკავებული), შენ შეჯექიო. ვარჩიე, არ შევკამათებო-
დი, შევჯექი და მაშინვე გავაჭენე. როდესაც უკან დავბრუნდი,
225 მკითხველთა ლიგა
მიწაზე დამჯდარი დამხვდა, ზურგით ქოხის კედელს იყო მიყ-
რდნობილი და ისევ ეწეოდა. კარგად ზიხარ ცხენზეო, მით-
ხრა. მერე წამოდგა, ცხენს მიუახლოვდა, თქვა არ ვარ მიჩ-
ვეული უუნაგიროდ ჯდომასო, მაგრამ მაინც შეჯდა, ერთი ნახ-
ტომით, მე მიმართულება ვუჩვენე და ავუხსენი, საით იყო
მდინარე, უფრო სწორად, მდინარის კალაპოტი. ახლა დამ-
შრალია, მაგრამ წვიმა რომ მოდის, ივსება და ლამაზია-მეთ-
ქი, დავამატე. მერე გააჭენა. კარგად აჭენებდა. მე კარგი მხე-
დარი ვარ, მაგრამ ისიც ჩემნაირი, ან ჩემზე უკეთესი მხედარი
აღმოჩნდა, უუზანგოდ ცხენის ჭენება ძნელია, მაგრამ ცხენის
ზურგს იყო გაკრული, სანამ თვალთამზერიდან არ დავკარგე.
სანამ ველოდი, ქოხთან დაყრილ ნამწვებს ვითვლიდი და მო-
მინდა, მოწევა მეც მცოდნოდა. რამდენიმე საათის შემდეგ,
ისევ მამაჩემის მანქანაში ჩავსხედით, ის წინ ჩაჯდა, მე – უკან.
მითხრა, ამ მიწების ქვეშ ნამდვილად პირამიდა იქნება ჩამარ-
ხულიო. მახსოვს, მამაჩემმა გზას თვალი მოაშორა, შებრუნდა
და ყურადღებით შეხედა. პირამიდები? დიახო, უპასუხა მან, ეს
ნიადაგი სავსე უნდა იყოს პირამიდებითო. მამაჩემს თავისი
აზრი არ გამოუთქვამს. მე კი უკანა სავარძლის ბინდიდან
ვკითხე, ასე რატომ გგონია-მეთქი. არაფერი უპასუხია. მერე
სხვა თემებზე დავიწყეთ საუბარი, მაგრამ მე მაინც იმაზე
ვფიქრობდი, პირამიდები რატომ ახსენა-მეთქი. პირამიდებზე
ვფიქრობდი. ვფიქრობდი მამაჩემის იმ ქვა-ღორღიან მიწაზე
და დიდი ხნის შემდეგ, მაშინაც კი, როდესაც ვეღარ ვნახუ-
ლობდი, საკმარისი იყო, იმ ჩვენს ნაკვეთში წავსულიყავი,
რომ ისევ მიწაში ჩამარხულ პირამიდებზე მეფიქრებოდა. მე-
ფიქრებოდა იმაზეც, რომ ერთადერთხელ ვნახე, როგორ მი-
აჭენებდა ცხენს იმ პირამიდებზე, თვალწინ დამიდგებოდა,

226 მკითხველთა ლიგა


როგორ იჯდა მიწაზე, მარტოდმარტო, ქოხის კედელს მიყ-
რდნობილი და როგორ ეწეოდა.

ლაურა ხაურეგი, ტლალპანი, მეხიკო, 1976 წლის იანვარი.


სანამ გავიცნობდი სესარის, ანუ სესარ არიაგას შეყვარებული
ვიყავი. სესარი უნივერსიტეტის პოეზიის სახელოსნოში მყავ-
და გაცნობილი, მის გარდა იქ მარია ფონტი და რაფაელ ბა-
რიოსიც გავიცანი, კიდევ ულისეს ლიმა, რომელსაც მაშინ
ულისეს ლიმა არ ერქვა. რა ვიცი, იქნებ ერქვა კიდეც, მაგრამ
ჩვენ ნამდვილ სახელს ვეძახდით, ალფრედოს, თუმცა, გვარი
არ მახსოვს. მოკლედ, გავიცანი სესარი და ერთმანეთი შეგ-
ვიყვარდა, ან მოგვეჩვენა, რომ შეგვიყვარდა. ორივე ულისეს
ლიმას ჟურნალთან ვთანამშრომლობდით. ეს ამბავი 1973
წლის მიწურულს მოხდა, უფრო დაზუსტებით თქმა არ შემიძ-
ლია. მაშინ რამდენიმე დღე გადაბმულად წვიმდა. ეს იმიტომ
მახსოვს, რომ შეკრებებზე სულ დასველებულები მივდი-
ოდით. მერე კი ჟურნალი Lee Harvey Oswald-ი გამოვუშვით,
რა სახელია, არა? ჟურნალი არქიტექტურის სახელოსნოში
მომზადდა. იმ სახელოსნოში მარიას მამა მუშაობდა. იქ სა-
სიამოვნო საღამოებს ვატარებდით, ღვინოს ვწრუპავდით და
რომელიმე ჩვენგანს ყოველთვის სენდვიჩები მოჰქონდა, მე,
სოფიას ან მარიას. ბიჭებს კი არასოდეს არაფერი მოუტანი-
ათ, თუმცა, არა, თავიდან ასე არ იყო. ეს მერე ხდებოდა, რო-
დესაც იმათ, ვისაც რაღაცები მოჰქონდა, ანუ, ასე ვთქვათ,
უფრო კულტურულებმა პროექტი მიატოვეს, ყოველ შემთხვე-
ვაში შეკრებებზე აღარ ჩნდებოდნენ. მერე შემოგვემატა პან-
ჩო როდრიგესი და ყველაფერი ყირამალა დადგა, ყოველ
შემთხვევაში ის, რაც მე მეხებოდა. ჟურნალში ისევ ვიყავი,
ჟურნალის ხალხსაც ვხვდებოდი, უფრო იმიტომ, რომ სესარი
227 მკითხველთა ლიგა
იქ იყო, მარია და სოფიაც იქ იყვნენ (ანხელიკას მეგობარი
არასოდეს ვყოფილვარ იმ გაგებით, რასაც ნამდვილი მეგო-
ბარი ჰქვია), და არა იმის გამო, რომ ჩემი ლექსები დაებეჭ-
დათ. პირველ ნომერში ჩემი არაფერი ყოფილა, მეორეში ერ-
თი ლექსი უნდა გასულიყო, „ლილიტი“ ერქვა, მაგრამ ბო-
ლოს არ ვიცი, რა მოხდა, აღარ დაბეჭდეს. სამაგიეროდ, Lee
Harvey Oswald-ში სესარის ლექსი გამოქვეყნდა, სახელწო-
დებით „ლაურა და სესარი“. ძალიან გულის ამაჩუყებელია,
მაგრამ ულისესმა სათაური შეცვალა (ან სესარი დაითანხმა,
შეეცვალა) და ბოლოს ლექსი „ლაურა & სესარის“ სათაურით
გამოვიდა. ულისეს ლიმას ასეთი რამეები ეხერხებოდა.
მოკლედ, ჯერ სესარი გავიცანი, მერე კი ლაურა & სესარი
შეყვარებულები თუ რაღაც ეგეთები გახდნენ. საწყალი სესა-
რი. ღია წაბლისფერი თმა ჰქონდა და კარგა მაღალი იყო. ბე-
ბიასთან ცხოვრობდა (მშობლები მიჩოაკანში ჰყავდა). ჩემი
პირველი ზრდასრული სექსუალური გამოცდილება სწორედ
მას უკავშირდება. უფრო სწორად, ჩემი მოზარდობის ბოლო,
ან ბოლოს წინა გამოცდილება, თუ კარგად დავფიქრდები.
დავდიოდით კინოში, ერთი-ორჯერ თეატრშიც ამოვყავით თა-
ვი. იმ დროისთვის ცეკვის სკოლაშიც ვესწრებოდი გაკვეთი-
ლებს და დროდადრო სესარიც მომყვებოდა. დროის დანარ-
ჩენ ნაწილს ხანგრძლივ სეირნობებში ვატარებდით, წაკით-
ხულ წიგნებზე ვსაუბრობდით, ან, უბრალოდ, ერთად ვიყავით
და არაფერს არ ვაკეთებდით. ასე გაგრძელდა რამდენიმე
თვე, შეიძლება სამი თუ ოთხი, ან სულაც ცხრა, მაგრამ ცხრა-
ზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა. ერთ დღეს კი დავშორდი. ეჭ-
ვიც არ მეპარება, რომ სწორედ მე ვიყავი ჩვენი დაშორების
მოთავე. ვუთხარი, ყველაფერი დამთავრდა-მეთქი, თუმცა,
დაშორების მიზეზი დამავიწყდა, მახსოვს, ეს ამბავი სესარმა
228 მკითხველთა ლიგა
ძალიან მშვიდად მიიღო, მეთანხმებოდა. მაშინ ის სამედიცი-
ნოს მეორე კურსზე სწავლობდა, მე კი ის-ის იყო ფილოსო-
ფიისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. იმ დღეს
ლექციებზე არ წავედი, მარიას მივაკითხე სახლში, მეგობარ-
თან დალაპარაკება მინდოდა, ტელეფონით კი არა, პირისპირ
დალაპარაკებას ვგულისხმობ. კოლიმის ქუჩაზე მარიასთან
მისულს ეზოს კარი ღია დამხვდა. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა,
რადგან კარს ყოველთვის კეტავდნენ ხოლმე მარიას დედის
ახირების გამო. ჰოდა, შევედი, ზარი დავრეკე, კარი გაიღო და
ვიღაც ტიპმა, რომელიც ადრე არასოდეს მენახა, მკითხა, ვინ
გნებავთო. არტურო ბელანო აღმოჩნდა. მაშინ ოცდაერთისა
იყო, გამხდარი, ძალიან გრძელ თმას ატარებდა და სათვა-
ლეს, საშინელ სათვალეს. მიუხედავად იმისა, რომ არც ისეთი
ახლომხედველი იყო, თითო თვალში სულ რამდენიმე დიოპ-
ტრია აკლდა, მაინც საშინელი სათვალე ეკეთა. სულ ორიოდე
სიტყვა ვუთხარით ერთმანეთს, ისიც მარიასთან იყო მისული
კიდევ ერთ პოეტთან ერთად. იმ მეორეს ანიბალი ერქვა და
მაშინ მარიაზე გიჟდებოდა. მე რომ მივედი, უკვე წასვლას
აპირებდნენ.
მეორედ იმავე დღეს ვნახე. მთელი დღე მარიასთან ლაპა-
რაკში გავატარე, მერე ქალაქის ცენტრში გავედით, მგონი,
ცხვირსახოცების საყიდლად და ისევ განვაგრძეთ ლაპარაკი
(თავიდან სესარსა & ლაურაზე, მერე ყველაფერზე, რაც აქამ-
დე იყო მომხდარი და მომავალში მოხდებოდა), სეირნობა
იმით დავასრულეთ, რომ კაფე „კიტოში“ კაპუჩინოს დასალე-
ვად შევედით, სადაც მარიას ანიბალთან ჰქონდა პაემანი და-
ნიშნული. ასე, საღამოს ცხრისთვის არტურო გამოჩნდა. ამჯე-
რად, ვიღაც ჩვიდმეტი წლის ჩილეელთან ერთად. იმ ჩილე-
ელს ფელიპე მიულერი ერქვა. მისი საუკეთესო მეგობარი აღ-
229 მკითხველთა ლიგა
მოჩნდა, ძალიან მაღალი ტიპი იყო, ქერა, ხმას თითქმის არ
იღებდა და არტუროს ყველგან დაჰყვებოდა. ისინიც ჩვენთან
ერთად დასხდნენ, ცხადია. მერე სხვა პოეტებიც მოვიდნენ,
არტუროზე ცოტათი უფროსები, მათგან რეალვისცერისტების
წევრი არც ერთი არ იყო, სხვადასხვა მიზეზთან ერთად, იმი-
ტომაც, რომ ვისცერისტური რეალიზმის ჯგუფი არც კი არსე-
ბობდა. უბრალოდ, ის პოეტები არტუროს მეგობრები ჯერ კი-
დევ მაშინ იყვნენ, სანამ ჩილეში გაემგზავრებოდა, ანიბალი-
ვით, და გამოდის, რომ მაშინაც იცნობდნენ, როცა ჩვიდმეტი
წლისა იქნებოდა. ის პოეტები სინამდვილეში ჟურნალისტები
და სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავენი აღმოჩნდნენ, იმ
კატეგორიის ხალხი, სულ მოწყენილები რომ არიან და ცენ-
ტრიდან არასოდეს გადიან, ცენტრის გარკვეული ზონებიდა-
ნაც კი, უფრო კონკრეტულად, მოწყენილები დაიარებიან ზო-
ნაში ჩაპულტეპეკის გამზირიდან სამხრეთით და რეფორმის
გამზირიდან ჩრდილოეთით. კიდევ იყვნენ „ელ ნასიონალის“
მოხელეები, „ექსელსიორის“46 კორექტორები, ქალაქის მე-
რიის სამდივნოს კანცელარიის ვირთხები, რომლებიც, რო-
გორც კი მუშაობას მორჩებოდნენ, თავიანთი საცეცებითა თუ
მწვანე ფოთლებით მთელ ბუკარელის მოედებოდნენ ხოლმე.
მიუხედავად მათი ნაღვლიანობისა, იმ საღამოს ბევრი ვიცი-
ნეთ, ფაქტობრივად, მთელ საღამოს არ გავჩუმებულვართ.
მერე ავტობუსების გაჩერებამდე ერთად გავისეირნეთ მე, მა-
რიამ, ანიბალმა, ფელიპე მიულერმა, გონსალო მიულერმა
(ფელიპეს ძმა იყო, რომელიც ძალიან მალე მიემგზავრებოდა
მექსიკიდან) და არტურომ. გზაში ვეწეოდით და რადგან ყვე-
ლანი ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავით, სესარი აღარც კი მახ-

46 „ელ ნასიონალი“, „ექსელსიორი“ – ცნობილი მექსიკური გაზეთები


230 მკითხველთა ლიგა
სოვდა. მარია მეხიკოს ღამის ცას ასცქეროდა. ცაზე ვარ-
სკვლავები ისე ციმციმებდნენ, თითქოს ჰოლოგრამის პროექ-
ცია ყოფილიყო. ჩვენც რაღაც უცნაურად მსუბუქად მივაბიჯებ-
დით და წინ სულ ნელა, ძალიან ნელა მივიწევდით, მერე უკან
ვბრუნდებოდით, თითქოს გვინდოდა, ის გზა, ავტობუსის გა-
ჩერებამდე რომ გვრჩებოდა, რაც შეიძლება დიდხანს გაგვეგ-
რძელებინა. არადა, იმ გაჩერებამდე ადრე თუ გვიან უცილობ-
ლად მივიდოდით. ვსეირნობდით და ყველანი ზეცას ავცქე-
როდით (ვარსკვლავებს, რომლებსაც მარია ითვლიდა), თუმ-
ცა დიდი ხნის შემდეგ არტურო გამომიტყდა, რომ იგი ვარ-
სკვლავებს კი არა, იმ სინათლეებს შესცქეროდა, ვერსალის,
ლუცერნის, ლონდონის ქუჩების მანსარდებივით პაწაწინა ბი-
ნებიდან რომ გამოდიოდა და მაშინ უკვე ხვდებოდა, რომ მისი
ყველაზე დიდი ბედნიერება იქნებოდა, ასეთ ერთ-ერთ პატა-
რა ბინაში მჯდარიყო ჩემთან ერთად და ვახშმად ბუკარელის
ქუჩის გამყიდველებისგან ნაყიდი კრემიანი ფუნთუშები ჰქო-
ნოდა. მაგრამ, მაშინ ჩემთვის ეს არ უთქვამს (გიჟად ჩავ-
თვლიდი), მარტო ის მითხრა, შენი ლექსების წაკითხვა მინ-
დაო. გარდა ამისა, გამომიტყდა, ვარსკვლავებზე ვგიჟდები,
სულერთია ჩრდილო ნახევარსფეროს ეკუთვნის თუ სამხრეთ-
სო. ბოლოს კი ტელეფონის ნომერი გამომართვა.
ჩემი ტელეფონის ნომერი მივეცი და მეორე დღესვე დამი-
რეკა. შეხვედრაზე შევთანხმდით, მაგრამ ცენტრში არა. ვუთ-
ხარი, სახლიდან გამოსვლა არ შემიძლია, უნდა ვიმეცადინო-
მეთქი. არადა, ტლალპანში ვცხოვრობდი. მან კი მიპასუხა,
ძალიან კარგი, მე მოვალ და თან ტლალპანსაც გავიცნობო.
ვუთხარი, არაფერი ცნობა არ უნდა, ჯერ მეტროთი უნდა წა-
მოხვიდე, მერე ავტობუსით, მერე სხვა ავტობუსში გადაჯდე-
მეთქი. მერე, არ ვიცი, რატომ ვიფიქრე, რომ დაიკარგებოდა
231 მკითხველთა ლიგა
და დავამატე, მოიცა, მეტროს შესასვლელთან დამელოდე-
მეთქი. მეტროსთან მისულს ხილის ყუთებზე დამჯდარი დამ-
ხვდა, ზურგით ხეს მიჰყრდნობოდა. საუკეთესო ადგილი ამო-
ერჩია იმისათვის, რომ მაშინვე დამენახა. რა ბედი გაქვს-მეთ-
ქი, ვუთხარი. ჰოო, მიპასუხა, ძალიან იღბლიანი ვარო. იმ
დღეს ჩილეზე მელაპარაკა, არ მახსოვს, თვითონ მოინდომა,
თუ მე ვთხოვე. თუმცა, სხვა ამბებზეც ვსაუბრობდით. კიდევ
მიყვებოდა გვატემალაზე, სალვადორზე, იმაზე, რომ მთელი
ლათინური ამერიკა შემოვლილი ჰქონდა, ყოველ შემთხვევა-
ში, წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ, და ერთმანეთს
პირველად ვაკოცეთ. მერე ერთად კარგა ხანს ვიყავით. ერ-
თად გადავედით საცხოვრებლად და მერე მოხდა ის, რაც
მოხდა, ანუ ერთმანეთს დავშორდით. მე დედაჩემის სახლში
დავბრუნდი და ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე (იმედი
მაქვს, ერთხელაც კარგი ბიოლოგი გამოვალ, გენეტიკური
განხრით ვაპირებ სპეციალიზაციას). არტუროს კი უცნაური
რამეები დასჩემდა. ვისცერალური რეალიზმიც, როგორც ასე-
თი, მაშინ ჩამოყალიბდა. თავიდან ყველას ხუმრობა გვეგონა,
მაგრამ მერე მივხვდით, რომ ხუმრობა არ უნდა ყოფილიყო
და რაც მის სერიოზულობაში დავრწმუნდით, ზოგი ალბათ
ინერციით, ზოგი იმიტომ, რომ ასეთი დაუჯერებელი რამ შე-
საძლებელი აღმოჩნდა, ან იმიტომ, რომ მეგობრებთან დაშო-
რება არ გვინდოდა, დინებას მივყევით და ვისცერული რე-
ალისტები გავხდით, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ გულის
სიღრმეში არავინ ამას სერიოზულად არ აღიქვამდა, მინდო-
და მეთქვა, სულ გულისგულში-მეთქი.
იმ დროისთვის უნივერსიტეტში ახალი მეგობრები გამო-
მიჩნდნენ და არტუროს სულ უფრო და უფრო იშვიათად ვნა-
ხულობდი. მისი მეგობრებიდანაც მხოლოდ მარიას თუ დავუ-
232 მკითხველთა ლიგა
რეკავდი ხოლმე, მაგრამ, ვგრძნობდი, რომ მე და მარიაც
ვშორდებოდით ერთმანეთს. ასე თუ ისე, მაინც ყოველთვის
ვიცოდი, არტურო რას აკეთებდა, და ვფიქრობდი, თავში რა
სისულელეები მოსდის, როგორ შეიძლება ასეთი სიბრიყვისა
სჯეროდეს-მეთქი. ერთხელ ღამით, როდესაც ვერა და ვერ
დავიძინე, ფიქრებს გავყევი და უცებ მომეჩვენა, რომ არტურო
ამ ყველაფერს ჩემთვის აკეთებდა, რომ ასეთი ფორმით ცდი-
ლობდა ეთქვა, არ მიმატოვო, ნახე, რის გაკეთება შემიძლია,
ჩემთან დარჩიო. მაშინ მივხვდი, რომ სულის სიღრმეში მაგა-
რი ნაძირალა უნდა ყოფილიყო. რადგან ერთია, როდესაც
თავს იტყუებ და სულ სხვა, როდესაც სხვების მოტყუებას ცდი-
ლობ. მთელი ეს ვისცერისტური რეალიზმი სასიყვარულო წე-
რილი იყო, იდიოტი ფრინველის გიჟური პოზა მთვარის შუქ-
ზე, სრულიად ვულგარული და უმნიშვნელო რამ.
არადა, სულ სხვა რამის თქმას ცდილობდა.

ფაბიო ერნესტო ლოხიაკომო, ჟურნალ „ლა ჩისპას“ რე-


დაქცია, დამოუკიდებლობისა და ლუის მოიას ქუჩების გასა-
ყართან, მეხიკო, 1976 წლის მარტი. მექსიკაში 1975 წლის
ნოემბერში ჩამოვედი. სანამ მექსიკამდე მოვაღწევდი, ლათი-
ნური ამერიკის სხვა ქვეყნებში მხოლოდ ბედს მინდობილი
ვცხოვრობდი. ოცდაოთხი წლის ვიყავი და ჩემი ცხოვრება უნ-
და შემეცვალა. ლათინურ ამერიკაში ასე ხდება ხოლმე, მი-
ჯობს, სხვა ახსნას თავი ავარიდო. სანამ თავს პანამას ვაფა-
რებდი, გავიგე, რომ „კასა დე ლას ამერიკასის“47 პოეზიის
პრიზი მომიგია. ძალიან გავიხარე. მაყუთი არ მქონდა და ამ

47„კასა დე ლას ამერიკას“ – 1959 წელს კუბაზე დაარსებული სახელმწი-


ფო ორგანიზაცია რომლის მიზანია ლათინური ამერიკისა და მსოფლიოს
სხვა ქვეყნებთან სოციალურკულტურული კავშირების განვითარება.
233 მკითხველთა ლიგა
მოგებული ფულით შევძელი მექსიკაში გასამგზავრებელი ბი-
ლეთიც ამეღო და კარგადაც გავმძღარიყავი. საინტერესო ის
იყო, რომ კონკურსზე იმ წელს არაფერი გამიგზავნია. სრულ
სიმართლეს ვამბობ. წინა წელს გავგზავნე წიგნი, მაგრამ ხსე-
ნების ღირსიც არ გახადეს. მეორე წელიწადს კი უცებ ვიგებ,
რომ პრიზიც ამიღია და დოლარებიც. პირველად ეს ამბავი
რომ შემატყობინეს, ვიფიქრე, რაღაც ავურიე-მეთქი. შიმში-
ლით კუჭი მიხმებოდა. ჰოდა, როცა გშია, ასე იცის, შეიძლება
რაღაც მოგელანდოს. მერე სხვა აზრმა გამიელვა, ვაითუ სხვა
ლოხიაკომოც არსებობს-მეთქი, მაგრამ მაშინ იმდენი დამ-
თხვევა უნდა ყოფილიყო, რომ, ვარიანტიც მაშინვე გამოვ-
რიცხე. წარმოიდგინეთ, სხვა არგენტინელი ლოხიაკომო,
ისიც ოცდაოთხი წლისა, თანაც ისეთი, რომ იმის ლექსებსაც
ჩემების სათაურები ჰქონოდა. მოკლედ რა... თუმცა ლათი-
ნურ ამერიკაში ასეთი რამეებიც მოსულა. ამიტომ, როდესაც
ხანდახან ლოგიკური პასუხი არც არსებობს, აჯობებს, თავი
არ გაიცხელო იმაზე ფიქრით, ნეტა ეს რა ლოგიკას ექვემდე-
ბარებაო. საბედნიეროდ, გამარჯვებული მე აღმოვჩნდი და
მთავარი ეს იყო. მერე „კასას“ ხალხმა ეს ამბავი ასე ამიხსნა,
შარშან გამოგზავნილი შენი წიგნი მაშინ დაიკარგაო და ეგე-
თები.
ასე რომ, მექსიკაში ჩასვლა მოვახერხე და მეხიკოში დავი-
ბუდე. მერე კი იმ ღლაპმა დამირეკა და მითხრა, შენთან ინ-
ტერვიუს ჩაწერა მინდაო თუ რაღაც ეგეთი. მე ინტერვიუ მო-
მესმა. ცხადია, დავთანხმდი. მართალი გითხრათ, თავს მარ-
ტოდმარტოდ და დაკარგულად ვგრძნობდი, არც ერთ ახალ-
გაზრდა მექსიკელ პოეტს არ ვიცნობდი და ინტერვიუ, თუ რაც
იქნებოდა, ამ პონტის გამოსასწორებლად ძალიან მაგარ შან-
სად ჩავთვალე. ასე რომ, იმავე დღეს შევხვდით ერთმანეთს.
234 მკითხველთა ლიგა
დათქმულ ადგილას რომ მივედი, დავინახე, რომ ერთი კი
არა, ოთხი პოეტი მელოდებოდა და ინტერვიუ კი არა, საუბა-
რი უნდოდათ ჩემთან, დიალოგი სამს შორის, რაც მექსიკის
საუკეთესო ჟურნალებში უნდა დაებეჭდათ. ერთმანეთში უნდა
გველაპარაკა ერთ მექსიკელს, ერთ ჩილეელს (ანუ იმათგან
ორს) და ერთ არგენტინელს, ანუ მე. ორი დანარჩენი მსმენე-
ლი იქნებოდა. თემა: რამდენად ჯანსაღი იყო ლათინური ამე-
რიკის ახალი პოეზია. კარგი თემა იყო. ჰოდა, მეც ვუთხარი,
ძალიან კარგი, როცა გინდათ, მაშინ დავიწყოთ, ოღონდ ცო-
ტა მოყუჩებული კაფე ვიპოვოთ და ვისაუბროთ-მეთქი.
მაგნიტოფონით იყვნენ მოსულები, მაგრამ საქმე საქმეზე
რომ მიდგა, საუბარმა გაჭედა. თავიდან დავიწყეთ. ასე ვიწვა-
ლეთ თითქმის ნახევარ საათს. მე ამასობაში ორი ყავის და-
ლევა მოვასწარი, ფული იმათ გადაიხადეს. ეტყობოდათ, რომ
ასეთ რამეებს მიჩვეულები არ იყვნენ, მინდა ვთქვა, მაგნიტო-
ფონს-მეთქი, ანუ მიკროფონში პოეზიაზე ლაპარაკს, არც თე-
მების მიცემას და მერე იმ თემების გაშლას-მეთქი. მოკლედ,
კიდევ რამდენჯერმე ვცადეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. გა-
დავწყვიტეთ, ყველას ცალ-ცალკე დაეწერა, რაც უნდოდა და
მერე გაგვეერთიანებინა. ამ საუბრის ბოლოს ეს მარტო მე და
ჩილეელმა გავაკეთეთ, არ ვიცი, მექსიკელს რა ეტაკა.
გადავწყვიტეთ, დღის დარჩენილი ნაწილი სეირნობაში
გაგვეტარებინა. ამ ბიჭებთან საინტერესო რაღაც დამემართა,
ან იქნებ იმ ყავის ბრალი იყო, რომლითაც გამიმასპინ-
ძლდნენ. რაღაც უცნაურად მეჩვენებოდნენ, თითქოს იქ იყ-
ვნენ და თან არც იყვნენ, არ ვიცი, როგორ ავხსნა. მექსიკელ
ახალგაზრდა პოეტებს სხვას არავის ვიცნობდი. მიზეზი ალ-
ბათ ეს არის-მეთქი, ვფიქრობდი. ბოლო ხანებში ბევრი ახალ-
გაზრდა პოეტი მყავდა გაცნობილი: პერუელები, კოლუმბიე-
235 მკითხველთა ლიგა
ლები, პანამელები და კოსტა-რიკელები, მაგრამ ასეთი შეგ-
რძნება აღარასოდეს გამჩენია. ახალგაზრდა პოეტებში ექ-
სპერტი ვარ, მაგრამ იქ მართლაც რაღაც უცნაური ხდებოდა,
რაღაც აკლდა, სიმპათია, იდეალების გაზიარების სრულყო-
ფილება, გულწრფელობა, რაც ლათინური ამერიკის არცერთ
პოეტურ დაჯგუფებას არ აკლია. საღამოსკენ, როგორც სიმ-
თვრალეში ნათქვამი, ისე მახსოვს, როგორ დავიწყე ჩემს წიგ-
ნზე ლაპარაკი. ჩემს ლექსებზე ვყვებოდი და არ ვიცი, რატომ,
ის ლექსი ვახსენე, დანიელ კონ-ბენდიტზე48 რომ მქონდა და-
წერილი. ის ლექსი დანარჩენებს არც სჯობდა და არც ჩამოუ-
ვარდებოდა, მაგრამ, ბოლოს წიგნში მაინც არ შევიდა. ალ-
ბათ წიგნების ზომაზე ვლაპარაკობდით, გვერდების რაოდე-
ნობაზე და ის ლექსი ამიტომაც გამახსენდა. ის ორნი (მექსი-
კელი და ჩილეელი) ძალიან გრძელ ლექსებს წერდნენ. ეს
თვითონ თქვეს, თორემ მე ჯერ არ წამეკითხა. მგონი, რაღაც
თეორიაც კი ჰქონდათ ჩამოყალიბებული გრძელი ლექსების
შესახებ და ლექს-რომანებს ეძახდნენ. იდეა ალბათ ფრანგე-
ბისგან ჰქონდათ აღებული, კარგად არ მახსოვს. ჰოდა, მეც,
ღმერთი-რჯული, რატომ, არ ვიცი, კონ-ბენდიტის შესახებ მო-
ვუყევი და ერთ-ერთმა მითხრა, როგორ თუ წიგნში არ შევი-
დაო! მე ვუთხარი, „კასა დე ლას ამერიკასმა“ გადაწყვიტა,
ამოეღოთ-მეთქი და მექსიკელმა მითხრა, იმედია, უფლება
მაინც გთხოვეს მაგის ამოღებაზეო, ვუპასუხე არა, უფლება არ
უთხოვიათ-მეთქი. მექსიკელი მეუბნება, ისე ამოგიგდეს წიგ-
ნიდან, რომ არაფერი გითხრესო? ჰო-მეთქი, ვუპასუხე. სინამ-
დვილეში მაშინ ჩემი მიგნება შეუძლებელი იყო. ჩილეელმა
მკითხა, მაინც რატომ ამოგიგდესო? კონკურსის ხალხმა მით-

დანიელ მარკ კონ-ბენდიტი (დ.1945 საფრანგეთში) – 1968 წ. სტუდენ-


48

ტური მღელვარების ერთ-ერთი ლიდერი


236 მკითხველთა ლიგა
ხრა, ცოტა ხნის წინ მაგ კონ-ბენდიტმა კუბის რევოლუციის წი-
ნააღმდეგ განცხადება გააკეთა და ჩილეელმა იკითხა, მარტო
ამის გამოო? ვუთხარი, ჩემი აზრით, ჰო-მეთქი, თუმცა, არც
ლექსი იყო დიდი არაფერი (ფუჰ, შენი, რა დამალევინეს, რომ
ასე გავტყვერი?), მართალია, გრძელი ლექსი იყო, მაგრამ
დიდი ვერაფერი შვილი-მეთქი და მექსიკელმა თქვა, ბოზიშ-
ვილებიო, მაგრამ ეს რაღაც რბილად გამოუვიდა, გაუბრაზებ-
ლად, თითქოს გულის სიღრმეში კუბელებს წყენის მიზეზს მი-
უხვდა, ან საერთოდ ფეხებზე ჰკიდია, მე თუ იმ ჰავანელ ამხა-
ნაგებს რა გვეწყინებაო.
ლიტერატურა უმანკო ამბავი არ არის, ეს კარგა ხანია ვი-
ცი, იმის მერე, რაც თხუთმეტი წლისა გავხდი. მახსოვს, მაშინ
რას ვფიქრობდი, მაგრამ ის აღარ მახსენდება, იმათ ვუთხარი
თუ არა და თუ ვუთხარი, რა კონტექსტში. მაშინ ის გასეირნება
(აქვე უნდა დავაზუსტო, რომ გავისეირნეთ არა ხუთივემ, არა-
მედ მარტო სამმა: მე, მექსიკელმა და ჩილეელმა, დანარჩენი
ორი მექსიკელი კი განსაწმენდელის კართან სადღაც აორ-
თქლდა) რაღაც ჯოჯოხეთის კარიბჭესთან სეირნობასავით გა-
მოგვივიდა.
სამივე ჩუმად მივაბიჯებდით, თითქოს ერთდროულად დავ-
მუნჯდით, მაგრამ ჩვენი სხეულები მაინც განაგრძობდნენ სინ-
ქრონულად სიარულს, თითქოს რაღაც გვიბიძგებს ამ უცხო
ტერიტორიაზე ვიაროთ, თავის ჭკუაზე მიგვაქანებს ამ სინკო-
პური და მდუმარე სეირნობისას, თუკი ნებას მომცემთ ასეთი
გამოთქმა ვიხმარო. და მაშინ რაღაც ჰალუცინაციასავით და-
მეწყო, არც პირველად იმ დღეს, და, ნაღდად, არც უკანასკნე-
ლად: პარკმა, სადაც ვსეირნობდით, რაღაც ტბის მაგვართან
გაგვიყვანა, იმ ტბამ რაღაც ჩანჩქერის მსგავსამდე, მერე იმ
ჩანჩქერმა წარმოქმნა მდინარე, რომელიც რაღაც სასაფლა-
237 მკითხველთა ლიგა
ოს მსგავსზე მიედინებოდა, და ყველაფერს: ტბას, ჩანჩქერს,
მდინარეს, სასაფლაოს, მუქი მწვანე ფერი ედო და მდუმარე-
ბაში ჩანთქმულიყო. გავიფიქრე: ან გავგიჟდი, რაც ძნელი
წარმოსადგენია, რადგან ყოველთვის საღი გონება მქონდა,
ან ამ ჩემისებმა ნარკოტიკით გამაბრუეს-მეთქი. დავუძახე, შე-
ჩერდით, ერთი წუთით შეჩერდით, თავს ცუდად ვგრძნობ, უნ-
და დავისვენო-მეთქი. რაღაც მიპასუხეს, მაგრამ ვერ გავიგო-
ნე, რა. მარტო ის დავინახე, რომ მიახლოვდებოდნენ და შე-
ვამჩნიე – იმდენი გონება შემრჩენოდა – რომ აქეთ-იქით ვი-
ყურებოდი, თითქოს ხალხს ვეძებდი, მოწმეებს, მაგრამ ირ-
გვლივ არავინ იყო, ტყეში ვიყავით შესულები, და მახსოვს
ვკითხე, ეს რა ტყეა-მეთქი, და მიპასუხეს ჩაპულტეპეკის ტყეა-
ო და მერე ძელსკამისკენ წამიყვანეს და ერთხანს იქ ვისხე-
დით და ერთ-ერთმა მკითხა, რა გტკივაო („ტკივილი“ ისეთი
ზუსტი, თავის ადგილას გამოყენებული სიტყვა იყო). მინდოდა
მეპასუხა, მთელი სხეული და სული მტკივა-მეთქი, მაგრამ
ამის ნაცვლად ვუთხარი, ალბათ სიმაღლის ბრალია, ჯერ ვერ
შევგუებივარ, ეტყობა ჩემზე იმოქმედა და რაღაცები მელან-
დება-მეთქი.

ლუის სებასტიან როსადო, კაფე „ოქროსფერი თაიგული“,


კოიოაკანის უბანი, მეხიკო, 1976 წლის აპრილი. მონსივაისს
უკვე ნათქვამი აქვს: მარინეტისა და ცარას მოწაფეები მხო-
ლოდ თავიანთი ხმაურიანი, აბსურდული, უცენზურო ლექსე-
ბით, ბეჭდვითი სიტყვის დონეზე იბრძოდნენ და ინფანტილუ-
რი ურთიერთობების ზღვარი არასოდეს გადაულახავთო.
მართალია, მონსი ამას სტრიდენტისტებზე ამბობდა, მაგრამ
იგივე შეიძლება ვისცერისტებზეც ითქვას. არავინ მათ სათვა-
ლავში არ აგდებდა და მათთვის განურჩეველ ლანძღვას არა-
238 მკითხველთა ლიგა
ვინ იშურებდა. 75-ის დეკემბერში, როცა შობის დღესასწაუ-
ლამდე სულ ცოტა დროღა იყო დარჩენილი, ჩემდა საუბედუ-
როდ, მათგან რამდენიმეს აქ, „ოქროსფერ თაიგულში“ გადა-
ვეყარე. იმ კაფეს მეპატრონე, დონ ნესტორ პესკეირა დამე-
მოწმება, ძალიან უსიამოვნო შეხვედრა იყო. ერთ-ერთი მათ-
განი, მათი ლიდერი ულისეს ლიმა გახლდათ, მეორეს, მსუ-
ქანს, დიდი ტანისას და შავგვრემანს მოკტესუმა თუ კუაუტე-
მოკი ერქვა, მესამეს პიელ დივინას ეძახდნენ. მე მაშინაც, აი,
აქ ვიჯექი, ალბერტო მურს და მის დას ველოდი, როცა თავს
მოულოდნელად დამატყდნენ, გარს შემომისხდნენ და მით-
ხრეს, ლუისიტო, მოდი, პოეზიაზე ვილაპარაკოთო, თუ მექსი-
კური პოეზიის მომავალი გავარჩიოთო, რაღაც ასეთი. აგრე-
სიული ადამიანი არ ვარ და, რა თქმა უნდა, ავნერვიულდი.
გავიფიქრე, აქ რა უნდათ, ჩემთან რატომ მოვიდნენ, რამდე-
ნის გადახდა მომიწევს-მეთქი. ვაღიაროთ, ნამდვილი უბედუ-
რებაა ეს ქვეყანა, და ამ ქვეყნის ლიტერატურაც რომ უბედუ-
რებაა, ისიც უნდა ვაღიაროთ. მოკლედ, ასე ოც წუთს ვისაუბ-
რეთ (არასოდეს ისე არ შევუწუხებივარ ალბერტიტოსა და მი-
სი კუდაბზიკა დის არაპუნქტუალობას, როგორც მაშინ) და
ბოლოს იქამდეც კი მივედით, რომ რაღაც საკითხებში ჩვენი
აზრები დაემთხვა. სინამდვილეში, ოთხმოცდაათ პროცენტში
ვეთანხმებოდით ერთმანეთს, როცა საუბარი ჩვენს ფობიებს
შეეხებოდა. რა თქმა უნდა, ლიტერატურულ საკითხებში მე
ყველაფერ იმას ვიცავდი, რასაც ოქტავიო პასი აკეთებდა. რა
თქმა უნდა, მათ, ალბათ, ყველაზე მეტად ის მოსწონდათ, რა-
საც თვითონ აკეთებდნენ. კიდევ კარგი. ვგულისხმობ, ცუდსა
და ნაკლებ ცუდს შორის, უარესი იქნებოდა თავი სოფლელი
პოეტების მოწაფეებად, ან საწყალი როსარიო კასტელანოსის
მიმდევრებად, ან ხაიმე საბინესის (ხაიმეს ხსენებით, ჩემი აზ-
239 მკითხველთა ლიგა
რით, უნდა ვიკმაროთ ჩამონათვალის გაგრძელება) გამოეც-
ხადებინათ. მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ იყო საკითხები,
სადაც ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვეოდა. მერე ალბერტო
მოვიდა. მე ჯერ ისევ ცოცხალი ვიყავი და რამდენიმე წამოძა-
ხილის, ორიოდ უცენზურო გამონათქვამის, „ოქროსფერი თა-
იგულის“ გარემოსთვის შეუფერებელი ჟესტის გარდა, დონ
ნესტორ პესკეირა დამემოწმება, სხვა არაფერი მომხდარა.
ალბერტო რომ მოვიდა, იმ დროისთვის ვთვლიდი, ამ უსიამო
შეხვედრას თავი ღირსეულად გავართვი-მეთქი. მაგრამ არ
ადგა ხულია მური და პირდაპირ არ ჰკითხა, ვინ ხართ და
დღეს რას აპირებთო? იმანკი, რომელსაც პიელ დივინას ეძახ-
დნენ, არც დაახანა, არც დაფიქრდა, ისე უპასუხა, არაფერს
და თუ რამის შემოთავაზება გინდა, თქვი, ყველაფრისთვის
მზად ვარო. მაშინ, ხულიტამ, ისე რომ ჩვენთვის ზედაც არ შე-
მოუხედავს და აინუნშიც არ ჩაუგდია, მე და მისი ძმა თვალებს
როგორ ვუბრიალებდით, განუცხადა, საცეკვაოდ „პრიაპოს-
ში“ წავიდეთო. ის „პრიაპოსი“ საშინლად ვულგარული ადგი-
ლი იყო მაიოსა თუ ტეპიტოს მე-10 უბანში, ერთხელ ვიყავი
ნამყოფი, მარტო ერთხელ და მთელი ჩემი არსებით ვცდი-
ლობდი დამევიწყებინა, და რადგან ვერც მე და ვერც ალბერ-
ტომ ვერ მოვახერხეთ ხულიტასთვის გადაგვეფიქრებინებინა,
რაღას ვიზამდით, ალბერტოს მანქანაში ჩავსხედით: მე და
ულისეს ლიმა წინ, უკან კი ხულიტა, პიელ დივინა და ის ვიღაც
კუაუტემოკი თუ მოკტესუმა. გულწრფელად რომ ვთქვა, მე უა-
რესის მეშინოდა, არ იყო სანდო ხალხი. ვიღაცამ მიამბო, რო-
გორ მიიმწყვდიეს ერთხელ მონსი „სანბორნსის“49 კუთხეში,
„კასა ბორდას“ შენობაში. არადა, მონსი ხომ მათთან ერთად
49„სანბორნსი“ – მაღაზიებისა და რესტორნების მსხვილი ქსელი მექსიკა-
ში
240 მკითხველთა ლიგა
ყავის დასალევად იყო მისული, ანუ შეხვედრაზე დასთანხმდა.
ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ მისი ბრალიც
იყო, რაც მოხდა. აკი ყველამ იცოდა, რომ რეალვისცერისტე-
ბი სტრიდენტისტებს არ ჩამოუვარდებოდნენ, ისიც ყველამ
იცოდა, მონსი სტრიდენტისტებზე რას ფიქრობდა. ასე რომ,
გულის სიღრმეში ვერ იწუწუნებდა, ეს რა დამემართაო. თუმ-
ცა, მეორე მხრივ, სინამდვილეში რა მოხდა, არავინ, ან ძალი-
ან ცოტამ თუ იცის. რამდენჯერმე მინდოდა მეკითხა, მაგრამ
მორიდებული კაცი ვარ და თანაც არ მიყვარს ადამიანს
მტკივნეულ ადგილზე დავაბიჯო ფეხი. არაფერი მიკითხავს,
მაგრამ, ვისცერისტებთან შეხვედრის დროს რომ რაღაც მოხ-
და, ეს ყველამ იცოდა, ყველამ, ვისაც უყვარდა ეს კაცი და
იმათაც, ვისაც გულის სიღრმეში, ჩუმად სძულდა. ვარაუდები
და ვერსიები უამრავი იყო (მისადაგებული ყველა გემოვნები-
სათვის). მოკლედ, ამაზე ვფიქრობდი, სანამ ალბერტოს მან-
ქანა „პრიაპოსისკენ“ ხან სარბოლი მანქანასავით მიქროდა,
ხან ტარაკანივით მიცუხცუხებდა, იმის მიხედვით, თუ როგორ
გზაზე მივდიოდით. უკანა სავარძელზე ხულიტა არ ჩუმდებო-
და, იმ ორ გაიძვერა ვისცერისტს ენის გაუჩერებლად ექაქანე-
ბოდა. დისკოთეკის აღწერას გამოვტოვებ. ღმერთს ვფიცავ,
დარწმუნებული ვიყავი, რომ იქიდან ცოცხლები ვერ გამოვაღ-
წევდით. მარტო იმას ვიტყვი, რომ ავეჯი და სულიერ არსება-
თა წარმომადგენლები, რომლებიც იქ დაგვხვდნენ, პირდა-
პირ ლისარდის „თუთიყუში სარნიენტოს“50 მარიანო ასუელას

ხოსე ხოაკინ ფერნანდეს დე ლისარდი (1776-1827) – მექსიკელი მწე-


50

რალი და პოლიტიკური ჟურნალისტი. მისი რომანი „თუთიყუში სარნიენ-


ტო“ (1816) ითვლება ლათინური ამერიკის პირველ დაბეჭდილ რომანად.
241 მკითხველთა ლიგა
„ისინი, ვინც ქვემოთაას“,51 დელ პასოს „ხოსე ტრიგოს“,52
53
„ლა ონდას“ ყველაზე უარესი რომანებიდან და ორმოცდა-
ათიანი წლების ყველაზე ეროტიკული ფილმებიდან გადმომ-
ხტრებს ჰგავდნენ (ერთი ქალი თან ზედგამოჭრილი ტონგო-
ლელე54 იყო, რომელიც, მართალი გითხრათ, არა მგონია,
ორმოცდაათიანების კინოში გადაეღოთ, მაგრამ ნამდვილად
რომ შესაფერისი იქნებოდა, წყალი არ გაუვა). მოკლედ, რო-
გორც ვამბობდი, იმ „პრიაპოსში“ შევედით და საცეკვაო მო-
ედანთან ახლოს დავსხედით და სანამ ხულიტა ჩა-ჩა-ჩას, ბო-
ლეროს თუ დანსონს ცეკვავდა, – მაინცდამაინც ვერ ვერკვე-
ვი ასეთ ცეკვებში, – მე და ალბერტომ რაღაცაზე დავიწყეთ
საუბარი (ჩემდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ მახსოვს,
რაზე) და ოფიციანტმა ტეკილის თუ მატარატის ბოთლი მოგ-
ვიტანა. წინააღმდეგობა არ გაგვიწევია, ისეთი სასოწარკვე-
თილები ვიყავით. და უცებ, სანამ ვინმე სხვა აზრს გამოთქვამ-
და, უკვე მთვრალები ვიყავით და ულისეს ლიმა რომელიღაც
ფრანგულ ლექსს კითხულობდა, ღმერთმა იცის, საიდან, მაგ-
რამ იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იმ ლექსში რაზე იყო სა-
უბარი, არა მგონია, ან ფრანგული ყოფილიყო, ან ინგლისუ-
რი. არ ვიცი, მომეჩვენა თუ ის ლექსი სადღაც უკვე მინახავს.

51 მარიანო ასუელა გონსალესი (1873-1952) – მექსიკელი ექიმი და მწე-


რალი, ითვლება მექსიკური რევოლუციური ლიტერატურის ერთ-ერთ ფუ-
ძემდებლად.
52 ფერნანდო დელ პასო (1935-2018) – მექსიკელი მწერალი, მხატვარი,

დიპლომატი. მისი ზემოხსენებული რომანი შესულია ესპანურ ენაზე მე-20


საუკუნეში დაწერილ 100 საუკეთესო რომანს შორის.
53 La Onda (ტალღა (ესპ.)) – 1960-იანი წლების მეორე ნახევარში ახალ-

გაზრდა მწერლების მიერ მექსიკაში შექმნილი ლიტერატურული მოძრა-


ობა, რომელიც ცდილობდა ლიტერატურაში დამკვიდრებული ტრადიციუ-
ლი ნორმების გარღვევას.
54 ტონგოლელე (ფსევდონ.) – იოლანდა მონტესი (1932 დ.), ამერიკული

წარმოშობის მექსიკელი მოცეკვავე


242 მკითხველთა ლიგა
ალბათ უფრო რიჩარდ ბროტიგანის55 ფრანგული თარგმანი
56
იქნებოდა, ანდა ჯონ ჯორნოსი, რომელიც არავინ იცის, რას
წარმოადგენს და ვინ არის საერთოდ, შეიძლება თვითონ ლი-
მას ფსევდონიმიცაა. მაგრამ, მართალი გითხრათ, ფრანგულ-
მა ცოტა არ იყოს, გამაოცა, კარგი გამოთქმა, ასატანი პრო-
ნონსი ჰქონდა და ლექსიც, როგორც ვთქვი, მეცნობოდა,
თუმცა, შეიძლება იმის გამო, რომ ამ დროს უკვე კარგა მაგ-
რად მთვრალი ვიყავი, თანაც ბოლეროს ჰანგები ყურში ულ-
მობლად მიწუოდა, ვერა და ვერ ვცნობდი. ვიფიქრე, კლოდე-
ლი ხომ არ არის-მეთქი, მაგრამ ვერც მე და ვერც თქვენ ვე-
რასოდეს წარმოიდგენდით ლიმას, რომელიც კლოდელს
კითხულობდა, არა? ბოდლერზეც წამივიდა ფიქრი, კატულ
მენდესზეც57 (რომლის ზოგიერთი ლექსი ნათარგმნი მქონდა
უნივერსიტეტის ერთი ჟურნალისთვის), ნერვალზეც ვიფიქრე.
ცოტა მრცხვენია, ვაღიარო, მაგრამ მარტო ამ პოეტებზე
ვფიქრობდი; ჩემდა სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ მიუხედა-
ვად ალკოჰოლით გაბრუებისა, საკუთარ თავს მაინც ჩავეკით-
ხე, ნერვალს მენდესთან რა შეიძლება საერთო ჰქონდეს-მეთ-
ქი. ცხადია, მერე მალარმეზეც ავიღე ეჭვი. როგორც აღმოჩ-
ნდა, ალბერტოც იმავეზე იტეხდა თავს, და განაცხადა, ბოდ-
ლერიაო. რა თქმა უნდა, ბოდლერი არ იყო. აი, ეს ლექსიც,
ვნახოთ, თუ გამოიცნობთ:

55 რიჩარდ ბროტიგანი (1935-1984) – ამერიკელი პროზაიკოსი და პოეტი,


1960-70-იანი წლების კონტრკულტურის განსაკუთრებული წარმომადგე-
ნელი
56 ჯონ ჯორნო (1935-2019) – ამერიკელი პოეტი, მსახიობი და პროდიუსე-

რი, რომელმაც არაერთი ექსპერიმენტული პოეტური ღონისძიება ჩაატა-


რა.
57 კატულ მენდესი (1841-1909) – ფრანგი პროზაიკოსი და პოეტი, პარნა-

სის სკოლის წარმომადგენელი


243 მკითხველთა ლიგა
Mon triste coeur bave à la poupe...
Mon coeur est plein de caporal!
Ils y lancent des jets de soupe,
Mon triste coeur bave à la poupe...
Sous les quolibets de la troupe
Qui pousse un rire général,
Mon triste coeur bave à la poupe,
Mon coeur est plein de caporal!

Ithyphalliques et pioupiesques
Leurs insultes l'ont dépravé; ;
À la vesprée, ils font des fresques
Ithyphalliques et pioupiesques;
Ô flots abracadabrantesques,
Prenez mon coeur, qu'il soit sauvé!
Ithyphalliques et pioupiesques
Leurs insultes l'ont dépravé!

Quand ils auront tari leurs chiques,


Comment agir, ô coeur volé?
Ce seront des refrains bachiques
Quand ils auront tari leurs chiques:
J'aurai des sursauts stomachiques,
Si mon cœur triste est ravalé!
Quand ils auront tari leurs chiques,
Comment agir, ô caur volé?
244 მკითხველთა ლიგა
რემბოს ლექსია. სიურპრიზიც ამას ჰქვია! მინდა ვთქვა,
ლამის სიურპრიზი-მეთქი. ნამდვილი სიურპრიზი ის იყო, რომ
ფრანგულ ლექსს ლიმა კითხულობდა. მოკლედ, ცოტა არ
იყოს, გავბრაზდი, რომ ვერ გამოვიცანი, რემბოს შემოქმედე-
ბას ხომ საკმაოდ კარგად ვიცნობ, მაგრამ ცუდად არ მიმიღია,
თანხვედრის კიდევ ერთი წერტილის პოვნა იქნებ სასიკეთოდ
გამოგვდგომოდა და ამ საშინელი ადგილიდან ცოცხლებს
გაგვეღწია. რემბოს წაკითხვის შემდეგ ლიმამ მისი ბიოგრა-
ფიისა და ომის ამბების მოყოლა დაიწყო, თუმცა, არ ვიცი,
რომელ ომზე ლაპარაკობდა. ომი ის თემაა, რომელიც არ მა-
ინტერესებს, მაგრამ ერთია, რაღაც კავშირი რემბოს, იმ ლექ-
სსა და იმ ომს შორის უნდა ყოფილიყო, და ის კავშირი ნამ-
დვილად ბინძური ჭორი იქნებოდა, თუმცა იმ დროისთვის ჩე-
მი ყურები და მერე თვალებიც გარშემო სხვა პატარ-პატარა
სიბინძურეებს ამჩნევდნენ (გეფიცებით, ხულიტა მურს აუცი-
ლებლად მოვკლავ, თუ ოდესმე კიდევ ამომაყოფინებს თავს
იმ „პრიაპოსში“). გარშემო სრულიად აუტანელი რამ ხდებო-
და: ახალგაზრდა, ბნელი კრიმინალები თავქარიან ოფიციანტ
გოგოებთან თუ ცანცარა ბოზანდარებთან ცეკვავდნენ და მათ
ისე თავბრუდამხვევად ატრიალებდნენ, რომ, ვაღიარებ, მათ-
მა ყურებამ სიმთვრალე უფრო გამიმძაფრა. მერე სადღაც
ჩხუბი ატყდა. არაფერი დამინახავს, მარტო ყვირილის ხმა
მესმოდა. სიბნელეს რამდენიმე ჯეელი გამოეყო და თან გა-
სისხლიანებულსახიან ტიპს მოათრევდა. მახსოვს, ალბერ-
ტოს ვუთხარი, აჯობებს წავიდეთ, სიტუაცია შეიძლება კიდევ
უფრო დაიძაბოს-მეთქი, მაგრამ ალბერტო ულისეს ლიმას
მონათხრობს უსმენდა და ყურადღება არ მომაქცია. მახსოვს,
ვაკვირდებოდი, როგორ ეცეკვებოდა ესტრადაზე ხულიტა
245 მკითხველთა ლიგა
ულისესის ერთ-ერთ მეგობარს, მერე მახსოვს საკუთარი თა-
ვი, როგორ ვცეკვავდი ბოლეროს პიელ დივინასთან ერთად
თითქოს სიზმარში ვიყავი, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობდი
იმ საღამოს. ალბათ, პირველად, ნამდვილად პირველად
ვგრძნობდი თავს კარგად იმ საღამოს. შემდეგი მოქმედება,
რაც დამამახსოვრდა, რაღაც გამოფხიზლებასავით იყო: ვე-
ჩურჩულებოდი ყურში ჩემს მეწყვილეს (ცეკვაში), წარმომიდ-
გენია, ჩვენი საქციელი დანარჩენ მოცეკვავეებს და მაყურებ-
ლებს როგორ აღაგზნებს-მეთქი. ის, რაც მერე მოხდა, გა-
უგებრობა იყო. ვიღაცამ შემაგინა. არ ვიცი როგორ, მაგრამ
თითქოს მაგიდის ქვეშ აღმოვჩნდი და დავიძინე. მგონი, პიელ
დივინას მკერდზე მქონდა თავი მიდებული და ისე მეძინა.
მაგრამ ვიღაცამ ნამდვილად შემაგინა, პიელ დივინამ სადაც
ვიყავი, იქ დამტოვა, თვითონ კი იმისკენ გაიწია საჩხუბრად,
ვინც შეურაცხყოფა მომაყენა (არ ვიცი, რა დამიძახეს, პედე-
რასტი თუ მეტრაკე. მიჭირს ამ სიტყვებთან შეგუება, არადა,
მესმის, რომ მომიწევს), მაგრამ ისეთი მთვრალი ვიყავი, კუნ-
თები ისე მქონდა მოდუნებული, რომ ხელი რომ გაეშვა, წა-
ვიქცეოდი. ამიტომ, იმითღა შემოიფარგლა, რომ გინება შო-
რიდან დაუბრუნა. თვალები დავხუჭე და შევეცადე, იმ სი-
ტუაციას ასე განვრიდებოდი. პიელ დივინას მხარს ოფლის
სუნი ასდიოდა, ძალიან უცნაური, მწკლარტე სუნი, მწარე კი
არა, არც ცუდი, მაგრამ ძალიან უცნაური, თითქოს ადამიანი
ეს-ესაა ქიმიური ნივთიერებების აფეთქებული ქარხნიდან უვ-
ნებელი გამოვიდაო. მერე ხმები მომესმა, ერთის კი არა, რამ-
დენიმესი, ორის მაინც. მგონი, კამათობდნენ. თვალები გავა-
ხილე. ღმერთო ჩემო! გარშემო მყოფების მაგივრად დავინახე
საკუთარი თავი: ცალი მკლავი და ლოყა პიელ დივინას მხარ-
ზე მქონდა ჩამოდებული, მარცხენა ხელით კი წელზე ვეხვე-
246 მკითხველთა ლიგა
ოდი. დავინახე და გავიაზრე, რას მოასწავებდა ის გაბრაზებუ-
ლი ბრბო, მკვლელის თვალებით რომ მომშტერებოდა. საკუ-
თარი სიმთვრალით გაოგნებულს ერთი სული მქონდა, იქი-
დან გავმქრალიყავი, მიწას ეყო პირი, მეხი დამცემოდა და და-
ვეწვი, ერთი სიტყვით, რაღაც ისეთი მომხდარიყო, თითქოს
საერთოდ არ ვარსებობდი. ასე როგორ გავტყვერი. სირცხვი-
ლისგან სახეზე ალმური ამდიოდა, გულს მაზიდებდა. პიელ
დივინას მოვშორდი, მაგრამ წონასწორობის შეკავება არ შე-
მეძლო. მივხვდი, რომ ერთდროულად ბოროტი ხუმრობისა
და შეურაცხყოფის ობიექტად ვიყავი ქცეული. ერთადერთ ნუ-
გეშად ისღა დამრჩენოდა, რომ ვინც დამცინოდა, ისიც შე-
ურაცხყოფის საგანი გამხდარიყო, თითქოს ბრძოლის ველი-
დან მოღალატურად გამოიქცაო (რომელი ბრძოლის, რომელ
ომზე ლაპარაკობდა ულისეს ლიმა?). იქნებ შევვედრებოდი
სამართლიანობისა თუ აპოკალიფსის ანგელოზებს, გამოგ-
ვცხადებოდნენ და უზარმაზარი სასწაული მოეხდინათ – ორი-
ვე ერთად გავექრეთ, ყველანი გავექრეთ, წერტილი დაესვათ
დაცინვისა და უსამართლობისათვის. მაგრამ, ამ დროს, გაყი-
ნული ტბებიდან, რომლებადაც ჩემი თვალები ქცეულიყვნენ
(დიდი ვერაფერი მეტაფორაა, მაგრამ „პრიაპოსში“ ჯოჯოხე-
თური სიცხე იყო და ამაზე უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე.
როგორმე ხომ უნდა აღმეწერა, რომ მზად ვიყავი, სადაცაა ავ-
ტირებულიყავი და ამ „სადაცაას“ ვნანობდი, უკან ვიხევდი,
მაგრამ ქუთუთოებს ტანჯვაგამოვლილი სითხე უკვე მისვე-
ლებდა), დავინახე როგორ ეხვეოდა ხულიტა მურის არაჩვეუ-
ლებრივი სხეული იმ კუაუტემოკს თუ მოკტესუმას თუ ნეცაუ-
ალკოიოტლს, მერე ის კუაუტემოკი და პიელ დივინა როგორ
ექაჩებოდნენ შემგინებლებს. ამასობაში კი ხულიტა ქამარს
მიკრავდა და მეკითხებოდა, ამ ნაძირლებმა რამე ხომ არ გიქ-
247 მკითხველთა ლიგა
ნესო და ესტრადიდანაც და იმ აუტანელი ბუნაგიდანაც რო-
გორ გამოვყავდი. უკვე გარეთ გამოსულს ხულიტა მანქანის-
კენ გამიძღვა, როცა თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი, ხო-
ლო როდესაც ხულიტამ უკანა სავარძელზე დამსვა, ვუთხარი,
არა, შევევედრე, წავიდეთ აქედან, ალბერტოს ნუ დაველოდე-
ბით, მარტო მე და შენ გავეცალოთ ამ საშინელ ადგილს, და-
ნარჩენები აქ დავტოვოთ, ამ საზიზღარ არსებებთან, ხულიტა,
დედას გაფიცებ, აქედან წამიყვანე-მეთქი. მან კი მიპასუხა,
კარგი რა, ლუისიტო, საღამოს ნუ ჩამიმწარებ, ნუ ახურებო.
მახსოვს, პასუხად როგორ ვუთხარი, თუ დავუყვირე, თუ შევ-
ყმუვლე: რაც მე გამიკეთეს, უარესია, ვიდრე ის, რაც მონსის
გაუკეთეს-მეთქი. ხულიტამ მკითხა, მონსის რა ჯანდაბა გაუკე-
თესო (და კიდევ მკითხა, რომელ მონსის გულისხმობ, მონცეს
თუ მონჩისო, აღარ მახსოვს), ვუპასუხე, მონსივაისს,58 ხული-
ტა, მონსივაისს, ესეისტს-მეთქი. მან კი მითხრა, გასაგებია,
საერთოდ არ ჩანდა გაკვირვებული. ღმერთო ჩემო, ამ გოგოს
რა შინაგანი ძალა აქვს-მეთქი, გავიფიქრე და, მგონი, მაშინ
ვარწყიე და ისევ ტირილი ამივარდა, ან ჯერ ტირილი ამივარ-
და და მერე ვარწყიე, თანაც ალბერტოს მანქანაში! ხულიტას
სიცილი აუტყდა და ამ დროს სხვებიც გამოვიდნენ იმ საშინე-
ლი შენობიდან. ვხედავდი, როგორ მოიწევდნენ ჩვენკენ ფა-
რების სინათლეზე მათი დამოკლებული ჩრდილები და ვფიქ-
რობდი, ეს რა ჩავიდინე, რა ჩავიდინე-მეთქი. ისე მრცხვენო-
და, რომ მანქანის სავარძელზე დავენარცხე, მოვიკუნტე და
თავი ძილს მივეცი. მაგრამ მათი ლაპარაკი მაინც მესმოდა.
ჯერ ხულიტამ თქვა რაღაც, მერე რეალვისცერისტებმა უპასუ-
ხეს, მათი ინტონაციით თუ ვიმსჯელებდი, ხალისიანად იყვნენ
58კარლოს მონსივაისი (1938-2010) – ცნობილი მექსიკელი მწერალი,
კრიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე
248 მკითხველთა ლიგა
და აგრესია სულ არ ეტყობოდათ. მერე ალბერტო ჩაჯდა მან-
ქანაში და წამოიძახა, ეს რა ჯანდაბაა, რა ყარსო. თვალები
გავახილე, შევეცადე მისი თვალები მომეძებნა და ვუთხარი,
მაპატიე, ალბერტო, არ მინდოდა, ძალიან ცუდად ვარ-მეთქი.
მერე ხულიტა ჩაჯდა მძღოლის გვერდით და თქვა, ალბერტო,
თუ ღმერთი გწამს, ფანჯრები გააღე, აქაურობა საშინლად
ყარსო. ახლა მას ვუთხარი, მაპატიე, ხულიტა, მაგრამ არც ისე
ყარს, ნუ აზვიადებ-მეთქი. ხულიტამ კი მიპასუხა: ლუისიტო,
ისეთი სუნია, თითქოს ერთი კვირის მკვდარი იყოო. ამ სიტ-
ყვებზე გამეცინა, ოღონდ სუსტად და უცებ მივხვდი, რომ თავს
უკეთ ვგრძნობდი. ქუჩის სიღრმეში, „პრიაპოსის“ განათებუ-
ლი აბრის ქვეშ ვიღაცების ჩრდილები დაბორიალებდნენ,
მაგრამ ჩვენკენ წამოსვლას არ აპირებდნენ. ხულიტა მურმა
თავისი ფანჯარა ჩამოსწია და პიელ დივინასა და მოკტესუმას
თუ კუაუტემოკს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. იმ კოცნის ად-
რესატი ულისეს ლიმა არ გამხდარა: იგი მანქანიდან მოშო-
რებით, ცალკე იდგა და ცას აჰყურებდა. მერე, პიელ დივინამ
თავი მანქანის ფანჯარაში შემოყო და მკითხა, ლუის, როგორ
ხარო. მგონი, არ მიპასუხია, ჟესტით მივანიშნე, კარგად-მეთ-
ქი. მერე ალბერტომ მანქანა დაძრა, ტეპიტოს უბანი უკან მო-
ვიტოვეთ და ბოლომდე ჩაწეული ფანჯრებით ჩვენი უბნისკენ
გავეშურეთ.

ალბერტო მური, პითაგორას ქუჩა, ნარვარტეს უბანი, მე-


ხიკო, 1976 წლის აპრილი. ლუისიტომ რაც თქვა, ბოლო წერ-
ტილამდე მართალია. ჰო, გადარეული და მყავს, მაგრამ მა-
ინც საყვარელი გოგოა. ჩემზე მარტო ერთი წლითაა უფროსი,
ოცდაორისაა და თან ძალიან ჭკვიანია. სადაცაა სამედიცინო
სასწავლებელს დაამთავრებს. პედიატრიის განხრით უნდა
249 მკითხველთა ლიგა
მუშაობა, უბრალო ვინმე არ გეგონოთ. ეს იმიტომ ვთქვი, თა-
ვიდანვე რომ გააცნობიეროთ, ვინ არის.
მეორე: მანქანას მეხიკოს ქუჩებში სარბოლ მანქანასავით
არ მივაქანებდი. ის ცისფერი „დოჯი“, რომელზეც იმ დღეს ვი-
ჯექი, დედაჩემის მანქანაა და ამიტომაც, ძალიან ფრთხილად
მიმყავდა, მგონი, გასაგებია. გულის არევას რაც შეეხება,
მართლაც შეუძლებელია ამის პატიება.
მესამე: „პრიაპოსი“ ტეპიტოშია, ეს როგორ ვთქვა, ბრძო-
ლის ზონაა, ან ჩარლის ზონა,59 ან რკინის ფარდის მეორე
მხარე. ბოლოს ჩხუბის მცდელობაც იყო, საცეკვაო მოედანზე,
მაგრამ პირადად მე ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, რადგან ამ
დროს მაგიდასთან ვიჯექი და ულისეს ლიმას ვესაუბრებოდი.
რამდენადაც ვიცი, 10 მაისის რაიონში არანაირი დისკოთეკა
არ არსებობს, ჩემი და დამემოწმება.
დაბოლოს, მეოთხე: მე ბოდლერი არ მითქვამს, ლუისმა
თქვა, ბოდლერიო და კატულე მენდესი და, მგონი, ვიქტორ
ჰიუგოც მიაყოლა. მე ჩუმად ვიჯექი, რემბო მეგონა, მაგრამ
ხმა არ ამომიღია. ესეც უნდა გაირკვეს.
ვისცერისტები ისე ცუდადაც არ იქცეოდნენ, როგორც თა-
ვიდან მოველოდით. იმ საღამომდე მათ მარტო ისე ვიცნობ-
დი, გადმოცემით. მეხიკოში თოთხმეტი მილიონი ადამიანი
ცხოვრობს, ხომ იცით. ჩემზე მეტ-ნაკლებად კარგი შთაბეჭდი-
ლება დატოვეს. იმ პიელ დივინას, საცოდავს, ჩემი დის შეც-
დენა უნდოდა, იმ მოკტესუმა როდრიგესსაც (და არა კუაუტე-
მოკს). რაღაც ეტაპზე თითქოს მართლაც გაუჩნდათ იმედი. სა-
ცოდავი სანახაობა იყო, თუმცა, ერთგვარი სინაზეც ახლდა.

ჩარლის ზონა – იგულისხმება ე.წ. „არავისი მიწა“, ნეიტრალური ტერი-


59

ტორია.
250 მკითხველთა ლიგა
რაც შეეხება ულისეს ლიმას, ისეთი შთაბეჭდილება დამ-
რჩა, თითქოს სულ დაბოლილი დადიოდა. ფრანგული ასატა-
ნად იცოდა. თანაც განსაკუთრებული ამბავი მიამბო რემბოს
ლექსის შესახებ. მისი თქმით, Le coeur Volé60 ავტობიოგრა-
ფიული ტექსტია, რომელშიც აღწერილია რემბოს მოგზაურო-
ბა შარლევილიდან პარიზისკენ, როცა ის სამხედრო ნაწილში
მისასვლელად გზას ქვეითად დაადგა. სწორედ იმ გზაზე გა-
დაეყარნენ მთვრალი ჯარისკაცები: ჯერ მასხრად აიგდეს, მე-
რე კი გააუპატიურეს. მართალი გითხრათ, ძალიან ბინძური
ამბავია.
მეტსაც გეტყვით: როგორც ლიმამ მითხრა, ზოგი ჯარისკა-
ცი, თუ მთლად მათი უფროსი არა – mon coeur couvert de
caporal-ის61 კაპრალი მექსიკაში ფრანგული ინტერვენციის
წინააღმდეგობის ვეტერანი ყოფილა. რა თქმა უნდა, არც მე
და არც ლუისიტოს არ გვიკითხავს, ამ ვერსიის დასამტკიცებ-
ლად რაიმე საბუთი თუ მოეპოვებოდა. მაგრამ, ამ ისტორიამ
უსაბუთოდაც მიიპყრო ჩემი ყურადღება (ლუისიტო არ დაინ-
ტერესებულა, ის უფრო ადარდებდა, რა ხდებოდა ჩვენ გარშე-
მო) და მეტის გაგება მოვინდომე. მაშინ, ლიმამ მიამბო, რომ
1865 წელს პოლკოვნიკ ლიბრეხტის ჯარს სონორაში სანტა-
ტერესა უნდა დაეკავებინა. მისი ცნობით ვინმე პოლკოვნიკ
ედუს, რომელიც მექსიკის ჩრდილო-დასავლეთის ჯარების
მომმარაგებელი საწყობებისთვის განკუთვნილ ტერიტორიას
აკონტროლებდა, სანტა-ტერესას მიმართულებით ოცდაათი
მხედრისგან შემდგარი რაზმი გაეგზავნა.

60Le Coeur Volé (ფრანგ.) – მოპარული გული


61mon ceur couvert de caporal (ჩემი გული კაპრალმა გადაქელა (ფრანგ.)
– სტრიქონი რემბოს ზემოხსენებული ლექსიდან
251 მკითხველთა ლიგა
რაზმს კაპიტანი ლორანი და ლეიტენანტები – რუფანში და
გონსალესი მიუძღვებოდნენ, ეს უკანასკნელი მექსიკელი მო-
ნარქისტი ყოფილა. ლიმას თქმით, რაზმი სანტა-ტერესასთან
ახლოს მდებარე სოფლამდე მისულა, სახელად ვილიავისიო-
სამდე. ეს დანიშნულების ადგილისკენ რაზმის გამგზავრები-
დან მეორე დღეს მომხდარა, თუმცა ლიბრეხტის ჯარს მაინც
ვერ შეხვედრია. ლეიტენანტი რუფანშისა და სამი ჯარისკაცის
გარდა, შეტაკების დროს რომ დახოცილან, ყველა დაუჭერი-
ათ, სანამ ისინი სოფლის ერთადერთ სამიკიტნოში სადილობ-
დნენ, მათ შორის ის მომავალი კაპრალიც, რომელიც მაშინ
ოცდაორი წლის ახალწვეული ყოფილა. დაკავებულებისთვის
ხელები კანაფისგან დაწნული თოკებით შეუკრავთ და ასე მი-
უყვანიათ ვილიავისიოსას საბრძოლო დანაყოფისა და სოფ-
ლის თავკაცებთან. მებრძოლებს უფროსად მეტისი ჰყოლიათ.
ქვეშევრდომნი მას, გაურკვეველია რატომ, თურმე გულუბ-
რყვილოს თუ გიჟს ეძახდნენ. სოფლის თავკაცები კი მოხუცი
გლეხები იყვნენ, უმრავლესობა – ფეხშიშველი. იმ თავკაცებს
ფრანგებისთვის შეუხედავთ და მერე კუთხეში საბჭოდ შეყრი-
ლან. ბჭობა ნახევარ საათს გაგრძელებულა და შეკრებილები
ორ სხვადასხვა აზრის მქონე ბანაკად დაყოფილან. ხანმოკ-
ლე კამათისა და კენჭისყრის შემდეგ ფრანგები შემორაგულ
ფარეხში გაუყვანიათ, სამოსი და ფეხსაცმელი გაუხდიათ და
ცოტა ხნის შემდეგ ისევ დამტყვევებლებისთვის გადაუციათ,
რომლებიც ტყვეებს დაღამებამდე აწამებდნენ და აუპატიუ-
რებდნენ.
ღამის თორმეტ საათზე კაპიტანი ლორანისთვის ყელი გა-
მოუჭრიათ. ლეიტენანტი გონსალესი, ორი სერჟანტი და შვი-
დი ჯარისკაცი სოფლის მთავარ შარაგზაზე გაუყვანიათ და

252 მკითხველთა ლიგა


მაშხალების შუქზე მათივე ცხენებზე ამხედრებულ ჩრდილებს
შუბებით გაუგმირავთ.
გათენებისას იმ მომავალ კაპრალსა და დანარჩენ ორ ჯა-
რისკაცს თოკების გაწყვეტა და გაპარვა მოუხერხებიათ. თავი
სოფლის გადაღმა მდებარე მინდვრებისთვის შეუფარებიათ.
გაქცეულებს არავინ გაჰკიდებია. მიუხედავად ამისა, მარტო
კაპრალი გადარჩენილა. უდაბნოში ორკვირიანი ხეტიალის
შემდეგ ელ ტახომდე მიუღწევია და ეს ამბავიც მას მოუყო-
ლია. კაპრალი დაუჯილდოებიათ და მექსიკაში 1867 წლამ-
დეც კი დარჩენილა. მერე კი ბაზენის ჯართან ერთად (ან იმას-
თან ერთად, ვინც ფრანგულ ჯარს მაშინ ხელმძღვანელობდა)
საფრანგეთში დაბრუნებულა, რადგან სწორედ 1867 წელი
იყო, როდესაც ფრანგული ჯარი მექსიკიდან გადიოდა და იმ-
პერატორს ბედის ანაბარად ტოვებდა.

კარლოს მონსივაისი, მადეროს ქუჩაზე სეირნობისას,


„სანბორნსის“ მახლობლად, მეხიკო, 1976 წლის მაისი. არც
კუთხეში მიმწყვდევა ყოფილა და არც ძალადობა. მსგავსიც
არაფერი მომხდარა. იყო ორი ახალგაზრდა, რომელთაც ოც-
დასამი წელიც არ შესრულებოდათ, ორივე გრძელთმიანი,
უფრო გრძელთმიანი, ვიდრე რომელიმე სხვა პოეტს ჰქონდა
(გარწმუნებთ, რომ ყველას გრძელი თმა აქვს). აჩემებული
ჰქონდათ, პასს62 არავითარი დამსახურება არ მიუძღვისო,
რაც ბავშვური სიჯიუტეა და სხვა არაფერი. არ მომწონს, იმი-
ტომ, რომ არ მომწონს – საბუთი არ არის უარყონ ის, რაც
დღესავით ნათელია. იმ ორმა ახალგაზრდამ, რაღაც კუთხით
სისუსტის (მიმაჩნია, მენტალური) თვალსაზრისით, ხოსე

62 პასი – იგულისხმება ცნობილი პოეტი ოქტავიო პასი.


253 მკითხველთა ლიგა
აგუსტინი, გუსტავო საინსი გამახსენა, თუკი მხედველობაში
არ მივიღებთ იმ განსაკუთრებულ ნიჭიერებას, რაც ჩვენს ამ
ორ პროზაიკოსს ნამდვილად აქვს. სინამდვილეში, ნიჭზეც
რომ არ ვილაპარაკოთ, ფულიც კი არ გააჩნდათ, რომ ყავის
საფასური გადაეხადათ (რას ვიზამდი, მე გადავუხადე), არც
საგულისხმო არგუმენტები წამოუყენებიათ საკუთარი მოსაზ-
რების განსამტკიცებლად. ორი დაღუპული, თავგზააბნეული
ახალგაზრდაა და მორჩა. მე რაც შემეხება, მიმაჩნია, რომ მე-
ტისმეტად გულუხვი ვიყავი მათ მიმართ (და ამ გულუხვობაში
მარტო ყავის საფასურს არ ვგულისხმობ). რაღაც მომენტში
ულისესს ჩავაწვეთე კიდეც (მეორეს არ ვიცი რა ჰქვია, მგონი,
არგენტინელი თუ ჩილეელი უნდა იყოს), რომ პასის წიგნზე,
რომელზეც ვლაპარაკობდით, კრიტიკული წერილი დაეწერა.
თუ კარგი გამოგივა, სიტყვა კარგი გამოვყავი, დაგიბეჭდავ-
მეთქი. მიპასუხა, დავწერ და სახლში მოგიტანო. მაშინ ვუთხა-
რი, შინ ნუ მომადგები, დედაჩემს შენი დანახვის შეიძლება შე-
ეშინდეს-მეთქი. ერთადერთი ხუმრობა, რომელიც მათთან წა-
მომცდა. მაგრამ მათ ეს სერიოზულად მიიღეს (არც კი გაუღი-
მიათ) და მიპასუხეს, მაშინ ფოსტით გამოგიგზავნითო. აქამდე
ველოდები.

254 მკითხველთა ლიგა


2

ამადეო სალვატიერა, ვენესუელის რესპუბლიკის ქუჩა, ინ-


კვიზიციის სასახლის მახლობლად, მეხიკო, 1976 წლის იანვა-
რი. მაშინ ვკითხე, ბიჭებო, სესარეა ტინახეროს სახელი სა-
იდან იცით-მეთქი. მათგან ერთ-ერთმა ამიხსნა, სტრიდენტიზ-
მის63 თემაზე ვმუშაობდით და ამიტომ, ხერმანს, არკელესსა
და მაპლეს არსეს ვესტუმრეთ ინტერვიუს ჩამოსართმევად.
სანამ ინტერვიუზე მივიდოდით, ყველა იმდროინდელი ჟურნა-
ლი და წიგნი უკვე წაკითხული გვქონდა და იმ უამრავ სახელს
შორის, რომელთაგან ზოგი მნიშვნელოვანი, ზოგი კი ცარი-
ელი, არაფრის მთქმელი იყო, რადგან ამქვეყნად არაფერი
დაუტოვებიათ, თუნდაც ცუდი მოგონება, სესარეას სახელიც
ამოვიკითხეთო. მერე-მეთქი? შემომხედეს და გაიღიმეს, ორი-
ვემ ერთდროულად, ოჰ, რა გაიძვერა ბიჭები იყვნენ, თითქოს
ტყუპები არიანო, ისე იმეორებდნენ ერთმანეთის ქცევას (არ
ვიცი, სწორად გამოვთქვი თუ არა ის განცდა, რაც მათი ყურე-
ბისას გამიჩნდა), უცნაურად მოგვეჩვენაო, ასე ახსნეს თავიან-
თი ინტერესი, მგონი, ერთადერთი ქალი იყო იმ ჯგუფში, ძა-
ლიან ხშირად ახსენებდნენ და იმასაც ამბობდნენ, კარგი პო-
ეტი იყოო. კარგი პოეტი? – ვკითხე ისევ, – ერთი ეს მითხა-
რით, მისი ლექსები სად წაიკითხეთ-მეთქი. არსად არაფერი
წაგვიკითხავს და სწორედ ამან მიგვიზიდაო. რა თვალსაზრი-
სით მიგიზიდათ, ბიჭებო, იქნებ უკეთ ამიხსნათ-მეთქი, ჩავე-
კითხე. იმ ქალს ყველა ან ძალიან აქებდა, ან ძალიან აძაგებ-

63სტრიდენტიზმი – ავანგარდისტული მიმდინარეობა ხელოვნებაში, რო-


მელიც 1921 წელს მანუელ მაპლეს არსემ ჩამოაყალიბა მექსიკაში.
255 მკითხველთა ლიგა
და, მაგრამ მიუხედავად ამისა, არავის არაფერი დაუბეჭდავ-
სო. გონსალეს პედრენოს გამოცემული ჟურნალი „Motor
Humano“64, მაპლეს არსეს „ავანგარდიზმის კატალოგი“,
სალვადორ სალასარის ჟურნალი წავიკითხეთო, ჩამომითვა-
ლა ჩილელმა, მაგრამ მაპლესის „ავანგარდისტული კატა-
ლოგის“ გარდა იმ ქალის სახელი არსად არ ფიგურირებს.
თუმცა, ხუან გრადი, ერნესტო რუბიო და ადალბერტო ესკო-
ბარი სხვადასხვა ინტერვიუებში ახსენებენ და ძალიან კარგი
ეპითეტებითაც ამკობენო. თავიდან ვიფიქრეთ, რომ ის ქალიც
სტრიდენტისტი იყო, განაგრძო მექსიკელმა, მაგრამ მაპლეს
არსემ გვითხრა, ამ მიმდინარეობას არასოდეს ეკუთვნოდაო.
თუმცა, შეიძლება ისე მოხდა, რომ მაპლესს მეხსიერებიდანაც
ამოუვარდაო, დასძინა ჩილეელმა. ცხადია, ჩვენ მსგავსი რა-
მისა არ გვჯერა, ვერ წარმოგვიდგენია, რომ ასეთი რამე და-
ვიწყებოდაო, ჩამოართვა სიტყვა ისევ მექსიკელმა. არ ახსოვ-
და, როგორც სტრიდენტისტი, მაგრამ როგორც პოეტი, ახსოვ-
დაო, განაგრძო ჩილეელმა. ნაბიჭვარი ბიჭები. ნაბიჭვარი
ახალგაზრდობა. ერთმანეთზე გადაჯაჭვულები. სულ ერთია-
ნად დამბურძგლა. მაგრამ, უზარმაზარ ბიბლიოთეკაში იმ პო-
ეტი ქალის არც ერთი ლექსი არ ჰქონდა, რათა თავისივე სიტ-
ყვები ფაქტებით განემტკიცებინაო, დასძინა მექსიკელმა.
მოკლედ რომ გითხრათ, სენიორ სალვატიერა, ამადეო, სად
არ გავიკითხეთ, ვის არ ველაპარაკეთ, ლისტ არსუბიდეს, არ-
კელეს ველას, ერნანდეს მიროს, მაგრამ შედეგი ერთი და
იგივე აღმოჩნდა. სესარეა ტინახერო ყველას ახსოვს, ზოგს
უფრო ცხადად, ზოგს ნაკლებად, მაგრამ ვერც ერთმა მისი ერ-
თი ლექსიც კი ვერ წარმოგვიდგინა, რომ ჩვენი ნაშრომის-

64 Motor Humano (ესპ.) – ადამიანის სხეულის მამოძრავებელი სისტემა


256 მკითხველთა ლიგა
თვის გამოგვეყენებინაო, დაასრულა ჩილეელმა. და ეს თქვე-
ნი ნაშრომი, ახალგაზრდებო, უფრო დაზუსტებით რომ ამიხ-
სნათ, რაში მდგომარეობს-მეთქი, ვკითხე, მაგრამ სანამ მიპა-
სუხებდნენ, ხელი ავწიე და ორივეს მესკალი „ლოს სუისიდა-
სი“ ჩამოვუსხი. მერე სკამის კიდეზე ჩამოვჯექი და გეფიცებით,
ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს დუნდულებით სამარ-
თებლის პირზე ვიჯექი.

პერლა ავილესი, ლეონარდო და ვინჩის ქუჩა, მიშკოაკის


უბანი, მეხიკო, 1976 წლის მაისი. იმ დროისთვის მეგობრები
ცოტა მყავდა და როდესაც ის გავიცანი, ჩემს მეგობრებს შო-
რის ბიჭები საერთოდ არ იყვნენ. 1970 წელზე ვლაპარაკობ,
როცა ორივე პროვენირის სკოლაში ვსწავლობდით. სინამ-
დვილეში, ძალიან ცოტა ხნით, რაც გვიჩვენებს, თუ რამდენად
ფარდობითია ჩვენი მეხსიერება, რომელიც თავის ნებაზე ან
გვიხვეწს, ან გვავიწყებს იმ ენას, რომელიც გვგონია, რომ ვი-
ცით, სინამდვილეში, არ გვცოდნია. ამის თქმა მინდოდა, მაგ-
რამ ის თითქმის არ მისმენდა. ერთხელ სახლამდე მივყევი,
როცა ჯერ ისევ სკოლასთან ცხოვრობდა და მისი დაც გავიცა-
ნი. სახლში მეტი არავინ იყო, მარტო მისი და კარგა ხანს ვი-
საუბრეთ. ცოტა ხნის შემდეგ ბინა შეიცვალეს, ნეაპოლის
უბანში გადავიდნენ და სწავლაც სამუდამოდ მიატოვა. ვეუბ-
ნებოდი, უნივერსიტეტში შესვლა რატომ არ გინდა, საკუთარ
თავს უმაღლესი განათლების მიღების საშუალებას რატომ
ართმევ-მეთქი. ის კი იცინოდა და მპასუხობდა, უნივერსიტეტ-
შიც იმავეს გვასწავლიან, რასაც სკოლაში, ანუ არაფერსო.
აბა, ცხოვრებაში რა უნდა აკეთო, რაზე უნდა იმუშაო-მეთქი,
ვეკითხებოდი. ის კი მპასუხობდა, წარმოდგენა არ მაქვს და
ახლა არც მაინტერესებსო. ერთხელ სახლში მივაკითხე და
257 მკითხველთა ლიგა
კითხვა პირდაპირ დავუსვი, ნარკოტიკებს იღებ-მეთქი? არაო,
მიპასუხა. სულ არა-მეთქი? მაინც ჩავეკითხე. მან კი – მარი-
ხუანა მაქვს მოწეული, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ მოხდაო. მე-
ტი არაფერი-მეთქი? არა, სულ არაფერიო და სიცილი აუტყდა.
დამცინოდა, მაგრამ მე არ მწყინდა, პირიქით, მომწონდა,
როცა იცინოდა. კინოსა და თეატრის ერთი სახელოვანი რე-
ჟისორი სწორედ იმ პერიოდში გაიცნო. ის რეჟისორიც მისი
თანამემამულე იყო. ხანდახან იმ კაცზე მელაპარაკებოდა,
მიყვებოდა, როგორ მიუახლოვდა და გაიცნო თეატრის შესას-
ვლელთან, სადაც მისი დადგმული პიესა გადიოდა; პიესა ჰე-
რაკლიტეს თუ რომელიღაც სოკრატემდელ ავტორს ეკუთ-
ვნოდა და იმ ფილოსოფოსის ნაწარმოების თემაზე შექმნილ
თავისუფალ თარგმანს წარმოადგენდა. იმდროინდელი მეხი-
კოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩამორჩენილ საზოგადოე-
ბაში იმ პიესამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მაგრამ არა შინა-
არსის გამო, არამედ იმიტომ, რომ სცენაზე რომელიღაც აქ-
ტში ყველა მსახიობი შიშველი გამოდიოდა. მაშინ ჯერ ისევ
პორვენირის სკოლაში ვსწავლობდი, „Opus Dei“-ს საზიზღარ
სუნებში მიწევდა ყოფნა, დღეს მხოლოდ სწავლასა და კით-
ხვაში ვატარებდი (ალბათ იმდენს ვეღარასოდეს წავიკითხავ).
ჩემი ერთადერთი გასართობი და ყველაზე დიდი სიამოვნება
მასთან სტუმრად სიარული იყო. ამიტომ, რეგულარულად ვა-
კითხავდი, თუმცა ძალიან ხშირად არა, რადგან არ მინდოდა
ოჯახისთვის თავი მომებეზრებინა. ყოველთვის მივდიოდი
დღის მეორე ნახევარში, ან საღამოს, მერე ორ-სამ საათს ლა-
პარაკში ვატარებდით, ძირითადად ლიტერატურაზე, ხანდა-
ხან კინოსა და თეატრის რეჟისორთან ურთიერთობაზეც მიყ-
ვებოდა. ეტყობოდა, როგორი აღფრთოვანებული იყო იმ კა-
ცით, არ ვიცი, თეატრი მოსწონდა თუ არა, მაგრამ კინო კი
258 მკითხველთა ლიგა
ნამდვილად უყვარდა. ახლა, როდესაც მას ვიხსენებ, მგონი,
ბევრს არ კითხულობდა, წიგნებზე ძირითადად მე ვლაპარა-
კებოდი. მე კი ბევრს ვკითხულობდი, მხატვრულ ლიტერატუ-
რასაც, ფილოსოფიასაც, პოლიტიკურ ქრონიკებსაც, ის –
არა, ის დადიოდა კინოში და თანაც ყოველდღე, ან ყოველ მე-
სამე დღეს მაინც. იმ რეჟისორსაც ძალიან ხშირად აკითხავ-
და. ერთხელ ვუთხარი, მეტი უნდა იკითხო-მეთქი, მან კი მიპა-
სუხა, რა სისულელეა, რაც მაინტერესებს, ყველაფერს ვკით-
ხულობო. ხანდახან ასეთი გამოხდომებიც ჰქონდა, მინდა
ვთქვა, ხანდახან უზნეო ბავშვს ემსგავსებოდა, მაგრამ მე მა-
ინც ყველაფრის პატიება შემეძლო, რაც გინდა მოემოქმედა,
ყველაფერი კარგად მეჩვენებოდა. ერთხელ მითხრა, რეჟი-
სორს ვეჩხუბეო. ვკითხე, რატომ-მეთქი, მაგრამ არ მიპასუხა.
უფრო სწორად, ასე თქვა, ჩხუბის მიზეზი ლიტერატურის შეფა-
სების კრიტერიუმების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები
და ცოტა კიდევ რაღაც გახდაო. როგორც იქნა, ამოვაღერღი-
ნე, რა ეწყინა. რეჟისორს უთქვამს, ნერუდა ნაგავია, ნიკანორ
პარა კი ესპანური ლიტერატურის დიდი პოეტიო. რაღაც ამის
მსგავსი. რა თქმა უნდა, მომეჩვენა, რომ ორი ზრდასრული
ადამიანის ასეთი ბანალური მიზეზით ჩხუბი არანორმალური
იყო. იმ ქვეყანაში, საიდანაც მე ვარ წარმოშობით, ამგვარ სა-
კითხებზე ადამიანები ჩხუბობენო, ასე მიპასუხა. კარგი ბატო-
ნო, მექსიკაში რაღაც წვრილმანის გამოც შეიძლება კაცმა კა-
ცი მოკლას, მაგრამ არა განათლებულმა ხალხმა-მეთქი. რა
წარმოდგენა მქონდა მაშინ კულტურაზე. ცოტა ხნის შემდეგ
იმ რეჟისორს სახლში მივადექი, მპედოკლესის წიგნით შეი-
არაღებული. კარი მისმა ცოლმა გამიღო და სახლში შემიძ-
ღვა. ცოტა ხნის შემდეგ თავად რეჟისორი გამოვიდა მისაღებ
ოთახში და საუბარი დავიწყეთ. პირველი, რაც მკითხა, ჩემი
259 მკითხველთა ლიგა
მისამართი საიდან გაიგეო. ვუთხარი, მეგობარმა მომცა-მეთ-
ქი. ა, იმანო? თქვა რეჟისორმა და მაშინვე დაინტერესდა, რო-
გორ არის, რას აკეთებს, ჩემთან რატომ არ მოდისო. ვუთხა-
რი ის, რაც პირველი მომადგა ენაზე. შემდეგ სხვა თემებზე
დავიწყეთ საუბარი. იმ დღის მერე უკვე ორ ადამიანთან დავ-
დიოდი, მასთან მის რეჟისორთან, და უცებ მივხვდი, რომ
მსოფლმხედველობა განუხრელად მივითარდებოდა. ძალიან
ბედნიერი დღეები იყო. ერთ საღამოს, როდესაც ისევ იმ რეჟი-
სორთან ვიყავი მისული, მასპინძელმა ჯერ ჩემი მეგობარი
მოიკითხა, მერე კი უეცრად იმაზე დაიწყო ლაპარაკი, მათი
ჩხუბის მიზეზი რა გამხდარიყო. რეჟისორის მონაყოლი დი-
დად არ განსხვავდებოდა იმისგან, რაც ჩემმა მეგობარმა მი-
ამბო. მართლაც ნერუდასა და პარას გამო ეკამათათ, მათ პო-
ეტურ ღირებულებებზე, თუმცა, რეჟისორის ნაამბობში (ვიცო-
დი, რომ სიმართლეს მეუბნებოდა) ახალი ელემენტი გაჩნდა:
კამათის დროს, როდესაც ჩემს მეგობარს ფაქტობრივად, არ-
გუმენტი აღარ ჰქონდა დარჩენილი, არადა, რადაც უნდა დას-
ჯდომოდა, ნერუდა უნდა დაეცვა, უეცრად ატირებულა. იქვე,
მისაღებ ოთახში, თავისი თანამემამულის თვალწინ, სრული-
ად მოურიდებლად, პატარა, ათი წლის ბავშვივით ატირებუ-
ლა, თუმცა მაშინ უკვე ჩვიდმეტი შესრულებული ჰქონდა. რო-
გორც რეჟისორმა მითხრა, სწორედ ის ცრემლები იყო ის მი-
ზეზი, რამაც ისინი ერთმანეთს დააშორა: ნამდვილად რცხვე-
ნოდა (როგორც რეჟისორი თვლიდა) თავისი ცრემლებისა,
თორემ ის კამათი სხვა ყველა პარამეტრით იმდენად უბრალო
და ტრივიალური იყო, რომ გაბუტვის მიზეზი არ უნდა გამხდა-
რიყო. გადაეცი მოვიდეს, მინახულოსო, დამავალა იმ საღა-
მოს რეჟისორმა გამომშვიდობებისას. შემდგომ ორ დღეს იმ
დანაბარებსა და ჩემი მეგობრის ხასიათზე ვფიქრობდი, კიდევ
260 მკითხველთა ლიგა
იმ მიზეზზე, რის გამოც ჩემმა მეგობარმა ჩხუბის ყველა დეტა-
ლი არ მიამბო. რომ მივაკითხე, საწოლში დამხვდა. სიცხე
ჰქონდა და წიგნს კითხულობდა ტამპლიერებზე, მისტერიებსა
და გოტიკურ ტაძრებზე. მართალი გითხრათ, არც კი ვიცი,
ასეთი ნაგავი საერთოდ როგორ აინტერესებდა, მაგრამ ეს
პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც ამგვარი წიგნები-
სადმი ინტერესით მაოცებდა. ხანდახან დეტექტივებს აიჩემებ-
და, ხან ფსევდო მეცნიერულ ლიტერატურას. მოკლედ, ერთა-
დერთი კარგი, რაც ამ კითხვას ახლდა, ის იყო, რომ არასო-
დეს დაუძალებია, შენც წაიკითხეო, პირიქით, მე ვაძალებდი
ხოლმე, რადგან ყოველთვის კარგ წიგნებს ვირჩევდი, მერე
მასთან მიმქონდა და კვირაობით ველოდი, როდის დაასრუ-
ლებდა კითხვას და იმ წიგნებზე ვიმსჯელებდით. იმ მისვლი-
სას საწოლში დამხვდა და ტამპლიერებზე კითხულობდა
წიგნს. საკმარისი იყო, მის ოთახში შევსულიყავი, რომ ცახცა-
ხი დამაწყებინა. ერთხანს რაღაცებზე ვისაუბრეთ, რაზე, აღარ
მახსოვს. ან შეიძლება ჩუმადაც კი ვისხედით, მე საწოლის
ფეხთან, ის კი წიგნით საწოლზე გაშოტილი. ერთმანეთს ირი-
ბი მზერით ვუყურებდით, ლიფტის ხმას ისე ვაყურადებდით,
თითქოს ბნელ ოთახში ვსხედვართ, ან სადმე მინდორში
ვართ დაკარგულები, ღამით, და მარტო ცხენების ჭიხვინი
გვესმისო. შემეძლო, მთელ დღეს ასე ვმჯდარიყავი, მთელი
სიცოცხლე შემეძლო ასე გამეტარებინა. მაგრამ ხმა ამოვიღე.
ვუამბე ჩემი ბოლო სტუმრობის ამბავი რეჟისორთან, მისი და-
ნაბარებიც გადავეცი. ვუთხარი, აუცილებლად მიდი, გელო-
დება-მეთქი. მან კი მიპასუხა, დაჯდეს და ისე დამელოდოს,
თორემ ლოდინი დიდხანს მოუწევსო. მერე თავი ისე დაიჭირა,
თითქოს ისევ წიგნს მიუბრუნდა ტამპლიერებზე. მე კი ვუთხა-
რი, ნერუდას პოეზიის ღირსებასთან პარას პოეზია ვერც კი
261 მკითხველთა ლიგა
მივა-მეთქი. მისმა პასუხმა გამაოგნა. მითხრა, ფეხებზე მკი-
დია ნერუდას პოეზიაც და პარასიცო. მაშინ, ჩავაცივდი, ეგრე
თუ ფიქრობ, ასე მწარედ რამ გაგანაწყენა-მეთქი, მაგრამ არ
მიპასუხა. მაშინ კი შეცდომა დავუშვი, საწოლზე ჩავიჩოჩე,
უფრო მივუახლოვდი, გვერდით მივუჯექი, ჩანთიდან წიგნი
ამოვიღე, პოეტის წიგნი და იქიდან ერთი ფრაგმენტი წავუ-
კითხე. ჩუმად მომისმინა. ტექსტში საუბარი იყო ნარცისზე და
ტყეებზე, რომლებიც მთლიანად ჰერმაფროდიტებით იყო და-
სახლებული. კითხვა რომ დავასრულე, არავითარი კომენტა-
რი არ გაუკეთებია. როგორ მოგწონს-მეთქი, ისევ მე ვკითხე.
არ ვიცი, შენ როგორ მოგწონსო. ჩემი აზრით, პოეტები ჰერ-
მაფროდიტები არიან და მარტო ერთმანეთის გაგება შეუძლი-
ათ-მეთქი. არიან-მეთქი, ვთქვი, არადა, ვართ-მეთქი, უნდა
მეთქვა. ისე შემომხედა, თითქოს სახეზე ხორცი არ მქონოდა
და შიშველი თავის ქალა მომიჩანდა, გაიღიმა და მითხრა, რა
ვულგარული ხარ, პერლაო. მარტო ეს სიტყვები. ფერი დავ-
კარგე, შევხტი, მაგრამ თავი შევიკავე, სულ ოდნავ გავიწიე,
მინდოდა, ავმდგარიყავი, მაგრამ ვერ შევძელი. ის კი ისევ გა-
უნძრევლად იწვა, მიყურებდა და მიღიმოდა, გეგონება, სახი-
დან კანიც, კუნთებიც, ცხიმიც, სისხლიც გამქრობოდა და მხო-
ლოდ ყვითელი თუ თეთრი ძვლების ამარაღა ვყოფილიყავი
დარჩენილი. თავიდან ხმის ამოღება ვერ შევძელი. მერე წა-
მოვიკნავლე თუ ჩავიჩურჩულე, უკვე გვიანია, უნდა წავიდე-
მეთქი. წამოვდექი, დავემშვიდობე და წამოვედი. თვალები
წიგნიდან არც აუწევია. სანამ მისი წყნარი ბინის ცარიელ მი-
საღებში მივაბიჯებდი, იმაზე ვფიქრობდი, აქ აღარასოდეს
დავბრუნდები-მეთქი. ცოტა ხნის შემდეგ უნივერსიტეტში შე-
ვედი და ჩემი ცხოვრება ოთხმოცდაათი გრადუსით შეიცვალა.
წლების შემდეგ, სრულიად შემთხვევით შევხვდი მის დას:
262 მკითხველთა ლიგა
ტროცკისტულ – პროპაგანდისტულ ბროშურებს არიგებდა
ფილოსოფიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ერთი ბრო-
შურა ვიყიდე და ყავის დასალევად გავედით. იმ დროისათვის
რეჟისორთან აღარ დავდიოდი, ის თავისი სარეჟისორო მოღ-
ვაწეობას ამთავრებდა და ლექსების წერაზე იყო გადასული,
თუმცა, იმ ლექსებს თითქმის არავინ კითხულობდა. ყავის და-
სალევად რომ დავსხედით, გვერდს ვერ ავუვლიდი და ჩემი
მეგობარი მოვიკითხე. სწორედ მაშინ გავიგე დაწვრილებით,
როგორ ცხოვრობდა. თითქმის მთელი ლათინური ამერიკა
შემოევლო, სამშობლოში დაბრუნებულიყო, სახელმწიფო გა-
დატრიალების ყველა უბედურება ეგემა. მარტო იმის თქმა
მოვახერხე, როგორ არ გამართლებია-მეთქი. ჰოო, დამიდას-
ტურა მისმა დამ, იქ საცხოვრებლად ჩავიდა, მაგრამ სულ
რამდენიმე კვირაში თავს ფორმიანები დაადგნენ, ბედი არ
გინდაო? ერთხანს არ ვიცოდით, რაზე გველაპარაკა. წარმო-
ვიდგინე, როგორ იყო ჩემი მეგობარი ჩაკარგული ხელუხლე-
ბელ თეთრ სივრცეში და როგორ ჭუჭყიანდებოდა ნელ-ნელა
ის სივრცე, როგორ ბინძურდებოდა თავისი ნების საწინააღ-
მდეგოდ, სახეც კი როგორ უმახინჯდებოდა, როგორ აღარ
უგავდა იმ სახეს, წარსულიდან რომ მახსოვდა. თითქოს ვხე-
დავდი კიდეც, როგორ ეცვლებოდა სახის ნაკვთები, სანამ მის
დას ვესაუბრებოდი და როგორ იკარგებოდა იმ ამბებში, რა-
საც მის ცხოვრებაზე ვიგებდი, სასაცილო ღირებულებების გა-
მოცდილებებში, იმ საშინელ, უმაქნის გამოცდილებებში, რის
გადატანაც მოზარდ სულს მოუწია, როდესაც ნამდვილ ცხოვ-
რებაში შეაბიჯა. ეს ყველაფერი იმდენად შორს იყო იმ მომავ-
ლისგან, მისთვის რომ წარმომედგინა, იმდენად უცხო გამ-
ხდარიყო მისი დის ხმაც კი, რომელიც ლათინური ამერიკის
რევოლუციაზე, გამარჯვებებზე, დამარცხებებსა და მკვდრებ-
263 მკითხველთა ლიგა
ზე მელაპარაკებოდა, რომ უცებ მომეჩვენა, თითქოს ის
მკვდრები გარშემო შემოხვეოდნენ, ყარდნენ და თვითონაც
იმ მკვდრების დარად იწყებდა ხრწნას. მივხვდი, რომ ერთი
წამითაც აღარ შემეძლო იქ გაჩერება. ადგილიდან წამოვხტი,
ვუთხარი, ლექცია მეწყება, სხვა დროს შევხვდეთ-მეთქი და
უკანმოუხედავად გავიქეცი. მახსოვს, მას მერე ორი თუ სამი
ღამე სულ ის ჩემი მეგობარი მესიზმრებოდა; გამხდარი, ცა-
რიელი ძვალი და ტყავი, ხის ძირას მჯდარი, თმა დაგრძელე-
ბოდა, ტანთ ძველი ტანსაცმელი და ფეხთ ძველი ფეხსაცმელი
ეცვა. იჯდა და ვერც წამოდგომა მოეხერხებინა და ვერც წას-
ვლა.

პიელ დივინა, სხვენის ოთახში, ტეპეხის ქუჩაზე, მეხიკო,


1976 წლის მაისი. არტურო ბელანოს არასოდეს ვყვარები-
ვარ. ულისეს ლიმას – კი. ასეთ რამეს ადამიანი აუცილებლად
ხვდება. არც ანხელიკა ფონტს ვყვარებივარ არასოდეს. მაგ-
რამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. ძმებ როდრიგესებს ვუყვარ-
დი. პანჩოს, მოკტესუმას და პატარა ნორბერტოსაც. ხანდახან
მაკრიტიკებდნენ, ხანდახან პანჩო მეუბნებოდა, შენი არ მეს-
მისო (განსაკუთრებით მაშინ, როცა კაცებთან ვწვებოდი),
მაგრამ ვიცოდი, რომ მაინც ვუყვარდი. არტურო ბელანოს კი
არა. არასოდეს ვყვარებივარ. ერთხელ გავიფიქრე, ალბათ
ამის მიზეზი ერნესტო სან-ეპიფანია-მეთქი, ის და არტურო მე-
გობრობდნენ, როცა ჯერ ოცი წლისაც არ იყვნენ, სანამ არტუ-
რო ჩილეში წავიდოდა, ასე ვთქვათ, რევოლუციის მოსახდე-
ნად. ამასობაში კი მე ერნესტოს საყვარელი გავხდი. როგორც
ამბობდნენ, მერე მივატოვე. სინამდვილეში კი მე ერნესტოს-
თან სულ ერთი-ორჯერ ვიწექი. რა ჩემი ბრალია, თუკი ხალხი
მერე იტანჯება. კიდევ მარია ფონტთანაც ვიწექი, ჰოდა, არტუ-
264 მკითხველთა ლიგა
რო ბელანომ ცუდი თვალით შემომხედა. ერთხელ, „პრიაპოს-
ში“ ლუის როსადოსთანაც რომ დავწოლილიყავი, არტურო
ბელანო ჯგუფიდან აუცილებლად გამაგდებდა.
ის არ ვიცი, გულწრფელად რომ გითხრათ, ცუდს ამაში ვე-
რაფერს ვხედავ. ბელანოს „პრიაპოსში“ მომხდარი ამბავი
რომ უამბეს, თქვა, ჩვენ არც ძველი ბიჭები ვართ და არც სუ-
ტენიორებიო, მაგრამ ჩემი დანაშაული ხომ მარტო იყო, რომ
ჩემს გრძნობებს მივეცით გასაქანი. თავის დასაცავად მარტო
ჩალუღლუღება მოვახერხე (თანაც, ხუმრობანარევი ტონით,
ისე რომ თვალებში არც შემიხედავს), დაბადებიდან ასეთი
ცხოველი ვარ-მეთქი, მაგრამ ბელანომ ხუმრობა ვერ გაიგო.
მისი აზრით, რასაც ვაკეთებდი, ყველაფერი არასწორი იყო.
თანაც, მე ხომ არ გამიწვევია ლუის სებასტიან როსადო სა-
ცეკვაოდ. მან გამიწვია, რადგან მაგარი მთვრალი იყო და ასე
მოხდა. ლუის როსადო მომწონს-მეთქი, უნდა მეთქვა, მაგრამ
მესამე სამყაროს ანდრე ბრეტონს ვინ რას გაუბედავდა.
ნერვებს მიშლიდა არტურო ბელანო. საინტერესო ისაა,
რომ მისი თანდასწრებით ძალიან კარგადაც ვიქცეოდი, მაგ-
რამ არაფერი მეთვლებოდა. ფული არ მქონდა, არც სამსახუ-
რი, არც ოჯახი. დანაზოგით ვცხოვრობდი. ერთხელ „კასა
დელ ლაგოდან“65 ქანდაკება მოვიპარე. დირექტორმა, ნაბიჭ-
ვარმა გუტიერეს ვეგამ ხმამაღლა განაცხადა, რეალვისცე-
რისტმა მოიპარაო. ბელანომ უპასუხა, შეუძლებელიაო. ალ-
ბათ სირცხვილისგან გაწითლდებოდა. მაგრამ დამიცვა,
თქვა, შეუძლებელია, თუმცა არ იცოდა, რომ მე ვიყავი (ნეტა
რა მოხდებოდა, რომ სცოდნოდა, მე რომ მოვიპარე?). რამდე-
ნიმე დღის მერე ულისესმა უთხრა, სკულპტურა პიელ დივინამ

65 „კასა დელ ლაგო“ – კულტურის ცენტრი მეხიკოში


265 მკითხველთა ლიგა
მოიპარაო. ულისესმა კი დამაბეზღა, მაგრამ ისე, რო ამის-
თვის მნიშვნელობა არ მიუნიჭებია, თითქოს უბრალოდ წა-
ეჭორავა. ულისესი ასეთია, ეგეთ რამეებს მნიშვნელობას არ
ანიჭებს, პირიქით, გართობადაც კი მიაჩნია. მაგრამ ბელანო
საშინლად გაცეცხლდა, თქვა, როგორ შეიძლებოდა „კასა
დელ ლაგოდან“ რამის მოპარვა, ის ხომ უამრავ საღამოზე
გვიდებს კონტრაქტებს, ახლა ამ ქურდობაზე პასუხისმგებელი
მე გამოვდივარო. გეგონება, ყველა რეალვისცერისტის დედა
იყოს. ასე იყო თუ ისე, მაინც არაფერი მოუმოქმედია. ცუდი
თვალით მიყურებდა, ეს იყო და ეს.
ხანდახან სურვილი მკლავდა, ერთი-ორი წამეთაქებინა.
საბედნიეროდ, მშვიდობიანი ადამიანი ვარ. თანაც ამბობ-
დნენ, ბელანო უხეშიაო, მაგრამ მე ვიცი, რო უხეში არ იყო,
ენთუზიასტი – კი ბატონო, თავისებურად ნებისყოფიანი, მაგ-
რამ არა უხეში. პანჩო უხეშია. ჩემი ძმაკაცი მოკტესუმაც უხე-
შია, მეც უხეში ვარ. ბელანო უბრალოდ უხეშს ჰგავდა, მაგრამ
სინამდვილეში არ იყო. თუკი უხეში არ იყო, ერთ ღამეს კარ-
გად რატომ არ წავუთაქე? ალბათ იმიტო, რო პატივს ვცემდი.
მართალია, ჩემზე უმცროსიც იყო და ყოველთვის ცუდი თვა-
ლითაც მიყურებდა, როგორც ნაგავს, ისეც მექცეოდა, მაგ-
რამ, მჯერა, რომ გულის სიღრმეში მაინც პატივს ვცემდი, ვუს-
მენდი და ყოველთვის ველოდი მისგან აღიარებას და ამ მა-
გარ კაცზე ხელი არასოდეს აღმიმართავს.

ლაურა ხაურეგი, ტლალპანი, მეხიკო, 1976 წლის მაისი.


ოდესმე გინახავთ დოკუმენტური ფილმი იმ ფრინველებზე,
რომლებიც ბაღებს, კოშკებს, ბუჩქებისგან გაწმენდილ ტერი-
ტორიებს ქმნიან, რომ თავიანთი საქორწინო რიტუალური
ცეკვები შეასრულონ? იცით, რომ დედალი ჩიტი მარტო იმათ
266 მკითხველთა ლიგა
სწყალობს, ვინც საუკეთესო ბაღს, საუკეთესო კოშკს, საუკე-
თესო მოედანს შექმნის, რომელიც ყველაზე რთულ საცეკვაო
ილეთებს შეასრულებს? ნუთუ არასოდეს გინახავთ სასაცილო
ფრინველები, დედის გულის მოსაგებად როკვას გასავათე-
ბამდე რომ განაგრძობენ?
ასეთი იყო არტურო ბელანო, ყოყლოჩინა და სულელი
ფარშავანგი. ვისცერისტური რეალიზმი კი სწორედ ასეთ გუ-
ლისამრევ სასიყვარულო ცეკვას ნიშნავდა, რასაც იგი ჩემს
დასანახად ასრულებდა. მაგრამ მე არ მიყვარდა. შეეძლო,
ლექსებით რომელიმე გოგოს გული მოეგო, მაგრამ ლექსით
ვერ დააკავებდა. ჰოდა, ვერც პოეტური ქცევით.
რატომ ვხვდებოდი ერთხანს იმ ხალხს, ვისთანაც იგი და-
დიოდა? იმიტომ, რომ ისინი ჩემი მეგობრებიც იყვნენ, ახლაც
ჩემი მეგობრები არიან, თუმცა, მათაც შეუძლიათ დამღალონ
და თავი მომაბეზრონ. ნება მომეცით, რაღაც გითხრათ. უნი-
ვერსიტეტი რეალური იყო, ბიოლოგიის ფაკულტეტიც რე-
ალური იყო, ჩემი ლექტორებიც რეალურები იყვნენ, ჩემი
კურსელებიც რეალურები იყვნენ, რეალურში ხელშესახებს
ვგულისხმობ, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ნათელი მიზნები
და მეტ-ნაკლებად ნათელი გეგმები ამოძრავებდათ. ისინი კი
არა, დიდი პოეტი ალი ჩუმახეროც კი (რა მისი ბრალია, თუკი
ასე ჰქვია) რეალური იყო, გესმით ჩემი? ისიც და მისი დატო-
ვებული კვალიც. აი, ამათი კი, სამაგიეროდ, რეალური არ ყო-
ფილა. საწყალი წრუწუნები, ულისესმა დააჰიპნოზა, არტუ-
რომ სასაკლაოზე მიიყვანა. შევეცდები, მოკლედ და სხარტად
გამოვიტანო დასკვნა ამ ყველაფრიდან: ყველაზე დიდი პრობ-
ლემა ის იყო, რომ თითქმის ყველა ოც წელს გადაცილებული
ბრძანდებოდა, მაგრამ ისე იქცეოდნენ, თითქოს თხუთმეტიც
არ შესრულებოდათ. ხვდებით?
267 მკითხველთა ლიგა
ლუის სებასტიან როსადო, მურების ოჯახში გამართული
წვეულება, ოცზე მეტი ადამიანი, ეზო ბალახის დონეზეა განა-
თებული, ლას-ლომასის უბანი, მეხიკო, 1976 წლის ივლისი.
საპირისპიროდ იმ, ლამის ნულამდე დაყვანილი შანსისა, რა-
საც ლოგიკა, ან შემთხვევითობა მთავაზობდა, პიელ დივინა
ისევ ვნახე. არ ვიცი, ტელეფონის ნომერი როგორ იშოვა. ასე
მითხრა, პირდაპირ „ლინეა დე სალიდას“ რედაქციაში დავ-
რეკე და შენი ტელეფონის ნომერი იქ მომცესო. მიუხედავად
ყველა გაფრთხილებისა, რასაც ჩემი საღი განსჯის უნარი
მკარნახობდა (რა ჯანდაბაა! მაგრამ ასეთები ვართ პოეტები),
შევთანხმდით, იმავე საღამოს შევხვედროდით ერთმანეთს,
ინსურხენტესის ქუჩაზე მდებარე კაფეში, სამხრეთით, სადაც
დროდადრო დავდიოდი ხოლმე. რა თქმა უნდა, ვვარაუდობ-
დი, რომ შეიძლებოდა შეხვედრა მარტო იქ ჯდომით არ დამ-
თავრებულიყო, მაგრამ, მაინც იმ განწყობით მივედი (ნახევა-
რი საათის დაგვიანებით), რომ მაშინვე წამოვსულიყავი, თუკი
ვინმესთან ერთად იქნებოდა. თუმცა, როდესაც დავინახე,
როგორ იჯდა მარტოდმარტო და რაღაცას ლამის მაგიდაზე
გაწოლილი როგორ წერდა, ვიგრძენი, რა სიმძაფრით მოედო
აქამდე გაყინულ და გაქვავებულ ჩემს საწყალ გულს ცეცხლის
ალი.
ყავა მოვითხოვე, მასაც შევთავაზე რამე შეეკვეთა. თვა-
ლებში შემომხედა, მორცხვად გაიღიმა და მითხრა, ფული
აღარ მაქვსო. არა უშავს, რაც გინდა შეუკვეთე, მე გპატიჟებ-
მეთქი, ვუპასუხე. მაშინ გამომიტყდა, მშია და ენჩილადები
მინდაო. აქ ენჩილადებს არ ამზადებენ, მაგრამ შეუძლიათ,
სენდვიჩი მოგიტანონ-მეთქი, ვუთხარი. რამდენიმე წამს და-
ფიქრდა, მერე კი მიპასუხა, კარგი, ლორის სენდვიჩი მომიტა-
268 მკითხველთა ლიგა
ნონო. სამი სენდვიჩი შეჭამა. ღამის თორმეტ საათამდე ვლა-
პარაკობდით. მე რამდენიმე ადამიანისთვის უნდა დამერეკა,
ალბათ მათი ნახვაც უნდა მომესწრო, მაგრამ არც ერთს არ
დავურეკე, თუმცა დავურეკე დედაჩემს, იმავე კაფედან, და
ვუთხარი, გვიან დავბრუნდები-მეთქი, დანარჩენები კი ფეხებ-
ზე დავიკიდე.
რაზე ვლაპარაკობდით? უამრავ რამეზე. მის ოჯახზე, იმ ქა-
ლაქზე, სადაც დაიბადა, მეხიკოში მისი ჩამოსვლის პირველ
დღეებზე, იმაზე, თუ როგორ გაუჭირდა ქალაქთან შეგუება,
მის ოცნებებზე. მინდოდა გავმხდარიყავი პოეტი, მოცეკვავე,
მომღერალი, მინდოდა, ხუთი შვილი მყოლოდა (როგორც ხე-
ლის თითები და ხელის მტევანი ზემოთ ასწია, ლამის სახეზე
მომადო), მინდოდა, ბედი ჩურუბუსკოში66 მეცადაო. ისიც გა-
მანდო, ოსერანსკის67 უნდოდა, ერთ-ერთ სპექტაკლში დავე-
საქმებინეო. უნდოდა, ეხატა (დაწვრილებით ჩამომითვალა
ყველა თემა, რის დახატვასაც აპირებდა), ამ ლაპარაკში ისიც
კი მინდოდა მეთქვა, სინამდვილეში წარმოდგენაც კი არ
გაქვს რა გინდოდა-მეთქი, მაგრამ გაჩუმება ვამჯობინე. მერე
თავისთან სახლში მიმიწვია. მარტო ვცხოვრობო, მითხრა.
აცახცახებულმა ვკითხე, სად ცხოვრობ-მეთქი. სამხრეთ რო-
მის უბნის ერთ-ერთ სხვენში, საიდანაც ვარსკვლავები ერთი
ხელის გაწვდენაზეაო. ვუპასუხე, ძალიან გვიანია, თორმეტ
საათს გადასცდა, უნდა დავიძინო, რადგან ხვალ მექსიკაში
ფრანგი მწერალი ჟ.მ.გ. არშიმბოლდი68 ჩამოდის და მე და

66 ჩურუბუსკო – კინოკომპანია მექსიკაში


67 აბრაამ ოსერანსკი – თეატრის ცნობილი რეჟისორი
68 ჟ.მ.გ. არშიმბოლდი – ბოლანიოს გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც

გვხვდება მის რომანში „2666“, როგორც გერმანელი მწერალი ბენო ვონ


არხიმბოლდი.
269 მკითხველთა ლიგა
ჩემმა მეგობრებმა ჩვენი ქაოსური დედაქალაქის ღირსშესა-
ნიშნაობები უნდა დავათვალიერებინოთ-მეთქი. არშიმბოლ-
დი ვინ არისო, მკითხა პიელ დივინამ. ეს რეალვისცერისტები
მართლა რა გაუნათლებლები არიან. ერთ-ერთი საუკეთესო
ფრანგი პროზაიკოსია, მისი შემოქმედება თითქმის არ არის
ესპანურ ენაზე თარგმნილი, გარდა არგენტინაში გამოცემუ-
ლი ერთი-ორი რომანისა, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, წაკითხუ-
ლი ფრანგულად მაქვს-მეთქი. არც გამიგონიაო, განაცხადა
და ისევ დაჟინებით გამიმეორა სახლში გამომყევიო. რატომ
გინდა, რომ გამოგყვე-მეთქი, ვკითხე და ამ დროს თვალებში
ვუყურებდი. ჩვეულებრივ, ასეთი გადარეული არა ვარ. რაღაც
მაქვს შენთვის სათქმელი, რაღაც ისეთი, რაც დაგაინტერე-
სებსო, მიპასუხა. რამდენად დამაინტერესებს-მეთქი? ვკითხე.
ისე შემომხედა, თითქოს ვერ გაიგო, რას ვეუბნებოდი და უეც-
რად აგრესიულად მიპასუხა: „რამდენად“ რას ნიშნავს, მა-
ყუთს გულისხმობო? არა-მეთქი, ნაჩქარევად შევეცადე ამეხ-
სნა, რამდენად საინტერესო იქნება ის, რის თქმასაც აპირებ-
მეთქი. ძლივს შევიკავე თავი, რომ მისთვის თმა არ ამეჩეჩა,
არ მეთქვა, შე სულელო, ასეთი აჯაგრული ნუ ხარ-მეთქი. რე-
ალვისცერისტებზე რაღაც უნდა გიამბოო. უი, ეგ სულ არ მა-
ინტერესებს-მეთქი, ვუპასუხე. ვწუხვარ, ამას რომ გეუბნები,
ცუდად არ მიიღო, მაგრამ რეალვისცერისტები (ღმერთო, რა
სახელია) ჩემთვის სულ ერთია-მეთქი. რის მოყოლაც მინდა,
ის ნამდვილად დაგაინტერესებს, დარწმუნებული ვარ, რაღაც
დიდს ამზადებენ, ისეთს, რასაც ვერც კი წარმოიდგენო, – არ
ცხრებოდა.
არ უარვყოფ, ერთი წამით, თავში გამიელვა, ვაითუ ტერო-
რისტულ აქტს ამზადებენ-მეთქი. წარმოვიდგინე, როგორ გეგ-
მავდნენ რეალვისცერისტები ოქტავიო პასის გატაცებას, და-
270 მკითხველთა ლიგა
ვინახე, როგორ შეუვარდებოდნენ სახლში (საწყალი მარი-
69
ჟოზე , რამდენი ფაიფური დაილეწებოდა!), დავინახე, რო-
გორ გამოჰყავდათ პირაკრული და ხელ-ფეხ გაკოჭილი და
როგორ მიაქანებდნენ, თითქოს ხალიჩა ყოფილიყოს, ისიც კი
დამიდგა თვალწინ, როგორ მიაქროლებდნენ დანჯღრეული
„კადილაკით“ ნეტცაუალკოიოტლის გარეუბნებისკენ საბარ-
გულში ჩაჭყლეტილ ოქტავიოს, მაგრამ გონს მალევე მოვედი.
ალბათ ნერვების ბრალი იყო. ქარმა გამომაფხიზლა, ხანდა-
ხან ინსურხენტესის მიდამოებში რომ შემოიქროლებს (ამ
დროს უკვე ტროტუარზე ვლაპარაკობდით) და ფეხით მოსია-
რულეთ თუ მანქანების მძღოლებს ყველაზე გადარეულ აზ-
რებს შთაბერავს. ასე რომ, მიპატიჟებაზე ისევ უარი ვუთხარი
და იმანაც ისევ დამიწყო ჩაციება, რაც უნდა გიამბო, იმან მექ-
სიკური პოეზიის და, შეიძლება, მთლიანად სამხრეთ ამერი-
კის საფუძვლები შეარყიოსო. არა, უნდა ითქვას, რომ მსოფ-
ლიოს საფუძვლებისო, არ უხსენებია, თავის ამ სიგიჟეშიც არ
გასცილებია ესპანურის ფარგლებს. რის მოყოლასაც აპირებ-
და, ესპანურ ენაზე შექმნილი პოეზია უნდა ამოეყირავებინა.
ვაჰ, სორ ხუანა ინეს დე ლა კრუსის აქამდე უცნობი ხელნაწე-
რი ხომ არ იპოვე, წინასწარმეტყველური ტექსტი, რომელშიც
სორ ხუანა მექსიკის ბედს წინასწარმეტყველებს-მეთქი? მაგ-
რამ, არა, არა, რა თქმა უნდა, იყო რაღაც, რასაც რეალვისცე-
რისტებმა მიაკვლიეს, მაგრამ, მეჩვიდმეტე საუკუნის დაკარ-
გულ ბიბლიოთეკებში გარკვევას აბა, როგორ მოახერხებ-
დნენ! ნეტა რა უნდა იყოს-მეთქი? ჩემთან რომ მივალთ, მაშინ
გეტყვიო, ისევ გამიმეორა პიელ დივინამ და ხელი მხარში წა-

69 მარი-ჟოზე ტრამინი – ოქტავიო პასის მეუღლე


271 მკითხველთა ლიგა
მავლო, თითქოს მექაჩებოდა, თითქოს ისევ საცეკვაოდ მიწ-
ვევდა „პრიაპოსის“ იმ საზიზღარ საცეკვაო მოედანზე.
ცახცახმა ამიტანა და ამას მაშინვე მიხვდა. რატომ უნდა
მომწონდეს ყველაზე უარესები, რატომ უნდა მიზიდავდნენ
ყველაზე უცნაურები, ყველაზე გაუნათლებლები, ყველაზე დი-
დი ვიგინდარები და ყველაზე წყალწაღებულები-მეთქი, გავი-
ფიქრე. სწორედ ეს არის ის კითხვა, რომელსაც წელიწადში
ორჯერ მაინც ვუბრუნდები, მაგრამ პასუხს ვერა და ვერ ვპო-
ულობ. ვუთხარი, მეგობარი მხატვრის სახელოსნოს გასაღები
მაქვს, თუ მაინცდამაინც, იქ წავიდეთ, სულ ახლოსაა, სეირ-
ნობითაც მივალთ იქამდე და გზად მომიყვები, რის თქმაც
გინდა-მეთქი. მეგონა, არ დამთანხმდებოდა, მაგრამ დამთან-
ხმდა. უეცრად ღამე საოცრად გალამაზდა, ქარი ჩადგა, ოდნა-
ვი სასიამოვნო ნიავიღა გველამუნებოდა სახეებზე, და ქუჩაში
მიგვაცილებდა. სანამ სახელოსნომდე მივიდოდით, პიელ დი-
ვინა ლაპარაკობდა. გულწრფელად რომ გითხრათ, საერ-
თოდ აღარ მახსოვს, რასაც მეუბნებოდა. თავში ერთადერთი
აზრი მიტრიალებდა, ერთადერთი სურვილი – იმ ღამეს ემი-
ლიო სახელოსნოში არ დაგვხვედროდა (ემილიტო ლაგუნა
ახლა ბოსტონშია და არქიტექტურას სწავლობს. მისი მშობ-
ლები ისე დაღალა შვილის მექსიკურმა ბოჰემურმა ცხოვრე-
ბამ, რომ ბოსტონში გაუშვეს – ან ბოსტონში გაემგზავრები და
არქიტექტორის დიპლომით ჩამოხვალ, ან ახლავე მუშაობას
დაიწყებო, უთხრეს), არც ის და არც ერთი მისი მეგობარი იქ
არ ყოფილიყო, იმ ღამით სახელოსნოს არავინ გაჰკარებოდა,
გევედრებით, მთელი იმ დროით, რაც ღამისგან იყო დარჩენი-
ლი. ჩემმა მხურვალე ვედრებამ შედეგი გამოიღო. სახელოს-
ნოში არამცთუ არავინ იყო, იქაურობა დალაგებულიც კი დამ-
ხვდა, თითქოს ლაგუნას მოახლემ დაალაგა და ეს-ესაა წავი-
272 მკითხველთა ლიგა
დაო. პიელმა აღნიშნა, მაგარი სახელოსნოა, აქ ხატვის სურ-
ვილი მართლა გაგიჩნდებაო. მე არ ვიცოდი, რა მექნა (სამწუ-
ხაროდ, ძალიან მორიდებული ვარ და მითუმეტეს, ასეთ სი-
ტუაციებში), ამიტომ, ემილიოს ტილოების გამოლაგება და-
ვიწყე – უკეთესი თავში არაფერი მომივიდა. ნახატებს ცალ-
ცალკე ვაყუდებდი კედელზე და ზურგს უკან მისი მოწონებისა
თუ კრიტიკის გამომხატველი ჩურჩული მესმოდა (ხატვისა
არაფერი გაეგებოდა), მაგრამ ნახატები აღარ მთავრდებოდა
და ვფიქრობდი, ხედავ ემილიოს, ამ ბოლო დროს რამდენი
უმუშავია-მეთქი. ვინ იფიქრებდა, რომ იქ მისი მეგობრის ნა-
ხატებიც იქნებოდა! სხვები ალბათ მაშინვე შეამჩნევდნენ
მხატვრობის განსხვავებულ სტილებს, განსაკუთრებით პა-
ლენს70 რომ ჰგავდა ძალიან, ისეთ წითელ ტილოებს, ძალიან
გამოკვეთილს, მაგრამ მე, მართალი გითხრათ, სულ ცალ
ფეხზე მეკიდა ის ნახატები. თუმცა, არც ის შემეძლო, ინიცია-
ტივა ჩემს თავზე ამეღო და როდესაც, როგორც იქნა, ლაგუ-
ნას ყველა გადავსებული კედელი მოვიარეთ, შევბრუნდი და
სულმთლად ოფლში გაღვრილმა ვკითხე, აბა, რა აზრის ხარ-
მეთქი. მან კი მგლის ღიმილით გამიღიმა და მითხრა, ასე არ
უნდა შემეწუხებინეო. მართალია-მეთქი, გავიფიქრე, სასაცი-
ლო ვითარება იყო. თან მთლიანად მტვერში ვიყავი ამოგან-
გლული და ოფლის სუნად ვყარდი. თითქოს ჩემს ფიქრებს
კითხულობსო, მითხრა, გაოფლიანდიო და მერე მკითხა, ამ
სახელოსნოში სააბაზანო არის, რომ წყალი გადაივლოო?
გჭირდებაო, დაამატა. შხაპი არის, თუმცა არ ვიცი, ცხელი
წყალი თუ იქნება-მეთქი, ვუპასუხე და ვიგრძენი, ხმა როგორ
დამწვრილებოდა. მან კი მიპასუხა, ცივი წყალი უკეთესია, მე
70ვოლფგანგ პალენი (1905-1959) – ავსტრიელ-მექსიკელი სიურრეალის-
ტი მხატვარი
273 მკითხველთა ლიგა
ყოველთვის ცივი წყლის შხაპს ვიღებ, რადგან ჩემს სხვენში
ცხელი წყალი არ მოდისო. მერე სააბაზანომდე მივედი, გავი-
ხადე, წყალი მოვუშვი და ცივი წყლის ნაკადმა კინაღამ
გრძნობა დამაკარგვინა. სხეული ისე შემეკუმშა, რომ ლამის
თითოეულ ძვალს ვგრძნობდი, თვალები დავხუჭე და მგონი,
წამოვიყვირე კიდეც. ამ დროს შემოვიდა და მომეხვია.
დანარჩენი დეტალები მირჩევნია, ჩემთვის შევინახო, რო-
მანტიკულობა ჯერაც არ დამიკარგავს. რამდენიმე საათის
შემდეგ, როცა სიბნელეში ვეყარეთ და ვისვენებდით, ვკითხე,
ასეთი ზუსტი სახელი, პიელ დივინა ვინ დაგარქვა-მეთქი. ასე
მქვიაო. ვიცი, რომ შენი სახელია, გეთანხმები, მაგრამ ვინ
დაგარქვა, მინდა, შენზე ყველაფერი ვიცოდე-მეთქი. სექსის
მერე ხომ ასეთ ცოტა ტირანულ და ცოტა სულელურ კითხვებს
სვამენ ხოლმე. მიპასუხა, მარია ფონტმაო და გაჩუმდა, თით-
ქოს უეცრად მოგონებები მოეძალაო. სიბნელეში მისი პრო-
ფილი ძალიან დაღვრემილი მომეჩვენა, ჩაფიქრებული და
დაღვრემილი. ვკითხე და შეიძლება ხმაში ოდნავი ირონიაც
კი გამერია (შესაძლოა ეჭვიანობის გამო და მეც მომეძალა
ნაღველი), მარია ფონტი ის არის, ვინც ლაურა დამიანის პრე-
მია მიიღო-მეთქი? არაო, მიპასუხა, ის ანხელიკაა, მარია მისი
უფროსი დააო. და ამას ანხელიკაზე რაღაცები მოაყოლა, რაც
არ მახსოვს. შეიძლება ითქვას, რომ შემდეგი კითხვა თავი-
სით ამომიფრინდა პირიდან: მარიასთან იწექი-მეთქი? მისი
პასუხი (პროფილი უფრო გაულამაზდა, მაგრამ თან უფრო და-
უნაღვლიანდა კიდეც) გამანადგურებელი აღმოჩნდა – მე მექ-
სიკის ყველა პოეტთან ვწოლილვარო. ამ დროს უნდა გავჩუ-
მებულიყავი და მოვფერებოდი, მაგრამ მე არც გავჩუმდი და
არც მოვეფერე, პირიქით, კითხვების დასმა განვაგრძე და ყო-
ველი კითხვა წინაზე უარესი იყო, რაც ნაღველს უფრო მეტად
274 მკითხველთა ლიგა
მიმძაფრებდა. ერთმანეთს დილის ხუთ საათზე დავშორდით.
მე ინსურხენტესზე ტაქსი გავაჩერე, ის ფეხით გაუყვა გზას
ჩრდილოეთისაკენ.

ანხელიკა ფონტი, კოლიმის ქუჩა, კონდესას უბანი, მეხი-


კო, 1976 წლის ივლისი. ჯადოსნური დღეები იყო. პანჩო
როდრიგესის შეყვარებული ვიყავი, არტურო ბელანოს ჩი-
ლეელ მეგობარს, ფელიპე მიულერსაც ვუყვარდი, მაგრამ მე
პანჩო ავირჩიე. რატომ? არ ვიცი. მარტო ის შემიძლია ვთქვა,
რომ პანჩო ვარჩიე. მანამდე ცოტა ხნით ადრე ახალგაზრდა
პოეტებისთვის განკუთვნილი, ლაურა დამიანის სახელობის
პრემია მოვიპოვე. ლაურა დამიანს არ ვიცნობდი. მაგრამ ვიც-
ნობდი მის მშობლებს და ისეთ ხალხში ვტრიალებდი, რომ-
ლებიც მისი მეგობრები იყვნენ. პანჩოსთან იმ წვეულების
შემდეგ დავწექი, ორ დღეს რომ გრძელდებოდა. ბოლო ღამეს
დავთანხმდი. ჩემმა დამ მითხრა, ფრთხილად იყავიო. ვინ
მიგდია, ჭკუას რომ მარიგებს? თვითონ პიელ დივინასთანაც
იწვა და მოკტესუმა როდრიგესთანაც, პანჩოს უმცროს ძმას-
თან. კიდევ ერთ ტიპთან – კოჭლს ეძახდნენ, ოცდაათს გადა-
ცილებული პოეტი იყო, ლოთი. კიდევ კარგი, იმდენი ჭკუა მა-
ინც ეყო, რომ სახლში არ მოეყვანა. მართალი გითხრათ, უკვე
ყელში მყავდნენ ამოსული მისი საყვარლები. იმათ ბაითებში
რატომ არ მიდიხარ, ჟიმაობა თუ გინდა-მეთქი, ვუთხარი ერ-
თხელ. არაფერი მიპასუხა და ტირილი დაიწყო. ჩემი დაა და
მიყვარს, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, ისტერიკიანი იყოს. ერ-
თხელ პანჩომ მარიაზე დამიწყო ლაპარაკი. იმდენი ილაპარა-
კა, იმდენი, რომ ისიც კი ვიფიქრე, მასთანაც ხომ არ იწვა-
მეთქი, მაგრამ არა, მის ყველა საყვარელს ვიცნობდი, ღამღა-
მობით მესმოდა, როგორ კვნესოდნენ ჩემი საწოლიდან სა-
275 მკითხველთა ლიგა
მიოდე მეტრის დაშორებით. ხმაურით შემეძლო გამერჩია, ახ-
ლა ვისთან იწვა, იმით, თუ როგორ ათავებდნენ, ხმამაღლა
თუ თავშეკავებით, ჩემს დას რა სიტყვებს ეუბნებოდნენ.
პანჩოსთან არასოდეს წოლილა. პანჩო ჩემთან იწვა. არ
ვიცი რატომ, მაგრამ სწორედ ის ავირჩიე და ერთხანს სიყვა-
რულის ბურუსში ვიყავი გახვეული, თუმცა, ცხადია, სერიოზუ-
ლად არასოდეს მყვარებია. პირველად კარგა მტკივნეული
იყო. ვერაფერი ვიგრძენი ტკივილის გარდა, მაგრამ არც ისე
მტკენია, რომ ვერ გამეძლო. გერეროს უბნის ერთ სასტუმრო-
ში ვიყავით, ალბათ ბოზებთან შესახვედრი სასტუმრო იყო.
რომ გაათავა, მითხრა, შენი ცოლად მოყვანა მინდა, კიდევ
მითხრა, მიყვარხარ და მსოფლიოში უბედნიერეს ქალად გაქ-
ცევო. თვალებში ჩავხედე და ერთი წამით გავიფიქრე, ხომ არ
გაგიჟებულა-მეთქი. მერე კი მივხვდი, რომ სინამდვილეში,
ეშინოდა. ჩემი ეშინოდა და ამან დამანაღვლიანა. არასოდეს
ისეთი პატარა არ მომჩვენებია, როგორც მაშინ და სწორედ
ამან დამანაღვლიანა.
კიდევ რამდენჯერმე ვიჟიმავეთ. ტკივილს აღარ ვგრძნობ-
დი, მაგრამ არც სიამოვნებას. პანჩო მიხვდა, რომ ჩვენი ურ-
თიერთობა სწრაფად დამთავრდებოდა. რა სისწრაფით? აი,
ისეთით, როდესაც რაღაც უცებ ქრება ხოლმე, მაგალითად,
ფაბრიკაში სინათლეები სამუშაო დღის დასრულების შემდეგ,
ანდა დაწესებულების კაბინეტებში, რომ დაცარიელებული
შენობები ღამის სიბნელეს რაც შეიძლება მალე შეერწყან. შე-
დარება ცოტა ვულგარულია, მაგრამ პანჩო ასეთ შედარებას
ამოირჩევდა. ვულგარულ შედარებას, უხეში სიტყვებით გაჯე-
რებულს. მეც მივხვდი, რომ პანჩო ხვდებოდა, რომ ასე მოხ-
დებოდა. მივხვდი ღამით, პოეზიის საღამოზე და იმ საღამოს
დასრულებისთანავე ვუთხარი, ჩვენი ურთიერთობა დამთავ-
276 მკითხველთა ლიგა
რებულია-მეთქი. ცუდად არ მიუღია. თუმცა, მგონი, მთელ
კვირას ამაოდ ცდილობდა, დავებრუნებინე და ისევ ლოგინში
ჩავეწვინე. მერე შეეცადა, ჩემს დასთან დაწოლილიყო. არ ვი-
ცი, მოახერხა თუ არა. ერთხელ, ღამით გამეღვიძა და დავინა-
ხე, რომ მარია რაღაც ჩრდილთან ჟიმაობდა. კარგი, ბატონო,
რაც უნდა, ის უქნია, მაგრამ, ხომ უნდა მიხვდე, რომ წყნარად
დაძინება მინდა?! გამუდმებით სორ ხუანას კითხულობს და
მაინც კახპასავით იქცევა. სინათლე ავანთე და დავინახე,
რომ პიელ დივინასთან იწვა. ვუთხარი, ახლავე წადი აქედან,
თუ არ გინდა, პოლიციას გამოვუძახო-მეთქი. ჩემდა გასაკვი-
რად მარია არ შემწინააღმდეგებია. პიელ დივინა თან შარ-
ვალს იცვამდა და თან ბოდიშს მიხდიდა, რომ გამაღვიძა. ჩემი
და ბოზი არ არის-მეთქი, დავამატე. ვიცი, რომ ჩემი საქციელი
ერთგვარად წინააღმდეგობრივი იყო. არა, ჩემი საქციელი კი
არა, ჩემი სიტყვები. კიდევ რა. როცა პიელ დივინა წავიდა,
ჩემს დას ლოგინში შევუწექი, მოვეხვიე და ტირილი დავიწყე.
ცოტა ხნის შემდეგ საუნივერსიტეტო თეატრში დავიწყე მუშა-
ობა. ერთი გამოუცემელი წიგნი მქონდა, რომლის გამოცემა-
საც მამაჩემი ცდილობდა, სხვადასხვა გამომცემლობებში
აპირებდა წაღებას, მაგრამ უარი ვუთხარი. რეალვისცერის-
ტების აქტივობებში არ ვმონაწილეობდი. არ მინდოდა, მათ
შესახებ რამე მცოდნოდა. მოგვიანებით მარიამ მიამბო, რომ
არც პანჩო იყო იმ ჯგუფში. არ ვიცი, გამოაგდეს (არტურო ბე-
ლანომ გამოაგდო) თუ თვითონ წამოვიდა, თუ უბრალოდ
აღარაფერი არ უნდოდა. საწყალი პანჩო. მისი ძმა მოკტესუმა
ისევ ჯგუფში იყო. მგონი, მისი ორიოდ ლექსი დავინახე ანთო-
ლოგიაში. ასე იყო თუ ისე, ჩვენთან აღარ გამოჩენილან. ამ-
ბობდნენ, არტურო ბელანო და ულისეს ლიმა სადღაც ჩრდი-
ლოეთში დაიკარგნენო. გავიგონე, ეს ამბავი მამამ დედასაც
277 მკითხველთა ლიგა
უთხრა. დედამ გაიცინა და მახსოვს როგორ თქვა, გამოჩნდე-
ბიანო, მამა კი შეწუხებული ჩანდა. მარიაც შეწუხებული იყო,
მე – არა. იმ დროისთვის ერთადერთი მეგობარი, ვინც იმ ჯგუ-
ფიდან მრჩებოდა, ერნესტო სან-ეპიფანიო იყო.

278 მკითხველთა ლიგა


3

მანუელ მაპლეს არსე, კალსადა დელ სეროზე სეირნობი-


სას, ჩაპულტეპეკის ტყე, მეხიკო, 1976 წლის აგვისტო. ის
ახალგაზრდა, არტურო ბელანო ჩემთან ინტერვიუს ასაღებად
იყო მოსული. ერთადერთხელ მაშინ ვნახე. თან ორი ბიჭი და
ერთი გოგო ახლდნენ, მათი სახელები არ ვიცი, თითქმის ხმა
არ ამოუღიათ, გოგო ჩრდილოამერიკელი იყო.
ვუთხარი, მაგნიტოფონს ვერ ვიტან, სწორედ იმავე მიზე-
ზით, რა მიზეზითაც ჩემი მეგობარი ბორხესი სარკეებს ვერ
იტანს-მეთქი. ბორხესის მეგობარი იყავითო? ისეთი გაკვირ-
ვებული ტონით მკითხა არტურო ბელანომ, რომ, ცოტა არ
იყოს, შეურაცხყოფადაც კი მომეჩვენა. იმ შორეულ, ჩვენი
სიყმაწვილის წლებში კარგი მეგობრები ვიყავით, ახლო მე-
გობრებიც, შეიძლება ითქვას-მეთქი, ვუპასუხე. ჩრდილოამე-
რიკელი გოგო დაინტერესდა, ბორხესს სარკეები რატომ ეჯავ-
რებაო. ალბათ იმიტომ, რომ ბრმაა-მეთქი, ვუპასუხე ინგლი-
სურად. სიბრმავეს მაგნიტოფონთან რა კავშირი აქვსო, მკით-
ხა ისევ. მოსმენის საშიშროებას ახსენებს-მეთქი. საკუთარი
ხმის მოსმენა, საკუთარი, ან მტრის ნაბიჯების ხმის მოსმენა-
მეთქი. ჩრდილოამერიკელმა თვალებში შემომხედა და თავი
დამიქნია. არა მგონია, ბორხესი ძალიან კარგად სცოდნოდა.
ჩემი ნაწარმოებები საერთოდ არ ეცოდინებოდა. სამაგი-
ეროდ, ჯონ დოს პასოსი მითარგმნა. თუმცა მაინცდამაინც
არც იმის მჯერა, ჯონ დოს პასოსი სცოდნოდა.
მოიცა, დავიბენი, სად ვიყავი? ჰო. არტურო ბელანოს ვუთ-
ხარი, ჯობია, მაგნიტოფონი არ გამოიყენო და უკეთესი იქნე-
ბა, თუ პასუხებისთვის კითხვებს დამიტოვებ-მეთქი. დამთან-
279 მკითხველთა ლიგა
ხმდა. ფურცელი ამოიღო და სანამ მის ამხანაგებს ჩემს ბინას
ვათვალიერებინებდი, კითხვების ჩამოწერას შეუდგა. მერე,
როდესაც კითხვარი მოამზადა, სასმელი მოვატანინე და ვისა-
უბრეთ. არკელეს ველასა და ხერმან ლისტ არსუბიდესთვის
უკვე ჩამოერთმიათ ინტერვიუ. ვკითხე, მართლა ფიქრობთ,
რომ სტრიდენტიზმი ვინმეს დააინტერესებს-მეთქი? რა თქმა
უნდა, მაესტროო, მიპასუხა, თუ რაღაც ამდაგვარი. პირადად
მე მიმაჩნია, რომ სტრიდენტიზმი უკვე ისტორიაა და იგი მარ-
ტო ლიტერატურის ისტორიკოსების ინტერესის სფეროდაა
ქცეული-მეთქი, შევეწინააღმდეგე. მე მაინტერესებს, თუმცა
ისტორიკოსი არ ვარო, მიპასუხა. კარგი, ბატონო.
ღამით, სანამ დავწვებოდი, იმ კითხვარს გადავხედე. ენთუ-
ზიასტი, მაგრამ უწიგნური ახალგაზრდის ტიპური კითხვები
იყო. იმავე საღამოს გავეცი პასუხები. მეორე დღეს გადავა-
თეთრე. სამი დღის შემდეგ, როგორც შევთანხმდით, მოვიდა
კითხვარის წასაღებად. მოახლემ შემოუშვა, თუმცა, როგორც
დავარიგე, ჩემზე უთხრა, შინ არ არისო. მერე ჩემი დატოვებუ-
ლი პაკეტი გადასცა: კითხვარი ჩემს პასუხებთან ერთად და
ორი ჩემი წიგნი, რომლებზეც წარწერის გაკეთება ვერ გავბე-
დე (მგონია, რომ დღევანდელი ახალგაზრდები ასეთ სენტი-
მენტალობებს ალმაცერად უყურებენ). წიგნები იყო „შინაგანი
ხარაჩოები“ და „ქალაქი“. მე თვითონ კარის მეორე მხარეს
ვიდექი და იქიდან ვუსმენდი. მოახლემ უთხრა, სენიორ მაპ-
ლესმა ეს დაგიტოვათო. სიჩუმე. არტურო ბელანომ ალბათ
პაკეტი გამოართვა და ნახულობდა, შიგ რა იდო. მერე წიგ-
ნებს ფურცლავდა. ის ორი წიგნი კარგა ხნის გამოცემული
იყო, მაგრამ ფურცლები გაუჭრელი ჰქონდა (არაჩვეულებრი-
ვი ქაღალდი). დუმილი. ალბათ კითხვარს ათვალიერებდა.
მერე გავიგონე, როგორ გადაუხადა მადლობა მოახლეს და
280 მკითხველთა ლიგა
წავიდა. თუ ისევ მოვა ჩემს სანახავად, გამართლებული ვიქ-
ნები. თუ ერთ დღეს ისევ გამოჩნდება ჩემს სახლში, თანაც გა-
უფრთხილებლად, ჩემთან საუბარსა და ჩემი ძველი ამბების
მოსმენას მოინდომებს, ან თავის ლექსებს მომიტანს შესაფა-
სებლად, გამართლებული ვიქნები-მეთქი, გავიფიქრე. ყველა
პოეტს სჭირდება მამა, ყველაზე ავანგარდისტსაც კი. მაგრამ,
ესენი მოწოდებით ობლები არიან. არასოდეს აღარ მოსულა.

ბარბარა პატერსონი, სასტუმრო „მიხაკების“ ნომერი, ნი-


ნიო პერდიდოს გამზირი, ხუან დე დიოს პესას კუთხე, მეხიკო,
1976 წლის სექტემბერი. ის ბებერი ნაბიჭვარი, ის ბოზიშვი-
ლი, როგორც კი დავინახე, მაშინვე არ დამევასა, უფერულ და
მოწყენილი მაიმუნის თვალებში მაშინვე შევამჩნიე რა ვირიშ-
ვილიც ბრძანდებოდა და ჩემს თავს ვუთხარი, ეს ნაგავი შანსს
არ გაუშვებს ხელიდან, რომ არ დამაფურთხოს, მაგ ბოზის
გაგდებულმა-მეთქი. მაგრამ მე ვარ სულელი, ყოველთვის სუ-
ლელი და გულუბრყვილო ვიყავი და აქაც არ გავფრთხილდი.
და მოხდა ის, რაც ყოველთვის ხდება. ბორხესი. ჯონ დოს პა-
სოსი. რა ბრიყვი ხარ, ბარბარა პატერსონ, გული მერევა. იმ
ჩემისამ ისე ამათვალიერ-ჩამათვალიერა, თითქოს ვეცოდე-
ბოდი, თითქოს მეუბნებოდა, ამ ოყლაყებმა ეს თვალებგამო-
ციებული ამერიკელი ნაშა იმიტომ მომიყვანეს, რომ ჩემთვის
თავზე დაეჯვათო. რაფაელმაც შემომხედა და არც კი შემ-
კრთალა, ის ნაბიჭვარი ქონდრისკაცი. თითქოს შეჩვეული
იყო, რომ ნებისმიერ კუანა ბებერს შეეძლო ჩემთვის შეურაც-
ხყოფა მოეყენებინა, მექსიკური ლიტერატურის ნებისმიერ
მიმხმარ კურკლს. მერე იმ ნაბიჭვარმა ხმა ამოიღო და განაც-
ხადა, მაგნიტოფონი არ მიყვარსო. არადა, რა წვალებით
მქონდა ნაშოვნი. და ის ქვეშაფსიებიც დაეთანხმნენ, არა უშა-
281 მკითხველთა ლიგა
ვს, აქვე ჩამოგიწერთ კითხვებს, სენიორ, ქვის ხანის დიდო
პოეტოო. ბატონო? იმის ნაცვლად, რომ იმ ჩათლახისთვის
შარვალი ჩაეხადათ და ის მაგნიტოფონი უკან გაერჭოთ. ის
კუანა ბებერიც გაიფხორა და თავისი მეგობრების ჩამოთვლა
დაიწყო (ყველა ცოცხალ-მკვდარი, ან მთლიანად მკვდარია)
და მერე მე მომმართა ათასჯერ, სენიორიტაო, თითქოს ასე
შეეძლო იმ ნარწყევის ალოკვა, ბლუზაზე და ჯინსზე რომ გად-
მომანთხია. ძალაც არ მეყო მეპასუხა, როდესაც ინგლისუ-
რად დამიწყო ლაპარაკი. ჰოს და არას გარდა, სიტყვა ვერ
ამოვღერღე, ან არ ვიცი-მეთქი, განსაკუთრებით, არ ვიცი-
მეთქი, ვიმეორებდი და როცა მისი სახლიდან წამოვედით,
სახლი კი არა, რაღაც უზარმაზარი სასახლე იყო, საიდან
ჰქონდა ამდენი ფული, მაგ მკვდარი ვირთხების ბოზ დედას
რომ შევეცი, საიდან მოჯვი ამდენი ფული, ასეთი სახლი რომ
გეყიდა-მეთქი, რაფაელს ვუთხარი, უნდა დავილაპარაკოთ-
მეთქი, იმან კი მითხრა, არტურო ბელანოს უნდა გავყვეო, მა-
შინ მე ვუთხარი, ბიჭო, ე, აქეთ გამოიხედე, ვერ გაიგონე, რა
გითხარი? უნდა დაგელაპარაკო-მეთქი! ამაზე მიპასუხა, მერე,
ბარბარიტა, მერეო, თითქოს პატარა გოგო ვყოფილიყავი,
რომელსაც ყველაზე შეუფერებელ ადგილებში ხმარობდა ყო-
ველ ღამე და არა მასზე ათი სანტიმეტრით მაღალი ქალი და
სულ ცოტა თხუთმეტი კილოთი უფრო მძიმე (დიეტაზე უნდა
დავჯდე, მაგრამ ამ ნაბიჭვრული მექსიკური საჭმლის გადამ-
კიდე ამას როგორ ვიზამ). ჰოდა, მაშინ ვუთხარი, მჭირდება
შენთან დალაპარაკება, თანაც ახლავე-მეთქი და იმ ოღრაშმა
კი ისე შემომხედა, თითქოს კვერცხებზე შეეხნენო და მითხრა,
რა დაგემართა, პატარავ, რამე გაუთვალისწინებელი შეგემ-
თხვაო? კიდევ კარგი, ბელანო და რეკენა ცოტა წინ მიდიოდ-
ნენ და არ ესმოდათ და, მითუმეტეს, ვერ მხედავდნენ, რადგან
282 მკითხველთა ლიგა
ჩემი ტანჯული სახის დანახვაზე მაგრად დაიბნეოდნენ. მე
თვითონაც ვიგრძენი, როგორ შევიცვალე. თვალებში სასიკ-
ვდილო დოზის სიძულვილი მედგა. ჰოდა, ვუთხარი, შე ბო-
ზიშვილო, ნაბიჭვარო-მეთქი და უარესი რომ არ მეთქვა, შევ-
ბრუნდი და წავედი. ის დღე ტირილში გავატარე. მექსიკაში
ვითომ იმიტომ ვიყავი ჩამოსული, რომ ხუან რულფოს შემოქ-
მედების შესახებ ასპირანტურის კურსი გამევლო, მაგრამ „კა-
სა დე ლაგოში“ გამართული პოეზიის საღამოზე რაფაელი გა-
ვიცანი და ერთმანეთი ერთი დანახვისთანავე შეგვიყვარდა.
ან მარტო მე შემიყვარდა. რაფაელს რა დაემართა, არ ვიცი,
ასე დარწმუნებული არ ვარ. იმ ღამითვე წამოვიყვანე სასტუმ-
რო „მიხაკებში“, სადაც აქამდე ვცხოვრობ, და გასკდომამდე
ვიჟიმავეთ. რაფაელი ცოტა ზარმაცია, მაგრამ მე არა. ჰოდა,
ისე გავაკეთე, რომ მანამ მყავდა, სანამ დილის სხივები არ
გამოჩნდა (როგორი მოულოდნელი და უცნაური დილა იცის
ამ ნაბიჭვარ ქალაქში) ნინიო პერდიდოს ქუჩაზე. მეორე დღეს
უნივერსიტეტში არ წავედი და მთელი დღე რეალვისცერის-
ტებთან აბდაუბდა საუბარში გავატარე. მაშინ, ასე თუ ისე, ჯან-
მრთელი ბიჭები იყვნენ, ასე თუ ისე ავადმყოფებიც და თან
ჯერ რეალვისცერისტებიც არ ერქვათ. მომეწონნენ. ბიტნი-
კებს ჰგავდნენ. მომეწონა ულისეს ლიმა, ბელანო, მარია
ფონტი, უფრო ნაკლებად მომეწონა ის ტრაბახა ნაბიჭვარი
ერნესტო სან-ეპიფანიო. მოკლედ, მომეწონნენ. მინდოდა,
კარგად გამეტარებინა დრო და მათთან გართობა გარანტი-
რებული მქონდა. ბევრი ხალხი გავიცანი. მერე ჯგუფს ნელ-
ნელა ჩამოშორდნენ. გავიცანი ერთი ჩრდილოამერიკელი
გოგოც, კანზასიდან (მე კალიფორნიიდან ვარ), მხატვარი
კეტლინ ო'ჰარა, მაგრამ ძალიან ვერ დავუახლოვდი. იმ
თვითკმაყოფილ ბოზს თავი სიახლეების დედა ეგონა, ბოზიშ-
283 მკითხველთა ლიგა
ვილი. კიდევ თავი რევოლუციონერად მოჰქონდა მარტო იმი-
ტომ, რომ ჩილეში იყო ნამყოფი, როცა იქ გადატრიალება
მოხდა. კაი, რა! გავიცანი მაშინ, როცა სულ ცოტა ხნის გაყრი-
ლი იყო ქმარს და ყველა პოეტი უკან სულელივით დასდევდა.
ბელანო და ულისეს ლიმაც კი, რომლებიც აშკარად ასექსუა-
ლურები იყვნენ, ან ერთმანეთთან ჰქონდათ საქმე ჩუმად, ხო
იცი, მე აგლოკავ, და შენც ამლოკე, სულ ცოტა და მოვრჩეთ.
გიჟებს ჰგავდნენ იმ დეგენერატი სოფლელისათვის. რაფა-
ელიც. მაგრამ მე რაფაელთან დავწექი და ვუთხარი, თუ გავი-
გე, რომ იმ კახპასთან იწექი, იცოდე, ყვერებს დაგაჭრი-მეთ-
ქი. რაფაელი კი იცინოდა და მეუბნებოდა, რატომ უნდა და-
მაჭრა, საყვარელო, მე ხომ მარტო შენ მიყვარხარო, მაგრამ
მისი თვალები (რაც რაფაელს საუკეთესო ჰქონდა, არაბული
თვალები, კარვისა და ოაზისის თვალები) საპირისპიროს მე-
უბნებოდნენ. შენთან იმიტომ ვარ, რომ სახარჯო ფულს მაძ-
ლევ. შენთან იმიტომ ვარ, რომ ფულს მაძლევ. შენთან იმი-
ტომ ვარ, რომ ახლა უკეთესი არავინ მყავს გვერდით ისეთი,
ვისთანაც ვიჟიმავებო. მე კი ვეუბნებოდი: რაფაელ, ნაძირა-
ლა, შე ბოზის გაგდებულო, ნაბიჭვარო, როცა მეგობრები შე-
მოგეცლებიან, მე მაინც შენ გვერდით ვიქნები-მეთქი, და
ვხვდები, რომ, როცა მარტო დარჩები, ჯიბეგაფხეკილი (ყვე-
რებით ჰაერში), მე ვიქნები ის, ვინც არ მიგატოვებს და დაგეხ-
მარება და არა შენი იდიოტი ძველი მეგობრები თავიანთი მო-
გონებებითა და ლიტერატურული შეხვედრებით-მეთქი. მითუ-
მეტეს ხელს არ გამოგიწვდიან ეგ შენი ჯიბიდან გავარდნილი
გურუები-მეთქი (არტურო და ულისესიო? – მეკითხებოდა,
ისინი ჩემი გურუები არ არიან, უზრდელო ამერიკელო, ჩემი
მეგობრები არიანო). როგორც ახლა შენ გიყურებ, ისე ვიცი,
რომ ერთ დღეს დაიკარგებიან-მეთქი. რატომ უნდა დაიკარ-
284 მკითხველთა ლიგა
გონო? მეკითხებოდა. არ ვიცი, ალბათ სირცხვილის გამო, გა-
საჭირის გამო, ორსულობის, გამოშტერების, ყოყმანის, გამ-
ყიდველობის, სულმოკლეობის, არაღიარების გამო, და კიდევ
რამის გამო, რასაც ვერ გეუბნები, რადგან ამდენი ესპანური
არ ვიცი-მეთქი. ის კი იცინოდა და მეუბნებოდა, შენ რა, მკით-
ხავად გაიჩითე, ბარბარა? მიდი, დაამთავრე შენი დისერტა-
ცია რულფოზე, მე კი ახლა წავალ და სულ მალე დავბრუნდე-
ბიო. იმის ნაცვლად, რომ მისთვის დამეჯერებინა, საწოლზე
გავიშოტებოდი და ტირილს ვიწყებდი. ყველანი მიგატოვებენ,
რაფაელ, ვუყვიროდი სასტუმრო „მიხაკების“ ოთახის ფანჯრი-
დან, სანამ რაფაელი ხალხს შეერეოდა, ჩემ გარდა, შე შტე-
რო, ჩემ გარდა ყველა დაგიკიდებს-მეთქი!

ამადეო სალვატიერა, ვენესუელის რესპუბლიკის ქუჩა, ინ-


კვიზიციის სასახლის მახლობლად, მეხიკო, 1976 წლის იანვა-
რი. მანუელმა, ხერმანმა და არველესმა რა გითხრეს-მეთქი,
ვკითხე. რაზე რა გვითხრესო, კითხვა შემიბრუნა ერთ-ერთმა
მათგანმა. სესარეაზე-მეთქი, დავუზუსტე სათქმელი. ბევრი
არაფერიო. მაპლეს არსეს ძლივს ახსოვს, არკელეს ველასაც
თითქმის აღარ ახსოვს. ლისტმა თქვა, სესარეა ტინახეროს
მარტო სახელი და გვარი ვიცოდი, როცა მექსიკაში იყო, პუებ-
ლაში ცხოვრობდაო. მაპლესის სიტყვებს თუ გავიმეორებთ,
ძალიან ახალგაზრდა და ძალიან ჩუმი გოგონა ყოფილაო. მე-
ტი არაფერი მოუყოლია-მეთქი? არა, არაფერიო. არკელესს?
არც იმასო. ჩემამდე როგორ მოხვედით-მეთქი. ლისტმა მოგ-
ვასწავლაო, მითხრეს, იმან გვითხრა, რომ თქვენ, რომ შენ,
ამადეო, მასზე უფრო მეტი უნდა იცოდეო. ხერმანმა ჩემზე რა
გითხრათ-მეთქი. ის, რომ შენ იცნობდი, ადრე, სანამ სტრი-
დენტისტი გახდებოდი, სესარეას ჯგუფში იყავი, ვისცერისტებ-
285 მკითხველთა ლიგა
თანო. კიდევ ჟურნალზე გველაპარაკა, რომელიც სესარეამ
იმ დროს გამოსცა. ასე თქვა, ჟურნალს სახელად „კაბორკა“
ერქვაო. რა კაცია ეს ხერმანი-მეთქი, ვთქვი და კიდევ ერ-
თხელ დავისხი „ლას სუისიდასი“. ისეთი ტემპით ვსვამდით,
რომ ბოთლი საღამომდე ვერ გააღწევდა. მაგრამ, ნდობით და
აუჩქარებლად. სვით, ბიჭებო, თუ ეს ბოთლი დამთავრდება,
ჩავალთ და მეორეს ვიყიდით-მეთქი. რა თქმა უნდა, ასეთს ვე-
ღარ ვიშოვით, მაგრამ სულ არარაობას მაინც აჯობებს-მეთქი.
რა საწყენია, რომ იმ მესკალს – „ლას სუისიდასს“ აღარ ასხა-
მენ, რა საწყენია, რომ დრო გადის, არა? რა საწყენია, რომ
დავიხოცებით, რომ დავბერდებით და ცხოვრების სიამენი
თვალსა და ხელს შუა გაგვიფრინდება.

ხოაკინ ფონტი, კოლიმის ქუჩა, კონდესას უბანი, მეხიკო,


1976 წლის ოქტომბერი. ახლა, როდესაც დღეები ერთმანეთს
მიუყვებიან, მიუყვებიან ცივად, იმ გულგრილობით, რაც დღე-
ებს ახასიათებთ, როდესაც ერთმანეთს მიუყვებიან, ყოველ-
გვარი წყენის გარეშე შემიძლია განვაცხადო, რომ ბელანო
რომანტიკოსი იყო, ცოტა ვულგარული, მაგრამ თავისი მე-
გობრებისთვის კარგი მეგობარი. ალბათ ვენდობი და ამას
იმიტომ ვამბობ, თუმცა არავინ იცოდა, სინამდვილეში რას
ფიქრობდა. დარწმუნებული ვარ, არც თვითონ, მათ შორის.
ულისეს ლიმა, პირიქით, უფრო რადიკალური და უფრო გახ-
სნილი იყო. ხანდახან ვაშეს71 უმცროს ძმას ჰგავდა, ან უცხოპ-
ლანეტელს. უცნაური სუნი ასდიოდა. ვიცი, რასაც ვამბობ,
ამის თქმის უფლება მაქვს და დაბეჯითებით ვამბობ კიდეც,
რადგან ჩემს სახლში ორ დაუვიწყარ შემთხვევაში იბანავა.
71ჟაკ ვაშე (1895-1919) – ანდრე ბრეტონის მეგობარი, სიურრეალიზმის
ერთ-ერთი მთავარი სულის ჩამდგმელი
286 მკითხველთა ლიგა
დავაზუსტოთ: ცუდი სუნი კი არა, უცნაური სუნი ასდიოდა,
თითქოს ეს-ესაა ერთდროულად ჭაობიდან და უდაბნოდან გა-
მოვიდაო. უკიდურესი სინესტე და სიმშრალე ერთდროულად,
პირველყოფილი ქაოსი უდაბური და მკვდარი ველების სიმ-
შრალესთან იყო შეზავებული. ერთდროულად, ბატონებო!
ნამდვილად ამაფორიაქებელია! თუმცა, იმ მიზეზების გამო,
რომელთა გახსენება არ ღირს, მე მაღიზიანებდა. სუნს ვგუ-
ლისხმობ. ხასიათით ბელანო ექსტრავერტი იყო, ულისესი –
ინტროვერტი. უფრო სწორად, მე უფრო ასე მეჩვენებოდა.
ზვიგენებს შორის ტრიალი ბელანოს იმაზე, და, ცხადია, ჩემზე
უკეთ გამოსდიოდა. უკეთ ახერხებდა ასეთ რამეებს, რადგან
მანევრირების უნარი შესწევდა, უფრო მოწესრიგებული იყო,
უფრო ბუნებრივად თვალთმაქცობდა. ულისესის დადებითი
მხარე ის იყო, რომ ნელი მოქმედების ჭურვს უფრო ჰგავდა,
რაც, საზოგადოებრივი თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, უა-
რესიცაა: ყველამ იცოდა, ან გუმანით გრძნობდა, რომ ნელი
მოქმედების ჭურვი იყო და არავის, რაც გასაგებიცაა და საპა-
ტიებელიც, არავის უნდოდა განსაკუთრებით ახლოს ჰყოლო-
და. ეჰ, ულისეს ლიმა... გაუთავებლად წერდა, ყველაზე მეტად
ის მახსენდება, როგორ დადიოდა წიგნის გროვებით და ქა-
ღალდის ფურცლებით, არადა, სრულიად ადვილი შესაძლე-
ბელი იყო, დაჰკარგვოდა. არასოდეს ერთ დაჯდომაზე ლექსი
არ დაუწერია. წერდა სტრიქონებს, რომლებიც რაღაც ბედის
განგებით, უცნაურ გრძელ ლექსებად იკვრებოდა. ბელანო,
პირიქით, ბლოკნოტებში იწერდა... ჩემი ფული დღემდე მარ-
თებთ..

ხასინტო რეკენა, კაფე „კიტო“, ბუკარელის ქუჩა, მეხიკო,


1976 წლის ნოემბერი. ხანდახან დაიკარგებოდნენ ხოლმე,
287 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ეს ორ-სამ დღეზე მეტ ხანს არ გრძელდებოდა. როცა
ვკითხავდი, სად იყავით-მეთქი, მპასუხობდნენ, ხორაგის მო-
სატანადო. სულ ეს იყო, ამ საკითხზე ამაზე მეტს არასოდეს
არაფერს ამბობდნენ. რა თქმა უნდა, უფრო ახლობლებმა ვი-
ცოდით, სად მიდიოდნენ და იმ დღეებში რას აკეთებდნენ.
ზოგს ფეხებზე ეკიდა, ზოგს არ მოსწონდა, ამბობდნენ ეს ლუმ-
პენური საქციელიაო. ლუმპენიზმი ინტელექტუალთა ინფან-
ტილური დაავადებაა. იყვნენ ისეთებიც, ვისაც მოსწონდა, უფ-
რო მეტად იმიტომ, რომ ლიმა და ბელანო ცუდი გზით მოპო-
ვებულ ფულს ადვილად გვახარჯავდნენ. მე ამ უკანასკნელთა
რიგებს მივეკუთვნებოდი. საქმეები კარგად არ მიმდიოდა.
სოჩილი, ჩემი მეგობარი გოგო, სამი თვის ორსული იყო. სამ-
სახური არ მქონდა. ვცხოვრობდით სასტუმროში, რევოლუცი-
ის ქანდაკებასთან ახლოს, მონტესის ქუჩაზე და ბინის ქირას
სოჩილის მამა იხდიდა. ერთი ოთახი გვქონდა, ჩვენი სველი
წერტილითა და პატარა სამზარეულოთი, რომელიც იმის სა-
შუალებას მაინც გვაძლევდა, რომ საჭმელი სახლშივე გვეკე-
თებინა, რაც ბევრად უფრო ეკონომიური იყო, ვიდრე ყოველ-
დღე საჭმელად სადმე გასვლა. ეს ოთახი, უფრო სწორად, ბი-
ნა, სოჩილის მამას ბევრად ადრე ჰქონდა დაქირავებული,
ვიდრე სოჩილი დაორსულდებოდა და ჩვენ დაგვითმობდა.
ალბათ, ქალების მისაყვანად, ან რამე ეგეთისთვის იყენებდა.
ჩვენ კი დაგვითმო, მაგრამ მანამდე სიტყვა ჩამოგვართვა,
რომ აუცილებლად დავქორწინდებოდით. მე მაშინვე დავთან-
ხმდი, მგონი, დავიფიცე კიდეც. სოჩილმა არჩია, არაფერი ეთ-
ქვა და მამამისს თვალებში ჩახედა. ასაკოვანი, საინტერესო
კაცია, ბევრად უფროსი, თავისუფლად შეიძლებოდა სოჩი-
ლის ბაბუაც ყოფილიყო, მაგრამ თან ისეთი კანის დაავადება
აქვს, რომ მის შემხედვარეს ჟრუანტელი დაგივლის. ყოველ
288 მკითხველთა ლიგა
შემთხვევაში, პირველ დანახვაზე მაინც. მე სწორედ ასე დამე-
მართა. დიდი და ღონიერი კაცი იყო, ძალიან დიდი ტანის, სა-
ოცარია, რადგან სოჩილი პატარა, ნატიფი ტანისაა და ძვლე-
ბიც ძალიან წვრილი აქვს. აი, მამამისი კი დიდი იყო და კანიც
ძალიან დაჭმუჭნილი და ძალიან მუქი ჰქონდა (სოჩილსაც
ასეთი აქვს). ყოველთვის, რამდენჯერაც მინახავს, კოსტიუმი
ეცვა და ჰალსტუხი ეკეთა. ხან მუქი ლურჯი იყო ის კოსტიუმი,
ხან ყავისფერი. ორი კოსტიუმი კარგი ხარისხის, მაგრამ არა
ახალი. ზოგჯერ, განსაკუთრებით, საღამოობით, პიჯაკზე გა-
ბარდინის ლაბადას მოიცვამდა. სოჩილმა მაშინ გამაცნო,
როდესაც მასთან მივედით დახმარების სათხოვნელად. მო-
ხუცმა შემომხედა და მერე მითხრა, მოდი, პირისპირ მინდა
დაგელაპარაკოო. დამერხა-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ რაღას
ვიზამდი, გავყევი და იმისთვის განვეწყვე, რომ, რაც უნდა გა-
ეკეთებინა, შევგუებოდი. მაგრამ, მოხუცმა მარტო ის მითხრა,
პირი გააღეო. რა-მეთქი? ვკითხე გაოცებულმა. პირი გააღეო,
გამიმეორა. გავაღე პირი. მოხუცმა პირში ჩამხედა და მკითხა,
ის სამი კბილი რომ გაკლია, როგორ დაკარგეო. სკოლაში
ჩხუბის დროს-მეთქი, ვუპასუხე. ჩემმა ქალიშვილმა ასეთი გა-
გიცნოო? – მკითხა ისევ. დიახ, უკვე მაკლდა კბილები, როცა
გავიცანი-მეთქი. ჯანდაბა, ალბათ ძალიან უყვარხარო (მოხუ-
ცი ოჯახში მას მერე აღარ ცხოვრობდა, რაც სოჩილი ექვსი
წლის გახდა, მაგრამ თვეში ერთხელ ის და მისი დები მამის
სანახავად დადიოდნენ). მერე განაგრძო: თუ მიატოვებ, მოგ-
კლავო. ამას რომ მეუბნებოდა, თვალი თვალში გამიყარა,
ვირთხის თვალები – თვალის გუგებიც კი დანაოჭებული
ჰქონდა. ხმისთვის არ აუწევია, როგორც ოროლის ფილმებში
ნაბიჭვარი განგსტერები ლაპარაკობენ ხოლმე და როგორიც
გულისგულში ნაღდად თვითონაც იქნება. მე, რა თქმა უნდა,
289 მკითხველთა ლიგა
დავიფიცე, რომ მის ქალიშვილს არასოდეს მივატოვებდი, მი-
თუმეტეს ახლა, როდესაც ჩემი შვილის დედა უნდა გამხდარი-
ყო და ამით დასრულდა ჩვენი განმარტოებით საუბარი. სო-
ჩილთან დავბრუნდით, მოხუცმა თავისი ბუნაგის გასაღები
მოგვცა, დაგვაიმედა, ქირაზე არ ინაღვლოთ, ეგ ჩემი საქმე
იქნებაო და თავის სარჩენად ფულის შეკვრაც გადმოგვცა.
მამამისიდან რომ წამოვედით, თავისუფლად ამოვისუნ-
თქეთ, რადგან საცხოვრებელი სადარდებელი აღარ გვექნე-
ბოდა. მაგრამ მალე აღმოვაჩინეთ, რომ მოხუცის მოცემული
ფული თავის გასატანად ძლივს გვყოფნიდა. იმის თქმა მინდა,
რომ სოჩილსა და მეც გარე ხარჯები არ გველეოდა, სულ რა-
ღაც საჭიროებები ამოტივტივდებოდა, რასაც მამამისის მოცე-
მული ფული ვერ სწვდებოდა. მაგალითად, ტანსაცმელში
ფულს არ ვხარჯავდით, უმტკივნეულოდ მივეჩვიეთ იმას, რომ
ერთი და იგივე გვცმოდა, მაგრამ კინოში დავდიოდით, თეატ-
რალურ წარმოდგენებზეც, ავტობუსსა და მეტროს არ ვიკლებ-
დით (თუმცა, კაცმა რომ თქვას, ცენტრში ვცხოვრობდით და
შეგვეძლო, თითქმის ყველგან ფეხით მივსულიყავით). ტრან-
სპორტში საერთოდ მაშინ ვსხდებოდით, როდესაც „კასა, დე
ლაგოს“ ან უნივერსიტეტის პოეზიის სალონებში მივდიოდით.
რადგან სწავლით, რასაც სწავლა ჰქვია, არ ვსწავლობდით,
მაგრამ პოეზიის არც ერთი სახელოსნო არ იყო, სადაც ერ-
თხელ მაინც არ ვიყავით ნამყოფი, თითქოს სალონებში სი-
არულის ციებ-ცხელება შეგვეყარაო. რამდენიმე ღვეზელს
მოვიმზადებდით და სალონში დავერჭობოდით, თან ძალიან
კმაყოფილები. ვუსმენდით, როგორ კითხულობდნენ ლექ-
სებს, მერე როგორ განიხილავდნენ. ხანდახან ჩვენც ვაკრი-
ტიკებდით, ჩემზე მეტად სოჩილი. მერე გამოვდიოდით იქი-
დან, უკვე ღამით და სანამ ავტობუსის გაჩერებასთან მივდიო-
290 მკითხველთა ლიგა
დით ან მეტროსთან ან პირდაპირ სახლისკენ დავადგებოდით
გზას, ჩვენს ღვეზელებს შევექცეოდით და თან მეხიკოს ღამით
ვტკბებოდით. მეხიკოს ღამეები ყოველთვის არაჩვეულებრი-
ვად მეჩვენებოდა. ზოგადად, ღამეები აქ გრილია, ნათელი,
მაგრამ არა ცივი, სასეირნოდ და სასიყვარულოდ გაჩენილი,
აუჩქარებელი საუბრისთვის შექმნილი. მე და სოჩილიც სწო-
რედ ასე ვიქცეოდით, მივსეირნობდით და ვსაუბრობდით,
ვლაპარაკობდით ბავშვზე, რომელიც გაგვიჩნდებოდა, პო-
ეტებზე, რომლებსაც იმ საღამოს მოვუსმინეთ, წიგნებზე, რომ-
ლებსაც ვკითხულობდით.
სწორედ ერთ-ერთ ასეთ სახელოსნოში გავიცანით ულისეს
ლიმა, რაფაელ ბარიოსი და პიელ დივინა. იქ ერთი-ორჯერ
ვიყავით ნამყოფი, მაგრამ ულისესი პირველად ვნახეთ. შეხ-
ვედრის ბოლოს ერთმანეთს უკვე მეგობრებად ვთვლიდით.
სახელოსნოდან ერთად გამოვედით, ერთად გავისეირნეთ,
მერე ერთად ჩავსხედით ავტობუსში და სანამ პიელ დივინა
სოჩილის მოხიბვლას ცდილობდა, მე ულისეს ლიმას ვუსმენ-
დი, ის კი მე მისმენდა. რაფაელი ორივეს გვეთანხმებოდა:
ულისესს, როცა ის ლაპარაკობდა და მე, როცა მე ვამბობდი
რამეს. ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს ნამდვილად ჩემი
მონათესავე სული ვიპოვე, ნამდვილი პოეტი, თავით ფეხამდე
პოეტი, რომელსაც შეეძლო, ნათლად აეხსნა ის, რასაც მე
მარტო ინტუიციით ვწვდებოდი, რისკენაც ვისწრაფოდი და
რაზეც ვოცნებობდი. ის საღამო ერთ-ერთი საუკეთესო საღა-
მო იყო ჩემს ცხოვრებაში. შინ დაბრუნებული ვეღარ ვიძინებ-
დით, ვერც მე, ვერც სოჩილი და დილის ოთხ საათამდე ვლა-
პარაკობდით. მოგვიანებით, არტურო ბელანო, ფელიპე მი-
ულერი, მარია ფონტი, ერნესტო სან-ეპიფანიო და დანარჩე-
ნებიც გავიცანი, მაგრამ არც ერთს ჩემზე ისეთი შთაბეჭდილე-
291 მკითხველთა ლიგა
ბა არ მოუხდენია, როგორც ულისესს. რა თქმა უნდა, მარტო
პიელ დივინა არ იყო ის კაცი, ვინც ცდილობდა, სოჩილი ლო-
გინში შეეტყუებინა. ამას პანჩო და მოკტესუმა როდრიგესები
და თვით რაფაელ ბარიოსიც კი ჩალიჩობდნენ. ხანდახან ვე-
უბნებოდი სოჩილს, რატომ არ უხსნი, რომ ორსულად ხარ,
სურვილი გაუქრებათ და თავს დაგანებებენ-მეთქი. ის კი უბ-
რალოდ, იცინოდა და მეუბნებოდა, არ მაწუხებს მათი არში-
ყობაო. კარგი, შენ იცი-მეთქი. ეჭვიანი არ ვარ. მაგრამ ერთ
საღამოს, ნათლად მახსოვს, არტურო ბელანოც იმავეს შეეცა-
და. ამან კი სერიოზულად დამანაღვლიანა. ვიცოდი, რომ ჩემი
გოგო არავის არ დაუწვებოდა, მაგრამ მათი საქციელი შე-
ურაცხყოფას მაყენებდა. ისე გამოდიოდა, თითქოს ჩემს არსე-
ბობას საერთოდ აინუნში არ აგდებდნენ. თითქოს ფიქრობ-
დნენ: როგორ შეიძლება ამ გოგოს ეს უკბილო არარაობა
მოსწონდესო. თითქოს კბილები რამე კავშირში იყოს სიყვა-
რულთან. აი, არტურო ბელანო კი სულ სხვა იყო. სოჩილს არ-
თობდა დანარჩენების არშიყი, მაგრამ ბელანოსთან სხვანაი-
რად ვითარდებოდა მოვლენები, ეს გართობაზე მეტი ჩანდა.
არტურო ბელანოს ჯერ არ ვიცნობდით და სანამ გავიცნობ-
დით, მასზე ბევრი გვსმენოდა, თუმცა, ხან რისა და ხან რის
გამო ნანახი არ გვყავდა. იმ საღამოს გამოჩნდა. გვიანი ღამე
იყო, მოხდა ისე, რომ ცარიელი ავტობუსი მთლიანად ვისცე-
რისტებმა დაიკავეს! სად მივდიოდით, აღარ მახსოვს, სადღაც
მხიარულ შეკრებაზე, სპექტაკლსა თუ პოეზიის საღამოზე. ბე-
ლანო სოჩილს მიუჯდა და მთელი მგზავრობის მანძილზე სა-
უბრობდნენ. მე რამდენიმე რიგის გამოტოვებით უკან ვიჯექი
ულისესთან და ერთ ბიჭთან, ბუსტამანტესთან ერთად, და მივ-
ხვდი, გულის კანკალით მივხვდი, რომ სოჩილს სხვანაირი სა-
ხე გაუხდა. თავს კარგად გრძნობდა. გამომეტყველებაზე ეტ-
292 მკითხველთა ლიგა
ყობოდა, როგორ უხაროდა, ბელანო გვერდით რომ ეჯდა და
მთლიანად მისით იყო დაკავებული, სანამ დანარჩენები, გან-
საკუთრებით კი ისინი, ვინც ადრე ცდილობდა მის შეცდენას,
ამ სცენას ჩუმჩუმად უთვალთვალებდნენ, მათ შორის მეც.
თუმცა, მთელი გზა საუბარი არ შეუწყვეტიათ, არც ნახევრად
ცარიელი ქუჩებისკენ გაჰპარვიათ თვალი. ავტობუსის კარი
მჭიდროდ იყო დაკეტილი, თითქოს კრემატორიუმის ღუმელი
ყოფილიყო. მოკლედ, ამ წყვილს ისე უთვალთვალებდნენ,
რომ ერთმანეთში ლაპარაკს თავს არ ანებებდნენ, მაგრამ,
მთელი გულისყური იქით ჰქონდათ მიმართული, როგორმე
გაეგოთ, რა ხდებოდა ჩემს სოჩილსა და არტურო ბელანოს
შორის. ერთხანს ატმოსფერო ისე დაიძაბა, ისე ბეწვზე ეკიდა,
რომ ერთი გავიფიქრე, ამ ნაბიჭვრებმა რაღაც ისეთი იციან,
რაც მე არ ვიცი, აქ რაღაც უცნაური ხდება, არ არის ნორმა-
ლური, რომ ამ იდიოტ ავტობუსში არავინ ამოდის, არ არის
ნორმალური და ეს ნამდვილად არ მეჩვენება-მეთქი. მაგრამ
მოვითმინე, როგორც ყოველთვის, და ბოლოს არაფერიც არ
მოხდა. მერე რაფაელ ბარიოსმა, – რა სიფათი აქვს, – მით-
ხრა, ბელანომ არ იცოდა, სოჩილი თუ შენი გოგო იყოო. მე
ვუპასუხე, არაფერი მომხდარა, და რომც მომხდარიყო, ეს სო-
ჩილის საქმეა, ჩემთან კი ცხოვრობს, მაგრამ ჩემი მონა რო-
დია-მეთქი. მაგრამ, ახლა ამ ამბის საინტერესო ნაწილი მო-
დის: იმ საღამოს შემდეგ, როდესაც ბელანომ ჩემი გოგოსად-
მი ამდენი ყურადღება გამოიჩინა (ისღა დააკლდა, ტუჩებში
ეკოცნა) იმ ღამეული და მარტოსული მგზავრობის შემდეგ,
აღარავის უცდია, სოჩილს გაარშიყებოდა. საერთოდ არავის.
თითქოს იმ ნაბიჭვრებმა თავიანთი ნაბიჭვარი ლიდერის წი-
ნაშე უკან დაიხიეს, რადგან, რაც დაინახეს, არ მოეწონათო.
და კიდევ ერთი რამე უნდა დავამატო: ბელანოს ის ფლირტი
293 მკითხველთა ლიგა
იმდენ ხანს გაგრძელდა, რამდენ ხანსაც ავტობუსის ის დაუს-
რულებელი გზა გრძელდებოდა, ანუ სრულიად უბოროტო არ-
შიყი გამოდგა. შეიძლება მაშინ მართლაც არ იცოდა, რომ ის
ვიღაც ტიპი, მათგან მოშორებით რომ იჯდა, იმ გოგოს კაცი
იყო. მაგრამ სოჩილმა ხომ იცოდა და მისი საქციელი, ჩილეე-
ლის ქათინაურები ისე მიეღო, რომ არ შეწინააღმდეგებოდა,
ძალიან განსხვავდებოდა იმ საქციელისგან, რომელსაც მაშინ
ვხედავდი, როცა, მაგალითად, პიელ დივინა ან პანჩო როდ-
რიგესი ეარშიყებოდნენ. იმათი კუდის ქიცინის დროს ჩემს
გოგოს ეტყობოდა, რომ ერთობოდა, სიამოვნებდა, იცინოდა
და ამით მთავრდებოდა ყველაფერი. ბელანოსთან ჯდომისას
კი მისი პროფილი, მისი დახრილი თავი, ანუ ის, რის დანახ-
ვაც ჩემი სავარძლიდან შემეძლო, სულ სხვანაირ ემოციებს
გამოხატავდა. იმ საღამოს, სასტუმროში დაბრუნებულს ვაკ-
ვირდებოდი და მომეჩვენა, რომ უფრო ჩაფიქრებული იყო და
თითქოს ფიქრით სადღაც სხვაგანაც კი დაფრინავდა. მაგრამ,
არაფერი მითქვამს. ჩავთვალე, რომ მიზეზს მივუხვდი. ამი-
ტომ, სხვა რამეზე ლაპარაკი წამოვიწყე, ჩვენს შვილზე, იმ
ლექსებზე, მე და ის შემდეგში რომ დავწერდით, ერთი სიტ-
ყვით, მომავალზე. არ მიხსენებია არც არტურო ბელანო, არც
ის რეალური პრობლემები, რაც ასე გვაწუხებდა: მაგალითად,
როდის ვიშოვიდი სამსახურს, როდის გვექნებოდა ფული ბი-
ნის დასაქირავებლად, როგორ უნდა შეგვენახა ჩვენი თავიც
და ჩვენი მომავალი შვილიც. არა, ვლაპარაკობდი, როგორც
ყოველ საღამოს, პოეზიაზე, შემოქმედებაზე, ვისცერალურ
რეალიზმზე, ჩემთვის ახლობელ ლიტერატურულ მიმდინა-
რეობაზე, ჩემს განწყობაზე იმ რეალობასთან შესახვედრად,
რომელიც წინ თითზე ბეჭდით მელოდა.

294 მკითხველთა ლიგა


რაღაც საბედისწეროდ, იმ საღამოს შემდეგ მათი ნახვა
თითქმის ყოველდღე გვიწევდა. იქ მივდიოდით, სადაც ისინი
მიდიოდნენ. მალე, მგონი, ერთი კვირის შემდეგ, ჯგუფის პო-
ეზიის საღამოზე ლექსების წასაკითხად მიმიწვიეს. არ არსე-
ბობდა, რომ რომელიმე შეკრებას გამოვრჩენოდით. ბელანო-
სა და სოჩილს შორის ურთიერთობას რაც შეეხება, თავაზია-
ნობის დონეზე გაიყინა, თუმცა რაღაც იდუმალება მაინც ახ-
ლდა (იდუმალება, რომელიც პარადოქსულად ჩემი პარტნიო-
რის მუცლის ზრდასთან ერთადაც კი არ შემცირებულა), მაგ-
რამ მეტი აღარაფერი ხდებოდა. სინამდვილეში არტუროს სო-
ჩილი აღარასოდეს უნახავს. რა მოხდა იმ საღამოს, იმ ავტო-
ბუსში, მეხიკოს განათებულ, მაგრამ უკაცრიელ ქუჩებში რომ
მიგვაქროლებდა? არ ვიცი. ალბათ ახალგაზრდა ქალს, რო-
მელსაც მუცელი ჯერ არ ეტყობოდა, რამდენიმე საათით შეუყ-
ვარდა მთვარეული და სულ ეს იყო.
ამბის დანარჩენი ნაწილი უფრო ვულგარულია. ულისესი
და ბელანო დროდადრო იკარგებოდნენ მეხიკოდან. ზოგს ეს
ცუდად ეჩვენებოდა. სხვებს ფეხებზე ეკიდათ. მე მომწონდა.
ერთხელ ულისესმა ფული მასესხა, ფული პერიოდულად ბევ-
რი ჰქონდა, მე კი მაკლდა. არ ვიცი, საიდან მოჰქონდა და ეს
არც მეხებოდა. ბელანოს ფული ჩემთვის არასოდეს უსესხე-
ბია. სონორაში რომ დააპირეს გამგზავრება, გულმა მიგ-
რძნო, რომ ჯგუფი გაქრობის პირას იყო. თითქოს აქამდე ხუმ-
რობდნენ და ეს ხუმრობა ყელში ამოუვიდათო. არც ეს აზრი
მეჩვენა ცუდად. ჩემი შვილი სადაცაა დაიბადებოდა და მეც,
როგორც იქნა, სამსახური ვიშოვე. ერთ საღამოს რაფაელმა
დამირეკა და მითხრა, დაბრუნდნენ, მაგრამ მერე ისევ წავიდ-
ნენო. კარგი-მეთქი, ვუთხარი, ფული მათია და როგორც უნ-
დათ, ისე მოიხმარენ-მეთქი. ამჯერად ევროპაში წავლენო,
295 მკითხველთა ლიგა
მითხრა რაფაელმა. ძალიან კარგი, ჩვენც ასე უნდა მოვქცეუ-
ლიყავით-მეთქი. და მოძრაობაო? მკითხა რაფაელმა, რა
მოძრაობა-მეთქი, ვკითხე და თან მძინარე სოჩილს ვუყურებ-
დი. ოთახში ბნელოდა, ფანჯრიდან სასტუმროს აბრის ციალი
შემოდიოდა, როგორც ცუდ განგსტერულ ფილმებშია ხოლმე
– ჩაბნელებულ ოთახში რეკლამის ციალი რომ შემოდის
ხოლმე. იმ ოთახში ჩემი შვილის ბაბუა თავის სისაძაგლეებს
სჩადიოდა. ვისცერული რეალიზმი, სხვა რა იქნებაო, დააზუს-
ტა რაფაელმა. ვისცერულ რეალიზმს რა მოუვა-მეთქი, ვკით-
ხე. ხოლო რაც მოუვიდოდა, ეს უკვე რაფაელმა ამიხსნა. რა
დაემართება იმ ჟურნალს, რომლის გამოცემასაც ვაპირებ-
დით, რა დაემართება ჩვენს დანარჩენ პროექტებსო, ისეთი
შესაბრალისი ტონით მკითხა რაფაელმა, სოჩილს რომ არ
სძინებოდა, აუცილებლად ხარხარი ამიტყდებოდა. ჟურნალს
ჩვენ გამოვუშვებთ, პროექტებიც გაგრძელდება მათთან ერ-
თად, ან უიმათოდ-მეთქი. რაფაელი ერთხანს ჩუმად იყო.
კურსი არ უნდა დავკარგოთო, ჩაილუღლუღა ბოლოს. მერე
კი ისევ დამუნჯდა. ალბათ ფიქრობდა. მეც გავჩუმდი. მაგრამ
მისგან განსხვავებით არ ვფიქრობდი. ისედაც კარგად ვიცო-
დი, სად ვიყავი და რის გაკეთება მინდოდა. ზუსტად ისე, რო-
გორც დარწმუნებული ვიყავი ჩემს სურვილებსა და იმაში, თუ,
მათ შემდეგ რა უნდა მეკეთებინა, არც იმაში მეპარებოდა ეჭ-
ვი, რომ თავის გზას რაფაელიც მონახავდა. ისტერიკაში ჩასა-
ვარდნი არაფერია-მეთქი, ვუთხარი, როდესაც ყურზე ყურ-
მილმიბჯენილს ასე სიბნელეში ჩუმად დგომა მომბეზრდა. ის-
ტერიკაში არა ვარ, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ჩვენც უნდა წავსუ-
ლიყავითო, თქვა რაფაელმა. მე მექსიკიდან ფეხს არ მოვიც-
ვლი-მეთქი, ვუპასუხე.

296 მკითხველთა ლიგა


მარია ფონტი, კოლიმის ქუჩა, კონდესას უბანი, მეხიკო,
1976 წლის დეკემბერი. იძულებულები გავხდით, მამაჩვენი
საგიჟეთში დაგვეწვინა (დედაჩემი მისწორებს და მეუბნება
ფსიქიატრიული კლინიკა ჰქვიაო. მაგრამ არის სიტყვები,
რომლებსაც შელამაზება არ შველის. საგიჟეთი საგიჟეთია).
ეს ამბავი ცოტა ხნით ადრე მოხდა, სანამ ულისესი და არტუ-
რო სონორიდან დაბრუნდებოდნენ. არ ვიცი, გითხარით თუ
არა, მაგრამ ისინი მამაჩემის მანქანით წავიდნენ. დედაჩემის
აზრით, ამ ფაქტს ქურდობისა და სხვისი ქონების მითვისების
კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს, მითუმეტეს, რომ ამ ამბავს მა-
მაჩემის გონებრივი მდგომარეობის საშინელი გაუარესება
მოჰყვა. მე არ ვეთანხმები. მამაჩემის დამოკიდებულება თა-
ვისი ქონების, სახლის, მანქანის, ხელოვნების შესახებ წიგნე-
ბის, მიმდინარე ანგარიშის მიმართ ყოველთვის, სულ ცოტა,
განსხვავებული, სულ ცოტა, ორაზროვანი იყო. ისეთი შთა-
ბეჭდილება გვექმნებოდა, თითქოს მამაჩემი ყოველთვის
იშორებდა, ყოველთვის იხდიდა ყველაფერს, რაც ეცვა და
რაც გააჩნდა, კარგი და გამოსადეგი იყო ის რაღაც, თუ ცუდი,
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბედის ამდენი უკუღმართობით
(თუ სიზანტით) ბოლომდე შიშვლად დარჩენას თითქოს მაინც
ვერასოდეს ახერხებდა. და ეს შლიდა ჭკუიდან, რაც ადვილი
გასაგებია. მაგრამ, მოდი ისევ მანქანას დავუბრუნდეთ. ული-
სესი და არტურო მეხიკოში დაბრუნების შემდეგ კაფე „კიტო-
ში“ დავინახე, თითქმის შემთხვევით, თუმცა, იმ საშინელ ად-
გილას სინამდვილეში სწორედ იმიტომ ვიყავი მისული, რომ
მათ ვეძებდი. დანახვით კი დავინახე, მაგრამ ლამის ვერც კი
ვიცანი. ვიღაც ტიპთან ერთად იყვნენ. იმ ვიღაცას არ ვიცნობ-
დი, ტიპი თავიდან ფეხამდე თეთრებში იყო გამოწყობილი,
თავზე ჩალის შლაპა ეხურა და ის თავი ჯოხს მიუგავდა. ჯერ
297 მკითხველთა ლიგა
ვიფიქრე, ნამდვილად მომკრეს თვალი, მაგრამ არ იმჩნევენ,
ვითომ ძალიან დაბნეულები არიან-მეთქი. ბუკარელის ვიტ-
რინის კუთხეში ისხდნენ, სარკესთან და წარწერასთან „ღუ-
მელში შემწვარი ციკანი“. მაგრამ არაფერს ჭამდნენ, წინ რძი-
ანი ყავის ორი დიდი ჭიქა ედგათ და დროდადრო თითო
ყლუპს ძლივს თუ მოსვამდნენ, თითქოს ავად არიან ან ძი-
ლისგან თავი უკვდებათო. ის თეთრებიანი ტიპი კი ჭამდა,
მაგრამ შემწვარ ციკანს კი არა (როცა ეს სიტყვები – „შემწვა-
რი ციკანი“ გავიმეორე, გულისრევა ვიგრძენი), არამედ ენჩი-
ლადას, კაფე „კიტოს“ სახელგანთქმულ და თანაც იაფფასიან
ენჩილადას. წინ ორი ბოთლი ლუდიც ედგა. გავიფიქრე, ნამ-
დვილად რაღაცას მაიმუნობენ, შეუძლებელია, არ დავენა-
ხეთ-მეთქი. მართალია, ძალიან შეცვლილები იყვნენ, მაგრამ
მე ხომ არ ვიყავი შეცვლილი. მოსალმებაც არ უნდოდათ. მა-
შინვე მამაჩემის მანქანა გამახსენდა და ისიც, როგორ ამბობ-
და დედაჩემი, ის მანქანა სრულიად უსინდისოდ მოგვპარეს,
ასეთი უსირცხვილობა არ გამიგია, ამ ქვეყანაზე ასეთი რამ
არასოდეს მომხდარა, ამიტომ პოლიციას უნდა შევატყობინო-
თო. ისიც გამახსენდა, მანქანაზე რომ ლაპარაკობდნენ, რო-
გორ ამბობდა მამა რაღაც ერთმანეთთან დაუკავშირებელ
რამეებს. ღმერთო ჩემო, კიმ, ეუბნებოდა დედაჩემი, მორჩი
სისულელეების როშვას, დავიღალე აქეთ-იქით ავტობუსით
და ტაქსით სიარულით, ერთხელაც იქნება, ასე სიარული
ცხვირიდან ძმრად წამოგვივაო. და როდესაც დედა ამას ჩემს
საწყალ მამას ეუბნებოდა, ის იცინოდა და პასუხობდა,
ფრთხილად იყავი, უცხვიროდ არ დარჩეო. დედაჩემს ეს სასა-
ცილოდ არ ეჩვენებოდა, მაგრამ მე მეცინებოდა: მამა იმას კი
არ გულისხმობდა, რომ ტრანსპორტით სიარული ჩვენს ფი-
ნანსებზე ცუდად იმოქმედებდა, არამედ იმას, რომ დედაჩემს
298 მკითხველთა ლიგა
რომელიმე ტაქსიში ან ავტობუსში ჩაჯდომისას კარში ცხვირი
მოეჭეჭყებოდა. ახლა ამას რომ ვამბობ, შეიძლება სასაცილო
სულაც არ იყოს, მაგრამ მამაჩემი ამ სიტყვებს ისე დარწმუნე-
ბით, რაღაცნაირად უცნაურად იმეორებდა, რომ მართლა სა-
საცილოდ ჟღერდა. ასე იყო თუ ისე, მთავარი იყო, რომ „იმპა-
ლას“ დასაბრუნებლად დედაჩემი პოლიციაში მისვლას აპი-
რებდა, მე კი მიმაჩნდა, რომ არავითარი საჩივარი არ უნდა
შეეტანა, რადგან მანქანა აუცილებლად თვითონ დაგვიბრუნ-
დებოდა (ესეც სასაცილო იყო, არა?), ოღონდ უნდა მოგვეცა-
და, არტუროსა და ულისესისთვის დრო მიგვეცა. ჯერ თვითონ
უნდა ჩამოსულიყვნენ მეხიკოში და მაშინ, მანქანასაც უსათუ-
ოდ დააბრუნებდნენ. ახლა კი ჩემი თვალით ვხედავდი, რომ
აქ იყვნენ, ვიღაც თეთრებში გამოწყობილ ტიპს ელაპარაკე-
ბოდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეხიკოში დაბრუნდნენ და
ვერ მხედავდნენ, ან არ უნდოდათ დავენახე, თუმცა, მე დრო
თავზე საყრელად მქონდა. ასე რომ, შემეძლო ვმჯდარიყავი,
მათთვის თვალი არ მომეშორებინა და თან იმაზე მეფიქრა,
რა უნდა მეთქვა: მამაჩემი საგიჟეთში დავაწვინეთ, ამიტომ,
მანქანა უნდა დაგვიბრუნოთ-მეთქი? მაგრამ, რაც დრო გა-
დიოდა – არ ვიცი, იქ რამდენ ხანს ვიყავი, მაგიდები კაფეში
იცლებოდა და ისევ ივსებოდა, თეთრსამოსიანი კაცი შლაპას
არ იხდიდა, მისი ენჩილადებიანი თეფშიც მარადიული მეჩვე-
ნებოდა, ყველაფერი უფრო და უფრო მერეოდა თავში, თით-
ქოს ის სიტყვები, მათთვის რომ უნდა მეთქვა, მცენარეები ყო-
ფილიყვნენ და უცებ გახმობას იწყებდნენ, ფერსა და სასიცოც-
ხლო ძალას კარგავდნენ, იხოცებოდნენ. ვერც იმაზე ფიქრი
მშველოდა, რომ მამაჩემი საგიჟეთში იყო გამოკეტილი,
თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი დეპრესიით შეპყრობილი,
დედაჩემი კი გაუთავებლად აფრიალებდა მუქარებს და ამ მუ-
299 მკითხველთა ლიგა
ქარებს სიტყვა „პოლიციას“ რეფრენივით აყოლებდა, თით-
ქოს უნივერსიტეტის სპორტული კლუბის პორისტა ყოფილი-
ყოს, საასპარეზო არენაზე შესვენების დროს ბრჭყვიალა ქა-
ღალდებს რომ აფრიალებენ (ალბათ, სტუდენტობის დროს
ზუსტად ასეთი იყო, საწყალი დედა). უცებ ვიგრძენი, როგორ
დამეწყო მეც ლპობა, ხრწნა და აკვიატებული აზრები (სათ-
ქმელს რაც უფრო ხშირად ვიმეორებდი), რომ არაფერს აზრი
არ ჰქონდა, რომ შემეძლო, კაფე „კიტოში“ ამ მაგიდასთან
სამყაროს აღსასრულამდე ვმჯდარიყავი (როცა სკოლაში დავ-
დიოდი, ერთი მასწავლებელი გვიხსნიდა, რა უნდა გვცოდნო-
და, თუკი მესამე მსოფლიო ომი დაიწყებოდა: ჩვენს სოფელში
უნდა დავბრუნებულიყავით, რადგან იქ არასოდეს არაფერი
მოხდებოდა. შეიძლება ხუმრობდა, ვიცი, მაგრამ ერთგვარად
მართალიც იყო. როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო
გაქრებოდა, მექსიკა ისევ გააგრძელებდა არსებობას, როდე-
საც პლანეტა მტვერივით აღიგვებოდა, ან ნაწილებად დაიშ-
ლებოდა, მექსიკა ისევ მექსიკად დარჩებოდა), ან სანამ ული-
სესი, არტურო და ის თეთრებში ჩაცმული უცნობი წამოდგე-
ბოდნენ და წავიდოდნენ. მაგრამ, მსგავსი არაფერი მომხდა-
რა, არტურომ დამინახა, წამოდგა, ჩემს მაგიდას მოუახლოვ-
და და ლოყაზე მაკოცა. მერე მკითხა, ხომ არ გინდა ჩვენს მა-
გიდასთან გადმოჯდე, ან, კიდევ უკეთესი იქნება, აქ დაგვე-
ლოდო, სადაც ახლა ზიხარო. ვუპასუხე, აქ დაგელოდებით-
მეთქი. კარგიო, მითხრა, და თეთრკოსტიუმიანი უცნობის მა-
გიდას დაუბრუნდა. შევეცადე, მათთვის ერთხანს მაინც არ მე-
ყურებინა და მოვახერხე კიდეც, მაგრამ ბოლოს მზერა მაინც
გამექცა. ულისესს თავი ჩაღუნული ჰქონდა, ნახევარ სახეს
თმა უფარავდა და მისი დანახვისას ისეთი შთაბეჭდილება
მრჩებოდა, თითქოს სადაცაა ჩაეძინებაო. არტურო უცნობს
300 მკითხველთა ლიგა
უყურებდა, ხანდახან მეც და ამ ორივე მზერაში, როდესაც
თეთრსამოსიან კაცს გახედავდა და მერე ჩემს მაგიდას ეძებ-
და თვალებით, გაუცხოებული თუ განყენებული გამომეტყვე-
ლება ჰქონდა, თითქოს უკვე დიდი ხანია კაფე „კიტოდან“ გა-
სულია და აქ მარტო მისი ცივი აჩრდილიღა დარჩაო. მერე,
(რამდენი ხნის შემდეგ?) წამოდგნენ და გვერდით მომის-
ხდნენ. თეთრკოსტიუმიანი კაცი იქ აღარ იყო. კაფე ცარიელ-
დებოდა. მამაჩემის მანქანაზე არაფერი მიკითხავს. არტურომ
მითხრა, მივდივართო. ისევ სონორაში-მეთქი? – ვკითხე. არ-
ტუროს გაეცინა. ეს გაცინება გადაფურთხებას უფრო ჰგავდა.
თითქოს შარვალზე დაიფურთხაო. არა, ბევრად უფრო შორ-
სო, მიპასუხა. ულისესი ამ კვირაში პარიზში მიემგზავრება. რა
კარგია, მიშელ ბულტოს გაიცნობს-მეთქი. და მსოფლიოში
ყველაზე პრესტიჟულ მდინარესო, დაამატა ულისესმა. რა
კარგია-მეთქი. ჰო, ცუდი არ არისო, თქვა ულისესმა. შენ-მეთ-
ქი? – ვკითხე არტუროს. მე უფრო მოგვიანებით წავალ ესპა-
ნეთშიო. და დაბრუნებას როდის აპირებთ-მეთქი? ვკითხე მე.
მხრები აიჩეჩეს. ვინ იცისო, მიპასუხეს. ასეთი მომხიბვლელე-
ბი არასოდეს მინახავს. ვიცი, რომ სასაცილოა ამის თქმა,
მაგრამ ასეთი ლამაზები, ასეთი მაცდურები არასოდეს ყოფი-
ლან. თუმცა, მოსახიბლად არაფერი გაუკეთებიათ. პირიქით:
ჭუჭყიანები იყვნენ, ვინ იცის, რამდენი ხნის დაუბანლები,
რამდენი ხნის უძინარები, მოუვლელები და დაუვარცხნელები
ჩანდნენ (ულისესი არა იმიტომ, რომ თმა არა აქვს), მაგრამ
მე მაინც ორივეს ვაკოცებდი, და არ ვიცი, ეს რატომ არ გავა-
კეთე. ორივესთან დავწვებოდი, გრძნობის დაკარგვამდე ვი-
ჟიმავებდი, მერე კი ორივეს ვუყურებდი, როგორ ეძინათ და
მერე ისევ სექსი გვექნებოდა. ისიც კი გავიფიქრე, ახლა რომ
სასტუმრო გვაპოვნინა, ბნელ ოთახში შევიდეთ, განუსაზ-
301 მკითხველთა ლიგა
ღვრელი დროით, მე მათ გავხადო, მათ კი მე გამხადონ, ყვე-
ლაფერი მოგვარდება, მამაჩემის სიგიჟეც დაკარგულ მანქა-
ნაზე დარდიც-მეთქი. რაღაც უცნაურ ენერგიას ვგრძნობდი,
ერთ წუთს ისიც კი მომეჩვენა, რომ ეს ყველაფერი მახრჩობ-
და. მაგრამ არაფერი ვუთხარი.

302 მკითხველთა ლიგა


4

აუქსილიო ლაკუტური72, მეხიკოს სახელმწიფო უნივერსი-


ტეტის ფილოსოფიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტი, მეხი-
კო, 1976 წლის დეკემბერი. მე მექსიკური პოეზიის დედა გახ-
ლავართ. ყველა პოეტს ვიცნობ და ყველა პოეტი მიცნობს.
არტურო ბელანო მაშინ გავიცანი, როცა თექვსმეტი წლის
იყო, მორიდებული ბიჭუნა. სმაც კი არ იცოდა. ურუგვაელი
ვარ, მონტევიდეოდან, მაგრამ ერთხელაც ავდექი და მექსიკა-
ში ჩამოვედი, თუმცა რატომ, რისთვის, როდის და როგორ,
არც კი ვიცი. მეხიკოში 1967 წელს აღმოვჩნდი, შეიძლება
1965-ში, ან 1962-ში. არც თარიღი მახსენდება და აღარც მოგ-
ზაურობის დეტალები. მარტო ის ვიცი, რომ მექსიკაში ჩამოვე-
დი და აქედან აღარსად წავსულვარ. ეს მაშინ მოხდა, როდე-
საც ლეონ ფელიპე ჯერ ისევ ცოცხალი იყო, რა ბუმბერაზი, ბუ-
ნების რა ძალა! ლეონ ფელიპე კი 1968-ში გარდაიცვალა.
პედრო გარფიასიც ჯერ ისევ ცოცხალი იყო, რა დიდი კაცი, რა
მელანქოლიური! დონ პედრო 1967-ში გარდაიცვალა. გამო-
დის, რომ მე 1967-მდე ჩამოვსულვარ. ჩავთვალოთ, რომ მექ-
სიკაში 1965 წლიდან ვცხოვრობ. ჰო, ასეა, ნამდვილად,
1965-ში ჩამოვედი (თუმცა, შეიძლება ვცდებოდე კიდეც) და ამ
უნივერსალურ ესპანელებს ვაკითხავდი, ყოველდღე, ერთმა-
ნეთის მიყოლებით, პოეტი ქალის, ინგლისელი მოწყალების

72აუქსილიო ლაკუტური – ამ პერსონაჟის პროტოტიპია ურუგვაელი მას-


წავლებელი და პოეტი ალსირა სოუსტ სკაფო (1924-1997), რომელიც 20
წელს ცხოვრობდა მექსიკაში და სახელმწიფო ჯარების მიერ მექსიკის სა-
ხელმწიფო უნივერსიტეტის ალყაში მოქცევის დროს (1968) 15 დღის მან-
ძილზე მართლაც უნივერსიტეტის ტუალეტში იმალებოდა.
303 მკითხველთა ლიგა
დისა და უმცროსი დის გატაცებითა და სიყვარულით, რომე-
ლიც თავის უფროს ძმებზე ზრუნავს. ისინი კი მათთვის დამა-
ხასიათებელი განსაკუთრებული ესპანურით მეუბნებოდნენ
(სადაც ზ-სა და ც-ს აერთიანებენ ასე და ს-ებს უფრო დაობლე-
ბულად და ვნებიანად გამოთქვამენ), აუქსილიო, დაანებე თა-
ვი იატაკის წმენდას, მაგ ქაღალდებსაც შეეშვი, ქალო, ლიტე-
რატურას რომ მტვერი ყოველთვის თან ახლავს, არ იციო? მე
კი მივუგებდი: დონ პედრო, ლეონ (რა უცნაურია, უფრო მო-
ხუცსა და პატივსაცემს შენობით მივმართავდი; შედარებით
ახალგაზრდა კი თითქოს უფრო მაშინებდა და მასთან თქვე-
ნობით ლაპარაკს ვერა და ვერ გადავეჩვიე!), მაცალეთ, ამე-
ებს მე მივხედავ, ეს ჩემი საქმეა, თქვენ თქვენს საქმეს მიხე-
დეთ, წყნარად წერეთ და წარმოიდგინეთ, რომ მე უხილავი
ვარ-მეთქი. ამ სიტყვებზე ეცინებოდათ. უფრო სწორად, ლეონ
ფელიპე იცინოდა, თუმცა არ ვიცოდი, გულწრფელად ეცინე-
ბოდა, დამცინოდა თუ მამასხარავებდა. დონ პედრო, პედრი-
ტო გარფიასი არ იცინოდა, იმიტომ, რომ მელანქოლიური
იყო, არ იცინოდა, უბრალოდ, მიყურებდა. თვალები ჩამავა-
ლი მზის ფონზე ტბებს მიუგავდა, აი, ისეთ ტბებს, მთებში რო-
მაა და მათ სანახავად არავინ დადის. ძალიან ნაღვლიან და
წყნარ ტბებს, ისეთ წყნარს, რომ ამქვეყნიურებს არცა ჰგვანან
და მეუბნებოდა, ნუ შეწუხდები, აუქსილიო, ან გმადლობ, აუქ-
სილიო, და მეტს არაფერს. რა საოცარი კაცი იყო. მოკლედ,
ორივესთან დავდიოდი, როგორ ვთქვა, აბეზარი ბუზივით, მო-
ურიდებლად. თავს ვაბეზრებდი ჩემი ლექსებით და ვცდი-
ლობდი, მათთვის როგორმე სასარგებლო ვყოფილიყავი,
მაგრამ სხვა რამეებსაც ვაკეთებდი. სამუშაოს ვგულისხმობ.
ვცდილობდი, საქმე გამეკეთებინა. რადგან მეხიკოში ცხოვ-
რება ადვილია, როგორც ყველამ იცის, ან წარმოუდგენია.
304 მკითხველთა ლიგა
თუმცა, ადვილია, თუკი რაღაც ფული მაინც გიჭყავის ან სტი-
პენდია, ან სამსახური გაქვს. მე კი არაფერი გამაჩნდა. აქ ჩა-
მოსვლამდე ხანგრძლივმა მოგზაურობამ ჯიბეგამოფხეკილი
დამტოვა, მათ შორის ის ენერგიაც წამართვა, რაც სხვა რა-
მეების საკეთებლად და სამუშაოდ იყო საჭირო. ასე რომ, უნი-
ვერსიტეტშიც დავდიოდი, უფრო კონკრეტულად, ფილოსო-
ფიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ასე ვთქვათ, ნებაყოფ-
ლობით საქმიანობას ვეწეოდი. ერთ დღეს პროფესორ გარსია
ლისკანოს ვეხმარებოდი კურსის ამუშავებაში, მეორე დღეს
ფრანგულის კათედრაზე ფრანგულიდან ტექსტებს ვთარგმნი-
დი, ხან თეატრალურ ჯგუფს ვიყავი აკრული, რვა საათს
თვალმოუშორებლად ვიყავი რეპეტიციებს მიშტერებული,
საჭმლის მოსატანად ვეგზავნებოდი, ვცდილობდი, პროჟექ-
ტორები დამეყენებინა. ხანდახან ხელფასიან სამუშაოსაც
ვპოულობდი. ერთი პედაგოგი თავისი ხელფასიდან მიხდიდა
ფულს, ასე ვთქვათ, მისი დამხმარე რომ ვყოფილიყავი, ხან
კათედრის გამგეები ახერხებდნენ, რომ ფაკულტეტს ერთი
თვის სრული განაკვეთით, ან ნახევარი თვით დავექირავები-
ნე ძირითადად არარსებული მოვალეობებისათვის, ან მდივ-
ნები დამიძახებდნენ, რა სიმპათიური გოგონები იყვნენ, რო-
გორ ცდილობდნენ, რომ მათ უფროსებს ჩემთვის რამე პატა-
რა სამუშაო მაინც გამოეძებნათ, რაც რამდენიმე პესოს შოვ-
ნის საშუალებას მომცემდა. ეს ყველაფერი დღის განმავლო-
ბაში ხდებოდა. საღამოობით კი ჩემს მეგობრებთან ერთად
ბოჰემურ ცხოვრებას ვიწყებდი. ძალიან სასიამოვნო იყო და
თან ჩემთვის ხელსაყრელიც, რადგან ხანდახან ერთი თვის
შემოსავალი პანსიონისთვისაც არ მყოფნიდა. მაგრამ, რო-
გორც წესი, პანსიონის ფული მქონდა. გაზვიადება არ მინდა.
თავი როგორღაც გამქონდა. ბედნიერი ვიყავი. დღისით ფა-
305 მკითხველთა ლიგა
კულტეტზე ჭიანჭველასავით ვშრომობდი, ან შეიძლება კალი-
ას უფრო ვგავდი, რომელიც აქეთ-იქით დახტოდა, ერთი კაბი-
ნეტიდან მეორეში, რომელმაც იცოდა ყველა ჭორი, ყველა
ღალატისა და გაყრის ამბავი, ყველა გეგმისა და პროექტის
შესახებ. ღამით კი ფრთებს ვშლიდი, ღამურად გადავიქცე-
ოდი, უნივერსიტეტის კედლებს ვტოვებდი და ქალაქში დავე-
ხეტებოდი დუენდესავით (მერჩია, მეთქვა ჯადოქარივით-მეთ-
ქი, მაგრამ სიმართლე არ იქნებოდა). ვსვამდი, ვკამათობდი,
მეგობრებში ვტრიალებდი (ყველა გავიცანი), რჩევებს ვაძ-
ლევდი ახალგაზრდა პოეტებს, რომლებიც გვერდიდან მაში-
ნაც კი არ მშორდებოდნენ. თუმცა, მოგვიანებით მათი რიცხვი
საგრძნობლად გაიზარდა. მოკლედ, ჩემი დროის შესაფერი-
სად ვცხოვრობდი, იმ დროისა, მე რომ ავირჩიე, იმ დროის,
რომელიც გარს მეხვია და ფარფატა, ცვალებადი, სისხლსავ-
სე, ბედნიერი ცხოვრებით მავსებდა. ამასობაში დადგა 1968
წელი. ან 1968 წელი მე დამიდგა. ახლა შემიძლია ვთქვა,
რომ იმ წლის დადგომა ვიწინასწარმეტყველე. წინასწარ ვიგ-
რძენი, ბარებში, 68-ის თებერვალსა თუ მარტში, ოღონდ მა-
ნამდე, სანამ 68 წელი ნამდვილ 68 წლად გადაიქცეოდა.
ღმერთო, ამის გახსენება სიცილს მგვრის. ტირილი მინდება!
ვტირი? ყველაფერი ვნახე და თან არაფერი მინახავს. სათქმე-
ლი გასაგებად გამოვხატე? უნივერსიტეტში ვიყავი, როდესაც
რეგულარულმა ჯარმა უნივერსიტეტის ავტონომია დაარღვია
და შენობაში შემოვიდა, რათა ყველანი დავეჭირეთ ან დავე-
ხოცეთ. არა, უნივერსიტეტში ბევრი დახოცილი არ ყოფილა.
ტლატელოლკოსგან განსხვავებით. ეს სახელი ჩვენს მეხსიე-
რებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა!73 მაგრამ, მე მაშინ აღმოვჩნდი

73 იგულისხმება ისტორიული ფაქტი მექსიკის უახლესი ისტორიიდან (1968


306 მკითხველთა ლიგა
უნივერსიტეტის შენობაში, როდესაც ჯარი და სპეცრაზმი შე-
მოვიდნენ და ყველას დევნა დაუწყეს. დაუჯერებელი რამ ხდე-
ბოდა. იმ დროს ტუალეტში ვიყავი, შენობის ერთ-ერთ ქვედა
სართულზე, მეოთხეზე, ამაზე მეტად ვერ დავაზუსტებ. უნიტაზ-
ზე ვიჯექი, კაბაწამოხდილი, როგორც ერთ ლექსსა თუ სიმღე-
რაშია, და პედრო გარფიასის უფაქიზეს ლექსებს ვკითხუ-
ლობდი. იმ დროისათვის დონ პედრო უკვე ერთი წლის გარ-
დაცვლილი იყო. ჩემო მელანქოლიურო დონ პედრო, ასეთო
ნაღვლიანო, ესპანეთი და საერთოდ, სამყარო ასე რომ გე-
დარდებოდათ. ვინ წარმოიდგენდა, რომ სწორედ მაშინ წავი-
კითხავდი თქვენს ლექსებს ტუალეტში, როდესაც შენობაში
უნამუსო გრენადერები შემოიჭრებოდნენ?! ნება მომეცით, ჩე-
მი აზრი გაგიზიაროთ: პირადად მე მიმაჩნია, რომ ცხოვრება
არაჩვეულებრივი და იდუმალებით აღსავსე რამეებისგან
შედგება. მოკლედ, პედრო გარფიასისა და ჩემი ძველისძვე-
ლი ცუდი ჩვევის გამო, რაც ტუალეტში კითხვაში გამოიხატე-
ბოდა, მე ყველაზე ბოლოს გავიგე, რა ხდებოდა ჩვენს თავს,
რომ ჯარისკაცები უკვე შენობაში იყვნენ, რომ გრენადერები
უკვე აქეთ-იქით დარბოდნენ და ყველაფერს ანადგურებდნენ,
რასაც გზად გადაეყრებოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ხმა-
ური მართლაც ვიგრძენი. ხმაური სულში! ისიც ვთქვათ, რომ
მერე ის ხმაური სულ უფრო ძლიერდებოდა და ძლიერდებო-
და და მაშინ უკვე მივაქციე ყურადღება. ვიგრძენი, მეზობელ
კაბინაში ვიღაცა ჩამრეცხის ჯაჭვს როგორ ქაჩავდა, გავიგონე
კარის გაჯახუნების, ნაბიჯების ხმა და ეზოდან ამოსული ხმა-
ურიც, სწორედ იმ ეზოდან, რომელიც საუცხოოდ იყო მოვლი-
ლი და უნივერსიტეტის შენობას მწვანე ზღვაში ამოზრდილ

წ.), როდესაც მექსიკის ხელისუფლებამ უიარაღო დემონსტრანტებს ცეც-


ხლი გაუხსნა.
307 მკითხველთა ლიგა
კუნძულად აქცევდა. იმ ეზოს ყოველთვის შეეძლო თქვენი გუ-
ლი ნდობითა და სიყვარულით აღევსო. ამ ხმების გაგონებაზე
პედრო გარფიასის პოეზიით გამოწვეული ჟრუანტელი უცებ
გაქრა, წიგნი დავხურე, წამოვდექი, ჩამრეცხის ჯაჭვი ჩამოვქა-
ჩე, კარი გავაღე, ხმამაღლა დავიძახე, ჰეი, გარეთ რა ხდება-
მეთქი, მაგრამ არავინ მიპასუხა. ტუალეტის ყველა მომხმარე-
ბელი სადღაც გამქრალიყო. ჰეი, არავინ ხართ-მეთქი? თუმ-
ცა, წინასწარ ვიცოდი, რომ არავინ მიპასუხებდა. არ ვიცი, ეს
შეგრძნება თუ გამოგიცდიათ. მერე ხელები დავიბანე, სარკე-
ში ჩავიხედე, დავინახე მაღალი, გამხდარი, ქერა არსება, რო-
მელსაც რამდენიმე მეტისმეტად შესამჩნევი ნაოჭი გასჩენო-
და სახეზე, დონ კიხოტის ქალური ვერსია, როგორც ერთხელ,
როგორღაც მითხრა პედრო გარფიასმა, და კორიდორში გა-
ვედი. იქ კი მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც არაბუნებრივი ხდე-
ბოდა, კორიდორი ცარიელი იყო, კიბიდან იმათი ყვირილი
ამოდიოდა, ვინც ისტორიას ერთდროულად აოგნებს და ქმნის
კიდეც. მაშინ როგორ მოვიქეცი? ისე, როგორც ჩემს ადგილას
ყველა მოიქცეოდა, ფანჯარას მივეჭერი, ქვემოთ ჩავიხედე და
ჯარისკაცები დავინახე, მერე მეორე ფანჯარასთან მივქანდი
და ტანკები დავინახე, მერე კიდევ სხვა ფანჯარასთან, კორი-
დორის ბოლოში, და დავინახე ფურგონები, რომლებშიც და-
კავებული სტუდენტები და პედაგოგები ისხდნენ, ზუსტად ისე,
როგორც ფილმებშია. თითქოს მეორე მსოფლიო ომზე გადა-
ღებული ფილმის კადრები მარია ფელიქსისა და პედრო არ-
მენდარისის მექსიკის რევოლუციაზე გადაღებული ფილმების
კადრებს შეერიაო. ისეთივე ბნელი კადრები იყო, მაგრამ
ფოსფორივით განათებული ფიგურებით. როგორც ამბობენ,
სწორედ ასე ხედავენ გიჟები და ზოგჯერ ადამიანები შიშის შე-
ტევისას. და მაშინ, საკუთარ თავს ვუთხარი: ფეხი არ მოიცვა-
308 მკითხველთა ლიგა
ლო, აუქსილიო, არ დაუშვა, გოგო, რომ დაგიჭირონ, აქ იყა-
ვი, აუქსილიო, ამ ფილმში შენი ნებით ნუ მიიღებ მონაწილე-
ობას, ჩემო საყვარელო, და თუ მაინც ჩაგრთავენ, დაე, ეს
გარჯად დაუჯდეთ-მეთქი. მერე ტუალეტში დავბრუნდი და, რა
უცნაურია, არა მარტო დავბრუნდი, არამედ, კაბინაშიც შევე-
დი, ზუსტად იმავეში, სადაც აქამდე ვიჯექი, ისევ უნიტაზზე
დავჯექი, მინდა ვთქვა, ისევ კაბაახდილი და საცვალჩახდი-
ლი-მეთქი, თუმცა, ამისთვის არავითარი ფიზიოლოგიური აუ-
ცილებლობა არ არსებობდა (ამბობენ, სწორედ ასეთ დროს
ეშლებათ კუჭიო, მაგრამ მე ასე არ მომსვლია). თან პედრო
გარფიასის წიგნიც გადავშალე და მიუხედავად იმისა, რომ
კითხვა არ მინდოდა, კითხვას შევუდექი. ნელა, სიტყვების და-
მარცვლით, სტრიქონ-სტრიქონ ვკითხულობდი და უცებ კო-
რიდორში ხმაური გავიგონე, ჩექმების ბრახუნი იყო? ნალიანი
ჩექმების? რა ხდება, ჩე, უამრავი დამთხვევაა, შენ ასე არ გეჩ-
ვენება-მეთქი, მივმართე ისევ საკუთარ თავს და ამ დროს მო-
მესმა, როგორ ამბობდა ვიღაცის ხმა, ყველაფერი რიგზეაო,
თუ რაღაც ამის მსგავსს. შეიძლება სხვა რამესაც ამბობდა, არ
ვიცი. მერე ვიღაცამ, შეიძლება იმავე ნაგავმა, რომელიც
აქამდე ლაპარაკობდა, ტუალეტის კარი გააღო და ქალების
ტუალეტში შემოვიდა. სასწრაფოდ ავწიე ფეხები რენუარის
ბალერინასავით. საცვალი გამხდარ კოჭებზე შემომეხვია და
ფეხსაცმელებზე გამომედო. იმ დღეს ყვითელი, ძალიან მო-
ხერხებული ფეხსაცმელები მეცვა. ასე ვიცდიდი, როდის შე-
ამოწმებდა ჯარისკაცი ყველა კაბინას სათითაოდ. გადაწყვე-
ტილი მქონდა, ჩემამდე რომ მოაღწევდა, კარი არაფრის დი-
დებით არ გამეღო, უკანასკნელ წუთამდე დამეცვა უნივერსი-
ტეტის ავტონომია, მე, ღარიბ, საცოდავ ურუგვაელ პოეტს,
რომელსაც მექსიკა იმ ვიღაცასავით, ან უფრო მეტადაც კი
309 მკითხველთა ლიგა
მიყვარდა. სანამ ვიცდიდი, რაღაც განსაკუთრებული დუმილი
ჩამოწვა, თითქოს დრო დაიმსხვრა და ერთდროულად სხვა-
დასხვა მიმართულებით გაიფანტა. დრო, არც ვერბალური,
არც ჟესტებითა თუ ქმედებით გაჯერებული, არამედ დრო ამ
სიტყვის წმინდა გაგებით. ჩემივე თავი დავინახე და კიდევ ჯა-
რისკაცი, რომელიც აღფრთოვანებული შეჰყურებდა სარკეში
საკუთარ გამოსახულებას. ჩვენი ორი უძრავი სხეული ქანდა-
კებასავით გაშეშებულიყო ფილოსოფიისა და ფილოლოგიის
ფაკულტეტის მეოთხე სართულის ქალთა ტუალეტში. მერე
ტუალეტიდან კორიდორისკენ მიმავალი ნაბიჯების ხმა გავი-
გონე. მომესმა, როგორ დახურა კარი. აქამდე მაღლა აშვე-
რილმა ჩემმა ფეხებმა თითქოს თავისით, უჩემოდ გადაწყვი-
ტეს ძველ მდგომარეობას დაჰბრუნებოდნენ და იატაკზე დაეშ-
ვნენ. როგორც ვანგარიშობ, სამ საათს მაინც ვიყავი ასე. უკვე
ღამდებოდა, ტუალეტიდან რომ გამოვედი. შენობაში ალბათ
სულ სხვა სიტუაცია დამხვდებოდა, მაგრამ მე უკვე ვიცოდი,
როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ვიცოდი, რა იყო ჩემი მოვა-
ლეობა. ტუალეტის ერთადერთ ფანჯარას ავეკარი და გარეთ
გავიხედე. ერთადერთი ჯარისკაცი დავინახე, რომელიც სადა-
ცაა გაუჩინარდებოდა. ჯავშნოსნის სილუეტი თუ ჩრდილიც
დავლანდე, ლათინური, ბერძნული ლიტერატურის კარიბჭეს
რომ მიაგავდა. ძალიან მომწონს ბერძნული ლიტერატურა,
პინდარედან გიორგოს სეფერისის ჩათვლით. დავინახე ქარი,
რომელიც უნივერსიტეტს ისე უვლიდა გარს, თითქოს დღის
უკანასკნელი ნათელით ერთობაო. და მივხვდი, რაც უნდა გა-
მეკეთებინა. მივხვდი. მივხვდი, რომ უნდა გამეძლო. ქალების
ტუალეტის იატაკზე დავჯექი, მზის უკანასკნელი სხივებით ვი-
სარგებლე და პედრო გარფიასის კიდევ სამი ლექსი წავიკით-
ხე. მერე წიგნი დავხურე, თვალები დავხუჭე და საკუთარ თავს
310 მკითხველთა ლიგა
ვუთხარი: აუქსილიო ლაკუტურო, მოქალაქეობით ურუგვა-
ელო, წარმოშობით ლათინოამერიკელო, პოეტო და მოგზა-
ურო, გასაძლებად მოემზადე-მეთქი! მარტო ეს. მერე დავიწყე
ფიქრი ჩემს წარსულზე, როგორც ახლა ვფიქრობ ჩემს წარ-
სულზე, ისეთ რამეებზე, რაც თქვენ ნამდვილად არ დაგაინტე-
რესებთ. აჯობებს არტურო ბელანოზე მოგიყვეთ, ახალგაზ-
რდა არტურო ბელანოზე, რომელიც მაშინ გავიცანი, როდე-
საც იგი თექვსმეტის თუ ჩვიდმეტისა იქნებოდა. 1970 წელს მე
უკვე მექსიკის ახალგაზრდული პოეზიის დედა ვიყავი, ის კი,
პატარა იყო. სმაც კი არ იცოდა. ამაყობდა იმით, რომ მის შო-
რეულ ჩილეში არჩევნები სალვადორ ალიენდემ მოიგო. გა-
ვიცანი, გავიცანი ერთ ყურისწამღებ პოეტურ შეკრებაზე, ბარ
„ვერაკრუსის გზაჯვარედინში“, საზიზღარ ბუნაგში, საღორეში,
სადაც დროდადრო ახალგაზრდების და არც ისე ახალგაზ-
რდების, მაგრამ იმედის მომცემი ჯგუფები იკრიბებოდნენ. და-
ვუმეგობრდი, ალბათ იმიტომ, რომ ორი სამხრეთამერიკელი
ვიყავით ამდენ მექსიკელს შორის. მიუხედავად ასაკობრივი
სხვაობისა, მაინც დავუმეგობრდი, მიუხედავად ყოველგვარი
განსხვავებისა! მე ავუხსენი, ვინ იყო ტ.ს. ელიოტი, ვინ იყო
უილიამ კარლოს უილიამსი, ვინ იყო პაუნდი. ერთხელ სახ-
ლამდეც კი მივაცილე, იმიტომ, რომ დათვრა და ცუდად გახ-
და. გამხდარ მხრებზე ავიკიდე და ისე მივიყვანე. დედამისს
და მამამისსაც დავუმეგობრდი, მის დასაც – ისეთი სასიამოვ-
ნო გოგო იყო, ყველანი ისეთი სასიამოვნოები იყვნენ. პირვე-
ლი, რაც დედამისს ვუთხარი, იყო: სენიორა, თქვენს შვილთან
არ ვწოლილვარ-მეთქი. მან კი მიპასუხა: რა თქმა უნდა, აუქ-
სილიო, ოღონდ, სენიორათი ნუ მომმართავ, ერთი ასაკისანი
ვართო. მთელ ოჯახს დავუახლოვდი. ჩილეელების ოჯახი
იყო, რომელიც მექსიკაში 1968 წელს გადმოსახლდა. ჩემს
311 მკითხველთა ლიგა
წელს. დიდხანს მპატიჟებდა დედამისი იმ სახლში, ერთხელ
იქ მთელ თვეს ვცხოვრობდი, ერთხელ ორ კვირას, კიდევ ერ-
თხელ – თვე-ნახევარს. მაშინ ფული არ მქონდა, რომ პანსიო-
ნის ქირა გადამეხადა ან სხვენის. დღეს უნივერსიტეტში ვატა-
რებდი, ჩემს საქმეებს ვაკეთებდი, ღამღამობით ბოჰემურ
ცხოვრებას ვეწეოდი, ჩემს ღარიბულ ავლადიდებასთან ერ-
თად მეგობრების სახლებში მეძინა, ბიჭები იქნებოდნენ თუ
გოგოები. მათთან ვტოვებდი ჩემს წიგნებს, ტანსაცმელს, ჟურ-
ნალებს, ფოტოსურათებს, მე, – რემედიოსი ვარო, მე – ლე-
ონორა კერინგტონი, მე – იუნის ოდიო, მე – ლილიან სერპა-
სი (ეეჰ, საწყალი ლილიან სერპასი), და მხოლოდ იმან მიხსნა
სიგიჟისგან, რომ იუმორის გრძნობა არასოდეს მღალატობ-
და. დავცინოდი ჩემს კაბებს, ჩემს გრძელტოტებიან საც-
ვლებს, ჩემს ზოლიან წინდებს, პრინცი ვალიანტის მაგვარ
ვარცხნილობას, თმას, თვალდათვალ რომ მიხუნდებოდა და
მიჭაღარავდებოდა, ჩემს ცისფერ თვალებს, ღამეულ მეხიკოს
ასე გაფაციცებით რომ აკვირდებოდნენ, ჩემს ვარდისფერ ყუ-
რებს, ყოველთვის მზად რომ იყვნენ უნივერსიტეტის ჭორები
გაეგონათ: დაწინაურებისა და ჩამოქვეითების, ფეხებზე დაკი-
დების, გადაგდების, პირმოთნეობის, ქლესობის, დაუმსახუ-
რებელი განდიდების, იმ აჭრაჭუნებული საწოლების შესახებ,
მეხიკოს ცის ქვეშ რომ იშლებოდა. ზედმიწევნით ვიცნობდი იმ
ცას, აჭრილსა და შეუცნობელს, აცტეკური კერძებივით. იმ
ცის ქვეშ ვცხოვრობდი ბედნიერად მექსიკის ყველა პოეტსა
და არტურო ბელანოსთან ერთად, რომელიც თექვსმეტი-
ჩვიდმეტი წლისა იყო, ჩემ თვალწინ იზრდებოდა. მერე გადაწ-
ყვიტა, 1973 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო და რევო-
ლუცია მოეხდინა. მე ვიყავი ერთადერთი, მისი ოჯახის გარ-
და, ვინც ავტობუსების სადგურიდან გააცილა, რადგან სახმე-
312 მკითხველთა ლიგა
ლეთო გზა ჰქონდა არჩეული, ხანგრძლივი, ძალიან ხან-
გრძლივი, საფრთხეებით აღსავსე გზა, რომელსაც ლათინური
ამერიკის ყველა ღარიბი ბიჭი ირჩევს ხოლმე, რათა ეს აბსურ-
დული კონტინენტი შემოიაროს, და როდესაც არტურო ბელა-
ნომ ავტობუსის სარკმლიდან გადმოიხედა და ხელი დაგვიქ-
ნია, მარტო დედამისი კი არა, მეც ავტირდი და იმ ღამით მის
ოჯახში დავრჩი, მარტო იმიტომ, რომ დედამისის გვერდით
ვყოფილიყავი, მაგრამ მეორე დილითვე წავედი. მართალია,
როგორც ყოველთვის, ბარების, კაფეებისა და სამიკიტნოების
გარდა წასასვლელი არსად მქონდა, მაგრამ მაინც წავედი, არ
მიყვარს ვინმესთვის თავის მობეზრება. 1974 წელს უკან დაბ-
რუნებული არტურო უკვე სხვა იყო. ალიენდე აღარ არსებობ-
და, არტურო დაეჭირათ, როგორც მისმა დამ მიამბო. არტუ-
რიტო ციხეში იჯდა და მის სინდისს, ლათინოამერიკელი მა-
ჩოს საშინელ სინდისს, თეორიულად საკუთარი თავისთვის
სასაყვედურო არაფერი ჰქონდა. როგორც მოხალისე, 11 დე-
კემბერს ისე წარსდგა სამშობლოს წინაშე. ცარიელ ქუჩაში
სულელური მორიგეობა დაიწყო, ღამით გავიდა, რაღაცები
ნახა, მერე პოლიციამ დააკავა. არ უწამებიათ, მაგრამ რამდე-
ნიმე დღე დაკავებული იყო და იმ დღეების მანძილზე კაცივით
მოიქცა. სინდისი მშვიდად უნდა ჰქონოდა. მექსიკაში მეგობ-
რები ელოდნენ, კიდევ მეხიკოს ღამეები, პოეტური ცხოვრება
ელოდა. მაგრამ, რომ დაბრუნდა, ძველი არტურო აღარ იყო.
სხვებთან დაიწყო ურთიერთობა, მასზე ახალგაზრდებთან,
თექვსმეტი, ჩვიდმეტი, თვრამეტი წლის ბიჭებთან, ულისეს
ლიმა გაიცნო (როცა დავინახე, გავიფიქრე, სასიკეთოს არა-
ფერს შესძენს-მეთქი), ძველ მეგობრებს დასცინოდა, ცხოვ-
რებას ასწავლიდა, მათ ისე უყურებდა, თითქოს დანტე ყოფი-
ლიყო, ჯოჯოხეთიდან ახლად დაბრუნებული. დანტე რას მიქ-
313 მკითხველთა ლიგა
ვია, თავად ვირგილიუსიც კი. არადა, როგორი მგრძნობიარე
ბიჭი იყო. მარიხუანის მოწევას შეეჩვია, კიდევ ათასი სისაძაგ-
ლის და ისეთი სუბსტანციების გადასხმას, რომლებიც, მირ-
ჩევნია, არც წარმოვიდგინო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვი-
ცი, გულის სიღრმეში ისევ ის კარგი ბიჭი იყო. და როდესაც
ერთმანეთს გადავეყრებოდით ხოლმე, შემთხვევით, რადგან
ერთსა და იმავე ხალხში აღარ ვტრიალებდით, მეტყოდა, აუქ-
სილიო, როგორ გიკითხოო, ან სოკორო! სოკორო! სოკო-
როო!74, დამიძახებდა ბუკარელის გამზირის ტროტუარიდან
და მაიმუნივით შეხტებოდა. ხელში ან ტაკო ეჭირა, ან პიცის
ნაჭერი, გვერდით კი სულ ან ის ლაურა ხაურეგი ჰყავდა, რო-
მელიც მართლა ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ გული შავ
ქვრივზე უფრო შავი ჰქონდა, ან ულისეს ლიმა და ის მეორე
ჩილეელი, ფელიპე მიულერი. ხანდახან ხელს დამიქნევდა და
მეტყოდა, შემოგვიერთდიო, მაგრამ ისინი თავიანთ დაშიფ-
რულ ენაზე ლაპარაკობდნენ. მიუხედავად ამისა, ეტყობო-
დათ, რომ მე ვუყვარდი, ეტყობოდათ, რომ იცოდნენ, ვინ ვი-
ყავი, მაგრამ, სხვა ენაზე ლაპარაკობდნენ. ასეთ დროს ძნე-
ლია, საუბარს ყური მიადევნო, ამიტომ, ყველაფერი იმით
მთავრდებოდა, რომ მე ჩემს გზას გავაგრძელებდი ხოლმე.
ოღონდ არავის გეგონოთ, რომ დამცინოდნენ! მისმენდნენ!
არადა, მე მათი ენა არ ვიცოდი, მათ კი თავიანთი ჟარგონის
მიტოვება არ შეეძლოთ. საწყალი, უპატრონო ბავშვები. სი-
ნამდვილეში, სწორედ ეს იყო თავი და თავი: ისინი არავის უყ-
ვარდა. არავინ მათ სერიოზულად არ უყურებდა. ხანდახან
მეჩვენებოდა, რომ ერთმანეთს ძალიან სერიოზულად აღიქ-
ვამდნენ. ერთ დღეს მითხრეს: არტურიტო ბელანო მექსიკი-
74auxilio, ისევე, როგორც socorro, ესპანურად დახმარების თხოვნას ნიშ-
ნავს.
314 მკითხველთა ლიგა
დან წავიდაო, და დაამატეს, იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად
უკან აღარ დაბრუნდებაო. ამ ნათქვამმა ძალიან გამაბრაზა,
რადგან ეს ბიჭი ყოველთვის მიყვარდა და, მგონი, ამის
მთქმელს წავუთაქე (ფიქრში მაინც), მაგრამ მანამდე თავშე-
კავება გამოვიჩინე და ცივად ვკითხე, სად წავიდა-მეთქი. ვერ
მიპასუხეს, – ავსტრალიაში, ევროპაში, კანადაში, აქედან
სადღაცო. ამის მერე არტუროზე ფიქრი დავიწყე, ფიქრი დე-
დამისზე, გულღია, თბილ ქალზე, მის დაზე. გამახსენდა, რო-
გორ ვაცხობდით მოსაღამოებულზე ნამცხვრებს, ერთხელ
ცომის ფირფიტები მეც კი მოვზილე, და რომ გამხმარიყო,
ყველგან გავკიდეთ, სამზარეულოში, სასადილო ოთახში, პა-
ტარა მისაღებ ოთახში. აბრამ გონსალესის ქუჩაზე ცხოვრობ-
დნენ. არაფრის დავიწყება არ შემიძლია. არადა, მეუბნებიან,
ცხოვრებაში ხელს სწორედ ეგ გიშლისო. მე მექსიკის პოეტე-
ბის დედა ვარ. ერთდერთი, ვინც უნივერსიტეტი შეინარჩუნა
1968 წელს, როდესაც მის შენობაში ჯარი და გრენადერები
შემოიჭრნენ. იქ მარტო მე ვიყავი, ტუალეტში ჩაკეტილი, მში-
ერი ათ დღეზე მეტხანს, შეიძლება ორ კვირაზე მეტხანსაც, ახ-
ლა აღარ მახსოვს. პედრო გარფიასის წიგნისა და ჩემი ჩან-
თის ამარა, მეცვა თეთრი ბლუზა, ცისფერი დაპლისული ქვე-
დაკაბა და უამრავი დრო მქონდა იმისათვის, რომ მეფიქრა
და მეფიქრა. მაგრამ მაშინ, არტურო ბელანოზე ფიქრი არ შე-
მეძლო, რადგან ჯერ არც კი ვიცნობდი. თავს შევუძახებდი
ხოლმე, აუქსილიო ლაკუტურ, გამაგრდი, აქედან თუ გახვალ,
დაგიჭერენ (და სავარაუდოდ, მონტევიდეოში გაგასახლებენ,
რადგან ეს ხომ ლოგიკურია, როდესაც საბუთები წესრიგში
არ გაქვს, სულელო), ხელებს გადაგიგრეხენ, ზედ დაგაფურ-
თხებენ-მეთქი. ასე მოვემზადე, რომ იმ ამბისთვის გამეძლო.
თავიდან, ტუალეტში მეძინა, სწორედ იმ ტუალეტში, სადაც
315 მკითხველთა ლიგა
მაშინ ვიჯექი, ის ყველაფერი რომ დაიწყო. კიდევ კარგი, ძა-
ლიან გამიმართლა. მაგრამ უნიტაზზე ძილი ძალიან მოუხერ-
ხებელია, ამიტომ, ფილებზე გადავინაცვლე. სიზმრებსაც კი
ვხედავდი, მაგრამ კოშმარები არ დამსიზმრებია, მუსიკალუ-
რი სიზმრები მქონდა, ერთმანეთში გარდამავალი კითხვებით
აღსავსე, საიმედო და ლამაზ თვითმფრინავზე, რომელიც ლა-
თინური ამერიკის ცისფერ, გაბრწყინებულ, ცივ ცაზე დაფრი-
ნავდა ერთი წერტილიდან მეორეში. გაყინულს გამეღვიძა,
მგელივით მშიოდა. ტუალეტის პაწაწინა სარკმლიდან გავიხე-
დე და ახალი დღის დილა დავინახე. დავინახე ნაწილ-ნაწილ,
თითქოს ფაზლის ნაკუწები ყოფილიყო. ის პირველი დილა
ტირილში გავატარე, თან ანგელოზებს მადლობას ვუხდიდი,
რომ წყალი არ დაწყვიტეს. ავად არ გახდე, აუქსილიო, ვეუბ-
ნებოდი ჩემს თავს, რამდენიც გინდა, იმდენი წყალი სვი,
ოღონდ ავად არ გახდე-მეთქი. ისევ იატაკზე დავჯექი, ზურგით
კედელს მივეყუდე, პედრო გარფიასის წიგნიც გადავშალე.
თვალები დამეხუჭა. უნდა დამეძინა. მერე ფეხის ხმა შემომეს-
მა და იძულებული გავხდი, ისევ ტუალეტის კაბინაში დავმა-
ლულიყავი (იმ კაბინაში, რომლის მსგავსი ცხოვრებაში არა-
სოდეს მქონია, ის კაბინა ჩემთვის ბარიკადიც იყო, ჩემი დუ-
ინოს ციხესიმაგრე, ჩემი მექსიკის აღმოჩენაც). მერე პედრო
გარფიასი ვიკითხე. მერე ისევ მეძინა. მერე სარკმელში ვიყუ-
რებოდი და დავინახე ძალიან მაღალი ღრუბლები და დოქ-
ტორ ატლის ნახატები გამახსენდა, ყველაზე გამჭვირვალე
ფერები მისი ტილოებიდან. მერე კარგ რამეებზე დავიწყე ფიქ-
რი. რამდენი ლექსი მახსოვდა ზეპირად? ჩამოთვლას შევუდე-
ქი, ჩურჩულით ვიმეორებდი, რაც მახსოვდა. კარგი იქნებოდა
ჩამენიშნა, საწერი პასტა კი მქონდა, მაგრამ ქაღალდი სად
მეპოვა? მერე ვიფიქრე: რა სულელი ხარ, შენ, ჩემო თავო,
316 მკითხველთა ლიგა
მსოფლიოში საუკეთესო ქაღალდის მეტი რა გაქვს-მეთქი.
ტუალეტის ქაღალდი მოვხიე და ჩაწერა დავიწყე. მერე ისევ
დავიძინე და სიზმარი ვნახე, რა სასაცილოა, ხუანა დე იბარ-
ბურუ დამესიზმრა, მისი წიგნი „ქართა ვარდი“, 1930 წლის გა-
მოცემა და მისი პირველი წიგნი „ალმასის ენები“. რა არაჩ-
ვეულებრივი სათაურია, ულამაზესი, თითქმის ისეთი, როგო-
რიც ავანგარდისტებს ახასიათებთ, თითქოს ავანგარდისტმა
პოეტმა დაწერა შარშან ფრანგულ ენაზეო, მაგრამ ხუანა ამე-
რიკიდან იყო და ის წიგნიც 1919 წელს გამოსცა, ანუ ჩვიდმე-
ტი წლისამ. წარმომიდგენია, მაშინ რა საინტერესო ქალი უნ-
და ყოფილიყო, ალბათ, მთელი მსოფლიო მის ფერხთით ეგ-
დო, ალბათ ელეგანტური მამაკაცები ყველა სურვილს უსრუ-
ლებდნენ (სადღა არიან ახლა ასეთი კავალრები... აი, ხუანა
კი ჯერ ისევ არსებობდა), ალბათ, გარშემო მოდერნისტი პო-
ეტები ეხვია, რომლებიც მზად იყვნენ, პოეზიის გულისათვის
თავი გაეწირათ. წარმომიდგენია, როგორ უყურებდნენ, რო-
გორ ქათინაურებს ეუბნებოდნენ, როგორ უყვარდათ. მერე
გამეღვიძა. გავიფიქრე, მე მოგონება ვარ-მეთქი. ზუსტად ეს
აზრი დამებადა. მერე, ისევ დავიძინე. მერე, გავიღვიძე და
რამდენიმე საათს, ან შეიძლება რამდენიმე დღეს დაკარგულ
დროს დავტიროდი, მონტევიდეოში გატარებულ ჩემს ბავშვო-
ბას, სახეებს, რომლებიც ისევ მაღელვებდნენ (დღეს უფრო
მეტადაც მაღელვებენ) და რომელთა შესახებაც მიჯობს, თუ
არაფერს ვიტყვი. მერე დღეების სათვალავი დავკარგე: აღარ
ვიცოდი, რამდენ ხანს ვიყავი ჩაკეტილი. ჩემი პაწაწინა სარ-
კმლიდან ვხედავდი ჩიტებს, ხეებს თუ ხის ტოტებს, რომლებიც
უხილავი სივრცეებიდან იზრდებოდნენ, სიმწვანეს, ღრუბ-
ლებს, კედლებს, მაგრამ ხალხი არსად ჩანდა, არც მათი ხმა-
ური მესმოდა და დროის შეგრძნებაც გამქრალი მქონდა. მე-
317 მკითხველთა ლიგა
რე ტუალეტის ქაღალდი შევჭამე, ალბათ ჩარლი გამახსენდა,
ოღონდ სულ ცოტა, მეტის შეჭმა არ შემეძლო. მერე აღმოვა-
ჩინე, რომ აღარ მშიოდა. მერე მოვაგროვე ტუალეტის ის ქა-
ღალდები, სადაც გახსენებულ ლექსებს ვიწერდი, უნიტაზში
ჩავყარე და წყლით ჩავრეცხე. წყლის ხმაურმა შემახტუნა და
თავში გამიელვა, ახლა კი ნამდვილად დავიღუპე-მეთქი. მახ-
სოვს, ასე გავიფიქრე, მიუხედავად ჩემი სიმტკიცისა და თავ-
განწირვისა, მაინც დავიღუპე-მეთქი. კიდევ ვიფიქრე: ჩემი ნა-
წერების განადგურება არაპოეტურია-მეთქი. მერე ვიფიქრე,
უკეთესი იქნებოდა, გადამეყლაპა, ახლა კი დავიღუპე-მეთქი.
მერე წერის ამპარტავნება განადგურების ამპარტავნებაა,
რადგან დაწერე, კიდეც აიტანე-მეთქი. გავიფიქრე, რადგან
ნაწერი გავანადგურე, მიპოვიან, მცემენ, გამაუპატიურებენ,
მომკლავენ-მეთქი. გავიფიქრე, ეს ორივე გადაჯაჭვულია ერ-
თმანეთთან, წერა და განადგურება, დამალვა და დამალულის
პოვნა-მეთქი. მერე უნიტაზზე დავჯექი და თვალები დავხუჭე.
მერე დავიძინე. მერე გავიღვიძე. სხეული დაბუჟებული მქონ-
და. ნელა ავმოძრავდი, სარკეში ჩავიხედე, დავივარცხნე, პი-
რი დავიბანე. ღმერთო, რა ცუდი სახე მქონდა. ახლა როგორი
მაქვს და წარმოიდგინეთ, მაშინ როგორი მექნებოდა. მერე
ხმები გავიგონე. მგონი, დიდი ხანი იყო, არავის ხმა არ გამე-
გონა. რობინზონივით ვიყავი, სილაზე ნაფეხურები რომ და-
ინახა. ჩემთვის ის ნაფეხურები ხმა იყო, კარი, რომელიც ხმა-
ურით იხურებოდა, ჩემი ნაფეხურები კორიდორის ქვის იატაკ-
ზე ალალბედზე მიმოყრილი უამრავი ბურთულა იყო. მერე
ლუპიტამ, პროფესორ ფომბონას მდივანმა, ტუალეტის კარი
გამოაღო და ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით გაოცები-
საგან პირდაღებულები. არც ერთს სიტყვის დაძვრა არ შეგ-
ვეძლო. გული წამივიდა, ალბათ მღელვარებისაგან. თვალი
318 მკითხველთა ლიგა
რომ გავახილე, პროფესორ რიუსის (რა ლამაზი და მამაცი კა-
ცი იყო!) კაბინეტში აღმოვჩნდი დივანზე გაშოტილი, გარშემო
მეგობრები მეხვივნენ, უნივერსიტეტის თანამშრომლები და
არა ჯარისკაცები და ეს იმდენად არაჩვეულებრივად მეჩვენა,
რომ ტირილი ამიტყდა. ვერა და ვერ მოვახერხე, გადმომეცა,
რაც დამემართა, მიუხედავად რიუსის მცდელობებისა. ჩემი
საქციელით ის კაცი ერთგვარად შოკირებული და მადლიე-
რიც ჩანდა. სულ ეს არის, მეგობრებო. ჩემმა ამბავმა 68 წლის
ქართან ერთად შემოუქროლა მთელ მეხიკოს და დაღუპუ-
ლებსა და გადარჩენილებს შორის დაიდო ბინა. ახლა ყველამ
იცის, რომ იმ არაჩვეულებრივ და საბედისწერო წელიწადს,
როდესაც უნივერსიტეტის ავტონომიას შეეხნენ, ერთმა ქალ-
მა მოახერხა უნივერსიტეტის შენობაში თავი გაეტანა. ბევ-
რჯერ მომისმენია როგორ ჰყვებოდნენ ვიღაც უცხოები, ის ქა-
ლი ორი კვირა ტუალეტში ჩაკეტილი მშიერი მჯდარაო, სამე-
დიცინო ფაკულტეტის სტუდენტი თუ რექტორატის თანამშრო-
მელი ყოფილაო. მაგრამ არავის უთქვამს, ურუგვაელი ქალი
იყო, რომელსაც არც საბუთები გააჩნდა, არც სამსახური, არც
სახლი, სადაც მივიდოდა და სულს მოითქვამდაო. ხანდახან
ისიც კი მომისმენია, ის ტუალეტში ჩაკეტილი მშიერი ქალი კი
არა, კაცი იყო, მაოისტი სტუდენტი, ან პედაგოგი გასტრო-ენ-
ტეროლოგიური პრობლემებითო. როცა ასეთი რამეები მეს-
მის ხოლმე, ჩემი ამბის სულ ახალ-ახალი ვერსიები, საერ-
თოდ (თუ ნასვამი არ ვარ) არაფერს ვამბობ. მაგრამ, თუ
მთვრალი ვარ, მაშინვე ერთ ამბავს ვტეხ! რა მნიშვნელობა
აქვს ვინ იყო, ეს უნივერსიტეტის ფოლკლორია, მეხიკოს
ფოლკლორი-მეთქი, ვამბობ. ამის გამგონენი შემომხედავენ
და მეუბნებიან, აუქსილიო, შენ მექსიკური პოეზიის დედა ხა-
რო. მე კი ვპასუხობ (თუ ნასვამი ვარ, ვუყვირი), არა, არავის
319 მკითხველთა ლიგა
დედა არა ვარ, თუმცა ყველას ვიცნობ, მეხიკოს ყველა ახალ-
გაზრდა პოეტს, რომლებიც აქ დაიბადნენ, ან პროვინციები-
დან ჩამოვიდნენ, ან ბედმა ლათინური ამერიკის სხვა კუთხეე-
ბიდან გადმოისროლა მეხიკოში და ისინი ყველა მიყვარს-
მეთქი.

320 მკითხველთა ლიგა


5

ამადეო სალვატიერა, ვენესუელის რესპუბლიკის მოედა-


ნი, ინკვიზიციის სასახლის გვერდით, მეხიკო, 1976 წლის იან-
ვარი. მაშინ ვკითხე, ბიჭებო, მესკალი რომ დამთავრდება, რა
ვქნათ-მეთქი. მიპასუხეს, მეორე ბოთლის საყიდლად ჩა-
ვალთ, სენიორ სალვატიერა, ამადეო, მაგაზე ნუ იდარდებთო.
და ასე გულდაჯერებულმა, მე ვიტყოდი დაიმედებულმა, კარ-
გა დიდი ყლუპებით განვაგრძე სმა, სანამ ჭიქა მთლიანად არ
გამოვცალე. რა კარგ მესკალს ასხამდნენ წინათ ჩვენს ქვეყა-
ნაში, ძალიან კარგს, ნამდვილად ასე იყო. მერე წამოვდექი
და ჩემს ბიბლიოთეკას მივუახლოვდი, ანუ, ჩემი ბიბლიოთე-
კის მტვერს, რა ხანი იყო, ეს თაროები არ გადამეწმინდა! იმი-
ტომ არა, რომ წიგნები არ მიყვარდა, არ დაიჯეროთ, არამედ
იმიტომ, რომ ცხოვრება გვღლის, გვასავათებს, თითქოს ნარ-
კოზს გვიკეთებსო (თანაც ისე, რომ ამას ვერც კი ვამჩნევთ
ხოლმე, ბატონებო), ზოგიერთს, თუმცა, ჩემს შემთხვევაში ასე
არ არის, გვაჰიპნოზებს, რის შედეგადაც ტვინის მარცხენა ჰე-
მისფეროს არხები ფართოვდება, რაც, ფიგურალურად რომ
ვთქვათ, მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემების სა-
წინდარია. არ ვიცი, შევძელი თუ არა ამეხსნა, რის თქმაც მინ-
დოდა. ბიჭებიც წამოდგნენ თავიანთი ადგილებიდან და კეფა-
ზე მათი სუნთქვა ვიგრძენი, ესეც ფიგურალურად, რა თქმა უნ-
და. მათკენ არც შევბრუნებულვარ, ისე ვკითხე, ხერმანმა, არ-
კელესმა ან მანუელმა გითხრათ, რაზე ვმუშაობ, ყოველდღი-
ურ პურს რით ვშოულობ-მეთქი? მიპასუხეს, არა, ამადეო,
ამის შესახებ არაფერი უთქვამთო. მაშინ ძალიან ამაყად გან-
ვუცხადე, ვწერდი-მეთქი და, მგონი, გავიცინე, თუ კარგა ხანს
321 მკითხველთა ლიგა
ვახველე, ბიჭებო, ფულს წერით ვშოულობ. ამ ნაბიჭვარ ქვე-
ყანაში მე და ოქტავიო პასი ერთადერთნი ვართ, ვინც თავს
მწერლობით ირჩენს-მეთქი. მათ, რა თქმა უნდა, ერთხანს
იყუჩეს, თუ ნებას დამრთავთ, ვიტყოდი, ამაღელვებელი მდუ-
მარებაც კი შეინარჩუნეს-მეთქი. ერთ-ერთი ისეთი დუმილი,
როგორსაც, თუ ხალხს დავუჯერებთ, ხილბერტო ოუენი75
იცავდა ხოლმე. მერე ის მდუმარება ისევ მე დავარღვიე. ისინი
ისევ ზურგს უკან მედგნენ, მეც ისევ ჩემი წიგნების თაროებს
შევცქეროდი: აქ ვმუშაობ, აქვე, გვერდით, სანტო-დომინგოს
მოედანზე, ხალხს განცხადებებს, თხოვნებს, წერილებს ვუ-
წერ-მეთქი. ეს ვთქვი და ისეთი სიცილი ამიტყდა, რომ ის იმ-
დენ ხანს დაგროვილი მტვერი ჰაერში ერთიანად ავარდა.
კარგად ვეღარ ვარჩევდი ვერც წიგნების სათაურებს, ვერც ავ-
ტორების გვარებს და ვერც იმ საქაღალდეებს, სადაც ჩემი
დროის გამოუქვეყნებელ მასალებს ვინახავდი. იმათაც გა-
იცინეს, ოღონდ მორიდებულად და ამ სიცილმა კეფაში შემი-
ღიტინა. რა თავშეკავებული ბიჭები არიან-მეთქი, გავიფიქრე
და მივაგენი კიდეც იმ არქივს, რომელსაც ვეძებდი. აი, ვიპო-
ვე, ამაშია მთელი ჩემი ცხოვრება და ისიც, რაც სესარეა ტინა-
ხეროს ცხოვრებიდან დარჩა-მეთქი. იმის ნაცვლად, რომ სა-
ქაღალდეს მივარდნოდნენ და ფურცლებად დაენაწილები-
ნათ, – და ეს ძალზე საგულისხმო რამაა, ბატონებო, – თავშე-
კავება შეინარჩუნეს და ისე მკითხეს, სასიყვარულო წერი-
ლებს თუ წერთო. ბიჭებო, ყველაფერს ვწერ-მეთქი, ვუპასუხე,
საქაღალდე იატაკზე დავანარცხე და ისევ „ლოს სუისიდასით“

75ხილბერტო ოუენი (1904-1952) – მექსიკელი პოეტი, დრამატურგი,


ახალგაზრდული ავანგარდისტული გაერთიანება „თანამედროვენის“ წევ-
რი. აგრეთვე მოღვაწეობდა თეატრში, როგორც რეჟისორი და მსახიობი,
მოგვიანებით კი დიპლომატიც იყო.
322 მკითხველთა ლიგა
ჭიქის შევსებას შევუდექი, – დედობრივი სიყვარულით გამ-
სჭვალულ წერილებს შვილებისადმი, შვილების წერილებს
მშობლებისადმი, ცოლების წერილებს დაჭერილი ქმრები-
სადმი, შეყვარებულების წერილებს: ცხადია, ეს უკანასკნელ-
ნი ყველაზე საუკეთესოა თავიანთი უმანკოებით, მე ვიტყოდი,
გზნებითაც კი. მათში ყველაფერი არეულია, როგორც აფთია-
ქის მიქსტურაში და თან არც ის დაივიწყოთ, რომ ზოგჯერ კან-
ცელარიის გადამწერ ვირთხასაც აქვს უფლება, იმ წერილებ-
ში რაღაც თავისი, თუნდაც სულ მცირე, ჩადოს-მეთქი. რა
კარგი პროფესიააო, მიპასუხეს. სანტო-დომინგოს ვესტიბიუ-
ლებში გატარებული ოცდაათი წლის პირობაზე არც იმდენად-
მეთქი, ვთქვი, საქაღალდე გავხსენი და ქაღალდებში ქექვა
დავიწყე, რათა „კაბორკას“ ის ერთადერთი ეგზემპლარი მო-
მეძებნა, რომელსაც ამდენ ხანს ვინახავდი და რომელიც ასე-
თი რუდუნებით გამომიგზავნა ოდესღაც იმედითა და ილუზიე-
ბით აღსავსე სესარეამ.

ხოაკინ ფონტი, ფსიქიატრიული კლინიკა „ელ რეპოსო“,


დესერტო დე ლოს-ლეონესის ტრასა, მეხიკოს შემოგარენი,
1977 წლის იანვარი. არის ლიტერატურა, რომელსაც მოწყე-
ნილობის ჟამს კითხულობენ. ასეთი უამრავია. არის ლიტერა-
ტურა, რომელსაც სიმშვიდის დროს კითხულობენ. ჩემი აზ-
რით, ეს საუკეთესო ლიტერატურაა. კიდევ, არსებობს ისეთი
ლიტერატურაც, რომელსაც ცოდნას მოწყურებულები კითხუ-
ლობენ და ისეთი ლიტერატურაც არსებობს, სასოწარკვეთი-
ლების ჟამს რომ დაეწაფებიან ხოლმე. სწორედ ეს უკანასკნე-
ლი იყო, რის შექმნასაც ულისეს ლიმა და ბელანო აპირებ-
დნენ. დიდი შეცდომაა, როგორც ქვემოთ ნახავთ. ავიღოთ,
მაგალითად, საშუალო მკითხველი, წყნარი ტიპი, კულტურუ-
323 მკითხველთა ლიგა
ლი, მეტ-ნაკლებად ჯანმრთელი ცხოვრების წესით რომ ცხოვ-
რობს, აზრიანი. კაცი, რომელიც წიგნებსაც კითხულობს და
ლიტერატურულ ჟურნალებსაც. კარგი, აი, გვყავს ასეთი კაცი.
ამ კაცს შეუძლია, წაიკითხოს ის, რაც იმისათვის იწერება,
რომ კაცმა უშფოთველობის, წყნარი ცხოვრების დროს იკით-
ხოს. მაგრამ, გარდა ამისა, შეიძლება წაიკითხოს რამე სხვა
ტიპის ლიტერატურაც, კრიტიკული თვალით, აბსურდული და
საეჭვო თანაგრძნობის გარეშე, გულგრილად. მეც სწორედ
ასე ვფიქრობ. არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო. ახ-
ლა ავიღოთ სასოწარკვეთილი მკითხველი, ისეთი, ვისთვი-
საც თავიდანვეა განკუთვნილი სასოწარკვეთილთა ლიტერა-
ტურა. რას ხედავთ? პირველი: საქმე გვაქვს მოზარდ მკით-
ხველთან და მოუმწიფებელ ზრდასრულთან, დაშინებულთან,
ნერვები რომ ყელში აქვს მობჯენილი. ეს ტიპური ლაწირაკია
(უკაცრავად ამ გამოთქმისთვის), რომელსაც შეუძლია, თავი
მოიკლას „ვერთერის“ წაკითხვის შემდეგ. მეორე: შეზღუდუ-
ლი მკითხველია. რატომ არის შეზღუდული? ელემენტარუ-
ლად, იმიტომ რომ მარტო სასოწარკვეთილი ან სასოწარკვე-
თილებისთვის შექმნილი ლიტერატურის კითხვა შეუძლია.
არადა, იმდენი დიდი წიგნი არსებობს, მას კი ასეთი ლიტერა-
ტურის დანახვაც არ ძალუძს, ვერ წაიკითხავს „დაკარგული
დროის ძიებაში“, მაგალითად, ან „ჯადოსნურ მთას“ (ჩემი მო-
რიდებული აზრით, მშვიდი, გულწრფელი, სრულყოფილი ლი-
ტერატურის პარადიგმა), ან, დავუშვათ, „საბრალონს“ ან „ომ-
სა და მშვიდობას“. მგონი, გასაგებად ავხსენი, არა? დიახ,
სრულიად გასაგებად. ასე ველაპარაკე იმათაც, ვუთხარი, გა-
ვაფრთხილე, მოსალოდნელი საფრთხეები წარმოვუსახე,
რომლებიც ამ გზაზე ელოდათ. თითქოს ცერცვი შემეყაროს
კედლისათვის. ეს კი იყო: სასოწარკვეთილი მკითხველებიც
324 მკითხველთა ლიგა
ისეთივენი არიან, როგორც კალიფორნიის ოქროს საბადო-
ები. უფრო ადრე ილევიან, ვიდრე მოველით! რატომ? ეს ხომ
აშკარაა! მთელი სიცოცხლე სასოწარკვეთილი ვერ იცხოვ-
რებ, სხეული გაგიბრტყელდება ამდენი სიმძიმისგან, ტკივი-
ლი ბოლოს და ბოლოს აუტანელი გახდება, გონების სიცხადე
უზარმაზარ ცივ ნაკადებად გამოგედევნება სხეულიდან. სასო-
წარკვეთილი მკითხველი (მითუმეტეს აუტანელია პოეზიის სა-
სოწარკვეთილი მკითხველი, დამიჯერეთ) იმით დაასრულებს,
რომ წიგნებს საერთოდ მიანებებს თავს და გარდაუვალად,
უბრალოდ, სასოწარკვეთილ ადამიანად გარდაისახება. ან
გამოჯანმრთელდება! და თუკი გამოჯანმრთელების გზას და-
ადგება, მაშინ, როგორც მისი რეგენერაციის პროცესის შე-
მადგენელ ნაწილს, ნელა, ისე ნელა, თითქოს ბამბებშია გახ-
ვეულიო, ან, თითქოს წვიმის ქვეშ დარჩენილი, დამბალი და-
მაწყნარებელი აბები მიიღოო, უბრუნდება იმ ლიტერატურას,
რომელიც წყნარი, აუღელვებელი და უშფოთველი მკითხვე-
ლებისთვისაა შექმნილი. ამას ჰქვია (და თუ არავის დაურქმე-
ვია, მე დავარქმევ) სიყმაწვილიდან ზრდასრულობისკენ გა-
დადგმული ნაბიჯი. ის არ მიგულისხმია, თითქოს ის მკითხვე-
ლი, წყნარ მკითხველად რომ გადაიქცევა, სასოწარკვეთილ-
თა წიგნებს აღარ წაიკითხავს. რა თქმა უნდა, კითხულობენ!
განსაკუთრებით, თუკი ის წიგნები კარგი ან ასატანია, ან მე-
გობარმა ურჩია. მაგრამ გულის სიღრმეში ბეზრდებათ! გუ-
ლის სიღრმეში გამწარებული ლიტერატურაა, სავსე ცივი ია-
რაღითა და ჩამომხრჩვალი მესიებით. ვერ ახერხებს გულის
სიღრმემდე გაითავისოს ის წიგნი ისე, როგორც უშფოთველ,
აწონილ-დაწონილ, ტექნიკურად უზადოდ დაწერილ წიგნს გა-
ითავისებდა! სწორედ ეს ვუთხარი. გავაფრთხილე. ტექნიკუ-
რად გამართულ გვერდებზე განსაკუთრებული ხაზგასმით ვე-
325 მკითხველთა ლიგა
ლაპარაკე. საფრთხეები ჩამოვუთვალე. ვთხოვე მაცოცხლე-
ბელი ძარღვი არ დაეკარგათ! თავმდაბლობა არ დავიწყებო-
დათ! უცნობ მხარეებში გადაკარგულიყვნენ! ოღონდ თოკით,
პურის ნამცეცებით ან თეთრი კენჭებით! მაგრამ მე გიჟი ვიყა-
ვი, ჩემმა ქალიშვილებმა გამაგიჟეს, სწორედ მათ. ლაურა და-
მიანმა გამაგიჟა და ამიტომ აინუნშიც არავინ მაგდებდა.

ხოაკინ ვასკეს ამარალი76, ამერიკის შეერთებული შტატე-


ბის შუა დასავლეთის უნივერსიტეტის კომპლექსი, 1977 წლის
თებერვალი. არა, არა და, რა თქმა უნდა, არა. ის ყმაწვილი,
ბელანო, უსაყვარლესი ადამიანი იყო, ძალიან კულტურული,
არააგრესიული. როდესაც მექსიკაში ვიყავი, 1975-ში, საზო-
გადოების წინაშე უნდა წარვმდგარიყავი, თუკი ასე შეიძლება
ითქვას, ეზრა პაუნდის „სიმღერების“ ჩემეული თარგმანით,
რომელიც არაჩვეულებრივმა გამომცემლობამ გამოსცა, კონ-
კრეტულად, „ხოაკინ მორტისმა“. ასეთი წიგნის წარდგენა ევ-
როპის ნებისმიერ ქვეყანაში უამრავ ადამიანს მიიზიდავდა,
გაცილებით მეტს, ვიდრე ეს მაშინ მოხდა. სწორედ იმ პრეზენ-
ტაციაზე მოვიდნენ ისიც და მისი მეგობრებიც და, რაც განსა-
კუთრებით ყურადსაღებია, არც მერე მომშორებიან, ჩემთან
დარჩნენ (არადა, უცხოელი ვიყავი ერთგვარად უცნობ ქა-
ლაქში, ამას ხომ დაფასება უნდა). პრეზენტაციის შემდეგ ბარ-
ში წავედით. აღარ მახსოვს, რომელი ბარი იყო, ცენტრში იქ-
ნებოდა, ხელოვნების სასახლის მიდამოებში და ძალიან დიდ-
ხანს ვისაუბრეთ პაუნდზე. იმის თქმა მინდა, რომ იმ საღამოზე
ნაცნობი სახეები არ დამინახავს, მექსიკური პოეზიის ცნობი-
ლი სახეები (თუ იყვნენ, ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, ვერ ვიცა-
76ხოაკინ ვასკეს ამარალი (1914-1987) – ცნობილი მექსიკელი მთარ-
გმნელი (კერძოდ, ეზრა პაუნდის პოეზიისა), პუბლიცისტი და კრიტიკოსი
326 მკითხველთა ლიგა
ნი), მარტო ისინი დავინახე, ის ახალგაზრდა, მეოცნებე და
ენერგიული ახალგაზრდები და როგორც უცხოელმა, ეს ნამ-
დვილად დავაფასე.
რაზე ვლაპარაკობდით? მაესტროზე, რა თქმა უნდა, სენტ-
ელიზაბეტში გატარებულ დღეებზე, იმ საინტერესო ფენოლო-
ზასა77 და ხანისა და სუის დინასტიებზე, ლიუ სიანზე, დუნ
ჩჟუნ-შუზე, ვანგ პიზე, ტაო ჩიენზე (ტაო იუან-მინზე, 365-427),
ტანის დინასტიის პოეზიაზე, ხან იუზე (768-824), მენ ხაო-იან-
ზე (689-740), ვან ვეიზე (699-759), ლი პოზე (701-762), დუ
ფუზე (712-770), პო ჩუიზე (772-846), მინისა და ცინის დინას-
ტიებზე, მაო ძე დუნზე, ბოლოს, მაესტრო პაუნდის თარგმა-
ნებზე.78 გულზე ხელი რომ დავიდოთ, ჩინურ პოეზიას არც
ერთი ჩვენგანი არ იცნობდა, თავად მაესტროც კი, რადგან
ლიტერატურა, რომელიც მან იცოდა, ევროპული სულით იყო
გაჟღენთილი, მაგრამ რა სიმამაცე, რა ცნობისმოყვარეობა
უნდა ჰქონოდა, რომ ამ იდუმალ ენაში ქექვა მოენდომებინა.
რა რწმენაა კაცობრიობისა, არა? კიდევ პროვანსის პოეტებზე
დავიწყეთ საუბარი, როგორც ყოველთვის, ხომ გესმით? არნო
დანიელზე, ბერტრან დე ბორნზე, გირო დე ბორნელზე, ჟოფ-
რე რუდელზე, გიიომ დე ბერგედეაზე, მარკაბრუზე, ბერნარდ
დე ვერტადორნზე, რემბო დე ვაკეირაზე, კუისელ კასტილი-
ელზე, უზარმაზარ კრეტიენ დე ტრუაზე, კიდევ ვილაპარაკეთ
იტალიელებზე, დოლჩე სტილ ნოვოზე, დანტეს მეგობრებზე,
რომლებიც, როგორც ამბობენ, იყვნენ ჩინო და პისტოა, გვი-
დო კავალკანტი, გვიდო გინიძელი, ჩეკო ანჯოლიერი, ჯანი
ალფანი, დინო ფრესკობალდი, მაგრამ ყველაზე დიდხანს მა-

77 ერნესტ ფენოლოზა (1853-1908) – ამერიკელი ფილოსოფოსი, ეთნოგ-


რაფი, ორიენტალისტი, იაპონური ხელოვნების სპეციალისტი
78 ცნობილია, რომ ეზრა პაუნდი ჩინურ პოეზიას თარგმნიდა.

327 მკითხველთა ლიგა


ინც მაესტრო პაუნდზე ვილაპარაკეთ, პაუნდზე ინგლისში, პა-
უნდზე პარიზში, პაუნდზე რაპალოში, პაუნდზე, როცა იგი და-
ჭერილი იყო, პაუნდზე სენტ-ელიზაბეტში, იტალიაში დაბრუ-
ნებულ პაუნდზე, სიკვდილის პირას მისულ პაუნდზე...
და მერე რა მოხდა? ის, რაც ყოველთვის ხდება ხოლმე: ან-
გარიში მოვითხოვეთ. დაჟინებით ჩამაცივდნენ, ფულის გა-
დახდაში ჩემი წვლილი არ შემეტანა, მაგრამ მე გადაჭრით
განვაცხადე უარი. მეც ვყოფილვარ ახალგაზრდა. ვიცი, ეს რა
ასაკია, მითუმეტეს, თუ ახალგაზრდა პოეტი ხარ, ფული საკმა-
რისი არასოდეს გაქვს. ასე რომ, ჩემი წილი მაგიდაზე მაინც
დავდე. ის კი არა, იმისთვისაც კმაროდა, რომ დანახარჯი
მთლიანად დაეფარა (ათნი ვიყავით, ახალგაზრდა ბელანო,
მისი რვა მეგობარი, მათ შორის, ორი არაჩვეულებრივი გო-
გონა, რომელთა სახელები, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს, და
მე), მაგრამ მათ, (და როგორც ახლა ვფიქრობ, იმ ღამით ეს
ალბათ ერთადერთი უცნაურობა იყო,) ფული მოაგროვეს და
დამიბრუნეს, მე ისევ მაგიდაზე დავდე, მაგრამ ისე დამიბრუ-
ნეს. მაშინ ვუთხარი, ბავშვებო, როდესაც სასმელს ან კოკა-
კოლას ჩემს მოწაფეებთან ერთად ვსვამ (ჰე-ჰე), ფულის გა-
დახდას არასოდეს ვანებებ-მეთქი, ეს ბოლო წინადადება გან-
საკუთრებული სითბოთი წარმოვთქვი (ძალიან მიყვარს ჩემი
მოწაფეები და ისინიც იმავეთი მპასუხობენ). მაგრამ მაინც შე-
მეწინააღმდეგნენ, არც იფიქროთ, მაესტროო. სწორედ ასე
მითხრეს, არც იფიქროთ, მაესტრო და სანამ მათ ნათქვამს
ვიაზრებდი, თუ ნებას დამრთავთ, რომ ასეთი პოლისემიური
ზმნა გამოვიყენო, მათ სახეებზე დავაკვირდი, შვიდი ბიჭი იყო
და ორი ულამაზესი გოგო და გავიფიქრე: არა, ესენი ჩემი მო-
წაფეები არასოდეს იქნებიან-მეთქი. არ ვიცი, ეს აზრი რამ გა-
მიჩინა, სინამდვილეში ისეთი კორექტულები იყვნენ, ისეთი
328 მკითხველთა ლიგა
სიმპათიურები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავში ასეთმა აზ-
რმა გამიელვა.
ფული ისევ საფულეში ჩავაბრუნე, რადგან მათგან ერთ-
ერთმა გადაიხადა და ქუჩაში გამოვედით. არაჩვეულებრივი
საღამო იყო, არც მანქანების ხმაური გვაწუხებდა და არც ქა-
ლაქის ორომტრიალი. ერთხანს ჩემი სასტუმროსკენ ფეხით
გავისეირნეთ, თითქოს ცალ-ცალკე მივდივართ, უბრალოდ,
დინებას მივყვებითო, მაინც წინ მივიწევდით (მაგრამ საით?).
გზადაგზა ზოგი დაგვემშვიდობა. ხელს მართმევდნენ და მი-
დიოდნენ (თავიანთ ამხანაგებს სხვანაირად ემშვიდობებოდ-
ნენ, ან იქნებ მომეჩვენა). ნელ-ნელა ჯგუფი შეთხელდა. სანამ
სასტუმროს მივაღწევდით, ვლაპარაკობდით, შეუჩერებლივ
ვსაუბრობდით. ახლა, როცა იმ გასეირნებას ვიხსენებ, იმასაც
ვფიქრობ, შეიძლება იმდენსაც არ ვლაპარაკობდით-მეთქი.
ახლა შევასწორებდი და ვიტყოდი, ვფიქრობდით, გაუთავებ-
ლად ვფიქრობდით-მეთქი, მაგრამ, არა მგონია. ასეთ დროს
არავინ ბევრს არ ფიქრობს, რადგან სხეული დასვენებას მო-
ითხოვს. მერე დადგა დრო, როდესაც ხუთნი დავრჩით. მეხი-
კოს ქუჩებში უმიზნოდ მივსეირნობდით, შეიძლება ითქვას,
სრულ სიჩუმეში, პაუნდის მდუმარებაში, თუმცა მაესტრო სი-
ჩუმისგან ყველაზე შორსაა, არა? მისი სიტყვები მთელ ტომს
ეყოფოდა, ტომს, რომელიც არასოდეს ჩუმდება, გამუდმებით
რაღაცას გეკითხება, გამუდმებით რაღაცას იკვლევს, ათას ამ-
ბავს გიყვება. მიუხედავად ამისა, ეს სიტყვები მდუმარებითაა
გაჯერებული და თანდათანობით ილევა ამ მდუმარებაში,
არა? მაშინ, გადავწყვიტე, რომ ძილის დრო იყო, ტაქსი გავა-
ჩერე და ბიჭებს დავემშვიდობე.

329 მკითხველთა ლიგა


ლისანდრო მორალესი, ვაჭრების ქუჩა, მორელოსის ბა-
ღის პირდაპირ, ესკანდონის უბანი, მეხიკო, 1977 წლის მარ-
ტი. ერთი ეკვადორელი მწერალი იყო, ვარგას პარდო, კაცი,
რომელმაც არაფერი იცოდა და რომელიც ჩემს გამომცემ-
ლობაში კორექტორად მუშაობდა. სწორედ მან გამაცნო ვინ-
მე არტურო ბელანო. იმავე ვარგას პარდომ დამარწმუნა, ერ-
თი წლით ადრე, რომ გამომცემლობისთვის ბევრად მოგებია-
ნი იქნებოდა, თუკი წიგნების გარდა ჟურნალსაც დავაფინან-
სებდით, იმ ჟურნალში კი მექსიკისა და, საერთოდ, ლათინუ-
რი ამერიკის საუკეთესო ბელეტრისტები ითანამშრომლებ-
დნენ. დავუჯერე და ჟურნალი გამოვეცი. მე საპატიო დირექ-
ტორის თანამდებობა მომანიჭეს, ვარგას პარდომ და მისმა
ორიოდ მეგობარმა სარედაქციო საბჭოს ფუნქცია თავიანთ
ხელში აიღეს.
გეგმა, ყოველ შემთხვევაში ის გეგმა, რომელიც მე გამაც-
ნეს, იმაში მდგომარეობდა, რომ ჟურნალი გამომცემლობის
წიგნებს დაეხმარებოდა. მთავარი მიზანი ეს უნდა ყოფილიყო.
მეორე მიზანი იყო კარგი ლიტერატურული ჟურნალის შექმნა,
რომელიც რედაქციის პრესტიჟზე დადებითად იმოქმედებდა.
ამ „კარგში“ იგულისხმებოდა როგორც შინაარსი, ისე ჟურ-
ნალთან სათანამშრომლოდ შერჩეული ავტორები. მელაპა-
რაკნენ ხულიო კორტასარზე, გარსია მარკესზე, კარლოს ფუ-
ენტესზე, ვარგას ლიოსაზე, ლათინური ამერიკის ლიტერატუ-
რის მთავარ ფიგურებზე. ყოველთვის ფრთხილი ვარ, რომ არ
ვთქვა, სკეპტიკოსი-მეთქი. ამიტომ ჩემს მრჩევლებს განვუც-
ხადე, ჩემთვის იბარგუენგოიტია, მონტეროსო, ხოსე ემილიო
პაჩეკო, მონსივაისი და ელენიტა პონიატოვსკაც სრულიად
საკმარისი იქნება-მეთქი. მათ კი მიპასუხეს, რა თქმა უნდა,
ყველანი თავებს გადაიკლავენ, ოღონდ კი ჩვენს ჟურნალში
330 მკითხველთა ლიგა
დაიბეჭდონო. კეთილი და პატიოსანი, თანახმა ვარ, გადაიკ-
ლან, ჩვენც კარგად უნდა ვიმუშაოთ, ოღონდ თავდაპირველი
მიზანი – გამომცემლობისთვის სარგებლის მოტანა – არ და-
გავიწყდეთ-მეთქი. მითხრეს, არავითარი სირთულე არ შეექ-
მნება, გამომცემლობის საქმიანობა ყოველ გვერდზე ან ყო-
ველ მეორე გვერდზე აირეკლება. აი, ნახავთ, ჟურნალი რა
მალე მოგვიტანს სარგებელსო. მეც მივუგე, ბატონებო, რა
როგორ გამოვა, ამიერიდან თქვენს ხელშია-მეთქი. ალბათ
არ გაგიჭირდებოდათ მიხვედრა, რომ ჟურნალის პირველ ნო-
მერში არც კორტასარი გამოჩენილა, არც გარსია მარკესი და
არც თავად ხოსე ემილიო პაჩეკო, მაგრამ მონსივაისის ესეს
იმედი გვქონდა, რადგან ეს ჟურნალს ერთგვარად გადაარ-
ჩენდა; რაც შეეხება დანარჩენ ავტორებს, დაიბეჭდა ვარგას
პარდოსი, ერთი ესე არგენტინელი რომანისტისა, რომელიც
მექსიკაში იყო გამოქცეული, ვარგას პარდოს მეგობარი, ორი
ამონარიდი იმ რომანებიდან, რომელთა დაბეჭდვასაც მალე
ვაპირებდით, ვარგას პარდოს მივიწყებული თანამემამულის
მოთხრობა, და პოეზია, ძალიან ბევრი პოეზია. მიმოხილვის
რუბრიკაში – ყოველ შემთხვევაში, საწინააღმდეგო არაფერი
მქონდა, ძირითადი ყურადღება გამახვილებული იყო ჩვენს
ახალ ამბებზე და ამ ყველაფერს ჩვენი გამოცემების შესახებ
რამდენიმე დადებითი წერილიც დაემატა.
მახსოვს, ჟურნალის წაკითხვის შემდეგ ვარგას პარდოს
ველაპარაკე და ვუთხარი: ჩემი აზრით, პოეზია მეტისმეტად
უხვადაა წარმოდგენილი, არადა, ხომ იცი, რომ პოეზია არ
იყიდება-მეთქი. მისი პასუხი არ დამავიწყდება, როგორ თუ არ
იყიდება, დონ ლისანდრო, ოქტავიო პასსა და მის ჟურნალს
შეხედეთო. ამაზე მივუგე, ვარგას, ოქტავიო ოქტავიოა, ისეთი
ფუფუნება, რომლის უფლებას ჩვენს თავს ვერ მივცემთ-მეთ-
331 მკითხველთა ლიგა
ქი. კონკრეტულად ის არ მითქვამს, რომ ოქტავიოს ჟურნალი
საუკუნე იყო, არ წამეკითხა, არც სიტყვა „ფუფუნება“ შემისწო-
რებია, რომლითაც შევამკე არა პოეტური ღირსება ამ პოეტი-
სა, არამედ მისი ნაწვალები გამოცემები. გულის სიღრმეში
სულაც არ მიმაჩნია, რომ პოეზიის ბეჭდვა მართლაც ფუფუნე-
ბა იყოს, პირიქით, სიბრიყვეზე უფრო დიდი სიბრიყვე მგონია.
ამაზე ლაპარაკი აღარ გაგრძელებულა, ასე იყო თუ ისე, ვარ-
გას პარდომ მოახერხა, მეორე და მესამე ნომერიც გამოეცა,
მერე მეოთხეც და მეხუთეც. დროდადრო ჩემამდე აღწევდა
ხმები, რომ ჩვენი ჟურნალი მეტისმეტად აგრესიულ ხასიათს
ღებულობდა. ჩემი აზრით, ამაში ბრალი სწორედ ვარგას პარ-
დოს მიუძღოდა, რომელიც ჟურნალს, როგორც იარაღს, ისე
იყენებდა იმათ წინააღმდეგ, ვინც მექსიკაში ჩამოსვლისთანა-
ვე აითვალწუნა. ჟურნალი მის ხელში ზოგიერთებთან გამიზ-
ნული ანგარიშსწორების მექანიზმად გადაქცეულიყო (რა წყე-
ნიები და პატივმოყვარეები არიან ეს მწერლები!), და მართა-
ლი გითხრათ, ეს მაინცდამაინც არც მაღელვებდა. კარგია,
როდესაც ჟურნალი პოლემიკას იწვევს, ეს ნიშნავს, რომ იყი-
დება. არადა, სასწაულად მეჩვენებოდა, რომ ამდენი პოეზიის
დამბეჭდავი ჟურნალი გაყიდულიყო. ხანდახან თავს ვეკითხე-
ბოდი, ეს შტერი ვარგას პარდო პოეზიით ასე რატომ არის და-
ინტერესებული-მეთქი. ჩემი აზრით, ეს პოეტი კი არა, უფრო
მთხრობელი იყო. მაშ საიდან მოდიოდა ლირიკით ასეთი და-
ინტერესება?
ვაღიარებ, რომ ერთხანს ამ საკითხზე დიდხანს ვფიქრობ-
დი. ბოლოს, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ცისფერი იყო. მარ-
თლაც შეიძლებოდა ყოფილიყო, ცოლი კი ჰყავდა (სხვათა
შორის, მექსიკელი), მაგრამ შეიძლებოდა მაინც ყოფილიყო,
თუმცა, რანაირი ცისფერი იქნებოდა? პლატონური და ლირი-
332 მკითხველთა ლიგა
კული ცისფერი, რომელიც, ვთქვათ, მხოლოდ ლიტერატუ-
რულ დონეზე კმაყოფილდებოდა, თუ თავისი ნახევარი ფორ-
თოხალი თუ ნახევარი ლიმონი იმ პოეტებს შორის ჰყავდა,
რომლებსაც ჩვენს ჟურნალში ბეჭდავდა? არ ვიცი. ყველა თა-
ვისი ცხოვრებით ცხოვრობს. ცისფერების საწინააღმდეგო
არაფერი მაქვს, მაგრამ, ერთი კია, ყოველდღიურად მრავ-
ლდებიან. ორმოციან წლებში მექსიკურმა ლიტერატურამ თა-
ვის ზენიტს მიაღწია, ცისფერების ამბავს თუ ვიგულისხმებთ
და მეგონა, ის საზღვარი გადაულახავი იყო. მაგრამ, დღეს მა-
თი რიცხვი გაცილებით მეტია. ასეთი არასოდეს ყოფილა. ჩე-
მი აზრით, ამ ყველაფრის მიზეზი საყოველთაო განათლებაა,
უფრო და უფრო გახშირებული ლტოლვა მექსიკელებისა, ყვე-
ლაფერში ჩაყონ ცხვირი, კინო იქნება, მუსიკა თუ ღმერთმა
იცის, კიდევ რა. თავად სალვადორ ნოვომ მითხრა ერთხელ,
გაოცებული ვარ, ვერა და ვერ გამიგია, რა ენაზე ლაპარაკო-
ბენ ეს ახალგაზრდები, რა სიტყვებს ხმარობენო. არადა, ის
ახალგაზრდები მასთან სტუმრად დადიოდნენ. სალვადორ
ნოვომ იცოდა, რასაც ამბობდა, დაეჯერება.
ასე გავიცანი არტურო ბელანო. ერთხელ, ნაშუადღევს,
ვარგას პარდომ იმ ბელანოზე ჩამომიგდო სიტყვა და მითხრა,
ფანტასტიკურ წიგნს ამზადებსო (სწორედ სიტყვა „ფანტასტი-
კური“ ახსენა), ლათინური ამერიკის ახალგაზრდული პოეზი-
ის სრულ ანთოლოგიას ადგენს და გამომცემელს ეძებსო. ვინ
არის ეგ ბელანო-მეთქი, ვკითხე. ჩვენი ჟურნალისთვის კრი-
ტიკულ წერილებს წერსო, მიპასუხა ვარგას პარდომ. ეს პო-
ეტები სასოწარკვეთილ სუტენიორებს ჰგვანან, რომლებიც ქა-
ლებს იმიტომ ეძებენ, რომ მათთან საქმიანი ურთიერთობა
დაამყარონ-მეთქი, ვუთხარი და თან მის რეაქციას ვაკვირდე-
ბოდი, მაგრამ ვარგას პარდო კარგად მიმიხვდა ირონიას და
333 მკითხველთა ლიგა
მიპასუხა, მის წიგნს ჩვენ თუ არ გამოვცემთ (რა თვისებაა
მრავლობითის ხმარება), აუცილებლად გამოჩნდება სხვა გა-
მომცემლობა, რომელიც დაბეჭდავსო, მე ისევ თვალთმაქცუ-
რად ვაკვირდებოდი და ისევ ვუთხარი, მომიყვანე, დავნიშ-
ნოთ მასთან შეხვედრა და ვნახოთ, რის მაქნისია-მეთქი.
არტურო ბელანო გამომცემლობაში ორი დღის შემდეგ გა-
მოჩნდა. ჯინსის ქურთუკი და ჯინსისვე შარვალი ეცვა. ქურთუ-
კი რამდენიმე ადგილზე ამოგლეჯოდა, მაგრამ საკერებელი
არ დაედო. ის ამოგლეჯილები სახელოებზე მარცხენა მხარზე
შევამჩნიე, თითქოს ვიღაცა ეთამაშებოდა და ისრებს ან შუ-
ბებს, მიზანში ესროდაო. შარვალი ისეთი იყო, რომ გაეხადა,
ალბათ თავისით მაინც იდგებოდა. ფეხზე ისეთი შესახედაო-
ბის კედები ეცვა, რომ მარტო იმათი დანახვა შეგაშინებდათ.
გრძელი თმა მხრებამდე სცემდა, ზოგადად, ყოველთვის სუს-
ტი აგებულებისა იქნებოდა, მაგრამ, მაშინ განსაკუთრებით
სუსტი ჩანდა. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს რამ-
დენიმე ღამის უძინარიც იყო. ფუჰ, შენი, ეს რა უბედურებაა-
მეთქი, გავიფიქრე. ყოველ შემთხვევაში იმ დილით ებანავა,
ასე მომეჩვენა. ვუთხარი, აბა, ვნახოთ, სენიორ ბელანო, რა
ანთოლოგია შეადგინეთ-მეთქი. მან, კი მიპასუხა, ვარგას
პარდოს უკვე მივეციო. ცუდად დავიწყეთ-მეთქი, გამიელვა
თავში.
ტელეფონი ავიღე და ჩემს მდივანს ვუთხარი, ვარგას პარ-
დო კაბინეტში შემოვიდეს-მეთქი. რამდენიმე წამს არცერთს
ხმა არ ამოგვიღია. ვარგას პარდოს ცოტა კიდევ რომ დაეგ-
ვიანა შემოსვლა, იმ ახალგაზრდა პოეტს აუცილებლად ჩაეძი-
ნებოდა. დროის გასაყვანად ავუხსენი, როგორც იცით, პო-
ეტური კრებულები გაცილებით მეტი გამოდის, მაგრამ გაცი-
ლებით უარესად იყიდება-მეთქი. დიახო, მიპასუხა, ბევრი გა-
334 მკითხველთა ლიგა
მოდისო. ღმერთო ჩემო, ზომბის ჰგავდა. ისიც კი გავიფიქრე,
დაბოლილი ხომ არ არის-მეთქი. მაგრამ, აბა, ვინ მეტყოდა.
კარგი და, ძალიან გაგიჭირდათ მაგ ანთოლოგიის შედგენა-
მეთქი? – ვკითხე. არაო, ყველა ჩემი მეგობარიაო. რა სახე
ჰქონდა. რადგან ასეა, საავტორო უფლებებთან დაკავშირე-
ბით პრობლემები არ შეგვექმნება, ალბათ თქვენ გაქვთ-მეთ-
ქი. ჩაიცინა. ნება მომეცით, აგიხსნათ, ეს როგორ გააკეთა,
ტუჩები დაბრიცა, მოყვითალო კბილები გამოაჩინა და მერე
რაღაც ხმა გამოსცა. გეფიცებით, იმ სიცილმა ბალანი ამიჯაგ-
რა. როგორ ავხსნა, რას ჰგავდა, სამარიდან რომ სიცილი შე-
მოგესმათ, იმას, საავადმყოფოს უკაცრიელ კორიდორში რომ
მიაბიჯებ და მაშინ შემოგესმება... რაღაც ამის მსგავსი იყო.
მერე, ამ სიცილის მერე თითქოს ისევ მდუმარებაში უნდა ჩავ-
ფლულიყავით, იმ უხერხულ მდუმარებაში, ახლად გაცნობი-
ლებს შორის რომ ჩამოვარდება ხოლმე, ან გამომცემელსა
და ზომბის შორის. ამ შემთხვევაში ორივე ერთად გვქონდა,
მაგრამ მე ყველაზე ნაკლებად მინდოდა, ისევ იმ მდუმარება-
ში ჩავძირულიყავი, ამიტომ საუბარი განვაგრძე, მის მშობლი-
ურ მხარეზე, ჩილეზე დავიწყე ლაპარაკი, ჩემს ჟურნალზე,
რომელშიც მან რამდენიმე ლიტერატურული წერილი გამო-
აქვეყნა, იმ სირთულეებზე, რასაც გამომცემლები ხშირად აწ-
ყდებიან პოეზიის გამოცემისას. ვარგას პარდო კი არსად ჩან-
და (ალბათ ტელეფონზე ეკიდა და რომელიმე სხვა პოეტს ექა-
ქანებოდა!). და მაშინ, სწორედ მაშინ გამინათდა გონება. ან
ეს წინათგრძნობა იყო. გავიფიქრე, ბევრად უკეთესი იქნება,
თუკი იმ ანთოლოგიას არ გამოვცემ-მეთქი. მივხვდი, რომ
აჯობებდა, თუკი ამ პოეტისას არაფერს დავბეჭდავდი. ჯანდა-
ბამდე გზა ჰქონიათ ვარგას პარდოსა და მის გენიალურ
იდეებს! თუკი ამ ნახევრად მძინარე პოეტის ანთოლოგიით
335 მკითხველთა ლიგა
სხვა გამომცემლებიც იყვნენ დაინტერესებულები, დაე, მათ
გამოეცათ, მე – არა. მეორე გამონათებაზე უკვე ვიცოდი, რომ
ასეთი ტიპის წიგნს თუ დავბეჭდავდი, ავი ბედი დამეკვებებო-
და. თუკი ეს ტიპი ასე იჯდებოდა ჩემს კაბინეტში, თავისი ცა-
რიელი თვალებით დამიწყებდა ყურებას და ლამის ჩაეძინე-
ბოდა, ეს ბედს ამომიყირავებდა. ვაითუ უიღბლობა უკვე და-
გეგმილი იყო და ჩემი გამომცემლობის სახურავს აყროლებუ-
ლი ყორანივით ან მექსიკის ავიახაზების თვითმფრინავივით
დასტრიალებდა და სადაცაა ჩემს კაბინეტს დაეტაკებოდა?
ამ დროს შემოვიდა ვარგას პარდო და თან ლათინური ამე-
რიკის პოეტების ხელნაწერებს მოაფრიალებდა. მისმა შემოს-
ვლამ იმ უსიამო ზმანებებიდან, მართალია, გამომიყვანა, მაგ-
რამ ამასაც დრო დასჭირდა. თავიდან წესიერად ვერც კი გა-
ვიგე, რას მეუბნებოდა, მარტო მისი სიცილი და ნაბიჭვრული
ხითხითი მესმოდა, ცხოვრებით ბედნიერი კაცის ხითხითი,
თითქოს ჩემთვის მუშაობა საუკეთესო რამ იყო, რაც კი ცხოვ-
რებაში გადახდენოდა, თითქოს მეხიკოში შვებულების გასა-
ტარებლად ჩამოვიდა და ყველა ხარჯიც უკვე გადახდილი აქ-
ვსო. მახსოვს, ამ სურათით ისე დავითრგუნე, რომ სავარძლი-
დან წამოვდექი და ვარგას პარდოს ხელი ჩამოვართვი. ღმერ-
თო ჩემო, ხელი ჩამოვართვი იმ იდიოტს, გეგონება, ის ყოფი-
ლიყოს შეფი ან გენერალური ინსპექტორი, მე კი ერთი საცო-
დავი თანამშრომელი. ისიც მახსოვს, რომ თან არტურო ბე-
ლანოს გადავხედე. ჩემი სტუმარი სკამიდან არც წამოწეულა,
როდესაც ის ეკვადორელი შემოეთრა ჩემს კაბინეტში, უფრო
მეტიც, წამოწეულა კი არა, ჩვენთვის ყურადღებაც კი არ მო-
უქცევია, ჩვენთვის არც კი შემოუხედავს, ვაჰ! კეფაზე მის
გრძელ თმას შევხედე და ერთი წამით იმანაც კი გამიელვა
გონებაში, რასაც ახლა ვხედავ, ადამიანის სხეულის ნაწილი
336 მკითხველთა ლიგა
არ არის, ცოცხალი არსების სხეული არ არის, ხორცი, ძვლე-
ბი არ გააჩნია, და არც ძარღვებში უჩქეფს სისხლი ჩემსავით
და დანარჩენებივით, არამედ ფიტულია, ჩალასა და პლასტიკ-
ზე ჩამოცმული საზიზღარტანისამოსიანი ფიტული-მეთქი. ამ
ფიქრებში ვიყავი, როდესაც გავიგონე, როგორ მეუბნებოდა
ვარგას პარდო, ყველაფერი მზადაა, ლისანდრო, ახლა მარ-
ტიტა შემოვა და კონტრაქტს გააფორმებსო. რა კონტრაქტს
გააფორმებს-მეთქი, ამოვიბლუკუნე. ბელანოს წიგნთან და-
კავშირებით, ცხადიაო, მიპასუხა ვარგას პარდომ.
მაშინ, ისევ სავარძელში ჩავჯექი და ვუთხარი, ვნახოთ,
ვნახოთ, რა კონტრაქტია-მეთქი. საქმე ისაა, რომ ბელანო ზეგ
მიემგზავრება და ამიტომ, ეს საქმე დღეს უნდა მოვაგვარო-
თო. სად მიემგზავრება-მეთქი, ვკითხე. ევროპაშიო, მიპასუხა
ვარგას პარდომ, სკანდინავიური გემრიელი რამერუმეების
გასასინჯადო (ცუდი აღზრდის ნიშანი, ვარგას პარდო, სინო-
ნიმია გულწრფელობის, პატიოსნებამდე მისული გულწრფე-
ლობისა). შვედეთში მიემგზავრება-მეთქი? დაახლოებითო,
ვარგას პარდომ, შვედეთში, დანიაში, გასაგრილებლადო. არ
შეგვიძლია, კონტრაქტი იქ გავუგზავნოთ-მეთქი? შევთავაზე.
არა, ლისანდრო, ევროპაში კონკრეტულ მისამართზე არ იქ-
ნება, თანაც უნდა, ეს საქმე აქ მოგვარებული დატოვოსო. იმ
ნაძირალა ვარგას პარდომ თან თვალი თვალში გამიყარა და
სახე სახესთან მომიახლოვა (ისეთი გრძნობა დამეუფლა, ეს
საზიზღარი ფარული მეტრაკე სადაცაა მაკოცებს-მეთქი!). ვერ
შევძელი, ვერ მოვახერხე უკან გავწეულიყავი, მაგრამ, ვარ-
გას პარდოს კოცნა კი არა, საბედნიეროდ, ყურში ჩაჩურჩუ-
ლება უნდოდა, რომ მარტო მე გამეგონა. ყურში კი მითხრა
შემდეგი: არავითარი ავანსის გადახდა არ გიწევთ, უბრა-
ლოდ, ხელი უნდა მოაწეროთ, ახლავე უნდა მოაწეროთ, უკან
337 მკითხველთა ლიგა
არ უნდა დაიხიოთ და წიგნს მსვლელობა უნდა მისცეთო. ერ-
თი სული მქონდა მეთქვა, ფეხებზე მკიდია, მსვლელობას მის-
ცემ ამ წიგნს თუ არა, ჯანდაბამდე გზა გქონიათ, ასე გიქნიათ,
წყალსაც წაუღიხართ-მეთქი, მაგრამ, ამის ნაცვლად მარტო
იმის ძალაღა აღმომაჩნდა, რომ ოდნავ გასაგონი, წვრილი
ხმით მეკითხა, ეს ჯეელი დაბოლილია თუ რა სჭირს-მეთქი.
ვარგას პარდომ ხმამაღლა გაიცინა და ისევ საიდუმლოდ ჩამ-
ჩურჩულა, დაახლოებით, ლისანდრო, დაახლოებით, ასეთ
რამეს ვერასოდეს გაიგებ, მთავარი ისაა, რომ წიგნი აქაა, ასე
რომ, ხელის მოწერას ნუღარ გავაჭიანურებთო. მერე, ეს გო-
ნივრულია-მეთქი? – ახლა მე ჩავჩურჩულე. მაშინ ვარგას
პარდომ სიფათი მომაშორა და ომახიანად, როგორც აუტანე-
ლი ნარცისიზმის შემოტევისას თვითონ ეძახდა, „ამაზონური“
ხმით მიპასუხა, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდაო. მერე იმ პო-
ეტს მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაჰკრა, როგორ ხარ, ბე-
ლანოო. იმ ახალგაზრდა ჩილეელმა ჯერ მას ახედა, მერე მე
და სახე სულელურმა ღიმილმა დაუმანჭა. რაღაც არანორმა-
ლური, ნახევრად ტვინამოჭრილი კაცის ღიმილი ჰქონდა. ამ
დროს მარტიტაც შემოვიდა, ჩემი მდივანი და მაგიდაზე ხელ-
შეკრულების ორი ეგზემპლარი დამიდო. ვარგას პარდომ კა-
ლამს დაუწყო ძებნა, რომ ბელანოს ხელი მოეწერა. მიდი მო-
აწერეო, კალამი არ მაქვსო, ბელანომ, პოეტს მიართვით კა-
ლამიო, თქვა ვარგას პარდომ. თითქოს განგებ, კაბინეტში
არც ერთი კალამი არ აღმომაჩნდა. რა თქმა უნდა, ერთი-ორი
კი მედო გულის ჯიბეში, მაგრამ მათი ამოღება არც მიფიქრია.
თუ ხელმოწერა არ არსებობს, მაშასადამე, არც კონტრაქტი
არსებობს-მეთქი, გავიფიქრე. მარტიტამ ჩემი მაგიდის ქა-
ღალდებში დაიწყო ქექვა და როგორღაც ერთი კალამი მაინც
მოიძია. ბელანომ ხელი მოაწერა. მეც. ახლა ხელის ჩამორ-
338 მკითხველთა ლიგა
თმევა და საქმე მოგვარებულიაო, განაცხადა ვარგას პარ-
დომ. სტუმარს ხელი გავუწოდე და სახეზე დავაკვირდი. იღი-
მებოდა. ძილ-ღვიძილიდან გამოსულიყო და იღიმებოდა. ეს
ღიმილი ადრე ნანახი მქონდა, მაგრამ სად? ვარგას პარდოს
ისეთი სახით შევხედე, თითქოს ვეკითხებოდი, სად შეიძლე-
ბოდა ეს წყეული ღიმილი ადრე მენახა-მეთქი. სრულიად უზა-
დო ღიმილი იყო, რომელიც ყველას ჯოჯოხეთისკენ მიგვაქა-
ნებდა. მაგრამ, ვარგას პარდო უკვე ჩილელს ემშვიდობებო-
და. რჩევებს აძლევდა, ევროპაში როგორ უნდა მოქცეულიყო!
ახსენდებოდა პედერასტ ნაბიჭვარს თავისი ახალგაზრდობა,
სავაჭრო ფლოტში გატარებული დღეები! იმის მონაყოლზე
მარტიტაც კი კისკისებდა! მივხვდი, რომ ვეღარაფერს გავაწ-
ყობდი. წიგნი გამოვიდოდა. ჰოდა, მე, როგორც ყოველთვის
მამაცმა გამომცემელმა, ამ კიდევ ერთ სირცხვილს თვალი
ვაჟკაცურად გავუსწორე.

ლაურა ხაურეგი, ტლალპანი, მეხიკო, 1977 წლის მარტი.


გამგზავრების წინ სახლში მომაკითხა. ასე, საღამოს შვიდი
საათი იქნებოდა. მარტო დავხვდი, დედაჩემი სადღაც იყო გა-
სული. არტურომ მითხრა, მივდივარ და უკან აღარ დავბრუნ-
დებიო. ვუპასუხე, წარმატებას გისურვებ-მეთქი, მაგრამ არც
კი მიკითხავს, სად მიემგზავრებოდა. მგონი, ჩემს სწავლაზე
მკითხა რაღაც, უნივერსიტეტში, ბიოლოგიის ფაკულტეტზე
საქმეები როგორ მიგდისო. ვუთხარი, გადასარევად-მეთქი.
მერე მითხრა, მექსიკის ჩრდილოეთით ვიყავი, სონორაშიო,
მგონი, არიზონაც ახსენა, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ. ეს
მითხრა და მერე გაიცინა. მოკლე და მშრალი სიცილი ჰქონ-
და, თითქოს კურდღელი იცინისო. დიახ, დაბოლილს ჰგავდა,
მაგრამ მე სულ არ მენაღვლება, იყო თუ არა დაბოლილი.
339 მკითხველთა ლიგა
ულისეს ლიმა, ჰო, ის ნებისმიერ ნარკოტიკს იღებდა და საინ-
ტერესოა, რომ თითქმის არც ეტყობოდა. ვერავინ ვერასოდეს
თავს ვერ დადებდა, როდის იყო დაბოლილი და როდის არა.
აი, არტურო კი ამით ძალიან განსხვავდებოდა მისგან, ის სა-
ერთოდ არ ბოლდებოდა, მე თუ არა, ჩემზე უკეთ ვინ უნდა
იცოდეს. მერე ისევ მითხრა, მივდივარო. ვუპასუხე, თუკი წახ-
ვალ, ძალიან კარგი იქნება, მოგზაურობაზე და მსოფლიოს
გაცნობაზე, განსხვავებული ქალაქებისა და ცის ნახვაზე უკე-
თესი რა უნდა იყოს-მეთქი. ამაზე მითხრა, მსოფლიო ყველ-
გან ერთნაირია, ქალაქები კი იცვლება, მაგრამ ცა ყველგან
ერთიაო. მე ვუთხარი, ასე არ არის, ჩემი აზრით, ასე არ უნდა
იყოს, შენ თვითონ არ გაქვს ლექსი, დოქტორმა ატლმა რომ
დაასურათა, სადაც სხვადასხვა პლანეტებზე რამდენიმე გან-
სხვავებული ცაა დახატული თუ რაღაც ასეთი-მეთქი? სინამ-
დვილეში კი კამათის სურვილი არ გამაჩნდა. ჯერ, თავს ისე
ვაჩვენებდი, თითქოს მისი გეგმები, მისი საუბარი, ან რამე,
რასაც მეტყოდა, სულაც არ მაინტერესებდა, მაგრამ მერე აღ-
მოვაჩინე, რომ სინამდვილეშიც არ მაინტერესებდა. ყველა-
ფერი, რასაც მასთან ჰქონდა კავშირი, ჩემთვის ძალიან მომა-
ბეზრებელი გახდა. მართლა მინდოდა, წასულიყო და წყნა-
რად სწავლის საშუალება მოეცა. იმ დღეს უამრავი სამეცადი-
ნო მქონდა. მაშინ მიპასუხა, უშენოდ მოგზაურობა და სამყა-
როს გაცნობა ჩემთვის ძალიან ნაღვლიანი იქნება, ყოველ-
თვის მეგონა, რომ შენც ჩემთან ერთად იმოგზაურებდიო, და
იმ ქვეყნებისა და ქალაქების ჩამოთვლაზე გადავიდა, სადაც,
მისი აზრით, ერთად უნდა გვემოგზაურა: ლიბია, ეთიოპია, ზა-
ირი, ბარსელონა, ფლორენცია, ავინიონი. აღარაფერი დამ-
რჩენოდა გარდა იმისა, რომ მეკითხა, მაგ ქალაქებს შენს ჩა-
მოთვლილ ქვეყნებთან რა კავშირი აქვთ-მეთქი, მან კი მით-
340 მკითხველთა ლიგა
ხრა, ყველას ყველაფერთან აქვს კავშირიო. მე ვუთხარი, რო-
დესაც ბიოლოგი გავხდები, დროც მექნება, და რა თქმა უნდა,
ფულიც, რატომაც არა, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე
ვიფიქრებ, ოღონდ ავტოსტოპით, არც ერთ ადგილას დასაძი-
ნებლადაც კი არ გავჩერდები და მაგ ქალაქებს და ქვეყნებს
დავათვალიერებ-მეთქი. მან კი დათვალიერებას კი არა, იქ
ცხოვრებას ვაპირებ, როგორც მექსიკაში ვცხოვრობდიო. ამა-
ზე მივუგე, ნება შენია, ბედნიერებას გისურვებ, იცხოვრე და,
თუ გინდა, იქ მოკვდი კიდეც, მე კი მაშინ ვიმოგზაურებ, როცა
ფული მექნება. მეთქი. მაშინ დრო აღარ გექნებაო, შენიშნა.
დრო მექნება, პირიქით, ჩემი დროის გამგებელი თავად ვიქ-
ნები, ჩემს დროს ისე გამოვიყენებ, როგორც მომესურვება-
მეთქი. მიპასუხა იმ დროისთვის ახალგაზრდა აღარ იქნებიო.
ეს სიტყვები ლამის ტირილის პირას მისულს აღმოხდა, თან
ისე მწარედ, რომ გავბრაზდი და დავუყვირე: რა შენი საქმეა,
ჩემს ცხოვრებას, ჩემს მოგზაურობას, ანდა ჩემს ახალგაზ-
რდობას როგორ მოვექცევი-მეთქი. მაშინ შემომხედა და
სკამზე დაეცა, თითქოს უეცრად გააცნობიერა, რომ მოწყენი-
ლობისგან ვკვდებოდი. ჩაიჩურჩულა, მიყვარხარ და ვერასო-
დეს დაგივიწყებო. მერე წამოდგა (საუბრიდან ოცი წამის შემ-
დეგ, დაახლოებით) და სილა გამაწნა. ეს ხმა მთელ სახლში
გაისმა, პირველ სართულზე ვიყავით, მაგრამ გავიგონე გა-
ლაწუნების ხმა (ხელი ლოყიდან უკვე მოცილებული ჰქონდა)
როგორ მიიწევდა კიბისაკენ, სათითაოდ როგორ შედიოდა
მეორე სართულის ოთახებში, როგორ ეკიდა ხეივნის ყურძნის
მტევნებზე, ბროლის ბურთულებად მთელ ბაღში როგორ
იფანტებოდა. როცა გონს მოვედი, მარჯვენა მუშტი შევკარი
და სახეში ვთხლიშე. თითქმის არ განძრეულა. მაგრამ, ხელი
საკმაოდ სწრაფი ჰქონდა, შეეძლო მოესწრო და სილა კიდევ
341 მკითხველთა ლიგა
ერთხელ გაეწნა. ბოზიშვილო, ლაჩარო, პედერასტო-მეთქი,
დავუყვირე და მუშტები და წიხლები ალალბედზე დავუშინე,
თან ვკაწრავდი. არაფერი მოუმოქმედია, რომ ჩემი დარტყმე-
ბი თავიდან აეცილებინა. შე მაზოხისტო ნაბიჭვარო-მეთქი,
ვუკივლე კიდევ ერთხელ, ისევ დავუწყე ცემა და ტირილი ამი-
ვარდა. რაც დრო გადიოდა, ცემასაც და ტირილსაც ვუმატებ-
დი, სანამ ცრემლებმა თვალები ისეთ დღეში ჩამიგდო, რომ
მარტო მბრწყინავ რგოლებსა და ჩრდილებს ვხედავდი. ბუნ-
დოვნად მეკვეთებოდა ის გამოსახულებაც, საითკენაც ჩემი
მუშტები იყო მიმართული. მერე სკამზე დავჯექი და ტირილი
განვაგრძე. რომ წამოვდექი, დავინახე, რომ არტუროს თვა-
ლები სახესთან სულ ახლოს მქონდა, ცხვირიდან სისხლი
სდიოდა, მახსოვს, სისხლის ძაფი ზედა ტუჩამდე ჩამოსწკან-
წკარებდა, იქიდან ტუჩებზე და ნიკაპზე. ნახე, რა მიქენი, მტკი-
ვაო, მითხრა. შევხედე და რამდენჯერმე თვალები დავახამხა-
მე. მტკივაო, გაიმეორა და ამოიოხრა. შენ არ მატკინე-მეთქი?
შევეპასუხე. მაშინ, ჩამოჯდა და შეეცადა ლოყაზე ხელით შემ-
ხებოდა. უკან გავიწიე. არ მომეკარო-მეთქი, დავუღრინე. მა-
პატიეო, მითხრა. ნეტა მოკვდე-მეთქი, მივახალე. ნეტა მოვ-
კვდეო, გაიმეორა იმანაც, მერე კი დაამატა, დარწმუნებული
ვარ, რომ მოვკვდებიო. მაგრამ ამჯერად ამას მე არ მეუბნე-
ბოდა. ისევ ტირილი ამიტყდა და რაც უფრო ვტიროდი, მით
უფრო მინდოდა ტირილი. ერთადერთი რამის თქმა მოვახერ-
ხე, წადი ჩემი სახლიდან, გაქრი, აქ ფეხი აღარასოდეს დაად-
გა-მეთქი. მისი ოხვრა გავიგონე და თვალები დავხუჭე. სახე
მიხურდა, მაგრამ ტკივილზე მეტად დამცირება მტანჯავდა,
თითქოს ის ორი სილა ჩემს სიამაყეს, ჩემს ქალურ ღირსებას
გააწნესო. ვიცოდი, რომ ამას არასოდეს ვაპატიებდი. არტუ-
რო წამოდგა (ჩემთან ჩამუხლული იყო) და გავიგონე, როგორ
342 მკითხველთა ლიგა
წავიდა სააბაზანოსკენ. უკან რომ დაბრუნდა, ცხვირიდან
სისხლს ტუალეტის ქაღალდით იწმენდდა. ვუთხარი, წადი, შე-
ნი დანახვა აღარ მინდა-მეთქი. მკითხა, ცოტა თუ დაწყნარ-
დიო. შენ გვერდით არასოდეს დავწყნარდები-მეთქი, ვუპასუ-
ხე. მაშინ შებრუნდა, იატაკზე ქაღალდის სისხლიანი ნაფლე-
თი დააგდო (როგორც ნარკომანი ბოზი დააგდებდა ბამბას)
და წავიდა. კიდევ რამდენიმე წუთს ვტიროდი. შევეცადე, გამე-
აზრებინა ყველაფერი, რაც სულ ცოტა ხნის წინ იმ ოთახში
მოხდა. თავი უკეთ რომ ვიგრძენი, წამოვდექი, სააბაზანოში
გავედი, სარკეში ჩავიხედე (მარცხენა ლოყა გაწითლებული
მქონდა), ყავა მოვიდუღე, მუსიკა ჩავრთე, ბაღში გავედი იმის
შესამოწმებლად, კარი კარგად იყო დაკეტილი თუ არა, მერე
ჩემი ოთახიდან რამდენიმე წიგნი გამოვიტანე და მისაღებ
ოთახში მოვეწყვე. მაგრამ, მეცადინეობა ვერ შევძელი. ჩემს
თანაკურსელს და მეგობარს დავურეკე. ბედად, სახლში დამ-
ხვდა. ერთხანს სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ, აღარ მახ-
სოვს რაზე, მის შეყვარებულზე ალბათ. სანამ მელაპარაკებო-
და, ტუალეტის ქაღალდის ნაგლეჯი დავინახე, რომელიც არ-
ტურომ სისხლის მოსაწმენდად გამოიყენა. დავინახე, როგორ
ეგდო იატაკზე, წითლად დალაქული დაჭმუჭნილი თეთრი ქა-
ღალდი, ლამის ცოცხალი და საშინელი გულზიდვის შეგრძნე-
ბა დამეუფლა. როგორღაც მოვახერხე, მეგობრისთვის მეთ-
ქვა, უნდა დავკიდო, სახლში მარტო ვარ და კარზე აკაკუნე-
ბენ-მეთქი. არ გააღოო, მირჩია, ვაითუ ქურდია ან ბანდიტი,
ან კიდევ უარესი, ორივე ერთადო. არ გავაღებ, უბრალოდ
ვნახავ, ვინ არის-მეთქი, დავამშვიდე. გისოსები გაქვსო? –
მკითხა. უზარმაზარი-მეთქი, ვუპასუხე. მერე ყურმილი დავკი-
დე, მისაღები ოთახი გადავკვეთე და პირდაპირ სამზარეუ-
ლოსკენ გავქანდი. მაგრამ იქ ვერ მივხვდი, რა უნდა გამეკე-
343 მკითხველთა ლიგა
თებინა. მაშინ ქვემოთ, ტუალეტში ჩავედი. ტუალეტის ქაღალ-
დი მოვხიე და ისევ მისაღებში დავბრუნდი. სისხლიანი ქა-
ღალდი ისევ იქ ეგდო, მაგრამ ახლა აღარ გამკვირვებია, რო-
დესაც სკამის თუ სასადილო მაგიდის ქვეშ დაგდებული დავი-
ნახე. ზემოდან ტუალეტის სუფთა ქაღალდი გადავაფარე, მე-
რე ორი თითით ავიღე, უნიტაზში ჩავაგდე და სასწრაფოდ ჩავ-
რეცხე.

344 მკითხველთა ლიგა


6

რაფაელ ბარიოსი, კაფე „კიტო“, ბუკარელის ქუჩა, მეხიკო,


1977 წლის მაისი. აი, რას ვაკეთებდით რეალვისცერისტები,
როდესაც ულისეს ლიმა და არტურო ბელანო წავიდნენ: წე-
რას ინერციით ვაგრძელებდით, ვხვდებოდით ზეპურ გვამებს,
პერფორმანსებს ვაწყობდით, ოღონდ უმაყურებლოდ, წინა-
აღმდეგობები გვხვდებოდა, ვწერდით ორი ხელით, სამი ხე-
ლით, თან ვანძრევდით (მარჯვენა ხელით ვწერდით, მარცხე-
ნათი ვანძრევდით, ან პირიქით, თუ ცაცია იყავი), ვწერდით
მადრიგალებს, ლექს-რომანებს, სონეტებს, რომელთა ბოლო
სიტყვა ყოველთვის ერთი და იგივეა, კედლებზე მარტო სამი
სიტყვისგან შემდგარ წინადადებებს („მეტი აღარ შემიძლია“ ,
„ლაურა, მე შენ მიყვარხარ“, და ა.შ.), დღიურებს ფაქტების
დამახინჯებით, mail-poetry-ს, projective verse-ს, სასაუბრო
პოეზიას, ანტიპოეზიას, ბრაზილიურ კონკრეტულ პოეზიას79
(ლექსიკონის დახმარებით პორტუგალიურად ვწერდით), დე-
ტექტიურ ლექსებს პროზად (უკიდურესად შემჭიდროებულ
პოლიციურ ამბებს, ბოლოს საქმე იხსნება თუ არა), პარაბო-
ლებს, იგავ-არაკებს, პიესებს აბსურდის თეატრისთვის, პო-
პარტს, ჰაიკუს, ეპიგრამებს (სინამდვილეში, კატულუსის ვა-
რიაციების იმიტაციებს, რასაც თითქმის ყოველთვის მოკტე-
სუმა როდრიგესი აკეთებდა), უიმედო პოეზიას (დასავლურ
ბალადებს), გეორგიანულ პოეზიას, ექსპერიმენტულ პოეზიას,

79ბრაზილიური კონკრეტული პოეზია – ექსპერიმენტული პოეზიის გან-


ხრა, რომელიც შეიქმნა შვეიცარიასა და ბრაზილიაში 1950-იან წლებში.
345 მკითხველთა ლიგა
ბიტ პოეზიას, ბ. პ. ნიკოლის80 პოეზიას, ჯონ ჯორნოს81 პო-
82
ეზიას, ჯონ კეიჯის პოეზიას (A Year from Monday), ტედ ბე-
რიგანისას, 83 ძმა ანტონინუსის84 პოეზიას, არმან შვერნერი-
სას85 ლირიკულ პოეზიას, კალიგრამებს, ელექტრონულ პო-
ეზიას (ბულტო, მესაჟიე86), სისხლიან პოეზიას (სულ ცოტა,
სამი მკვდარი), პორნოგრაფიულს (ვარიანტები: ჰეტეროსექ-
სუალური, ჰომოსექსუალური და ბისექსუალური, პოეტის პი-
რადი მიდრეკილებების მიხედვით), კოლუმბიელი ნადაისტე-
ბის აპოკრიფულ პოეზიას87, პერუს ორასერიანულს,88 ურუგ-
ვაის კატალეფსიურ პოეზიას, ეკვადორულ ცანციკოსების89

80 ბარი ფილიპ ნიკოლი (1944-1988) – კანადელი პოეტი და პროზაიკოსი,


ე.წ. ხმოვანი პოეზიის წარმომადგენელი
81ჯონ ჯორნო (დ.1932) – ამერიკელი მსახიობი და პოეტი, ექსპერიმენტუ-

ლი პოეზიის მიმდევარი
82 ჯონ, კეიჯი (1912-1992) – ამერიკელი ავანგარდისტი კომპოზიტორი და

მისი წიგნი „წელი ორშაბათის შემდეგ“


83 ტედ ბერიგანი (1934-1983) – ამერიკელი პოეტი, „ნიუ-იორკის სკოლის“

ცნობილი წარმომადგენელი
84 ძმა ანტონინუსი (1912-1994) – უილიამ ევერსონი, სან-ფრანცისკოს

„რენესანსის“ ამერიკელი პოეტი, კრიტიკოსი, გამომცემელი


85 არმან შვერნერი (1927-1999) – ამერიკელი ავანგარდისტი პოეტი.

ეკუთვნის პოეტური კრებული „ფირფიტები“, რომელიც თითქოს შუმე-


რულ-აქადურ ფირფიტებზე ამოკითხული ტექსტებისგან შედგება.
86 მიშელ ბულტო (დ.1949) – ფრანგი პოეტი, მუსიკოსი, ექსპერიმენტული

კინოს რეჟისორი; მატიე მესაჟიე (დ.1949) – ფრანგი პოეტი, რომელმაც


მიშელ ბულტოსა და კიდევ 15 ახალგაზრდა პოეტთან ერთად 1971 წელს
გამოსცა პოეტური კრებული სათაურით „ელექტრონული მანიფესტი ქვე-
დატანიანი ქუთუთოებით“.
87 კოლუმბიელი ნადაისტების აპოკრიფული პოეზია – მე-20 ს.-ის 60-იან

წლებში შექმნილი ავანგარდისტული მიმდინარეობა კოლუმბიაში. ე.წ. ეგ-


ზისტენციალიზმის ლათინოამერიკული ვერსია.
88 პერუს ორასერიანული პოეზია (Hora zero-ნულოვანი საათი (დრო)

(ესპ.) – მე-20 ს.-ის 70-იან წლებში პერუში ჩამოყალიბებული ავანგარ-


დისტული მიმდინარეობა
89 ცანციზმი – მე-20 ს.-ის 60-იანი წლების ეკვადორში ჩამოყალიბებული

კულტურულ – ავანგარდისტული მიმდინარეობა


346 მკითხველთა ლიგა
პოეზიას, ბრაზილიელი კანიბალების პოეზიას, პროლეტა-
რულ თეატრ ნო-ს პოეზიას... ჟურნალსაც კი გამოვცემდით...
ვმოძრაობდით... ვმოძრაობდით... ყველაფერს ვაკეთებდით,
რაც შეგვეძლო... მაგრამ მაინც არაფერი გამოგვივიდა.

ხოაკინ ფონტი, ფსიქიატრიული კლინიკა „ელ რეპოსო“,


დესერტო დე ლოს-ლეონესის ტრასა, მეხიკოს გარეუბანი,
1977 წლის მარტი. ხანდახან ლაურა დამიანი მახსენდება.
ხშირად არა, ასე ოთხჯერ-ხუთჯერ დღეში. ათჯერ-თექვსმეტ-
ჯერ, თუკი დაძინებას ვერ ვახერხებ, რაც ლოგიკურიცაა, რად-
გან დღე-ღამე ხომ ოცდაოთხი საათისგან შედგება და ბევრი
რამის გახსენება შეიძლება ამ დროში. მაგრამ, ჩვეულებრივ,
მარტო ოთხჯერ-ხუთჯერ და ყოველ გახსენებას, მოგონების
ყოველ კაფსულს დაახლოებით ორი წუთის ხანგრძლივობა
აქვს, თუმცა დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რადგან ცოტა ხნის
წინ საათი მომპარეს და დროის თვალით გაზომვა სარისკოა.
ახალგაზრდობაში ერთი მეგობარი გოგონა მყავდა, რო-
მელსაც დოლორესი ერქვა, დოლორეს პაჩეკო. აი, მას კი
მართლაც თვალით შეეძლო დროის განსაზღვრა. მასთან და-
წოლა მინდოდა. დოლორეს, მინდა, ზეცა დამანახო-მეთქი,
ვუთხარი ერთხელაც. როგორ ფიქრობ, ზეცა რამდენ ხანს
გაგრძელდებაო, მკითხა. რას გულისხმობ-მეთქი, დავაზუსტე-
ბინე. ორგაზმი რამდენ ხანს გიგრძელდებაო, მიპასუხა. საკ-
მაო ხანს-მეთქი. არა, მაინც რამდენ ხანსო. არ ვიცი, დიდ-
ხანს, დოლორეს, ეგ რა კითხვებია-მეთქი. ბევრი რამდენიაო,
ჩამაცივდა. მაშინ დავარწმუნე, რომ არასოდეს დამითვლია,
ორგაზმი რამდენ ხანს მიგრძელდებოდა, იმან კიდე, წარმო-
იდგინე, რომ ახლა გაქვს ორგაზმი, კიმ, თვალები დახუჭე და
იფიქრე, თითქოს ათავებო. შენთან-მეთქი? ვისარგებლე შემ-
347 მკითხველთა ლიგა
თხვევით. ვისთანაც გინდა, ოღონდ წარმოიდგინე, კარგიო?
კარგი-მეთქი. კარგი, როცა დაიწყებ, ხელი ასწიეო. თვალები
დავხუჭე, წარმოვიდგინე, რომ დოლორესს ვაჯექი და ხელი
ავწიე. მაშინვე გავიგონე მისი ხმა: მისისიპი ერთი, მისისიპი
ორი, მისისიპი სამი, მისისიპი ოთხი. სიცილი ვეღარ შევიკავე,
თვალები გავახილე და ვკითხე, რას აკეთებ-მეთქი. დროს
ვსაზღვრავო-მიპასუხა. უკვე გაათავეო? არ ვიცი, უფრო ხან-
გრძლივი უნდა ყოფილიყო-მეთქი. ნუ მატყუებ, კიმ, მისისიპი
ოთხზე ორგაზმების უმეტესობა მთავრდება, მიდი, კიდევ სცა-
დე და ნახავო. ისევ დავხუჭე თვალები და თავიდან ისევ წარ-
მოვიდგინე, რომ დოლორესს ვაჯექი, მაგრამ მერე აღარავის
არ წარმოვიდგენდი, მდინარეს მივუყვებოდი, გემზე ვიყავი,
თეთრ კაიუტაში, რომელიც აქაურობას სითეთრითა და იზო-
ლაციით ძალიან ჰგავდა, აი, ამ ოთახს, ახლა სადაც ვარ. ესეც
თეთრია და გარშემო კედლებზე უხილავი მეგაფონებია ჩა-
მაგრებული. სწორედ ამ დროს დაიწყო დოლორესმა დათ-
ვლა: მისისიპი ერთი, მისისიპი ორი, თითქოს კარიდან რა-
დიოთი მეძახდნენ, მაგრამ მე პასუხის გაცემა არ შემეძლო,
თუმცა გულის სიღრმეში ერთადერთი რამ მინდოდა: მეპასუხა
და მეთქვა, მიმიღებთ? კარგად ვარ, ცოცხალი ვარ, დაბრუნე-
ბა მინდა-მეთქი. და როდესაც თვალები გავახილე, დოლო-
რესმა მითხრა, ასე იზომება ორგაზმი, თითო მისისიპი თითო
წამს ნიშნავს და თითოეული ორგაზმი ექვს წამზე მეტ ხანს არ
გრძელდებაო. მე და დოლორესი არასოდეს ერთად არ ვწო-
ლილვართ, მაგრამ კარგი მეგობრები ვიყავით და როდესაც
გათხოვდა (ისე, რომ სწავლა ჯერ დასრულებული არ ჰქონ-
და), ქორწილშიც დამპატიჟა. მისალოცად მისულმა ვუთხარი,
სასიამოვნო მისისიპიებს გისურვებ-მეთქი. მისი საქმროც
სტუდენტი იყო, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა,
348 მკითხველთა ლიგა
ჩემსავით და მასავით, მაგრამ უფრო მაღალ კურსზე, ან სუ-
ლაც იმ წელს ამთავრებდა სწავლას. ჰოდა, იმ საქმრომ რომ
გაიგონა ჩემი ნათქვამი, ალბათ იფიქრა, საქორწინო მოგზაუ-
რობას გულისხმობსო, მითუმეტეს, რომ თაფლობის თვე შე-
ერთებულ შტატებში უნდა გაეტარებინათ. ბევრი დრო გავი-
და. რა ხანია დოლორესზე არ მიფიქრია. მაგრამ დროის გა-
მოთვლა დოლორესმა მასწავლა.
ახლა ლაურა დამიანის გახსენებებს ვზომავ. იატაკზე ვზი-
ვარ და ვიწყებ: მისისიპი ერთი, მისისიპი ორი, მისისიპი სამი,
მისისიპი ოთხი, მისისიპი ხუთი, მისისიპი ექვსი და ლაურა და-
მიანის სახე, ლაურა დამიანის გრძელი თმა ჩემს გამოცარიე-
ლებულ გონებაში ორმოცდაათი ან ას ოცი მისისიპის განმავ-
ლობაში წარმომესახება, მანამ, სანამ ვუძლებ ხოლმე. როცა
ვგრძნობ, რომ მეტი აღარ შემიძლია, პირს ვაღებ და ჰაერი
ერთი ამოსუნთქვით ამომდის – აჰჰჰ, ან კედლებს ვაფურთხებ
და ისევ მარტო ვრჩები. გამოცარიელებული სიტყვის – „მისი-
სიპის“ ექო ერთხანს ისევ მიფეთქავს თავის ქალაში, ისევ
თვალწინ მიდგას ლაურა დამიანის სახება, ის წუთი, როდესაც
მკვლელი მანქანა ეჯახება, მის სხეულს ქუჩას აჭყლეტს. ლა-
ურას თვალები გახელილი რჩება, მეხიკოს ცისკენ მზირალი
თვალები, არა, რომის უბნის ცისკენ, იპოდრომ-კონდესას უბ-
ნის ცისკენ, ხუარესის უბნის ცისკენ, კუაუტემოკის უბნის ცის-
კენ მზირალი თვალები, რომლებიც მწვანესა და ყავისფერს,
კოიოაკანის ქვაფენილის ყველა ტონალობას ირეკლავენ. მე-
რე ვჩერდები, რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქავ, თითქოს
მანქანა მე დამეჯახაო და ვჩურჩულებ, წადი, ლაურა დამიან,
წადი-მეთქი და მხოლოდ მაშინ იწყებს მისი სახე გამქრქალე-
ბას და ჩემი ოთახიც აღარ არის ლაურა დამიანის სახე, არა-
მედ თანამედროვე საგიჟეთის პალატაა, ყველა შესაძლო
349 მკითხველთა ლიგა
კომფორტით, ხოლო მისი თვალები, ასე რომ მაკვირდებოდ-
ნენ, ჩემი ექთნების თვალებად გადაიქცევიან და ლაურა და-
მიანის თვალები აღარ არიან (თვალები კეფაზე!), და თუ მაჯა-
ზე არავითარი საათის მთვარე არ მიბზინავს, ეს იმიტომ არა,
რომ ლაურამ წამართვა, არა იმიტომ, რომ ლაურამ მაიძულა,
გადამეყლაპა, არამედ იმიტომ, რომ აქ მოხეტიალე გიჟებმა
მომპარეს, მექსიკის საცოდავმა გიჟებმა, რომლებიც ან იცე-
მებიან, ან ტირიან, მაგრამ რომლებმაც არაფერი, სულ არა-
ფერი არ იციან. ეჰ, თქვე უვიცებო!

ამადეო სალვატიერა, ვენესუელის რესპუბლიკის ქუჩა, ინ-


კვიზიციის სასახლის მახლობლად, მეხიკო, 1976 წლის იანვა-
რი. „კაბორკას“ ჩემი ეგზემპლარი ვიპოვე თუ არა, მაშინვე ჩა-
ვიხუტე, მკლავებში ბავშვივით დავარწიე, კიდევ ერთხელ
დავხედე და თვალები დავხუჭე, ბატონებო, რადგან ადამიანი
ქვა არ არის. მერე თვალი გავახილე და ჩემს ქაღალდებს მი-
ვუბრუნდი, ძებნა განვაგრძე და მანუელის ფურცელთან ერ-
თად ვიპოვე „აკტუალის“ პირველი ნომერი, რომელიც 1921
წლის „პუებლას“ გვერდებში იმ ადგილას ჩაჭედილიყო, სა-
დაც ეწერა „მექსიკის აქტუალური ავანგარდიზმი“. რა ცუდად
ჟღერს, მაგრამ რა კარგია, არა? იქვე ეწერა „ჩემი სიგიჟე მი-
ზეზებში არ უნდა ეძებოთ“, აბა, ერთი ნახეთ, რა გამონათქვა-
მია, „ჩემი სიგიჟე მიზეზებში არ უნდა ეძებოთ“! მაგრამ კარგი
რამეებიც აქვს, მაგალითად ეს: „წარმატება მექსიკის ყველა
ახალგაზრდა პოეტს, მხატვარს, მოქანდაკეს – მათ, ვინც ჯერ
არ გარყვნილა სახელმწიფო სინეკურიზმის ოქროთი, მათ,
ვინც ჯერ კორუმპირებული არ არის ოფიციალური კრიტიკის
სამოწყალოდ გადმოგდებული საცოდავი ქება-დიდებით, გა-
უთლელი და თავკერძა საზოგადოების ტაშისცემით, ყველას,
350 მკითხველთა ლიგა
ვინც არ წასულა, იმისათვის, რომ ნასუფრალით ამოყორილი-
90
ყო ენრიკე გონსალეს მარტინესის კულინარიულ თავყრი-
ლობებზე, რათა მერე ხელოვნება მისი ინტელექტუალური
მენსტრუაციების მდარე გემოვნებით ეკეთებინა, ყველა გულ-
წრფელ დიდ ხელოვანს, ვინც არ გაიხრწნა ჩვენი ნაციონა-
ლისტური წრეების სავალალო და აყროლებულ გარემოში, იმ
გარემოში, რომელსაც სამიკიტნოებისა და ხრაკის სუნი ას-
დის, ყველას წარმატებას ვთხოვ მექსიკის აქტუალური ავან-
გარდის სახელით, დაე, ჩვენს მხარეს იბრძოლონ ახალი აღ-
მოჩენების გასხივოსნებულ ათინათებში...“ . ნამდვილი ოქ-
როპირი იყო მანუელი. ნამდვილი ოქროპირი! ახლა ზოგიერ-
თი სიტყვა არ მესმის. მაგალითად: ვითხოვ წარმატებას – რას
ნიშნავს, მოწოდებას, თხოვნას თუ ბრძანებას? მოდი, ლექსი-
კონში ვნახოთ. არა. მარტო მოთხოვნა ჩანს. მოკლედ, შეიძ-
ლება კორექტურაა და „ვითხოვ“ არ უნდა ეწეროს. ეს, პრინ-
ციპში, არავინ იცის, თუმცა მოთხოვნა მანუელისგან უფრო
ბუნებრივი იქნებოდა, ცხადია, ისეთი მანუელისგან, როგორ-
საც მე ვიცნობდი. შეიძლება ლათინიზმი იყოს ან ნეოლოგიზ-
მი, ვინ იცის. ან ისეთი ტერმინი, რომელიც აღარ გამოიყენე-
ბა. სწორედ ეს ვუთხარი ბიჭებს. აი, ასე ვუთხარი: ბიჭებო, ასე-
თი იყო მანუელ მაპლეს არსეს პროზა, მხურვალე და ჩახუჭუ-
ჭებული, რომელიც ვნების ჟინს გვმატებდა, პროზა, რომელიც
შეიძლება ახლა არაფერს გეუბნებათ, მაგრამ თავის დროზე
რევოლუციის გენერლებსაც კი ატყვევებდა, ბრძოლებში გა-
მობრძმედილ ხალხს, რომელთაც სიკვდილიც ბევრი ენახათ
და თავადაც არაერთი ჰყავდათ მოკლული, მაგრამ, როდესაც

90ენრიკე გონსალეს მარტინესი (1871-1952) – მექსიკელი პოეტი და დიპ-


ლომატი, რომელმაც მოღვაწეობა დაიწყო, როგორც მოდერნისტმა პოეტ-
მა, შემდეგ კი უარყო მოდერნიზმი.
351 მკითხველთა ლიგა
მანუელის სიტყვებს კითხულობდნენ ან ისმენდნენ, მარილის
თუ ქვის ძეგლებივით შეშდებოდნენ, თითქოს იმის თქმა უნ-
დოდათ, ეს რა ჯანდაბაა, მსგავსი არაფერი გვინახავსო. ეს
იყო პროზა, რომელიც პოეზიასავით ჟღერდა, რომელიც
ზღვასავით განიფინებოდა და მექსიკის ზეცაში ზღვად განიხ-
ვნებოდა. მაგრამ, მგონი, თემას გადავუხვიე. მოკლედ, „კა-
ბორკას“ ჩემი ერთადერთი ეგზემპლარი იღლიაში მქონდა
ამოჩრილი, მარცხენა ხელში „აკტუალის“ პირველი ნომერი
მეჭირა, მარჯვენაში კი ჭიქა მესკალი „ლას სუისიდასით“, და
სანამ იმ მესკალს ვსვამდი, ჩემს სტუმრებს იმ შორეული,
1921 წლის ჟურნალიდან ამონარიდებს ვუკითხავდი, მერე იმ
ამონარიდებზე ვმსჯელობდით, მერე ისევ ვკითხულობდით
ამონარიდებს, თან მესკალს ვწრუპავდით და ვწრუპავდით.
ერთდროულად კითხვისა და სმის რა არაჩვეულებრივი ფორ-
მაა, წყნარი, აუჩქარებელი, მეგობრების გარემოში (ახალგაზ-
რდები ყოველთვის იყვნენ ჩემი მეგობრები), და როდესაც ჩე-
მი მესკალიდან სულ ცოტაღა დამრჩა, ბოთლი ჭიქაში ჩავიცა-
ლე, ჩემს ბებერ ელექსირს გონებით დავემშვიდობე და „აკტუ-
ალის“ ბოლო ნაწილი ჩავიკითხე, ავანგარდიის სარედაქციო
საბჭოს შემადგენლობა, რომელმაც იმ დროისთვის (და მე-
რეც, რა თქმა უნდა, მერეც) ასე სახტად დატოვა შინაურებიც
და გარეულებიც, ხელოვანებიცა და ამ თემის შემსწავლელ-
ნიც. სარედაქციო საბჭო რაფაელ კანინოს ასენსისა და რამონ
გომეს დე ლა სერნას გვარებით იწყებოდა. საინტერესოა,
არა? კანინოს ასენსი და რამონ გომეს დე ლა სერნა, თითქოს
ბორხესსა და მანუელს ტელეპათიური კავშირი ჰქონოდეთ.
(არგენტინელმა მანუელის 1922 წელს გამოცემულ „შინაგან
ხარაჩოებზე“ რეცენზია დაწერა, იცოდით?) მერე კი სია ასე
გრძელდებოდა: რაფაელ ლასო დე ლა ვეგა, გიიერმო დე ტო-
352 მკითხველთა ლიგა
რე, ხორხე ლუის ბორხესი, კლეოტილდ ლუისი (კლეოტილდ
ლუისი?), ვისენტე რუის უიდობრო. შენი თანამემამულეა-მეთ-
ქი, ვუთხარი იმ ბიჭებიდან ერთ-ერთს. ხერარდო დიეგო, ეუ-
ხენიო მონტესი, პედრო გარფიასი, ლუსია სანჩეს საორნილი,
ხ. რივას პანედასი, ერნესტო ლოპეს პარა, ხუან ლარეა, ხო-
აკინ დე ლა ესკოსურა, ხოსე დე სირია ი ესკალანტე, სესარ ა.
კომეტი, ისაკ დელ ვანდო ვილიარი. რატომღაც ისაკი ერთი
„ა“-თი, ეტყობა, კიდევ ერთი კორექტურაა. ადრიანო დელ ვა-
ლიე, ხუან ლასი. რა გვარია! მაურისიო ბაკარისი. როხელიო
ბუენდია. ვისენტე რისკო. პედრო რაიდა. ანტონიო ესპინა.
ადოლფო სალასარი. მიგელ რომერო მარტინესი. სირიკიან
კაიტარო. ანტონიო მ. გუბერო. ხოაკინ ედვარდსი. პედრო იგ-
ლესიასი. ხოაკინ დე აროკა. ლეონ ფელიპე. ელიოდორო პუ-
ჩე. პრიეტო რომერო. კორეა კალდერონი. მერე ბიჭებს მი-
ვუბრუნდი, ყურადღება მიაქციეთ, ჯერ მარტო გვარებით და-
ვიწყეთ, ცუდის ნიშანია-მეთქი. ფრანსისკო ვიგი. უგო მაიო.
ბარტლომე გალინდესი. ხუან რამონ ხიმენესი. რამონ დელ
ვალიე-ინკლანი. ხოსე ორტეგა ი გასეტი. მოიცათ, დონ ხოსეს
ამ სიაში რა უნდა?! ალფონსო რეიესი, ხოსე ხუან ტაბალდა.
დიეგო რივერა. დავიდ ალფარო სიკეიროსი. მარიო დე საი-
ასი. ხოსე დ. ფრიასი. ფერმინ რევუელტასი. სილვესტრე რე-
ვუელტასი. პ. ეჩევერია. ატლი, უზარმაზარი დოქტორი ატლი,
ალბათ. ხ. ტორეს-გარისა. რაფაელ პ. ბარადასი. ხ. სალვატ
პაპასეიტი. ხოსე მარია იენი. ჟან ეპშტეინი. ჟან რიშარ ბლო-
კი. პიერ ბრუნი. იცნობთ? მარი ბლანშარი. კორნო. ფარი. აქ,
ჩემი აზრით, მანუელი უკვე ყურმოკვრით წერდა. ფურნიე.
რიუ. ვაჰ, თავს დავდებ, რომ ნამდვილად ასე იყო! მადამ გი
ლოანი. ფუშენი, დიდი ბოდიში. მარი ლორანსენი. აქ საქმე
უმჯობესდება. დუნოზე დე სეგონზაკი. უარესდება. ვინ იყო ის
353 მკითხველთა ლიგა
ფრანგი ნაბიჭვარი, მანუელს ასე მასხრად რომ იგდებდა?91 ან
იქნებ მანუელი ამ სახელებს და გვარებს რომელიმე ჟურნა-
ლიდან იწერდა? ონეგერი. ჟორჟ ორიკი. ოზანფანი. ალბერ
გლეზი. პიერ რევერდი. როგორც იქნა, ჭაობიდან ამოვძვე-
რით. ხუან გრისი. ნიკოლა ბოდუენი. უილიამ სპეთი. ჟან პო-
ლანი. გიიომ აპოლინერი. სიპიანი. მაქს ჟაკობი. ჟორჟ ბრაკი.
სურვაჟი. კორისი. ტრისტან ცარა. ფრანსის პიკაბია. ჟორჟ რი-
მონ-დესენი. რენე დიუნანი. არხიპენკო. სუპო. ბრეტონი. პოლ
ელუარი. მარსელ დიუშანი. აქ მე და ბიჭები იმაზე ვთანხმდე-
ბოდით, თუ როგორ უნდა მოეხსენებინა სწორად ფრანსისკო
პიკაბია, თუ ფრანსის პიკაბია, ხორხე ბრაკე თუ ჟორჟ ბრაკი.
მარსელო დელ კამპო თუ მარსელ დელ კამპო, პაბლო ელუა-
რი იქნებოდა სწორი ესპანურად თუ პოლ ელუარი, ო-ს გარე-
შე. ეს შეეხებოდა ფრანგული პოეზიის ყველა მოყვარულსაც.
ბრეტონის გვარის მახვილზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ავან-
გარდისტების სია ისევ შემოქმედთა გვარებითა და შეცდომე-
ბით გრძელდებოდა: ფრანკელი. სერნანი. ერიკ სატი. ელი
ფორი. პაბლო პიკასო. ვალტერ ბონრად არენსბერგი. სელინ
არნო. უოლტერ პახი. ბრუსი. ეს უკვე მეტისმეტია! მორგან რა-
სელი. მარკ შაგალი. ჰერ ბაადერი. მაქს ერნსტი, კრისტიან
შადი. ლიფშიცი. ორტის დე სარატე – კორეია დ'არაუჟო. ია-
კობსენი. შკოლდი. ადამ ფიშერი. მადამ ფიშერი. პერ კროგი.
ალფ როლფსენი. ჟონეიე92, პიტ მონდრიანი. ტორსტენსონი.
მადამ ალიკა. ოსტრომი. ჟელინი. სალტო. ვებერი. ვუსტერი.

91 დუნუაიე დე სეგონზაკი – მე-20 ს.-ის რეალისტური მხატვრობის ერთ-


ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი გრაფიკოსი და ილუსტრატორი ორ
მსოფლიო ომს შორის. როგორც ჩანს, აქ სწორედ ეს იგულისხმება.
92 ჟონეიე – შესაძლოა, იგულისხმებოდეს შარლ ედუარ ჟანრე-გრი, უფრო

ცნობილი, როგორც ლე კორბუზიე.


354 მკითხველთა ლიგა
კოკოდიკა. კანდინსკი. სტერენბერგი (მოსკოველი კომისა-
რი). ფრჩხილები, ცხადია, მანუელისაა. თითქოს, როგორც
ერთ-ერთმა იმ ბიჭთაგანმა თქვა, ყველა სოფლელისთვის
ზედმიწევნით ცნობილი იყოს, ვინ იყვნენ აქ ჩამოთვლილი პი-
რები, მაგალითად, ჰერ ბადერი, ან კორისი, ან ეს კოკოდიკა,
რომელიც, როგორც კოკოშკა, ისე ჟღერდა, ან რიუ, თუნდაც,
ადამ და მადამ ფიშერები. რატომ წერდა Moscow-ს და არა
Mosku-ს? – ვფიქრობდი ხმამაღლა. მაგრამ, მოდი, განვაგ-
რძოთ. მოსკოველი კომისრის შემდეგ რუსების ნაკლებობას
ნამდვილად არ განვიცდიდით. ქ-ნი ლუნაჩარსკი. ერენბურგი.
ტალინე. კონჩალოვსკი. მაშკოვი. მადამ ექსტერი ვილ მონა-
ტი. მარევნა. ლარიონოვი. გონდიაროვა93, ბელოვა. სონტინი.
სინამდვილეში ნამდვილად სუტინი იქნებოდა. დაიბლეტი.
დუისბურგი. რეინალი. ზანი, დერენი, ვალტეროვუა ცურ-მუკ-
ლენი. აჯობებს კომენტარების გარეშე დავტოვო. აჯობებს კი
არა, აუცილებელიცაა, რადგან ამ ცურ-მუკლენის სქესის შე-
სახებ მექსიკაში არავინ არაფერი იცის.94 ჟან კოქტო. პიერ
ალბერ ბირო. მესენჟე. ჟან შარლო. მორის რეინალი. პიე.
ფ.ტ. მარინეტი. ჯ.პ. ლუჩინი. პაოლო ბუცი. ა. პალაცესკი. ენ-
რიკე კავაკიოლი. ლიბერო ალტომარე. არ ვიცი რატომ, მეხ-
სიერება მღალატობს, ბიჭებო, მაგრამ ალბერტო სავინიო გა-
მახსენდა. ლუჩანო ფოლგორე. რა კარგი გვარია, არა? დუჩეს
ჯარში პარაშუტისტების ერთ დივიზიას პირდაპირ ასეც ერქვა
– ფოლგორე95. ნაბიჭვრების ბანდა იყო, მაგრამ ავსტრალიე-
ლებმა კარგად უტირეს დედა. ე. კარდილე. ჯ. გარიერი. ფ.

93 ნატალია გონჩაროვა (1881-1962) – ავანგარდისტი მხატვარი


94 იგულისხმება ედიტა ვალტეროვნა ცურ-მულენი, იტალიაში მცხოვრები
რუსი მხატვარი, ასევე ცნობილი, როგორც ედიტა ბროლიო (1886-1977).
95 ფოლგორე (იტალ.) – ელვა

355 მკითხველთა ლიგა


მანსელია ფონტინი. აურო დალბა. მარიო ბეტუდა. არმანდო
მაცა. მ. ბოჩონი. ს.დ. კარა. ჯ. სევერინი. ბალილა პრატელა.
კანჯულო. კორა. მარიანო. ბოჩონი. არ გეგონოთ, შემეშალა
და გავიმეორე-მეთქი, მე კი არა, მანუელს აქვს გამეორებუ-
ლი, ანდა მის უკვე სავალალოდ სახელოვან მბეჭდავებს. ფე-
სი. სეტიმელი. კარლი. ოქსე. ლინატი. ტიტა როზა. სენ-პუენი.
დივუარი. მარტინი. მორეტი. პირანდელო. ტოცი. ევოლა. არ-
დენგო. სარჩინიო. ტოვოლატო. დეიბლერი. დუისბურგი.
ბროლიო. უტრილიო. ფაბრი. ვატრინია. ლიეჟი. ნორა ბორხე-
სი. სავორი. ჯიმი. ვან გოგი. გრუნვალდი. დერენი. კოკონე.
ბუსენგო. მარკე. ჟერნე. ფობინი. დელონი. კურკი. შვიტერსი.
კურტ შვიტერსიო, მითხრა ერთ-ერთმა იმ ბიჭებიდან, კერ-
ძოდ, მექსიკელმა, თანაც ისე, თითქოს ეს-ესაა ლინოტიპების
ჯოჯოხეთში ჩაკარგულ ტყუპისცალ ძმას მიაგნოო. ჰეინიჩი.
კლემი, რაც შეიძლებოდა, კლეე ყოფილიყო96. ცირნერი97. ჯი-
ნო. ჯანდაბა, აქ რაღაც ჩახუჭუჭებულია! გალი. ბოტაი. ჩოკა-
ტო. ჯორჯ ბელოუზი. ჯორჯო დე კირიკო. მოდილიანი. კანტა-
რელი. სოფიჩი. კარენა. სია აქ მთავრდებოდა მუქარისმაგვა-
რი სიტყვით „და სხვები“, კარენას შემდეგ. ჩავამთავრე თუ
არა ამ გრძელი ჩამონათვალის კითხვა, ბიჭები მუხლებზე და-
ეცნენ, ან საბრძოლო პოზიციაში დადგნენ, გეფიცებით, აღარ
მახსოვს და მართლაც ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა
აქვს. მთავარია, რომ ან მლოცველებივით მუხლებზე დაეც-
ნენ, ან ჯარისკაცებივით საბრძოლო პოზა მიიღეს და ჭიქებში
ჩარჩენილი მესკალის უკანასკნელი წვეთებით ყველა იმათი

96 იგულისხმება გერმანელი და შვეიცარიელი მხატვარი პაულ კლეე


(1879-1940).
97 იგულისხმება გერმანელი მხატვარი ერნსტ ლუდვიგ კირხნერი (1880-

1938).
356 მკითხველთა ლიგა
სადღეგრძელო დალიეს, ვინც იმ სიაში იყო – ნაცნობის და
უცნობის, ცნობილის და მივიწყებულის, თავიანთი შვილები-
ან-შვილიშვილებიანად ადღეგრძელეს ყველა. შევყურებდი
ამ ორ ბიჭუნას, აქამდე ასე სერიოზულად რომ იქცეოდნენ,
როგორ იდგნენ ჩემ წინაშე, როგორი სიმტკიცე ეწერათ სახე-
ებზე, თითქოს დროშაზე იფიცებენ, ან ბრძოლაში დაცემული
თანამებრძოლების შესანდობარს სვამენო და მათი აღმაფრე-
ნა მეც გადმომედო. ჩემს ჭიქას ხელი წამოვავლე და ყველა
ჩვენი წასული მეგობრის ხსოვნის სადღეგრძელოს მეც აღ-
ფრთოვანებული შევუერთდი.

ფელიპე მიულერი, ბარი „სენტრიკო“, ტალერსის ქუჩა,


ბარსელონა, 1977 წლის მაისი. არტურო ბელანო ბარსელო-
ნაში დედასთან ჩამოვიდა. რამდენიმე წელი იყო, რაც დედა-
მისი აქ ცხოვრობდა. ავადმყოფობდა, ჰიპერთირეოზი სჭირდა
და ისე გახდა, რომ მოსიარულე ჩონჩხს დაემსგავსა.
მაშინ მე ჩემს ძმასთან ვცხოვრობდი, ხუნტა დე კომერსიოს
ქუჩაზე, ჩილეელების ჭიანჭველეთში. არტუროს დედას ტა-
ლერსის ქუჩაზე ჰქონდა ბინა, აქ, სადაც ახლა მე ვცხოვრობ.
ბინას სააბაზანო არა, მაგრამ კორიდორის ბოლოში ტუალე-
ტი კი აქვს. როცა ბარსელონაში ჩამოვედი, არტუროს დედას
ლექსების კრებული ჩამოვუტანე, რომელიც არტურომ მექსი-
კაში გამოსცა. მან წიგნს დახედა და რაღაც ჩაილუღლუღა, არ
ვიცი რა, რაღაც უაზრობა. კარგად არ იყო. ჰიპერთირეოზი აი-
ძულებდა, გამუდმებით აქეთ-იქით ევლო, ავადმყოფურ აქ-
ტიურობას ჰყავდა ატანილი, თითქმის სულ ტიროდა. თვალე-
ბი თითქოს ბუდეებიდან უნდა გადმოსცვენოდა, ისე გამოიყუ-
რებოდა. მაჯისცემა არასტაბილური ჰქონდა, გული უცახცა-
ხებდა. დროდადრო ასთმის შეტევა ემართებოდა, მაგრამ მი-
357 მკითხველთა ლიგა
უხედავად ამისა, დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა, შავ
თუთუნს, კარმენივით. დედასთან არტუროს უმცროსი და
ცხოვრობდა, მაგრამ თითქმის მთელ დღეს გარეთ ატარებდა.
კარმენი ტელეფონების სადგურში მუშაობდა, დამლაგებელი
იყო, თან ვიღაც ანდალუზიელს ხვდებოდა, კომუნისტური
პარტიის, წევრს. კარმენი მექსიკაში გავიცანი. მაშინ ტროც-
კისტი იყო, ახლაც განაგრძობდა ტროცკისტობას, მაგრამ, მი-
უხედავად ამისა, ანდალუზიელთან ერთად დადიოდა, რომე-
ლიც სტალინისტი თუ არა, ბრეჟნევისტი მაინც იქნებოდა.
ჩვენ რაც შეგვეხება, ეს ფაქტი ჩვენთვის სულ ერთი იყო. მაგ-
რამ, გამოდიოდა, რომ ტროცკიზმის დაუძინებელი მტერი
ტროცკისტს ხვდებოდა, რაც, ალბათ, ეჭვიც არ მეპარება, მათ
ურთიერთობას დიდი მღელვარებით ავსებდა.
ამ ყველაფერს არტუროს ვწერდი. ვატყობინებდი, დედაშე-
ნი თავს კარგად ვერ გრძნობს, ძვალი და ტყავიღაა დარჩენი-
ლი, თან არც ფული აქვს და ეს ქალაქი ნელ-ნელა კლავს-
მეთქი. დროდადრო უხეშობასაც არ ვეპუებოდი (სხვა რაღა
მრჩებოდა) და ვეჩხუბებოდი, რამე უნდა იღონო, ფული გამო-
უგზავნო, ან მექსიკაში დააბრუნო-მეთქი. არტუროს პასუხები
კი ხანდახან ისეთი იყო, რომ არ ვიცოდი, სერიოზულად მიმე-
ღო თუ ხუმრობად. ერთხელ მომწერა, მოითმინეთ, მალე მეც
მანდ ჩამოვალ და ყველაფერს მოვაგვარებ, მაგრამ ჯერჯე-
რობით უნდა მოითმინონო. ელაპარაკე! მე ვპასუხობდი,
მოთმენა უკვე აღარ შეუძლიათ, უფრო კონკრეტულად რომ
გითხრა, შენი და, როგორც ვხედავ, მშვენივრადაა, იმდენად
მშვენივრად, რომ დედაშენს ყოველდღე ეჩხუბება, ახლავე
რამე უნდა მოიმოქმედო, თორემ იცოდე, უდედოდ დარჩები-
მეთქი. რაც დოლარები მქონდა ჩამოტანილი, მთლიანად დე-
დამისს ვასესხე, ორასი დოლარი. იმ პრიზიდან მქონდა მორ-
358 მკითხველთა ლიგა
ჩენილი, მეხიკოში 1975 წელს პოეზიის კონკურსში გამარჯვე-
ბისას რომ გადმომცეს. სწორედ იმ პრიზის წყალობით მოვა-
ხერხე ბილეთი მეყიდა და ბარსელონაში გამოვფრენილიყა-
ვი. რა თქმა უნდა, არტუროსთვის მიწერილ წერილებში ამაზე
სიტყვაც არ დამიძრავს. თუმცა, მგონი, დედამისმა უთხრა. წე-
რილებს სამ დღეში ერთხელ სწერდა, ესეც ჰიპერთირეოზის
გამო, ჩემი აზრით. ის ორასი დოლარი ძალიან დაეხმარა: ბი-
ნის ქირა გადაიხადა და ცოტა საარსებოდაც დაიტოვა. ერ-
თხელ ხასინტო რეკენას წერილი მომივიდა. სხვა ამბებთან
ერთად იმასაც მატყობინებდა, არტურო დედამისის გამოგზავ-
ნილ წერილებს არ კითხულობსო. იმ სულელ რეკენას ეს სა-
საცილოდ მიაჩნდა და მეც გასართობად მაცნობებდა. ეს უკვე
მეტისმეტი იყო. არტუროს კიდევ ერთხელ მივწერე. წერილში
არც ლიტერატურაზე იყო სიტყვა ნახსენები და არც სხვა რამე-
ებზე. მთლიანად მისი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას,
ჯანმრთელობას და ოჯახურ პრობლემებს შეეხებოდა. არტუ-
როს პასუხი მალე მომივიდა (რაც გინდათ, ის თქვით, აი, წე-
რილებზე პასუხს კი ყოველთვის მიბრუნებდა): მარწმუნებდა,
დედაჩემს ფული უკვე გავუგზავნე და რამდენიმე დღეში საქმე
უკეთ წაუვა, სამსახურს უშოვიან, დედაჩემის პრობლემა ის
არის, რომ სულ მუშაობდა, ახლა კი თავს უსარგებლოდ და
არაფრის მაქნისად გრძნობს. ავადმყოფობის თავი და თავიც
ეგ არისო. ძალიან მინდოდა მეთქვა, ბარსელონაში დიდი
უმუშევრობაა და კიდეც რომ იშოვოს სამსახური, დედაშენს
მუშაობის უნარი არ შესწევს, ასეთ გამხდარს რომ დაინახა-
ვენ, უფროსებს გულიც გაუსკდებათ-მეთქი. იმდენად გამხდა-
რი იყო, რომ აუშვიცის ბანაკიდან გადარჩენილს ჰგავდა, მაგ-
რამ, ვამჯობინე, თავი შემეკავებინა, საშუალება მიმეცა, ცოტა
ხნით მაინც ამოგვესუნთქა იმასაც და მეც და პოეზიაზე დავ-
359 მკითხველთა ლიგა
ლაპარაკებოდი, ლეოპოლდო მარია პანეროზე, ფელიქს დე
ასუაზე, ხიმფერერზე, მარტინეს სარიონზე, იმ პოეტებზე, რომ-
ლებიც მეც და მასაც მოგვწონდა, კიდევ კარლოს ედმუნდო
დე ორიზე, პოსტიზმის98 დამფუძნებელზე, რომელთან მიმო-
წერასაც სწორედ მაშინ ვიწყებდი.
ერთ დღეს არტუროს დედა ჩემს ძმასთან მოვიდა. მე მე-
ძებდა. თქვა, ჩემმა შვილმა ძალიან რთული წერილი გამო-
მიგზავნაო და ის წერილი მე გადმომცა. კონვერტში არტუროს
წერილიც იდო და სარეკომენდაციო ბარათიც, რომელსაც ეკ-
ვადორელი მწერალი, ვარგას პარდო კატალონიელ მწე-
რალს, ხუან მარსეს უგზავნიდა. დედამისს რა უნდა ექნა, არ-
ტურო წერილით არიგებდა: იმ ხუან მარსეს ბინაში მიდი, საგ-
რადა ფამილიასთან ახლოს ცხოვრობს და ვარგას პარდოს ეს
ბარათი გადაეციო. ბარათი ძალიან მოკლე იყო. წერილის ავ-
ტორი წერილის ადრესატს ჯერ მოკითხვას უთვლიდა, მაგრამ
რაღაც გაუგებრად, რადგან გარიბალდის მოედნის მიდამოებ-
ში, რომელიღაც ქუჩაზე მომხდარ რაღაც სამხიარულო ამბავს
აგონებდა. ამას მოსდევდა არტუროს ზედაპირული დახასია-
თება და ის, რაც მართლაც მნიშვნელოვანი იყო – პოეტის დე-
დის მდგომარეობა. ის ეკვადორელი პოეტი ეხვეწებოდა წე-
რილის მიმღებს, ეღონა რამე, რის ძალაც კი შესწევდა, რომ
არტუროს დედისთვის სამუშაო ეშოვა. ხუან მარსე უნდა გა-
ვიცნოთო, მითხრა არტუროს დედამ. შვილის ზრუნვით ბედ-
ნიერი და ამაყი ჩანდა. ეჭვები მღრღნიდა, ის კი მთხოვდა,
მარსესთან გავყოლოდი. მარტო რომ მივიდე, ვაითუ ისე ავ-
ღელდე, რომ ვერაფერი ვუთხრა, შენ კი მწერალი ხარ, თუ გა-
ჯიუტდება, შენ მხარში ამომიდგები, დამეხმარებიო.

98 პოსტიზმი – პოსტსიურრეალიზმი
360 მკითხველთა ლიგა
ეს აზრი არ მხიბლავდა, მაგრამ მაინც დავთანხმდი. ერთ
ნაშუადღევს წავედით. არტუროს დედა ჩვეულებრივზე ოდნავ
უკეთ გამოეწყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შესაბრა-
ლისი შესახედაობა ჰქონდა. კატალონიის მოედანზე მეტროში
ჩავსხედით და საგრადა ფამილიაზე ჩამოვედით. სანამ ად-
გილზე მივიდოდით, ცოტა ხნით ადრე ასთმის შეტევა დაემარ-
თა და ინჰალატორის გამოყენება მოუხდა. კარი თავად ხუან
მარსემ გაგვიღო. მივესალმეთ, არტუროს დედამ აუხსნა, რაც
უნდოდა, ყველაფერი აერია, ლაპარაკობდა „საჭიროებაზე“,
„ჩილეზე“, „ავადმყოფობაზე“, „ცნობილ მოვლენებზე“. ასე მე-
გონა, გაგიჟდა-მეთქი. ხუან მარსემ ჩვენს მიტანილ კონვერტს
დახედა და სახლში შეგვიშვა. რამეს დალევთო? გვკითხა.
არა, დიდად გმადლობთო, უპასუხა არტუროს დედამ. არა,
გმადლობთ-მეთქი, ვუპასუხე მეც. მერე მარსემ ვარგას პარ-
დოს წერილის კითხვა დაიწყო და გვკითხა, იცნობთ თუ არაო.
ჩემი შვილის მეგობარია, უთხრა არტუროს დედამ, მგონი, ერ-
თხელ ჩვენთანაც არის ნამყოფი, მაგრამ მე არ ვიცნობო. არც
მე ვიცნობდი. ვარგას პარდო ძალიან სასიამოვნო კაციაო, ჩა-
ილაპარაკა მარსემ. დიდი ხანია, ჩილეში არ ცხოვრობთო?
ჰკითხა არტუროს დედას. დიდი ხანია, დიახ, იმდენი ხანია,
რომ ძლივსღა მახსოვსო. მერე არტუროს დედამ ჩილეზე და-
იწყო ლაპარაკი და მექსიკაზე, მარსემ მექსიკაზე დაიწყო ლა-
პარაკი და არ ვიცი რა დროს, ორივე ერთმანეთს უკვე შენო-
ბით ელაპარაკებოდა. იცინოდნენ, მეც ვიცინოდი, მარსემ
ალბათ რამე სასაცილო თქვა, ანეკდოტი. საკითხთან დაკავ-
შირებით მასპინძელმა გვითხრა, ერთ პიროვნებას ვიცნობ,
რომელსაც ისეთი რამ აქვს, რამაც შეიძლება დაგაინტერესო-
თო. სამსახური არ არის, სტიპენდიაა სპეციალობის მიღების
მსურველებისთვისო. სპეციალობის მიღებაო? იკითხა არტუ-
361 მკითხველთა ლიგა
როს დედამ. დიახ, მარსემ, მგონი, ასე ჰქვია, მენტალურად
განსხვავებულ, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან არის
დაკავშირებულიო. ეს მომეწონებაო, უთხრა არტუროს დე-
დამ. ცოტა ხნის შემდეგ იქიდან წამოვედით. ხვალ დამირეკე-
თო, გვითხრა მარსემ, როცა გვაცილებდა.
უკან რომ ვბრუნდებოდით, მთელი გზა სიცილი არ შეგვიწ-
ყვეტია. არტუროს დედას მარსე ახალგაზრდა, არაჩვეულებ-
რივთვალებიან, დიდებულ, სიმპათიურ და უბრალო ადამია-
ნად მოეჩვენა. ასეთი გახარებული დიდი ხანია, არ მენახა. მე-
ორე დღეს დარეკა და მარსემ იმ ქალის ტელეფონი მისცა,
ვინც ამ სტიპენდიებს განაგებდა. კვირის ბოლოს, არტუროს
დედა უკვე მენტალური გადახრების, აუტისტების, დაუნის სინ-
დრომის ბავშვების აღზრდის მეთოდებს სწავლობდა. ის ბავ-
შვები ბარსელონის ერთ-ერთ სკოლაში იყვნენ თავმოყრილე-
ბი. არტუროს დედა პრაქტიკასაც იქ გადიოდა. სტიპენდია სამ-
წლიანი იყო, ყოველწლიურად ახლდებოდა კვალიფიკაციის
გათვალისწინებით. ამ ამბიდან დიდი დრო არ იყო გასული,
რომ არტუროს დედამ ერთ-ერთ კლინიკას მიაკითხა, რათა
თავისი ჰიპერთირეოზისგან განკურნებულიყო. თავიდან ვი-
ფიქრეთ, რომ ოპერაციას გაუკეთებდნენ, მაგრამ ოპერაცია
საჭირო არ შეიქნა. ასე რომ, როდესაც არტურო ბარსელონა-
ში ჩამოვიდა, დედამისი ბევრად უკეთ გრძნობდა თავს, სტი-
პენდია დიდი არ იყო, მაგრამ იმის საშუალებას მაინც აძლევ-
და, რომ თავი გაეტანა. საწყალი ქალი დროდადრო თავს იმის
უფლებასაც აძლევდა, კარგი ხარისხის შოკოლადი ეყიდა.
იცოდა, როგორ უყვარდა არტუროს შოკოლადი. ევროპული
შოკოლადი კი, როგორც ყველას მოგვეხსენება, მექსიკურ
შოკოლადზე ბევრად უკეთესია.

362 მკითხველთა ლიგა


7

სიმონ დარიე, ლე პტიტ ეკურის ქუჩა, პარიზი, 1977 წლის


ივლისი. როდესაც ულისეს ლიმა პარიზში ჩამოვიდა, ერთი
მექსიკაში გადასახლებული პერუელი პოეტისა და ჩემ გარდა,
არავის იცნობდა. მარტო ერთხელ მყავდა ნანახი, კაფე „კი-
ტოში“, იმ საღამოს იქ არტურო ბელანოს უნდა შევხვედროდი.
ერთხანს სამივემ ვისაუბრეთ, იმდენ ხანს, რაც ყავის დალე-
ვას დასჭირდა, მერე მე და არტურო წავედით.
არტურო მართალია, კარგად გავიცანი, მაგრამ მას მერე
აღარასოდეს მინახავს და ადვილი შესაძლებელია, აღარც
ვნახო. მექსიკაში რა მინდოდა? თეორიულად ანთროპოლო-
გიას ვსწავლობდი, პრაქტიკულად კი ვმოგზაურობდი და იმ
ქვეყანას ვეცნობოდი. თან უამრავ წვეულებას ვესწრებოდი.
საოცარია, მექსიკელებს რამდენი თავისუფალი დრო აქვთ.
ფული (სტიპენდია) მქონდა, მაგრამ, ცხადია, ყველა მოთხოვ-
ნილებისთვის არ მყოფნიდა. ამიტომ, ერთ ფოტოგრაფთან
დავიწყე მოდელიერობა. იმ ფოტოგრაფს ჯიმი სეტინა ერქვა.
გავიცანი რომელიღაც სასტუმროში, წვეულებაზე, მგონი,
„ვასკო დე კიროგაში“, ლონდონის ქუჩაზე და მას მერე ჩემი
ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
ჯიმი არტისტულ შიშველ ფოტოსესიებს ატარებდა, თავად ასე
ეძახდა, სინამდვილეში ლაითი პორნოგრაფია იყო, სრული-
ად შიშველ სხეულებს იღებდა მაპროვოცირებელ პოზებში, ან
სტრიპტიზს, გახდის თანმიმდევრობის მიხედვით. ფოტოსესია
მის სტუდიაში ტარდებოდა, ბუკარელის ქუჩაზე მდებარე ერ-
თი შენობის სხვენში.
არტუროს გაცნობა კი აღარ მახსოვს. ალბათ ერთ-ერთი
ფოტოსესიის დროს მოვიდა ჯიმი სეტინას სტუდიაში ან შეიძ-
363 მკითხველთა ლიგა
ლება ბარში, ან რომელიმე წვეულებაზე გადავეყრებოდი. შე-
იძლება ერთმანეთს გრინგოების პიცერიაში შევხვდით, რო-
მელსაც ჯერი ლევისს ეძახდნენ. მექსიკაში ადამიანები ერ-
თმანეთს წარმოუდგენელ ადგილებში გაიცნობენ ხოლმე.
ფაქტი ისაა, რომ გავიცანი და ერთმანეთი მოგვეწონა, თუმცა
გაცნობიდან ერთად დაწოლამდე თითქმის ერთი წელი გავი-
და.
ყველაფერი აინტერესებდა, რაც კი საფრანგეთს შეეხებო-
და. ამ მხრივ ცოტა გულუბრყვილო იყო. ეგონა, რომ მე, რო-
მელიც ანთროპოლოგიას ვსწავლობდი, ვალდებული ვიყავი
მაქს ჟაკობის შემოქმედება მცოდნოდა (სახელი გაგონილი
მქონდა, მაგრამ მეტი არაფერი), და როდესაც ვეუბნებოდი,
არ ვიცნობ, ფრანგი ახალგაზრდობა სხვა რამეებს კითხუ-
ლობს-მეთქი (ჩემს შემთხვევაში, აგატა კრისტის), უბრალოდ,
ვერ იჯერებდა და ეგონა, ვეხუმრებოდი. მაგრამ ზოგადად გო-
ნიერ ადამიანს ჰგავდა, ვგულისხმობ, ისეთ შთაბეჭდილებას
ტოვებდა, თითქოს გამუდმებით ლიტერატურული ტერმინე-
ბით ფიქრობსო, თუმცა, ფანატიკოსი არ ყოფილა, არ შეგიძუ-
ლებდა, თუკი ჟაკ რიგო არ გქონდა წაკითხული, და თან, აგა-
ტა კრისტი თვითონაც მოსწონდა. ხანდახან რამდენიმე სა-
ათიც კი გაგვიტარებია ამ მწერლის რომანების გახსენებაში,
მისი საიდუმლოებების ამოხსნაში (მე ცუდი მეხსიერება
მაქვს, მას კი, პირიქით, არაჩვეულებრივი), მწერლის მიერ
აღწერილ წარმოუდგენელ მკვლელობებს ხელახლა ვშიფ-
რავდით.
არ ვიცი, მასში რამ მიმიზიდა. ერთ დღეს ჩემს ბინაში ავიყ-
ვანე, სადაც ანთროპოლოგიის სხვა სამ სტუდენტთან ერთად
ვცხოვრობდი. ერთი ჩრდილოამერიკელი ბიჭი იყო კოლორა-
დოდან და ორი ფრანგი გოგო. ბოლოს ისე მოხდა, რომ დი-
364 მკითხველთა ლიგა
ლის ოთხ საათზე ერთ ლოგინში აღმოვჩნდით. მანამდე ერთ-
ერთი ჩემი თვისება გავაცანი. სათქმელი ნახევრად ხუმრო-
ბით ვუთხარი. ამ დროს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში
ვიყავით და ვიცინოდით, ქანდაკებების დარბაზში, რა საშინე-
ლი ქანდაკებები იყო. სწორედ იქ ვუთხარი: არტურო, ჩემთან
არასოდეს დაწვე, რადგან მაზოხისტი ვარ-მეთქი. ეგ როგო-
რო, მკითხა. მომწონს, როდესაც სექსის დროს მცემენ-მეთქი.
მაშინ არტურომ სიცილი შეწყვიტა. სერიოზულად მეუბნებიო?
სავსებით სერიოზულად-მეთქი, ვუპასუხე. და მაინც, როგორ
უნდა გცემონ, რომ მოგეწონოსო. მსიამოვნებს, როცა სახეში
სილას გამაწნიან, ან დუნდულებს ამიჭრელებენ, რაღაც ამ-
დაგვარი-მეთქი. მაგრადო? მკითხა. არა, ძალიან მაგრად
არა-მეთქი. მექსიკაში ალბათ ბევრი არ გიჟიმავიაო, მითხრა
დაფიქრების შემდეგ. ვკითხე, ამას რატომ მეუბნები მეთქი.
შესახედაობით თუ ვიმსჯელებთ, მის მარპლ, შენი ჩალურჯე-
ბული სახე არასოდეს მინახავსო, მიპასუხა. როგორ არ მიჟი-
მავია, მაზოხისტი ვარ, იდიოტი კი არა-მეთქი. არტურომ ჩა-
იცინა. ალბათ ჩათვალა, რომ ვხუმრობდი. ასე რომ, იმ ღა-
მით, უფრო სწორად, იმ გარიჟრაჟზე, როდესაც ჩემთან ლო-
გინში აღმოვჩნდით, ძალიან ნაზად მომექცა და მისი შეჩერე-
ბაც კი მომიხდა, როდესაც უნდოდა სხეული აელოკა და ძა-
ლიან ნაზად ეკოცნა. მერე შევამჩნიე, რომ მაგარი არ ჰქონ-
და, ხელი მოვკიდე და მივეალერსე, მაგრამ შედეგი არ გამო-
იღო, მაშინ, ყურში ჩავჩურჩულე, რამეზე ხომ არ ნერვიულობ-
მეთქი. არაო, მიპასუხა, კარგად ვარო, და განვაგრძეთ მცდე-
ლობა, მაგრამ აშკარა იყო, რომ არ უდგებოდა. მაშინ ვუთხა-
რი, კარგი, თავს ნუ იწვალებ. თუ არ გინდა, არ გინდა, ხდება-
მეთქი. მან სიგარეტს მოუკიდა (იმას ეწეოდა, ბალის რომ ეძა-
ხიან, რა უცნაური სახელია) და იმ ფილმზე დაიწყო საუბარი,
365 მკითხველთა ლიგა
რომელიც ახალი ნანახი ჰქონდა, მერე წამოდგა და შიშველი
ეწეოდა, და თან ოთახში ჩემს ნივთებს ათვალიერებდა. მერე
იატაკზე დაჯდა, საწოლთან, და ჩემი ფოტოსურათების თვა-
ლიერება დაიწყო, ჯიმი სეტინას გადაღებული არტისტული
ფოტოსურათების, რომლებსაც, არ ვიცი რატომ, მაგრამ ვინა-
ხავდი, ნამდვილად იმიტომ, რომ სულელი ვარ. ვკითხე, ეგ
სურათები თუ აღგაგზნებს-მეთქი. არაო, მიპასუხა, მაგრამ ძა-
ლიან კარგი ფოტოსურათებიაო. მეც ძალიან კარგი ვიყავი,
მისი თქმით, სიმონ, ძალიან ლამაზი ხარო, მითხრა ამ დროს,
არ ვიცი რატომ, თავში აზრად მომივიდა, მეთქვა, მოდი ჩემ-
თან, ლოყებზე და დუნდულებზე მირტყი-მეთქი. შემომხედა
და მითხრა, სიმონ, არ შემიძლიაო. მერე შეეცადა, თავისი
ნათქვამი გამოესწორებინა და დაამატა, არც ეს შემიძლიაო.
მაგრამ არა და არ მოვეშვი, მოდი, ლოგინში ჩაწექი-მეთქი და
ისიც ჩამიწვა. მე გადავბრუნდი, დუნდულები ავწიე და ვუთხა-
რი, ნელ-ნელა დამიწყე ცემა, წარმოიდგინე, რომ ეს თამაშია-
მეთქი. პირველად რომ დამარტყა, თავი ბალიშში ჩავრგე, რი-
გო არ წამიკითხავს, არც მაქს ჟაკობი, არც უფრო მძიმეები:
ბანვილი, ბოდლერი, კატულ მენდესი და კორბიერი, სავალ-
დებულო საკითხავი, მაგრამ მარკიზ დე სადი წაკითხული
მაქვს-მეთქი. მართლაო? ჰო-მეთქი, და თან პენისზე ვეალერ-
სებოდი. ამის შემდეგ სულ უფრო და უფრო მეტი თავდაჯერე-
ბით დამიწყო უკანალზე ცემა. მარკიზ დე სადის რა წაიკით-
ხეო? „ფილოსოფია ბუდუარში“-მეთქი, ვუპასუხე. „ჟუსტინი“?
რა თქმა უნდა-მეთქი. „ჟულიეტი?“ რა თქმა უნდა. „სოდომის
120 დღე?“ აბა რა. ამ დროისათვის უკვე დასველებული ვიყა-
ვი და ვკვნესოდი, არტუროს კი პენისი ჯოხივით გაუმაგრდა,
ამიტომ, შემოვბრუნდი, ფეხები გადავშალე და ვუთხარი, შე-
მიდე, მაგრამ როგორც კი ამას გააკეთებ, არ გაინძრე, სანამ
366 მკითხველთა ლიგა
მე არ გეტყვი-მეთქი. ძალიან მესიამოვნა შეგრძნება იმისა,
რომ ჩემში შემოვიდა. ვუთხარი, კიდევ დამარტყი, სახეში,
ლოყებზე სილა გამაწანი, თითები პირში ჩამიდე-მეთქი. სილა
გამაწნა. უფრო ძლიერად-მეთქი, დავაძალე. უფრო ძლიერ
გამაწნა. ახლა კი შეგიძლია გაინძრე-მეთქი. ერთხანს ოთახ-
ში ჩემი კვნესისა და სილის გაწვნის გარდა არაფერი ისმოდა.
მერე თვითონაც კვნესა დაიწყო.
დილამდე არ გავჩერებულვართ. როცა მოვრჩით, მან „ბა-
ლის“ მოუკიდა და მკითხა, მარკიზ დე სადის პიესები თუ გაქვს
წაკითხულიო. არა, პირველად მესმის, რომ პიესებსაც წერდა-
მეთქი. არა მარტო წერდა, უამრავი წერილიც აქვს იმპრესა-
რიოებისათვის გაგზავნილი, თუ მისი პიესები სად უნდა დაედ-
გათო, მითხრა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერავინ გაბედა მათი
დადგმა, მაშინვე ყველას დაიჭერდნენო (აქ ორივემ გავიცი-
ნეთ), თუმცა დაუჯერებელია, რომ მარკიზი მაინც დაჟინებით
მოითხოვდა, ჩემი პიესები სცენაზე გაიტანეთო. წერილებში
ისიც კი უწერია, კოსტიუმების ფულს მე გადავიხდიო და დაან-
გარიშებული აქვს, ტანსაცმელში რამდენს გადაიხდიდა. ყვე-
ლაზე სამწუხარო ის არის, რომ მართლაც კარგი პიესები იყო,
გითრევენ, გიზიდავენ, კარგებია! დიდი წარმატება ექნებოდა.
მაგრამ პორნოგრაფია იყო-მეთქი? ვკითხე. არაო, მიპასუხა
არტურომ, ფილოსოფიური ნაწარმოებებია, რომლებსაც გარ-
კვეული დოზით სექსი აქვს შეზავებულიო.
ერთხანს საყვარლები ვიყავით. ზუსტად სამი თვე, იმდენ
ხანს, რაც პარიზში დაბრუნებამდე მრჩებოდა. ყოველღამ ერ-
თად არ ვწოლილვართ. ყოველ ღამე არ ვნახულობდით ერ-
თმანეთს, თუმცა, ყველა შესაძლო ფორმა მოვასწარით: დაბ-
მა, ცემა, სოდომია. მიუხედავად ამისა, ერთხელაც არ დაუტო-
ვებია ჩალურჯება, გარდა გაწითლებული უკანალისა, რაც მის
367 მკითხველთა ლიგა
დელიკატურობაზე მეტყველებს. კიდევ ცოტა დრო რომ გვქო-
ნოდა, უკვე შევეჩვეოდი, მოვისაკლისებდი, ბოლოს და ბო-
ლოს ისიც შემეჩვეოდა. მაგრამ ერთმანეთს დრო არ მივეცით
და მეგობრებად დავრჩით. მარკიზ დე სადზე ვლაპარაკობ-
დით, აგატა კრისტიზე, საერთოდ ცხოვრებაზე. რომ გავიცანი,
ერთ ჩვეულებრივ მექსიკელად ჩავთვალე, როგორც ნებისმი-
ერი, მაგრამ ბოლო დღეებში უფრო და უფრო ვგრძნობდი,
რომ უცხოელი იყო. ერთხელ ვუთხარი, თქვენ, მექსიკელები,
ასეთები და ასეთები ხართ-მეთქი. მან კი მიპასუხა, სიმონ,
მექსიკელი არა ვარ, ჩილეელი ვარო. ეს სიტყვები, რაღაც
ნაღველნარევი ხმით წარმოთქვა, მაგრამ საკმაოდ მკაფიოდ.
ასე რომ, როდესაც ულისეს ლიმა ჩემს სახლში გამოჩნდა
და მითხრა, არტურო ბელანოს მეგობარი ვარო, მართლა გა-
მეხარდა, თუმცა მერე, როდესაც გავიგე, რომ არტუროც ევ-
როპაში იყო, მაგრამ იმდენი თავაზიანობა არ გამოიჩინა,
რომ ბარათი მაინც მოეწერა, ცოტა არ იყოს, გავბრაზდი. უკვე
პარიზის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კათედრაზე ვიწ-
ყებდი მუშაობას, სამუშაო უფრო ბიუროკრატიული და მოსაწ-
ყენი იყო. იმ მექსიკელის ჩამოსვლამ კი საშუალება მომცა.
ესპანურ ენაში მევარჯიშა, თორემ, ცოტა არ იყოს, ხავსი
ჰქონდა მოკიდებული.
ულისეს ლიმა დეზოს ქუჩაზე ცხოვრობდა. ერთხელ, მარ-
ტო ერთხელ მივაკითხე სახლში. იმაზე უარესი ბინა არასო-
დეს მინახავს. მარტო ერთი სარკმელი ჰქონდა, რომლის გა-
ღებაც კი შეუძლებელი იყო და თან ბნელ და უკაცრიელ პა-
ტიოში გადადიოდა. ოთახში ძლივს ეტეოდა საწოლი და რა-
ღაც მაგიდის მსგავსი. ის მაგიდა ბავშვის მერხს უფრო ჰგავდა
და საშინლად ირყეოდა. ტანსაცმელი ისევ ჩემოდნებში ეწყო,
ან ოთახში იყო მიმოფანტული, რადგან არც კარადა, არც სა-
368 მკითხველთა ლიგა
გარდერობე ოთახი არ ჰქონდა. რომ შევედი, გულზიდვა ვიგ-
რძენი. ვკითხე, იმ ოთახში რამდენს იხდიდა. ფასი რომ მით-
ხრა, მივხვდი, რომ უნამუსოდ მოექცნენ. ვინც აქ მოგიყვანა,
მოგატყუა, ეს ხომ თაგვის სოროა, ქალაქი უკეთესი ბინებით
სავსეა-მეთქი. ჰო, ეჭვი არ მეპარებაო, მაგრამ მერე დაამატა
პარიზში სამუდამოდ დარჩენას არ ვაპირებ და უკეთესი ბინის
ძებნაში დროის დაკარგვა არ მინდაო.
ხშირად არ ვნახულობდით ერთმანეთს და ყოველთვის,
როდესაც ვხვდებოდით, ინიციატივა მისგან მოდიოდა. ხანდა-
ხან მირეკავდა, ზოგჯერ უბრალოდ, სახლში მაკითხავდა და
მეკითხებოდა, სეირნობა ხომ არ გინდა, ან ყავის დალევა, ან
კინოში წასვლაო. საერთოდ, ვეუბნებოდი, დაკავებული ვარ-
მეთქი, მაგრამ ხანდახან ვთანხმდებოდი და სასეირნოდ მივ-
ყვებოდი. სეირნობას რიუ დე ლა ლუნის ბარში ვამთავრებ-
დით, ვჭამდით პასტას, ვსვამდით ღვინოს და მექსიკაზე ვსაუბ-
რობდით. ფულს თვითონ იხდიდა. ახლა, როცა ამას ვიხსენებ,
ეს ამბავი უცნაურად მეჩვენება, რადგან, რამდენადაც ვიცი,
მაშინ არ მუშაობდა. ბევრს კითხულობდა, ყოველთვის იღ-
ლიაში წიგნებამოჩრილი დადიოდა, ყველა წიგნი ფრანგუ-
ლად იყო, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ფრანგული კარგად არ
იცოდა (როგორც გითხარით, ვცდილობდით, ესპანურად გვე-
ლაპარაკა). ერთ საღამოს თავისი გეგმების შესახებ მიამბო.
ჩაფიქრებული ჰქონდა, ერთხანს პარიზში გაჩერებულიყო, მე-
რე კი ისრაელში გამგზავრებულიყო. ეს რომ მითხრა, გამეღი-
მა, ამ ღიმილში დაეჭვება და გაოცება გამოსჭვიოდა ერ-
თდროულად. რატომ მაინცდამაინც ისრაელში? იმიტომ, რომ
იქ ჩემი ერთი მეგობარი გოგო ცხოვრობსო. ასეთი იყო მისი
პასუხი. მარტო მაგიტომ-მეთქი? ვკითხე ეჭვით. მარტო ამი-
ტომო, მიპასუხა.
369 მკითხველთა ლიგა
სინამდვილეში, არა მგონია, დასახული გეგმის განსახორ-
ციელებლად რამე გაეკეთებინოს.
მშვიდი ხასიათისა იყო, ძალიან გულწრფელი. დისტანციის
დაცვა იცოდა, მაგრამ გულცივს ვერ დავარქმევდი, პირიქით,
ხანდახან ძალიან თბილიც იყო, არტუროსგან განსხვავებით.
არტურო აღგზნებულიც კი ხანდახან ისეთ შთაბეჭდილებას
ტოვებდა, თითქოს ყველა ეზიზღებაო. ულისესი – არა, უფრო
მოკრძალებული, ირონიული, მაგრამ მოკრძალებული ეთ-
ქმოდა, ადამიანებს ისეთებად იღებდა, როგორებიც იყვნენ და
არასოდეს გიჩნდებოდა განცდა, რომ შენს პირად სივრცეში
იჭრებოდა, რაც ლათინოამერიკელებთან ურთიერთობაში
ხშირად შემხვედრია.

იპოლიტო გარსესი, მარსელ პრუსტის გამზირი, პარიზი,


1977 წლის აგვისტო. მაგრა გამისწორდა, როცა ჩემი ძმაკაცი
ულისესი პარიზში გაიჩითა, დედას გეფიცებით. დეზოს ქუჩაზე
მაგარი ბაითი ვუშოვე, მეც იქვე ახლოს ვცხოვრობდი. მარ-
სელ პრუსტიდან იქამდე ორი ნაბიჯია, მარცხნივ უნდა გაუხ-
ვიო, რენე ბუალევის გამზირისკენ, მერე ჩარლზ დიკენსზე გა-
დახვიდე და ეგრევე დეზოს ქუჩაზე ხარ. ასე რომ, როგორც ამ-
ბობენ, გვერდიგვერდ ვიყავით. მე ოთახში ქურა მქონდა და
ყოველდღე საჭმელს ვამზადებდი. სადილზე ულისესიც ჩემ-
თან დადიოდა. ეგ კი იყო, ვუთხარი, რამე საჭმლის მოტანა
მოგიწევს-მეთქი. მიპასუხა, პოლიტო, ნუ ინერვიულებ, ფულს
მოგცემ, ასე უფრო სამართლიანი იქნება, საჭმელს ხომ შენ
ყიდულობ და ამზადებ კიდეც, რამდენი გინდაო. მეც ვუთხარი,
ასი დოლარი მომეცი და ამაზე აღარ ვილაპარაკოთ-მეთქი.
იმან კი, დოლარები არა მაქვს, მარტო ფრანკებიო, მაგრამ
მაინც მომცა. მაყუთი ჰქონდა და თავდაჯერებული იყო.
370 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ერთ დღეს აი, რას მეუბნება: პოლიტო, ყოველდღე
გიბანძდება საჭმელი, როგორ შეიძლება, რომ ეს დედამოტ-
ყნული ბრინჯი ასეთი ძვირი ჯდებოდესო. ავუხსენი, საფრან-
გეთში ბრინჯი ბევრად ძვირი ღირს, ვიდრე მექსიკაში, ანდა
პერუში, აქ ერთ კილო ბრინჯს ცეცხლის ფასი უკიდია-მეთქი.
შემომხედა, იცით როგორ შემომხედა? აი, ცოტა ალმაცერად,
როგორც მექსიკელებმა იციან ყურება და მითხრა, კარგი, გე-
თანხმები, მაგრამ ტომატის საწებელი მაინც იყიდე, თორემ ამ
თეთრი ბრინჯის ჭამა ყელში ამომივიდაო. ბაზარი არ არის-
მეთქი, ვუთხარი, კიდევ ღვინოს ვიყიდი, სიჩქარეში დამავიწ-
ყდა, მაგრამ ამისათვის ცოტა ფული კიდევ უნდა მომცე-მეთ-
ქი. მომცა. მეორე დღეს მოვუმზადე ტომატის ცხარე საწებ-
ლიანი ბრინჯი და ერთი ჭიქა წითელი ღვინოც დავუსხი. მაგ-
რამ, მეორე დღეს ღვინო აღარ იყო (მე დავლიე, მართალია),
ორი დღის შემდეგ ტომატის საწებელიც დამთავრდა და ისევ
ცარიელ თეთრ ბრინჯზე გადავედით. მერე, მაკარონი მოვ-
ხარშე. მოიცა, თუ მახსოვს, მერე ოსპი მოვამზადე – რკინი-
თაა მდიდარი და ძალიან მაწიერია. ის ოსპიც რომ გავათა-
ვეთ, მუხუდო მივცხე, მერე ისევ თეთრს ბრინჯს დავუბრუნდი.
ერთ დღეს ულისესი წინ გამიჩერდა და ნახევრად ხუმრობით
მეუბნება, პოლიტო, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩემი
გაცურება გინდა. შენი სადილები ყველაზე უბრალო და ყვე-
ლაზე ძვირია პარიზშიო. არა, ძმაო-მეთქი, ჩემი ბრალი არ
არის, საიმში არ ხარ, რა ძნელია აქ ცხოვრება, როგორ გეტ-
ყობა, რომ საყიდლებზე შენ არ დადიხარ-მეთქი. მოკლედ, მა-
ყუთი კიდევ დამიადა, მაგრამ მეორე დღეს სადილზე არ გამო-
ჩენილა. სამი დღე გავიდა და თვალიც არ მომიკრავს, სამი
დღის მერე თავის ბაითში მივაკითხე დეზოს ქუჩაზე. არ იყო.

371 მკითხველთა ლიგა


მაგრამ აუცილებლად უნდა მენახა, ჰოდა, შესასვლელში ჩა-
მოვჯექი და დაველოდე.
ასე, ღამის სამი საათისთვის გამოჩნდა. კორიდორში რომ
დამინახა, იმ სიბნელეში, გრძელ და აყროლებულ კორიდორ-
ში, ეგრევე ადგილზე გაშეშდა, ჩემგან ასე, ხუთ მეტრში, ფე-
ხებგაჩაჩხული, თითქოს დარტყმას ელოდებაო. მაგრამ, ყვე-
ლაზე საკაიფო ის იყო, რომ გაჩერდა და თან ჩუმად იყო, ხმა
არ ამოუღია! ფუჰ შენი, ეს ულისესი ჩემზე გაცოფებულია და
შეიძლება აქვე გამაბრტყელოს-მეთქი, გავიფიქრე. ამიტომ,
თადარიგი დავიჭირე, ფეხზე არ წამოვდექი, იატაკზე ჩრდილი
კი საშიში არ არის. არა? და სახელით მივმართე, ულისეს,
ძმაკაც, მე ვარ, პოლიტო-მეთქი. მან კი, აჰო, წამოიძახა, პო-
ლიტო, ასე გვიან აქ რა ჯანდაბა გინდაო. მაშინ ვიაზრე, რომ
როცა დამინახა, ვერ მიცნო და გავიფიქრე, ნეტა ვის დანახვას
ელოდა, ეს დედამოტყნული, მაინც ვინ ვეგონე-მეთქი. დედას
ვფიცავარ, რომ მაშინ უფრო შემეშინდა, ვიდრე პირველად.
არ ვიცი, ალბათ გვიანი რომ იყო, იმიტომ, თანაც, კორიდორ-
ში რომ ბნელოდა, და თანაც, ხომ იცით, პოეტს რა ჩათლახუ-
რი წარმოსახვის უნარი აქვს. დაბურძგვლით ხო დამბურძგლა
და თან ისიც წარმოვიდგინე, ვაითუ ულისესის ჩრდილის უკან
კიდევ ერთი, სხვა ჩრდილი იდგეს-მეთქი. ისე ამიტანა შიშმა,
რომ იმ მოჩვენებების შიშით კიბეზე ჩასვლასაც კი ვერ გავბე-
დავდი. იმწუთას მარტო ის მინდოდა, წამოვმხტარიყავი და
გავქცეულიყავი, მაგრამ მარტო დარჩენის შიშმა უფრო
მძლია და წამოვდექი. ვიგრძენი, რო ფეხი დაბუჟებული მქონ-
და და ულისესს ვუთხარი, შენს ოთახში შემიყვანე-მეთქი. ამ
სიტყვებმა თითქოს გამოაფხიზლაო, მითხრა, რა თქმა უნდა,
პოლიტოო, და კარი გამიღო. შიგნით რო შევედით და სინათ-
ლეც აანთო, ვიგრძენი, სხეულში სისხლმა ისევ დამიწყო ჩვე-
372 მკითხველთა ლიგა
ულებრივად მოძრაობა, ჰოდა, ავდექი და ჩემი სიბრიყვის გა-
მო წიგნები მქონდა მიტანილი და ისინი ვუჩვენე. ულისესმა
წიგნები სათითაოდ გადაათვალიერა, მითხრა, კარგიაო. არა-
და, ფაიზაღი ვიცოდი, რო კვდებოდა, ისე უნდოდა ის წიგნები
ჰქონოდა. იმიტომ მოგიტანე, რო მოგყიდო-მეთქი, ვუთხარი.
რამდენი გინდაო. ფასი ისე, ჰაერზე ვუთხარი, მაინტერესებ-
და, რა მოხდებოდა. ულისესმა შემომხედა და კარგიო, მით-
ხრა. მერე ხელი ჯიბეში ჩაიყო, გადამიხადა და სიტყვის უთ-
ქმელად შემომაჩერდა. კარგი, ძმაო, წავედი, ხვალ მაგარ სა-
დილზე დაგელოდო-მეთქი? არა, არ დამელოდოო. ოდესმე
მოხვალ-მეთქი? გახსოვდეს, საჭმელს თუ არ შეჭამ, შიმში-
ლით მოკვდები-მეთქი, ვუთხარი. აღარასოდეს მოვალ, პო-
ლიტოო, მიპასუხა. არ ვიცი, რა დამემართა. შიშით სული
მძვრებოდა (იმის გახსენებაზე, რომ გარეთ უნდა გავსულიყა-
ვი, კორიდორი გამევლო და წინ კიბე მელოდა), მაგრამ უცებ
აღმოვაჩინე, რომ ვლაპარაკობდი, ფუჰ, შენი, ვისმენდი, რო-
გორ ვლაპარაკობდი, თითქოს ხმა ჩემი აღარ იყო და ის ნა-
ბიჭვარი თავის ნებაზე რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა. ვუთხა-
რი, რა წესია, ულისეს, იცი, რამდენი საჭმელი ვიყიდე, ფული
დავხარჯე, რო ნახო, რა კარგი რამეები მოვიტანე, ახლა იმათ
რა დაემართება, უნდა გამიფუჭდეს? ცოდო არა ვარ, მარტო
რო ვჭამო, ხო გავსკდები, ამდენი რო შევჭამო, ნაწლავების
გადახლართვა დამემართება, ან ჩემს ღვიძლს დედა ეტირება,
ულისეს, ეს გინდა? გინდა, რომ ავად გავხდე? მიპასუხე, ული-
სეს, ხომ არ დაყრუვდი-მეთქი. რაღაც ასეთებს ვბოდავდი. და
რაც უფრო ვეუბნებოდი შიგნიდან ჩემს თავს, ენა ჩაიგდე, პო-
ლიტო, დებილივით ნუ იქცევი, ეს შეიძლება ცუდად დამთავ-
რდეს, გონს მოდი და საზღვარი იცოდე, შე ნაბოზარო-მეთქი,
მით უფრო მეტს ვლაქლაქებდი. თითქოს დაპროგრამებული
373 მკითხველთა ლიგა
ვიყავი ან ხაშხაშნაჭამი. გარეგნულად სახე, ტუჩები, ეს მოსაჭ-
რელი ენა ისე მქონდა, თითქოს ანესთეზია გამიკეთესო, მაგ-
რამ სიტყვების ნაკადი (რომელთა წარმოთქმასაც სულაც არ
ვაპირებდი) არ ჩერდებოდა, პირიდან მაინც გაუთავებლად
ამომდიოდა და ამომდიოდა. მერე გავიგონე, როგორ ვეუბნე-
ბოდი, აბა, რა მეგობარი შენ ხარ, ულისეს, მე ისე გიფ-
რთხილდებოდი, თითქოს ჩემი ძმა, ძმობილი, ძმობილზე უფ-
რო მეტი, ჩემი უმცროსი ძმა ყოფილიყავი, ძმაო, შენ კი რა-
ღაც პოზებს მიჭერ-მეთქი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა
აზრი აქვს, გავაგრძელო. მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ
ვლაპარაკობდი და ენას არ ვაჩერებდი, ულისესი კი წინ მედ-
გა, იმ პაწაწინა ოთახში. ისეთი პატარა ოთახი იყო, რო კუბოს
ჰგავდა, თვალს არ მაშორებდა, წყნარად, არც ერთ იმ მოძრა-
ობა, არ აკეთებდა, რასაც ველოდი და რისაც მეშინოდა, თით-
ქოს მაქეზებს, თითქოს საკუთარ თავს ეუბნება, პოლიტოს
ორი წუთი დარჩა, წუთ-ნახევარი დარჩა, საწყალი ძმაკაცი,
ათი წამი აქვს დარჩენილიო. მე ამასობაში თითქოს იმასაც კი
ვხედავდი, როგორ ამეშალა სხეულზე ყველა ბუსუსი, თითქოს
ერთდროულად სიფათზე ორ გახელილ თვალთან ერთად კი-
დევ ერთი წყვილი თვალი მქონოდა, დახუჭული, და ახლა ის
თვალები კანის ყოველ სანტიმეტრზე დამირბოდნენ, ჩემს
სხეულზე ყველა ბალნის ღერს აღწერდნენ, მართალია, დახუ-
ჭული იყო ის წყვილი თვალი, მაგრამ ბევრად მეტს ხედავ-
დნენ, ვიდრე მე გახელილი თვალებით. ვიცი, რო ვერაფერი
ვერ გაიგეთ, რას ვბოდავ. მაშინ მეტის ატანა ვეღარ შევძელი,
საწოლზე ბოზივით დავეგდე და ვუთხარი: ცუდად ვარ, ული-
სეს, ძმაო, ქაქი ცხოვრება მაქვს, არ ვიცი რა მემართება,
ვცდილობ კარგი რამეები გავაკეთო, მაგრამ ყველაფერი ცუ-
დად გამომდის, პერუში უნდა დავბრუნებულიყავი, ეს ნაბიჭვა-
374 მკითხველთა ლიგა
რი ქალაქი ბოლოს მომიღებს, ის აღარა ვარ, რაც ვიყავი-
მეთქი და ასე დავიწყე ლაპარაკი, ყველაფერი ამოვუშვი, რაც
შიგნიდან მწვავდა, სახე ქვეშაგებში მქონდა ჩარგული, ული-
სესის ქვეშაგებში, რომელიც ღმერთმა იცის, სად გამოთხარა,
რომელსაც ცუდი სუნი ასდიოდა, ეს არ იყო გასაქირავებელი
სოროების ტიპური ჭუჭყის სუნი, არც ულისესის სუნი იყო,
სულ სხვა რაღაცას ჰგავდა, თითქოს სიკვდილის სუნი იყო,
ავის მომასწავებელი სუნი, რომელიც ტვინში ეგრევე გამიჯდა
და ლოგინიდან თავზარდაცემული წამომაგდო. ულისეს, შე
ჩემა, საიდან მოათრიე ეს ძონძები, მორგიდან-მეთქი? წამო-
ვიყვირე. ულისესი ისევ იქ იდგა, სადაც თავიდან, ფეხზე, არც
კი განძრეულიყო, ისე მისმენდა, და მაშინ გავიფიქრე, აი, ახ-
ლა უნდა წავიდე, ერთადერთი შანსია, რომ აქედან ავითესო-
მეთქი. წამოვდექი, ხელი გავიწოდე და მხარზე შევეხე. ისეთი
შეგრძნება მქონდა, თითქოს ქანდაკებას ვეხებოდი.

რობერტო როსასი, პასის ქუჩა, პარიზი, 1977 წლის სექ-


ტემბერი. იმ სხვენში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, სულ თორ-
მეტი ოთახი იყო. მათგან რვას ლათინოამერიკელები იკავებ-
დნენ, ერთი ჩილეელი, რიკარდიტო ბარიენტოსი, ერთი არ-
გენტინელი წყვილი, სოფია პელეგრინი და მიგელიტო საბო-
ტინსკი, დანარჩენები პერუელები ვიყავით, პოეტები და ყვე-
ლანი ერთმანეთში ვჩხუბობდით. ჩვენს სხვენს, ცოტა ამაყად,
პასის კომუნას, ანდა პასის ახალგაზრდულ ქალაქს ვეძახ-
დით.
ყოველთვის ვკამათობდით და ჩვენს საყვარელ თემას, შე-
იძლება ითქვას, ერთადერთსაც, პოლიტიკა და ლიტერატურა
წარმოადგენდა. რიკარდიტო ბარიენტოსის ოთახს ადრე პო-
ლიტო გარსესი ქირაობდა, ისიც პერუელი და ისიც პოეტი,
375 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ერთხელ სასწრაფოდ მოწვეულ კრებაზე გადავწყვი-
ტეთ, მისთვის ულტიმატუმი წამოგვეყენებინა, ან აქედან ამ
კვირაშივე გადახვალ, შე ბოზიშვილო, ან კიბეზე დაგაგო-
რებთ, ან საწოლში ჩაგიჯვამთ, ან ღვინოში დარიშხანს ჩაგიყ-
რით, ან უარესს გიზამთო. კიდევ კარგი, რომ პოლიტომ დაგ-
ვიჯერა, თორემ არ ვიცი, რა მოხდებოდა.
მიუხედავად ამისა, ერთ დღეს მაინც გამოჩნდა, როგორც
ყოველთვის ხოხვა-ხოხვით, ჯერ ერთ ოთახში შემოიპარა, მე-
რე მეორეში და ფულის სესხება დაიწყო (რომელსაც არასო-
დეს აბრუნებდა). ზოგს, ყავაზე დამპატიჟეთო, ეხვეწებოდა,
ზოგს მატეზეო (სოფია პელეგრინის ისე სძულდა, რომ მისი
დანახვაც არ შეეძლო), წიგნების თხოვებაც უნდოდა, ჰყვებო-
და, ამ კვირაში ბრაის ეჩენიკე ვნახე, კიდევ, ხულიო რამონ
რიბეირო, რომელიც ინოსტროსასთან ერთად ჩაის სვამდაო.
როგორც ყოველთვის, ახლაც ტყუილებით გვბერავდა. ერ-
თხელ რომ ეთქვა, შეიძლება დაგვეჯერებინა, ორჯერ – ხუმ-
რობად ჩაგვეთვალა, მაგრამ როდესაც ეს უსასრულობამდე
გრძელდებოდა, ჩვენში ერთდროულად ზიზღს, სიბრალულს
და სიბრაზეს იწვევდა. ეჭვიც აღარ გვეპარებოდა, რომ პოლი-
ტო ჭკუასთან მწყრალად იყო. მაგრამ ჩვენ შორის დალაგებუ-
ლი ვინ არის, ვინ დადებს თავს, რომ სრულ ჭკუაზეა? მაგრამ
პოლიტოსავით მაინც არცერთი არ ვაფრენდით.
მოკლედ, ერთ დღეს ისევ გამოჩნდა, დღისით, მაგრამ,
შემთხვევით ყველანი შინ აღმოვჩნდით (ეს იქიდან ვიცი, რომ
გავიგონე, სხვების კარებს როგორ აჯახუნებდა და ყველას სა-
თითაოდ ეკითხებოდა, როგორ ხარ, ძმაოო – მისი ხმა სხვაში
არ აგერეოდა) და ცოტა ხნის შემდეგ მისი ჩრდილი ჩემი ოთა-
ხის ზღურბლზეც აიტუზა, თითქოს შიგნით შემოსვლას დაუპა-
ტიჟებლად ვერ ბედავსო. მე შიგნიდან გავძახე – შეიძლება
376 მკითხველთა ლიგა
მეტისმეტად უხეშადაც მომივიდა, ვაღიარებ – შე ნაძირალა,
რა გინდა-მეთქი. მან თავისი ბრიყვული სიცილით გაიცინა და
მითხრა, რობერტიტო, რა ხანია არ გვინახავს ერთმანეთი, არ
შეცვლილხარ, ძმაო, მიხარია, აი, ვინ მოგიყვანე. პოეტია,
მინდა გაგაცნო, მექსიკის რესპუბლიკიდან ჩამოსული ჩვენი
ძმააო.
მაშინღა შევამჩნიე, რომ მარტო არ იყო და გვერდით ვი-
ღაც ედგა, შავგვრემანი, ძლიერი აღნაგობის, ინდიელს მი-
აგავდა. თვალები ერთდროულად წყლიანიც ჰქონდა და ჩაბ-
ნელებულიც, ექიმის ღიმილი ჰქონდა, რაღაც უცნაური ღიმი-
ლი დასთამაშებდა პასის კომუნის კვალობაზე, სადაც ყველას
ფოლკლორული სიმღერების შემსრულებლებისა და ადვოკა-
ტების ღიმილი გვქონდა დაყენებული.
მექსიკიდან ჩამოსული ის „ჩვენი ძმა“ ულისეს ლიმა აღ-
მოჩნდა. ასე გავიცანი. დავმეგობრდით. პარიზში გამოქცეუ-
ლების მეგობრობა გვქონდა. რა თქმა უნდა, პოლიტოს
არაფრით ჰგავდა. ასე რომ ყოფილიყო, არც დავუმეგობრდე-
ბოდი.
არ მახსოვს, პარიზში რამდენ ხანს ცხოვრობდა. ერთმა-
ნეთს დროდადრო ვხვდებოდით, თუმცა, პიროვნულად ძალი-
ან განვსხვავდებოდით ერთმანეთისაგან. ერთ დღეს კი მით-
ხრა, მივდივარო. როგორ თუ მიდიხარ-მეთქი, გამიკვირდა,
რადგან ვიცოდი, რომ ქალაქი მოსწონდა. მგონი, ჯანმრთე-
ლობის პრობლემები მაქვსო, გამიღიმა. რამე სერიოზულია-
მეთქი? არა, სერიოზული არაფერი, მაგრამ მაწუხებსო. კარ-
გი, რადგან ასეა, შეგვიძლია, გამოსამშვიდობებლად თითო
დავლიოთ, მოდი, მექსიკას გაუმარჯოს-მეთქი და დავლიე.
მექსიკაში არ ვბრუნდები, ბარსელონაში მივდივარო. ეს რო-
გორ, იქ რა გინდა-მეთქი. იქ მეგობარი მყავს, ერთხანს იმას-
377 მკითხველთა ლიგა
თან ვიცხოვრებო. ამის მეტი არაფერი უთქვამს და არც მე მი-
კითხავს რამე. მერე ღვინოზე გავედით და ბირ აკენის თაღ-
თან ახლოს დავლიეთ. მე ჩემს უკანასკნელ სასიყვარულო
თავგადასავლებს ვუყვებოდი, მაგრამ, ვხვდებოდი, რომ ფიქ-
რებით სულ სხვაგან იყო. ამიტომ, საუბარი სხვა თემაზე გადა-
ვიტანე და პოეზიაზე ვილაპარაკეთ, თემაზე, რომელიც, რაც
დრო გადის, სულ უფრო და უფრო ნაკლებად მიზიდავს.
მახსოვს, ულისესს ფრანგული ახალგაზრდული პოეზია
მოსწონდა. შემიძლია დავიფიცო, რომ ნამდვილად ასე იყო.
ჩვენ, პასის ახალგაზრდულ ქალაქს, ახალგაზრდული ფრან-
გული პოეზია გულს გვირევდა. მამიკოს ბიჭებისა და დაბო-
ლილების პოეზიად გვეჩვენებოდა. ვეუბნებოდი, გაიგე ბო-
ლოს და ბოლოს, ულისეს, რომ ჩვენ რევოლუციონერები
ვართ, ჩვენ ლათინური ამერიკის ციხეები გვაქვს ნახეხი, რო-
გორ შეიძლება ისეთი პოეზია მოგვწონდეს, როგორიც ფრან-
გულია-მეთქი. ის კი ხმას არ იღებდა და უბრალოდ, იცინოდა.
ერთხელ, მიშელ ბულტოს სანახავად გავყევი. ულისესი
ფრანგულად ცუდად ლაპარაკობდა, ასე რომ, საუბრის მთე-
ლი სიმძიმე მე დამაწვა. მერე მატიე მესაჟიე, ჟან ჟაკ ფოსო,
ადელინი გავიცანი, ბულტოს მეგობარი ქალი.
არც ერთი არ მომეწონა. ფოსოს ვუთხარი, ხომ არ შეგიძ-
ლია, შენ რომ მუშაობ, იმ ჟურნალში ჩემი წერილი დაბეჭდო-
მეთქი. პოპ მუსიკის ბანძი ჟურნალი იყო. მითხრა, ჯერ წერი-
ლი მე უნდა წავიკითხოო. რამდენიმე დღის შემდეგ მივუტანე
და არ მოეწონა. მესაჟიეს ერთი მოხუცი ფრანგი პოეტის მისა-
მართი ვთხოვე, მარტენ ადანის, რომელიც ორმოციან წლებ-
ში ლიტერატურული დეკადის დროს ლიმაში იყო ჩამოსული,
მაგრამ მესაჟიემ მისამართი არ მომცა და მიზეზად ისეთი და-
უჯერებელი რამ მოიყვანა, რომ გავოგნდი – თითქოს მოხუცს
378 მკითხველთა ლიგა
სტუმრები არ უყვარდა. ფულის სათხოვნელად კი არ მივდი-
ვარ, უბრალოდ, მინდა, ინტერვიუ ჩამოვართვა-მეთქი, მაგ-
რამ არც ამან გაჭრა. ბოლოს ვუთხარი, ვთარგმნი-მეთქი. ეს
მოეწონა და წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. ცხადია, ვეხუმ-
რე. მაგრამ, მერე ვიფიქრე, რომ იქნებ თარგმნა ცუდი აზრი
არც იყოს-მეთქი. რამდენიმე ღამის შემდეგ საქმეს მართლაც
შევუდექი. ჩემს არჩეულ ლექსს „Sang de satin“ ერქვა. ადრე
პოეზიის თარგმნა თავში აზრად არასოდეს მომსვლია. არა-
სოდეს მიფიქრია, რადგან პოეტი ვარ, შეიძლება სხვა პოეტე-
ბი ვთარგმნო-მეთქი. ჩემს ლექსებს თუ არავინ თარგმნიდა,
მე რატომ უნდა მეთარგმნა, საინტერესოა. რას ვიზამთ, ასე-
თია ეს ცხოვრება. მაშინ კი გავიფიქრე, რომ არც ისეთი ცუდი
აზრი უნდა ყოფილიყო. მიზეზი ალბათ ულისესში უნდა ვეძე-
ბო, რადგან მან ჩემს ყველაზე ღრმად ფესვგამდგარ ჩვევებ-
ზეც კი მოახდინა გავლენა. იქნებ თარგმნა იმიტომ გადავ-
წყვიტე, რომ დადგა დრო, ისეთი რამისთვის მომეკიდა ხელი,
რაც ადრე არ გამიკეთებია. არ ვიცი. მარტო ის ვიცი, რომ
ბულტოს ვუთხარი, თქვენი ლექსების თარგმნასა და იმ თარ-
გმანების პერუს ერთ-ერთ ჟურნალში დაბეჭდვაზე ვფიქრობ-
მეთქი („დაბეჭდვა“ მთავარი სიტყვა იყო). სინამდვილეში,
ასეთი ჟურნალი საერთოდ არ არსებობდა, სახელი მე მოვი-
გონე, პერუს ჟურნალია და შიგ ვესტფალენიც კი იბეჭდება-
მეთქი, დავახეთქე. ბულტომ თანხმობა განმიცხადა. ჩემი აზ-
რით, წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყო ვესტფალენი, ზუსტად
ისეთივე წარმატებით შემეძლო მეთქვა, იმ ჟურნალში უამან
პომა99 ან სალასარ ბონდი100 გზავნიან თავიანთ ნაწარმოე-
ბებს – მეთქი. მოკლედ რომ ვთქვათ, საქმეს შევუდექი.

99 ფელიპე უამან პომა დე აიალა (1534-1615) – მე-20 ს.-ში პერუში ნაპოვ-


379 მკითხველთა ლიგა
არ მახსოვს, იმ დროისთვის ულისესი ისევ პარიზში ცხოვ-
რობდა, თუ უკვე წასული იყო. „Sang de satin“ – როგორც კი
ამ ნაბიჭვარი ლექსის თარგმნა დავიწყე, მაშინვე პრობლემე-
ბი შემექმნა. სათაური როგორ ვთარგმნო „სატინის სისხლი“
თუ „გლუვი სისხლი“? ერთ კვირაზე მეტხანს მარტო ამაზე ვი-
ფიქრე. იმ ერთი კვირის მერე კი უცებ თვალწინ წარმომიდგა
პარიზის მთელი საშინელება, ფრანგული ენის მთელი საშინე-
ლება, ახალგაზრდული პოეზიის მთელი საშინელება, ჩვენი,
ამ ქალაქის ხიზნების მდგომარეობა, საწყალობელი და უიმე-
დო სამხრეთამერიკელებისა, რომლებიც ევროპაში ვიყავით
ჩაკარგულები, მთელ მსოფლიოში ვიყავით გადაკარგულები
და მივხვდი, რომ ვერ შევძლებდი იმ ლექსის თარგმნას, ვერც
როგორც „სატინის სისხლისას“, ვერც როგორც „გლუვი სის-
ხლისას“, და თუკი თავს დავაძალებდი, ყველაფერი იმით
დამთავრდებოდა, რომ ბულტოს სიცოცხლეს გამოვასალმებ-
დი თეირანის ქუჩაზე, თავისივე კაბინეტში. მერე კი, როგორც
სასოწარკვეთილ ადამიანს შეეფერება, პარიზიდან გადავი-
კარგებოდი. ასე რომ, საბოლოოდ გადავწყვიტე ამ საქმის-
თვის ხელი აღარ მომეკიდა და როდესაც ულისეს ლიმა გაემ-
გზავრა (აღარ მახსოვს კონკრეტულად როდის), ფრანგ პო-
ეტებთან სიარულს საბოლოოდ დავუსვი წერტილი.

სიმონ დარიე, ლე პტიტ ეკურის ქუჩა, პარიზი, 1977 წლის


სექტემბერი. ვერა და ვერ იშოვა ვერაფერი ისეთი, რაც ოდ-
ნავ მაინც დაემსგავსებოდა სამსახურს. მართალი გითხრათ,
არც კი ვიცოდი, რით ცხოვრობდა. ფულით ჩამოვიდა, ჩვენი

ნი ილუსტრირებული ქრონიკის ავტორი


100 სებასტიან სალასარ ბონდი (1924-1965) – პერუელი პოეტი, დრამა-

ტურგი და კრიტიკოსი
380 მკითხველთა ლიგა
პირველი შეხვედრებისას ყოველთვის ის იხდიდა, რძიანი ყა-
ვის საფასური იქნებოდა გადასახდელი, ვაშლის ლიქიორის,
თუ ჭიქა ღვინის. მაგრამ ფული სწრაფად დაუმთავრდა და,
რამდენადაც ვიცი, არავითარი შემოსავლის წყარო არ გააჩ-
ნდა. ერთხელ მიამბო, როგორ იპოვა ქუჩაში ხუთიათას
ფრანკიანი ბანკნოტი. იმ შემთხვევის მერე ქუჩაში ყოველ-
თვის თავდახრილი დავდივარ და ასფალტს ვათვალიერებო.
რაღაც გარკვეული დროის მერე რაღაც კიდევ იპოვა.
პერუელი მეგობრები ჰყავდა. დროდადრო ისინი ასაქმებ-
დნენ. დარწმუნებული ვარ, იმ პერუელ პოეტებს პოეტების
მარტო სახელი ჰქონდათ შერჩენილი. როგორც ვიცით, პა-
რიზში ცხოვრებისას ქარწყლდება და იცრიცება ყველა მოწო-
დება, რკინასავით სიმტკიცე თუ არ გაგაჩნია, ქრება, დავიწყე-
ბას ეძლევა. ყოველ შემთხვევაში, იმ ლათინოამერიკელების
უმეტესობას, ვისაც მე ვიცნობდი, სწორედ ასე დაემართა. არ
მინდა, ვთქვა, რომ ულისეს ლიმასაც იგივე ბედი ეწია, მაგრამ
მის პერუელ მეგობრებზე ეჭვიც არ მეპარება. რაღაც დალაგე-
ბის კოოპერატივივით ჰქონდათ, სამუშაო დღის დასრულების
შემდეგ ოფისებს ალაგებდნენ, ფანჯრებს წმენდდნენ. ულისე-
სიც მათ ეხმარებოდა, როდესაც კოოპერატივის რომელიმე
წევრი ავად გახდებოდა, ან ქალაქში არ იყო. ზოგადად, გაც-
დენები თითქმის ყოველთვის ჯანმრთელობის პრობლემებით
იყო გამოწვეული. პერუელები ხშირად არ მოგზაურობდნენ,
თუმცა ზაფხულობით რთველში მიდიოდნენ ყურძნის საკრე-
ფად როზიიონში. ორ-სამკაციან ჯგუფებად გადიოდნენ, ზოგი
მარტოც მიდიოდა და წასვლის წინ აცხადებდა, დასასვენებ-
ლად მივემგზავრები კოსტა-ბრავაშიო. მათთან ერთად რამ-
დენჯერმე მეც ვიყავი – საცოდავი არსებები, ზოგი სექსსაც კი
მთავაზობდა.
381 მკითხველთა ლიგა
ერთხელ, ულისესს ვუთხარი, რასაც გიყურებ, იმდენს
ძლივს შოულობ, რომ შიმშილით არ მოკვდე, მაინც რის იმე-
დი გაქვს, ფული საიდან ჩაგივარდება ხელში, ისრაელში გამ-
გზავრებას რომ აპირებ-მეთქი. მალე ჩამივარდებაო, მპასუ-
ხობდა და ეკონომიკურ საკითხებზე საუბარი ამით მთავრდე-
ბოდა. სინამდვილეში, როდესაც ახლა ვიგონებ ამ ყველა-
ფერს, ჩვენი საუბრის თემის დაკონკრეტება ძალიან მიჭირს.
რამდენადაც არტუროსთან საუბრის თემები სრულიად ნათ-
ლად მახსენდება (ვსაუბრობდით ლიტერატურაზე და სექსზე,
ძირითადად), ულისესთან საუბრის საზღვრები ბუნდოვანი
იყო, ალბათ იმიტომ, რომ ერთმანეთს იშვიათად ვხედავდით
(თუმცა იგი, თავისებურად, ჩვენი მეგობრობის, ჩემი ტელე-
ფონის ნომრის ერთგული რჩებოდა), ალბათ იმიტომ, რომ
ისეთ ადამიანს ჰგავდა, ან ნამდვილად ისეთი ადამიანი იყო,
ვინც არაფერს მოითხოვს.

სოფია პელეგრინი, ტროკადეროს ბაღები, პარიზი, 1977


წლის სექტემბერი. დეზოს ქუჩაზე ქრისტე შეარქვეს სახელად
და ყველა დასცინოდა, თვით რობერტო როსასიც კი, რომე-
ლიც აცხადებდა, პარიზში ეგ არის ჩემი უახლოესი მეგობა-
რიო. დასცინოდნენ იმიტომ, რომ სულელი იყო, ძირითადად,
ასე ხსნიდნენ თავიანთ დამოკიდებულებას მისადმი და იმასაც
უმატებდნენ, უსაშველოდ სულელია, პოლიტო გარსესს თავი
სამჯერ მოატყუებინაო. ის კი ავიწყდებოდათ, რომ პოლიტოს
ისინიც მოტყუებულები ჰყავდა. დეზოს ქუჩის ქრისტე. არა, მე
არასოდეს მასთან სახლში არ მივსულვარ, ვიცი, რომ საშინე-
ლებებს ჰყვებოდნენ, სადაც ცხოვრობს, იქაურობა საკუჭნაოს
უფრო ჰგავს, სადაც პარიზის ყველაზე უსარგებლო ნივთებია
შეყრილიო: ნაგავი, ჟურნალები, გაზეთები, წიგნები, რომ-
382 მკითხველთა ლიგა
ლებსაც წიგნის მაღაზიებიდან იპარავდა და მალევე ის ყვე-
ლაფერი მის სუნს იღებდა, მერე ლპებოდა, ობდებოდა, უც-
ნაური ფერი ედებოდა. იმასაც ამბობდნენ, შეუძლია, მთელი
დღე ისე გაატაროს, რომ პირში არაფერი ჩაუშვას, თვეები ისე
გავიდეს, რომ საზოგადოებრივ აბანოში არ შევიდესო, მაგ-
რამ, ჩემი აზრით, ეს ტყუილი იყო, რადგან არასოდეს განსა-
კუთრებით ბინძური არ მინახავს. მე კარგად არ ვიცნობდი,
მისი მეგობარი არ ვყოფილვარ, მაგრამ ერთხელ ჩვენს
სხვენში მოვიდა პასიზე და არავინ იყო ჩემ გარდა. მე კი თავს
ძალიან ცუდად ვგრძნობდი, დათრგუნული ვიყავი, ჩემს კაც-
თან ნაჩხუბარი, საქმე კარგად არ მიმდიოდა. რომ მოვიდა,
ჩემს ოთახში ჩაკეტილი ვტიროდი, დანარჩენები კლუბში იყ-
ვნენ წასულები, ფილმის სანახავად, ან უამრავთაგან ერთ
რომელიმე პოლიტიკურ შეკრებაზე, ყველანი ხომ მებრძოლი
რევოლუციონერები იყვნენ. ულისეს ლიმამ შემოიარა კორი-
დორი და არც ერთ კარზე არ დაუკაკუნებია, თითქოს წინას-
წარ იცოდა, რომ არავინ დახვდებოდა, პირდაპირ ჩემი
chambre-სკენ101 გამოემართა, სადაც მარტო ვიყავი, საწოლ-
ზე ვიჯექი და კედელს შევყურებდი. სწორედ ამ დროს შემოვი-
და (სუფთა იყო, კარგი სუნი ასდიოდა), შემოვიდა და ისე დარ-
ჩა, რომ არაფერი უთქვამს, მარტო მომესალმა, გამარჯობა,
სოფიაო და გვერდით მედგა, სანამ ტირილი არ შევწყვიტე.
ამიტომ, კარგი მოგონება დამიტოვა.

სიმონ დარიე, ლეპტიტ ეკურის ქუჩა, პარიზი, 1977 წლის


სექტემბერი. ულისეს ლიმა ჩემს სახლში ბანაობდა. ეს ამბავი
მაინცდამაინც არ მახალისებდა. არ მსიამოვნებს, როდესაც

101 Charmbre (ფრ.) – ოთახი


383 მკითხველთა ლიგა
ჩემს პირსახოცებს ვინმე სხვა ხმარობს, მითუმეტეს, თუკი ის
სხვა გარკვეულ ინტიმურ ურთიერთობაში არ იმყოფება ჩემ-
თან, იქნება ეს ურთიერთობა ფიზიკური თუ გრძნობისმიერი,
მაგრამ მაინც ვაძლევდი უფლებას, წყალი ჩემს სააბაზანოში
გადაევლო. ბანაობის შემდეგ ის გამოყენებული პირსახოცები
თვითონ გამოჰქონდა და სარეცხ მანქანაში აგდებდა. სხვა
მხრივ, ცდილობდა, ჩემს ტერიტორიაზე მოწესრიგებული ყო-
ფილიყო, თავისებურად, რასაკვირველია, მაგრამ მთავარია,
რომ ცდილობდა. ბანაობის შემდეგ სააბაზანოს იატაკსაც
რეცხავდა და ტრაპიდან თმასაც იღებდა. ეს რაღაც შეიძლება
წვრილმანებად მოგეჩვენოთ, მაგრამ ისტერიკამდე მივდი-
ვარ, დაგროვილი თმის ნარჩენებს რომ ვხედავ (მითუმეტეს,
თუ ის თმა ჩემი არ არის). თანაც ის თმა ტრაპს ჭედავს ხოლ-
მე. მერე პირსახოცებს მოაგროვებდა, კეცავდა და ბიდეს თავ-
ზე აწყობდა, რომ მე სარეცხ მანქანაში ჩამეყარა, როდესაც
ამას საჭიროდ ჩავთვლიდი. პირველ ხანებში თავისი საპონი
მოჰქონდა, მაგრამ, ვუთხარი, არ გინდა, შეგიძლია, ჩემი სა-
პონი და შამპუნი იხმარო-მეთქი (მაგრამ თავში არც გაევლო,
რომ ჩემი ღრუბლისთვის ეხლო ხელი).
ძალიან ზრდილი იყო. როგორც წესი, აუცილებლად წინა
დღეს დამირეკავდა, მკითხავდა, შეიძლება მოვიდე, სტუმრე-
ბი ხომ არ გყავსო და ამგვარ რამეებს, მერე საათზე შევთან-
ხმდებოდით და მეორე დღეს პუნქტუალურად ზუსტად იმ სა-
ათზე გამოჩნდებოდა, ცოტას წავისაუბრებდით და სააბაზანო-
ში შედიოდა. მერე განუსაზღვრელი დროით იკარგებოდა.
ხანდახან მთელ კვირას არ გამოჩნდებოდა, მაგრამ ხანდახან
ორჯერ, ან სამჯერაც მოდიოდა კვირაში. იმ ინტერვალებში,
ჩემი აზრით, საერთო აბანოში დადიოდა.

384 მკითხველთა ლიგა


ერთხელ რიუ დე ლა ლუნის ბარში მითხრა, საერთო აბა-
ნოები მომწონს. იქ საბანაოდ უცხოელები, ფრანკოფონული
აფრიკის ზანგები ან მაღრიბელები დადიანო. ღარიბ სტუდენ-
ტებსაც შეხვდება-მეთქი კაცი, აღვნიშნე და კიო, დამეთანხმა,
ისინიც არიანო, მაგრამ უფრო უცხოელებიო. ერთხელ მკით-
ხა, ოდესმე ყოფილხარ მექსიკის საერთო აბანოშიო. არა,
არასოდეს-მეთქი. იმ საერთო აბანოებს საუნაც აქვთ, თურქუ-
ლი აბანოც და ორთქლისაცო. აქაც ასეა, მაგრამ ისინი უფრო
ძვირია-მეთქი. მექსიკაში – არა, იქ იაფიაო, მიპასუხა. მართა-
ლი გითხრათ, მექსიკის საერთო აბანოებზე არასოდეს მიფიქ-
რია. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ შენ იმ აბანოებში არ
ბანაობდი-მეთქი, ვუთხარი. არა, შეიძლება ნამყოფი ვარ,
მაგრამ სინამდვილეში არაო.
საინტერესო ტიპი იყო. წიგნების მინდვრებზე წერდა. კი-
დევ კარგი, წიგნი არასოდეს მითხოვებია. რატომ? იმიტომ,
რომ არ მიყვარს, როდესაც ჩემს წიგნზე რამეს აწერენ. უფრო
შოკის მომგვრელ რამეებსაც აკეთებდა, ვიდრე წიგნის მინ-
დვრებზე წერაა. ალბათ, არ დამიჯერებთ, მაგრამ შხაპს წიგ-
ნით ხელში იღებდა. გეფიცებით. შხაპის დროსაც კი კითხუ-
ლობდა. საიდან ვიცი? ამაზე ადვილი რა არის. წიგნები თით-
ქმის ყოველთვის სველი ჰქონდა. თავიდან მეგონა, წვიმაში
მოჰყვა-მეთქი, ფეხით სიარული უყვარდა ულისესს, იშვითად,
რომ მეტროში ჩასულიყო. პარიზს ერთი ბოლოდან მეორემდე
ფეხით მოივლიდა და როდესაც წვიმდა, მთლიანად სველდე-
ბოდა, წვიმის გადაღებას არასოდეს დაელოდე ბოდა. ასე
რომ, ის წიგნები, რომლებსაც, ყოველ შემთხვევაში, ყველაზე
ხშირად კითხულობდა, ყოველთვის ცოტა დაბრეცილი, გაც-
რეცილი იყო, ჰოდა, თავიდან მეგონა, წვიმის ბრალია-მეთქი.
მაგრამ ერთხელ შევამჩნიე, რომ სააბაზანოში მშრალი წიგ-
385 მკითხველთა ლიგა
ნით შევიდა, ხოლო როდესაც გამოვიდა, წიგნი სველი იყო. იმ
დღეს ცნობისმოყვარეობამ ჩემს მორიდებულობას სძლია. მი-
ვუახლოვდი და წიგნი გამოვგლიჯე ხელიდან. მარტო ყდა კი
არა, ზოგიერთი ფურცელიც სველი ჰქონდა და მინდვრებზე
ჩანაწერებიც წყლისგან გადღაბნოდა. არ გამიკვირდება, თუ
ბანაობისას წერდა კიდეც. ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი,
ღმერთო ჩემო, ვერ ვიჯერებ, შხაპის ქვეშ კითხულობ, ხომ არ
გაგიჟდი-მეთქი. ამაზე მიპასუხა, თავს ვერ ვიკავებ, თანაც
მარტო პოეზიას ვკითხულობო. მაშინ ვერ მივხვდი, ეს რას
ნიშნავდა, ახლა კი ვხვდები, რის თქმაც უნდოდა, რომ მარტო
ორ-სამ გვერდს გადახედავდა და არა მთელ წიგნს. სიცილი
ამიტყდა, დივანზე წავიქეცი და ავხარხარდი. იმანაც სიცილი
დაიწყო, და ორივე ასე კარგა ხანს ვიცინოდით, აღარც კი მახ-
სოვს, რამდენ ხანს.

მიშელ ბულტო, თეირანის ქუჩა, პარიზი, 1978 წლის იანვა-


რი. არ ვიცი, ჩემი ტელეფონის ნომერი საიდან გაიგო, მაგრამ
ერთხელ ღამით, შუაღამეგადასული იქნებოდა, სახლში დამი-
რეკა. მიშელ ბულტო იკითხა. მიშელ ბულტო ვარ-მეთქი. მე კი
ულისეს ლიმა ვარო. სიჩუმემ დაისადგურა. ვუთხარი, კარგი-
მეთქი. მან კი, მიხარია, სახლში რომ ხარ, იმედია, არ გეძი-
ნაო. ვუპასუხე, არა, არ მეძინა-მეთქი. ისევ სიჩუმე ჩამოვარ-
და. მერე მითხრა, შენი ნახვა მინდაო. ახლა-მეთქი? იმან-ჰო,
ახლა, თუ გინდა, ახლავე მოვალო. მე ვუთხარი, სად ხარ-
მეთქი, მაგრამ სხვანაირად გაიგო და მითხრა, მექსიკელი ვა-
რო. მაშინ გამახსენდა, ისიც ძალიან ბუნდოვნად, რომ მექსი-
კიდან ჟურნალი მივიღე. მაგრამ სახელი და გვარი, ულისეს
ლიმა, მაინც არაფერს მუბნებოდა. ვუთხარი, ოდესმე
Question Mark-ზე რამე გაგიგია-მეთქი? მან მიპასუხა, არა,
386 მკითხველთა ლიგა
არასოდეს გამიგიაო. მერე ვუთხარი, მგონი, მექსიკელები
არიან-მეთქი. მკითხა, Question Mark? ვინ არიან Question
Mark-იო? ვუპასუხე, როკერების ჯგუფია, რა თქმა უნდა-მეთ-
ქი. შენიღბულები უკრავენო? თავიდან ვერ მივხვდი, რას მე-
უბნებოდა. შენიღბულები? არა, ცხადია, შენიღბულები არ
არიან, რატომ უნდა იყვნენ, მექსიკაში როკერების ჯგუფი სცე-
ნაზე ნიღბებით გამოდის-მეთქი? მითხრა, ხანდახანო. მე ვუთ-
ხარი, სასაცილოა, მაგრამ შეიძლება საინტერესოც იყოს-
მეთქი. საიდან მირეკავ, შენი სასტუმროდან-მეთქი? მითხრა,
არა, ქუჩიდანო. ვკითხე, იცი, მეტროს სადგურ „მირომანსი-
ლამდე“ როგორ უნდა მიხვიდე-მეთქი? ვიცი, არ გამიჭირდე-
ბაო. ვუთხარი, ოც წუთში-მეთქი. მითხრა, მოვდივარო და და-
მიკიდა. სანამ ჩავიცვამდი, გავიფიქრე: სად მიდიხარ, რომ მი-
დიხარ, ისიც კი არ იცი, როგორ გამოიყურება და საერთოდ,
მექსიკელი პოეტები როგორ გამოიყურებიან-მეთქი. მარ-
თლაც, არც ერთ მექსიკელ პოეტს არ ვიცნობდი! მხოლოდ
ოქტავიო პასის სურათი მქონდა ნანახი! მაგრამ ეს ტიპი, გუ-
ლი მიგრძნობდა, ოქტავიო პასს არ უნდა მგვანებოდა. მაშინ,
Question Mark -ზე დავიწყე ფიქრი, ელიოტ მერფიზეც და იმა-
ზეც, რა მითხრა ელიოტმა, როდესაც ნიუ-იორკში ვიყავი:
„მექსიკელი თავის ქალა“ – სწორედ ასე ეძახდნენ იმ ტიპს.
მუსიკოსი იყო, ფრანკლინის ქუჩისა და ბროდვეის გასაყარზე
დავინახე, შორიდან, ჩაინთაუნში, მაგრამ, სინამდვილეში,
მარტო მის ჩრდილს მოვკარი თვალი. ელიოტს ვკითხე, ისეთი
რა აქვს განსაკუთრებული გარეგნობაში, რომ ვიცნო-მეთქი.
ელიოტმა მიპასუხა, გველივით ტიპია, გველივით თვალები
აქვს, გველივით ლაპარაკობსო. გველები როგორ ლაპარა-
კობენ-მეთქი? ორმაგი სიტყვებითო, ელიოტმა. კარგი, გასა-
გები გახდა. მერე ვკითხე, „მექსიკურ თავის ქალას“ რატომ
387 მკითხველთა ლიგა
ეძახიან-მეთქი. მაგრამ ელიოტი უკვე აღარ მისმენდა და
სხვას ელაპარაკებოდა. მივხვდი – გარდა იმისა, რომ ის ტიპი
იატაკის საწმენდი ჯოხივით გამხდარი უნდა ყოფილიყო, უნდა
ყოფილიყო მექსიკელიც, ან ყველასთვის უნდა ეთქვა მექსი-
კელი ვარო, ან თავისი ცხოვრების მანძილზე ოდესმე მექსი-
კაში მაინც უნდა ემოგზაურა. მაგრამ, მისი სახე არ დამინა-
ხავს, მარტო ჩრდილი დავინახე, რომელიც იმ ადგილს ეფინე-
ბოდა. ჩრდილი პირდაპირი გაგებით, არამეტაფორულად, სა-
ხეებისაგან დაცლილი, ჩრდილი, რომელიც მარტო ჩრდილი
იყო და ესეც კმაროდა. ასე რომ, შავი ქურთუკი ჩავიცვი, თმა
გავისწორე და ქუჩაში გავედი, თან იმ უცნობზე ვფიქრობდი,
რომელმაც დამირეკა და იმ „მექსიკელ თავის ქალაზეც“, რო-
მელსაც ნიუ-იორკში გადავაწყდი. თეირანის ქუჩიდან მეტროს
სადგურ „მირომანსილამდე“ სულ რამდენიმე წუთის სავალია,
თუ ნორმალური ნაბიჯით მიდიხარ, მაგრამ იქ მისასვლელად
ჰაუსმანის ბულვარი უნდა გადაჭრა, მერე პერსის გამზირზე
გაიარო ბოეტის ქუჩის მხარეს. ეს ქუჩები კი ასეთ დროს ისე-
თი უკაცრიელია ხოლმე, თითქოს საღამოს ათი საათიდან და-
ბომბვას ელოდებიან და ხალხი თავშესაფრებში გაიკრიფაო,
ვიფიქრე, ალბათ აჯობებდა, იმ უცნობისთვის პაემანი მეტრო
„მონსოს“ სადგურზე დამენიშნა-მეთქი. მაშინ საპირისპირო
მიმართულებით მომიწევდა წასვლა, თეირანის ქუჩიდან მონ-
სოს ქუჩაზე გავიდოდი, მერე რეისდალის გამზირზე და იქიდან
ფირდოუსის გამზირზე, მაგრამ ის გამზირი ხომ მონსოს პარკს
კვეთს, რომელიც ამ დროს ნარკომანებით, ნარკომოვაჭრეე-
ბითა და მელანქოლიური პოლიციელებით იყო სავსე. ის პო-
ლიციელები მონსოს პარკში სხვა სამყაროებიდან მოდიოდ-
ნენ, ზანტი, ზოზინა სამყაროებიდან; გამოჩენას დომონიკის
რესპუბლიკის მოედნიდან იწყებდნენ, ზუსტად შესაფერისი
388 მკითხველთა ლიგა
ადგილი იყო იმისათვის, რომ „მექსიკელ თავის ქალას“ შევ-
ხვედროდი. მაგრამ მე იმ ღამით სულ სხვა მარშრუტი დავსახე
და სწორედ იმ მარშრუტს მივუყვებოდი მეტრო „მირომანსი-
ლის“ კიბემდე. კიბე ცარიელი და გაკრიალებული დამხვდა.
ვაღიარებ, რომ მეტროს კიბე ისეთი მიმზიდველი და, ამავე
დროს, შეუღწეველი არასოდეს მომჩვენებია. თუმცა, გარეგ-
ნულად ჩვეულებრივი ჩანდა. ასეთ შთაბეჭდილებას კი ჩემივე
შინაგანი მდგომარეობა მიქმნიდა, ამას მაშინვე მივხვდი. სა-
ერთოდ, ასე არ ვიქცევი ხოლმე, იმ ღამით კი უდროო დროს
დავთანხმდი ვიღაც უცნობს, შევხვედროდი. სხვათა შორის,
არც ასეთი შემთხვევითი მიპატიჟებები მჩვევია. მაგრამ იმ ღა-
მით მოხდა ისე, რომ სტუმარს ველოდი. იქ, გარდა ვიღაც მო-
ხელისა, რომელიც წიგნს კითხულობდა და ნამდვილად ვიღა-
ცას ელოდა, კიბეზე არავინ დამინახავს. ამიტომ, ქვემოთ და-
ვეშვი, გადაწყვეტილი მქონდა, ხუთ წუთს დავლოდებოდი, მე-
რე კი შინ დავბრუნებულიყავი და ეს ამბავი სრულიად დამე-
ვიწყებინა. პირველივე მოსახვევს გავუსწორდი თუ არა, ძონ-
ძებში და მუყაოებში გახვეული დედაბერი დავინახე; დედა-
ბერს ეძინა, ან დაძინებას აპირებდა. მისგან რამდენიმე მეტ-
რის მოშორებით ვიღაც ტიპს ვკიდე თვალი, რომელიც დედა-
ბერს ისე უყურებდა, თითქოს გველი დაინახა. იმ ტიპს გრძე-
ლი, შავი თმა ჰქონდა. სახის ნაკვთებით შესაძლებელი იყო,
მექსიკელად ჩამეთვალა, მაგრამ ასეთ რამეებში ძალიან უვი-
ცი ვარ. შევჩერდი და თვალიერება დავუწყე. ჩემზე დაბალი
მომეჩვენა. გაცვეთილი ქურთუკი ეცვა, იღლიაში ოთხი თუ
ხუთი წიგნი ჰქონდა ამოდებული. თითქოს უცებ გამოფხიზ-
ლდაო, მაშინვე მზერა მომაპყრო. ის იყო, ეჭვი აღარ მქონდა.
მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა. ძალიან უცნაური ხე-
ლის ჩამორთმევა აღმოაჩნდა. თითქოს იმ ხელის ჩამორთმე-
389 მკითხველთა ლიგა
ვაში მასონურთან ერთად მექსიკის დანაშაულებრივი სამყა-
როს მინიშნებები იყო გაერთიანებული. ხელი ჩამომართვა,
მოღიტინე, მორფოლოგიურად უცნაური ხელი ჰქონდა, რომე-
ლიც ჩემს ხელს ანჯღრევდა, თითქოს ხელზე კანი საერთოდ
არ გააჩნდა, მარტო სახელო იყო, მოსვირინგებული სახელო.
მაგრამ, მოდი, ხელი დავივიწყოთ. ვუთხარი, ლამაზი საღა-
მოა, მოდი, გავისეირნოთ, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს
ჯერ ისევ ზაფხულია-მეთქი. მდუმარედ გამომყვა. თავიდან გა-
ვიფიქრე, ვაითუ მთელი ჩვენი შეხვედრის მანძილზე ხმა არ
ამოიღოს-მეთქი. მის წიგნებს შევხედე, ერთ-ერთი მათგანი
ჩემი იყო, Ether-Mouth, მეორე – კლოდ პელიე, – დანარჩენე-
ბი, ალბათ, მექსიკელი მწერლებისა, მაგრამ მათი გვარები
არასოდეს გამეგონა. ვკითხე, რამდენი ხანია, რაც პარიზში
ხარ-მეთქი. დიდი ხანიაო, მიპასუხა. საცოდავი ფრანგულით
ლაპარაკობდა. შევთავაზე, თუ გინდა, ინგლისურად ვილაპა-
რაკოთ-მეთქი და დამთანხმდა. მირომანსილის ქუჩაზე მივსე-
ირნობდით ფობურ სანტონორემდე. ფართო და სწრაფი ნაბი-
ჯებით მივდიოდით, თითქოს გვეშინია, ძალიან მნიშვნელო-
ვან შეხვედრაზე არ დაგვაგვიანდესო. ის კაცი არ ვარ, ვისაც
ფეხით სიარული უყვარს. თუმცა იმ საღამოს მართლაც შეუჩე-
რებლად ვიარეთ, თანაც სწრაფად. საშიშ სენტ-ონორეზე ბუ-
ასი დანგლასის ქუჩამდე, იქიდან ელისეს მინდვრებამდე, სა-
დაც მარჯვნივ შევუხვიეთ, ჩერჩილის გამზირისკენ და იქ მარ-
ცხნივ და გრან პალეს საეჭვო ჩრდილი უკან მოვიტოვეთ.
პირდაპირ ალექსანდრ მესამის ხიდი იყო, ნაბიჯი არ შეგვინე-
ლებია. ამასობაში, მექსიკელი ცდილობდა, ჩემთვის რაღაც
ამბები მოეყოლა ინგლისურად. დროდადრო საერთოდ არ
მესმოდა, რას ამბობდა, თუმცა ყველანაირად ვცდილობდი.
მისი ნალაპარაკევიდან ის აზრი გამოვიტანე, რომ რაღაცას
390 მკითხველთა ლიგა
მეუბნებოდა დაკარგულ პოეტებზე, დაკარგულ ჟურნალებზე
და ნაწარმოებებზე, რომელთა არსებობის შესახებ არავინ
არაფერი იცოდა, იქნებოდა ეს კალიფორნია თუ არიზონა, ან
რომელიმე სხვა – მექსიკური რეგიონი, რომელიც ამ შტატებს
ესაზღვრებოდა, წარმოსახვით თუ რეალურად არსებული რე-
გიონები. ის დაკარგული ნაწერები მზისგან და წარსულისგან
უკვე გაცრეცილი და დავიწყებული აღარავის ახსოვდა და ყო-
ველ შემთხვევაში აქ, სამოცდაათიანების პარიზისთვის ამას
უკვე მნიშვნელობაც აღარ ჰქონდა. ცივილიზაციის მიღმა არ-
სებული სამყაროს ამბავია-მეთქი , ვთქვი. ჰოო, მითხრა, რო-
გორც ჩანს, სწორედ ეს არისო. მაშინ ვუთხარი, ესე იგი
Question Mark არასოდეს გაგიგონია-მეთქი? არა, არასოდე-
სო, მიპასუხა. ვურჩიე, ოდესმე აუცილებლად მოუსმინე, რომ
ძალიან კარგები არიან-მეთქი, მაგრამ , სინამდვილეში, ამას
იმიტომ ვეუბნებოდი, რომ არ ვიცოდი, სხვა რა მეთქვა.

391 მკითხველთა ლიგა


8

ამადეო სალვატიერა, ვენესუელის რესპუბლიკის ქუჩა, ინ-


კვიზიციის სასახლის მახლობლად, მეხიკო, 1976 წლის იანვა-
რი. ვუთხარი, ბიჭებო, მესკალი „ლას სუისიდასი“ დამთავრდა
და ამას, სამწუხაროდ, აღარაფერი ეშველება, უკვე შემდგარი
ფაქტია. იქნებ რომელიმე ჩახვიდეთ და ტეკილა „საუზას“ ერ-
თი ბოთლი მიყიდოთ-მეთქი. ერთ-ერთმა მათგანმა, მექსი-
კელმა მითხრა, მე ჩავალ, ამადეოო, და მაშინვე გასასვლე-
ლისკენ გაეშურა. შევაჩერე და ვუთხარი, მეგობარო, ერთი
წუთით, ფული დაგავიწყდა-მეთქი, მან კი გასასვლელიდან
გამომხედა და მომიგო, არც იფიქროთ, ამადეო, ჩვენ ვიყიდი-
თო. რა სიმპათიური ბიჭები იყვნენ. სანამ გავიდოდა, რაღაც-
რაღაცები ავუხსენი, ვუთხარი ვენესუელაზე გადი, ჰონდურა-
სის ქუჩამდე, წმინდა კატარინას მოედნამდე, მერე მარცხნივ
უნდა გაუხვიო ჩილემდე და მერე ისევ მარჯვნივ, თითქოს ლა-
გუნილიას ბაზრისკენ მიდიხარ, მერე იქ ისევ მარცხნივ მოუხ-
ვევ და იქ, ფარდულ „ბუენ ტონოს“ გვერდით ბარ „ლა გერე-
რენსეს“ დაინახავ-მეთქი. ვერ დაიკარგებოდა. სწორედ იმ
ბარში უნდა შესულიყო და ეთქვა, რომ ჩემი გაგზავნილი იყო,
ანუ მწერალ-გადამწერ ამადეო სალვატიერასი და თან არ და-
ეგვიანა. მერე ქაღალდებს დავუბრუნდი. ის მეორე ბიჭი წა-
მოდგა თავისი სკამიდან და ბიბლიოთეკის თვალიერება და-
იწყო. მართალი გითხრათ, ვერ ვხედავდი, როგორ ათვალიე-
რებდა, მარტო მესმოდა, როგორ დადიოდა, როგორ იღებდა
წიგნებს თაროებიდან, მერე როგორ აწყობდა უკანვე, მესმო-
და, როგორ ჩასრიალდებოდა ხოლმე მისი თითი ჩემი წიგნე-
ბის ყუაზე! მაგრამ ვერ ვხედავდი. დასაჯდომად შევბრუნდი,
392 მკითხველთა ლიგა
ფულის საფულეში ჩასაბრუნებლად, თან აცახცახებული ხე-
ლებით ფულს ვითვლიდი. არის ასაკი, როდესაც ისეთი სიხა-
რულით ვეღარ სვამ, ჩემო გაყვითლებულო ბებერო ფურცლე-
ბო. თავი ჩაქინდრული მქონდა, თვალები ცოტა დაბინდული,
ჩილეელი ბიჭი კი ჩემს ბიბლიოთეკაში უჩუმრად მოძრაობდა
და მე მარტო მისი საჩვენებელი და ნეკა თითების ჩასრიალე-
ბის ხმა მესმოდა. რა ეშმაკი ბიჭი იყო, ჩემი ჩანაწერებით სავ-
სე საქაღალდეებს თითს მეტეორიტივით ააყოლებდა და ჩა-
აყოლებდა, მესმოდა, როგორ ეხებოდა მისი თითების ხორცი
საქაღალდეების ტყავსა თუ მუყაოს და ამ დროს როგორ გა-
მოსცემდა ეს შეხება რაღაც ზუზუნისმაგვარ ხმას. სმენის და-
მაამებელი ხმა იყო და ვგრძნობდი, როგორ მივექანებოდი
ნელნელა ძილისაკენ. და მართლაც, სულ ადვილად ჩამეძი-
ნებოდა, რადგან უეცრად თვალები დამეხუჭა (ან იქნებ თავი-
დანვე დახუჭული მქონდა) და სანტო-დომინგოს მოედანი და-
ვინახე თავისი პორტალებით, ვენესუელის ქუჩა, ინკვიზიციის
სასახლე, ლორეტოს ქუჩაზე მდებარე სამიკიტნო „ორი ვარ-
სკვლავი“, ხუსტო სიერაზე მდებარე კაფე „სევილიელი ქალი“,
მისიონერების ქუჩაზე ჩემი ოფისიც დავინახე, პინო სუარეს-
თან ახლოს, სადაც უნიფორმიანებს, ძაღლებს და ქალებს არ
უშვებდნენ, ერთი, ერთადერთი ქალის გარდა. დავინახე, რო-
გორ მიაბიჯებდა ის ქალი, ისევ იმ ქუჩებში, ლორეტოზე, სო-
ლედადზე, კორეო მაიორზე, მონედაზე, როგორ სწრაფად გა-
დაჭრა სოკალო, ეჰ, როგორ მესიამოვნა ეს ხილვა, ოციანებ-
ში ოცდარამდენიღაც წლის ქალი სოკალოზე ისეთი სისწრა-
ფით გადადიოდა, თითქოს შეყვარებულთან პაემანზე აგვიან-
დება, ან ცენტრალური უბნის რომელიმე მაღაზიაში მუშაობს
და ახლა სამსახურისკენ მიიჩქარისო. სადად ეცვა, იაფფასი-
ანი, მაგრამ ლამაზი კაბა, მბზინავი შავი თმა ჰქონდა, წელში
393 მკითხველთა ლიგა
გამართული მიდიოდა, ფეხებზე ძალიან გრძელს ვერ იტყო-
დი, მაგრამ ისეთი შეუდარებელი მოხდენილობისა ჰქონდა,
როგორიც ახალგაზრდა ქალებს აქვთ ხოლმე, გამხდრები
არიან, მსუქნები თუ ლამაზი მოყვანილობისა, სულ ერთია,
ფეხები მაინც ძალიან ნაზი და თან მკვრივი აქვთ, უქუსლო
ფეხსაცმელში გაყოფილი ტერფებით. ფეხსაცმელიც იაფფა-
სიანი ეცვა, მაგრამ ლამაზი და რაც მთავარია, მოხერხებული,
რადგან, როგორც ეტყობოდა, სწრაფ სიარულში ხელს არ უშ-
ლიდა. ასეთი ფეხსაცმელებით სამსახურში დროზე მივიდო-
და. მაგრამ მე ვიცი, რომ ამ ქალს არც პაემანზე აგვიანდებო-
და და არც სამსახურში ელოდნენ. მაშ, საით გაუწევია? ან იქ-
ნებ არსადაც არ მიდის და უბრალოდ ასეთი სიარული ახა-
სიათებს? ახლა ქალმა სოკალო უკვე გადაკვეთა და მონტე დე
პიედადს დაადგა ტაკუბამდე. იქ უამრავი ხალხი ირევა. ამი-
ტომ, ისე სწრაფად სიარულს ვეღარ ახერხებს და ტაკუბას უკ-
ვე შენელებული ნაბიჯით მიუყვება. ერთი წამით ხალხის ბრბო
შთანთქავს, მაგრამ მერე ისევ ჩნდება. აი, იქ არის, ალამედის
მხარეს მიემართება, ან იქნებ მანამდე შეჩერდეს, ფოსტას-
თან, ახლა უკვე ნათლად ვარჩევ, რომ ხელში რაღაც ქაღალ-
დები უჭირავს, ან იქნებ წერილებია, მაგრამ საფოსტო განყო-
ფილებაში არ შედის, ალამედას კვეთს და ჩერდება, ეტყობა,
სულის მოსათქმელად, მერე სვლას იმავე რიტმით განაგ-
რძობს, ბაღებში შედის, ხეებქვეშ აგრძელებს თავის გზას. ხომ
არიან ისეთი ქალები, რომლებიც მომავალს ხედავენ, მეც ასე
ვარ, ოღონდ მომავლის ნაცვლად წარსულს ვხედავ, ვხედავ
მექსიკის წარსულს და იმ ქალის ზურგს, ზმანებაში ნელ-ნელა
რომ მშორდება, მე კი ამ დროს ვეუბნები, სად მიდიხარ, სესა-
რეა, სესარეა ტინახერო, საით გაგიწევია-მეთქი!

394 მკითხველთა ლიგა


ფელიპე მიულერი, ბარი „სენტრიკო“, ტალერსის ქუჩა,
ბარსელონა, 1978 წლის იანვარი. რაც შემეხება მე, ჩემთვის
1977 წელი ის წელი იყო, როდესაც ჩემს მეგობარ ქალთან
ერთად გადავედი საცხოვრებლად. ოც-ოცი წელი ახალი შეს-
რულებული გვქონდა. რაღაც ბინა ვიშოვეთ სახელოსნოების
ქუჩაზე და იქ დავიწყეთ ცხოვრება. მე ერთ გამომცემლობაში
დავიწყე მუშაობა კორექტორად, მას კი სტიპენდია ჰქონდა
იმავე სასწავლო ცენტრიდან, საიდანაც არტურო ბელანოს
დედას. ფაქტობრივად, არტუროს დედამ გაგვაცნო ის ადგი-
ლი. გარდა ამისა, 1977 ის წელია, როდესაც პარიზში წავე-
დით სამოგზაუროდ. ულისეს ლიმას ნაქირავებ ბინაში დავ-
სახლდით. ჰო, უნდა ითქვას, რომ ულისესი ნამდვილად ვერ
იყო კარგად მოწყობილი. მისი საცხოვრებელი სანაგვეს ჰგავ-
და. მე და ჩემმა გოგომ იქაურობა ცოტა ჭკუაზე მოვიყვანეთ,
მაგრამ რამდენიც უნდა გადაგვეყარა, მაინც უამრავი რამე
რჩებოდა, რის გადაყრაც არ შეგვეძლო. ღამღამობით (ჩემს
გოგოს საწოლში ეძინა, მე და ულისესს – იატაკზე) ჭერზე რა-
ღაც ბრჭყვიალებდა. ილუმინაცია, რომელიც ერთადერთი
ფანჯრიდან – მეტი რომ არ შეიძლება, ისეთი ჭუჭყიანი იყო –
შემოდიოდა და კედლებსა და ჭერს ტალღებად ამოძრავებუ-
ლი წყალმცენარეებივით ედებოდა. ბარსელონაში რომ დავ-
ბრუნდით, აღმოვაჩინეთ, რომ მუნი გვქონდა. აზრზე მოდით.
ერთადერთი, ვისაც შეეძლო ეს ჩვენთვის გადმოედო, ულისე-
სი იყო. როგორ არ გაგვაფრთხილაო, წუწუნებდა ჩემი გოგო.
ალბათ, არ იცოდა-მეთქი, ვაწყნარებდი. მაგრამ, თვალწინ
მაშინვე ის, 1977 წელს პარიზში გატარებული დღეები დამიდ-
გა და გამახსენდა, როგორ იქექებოდა ულისესი, როგორ
სვამდა ღვინოს პირდაპირ ბოთლიდან. სვამდა და თან იქექე-
ბოდა, და ამ სურათმა დამარწმუნა, რომ ჩემი გოგოს საყვე-
395 მკითხველთა ლიგა
დური სამართლიანი იყო. მშვენივრად იცოდა ულისესმა თა-
ვისი მუნის ამბავი, მაგრამ ჩვენ არაფერი გვითხრა. იმ მუნის
გამო კაი ხანს ვიყავი გაბრაზებული, მერე კი დაგვავიწყდა და
ვიცინოდით კიდეც, თუ გაგვახსენდებოდა. მორჩენაც პრობ-
ლემა იყო. შხაპი არ გვქონდა, არადა, დღეში ერთხელ მაინც
უნდა გვებანავა შაბიანი საპნით, მერე კი მუნის საწინააღმდე-
გო მალამო წაგვესვა. ასე რომ, 1977 წელი თან კარგი იყო,
თან საწვალებელი, რადგან ერთ თვეს თუ თვე-ნახევარს იმ
მეგობრებთან გვიწევდა სიარული, რომლებსაც სახლში შხაპი
ჰქონდათ. ერთ-ერთი ასეთი სახლი არტურო ბელანოსი იყო.
მარტო შხაპი კი არა, უზარმაზარი აბაზანაც ედგა სააბაზანო-
ში, თათებისმაგვარფეხებიანი, რომელშიც სამი ადამიანი თა-
ვისუფლად დაეტეოდა. საქმე ის იყო, რომ იქ არტურო მარტო
არ ცხოვრობდა, შვიდ თუ რვა კაცთან ერთად იყო, რაღაც ურ-
ბანულ კომუნას ჰგავდა და ზოგიერთებს არ მოსწონდათ, რომ
მე და ჩემი გოგო იმათ სახლში ვბანაობდით. მოკლედ, ამ ყვე-
ლაფრის გამო ხშირად ბანაობას ვერ ვახერხებდით. იმავე
1977 წელს არტურომ კემპინგში სამსახური იშოვა, ღამის და-
რაჯი გახდა. ერთხელ იქ მივაკითხე კიდეც. შერიფს ეძახდნენ
და ეს აცინებდა. მგონი, იმ ზაფხულს იყო, როცა საერთო შე-
თანხმებით ორივე დავშორდით რეალვისცერისტებს. ბარსე-
ლონაში ჟურნალი გამოვეცით, ძალიან მცირე თანხით და ნუ-
ლოვანი დისტრიბუციით. იმ ჟურნალში გამოქვეყნებულ წე-
რილში ვამბობდით, რომ ვისცერულ რეალიზმზე წარმოდგენა
გვქონდა დაკარგული. არაფერი არ გაგვიკრიტიკებია, არც
ჩვენი მეგობრები გაგვილანძღავს, უბრალოდ, დავწერეთ,
რომ ჯგუფის წევრები აღარ ვიყავით. სინამდვილეში, აღარაფ-
რისთვის გვცხელოდა, რადგან ვცდილობდით, შიმშილით არ
დავხოცილიყავით.
396 მკითხველთა ლიგა
მერი უოტსონი, საზერლენდის მოედანი, ლონდონი, 1978
წლის მაისი. 1977 წლის ზაფხულში პარიზში გავემგზავრე,
ჩემს მეგობარ ჰიუ მარქსთან ერთად. მაშინ ოქსფორდში ლი-
ტერატურას ვსწავლობდი და სტუდენტური სტიპენდიის მცირე
თანხით ვცხოვრობდი. ჰიუს სოციალური დახმარება ჰქონდა.
საყვარლები არ ვიყავით, მარტო მეგობრები, ნამდვილი მიზე-
ზი იმისა, რომ იმ ზაფხულს ლონდონიდან პარიზში ერთად გა-
ვემგზავრეთ, ის იყო, რომ ორივეს ცალ-ცალკე სასიყვარულო
ურთიერთობების გამო ნერვიულობა მოგვიწია და კიდევ
რწმენა, რომ ჩვენ შორის რამე სხვა ურთიერთობის გაჩენა
წარმოუდგენელი იყო. ჰიუ საზიზღარმა შოტლანდიელმა გო-
გომ მიატოვა, მე – ერთმა ბიჭმა უნივერსიტეტიდან, რომელიც
გამუდმებით სხვა გოგოებს დასტრიალებდა, მე კი, როგორც
მაშინ მეგონა, სიგიჟემდე მიყვარდა.
პარიზში ფული გაგვითავდა, მაგრამ მოგზაურობის სურვი-
ლი ჯერ ამოწურული არ გვქონდა. ამიტომ, როგორც შევძე-
ლით, ქალაქიდან ისე გავედით და სამხრეთისკენ გზას ავტოს-
ტოპით დავადექით. ორლეანთან ახლოს „ფოლკსვაგენის“
ფურგონიანმა მანქანამ აგვიყვანა. მძღოლი გერმანელი იყო
და ჰანსი ერქვა. ჩვენსავით ისიც სამხრეთისკენ მიდიოდა სა-
მოგზაუროდ თავის ცოლთან ერთად, ცოლი ფრანგი ჰყავდა,
სახელად მონიკი. თან შვილიც ახლდათ, სულ პატარა. ჰანსს
გრძელი თმა ჰქონდა და ფაფუკი წვერი, როგორც რასპუტინს
ფოტოებზე, მაგრამ ქერა, და მსოფლიოს გარშემო მოგზაუ-
რობდა.
ცოტა ხანში სტივი ავიყვანეთ, რომელიც ლესტერიდან იყო
და იქ საბავშვო ბაღში მუშაობდა. რამდენიმე კილომეტრის
შემდეგ ჯონმა გაგვაჩერა. ჯონი ლონდონში ცხოვრობდა და
397 მკითხველთა ლიგა
ჰიუსავით უმუშევარი იყო. ფურგონიან მანქანაში ყველანი
თავისუფლად მოვთავსდით, ის კი არა, ეს მაშინვე შევამჩნიე,
ჰანსს სიამოვნებდა ხალხთან ერთად მგზავრობა. გვესაუბრე-
ბოდა და თავის ამბებს გვიყვებოდა. მონიკი, პირიქით, ამდენ
უცხო ხალხში თავს უსიამოდ გრძნობდა, მაგრამ ქმრის გა-
დაწყვეტილებას წინააღმდეგობას არ უწევდა და თან ბავშვი
ჰყავდა მისახედი.
სანამ კარკასონამდე მივაღწევდით, ცოტა ხნით ადრე ჰან-
სმა გვითხრა, რუსიიონში რაღაც საქმე მაქვს და თუ თქვენც
გინდათ, ყველას კარგ სამუშაოს გიშოვითო. მე და ჰიუს ეს აზ-
რი ფანტასტიკურად მოგვეჩვენა და მაშინვე დავთანხმდით.
სტივმა და ჯონმა გამოკითხვა დაუწყეს, რა სამუშაოაო. ჰანსმა
გვითხრა, მონიკის ბიძას ვენახები აქვს და ყურძნის კრეფაში
დამხმარეები სჭირდება, როცა საქმეს მოვრჩებით, შეგვიძ-
ლია, მოგზაურობა მშვიდად გავაგრძელოთ, რადგან მიღებუ-
ლი გასამრჯელოთი საფულე ბლომად ფრანკებით გაგვევსება
და თანაც, მუშაობის პერიოდში საჭმელი და თავზე ჭერი უფა-
სო გვექნებაო. ლაპარაკი დაასრულა თუ არა, ყველა იმ აზრზე
ვიყავით, რომ კარგი შემოთავაზება იყო. ამიტომ, ჰანსმა მთა-
ვარი ტრასიდან გადაუხვია და მოუკირწყლავი გზებით პატარ-
პატარა სოფლებისკენ აიღო გეზი. ყველა სოფელი ირგვლივ
ვენახებით იყო გარშემორტყმული. ასე ვიარეთ კარგა ხანს და
ჰიუმ ის გზები ლაბირინთს მიამსგავსა. არავისთვის მითქვამს,
მაგრამ სხვა გარემოებაში საშინლად შემაშინებდა იმ გზებით
სიარული, ჩემ გვერდით ჰიუ, სტივი და ჯონი რომ არ ყოფი-
ლიყვნენ, არაფრით მარტო არ წავიდოდი. საბედნიეროდ,
მარტო არ ვიყავი. მეგობრები მახლდნენ. ჰიუ საერთოდ ძმა-
სავით მყავდა. სტივი პირველი შეხედვისთანავე სიმპათიუ-
რად მომეჩვენა. ჯონი და ჰანსი სხვა საქმე იყო. ჯონი რაღა-
398 მკითხველთა ლიგა
ცით ზომბის მაგონებდა და საშინლად არ მომწონდა. ჰანსს
რაც შეეხება, ნამდვილი, მამაკაცური ძალის გამოხატულება
იყო, მეგალომანი, მაგრამ, სამაგიეროდ, მისი იმედი შეიძლე-
ბოდა მქონოდა, ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე ვთვლიდი.
მონიკის ბიძასთან რომ მივედით, გაირკვა, რომ სამუშაო
ერთ თვეზე ადრე არ დაიწყებოდა. ჰანსმა თავის ფურგონიან
მანქანაში შეგვკრიბა, ალბათ ღამის თორმეტი საათი იქნებო-
და, და საქმის ვითარება აგვიხსნა. კარგი ამბავი არ არის,
მაგრამ გამოსავალიც ნაპოვნი მაქვსო, გვითხრა. არ დავიშა-
ლოთ, ესპანეთში წავიდეთ, იქ ფორთოხლის კრეფაში მივი-
ღოთ მონაწილეობა. თუ ეს არ გვაწყობს, მაშინ, დავიცადოთ,
მაგრამ ესპანეთში ყველაფერი უფრო იაფიაო. ვუთხარით,
ფული არ გვაქვს, საჭმლისთვის სულ ცოტაღა დაგვრჩა, ერთ
თვეზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, სულ დიდი სამი დღე თუ გავ-
ძლოთო. მაშინ, ჰანსმა დაგვაიმედა, ფულზე არ იდარდოთ,
სანამ მუშაობა დაიწყება, ყველა ხარჯს ჩემს თავზე ვიღებო.
რის სანაცვლოდო, ჰკითხა ჯონმა, მაგრამ ჰანსს არ უპასუხია.
ხანდახან ასე იქცეოდა, თავს ისე დაიჭერდა, თითქოს ინგლი-
სური არ ესმოდა. დანარჩენებს ეს წინადადება ციდან ჩამო-
ვარდნილ წყალობად მოგვეჩვენა და ჩვენი თანხმობა მაშინვე
გამოვუცხადეთ. აგვისტოს პირველი დღეები იყო და ინგლის-
ში დაბრუნება არავის გვეჩქარებოდა.
ის ღამე მონიკის ბიძის ცარიელ სახლში გავათიეთ (სო-
ფელში ოცდაათ სახლზე მეტი არ იყო და როგორც ჰანსმა
გვითხრა, იმ სახლების ნახევარი მონიკის ბიძას ეკუთვნოდა).
მეორე დილით პირდაპირ სამხრეთისკენ გავეშურეთ. სანამ
პერპინიანში ჩავიდოდით, ავტოსტოპით კიდევ ერთი მოგზაუ-
რი დაგვემგზავრა. ქერა გოგო იყო, ცოტა მსუქანი, ერიკა ერ-
ქვა, პარიზიდან. რამდენიმე წუთის საუბრის შემდეგ ერიკამ
399 მკითხველთა ლიგა
გადაწყვიტა, ჩვენს ჯგუფს შემოერთებოდა, ან ჩვენთან ერთად
წამოსულიყო ვალენსიაში, ერთი თვე თვითონაც ფორთოხა-
ლი ეკრიფა, მერე კი უკან დაბრუნებულიყო, ამ მივიწყებულ
ადგილას, რუსიიონში და ყურძნის კრეფაში დაგვხმარებოდა.
არც იმას გადასდიოდა ფული თავზე ჩვენსავით, ამიტომ მისი
შენახვაც გერმანელმა აიღო თავის თავზე. ერიკას ჩაჯდომის
შემდეგ ფურგონი უკვე სავსე იყო და ჰანსმა გამოგვიცხადა,
მეტს ვეღარავის ავიყვანო.
მთელი დღე სამხრეთისკენ მივდიოდით. მხიარული ჯგუფი
გვქონდა, მაგრამ ამდენი ხნის მგზავრობის შემდეგ ყველას
შხაპი, ცხელი სადილი და ცხრა-ათი საათის ძილი გვენატრე-
ბოდა. ერთადერთი, ვინც თავდაპირველ ხალისსა და ენერგი-
ას ინარჩუნებდა, ჰანსი იყო. მთელი გზა არ გაჩუმებულა და
ერთ ამბავს რომ დაასრულებდა, მაშინვე მეორეზე გადადი-
ოდა. ის ამბები მას, ან მის ნაცნობებს გადახდენოდათ. ფურ-
გონში ყველაზე ცუდი ადგილი მძღოლის, ანუ ჰანსის გვერდი-
თა სავარძელი იყო. ყველანაირად ვცდილობდით იქ დაჯდო-
მისთვის თავი აგვერიდებინა. როდესაც ჩემი რიგი დადგა,
ბერლინზე დავიწყეთ ლაპარაკი, სადაც თვრამეტი-ცხრამეტი
წლის ასაკში მომიწია ცხოვრება. იმ ჯგუფში მარტო მე ვიყავი
ერთადერთი, ვისაც გერმანულისა რამე გაეგებოდა, ჰანსმა
ამით ისარგებლა და ჩემთან თავის მშობლიურ ენაზე ალაპა-
რაკდა. მაგრამ, გერმანულ ლიტერატურაზე არ გვისაუბრია.
არადა, ეს თემა ჩემთვის სასიამოვნო იქნებოდა. სამაგი-
ეროდ, ვისაუბრეთ პოლიტიკაზე, რაც ყოველთვის მომაბეზ-
რებლად მეჩვენება.
საზღვარი რომ გადავკვეთეთ, ჩემი ადგილი სტივმა დაიკა-
ვა და მე ფურგონის ყველაზე შორეულ სავარძელზე მოვთავ-
სდი, სადაც პატარა უდოს ეძინა, მაგრამ, იქაც ისმოდა, რო-
400 მკითხველთა ლიგა
გორ ლაქლაქებდა ჰანსი და როგორ გვიზიარებდა სამყაროს
შეცვლის საკუთარ გეგმას. ასე თავაზიანად, მგონი, არცერთი
უცხო ადამიანი არ მომქცევია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ასე
ცუდად არც ერთი უცხო ადამიანის მიმართ არ განვწყობილ-
ვარ.
ჰანსი აუტანელი იყო და თან ცუდი მძღოლი. რამდენჯერმე
დავიკარგეთ კიდეც. მთებში რამდენიმე საათს ვიხეტიალეთ,
რადგან ვერ ხვდებოდა, მანქანა როგორ მოეტრიალებინა,
რომ ბარსელონაში ჩავსულიყავით. როგორც იქნა, ქალაქში
ჩავაღწიეთ, მაგრამ ჩავაღწიეთ თუ არა, ჰანსმა აიტეხა, წამო-
დით „საგრადა ფამილია“ ვნახოთო. იმ დროისთვის ყველას
გვშიოდა და სულ არ გვქონდა ტაძრების ნახვის თავი, რა-
ოდენ ლამაზებიც გინდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენს ჯგუფში
ბრძანებებს ჰანსი იძლეოდა. ვინ მოთვლის, ქალაქს წრე რამ-
დენჯერ დავარტყით, სანამ „საგრადა ფამილიას“ მივადგებო-
დით. ყველას მოგვეწონა (ჯონის გარდა, რომელიც თითქმის
ყველანაირი ხელოვნების მიმართ უგრძნობი იყო), თუმცა, რა
თქმა უნდა, გვერჩივნა, კარგ რესტორანში შევსულიყავით და
რამე გვეჭამა. მაგრამ, ჰანსმა გამოგვიცხადა, ესპანეთში
რადგან ვართ, ყველაზე ჭკვიანური იქნება, თუ ხილს შევჭამ-
თო. იქვე, მოედანზე, ძელსკამებზე დამსხდრები დაგვტოვა,
„საგრადა ფამილიას“ წინ, და ცოლ-შვილთან ერთად ხილის
მაღაზიის საძებნელად გაეშურა. ნახევარი საათი გავიდა, ისი-
ნი კი არსად ჩანდნენ. ვისხედით და ბარსელონის ვარდისფერ
დაისს შევყურებდით. ჰიუმ თქვა, ადვილი შესაძლებელია, სა-
ერთოდ მიგვატოვაო და ისიც დაამატა, სწორედ ეკლესიასთან
ვართ, და ობლებს რომ ტოვებდნენ ეკლესიასთან, ჩვენც სწო-
რედ ასე დაგვტოვაო. ჯონმა (რომელიც იშვიათად ლაპარა-
კობდა, მაგრამ ხმას ამოიღებდა თუ არა, ძირითადად, სისუ-
401 მკითხველთა ლიგა
ლელეებს ამბობდა,) უთხრა, ადვილი შესაძლებელია, ახლა
ჰანსი და მონიკი რომელიმე კარგ რესტორანში სხედან და
ცხელ საჭმელს შეექცევიანო. მე და სტივს არაფერი გვით-
ქვამს, მაგრამ ყველამ ამ შესაძლებლობაზე დავიწყეთ ფიქრი
და მოგვეჩვენა, რომ ჯონის აზრი სიმართლესთან ყველაზე ახ-
ლოს იდგა.
ნაცნობი ფურგონი გვიან გამოჩნდა, ასე, საღამოს ცხრა სა-
ათზე, როდესაც უკვე სასოწარკვეთილებაში ვიყავით ჩავარ-
დნილები. ჰანსმა და მონიკმა თითოს თითო ვაშლი, თითო ბა-
ნანი და თითო ფორთოხალი დაგვირიგეს. მერე ჰანსმა გვით-
ხრა, რამდენიმე ადგილობრივ მცხოვრებს დაველაპარაკე და
ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუ ვალენსიისკენ მგზავრობას
დროებით შევაჩერებთო. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ასე
თქვა, ბარსელონის შემოგარენში კემპინგებია, რომლებსაც
საკმაოდ კარგი ფასი აქვს. ისეთი თანხაა, რომ შეგვიძლია,
რამდენიმე დღით დავრჩეთ, ვიბანაოთ და მზეზე გავირუჯო-
თო. უსიტყვოდ დავთანხმდით და შევეხვეწეთ, ახლავე წავი-
დეთო. მახსოვს, მონიკს მაშინ სიტყვაც არ დაუძრავს.
კიდევ სამი საათი დავკარგეთ, სანამ ქალაქიდან გასას-
ვლელ გზას ვიპოვიდით. ამასობაში, ჰანსმა გვიამბო, რა და-
ემართა, როდესაც სამხედრო სამსახურს ლუნებურგთან ახ-
ლოს გადიოდა. ერთხელ ტანკის მართვის დროს დაკარგულა
და უფროსობას კინაღამ სამხედრო ტრიბუნალით გაუსამარ-
თლებია. ტანკის მართვა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე
ფურგონის ტარება, ბიჭებო, დამიჯერეთო, ამბობდა.
ბოლოს, როგორც იქნა, ქალაქიდან გავაღწიეთ და ოთ-
ხრიგა ტრასაზე გავედით. კემპინგები ზუსტად ამ ზონაშიაო,
გვითხრა ჰანსმა, გამაფრთხილეთ, როგორც კი დაინახავთო.
ტრასაზე გარე განათება არ არსებობდა, ერთადერთი, რასაც
402 მკითხველთა ლიგა
ორივე მხარეს ვხედავდით, ფაბრიკები, ტრიალი მინდვრები
და მათ უკან რამდენიმე უზარმაზარი, ოდნავ განათებული შე-
ნობა იყო. ის შენობები ძალიან დიდი ხნისას ჰგავდა და ისეთ
შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს იქ შემთხვევით აუგიათო.
თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ ტყეში შევედით და პირველი კემ-
პინგი დავინახეთ.
მაგრამ ჰანსს არც ერთი არ მოსწონდა, როგორც ჩანს, გა-
დასახადი ეძვირებოდა, კემპინგის ქირა ხომ მას უნდა გადაე-
ხადა. ამიტომ, ტყეში უფრო ღრმად შევედით და ისე განვაგ-
რძეთ გზა, სანამ ფიჭვების ტოტებს შორის ერთადერთი ცის-
ფერი ვარსკვლავით განათებული წარწერა არ შევნიშნეთ. არ
მახსოვს, რომელი საათი იყო, მარტო ის ვიცი, რომ ძალიან
გვიანი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ყველას გვეღვი-
ძა, მათ შორის პატარა უდოსაც. ჰანსმა სვლა შეაჩერა, რად-
გან წინ ხარიხა დაგვიხვდა – კემპინგის ტერიტორიაზე უცხო
მანქანით შესვლა აკრძალული იყო. მერე ვიღაც ტიპი თუ ვი-
ღაცის ჩრდილი დავინახეთ, რომელმაც ხარიხა ასწია. ჰანსი
ფურგონიდან გადმოვიდა და კემპინგის შესასვლელში შეჰყვა
იმ ჩრდილს, ვინც გზა გაგვითავისუფლა. ცოტა ხნის შემდეგ
დაბრუნდა და მძღოლის სარკმლიდან დაგველაპარაკა. გვაც-
ნობა, კემპინგი კარვებს არ აქირავებსო. სწრაფად დავიწყეთ
ანგარიში. ერიკას, სტივსა და ჯონს კარვები არ ჰქონდათ. მე
და ჰიუს – კი. გადავწყვიტეთ, რომ მე და ერიკა ერთ კარავში
დავიძინებდით, სტივი, ჯონი და ჰიუ კი მეორეში. ჰანსი, მონი-
კი და ბავშვი მანქანაში გაათევდნენ ღამეს. მერე, ჰანსი ისევ
ოფისში შებრუნდა, რაღაც ქაღალდებს მოაწერა ხელი და სა-
ჭესთან დაჯდა. ის ტიპი, შესასვლელი რომ გაგვიღო, ძალიან
პატარა ველოსიპედს მოახტა და ძველი, დაფხავებული ფურ-
გონებით შემოსაზღვრული გზით კემპინგის ერთ კუთხემდე
403 მკითხველთა ლიგა
მიგვიყვანა. ისეთი დაღლილები ვიყავით, რომ შხაპის მიღე-
ბის თავიც არ გვქონდა. მაშინვე დავიძინეთ.
მეორე დღე სანაპიროზე გავატარეთ, საღამოს კი ვახშმის
შემდეგ კემპინგის ბარის ტერასაზე დასალევად დავსხედით.
მე რომ მივედი, ჰიუ და სტივი ღამის დარაჯს ელაპარაკებოდ-
ნენ. ის ღამის დარაჯი გამოდგა, უკვე ნანახი რომ გვყავდა. მე
მონიკსა და ერიკასთან დავჯექი და გარემოს თვალიერებას
შევუდექი. ბარი, კემპინგის ერთგული ანარეკლი, თითქმის
ცარიელი იყო. შუა ტერასაზე, ცემენტდასხმულ იატაკში სამი
უზარმაზარი ფიჭვი იდგა. ზოგ ადგილებში ფესვები ცემენტის
ძირს ისე სწევდნენ, თითქოს ხალიჩა ყოფილიყო. რამდენიმე
წუთით იმაზეც კი დავფიქრდი, აქ რა მინდოდა-მეთქი. მომეჩ-
ვენა, რომ არაფერს აზრი არ ჰქონდა. საღამოს სტივმა და ღა-
მის დარაჯმა ლექსების კითხვა დაიწყეს. საიდან დააძრო
სტივმა ის ლექსები, გაურკვეველია. მერე გერმანელები შე-
მოგვიერთდნენ, (შემოგვთავაზეს გავისეირნოთო) და ერთ-
ერთმა იხვ დონალდს არაჩვეულებრივად გააჯავრა. მახსოვს,
ლამის ღამე იყო, როცა დავინახე, ჰანსი ღამის დარაჯს რო-
გორ ეკამათებოდა. ესპანურად ელაპარაკებოდა და თვალ-
დათვალ ემატებოდა მღელვარება. ერთხანს მათ ვუყურებდი.
რაღაც მომენტში მომეჩვენა, რომ ჰანსი სადაცაა ატირდებო-
და. დარაჯი კი პირიქით, დამშვიდებული ჩანდა, ყოველ შემ-
თხვევაში, ხელებს არ იქნევდა და არც მეტისმეტად აჟიტირე-
ბულს ჰგავდა.
მეორე დღეს წინა ღამის სმისგან ჯერ გამოფხიზლებული
არ ვიყავი, როდესაც ბანაობისას ისევ დავინახე ის ღამის და-
რაჯი. სანაპიროზე მის გარდა, არავინ ჩანდა. სილაზე იჯდა
ჩაცმული და გაზეთს კითხულობდა. წყლიდან რომ გამოვედი,
მივესალმე. მან თავი ასწია და სალამი დამიბრუნა. ძალიან
404 მკითხველთა ლიგა
ფერმკრთალი იყო და თმა გაბურძგნილი ჰქონდა, თითქოს
ეს-ესაა გაიღვიძაო. იმ საღამოს საქმე არაფერი გვქონდა და
ისევ კემპინგის ბარში შევიკრიბეთ. ჯონი დასაკრავ აპარატზე
სიმღერების შერჩევას შეუდგა. ერიკა და სტივი ცალკე მდგარ
მაგიდასთან მარტონი ისხდნენ. წინა ღამის გერმანელები ტე-
რასაზე აღარ იყვნენ და ბარში მარტო ჩვენ ვისხედით. მოგ-
ვიანებით ის დარაჯიც მოვიდა. დილის ოთხ საათზე ბარში
ვრჩებოდით მე, ჰიუ და დარაჯი. მერე, ჰიუ წავიდა, მე და და-
რაჯი კი ერთად წავედით დასაძინებლად.
ჯიხური, სადაც დარაჯი ღამეებს ატარებდა, ისეთი პატარა
იყო, რომ შიგ ერთი ადამიანი, თუკი ბავშვი არ იყო ან ჯუჯა,
წესიერად ვერ დაეტეოდა. შევეცადეთ, დაჩოქილებს გვეჟიმა-
ვა, მაგრამ ძალიან მოუხერხებელი აღმოჩნდა. მაშინ, სკამზე
დავსხედით და ისე ვცადეთ. ბოლოს, იმით დავამთავრეთ,
რომ გავიცინეთ, რადგან არაფერი გამოგვივიდა. რომ ირიჟ-
რაჟა, ჩემს კარვამდე მიმაცილა და მერე წავიდა. ვკითხე, სად
ცხოვრობ-მეთქი. ბარსელონაშიო, მიპასუხა. ბარსელონაში
ერთად უნდა წავიდეთ-მეთქი, ვუთხარი.
მომდევნო დღეს დარაჯი კემპინგზე ძალიან ადრე მოვიდა,
ბევრად ადრე, ვიდრე მისი ცვლა იწყებოდა და სანაპიროზე
ერთად ვისხედით. მერე ავდექით და კასტელდეფელსში გავი-
სეირნეთ. საღამოს, ყველანი ისევ ბარის ტერასაზე შევიკრი-
ბეთ, თუმცა ბარი იმ ღამით ადრე დაიკეტა, ასე, ათ საათამდე.
ომიდან გამოქცეულებს ვგავდით. ჰანსი ფურგონით გაეშურა
პურის საყიდლად, მონიკმა მერე იმ მოტანილი პურებით ყვე-
ლას ბუტერბროდები მოგვიმზადა. ლუდი ბარში მანამ ვიყი-
დეთ, სანამ დაიკეტებოდა. ჰანსმა ყველანი თავის მაგიდას-
თან შეგვკრიბა და გამოგვიცხადა, რომ ორ-სამ დღეში ვა-
ლენსიაში გავემგზავრებოდით. რაც შემიძლია, ჯგუფისთვის
405 მკითხველთა ლიგა
ყველაფერს ვაკეთებო, გვითხრა. ეს კემპინგი მოკვდაო, და-
ამატა, თან ღამის დარაჯს თვალი თვალში გაუყარა. ღამე იყო,
მუსიკალური აპარატი არ გვქონდა, ასე რომ, ჰანსმა და მო-
ნიკმა კასეტიანი რადიოლა მოიტანეს და ერთხანს მათ საყვა-
რელ მუსიკას ვუსმენდით. მერე ჰანსი და დარაჯი რაღაც კა-
მათში აჰყვნენ ერთმანეთს. ესპანურად ლაპარაკობდნენ, მაგ-
რამ დროდადრო ჰანსი თავის ნათქვამს გერმანულად მითარ-
გმნიდა და თან კომენტარებს ამატებდა სამყაროს იმ აღქმაზე,
დარაჯი რომ გამოთქვამდა, ის საუბარი მოსაწყენად მომეჩვე-
ნა და მარტონი დავტოვე. თუმცა, გულმა არ მომითმინა და
როდესაც ჰიუსთან ვცეკვავდი, მათკენ გავიხედე. ჰანსი, რო-
გორც წინა ღამით, ტირილის პირას იყო.
როგორ ფიქრობ, რაზე ლაპარაკობენ-მეთქი, ვკითხე ჰიუს.
რა თქმა უნდა, სისულელეებზეო, მიპასუხა. იმათ ერთმანეთი
სძულთო, დაამატა. რამდენიმე დღეა, გაიცნეს ერთმანეთი,
შეძულებას როდისღა მოასწრებდნენ-მეთქი, მივუგე, მაგრამ
მოგვიანებით იმაზე დავიწყე ფიქრი, რაც ჰიუმ მითხრა და და-
ვასკვენი, რომ მართალი იყო.
მეორე დილით, ცხრა საათამდე, დარაჯმა კარავში მომა-
კითხა და მატარებლით კასტელდეფელსიდან სიტჟესში გა-
ვემგზავრეთ. მთელი დღე იქ გავატარეთ. სანამ ყველიან სენ-
დვიჩებს შევექცეოდით ზღვის სანაპიროზე, ვუთხარი, შარშან
გრემ გრინს წერილი მივწერე-მეთქი. გაოცებული მომეჩვენა.
რატომ გრემ გრინსო, მკითხა. მომწონს-მეთქი, ვუპასუხე. ვე-
რასოდეს წარმოვიდგენდი, ჯერ კიდევ უამრავი რამ მაქვს სას-
წავლიო, აღნიშნა. გრემ გრინი არ მოგწონს-მეთქი? ვკითხე.
მისი დიდი არაფერი წამიკითხავსო, მიპასუხა. წერილში რას
წერდიო? ოქსფორდში ჩემს ცხოვრებაზე ვუყვებოდი-მეთქი.
რომანი ბევრი არ წამიკითხავს, მაგრამ ლექსები ბლომად
406 მკითხველთა ლიგა
მაქვს წაკითხულიო. მერე მკითხა, გრემ გრინმა წერილზე თუ
გიპასუხაო. ჰო, მოკლე, მაგრამ კარგი წერილი მომწერა-მეთ-
ქი. აქ, სიტჟესში ჩემი თანამემამულე მწერალი ცხოვრობსო,
მითხრა დარაჯმა, შემთხვევა რომ მომეცემა, უნდა ვინახუ-
ლოო. ვინ მწერალია-მეთქი, ვკითხე, თუმცა, შემეძლო თავიც
შემეკავებინა ასეთი კითხვისგან, რადგან ლათინური ამერი-
კის არც ერთი მწერალი წაკითხული არ მქონდა. დარაჯმა რა-
ღაც გვარი კი დამისახელა, მაგრამ დამავიწყდა და მერე ისიც
დაამატა, რომ მისმა მწერალმაც გრემ გრინივით მასთან თავი
კარგად გამოიჩინა. შენ რატომ მიაკითხე-მეთქი, დავინტე-
რესდი. არ ვიცი, სინამდვილეში სათქმელიც არაფერი მქონ-
და და როდესაც ვესტუმრე, ძლივს ამოვღერღე რამდენიმე
სიტყვაო. სულ ჩუმად ხარ, არასოდეს არაფერს ამბობ-მეთქი?
მარტო არ ჩამოვსულვარ, აქ მეგობარი მყავს, ის ლაპარაკობ-
დაო, მიპასუხა. მაგრამ შენ შენს მწერალს არაფერი უთხარი,
არაფერი გიკითხავს-მეთქი? არაო, მიპასუხა, რაღაც დათ-
რგუნული თუ ავადმყოფი ჩანდა, არ მინდოდა შემეწუხებინაო.
ვერ დავიჯერებ, რომ არაფერი ჰკითხე-მეთქი, დავიჟინე. იმან
მკითხაო, მიპასუხა და ცნობისმოყვარეობით შემომხედა. რა
გკითხა-მეთქი, მკითხა, ის ფილმი ხომ არ გაქვს ნანახი, რო-
მელიც მექსიკაში ჩემი რომანის მიხედვით გადაიღესო. მერე,
ნანახი გქონდა-მეთქი? ჰოო, დამეთანხმა დარაჯი, მაგრამ
სრულიად შემთხვევით მქონდა ნანახი და თანაც მომეწონა.
საქმე ის იყო, რომ მისი რომანი არ მქონდა წაკითხული, ამი-
ტომ არ ვიცოდი, ფილმი ტექსტის რამდენად ერთგული იყოო,
მიპასუხა. მერე, რა უთხარი-მეთქი, ვკითხე ისევ. არ მით-
ქვამს, რომ რომანი არ მქონდა წაკითხულიო. ის მაინც ხომ
უთხარი, რომ ფილმი გქონდა ნანახი-მეთქი. შენ როგორ ფიქ-
რობო, მკითხა დარაჯმა. მაშინ წარმოვიდგინე, როგორ იჯდა
407 მკითხველთა ლიგა
იმ მწერლის წინ, რომელსაც გრემ გრინის სახე ჰქონდა და გა-
ვიფიქრე, რომ არაფერს ეტყოდა. არ გითქვამს-მეთქი. ვუთხა-
რიო, მიპასუხა დარაჯმა.
ორი დღის შემდეგ ავიშალეთ და ვალენსიისკენ დავადე-
ქით გზას. როდესაც დარაჯს ვემშვიდობებოდი, ჩავთვალე,
რომ უკანასკნელად ვხედავდი. გზაში, ჩემი რიგი რომ მოვი-
და, ჰანსს გვერდით დავუჯექი და ვკითხე, იმ დარაჯს რაზე ეკა-
მათებოდი. არ მოგწონდა, არა? რატომ არ მოგწონდა-მეთქი.
ერთხანს ხმა არ ამოუღია, რაც მისგან სრულიად უჩვეულო
იყო. იმ პასუხზე ფიქრობდა, რომელიც ჩემთვის უნდა გაეცა.
მერე უბრალოდ მითხრა, არ ვიციო.
ვალენსიაში ერთი კვირა დავყავით, ერთი კუთხიდან მე-
ორეში დავდიოდით, ფურგონში გვეძინა და ფორთოხლის
პლანტაციებში სამუშაოს ვეძებდით, მაგრამ ვერაფერი ვიშო-
ვეთ. პატარა უდო ავად გახდა და საავადმყოფოში წავიყვა-
ნეთ. უბრალოდ გაცივდა და პატარა სიცხე ჰქონდა, მაგრამ იმ
პირობების გამო, რომელშიც ვცხოვრობდით, მდგომარეობა
გაურთულდა. ამან მონიკს ხასიათი გაუფუჭა და პირველად
ვნახე, ჰანსზე როგორ გაბრაზდა. ერთ საღამოს მოვილაპარა-
კეთ, ფურგონი დაგვეტოვებინა და ჰანსისა და მისი ოჯახის-
თვის თავი დაგვენებებინა, დაე, მშვიდად ეცხოვრათ. მაგრამ,
როდესაც ჩვენი გადაწყვეტილება ჰანსს გავანდეთ, გვიპასუ-
ხა, არ დავუშვებ, რომ გზა მარტოებმა გააგრძელოთო. მივ-
ხვდით, რომ მართალი იყო. როგორც ყოველთვის, პრობლე-
მას ისევ ფული გვიქმნიდა.
კასტელდეფელსში რომ დავბრუნდით, თავსხმა წვიმა მო-
დიოდა და კემპინგი დატბორილი დაგვხვდა. ღამის თორმეტი
საათი იყო. დარაჯმა ფურგონი იცნო და ჩვენს მისაღებად გა-
მოეშურა. მე ერთ-ერთ უკანა სავარძელზე ვიჯექი და კარგად
408 მკითხველთა ლიგა
დავინახე, როგორ გაფაციცებით იყურებოდა ფურგონში, რო-
გორ მეძებდა, მერე როგორ ეკითხებოდა ჰანსს, მარი სად
არისო. მერე თქვა, კარვების გაშლის უფლება რომ მოგცეთ,
წყალი წაიღებსო, ამიტომ, რაღაც ხისა და ქვის ქოხისმაგვარ-
ში შეგვიძღვა, კემპინგის მეორე ბოლოში. ქაოსურად აგებუ-
ლი ქოხი იყო. შიგ, სულ ცოტა, რვა ოთახი იქნებოდა. ღამე იქ
გავათენეთ. ჰანსი და მონიკი, ფულის ეკონომიის მიზნით,
ფურგონში დაბრუნდნენ დასაძინებლად. ქოხში ელექტროგა-
ნათება არ იყო და დარაჯი ინვენტარის შესანახ საწყობში სან-
თლების ძებნას შეუდგა. რადგან ვერ იპოვა, იძულებული გავ-
ხდით, იქაურობა სანთებელებით გაგვენათებინა. მეორე დი-
ლით, დარაჯი ვიღაც კაცთან ერთად მოვიდა. იმ კაცს თეთრი,
დატალღული თმა ჰქონდა, ორმოცდაათიოდე წლისა იქნებო-
და. ახალმოსული მოგვესალმა და დარაჯს დაუწყო ლაპარა-
კი. მერე დარაჯმა გვითხრა, რომ ის კაცი კემპინგის მეპატრო-
ნე იყო და ნებას გვრთავდა, ერთი კვირით უფასოდ დავრჩენი-
ლიყავით.
მოგვიანებით ჩვენი ფურგონი გამოჩნდა. მანქანა მონიკს
მოჰყავდა, უკანა სავარძლებზე უდო ეწვინა. ვუთხარით, კარ-
გად ვართ და თან შეგიძლიათ თქვენც ქოხში გადმოხვიდეთ,
რადგან უფასოდ გვტოვებენ და ადგილები ყველას გვეყო-
ფაო, მაგრამ მონიკმა გვითხრა, ჰანსი ტელეფონით ბიძაჩემს
ელაპარაკა საფრანგეთში და უკეთესი იქნება, თუ ყველანი
ახლავე იქით გავემგზავრებითო. ვკითხეთ, ჰანსი ახლა სად
არისო და ბარსელონაში რაღაც საქმეებზე წავიდაო, გვიპასუ-
ხა.
კემპინგში კიდევ ერთი ღამით დავრჩით. მომდევნო დი-
ლით ჰანსი გამოჩნდა და მოგვახარა, ყველაფერი მოგვარე-
ბულიაო. სანამ ყურძნის კრეფას შევუდგებოდით, სანამ
409 მკითხველთა ლიგა
რთველის დრო დადგებოდა, შეგვეძლო, მონიკის ბიძის რო-
მელიმე სახლში გვეცხოვრა, არაფერი გვეკეთებინა და მზეს
მივფიცხებოდით. მერე მე, ჰიუ და სტივი ცალკე გაგვიყვანა და
გვითხრა, არ მინდა, რომ ჯონი იყოს ჩვენს ჯგუფშიო. დეგენე-
რატიაო, ასე თქვა. ჩემდა გასაკვირად, ჰიუ და სტივიც და-
ეთანხმნენ. ვუთხარი, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ჩემთვის
სულ ერთია, ჯონი ჩვენთან ერთად იქნება თუ არა, მაგრამ ვინ
ეტყვის-მეთქი. ყველანი ერთად ვეტყვითო, თქვა ჰანსმა, რო-
გორც წესი და რიგიაო. ეს უკვე მეტისმეტად მომეჩვენა და გა-
დავწყვიტე, ამაში მონაწილეობა არ მიმეღო. სანამ წავიდოდ-
ნენ, შევთანხმდით, რომ რამდენიმე დღეს ბარსელონაში დავ-
რჩებოდი, დარაჯის სახლში და მათ კვირის ბოლოს შევუერ-
თდებოდი.
ჰანსს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, მაგრამ წასვლის
წინ მითხრა, განსაკუთრებით ფრთხილად იყავი, ეგ ცუდი ტი-
პიაო. ეს სიტყვები რამდენჯერმე გამიმეორა. რას გულის-
ხმობ-მეთქი, გამიკვირდა. ყველაფერსო, მიპასუხა. მეორე
დღეს ბარსელონაში გავემგზავრე. დარაჯი უზარმაზარ ბინაში
ცხოვრობდა გრან ვიაზე, დედასთან და დედამისის მეგობარ
კაცთან ერთად, რომელიც მასზე ასე, ოცი წლით უმცროსი იქ-
ნებოდა. სახლში მარტო განაპირა ოთახები იყო დასახლებუ-
ლი. იმ ოთახში, რომელიც პატიოში გადიოდა, დედა და მისი
საყვარელი ცხოვრობდნენ. ქუჩის მხარე, რომლის აივანიც
გრან ვიაზე გადადიოდა, დარაჯს ეკავა. შუაში, სულ ცოტა, ექ-
ვსი თავისუფალი ოთახი მაინც იქნებოდა სადაც მტვერსა და
აბლაბუდებს შორის იმ სახლის ძველ მცხოვრებთა არსებო-
ბის კვალი ისევ გაირჩეოდა. ერთ-ერთ ასეთ ოთახში ორი ღა-
მით ჯონიც დარჩა. დარაჯმა მკითხა, ჯონი დანარჩენებთან ერ-

410 მკითხველთა ლიგა


თად რატომ არ წავიდაო, და როდესაც მიზეზი ვუთხარი, ჩა-
ფიქრდა და მეორე დილით სახლში ჯონთან ერთად მოვიდა.
მერე ჯონი მატარებელში ჩაჯდა და ინგლისში გაემგზავრა.
დარაჯმა მარტო შაბათ-კვირას დაიწყო მუშაობა, რომ უფრო
მეტი დრო დაგვრჩენოდა ერთად გასატარებლად. ძალიან
ლამაზი დღეები იყო. გვიან ვდგებოდით, უბნის ბარებში ვსა-
უზმობდით, მე ფინჯანი ჩაით, დარაჯი რძიანი ყავით ან კარა-
ხილიოთი, მერე ქალაქში დავეხეტებოდით, სანამ დაღლი-
ლობა ისევ სახლში არ მიგვიყვანდა. რა თქმა უნდა, რაღაც
უხერხულობები მაინც ახლდა იმ დღეებს. პირველ რიგში ის,
რომ არ მომწონდა, დარაჯი თავის ფულს რომ მახარჯავდა.
ერთხელ წიგნის მაღაზიაში შევედით. ვკითხე, რა წიგნი გინ-
და-მეთქი და ვუყიდე. ერთადერთი საჩუქარი იყო, რომელიც
მივუძღვენი. ერთი ესპანელი პოეტის ლექსების ანთოლოგია
ამოირჩია. კარგად მახსოვს იმ პოეტის გვარი, დე ორი იყო.
ბარსელონიდან ათი დღის შემდეგ გავემგზავრე. დარაჯმა
სადგურამდე მიმაცილა, ლონდონში ჩემი ბინის მისამართი
მივეცი და სოფელ როსიიონის მისამართიც, სადაც უნდა მე-
მუშავა, თუკი იქ ჩამოსვლა მოუნდებოდა. თუმცა როდესაც
ერთმანეთს ვემშვიდობებოდით, თითქმის დარწმუნებულ ვი-
ყავი, რომ ვეღარასოდეს ვნახავდი.
დიდი ხნის შემდეგ პირველად ვმგზავრობდი მატარებლით
მარტო. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო. თავს კარგად
ვგრძნობდი. დრო მქონდა, ჩემს ცხოვრებაზე მეფიქრა, ჩემს
პროექტებზე, იმაზე, თუ რა მინდოდა და რა არა. მივხვდი, შე-
მიძლია ვთქვა, მოულოდნელად-მეთქი, რომ მარტოობა აღარ
შემაწუხებდა. პერპინიანში ჩასული ავტობუსში გადავჯექი, იმ
ავტობუსმა გზაგასაყარამდე მიმიყვანა, იქიდან კი ფეხით და-
ვადექი გზას პლანეზესამდე. სავარაუდოდ, ჩემი თანამგზავ-
411 მკითხველთა ლიგა
რები იქ უნდა დამლოდებოდნენ. მანამდე მივედი, სანამ მზე
ჰორიზონტს მიღმა ჩაესვენებოდა. ირგვლივ ვენახებით მოფე-
ნილი გორაკები იყო გადაშლილი და ყველაფერს ხასხასა მო-
ყავისფრო-მომწვანო ფერი ედო. ასეთმა სანახაობამ ხასიათი
კიდევ უფრო გამომიკეთა. თუმცა, პლანეზესში რომ ჩავედი,
ისეთი სახეებით დამხვდნენ, რომ ადამიანს იმედს დაუკარ-
გავდნენ. იმ ღამით ჰიუმ მოკლედ მიამბო ყველაფერი, რაც
ჩემს არყოფნაში მომხდარიყო. ჰანსს სრულიად უმიზეზოდ ეჩ-
ხუბა ერიკასთან და ერთმანეთს აღარ ელაპარაკებოდნენ.
რამდენიმე დღის მანძილზე სტივი და ერიკა იმაზე ბჭობდნენ,
იქიდან როგორ წასულიყვნენ, მაგრამ მერე სტივსაც და ერი-
კასაც ეჩხუბათ და გაქცევის გეგმა დავიწყებას მისცემოდა. ამ
ყველაფერთან ერთად, პატარა უდო ისევ ავად გამხდარიყო
და ამის გამო ჰანსი და მონიკი ლამის ხელჩართულ ბრძოლა-
ზე გადასულიყვნენ. ჰიუს თქმით, მონიკს უნდოდა, ბავშვი
პერპინიანის საავადმყოფოში წაეყვანა, ჰანსი კი გაიძახოდა,
ეგ საავადმყოფოები მორჩენის ნაცვლად ხალხს კიდევ უარე-
სად აავადებენო. მეორე დღეს მონიკს ამდენი ტირილით თვა-
ლები დასიებული ჰქონდა, ან იქნებ ჰანსმა სცემა და იმიტომ.
პატარა უდო, ასე იყო თუ ისე, თავისით განიკურნა, ან იმ ბა-
ლახეულის ნაყენების წყალობით, რომელსაც მამამისი ასმევ-
და. რაც შეეხება თავად ჰიუს, დროის უმეტეს ნაწილს სმაში
ატარებდა, მითუმეტეს, რომ ღვინო უამრავი ჰქონდა და თა-
ნაც უფასოდ.
იმ საღამოს, ვახშმობისას, დაძაბულობა ჩემი თანამგზავ-
რების ურთიერთობაში ვერ შევნიშნე, მეორე დღეს კი, ვინაი-
დან მარტო მე მელოდნენ, რთველი დაიწყო. უმეტესობა
ვკრეფდით. ჰანსი და ჰიუ ეზიდებოდნენ. მონიკი მანქანის სა-
ჭესთან იჯდა და დაკრეფილი ყურძენი მეზობელი სოფლის
412 მკითხველთა ლიგა
კოოპერატივის მარანში მიჰქონდა. თანაც, ჰანსის ჯგუფის
გარდა, ჩვენთან ერთად ესპანელებიც მუშაობდნენ, და კიდევ
ორი ფრანგი გოგო, რომლებსაც, არ დავახანე და დავუმე-
გობრდი.
საქმე დამღლელი იყო და მის ერთადერთი დადებით მხა-
რედ, ალბათ, ის უნდა ჩაითვალოს, რომ დღის განმავლობაში
ჩხუბის სურვილი არავის უჩნდებოდა. თუმცა, კინკლაობის მი-
ზეზი არ აკლდათ. ერთ დღეს ჰიუმ, სტივმა და მე ჰანსს ვუთხა-
რით, რომ სულ ცოტა, კიდევ ორი მუშა იყო საჭირო. ჰანსიც
გვეთანხმებოდა, მაგრამ თან გვეუბნებოდა, შეუძლებელიაო.
როდესაც ვკითხეთ, რატომ არის შეუძლებელიო, გვიპასუხა,
მონიკის ბიძასთან მოლაპარაკებულები ვართ, რომ მარტო
თერთმეტი მუშა იმუშავებს და არც ერთით მეტიო.
საღამოობით, ყურძნის კრეფას მოვრჩებოდით თუ არა,
მდინარეზე ჩავდიოდი საბანაოდ წყალი ცივი იყო, მაგრამ,
მდინარე საკმაოდ ღრმა იმისათვის, რომ გვეცურავა და ეს
ცოტა გვათბობდა. მერე, ვისაპნებოდით, თავს ვიბანდით და
სახლში სავახშმოდ ვბრუნდებოდით. ის სამი ესპანელი სხვა
სახლში ცალკე იყო და თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობდა.
თუმცა, ხანდახან ჩვენთან ერთად სავახშმოდ ვპატიჟებდით.
ორი ფრანგი გოგო მეზობელ სოფელში მიდიოდა დასაძინებ-
ლად (სადაც კოოპერატივი იყო) და ყოველდღე მოტოციკლე-
ტით ბრუნდებოდნენ მათთვის გამოყოფილ ადგილზე. ერთს
მარი-ჟოზეტი ერქვა მეორეს მარი-ფრანსი.
ერთ საღამოს ყველამ ჩვეულებრივზე მეტი დავლიეთ, ჰან-
სმა გვიამბო, დანიელების კომუნაში ვცხოვრობდი, მსოფ-
ლიოში ყველაზე დიდ და კარგად ორგანიზებულ კომუნაშიო.
არ ვიცი, რამდენ ხანს ლაპარაკობდა. ხანდახან აღელდებო-
და. მაგიდაზე მუშტს დაჰკრავდა და ადგილიდან წამოვარდე-
413 მკითხველთა ლიგა
ბოდა კიდეც. ჩვენ კი ვისხედით და ვხედავდით, როგორ ეზ-
რდებოდა სხეული, როგორ იღებდა რაღაც არაბუნებრივ
ფორმებს, კაციჭამიას როგორ ემსგავსებოდა, კაციჭამიას,
რომელსაც მისი გულუხვობისა და ჩვენი უფულობის გამო ვი-
ყავით მიჯაჭვულნი. ერთ ღამით, სანამ ყველას ეძინა, ჰანსისა
და მონიკის საუბარი გავიგონე. საძინებელი ზუსტად ჩემს
თავზე ჰქონდათ და როგორც ჩანს, ფანჯარაც ღია დაეტოვები-
ნათ. ასე იყო თუ ისე, მესმოდა, რასაც ამბობდნენ, ფრანგუ-
ლად ლაპარაკობდნენ. ჰანსი ამბობდა, ატანა აღარ შემიძ-
ლიაო, მარტო ამას იმეორებდა, მეტის ატანა აღარ შემიძლია-
ო. მონიკი კი პასუხობდა, ვიცი, მაგრამ თავს ძალა უნდა და-
ატანოო. დანარჩენი ვერ გავიგე.
როდესაც უკვე სამუშაოს ლამის ვამთავრებდით, პლანე-
ზესში დარაჯი გამოჩნდა და მისი დანახვა ისე გამიხარდა,
რომ ვუთხარი, მიყვარხარ და ფრთხილად იყავი-მეთქი. არ
ვიცი ეს სიტყვა თავში რატომ მომივიდა, მაგრამ, მის სილუ-
ეტს მოვკარი თვალი თუ არა, როგორც კი დავინახე, სოფლის
მთავარ შარაგზაზე როგორ მოაბიჯებდა, ისეთი შეგრძნება
დამეუფლა, თითქოს ყველას რაღაც საფრთხე გველოდა.
ჩემდა გასაოცრად, მანაც მითხრა, მიყვარხარ და შენთან
ერთად მინდა ცხოვრებაო. გახარებული ჩანდა, დაღლილი,
სოფლამდე ავტოსტოპით ჩამოსულიყო. სანამ გვიპოვიდა, ის
მხარე მთლიანად შემოევლო, მაგრამ მაინც ბედნიერი ჩანდა.
იმ დღეს, მახსოვს, ყველანი საბანაოდ ჩავედით მდინარეზე,
ყველანი, ჰანსისა და მონიკის გარდა. გავიხადეთ და წყალში
გადავეშვით. დარაჯი ნაპირზე დარჩა, ჩაცმული, ის კი არა, მე-
ტისმეტად ჩაცმულიც კი, თითქოს სცივაო, თუმცა ნამდვილად
ცხელოდა. მერე მოხდა ის, რასაც თითქოს დიდი მნიშვნელო-
ბა არ ჰქონდა, მაგრამ მგონია, რომ იმ შემთხვევაში განგების
414 მკითხველთა ლიგა
ან ღმერთის ხელი ერია. სანამ ვბანაობდით, ხიდზე სამი სეზო-
ნური მუშა გამოჩნდა. მე და ერიკას დაგვიწყეს ყურება. კარგა
ხანს გვიყურებდნენ. ორი უფროსი ასაკის კაცი იყო, ერთი მო-
ზარდი, ალბათ ბაბუა, მამა და შვილი იქნებოდნენ. ძალიან
გაცვეთილი სამუშაო ტანსაცმელი ეცვათ. ბოლოს ერთ-ერ-
თმა რაღაც თქვა ესპანურად, დარაჯმა უპასუხა. ვხედავდი,
როგორ იყურებოდა ორი მუშა ქვემოთ, დარაჯი კი ქვემოდან
აჰყურებდა (ძალიან მოწმენდილი, ცისფერი ცა იყო). პირველ
სიტყვებს სხვა სიტყვები მოჰყვა და მერე ყველანი ერთად
ალაპარაკდნენ, სამი დღიური მუშა და დარაჯი. როგორც ეტ-
ყობოდა, ჯერ კითხვა-პასუხი გაიმართა, მერე უბრალოდ,
თითქოს თავიანთ აზრებს გამოთქვამდნენ, ჩვეულებრივ საუ-
ბარს ჰგავდა ხიდზე მდგარ სამ ადამიანსა და ერთ, ქვემოთ
მჯდარ მოხეტიალეს შორის. ამასობაში მე, სტივი, ერიკა და
ჰიუ ვბანაობდით და ერთი ნაპირიდან მეორისკენ ვცურავ-
დით, გედებივით თუ იხვებივით. ის ესპანური საუბარი თავი-
დან სულ არ გვაინტერესებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა,
ვგრძნობდით, რომ საუბრის მიზეზნი ჩვენ ვიყავით, განსაკუთ-
რებით, მე და ერიკა, რომ ის კაცები თვალს ახარებდნენ და
სასიამოვნო მოლოდინით რაღაცას ელოდნენ. მაგრამ, უცებ
ის ზემოთ მდგომნი წავიდნენ (არც დაუცდიათ, წყლიდან რო-
დის ამოვიდოდით) და წასვლისას დაიძახეს: ადიოს! ეს ესპა-
ნური სიტყვა, მართლაც ვიცი, რას ნიშნავს, დარაჯმაც უთხრა,
ადიოსო და ასე დამთავრდა ის შემთხვევა.
საღამოს, ვახშმობისას, ყველანი დავთვერით. მეც, მათ
შორის, მაგრამ ისე არა, როგორც დანარჩენები. მახსოვს, ჰიუ
როგორ გაჰყვიროდა, დიონისოს, დიონისოსო. მახსოვს,
გვერდით ერიკა მეჯდა განიერ მაგიდასთან, უცებ ნიკაპში ნე-
ლი წამავლო და ტუჩებში მაკოცა.
415 მკითხველთა ლიგა
დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა.
დარაჯს ვუთხარი, დავწვეთ-მეთქი. ყურადღება არ მომაქ-
ცია. რაღაცას მეუბნებოდა თავისი ცუდი ინგლისურით, ფრან-
გულ სიტყვებსაც ურევდა. ვიღაც თავის მეგობარს ახსენებდა,
როსიიონში დაიკარგაო. კარგი ხერხი აგირჩევია მეგობრის
მოსაძებნადო, უთხრა ჰიუმ, უცნობებთან ერთად დათრობაო.
თქვენ უცნობები არ ხართო, უთხრა დარაჯმა. მერე, ჰიუმ,
ერიკამ, სტივმა და დარაჯმა სიმღერა წამოიწყეს, მგონი, რო-
ლინგ სტოუნზის სიმღერა იყო. ცოტა ხნის შემდეგ ჩვენთან
მომუშავე ესპანელებიდან ორნი გამოჩნდნენ, არ ვიცი, ვინ
დაუძახა. მე კი მთელი ამ ხნის მანძილზე ერთი აზრი არ მას-
ვენებდა, სადაცაა რაღაც ცუდი მოხდება-მეთქი, მაგრამ არ
ვიცოდი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ან რა უნდა მექნა,
რომ ის ცუდი ამეცილებინა, გარდა იმისა, რომ დარაჯი ჩემს
ოთახში წამეყვანა, მასთან დავწოლილიყავი და ყველანაი-
რად მეცადა, დასძინებოდა.
მერე, ჰანსი გამოვიდა თავისი ოთახიდან (ის და მონიკი
უფრო ადრე წავიდნენ, როგორც კი ვახშამი დამთავრდა) და
გვთხოვა, არ იხმაუროთო. მახსოვს, რომ ეს სცენა რამდენ-
ჯერმე განმეორდა. ჰანსი კარს აღებდა, ყველას სათითაოდ
გვიყურებდა და გვეუბნებოდა, გვიანია, ხმაურისგან ვერ ვიძი-
ნებთ, ხვალ უნდა ვიმუშაოთო. მახსოვს, არც ერთი ყურადღე-
ბას არ აქცევდა და მორიგი გამოჩენისას ეუბნებოდნენ, ჰო,
ჰანს, ახლავე გავჩუმდებითო, მაგრამ, როგორც კი კარს მი-
იხურავდა, ისევ ყვირილსა და სიცილს იწყებდნენ. მაშინ ჰან-
სმა კარი გააღო, სიშიშვლეს მარტო თეთრი კალსონი უფა-
რავდა, ქერა თმა აბურძგნილი ჰქონდა, და დაიძახა, ერთხელ
და სამუდამოდ მორჩით, ახლავე წადით აქედან და თქვენ-
თქვენს ოთახებში დაწექითო. დარაჯმა თავი ასწია და უთხრა,
416 მკითხველთა ლიგა
გეყოფა, ჰანს, სისულელეებიო, თუ რაღაც ამდაგვარი. მახ-
სოვს, ჰიუმ და სტივმა გაიცინეს, არ ვიცი, ჰანსის გამომეტყვე-
ლებამ გააცინა თუ დარაჯის უგერგილო ინგლისურმა. ჰანსი
ერთი წამით შეჩერდა, თვალები დაახამხამა, და მერე აღრი-
ალდა: როგორ ბედავო! მარტო ეს თქვა და დარაჯისკენ გა-
ქანდა. სულ რამდენიმე მეტრი ყოფდა ერთმანეთისაგან. და-
ნარჩენებს საშუალება გვქონდა დეტალურად დაგვენახა, რა
გამალებით ჭრიდა ეს უზარმაზარი, ნახევრად შიშველი სხე-
ული ოთახს და როგორ მიექანებოდა ჩემი საწყალი მეგობ-
რისკენ.
მაგრამ ამ დროს მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. დარაჯი
ადგილიდანაც არ დაძრულა, მშვიდად განაგრძობდა ჯდომას,
სანამ ხორცის ეს მასა მისკენ მოექანებოდა. ყველას გვეგონა,
სადაცაა დაეტაკებაო. მაგრამ, როდესაც მათ შორის სულ
რამდენიმე სანტიმეტრიღა იყო დარჩენილი, დარაჯის მარჯვე-
ნა ხელში მოულოდნელად დანამ გაიელვა (მის ნატიფ მარ-
ჯვენა ხელში, ასე რომ განსხვავდებოდა მკრეფავის ხელისა-
გან), მერე ის დანა ზუსტად იმ სიმაღლემდე აიწია, რომ ჰანსის
წვერქვეშ აღმოჩნდა, და იმ აბურძგნილი წვერის ბოლო ბეწ-
ვთან ჰანსი უცებ შედგა და იკითხა, რა ხდება, ეს რა ხუმრო-
ბააო. გერმანულად იკითხა, ერიკამ დაიკივლა, ის კარიც გა-
იღო, რომლის იქითაც მონიკი და პატარა უდო იწვნენ, და მო-
ნიკის თავი გამოჩნდა. ალბათ ისიც შიშველი იყო, ამიტომ
კარში მორიდებით მხოლოდ თავი უჩანდა. დარაჯმა იქით გა-
დადგა ნაბიჯი, საიდანაც სულ ცოტა ხნის წინ მისკენ გაცეც-
ხლებული ჰანსი მოიწევდა, და ის ალაპლაპებული დანა, აშკა-
რად დავინახე, რადგან ერთ მეტრზე უფრო ნაკლებ მანძილზე
ვიდექი, ჰანსის წვერში ჩაიკარგა. ჰანსმა უკან დაიხია. მომეჩ-
ვენა, რომ ახლა მთელ ოთახს შემოივლიდნენ, სანამ იმ კა-
417 მკითხველთა ლიგა
რამდე არ მიაღწევდნენ, რომლის უკანაც მონიკი იყო დამა-
ლული, მაგრამ, მხოლოდ სამი ნაბიჯი გადადგეს, ან იქნებ
ორიც კი. მერე შეჩერდნენ, დარაჯმა დანა დაუშვა, ჰანსს თვა-
ლებში ჩახედა და ზურგი შეაქცია.
როგორც ჰიუმ თქვა, ამ დროს ჰანსს შეეძლო, დარაჯს უკ-
ნიდან ზედ დახტომოდა და განეიარაღებინა, მაგრამ არც კი
განძრეულა. ერთხანს გაშეშებული იდგა, იმასაც კი ვერ მიხ-
ვდა, რომ სტივი მიუახლოვდა და ღვინით სავსე ჭიქას სთავა-
ზობდა. ღვინო კი დალია, მაგრამ ისე, თითქოს ჰაერს სვამსო.
ამ დროს დარაჯი ისევ შემობრუნდა და ჰანსს დაარტყა. უთ-
ხრა, ნაცისტო, რა გინდა ჩემგან, შე ნაცისტოო! ჰანსმა თვა-
ლებში შეხედა, რაღაც ჩაილუღლუღა და ხელები დაუჭირა.
მაშინ გავიფიქრეთ, აი ახლა კი ნამდვილად ზედ დაახტება, ახ-
ლა მაინც ვეღარაფერი შეაჩერებსო, მაგრამ ისევ თავი შეიკა-
ვა. ამ დროს მონიკმა რაღაც უთხრა, ჰანსი შებრუნდა და უპა-
სუხა. ჰიუ დარაჯს მიუახლოვდა და სკამისკენ წაათრია, ალ-
ბათ ღვინოც დაუსხა.
შემდეგ მახსოვს, ყველანი სახლიდან გავედით და მთვა-
რის ძებნაში პლანეზესის ქუჩებში დავიწყეთ ხეტიალი. ზეცას
ავყურებდით: მთვარეს უზარმაზარი შავი ღრუბლები გადაფა-
რებოდა. მაგრამ, ქარი ქროდა და მთვარეც დროდადრო გა-
მოჩნდებოდა ხოლმე (ყვირილით აღვნიშნავდით მის გამოჩე-
ნას), მერე კი ისევ ღრუბლებს მიეფარებოდა. ერთი წამით გა-
ვიფიქრე, რომ მოჩვენებებს ვგავდით. დარაჯს ვუთხარი, სახ-
ლში დავბრუნდეთ, მეძინება, დაღლილი ვარ-მეთქი, მაგრამ
ჩემი ნათქვამი არად ჩააგდო.
ვიღაც დაკარგულზე ლაპარაკობდა, იცინოდა, ხუმრობდა,
მაგრამ მის ხუმრობას ვერავინ ხვდებოდა. როცა სოფლის ბო-
ლო სახლებიც უკან მოვიტოვეთ, გავიფიქრე, დროა, უკან
418 მკითხველთა ლიგა
დავბრუნდე-მეთქი. რომ არ დავბრუნებულიყავი, მეორე დღეს
ვეღარ ავდგებოდი, დარაჯს მივუახლოვდი და ვაკოცე. ძილის
წინა კოცნა იყო.
სახლში რომ მივედი, ყველა სინათლე ჩამქრალი დამხვდა
და ირგვლივ სრული სიჩუმე სუფევდა. ფანჯარას მივუახლოვ-
დი და გამოვაღე. არაფერი არ ისმოდა. მერე ჩემს ოთახში
ავედი, გავიხადე და ლოგინში ჩავწექი.
დილით გავიღვიძე, დარაჯს ჩემ გვერდით ეძინა. ვუთხარი,
ნახვამდის-მეთქი და დანარჩენებთან ერთად სამუშაოდ გავე-
დი. არაფერი უპასუხია, მკვდარივით იყო. ოთახში ნარწყევის
სუნი ტრიალებდა. შუადღისას დავბრუნდით, დარაჯი უკვე წა-
სული დაგვხვდა. ჩემს საწოლზე წერილი დაეტოვებინა: წინა
ღამის საქციელის გამო ბოდიშს მიხდიდა და მწერდა, როცა
მოგესურვება, ბარსელონაში ჩამომაკითხე, აუცილებლად
დაგელოდებიო.
ჰიუმ იმავე დილით მიამბო, წუხელ რაც მომხდარიყო. რო-
გორც მითხრა, ჩემი წასვლის შემდეგ დარაჯს გაუფრენია.
თურმე მდინარესთან ახლოს იდგა და გაიძახოდა, ვიღაც მე-
ძახის, ხმა მდინარის გადაღმიდან მესმისო. რაც უფრო არწმუ-
ნებდა ჰიუ, არავინაა, ერთადერთი ხმა, რაც ისმის, ისიც ძა-
ლიან ჩუმად, მდინარის რაკრაკიაო, მით უფრო იჟინებდა,
ქვემოთ, მდინარის მეორე ნაპირას ვიღაც არის და მელოდე-
ბაო. მეგონა, ხუმრობს-მეთქი, ამბობდა ჰიუ, მაგრამ, რო-
გორც კი თვალი მოვაშორე, მაშინვე გორაკიდან ქვემოთ და-
ეშვა, სრულ წკვარამ სიბნელეში, ეგონა, უკვე მდინარეში იყო
და მაყვლის ბუჩქებს ასე მიარღვევდა, სრულიად ბრმადო. ამ
დროს ჯგუფიდან დაწინაურებულები მარტო ჰიუ და ის ორი ეს-
პანელი ყოფილან, რომლებიც ჩვენს სუფრასთან მივიწვიეთ.
როდესაც დაინახეს, როგორ დაეშვა დარაჯი გორაკის ფერ-
419 მკითხველთა ლიგა
დობზე და მერე სადღაც როგორ ჩაიკარგა, სამივე მის საძებ-
ნელად გაეშურა, მაგრამ წინ ბევრად უფრო ნელა მიიწევ-
დნენ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ირგვლივ სრული წკვარამი სუ-
ფევდა, მეორეც, დამრეცი ისეთი ციცაბო აღმოჩნდა, რომ
სრულიად ადვილი შესაძლებელი იყო, დაგორებულიყვნენ და
ძვლები დამტვრეოდათ. ამასობაში კი დარაჯი სულ გამქრა-
ლიყო.
ჰიუმ მითხრა, მეგონა, დარაჯს მდინარეში გადახტომა უნ-
დოდა. მაგრამ უფრო ადვილი საფიქრებელი იყო, რომ მდინა-
რემდე ან რომელიმე ლოდს წამოედებოდა, იქ ხომ უამრავი
ლოდი ეყარა, ან ხის გადაჭრილ ტოტს, ან რომელიმე ბუჩ-
ქნარში გაეჩხირებოდაო. ბოლოს და ბოლოს ჰიუს ქვემოთ ჩა-
უღწევია და დაუნახავს, როგორ იჯდა დარაჯი ბალახზე და მათ
როგორ ელოდებოდა. ყველაზე უცნაური აქ იწყებაო, მითხრა
ჰიუმ. უკნიდან რომ ვუახლოვდებოდი, ელვის სისწრაფით შე-
მობრუნდა და წამის უსწრაფესად მიწაზე აღმოვჩნდი, ის კი
ზედ მეჯდა და ხელს ყელში მიჭერდა. ყველაფერი ისე სწრა-
ფად მოხდა, რომ შეშინებაც კი ვერ მოვასწარი, მაგრამ ფაქტი
ფაქტად რჩება, მახრჩობდა, ის ესპანელები კი ისე შორს იყ-
ვნენ, რომ ვერც დამინახავდნენ და ვერც ჩემს ხმას გაიგონებ-
დნენ, მითუმეტეს, დარაჯის ხელები ყელზე ისე მჭიდროდ
მქონდა შემოხვეული, რომ (ის ხელები, რომლებიც ასე გან-
სხვავდებოდნენ ჩემი და ჰიუს დაკაწრული ხელებისგან) ყე-
ლიდან რა ხმა ამომივიდოდა, მიშველეთ-მეთქი, იმასაც ვერ
დავიძახებდი, მუნჯად ვიყავი ქცეულიო.
შეეძლო მოვეკალიო, განაგრძობდა ჰიუ, მაგრამ უცებ მიხ-
ვდა, რას სჩადიოდა, გადახტა, ბოდიში მომიხადა, ამ დროს
მისი სახის გარჩევაც მოვახერხე (ალბათ ამ დროს მთვარემ
ისევ გამოიხედა ღრუბლებიდან) და მივხვდი, რომ სახე ცრემ-
420 მკითხველთა ლიგა
ლებით ჰქონდა დასველებულიო. სწორედ ასე მითხრა. მერე
განაგრძო: ახლა იწყება ყველაზე მოულოდნელი. როდესაც
უკან გადახტა და ბოდიში მომიხადა, მეც ტირილი ამიტყდა, ის
გოგო გამახსენდა, ჩემი ყოფილი შეყვარებული, შოტლანდი-
ელი, მერე იმაზე დავიწყე ფიქრი, რომ ინგლისში (მშობლების
გარდა) არავინ მელოდაო. ჰიუმ როგორც მითხრა, უეცრად,
იქ რაღაცას მივხვდიო, მაგრამ რას მიხვდა, ვერ ამიხსნა, ან
ისე ცუდად ამიხსნა, ვერაფერი გავიგე.
მერე ესპანელებიც ჩასულან, მოსაწევს ეწეოდნენ თურმე
და უკითხავთ, რა გატირებთო. მაშინ ჰიუს და დარაჯს სიცილი
დაუწყიათ და ესპანელები, – რა ჯანმრთელი და ჭკვიანი ბიჭე-
ბი არიანო, შეაქო ჰიუმ, – ყველაფერს უსიტყვოდ მიმხვდა-
რან, მოსაწევი მათთვისაც უწილადებიათ და მერე ოთხივე
უკან ერთად დაბრუნებულა.
ახლა როგორ ხარ-მეთქი, ვკითხე ჰიუს. ძალიან კარგადო,
მიპასუხა, ძალიან მინდა, ეს რთველი დამთავრდეს და სახ-
ლში დავბრუნდეთო. დარაჯზე რას ფიქრობ-მეთქი, ისევ ვკით-
ხე. არ ვიცი, ეგ შენი საქმეა, მასზე შენ უნდა იფიქროო.
რთველი რომ დასრულდა, ერთი კვირის შემდეგ ჰიუსთან
ერთად დავბრუნდი ინგლისში. თავიდან მინდოდა, სამხრეთ-
ში ისევ მემოგზაურა, ბარსელონაშიც გამევლო, მაგრამ მუ-
შაობით ისეთი დაღლილი ვიყავი, ისეთი ავადმყოფი, რომ გა-
დავწყვიტე, აჯობებდა, პირდაპირ ლონდონისკენ ამეღო გეზი,
ჩემს სახლში, ჩემი მშობლები მენახა და შეიძლება ექიმთანაც
მივსულიყავი.
ორი კვირა მშობლებთან გავატარე, ორი ცარიელი კვირა,
მეგობრების უნახავად. ექიმმა დიაგნოზი დამისვა: „ფიზიკური
გამოფიტვა“, ვიტამინები გამომიწერა და ოკულისტთან გამ-
გზავნა. ოკულისტმა მითხრა, სათვალე გჭირდებაო. ცოტა
421 მკითხველთა ლიგა
ხნის შემდეგ ოქსფორდში გავემგზავრე, კოული-როუდის 25-
ში და დარაჯს უამრავი წერილი მივწერე. ყველაფერი ავუხსე-
ნი: თავს როგორ ვგრძნობდი, ექიმმა რა მითხრა, რომ ახლა
სათვალეს ვატარებ და როგორც კი ცოტაოდენ ფულს ჩავიგ-
დებ ხელში, მაშინვე ბარსელონაში ჩამოვალ შენს სანახავად,
მიყვარხარ-მეთქი. ალბათ, ექვსი თუ შვიდი წერილი მაინც
მივწერე, თან შედარებით მოკლე დროში. პასუხი არ მიმიღია.
მერე სწავლა დამეწყო, სხვა ბიჭი გავიცანი და დარაჯზე
ფიქრს თავი დავანებე.

ალენ ლებერი, ბარი „რაულთან“, პორ-ვანდრი, საფრანგე-


თი, 1978 წლის დეკემბერი. მაშინ წინააღმდეგობის ორგანი-
ზაციის პარტიზანივით ვცხოვრობდი. ჩემი გამოქვაბული
მქონდა და რაულის ბარში „ლიბერასიონს“ ვკითხულობდი.
მარტო არ ვიყავი. გვერდით ჩემისთანები მყავდნენ და თით-
ქმის მოსაწყენად არასოდეს გვეცალა. საღამოობით პოლიტი-
კაზე ვსაუბრობდით, ბილიარდს ვთამაშობდით, ან ტურისტულ
სეზონს ვიხსენებდით, რომელიც ახალი დამთავრებული იყო.
ვიხსენებდით სხვების ჩადენილ სისულელეებსაც და რაულის
ბარის ტერასაზე სიცილით ვიხოცებოდით. გარდა ამისა, პლა-
ნეტებს ან ვარსკვლავებს შევცქეროდით, ძალიან ნათელ ვარ-
სკვლავებს, რაც ცუდი თვეების მომასწავებელი იყო, ცივ და
მძიმე შრომაში გასატარებელი თვეების მომასწავებელი. მე-
რე, მთვრალები ყველა ჩვენ-ჩვენს მხარეს გავუყვებოდით –
ცალ-ცალკე ან ორ-ორად, მე ჩემი გამოქვაბულისკენ, ქალაქ-
გარეთ, ელ ბორადოს102 კლდოვანი მთებისაკენ. წარმოდგენა
არ მაქვს, ასეთი სახელი რატომ დაარქვეს, ამის გასარკვევად

102 ელ ბორადო (el borrado (ესპ.)) წაშლა


422 მკითხველთა ლიგა
თავი არ შემიწუხებია. ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ნერვიუ-
ლობა დამჩემდა, არსებული რეალობის მიღება მიჭირდა. ჰო-
და, როგორც ვამბობდი, ჩემი გამოქვაბულისკენ მივემართე-
ბოდი მარტო, ისე მივდიოდი, თითქოს უკვე სძინავსო. იქ მი-
სული სანთელს ვანთებდი, არ არსებობს, შემშლოდა, ელ ბო-
რადოში ათზე მეტი გამოქვაბულია, მათგან უმეტესობა დაკა-
ვებული, მაგრამ, არასოდეს ჩემი სხვისაში არ შემშლია. მერე,
ჩემს კანადურ ექსტრაგამძლე საძილე ტომარაში ვწვებოდი
და ცხოვრებაზე ვიწყებდი ფიქრს, ისეთ რამეებზე, რაც ადა-
მიანის ცხვირს იქით ხდება, და რასაც ხან ხვდები, ხან კი, უფ-
რო ხშირად, ვერა. მერე იმ ფიქრებს სხვაგან გადავყავდი, მე-
რე კიდევ სხვა ფიქრებზე და მერე, ისე რომ, ვერც კი ვხვდებო-
დი როდის, უკვე მეძინა და დავფრინავდი, ან ვხოხავდი, რა
მნიშვნელობა აქვს.
დილაობით ელ ბორადო საძინებელ ქალაქს ჰგავდა. გან-
საკუთრებით ზაფხულობით. ყველა გამოქვაბული დაკავებუ-
ლი იყო, ზოგიერთში ოთხზე მეტი ადამიანიც კი ცხოვრობდა
და ათი საათიდან ყველა იწყებდა გამოსვლას, მისალმებას –
დილა მშვიდობისა, ჟულიეტ, დილა მშვიდობისა, პიერო, და
თუ გამოქვაბულში რჩებოდი, შენს საძილე ტომარაში გახვე-
ული, შეგეძლო გესმინა, როგორ ლაპარაკობდნენ ზღვაზე,
ზღვის ნათელზე, მერე შენს ყურს ისეთი ხმა მოსწვდებოდა,
თითქოს ვიღაც სამგზავრო ქურაზე წყალს ადუღებსო, ასევე
შეგეძლო გაგეგო სანთებელების ჩხაკუნი, რომლებითაც „გო-
ლუაზის“ დაჭმუჭნილ ღერებს უკიდებდნენ, კიდევ გესმოდა
„აჰ“, ან „ოჰ“, ან „ოლალა“, და, რა თქმა უნდა, არ დაახანებდა
და გამოერეოდა ისეთი იდიოტიც, რომელიც სიტყვას ამინდზე
ჩამოაგდებდა. თუმცა, ყველაზე ხშირად ზღვის ხმა გესმოდა,
ზღვის ტალღების ხმაური, ელ ბორადოს კლდოვან ნაპირს
423 მკითხველთა ლიგა
რომ ეხეთქებოდა. მერე, როდესაც ზაფხული გადიოდა, ის გა-
მოქვაბულებიც ცარიელდებოდა და მარტო ხუთნი, მერე ოთ-
ხნი, მერე კი სულაც სამნი ვრჩებოდით, მე, პირატი და მაჰმუ-
დი. მე და პირატს მაშინ უკვე გვქონდა ნაშოვნი სამსახური
„იზობელზე“ და ჩვენს უფროსსაც გაფრთხილებულები ვყავ-
დით, რომ შეგვეძლო, ჩვენი ბარგი-ბარხანა აგვეკრიფა და
ეკიპაჟის კაიუტებში დავბინავებულიყავით. წინადადება სავ-
სებით მისაღები იყო, მაგრამ არ გვინდოდა, ეს სიახლე უცებ
დაგვენერგა პრაქტიკაში. ჯერ ერთი, გამოქვაბულებში ჩვენი
ინტიმური სივრცის შენარჩუნების საშუალება გვეძლეოდა,
გარდა ამისა, იქ ფართობიც მეტი იყო, ვიდრე გემის ქვედა
კაიუტებში, სადაც ისეთი გრძნობა გეუფლებოდა, თითქოს
სარკოფაგში იწექი. მე და პირატი კი სუფთა ჰაერზე ცხოვრე-
ბას ვიყავით ჩვეულნი.
სექტემბრის შუა რიცხვებში ლოს-ლეონესის ყურიდან ვიწ-
ყებდით გასვლას და იყო დღეები, როდესაც საქმე კარგად
მიგვდიოდა, იყო ისეთი დღეებიც, როცა ბედი არ გვწყალობ-
და. თუ ამ სიტყვებს ფულზე გადავიტანთ, შემიძლია ვთქვა,
რომ ხანდახან ისე გვიმართლებდა, რომ საჭმელსაც და დასა-
ლევსაც ვყიდულობდით, არადა, ცუდ დღეებში რაულს უწევ-
და, სიტყვაზე გვნდობოდა და ნისიად გაგვმასპინძლებოდა.
მაგრამ გაუმართლებლობის პერიოდი ისე გაგრძელდა, რომ
ერთხელ შუა ზღვაში შეფმა გვითხრა, ალბათ ამ ყველაფერში
პირატია დამნაშავე, ის გვთარსავსო. ეს ისე, უბრალოდ თქვა,
თითქოს ამბობდა, წვიმს ან მშიაო. დანარჩენმა მეთევზეებმაც
მხარი აუბეს, ასე იქნებაო, იქნებ ახლავე გადავაგდოთ ზღვა-
ში, მერე კი ნაპირზე გამოვაცხადოთ, ისეთი მთვრალი იყო,
რომ თვითონ გადავარდაო. ამაზე კარგა ხანს ვილაპარაკეთ
ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად. კიდევ კარგი,
424 მკითხველთა ლიგა
პირატი მართლა ისეთი მთვრალი იყო, რომ ვერც კი მიხვდა,
რას ვამბობდით. იმ დღეებში გამოქვაბულში ნაბიჭვარმა ჟან-
დარმებმაც მომაკითხეს. სოფელში საქმე იყო აღძრული იმის
გამო, რომ ალბისთან ახლოს სუპერმარკეტი გაქურდეს. ეს
ორი წლის წინ მოხდა და, მთლიანობაში, მოპარული ერთ
ცალ პურს, ერთ თავ ყველს და თინუსის ერთ ქილას შეადგენ-
და. მაგრამ, მართლმსაჯულებას გრძელი ხელები აქვს. მე ყო-
ველ ღამეს ვთვრებოდი ჩემს მეგობრებთან ერთად რაულის
ბარში და პოლიციას ვლანძღავდი (თუმცა მეზობელ მაგიდას-
თან ერთი ჟანდარმი იჯდა ხოლმე, რომელსაც სახეზე ვცნობ-
დი. ყოველთვის პასტისს103 სვამდა), ვლანძღავდი საზოგა-
დოებას და სასამართლო სისტემასაც, რომელიც მოსვენებას
არ აძლევს კაცს და ხმამაღლა ვკითხულობდი სტატიებს ჟურ-
ნალიდან „რთული დროება“. ჩემს მაგიდასთან პროფესიონა-
ლი და თავიანთი საქმის მოყვარული მეთევზეები ისხდნენ,
ჩემსავით ახალგაზრდა ბიჭები, ქალაქელები, ფაუნა, რომლე-
ბიც ზაფხულმა პორტ-ვანდრში მოგვყარა და მერე იქ, ახალ
ბრძანებამდე, ხმელეთზე აღმოვჩნდით მიჯაჭვულები. ერთ სა-
ღამოს, ერთმა გოგომ, რომელსაც მარგერიტი ერქვა, და მას-
თან დაწოლას ყველა ვნატრობდით, რობერ დესნოსის ლექ-
სის კითხვა დაიწყო. მე არ ვიცოდი, ვინ ეშმაკი იყო ის დესნო-
სი, მაგრამ ჩემი მაგიდიდან სხვებმა იცოდნენ, და თანაც ლექ-
სი კარგი ჩანდა, პირდაპირ გულში ურტყამდა ადამიანს. ტე-
რასაზე ვისხედით, ქუჩაში ერთი უპატრონო კატაც კი არსად
მოიძებნებოდა, არც ერთი სახლიდან სინათლე არ ჭიატებდა,
თუმცა სოფლის სახლებში ენთოთ. ჩვენ მარტო ჩვენი ხმები
გვესმოდა, კიდევ სადგურისკენ მიმავალი მანქანის შორეული
103პასტისი – საფრანგეთში გავრცელებული ანისულის სასმელი, სვამენ
აპერიტივად.
425 მკითხველთა ლიგა
გრუხუნი. გვეგონა, მარტონი ვიყავით, ალბათ იმიტომ, რომ
ვერ ვხედავდით (ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად ვერ
ვხედავდი) ტერასის მოშორებულ მაგიდასთან ვიღაც სხვა ტი-
პიც რომ იჯდა. ეს მერე მოხდა, რაც მარგერიტმა დესნოსის
ლექსები წაიკითხა, იმ ინტერვალის დროს, რომელიც ჩნდება
ხოლმე, როცა რამე მართლა მშვენიერს მოისმენ და გაირინ-
დები. ასეთი ინტერვალი შეიძლება ერთ ან ორ წამს, ან მთე-
ლი სიცოცხლე გაგრძელდეს, რადგან გემოვნება მაინც ყვე-
ლასა აქვს ამ სამართლისა და თავისუფლებისგან დაცლილ
მიწაზე. ჰოდა, სწორედ იმ ინტერვალის დროს წამოდგა მე-
ორე მხარეს მჯდომი ის უცხო ტიპი, მოგვიახლოვდა და მარ-
გერიტს სთხოვა, კიდევ ერთი ლექსი წაეკითხა. მერე, ჩვენ
მოგვიბრუნდა და გვკითხა, შეიძლება თქვენს მაგიდასთან
დავჯდეო? ჩვენ ვუთხარით, რა თქმა უნდაო. მაშინ, თავის მა-
გიდასთან დაბრუნდა, ყავის ფინჯანი წამოიღო და მარტო ამის
მერე გამოეყო სიბნელეს (რადგან რაული საზიზღრად ზოგავს
ელექტროენერგიას). მერე გვერდით მოგვიჯდა და ღვინის
სმაში შემოგვიერთდა. რამდენჯერმე შეუკვეთა კიდეც, თუმცა
ეტყობოდა, რომ ფული ჯიბეში დიდად არ უჭყაოდა, მაგრამ,
რადგან ჩვენ სრულ კრიზისში ვიყავით, დავთანხმდით – მარ-
თლაც რომ დიდი შვება იყო.
ასე ვისხედით დილის ოთხ საათამდე, მერე კი ერთმანეთს
ღამე მშვიდობისა ვუსურვეთ, მე და პირატი ელ ბორადოსკენ
წავლაყლაყდით. სანამ პორვანდრიდან გავიდოდით, მივაბი-
ჯებდით და თან ომახიანად ვმღეროდით კიდეც, მერე კი, რო-
დესაც ჩვენი გამოქვაბულისკენ მიმავალ გზას დავადექით, –
თუმცა გზის სახელს არც იმსახურებს, უბრალოდ, ბილიკია,
ქვიან აღმართზე გამოქვაბულამდე გაკვლეული, – ფეხი შევა-
ნელეთ, რადგან ძალიან მთვრალები ვიყავით და კარგად ვი-
426 მკითხველთა ლიგა
ცოდი, რომ ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯი იმ წკვარამში, როცა
ქვემოთ ზღვა ღრიალებდა, შეიძლებოდა საბედისწერო გამ-
ხდარიყო. საერთოდ, იმ ბილიკზე, ტალღების ხმაური არასო-
დეს წყდებოდა, მაგრამ იმ ღამით, რომელზეც მე გელაპარა-
კებით, ზღვა ისეთი წყნარი იყო, რომ ერთხანს ჩვენი ნაბიჯე-
ბის ხმისა და კლდეზე ტალღების ნაზი ლამუნის გარდა ჩამი-
ჩუმი არ ისმოდა. მაგრამ, უცებ, ამათ რაღაც სხვანაირი ხმაც
დაემატა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მომეჩვენა, რომ ვიღაც
მოგვყვებოდა. შევჩერდი, უკან მივიხედე, სიბნელეს დავაკ-
ვირდი, მაგრამ ვერაფერი დავინახე. ჩემგან რამდენიმე მეტ-
რით წინ, პირატიც შეჩერდა და მომლოდინედ მიაყურადა გა-
რემოს. ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, არც შეგვში-
ნებია, უბრალოდ, რაღაცას ველოდით. ძალიან შორიდან მან-
ქანის გუგუნი შემოგვესმა და ჩახშობილი სიცილის ხმა, თით-
ქოს მძღოლი გაგიჟდაო. თუმცა, ეს ის ხმა არ იყო, რომელიც
თავიდან შემომესმა, ნაბიჯების ხმას ჰგავდა. ალბათ მოგვეჩ-
ვენაო, გავიგონე, როგორ თქვა პირატმა, და ორივემ ისევ
განვაგრძეთ გზა. მაშინ იმ გამოქვაბულებში მარტო მე და პი-
რატი ვცხოვრობდით. მაჰმუდს ბიძაშვილმა თუ ბიძამ მოაკით-
ხა და მონპელიეში წაიყვანა რთველში სამუშაოდ. სანამ დავ-
წვებოდით, მე და პირატმა სიგარეტი გავაბოლეთ და ზღვას
დავუწყეთ ცქერა. მერე, ერთმანეთს ძილი ნებისა ვუსურვეთ
და ჩვენ-ჩვენს გამოქვაბულებში განვთავსდით. ერთხანს ჩემს
ამბებზე ვფიქრობდი, ალბიზე, ჩემს სავალდებულო გამგზავ-
რებაზე, „იზობელის“ საქმეები რომ ცუდად მიდიოდა, იმაზე,
მარგერიტზე და დესნოსის ლექსებზე, ბაადერ-მაინჰოფის104

104ანდრეას ბაადერისა და სხვათა მიერ ჩამოყალიბებული „წითელი არმი-


ის ფრაქცია“ – ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც 1968-88 წლებში
მოქმედებდა დასავლეთ ბერლინსა და გფრ-ში.
427 მკითხველთა ლიგა
ტერორისტულ ორგანიზაციაზე, რომლის შესახებ იმ დილით
„ლიბერასიონში“ წავიკითხე. ის-ის იყო თვალები მეხუჭებო-
და, რომ ისევ იგივე ხმაური მომესმა, ნაბიჯები მიახლოვდე-
ბოდა, მერე შეჩერდა, მერე იმ ხმაურის მიზეზის ჩრდილიც გა-
მოჩნდა და გამოქვაბულების შავად დაღებულ პირებს დაუწყო
თვალიერება. პირატი არ იყო, ამას მაშინვე მივხვდი, პირატს
მაშინვე ვიცნობდი, ის არ იყო. მაგრამ ძალიან დაღლილი ვი-
ყავი იმისათვის, რომ საძილე ტომრიდან გამოვმძვრალიყავი,
ან შეიძლება უკვე მეძინა კიდეც. ნაბიჯების ხმა არ წყდებოდა,
მაგრამ, გავიფიქრე, ვინც გინდა, ის იყოს, ჩემთვის არავითარ
საფრთხეს არ წარმოადგენს, არც პირატისთვის წარმოად-
გენს-მეთქი. თუ ჩხუბი უნდოდა, მოხვდებოდა, ოღონდ ამი-
სათვის ჩვენს გამოქვაბულებში მოუწევდა შემოსვლა და ვი-
ცოდი, რომ უცხო არ შემოვიდოდა. არადა, ნაღდად უცხო იქ-
ნებოდა და ღამის გასათევად ცარიელ გამოქვაბულს ეძებდა.
მეორე დილით ვიპოვე. სკამივით ბრტყელ ქვაზე იჯდა,
ზღვას გასცქეროდა და სიგარეტს ეწეოდა. ის უცნობი იყო, რა-
ულის ბარის ტერასიდან, და როდესაც დამინახა, რომ ჩემი
გამოქვაბულიდან გამოვედი, წამოდგა და ხელი გამომიწოდა.
არ მიყვარს, როცა უცნობები მეხებიან, სანამ ხელ-პირი არ
დამიბანია. ასე რომ, ხელი არ ჩამომირთმევია, უბრალოდ,
შევეცადე გამეგო, რას მეუბნებოდა, მაგრამ მარტო ცალკეუ-
ლი სიტყვები მესმოდა, მაგალითად, „მყუდრო“, „კოშმარი“,
„გოგო“. მერე, პირდაპირ მადამ ფრანსინის ეზოსკენ წავედი,
ჭასთან ხელ-პირის დასაბანად, ის კი იქვე დარჩა, სადაც გა-
მოქვაბულიდან გამოსვლის დროს დავინახე და ისევ სიგა-
რეტს ეწეოდა. რომ დავბრუნდი, ისევ ეწეოდა (გიჟივით სულ
აბოლებდა). დამინახა, ისევ წამოდგა და მითხრა, ალენ, საუზ-
მეზე გპატიჟებო. არ მახსოვდა, ჩემი სახელი ნათქვამი მქონ-
428 მკითხველთა ლიგა
და თუ არა. ელ ბორადოდან რომ ჩავედით, ვკითხე, გამოქვა-
ბულებამდე როგორ მოხვედი, ვინ გითხრა, რომ იქ გამოქვა-
ბულებია და დაძინება შეიძლება-მეთქი. მარგერიტმა, სწო-
რედ იმან, დესნოსის ლექსებს რომ კითხულობდაო. მე და პი-
რატი რომ წამოვსულვართ, მარგერიტთან და ფრანსუასთან
ერთად დარჩენილა. მათთვის უკითხავს, სადმე ღამის გათე-
ნება თუ შეიძლებაო. მარგერიტს კი უთქვამს, აქვე, შემოგა-
რენში ცარიელი გამოქვაბულებია, პირატი და ალენი იქ
ცხოვრობენო. დანარჩენი ადვილი იყო. გამოქცეულა, დაგ-
ვწევია და მერე გამოქვაბული აურჩევია, თავისი საძილე ტო-
მარა გაუხსნია და ეგ იყო. როცა ვკითხე, იმ კლდოვან ბილიკ-
ზე როგორ გაერკვიე-მეთქი, – ის გზა ისეთი საშინელი იყო,
რომ გზასაც ვერ დაარქმევდა კაცი (ღირსი არ იყო), – მით-
ხრა, არც ისეთი ძნელი ამოსასვლელია, თანაც, თქვენ წინ მი-
დიოდით, რამაც ორიენტირება გამიადვილაო.
იმ დილით, რაულის ბარში ვისაუზმეთ, რძიანი ყავა და
კრუასანები მივირთვით და უცნობმა მითხრა, არტურო ბელა-
ნო მქვია და მეგობარს ვეძებო. ვკითხე, ვინ მეგობარია და მა-
ინცდამაინც აქ, პორ-ვანდრში რატომ ეძებ-მეთქი. ჯიბიდან
ბოლო ფრანკები ამოიღო, ორი ჭიქა კონიაკი შეუკვეთა და
მოყოლა დაიწყო. მითხრა, ჩემი მეგობარი რაღაცას ელოდა,
სამუშაოს (აღარ მახსოვს, როგორს), მაგრამ მანამდე თავის
მეგობართან ცხოვრობდა, იმან კი სახლიდან გამოაგდო, რო-
გორც კი ეს გავიგე, მის საძებნელად წამოვედიო. შენი მეგო-
ბარი სად ცხოვრობს-მეთქი, ვკითხე. სახლი არა აქვსო, მიპა-
სუხა. შენ სად ცხოვრობ-მეთქი, ისევ ვკითხე. გამოქვაბულ-
შიო, მაგრამ გაიღიმა, თითქოს გამომაჯავრაო. ბოლოს გაირ-
კვა, რომ პერპინიანის უნივერსიტეტის პედაგოგთან ცხოვ-
რობდა კოლიურში, იქვე გვერდით – ელ ბორადოდან ჩანს
429 მკითხველთა ლიგა
კოლიური. მაშინ ვკითხე, საიდან გაიგე, რომ შენი მეგობარი
ქუჩაში დარჩა-მეთქი. ჩემი მეგობრის მეგობარმა მითხრაო.
ისევ განვაგრძე დაკითხვა, იმან, ვინც გამოაგდო-მეთქი? სწო-
რედ იმანო, მიპასუხა. ვკითხე, ანუ ჯერ გააგდო, მერე გით-
ხრა-მეთქი? შეეშინდა და იმიტომო. იმ ცუდ მეგობარს რისა
ეშინოდა-მეთქი. იმისი, რომ ჩემი მეგობარი თავს მოიკლავ-
დაო, მიპასუხა. ვკითხე, ანუ შენი მეგობრის მეგობარმა იცო-
და, რომ შეიძლებოდა თავი მოეკლა და მაინც გააგდო-მეთ-
ქი? მითხრა, ჰო, მაგაზე უკეთ ვერავინ იტყვისო. და ამაზე
ორივემ გავიცინეთ, რადგან სასმელი უკვე საკმაოდ გვქონდა
მოკიდებული და როცა თავისი პატარა ზურგჩანთამოკიდებუ-
ლი დამემშვიდობა, რადგან ავტოსტოპით გარშემო სოფლე-
ბის შემოვლას აპირებდა, უკვე კაი ძმაკაცები ვიყავით. მანამ-
დე კი ერთად ვისადილეთ (პირატი მოგვიანებით შემოგვიერ-
თდა) და მე მოვუყევი იმ უსამართლობაზე, რასაც ალბის მო-
სამართლეები სჩადიოდნენ ჩემ მიმართ. სად ვმუშაობდით მე
და პირატი, ისიც მოვუყევი. მზე კარგა გადასული იყო, რომ
წავიდა და მარტო ერთი კვირის შემდეგ გამოჩნდა. თავისი მე-
გობარი ჯერაც ვერ ეპოვა, მაგრამ მე მგონია, რომ ამაზე აღა-
რც ფიქრობდა. ერთი ბოთლი ღვინო ვიყიდეთ და ნავსადგურ-
ში გავისეირნეთ. ამ სეირნობისას მითხრა, ერთ წელს გემის
ჩამოცლაზე ვმუშაობდიო. იმ მეორე შეხვედრაზე მარტო რამ-
დენიმე საათს დარჩა. უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე
პირველად, უკეთ ეცვა. მკითხა, შენი სასამართლოს საქმეები
როგორ არისო. პირატიც მოიკითხა და გამოქვაბულების ამ-
ბავიც. აინტერესებდა, ისევ იქ ვცხოვრობდით თუ არა. ვუთხა-
რი, არა, გემზე გადავედით, სიცივის გამო კი არა, თუმცა უკვე
იგრძნობა, უფრო ეკონომიის მიზნით, ფული არ გვაქვს და
გემზე ცხელ კერძს მაინც შევჭამთ-მეთქი. ცოტა ხნის შემდეგ
430 მკითხველთა ლიგა
წავიდა. გიჟი ხარ, პორ-ვანდრში რამ ჩამოგიყვანა, აქ რა დაგ-
კარგვია-მეთქი, ვუთხარი.
ოქტომბრის შუა რიცხვებში ისევ გამოჩნდა. წყალთან ვიჯე-
ქი და წავებს ვაკვირდებოდი, როდესაც ჩემი სახელი გავიგო-
ნე. სამალავიდან გამოვედი და დავინახე, ნავსადგურის ერთ-
ერთ ხიმინჯზე იჯდა. ლებერ, როგორ ხარო, მკითხა. ჩავედი,
მივესალმე და სიგარეტი გავაბოლეთ. ცივი დილა იყო, ნის-
ლიანი, ირგვლივ სულიერი არ ჭაჭანებდა. ალბათ, ყველა რა-
ულის ბარშია-მეთქი, ვივარაუდე. შორიდან შემომავალი გე-
მის ჭრაჭუნი მოისმოდა. ჩვენც მივიდეთო, მითხრა. კარგი, წა-
მოდი-მეთქი. მაგრამ, არც ერთი არ გავნძრეულვართ.
ზვირთსაქცევებიდან დავინახეთ, რომ ვიღაც მოდიოდა. ბე-
ლანომ ჩაიღიმა. ამის დედა, ეს ხომ ულისეს ლიმააო, მით-
ხრა. ვიდექით და ველოდით, სანამ ის ტიპი ჩვენამდე მოვი-
დოდა. ულისეს ლიმა ბელანოზე დაბალი იყო, მაგრამ უფრო
ჩასკვნილი. როგორც ბელანოს, იმასაც პატარა ზურგჩანთა
ეკიდა მხარზე. როგორც კი ერთმანეთი დაინახეს, მაშინვე ეს-
პანურად დაიწყეს ლაპარაკი. გამიკვირდა რომ ჩვეულებრი-
ვად შეხვდნენ ერთმანეთს, თითქოს ეს-ესაა დაშორდნენო,
ყოველგვარი მაღალფარდოვნების გარეშე. მათ საუბარში ჩა-
ვერიე და ვუთხარი, რაულის ბარში მივდივარ-მეთქი. ბელა-
ნომ – კარგი, მერე ჩვენც შემოგიერთდებითო. დავტოვე და
წავედი.
ბარში „იზობელის“ ყველა წევრი დამხვდა, ყველას ცხვირ-
პირი ჩამოსტიროდა, რასაც, ცხადია, მიზეზი ჰქონდა. მე კი
სულ იმას ვიმეორებ, თუ საქმე ცუდად მიდის, დაღვრემილობა
უარესის მეტს არაფერს იზამს-მეთქი. ბარში შევედი, გარემოს
თვალი მოვავლე, ხმამაღლა რაღაც ვიხუმრე თუ იქ მყოფები
გავაღადავე, მერე რძიანი ყავა, კრუასანი და ერთი ჭიქა კო-
431 მკითხველთა ლიგა
ნიაკი შევუკვეთე და წინა დღის „ლიბერასიონის“ კითხვა და-
ვიწყე. იმ გაზეთს ფრანსუა ყიდულობდა და მერე ბარში ტო-
ვებდა. ზაირის ჯადოქრებზე დავიწყე სტატიის კითხვა, როდე-
საც ბელანო და მისი მეგობარი შემოვიდნენ და პირდაპირ ჩე-
მი მაგიდისკენ გამოეშურნენ. ოთხი კრუასანი შეუკვეთეს და
ოთხივე იმ დაკარგულმა ულისეს ლიმამ შეჭამა. მერე სამი
სენდვიჩიც მიაყოლეს ლორით და ყველით და ერთზე მეც
დამპატიჟეს. მახსოვს, რომ ლიმას იშვიათი ხმა ჰქონდა.
ფრანგულად თავის მეგობარზე უკეთ ლაპარაკობდა. არ ვიცი,
რაზე ვისაუბრეთ, ალბათ ზაირის ჯადოქრებზე, მარტო ის ვი-
ცი, რომ საუბრის დროს ბელანომ მითხრა, თუ შეგიძლია, ლი-
მას სამუშაო უშოვოო. დიდი სიამოვნებით გავიცინებდი. ყვე-
ლანი, ვინც აქ ვართ, სამუშაოს ვეძებთ-მეთქი, ვუთხარი.
არაო, მითხრა ბელანომ, გემზე სამუშაოს ვგულისხმობო.
„იზობელზე?“ აკი გითხარი, რომ აქ სამუშაოს ყველანი სწო-
რედ „იზობელზე“ ვეძებთ-მეთქი. სწორედაცო, მითხრა ბელა-
ნომ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ გარემოებაში თავისუფალი
ადგილი აქვთო. მართლაც, გემიდან ორ მეთევზეს პერპინია-
ნის ქვის სამტეხლოში ეპოვა სამსახური, სადაც, სულ ცოტა,
ერთი კვირით იქნებოდნენ დაკავებულები. მთავარი იყო ახ-
ლა კაპიტანს დავლაპარაკებოდი. ლებერო, განაგრძო ბელა-
ნომ, დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებ, ჩემს მეგობარს ეს
საქმე გაუჩარხოო. მაგრამ, ფული არ არის-მეთქი. სამაგი-
ეროდ, ზღვის სანაპირო არისო. საქმე ისაა, რომ არა მგონია,
შენს მეგობარს თევზაობის ან გემის რამე გაეგებოდეს-მეთქი.
როგორ არ გაეგება, ულისეს, ხომ გაგეგებაო, ჰკითხა მეგო-
ბარს ბელანომ. აბა რაო, იმანაც. ვიჯექი და ვუყურებდი, ვხე-
დავდი, რომ შეუძლებელია ასე ყოფილიყო. ვუყურებდი და
მერე ვიფიქრე, ვინ ვარ, რომ ასე დარწმუნებული ვიყო სხვე-
432 მკითხველთა ლიგა
ბის შესაძლებლობებში, მე რა ვიცი, იმათ მხარეში მეთევზეე-
ბი როგორები არიან-მეთქი.
იმავე დილით მივედი კაპიტანთან დასალაპარაკებლად და
ვუთხარი, ეკიპაჟის ახალი წევრი გიპოვე-მეთქი. მან კი მით-
ხრა: კარგი, ლებერ, ამიდუს მისადგომთან მოვიდეს, ოღონდ
მარტო ერთი კვირითო. როცა რაულის ბარში დავბრუნდი, ბე-
ლანოს და ლიმას მაგიდაზე ერთი ბოთლი ღვინო ედგათ, მე-
რე რაულმა სამი თეფში თევზის წვნიანი მოიტანა, წვნიანი
უგემური იყო, მაგრამ ბელანომ და ლიმამ იგი ფრანგული
სამზარეულოს ღირსეულ მაგალითად ჩათვალეს და ვერ მივ-
ხვდი, რაულს დასცინოდნენ, საკუთარ თავს თუ სერიოზულად
ამბობდნენ. მგონი, სერიოზულად ამბობდნენ. მერე მოხარშუ-
ლი თევზის სალათა დავაყოლეთ იმ წვნიანს და ყოჩაღო, იმა-
ზეც იმეორებდნენ, არაჩვეულებრივია, ნამდვილი პროვანსუ-
ლი სალათააო. არადა, ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ
როსელიონური სალათაც კი არ იყო. სამაგიეროდ, რაული
იდგა გაბადრული და ბედნიერი იყო. კარგი კლიენტები ჰყავ-
და ნაშოვნი, კარგად იხდიდნენ, მეტი რაღა უნდა ენატრა. მე-
რე ფრანსუა და მარგერიტი გამოჩნდნენ და ისინიც დავპატი-
ჟეთ, ჩვენთან ერთად დამსხდარიყვნენ. ცოტა ხნის შემდეგ ბე-
ლანომ აიტეხა, ყველამ დესერტი დავაყოლოთო, მერე, შამ-
პანური მოითხოვა, მაგრამ რაულს შამპანური არ ჰქონდა და
ამიტომ კიდევ ერთი ბოთლი ღვინით დაკმაყოფილდა. ამასო-
ბაში სუფრაზე „იზობელის“ მეთევზეთაგან კიდევ ორნიც შე-
მოგვიერთდნენ და ლიმა მათაც გავაცანი. ასე ვუთხარი, ჩვენ-
თან ერთად იმუშავებს, მექსიკელი მეზღვაურია-მეთქი. დიახ,
ბატონოო, ბელანომაც, პატსკუაროს ტბის მფრინავი ჰოლან-
დიელიაო. მეთევზეებიც მიესალმნენ ლიმას და ხელი ჩამო-
ართვეს, თუმცა მისი ხელისგული რაღაც უცნაური მოეჩვე-
433 მკითხველთა ლიგა
ნათ. რა თქმა უნდა, მეთევზის ხელი არ ჰქონდა, ეს მაშინვე
ეტყობოდა, მაგრამ, ალბათ იმათაც ჩემსავით იფიქრეს, სა-
იდან უნდა ვიცოდეთ, შორეულ მხარეში მეთევზეები როგო-
რები არიანო, მითუმეტეს, სულების მეთევზე ჩაპულტეპეკის
ტბის სახლისაო, დაამატა ბელანომ. ასე ვისხედით, თუ მახ-
სოვრობა არ მღალატობს, საღამოს ექვს საათამდე. მერე ბე-
ლანომ გადაიხადა, დაგვემშვიდობა და კოლიურში წავიდა.
იმ ღამით, ლიმას „იზობელზე“ ეძინა ჩვენთან ერთად. მე-
ორე დღეს ცუდი დღე იყო, მოღრუბლული დილა გათენდა და
დღის დიდი ნაწილი გემის შეკეთებაში გავატარეთ. ლიმას
ტრიუმის დასუფთავება ერგო წილად. სარდაფი გახრწნილი
თევზის სუნად ყარდა, ისეთი ცუდი სუნი იდგა, რომ ყველაზე
ძველი მეზღვაურებიც კი გაურბოდნენ იქ ჩასვლას, მაგრამ
მექსიკელმა არაფერი შეიმჩნია. მე მგონი, კაპიტანმა სპეცია-
ლურად მისცა ეს საქმე, გამოსაცდელად. მართალია, დავარი-
გე, თავი ისე მოაჩვენე, ვითომ გაწმინდე, სინამდვილეში ორ
წუთში ამოდი-მეთქი. მაგრამ, ლიმა ჩავიდა და ერთ საათს
აღარ ამოსულა. სადილის დროს პირატმა თევზი მოამზადა,
მაგრამ ლიმამ ჭამაზე უარი განაცხადა. ჭამე, ჭამეო, ეუბნებო-
და პირატი, მაგრამ ლიმამ უპასუხა, არ მშიაო. ცოტა ხანს გან-
ზე იჯდა, ჩვენგან მოშორებით, თითქოს ეშინია, თევზის დანახ-
ვაზე გული არ ამერიოსო. მერე ისევ ტრიუმში ჩავიდა. ზღვაში
ღამის სამ საათზე გავედით. რამდენიმე საათი საკმარისი აღ-
მოჩნდა იმის მისახვედრად, რომ ლიმა გემზე ერთხელაც არ
იყო ნამყოფი. იმის იმედი მაინც ვიქონიოთ, რომ ბორტიდან
არ გადაგვივარდებაო, თქვა კაპიტანმა. დანარჩენები ლიმას
შესცქეროდნენ, როგორ ცდილობდა. რამე გაეკეთებინა, მაგ-
რამ როგორ, წარმოდგენაც არ ჰქონდა, მერე მზერას პირატ-
ზე გადაიტანდნენ. პირატი უკვე გამობრუჟული იყო. სხვა რა
434 მკითხველთა ლიგა
დარჩენოდათ, მხრებს იჩეჩდნენ, არ წუწუნებდნენ, თუმცა
დარწმუნებული ვარ, ამ დროს იმ თავიანთი ამხანაგების შურ-
დათ, რომლებმაც პერპინიანის ქვის სამტეხლოში იშოვეს სა-
მუშაო. მახსოვს, იმ დღეს უფრო მოიღრუბლა. სამხრეთ-აღ-
მოსავლეთიდან წვიმასაც აპირებდა, მაგრამ მერე ქარმა მი-
მართულება შეიცვალა და ღრუბლები გადაყარა. თორმეტზე
ბადეები ამოვზიდეთ და თევზი სულ ცოტა ამოჰყვა. სადილის
დროს ყველა ნაგავ ხასიათზე ვიყავით. მახსოვს, ლიმამ მკით-
ხა, რამდენი ხანია, რაც ასეაო. ვუთხარი, დაახლოებით ერთი
თვეა-მეთქი. პირატმა ხუმრობით თქვა, გემს ცეცხლი წავუკი-
დოთო, რაზეც კაპიტანმა მიუგო, კიდევ ერთხელ გაიმეორებ
მაგას, თუნდაც ხუმრობით, და ცხვირ-პირს დაგინაყავო. მე-
რე, ჩრდილო-აღმოსავლეთით ავიღეთ გეზი და მოგვიანებით
ბადეები იმ ადგილას ვისროლეთ, სადაც ადრე არასოდეს
გვითევზავია. მახსოვს, უხალისოდ ვირჯებოდით. პირატი უკვე
გალეშილი მთვრალი იყო და კაპიტნის კაიუტაში რაღაც სისუ-
ლელეებს როშავდა, ხან პისტოლეტს ახსენებდა, დავმალეო,
ხან სამზარეულოს დანის პირს ჩასჩერებოდა, მერე მზერით
კაპიტანს მოიძიებდა და ეუბნებოდა, ყველა კაცს თავისი საზ-
ღვარი აქვსო.
უკვე ბნელდებოდა, როცა მივხვდით, რომ ბადეები სავსე
იყო. ბადეები ამოვწიეთ და თევზი ტრიუმში ჩავყარეთ. ახლა
იქ უფრო მეტი თევზი იყო, ვიდრე ყველა წინა დღეს ერთად
აღებული. ერთი ხელის მოსმით ყველამ გამალებით დავიწ-
ყეთ შრომა. ისევ ჩრდილო-აღმოსავლეთით ვტივტივებდით,
ბადეებს ისევ ვისროდით და ისევ უთვალავი თევზი ამოგ-
ვქონდა. პირატიც მამაცურად და მუხლჩაუხრელად ირჯებო-
და. ასე ვიშრომეთ მთელი ღამე და მთელი დილა, არ გვიძი-
ნია, აღმოსავლეთით თევზების გუნდის გადაადგილებას მი-
435 მკითხველთა ლიგა
ვუყვებოდით. მეორე დღის ექვს საათზე ტრიუმი პირთამდე
სავსე გვქონდა, ასეთი რამე ჩვენგან არც ერთს ადრე არ ენა-
ხა, თუმცა კაპიტანი დაბეჯითებით გვიმტკიცებდა, ათი წლის
წინ დაახლოებით ამდენი თევზი დავიჭირეო. პორ-ვანდრში
რომ დავბრუნდით, ასეთი გამართლების ამბავი თითქმის
არავის სჯეროდა, თევზი გადმოვტვირთეთ, ცოტა წავიძინეთ
და ისევ ზღვაში გავედით. ამჯერად, იმხელა გუნდი აღარ შეგ-
ვხვედრია, მაგრამ თევზი მაინც ბევრი იყო. თამამად შემიძ-
ლია ვთქვა, რომ ის ორი კვირა ხმელეთზე მეტად ზღვაში გა-
ვატარეთ. მერე, ყველაფერი ისევ თავის კალაპოტში ჩადგა,
მაგრამ ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ მდიდრები ვიყავით და ფუ-
ლი ჩეჩქივით გვქონდა. ამასობაში მექსიკელმა გამოგვიცხა-
და, ახლა უკვე საკმარისი ფული დამიგროვდა ჩემი საქმისათ-
ვის და უნდა დაგტოვოთო. მე და პირატმა ვკითხეთ, რა უნდა
გააკეთოო. ვიმოგზაუროო, გვიპასუხა, ნაშოვნი ფულით შე-
მიძლია თვითმფრინავის ბილეთი ავიღო და ისრაელში გავ-
ფრინდეო. დარწმუნებული ვარ, იქ ქალი გელოდებაო, უთხრა
პირატმა. დაახლოებითო, უპასუხა მექსიკელმა. მერე კაპი-
ტანთან სალაპარაკოდ გავყევი. იმას, ფული ჯერ არ ჰქონდა,
მაცივრის ხალხი გადახდას იგვიანებს, განსაკუთრებით, თუკი
ამხელა პარტიაზეა ლაპარაკიო. ამიტომ ლიმა იძულებული
გახდა, ჩვენთან კიდევ ორი დღით დარჩენილიყო. მაგრამ
„იზობელზე“ აღარ დაუძინია, სადღაც დაიკარგა. რომ დაბ-
რუნდა, მითხრა, პარიზში ვიყავიო. იქითაც და აქეთაც ავტოს-
ტოპით ემგზავრა. იმ ღამით, მე და პირატმა რაულის ბარში
დავპატიჟეთ, მერე გემზე წამოვიდა დასაძინებლად, თუმცა,
იცოდა, რომ დილის ოთხ საათზე ნავსადგურიდან გავდიო-
დით ლოს-ლეონესის ყურისკენ იმ დაუჯერებელი თევზის გუნ-

436 მკითხველთა ლიგა


დის საძებნელად. ზღვაში ორი დღე დავყავით, მაგრამ მონა-
გარი ისეთი აღარ იყო.
მერე გადაწყვიტა, სანამ ხელფასს აიღებდა, ღამე ელ ბო-
რადოს გამოქვაბულში გაეთია. მე და პირატი გავყევით და სა-
უკეთესო გამოქვაბულები ვუჩვენეთ. ჭაც იქვე ექნებოდა. ისიც
ვასწავლეთ, რომელი ბილიკით უნდა ევლო, რომ ღამის სიბ-
ნელეში კისერი არ მოეტეხა და ზოგიერთი ისეთი საიდუმლოც
გავანდეთ, ღია ცის ქვეშ ცხოვრებას რომ გაულამაზებდა. რო-
ცა ზღვაში არ გავდიოდით, ერთმანეთს რაულის ბარში ვხვდე-
ბოდით. ლიმა მარგერიტს, ფრანსუასა და ერთ გერმანელს
დაუმეგობრდა. ის გერმანელი აქაურობას ორმოცდახუთი
წლიდან იყო შემორჩენილი, რუდოლფი ერქვა, პორ-ვანდრში
მუშაობდა, მის შემოგარენშიც, ნებისმიერ სამუშაოზე ყაბულს
იყო და თან ირწმუნებოდა, ათი წლის ასაკში ვერმახტის ჯა-
რისკაცი ვიყავი და რკინის ჯვარიც მაქვს მიღებულიო. თუ
მსმენელი აგრძნობინებდა, შენი ნათქვამისა არ მჯერაო, მე-
დალს გამოიტანდა და გაშავებულ, დაჟანგებულ ჯვარს ყველა
მსურველს დაუზარებლად უჩვენებდა. მერე გადააპურჭყებდა
და გერმანულად და ფრანგულად დაიწყებდა გინებას, თან იმ
ჯვარს წინ დაიდებდა და ისე დაუწყებდა ლაპარაკს, თითქოს
ჯუჯა უდგას და იმას ელაპარაკებაო, ეჯღანებოდა, მერე ძირს
აგდებდა, და ზედ ზიზღითა და სიბრაზით აფურთხებდა. ერთ
საღამოს ვუთხარი, თუ ასე გეჯავრება ეგ დედააფეთქებული
მედალი, შენც ადექი, და ერთ დედააფეთქებულ დღეს იმ დე-
დააფეთქებულ ზღვაში მოისროლე-მეთქი. მაშინ რუდოლფი
გაჩუმდა, თითქოს შერცხვა და რკინის ჯვარი ჯიბეში საგულ-
დაგულოდ შეინახა.
ერთ დილით, როგორც იქნა, ჩვენი გასამრჯელო მივიღეთ
და იმავე დილით ბელანო ისევ გამოჩნდა. აღვნიშნეთ მექსი-
437 მკითხველთა ლიგა
კელის წასვლა, რომელიც ისრაელში აპირებდა გამგზავრე-
ბას. შუაღამისკენ მე და პირატმა ისინი სადგურამდე მივაცი-
ლეთ. თორმეტზე ლიმა პარიზის მატარებელში ჩაჯდა, იქიდან
კი პირველივე თვითმფრინავით თელ-ავივში გაფრინდებოდა.
ვფიცავ, სადგურზე კაცის ჭაჭანება არ იყო. ძელსკამზე დავ-
სხედით, გარეთ. ცოტა ხნის შემდეგ პირატს ჩაეძინა. კარგიო,
თქვა ბელანომ, ასე მგონია, ახლა კი უკანასკნელად ვხედავთ
ერთმანეთსო. კარგა ხანს ხმა არ ამოგვიღია და როცა რაღაც
თქვა, მისმა ხმამ შეგვაკრთო კიდეც. მეგონა, მე მეუბნებოდა,
მაგრამ როდესაც ლიმამ უპასუხა ესპანურად, მივხვდი, რომ
მე არ მელაპარაკებოდა. ერთხანს, თავიანთ ენაზე ლაქლა-
ქებდნენ. მერე, მატარებელი ჩამოდგა, სერბერიდან მოდიო-
და ის მატარებელი, ლიმა ძელსკამიდან წამოდგა და დამემ-
შვიდობა. ლებერ, გმადლობ, რომ გემზე მუშაობა მასწავლეო,
აი, ასე მითხრა. პირატთან გამომშვიდობება არ მოისურვა,
ბელანომ მატარებლის კარამდე მიაცილა. დავინახე, ერთმა-
ნეთს ხელი როგორ ჩამოართვეს და მერე მატარებელი წავი-
და. იმ ღამით, ბელანომ ელ ბორადოში გაათენა ღამე, მე და
პირატი კი ისევ „იზობელზე“ წავედით. მეორე დღეს ბელანო
პორ-ვანდრში აღარ იყო.

438 მკითხველთა ლიგა


9

ამადეო სალვატიერა, ვენესუელის რესპუბლიკის ქუჩა, ინ-


კვიზიციის სასახლესთან, მეხიკო, 1976 წლის იანვარი. უეც-
რად ვიგრძენი, რომ ვიღაც მელაპარაკებოდა. მეუბნებოდა,
სენიორ სალვატიერა, თავს როგორ გრძნობთო. თვალი გავა-
ხილე და ორი ბიჭი დავინახე, ერთ-ერთს ხელში „საუსას“
ბოთლი ეჭირა. ვუპასუხე, ნუ გეშინიათ, ბავშვებო, ცოტა ხნით
სხვაგან წავედი, ჩემს ასაკში ხანდახან ადამიანს ძილი ყველა-
ზე უდროო და უცნაურ დროს მოერევა ხოლმე, ხოლო როცა
უნდა მოერიოს, მაგალითად, ღამის თორმეტ საათზე და თა-
ნაც საწოლში, სწორედ მაშინ გადაიკარგება უგზო-უკვლოდ
და მთელ ღამეს თეთრად გაათენებინებს-მეთქი. მაგრამ უძი-
ლობას ძალიანაც არ ვემდური, რადგან ამ დროს ვკითხუ-
ლობ, ხანდახან კი იმის საშუალებაც კი მეძლევა, ჩემს ქა-
ღალდებს თვალი გადავავლო. ამ უძილობას ცუდი მარტო ისა
აქვს, რომ მერე გაბრუებული, ნახევრად მძინარე დავბოდი-
ალებ, სამსახურშიც კი მეყვინთება და ამით რეპუტაცია მელა-
ხება-მეთქი. ამადეო, არ ინერვიულოო, მითხრეს ბიჭებმა, თუ
გეძინება, დაიძინე, ჩვენ შეგვიძლია სხვა დროს მოვიდეთო.
არა, ბიჭებო, უკვე კარგად ვარ, აბა, ტეკილას რას ვუპირებთ-
მეთქი? – დავინტერესდი. მაშინ, ერთ-ერთმა ბოთლი გახსნა
და ღმერთების სასმელი ჭიქებში ჩამოასხა. ჭიქები იგივე იყო,
საიდანაც მანამდე მესკალს ვსვამდით, რაც ზოგიერთისთვის
დაუდევრობაა, ზოგიერთისთვის კი დახვეწილობა, ვინაიდან
მინის ჭიქაში, მაგალითად, რომელშიც მესკალი ესხა, ტეკი-
ლა უკეთეს გემოს შეიძენს. ეს ისეა, შიშველ ქალს რომ ტყა-
ვის მოსასხამი მოახურო. მაშ, გაგვიმარჯოს-მეთქი, წამოვიძა-
439 მკითხველთა ლიგა
ხე. გაგვიმარჯოსო, იმათაც. მერე ის ჟურნალი ამოვაძვრინე,
რომელიც ჯერ ისევ იღლიაში მქონდა ამოდებული და ჩემს
ახალგაზრდა სტუმრებს თვალწინ გავუტარ-გამოვუტარე. რა
ბიჭები არიან, ორმა მათგანმა ხელი გამოიშვირა, მაგრამ
წართმევა ვერ მოახერხეს. აი, სწორედ ეს გახლავთ ჟურნალ
„კაბორკას“ პირველი და უკანასკნელი ნომერი, რომელიც სე-
სარეამ გამოსცა, როგორც ამბობენ, ვისცერისტური რეალიზ-
მის ოფიციალური ორგანო. რა თქმა უნდა, უმეტესობა იქ და-
ბეჭდილი მასალისა იმ ჯგუფს არაფრით უკავშირდება, აქ იხი-
ლავთ მანუელს, ხერმანს, არკილესი არ არის, სალვადორ გა-
ლიარდოს, ყურადღება მიაქციეთ: სალვადორ ნოვოცაა, პაბ-
ლიტო ლესკანოც, ენკარნასიონ გუსმან არედონდოც, თქვენი
მონა-მორჩილიც აქ გახლავთ, მერე უცხოელები მოდიან:
ტრისტან ცარა, ანდრე ბრეტონი და ფილიპ სუპო, აბა, რა
ტრიოა?! მერე, როდესაც ნება დავრთე, ჟურნალი გამოერ-
თმიათ, რომ იცოდეთ, რა სიამოვნებით ვაკვირდებოდი, რო-
გორ ჰქონდათ ერთად ჩარგული თავები სესარეას ჟურნალის
გაყვითლებულ ფურცლებში. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნა-
ლი კოსმოპოლიტური გახლდათ, პირველი, რაც დაბეჭდეს,
თარგმანი იყო, კერძოდ, ცარას, ბრეტონისა და სუპოს ლექსე-
ბის თარგმანები. მთარგმნელები გახლდით პაბლიტო ლესკა-
ნო, სესარეა ირანერო და თქვენი მონა-მორჩილი. თუ სწო-
რად მახსოვს, დაიბეჭდა „თეთრი ჭაობი“ „თეთრი ღამე“ და
„განთიადი და ქალაქი“, რომლის სათაურიც სესარეამ, რო-
გორც „თეთრი ქალაქი“, ისე თარგმნა. ასეთი ცვლილება მე
არ მომეწონა. რატომ არ მომეწონა? იმიტომ, ბატონებო, რომ
„განთიადი და ქალაქი“ ერთია, თეთრი ქალაქი“ კი სრულიად
სხვა რამ, და რაოდენ დიდიც გინდა ყოფილიყო სესარეასად-
მი ჩემი პატივისცემა, რაც იმ დროისთვის მართლაც უზარმა-
440 მკითხველთა ლიგა
ზარი იყო, მაინც არ კმაროდა იმისათვის, რომ ეს ფაქტი დამე-
მალა, თუმცა, მართლაც, უზარმაზარი მოწიწება მქონდა მის
მიმართ, მიუხედავად ყველაფრისა. რა თქმა უნდა, აჯობებდა
ფრანგული, სავარაუდოდ პაბლიტოს გამოკლებით, დანარჩე-
ნებს უკეთ გვცოდნოდა. როგორც უნდა გაგიჭირდეთ დაჯერე-
ბა, ფრანგული ენა ახლა უკვე მთლიანად დავიწყებული მაქვს,
მაგრამ, მაშინ ვთარგმნიდით. სესარეა თავნება თარგმანს
აკეთებდა, თუ უფლებას მომცემთ ეს სიტყვა გამოვიყენო. სა-
თარგმნელად შერჩეულ ლექსს ხელახლა წერდა ისე, რო-
გორც მას შეიგრძნობდა. მე უფრო დედნის მიმდევარი ვიყავი,
როგორც სიტყვების მარაგით, ასევე იმ მოუხელთებელი სუ-
ლიერებით, რის განცდასაც დედნიდან ვახერხებდი. რა თქმა
უნდა, ვცდებოდით, ლექსები ჩვენთვის პინიატებს105 ჰგავდა,
გარდა ამისა, არ დაიჯერებთ, მაგრამ ჩვენი იდეების, ჩვენი
შეხედულებების მიხედვით ვსაზღვრავდით მათ ღირებულე-
ბას. მაგალითად, სუპოს ლექსი ავიღოთ. მართალს გეუბნე-
ბით: პირადად მე სუპო ფრანგული პოეზიისათვის საუკუნის
უდიდეს პოეტად მიმაჩნდა და მჯეროდა, რომ გაცილებით
შორს წავიდოდა. კარგად დააკვირდით, არადა, უკვე რამდენი
წელია, მასზე სიტყვა არ გამიგონია, თუმცა, როგორც ვიცი,
ჯერ ისევ ცოცხალია. სამაგიეროდ, ელუარის შესახებ არაფე-
რი ვიცოდი, არადა, ნახეთ, როგორ გაითქვა სახელი, ნობე-
ლის პრემიაღა დააკლდა, არა? არაგონს მისცეს ნობელის
პრემია? არა, მგონი, არა. შარს, მგონი, კი, მაგრამ მაშინ
ლექსებს არ წერდა, რამდენადაც ვიცი: სენ-ჟონ პერსს მისცეს
ნობელი? ამის შესახებ აზრი არ გამაჩნია. ტრისტან ცარას,
დარწმუნებული ვარ, არ მისცემდნენ. რა უცნაურია ეს ცხოვ-

105 პინიატა – მექსიკური ფერადი სათამაშო


441 მკითხველთა ლიგა
რება. მერე ბიჭებმა მანუელის, ლისტის, სალვადორ ნოვოს
(მოეწონათ!) კითხვა დაიწყეს, ჩემი ლექსებისაც (არა, აჯობებ-
და, ჩემი არ წაეკითხათ, ასეც ვუთხარი, რა საწყენია, რომ
დრო ტყუილად დავკარგე-მეთქი), ენკარნასიონისაც, პაბლი-
ტოსიც. ვინ იყო ის ენკარნასიონ გუსმანიო, მკითხეს. ან ის
პაბლიტო ლესკანო ვინ იყო, რომელიც ცარას თარგმნიდა,
თვითონ მარინეტივით წერდა და, როგორც წეღან გვითხა-
რით, თავისი ფრანგულით გამორჩეული იყო თქვენს შორის.
ეს საუბარი ჩემთვის ხელახალ წაქეზებასავით იყო, თითქოს
ღამე გაირინდა, ფარდის მიღმიდან შემომცქერის და მეუბნე-
ბა: სენიორ სალვატიერა, ამადეო, ნებას გრთავთ, რინგზე გა-
მობრძანდით და სანამ ხმა არ ჩაგეხრინწებათ, ილაპარაკე-
თო. თითქოს სიზმრიდან გამოვფხიზლდი, თითქოს ეს წუთია
დალეული ტეკილა ჩემს შიგნეულში, ჩემს ობსიდიანის ღვიძ-
ლში მესკალ „ლას სუისიდასს“ შეხვდა, და თავი მდაბლად და-
უკრაო. ასეც უნდა ყოფილიყო, დონე ჯერ კიდევ არსებობს.
მერე კიდევ ერთხელ ჩამოვასხით და პაბლიტო ლესკანოსა
და ენკარნასიონ გუსმანის შესახებ მოყოლას შევუდექი. მათ
ენკარნასიონის ორი ლექსი არ მოეწონათ, ჩემთან ძალიან
გულახდილები იყვნენ, მხარდაჭერასაც კი არ ცდილობდნენ.
ერთი ამათ დამიხედეთ! მათი აზრი ჩემსას თითქმის იმეორებ-
და, რადგან მეც იმავეს ვფიქრობდი, დარწმუნებულიც კი ვიყა-
ვი, რომ საბრალო ენკარნასიონი ჟურნალში თავის პოეტურ
დამსახურებებზე მეტად სხვა პოეტი ქალის სისუსტის გამო
მოხვდა. სესარეა ტინახეროს სისუსტის გამო, რომელმაც,
არავინ იცის, ენკარნასიონში რა დაინახა, ან სადამდე მიდიო-
და ის კომპრომისი, რომელსაც მასთან, ან საკუთარ თავთან
მიაღწია. მექსიკურ ლიტერატურულ წრეებში ბუნებრივი მოვ-
ლენაა, როდესაც მეგობარს ბეჭდავ. ენკარნასიონი კი, შეიძ-
442 მკითხველთა ლიგა
ლება კარგი პოეტი არ იყო (როგორც მე), შეიძლება პოეტი
საერთოდაც არ იყო, არც კარგი, არც ცუდი (როგორც მეც,
სხვათა შორის, ეჰ!), მაგრამ სესარეას ახლო მეგობრად ნამ-
დვილად მიაჩნდა, მზად იყო, პირიდან ლუკმა გამოეღო და
მისთვის მიეცა! მოკლედ, ენკარნასიონ გუსმანზე ბიჭებს ვუთ-
ხარი, რომ მეხიკოში იყო დაბადებული, ჩემი გამოთვლებით
დაახლოებით 1903 წელს, სესარეა კი ერთ-ერთი კინოთეატ-
რის ფოიეში გაიცნო. რაც მართალია, მართალია, არ გაუცი-
ნიათ. არ ვიცი, რა ფილმს უჩვენებდნენ, მაგრამ ალბათ ნაღ-
ვლიანი ფილმი იქნებოდა, შეიძლება რამე ჩაპლინისა, მოკ-
ლედ ისეთი, გულს რომ აგიჩუყებს. ფილმი დასრულდა, მაყუ-
რებლები გარეთ გამოვიდნენ და აღმოჩნდა, რომ ორივე ტი-
როდა. ერთმანეთი დაინახეს და სიცილი აუტყდათ. სესარეა
ალბათ ხმამაღლა იცინოდა, საოცარი იუმორის გრძნობა
ჰქონდა, საკმარისი იყო, ოდნავი მიზეზი მისცემოდა, რაც შე-
იძლებოდა, თუნდაც ერთი გამოხედვა ყოფილიყო, რომ უეც-
რად ახარხარდებოდა. ალბათ მაშინაც ასე მოხდა. ენკარნა-
სიონი კი, ენკარნასიონი ალბათ უფრო მორიდებულად გაიცი-
ნებდა. იმ დროისთვის სესარეა კომუნალურ ბინაში ცხოვ-
რობდა, ლას კრუსესის ქუჩაზე, ენკარნასიონი კი დეიდასთან
(საწყალი, დედითაც და მამითაც ობოლი იყო), მგონი, დელი-
სიასის ქუჩაზე. ორივენი თითქმის მთელ დღეს მუშაობდნენ.
სესარეა ჩემს ოფისში, გენერალ დიეგო კარვახალთან, რომე-
ლიც სტრიდენტისტებს კი ემეგობრებოდა, მაგრამ, სიმარ-
თლე რომ ითქვას, ლიტერატურისა არაფერი გაეგებოდა. ენ-
კარნასიონი კი გამყიდველი იყო ნინიო პერდიდოზე მდებარე
ტანსაცმლის მაღაზიაში. ვინ იცის, რატომ დამეგობრდნენ,
ერთმანეთში ასეთი რა დაინახეს. სესარეას არაფერი გააჩ-
ნდა, მაგრამ ერთი შეხედვაც კმაროდა, მიმხვდარიყავი – ისე-
443 მკითხველთა ლიგა
თი ქალი იყო, რომელმაც კარგად უწყოდა, რა უნდოდა. ენ-
კარნასიონი სრულიად საპირისპირო ბუნებისა გახლდათ,
მართალია, ძალიან ლამაზი, ყოველთვის მოწესრიგებული
(სესარეას ის ეცვა, რაც პირველი მოხვდებოდა ხელში და ხან-
დახან სახლიდან მარტო შალშემოხვეულიც კი გამოდიოდა),
მაგრამ საკუთარ თავში დაურწმუნებელი და სუსტი, როგორც
ფაიფურის ფიგურა მთვრალების ხელჩართულ აყალმაყალ-
ში. ხმა, როგორ ვთქვა, სალამურივით უჟღერდა, დროდადრო
იმ წვრილი, უძალო ხმის აწევა უწევდა, რომ სხვებისთვის მი-
ეწვდინა. საწყალი, ბავშვობიდანვე შეგუებული იყო, რომ ხმის
დიაპაზონი სუსტი ჰქონდა. როდესაც რამეს ამბობდა, ყელი-
დან რაღაც მწივანა, ძალიან უსიამოვნო ბგერები ამოსდი-
ოდა. დიდი ხნის შემდეგ ისევ მომესმა ეს მწივანა ხმა, ზუსტად
კინოში, ანიმაციურ ფილმში, კატა თუ ძაღლი, თუ სულაც თაგ-
ვი ლაპარაკობდა ამ ხმით, ხომ იცით, გრინგოები რა ეშმაკები
არიან ანიმაციური ფილმების გადაღებაში, ჰოდა, ის რაღაც
არსება იმ ანიმაციაში სწორედ ენკარნასიონ გუსმანის ხმით
ლაპარაკობდა. მუნჯი რომ ყოფილიყო, ალბათ უფრო შეუყ-
ვარდებოდა ვინმეს, მაგრამ მუნჯი არ იყო, იმ ხმის ატანას კი
დიდი გაძლება სჭირდებოდა. ნიჭი დანარჩენშიც არ ჰყოფნი-
და. სწორედ სესარეამ მოიყვანა ერთ-ერთ ჩვენს შეკრებაზე,
როდესაც ყველანი სტრიდენტისტები ვიყავით, ან ამ მიმდინა-
რეობას სიმპათიით ვუყურებდით. თავიდან მოგვეწონა, ანუ
სანამ ჩუმად იყო. ხერმანმა რამდენიმე ქათინაურიც კი უთ-
ხრა, მეც, მაგრამ ის მაინც გარიყულად გრძნობდა თავს. შეიძ-
ლება მორიდების ბრალიც იყო, რომ სესარეას გვერდიდან არ
შორდებოდა. თუმცა, დრო რომ გავიდა, გაიზარდა, უფრო და
უფრო მიმნდობი გახდა და ერთ საღამოს თავისი აზრიც კი გა-
მოთქვა, ვიღაც გააკრიტიკა. მანუელს სხვა გზა არ დარჩენო-
444 მკითხველთა ლიგა
და, გარდა იმისა, რომ მისთვის თავისი ადგილი მიეჩინა. ენ-
კარნასიონო, უთხრა, თქვენ ხომ პოეზიისა არაფერი გაგეგე-
ბათ, იქნებ ჯობდეს, გაჩუმდეთო. აი, იქ მოხდა, რაც მოხდა.
ენკარნასიონი, რომელიც შეიძლებოდა ხორცშესხმულ გუ-
ლუბრყვილობად ჩაგვეთვალა, არ მოელოდა, თუკი ასე პირ-
დაპირ და უხეშად გააჩუმებდნენ და უცებ ისე გაფითრდა, რომ
ვიფიქრეთ, სადაცაა ჩვენ თვალწინ გული წაუვაო. სანამ ლა-
პარაკობდა, სესარეა თითქოს სრულიად გულგრილი ჩანდა,
მაგრამ მანუელის სიტყვების შემდეგ უცებ წამოიჭრა ადგილი-
დან და მანუელს განუცხადა, ქალს ასე არ უნდა ელაპარა-
კოო. ჰო, მაგრამ ვერ გაიგონე, რა სისულელე თქვაო? თავი
გაიმართლა მანუელმა. გავიგონეო, უთხრა სესარეამ, რო-
მელსაც არ ეტყობოდა, მაგრამ თავისი მეგობრისა და პროტე-
ჟეს არც ერთი ჟესტი არ გამორჩებოდა, მაგრამ მიმაჩნია,
რომ შენი საქციელი ბოდიშის მოხდას მოითხოვსო. კარგი,
ბოდიშს ვიხდიო, უპასუხა მანუელმა, მაგრამ ამიერიდან პირი
არ გააღოსო. არკელესი და ხერმანიც დაეთანხმნენ. როცა
რამეში ვერ ერკვევი, აჯობებს არაფერი თქვაო, ასეთი იყო მა-
თი არგუმენტი. ეს უპატივცემულობააო, განაგრძო სესარეამ,
ადამიანს თავისი აზრის გამოთქმის უფლება წაართვაო. მე-
ორე შეკრებაზე ენკარნასიონი არ მოსულა, არც სესარეა. შეკ-
რებები არაფორმალური იყო და არავის, ყოველ შემთხვევაში
გარეგნულად, ისინი არავის მოუსაკლისებია. შეკრება დამ-
თავრდა, მე და პაბლიტო ლესკანო ქალაქის ცენტრისკენ გა-
ვეშურეთ და თან რეაქციონერი ტაბლადას ნათქვამს ვიმეო-
რებდით, როდესაც უცებ, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ შეკრე-
ბაზე არცერთი არ ყოფილა და იმასაც მივხვდი, რამდენად ცუ-
დად ვიცნობდი სესარეა ტინახეროს.

445 მკითხველთა ლიგა


ხოაკინ ფონტი, ფსიქიატრიული კლინიკა, „ელ რეპოსო“
დესერტო დე ლოს-ლეონესის ტრასა, მეხიკოს შემოგარენში,
1979 წლის მარტი. ერთ დღეს ვიღაც უცნობმა მომაკითხა.
მახსოვს, ეს 1978-ში მოხდა. მონახულებით თავს არ იხოცავ-
დნენ, მარტო ჩემი ქალიშვილი მაკითხავდა და ვიღაც ქალი,
და კიდევ ვიღაც გოგო, რომელიც მეუბნებოდა, მეც შენი შვი-
ლი ვარო. იშვიათი სილამაზის გოგო იყო. ის უცნობი ადრე
არასოდეს მოსულა. ბაღში მივიღე, ჩრდილოეთისკენ ვიყურე-
ბოდი, თუმცა ყველა გიჟი ან სამხრეთისკენ იყურება, ან და-
სავლეთისკენ. მე კი ჩრდილოეთისკენ ვიყურებოდი და ასე
მივიღე. უცნობმა მითხრა, დილა მშვიდობისა, კიმ, დღეს თავს
როგორ გრძნობო. ვუპასუხე, ისევე როგორც გუშინ, ან გუშინ-
წინ-მეთქი და მერე ვკითხე, ჩემი ძველი არქიტექტურული ბი-
უროდან ხომ არ ხართ-მეთქი, რადგან მისი სახე თითქოს რა-
ღაცას მეუბნებოდა. უცნობს გაეცინა და მითხრა, როგორ შე-
იძლება, მეგობარო, რომ ვერ გეცნე, ალბათ, მეხუმრებიო.
მეც გავიცინე, რომ მისი ნდობა დამემსახურებინა და ვუთხა-
რი, ჩემი კითხვა ერთგვარად ისეთივე გულწრფელი შეიძლე-
ბოდა ყოფილიყო, როგორც ნებისმიერი სხვა კითხვა-მეთქი.
მაშინ უცნობმა მითხრა, დამიანი ვარ, ალვარო დამიანი, შენი
მეგობარიო. მერე კი დასძინა, დიდი ხნის წინ გავიცანით ერ-
თმანეთი, როგორ შეიძლება ვერ მცნობდეო. მაშინ მე ვუთხა-
რი, მახსოვხარ-მეთქი, რომ დამეწყნარებინა და არ დანაღ-
ვლიანებულიყო. გაიღიმა (თუმცა, მის თვალებში სიხარული
ვერ შევნიშნე) და თქვა, კიმ, ასე სჯობსო, თითქოს ჩემმა ექი-
მებმა და ექთნებმა თავიანთი მზრუნველობები და თავიანთი
ხმა ათხოვესო. როდესაც წავიდა, მგონი, დამავიწყდა, მაგრამ
ერთი თვის შემდეგ ისევ გამოჩნდა და მითხრა, აქ უკვე ნამყო-
ფი ვარ, ეს საგიჟეთი მახსოვს, ტუალეტები იქ არის, ეს ეზო კი
446 მკითხველთა ლიგა
ჩრდილოეთისკენაა მიქცეულიო. შემდეგ მოსვლაზე განმიც-
ხადა, უკვე ორ წელიწადზე მეტია მოვდივარ, ცოტა მეხსიერე-
ბას ძალა დაატანეო. დავატანე და კიდევ შემდეგ მოსვლაზე
ვუთხარი, სენიორ ალვარო დამიან, როგორ ბრძანდებით-
მეთქი. მან გაიღიმა, მაგრამ თვალები ისევ ნაღვლიანი ჰქონ-
და, თითქოს რაღაც უზარმაზარი დარდი ჰქონდა და მთელ
სამყაროს იმ დარდიდან უყურებდა.

ხასინტო რეკენა, კაფე „კიტო“, ბუკარელის ქუჩა, მეხიკო,


1979 წლის მარტი. ძალიან საინტერესო იყო. ვიცი, რომ სრუ-
ლი შემთხვევითობაა, მაგრამ ხანდახან მაინც მეფიქრება.
როდესაც ეს ამბავი რაფაელს ვუთხარი, მითხრა, გეჩვენებაო.
მე ვუპასუხე, როგორ ვერ ხვდები, რომ ახლა, როცა ულისესი
და არტურო მექსიკაში აღარ ცხოვრობენ, თითქოს უფრო მე-
ტი პოეტია-მეთქი. როგორ თუ მეტი პოეტიაო? მკითხა რაფა-
ელმა. ჩვენი ასაკის პოეტებს ვგულისხმობ, რომლებიც 1954,
1955, 1956-ში დაიბადნენ-მეთქი. საიდან იციო, მკითხა ისევ
რაფაელმა. რა ვიცი, ვმოძრაობ, ჟურნალებს ვკითხულობ,
პოეზიის საღამოებზე დავდივარ, გაზეთების ლიტერატურულ
დამატებებს თვალს ვადევნებ, ხანდახან, რადიოსაც ვუსმენ-
მეთქი. ამდენი დრო საიდან გაქვს, პატარა შვილის პატრონ-
სო, გაუკვირდა რაფაელს. ფრანცს რადიოს მოსმენა უყვარს-
მეთქი ვუპასუხე. რადიოს ვურთავ და მის ხმაზე ეძინება-მეთ-
ქი. ახლა რა, ლექსებს რადიოში კითხულობენო? გაუკვირდა
რაფაელს. ჰო, რადიოშიც კითხულობენ და ჟურნალებშიც
ბეჭდავენ, რაღაც აფეთქებასავითაა. ყოველდღიურად ახალი
გამომცემლობა აქვეყნებს ახალ პოეტებს, უცნაურია, არა-
მეთქი? ვერაფერს უცნაურს ვერ ვხედავო, რაფაელმა. მო-
ულოდნელი აყვავებაა, რომელსაც ვერაფრით ვამართლებ,
447 მკითხველთა ლიგა
ასობით ახალი სკოლა ყვავის, და ეს მაინცდამაინც მაშინ
ხდება, როდესაც ულისესი წავიდა აქედან, ძალიან უცნაურ
დამთხვევად არ გეჩვენება-მეთქი? უმეტესობა ცუდი პოეტიაო,
მითხრა რაფაელმა, პასის, ეფრაინის, ხოსემილიოს, სოფლუ-
რი პოეზიის მიმდევრები ცარიელი ნაგავიო. არ უარვყოფ და
არც ვამტკიცებ, რომ ნაგავია, მაგას არ ვგულისხმობ, მე რა-
ოდენობა მაფიქრებს, ამდენის ერთდროულად გამოჩენა. მათ
შორის, არის ერთი ტიპი, რომელმაც ყველა მექსიკელი პო-
ეტის ანთოლოგიაც კი შეადგინა-მეთქი, არ ვეშვებოდი. ჰოო,
თქვა რაფაელმა, ვიციო (უკვე ვიცოდი, რომ იცოდა) და ჩემი
ლექსები შიგ არ შეუტანიაო, დაამატა. საიდან იცი-მეთქი?
ვკითხე. მეგობარმა მითხრაო, რაფაელმა, არც ერთ რეალ-
ვისცერისტთან არ უთანამშრომლიაო. მაშინ მე ვუთხარი, ეს
მთლად ეგრე არ არის, იმიტომ, რომ იმ ნაბიჭვარმა, თუკი ან-
თოლოგიაზე მუშაობდა და ულისეს ლიმა არ ჩართო, მარია
და ანხელიკა ფონტებს, ერნესტო სან-ეპიფანიოს და მე რაღა-
ტომ ვერ გამოგვტოვებდა, ჩვენი ლექსები ხომ მოგწონს-მეთ-
ქი! რაფაელს არ უპასუხია, მისტერიოსის ქუჩაზე მივაბიჯებ-
დით, რაფაელმა ჰორიზონტს გახედა, თითქოს ჰორიზონტის
დანახვა შეეძლო, თუმცა, სად იყო ჰორიზონტი, იმის ნაც-
ვლად იქ სახლების, კვამლიანი ზეცის, მეხიკოს საღამოსპი-
რის ნისლის მეტი არაფერი ჩანდა. იმ ანთოლოგიაში თქვენც
იქნებითო? მკითხა კარგა ხნის შემდეგ. მარია და ანხელიკა –
არ ვიცი, დიდი ხანია არცერთი არ მინახავს, ერნესტო ნამ-
დვილად იქნება, მე ნამდვილად არა-მეთქი. როგორ თუ შენ...
დაიწყო რაფაელმა, მაგრამ კითხვის დასრულება არ ვაცალე.
იმიტომ, რომ მე რეალვისცერისტი ვარ, და იმ ნაბიჭვარმა თუ
ულისესი არ ჩართო, მე რაღად ჩამრთავდა-მეთქი, ვუპასუხე.

448 მკითხველთა ლიგა


ლუის სებასტიან როსდო, ბინდბუნდში, კოიოაკანის უბანი,
მეხიკო, 1979 წლის მარტი. ჰო, მართლაც საინტერესო ფენო-
მენია, მაგრამ ხასინტო რეკენას გულწრფელობა აქ არაფერ
შუაშია. მექსიკაში მართლაც მოხდა პოეტების გაუგონარი დე-
მოგრაფიული აფეთქება. 1977 წლის იანვრიდან თუ 1976
წლის იანვრიდან ეს უკვე აშკარად შესამჩნევი გახდა. ქრონო-
ლოგიური სიზუსტის დადგენა, კაცმა რომ თქვას, შეუძლებე-
ლია. იმ მიზეზთაგან, თუ რა გახდა ამ მოვლენის ბიძგის მიმ-
ცემი, პირველ რიგში სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდა უნდა
დასახელდეს, რაც, მეტ-ნაკლებად (1960 წლიდან დღემდე)
შენარჩუნებულია, მერე – საშუალო კლასის კონსოლიდაცია
და უნივერსიტეტის ყოველდღიურად უფრო და უფრო უკეთესი
სტრუქტურირება, განსაკუთრებით ჰუმანიტარული მიმართუ-
ლებებით.
ახლოდან გავიცნოთ ის ახალი პოეტური ურდო, რომელ-
საც მე, ყოველ შემთხვევაში ასაკის გამო მაინც ვარ მიკუთ-
ვნებული. მათი უმეტესობა უნივერსიტეტთან არის შექმნილი.
მათი უდიდესი პროცენტი თავის პირველ ლექსებს და პირ-
ველ წიგნებსაც განათლების სამინისტროს უნივერსიტეტს
დაქვემდებარებულ ჟურნალებსა და გამომცემლობაში ბეჭ-
დავს. ასევე, ის უდიდესი ნაწილი ესპანურის გარდა ფლობს
(როგორც თვითონ ირწმუნებიან) კიდევ სხვა ენასაც, რომე-
ლიც, როგორც წესი, უფრო ხშირად, ინგლისურია, ცოტა უფ-
რო ნაკლებად, ფრანგული და ამ ენებიდან თარგმნიან პოე-
ტებს, თუმცა არც იტალიურიდან, პორტუგალიურიდან და
გერმანულიდან გვაკლია თარგმანები. მათგან ზოგი პოეტურ
მოწოდებას მოყვარული გამომცემლის საქმიანობასაც უხა-
მებს, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ამ სფეროში დროდად-
რო მნიშვნელოვან ინიციატივებს. ალბათ, მექსიკაში ამდენი
449 მკითხველთა ლიგა
ახალგაზრდა პოეტი არასოდეს ყოფილა, როგორც დღესაა.
ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მაგალითად, ოცდაათ წელზე
ნაკლები ასაკის პოეტები უკეთესები არიან, ვიდრე იმავე ასა-
კის სამოციანელების პოეტები? შესაძლებელია, რომ ყველა-
ზე აქტუალურ პოეტებს შორის ვიპოვოთ ბასერას, ხოსე ემი-
ლიო პაჩეკოს, ომერი არიდხისის ეკვივალენტური პოეტები?
ეს ჯერ საკითხავია.
მიუხედავად ამისა, ისმაელ უმბერტო სარკოს ინიციატივა
არაჩვეულებრივად მეჩვენა. უკვე დრო იყო, მექსიკის ახალ-
გაზრდული პოეზიის ანთოლოგიაზე გვეფიქრა და მისი შედგე-
ნისას მონსივაისის ანთოლოგიის სიმკაცრე გამოგვეჩინა. მი-
სი „მე-20 საუკუნის მექსიკური პოეზია“106 ხომ ამდენი ასპექ-
ტით იყო დასამახსოვრებელი. შეგვეძლო როგორც მაგალი-
თი ან პარადიგმული ნამუშევარი, ოქტავიო პასის, ალი ჩიმა-
სეროს, ხოსე ემილიო პაჩეკოსა და ომერი არდხისის გამოცე-
მული „პოეზია მოძრაობაში“!107 გამოგვეყენებინა. უნდა ვა-
ღიარო, რომ ერთგვარი სიამოვნება მივიღე, როდესაც ისმა-
ელ უმბერტო სარკომ სახლში დამირეკა და მითხრა: ლუის სე-
ბასტიან, შენი დახმარება მჭირდებაო. მე, რა თქმა უნდა, დახ-
მარებითაც და დაუხმარებლადაც აღმოვჩნდებოდი მის ანთო-
ლოგიაში, ასე ვთქვათ, ბუნებრივად (ოღონდ ის არ ვიცოდი,
რამდენი ლექსით), და ჩემი მეგობრებიც მხარს დამიმშვენებ-
დნენ. ასე რომ, სარკოსთან სახლში რომ მივედი, ეს მხოლოდ
და მხოლოდ დამხმარის სტატუსით მისვლა იყო, იმ შემთხვე-
ვისათვის, თუკი რამე მნიშვნელოვანი დეტალი ექნებოდა გა-
მოტოვებული. იმ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ჟურნალს

ეს ანთოლოგია გამოიცა 1966 წელს.


106

ამ ავტორების მიერ შედგენილ კრებულში შესულია 1915-1966 წლებში


107

შექმნილი პოეზია
450 მკითხველთა ლიგა
შეეხებოდა, პროვინციულ გამოცემას, რომელშიც მართლაც
შეიძლებოდა, ერთი-ორი სახელი და გვარი გამორჩენილიყო,
მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, რის უგულებელყოფის უფ-
ლებაც ნამდვილად არ გაგვაჩნდა.
მაგრამ დროის იმ ინტერვალში, რომელიც ისმაელ უმბერ-
ტოს დარეკვასა და ჩემს ვიზიტს შორის არსებობდა და რაც
სამ დღეს შეადგენდა, ბედისწერამ ისურვა, იმ პოეტების რა-
ოდენობა გამეგო, რომლებსაც ანთოლოგიაში ჩასმას უპი-
რებდა. რაოდენობა აშკარად გადაჭარბებული, დემოკრატი-
ული, მაგრამ ნაკლებად რეალური იყო და როგორც წამოწყე-
ბა, ერთჯერადი გახლდათ. თითქოს ეშმაკმა გამომცადაო, იმ
რამდენიმე დღეში, რომლებიც სარკოს დარეკვასა და ჩვენს
შეხვედრას შორის რჩებოდა, თავში რაღაც აზრები მომივიდა,
თითქოს ეს მოლოდინი (თუმცა რა მოლოდინი, ღმერთო ჩე-
მო!) ყოფილიყოს უდაბნო, ჩემი მასთან სტუმრობა კი ის წამი,
როდესაც თვალებს ახელ და შენს გადამრჩენელს ხედავ. და
ის სამი დღე ეჭვებით გატანჯული სამი დღე აღმოჩნდა (ან
ცდუნებებით აღსავსე), მაგრამ რაღაც აშკარად შევამჩნიე: ის
მტანჯველი ეჭვები და მერყეობა, რაც ასე მაწამებდა (თუ მაც-
დუნებდა), თან ერთგვარ ტკბობასაც მგვრიდა, ცეცხლის ალს
ჰგავდა, თან რომ გწვავს და თან გსიამოვნებს.
ჩემი აზრი თუ მცდელობა შემდეგში მდგომარეობდა: სარ-
კო დამერწმუნებინა, რომ ანთოლოგიაში პიელ დივინაც შეეყ-
ვანა. ამ ჩემი წინადადების სასარგებლოდ მოქმედებდა ერთა-
დერთი რამ, არჩეულ პოეტთა რაოდენობა. დანარჩენი ყვე-
ლაფერი ამ აზრს ეწინააღმდეგებოდა. ვაღიარებ, რომ თავი-
დან ამ ინიციატივის გამოჩენა მაფრთხობდა. მეჩვენებოდა,
რომ სიცილით მოვკვდებოდი. რომ დავაზუსტო, ჩემივე თავი-
სა შემეშინდა. მერე მომეჩვენა, რომ ეს განცდა დარდისგან
451 მკითხველთა ლიგა
სიკვდილთან უფრო ახლოს იყო. მერე კი, როდესაც ბოლოს
და ბოლოს მოვახერხე და ამ საკითხს გულგრილად შევხედე
(თუმცა ეს – მარტო სათქმელად, რასაკვირველია), ღირსეულ
და ამავე დროს ნაღვლიან წინადადებად მეჩვენა და სერიო-
ზულად დავფიქრდი, ნეტა სრულ ჭკუაზე თუ ვარ-მეთქი. იმდე-
ნი თავშეკავება თუ ეშმაკობა მაინც მეყო, რომ ჩემი ეს წინა-
დადება ამ საქმით ყველაზე დაინტერესებულ ადამიანთან,
ანუ პიელ დივინასთან არ გამეცხადებინა, რომელსაც თვეში
ორჯერ-სამჯერ ვნახულობდი, ან თვეში ერთხელ, ან სულ არა.
რაც დრო გადიოდა, სულ უფრო იშვიათად ვხვდებოდით ერ-
თმანეთს. მისი გამოჩენა ყოველთვის მოულოდნელი იყო.
ჩვენი ურთიერთობა ემილიტო ლაგუნას სტუდიაში ასვლის
შემდეგ არარეგულარულად გაგრძელდა და თანდათან მი-
ილია (ყოველ შემთხვევაში, ჩემი გაგებით).
ერთმანეთს ნეაპოლის ქუჩაზე ვხვდებოდით, ჩემი ოჯახის
ბინაში, იქ არავინ ცხოვრობდა, თუმცა შეხვედრებისთვის ბევ-
რად უფრო რთულ მეთოდს ვიყენებდით. პიელ დივინა ჩემი
მშობლების ბინაში მირეკავდა და რადგან მე შინ თითქმის არ
ვიყავი, სტეფანოს სახელით თითქოს რაღაც შეტყობინებას
მიტოვებდა. ვფიცავ, მისთვის ეს სახელი მე არ დამირქმევია.
თავად დაირქვა და ამბობდა, სახელს სტეფან მალარმეს პა-
ტივსაცემად ვირქმევო. არადა, ამ პოეტის სახელისთვის მხო-
ლოდ ყური ჰქონდა მოკრული (სხვათა შორის, როგორც ყვე-
ლაფერი სხვა დანარჩენისთვის). არ ვიცი, რა აზრობრივი
ასოციაციით მაკავშირებდა მასთან, რატომ თვლიდა მალარ-
მეს ჩემს ერთ-ერთ მფარველ სულად. ერთი სიტყვით, სახე-
ლი, რომლითაც ამბავს მიტოვებდა, იმ კაცის პატივისცემით
ჰქონდა არჩეული, ვინც ჩემთვის ყველაზე ძვირფას პოეტად
მიაჩნდა. ანუ იმ სახელში მოაქცია ჩემდამი ლტოლვა, სურვი-
452 მკითხველთა ლიგა
ლი, ავთენტური მოთხოვნილება (ვერ გავბედავ, სიყვარული
დავარქვა), რაც ამ საკითხზე ფიქრში გატარებული ძალიან
დიდი დროის შემდეგ მივხვდი, რაოდენი სიხარულით მასაზ-
რდოებდა.
მორიგი დარეკვის შემდეგ ერთმანეთს გლორიეტა დე ინ-
სურხენტესზე ვხვდებოდით, მაკრობიოტიკური დიეტის მაღა-
ზიის შესასვლელში. მერე ქალაქში ვიკარგებოდით, ჩრდი-
ლოეთის ზონის კაფეებსა და სამიკიტნოებში, ლა ვილას შე-
მოგარენში, სადაც მე არავის ვიცნობდი და სადაც პიელ დივი-
ნას არ ბეზრდებოდა, თავისი მეგობრებისთვის წარვედგინე,
რომლებიც სრულიად მოულოდნელად გამოჩნდებოდნენ
ხოლმე და რომელთა შესახედაობა უფრო პენიტენციურ მექ-
სიკაზე მიანიშნებდა ადამიანს, ვიდრე მათ გამორჩეულობაზე,
თუმცა შევეცადე, მისთვის ისიც ამეხსნა, რომ გამორჩეული
ადამიანი შეიძლება ნებისმიერ ადგილას შეგვხვედროდა
(როგორც სული წმინდაო, დაამატა პიელ დივინამ – ჩემი
ულაყი!). დაღამებისას, როგორც ორი პილიგრიმი, იაფფასიან
პანსიონში ან სასტუმროში შევდიოდით, მაგრამ ისეთში, ერ-
თგვარი დიდებულება მაინც რომ ჰქონოდა (არ მინდა, რო-
მანტიკოსობა დავიწყო, მაგრამ მაინც ვიტყოდი, ერთგვარი
სულიერების მომტანი რომ ყოფილიყო-მეთქი). ძირითადად
ეს ბონდოხიტოს ან ტალისმანის შემოგარენში ხდებოდა. ეფე-
მერული ურთიერთობა გვქონდა. არ მინდა, სიყვარულზე ვი-
ლაპარაკო, უარს ვამბობ ჩვენი სექსი განვიხილო. ცოტა რამ
გვქონდა საერთო: სულ რამდენიმე ფილმი, ხალხური ხელოვ-
ნების ზოგიერთი ნიმუში, მისი გემოვნება უიმედო ამბების მო-
ყოლისა და ჩემი გემოვნება ამ ამბების მოსმენისა.
ხანდახან – უარს ვერ ვეტყოდი – რაღაც ჟურნალებს მჩუქ-
ნიდა, რომლებსაც რეალვისცერისტები გამოსცემდნენ. არც
453 მკითხველთა ლიგა
ერთში მისი ლექსი არ მინახავს. მიუხედავად ამისა, როდესაც
თავში აზრად მომივიდა, სარკოს მის პოეზიაზე დავლაპარაკე-
ბოდი, პიელ დივინას მარტო ორი ლექსი მქონდა, ორივე გა-
მოუქვეყნებელი. ერთი გინზბერგის ცუდი ლექსის ცუდი ასლი,
მეორე – ლექსი პროზად, რომელსაც ტორი არ მოიწონებდა.
უცნაური ლექსი იყო, მასში ბუნდოვნად ლაპარაკობდა სას-
ტუმროებსა და ბრძოლებზე და მეჩვენებოდა, რომ ჩემით იყო
შთაგონებული.
სანამ სარკოსთან წავიდოდი, წინა ღამით ძლივს დავიძინე.
თავს ისე ვგრძნობდი, როგორც მექსიკელი ჯულიეტა, რომე-
ლიც მონტეგებისა და კაპულეტების უაზრო ქიშპში იყო ჩათ-
რეული. ჩვენს ურთიერთობას საიდუმლოდ ვინახავდით, ყო-
ველ შემთხვევაში მანამდე, სანამ მე ვახერხებდი მის გაკონ-
ტროლებას. ამით იმის თქმა არ მინდა, თითქოს ჩემი მეგობ-
რების წრეში არ იცოდნენ ჩემი ჰომოსექსუალობის ამბავი,
რომ მე ასეთ ცხოვრებას ვეწეოდი ფრთხილად, სხვების
თვალთაგან მოფარებულად. მაგრამ, არ იცოდნენ სხვა რამ:
მე რეალვისცერისტს ვხვდებოდი, თანაც ყველაზე ატიპურს
რეალვისცერისტთა შორის. როგორ მოეწონებოდა ალბერტი-
ტო მურს, როცა გაიგებდა, რომ ანთოლოგიაში პიელ დივინა
ჩემი ჩართული იყო? რას იფიქრებდა პეპინ მორადო? განა არ
იტყოდა ჩემზე ადოლფიტო ოლმო, ნამდვილად გაგიჟდაო?
და თავად ისმაელ უმბერტო, ასეთი ცივი, ასეთი ირონიული,
ასეთი გარეგნულად ყველაფრის მიღმა მდგომი, ამას ღალა-
ტად არ ჩამითვლიდა?
ასე რომ, როდესაც ისმაელ უმბერტო სარკოს წინაშე წარ-
ვდექი და ის ორი ლექსი, როგორც ორი ფასდაუდებელი გან-
ძი, ისე მივუტანე, შინაგანად მზად ვიყავი, ყველაზე უხერხუ-
ლი შეკითხვები მომესმინა. ისმაელ უმბერტო სულელი არ
454 მკითხველთა ლიგა
არის და მაშინვე მიხვდა, რომ ჩემი პროტეჟე, როგორც ამბო-
ბენ, წესიდან გადახვეული ვინმე იყო. ბედად (ისმაელ უმბერ-
ტო სულელი არ არის, მაგრამ არც ღმერთია), იგი რეალვის-
ცერისტებს არ დაუკავშირა.
პიელ დივინას პროზად დაწერილი ლექსისთვის მედგრად
ვიბრძოლე. ვამტკიცებდი, ვინაიდან ანთოლოგია პოეტების
რაოდენობის მიმართ მკაცრი არ არის, არაფერი მოხდება,
თუკი ჩემი მეგობრის ლექსს ჩავრთავთ-მეთქი. ანთოლოგიის
შემდგენი შეუვალი ჩანდა. ორასზე მეტი ახალგაზრდა პოეტის
დაბეჭდვას აპირებდა, რომელთა უმრავლესობა თითო ლექ-
სით იქნებოდა წარმოდგენილი, მაგრამ პიელ დივინას მათ
შორის ვერ ხედავდა.
ჩვენი კამათის რაღაც მომენტში ჩემი პროტეჟეს გვარი
მკითხა. არ ვიცი-მეთქი, ვუპასუხე, დატანჯულმა და შერცხვე-
ნილმა.
პიელ დივინასთან მორიგი შეხვედრისას სისუსტემ მძლია
და ვუამბე, როგორ ამაოდ ვცდილობდი, მისი ლექსი სარკოს
ანთოლოგიაში შემეტანა. ისე შემომხედა, რომ მივხვდი, ესია-
მოვნა, რადგან სახეზე რაღაც მადლიერების მსგავსი აღებეჭ-
და. მერე მკითხა, ისმაელ უმბერტოს ანთოლოგიაში პანჩო და
მოკტესუმა როდრიგესები იქნებიან თუ არაო. არა, მგონი,
არა-მეთქი, ვუთხარი. ხასინტო რეკენა, ან რაფაელ ბარი-
ოსიო? არც ისინი, მარია და ანხელიკა ფონტებიო? არც ისინი.
ერნესტო სან-ეპიფანიოო? თავი გავაქნიე უარის ნიშნად, თუმ-
ცა, სინამდვილეში არ ვიცოდი, ეს გვარი არაფერს მეუბნებო-
და. ულისეს ლიმაო? მუქ თვალებში თვალი გავუყარე და არა-
მეთქი, ვუთხარი. მაშინ, უკეთესია, თუკი არც ჩემსას დაბეჭდა-
ვენო, მომიგო.

455 მკითხველთა ლიგა


ანხელიკა ფონტი, კოლიმის ქუჩა, კონდესას უბანი, მეხი-
კო, 1979 წლის აპრილი. 1977 წლის ბოლოს ერნესტო სან-
ეპიფანიო საავადმყოფოში დააწვინეს. ტრეპანაცია სჭირდე-
ბოდა, რომ ტვინიდან ანევრიზმა ამოეკვეთათ. მაგრამ ერთი
კვირის შემდეგ იძულებულები გახდნენ, ჭრილობა ისევ გაეხ-
სნათ, რადგან, როგორც ჩანს, ტვინში რაღაც ჩაუტოვეს. ამ მე-
ორე ოპერაციისას ექიმებს მისი გადარჩენის იმედი თითქმის
არ ჰქონდათ. თუ არ გახსნიდნენ, მოკვდებოდა, გახსნიდნენ
და მაინც მოკვდებოდა, მაგრამ მეორე შემთხვევაში სიკვდი-
ლის უფრო ნაკლები შანსი ჰქონდა. მე ასე გავიგე და მე ვიყა-
ვი ერთადერთი ადამიანი, ვინც მთელი იმ ხნის მანძილზე
გვერდიდან არ მოშორებია. მე და დედამისი, თუმცა, დედამი-
სის იქ ყოფნა, როგორღაც არ ითვლება, რადგან ყოველდღი-
ურმა სიარულმა საავადმყოფოში რაღაც უხილავ ქალად აქ-
ცია: რომ მოვიდოდა, იმდენად გაუნძრევლად და მდუმარედ
იჯდა ხოლმე, რომ ეჭვიც კი შეგეპარებოდა, საავადმყოფოს
ზღურბლს ნამდვილად გადმოაბიჯა თუ არაო. არადა, პალა-
ტაში, საწოლის გვერდით, ნამდვილად იჯდა მისი დაპატარა-
ვებული სხეული და კარის თეთრი სიცარიელე მარმაშივით
შემოხვეოდა.
რამდენჯერმე ჩემი და, მარიაც მოვიდა. ხუანიტო დავი-
ლაც, ფსევდონიმით ჯონი, ერნესტოს უკანასკნელი სიყვარუ-
ლი. დანარჩენი მნახველები ძმები, დეიდები და მამიდები იყ-
ვნენ, ხალხი, რომლებსაც მე არ ვიცნობდი და რომლებიც
ჩემს მეგობართან ნათესაობის ყველაზე უცნაური ძაფებით იყ-
ვნენ დაკავშირებულები.
არც ერთი მწერალი არ მოსულა, არც ერთი პოეტი, არც
ერთი ყოფილი საყვარელი.

456 მკითხველთა ლიგა


მეორე ოპერაციამ ხუთ საათზე მეტხანს გასტანა. მოსაც-
დელ ოთახში მეძინა და ლაურა დამიანი დამესიზმრა. ლაურა
ერნესტოს სანახავად იყო მოსული და მერე ორივე ევკალიპ-
ტის ტყეში სასეირნოდ გავიდნენ. არ ვიცი, ევკალიპტის ტყე-
ები თუ არსებობს, იმის თქმა მინდა, რომ ევკალიპტის ტყეში
არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ჩემს სიზმარში ის ტყეები სა-
შიშად გამოიყურებოდა. ტოტები ვერცხლის ჰქონდათ და რო-
დესაც მკლავებზე მეხებოდნენ, რაღაც მუქ და ბლანტ კვალს
მიტოვებდნენ. ნიადაგი რბილი იყო, როგორც ფიჭვნარში
იცის ხოლმე წიწვებისგან, მაგრამ ჩემს სიზმარში ფიჭვნარი კი
არა, ევკალიპტის ტყე იყო. ყველა ხე, უგამონაკლისოდ, დაბა-
ლი ჩანდა და ირგვლივ აუტანელ სიმყრალეს აყენებდა.
რომ გამეღვიძა, მოსაცდელ დარბაზში არავინ იყო და ტი-
რილი დავიწყე. როგორ შეიძლებოდა, რომ ერნესტო სან-ეპი-
ფანიო ასე მარტო მომკვდარიყო მეხიკოს საავადმყოფოში?
როგორ შეიძლებოდა, რომ მე ვყოფილიყავი ერთადერთი
ადამიანი, ვინც მის გვერდით იქნებოდა, იმის მოლოდინში,
რომ ვიღაც თეთრხალათიანი მეტყოდა, მოკვდა თუ გადარჩა
იმ საშინელი ოპერაციის შემდეგ? მგონი, ტირილის შემდეგ
ისევ ჩამეძინა. რომ გავიღვიძე, ერნესტოს დედა გვერდით
მეჯდა და რაღაც გაუგებარს ბუტბუტებდა. კარგა ხანი დამჭირ-
და იმის მისახვედრად, რომ უბრალოდ, ლოცულობდა. მერე
ექთანი მოვიდა და გვითხრა, ყველაფერი კარგადაა, ოპერა-
ცია ბრწყინვალედ ჩატარდაო. სწორედ ასე თქვა.
რამდენიმე დღის შემდეგ ერნესტო გამოწერეს და მშობ-
ლებმა თავიანთ სახლში წაიყვანეს. იქ ადრე არასოდეს ვიყა-
ვი ნამყოფი, ერთმანეთს ყოველთვის ჩემს სახლში ვხვდებო-
დით და სხვა მეგობრებთანაც, მაგრამ ოპერაციის შემდეგ
მასთან ხშირად დავდიოდი.
457 მკითხველთა ლიგა
პირველ დღეებში არც კი ლაპარაკობდა. გიყურებდა, თვა-
ლებს ახამხამებდა, მაგრამ არ ლაპარაკობდა. არც ის ემჩნე-
ოდა, ესმოდა რამე თუ არა. თუმცა ექიმმა გვირჩია, ჩვენ გვე-
ლაპარაკა მასთან, ისე მოვქცეოდით, თითქოს არაფერი მომ-
ხდარიყო. ასეც მოვიქეცი, პირველ დღეს მისი წიგნების თა-
როზე რაღაც წიგნი მოვძებნე, რომელიც დარწმუნებული ვი-
ყავი, მოსწონდა და ხმამაღლა დავიწყე კითხვა. ვალერის
„ზღვის სასაფლაო“ იყო, მაგრამ ვერაფერი შევამჩნიე, უმცი-
რესი ჟესტიც კი, რაც იმის მიმანიშნებელი იქნებოდა, რომ
წიგნს ცნობდა. მე ვკითხულობდი, ის ჭერს ასცქეროდა, მერე
კედლებს, ან ჩემს სახეს და ვხვდებოდი, რომ მისი სული იქ არ
იყო. მერე ვუკითხავდი სალვადორ ნოვოს ანთოლოგიას, მაგ-
რამ არც ამან გამოიღო შედეგი. ოთახში დედამისი შემოვიდა
და მხარზე შემეხო. სენიორიტა, ნუ დაიღლებითო, მითხრა.
ხმებისა და ადამიანების გარჩევა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც
დაიწყო. ერთ დღეს მეც მიცნო. ანხელიკაო, მითხრა და გა-
იღიმა. ასეთი საშინელი, ასეთი საწყალი, ასეთი უფორმო ღი-
მილი არასოდეს მენახა. ტირილი ამიტყდა. მაგრამ თვითონ
ვერ მიხვდა, რომ ვტიროდი და მაინც იღიმებოდა. თავის ქა-
ლას ჰგავდა. თავზე ნაჭრილობევს ჯერ თმა ვერ უფარავდა.
თმა ძალიან ნელა ეზრდებოდა.
ცოტა ხნის შემდეგ ალაპარაკდა კიდეც, ძალიან წვრილი
ხმა ჰქონდა, ფლეიტასავით, თანდათანობით უფრო ნორმა-
ლური უხდებოდა, მაგრამ მაინც ისევე წვეტიანი ჰქონდა, ყო-
ველ შემთხვევაში, ერნესტოს ხმა აღარ იყო, შემიძლია დარ-
წმუნებით ვთქვა. გონებაჩლუნგი მოზარდის ხმა უფრო ეთ-
ქმოდა, მომაკვდავი და ბრიყვი ბავშვის ხმა. შეზღუდული
ლექსიკა ჰქონდა, ზოგიერთი სიტყვის წარმოთქმა უჭირდა.

458 მკითხველთა ლიგა


ერთხელაც, მასთან მისულს, დედამისი კართან დამხვდა
და შვილის ოთახამდე აღელვებულმა აჩქარებით მიმიყვანა,
თავიდან მეგონა, ალბათ ჩემი მეგობრის მდგომარეობა გაუ-
არესდა და დედამისი ასე ამიტომაც იქცევა-მეთქი, მაგრამ მე-
რე შევნიშნე, რომ ქალის აღელვება უფრო სიხარულის გამო-
ხატულებას ჰგავდა. გამოჯანმრთელდაო, მითხრა. ვერ მივ-
ხვდი, რას გულისხმობდა, გავიფიქრე, ალბათ ხმა დაუბრუნ-
და, ან ეტყობა, ერნესტო ახლა უფრო ნათლად აზროვნებს-
მეთქი. რისგან გამოჯანმრთელდა-მეთქი, ვკითხე და თან
ვცდილობდი მისი მკლავებიდან თავი გამეთავისუფლებინა.
ქალმა რამდენიმე წამს დაახანა, სანამ პასუხს გამცემდა, მაგ-
რამ ბოლოს სხვა გზა აღარ დარჩენოდა და ერნესტო ცისფერი
აღარ არის, სენიორიტაო, მითხრა. რა აღარ არის-მეთქი? ჩა-
ვეკითხე. ამ დროს ოთახში მამამისი შემოვიდა და გარდა იმი-
სა, რომ გვკითხა, აქ რას აკეთებთო, გამოაცხადა, რომ მისი
შვილი, როგორც იქნა, ჰომოსექსუალობისგან გათავისუფ-
ლდა. ამ სიტყვებით არ უთქვამს და ვარჩიე, არც მეპასუხა და
არც კითხვა დამისვამს. მაშინვე გავედი იმ საშინელი ოთახი-
დან. თუმცა, სანამ ერნესტოს საძინებელში შევიდოდი, გავი-
გონე, როგორ ამბობდა დედამისი, ზოგი ჭირი მარგებელიაო.
რა თქმა უნდა, ერნესტო ისევ ჰომოსექსუალი იყო, თუმცა,
დროდადრო აღარ ახსოვდა, ჰომოსექსუალობა საერთოდ
რას ნიშნავს. სექსუალობა მისთვის რაღაც შორეულ ცნებად
ქცეულიყო, რაღაც სასიამოვნოდ და ემოციურად, მაგრამ შო-
რეულად. ერთ დღეს ხუანიტო დავილამ დამირეკა და მით-
ხრა, ჩრდილოეთით მივემგზავრები სამუშაოდ, ჩემს ნაცვლად
დაემშვიდობე ერნესტოს, მასთან გამოთხოვება არ შემიძ-
ლიაო. იმის შემდეგ საყვარელი აღარ ჰყოლია. მერე ხმა ცო-
ტა კიდევ შეეცვალა, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი: კი
459 მკითხველთა ლიგა
არ ლაპარაკობდა, ყმუოდა, კვნესოდა, და ასეთ დროს, დედა-
მისისა და ჩემ გარდა, ყველა – მამამისი, მეზობლები, რომ-
ლებიც მკაცრად იცავდნენ გაუთავებელი მონახულების გან-
რიგს, ოთახიდან გარბოდნენ ხოლმე, რაც საწყენი კი არა, უფ-
რო სასიხარულო იყო, თან იმდენად, რომ ერთხელ გავიფიქ-
რე კიდეც, ერნესტო სპეციალურად ხომ არ ყმუის, რომ ამ
ხალხის აუტანელი სტუმრობისგან თავი დაიძვრინოს-მეთქი.
რამდენიმე თვე რომ გავიდა, იქ სიარული მეც შევამცირე. თუ
საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ სახლში ყოველდღე ვა-
კითხავდი, რაც ლაპარაკი დაიწყო, იატაკზე ფეხის დადგმა და
სიარული ხელახლა ისწავლა, ისე ხშირად აღარ ვნახულობ-
დი, თუმცა, ყოველ საღამოს ვურეკავდი, სადაც უნდა ვყოფი-
ლიყავი. საკმაოდ სულელური საუბარი გვქონდა, ხანდახან
მარტო მე ვლაპარაკობდი, შეუჩერებლად ვლაპარაკობდი, იმ
დღეს მომხდარ ამბებს ვუყვებოდი, მექსიკის მახინჯი ცხოვრე-
ბის ამბებს, რომლებსაც კანს იქით ჩემში შემოღწევის უფლე-
ბას არ ვაძლევდი (ეს ხომ ერთადერთი საშუალება იყო, დამე-
ვიწყებინა, რომ მექსიკაში ვცხოვრობდით), ვუყვებოდი ცხოვ-
რებაზე, რომელსაც ის-ის იყო ვეცნობოდი, ველაპარაკებოდი
იმ საღამოებზე, სადაც აღმოვჩნდებოდი, ნარკოტიკებზე, რომ-
ლებსაც ვიღებდი, კაცებზე, რომლებთანაც ვწვებოდი. ხანდა-
ხან თვითონაც რამეს იტყოდა ხოლმე. ტელეფონით იმ ამბებს
ჩამომითვლიდა, იმ დღეს რომ გაეგონა (ვინ იცის, შეიძლება
მისი მკურნალი ექიმების მიერ შთაგონებული გატაცება იყო),
საჭმელს, იმ დღეს რომ აჭამეს, ხალხს, იმ დღეს მასთან სტუმ-
რად რომ მივიდა. ბოლოსთვის მოიტოვებდა, რა უთხრა დე-
დამისმა. ერთხელ ვუამბე, როგორ შეიტანა ისმაელ უმბერტო
სარკომ მისი ერთი ლექსი ახლად გამოცემულ ანთოლოგი-
აში. რა ლექსიო, იკითხა იმ ჩიტის ხმამ და სული სამართებე-
460 მკითხველთა ლიგა
ლივით გადამესერა. წიგნი გვერდით ედო. ასეც ვუთხარი. ის
ლექსი მე დავწერეო? – მკითხა. მეგონა, ხუმრობდა, არ ვიცი
რატომ, ალბათ მისი ტონის გამო. უკიდურესად სერიოზული
ტონი იყო, მაგრამ განა ასე არ ხუმრობდა ყოველთვის? არც
იმჩნევდა და თითქმის შეუძლებელი იყო, ინტონაციით გაგერ-
ჩია, ხუმრობდა თუ სერიოზულად ამბობდა. მაგრამ, ამ შემ-
თხვევაში ხუმრობა არ იყო. იმ კვირაში როგორღაც დრო გა-
მოვნახე და მის სანახავად მივედი. მეგობარმა, ახალმა მეგო-
ბარმა, მიმაცილა მის სახლამდე, მაგრამ შიგნით რომ შემო-
სულიყო, არ ვინდომე. აქ დამელოდე-მეთქი, ვუთხარი, ეს სა-
შიში უბანია და უკან რომ დავბრუნდებით, შეიძლება მანქანა
აღარ დაგხვდეს-მეთქი. ჩემი ნათქვამი უცნაურად მოეჩვენა,
თუმცა, წინააღმდეგობა არ გაუწევია. იმ ხანებში უკვე მქონდა
უცნაური ქალის სახელი მოპოვებული იმ წრეში, სადაც ვტრი-
ალებდი. თანაც, მართალი ვიყავი: ერნესტოს უბანი ბოლო
ხანებში მართლაც ძალიან იყო ჩაშვებული. თითქოს მისი
ოპერაციის შედეგებმა ქუჩებში გადაინაცვლაო. იქაურობა
სავსე იყო უმუშევრებით, ჯიბის ქურდებით. ისინი საღამოს
შვიდი საათისთვის ქუჩებს ზომბებივით მოედებოდნენ ხოლმე
(ან როგორც ფოსტალიონები უწერილოდ, ანდა უმისამართო
წერილებით) და მზად იყვნენ მეხიკოს კიდევ ერთი საღამო
უაზროდ დაეღამებინათ.
რა თქმა უნდა, ერნესტომ იმ წიგნს ყურადღება დიდი ვა-
ივაგლახით მიაქცია. თავისი ლექსი მოძებნა, და აჰო, აღმოხ-
და. არ ვიცი, ლექსი იცნო და მოულოდნელობის შორისდებუ-
ლი აღმოხდა თუ რაღაც გაუცხოება დაემართა. მერე ისევ იმ
ამბების მოყოლა დამიწყო, რასაც ტელეფონით მიყვებოდა
ხოლმე.

461 მკითხველთა ლიგა


გარეთ რომ გამოვედი, ჩემი მეგობარი მანქანიდან გადმო-
სული დამხვდა, სიგარეტს ეწეოდა. ვკითხე, ჩემს არყოფნაში
რამე ხომ არ მომხდარა-მეთქი. არაფერიო, მიპასუხა, აქაუ-
რობა სასაფლაოზე უფრო წყნარიაო. მაგრამ მთლად წყნარი
მაინც არ უნდა ყოფილიყო, რადგან თმა აშლილი ჰქონდა და
ხელები უცახცახებდა.
მას მერე ერნესტო არ მინახავს.
ერთხელ, ღამით დამირეკა და რიჩარდ ბელფერის ლექსი
წამიკითხა. ერთ საღამოს მე დავურეკე ლოს-ანჯელესიდან და
ვუთხარი, თეატრის რეჟისორ ფრანსისკო სეგურასთან ვიწე-
ქი-მეთქი. იმ რეჟისორს ფსევდონიმიც ჰქონდა, ბებერი სეგუ-
რა, ჩემზე, სულ ცოტა, ოცი წლით უფროსი იქნებოდა. რა ამა-
ღელვებელიაო, მითხრა ერნესტომ. ის ბებერი ალბათ ძალი-
ან ჭკვიანიაო. ნიჭიერია და არა ჭკვიანი-მეთქი, მივუგე. რა
განსხვავებააო? მკითხა. პასუხზე ჩავფიქრდი, ის კი პასუხის
მოლოდინში ჩაფიქრდა და რამდენიმე წამმა ისე გაიარა, რომ
ერთს ხმა არ ამოგვიღია. მინდა, შენ გვერდით ვიყო-მეთქი,
ვუთხარი, როცა ვემშვიდობებოდი. მეცო, მიპასუხა ჩიტის
ხმამ, ოღონდ სხვა რეგისტრში. რამდენიმე დღის შემდეგ დე-
დამისმა დამირეკა და მითხრა, ერნესტო გარდაიცვალაო. ად-
ვილი სიკვდილი ჰქონდა, მზეს ეფიცხებოდა სავარძელზე და
სიკვდილი ამ დროს ეწვია. ანგელოზივით ჩაეძინაო, რომელ
საათზე გარდაიცვალა-მეთქი, ვკითხე. ასე, ხუთზე, ნასადი-
ლევსო.
მისი ძველი მეგობრებიდან მე ვიყავი ერთადერთი, ვინც
მის დაკრძალვას დაესწრო. დაკრძალვა ჩრდილოეთის ერთ-
ერთ ჭრელაჭრულა სასაფლაოზე გადაწყვიტეს. არც ერთი პო-
ეტი არ დამინახავს, არც ერთი ყოფილი საყვარელი, არც ერ-
თი ლიტერატურული ჟურნალის რედაქტორი. სამაგიეროდ,
462 მკითხველთა ლიგა
დაკრძალვას უამრავი ნათესავი და, ალბათ, ყველა მეზობე-
ლი ესწრებოდა. სანამ სასაფლაოდან გამოვიდოდით, ვიღაც
მოზარდები მომიახლოვდნენ და შეეცადნენ, სადღაც სხვაგან
წავეყვანეთ. ვიფიქრე, ალბათ ჩემი გაუპატიურება უნდათ-
მეთქი. მარტო მაშინ გავისიგრძეგანე მთლიანად ის ბრაზი და
ტკივილი, რაც ერნესტოს გარდაცვალებამ მომაყენა. ჩანთი-
დან ავტომატურად გასახსნელი დანა ამოვიღე და ვუთხარი:
თქვე ნაბიჭვრებო, ახლავე დაგხოცავთ-მეთქი. მაშინვე მო-
კურცხლეს. გამოვეკიდე და ერთხანს, სასაფლაოს ორ თუ სამ
ბილიკზე ასე დანაამოღებული მივდევდი. როდესაც, ბოლოს,
როგორც იქნა, შევჩერდი, მეორე დამკრძალავი პროცესია
გამოჩნდა. დანა ჩანთაში ჩავიდე და ვუყურებდი, როგორ
გულმოდგინედ დგამდნენ კუბოს ნიშაში. მგონი, ბავშვის ცხე-
დარი იყო. მაგრამ, დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი. მერე სა-
საფლაოდან გამოვედი და ქალაქის ცენტრისკენ გავეშურე,
რათა ჩემს მეგობარ ბიჭს შევხვედროდი და ერთად სადმე
ბარში დაგველია.

463 მკითხველთა ლიგა


10

ნორმან ბოლცმანი, ედიტ ვოლფსონის პარკი, თელ-ავივი,


1979 წლის ოქტობერი. სხვათა ტკივილის მიმართ ყოველ-
თვის მგრძნობიარე ვიყავი, ყოველთვის ვცდილობდი, სოლი-
დარობა გამომეხატა მათთვის, ვინც თავს უბედურად თვლი-
და. ებრაელი ვარ, მექსიკელი ებრაელი, და კარგად ვიცნობ
ჩემი ორივე სამშობლოს ისტორიას. მიმაჩნია, რომ ამით ყვე-
ლაფერია ნათქვამი. თავის მართლება არც მიფიქრია. მხო-
ლოდ იმას ვცდილობ, ერთ ამბავს მოვყვე, იქნებ ასე მაინც
ჩავწვდე იმ ფარულ აზრს, თავის დროზე ჩემთვის გამოუცნობი
რომ დარჩა და აქამდე მამძიმებს, მოსვენებას მაკარგვინებს.
როგორც ვისურვებდი, ისე თანმიმდევრულად, ალბათ ვერ
მოვყვები, ჩემი როლი კი იმ ისტორიაში სინათლესა და სიბნე-
ლეს შორის მტვრის ნაწილაკის ფარფატს უფრო დაემგვანება,
სიცილისა და ტირილის მონაცვლეობას, როგორც ეს მექსი-
კურ ტელესერიალებში, ან იდიშურ მელოდრამებშია ხოლმე.
ყველაფერი გასულ თებერვალს დაიწყო, ერთ მრუმე, ნაც-
რისფერ დღეს, როდესაც ცას თხელი საბურველი მოსავდა,
როგორც იცის ხოლმე დროდადრო თელ-ავივში. იმ დღეს ხა-
შომერის ქუჩაზე მდებარე ჩვენი ბინის კარზე ვიღაცამ მოაკა-
კუნა. კარი გავაღე და ჩემ წინაშე ულისეს ლიმა დაიხატა, იმ
ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელმაც სახელად „რეალვისცე-
რისტები“ დაირქვა. ვერ ვიტყვი, ვიცნობდი-მეთქი, სულ ერ-
თხელ მყავდა ნანახი, მაგრამ კლაუდიასგან მასზე რაღაც ამ-
ბები გამეგონა და დანიელმა ერთი-ორჯერ მისი რამდენიმე
ლექსი წამიკითხა. თუმცა ლიტერატურა ჩემი ძლიერი მხარე
არასოდეს ყოფილა და ადვილი შესაძლებელია, მისი პოეზი-
464 მკითხველთა ლიგა
ის ღირსება ჯეროვნად ვერ დავაფასე. ყოველ შემთხვევაში,
კაცი, რომელიც ჩემ წინ იდგა, პოეტს კი არა, მათხოვარს უფ-
რო ჰგავდა.
ვაღიარებ, რომ ურთიერთობა კარგად ვერ დავიწყეთ.
კლაუდია და დანიელი უნივერსიტეტში იყვნენ, მე უნდა მემე-
ცადინა. ამიტომ, სახლში კი შემოვუშვი, ჩაითაც გავუმასპინ-
ძლდი, მაგრამ მერე ჩემს ოთახში ჩავიკეტე. ცოტა ხნით მო-
მეჩვენა, რომ ყველაფერი თავის ნორმალურ მდინარებას და-
უბრუნდებოდა და მარგბურგის სკოლის ფილოსოფოსებში
გადავეშვი (ნატორპი, კოენი, კასირერი, ლანჟი), სალომონ
მაიმონის ნაშრომსაც ჩავუღრმავდი, რომელიც ამ ზემოხსენე-
ბულ ფილოსოფოსებს, მართალია, პირდაპირ არა, მაგრამ
მაინც ანადგურებდა. მაგრამ, გარკვეული ხნის შემდეგ, რაც
ალბათ ოცი წუთს მაინც შეადგენდა, თუმცა, შეიძლება ორი
საათიც ყოფილიყო, გონება გამეთიშა და ამ სიცარიელეში
ულისეს ლიმას სახე დამიდგა თვალწინ, სახე ახლად მოსუ-
ლისა. მართალია, იმწუთას სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი,
მაინც ვერ შევძელი წესიერად გამერჩია მისი სახის ნაკვთები,
ამისთვის კარგა ხანი დამჭირდა (მაინც რამდენი? არ ვიცი).
თუმცა, იმის ნაცვლად, რომ ულისესის სახე უფრო ადვილად
გასარჩევი გამხდარიყო, თეთრი ექსტერიერის ფონზე უფრო
და უფრო მუქდებოდა.
ჩემი ოთახიდან რომ გამოვედი, სტუმარი დივანზე დამხვდა
მიწოლილი. ეძინა. ერთხანს ასე მძინარეს ვუცქერდი. მერე
ისევ ჩემს ოთახში შევედი და შევეცადე მეცადინეობა გამეგ-
რძელებინა. შეუძლებელი აღმოჩნდა. სახლიდან გასასვლე-
ლი ვიყავი, მაგრამ უზრდელობად ჩავთვალე მისი მარტო და-
ტოვება. ვიფიქრე, იქნებ გავაღვიძო-მეთქი, იმანაც კი გამი-
ელვა თავში, იქნებ მეც მივბაძო და დავიძინო-მეთქი, მაგრამ
465 მკითხველთა ლიგა
შემეშინდა თუ მომერიდა, ვერ გავარკვიე. ბოლოს, თაროდან
წიგნი ჩამოვიღე, ნატორპის „რელიგია კაცობრიობის საზ-
ღვრებში“ და სტუმარს წინ, დივანზე დავუჯექი.
ასე ათი ხდებოდა, კლაუდია და დანიელი რომ დაბრუნ-
დნენ. იმ დროისთვის ორივე ფეხი დაბუჟებული მქონდა, მთე-
ლი სხეულიც მტეხდა, მაგრამ ყველაზე უარესი ის იყო, რომ,
რასაც ვკითხულობდი, თავში არ შემდიოდა. მიუხედავად ამი-
სა, როგორც კი ახალმოსულები კართან დავინახე, იმდენი ძა-
ლა მაინც მეყო, რომ თითი ტუჩებთან მიმეტანა და მათთვის
მენიშნებინა, ჩუმად იყავით-მეთქი. არ ვიცი, ეს რატომ გავა-
კეთე, იქნებ იმიტომ, რომ არ მინდოდა, ულისეს მანამდე გაღ-
ვიძებოდა, სანამ მე და კლაუდია არ დავილაპარაკებდით, ან
იქნებ იმიტომ, რომ ყური მის თანაბარ ფშვინვას უკვე შეგუე-
ბული იყო. ჩემი მცდელობა მაინც ამაო გამოდგა, როგორც კი
კლაუდიამ დივანზე მწოლარე ულისესი დაინახა, ეგრევე ვაჰ,
შენიო, ვაიმეო, თუ რაღაც ეგეთი წამოიძახა. მართალია, კლა-
უდია არგენტინაში დაიბადა და მექსიკაში მხოლოდ თექვსმე-
ტი წლისა ჩავიდა, გულის სიღრმეში მაინც თავს მექსიკელად
თვლიდა, ღმერთმა იცის, რატომ. ამ სიტყვებზე ულისესს მა-
შინვე გაეღვიძა და თვალი მოჰკრა კლაუდიას, რომელიც
სულ ცოტა, ნახევარი მეტრის მანძილიდან უღიმოდა, მერე
დანიელიც შენიშნა. დანიელიც უღიმოდა, რა სიურპრიზია.
იმ ღამით გარეთ ვივახშმეთ, მის პატივსაცემად. თავიდან
გავაპროტესტე, ვერ წამოვალ, მარბურგის სკოლის გადამკი-
დემ უნდა ვიმეცადინო, საქმე მაქვს დასამთავრებელი-მეთქი,
მაგრამ კლაუდიამ არ დამტოვა, არც იფიქრო, ნორმან, ასეთ
რამეებს შეეშვიო. მიუხედავად ჩემი შიშებისა, ვახშამმა ხალი-
სიანად ჩაიარა. ულისესი თავის თავგადასავლებს გვიყვებო-
და და ყველა ვიცინოდით, უფრო სწორად, ამ ყველაფერს
466 მკითხველთა ლიგა
კლაუდიას უყვებოდა, მაგრამ ისეთი მიმზიდველი ფორმით,
რომ ყველა გაგვახალისა. არადა, მისი მონათხრობი, სინამ-
დვილეში ნაღვლიანი ამბები იყო. ჩვენ კი მაინც გვეცინებო-
და, აბა, ასეთ შემთხვევებში ამაზე უკეთესი რა უნდა გააკე-
თო?! მერე სახლში არლოზოროვის ქუჩაზე სეირნობით დავ-
ბრუნდით და გზაში ჰაერს ღრმად ვისუნთქავდით. მე და და-
ნიელი წინ მივდიოდით. კარგა მოშორებით, კლაუდია და
ულისესი უკან მოგვყვებოდნენ საუბარ-საუბრით, თითქოს
ისევ მეხიკოში ყოფილიყვნენ და წინ უამრავი დრო ჰქონო-
დათ. როდესაც დანიელმა მითხრა, რას გარბიხარ, ნეტა სად
გეჩქარებაო, მაშინვე საუბრის თემა შევცვალე და პირველი,
რაც თავში მომივიდა, ის ვთქვი: იმ გიჟ სალომონ მაიმონზე
დავუწყე ლაპარაკი. ერთადერთი მიზანი მამოძრავებდა: ოდ-
ნავ მაინც შემეჩერებინა ის წამი, რომელიც აუცილებლად
დადგებოდა და რომლისაც ასე მეშინოდა. იმ ღამით დიდი სი-
ამოვნებით გავიქცეოდი იქიდან. ნეტა მართლაც გავქცეული-
ყავი.
შინ რომ დავბრუნდით, კიდევ გვქონდა დრო, ჩაი დაგვე-
ლია. მერე დანიელმა სამივეს შემოგვხედა და გამოგვიცხადა,
დასაძინებლად მივდივარო. კარი მიიხურა თუ არა, მეც იგივე
ვთქვი და ჩემი ოთახისკენ გავეშურე. სინათლე გამორთული
მქონდა, საწოლზე ვიყავი გაშხლართული და ვუსმენდი, კლა-
უდია ერთხანს ულისეს როგორ ელაპარაკებოდა. მერე კარი
გაიღო, კლაუდიამ სინათლე აანთო, მკითხა, ხვალ ლექციები
თუ გაქვსო და გახდა დაიწყო. ვკითხე, ულისეს ლიმა სად
არის-მეთქი. დივანზე სძინავსო, მიპასუხა. ისევ ვკითხე, რა
უთხარი-მეთქი. არაფერიო, მიპასუხა. მაშინ მეც გავიხადე,
ლოგინში შევწექი და თვალები ძალით დავხუჭე.

467 მკითხველთა ლიგა


ჩვენს სახლში ახალი წესები ორი კვირის მანძილზე ბატო-
ნობდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მომეჩვენა. ახლა საშინ-
ლად მიშლიდა ნერვებს ყველაფერი, ის უმცირესი დეტალე-
ბიც კი, რომლებსაც ადრე ვერც კი შევამჩნევდი.
პირველ ხანებში კლაუდია ყველანაირად ცდილობდა, გა-
რემოებათა შეცვლა გუნება-განწყობაზე არ დასტყობოდა, ბო-
ლოს კი, მდგომარეობამ მაინც აიძულა, რეალობა ეღიარები-
ნა და თქვა, ვგრძნობ, ყელში როგორ ამომდისო. ჩვენთან ჩა-
მოსვლიდან მეორე დღეს, დილით, სანამ კლაუდია კბილებს
იხეხავდა, ულისესმა უთხრა, მიყვარხარო. კლაუდიამ ის უპა-
სუხა, რაც უკვე ვიცოდი. აქ შენი გულისათვის ჩამოვედიო, არ
მოეშვა ულისეს ლიმა, იმიტომ ჩამოვედი, რომ მიყვარხარო.
კლაუდიამ უპასუხა, შეგეძლო წერილი მოგეწერაო. ეს პასუხი
ულისესმა მეტისმეტად მგრძნობიარედ მიიღო, კლაუდიას
იმავე დღეს დაუწერა ლექსი და სადილის დროს წაუკითხა. შე-
ვეცადე, სუფრიდან შეუმჩნევლად გავსულიყავი, რადგან
არაფრის მოსმენა არ მინდოდა, მაგრამ კლაუდიამ მთხოვა,
დარჩიო და დანიელსაც იგივე სთხოვა. ლექსი უფრო სხვა-
დასხვა ფრაგმენტების ერთობლიობას წარმოადგენდა, რო-
მელშიც ხმელთაშუა ზღვისპირა ქალაქზე, ალბათ თელ-ავივ-
ზე, და მოხეტიალე თუ ღატაკ პოეტზე იყო საუბარი. მომეჩვე-
ნა, რომ კარგი ლექსი იყო და ასე ვუთხარი კიდეც. დანიელ-
მაც ჩემი აზრი გაიზიარა. კლაუდია რამდენიმე წუთს ჩუმად
იყო, ჩაფიქრებული გამომეტყველება ჰქონდა, მერე თქვა, ნე-
ტა მეც შემძლებოდა ასეთი ლამაზი ლექსების წერაო. ერთი
წამით იმედი მომეცა, რომ ყველაფერი თავის ბუნებრივ
მდგომარეობას ახლა მაინც დაუბრუნდებოდა. დავიჯერე,
რომ შევძლებდით მშვიდად ვყოფილიყავით, წინადადება წა-
მოვაყენე, წავალ და ერთ ბოთლ ღვინოს მოვიტან-მეთქი.
468 მკითხველთა ლიგა
მაგრამ კლაუდიამ განაცხადა, ხვალ უნივერსიტეტში ძალიან
ადრე უნდა მივიდეო და არ წუთის შემდეგ უკვე ჩვენს ოთახში
იყო ჩაკეტილი. მე, ულისესმა და დანიელმა მისი წასვლის
შემდეგაც კარგა ხანს ვისაუბრეთ, კიდევ თითო ჭიქა ჩაი დავ-
ლიე და მერე ჩვენ-ჩვენს ოთახებში დავიშალეთ. დაახლოე-
ბით სამ საათზე ავდექი, ტუალეტში უნდა გავსულიყავი. მისა-
ღებ ოთახს რომ ჩავუარე, გავიგონე, როგორ ტიროდა ულისე-
სი. არა მგონია, ჩემი იქ ყოფნა შეემჩნია. მგონი, პირქვე იწვა.
ჩემი ადგილსამყოფელიდან დივანზე მხოლოდ ამობურცული
რაღაც მოჩანდა, რასაც გადასაფარებელი და ძველი პალტო
ეხურა, რაღაც მოცულობა, ხორცის მასა, ჩრდილი, რომელიც
საცოდავად ცახცახებდა.
კლაუდიასთვის არაფერი მითქვამს. სხვათა შორის, მის-
თვის რაღაცების დამალვა სწორედ იმ დღეებში დავიწყე. პირ-
ველად რამე ამბის მარტო ნაწილს ვუყვებოდი, მერე მოტყუე-
ბაზეც გადავედი. რაც შეეხება ჩვენს სტუდენტურ ყოველ-
დღიურობას, კლაუდიას განრიგში არაფერი შეცვლილა, ყო-
ველ შემთხვევაში, ჩვენ წინაშე არაფერი გამოუმჟღავნებია.
თელ-ავივში ჩამოსვლიდან პირველ ხანებში ულისესის მეგ-
ზურობა დანიელმა ითავა, მაგრამ ორი-სამი კვირის შემდეგ
მასაც მეცადინეობა სჭირდებოდა, რადგან უნივერსიტეტში
გამოცდები ჰქონდა ჩასაბარებელი. თანდათანობით ერთა-
დერთი, ვინც ულისესთან მეტ დროს ატარებდა, მე აღმოვ-
ჩნდი. მაგრამ მეც ნეოკანტიანიზმით ვიყავი დაკავებული, კი-
დევ მარბურგის სკოლით, სალომონ მაიმონით, და თავბრუ
მეხვეოდა, რადგან ყოველ ღამე, როდესაც ტუალეტში გავდი-
ოდი, ულისესის ქვითინი მესმოდა სიბნელეში. თუმცა, ეს ყვე-
ლაზე უარესი როდი იყო. ისეც ხდებოდა, რომ ზოგჯერ ასეთი
აზრი მომდიოდა: დღეს ისევ ატირებულს ვნახავ, ეს ნიშნავს,
469 მკითხველთა ლიგა
რომ მის სახეს დავინახავ-მეთქი, რადგან იქამდე მარტო მისი
ტირილი მესმოდა, და ვინ დამარწმუნებდა, რომ ის, რაც მეს-
მოდა, ნამდვილად ქვითინი იყო და არა კვნესა, მაგალითად,
იმის კვნესა, ვინც ანძრევს? როდესაც მისი სახის დანახვაზე
ვფიქრობდი, წარმოდგენილი მყავდა, როგორ წამოიმართე-
ბოდა სიბნელეში, როგორ გაუნათებდა ცრემლებით დასვე-
ლებულ ლოყებს ფანჯარაში შემოჭრილი მთვარის ნათელი.
სახეზე ისეთი კაეშანი ექნებოდა აღბეჭდილი, რომ ამის წარ-
მოდგენაც კი გულზე ლოდივით მაწვებოდა. ტუალეტიდან
დაბრუნებული ერთხანს საწოლზე ვიჯექი. სიბნელეში უნდა
დავრწმუნებულიყავი, რომ კლაუდია ნამდვილად გვერდით
მეწვა, მისი მშვიდი ფშვინვა უნდა გამეგონა. ვგრძნობდი, რო-
გორ მაწვებოდა გულზე რაღაც სიმძიმე და მეც მიჩნდებოდა
სურვილი მეტირა. ხანდახან საწოლზე კარგა ხანს ვიჯექი
ხოლმე, ტუალეტში გასვლის სურვილს ვითმენდი, ტირილის
სურვილს ვუმკლავდებოდი, რადგან მეშინოდა, რომ სწორედ
იმ ღამით მოხდებოდა, სწორედ იმ ღამით წამოიმართებოდა
მისი სახე სიბნელიდან და იძულებული გავხდებოდი, შემეხე-
და.
სექსზე და ჩემს სექსუალურ ცხოვრებაზე სალაპარაკოც
არაფერია. მას შემდეგ, რაც ულისესმა ჩვენი სახლის კარი შე-
მოაღო, სექსუალურმა ცხოვრებამ ჭირი მოგვჭამა. უბრა-
ლოდ, არ შემეძლო. არა, რა თქმა უნდა, შემეძლო, მაგრამ
აღარ მინდოდა. პირველად მისი ჩამოსვლიდან მესამე ღამეს
ვცადეთ. კლაუდიამ მკითხა, რა დაგემართაო. არაფერიც არ
დამმართვია, რატომ მეკითხები-მეთქი, კითხვა შევუბრუნე.
იმიტომ, რომ მკვდარზე უფრო უგრძნობლად წევხარო, მომი-
გო. მართლაც ასე ვგრძნობდი თავს, არა როგორც მკვდარი,
არამედ როგორც უნებლიე სტუმარი მკვდართა საუფლოში.
470 მკითხველთა ლიგა
დუმილი უნდა შემენარჩუნებინა. არ მეკვნესა, არ მეყვირა, არ
მეხვნეშა, ისე უნდა გამეთავებინა, რომ კრინტი არ დამეძრა.
ახლა კლაუდიას კვნესას თუ ვიტყვით, ადრე ასე რომ აღმაგ-
ზნებდა, იმ დღეებში აუტანელ ხმაურად მეჩვენებოდა, სრული-
ად მაცოფებდა, და მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით
ვცდილობდი, როგორმე შემეკავებინა, ყურის ნიჟარებში სრუ-
ლიად შეურაცხმყოფელად გუგუნებდა. ამიტომ, ვცდილობდი
ეს ხმაური როგორმე მე გამენეიტრალებინა, კლაუდიასთვის
პირზე ან ხელისგული ამეფარებინა, ანდა, ტუჩებით დავკვრო-
დი ტუჩებზე. მოკლედ, სექსი იმ დღეებში ნამდვილ სატანჯვე-
ლად მექცა. ჰოდა, მესამე თუ მეოთხე მცდელობის შემდეგ
ყველანაირად დავიწყე თავის არიდება. ყველაზე გვიან ვწვე-
ბოდი. ულისეს ვეჯექი (რომელიც, სხვათა შორის, ისეთ შთა-
ბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ძილი არასოდეს ეკარებოდა)
და სხვადასხვა თემაზე ვესაუბრებოდი. ვთხოვდი, იმ დღეს და-
წერილი ლექსები წაეკითხა და სულ აღარ მენაღვლებოდა,
თუკი იმ ლექსებში კლაუდიასადმი მისი გახელებული სიყვა-
რული სრულიად საცნაური გამხდარიყო. მაინც მომწონდა.
ცხადია, სხვებს ვამჯობინებდი, ისეთებს, რომლებიც მისი ახა-
ლი შთაბეჭდილებების გამოძახილი იყო, იმ ემოციებით ნა-
საზრდოები, რასაც ყოველდღიურად და პირველად ხედავდა,
როდესაც მარტო რჩებოდა, ან თელ-ავივის ქუჩებში უმიზნოდ
დაეხეტებოდა, მაგალითად, გივათ როკახზე, ჰარ შალომზე,
იაფოს ბებერ შესახვევებში, უნივერსიტეტის კამპუსებში, ან
იარკონის პარკში, ან ისეთ ქუჩებში, რომლებიც ესოდენ
შორს დარჩენილ მეხიკოს აგონებდა. შეიძლება ისეთ ქუჩებ-
შიც დადიოდა, რომლებიც ჩემი აზრით, უფრო საინტერესო
იყო. ლიმას ნებისმიერი ლექსი მომწონდა, გარდა იმ ლექსე-
ბისა, რომლებსაც კლაუდიას უძღვნიდა. არა იმიტომ, რომ
471 მკითხველთა ლიგა
ჩემს შეურაცხყოფად ვთვლიდი, ანდა კლაუდიას აყენებდა შე-
ურაცხყოფას, არამედ იმიტომ, რომ ვცდილობდი, მის ტკი-
ვილთან სიახლოვეს ავრიდებოდი, მის სახედარივით სიჯი-
უტეს, მის უსაშველო სიბრიყვეს. ერთხელ ღამით ეს ვუთხარი
კიდეც, კერძოდ, ჩემი სათქმელი ასე ჩამოვაყალიბე: ულისეს,
ასე რატომ ექცევი-მეთქი. თავი ისე დაიჭირა, თითქოს არ მის-
მენდა, ალმაცერად გადმომხედა (როგორც მახსოვს, ამ
დროს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ათასი მეხი ერთდროუ-
ლად დაეცაო, უფრო კი იმ ძაღლის გამოხედვა გამახსენა,
ბავშვობაში რომ მყავდა, როდესაც პოლანკოს უბანში ვცხოვ-
რობდი და ჩემმა მშობლებმა გაწირეს, ვინაიდან უცებ მო-
ეხუშტურა, ხალხი დაეკბინა), მერე კი ლაპარაკი ისე განაგ-
რძო, თითქოს არაფერიც არ მეთქვას.
იმ ღამით საწოლში ჩავწექი თუ არა, მძინარე კლაუდიას
დავეუფლე, და კიდეც ვიკვნესე, კიდეც ვიყვირე, სანამ შესაბა-
მისი აღტყინების მდგომარეობას არ მივაღწიე, რაც ადვილი
არ ყოფილა.
მერე ამ ყველაფერს ფულის პრობლემა დაემატა. რადგან
ყველანი: მე, კლაუდია და დანიელი ვსწავლობდით, მშობლე-
ბის ყოველთვიურად გამოგზავნილი ფულის იმედად ვიყავით.
დანიელს იმდენს უგზავნიდნენ, რომ თვიდან თვემდე თავი
ძლივს გაჰქონდა. კლაუდიასიანები უფრო გულუხვები იყვნენ.
ჩემიანები ზუსტად შუაში იყვნენ. ვინაიდან ფულს საერთო ყუ-
ლაბაში ვდებდით, ბინის ქირის გადახდის საშუალებაც გვეძ-
ლეოდა, სწავლის გადასახადისაც, საჭმლისაც და კინოში ან
თეატრში წასვლისაც. წიგნებსაც ვყიდულობდით ესპანურად
სერვანტესის სახელობის წიგნის მაღაზიაში, ზამენოვის ქუჩა-
ზე. მაგრამ ულისესის ჩამოსვლამ ყველაფერი შეცვალა. ერ-
თი კვირის შემდეგ ფული თითქმის სულ გამოგველია, ვინა-
472 მკითხველთა ლიგა
იდან, როგორც სოციოლოგები ამბობენ, კიდევ ერთი პირი
მოგვემატა გამოსაკვებად. პირადად მე ეს მდგომარეობა დი-
დად არაფერს მიშლიდა. მზად ვიყავი, ზოგ სიამოვნებაზე უა-
რი მეთქვა. დანიელიც ცხოვრების ძველი რიტმით ცხოვრობ-
და. რაც შეეხება კლაუდიას, სწორედ ის უნდა წასულიყო ახ-
ლად წამოჭრილ გარემოებათა წინააღმდეგ. თავიდან პრობ-
ლემას ცივი გონებითა და პრაქტიკული თვალსაზრისით უყუ-
რებდა. ერთ ღამით ულისეს ისიც კი უთხრა, სამსახური უნდა
მოძებნო და მექსიკაში ვინმეს სთხოვო, ფული გამოგიგზავ-
ნოსო. მახსოვს, ამ სიტყვების მოსმენისას როგორი ცალყბა
ღიმილით შესცქეროდა ულისესი კლაუდიას, თუმცა მერე
დაჰყაბულდა, სამსახურის ძებნას დავიწყებო. მეორე საღა-
მოს, ვახშმობისას, კლაუდიამ ჰკითხა, სამსახური თუ იშოვეო.
ჯერ ვერაო, უპასუხა ულისესმა. გახვედი და ეძებე მაინცო?
დაინტერესდა კლაუდია. ულისესი ამ დროს თეფშებს რეცხავ-
და და არ შემობრუნებულა, ისე უპასუხა, ჰო, გასული ვიყავი
და ვეძებე, მაგრამ უშედეგოდო. მე სუფრის თავში ვიჯექი, მის
სახეს პროფილიდან ვხედავდი და მომეჩვენა, რომ ამ დროს
იღიმებოდა. ერთი ამას დამიხედეთ, ისე იღიმება, გეგონება,
რაღაც უხარია-მეთქი, გავიფიქრე. თითქოს კლაუდია მისი
ცოლი ყოფილიყოს, მომთხოვნი ცოლი, ცოლი, რომელიც
ქმარზე დარდობდა, სთხოვდა ემუშავა, მას კი ცოლის ნათქვა-
მი მოსწონდა. იმ ღამით, კლაუდიას ვუთხარი, თავი დაანებე,
ისედაც ცუდად მოექეცი, ახლა კი ამ სამსახურით ნუღარ შეუჩ-
ნდები-მეთქი. თანაც, თელ-ავივში რა სამუშაო უნდა იშოვოს.
მშენებლობის დარაჯის, მაღაზიის მტვირთავის თუ თეფშების
მრეცხავის-მეთქი? შენ რა იციო, მიპასუხა კლაუდიამ.
მსგავსი საუბარი, რა თქმა უნდა, შემდეგ საღამოს განმე-
ორდა, იმის მომდევნო საღამოსაც, და ყოველ ჯერზე კლა-
473 მკითხველთა ლიგა
უდია სულ უფრო და უფრო ტირანული, მაყვედრებელი, გამ-
კენწლავი ტონით უსვამდა ერთსა და იმავე კითხვას, თითქოს
ერთი სული აქვს, ულისესი რაც შეიძლება, მეტად შეარცხვი-
ნოსო. ისიც ყოველთვის ერთნაირად პასუხობდა, წყნარად,
შემგუებლურად, გახარებულიც კი, სანამ თქვენ უნივერსი-
ტეტში სხედხართ, მე სამსახურის საძებნელად დავდივარ, სად
არ ვეძებ, მაგრამ ვერაფერს ვშოულობ, თუმცა, ხვალაც გა-
ვალ და მაინც აუცილებლად ვცდიო. იმ უკიდურესობამდეც კი
მივედით, რომ ნავახშმევს კლაუდია მაგიდაზე გაზეთს გაშლი-
და, თვითონ უძებნიდა სამუშაოს, ვაკანსიებს ფურცელზე
იწერდა და მერე ულისესს უჩვენებდა, სად უნდა წასულიყო,
რომელ ავტობუსში ჩამჯდარიყო, რომელი ქუჩები გადაეკვე-
თა, რომ გზა მოეჭრა, რადგან ულისეს ავტობუსის ფული ყო-
ველთვის არ ჰქონდა, კლაუდია კი ამბობდა, აუცილებელი არ
არის ფულის მიცემა, რადგან ფეხით სიარული ისედაც უყვარ-
სო. მე და დანიელი თუ შევეკამათებოდით, მაგალითად, ჰა-
არგაზიმამდე ფეხით ვერაფრით მივა, ან როგორ წარმოგიდ-
გენია, ფეხით როგორ უნდა მივიდეს ან იორეხზე, ფეთარ ტიკ-
ვამდე, ან როშ ჰაიანამდე, სადაც თურმე კალატოზები სჭირ-
დებათო, კლაუდია ულისესის თანდასწრებით გვიყვებოდა,
რამდენს დახეტიალებდა ის მეხიკოში, თანაც ღამით, რამდენ-
ჯერ მისულა უნივერსიტეტიდან მეხიკოს სატელიტ ქალაქე-
ბამდე მაშინ, როდესაც ამ ორ ქალაქს შორის თითქმის იგივე
მანძილი იყო, რაც ისრაელის ერთი ბოლოდან მეორემდე. ამ
დროს ულისესი კლაუდიას შესცქეროდა და დაჩაგრული ქმა-
რივით უღიმოდა, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ – მაინც ქმა-
რივით. სიტუაცია დღითიდღე იძაბებოდა. ულისესს ფული
სულ გაუთავდა, ვერც სამუშაო იშოვა. ერთ საღამოს კლაუდია
გაცეცხლებული მოვარდა და გაჰკიოდა, ჩემმა მეგობარმა
474 მკითხველთა ლიგა
იზაბელ გორკინმა თავისი თვალით ნახა, როგორ ეძინა ული-
სესს მატარებლების სადგურზე თელ-ავივის ჩრდილოეთით,
როგორ მათხოვრობდა ჰამელეხ ჯორჯზე108 თუ გან მეიერზეო.
მერე დაამატა, ასეთი რამ დაუშვებელიაო და სიტყვა „დაუშვე-
ბელი“ განსაკუთრებულად გამოყო, თუ მათხოვრობა უნდა,
მეხიკოში იმათხოვროს, მისი ნებაა, მაგრამ არა თელ-ავივ-
შიო. ყველაზე უარესი ის იყო, რომ ეს მე და დანიელს გვით-
ხრა, მაგრამ ამ ლაპარაკს ულისესიც ესწრებოდა, სუფრას-
თან, თავის ადგილზე იჯდა და ისე უსმენდა, თითქოს უხილავი
ყოფილიყოს. კლაუდიამ კი დაასკვნა, რომ ულისესი გვატყუ-
ებდა, სამსახურს სულაც არ ეძებდა და ჩვენ რაღაც უნდა მოგ-
ვემოქმედა. იმ ღამით დანიელი თავის ოთახში ჩვეულებრივზე
ადრე ჩაიკეტა, ცოტა ხნის შემდეგ მეც მას მივბაძე, თუმცა
ჩემს (ჩემი და კლაუდიას) საძინებელში არ შევსულვარ, ქუჩა-
ში გავედი, რომ უმიზნოდ მეხეტიალა და სუფთა ჰაერი ჩამეყ-
ლაპა, ცოტა ხნით გავრიდებოდი იმ ალქაჯს, ასე რომ მიყვარ-
და. უკან დავბრუნდი ასე, ღამის თორმეტისთვის. პირველი,
რაც კარის გაღებისას გავიგონე, მუსიკა იყო, ქეთ სტივენსის
სიმღერა, რომელიც კლაუდიას ძალიან მოსწონდა. მერე მუ-
სიკას სხვა ხმებიც დაემატა. ამ დროს რაღაცამ მიკარნახა შევ-
ჩერებულიყავი და მისაღებ ოთახში შესვლისგან თავი შემეკა-
ვებინა. ჯერ კლაუდიას, მერე ულისესის ხმა შემომესმა, მაგ-
რამ ეს მათი ჩვეულებრივი ხმები არ იყო, რასაც ყოველდღე
ვისმენდი, ყოველ შემთხვევაში, კლაუდიასი მაინც. მაშინვე
მივხვდი, რომ ლექსებს კითხულობდნენ. ქეთ სტივენსის სიმ-
ღერას უსმენდნენ და მოკლე, მშრალ და ნაღვლიან ლექსებს
კითხულობდნენ, გასხივოსნებულ და ორაზროვან, ელვასა-

იგულისხმება გაერთიანებული სამეფოს მეფე ჯორჯ V-ის სახელობის


108

გამზირი.
475 მკითხველთა ლიგა
ვით ხანმოკლე და ძლიერ ლექსებს. იმ ლექსებში კატას ახსე-
ნებდნენ, ბოდლერს ფეხებზე რომ ახოხდებოდა, კიდევ კატას,
ალბათ იმავეზე, რომელიც საგიჟეთში მიძვრებოდა! (მერე გა-
ვიგე, რომ ეს რიჩარდ ბროტიგანის ლექსი ყოფილა და ული-
სესს უთარგმნია). როდესაც ოთახში შევედი, ულისესმა თავი
ასწია და გამიღიმა. არაფერი მითქვამს, გვერდით ისე მივუჯე-
ქი, სიგარეტი ამოვიღე და ვთხოვე, გაეგრძელებინათ. რომ
დავწექით, კლაუდიას ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. ხანდახან
ულისესი მოთმინებას მაკარგვინებს, ესაა და ესო, მიპასუხა.
ერთი კვირის შემდეგ ულისესი თელ-ავივიდან გაემგზავ-
რა. კლაუდიამ ცრემლები გადმოყარა და მერე ტუალეტში
კარგა ხნით ჩაიკეტა. ღამით, სამი დღე არ იქნებოდა გასული
მისი გამგზავრებიდან, ტელეფონმა დარეკა. ულისესი ვალ-
ტერ შოლემის კიბუციდან რეკავდა. იქ დანიელის ბიძაშვილი,
ჩვენსავით მექსიკელი ცხოვრობდა. ულისესმა გვითხრა, აქ
ვარ, კიბუცელებმა შემიფარეს, ზეთის სახდელ ფაბრიკაში
ვმუშაობო. როგორ ხარო, ჰკითხა კლაუდიამ. არც ისე კარგა-
დო, უპასუხა ულისესმა, მოსაწყენი სამუშაოაო. ცოტა ხნის
შემდეგ დანიელის ბიძაშვილმა დაგვირეკა და გვითხრა, ული-
სესი სამსახურიდან გააგდესო. რატომ? იმიტომ, რომ არ მუ-
შაობდა. მის გამო კინაღამ ხანძარი გაგვიჩნდაო, თქვა დანიე-
ლის ბიძაშვილმა. ახლა სად არისო, ჰკითხა დანიელმა, მაგ-
რამ იმას წარმოდგენა არ ჰქონდა, სად შეიძლებოდა ყოფი-
ლიყო, ამიტომაც გვირეკავდა. ფაქტობრივად, აინტერესებდა,
სად შეიძლებოდა მიეკვლია, რომ ვალი, ასი დოლარი, დაებ-
რუნებინა. რამდენიმე დღეს ველოდით, რომ ისევ ჩვენთან
დაბრუნდებოდა, მაგრამ ულისესი არ გამოჩენილა. მოვიდა
მარტო მისი წერილი იერუსალიმიდან. მშობლებს გეფიცებით
და კიდევ რასაც გინდა დავიფიცებ, რომ სრულიად გაუგებარი
476 მკითხველთა ლიგა
წერილი იყო, მარტო იმის დასტურად გამოდგებოდა, რომ ის-
რაელის ფოსტა სხვებზე გაცილებით უკეთ მუშაობს. წერილი
კლაუდიას სახელზე იყო გამოგზავნილი, მაგრამ ჩვენი ბინის
ნომერი სწორად არ ეწერა, ქუჩის დასახელებაშიც სამი ორ-
თოგრაფიული შეცდომა იყო გაპარული, რაც ნამდვილად რე-
კორდული მაჩვენებელია. ეს რაც შეეხება კონვერტს. თავად
წერილში საქმე უარესად იყო. როგორც უკვე აღვნიშნე, მისი
წაკითხვა სრულიად შეუძლებელი აღმოჩნდა, თუმცა, ესპანურ
ენაზე ეწერა. ყოველ შემთხვევაში, მე და დანიელი ასეთ დას-
კვნამდე მივედით. მაგრამ, ისიც შეიძლება, რომ არამეულა-
დაც ყოფილიყო.. ამასთან დაკავშირებით, არამეულს ვგუ-
ლისხმობ, რაღაც საინტერესო გამახსენდა. კლაუდიამ წე-
რილს შეხედა, მაგრამ არავითარი დაინტერესება არ გამოუმ-
ჟღავნებია, რომ გაეგო, შიგ რა ეწერა. იმ ღამით კი, სანამ მე
და დანიელი წერილის გაშიფვრას ვცდილობდით, ერთი ამბა-
ვი გვიამბო. ის ამბავი დიდი ხნის წინ ულისესს მოეყოლა, სა-
ნამ ორივე მეხიკოში ცხოვრობდა. კლაუდიამ გვითხრა, ული-
სესი დარწმუნებულია, რომ იესოს ის ცნობილი გამონათქვამი
მდიდრებზე, აქლემსა და ნემსზე, შეიძლება უბრალოდ, შეც-
დომა იყოსო. ბერძნულად, როგორც ულისესმა მითხრა (ნეტა
როდის იყო, ულისესმა ბერძნული იცოდა), არსებობდა სიტ-
ყვა Kaundos, ანუ, აქლემი, მაგრამ ასო h (ეტა) იკითხებოდა,
თითქმის როგორც i, სიტყვა kauidos კი ბაგირს, ანუ, მსხვილ
თოკს ნიშნავდა და იქაც i(იოტა), როგორც i, ისე იკითხებოდა.
ჰოდა, ულისესს აწვალებდა კითხვა, ვინაიდან მათე და ლუკა
მარკოზის სახარებას ეფუძნებოდნენ, ამ შეცდომისა თუ ლაფ-
სუსის თავი და თავი ეს იყო, თუ შეცდომა შემდგომმა გადამ-
წერმა დაუშვაო. ერთადერთი, რაზეც შეკამათება შეიძლებო-
და, ის იყო, როგორც ულისესი ამბობდა, რომ ლუკამ ბერძნუ-
477 მკითხველთა ლიგა
ლი ენა კარგად იცოდა და შეცდომა რომ ენახა, აუცილებლად
გაასწორებდა. ესე იგი, გამოდის, რომ ლუკამ იცოდა ბერძნუ-
ლი, მაგრამ არა ებრაული სამყარო და შეეძლო დაეშვა, რომ
„აქლემი“ რომელიც ეტევა თუ არ ეტევა ნემსის ყუნწში, ძვე-
ლებრაული ან არამეული წარმოშობის იგავი იყოო, გვეუბნე-
ბოდა კლაუდია. ულისესის აზრით, ასევე საინტერესო ყოფი-
ლა შეცდომის მეორე წყარო: ფრანკფურტის უნივერსიტეტის
პროფესორის, ჰერ პინხას ლაპიდეს109 მიხედვით (აი, მესმის
სახელიო, აღნიშნა აქ კლაუდიამ), რომელიც ივრითისა და
არამეულის ექსპერტია, გალილეის არამეულში არსებობდა
იგავები, რომლებიც არსებით სახელ gamta-ს გემის ბაგირის
მნიშვნელობით იყენებდნენ, მაგრამ, თუ ამ სიტყვის რომელი-
მე თანხმოვანს შეცდომით ჩაწერდნენ, და ასეთი ფაქტები
დროდადრო გვხვდება ივრითულ და არამეულ ხელნაწერებ-
ში, ძალიან ადვილია gamta-ს ნაცვლად gamal, ანუ აქლემი
ამოგვეკითხა, მითუმეტეს, თუკი მხედველობაში მივიღებთ,
რომ ძველ არამეულ და ივრითულ დამწერლობაში ხმოვნებს
არ იყენებდნენ და ისინი „იგულისხმებოდაო“. რაც, ულისესის
აზრით, ჩვენ ნაკლებად პოეტურ, მაგრამ უფრო რეალისტურ
გამოთქმას მოგვცემდაო, განაგრძო კლაუდიამ. მივიღებდით
შემდეგს: უმალ ბაგირი ან მსხვილი თოკი შევა ნემსის ყუნწში,
ვიდრე მდიდარი ცათა სასუფეველშიო. თვითონ რომელ გა-
მოთქმას აირჩევდაო, ჰკითხა დანიელმა. ორივემ ვიცოდით
პასუხი, მაგრამ გვინდოდა ეს კლაუდიას პირიდან გაგვეგონა.
რა თქმა უნდა, შეცდომით დაწერილსო, მოგვიგო კლაუდიამ.
ერთი კვირის შემდეგ წერილი მივიღეთ ჰებრონიდან. მერე
მკვდარი ზღვის სანაპიროდან. მესამე, ეილათიდან, რომელ-
109პინხას ლაპიდე (1922-1997) – ახალი აღთქმის ცნობილი მცოდნე,
სწავლული
478 მკითხველთა ლიგა
შიც გვწერდა, რომ სამსახური იშოვა, სასტუმროს ოფიციან-
ტად. მერე დიდი ხნის მანძილზე მისგან არაფერი მოგვსვლია.
შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ ოფიციანტის ადგილზე დიდ-
ხანს ვერ გაჩერდებოდა და ისიც ვიცოდი, რომ ასეთი დაუს-
რულებელი მოგზაურობა ისრაელში, როდესაც ჯიბეში გროში
არ უჭყაოდა, შეიძლებოდა დროდადრო ძალიან საშიში გამ-
ხდარიყო. მაგრამ დანარჩენებს ამას არ ვეუბნებოდი, თუმცა,
ვუშვებ, რომ ეს დანიელმაც და კლაუდიამაც კარგად უწყოდ-
ნენ. ხანდახან, ვახშმობისას მასზე სიტყვას ჩამოვაგდებდით
ხოლმე. ნეტა როგორ არის ეილათშიო, ამბობდა კლაუდია.
გაუმართლა, ეილათში რომ მოხვდაო! დასძენდა დანიელი.
შეგვიძლია, იქითა კვირის ბოლოს წავიდეთ და ვინახულოთ-
მეთქი, ვთავაზობდი მე. ამის შემდგომ საუბრის თემას მდუმა-
რება ჩაენაცვლებოდა ხოლმე. იმ დროისთვის ვიტგენშტა-
ინს110 ვკითხულობდი და ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი თუ
ვხედავდი, მარტო იმისთვის მადგებოდა, რომ ჩემი მოწყვლა-
დობის დონე განმესაზღვრა. მახსოვს, რომ ავად გავხდი და
რამდენიმე დღე საწოლში გავატარე. კლაუდიამ, რომელიც
ყოველთვის გამჭრიახობით გამოირჩეოდა, „ტრაქტატი“ წა-
მართვა და დანიელის ოთახში დამიმალა, მის ნაცვლად კი ვი-
ღაც ფრანგის, გვარად ჟ.მ. არსენბოლდის რომანი მომაჩეჩა,
სახელწოდებით „მარადიული ვარდისფერი“, რომლის წაკით-
ხვასაც თვითონ აპირებდა.
ერთ საღამოს, ვახშმობის დროს, ულისესზე დავიწყე ფიქ-
რი და ჩემდა უნებურად თვალებიდან ლამის ცრემლები წა-
მომცვივდა. რა დაგემართაო, მკითხა კლაუდიამ, ვუპასუხე,

ლუდვიგ ვიტგენშტაინი (1889-1951) – მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყვე-


110

ლაზე გამოჩენილი ავსტრიელი ფილოსოფოსი, Tractatus Logico-


Philosophicus-ის ავტორი.
479 მკითხველთა ლიგა
ულისესი ავად რომ გახდეს, გვერდით არავინ ეყოლება, ვინც
მასზე იზრუნებს ისე, როგორც შენ და დანიელი ჩემზე ზრუ-
ნავთ-მეთქი. მერე მათ მადლობა გადავუხადე და ისევ გული
ამიჩუყდა. ულისესი... ტახივით ჯანმრთელიაო, დამამშვიდა
კლაუდიამ. დანიელს გაეცინა. კლაუდიას შედარებამ გული
მატკინა და ვკითხე, მართლა ასეთი უგრძნობი ხარ-მეთქი?
არაფერი მიპასუხა და ჩემთვის თაფლიანი ჩაის მომზადება
დაიწყო. ულისესი უდაბნოსთვის გავწირეთ-მეთქი! წამოვიძა-
ხე მე. სანამ დანიელი მეუბნებოდა, ნუ აზვიადებო, გავიგონე,
რა გამალებით ურევდა კლაუდია კოვზს ჭიქაში, როგორ აწ-
ყდებოდა კოვზი ჭიქის კედლებს, როგორ ერთვებოდა ისევ
წრებრუნვაში, როგორ აიძულებდა სითხესაც და თაფლსაც
მის ნებას დაჰყოლოდნენ და მივხვდი, რომ მეტი აღარ შემეძ-
ლო და შევღაღადე, შევთხოვე, მე მიყურე, როცა გელაპარა-
კები, იმიტომ, რომ მე შენ გელაპარაკები და არა დანიელს,
იმიტომ, რომ მინდა, შენ ამიხსნა, რაც ასახსნელია და დანი-
ელმა კი არა, შენ დამამშვიდო-მეთქი. მაშინ კლაუდია შემობ-
რუნდა, ჩაი წინ დამიდგა, თავის ჩვეულ ადგილას დაჯდა და
მომიგო, რა გინდა, რომ გითხრა, ჩემი აზრით, ბოდავ, ამდენ-
მა ფილოსოფიამ ტვინი სულ გამოგილაყაო. ამ დროს დანი-
ელმა რაღაც თქვა, რაღაც ასეთი, უი, მართალია, ძმაო, ბო-
ლო ორი კვირაა ვიტგენშტაინს, ბერგსონს, კაიზერლინგს
(მართალი გითხრა, არ ვიცი, როგორ უძლებ), პიკო დე ლა მი-
რანდოლას, ლუი კლოდს (ლუი-კლოდ დე სენ-მარტენს გუ-
ლისხმობდა, „ნებისყოფის კაცის“ ავტორს), იმ, გიჟ რასისტს,
ოტო ვაინინგერს და არ ვიცი, კიდევ რამდენს ჩასჩერებიხა-
რო. ჩემი მოცემული რომანი კი არც კი გადაგიფურცლავსო,
დასძინა კლაუდიამ. მაშინ შეცდომა დავუშვი და ვკითხე, რო-
გორ შეიძლება ასეთი უგრძნობი იყო-მეთქი. კლაუდიამ შე-
480 მკითხველთა ლიგა
მომხედა თუ არა, მივხვდი, რომ მივქარე, მაგრამ უკვე ძალი-
ან გვიან იყო. მთელი ოთახი აცახცახდა, როცა კლაუდიამ
ლაპარაკი დაიწყო. მითხრა, ასეთი სიტყვები აღარასოდეს გა-
იმეორო, კიდევ თუ მეტყვი ასეთ რამეს, ჩვენი ურთიერთობა
დამთავრდება და თუკი ულისესის ავანტიურებზე არ ვეგები,
სულაც არ ნიშნავს, რომ უგრძნობი ვარო. კიდევ ისიც მით-
ხრა, ჩემი უფროსი ძმა არგენტინაში დაიღუპა, ადვილი შესაძ-
ლებელია, პოლიციამ ან ჯარისკაცებმა აწამეს და ეს ჩემთვის
ძალიან სერიოზული ტკივილიაო. ჩემი უფროსი ძმა ERP-
ის111 რიგებში იბრძოდა, ამერიკული რევოლუციის სჯეროდა
და ეს ძალიან სერიოზული რამ იყო, მე ან ჩემი ოჯახი რეპრე-
სიების დროს არგენტინაში რომ დავრჩენილიყავით, ახლა
ნამდვილად მკვდრები ვიქნებოდითო. თქვა ეს ყველაფერი და
მერე ტირილი აუტყდა. მეც იგივე დამემართებოდა-მეთქი, აღ-
ვნიშნე. არ მოვხვევივართ ერთმანეთს, როგორც მინდოდა,
მაგრამ ერთმანეთს ხელი მოვუჭირეთ მაგიდის ქვეშ და მერე
დანიელმა გვირჩია, გადით და ცოტა გაისეირნეთო, მაგრამ
კლაუდიამ უთხრა, ჯერ არ გამოჯანმრთელებულა, სულელო,
მაგას აჯობებს, კიდევ თითო ფინჯანი ჩაი დავლიოთ და მერე
ლოგინებში შევწვეთო.
ერთი თვის შემდეგ ულისეს ლიმა ისევ გამოჩნდა. ვიღაც
უზარმაზარი ტიპი ახლდა, ლამის ორმეტრიანი ახმახი, ძონ-
ძებში გახვეული, ავსტრიელი, რომელიც ბეერ-შევაში გაეც-
ნო. ორივე მივიღეთ და სამი დღე ჩვენს მისაღებ ოთახში იც-
ხოვრეს. ავსტრიელს იატაკზე ეძინა, ულისესს დივანზე. იმ
ტიპს ჰაიმიტო ერქვა, გვარი არც გაგვიგია. თითქმის სიტყვა
არ დაუძრავს. ულისესს ინგლისურად ელაპარაკებოდა. არა-

ERP (Ejército Revolucionario del Pueblo) – არგენტინის რევოლუციუ-


111

რი არმია
481 მკითხველთა ლიგა
სოდეს გაგვეგონა, რომ ვინმეს ასეთი სახელი რქმეოდეს,
მაგრამ, კლაუდიამ თქვა, ერთი მწერალი არსებობს, თანაც
ავსტრიელი, ჰაიმიტო ფონ დოდერერიო, თუმცა, დარწმუნე-
ბული არ იყო. პირველი დანახვისას ის ჰაიმიტო დარტყმულის
ან რამე ეგეთის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მაგრამ, სიმარ-
თლე გითხრათ, ერთმანეთს ძალიან კარგად უგებდნენ.
გამგზავრება რომ გადაწყვიტეს, აეროპორტამდე გავაცი-
ლეთ. ულისესი მანამდე დაწყნარებული ჩანდა, თავის გაკონ-
ტროლება შეეძლო, გულგრილიც კი ეთქმოდა, მაგრამ გამ-
გზავრების წინ უცებ დანაღვლიანდა, თუმცა „დანაღვლიანე-
ბა“ მთლად სწორი სიტყვა არ იქნება. ვთქვათ, რომ უეცრად
სულმთლად მოიღუშა. წინა საღამოს ველაპარაკე და ვუთხა-
რი, გამიხარდებოდა, თუკი კარგად გაგიცნობდი-მეთქი. მე-
ცო, მიპასუხა ულისესმა. გამგზავრების დღეს, როდესაც ული-
სესი და ჰაიმიტო უკვე მგზავრების საკონტროლო ზონაში შე-
ვიდნენ და ჩვენ ვეღარ დაგვინახავდნენ, კლაუდიამ ტირილი
დაიწყო და ერთი წამით გავიფიქრე, რომ ულისესი უყვარდა,
თავისებურად, რა თქმა უნდა, მაგრამ, მაინც უყვარდა. ეს აზ-
რი მაშინვე უკუვაგდე.

482 მკითხველთა ლიგა


11

ამადეო სალვატიერა, ვენესუელის რესპუბლიკის ქუჩა, ინ-


კვიზიციის სასახლის მახლობლად, მეხიკო, 1976 წლის იანვა-
რი. იმ კამათის მერე სესარეა ტინახერო ჩვენს შეკრებებზე
კარგა ხანს არ გამოჩენილა. უცნაურად ჟღერდა და ამის დაშ-
ვებაც გვიჭირდა, მაგრამ მოგვენატრა. ყოველთვის, როდესაც
მაპლეს არსე გენერალ დიეგო კარვახალს ესტუმრებოდა
ხოლმე, აუცილებლად სარგებლობდა შემთხვევით და სესა-
რეას ეუბნებოდა, ბუტიაობას თავი როდის უნდა დაანებოო.
მაგრამ, სესარეას თავი ისე ეჭირა, თითქოს წვიმის შხაპუნი
ესმოდა და არა მაპლესის ნათქვამი სიტყვები. ერთხელ მანუ-
ელს მეც გავყევი და მეც დაველაპარაკე. პოლიტიკასა და ცეკ-
ვებზე ვისაუბრეთ. ცეკვები სესარეას ძალიან იზიდავდა, მაგ-
რამ ლიტერატურაზე სიტყვა არ დაგვიძრავს. იმ დროს, ბიჭე-
ბო, მეხიკოში უამრავი საცეკვაო დარბაზი იყო, სადაც არ გა-
იხედავდი, ყველგან საცეკვაო მოედანს გადააწყდებოდი. ცენ-
ტრში ხომ ყოველ ნაბიჯზე იპოვიდი-მეთქი, ვუხსნიდი ჩემს
სტუმრებს. მაგრამ საცეკვაოდ გარეუბნებშიც შეგეძლო წას-
ვლა, მაგალითად, ტაკუბაიაში, ობსერვატორიის უბანში! კოი-
ოაკანის უბანში! ტლალპანში სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე,
ლინდავისტას უბანში! სესარეას ცეკვა ძალიან უყვარდა.
ოღონდ კი ეცეკვა და შეეძლო ქალაქის ერთი ბოლოდან მე-
ორეში წასულიყო, ყველა საღამოს დასწრებოდა. თუმცა, რამ-
დენადაც მახსოვს, მაინც ქალაქის ცენტრალურ უბანს ანიჭებ-
და უპირატესობას. მარტო დადიოდა. ანუ, სანამ ენკარნასიონ
გუსმანს გაიცნობდა-მეთქი, ვგულისხმობ. დღეს საცეკვაოდ
მარტო წასვლა არავის უკვირს, აი, მაშინ იმ წლებში, რომელ-
ზეც მე მოგითხრობთ, ასეთი საქციელი სხვადასხვა არასა-
483 მკითხველთა ლიგა
სურველ ეჭვებსა და დაბნეულობასაც კი იწვევდა. ერთხელ,
არ მახსოვს რა მიზეზით, ალბათ თავად მთხოვა, საცეკვაო
მოედანზე მეც გავყევი. ცეკვები ლა ლაგუნილიას გზაზე გაშ-
ლილ კარავში იმართებოდა. სანამ შევიდოდით, ვუთხარი, კა-
ვალრად კი გამოგყევი, სესარეა, მაგრამ ცეკვას ნუ მაიძულებ,
ჯერ ერთი, არც ვიცი, და მეორეც, არც სურვილი გამაჩნია,
ვისწავლო-მეთქი. სესარეამ გაიცინა და არაფერი უპასუხია.
რა შეგრძნებაა, ბავშვებო, რა ემოციების მოზღვავება. მახ-
სოვს მაგიდები, სულ პატარა, მრგვალი, მსუბუქი ლითონის-
გან დამზადებული მაგიდები. ალუმინისას ჰგავდა, თუმცა, შე-
უძლებელია, მართლაც ალუმინისა ყოფილიყო. საცეკვაო მო-
ედანი არასწორ კვადრატს წარმოადგენდა ფიცარნაგზე. მახ-
სოვს ორკესტრი, კვინტეტი თუ სექსტეტი, რომელიც ერთნაი-
რად უკრავდა როგორც რანჩერას, ასევე პოლკასა და დან-
სონს. ორი სოდიანი შევუკვეთე და ჩვენს მაგიდასთან რომ
დავბრუნდი, სესარეა იქ აღარ დამხვდა. სად დაიკარგა-მეთქი,
გავიფიქრე და ამ დროს თვალი ვკიდე კიდეც. როგორ ფიქ-
რობთ, სად იქნებოდა? დიახ, საცეკვაო მოედანზე, მარტო ცეკ-
ვავდა, ასეთი რამ დღეისთვის ალბათ, ნორმალურია, არავის
გაუკვირდება, ცივილიზაცია პროგრესს განიცდის, მაგრამ იმ
დროისთვის სულ მცირე, პროვოკაციასავით ჩანდა. დილემის
წინაშე აღმოვჩნდი, ბიჭებო, სერიოზული დილემის წინაშე-
მეთქი, გავაგრძელე ამბის მოყოლა ჩემი სტუმრებისთვის.
მათ მკითხეს, მერე როგორ მოიქეცი, ამადეო? მე კი ვუპასუხე,
ეჰ, ბიჭებო, თქვენ რას იზამდით, ჩემს ადგილას რომ აღმოჩე-
ნილიყავით-მეთქი, გავიდოდით და ვიცეკვებდითო. დიახ, მეც
სწორედ ასე მოვიქეცი, რადგან სხვა გზა არ დამრჩენოდა-
მეთქი. თითქოს მუსიკაც მე მელოდაო, მაშინ დასცხეს, თით-
ქოს მთელ სიცოცხლეს, ოცდაექვს წელს მელოდა, როგორც
484 მკითხველთა ლიგა
პენელოპე ულისეს. უეცრად ვიგრძენი, რომ ყველა თავშეკა-
ვება და საზღვრები წარსულს ჩაბარდა, ვმოძრაობდი, ვიღიმე-
ბოდი და თან სესარეას ვუყურებდი. რა ლამაზი იყო, რა კარ-
გად ცეკვავდა, როგორ ეტყობოდა, რომ ცეკვა მისთვის ჩვე-
ული მდგომარეობა იყო. იქ, საცეკვაო მოედანზე თვალი რომ
დაგეხუჭა, ისიც კი შეგეძლო წარმოგედგინა, როგორ ცეკვავ-
და შენს სახლში, ანდა სამსახურის კორიდორში, სანამ ყავას
ადუღებდა, ანდა კითხულობდა, მაგრამ მე თვალები არ დამი-
ხუჭავს, ბიჭებო, პირიქით, თვალებგაფართოებული შევცქე-
როდი, ვუღიმოდი და ისიც მიყურებდა და მიღიმოდა. ცხოვრე-
ბით ორივე კმაყოფილები ვიყავით, ერთი წამით თავში იმ აზ-
რმაც კი გამიელვა, ახლა მივუახლოვდები და ვაკოცებ-მეთქი,
მაგრამ მართალი გითხრათ, ვერ გავბედე, თუმცა, როგორც
ვიყავით, თავს ისედაც კარგად ვგრძნობდით, თანაც აბეზარი
და მოძალადე არასოდეს ვყოფილვარ. ყველაფერი ოდესმე
იწყებაო, ნათქვამია. ცეკვასთან ურთიერთობა ჩემთვის სწო-
რედ მაშინ დაიწყო, ბიჭებო, ყველაფერს თავისი დასაწყისი
აქვს, მაგრამ დასასრული ვერ მოვუძებნე. მრავალი წელი
დამჭირდა. ეს დიდი ხნის შემდეგ მოხდა, მას მერე, რაც სესა-
რეა გაუჩინარდა და ახალგაზრდული ცეცხლიც გამინელდა.
რაც ცხოვრების ერთადერთ მიზნად ყოველკვირა მეხიკოს სა-
ცეკვაო დარბაზების მონახულება გადაიქცა. იმდროინდელ
ამბავს ვყვები, ბიჭებო, როდესაც ოცდაათი წლის ვიყავი, ორ-
მოცის და თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც ორმოცდაათმაც
კი მომიკაკუნა. თავიდან, ჩემს ცოლთან ერთად დავდიოდი.
მართალია, ვერ ხვდებოდა, ცეკვა რატომ მიზიდავდა, მაგრამ
მაინც მომყვებოდა. დროს კარგად ვატარებდით. ცოლის სიკ-
ვდილის შემდეგ მარტომაც განვაგრძე სიარული. მაშინაც
კარგად ვატარებდი დროს, თუმცა, იმ დროისთვის საცეკვაო
485 მკითხველთა ლიგა
მოედნებიც და მუსიკაც შეცვლილი, სულ სხვანაირი იყო. რა
თქმა უნდა, იქ არც დალევა მიზიდავდა და არც ვინმე მეწყვი-
ლეს ვეძებდი, როგორც ეს ჩემს შვილებს ეგონათ, დიპლომი-
ან ფრანსისკო სალვატიერასა და პედაგოგ კარლოს მანუელ
სალვატიერას. კარგი ბიჭები მყვანან, ორივე ძალიან მიყ-
ვარს, მაგრამ იშვიათად ვნახულობ. მათ ახლა უკვე თავ-თავი-
ანთი ოჯახები ყავთ და, ალბათ, უამრავი თავსატეხიც. თავის
დროზე მათთვის ყველაფერი გავაკეთე, რის გაკეთებაც შე-
მეძლო, განათლება მივეცი, რაც დიდი რამაა, ჩემმა მშობ-
ლებმა ეს ვერ მოახერხეს. ახლა კი, დაე თვითონ გაართვან
თავი ცხოვრებას. რას გიყვებოდით? ჰო, იმას, რას ფიქრობ-
დნენ ჩემი ვაჟიშვილები, როდესაც მე ისევ დავდიოდი საცეკ-
ვაო მოედნებზე და ეგონათ, გულის სწორს ვეძებდი. რაღაც-
ნაირად შეიძლება მართლებიც კი იყვნენ, მაგრამ მაინც მი-
მაჩნია, რომ ის, რაც მიბიძგებდა, ყოველ შაბათ საღამოს სა-
ცეკვაოდ წავსულიყავი, მაინც სხვა რამ იყო. იქით სესარეაზე
მოგონება უფრო მიზიდავდა, მისი აჩრდილი, უფრო უკეთ
რომ ვთქვა. მეჩვენებოდა, რომ იმ დარბაზებში, იმ, ერთი შე-
ხედვით დასახურად განწირულ დაწესებულებებში ისევ ტრი-
ალებდა სესარეას აჩრდილი. მერე ვკითხე, ბიჭებო, თქვენ
გიყვართ-მეთქი ცეკვა? მიპასუხეს, გააჩნია, ამადეო, გააჩნია
ვისთან ვცეკვავთ, მარტო – ნამდვილად არაო. რა ბიჭები
არიან! მერე ვკითხე, მეხიკოში საცეკვაო მოედნები კიდევ არ-
სებობს-მეთქი? მიპასუხეს, კი, ბევრი არა, ან შეიძლება, ბევრი
ჩვენ არ ვიცით, მაგრამ არსებობსო. როგორც მითხრეს, ზო-
გიერთს ახლა hoyos funkies112 ჰქვია, რა უცნაური სახელია,

hoyos funkies („ფანკური ორმოები“) – შეარქვა მწერალმა პარმენიდეს


112

გარსია სალდანიამ 70-იან წლებში მექსიკაში ისეთ ადგილებს, სადაც


როკს უკრავდნენ.
486 მკითხველთა ლიგა
და მუსიკაც, რომლის აკომპანიმენტზეც მოძრაობენ, თანა-
მედროვე მუსიკააო. ალბათ გინდოდათ გეთქვათ, ახლა იქ
გრინგოების მუსიკა ჟღერს-მეთქი, შევნიშნე. მათ კი მიპასუ-
ხეს, არა, თანამედროვე მუსიკაა, რომელიც მექსიკელი მუსი-
კოსებისთვისაა შექმნილი, მექსიკური ბანდებისთვისო და რა-
ღაც მუსიკალური ჯგუფების სახელები ჩამომითვალეს, რომ-
ლებიც ასევე უცნაურად ჟღერდა. ზოგიერთი ახლაც მახსოვს:
„ჯვაროსნების შიგნეული“113, რაც გასაგები მიზეზების გამო
დამამახსოვრდა. „მარსის ძველი ბიჭები“, „ანხელიკა მარიას
მკვლელები“, „პროლეტარული ინვოლუცია“. ეს უცნაური სა-
ხელები სიცილს გვგვრიდა და კამათის ხასიათზე მოვყავდით,
რატომ – ანხელიკა მარიას მკვლელები, ანხელიკა მარია ხომ
ასე სასიამოვნოდ ჟღერს-მეთქი, ვუთხარი, მათ კი თქვეს ძა-
ლიან სიმპათიურად ჟღერს, ამადეო, დარწმუნებული ვართ,
ეს უფრო პატივისცემაა და არა შეთავაზებაო. მე კი: „ძველი
ბიჭები“114 განა ანელის ფილმი არ არის-მეთქი? იმათ – ანე-
ლისა და მარია ფელიქსის შვილის,115 ამადეო, რა მაგარი ხა-
რო. მე ვუთხარი, ბებერი კი ვარ, მაგრამ არ გამოვშტერებულ-
ვარ-მეთქი. ენრიკიტო ალვარეს ფელიქსი, ღირსეული ბიჭი,
როგორ დამავიწყდება-მეთქი. მათ კი, მხეცი მახსოვრობა
გაქვს, ამადეო, მოდი, მაგას გაუმარჯოსო. მე – პროლეტარუ-
ლი ინვოლუცია რაღაა, როგორ იჭმევა-მეთქი, იმათ – ფი-

113 Las visceras de los Cristeros („ჯვაროსნების შიგნეული“) – ჯვაროსნებს


ეძახდნენ იმათ, ვინც 1926-29 წწ. კონსტიტუციაში შეტანილი გარკვეული
ცვლილებებით გამოწვეულ შეიარაღებულ ბრძოლას (ჯვაროსნების ბრძო-
ლა) აწარმოებდა მექსიკის სამხრეთ-დასავლეთით.
114 Los Caifanes, 1967 წ. სცენარის ავტორები ხუან იბანიესი და კარლოს

ფუენტესი. რეჟისორი ხუან იბანიესი.


115 მარია ფელიქსი (1914-2002) – მექსიკური კინოს ერთ-ერთი ყველაზე

ცნობილი ვარსკვლავი და მისი ვაჟი, ენრიკე ალვარეს ფელიქსი (1935-


1996) – ცნობილი მექსიკელი მსახიობი.
487 მკითხველთა ლიგა
დელ ველასკესის116 ნაბიჭვრები არიან, ამადეო, ახალი მუშე-
ბი რომლებიც წინაინდუსტრიულ ასაკში ბრუნდებიანო. მე –
ფეხებზე მკიდია ფიდელ ველასკესი, ბიჭებო, მაგრამ ვინც ყო-
ველთვის შთაგონებით გვავსებს, ფლორეს მაგონია-მეთქი.117
იმათ – გაუმარჯოს, ამადეოო, და მე – გაუმარჯოს-მეთქი. და
იმათ – ფლორეს მაგონს გაუმარჯოს, ამადეოო. და მე: გა-
უმარჯოს-მეთქი და მუცელში რაღაც გვრემასავით ვიგრძენი.
ამ დროს წარსულზე ვფიქრობდი და კიდევ სწორედ იმ წუთებ-
ზე, როდესაც საღამო ღამედ გადაიქცევა ხოლმე. ეს ხომ უეც-
რად არასოდეს ხდება. მეხიკოს თეთრფეხება ღამე ნელა,
დინჯად ეფინება არემარეს, ისე ნელა, რომ შეიძლება მის
ლოდინში ქანციც კი გაგიწყდეს. დაჟინებით გიმეორებს, მოვ-
დივარო, მაგრამ მოსვლას აგვიანებს, თითქოს ისიც საწყა-
ლობლად დგას ქუჩაში და აკვირდება, ამ ქალაქში როგორ
საღამოვდებაო, თითქოს იმასაც უნდა, დატკბეს მეხიკოს
მშვენიერი და განსაკუთრებული მიმწუხრით, ფარშავანგისე-
ბური მიმწუხრებით, როგორც სესარეა ამბობდა ხოლმე, რო-
დესაც აქ ცხოვრობდა და ჩვენი მეგობარი იყო. ამ დროს ისევ
სესარეა დამიდგა თვალწინ. ოფისში იყო, იმ ოფისში, რომე-
ლიც გენერალ დიეგო კარვახალს ეკუთვნოდა. დავინახე, რო-
გორ იჯდა თავის მაგიდასთან, მოლაპლაპე საბეჭდი მანქანის
წინ, როგორ ელაპარაკებოდა გენერლის მცველებს, რომლე-
ბიც თავისუფალ დროს იქვე ატარებდნენ, სკამებზე ჩამომ-
სხდრები, ან კარს მიყრდნობილები, სანამ გენერალი მათ თა-
ვისი კაბინეტიდან ხმას არ მიაწვდენდა. სესარეა კი რაღაც

116 ფიდელ ველასკესი (1900-1997) – მექსიკის მუშათა მოძრაობის ლიდე-


რი
117რიკარდო ფლორეს მაგონი (1873-1922) – მექსიკელი ანარქისტი და
მექსიკური რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი
488 მკითხველთა ლიგა
საქმეს აუცილებლად გამოუნახავდა, ან იმიტომ, რომ დაკავე-
ბულები ყოფილიყვნენ, ან მართლა რაღაც სჭირდებოდა, მა-
გალითად, ვინმესთვის რამის გადასაცემად გაგზავნიდა, ანდა
დონ ხულიო ნოდიეს წიგნების მაღაზიიდან რომელიმე მის-
თვის საინტერესო წიგნის მოსატანად გაუშვებდა. მერე იმ
წიგნებიდან თითო-ოროლა ციტატას მოიძიებდა გენერლის
სიტყვისათვის. როგორც მანუელი ამბობდა, გენერალს წარ-
მოსათქმელ სიტყვას თავად სესარეა უწერდა. მართლაც რომ
გამაოგნებელი სიტყვით გამოდიოდა ხოლმე გენერალი. მისი
წარმოთქმული სიტყვები მექსიკას სულ ერთიანად შემოივ-
ლიდა და სად გინდათ, რომ არ დაბეჭდილიყო: მონტერეის,
გვადალახარის, ვერაკრუსის უამრავ გაზეთში, ტამპიკოში. ამ
სიტყვებს ხანდახან ჩვენც ვკითხულობდით ხოლმე ხმამაღლა
შეკრებებზე. არადა, მათ სესარეა ამზადებდა, თანაც სრული-
ად თავისებურად: თან ეწეოდა, თან გენერლის დაცვის ბი-
ჭებს, ან მე, ან მანუელს გვემასლაათებოდა, თან საბეჭდ მან-
ქანაზე გენერლის სიტყვის ტექსტს ჩაჰკირკიტებდა. როგორ
ახერხებდა ამ ყველაფერს ერთდროულად, რა გაძლება ჰქონ-
და ამ ქალს, ბიჭებო! ოდესმე გიცდიათ, ასე ერთდროულად
გეკეთებინოთ ყველაფერი? მე მიცდია და დამიჯერეთ, შეუძ-
ლებელია. განსაკუთრებული მდივნები თუ მოახერხებენ, ასე-
ვე ზოგიერთი ჟურნალისტი, პოლიტიკაზე რომ ლაპარაკობენ
და თან მებაღეობაზე ან სპონტანურ ჰეგზამეტრებზე იწერენ
რაღაცებს (ჩვენ შორის ასეთი რამ დიდი იშვიათობაა). ასე გა-
დიოდა დღეები გენერლის ოფისში და როდესაც სამუშაო დღე
მთავრდებოდა, ხანდახან უკვე კარგა მოსაღამოებულზე, ყვე-
ლას ემშვიდობებოდა, თავის ნივთებს წამოკრეფდა და შინი-
საკენ გზას მარტო დაადგებოდა ხოლმე. თუმცა, ხშირად ხდე-
ბოდა, რომ ვინმე გაცილებას სთავაზობდა, ხანდახან თავად
489 მკითხველთა ლიგა
გენერალიც, დიეგო კარვახალი, კაცი, რომელმაც არ იცოდა,
შიში რა იყო, მაგარზე მაგარი კაცი! მაგრამ სესარეა ისე იქცე-
ოდა, თითქოს აჩრდილმა შესთავაზა, არც შეიმჩნევდა, აი, აქ
პროკურატურის საბუთებია, გენერალო (ასე მიმართავდა –
გენერალოო და არა ისე, როგორც ჩვენ მივმართავდით ხოლ-
მე – ბატონო გენერალო), აქ კი ვერაკრუსის ხელისუფლების
საბუთები, აქ ხალაპას წერილები და თქვენი სახვალიო სიტ-
ყვაო. მერე კარს გაიხურავდა და მეორე დღემდე ვეღარავინ
ნახავდა. დიეგო კარვახალზე თქვენთან არ მილაპარაკია, ბი-
ჭებო? ჩემს დროში ხელოვნებას მფარველობდა. რა კაცი იყო,
უნდა გენახათ. ტანმორჩილი და გამხდარი კი გახლდათ, იმ
ხანებში უკვე ორმოცდაათისკენაც იქნებოდა წასული, მაგრამ
ერთხელ ვნახე, როგორ დაუპირისპირდა დეპუტატ მარტინეს
სამორას ჯარისკაცებს, მარტოდმარტო, როგორ გაუყარა თვა-
ლი თვალში, როგორ გაუნძრევლად იდგა, გახსნილი ბუდი-
დან თავისი კოლტის ამოღება არც უფიქრია. დავინახე, ის ჯა-
რისკაცები როგორი შეცბუნებულები შესცქეროდნენ, მერე
როგორ დაიხიეს უკან და როგორ ბუტბუტებდნენ, გვაპატიეთ,
ბატონო გენერალო, როგორც ჩანს, ბატონი დეპუტატი შეცდა,
ბატონო გენერალოო. კაცი, ყველა გარემოებაში პატიოსანი
და ერთგული, გენერალი დიეგო კარვახალი, ლიტერატურისა
და ხელოვნების დიდი მოტრფიალე, თუმცა, როგორც თავად
ჰყვებოდა, კითხვა თვრამეტ წლამდე არ სცოდნია. ბიჭებო, რა
ცხოვრება განვლო-მეთქი, ვეუბნებოდი. ახლა ამ კაცზე რომ
დავიწყო ლაპარაკი, დამიჯერეთ, მთელი ღამე ვერ გავჩუმდე-
ბი და კიდევ არაერთი ბოთლი ტეკილა დამჭირდება, მესკალ
„ლას სუისიდასის“ მთელი ყუთი არ მეყოფა, რათა მეტ-ნაკ-
ლებად, დაახლოებით მაინც აგიწეროთ მექსიკის ის შავი მარ-
გალიტი, ის ბრწყინვალე შავი მარგალიტი-მეთქი! გიშერიო,
490 მკითხველთა ლიგა
დაამატეს ჩემმა სტუმრებმა. ჰო, ბიჭებო, გიშერი, ნამდვილი
გიშერი-მეთქი, დავეთანხმე. ამ დროს ერთ-ერთმა თქვა, ახ-
ლა წავალ და კიდევ ერთ ბოთლ ტეკილას ვიყიდიო. წადი-
მეთქი, ნება დავრთე, წარსულით ძალამოცემული ფეხზე წა-
მოვდექი და ჩემი ბნელი კორიდორებით სამზარეულოსკენ
გავიკლაკნე (როგორც ელვა, ან ელვის იდეა), რათა საგულ-
დაგულოდ გადანახული მესკალ „ლას სუისიდასის“ კიდევ ერ-
თი ბოთლი მომეტანა, წინასწარვე ვიცოდი, რომ აღარ მქონ-
და, მაგრამ იმ აზრს, რომ ვეღარასოდეს დავლევდი, მაინც
ვერ ვეგუებოდი. დედას ვაგინებდი იმათ, ვინც მისი ჩამოსხმა
შეწყვიტა და თან მშრალ სუპებში ვიქექებოდი. ის სუპები
დროდადრო მოჰქონდათ ჩემს შვილებს. სამზარეულოში კი-
დევ უხვად მომეპოვებოდა ათასგვარი უსარგებლო ხარახუ-
რა. დიდხანს ვათვალიერე სამზარეულოს კარადები, სანამ
ოცნებები საბოლოოდ არ გამიქარწყლდა და არ ვაღიარე ის
ნაბიჭვრული რეალობა, რომ მესკალი აღარ დამრჩენოდა. ბი-
ჭებთან სულ ხელცარიელი რომ არ დავბრუნებულიყავი, სხვა
რამეები მოვიძიე: რამდენიმე შეკვრა არაქისი, ჩილის ქილა,
მარილიანი ჩხირების კოლოფები და უკან პირველი მსოფ-
ლიო ომის დროინდელი კრეისერის სისწრაფით დავბრუნდი,
მდინარის ნისლში თუ მდინარის რომელიმე შესართავში და-
კარგული კრეისერის სისწრაფით, არ ვიცი, რა მნიშვნელობა
აქვს, მთავარია, რომ დაიკარგა. მეც ერთგვარად დავიკარგე,
რადგან იმის ნაცვლად, რომ ჩემი სრბოლა მისაღებ ოთახში
დამთავრებულიყო, დამთავრდა ჩემს საძინებელში. ბიჭო,
ამადეო, ვუთხარი საკუთარ თავს, როგორც ჩანს, უფრო
მთვრალი ხარ, ვიდრე გგონია, ბინდბუნდში დაიკარგე, და
გზას ახლა მარტო ხელის პაწაწინა ფარანი თუ გაგინათებს,
ზარბაზნის ლულაზე რომ ჩამოგიკონწიალებია-მეთქი, მაგრამ
491 მკითხველთა ლიგა
იმედი არ გადავიწურე და ეჟვნების ჟღარუნში ნელ-ნელა ვიკ-
ვლევდი გზას, ვითარცა საბრძოლო ხომალდი ჩანთქმული ის-
ტორიის მდინარებაში. სიარულისას თან ისე ვიგრიხებოდი,
თითქოს ვცეკვავო, აი, იმ ცეკვას, ფეხსაცმლის ქუსლების კა-
კუნი რომ ახლავს ხოლმე. არ ვიცი, კიდევ ასრულებენ თუ
არა, იმედია, არა. მთელი საიდუმლო იმ ქუსლების კაკუნისა
ის არის, რომ მარცხენა ფეხის ქუსლი მარჯვენა ფეხის წვერს
უნდა დაუდო. მერე მარჯვენა ფეხის ქუსლი, მარცხენა ფეხის
წვერს და ასე შემდეგ. სასაცილო ცეკვაა, მაგრამ თავის დრო-
ზე ძალიან პოპულარული იყო, არ მკითხოთ, რომელ ეპოქა-
ში, ალბათ მიგელ ალემანის118 ექვსწლეულში, რამდენჯერმე
მეც მიცეკვია. რას ვიზამთ, ვის არ ჩაგვიდენია სისულელეები.
ამ დროს ჯერ კარის ჯახუნი გავიგონე, მერე რაღაც სხვა ხმები
და თავს ვუთხარი, ამადეო, მორჩი იდიოტობებს და მაგ ხმებს
მიჰყევი, იქნებ ასე მაინც გაკვეთო მდინარეზე ჩამოწოლილი
ნისლები შენი ხომალდის დამპალი და დაჟანგული ცხვირით
და შენს მეგობრებს დაუბრუნდე-მეთქი! ასეც მოვიქეცი და მი-
საღებ ოთახში დავბრუნდი საუზმეულით ხელდამშვენებული.
იქ ბიჭები დამხვდნენ, მე მელოდებოდნენ, ერთ-ერთს ორი
ბოთლი ტეკილა ეყიდა. რაოდენი შვებაა სინათლეში გამოს-
ვლა, თუნდაც იგი სუსტი ბინდბუნდი იყოს, რაოდენი შვებაა,
როდესაც სიცხადეს უბრუნდები!

ლისანდრო მორალესი, სამიკიტნო „მექსიკური ლორი“,


ლა ვილიას შემოგარენი, მეხიკო, 1980 წლის იანვარი. როდე-
საც, როგორც იქნა, არტურო ბელანოს წიგნი გამოვიდა, თვი-
თონ უკვე აჩრდილ მწერლად იყო ქცეული და მეც აჩრდილ
118მიგელ ალემან ვალდესი (1900-1983) – მექსიკელი პოლიტიკური მოღ-
ვაწე, მექსიკის პრეზიდენტი (1946-51)
492 მკითხველთა ლიგა
გამომცემლად ვიწყებდი გადაქცევას. ვიცოდი, რომ ასე მოხ-
დებოდა. არსებობენ გვამი მწერლები, თარსები, რომელთაც,
აჯობებს, თავ-პირის მტვრევით განერიდო და არა აქვს მნიშ-
ვნელობა, დათარსვის გჯერა თუ არა, პოზიტივისტი ხარ თუ
მარქსისტი. ასეთებს მაინც უნდა გაექცე, შავი ჭირივით ერი-
დო. ამას სრულიად გულწრფელად გეუბნებით: ინსტინქტს უნ-
და მიენდოთ. ვიცოდი, რომ როდესაც ამ ბიჭის წიგნის გამო-
ცემას დავყაბულდი, ცეცხლს ვეთამაშებოდი. დავიწვი და არ
ვწუწუნებ, მაგრამ არასოდესაა ზედმეტი თქვათ, რომ კატას-
ტროფის მოახლოებას წინასწარ გრძნობდით. ასეთი გამოც-
დილება შეიძლება სხვებს, ან მომავალში თავად თქვენც გა-
მოგადგეთ. ახლა ბევრს ვსვამ, ყოველ დღეს სამიკიტნოში ვა-
ტარებ, მანქანას ჩემი სახლიდან შორს ვაჩერებ. შინ დაბრუ-
ნებული აქეთ-იქით ვიხედები, რომ თავზე მოულოდნელად
რომელიმე გადასახადების ამკრეფი არ წამომადგეს.
ღამით ვერ ვიძინებ და ამიტომ ისევ ვსვამ. საფუძვლიანი
ეჭვი მაქვს, რომ დაქირავებული მკვლელი (ან ორი მკვლე-
ლიც კი) უკან დამდევს. ბედად, სანამ ის უბედურება დამეწყე-
ბოდა, მანამდე დავქვრივდი და ის მაინც მანუგეშებს, რომ
ჩემს საწყალ მეუღლეს ჩემ გამო არაფერი დაემართება. ასეთ
ბურუსში სიარული, ადრე თუ გვიან, ყველა გამომცემლის
ხვედრია. და მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ღამღამობით
ვფიქრობ, – და ამას თავს ვერ ავარიდებ, – რატომ უნდა მომ-
სვლოდა ეს მე, მაინცდამაინც მე-მეთქი, გულის სიღრმეში
ბედს უკვე შეგუებული ვარ. მარტოობა ადამიანს აძლიერებს.
ამას ნიცშე ამბობს (რომლის გამონათქვამების რჩეული გა-
მოვეცი 1969 წელს სერიით „ჯიბის წიგნი“, როდესაც ტლატე-
ლოლკოში დატრიალებულის სირცხვილი ჯერ ისევ ჭრილო-
ბასავით ფეთქავდა და ეს, სხვათა შორის, გამარჯვების ტოლ-
493 მკითხველთა ლიგა
ფასი იყო). შეიძლება ზემოხსენებული სიტყვები მარტოობაზე
ფლორეს მაგონის ნათქვამიც იყოს და არა ნიცშესი. მაგონის
მოკლე ბიოგრაფიაც ხომ გამოვეცით, იურისპრუდენციის სტუ-
დენტის მიერ შედგენილი, რომელიც ცუდად არ გაყიდულა.
მარტოობა ადამიანს აძლიერებს – სრული ჭეშმარიტებაა
და სულელებისთვის ნუგეშია, თუმცა ვისურვებდი, გვერდით
ვინმე მყოლოდა. ახლა ის დროა, როდესაც ჩემს ჩრდილს
არავინ უახლოვდება. ის ნაგავი ვარგას პარდოც კი, რომე-
ლიც ახლა სხვა გამომცემლობაში მუშაობს, თუმცა, უფრო
დაბალ თანამდებობაზე, ვიდრე ჩემთან ეჭირა, არ მეკარება
არცერთი იმ უამრავ ლიტერატორთაგან, თავის დროზე გუნ-
დრუკს რომ მიკმევდნენ. ახლა ვის ენდომება მოსიარულე სა-
მიზნესთან ახლოს ყოფნა. ვის ეხალისება გვერდით ედგეს
კაცს, ვისაც ლეშის სუნი ასდის. ყოველ შემთხვევაში, ახლა
ისეთ რამეს მაინც ჩავწვდი, რასაც ადრე მხოლოდ გუმანით
ვგრძნობდი: ყველა გამომცემელს დაქირავებული მკვლელი
დასდევს, განათლებული მკვლელი, ან გაუნათლებელი, რო-
მელიც ყველაზე შავბნელ ინტერესებს ემსახურება და საოცა-
რი პარადოქსულობით, ჩვენივე უაზრო, ბრიყვული ინტერესე-
ბის ანარეკლია.
ვარგას პარდოზე აღარ ვბრაზობ. ის კი არადა, ხანდახან
ერთგვარი ნოსტალგიითაც კი ვიხსენებ. გულის სიღრმეში
არც იმათი მჯერა, ვინც მეუბნება, შენი გამომცემლობის გა-
კოტრება სწორედ იმ ჟურნალის ბრალია, რომლის მართვაც
ასეთი ხალისით გადაულოცე იმ ეკვადორელსო. მე ვიცი, რომ
ბედის სიმუხთლე ჩემთან სხვა მხრიდან მოვიდა. რა თქმა უნ-
და, ვარგას პარდო, თავისი კრიმინალური გულუბრყვილო-
ბით, მონაწილე გახდა ჩემი უბედურებისა, მაგრამ, სინამდვი-
ლეში, არსებითი ბრალი მას არ მიუძღვის. მას სჯეროდა, რომ
494 მკითხველთა ლიგა
კარგად იქცეოდა და ამიტომ, არც ვადანაშაულებ. ხანდახან,
როდესაც განსაკუთრებით ბევრს დავლევ ხოლმე, მიჩნდება
სურვილი, დედა ვაგინო მასაც და იმ ლიტერატორებსაც, ასე
რომ მომიძულეს, იმ მკვლელებსაც, ბნელი კუთხეებიდან რომ
მითვალთვალებენ, იმ ლინოტიპისტებსაც კი, რომლებიც დი-
დებასა და არარაობაში უსახელოდ ჩაიკარგნენ. მაგრამ მერე
ვწყნარდები და სიცილი მინდება. სიცოცხლე უნდა განვლო,
ამაში მდგომარეობს ჭეშმარიტება, მორჩა და გათავდა. ეს ერ-
თმა შეშლილმა მათხოვარმა მითხრა, ერთხელ ბარ „ცუდი
გზის“ კართან შევეჩეხე.

ხოაკინ ფონტი, ფსიქიატრიული კლინიკა „ელ რეპოსო“,


დესიერტო დე ლოს-ლეონესის ტრასა, 1980 წლის აპრილი.
ასე ორი თვის წინ ალვარო დამიანი მოვიდა ჩემს სანახავად
და მითხრა, რაღაც მაქვს სათქმელიო. მითხარი, რა არის-
მეთქი, ვუპასუხე, დაჯექი და მითხარი-მეთქი. პრემია დამთავ-
რდაო. რა პრემია-მეთქი, ვკითხე. ლაურა დამიანის სახელო-
ბის პრემია ახალგაზრდა პოეტებისთვისო, მიპასუხა. წარ-
მოდგენა არ მქონდა, რაზე მელაპარაკებოდა, მაგრამ არ შე-
ვიმჩნიე. რატომ, ალვარო, რატომ დამთავრდა-მეთქი? იმი-
ტომ, რომ ფული დამიმთავრდა, ყველაფერი დავკარგეო, მი-
პასუხა.
მინდოდა მეთქვა, ქარის მოტანილს ქარი წაიღებს-მეთქი,
ყოველთვის მტკიცე ანტიკაპიტალისტი ვიყავი, მაგრამ არ
ვუთხარი, რადგან დავინახე, რა დანაღვლიანებული ჰქონდა
სახე და თან ძალიან დაღლილი ჩანდა ეს საცოდავი კაცი.
კარგა ხანს ვიბაასეთ. მგონი, ამინდსა და იმ აგრერიგად
ლამაზ პეიზაჟზე ვსაუბრობდით, საგიჟეთიდან რომ იშლება.
ის მეუბნებოდა, მგონი, დღეს ეცხელებაო, მე ვპასუხობდი,
495 მკითხველთა ლიგა
ჰო-მეთქი. მერე ვჩუმდებოდით, სანამ უცებ (მაგალითად, იგი)
არ წამოიძახებდა, ნახე, პეპელაო. მეც ვუდასტურებდი, ჰო, აქ
ბევრია-მეთქი. ერთხანს ასე საუბრის შემდეგ, ან გაზეთს ერ-
თად რომ წავიკითხავდით (თუმცა, კონკრეტულად იმ დღეს
გაზეთი ნამდვილად არ წაგვიკითხავს), ალვარო დამიანმა
თქვა: უნდა მეთქვაო. მე ვკითხე, ალვარო, რა უნდა გეთქვა-
მეთქი. ის, რომ ლაურა დამიანის პრემია გაუქმდაო. მინდო-
და, მეკითხა რატომ, მაინცდამაინც ჩემთვის რატომ უნდა
გეთქვა-მეთქი, მაგრამ მერე ვიფიქრე, უამრავი ადამიანი არ-
სებობს, განსაკუთრებით კი აქ, რომლებსაც ბევრი რამ აქვთ
ჩემთვის სათქმელი. არადა, ეს კომუნიკაბელობის იმპულსი
ზოგადად არ გამომდის, მაგრამ მაინც ვუსმენ ხოლმე, ბოლოს
და ბოლოს მოსმენით რას დავკარგავ.
მერე ალვარო დამიანი წავიდა. ოცი დღის შემდეგ კი ჩემმა
ქალიშვილმა მინახულა და მითხრა, მამა, არ უნდა გეუბნებო-
დე, მაგრამ აჯობებს, იცოდეო. ვუთხარი, მითხარი, მითხარი,
ყურადღებით გისმენ-მეთქი. ჰოდა, მითხრა, ალვარო დამიან-
მა შუბლში ტყვია დაიხალაო. მე ვუთხარი: როგორ შეეძლო,
ალვარიდოს ასეთი სისულელე ჩაედინა-მეთქი. საქმე ცუდად
მისდიოდა, გაკოტრდა, თითქმის ყველაფერი დაკარგაო. მე
ვუთხარი, შეეძლო აქ მოსულიყო და ჩემთან ერთად ყოფილი-
ყო ამ საგიჟეთში-მეთქი. ჩემმა ქალიშვილმა გაიცინა მითხრა,
ეს ასე ადვილი არ არისო და რომ წავიდა, ფიქრი დავიწყე ალ-
ვარო დამიანსა და ლაურა დამიანის სახელობის პრემიაზე,
რომელიც გაუქმდა და იმ გიჟებზე, აქ რომ იყვნენ გამოკეტი-
ლები, მაგრამ ვერავინ ახერხებდა, სიმშვიდე მოეპოვებინა.119
კიდევ ვფიქრობდი აპრილზე, ყველაზე სასტიკ, გამანადგურე-

119 reposo (ესპ.) – სიმშვიდე, დასვენება


496 მკითხველთა ლიგა
ბელ თვეზე და იმ უტყუარ დასკვნამდე მივედი, რომ ყველაფე-
რი ბევრად უარესად იქნება.

497 მკითხველთა ლიგა


12

ჰაიმიტო კუნსტი, შტუკგასეს სხვენში წამოწოლილი, ვენა,


1980 წლის მაისი. მე და ულისესი ბეერ-შევას ციხეში ერთად
ვისხედით, სწორედ იმ ქალაქში, სადაც ებრაელები ატომურ
ბომბებს ამზადებენ. მე ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ, თან
არაფერი ვიცოდი. ვუყურებდი, სხვა რის გაკეთება შემეძლო,
მზით დამწვარი და გამოფიტული ვაკვირდებოდი კლდეები-
დან, ვუყურებდი, სანამ შიმშილის და წყურვილის ატანა შე-
მეძლო. მერე კი უდაბნოს კაფესკენ გავეშურებოდი, კოკა-კო-
ლასა და ხბოს ხორცის ჰამბურგერს ვუკვეთავდი, თუმცა, მარ-
ტო ხბოს ჰამბურგერი არ ვარგა და ეს მეც ვიცი და მთელმა
მსოფლიომაც.
ერთხელ მარტო კოკა-კოლა ავიღე და უცებ თავი ცუდად
ვიგრძენი, თითქოს მზემ ტვინში ისე შეაღწია, რომ ვერაფერი
გავიგე და ტვინი ერთიანად ამომიჭამაო. სიცხე მქონდა. ატა-
ნა არ შემეძლო, მაგრამ ავიტანე. დავიმალე ჩემი ყვითელი
ლოდების უკან და დაველოდე, მზე როდის ჩავიდოდა. მერე
ძირს დავეხეთქე და დამეძინა. მთელი ღამე სიზმრებმა არ მო-
მასვენა. ასე მეგონა, თავიანთი თითებით მეხებიან-მეთქი.
მაგრამ, სიზმრებს თითები არ გააჩნიათ, აქვთ მუშტები, ასე
რომ, ისინი ალბათ მორიელები იყვნენ. მორიელებიც რომ არ
ყოფილიყვნენ, დამწვრობებით მაინც დაგესლილი, გამწარე-
ბული ვიყავი. როცა გავიღვიძე, მზე ჯერ არ ამოსულიყო. მო-
რიელებს დავუწყე ძებნა, სანამ ქვების ქვეშ დაიმალებოდნენ.
ვერც ერთი ვერ ვიპოვე! კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ფხიზ-
ლად უნდა ვყოფილიყავი და ეჭვები გამჩენოდა. სწორედ ასე
მოვიქეცი. მაგრამ, მერე გასვლა მომიწია, რადგან დალევა
498 მკითხველთა ლიგა
და ჭამა მჭირდებოდა. ამიტომ ავდექი, მუხლებზე დაჩოქილი
მივხოხდი უდაბნოს კაფემდე, მაგრამ ოფიციანტმა ჩემი მომ-
სახურება არ ინდომა.
რატომ არ მოგაქვს ჩემი შეკვეთა? ჩემი ფული არ მოგ-
წონს, სხვებისგან განსხვავდება, ყალბია თუ რა ხდება-მეთქი,
ვკითხე. იმან კი თავი ისე დაიჭირა, თითქოს არც ესმოდა. ალ-
ბათ მართლა არ ესმის-მეთქი, ასე ვიფიქრე, იქნებ ლოდებსა
და მორიელებში ამდენი ხნის ყოფნამ და თვალთვალმა უდაბ-
ნოში ხმა სულ დამიკარგა, ახლა მგონია, რომ ვლაპარაკობ,
სინამდვილეში კი ხმა არ ამომდის-მეთქი. მაგრამ ასეთ შემ-
თხვევაში, ვისი იყო ის ხმა, რომელიც მესმოდა, თუ არა ჩემი?
როგორ შეიძლებოდა, დავმუნჯებულიყავი და თან ჩემი ხმის
გაგონება შემეძლოს-მეთქი, – გავიფიქრე. მერე მითხრეს, წა-
დიო. ვიღაც დაიხარა ჩემს ფეხებთან. პროვოკაციას მიწყობ-
დნენ. მაგრამ, მე ასე ადვილად პროვოკაციებს არ ვყვები. გა-
მოცდილი ვარ. არ ვინდომე, გამეგონა, რასაც მეუბნებოდნენ.
თუ ხორცს არ მომყიდი, არაბი მომყიდის-მეთქი, ვუთხარი და
იქაურობა აუჩქარებლად დავტოვე.
რამდენიმე საათი ვეძებე არაბი. ისეთი შთაბეჭდილება
მრჩებოდა, თითქოს არაბები ერთიანად ჰაერში აორთქლებუ-
ლიყვნენ. ბოლოს, ვერც კი მივხვდი, ზუსტად იმ ადგილას რო-
გორ მივედი, საიდანაც დავიწყე სიარული, ყვითელ ქვასთან.
სადაცაა დაღამდებოდა და ციოდა, მადლობა ღმერთს. მაგ-
რამ დაძინება ვერ მოვახერხე, მშიოდა და წყალიც აღარ
მქონდა. როგორ მოვიქცე-მეთქი, ვიკითხე. – ახლა როგორ
მოვიქცე, წმინდაო ქალწულო? შორიდან იმ მექანიზმების ყრუ
ხმაური მესმოდა, რომლებითაც ებრაელები თავიანთ ატო-
მურ ბომბებს ამზადებდნენ. როცა გავიღვიძე, შიმშილი უკვე
აუტანელი გახდა. ბეერ-შევას საიდუმლო სანგრებში ებრაე-
499 მკითხველთა ლიგა
ლები ისევ მუშაობდნენ, მაგრამ მე მეტის მოთმენა აღარ შე-
მეძლო, ერთი გამხმარი პურის ყუა მაინც უნდა ჩამედო პირ-
ში. მთელი სხეული მტეხდა. მზისგან კისერიც დამწვარი მქონ-
და და მკლავებიც. რამდენი დღე იყო, კუჭში არ ვიყავი გასუ-
ლი. მაგრამ სიარული ჯერ ისევ შემეძლო! ჯერ ისევ შემწევდა
ძალა, გადავმხტარიყავი და მკლავები ღონივრად მემოძრავე-
ბინა! ამიტომ, ავდექი და ადგომაში ჩემი ჩრდილიც ამყვა
(ორივე მუხლებზე დაჩოქილები ვიყავით და ვლოცულობდით)
და უდაბნოს კაფესკენ გავეშურე. მგონი, სიმღერაც კი წამო-
ვიწყე. ასეთი ვარ, მივდივარ, ვმღერი. რომ გამეღვიძა, აღმო-
ვაჩინე, რომ მიწურში ვიყავი. ვიღაცას ჩემი ზურგჩანთა აეღო
და ჩემს საწოლთან დაეგდო. თვალი მტკიოდა, ყბა მტკიოდა,
დამწვარი ადგილები მიხურდა, მგონი, ვიღაცამ მუცელში წიხ-
ლი ჩამაზილა, მაგრამ მუცელი არ მტკიოდა.
– წყალი! – წამოვიხავლე. მიწურში სიბნელე გამეფებული-
ყო. შევეცადე, ებრაელების მექანიზმების ხმაური გამერჩია,
მაგრამ ვერაფერი გავიგონე. წყალი, ვთქვი მე, მწყურია. სიბ-
ნელეში ვიღაც გაინძრა. ალბათ ისევ მორიელია-მეთქი, გავი-
ფიქრე. უზარმაზარი მორიელი. ვიღაცის ხელი კისერში მწვდა
და გამომათრია. მერე ტუჩებთან ტოლჩის პირი ვიგრძენი, მე-
რე წყალი. მერე დავიძინე და ფრანც იოზეფის სანაპირო და-
მესიზმრა და ასპენის ხიდი. თვალი რომ გავახილე, კეთილი
ულისესი დავინახე. ჩემ გვერდითა ტახტზე იწვა. ეღვიძა, ჭერს
აჰყურებდა, ფიქრობდა. ინგლისურად მივესალმე. დილა
მშვიდობისა-მეთქი, ვუთხარი. დილა მშვიდობისაო, მიპასუხა.
ამ ციხეში რამეს გვაჭმევენ-მეთქი? ვკითხე. გვაჭმევენო, მიპა-
სუხა. წამოვდექი და ფეხსაცმელების ძებნა დავიწყე. ზედ მეც-
ვა. გადავწყვიტე, მიწურში გამევლო-გამომევლო, ფეხი გამე-
შალა. ისიც გადავწყვიტე, იქაურობა შემესწავლა. ჭერი ბნელი
500 მკითხველთა ლიგა
იყო, გამჭვარტლული, ან ბოლისგან ან ნესტისგან. შეიძლება
ორივე. კედლები – თეთრი. ზედ რაღაცები ეწერა. ჩემს მარ-
ცხენა კედელზე ნახატები შევამჩნიე, მარჯვნივ – წარწერები.
ყურანი იყო? შეტყობინებები? ან იქნებ ინფორმაცია მიწისქვე-
შა ქარხნის შესახებ. სიღრმეში კედელზე ფანჯარა მოჩანდა.
ფანჯრის იქით პატიო იყო. პატიოს იქით – უდაბნო. მეოთხე
კედელს კარი ჰქონდა. კარი რკინის გისოსებისგან გაეკეთე-
ბინათ და გისოსებს მიღმა კორიდორი ილანდებოდა. კორი-
დორში არავინ იყო. საკანი შემოვიარე და კეთილ ულისესს
მივუახლოვდი. ჰაიმიტო მქვია, ვენიდან ვარ-მეთქი, ვუთხარი.
მან მითხრა, ულისეს ლიმა მქვია და მეხიკოდან ვარო.
ცოტა ხნის შემდეგ საუზმე მოგვიტანეს. სად ვართ-მეთქი,
ვკითხე ბადრაგს. ქარხანაში? მაგრამ ბადრაგმა მარტო საუზ-
მე დაგვიტოვა და წავიდა. მადიანად შევუდექი ჭამას. კეთილ-
მა ულისესმა თავისი საუზმის ნახევარი მიწილადა და ისიც
შევჭამე. შემეძლო, მთელი დილა ჭამაში გამეტარებინა. მერე
ისევ საკნის თვალიერება დავიწყე. კედლებზე წარწერებში და
ნახატებში გარკვევას ვცდილობდი. მაგრამ ყველაფერი ამაო
გამოდგა. წარწერების გაშიფვრა შეუძლებელი იყო. ზურგჩან-
თიდან კალმისტარი ამოვიღე და მარჯვენა კედელთან ჩავ-
ცუცქდი. დავხატე ჯუჯა უზარმაზარი პენისით. ამდგარი პენი-
სით. მერე დავხატე კიდევ ერთი ჯუჯა კიდევ ერთი უზარმაზარი
პენისით. მერე დავხატე ერთი ძუძუ. შემდეგ დავწერე „ჰაიმი-
ტო. კ.“. მერე დავიღალე და ჩემს ტახტს დავუბრუნდი. კეთილ
ულისესს უკვე ეძინა, ასე რომ, შევეცადე არ მეხმაურა და არ
გამეღვიძებინა. მეც დავწექი და ფიქრი დავიწყე. იმ მიწისქვე-
შეთზე ვფიქრობდი, სადაც ებრაელები თავიანთ ატომურ ბომ-
ბებს ამზადებენ. ფეხბურთის მატჩზე ვფიქრობდი. მთაზე ვფიქ-
რობდი. თოვდა და ციოდა. მორიელებზე ვფიქრობდი. ვფიქ-
501 მკითხველთა ლიგა
რობდი ძეხვეულით სავსე თეფშზე. ვფიქრობდი ეკლესიაზე,
რომელიც ალპენ გარტენშია, ჟაკინგასესთან. დავიძინე. გა-
ვიღვიძე. ისევ დავიძინე. სანამ კეთილი ულისესის ხმა არ გა-
ვიგონე და ისევ არ გავიღვიძე. ბადრაგმა კორიდორში გაგ-
ვყარა, ეზოში გავედით. მგონი, მზემ მაშინვე მიცნო. ძვლები
ამტკივდა. მაგრამ დამწვრობა აღარ მიმიღია, ასე რომ, ვიარე
და ვივარჯიშე კიდეც. კეთილი ულისესი დაჯდა, კედელს მიეყ-
რდნო და ასე უძრავად იჯდა, სანამ მე ხელებს ვიქნევდი და
მუხლებს მაღლა ვწევდი. სიცილი გავიგონე. კუთხეში მიწაზე
არაბები ისხდნენ და იცინოდნენ. ყურადღება არ მიმიქცევია.
ერთი, ორი, ერთი, ორი. სახსრებს ვშლიდი. ისევ იმ ბნელი
კუთხისკენ რომ გავიხედე, ის არაბები იქ აღარ იყვნენ. მიწაზე
დავეშვი, მუხლებზე. ერთი წამით გავიფიქრე, ასე დავრჩები-
მეთქი, მუხლებზე დაჩოქილი. მაგრამ, მერე სულ ძირს დავეშ-
ვი და ხუთი აჭიმვა გავაკეთე. მერე ათი აჭიმვა. მერე თხუთმე-
ტი, მთელი სხეული მტკიოდა. როდესაც წამოვდექი, დავინა-
ხე, რომ არაბები ისევ კეთილ ულისესთან ახლოს, მიწაზე
დამსხდარიყვნენ. მათკენ გავეშურე. აუჩქარებლად. დაფიქ-
რებული. იქნებ მისთვის ზიანის მიყენება არც უნდოდათ. იქ-
ნებ არაბები არც იყვნენ. იქნებ ბეერ-შევაში დაკარგული მექ-
სიკელები იყვნენ. როდესაც კეთილმა ულისესმა დამინახა,
თქვა, იყავნ მშვიდობა და მე გავუგე.
მიწაზე გვერდით მივუჯექი, კედელს ზურგით მივეყუდე და
ერთი წამით ჩემი ცისფერი თვალები არაბების ბნელ თვა-
ლებს შეეჩეხნენ. დავიფრუტუნე. დავიფრუტუნე და თვალები
დავხუჭე! გავიგონე, კეთილი ულისესი ინგლისურად ლაპარა-
კობდა, მაგრამ ვერ გავიგე რას ამბობდა. არაბებიც ინგლისუ-
რად ლაპარაკობდნენ, მაგრამ არც ის მესმოდა, ისინი რას ამ-
ბობდნენ. კეთილმა ულისესმა გაიცინა. არაბებმაც გაიცინეს.
502 მკითხველთა ლიგა
გავიგონე მათი სიცილი და ფრუტუნს თავი დავანებე. დავიძი-
ნე. როცა გავიღვიძე, მე და კეთილი ულისესი მარტონი ვიყა-
ვით. ბადრაგმა ჩვენს საკნამდე მიგვაცილა. სადილი მოგვი-
ტანეს. მე საჭმელთან ერთად ორი აბი მომიტანეს. სიცხისთვი-
სო, მითხრეს. არ დავლიე. კეთილმა ულისესმა მითხრა, ნახ-
ვრეტში ჩააგდეო, ეს ნახვრეტი სად გადის? საწვიმარ მილშიო,
მითხრა კეთილმა ულისესმა. შეიძლება ვენდო? საწყობში
რომ მიდიოდეს? ყველაფერი რომ უზარმაზარი, სველი მაგი-
დით დამთავრდეს, სადაც ჩვენს ყველაზე წვრილ ნარჩენებსაც
კი ახარისხებენ? აბები ხელში გავსრისე და ნაფხვენები ფან-
ჯრიდან გადავყარე. დავიძინეთ. როცა გავიღვიძე, კეთილი
ულისესი კითხულობდა. ვკითხე, რა წიგნს კითხულობ-მეთქი.
ეზრა პაუნდის რჩეულ ლექსებსო. რამე წამიკითხე-მეთქი,
ვთხოვე. ვერაფერი ვერ გავიგე. არც ჩავძიებივარ. მომაკით-
ხეს და დამკითხეს. პასპორტი შემიმოწმეს. კითხვები დამის-
ვეს. გაიცინეს. როდესაც ჩემს საკანში დავბრუნდი, დავიჩოქე
და აჭიმვები გავაკეთე. სამი, ცხრა, თორმეტი. მერე, ძირს
დავჯექი, ჩემგან მარჯვენა კედელთან, და დავხატე ჯუჯა უზარ-
მაზარი პენისით. როდესაც დავამთავრე, მეორეც მივახატე.
მერე რძე დავხატე, რომელიც ერთ-ერთი პენისიდან გადმოე-
დინებოდა. მერე ხატვის სურვილი აღარ მქონდა და სხვა წარ-
წერების შესწავლა დავიწყე. მარცხნიდან მარჯვნივ და მარ-
ჯვნიდან მარცხნივ. არაბულის არაფერი გამეგება. არც კე-
თილ ულისესს. მიუხედავად ამისა, წავიკითხე. ზოგიერთი
სიტყვა გავარკვიე. თავი გავიხეთქე ფიქრით. კისრის დამ-
წვრობამ თავი შემახსენა. სიტყვები, სიტყვები. კეთილმა ული-
სესმა წყალი მომცა. ვიგრძენი, იღლიის ქვემოდან მისი ხელი
ზემოთ წყალს როგორ მაწვდიდა. მერე დავიძინე.

503 მკითხველთა ლიგა


რომ გავიღვიძე, ბადრაგმა საშხაპეში წაგვიყვანა. თითოე-
ულს თითო ნაჭერი საპონი მოგვცა და გვითხრა, წყალი გა-
დაგვევლო. ეს ბადრაგი კეთილი ულისესის მეგობარს ჰგავ-
და. მას ინგლისურად არ ელაპარაკებოდა. ელაპარაკებოდა
ესპანურად. დავიძაბე. ებრაელები ყოველთვის ცდილობენ
მოგატყუონ. ვინანე, რომ დავიძაბე, მაგრამ ეს ჩემი მოვა-
ლეობა იყო. მოვალეობასთან კი ვერაფერს გააწყობ. ბანაო-
ბისას, თავი ისე მეჭირა, თითქოს თვალები დახუჭული მქონ-
და. ისე მოვიქეცი, თითქოს ვეცემოდი. ისე მოვიქეცი, თითქოს
ვვარჯიშობდი. მაგრამ სინამდვილეში, ერთადერთ რამეს ვა-
კეთებდი: კეთილი ულისესის პენისს ვუყურებდი. წაჭრილი არ
ჰქონდა. ვინანე, რომ შევცდი, რომ არ ვენდე. არადა, სხვანაი-
რად ვერ მოვიქცეოდი. საღამოს წვნიანი მოგვიტანეს. ბოს-
ტნეულის რაგუ. კეთილმა ულისესმა თავისი ულუფის ნახევა-
რი მე მომცა. რატომ არ ჭამ-მეთქი, ვკითხე მე, გემრიელია,
უნდა იკვებო, უნდა ივარჯიშო-მეთქი. არ მშიაო, მითხრა, შენ
ჭამეო. როდესაც სინათლე ჩააქრეს, საკანში მთვარის შუქი
შემოვიდა. ფანჯრიდან გადავიხედე. უდაბნოში, ციხის ეზოს
იქით, აფთრები კიოდნენ. პატარა, ბნელი და მოძრავი გუნდი
იყო. ღამეზე უფრო ბნელი. და ისინიც იცინოდნენ. ფეხისგუ-
ლებზე ღიტინივით რაღაც ვიგრძენი. გიჯობთ, არ გამეკაროთ-
მეთქი, გავიფიქრე.
მეორე დღეს საუზმის შემდეგ გამოგვიშვეს. კეთილი ული-
სესი იმ ბადრაგმა, ესპანურად ვისაც ელაპარაკებოდა, იერუ-
სალიმში მიმავალი ავტობუსის გაჩერებამდე მიაცილა. ლაპა-
რაკობდნენ. ბადრაგი რაღაცებს უყვებოდა, კეთილი ულისესი
კი უსმენდა, მერე ის ჰყვებოდა რაღაცას. ბადრაგმა ნაყინი
იყიდა, ლიმონის კეთილ ულისესს უყიდა, ფორთოხლის – თა-
ვისთვის. მერე მე შემომხედა და მკითხა, შენც გინდაო? შენც
504 მკითხველთა ლიგა
გინდა ნაყინი, შე უბედუროო? ასე მითხრა, შოკოლადის-მეთ-
ქი, ვუთხარი. როდესაც ნაყინი უკვე ხელში მეჭირა, ჯიბეში ხე-
ლი ჩავიყავი და ფული მოვიძიე. მარცხენა ხელით მარცხენა
ჯიბეში ვეძებდი. მარჯვენით მარჯვენა ჯიბეში. რამდენიმე გა-
ვუწოდე. ებრაელმა ფულს დახედა. ფორთოხლის ნაყინს უკვე
მზე უდნობდა. უკან გამოვბრუნდი. ავტობუსის გაჩერებას მოვ-
შორდი. ქუჩასაც მოვშორდი, უდაბნოს კაფესაც. ცოტა იქით
უკვე ჩემი ლოდი იყო. სწრაფად მივდიოდი. სწრაფად. როდე-
საც ჩემს ადგილს მივაღწიე, ლოდს დავეყრდენი და ამოვი-
სუნთქე. ჩემი რუკები მოვიძიე და ჩემი ნახატები, ვერაფერი
ვიპოვე. მარტო სიცხე იყო და შრიალი ისმოდა, მორიელები
შრიალებდნენ თავიანთ სოროებში. ბზზზ. მიწაზე დავეშვი და
დავიჩოქე. ცაზე ღრუბლის ფთილაც კი არსად ჩანდა. არც
ფრინველი. რა უნდა მექნა გარდა ცქერისა? ლოდებს შორის
ჩავიმალე და შევეცადე, ბეერ-შევას ხმაური გამეგონა, მაგ-
რამ მარტო ჰაერში მოშრიალე ქროლვა მომესმა, ცხელი ქვი-
შის შრიალი და სახე დამწვა. მერე გავიგონე კეთილი ულისე-
სის ხმა. ხმა მე მეძახდა: ჰაიმიტო, ჰაიმიტო, სად ხარ, ჰაიმი-
ტოო? მივხვდი, რომ ვეღარ დავიმალებოდი, ძალიანაც რომ
მდომოდა. ლოდებიდან ხელში ზურგჩანთით გამოვძვერი და
კეთილ ულისეს გავყევი იმ გზაზე, რომელიც ბედს ჩემთვის
გაემზადებინა. სოფლები, უკაცრიელი ადგილები, იერუსალი-
მი. იერუსალიმიდან ვენაში დეპეშა გავგზავნე და ფული მო-
ვითხოვე. ჩემი ფული, ჩემი მემკვიდრეობა. ვითხოვდი. ვმათ-
ხოვრობდით. სასტუმროების შესასვლელებთან, ტურისტულ
მარშრუტებთან, ქუჩაში გვეძინა. ან ეკლესიების კარიბჭეებ-
თან. სომეხი ბერების წვნიანს ვჭამდით, პალესტინელი ბერე-
ბის პურს.

505 მკითხველთა ლიგა


კეთილ ულისესს ვუყვებოდი, რაც ნანახი მქონდა. ებრაე-
ლების სატანურ გეგმებზე ვუყვებოდი. ის კი მეუბნებოდა, და-
იძინე, ჰაიმიტოო, როგორც იქნა, ფული ჩამომივიდა. თვით-
მფრინავის ორი ბილეთი ვიყიდეთ და ფული აღარ დაგვრჩა.
სულ ეს იყო ჩემი ფული? ტყუილი! თელ-ავივის ფოსტაში წე-
რილი დავწერე და მთლიანად მოვითხოვე ფული. გავფრინ-
დით, ზემოდან ზღვას გადავხედე. ზღვის დონე მოტყუებაა-
მეთქი, გავიფიქრე. ერთადერთი ნამდვილი მირაჟი. ფატა
მორგანაო, თქვა კეთილმა ულისესმა. ვენაში წვიმდა. მაგრამ,
ჩვენ ხომ შაქრისგან არ ვიყავით! ლანდესგერიხტსშტრასემდე
ტაქსი გავაჩერეთ ლიხტენფელსგასეს გავლით. როცა მივე-
დით, მძღოლს კისერში წამოვარტყი და გავიქეცით. ჯერ იო-
ზეფშტედტერშტრასეზე, კარგი სიჩქარით, მერე შტროციგასე-
ზე, მერე ცელტგასეზე, მერე პიარისტენგასეზე, მერე ლერხენ-
ფელდერშტრასეზე, მერე ნოიბაუგასეზე, მერე ზიბენშტერნგა-
სეზე შტუკგასემდე. იქ იყო ჩემი სახლი. მერე, ფეხით ავედით
მეხუთე სართულზე. სწრაფი ნაბიჯებით. მაგრამ გასაღები არ
მქონდა. ჩემი სხვენის გასაღები ნეგევის უდაბნოში დავკარგე.
დაწყნარდი, ჰაიმიტოო, მითხრა კეთილმა ულისესმა, მოდი,
ჯიბეები კარგად გავისინჯოთო. გავისინჯეთ. სათითაოდ. არა-
ფერი. ზურგჩანთა. არაფერი. ზურგჩანთის სარჩული. არაფე-
რი. ჩემი გასაღები ნეგევში იყო დაკარგული. ამ დროს სათა-
დარიგო გასაღები გამახსენდა. სათადარიგო გასაღები არსე-
ბობს-მეთქი, ვთქვი. კარგია, კარგიაო, მიპასუხა კეთილმა
ულისესმა. ქშინავდა. იატაკისკენ ცურდებოდა, ჩემს კარს
ზურგით ეყუდებოდა, მე მუხლებზე ვიყავი დაჩოქილი, მაგრამ
წამოვდექი და კორიდორის ბოლო ფანჯრისკენ წავედი სათა-
დარიგო გასაღების მოსატანად. ფანჯრიდან ცემენტის შიდა
ეზო ჩანდა და კირხენგასეს სახურავები. ფანჯარა გამოვაღე
506 მკითხველთა ლიგა
და წვიმამ სახე დამისველა. გასაღები გარედან, პატარა ნაპ-
რალში იდო. ხელი რომ გამოვყავი, თითებზე აბლაბუდა შემ-
რჩა.
ვენაში ვცხოვრობდით. ყოველდღე სულ უფრო და უფრო
მეტად წვიმდა. პირველ ორ დღეს სახლიდან არ გავსულ-
ვართ, მე გავედი. მაგრამ დიდი ხნით არა. მარტო ყავის სა-
ყიდლად. კეთილი ულისესი თავის საძილე ტომარაში იწვა,
კითხულობდა და ფანჯრიდან იყურებოდა. პურს ვჭამდით. პუ-
რის გარდა არაფერი გვქონდა. მე მშიოდა. მესამე ღამეს კე-
თილი ულისესი წამოდგა, პირი დაიბანა, დაივარცხნა და სა-
სეირნოდ გავედით. ფიგაროჰაუზის წინ ერთ კაცს მივუახ-
ლოვდი და სახეში გავარტყი. სანამ ის კაცი მე მეჭირა, კეთი-
ლი ულისესი ჯიბეებს უმოწმებდა. მერე გავიქეცით და პატარა
მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში გავუჩინარდით. გონზაგაგასეს
ბარში კეთილმა ულისესმა ლუდის დალევა მოინდომა. მე
ფორთოხლის ფანტა მოვითხოვე და ტელეფონზე დავრეკე ბა-
რის კაბინიდან, ჩემს ფულს ვითხოვდი, ფულს, რომელიც კა-
ნონით მე მეკუთვნოდა. მერე, ასპერნის ხიდთან ჩემი მეგობ-
რების სანახავად წავედით, მაგრამ ვერავინ ვერ ვნახეთ და
სახლში ფეხით დავბრუნდით.
მეორე დღეს, ძეხვეული და ლორი ვიყიდეთ, კიდევ პაშტე-
ტი და პური. ყოველდღე გავდიოდით, მეტროში, როსაუალენ-
დეს სადგურზე უდო მიოლერს გადავეყარე. ლუდს სვამდა და
ისე შემომხედა, თითქოს მორიელი ვყოფილიყავი. ეს ვინ
არისო, მკითხა, და კეთილ ულისესზე მიმითითა. მეგობარია-
მეთქი, ვუთხარი. სად იპოვეო, მკითხა უდო მიოლერმა, ბეერ
შევაში-მეთქი. ვაგონში ჩავსხედით და ჰაილიგენშტადტამდე
მივედით, იქიდან შნელბანით ჰერნალსამდე. ებრაელიაო,
მკითხა უდო მიოლერმა. ებრაელი არაა, წაჭრილი არა აქვს-
507 მკითხველთა ლიგა
მეთქი, ვუპასუხე. წვიმაში ფეხით მივდიოდით. ვინმე რუდის
გარაჟამდე ასე ვიარეთ. უდო მიოლერი მე გერმანულად მე-
ლაპარაკებოდა, მაგრამ კეთილ ულისეს თვალს არ აშორებ-
და. გავიფიქრე, თავს ხაფანგში ვყოფთ-მეთქი და გავჩერდი.
მარტო მაშინ მივხვდი, რომ მისი მოკვლა უნდოდათ. და გავ-
ჩერდი. უდო მიოლერს ვუთხარი, კარგად რომ დავფიქრდი,
გამახსენდა, რომ საქმეები გვქონდა-მეთქი. რა საქმეებიო,
მკითხა უდო მიოლერმა. საქმეები-მეთქი. საყიდლები. ცოტა-
ღა დარჩაო, მითხრა უდო მიოლერმა. არა, საქმე გვაქვს-მეთ-
ქი. სულ ცოტა ხნითო, ისევ მიოლერმა. არა-მეთქი. წვიმა
ცხვირზე, თვალებზე ჩამომდიოდა. ენის წვერით ავილოკე
წვიმა და ვუთხარი, არა-მეთქი. მერე შევბრუნდი და კეთილ
ულისესს ვუთხარი, გამომყევი-მეთქი. უდო მიოლერიც გა-
მოგვყვა. წამოდი, სულ ცოტაღა დარჩა, წამოდი ჰაიმიტო,
სულ ცოტა ხნითო. არა!
იმ კვირაში ტელევიზორი და კედლის საათი ჩავდეთ ლომ-
ბარდში, დედაჩემის სახსოვარი. ნოიბაუგასეზე მეტროში
ვსხდებოდით, შტეფანსპლაცზე ვაგონს ვიცვლიდით და ამოვ-
დიოდით ფორვართენშტრასეზე ან დონაუინზელზე. რამდენი-
მე საათს მდინარის ყურებაში ვატარებდით. მდინარის დონე.
ხანდახან ვხედავდით, როგორ მოჰქონდა ტალღებს მუყაოს
ყუთები. ეს სანახაობა მძიმე მოგონებებს მიახლებდა. შემ-
თხვევიდან შემთხვევამდე პრატერშტერნზე ჩავდიოდით და
სადგურს წრეებს ვურტყამდით. ადამიანებს მივსდევდით.
არასოდეს არაფერი გაგვიკეთებია. ძალიან საშიშიაო, ამბობ-
და კეთილი ულისესი, არ ღირს გარისკვაო. ვშიმშილობდით.
იყო დღეები, როცა სახლიდან არ გავდიოდით. მე აჭიმვებს ვა-
კეთებდი ათს, ოცს, ოცდაათს, კეთილი ულისესი მიყურებდა,
თავისი საძილე ტომრიდან არ ძვრებოდა, ხელში წიგნით იწვა
508 მკითხველთა ლიგა
ხოლმე. მაგრამ უფრო ხშირად ფანჯარაში იხედებოდა. რუხი
ცა. ხანდახან ისრაელისკენ იყურებოდა. ერთხელ ღამით, სა-
ნამ მე ჩემს რვეულში ვხატავდი, მკითხა, ჰაიმიტო, ისრაელში
რას აკეთებდიო. ვუთხარი, ვეძებდი, ვეძებდი-მეთქი. სიტყვა
„ვეძებდი“ ჩემს დახატულ სახლსა და სპილოსთან ერთად. კე-
თილო ულისეს, შენ რას აკეთებდი-მეთქი და არაფერსო, მი-
პასუხა.
წვიმამ რომ გადაიღო, ისევ დავიწყეთ გარეთ გასვლა.
შტადტპარკის სადგურზე ერთი ტიპი ვიპოვეთ და უკან გავყე-
ვით. იოჰანესგასეზე კეთილმა ულისესმა მკლავზე ხელი წაავ-
ლო და სანამ ის ტიპი არკვევდა, ვინ გააჩერა, მე კეფაში ჩა-
ვარტყი. ხანდახან ნოიბაუგასეს საფოსტო განყოფილებაში
მივდიოდით, ჩემს სახლთან ახლოს და კეთილი ულისესი წე-
რილებს ამოწმებდა. უკანა გზაზე რემბრანდტის თეატრის წინ
უნდა გაგვევლო, კეთილ ულისესს შეეძლო, ხუთ წუთს მდგა-
რიყო და იმ თეატრისთვის ეყურებინა. ხანდახან თეატრთან
ვტოვებდი და ბარში შევდიოდი დასარეკად! პასუხი იგივე
იყო! ჩემი ფულის მოცემა არ უნდოდათ! როდესაც უკან
ვბრუნდებოდი, კეთილი ულისესი ისევ იქ მხვდებოდა და ისევ
თეატრს უყურებდა. მაშინ მე შვებით ამოვისუნთქავდი და საჭ-
მელად სახლში ვბრუნდებოდით. ერთხელ, ჩემი სამი მეგობა-
რი შეგვხვდა. ფრანც-იოზეფის სანაპიროზე მივდიოდით, იუ-
ლიუს რააბის მოედნისკენ და ისინი უცებ გამოჩნდნენ. თით-
ქოს აქამდე უხილავები ყოფილიყვნენ. ჯაშუშები, ჯაშუშები,
მომესალმნენ. სახელი დამიძახეს. ერთი წინ დამიდგა, გიუნ-
ტერი, ყველაზე ღონიერი. მეორე მარცხნიდან. მესამე კეთილ
ულისესს მარჯვნიდან ამოუდგა. გზას ვეღარ ვაგრძელებდით.
შეგვეძლო, უკან შევტრიალებულიყავით და გავქცეულიყა-
ვით, მაგრამ წინ ვერ წავიდოდით. ჰაიმიტო, რამდენი ხანია
509 მკითხველთა ლიგა
არ გვინახავს ერთმანეთიო, მითხრა გიუნტერმა. რამდენი ხა-
ნია, არ გვინახავს ერთმანეთიო, გაიმეორეს დანარჩენებმაც.
არა, დრო არ გვქონდა, მაგრამ საით უნდა გავქცეულიყავით!
გავისეირნეთ. ფეხით მივდიოდით. იულიუსის სანახავად
მივედით, პოლიციელის. იკითხეს, კეთილ ულისესს გერმანუ-
ლი ესმისო? საიდუმლო იცისო? როგორ არ გესმით, არავითა-
რი საიდუმლო არ იცის-მეთქი. მაგრამ ჭკვიანიაო, თქვეს.
ჭკვიანი არ არის, კეთილია, მარტო სძინავს, კითხულობს და
არ ვარჯიშობს-მეთქი. წასვლა გვინდოდა. ყველაფერი გასა-
გებია, დაკავებულები ვართ-მეთქი, ვთქვი. კეთილი ულისესი
მათ უყურებდა და მეთანხმებოდა. ახლა მე ვიქეცი ქანდაკე-
ბად. კეთილი ულისესი კი აქეთ-იქით იყურებოდა და იულიუ-
სის ოთახში დარბოდა. არ ჩერდებოდა. ნახატები. გიუნტერი
სულ უფრო და უფრო ღიზიანდებოდა. დაკავებულები ვართ
და წასვლა გვინდა! – ვთქვი მე. მაშინ გიუნტერმა კეთილ
ულისესს მხრებში ხელი ჩაავლო და უთხრა, რწყილივით რა-
ტომ დახტიხარ, გაჩერდიო. იულიუსმა კი თქვა, ვერ ხედავ,
ვირთხა ნერვიულობსო. კეთილმა ულისესმა გვერდით გაიწია
და გიუნტერმა თავისი რკინასავით მუშტი აამუშავა. ხელი არ
ახლო, ერთ კვირაში ჩემს მემკვიდრეობას მივიღებ-მეთქი,
ვუთხარი გიუნტერს. გიუნტერმა რკინის მუშტი ჯიბეში ჩაიდო
და კეთილი ულისესი ხელის კვრით ოთახის კუთხეში მიაგდო.
მერე პროპაგანდაზე ვილაპარაკეთ. ქაღალდები და ფოტოები
მიჩვენეს. ერთ ფოტოზე მე ვჩანდი, ზურგიდან. მე ვარ, ეს ძვე-
ლი ფოტოსურათია-მეთქი, ვთქვი. ახალი ფოტოები და ახალი
საბუთები მიჩვენეს. ერთ სურათზე ტყე იყო, ტყეში ქოხი, დამ-
რეცი ფერდობი. ეს ადგილი ვიცი-მეთქი, ვთქვი. რა თქმა უნ-
და, იციო, მითხრა იულიუსმა. მერე წამოვიდა კიდევ მეტი სიტ-
ყვები, მეტი სიტყვები და მეტი საბუთები და მეტი ფოტოსურა-
510 მკითხველთა ლიგა
თები. ყველა ძველი! ჩუმად, ფრთხილად, ხმა არ ამომიღია.
ასე დავემშვიდობეთ ერთმანეთს და სახლში ფეხით წავედით.
გუნტერი და პეტერი ერთხანს მოგვყვებოდნენ. მაგრამ კეთი-
ლი ულისესი და მე ჩუმად მივდიოდით, ვფრთხილობდით.
მივდიოდით და მივდიოდით, გიუნტერი და პეტერი მეტროში
ჩავიდნენ, მე და კეთილი ულისესი კი ისევ მივდიოდით და
მივდიოდით. სახლში შესვლამდე ეკლესიაში შევიარეთ. ბურ-
გასეს ულრიხკირხეში. ეკლესიაში მე შევედი, კეთილი ული-
სესი, უბრალოდ, შემომყვა, მე მიცავდა!
შევეცადე მელოცა. იმასაც შევეცადე, ფოტოებზე აღარ მე-
ფიქრა. იმ ღამით პური შევჭამეთ და კეთილმა ულისესმა მა-
მაჩემის, ჩემი მეგობრების, ჩემი მოგზაურობის ამბები გამომ-
კითხა. მეორე დღეს ქუჩაში არ გავსულვართ. მაგრამ მერე
გავედით, რადგან კეთილი ულისესი ფოსტაში უნდა მისული-
ყო და უკვე ქუჩაში გადავწყვიტეთ, სახლში ფეხით არ დავბრუ-
ნებულიყავით. ნერვიულობ, ჰაიმიტოო? მეკითხებოდა კეთი-
ლი ულისესი. არა, არ ვნერვიულობ-მეთქი, ვპასუხობდი მე.
თუ არ ნერვიულობ, აბა, გამუდმებით უკან და აქეთ-იქით რა-
ტომ იყურებიო? სიფრთხილეს თავი არ სტკივა-მეთქი, ვპასუ-
ხობდი. ფული არ გვქონდა. ესტერჰაზის პარკში ერთი მოხუცი
დავინახეთ. მტრედებს აჭმევდა, მაგრამ მტრედები ყურადღე-
ბას არ აქცევდნენ. უკნიდან მივეპარე და თავში ჩავარტყი. კე-
თილმა ულისესმა ჯიბეები გაუჩხრიკა, მაგრამ ფული ვერ უპო-
ვა, მარტო რამდენიმე გროში, ორცხობილა და საფულე. სა-
ფულე მაინც წამოვიღეთ. საფულეში ერთი სურათი ედო. მო-
ხუცი მამაჩემს ჰგავს-მეთქი, ვთქვი. საფულე საფოსტო ყუთში
ჩავაგდეთ. მერე ორი დღე გარეთ არ გავსულვართ. ბოლოს
პურის ნატეხების მეტი არაფერი გვქონდა. ასე რომ, იულიუს-
თან მივედით, პოლიციელთან. მასთან ერთად ფავორიტენ-
511 მკითხველთა ლიგა
შტრასეზე ბარში შევედით და ვუსმენდით. მე მაგიდას ვუყუ-
რებდი, მაგიდის ზედაპირს. ზედ კოკა-კოლის წვეთები ესხა.
ულისესი იულიუსს, პოლიციელს, ინგლისურად ელაპარაკე-
ბოდა და უყვებოდა, მექსიკაში პირამიდები უფრო დიდი და
მრავალრიცხოვანია, ვიდრე ეგვიპტეშიო. მაგიდას თვალი
მოვაშორე და ბარის კართან გიუნტერი და პეტერი დავლან-
დე. თვალი დავახამხამე და გაქრნენ. მაგრამ ნახევარი სა-
ათის, ან ხუთი წუთის შემდეგ ისევ გამოჩნდნენ და ჩვენთან
ერთად დასხდნენ.
იმ ღამით კეთილ ულისესს ველაპარაკე და ვუამბე, რომ
სოფელში ერთი სახლი ვიცოდი, ხის ქოხი. ქოხი ფიჭვებიან
დაბალ ბორცვზე იდგა. ვუთხარი ჩემი მეგობრების ნახვა
აღარ მინდა-მეთქი. მერე ისრაელზე ვილაპარაკეთ, ბეერ-შე-
ვას საკანზე, უდაბნოზე, ყვითელ ლოდებზე და მორიელებზე,
გარეთ მარტო ღამით რომ გამოხოხდებოდნენ, როდესაც
ადამიანის თვალს მათი გარჩევა არ შეეძლო. ალბათ იქ უნდა
დავბრუნებულიყავითო, თქვა კეთილმა ულისესმა. მაშინ ებ-
რაელები ნამდვილად დამხვრეტდნენ-მეთქი, ვთქვი მე. არა-
ფერს დაგიშავებდნენო, მიპასუხა კეთილმა ულისესმა. არა,
ნამდვილად მომკლავდნენ-მეთქი. მაშინ კეთილმა ულისესმა
თავზე ჭუჭყიანი პირსახოცი წაიფარა, მაგრამ მაინც ისეთი
შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ისევ ფანჯარაში იყურებოდა.
მე ერთხანს მას ვუყურებდი და ვფიქრობდი, საიდან შეიძლება
იცოდეს, რომ არაფერს დამიშავებდნენ-მეთქი. მუხლებზე და-
ვიჩოქე და ხელები გადავიჯვარედინე. ათი, თხუთმეტი, ოცი
აჭიმვა. ბოლოს, მომბეზრდა და ხატვა დავიწყე.
მეორე დღეს ისევ ფავორიტენშტრასეს ბარში მივედით.
იულიუსი იქ იყო, პოლიციელი და მისი ექვსი მეგობარი. თა-
უბშტუმენგასეზე მეტროში ჩავედით და პრატერშტერნზე ამო-
512 მკითხველთა ლიგა
ვედით. ყმუილი მომესმა. გავიქეცით. გავოფლიანდით. მეორე
დღეს ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ჩემს სახლს უთვალთვალებ-
და. ეს ამბავი კეთილ ულისესს ვუთხარი. მაგრამ მას არაფერი
დაუნახავს. საღამოს თმა დავივარცხნეთ, პირი დავიბანეთ და
გარეთ გავედით. ფავორიტენშტრასეს ბარში იულიუს პოლი-
ციელი ღირსებაზე, ევოლუციაზე, მეტრ დარვინზე და მეტრ
ნიცშეზე გველაპარაკა. მე ისე მივხვდი, რომ კეთილ ულისესს
ესმოდა, რასაც ის ეუბნებოდა, მე კი ვერაფერი გავიგე. ძვლე-
ბის ლოცვაო, თქვა იულიუსმა. დარდი ჯანმრთელობაზე. საფ-
რთხის დადებითი თვისება. დავიწყებულთა შეუდრეკელობა.
ბრავო, თქვა კეთილმა ულისესმა. ბრავო, თქვეს დანარჩენებ-
მაც. მეხსიერების საზღვრები. მცენარეთა გამჭრიახობა. პა-
რაზიტების თვალი. დედამიწის მოხერხებულობა. ჯარისკაცის
დამსახურება. გოლიათის ეშმაკობა. ნებისყოფის ნაპრალი.
შესანიშნავია, თქვა კეთილმა ულისესმა გერმანულად. არაჩ-
ვეულებრივი. დავლიეთ. მე ლუდი არ მინდოდა, მაგრამ წინ
კათხა დამიდგეს და მითხრეს, დალიე, ჰაიმიტო, არ გაწყენსო.
დავლიეთ და ვიმღერეთ. კეთილმა ულისესმა რამდენიმე
სტროფი ესპანურად იმღერა და ჩემი მეგობრები მგლებივით
უყურებდნენ და იცინოდნენ. მაგრამ მათ არ ესმოდათ, კეთი-
ლი ულისესი რას მღეროდა! არც მე! დავლიეთ და ვიმღერეთ.
იულიუს პოლიციელი დროდადრო ღირსებას, პატივს, ხსოვ-
ნას ახსენებდა. მე ბევრი კათხა მომიტანეს. ცალი თვალით
კათხაში ჩასხმულ ლუდს ვაკვირდებოდი, მეორეთი კი ჩემს
მეგობრებს. ისინი არ სვამდნენ. მათ თითო კათხაზე ჩემი ოთ-
ხი მოდიოდა. დალიე, ჰაიმიტო, არ გაწყენსო, მეუბნებოდნენ.
სასმელს კეთილ ულისესსაც აძალებდნენ. დალიე, მექსიკე-
ლო, არ გაწყენსო, ეუბნებოდნენ. ვსვამდით და ვმღეროდით.
ბალადებს ვმღეროდით სოფლის სახლზე, ლამაზი გორაკის
513 მკითხველთა ლიგა
ძირას რომ იდგა. იულიუს პოლიციელი ამბობდა, კერა, მამუ-
ლი, სამშობლოო. ბარის მეპატრონეც მოვიდა და ისიც ჩვენ-
თან ერთად სვამდა. დავინახე, როგორ უკრავდა თვალს გიუნ-
ტერს. ვხედავდი, გიუნტერიც როგორ უკრავდა თვალს. დავი-
ნახე, როგორ ცდილობდა, თვალი აერიდებინა იმ კუთხის-
თვის, სადაც კეთილი ულისესი იჯდა. დალიე, ჰაიმიტოო, მე-
უბნებოდნენ, არ გაწყენსო. და იულიუსი, პოლიციელი იღიმე-
ბოდა, ნასიამოვნები ჩანდა და ამბობდა, გმადლობთ, გმად-
ლობთ, ვიცი, ვიცი, არ არის საჭირო, ძალიან გთხოვთო. მაგა-
რია. შეუდარებელი და ამ დროს თქვა: სწორხაზოვნება, მოვა-
ლეობა, ღალატი, სასჯელიო. და ისევ დაუწყეს მილოცვა, მაგ-
რამ ამ დროს მარტო რამდენიმემ გაიღიმა.
მერე გარეთ გამოვედით, ერთად. კარგი ძმაკაცებივით.
როგორც ერთი რკინის ხელის თითები. როგორც ხელთათმა-
ნი ქარში. მაგრამ ქუჩაში უკვე დაშლა დავიწყეთ. სულ უფრო
და უფრო პატარა ჯგუფებად. სულ უფრო და უფრო დავშორ-
დით ერთმანეთს. იქამდე, რომ ერთმანეთი თვალთახედვიდა-
ნაც კი დავკარგეთ. ჩვენს ჯგუფში მოდიოდნენ უდო და კიდევ
ოთხი მეგობარი. ბელვედერისკენ მივდიოდით. კაროლინენ-
შტრასეზე, მერე ბელვედერეგაზეზე. ზოგი ლაპარაკობდა, ზო-
გი ჩუმად ყოფნას ამჯობინებდა და ქვაფენილს ჩასჩერებოდა,
ჯიბეში ხელებჩაყოფილები. საყელოაწეულები. მე კეთილ
ულისესს ვუთხარი, იცი, აქ რას ვაკეთებთ-მეთქი? კეთილმა
ულისესმა მიპასუხა, მეტ-ნაკლებად აზრზე მოვდივარო. ოი-
გენშტრასე გადავკვეთეთ და კეთილ ულისესს ვკითხე, მაინც
რის აზრზე მოდიხარ-მეთქი. მან კი მიპასუხა: დაახლოებით
იმის, რისაც შენ, ჰაიმიტო, დაახლოებით იმისო. დანარჩენებს
ინგლისური არ ესმოდათ, ან თუ ესმოდათ, თავი ისე ეჭირათ,
თითქოს არ ესმოდათ. პარკში რომ შევედით, ლოცვა დავიწ-
514 მკითხველთა ლიგა
ყე. რას ბუტბუტებ, ჰაიმიტოო, მკითხა უდომ, რომელიც გვერ-
დით მომყვებოდა. არაფერს-მეთქი, ვუთხარი და თან ხეების
ტოტები სახესა და თმას მიგაზავდა. მერე ზემოთ ავიხედე და
ვერც ერთი ვარსკვლავი ვერ დავინახე. სინათლეზე გავედით,
გარშემო ყველაფერს ჩამუქებული მწვანე ფერი ედო, უდოსა
და ჩემი მეგობრების ჩრდილებსაც კი. ერთხანს გავჩერდით,
ფეხებგაჩაჩხულები, ხეებისა და ბუჩქების იქით შორეული, მი-
უწვდომელი სინათლის სხივები ციალებდა. ჩემი მეგობრების
ჯიბეებიდან კასტეტები – ამერიკული მუშტები ამოელვარ-
დნენ. სიტყვა არ თქმულა! ან თქვეს, მაგრამ მე ვერ გავიგონე.
თუმცა, არა მგონია, ეთქვათ. საიდუმლო ტერიტორიაზე ვიყა-
ვით და სიტყვები საჭირო არ იყო! მგონი, ჩვენ არც კი გვიყუ-
რებდნენ! ყვირილი მომინდა! მაგრამ ამ დროს დავინახე,
რომ კეთილი ულისესი პიჯაკის ჯიბიდან რაღაცას იღებდა და
უდოს უმიზნებდა. მეც გავინძერი. ჩემს ერთ-ერთ მეგობარს
კისერში ვწვდი და შუბლში მუშტი ჩავაფარე. უკნიდან დამარ-
ტყეს. ერთხელ, ორჯერ, კიდევ, კიდევ. მეორემ წინიდანაც და-
მარტყა. ტუჩებზე კასტეტის ლითონის გემო ვიგრძენი. მაგრამ
მოვახერხე, ჩემს ერთ-ერთ მეგობარს მხრებში ჩავფრენოდი
და სწრაფი მოძრაობით მივახეთქე იმას, ვინც ზურგს უკან
მედგა. მგონი, ვიღაცას ნეკნი ჩავუმტვრიე. სიმხურვალე ვიგ-
რძენი, უდოს ყვირილი გავიგონე, შველას ითხოვდა. ცხვირი
გავუტეხე. წავიდეთ, ჰაიმიტოო, მითხრა კეთილმა ულისესმა.
ძებნა დავუწყე, მაგრამ ვერ ვხედავდი. სად ხარ-მეთქი, ვკით-
ხე. აქ, ჰაიმიტო, აქ, დაწყნარდიო. ცემას თავი დავანებე. სი-
ნათლეზე ბალახებში ორი სხეული ეგდო, დანარჩენები წასუ-
ლიყვნენ. ოფლში ვიყავი გახვითქული და ფიქრის თავი არ
მქონდა. ცოტა დაისვენეო, მითხრა კეთილმა ულისესმა. და-
ვიჩოქე და ხელები ჯვარედინად გავიწოდე. დავინახე, კეთი-
515 მკითხველთა ლიგა
ლი ულისესი როგორ უახლოვდებოდა წაქცეულებს. ერთი წა-
მით ვიფიქრე, ახლა ყელებს გამოსჭრის-მეთქი, დანა ჯერ ისევ
ხელში ეჭირა, და ჩემს თავს ვუთხარი, დაე, ისე იყოს, რო-
გორც ღმერთს უნდა-მეთქი. მაგრამ კეთილმა ულისესმა წაქ-
ცეულებზე იარაღი არ აღმართა. მარტო ჯიბეები გაუსინჯა,
კისრებზე ხელი შეახო, პირი მათ პირებს მიუახლოვა და
თქვა: არავინ მოგვიკლავს, ჰაიმიტო, შეგვიძლია წავიდეთო.
სისხლიანი სახე ერთ-ერთი მეგობრის პერანგით გავიწმინდე.
თმა გავისწორე, წამოვდექი. ღორივით ვყარდი ოფლისაგან!
ფეხები ისე მქონდა დამძიმებული, თითქოს სპილოს ფეხებია-
ო! მაგრამ, მაინც გავიქეცი, გავიქეცი, მერე სიარულზე გადა-
ვედი და სტვენაც კი დავიწყე, სანამ ბოლოს და ბოლოს პარ-
კიდან არ გავედით. ჟაკინგასედან რენვეგამდე. მერე მაროკა-
ნერგასეთი კონცერტჰაუსამდე. და მერე ლისტშტრასედან
ლოთრინგეშტრასემდე. მომდევნო დღეებში მარტონი ვიყა-
ვით. მაგრამ ქუჩაში გავდიოდით. ერთხელ გიუნტერი დავინა-
ხეთ. შორიდან დაგვინახა და გაგვეცალა. ყურადღება არ მიგ-
ვიქცევია. ერთ დილით ჩემი ორი მეგობარი დავინახეთ. კუთ-
ხეში იდგნენ და, როგორც კი შეგვამჩნიეს, წავიდნენ. ერ-
თხელ კიდევ კარნტერნერშტრასეზე კეთილმა ულისესმა ერ-
თი ქალი დაინახა, ზურგიდან და მიუახლოვდა. მეც დავინახე
ის ქალი, მაგრამ ახლოს არ მივსულვარ. ათიოდ მეტრში ვი-
დექი, მერე თერთმეტ მეტრში, მერე თხუთმეტ მეტრში, მერე
თვრამეტ მეტრში. დავინახე, როგორ ეძახდა კეთილი ულისე-
სი და როგორ დაადო ხელი იმ ქალს მხარზე, ის კი როგორ
შემობრუნდა, როგორ უხდიდა კეთილი ულისესი ბოდიშს და
როგორ წავიდა ქალი.
ყოველდღე დავდიოდით ფოსტაში. ვსეირნობდით, რაც ეს-
ტერჰაზის მოედანზე ან შტიფტსკასერნზე მთავრდებოდა. ხან-
516 მკითხველთა ლიგა
დახან უკან ჩემი მეგობრები მოგვყვებოდნენ. ყოველთვის მო-
შორებით. ერთხელ, ღამით შადეკგასეზე ერთი კაცი დავინა-
ხეთ და უკან გავყევით. პარკში შევიდა. ბებერი იყო და კარ-
გად ჩაცმული. კეთილი ულისესი გვერდით ამოუდგა და მე კე-
ფაში ჩავარტყი. ჯიბეები გავუჩხრიკეთ. იმ ღამით სახლთან ახ-
ლოს ბარში ვივახშმეთ. მერე მე წამოვდექი და ტელეფონზე
დავრეკე. ჩემი ფული, ჩემი მემკვიდრეობა-მეთქი, ჩავძახე და
ყურმილის მეორე ბოლოდან ვიღაცამ არა, არაო, მიპასუხა.
იმ ღამით კეთილ ულისესს ველაპარაკე, მაგრამ რაზე, არ
მახსოვს. მერე, პოლიცია მოვიდა და ბანდგასეზე პოლიციის
განყოფილებაში წაგვიყვანა. ხელბორკილები მოგვხსნეს და
დაგვკითხეს. კითხვები, კითხვები, მე ვთქვი, სათქმელი არა-
ფერი მაქვს-მეთქი. საკანში შემიყვანეს, მაგრამ კეთილი
ულისესი იქ არ დამხვდა. მეორე დილით ჩემი ადვოკატი მო-
ვიდა. ვუთხარი: ბატონო ადვოკატო, ტყეში მიტოვებულ ქან-
დაკებას ჰგავხართ-მეთქი და მან გაიცინა. როდესაც სიცილს
მორჩა, მითხრა: ახლა კი ხუმრობებს მოვრჩეთ, ჰაიმიტოო.
ჩემი კეთილი ულისესი სად არის-მეთქი, ვკითხე. შენი თანამ-
ზრახველი დაკავებულია, ჰაიმიტოო, მითხრა ადვოკატმა.
მარტოა-მეთქი? ვკითხე მე. რა თქმა უნდაო, თქვა ადვოკატმა,
და მაშინ კანკალი შევწყვიტე, რადგან, თუ კეთილი ულისესი
მარტო იყო, არაფერი მოხდებოდა.
იმ ღამით, ყვითელი ლოდი მესიზმრა და კიდევ შავი ლო-
დი, მეორე დღეს კეთილი ულისესი ეზოში ვნახე. ვილაპარა-
კეთ. მკითხა, როგორ ხარო, კარგად-მეთქი, ვვარჯიშობ, აჭიმ-
ვებს ვაკეთებ, კუნთებს ვივარჯიშებ, საკუთარ ჩრდილს ვებოქ-
სავები-მეთქი. საკუთარ თავს ნუ ებოქსავებიო, მითხრა. შენ
როგორ ხარ-მეთქი, ახლა მე ვკითხე. კარგად, კარგად მექცე-
ვიან, საჭმელიც კარგიაო, მითხრა. კარგი საჭმელია-მეთქი,
517 მკითხველთა ლიგა
ვთქვი მეც. მერე ისევ დამკითხეს. კითხვები. კითხვები. არა-
ფერი ვიცი-მეთქი. ჰაიმიტო, მოგვიყევი, რაც იციო, მითხრეს.
მაშინ ებრაელებზე მოვუყევი, რომლებიც ბეერ-შევაში ატო-
მურ ბომბს ამზადებდნენ. მორიელებზე, რომლებიც გარეთ
მარტო ღამღამობით გამოდიან. მათ მითხრეს რომ ფოტოებს
მიჩვენებდნენ და როდესაც ფოტოები ვნახე, ვთქვი: მკვდრები
არიან, მკვდრების ფოტოებია-მეთქი და მათთან ლაპარაკი
აღარ ვისურვე. იმ ღამით კეთილი ულისესი კორიდორში ვნა-
ხე. ჩემმა ადვოკატმა მითხრა, არაფერი დაგემართება, ჰაიმი-
ტო, ცუდი არაფერი მოგივა, ასეთი წესია, ოღონდ სოფელში
წახვალ საცხოვრებლადო. კეთილი ულისესი-მეთქი? – ვკით-
ხე. ის ერთხანს აქ დარჩება. სანამ სიტუაცია გაირკვევაო. იმ
ღამით თეთრი ლოდი მესიზმრა და ბეერ-შევას ცა ბროლივით
ბრწყინავდა. მეორე დღეს კეთილი ულისესი ეზოში ვნახე.
ეზოს მწვანე ქსოვილი ეფარა ზემოდან, მაგრამ ეს არც ერთს
არ გვენაღვლებოდა. ორივეს ახალი ტანსაცმელი გვეცვა. შე-
იძლებოდა ვინმეს ძმებიც ვგონებოდით. მითხრა, ყველაფერი
გადაწყდა, ჰაიმიტო. მამაშენმა იზრუნა შენზეო. შენზე-მეთქი?
– ვკითხე. მე საფრანგეთში დავბრუნდებიო, მითხრა კეთილმა
ულისესმა. ავსტრიის პოლიცია საზღვრამდე ბილეთის ფულს
გადამიხდისო. როდის დაბრუნდები-მეთქი, ვკითხე. 1984
წლამდე ვერ დავბრუნდებიო, მითხრა. დიდი ძმის120 წლამ-
დეო. მაგრამ ჩვენ ხომ ძმები არ გვყავს-მეთქი, ვუთხარი. ასე
გამოდისო, მითხრა. ეშმაკის დორბლები121 მწვანეა-მეთქი?
ვკითხე უცებ. შესაძლოა, ჰაიმიტოო, მიპასუხა, მაგრამ მე უფ-

120იგულისხმება „დიდი ძმა“ ჯ. ორუელის რომანიდან „1984“.


121იგულისხმება წვრილი აბლაბუდები, რომლებსაც ობობები აბამენ ხეებ-
ზე შემოდგმასა და გაზაფხულზე. ალბათ, ასევე, მინიშნებაა კორტასარის
იმავე სახელწოდების მოთხრობაზე
518 მკითხველთა ლიგა
რო ვიტყოდი, რომ ფერი არა აქვსო. მერე, მიწაზე დაჯდა და
მე ვარჯიში დავიწყე, დავიჩოქე. რომ მოვრჩი, კეთილი ული-
სესი უკვე ფეხზე იდგა და სხვა პატიმარს ელაპარაკებოდა. ერ-
თი წუთით მომეჩვენა, რომ ბეერ-შევაში ვიყავით და ღრუბ-
ლიანი ცა მარტო ებრაელი ინჟინრების მატყუარა საფარველი
იყო. მაგრამ მერე სახეში სილა გავილაწუნე და ვთქვი, არა,
ვენაში ვართ, კეთილი ულისესი ხვალ წავა და დიდხანს ვერ
დაბრუნდება, მე კი ალბათ, მალე მამაჩემს ვნახავ-მეთქი.
ულისესს მივუახლოვდი თუ არა, ის მეორე პატიმარი წავიდა.
ვილაპარაკეთ. თავს გაუფრთხილდი, ჰაიმიტო, როცა მოგა-
კითხავენ, ფორმაში უნდა იყოო, მითხრა. მალე შეხვედრამ-
დე-მეთქი, ვუთხარი, მას მერე აღარ მინახავს.

მარია ფონტი, მონტესის ქუჩა, რევოლუციის მონუმენ-


ტთან, მეხიკო, 1981 წლის თებერვალი. ულისესი მექსიკაში
რომ დაბრუნდა, აქ ცოტა ხნის გადმოსული ვიყავი. იმ დროის-
თვის ერთი ტიპი მიყვარდა. სკოლაში მათემატიკას ასწავლი-
და. ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ რთულად დაიწყო, რადგან
ის ცოლიანი იყო, მე კი მეგონა, რომ ცოლს არასოდეს მიატო-
ვებდა. მაგრამ ერთხელ ჩემი მშობლების სახლში დამირეკა
და მითხრა, ისეთი ადგილი მოძებნე, სადაც გადავალთ და
ერთად ვიცხოვრებთო. ცოლს ვეღარ იტანდა და გაყრა გარ-
დაუვალი იყო. ორი შვილი ჰყავდა. მეუბნებოდა, ჩემი ცოლი
შვილებს შანტაჟისთვის იყენებსო. ისეთი საუბარი არ გვქონ-
და, ადამიანს რომ დააწყნარებს, უფრო პირიქით, მაგრამ
ფაქტი ერთია, მეორე დილითვე დავიწყე ბინის ძებნა, თუნდაც
დროებითის, სადაც ერთად ცხოვრებას შევძლებდით.
რა თქმა უნდა, ფულის საკითხი იყო, მას ხელფასი ჰქონდა,
მაგრამ იმ სახლის ბინის ქირა უნდა ეხადა, სადაც მისი შვი-
519 მკითხველთა ლიგა
ლები ცხოვრობდნენ, თან, ყოველთვიურად მათ შენახვაზე ეზ-
რუნა, სკოლის ფულიც მასზე იყო და ასე შემდეგ და ასე შემ-
დეგ. მე სამსახური არ მქონდა, მარტო იმ თანხის იმედზე უნდა
ვყოფილიყავი, რომელსაც დეიდაჩემი მაძლევდა ცეკვისა და
ხატვის შესასწავლად. ასე რომ, იძულებული გავხდი, გადანა-
ხული ფულიც მომეხმარა, დედაჩემისთვისაც მეთხოვა, ესეს-
ხებინა და თან განსაკუთრებით ძვირი ბინა არ მეძებნა. სამი
დღის შემდეგ სოჩილმა მითხრა, იმ სასტუმროში, სადაც მე და
რეკენა ვცხოვრობთ, თავისუფალი ოთახიაო. მაშინვე გადავე-
დი.
ოთახი დიდი იყო, სააბაზანო და სამზარეულოც ჰქონდა და
ზუსტად სოჩილისა და რეკენას ბინის თავზე მდებარეობდა.
მათემატიკის მასწავლებელმა იმავე საღამოს მომაკითხა
და დილამდე სექსი გვქონდა. თუმცა, მეორე დღეს არ გამოჩე-
ნილა და მართალია, ერთი-ორჯერ დავურეკე სკოლაში, ვერა
და ვერ მოვახერხე მასთან დალაპარაკება. ორი დღის შემდეგ
ისევ ვნახე და ყველა ის ახსნა-განმარტება მივიღე, რაც თავის
გასამართლებლად გამოიყენა. ასე გავიდა მონტესის ქუჩაზე
ჩემი გადაბარგებისა და ახალი ცხოვრების დაწყებიდან პირ-
ველი და მეორე კვირა. მათემატიკის მასწავლებელი დაახ-
ლოებით ყოველ მეოთხე დღეს მოდიოდა და ჩვენი შეხვედრე-
ბი მეორე დილის გარიჟრაჟზე, ახალი სამუშაო დღის დასაწყი-
სით მთავრდებოდა. მერე ქრებოდა.
რა თქმა უნდა, მარტო სექსს არ ვჯერდებოდით, ვსაუბრობ-
დით კიდეც. თავისი შვილების ამბებს მიყვებოდა. ერთხელ,
როდესაც პატარაზე მიამბობდა რაღაცას, უცებ ტირილი წას-
კდა, ბოლოს კი მითხრა, არაფერი გესმისო. რა უნდა მესმო-
დეს-მეთქი, ვკითხე. ისე შემომხედა, თითქოს უზარმაზარი სი-
სულელე მეთქვას, თითქოს ისე ახალგაზრდა ვიყავი, რომ მა-
520 მკითხველთა ლიგა
ინც ვერაფერს გავიგებდი და არ მიპასუხა. სხვა მხრივ, ჩემი
ცხოვრება თითქმის ძველებურად მიდიოდა. ის გაკვეთილებს
ატარებდა სკოლაში, მე სამსახური ვიშოვე, ერთ გამომცემ-
ლობაში კორექტორად მოვეწყვე (საცოდავი ხელფასით),
ჩემს მეგობრებს ვნახულობდი და მექსიკაში ხანგრძლივადაც
ვმოგზაურობდი. სოჩილს უფრო მეტად დავუმეგობრდი, ეს
ალბათ უფრო იმის ბრალი იყო, რომ ახლა მეზობლები ვიყა-
ვით. დღის მეორე ნახევარში, როდესაც მათემატიკის მასწავ-
ლებელი არ მოდიოდა, მეზობელთან ჩავდიოდი და ვლაპარა-
კობდით, ან ბავშვს ვეთამაშებოდით. რეკენა თითქმის არასო-
დეს იყო სახლში (თუმცა, ღამით ყოველთვის ბრუნდებოდა)
და ამიტომ მე და სოჩილს საკმაო დრო გვრჩებოდა იმისათ-
ვის, რომ ერთმანეთისთვის ჩვენ-ჩვენი ამბები მოგვეყოლა,
ქალური საკითხები გაგვერჩია, ისეთები, მამაკაცის თანდას-
წრებით რომ ვერ ვილაპარაკებდით. ბუნებრივია, ჩვენი საუბ-
რის მთავარი თემა მათემატიკის მასწავლებელი და ჩვენი ურ-
თიერთობისადმი მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება
იყო. სოჩილის აზრით, ჩემი სატრფო უბრალოდ, მშიშარა ვინ-
მე ბრძანდებოდა, რომელსაც ცოლის მიტოვების ეშინოდა. მე
იმ აზრზე ვიყავი, რომ ჩემი საყვარლის საქციელზე მისი რბი-
ლი, დელიკატური ბუნება ახდენდა გავლენას. არ უნდოდა,
ადამიანისთვის ტკივილი მიეყენებინა და არ იყო აუცილებე-
ლი, ამისთვის მაინცდამაინც შიში დაგვერქმია. ისე კი, მიკ-
ვირდა, რომ სოჩილმა გადაჭრით ჩემი მხარე დაიჭირა და არა
მათემატიკის მასწავლებლის ცოლისა.
ხანდახან პატარა ფრანცთან ერთად ბაღში ვსეირნობდით.
ერთ საღამოს, როდესაც მათემატიკის მასწავლებელი იყო
მოსული, ჩემი ახალი მეზობლები ვახშამზე დავპატიჟე. მათე-
მატიკის მასწავლებელს უნდოდა, მარტონი ვყოფილიყავით,
521 მკითხველთა ლიგა
მაგრამ სოჩილმა მთხოვა, გამაცანიო და ვიფიქრე, რომ სწო-
რედ შესაფერისი დრო იყო მისი თხოვნის შესასრულებლად.
იმ ჩემს ახალ სახლში ვახშამს პირველად ვაწყობდი, და თუმ-
ცა, ვახშამი ძალიან უბრალო მქონდა – სალათა დიდ თეფშზე,
ყველი და ღვინო, რეკენა და სოჩილი ძალიან პუნქტუალუ-
რად მოვიდნენ და ჩემს მეგობარს თავისი საუკეთესო ტანსაც-
მლით გამოეცხადნენ. ასე მგონია, მათემატიკის მასწავლებე-
ლი ძალიან შეეცადა, თავაზიანი ყოფილიყო, ამის გამო მად-
ლობაც კი გადავუხადე, მაგრამ არ ვიცი, საჭმლის სიმწირემ
იმოქმედა (იმ ხანებში დაბალკალორიულ საკვებზე მომეხა-
სიათა გადასვლა), თუ ღვინო ზედმეტი მოგვივიდა, ვახშამმა
ცუდად ჩაიარა. ჩემი მეგობრების წავიდნენ თუ არა, მათემა-
ტიკის მასწავლებელმა ისინი პარაზიტებად მოიხსენია, ისეთ
ელემენტებად, რომლებიც საზოგადოებას ამუხრუჭებენ, ასე-
თი საქციელით ჩვენი ქვეყანა წინ ვერასოდეს წავაო, სწორედ
ასე თქვა. მე ვუთხარი, მეც მათნაირი ვარ-მეთქი, რაზეც შემე-
კამათა, ასე არ არის, შენ სწავლობ, მუშაობ, ესენი კი არა-
ფერს აკეთებენო. პოეტები არიანო, დაასკვნა. მერე, თვალებ-
ში ჩამხედა და სიტყვა „პოეტი“ რამდენჯერმე გაიმეორა. უპა-
სუხისმგებლოები არიან, ცუდი მშობლები, როგორ მოუვიდათ
თავში, სხვაგან წასულიყვნენ სავახშმოდ და შვილი სახლში
მარტო დაეტოვებინათო. იმ ღამით, სანამ ლოგინში ვიწექით,
გამუდმებით პატარა ფრანცზე ვფიქრობდი, ქვემოთა ოთახში
რომ ეძინა, სანამ მისი მშობლები ღვინოს სვამდნენ და ყველს
შეექცეოდნენ ჩემს ბინაში, და თავი ცარიელ და უპასუხის-
მგებლო ადამიანად ვიგრძენი. ცოტა ხნის შემდეგ, იმ შეხვედ-
რიდან ერთი-ორი დღე იყო გასული, რეკენამ მითხრა, ული-
სეს ლიმა მექსიკაში დაბრუნებულაო.

522 მკითხველთა ლიგა


ერთხელ, დღისით, წიგნს ვკითხულობდი და ამ დროს გა-
ვიგონე, როგორ მეძახდა სოჩილი და თან თავისი ბინის ჭერ-
ზე ჯოხით მიბრახუნებდა. ფანჯრიდან გადავიხედე. ულისესი
აქ არის და თუ გინდა, ჩამოდიო, მითხრა. ჩავედი. ულისესი
მართლაც იქ იყო. მისი დანახვა დიდად არ გამხარებია. ყვე-
ლაფერი, რასაც ის და ბელანო ჩემთვის ნიშნავდნენ, ახლა
ჩემგან ძალიან შორს იყო. თავის მოგზაურობებზე ლაპარა-
კობდა, მაგრამ მომეჩვენა, რომ იმ მონაყოლში ლიტერატურა
ჭარბობდა. სანამ ლაპარაკობდა, მე პატარა ფრანცთან და-
ვიწყე თამაში. მერე ულისესმა თქვა, უნდა წავიდე, ძმები
როდრიგესები უნდა ვნახო და თუ გინდათ, თქვენც წამოდი-
თო. მე და სოჩილმა ერთმანეთს გადავხედეთ. წასვლა თუ
გინდა, ბავშვს მე მიგიხედავ-მეთქი, ვუთხარი. წასვლამდე
ულისესმა ანხელიკა მოიკითხა. სახლშია, დაურეკე-მეთქი,
ვუპასუხე. საერთოდ, არ ვიცი რატომ, ძალიან მტრულად ვექ-
ცეოდი. სანამ გავიდოდნენ, სოჩილმა თვალი ჩამიკრა. იმ ღა-
მით მათემატიკის მასწავლებელი არ მოსულა. პატარა
ფრანცს ჩემს ბინაში ვაჭამე და მერე თავისთან ჩავიყვანე, პი-
ჟამა ჩავაცვი და საწოლში ჩავაწვინე. მალევე დაიძინა. წიგნე-
ბის თაროდან წიგნი ავიღე და ფანჯარასთან მიმჯდარი ვკით-
ხულობდი, თან ჩავლილ მანქანებს ვაკვირდებოდი, მონტესის
ქუჩაზე ანთებული ფარებით რომ მიმოდიოდნენ. ვკითხულობ-
დი და ვფიქრობდი.
ღამის თორმეტ საათზე რეკენა დაბრუნდა. მკითხა, აქ რას
აკეთებდა სოჩილი სად არისო. ვუთხარი, რეალვისცერისტე-
ბის შეკრებაზე, ძმებ როდრიგესებთან წავიდა-მეთქი. მერე
რეკენამ შვილს დახედა და მკითხა, ხომ ჭამეო. არა-მეთქი,
ვუთხარი. ჭამა დამვიწყებოდა. მაგრამ, ისიც დავამატე, რომ
ბავშვს ვაჭამე და ისე დავაძინე.
523 მკითხველთა ლიგა
რეკენამ მაცივარი გამოაღო, პატარა ქვაბი გამოიღო და
ცეცხლზე შედგა. ბრინჯის წვნიანი იყო. მკითხა, თუ გინდაო.
სინამდვილეში, ჭამაზე მეტად ჩემს ცარიელ ბინაში დაბრუნე-
ბა არ მინდოდა, ამიტომ ვუთხარი, ცოტა გადმომიღე-მეთქი.
ხმადაბლა ვლაპარაკობდით, რომ პატარა ფრანცი არ გაგ-
ვეღვიძებინა. ცეკვის საქმე როგორ მიდისო, მკითხა. ხატვის
საქმე როგორ მიდისო, არც ის დაავიწყდა. რეკენა ჩემს ბინა-
ში მარტო ერთხელ იყო ნამყოფი, იმ ვახშმის დროს და ჩემი
ნახატები მოეწონა. ყველაფერი რიგზეა-მეთქი, ვუთხარი.
ლექსებიო? დიდი ხანია აღარ ვწერ-მეთქი, არც მეო, მიპასუ-
ხა. ბრინჯის წვნიანი ძალიან ცხარე იყო, სოჩილი ყოველთვის
ასე ცხარე საჭმელს ამზადებს-მეთქი? ვკითხე. ყოველთვის,
ეტყობა, ოჯახური ჩვევააო.
ერთხანს ერთმანეთს უხმოდ შევცქეროდით, მე დროდად-
რო ქუჩაშიც გადავიხედავდი, ფრანცის საწოლსაც ვუყურებდი
და ცუდად შეღებილ კედლებსაც. მერე რეკენამ ულისესზე და
მექსიკაში მის დაბრუნებაზე დაიწყო ლაპარაკი. გულ-მუცელი
მეწვოდა და მერე აღმოვაჩინე, რომ სახეც მიხურდა. მეგონა,
ევროპაში სამუდამოდ დარჩებოდაო, გავიგონე რეკენას ნათ-
ქვამი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ დროს სოჩილის მამაზე და-
ვიწყე ფიქრი, რომელიც მარტო ერთხელ მყავდა ნანახი, თა-
ნაც, ოთახიდან გასვლისას მოვკარი თვალი. დავინახე და
უკან გადავხტი, ისეთ საშიშ კაცად მომეჩვენა. ეს მამაჩემიაო,
მითხრა სოჩილმა, როდესაც ჩემი შეშინებული სახე დაინახა.
კაცი თავის დაკვრით მომესალმა და გავიდა. რეალვისცერა-
ლიზმი მოკვდა, თქვა რეკენამ, უნდა დაგვევიწყებინა და რამე
ახალი გაგვეკეთებინაო. მექსიკის სიურრეალიზმის სექცია-
მეთქი, ჩავილაპარაკე და დავამატე, რამე უნდა დავლიო-მეთ-
ქი. დავინახე, როგორ ადგა რეკენა და როგორ გამოაღო მა-
524 მკითხველთა ლიგა
ცივარი, ყვითელმა სინათლემ იატაკზე გაირბინა და პატარა
ფრანცის საწოლის ფეხს მისწვდა. კორიდორში სინათლე
ქუდს დაეცა, კიდევ პაწაწინა ფეხსაცმელებს, თუმცა, ის ფეხ-
საცმელები მეტისმეტად დიდი იყო იმისათვის, რომ ბავშვისა
ყოფილიყო. სოჩილის ფეხებზე დავიწყე ფიქრი, ჩემზე ბევრად
პატარა ფეხები ჰქონდა. ულისესს რამე ახალი ხომ არ შეატ-
ყვეო, მკითხა რეკენამ. ამასობაში მე ცივი წყალი დავლიე და
ვუთხარი, არაფერი შემიმჩნევია-მეთქი. რეკენა წამოდგა და
ფანჯარა გამოაღო, რომ ოთახი გაენიავებინა და სიგარეტის
ბოლისგან გაეწმინდა. მერე მე მომიბრუნდა. გიჟს ჰგავს, რა-
ღაცები ეჩვენებაო. პატარა ფრანცის საწოლიდან ხმა მომეს-
მა. „ძილში ლაპარაკობს?“ ვკითხე რეკენას. არა, ქუჩიდან ის-
მისო, მითხრა რეკენამ. ფანჯარაში გადავიხედე და ჩემს ოთა-
ხს ავხედე, შუქი ჩამქრალი იყო. მერე წელზე რეკენას ხელები
ვიგრძენი და არ გავნძრეულვარ. არც ის განძრეულა. ცოტა
ხნის შემდეგ საცვალი ჩავიწიე და დუნდულებს შორის მისი
ასო ვიგრძენი. ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს. როდე-
საც დავამთავრეთ, ისევ მაგიდას მივუსხედით და სიგარეტს
მოვუკიდეთ. სოჩილს ეტყვი? მკითხა რეკენამ. გინდა, რომ
ვუთხრა? შევუბრუნე კითხვა. მირჩევნია, თუ არ ეტყვიო, მით-
ხრა მან.
ღამის ორ საათზე წავედი და სოჩილი ჯერ კიდევ არ იყო
დაბრუნებული. მეორე დღეს, როდესაც ხატვის გაკვეთილი-
დან ვბრუნდებოდი, სოჩილმა მომაკითხა. სუპერმარკეტში
გავყევი. სანამ ვვაჭრობდით, მომიყვა, როგორ ეჩხუბათ წინა
ღამეს ულისეს ლიმას და პანჩო როდრიგესს. რეალვისცერა-
ლიზმი მოკვდაო, გაიმეორა ქმრის სიტყვები სოჩილმა, შენ
მაინც რომ წამოსულიყავიო... ვუთხარი, რომ ლექსებს აღარ
ვწერ და პოეტებისა აღარაფერი მაინტერესებს-მეთქი. უკან
525 მკითხველთა ლიგა
რომ დავბრუნდით, სოჩილმა მთხოვა, მის ოთახში შევსული-
ყავი. საწოლი არ აელაგებინა და წინა ღამის თეფშებიც ისევე
ეწყო. თეფშები, რომლებიდანაც მე და რეკენამ ვჭამეთ, სამ-
ზარეულოს ნიჟარაში იმ თეფშებთან ერთად იყო ახორხლი-
ლი, შუადღისას სოჩილსა და პატარა ფრანცს რომ გამოეყენე-
ბინათ.
მათემატიკის მასწავლებელი არც იმ ღამეს მოსულა. ქუჩის
ტელეფონიდან ჩემს დას დავურეკე. არ ვიცოდი, რა მეთქვა,
მაგრამ, ვინმესთან ლაპარაკი მჭირდებოდა, სოჩილთან წას-
ვლის სურვილი კი არ გამაჩნდა. ჩემს დას სწორედ მაშინ მი-
ვუსწარი, როდესაც სახლიდან გადიოდა. თეატრში აპირებდა
წასვლას. რა გინდა, ფულიო? მკითხა. ერთხანს სისულელე-
ებს ვროშავდი, მერე, სანამ ყურმილს დავკიდებდი, ვკითხე,
იცი, ულისეს ლიმა რომ დაბრუნდა-მეთქი? არ იცოდა. არც
აინტერესებდა. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ყურმილი
დავკიდე. მერე მათემატიკის მასწავლებელს დავურეკე. ტე-
ლეფონზე მისმა ცოლმა მიპასუხა. გისმენთ! თქვა მან. ხმა არ
ამომიღია. შე ქუჩის ქალო, დედამოტყნულო, ხმა ამოიღეო,
ჩასძახა ყურმილს. ტელეფონი გავთიშე და სახლში დავბრუნ-
დი. ორი დღის შემდეგ სოჩილმა მითხრა, კატალინა ო'ჰარა
წვეულებას აწყობს, სადაც ალბათ ყველა რეალვისცერისტი
შეიკრიბება და იქ გამოჩნდება, შეიძლება თუ არა ჟურნალის
გამოცემა, ახალი აქტივობების დაგეგმვა და, საერთოდ, ჯგუ-
ფის გამოცოცხლებაო. მკითხა, ხომ წამოხვალო. არა-მეთქი,
ვუთხარი, მაგრამ თუ წასვლა გინდა, პატარა ფრანცს მე მივ-
ხედავ-მეთქი. იმ ღამით რეკენასთან ისევ ვიჟიმავე, კარგა
დიდხანს. ბავშვის დაძინებას დაველოდეთ და მერე, დაახლო-
ებით, სამ საათამდე ერთად ვიწექით. ერთი წუთით იმანაც კი

526 მკითხველთა ლიგა


გამიელვა თავში, სწორედ ეს მიყვარს და არა ის ნაგავი მათე-
მატიკის მასწავლებელი-მეთქი.
მეორე დღეს სოჩილმა მიამბო, როგორ ჩაიარა შეკრებამ,
ზუსტად ისე, როგორც ფილმმაო ზომბებზე. ჩემი აზრით, რე-
ალვისცერალიზმი დამთავრებულიაო, დაამატა. საწყენია,
რადგან ის ლექსები, რომლებსაც ახლა ვწერ, სწორედ რომ
რეალვისცერალიზმს მიეკუთვნებაო. ბოლომდე მოვუსმინე,
მაგრამ არაფერი მითქვამს. მერე, ულისესზე ვკითხე. ის არის
ჯგუფის ხელმძღვანელი, მაგრამ მარტოაო, ამიხსნა. იმ დღის
მერე რეალვისცერისტების შეკრება აღარ გამართულა და სო-
ჩილს აღარ უთხოვია, ჩემი შვილი დააძინეო. მათემატიკის
მასწავლებელთან ჩემი ურთიერთობაც მკვდარი იყო, მაგრამ
დროდადრო მაინც ვწვებოდით ერთად. ხანდახან სახლშიც
ვურეკავდი, თუმცა, ეს მაზოხიზმს უფრო ჰგავდა ან, რაც უფ-
რო უარესია, მოწყენილობის ბრალი იყო. მიუხედავად ამისა,
ერთხელ მაინც დავილაპარაკეთ. ვილაპარაკეთ ყველაფერ-
ზე, რაც ჩვენს თავს ხდებოდა თუ არ ხდებოდა და ერთმანეთის
ნახვას თავი დავანებეთ. რომ მიდიოდა, თითქოს შვებას
გრძნობდა. ვიფიქრე, მონტესის ქუჩაზე ამ ბინას მივატოვებ
და დედაჩემთან დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ ბოლოს მაინც
გადავწყვიტე არ დავბრუნებულიყავი და აქ სამუდამოდ დავ-
რჩენილიყავი.

527 მკითხველთა ლიგა


13

რაფაელ ბარიოსი, თავისი სახლის მისაღებ ოთახში, ჯექ-


სონ-სტრიტი, სან-დიეგო, კალიფორნია, 1981 წლის მარტი.
Easy Rider122 ნანახი გაქვთ? დიახ, დენის ჰოპერის, პიტერ
ფონდას და ჯეკ ნიკოლსონის ფილმს ვგულისხმობ. მაშინ და-
ახლოებით ასე ვიყავით. მაგრამ განსაკუთრებით ულისეს ლი-
მა და არტურო ბელანო იყვნენ ასე, სანამ ევროპაში წავი-
დოდნენ. როგორც დენის ჰოპერი და მისი ანარეკლი: ენერ-
გიითა და მოხერხებულობით სავსე ორი ჩრდილი. არ იფიქ-
როთ, რომ პიტერ ფონდას საწინააღმდეგო მქონდეს რამე,
მაგრამ მას ვერცერთი ვერ შეედრებოდა. მიულერი, ჰო, პი-
ტერ ფონდას თითქოს მართლაც ჰგავდა, სამაგიეროდ, ისინი
დენის ჰოპერის ალი-კვალები იყვნენ და ეს საგანგაშო და
მაცდუნებელი იყო, ვგულისხმობ, საგანგაშოს და მაცდუნე-
ბელს იმათთვის, ვინც მათ იცნობდა, ვინც მათი მეგობრები
ვიყავით. ამით პიტერ ფონდას ღირსების დამცირებას სულაც
არ ვაპირებ. პიტერ ფონდა მომწონდა. როცა ტელევიზორში
იმ ფილმს აჩვენებენ, ფრენკ სინატრას ქალიშვილთან და
ბრიუს დერნთან ერთად რომ თამაშობს, არასოდეს გამოვტო-
ვებ ხოლმე, თუნდაც ღამის გათევა მომიწიოს და დილის ოთხ
საათამდე ვერ დავიძინო. მიუხედავად ამისა, მას არც ერთი
არ ჰგავდა. დენის ჰოპერთან დაკავშირებით საქმე სრულიად
საპირისპიროდ იყო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თით-
ქოს შეგნებულად ბაძავდნენ. ერთი დენის ჰოპერი მეხიკოს

Easy Rider (ინგლ.) – „უდარდელი მხედარი“ – დენის ჰოპერის ცნობი-


122

ლი მხატვრული ფილმი(1969)
528 მკითხველთა ლიგა
ქუჩებში დააბიჯებდა, ერთი მისტერ ჰოპერი კი ორმაგ შავ ზე-
ცასავით გეომეტრიულად განიშლებოდა აღმოსავლეთიდან
დასავლეთისაკენ, სანამ უკვალოდ არ გაქრებოდა (რაც გარ-
დაუვალი იყო) ქალაქის მეორე მხარეს, იქით, სადაც გასას-
ვლელები აღარ არსებობდა. ერთდროულად რამდენიმეს ვუ-
ყურებდი და მიუხედავად იმისა, რომ მიყვარდა, ვფიქრობდი,
ეს რა თეატრია, ეს რა თაღლითობა და კოლექტიური თვით-
განადგურებაა-მეთქი. ერთ ღამით, ახალ, 1976 წლამდე ცოტა
ხნით ადრე, სანამ სონორაში წავიდოდნენ, მივხვდი, რომ ეს
პოლიტიკის ერთგვარი ხერხი იყო. ასეთ ხერხს ახლა აღარ
ვიზიარებ, მაშინ კი არც მესმოდა. არ ვიცი, კარგი იყო თუ ცუ-
დი, სწორი თუ მცდარი, მაგრამ ასეთი იყო მათი პოლიტიკა,
მათი მცდელობა, პოლიტიკურად მოეხდინათ ზემოქმედება
რეალობაზე, მაპატიეთ, თუ ნათლად ვერ ვხსნი სათქმელს,
ბოლო დროს, ცოტა არ იყოს, დაბნეული გახლავართ.

ბარბარა პატერსონი, თავისი სახლის სამზარეულოში, ჯექ-


სონ-სტრიტი, სან-დიეგო, კალიფორნია, 1981 წლის მარტი.
რაო? დენის ჰოპერიო? პოლიტიკაო? ეგ იდიოტი, ეგა! ეგ ნაგ-
ვის ბუდე, ტრაკის ჭია, ეგა! მაგას პოლიტიკისა რა გაეგება,
მაგ კრეტინს. ეგ მე ვუთხარი, პოლიტიკას მიხედე, რაფაელ,
რამე კეთილშობილურ საქმეს მოჰკიდე ხელი, სულელო, შე
ქვეყნის მასხარავ-მეთქი. ის იდიოტი კი ისე მიყურებდა, თით-
ქოს მე ვყოფილიყავი ის ტრაკის ჭიაც და ნაგვის გროვაც, ის
კი საზოგადოების უმაღლეს საფეხურზე ასული არისტოკრა-
ტი. თავისი წარმოსახვის სიმაღლიდან მიყურებდა და მპასუ-
ხობდა, ღვეზელები აღარ არის, ბარბარიტა, ნუ ბრაზობო, მე-
რე გადაბრუნდებოდა და დაიძინებდა. მე კი უნდა წავსულიყა-
ვი, მემუშავა, მერე მესწავლა. მთელი დღე დაკავებული მქონ-
529 მკითხველთა ლიგა
და, მთელი დღე აღმა-დაღმა დავრბოდი, უნივერსიტეტიდან
სამსახურში (რესტონ-ავენიუზე ერთ საჰამბურგერეში მიმტანი
ვარ), და როცა სახლში ვბრუნდებოდი, რაფაელს ისევ ეძინა,
გარშემო ჭუჭყიანი თეფშები ეყარა, იატაკიც ჭუჭყიანი იყო,
სამზარეულოში საჭმლის ნარჩენები მიმოეფანტა (თანაც,
არაფერს მიტოვებდა, პირში ერთი ლუკმა მაინც რომ ჩამედო,
ეგ ნაბიჭვარი!), სახლი გულისამრევად გამოიყურებოდა.
თითქოს მაიმუნების მთელმა ჯოგმა გადაუარაო. მე კი, მთე-
ლი დღის დაღლილს ახლა ლაგება, დაგვა, საჭმლის კეთება
უნდა დამეწყო, მერე ის საჭმელი მაცივარში უნდა შემედგა,
და როდესაც რაფაელი გაღვიძებას ინებებდა, უნდა მეკითხა,
რამე დაწერე, რაფაელ? დაიწყე ის რომანი, სან-დიეგოელ
მექსიკელებზე რომ უნდა დაგეწერა-მეთქი? რაფაელი კი ამ
დროს ისე მიყურებდა, გეგონება, ტელევიზორში მხედავსო და
მეუბნებოდა: ლექსი დავწერე, ბარბარიტაო, და მეც, ჩემს დე-
დააფეთქებულ ბედს შეგუებული, ვეუბნებოდი, აბა, მიდი,
არამზადავ, წამიკითხე-მეთქი. რაფაელიც ლუდის ორ ქილას
გახსნიდა, ერთს მე მომცემდა (არადა, იმ ნაგავმა კარგად
იცოდა, რომ ლუდი არ უნდა დამელია) და მერე თავის ნაგავ
ლექსს მიკითხავდა. ალბათ იმიტომ, რომ გულის სიღრმეში
ლექსები (ოღონდ, თუ კარგი იყო) ისევ მიყვარდა, ჩემდა უნე-
ბურად ტირილს ვიწყებდი და სანამ რაფაელი კითხვას მორ-
ჩებოდა, სახე ცრემლებისგან სულ სველი და ალაპლაპებული
მქონდა. ჰოდა, კითხვას დაამთავრებდა თუ არა, ისე ახლოს
მომიტანდა თავის სხეულს, რომ შემეძლო, მისი სუნი შემეგ-
რძნო. მეც ვყნოსავდი მექსიკელს, იმ ნაგავს, მერე ერთმა-
ნეთს ძალიან ნაზად დავუწყებდით ალერსს და ასე ვეალერსე-
ბოდით ერთმანეთს დაახლოებით ნახევარ საათს და სექსზე
მარტო ამის შემდეგ გადავდიოდით. ჟიმაობას მოვრჩებოდით
530 მკითხველთა ლიგა
თუ არა, მაშინვე მკითხავდა, რა ვჭამოთ, ჩემო პუტკუნაო. ჰო-
და, მეც ვდგებოდი, ისევე, შიშველი, სამზარეულოში გავდიო-
დი და ლორიან, ან ბეკონიან კვერცხს ვუკეთებდი. სანამ საჭ-
მელს ვამზადებდი, ვფიქრობდი ლიტერატურაზე, პოლიტიკა-
ზე და ის დრო მახსენდებოდა, როდესაც მე და რაფაელი ჯერ
ისევ მექსიკაში ვცხოვრობდით და ერთხელ კუბელი პოეტის
სანახავად წავედით. წამო, წავიდეთ-მეთქი, ვუთხარი, შენ
ხალხის შვილი ხარ და ის პედერასტი, გინდა თუ არა, ვალდე-
ბულია მიხვდეს, რომ ნიჭი არ გაკლია-მეთქი. ამაზე რაფაელ-
მა მიპასუხა, ჰო, ბარბარიტა, მაგრამ მე ვისცერისტი ვარო. მე
კი ვუპასუხე, ნუ მაიმუნობ, შეიძლება კვერცხები რეალვისცე-
რისტის გაქვს, მაგრამ ნუთუ არ გინდა, რომ ამ დამპალი რე-
ალობის აზრზე მოხვიდე-მეთქი? ჰოდა, წავედით რევოლუცი-
ის იმ დიდ ლირიკოსთან შესახვედრად და იქ ყველა მარქსის-
ტი პოეტი დაგვხვდა, ზუსტად ისინი, რომლებსაც რაფაელი
ყველაზე მეტად ვერ იტანდა (უფრო სწორად, ბელანო და ლი-
მა უფრო ვერ იტანდნენ). მართლაც უცნაური იყო, რადგან
ორივე ვგრძნობდით, რომ იმ კუბელის სასტუმროს ნომერში
სოფლელი პოეტების, ჟურნალ „პროლეტარული დელფინის“,
უერტას ცოლის, მექსიკელი სტალინისტების, ნაბიჭვარი რე-
ვოლუციონერების სუნი ტრიალებდა, რომლებიც ყოველ ორ
კვირაში სახალხო ხაზინიდან ფულს იღებდნენ. ბოლოს, საკუ-
თარ თავს ვუთხარი და შევეცადე, ტელეპათიურად რაფაე-
ლისთვისაც გადამეცა: ახლა ნუ ჩაიჯვამ, ახლა ნუ შერცხვები-
მეთქი. ჰავანის შვილმა კარგად მიგვიღო. მართალია, ცოტა
დაღლილი იყო, ცოტა მელანქოლიურიც, მაგრამ, ზოგადად
თუ შევხედავთ, მაინც კარგად მიგვიღო. რაფაელი მექსიკის
ახალგაზრდულ პოეზიაზე ელაპარაკა, მაგრამ არა რეალვის-
ცერისტებზე (სანამ შევიდოდით, გავაფრთხილე, ახსენებ და
531 მკითხველთა ლიგა
მოგკლავმეთქი) და ის კი არა, იქვე შევთხზე ზღაპარი, თით-
ქოს ჟურნალის გამოცემას ვაპირებდი, რომელსაც სან-დიე-
გოს უნივერსიტეტი დამიფინანსებდა. კუბელი ამ წინადადებამ
დააინტერესა, დააინტერესა რაფაელის ლექსებმაც, დააინტე-
რესა ჩემმა ქიმერულმა სულელურმა ჟურნალმა და უცებ, რო-
დესაც ინტერვიუ უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, კუბელ-
მა, რომელიც ამ დროისათვის მძინარეს უფრო ჰგავდა, ვიდ-
რე მღვიძარეს, არც აცია, არც აცხელა, ვისცერულ რეალიზ-
მზე დაგვისვა კითხვა. არ ვიცი, როგორ ავხსნა. წარმოიდგი-
ნეთ ნაბიჭვრული სასტუმროს ნომერი. ირგვლივ სიჩუმეა და
მარტო შორეული ლიფტების ხმა ისმის. ნომერში წინა სტუმ-
რების სუნი დგას. კუბელს თვალები ეხუჭება ან იმიტომ, რომ
ეძინება, ან მოწყენილია, ან სასმელი დალია და ჯერ არ გამო-
ნელებია. და უეცრად, სიტყვები, რომლებსაც ისე წარმოთ-
ქვამს, თითქოს მათი მთქმელი დაჰიპნოზებული იყოს, ანდა
მოჯადოებული – ყველაფერი იქით მიბიძგებდა, რომ მეკივ-
ლა, და ეს ჩემი შეკივლება გასროლასავით გაისმა. ალბათ
ნერვების ბრალი იყო, სწორედ ასე ვუთხარი. მერე სამივე
კარგა ხნით დავდუმდით, კუბელი ნამდვილად იმას ფიქრობ-
და, ეს ისტერიული გრინგო ნეტა ვინ არისო, რაფაელი ყოყმა-
ნობდა, ეთქვა რამე ვისცერისტების ჯგუფზე თუ არა, მე კი უკვე
მერამდენედ ვეჩხუბებოდი ჩემს თავს, შე ბოზიშვილო, ნეტა
ოდესმე თუ შეძლებ, ეგ დამპალი ენა ჩაიგდო-მეთქი და სანამ
ჩემს თავს ჩემივე ბინის კარადაში ჩაკეტილს წარმოვიდგენ-
დი, სადაც პირი უზარმაზარ ფუფხად გადამქცეოდა, მაგრამ,
მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ ვკითხულობდი ნოველებს
წიგნიდან „მინდორი ცეცხლში“123, გავიგონე, როგორ ელაპა-

123 „მინდორი ცეცხლში“ – მექსიკელი მწერლის, ხუან რულფოს (1917-


532 მკითხველთა ლიგა
რაკებოდა რაფაელი ჩვენს მასპინძელს რეალვისცერისტებ-
ზე, მესმოდა, როგორ უსვამდა კითხვებს გაუთავებლად ის ნა-
ბოზარი კუბელი, რაფაელი კი როგორ პასუხობდა, დიახ, ალ-
ბათ, კომუნიზმის ინფანტილური ავადმყოფობააო. მესმოდა,
როგორ ახსენებდა კუბელი მანიფესტებს, პროკლამაციებს,
განახლებას, იდეოლოგიისათვის უფრო მეტი სიცხადის შეძე-
ნას, და მაშინ მეტის ატანა ვეღარ შევძელი, პირი დავაღე და
ვთქვი, ეგ ამბები უკვე დამთავრდა, რაფაელი კარგი პოეტია
და მარტო თავის აზრს გამოხატავს-მეთქი. რაფაელი შეეცადა
გავეჩუმებინე, ბარბარიტა, გაჩუმდიო, მე კი ვუპასუხე, ნუ მა-
ჩუმებ, პატარავ-მეთქი, რაზეც კუბელმა განაცხადა, ოჰ, ეს ქა-
ლებიო და შეეცადა თავისი დამპალი მაჩოს, თავისი ჩაჭმუჭ-
ნილი და გულისამრევი ყვერებით ჩარეულიყო საუბარში.
მაგრამ მე გავაწყვეტინე და ვუთხარი, ეი, ბიძაჩემო, აქეთ
მომხედე, ჩვენ მარტო ის გვინდა, რომ „კასა დე ლას ამერი-
კასში“ დაიბეჭდოს საკუთარი სახელით და გვარით-მეთქი, და
მაშინ კუბელმა ძალიან სერიოზულად შემომხედა და მითხრა,
რა თქმა უნდა, „კასა დე ლას ამერიკასი“ ყოველთვის საკუთა-
რი სახელით და გვარით ბეჭდავს ავტორებსო, ჰოდა, ძალიან
კარგი-მეთქი, ვთქვი. რაფაელმა კი, არ გინდა, ბარბარიტა,
მაესტრო ახლა იმას იფიქრებს, რაც არ არისო, მე კი ვუთხა-
რი, მაგ ნაბიჭვარმა მაესტრომ, რაც უნდა, ის იფიქროს, მაგ-
რამ წარსული წარსულია, რაფაელ, შენი მომავალი კი შენი
მომავალი-მეთქი. მაშინ კუბელმა კიდევ უფრო სერიოზულად
შემომხედა, თითქოს თვალებით მეუბნებოდა, ახლა მოსკოვ-
ში რომ ვიყოთ, გოგონი, თავს ნაღდად ფსიქიატრიულში ამო-
გაყოფინებდიო, მაგრამ ამასთანავე, ისიც შევამჩნიე, თითქოს

1986) ნოველების კრებული


533 მკითხველთა ლიგა
ფიქრობდა, კარგი, არც ეგეთი გასაბრაზებელია ეს ამბავი, სი-
გიჟე სიგიჟეა და მელანქოლიაც, და თან, საკითხს თუ ჩავუღ-
რმავდებით, განა სამივე ამერიკელები არ ვართ, კალიბა-
ნის124 შვილები, დიდ ამერიკულ ქაოსში ჩაკარგულებიო? რო-
დესაც ძლევამოსილი კაცის თვალებში ტოლერანტობის ნა-
პერწკალი დავინახე, ამან დამაწყნარა. თითქოს მეუბნებოდა,
ნუ ნერვიულობ, ბარბარა, უკვე ვიცი, როგორც არის ეს საქ-
მეო. და მაშინ, რა სულელი ვარ, გავიღიმე, რაფაელმა კი თა-
ვისი ლექსები ამოიღო, ორმოცდაათი ფურცელი და უთხრა,
აი, ეს ჩემი ლექსებია, ამხანაგოო. კუბელმა ლექსები გამოარ-
თვა, მადლობა გადაუხადა და შემდეგ ის და რაფაელი წამოდ-
გნენ, როგორც შენელებულ კადრშია ხოლმე, როგორც ორი
ელვა, ორმაგი ელვა, ან ერთი ელვა და მისი ჩრდილი, მაგრამ
შენელებულ კადრში, და იმ წამის მეასედში გავიფიქრე, ყვე-
ლაფერი კარგადაა, ნეტა ყველაფერი კარგად იყოს-მეთქი.
წარმოვიდგინე, როგორ ვნებივრობდი ჰავანის პლაჟზე, ჩემ-
გან სამიოდ მეტრში კი რაფაელი იდგა და ნიუ-იორკიდან და
სან-ფრანცისკოდან ჩამოსულ ჩრდილოამერიკელ ჟურნა-
ლისტებს ელაპარაკებოდა. საუბრობდნენ ლიტერატურაზე,
პოლიტიკაზე და სამოთხის კარიბჭეზე.

ხოსე „სოპილოტე“125 კოლინა, კაფე „კიტო“, ბუკარელის


ქუჩა, მეხიკო, 1981 წლის მარტი. ეს დაახლოებით იმ დროს
მოხდა, როდესაც ეს ლაწირაკები პოლიტიკას მიედ-მოედნენ.

124 შექსპირის და, მოგვიანებით, სხვა მწერლების პერსონაჟი, ადამიანის


ყველაზე მდაბალი და მატერიალისტური თვისებების განსახიერება, ევ-
როპელებისათვის – ამერიკისა და აფრიკის ადგილობრივი მოსახლეობა.
125 სოპილოტე (ესპ.) – კაკაჩა; აქ: მეტსახელი

534 მკითხველთა ლიგა


ერთხელ „ელ ნასიონალში“126 ვიყავი, ასე, 1975 წელი იქნე-
ბოდა, იქ იყვნენ არტურო ბელანო, ულისეს ლიმა და ფელიპე
მიულერი. ელოდნენ, დონ ხუან რეხანო როდის მიიღებდა.
უეცრად, ძალიან მაგარი ქერა გოგო გამოჩნდა (ექსპერტი
ვარ) და აინუნშიც არ ჩააგდო სულელი პოეტების რიგი, რომ-
ლებიც ბუზებივით ეხვივნენ იმ ადგილს, სადაც დონ ხუან რე-
ხანო მუშაობდა. დაწინაურდა, და, რა თქმა უნდა, არავის გა-
უპროტესტებია (ღარიბი, მაგრამ რაინდი ბუღები), ვინ გააპ-
როტესტებდა, ბოზიშვილი ვიყო, და ის ქერა ეგრევე წავიდა,
დონ ხუანის საწერ მაგიდას მიადგა და ქაღალდის ფურცლე-
ბის დასტა გადასცა. მომეჩვენა, თითქოს გავიგონე, თარგმა-
ნებიაო. ასე უთხრა (კარგი სმენა მაქვს), დონ ხუანს კი –
ღმერთმა ნათელში ამყოფოს, რა იშვიათია ასეთი ადამიანები
– პირი ყურებამდე გაუღრიჭა ღიმილმა და უპასუხა, როგორ
ხარ, ვერონიკა (ეგ ვირიშვილი, ესპანეთიდან ჩამოთესლილი,
ჩვენ რა მკაცრად გვექცეოდა), რა კარგმა ქარმა გადმოგაგ-
დო ჩვენკენო. იმ თარგმანების ვერონიკამ და იმ ბებერმა ერ-
თხანს ისაუბრეს, უფრო სწორად, ვერონიკა ლაპარაკობდა,
დონ ხუანი კი დაჰიპნოზებულივით იჯდა და შეჰყურებდა, მერე
ქერამ ჩეკი გამოართვა, ჩანთაში ჩაიდო, შებრუნდა და იმ სა-
ზიზღარ, ჭუჭყიან კორიდორში ჩაიკარგა. სანამ დანარჩენები
ნერწყვებს ვყლაპავდით, დონ ხუანი ისე იყო გატრუნული,
თითქოს ჩათვლიმა ან ჩაფიქრდაო, არტურო კი, თავდაჯერე-
ბული ამპარტავანი და თანაც მასთან ყველაზე ახლოს მყოფი,
ადგა და ეუბნება, რა ხდება, დონ ხუან, რა დაგემართათო.
დონ რეხასი იმ თავისი ბოზიშვილი ძილიდან თუ ბოზიშვილი
კოშმარიდან გამოფხიზლდა, არტუროს შეხედა და უთხრა,

126 „ელ ნასიონალი“ – გამომცემლობის სახელწოდება


535 მკითხველთა ლიგა
იცი, ეს გოგო ვინ იყოო? ისე უთხრა, რომ თან თვალი თვალში
ჰქონდა გაყრილი, თანაც, ესპანური აქცენტით უთხრა, რაც
ცუდის ნიშანი იყო. არც ერთმა თქვენგანმა არ იცით, რომ რე-
ხანოს, გარდა ადვილად ფეთქებადი ხასიათისა, ზოგადად,
მექსიკური აქცენტი ჰქონდა. საწყალი ბერიკაცი, ბოლოს რა
ცუდად დაამთავრა. მოკლედ, ადგა და ეუბნება ამ არტუროს,
იცი, ის გოგო ვინ იყოო? არტურო პასუხობს, ნწუო, თუმცა ეტ-
ყობოდა, რომ მოეწონა, ვინ არისო, დაამატა. ტროცკის შვილ-
თაშვილიო! აუხსნა დონ რეხასმა, ვერონიკა ვოლკოვი, ლევ
დავიდოვიჩის ნამდვილი შვილთაშვილიო, (თუ შვილიშვილი
თქვა, არა, მგონი, შვილთაშვილი) და მაშინ, მაპატიეთ, თუ
აზრის ძაფი გამიწყდა, არტურომ ჩაილაპარაკა, ვაჰ, ჩემიო და
ვერონიკა ვოლკოვს უკან გაჰყვა, ბელანოს ლიმაც თავპირის-
მტვრევით გაეკიდა. ბიჭუნა მიულერი ერთი წუთით მარტო
დარჩა ჩეკების ასაღებად, მერე კი იმანაც სასწრაფოდ დატო-
ვა იქაურობა. რეხანომ დაინახა, როგორ გავიდნენ ბიჭები და
გაქრნენ კოჩამბრეს კორიდორში და ისე გაიღიმა, თითქოს
ამბობდა, ერთი ამ სულელ ლაწირაკებს შეხედეთო, და, ჩემი
აზრით, ამ დროს ესპანეთის სამოქალაქო ომზე ფიქრობდა,
თავის დახოცილ მეგობრებზე, ლტოლვილობის ხანგრძლივ
წლებზე, ალბათ იმაზეც, თუ როგორ იყო კომუნისტური პარ-
ტიის წევრი. ამისთანა რამეებზე ფიქრობდა, მიუხედავად იმი-
სა, რომ ეს ყველაფერი ტროცკის შვილთაშვილს არანაირად
არ უკავშირდებოდა, მაგრამ ასეთი იყო დონ რეხასი და რა ექ-
ნა? ღრმად სენტიმენტალური და კარგი ადამიანი. მერე კი ეს
სენტიმენტალური და კარგი ადამიანი ისევ რეალობას დაუბ-
რუნდა, „ლა რევისტა მეხიკანა დე კულტურას“ საცოდავ რე-
დაქციას, „ელ ნასიონალის“ კულტურის დანამატს, და მასთან
ერთად იმ ნაგავ რეალობას დავუბრუნდით ისინიც, ვინც იმ
536 მკითხველთა ლიგა
ჩახუთულ ოთახში დავბოდიალებდით, ბნელ კორიდორებში
ბოლთას ვცემდით და ყველამ ჩვენ-ჩვენი ჩეკი მივიღეთ.
მერე ამ ჩვენს დონ ხუანს იმაზეც შევუთანხმდი, რომ მეგო-
ბარ მხატვარზე წერილს გამომიქვეყნებდა და ქუჩაში გავედი.
გაზეთიდან კიდევ ორნი გამომყვნენ. სამივეს გადაწყვეტილი
გვქონდა, მაშინვე დასალევად წავსულიყავით. ისინი სწორედ
ამ დროს დავინახე, კაფეში ისხდნენ. კაფეს, მგონი, „მოხეტია-
ლე ვარსკვლავი“ ერქვა, არ მახსოვს. ვერონიკა ვოლკოვიც
მათთან ერთად იყო. დასწეოდნენ. რამის დასალევად დაეპა-
ტიჟებინათ. ერთხანს ტროტუარზე ვიდექი გაშეშებული, სანამ
ჩემი თანმხლებნი გადაწყვეტდნენ, სად წავსულიყავით. ვიდე-
ქი და მათ ვუყურებდი. ბედნიერები ჩანდნენ. ბელანო, ლიმა,
მიულერი და ტროცკის შვილთაშვილი. ვიტრინის მეორე
მხრიდან ვხედავდი, როგორ იცინოდნენ, როგორ იკრუნჩხე-
ბოდნენ სიცილისგან. ალბათ მერე აღარასოდეს ნახავდნენ იმ
გოგოს. გოგონა ვოლკოვი აშკარად კარგი საზოგადოებიდან
იყო, დანარჩენ სამს კი შუბლზე ეწერა, რომ მათი ბედისწერა
ლეკუმბერი ან ალკატრასი127 უნდა ყოფილიყო. არ ვიცი, რა
დამემართა, გეფიცებით, არ ვიცი. გული ამიჩუყდა, არადა,
როდის იყო სოპილოტე კოლინა სულით ეცემოდა. ის ნაბიჭ-
ვრები ვერონიკა ვოლკოვთან ერთად იცინოდნენ, ეს კი ნიშ-
ნავდა, რომ ლევ ტროცკისთან ერთადაც იცინოდნენ. აღარა-
სოდეს იქნებოდნენ ასე ახლოს ბოლშევიკურ პარტიასთან.
უფრო სწორად, ასე ახლოს ყოფნა აღარასოდეს მოუნდებო-
დათ. ფიქრით დონ ივან რეხანოვს გადავწვდი და ვიგრძენი,
რომ გული ნაღველით მევსებოდა. მაგრამ თან რაღაც მახა-

127 ლეკუმბერი და ალკატრასი – ცნობილი ციხეები მექსიკასა და აშშ-ში


537 მკითხველთა ლიგა
რებდა, ჯანდაბა. გაგიჟდება კაცი, რა უცნაური რამეები ხდება
„ელ ნასიონალში“, ფულის აღების დღე რომ მოაწევს.

ვერონიკა ვოლკოვი, ერთ მეგობარ გოგოსა და ორ მეგო-


ბარ ბიჭთან ერთად, საერთაშორისო გასასვლელი, მეხიკოს
აეროპორტი, 1981 წლის აპრილი. შეცდა სენიორ ხოსე კო-
ლინა, როდესაც ამტკიცებდა, რომ ჩილეს მოქალაქეებს არ-
ტურო ბელანოსა და ფელიპე მიულერს, და მექსიკის მოქალა-
ქეს, ჩემს თანამემამულეს, ულისეს ლიმას აღარასოდეს აღარ
შევხვდებოდი. თუკი მისი მონაყოლი, რაც, სხვათა შორის, სი-
ნამდვილეს მაინცდამაინც არ შეესაბამებოდა, 1975 წელს
იყო მომხდარი, მაშინ, გამოდის, რომ ზემოთ ჩამოთვლილ
ბიჭებს დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ისევ გადავეყარე.
ჰო, თუ კარგად მახსოვს, ეს შეხვედრა 1976 წლის მაისში თუ
ივნისში უნდა მომხდარიყო. შედარებით ნათელი ღამე იდგა,
ბრჭყვიალაც კი. ასეთ ღამეებში წლები გადიოდა, ზანტად,
განსაკუთრებული სიფრთხილითაც კი ვმოძრაობდით მექსი-
კელები, უფრო მეტად კი უცხოელი, დაბნეული სტუმრები.
ასეთი ღამე პირადად მე, ერთგვარ მასტიმულირებელ ფაქტო-
რად მიმაჩნია, მაგრამ, ამასთანავე, მაინც ვფიქრობ, და ამაში
დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად ნაღვლიანი პერიოდია.
ის ამბავი, რის მოყოლასაც ვაპირებ და რასაც მაინცდამა-
ინც დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რეფორმის ქუჩაზე, კინო-
თეატრის შესასვლელში მოხდა, რომელიღაც, არ ვიცი, ჩრდი-
ლოამერიკული თუ ევროპული ფილმის პრემიერაზე. ისიც კი
შეიძლება დავუშვა, რომ ფილმის რეჟისორი მექსიკელი იყო.
მეგობრებთან ერთად მივდიოდი და უცებ, არ ვიცი რო-
გორ, ისინი დავინახე. კინოთეატრის მთავარ კიბეზე ისხდნენ,
ეწეოდნენ და საუბრობდნენ. იმათ უფრო ადრე დავენახეთ,
538 მკითხველთა ლიგა
მაგრამ მოსასალმებლად არ მომიახლოვდნენ. მართალი
გითხრათ, მათხოვრებს ჰგავდნენ და იმ კინოთეატრის შესას-
ვლელს საშინლად არ უხდებოდნენ. კიბეზე კარგად ჩაცმული,
წმინდად გაპარსულ-დავარცხნილ ხალხი ადიოდა. ადამიანე-
ბი მათ დანახვაზე შიშით გვერდზე იწევდნენ, ფრთხილობ-
დნენ, რომელიმე მათგანს ხელი არ წაეტანებინა, ან ფეხებს
შორის არ გასძრომოდა. განსაკუთრებით ერთ-ერთი მომ-
ხვდა თვალში. მომეჩვენა, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების
ქვეშ იყო. მგონი, ბელანო. მეორეს, მგონი, ულისეს ლიმას,
ხელში წიგნი ეჭირა. იმ წიგნს თან კითხულობდა, თან ფურ-
ცლების მინდვრებზე რაღაცებს იწერდა, თან რაღაცას ღიღი-
ნებდა. მესამემ (არა, მიულერს ნამდვილად არ ჰგავდა, მი-
ულერი მაღალი და ქერა მახსოვდა, ეს კი დაბალი ტანისა და
შავგვრემანი იყო) შემომხედა და ისე გამიღიმა, თითქოს მისი
ძველი ნაცნობი ვყოფილიყავი. სხვა გზა აღარ მქონდა და ღი-
მილზე ღიმილითვე ვუპასუხე, მერე მეგობრებს ცოტა ხნით ჩა-
მოვშორდი, ბიჭებს მივუახლოვდი და მივესალმე. ულისეს
ლიმამ ჩემს მისალმებას უპასუხა, თუმცა, კიბიდან არ ამდგა-
რა. ბელანო მექანიკურად ფეხზე წამოდგა, მაგრამ ისე შემომ-
ხედა, თითქოს ვერც კი მიცნო. მესამემ მითხრა, შენ ვერონიკა
ვოლკოვი არ ხარო? და ჟურნალში ჩემი ახლად დაბეჭდილი
ლექსები ჩამოთვალა. მარტო იმას ეტყობოდა, რომ ჩემთან
საუბარი უნდოდა. ღმერთო ჩემო, ოღონდ ტროცკიზე არ და-
მიწყოს ლაპარაკი-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ ტროცკი არ უხ-
სენებია, მარტო პოეზიაზე ილაპარაკა, რაღაც ჟურნალი ახსე-
ნა და მითხრა, ჩვენი საერთო მეგობარი გამოსცემსო (საერ-
თო მეგობარი? რა საშინელებაა!) მერე კიდევ რაღაცებს, ამ-
ბობდა, რაც ვერ გავიგე.

539 მკითხველთა ლიგა


მათთან შეყოვნებაში წუთზე მეტი არ დამიკარგავს. წას-
ვლა რომ დავაპირე, ბელანომ დიდი ყურადღებით შემომხედა
და მიცნო. აჰ, ვერონიკა ვოლკოვო, შესძახა და სახეზე ღიმი-
ლი აღიბეჭდა. მომეჩვენა, რომ რაღაც იდუმალად გაიღიმა.
პოეზიის საქმე როგორ არისო, მკითხა. არ ვიცოდი, ასეთ სუ-
ლელურ კითხვაზე რა მეპასუხა და ვარჩიე, მხრები ამეჩეჩა. ამ
დროს გავიგონე, როგორ მეძახდა ჩემი ერთ-ერთი მეგობარი
და ბიჭებს დავემშვიდობე. ბელანომ ხელი გამომიწოდა. ჩა-
მოვართვი. მესამემ ლოყაზე მაკოცა. ერთი წამით გავიფიქრე,
რომ სულ ადვილად შეეძლო, თავისი მეგობრები იქ, კიბეზე
მიეტოვებინა და ჩვენთან ერთად წამოსულიყო. ერთმანეთს
კიდევ შევხვდებითო, მითხრა დამშვიდობებისას. ულისეს ლი-
მა არც ამჯერად წამომდგარა. თვალი მათ ბოლოს მაშინ ვკი-
დე, როდესაც კინოში შევდიოდი. ამასობაში ვიღაც მეოთხე
შემატებოდათ და მას ესაუბრებოდნენ. მგონი, თუმცა ვერ და-
ვიჩემებ, მხატვარი პერეს კამარგა უნდა ყოფილიყო. კარგად
იყო ჩაცმული, სუფთად, თუმცა, ქცევაზე ეტყობოდა, რომ რა-
ღაცაზე ძალიან ნერვიულობდა. მოგვიანებით, კინოთეატრი-
დან გამოსვლისას ისევ დავინახე პერეს კამარგა თუ ის, ვინც
მას ჰგავდა. აი, დანარჩენები, ის სამნი კი, სამი პოეტი, რომ-
ლებიც, ჩემი აზრით, ისევ იქ უნდა მსხდარიყვნენ, აღარსად
ჩანდნენ. როგორც ჩანს, იმ მეოთხეს ელოდნენ, ხანმოკლე
შეხვედრის შემდეგ კი იქაურობა დაეტოვებინათ.

ალფონსო პერეს კამარგა, ტოლედოს ქუჩა, მეხიკო, 1981


წლის ივნისი. ბელანო და ლიმა რევოლუციონერები არ ყო-
ფილან. არც მწერლები. ხანდახან ლექსებს წერდნენ, მაგრამ
არც ის მგონია, პოეტები ყოფილიყვნენ. ბარიგები იყვნენ. ძი-
რითადად მარიხუანის, თუმცა მინის ქილებით სოკოს წვნი-
540 მკითხველთა ლიგა
ანიც შეეძლოთ შემოეთავაზებინათ. ძალიან ორიგინალური
შემოთავაზება კი გამოსდიოდათ, რადგან ქილები ბავშვთა
კვებისთვის იყო განკუთვნილი და პირველივე შეხედვაზე გუ-
ლისრევას იწვევდა, რადგან ქილების მინის კედლებიდან ამ-
ნიონურ სითხეში ჩაგდებული ბავშვის ყაყა გეგონებოდათ.
ბოლოს მაინც მივეჩვიეთ ამ საძაგელი შესახედაობის სოკოს
და ყველაზე მეტად მას ვითხოვდით: ოაჰაკის სოკოს, ტამაუ-
ლიპასის სოკოს, უასტეკის სოკოს, ვერაკრუსისას, პოტო-
სურს, ან, ეშმაკმა იცის, კიდევ სადაურს. წვეულებებზე ან petit
comite-ზე128 მივირთმევდით ხოლმე. ჩვენ ვინ ვიყავით? მხატ-
ვრები ჩემსავით, არქიტექტორები, როგორც საცოდავი კიმ
ფონტი (სინამდვილეში, სწორედ მან გაგვაცნო ეს ბიჭები, ისე
რომ ეჭვიც არ აუღია, ყოველ შემთხვევაში მირჩევნია, ასე ვი-
ფიქრო, რა ურთიერთობა დამყარდებოდა ჩვენ შორის). ის ბი-
ჭები ამ საქმისთვის მართლაც ვარგოდნენ.
როდესაც ისინი გავიცანი (საწყალი კიმის სახლში) პოეზია-
სა და მხატვრობაზე დავიწყეთ საუბარი, მექსიკურ პოეზიასა
და მხატვრობას ვგულისხმობ (სხვაც არსებობს?). მაგრამ ცო-
ტა ხნის შემდეგ ჩვენი საუბრის თემა ნარკოტიკები გახდა.
ნარკოტიკებიდან კი საქმიან ლაპარაკზე გადავედით. რამდე-
ნიმე წუთის შემდეგ უკვე ეზოში გამიყვანეს და ტირიფის ხის
ჩრდილში პირველად გამასინჯეს მარიხუანა. თან ჰქონდათ.
უმაღლესი ხარისხისა იყო, ბატონებო, როგორ მოხდა, რომ
აქამდე ვერ დავაფასე, უსიამოვნო გემო არ დაჰყვებოდა, რო-
გორც ზოგიერთს. ასე გავხდი მათი კლიენტი. ნელ-ნელა ჩემი
მეგობრებიც გავაცანი, მხატვრები და არქიტექტორები და
ისინიც ლიმას და ბელანოს კლიენტები გახდნენ. თუკი გარ-

128 petit Comite (ფრანგ.) – შეკრება ვიწრო წრეში


541 მკითხველთა ლიგა
კვეული თვალსაზრისით შევხედავთ, ეს პროგრესი იყო, რომ
არ ვთქვა შვება-მეთქი. ყოველ შემთხვევაში, სუფთები მაინც
იყვნენ. კაცს შეეძლო, თან ხელოვნებაზე ელაპარაკა მათთან,
თან მარიხუანა გაესინჯა. მიგვაჩნდა, რომ ეს ბიჭები არ ეცდე-
ბოდნენ, ჩვენთან ეთაღლითათ ან ხაფანგი დაეგოთ. იმ ხა-
ფანგებზე ვამბობ, ნარკოგამსაღებლები რომ აგებენ ხოლმე.
მეტ-ნაკლებად მორიდებულები იყვნენ (ან ჩვენ ასე გვეგონა)
და პუნქტუალურები, რესურსებიც გააჩნდათ. მაგალითად,
შეგვეძლო დაგვერეკა და გვეთქვა, ხვალისთვის ორმოცდაა-
თი გრამი „გოლდენ აკაპულკო“ გვჭირდებაო, უარს არასო-
დეს გვეტყოდნენ, მარტო ადგილსა და დროს გვეკითხებოდ-
ნენ, სად უნდა მოეტანათ, არც თანხას ასახელებდნენ, თუმცა,
გაწბილებულებს არასოდეს ვტოვებდით. იმდენს ვიხდიდით,
რამდენსაც იტყოდნენ, ულაპარაკოდ. ასეთ კლიენტებთან მუ-
შაობა ერთი სიამოვნებაა, არა? ყველაფერი კარგად მიდი-
ოდა. ხანდახან, რა თქმა უნდა, შეხედულებებში ვერ ვეწყობო-
დით. ზოგადად, ჩვენი ბრალი იყო. ძალიან ვუშინაურდებო-
დით, არადა, ხომ იცით, არიან ადამიანები, რომლებთანაც,
აჯობებს, ერთგვარი დისტანცია დაიჭირო. მაგრამ ჩვენი დე-
მოკრატიული ბუნება დროდადრო გვღალატობდა და, მაგა-
ლითად, როდესაც რამე წვეულებას ვმართავდით, ან განსა-
კუთრებით მოსაწყენი საღამო გვქონდა, იმათაც ვეძახდით,
სასმელით ვუმასპინძლდებოდით, ვთხოვდით, დეტალურად
აეხსნათ, საიდან იყო ჩამოტანილი მათი საქონელი. ადვილი
გასაგებია, რომ გვაინტერესებდა, რადგან ჩვენ უნდა მოგვე-
წია. უბრალო შეკითხვა იყო, უწყინარი, ყოველგვარი შეურაც-
ხყოფის გარეშე. ისინი კი, მართალია, ჩვენს სასმელებსაც
სვამდნენ და ჩვენს შეთავაზებულ საჭმელებსაც გეახლებოდ-
ნენ, მაგრამ, ამას რაღაც სხვანაირად აკეთებდნენ, როგორ
542 მკითხველთა ლიგა
ვთქვა... როგორღაც განყენებულად, ცივად, თითქოს თან იყ-
ვნენ ჩვენთან ერთად და თან არა, ან თითქოს ჩვენ მწერები
ვიყავით ან ძროხები, რომლებსაც ყოველ ღამე სისხლს უშ-
ვებდნენ, თუმცა, იმდენს არა, რომ დავხოცილიყავით, რადგან
ჩვენი ცოცხლად შენახვა უფრო აწყობდათ. ჩვენთან ურთიერ-
თობას მათი მხრიდან სიახლოვის, სიმპათიის, კეთილგანწყო-
ბის არავითარი ნიშანი არ ეტყობოდა. ამას ყოველთვის ვამ-
ჩნევდით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, ამ დროს მთვრა-
ლები ან დაბოლილები ვიყავით. ხანდახან, როგორღაც რომ
გამოგვეცოცხლებინა ჩვენი ურთიერთობა, ვაიძულებდით,
ჩვენი აზრები, კომენტარები მოესმინათ იმის შესახებ, რასაც
მათზე სინამდვილეში ვფიქრობდით. რა თქმა უნდა, მათ ნამ-
დვილ პოეტებად არასოდეს აღვიქვამდით. მითუმეტეს, რევო-
ლუციონერებად. ბარიგები იყვნენ და მორჩა! მაგალითად,
ჩვენ ოქტავიო პასს ვცემდით პატივს, ისინი კი, უვიცთა ამპარ-
ტავნებით, მას უშვერი სიტყვებით აძაგებდნენ. ეს ხომ დაუშ-
ვებელია? ერთხელ, არ ვიცი რატომ, რაღაც თქვეს ტამაიოს
საწინააღმდეგო. ეს უკვე მეტისმეტი იყო, არ ვიცი, რა კონტექ-
სტში, მართალი გითხრათ, არც ის მახსოვს, ეს სად მოხდა,
ჩემთან ვიქნებოდით, შეიძლება ჩემთან არც ვიყავით, რა
მნიშვნელობა აქვს, მთავარი ის არის, რომ ვიღაც ტამაიოსა
და კუევასზე129 ლაპარაკობდა და ერთ-ერთმა ჩვენგანმა სიტ-
ყვა ჩამოაგდო ხოსე ლუისის სიმტკიცეზე, ძალაზე, იმ ღირებუ-
ლებებზე, რაც მის ყოველ ნამუშევარში ასე თვალსაჩინოდ იკ-
ვეთება, ისიც ითქვა, ბედმა გაგვიღიმა, რომ მისი თანამემამუ-
ლეები და თანამედროვეები ვართო, და ამ დროს ერთ-ერთმა
მათგანმა (ორივე კუთხეში იჯდა, ასე დამამახსოვრდნენ, რო-

რუფინო ტამაიო (1899-1991), ხოსე ლუის კუევასი (1937-2017) – ცნო-


129

ბილი მექსიკელი მხატრები


543 მკითხველთა ლიგა
გორ ელოდნენ ფულს კუთხეში მსხდარნი) განაცხადა, კუევა-
სის ღირსება, სიმტკიცე თუ ენერგია, არ ვიცი, რომელი სიტყვა
იხმარა, სრული ბლეფიაო. ამ ნათქვამმა უეცრად ადგილზე
გაგვაცივა. იმ სიცივემ და აღშფოთებამ, რაც, როგორც ჩანს,
ჩვენში შინაგანად უკვე მომწიფებული იყო, სხეულებში ერ-
თიანად დაგვიარა, არ ვიცი, გასაგებად ავხსენი თუ არა და
ლამის ცოცხლად შევჭამეთ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ
ხანდახან მათი მოსმენა გვართობდა კიდეც, საერთოდ კი ორ
უცხოპლანეტელს უფრო ჰგავდნენ. მაგრამ, რაც უფრო ნდო-
ბით მოექცეოდით, რაც უფრო კარგად გაიცნობდით, ან ყუ-
რადღებით მოუსმენდით, მათი პოზა მით უფრო უსიამოვნო
მოგეჩვენებოდათ და სურვილი გაგიჩნდებოდათ, მათგან თა-
ვი შორს დაგეჭირათ. პოეტები ნამდვილად არ იყვნენ, არც
რევოლუციონერები, ჩემი აზრით, არც სექსზე გადარეულები.
ამით რის თქმა მინდა? იმის, რომ სექსი არ აინტერესებდათ
(მარტო ის აინტერესებდათ, რომ ჩვენგან ფული ეშოვათ),
ისევე, როგორც პოეზია ან პოლიტიკა, თუმცა გარეგნულად
მემარცხენე ახალგაზრდა პოეტების ბანალურ არქეტიპში
ჯდებოდნენ. მაგრამ არა, სექსი ნამდვილად რომ არ აინტერე-
სებდათ, ამაში დარწმუნებული ვარ. საიდან ვიცი? ერთი მეგო-
ბარი ქალისგან. ის ქალი არქიტექტორი იყო და ერთ-ერთთან
დაწოლა უნდოდა, მგონი, ბელანოსთან. მაგრამ, როდესაც
საქმე საქმეზე მივიდა, ტიპს არაფერი გამოუვიდა. ცრუქაქუნე-
ბი იყვნენ.

544 მკითხველთა ლიგა


14

თავისუფალი ადგილი გამოგვიჩნდა და ვიფიქრე, ნიკარა-


გუაში გასამგზავრებელ ჯგუფში ჩემი ძმაკაცი ულისეს ლიმა
ხომ არ ჩავრთო-მეთქი. ეს ამბავი იანვარში ხდებოდა. ახალი
წლის ამაზე უკეთეს დასაწყისს, აბა, ვინ წარმოიდგენს. თან
მითხრეს, ლიმა ძალიან ცუდად არისო, ჰოდა, ვიფიქრე რევო-
ლუციაში მოგზაურობა რაიმეს ხალისს მაინც დაუბრუნებს-
მეთქი. ამიტომ, საბუთები ისე გავამზადე, რომ არავისთან შე-
მითანხმებია და ულისესი იმ თვითმფრინავში გავამწესე, მა-
ნაგუაში რომ მიფრინავდა. რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, რომ ამ
ჩემი გადაწყვეტილებით საკუთარი ნებით ყულფში ვყოფდი
თავს. რომ მცოდნოდა, ულისეს ლიმა მეხიკოდან ფეხს ვერ
მოიცვლიდა, მაგრამ ადამიანი იმპულსური არსებაა, თანაც,
მოსახდენი ბოლოს და ბოლოს ხომ აუცილებლად ხდება
ხოლმე, განა სათამაშოები არ ვართ ბედისწერის ხელში, გა-
ნა ასე არ არის?
ჰო, რას ვამბობდი? ულისეს ლიმა თვითმფრინავში ჩავსვი
და სანამ გავფრინდებოდით, მაშინვე ვიყნოსე, თუ რა მელო-
და ამ მგზავრობაში. მექსიკურ დელეგაციას ჩემი შეფი, პოეტი
ალამო ხელმძღვანელობდა. ალამომ ულისესი დაინახა თუ
არა, ფერი დაკარგა და ცალკე გამიყვანა სალაპარაკოდ. მონ-
ტერო, ამ ნაგავს აქ რა უნდაო, მკითხა. ჩვენთან ერთად მანა-
გუაში მოემგზავრება-მეთქი ვუპასუხე. მიჯობს, ალამოს და-
ნარჩენი სიტყვები არ გავიმეორო, რადგან სინამდვილეში ცუ-
დი ადამიანი არა ვარ. მაგრამ გავიფიქრე, თუ არ გინდოდა,
რომ ეს პოეტი ჩვენთან ერთად წამოსულიყო, შე უსაქმურო,
მაშინ, სია შენ თვითონ უნდა შეგემოწმებინა, რატომ შენ თვი-
545 მკითხველთა ლიგა
თონ არ გაისარჯე, ყველასთვის დაგერეკა, ვის წამოყვანასაც
აპირებდი-მეთქი. ამით იმის თქმა არ მინდა, თითქოს მე ამას
არ გავაკეთებდი. ალამომ პირადად დაპატიჟა თავისი უახ-
ლოესი მეგობრები, უფრო რომ დავაკონკრეტო, სოფლური
პოეზიის ბანდა. მერე პირადი მოწვევა თავის საყვარელ გუნ-
დრუკის მკმეველთ გაუგზავნა, მერე მექსიკური ლიტერატუ-
რის წონითა თუ კალმით მნიშვნელოვანი პირები გაიხსენა,
ყველა ლოკალური ჩემპიონი თავ-თავის კატეგორიებში, მაგ-
რამ, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ამ ქვეყანაში ფორ-
მალობა არ არსებობს, ჰოდა, წასვლის წინ ორმა-სამმა რქი-
ანმა გამგზავრებაზე უარი განაცხადა და, როგორც ნერუდა
ამბობს, მე გავხდი იძულებული, დანაკლისი შემევსო. სწო-
რედ მაშინ გამახსენდა ლიმა. ვიცოდი, ოღონდ ვისგან, არ
მახსოვს, რომ მექსიკაში დაბრუნებულიყო და საქმეები ძალი-
ან ტრაკისკენ მიდიოდა. მე კი ისეთი ვინმე ვარ, თუკი კარგის
გაკეთება მინდა ვინმესთვის, ვუკეთებ, მექსიკამ გამხადა ასე-
თი და რა ვქნა.
ახლა, ცხადია, უმუშევარი ვარ და ხანდახან, როდესაც
აქეთ გამოვივლი ხოლმე, როდესაც ნაბახუსევზე მეხიკოს
ერთ-ერთ ასეთ აპოკალიფსურ გარიჟრაჟს შევყურებ, ვფიქ-
რობ, რომ ცუდად მოვიქეცი. ხომ შემეძლო, სხვა ვინმე მიმეწ-
ვია, მოკლედ, მივქარე, თუმცა, ზოგადად თუ შევხედავთ, არ
ვნანობ. ჰოდა, როგორც გიყვებოდით, თვითმფრინავში ვის-
ხედით, ალამოს ახალი აღმოჩენილი ჰქონდა, რომ მგზავრებს
შორის ულისეს ლიმაც ერია. მე ვუთხარი: დაწყნარდით, მაეს-
ტრო, არაფერი მოხდება, გპირდებით-მეთქი. მაშინ ალამომ
ისეთი ცეცხლოვანი მზერით შემომხედა, თითქოს თვალებით
ჩემი გახვრეტა უნდაო და დაამატა, კარგი, მონტერო, შენ აგე-
ბს პასუხს, ვნახოთ, როგორ გადაჭრი ამ საკითხსო. ვუპასუხე,
546 მკითხველთა ლიგა
მექსიკის პავილიონი ყველაზე მაღალ დონეზე იქნება, შეფ,
მენდეთ და დაწყნარდით, ნურაფერზე ინერვიულებთ-მეთქი.
ამ საუბარში რომ ვიყავით, ჩვენი თვითმფრინავი პირდაპირ
მანაგუისკენ მიფრინავდა. ცა კი შავი, საშინლად მოქუფრული
იყო. ჩვენი დელეგაციის მწერლები ისე სვამდნენ, თითქოს
იცოდნენ, ეჭვი ჰქონდათ, ან ვინმემ მიანიშნა, თვითმფრინავი
აუცილებლად ჩამოვარდებაო. ხან ერთთან მივდიოდი, ხან
მეორესთან, მთელი გზა გასასვლელში ბოლთას ვცემდი, დე-
ლეგაციის წევრებს სათითაოდ ვესალმებოდი, მექსიკელი
მწერლების დეკლარაციას ვარიგებდი. ის დეკლარაცია ალა-
მოს და სოფლის პოეტების მიერ იყო შედგენილი ნიკარაგუის
მოძმე ხალხთან სოლიდარობის ნიშნად, თუმცა მისი გაშალა-
შინება მე მომიხდა (და კარგა მაგრა შესწორებაც, რა არის
დასამალი!). ჰოდა, იმ დეკლარაციას დავაფრიალებდი, ვისაც
წაკითხული არ ჰქონდა, ვაკითხებდი – და ეს დელეგაციის
წევრთა დიდი უმრავლესობა იყო – რათა იქ, სადაც ეწერა
„ქვემორე ხელის მომწერნი“, ხელი მოეწერათ, ანუ ზუსტად
ალამოსა და სოფლის პოეტების, აპოკალიფსისის კვინტეტის
ხელმოწერების ქვემოთ.
სანამ დაკლებულ ხელმოწერებს ვაგროვებდი, ვინაიდან
თავიდან სულ რამდენიმე ხელმოწერა იყო, ულისეს ლიმაზე
ვფიქრობდი. სავარძლის საზურგიდან მისი გრძელი თმა ირ-
ხეოდა და მომეჩვენა, რომ ლიმას ან თავბრუ ეხვეოდა, ან
ეძინა. ყოველ შემთხვევაში, თვალები დახუჭული, სახე კი და-
მანჭული ჰქონდა, თითქოს რაღაც კოშმარი ესიზმრებაო. ვი-
ფიქრე, ეს ბიჭი ამ დეკლარაციას ხელს არ მოაწერს-მეთქი და
ერთი წუთით, სანამ თვითმფრინავი ხან ერთ, ხან მეორე ხა-
რეს გადაქანდებოდა, თითქოს სადაცაა ყველაზე საშინელი
ვარაუდები უნდა ასრულდესო, არ გამოვიყენე შემთხვევა,
547 მკითხველთა ლიგა
მისთვის ხელის მოწერა მეთხოვა. გადავწყვიტე, საერთოდ
უგულვებელმეყო. თავი კი იმით გავიმართლე, რომ ამ მოგ-
ზაურობაში უბრალოდ მეგობრულად ჩავრთე, იმიტომ, რომ
ცუდად იყო, ყოველ შემთხვევაში მე ასე მითხრეს, და არა იმი-
ტომ, რომ ვინმესთვის გამოეხატა სოლიდარობა. მაგრამ მე-
რე თავში აზრად მომივიდა, რომ ალამო და სოფლის პოეტები
ლუპით შეამოწმებდნენ იმ ხელმოწერებს, რომლებიც „ქვემო-
რე ხელის მომწერნის“ ქვემოთ იქნებოდა ჩაწიკწიკებული და
მისი ხელმოწერა რომ არ იქნებოდა, პასუხისგება მე მომიწევ-
და, და ეჭვმა დაისადგურა ჩემს ცნობიერებაში, როგორც
ოტონი ამბობს. მივუახლოვდი ულისეს, მხარზე შევეხე და
იმანაც თვალები მაშინვე გაახილა, თითქოს ჩემნაირი რობო-
ტი ყოფილიყო, სხეულში უხილავი მექანიზმი ჰქონოდა ჩამაგ-
რებული, გაიღვიძა და ისე შემომხედა, თითქოს ვერც კი მიც-
ნო, მაგრამ მერე მიცნოო (არ ვიცი, სწორად ავხსენი თუ არა,
ალბათ ვერა), გვერდით მივუჯექი და ვუთხარი, იცი, ულისეს,
ერთი საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი, აქ ბატონებმა ერთ
რაღაც, ასე ვთქვათ, სოლიდარობის აქტს მოაწერეს ხელი, ნი-
კარაგუელი მწერლების მხარდასაჭერად და ნიკარაგუელი
ხალხის მხარდასაჭერად, და მარტო შენი ხელმოწერა მჭირ-
დება, მაგრამ, თუ არ გინდა, ხელი მოაწერო, არა უშავს, რა-
მეს მოვახერხებ-მეთქი. მან კი ისეთი ხმით მიპასუხა, რომ
ლამის გული გამეხლიჩა, მომეცი წავიკითხოო. თავიდან ვერ
მივხვდი, რა ჯანდაბას გულისხმობდა, და როდესაც მივხვდი,
დეკლარაციის ასლი მოვიტანე და დავინახე, – როგორ იტყვი-
ან, სიტყვებში ჩაიძირაო? რაღაც ამდაგვარი. ვუთხარი, ახლა-
ვე მოვალ, ულისეს, თვითმფრინავში გავივლი, იქნებ კაპი-
ტანს ჩემი დახმარება სჭირდება, შენ კი ამასობაში წყნარად
წაიკითხე, არ აჩქარდე, არ გეგონოს, რომ ვინმე რამეს გაძა-
548 მკითხველთა ლიგა
ლებს, თუ გინდა, მოაწერე ხელი, არადა არა-მეთქი. ეს ვთქვი
და მაშინვე სავარძლიდან წამოვდექი, თვითმფრინავის ცხვი-
რისკენ წავედი, ხომ ცხვირი ჰქვია, არა? თვითმფრინავის წინა
ნაწილს ვგულისხმობ. ერთხანს იქ დავყავი, თან, გზადაგზა იმ
წყეულ დეკლარაციას მექსიკისა და ლათინური ამერიკის ყვე-
ლაზე სახელოვან მწერლებს (რადგან მწერლებს შორის მექ-
სიკაში გადმოხვეწილი ლტოლვილებიც იყვნენ, სამი არგენ-
ტინელი, ერთი ჩილელი, ერთი გვატემალელი, ორი ურუგვა-
ელი) ჯერ ვურიგებდი, მერე უკან ვართმევდი. სახელოვანი
მწერლები მოგზაურობის ამ სიმაღლეზე უკვე იწყებდნენ ეთი-
ლით მოწამვლის ნიშნების გამოვლენას, და როდესაც იქ დავ-
ბრუნდი, სადაც ულისესი იჯდა, მან დეკლარაცია უკვე ხელმო-
წერილი დამახვედრა, საუცხოოდ დაკეცილი ფურცელი გვერ-
დითა ცარიელ სავარძელზე დაედო, თავად კი თვალები ისევ
დაეხუჭა. თვალდახუჭული კი იყო, მაგრამ, რატომღაც სავარ-
ძელში დაძაგრული იჯდა, გეგონებათ, რაღაცისგან იტანჯება,
მაგრამ თან თითქოს ამ ტანჯვას (თუ რაც იყო) უდიდესი ღირ-
სებით იტანსო. მას მერე არ მინახავს, სანამ მანაგუაში არ ჩა-
ვედით.
არ ვიცი, პირველ დღეებში რა აკეთა, მარტო ის არის ჩემ-
თვის ცნობილი, რომ არც ერთ შეხვედრაზე არ ყოფილა, არც
ერთ ღონისძიებაზე, არც ერთ მრგვალ მაგიდას არ დასწრე-
ბია. ხანდახან მაგონდებოდა, მაგის დედაც, როგორ დაიკარ-
გა-მეთქი. არადა, იქ ცოცხალი ისტორია იქმნებოდა, რო-
გორც მიღებულია თქმა, დაუსრულებელი ზეიმი იყო. მახ-
სოვს, იმ დღეს, როდესაც სამინისტროში ერნესტო კარდე-
ნალმა მიგვიღო, სასტუმროს ნომერში მივაკითხე, მაგრამ
ლიმა იქ არ დამხვდა, მიმღებში მითხრეს, უკვე რამდენიმე ღა-
მეა არ გამოჩენილაო. როგორ მოვიქცე-მეთქი, საკუთარ
549 მკითხველთა ლიგა
თავს ვეკითხებოდი, ალბათ სადმე სვამს, ან ნიკარაგუელი მე-
გობარი ჰყავს და იმასთან არის-მეთქი. უამრავი საქმე მქონ-
და, მთელი მექსიკური დელეგაცია ჩემი მისახედი იყო, სად
შემეძლო, მთელი დრო ულისეს ლიმას ძებნაში დამეკარგა,
ისედაც საკმარისი პატივი ვეცი, სიაში რომ ჩავწერე და წამო-
ვიყვანე. ამიტომ თავი დავანებე, საერთოდ დავივიწყე. ასე გა-
დიოდა დღეები, როგორც ვალიეხო ამბობს და, მახსოვს, ერ-
თხელ დღისით ალამო მომიახლოვდა და მკითხა, მონტერო,
სად ჯანდაბაში აგდია ის შენი მეგობარი, დიდი ხანია არ დამი-
ნახავსო. მაშინ კი გამიელვა, ფუჰ შენი, ეტყობა, მართლა და-
იკარგა-მეთქი. გულწრფელად რომ გითხრათ, თავიდან ვერც
კი გავიაზრე, ამით რა მდგომარეობაში ვვარდებოდი, მო-
ულოდნელად, ყრუ ხმაურით რა სასიცოცხლოდ მნიშვნელო-
ვანი და არც ისე მნიშვნელოვანი დიაპაზონი მეხსნებოდა მო-
მავალში. მეგონა, სადღაც ახლომახლო იქნებოდა და, მიუხე-
დავად იმისა, რომ ვერ ვიტყვი, შემდეგი ნაბიჯის გადადგმა
დამავიწყდა-მეთქი, ასე ვთქვათ, ამ პრობლემის გადაჭრა მო-
მავლისთვის გადავდე. აი, ალამომ კი არ გადადო და იმ საღა-
მოს, ნიკარაგუელ და მექსიკელ პოეტებს შორის მეგობრულ
ვახშამზე კიდევ ერთხელ მკითხა, ულისეს ლიმა სად ჯანდაბა-
შიაო. ამას ისიც დაერთო, რომ კარდენალის ერთ-ერთმა ნა-
ბიჭვარმა ნათლულმა, რომელსაც ლიმა მექსიკაში სწავლის
დროს გაეცნო, როგორც კი გაიგო, რომ ჩვენი დელეგაციის
შემადგენლობაში იყო, მისი ნახვა მოისურვა, როგორც თავად
განაცხადა, რეალვისცერისტთა მამას უნდა მივესალმოო.
ჩასკვნილი ბიჭი იყო, ნახევრად თმაგაცვენილი და ვიღაცას
მაგონებდა, შეიძლება წლების წინ ნატიფ ხელოვნებაზე ლექ-
ციას მეც კი ვუკითხავდი. არ ვიცი, მომეჩვენა, რომ ნახევრად
დაცინვით ლაპარაკობდა, იმას ვგულისხმობ თუ როგორ წარ-
550 მკითხველთა ლიგა
მოთქვა ვისცერული რეალიზმის მამაო, თითქოს დამცინავად,
თითქოს მექსიკელ პოეტებს თავს აწონებდა, რაც მათ მარ-
თლაც მოწონებით მიიღეს და მართლაც ხუმრობად ჩაუთვა-
ლეს. თავად ალამომაც კი გაიცინა, სანახევროდ სიამოვნე-
ბით, სანახევროდ კი იმის გამო, რომ უდღეური პროტოკოლი
ამას მოითხოვდა. განა ასე არ იცინიან ხოლმე სოლიდარობი-
სა თუ პირმოთნეობის გამო, როდესაც ასეთ წრეებში შეხვედ-
რებზე რომელიღაც უწმაწურად გაიხუმრებს?
უკვე შუაღამე იყო გადასული, როდესაც, როგორც იქნა, ამ
აუტანელ ხალხს მოვშორდი. მეორე დღეს მათთან ერთად მე-
ხიკოში დაბრუნება მიწევდა. უეცრად ისეთი დაღლილობა
ვიგრძენი, რომ მუცელმაც კი გვრემა დამიწყო, არა, გულის-
რევას არ ვგრძნობდი, მაგრამ არც არაფერი უკლდა. ამიტომ,
გადავწყვიტე, სასტუმროს ბარში ჩავსულიყავი, რომ ცოტა მუ-
ცელი დამეწყნარებინა. იმ ბარში მეტ-ნაკლებად ნორმალურ
სასმელს გვთავაზობდნენ, ისეთს არა, როგორსაც მანაგუის
სხვა ამგვარ დაწესებულებებში, სადაც წმინდა წყლის შხამი
იყიდებოდა. არ ვიცი, ასეთ საზიზღრობას ვინც ამზადებს, იმ
დროს რაზე ფიქრობს. ბარში დონ პანკრასიო მონტესოლი
დამხვდა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ გვატემალელი
იყო, მექსიკის დელეგაციას ახლდა, სხვა მიზეზებთან ერთად
იმიტომაც, რომ, სულ ცოტა, ბოლო ოცდაათი წელიწადი მექ-
სიკაში ჰქონდა გატარებული. ბარში რომ შევედი, რაღაცას
თავგამეტებით სვამდა. ამიტომ, პირველ მისალმებაზე არ
უპასუხია, მერე მომიახლოვდა და მკითხა, ახალგაზრდავ, ამ
საღამოს რაღაც შეწუხებული მეჩვენები, სასიყვარულო ამბე-
ბი კარგად ვერ მიდისო? მე ვუპასუხე, ნეტავ ასე იყოს, დონ
პანკრასიო, უბრალოდ, დაღლილი ვარ-მეთქი. ხეპრის პასუხი
იყო, მაგრამ, როგორც არ უნდა შეხედოთ, ქალის გამო ნერ-
551 მკითხველთა ლიგა
ვიულობას დაღლილობა სჯობს და ასეც ვუპასუხე. როგორც
ჩანს, დონ პანკრასიომ რაღაც შემამჩნია, რადგან ჩვეულებ-
რივ, ასეთი ბრიყვული პასუხები არ მახასიათებს, ამიტომ, თა-
ვისი სკამიდან ისეთი სიმკვირცხლით ჩამოხტა, რომ ნამდვი-
ლად გამაოცა, შემოირბინა ის სივრცე, რომელიც ერთმანე-
თისგან გვყოფდა და ჩემ გვერდით ბარის სკამზე შემოსკუპდა.
აბა, რა მოხდაო? ჩამეკითხა. რაღა რა მოხდა, როდესაც დე-
ლეგაციის წევრი დავკარგე-მეთქი, მივუგე. დონ პანკრასიომ
ისე შემომხედა, თითქოს მის წინაშე მე კი არა, კედელი ყოფი-
ლიყოს აღმართული და ორმაგი ვისკი მოითხოვა. ერთხანს
ორივე ვდუმდით, სასმელს ვწრუპავდით და იმ ბნელ სივრცეს
გავცქეროდით ფანჯრიდან, რასაც ქალაქი მანაგუა ერქვა,
იდეალური ქალაქი დაკარგვისთვის, თუკი ლიტერატურულად
ვიტყვით, ქალაქი, რომელსაც მარტო მისი ფოსტალიონები
იცნობენ და სადაც, დარწმუნებული ვარ, მექსიკელი პოეტე-
ბის დელეგაცია მართლაც შეიძლებოდა დაკარგულიყო. დი-
დი ხნის შემდეგ, მგონი, პირველად ვგრძნობდი თავს მყუდ-
როდ. რამდენიმე წუთი იყო გასული, ვიღაც ძალიან გამხდარი
და დაბალი ტანის ბიჭი რომ გამოჩნდა და პირდაპირ დონ პან-
კრასიოსკენ გაქანდა ავტოგრაფისთვის. ხელში მორტისის მი-
ერ გამოცემული მისი დაჭმუჭნილი და ფულივით დაკეცილი
წიგნი ეჭირა. გავიგონე, როგორ ჩაილუღლუღა რაღაც ენის
ბორძიკით და წავიდა. მერე დონ პანკრასიოს სადღაც შიგნეუ-
ლიდან ამომავალი ხმა გავიგონე. ჯერ თავისი თაყვანისმცემ-
ლების ჯოგი ახსენა, მერე მცირე ლეგიონი მისი პლაგიატო-
რებისა, ბოლოს კალათბურთის გუნდისხელა მლანძღველე-
ბი. მერე ჯაკომო მორენო-რიცოზე ჩამოაგდო სიტყვა, მექსი-
კელ ვენეციელზე, რომელიც, ცხადია, ჩვენს დელეგაციაში არ
შედიოდა, თუმცა, როცა იმ ჯაკომო მორენო-რიცოს ახსენებ-
552 მკითხველთა ლიგა
და, სრულიად სულელურად გავიფიქრე, რომ მორენო-რიცოც
ჩვენთან ერთადაა და, სადაცაა, ბარის კარს შემოაღებს-მეთ-
ქი. სრულიად წარმოუდგენელი და უაზრო ფიქრი იყო, ვინაი-
დან ჩვენი დელეგაცია სოლიდარობის გამომხატველი მემარ-
ცხენე დელეგაცია გახლდათ, მაშინ, როდესაც მორენო-რი-
ცო, როგორც ყველამ იცის, პასის ლაქიაა. დონ პანკრასიომ
კი ისე გამოიყვანა თუ მიმანიშნა, თითქოს მორენო-რიცოს
ძალ-ღონე არ დაეშურებინოს იმისთვის, რომ მას, დონ პან-
კრასიოს, დამსგავსებოდა, თან ისე, რომ ეს თავადაც ვერ შე-
ენიშნა. მაგრამ მორენო-რიცოს პროზას არ შეეძლო არიდე-
ბოდა იმ ფარისევლურ და ამასთანავე, ყოყლოჩინა სტილს,
რომელიც ასეთი დამახასიათებელია მეორე მხრივ, ამერიკა-
ში გადმოხვეწილი ევროპელებისათვის, რაც ზედაპირულია,
ვითომ სიმამაცის გამოხატულებაო. ამის მიზანი მტრულ გა-
რემოში გადარჩენაა, მაშინ, როცა მისი – ჩემიო, როგორც გა-
ნაცხადა პანკრასიომ – რეიესის130 კანონიერი შთამომავლის
პროზაა, მორენო-რიცოს მსგავსთა უგულო ფალსიფიკაციე-
ბის ბუნებრივი მტერიო. ამ მონოლოგის შემდეგ კი დაინტე-
რესდა, მაინც ვინ არის ის დაკარგული მწერალი, ასე რომ გა-
დარდებსო. შემაკრთო მისმა ხმამ. ულისეს ლიმა ჰქვია-მეთ-
ქი, ვუპასუხე და ვიგრძენი, რომ კანზე ეკალი მაყრიდა. აჰა,
თქვა დონ პანკრასიომ. რამდენი ხანია, რაც არ ჩანსო? არ ვი-
ცი, შეიძლება პირველივე დღიდან-მეთქი. დონ პანკრასიო
ისევ დადუმდა. თუმცა ამასობაში ბარმენს ანიშნა, კიდევ ერ-
თი ვისკი დამისხიო. რა ენაღვლებოდა, ხარჯებს ხომ განათ-
ლების სამდივნო იხდიდა. შემდეგ კი განაგრძო: არა, პირვე-
ლივე დღეს არ დაკარგულა, ყველაზე ჩუმი კაცი იყო, მაგრამ
130ალფონსო რეიესი (1889-1959) – მექსიკელი მწერალი და დიპლომატი.
მექსიკური ლიტერატურის მნიშვნელოვანი ფიგურა
553 მკითხველთა ლიგა
ძალიან დაკვირვებული. ჩამოსვლის პირველ დღეს სასტუმ-
როში შევეჩეხეთ, მეორე დღესაც, ასე რომ, მაშინ აქ იყო,
თუმცა, მართალი გითხრა, არ მახსოვს, მერე ვნახე თუ არა.
პოეტია? რა თქმა უნდა, პოეტი იქნებაო, ისე თქვა, რომ ჩემს
პასუხს არ დალოდებია. მეორე დღის შემდეგ აღარ გინახავთ?
ვკითხე მე. მეორე საღამოს შემდეგ – აღარ, დამეთანხმა დონ
პანკრასიო. ახლა რა ვქნა? ისევ ვწუხდი მე. ტყუილად თავს ნუ
დაიტანჯავ, მითხრა დონ პანკრასიომ, ყველა პოეტი, ადრე თუ
გვიან, ოდესმე იკარგება, პოლიციას მიმართე, სანდინის-
ტურ131 პოლიციასო, დააზუსტა. მაგრამ მე გამბედაობა არ
მყოფნიდა პოლიციისთვის მიმემართა, სანდინისტური იქნე-
ბოდა თუ სომოსისტური.132 პოლიცია ყოველთვის პოლიციაა,
მითუმეტეს მაშინ, როდესაც სასმელისა თუ ფანჯარაში შე-
მოღწეული ღამის გამო გაბრუებული ვიყავი და ნამდვილად
არ გამაჩნდა იმდენი გამბედაობა, რომ ულისეს ლიმას გამო
ასეთი ნაბიჯი გადამედგა.
ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით აუცილებლად ვინანებ-
დი. მეორე დილით, აეროპორტში წასვლამდე, ალამოს თავში
მოუვიდა, მთელი დელეგაცია სასტუმროს ჰოლში შეეკრიბა,
რათა საბოლოოდ შეეჯამებინა ჩვენი ვიზიტი მანაგუაში, სი-
ნამდვილეში კი დალევის მიზეზი გასჩენოდა. როდესაც ჰოლ-
ში კიდევ ერთხელ და გარკვევით გამოვხატეთ ჩვენი სოლი-
დარობა ნიკარაგუელი ხალხის მიმართ, და ჩვენ-ჩვენი ნომ-

131 სანდინისტური – სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი


ფრონტი – ნიკარაგუის მემარცხენე პოლიტიკური პარტია, იყო ქვეყნის
მმართველი პარტია (1979-1990 და 2007-დან დღემდე); 1990-2006 წწ-ში
ხელმძღვანელობდა ძალოვან სტრუქტურებს. ეწოდა მე-20 ს-ის 20-30-ია-
ნი წლების რევოლუციონერის, აუგუსტო სესარ სანდინის პატივსაცემად.
132 ანასტასიო სომოსას ოჯახის დიქტატორული რეჟიმი ნიკარაგუაში 1936-

1979 წწ.
554 მკითხველთა ლიგა
რებისკენ გავეშურეთ ბარგის ასაღებად, ალამო ერთ-ერთი
სოფლის პოეტის თანხლებით მომიახლოვდა და მკითხა, ბო-
ლოს და ბოლოს, გამოჩნდა ულისეს ლიმა თუ არაო. სხვა გზა
აღარ დამრჩენოდა და ვუპასუხე, არა, თუკი ახლა თავის ნო-
მერში არ არის ჩაკეტილი და არ სძინავს-მეთქი. მოდი, ეჭვებს
ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათო, თქვა ალამომ
და სოფლის პოეტისა და ჩემი თანხლებით ლიფტისკენ გა-
ემართა. ულისეს ლიმას ნომერში აურელიო პრადერა აღმო-
ვაჩინეთ, პოეტი და დახვეწილი სტილისტი, რომელმაც ის
გაგვიმეორა, რაც მე უკვე ვიცოდი; კერძოდ ის, რომ ულისესს
სასტუმროში ჩამოსვლიდან მარტო პირველი ორი დღე გაეტა-
რებინა, მერე კი სადღაც გამქრალიყო. უგოს რატომ არ და-
უკავშირდი? – გაბრაზდა ალამო. ახსნა, რომელიც ამ შეკით-
ხვას მოჰყვა, ძალიან დამაბნეველი აღმოჩნდა. ალამო თმას
იჩეჩავდა. აურელიო პრადერამ განაცხადა, მე, მაინცდამაინც
მე რატომ მადანაშაულებთ, ისედაც კოშმარები მესიზმრებო-
და მთელი ღამე ულისეს ლიმას ხმამაღალი ხვრინვის გამოო.
მისი აზრით, ეს უმართებულო შეურაცხყოფა იყო. სოფლის
პოეტი იმ საწოლზე ჩამოჯდა, რომელიც, სავარაუდოდ, მთე-
ლი ამ გაუგებრობის მიზეზი უნდა ყოფილიყო და ლიტერატუ-
რული ჟურნალის თვალიერებას შეუდგა. ცოტა ხნის შემდეგ
შევნიშნე, რომ სოფლის სხვა პოეტებიც მოსულიყვნენ და ამ
სცენას ესწრებოდნენ, ზღურბლთან დონ პანკრასიო მონტე-
სოლიც შევნიშნე, ამ დრამის მდუმარე მოწმე, რომელიც ნო-
მერ 405-ის ოთხ კედელს შორის სცემდა ბოლთას. რა თქმა
უნდა, უმალ მივხვდი, რომ მექსიკური დელეგაციის მენეჯერის
ფუნქცია ხელიდან გამომეცალა. ეს ფუნქცია მაშინვე ხულიო
ლაბარკას გადაეცა, თეორეტიკოს მარქსისტს სოფლის პო-

555 მკითხველთა ლიგა


ეტებიდან, რომელმაც ამ საქმეს ხელი ისე ენერგიულად მოჰ-
კიდა, რომ მაშინ ჩემთვის სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა.
მისი პირველივე გადაწყვეტილებით, დელეგაციის წევრის
დაკარგვის შესახებ პოლიციაში უნდა განგვეცხადებინა. მერე
სასწრაფოდ მათი კრება მოიწვია, ვისაც იგი დელეგაციის
„მოაზროვნე თავებს“ ეძახდა, ანუ იმ მწერლებისა, დროდად-
რო თავიანთ მოსაზრებებსა და მოკლე ქრონიკებს რომ ბეჭ-
დავდნენ და პოლიტიკურ წიგნებს განიხილავდნენ (კიდევ არ-
სებობდნენ ე.წ. შემოქმედი თავები, რომელთა რიცხვს ისეთი
პოეტები თუ მწერლები ეკუთვნოდნენ, როგორიც, მაგალი-
თად, დონ პანკრასიო გახლდათ. გარდა ამისა, არსებობდნენ
ცალკე „გიჟი თავები“, ანუ ახალბედები, სამწერლო ასპარეზ-
ზე ახლად გამოჩენილები, როგორც აურელიო პრადერო და
ალბათ, თავად ულისეს ლიმაც. იყვნენ „მოაზროვნე-შემოქმე-
დი თავებიც“, რჩეულთა შორის რჩეულნი. ამ ჯგუფში მხო-
ლოდ სოფლის ორი პოეტი შედიოდა ლაბარკას თაოსნობით).
შექმნილი მდგომარეობის გულახდილად და გამოწვლილვით
შესწავლის შემდეგ, რომლის დროსაც დეტალურად განიხი-
ლეს ყველა ის ვერსია, რასაც შეეძლო არსებული სიტუაცია
გამოეწვია, შეკრებილები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სა-
უკეთესო გამოსავალი იყო, დელეგაციას წინასწარ განსაზ-
ღვრული გრაფიკით ემოქმედა, რაც იმას ნიშნავდა, რომ იმ
დღესვე უნდა დაბრუნებულიყვნენ მექსიკაში, ხოლო ლიმას
საქმის გარკვევა კომპეტენტური ორგანოების ხელში უნდა
დაეტოვებინათ.
რაც შეეხებოდა მექსიკელი პოეტის ნიკარაგუაში გაუჩინა-
რებას, მართლა შეიძლებოდა ამ ამბავს სერიოზული ამბები
მოჰყოლოდა, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ულისეს
ლიმას ძალიან ცოტა ვინმე თუ იცნობდა, და ვინც იცნობდა,
556 მკითხველთა ლიგა
იმათგან ნახევარი გადამტერებული ჰყავდა, მიხვდნენ, რომ
საშიში არაფერი იყო, ის კი არა, შეიძლება მისი დაკარგვა სა-
ერთოდ ვერავის შეემჩნია.
მოგვიანებით პოლიციაც მოვიდა და ალამო, ლაბარკა და
მე ვესაუბრეთ იმას, ვინც თავს ინსპექტორს ეძახდა. ლაბარ-
კამ მას მაშინვე „ამხანაგოთი“ მიმართა, ამხანაგო აქეთ, ამ-
ხანაგო იქითო. მართალი გითხრათ, ის ინსპექტორი პოლი-
ციელის პირობაზე ძალიან სიმპათიური და მიხვედრილიც კი
აღმოჩნდა, თუმცა, ისეთი არაფერი უთქვამს, რაზეც ჩვენ ნამ-
სჯელი არ გვქონდა. გვკითხა „ამხანაგ მწერალს“ რა თვისებე-
ბი ახასიათებსო. რასაკვირველია, ვუთხარით, რომ მისი თვი-
სებების შესახებ არაფერი ვიცოდით. დაინტერესდა რამე „უც-
ნაურობა“ ხომ არ სჭირდა, ან „სისუსტე“. ალამომ უპასუხა,
არაფერი მსგავსი არ ვიცი, თუმცა მწერალთა გილდია მრა-
ვალფეროვანია, როგორც თავად კაცობრიობა, ხოლო კაცობ-
რიობას, როგორც ცნობილია, უამრავი სისუსტე ახასიათებ-
სო. ლაბარკამ მხარი აუბა (თავისებურად) და განაცხადა, შე-
იძლება დეგრადირებული იყო, შეიძლება არაო. დეგრადირე-
ბული რა გაგებითო, დაინტერესდა სანდინისტი პოლიციელი.
ამას ვერ დავაზუსტებო, უთხრა ლაბარკამ, სინამდვილეში, არ
ვიცნობდი, თვითმფრინავში არც კი დამინახავს, ნამდვილად
ჩვენთან ერთად ჩამოფრინდაო? რა თქმა უნდაო, უპასუხა
ალამომ და მერე მე გადმომწვდა: შენ იცნობ, მონტერო (რამ-
ხელა სიბრაზე იყო კონცენტრირებული ამ სიტყვებში), გვით-
ხარი, როგორი იყოო. მე ხელები უცებ დავიბანე. მთელი ამ-
ბის ახსნას თავიდან შევუდექი, თავიდან ბოლომდე მოვყევი
ყველაფერი, რომლის დროსაც ალამოსა და ლაბარკას აშკა-
რად ეტყობოდათ, რომ ეს ამბავი მობეზრებული ჰქონდათ, ინ-
სპექტორს კი გულწრფელი დაინტერესება შევამჩნიე. თხრო-
557 მკითხველთა ლიგა
ბა რომ დავასრულე, ინსპექტორმა აღნიშნა, ეჰ, რა ცხოვრება
აქვთ მწერლებსო. მერე იმის გაგება მოუნდა, რატომ იყვნენ
ისეთი მწერლები, რომლებსაც მანაგუაში გამომგზავრება არ
სურდათ. პირადი მიზეზების გამოო, აუხსნა ლაბარკამ. ქნებ
ჩვენი რევოლუციისადმი მტრული დამოკიდებულების გა-
მოო? რას ბრძანებთ, არავითარ შემთხვევაშიო, თავი გადაიკ-
ლა ლაბარკამ. რომელ მწერლებს არ უნდოდათ ჩამოსვლაო?
ისევ იკითხა ინსპექტორმა. ალამომ და ბარკამ ერთმანეთს
გადახედეს და მერე მე შემომხედეს. მეც პირი მოვაღე და გვა-
რები ჩამოვთვალე. ჯანდაბაო, თქვა, ლაბარკამ, ესე იგი მარ-
კო ანტონიოც იყო მოწვეულიო? დიახო, უპასუხა ალამომ, მო-
მეჩვენა, რომ კარგი იქნებოდაო. მე რატომ არ მკითხეო? გა-
უკვირდა ლაბარკას. ემილიოს ვუთხარი და დამთანხმდაო,
აუხსნა ალამომ იმით ნაწყენმა, რომ ლაბარკამ ჩემ წინაშე ასე
დასცა მისი ავტორიტეტი. ეს მარკო ანტონიო ვინღა არისო?
ისევ იკითხა პოლიციის ინსპექტორმა. პოეტიაო, მშრალად
უპასუხა ალამომ. ჰო, მაგრამ როგორი ტიპის პოეტიო, არ მო-
ეშვა ინსპექტორი. სიურრეალისტი პოეტიო, ისევ უპასუხა
ალამომ. ირპის133 სიურრეალისტიო, დააზუსტა ლაბარკამ.
ლირიკოსი პოეტი-მეთქი, ვთქვი მე. ინსპექტორმა თავი რამ-
დენჯერმე გადააქნია, თითქოს ამბობდა, ახლა ყველაფერი
გასაგებიაო, თუმცა, ჩვენთვის სრულიად ცხადი იყო, რომ ჩე-
მი ფეხები გაიგო. და იმ ლირიკულ პოეტს არ უნდოდა სანდი-
ნისტური რევოლუციისათვის თავისი სოლიდარობა გამოეხა-
ტაო? არა, ცოტა არ იყოს, გაზვიადებულია ასე თქმაო, შეეცა-
და ლაბარკა, სიტუაცია შეერბილებინა. უბრალოდ, ვერ წამო-

133ირპ-ი (PRI) – ინსტიტუციური რევოლუციური პარტია, მექსიკის ერთ-


ერთი ლიდერი პოლიტიკური პარტია, სოციალისტური ინტერნაციონალის
წევრი
558 მკითხველთა ლიგა
ვიდაო, დასძინა ალამომ. თუმცა, მარკო ანტონიო, ხომ იცით,
როგორიცააო, თქვა ლაბარკამ და პირველად გაიცინა. ალა-
მომ სიგარეტის კოლოფი ამოიღო და შემოგვთავაზა. მე და
ლაბარკამ თითო-თითო ღერი ამოვიღეთ, პოლიციელმა ხე-
ლით უარი ანიშნა და თავის კუბურ სიგარეტს მოუკიდა, ეს უფ-
რო ძლიერიაო, აღნიშნა ერთგვარად დამცინავი ტონით, რაც
არ გამოგვპარვია. თითქოს გვეუბნებოდა: რევოლუციონერე-
ბი ძლიერ თამბაქოს ვეწევით, ნამდვილი მამაკაცები ნამ-
დვილ თამბაქოს ეწევიან, ისინი, ვინც რეალობაზე ობიექტუ-
რად ვახდენთ გავლენას, ნამდვილ თამბაქოს ვეწევითო. „დე-
ლიკადოსზე“ მაგარია? ჰკითხა ლაბარკამ. შავი თამბაქოა, ამ-
ხანაგებო, ნამდვილი თამბაქოო. ალამომ ჩაიცინა და განაც-
ხადა: არც კი მჯერა, რომ პოეტი დავკარგეთო. სინამდვილეში
კი უნდოდა ეთქვა: შენ თამბაქოსი რა გაგეგება, შე მათხოვა-
როო. რა ჩემი ფეხების თამბაქოა, კუბური თამბაქო, ჩაილაპა-
რაკა ლაბარკამ თავშეუკავებლად. რა თქვით, ამხანაგოო? –
დაინტერესდა ინსპექტორი. ის, რომ კუბური თამბაქო ფეხებ-
ზე მკიდია, იქ, სადაც „დელიკადოს“ უკიდებენ, დანარჩენი
ყველა უნდა ჩააქრონო, არ შეეპუა ლაბარკა. ალამომ ისევ
გაიცინა, ინსპექტორს მერყეობა შეეტყო, აღარ იცოდა, გა-
ფითრებულიყო თუ გაოგნებული სახე მიეღო. იმედია, ამხანა-
გო, ამ ნათქვამში მეორე აზრი არ ჩაგიდვიათო, აღნიშნა ბო-
ლოს. არც მეორე და არც მესამე, ისე ვთქვი, როგორც გა-
იგეთ. „დელიკადოსისგან“ არავინ ახველებსო, უპასუხა ლა-
ბარკამ. ეჰ, ხულიო, რა აუტანელი ვინმე ხარო, ჩაიჩურჩულა
ალამომ და თან მე მიყურებდა, რომ ინსპექტორს მისი სახე
არ დაენახა, რადგან სიცილს ძლივს იკავებდა. მაინც რას ეყ-
რდნობით, როდესაც ამას ამბობთო, იკითხა ინსპექტორმა და
თამბაქოს კვამლის ღრუბელში გაეხვია. მივხვდი, რომ სიტუ-
559 მკითხველთა ლიგა
აცია სხვა მიმართულებით მიდიოდა. ლაბარკამ ხელი ასწია
და ინსპექტორის ცხვირიდან სულ რამდენიმე სანტიმეტრში
ისე აამოძრავა, თითქოს სილა გააწნაო. თან ქედმაღლურად
უბრძანა, სახეში ნუ მაბოლებთო. მაშინ კი ინსპექტორი მარ-
თლაც გაფითრდა, ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე, თითქოს
მაგარმა თამბაქომ თავბრუ დაახვიაო. ჰეი, მეტი პატივისცემა,
ამხანაგო, კინაღამ ცხვირში გამარტყითო, წამოიძახა. მაგრამ
ლაბარკას არ შეშინებია, ალამოს მიუბრუნდა და უთხრა, ნეტა
რაში სჭირდება ეგ ცხვირი, თუკი „დელიკადოსის“ სურნელს
კუბური მდაბიო ბალახის სუნისგან ვერ არჩევს, გამოდის,
რომ ცხვირი არც გქონიათ, ამხანაგო, შეიძლება ზოგადად,
ამას მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ, როდესაც საქმე მწე-
ველს ან პოლიციელს ეხება, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ეს
ცოტა არ იყოს, დამაფიქრებელიაო. „დელიკადოსი“ ღია ფე-
რისაა, ხულიოო, უპასუხა ალამომ, რომელიც სიცილისგან
უკვე ლამის ბჟირდებოდა. თანაც ნატიფ ქაღალდშია გახვე-
ულიო, დასძინა ლაბარკამ, ასეთი ქაღალდი მარტო ჩინეთის
ზოგიერთ ადგილებში თუ მოიპოვებაო. მექსიკაშიც, ხულიოო,
შეუსწორა ალამომ. მექსიკაშიც, ცხადია, დაუდასტურა ლა-
ბარკამ. ინსპექტორმა მათ კაცის მკვლელის სახით გადახედა,
მერე უცებ ჩააქრო თავისი სიგარეტი და შეცვლილი ხმით გა-
ნაცხადა, დაკარგული პოეტის შესახებ საქმე უნდა აღვძრა,
მაგრამ ეს მარტო პოლიციის განყოფილებაში მოხდებაო.
ისეთი გრძნობა დამეუფლა, სადაცაა ყველას დაგვიჭერს-მეთ-
ქი. მაშ, რაღას ვუცდით, წავიდეთ განყოფილებაში, ამხანა-
გოო, მიუგო ამაზე ლაბარკამ. შენობიდან გასვლამდე მით-
ხრა, მონტერო, ჩემგან კულტურის მინისტრს დაურეკეო. დი-
ახ, ხულიო-მეთქი, ვუპასუხე. ინსპექტორი თითქოს წამით შე-
ყოვნდა. ლაბარკა და ალამო უკვე სასტუმროს ჰოლში იყვნენ.
560 მკითხველთა ლიგა
ინსპექტორმა ისე შემომხედა, თითქოს რჩევას მთხოვდა. ხე-
ლები წინ გავიწოდე, თითქოს მაჯებზე ბორკილები მქონდა
გაკეთებული, მაგრამ ვერ გამიგო. გასვლის წინ დაგვიბარა,
ათ წუთში დაბრუნდებიანო. მე მხრები ავიჩეჩე და ზურგი შე-
ვაქციე. ცოტა ხნის შემდეგ დონ პანკრასიო მონტესოლი გა-
მოჩნდა, ქათქათა პერანგითა და ჩაპულტეპეკის უბნის სუპერ-
მარკეტში ნაყიდი პოლიეთილენის პარკით, რომელიც წიგნე-
ბით იყო სავსე. როგორ ფიქრობთ, მეგობარო მონტერო, საქ-
მე გვარდებაო? – მკითხა. არ დაიჯეროთ, დონ პანკრასიო,
ზუსტად ისევეა, როგორც წუხელ და იმის წინა ღამით იყო,
საწყალი ულისეს ლიმა დავკარგეთ და მინდა ეს თუ არა, ამა-
ში ბრალი მე მიმიძღვის, ჩემი ბრალია, საქმე აქამდე რომ მი-
ვიყვანე-მეთქი, ვუპასუხე.
დონ პანკრასიომ, როგორც სჩვეოდა, არავითარი ღონე არ
იხმარა, რომ ვენუგეშებინე და რამდენიმე წუთის განმავლო-
ბაში ჩუმად ვიყავით: ამასობაში ბოლოს წინა ვისკის სვამდა
და სოკრატეს წინა ფილოსოფოსის წიგნს კითხულობდა. მე
თავი ხელებში მქონდა ჩარგული, კოქტეილს საწრუპით
ვსვამდი და ამაოდ ვცდილობდი წარმომედგინა, რა დღეში შე-
იძლებოდა ყოფილიყო ულისეს ლიმა, უფულოდ, უმეგობ-
როდ, მარტოდმარტო ამ კონვულსიურ ქვეყანაში. პარალე-
ლურად, ფიქრისა ჩვენი დელეგაციის წევრების ყვირილს ვუს-
მენდი, რომლებიც ნომრიდან ნომერში ისე დაბოდიალებ-
დნენ, როგორც პატრონდაკარგული ძაღლები ან დაჭრილი
თუთიყუშები. იცი, ლიტერატურას ყველაზე ცუდი რა აქვსო?
მკითხა, ამ დროს დონ პანკრასიომ. ვიცოდი, მაგრამ არ შე-
ვიმჩნიე და კითხვა შევუბრუნე, რა? ის, რომ ლიტერატორებს
უმეგობრდები. მეგობრობა კი, მართალია, განძია, მაგრამ
კრიტიკულ აზრს აცამტვერებსო, მიპასუხა და მერე განაგრძო:
561 მკითხველთა ლიგა
ერთხელ, მონტეფორტე ტოლედომ134 ასეთი გამოცანა მით-
ხრა: პოეტი კოლაფსის პირას მისულ ქალაქში იკარგება, იმ
პოეტს არც ფული აქვს, არც მეგობარი ჰყავს, არც არავინ, ვი-
საც შეუძლია დასახმარებლად მიმართოს. თანაც, ბუნებრი-
ვია, არც სურვილი გააჩნია და არც მცდელობა ასეთი ადამია-
ნი მოიძიოს. რამდენიმე დღე იმ ქალაქში თუ ქვეყანაში დახე-
ტიალებს, უჭმელ-უსმელი, თუ ჭამს, ალბათ ნარჩენებით იკვე-
ბება. არც წერს, ან წერს გონებაში, ანუ ბოდავს. ყველას მიაჩ-
ნია, რომ მისი სიკვდილი გარდაუვალია. ამას მისი ასეთი რა-
დიკალური გაქრობა განაპირობებს, თუმცა ზემოხსენებული
პოეტი არ კვდება. გაინტერესებს, როგორ გადარჩება? და ა.შ.
ა.შ. ბორხესს მაგონებდა, მაგრამ არაფერი ვუთხარი, ისედაც
უამრავი მისი კოლეგა აბრალებდა, რომ აქა-იქ ბორხესის
პლაგიატორი იყო, ხან კარგი, ხანაც უნამუსო, როგორც ლო-
პეს ველარდე135 იტყოდა. ბოლომდე მოვუსმინე და მისი მი-
ბაძვით მეც გავჩუმდი. მერე ვიღაც ტიპი მომიახლოვდა და
მითხრა, აეროპორტში წასასვლელი მანქანა უკვე სასტუმროს
კართან დგასო. ვუპასუხე, კეთილი, ახლავე გამოვალთ-მეთ-
ქი, მაგრამ, მანამდე დონ პანკრასიოს შევხედე, რომელიც უკ-
ვე ამდგარიყო თავისი სკამიდან და გაღიმებული სახით მიყუ-
რებდა, თითქოს გამოცანის პასუხი უკვე ვიცოდი, არადა, წარ-
მოდგენაც არ მქონდა. ვერც კი ვხვდებოდი, რა უნდა ყოფი-
ლიყო და, მართალი გითხრათ, მეკიდა კიდეც. ამიტომ, პირ-
დაპირ დავუსვი კითხვა, იმ თქვენი მეგობრის გამოცანას რო-
გორი პასუხი ჰქონდა-მეთქი. დონ პანკრასიომ შემომხედა და
კითხვა შემიბრუნა, ვინ მეგობრისო. თქვენი მეგობრის, ვინც

134 მარიო მონტეფორტე ტოლედო (1911-2003) – გვატემალელი მწერალი


და პოლიტიკოსი
135 ლოპეს ველარდე რამონი (1888-1921) – მექსიკელი პოეტი

562 მკითხველთა ლიგა


იყო, მიგელ ანხელ ასტურიასის გამოცანა რომ მითხარით,
პოეტი რომ დაიკარგა, მაგრამ გადარჩა-მეთქი. აჰ, ისო? წა-
მოიძახა დონ პანკრასიომ, თითქოს მარტო მაშინ გამოფხიზ-
ლდაო, მართალი გითხრა, აღარ მახსოვს, მაგრამ არ იდარ-
დო, პოეტი არ მომკვდარა, ჩაეშვა, მაგრამ არ მომკვდარაო.
ვინც ძალიან გიყვარს, ის არასოდეს დაიღუპებაო, აღნიშნა
ვიღაცამ, რომელიც ჩვენთან ახლოს იდგა და ჩვენი საუბარი
გაიგონა. ვიღაც ქერა ჯეელი იყო, ორბორტიანი პიჯაკი ეცვა
და წითელი ჰალსტუხი ეკეთა. ოფიციალური სტატუსით კი პო-
ეტი გახლდათ სან-ლუის პოტოსიდან და მაშინვე, თითქოს იმ
ქერას სიტყვები გასროლილი ტყვია ყოფილიყოს, გამომშვი-
დობების დროს დიდი გნიასი ატყდა. მექსიკელი და ნიკარა-
გუელი მწერლები ერთმანეთს თავიანთ წიგნებს უცვლიდნენ,
მერე აღმოჩნდა, რომ ჩვენთვის გამოგზავნილ ავტობუსში
ყველა ვერ დავეტიეთ (რადგან მათ გარდა, ვინც მივემგზავ-
რებოდით, ბევრი იყო ისეთი, ვისაც ჩვენი გაცილება უნდო-
და), მდგომარეობა ისე დაიძაბა, რომ იძულებული გავხდით,
კიდევ სამი ტაქსი გამოგვეძახა და გამცილებლებიც წაგვეყვა-
ნა. ალბათ, ისედაც ცხადია, რომ მე ვიყავი ბოლო, ვინც სას-
ტუმრო დატოვა. მანამდე რამდენიმე ადგილას დავრეკე და
ულისეს ლიმასაც წერილი დავუტოვე, იმ უმცირესი შანსის
შემთხვევაში, თუკი გამოჩნდებოდა. წერილში ვურჩევდი, მა-
შინვე მექსიკის საელჩოში მისულიყო, სადაც მის უკან დაბრუ-
ნებაზე იზრუნებდნენ. ასევე დავრეკე პოლიციის განყოფილე-
ბაში. იქ ალამოსა და ლაბარკას ველაპარაკე, რომლებმაც
დამარწმუნეს, ერთმანეთს აეროპორტში შევხვდებითო. მერე
ჩემი ჩემოდნები ავიღე, ტაქსი გამოვიძახე და წავედი.

563 მკითხველთა ლიგა


15

ხასინტო რეკენა, კაფე „კიტო“, ბუკარელის ქუჩა, მეხიკო,


1982 წლის ივლისი. ულისეს ლიმას გასაცილებლად ვიყავი
წასული, როცა მანაგუაში მიფრინავდა. ჯერ ერთი, ვერ ვიჯე-
რებდი, რომ მართლა მიიწვიეს, და მეორეც, იმიტომ, რომ იმ
დილით საქმე არაფერი მქონდა. მაშინაც დავხვდი, როცა მე-
ხიკოში დაბრუნდა, მარტო იმიტომ, რომ მისი სახე დამენახა
და ცოტა ხანს ერთად გვეცინა, მაგრამ, როდესაც ნიკარაგუი-
დან დაბრუნებული მწერლების რიგს გადავხედე, ორმწკრი-
ვად დაწყობილები რომ მოაბიჯებდნენ, როგორ არ ვეცადე,
რა ხერხი არ ვიხმარე, მაგრამ მათ შორის ულისეს ლიმას შე-
უმცდარად ნაცნობი სილუეტი ვერ დავინახე.
იქ იყვნენ ალამო და ლაბარკა, პადილია და ბაირონ ერ-
ნანდესი, ჩვენი ძველი ნაცნობი ლოხიაკომო და ვილიაპლა-
ტა, სალა და პოეტი ქალი კარმენ პრიეტო, ავადსახსენებელი
პერეს ერნანდესი და გამოჩენილი მონტესოლი, ის კი არსად
ჩანდა.
პირველად ვიფიქრე, ალბათ ულისესი ისევ თვითმფრინავ-
ში ზის, სძინავს და სადაცაა გამოჩნდება ორი ბორტგამცილე-
ბელი გოგონას თანხლებითა და ჰომერულ ზომამდე აყენებუ-
ლი პენისით-მეთქი. ყოველ შემთხვევაში, ალბათ ასე მინდო-
და მეფიქრა, რადგან მღელვარებისკენ მიდრეკილი არა ვარ.
მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ მათ (დაღლილი და კმაყოფილი
ინტელექტუალების ჯგუფის) დანახვაზე გულმა რეჩხი მიყო.
მწერლების რიგს უგო მონტერო ასრულებდა, რომელსაც
ხელში რამდენიმე ჩანთა ეჭირა. მახსოვს, ვანიშნე, აქ ვარ-
მეთქი, მაგრამ ვერ მიცნო, ან თავი ისე დაიჭირა, თითქოს ვერ
564 მკითხველთა ლიგა
მხედავდა. როდესაც ყველა მწერალი გამოვიდა, ლოხიაკომო
დავინახე და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს აერო-
პორტის დატოვება არ უნდოდა. ამიტომ სწორედ იმას მივუახ-
ლოვდი, რომ მივსალმებოდი და გამერკვია, შიში, უკვე გულს
რომ მიღრღნიდა, რეალური იყო თუ არა. იმას მეორე არგენ-
ტინელიც ახლდა, მაღალი და მსუქანი კლიენტი, თხის წვე-
რით, რომელსაც არ ვიცნობდი. ფულზე ლაპარაკობდნენ. ყო-
ველ შემთხვევაში, მე ორჯერ მომესმა სიტყვა დოლარები, რა-
საც რამდენიმე ხმამაღალი წამოყვირება ახლდა. მისალმები-
სას ლოხიაკომო პირველად შეეცადა, თავი ისე დაეჭირა,
თითქოს არ ვახსოვდი, მაგრამ მერე იძულებული გახდა, გარ-
დაუვალს შეგუებოდა. ულისესის ამბავი ვკითხე. შეძრწუნე-
ბულმა შემომხედა. სახეზე ისეთი უკმაყოფილება აღებეჭდა,
თითქოს იმ შუა აეროპორტში გახსნილი ხვანჯრით ან სახეზე
უზარმაზარი ჩირქმდინარი იარით ვმდგარიყავი.
პასუხი კი მეორე არგენტინელმა გამცა. მითხრა, კლიენ-
ტმა დაგვადოო და მკითხა, შენი მეგობარიაო? მე ჯერ მას შევ-
ხედე, მერე ლოხიაკომოს, რომელიც მოსაცდელ დარბაზში
ვიღაცას ეძებდა და არ ვიცოდი, გამცინებოდა თუ თავი სე-
რიოზულად დამეჭირა. არგენტინელი კი ლაპარაკს განაგ-
რძობდა და ამბობდა, კაცს ცოტა მეტი პასუხისმგებლობა უნ-
და ჰქონდეს (ამას ლოხიაკომოს ეუბნებოდა, მე არ მიყურებ-
და), გეფიცები, რომ შევხვდე, კვერცხებს გავუერთიანებო. მა-
ინც რა მოხდა-მეთქი, ჩავილუღლუღე და ჩემი საუკეთესო ღი-
მილი მოვიშველიე, ანუ ყველაზე უარესი. ულისესი სად არის-
მეთქი. მეორე არგენტინელმა რაღაც ჩაილუღლუღა ლიტერა-
ტორი ლუმპენპროლეტარების შესახებ. რაო, რა თქვი? ჩავე-
კითხე. მაშინ, ლოხიაკომომ ამოიღო ხმა, ალბათ დაძაბულო-
ბის გასანეიტრალებლად. ულისესი აორთქლდაო, მითხრა.
565 მკითხველთა ლიგა
როგორ თუ აორთქლდა-მეთქი. მონტეროს ჰკითხე, ჩვენც
სულ ახლახან გავიგეთო. დრო დამჭირდა იმის გასაცნობიე-
რებლად, რომ ულისესი უკან ჩამოფრენისას თვითმფრინავში
კი არ აორთქლებულა (ჩემს წარმოსახვაში იგი თავისი სავარ-
ძლიდან წამოდგა, კორიდორი გაიარა, გვერდით ჩაუარა მო-
ღიმარ ბორტგამცილებელ გოგონას, ტუალეტში შევიდა, საკე-
ტი გასწია და გაქრა), არამედ მანაგუაშივე იყო გამქრალი,
მექსიკელი მწერლების დელეგაციის სტუმრობის პერიოდში.
სულ ეს იყო. მეორე დღეს მონტეროს მივაკითხე, იმან კი მით-
ხრა, ულისესის გამო უმუშევრად ვრჩებიო.

სოჩილ გარსია. მონტესის ქუჩა, რევოლუციის ძეგლის ახ-


ლოს, მეხიკო, 1982 წლის ივლისი. ულისესის დედისთვის უნ-
და დაგვერეკა. იმის თქმა მინდა, რომ ეს მაინც უნდა გაგვეკე-
თებინა, მაგრამ ხასინტოს ძალა არ შესწევდა, მისთვის ეთქვა,
შენი შვილი ნიკარაგუაში უგზო-უკვლოდ დაიკარგაო, თუმცა,
მე ვეუბნებოდი, ასეც ნუ იფიქრებ, ხასინტო, ულისესს ხომ იც-
ნობ, მისი მეგობარი ხარ და იცი, რა ტიპიცაა-მეთქი, მაგრამ,
ხასინტო მაინც ჯიუტად იმეორებდა, დაიკარგა, დაიკარგა და
მორჩაო, ისევე დაიკარგა, როგორც, ამბროზ ბირსი,136 ისევე,
როგორც ინგლისელი პოეტები, ესპანეთის ომში რომ და-
იღუპნენ, როგორც პუშკინი, მარტო ამ შემთხვევაში მისი ცო-
ლი, ანუ, პუშკინის ცოლი იყო რეალობა, ფრანგი, რომელმაც
პუშკინი მოკლა, იყო კონტრა. სანქტ-პეტერბურგის თოვლი,
ანუ თეთრი სივრცე კი რას მოვიდოდა ულისეს ლიმასთან, ანუ
ვგულისხმობ მის სიზარმაცეს, მის სიზანტეს, პრაქტიკული
განსჯის უნარის უქონლობას, ხოლო დუელის სეკუნდანტები

ამბროზ ბირსი (1842-1913) – ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი,


136

რომელიც მექსიკაში დაიკარგა.


566 მკითხველთა ლიგა
(ან დუელის სუტენიორები, როგორც ხასინტო ეძახდა), ანუ
მექსიკური თუ ლათინოამერიკული პოეზია, სოლიდარობის
გამომხატველი დელეგაციის სახით მშვიდად ესწრებოდა თა-
ნამედროვეობის საუკეთესო პოეტთაგან ერთ-ერთის გარდაც-
ვალებასო.
ასე ამბობდა ხასინტო, მაგრამ ულისესის დედას მაინც არ
ურეკავდა. მე კი ვეუბნებოდი, მოდი, ასე მოვიქცეთ, სიტუაცია
შევაფასოთ, იმ სენიორას ყველაზე ნაკლებად აინტერესებს
ის, რომ მისი შვილი პუშკინი ან ამბროზ ბირსი იყოს, მის ად-
გილას წარმომიდგენია თავი, მეც ხომ დედა ვარ და ერთ
დღეს ვინმე ნაბიჭვარმა ფრანცი რომ მომიკლას (ღმერთმა
დამიფაროს), მე იმას კი არ ვიფიქრებ, მექსიკას (ან ლათინურ
ამერიკას) უდიდესი პოეტი მოუკვდა, არამედ ტკივილისა და
სასოწარკვეთილებისგან გავნადგურდები და ლიტერატურაზე
ფიქრი თავში არც კი გამიელვებს. ამაში დარწმუნებული ვარ,
რადგან მეც დედა ვარ და ვიცი, რამდენი უძილო ღამის, რამ-
დენი შიშისა და ზრუნვის მომტანია ეს პატარა არსება, რო-
მელსაც შვილი ჰქვია. ასე რომ, დამიჯერე, აჯობებს, ტელეფო-
ნით დაურეკო, ან სახლში მიაკითხო და უთხრა, რაც მის
შვილზე გავიგეთ-მეთქი. ხასინტო ამაზე მპასუხობდა, წესით,
უკვე უნდა იცოდეს, მონტეროს უნდა ეთქვაო. მე ისევ ჩემსაზე
ვიდექი, როგორ შეგიძლია, ასე დარწმუნებით ამტკიცო, რომ
ნამდვილად ეტყოდა-მეთქი. ხასინტო ამაზე არაფერს ამბობ-
და, მე კი ვაგრძელებდი, ჯერ გაზეთებშიც კი არაფერი და-
უბეჭდავთ, არავის არაფერი უთქვამს, ისე იქცევიან, თითქოს
ულისესი არც არსად წასულა-მეთქი. ხასინტო მეთანხმებოდა,
მართალი ხარო. მე ვეუბნებოდი, არც შენ და არც მე არაფრის
გაკეთება არ შეგვიძლია, არაფრად გვაგდებენ, მაგრამ, დე-
დამისს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, მას მოუსმენენ-
567 მკითხველთა ლიგა
მეთქი. დედამისსაც დაიკიდებენ, მარტო იმას მივაღწევთ,
რომ ქალს უფრო მეტ სადარდებელს გავუჩენთ, საფიქრალს
მოვუმატებთ, ახლა ცოტათი უკეთ არის, სანამ არაფერი იცის,
გულიც წყნარად აქვს, არცოდნა ზოგჯერ თითქმის იგივეა,
რაც ბედნიერებაო. მეუბნებოდა ხასინტო და თან ფრანცს საჭ-
მელს უმზადებდა.
მაშინ, ვეუბნებოდი, როგორ შეგიძლია თქვა, რომ მარ-
ქსისტი ხარ, ხასინტო, როგორ შეგიძლია ამტკიცო, რომ პო-
ეტი ხარ, იმის მერე, რაც ასეთ რამეებს ამბობ, რევოლუციის
მოხდენა ანდაზებით გინდა-მეთქი? ხასინტო კი მპასუხობდა,
გულწრფელად რომ გითხრა, რევოლუციის მოწყობაზე საერ-
თოდ აღარ ვფიქრობ, მაგრამ, თუ ერთ რომელიმე ღამეს ეს
აზრი მომივა, ცუდი არ იქნება ანდაზებითა და ბოლეროთი გა-
დატრიალების მოხდენაო, თან იმასაც ამატებდა, ისე ნერვიუ-
ლობ ამ ამბავზე, თითქოს შენ დაიკარგე ნიკარაგუაში და, სა-
ერთოდ, ვინ გითხრა, რომ ულისესი დაიკარგა, იქნებ სულაც
არ დაკარგულა, იქნებ საკუთარი ნებით გადაწყვიტა იქ დარ-
ჩენილიყო, ბოლოს და ბოლოს ნიკარაგუა ხომ იმ ოცნებასა-
ვითაა, რომელიც 1975-ში არ გვასვენებდა, ქვეყანა, სადაც
ყველას გვინდოდა ცხოვრებაო. მეც იმ 75 წელზე ვფიქრობდი,
როდესაც ჯერ ფრანციც არ მყავდა გაჩენილი, და ვცდილობ-
დი, გამეხსენებინა, როგორი იყო იმ დროს ულისესი და რო-
გორი იყო არტურო ბელანო, მაგრამ ერთადერთს, რასაც ვა-
ხერხებდი, ის იყო, რომ გარკვევით თვალწინ მარტო ხასინ-
ტოს სახე წარმომიდგებოდა, უკბილო ანგელოზის ღიმილით.
ამ დროს გული უსაზღვრო სინაზით მევსებოდა, მინდოდა, იქ-
ვე მოვხვეოდი, ჩავხუტებოდი მასაც, ფრანცსაც და ორივეს-
თვის მეთქვა, ძალიან მიყვარხართ-მეთქი, მაგრამ მერე უცებ
მახსენდებოდა ულისესის დედა და მიმაჩნდა, რომ არავის
568 მკითხველთა ლიგა
ჰქონდა უფლება, დედისთვის შვილის მდგომარეობა დაემა-
ლა. საწყალს ისედაც ბევრი ტანჯვა ჰქონდა გამოვლილი. ამი-
ტომ ხასინტოს ისევ ჯიუტად ვაძალებდი, გინდა თუ არა, და-
ურეკე და რაც გავიგეთ, გადაეცი-მეთქი, მაგრამ ხასინტო
ისევ იმეორებდა, რა ვალდებული ვარ, დავურეკო, ასეთი მძი-
მე ამბის შეტყობინება არ შემიძლიაო. მაშინ მე ვუთხარი, ცო-
ტა ხნით ფრანცი დაიტოვე, ახლავე დავბრუნდები-მეთქი. ჩემს
ნათქვამზე ხასინტო ადგილზე გაშეშდა, ხმის ამოუღებლად
შემომხედა და როდესაც ჩანთას ხელი დავავლე და კარი გა-
ვაღე, მითხრა, იმას მაინც შეეცადე, ძალიან არ შეაშინოო. მე
კი ვუპასუხე, მარტო იმას ვეტყვი, რომ მისი შვილი მექსიკაში
არ იმყოფება-მეთქი.

რაფაელ ბარიოსი, თავისი სახლის სააბაზანოში, ჯექსონ-


სტრიტი, სან-დიეგო, კალიფორნია, 1982 წლის სექტემბერი.
მე და ხასინტო ერთმანეთს დროდადრო წერილებს ვწერთ
ხოლმე. ულისესის გაქრობის ამბავიც იმან გამაგებინა. მაგ-
რამ ეს არ მოუწერია. ტელეფონზე დამირეკა თავისი მეგობ-
რის, ეფრენ ერნანდესის სახლიდან. ამ მისი საქციელიდან
დავასკვენი, რომ, ყოველ შემთხვევაში, მისთვის ეს სერიო-
ზულ საკითხს წარმოადგენდა. ეფრენი ახალგაზრდა პოეტია,
უნდა ისეთი ლექსები წეროს, როგორსაც ჩვენ, რეალვისცე-
რისტები, ვქმნიდით. არ ვიცნობ, რადგან მაშინ გამოჩნდა,
როდესაც მე უკვე კალიფორნიაში ვიყავი ჩამოსული, მაგრამ,
როგორც ხასინტო ამბობს, ცუდად არ წერს. ერთი მისი ლექ-
სები გამომიგზავნე-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ ხასინტომ მარ-
ტო წერილები გამომიგზავნა. ასე რომ, არ ვიცი, მართლა
კარგად წერს თუ ცუდად, რეალვისცერისტურ პოეზიას ქმნის
თუ არა. გულწრფელი რომ ვიყო, ცხადია, არც ის ვიცი, თვი-
569 მკითხველთა ლიგა
თონ რეალვისცერისტური პოეზია რა ჯანდაბაა. ალბათ ის
არის, რასაც ულისეს ლიმა წერს, მაგალითად. შესაძლებე-
ლია. არ ვიცი. მარტო ის ვიცი, რომ მექსიკაში ჩვენ აღარავინ
გვიცნობს და ვინც გვიცნობს, დაგვცინიან (იმის მაგალითად
მოვყავართ, როგორები არ უნდა იყვნენ). ალბათ ამისი მიზე-
ზებიც აქვთ. ჰოდა, სასიამოვნოა (ან ყოველ შემთხვევაში,
მადლობის ღირსია), რომ ერთი ახალგაზრდა პოეტი მაინც
არსებობს, რომელსაც სურვილი აქვს, წეროს რეალვისცე-
რისტურ ყაიდაზე. ამ პოეტს ეფრენ ერნანდესი ჰქვია და ხასინ-
ტო რეკენამ სწორედ მისი ტელეფონით, ან, ყოველ შემთხვე-
ვაში, იმ ტელეფონით, რომელიც იმ ბიჭის მშობლების სახ-
ლში დგას, შემატყობინა, ულისეს ლიმა დაიკარგაო. მე ბო-
ლომდე მოვუსმინე და მერე ვუთხარი, არ დაკარგულა, ნიკა-
რაგუაში დარჩენა გადაწყვიტა, რაც სრულიად სხვა რამაა-
მეთქი. მან კი მიპასუხა, ნიკარაგუაში დარჩენა რომ გადაეწ-
ყვიტა, ჩვენ გვეტყოდა, აეროპორტშიც კი გავაცილე, ვერ შე-
ვამჩნიე, რომ უკან დაბრუნების სურვილი არ გააჩნდაო. მე
ვუთხარი, ნუ იჩქარებ, brother137,ისე იქცევი, თითქოს ული-
სესს არ იცნობდე-მეთქი. იმან კიდევ ამაზე მომაყარა, გაქრა,
რაფაელ, დამიჯერე, დედამისისთვისაც კი არაფერი უთქვამს,
არც კი იცი, ამის გამო აქ რა ამბავი დატრიალდაო. მე ვუთხა-
რი, ვახ, ჩემი-მეთქი. მან – კი თქვა, ჰო, როდესაც შვილს ეხე-
ბა საქმე, დედა ლომად გადაიქცევა, ყოველ შემთხვევაში, სო-
ჩილი ასე ირწმუნებაო.

ბარბარა პატერსონი, თავისი სახლის სამზარეულოში, ჯექ-


სონ-სტრიტი, სან-დიეგო, კალიფორნია, 1982 წლის ოქტომ-

137 brother (ინგლ.) – ძმაო


570 მკითხველთა ლიგა
ბერი. საზიზღარი ცხოვრება გვქონდა, მაგრამ, როდესაც რა-
ფაელმა გაიგო, ნიკარაგუაში გამგზავრების შემდეგ ულისეს
ლიმა უკან აღარ დაბრუნებულაო, ორმაგად აუტანელი გახდა.
ასე გაგრძელება აღარ შეიძლება-მეთქი, ვუთხარი ერთხე-
ლაც. რაფაელი არაფერს აკეთებდა, არ მუშაობდა, არ წერდა,
სახლის დალაგებაში არ მეხმარებოდა, საყიდლებზე არ გადი-
ოდა, ერთადერთი, რაც მის საქმიანობაში შედიოდა, ყოველ-
დღე ბანაობა იყო (ამას ვერ დავუკარგავ, სუფთაა, როგორც
თითქმის ყველა მექსიკელი მეძავი კაცი), კიდევ დილამდე ტე-
ლევიზორის ყურება, ან ქუჩაში გასვლა ლუდის დასალევად
ან უბნის ლაწირაკებთან ერთად ფეხბურთის სათამაშოდ. სამ-
სახურიდან რომ ვბრუნდებოდი, სახლის კართან მხვდებოდა,
კიბეზე, ან ძირს მჯდარი, მაისური ოფლის სუნად უყარდა,
ლუდს წრუპავდა და ერთუჯრედიან ლაწირაკებს ემასლაათე-
ბოდა. ის ლაწირაკები „პოეტს“ ეძახდნენ (რაც, ეტყობა, ამას
სულაც არ აღიზიანებდა) და ასე ლაქლაქებდა იმ ნაბიჭვრებ-
თან, სანამ მე იმ წყეულ ვახშამს არ მოვამზადებდი. მერე და-
ემშვიდობებოდა იმ ბიჭბუჭობას და ისინიც, კარგად პოეტო,
ხვალამდეო, მიაძახებდნენ, მერე ვილაპარაკოთ, პოეტოო,
და სახლში მარტო ამის მერე შემოდიოდა.
სიბრაზისგან ცეცხლი მეკიდებოდა, ლამის გავმსკდარიყა-
ვი, ისეთი გაბრაზებული ვიყავი, ლამის იმ წყეულ ერბოკვერ-
ცხში შხამი შემერია, მაგრამ თავს ვიკავებდი, ათამდე ვით-
ვლიდი, იმაზე ვფიქრობდი, ახლა ცუდი პერიოდი აქვს , უნდა
მოითმინო-მეთქი, მაგრამ, საქმე ის იყო, რომ ვიცოდი, ეს ცუ-
დი პერიოდი დიდხანს, ძალიან დიდხანს გრძელდებოდა, უფ-
რო ზუსტი რომ ვიყო, მთელ ოთხ წელიწადს და, მიუხედავად
იმისა, რომ ამ ხნის მანძილზე კარგი წუთებიც გვქონდა, ცუდი
ბევრად მეტი იყო, გაცილებით მეტი. ჰოდა, მეც ვგრძნობდი,
571 მკითხველთა ლიგა
როგორ მევსებოდა მოთმინების ფიალა. მაგრამ მაინც ვით-
მენდი, ვეკითხებოდი, აბა, დღემ როგორ ჩაიარა-მეთქი (ყოვ-
ლად ბრიყვული შეკითხვა), ის კი მპასუხობდა – რა უნდა ეთ-
ქვა? – კარგად, ჩვეულებრივად, მეტ-ნაკლებადო. მე ისევ ვე-
კითხებოდი, იმ ბიჭებს რაზე ელაპარაკებოდი-მეთქი, ის კი
მპასუხობდა, ამბებს ვუყვები, ცხოვრების ჭეშმარიტებას ვას-
წავლიო. მერე ვჩუმდებოდით, ტელევიზორი ჩართული იყო,
ჩვენ კი ჩვენ-ჩვენს ერბოკვერცხში, სალათასა და პამიდვრის
ნაჭრებში ვიქექებოდით და მე ვფიქრობდი, რომელი ცხოვრე-
ბის ჭეშმარიტებაზე ლაპარაკობ, შე საცოდავო, შე ნაძირალა,
რა ჭეშმარიტების სწავლება შეგიძლია, შე წურბელა, შე უმაქ-
ნისო. მე რომ არა, ახლა ხომ ცხოვრება ხიდის ქვეშ მოგიწევ-
და-მეთქი. მაგრამ არაფერს ვეუბნებოდი, ვუყურებდი და სულ
ეს იყო. თუმცა, მას ჩემი გამომეტყველებაც კი სწყინდა. მეუბ-
ნებოდა, რას მიყურებ, ლამაზო, რას გეგმავო. ამ დროს ვცდი-
ლობდი როგორმე გამეღიმა, არაფერს ვპასუხობდი და თეფ-
შების ალაგებას ვიწყებდი.

ლუის სებასტიან როსადო, ჩაბნელებული სტუდია, კრა-


ვიოტოს ქუჩა, კოიოაკანის უბანი, მეხიკო, 1983 წლის მარტი.
ერთხელ ტელეფონით დამირეკა. ჩემი ტელეფონის ნომერი
საიდან გაიგე-მეთქი, ვკითხე. მშობლების ბინიდან ახალი გა-
დასული ვიყავი და დიდი ხნის უნახავი მყავდა. იყო მომენტი,
როდესაც დავრწმუნდი, რომ ჩვენი ურთიერთობა ბოლოს მი-
ღებდა და ერთი ხელის დაკვრით შევწყვიტე. აღარ ვნახულობ-
დი, შეხვედრებს წერტილი დავუსვი. იმანაც არ დაახანა, გამ-
ქრალიყო, ჩემდამი ინტერესი დაჰკარგვოდა, სხვა ავანტიუ-
რებს გამოჰკიდებოდა, თუმცა გულისგულში ყოველთვის ვი-
ცოდი, რომ მინდოდა, დაერეკა, ვეძებნე, ედარდა, დატანჯუ-
572 მკითხველთა ლიგა
ლიყო. პიელ დივინას კარგა ხანს არ ვუძებნივარ, ალბათ, ერ-
თი წელიც კი იყო გასული, რაც არაფერი ვიცოდით ერთმანე-
თისა. ასე რომ, მისი ზარი ჩემთვის მართლაც, სასიამოვნო
სიურპრიზი აღმოჩნდა. ჩემი ნომერი საიდან გაიგე-მეთქი,
ვკითხე. შენს მშობლებთან დავრეკე და მათ მომცეს, მთელი
დღე გირეკავდი, სახლში არასოდეს არ ხარო. ამოვიოხრე.
მერჩია, ჩემს ძებნაში უფრო მეტი დრო დაეხარჯა, უფრო მე-
ტად გაწვალებულიყო. მაგრამ პიელ დივინა ისე მელაპარაკე-
ბოდა, თითქოს წინა კვირასაც ერთად ვყოფილიყავით და
არაფერიც არ მომხდარიყო. ერთხანს ვისაუბრეთ, ჩემს საქმე-
ებზე მკითხა, ისიც მითხრა, „მექსიკის სარკეში“ შენი ლექსიც
ვნახე და მექსიკის ახალი მწერლების ანთოლოგიაში შენი
მოთხრობაცო. ვკითხე, მოთხრობა თუ მოგეწონა-მეთქი,
მწერლობის ამ რთულ დარგში ძალები ახალი მოსინჯული
მქონდა და ჯერ მყარად ვერ ვიდექი. მითხრა, არ წამიკით-
ხავს. წიგნს თვალი გადავავლე და შენი გვარიც დავინახე,
მაგრამ არ წამიკითხავს, რადგან ფული არ მაქვსო. მერე გა-
ჩუმდა, მეც გავჩუმდი. ერთხანს ორივე ვინარჩუნებდით ამ
მდუმარებას და მეხიკოს საზოგადოებრივი ტელეფონების
ვიბრაციასა და ყრუ ჩხაკაჩხუკს ვაყურადებდით. მახსოვს,
ხმას არ ვიღებდი, ვიღიმებოდი და პიელ დივინას სახე წარმო-
მედგინა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ახლა სადმე, სონა რო-
სას ან რეფორმის ქუჩის რომელიმე ტროტუარზე იდგა, მხარ-
ზე გადაკიდებული შავი ზურგჩანთა დუნდულებამდე დას-
თრევდა, დუნდულები გახეხილ, წვრილ ცისფერ ჯინსში ჰქონ-
და გამოკვართული და იღიმებოდა. კუთხოვან სახეზე სქელი
ტუჩები ისე ჰქონდა გამოყვანილი, თითქოს პლასტიკურმა ქი-
რურგმა იმუშავაო, გრამი ქონიც არსად ეტყობოდა, როგორც
მაიას ტომის ახალგაზრდა ქურუმს და მეტი ვეღარ მოვითმინე
573 მკითხველთა ლიგა
(ვიგრძენი, ცრემლები როგორ მაწვებოდა თვალებზე) და სა-
ნამ თავად მთხოვდა, ჩემი მისამართი მე თვითონ ვუთხარი
(დარწმუნებული ვარ, ისედაც ჰქონდა) და ისიც დავამატე, სას-
წრაფოდ მოდი-მეთქი. გაიცინა, ბედნიერად გაიცინა და მით-
ხრა, სადაც ახლა ვარ, იქიდან მოსასვლელად ორ საათზე მე-
ტი დამჭირდებაო. ვუპასუხე, არა უშავს, ამასობაში ვახშამს
მოვამზადებ და დაგელოდები-მეთქი. წესით, ასეთი სიტყვების
შემდეგ ადამიანს, ყურმილი უნდა დაეკიდა და ცეკვა დაეწყო,
მაგრამ პიელ დივინა სხვანაირი იყო, ყოველთვის ელოდებო-
და, ტელეფონის ავტომატში ჩაგდებული ფული როდის დამ-
თავრდებოდა და ამიტომ, არ დაუკიდია. ლუის სებასტიან,
შენთვის რაღაც მნიშვნელოვანი მაქვს მოსაყოლიო, მითხრა,
რომ მოხვალ, მერე მომიყევი-მეთქი, ვუპასუხე. დიდი ხანია,
ამის მოყოლა მინდაო, არ მომეშვა. მისმა ხმამ უსაშველოდ
უმწეოდ გაიჟღერა. მაშინ კი გამკრა ეჭვმა, რომ რაღაც სხვა
ხდებოდა და პიელ დივინას მარტო იმიტომ არ დაურეკავს,
რომ ჩემი ნახვა ან ფულის სესხება უნდოდა. რა მოხდა, რა
დაგემართა-მეთქი, ვკითხე. ვიგრძენი, ტელეფონ-ავტომატში
როგორ ჩააგდო უკანასკნელი მონეტა, როგორ შთანთქა ტე-
ლეფონის მუცელმა ის მონეტა, თითქოს ფოთლები აშრიალ-
და, თითქოს ხმელ ფოთლებს ქარმა წამოუბერა და მიწიდან
ახვეტაო, თითქოს ხეს ცეცხლის ალი მოედო, ან მავთულები
დაიკლაკნა, დაიგრიხა და არარაობაში შთაინთქაო. პოტური
საცოდაობანი. გახსოვს, რაღაც რომ უნდა მეთქვა, მაგრამ
ბოლოს მაინც არ გითხარიო? მომესმა ამ დროს ყურმილის
მეორე მხრიდან. მისი ხმა საოცრად ნორმალურად ჟღერდა.
როდის? გავიგონე ჩემივე სულელური შეკითხვა. კარგა ხნის
წინ, მითხრა პიელ დივინამ. ვუპასუხე, არ მახსოვს-მეთქი, მე-
რე კი ისევ ვედრება დავუწყე, მოდი და მერე მითხარი, მე კი
574 მკითხველთა ლიგა
ამასობაში გავალ, რამეს ვიყიდი გელოდები-მეთქი, მაგრამ
პიელ დივინამ ყურმილი მაინც არ დაკიდა. თუ ის არ გათიშავ-
და, მე როგორღა გავთიშავდი? ასე რომ, დაველოდე, მოვუს-
მინე, ის კი არა, გავამხნევე კიდეც, ეთქვა. მაშინ დივინამ
ულისეს ლიმა ახსენა, მანაგუაში სადღაც დაიკარგაო (არ გამ-
კვირვებია, ნახევარი სამყარო მიდიოდა მანაგუაში), მაგრამ
სინამდვილეში არ დაკარგულა, ანუ, ყველას ეგონა (მინდოდა
მეკითხა ვინ ყველას – მის მეგობრებს, მის მკითხველებს,
კრიტიკოსებს, რომლებიც მის შემოქმედებას თვალს ადევ-
ნებდნენ-მეთქი?), თითქოს დაიკარგა, მე კი ვიცი, რომ არ და-
კარგულა, რომ სინამდვილეში დაიმალაო. ულისეს ლიმას
დამალვა რაში სჭირდებოდა-მეთქი, ვკითხე. საკითხავი სწო-
რედ ეგ არისო, მითხრა პიელ დივინამ. ამაზე კარგა ხნის წინ
გელაპარაკე, გახსოვს? არა, ვთქვი მე, ყელიდან ხმა ძაფივით
ამომივიდა. როდის? წლების წინ. პირველად, როდესაც ერ-
თად დავწექითო, შეეცადა შეეხსენებინა. ვიგრძენი, ეკალმა
როგორ დამაყარა, მუცელში როგორ დამიარა რაღაცამ, ყვე-
რები შემეჭმუხნა. ლაპარაკი მიჭირდა. როგორ უნდა მახსოვ-
დეს-მეთქი, ჩავილუღლუღე. მოთმინება აღარ მყოფნიდა, ისე
მინდოდა მისი ნახვა. ვთხოვე, ტაქსი დაეჭირა, მითხრა ფული
არ მაქვსო, დავარწმუნე, სახლის კართან დაგელოდები და მე
გადაგიხდი-მეთქი. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ
ამ დროს კავშირი გაწყდა.
ვიფიქრე, წყალს გადავივლებ-მეთქი, მაგრამ მერე გადავ-
წყვიტე, წყალი მაშინ გადამევლო, როცა ის მოვიდოდა. ერ-
თხანს, სახლის მილაგებას მოვუნდი, მერე, პერანგი გამოვიც-
ვალე და ქუჩაში გავედი. ნახევარ საათზე მეტხანს დააგვიანა
და მთელი ის ხანი ვცდილობდი, გამეხსენებინა ის პირველი
დღე, როდესაც ერთად ვიწექით.
575 მკითხველთა ლიგა
ტაქსიდან რომ გადმოვიდა, მომეჩვენა, რომ ბევრად უფრო
გამხდარი იყო, ვიდრე მაშინ, როდესაც უკანასკნელად ვნახე,
ბევრად გამხდარი და გაცვეთილი, ვიდრე ჩემს მოგონებებში,
მაგრამ მაინც ისევ ის პიელ დივინა იდგა ჩემ წინ და მისი და-
ნახვა გამიხარდა: ხელი გავუწოდე, მაგრამ, არ ჩამომართვა,
მეცა და გადამეხვია. დანარჩენი მეტ-ნაკლებად ისე იყო, რო-
გორც წარმომედგინა, როგორც მინდოდა, რომ ყოფილიყო,
ოდნავი იმედგაცრუებაც კი არ ყოფილა.
ღამის სამ საათზე ავდექით და მეორე ვახშამი მოვამზადე,
ამჯერად ცივი საუზმე, ჭიქები ვისკით შევავსე. ორივეს გვში-
ოდა და გვწყუროდა. სანამ ვჭამდით, პიელ დივინამ ისევ
ულისეს ლიმას გაუჩინარებაზე ჩამოაგდო სიტყვა. უცნაური
თეორია ჰქონდა, რომელიც ოდნავ კრიტიკასაც კი ვერ უძ-
ლებდა. მისი აზრით, ლიმა ორგანიზაციიდან გაიქცა, რადგან
ორგანიზაციას მისი მოკვლა უნდოდა, ყოველ შემთხვევაში,
თავიდან ასე ეგონა. მანაგუაში ჩასულმა კი გადაწყვიტა უკან
აღარ დაბრუნებულიყო. ასე იყო თუ ისე, პიელს ეს დაუჯერე-
ბელ რამედ ეჩვენებოდა. მისი თქმით, ყველაფერი იმით დაიწ-
ყო, რომ ულისეს ლიმა და მისი მეგობარი ბელანო 1976
წლის დასაწყისში ჩრდილოეთისკენ გაემგზავრნენ. გაქცევები
სწორედ იმ მოგზაურობის შემდეგ დაიწყეს. ჯერ მეხიკოში
დარბოდნენ და იმალებოდნენ, ერთად, მერე ევროპაში, თი-
თოეული ცალ-ცალკე. როდესაც ვკითხე, რეალისტური ვისცე-
რალიზმის დამფუძნებლებს სონორაში რა უნდოდათ-მეთქი,
პიელ დივინამ მიპასუხა, სესარეა ტინახეროს საძებნელად წა-
ვიდნენო. ევროპაში რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ
ლიმა მექსიკაში დაბრუნებულა. ალბათ, ჩათვალა, რომ ყვე-
ლაფერი დავიწყებული იყო, მაგრამ ერთხელ ღამით მკვლე-
ლები ისევ გამოჩნდნენ, იმ შეკრების შემდეგ, სადაც ლიმა რე-
576 მკითხველთა ლიგა
ალვისცერისტების ხელახლა დაჯგუფებას შეეცადა. სწორედ
ამან განაპირობა ის, რომ ისევ გაქცევა მოუწია. როდესაც
ვკითხე, ვინმეს მისი მოკვლა რატომ უნდა ნდომოდა-მეთქი,
პიელ დივინამ მითხრა, არ ვიციო. შენ მასთან ერთად ხომ არ
წასულხარ-მეთქი, ვკითხე. არაო, მიპასუხა. აბა, მთელი ეს ამ-
ბავი საიდან იცი, ვინ გიამბო, თავად ლიმამ-მეთქი? არა, მა-
რია ფონტმაო (ისიც ამიხსნა, ვინ იყო მარია ფონტი), იმას კი
მამამისმა უამბოო. მერე მითხრა, რომ მარია ფონტის მამა სა-
გიჟეთში იყო. ეს ამბავი სხვა დროს რომ გამეგო, ნამდვილად
გამეცინებოდა, მაგრამ, როდესაც დივინასგან მოვისმინე,
როგორ მითხრა, ის, ვინც ეს ხმა გაავრცელა, გიჟიაო, ერთია-
ნად დამბურძგლა. თან შემეცოდა და მივხვდი, რომ შეყვარე-
ბული იყო.
იმ ღამით გათენებამდე ვილაპარაკეთ. დილის რვა საათზე
უნივერსიტეტში უნდა წავსულიყავი. პიელ დივინას ბინის გა-
საღების ასლი დავუტოვე და ვთხოვე, დამლოდებოდა. უნი-
ვერსიტეტიდან ალბერტიტო მურს დავურეკე და ვკითხე, ული-
სეს ლიმა თუ გახსოვს-მეთქი. გაუგებარი პასუხი გამცა. ახ-
სოვდა და თან არც ახსოვდა, ვინ იყო ულისეს ლიმა, დაკარ-
გული საყვარელიო? ნახვამდის-მეთქი და ყურმილი დავუკი-
დე. მერე დავურეკე სარკოს და იმასაც იგივე ვკითხე. ამჯე-
რად, პასუხი ბევრად უფრო გასაგები იყო: გიჟიაო, მითხრა
ისმაელ უმბერტომ. პოეტია-მეთქი ავუხსენი. ისე რაო, მიპასუ-
ხა სარკომ. მანაგუაში გაემგზავრა მექსიკელი მწერლების დე-
ლეგაციასთან ერთად და დაიკარგა-მეთქი. ეგ სოფლის პო-
ეტების დელეგაცია იქნებოდაო, თქვა სარკომ. მათთან ერ-
თად არ დაბრუნებულა, გაქრა-მეთქი, ვუთხარი. ასეთ ხალხს
ასეთი რამეები ემართებათო, მიპასუხა. მეტი არაფრის თქმა
არ შეგიძლია-მეთქი? ვკითხე. არა, მაგაში განსაკუთრებულს
577 მკითხველთა ლიგა
ვერაფერს ვხედავო. შინ რომ დავბრუნდი, პიელ დივინას ეძი-
ნა. გვერდით გადაშლილი ჩემი ლექსების ბოლო წიგნი ედო.
იმ საღამოს, ვახშმობისას, შევთავაზე რამდენიმე დღით ჩემ-
თან დარჩენილიყო. სწორედ ამას ვაპირებდიო, მითხრა პიელ
დივინამ, მაგრამ მინდოდა, შენ თვითონ შემოგეთავაზებინაო.
ცოტა ხნის შემდეგ ჩემოდნით მომადგა, იმ ჩემოდანში ეტეო-
და მთელი მისი ავლადიდება: არაფერი, ორი პერანგი, პონ-
ჩო, რომელიც ვიღაც მუსიკოსს მოჰპარა, რამდენიმე წინდა,
ელემენტებზე მომუშავე რადიოლა, რვეული, რომელშიც რა-
ღაც დღიურის მსგავსს წერდა და კიდევ ორიოდ წვრილმანი.
მე ვაჩუქე რამდენიმე ძველი შარვალი, რომლებიც ალბათ ძა-
ლიან ვიწრო მოუვიდოდა, მაგრამ მოეწონა, სამი ახალი პე-
რანგი, დედამ ცოტა ხნის წინ რომ მიყიდა და ერთ საღამოს,
როდესაც სამსახურიდან გამოვედი, ფეხსაცმლის მაღაზიაში
შევიარე და ფეხსაცმელებიც ვუყიდე.
ჩვენი თანაცხოვრება ხანმოკლე, მაგრამ ბედნიერებით აღ-
სავსე იყო. ოცდათხუთმეტი დღის მანძილზე ერთად ვცხოვ-
რობდით და ყოველ ღამით ვსიყვარულობდით, გვიანობამდე
ვსაუბრობდით, სახლში ვსადილობდით. კერძებს თვითონ ამ-
ზადებდა, ჩვეულებრივ, ძალიან რთულ კერძებს ირჩევდა მო-
სამზადებლად, ხანდახან ძალიან მარტივი კერძებითაც მიმას-
პინძლდებოდა, მაგრამ სადილი ყოველთვის გემრიელი გა-
მოსდიოდა. ერთხელ ღამით მიამბო, რომ პირველად სექსი
ათი წლისას ჰქონდა. არ მინდოდა ამ საკითხზე მეტი მოეყო-
ლა. მახსოვს, თავი მივაბრუნე, პერეს კამარგას გრავიურის-
კენ გავიხედე, კედელზე რომ მეკიდა და ღმერთს შევთხოვე,
ის პირველი სექსი ვინმე მოზარდ ბიჭთან, ან გოგოსთან ჰქო-
ნოდა და ძალადობა არ ყოფილიყო. მეორე საღამოს, ან შეიძ-
ლება ესეც იმავე საღამოს მოხდა, მიამბო, რომ მეხიკოში
578 მკითხველთა ლიგა
თვრამეტი წლისა ჩამოვიდა. არც ფული გააჩნდა, არც ტანსაც-
მელი, არც მეგობრები, რომლებთანაც თავს შეაფარებდა და
ამიტომ, ძალიან ცუდი დღეები გამოიარა. იმდენად უჭირდა,
რომ ერთმა მეგობარმა ჟურნალისტმა, იმჟამად მისმა საყვა-
რელმა, დასაძინებლად „ელ ნასიონალის“ ქაღალდის საწ-
ყობშიც კი დატოვა. იქ რომ ვიყავი, მეგონა, ჩემი ბედი ჟურნა-
ლისტობა იყო, ერთხანს ქრონიკებს ვწერდი, მაგრამ არც ერ-
თი გაზეთი არ მიბეჭდავდაო. მერე ქალთან ცხოვრობდა, შვი-
ლი შეეძინა და უამრავი სამსახური გამოიცვალა, მაგრამ არც
ერთი არ იყო მუდმივი. ასკაპოცალკოს გზაზე ქუჩის გამყიდვე-
ლადაც კი იმუშავა, მაგრამ ყველაფერი იმით დამთავრებუ-
ლა, რომ ერთ ტიპთან დანებით ჩხუბი მოსვლია, რადგან ის
ტიპი კლიენტებს ართმევდა. იქიდანაც წამოსულა. ერთ ღა-
მით, როდესაც ჩემში შემოდიოდა, ვკითხე, ოდესმე ვინმე თუ
მოგიკლავს-მეთქი. არ მინდოდა ასეთი რამე მეკითხა, არც პა-
სუხის მოსმენა მინდოდა, სიმართლე იქნებოდა თუ ტყუილი,
და ტუჩზე ვიკბინე. კიო, მიპასუხა, და უკანალზე უფრო ძალუ-
მად მომაწვა. სანამ მხმარობდა, ვტიროდი.
იმ დღეებში ჩემთან სტუმრად არავინ მოსულა. შეხვედრე-
ბი გადავდე, ზოგს ვუთხარი, თავს შეუძლოდ ვგრძნობ-მეთქი,
ზოგს-რაღაცაზე ვმუშაობ და სრული სიმარტოვე და კონცენ-
ტრაციის მაქსიმუმი მჭირდება-მეთქი, და, მართლაც, სანამ
პიელ დივინა ჩემთან ცხოვრობდა, რაღაც დავწერე, ხუთი თუ
ექვსი მოკლე ლექსი, რომლებიც ცუდი არ არის, მაგრამ ალ-
ბათ არასოდეს გამოვაქვეყნებ, თუმცა, წინასწარ არავინ იცის,
რას მოიმოქმედებს. როგორც კი რამის მოყოლას დაიწყებდა,
მის მონათხრობში აუცილებლად რეალვისცერისტები უნდა
გამოჩენილიყვნენ. თავიდან ეს ძალიან მაღიზიანებდა, მერე
კი ნელ-ნელა შევეგუე და რომ არ ახსენებდა, მე თვითონ ვე-
579 მკითხველთა ლიგა
კითხებოდი, მაგალითად, ასე: როცა კალსადა „კამარო“ ნეს-
ზე ცხოვრობდი, ძმები როდრიგესები ამ დროს სად იყვნენ-
მეთქი, ან, როდესაც ნინიო პერდიდოს სასტუმროში ცხოვ-
რობდი, რაფაელ ბარიოსი სად ცხოვრობდა-მეთქი. ასეთ შემ-
თხვევებში ცოტა ხნით წყვეტდა თავის თხრობას და იმ აჩრდი-
ლებზე, იმ თავის შემთხვევით თანამგზავრებზე იწყებდა მო-
ყოლას, რომლებიც უზარმაზარ თავისუფლებას და ასევე
უზარმაზარ უმწეობას ულამაზებდნენ.
ერთხელ ღამით ისევ სესარეა ტინახეროზე დაიწყო ლაპა-
რაკი. ვუთხარი, ნამვილად ლიმასა და ბელანოს გამონაგონი
იქნებოდა, რომ სონორაში თავიანთი მოგზაურობა გაემარ-
თლებინათ-მეთქი. მახსოვს, შიშვლები ვიყავით, ლოგინზე გა-
შოტილები, ფანჯარა ღია გვქონდა და იქიდან კოიოაკანის ცა
მოჩანდა. პიელ დივინა გადმოტრიალდა და ჩამეხუტა, ჩემმა
აღგზნებულმა ყლემ მისი, ტყავის პარკუჭივით დარბილებული
ყვერები მოიძია, ყლეც ჯერ ისევ რბილი ჰქონდა. ჩემს ნათ-
ქვამზე, ძმაკაც, ასე მომმართა (ადრე ასე ვულგარულად არა-
სოდეს მოუმართავს), ძმაკაც, რას ბოდავო, ხელები მხრებში
ჩამავლო და მითხრა, არ არის ეგრე, სესარეა ტინახერო ნამ-
დვილად არსებობდა, შეიძლება ახლაც არსებობსო, მერე გა-
ჩუმდა, მაგრამ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია და სანამ ჩე-
მი ამდგარი პენისი მის ყვერებს ეალერსებოდა, ვგრძნობდი,
როგორ მიყურებდა სიბნელეში. მაშინ ვკითხე, ბელანომ და
ლიმამ სესარეა ტინახეროს შესახებ როგორ გაიგეს-მეთქი.
სუფთა ფორმალური კითხვა იყო. მიპასუხა, ინტერვიუში, ბე-
ლანოსა და ლიმას ფული არ ჰქონდათ და ერთი ჟურნალის-
თვის ინტერვიუებს აკეთებდნენ, იდიოტური ჟურნალი იყო,
სოფლის პოეტების ორბიტაზე ტრიალებდა, ან სოფლის პო-
ეტების ორბიტაზე მალე გადაინაცვლებდა, მაგრამ, მაშინაც
580 მკითხველთა ლიგა
და ახლაც, სხვანაირად არ გამოდიოდა, ორში ერთი იყო –
რომელიმე მხარეს უნდა ყოფილიყავიო. რა მხარეებზე მელა-
პარაკები-მეთქი, ჩავიჩურჩულე, ჩემი პენისი უკვე მის ყვე-
რებს ასცდა და მისი პენისის ძირს ეხებოდა. სადაცაა ისიც გა-
ცოცხლდებოდა. სოფლის პოეტების და ოქტავიო პასის ბან-
დებზეო, მითხრა. თან ხელი მომხვია და კეფამდე ამომიყო, მე
მტკიცედ ოქტავიო პასის ბანდაში ვიყავი, მიუხედავად იმისა,
რომ ლიტერატურული პანორამა გაცილებით მრავალფერო-
ვანი იყოო. რეალვისცერისტები არც ერთ ამ ბანდას არ მი-
ეკუთვნებოდნენ, არც ნეორევოლუციონერებს, ან რომელიმე
სხვას, არც ნეოსტალინისტებს, არც გამორჩეულებს, არც
იმათ, ვინც სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა და არც იმათ,
ვინც ფინანსებს უნივერსიტეტს სწოვდა, არც იმათ, ვინც იყი-
დებოდა და არც იმათ, ვინც მათ ყიდულობდა, არც იმათ, ვინც
ტრადიციების დამცველები იყვნენ და არც იმათ, ვინც უმეც-
რებას ქედმაღლობად აქცევდა, არც თეთრებთან და არც შა-
ვებთან, არც ლათინური ამერიკის დამცველებთან და არც
კოსმოპოლიტებთან. მაგრამ მთავარი აქ ის იყო, რომ ამ იმ
ინტერვიუებს იწერდნენ (ნუთუ „პლურალისთვის“? იმ „პლუ-
რალისთვის“ რომელსაც იქიდან ოქტავიო პასი უკვე გაგდე-
ბული ჰყავდა?). და თუმცა შევეკამათე, როგორ შეიძლება,
ფული არ ჰქონოდათ, როდესაც ნარკოტიკებს ყიდდნენ-მეთ-
ქი, მაინც იმავეს იმეორებდა, ფაქტია, რომ ფული სჭირდებო-
დათო. ამიტომ ინტერვიუების ჩასაწერად იმ ბებრებთან და-
დიოდნენ, ვინც აღარავის ახსოვდა, სტრიდენტისტებთანო. მა-
ნუელ მაპლეს არსესთან ყოფილან, რომელიც 1900 წელს
იყო დაბადებული და 1981 წელს გარდაიცვალა, არკელეს ვე-
ლასთან, 1899 წელს რომ დაბადებულა და 1977 წელს გარ-
დაცვლილა, ხერმან ლისტ არსუბიდესთან, 1898 წელს რომ
581 მკითხველთა ლიგა
ყოფილა დაბადებული და, სავარაუდოდ, ახლახან მომკვდა-
რა კიდეც, ან შეიძლება არც იყო ასე, არ ვიცი, თუმცა დიდად
არც მაინტერესებს. სტრიდენტისტები ლიტერატურულად შე-
უმდგარი ჯგუფი იყო, თავისდაუნებურად კომიკური. და ერთ
ამ სტრიდენტისტს, როგორღაც ინტერვიუს დროს სესარეა ტი-
ნახერო უხსენებია. ვუთხარი, თუ გაინტერესებს, გავარკვევ,
იმ სესარეა ტინახეროს რა ბედი ეწია-მეთქი. მერე სექსი
გვქონდა, მაგრამ რაღაც გაუცხოებული, თითქოს ვიღაც ისე-
თი მეწვა გვერდით, ვინც ერთდროულად თან იყო ჩემთან და
თან თითქოს არც იყო, ვიღაც, ვინც უკვე წასულია, თანაც ისე
უჩუმრად, რომ ვეღარც კი ვხვდებით, როდის გამოგვემშვი-
დობაო.
ცოტა ხნის შემდეგ პიელ დივინა ჩემგან წავიდა. მანამდე
მე რამდენიმე მეგობარს ველაპარაკე, იმათ, ვინც მექსიკის
ლიტერატურის ისტორიაზე მუშაობდა, თუმცა, არავინ იცოდა,
ვინ იყო ის პოეტი ქალი, ოციან წლებში რომ წერდა. ერთ სა-
ღამოს პიელ დივინამაც კი დაუშვა, რომ შესაძლებელი იყო
ბელანოს და ლიმას ის ქალი მართლაც გამოეგონებინათ. ახ-
ლა ორივე გამქრალიაო, თქვა და ვერავინ ვეღარაფერს
ჰკითხავსო. შევეცადე დამეწყნარებინა – გამოჩნდებიან, ყვე-
ლა, ვინც მექსიკიდან მიდის, ოდესმე აუცილებლად უკან
ბრუნდება-მეთქი, ვუთხარი. ვერ შევატყვე, რომ ჩემს სიტ-
ყვებს დაემშვიდებინა და ერთხელ, სანამ სამსახურში ვიყავი,
ისე წავიდა, რომ გამოსათხოვარი წერილიც კი არ დაუტოვე-
ბია. თან, ბევრი არა, მაგრამ გარკვეული თანხაც გაიყოლა,
საწერი მაგიდის უჯრაში რომ მედო იმ შემთხვევისთვის, თუკი
ჩემი არყოფნისას რამე დასჭირდებოდა. კიდევ თან წაიღო
ერთი შარვალი, რამდენიმე პერანგი და ფერნანდო დელ პა-
სოს რომანი.
582 მკითხველთა ლიგა
კარგა ხანს ვეღარაფერს ვაკეთებდი, მხოლოდ მასზე ვფიქ-
რობდი და მის ზარს ველოდი. მაგრამ, არა და არ რეკავდა.
ერთადერთი ადამიანი, რომელმაც იგი ჩვენი ერთად ცხოვრე-
ბის დროს ნახა, ალბერტიტო მური იყო. იმ ღამით მე და პიელ
დივინა კინოში წავედით და გამოსვლისას ალბერტიტოს შემ-
თხვევით შევეჩეხეთ. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ძა-
ლიან ხანმოკლე და მშრალსიტყვიანი იყო, ალბერტიტო მა-
შინვე მიხვდა იმ მიზეზს, რის გამოც სახლში ვიყავი ჩაკეტილი
და მეგობრებს თავს ვარიდებდი. როცა ბოლოს და ბოლოს
მივხვდი, რომ პიელ დივინა აღარ დაბრუნდებოდა, ალბერტი-
ტოს დავურეკე და ყველაფერი ვუამბე. ყველაზე საინტერე-
სოდ მას მანაგუაში ულისეს იმას დაკარგვის ამბავი მოეჩვენა.
დიდხანს ვისაუბრეთ და მისი დასკვნა ასეთი იყო: ნელა, მაგ-
რამ ყველანი დაბეჯითებით გიჟდებიანო. ალბერტიტო სანდი-
ნისტების მიმართ სიმპათიით არ არის განმსჭვალული, თუმ-
ცა, ვერც იმას იტყვის კაცი, პროსომოსისტიაო.

583 მკითხველთა ლიგა


16

ამადეო სალვატიერა, ვენესუელის რესპუბლიკის ქუჩა, ინ-


კვიზიციის სასახლის მახლობლად, მეხიკო, 1976 წლის იანვა-
რი. ბედად, ბიჭებს არსად ეჩქარებოდათ. ცივი საუზმე მაგიდა-
ზე დავაწყვე, „ჩილე ჩიპოტლეს“ ქილები გავხსენით, კბილის
საჩიჩქნები დავარიგე, ტეკილა დავასხით და ერთმანეთს თვა-
ლებში ჩავხედეთ. ბიჭებო, სად გავჩერდით-მეთქი, ვკითხე,
მითხრეს, გენერალ დიეგო კარვახალის, ხელოვნების მეცენა-
ტისა და სესარეა ტინახეროს უფროსის სრულ პორტრეტზეო.
ამასობაში ქუჩაში სირენების ხმა გაისმა. ჯერ პატრულის სი-
რენებს ჰგავდა, მერე სასწრაფო დახმარების მანქანისას.
მკვდრებზე დავიწყე ფიქრი, დაჭრილებზე და თავს ვუთხარი,
ჩემი პატივცემული გენერალი იყო სწორედ ასე, ერთდროუ-
ლად მკვდარიც და დაჭრილიც-მეთქი. ზუსტად ისევე, რო-
გორც სესარეა არ ჩანდა არსად, მე კი უძლური და თან ენთუ-
ზიაზმით აღსავსე ბერიკაცი ვიყავი. მერე გავაგრძელე, უფრო-
სი და უმცროსი უბრალოდ სიტყვის მასალა იყო, თორემ სესა-
რეა უნდა გცნობოდათ და მაში მიხვდებოდით, რომ შეუძლე-
ბელი იყო, იმ ქალს ოდესმე ცხოვრებაში ვინმე უფროსი ჰყო-
ლოდა, თუნდაც საჯინიბოში ემუშავა-მეთქი. სესარეა სტენოგ-
რაფისტი იყო, ასეთი პროფესია ჰქონდა, და კარგი მდივანიც,
მაგრამ ხასიათით, რასაც შეიძლება ახირებულიც დავარქვათ,
უფრო ძლიერი, ვიდრე თანამდებობით ეკუთვნოდა, მანუელს
მისთვის ბატონ გენერალთან სამსახური რომ არ ეშოვა, საბ-
რალო ქალი იძულებული იქნებოდა, მეხიკოს ყველაზე საშიშ
მიწისქვეშა გადასასვლელებში ეხეტიალა-მეთქი. მათთვის
ერთი შეკითხვის დასმა მომივიდა აზრად: გენერალ დიეგო
584 მკითხველთა ლიგა
კარვახალის შესახებ მართლა (სულ, სულ მართლა) არასო-
დეს არაფერი გაგიგონიათ-მეთქი? არა, ამადეო, არასოდეს
არაფერი გვსმენია, ვინ იყო ობრეგონისტი138 თუ კარანსის-
ტი,139 პლუტარკო ელიას კალიესის140 კაცი თუ ნამდვილი რე-
ვოლუციონერიო? ნამდვილი რევოლუციონერი-მეთქი, ვუთ-
ხარი მსოფლიოში ყველაზე ნაღვლიანი ხმით, მაგრამ ასევე
ობრეგონის კაცი. ასპროცენტიანი სიწმინდე არ არსებობს, ბი-
ჭებო, შეიგნეთ, ცხოვრება ნაგავია, ჩემი გენერალი ერ-
თდროულად დაჭრილიც იყო და მკვდარიც, თან გულადი კა-
ციც-მეთქი. და იმ საღამოს შესახებ დავუწყე მოყოლა, როდე-
საც მანუელმა თავისი პროექტის გეგმა გაგვანდო, როგორ
ოცნებობდა, ავანგარდისტული ქალაქი, სტრიდენტოპოლისი
აეშენებინა. ჩვენ კი ვუსმენდით და სიცილით ვიხოცებოდით.
გვეგონა ხუმრობდა, მაგრამ არა, ეს ხუმრობა არ იყო, სტრი-
დენტოპოლისის აგება მართლაც იყო შესაძლებელი, ყოველ
შემთხვევაში იმ წარმოსახვის ხვეულებში, რომელიც მანუ-
ელს არ ასვენებდა. ქალაქის აშენებას ხალაპაში ფიქრობდა
და ამ საქმეში გენერლის დახმარების იმედი ჰქონდა. სწორედ
ასე გვითხრა, გენერალი დიეგო კარვახალი დაგვეხმარება
ქალაქის აგებაშიო. მაშინ ზოგმა ჰკითხა, ეგ გენერალი ვინ
ოხერიაო, იმ საღამოს ის ბიჭებიც ხომ სწორედ ასე მეკითხე-
ბოდნენ, ბიჭებო, მანუელმა კი მაშინ იმ გენერლის ამბავი გვი-
ამბო-მეთქი, ჩემს ბიჭებსაც ასე ვუთხარი. თუმცა, ის ამბავი

138 ალვარო ობრეგონი (1880-1928) – მექსიკელი სამხედრო პირი და პო-


ლიტიკური მოღვაწე, მექსიკის რევოლუციის მონაწილე; მექსიკის პრეზი-
დენტი (1920-1924)
139 ვენუსტიანო კარანსა (1859-1920) – პოლიტიკურ-სოციალური მოძ-

რაობის ლიდერი მექსიკაში


140 პლუტარკო ელიას კალიესი (1877-1945) – მექსიკელი გენერალი და

მექსიკის პრეზიდენტი (1924-1928)


585 მკითხველთა ლიგა
დიდად არ განსხვავდებოდა იმ კაცების ამბისაგან, რომლე-
ბიც იბრძოდნენ და ჩვენს რევოლუციაში თავი გამოიჩინეს,
კაცებისგან, რომლებმაც ისტორიის მორევში შიშვლებმა შე-
აბიჯეს და იქიდან ყველაზე ბრწყინვალე და სასტიკი სამოსით
გამოვიდნენ. გენერალი დიეგო კარვახალი ბრძოლაში წერა-
კითხვის უცოდინარი შევიდა, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი
დარწმუნებული იყო, რომ პიკასო და მარინეტი რაღაცის წი-
ნასწარმეტყველები იყვნენ. ოღონდ რისა – კარგად არ ესმო-
და, ვერც ვერასოდეს გაიგო, ბიჭებო, მაგრამ მასზე ბევრად
მეტი ხომ არც ჩვენ გაგვეგება-მეთქი. ერთხელ კაბინეტში შე-
ვაკითხეთ. ეს მანამდე მოხდა, სანამ სესარეა სტრიდენტის-
ტებს შეუერთდებოდა. თავიდან გენერლის ქცევა ცოტა ცივი
მოგვეჩვენა, თითქოს დისტანციის შენარჩუნებას ლამობსო.
არც წამომდგარა, რომ მოგვსალმებოდა. როდესაც მანუელი
წარგვადგენდა, პირი ძლივს, ნახევრად გააღო. ის კი მართა-
ლია, რომ თვალს არ გვაშორებდა, თითქოს უნდა, ჩვენს ფიქ-
რებსა და სულს ჩასწვდესო. გავიფიქრე, როგორ მოახერხა
მანუელმა ასეთ კაცს დამეგობრებოდა-მეთქი, რადგან გენე-
რალი, ერთი შეხედვით, სრულიად არ განსხვავდებოდა იმ
მრავალრიცხოვანი სამხედროებისგან, რევოლუციის ტალ-
ღას მეხიკოში რომ შემოერეკა. კონცენტრირებული, სერიო-
ზული, უნდობი, სასტიკი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა,
მოკლედ, ისეთი კაცის შთაბეჭდილებას, რომელსაც ვერანაი-
რად ვერ დააკავშირებდი პოეზიასთან. თუმცა, მე პოეტებსაც
ვიცნობ, რომლებიც ასეთივე კონცენტრირებულები, სერიო-
ზულები, უნდობები და ძალიან სასტიკები არიან, მაგალითად,
დიას მირონს141. შეხედეთ, და სიტყვაზე ნუ გამომეკიდებით,

141 სალვადორ დიას მირონი (1853-1928) – მექსიკელი პოლიტიკოსი და


586 მკითხველთა ლიგა
ხანდახან იმასაც კი მაფიქრებინებს ცხოვრება, რომ პოეტები
და პოლიტიკოსები, განსაკუთრებით მექსიკაში, სწორედაც
რომ ერთნაირები არიან, ყოველ შემთხვევაში, წყალს ერთი
და იმავე წყაროდან სვამენ. მაგრამ მაშინ ახალგაზრდა ვიყა-
ვი, ძალიან ახალგაზრდა და თან იდეალისტი, ანუ სუფთა გუ-
ლისა და ასეთი მაიმუნობები სულს მწარედ ხვდებოდა. მოკ-
ლედ, შემიძლია ვთქვა, რომ გენერალი დიეგო კარვახალი
ერთი შეხედვით ნამდვილად არ მომეწონა. მაგრამ რაღაც ძა-
ლიან მარტივი მოხდა მაშინ, რამაც ყველაფერი შეცვალა.
ჯერ თვალებით გვბურღა და მანუელის სიტყვებსაც ისეთი სა-
ხით უსმინა, თითქოს ერთი სული აქვს, როდის გაჩუმდება, ან
საერთოდ არ უსმენსო, მერე ერთ-ერთი თავისი მცველი გა-
მოიძახა, იაკის ტომის ინდიელი, რომელსაც „თანასწორს“
ეძახდა და უბრძანა, ტეკილა, პური და ყველი შემოეტანა კაბი-
ნეტში. სულ ეს იყო. ამ ჯადოსნური კვერთხით მოახერხა გენე-
რალმა ჩვენი გულები მოენადირებინა. ახლა, როდესაც ამას
ვყვები, შეიძლება იდიოტობად მოგეჩვენოთ, მეც კი იდიოტო-
ბად მეჩვენება მაგრამ მაშინ იმ ფაქტმა, რომ თავისი საწერი
მაგიდიდან საქაღალდეები მოაშორა და გვითხრა, თავი თავი-
სუფლად იგრძენითო, ისეთი ეფექტი მოახდინა, რომ ყოველ-
გვარი უნდობლობა თუ დაძაბულობა, რაც კი შეიძლებოდა
გვქონოდა – და როგორ შეიძლებოდა არ გვქონოდა – სად-
ღაც უკვალოდ გაგვიქრა. მაგიდას შემოვუსხედით და სას-
მელს პურსა და ყველს ვატანდით. გენერალმა გვითხრა,
ფრანგული ჩვეულებააო. ამ საკითხზე (ისევე როგორც ყვე-
ლაფერ დანარჩენზე) მანუელი დაეთანხმა. ცხადია, ფრანგუ-
ლი ჩვეულება იქნებოდა, ალბათ ტამპლის ბულვარის მიდა-

პოეტი, 1892 წელს გაასამართლეს მკვლელობისთვის.


587 მკითხველთა ლიგა
მოებში იყო გავრცელებული,142 კიდევ სენ-დენის გარეუბნის
ჯურღმულებში. მერე მანუელმა და გენერალმა დიეგო კარვა-
ხალმა პარიზზე წამოიწყეს საუბარი, იმ პურსა და ყველზე, პა-
რიზში რომ მიირთმევდნენ, იმ ტეკილაზე, რომელსაც პარიზ-
ში სვამდნენ და ამბობდნენ, ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი სმა
ეცოდინებოდათ იმ პარიზელებს, გარეუბნებსა და ბაზრების
შემოგარენში მცხოვრებლებსო. მაგრამ, საქმე ის იყო, რომ
პარიზში ეს ყველაფერი ქალაქის გარეუბნებში ხდებოდა და
არა რომელიმე კონკრეტულ ქუჩაზე თუ მისამართზე. მარტო
მოგვიანებით გავიგე, რომ მანუელი იმ დღესასწაულის ქა-
ლაქში არასოდეს ნამყოფიც კი არ ყოფილა, არც გენერალი,
სხვათა შორის. თუმცა ორივე, არ ვიცი რატომ, აღიარებდა და
პატივს სცემდა იმ შორეულ და უეჭველად სიმთვრალისგან
გაბრუებულ ქალაქს და მათი სიყვარული თუ გატაცება ალ-
ბათ იმ ქალაქის სათანადო ღირსებებით იყო განპირობებუ-
ლი. და რადგან ამ პუნქტამდე მივედით, ნება მიბოძეთ, თავს
ცოტაოდენი გადახვევის უფლება მივცე: წლების შემდეგ, რო-
დესაც მანუელთან ჩემი მეგობრობა, ასე ვთქვათ, მიილია და
კარგა ხნის გამქრალი იყო, ერთ დილით გაზეთი გადავშალე
და ამოვიკითხე, რომ ჩემი ძველი მეგობარი ევროპაში მიემ-
გზავრებოდა. პოეტი მანუელ მაპლეს არსე, ეწერა ქრონიკაში,
ვერაკრუსიდან ჰავრის მიმართულებით გაემგზავრაო. არც ის
ეწერა, სტრიდენტიზმის მამა ევროპაში გაემგზავრაო, ანდა
მექსიკის პირველმა ავანგარდისტმა პოეტმა ძველი კონტი-
ნენტისკენ აიღო გეზიო, არა! უბრალოდ: პოეტი მანუელ მაპ-
ლეს არსეო – ასე იყო მოხსენიებული. შეიძლება პოეტიც არ
ეხსენებინათ, ალბათ ქრონიკა თავიდან იუწყებოდა, სენიორ

იგულისხმება თავდასხმა მეფე ლუი-ფილიპეზე 1835 წელს, ამ დროს ამ


142

ბულვარზე 18 ადამიანი დაიღუპა.


588 მკითხველთა ლიგა
მაპლეს არსე საფრანგეთის პორტისკენ მიემგზავრება, იქ
სხვა ტრანსპორტში გადაჯდება (მატარებელში! ეტლში!) და
გეზს იტალიისაკენ, კერძოდ, რომისკენ აიღებს, სადაც კონსუ-
ლად, ვიცეკონსულად ან კულტურის ატაშედ შეუდგება მუშაო-
ბას მექსიკის საელჩოშიო. რას ვიზამთ, მეხსიერება ისეთი
აღარ მაქვს, როგორიც მქონდა. ვაღიარებ, რაღაც-რაღაცები
მავიწყდება ხოლმე. მაგრამ იმ დილით, როდესაც ის ცნობა
წავიკითხე და მივხვდი, რომ მანუელი ბოლოს და ბოლოს პა-
რიზს იხილავდა, გავიხარე. მერე რა, რომ იმ დროისთვის იგი
ჩემს მეგობრებში უკვე აღარ ეწერა, რომ სტრიდენტიზმი უკვე
მკვდარი იყო და ცხოვრებას ისე შევეცვალეთ, რომ ერთმანე-
თის ცნობაც კი გვიჭირდა. ვფიქრობდი მანუელზე, ვფიქრობ-
დი პარიზზე, რომელიც არ მინახავს, თუმცა ერთხელ სიზმარ-
ში ვესტუმრე, ვფიქრობდი, რომ ეს მოგზაურობა განგვსჯიდა
და თავისებური, ასეთი იდუმალი ხერხით, რომელიც შემ-
თხვევითი სულაც არ იყო, იმას მოგვაგებდა, რასაც ვიმსახუ-
რებდით. გენერალ დიეგო კარვახალს რაც შეეხება, რა თქმა
უნდა, მექსიკიდან არასოდეს გასულა. იგი 1930 წელს გაურ-
კვეველ ვითარებაში დაიღუპა. ეს ამბავი ბორდელ „წითლისა
და შავის“ შიდა ეზოში მოხდა, რომელიც მაშინ კოსტა-რიკის
ქუჩაზე მდებარეობდა, აქედან სულ ახლოს. როგორც ამბობ-
დნენ, ამ დაწესებულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პატრონობდა. სწორედ იქ ატყდა
რაღაც გაურკვეველი სროლა, რომელსაც გენერალ დიეგო
კარვახალთან ერთად ემსხვერპლნენ გენერლის ერთ-ერთი
მცველი, სამი თავდამსხმელი დურანგოს შტატიდან და იმ
წლებში ძალიან ცნობილი მეძავი, როსარიო კონტრერასი,
რომელზეც ამბობდნენ, ესპანელიაო. მე ვიყავი მის დაკ-
რძალვაზე და სასაფლაოდან გამოსვლისას ლისტ არსუბიდე
589 მკითხველთა ლიგა
დავინახე. ლისტის (რომელმაც ასევე იმოგზაურა თავის დრო-
ზე ევროპაში) აზრით, ჩემი გენერლის დაღუპვა პოლიტიკურ
ინტერესებს უკავშირდებოდა. სწორედ ამიტომაც ჩაუსაფ-
რდნენ და სიცოცხლეს გამოასალმეს. ეს ვერსია სრულიად
ეწინააღმდეგებოდა იმას, რასაც პრესა წერდა – თითქოს შეხ-
ლა-შემოხლის მიზეზი სწორედაც რომ ბორდელში წარმოქ-
მნილი უსიამოვნება იყო, ანდა სასიყვარულო კავშირი, რო-
მელშიც მთავარ როლს როსარიო კონტრერასი ასრულებდა.
ლისტის თქმით, რომელიც იმ ბორდელში პირადადაც იყო
ნამყოფი, გენერალი ქალთან დასაწოლად ყველაზე მოშორე-
ბულ ოთახს ირჩევდა. ოთახი დიდი არ იყო, მაგრამ, სამაგი-
ეროდ, შენობის სიღრმეში გამავალი ფანჯარა ჰქონდა და ხმა-
ური არ აღწევდა. იქვე შადრევნიანი შიდა პატიოც მდებარე-
ობდა. სექსის შემდეგ გენერალს თურმე პატიოში გასვლა, სი-
გარის მოწევა და ქალისა და მამაკაცის კავშირზე, ხორცის
მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ამაოებაზე დაფიქრება
და წუხილი მოსწონდა. თურმე იქ ყველა იმ წიგნზეც წუხდა,
რომელიც წაკითხული არ ჰქონდა. როგორც ლისტმა მიამბო,
მკვლელები იმ კორიდორში ყოფილან ჩასაფრებულები, რო-
მელიც ბორდელის ძირითადი ოთახებისკენ გადიოდა. იქი-
დან შიდა პატიოს ყველა კუთხე მოჩანდა. ეს კი იმას ნიშნავს,
რომ მკვლელებისთვის გენერლის ჩვეულება ცნობილი იყო.
ელოდნენ და ელოდნენ, სანამ გენერალი როსარიო კონტრე-
რასს ჟიმავდა, რამდენადაც გაგებული მაქვს, მოწოდებით
ბოზს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იმ ქალს თურმე არაერთხელ
შესთავაზეს ბორდელიდან წამოსულიყო და მამაკაცის კმაყო-
ფაზე ეცხოვრა, მაგრამ იგი ყოველთვის თავისუფლებას ირ-
ჩევდა, რაც ასეთი იშვიათი მოვლენაა ამგვარ ქალებს შორის.
როგორც ჩანს, სექსმა დიდხანს გასტანა და ვნებით აღსავსეც
590 მკითხველთა ლიგა
იყო, თითქოს ქერუბიმებს თუ კუპიდონებს სურდათ, როსა-
რიო და ჩემი ძვირფასი გენერალი მათი უკანასკნელი სასიყ-
ვარულო ნეტარებით ბოლომდე დამტკბარიყვნენ, ყოველ
შემთხვევაში აქ, პლანეტა დედამიწის იმ კუთხეში, რომელსაც
მექსიკა ჰქვია. ასე გაატარეს საათები როსარიომ და გენე-
რალმა ურთიერთშერწყმაში, რასაც ახალგაზრდები და არც
ისე ახალგაზრდები დღეს წერაობას, ჟიმაობას, შეპამპალე-
ბას, ხმარებას, ქაქუნს, ან „სამი დღის სამყოფს შეგიდებ“-ს
ეძახიან, თუმცა რასაც ისინი აკეთებდნენ, სამი დღის კი არა,
სამარადისოდ სამყოფი აღმოჩნდა. სანამ ისინი ამ სამარადი-
სო შერწყმით იყვნენ დაკავებულები, მკვლელები ელოდნენ
და ლოდინისგან დაღლილებიც კი იყვნენ. თუმცა აშკარაა,
რომ ერთ რამეს ნამდვილად არ ელოდნენ: რას წარმოიდგენ-
დნენ, რომ გენერალი პატიოში იარაღით გამოვიდოდა, რომე-
ლიც ან ქამარში ექნებოდა გაჩრილი, ან ჯიბეში ედებოდა, ან
მუცელსა და შარვალს შორის, რადგან ეს ჩვევა უკვე დედის
რძესავით ჰქონდა შესისხლხორცებული. ჰოდა, აი, როგორც
იქნა, გენერალი გავიდა პატიოში სიგარის მოსაწევად. გავიდა
და სროლაც მაშინვე ატყდა. როგორც ლისტმა მითხრა, გე-
ნერლის მცველი მანამდე გაესაღებინათ, სრულიად უპრობ-
ლემოდ. ასე რომ, როდესაც ის სროლა ატყდა, სამი ერთზე იყ-
ვნენ, თან მოულოდნელობის ფაქტორიც მკვლელების სასარ-
გებლოდ მუშაობდა. მაგრამ გენერალი დიეგო კარვახალი მა-
მაცზე მამაცი კაცი გახლდათ და რეფლექსებიც ბრწყინვალედ
ჰქონდა შენარჩუნებული. ამიტომ, საქმე არც ისე კარგად წა-
ვიდა, როგორც მკვლელები მოელოდნენ. პირველმა ტყვიებ-
მა დაჭრეს, მაგრამ გენერალს იმდენი ძალა მაინც აღმოაჩ-
ნდა, რომ იარაღი ამოეღო და ცეცხლისთვის ცეცხლითვე ეპა-
სუხა. ლისტის მონაყოლიდან გავიგე, რომ გენერალი შადრე-
591 მკითხველთა ლიგა
ვანს ამოჰფარებია და ერთხანს თავს სულ მარტოდმარტო
იცავდა. მართალია, მკვლელებს კარგი პოზიცია ჰქონიათ
შერჩეული, მაგრამ არც გენერლის პოზიცია ყოფილა ნაკლე-
ბი. ამიტომ, სროლის განახლებას ვერც ერთი მხარე ვერ
იღებდა თავის თავზე. საუბედუროდ, ამ დროს ოთახიდან ხმა-
ურით შეშინებული როსარიო კონტრერასი გამოსულა და
ტყვიას მაშინვე გაუგორებია. მერე რა მოხდა, გაურკვეველია.
ალბათ, (უფრო მოსალოდნელია), გენერალი მის დასახმა-
რებლად გაიქცეოდა, რომ როგორმე გადაერჩინა, ანდა მიხ-
ვდა, რომ უკვე მკვდარი იყო და სიბრაზემ გონიერებასა და
სიფხიზლეს სძლია: ასე იქნებოდა. ეტყობა, გაცეცხლებული
გენერალი წელში გაიმართა, მკვლელების სამალავს დაუმიზ-
ნა და სროლა-სროლით ჯიქურ მათკენ გაეშურა. ასე კვდე-
ბოდნენ წარსულში მექსიკელი გენერლები, ბიჭებო, აბა, რო-
გორ მოგწონთ, რაც გიამბეთ-მეთქი, დავასრულე ჩემი მო-
ნათხრობი. მათ კი მიპასუხეს, არც მოგვწონს და არც არ მოგ-
ვწონს, ამადეო, ასე გვგონია, მხატვრულ ფილმს გვიყვებიო.
მაშინ, ფიქრით ისევ სტრიდენტობილისს დავუბრუნდი, მის ბა-
რებსა და მუზეუმებს, მის თეატრებსა და თავისუფალ გარე-
მოს, მის გაზეთებს, სკოლებს, საერთო საცხოვრებლებს,
რომლებიც იქ ჩასული პოეტებისთვის აშენდებოდა. იქ დაის-
ვენებდნენ ბორხესი და ტრისტან ცარა, უიდობრო და ანდრე
ბრეტონი. ისევ თვალწინ დამიდგა გენერალი კარვახალი, და-
ვინახე, როგორ გვესაუბრებოდა, როგორ აწყობდა გეგმებს,
როგორ წრუპავდა სასმელს ფანჯრის რაფაზე დაყრდნობილი,
დავინახე, როგორ იღებდა სესარეა ტინახეროს, რომელიც მა-
ნუელის სარეკომენდაციო წერილით მივიდოდა მასთან, და-
ვინახე, როგორ კითხულობდა ტაბლადას გამოცემულ პატარა
წიგნს, შეიძლება იმას, სადაც დონ ხოსე ხუანი ამბობს: „სამყა-
592 მკითხველთა ლიგა
როსეულ შიშით შეპყრობილ/ მარტოსულ ვარსკვლავს/ ბულ-
ბულის სტვენა აბოდებს“. როგორ გითხრათ, ბიჭებო, როგორ
აგიხსნათ-მეთქი, ვუთხარი. წარმოიდგინეთ, რომ ქმედებასა
და ზმანებებს ხედავდით, რომლებიც ერთ მარცხში იყო აზე-
ლილი და ამ მარცხს სიხარული ერქვა.

ხოაკინ ფონტი, ფსიქიატრიული საავადმყოფო „ლა ფორ-


ტალესა“, ტლალნეპანტლა, მეხიკო, 1983 წლის მარტი. ახლა,
როდესაც ნამდვილ გიჟებში ვცხოვრობ, ჩემს მოსანახულებ-
ლად თავს თითქმის აღარავინ იწუხებს. თუმცა, ჩემი ფსიქიატ-
რი მეუბნება, რომ ყოველი აქ გატარებული დღე ჩემს ჯან-
მრთელობაზე სულ უკეთ და უკეთ მოქმედებს. ჩემს ფსიქი-
ატრს ხოსე მანუელი ჰქვია და ეს ხოსე მანუელი მე კარგ სახე-
ლად მეჩვენება. როდესაც ამას ვეუბნები, ეცინება. ძალიან
რომანტიკული სახელია, სწორედ ისეთი, ნებისმიერ გოგოს
რომ შეუყვარდება-მეთქი. რა საწყენია, ჩემი ქალიშვილი ჩემს
სანახავად მაინცდამაინც მაშინ მოდის, როცა ჩემი ექიმი აქ
თითქმის არასოდესაა. მნახველებს მარტო შაბათ-კვირაობით
უშვებენ, ამ დღეებში კი ჩემი ექიმი ისვენებს, გარდა ერთი შა-
ბათ-კვირისა თვეში, როდესაც მორიგეა. ვეუბნები, ჩემი ქა-
ლიშვილი რომ განახა, აუცილებლად შეგიყვარდება-მეთქი.
რა კაცი ხართ, დონ ხოაკინო, ასე მპასუხობს. მაგრამ მე მა-
ინც ჩემსაზე ვდგავარ: რომ დაინახო, მაშინვე მის ფერხთით
დაეცემი დაჭრილი ჩიტივით, ხოსე მანუელ, უცებ მიხვდები
უამრავ რამეს, რაზეც ახლა წარმოდგენაც არ გაქვს-მეთქი.
მაგალითად, რასო, მეკითხება ოდნავ ზერელედ, ისე, თით-
ქოს ცდილობს, ჩემს თვალში ზრდილობიანი, მაგრამ თან ამ
საკითხისადმი ინდიფერენტული გამოჩნდესო, მაგრამ მე ხომ
ვიცი, რომ გულში ძალიანაც აინტერესებს. მაგალითად, რა-
593 მკითხველთა ლიგა
სო, რომ მკითხავს, ამ დროს ვამჯობინებ გავჩუმდე. ხანდახან
საუკეთესო პასუხი სიჩუმეა. მაგალითად, კარგია, ზოგჯერ მე-
ხიკოს კატაკომბებში ჩავიდეს კაცი და სიჩუმეში ილოცოს. ამ
ციხის პატიოები სიჩუმისთვის სწორედაც რომ ზედგამოჭრი-
ლია. ოთხკუთხა და ექვსკუთხა, თითქოს მაესტრო გარბიტომ
დააპროექტაო. ყველა ერთ დიდი პატიოში გადის, რომელიც
თავისი სიდიდით ფეხბურთის სამი მოედნის ხელაა. ძალიან
ლამაზია ეს უსახელო გამზირი, რომელზეც, ჩვეულებრივ,
ტლალნეპანტლას მუშებითა და უსაქმურებით სავსე ავტობუ-
სი დადის ხოლმე. ავტობუსის მგზავრები ჩვენს სამყოფელთან
ჩავლისას ხარბად აკვირდებიან საგიჟეთის პატიოს, უნიფორ-
მებში გამოწყობილ ან ნახევრად შიშველ გიჟებს. შეიძლება
დროდადრო ღარიბულ საგარეო ტანსაცმლიანი ახალმოსუ-
ლებიც დაინახონ, რომლებისთვისაც უნიფორმები ჯერაც არ
გამოუძებნიათ. არ ვამბობ მათი ზომის უნიფორმები-მეთქი,
რადგან თავისი ზომისა თითქმის არავის აცვია. ეს პატიო დუ-
მილისათვის ბუნებრივად შექმნილი ადგილია, თუმცა, როდე-
საც პირველად დავინახე, გავიფიქრე, ალბათ აქ გიჟების ყაყა-
ნი და აუტანელი ხმაური იქნება-მეთქი და ფეხს ვითრევდი,
რომ გავსულიყავი. მაგრამ, მალევე მივხვდი, რომ მთელ „ლა
ფორტალესაში“, საიდანაც ისეთი ხმები გამოდიოდა, თითქოს
მონადირეთა დიდი გუნდი თავიანთი მწევრებიანად კურ-
დღლებზე ნადირობსო, სწორედ ეს დიდი ეზო იყო ერთადერ-
თი დაცული ადგილი, სადაც ადამიანს მშვიდად ყოფნა შეეძ-
ლო. ეზოს უსახელო გამზირიდან მაღალი გისოსები ყოფდა.
გისოსებს მიღმა თავიანთ მანქანებში ჩაკუჭული ადამიანები
თუ ჩაიქროლებდნენ და ჩვენგან არავითარი საფრთხე არ
ელოდებოდათ. რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეებს, კაცმა
რომ თქვას, გამზირზე საერთოდ არ გამოჩენილან. გამონაკ-
594 მკითხველთა ლიგა
ლისს წარმოადგენდნენ რომელიმე გიჟის გზააბნეული ნათე-
სავები, დროდადრო რომ მოადგებოდნენ ხოლმე გისოსებს,
რადგან ამჯობინებდნენ, მთავარი კარით კი არ შემოსულიყ-
ვნენ , არამედ გისოსებიდან შეეხედათ იქაურობისთვის, ისიც
სულ ერთი წუთით, მერე კი თავიანთი გზა გაეგრძელებინათ.
პატიოს მეორე ბოლოში, შენობებთან ახლოს, მაგიდები და
სკამები ეწყო, სადაც დროდადრო გიჟები თავიანთი ოჯახის
წევრებს ცოტა ხნით ხვდებოდნენ. ამ ხანმოკლე შეხვედრების
დროს მნახველებს მათთვის ბანანები, ვაშლები, ან ფორთოხ-
ლები მოჰქონდათ. თუმცა იქ დიდი ხნით არც ასე ხელდამშვე-
ნებული თამამი ნათესავები ჩერდებოდნენ. როცა მზიანი
ამინდია, იმ კუთხეში გაჩერება შეუძლებელია სიცხის გამო,
როდესაც ქარი უბერავს, გიჟები მნახველებს არასოდეს იღე-
ბენ. ურჩევნიათ კედლების კარნიზებს შეეფარონ. ჩემი შვილი
როცა მაკითხავს, ვეუბნები, შეხვედრის დარბაზში დავრჩეთ,
ან რომელიმე ექვსკუთხოვან პატიოში გავიდეთ-მეთქი, მი-
უხედავად იმისა, რომ ვიცი, შეხვედრის დარბაზებიც და პატა-
რა პატიოებიც აშინებს და ავის მომასწავებლად ეჩვენება.
თუმცა, დიდ პატიოში მართლაც ხდება ისეთი რამეები, რაც
არ მინდა, ჩემმა ქალიშვილმა დაინახოს (როგორც ჩემი ფსი-
ქიატრი ამბობს, ეს იმის ნიშანია, რომ ჩემი ჯანმრთელობის
მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის). კიდევ სხვა რამეებიც
ხდება, რასთანაც, მირჩევნია მარტო მე მქონდეს შეხება, ისიც
სულ ცოტა ხნით. ასეა თუ ისე, ფრთხილად უნდა ვიყო და ყუ-
რადღება არასოდეს მოვადუნო. იმ დღეს (ერთი თვის წინ),
ჩემმა ქალიშვილმა მითხრა, ულისეს ლიმა გაქრაო. უკვე ვი-
ცი-მეთქი, ვუთხარი. საიდან იციო, გაუკვირდა. საიდან და გა-
ზეთში წავიკითხე-მეთქი. გაზეთში როგორ წაიკითხავდი, რო-
ცა ამ ამბავს არსად გაუჟონიაო, გაოცდა კიდევ ერთხელ. მა-
595 მკითხველთა ლიგა
შინ ალბათ დამესიზმრა-მეთქი, გავჯიუტდი. არ მითქვამს,
რომ სინამდვილეში ეს ამბავი ორი კვირის წინ დიდ პატიოში
ერთი გიჟისგან გავიგე. იმ გიჟის ნამდვილი სახელიც კი არ
ვიცი, რადგან აქ ყველას შტეროს ან შტერუკას ეძახიან (ნამ-
დვილად იესო ერქმევა, მაგრამ მირჩევნია, ყოველგვარ რე-
ლიგიურ გამონათქვამებს თავი ავარიდო, რასაც საქმესთან
კავშირი არ აქვს და მარტო ამძაფრებს დიდი ეზოს მდუმარე-
ბას). მოკლედ, ის შტერი თუ შტერუკა მომიახლოვდა, რაც
ჩვეულებრივი რამეა, პატიოში ყველა ერთმანეთს ვუახლოვ-
დებით და ვშორდებით, ისინიც, ვინც წამლებითაა გაბრუებუ-
ლი და ისინიც, ვინც უკეთაა, გვერდით ჩამიარა და ჩამჩურჩუ-
ლა, ულისესი დაიკარგაო. მეორე დღეს ისევ შევხვდი, ალბათ
გაუცნობიერებლად ვეძებდი და ფეხებმა მასთან მიმიყვანა,
ძალიან ნელი და მომთმენი ნაბიჯებით მივდიოდი, ისეთი ნე-
ლი ნაბიჯებით, რომ ხანდახან, მათ, ვინც უსახელო გზაზე მან-
ქანებით ჩაგვივლის, ალბათ ეჩვენებათ, რომ საერთოდ არ
ვინძრევით, არადა, ვმოძრაობთ, ამაში ეჭვი საერთოდ არ მე-
პარება. როცა იმ შტერუკამ დამინახა, ტუჩები აუთრთოლდა,
თითქოს ჩემს არყოფნაში სათქმელის გაზიარების აუცილებ-
ლობა გაუათმაგდაო, ისევ გვერდით ჩამიარა და ისევ ის სიტ-
ყვები გავიგონე: ულისესი დაიკარგა. მარტო მაშინ მივხვდი,
რომ ულისეს ლიმას გულისხმობდა, რეალვისცერისტ ახალ-
გაზრდა პოეტს, რომელიც უკანასკნელად მაშინ ვნახე, როდე-
საც ჩემი მბზინვარე „შევროლეთი“ გაფრინდა 1976 წლის
პირველ წუთებში და მივხვდი, რომ ზეცა ისევ შავი ღრუბლე-
ბით იწყებდა დაფარვას, რომ მექსიკის თეთრ ღრუბლებს თა-
ვისი უკიდეგანო, წარმოუდგენელი სიმძიმითა და თავზარდამ-
ცემი ძალაუფლებით აწვებოდა და რომ თავს უნდა გავ-

596 მკითხველთა ლიგა


ფრთხილებოდი, თვალთმაქცობასა და მდუმარებაში უნდა
ჩავნთქმულიყავი.

სოჩილ გარსია, მონტესის ქუჩა, რევოლუციის მონუმენტის


გვერდით, მეხიკო, 1984 წლის იანვარი. მე და ხასინტო რომ
გავიყარეთ, მამაჩემმა მითხრა, თუ უხეშად მოიქცევა, მითხა-
რი და მე მოვუვლიო. მამა ხანდახან ფრანცს შეხედავდა და
ამბობდა, რა თეთრიაო, გულში კი ფიქრობდა (მართალია,
ჩემთვის არასოდეს უთქვამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასე
ფიქრობდა), როგორ შეიძლებოდა ბავშვი ასეთი თეთრი გა-
მოსულიყო, როდესაც ჩემს ოჯახში ყველანი შავგვრემანები
ვართ და ხასინტოც შავგვრემანია. მამა ფრანცზე გიჟდებოდა.
ჩემი ბამბის ქულა, ასე ეძახდა, სად არის ჩემი ბამბაო. ფრან-
ცსაც უყვარდა ბაბუა. როგორც წესი, ჩვენთან შაბათ-კვირას
მოდიოდა და ბავშვი სასეირნოდ გაჰყავდა. უკან რომ ბრუნ-
დებოდნენ, კარგ ყავას ვახვედრებდი. მამა ჩუმად მიუჯდებო-
და მაგიდას, ფრანცს შეჰყურებდა, ან გაზეთს კითხულობდა.
მერე კი მიდიოდა.
მგონი, ფრანცი ხასინტოს შვილი არც ეგონა, რაც ხანდა-
ხან ცოტა არ იყოს, მაბრაზებდა, ხანდახან კი მართობდა კი-
დეც. ხასინტოს ჩხუბით არ გავყრივარ, ასე რომ, მამაჩემის-
თვის შესაჩივლი არაფერი მქონდა. თუმცა, უხეშობაც რომ
ყოფილიყო, ალბათ, მაინც არაფერს ვეტყოდი. ხასინტო ბავ-
შვის სანახავად ყოველ ორ კვირაში ერთხელ დადიოდა. ხან-
დახან, თითქმის არ ვლაპარაკობდით, ბავშვი მიჰყავდა, მერე
უკან აბრუნებდა და მიდიოდა, ხანდახან, როდესაც ბავშვი
მოჰყავდა, ცოტა ხნით მელაპარაკებოდა, მეკითხებოდა, რო-
გორ ცხოვრობო, მეც იმავეს ვეკითხებოდი და შეგვეძლო. ღა-
მის ორ-სამ საათამდე გვესაუბრა იმაზე, თუ რა გადაგვხდა
597 მკითხველთა ლიგა
თავს, ან იმ წიგნებზე, რომლებიც ამასობაში წავიკითხე. ჩემი
აზრით, ხასინტოს მამაჩემის ეშინოდა და უფრო ხშირად ამი-
ტომაც არ დაიარებოდა. ფრთხილობდა, მამას არ გადაჰყრო-
და. რა იცოდა, რომ იმ დროისათვის მამა უკვე ძალიან ავად
იყო და ძნელად თუ დაუშავებდა ვინმეს რამეს. მაგრამ, სახე-
ლი დიდი ჰქონდა და, მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებით
არავინ იცოდა, სად მუშაობდა, მისი გამომეტყველება შეცდო-
მის დაშვების უფლებას არ აძლევდა, აკი იმასაც უმეორებდა,
საიდუმლო სამსახურიდან ვარ, მიფრთხილდიო. მექსიკის პო-
ლიციაში ვმსახურობ, ძალიან, ძალიან ფრთხილად იყავით
ჩემთანო. უჟმური სახე იმიტომ ჰქონდა, რომ ავად იყო, ნელა
რომ მოძრაობდა, ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, პირი-
ქით, დამატებით საშიშ გარეგნობას სძენდა. ერთხელ, ღამემ-
დეც კი დარჩა. კარგ ხასიათზე ვიყავი და ძალიან მინდოდა,
მამასთან ერთად მევახშმა, მისთვის მეყურებინა, მენახა, რო-
გორ ითამაშებდნენ ის და ფრანცი ერთად, მასთან მელაპარა-
კა. აღარ მახსოვს, რა მოვუმზადე, ალბათ რამე უბრალო ვახ-
შამი. ვახშმობისას ვკითხე, პოლიციელი რატომ გახდი-მეთქი.
არ ვიცი, სერიოზულად დავუსვი ეს კითხვა, თუ ვიფიქრე, ად-
რე არასოდეს მსგავსი არაფერი მიკითხავს და მალე უკვე გვი-
ან იქნება-მეთქი. მიპასუხა, არ ვიციო. სხვა პროფესია არაფე-
რი მოგწონდა-მეთქი? მიპასუხა მომწონდაო. რა, რა გინდოდა
გამოსულიყავი-მეთქი. გლეხიო, მიპასუხა. მაშინ გამეცინა,
მაგრამ რომ წავიდა, მის ნათქვამზე დავფიქრდი და ის კარგ
ხასიათზე ყოფნა ერთი ხელის მოსმით გამიქრა.
იმ დღეებში მარიას ძალიან დავუმეგობრდი. მარია ისევ
ჩემს ზემოთ ცხოვრობდა, თუმცა, იმ მათემატიკის მასწავლე-
ბელს უკვე დაშორებული იყო. დროდადრო მამაკაცები აკით-
ხავდნენ (ღამღამობით ხანდახან რაღაც-რაღაცები ისე მესმო-
598 მკითხველთა ლიგა
და, თითქოს ჭერი ქაღალდისა ყოფილიყოს). მაგრამ მაინც
იგულისხმებოდა, რომ, რაც მათემატიკის მასწავლებელს და-
შორდა, მარტო ცხოვრობდა და, როგორც ასეთ შემთხვევებში
ხდება, როდესაც მარტო ცხოვრობს ადამიანი, ამ სიმარტოვემ
ძალიან შეცვალა. ვიცი, რასაც ვამბობ, რადგან მეც თვრამეტი
წლიდან მარტო ვცხოვრობ. თუმცა, კარგად თუ დავფიქრდე-
ბი, მარტოს არც არასოდეს მიცხოვრია, ჯერ ხასინტოსთან ერ-
თად ვცხოვრობდი, ახლა ბავშვთან ერთად ვარ. ალბათ, უფ-
რო დამოუკიდებლად ცხოვრებას ვგულისხმობდი, ცალკე
ყოფნას. ასე იყო თუ ისე, მე და მარია კიდევ უფრო დავმეგობ-
რდით. ან ყოველთვის ნამდვილი მეგობრები ვიყავით, მაგ-
რამ მანამდე ამას ვერ ვახერხებდით და ამ მეგობრობას ერ-
თმანეთის ნაცვლად სხვა ადამიანებს ვუნაწილებდით. მე და
ხასინტო რომ გავიყარეთ, პოეზიისკენ გამიწია გულმა. ლექ-
სების კითხვა და წერა ჩემთვის ჩვეულ ამბად გადაიქცა, თით-
ქოს ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ყოფილიყოს. ადრეც ვწერდი
კანტიკუნტად და მეგონა, ბევრს ვკითხულობ-მეთქი, მაგრამ
როდესაც ხასინტო წავიდა, წერა-კითხვას უკვე სერიოზულად
მოვკიდე ხელი. დრო არ მყოფნიდა და ვცდილობდი, დრო
როგორმე ყველაფრიდან მომეპარა.
მაშინ სამსახური უკვე მქონდა ნაშოვნი. „გიგანტში“ მოლა-
რედ ვმუშაობდი. ის ადგილიც მამაჩემის წყალობით მივიღე.
მამა თავის ერთ-ერთ მეგობარს ელაპარაკა, რომლის მეგო-
ბარიც რაფაელის უბნის „გიგანტში“ მუშაობდა. მარიაც მუშა-
ობდა მდივნად ხელოვნების ინსტიტუტის ერთ-ერთ ოფისში.
დღისით ფრანცი სკოლაში იყო. თხუთმეტი წლის გოგონა ვი-
პოვე, რომელსაც ფულს ვუხდიდი და ფრანცი სკოლიდან გა-
მოჰყავდა, პარკში ასეირნებდა და მერე სახლში ეჯდა, სანამ
მე სამსახურიდან დავბრუნდებოდი. საღამოობით, ვახშმის მე-
599 მკითხველთა ლიგა
რე მარია ჩამოდიოდა, ან მე ავდიოდი და იმ ლექსებს ვუკით-
ხავდი, რომელიც იმ დღეს მქონდა დაწერილი „გიგანტში“, ან
სანამ ფრანცს წინა ღამით მომზადებულ ვახშამს ვუცხელებ-
დი, ან დაძინებულ ფრანცს ვუყურებდი. ტელევიზორის ყურე-
ბას შევეშვი. ცუდი თვისება იყო. ხასინტოსთან ერთად რომ
ვცხოვრობდი, მაშინ მივეჩვიე. ახლა მარტო მაშინ ვრთავდი,
როდესაც რამე განსაკუთრებული ამბავი ხდებოდა. შეიძლება
მაშინაც არ ჩამერთო. რას ვაკეთებდი? როგორ ვთქვა, მაგი-
დასთან ვიჯექი. მაგიდას ადგილი შევუცვალე და ახლა ფანჯა-
რასთან იდგა, ვკითხულობდი და ლექსებს ვწერდი, სანამ ძი-
ლისგან თვალები დამეხუჭებოდა. ლექსებს ათჯერ, ზოგჯერ კი
თხუთმეტჯერაც კი ვასწორებდი. როდესაც ხასინტოს ვნახუ-
ლობდი, მას ვუკითხავდი და ისიც თავის აზრს მიზიარებდა,
მაგრამ ჩემი ნამდვილი მკითხველი მაინც მარია იყო. ბოლოს
ამ ლექსებს საბეჭდ მანქანაზე ვბეჭდავდი და საქაღალდეში
ვინახავდი. ჩემდა გასახარად, საქაღალდე დღითიდღე სქელ-
დებოდა. კმაყოფილი ვიყავი, რადგან იმის მტკიცებულებად
მიმაჩნდა, რომ ამაოდ არ მიშრომია.
ხასინტოს წასვლის შემდეგ კაცთან კარგა ხანს არ დავწო-
ლილვარ. ჩემი ნამდვილი გატაცება ფრანცი და პოეზია გახ-
და. მარიასთან კი ყველაფერი პირიქით იყო. წერას თავი და-
ანება და ყოველ კვირა ახალი საყვარელი მოჰყავდა. მათგან
სამი თუ ოთხი მეც გავიცანი. ხანდახან ვეუბნებოდი, დაიკო,
ამას კარგად დააკვირდი, ეს შენ არ შეგეფერება, ეს ბოლოს
გცემს-მეთქი, მაგრამ მარია მეუბნებოდა, სიტუაციის გაკონ-
ტროლება კარგად მეხერხება და მართლაც, აკონტროლებდა,
თუმცა რამდენჯერმე მაინც მომიხდა მასთან სასწრაფოდ არ-
ბენა, რადგან ყვირილის ხმა გავიგონე. ასეთ აგრესიულ საყ-
ვარელს ვეუბნებოდი, ახლავე წადი აქედან, თორემ მამაჩემს
600 მკითხველთა ლიგა
დავუძახებ, საიდუმლო პოლიციაში მუშაობს და თუ ეს ამბავი
გაიგო, კარგი დღე არ დაგადგება-მეთქი. ისიც მახსოვს, პო-
ლიციის ბოზებოო, როგორ დაგვიყვირა ერთ-ერთმა მათგან-
მა შუა ქუჩიდან და მე და მარია ფანჯრის იქითა მხრიდან გიჟე-
ბივით ავხარხარდით. ისე კი, ზოგადად, დიდი პრობლემები
არ ჰქონია. პოეზიის პრობლემა სხვა. დაო, რატომ აღარ წერ-
მეთქი, ვკითხე ერთხელ და მიპასუხა, აღარ მინდაო. სულ ეს
იყო უბრალოდ, სურვილი აღარ ჰქონდა.

ლუის სებასტიან როსადო, ჩაბნელებული სტუდია, კრა-


ვიოტოს ქუჩა, კოიოაკანის უბანი, მეხიკო, 1984 წლის თებერ-
ვალი. ერთხელ დილით, ალბერტიტო მურმა სამსახურში და-
მირეკა და მითხრა, საზიზღარი ღამე მქონდაო. თავიდან ვი-
ფიქრე, ალბათ რომელიღაც გადარეულ წვეულებაზე იყო-
მეთქი, მაგრამ, როდესაც მისი ბლუკუნი გავიგონე, მივხვდი,
რომ რაღაც სხვა უნდა მომხდარიყო. რა მოხდა-მეთქი ვკით-
ხე. საშინელი ღამე მქონდა, ვერც კი წარმოიდგენ, როგორიო,
გამიმეორა ალბერტიტომ. ერთ წამს ისიც კი მომეჩვენა, სადა-
ცაა ატირდება-მეთქი, მაგრამ უცებ, ისე რომ არც არაფერი
უთქვამს, მივხვდი, – ვინმეს სასოწარკვეთილს უნდა ეტირა,
ეს მე უნდა ვყოფილიყავი. რა მოხდა-მეთქი, ვკითხე ისევ. შენ-
მა მეგობარმა ხულიტა შარში გახვიაო, მიპასუხა. პიელ დივი-
ნამ-მეთქი? აღმომხდა. ალბერტიტო დამეთანხმა, სწორედ
იმანო. არ ვიცოდი, რა მოხდა-მეთქი, ჩავეკითხე. მთელი ღამე
არ მიძინია, არც ხულიტას უძინია მთელი ღამე, საღამოს ათზე
დამირეკა, სახლში პოლიცია მიუვარდა და არ უნდოდა, ჩვენს
მშობლებს გაეგოთო, ამოღერღა ალბერტიტომ. რა მოხდა-
მეთქი, ვეღარ ვისვენებდი. ნაგავი ქვეყანააო, თქვა ალბერტი-
ტომ. პოლიცია არ მუშაობს, არც საავადმყოფოები, არც ციხე-
601 მკითხველთა ლიგა
ები, არც მორგები, არც დამკრძალავი ბიუროები. იმ ტიპს ხუ-
ლიტას მისამართი ჰქონდა და პოლიცია უნამუსოდ სამ საათ-
ზე მეტხანს კითხავდაო. რა მოხდა? ვკითხე ისევ. ყველაზე უა-
რესიო, მითხრა ალბერტიტომ, მერე ხულიტამ მოინდომა მის
სანახავად წასულიყო, გიჟივით იქცეოდა, ის ნაბიჭვარი პო-
ლიციელები კი თავიდან ცდილობდნენ, დაეჭირათ, ეუბნე-
ბოდნენ, მორგში ჩვენ თვითონ წაგიყვანთო, ცხადია, რომე-
ლიმე ბნელ ქუჩაში შეიტყუებდნენ და გააუპატიურებდნენ,
მაგრამ ხულიტას ჭკუა აღარ მოეთხოვებოდა, გონიერება სულ
დაკარგა, მზად იყო, იმათ გაჰყოლოდა. კიდევ კარგი, მივედი
და ადვოკატიც მივიყვანე, სერხიო გარსია ფუენტესი, მგონი,
უნდა იცნობდე, მედგრად დავუდექით და ვუთხარით, აქედან
მარტო ფეხს არ მოიცვლისო. როგორც ჩანს, ამან ის ნაბიჭ-
ვრები გაანაწყენა და ისევ დაკითხვა დაუწყეს. ძირითადად,
იმის გაგება უნდოდათ, გარდაცვლილს რა ერქვა. მაშინ შენ
გამახსენდი, ვიფიქრე, რომ შეიძლება მისი ნამდვილი სახელი
შენ გცოდნოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, პოლიციელებისათ-
ვის არაფერი მითქვამს. ხულიტაც იმავეს ფიქრობდა, მაგრამ,
კერკეტი კაკალია და მარტო ის თქვა, რის თქმაც უნდოდა. ჩე-
მი აზრით, პოლიცია შენ არ მოგაკითხავსო. რა მოხდა? ვკით-
ხე ისევ. მაგრამ როდესაც პოლიციელები წავიდნენ, ხულიტამ
ვეღარ დაიძინა და მე და საწყალი გარსია ფუენტესი მთელი
ღამე დავრბოდით კომისარიატებსა და მორგებში, რათა შენი
მეგობრის გვამი ამოგვეცნო. ბოლოს გარსია ფუენტესის ძმა-
კაცის წყალობით „კამარო“ ნესის კომისარიატში მივაკვლი-
ეთ. ხულიტამ მაშინვე იცნო, მიუხედავად იმისა, რომ სახის ნა-
ხევარი დაჩეჩქვილი ჰქონდაო. რა მოხდა? ვკითხე მე. მოდი,
მშვიდად მიიღე ეს ამბავი, გავიგონე ალბერტიტოს ხმა, გარ-
სია ფუენტესის მეგობარმა გვითხრა, რომ პოლიციელმა მოკ-
602 მკითხველთა ლიგა
ლა, ტლალნეპანტლაში ორმხრივი სროლის დროს. პოლიცია
ნარკოგამსაღებლებს მისდევდა. მისამართი ტლალნეპან-
ტლას მიმართულებით, მუშათა დასახლებაში მდებარეობდა.
რომ მივიდნენ, იმ სახლში მყოფებმა წინააღმდეგობა გაუწიეს
და პოლიციელებმა ყველანი დახოცეს, მათ შორის, შენი მე-
გობარიც. მაგრამ, პიელ დივინას იდენტიფიკაციას რომ ცდი-
ლობდნენ, ჯიბეში ხულიტას მისამართი უპოვეს. რეგისტრი-
რებული არ იყო, მისი არც სახელი იცოდა ვინმემ, არც მეტსა-
ხელი. ერთადერთი კვალი ჩემი დის მისამართი აღმოჩნდა.
დანარჩენები, როგორც ჩანს, ცნობილი ბოროტმოქმედები იყ-
ვნენ. რა მოხდა-მეთქი ვიკითხე მე. ასე რომ, არავინ იცის, რა
ჰქვია და ხულიტა კინაღამ გაგიჟდა, ტირილი აუვარდა, ცხე-
დარს გადახადა, პიელ დივინა, პიელ დივინაო, გაჰკიოდა
მორგში, ყველას თვალწინ, ვისაც მისი მოსმენა არ ეზარებო-
და, ყველა უყურებდა. გარსია ფუენტესმა მხრებში წაავლო ხე-
ლი და მოეხვია, ხომ იცი, რომ გარსია ფუენტესს ყოველთვის
ცოტათი უყვარდა ჩემი და. და გვამთან პირისპირ მეღა დავ-
რჩი, სასიამოვნო სანახავი არ იყო, გარწმუნებ, მის კანს
ღვთაებრივისა აღარაფერი ეცხო. სულ ცოტა ხნის წინ მოეკ-
ლათ. მიუხედავად ამისა, ფერფლისფერი ედო, ყველგან სის-
ხლჩაქცევები ჰქონდა, თითქოს მაგრად სცემესო, ყელიდან
მუცლამდე უზარმაზარი ჭრილობა ჩასდევდა. თუმცა, სახეზე
მაინც შერჩენილი ჰქონდა რაღაც უშფოთველი გამომეტყვე-
ლება, მკვდრების უშფოთველი გამომეტყველება, რაც უშ-
ფოთველობა სულაც არ არის, არამედ უბრალოდ, მახსოვრო-
ბადაკარგული მკვდარი ხორცია. რა მოხდა? ვიკითხე. კომი-
სარიატიდან დილის შვიდ საათზე წამოვედით. პოლიციელმა
გვკითხა, გვამს თუ მიხედავთო. მე ვუთხარი, რაც გინდათ, ის
უყავით, ჩემი დის შემთხვევითი საყვარელი იყო, სხვა არაფე-
603 მკითხველთა ლიგა
რი-მეთქი. მერე გარსია ფუენტესმა მაგრად შეაშინა კომისა-
რიატის ერთ-ერთი ფუნქციონერი და დარწმუნდა, რომ ხული-
ტას აღარ შეაწუხებენ. მოგვიანებით, სანამ ვსაუზმობდით, ხუ-
ლიტას ვკითხე, რამდენი ხანია, რაც იმ ტიპს ხვდებოდი-მეთ-
ქი. აღმოჩნდა, რომ მას მერე ხვდებოდა, რაც შენთან ცხოვ-
რობდა. როგორ შეხვდი-მეთქი, ვკითხე. ალბათ ტელეფონის
ნომერი შენი ბლოკნოტიდან ამოიწერა. ხულიტამ არ იცოდა,
რომ ნარკოტიკებით ვაჭრობდა. ეგონა, ჰაერით საზრდოობ-
და, ან იმ ფულით, შენნაირი და ხულიტასნაირი ხალხი რომ
აძლევდა. თუ ასეთ ტიპს გადაეყრები, აუცილებლად მაშინვე
თავი უნდა დაანებო-მეთქი, ვუთხარი. ხულიტა კი ატირდა და
გარსია ფუენტესმა მირჩია, თავი დაანებე, ზედმეტი მოგდის,
ისედაც ყველაფერი დამთავრებულიაო. რა მოხდა? ვიკითხე
მე. არაფერი არ მომხდარა, ყველაფერი დამთავრდაო, თქვა
ალბერტიტომ. მაინც ვერ მოვახერხე დაძინება, ვერც თავისუ-
ფალი დღე ავიღე, სამსახურში ყელამდე საქმე გვაქვსო.

604 მკითხველთა ლიგა


17

ხასინტო რეკენა, კაფე „კიტო“, ბუკარელის ქუჩა, მეხიკო,


1985 წლის სექტემბერი. ულისეს ლიმა მანაგუაში დაკარგვი-
დან ორი წლის შემდეგ დაბრუნდა მექსიკაში. იმის მერე ცო-
ტას თუ ვინმეს ენახა და თუ ენახა, ისიც შემთხვევით. უმრავ-
ლესობისათვის იგი ისევ მკვდარი იყო, როგორც ადამიანი და
როგორც პოეტი.
მე ერთი-ორჯერ ვნახე. პირველად მადეროში შევხვდი, მე-
ორედ კი სახლში მივაკითხე სანახავად. გერეროს უბანში
ცხოვრობდა, მაგრამ იქ მარტო დასაძინებლად მიდიოდა. სა-
არსებო ფულს მარიხუანის გაყიდვით შოულობდა. ბევრი ფუ-
ლი არ ჰქონდა, მაგრამ, რაც ჰქონდა, იმ ქალს აძლევდა, რო-
მელთან ერთადაც ცხოვრობდა. ქალს ლოლა ერქვა და შვი-
ლი ჰყავდა. ის ლოლა მაგარი გოგო ჩანდა, სამხრეთელი
იყო, ჩიაპასიდან, შეიძლება გვატემალელიც, ცეკვა უყვარდა,
პანკივით იცვამდა და სულ ცუდ ხასიათზე იყო. შვილი კი სიმ-
პათიური ჰყავდა და როგორც ეტყობოდა, ულისესსაც ნაზი
გრძნობები ჰქონდა მის მიმართ.
ერთხელ ვკითხე, სად იყავი-მეთქი. მითხრა, ის მდინარე
გადავცურე, მექსიკას ცენტრალური ამერიკისგან რომ ყოფ-
სო. რამდენადაც ვიცი, ასეთი მდინარე არ არსებობს. თუმცა,
მან მაინც მითხრა, ის მდინარე გადავლახე და ახლა შემიძ-
ლია ვთქვა, რომ ყველა მისი შენაკადი და მოსახვევი ზეპი-
რად ვიციო. ხეების მდინარე, ან ქვიშის მდინარე, ან ხეების
მდინარე, რომელიც დროდადრო ქვიშის მდინარედ გადაიქ-
ცეოდა. მარადიული ნაკადი უმუშევრებისა, ღარიბ-ღატაკები-
სა, უფულობით, ნარკოტიკებით, ტკივილით განადგურებულე-
605 მკითხველთა ლიგა
ბისა. ღრუბლების მდინარე, რომელშიც თორმეტი თვე დაცუ-
რავდა და ამ ცურვისას უთვალავი კუნძული და დასახლება
ნახა, თუმცა, ყველა კუნძული დასახლებული არ ყოფილა.
ხანდახან, ზოგიერთზე სამუდამოდ საცხოვრებლად დარჩენა
ან სიკვდილიც უფიქრია.
ყველა მონახულებული კუნძულიდან, ორი მოეჩვენა გან-
საკუთრებით მიმზიდველად. როგორც მითხრა, ერთ-ერთი
წარსულის კუნძული იყო. იქ მარტო წარსული დრო არსებობ-
და. იმ კუნძულის მცხოვრებნი მოწყენილები და გონივრულად
ბედნიერები იყვნენ, მაგრამ იმხელა ილუზორულობა სუფევ-
და, რომ მისი სიმძიმის ქვეშ კუნძული ყოველდღე ოდნავ მა-
ინც იძირებოდა მდინარეში. მეორე მომავლის კუნძული იყო
და იქაც ერთადერთი დრო არსებობდა – მომავალი. იქაური
მცხოვრებნი მეოცნებეები და აგრესიულები იყვნენ, ისეთი აგ-
რესიულები, რომ ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს ნამდვილად
დაჭამდნენო, დაასრულა ულისესმა მოყოლა.
მერე დიდხანს აღარ მინახავს. ვცდილობდი, სხვა წრეებში
მემოძრავა, სხვა ინტერესები მქონდა, სამსახური უნდა მეძებ-
ნა, სოჩილისთვის რაღაც ფული მაინც უნდა მეძლია, თან სხვა
მეგობრები მყავდა.

ხოაკინ ფონტი, ფსიქიატრიული საავადმყოფო „ლა ფორ-


ტალესა“, ტლალნეპანტლა, მეხიკო, 1985 წლის სექტემბერი.
მიწისძვრის დღეს ისევ გამომეცხადა ლაურა დამიანი. დიდი
ხანი იყო გასული, რაც მსგავსი ხილვები არ მქონია. ვხედავ-
დი ნივთებს, ვხედავდი იდეებს, განსაკუთრებით ხშირად ტკი-
ვილს ვხედავდი, ლაურა დამიანს – არა. მისი მქრქალი სი-
ლუეტი თვალწინ აღარ წარმომიდგებოდა, აღარც მისი ბაგე-
ები, უფრო მისახვედრი, ვიდრე თვალნათლად დასანახი და
606 მკითხველთა ლიგა
მოჩურჩულენი, მიუხედავად ფაქტებისა, ყველაფერი რიგზეა-
ო. სად არის რიგზე, მექსიკაში, ალბათ, ან მექსიკელთა სახ-
ლებში, ან მექსიკელთა თავებში. დამამშვიდებლების ბრალი
იქნებოდა, თუმცა, „ლა ფორტალესაში“, ეკონომიის მიზნით,
თითო პაციენტს თითო-ოროლა აბს თუ მისცემდნენ, იმასაც
ძალიან თუ გარეკავდა ვინმე. მაგრამ, ისიც შესაძლებელია,
დამამშვიდებლები არც არაფერ შუაში ყოფილიყო. ფაქტი ის
არის, რომ დიდი ხანი არ მენახა, მაგრამ, როდესაც მიწამ ზან-
ზარი დაიწყო, დავინახე. ჰოდა, გავიგე, რომ უბედურების მიღ-
მა ყველაფერი კარგად იყო. ან იქნებ უბედურების დროს რომ
არ დავხოცილიყავით, უეცრად ყველაფერი კარგად ხდებოდა.
რამდენიმე დღის შემდეგ ჩემი ქალიშვილი მესტუმრა. მიწის-
ძვრა გაიგეო? მკითხა. როგორ არა, ბევრი დაიხოცა-მეთქი?
არა, ბევრი არაო, მიპასუხა, მაგრამ საკმარისადო. ბევრი მე-
გობარი დაგეხოცა-მეთქი? რამდენადაც ვიცი, არავინო, მიპა-
სუხა ჩემმა ქალიშვილმა. სულ ცოტა მეგობარიღა შემოგვრჩა
და იმათაც დასახოცად მიწისძვრა სულაც არ სჭირდებათ-
მეთქი, ვუთხარი. ხანდახან ვფიქრობ, რომ გიჟი არ ხარო,
მითხრა მან. გიჟი არ ვარ, უბრალოდ, ავირიე-მეთქი. მაგრამ
ეს არევა დიდი ხანია გიგრძელდებაო, ჩემმა ქალიშვილმა.
დრო ილუზიაა-მეთქი, ვუთხარი და იმათზე დავიწყე ფიქრი,
ვინც დიდი ხანი იყო, არ მენახა, მათ შორის იმათზეც, ვინც
არც არასოდეს მენახა. რომ შემეძლოს, აქედან გაგიყვანდიო,
მითხრა ჩემმა ქალიშვილმა. ნუ იჩქარებ-მეთქი, დავამშვიდე
და მექსიკის იმ მიწისძვრებზე დავიწყე ფიქრი, რომლებიც
წარსულიდან გვიახლოვდებოდა, მათხოვრული ნაბიჯებით,
პირდაპირ მარადისობისკენ ან მექსიკის არარაობისკენ მიგ-
ვაქანებდა. ჩემი ნება რომ იყოს, სახლში დღესვე წაგიყვან-
დიო, მითხრა ჩემმა ქალიშვილმა. ნუ ნერვიულობ, ცხოვრება-
607 მკითხველთა ლიგა
ში ისედაც უამრავი სადარდებელი გაქვს-მეთქი, ვუთხარი. შე-
მომხედა, მაგრამ არაფერი მიპასუხა. მიწისძვრის დროს
ავადმყოფები ლოგინებიდან გადმოცვივდნენ, ისინი, ვინც
დაბმული არ იყვნენ. გარშემო არავინ ჩანდა, ვინც შენობებს
გააკონტროლებდა. ამიტომ, ავადმყოფები ქუჩას მოედვნენ,
ზოგიერთი ქალაქშიც კი წავიდა იმის სანახავად, მათ ოჯახებ-
ში რა ხდებოდა. რამდენიმე საათის მანძილზე გიჟები თავი-
ანთ ნებაზე დარჩნენ-მეთქი მიშვებულები, მოვუყევი. მერე
რას შვრებოდნენო, მკითხა ჩემმა ქალიშვილმა. ბევრს არა-
ფერს. ზოგი ლოცულობდა, ზოგი პატიოებში დაეხეტებოდა,
უმრავლესობას კი ისევ ეძინა, ზოგს საწოლებში, ზოგს იატაკ-
ზე-მეთქი. კიდევ კარგიო, თქვა მან. შენ რას აკეთებდი-მეთქი,
ვკითხე ზრდილობის გულისათვის. არაფერს, მეგობარ გო-
გოსთან ჩავედი და იქ ვიყავით სამივენიო. ვინ სამივენი-მეთ-
ქი? ჩემი მეგობარი, მისი შვილი და მეო. და არც ერთი მეგო-
ბარი არ მომკვდარა-მეთქი? არც ერთიო, მიპასუხა. დარწმუ-
ნებული ხარ-მეთქი? სავსებითო. რა განსხვავებულები ვართ-
მეთქი. რატომო, მკითხა. იმიტომ რომ, აქედან არც გავსულ-
ვარ, ისე ვიცი რომ, ამ მიწისძვრის დროს, სულ ცოტა, ერთი
მეგობარი გაიჭყლიტებოდა-მეთქი. არც ერთი არ მომკვდა-
რაო, გამიმეორა ჩემმა ქალიშვილმა. თუმცა ხომ სულ ერთია-
მეთქი. ერთხანს ვდუმდით და „ლა ფორტალესას“ გიჟებს ვაკ-
ვირდებოდით, რომლებიც ჩიტების ბარტყებივით, ქერუბიმე-
ბივითა და სერაფიმებივით დახტოდნენ და თმა განავლით
ჰქონდათ მოთხვრილი. რა საცოდაობააო, თქვა ჩემმა ქალიშ-
ვილმა, ან მომეჩვენა, რომ თქვა. მგონი, ტირილიც აუვარდა,
მაგრამ შევეცადე, ყურადღება არ მიმექცია და მოვახერხე.
ლაურა დამიანი გახსოვს-მეთქი? ვკითხე. თითქმის არ ვიც-
ნობდი, შენც თითქმის არ იცნობდიო, მიპასუხა ჩემმა ქალიშ-
608 მკითხველთა ლიგა
ვილმა. მე მამამისის დიდი მეგობარი ვიყავი-მეთქი, ვთქვი მე.
ერთი გიჟი რკინის კართან ჩაცუცქდა და რწყევა დაიწყო. მა-
მამისის მეგობარი მარტო ლაურას სიკვდილის შემდეგ გახ-
დიო, მითხრა შვილმა. არა, ალვარო დამიანს მანამდეც ვემე-
გობრებოდი, სანამ ის უბედურება მოხდებოდა-მეთქი. კარგი,
მოდი, ამაზე ნუ ვიკამათებთო, მითხრა ჩემმა ქალიშვილმა.
მერე, ერთხანს მაშველი ჯგუფების შესახებ მელაპარაკა, მაშ-
ველები მთელ ქალაქში მუშაობდნენ და მათ საქმიანობაში
თურმე, ისიც მონაწილეობდა, თუ უნდოდა მონაწილეობა მი-
ეღო (ან, იქნებ უბრალოდ შორიდან აკვირდებოდა). მერე
ისიც მითხრა, დედა მეხიკოდან სამუდამოდ წასვლაზე ალაპა-
რაკდაო. ამან დამაინტერესა. სად აპირებს-მეთქი წასვლას,
ვკითხე. პუებლაშიო, მიპასუხა. მინდოდა მეკითხა, მე რას მი-
პირებთ-მეთქი, მაგრამ, სანამ პუებლაზე ვფიქრობდი, კითხვა
დამავიწყდა. მერე ჩემი ქალიშვილი წავიდა და მე ლაურა და-
მიანთან მარტო დავრჩი, ლაურასა და „ლა ფორტალესას“ გი-
ჟებთან. ლაურას ხმა და მისი უხილავი ტუჩები მეუბნებოდნენ,
არ ინერვიულო, და თუ შენი ცოლი პუებლაში გაემგზავრება
და საგიჟეთიდანაც აღარასოდეს არავინ გამოგიყვანს, მე არ
მიგატოვებ და თუკი ოდესმე გაგიყვანენ, მეც თან გამოგყვე-
ბიო. ეჰ, ლაურა-მეთქი, ამოვიოხრე. მერე მკითხა, ისე, თით-
ქოს სხვათა შორის, ახალგაზრდული პოეზიის საქმე როგორ
არის, შენმა ქალიშვილმა მეხიკოს ახალგაზრდა ლირიკოსე-
ბის ხანგრძლივ და სისხლიან მსვლელობაზე არაფერი გიამ-
ბოო? მე კი ვუპასუხე, კარგად მეთქი. მოვიტყუე, ყველაფერი
რიგზეა, თითქმის ყველა იბეჭდება, ახლა ამ მიწისძვრით კი
თემები წლობით არ გამოელევათ-მეთქი, დავამშვიდე. მიწის-
ძვრაზე ნუ მელაპარაკებიო, მითხრა ლაურა დამიანმა, პო-
ეზიაზე მელაპარაკე, კიდევ რა გიამბო შენმა ქალიშვილმაო.
609 მკითხველთა ლიგა
ამ დროს დაღლილობა ვიგრძენი, ძალიან დაღლილი ვიყავი
და მოკლედ მოვუჭერი, ყველაფერი რიგზეა, ლაურა, ყველანი
კარგად არიან-მეთქი. ჩემს ლექსებს ისევ კითხულობენო? არ
მომეშვა ლაურა. ისევ კითხულობენ-მეთქი, ვუპასუხე. კინ, ნუ
მატყუებო, მითხრა ლაურამ. არ გატყუებ-მეთქი, ვუთხარი და
თვალები დავხუჭე.
თვალი რომ გავახილე, დავინახე ის გიჟები, ეზოში რომ
დახეტიალებდნენ. ჩემ გარშემო შეკრებილიყვნენ და წრე გა-
ეკეთებინათ. სხვა ჩემს ადგილას ყვირილს ატეხდა შიშისაგან,
ლოცვას დაიწყებდა და ღმერთს შეჰღაღადებდა, გაშიშვლდე-
ბოდა და ამერიკული ფეხბურთის გაგიჟებული მოთამაშესა-
ვით იქიდან გაიჭრებოდა, ჰაერშივე განილეოდა ამდენი უტი-
ფარი მოშტერებული თვალის წინაშე, პლანეტებივით რომ
დაჰყურებდნენ. მაგრამ არა, მე ასე არ მოვიქეცი. გიჟები გარს
მივლიდნენ, მე კი ისევ ჩემს ადგილზე ვიჯექი როდენის მოაზ-
როვნესავით. ჯერ მათ შევცქეროდი, მერე მიწას დავყურებდი
და შევამჩნიე, როგორ ებრძოდნენ მიწაში წითელი და შავი
ჭიანჭველები ერთმანეთს ხელჩართულად, მაგრამ არც არა-
ფერი მითქვამს, არც არაფერი მომიმოქმედია. ზეცა ძალიან
ცისფერი იყო. მიწას ღია ყავისფერი ედო, ქვებიც ჰქონდა და
გორმახებიც. ცაზე თეთრი ღრუბლები მოძრაობდნენ და და-
სავლეთისკენ მიემართებოდნენ. მერე, ისევ გიჟებს შევხედე.
ისევ გაურკვევლად დაეხეტებოდნენ, მაგრამ ახლა უფრო გა-
მალებით. ისევ დავხუჭე თვალები.

სოჩილ გარსია, მონტესის ქუჩა, რევოლუციის მონუმენ-


ტთან ახლოს, მეხიკო, 1986 წლის იანვარი. ჩემი ლექსების
გამოქვეყნება გადავწყვიტე და საინტერესო ცხოვრებაც და-
მეწყო. დიდხანს ვწერე და ვასწორე ჩემი ლექსები, მერე ისევ
610 მკითხველთა ლიგა
თავიდან ვწერე და უამრავი ლექსი ნაგავში მოვისროლე, მაგ-
რამ დადგა დღე, როდესაც მათ დაბეჭდვას შევეცადე და ჟურ-
ნალებსა და სხვა გამოცემების კულტურულ დანართებს და-
ვუგზავნე. მარიამ გამაფრთხილა, არ გიპასუხებენ, არც კი წა-
იკითხავენ, პირადად უნდა მისულიყავი და პასუხი იქვე მო-
გეთხოვაო. ასეც მოვიქეცი. ზოგან საერთოდ არ მიმიღეს.
სხვაგან მიმიღეს და საშუალება მომცეს, რედაქციის მდივნებ-
თან თუ ლიტერატურის განყოფილების თანამშრომლებთან
მელაპარაკა. ჩემი ცხოვრების შესახებ მეკითხებოდნენ, რას
ვკითხულობ, რა მქონდა გამოქვეყნებული, რომელ სახე-
ლოსნოებში დავდიოდი, უმაღლესი განათლება მქონდა თუ
არა. რა გულუბრყვილო ვიყავი: რეალვისცერისტებთან ჩემს
ურთიერთობებზე ვუამბე. უმეტესობას, ვისაც ველაპარაკე,
წარმოდგენაც არ ჰქონდა, ვინ იყვნენ რეალვისცერისტები,
მაგრამ ჯგუფის სახელწოდება ცნობისმოყვარეობას აღუძრავ-
და. რეალვისცერისტები? ვინ იყვნენო, მეკითხებოდნენ. მეც
ვუხსნიდი, რამდენადაც შემეძლო, წარმატებით ვუყვებოდი
ვისცერული რეალიზმის მოკლე ისტორიას. ისინი ღიმილით
მისმენდნენ, ზოგიერთი რაღაცას ინიშნავდა, ალბათ, გვა-
რებს. უფრო მეტ ახსნას მთხოვდნენ, მერე მადლობას მიხ-
დიდნენ და მეუბნებოდნენ, დაგირეკავთო, ან ორ კვირაში გა-
მოიარეთ და პასუხს გეტყვითო. სხვებს, რომლებიც ბევრად
ნაკლებნი აღმოჩნდნენ, ულისეს ლიმა და არტურო ბელანო
ახსოვდათ, ოღონდ, ბუნდოვნად. მაგალითად, არ იცოდნენ,
რომ ულისესი ცოცხალი იყო, არტურო კი მეხიკოში აღარ
ცხოვრობდა, მაგრამ, მათი სახელები გაგონილი მაინც ჰქონ-
დათ, მათი საჯარო გამოსვლებიც ახსოვდათ: ულისესს და არ-
ტუროს ხომ ჩვევად ჰქონდათ, პოეტებთან ეკამათათ, ახსოვ-
დათ მათი აზრებიც, ისიც, რომ ის აზრები ყველას აზრებს უპი-
611 მკითხველთა ლიგა
რისპირდებოდა, ახსოვდათ მათი მეგობრობა ეფრაინ უერ-
ტესთან და ისე მიყურებდნენ, თითქოს უცხოპლანეტელი ვყო-
ფილიყავი. ბოლოს მკითხავდნენ, ესე იგი, შენ რეალვისცე-
რისტი იყავიო? მერე კი მეუბნებოდნენ, ძალიან ვწუხვართ,
მაგრამ ვერც ერთ შენს ლექსს ვერ დავბეჭდავთო. ასეთი შეხ-
ვედრების შემდეგ სულ უფრო და უფრო იმედგაცრუებული
მივდიოდი მარიასთან, ის კი მეუბნებოდა, რატომ გიკვირს, ეგ
მექსიკის ლიტერატურული წრეების და, ალბათ, მთელი ლა-
თინური ამერიკის ლიტერატურისთვის ჩვეული ამბავია, მკაც-
რი სექტაა, სადაც პატიება და სხვათა შეშვება ძალიან იშვი-
ათიაო. მე არავისგან არავითარ პატიებას არ ვითხოვ-მეთქი,
ვეუბნებოდი. ვიცი, მაგრამ, თუ დაბეჭდვა გინდა, აჯობებს, რე-
ალვისცერისტები არასოდეს ახსენოო, მპასუხობდა მარია.
ასე იყო თუ ისე, ფარ-ხმალს არ ვყრიდი. „გიგანტში“ მუ-
შაობა მობეზრებული მქონდა; გარდა ამისა, მიმაჩნდა, რომ
ჩემი პოეზია იმსახურებდა, თუ ოდნავ პატივისცემას არა, ცო-
ტაოდენ ყურადღებას მაინც. დრო გავიდა და სხვა ჟურნალები
ვიპოვე, არა ისინი, სადაც დაბეჭდვა გამიხარდებოდა, არამედ
სხვები, რომლებიც დროდადრო აუცილებლად გამოჩნდებიან
ხოლმე თექვსმეტმილიონიან ქალაქში. ამ ჟურნალების მე-
პატრონეები თუ მთავარი რედაქტორები საშინელი ხალხი
იყო; დიდხანს რომ გეყურებინა, მიხვდებოდი, რომ მათი სამ-
ყოფელი უფრო კლოაკები უნდა ყოფილიყო, რაღაც საშუალო
არითმეტიკულს წარმოადგენდნენ უფუნქციოდ დარჩენილ
ფუნქციონერებსა და მომნანიებელ მკვლელებს შორის. სამა-
გიეროდ, რეალვისცერალიზმზე არაფერი გაეგონათ და არც
აინტერესებდათ. მათი ლიტერატურული ხედვა ვასკონსელო-
თი მთავრდებოდა (და, აშკარად, მისითვე იწყებოდა), თუმცა,
ამასთანავე, შეიძლებოდა ის აღფრთოვანებაც შეგემჩნია, რა-
612 მკითხველთა ლიგა
საც მარიანო ასუელას, იანიესის, მარტინ ლუის გუსმანის მი-
მართ გრძნობდნენ, ავტორებისა, რომელთაც აშკარად მარ-
ტო გადმოცემით იცნობდნენ. ერთ-ერთ ასეთ ჟურნალს „ტამა-
ლი“ ერქვა და მისი მთავარი რედაქტორი გახლდათ ვინმე
ფერნანდო ლოპეს ტაპია. პირველი ლექსები სწორედ იმ ჟურ-
ნალის კულტურის ორგვერდიან რუბრიკაში დამიბეჭდეს. ჩე-
კი ლოპეს ტაპიამ პირადად გადმომცა, რამაც მათ კრედიტო-
რად მაქცია. ეს ამბავი იმ საღამოსვე აღვნიშნე: მე, მარია და
ფრანცი კინოში წავედით, მერე კი ქალაქის ცენტრში მდებარე
ერთ-ერთ რესტორანში ვისადილეთ. სწრაფი კვების ობიექტე-
ბით დაღლილი ვიყავი და მინდოდა საკუთარი თავისთვის პა-
ტივი მეცა. მას მერე ლექსების წერას თავი დავანებე, ყოველ
შემთხვევაში, ძველებური რაოდენობით მაინც აღარ ვწერდი
და ძირითადად ქრონიკების წერას შევუდექი. ჩემი ქრონიკები
მეხიკოს შეეხებოდა. ვწერდი მეხიკოს ბაღებსა და დასასვენე-
ბელ ადგილებზე, რომელთა შესახებ ცოტას თუ ჰქონდა რამე
გაგონილი, კოლონიური სტილის სახლებზე, მეტროს ხაზებზე.
რასაც ვწერდი, თითქმის ყველაფერს მიბეჭდავდნენ. ფერნან-
დო ლოპეს ტაპიამ რედაქციის შენობაში პატარა თავისუფალი
ადგილი გამომინახა და შაბათობით, იმის ნაცვლად, რომ
ფრანცი ჩაპულტეპეკის პარკში გამესეირნებინა, რედაქციაში
ვიჯექი და სანამ ბავშვი საბეჭდი მანქანით ერთობოდა, მე
ჟურნალის თანამშრომლებს ნომრის შედგენაში ვეხმარებო-
დი, ვინაიდან შტატების სიმცირის გამო რედაქციას პრობლე-
მები ჰქონდა და ჟურნალის დროზე გამოშვება ყოველთვის
რთულდებოდა.
შევისწავლე დიაგრამების შედგენა, კორექტურა, ხანდახან
ფოტოსურათებსაც კი მე ვარჩევდი. თან ფრანცი ყველას შე-
უყვარდა. რა თქმა უნდა, ჟურნალში აღებული ფული საარსე-
613 მკითხველთა ლიგა
ბოდ არ მყოფნიდა და „გიგანტში“ მუშაობას ვერ მივატოვებ-
დი, მაგრამ მაინც მაწყობდა. სუპერმარკეტში განსაკუთრებით
მძიმე პარასკევის მეორე ნახევარი და ორშაბათი დილა იყო,
როდესაც მყიდველები აუარება გვყავდა და მათ რიგს ბოლო
არ უჩანდა. სამაგიეროდ, მუშაობით დაღლილი რომ გავითი-
შებოდი, მაშინვე ჩემს მომავალ სტატიაზე დავიწყებდი ფიქრს,
მაგალითად, კოიოაკანის ქუჩის მოვაჭრეებზე, ან ლა ვილიას
ცეცხლის მყლაპავებზე, ან ნებისმიერ სხვა რამეზე, და დრო
ასე შეუმჩნევლად გამყავდა. ერთ დღეს ტაპიამ შემომთავაზა,
მეორე თუ მესამეხარისხოვან პოლიტიკოსებზე დამეწყო წე-
რა. ალბათ მისი მეგობრები ან მეგობრების მეგობრები იყ-
ვნენ, მაგრამ მე უარი ვუთხარი. არ შემიძლია, ისეთ რამეზე
ვწერო, რაშიც მე თვითონ ჩართული არ ვარ-მეთქი, ვუთხარი.
მან კი მიპასუხა, 10 მაისის ქუჩის კოლონიური სტილის სახ-
ლებზე რომ წერ, იქ რა ფორმით ხარ ჩართულიო. არ ვიცოდი
რა მეპასუხა, მაგრამ მაინც მედგრად დავუდექი და თავდა-
პირველი აზრი არ შემიცვლია. ერთ საღამოს ფერნანდო ლო-
პეს ტაპიამ ვახშამზე დამპატიჟა. მარიას ვთხოვე, ფრანცის-
თვის მიეხედა და რომა სურის რესტორანში წავედით. მართა-
ლი გითხრათ, უფრო უკეთესს ველოდი, რაღაცას უფრო ელე-
განტურს, თუმცა, მაინც კარგად გავერთე, მაგრამ თითქმის
არაფერი მიჭამია. იმ ღამით ტაპიასთან სექსი მქონდა. დიდი
ხანი იყო გასული მას მერე, რაც კაცი არ მენახა, ალბათ, ამის
გამო იყო, რომ იმ ექსპერიმენტს მანცდამაინც სასიამოვნოდ
არ ჩაუვლია. ერთი კვირის შემდეგ გავიმეორეთ. მერე შემდეგ
კვირასაც. მართალი გითხრათ, ხანდახან ძალიან ძნელია
მთელი ღამე იფხიზლო, მერე დილაადრიან პირდაპირ სამსა-
ხურში გაქანდე და ძილ-ღვიძილში საათობით აკრა ეტიკეტე-
ბი საქონელს. მაგრამ მე სიცოცხლე მინდოდა და სულის სიღ-
614 მკითხველთა ლიგა
რმეში ყოველთვის ვიცოდი, რომ აუცილებლად უნდა მეცოც-
ხლა.
ერთხელ, ღამით ფერნანდო ლოპეს ტაპია მონტესის ქუჩა-
ზე გამოჩნდა. მითხრა, მინდოდა ის ადგილი მენახა, სადაც
ცხოვრობო. მარია გავაცანი. მარია თავიდან საკმაოდ ცივად
შეხვდა, თითქოს პრინცესა ყოფილიყოს, საწყალი ფერნანდო
კი უწიგნური გლეხუჭა. ბედად, ფერნანდოს მარიას ნართაუ-
ლი გაკენწვლები, მგონი, არც შეუმჩნევია. საერთოდ, ძალიან
კარგად იქცეოდა. ეს მომეწონა. გარკვეული ხნის შემდეგ, მა-
რია თავისთან ავიდა და მე ფრანცთან და ფერნანდოსთან ერ-
თად მარტო დავრჩი. ფერნანდომ მითხრა, სინამდვილეში
იმიტომ მოვედი, რომ შენი ნახვა მინდოდაო და დაამატა, ახ-
ლა რომ გნახე, კიდევ მინდა გნახოო. ხომ სულელური ნათ-
ქვამია, მაგრამ მე მაინც მესიამოვნა. მერე მარიასთან ავედი
და ოთხივენი რესტორანში წავედით სავახშმოდ. იმ საღამოს
ძალიან ბევრი ვიცინეთ. ერთი კვირის შემდეგ ჟურნალში მა-
რიას ლექსები მივიტანე და დაუბეჭდეს. თუ შენი მეგობარი
წერს, გადაეცი, რომ ჩვენი ჟურნალი რამდენიმე გვერდს ნე-
ბისმიერ დროს დაუთმობსო, მითხრეს. საქმე ის იყო, რომ, და
ამას მაშინვე მივხვდი, მარიას, მიუხედავად უმაღლესი განათ-
ლებისა და ასე შემდეგ, პროზის წერა თითქმის არ შეეძლო,
ვგულისხმობ პროზისა პოეტური პრეტენზიების გარეშე, პუნ-
ქტუაციით, გრამატიკულად გამართულად. ამიტომ, რამდენი-
მე დღეს წვალობდა, ცდილობდა ცეკვის შესახებ წერილი და-
ეწერა, მეც ვეხმარებოდი, მაგრამ, მაინც ვერაფერი მოახერ-
ხა. სამაგიეროდ, ძალიან კარგი ლექსი გამოუვიდა, სახელწო-
დებით „ცეკვა მექსიკაში“. წამაკითხა, მერე თავის სხვა ლექ-
სებთან ერთად შეინახა და დაივიწყა. მარია, როგორც პოეტი,
აშკარად მჯობდა, მაგრამ პროზად წერა არ ეხერხებოდა. საწ-
615 მკითხველთა ლიგა
ყენი იყო, რადგან ჟურნალში მუშაობის შესაძლებლობა ვერ
გამოიყენა. თუმცა, არა მგონია, ამას მისთვის დიდი მნიშვნე-
ლობა ჰქონოდა, რადგან ჟურნალი გულსაც კი ურევდა, თით-
ქოს მისი დონის არ ყოფილიყო. რას ვიზამთ, ასეთია მარია
და მეც ასეთი მიყვარს.
ფერნანდო ლოპეს ტაპიასთან ჩემი ურთიერთობა ერთხანს
კიდევ გაგრძელდა. ცოლიანი იყო. ეს თავიდანვე ვიეჭვე. ორი
შვილი ჰყავდა, უფროსი ოცი წლისა და ცოლთან გაშორება
არ შეეძლო (ამას არც მე დავუშვებდი). რამდენჯერმე საქმიან
ვახშამზე გავყევი. ხალხს ჩემს თავს როგორც ყველაზე ეფექ-
ტურ თანამშრომელს, ისე აცნობდა. მართლაც, ვცდილობდი
ასეთი ვყოფილიყავი და ასე გრძელდებოდა კვირების მან-
ძილზე. სუპერმარკეტსა და ჟურნალს შორის ვიჭყლიტებოდი,
დღე-ღამეში სამ საათზე მეტხანს ვერ მეძინა. მაგრამ ეს არ მა-
ნაღვლებდა, რადგან საქმე კარგად მიმდიოდა, სწორედ ისე,
როგორც მე მინდოდა. მართალია, იქ ჩემი ლექსების დაბეჭ-
დვის სურვილი აღარ გამჩენია, სამაგიეროდ, კულტურის
გვერდებს ლიტერატურულად გავუშინაურდი და შევძელი ხა-
სინტოსა და სხვა მეგობრების ლექსები გამომექვეყნებინა,
ვინაიდან თავიანთი შემოქმედების გამომზეურების სხვა ასპა-
რეზი არ გააჩნდათ. ბევრი რამაც ვისწავლე. ვისწავლე ყვე-
ლაფერი, რაც კი შეიძლება ადამიანმა ისწავლოს მეხიკოს
ჟურნალის რედაქციაში: ჟურნალის მაკეტის შექმნა, სტამბის
მუშაკებთან ურთიერთობა, რეკლამის განთავსების მსურვე-
ლებთან გარიგების დადება, ისეთ ხალხთან ლაპარაკი, რო-
მელიც თავიდან მნიშვნელოვნად გეჩვენება. რა თქმა უნდა,
არავინ იცოდა, რომ „გიგანტში“ ვმუშაობდი, ყველას ეგონა,
იმ ფულით ვცხოვრობდი, რასაც ფერნანდო ლოპეს ტაპია
მიხდიდა, ან უნივერსიტეტში ვსწავლობდი. არადა, უმაღლეს-
616 მკითხველთა ლიგა
ში არასოდეს მისწავლია, სკოლაც კი არ დამიმთავრებია.
ამას თავისი დადებითი მხარეც ჰქონდა, კონკიასავით ვცხოვ-
რობდი. მართალია, რედაქციაში ყოფნის შემდეგ იძულებული
ვიყავი „გიგანტში“ გავქცეულიყავი და ისევ სალაროს მივ-
ჯდომოდი, მაგრამ, ეს აღარ მადარდებდა და ვცდილობდი,
ორივე სამუშაო კარგად შემესრულებინა: ჟურნალში იმიტომ,
რომ ეს საქმე მომწონდა და იქ ბევრ რამეს ვსწავლობდი, „გი-
განტში“ კი იმიტომ, რომ ფრანცი მერჩინა, მისთვის ტანსაცმე-
ლი და სასკოლო ნივთები მეყიდა, მონტესის ქუჩაზე ბინის ქი-
რა მეხადა, რომ ჩემი ღარიბი მამისთვის, რომელსაც მძიმე
დღეები დაუდგა, ბინის ფული არ გამომერთმია. არც ხასინ-
ტოს გააჩნდა ქირის ფული. ერთი სიტყვით, უნდა მემუშავა,
რომ ბავშვიც მერჩინა და საკუთარი თავიც. სწორედ ამას ვა-
კეთებდი, თან ვწერდი და თან ვსწავლობდი.
ერთ დღეს ფერნანდო ლოპეს ტაპიამ მითხრა, შენთან საქ-
მე მაქვსო, მასთან კაბინეტში შესულს კი განმიცხადა, მინდა,
ჩემთან ერთად იცხოვროო. მეგონა, ხუმრობდა, ფერნანდოს
ზოგჯერ ახასიათებდა ასეთი ხუმრობები, სურვილი უჩნდებო-
და, ყველასთან ერთად ეცხოვრა, ჰოდა, გავიფიქრე, ეს ალ-
ბათ იმას ნიშნავს, რომ ამაღამ სადმე სასტუმროში წავალთ,
ერთად დავწვებით და ამით ჩემი სახლში წაყვანის სურვილი
გადაუვლის-მეთქი. მაგრამ ამჯერად წინადადება სერიოზული
იყო. რა თქმა უნდა, ცოლის მიტოვებას არ აპირებდა, მითუმე-
ტეს, ასე უეცრად. მას ნელ-ნელა, თანმიმდევრულად დაშორ-
დებოდა, მაშინ, როდესაც დე ფაქტო უკვე დაშორებული იქნე-
ბოდა. რამდენიმე დღეს ამ შესაძლებლობაზე ვილაპარაკეთ.
უფრო სწორად, ფერნანდო მელაპარაკებოდა, თავისი გეგმის
დადებით და უარყოფით მხარეებს მიხსნიდა, მე კი ვუსმენდი
და ვაანალიზებდი. როცა ვუთხარი, არა-მეთქი, მომეჩვენა,
617 მკითხველთა ლიგა
რომ გული ძალიან გაუტყდა და რამდენიმე დღეს ჩემზე გაბ-
რაზებული დადიოდა. იმ დროისთვის მე ჩემი ქრონიკები უკვე
სხვა ჟურნალებშიც დამქონდა. უმეტესობაში უარი მითხრეს,
მაგრამ, ორიოდ ჟურნალი ისეთი აღმოჩნდა, რომელიც თა-
ნამშრომლობაზე დამთანხმდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემი
და ფერნანდოს ურთიერთობა გაუარესდა. ყველაფერზე მაკ-
რიტიკებდა, რასაც ვაკეთებდი და როდესაც ერთად ვწვებო-
დით, მაშინაც კი უხეშად მექცეოდა. ზოგჯერ სინაზე მოუვლი-
და, საჩუქრები მოჰქონდა, ყველაფრის გამო ტიროდა და იმ
დღეს კარგა მთვრალი ამთავრებდა.
არაჩვეულებრივი იყო ჩემი გვარის დანახვა სხვა ჟურნა-
ლებში. ამან თვითრწმენის შეგრძნება გამიჩინა და იმ დღი-
დან ფერნანდო ლოპეს ტაპიასა და ჟურნალ „ტამალთან“ და-
შორება დავიწყე. თავიდან ადვილი არ ყოფილა, მაგრამ სიძ-
ნელეებს უკვე შეჩვეული ვიყავი და უკან არ დამიხევია. მერე
კორექტორის ადგილი ვიპოვე ერთ ჟურნალში და „გიგანტში“
მუშაობას თავი დავანებე. ჩემი იქიდან წამოსვლა ვახშმით
აღვნიშნე, ვახშამზე ოთხნი ვიყავით: ხასინტო, მარია, ფრანცი
და მე. იმ საღამოს, ვახშმობის დროს სახლში ფერნანდო ლო-
პეს ტაპიამ მომაკითხა, მაგრამ კარის გაღება არ ვისურვე. ქუ-
ჩიდან კარგა ხანს მეძახდა, მერე კი წავიდა. ფრანცი და ხასინ-
ტო ფანჯრიდან უყურებდნენ და იცინოდნენ. როგორ ჰგვანან
ერთმანეთს. მე და მარიას, პირიქით, არც გადაგვიხედავს და
ვცდილობდით, კაცები დაგვერწმუნებინა (მაგრამ ალბათ
არასაკმარისად), რომ ეს ამბავი ძალიან გვაღიზიანებდა. სი-
ნამდვილეში, ერთმანეთს ვუყურებდით და უსიტყვოდ გვესმო-
და ერთმანეთისა.
მახსოვს, ოთახში სინათლე არ გვენთო, ქუჩიდან ყრუდ შე-
მოდიოდა ფერნანდოს სასოწარკვეთილი ძახილი, მერე კი სა-
618 მკითხველთა ლიგა
ერთოდ ვეღარ ვამჩნევდით. წავაო, თქვა ფრანცმა, წაიყვანე-
ნო. მე და მარია კი ამ დროს ერთმანეთს ძალიან სერიოზუ-
ლად შევცქეროდით, ყოველგვარი თვალთმაქცობის გარეშე,
და მიუხედავად იმისა, რომ დაღლილები ვიყავით, შეგვეძლო
ასე ერთმანეთისთვის კიდევ დიდხანს გვეყურებინა. რამდენი-
მე ხნის შემდეგ ავდექი და სინათლე ავანთე.

ამადეო სალვატიერა, ვენესუელის რესპუბლიკის მოედა-


ნი, ინკვიზიციის სასახლის მახლობლად, მეხიკო, 1976 წლის
იანვარი. და მაშინ ერთ-ერთმა ბიჭთაგანმა მკითხა, სესარეა
ტინახეროს ლექსები სად არისო. ამ შეკითხვამ გამომიყვანა
მამაცი გენერალი დიეგო კარვახალის სიკვდილის ჭაობიდან,
მისი მოგონების მდუღარე წვნიანიდან, რომელიც არც იჭმე-
ბოდა, მისი გაგებაც შეუძლებელი იყო და ჩვენს ბედისწერას
ზემოდან დამოკლეს მახვილივით თუ ტეკილას სარეკლამო
ბანერივით ეკიდა. ძველი ზმანებებიდან გამოფხიზლებულმა
უთხარი, ლექსები ბოლო გვერდზეა, ბიჭებო-მეთქი, და მათ
ახალგაზრდულ, გაფაციცებულ სახეებს შევაცქერდი, მათ ხე-
ლებს, ძველ, გაყვითლებულ ფურცლებს ნაჩქარევად რომ აშ-
რიალებდნენ და მერე მზერა ისევ მათ სახეებზე გადავიტანე.
ისინიც მიყურებდნენ და მეკითხებოდნენ: წონასწორობას ვერ
იკავებ, ამადეო, თავს როგორ გრძნობ, ამადეო, გინდა, ყავა
მოგიდუღოთ, ამადეოო? ამ დროს გავიფიქრე, ჯანდაბა, ალ-
ბათ უფრო მთვრალი ვარ, ვიდრე მგონია-მეთქი, ბარბაცით
წამოვდექი, ოთახში დაკიდებულ სარკესთან მივედი და შიგ
ჩავიხედე. იქიდან ჩემი მე მიყურებდა. არა ის, ვისაც ავად თუ
კარგად, ძაღლუმადურად ვიყავი მიჩვეული, არამედ ის, ვინც
სინამდვილეში ვარ. თავად მე. მაშინ, ვუთხარი, ბავშვებო, მე
ახლა ყავა კი არა, კიდევ ცოტა ტეკილა მჭირდება-მეთქი. ჭიქა
619 მკითხველთა ლიგა
მომიტანეს, პირთამდე გამივსეს, მეც ბოლომდე გამოვცალე
და მხოლოდ მაშინ შევძელი ძველი სარკის ზედაპირისთვის,
იმ ნაბიჭვარი ვერცხლისწყლისთვის ხელები მომეშორებინა,
ასე რომ ვიყავი აქამდე ჩაფრენილი (ადრე არ შემიმჩნევია,
ახლა პირველად მივაქციე ყურადღება, როგორ ანაბეჭდებს
ტოვებდა ჩემი თითები მის ზედაპირზე, ათი პაწაწინა სიფათი-
ვით, რომლებიც რაღაცას ერთხმად მეუბნებოდნენ, მაგრამ
ისეთი გასაოცარი სისწრაფით, რომ ვერაფრის გაგებას ვერ
ვახერხებდი). და როდესაც ჩემს სავარძელს დავუბრუნდი,
ისევ ვკითხე, აბა, ახლა რას ფიქრობთ, როცა თქვენ წინაშე
თავად სესარეა ტინახეროს ნამდვილი ლექსია-მეთქი. სიტყვა
„ლექსი“ ყოველგვარი ზედმეტი ლაპარაკისა და მიკიბ-მოკიბ-
ვის გარეშე წარმოვთქვი. ბიჭებმა ჯერ მე შემომხედეს, მერე
თავები ისევ იმ ფურცლებში ჩარგეს, ერთად რომ ეჭირათ,
ისევ ჩაეფლნენ ოციანი წლების მორევში, უკვე ამოღამებულ
და მტვრით სავსე თვალში და კითხვაზე კითხვითვე მიპასუ-
ხეს, მოიცა, ამადეო, ამის მეტი მისი არაფერი გაგაჩნია, გა-
მოქვეყნებული ამის გარდა არაფერი აქვსო? ჰოდა, მეც ვუპა-
სუხე, ან ალბათ უფრო ჩავიჩურჩულე, ჰო, ბავშვებო, მეტი
არაფერი მაქვს-მეთქი. მერე კი დავძინე, თითქოს მსურდა,
კარგად ამეწონ-დამეწონა, რასაც ამ დროს გრძნობდნენ ჩემი
სტუმრები, იმედგაცრუებულები ხართ-მეთქი? მაგრამ, მგონი,
ჩემი ხმა საერთოდ ვერც კი გაიგონეს, თავები ერთმანეთის-
თვის მიედოთ და ლექსს ჩაჰყურებდნენ. ერთ-ერთი მათგანი,
ჩილეელი, ჩაფიქრებული ჩანდა, სანამ მისი მეგობარი, მექსი-
კელი იღიმებოდა. მახსოვს, ამ დროს გავიფიქრე, შეუძლებე-
ლია ამ ბიჭების გაკვირვება-მეთქი. მერე მათ თვალთვალს
თავი დავანებე, ლაპარაკიც მომბეზრდა და ბებერი ძვლების
ტკაცატკუცით სავარძელში გავიზმორე. ჩემი ძვლების ტკა-
620 მკითხველთა ლიგა
ცუნზე ერთ-ერთმა თავი ასწია და ისე შემომხედა, თითქოს უნ-
დოდა, დარწმუნებულიყო, რომ ნაწილებად არ დავიშალე. მე-
რე ისევ სესარეას დაუბრუნდა, მე კი დავამთქნარე თუ ამოვი-
ოხრე. წამით, თანაც უსაშველოდ შორიდან თვალწინ გამი-
ელვეს სესარეასა და მისი მეგობრების სახეებმა, დავინახე,
თითქოს მეხიკოს ჩრდილოეთ კვარტალში მისეირნობდნენ
და იმ მეგობრებს შორის მეც ვიყავი, რა უცნაურია ეს ყველა-
ფერი. მერე ისევ დავამთქნარე. ამ დროს სიჩუმე ერთ-ერთმა
ბიჭმა დაარღვია და მკვეთრი, სასიამოვნოდ მჟღერი ხმით
განმიცხადა, საინტერესო ლექსიაო, მეორემაც კვერი დაუკრა
და დაამატა, არა მარტო საინტერესოა, არამედ ეს ლექსი ბავ-
შვობაში ნანახიც კი მაქვსო, როგორ-მეთქი, გავიკვირვე. სიზ-
მრებში, მაშინ შვიდი წლისა ვიქნებოდი, სიცხე მქონდაო. და
იმ სიცხის დროს სესარეა ტინახეროს ლექსი ნახე, როდესაც
შვიდი წლის იყავი და გაიგე, რას ნიშნავდა, იცოდი, რას ნიშ-
ნავდა და, საერთოდ, რამეს ნიშნავდა თუ არა-მეთქი? ბიჭებმა
შემომხედეს და მითხრეს, არა, ამადეო, ლექსი აუცილებელი
არ არის რამეს ნიშნავდეს, გარდა იმისა, რომ ლექსია. თუმცა,
ამ ლექსს, სესარეას ლექსს ეს არ ეხებაო. მიჩვენეთ-მეთქი,
ვუთხარი და ხელი მათკენ ისე გავიშვირე, თითქოს მოწყალე-
ბას ვითხოვდი. მათაც არ დააყოვნეს და „კაბორკას“ ერთა-
დერთი ნომერი დაკრუნჩხულ თითებში ჩამიდეს. აქამდე
ათასჯერ ნანახ და გადამოწმებულ ლექსს კიდევ ერთხელ ჩავ-
ხედე:

621 მკითხველთა ლიგა


სიონი

მერე ისევ ბიჭებს მივუბრუნდი და ვკითხე, ბიჭებო, თუ


ღმერთი გწამთ, ამიხსენით, ამ ლექსიდან რა გაიგეთ. უკვე
ორმოცი წელია, ამას ვუყურებ და მაინც ვერაფერი გავარ-
კვიე-მეთქი. მართლაც ასეა. რატომ უნდა მოგატყუოთ? მათ კი
არც დაფიქრებულან, ისე მიპასუხეს, ეს ხუმრობაა, ამადეო,
ლექსი-ხუმრობა, რომელიც რაღაც ძალიან სერიოზულს მა-
ლავსო. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ მაინც შიგ ასეთი სე-
რიოზული რა აზრი დევს-მეთქი, არ მოვეშვი. კარგი, ცოტა
ხანს გვაცალე, ვიფიქროთ და გეტყვით, ამადეოო, მიპასუხეს.
რა თქმა უნდა, გაცლით, უფრო მეტსაც გაცლით-მეთქი. ნება
მოგვეცი, ცოტა ხანს გავიაზროთ და, თუ შენს ეჭვებს ცოტათი
მაინც შეგიმსუბუქებთ, აგიხსნითო. რა თქმა უნდა, მინდა,
რომ შემიმსუბუქოთ-მეთქი. მერე ერთ-ერთი მათგანი წამოდ-
გა და სამზარეულოში გავიდა. სანამ ისინი ჩემი სახლის ჯოჯო-
ხეთში პედროსავით143 დაეხეტებოდნენ, მე ჩავთვლიმე. სახ-
ლის ჯოჯოხეთი რომ ვახსენე, მოგონებების ჯოჯოხეთი ვიგუ-
ლისხმე, რადგან ჩემი სახლი უკვე დიდი ხანია, სწორედ მო-
გონებების სკივრად მქონდა ქცეული. მოკლედ, უკვე ძალიან

143 პედრო – ესპანური ზღაპრების გმირი


622 მკითხველთა ლიგა
გვიანი იყო, თან ბევრიც დავლიეთ, ჰოდა, თავს უფლება მივე-
ცი და ჩავთვლიმე. თუმცა, დროდადრო მათი ნაბიჯების ხმა
მესმოდა, თითქოს ძვლების გასავარჯიშებლად ხელ-ფეხსაც
იქნევდნენ, დროდადრო მათი ლაპარაკიც მესმოდა, ერთმა-
ნეთს რაღაცებს ეკითხებოდნენ, მერე პასუხობდნენ. არ ვიცი,
რას შეეხებოდა ეს კითხვები, ალბათ რამე ძალიან სერიოზუ-
ლს. კითხვასა და პასუხს შორის ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოწ-
ვებოდა ხოლმე, თუმცა, ეტყობა, თავში არც ისე სერიოზული
კითხვებიც მოსდიოდათ, რადგან დროდადრო იცინოდნენ კი-
დეც. რა ბიჭები არიან, რა საინტერესო ღამეა-მეთქი, ვფიქ-
რობდი ამასობაში. იყო დრო, როდესაც ამდენს არ ვსვამდი
და ამდენსაც არ ვლაპარაკობდი, წარსულიდან ამდენ რამეს
არ ვიხსენებდი და თავს ასე კარგადაც არ ვგრძნობდი. როდე-
საც თვალები ისევ გავახილე, ბიჭებს სინათლე აენთოთ და
ჩემ ცხვირწინ ყავით სავსე ფინჯანს ორთქლი ასდიოდა. და-
ლიეო, მითხრეს. როგორც მიბრძანებთ-მეთქი, ვუპასუხე. მახ-
სოვს, სანამ ყავას ვსვამდი, ბიჭები ისევ წინ დამისხდნენ და
„კაბორკაში“ დაბეჭდილ სხვა ტექსტებზე მსჯელობდნენ. აბა,
რა იდუმალება აღმოაჩინეთ-მეთქი, ვკითხე. მათ შემომხედეს
და მითხრეს, ამადეო, არავითარი იდუმალება არ არისო.

623 მკითხველთა ლიგა


18

ხოაკინ ფონტი, კოლიმის ქუჩა, კონდესას უბანი, მეხიკო,


1987 წლის აგვისტო. თავისუფლება არის პირველი რამ
ცხოვრებაში. შინ დაბრუნებულს ყველაფერი შეცვლილი დამ-
ხვდა. ჩემი ცოლი იქ აღარ ცხოვრობდა და ჩვენს საძინებელში
ახლა ჩემს ქალიშვილს, ანხელიკას ეძინა თავის მეგობართან
ერთად. მისი მეგობარი თეატრის რეჟისორი აღმოჩნდა, ჩემზე
ცოტათი უფროსი. ჩემი უმცროსი ვაჟიშვილი, პირიქით, ბაღში
მდებარე პატარა სახლს დაპატრონებოდა ინდიელის ნაკვთე-
ბიან გოგოსთან ერთად. ისიც და ანხელიკაც მთელი დღე მუ-
შაობდნენ, მაგრამ ბევრს არაფერს იღებდნენ. ჩემი ქალიშვი-
ლი მარია სასტუმროში ცხოვრობდა რევოლუციის ქანდაკე-
ბასთან ახლოს და თავის და-ძმას თითქმის არ ნახულობდა.
ჩემი ცოლი ალბათ ისევ გათხოვდა. თეატრის რეჟისორი ყუ-
რადღებიანი კაცი გამოდგა. ლა ვიეხა სეგურიდან144 გამოქცე-
ულთაგან ერთ-ერთს, ან მათ მოწაფეს ჰგავდა, დარწმუნებით
ვერ ვიტყვი. არც ფული ჰქონდა ჩეჩქივით, არც მაინცდამაინც
ბედი სწყალობდა, მაგრამ იმედს არ კარგავდა, რომ ერთ
მშვენიერ დღეს ისეთ საქმეს მოჰკიდებდა ხელს, რაც სახელსა
და დიდებას მოუტანდა. საღამოობით, ვახშმობის დროს უყ-
ვარდა ამაზე ლაპარაკი. ჩემი ვაჟის შეყვარებულ გოგოს, პი-
რიქით, სიტყვას თითქმის ვერ დააძვრევინებდი. მის მიმარ-
თაც კარგად განვეწყვე.

144ლა ვიეხა სეგურა – ესპანეთის ისტორიული მხარე, ძველ იბერთა საც-


ხოვრისი, სადაც პერიოდულად ხან ფინიკიელები ბატონობდნენ, ხან რო-
მაელები, ხან არაბები.
624 მკითხველთა ლიგა
პირველ ღამეს მისაღებ ოთახში მეძინა. დივანზე დავაგე,
დავწექი და თვალები დავხუჭე. სახლში ჩვეულებრივი ხმები
ისმოდა, როგორც ყოველთვის. მაგრამ ვცდებოდი. მაინც
სხვანაირად იყო რაღაც, თუმცა თავიდან ვერ მივხვდი, რა უნ-
და ყოფილიყო ეს „რაღაც“. მაგრამ აშკარად სხვანაირი ხმები
მესმოდა და დაძინების საშუალებას არ მაძლევდა. ამიტომ,
ღამეებს დივანზე მჯდარი და თვალმილულული ვატარებდი.
ტელევიზორი ჩართული მქონდა. მერე ჩემი ვაჟის ყოფილ სა-
ძინებელში გადავინაცვლე და ამან ერთგვარი ხალისი შემმა-
ტა. ალბათ იმიტომ, რომ ოთახი ისევ ინარჩუნებდა უდარდე-
ლი და ბედნიერი მოზარდის ატმოსფეროს. არ ვიცი. ყოველ
შემთხვევაში, სამი დღის შემდეგ ოთახში მთლიანად მარტო
ჩემი სუნი ტრიალებდა, ანუ მოხუცის სუნი, გიჟის სუნი, და ყვე-
ლაფერი ისევ ისეთი გახდა, როგორიც ადრე იყო. ეს ამბავი
მთრგუნავდა, მაგრამ არ ვიცოდი, რა მეღონა. გაუნძრევლად
ვიწექი და ვაყურადებდი, როგორ გადიოდა ერთმანეთის მი-
ყოლებით საათები ცარიელ სახლში, სანამ ჩემი რომელიმე
შვილი დაბრუნდებოდა სამსახურიდან და ერთმანეთს თითო
სიტყვას მივუგდებდით. ხანდახან ტელეფონზე რეკავდნენ და
მე ვპასუხობდი. დიახ! ვინ ბრძანდებით? ვერავინ მცნობდა და
ვერც მე ვცნობდი ვინმეს.
ჩემი დაბრუნებიდან ერთი კვირის თავზე უბანში დავიწყე
სეირნობა. თავიდან, ცოტა ხნით, პატარა წრეს დავარტყამდი
და სახლში მალევე ვბრუნდებოდი. მაგრამ ნელ-ნელა გამო-
ცოცხლება დამეტყო და სეირნობისთვის განკუთვნილ დრო-
საც და მანძილებსაც ვუმატე. უბანი შეცვლილი მომეჩვენა.
თავს ორჯერ დამესხნენ. პირველად სამზარეულოს დანებით
შეიარაღებული ბავშვები. მეორედ – ვიღაც უფრო მოზრდილი
ტიპები. ფული რომ ვერ მიპოვეს, ფეხებით შემდგნენ, მაგრამ
625 მკითხველთა ლიგა
ტკივილის შეგრძნება უკვე დაკარგული მქონდა, ასე რომ,
ჩემთვის სულერთი იყო – ერთ-ერთი იმ ცოდნათაგანი, რაც
„ლა ფორტალესაში“ ავითვისე. იმ საღამოს ლოლამ, ჩემი ვა-
ჟის შეყვარებულმა იარებზე მცენარეების ნაყენიანი საფენი
დამადო და მირჩია, სადაც არ ღირდა, იქ ცხვირი არ შემეყო.
ვუთხარი, სულაც არ მენაღვლება, თუკი დროდადრო მცემენ-
მეთქი. მოგწონსო? მკითხა მან. არ მომწონს, თუ ყოველდღე
მცემენ, არ მომეწონება-მეთქი, ვუპასუხე.
ერთ საღამოს თეატრის რეჟისორმა განაცხადა, ხელოვნე-
ბის ეროვნული ინსტიტუტი სტიპენდიას მინიშნავსო. ეს ამბავი
აღვნიშნეთ. ჩემი ვაჟი და მისი შეყვარებული მაღაზიაში გა-
ვიდნენ ტეკილის საყიდლად, ჩემმა ქალიშვილმა და რეჟი-
სორმა განსაკუთრებული ვახშამი მოამზადეს, თუმცა, სიმარ-
თლე გითხრათ, არც ერთმა საჭმლის კეთება არ იცოდა. არ
მახსოვს, რა საჭმელი იყო, მაგრამ მთლიანად მე შევჭამე. მი-
უხედავად ამისა, მაინცდამაინც არ მომწონებია. ეს საქმიანო-
ბა ვის ეხერხებოდა და ჩემს ცოლს, მაგრამ ახლა იგი სხვაგან
ცხოვრობდა და თან ასე სახელდახელოდ რამე გემრიელის
მომზადებას რას შეძლებდა. სუფრას მივუჯექი და კანკალი
დამაწყებინა. მახსოვს, ჩემმა ქალიშვილმა შემომხედა და
მკითხა, ცუდად ხომ არ ხარო. მარტო მცივა-მეთქი, ვუთხარი
და მართლაც ასე იყო, წლებთან ერთად მცივანად ვიქეცი. ერ-
თი ჭიქა ტეკილა ალბათ მიშველიდა, მაგრამ ვერც ტეკილას
და ვერცერთ ალკოჰოლურ სასმელს ვერ ვსვამ. ასე რომ, სი-
ცივისგან ვცახცახებდი, ვჭამდი და ვუსმენდი, რას ლაპარა-
კობდნენ. უკეთეს მომავალზე საუბრობდნენ. უმნიშვნელო
რაღაცებზე, მაგრამ ეს მაინც უკეთეს მომავალზე საუბარი
იყო. თუმცა, ის მომავალი არც ჩემს ვაჟს, არც მის შეყვარე-

626 მკითხველთა ლიგა


ბულს და არც დანარჩენ ჩემიანებს არ გულისხმობდა, მაინც
ვიღიმებოდით, ვლაპარაკობდით და გეგმებს ვაწყობდით.
ერთი კვირის შემდეგ ის დაწესებულება, რომელსაც სტი-
პენდია უნდა გამოეყო, ბიუჯეტის შემცირების გამო დაიკეტა
და რეჟისორი ხელცარიელი დარჩა. მივხვდი, რომ დრო იყო
გავნძრეულიყავი. რამდენიმე ჩემს ძველ მეგობარს დავურე-
კე. თავიდან ვერავინ ვერ გამიხსენა. სად იყავიო, მეკითხე-
ბოდნენ, საიდან გამოხვედიო? რა შეგემთხვა ცხოვრებაშიო?
ვეუბნებოდი, საზღვარგარეთ ვიყავი და ეს-ესაა ჩამოვედი-
მეთქი. ხმელთაშუა ზღვის გარშემო ვიმოგზაურე, იტალიასა
და სტამბოლში ვიცხოვრე, კაიროს შენობები დავათვალიერე,
იმედის მომცემი არქიტექტურაა-მეთქი. იმედის მომცემიო?
ჰო, ჯოჯოხეთისთვის. ტლატელოლკოს ნაგებობების მსგავ-
სია, ოღონდ ამდენი მწვანე სივრცის გარეშე. სიუდად სატე-
ლიტეს ჰგავს, ოღონდ მდინარის გარეშე, ნეცაუალკოიოტ-
ლსაც. არქიტექტორები დასახოცები ვართ ყველანი. კიდევ
ტუნისში, მარაკეშში, მარსელში, ვენეციაში, ფლორენციაში,
ნეაპოლში ვიყავი-მეთქი. რა ბედნიერი ხარ, კიმ, მაგრამ უკან
რაღად დაბრუნდი, მექსიკა ჯანდაბისკენ მიექანება და აღარა-
ფერი ეშველება, ალბათ საქმის კურსში ხარო, მეუბნებოდნენ.
ჰო, ვარ, ინფორმაცია არ მომკლებია, ჩემი შვილები მექსი-
კურ გაზეთებს მიგზავნიდნენ იმ სასტუმროებში, სადაც ვჩერ-
დებოდი, მაგრამ, მექსიკა ჩემი სამშობლოა და მენატრებოდა.
არსად ისე კარგად არ არიან, როგორც აქ-მეთქი. ნუ დაგვცი-
ნი, შენ, რა, სერიოზულად ამბობო? – უკვირდათ. სავსებით
სერიოზულად, გეფიცებით, სრულიად სერიოზულად, ხანდა-
ხან, დილაობით, როდესაც ვსაუზმობდი და თან ხმელთაშუა
ზღვას გავცქეროდი, ზედ მონანავე აფრიან ნავებს, ევროპე-
ლებს ასე რომ მოსწონთ, მეხიკო მახსენდებოდა და ტირილი
627 მკითხველთა ლიგა
ამიტყდებოდა ხოლმე, მახსენდებოდა, მეხიკოში როგორ ვსა-
უზმობდი და ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, უკან უნდა დავ-
ბრუნებულიყავი-მეთქი, ვპასუხობდი. ზოგი მეუბნებოდა, მო-
იცა, შენ აკი ფსიქიატრიულში იწექიო. მე კი ვპასუხობდი, ჰო,
მაგრამ მას მერე დიდი ხანი გავიდა, სწორედ ფსიქიატრიული-
დან რომ გამოვედი, საზღვარგარეთ მაშინ გავემგზავრე-მეთ-
ქი, ექიმის დანიშნულებით. ჩემს მეგობრებს ამ ჩემს ნათქვამ-
ზე ეცინებოდათ, მე კი ჩემს მონათხრობს სულ უფრო და უფ-
რო ვალამაზებდი სხვადასხვა ამბებით და ჩემს მსმენელებს
აღვაფრთოვანებდი, კიმ, რა მაგარი ხარო, მეუბნებოდნენ.
მეც ამით ვსარგებლობდი და ვეკითხებოდი, ჩემთვის რამე სა-
მუშაო ხომ არ გაქვთ, რამე ადგილი არქიტექტურის რომელი-
მე ოფისში, სულერთია, რა იქნება, თუნდაც დროებით, შემ-
თხვევიდან შემთხვევამდე, სანამ მუდმივ სამსახურს მოვიძი-
ებ-მეთქი, მაგრამ ისინი ერთსა და იმავეს მპასუხობდნენ: სა-
მუშაოს საქმე ძალიან ცუდადაა, არქიტექტურის სახელოს-
ნოები ერთმანეთის მიყოლებით იხურება, ანდრეს დელ ტო-
რო მაიამიში გადასახლდა, რეფუხიო ორტის დე მონტესინოს-
მა სახელოსნო ჰიუსტონში გახსნა, ასე რომ, შენც შეგიძლია,
რამე მსგავსი მოიფიქროო. მეც ვფიქრობდი, ვფიქრობდი და
უამრავი აზრიც მომდიოდა, მაგრამ რეკვას მაინც არ ვანებებ-
დი თავს, მათი მოთმინებით ვსარგებლობდი და დაუზარებ-
ლად ვუყვებოდი, თუ რა თავგადასავლები გადამხდა მსოფ-
ლიოს ბედნიერ მეორე ნახევარში.
იმდენს ვეცადე, რომ ბოლოს, მართლაც ვიშოვე სამსახუ-
რი – მხაზველის ადგილი ერთ-ერთი არქიტექტორის სახე-
ლოსნოში. იმ არქიტექტორს არ ვიცნობდი, სულ ახალგაზრდა
კაცი იყო, საქმიანობას ახლა იწყებდა. როდესაც გაიგო, რომ
მე მხაზველი კი არა, პროფესიით არქიტექტორი ვიყავი, ჩემ-
628 მკითხველთა ლიგა
დამი თბილი გრძნობით განიმსჭვალა. საღამოობით, როდე-
საც კანტორას ვკეტავდით, ბარში მივდიოდით, პოპოკატეპეტ-
ლის გაგრძელებაზე რომ იყო, კაბრერის ქუჩის პირდაპირ.
ბარს „ბედისწერა“ ერქვა და იქ არქიტექტურაზე და პოლიტი-
კაზე (ბიჭი ტროცკისტი იყო), მოგზაურობასა და ქალებზე ვსა-
უბრობდით. ხუან არენასი ერქვა. კომპანიონი ჰყავდა, რო-
მელსაც თითქმის ვერ ვხედავდი, ორმოციოდე წლის მსუქანი
კაცი, პროფესიით ისიც არქიტექტორი, მაგრამ საიდუმლო
სამსახურის აგენტს უფრო ჰგავდა და სტუდიაშიც იშვიათად
ჩნდებოდა. ასე რო საქმეს ძირითადად ხუან არენასი და მე
ვუმკლავდებოდით, და რადგან სამუშაო თითქმის არ გვქონ-
და, თან საუბარი გვიყვარდა, დღის უდიდეს ნაწილს საუბარში
ვატარებდით. ღამით სახლამდე მაცილებდა და სანამ კოშმა-
რულ ღამეულ სულისშემხუთველ მეხიკოს გადავჭრიდით,
ხანდახან ვფიქრობდი, რომ ხუან არენასი ნამდვილად ჩემი
წარმატებული რეინკარნაცია იქნებოდა.
ერთხელ ჩემს ოჯახში მივიწვიე სადილად. კვირადღე იყო,
სახლში მარტო ვიყავი. წვნიანი და ფრანგული ტორტილიები
მოვამზადე. სამზარეულოში ვისადილეთ. იქ ყოფნა გვესია-
მოვნა, ბაღიდან შემოსულ ჩიტების ჭიკჭიკს ვუსმენდით და
თან ხუან არენასს ვაკვირდებოდი. უბრალო ბიჭი იყო და მა-
დიანად ჭამდა. მარტო ცხოვრობდა. მეხიკოში მადეროდან ჩა-
მოვედიო, მითხრა. ასეთ დიდ ქალაქში დროდადრო გზა-კვა-
ლი ებნეოდა. მოგვიანებით, ჩემი ქალიშვილი დაბრუნდა თა-
ვის მეგობარ კაცთან ერთად, ამ დროს ჩვენ ტელევიზორს ვუ-
ყურებდით და თან კარტს ვთამაშობდით. შევატყვე, რომ ხუ-
ანიტო არენასს ჩემი გოგონა პირველივე დანახვით მოეწონა
და მას შემდეგ ჩვენთან სტუმრობას მოუხშირა. ხანდახან ოც-
ნებებში გადავვარდებოდი და წარმოვიდგენდი, როგორ
629 მკითხველთა ლიგა
ვცხოვრობდით ყველანი ერთად ჩემს სახლში, კოლიმის ქუჩა-
ზე, ჩემი ორივე ქალიშვილი, ჩემი ვაჟი, თეატრის რეჟისორი,
ლოლა და ხუან არენასი. იმ ოცნების ოჯახში ჩემი ცოლი აღარ
ფიგურირებდა, მას ჩვენთან ერთად ვერ ვხედავდი. მაგრამ
როდის იყო, მოვლენები ისე ვითარდებოდა, როგორც ჩვენ
წარმოგვიდგენია ან ოცნებებში ვხედავთ ხოლმე. ერთ მშვე-
ნიერ დღეს ხუან არენასმა და მისმა კომპანიონმა არქიტექტუ-
რული სახელოსნო დახურეს და ისე წავიდნენ, რომ არც კი
უთქვამთ, სად მიდიოდნენ.
კიდევ ერთხელ შევუდექი ჩემს ძველ მეგობრებთან ჩამო-
რეკვას და დახმარების თხოვნას. გამოცდილებამ მასწავლა,
რომ აჯობებდა, მხაზველის სამსახური მეძებნა, და არა არქი-
ტექტორისა და სამუშაომაც არ დაახანა, მალე კიდევ ერთხელ
აღმოვჩნდი მძიმე შრომის ფერხულში ჩაბმული. ამჯერად კან-
ტორა კოიოაკანში მდებარეობდა. ერთ საღამოს ჩემმა უფრო-
სებმა წვეულებაზე მიმიწვიეს. ალტერნატივა ასეთი იყო: ან
უნდა დავთანხმებულიყავი, ან ფეხით მეჩანჩალა ახლოს მდე-
ბარე მეტრომდე და სახლში დავბრუნებულიყავი, სადაც ნამ-
დვილად არავინ დამხვდებოდა. ამიტომაც, მიწვევა მივიღე და
წავედი. წვეულება ჩემს სახლთან შედარებით ახლოს მდება-
რე შენობაში იმართებოდა. რომ შევედი, რამდენიმე წუთით
იქაურობა რატომღაც ნაცნობი მეჩვენა. გავიფიქრე, აქ, მგო-
ნი, ადრეც ვყოფილვარ-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ
შევცდი. გარკვეული ეპოქისა და უბნის ყველა სახლი წყლის
წვეთებივით ჰგავს ერთმანეთს. ამიტომ დავწყნარდი და პირ-
დაპირ სამზარეულოსაკენ გავემართე რამის მოსაძებნად,
რადგან საუზმის მერე პირში არაფერი ჩამსვლოდა. არ ვიცი,
რა დამემართა, მაგრამ უცებ საშინელი შიმშილი ვიგრძენი,
რაც მაინცდამაინც არ მახასიათებდა. ძალიან მშიოდა, ძალი-
630 მკითხველთა ლიგა
ან მინდოდა ტირილი და თან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ-
დი.
სამზარეულოში რომ შევედი, იქ ორი კაცი და ერთი ქალი
დამხვდნენ, რომლებიც გაცხოველებით საუბრობდნენ ვიღაც
მიცვალებულზე. ლორიანი სენდვიჩი ამოვირჩიე და მაშინვე
პირისაკენ გავიქანე, მერე კოკა კოლის ორი ყლუპი მოვსვი,
რომ ყელში გაჩხერილი სენდვიჩი გადამეყლაპა. საშინლად
გამხმარი პური იყო. მაგრამ ძალიან გემრიელი, ასე რომ, მე-
ორე სენდვიჩიც ავიღე, ამჯერად ყველით, და ისიც შევჭამე,
მაგრამ უცებ არა. ამჯერად ნელ-ნელა, დაგემოვნებით შევექ-
ცეოდი, თან ზრდილობიანად ვიღიმებოდი, როგორც ამდენი
წლის მანძილზე მქონდა შესწავლილი. იმ მოსაუბრე ტრიომ,
ორმა კაცმა და ერთმა ქალმა, შემომხედეს და ჩემს სახეზე აღ-
ბეჭდილი ღიმილის პასუხად იმათაც გამიღიმეს. მაშინ ცოტა
მივუახლოვდი და გავიგონე, რასაც ამბობდნენ: მიცვალე-
ბულზე და დასაფლავებაზე ლაპარაკობდნენ. ერთ-ერთი ჩემი
მეგობარი არქიტექტორი მომკვდარიყო. თავში აზრად მომი-
ვიდა მეთქვა, გარდაცვლილს მეც ვიცნობდი-მეთქი. მეტი
არაფერი. მიცვალებულზე საუბრობდნენ, რომელსაც მეც ვიც-
ნობდი. მერე სხვა თემაზე გადავიდნენ, ალბათ იმიტომ, რომ
ამ დროს მე იქ აღარ ვიყავი, ბაღში გავედი, სადაც ვარდის
ბუჩქები და ნაძვის ხეები დამხვდა. რკინის ღობეს მივუახ-
ლოვდი და ქუჩაში მოძრაობას დავუწყე ყურება. მოულოდნე-
ლად თვალი ვკიდე, როგორ ჩაიარა ქუჩაში ჩემმა ძველმა 74
წლის „იმპალამ“. წლების გამო გაცვეთილი მომეჩვენა,
ფრთები და კარები შეჭყლეტილი ჰქონდა, საღებავიც გადაჰ-
ქერცლოდა, ბორბლებს ისე ნელა მიაგორებდა, თითქოს ღა-
მეულ მეხიკოში რაღაცის საძებნელად იყო გამოსული. იმდე-
ნად ძლიერი იყო ეს შთაბეჭდილება, რომ კანკალი დამაწყე-
631 მკითხველთა ლიგა
ბინა, ღობეს ორივე ხელით ჩავეჭიდე რომ არ წავქცეულიყავი.
მადლობა ღმერთს, არ წავქცეულვარ, აი, სათვალე კი დამი-
ვარდა და ბუჩქებში თუ ვარდებში ჩაცურდა. თუმცა ხმით ვიგ-
რძენი, რომ არ გატეხილა. ვიფიქრე, რომ თუკი დავიხრებოდი
და სათვალეს დავუწყებდი ძებნას, ამასობაში ჩემი „იმპალა“
თვალს მიეფარებოდა, მაგრამ თუკი არ დავიხრებოდი და
სათვალეს არ ავიღებდი, ვერ დავინახავდი, საჭესთან ვინ იჯ-
და, ვისი აჩრდილი მართავდა ჩემს მანქანას, რომელიც 1975
წლის უკანასკნელ და 1976 წლის პირველ წუთებში დავკარ-
გე. ხოლო, თუ კი ვერ დავინახავდი ვინ მართავდა, რა აზრი
ჰქონდა, დავინახე თუ არა? ამ დროს თავში ყველაზე მო-
ულოდნელმა აზრმა გამიელვა: სათვალე დამივარდა-მეთქი.
გავიფიქრე, აქამდე არც ვიცოდი, სათვალეს თუ ვხმარობდი.
მერე გავიფიქრე, განსხვავებას სათვალესა და უსათვალობას
შორის ახლა ვგრძნობ-მეთქი. და იმის ცოდნამ, რომ რაიმეს
დასანახად სათვალე უნდა მკეთებოდა, მაიძულა, დავხრილი-
ყავი და სათვალე მომეძებნა (რა განსხვავებაა, გაქვს თუ
არა!). წელში რომ გავიმართე, „იმპალა“ ისევ იქ იყო, საიდა-
ნაც ის დასკვნა გამოვიტანე, რომ ელვის სისწრაფით ვიმოქმე-
დე, რაც ზოგიერთ გიჟს ახასიათებს. თან ჩემს „იმპალას“ ვხე-
დავდი, ჩემი სათვალით, იმ სათვალით, რომელიც იქამდე
არც კი ვიცოდი, თუ მეკეთა და მქონდა. სიბნელეს დავაკვირ-
დი და შევეცადე მძღოლის პროფილი გამერჩია, ხარბად ვაკ-
ვირდებოდი, თან შიშითაც, რადგან ვიცოდი, რომ ჩემს და-
კარგულ მანქანაში სესარეა ტინახერო იჯდებოდა, დაკარგუ-
ლი პოეტი, რომელსაც დაკარგული დროიდან შემოეღწია,
რათა ჩემთვის მანქანა დაებრუნებინა, ნივთი, რომელიც ყვე-
ლაზე მეტად მიყვარდა ამქვეყნად, რომელსაც ჩემთვის ყვე-
ლაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და რომლითაც ყველაზე
632 მკითხველთა ლიგა
ნაკლებად დავტკბი. მაგრამ არა, მძღოლის ადგილას სესარეა
არ იჯდა. სინამდვილეში „იმპალას“ მოჩვენებას არავინ მარ-
თავდა! ასე ჩავთვალე. მაგრამ, მერე ვიფიქრე, მანქანები თა-
ვისით არ დადიან და ამ გაუბედურებულ მანქანას ნამდვილად
ვიღაც ჩემი დაბალი თანამემამულე მართავს, უიღბლო და სე-
რიოზულ დეპრესიაში მყოფი-მეთქი. და უზარმაზარ დარდაკი-
დებული წვეულებას დავუბრუნდი.
ნახევარი გზა გავლილი მქონდა, როცა უცებ აზრად რაღაც
მომივიდა და უკან დავბრუნდი, მაგრამ ქუჩაში „იმპალა“
აღარ დამხვდა. დავინახე თუ არ დამინახავს, ახლაც იქ იყო
თუ საერთოდ არ ყოფილა – აი, რა მაწვალებდა. ქუჩა სიბნე-
ლეში ჩაძირულ ფაზლად გადაქცეულიყო, რომელსაც რამდე-
ნიმე ნაწილი აკლდა, და ერთ-ერთი იმ ნაწილთაგანი, ჩემდა
გასაოცრად, თავად მე ვიყავი. ჩემი „იმპალა“ წასულიყო, მე
როგორღაც ვერ გამეგო, მაგრამ მეც წასული ვიყავი. ჩემი
„იმპალა“ გონებაში დამიბრუნდა. ჩემს გონებას მეც დავუბ-
რუნდი.
ახლა ვიცოდი. და გაოგნებით, მაგრამ მექსიკელის სულ-
სწრაფობით, შეგუებულიც კი ვიყავი იმას, რომ ყველას შემ-
თხვევა გვმართავდა და ბედისწერის მორევი ყველას ჩაგვიხ-
ვევდა, ჩაგვნთქავდა. ყველაზე მარჯვეები თუ შეძლებდნენ,
ცოტა ხნით მაინც შეემაგრებინათ თავი წყლის ზედაპირზე,
მაგრამ მათ შორის მე ნამდვილად არ ვიქნებოდი.

ანდრეს რამირესი, ბარი „ოქროს რქა“, ავენირის ქუჩა,


ბარსელონა, 1988 წლის დეკემბერი. ჩემი ცხოვრება წარუმა-
ტებლობისთვის იყო განწირული, ბელანო, სწორედ ასეა. ჩი-
ლედან იმ შორეულ 1975 წელს წამოვედი. 5 მარტი იყო, სა-
ღამოს რვა საათი. ჯაშუშივით ჩავიმალე სატვირთო გემ „ნეა-
633 მკითხველთა ლიგა
პოლის“ ტრიუმში. წინ სრულიად ბუნდოვანი მომავალი მე-
ლოდა. თავს არ შეგაწყენთ იმ მეტ-ნაკლებად უსიამოვნო ამ-
ბების მოყოლით, რაც მგზავრობის დროს შემემთხვა, მარტო
იმას გეტყვით, რომ მაშინ ცამეტი წლით უფრო ახალგაზრდა
ვიყავი და ჩემს უბანში, სანტიაგოში (ლა სისტერნაში,145 უფ-
რო ზუსტად რომ ვთქვა), მოფერებით „სუპერთაგვის“ სახე-
ლით მიცნობდნენ, იმ სასაცილო და სამართლიანი ცხოველის
პატივსაცემად, რომელიც ბავშვობის წლებს გვიხალისებდა.
ერთი სიტყვით, მაშინ გავემგზავრე, როდესაც თქვენი მონა-
მორჩილი მზად ვიყავი, ყოველ შემთხვევაში ფიზიკურად, რო-
გორც ამბობენ ხოლმე, ასეთი მგზავრობის ყველა გაჭირვება
ამეტანა. გამოვიარე შიში, შიმშილი, გულისრევა, ის ბუნდო-
ვანი და საშინელებებით აღსავსე ცხოვრების კონტურები,
როგორადაც ჩემი მომავალი მესახებოდა. თუმცა, კეთილი
გულის ადამიანი მთელი მგზავრობა არ მომკლებია. ტრიუმში
ჯდომისას ასეთი ადამიანი მაწვდიდა პურის ნაჭერს, ბოთლ
ღვინოსა და სპაგეტი ბოლონეზეს ულუფას. მეორე მხრივ,
კარგი ის იყო, რომ დრო თავზე საყრელად მქონდა და შემეძ-
ლო, ჩემი შესაძლებლობები ობიექტურად ამეწონ-დამეწონა,
რაც მანამდე ჩემს ცხოვრებაში თითქმის არასოდეს გამომდი-
ოდა, რადგან თანამედროვე ქალაქში, როგორც ყველამ იცის,
ჩაძინებულ კიბორჩხალას დინება თავის ნებაზე მიაქანებს.
ახლა კი შემეძლო, კიდევ ერთხელ გადამეხედა ჩემი ბავშვო-
ბისთვის. როდესაც გემის ტრიუმში ხარ ჩაკეტილი, საუკეთე-
სო გამოსავალია, გარკვეული განაწესით იმოქმედო. ჯერ და-
ახლოებით პანამის არხამდე, იქიდან კი იმ დრომდე, რაც ატ-
ლანტის ოკეანის გადალახვას სჭირდება (რა შორს იყო ჩემი

145 ლა სისტერნა – სანტიაგოს ერთ-ერთი კომუნა


634 მკითხველთა ლიგა
საყვარელი სამშობლოდან, კი არა, ჩემი ამერიკის კონტინენ-
ტიდანაც კი. კონტინენტიდან, რომელსაც არც კი ვიცნობდი,
მაგრამ ახლა ასე მომხიბვლელი მეჩვენებოდა), იმაზე დავიწ-
ყე ფიქრი, თუ რას წარმოადგენდა აქამდე ჩემი სიყმაწვილე
და იმ დასკვნამდე და მტკიცე გადაწყვეტილებამდე მივედი,
რომ ყველაფერი უნდა შეცვლილიყო. მართალია, მაშინ ჯერ
აზრად არ მომდიოდა, ეს როგორ უნდა გამეკეთებინა, რომე-
ლი მიმართულებით წავსულიყავი. ნება მომეცით, გითხრათ,
რომ ეს, სინამდვილეში, დროის მოკვლის ერთგვარი ფორმა
იყო, რათა ჩემი ორგანიზმი არ დამესაჯა და არ დამეავადები-
ნა, ვინაიდან ამდენი ხნის მანძილზე, იმ ნესტიან და ხმაურიან
წკვარამში ყოფნით, მტერსაც რომ არ ვუსურვებ, საკუთარ
თავთან გაუცხოებულიც კი ვიყავი. მაგრამ ერთ დილით ლი-
საბონის პორტში შევედით და ვიგრძენი, როგორ არსებითად
შემეცვალა აზრები. პირველი იმპულსი, რა თქმა უნდა, იყო
ხმელეთზე იმავე დღეს გადავსულიყავი, მაგრამ, როგორც
ერთ-ერთმა იტალიელმა მეზღვაურმა ამიხსნა, ერთ-ერთმა
მათგანმა, მგზავრობის დროს ეს ორი დღე რომ მკვებავდნენ,
პორტუგალიის ზღვისა და მიწის საზღვარზე გადასვლა კარგს
არაფერს მომიტანდა. ამიტომ იძულებული გავხდი, მომეთმი-
ნა და შევგუებოდი. ორი დღე ვიჯექი ასე. ის ორი დღე ორ კვი-
რად მომეჩვენა. ვიჯექი და იმ ხმებს ვაყურადებდი, გემის ტრი-
უმებში რომ გაისმოდა. ტრიუმები ღია იყო და ვეშაპის გადახ-
სნილ ფაშვს მიაგავდა. მე ცარიელ კასრში ვიჯექი და ვიცდი-
დი. რაც დრო გადიოდა, მოთმინება მით უფრო მელეოდა და
მოუთმენელს მხდიდა, ავადმყოფობაც უფრო მეტად მემატე-
ბოდა, სიცხე მიწევდა, რატომ, ღმერთმა იცის. ასე გრძელდე-
ბოდა, სანამ ერთ ღამეს, როგორც იქნა, არ დავიძარით და
უკან არ მოვიტოვეთ პორტუგალიის მშრომელი დედაქალაქი,
635 მკითხველთა ლიგა
რომელიც ავადმყოფურ ზმანებებში შავ ქალაქად მესახებო-
და. ქალაქის ქუჩებში შავებში ჩაცმული ხალხი დაიარებოდა,
სახლები წითელი ხით, ან შავი მარმარილოთი, შავი ქვებით
იყო ნაშენი. შეიძლება ასე იმიტომ მეგონა, რომ სიცხისგან
გათანგულს რამდენჯერმე ეუსებიო გამახსენდა, შავი ავაზა,
66-ში ასე კარგად რომ იასპარეზა ინგლისის მსოფლიო ჩემ-
პიონატზე, სადაც ჩვენ, ჩილეელებს, ასე უსამართლოდ მოგ-
ვექცნენ.
ისევ განვაგრძეთ გზა, იბერიის ნახევარკუნძულს წრე და-
ვარტყით და მე ისევ ავად ვიყავი, ისე ავად, რომ ერთ საღა-
მოს ორმა იტალიელმა სამალავიდან გამომიყვანა, რომ ჰა-
ერი ჩამეყლაპა. სადღაც შორს სინათლეები დავინახე და ვი-
კითხე, იქ რა არის, ის სინათლეები სამყაროს რომელ მხარეს
(ეს სამყარო ხომ ასე უხეშად მექცეოდა) ეკუთვნის-მეთქი.
იტალიელებმა მითხრეს, აფრიკააო. ეს ისე უბრალოდ წარ-
მოთქვეს, გეგონება, ამბობდნენ, ნისკარტი, ან ვაშლიაო. ამის
გაგონებაზე უარესად ამაცახცახა, ეს ციებ-ცხელება ეპილეფ-
სიის შეტევას უფრო ჰგავდა, მაგრამ სინამდვილეში ციებ-ცხე-
ლება იყო. იტალიელებმა ქვეშაგებში გახვეული დამტოვეს და
გვერდით გადგნენ, ვითომდა მოსაწევად, აქაოდა ავადმყოფი
არ შევაწუხოთო. გავიგონე, როგორ ეუბნებოდა ერთი მე-
ორეს, თუ მოკვდება, აჯობებს, ზღვაში გადავაგდოთო, მე-
ორემ კი უპასუხა, კარგი, მაგრამ არ მოკვდებაო. მართალია,
იტალიური არ ვიცოდი, მაგრამ მათ ნათქვამს ადვილად მივ-
ხვდი, ორივე ხომ რომანული ენებია, როგორც ენების ერთი
აკადემიკოსი იტყოდა. ვიცი, რომ თქვენც ასეთი გზა გამოი-
არეთ, ბელანო, ამიტომ, მოყოლას დიდხანს არ გავაგრძე-
ლებ. შიშმა, სიცოცხლის წყურვილმა თუ გადარჩენის ინსტინ-
ქტმა ძალები იქიდან შემმატეს, საიდანაც აღარაფრის იმედი
636 მკითხველთა ლიგა
აღარ მქონდა და იტალიელებს ვუთხარი, კარგად ვარ, არ
მოვკვდები, შემდეგი პორტი რომელია-მეთქი. მერე ისევ სარ-
დაფისკენ წავჩლახუნდი, ჩემს კუთხეში მივიკუნჭე და დავიძი-
ნე.
ბარსელონაში ჩასვლისას თავს უკეთ ვგრძნობდი. ნავსად-
გურში შესვლიდან მეორე დღეს გემი უჩუმრად დავტოვე და
პორტიდან ისე გამოვედი, როგორც ღამის ცვლიდან შინ მიმა-
ვალი მებარგული. ტანსაცმელი მქონდა, კიდევ სანტიაგოდან
წამოღებული ათი დოლარი, რომელსაც წინდაში ვინახავდი.
სიცოცხლეს უამრავი არაჩვეულებრივი წუთი აქვს, თანაც, ერ-
თმანეთისაგან სრულიად განსხვავებული, მაგრამ არასოდეს
დამავიწყდება ბარსელონის „ლას-რამბლასი“146 და მისი მიმ-
დებარე ქუჩები, რომლებიც იმ ღამით ჩემ თვალწინ მადნის
საბადოების ძარღვებივით გადაიშალა. საბადო არასოდეს მი-
ნახავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, იცი, რომ იმ ძარღვებში შე-
ნი სასიცოცხლო ძალაა დაბუდებული! დრო არ დამიკარგავს,
გეფიცებით, ჩამოსვლიდან სამი საათის შემდეგ უკვე სამსახუ-
რი მქონდა. თუ ხელები ერჩის და ჯანიც ხელს უწყობს, ჩილეე-
ლი ნებისმიერ ადგილას გადარჩებაო, მითხრა მამაჩემმა,
როდესაც მასთან გამოსამშვიდობებლად მივედი. იმ ბებერ
ნაბოზვარს სიამოვნებით შემოვცხებდი ერთს სახეში, მაგრამ
ეს სულ სხვა ამბავია და აქ ამის ადგილი არ არის. ფაქტი ისაა,
რომ სამუშაო იმავე საღამოს ვიშოვე. თეფშები უნდა მერეცხა.
არადა, წონასწორობის შენარჩუნებას (რყევის შეგრძნება
მქონდა) ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ვახერხებდი. ასეთი რამე
ზღვით ხანგრძლივი მგზავრობის შედეგად ემართება ადამი-
ანს. ჩემს სამუშაო ადგილს „დეიდა ხოაკინა“ ერქვა და ესკუ-

146 ლას რამბლასი – საფეხმავლო ქუჩა ბარსელონის ცენტრში


637 მკითხველთა ლიგა
დილიერსის ქუჩაზე მდებარეობდა. დილის ხუთ საათამდე ვი-
მუშავე, მერე კი ბარი დაღლილმა, მაგრამ კმაყოფილმა დავ-
ტოვე და პანსიონ „კონჩისკენ“ გავწიე, რომლის სახელი კერ-
ძის სახელწოდებას ემთხვეოდა და „დეიდა ხოაკინაში“ ერთ-
ერთმა ოფიციანტმა მირჩია. ოფიციანტი მურსიიდან იყო ჩა-
მოსული და ისიც იმ სოროში ცხოვრობდა.
პანსიონ „კონჩიში“ მარტო ორი დღე დავყავი, მერე კი იძუ-
ლებული გავხდი, იქაურობა დამეტოვებინა, რადგან საბუთე-
ბის ჩვენება და იმის მტკიცება მომიწევდა, ვიყავი თუ არა პო-
ლიციის მიერ რეგისტრირებული. „დეიდა ხოაკინაში“ ერთ
კვირას ვიმუშავე, ზუსტად იქამდე, სანამ თეფშების მრეცხავი
გრიპისგან მორჩებოდა და თავის ადგილს დაუბრუნდებოდა.
ორ დღეში სხვა პანსიონებიც მოვინახულე, ჰოსპიტლის, მხატ-
ვარ ფორტუნის, ბოკერიას ქუჩებზე, სანამ სავაჭრო პალატის
ქუჩაზე მდებარე პანსიონზე არ შევაჩერე ჩემი არჩევანი. პან-
სიონს „ამელია“ ერქვა. ლამაზი და თბილი სახელია. იქ საბუ-
თები იმ პირობით არ მოუთხოვიათ, რომ ოთახში სხვა ორ
სტუმართან ერთად ვიცხოვრებდი და როგორც კი პოლიცია
გამოჩნდებოდა, მაშინვე ულაპარაკოდ დავიმალებოდი ორ-
მაგ კარადაში.
ცხადია, ევროპაში გატარებული ჩემი პირველი კვირები
სამუშაოს ძებნასა და მუშაობაში გავიდა, რადგან ბინის ქირა
ყოველკვირა უნდა გადამეხადა. თან ზღვით მგზავრობისას
დროებით მიძინებული, ახლა კი ერთიორად გაცხოველებუ-
ლი მადაც როგორმე უნდა დამეოკებინა. მაგრამ, სანამ ერთი-
დან მეორე ადგილას მივდიოდი, ვთქვათ, პანსიონიდან სამ-
სახურში, ან რესტორნიდან პანსიონში, რაღაც ისეთი დამეწ-
ყო, რაც ადრე არასოდეს მქონია. ამ ცვლილებას ძალიან მა-
ლე მივხვდი, რადგან ყალბი თავმდაბლობის გარეშე მინდა
638 მკითხველთა ლიგა
ვთქვა, რომ სხვა რომ არაფერი მქონდეს დასაკვეხი, ყოველ-
თვის ფხიზელი გონებით გამოვირჩეოდი და ყოველთვის
ვხვდებოდი, რა მჭირდა. თანაც, საკითხი ძალიან მარტივი
იყო, თუმცა თავიდან, არ უარვყოფ, შემეშინდა. თქვენც შეგე-
შინდებოდათ. გიყვებით: მივდიოდი, მაგალითად, ლას-რამ-
ბლასზე, ცხოვრებით კმაყოფილი, ნორმალური ადამიანის
ნორმალური სადარდებლებით და უეცრად, თავში ხტუნვას
მიწყებდნენ ციფრები. ჯერ 1, დავუშვათ, მერე – 10, მერე – 1,
მერე ისევ 11, მერე – 10, მერე – 0, მერე ისევ 1-ს უბრუნდე-
ბოდა და ასე. თავიდან ვფიქრობდი, რომ ამის მიზეზი ის იყო,
რომ „ნეაპოლის“ ტრიუმში ჩაკეტილმა დიდი ხანი გავატარე.
მაგრამ ჯანმრთელობის მხრივ თავს კარგად ვგრძნობდი,
კარგად ვიკვებებოდი, კუჭში ნორმალურად გავდიოდი, ფეხის
გაუნძრევლად მეძინა ექვს-შვიდ საათს, არაფერი მტკიოდა,
თავიც კი. ასე რომ, იმის ბრალი არ უნდა ყოფილიყო. მერე
ვიფიქრე, ალბათ ბინების გამოცვლის დროს ასე ხდება, ჩემს
შემთხვევაში კი მე ქვეყანაც გამოვიცვალე, კონტინენტიც და
დედამიწის ნახევარსფეროც, ამას ჩვევებიც და სხვა ყველაფე-
რიც დავამატოთ-მეთქი, ვფიქრობდი. მერე, როდესაც ის აკ-
ვიატებული ციფრები ვერა და ვერ მოვიშორე, ნერვები მოვი-
მიზეზე. ჩემს ნათესაობაში ერთგვარი სიგიჟის გამოვლინებე-
ბი მართლაც არსებობს, მათ შორის, Delirium tremens147,
უნაკლო არავინაა. მაგრამ ვერცერთი ეს ახსნა ვერ მაკმაყო-
ფილებდა და ნელ-ნელა შევეგუე ჩემს მდგომარეობას, შევეწ-
ყვე იმ რიცხვებს, რომლებიც – რა საინტერესოა ადამიანის
ბუნება – მარტო მაშინ მომდიოდა თავში, როდესაც ფეხით
მივდიოდი, ანუ როდესაც დაკავებული არ ვიყავი: არასოდეს

147 Delirium tremens (ლათ.) – ალკოჰოლური ფსიქოზი, თეთრი ცხელება


639 მკითხველთა ლიგა
მუშაობისას, არასოდეს ჭამის დროს ან მაშინ, როდესაც სა-
წოლში ჩავწვებოდი და დასაძინებლად მოვემზადებოდი, ციფ-
რებს არ შევუწუხებივარ. ყოველ შემთხვევაში, დროც არ
მქონდა, რომ ამ თემას წესიერად ჩავღრმავებოდი, რადგან
პასუხმა არ დაახანა და უეცრად, სრულიად მოულოდნელად,
მომევლინა. ერთ დღეს, სამზარეულოში ჩემს თანამშრომელს
ლატარიის ზედმეტი ბილეთი აღმოაჩნდა და მე დამითმო. არ
ვიცი რატომ, იქ შევსება არ ვინდომე და პანსიონში წავიღე. იმ
ღამით, შინ ნახევრად ცარიელი ლას-რამბლასით რომ ვბრუნ-
დებოდი, ნომრებმა ისევ დაიწყეს ჩემს გონებაში ხტუნვა და
რატომღაც ისინი ლატარიას დავუკავშირე. იქვე ბარ „სანტა-
მონიკაში“ შევედი, ყავა და ფანქარი მოვითხოვე, მაგრამ ნომ-
რები მაშინვე შეჩერდნენ. აზრად საერთოდ არც ერთი ციფრი
აღარ მომდიოდა! გარეთ გავედი თუ არა, ისევ დაიწყო: გაღე-
ბული კიოსკი დავინახე – 0, მერე ხე დავინახე – 1, მერე –
ორი მთვრალი – 2, და ასე, სანამ თოთხმეტი ციფრი არ შევავ-
სე. მაგრამ, ქუჩაში კალმისტარი არ მქონდა, ამიტომ, იმის
ნაცვლად, რომ პანსიონისკენ ამეღო გეზი, ლას-რამბლასს
ბოლომდე დავუყევი, მერე ისევ ავუყევი, თითქოს ეს-ესაა ავ-
დექი და მთელი ღამე სეირნობაში უნდა გამეტარებინა! სან-
ხოსეზე მდებარე მაღაზიასთან კიოსკის გამყიდველმა კალ-
მისტარი მომყიდა. როგორც კი კალმისტრის საყიდლად შევ-
ჩერდი, ციფრები ისევ შეწყდა და მომეჩვენა, რომ უფსკრუ-
ლის პირას ვიდექი. მერე ისევ ლას-რამბლასს ავუყევი, მაგ-
რამ, თავში ისევ არაფერი მომდიოდა. ასეთ დროს, ადამიანი
ძალიან იტანჯება, დამიჯერეთ, საკუთარი გამოცდილებით ვი-
ცი. უცებ ციფრები დამიბრუნდნენ. მეც არ დავახანე, ბილეთი
მაშინვე ამოვიღე და ციფრების ჩაწერა დავიწყე. 0 x იყო, ამის
მიხვედრას დიდი ჭკუა არ სჭირდებოდა, 1 – 1,2 კი ორიანი,
640 მკითხველთა ლიგა
რომელიც გაუბედავად ტივტივდებოდა ამ დროს ჩემს გონება-
ში. ადვილია, არა? კატალონიის მოედანზე მეტროსთან მი-
სულს ბილეთი უკვე შევსებული მქონდა. ამ დროს თითქოს
ეშმაკმა გამომცადა, ან ანგელოზმა თავისი ფრთა შემახოო,
მთვარეულივით ისევ ლას-რამბლასს დავუყევი სანტა-მონი-
კასკენ. ბილეთი სახიდან სულ რამდენიმე სანტიმეტრის და-
შორებით მეჭირა, იმის დასამტკიცებლად, ახლად გამოჩენი-
ლი ციფრები შეესაბამებოდა თუ არა ბილეთში უკვე ჩაწერილ
ციფრებს. არ დაიჯეროთ! როგორც ღამით ხედავენ, ისე დავი-
ნახე, რომ 0,1,2 მართლაც ემთხვეოდა, მაგრამ გაგრძელება
სხვანაირი იყო, ციფრები გასაოცარი სისწრაფით ჩნდებოდ-
ნენ ერთმანეთის მიყოლებით, ლიცეუმს რომ გავუსწორდი,
ახალი ციფრი გამოჩნდა – 3, ადრე ეს 3 არ შემიმჩნევია. მაგ-
რამ ამ საქმეს მსვლელობა არ მივეცი და დასაძინებლად წა-
ვედი. იმ ღამით, სანამ ბნელ ოთახში ვიხდიდი და თან ჩემი
ორი მეზობლის ხმაშეწყობილი ხვრინვა მესმოდა, იმაზე
ვფიქრობდი, ალბათ გავგიჟდი-მეთქი და ამან ისე გამამხია-
რულა, რომ იძულებული გავხდი საწოლზე ჩამოვმჯდარიყავი
და პირზე ხელი ამეფარებინა, რომ ხმამაღლა არ ავხარხარე-
ბულიყავი.
მეორე დღეს ჩემი ბილეთი ლატარიის ყუთში ჩავაგდე და
სამი დღის შემდეგ იმ ცხრა გამარჯვებულთაგან ერთ-ერთი
აღმოვჩნდი, ვინც თოთხმეტივე ციფრი გამოიცნო. პირველი,
რაც გავიფიქრე ის იყო, რომ ფულს არ მომცემდნენ, რადგან
ესპანეთში არალეგალურად ვცხოვრობდი. ამიტომ, იმავე
დღეს გავეშურე ადვოკატის სანახავად და ყველაფერი მოვუ-
ყევი. სენიორ მარტინესი, ასე ერქვა იმ ადვოკატს, ლორა
დელ რიოდან იყო. მან ჯერ მომილოცა გამარჯვება, მერე კი
ჩემს დაწყნარებას შეუდგა. ესპანეთშიო, მითხრა, ამერიკის
641 მკითხველთა ლიგა
ქვეყნებიდან ჩასული უცხო არასოდესაა, თუმცა, იმას ვერ
უარვყოფთ, რომ აქ არალეგალურად ჩამოხვედი და ეს ნამ-
დვილად მოსაგვარებელიაო. მერე „ავანგარდის“ ჟურნა-
ლისტს დაურეკა. იმ ჟურნალისტმა რამდენიმე კითხვა დამის-
ვა, სურათები გადამიღო და მეორე დღეს უკვე ცნობილი კაცი
ვიყავი. რამდენადაც ვიცი, ჩემი ამბავი ორ თუ სამ გაზეთში
დაიბეჭდა. არალეგალმა ლატარიაში მოიგოო, ასე ეწერა გა-
ზეთებში. იმ სტატიების ამონაჭრები შევინახე და სანტიაგოში
გავგზავნე. რადიოშიც რამდენიმე ინტერვიუ ჩაიწერეს. ერთ
კვირაში ჩემი მდგომარეობა მოვაგვარეთ და უსაბუთობას ბო-
ლო მოეღო. სამთვიანი ვიზა მომცეს, მუშაობის უფლების გა-
რეშე, სანამ მარტინესი რამე უკეთესს გამიჩალიჩებდა. პრიზ-
მა 950 000 პესეტა შეადგინა, რაც იმ დროისათვის ფული იყო,
და თუმცა ადვოკატმა დაახლოებით 200 000 ამახია, თავი მა-
ინც ძალიან მდიდარი კაცი მეგონა, მდიდარი და სახელოვა-
ნი, თანაც თავისუფალი. შემეძლო, რასაც მოვინდომებდი, ის
მეკეთებინა. პირველ ხანებში ვფიქრობდი, ბარგი ჩამელაგე-
ბინა და ისევ ჩილეში მომეხია, იმ ფულით შემეძლო სანტია-
გოში ბიზნესი წამომეწყო, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე 100
000 პესეტა დოლარებზე გადამეხურდავებინა, დედაჩემის-
თვის გამეგზავნა, მე კი ბარსელონაში დავრჩენილიყავი, რო-
მელიც ახლა, უკაცრავად და, ფეხქვეშ მეგებოდა. 1975 წელი
იყო, თანაც ჩემი სამშობლოს ცაზე ღრუბლები სულ უფრო და
უფრო იქუფრებოდა, ასე რომ, კარგა ხნის ჭოჭმანის შემდეგ
გადავწყვიტე, ისევ ჩემი გზით მევლო ამ ქვეყანაში. მართა-
ლია, საკონსულოში გარკვეული წინააღმდეგობები შემხვდა,
მაგრამ ფულითა და გონიერებით ყველაფერი მოვაგვარე და
დამთანხმდნენ, პასპორტი მოეცათ. პანსიონი არ გამომიც-
ვლია, მაგრამ საკუთარი ოთახი მოვითხოვე, უფრო დიდი და
642 მკითხველთა ლიგა
ისეთი, უკეთესად რომ ნიავდებოდა (სასაყვედურო არაფერი
მაქვს, პანსიონატის მეპატრონეებმა ციმციმ შემისრულეს
მოთხოვნა და მათთვის ნამდვილ ნებიერად ვიქეცი), ჭურ-
ჭლის მრეცხაობას თავი დავანებე და ისეთი შემოსავლების
ძებნას შევუდექი, რომელიც ჩემს სურვილებს შეესაბამებოდა.
თორმეტ საათამდე მეძინა, ხანდახან პირველამდეც. მერე
ფერნანდოს ქუჩაზე რესტორანში მივდიოდი საჭმელად ან
იმაში, ხოაკინ კოსტას ქუჩაზე როა, სადაც ძალიან სიმპათიუ-
რი ტყუპები მუშაობდნენ, მერე, მოგვიანებით, ბარსელონის
ქუჩებში დავეხეტებოდი, კატალონიის მოედნიდან კოლუმბის
ხეივნამდე, პარალელიდან ლაიეტანის ქუჩამდე. გზადაგზა კა-
ფეებში ყავას ვსვამდი, კალმარის ბუტერბროდებს, ტავერნის
ღვინოს შევექცეოდი, სპორტულ პრესას ვკითხულობდი და
ვფიქრობდი, ამის შემდგომ რა ნაბიჯი უნდა გადამედგა. გულ-
ში უკვე ვიცოდი, რაც მინდოდა, ნაბიჯი, რომელიც უკვე ვიცო-
დი, მაგრამ ჩილეს ლიცეუმის განათლება (მართალია, გაჭირ-
ვებითა და ტანჯვით მოპოვებული) მისი გამოაშკარავების უფ-
ლებას არ მაძლევდა. იმასაც დავამატებ, რომ თან იმ ბაიყუშ
დეკარტეზეც კი მეფიქრებოდა, და ამით, მგონი, ყველაფერს
მიხვდებით. დეკარტე, ანდრეს ბელიო, არტურო პრატი, ჩვენი
მიწის გრძელი და ვიწრო ზოლის მჭედელნი. მაგრამ მინ-
დორს კარს ვერ შეაბამ და ერთ დღესაც ტვინის ჭყლეტას თა-
ვი დავანებე. საკუთარ თავთან ვაღიარე, რომ გულისგულში
სამსახურის ძებნა კი არა, ისევ ლატარიის მოგება მინდოდა.
სულ ერთია, თანხა რამდენი იქნებოდა, მაგრამ ამ მოგებასაც
ჩემებურად ვაპირებდი. მესმის და გთხოვთ, როგორც გიჟს,
ისე ნუ მიყურებთ. ვხვდებოდი, რომ ეს იმედი, ეს სულის წყურ-

643 მკითხველთა ლიგა


ვილი, როგორც ლუჩო გატიკა148 იტყოდა, საღ აზრს სრული-
ად იყო მოკლებული, მეტისმეტად ირაციონალურიც კი იყო-
მეთქი, ასე ვიტყოდი, რადგან, მოდი, ვნახოთ, რა ამოძრავებ-
და, რა მექანიზმი ამუშავდებოდა, რა ფუნქცია ირთვებოდა,
როცა ჩემს გონებაში ეს ციფრები იწყებდნენ ფარფატს? ვინ
მკარნახობდა? მჯეროდა თუ არა მოჩვენებების? ვინ ვიყავი,
ბოლოს და ბოლოს, ხმელთაშუა ზღვის დასავლეთით მესამე
სამყაროს პროვინციიდან ჩამოსული ერთი ვინმე უბირი და
ცრუმორწმუნე თუ, რაც გადამხდა და ჩემს თავს ტრიალებდა,
არაფერი იყო, თუ არა ბედნიერი დამთხვევა და ბოდვა ცოტა-
თი შექანებული კაცისა იმ თითქმის არაადამიანური მგზავ-
რობის გამო, რომლის შემოთავაზებას ვერც ერთი სამოგზაუ-
რო სააგენტო ვერ გაბედავდა?
თავს ეჭვების მთელი კორიანტელი მქონდა დატეხილი. მე-
ორე მხრივ კი, ვაღიარებ, ყველაფერი უწვალებლად მომდიო-
და (პარადოქსია, მაგრამ ფაქტია) და გარკვეული დროის შემ-
დეგ სამსახურის ძებნას თავი საერთოდ დავანებე, მიუხედა-
ვად იმისა, რომ „ავანგარდი“ ტყავიდან ძვრებოდა, რათა ჩემ-
თვის რამე შესაფერისი ადგილი გამოეძებნა, მიუხედავად
იმისა, რომ გამარჯვების შემდეგ (ჩემი აზრით, გადატანილი
შოკის გამო) ციფრებმაც თავი დამანებეს. გაუთავებლად იმა-
ზე ვფიქრობდი, რომ გამოსავალი უნდა მეპოვა და ერთ მოსა-
ღამოებულზე, როცა ლა სიუდადელას პარკში მტრედებს ვაჭ-
მევდი, დავიჯერე, რომ გამოსავალი მართლაც ვიპოვე. თუ
ციფრები თავისით აღარ მოდიოდნენ, მე უნდა მივსულიყავი
ციფრების საუფლოში და იქიდან დაყვავებით ან ცემა-ტყეპით
გამომეხმო.

148 ლუჩო გატიკა – ბოლეროს ცნობილი მომღერალი


644 მკითხველთა ლიგა
სხვადასხვა მეთოდი ვცადე და პროფესიული თვალსაზრი-
სით მიმაჩნია, რომ აჯობებს, ჩამოგითვალოთ. მეტყვით,
არაო? არც ჩამოგითვლით, ესღა მაკლია. ჯერ სახლების ნუ-
მერაციით დავიწყე. მაგალითად, ოლეგერის ან რომელიმე
სხვა ქუჩას შემოვივლიდი, სახლებს გარედან დავათვალიე-
რებდი და კედელზე გამოსახულ მათ ნომრებს ვიწერდი. ჩემ
მარჯვნივ მდებარე სახლებს 1-ად ვთვლიდი, მარცხნივ – 2-
ად, თუ გზაში ვინმე გადამეყრებოდა და თვალებში შემომხე-
დავდა, როგორც x-ს, ისე ვიწერდი. მაგრამ ამ მეთოდმა შედე-
გი არ გამოიღო. მერე კამათლის გაგორება ვცადე, მარტომ,
პრინცესას ქუჩაზე მდებარე ბარში, რომელსაც „სამხრეთის
ჯვარი“ ერქვა. ის ბარი ახლა აღარ არსებობს, იმ დროს კი ერ-
თი ჩემი არგენტინელი მეგობარი ამუშავებდა. არც ამან გა-
მოიღო შედეგი. ხან საწოლში ვიწექი, თავში არანაირი აზრი
და ციფრი არ მომდიოდა, მაგრამ სასოწარკვეთილებაში ჩა-
ვარდნილი ვცდილობდი, თავში პირველი რომელი ციფრიც
მომივიდოდა, ის დამესახელებინა, მაგრამ ფიქრის თავი არ
მქონდა, ერთიანის წარმოდგენაც კი არ შემეძლო, თუმცა მას
ჩემს გიჟურ წარმოსახვაში ფულთან და თავშესაფართან ვა-
იგივებდი. გამოსავალი ლატარიაში მოგებიდან სამი თვის
შემდეგ მეწვია, მას მერე, რაც ამპარტავნებასა და უამრავ
უშედეგო ფსონის დადებაში უკვე ორმოცდაათ ათასზე მეტი
პესეტა მქონდა დახარჯული. უბანი უნდა გამომეცვალა. ასე,
უბრალოდ. ძველი ქალაქის ნომრები ამოწურული იყო, ყო-
ველ შემთხვევაში ჩემთვის. ამიტომ, უნდა მემოძრავა. ენსან-
ჩეში დავიწყე ხეტიალი. საინტერესო უბანი იყო, მანამდე მარ-
ტო კატალონიის მოედნიდან მქონდა დანახული, რადგან ვერ
ვბედავდი იმ საზღვარს გავცილებოდი, რომელიც უნივერსი-
ტეტის შემოგარენს სცდებოდა, ყოველ შემთხვევაში, ის საზ-
645 მკითხველთა ლიგა
ღვარი ცნობიერად გადამეკვეთა, ანუ ჩემი გრძნობები უბნის
მაგიისათვის გადამეხსნა, რაც იგივეა, რომ გითხრათ, მევლო
დაუცველს, დაძაბულს, მოწყვლადს, ერთი სიტყვით, როგორც
კაცს-ანტენას-მეთქი.
პირველ დღეებში მარტო პასეო დე გრასიაზე დავდიოდი,
ზემოთ, და ბალმესის ქუჩაზე, ქვემოთ, მაგრამ შემდგომ დღე-
ებში გავბედე და მომიჯნავე ქუჩებზეც გავიარე, დეპუტაციის,
კონსეხო დე სიენტოს, არაგონის, ვალენსიის, მაიორკის,
პროვანსის, რუსიიონისა და კორსიკის ქუჩებზე, რომელთა სა-
იდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ გაკაშკაშებულია, მაგრამ
ამავე დროს მყუდრო, ასე ვთქვათ, შინაურული. ჩემი იმ უბან-
ში სეირნობა ყოველთვის დიაგონალის ქუჩაზე მთავრდებო-
და, სულერთი იყო, იქ პირდაპირ მივიდოდი თუ სხვადასხვა
ქუჩებში ხეტიალით. ალბათ ადვილი წარმოსადგენია, რომ
უფრო ხშირად იქამდე სწორედ მეორე ვარიანტის შემდეგ
ვაღწევდი, რადგან დროდადრო გზა მებნეოდა, ხანდახან გიჟ-
საც კი ვემსგავსებოდი იმ ქუჩის ძებნაში. საბედნიეროდ, იმ
წლების ბარსელონაში, როგორც ახლა, ტოლერანტობა სუ-
ფევდა და ამ ტოლერანტობას თითქმის ყველა იცავდა. რა
თქმა უნდა, ახალი ტანსაცმელი ვიყიდე (გიჟი კი ვიყავი, მაგ-
რამ არც იმდენად, რომ ვერ მივმხვდარიყავი, ჩემი ძველი სა-
მოსით არ უნდა მევლო, რადგან მას მე-5 უბნის პანსიონის სუ-
ნი ასდიოდა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩებოდა). ქუჩაში მივა-
ბიჯებდი და თავს ვიწონებდი თეთრი პერანგით, ჰარვარდის
უნივერსიტეტის ანაგრამიანი ჰალსტუხით, ცისფერი პულოვე-
რითა და ნაკეციანი შავი შარვლით. ერთადერთი, რაც ძველი
მეცვა, მოკასინები იყო, რადგან თუ ფეხით სიარული მინდო-
და, ფეხსაცმელი მორგებული უნდა მქონოდა. ასეთ შემთხვე-
ვაში ელეგანტურობას მოხერხებულობას ვამჯობინებდი.
646 მკითხველთა ლიგა
პირველ სამ დღეს ვერაფერს ვგრძნობდი. ციფრები, შეიძ-
ლება ითქვას, თავისთვის არსებობდნენ. მაგრამ ჩემში რაღაც
ეწინააღმდეგებოდა იმ ადგილის დატოვებას, რაც ალალბედ-
ზე შემოვხაზე. მეოთხე დღეს, სანამ ბალმეს ავუყვებოდი, თვა-
ლები ზეცისკენ ავაპყარი და რომელიღაც ეკლესიის სამრეკ-
ლოზე დავინახე შემდეგი წარწერა: Ora et labora.149 ვერ ვიტ-
ყვი, კონკრეტულად ამ წარწერამ მიმიზიდა-მეთქი, მაგრამ
ფაქტია, რომ რაღაც ვიგრძენი, ერთგვარი წინათგრძნობა გა-
მიჩნდა, მივხვდი, რომ ახლოს ვიყავი იმ საკითხის მოგვარე-
ბასთან, რომელიც ასე მაწვალებდა და მაცდუნებდა, რასაც
ასე ავადმყოფური ენერგიით მიველტვოდი. სვლა განვაგრძე
და სამრეკლოს მეორე მხარეს წავიკითხე: Tempus breve
est150. გარდა წარწერებისა, შენობაზე სხვადასხვა ნახატებიც
მოჩანდა და იმ ნახატებმა მათემატიკა და გეომეტრია გამახ-
სენა. თითქოს ანგელოზის სახეც გავარჩიე. მას მერე ჩემი
მსვლელობის ცენტრალურ ორიენტირად ის ეკლესია გადაიქ-
ცა, თუმცა საკუთარ თავს ეკლესიაში შესვლა გადაჭრით ავუკ-
რძალე.
როგორც მოველოდი, ციფრები ერთ მშვენიერ დილას და-
მიბრუნდნენ. თავიდან თანმიმდევრობა არეული მომეჩვენა,
მაგრამ მათ ლოგიკასაც მალე ჩავწვდი. საიდუმლო წყობაში
მდგომარეობდა. იმ კვირას ლატარიის სამი ბილეთი შევავსე
(მეოთხე ორმაგით) და სხვაგვარი ლატარიის ორი ნომერი ვი-
ყიდე. როგორც ხვდებით, თავიდან მაინცდამაინც დარწმუნე-
ბული არ ვიყავი, რომ ჩემი ინტერპრეტაცია სწორი იქნებოდა.
ცამეტი ციფრი დაემთხვა და მოვიგე. ლატარიაში არაფერი
გამოვიდა. შემდეგ კვირას კიდევ ვცადე, ამჯერად, მარტო შე-
149 Ora et labora (ლათ.) – ილოცე და იშრომე.
150 Tempus breve est (ლათ.) – დრო ხანმოკლეა.
647 მკითხველთა ლიგა
სავსებით. თოთხმეტი ციფრი დავამთხვიე და თხუთმეტი მი-
ლიონი მოვიგე! როგორ იცვლება ცხოვრება! ერთი ხელის
მოსმით იმდენი ფული გამიჩნდა, რამდენზეც ვერც კი ვიოცნე-
ბებდი. კარმენის ქუჩაზე ბარი ვიყიდე, ჩილედან დედაჩემი და
ჩემი და გამოვიძახე. პირადად მე არ ჩავსულვარ მათ წამო-
საყვანად, რადგან უეცრად შიშმა შემიპყრო. ვაითუ ჩილეში
მიმავალი თვითმფრინავი ჩამოვარდეს, ვაითუ ჩილეში ჩასუ-
ლი სამხედროებმა მომკლან-მეთქი. სინამდვილეში ძალა
იმისთვისაც კი არ მყოფნიდა, რომ პანსიონი „ამელია“ დამე-
ტოვებინა და ერთი კვირა ისე გავატარე, იქიდან არც კი გა-
მოვსულვარ. საკუთარ თავს ცივ ნიავს არ ვაკარებდი, ტელე-
ფონი გამოვრთე, ცოტას ვლაპარაკობდი, რადგან მეშინოდა,
რამე შეცდომა არ დამეშვა და ჩემივე გაუფრთხილებლობით
საგიჟეთში არ მოვხვედრილიყავი, ერთი სიტყვით, იმ ძალები-
სა მეშინოდა, თავად მე რომ გამოვიხმე. დედაჩემის ჩამოს-
ვლამ ცოტა ჭკუაზე მომიყვანა. დედაზე უკეთ ადამიანს განა
შველის ვინმე? ჩამოსული არ იყო, რომ მაშინვე დაეხმარა
პანსიონის დიასახლისს საჭმლის მომზადებაში და სანამ მამა-
ლი იყივლებდა, მთელი პანსიონი ჩემს პატივსაცემად დედა-
ჩემის მომზადებულ ღვეზელებსა და ნამცხვრებს მიირთმევდა,
იმ არალეგალების გასახარად, ჩვენს პანსიონში რომ იმალე-
ბოდნენ. მათგან უმრავლესობა კარგი ხალხი იყო, მაგრამ ნა-
ძირლებიც და ბოროტებიც ერივნენ: სამსახური ჰქონდათ,
მაგრამ მე მაინც შურით მიყურებდნენ. არცერთ მათგანს ჩემ-
თან დამეგობრების საშუალება არ მივეცი! ამის შემდეგ საქ-
მეს შევუდექი. კარმენის ქუჩაზე მდებარე ბარს მაიორკის ქუ-
ჩაზე მდებარე რესტორანი მოჰყვა, დახვეწილი ადგილი, სა-
დაც იმ ზონის ოფისებში მომუშავე თანამშრომლები დადიოდ-
ნენ სასაუზმოდ. იმ რესტორანმა ცოტა ხანში დიდი მოგება მო-
648 მკითხველთა ლიგა
მიტანა. გასაგები იყო, რომ, რაც ჩილედან ჩემი ოჯახის წევ-
რები ჩამოვიყვანე, პანსიონში ვეღარ ვიცხოვრებდი, ამიტომ,
სეპულვედისა და ვილადომატის კუთხეში ერთი სართული ვი-
ყიდე და უმაღლესი კლასის წვეულებით გავხსენი. გამომშვი-
დობებისას პანსიონის ქალები ატირდნენ, ხოლო როდესაც
ჩემი ახალი სახლი დავათვალიერებინე, კიდევ ერთხელ აქვი-
თინდნენ. დედაჩემს ჯერაც არ სჯეროდა, ასე უცებ ამდენი ფუ-
ლი რომ გაგვიჩნდა. რაც შეეხება ჩემს დას, საქმე სხვანაირად
იყო. ფულმა ისეთი ამპარტავნება შესძინა, როგორიც ადრე
არასოდეს ჰქონია, ან მე არასოდეს შემინიშნავს. მაიორკაზე
მდებარე რესტორანში მოლარედ დავსვი, მაგრამ რამდენიმე
თვეში იმდენად შეიცვალა და ისეთი საშინელი ხასიათი გაუხ-
და, რომ არჩევანის წინაშე დავდექი: ან ის უნდა ამერჩია, ან
ჩემთან მომუშავე მთელი პერსონალი, და რაც უფრო მნიშ-
ვნელოვანი იყო, ჩემი კლიენტურის უდიდესი ნაწილი. ასე
რომ, მისი იქიდან გაშვება მომიხდა. ლუნას ქუჩაზე საპარიკ-
მახერო ვუყიდე, სულ ახლოს ჩვენს სახლთან, სან-ანტონიოს
გამზირის გადაკვეთაზე. რა თქმა უნდა, მთელი ამ ხნის მან-
ძილზე ციფრებს ისევ ვეძებდი, მაგრამ, როგორც კი კეთილ-
დღეობაში აღმოვჩნდი, ციფრები თითქოს საერთოდ აორ-
თქლდნენ. ფული მქონდა, ბიზნესი მქონდა, საქმეც უამრავი
მქონდა, ასე რომ, დანაკლისი, ყოველ შემთხვევაში პირველ
თვეებში, თითქმის არ შემიმჩნევია. მერე, როდესაც აღტყინე-
ბამ და გაბრუებამ ცოტა გამიარა, დავშოშმინდი და მე-5 უბნის
ქუჩებს დავუბრუნდი. როდესაც დავინახე, როგორ ხდებოდა
ხალხი ავად და იხოცებოდა, ისევ დავიწყე ციფრებზე ფიქრი.
ის კი არა, წარმოუდგენელ დასკვნებამდეც კი მივედი, ოღონდ
კი საკუთარივე თავისათვის ამეხსნა იმ სასწაულის ავანჩავა-
ნი, რაც მე დამემართა. მაგრამ არც ასეთ რამეებზე ფიქრია
649 მკითხველთა ლიგა
სასარგებლო. ვაღიარებ, რამდენჯერმე საკუთარი თავისაც კი
შემეშინდა, ასე რომ, შეგიძლიათ რაც გნებავთ, ის იფიქროთ,
მაინც არ შეცდებით.
იმდენი ფიქრის შედეგად მრავალრიცხოვანი შიშები ჩამო-
მიყალიბდა. ერთ-ერთი იმ შიშთაგანი იყო წაგების შიში – მე-
შინოდა, თამაშით არ წამეგო ყველაფერი, რაც ჩემი ოფლითა
და შრომით მქონდა ნაშოვნი. მაგრამ ბევრად უფრო მეტად
სხვა რამისა მეშინოდა, დამიჯერეთ. მეშინოდა, გამეგო, რა
იყო სინამდვილეში ჩემი წარმატების მიზეზი. როგორც ნამ-
დვილ ჩილეელს, მოგების სურვილი ძვლებში მქონდა გამ-
ჯდარი, მაგრამ როგორც სუპერთაგვს, როგორც ბავშვობაში
მეძახდნენ და როგორადაც თავი ახლაც წარმომიდგენია,
სიფრთხილე მაკავებდა, რაღაც ხმა ჩამძახოდა, ბედს ნუ
სცდი, სულელო, იმით დაკმაყოფილდი, რაც გაქვსო. ერთხელ
ღამით ბალმესის ქუჩის ეკლესია დამესიზმრა და ის ჩემთვის
ნაცნობი წარწერაც დავინახე, მაგრამ ამჯერად ჩავთვალე,
რომ იმ მოკლე შეტყობინების არსს ჭეშმარიტად მაშინ ჩავ-
წვდი: Tempus breve est, Ora et labora. დრო, რომელიც დე-
დამიწაზე ყოფნისთვის გვაქვს მოცემული, ხანგრძლივი არ
არის. უნდა ვილოცოთ და ვიმუშაოთ, და წლები ლატარიის
მოგების ლოდინში არ უნდა ვკარგოთო, აი, რას მეუბნებოდა
ის წარწერა. სულ ეს იყო. იმ რწმენით გავიღვიძე, რომ ჭკუა
ვისწავლე! მერე ფრანკო მოკვდა, ცვლილებების დრო მოვი-
და, მერე დემოკრატიისა, ესპანეთი ისეთი სისწრაფით იცვლე-
ბოდა, რომ ხედავდი და საკუთარი თვალებისა არ გჯეროდა.
რა კარგია დემოკრატიაში ცხოვრება. ვითხოვე და ესპანეთის
მოქალაქეობა მივიღე, საზღვარგარეთ ვიმოგზაურე, პარიზში,
ლონდონში, რომში. სულ მატარებლით. ლონდონში ნამყოფი
ხართ? არხის გადალახვა სისულელეა. რა ის არხი და რა რვა
650 მკითხველთა ლიგა
ოთახი. პენასის ყურეზე უარესია. ერთ დილით ათენში გავიღ-
ვიძე და პართენონის დანახვამ თვალებზე ცრემლი მომგვარა.
არაფერია იმაზე უკეთესი, იმოგზაურო და კულტურული დონე
აიმაღლო. გრძნობების დასახვეწად ასევე მოვინახულე ისრა-
ელი, ეგვიპტე, ტუნისი, მაროკო. მოგზაურობის ბოლოს მარ-
ტო ერთი აზრით დავბრუნდი: არარაობა ვართ. ერთ დღეს
მაიორკის ქუჩაზე ჩემს რესტორანში ახალი მზარეული მოვი-
და. ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო, მაგრამ მე მა-
ინც მაშინვე მივიღე. როსა ერქვა და ისე მოვიყვანე ცოლად,
რომ ლამის ვერც კი მივხვდი, ეს რატომ გავაკეთე. პირველი
ვაჟისთვის მინდოდა კაუპოლიკანი დამერქმია, მაგრამ ბო-
ლოს მაინც ჟორდი დავარქვი. მეორე გოგო აღმოჩნდა და
მონსერატი ჰქვია. როდესაც შვილებზე ვფიქრობ, მინდა, ბედ-
ნიერებისგან ვიტირო. ნახეთ, როგორები არიან ქალები: დე-
დაჩემი, რომელსაც ჩემი მომავალი ცოლისა ეშინოდა, როსი-
ტა თვალში რომ ჩავარდნოდა, ხელს არ ამოისვამდა. ჩემი
ცხოვრება, როგორც ამბობენ, ხოლმე, ბრწყინვალედ აეწყო.
შორს, წარსულში დარჩა გემი „ნეაპოლი“ და ბარსელონაში
გატარებული პირველი დღეები, რომ აღარაფერი ვთქვათ ლა
სისტერნას უბანში გატარებულ ჩემს უბადრუკ სიყმაწვილეზე!
მყავდა ოჯახი, ორი ჩოკინა, რომლებსაც ვაღმერთებდი, ცო-
ლი, რომელიც ყოველთვის მხარში მედგა (თუმცა, რესტორ-
ნის სამზარეულოდან პირველი შესაძლებლობისთანავე გა-
მოვათრიე, რადგან უნაკლო ადამიანი არ არსებობს), ჯან-
მრთელობას არ ვემდუროდი და უფულობას, მოკლედ, არა-
ფერი მაკლდა. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ღამით, როდესაც
ხარჯთაღრიცხვას ვამოწმებდი, ხოლო რესტორანში აღარა-
ვინ იყო დარჩენილი ერთადერთი სანდო ოფიციანტის, ან
ჭურჭლის მრეცხავის გარდა (მართალია, იმ მრეცხავს ვერ
651 მკითხველთა ლიგა
ვხედავდი, მაგრამ ჭურჭლის ჩხარაჩხურით ვხვდებოდი, რომ
თეფშების ბოლო პარტიას რეცხავდა), უსაშველოდ უცნაური
აზრები შემომეჯარებოდა, როგორ ვთქვა, ძალიან ჩილეური
აზრები. მაშინ ვგრძნობდი, რომ რაღაც მაკლდა და იმაზე ვიწ-
ყებდი ფიქრს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რაც მაკლდა,
და ხანგრძლივი ფიქრისა და წიაღსვლების შემდეგ ყოველ-
თვის ერთსა და იმავე დასკვნამდე მივდიოდი: ციფრები მაკ-
ლდა, თვალწინ ციფრების ნაპერწკლებივით გაელვება, რო-
გორ ვთქვა, ნაცნობი ან უცნობი დასრულებულობა. ან რაც
ერთი და იგივეა ჩემი თვალთახედვით, მაკლდა გაგება იმ ფე-
ნომენისა, რამაც ჩემს გამდიდრებას, ჩემს გონებაში ციფრე-
ბის (ახლა სამუდამოდ რომ დამემშვიდობნენ) გამოჩენას და-
უდო საფუძველი და ამ რეალობის კაცურად მიღება მაკლდა.
ის ვიცი, პასუხი მაშინ მოვიდა, როცა ის სიზმარი ვნახე და
კითხვა დავიწყე. უსაზღვროდ ბევრს ვკითხულობდი, საკუთა-
რი თავისადმი ყოველგვარი სიბრალულისა და შეღავათის
გარეშე. თვალებს არ ვიზოგავდი და ვკითხულობდი განურ-
ჩევლად ყველაფერს, ყველანაირ წიგნს, ისტორიული პირე-
ბის ბიოგრაფიებიდან დაწყებული (რაც ყველაზე მეტად მომ-
წონს), ოკულტიზმითა და ნერუდას ლექსებით დამთავრებუ-
ლი. სიზმარი ძალიან მარტივი იყო. სინამდვილეში, სიზმარზე
მეტიც ეთქმოდა. ძილში სიტყვები მესმოდა და იმ სიტყვებს ჩე-
მი ხმა არ წარმოთქვამდა. სიტყვები ასეთი იყო: ათასობით
კვერცხს დებს. როგორ მოგწონთ? ჭიანჭველები თუ ფუტკრე-
ბიც დამესიზმრა, მაგრამ ვიცოდი, რომ ჭიანჭველებსა და
ფუტკრებს ეს ნათქვამი არ ეხებოდა. მაშ ვინ დებდა ათასო-
ბით კვერცხს? არ ვიცი. მარტო რომ კვერცხების დების ფაქ-
ტზე იყო საუბარი და ისიც ვიცი, სად იდებოდა ეს კვერცხები,
მაპატიეთ, თუ ცოტა პედანტურობას გამოვიჩენ, პლატონის
652 მკითხველთა ლიგა
მღვიმეში, ადგილზე, რომელიც რაღაცით ჯოჯოხეთს თუ ზეცას
მიაგავდა, სადაც მხოლოდ აჩრდილები დაფარფატებდნენ.
ბოლო დროს ბერძენი ფილოსოფოსებისკენ გადავიხარე.
ათასობით კვერცხს დებსო, ამბობდა ხმა, და მე ვიცოდი, რომ
ეს იგივე იყო, რომ ეთქვა, მილიონობით კვერცხს დებსო. მა-
შინ მივხვდი, რომ ჩემი გამართლება, პლატონის მღვიმეში იმ
მიტოვებული (მაგრამ საიმედოდ შენახული) კვერცხებიდან
ერთ-ერთში ბუდობდა. მაშინვე ისიც გავაცნობიერე, რომ ალ-
ბათ ვერასოდეს ჩავწვდებოდი ჩემი იღბლიანობის ბუნებას, იმ
ფულის არსს, ციდან წვიმასავით რომ მეყრებოდა. მაგრამ,
როგორც ნამდვილმა ჩილეელმა, უცოდინარობა ვერ ავიტანე
და კითხვა დავიწყე გაუთავებლად. არაფრად ვაგდებდი, კით-
ხვაში თუ დამათენდებოდა. დილაადრიან ბარების გასახსნე-
ლად მაინც გავდიოდი, მთელი დღე მუხლჩაუხრელად ვშრო-
მობდი იმ შრომისმოყვარეობით, ბარსელონაში რომ სუფევს
დილიდან საღამომდე. ასეთ შრომისმოყვარეობას ხანდახან,
ცოტა არ იყოს, ნაკლადაც კი თვლიან, მერე ბარებს ვკეტავდი,
ნავაჭრს ვითვლიდი და კითხვას შევუდგებოდი. ბევრჯერ პირ-
დაპირ სკამზე დამძინებია (როგორც ყველა ჩილეელს ემარ-
თება ხოლმე) და გარიჟრაჟზე გამღვიძებია, როდესაც ბარსე-
ლონის ზეცას იასამნისფერი გადაჰკრავს. ასეთი ლამის იის-
ფერი ზეცა სურვილს აღგიძრავს, იმღერო, ხოლო როდესაც
ვეღარ ხედავ, იტირო. მე კი, ამ ცის შემხედვარე, ისევ კითხვას
ვიწყებდი, შეუსვენებლივ, თითქოს სადაცაა მოვკვდები და არ
მინდა ისე მოვკვდე, რომ ვერ გავიგო, ჩემ გარშემო და ჩემ
ცხვირწინ ჩემს თავს რა ხდებოდა-მეთქი.
ერთი სიტყვით, ჭირის ოფლს ვიწმენდდი, თუმცა, ამას
ვერც კი ვამჩნევდი. ცოტა ხნის შემდეგ თქვენ გაგიცანით, ბე-
ლანო, და სამსახური მოგეცით, ჭურჭლის მრეცხავი ავად გაგ-
653 მკითხველთა ლიგა
ვიხდა და იძულებული ვიყავი, მისი შემცვლელი ამეყვანა. არ
გახსოვს, ვინ გამოგაგზავნათ ჩემთან, ვინმე სხვა ჩილეელი
იქნებოდა. იმ ხანებში რესტორანში გვიანობამდე ვრჩებოდი
ხარჯთაღრიცხვის ჟურნალების შესამოწმებლად, სინამდვი-
ლეში კი ისევ ღრუბლებში დავფრინავდი. ერთ საღამოს მოსა-
სალმებლად მოვედი, გახსოვთ? და თქვენმა განათლებამ გა-
მაოგნა. გეტყობოდათ, რომ ბევრი გქონდათ წაკითხული,
რომ ბევრი გემოგზაურათ და მძიმე ცხოვრება გამოგევლოთ.
ერთმანეთი მოგვეწონა, ერთი დღეც კი არ დამჭირვებია, რომ
თქვენთვის გული გადამეშალა. არადა, ეს წლები ისე გავიდა,
მსგავსი რამ არასოდეს არავისთან გამიკეთებია. ჩემი ბილე-
თების ამბავი მოგიყევით (ეს იყო vox populi151 ). არც იმის მო-
ყოლა დამვიწყნია, რომ ციფრები მერეც მიტრიალებდა თავ-
ში, ამ საიდუმლოს ხომ ყველაზე მეტად ვუფრთხილდებოდი.
სახლშიც მიგიწვიეთ, ჩემს ოჯახში და ჩვენს ერთ-ერთ ბარში
სტაბილური სამსახურიც შემოგთავაზეთ. ოჯახში მოწვევა მი-
იღეთ (დედაჩემმა საუკეთესო ღვეზელები გამოაცხო), მაგრამ
ჩვენთან მუშაობის გაგონებაც არ გინდოდათ. ამბობდით,
ბარში დიდხანს ჩემს თავს ვერ ვხედავ, ხომ ცნობილია, რომ
საზოგადოებასთან ურთიერთობა უმადური საქმეა და ძალიან
ცუდად მთავრდებაო. ასე თუ ისე, მიუხედავად იმ უხერხულო-
ბისა, რაც დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის სუ-
ფევს ხოლმე, მგონი, მაინც დავმეგობრდით. შეიძლება თქვენ
ვერც კი მიხვდით, მაგრამ ჩემთვის ის პერიოდი გადამწყვეტი
აღმოჩნდა. არასოდეს ისე არ ვიყავი მიახლოებული ციფრებს,
როგორც მაშინ, მინდა ვთქვა, ცნობიერად-მეთქი. მათკენ მი-
ვემართებოდი და არ ველოდი, ისინი ჩემკენ როდის წამოვი-

151 vox populi (ლათ.) – ხალხის ხმა


654 მკითხველთა ლიგა
დოდნენ. თქვენ ჭურჭელს რეცხავდით „ოქროს რქის“ სამზა-
რეულოში, ბელანო, მე კი გასასვლელთან ახლოს ერთ-ერთ
მაგიდასთან ვჯდებოდი, ხარჯთაღრიცხვის დავთრებსა და
ჩემს წიგნებს გავშლიდი და თვალებს ვხუჭავდი. ჩემი აზრით,
შეგრძნება, რომ თქვენც იქვე ახლოს იყავით, უფრო თამამს
მხდიდა. შეიძლება ყველაფერი სისულელე იყო. გსმენიათ
ოდესმე აღდგომის კუნძულის შესახებ? გარკვეული თეორიის
მიხედვით, ჩილეა ნამდვილი აღდგომის კუნძული, ამიტომა-
ცაა, რომ აღმოსავლეთიდან ანდების კორდილიერები გვე-
საზღვრება, ჩრდილოეთიდან – უდაბნო ატაკამა, სამხრეთი-
დან – ანტარქტიდა, დასავლეთიდან კი წყნარი ოკეანე გვაკ-
რავს. გავჩნდით აღდგომის კუნძულზე და ჩვენი მოაიები ჩვენ
თვითონ ვართ, ჩილეელები, დაბნეულები გავცქერით ოთხივე
მხარეს. ერთხელ, ღამით, სანამ თქვენ თეფშებს რეცხავდით,
ბელანო, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ისევ „ნეა-
პოლზე“ ვიყავი, ტრიუმში. ის ღამე უნდა გახსოვდეთ. ასე მე-
გონა, იქ, „ნეაპოლის“ ნესტიან ფაშვში მოვკვდი, მეზღვაუ-
რებს ჩემი არსებობა საერთოდ დაავიწყდათ. ყველას დავა-
ვიწყდი, მე კი აგონიაში მეჩვენებოდა, რომ ბარსელონაში ჩა-
ვედი და იქ მოციმციმე ციფრებზე ვიჯექი და მივაჭენებდი, რომ
ფული ჩეჩქივით მქონდა, სრულიად საკმარისი იმისათვის,
რომ ჩილედან ჩემი ოჯახიც ბარსელონაში ჩამეყვანა, შვილე-
ბიც მყოლოდა. ჩემს ზმანებაში ცოლიც მყავდა, სახელად რო-
სა, შვილებიც და ჩემი საკუთარი ბარებიც მქონდა. მერე ერთი
აზრი მომივიდა: თუკი ასეთი ცხადი იყო ეს ზმანებები, ნამდვი-
ლად ვკვდები, „ნეაპოლის“ ტრიუმის დახშული, მომწამვლე-
ლი ჰაერი, გულისამრევი სუნი მკლავს-მეთქი და ჩემს თავს
ვუთხარი, თვალი გაახილე, ანდრეს, სუპერთაგვო, თვალი გა-
ახილე-მეთქი, მაგრამ ეს სიტყვები სხვა ხმით წარმოვთქვი.
655 მკითხველთა ლიგა
ამან ისე შემაშინა, რომ თვალის გახელა ვერ შევძელი, სამა-
გიეროდ, ჩემი სუპერ თაგუნას ყურებით გავიგონე, როგორ
რეცხავდით ჭუჭყიან თეფშებს ჩემი ბარის სამზარეულოში, ბე-
ლანო, და თავს შევუძახე, თუ ღმერთი გწამს, ანდრეს, ახლა
ნუ გაგიჟდები, თუ გძინავს, გეძინოს, მაგრამ მეტს ნუ იზამ,
იდიოტო, ხოლო თუ არ გძინავს, თვალი გაახილე და ნუ გეში-
ნია-მეთქი. ჰოდა, გავახილე თვალი და აღმოვაჩინე, რომ
„ოქროს რქაში“ ვიყავი და ციფრები კედლებზე რადიაციასა-
ვით წიოდნენ, თითქოს, ბოლოს და ბოლოს, ბარსელონაში
ატომური ბომბი ჩამოვარდაო. ციფრების წარმოუდგენელი
უსასრულობა დამხვდა, ბოლომდე რომ გამეაზრებინა, ერ-
თხანს თვალდახუჭული უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ თვალი
გავახილე, ბელანო, სკამიდან წამოვდექი და სამზარეულოში
გამოვედი, სადაც თქვენ შრომობდით. თქვენს დანახვაზე მო-
მინდა, ეს ყველაფერი მომეყოლა, გახსოვთ? ლამის ვცახცა-
ხებდი და კერატივით ვიყავი გაოფლილი. ვერავინ წარმოიდ-
გენდა, რომ მაშინ, იმწუთას, თავი ისე კარგად მიმუშავებდა,
როგორც არასდროს, უკეთესად, ვიდრე ახლა. ალბათ ამიტო-
მაც არ გითხარით არაფერი, უკეთესი სამსახური შემოგთავა-
ზეთ, კოქტეილი მოგიმზადეთ და აზრი გკითხეთ ზოგიერთ
წიგნზე, მაგრამ არაფერი მითქვამს იმაზე, რაც ცოტა ხნის წინ
გამოვიარე.
იმ ღამის შემდეგ მივხვდი, რომ შესაძლებელი იყო, ბილე-
თის შევსებით კიდევ ერთხელ მომეგო, მაგრამ აღარ ვითამა-
შე. ათასობით კვერცხს დებსო, ამბობდა ჩემს სიზმარში ხმა
და ერთ-ერთი კვერცხი გატყდა, სანამ იქ მოვიდოდა, სადაც მე
ვიყავი. აღარ მინდა თამაში. საქმეები კარგად მიმდის. თქვენ
კი წასვლას აპირებთ და მინდა, ჩემზე კარგი შთაბეჭდილება
გაიყოლოთ. შეიძლება ცოტა ნაღვლიანი, მაგრამ კარგი. ან-
656 მკითხველთა ლიგა
გარიშის გასწორების საბუთი უკვე მოგიმზადეთ. ასევე ერ-
თთვიანი შვებულებისას გადაგიხდით, შეიძლება ორისაც. ნუ-
რაფერს მეტყვით, საქმე უკვე გაკეთებულია. ერთხელ მითხა-
რით, მოთმინების უნარი არ გამაჩნიაო, მაგრამ, ჩემი აზრით,
ასე არ არის.

აბელ რომერო, კაფე „ელზასელი“, ვოჟირარის ქუჩა, ლუქ-


სემბურგის პარკის მახლობლად, პარიზი, 1989 წლის სექტემ-
ბერი. ვიქტორის კაფეში ვიჯექი, სოვერის ქუჩაზე, 1983 წლის
11 სექტემბერი იყო. მაზოხისტი ჩილეელების ჯგუფი შევიკრი-
ბეთ, რომ ის მძიმე თარიღი გაგვეხსენებინა. ოცნი ან ოცდა-
ათნი ვიქნებოდით. სუფრა შიგნით და ტერასაზე გავიშალეთ.
უცებ რომელიღაცამ, არ ვიცი ვინ, ბოროტებაზე დაიწყო ლა-
პარაკი, თქვა, დანაშაულმა თავისი უზარმაზარი შავი ფრთა
გადაგვაფარაო. კარგი რა! რა უზარმაზარი შავი ფრთა! ისე-
დაც ხომ გასაგებია, რომ ჩილეელები ვერასოდეს ვერაფერს
ვისწავლით! მერე, როგორც მოსალოდნელი იყო, კამათი
აიწია და პურის ნამცეცებიც არ დარჩენილა, ერთმანეთის-
თვის სუფრიდან სუფრაზე რომ არ დაეშინათ. იმ შუა გაქანე-
ბულ ჩხუბში ჩვენს საერთო მეგობარს უნდა წარვედგინეთ. თუ
ჩვენ თვითონ გავიცანით ერთმანეთი? ჩემკენ წამოვიდა და
შეეცადა ვეცნე. მწერალი თქვენ ხართო? მკითხა. არა, სქელო
ორმასაბალის152 დროს პოლიციელი ვიყავი, ახლა კი ოფისე-
ბის დასუფთავების სერვისში ვმუშაობ, იატაკებსა და ფან-
ჯრებს ვწმენდ-მეთქი. ალბათ საშიში სამუშაოაო, მითხრა.
იმათთვის, ვისაც თავბრუ ეხვევა, მართლაც საშიშია, დანარ-
ჩენებისთვის უფრო მოსაბეზრებელი-მეთქი. მერე საერთო სა-

რიკარდო ორმასაბალი (დ. 1946) – ჩილეელი პოლიტიკური მოღვაწე,


152

ქრისტიანული დემოკრატიის აპოლოგეტი


657 მკითხველთა ლიგა
უბარში ჩავებით. ბოროტებაზე ვლაპარაკობდით, მტრულ და-
მოკიდებულებაზე, როგორც მე ვუთხარი. ამ საკითხთან და-
კავშირებით მეგობარმა ბელანომ ორი-სამი საგულისხმო
დაკვირვება გამიზიარა. მე ხმა არ ამომიღია. იმ ღამით ბევრი
ღვინო დალია და რომ დავიშალეთ, არ ვიცი როგორ, მაგრამ
რამდენიმე კვარტალი ერთად გავიარეთ. მაშინ ვუთხარი ის,
რაც თავში მიტრიალებდა. საკითხის მთავარი არსი იმაში
მდგომარეობს, გავიგოთ, ბოროტება (დანაშაული, კრიმინა-
ლი, სულერთია, რაც გინდა დავარქვათ) შემთხვევითია თუ
მიზეზ-შედეგობრივი. თუ რამის შედეგია, ბრძოლა მის წინა-
აღმდეგ შესაძლებელია, აღმოფხვრა ადვილი არ იქნება, მაგ-
რამ შესაძლებლობა, ასე თუ ისე, არსებობს, როგორც ერთი
წონითი კატეგორიის მოკრივეებში. მაგრამ, თუ შემთხვევი-
თია, მაშინ საქმე პირიქითაა, დედა გვაქვს ნატირები. ღმერ-
თმა შეგვინდოს, თუ ღმერთი არსებობს. ბელანო, მთავარი
ესაა-მეთქი.

658 მკითხველთა ლიგა


19

ამადეო სალვატიერა, ვენესუელის რესპუბლიკის ქუჩა, ინ-


კვიზიციის სასახლის მახლობლად, მეხიკო, 1976 წლის იანვა-
რი. როგორ თუ იდუმალი არაფერია-მეთქი! – გამიკვირდა.
არაფერია იდუმალი, ამადეოო, ისევ გამიმეორეს და მერე
მკითხეს: შენთვის ეს ლექსი რას ნიშნავსო. არაფერს, საერ-
თოდ არაფერს-მეთქი, ვუპასუხე. მაშ, რატომ ამბობ, რომ ეს
ლექსიაო? იმიტომ, რომ სესარეა ლექსს ეძახდა-მეთქი, გა-
ვახსენე. მარტო მაგიტომ, რომ სესარეა ასე ეძახდა. იმ ქალს
თავისი განავალი სასაჩუქრე ქაღალდში რომ გაეხვია და ეთ-
ქვა, ლექსიაო, იმასაც დავუჯერებდი-მეთქი. რა თანამედროვე
ხარო, მითხრა ჩილეელმა და ვინმე მანძონი ახსენა. ალესან-
დრო მანძონის გულისხმობ-მეთქი? – ჩავეკითხე და მისი ნა-
თარგმნი „მიჯნურნი“ გამახსენდა, რომელიც რემიგიო ლოპეს
ვალიეს კალამს უნდა ეკუთვნოდეს. გულწრფელი და განათ-
ლებული კაცი იყო, მექსიკაში დაახლოებით 1930-იან წლებში
იბეჭდებოდა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, ალესანდრო
მანძონი-მეთქი? – გავუმეორე. მაგრამ იმათ – არა, პიერო
მანძონიო! ღარიბი ხელოვანი, რომელიც საკუთარ მძღნერს
აკონსერვებდაო. ფუჰ შენი. ხელოვნება გაგიჟდა, ბიჭებო-
მეთქი, ვთქვი. მათ მითხრეს, ყოველთვის გაგიჟებული იყოო.
ამ დროს მისაღები ოთახის კედლებზე რაღაც კალიების
ჩრდილების მსგავსი რამ დავინახე. თითქოს ჭერიდან ბიჭების
ზურგს უკან და ცოტა გვერდულად მოცოცავდნენ, ცდილობ-
დნენ, შპალერს სამზარეულომდე გაჰყოლოდნენ, მაგრამ ბო-
ლოს მაინც იატაკზე ცვიოდნენ. ამიტომ თვალები მოვიფშვნი-
ტე და ვთქვი, მომისმინეთ, იქნებ ერთხელ და სამუდამოდ
659 მკითხველთა ლიგა
ამიხსნათ, ეს ლექსი რას ნიშნავს, რომელსაც ორმოცდაათ
წელზე მეტი ხანია ვინახავ, და გამუდმებით მასზე ვფიქრობ-
მეთქი. ბიჭებმა ხელები მოისრისეს მღელვარებისაგან – ნამ-
დვილი ანგელოზები იყვნენ – და ჩემს სკამთან მოიწიეს. სა-
თაურით დავიწყოთო, თქვა ერთ-ერთმა მათგანმა. როგორ
ფიქრობ, რას უნდა ნიშნავდესო. ლექსს „სიონი“ ჰქვია, სიონი
კი მთაა იერუსალიმში-მეთქი, ვუთხარი საკუთარ პასუხში
დარწმუნებულმა. შვეიცარიაშიც არსებობს ქალაქი სიონი,
ალემან სიტენში, ვალეს რაიონში-მეთქი, დავამატე. ძალიან
კარგი, ამადეო, მითხრეს მათ, გეტყობა, რომ ამაზე გიფიქ-
რია. ახლა გვითხარი, ამ ორი შესაძლებლობიდან შენ რო-
მელს ირჩევ, ალბათ მთა სიონს, არაო? ჩემი აზრით, კი-მეთ-
ქი, კვერი დავუკარი. რა თქმა უნდაო, დამეთანხმნენ ახლა,
მოდი, ლექსის პირველი ნაწილი განვიხილოთ, რა გვაქვს?
სწორი ხაზი და ზედ ოთხკუთხედი, ვთქვი მე. კარგი, თქვა ჩი-
ლეელმა, ოთხკუთხედი დაივიწყე, ჩათვალე, რომ არ არსე-
ბობს. მარტო სწორ ხაზს შეხედე, რას ხედავო?

სწორ ხაზს-მეთქი, ვთქვი მე. კიდევ სხვა რა შეიძლება და-


ვინახო, ბიჭებო-მეთქი? ჰორიზონტიო, მიპასუხა ერთ-ერთმა
მათგანმა. მაგიდის ჰორიზონტი-მეთქი, დავძინე მერე. სიმ-
შვიდე? მკითხა ერთ-ერთმა, ჰო, სიმშვიდეც-მეთქი. კარგი:
მოკლედ, ჰორიზონტს და სიმშვიდეს ვხედავთ. ახლა მეორე
სტრიქონს შევხედოთო:

660 მკითხველთა ლიგა


რას ხედავ, ამადეო? დატალღულ ხაზს, სხვას რას შეიძლე-
ბა ვხედავდე? კარგი, ამადეო, თქვეს მათ, ახლა ხედავ და-
ტალღულ ხაზს, ადრე სწორ ხაზს ხედავდი, რაც შენში სიმშვი-
დის ასოციაციას იწვევდა, ახლა კი დატალღულ ხაზს რომ ხე-
დავ, ისევ სიმშვიდის ასოციაცია გაქვსო? არა-მეთქი, ვუპასუ-
ხე და უეცრად მივხვდი, საით მიჰყავდათ საუბარი, სად უნდო-
დათ მივეყვანეთ. ეს ტალღოვანი ხაზი შენში რას იწვევს? მთა-
გორიანი ჰორიზონტი წარმოგიდგენია? ზღვა და ტალღები?
შესაძლოა, შესაძლოა, შეგრძნებას, რომ სიწყნარე შეიცვა-
ლა? მოძრაობას, გარდატეხას? მთაგორიან ჰორიზონტს,
ვთქვი მე, შესაძლოა ტალღებსაც-მეთქი. ახლა მესამე ნაწილ-
ზე გადავიდეთო:

აქ უკვე ტეხილი ხაზი გვაქვს, ამადეო, რაც ბევრი რამ შეიძ-


ლება იყოს. ზვიგენის კბილები, ბიჭებო? კლდოვანი ჰორი-
ზონტი? დასავლეთის სიერა მადრე? კარგი, მართლაც, ბევრი
რამაა. მაშინ ერთ-ერთმა თქვა: პატარა რომ ვიყავი, ჯერ შვი-
დისაც არ ვიქნებოდი, ეს სამი ხაზი მესიზმრებოდა, სწორი,
ტალღოვანი და დატეხილი. მაშინ, არ ვიცი რატომ, კიბის ქვეშ
მეძინა, ან ყოველ შემთხვევაში, ძალიან დაბალ ოთახში, კი-
ბესთან ახლოს. შეიძლება ჩემი სახლი არც იყო, შეიძლება იქ
661 მკითხველთა ლიგა
მხოლოდ დროებით ვცხოვრობდით. არ არის გამორიცხული,
ბაბუას და ბებიას სახლიც ყოფილიყო. და იქ ყოველ ღამე,
როგორც კი დამეძინებოდა, სწორი ხაზი გამოჩნდებოდა. იმ
ხაზის გამოჩენამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, სიზმარიც
სასიამოვნო იყო. მაგრამ, ნელ-ნელა პანორამა შეცვლას იწ-
ყებდა და სწორი ხაზი ტალღოვან ხაზად იქცეოდა. მაშინ მე
თავბრუსხვევა მეწყებოდა და ვგრძნობდი, როგორ მიწევდა
სიცხე, აზრისა და საგნების აღქმის უნარიც კი მეკარგებოდა,
სტაბილურობის შეგრძნებასაც ვკარგავდი, და ერთადერთი,
რაც მაშინ მსურდა, სწორ ხაზთან დაბრუნება იყო. მიუხედა-
ვად ამისა, ათიდან ცხრა შემთხვევაში ტალღოვანი ხაზი ტე-
ხილ ხაზად იქცეოდა, და როდესაც ეს ხდებოდა, დაახლოებით
ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს სხეულს შიგნით
მამტვრევდნენ, არა გარედან, არამედ შიგნიდან. ეს მტვრევა
მუცლიდან იწყებოდა, მაგრამ მალე თავამდე აღწევდა, ყელზე
მეჭდობოდა და იმ ტკივილისგან გაქცევა მარტო გაღვიძებით
თუ შემეძლო. თუმცა არც გაღვიძება იყო მარტივიო. რა უცნა-
ურია-მეთქი, ვთქვი მე. ჰო, თქვეს მათ, უცნაურია. მართლაც
რომ უცნაურია, დავძინე მე. ხანდახან ლოგინში ვიფსამდი,
თქვა ერთ-ერთმა. რას ამბობ! – ვთქვი მე. გაიგე? მკითხეს
მათ. მართალი გითხრათ, ვერა, ბიჭებო-მეთქი, ვაღიარე. ეს
ლექსი ხუმრობაა, ძალიან ადვილია ამის მიხვედრა, ამადეო-
ო, მითხრეს, ნახე: თითო სტრიქონს თითო ოთხკუთხედი და
თითო იალქანი მიუმატე, ასე:

662 მკითხველთა ლიგა


ახლა რა გვაქვს, გემი-მეთქი? ვიკითხე. სწორედაც, ამა-
დეო, გემი. ლექსის სათაური „სიონი“ კი სინამდვილეში სხვა
სიტყვას მალავს, კერძოდ, „ნაოსნობას“. სულ ესაა, ამადეო,
ძალიან მარტივია, არაფერი იდუმალი აქ არ არისო, დაასრუ-
ლეს ბიჭებმა. ოჰ, როგორ მინდოდა მეთქვა, რა კარგია, რომ
ეს ტვირთი მომაშორეთ-მეთქი, ამის თქმა მართლაც ძალიან
მინდოდა, იმის თქმაც მინდოდა, სიონი შეიძლება თავის თავ-
ში სიტყვა „სიმონს“ მალავს, რაც ძველი ჟარგონით თანხმო-
ბას ნიშნავს-მეთქი, მაგრამ ერთადერთი სიტყვა ძლივს ამოვ-
ღერღე – ჯანდაბა-მეთქი, ვთქვი, ტეკილის ბოთლი მოვიძიე
და კიდევ ერთხელ დავისხი. თან იმას ვფიქრობდი, რომ სესა-
რეასგან ამის გარდა აღარაფერი მქონდა დარჩენილი: ზღვა-
ში წყნარად მოლივლივე გემის, მღელვარე ზღვაში მოცურავე
გემისა და, ქარიშხალში მოყოლილი, განწირული გემის გარ-
და. გეფიცებით, ერთი წუთით თავი მეც აბობოქრებულ ზღვა-
სავით მიგუგუნებდა და ვერ გავიგონე, ბიჭებმა რა თქვეს,
მარტო რამდენიმე ფრაზა დავიჭირე, რამდენიმე ცალკეული
სიტყვა, თითქოს წინასწარმეტყველებენო: კეცალკოატლის

663 მკითხველთა ლიგა


გემი, პატარა ბიჭისა თუ გოგოს ღამეული ცხელება, კაპიტან
153
აქაბის ენცეფალოგრამა, ან იქნებ ვეშაპის ენცეფალოგრა-
მა, ზღვის ზედაპირი, რომელიც ზვიგენებისთვის ჯოჯოხეთის
ფართოდ დაღებულ ხახას წარმოადგენს, უიალქნო გემი, რო-
მელიც ასეთივე წარმატებით შეიძლება გემი კი არა, კუბო
იყოს, ოთხკუთხედის პარადოქსი, ოთხკუთხედი – ცნობიერე-
ბა, ეინშტეინის ოთხკუთხედის შეუძლებლობა (იმ სამყაროში,
სადაც ოთხკუთხედები წარმოუდგენელია), ალფონსოს რეი-
ესის ერთი გვერდი, პოეზიის განადგურება. ტეკილით სავსე
ჭიქა უკვე გამოცლილი მქონდა, ხელახლა ავივსე, მათაც შე-
ვუვსე და ვუთხარი, მოდით, სესარეას სადღეგრძელო დავლი-
ოთ-მეთქი და მათი თვალები დავინახე, რა კმაყოფილები იყ-
ვნენ ის საძაგელი ბიჭები, ერთმანეთს ჭიქები ერთდროულად
მივუჭახუნეთ და სანამ ჩვენი გემი ქარიშხლიან ტალღებზე
ზანზარებდა, სასმელი გამოვცალეთ.

ედიტ ოსტერი, ალამედის პარკი, ძელსკამი, მეხიკო, 1990


წლის მაისი. მეხიკოში, და საერთოდ, მექსიკაში მარტო ერ-
თხელ მყავდა ნანახი. მარია მორილიოს ხელოვნების გალე-
რეის შესასვლელთან, როსას უბანში ვნახე. დილის თერთმე-
ტი საათი იყო. მე სიგარეტის მოსაწევად გამოვდიოდი, ის კი
გალერეაში შედიოდა. მომესალმა. ქუჩა გადმოკვეთა, მით-
ხრა გამარჯობა, მე არტურო ბელანო ვარ, კლაუდია შენზე მე-
ლაპარაკაო. ვიცი, ვინც ხარ-მეთქი, ვუპასუხე. მაშინ ჩვიდმე-
ტი წლის ვიყავი და პოეზიის კითხვა მიყვარდა, თუმცა მისი
არაფერი მქონდა წაკითხული. გალერეაში არ შესულა. ცუ-
დად გამოიყურებოდა, ეტყობოდა, რომ მთელი ღამე თეთრად
153 კაპიტანი აქაბი – ჰერმან მელვილის რომანის, „მობი დიკის“ პერსონა-
ჟი
664 მკითხველთა ლიგა
ჰქონდა გათენებული, მაგრამ მაინც ლამაზი ჩანდა. იმის თქმა
მინდა, რომ მაშინ ლამაზად მომეჩვენა, მიუხედავად ამისა, არ
მომეწონა. ჩემი ტიპი არ იყო. ჩემთან დასალაპარაკებლად
რატომ მოვიდა, რატომ გადმოკვეთა ქუჩა და გალერეის კარ-
თან რატომ შეჩერდა-მეთქი, გავიფიქრე. შიგნით არავინ იყო,
შესვლა შევთავაზე, მაგრამ, მითხრა, გარეთაც კარგად ვარო.
ორივე მზის გულზე ვიდექით, მე ხელში სიგარეტით, ის, სულ
ცოტა, ერთი მეტრის მოშორებით, თითქოს მტვრის ღრუბელ-
ში გახვეული და მე მომჩერებოდა. არ ვიცი, რაზე ვლაპარა-
კობდით. მგონი, ყავის დასალევად დამპატიჟა გვერდით რეს-
ტორანში, მე კი ვუთხარი, გალერეას ვერ მივატოვებ-მეთქი.
მკითხა, შენი სამუშაო მოგწონსო? დროებითია, იქითა კვირი-
დან ვტოვებ. თანაც, ძალიან ცოტას მიხდიან-მეთქი. ბევრ ნა-
ხატს ყიდიო? მკითხა. აქამდე ვერც ერთი ვერ გავყიდე-მეთქი,
ვუპასუხე. მერე ერთმანეთს დავემშვიდობეთ და წავიდა. არა
მგონია, მოვწონებოდი, მიუხედავად იმისა, რომ მერე აღნიშ-
ნა, პირველი დანახვისთანავე მომეწონეო. მაშინ მსუქანი ვი-
ყავი, თავი კიდევ უფრო მსუქანი მეგონა და ამის გამო ნერვე-
ბი დაწყვეტაზე მქონდა. ღამღამობით ვტიროდი და ნებისყო-
ფასაც არ ვუჩიოდი. ორმაგი ცხოვრებით ვცხოვრობდი, უფრო
სწორად, ერთით, რომელიც ორად ჩანდა. ერთი მხრივ, ფი-
ლოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი და შემთხვევით
სამსახურებს ვშოულობდი, როგორც მაშინ, მარია მორილი-
ოს გალერეაში, მეორე მხრივ, იატაკქვეშა ტროცკისტული
პარტიის მებრძოლებში ვეწერე. ეჭვი მღრღნიდა, რომ ამ ორ-
განიზაციაში ჩემი ყოფნა ჩემს ინტერესებს ერთგვარად მიესა-
დაგებოდა, თუმცა, ცხადად არც ის ვიცოდი, რაში მდგომარე-
ობდა ჩემი ინტერესები. ერთხელ, როდესაც საცობში გაჩერე-
ბულ მანქანებს პროპაგანდისტულ პროკლამაციებს ვურიგებ-
665 მკითხველთა ლიგა
დით, უცებ დედაჩემის „კრაისლერი“ დავინახე. საწყალი,
მღელვარებისაგან კინაღამ მოკვდა. მეც ისე ავნერვიულდი,
რომ დაბეჭდილი ფურცელი მივაწოდე, ვუთხარი, წაიკითხე-
მეთქი და ზურგი შევაქციე, თუმცა, სანამ კარგა მანძილზე
მოვშორდებოდი, ყური მოვკარი, როგორ მეუბნებოდა, სახ-
ლში დაგელაპარაკებიო. სახლში ყოველთვის ვლაპარაკობ-
დით. დაუსრულებელი დიალოგები გვქონდა, რომლებიც ექი-
მების, კინემატოგრაფისტების, ლიტერატორების, ეკონომის-
ტების, პოლიტიკოსების რეკომენდაციებით მთავრდებოდა.
მრავალი წელი გავიდა, სანამ არტურო ბელანოს ისევ შევ-
ხვდებოდი. პირველად ეს 1976 წელს მოხდა, მეორედ – ან
1979-ს, ან 1980-ში. თარიღები ცუდად მამახსოვრდება. ის კი
არ დამვიწყებია, რომ იმ დროს ბარსელონაში ვიყავი. იქ ჩემს
მეგობარ ბიჭთან, ჩემს შეყვარებულთან, ჩემს ძმაკაცთან,
ჩემს საქმროსთან, მხატვარ აბრაამ მანსურთან ერთად უნდა
მეცხოვრა. მანამდე იტალიაში ვცხოვრობდი, კიდევ ლონ-
დონში და თელ-ავივში. ერთ დღეს აბრაამმა დამირეკა მეხი-
კოდან და მითხრა, მიყვარხარ, ბარსელონაში გადავდივარ
საცხოვრებლად და მინდა, შენც ჩემთან ერთად იცხოვროო.
მაშინ რომში ვცხოვრობდი და თავს ცუდად ვგრძნობდი. დავ-
თანხმდი. რომანტიკული პაემანი პარიზის აეროპორტში დავ-
თქვით, საიდანაც ბარსელონაში მატარებლით ვაპირებდით
გამგზავრებას. აბრაამს სტიპენდია თუ რაღაც ამდაგვარი
ჰქონდა, ალბათ მისმა მშობლებმა იფიქრეს, ცუდი არ იქნებო-
და, თუკი ერთხანს ევროპაში იცხოვრებსო და დააფინანსეს.
თუმცა, დარწმუნებული არ ვარ. აბრაამის სახე თანდათანო-
ბით მეკარგება ორთქლის იმ ღრუბელში, სულ უფრო და უფ-
რო რომ სქელდება. საქმეები კარგად მისდიოდა, სინამდვი-
ლეში არც არასოდეს უჩიოდა წარუმატებლობას. ზუსტად ჩემ-
666 მკითხველთა ლიგა
ხელა იყო, ერთსა და იმავე წელს, ერთსა და იმავე თვეს ვიყა-
ვით დაბადებულები, მაგრამ, სანამ მე აქეთ-იქით ვეხლებოდი
და არ ვიცოდი, რა მეკეთებინა, მას ყველაფერი ცხადად ჰქონ-
და გაცნობიერებული და შრომის უნარიც შესწევდა. პიკასოს
ენერგია მაქვსო, ამბობდა, თუმცა ხანდახან თავს კარგად ვერ
გრძნობდა, ავადაც ხდებოდა, იტანჯებოდა კიდეც, მაგრამ
ხატვას მაინც ახერხებდა. შეეძლო, დღეში ხუთი საათი შეუს-
ვენებლივ ხატვაში გაეტარებინა, მთლიანობაში კი ყოველ-
დღე რვა საათს მუშაობდა, შაბათ-კვირის ჩათვლით. პირვე-
ლად რომ დავწექით ერთად, ორივენი თექვსმეტი წლისანი
ვიყავით. მერე ურთიერთობა დავიწყეთ, რამდენჯერმე ერ-
თმანეთს დავშორდით კიდეც. აბრაამი ჩემს პოლიტიკურ შე-
ხედულებებს არასოდეს იზიარებდა, არ მინდა ვთქვა, რომ მე-
მარჯვენე იყო, მაგრამ, უბრალოდ, არანაირი ბრძოლა არ
იზიდავდა, ალბათ ამისთვის დროც არასოდეს ჰყოფნიდა. ამა-
სობაში მე სხვა საყვარლები გამოვიცვალე, მან კი ერთ გო-
გოსთან დაიწყო სიარული, სახელად ნორა კასტრო ბილენ-
ფელდთან და როდესაც საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ ერ-
თად უნდა ეცხოვრათ, ერთმანეთს დაშორდნენ. მე ერთი-ორ-
ჯერ საავადმყოფოში მოვხვდი, სხეული შემეცვალა. მოკლედ,
პარიზისკენ მიმავალ მატარებელში ჩავჯექი და აბრაამს აე-
როპორტში დავუწყე ლოდინი. ათი საათისთვის მივხვდი, რომ
არ მოვიდოდა და აეროპორტიდან ატირებული წამოვედი,
თუმცა, რომ ვტიროდი, ამას მოგვიანებით მივხვდი. ის ღამე
მონპარნასის ღარიბულ სასტუმროში გავატარე, თვალგაშტე-
რებული ვიჯექი და ვფიქრობდი რა იყო ჩემი ცხოვრება, მაგ-
რამ, როდესაც ჩემმა სხეულმა მეტი ვეღარ აიტანა, ფიქრს თა-
ვი დავანებე, საწოლში ჩავწექი და ჭერს ავაშტერდი, მერე
თვალები დავხუჭე და შევეცადე, დამეძინა, მაგრამ ვერ შევძე-
667 მკითხველთა ლიგა
ლი. ასე ვიყავი რამდენიმე დღეს, ვერ ვიძინებდი, სასტუმრო-
ში ვიყავი ჩაკეტილი, მარტო დილაობით გავდიოდი, თითქმის
არაფერს ვჭამდი, თითქმის არც ვბანაობდი, კუჭი შემეკრა,
თავი საშინელი ტკივილისგან მისკდებოდა, მოკლედ, სიცოც-
ხლე არ მინდოდა.
ერთ ღამეს ასეთი სიზმარი ვნახე. თითქოს ბარსელონაში
ვიყავი და ეს მგზავრობა რაღაც იდუმალებით მოცული და
ენერგიით აღსავსე იყო, თითქოს ცხოვრებას ნულიდან ვიწ-
ყებდი. გავიღვიძე თუ არა, სასტუმროში ანგარიში გავასწორე
და ესპანეთში მიმავალ პირველივე მატარებელში ჩავჯექი.
პირველ დღეებში რამბლა კაპუჩინოსზე მდებარე პანსიონში
ვცხოვრობდი. ბედნიერი ვიყავი. ვიყიდე კანარის ჩიტი, ორი
ქოთანი ნემსიწვერა და სხვადასხვა წიგნები. მაგრამ ფული
მჭირდებოდა და იძულებული გავხდი, დედაჩემისთვის დამე-
რეკა. დედასთან საუბარში გავიგე, რომ აბრაამი გიჟივით და-
მეძებდა მთელ პარიზში და ჩემს ოჯახს უკვე დაკარგული ვე-
გონე. დედამ მკითხა, ხომ არ გაგიჟდიო. ჯერ არა-მეთქი, ვუ-
პასუხე და გავიცინე. არ ვიცი რატომ, მაგრამ სასაცილოდ მო-
მეჩვენა. ჩემი პასუხი მომეჩვენა სასაცილოდ, და არა დედაჩე-
მის კითხვა, ხომ არ გაგიჟდიო. მერე ავუხსენი, რა დიდხანს
ველოდე აეროპორტში აბრაამს და ის როგორ არ მოვიდა.
არავის არ დაუტოვებიხარ, შვილო, უბრალოდ, თარიღი აგე-
რიაო, ამიხსნა დედაჩემმა. უცნაური იყო, რომ ამას დედაჩემი
მეუბნებოდა. ეს უფრო აბრაამ მანსურის მოგონილ ვერსიას
ჰგავდა. მითხარი, სად ხარ, რომ აბრაამმა მოგაკითხოსო –
დედაჩემმა. ჩემი მისამართი ვუთხარი, ვთხოვე, ფული გამო-
ეგზავნა და ყურმილი დავუკიდე.
აბრაამი პანსიონში ორი დღის შემდეგ გამოჩნდა. მეგონა,
პარიზიდან მოდიოდა, სინამდვილეში, ბარსელონაში ისიც
668 მკითხველთა ლიგა
დაახლოებით იმავე დროს ჩამოსულიყო. გოტიკური უბნის
რესტორანში ვისადილეთ, მერე თავისთან წამიყვანა, რამდე-
ნიმე ქუჩის მოშორებით, სან-ჯაუმეს მოედანთან ახლოს, მექ-
სიკელი კატალონიელის, ცნობილი გალერისტის, სოფია
ტრომპადულის სახლში, სადაც აბრაამს შეეძლო, რამდენ
ხანსაც უნდოდა, იმდენ ხანს ეცხოვრა, რადგან ტრომპადული
ბარსელონაში თითქმის არ ჩამოდიოდა. მეორე დღეს ჩემს
პანსიონში წავედით ჩემი ნივთების გადმოსატანად და მეც
ტრომპადულის სახლში გადავედი. ის, რომ პარიზის აერო-
პორტში დამაყუდა, აღარ მწყინდა, ალბათ მართლაც ჩემი
დაბნეულობის ბრალი იყო. მიუხედავად ამისა, აბრაამთან ცი-
ვი ურთიერთობა მქონდა, როგორღაც დისტანციური. თით-
ქოს დავთანხმდი ცოლობაზე, იმაზე, რომ მასთან საწოლი გა-
მეზიარებინა, მუზეუმებსა და გამოფენებზე ერთად გვევლო,
ბარსელონელ მეგობრებთანაც ერთად გვესადილა, მაგრამ,
გრძნობებზე არ შევთანხმებულვართ. ასე გავიდა რამდენიმე
თვე. ერთ დღეს ბარსელონაში დანიელ გროსმანი ჩამოვიდა.
მან იცოდა, სად ცხოვრობდა არტურო ბელანო და თითქმის
ყოველდღე აკითხავდა. ერთხელ მეც გავყევი. ვისაუბრეთ. ძა-
ლიან კარგად ვახსოვდი. მეორე დღეს ისევ მივაკითხე სახ-
ლში, მაგრამ, ამჯერად მარტომ. იაფფასიან რესტორანში გა-
ვედით საჭმელად. დამპატიჟა, რამდენიმე საათი ვისაუბრეთ.
მგონი, მთელი ჩემი ცხოვრება ვუამბე. ისიც ლაპარაკობდა და
ისეთი რამეებს მომიყვა, რომლებიც უკვე დავიწყებული მქონ-
და. მაგრამ უფრო მეტი მაინც მე ვილაპარაკე.
იმის შემდეგ ერთმანეთს, სულ მცირე, კვირაში ორჯერ მა-
ინც ვხვდებოდით. ერთხელ, როდესაც შემთხვევა ჩამივარდა,
ჩემთან დავპატიჟე, თუკი ტრომპადულის ბარსელონის ბინა
ჩემად შეიძლება ჩაითვალოს. ცოტა ხნით ადრე , სანამ წავი-
669 მკითხველთა ლიგა
დოდა, აბრაამი მოვიდა და შევატყვე, რომ იეჭვიანა. მოგვე-
სალმა. მე შუბლზე მაკოცა, მერე კი თავის კაბინეტში ჩაიკეტა,
თითქოს ამ ქმედებით არტუროს ჭკუა ასწავლაო. არტურო
რომ წავიდა, კაბინეტში შევედი და ვკითხე, რა დაგემართა-
მეთქი. არაფერიო, მიპასუხა, მაგრამ იმ ღამით განსაკუთრე-
ბულად, უცნაურად უხეში სექსი გვქონდა. ვიფიქრე, რომ ერ-
თხელ მაინც იქნებოდა სხვანაირი. ბოლოს ვერაფერი ვიგ-
რძენი და უეცრად მივხვდი, რომ აბრაამთან ჩემი ურთიერთო-
ბა დასასრულისკენ მიექანებოდა. გადავწყვიტე მეხიკოში
დავბრუნებულიყავი, კინემატოგრაფია შემესწავლა და უნი-
ვერსიტეტშიც მევლო. ამაზე დედაჩემს ველაპარაკე და მეორე
დღეს მეხიკოში დასაბრუნებელი ბილეთი გამომიგზავნა. რო-
დესაც არტუროს ვუთხარი, მივემგზავრები-მეთქი, თვალებში
ნაღველი შევატყვე და გავიფიქრე, ესაა ერთადერთი ადამი-
ანი, ვინც იგრძნობს, რომ აქ აღარ ვიქნები-მეთქი. ერთხელ,
მაგრამ ეს მანამდე იყო, სანამ აბრაამთან დაშორებას გადავ-
წყვეტდი, მოვუყევი, რომ ადრე ვცეკვავდი. არ ვიცი რატომ,
მაგრამ ჩათვალა, რომ კაბარეში სტრიპტიზიორი ვიყავი. ამან
ძალიან გამაცინა, არა, სიამოვნებით ვიცეკვებდი კაბარეებში,
მაგრამ თანამედროვე ცეკვები ვიგულისხმე-მეთქი, ავუხსენი.
სინამდვილეში, არასოდეს წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა
კაბარეში მეცეკვა, ის საცოდავი მოძრაობები გამეკეთებინა,
და ბნელ ხალხსა და ბნელ ადგილებში მეცხოვრა, მაგრამ,
როდესაც არტუროს შეეშალა, წარმოვიდგინე, რომ ასეთი შე-
საძლებლობა მართლაც არსებობდა, სიცოცხლეში პირვე-
ლად დავფიქრდი პროფესიონალი მოცეკვავის ცხოვრების
პერსპექტივაზე, და მიმზიდველად კი არა, მტკივნეულად მიმ-
ზიდველადაც კი მომეჩვენა. თუმცა, მერე ამაზე ფიქრს თავი
დავანებე, რადგან ცხოვრება უამისოდაც რთული იყო. ბარსე-
670 მკითხველთა ლიგა
ლონაში კიდევ ორი კვირა დავყავი და არტუროს თითქმის
ყოველდღე ვხვდებოდი. ბევრს ვლაპარაკობდით, საუბრის
თემაც თითქმის ყოველთვის მე ვიყავი. ვუამბე ჩემს მშობლებ-
ზე, იმაზე, თუ როგორ გაიყარნენ, როგორ იყო ბაბუაჩემი მექ-
სიკაში საცვლების მაგნატი, როგორ მიიღო დედაჩემმა მისი
იმპერია მემკვიდრეობით, როგორ ვაღმერთებდი მამაჩემს,
რომელსაც სამედიცინო განათლება ჰქონდა, როგორ ვებ-
რძოდი კილოგრამებს მოზარდობაში (მაგრამ ვერა და ვერ
იჯერებდა, რადგან მაშინ უკვე ძალიან გამხდარი ვიყავი), რო-
გორ ვიყავი ჩაბმული ტროცკისტულ ბრძოლაში, რამდენი
საყვარელი მყავდა, რა გამოცდებს ვაბარებდი, რას წარმოად-
გენს ფსიქოანალიზი.
ერთ დილით კასტელდეფელსის იპოდრომზე წავედით. მი-
სი მეპატრონე არტუროს მეგობარი იყო და ისე გვათხოვა
ორი ცხენი მთელი დღით, რომ არაფერი გამოურთმევია.
ცხენზე ჯდომა მეხიკოში ჟოკეი-კლუბში და ჩილეს სამხრეთში
მქონდა ნასწავლი, ოღონდ ბავშვობაში. პირველი რამდენიმე
მეტრი ჩორთით ვიარეთ, მერე ვუთხარი, გავაჭენოთ-მეთქი.
გზა სწორი და ვიწრო იყო. ჯერ ფიჭვებიან გორაკზე ადიოდა,
მერე დამშრალი მდინარის კალაპოტისკენ მიემართებოდა.
იმ მდინარის გადაღმა გვირაბი იყო და გვირაბის იქით ზღვა
იშლებოდა. გავაჭენეთ. თავიდან მისი ცხენი ჩემსას ჩაგრავ-
და, მაგრამ მერე არ ვიცი, რა დამემართა. ცხენს თითქოს შე-
ვერწყე, დიდი სისწრაფე ავკრიფე და არტურო უკან, შორს მო-
ვიტოვე. იმ წუთს სულ არ მენაღვლებოდა, მოვკვდებოდი თუ
არა. ვიცოდი, გაცნობიერებული მქონდა, რომ ბევრი ისეთიც
არ მოვუყევი, რაც უნდა მომეყოლა. მაგრამ ვფიქრობდი,
რომ, თუკი ახლა ასე, ცხენზე ამხედრებული დავიღუპებოდი,
ან ისე, რომ ცხენი გადმომაგდებდა, ან ფიჭვის რომელიმე
671 მკითხველთა ლიგა
ტოტი უხეშად მომისვრიდა, არტუროს მაინც ეცოდინებოდა
ყველაფერი, რაც მისთვის არ მომეყოლა, ისედაც მიმიხვდე-
ბოდა და ზედმეტად ტუჩების მოძრაობა საჭირო არ გახდებო-
და. მაგრამ გორაკი რომ გადავიარე, უკან მოვიტოვე ფიჭვის
ტყე და დამშრალი მდინარის კალაპოტისკენ დავეშვი, სიკ-
ვდილის სურვილი მხიარულებამ შემიცვალა, სიხარულმა
იმის გამო, რომ ცხენზე ვიჯექი და მივაჭენებდი, რომ ლოყებზე
ქარის ქროლვას ვგრძნობდი და ცოტა ხნის შემდეგ შიშიც კი
შემეპარა, ვაითუ ჩამოვვარდე და დაცემა ბევრად უფრო მძიმე
იყოს, ვიდრე მე წარმომიდგენია-მეთქი. იმ დროისთვის სიკ-
ვდილი აღარ მინდოდა, ეს ხომ თამაში იყო, სიკვდილს არ
ვესწრაფოდი, ყოველ შემთხვევაში, იმ წუთებში და სადავეე-
ბის მოწევა დავიწყე. ამ დროს რაღაც გასაოცარი რამ მოხდა.
დავინახე, როგორ ჩამიქროლა გვერდით არტურომ ისარი-
ვით, როგორ მიყურებდა. სახეზე ჩეშირის კატის154 ღიმილი
დასთამაშებდა და არც გაჩერებულა, წინ ისე გაიჭრა. მართა-
ლია, თავქარიანი ცხოვრების გამო რამდენიმე კბილი აკლდა,
მაგრამ მაინც იგივე ღიმილი იყო და ის ღიმილი იქ, ჩემთანვე
დარჩა. თვითონ ღიმილის პატრონი და მისი ცხენი კი უკვე
დამშრალი მდინარის კალაპოტის მიმართულებით გამქრა-
ლიყვნენ. ეს მათი გაქრობა ისეთი სისწრაფით მოხდა, რომ
ვიფიქრე, ორივე, მხედარიც და ცხენიც, როგორც ეტყობა,
მტვრიან ქვებზე დაგორდნენ, სანამ ცხენიდან ჩამოვალ,
მტვრის ღრუბელიც გაიფანტება და ჩემ თვალწინ საშინელი
სურათი გადაიშლება-მეთქი: ძირს წაქცეული ფეხმოტეხილი
ცხენი და თავგაჩეჩქვილი მისი მკვდარი, თვალღიად დარჩე-
ნილი მხედარი. შემეშინდა, ცხენის აღვირი მოვწიე და მდინა-

ჩეშირის კატა – პერსონაჟი ლუის კეროლის ნაწარმოებისა „ელისი სა-


154

ოცრებათა სამყაროში“
672 მკითხველთა ლიგა
რისკენ დავეშვი. ავარდნილ მტვერში თავიდან ვერაფერი გა-
ვარჩიე, მტვრის ღრუბელი რომ გაიშალა, მდინარის კალა-
პოტში არც ცხენი იყო და არც მხედარი. შორს, ჩემგან ხეებით
დაფარული ტრასიდან ყურს მხოლოდ მანქანების ხმაური
სწვდებოდა, თაკარა მზე მდინარის კალაპოტის გლუვ, გამომ-
შრალ ქვებზე ირეკლებოდა და ყველაფერი რაღაც ჯადოსნო-
ბას ჰგავდა: ეს-ესაა არტურო გვერდით მყავდა, უეცრად კი
ისევ მარტოდმარტოდ ვიყავი დარჩენილი. მაშინ კი მართლაც
შემეშინდა, ისე შემეშინდა, რომ ვერც ცხენიდან ჩამოხტომა
გავბედე, ვერც ხმის ამოღება, მარტო აქეთ-იქით ვიყურებო-
დი, მაგრამ ვერც ცხენს ვხედავდი ვერსად, ვერც არტუროს,
თითქოს მიწამ ან ცამ პირი უყოო, და როდესაც ის-ის იყო უნ-
და ავტირებულიყავი, გვირაბის დაბინდულ შესასვლელში და-
ვინახე. ავსულივით იდგა: ხმის ამოუღებლად მიყურებდა.
ცხენი მისკენ წავიყვანე და ვუსაყვედურე, ასე როგორ შემაში-
ნე, შე საძაგელო-მეთქი. მან კი ძალიან ნაღვლიანად შემომ-
ხედა და, მართალია, მერე გაიცინა, თითქოს რაღაცის და-
მალვას ცდილობსო, მე მაინც მივხვდი, მაშინღა მივხვდი,
რომ ვუყვარდი.
გამგზავრების წინა საღამოს ვინახულე. მგზავრობაზე ვი-
ლაპარაკეთ. მკითხა, დარწმუნებული ხარ, რომ წასვლა გინ-
დაო? ვუთხარი არა, მაგრამ ბილეთი უკვე ვიყიდე და სხვა გზა
არ მაქვს-მეთქი. მკითხა, აეროპორტში ვინ გაგაცილებსო. ვუ-
პასუხე, აბრაამი და ერთი ჩემი მეგობარი გოგო-მეთქი. მით-
ხრა, არ წახვიდეო. ასე ჩემთვის არასოდეს არავის არაფერი
უთხოვია. ვუპასუხე, თუ ჩემთან დაწოლა გინდა (ჩემთან ჟი-
მაობა გინდა-მეთქი), შეგიძლია, ახლა დაწვე-მეთქი. ყველა-
ფერს ძალიან მელოდრამატული ელფერი დაჰკრავდა. თუ
ჩემთან მარტო ჟიმაობა გინდა, აჰა-მეთქი. ახლაო? მკითხა.
673 მკითხველთა ლიგა
ახლავე-მეთქი და მის პასუხს არ დავლოდებივარ, სვიტერი
გავიხადე და გავშიშვლდი. ერთად არ დავწოლილვართ (ალ-
ბათ ეს ერთად არ დაწოლა იყო ჩვენი ერთად წოლა), რადგან
არაუდგა, სამაგიეროდ, ერთმანეთს ვეხვეოდით და მისი ხე-
ლები ჩემს ფეხებს ზემოდან ქვემოთ ჩაჰყვებოდნენ და აჰყვე-
ბოდნენ, ჩემს სასქესო ორგანოს, ჩემს მუცელს, ჩემს მკერდს
ეალერსებოდნენ. როდესაც ვკითხე, რა დაგემართა-მეთქი,
მიპასუხა, არაფერიო. მომეჩვენა, რომ არ მოვეწონე, რომ ჩე-
მი ბრალი იყო. მან კი დამამშვიდა, შენი ბრალი არ არის, მე
არ ამიდგა, ჩემი ბრალიაო, თუ რაღაც ასეთი თქვა. მერე და-
ამატა, არ იდარდოო. ვუპასუხე, შენ თუ არ იდარდებ, არც მე
ვიდარდებ-მეთქი. არ ვდარდობო. მაშინ, მოვაღე პირი და მო-
ვუყევი, რომ თითქმის ერთი წელი იყო, მენსტრუაცია არ მომ-
დიოდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა, რომ ორი
სქესობრივი ძალადობა მქონდა გადატანილი, რაც მაშინებდა
და თან მაცეცხლებდა, რომ ფილმის გადაღებას ვაპირებდი
და კიდევ უამრავ პროექტზე ვფიქრობდი. ის კი თან მისმენდა,
თან სხეულზე მეალერსებოდა, თან თვალებში მიყურებდა და
უეცრად სისულელედ მომეჩვენა ყველაფერი, რასაც ვეუბნე-
ბოდი. ძილი მომინდა, მინდოდა, მასთან ერთად დამეძინა,
მის ლოგინზე, იმ პაწაწინა ბინის იატაკზე გაშლილ ლეიბზე.
ამის გაფიქრება და ჩემი დაძინება ერთი იყო. დიდხანს და
მშვიდად მეძინა, უშფოთველად. რომ გავიღვიძე, სახლის ერ-
თადერთი ფანჯრიდან უკვე დღის სინათლე შემოდიოდა და
შორიდან რადიოს ხმა მოისმოდა. ვიღაც მშრომელის რადიო
იქნებოდა, ალბათ სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა.
არტუროს ჩემ გვერდით ეძინა, ცოტა მოკუნტულს, საბანი ნეკ-
ნებამდე ჰქონდა დაფარებული, დიდხანს დავცქეროდი და
ვფიქრობდი, ნეტა როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, მასთან
674 მკითხველთა ლიგა
ერთად რომ ვყოფილიყავი-მეთქი, მაგრამ მერე გადავწყვიტე
პრაქტიკული გავმხდარიყავი და ოცნებებს არ ავყოლოდი.
ამიტომ, ძალიან ფრთხილად ავდექი და იქიდან გავიპარე.
მექსიკაში ჩემი დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა. თავი-
დან დედაჩემთან ვცხოვრობდი, მერე პატარა სახლი დავიქი-
რავე კოიოაკანში და უნივერსიტეტში სხვადასხვა ლექციებზე
დავიწყე სიარული. ერთ დღეს არტუროზე ფიქრი დამიბრუნდა
და გადავწყვიტე ტელეფონით დამერეკა. როდესაც ნომერს
ვკრეფდი, ვიგრძენი, როგორ მიჭერდა ყელში რაღაც და მო-
მეჩვენა, სადაცაა მოვკვდები-მეთქი. ვიღაცის ხმამ მიპასუხა,
არტურო ესპანეთის დროით საღამოს ცხრა საათამდე სამსა-
ხურში არ მოვაო. ყურმილი რომ დავკიდე, პირველი, რაც
თავში, აზრად მომივიდა, საწოლში ჩაწოლა და დაძინება იყო.
მაგრამ ლამის მაშინვე მივხვდი, რომ ვერ დავიძინებდი. ამი-
ტომ, ჯერ კითხვა დავიწყე, მერე სახლის დაგვაზე გადავედი,
სამზარეულო დავალაგე, წერილი დავწერე, მერე უაზრობები
ვიხსენე, სანამ ღამის თორმეტი არ გახდა და ისევ დავრეკე.
ამჯერად არტურომ მიპასუხა. დაახლოებით თხუთმეტ წუთს
ვისაუბრეთ. მას მერე ყოველ კვირა ვურეკავდით ერთმანეთს,
ხანდახან მე ვურეკავდი სამსახურში, ხანდახან ის მირეკავდა
სახლში. ერთხელ ვუთხარი, მექსიკაში, ჩემთან ჩამოდი-მეთ-
ქი. მიპასუხა, ვერ ჩამოვალ, მექსიკა შემოსასვლელ ვიზას არ
იძლევაო. ვუთხარი, მაშინ გვატემალაში ჩაფრინდი, ერთმა-
ნეთს გვატემალაში შევხვდეთ, იქ დავქორწინდეთ და მაშინ
ვიზაზე არავითარი პრობლემა აღარ შეგექმნება-მეთქი. ამაზე
კარგა ხანს ვლაპარაკობდით. ის გვატემალას იცნობდა, მე –
არა. რამდენჯერმე გვატემალა დამესიზმრა კიდეც. ერთხელ
დედაჩემი მოვიდა ჩემს სანახავად შეცდომა დავუშვი და ყვე-
ლაფერი მოვუყევი. მოვუყევი, გვატემალა რომ მესიზმრებო-
675 მკითხველთა ლიგა
და, არტუროს ტელეფონით რომ ველაპარაკებოდი. ამ ჩემმა
გულწრფელობამ ყველაფერი გაართულა. ეს კი საჭირო სულ
არ იყო. დედაჩემმა ჩემი ჯანმრთელობის პრობლემები გამახ-
სენა, ალბათ ატირდა კიდეც, თუმცა არა მგონია. ყოველ შემ-
თხვევაში, არ მახსოვს, მის სახეზე ცრემლები დამენახოს. მე-
რე დედაჩემთან ერთად მამაჩემმაც მომაკითხა და შემევედ-
რნენ, ცნობილ ექიმთა კონსულტაციაზე წავსულიყავი. სხვა
გზა არ მქონდა, უნდა დავთანხმებულიყავი, რადგან ფულს
ისინი მაძლევდნენ. ბედად, ექიმს არაფერი ცუდი არ დაუნა-
ხავს. ედიტმა ყველა პრობლემა გადალახაო, ასე უთხრა ჩემს
მშობლებს. მომდევნო დღეებში მაინც მატარეს სხვა ცნობილ
ექიმებთან, თუმცა, მათი დიაგნოზები ასეთი სასიამოვნო არ
ყოფილა. მეგობრები მეკითხებოდნენ, რა დაგემართაო. მარ-
ტო ერთს გავუმხილე, შეყვარებული ვარ, ჩემი სიყვარული ევ-
როპაში ცხოვრობს და მექსიკაში ჩემთან ვერ ჩამოდის-მეთქი.
გვატემალაზეც ველაპარაკე. მეგობარმა მითხრა, უფრო ად-
ვილია, შენ დაბრუნდე ბარსელონაშიო. იქამდე ეს აზრი თავ-
ში არ მომსვლია. მეგობრის ნათქვამის შემდეგ თავი იდიოტი
მეგონა. მართლაც, ხომ შეიძლებოდა ბარსელონაში დავბრუ-
ნებულიყავი? შევეცადე მშობლებთან საქმე მომეგვარებინა.
მგზავრობის ფული ვიშოვე. არტუროს დავურეკე და ვუთხარი,
ჩამოვდივარ-მეთქი. რომ ჩავედი, აეროპორტში დამხვდა. არ
ვიცი, რატომ, მაგრამ, იმედი მქონდა, რომ არავინ დამხვდე-
ბოდა. ან არტურო მარტო კი არა, ვინმე მეგობართან ერთად
იქნებოდა მოსული. ასე დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება ბარსე-
ლონაში.
ერთხელ ძილში ქალის ხმა ჩამესმა. მაშინვე მივხვდი, ვინც
შეიძლებოდა ყოფილიყო: არტუროს ძველი საყვარელი. მე იმ
ქალს დედა ტერეზას ვეძახდი. ჩემზე უფროსი იყო, ალბათ ასე
676 მკითხველთა ლიგა
ოცდარვა წლის. იმ ქალზე ყოველთვის რაღაც უცნაურობებს
ჰყვებოდნენ. მერე არტუროს ხმაც გავიგონე, ძალიან ჩუმად
ეუბნებოდა, ედიტს სძინავსო. რამდენიმე წუთს ჩურჩულებ-
დნენ. მერე არტურომ რაღაც ჰკითხა და ძველმა საყვარელმა,
ჰოო, დაუდასტურა. დიდი ხნის შემდეგ მივხვდი, არტურო რას
ჰკითხავდა – გინდა, მძინარე ნახოო? – ჩემზე. დედა ტერეზამ,
კიო, უპასუხა. თავი მოვიმძინარე. იმ ერთადერთ ოთახს ფარ-
და ორად ყოფდა. მაშინ ის ფარდა გადაიწია და სიბნელეში
არტურო და დედა ტერეზა შემოვიდნენ. თვალის გახელა არ
მოვინდომე. მოგვიანებით არტუროს ვკითხე, ვინ იყო-მეთქი
მოსული და დედა ტერეზას სახელი წარმოთქვა, თან ყვავი-
ლები მიჩვენა, შენ მოგიტანაო. თუ ასე გიყვარდა, ისევ მას-
თან უნდა ყოფილიყავი-მეთქი, გავიფიქრე, თუმცა გულის-
გულში ვიცოდი, რომ არტურო და დედა ტერეზა აღარასოდეს
იქნებოდნენ ერთად. ბევრი არაფერი გამეგებოდა, მაგრამ
ამაში დარწმუნებული ვიყავი. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ არ-
ტუროს მე ვუყვარდი. ჩვენი თანაცხოვრების პირველი დღეები
არ გამოდგა ადვილი. არც ის იყო მიჩვეული, თავისი პატარა
ბინა ვინმესთან გაეყო და არც მე, ასეთ არამყარ პირობებში
მეცხოვრა. მაგრამ ძალიან ბევრს ვსაუბრობდით და ეს საუბა-
რი ჩვენს ურთიერთობას ყოველდღიურ ხსნად ევლინებოდა.
გულის წასვლამდე ვლაპარაკობდით. როგორც კი საწოლი-
დან ავდგებოდით, ლაპარაკს ვიწყებდით, რაც ღამით დაძინე-
ბამდე გრძელდებოდა. ლაპარაკის გარდა სექსიც გვქონდა.
თავიდან ძალიან ცუდად, ძალიან მოუქნელად, მაგრამ, რაც
დრო გადიოდა, სექსი უმჯობესდებოდა. თუმცა, მე მაინც არ
მომწონდა, ორგაზმამდე ჩემს მისაყვანად ამდენს რომ წვა-
ლობდა. მარტო ის მინდა, რომ თავი კარგად იგრძნოო, მეუბ-
ნებოდა. თუ გათავება გინდა, გაათავე, ჩემ გამო თავს ნუ შე-
677 მკითხველთა ლიგა
იკავებ-მეთქი, ვეუბნებოდი, მაგრამ მაინც არ ათავებდა (ალ-
ბათ იმიტომ, რომ მე გამეთავებინა). ასე შეგვეძლო, მთელი
ღამე სექსში გაგვეტარებინა. მეუბნებოდა, ასეთი სექსი მომ-
წონსო, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ კვერცხები საშინლად
ასტკივდა და მე რომც ვერ მომესწრო, სხვა გზა არ ჰქონდა,
ათავებდა.
კიდევ ერთი პრობლემა ჩემი სუნი იყო, ჩემი საშოს სუნი.
ძალიან ძლიერი სუნი ასდიოდა. ყოველთვის მრცხვენოდა
ამისა, მაგრამ ვერაფერს ვახერხებდი. სადაც სექსი მქონდა,
ის სუნი მთელ ოთახს ეუფლებოდა ხოლმე. არადა, არტუროს
პაწაწინა ბინაში, ამდენი სექსის გამო სუნი საძინებლიდან სა-
ერთოდ აღარ გადიოდა, ის კი არა, ფარდით გამოყოფილ იმ
მხარესაც კი აღწევდა, რომელსაც მისაღებად ვიყენებდით.
სუნი იგრძნობოდა სულ პაწაწინა სამზარეულოშიც, რადგან
კარიც კი არ გააჩნდა. ყველაზე უარესი ის იყო, რომ ჩვენი ბი-
ნა ბარსელონის ცენტრში მდებარეობდა, ძველ ქალაქში, რაც
იმას ნიშნავდა, რომ არტუროს მეგობრები იქ ყოველდღე მო-
დიოდნენ, თან გაუფრთხილებლად. უმეტესობა ჩილეელი
იყო, მაგრამ იყვნენ მექსიკელებიც, დანიელი მათ შორის. არ
ვიცოდი, რის უფრო შემრცხვენოდა, იმისა, რომ სუნს იგ-
რძნობდნენ ჩილეელები, რომლებსაც თითქმის არ ვიცნობდი,
თუ მექსიკელებისა, რომლებიც, ასე თუ ისე, ჩვენს საერთო
მეგობრებად ითვლებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, მე მძაგდა
ჩემი სუნი, ერთხელ ღამით არტუროსაც კი ვკითხე, ოდესმე
თუ წოლილხარ ისეთ ქალთან, რომელსაც ასეთი ძლიერი სუ-
ნი ჰქონდა-მეთქი. არაო, მიპასუხა. ტირილი დავიწყე. არტუ-
რომ კი დაამატა, არც ისეთთან ვწოლილვარ, ასე რომ მყვა-
რებოდაო. არ დავუჯერე. ვუთხარი, დედა ტერეზასთან ნამ-
დვილად უკეთ იყავი-მეთქი. ჰო, სექსუალურად უკეთ ვიყავი,
678 მკითხველთა ლიგა
მაგრამ მას უფრო ვუყვარდი, მართალია, მეც ძალიან მიყვარ-
და, მაგრამ, სხვანაირადო. მერე დაამატა, შენც ძალიან უყ-
ვარხარო. ამდენმა სინაზემ გულისრევის შეგრძნება გამიჩინა.
სიტყვა ჩამოვართვი, რომ თუ სახლში ისევ ჩემი სუნი იქნება,
შენს მეგობრებს კარი არ გავუღოთ-მეთქი. მიპასუხა, მზად
ვარ, შენ გარდა არავინ ვნახოო. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობად
ჩავთვალე. მერე არ ვიცი, რა მოხდა.
ცუდად ყოფნა დამჩემდა. ვცხოვრობდით იმ ფულზე, რასაც
არტურო შოულობდა. მე დედაჩემს სასტიკად ავუკრძალე ფუ-
ლის გამოგზავნა. ის ფული არ მინდოდა. ბარსელონაში სამ-
სახური ვიშოვე და ბოლოს ებრაული ენის კერძო გაკვეთი-
ლებს ვატარებდი. კატალონიელები ძალიან უცნაურები აღ-
მოჩნდნენ. კაბალას ან თორას სწავლობდნენ და იქიდან ერე-
ტიკული დასკვნები გამოჰქონდათ. მერე ამ თავიანთ დას-
კვნებს მე მიხსნიდნენ, როდესაც გაკვეთილის დასრულების
შემდეგ ბარში ან მათ ოჯახში ყავას ან ჩაის ვსვამდით, მე კი-
დევ მბურძგლავდა. ღამღამობით არტუროს ჩემს მოსწავლე-
ებზე ვუყვებოდი. ერთხელ თვითონაც მიამბო რაღაც. კერძოდ
ის, რომ ულისეს ლიმას იესოს ერთი იგავის საკუთარი ახსნა
ჰქონია. რამდენადაც მახსოვს, მისი მოსაზრებით, იგავი და-
ფუძნებული იყო შეცდომაზე თუ ებრაულის არასაკმარის
ცოდნაზე, მაგრამ ვერ მოახერხა, კარგად აეხსნა, რას გულის-
ხმობდა და ამიტომაც დამავიწყდა. შეიძლება, იმ ამბის მოყო-
ლისას სათანადო ყურადღებით არც ვუსმენდი. იმ დროისათ-
ვის არტუროსა და ულისესის მეგობრობა, მგონი, უკვე დას-
რულებული იყო. ულისესი სამჯერ მყავდა ნანახი მექსიკაში.
ბოლო ნახვაზე რომ ვუთხარი, ბარსელონაში ვბრუნდები და
არტუროსთან ერთად უნდა ვიცხოვრო-მეთქი, მიპასუხა, არ
წახვიდე, თუ წახვალ, ძალიან მომენატრებიო. თავიდან ვერ
679 მკითხველთა ლიგა
გავიგე, რის თქმა უნდოდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ვუყ-
ვარდი, ან რაღაც ამდაგვარი სჭირდა და მისი თანდასწრებით
სიცილი ამიტყდა. არტურო ხომ შენი მეგობარია-მეთქი! მერე
კი ტირილი დავიწყე. თავი რომ ავწიე და ულისესი დავინახე,
მივხვდი, რომ ისიც ტიროდა, არა, კი არ ტიროდა, ცდილობდა
ეტირა, თავს ძალას ატანდა ცრემლი წამოსვლოდა და რამდე-
ნიმეს გადმოგდება მართლაც მოახერხა. მარტომ აქ რა უნდა
ვქნაო, მითხრა. მთელ ამ სცენას რაღაც ირეალურის ელფერი
დაჰკრავდა. როდესაც ეს ამბავი არტუროს ვუამბე, გაიცინა და
თქვა, მაგას ვერ დავიჯერებო, მერე კი, ძაღლიშვილიო, ასე
მოიხსენია. ამ თემაზე მეტი აღარ გვილაპარაკია, მაგრამ ბარ-
სელონაში დაბრუნების შემდეგ ულისესი ხანდახან მაინც მახ-
სენდებოდა. მახსენდებოდა მისი ცრემლები და ის, რომ მექ-
სიკაში, როგორც თავად მითხრა, სულ მარტოდმარტო იყო
დარჩენილი.
ერთ საღამოს, მოლე როხო მოვამზადე. ღია ფანჯარასთან
ვისხედით და იქ შევექცეოდით, რადგან ძალიან ცხელოდა,
ალბათ შუა ზაფხული იყო. უცებ ქუჩიდან საშინელი ხმაური
შემოგვესმა, თითქოს მთელი ქალაქი რაღაცის გასაპროტეს-
ტებლად გამოვიდაო, თუმცა, სინამდვილეში არაფერს აპრო-
ტესტებდნენ, უბრალოდ, ფეხბურთის გუნდის გამარჯვებას ზე-
იმობდნენ. სუფრა უკვე გაშლილი იყო და ჭამაც დაწყებული
გვქონდა, მაგრამ ქუჩიდან ისეთი გამაყრუებელი ხმაური შე-
მოდიოდა, რომ ერთმანეთის ხმაც კი არ გვესმოდა. რაღას ვი-
ზამდით, იძულებული გავხდით, ფანჯარა დაგვეკეტა. ცხელო-
და და მოლე როხოს ქათამიც ძალიან ცხარე გამომივიდა. არ-
ტუროს ოფლი სდიოდა, მეც. უეცრად ყველაფერი კიდევ ერ-
თხელ დაიმსხვრა და ტირილი ამივარდა. უცნაური ის იყო,
რომ, როდესაც არტურო შეეცადა, ხელი მოეხვია, სიბრაზის-
680 მკითხველთა ლიგა
გან ცეცხლი კიდევ უფრო მომეკიდა. შევეცადე თავიდან მომე-
შორებინა. როგორ მინდოდა მუშტები დამეშინა საკუთარი
თავისათვის. გავიძახოდი, მე, მე-მეთქი და მკერდში მუშტებს
ვიშენდი, სანამ არტურომ ხელები არ დამიჭირა. მოგვიანებით
ამიხსნა, შემეშინდა, თითი არ მოგეტეხა ან მკერდში რამე არ
დაგეზიანებინა, ან საკუთარი თავისთვის ორივე უბედურება
ერთად არ მოგეწიაო. ბოლოს დავწყნარდი და ქუჩაში გავე-
დით, ჰაერის ჩაყლაპვა ნამდვილად მჭირდებოდა, მაგრამ იმ
ღამით ქუჩებში ათასობით ადამიანი დაეხეტებოდა, ლას-რამ-
ბლასი გადაჭედილი იყო, ზოგიერთ კუთხეში გზა ვიღაცას ნაგ-
ვის ბუნკერებით გადაეხერგა, ზოგან ბიჭები მანქანების გა-
დატრიალებას ცდილობდნენ. დროშებიც დავინახეთ. ყველა
ხმამაღლა იცინოდა და მე გაკვირვებულები მიყურებდნენ,
რადგან ძალიან სერიოზული გამომეტყველება მქონდა სახე-
ზე, გზას მუჯლუგუნებით მივიკვლევდი და სუფთა ჰაერს ვეძებ-
დი ჩასასუნთქად, ჰაერს, რომელიც მაკლდა და რომელიც ისე
გამქრალიყო, თითქოს მთელ ბარსელონას უზარმაზარი ჭი-
აკოკონა წაჰკიდებოდა და იმ გაუსაძლის ხანძარს ათიათასო-
ბით ჩრდილი, ყვირილი და ფეხბურთის ჰიმნიც ემატებოდა.
მერე გაისმა პოლიციის მანქანების საყვირების კივილი, ჩა-
ლეწილი მინების ზრიალი და გავიქეცით. ჩემი აზრით, ჩემსა
და არტუროს შორის ყველაფერი სწორედ მაშინ დასრულდა.
საღამოობით წერას ვცდილობდით. ის რომანს წერდა, მე –
ჩემს დღიურს, ლექსებს და ფილმის სცენარს. ერთმანეთის პი-
რისპირ ვისხედით და ისე ვწერდით, თან აუარებელ ჩაისა და
ყავას ვსვამდით. ჩვენი მიზანი ნაწერის გამოქვეყნება არ ყო-
ფილა, უფრო საკუთარი თავის შესაცნობად ვირჯებოდით.
გვაინტერესებდა, სადამდე შეგვეძლო გაგვექაჩა. წერას თუ
თავს ვანებებდით, ვლაპარაკობდით შეუჩერებლივ, ჩვენ-ჩვენ
681 მკითხველთა ლიგა
ცხოვრებას მიმოვიხილავდით, განსაკუთრებით ჩემსას. თუმ-
ცა, ხანდახან არტურო ლათინოამერიკულ ბრძოლებში დაღუ-
პულ თავის მეგობრებს იხსენებდა, ზოგიერთს სახელებითაც
კი ვიცნობდი, ზოგიერთები მეხიკოშიც იყვნენ გავლით, რო-
დესაც ტროცკისტთა რიგებში ვიყავი, მაგრამ უმეტესობის სა-
ხელები პირველად მესმოდა. ისევ ერთად ვიწექით, მაგრამ მე
ყოველღამე სულ უფრო და უფრო ვშორდებოდი. ეს ჩემდაუ-
ნებურად ხდებოდა, დაუგეგმავად, ისიც კი არ ვიცოდი, ასეთი
განწყობა სადამდე მიმიყვანდა. დაახლოებით იგივე დამემარ-
თა აბრაამთან, მაგრამ, ახლა ეს ცოტა უფრო უარესი იყო, ახ-
ლა აღარაფერი გამაჩნდა.
ერთხელ, ღამით, სექსის დროს კიდეც გამოვუტყდი. მგო-
ნი, ვგიჟდები, ყველაფერი მეორდება-მეთქი. კარგა ხანს ვლა-
პარაკობდი. მისმა პასუხმა გამაოცა (უკანასკნელად გამა-
ოცა), მითხრა, თუ შენ გაგიჟდები, მეც გავგიჟდები, და თუ შენ
გვერდით გავგიჟდები, არც კი ვინაღვლებო. ეშმაკთან თამაში
მოგწონს-მეთქი? ვკითხე. არა, ეშმაკს არ ვეთამაშებიო, მიპა-
სუხა. სიბნელეში მისი თვალები მოვძებნე და ვკითხე, სერიო-
ზულად ამბობ-მეთქი? რა თქმა უნდა, სერიოზულადო, მიპასუ-
ხა და სხეულით მომეკრო. იმ ღამით უშფოთველად მეძინა.
დილით რომ გავიღვიძე, უკვე ვიცოდი, რომ უნდა მიმეტოვე-
ბინა და რაც უფრო მალე დავსვამდი წერტილს, მით უკეთესი
იქნებოდა. შუადღისას დედაჩემს დავურეკე. იმ წლებში საერ-
თაშორისო ზარებს არც არტურო იხდიდა და არც მისი მეგობ-
რები, რამდენადაც ვხვდები. არ ვიცი, რა მეთოდს იყენებ-
დნენ, მარტო ის ვიცი, რომ რამდენიმე ხერხს ხმარობდნენ და
გადასახადი ნამდვილად ათასობით ან მილიონობით პესეტა
იქნებოდა. ტელეფონთან მიდიოდნენ, ორიოდ კაბელს და-
ამაგრებდნენ და ეგ იყო, შეეძლოთ ელაპარაკათ. არგენტინე-
682 მკითხველთა ლიგა
ლები საუკეთესოები იყვნენ ამ საქმეში, მერე ჩილეელები მო-
დიოდნენ, არც ერთი მექსიკელი არ მინახავს, ვისაც ამ ხერ-
ხის გამოყენება შეეძლო, ეს ალბათ იმას ნიშნავს, რომ თანა-
მედროვე ცხოვრებისთვის მზად არ ვართ, ან ბარსელონაში
იმ დროისათვის ცოტა მექსიკელი ცხოვრობდა. ხოლო მათ,
ვინც ცხოვრობდა, საკმარისი ფულიც ჰქონდათ, რომ კანონის
საწინააღმდეგოდ მოქმედება არ დასჭირვებოდათ. ასეთი ტე-
ლეფონების გამოცნობა ძალიან ადვილი იყო, განსაკუთრე-
ბით ღამით. აპარატებთან აუცილებლად შეამჩნევდით მომ-
ლოდინე რიგს. იმ რიგებში შეხვდებოდით ლათინური ამერი-
კის როგორც ყველაზე უკეთეს, ასევე ყველაზე უარეს წარმო-
მადგენლებს: ყოფილ სამხედროებს, მკვლელებს, ყოფილ
პოლიტიკურ პატიმრებს და ძვირფასეულობით მოვაჭრეებს.
ღამით კინოდან გამოსული, რომელიმე სატელეფონო კაბი-
ნასთან ასეთ რიგს დავინახავდი თუ არა, მაგალითად, რამა-
ლიერასის მოედანზე, ცახცახი მეწყებოდა, ვიყინებოდი და
ლითონის სიცივე დამივლიდა თავიდან ფეხებამდე. მოზარდე-
ბი, მკერდზეაკრულბავშვებიანი ახალგაზრდა ქალები, უკვე
ასაკოვანი ქალბატონები და ბატონები რაზე ფიქრობდნენ იქ,
ღამის თორმეტ ან პირველ საათზე, სანამ მოთმინებით
ელოდნენ, რომ მათ წინ კაბინაში შესული საუბარს დაამთავ-
რებდა? მისი საუბარი არ ესმოდათ, მაგრამ გამოცნობა არ გა-
უჭირდებოდათ, რადგან მოსაუბრე ხან ხელებს იქნევდა, ხან
ტიროდა, ხან დიდხანს მდუმარედ უსმენდა ყურმილს და მარ-
ტო თავს იქნევდა თანხმობის ან უარყოფის ნიშნად. რის იმე-
დი ჰქონდა რიგში მორჩილად მდგარ იმ ხალხს, რომ სადაცაა
რიგი მოუწევდათ და ამასობაში პოლიცია არ გამოჩნდებო-
და? მარტო ამაზე ფიქრობდნენ? ყოველი შემთხვევისთვის

683 მკითხველთა ლიგა


იქაურობას მოვშორდი, დედაჩემს დავურეკე და ფული ვთხო-
ვე.
ნაშუადღევს არტუროს ვუთხარი, მივდივარ, ერთად ვეღარ
ვიცხოვრებთ-მეთქი. მკითხა, რატომო. ვუთხარი, ვეღარ გი-
ტან-მეთქი. რა დაგიშავეო? არაფერი, ჩემი ბრალია, მე ვექცე-
ვი ასე საშინლად ჩემს თავს. მარტო ყოფნა მჭირდება-მეთქი.
ბოლოს ყვირილით დავასრულეთ ის საუბარი. მე დანიელთან
გადავედი. ხანდახან არტურო მოდიოდა და ვსაუბრობდით,
მაგრამ, რაც დრო გადიოდა, მისი ნახვა ჩემთვის უფრო
მტკივნეული იყო. როგორც კი დედაჩემის გამოგზავნილი ფუ-
ლი მივიღე, რომის თვითმფრინავში ჩავჯექი და გავფრინდი.
რადგან აქამდე მივედით, ალბათ დროა, ჩემს ფისოზეც მო-
გიყვეთ. სანამ ერთად ვიცხოვრებდით, არტუროს ერთ-ერთმა
მეგობარმა ქალმა, ანუ ყოფილმა საყვარელმა, არტუროს ექ-
ვსი კნუტი დაუტოვა, კნუტების დედა კი თან წაიყვანა. სანამ
კნუტები ძალიან პატარები იყვნენ, ერთხანს არტუროსთან
ცხოვრობდნენ. მერე, როდესაც არტურო მიხვდა, რომ მისი
მეგობარი გოგო, მისი საყვარელი, აღარ დაბრუნდებოდა,
კნუტებისთვის პატრონების ძებნა დაიწყო. უმეტესობა მისმა
მეგობრებმა შეიფარეს, ერთის გარდა. ის ბოლო ნაცრისფერი
იყო, არავის უნდოდა და, აბრაამის ჭირად, მე წამოვიყვანე.
აბრაამს ეშინოდა, რომ კნუტი ტილოებს დაუხევდა. ძია და-
ვარქვი, სხვა კატის პატივსაცემად. ის მეორე ძია რომში მყავ-
და ნანახი. მექსიკაში რომ დავბრუნდი, ძიაც თან წამოვიყვა-
ნე. ბარსელონაში ხელახლა ჩასვლისას ისევ მშობლიურ ქა-
ლაქს დავუბრუნე. მგონი, თვითმფრინავით ფრენა მოსწონდა.
როდესაც დროებით დანიელ გროსმანის სახლში გადავედი,
ბუნებრივია, ძიაც თან მყავდა. რომის თვითმფრინავში მუხ-
ლებზე ჩალის ჩანთა მედო და კატა შიგ მეჯდა, ბოლოს და ბო-
684 მკითხველთა ლიგა
ლოს ხომ უნდა ენახა რომი, ქალაქი, საიდანაც მისი სახელი
იყო წარმოშობით.
რომში ჩემი ყოფნა სრული კრახი აღმოჩნდა. ყველაფერი
ცუდად წამივიდა და ყველაზე უარესი ის იყო, – ყოველ შემ-
თხვევაში მერე ასე მითხრეს, – რომ არავისთვის დახმარების
თხოვნა არ მინდოდა. ძიას მეტი არავინ მყავდა და მასზე და
მის საჭმელზე ვზრუნავდი. ისე კი, რაც მართალია, მართა-
ლია, ბევრს ვკითხულობდი, თუ ახლა, როდესაც ვცდილობ, იქ
წაკითხული წიგნები გავიხსენო, წინ რაღაც მოძრავი და ცხე-
ლი კედლის მსგავსი აღიმართება ხოლმე. ალბათ, დანტეს
ვკითხულობდი იტალიურად ან გადას155. არ ვიცი, ორივე ეს-
პანურად მქონდა ადრე წაკითხული. ერთადერთი, ვინც ჩემი
ადგილსამყოფელი ბუნდოვნად კი არა, დანამდვილებით
იცოდა, დანიელი იყო. ზოგჯერ მისგან წერილებს ვიღებდი.
ერთ წერილში მწერდა, არტურო ძალიან განიცდის შენს წას-
ვლას და რამდენჯერაც შევხვდები, იმდენჯერ შენზე მეკითხე-
ბაო. ჩემი მისამართი არ მისცე, თორემ შეიძლება რომში ჩა-
მომაკითხოს-მეთქი, ვუპასუხე. არ მივცემო, მიპასუხა დანი-
ელმა შემდეგ წერილში. მისგან ისიც გავიგე, რომ დედაჩემი
და მამაჩემი ჩემზე წუხდნენ და ბარსელონაში ხშირად ურე-
კავდნენ. ჩემი მისამართი არც მათ მისცე-მეთქი და დანიელიც
დამპირდა, არ მივცემო. გრძელ წერილებს მიგზავნიდა. მე კი
მოკლედ ვპასუხობდი, თითქმის ყოველთვის საფოსტო ღია
ბარათებით. რომში დიდხანს არ მიცხოვრია. ფეხსაცმლის მა-
ღაზიაში ვმუშაობდი და ვია დელა ლუჩეს პანსიონში ვცხოვ-
რობდი, ტრასტევერეზე. საღამოობით, შინ დაბრუნების შემ-
დეგ, ძია სასეირნოდ გამყავდა. როგორც წესი, პარკში დავდი-

155 კარლო ემილიო გადა (1893-1973) – იტალიელი მწერალი


685 მკითხველთა ლიგა
ოდით, სან-ეჯიდიოს ეკლესიის უკან, და სანამ კატა ბალახებ-
ში დახტოდა, მე წიგნს გადავშლიდი და წაკითხვას ვცდილობ-
დი. ალბათ დანტეს ვკითხულობდი, ან გვიდო კავალკანტის156
ან ჩეკო ანჯოლიერის157 ან ჩინო და პისტოიას158, რადგან იმ
კითხვიდან მხოლოდ ცხელი ფარდა დამამახსოვრდა, ან შეიძ-
ლება თბილი, რომელსაც ოდნავ თუ არხევდა საღამო ხანის
რომის მსუბუქი ნიავი. მახსოვს კიდევ ბალახები, ხეები და ნა-
ბიჯების ხმა. ერთ საღამოს ეშმაკი გავიცანი. ჩემი მოგონებები
ამით მთავრდება. გავიცანი ეშმაკი და მივხვდი, რომ მოვ-
კვდებოდი. ფეხსაცმლის მაღაზიის მეპატრონემ დამინახა,
როგორ მივედი დალურჯებული ყელით და ერთი კვირის მან-
ძილზე მაკვირდებოდა. მერე ჩემთან დაწოლა მოინდომა,
მაგრამ უარი ვუთხარი. ერთ დღეს ძია პარკში დაიკარგა, არა,
სან-ეჯიდიოს უკანა პარკში კი არა, სხვაგან, გარიბალდის ქუ-
ჩაზე მდებარე პარკში, სადაც არც ხეები იყო, არც ლამპიონე-
ბი, ძია უბრალოდ, ძალიან შორს წავიდა და ამიტომ სიბნე-
ლემ შთანთქა.
დილის შვიდ საათამდე ვეძებდი, სანამ მზე ამოვიდოდა და
ხალხი ქუჩებში ზანტად გამოეფინებოდა სამსახურში წასას-
ვლელად. იმ დღეს ფეხსაცმლის მაღაზიაში არ წავედი. დავწე-
ქი, კარგად შემოვიკარი საბანი და დავიძინე. რომ გავიღვიძე,
ისევ ქუჩაში გავედი და ჩემი კატის ძებნა განვაგრძე. ვერ ვი-
პოვე ერთხელ არტურო მესიზმრა. ორივე რაღაც დაწესებუ-
ლების ყველაზე მაღალ სართულზე ვიყავით ასულები, აი, ისე-

156 გვიდო კავალკანტი (1255-1300) – იტალიელი ფილოსოფოსი, პოეტი,


ფლორენციელი პოეტების თავი დანტემდე
157 ჩეკო ანჯელიერი – იტალიელი პოეტი, დანტე ალიგიერის თანამედრო-

ვე
158 ჩინო და პისტოია (1270-1336/7) – იტალიელი იურისტი და პოეტი

686 მკითხველთა ლიგა


თის, მარტო შუშისა და ლითონისგან რომაა ნაგები, ფანჯარა
გავაღეთ და ქვემოთ ვიყურებოდით. ღამე იყო, გადავარდნას
არ ვაპირებდი, მაგრამ არტურო მიყურებდა და მეუბნებოდა,
თუ გადახტები, მეც მოგყვებიო. მინდოდა მეთქვა, სულელო-
მეთქი, მაგრამ ამის თქმის თავიც არ მქონდა.
ერთ დღეს ჩემი ოთახის კარი გავაღე და დავინახე, როგორ
შემოვიდნენ დედაჩემი და ჩემი უმცროსი ძმა. ჩემი ძმა ისრაე-
ლის ჯარში მსახურობდა და თითქმის მთელ წელიწადს ისრა-
ელში ცხოვრობდა. მაშინვე რომის საავადმყოფოში გადამიყ-
ვანეს. ორი დღის შემდეგ კი უკვე მექსიკის თვითმფრინავში
ვიჯექი. მოგვიანებით გავიგე, რომ დედაჩემი ბარსელონაში
ჩაფრენილიყო და დანიელისთვის ჩემი მისამართი გამოერ-
თმია. დანიელი თურმე თავიდან ამას ძალიან ეწინააღმდეგე-
ბოდა.
მექსიკაში კერძო კლინიკაში დამაწვინეს, კუერნავაკაში
და ექიმებმა მაშინვე გააფრთხილეს დედაჩემი, რომ, თუ მეც
არ დავეხმარებოდი საკუთარ თავს, სიკვდილი გარდაუვალი
იქნებოდა. მაშინ ორმოც კილოს ვიწონიდი და ძლივს დავდი-
ოდი. მერე ისევ თვითმფრინავში ჩამსვეს და ლოს-ანჯელესის
კლინიკაში გადამიყვანეს. იქ ერთი ექიმი გავიცანი, გვარად
კალბი, რომელსაც ნელ-ნელა დავუმეგობრდი. ოცდათხუთ-
მეტ კილოს ვიწონიდი, დღისით ტელევიზორს ვუყურებდი და
ცოტა კიდევ რაღაცას ვაკეთებდი. დედაჩემი ლოს-ანჯელესის
სასტუმროში დაბინავდა, ცენტრში, მე-6 ქუჩაზე, და ჩემს სანა-
ხავად ყოველდღე მოდიოდა. ერთი თვის შემდეგ წონაში მო-
ვიმატე და ისევ ორმოცი კილო გავხდი. დედას ძალიან გა-
უხარდა და გადაწყვიტა, მეხიკოში დაბრუნებულიყო და თავი-
სი ბიზნესისთვის მიეხედა. ის დრო, როდესაც დედაჩემი არ
იყო, მე და ექიმმა კალბმა დასამეგობრებლად გამოვიყენეთ.
687 მკითხველთა ლიგა
საჭმელზე ვსაუბრობდით, ტრანკვილიზატორებზე და ნარკო-
ტიკების სხვა სახეობებზე. წიგნებზე დიდად არა, რადგან ექი-
მი კალბი მარტო ბესტსელერებს კითხულობდა. კინოზე კი
ვლაპარაკობდით. ჩემზე ბევრად მეტი ფილმი ჰქონდა ნანახი
და ორმოცდაათიანი წლების კინო მოსწონდა. დღის მეორე
ნახევარში ტელევიზორს ვრთავდი და რომელიმე კინოს ვე-
ძებდი, რათა მერე ის კინო მასთან ერთად გამერჩია, მაგრამ
დანიშნული წამლები მაიძულებდა, ფილმის ნახევარი ძილში
გამეტარებინა. როდესაც ამას ექიმ კალბს ვეუბნებოდი, იგი
ფილმის იმ ნაწილს მიამბობდა, რომელიც ძილში მქონდა გა-
მოტოვებული, თუმცა, როგორც წესი, იმ დროისთვის ის აღა-
რც ნანახი ნაწილი მახსოვდა. იმ ფილმებიდან უცნაური მო-
გონებები დამრჩა, სახეები, მარტივად გაშიფრული სიტუ-
აციები, ჩემი ექიმის აღფრთოვანებას მაინც რომ იწვევდა.
კვირის ბოლოს დედაჩემი ჩამოდიოდა. პარასკევს ღამით გა-
მოჩნდებოდა და კვირა საღამოს ბრუნდებოდა მეხიკოში. ერ-
თხელ ისიც კი მითხრა, ვფიქრობ, იქნებ ლოს-ანჯელესში სა-
მუდამოდ დავმკვიდრდეო. არა თავად ქალაქში, არამედ მის
რომელიმე სასიამოვნო შემოგარენში, მაგალითად, კორონა
დელმარში ან ლაგუნა ბიჩზეო. მერე ფაბრიკას რა ეშველება.
ბაბუას არ მოეწონებოდა, მისი ნაამაგარი რომ გაგვეყიდა-
მეთქი. მექსიკა ჯანდაბისკენ მიექანება, ადრე თუ გვიან, მისი
გაყიდვა მაინც მომიწევსო, მიპასუხა. ხანდახან ჩემს რომელი-
მე მეგობართან ერთად ჩამოდიოდა. ისინი თავისი ინიციატი-
ვით მოჰყავდა, რადგან ჩემი ექიმების, მათ შორის, ექიმი
კალბის შეხედულებითაც, „ძველი ძმაკაც-დაქალების“ ნახვა
ჩემს გამოჯანმრთელებას ხელს შეუწყობდა. ერთ შაბათს გრე-
ტასთან ერთად მოვიდა. გრეტა ჩემი სკოლის მეგობარი იყო,
სკოლის დამთავრების შემდეგ არ მენახა. მეორე შაბათს ვი-
688 მკითხველთა ლიგა
ღაც ბიჭი მომიყვანა, ვერც კი ვიცანი, ვინ იყო. ჩემი კი არა, შე-
ნი მეგობრები უნდა წამოიყვანო და კარგი დრო გაატარო-
მეთქი, ვუთხარი. ასეთ რამეს რომ ვეტყოდი, ისე იცინოდა,
თითქოს ჩემი ნათქვამი არ სჯეროდა, ან ტირილს იწყებდა.
არავის არ ხვდები, შეყვარებული არ გყავს-მეთქი? ვკითხე
ერთხელ. გამომიტყდა, მეხიკოში ერთ ტიპს ვხვდები, ჩემსა-
ვით განქორწინებულს თუ ქვრივსო, არ ჩავძიებივარ, დაწვრი-
ლებით არ გამომიკითხავს. ალბათ იმიტომ, რომ სინამდვი-
ლეში არც მაინტერესებდა. ოთხი თვის შემდეგ უკვე ორმოც-
დარვა კილო გავხდი და დედაჩემი მექსიკის კლინიკაში ჩემი
გადაყვანის თადარიგის დაჭერას შეუდგა. გამგზავრების წინა
დღეს ექიმი კალბი გამომემშვიდობა. ჩემი ტელეფონის ნომე-
რი მივეცი და შევეხვეწე, ოდესმე მაინც დაერეკა. თავისი ნო-
მერი რომ ვთხოვე, მგონი, ბინას ვიცვლიო, თუ რაღაც ამდაგ-
ვარი მოიმიზეზა და არ მომცა. არ დავიჯერე, მაგრამ არ შევიმ-
ჩნიე.
მეხიკოში დავბრუნდით. ამჯერად ბუენოს-აირესის უბნის
საავადმყოფოში დამაწვინეს. დიდი პალატა მქონდა, კარგად
განათებული, ფანჯარა პარკში გადიოდა, ტელევიზორი ასზე
მეტ არხს აჩვენებდა. დილაობით იმ პარკში ჩავდიოდი და
რომანებს ვკითხულობდი. საღამოობით ოთახში ვიკეტებოდი
და ვიძინებდი. ერთხელ დანიელი მოვიდა ჩემს სანახავად.
ბარსელონიდან ახალი ჩამოსული იყო. მექსიკაში დიდხანს
დარჩენას არ აპირებდა, მაგრამ, გაეგო, რომ საავადმყოფო-
ში ვიწექი და ჩემი მონახულება გადაეწყვიტა. ვკითხე, როგორ
გამოვიყურები-მეთქი. მითხრა კარგად, მაგრამ ძალიან გამ-
ხდარი ხარო. ორივემ გავიცინეთ. მაშინ სიცილი არ მიჭირდა,
რაც კარგის ნიშანი იყო. სანამ წავიდოდა, არტუროს ამბავი
ვკითხე. მითხრა, ჩემი აზრით, არტურო ბარსელონაში აღარ
689 მკითხველთა ლიგა
ცხოვრობსო. კარგა ხანი იყო, არ ენახა. ერთი თვის შემდეგ
ორმოცდაათ კილოს მივაღწიე და საავადმყოფო დავტოვე.
თუმცა, ჩემი ცხოვრება დიდად არ შეცვლილა. ვცხოვრობ-
დი დედაჩემთან, ქუჩაში არ გავდიოდი. იმიტომ კი არა, რომ
არ შემეძლო, უბრალოდ, არ მინდოდა. დედამ თავისი ძველი
მანქანა მაჩუქა, „მერსედესი“, მაგრამ მარტო ერთხელ ვატა-
რე და კინაღამ რაღაცას მივაჯახე. ნებისმიერ რამეზე შეიძლე-
ბოდა ავტირებულიყავი. შორიდან დანახული სახლი, საცობი,
თავიანთ მანქანებში გამოკეტილი ხალხის ყურება, ყოველ-
დღიური პრესის კითხვა – ყველაფერი ტირილს მგვრიდა.
ერთ საღამოს აბრაამმა დამირეკა პარიზიდან და მითხრა,
მექსიკელი ახალგაზრდა მხატვრების კოლექტიურ გამოფენა-
ში ვმონაწილეობო. უნდოდა, ჩემს ჯანმრთელობაზე დამლა-
პარაკებოდა, მაგრამ ამის ნება არ მივეცი. ამიტომ მოუწია,
თავის მხატვრობაზე, თავის წარმატებებზე ელაპარაკა. ერ-
თმანეთს რომ დავემშვიდობეთ, მივხვდი, რომ არც ერთი წვე-
თი ცრემლი არ გადმომვარდნია. ცოტა ხნის შემდეგ დედაჩემ-
მა მართლაც გადაწყვიტა, ლოს-ანჯელესში გადასულიყო საც-
ხოვრებლად, წონაში ისევ დავიკელი. ერთ დღეს, ისე, რომ
ფაბრიკა არ გაგვიყიდია, თვითმფრინავში ჩავსხედით და ლა-
გუნა ბიჩში გადავბარგდით. პირველი ორი კვირა ჩემს ძველ
საავადმყოფოში გავატარე, ლოს-ანჯელესში. ექიმებმა დაწ-
ვრილებით გამომიკვლიეს. მერე დედაჩემთან გადავედი
ლინკოლნის ქუჩაზე, ლაგუნა ბიჩში. დედა იქ ადრეც იყო ნამ-
ყოფი, მაგრამ ერთია, როდესაც სადღაც ცოტა ხნით, გავლით
ხარ, და მეორე, სრულიად განსხვავებული, როდესაც იქ საც-
ხოვრებლად ჩადიხარ. ერთხანს, დილაუთენია, მანქანა გაგ-
ვყავდა და სხვა ადგილების დასათვალიერებლად გავდი-
ოდით. ვიყავით დანა პოინტში, სან-კლემენტეში, სან-ონიფ-
690 მკითხველთა ლიგა
რეში. ბოლოს იმით დავასრულეთ, რომ კლივლენდის ეროვ-
ნული ნაკრძალის სიახლოვეს შევჩერდით, ქალაქში, რომელ-
საც სილვერადო ერქვა, როგორც ფილმს. იქ ერთი სახლი და-
ვიქირავეთ, თავისი ხეხილიანი ეზოთი, ვიყიდეთ ნაგაზი, რო-
მელსაც დედაჩემმა უგო დაარქვა, თავისი მეგობრის სახელი.
ის მეგობარი სულ ახალი მიტოვებული ჰყავდა მექსიკაში.
იქ ორ წელს ვიცხოვრეთ. ამასობაში დედაჩემმა ბაბუას
მთავარი ფაბრიკა გაყიდა, მე კი პერიოდულ და ყოველ ჯერზე
უფრო რუტინულ სამედიცინო გამოკვლევებზე დავდიოდი.
თვეში ერთხელ დედაჩემი მეხიკოში მიემგზავრებოდა. უკან
დაბრუნებულს ჩემთვის რომანები, მექსიკური წიგნები ჩამოჰ-
ქონდა, იცოდა, რომლები მომეწონებოდა. იმ წიგნებს შორის
ძველი გამოცემულებიც იყო და ახლებიც, ხოსე აგუსტინი,
გუსტავო საინსი, ან მათზე უფრო ახალგაზრდა მწერლები.
ერთხელ მივხვდი, რომ კითხვა აღარ შემეძლო და ნელ-ნელა
ესპანურ ენაზე გამოცემულმა წიგნებმა კუთხეებში დაიდეს ბი-
ნა. ცოტა ხნის შემდეგ, ისე, რომ წინასწარ არ გავუფრთხილე-
ბივარ, დედა თავის მეგობარ მამაკაცთან ერთად ჩამოვიდა.
ის კაცი ინჟინერი აღმოჩნდა, გვარად კაბრერა, რომელიღაც
სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა და გვადალახარაში მშე-
ნებლობას ხელმძღვანელობდა. ინჟინერი ქვრივი იყო და
ორი, ჩემზე ცოტა უფროსი შვილი ჰყავდა. ის შვილები შეერ-
თებულ შტატებში, კოსტა ესტეში ცხოვრობდნენ. დედაჩემთან
ნაზი ურთიერთობა ჰქონდა და ეტყობოდა, რომ სერიოზული
მიზნები ამოძრავებდა. ერთ საღამოს მე და დედამ სექსზე და-
ვიწყეთ ლაპარაკი. ვუთხარი, ჩემს სქესობრივ ცხოვრებას სა-
მუდამოდ წერტილი დაესვა-მეთქი. დიდხანს ვიკამათეთ, მერე
დედაჩემი ატირდა, ჩამეხუტა და მითხრა, ჩემი პატარა გოგო
ხარ და არასოდეს მიგატოვებო. საერთოდ, თითქმის არასო-
691 მკითხველთა ლიგა
დეს ვკამათობდით. ჩვენი ცხოვრება შემოიფარგლებოდა
კითხვით, ტელევიზორის ყურებით (კინოში არასოდეს დავდი-
ოდით) და ყოველკვირეული გასვლებით ლოს-ანჯელესში,
რომ იქ გამოფენებზე გვევლო, ან კონცერტებზე წავსულიყა-
ვით. სილვერადოში მეგობრები არ გვყავდა, გარდა ერთი
ოთხმოცი წლის ებრაელი წყვილისა. ის ხალხი დედაჩემმა სუ-
პერმარკეტში გაიცნო, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მითხრა.
მათ ყოველ სამ-ოთხ დღეში ერთხელ ვნახულობდით, მარტო
რამდენიმე წუთით, და ყოველთვის მათთან სახლში. როგორც
დედაჩემი ამბობდა, იმ მოხუცებთან სტუმრობა ვალდებულე-
ბაა, რადგან შეიძლება რამე უბედურება შეემთხვეთ, ან ერთ-
ერთი მათგანი უეცრად მოკვდეს, მეორემ კი არ იცოდეს, რო-
გორ მოიქცესო, რაშიც მე ეჭვი მეპარებოდა, რადგან ისინი
მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკში იყ-
ვნენ ნამყოფი და სიკვდილი მათთვის უცხო ხილი არ უნდა
ყოფილიყო. მაგრამ დედაჩემს ძალიან უნდოდა მათი დახმა-
რება და საწინააღმდეგოში დარწმუნება არ დამიწყია. იმ
ცოლ-ქმარს ქალბატონი და ბატონი შვარცები ერქვათ და
ჩვენ მექსიკელებს გვეძახდნენ.
ერთხელ, როდესაც დედა მეხიკოში იყო წასული, მათ სა-
ნახავად მარტო მივედი, პირველად. ჩემდა გასაოცრად, იქ
კარგა ხანს დავრჩი. მათთან საუბარი ძალიან სასიამოვნო გა-
მოდგა. მე ლიმონათი დავლიე, ქალბატონმა და ბატონმა
შვარცებმა ორი ჭიქა ვისკი მიირთვეს. ირწმუნებოდნენ, ვისკი
ხანდაზმულ ასაკში საუკეთესო წამალიაო. ვისაუბრეთ ევრო-
პაზე, – ევროპას საკმაოდ კარგად იცნობდნენ, – მექსიკაზე,
სადაც ერთ-ორჯერ იყვნენ ნამყოფები. მიუხედავად ამისა,
იმაზე მცდარი და ზედაპირული აზრი, რაც მექსიკაზე ჰქონ-
დათ შექმნილი, შეუძლებელია, ბუნებაში არსებობდეს. მახ-
692 მკითხველთა ლიგა
სოვს, როგორ შემომხედეს ხანგრძლივი საუბრის შემდეგ და
მითხრეს, ნამდვილად მექსიკელი ხარო. რა თქმა უნდა, მექ-
სიკელი ვარ-მეთქი, ვუპასუხე. მიუხედავად ყველაფრისა, მა-
ინც ძალიან სიმპათიურები იყვნენ და მეც მათთან სტუმრად
სიარულს მოვუხშირე. ხანდახან, როდესაც თავს კარგად არ
გრძნობდნენ, მირეკავდნენ და მთხოვდნენ, სუპერმარკეტში
წავსულიყავი და რამე მიმეტანა, ან სამრეცხაოში წამეღო
ტანსაცმელი, ან კიოსკში გაზეთები მეყიდა. გაზეთებიდან
ზოგჯერ „ლოს-ანჯელეს პოსტის“ წაკითხვას ამჯობინებდნენ,
ზოგჯერ სილვერადოს ადგილობრივი გაზეთის, ოთხგვერდია-
ნი ტაბლოიდისას, სადაც საინტერესოს ვერაფერს იპოვიდით.
ბრამსის მუსიკა მოსწონდათ, იგი მეოცნებედ და თანაც გო-
ნიერებით აღსავსედ მიაჩნდათ და ტელევიზორს იშვიათად
უყურებდნენ. მე ყველაფერი პირიქით მქონდა, მუსიკას თით-
ქმის არასოდეს ვუსმენდი და ტელევიზორიც სულ ჩართული
მქონდა. უკვე ერთ წელიწადზე მეტი იყო, რაც იმ ქალაქში
ვცხოვრობდით, ბატონი შვარცი რომ გარდაიცვალა. ქალბა-
ტონ შვარცს მე და დედაჩემი გავყევით მეუღლის დაკრძალვა-
ზე ლოს-ანჯელესის ებრაულ სასაფლაოზე. დაჟინებით
ვთხოვდით, ჩვენს მანქანაში ჩამჯდარიყო, მაგრამ ქალბატონ-
მა შვარცმა უარი განგვიცხადა და იმ დილით დაქირავებული
ლიმუზინით გაჰყვა დამკრძალავ კატაფალკს, თანაც სრული-
ად მარტოდმარტო. ყოველ შემთხვევაში, მე და დედას ასე
გვეგონა. სასაფლაოზე მისვლისას ლიმუზინიდან ვიღაც ორ-
მოციოდე წლის თავგადაპარსული, ერთიანად შავებში ჩაცმუ-
ლი ტიპი გადმოვიდა და ქალბატონ შვარცს ისე დაეხმარა მან-
ქანიდან გადმოსვლაში, თითქოს მისი სატრფო ყოფილიყოს.
აქეთობასაც იგივე სცენა განმეორდა: ქალბატონი შვარცი
მანქანაში ჩაჯდა და გვერდით ისევ ის მელოტი ტიპი მიუჯდა.
693 მკითხველთა ლიგა
ლიმუზინს უკან დედაჩემის თეთრი „ნისანი“ მიჰყვებოდა.
სილვერადოში რომ დავბრუნდით, ლიმუზინი შვარცების სახ-
ლთან გაჩერდა, მელოტი ქალბატონ შვარცს ისევ დაეხმარა
გადმოსვლაში, მერე ლიმუზინში ჩაჯდა და მაშინვე წავიდა.
ქალბატონი შვარცი მარტო დარჩა უკაცრიელ ტროტუარზე.
კიდევ კარგი, უკან მივყვებოდითო, თქვა დედაჩემმა. მანქანა
გავაჩერეთ და გვერდით ამოვუდექით. ქალბატონი შვარცი
თითქოს ამ ქვეყანას არ იყო, დაკარგული მზერით იყურებო-
და ქუჩის ბოლოსკენ, სადაც ლიმუზინი გაუჩინარდა. სახლში
შევიყვანეთ და დედამ ჩაი მოგვიმზადა. ქალბატონი შვარცი
უსიტყვოდ ემორჩილებოდა, მაგრამ, როგორც კი ჩაის პირვე-
ლი ყლუპი მოსვა, ფინჯანი გვერდზე გასწია და ჭიქა ვისკი მო-
ითხოვა. დედაჩემმა მე შემომხედა. მის თვალებში გამარჯვება
იყო აღბეჭდილი. მერე იკითხა, ვისკი სად არისო და ჭიქაში
დაუსხა. წყლით თუ უწყლოდ? სუფთა, საყვარელოო, უთხრა
ქალბატონმა შვარცმა. ყინულით თუ უყინულოდ? გავიგონე
დედაჩემის ხმა სამზარეულოდან. სუფთა! გაიმეორა ქალბა-
ტონმა შვარცმა. მას მერე ჩვენს მარტოდ დარჩენილ მეზო-
ბელს უფრო დავუახლოვდით. როდესაც დედა მექსიკაში მი-
ემგზავრებოდა, მთელ დღეს ქალბატონი შვარცის სახლში ვა-
ტარებდი და ხანდახან დასაძინებლადაც იქ ვრჩებოდი. მიუხე-
დავად იმისა, რომ ქალბატონი შვარცი ღამით ჭამას მიჩვეუ-
ლი არ იყო, სალათას და გრილზე სტეიკებს მაინც მიმზადებ-
და და მაიძულებდა, აუცილებლად მეჭამა. თვითონაც გვერ-
დით მომიჯდებოდა, ვისკიანი ჭიქით და ევროპაში გატარებუ-
ლი თავისი ახალგაზრდობის ამბებს მიყვებოდა, იმდროინ-
დელ ამბებს, როდესაც, როგორც თვითონ ამბობდა, საჭმელი
აუცილებლობა და ფუფუნება იყო. გარდა ჭამისა, დროს ფირ-

694 მკითხველთა ლიგა


ფიტების მოსმენასა და ადგილობრივი ამბების გარჩევაში ვა-
ტარებდით.
ქალბატონი შვარცის ქვრივობის ხანგრძლივი და აუღელ-
ვებელი ერთი წლის მანძილზე სილვერადოში ერთი კაცი გა-
ვიცანი. ის კაცი სანტექნიკოსი იყო. ვიჟიმავეთ. არ მომეწონა.
სანტექნიკოსს ჯონი ერქვა და უნდოდა, კიდევ შემხვედროდა.
მე უარი ვუთხარი, ერთხელაც მეყო-მეთქი. ჩემი უარი არ მო-
ეწონა და სახლში ყოველდღე მირეკავდა. ერთხელ ყურმილი
დედაჩემმა აიღო, ერთხანს ერთმანეთს ლანძღავდნენ. ერთი
კვირის შემდეგ მე და დედაჩემმა გადავწყვიტეთ, დასასვენებ-
ლად წავსულიყავით მექსიკაში. ჯერ პლაჟზე გავედით, მერე
მეხიკოში გავემგზავრეთ. არ ვიცი, რატომ მოუვიდა დედაჩემს
აზრად, რომ მე აბრაამი უნდა მენახა. ერთხელ, ღამით აბრა-
ამმა დამირეკა და შევთანხმდით, მეორე დღეს შევხვედრო-
დით ერთმანეთს. მაშინ აბრაამს საბოლოოდ დაეტოვებინა
ევროპა და მეხიკოში დამკვიდრებულიყო, საკუთარი სახე-
ლოსნოც ჰქონდა და, როგორც ეტყობოდა, საქმე კარგად მი-
დიოდა. სახელოსნო კოიოაკანში მდებარეობდა, მის სახ-
ლთან ძალიან ახლოს. ერთად ვივახშმეთ, მერე მოინდომა,
მისი ბოლო ნამუშევრები მენახა. ვერ ვიტყვი, მისი ნახატები
მომწონდა თუ არა, უფრო ალბათ გულგრილი ვიყავი. დიდი
ტილოები ჰქონდა და ძალიან მიაგავდა იმ კატალონიელი
მხატვრის ნამუშევრებს, აბრაამს ბარსელონაში ცხოვრებისას
რომ მოსწონდა. მსგავსების მიუხედავად, იმ ნახატებში რაღაც
თავისიც შეეტანა: სადაც ადრე ოხრა და მიწისფერი ჭარბობ-
და, ახლა ყვითელი, წითელი და ცისფერი დომინირებდა. მე-
რე სხვა ნახატების სერია მიჩვენა, ისინი ცოტა უფრო მეტად
მომეწონა. მერე ფულზე ვილაპარაკეთ. უფრო სწორად, აბ-
რაამი ლაპარაკობდა ფულზეც, პესოს არასტაბილურობაზეც,
695 მკითხველთა ლიგა
შესაძლებლობაზეც, რომ კალიფორნიაში გადასულიყო საც-
ხოვრებლად, მეგობრებზეც, კარგა ხანი რომ აღარ გვენახა.
უცებ ისე, რომ არაფერ შუაში იყო, არტურო ბელანოზე
მკითხა. გავოცდი, რადგან აბრაამი ასე პირდაპირ არასოდეს
არაფერს მეკითხებოდა. ვუთხარი, მის შესახებ არაფერი ვი-
ცი-მეთქი. მე ვიცი, გინდა, ყველაფერს მოგიყვეო? თავიდან
ვიფიქრე, უარს ვეტყვი-მეთქი, მაგრამ მერე დავთანხმდი, მო-
მიყევი, მაინტერესებს-მეთქი. ერთხელ ჩინურ უბანში დავინა-
ხე, თავიდან ვერ მიცნო, ვიღაც ქერა ქალთან ერთად იყო,
კმაყოფილი ჩანდა, მივესალმე, პატარა ღვინის ბარში ვისხე-
დით, თითქმის ერთსა და იმავე მაგიდასთან (აქ აბრაამმა გა-
იცინა ) და სისულელე იქნებოდა, თავი ისე დამეჭირა, თით-
ქოს ვერ დავინახე. ცოტა ხანს დაფიქრდა, სანამ მიცნობდა.
მერე მომიახლოვდა, თითქმის სახე სახეზე მომადო, მივხვდი,
რომ მთვრალი იყო, ალბათ მეც მთვრალი ვიქნებოდი, და შე-
ნი ამბავი მკითხაო. მერე, რა უთხარი-მეთქი, ვკითხე. ვუთხა-
რი, შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და კარგადაა-მეთქი.
მერე ამაზე რა გითხრა-მეთქი. მიპასუხა, მხრებიდან ტვირთი
მომეხსნა, თუ რაღაც ამდაგვარი, ხანდახან ცოცხალიც აღარ
მეგონაო. სულ ეს იყო. მერე იმ ქერათმიანს დაუბრუნდა და
ცოტა ხნის შემდეგ მე და ჩემი მეგობარიც წამოვედითო, მით-
ხრა აბრაამმა.
ორი კვირის შემდეგ სილვერადოში დავბრუნდით. ერ-
თხელ ქუჩაში ჯონს გადავეყარე და ვუთხარი, თუ სატელეფო-
ნო ზარებით კიდევ შემაწუხებ, მოგკლავ-მეთქი. ჯონმა ბოდი-
ში მომიხადა და მითხრა, შემიყვარდი, მაგრამ ახლა აღარ
მიყვარხარ და აღარ დაგირეკავო. იმ დროისთვის ორმოცდა-
ათ კილოს ვიწონიდი, არც ვხდებოდი, არც ვსუქდებოდი და
დედაჩემი ამით ძალიან გახარებული იყო. ინჟინერთან დედას
696 მკითხველთა ლიგა
ურთიერთობასაც სტაბილური სახე ჰქონდა მიღებული, იმდე-
ნად, რომ დაქორწინებაზეც კი ალაპარაკდნენ, თუმცა, დედა-
ჩემის ტონი მაინცდამაინც სერიოზული არ მეჩვენებოდა. დე-
დამ ერთ მეგობარ ქალთან ერთად ლაგუნა ბიჩში მექსიკური
ნაწარმის მაღაზია გახსნა. მართალია, მაღაზიას დიდი ფული
არ შემოჰქონდა, მაგრამ არც წაგებაში იყო და თან ზუსტად
ისეთი სოციალური ცხოვრების საშუალებას აძლევდა, რასაც
თავად ისურვებდა. ბატონი შვარცის გარდაცვალებიდან ერთი
წლის შემდეგ ქალბატონი შვარცი დაავადდა და იძულებული
გახდა, ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში დაწოლილიყო. მე-
ორე დღეს მივედი მის სანახავად. ეძინა. კლინიკა ცენტრში
მდებარეობდა, უილშირის ბულვარზე, დაგლას მაკ-არტურის
პარკთან ახლოს. დედაჩემს საქმეები ელოდა და უნდა წასუ-
ლიყო, მე კი მინდოდა, ქალბატონი შვარცის გაღვიძებას დავ-
ლოდებოდი. პრობლემას მანქანა წარმოადგენდა – დედა თუ
წავიდოდა და მე დავრჩებოდი, სილვერადოში ვინღა ჩამიყ-
ვანდა? საავადმყოფოს კორიდორში ხანგრძლივი დისკუსიის
შემდეგ დედამ თქვა, ღამის ცხრიდან ათ საათამდე მოგაკით-
ხავ და თუ რამე განსაკუთრებული მოხდება, კლინიკაში დაგი-
რეკავო. წასვლამდე პირობა დამადებინა, რომ იქიდან ფეხს
არ მოვიცვლიდი. არ ვიცი, რამდენი ხანი გავატარე ქალბატო-
ნი შვარცის პალატაში, კლინიკის სასადილოში ვისადილე და
ექთანთან კარგა ხანსაც ვილაყბე. ექთანს როსარიო ალვარე-
სი ერქვა და მეხიკოში იყო დაბადებული. ვკითხე, ლოს-ანჯე-
ლესში ცხოვრება როგორია-მეთქი. მითხრა, დღეს გააჩნია,
ხანდახან შეიძლება ძალიან კარგი იყოს, ხანდახან ძალიან
ცუდი, მაგრამ, თუ ბევრს იმუშავებ, თავის გატანა შეიძლებაო.
ვკითხე, რამდენი ხანია, რაც მექსიკაში არ ყოფილხარ-მეთქი.
ძალიან დიდი ხანია, ნოსტალგიისთვის ფული არ მაქვსო. მე-
697 მკითხველთა ლიგა
რე გაზეთი ვიყიდე და ისევ ქალბატონი შვარცის პალატაში
ავედი. ფანჯარასთან დავჯექი და გაზეთში მუზეუმებისა და კი-
ნოთეატრების რეკლამები მოვიძიე. ალვარადოს ქუჩაზე
ფილმი გადიოდა და უცებ იმ ფილმის ნახვა მომინდა. დიდი
ხანია, კინოში არ ვყოფილვარ, ალვარადოს ქუჩა კი კლინი-
კასთან ახლოს მდებარეობდა. მაგრამ კინოთეატრის სალა-
როსთან მისულს ფილმის ნახვის სურვილმა გადამიარა და
სეირნობა დავიწყე. ყველა იმას გაიძახის, ლოს-ანჯელესი
ქვეითად მოსიარულეთა ქალაქი არ არისო. პიკოს ბულვარზე
ვიარე ვალენსიის ქუჩამდე, მერე მარცხნივ შევუხვიე და ვა-
ლენსიაზე ვიარე უკან უილშირ ბულვარამდე, სულ ორი სა-
ათის სეირნობა გამომივიდა, თან ისე, რომ ფეხი არ ამიჩქა-
რებია, შენობების წინ ვჩერდებოდი, თუმცა, იმ შენობებს დი-
დად საინტერესო არაფერი ჰქონდათ, ან მანქანების ნაკადს
ყურადღებით ვაკვირდებოდი. ღამის ათ საათზე ლაგუნა ბიჩი-
დან დედაჩემი დაბრუნდა და წამიყვანა. მეორედ რომ ჩავედი
ქალბატონი შვარცის სანახავად, ვეღარ მიცნო. ექთანს ვკით-
ხე, მნახველები თუ მოსდიან-მეთქი. მითხრა, დილით ასაკო-
ვანი ქალბატონი ეწვია და თქვენს მოსვლამდე ცოტა ხნით ად-
რე წავიდაო. ამჯერად „ნისანით“ ვიყავით. დედას მოგვიანე-
ბით იმ ინჟინერმა გამოუარა და ლაგუნა ბიჩში მისი მანქანით
დაბრუნდნენ. იმ ჩემმა ნაცნობმა ექთანმა მითხრა, ქალბატონ
შვარცს დიდი დღე არ დარჩენიაო. საავადმყოფოში ვისადი-
ლე და პალატაში დავბრუნდი, ასე ვიყავი ფიქრებში გართუ-
ლი საღამოს ექვს საათამდე. მერე „ნისანში“ ჩავჯექი და ლოს-
ანჯელესის გასასვლელისაკენ ავიღე გეზი. მანქანაში რუკა
მქონდა და, სანამ ძრავას ჩავრთავდი, ის რუკა დეტალურად
დავათვალიერე. მერე, მანქანა დავძარი და კლინიკის ეზო-
დან გავედი. ვიცი, რომ Civic Center-ს გავუარე, Music
698 მკითხველთა ლიგა
Center-საც და Dorothy Chart Pavilion-საც. მერე ეკო პარკის-
კენ გავემართე და სანსეტ-ბულვარზე მანქანების ნაკადს შე-
ვუერთდი. არ ვიცი, რამდენ ხანს დავდიოდი ასე ქუჩებში, მარ-
ტო ის ვიცი, რომ „ნისანიდან“ არც ერთხელ არ გადმოვსულ-
ვარ და ბევერლი ჰილზიდან 101-ე კილომეტრზე გადავედი,
პატარა ქუჩებზე ვიხეტიალე სანტა-მონიკამდე, მერე მე-10 თუ
სანტა-მონიკას გზატკეცილზე გავედი და ცენტრში დავბრუნ-
დი, მერე, მე-11 ქუჩა ავირჩიე, უილშირ ბულვარზე გავიარე,
თუმცა, იქიდან ვეღარსად გადავედი, სანამ მესამე ქუჩას არ
მივაღწიე. კლინიკაში რომ დავბრუნდი, ღამის ათი საათი იყო
და ქალბატონი შვარცი გარდაცვლილი დამხვდა. ვაპირებდი,
მეკითხა, სიკვდილის დროს მარტო იყო თუ არა-მეთქი, მაგ-
რამ მერე გადავწყვიტე, არაფერი მეკითხა. მისი ცხედარი პა-
ლატიდან უკვე გაეტანათ. ფანჯარასთან დავჯექი, სულს ვით-
ქვამდი და სანტა-მონიკამდე ჩემი მგზავრობის შემდეგ გონზე
მოვდიოდი. ექთანი შემოვიდა და მკითხა, ქალბატონი შვარ-
ცის ნათესავი ხომ არ ხართ და აქ რას აკეთებთო. ვუთხარი,
მისი მეგობარი ვიყავი და უბრალოდ ვცდილობ, დავწყნარდე-
მეთქი. მკითხა, უკვე დაწყნარდითო? ვუპასუხე, დიახ-მეთქი.
მერე წამოვდექი და წამოვედი. სილვერადოში ღამის სამ სა-
ათზე ჩავედი.
ერთი თვის შემდეგ დედაჩემი იმ ინჟინერს გაჰყვა ცოლად.
ქორწილი ლაგუნა ბიჩში გადაიხადეს. ცერემონიალს ინჟინ-
რის შვილები, ჩემი ერთ-ერთი ძმა და ის მეგობრები ესწრე-
ბოდნენ, დედამ კალიფორნიაში რომ გაიჩინა. ერთხან სილ-
ვერადოში იცხოვრეს, მერე კი დედამ ლაგუნა ბიჩის მაღაზიაც
გაყიდა საცხოვრებლად გვადალახარაში გადავიდნენ. მე რაც
შემეხება, კარგა ხანს არ მინდოდა, სილვერადოდან ფეხი მო-
მეცვალა. მაგრამ, უდედოდ სახლი ძალიან დიდი, მდუმარე
699 მკითხველთა ლიგა
და ცივი მეჩვენებოდა. ქალბატონი შვარცის სახლი კარგახანს
ცარიელი იყო. საღამოობით „ნისანში“ ჩავჯდებოდი, სოფლის
ბარში მივდიოდი, ყავას ან ვისკის შევუკვეთდი და რომელიმე
ძველ, უკვე დავიწყებულ რომანს ხელახლა ვკითხულობდი.
სწორედ იმ ბარში გავიცანი ერთი ტიპი. ტყე-პარკში მუშაობ-
და. ერთად ვიწექით. პერი ერქვა და ესპანურად რამდენიმე
სიტყვა იცოდა. ერთხელ ღამით პერიმ მითხრა, შენს სასქესო
ორგანოს განსაკუთრბული სუნი აქვსო. არაფერი ვუპასუხე
და მოეჩვენა, რომ მეწყინა, გეწყინა? თუ გაწყენინე, მაპატიე-
ო-მთხოვა. მაგრამ მე სხვა რამეზე ვფიქრობდი, სხვა სახეებზე
(თუკი შესაძლებელია, სახეებზე იფიქროს ადამიანმა) და არ
მწყენია. მიუხედავად ამისა, დროის უმეტეს ნაწილს მარტო
ვატარებდი. ყოველთვე ბანკში დედაჩემისგან ჩეკს ვიღებდი.
დღეები იმაში გამყავდა, რომ სახლს ვაწესრიგებდი, ვგვიდი,
ვაპრიალებდი, სუპერმარკეტში დავდიოდი, საჭმელს ვამზა-
დებდი, ჭურჭელს ვრეცხავდი, ეზოს ვუვლიდი. არავინ მირე-
კავდა, კვირაში ერთხელ დედა, მამა ან ძმა თუ შემეხმიანებო-
და ტელეფონით. როცა სურვილი მქონდა, მოსაღამოებულზე,
ბარში მივდიოდი. როცა ბარში წასვლა არ მინდოდა, სახლში
ვიჯექი და ვკითხულობდი, ფანჯარასთან, თავს თუ ავწევდი,
ქალბატონი შვარცის დაცარიელებულ სახლს ვხედავდი. ერ-
თხელ, ჩემ წინ მანქანა გაჩერდა და იქიდან პიჯაკიან-ჰალსტუ-
ხიანი ტიპი გადმოვიდა. ხელში გასაღები ეჭირა. შვარცების
სახლში ათი წუთით შევიდა და ისევ გამოვიდა. მათ ნათესავს
არ ჰგავდა. რამდენიმე დღის შემდეგ ორი ქალი და ერთი კაცი
მოვიდნენ სახლის სანახავად. წასვლისას ერთმა ქალმა
სახლს აბრა მიაკრა წარწერით, იყიდებაო. მერე ბევრი დრო
გავიდა, სანამ ვინმე კიდევ მოვიდოდა იმ სახლის სანახავად.
ერთ შუადღისას, სანამ ეზოში საქმიანობით ვიყავი დაკავებუ-
700 მკითხველთა ლიგა
ლი, ბავშვების ჟრიამული გავიგონე და ოცდაათიოდე წლის
ცოლ-ქმარი დავინახე. ახალმოსულები სახლში ერთ-ერთი იმ
ქალის თანხლებით შევიდნენ, ადრე იქ უკვე ნამყოფი რომ
იყო. მაშინვე მივხვდი, რომ ის ოჯახი შვარცების სახლში დარ-
ჩებოდა და ამ ფიქრმა იქვე გამაშეშა. კარგა ხანს ვიდექი ბაღ-
ში ხელთათმანებგაუხდელი, მარილის ძეგლივით გაუნძრევ-
ლად და ვაცნობიერებდი, რომ ჩემი წასვლის დრო დამდგა-
რიყო. იმ ღამით დებიუსის ვუსმენდი და მექსიკაზე ვფიქრობ-
დი, მერე, არ ვიცი რატომ, ჩემი კატა ძია გამახსენდა. ის დღე
დედაჩემთან დარეკვით დავამთავრე და ვთხოვე, მეხიკოში
სამსახური მიშოვე, სულ ერთია, რა იქნება-მეთქი. ერთი კვი-
რის შემდეგ დედამ და მისმა მგზნებარე მეუღლემ ჩამომაკით-
ხეს და ორ დღეში მეხიკოში გავფრინდი. კვირა საღამო იყო.
ჯერ სონა როსას ხელოვნების გალერეაში დავიწყე მუშაობა.
ბევრს არ იხდიდნენ, მაგრამ არც სამუშაო იყო დამღლელი.
მერე საგამომცემლო ცენტრში გადავედი, ფილოსოფიისა და
ინგლისური ენის სექციაში და სამსახურის საქმე მომიწესრიგ-
და.

ფელიპე მიულერი, მარტოლერის მოედნის ძელსკამი,


ბარსელონა, 1991 წლის ოქტომბერი. თითქმის დარწმუნებუ-
ლი ვარ, რომ ეს ამბავი არტურო ბელანომ მიამბო, რადგან ის
ერთადერთი იყო ჩვენ შორის, ვინც სიამოვნებით კითხულობ-
და სამეცნიერო ფანტასტიკას. როგორც ბელანომ მითხრა, ეს
თეოდორ სტარჯენის159 მოთხრობა იყო, თუმცა, შეიძლება
სხვა მწერლისაც ყოფილიყო, ან თავად არტუროსი და უბრა-
ლოდ თეოდორ სტარჯენს მიაწერა.

159 თეოდორ სტარჯენი (1918-1985) – ამერიკელი მწერალი-ფანტასტი


701 მკითხველთა ლიგა
ამბავი სიყვარულზეა, ერთ უზომოდ მდიდარ და ძალიან
ჭკვიან გოგონაზე, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს თავისი მე-
ბაღე თუ მებაღის შვილი, თუ ვიღაც მოხეტიალე ახალგაზრდა
კაცი უყვარდება. ის ტიპი შემთხვევით მის რომელიღაც ტერი-
ტორიაში შეხეტიალდება და მისი მებაღე ხდება. ის გოგო,
გარდა იმისა, რომ მდიდარია და ჭკვიანი, კიდევ თავნება და
ჭირვეულიცაა. პირველივე შემთხვევისას ბიჭს თავის საწოლ-
ში შეათრევს, ისე რომ წესიერად ვერც ხვდება, ეს როგორ გა-
აკეთა და ის ბიჭი სიგიჟემდე უყვარდება. მათხოვარი გოგოსა-
ვით ჭკვიანი არ არის, თანაც უსწავლელია, მაგრამ ამის სა-
კომპენსაციოდ ანგელოზივით წმინდაა. მასაც უყვარდება გო-
გო, რასაც, როგორც გასაგები და ბუნებრივია, სირთულეები
მოჰყვება. რომანის პირველ ეტაპზე გოგოს ბრწყინვალე სახ-
ლში ცხოვრობენ, ხელოვნების შესახებ წიგნებს ათვალიერე-
ბენ, საუცხოო საჭმელს მიირთმევენ, ძველ ფილმებს უყურე-
ბენ და განსაკუთრებით, მთელი დღე სიყვარულობენ. მერე
ერთხანს იმ სახლის მებაღის ხუხულაში ცხოვრობენ, მერე
გემზე (ადვილი შესაძლებელია, ერთ-ერთ ისეთ იახტაზე, საფ-
რანგეთის მდინარეებზე რომ დაცურავენ, როგორც ჟან ვი-
გოს160 ფილმშია), მერე ჰარლის მოტოციკლეტებით დაგრია-
ლებენ შეერთებული შტატების თვალუწვდენელ სივრცეებში,
რომ იმ მოხეტიალე ბიჭს დიდი ხნის ოცნება აუსრულდეს.
სანამ შეყვარებულია, იმ გოგოს ბიზნესი უფრო და უფრო
ყვავის, იზრდება, და რადგან ფულს ფული იზიდავს, მისი ქო-
ნებაც განუზომლად მრავლდება. რა თქმა უნდა, მათხოვარს
ეგეთი რამეების დიდი არაფერი გაეგება, მაგრამ იმდენი პა-
ტიოსნება კი აქვს, რომ გოგო დაითანხმოს, შემოსავლის გარ-

ჟან ვიგო (1905-1934) – ფრანგი კინორეჟისორი, პოეტური რეალიზმის


160

წარმომადგენელი
702 მკითხველთა ლიგა
კვეული ნაწილი სოციალურ დახმარებას მოახმაროს (გოგო
ამას ისედაც ყოველთვის აკეთებდა ადვოკატებისა და სხვა-
დასხვა ფონდების საშუალებით, მაგრამ არ ეუბნება. დაე,
ბიჭს ეგონოს, ჩემი რჩევით აკეთებსო), მერე კი ყველაფერი
ავიწყდება, რადგან ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არა აქვს,
დაახლოებით რა რაოდენობის ფული ტრიალებს მისი შეყვა-
რებულის გარშემო. ბოლოს დრო გადის, თვეები, შეიძლება
წელიც, ან ორი წელი, მილიონერი გოგო და მისი შეყვარებუ-
ლი წარმოუდგენლად ბედნიერები არიან. მაგრამ ერთ დღეს
(ან საღამოს), მათხოვარი ავად ხდება და, მიუხედავად იმისა,
რომ მის სამკურნალოდ მსოფლიოს საუკეთესო ექიმები მო-
დიან, ვერაფრით შველიან. თავს იჩენს მძიმე ბავშვობა, მში-
ერი სიყმაწვილე, გამუდმებული ხეტიალი. ორგანიზმი აქვს
გამოფიტული, მძიმე მდგომარეობას გოგოსთან გატარებული
დრო მარტო ცოტათი უმსუბუქებდა. მიუხედავად მეცნიერთა
მცდელობისა, ბიჭს კიბო ანადგურებს და სიცოცხლეს ასალ-
მებს.
ერთხანს გოგო გიჟივითაა. გაუთავებლად მოგზაურობს,
საყვარლებს იცვლის, ბნელ ისტორიებში ეხვევა. მაგრამ მერე
შინ ბრუნდება და ცოტა ხნის შემდეგ, როცა ყველაზე მეტად
ძალაგამოცლილი ეჩვენებათ, გადაწყვეტს, ახალი პროექტი
წამოიწყოს. იმ პროექტზე ჯერ კიდევ ბიჭის გარდაცვალებამ-
დე ჰქონდა ნაფიქრი. თავის უზარმაზარ სახლს მეცნიერთა
გუნდს უთმობს. სახლი რეკორდულ დროში იცვლება, შიგნით
ულტრათანამედროვე ლაბორატორია მონტაჟდება, გარეთ –
ბაღები და მებაღის სახლი ედემს ემსგავსება. უცხო თვალთა-
გან დასაცავად გარშემო უზარმაზარი კედელი შენდება და ამ
დროს მუშაობაც იწყება. ცოტა ხნის შემდეგ მეცნიერები ერთ
კახპას გულუხვ ჰონორარს უხდიან მის საკვერცხეში იმ მათ-
703 მკითხველთა ლიგა
ხოვრის კლონს ათავსებენ. ცხრა თვის შემდეგ კახპა შვილს
აჩენს, გოგოს გადასცემს და ქრება.
ბავშვს ხუთ წელიწადს გოგო და სპეციალური პერსონალი
უვლიან. ხუთი წლის შემდეგ მეცნიერები გოგოს მისივე საკუ-
თარ კლონს უდებენ საშვილოსნოში. ცხრა თვის შემდეგ, გო-
გოს გოგონა უჩნდება. სახლში განთავსებულ ლაბორატორი-
ას შლიან, მეცნიერები ქრებიან და მის ადგილს აღმზრდელე-
ბი იკავებენ. ყველაზე გამოცდილი პედაგოგები გარკვეული
მანძილიდან აკვირდებიან, როგორ ვითარდებიან ის ბავშვე-
ბი. აღზრდის გეგმა წინასწარ არის შემუშავებული იმ გოგოს
მიერ. ყველაფერი რომ მოწესრიგდება, გოგო სამოგზაუროდ
მიდის, ისევ არ აკლდება მაღალი საზოგადოების წვეულე-
ბებს, თავს სარისკო ავანტიურებშიც ყოფს, ჰყავს საყვარლე-
ბი, მისი სახელი ვარსკვლავივით ბრწყინავს. მაგრამ ყოველი
გარკვეული ინტერვალით თავის ყველაზე დიდ საიდუმლოს
უბრუნდება, სახლში ზის და ბავშვებს ისე აკვირდება, რომ
ისინი ვერც ამჩნევენ. მათხოვრის კლონი ბიჭის ზუსტი ასლია,
იგივე სისუფთავე, იგივე უმწიკვლობა, რამაც ასე მოხიბლა
გოგო თავის დროზე. განსხვავება მარტო ისაა, რომ ახლა ყვე-
ლა ფარული სურვილიც კი უსრულდება და მისი ბავშვობა
ნამდვილი სიამოვნებაა. არც სათამაშოები აკლია, არც მას-
წავლებლები. ყველაფერს ასწავლიან, რაც კი მისთვის აუცი-
ლებელია. გოგონას კლონიც დედნის ალი-კვალია და აღ-
მზრდელებიც მის აღზრდაში ერთსა და იმავე მიღწეულ წარმა-
ტებებსა თუ ჩადენილ შეცდომებს, წარსულის იმავე ჟესტებს
იმეორებენ.
გოგო, რა თქმა უნდა, იშვიათად, მაგრამ მაინც ენახვება
ბავშვებს. მათხოვრის ყოველთვის დაუღალავი და მამაცი
კლონი, როგორც კი სახლის ყველაზე მაღალი სართულის
704 მკითხველთა ლიგა
ფარდებს მიღმა დაინახავს გოგოს, მაშინვე მის შესახვედრად
გარბის, მაგრამ ყოველთვის ამაოდ.
დრო გადის, ბავშვები იზრდებიან და ყოველდღე უფრო და
უფრო განუყრელები ხდებიან. ერთ დღეს მილიონერი გოგო
ავად ხდება, სულერთია რით, სასიკვდილო ვირუსით, კიბო-
თი. ავადმყოფობას თითქმის არც ეწინააღმდეგება და სიკვდი-
ლისთვის ემზადება. ჯერ ისევ ახალგაზრდაა, ორმოცდაორი
წლის. მისი ერთადერთი მემკვიდრეები ის ორი კლონია და
თადარიგს იჭერს, რომ მათი დაქორწინების შემდეგ, მისი
უზარმაზარი ქონებიდან თავ-თავიანთი წილი უმტკივნეულოდ
მიიღონ. მერე კვდება. ადვოკატები და მეცნიერები მწარედ
დასტირიან.
მოთხრობა იმით მთავრდება, რომ გოგოს ანდერძის წა-
კითხვის შემდეგ მისი მსახურები არიან შეკრებილები. ზოგი-
ერთები, უფრო გულუბრყვილონი და მილიონერთან არც ისე
დაახლოებულები ისეთ კითხვებს სვამენ, რომლებსაც, სტარ-
ჯენის აზრით მკითხველები დასვამდნენ. რა მოხდება, თუკი
კლონები დაქორწინებაზე უარს იტყვიან? აშკარაა, რომ ბიჭს
და გოგოს უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ვაითუ ეს სიყვარული
დაძმური სიყვარულის საზღვრებს არასოდეს გასცდეს! ვაითუ
ცხოვრება დაენგრეთ ამის გამო? ვაითუ იძულებულები გახ-
დნენ, ძალით იცხოვრონ ერთად და ეს სამუდამო პატიმრო-
ბისდარი მსჯავრი გახდეს მათთვის?
მიდის სჯა-ბაასი, კამათი. ახსენებენ მორალურ და ეთიკურ
ასპექტებს. მაგრამ შეკრებილთაგან ყველაზე ხანდაზმულები
– ადვოკატი და მეცნიერი უცებ შეუდგებიან მათი ეჭვების გა-
ქარწყლებას. თუ ბავშვებს დაქორწინება არ ენდომებათ, თუ
ერთმანეთი არ შეუყვარდებათ, მათ კუთვნილი ფული მაინც
მიეცემათ და შეძლებენ ის აკეთონ, რაც გაუხარდებათ. და-
705 მკითხველთა ლიგა
მოუკიდებლად იმისა, თუ როგორ განვითარდება ბავშვების
ურთიერთობა, ერთი წლის შემდეგ მეცნიერები დონორის
სხეულში მათხოვრის ახალ კლონს ჩასახავენ, ხუთი წლის
შემდეგ იმავე ოპერაციას გაიმეორებენ მილიონერის კლონ-
თანაც. ხოლო როდესაც ის კლონები, შესაბამისად, ოცდასამი
და თვრამეტი წლისანი გახდებიან, როგორიც უნდა იყოს მათი
ურთიერთობა, ანუ დაძმურად ეყვარებათ ერთმანეთი თუ რო-
გორც ქალსა და კაცს, მეცნიერები და მათი საქმის გამგრძე-
ლებლები ისევ ორ კლონს მისცემენ სიცოცხლეს, და ასე გაგ-
რძელდება ჟამის დასრულებამდე, ან იქამდე, ვიდრე მილიო-
ნერის უზარმაზარი ქონება არ დაიშრიტება.
აი, ასე მთავრდება ეს მოთხრობა. მერე წკვარამის ზემოთ
მილიონერი გოგოს და მათხოვრის სახეები გამოიკვეთება,
მერე ვარსკვლავები და მერე უსასრულობა. ცოტა არ იყოს სა-
ზარელი ისტორიაა, არა? ცოტა ამაღლებული და ცოტა საზა-
რელი, როგორც ყველა გიჟური სიყვარული. თუ უსასრულო-
ბას ვინმე კიდევ უსასრულობას დაამატებს, შედეგი უსასრუ-
ლობა იქნება. და თუკი ვინმე ამაღლებულს საზარელთან შე-
აჯვარებს, შედეგი საზარელი იქნება, ხომ არ ვცდები?

706 მკითხველთა ლიგა


20

შოზე ლენდოირო, ტერმე დი ტრაიანო, რომი, 1992 წლის


ოქტომბერი. დამოუკიდებელი ადვოკატი ვიყავი. ჩემზე შეიძ-
ლებოდა ერთნაირად თქმულიყო, როგორც Lupo Ovem
commisisti161, ასევე Alter remus aquas, alter tibi radat
harenas162. ოდესმე ჩემს დამსახურებებს სათანადოდ დააფა-
სებენ.
იმ დროისთვის ვმოგზაურობდი და გამოცდილებას ვიძენ-
დი. სამართალმცოდნისა თუ ადვოკატის კარიერა იმის საშუა-
ლებას ნამდვილად მაძლევდა, რომ გარკვეული დრო პოეზი-
ის კეთილშობილი ხელოვნებისთვისაც მიმეძღვნა. Unde
habeas quaerit nemo, sed oportet habere რაც ლამაზ რომან-
სში ნიშნავს, რომ არავინ კითხულობს, საიდან გაქვს ის, რა-
საც ფლობ, მაგრამ რომ უნდა ფლობდე, აუცილებელია. ეს
აუცილებელი ფაქტორია მათთვის, ვისაც საიდუმლო გატაცე-
ბა აქვს და მისთვის დრო არ ენანება: პოეტები ფულის დანახ-
ვაზე აღფრთოვანებაში მოდიან.
მაგრამ მოდი, ჩემს გამოცდილებას დავუბრუნდეთ: პირვე-
ლი იმპულსი, რაც მამოძრავებდა, იყო სურვილი, მემოგზაუ-
რა და ცხოვრებას დავკვირვებოდი. თუმცა მალევე მივხვდი,
რომ ის, რაც არაცნობიერად მინდოდა, ესპანეთის იდეალური
რუკის შედგენა იყო. Hoc erat in votis ასეთი იყო ჩემი ნება,
როგორც ამბობდა უკვდავი ჰორაციუსი. რა თქმა უნდა, ჟურ-
ნალს ვუშვებდი. ვიყავი, თუ ნებას მომცემთ ვთქვა, მეცენატი

Lupo ovem commisisti (ლათ.) – მგელი ცხვრის ტყავში


161

Alter remus aquas, alter tibi radat harenas (ლათ.) – ზოგი ცხვრისკენ,
162

ზოგიც მგლისკენ
707 მკითხველთა ლიგა
და გამომცემელი, დირექტორი და ვარსკვლავი პოეტი. In
petris, herbis vis est, sed maxima verbis: ქვებს და ბალახებს
დიდი ძალა აქვთ, მაგრამ სიტყვებს – უფრო მეტი.
თანაც, ჩემი ჟურნალი არ იბეგრებოდა და ეს ფაქტორი გა-
მოცემას უფრო ასატანს ხდიდა. რა საჭიროა თავი მეტისმე-
ტად დაიმძიმო, თუკი დეტალები პოეზიაშიც საკმარისზე მეტია
– ეს იყო ყოველთვის ჩემი დევიზი Paulo maiora canamus –
ერთად: ცოტა უფრო დიდ რამეებზე ვიმღეროთო, ამბობდა
ვირგილიუსი. პირდაპირ არსი, ჩონჩხი, მთავარი სუბსტანცია
უნდა იყოს ჩვენ მიზანი. ჟურნალი მქონდა და კიდევ ადვოკატ-
თა ბიურო, სადაც სრულიად დაუმსახურებელი სახელის გაიძ-
ვერა ადვოკატები მყავდა შეყრილი. ზაფხულობით ვმოგზაუ-
რობდი. ცხოვრება მიღიმოდა. მიუხედავად ამისა, ერთ დღეს,
საკუთარ თავს ვუთხარი, შოზე, უკვე მთელი მსოფლიო გაქვს
მოვლილი, Incipit vita nova163, დროა, ესპანეთის გზებს დაუყ-
ვე, მართალია, დანტე არ ხარ, მაგრამ მოვიდა დრო, ჩვენი
ტანჯულ-წამებული ესპანეთი შემოიარო, რომელიც მიუხედა-
ვად ყველაფრისა, აქამდე უცნობია-მეთქი.
საქმის კაცი ვარ. ჩემი სიტყვა და საქმე ჩემთვის ერთია:
„ბორბლებიანი სახლი ვიყიდე და გავემგზავრე. Vive
valeque!164 შემოვიარე ანდალუზია. რა მშვენიერია გრანადა,
რა დახვეწილია სევილია, კორდოვა რა მკაცრია. მაგრამ
ცოდნის გაღრმავება მინდოდა, ყველაფრის ძირისძირობით
შესწავლას ვესწრაფოდი. არც იყო გასაკვირი, სამართალ-
მცოდნეობის დოქტორი და კრიმინალისტი ვიყავი და როგორ
უნდა მომესვენა, სანამ სწორ გზას არ ვიპოვიდი, ფესვებამდე

163 incipit vita nova (ლათ.) – ახალი ცხოვრება იწყება.


164 Vive valeque (ლათ.) – იცოცხლე და იდღეგრძელე!
708 მკითხველთა ლიგა
არ ჩავყვებოდი. ius est ars boni et aequi,165 Libertas est
166
potestas faciendi id quod facere iure licet ზაფხული იყო.
საკუთარ თავს ვუმეორებდი, Nescit vox missa reverti, რაც
ძვირფასი ჰორაციუსის თქმით, ნიშნავს, ერთხელ წარმოთ-
ქმულ სიტყვას უკან ვერ დააბრუნებო. როგორც ადვოკატს,
მაგრამ არა როგორც პოეტს, მესმოდა, რომ ეს მტკიცება შე-
იძლება სახუმარო სულაც არ არის. პირველი მოგზაურობი-
დან აღგზნებული და, ცოტა არ იყოს, არეული დავბრუნდი.
ბევრი არ მიფიქრია, ცოლს მაშინვე გავეყარე. დრამების
გარეშე, ისე რომ არავისთვის ზიანი არ მიმიყენებია. საბედნი-
ეროდ, ჩვენი ქალიშვილები უკვე დიდები იყვნენ და საკმაო
განსჯის უნარი ჰქონდათ, ჩემთვის გაეგოთ, განსაკუთრებით,
უფროსს. სახლი და ტოსას აგარაკი – შენ და ამაზე ლაპარაკს
მოვრჩეთ-მეთქი, ვუთხარი. ჩემდა გასაოცრად, ცოლი დამ-
თანხმდა. დანარჩენი იმ ადვოკატებს მივანდეთ, რომლებსაც
იგი ენდობოდა, In publicis nihil est lege gravius: in privates
firmissimum est testamentum167. თუმცა არ ვიცი, ეს რამ მათ-
ქმევინა. რა შუაშია ანდერძი გაყრასთან. კოშმარები ჭკუას მი-
რევენ. ყოველ შემთხვევაში, Legum Omnes servi sumus, ut
liberi esse possimus, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის წინაშე
ყველანი მონები უნდა ვიყოთ, თუკი თავისუფლება გვწყურია,
რაც უმაღლესი იდეალია.

165 ius est ars boni et aequi (ლათ.) – კანონია სიკეთისა და სამართლია-
ნობის ხელოვნება.
166 Libertas est potestas faciend id quod facere iure licet (ლათ.) – თავი-

სუფლება არის საშუალება, აკეთო ის, რასაც კანონი დასაშვებად მიიჩ-


ნევს.
167 in publicis nihil est lege gravius: in privates firmissimum est

testamentum (ლათ.) – საზოგადოებრივ საქმეებში კანონზე ძლიერი არა-


ფერია, კერძო საკითხებში ყველაზე მტკიცე ანდერძია (ციცერონი).
709 მკითხველთა ლიგა
უეცრად ვიგრძენი, როგორ მომემატა ძალა. ისეთი შეგ-
რძნება გამიჩნდა, თითქოს გავაახალგაზრდავდი კიდეც: მო-
წევას თავი დავანებე, დილაობით სირბილი დავიწყე, ხალი-
სიანად მივიღე მონაწილეობა იურისპრუდენციის სამ კონ-
გრესში, მათგან ორი ევროპის ძველ დედაქალაქებში ჩატარ-
და. ჟურნალიც არ ჩაძირულა, პირიქით: პოეტებმა, წყალს ჩე-
მი წყაროდან რომ სვამდნენ, ჩემდამი სიმპათიის გამოსახატა-
ვად წრე ჩამოაყალიბეს. Verae amicitiae sempieternae sunt.
ნამდვილი მეგობრობა მარადიულია-მეთქი, გავიფიქრე
ბრძენ ციცერონთან ერთად. მერე სრული თავდაჯერებით გა-
დავწყვიტე, საკუთარი ლექსების წიგნი გამომეცა. გამოცემა
ძვირი დამიჯდა და კრიტიკოსებმა (ოთხმა), ერთის გარდა, ცუ-
დი გამოხმაურება დამიწერეს, რაც მთლიანად ესპანეთს, ჩემს
ოპტიმიზმსა და შურის წინააღმდეგ კანონების არარსებობას
მივაწერე. Invidia ceu fulmine summa vaparant.168 ზაფხული
დადგა თუ არა, ჩავჯექი ჩემს ბორბლებიან სახლში და გადავ-
წყვიტე, ჩემი წინაპრების მხარეები შემომევლო, ანუ ჩრდი-
ლიანი და უბრალო გალიცია მომენახულებინა. მშვიდი სიხა-
ლისით გავემგზავრე დილის ოთხ საათზე და კბილებში ვცრი-
დი ჩვენი უკვდავი მეგობრის, კევედოს169 სონეტებს. უკვე გა-
ლიციაში ჩასული, მისი პატარა მდინარეების შემოვლას, მაჭ-
რის წრუპვას და მებადურებთან მასლათს შევუდექი. Natura
maxime Miranda in minimis170. მერე მთებისკენ გავწიე, კეთი-
ლი ჯადოქრების სამშობლოსკენ, რაც სულს აძლიერებს და

168 invidia ceu fulmine summa vaparant (ლათ.) – შური ყოველთვის კე-
თილშობილთ ესხმის თავს, ვითარც მწვერვალებს ქარი (ოვიდიუსი).
169 ფრანსისკო დე კევედო (1580-1645) – ბაროკოს პოეზიის შესანიშნავი

წარმომადგენელი ესპანურ პოეზიაში


170 Natura maxime Miranda in minimis (ლათ.) – ბუნება უფრო მშვენიერია

თავის უმცირეს გამოვლინებებში.


710 მკითხველთა ლიგა
გრძნობებს ამძაფრებს. კემპინგში მეძინა, მაგრამ, მერე სა-
მოქალაქო გვარდიის სერჟანტმა გამაფრთხილა, ასე ცალკე,
ადგილობრივი და რეგიონული გზების გასაყარზე, თანაც ზაფ-
ხულში, როდესაც ამდენი გზასაცდენილი, ბოშა და თავქარია-
ნი დაეხეტება ხოლმე, როდესაც ნისლიან ღამეებში დისკოთე-
კიდან გვიან ბრუნდებიან, საშიშიაო. Qui amat periculum in
illo peribit171, თანაც, კემპინგები ცუდი სულაც არ იყო და დიდ-
ხანს არ მიფიქრია, უკვე დავიწყე იმის გამოანგარიშება, რამ-
დენ ემოციასა და აღმაფრენას განვიცდიდი ახალი ადგილე-
ბის ხილვისა და ჩემს რუკაში ჩანიშვნისას.
როდესაც ერთ-ერთ ასეთ ადგილას გავჩერდი, მოხდა ის,
რაც ახლა ჩემი ისტორიის მთავარ ამბად იქცა, ან, ყოველ
შემთხვევაში, იმ ერთადერთ ეპიზოდად, რომელიც სრულიად
უსაფუძვლოდ ინარჩუნებს ბედნიერების მუხტსა და იდუმალე-
ბას მთელ ჩემს ნაღვლიან და ამაოებით აღსავსე ისტორიაში.
Mortalium nemo est felixs172, ამბობს პლინიუსი. და კიდევ:
Felicitas cuipraecupua fuerit homini, non est humani iudici173,
მაგრამ ისევ საქმის არსს უნდა დავუბრუნდე. როგორც უკვე
ვთქვი, კემპინგში ვიყავი, კასტროვერდეს ზონაში, ლუგოს
პროვინციაში, მთიან და სისხლსავსე ადგილას, სადაც გარე-
მო ტყეებითა და ყოველი ჯურის ბუჩქებით იყო გადამწვანებუ-
ლი. ვკითხულობდი, შენიშვნებს ვიწერდი და ცოდნას ვიღრმა-

171 Qui amat periculum in illo perifit – ვისაც საფრთხე უყვარს, საფრთხეში-
ვე დაიღუპება. (ეკლესიასტე 3,27)
172 Mortalium nemo est felix (ლათ.) – არც ერთი მოკვდავი ბედნიერი არ

არის.
173 Felicitas cuipraecupua fuerit homini, non est humani iudici – განსაკუთ-

რებული ბედნიერება ვის ერგოს, ადამიანის გადასაწყვეტი არ არის.


711 მკითხველთა ლიგა
ვებდი, Otium sine litteris mors est homini vivi sepultura174.
თუმცა, შეიძლება კიდეც ვაზვიადებდე. ერთი სიტყვით (მოდი,
ვიყოთ გულწრფელები), ძალიან მოწყენილი ვიყავი.
ერთხელ, როდესაც იმ შემოგარენში ვსეირნობდი (იქაუ-
რობა პალეონტოლოგისთვის უეჭველად ძალზე საინტერესო
იქნებოდა), ცუდი ამბავი მოხდა, რასაც თანდათან მოგიყვე-
ბით. დავინახე, როგორ ჩამოდიოდა მთიდან დამსვენებელთა
ერთი ჯგუფი. მათი გაოგნებული სახეების დანახვისას დიდი
მიხვედრა არ სჭირდებოდა იმ ამბავს, რომ რაღაც ცუდი მომ-
ხდარიყო. ხელის აქნევით შევაჩერე და ვკითხე, რაში იყო
საქმე. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მათგანის შვილიშვილი
მთაზე რაღაც ორმოში, ხევში თუ ნაპრალში ჩავარდნილიყო.
კრიმინალისტიკაში დახელოვნებულმა ადვოკატის გამოცდი-
ლებამ მიკარნახა, რომ სასწრაფო მოქმედება იყო საჭირო,
facta non verba175. ასე რომ, სანამ ჯგუფის ერთი ნაწილი კემ-
პინგისკენ მიემართებოდა, მე და დანარჩენები ციცაბო ბორ-
ცვზე ავფოფხდით და იმ ადგილას მივედით, სადაც, მათი
თქმით, ის უბედურება მოხდა.
ნაპრალი ღრმა და მიუდგომელი იყო. ერთ-ერთმა დამსვე-
ნებელმა მითხრა, აქაურები ამ ნაპრალს ეშმაკის ხახას ეძახი-
ანო. მეორე მეუბნებოდა, ადგილობრივები ამტკიცებენ, იქ,
მართლაც ეშმაკი ცხოვრობს, ან მისი ერთ-ერთი მიწიერი გან-
სხეულებაო. ჩავარდნილი ბავშვის სახელი ვიკითხე და ერთ-
ერთმა მიპასუხა, ელიფაზი176 ჰქვიაო. სიტუაცია თავისთავად

174 Otium sine literis mors est homini vivi sepultura – დასვენება მეცნიერე-
ბის შეუსწავლელად ადამიანის ცოცხლად დამარხვაა. (სენეკა, წერილები,
LXXXII, 3)
175 facta non verba – საქმე ლაპარაკის ნაცვლად
176 ელიფაზი – ბიბლიური პერსონაჟი, იობის სამ მეგობართაგან ერთ-ერ-

თი, რომელიც ამბობდა, უდანაშაულონი და მართლები არ იღუპებიანო.


712 მკითხველთა ლიგა
უცნაური იყო, მაგრამ პასუხმა მდგომარეობას უფრო საშიში
ელფერი შესძინა. ყოველდღე როდი იკარგებიან ნაპრალში
ბავშვები ასეთი განსაკუთრებული სახელით. ანუ ელიფაზი?
ვიკითხე ჩურჩულით. ასე ჰქვიაო, მითხრა ისევ იმან, ვინც მე-
ლაპარაკებოდა. დანარჩენები, კლერკები და ლუგოს გაუნათ-
ლებელი მოხელეები შემომცქეროდნენ და ხმას არ იღებდნენ.
ფიქრისა და აზრის კაცი ვარ, მაგრამ, ამასთანავე, მოქმედე-
ბისაც. Non progredi est regredi177 გამახსენდა. ნაპრალის კი-
დეს მივუახლოვდი და ბავშვის სახელი ჩავძახე. ავბედითი
ექოს გარდა, პასუხად არაფერი მიმიღია. ყვირილი, ჩემი ყვი-
რილი, რაც მიწის სიღრმეებმა დამიბრუნა, ულმობელ პასუ-
ხად ქცეულიყო. ზურგზე ცივმა ჟრუანტელმა გადამიარა, მაგ-
რამ ალბათ იმიტომ, რომ სხვებს არ შეემჩნიათ, გავიცინე,
ჩემს თანამგზავრებს ვუთხარი, ნაპრალი უეჭველად ღრმაა,
თუკი ყველანი, ვინც აქ ვართ, ქამრებს ერთმანეთს დავაბამთ
და სახელდახელო ბაგირს გავაკეთებთ, იქნებ ერთ-ერთი
ჩვენგანი, ყველაზე გამხდარი, რა თქმა უნდა, იმ ბაგირის მეშ-
ვეობით ნაპრალში ჩავიდეს და იქაურობა შეამოწმოს-მეთქი.
ბჭობა გავმართეთ, მოვწიეთ, ჩემ წინადადებას მხარი არავინ
დაუჭირა. ცოტა ხნის შემდეგ ის დამსვენებლებიც გამოჩ-
ნდნენ, ვინც კემპინგში წავიდნენ დამხმარე ჯგუფითა და ჩას-
ვლისთვის საჭირო აღჭურვილობით. Homo fervidus et
diligens ad omnia est paratus178, – გავიფიქრე. ერთი იქაური
ბიჭი შევკარით, როგორც კი შეგვეძლო მჭიდროდ და, სანამ
ხუთ კუნთებიან კაცს ბაგირი ეჭირა, ფარნით შეიარაღებულმა
ბიჭმა ნაპრალში ჩასვლა დაიწყო. მალე ჩვენი თვალთამზერი-

Non progredi est regredi (ლათ.) – წინ წაუსვლელობა უკუსვლაა.


177

Homo fervidus et diligens ad omnia est paratus (ლათ.) – გულიანი და


178

გამრჯე კაცი ყველაფრისთვის მზადაა.


713 მკითხველთა ლიგა
დან გაქრა. ზემოდან ჩვენ ჩავყვიროდით, რას ხედავო და მისი
პასუხი, არაფერსო, სულ უფრო და უფრო სუსტად მოისმოდა
სიღრმიდან. patientia vincit omnia179 – გავაფრთხილე იქ შეკ-
რებილები და ყვირილი განვაგრძეთ. დანახვით უკვე ფარნის
იმ სუსტ სინათლესაც კი ვეღარ ვხედავდით, თუმცა, გამოქვა-
ბულის ახლოს, კედლებზე, დროდადრო ფარნის სინათლის
ხანმოკლე ათინათი გაიელვებდა, თითქოს ბიჭი ზემოთ იმი-
ტომ ანათებს, რომ გაარკვიოს, რამდენი მეტრით ჩავიდაო.
სწორედ მაშინ, როდესაც ამ სინათლეზე ვმსჯელობდით,
არაადამიანური ყმუილი შემოგვესმა და ყველანი ნაპრალს
მივცვივდით. რა მოხდაო, ჩავყვიროდით. ყმუილი განმეორ-
და. რა მოხდა? რა დაინახე? იპოვე? ქვემოდან არავინ გვპასუ-
ხობდა. ქალებმა ლოცვა დაიწყეს. არ ვიცოდი, თავზარი დამ-
ცემოდა თუ ამ მოვლენის ახსნაზე დამეწყო ფიქრი –
Stultorum plena Sunt omnia180, – ყველგან ბრიყვები არიან.
მიგვანიშნა ციცერონმა. ჩაშვებული მაშველის მშობელმა
გვთხოვა, ბიჭი ამოიყვანეთო. იმ ხუთმა მამაკაცმა, თოკი რომ
ეჭირათ, ამის გაკეთება ვერა და ვერ მოახერხეს, ამიტომ იძუ-
ლებულები გავხდით, ჩვენც დავხმარებოდით. ყვირილი კი-
დევ რამდენჯერმე განმეორდა. ბოლოს და ბოლოს, დიდი ძა-
ლისხმევით როგორღაც მაინც მოვახერხეთ, ბიჭი ზედაპირზე
ამოგვეთრია.
ცოცხალი იყო და, გარდა რამდენიმე ნაკაწრისა მკლავებ-
ზე და დახეული ჯინსისა, არაფერი ჰქონდა დაზიანებული. უფ-
რო უკეთ რომ დავრწმუნებულიყავით, ქალებმა ფეხები ხე-
ლის ცეცებით შეუმოწმეს. არც ერთი ძვალი გატეხილი არ
ჰქონდა. რა ნახეო, ჰკითხა მშობელმა. ბიჭმა პასუხის გაცემა
179 Patientia vincit omnia (ლათ.) – მოთმინება ყველაფერზე იმარჯვებს
180 Stultorum plena sunt omnia (ლათ.)
714 მკითხველთა ლიგა
არ ისურვა და ხელები სახეზე აიფარა. ალბათ ამ დროს ჩემი
ავტორიტეტი უნდა გამომეყენებინა და ჩავრეულიყავი, მაგ-
რამ ჩემი, როგორც მაყურებლის მდგომარეობა მაჩერებდა,
როგორ ვთქვა, მონუსხული ვიდექი ამ შუქ-ჩრდილებისა და
უსარგებლო ჟესტების წარმოდგენის წინაშე. სხვებმა კითხვა
სხვადასხვანაირად და უფრო რბილად გაუმეორეს. ალბათ
ხმამაღლა გავიხსენე, რომ Occasiones namque hominem
fragile, non faciunt, sed quails sit Ostendunt181. ბიჭი აშკარად
სუსტი ნერვების პატრონი იყო, ერთი ყლუპი კონიაკი დაალე-
ვინეს. წინააღმდეგობის გაწევა არც უფიქრია, ისე დალია,
თითქოს სიცოცხლის ელექსირს ეწაფებაო. რა დაინახე? გა-
უმეორეს კითხვა. მაშინ ბიჭმა ხმა ამოიღო და მარტო თავის
მშობელს დაელაპარაკა. იმას კი ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს
ყურებს არ უჯერებსო. ეშმაკი დავინახე, – ამოღერღა ბოლოს
ბიჭმა.
იმ წუთიდან მაშველ ჯგუფში დაბნეულობამ და ანარქიამ
დაისადგურა. Quot capita, tot sententiae182. ერთნი ამბობ-
დნენ, კემპინგის ტელეფონიდან სამოქალაქო გვარდიაში
დავრეკეთ და მათ მოსვლას უნდა დაველოდოთო, სხვები ბავ-
შვის ამბავს ეკითხებოდნენ, ჩასვლისას რომელიმე წუთს ხომ
არ დაინახე, ან ხმა ხომ არ გაიგონეო, მაგრამ პასუხი უარყო-
ფითი იყო. უმეტესობა ეშმაკის დახასიათებით იყო დაინტერე-
სებული, მთლიანი სხეული დაინახე თუ მარტო სახე, როგორი
იყო, რა ფერისო და ასე შემდეგ. Rumores fuge183 -მეთქი,

181 Occasiones namque hominem fragile non faciunt, sed quails sit
ostendunt (ლათ.) – საშუალება კი არ აქცევს ადამიანს სუსტად, არამედ
თავისივე შინაგანი ბუნება.
182 Quot capita, tot sententiae (ლათ.) – რამდენი თავიცაა, იმდენი აზრია.
183 Rumores fuge (ლათ.) – ჭორები დაფრენენ. (მარკუს პორციუს კატონი)

715 მკითხველთა ლიგა


ვუთხარი საკუთარ თავს და პეიზაჟის თვალიერება დავიწყე.
ამ დროს კემპინგიდან კიდევ ერთი ჯგუფი შემოგვიერთდა,
დარაჯი და ქალები, მათ შორის დაკარგული ბავშვის დედაც.
საბრალოს მომხდარი გვიან გაეგო, რადგან ამ დროს ტელე-
ვიზორში რაღაც კონკურსს უყურებდა. ვინ ჩავიდაო, იკითხა
კემპინგის დარაჯმა. მდუმარედ მიანიშნეს იმ ბიჭზე, ჯერ ისევ
ბალახებში რომ იწვა. სასოწარკვეთილი დედა ნაპრალის კი-
დეს მიეჭრა და ბავშვის სახელი ჩაჰყვირა. არავის უპასუხია.
ისევ ჩასძახა, მაშინ ნაპრალმა დაიყმუვლა, თითქოს პასუხი
გასცაო.
ზოგმა ფერი დაკარგა. უმეტესობა ნაპრალს შეშინებული
მოშორდა, თითქოს უფსკრულიდან მოულოდნელად ხელი
უნდა ამოიმართოს და ვისაც წაატანს, სიღრმეში ჩაითრიოსო.
რამდენიმემ თქვა, იქ მგელი ან გაველურებული ძაღლი ცხოვ-
რობსო. ამასობაში უკვე მოსაღამოვდა და გაზის და ელემენ-
ტებიანი ფარნები ერთმანეთთან ჯიბრით შემაძრწუნებელ
როკვას მოჰყვნენ, მიზიდულობის ცენტრი კი ის ავის მომასწა-
ვებელი ნაპრალი – მთის პირდაღებული ჭრილობა იყო. ხალ-
ხი გალიციურად მოთქვამდა, ენაზე, რომელიც ჩემმა ამოძირ-
კვულმა ფესვებმა დამავიწყა, და აცახცახებულები ნაპრალის-
კენ ხელს იშვერდნენ. აქ არ შეიძლებოდა თქმულიყო Caelo
legitur qui non habet urnam184. სამოქალაქო გვარდია არსად
ჩანდა. საჭიროება მოითხოვდა, რაღაც გადაწყვეტილება მიგ-
ვეღო, მაგრამ ხალხში სრული გაოგნება სუფევდა. ამ დროს
დავინახე, როგორ იმაგრებდა კემპინგის დარაჯი ქამარზე
თოკს და მივხვდი, რასაც აპირებდა. ვაღიარებ, მისი მოქმე-
დება ქების ღირსად მივიჩნიე და ამის სათქმელად მივუახ-
184Caelo legitur qui non habet urnam (ლათ.) – რასაც არ გაუფრთხილდე-
ბი, დაკარგავ.
716 მკითხველთა ლიგა
ლოვდი: შოზე ლენდოირო, ადვოკატი და პოეტი-მეთქი, ვუთ-
ხარი, სანამ ხელს მონდომებით ვართმევდი. მან შემომხედა
და ისე გაიღიმა, თითქოს ერთმანეთი ადრეც გვცნობოდეს.
მერე საერთო გარინდების ფონზე დაიწყო იმ საბედისწერო
ნაპრალში ჩაშვება.
გულწრფელად რომ მოგახსენოთ, მე და ჩემ გარდა ბევრი
იქ მყოფი, უარესის მოლოდინში ვიყავით. კემპინგის დარაჯი
იქამდე ჩავიდა, სადამდეც თოკი ჩასწვდა. თოკი რომ დამთავ-
რდა, ყველამ ვიფიქრეთ, ახლა უკან ამოვაო, მგონი, ერთი წა-
მით ქვემოდან მოქაჩა კიდეც, ჩვენც ზემოდან მოვქაჩეთ. ამის
შემდეგ ხალხში უარესმა დაბნეულობამ დაისადგურა, ატყდა
ყვირილი. მე შევეცადე, სიმშვიდე დამემყარებინა. Addito
salis grano185. სასამართლოს გამოცდილება რომ არ მქონო-
და, ის აგრესიული და თან მოუთვინიერებელი ხალხი ნაპ-
რალში თავით გადამიშვებდა. მიზანს მივაღწიე. როგორღაც
შევძელით, დარაჯს დავკავშირებოდით და მისი ყვირილი გაგ-
ვეშიფრა. ითხოვდა, თოკი ჩამომიგდეთო. ასეც მოვიქეცით.
გულის ფრიალით შევცქეროდით, როგორ უჩინარდებოდა
თოკის ბოლო, როგორ ჩანდა ოდნავღა გველის მუცელში გა-
უჩინარებული თაგვის კუდივით. იმედი გაგვიჩნდა, რომ და-
რაჯმა, უეჭველად იცოდა, რასაც აკეთებდა.
უეცრად სიბნელე წკვარამად გადაიქცა, შავი ნაპრალი კი,
თუ ასე შეიძლება ითქვას, უფრო ჩაშავდა. ისინი, ვინც რამდე-
ნიმე წუთის წინ მოუთმენლობას ჰყავდა შეპყრობილი, მოკლე
ნაბიჯებით ბოლთის ცემას მოჰყვნენ, მაგრამ მალევე შეჩერ-
დნენ, რადგან შესაძლებლობა იმისა, რომ ფეხი დაუცდებო-
დათ და ის სიშავე მათაც შთანთქავდა, ძალიან რეალური

185 Addito salis grano (ლათ.) – მარილს ვაყრი.


717 მკითხველთა ლიგა
იყო. განა ხანდახან ცოდვები არ განიცდის ხოლმე მატერია-
ლიზაციას. დროდადრო ნაპრალიდან უფრო და უფრო დახშუ-
ლი ყმუილი გვესმოდა, თითქოს ეშმაკი ახლად ხელში ჩაგდე-
ბულ ორ ტყვესთან ერთად დედამიწის სიღრმისკენ მიიჩქარი-
სო. ალბათ ზედმეტია იმის თქმა, რომ ზემოთ დარჩენილები
ერთმანეთზე უფრო წარმოუდგენელ ვარაუდებს გამოთქვამ-
დნენ. Vita brevis, ars longa, occasion praeceps,
experimentum periculosum, iudicium difficile186. ზოგი გაუთა-
ვებლად საათს ჩასჩერებოდა, თითქოს დროს აქ რამე გადამ-
წყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ზოგიერთებს წრე შეეკრათ და
გამალებით სიგარეტს ეწეოდნენ, იყვნენ ისეთებიც, ვინც
გრძნობის დაკარგვის პირას მისულ გაუჩინარებული ბავშვის
ოჯახის წევრებს უვლიდნენ. ზოგიერთები გვარდიას ლან-
ძღავდნენ, აქამდე სად არიანო. უეცრად, სანამ მე ვარსკვლა-
ვებს ავყურებდი, აზრად მომივიდა, რომ ის ყველაფერი, რაც
მაშინ იქ ხდებოდა, სიტყვასიტყვით იმეორებდა დონ პიო ბა-
როხას187 მოთხრობას. ის მოთხრობა სალამანკის უნივერსი-
ტეტში იურისპრუდენციის სწავლის წლებში მქონდა წაკითხუ-
ლი. მოთხრობას „უფსკრული“ ერქვა და იქ მთის შიგნეულო-
ბამ პატარა მწყემსი შთანთქა. მის საძებნელად კარგად დაბ-
მული მწყემსი ჩადის, მაგრამ ეშმაკის ღმუილს გაიგონებს და
იძულებულია, უკან უბავშვოდ ამოძვრეს. მართალია, ბავშვი
არც დაუნახავს, მაგრამ მისი კვნესა ზემოთაც ნათლად ისმის.
მოთხრობა მთავრდება სრული უილაჯობის გულის გამგმირა-
ვი სურათით, სადაც შიში სიყვარულს თუ მოვალეობას თავად

186 Vita brevis, ars longa, occasion praeceps, experimentum periculosum,


iudicium difficile (ლათ.) – სიცოცხლე ხანმოკლეა, ხელოვნება – დღეგ-
რძელი, შემთხვევა წამიერი, გამოცდილება – ვერაგი, განსჯა – რთული.
187 პიო ბაროხა (1872-1956) – ესპანელი მწერალი

718 მკითხველთა ლიგა


ოჯახის წევრებშიც კი ანადგურებს: მაშველების ჯგუფიდან
ვერც ერთი, თუმცა ეს ჯგუფი უხეში, ცრუმორწმუნე ბასკი
მწყემსებისგან შედგება, ვერ ბედავს უფსკრულში ჩასვლას,
რადგან უკან ამოსული მწყემსი რაღაცას ბუტბუტებს, არ მახ-
სოვს, ზუსტად რას, ეშმაკი დავინახე, ვიგრძენი თუ ხმა გავი-
გონეო. In se simper armatus Furor188. ბოლო სცენაში მწყემ-
სები თავ-თავიანთ სახლებში ბრუნდებიან, თავად ბავშვის შე-
შინებული ბაბუაც, და მთელ ქარიან ღამეს ესმით უფსკრული-
დან ამომავალი დაშავებული ბავშვის საწყალობელი ვედრე-
ბა. ასეთია დონ პიოს მოთხრობა. ახალგაზრდობაში ექნებო-
და დაწერილი, სანამ მისი პროზა ძალას მოიკრებდა, მაგრამ,
მიუხედავად ყველაფრისა, მაინც კარგი მოთხრობაა. სწორედ
ეს გამახსენდა და ამაზე ვფიქრობდი, სანამ ჩემ უკან ადამია-
ნური ვნებები ჩქეფდა და ჩემი თვალები ვარსკვლავებს ით-
ვლიდა. ის, რაც ახლა იქ ხდებოდა, გაჭრილი ვაშლივით ჰგავ-
და იმ მოთხრობაში აღწერილ ამბავს, რომელიც ბაროხამ და-
წერა, ესპანეთი კი ისევ ბაროხას დროინდელი ესპანეთი იყო,
ანუ ესპანეთი, სადაც უფსკრულებს ისევე დაეღოთ პირი, სა-
დაც ბავშვები ისევ ისე დაუფიქრებლად მიაბიჯებდნენ და ისევ
ცვიოდნენ იმ უფსკრულებში, სადაც ისევ უამრავს ეწეოდნენ
და გული მისდიოდათ, სადაც სამოქალაქო გვარდია ისევ არ
მოდიოდა მაშინ, როდესაც ის ასე სჭირდებოდათ.
ამ დროს ყვირილი გავიგონეთ, არა, ეს დაუნაწევრებელ
მეტყველებას მოკლებული ყმუილი კი არა, ნამდვილი სიტ-
ყვები იყო, რაღაც ამის მსგავსი: ჰეი, მანდ ზევით, ბიჭებო, ვინ
ხართო, და მიუხედავად იმისა, რომ ფანტაზიორები არ გვაკ-
ლდა, რომლებიც ამბობდნენ, ეშმა ყვირის, ვერ გაძღა და კი-

in se simper armatus Furor (ლათ.) – ყოველთვის შეიარაღებულია


188

მრისხანებით. (სენეკა. „გაშმაგებული ჰერკულესი“)


719 მკითხველთა ლიგა
დევ უნდა ვინმე წაიყვანოსო, დანარჩენები მაინც მივცვივდით
ნაპრალის პირს და დარაჯის ფარნის სხივი დავინახეთ. ის
სხივი პოლიფემეს ცნობიერებაში ციცინათელასავით ჩაკარ-
გულ სხივს მიაგავდა და ვკითხეთ იმ სხივს, როგორ ხარო და
სხივის ქვემოდან ხმამ გვიპასუხა, ძალიან კარგად, ახლა
თოკს ამოგიგდებთო. მერე, ორმოს კედლებზე ოდნავ შესამ-
ჩნევი ხმაური გავიგონეთ და რამდენიმე უშედეგო ცდის შემ-
დეგ ხმამ დაგვიძახა, კიდევ ერთი თოკი ჩამომიგდეთო. ცოტა
ხნის შემდეგ, ქამარზე და იღლიებქვეშ თოკამოდებული და-
კარგული ბავშვი ამოვიყვანეთ. მისმა მოულოდნელმა გამო-
ჩენამ ხალხში კივილი და სიცილი გამოიწვია, ხოლო როდე-
საც ბავშვს თოკი მოვხსენით და ისევ ქვემოთ ჩავაგდეთ, და-
რაჯიც ამოძვრა. ახლა, როდესაც აღარაფერს ველი, კარგად
მახსოვს, რომ მთელი ღამე გაუთავებელ ზეიმად გადაიქცა. O
quantum caliginis mentibus nostris obicit magna felicatas189.
გალიციელები ზეიმობდნენ, კიდევ დამსვენებლები – გალი-
ციელი მოხელეები და მეც, მეც ხომ იმ მიწის შვილი ვიყავი.
ზეიმობდა დარაჯიც, რომელსაც ჩილეელს ეძახდნენ, რადგან
სწორედ ჩილედან იყო წარმოშობით, მაგრამ გალიციელების
სიმტკიცე დაჰყოლოდა. სახელად, როგორც თავად გვითხრა,
ბელანო ერქვა.
იმ კემპინგში კიდევ ორი დღე დავყავი. ბელანოსთან იმ
ხნის მანძილზე ხანგრძლივი საუბრები მქონდა. ჩემი სადარ-
დებლებიც გავუზიარე და ჩემი ლიტერატურული მიდრეკილე-
ბებიც. მერე ბარსელონაში დავბრუნდი და ორ წელიწადს მის
შესახებ არაფერი გამიგია, სანამ ოფისში არ მომაკითხა. რო-

O quantum caliginis mentibus nostris oficit magna felicatas (ლათ.) –


189

როგორი გაუვალი ნისლით ბურავს ხოლმე ჩვენს გონებას დიდი ბედნიე-


რება. (სენეკა, სიცოცხლის წარმავლობაზე,13)
720 მკითხველთა ლიგა
გორც ასეთ შემთხვევებში ყოველთვის ხდება ხოლმე, ფულზე
უკაცრავად იყო, სამსახური არ ჰქონდა. დაკვირვებით შევათ-
ვალიერე და იმაზე დავიწყე ფიქრი, შეძლებისდაგვარად დე-
ლიკატურად გამეგდო ქუჩაში Supremum vale190 თუ დახმა-
რების ხელი გამეწოდებინა. ბოლოს ეს უკანასკნელი ვარიან-
ტი ავარჩიე და ვუთხარი, შემიძლია, ადვოკატთა კოლეგიის
ჟურნალში მოგიძებნო-მეთქი სამსახური. იმ ჟურნალის ლი-
ტერატურულ გვერდებს ვხელმძღვანელობ, ჯერჯერობით ეს
იყოს, და მერე ვნახოთ-მეთქი. შემდეგ ჩემი ლექსების ბოლო
წიგნი ვაჩუქე და გავაფრთხილე, ჟურნალში შენი მოვალეობა
პოეტური ნაწარმოებებით შემოიფარგლება, პროზას რაც შე-
ეხება, ჩემი კოლეგა, ჯაუმე ჟოსეფი უძღვება, გაყრების ექ-
სპერტი და ხანგრძლივი სტაჟის პედერასტი, ლას-რამბლასის
შემოგარენში ტანჯული ჯუჯის სახელით ცნობილი, რადგან
დაბალი ტანისაა და თან დაკუნთულ უხეშ ჯიგრებს გულგრი-
ლად ვერ უყურებს-მეთქი.
არა მგონია, ვცდებოდე, თუკი ვიტყვი, რომ სახეზე ერ-
თგვარი იმედგაცრუება შევატყვე. ალბათ, ამ წინადადების
ნაცვლად ელოდა, რომ ჩემს ლიტერატურულ ჟურნალში ლექ-
სებს დავუბეჭდავდი. არადა, იმდროინდელი მდგომარეობის
გამო ამას ვერა და ვერ გავაკეთებდი. მხოლოდ ძალიან მაღა-
ლი ხარისხის ლიტერატურას ვბეჭდავდი. ჩემს ჟურნალში და-
ბეჭდილი პოეზია ბარსელონაში გამომავალი ლიტერატურის
ნაღების ნაღებად იყო აღიარებული, ამიტომ მართებულად
ნამდვილად არ მიმაჩნდა, ასე ერთ დღეში, მარტო ზაფხულის
ორდღიანი კეთილგანწყობისა და დამეგობრების გამო, თუნ-
დაც ის დღეები გულწრფელი საუბრებით ყოფილიყო გაჯერე-

190 Supremum vale (ლათ.) – საბოლოო გამოთხოვება


721 მკითხველთა ლიგა
ბული, ჟურნალის მიმართულებაში ცვლილებები შემეტანა.
191
Discat servire glorians ad alta venire .
შეიძლება ითქვას, რომ ასე დაიწყო არტურო ბელანოსთან
ჩემი ურთიერთობის მეორე ეტაპი. თვეში ერთხელ ვხედავდი
ჩემს კაბინეტში, სადაც სხვადასხვა შინაარსისა და ბუნების სა-
სამართლო საქმეებზე მუშაობასთან ერთად ჩემს ლიტერატუ-
რულ ვალდებულებებსაც ვასრულებდი. იქ ხშირად იკრიბე-
ბოდნენ ბარსელონისა და ესპანეთის სხვა კუთხეებიდან თუ
თვით ესპანურენოვანი ამერიკიდან ჩამოსული პოეზიის ყვე-
ლაზე ცნობილი და სახელოვანი, ყველაზე დახვეწილი წარმო-
მადგენლები. მოხვდებოდნენ თუ არა ჩვენს ქალაქში, თავს
ვალდებულად თვლიდნენ მოვენახულებინე. რამდენადაც
მახსოვს, ბელანო რამდენჯერმე კიდეც შეხვდა შემთხვევით
ჩემი ჟურნალის ავტორებსაც და სტუმრებსაც და იმ შეხვედ-
რებმა სწორედ ისე დამაკმაყოფილებლად ჩაიარა, როგორც
ამას მე ვისურვებდი. მაგრამ, საქმეებსა და სიამოვნებებში
ჩაფლულს, ყურადღება მაინცდამაინც მიმიქცევია, როგორი
იყო ამ შეხვედრების შედეგი, არც ჭორებისთვის დამიგდია ყუ-
რი, არც იმაზე მიფიქრია, რა შთაბეჭდილებას დატოვებდა
ასეთი შეხვედრები და რა მითქმა-მოთქმის თემად იქცეოდა.
ზოგადად, ლაყბობის საგანი უფრო იყო ხოლმე მანქანების
უსაშველო რაოდენობა, მოტოციკლეტების ღრიალი, რა ძნე-
ლია მანქანის გაჩერება საავადმყოფოების პარკინგებზე. ამ
დროს ჭორები მეუბნებოდა, ფრთხილად, შოზე, ცოცხალი
ხარ, ცოცხალ გარემოში ცხოვრობ, სხეულს გაუფრთხილდი,
დრო ხანმოკლეა, დიდება ეფემერულიო, მაგრამ მე ჩემი გუ-
ლუბრყვილობით ვერ გავშიფრე ეს შეგონებები, ან მეგონა,

Discat servire glorians ad alta venire (ლათ.) – ვისაც მაღლა ასვლა უნ-
191

და, მსახურება უნდა ისწავლოს.


722 მკითხველთა ლიგა
რომ ჩემკენ კი არა, უფრო მისკენ იყო მიმართული. ვერ მივ-
ხვდი, რომ კატასტროფა მიახლოვდებოდა. ჭორები რაღაც
დანაკარგზე მიმანიშნებდა ბარსელონის უზარმაზარ სივრცე-
ში. მეგონა, მე კი არა, მას ეხებოდა, მე არაფერ შუაში ვიყავი,
არადა, სინამდვილეში თურმე სწორედ ჩემთვის იქმნებოდა.
Fortuna rerum humanarum domina192.
სხვა მხრივ ბელანოს შეხვედრები ჩემი ჟურნალის ავტო-
რებთან დიდი კეთილგანწყობით არ გამოირჩეოდა. ერთხელ
ერთ-ერთმა ჩემმა ბიჭთაგანმა, მოგვიანებით წერას თავი რომ
დაანება და ახლა საკმაოდ წარმატებული პოლიტიკოსია, მი-
სი ცემაც კი მოინდომა. სხვათა შორის, ის ბიჭი ამას სერიოზუ-
ლად არ ამბობდა, თუმცა, სინამდვილეში, ვინ იცის. მაგრამ
ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ბელანოს ვერ გაუგეს: მგონი,
ჰკითხა ჩემს ავტორს, კარატე თუ იციო თუ რაღაც ამგვარი
(შავი ქამარი ჰქონდა), მერე შაკიკი მოიმიზეზა და შერკინება-
ზე უარი განაცხადა. მსგავს ამბებზე მე ძალიან ვხალისობდი.
ვეუბნებოდი, მიდი, ბელანო, დაიცავი შენი აზრი, დაასაბუთე,
Sine dolo193, ლიტერატურის კორიფეებს შეეჯიბრე-მეთქი. ის
კი ამბობდა, თავი მტკივაო, ან იცინოდა, მთხოვდა, იმ თვის
ხელფასი გადამეხადა, მერე კი კუდამოძუებული მიდიოდა.
ამას უნდა დავეეჭვებინე. უნდა მეფიქრა, ეს კუდის ამოძუე-
ბა რას ნიშნავს-მეთქი, Sine ira et studio194 საკუთარი თავის-
თვის უნდა მეკითხა, კუდი რომელ ცხოველებს აქვთ-მეთქი.
წიგნებსა და სახელმძღვანელოებს ჩავღრმავებოდი და სწო-
რად გამეშიფრა, რის მომასწავებელი უნდა ყოფილიყო ის

192 Fortuna rerum humanarum domina (ლათ.) – ბედისწერა განაგებს ადა-


მიანს.
193 Sine dolo (ლათ.) – უმტკივნეულოდ, ბოროტი განზრახვის გარეშე
194 Sine ira et studio (ლათ.) – რისხვისა და მიკერძოების გარეშე

723 მკითხველთა ლიგა


ბეწვიანი კუდი, კასტროვერდეს ყოფილ დარაჯს ფეხებს შო-
რის რომ ებურძგლებოდა.
მაგრამ ეს არ გამიკეთებია და ისე განვაგრძობდი ცხოვრე-
ბას errare humanum est, perseverare autem diabolicum195.
ერთხელ ჩემს უფროს ქალიშვილს მივაკითხე სახლში და რა-
ღაც ხმაური გავიგონე. რა თქმა უნდა, გასაღები მაქვს, იმის
გამო, რომ ცოტა ხნით ადრე ის ბინა მე მეკუთვნოდა, იქ ოთ-
ხივე ერთად ვცხოვრობდით, მე, ჩემი მეუღლე და ორი ქალიშ-
ვილი. გაყრამდე ცოტა ხნით ადრე გადავწყვიტე, ჩემი უფრო-
სი ქალიშვილისთვის მეჩუქებინა, ჩემსავით პოეტისა და ჩემი
ჟურნალის მთავარი ავტორისთვის. გაყრის შემდეგ სარიაში
კოშკი ვიყიდე, ჩემმა ცოლმა კი პენტჰაუსი შეიძინა მოლინას
მოედანზე და იქ ჩვენს უმცროს ქალიშვილთან ერთად გადა-
ვიდა საცხოვრებლად. როგორც ვთქვი, გასაღები მქონდა,
თუმცა იქ იშვიათად მივდიოდი, უფრო ხშირად რომელიმე
წიგნის წამოსაღებად, ან რედაქციის შეკრება თუ იქ დაინიშნე-
ბოდა. ასე რომ, შევედი და ხმაური შემომესმა. მისაღებ ოთახ-
ში ჩუმად შევედი, როგორც მამას და თანამედროვე ადამიანს
შეეფერება, მაგრამ იქ არავინ დამხვდა. ხმაური კორიდორის
სიღრმიდან მოისმოდა. Non vis esse iracundus? Ne fueris
Curiosus196. რამდენჯერმე გავუმეორე საკუთარ თავს. მაგრამ
ჩემი ძველი კაბინეტისკენ მაინც გავწიე. გავუარე ჩემი ქალიშ-
ვილის საძინებელს, მივაყურადე, არაფერი ისმოდა. თითის
წვერებზე განვაგრძე სვლა. მიუხედავად იმისა, რომ კარგა
ხნის გათენებული იყო, სახლში ბინდი ჩამოწოლილიყო. სი-

195 errare humanum est, perseverare autem diabolicum (ლათ.) – შეცდო-


მა ადამიანური საქციელია, ხოლო დაჟინება – ეშმაკეული.
196 Non vis esse iracundus? Ne fueris Curiosus (ლათ.) – გაბრაზება არ

გინდა? მაშინ ცნობისმოყვარეობას მოეშვი.


724 მკითხველთა ლიგა
ნათლე არ ამინთია. როგორც მერე აღმოვაჩინე, ხმაური ჩემი
ყოფილი საძინებლიდან გამოდიოდა. ის ახლაც ისეთივე
მდგომარეობაში იყო, როგორც მე და ჩემმა ცოლმა დავტო-
ვეთ. კარი ფრთხილად შევაღე და ჩემი უფროსი ქალიშვილი
დავინახე ბელანოს მკლავებში. ის, რასაც ბელანო აკეთებდა,
პირველი თვალის შევლებისას მაინც, ენით აუწერელ საშინე-
ლებად მომეჩვენა. ჩემი გოგონა უზარმაზარ საწოლზე გარდი-
გარდმო გაეშხლართა, ზედ ეჯდა და აქეთ-იქით ატრიალებდა.
ამას თან საზარელი კვნესა, ღმუილი, ოხვრა, ქოშინი, უზნეო
წამოძახილები ახლდა. ვიგრძენი, როგორ ამეშალა სხეულზე
ბეწვი Mille modi Veneris197 – გავიხსენე ოვიდიუსი, მაგრამ ეს
მაინც მეტისმეტი იყო. მიუხედავი ამისა, სიბნელეში კვლავ გა-
უნძრევლად ვიდექი, არსად წავსულვარ, უსიტყვოდ მონუსხუ-
ლი, თითქოს მოულოდნელად ის დრო დაბრუნდა, როდესაც
კემპინგზე კასტროვერდეში ის ახალგამომცხვარი გალიციე-
ლი ჩვენ თვალწინ გაუჩინარდა მთის ნაპრალში და ჩვენ, მე
და დასასვენებლად ჩამოსული სხვა მოხელეები მდუმარედ
ვიდექით იმ ჯოჯოხეთის ხახასთან. Magna res est vocis et
silentii tempora nosse198. სიტყვა არ დამიძრავს. მდუმარება
არ დამირღვევია და ისევე წამოვედი იქიდან როგორც მივე-
დი. მიუხედავად ამისა, ვერ შევძელი, ჩემი ძველი სახლიდან
შორს წავსულიყავი, ჩემი ქალიშვილის სახლიდან. ფეხებმა
თვითონ მიმიყვანეს გვერდით მდებარე კაფეში. კაფე ვიღა-
ცას, ალბათ ახალ მეპატრონეს, ბევრად უფრო თანამედროვე
დაწესებულებად გადაექცია, პრიალა პლასტმასის მაგიდები-
თა და სკამებით. ყავა შევუკვეთე და სიტუაციის გარჩევა და-

Mille modi Veneris (ლათ.) – ათასი ხერხი სიყვარულისა


197

Magna res est vocis et silentii tempora nosse (ლათ.) – დიდი სიბრძნეა,
198

იცოდე, როდის ილაპარაკო და როდის გაჩუმდე.


725 მკითხველთა ლიგა
ვიწყე. სახება, როდესაც ჩემი ქალიშვილი კახპასავით იქცე-
ოდა, დროდადრო ამომიტივტივდებოდა თავში და ამ სურათე-
ბისგან ჭირის ოფლს მასხამდა, თითქოს ციებ-ცხელება შემე-
ყარაო. ყავამ ვერ მიშველა და ერთი ჭიქა კონიაკიც შევუკვე-
თე. იქნებ ყავაზე უფრო ძლიერ სასმელს მოეხერხებინა და
დავეწყნარებინე. ბოლოს, მესამე ჭიქის შემდეგ, ცოტათი მარ-
თლაც დავწყნარდი. Post vinum verba, post imbrem nascitur
herba199. სიტყვებმა პოეზია სულაც არ გამახსენა, ერთი ობო-
ლი სტრიქონიც კი. ჩემში დაიბადა უზარმაზარი სურვილი შუ-
რისძიებისა, წყურვილი, სამაგიერო გადამეხადა, შეურყევე-
ლი გადაწყვეტილება, იმ უნამუსო ჟულიენ სორელს პასუხი
ეგო ასე ნამუსგარეცხილ სითავხედესა და უსინდისობაზე.
Prima cratera ad situm pertinet, secunda ad hilaritatem, tertia
ad voluptatem, quarta ad insaniam200. სიგიჟისაა მეოთხე ჭი-
ქაო, ამბობს აპულეუსი, სწორედ ეს მაკლდა. იმ წუთში ცხა-
დად ვიცოდი, დღეს რა დამამშვიდებდა. ბარის მეორე მხრი-
დან მაკვირდებოდა პატარა ოფიციანტი გოგო ჩემი ქალიშვი-
ლის ასაკისა. მის გვერდით ვიღაც ქალი გამაგრილებელ სას-
მელს სვამდა და შეკვეთებს იღებდა. ორივენი გაცხარებით
ლაქლაქებდნენ, მაგრამ ოფიციანტი გოგო მაინც დროდად-
რო თვალს გამოაპარებდა ხოლმე ჩემკენ. მაგრამ ხელი ავუ-
წიე და მეოთხე ჭიქა კონიაკი შევუკვეთე. არ გავაზვიადებ, თუ-
კი ვიტყვი, რომ გოგოს მოძრაობაში თანაგრძნობა შევნიშნე.

199 Post vinum verba, post imbrem nascitur herba (ლათ.) – ღვინის სმა
სიტყვას იწვევს, წვიმა ბალახს.
200 Prima cratera ad sitim pertinet, secunda ad hilaritatem, tertia ad

voluptatem, quarta ad insaniam (ლათ.) – პირველი ჭიქა წყურვილს და-


გიამებს, მეორე – გაგახალისებს, მესამე – დაგატკბობს, მეოთხე – გაგა-
გიჟებს.
726 მკითხველთა ლიგა
გადავწყვიტე, არტურო ბელანო ტარაკანივით გამესრისა.
ორი კვირა ვიარე წონასწორობიდან გამოსულმა, ჰალუცინა-
ციებში მყოფმა, ჩემს ძველ სახლში, ჩემი ქალიშვილის სახ-
ლში, თან სრულიად უდროოდ. მათ ოთხჯერ წავასწარი, ისევ
ინტიმურ ვითარებაში. აქედან ორჯერ ჩემს საძინებელში, ერ-
თხელ ჩემი ქალიშვილის საძინებელში და ერთხელ მთავარ
სააბაზანოში. იმ ბოლო შემთხვევისას მათი თვალთვალი ვერ
მოვახერხე, მაგრამ ხმები კი მესმოდა. დანარჩენ სამ შემ-
თხვევაში იმ საშინელებებს საკუთარი თვალით ვხედავდი, ვუ-
ყურებდი როგორი ვნებით, თავდავიწყებით, უნამუსობით ეძ-
ლეოდნენ ერთმანეთს. Amor tussis que non caelatur – სიყვა-
რულსა და ხველას ვერ დამალავ. მაგრამ იყო კი სიყვარული,
რასაც ის ორი ახალგაზრდა ერთმანეთის მიმართ განიცდი-
და? ამ კითხვას გაუთავებლად ვუსვამდი საკუთარ თავს, გან-
საკუთრებით მაშინ, როდესაც აღელვებული უჩუმრად ვტო-
ვებდი იქაურობას და თვალწინ მაინც მედგა ის გაუგონარი
სექსი, იდუმალი ძალა რომ მაიძულებდა, მეთვალთვალა.
იყო კი სიყვარული ის, რასაც ბელანო ჩემი ქალიშვილის მი-
მართ გრძნობდა? იყო კი სიყვარული, რასაც ჩემი ქალიშვი-
ლი გრძნობდა იმ ჟულიენ სორელისმაგვარი არსების მი-
მართ? Qui non zelat, non amat201 ვეუბნებოდი თუ ვეჩურჩუ-
ლებოდი საკუთარ თავს. ხანდახან უეცრად გონება გამინათ-
დებოდა და ვხვდებოდი, რომ ჩემი მოქმედება მკაცრი მამის
მოქმედებაზე მეტი იყო, უფრო ეჭვიანი საყვარლის საქციელს
ჰგავდა. მიუხედავად ამისა, მე ეჭვიანი საყვარელი არ ვიყავი,

201 Qui non zelat, non amat (ლათ.) – ვინც არ ეჭვიანობს, მას არც უყვარს.
727 მკითხველთა ლიგა
მაშ, რა იყო ის, რასაც მაშინ განვიცდიდი? Amantes amentes
202
– შეყვარებულები გიჟები არიანო, dixit პლავტუსი.
გადავწყვიტე, რაღაც პრევენციული ზომები მიმეღო, სიტუ-
აცია გამომეკვლია, ასე ვთქვათ, მათთვის უკანასკნელი შანსი
მიმეცა ჩემებურად. სწორედ ის აღმოჩნდა, რისაც მეშინოდა:
ჩემს ქალიშვილს მართლაც უყვარდა ის ჩილეელი. ვკითხე,
დარწმუნებული ხარ-მეთქი? რა თქმა უნდა, დარწმუნებული
ვარო, მიპასუხა. რას აპირებთ-მეთქი. არაფერს, მამაო. ასეთ
ამბებში მე სულაც არ მგავს, პირიქით, პრაგმატულობაში დე-
დამისისკენ წავიდა. Adeo in teneris consuescere multum
est203. ცოტა ხნის შემდეგ ბელანოს გამოვკითხე. ჩემს კაბი-
ნეტში შევხვდი – ყოველთვიურად ადვოკატთა კოლეგიის
ჟურნალისთვის პოეზიის მასალები უნდა მოეტანა და ხელფა-
სი წაეღო. პირისპირ მარტონი რომ დავრჩით, ლაპარაკი მა-
შინ დავუწყე. ამ დროს შედარებით დაბალ სკამზე იჯდა, რა
მღილი ჩანდა, გასრესილი მღილი ჩემი იურიდიული დიპლო-
მების, ჩემი მუხის მაგიდის თავზე ჩამოკიდებული დიდი პო-
ეტების უზარმაზარი, ვერცხლისჩარჩოიანი ფოტოსურათების
(სამ მეტრ-ნახევარზე) სიმძიმის ქვეშ. მგონი, დროა, ნახტო-
მისთვის მოემზადო-მეთქი, ვუთხარი. ისე შემომხედა, თით-
ქოს ნათქვამს ვერ მიმიხვდაო. კვალიფიკაციას ვგულისხმობ-
მეთქი, განვაგრძე. რამდენიმე წამის შემდეგ, სანამ ერთმა-
ნეთს სიტყვის უთქმელად შევცქეროდით, ჩემი სიტყვები უფ-
რო დეტალურად ავუხსენი. მინდა (ვუთხარი, ჩემი ნება ასე-
თია-მეთქი), რეცენზენტობიდან კოლეგიის ჟურნალის ჩვე-
ულებრივ ავტორად გადახვიდე-მეთქი. მგონი, მისი ერთა-

dixit (ლათ.) – ამბობს.


202

Adeo in teneris Consuescere multum est (ლათ.) – ჩვევები ბავშვობა-


203

შივე ყალიბდება.
728 მკითხველთა ლიგა
დერთი კომენტარი იყო „ვაუ“, თანაც საკმაოდ უემოციოდ
თქმული. ალბათ ხვდები, რომ ამით დიდ პასუხისმგებლობას
ვიღებ ჩემს თავზე, ჟურნალი დღითიდღე უფრო და უფრო
პრესტიჟული ხდება, შიგ ესპანეთისა და ლათინური ამერიკის
ყველაზე სახელოვანი პოეტები იბეჭდებიან, დარწმუნებული
ვარ, რომ კითხულობ და არ გამოგეპარებოდა ამ ბოლო
დროს პეპე დე დიოსს, ერნესტინა ბუსკარაონსს, მანოლო
გარსიდიეგო იხარესს ვბეჭდავთ, რომ არაფერი ვთქვათ
ახალგაზრდების იმ ძლიერ ჯგუფზე, ჩვენი ჟურნალის მამოძ-
რავებელ ღერძს რომ წარმოადგენს: გაბრიელ კატალუიაზე,
რომელსაც ყველა მონაცემი აქვს, რომ მომავალში ორენოვა-
ნი დიდი პოეტი გახდეს და ამას ყველანი მოუთმენლად ვე-
ლით, რაფაელ ლოგონიოზე, ყველაზე ახალგაზრდა პოეტია,
მაგრამ გამაოგნებელი სიმტკიცის პატრონი, ისმაელ სევილი-
აზე. მტკიცე და ელეგანტური პოეტია, ესეკიელ ვალენსიაზე,
რომელსაც უნარი აქვს თანამედროვე ესპანეთის ყველაზე
არანორმალურად თანამედროვე სონეტები წეროს, მხურვა-
ლე გულისა და ცივი გონების სტილისტია. რა თქმა უნდა, პო-
ეტური კრიტიკის გლადიატორებიც არ უნდა დავივიწყოთ:
თითქმის ყოველთვის ულმობელი ბენი ალხესირასი და ტონი
მელილია, ავტონომიის პროფესორი და ორმოცდაათიანი
წლების პოეზიის ექსპერტი-მეთქი, ჩამოვუთვალე. შენ გიღებს
ხალხი, დავასრულე ჩემი სიტყვა, რომელთა ხელმძღვანელო-
ბის პატივი მერგო წილად და რომელთა სახელები უდავოდ
ოქროს ასოებით ჩაიწერება ამ ქვეყნის ლიტერატურაში, შენი
დედა სამშობლო გიღებს, როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე, და
მუშაობა მათ გვერდით მოგიწევს-მეთქი.
მერე დავდუმდი და ერთხანს ერთმანეთს ვაკვირდებო-
დით. უფრო სწორად, მე ვაკვირდებოდი, ვცდილობდი, მისი
729 მკითხველთა ლიგა
გამომეტყველებით მიახლოებით მაინც ამომეკითხა ასეთი
სიტყვების შემდეგ მის თავში რა ხდებოდა. ბელანო კი ამ
დროს ჩემი სურათების, ხელოვნების ნიმუშების, ჩემი დიპ-
ლომების, ჩემი პორტრეტების, ხელბორკილებისა და ხუნდე-
ბის ჩემი კოლექციის (მათი უმეტესობა 1940 წლამდე პერი-
ოდს მიეკუთვნებოდა, ჩემს კლიენტებში ინტერესსა და შეცბუ-
ნებას იწვევდა, ჩემს იურისტ კოლეგებს შორის ხუმრობისა და
ქირქილის მიზეზი ხდებოდა, აქაოდა, რა უგემოვნობააო, პო-
ეტები კი ამ კოლექციას აღტაცებითა და აღფრთოვანებით ათ-
ვალიერებდნენ), კაბინეტში არსებული მცირეოდენი, მაგრამ
რჩეული წიგნების ბიბლიოთეკის (უმეტესობა მე-19 საუკუნის
ესპანელ რომანტიკოს პოეტთა პირველი გამოცემები იყო)
თვალიერებით იყო გართული. მისი მზერა, როგორ ვთქვა,
ჩემი ერთი ქონებიდან მეორეზე ისე გადადიოდა, როგორც
თაგვი, პატარა და საზიზღრად ნერვიული თაგვი დასუნსუ-
ლებს ხოლმე ერთი ნივთიდან მეორეზე. რას ფიქრობ-მეთქი,
გამოვცერი კბილებიდან. შემომხედა და უეცრად მივხვდი,
რომ ჩემი სიტყვები ჩირადაც არ უღირდა. მკითხა, რამდენს
გადამიხდიო. შევხედე და არ ვუპასუხე. შემომხედა და პასუხს
დაელოდა. შევხედე და პოკერისტის სახე მივიღე. ამოიბლუ-
კუნა, იმდენს გადამიხდი, რამდენსაც ჟურნალის სხვა ავტო-
რებს უხდიო? ამოვიოხრე, Emere oportet, quem tibi oboedire
velis204. ეჭვი აღარ იყო, ახლა მართლაც შეშინებული თაგვის
მზერა ჰქონდა. არ გადაგიხდი-მეთქი, ვუთხარი. ასეთ ჰონო-
რარს მარტო დიდ, ძალიან დიდ სახელებს, უკვე აღიარებუ-
ლებს ვუხდი, შენ კი ჯერჯერობით მარტო რეცენზიებს წერ-
მეთქი. მაშინ თავი მრავალმნიშვნელოვნად გადააქნია, თით-

Emere oportet, quem tibi oboedire velis (ლათ.) – თუ გინდა, გემსახუ-


204

რონ (დაგემორჩილონ) ყიდვა მოგიწევს.


730 მკითხველთა ლიგა
ქოს ამბობდა: O cives, cives, quaerenda pecunia primum est,
205
virtus post nummos . მერე მომიგდო, მოვიფიქრებო და წა-
ვიდა. კარი რომ მიიხურა, თავი ხელებში ჩავრგე და ერთხანს
ჩაფიქრებული ვიჯექი. სინამდვილეში, მისთვის ცუდის გაკე-
თება არ მინდოდა.
თითქოს ჩამეძინა, თითქოს მესიზმრებოდა, თითქოს ხე-
ლახლა შევიძინე ჩემი გოლიათური ბუნება. გამეღვიძა თუ
არა, ისევ ჩემი ქალიშვილის სახლისკენ ავიღე გეზი. მტკიცედ
მქონდა გადაწყვეტილი, მასთან ხანგრძლივი, მამაშვილური
საუბარი გამემართა. ალბათ, დიდი ხანი იყო, რაც ჩემს გოგო-
ნასთან ასე არ მესაუბრა, არ მომესმინა, რის ეშინოდა, რა
აღელვებდა, რა ეჭვები ღრღნიდა. Pro peccato magno
paulum supplicii satis est patri206. იმ საღამოს კარგ რესტო-
რანში წავიყვანე სავახშმოდ, პროვანსის ქუჩაზე, და მიუხედა-
ვად იმისა, რომ მთელი საღამო მხოლოდ ლიტერატურაზე
ვსაუბრობდით, გოლიათი, ჩემში რომ სუფევდა, ისე მოიქცა,
როგორც მოველოდი: ელეგანტურად, კეთილგანწყობილად,
გამგებიანად, გეგმებით სავსე, ცხოვრებით აღფრთოვანებუ-
ლი. მეორე დღეს ჩემს უმცროს ქალიშვილს ვესტუმრე და მან-
ქანით ლა ფლორესტამდე, თავისი მეგობრის სახლამდე მი-
ვიყვანე. გოლიათი ფრთხილად იქცეოდა და იუმორით საუბ-
რობდა. გამომშვიდობებისას ჩემმა ქალიშვილმა ლოყაზე მა-
კოცა.

205 O cives, cives, quaerenda pecunia primum est, virtus post nummos
(ლათ.) – ჰოი, მოქალაქენო, მოქალაქენო, ჯერ ფული უნდა მოიხვეჭოთ
და მხოლოდ შემდეგ სახელი.
206 Pro peccato magno paulum supplicii satis est patri (ლათ.) – დიდი

ცოდვისთვის მამა პატარა სასჯელსაც იკმარებს.


731 მკითხველთა ლიგა
ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, მაგრამ შინაგანად ვგრძნობ-
დი, გადახურებული ტვინი მკარნახობდა, რომ ჩემს ახლებურ
საქციელს თავისი შედეგები გამოჰქონდა. Homo totiens
moritur quotiens emittit suos207. მიყვარდა ჩემი შვილები და
ვხვდებოდი, რომ მათი დაკარგვის საფრთხის წინაშე ვიდექი.
ვიფიქრე, ალბათ მეტისმეტად მარტონი არიან, მეტისმეტად
დიდ დროს ატარებენ დედასთან, რომელიც, თავის მხრივ,
რბილი ქალია, დროა, გოლიათი გამოვიდეს სცენაზე, შეახსე-
ნოს თავის შვილებს, რომ ცოცხალია და მათზე ფიქრობს-
მეთქი. ეს იმდენად მარტივი იყო, რომ საკუთარ თავზე გაცეც-
ხლებული ვიყავი (ან, უბრალოდ, ვნანობდი), რომ აქამდე არ
გავაკეთე. ისე, გოლიათის მოსვლას მარტო ჩემს ქალიშვი-
ლებთან ურთიერთობის გაუმჯობესება არ მოჰყოლია. ოფის-
ში ჩემს კლიენტებთან ყოველდღიურ ურთიერთობასაც და-
ვატყვე აშკარა ცვლილებები: გოლიათს არაფრის ეშინოდა,
თავდაჯერებულობა შეემატა, უეცრად მოსდიოდა აზრად სრუ-
ლიად მოულოდნელი გადაწყვეტილებები, შეეძლო, უშიშრად
წასულიყო რისკებზე, კანონისთვის უყოყმანოდ, თვალდახუ-
ჭულს აევლო გვერდი, ლიტერატორებთან ურთიერთობაზე
რომ აღარაფერი ვთქვათ. იმ სფეროში გოლიათი, და ამას
კმაყოფილებით მივხვდი, მართლაც რომ გოლიათი იყო, დი-
დებული, აღზევებული, ხმებისა და განცხადებების, თანხმო-
ბისა და უარყოფის უზარმაზარ მასას, სიცოცხლის წყაროს
წარმოადგენდა.
ჩემი ქალიშვილისა და მისი უვარგისი საყვარლის თვალ-
თვალს თავი დავანებე. Odero, si potero. Si non, invitus

Homo totiens moritur quotiens emittit suos (ლათ.) – ადამიანი იმდენ-


207

ჯერ კვდება, რამდენჯერაც თავის ახლობლებს კარგავს.


732 მკითხველთა ლიგა
amabo208, თუმცა მთელი ჩემი ავტორიტეტის სიმძიმე ბელა-
ნოს დაატყდა თავს. სიმშვიდე დავიბრუნე. ის იყო ჩემი ცხოვ-
რების საუკეთესო პერიოდი.
ახლა იმ ლექსებზე დავიწყე ფიქრი, რომლებიც შემეძლო
დამეწერა და არ დავწერე. მიჩნდება სურვილი, ერთდროუ-
ლად ვიცინო და ვიტირო კიდეც. მაშინ კი არ მიფიქრია იმ
ლექსებზე, რომლებიც შემეძლო დამეწერა: უბრალოდ, ვწერ-
დი. მეგონა, რომ ვწერდი. წიგნი გამოვეცი: იმას მივაღწიე,
რომ ჩემი წიგნი ერთ-ერთ, იმ დროისთვის ყველაზე პრესტი-
ჟულ გამომცემლობას გამოეცა. რა თქმა უნდა, ყველა ხარჯი
მე დავფარე, მათ მარტო გამოსცეს და გაავრცელეს. Quantum
quisque sua nummorum servat in arca, tantum habet ei
fidei209. გოლიათი ფულზე არ დარდობდა. პირიქით, ფულს
განაგებდა, ანაწილებდა, ფულზე ბატონობდა ისე, როგორც
შეფერება გოლიათს, უშიშრად და თავმდაბლობის გარეშე.
ბუნებრივია, ფულთან დაკავშირებითაც მაქვს წარუშლე-
ლი მოგონებები. ის მოგონებები ისე ბზინავს, როგორც
მთვრალი წვიმის ქვეშ, ან ავადმყოფი წვიმის ქვეშ. ვიცი, იყო
დრო, როდესაც ჩემი ფული ხუმრობისა და დაცინვის საგანი
ხდებოდა. Vilius argentum est auro, virtutibus aurum210. ასე-
თი დრო განსაკუთრებით მაშინ მახსენდება, როდესაც ჩემი
ჟურნალი იწყებდა გამოსვლას და ახალგაზრდა ავტორები ჩე-
მი კაპიტალის წარმომავლობაზე იცინოდნენ. ამბობდნენ,
პოეტებს იმ ფულს გვიხდის, რასაც უღირს ფინანსისტებს,

208 Odero, si potero.Si non, invitus amabo (ლათ.) – შევიჯავრებ, თუ შევ-


ძლებ, ვერა და საკუთარი სურვილის გარეშე მეყვარება. (ოვიდიუსი)
209 Quantum quisque sua nummorum servat in arca, tantum habet ei fidei

(ლათ.) – რამდენი ფულიც აქვს სკივრში, იმდენი აქვს რწმენაც.


210 Vilius argentum est auro, virtutibus aurum (ლათ.) – ვერცხლი ოქროზე

იაფია, ოქრო – სათნოებაზე (ზნეობაზე).


733 მკითხველთა ლიგა
უსინდისო, ხაზინის ქურდ ბანკირებს, ნარკომოვაჭრეებს, ქა-
ლებისა და ბავშვების მკვლელებს ართმევს, რომელიც მას-
თან კორუმპირებულ პოლიტიკოსებს მიაქვთო. მაგრამ პასუ-
ხის გაცემაზე თავს არ ვიწუხებდი. Plus augmentantur
rumores, quando negantur211. ვიღაც იძულებულია, მკვლე-
ლები დაიცვას, ვიღაც უღირსები, ვიღაცას გაყრა უნდა, მაგ-
რამ წინააღმდეგია, მთელი ქონება ყოფილ ცოლს დარჩეს,
ისინიც ხომ უნდა დაიცვას ვინმემ. ჰოდა, მათ ჩემი კანტორა
იცავდა, გოლიათი ყველას ამართლებდა და ამისთვის შესა-
ბამის ანაზღაურებასაც იღებდა. ეს არის დემოკრატია, სულე-
ლებო, ისწავლეთ, ცხოვრებაში გამოგადგებათ-მეთქი, ვეუბ-
ნებოდი. იმ მოპოვებული ფულით იახტა კი არ ვიყიდე, ლიტე-
რატურული ჟურნალი დავაარსე. და მიუხედავად იმისა, რომ
ვიცოდი, ის ფული ბარსელონისა და მადრიდის ზოგიერთ
ახალგაზრდა პოეტს ხელს სწვავდა, თუ თავისუფალი დრო
მქონდა, მათთან მივდიოდი, უკნიდან ჩუმად მივეპარებოდი,
თითის წვერებით ვეხებოდი, ჩემი საუცხოო მანიკიურით დამ-
შვენებულ თითის წვერებს (ახლანდელს კი არ ჰგავს, ნუნები-
დან სისხლი რომ მდის) შევახებდი და ყურში ჩავჩურჩულებ-
დი: non olet – სუნი არ უდის-მეთქი. ბარსელონისა და მადრი-
დის ფეხსალაგებში ნაშოვნი ფული არ ყარს. არც სარაგოსის
ტუალეტებში ნაშოვნი ფული ყარს. არც ბილბაოს კანალიზა-
ციებში ნაშოვნი ფული ყარს, და თუ ყარს, ის უბრალოდ, ფუ-
ლის სუნია და სხვა არაფერი. მხოლოდ იმის სუნი აქვს, რასაც
გოლიათი იმ თავისი ფულით გააკეთებს-მეთქი. მაშინ კი მიხ-
ვდნენ ახალგაზრდა პოეტები და დამეთანხმნენ, თუმცა, ალ-
ბათ ბოლომდე მაინც ვერ გაეგოთ, რის თქმა მინდოდა მათ-

Plus augmentantur rumores, quando negantur (ლათ.) – ჭორები უფრო


211

სწრაფად ვრცელდება, როცა უარყოფენ.


734 მკითხველთა ლიგა
თვის, რა სასტიკი და მარადიული გაკვეთილის მიცემასა და
ჩადებას ვცდილობდი მათ ნახერხით გამოტენილ თავებში.
თუ მაინც რჩებოდა ისეთი ვინმე, ვისაც მაინც არ ესმოდა, რა-
შიც ეჭვი მეპარება, როგორც კი თავის ნაწარმოებს დაბეჭ-
დილს დაინახავდა, როგორც კი შეიყნოსავდა ახლად გამოცე-
მული ფურცლების სურნელს, თავის გვარს გარეკანზე ან სარ-
ჩევში თვალს მოჰკრავდა, მაშინ ხვდებოდა, თუ რა იყო სინამ-
დვილეში ფულის სუნი: გოლიათის ძალა და კეთილგანწყობა.
ასე დამთავრდა ჩემი ფულების დაცინვა, ყველა დაჭკვიანდა
და ყველა გამომყვა. ყველა, არტურო ბელანოს გარდა, იმ
მარტივი მიზეზის გამო, რომ არ დაუძახეს. Sequitur superbos
ultor a tergo deus212. ხოლო, ვინც გამომყვა, ყველამ გაიკეთა
კარიერა ლიტერატურის სამყაროში, ან დაასამარა, თუ კა-
რიერა დაწყებული ჰქონდა, მაგრამ მარტო ბლუკუნის ფაზაში
იყო. არტურო ბელანო კი იმ სამყაროში ჩაეშვა, სადაც ყველა-
ფერი ყარდა, ყარდა შარდისა და განავლის, ყროლის, სიღა-
ტაკისა და ავადმყოფობის სუნით, სამყაროში, სადაც აუტანე-
ლი, დამბანგავი სუნი იდგა, სადაც ერთადერთი, რასაც ეს სუ-
ნი არ ასდიოდა, ჩემი ქალიშვილის სხეული იყო. თითი არ გა-
მინძრევია, რომ იმ არანორმალური ურთიერთობისთვის
წერტილი დამესვა, მაგრამ დამკვირვებლის როლი ისევ შევი-
ნარჩუნე. ერთხელაც გავიგე, არ მკითხოთ როგორ, რადგან
დავივიწყე, რომ ჩემს უფროს ქალიშვილს, ჩემს მშვენიერ გო-
გონასაც აუვიდა ის სუნი, რომელიც კასტროვერდეს ყოფილ
უბადრუკ დარაჯს ასდიოდა. პირიდან ამომავალი ეს სიმყრა-
ლე უკვე მისი სახლის კედლებსაც კი აჰკრობოდა, რადგან ახ-
ლა იმ სახლში უკვე კასტროვერდეს კემპინგის ყოფილი უბად-

Sequitur superbos ultor a tergo deus (ლათ.) – ამპარტავნებს ღვთის


212

რისხვა ატყდება თავს.


735 მკითხველთა ლიგა
რუკი დარაჯიც ცხოვრობდა. ჩემი ქალიშვილის ჰიგიენური
ჩვევები საეჭვო არასოდეს გამხდარა, ახლა კი ყოველ საათში
ერთხელ ირეცხავდა პირს, ადგომისას, შუადღისას, სადილის
შემდეგ, დღის ოთხ, შვიდ საათზე, ვახშმის შემდეგ, სანამ და-
საძინებლად წავიდოდა, მაგრამ იმ სუნს ვერა და ვერ უხერ-
ხებდა ვერაფერს, შეუძლებელი იყო იმ სუნის გაქრობა ან შე-
ლამაზება, რადგან მისი წყარო დარაჯი იყო, ის აფრქვევდა და
ასხურებდა არემარეს, ხაფანგში გამომწყვდეული მხეცივით.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქალიშვილი კბილების გამოხეხ-
ვებს შორის ახლა სურნელოვან წყალსაც ივლებდა, სუნი მა-
ინც არსად ქრებოდა, წამიერად მხოლოდ იმიტომ ორთქლდე-
ბოდა, რომ წამში დაბრუნებულიყო და თავი ყველაზე მო-
ულოდნელ წუთებში შეეხსენებინა, დილის ოთხ საათზე, და-
რაჯის გვერდით წოლისას განიერ საწოლზე, როდესაც ის ტი-
პი ძილში ჩემი ქალიშვილისკენ იწევდა და ცდილობდა ზემო-
დან მოსჯდომოდა. აუტანელი სუნი იყო, მოთმინებისა და გო-
ნიერების დამანგრეველი, ფულის სუნი, პოეზიის სუნი, და
ალბათ, სიყვარულის სუნიც.
საბრალო ჩემი გოგონა. სიბრძნის კბილების ბრალიაო,
იმართლებდა თავს საწყალი ჩემი შვილი. ბოლო სიბრძნის
კბილი ამომივიდა, ამიტომაც მაქვს პირში სუნიო, ამატებდა
ყოველ ჯერზე, როდესაც კასტროვერდეს კემპინგის ყოფილ
დარაჯს მისი სურვილი თვალსა და ხელს შუა უქრებოდა. სიბ-
რძნის კბილი! Numquam aliud natura, aliud sapientia dicit213.
ერთ საღამოს ჩემი ქალიშვილი ვახშამზე დავპატიჟე. მარტო
მოდი-მეთქი, ვუთხარი, თუმცა იმ დროისთვის ის და ბელანო
თითქმის აღარ ნახულობდნენ ერთმანეთს. მაინც დავაზუსტე:
213Numquam aliud natura, aliud sapientia dicit (ლათ.) – არასოდეს ხდება
ისე, რომ ბუნება ერთს ამბობდეს, სიბრძნე კი მეორეს.
736 მკითხველთა ლიგა
შვილო, მარტო მოდი-მეთქი. ლამის ღამის სამ საათამდე ვი-
საუბრეთ. იმ გზაზე ველაპარაკე, გოლიათი რომ წმენდდა,
გზაზე, რომელიც ნამდვილი ლიტერატურისკენ მიდიოდა. ის
სიბრძნის კბილზე ლაპარაკობდა, იმ ახალ სიტყვებზე, ახლად
ამოსულმა კბილმა რომ მოუტანა. ცოტა ხნის შემდეგ ერთ-
ერთ ლიტერატურულ შეკრებაზე ჩემმა ქალიშვილმა მითხრა,
ბელანოს დავშორდიო. ისე თქვა, რომ მნიშვნელობა თით-
ქმის არ მიუნიჭებია, ჩავლილი ფაქტივით აღნიშნა, თან და-
ამატა, კარგად რომ დავფიქრდი, კარგი ვერაფერი დავინახე
იმაში, რომ ბელანომ მომავალში ჟურნალის ძლიერ გუნდთან
ერთად ითანამშრომლოსო. Non aetate verum ingenio
apiscitur sapientia214.
უმანკო გული! იმ წუთში სურვილი მომეძალა, მეთქვა მის-
თვის, ბელანო არასოდეს ყოფილა ჩემი ჟურნალის გუნდის
წევრი, მარტო ბოლო ათი ნომრის გადახედვა მოუხდა და
მორჩა-მეთქი. მაგრამ არაფერი მითქვამს. გოლიათი გადაეხ-
ვია და აპატია. ცხოვრებამ თავის კალაპოტში განაგრძო დი-
ნება. Urget diem nox et diez noctem215. ჟულიენ სორელი
მოკვდა.
რამდენიმე თვე იყო გასული, რაც არტურო ბელანო სამუ-
დამოდ გაქრა ჩვენი ცხოვრებიდან, როდესაც ერთხელ ძილში
ის ყმუილი გავიგონე, კასტროვერდეს კემპინგის უფსკრული-
დან რომ მოისმოდა. In se semper armatus furor216, როგორც
ამბობდა სენეკა. აცახცახებულს გამეღვიძა. მახსოვს, ღამის

214 Non aetate verum ingenio apiscitur sapientia (ლათ.) – წლებით კი არა,
ბუნებრივი ნიჭით მიიღწევა სიბრძნე.
215 Urget diem nox et diez noctem (ლათ.) – დღე ღამითაა დაბეჭდილი, ღა-

მე დღით.
216 In se semper armatus furor (ლათ.) – მუდამ შეიარაღებული იყო მრის-

ხანებით.
737 მკითხველთა ლიგა
ოთხი საათი იყო. იმის ნაცვლად, რომ ისევ დავწოლილიყავი,
ჩემს ბიბლიოთეკაში პიო ბაროხას მოთხრობის ძებნა დავიწ-
ყე, თუმცა, არც კი ვიცოდი, რად მინდოდა. ორჯერ გადავი-
კითხე, სანამ თავზე არ დამათენდა. ჯერ ნელა, აუჩქარებლად
ვკითხულობდი, ისევ მძიმე სიზმარგამოყოლილი კითხვისას
ვფერხდებოდი, მეორედ წაკითხვაზე ტემპს მოვუმატე, ზოგი-
ერთ თავს, თუკი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნდა
და ბოლომდე ვერ ვიგებდი, კიდევ ერთხელ ვუბრუნდებოდი.
თვალზე ცრემლმორეული შევეცადე მესამედაც წამეკითხა.
მაგრამ გოლიათს ძილმა წაართვა თავი და ბიბლიოთეკის სა-
ვარძელში ჩამეძინა.
დილის ცხრა საათზე გამეღვიძა, ყველა ძვალი მტკიოდა
და სულ ცოტა, ოცდაათი სანტიმეტრით ვიყავი დაპატარავებუ-
ლი. შხაპი მივიღე, დონ პიოს წიგნი ავიღე და ოფისისკენ გავე-
შურე. იქ nilsine magno vita labore dedit mortalibus217 რამდე-
ნიმე სასწრაფო საქმე დავასრულე, მერე ბრძანება გავეცი,
არავის შევეწუხებინე და ისევ „უფსკრულის“ მკაცრ რეალობა-
ში გადავეშვი. წიგნი რომ დავასრულე, თვალები დავხუჭე და
ადამიანების შიშზე დავიწყე ფიქრი. რატომ არავინ ჩავიდა
ბავშვის ამოსაყვანად, რატომ სძლია შიშმა ბავშვის ბაბუასაც
კი, რატომ გაწირეს სასიკვდილოდ?! მშიშარა კურდღლები!
ბავშვის ცხედრის ამოსვენებას მაინც რატომ არ შეეცადნენ-
მეთქი, ვეკითხებოდი საკუთარ თავს. მერე წიგნი დავხურე, და
კაბინეტში ისე დავიწყე ბოლთის ცემა, როგორც გალიაში გა-
მოკეტილმა ლომმა, სანამ ძალა სრულიად არ გამომეცალა.
შემდეგ დივანზე გავწექი, რამდენადაც შემეძლო, მოვიკუნტე
და გზა ცრემლებს დავუთმე. ცრემლი მდიოდა, ის ცრემლები

Nilsine magno vita labore dedit mortalibus (ლათ.) – ცხოვრება მოკ-


217

ვდავს არაფერს აძლევს მუყაითი შრომის გარეშე.


738 მკითხველთა ლიგა
ერთდროულად ადვოკატის ცრემლებიც იყო, პოეტისაც და
გოლიათისაც, სხეულში ერთ მხურვალე მაგმად რომ დამ-
გროვებოდა და გულზე ჯერაც მაწვა. მუჯლუგუნებით ისე მიმა-
ქანებდა უფსკრულის დაღებული ხახისაკენ, გადახსნილი ნაპ-
რალისკენ, მიუხედავად ცრემლებისა (თუმცა, ოფისის ნივ-
თებს უკვე ბუნდოვნად ვხედავდი), ცხადად რომ მესახებოდა
თვალწინ. რაც უფრო მცვიოდა ცრემლები, მით უკეთ ვარჩევ-
დი, – არ ვიცი რატომ, ჩემი სურვილით ნამდვილად არა –
მოღრეცილ პირს, ქვის ღიმილს, ახალგაზრდა კაცის გაშიშ-
ვლებულ სასქესო ორგანოს, თვალს, რომელიც მიწის სიღ-
რმიდან მაკვირდებოდა, უდანაშაულო თვალს (როგორღაც
ბნელს) და ვიცოდი, რა ეგონა იმ თვალს: სანამ თვითონ ზვე-
რავდა, მას ვერავინ დაუწყებდა თვალთვალს. აბსურდული,
მაგრამ გარდუვალი ფაქტი იყო, რადგან, სანამ ის ჩემნაირ
გოლიათებს ან ყოფილ გოლიათებს უთვალთვალებდა, მასაც
უთვალთვალებდნენ. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი ასე. მერე
ავდექი, ტუალეტში შევედი, პირი დავიბანე და ჩემს მდივანს
ვუთხარი, იმდღევანდელი ყველა შეხვედრა გადაედო.
შემდგომი კვირები, როგორც სიზმარში, ისე გავატარე.
ყველაფერს ჯეროვნად ვაკეთებდი, როგორც ჩვევად მქონდა,
მაგრამ, მე მე აღარ ვიყავი. Facies tua computat annos218.
თავს ვითვალიერებდი, ვიცოდებდი, მწარედ ვაკრიტიკებდი.
სასაცილოდ მეჩვენებოდა ჩემი ყოველდღიური საქმიანობა,
ჩვევები, ცარიელი სიტყვები, რადგან ვიცოდი, ისინი ვერსად
მიმიყვანდნენ.
მალე მივხვდი, რა ამაო იყო ყველა ჩემი ამბიცია, როგორც
იმათი, ვინც ოქროსა და კანონთა ლაბირინთებში დაეხეტებო-

218 Facies tua computat annos (ლათ.) – სახეზე გეტყობა შენი წლები.
739 მკითხველთა ლიგა
და, ვინც მე დავაგორე ლიტერატურის უსასრულო უფსკრუ-
219
ლებისაკენ. Interdum lacrimae pondera vosis habent . მივ-
ხვდი რომ არტურო ბელანომ იცოდა, პირველივე დღიდან
იცოდა, როგორც კი დამინახა რომ ძალიან ცუდი პოეტი ვიყა-
ვი.
სასიყვარულო ამბებში ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში
ჯერჯერობით კარგად მქონდა. იმის თქმა მინდა, რომ ისევ
მიდგებოდა, მაგრამ გემოვნება უცებ შემეცვალა. აღარ მომ-
წონდა ჩემი თავის ყურება სექსის დროს, როგორ ვბუქნავი იმ
ქალის უსუსურ სხეულზე, რომელსაც მაშინ ვხვდებოდი (სა-
ცოდავი, საზიზღარი ქალი!) და სულ მალე დავშორდი კიდეც.
ნელ-ნელა უცნობ ქალებთან ურთიერთობას მივანიჭე უპირა-
ტესობა. გოგოებს ბარებში ან ღია დისკოთეკებზე ვპოულობ-
დი და მთელი ღამით მიმყავდა. ყოველ შემთხვევაში პირველ
ხანებში. ალბათ გოლიათის ძველი ძალაუფლების დამკვიდ-
რების თავხედური სურვილიც გამჩენოდა. ვწუხვარ, ამას რომ
ვამბობ, მაგრამ იმ გოგოებიდან ზოგი ჩემი შვილების ტოლი
იყო. ამას, არცთუ იშვიათად, in situ220 ვხვდებოდი და მაშინ,
შეცბუნებულს, ერთი სული მქონდა, ეზოში გავსულიყავი, მეყ-
მუვლა და მეხტუნავა, და თუ არ გავდიოდი, მარტო იმიტომ,
რომ მეზობლების მერიდებოდა. ყოველ შემთხვევაში, amor
odit inertes221 – ქალებთან ვწვებოდი და მათ ვაბედნიერებდი
(ახალგაზრდა პოეტებისთვის გადადებული საჩუქრები ახლა
პატარა გზააბნეულ გოგოებთან მიდიოდა). მათი სიხარული
დარდს ცოტა ხნით მავიწყებდა. მაგრამ საკმარისი იყო დამე-

219 Interdum lacrimae pondera vosis habent (ლათ.) – ზოგჯერ ცრემლებს


სიტყვის წონა აქვს
220 In situ (ლათ.) – ადგილზე
221 Amor odit inertes (ლათ.) – სიყვარულს სძაგს ზარმაცები.

740 მკითხველთა ლიგა


ძინა, რომ ან მესიზმრებოდა, ან სიზმარში ვხედავდი, თითქოს
ისევ ის ნაპრალი მესიზმრებოდა, ისევ ის ყმუილი მესმოდა,
გალიციაში, ნაპრალთან რომ გავიგონე. ნაპრალი გარეული
მხეცის ხახას მიაგავდა, უზარმაზარ, მწვანე, ტკივილამდე
დაფჩენილ ხახას. იმ ხახას ზემოდან აალებული ზეცა დასცქე-
როდა, გადამწვარი სამყაროს ზეცა, მესამე მსოფლიო ომის
შედეგად გადამწვარი მსოფლიოს ზეცა, მიუხედავად იმისა,
რომ ის ომი არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, მე არ მოვ-
სწრებივარ. ხანდახან მგლის ყმუილი მხოლოდ გალიციაში
გაისმოდა, ხანდახან კი მისი ტანჯვა ბასკეთის, ასტურიასის,
არაგონის, თვით ანდალუსიაშიც კი გაისმოდა! მახსოვს, სიზ-
მარში ვცდილობდი, ბარსელონას შევფარებოდი, ცივილიზე-
ბულ ქალაქს, მაგრამ მგელი ბარსელონაშიც ყმუოდა, ყბა ეღ-
რიცებოდა, ზეცა იხეოდა და საშველი არსაიდან ჩანდა.
ვინ იყო ის, ვინც იმ მგელს აწვალებდა?
ეს კითხვა ჩემს თავს არაერთხელ დავუსვი.
ვინ აყმუვლებდა მგელს ყოველ ღამე ან ყოველ დილით,
როდესაც გატანჯული, ჩემს საწოლში ან რომელიმე უცხო სა-
ვარძელში ჩავემხობოდი?
Insperata accidunt magis saepe quam quae spes222, –
ვუთხარი ჩემს თავს და ვიფიქრე, რომ ის მწვალებელი გო-
ლიათი იყო.
ერთხანს ვცდილობდი, დაუძინებლად დამეძინა, ცალი
თვალი დამეხუჭა და ძილის კუთხეებში ისე მივყუჟულიყავი.
მაგრამ მარტო იმას ვახერხებდი, თანაც დიდი ძალისხმევის
ფასად, რომ მხოლოდ უფსკრულის პირს ვხედავდი, nemo in

Insperata accidunt magis saepe quam quae spes (ლათ.) – მოულოდ-


222

ნელი მოსალოდნელზე ხშირად ხდება.


741 მკითხველთა ლიგა
Sese tentat descendere223, იქ ვიყინებოდი ადგილზე და ვაყუ-
რადებდი მშფოთვარე ძილში საკუთარ ხვრინვას, ქუჩიდან ქა-
რის შემოტანილ შორეულ ხმებს, წარსულიდან წამოსულ ყრუ
ბუბუნს, შეშინებული დამსვენებლების უაზრო სიტყვებს, უსა-
სოობისგან ნაპრალის პირას მათ ბოლთის ცემას, ვიღაცების
ნათქვამს, სადაცაა კემპინგიდან მაშველები მოვლენო, დე-
დის მოთქმას (რომელიც დროდადრო დედაჩემი იყო!), ჩემი
ქალიშვილის გაურკვეველ ბუტბუტს, ქვების ცვენას, უფ-
სკრულში პაწაწინა გილიოტინებივით რომ ცვიოდნენ, როდე-
საც დარაჯი ბავშვის ამოსაყვანად ჩადიოდა.
ერთ დღეს გადავწყვიტე, ბელანო მომეძებნა. ჩემივე სასი-
კეთოდ გადავწყვიტე, ჩემივე ჯანმრთელობისათვის. მაგრამ
ოთხმოციანი წლები მისი კონტინენტისათვის იმდენად ავბე-
დითი იყო, რომ, როგორც ჩანს, ისიც უგზო-უკვლოდ ჩაინთქა.
დროდადრო გამოჩნდებოდნენ ხოლმე ჩემი ჟურნალის რე-
დაქციაში ისეთი პოეტები, რომლებიც ასაკით ან ეროვნებით
ბელანოსთან ახლოს იყვნენ და შეიძლებოდა ის სცნობოდათ,
სცოდნოდათ, სად ცხოვრობდა, რას აკეთებდა, მაგრამ,
ამაოდ. დროსთან ერთად მისი სახელი სრულიად წაშლილი-
ყო. Nihil est annis velocius224. ერთხელ ამის შესახებ ჩემს ქა-
ლიშვილთან ვთქვი, პასუხად ელ ამპურდანში მდებარე რა-
ღაც მისამართი და საყვედურნარევი მზერა მივიღე. იმ მისა-
მართზე, როგორც გაირკვა, დიდი ხანი იყო, აღარავინ ცხოვ-
რობდა. ერთ, განსაკუთრებით სასოწარკვეთილებით აღსავსე

223 Nemo in sese tentat descendere (ლათ.) – ვერავინ ბედავს შთასვლას


მის წიაღში.
224 Nihil est annis velocius (ლათ.) – არაფერი ისე სწრაფად არ გარბის,

როგორც წლები.
742 მკითხველთა ლიგა
ღამეს კასტროვერდეს კემპინგშიც კი დავრეკე. დაკეტილი აღ-
მოჩნდა.
მეგონა, დრო გავიდოდა და დაკარგულ გოლიათსა და უფ-
სკრულიდან ყოველ ღამე ამომავალ ყმუილთან ერთად ცხოვ-
რებას მივეჩვეოდი. სიმშვიდეს ვეძებდი. სიმშვიდეს თუ არა,
გულის გადაყოლებას მაინც. გასართობს სხვადასხვა ადგი-
ლებში ვეძიებდი: საზოგადოებრივ ცხოვრებაში (რომელიც
გზას აცდენილი გოგოების წყალობით ასეთი მიტოვებული
მქონდა), ჩემი ჟურნალის გაფართოებაში, ოფიციალურ გა-
მორჩეულობაში, რასაც კატალონიის ხელისუფლება, რო-
გორც გალიციელ ემიგრანტს, ყოველთვის მაკლებდა. Ingrata
patria, ne ossa quideme mea habes225. ვეძებდი სიმშვიდეს
პოეტებთან ურთიერთობაში და ტოლთა შორის აღიარებაში.
მაგრამ ვერ ვპოვე. სამაგიეროდ, ვპოვე სიცარიელე და წინა-
აღმდეგობა. ვპოვე თაბაშირის ქალები, რომლებსაც ჰქონ-
დათ პრეტენზია, მათთან აბრეშუმის ხელთათმანებით მქონო-
და ურთიერთობა (თან ყველა ორმოცდაათს იყო გადაცილე-
ბული!), ვპოვე მოხელეები კასტროვერდეს კემპინგიდან,
რომლებიც ისე მიყურებდნენ, როგორებიც იყვნენ. იყვნენ კი
შეშინებული გალიციელები უსაშველოს წინაშე და მხოლოდ
იმას ახერხებდნენ, რომ ტირილის სურვილს კიდევ უფრო
მიმძაფრებდნენ. ვპოვე ახალ-ახალი ჟურნალები, გაუთავებ-
ლად რომ გამოდიოდა და მათი არსებობა ჩემს ჟურნალს
მუდმივ საფრთხეს უქმნიდა. სიმშვიდეს ვეძებდი, მაგრამ ვერ-
სად ვპოვე.

Ingrata patria, ne ossa quidem me habes (ლათ.) – უმადურო სამშობ-


225

ლოვ, ჩემი ძვლები, არ იქნება შენი. (სციპიონ აფრიკელის ეპიტაფია)


743 მკითხველთა ლიგა
იმ დროისათვის, მგონი, დონ პიოს მოთხრობა უკვე ზეპი-
226
რადაც ვიცოდი, periturae parcere chartae და მაინც არაფე-
რი მესმოდა. გარეგნულად ჩემი ცხოვრება ისევ ჩვეულ, საშუ-
ალო, უფერულ ყოველდღიურობაში მიედინებოდა, მაგრამ მე
ვიცოდი, რომ განადგურებისკენ მივაბიჯებდი.
ბოლოს უკურნებელი სენი შემეყარა და საქმეებს თავი და-
ვანებე. ჩემი დაკარგული პიროვნება რომ დამებრუნებინა,
უკანასკნელად გავიბრძოლე და შევეცადე, ბარსელონის სა-
ხელმწიფო პრემია მიმეღო. Contemptu famae contemni
virtutes227. ვინც ჩემი ჯანმრთელობის ამბავი იცოდა, ჩათვა-
ლეს, რომ მინდოდა, სიცოცხლეშივე მიმეღო სიკვდილის შემ-
დგომი აღიარება და მწარედ გამაკრიტიკეს. მე კი მხოლოდ ის
მწადდა, რომ ისეთი მოვმკვდარიყავი, როგორიც ვიყავი და
არა ყურად, რომელიც უფსკრულის პირს იყო მიბჯენილი. კა-
ტალონიელებს ხომ მარტო ის ესმით, რაც თავად აწყობთ
ხოლმე.
შევადგინე ანდერძი. დავარიგე ჩემი ქონება, რომელიც
არც იმდენი აღმოჩნდა, რამდენიც მეგონა. მემკვიდრეობა ჩე-
მი ოჯახის ქალების გარდა ორ უზნეო გოგოსაც ვარგუნე,
რადგან მათ მიმართ გარკვეულ სიმპათიას ვგრძნობდი. არ
მინდა, წარმოვიდგინო ჩემი გოგონების სახეები, როდესაც
გაიგებენ, რომ იძულებულები გახდებიან, ჩემი ფული ქუჩის
ორ ყვავილსაც უწილადონ. Venenum in auro bibitur228 მერე
ჩემს კაბინეტში განვმარტოვდი და, მართალია, ჯანი აღარ

226 Periturae parcere chartae (ლათ.) – დამატებითი ქაღალდი (იუვენალი,


სატირები)
227 Contemptu famae contemni virtutes – რეპუტაციის შელახვას ღირსე-

ბის შელახვა მოაქვს. (ტაციტუსი)


228 Venenum in auro bibitur (ლათ.) – შხამი ოქროს თასში

744 მკითხველთა ლიგა


მომდევდა, მაგრამ გონება ისევ საღად მუშაობდა, სიბნელეში
თვალი ვკიდე, თითქოს როგორც დიორამაში, ისე ჩაიარა
ცოლ-ქმარმა და მათ ერთმანეთი სძულდათ. კიდევ დაუძლუ-
რებული სხეულით, მაგრამ საღი გონებით დავინახე, როგორ
ჩაიარა, კიდევ ერთმა, ამჯერად სანიმუშო წყვილმა. ერთმანე-
თისთვის მკლავი გაეყარათ და პარკში სეირნობდნენ. ის პარ-
კი სიუდადელას პარკს მიაგავდა (თუმცა, შეიძლება ჯანიკო-
ლოს პარკიც ყოფილიყო, ჯუზეპე გარიბალდის პიაცელას დო-
ნისა), უსაშველოდ დაღლილები და თან დაუღალავები იყ-
ვნენ, პროსტატის ჯირკვლის კიბოიანი ავადმყოფის დაღლი-
ლი ნაბიჯებით მიუყვებოდნენ გზას, კარგად ჩაცმულები და
თან საზარლად ღირსეული შარავანდედი მიჰყვებოდათ, ძლი-
ერი სხეულითა და სუსტი გონებით მიემართებოდნენ მარ-
ჯვნიდან მარცხნივ, მარცხნიდან მარჯვნივ კი სუსტი სხეულისა
და ძლიერი გონებისანი მოაბიჯებდნენ და ერთმანეთს ყოველ
ჯერზე ხვდებოდნენ, ესალმებოდნენ, მაგრამ ერთიმეორეს არ
უჩერდებოდნენ, არ ვიცი, ეს მისალმება კარგი აღზრდისთვის
დამებრალებინა თუ მართლა ნაცნობები იყვნენ, თუ სეირნო-
ბისას გაიცნეს ერთმანეთი. მე კი ვიჯექი, და ვფიქრობდი,
ღმერთო ჩემო, დაელაპარაკეთ, დაელაპარაკეთ, გაესაუბრეთ
ერთმანეთს, ნებისმიერი კარის გასაღები საუბარია-მეთქი! Ex
abundantia cordis os loquitur229. მაგრამ ისინი მაინც თავის
დაქნევით იფარგლებოდნენ, სუსტი გონება, და საღი გონება,
შეიძლება მხოლოდ ქუთუთოებსაც კი ხრიდნენ (ქუთუთოები
არ იხრებაო, მითხრა ერთხელ ტონი მელილიამ. როგორ
ცდებოდა, როგორ არ იხრება, იხრება კი არა, იჩოქებს კი-
დეც), ბრიყვულად ამაყები, სუსტი სხეული, და ძლიერი სხე-
229Ex abundantia cordis os loquitur (ლათ.) – გული რასაც ვეღარ იტევს,
იმას ენა ამბობს.
745 მკითხველთა ლიგა
ული, ბედისწერის მილში გაჭედილები, თუკი ასეთი გამოთ-
ქმის უფლებას მომცემთ, უაზრო გამონათქვამია, მაგრამ
ტკბილი, როგორც ძუკნა, მთის ფერდობზე დაკარგული.
მერე ბარსელონის კლინიკაში დავწექი, მერე ნიუ-იორკის
კლინიკაში გადავინაცვლე, მერე ერთხელ, ღამით, ჩემმა გა-
ლიციურმა ცუდმა ხასიათმა ყელში ამომასხა, წვეთოვნები
მოვიხსენი, ჩავიცვი და რომში გავემგზავრე, სადაც „ოსპედა-
ლე ბრიტანიკოს“ მივაკითხე. იქ ჩემი მეგობარი, ექიმი კლა-
უდიო პალერმო რიცი მუშაობს, თავისუფალ დროს ლექსებს
წერს ხოლმე, მაგრამ თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს.
უამრავი ანალიზისა და წვალების შემდეგ (არადა ყველაფერი
უკვე გაკეთებული მქონდა ბარსელონასა და ნიუ-იორკში) და-
ასკვნეს, რომ სულ რამდენიმე დღის სიცოცხლეღა მქონდა
დარჩენილი. Qui fodit foveam, incidet in eam230.
და აი, ახლა აქ ვარ და ბარსელონაში დაბრუნების არავი-
თარი სურვილი არ გამაჩნია, მაგრამ არც ნებისყოფა მყოფ-
ნის, საავადმყოფო საბოლოოდ დავტოვო. თუმცა ყოველღამე
ვიცვამ და გარეთ გავდივარ, რათა რომის მთვარის ქვეშ ვისე-
ირნო. ამ მთვარეს ჩემი ცხოვრების შორეული წარსულიდან
ვიცნობ, როდესაც ის დრო ბედნიერი მეგონა და წარუშლელი,
დღეს კი მხოლოდ ურწმუნობითა და სარკაზმით შემიძლია გა-
ვიხსენო. ფეხებს უშეცდომოდ მივყავარ კლაუდიას ქუჩაზე,
კოლიზეუმამდე, და მერე დომუს აურეის ქუჩიდან მეცენატე-
ბის ქუჩამდე. მერე მარცხნივ ვუხვევ, გავივლი ბოტას ქუჩას,
ტერმე დი ტრაიანოს ქუჩით და აი, უკვე ჯოჯოხეთში ვარ.
Etiam periere ruinae231 და იქ ვუსმენ ყმუილს, უფსკრულიდან

230 Qui fodit foveam, incidet in eam (ლათ.) – ვინც ორმოს თხრის, შიგ თვი-
თონ ჩავარდება.
231 Etiam periere ruinae (ლათ.) – ქვა ქვაზე არ დარჩება.

746 მკითხველთა ლიგა


ქარის ქროლვასავით რომ მოისმის. ვფიცავ, ვცდილობ მის
ენას ჩავწვდე, გავიგო, რას ამბობს, მაგრამ, რაც უფრო მეტად
ვცდილობ, უფრო მეტად არ გამომდის. ერთხელ ეს ამბავი
კლაუდიოს ვუამბე. შე შარლატანო, იცი, რომ ყოველ საღა-
მოს გავდივარ კლინიკიდან და ჰალუცინაციები მაქვს-მეთქი?
რას ხედავო, მკითხა ექიმმა-პოეტმა. არაფერს არ ვხედავ,
მარტო სმენითი ჰალუცინაციები მაქვს-მეთქი, დავუზუსტე. რა
გესმისო, მკითხა ისევ და აშკარად გულზე მოეშვა სიცილიელ
თავადს. ყმუილი-მეთქი. საშიში არ არის, თუკი შენს მდგომა-
რეობას, შენს მგრძნობელობას გავითვალისწინებთ, შეიძლე-
ბა ითქვას, რომ ეს ნორმალურიცააო, მიპასუხა. კარგი ნუგე-
შია.
ყოველ შემთხვევაში, რაც მჭირს, კლაუდიოსთვის მთლი-
ანად არ მომიყოლია. imperitia confidentiam, eruditio timorem
creat232. მაგალითად, არ მითქვამს, რომ ჩემმა ოჯახმა არ
იცის ჩემი ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა, რომ
მათ სასტიკად ავუკრძალე ჩემს სანახავად ჩამოსვლა, რომ
სრულიად დარწმუნებული ვარ – სულს მის „ოსპედალე ბრი-
ტანიკოში“ დავლევ, ან ერთ ღამეს პარკო დი პრაიანოში, ბუჩ-
ქებში შეყუჟული მივიცვლები. ან ჩემი ნებით მივალ ჩემს უკა-
ნასკნელ მცენარეულ საფარამდე, ან სხვები – რომაელი ჯიბ-
გირები, რომაელი პედერასტები, რომაელი ფსიქოპათები,
რომლებიც ეკალ-ბარდებში შეათრევენ ჩემს ცხედარს, თავი-
ანთი დანაშაულის დასაფარად? ასე იქნება თუ ისე, ერთი რამ
ვიცი: ვიცი, რომ წყაროებთან ან პარკში მოვკვდები. ვიცი,
რომ გოლიათი თუ გოლიათის აჩრდილი შიშისგან მოიკუნტე-
ბა, როდესაც ყმუილი დომუს აურეიდან გამოიჭრება და მთელ
232Imperitia confidentiam, eruditio timorem Creat – უბირობა შობს სითა-
მამეს, განათლება კი ფრთხილია და თავშეკავებული.
747 მკითხველთა ლიგა
რომს შავ და სასტიკ ღრუბლად მოედება. ისიც ვიცი, რას იტ-
ყვის ან ჩაიჩურჩულებს გოლიათი ამ დროს: ბავშვი გადაარჩი-
ნეთო. ისიც ვიცი, რომ მის ვედრებას ყურს არავინ ათხოვებს.
აი, სადამდე მიდის პოეზია, ეს საზიზღარი ფარშავანგი,
რომელიც ამდენი წელია, ღალატით მომყვება. Olet
lucernam233. ახლა კარგი იქნებოდა, ორი-სამი ანეკდოტი მო-
მეყოლა, მაგრამ მარტო ერთი მომდის თავში. ასე სახელდა-
ხელოდ მხოლოდ ერთი მახსენდება და ისიც გალიციელებზე.
არ ვიცი, გსმენიათ აქამდე თუ არა. მიდის ერთი კაცი და ტყე-
ში შევა. მეც მივლია ტყეში, ისევე, როგორც პარკო დი ტრაი-
ანოში ან ტერმე დი ტრაიანოში, მაგრამ ის კაცი მხეცებიან
ტყეშია და შესაბამისად, ტყეც უფრო ხშირია. ჰოდა, მიდის ეს
კაცი, მე მივდივარ და ვხვდები ორმოცდაათი ათას გალიცი-
ელს. მოდიან და ტირიან. ვჩერდები (გოლიათი ხომ თავაზი-
ანია, ცნობისმოყვარეობაც სძლევს უკანასკნელად) და ვეკით-
ხები, რა გატირებთ-მეთქი. ერთ-ერთი გალიციელი ჩერდება
და მპასუხობს: ის, რომ მარტონი ვართ და დავიკარგეთო.

233 Olet lucernam (ლათ.) – სანთლის სუნი ასდის.


748 მკითხველთა ლიგა
21

დანიელ გროსმანი, ალამედა. ძელსკამი, მეხიკო, 1993


წლის თებერვალი. მრავალი წელი იყო გასული, რაც არ მენა-
ხა. როგორც კი მეხიკოში დავბრუნდი, პირველი, რაც გავაკე-
თე, მოვიკითხე, ნორმან ბოლცმანი სად არის და რას აკე-
თებს-მეთქი. მისმა მშობლებმა მითხრეს, უნივერსიტეტში ას-
წავლის და ძირითადად პუერტო ანხელთან ახლოს დაქირა-
ვებულ სახლშია ხოლმეო. იქ ტელეფონი არ ჰქონდა, რადგან
ნორმანი საწერად და საფიქრად იკეტებოდა. მერე სხვა მე-
გობრებს დავურეკე. რაღაც-რაღაცები გამოვკითხე, სავახ-
შმოდ გავედი. ასე გავიგე, რომ კლაუდიასთან ყველაფერი
დაემთავრებინა და ახლა მარტო ცხოვრობდა. ერთ დღეს
კლაუდიას ერთ მხატვართან შევხვდი. ის ბიჭი სამივემ – მე,
კლაუდიამ და ნორმანმა მაშინ გავიცანით, როცა ოცი წლისაც
ვიყავით არცერთი, ის კი ჩვიდმეტისაც არ იქნებოდა, გამოვი-
ანგარიშე. ყველანი ვამბობდით, მართლაც კარგი მხატვარი
დადგებაო. ვახშამი არაჩვეულებრივი იყო, საჭმელი ნამდვი-
ლი მექსიკური, ალბათ ჩემს პატივსაცემად მოამზადეს. რად-
გან მექსიკაში ამდენ ხანს არ ვიყავი ნამყოფი და ახლა დავ-
ბრუნდი. მერე, მე და კლაუდია ტერასაზე გავედით და ჩვენი
ამფიტრიონი ვაკრიტიკეთ. კლაუდია არაჩვეულებრივი იყო,
მხატვარს დასცინოდა, გახსოვსო, მეუბნებოდა, ეს ნახირი
იფიცებოდა, პაალენზე234 უკეთესი გავხდებიო. სინამდვილეში

ვოლფგანგ პაალენი (1905-1959) – ავსტრიელი და მექსიკელი სიურ-


234

რეალისტი მხატვარი
749 მკითხველთა ლიგა
კი კუევასზე235 უარესი დადგა! არ ვიცი სერიოზულად ამბობდა
თუ არა, კლაუდიას კუევასი არასოდეს მოსწონდა, მაგრამ
მხატვარ აბრაამ მანსურს ხშირად ნახულობდა. აბრაამმა მექ-
სიკის ხელოვანთა შორის სახელი მოიხვეჭა, მისი ნახატები
შეერთებულ შტატებში იყიდებოდა, ყოველ შემთხვევაში იმ
ახალგაზრდას აღარ ჰგავდა, ასე იმედის მომცემად რომ გვეჩ-
ვენებოდა თავის დროზე. როგორც კლაუდიამ, მე და ნორმან-
მა, ისიც სამოცდაათიანი წლების მეხიკოში გავიცანით და
რადგან ჩვენზე ასე ორი-სამი წლით უმცროსი იქნებოდა, იმ
ასაკში კი რამდენიმე წელი განსხვავებაც შესამჩნევია, კე-
თილგანწყობილად ვექცეოდით, მასში ხელოვანს თუ ხელო-
ვანის ნებისყოფას ვხედავდით. ყოველ შემთხვევაში, კლა-
უდია ახლა აღარ იყო იმავე აზრისა. არც მე. მინდა ვთქვა,
მისგან აღარაფერს ველოდი-მეთქი. ერთი მსხვილი, შეიძლე-
ბა ითქვას, მსუქანი მექსიკელი ებრაელი დამდგარიყო, უამ-
რავი მეგობრითა და უამრავი ფულით. რაღა შორს წავიდეთ,
მეც ხომ მექსიკელი ებრაელი ვარ, ოღონდ მაღალი, გამხდა-
რი და უმუშევარი მექსიკელი ებრაელი, კლაუდიაც ებრა-
ელია, ულამაზესი არგენტინელ-მექსიკელი ებრაელი, მეხი-
კოს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საგამოფენო დარბაზთან
კავშირებით. ყველას თვალები გვაქვს გახელილი, ბნელ კო-
რიდორებში ვართ ჩაკეტილი, არ ვინძრევით და რაღაცას ვე-
ლით. მაგრამ, მოდი ამას ხაზს ნუ გავუსვამთ.
იმ საღამოს, ყოველ შემთხვევაში მე, არც ხაზი გამისვამს
არაფრისთვის, არც გამიკრიტიკებია ვინმე, არც მხატვრის-
თვის დამიცინია. მან ხომ ასე მეგობრულად მიმიწვია ვახშამ-
ზე, თუნდაც ეს მარტო იმიტომ გაეკეთებინა, რომ თავი გამოე-
235ხოსე ლუის კუევასი (1934-2017) – მექსიკელი მხატვარი და მოქანდა-
კე.
750 მკითხველთა ლიგა
ჩინა, დალასში თუ სან-დიეგოში გამართულ გამოფენებზე
ელაპარაკა. ის ქალაქები, როგორც მითხრეს, ლამის მექსი-
კის ნაწილია. კლაუდიას თანმხლები მასზე ათი, ან იქნებ
თხუთმეტი წლით უფროსი ცოლთან გაყრილი კაცი იყო. დიდი
შვილები ჰყავდა, უკვე უმაღლესში სწავლობდნენ. თვითონ
მექსიკაში რომელიღაც გერმანული დაწესებულების ფილია-
ლის დირექტორი აღმოჩნდა. მახსოვს, ყველაფერზე ღელავ-
და, მისგან მეტი არაფერი დამამახსოვრდა, ის კნინობითი სა-
ხელიც კი, რომლითაც კლაუდია დროდადრო მიმართავდა.
ცოტა ხნის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ კიდეც. ასეთი იყო
კლაუდია და ასეთია ახლაც – მის გვერდით კაცი ერთ წელზე
მეტხანს არ მინახავს. იმ შეხვედრისას საკმარისად ვერ ვილა-
პარაკეთ, გული ვერ ვიჯერეთ, ერთმანეთისთვის არც ის გვი-
კითხავს, რაც, წესით, უნდა გვეკითხა. იმ საღამოდან მახსოვს
ვახშამი – სიამოვნებით მივირთვი, მასპინძლისა და მისი ზო-
გიერთი მეგობრის ნახატები, მისი სახლის უზარმაზარ მისა-
ღებ ოთახში რომ იყო გამოფენილი, კლაუდიას მოღიმარი სა-
ხე, მეხიკოს ღამეული ქუჩები და ის, რომ ჩემი მშობლების
სახლამდე გზა უფრო გრძელი იყო, ვიდრე მოველოდი. მაშინ
მშობლებთან ვცხოვრობდი, სანამ ჩემს მდგომარეობას გა-
ვარკვევდი.
ცოტა ხნის შემდეგ პუერტო ანხელში გავემგზავრე. მეხიკო-
დან ოაჰაკამდე საბარგო მანქანით ვიმგზავრე, ოაჰაკიდან
სხვა მანქანაში გადავჯექი და ბოლოს და ბოლოს პუერტო ან-
ხელში ჩავედი. ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ მთელი სხეული
მტეხდა და ერთადერთი სურვილი მქონდა, სასწრაფოდ ლო-
გინზე გავშხლართულიყავი და დამეძინა. ნორმანის სახლი
შემოგარენში იდგა. იმ უბანს ლა ლომა ერქვა. ორსართუ-
ლიანი შალე აღმოჩნდა. პირველი სართული ცემენტით იყო
751 მკითხველთა ლიგა
ნაგები, მეორე – ხით, სახურავზე შიფერით. პატარა, გაველუ-
რებული ბაღიც ჰქონდა, სადაც უხვად ყვაოდა ბუგენვილიები.
რა თქმა უნდა, ნორმანი არ მელოდა, მიუხედავად ამისა, რო-
გორც კი ერთმანეთი დავინახეთ, ისეთი შეგრძნება დამეუფ-
ლა, თითქოს ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ჩემი მექსიკა-
ში დაბრუნება გაუხარდა. უცხოობის განცდა, მეხიკოს აერო-
პორტში ფეხის დადგმასთან ერთად რომ გამიჩნდა, მაშინვე
შეუმჩნევლად გაიცრიცა, როგორც კი სატვირთო მანქანა ოა-
ჰაკის გზას დაადგა და მიქრებოდა ის განცდაც, რომ ნამდვი-
ლად ისევ მექსიკაში ვიყავი და ცხოვრება შეიძლება შეცვლი-
ლიყო, თუმცა გულში არ ვიცოდი, ეს ცვლილებები უკეთესო-
ბას მომიტანდა თუ უარესობას, როგორც თითქმის ყოველ-
თვის ხდება ხოლმე ცვლილებების დროს და როგორც ყო-
ველთვის ხდება ხოლმე მექსიკაში. ნორმანმა მართლაც
არაჩვეულებრივად მიმიღო, ხუთი დღე პლაჟზე ვინებივრეთ,
ბაღში ლურსმნებზე დაკიდებულ ჰამაკებში ვიწექით და ვკით-
ხულობდით, სანამ არ ვიგრძნობდით, რომ ჰამაკები ისე ჩა-
მოიწევდა ძირს, რომ უკანალებით მიწას ვეხებოდით, ლუდს
ვსვამდით და ხანგრძლივად ვსეირნობდით ლა ლომას უბან-
ში. კბოდეებს ტყე ცვლიდა და ის ტყე პლაჟამდე აღწევდა. სა-
ნაპიროზე მეთევზეთა დაკეტილი ხუხულები მისდევდნენ ერ-
თმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ დაკეტილი იყო, იმ ხუხუ-
ლების გაღებას არაფერი უნდოდა, მაგალითად, თუკი ქურდი
კედელს ფეხს სწრაფად და მეთოდურად მიარტყამდა, კარი
გაიღებოდა, თუმცა, ეჭვი გვეპარებოდა, რომ ასეთ შემთხვე-
ვაში კედელში ან ნახვრეტი გაჩნდებოდა, ან მთელი ხუხულა
დაინგრეოდა.
იმ ქოხმახების სიმყიფემ (ახლა ვფიქრობ ასე, თორემ მა-
შინ ამას ვერ ვხვდებოდი) რაღაც უცნაური შეგრძნება დაბადა
752 მკითხველთა ლიგა
ჩემში, არა სიღარიბის თუ რაღაც არასაიმედოსი, არამედ უფ-
რო ბუნდოვანი სინაზის და ბედისწერისა. ნამდვილად არ ვი-
ცი, ეს როგორ ავხსნა. იმ ადგილს ნორმანი „ბალნეოლოგი-
ურს“ ეძახდა, თუმცა, ჩემი იქ ყოფნის მანძილზე არ მინახავს,
იქ აბაზანები მიეღოს ვინმეს, პირიქით, პუერტო ანხელის ყვე-
ლაზე კლდოვანი სანაპირო იყო. დანარჩენ დროს საუბარში
ვატარებდით, განსაკუთრებით პოლიტიკაზე, ქვეყანაში არსე-
ბულ მდგომარეობაზე ვსაუბრობდით. პოლიტიკაში განსხვა-
ვებული შეხედულებები გვქონდა, მაგრამ ორივეს მიგვაჩნდა,
რომ მექსიკის პოლიტიკა მძიმე მდგომარეობაში იყო. მერე
ნორმანი თავის კაბინეტში იკეტებოდა და მუშაობდა. ნიცშეს
შესახებ სტატია „მექსიკის კოლეგიის ჟურნალში“ უნდა გამო-
ექვეყნებინა. ჩემი ახლანდელი თვალთახედვით, ვფიქრობ,
ბევრს არ ვლაპარაკობდით. ანუ ბევრს არ ვლაპარაკობდით
ჩვენს თავზე. შეიძლება ერთი საღამო გამოდგა ისეთი, როცა
საკუთარ თავზე ვილაქლაქე. ნამდვილად მოვუყვებოდი ყვე-
ლა ჩემს თავგადასავალს, როგორ ვცხოვრობდი ისრაელსა
და ევროპაში, მაგრამ ლაპარაკით, რასაც ლაპარაკი ჰქვია,
არ გვილაპარაკია.
იქ ყოფნის მეექვსე დღეს, კვირა დილას, მეხიკოში წასას-
ვლელად მოვემზადეთ. ორშაბათს ნორმანს უნივერსიტეტში
ლექცია უნდა ჩაეტარებინა, მე კი სამსახურის ძებნა დამეწყო.
პუერტო ანხელიდან ნორმანის თეთრი რენოთი გამოვედით.
მანქანას მარტო ოაჰაკაში იყენებდა, მეხიკოში კი საზოგადო-
ებრივ ტრანსპორტს ანიჭებდა უპირატესობას. თავიდან, მგო-
ნი, ისევ იმაზე ვლაპარაკობდით, რაზეც იმ ექვსი დღის მან-
ძილზე: ნიცშეს „მორალის გენეალოგიაზე“. ნორმანი იმ
ტრაქტატის ყოველი ახალი წაკითხვისას ახალ და ახალ კავ-
შირებს პოულობდა (და ეს ძალიან ამძიმებდა) ფილოსოფოს-
753 მკითხველთა ლიგა
სა და ნაციზმს შორის, ცოტა ხნის შემდეგ რომ მოედებოდა
გერმანიას. ვსაუბრობდით დროზე საერთოდ, წლის დროებზე,
რაც მაფიქრებინებდა, რომ ვიღაცები მონატრებული ჰყავდა,
თუმცა, მარწმუნებდა, მათი დავიწყება არ გამჭირვებიაო. ის
ხალხი მეც უკან, წარსულში მოვიტოვე, მაგრამ მათზე ვფიქ-
რობდი და მინდოდა, დროდადრო ბარათებით მაინც შევხმია-
ნებოდი. არ ვიცი, კლაუდია რა დროს ვახსენეთ. მარტო ის ვი-
ცი, რომ ამის მერე ხმა არ ამომიღია და მარტო მას ვუსმენდი.
მიამბო, რომ მათი ურთიერთობა დაახლოებით მაშინ დამ-
თავრდა, როცა უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა, ეს უკვე ვი-
ცოდი, და რომ დაშორება მტკივნეული არ ყოფილა, როგორც
ზოგიერთებს მიაჩნიათ. ხომ იცი როგორიაო, მითხრა და მეც
ვუპასუხე, ვიცი, უკვე ვიცი-მეთქი. მერე დასძინა, მას მერე ქა-
ლების მიმართ გავცივდიო. მერე გაიცინა. ის სიცილი დღესაც
ყურში მიდგას. ტრასაზე არც ერთი მანქანა არ ჩანდა, მარტო
ხეები, მთები, ზეცა იყო ირგვლივ და ქარში გაფრენილი რე-
ნოს ღრიალი გაისმოდა. თქვა, რომ ქალებთან წვებოდა, ანუ,
რომ ჯერ კიდევ სიამოვნებდა ქალებთან წოლა, მაგრამ მაინც
რაღაცნაირად, მათთან უფრო და უფრო მეტი პრობლემები
უჩნდებოდა. მიზეზს ვერ ვხვდებოდიო. როგორი პრობლემე-
ბი-მეთქი, ვკითხე. პრობლემები, პრობლემებიო, ასე მიპასუ-
ხა. ვერ ხმარობ-მეთქი? – ვკითხე ისევ. ნორმანმა გაიცინა.
ასეა? ვერ ხმარობ-მეთქი? არ მოვეშვი. ეგ სიმპტომია და არა
პრობლემაო. უკვე მიპასუხე, ვერ ხმარობ-მეთქი. ნორმანმა
ისევ გაიცინა. ფანჯარა ჩაწეული ჰქონდა და თმას ქარი უფ-
რიალებდა. სახე ძალიან ჰქონდა გარუჯული. ბედნიერი ჩან-
და. ორივემ გავიცინეთ. ხანდახან ვერ ვხმარობ, მაგრამ, ეგ
რა სიტყვაა „ხმარებაო“. არა, ხანდახან არ მიმაგრდება, მაგ-
რამ ეს მარტო სიმპტომია, ხანდახან არც სიმპტომია, უბრა-
754 მკითხველთა ლიგა
ლოდ, დაცინვაო. ვკითხე, ამდენი ხნის მანძილზე ვინმე ხომ
არ გიპოვია-მეთქი, არადა პასუხი ისედაც აშკარა იყო. მაგ-
რამ, ჩემდა მოულოდნელად, ნორმანმა მითხრა კი, ერთგვა-
რად ვიღაც ვიპოვე, ჩემსავით პედაგოგია, ქმარს გაყრილი,
ფილოსოფიის ლექტორი, ორი შვილი ჰყავსო. მე რატომღაც,
არ ვიცი რატომ, წარმოვიდგინე, რომ ის ქალი უშნო უნდა ყო-
ფილიყო, ყოველ შემთხვევაში, კლაუდიაზე ულამაზო. მერე
განაგრძო, ვარჩიეთ, ცოტა მოვიცადოთ, მოვლენებს არ ვაჩ-
ქარებთ, გაყინული ურთიერთობა გვაქვსო.
მერე ბავშვებზე დაიწყო ლაპარაკი, ზოგადად, ბავშვებზეც,
კონკრეტულად პუერტო ანხელის ბავშვებზე. მკითხა, პუერტო
ანხელის ბავშვებზე რას ფიქრობო. ნამდვილად არაფერს არ
ვფიქრობდი იმ სოფლის ბავშვებზე, სოფლისა, რომელსაც
უკან ვტოვებდით, ის კი არა, ისინი საერთოდ არც შემიმჩნე-
ვია! მაშინ, ნორმანმა შემომხედა და მითხრა, ყოველთვის,
როცა ის ბავშვები მახსენდება, გაფაციცებული ვარო. აი, ასე
მითხრა, გაფაციცებულიო. ამ დროს გავიფიქრე, აჯობებს, მე
კი არა, გზას უყუროს-მეთქი, კიდევ გავიფიქრე, რაღაც ხდება-
მეთქი, მაგრამ, არაფერი მითქვამს. არ მითქვამს, ნორმან,
ფრთხილად იარე, ან რა მოხდა-მეთქი. ამის ნაცვლად ბუნე-
ბას დავუწყე თვალიერება: ხეებს, ღრუბლებს, მთებს, აბიბინე-
ბულ გორაკებს გავცქეროდი. ამ დროს ნორმანი უკვე სხვა
რამეზე მელაპარაკებოდა, იმ სიზმარზე, კლაუდიამ რომ ნახა.
როდის? ცოტა ხნის წინ დილაადრიან დაურეკა და უამბო, აშ-
კარად ძალიან კარგი მეგობრები არიან.იცი, რა იყო ის სიზმა-
რიო? მკითხა. რა იყო, მეგობარო, სიზმრის ახსნა ხომ არ გინ-
და-მეთქი. ფერადი სიზმარი იყო, გაგანია ბრძოლა, ის ბრძო-
ლა ნელ-ნელა უკან იხევდა ყველანაირი ინტერპრეტაციით.
მაგრამ, ნორმანმა მითხრა, ის შვილები დაესიზმრა, რომლე-
755 მკითხველთა ლიგა
ბიც არ გაგვიჩენიაო. ნუ მაიმუნობ-მეთქი, ვუპასუხე. სწორედ
ეს იყო სიზმრის მნიშვნელობა. ბრძოლა, რომელიც სადღაც
ინაცვლებს, შენი აზრით, ის ბავშვებია, რომლებიც არ გყო-
ლიათ-მეთქი? დაახლოებითო, თქვა, ნორმანმა. – მებრძოლი
ჩრდილებიო. მერე ფერები-მეთქი? დანარჩენი ნაგავი აბ-
სტრაქციააო, მიპასუხა.
ამ დროს მხატვარზე დავიწყე ფიქრი, მის აბსტრაქტულ ნა-
ხატებზე და არ ვიცი რატომ, თავში აზრად მომივიდა, ნორმა-
ნისთვის მეთქვა (პუერტო ანხელში, ყოფნისას, ნამდვილად
რაღაც უკვე მექნებოდა ნათქვამი) ის იდიოტი აბრაამ მანსური
რინგზე მეორე რიგის მოთამაშეა-მეთქი. ალბათ იმიტომ ვუთ-
ხარი, რომ საუბრის თემა შემეცვალა, ალბათ იმიტომაც, რომ
ეს ერთადერთი რამ მაშინ უნდა მეთქვა, ანუ, ისეთი რამ, რა-
საც მისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ საუბარი
ნორმანს მიჰყავდა და რაც გინდა მომეგონებინა, ამ უდავი
რეალობას ვერაფერი შეცვლიდა. თანაც რენო საათში ას ოც
კილომეტრზე მეტი სიჩქარით მიქროდა ცარიელ ტრასაზე. ნა-
ხე მისი ნახატები? მკითხა ნორმანმა ისე, თითქოს ყველაფე-
რი, რაზეც პუერტო ანხელში ვილაპარაკეთ, ძირფესვიანად
დაავიწყდაო. ზოგიერთი-მეთქი, ვუპასუხე. მერე, როგორ მო-
გეწონაო, მკითხა ისევ. კარგებია, ვთქვი მე. კლაუდია რა აზ-
რისაა? თავისი აზრი არ უთქვამს-მეთქი, ვუპასუხე. ერთხანს
ასე ვიყავით. ნორმანმა მექსიკის მხატვრობაზე დაიწყო ლაპა-
რაკი, გზების მდგომარეობაზე, უნივერსიტეტის პოლიტიკაზე,
სიზმრების ახსნაზე, პუერტო ანხელის ბავშვებზე, ნიცშეზე. მე
დროდადრო თითომარცვლიანი სიტყვებით ვერთვებოდი ამ
მონოლოგში, რაღაც კითხვებს ვსვამდი, რომ რომელიმე კონ-
ცეფცია დამეზუსტებინა, თუმცა, სინამდვილეში ის კონცეფ-
ციები მეკიდა და ერთადერთი რამ მინდოდა, რაც შეიძლება
756 მკითხველთა ლიგა
მალე დავბრუნებულიყავი მეხიკოში და ოაჰაკაში ფეხი აღა-
რასოდეს დამედგა, აღარასოდეს სიცოცხლეში.
ამ დროს ნორმანმა ულისეს ლიმა ახსენა. გახსოვს ულისეს
ლიმაო? როგორ არ მახსოვდა, როგორ შეიძლებოდა მისი
დავიწყება. ამ ბოლო დროს მასზე ვფიქრობდიო, დაამატა,
თითქოს იგი მისი ყოველდღიურობის, მისი ცხოვრების განუყ-
რელი ნაწილი ყოფილიყოს. არადა, დანამდვილებით ვიცო-
დი, რომ მას ცხოვრებაში მარტო რაღაც მომენტში შეხვდა და
ის უსიამოვნო ეპიზოდი იყო. მერე გადმომხედა, თითქოს ჩემ-
გან თვალის ჩაკვრას, ან რაღაც მხარდამჭერ სიტყვას ელო-
და, მაგრამ მე მარტო ის ვუთხარი, გზას უყურე, შეხედე რო-
გორ მიგყავს-მეთქი, რადგან რენო უკვე მარჯვნივ იყო გადახ-
რილი და ბორდიურს ვეჯახებოდით. ნორმანს აღელვება არ
დასტყობია, მანქანა საჭის ერთი მოტრიალებით დააბრუნა
ტრასის შუაგულში, ზუსტად შუაში და ისევ მე შემომხედა.
ულისეს ლიმა მახსოვს, ჩვენთან თელ-ავივში რამდენიმე დღე
რომ გაატარა-მეთქი. ნორმანმა კი მითხრა, უცნაური ვერაფე-
რი შეამჩნიე, ისეთი, რაც ჩვეულებრივისგან განსხვავებული
იყოო? ყველაფერი განსხვავებული ჰქონდა! ასეთი იყო ული-
სეს ლიმა და გულში ყველას გვინდოდა, იქიდან აეხვია. ჩემს
თავს და კლაუდიას ვგულისხმობ და არა ნორმანს, რომელ-
საც არც ეთქმოდა მისი მეგობარი და ლიმას ძირითადად,
სხვების ნალაპარაკევით იცნობდა, იმ ამბებით, რასაც მასზე
ახალგაზრდები გვიყვებოდნენ. მე და კლაუდიას კი მაშინ გვე-
გონა, რომ მწერლები გავხდებოდით და ყველაფერს მოვი-
მოქმედებდით, ოღონდ კი ყველაზე საცოდავი ჯგუფის, რეალ-
ვისცერისტების რიგებში ვყოფილიყავით, რა სისულელეა
ახალგაზრდობა.

757 მკითხველთა ლიგა


მაშინ ნორმანმა მითხრა, ძმაო, რეალვისცერისტობა არა-
ფერ შუაშია, ვერაფერი გაიგეო. აბა, რა არის შუაში-მეთქი,
ვკითხე. კიდევ კარგი, ამ დროს ნორმანმა ჩემს ცქერას თავი
დაანება და რამდენიმე წუთით გზას მიაჩერდა. გულზე მომეშ-
ვა. მერე კი მიპასუხა: სიცოცხლე, რასაც ვერც კი ვხვდებით,
ისე ვკარგავთ და რის დაბრუნებაც შეგვიძლიაო. რის დაბრუ-
ნება შეგვიძლია-მეთქი, ვკითხე ისევ. რაც დავკარგეთ, შეგ-
ვიძლია ხელუხლებლად დავიბრუნოთო. მისი აზრის გაცამ-
ტვერება არ გამიჭირდებოდა, მაგრამ, ამის ნაცვლად მინა ჩა-
მოვწიე და თბილ ნიავს მივეცი საშუალება, თმა ჩემთვისაც აე-
ჩეჩა. გარეთ ხეები თავბრუდამხვევი სისწრაფით გარბოდნენ.
რის დაბრუნება შეგვიძლია? ვფიქრობდი და აღარ მაღელვებ-
და, მანქანა სიჩქარეს სულ უფრო და უფრო რომ უმატებდა,
გზა კი იმდენად საშიშად აღარ მეჩვენებოდა. ალბათ იმიტომ,
რომ ნორმანს მანქანა ყოველთვის დაბეჯითებით დაჰყავდა,
შეეძლო, თან ელაპარაკა, თან ჩემთვის ეყურებინა, თან მან-
ქანის უჯრაში სიგარეტი ეძებნა, მოეკიდებინა, დროდადრო
წინაც გაეხედა და ამასობაში გაზისთვის ფეხი არ მოეშორები-
ნა. როცა მოვისურვებთ, შეგვიძლია, თამაში ისევ წამოვიწყო-
თო, გავიგონე მისი სიტყვები. გახსოვს ის დღეები, ულისესმა
ჩვენთან თელ-ავივში რომ გაატარაო? როგორ არ მახსოვს-
მეთქი, ვუპასუხე. იცი, თელ-ავივში რა უნდოდაო? როგორ არ
ვიცი, იმ საცოდავ ულისესს კლაუდია უყვარდა-მეთქი. სიგი-
ჟემდე უყვარდა კლაუდიაო, გამისწორა ნორმანმა, იმდენად,
რომ ვერც კი ამჩნევდა, ხელის გაწვდენაზე რომ ჰყავდაო. ვერ
ხვდებოდა, სულელი, არ ვიცი, როგორ არ იხმარა-მეთქი.
ცდებიო, მითხრა ნორმანმა (სინამდვილეში, ეს სიტყვები
ნორმანმა ყვირილით წარმოთქვა), ცდები, ცდები, შეიძლება
უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო მომკვდარიყოო. კარგი, გასაგე-
758 მკითხველთა ლიგა
ბია, რომ კლაუდიასთვის ჩამოვიდა, კლაუდიას სანახავად,
მაგრამ არაფერი გამოუვიდა-მეთქი. ჰო, კლაუდიასთვის ჩა-
მოვიდაო, დამიდასტურა ნორმანმა და გაიცინა. საძაგელი
კლაუდია, გახსოვს, რა ლამაზი იყოო? როგორ არ მახსოვს-
მეთქი. გახსოვს, სანამ ჩვენთან ცხოვრობდა, ულისესს სად
ეძინაო? დივანზე-მეთქი. იმ ნაბიჭვარ დივანზეო! დააზუსტა
ნორმანმა. რომანტიკული სიყვარულის ჰიპოსტასი. ზღურ-
ბლი, ტერიტორია, რომელსაც პატრონი არ ჰყავსო. და მერე
ჩაილუღლუღა, მაგრამ ისე ჩუმად, რომ ისარივით წინმსწრა-
ფი რენოს ღმუილში და ქარის წივილში, მარჯვენა პროფილში
რომ მცემდა, უზარმაზარი ძალისხმევა დამჭირდა იმისათვის,
რათა მისი სიტყვები გამერჩია: ზოგჯერ ღამღამობით ტირო-
დაო. რა? ვკითხე მე. ზოგჯერ ღამღამობით, როდესაც ტუ-
ალეტში გავდიოდი, მესმოდა, როგორ ტიროდაო. ულისესი-
მეთქი? ჰო. შენ არ გაგიგონიაო? არა, მე გუდურასავით მძი-
ნავს-მეთქი. ბედი გქონიაო, თქვა ნორმანმა, მაგრამ ეს ისე
მითხრა, თითქოს მეუბნებოდა, არ გაგიმართლაო. რა ატი-
რებდა-მეთქი, ვკითხე. არ ვიცი, არასოდეს მიკითხავს, მე
მარტო ტუალეტში გავდიოდი და შუა ოთახთან ჩავლისას მეს-
მოდა. შეიძლება არც კი ტიროდა, შეიძლება ანძრევდა და ის
კვნესა, მე რომ მესმოდა, სიამოვნების კვნესა იყო. გესმის ჩე-
მიო? ჰო, დაახლოებით-მეთქი, ვუთხარი. მაგრამ, ისიც შეიძ-
ლება, რომ არც ანძრევდა და არც ტიროდაო, თქვა ნორმანმა.
აბა, რა იყო-მეთქი. შეიძლება ეძინა და სწორედ ძილში კვნე-
სოდაო. ძილში ტიროდა-მეთქი? შენ არასოდეს გიტირია ძილ-
შიო? მკითხა ნორმანმა. მართალი გითხრა, არა-მეთქი. პირ-
ველ ხანებში მეშინოდა, იქ, მისაღებ ოთახში მარტო, სიბნე-
ლეში მიყურადებული არ ვმდგარიყავი. მაგრამ, ერთხელ მა-
ინც დავრჩი და უეცრად, ყველაფერს მივხვდიო, თქვა ნორ-
759 მკითხველთა ლიგა
მანმა. რა იყო ისეთი, რასაც მიხვდი-მეთქი, ვკითხე. ყველა-
ფერს, ყველაზე მნიშვნელოვანსო და გაიცინა. ულისესს რაც
ესიზმრებოდა-მეთქი? არაო, მიპასუხა და რენო ისევ შეხტა.
საქმე ასე იყო: შეხტომამ ის უზარმაზარი ავსტრიელი გა-
მახსენა, ვისთან ერთადაც ულისესი ერთი თვის შემდეგ დაბ-
რუნდა და ნორმანს ვკითხე, ის – თუ გახსოვს, ის ავსტრიელი,
ულისესის მეგობარი-მეთქი. ნორმანს გაეცინა და მიპასუხა,
როგორ არ მახსოვს, მაგრამ საქმე ეგ როდია, ულისესი თელ-
ავივში რომ დაბრუნდა, აღარ იყო ისევ ისეთი, ცხადია, იგივე
იყო, მაგრამ მაინც სხვანაირი, ღამღამობით აღარ სლუკუნებ-
და, აღარ ტიროდა, კარგად ვაკვირდებოდი და მივხვდიო. ან
იქნებ ის საცოდავი თავს ამის უფლებას აღარ აძლევდა, ან რა
ვიციო. მერე დაამატა, ჩამოსვლიდან პირველ დღეებში ტი-
როდა, როცა მარტო იყო, მეგობრის გარეშე და დივანზე ეძი-
ნა. მერე აღარ განმეორებულაო. მესმის, მესმის, ბევრად ად-
რე, სანამ იმ ავსტრიელთან ერთად გამოჩნდებოდა. და არა-
ფერი უთქვამს-მეთქი? რა არაფერიო, მკითხა ნორმანმა. არა-
ფერი. სულ არაფერი-მეთქი, ისევ გავიმეორე. მაშინ ნორმან-
მა ისევ გაიცინა და მითხრა: ულისესი იმიტომ ტიროდა, რომ
იცოდა, არაფერი არ იყო დამთავრებული, იცოდა, რომ ისრა-
ელში კიდევ მოუწევდა ჩამოსვლაო. მარადიული დაბრუნება-
მეთქი? რა მარადიული დაბრუნება! აქ და ახლაო, მიპასუხა.
ჰო, მაგრამ კლაუდია ისრაელში აღარ ცხოვრობს-მეთქი. სა-
დაც უნდა ცხოვრობდეს კლაუდია, ისრაელი იქ არის, ნებისმი-
ერ ადგილას, რაც გინდა, ის დაარქვი. მექსიკა, ისრაელი,
საფრანგეთი, შეერთებული შტატები, დედამიწაო. მოიცა, თუ
სწორად გავიგე, ულისესმა იცოდა, რომ შენი და კლაუდიას
ურთიერთობა დამთავრდებოდა და მაშინ შეეძლო, მასთან
დაახლოება ისევ ეცადა-მეთქი? ვერაფერი ვერ გაიგეო, მიპა-
760 მკითხველთა ლიგა
სუხა ნორმანმა. მე არაფერ შუაში ვარ. კლაუდიაც არაფერ შუ-
აშია. ის კი არა, თავად ის მამაძაღლი ულისესიც კი არაფერ
შუაშია. შუაში მარტო ქვითინიაო. მართალი ხარ, მართლაც
ვერაფერი გავიგე-მეთქი, ვაღიარე.
მაშინ, ნორმანმა შემომხედა და შემიძლია დავიფიცო, რომ
ამ დროს იგივე სახე ჰქონდა, რაც თექვსმეტი, თხუთმეტი
წლისას, სახე, როდესაც ერთმანეთი სკოლაში გავიცანით,
ბევრად უფრო გამხდარი, ჩიტის სახე, ბევრად უფრო გრძელი
თმით, მბრწყინავი თვალებით და ღიმილით, მის პატრონს
უმალ რომ შეგაყვარებდა, ღიმილით, რომელიც გეუბნებოდა,
ახლა აქ ვართ, ახლა აქ აღარ ვიქნებითო. სწორედ ამ დროს
გამოგვიხტა გზაზე სატვირთო. ნორმანს სერიოზული მანევ-
რირება მოუხდა, რომ შეჯახება თავიდან აეცილებინა და გავ-
ფრინდით. ნორმანიც გაფრინდა, მეც გავფრინდი, მინის ნამ-
სხვრევებიც. და ყველანი შევედით იქ, სადაც შევედით.
გონს რომ მოვედი, პუებლას საავადმყოფოში ვიწექი და
პალატის კედლებზე ჩემი მშობლები თუ ჩემი მშობლების
ჩრდილები მოძრაობდნენ. მერე მოვიდა კლაუდია და შუბლზე
მაკოცა. მერე მითხრეს, რომ საათობით მჯდარა ჩემს საწოლ-
თან. რამდენიმე დღის შემდეგ ისიც მითხრეს, რომ ნორმანი
დაიღუპა. თვე-ნახევრის შემდეგ შევძელი საავადმყოფოდან
გამოსვლა და ჩემმა მშობლებმა თავიანთ სახლში მიმიყვა-
ნეს. დროდადრო ჩემს მოსანახულებლად ჩემთვის უცნობი ნა-
თესავები მოდიოდნენ, კიდევ უკვე დავიწყებული მეგობრები.
ცუდ გარემოში არ ვიყავი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, ცალკე
გადავსულიყავი საცხოვრებლად. ასურესის უბანში პატარა
ბინა ვიქირავე, სააბაზანოთი, სამზარეულოთი, ერთადერთი
საძინებლით და თანდათანობით მეხიკოში ხანგრძლივი სე-
ირნობა დავიწყე. ვკოჭლობდი, ხანდახან ვიკარგებოდი, მაგ-
761 მკითხველთა ლიგა
რამ სეირნობა ჩემზე სასიკეთოდ მოქმედებდა. ერთ დილით
სამსახურის საძებნელად გავედი. არ მჭირდებოდა, ჩემი
მშობლები მარწმუნებდნენ, სანამ კარგად მომაგრდები, ჩვენი
დახმარების იმედი გქონდესო. უნივერსიტეტში მივედი და
ნორმანის ორ ამხანაგს დაველაპარაკე. გაოცებულები ჩან-
დნენ იმ ფაქტით, რომ იქ გამოვჩნდი. მერე კი მითხრეს, ნორ-
მანი იყო ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი პიროვნება, ვისაც კი
ვიცნობთო. ორივე ფილოსოფიას ასწავლიდა და ორივე კუა-
უტემოკ კარდენასის236 მომხრე აღმოჩნდა. ვკითხე, ნორმანი
კარდენასზე რას ფიქრობდა-მეთქი. მხარში ედგა, ოღონდ,
თავისებურად, ისევე, როგორც ჩვენ ყველაო, მიპასუხეს. სი-
ნამდვილეში, ეს მაშინვე ვიცოდი, რომ ნორმანის პოლიტიკუ-
რი შეხედულებების გასარკვევად არ მიკითხავს, არამედ სულ
სხვა რამ მაინტერესებდა, რის ჩამოყალიბებასაც ნათლად სა-
კუთარი თავისთვისაც კი ვერ ვახერხებდი. კლაუდიასთან ერ-
თად ერთი-ორჯერ ვივახშმე. მინდოდა, ნორმანზე დავლაპა-
რაკებოდი, მინდოდა, კლაუდიასთვის მეთქვა, რაზე ვლაპა-
რაკობდით მე და ნორმანი იმ დღეს, როდესაც პუერტო ანხე-
ლიდან ვბრუნდებოდით, მაგრამ კლაუდიამ განმიცხადა, ამ
თემაზე ლაპარაკი მანაღვლიანებსო. თანაც დაამატა, საავად-
მყოფოში რომ იწექი, ერთადერთს, რასაც აკეთებდი, ნორმან-
თან შენს უკანასკნელ საუბარს იმეორებდიო. რა ვთქვი-მეთ-
ქი. იგივე, რასაც ბოდვისას ყველა ამბობს, ხანდახან ერთ-ორ
წინადადებას ჩაიხვევდი, რაც პეიზაჟს ეხებოდა, ხან თემას
ისეთი სისწრაფით ცვლიდი, რომ შენი მიდევნება შეუძლებე-
ლი იყოო, მიპასუხა.

კუაუტემოკ კარდენას სოლორსანო (დ. 1934) – მექსიკელი მემარცხენე


236

პოლიტიკური მოღვაწე
762 მკითხველთა ლიგა
ვაცივდებოდი, მითხარი-მეთქი, მაგრამ, ნათლად მაინც
ვერაფერი გავარკვიე. ერთხელ ღამით, ძილში ნორმანი გა-
მომეცხადა და მითხრა, დაწყნარდი, კარგად ვარო. ვიფიქრე,
არ ვიცი, სიზმარში ვყვიროდი თუ გაღვიძებისას, ის კი მახ-
სოვს ამ დროს რას ვფიქრობდი: რომ ნორმანი მექსიკის ცაში
იყო და არა ებრაელების, მით უფრო არ იყო ფილოსოფიისა
თუ მარქსისტების ცაში. მაგრამ, ეს მექსიკის ცა რაღა ჯანდაბა
იყო? მოზღვავებული სიხარული, ან ის, რაც სიხარულის უკა-
ნაა, ცარიელი ჟესტები, ან ის, რაც იმალება (რომ გადარჩე)
ცარიელი ჟესტების მიღმა. ცოტა ხნის შემდეგ მუშაობა დავიწ-
ყე ერთ სარეკლამო სააგენტოში. ერთ საღამოს მთვრალი შე-
ვეცადე, ბარსელონაში არტურო ბელანოსთვის დამერეკა. იმ
ნომერზე, მე რომ მქონდა, მითხრეს, ამ სახელისა და გვარის
აქ არავინ ცხოვრობსო. მის მეგობარს, მიულერს ველაპარაკე
და იმან გამაგებინა, არტურო იტალიაში გადავიდაო. იტალია-
ში რა უნდა-მეთქი, ვკითხე. არ ვიციო, მიპასუხა მიულერმა,
ალბათ მუშაობსო. ყურმილი დავკიდე და მეხიკოში ულისეს
ლიმას დავუწყე ძებნა. ვიცოდი, რომ უნდა მეპოვა და მეკით-
ხა, რის თქმა უნდოდა ნორმანს იმ უკანასკნელ საუბარში.
მაგრამ, მეხიკოში ვინმეს მოძებნა ძალიან ძნელი საქმეა.
თვეები ისე გადიოდა, რომ ძებნას არ ვწყვეტდი, ხან სად
მივიდოდი და ხან სად, მეტროში ვეძებდი, ავტობუსებში, იმ
ხალხს ვურეკავდი, ვისაც არ ვიცნობდი და არც მაინტერესებ-
და მათი გაცნობა. სამჯერ გამქურდეს, თავიდან არავინ არა-
ფერი იცოდა, ან არ უნდოდათ, ულისეს ლიმაზე რამე სცოდ-
ნოდათ. ზოგიერთის ნათქვამით, გალოთებული იყო და გა-
ნარკომანებული. ისეთ სასტიკ ტიპად ქცეულიყო, რომ მისივე
ყველაზე ახლობელი მეგობრები არიდებდნენ თავს. სხვების
ნათქვამით ცოლი მოეყვანა და მთელ დროს თავის ოჯახს ან-
763 მკითხველთა ლიგა
დომებდა. ზოგი ამბობდა, იაპონური წარმოშობის ცოლი
ჰყავს თუ ერთადერთი მემკვიდრე იმ ჩინელებისა, მეხიკოში
ჩინური კაფეები რომ აქვთო. ყველაფერი ბუნდოვნად და სა-
ვალალოდ გამოიყურებოდა.
ერთ დღეს, წვეულებაზე, ერთი ქალი გამაცნეს: თურმე
ულისესი ერთხანს მასთან ცხოვრობდა, ჩინელი არა, იმის წი-
ნა.
გამხდარი იყო და მკაცრი გამოხედვა ჰქონდა. ერთხანს ვი-
საუბრეთ, კუთხეში ფეხზე მდგარმა, სანამ მისი მეგობრები
კოკაინს ყნოსავდნენ. მითხრა, შვილი მყავს, მაგრამ ის შვი-
ლი სხვა კაცისგან გავაჩინე, თუმცა, ულისესი, როგორც მამა,
ისე ექცეოდაო.
შენს შვილს მამასავით ექცეოდა-მეთქი? ჰო, დაახლოები-
თო, მითხრა ქალმა. ჩემი შვილისთვისაც და ჩემთვისაც მამა-
სავით იყოო. ყურადღებით შევათვალიერე, შემეშინდა, იქნებ
ხუმრობს-მეთქი. თვალების გარდა, ყველაფერი მის უსუსუ-
რობაზე მეტყველებდა.
მერე ნარკოტიკებზე დაიწყო ლაპარაკი, ჩემი აზრით, ერ-
თადერთი თემა მისთვის, რაზეც ღირდა საუბარი, სწორედ
ნარკოტიკები იყო. ვკითხე, ულისესი ნარკოტიკებს თუ იღებ-
და-მეთქი. თავიდან არა, მარტო ყიდდა, მაგრამ, ჩემთან და-
იწყო კაიფში შესვლაო, მიპასუხა. ვკითხე, წერდა თუ არა-
მეთქი. ვერ გაიგო, ან არ მოინდომა, ეპასუხა. მერე ვკითხე,
ხომ არ იცი, ულისესის ნახვა სად შეიძლება-მეთქი. წარმოდ-
გენა არ ჰქონდა – ალბათ მოკვდაო, მიპასუხა.
მარტო მაშინ მივხვდი, რომ ის ქალი ავად იყო, შესაძლოა,
ძალიან ავადაც, კიდევ რა უნდა მეთქვა მისთვის, არ ვიცოდი,
ერთი სული მქონდა, გავცლოდი და დამევიწყებინა. თუმცა,
მაინც გვერდით ვედექი (არადა, მის გვერდით ხანგრძლივად
764 მკითხველთა ლიგა
ყოფნა აუტანელი ხდებოდა), სანამ გამთენიისას წვეულება არ
დამთავრდა. მერე ერთად გამოვედით და უახლოესი მეტროს-
კენ შეუჩერებლად წავედით. ტაკუბაიაზე ჩავსხედით. იმ დი-
ლაუთენია, ყველა, ვინც მეტროში იჯდა, ავადმყოფს ჰგავდა.
ის ერთი მიმართულებით წავიდა, მე – მეორე.

ამადეო სალვატიერა, ვენესუელის რესპუბლიკის ქუჩა, ინ-


კვიზიციის სასახლის მახლობლად, მეხიკო, 1976 წლის იანვა-
რი. ერთხანს მდუმარედ ვისხედით. ბიჭები დაღლილები ჩან-
დნენ და მეც დაღლილი ვიყავი. ენკარნასიონ გუსმანს რა ბე-
დი ეწია? იკითხა მოულოდნელად ერთ-ერთმა მათგანმა. ყვე-
ლანაირ კითხვას მოველოდი ამის გარდა. თუმცა ეს ერთა-
დერთი კითხვა იყო, რომელიც საუბრის გაგრძელების საშუა-
ლებას მოგვცემდა. სანამ ვუპასუხებდი, ერთხანს ვდუმდი. ან
შეიძლება ჯერ ტელეპათიურად ვუპასუხე, რაც ბებერ ლოთებს
სჩვევიათ ხოლმე, მერე კი, რადგან ისედაც ფაქტი იყო, პირი
დავაღე და ვთქვი: არაფერი, ბიჭებო, არაფერი არ მოსვლია
არც ენკარნასიონს, არც პაბლიტო ლასკანოს და არც მე. მეტ-
საც გეტყვით, არც მანუელს. ცხოვრებამ ყველანი ჩვენ-ჩვენს
ადგილებზე დაგვაყენა, იმ ადგილებზე, რომლებიც ჩვენთვის
ჰქონდა განკუთვნილი, მერე კი დაგვივიწყა, როგორც ხდება
ხოლმე საერთოდ. ენკარნასიონი გათხოვდა. მეტისმეტად
ლამაზი იყო იმისათვის, რომ წმინდანის სამოსი მოერგო. სი-
ურპრიზიც კი გაგვიკეთა: ერთ დღეს იმ კაფეში გამოჩნდა, სა-
დაც, ჩვეულებრივ, ვიკრიბებოდით და ყველანი ქორწილში
დაგვპატიჟა. დაპატიჟება ალბათ ხუმრობა იყო და სინამდვი-
ლეში მარტო თავის მოსაწონებლად მოვიდა. რა თქმა უნდა,
მივულოცეთ, ვუთხარით, ენკარნასიონ, რა კარგია, რა შესა-
ნიშნავი ახალი ამბავიაო, მაგრამ ქორწილში არ წავსულ-
765 მკითხველთა ლიგა
ვართ, თუმცა რომელიმე შეიძლება წავიდა კიდეც. როგორ
იმოქმედა ენკარნასიონ გუსმან არენდოდოს გათხოვებამ სე-
სარეაზე? ჩემი აზრით, ცუდად, თუმცა იმისას ვერ გაიგებდი,
რა იყო ცუდი თუ იმ ცუდზე ბევრად უარესი, მაგრამ კარგი
რომ არაფერი მოსვლია, ფაქტია, ამაში ეჭვიც კი არ მეპარე-
ბა. ვერც კი ვხვდებოდით, რომ სწორედ იმ ხანებში მიცოცავ-
და ყველაფერი უფსკრულისკენ. შეიძლება სიტყვა „უფსკრუ-
ლი“ რომ ვახსენე, ცოტა ზედმეტი მომივიდა. მაგრამ ფაქტი
ფაქტი რჩება, რომ მაშინ მწვერვალიდან ყველანი ძირს ვიყა-
ვით ჩაცურებულები: ხელახლა მთის წვერზე აფოფხებას აღა-
რც ერთი არ ვცდილობდით. შეიძლება მანუელი გამონაკლი-
სად ჩაითვალოს, თავისებურად რაღაცას მიაღწია, მაგრამ მის
გარდა, არავინ. რა დამპალია ეს ცხოვრება, არა, ბიჭებო? და-
ვასრულე სათქმელი. ასე გამოდის, ამადეოო, მიპასუხეს. მე-
რე პაბლიტო ლესკანოზე დავიწყე ფიქრი, ენკარნასიონის
გათხოვებიდან ცოტა ხნის შემდეგ ისიც დაქორწინდა. ხელის
მოწერას მეც ვესწრებოდი. ახლა იმ საქორწინო წვეულებაზე
დავიწყე ფიქრი, რომლის ხარჯებიც პაბლიტოს სასიმამრომ
გაიღო. მაღალი დონის წვეულება იყო. სუფრა უზარმაზარ
სახლში გაშალეს, არკოს დე ბელენის მხარეს, მგონი, დელი-
სიასის ქუჩაზე. ახლა ის სახლი აღარ არსებობს. ქორწილს
არაფერი აკლდა, არც მუსიკოსები, არც სიტყვით გამოსვლები
სუფრასთან დასხდომამდე და შემდეგაც. გამომსვლელებს
შორის იყო პაბლიტო ლესკანოც. შუბლი ოფლისგან უპრია-
ლებდა და საცოლისა და მისი ოჯახისადმი მიძღვნილ ლექსს
კითხულობდა, რომელიც იმ დღის შემდეგ მის საკუთარ ოჯა-
ხადაც იქცეოდა. სანამ ლექსის კითხვას დაიწყებდა, მე შემომ-
ხედა, მერე ჩემ გვერდით მდგარ სესარეას და თვალი ჩაგვიკ-
რა, თითქოს ამით უნდოდა ეთქვა, ნუ დამძრახავთ, მეგობრე-
766 მკითხველთა ლიგა
ბო თქვენ იქნებით მარად ჩემი ნამდვილი საიდუმლო ოჯახიო.
თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მე ამ თვალის ჩაკვრას
არასწორი ინტერპრეტაცია მოვუძებნე. პაბლიტოს ქორწინე-
ბიდან გარკვეული დროის შემდეგ სესარეამ მეხიკო სამუდა-
მოდ დატოვა. მანამდე ერთმანეთს შემთხვევით გადავეყა-
რეთ. იმ დროს კინოთეატრიდან გამოვდიოდით. რა არის შემ-
თხვევითობა, არა? მეც მარტო ვიყავი მისული და სესარეაც.
სანამ შინისკენ მივაბიჯებდით, ფილმზე ვლაპარაკობდით. რა
ფილმი იყო? არ მახსოვს, ბიჭებო, მინდა ვიფიქრო, რომ ჩარ-
ლი ჩაპლინის რომელიმე ფილმი იქნებოდა, მაგრამ სინამ-
დვილეში არ მახსოვს, ის კი არ დამვიწყებია, რომ ორივეს
ნამდვილად მოგვეწონა. კიდევ მახსოვს, რომ ის კინოთეატრი
ალამედის ქუჩაზე მდებარეობდა, ამიტომ, მე და სესარეა ჯერ
ალამედაზე მივსეირნობდით, მერე კი ცენტრისკენ. რაღაც
მომენტში ვკითხე, როგორ ცხოვრობ-მეთქი, მან კი მიპასუხა,
მეხიკოდან მივდივარო. მერე პაბლიტოს ქორწილზე გადავე-
დით და როგორღაც ენკარნასიონ გუსმანიც ვახსენეთ. ვკით-
ხე, მის ქორწილში იყავი თუ არა-მეთქი, უბრალოდ ისე ვკით-
ხე, მარტო იმიტომ, რომ რაღაც მეთქვა. დავინტერესდი, ქორ-
წილი მოეწონა თუ არა. მიპასუხა ძალიან ლამაზი და ამაღელ-
ვებელი იყოო, სწორედ ეს სიტყვები წარმოთქვა. თან ალბათ
ნაღვლიანი, როგორც ყველა ქორწილი-მეთქი, დავძინე.
არაო, შემეკამათა სესარეა და ბიჭებსაც სწორედ ასე ვუთხა-
რი, ქორწილები ნაღვლიანი არ არის, ამადეო, მხიარულიაო.
სინამდვილეში ენკარნასიონ გუსმანზე საუბარი გულზე სულ
არ მეხატებოდა, მინდოდა, თავად სესარეაზე მელაპარაკა.
შენს ჟურნალს რას უპირებ, ანდა ვისცერულ რეალიზმს რა
ეშველება-მეთქი, ვკითხე. ამ კითხვაზე გაეცინა. კარგად მახ-
სოვს ის სიცილი. მეხიკოს ღამე ეფინებოდა და ისეთი განცდა
767 მკითხველთა ლიგა
მქონდა, რომ სესარეა აჩრდილივით იცინოდა, უხილავი ქა-
ლივით, რადგან სადაცაა იმ უხილავ ქალად გადაიქცეოდა.
სულის სიღრმემდე შემძრა იმ სიცილმა, გული მომეწურა,
თითქოს რაღაც მიბიძგებდა, მაქეზებდა, სასწრაფოდ გავ-
ცლოდი, გავქცეულიყავი, მაგრამ ამასთანავე მიმტკიცებდა
რწმენას, რომ არ არსებობდა ადგილი, სადაც მისგან გაქცე-
ვას შევძლებდი. ამ დროს თავში აზრად მომივიდა, მეკითხა,
სად მიდიხარ-მეთქი, მაგრამ ამასთანავე გავიფიქრე, ნამდვი-
ლად არ მეტყვის. სესარეა ხომ ასეთია, არ გამიმხელს-მეთქი.
მაგრამ მითხრა: სონორაში მივდივარ, ჩემს მხარეშიო და ეს
ისევე ბუნებრივად გამოუვიდა, როგორც სხვები გიპასუხებენ
კითხვაზე რომელი საათიაო, ან დილა მშვიდობისას გისურვე-
ბენ. კი მაგრამ, რატომ მიდიხარ, სესარეა? ნუთუ ვერ ხვდები,
რომ, თუ ახლა წახვალ, შენს ლიტერატურულ კარიერას სა-
ნაგვეში მოისვრი, ხომ არ იცი, რა კულტურული ნიადაგი დაგ-
ხვდება სონორაში, იქ რას გააკეთებ-მეთქი. აი ასეთი კითხვე-
ბი დავუსვი, კითხვები, რომლებსაც მაშინ სვამენ, როდესაც
სინამდვილეში არ იციან, რა თქვან, ბიჭებო. სესარეამ კი შე-
მომხედა და მიპასუხა, აქ აღარაფერი დამრჩენიაო. გაგიჟდი?!
წამოვიძახე მე. ხომ არ შეიშალე! აქ სამსახური გაქვს, მეგობ-
რები გყვანან, მანუელს მოსწონხარ, მე მიყვარხარ, ხერმანს
და არკელესს უყვარხარ, გენერალს უშენოდ რა ეშველება.
შენ ხომ სულით ხორცამდე სტრიდენტისტი ხარ. სტრიდენტო-
პოლისის აშენებაში შენ დაგვეხმარები-მეთქი, ვეუბნებოდი.
მან კი გაიღიმა, თითქოს რაღაც ძალიან სასაცილო ანეკდოტს
ვუყვებოდი, მაგრამ ის ანეკდოტი თითქოს უკვე გაგონილი
ჰქონდა და მიპასუხა, ერთი კვირაა, რაც სამსახურს თავი და-
ვანებე, არც სტრიდენტისტი ვყოფილვარ ოდესმე, რეალვის-
ცერისტი ვიყავიო. მეც-მეთქი, ვთქვი თუ წამოვიყვირე, აღარ
768 მკითხველთა ლიგა
მახსოვს. მექსიკელები უფრო რეალვისცერისტები ვართ ყვე-
ლანი, ვიდრე სტრიდენტისტები, მაგრამ რა მნიშვნელობა
აქვს, სტრიდენტიზმია თუ ვისცერისტური რეალიზმი. ისინი
ხომ მარტო ნიღბებია იქ მისასვლელად, სადაც ნამდვილად
გვინდა მისვლა-მეთქი. სად გვინდა მისვლაო? მკითხა. მო-
დერნიზმამდე, სესარეა, იმ დამპალ მოდერნიზმამდე-მეთქი.
და მაშინ, მხოლოდ მაშინ ვკითხე, გენერალთან მუშაობას თა-
ვი მართლა დაანებე-მეთქი? რა თქმა უნდა, მართლაო, მიპა-
სუხა. მერე რა გითხრა-მეთქი. გაცეცხლდაო, გაიცინა. მერე?
არაფერი, არ სჯერა, რომ სერიოზულად ვუთხარი, მაგრამ, თუ
ჰგონია, რომ დაჯდება, დაელოდება ჩემს დაბრუნებას და მეც
დავბრუნდები, დიდი ხნით ჯდომა მოუწევსო. საწყალი კაცი,
გენერალი, გულწრფელად შემეცოდა. სესარეამ გაიცინა. სო-
ნორაში ნათესავები გყავს? ვკითხე მე. არა, არა მგონიაო, მი-
პასუხა. აბა, იქ რას გააკეთებ-მეთქი. სამუშაოს მოვძებნი და
ადგილს, სადაც ვიცხოვრებო, მიპასუხა. სულ ეს არის? ეს
არის ის მომავალი, რომელსაც ელოდი, შვილო-მეთქი? – არ
ვეშვებოდი. თუმცა, „შვილოს“ ნამდვილად არ ვეტყოდი, შეიძ-
ლება მარტო გავიფიქრე. სესარეამ წამიერად ისევ შემომხე-
და, თითქოს ალმაცერად, გვერდიდან და თქვა, ყველა მოკ-
ვდავის მომავალი ასეთია, ის ადგილი მოძებნოს, სადაც იც-
ხოვრებს და სადაც იმუშავებსო. გულში რეაქციონერი ხარ,
ამადეოო, ესეც დაამატა (მაგრამ თბილად და აშკარა სიმპა-
თიით). ერთხანს ისევ ასე ვიარეთ, თითქოს ვკამათობდით,
თუმცა არ გვიკამათია. თითქოს ერთმანეთს ვადანაშაულებ-
დით რაღაცაში, მაგრამ საყვედური არ გვითქვამს. უეცრად
შევეცადე, სესარეა სონორაში წარმომედგინა. დამენახა, რო-
გორ დაადგებოდა თავისი ცხოვრების გზას მერე, როდესაც
ერთმანეთს სამუდამოდ დავშორდებოდით. შევეცადე, წარმო-
769 მკითხველთა ლიგა
მედგინა, მაგრამ ვერ შევძელი. დავინახე უდაბნო ან ის, რაც
მე მაშინ უდაბნოდ წარმომესახა, რადგან ცხოვრებაში იქ არა-
სოდეს ვყოფილვარ. უდაბნო წლების შემდეგ ვნახე პირვე-
ლად კინოში თუ ტელევიზორში, აღარ მახსოვს, მაგრამ იქ
არასოდეს ვყოფილვარ, ბიჭებო, ღმერთმა დამიფაროს, უდაბ-
ნოში მარტო რაღაც ლაქა შევნიშნე, რომელიც დაუსრულე-
ბელ ზოლზე მოძრაობდა და ის ლაქა სესარეა იყო, ხოლო ზო-
ლი – შარაგზა, რომელიც ქალაქში ან უსახელო სოფელში მი-
დიოდა. საშინლად მელანქოლიური სანახაობა იყო, ამიტომ,
დავიხარე და ჩემი მტკივნეული წარმოსახვა ქვის ქვეშ ამოვ-
დე. ჰო, ჩემს ხილვაში სესარეა იმ გზაზე მიდიოდა, მაგრამ ეს
ის სესარეა აღარ იყო, რომელსაც მე ვიცნობდი, არამედ სულ
სხვა ქალი მიაბიჯებდა უდაბნოში, მსუქანი, შავებში ჩაცმული
ინდიელი ქალი მიუყვებოდა გზას სონორის უდაბნოს მცხუნ-
ვარე მზის ქვეშ და მაშინ ვუთხარი, თუ შევეცადე მეთქვა მშვი-
დობით, სესარეა ტინახერო, რეალვისცერისტების დედავ,
მაგრამ ყელიდან მარტო შესაბრალისი ყივილი აღმომხდა,
გულითადი სურვილებით გემშვიდობები, სესარეა, ჩემო მე-
გობარო, გემშვიდობები პაბლიტო ლესკანოს სახელით. მანუ-
ელ მაპლეს არსეს სახელითაც, არკელეს ველას სახელით და
თავშეკავებული ლისტ არსუბიდეს სახელით, კიდევ, ენკარნა-
სიონ გუსმანის და გენერალ დიეგო კარვახალის სახელითაც-
მეთქი, ისევ მინდოდა, ამ სიტყვებით დავმშვიდობებოდი, მაგ-
რამ ყელიდან ისევ მარტო ხრიალი ამომივიდა, თითქოს გუ-
ლის შეტევა მქონოდეს, ფუი, ეშმაკს, ან ასთმის შეტევა დამ-
წყებოდეს. ამის მერე ისევ ჩვეულებრივ სესარეას ვკიდე თვა-
ლი, გვერდით რომ მომყვებოდა, ისეთივე დარწმუნებული სა-
კუთარ თავში, როგორც ყოველთვის, ისეთივე შეუპოვარი და
მამაცი, და ვუთხარი: სესარეა, კარგად დაფიქრდი, დაუფიქ-
770 მკითხველთა ლიგა
რებლად ნუ მოიქცევი, ყველა ნაბიჯი გაზომე-მეთქი. მან კი გა-
იცინა და მითხრა: ამადეო, ვიცი, რასაც ვაკეთებო და მერე
პოლიტიკაზე დავიწყეთ საუბარი, რადგან სესარეას მოსწონ-
და პოლიტიკაზე ლაპარაკი, თუმცა, რაც დრო გადიოდა, სულ
უფრო და უფრო ნაკლებად, თითქოს პოლიტიკაც და ისიც ერ-
თად გაგიჟებულიყვნენ. უცნაური აზრები აწუხებდა, მაგალი-
თად, მიმტკიცებდა, რევოლუცია მექსიკაში XXII საუკუნეში
მოვაო, ამ სრულმა უაზრობამ შეიძლება ვინმე ანუგეშოს? ვე-
რავინ, ხომ ასეა? მერე ვისაუბრეთ ლიტერატურაზე, პო-
ეზიაზე, იმ ლიტერატურულ მოვლენებზე, რომლებიც მეხიკო-
ში ბოლო ხანებში მოხდა, ლიტერატურულ სალონებში აქტუა-
ლურ მოდურ საუბრებზე, იმაზე, თუ რას წერდა სალვადორ
ნოვო, შემდეგ ზოგიერთი ტორეადორისა თუ პოლიტიკოსის
ამბების განხილვაზე გადავედით, ვახსენეთ მომღერლებიც,
ანუ, ვისაუბრეთ იმ თემებზე, როგორც წესი, რომ არ უღრმავ-
დებოდა და არც შეეძლო ჩაღრმავებოდა. მერე სესარეა უეც-
რად შეჩერდა, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და-
ავიწყდა და სწორედ ახლა გაახსენდაო. ასე იდგა ერთხანს,
გაუნძრევლად, ტროტუარს ჩასცქეროდა ან იქნებ გამვლელ-
გამომვლელებსაც უყურებდა, მაგრამ ვერავის ხედავდა, სახე
მოღუშული ჰქონდა, მერე მე შემომხედა, ჯერ ისე, თითქოს
ვერც კი მხედავსო, მერე დამინახა, გამიღიმა და მითხრა,
მშვიდობით, ამადეოო. ასეთი იყო ჩვენი უკანასკნელი შეხ-
ვედრა. მას მერე მისი ბრწყინვალება აღარ მინახავს. იქ დას-
რულდა ყოველი.

771 მკითხველთა ლიგა


22

სუსანა პუჩი, ჟოზეპ ტარადელიას ქუჩა, კალეია დე მარი,


კატალონია, 1994 წლის ივნისი. დამირეკა. დიდი ხანი იყო გა-
სული, რაც მასთან არ მელაპარაკა. მითხრა, პლაჟზე ამა და
ამ დღეს, ამა და ამ საათზე უნდა მოხვიდეო. რა თქვი-მეთქი?
ვკითხე. უნდა მოხვიდე, უნდა მოხვიდეო, გამიმეორა. გაგიჟდი
თუ მთვრალი ხარ-მეთქი. ძალიან გთხოვ, გელოდებიო და კი-
დევ ერთხელ გამიმეორა პლაჟის სახელი, დღე და საათი. სახ-
ლში ვერ მომაკითხავ? აქ წყნარად დავილაპარაკებთ, განა ეს
არ გინდა-მეთქი? დალაპარაკება არ მინდა, დალაპარაკება
აღარ მინდა, ყველაფერი დამთავრდა, ლაპარაკს აზრი არა
აქვსო, მიპასუხა. ერთი სული მქონდა, ყურმილი დამეკიდა,
მაგრამ არ დავკიდე. ვახშამს ვამთავრებდი და სადაცაა ტე-
ლევიზორში ფილმი დაიწყებოდა. ფრანგული ფილმი იყო,
აღარ მახსოვს რა ერქვა, არც რეჟისორის სახელი მახსოვს,
არც მსახიობების, მარტო ის ჩამრჩა გონებაში, რომ ვიღაც
მომღერალ გოგოზე იყო, ცოტა ისტერიკიანზე, და ვიღაც საში-
ნელ ბიძაზე, რომელიც, სრულიად აუხსნელი მიზეზების გამო
შეუყვარდა. როგორც ყოველთვის, სანამ ველაპარაკებოდი,
ხმა ძალიან მქონდა ჩაწეული, მაგრამ, ტელევიზორის ეკრანს
თვალს არ ვაშორებდი: ოთახები, ფანჯრები, ადამიანების სა-
ხეები ცვლიდნენ ერთმანეთს. კარგად ვერ ვხვდებოდი, იმ
ფილმში ის ვიღაცები ვინ ოხრები იყვნენ. მაგიდა ალაგებული
მქონდა, დივანზე წიგნი მედო, იმ რომანის კითხვის დაწყებას
ზუსტად იმ საღამოს ვაპირებდი, როდესაც ფილმისგან დაღ-
ლილი ჩემს საწოლში ჩავწვებოდი. მოხვალო? მკითხა. რის-
თვის-მეთქი, თუმცა, იმ დროს სინამდვილეში სხვა რამეზე
772 მკითხველთა ლიგა
ვფიქრობდი, იმ მომღერალი გოგოს სასიყვარულო ამბავზე,
მის ცრემლებზე, უსასრულოდ და სიძულვილით რომ სდიოდა,
თუმცა ეს ბოლო არ ვიცი, ამ ბოლოს ასე თქმა თუ შეიძლება,
ძნელია სიძულვილით ცრემლები გცვიოდეს, ძნელია ისე
გძულდეს ვინმე, რომ მაგდალელივით ტიროდე. რომ მნა-
ხოო, მითხრა მან. უკანასკნელად, უკანასკნელადო, ჩამაცივ-
და. ისევ მანდ ხარ-მეთქი? ვკითხე. რაღაც მომენტში ვიფიქრე,
გამითიშა-მეთქი. პირველი შემთხვევა არ იქნებოდა. დარწმუ-
ნებული ვარ, ქუჩის ტელეფონიდან მირეკავდა. სულ არ გამ-
ჭირვებია იმის წარმოდგენა, სად იყო ის ქუჩის ტელეფონი,
სადღაც ზღვის სანაპიროზე იქნებოდა, იმ სოფელში, სადაც
ცხოვრობდა. ჩემგან იქამდე მატარებლით ოცი წუთი სჭირდე-
ბოდა, მანქანით – თხუთმეტი. არ ვიცი, იმ საღამოს მანძი-
ლებზე რატომ დავიწყე ფიქრი. არა, გათიშული არ იყო, მანქა-
ნების ხმაური ისმოდა, ან იქნებ მე ვერ დავხურე წესიერად
ფანჯრები და ის ხმაური, ყურმილიდან რომ მესმოდა, სინამ-
დვილეში, ჩემი ქუჩის ხმაური იყო. მანდ ხარ-მეთქი? ვკითხე.
ჰო, მოხვალო? შემეხმიანა ისევ. რა უბედურებაა! რაში გჭირ-
დება ჩემი მოსვლა, თუკი ლაპარაკი არ გინდა, რატომ უნდა
მოვიდე, ვერ გამიგია, თუკი ერთმანეთისთვის სათქმელი აღა-
რაფერი გვაქვს-მეთქი. მართალი გითხრა, არ ვიციო, მიპასუ-
ხა. ალბათ გავგიჟდიო. მეც იმავეს ვფიქრობდი, მაგრამ არ
ვუთხარი. ბავშვი ნახე-მეთქი? ჰოო. როგორ არის-მეთქი. ძა-
ლიან კარგად, ძალიან გალამაზდა, დღითიდღე იზრდებაო.
შენი ყოფილი ცოლი? ვკითხე ისევ. გადასარევადო. რატომ
არ უბრუნდები-მეთქი. სულელურ კითხვებს ნუ მისვამო. მე-
გობრულად ვიგულისხმე, რომ ცოტა მიხედო-მეთქი. ამ ბო-
ლო სიტყვებმა, როგორც ჩანს, გაამხიარულა, სიცილი გავი-
გონე, მერე მითხრა, ჩემი ცოლი (ყოფილი ცოლი არ უთქვამს,
773 მკითხველთა ლიგა
ცოლიო, ასე თქვა) ისედაც კარგადაა და მისი შეწუხება არ
მინდაო. ძალიან დელიკატური ხარ-მეთქი. იმას ჩემთვის გუ-
ლი არ გაუტეხიაო, რა მაგარია! რა სენტიმენტალურია! რა
თქმა უნდა, ის ამბავი მახსოვდა.
მესამე ღამეს მიამბო, სანამ მევედრებოდა, ნოლოტილის
დოზა გამიკეთე ვენაშიო, ზუსტად ასე მითხრა „ვენაშიო“, და
არა ინტრავენურად, რაც, კაცმა რომ თქვას, ერთი და იგივეა,
მაგრამ, მაინც განსხვავდება. ჰოდა, მეც, რა თქმა უნდა, ვუკე-
თებდი. აბა, ახლა კი დაიძინე მეთქი, ვეუბნებოდი, მაგრამ ყო-
ველთვის ვლაპარაკობდით, ყოველღამ უფრო მეტს ვლაპა-
რაკობდით, სანამ მთელი ის ისტორია თავიდან ბოლომდე არ
მიამბო. მაშინ, ნაღვლიან ისტორიად მომეჩვენა, თავად ამბის
კი არა, იმ ფორმის გამო, რა ფორმითაც მიყვებოდა. ახლა
აღარ მახსოვს, რამდენ ხანს იყო საავადმყოფოში, ალბათ,
ასე ათ-თორმეტ დღეს. ის კი მახსოვს, რომ ჩვენ შორის არა-
ფერი მომხდარა. შეიძლება ხანდახან უფრო დიდხანს ვუყუ-
რებდით ერთმანეთს, ვიდრე ავადმყოფი და ექთანი უყურებენ
ხოლმე. ეს იყო და ეს, მე ცოტა ხნის წინ მქონდა ურთიერთობა
გაწყვეტილი (ვერ ვბედავ, იმ ურთიერთობას ნიშნობა დავარ-
ქვა) ერთ სტაჟიორთან, ასე რომ, ჩემი მდგომარეობა უფლე-
ბას მაძლევდა, მაგრამ არაფერი მომხდარა. მისი გაწერიდან
ორი კვირის შემდეგ, მორიგეობის დროს პალატაში რომ შე-
ვედი, ისევ იქ დამხვდა. მეგონა, მეჩვენება-მეთქი! უხმაუროდ
მივუახლოვდი საწოლს და ახლოდან შევათვალიერე. ის იყო.
ავადმყოფობის ისტორია მოვიძიე: პანკრეატიტი ჰქონდა,
თუმცა, ზონდი არ გადაუყლაპებიათ. პალატაში რომ დავ-
ბრუნდი (გვერდითა პაციენტი ციროზით კვდებოდა და მუდმი-
ვი ყურადღება სჭირდებოდა), თვალი გაახილა და მომესალ-
მა. როგორ ხარ, სუსანაო, მკითხა. ხელი გამომიწოდა. არ ვი-
774 მკითხველთა ლიგა
ცი, მარტო ხელის ჩამორთმევა რატომ არ მეყო, დავიხარე და
ლოყაზე ვაკოცე. ის გვერდითა პაციენტი მეორე დილით გარ-
დაიცვალა და ისევ რომ შევედი, პალატაში მარტო იწვა. იმ
ღამით სექსი გვქონდა. ჯერ ისევ სუსტად იყო, მარტო გადას-
ხმებით კვებავდნენ და პანკრეასიც ისევ სტკიოდა, მაგრამ მა-
ინც გვქონდა სექსი. მართალია, მერე ის აზრი ამეკვიატა, რომ
ჩემი მხრიდან ეს დიდი გაუფრთხილებლობა იყო, ისეთი გა-
უფრთხილებლობა, რომელიც დანაშაულის ზღვარს აღწევს,
მაგრამ, სიმართლე სიმართლედ რჩება: ადრე ასეთი ბედნიე-
რი საავადმყოფოში არასოდეს ვყოფილვარ, ალბათ მარტო
მაშინ ვიყავი, იქ ადგილი რომ ვიშოვე, თუმცა, ის სხვანაირი
ბედნიერება იყო, ვერ შეედრებოდა, რაც იმ ღამით განვიცა-
დე. რასაკვირველია, უკვე ვიცოდი (თვითონვე მიამბო, როდე-
საც პირველად იწვა ჩვენთან), რომ ცოლი ჰყავდა და შვილიც,
მაგრამ, არ უთქვამს, ცოლი საავადმყოფოში აკითხავდა თუ
არა. უპირველეს ყოვლისა, სხვა ამბავი მიამბო, რამაც „გული
გაუტეხა“, ვულგარული ისტორია იყო, თუმცა, თვითონ ვერა-
ფერს ამჩნევდა.
ნებისმიერ სხვას ჩემს ადგილას (უფრო გამოცდილს, უფ-
რო პრაქტიკულს) ეცოდინებოდა, რომ ჩვენი ურთიერთობა
დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, რომ მარტო იმ დროით შე-
მოიფარგლებოდა, სანამ ის ჩვენთან იწვა, მაგრამ მე ილუზიე-
ბი შევიქმენი და ყურადღება არ მიმიქცევია არც ერთი წინა-
აღმდეგობისათვის, რაც ჩვენ შორის არსებობდა. პირველი
(და ერთადერთი) შემთხვევა იყო, როდესაც საწოლში ჩემზე
ამდენად უფროსს (თექვსმეტი წლით) ჩავუწექი. ეს არად მი-
მაჩნდა, პირიქით, მომეწონა. ლოგინში დელიკატური იყო,
რაფინირებული, ხანდახან ძალიან მხეცურიც, და ამის თქმის
არ მრცხვენია. მაგრამ დრო გადიოდა, დროის გასვლასთან
775 მკითხველთა ლიგა
ერთად მეხსიერებაში საავადმყოფოზე მოგონებებიც უფერ-
მკრთალდებოდა და მისი არყოფნა სულ უფრო შესამჩნევი
ხდებოდა. სულ უფრო იშვიათად მაკითხავდა. როგორც
ვთქვი, ისიც ჩემსავით სანაპიროზე ცხოვრობდა, მაგრამ სხვა
დასახლებულ პუნქტში, საიდანაც ჩემამდე მოსვლას მატარებ-
ლით ნახევარი საათი, მანქანით კი თხუთმეტი წუთი სჭირდე-
ბოდა. ამიტომ, დროდადრო გამოჩნდებოდა ხოლმე და დი-
ლამდე არ მიდიოდა. ზოგჯერ მეც, იმის ნაცვლად, რომ სახ-
ლში წავსულიყავი, გზას განვაგრძობდი და მასთან მივდი-
ოდი. ამით, ასე ვთქვათ, თავს მგლის ხახაში ვყოფდი: თვი-
თონ არასოდეს უთქვამს, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემი იქ მის-
ვლა არ სიამოვნებდა. ცენტრში ცხოვრობდა, ერთ შენობაში,
რომელიც უკანა კედლით სოფლის კინოთეატრს ემიჯნებოდა,
ჰოდა, თუკი იქ საშინელებათა ფილმი გადიოდა, ან საუნ-
დტრეკი ძალიან ხმამაღალი იყო, სამზარეულოშიც კი ისმოდა
ყვირილი თუ მაღალი ბგერები. თუ ის ფილმი უკვე ნანახი
გვქონდა, დაახლოებით ვიცოდი, ახლა ეკრანზე რა ხდებოდა,
უკვე დაჭერილი ჰყავდათ თუ ახლა იჭერდნენ მკვლელს, იმა-
საც ვხვდებოდი, ფილმის დამთავრებამდე რამდენი დრო რჩე-
ბოდა.
ბოლო აკორდების შემდეგ შენობა ღრმა მდუმარებაში ეფ-
ლობოდა, თითქოს უეცრად მაღაროს ორმოში ჩავარდაო,
ოღონდ ორმო როგორღაც სითხით იყო სავსე, წყალქვეშა
სამყაროსეულად წარმომედგინა და ცოტა ხნის შემდეგ უკვე
თევზების წარმოსახვას ვიწყებდი. ის თევზები ბრტყელები და
ბრმები უნდა ყოფილიყვნენ, რადგან ძალიან დიდ სიღრმეში
უწევდათ ცხოვრება. ამას გარდა იმ სახლში ყველაფერი საში-
ნელი იყო: იატაკი ჭუჭყიანი, ოთახში უზარმაზარ მაგიდაზე ქა-
ღალდები დაეხვავებინა და მარტო ორ სკამს თუ მოიძიებდა
776 მკითხველთა ლიგა
კაცი, ტუალეტი – ნამდვილი საზიზღრობა (ყველა მარტოხე-
ლა ბიძას ასეთ მდგომარეობაში აქვთ ნეტა პირსაბანი? იმე-
დია, არა), არ ჰქონდა სარეცხი მანქანა და თეთრეული, საბნე-
ბი სასწრაფოდ იყო გადასაყრელი, იმავე დღეში იყო პირსა-
ხოცები, სამზარეულოს ჩვრები, ტანსაცმელი, მოკლედ, ყვე-
ლაფერი კატასტროფულ მდგომარეობაში ჰქონდა. როცა ერ-
თად გასვლა დავიწყეთ, რაც სულ რამდენჯერმე მოხდა, ვეუბ-
ნებოდი, ჭუჭყიანი ტანსაცმელი მე მომიტანე, სარეცხ მანქანა-
ში შევყრი და გაგირეცხავ, ძალიან კარგი სარეცხი მანქანა
მაქვს-მეთქი, მაგრამ ჩემს ნათქვამს აინუნშიც არ აგდებდა,
მეუბნებოდა, ხელით გავრეცხავო. ერთხელ სახურავზე ავე-
დით. პირველ სართულზე ცხოვრობდა სახლის პატრონი, მე-
ორე და მესამე ცარიელი იყო, თუმცა, ერთ ღამეს, სანამ სექსი
გვქონდა (აჯობებს ვთქვა, სანამ მხმარობდა-მეთქი. ეს ბოლო
სიტყვა უფრო შეეფერება რეალობას), ისეთი ხმა შემომესმა,
თითქოს მესამე სართულზე ვიღაცას სკამი ან საწოლი სხვა
ადგილას გადააქვს, კარიდან ფანჯრისკენ მიაბიჯებს, ან საწო-
ლიდან დგება და ფანჯარასთან მიდის, თუმცა, ფანჯარას არ
აღებსო. ნამდვილად ქარი იყო. ყველამ ვიცით, რომ ძველ
სახლებში უცნაური ხმები ისმის, ზამთრის ღამეებში ჭრაჭუნი
გააქვს ხოლმე. მოკლედ, მაღლა რომ ავედით, ცემენტის სამ-
რეცხაო მიჩვენა, რომელიც ისე გამოიყურებოდა, გეგონება,
ვიღაცამ სასოწარკვეთილების ჟამს უროთი მილეწ-მოლეწაო.
მითხრა, აქ ხელით ვრეცხავ და სარეცხი მანქანა არ მჭირდე-
ბაო. მერე სხვენიდან გადაშლილი პანორამის თვალიერება
დავიწყეთ. ძველი უბნების ტერასებს ყოველთვის რაღაც მო-
უხელთებელი და მშვენიერი ახასიათებს. ვუყურებდით ზღვას,
თოლიებს, ეკლესიის სამრეკლოებს, ყველაფერს ღია ყავის-
ფერი დაჰკრავდა, მოყვითალო, თითქოს მიწა თუ სილა ბზინ-
777 მკითხველთა ლიგა
ვარებსო. ხომ გასაგებია, რომ რეალობისთვის თვალი უნდა
გამესწორებინა, ამას ვერ ავცდებოდით. ჰოდა, მოგვიანებით
მეც თვალი გავახილე და მივხვდი, რომ ჩვენს ურთიერთობას
აზრი არ ჰქონდა. შეუძლებელია გიყვარდეს ის, ვისაც არ უყ-
ვარხარ, შეუძლებელია, ურთიერთობა მარტო სექსის გამო
შეინარჩუნო. ვუთხარი, ყველაფერი დამთავრდა-მეთქი. წინა-
აღმდეგობა არ გაუწევია, თითქოს წინასწარ, თავიდანვე იცო-
და, რომ ასე მოხდებოდა. მაგრამ, მეგობრებად დავრჩით და
დროდადრო, როცა თავს ძალიან მარტოსულად, ან დათრგუ-
ნულად ვგრძნობდი, მანქანაში ვჯდებოდი და მის სანახავად
მივდიოდი. ერთად ვვახშმობდით, მერე ერთად ვწვებოდით,
მაგრამ ღამით იქ აღარ ვრჩებოდი. მერე სხვა ადამიანი გავი-
ცანი, სერიოზული არაფერი, მაგრამ ის შეხვედრებიც შეწყდა.
ერთხელ ვიკამათეთ. მიზეზი? დამავიწყდა. ეჭვიანობა არ იყო,
ეს ნამდვილად მახსოვს, საერთოდ არ იყო ეჭვიანი. რამდენი-
მე დღე ისე გავატარეთ, რომ არც კი დაურეკავს, არც მე მიმი-
კითხავს. წერილი მივწერე. ვწერდი, უნდა დაღვინდე, თავს
მიხედო, სუსტი ჯანმრთელობა გაქვს (დასკლეროზებული
ნაღვლის ბუშტი, ღვიძლის უსაშველოდ მაღალი მარკერები,
წყლულოვანი კოლიტი, ჰიპერთირეოზი ახალი გადატანილი,
დროდადრო კბილები სტკიოდა!), ნორმალური ცხოვრება უნ-
და დაიწყო, რადგან ჯერ ისევ ახალგაზრდა ხარ, უნდა დაივიწ-
ყო ის ქალი, ვინც გული „მოგიკლა“, სარეცხი მანქანა უნდა
იყიდო-მეთქი. მთელი დღე ვწერდი იმ წერილს, მერე დავხიე
და ტირილი ამივარდა. ასე ვტიროდი, სანამ უკანასკნელად
დამირეკავდა.
ჩემი ნახვა გინდა, მაგრამ ლაპარაკს არ აპირებ-მეთქი?
ვკითხე. სწორედ ასეა, არ ვილაპარაკებთ, მაგრამ უნდა ვიცო-
დე, რომ ახლოს ხარ, თუმცა, ერთმანეთს არც კი შევხვდები-
778 მკითხველთა ლიგა
თო. გაგიჟდი-მეთქი? არაო, მიპასუხა. ძალიან მარტივია ეს
ყველაფერიო. მაგრამ მე მარტივად სულ არ მეჩვენებოდა.
მოკლედ რომ ვთქვა, უბრალოდ, უნდოდა, რომ მე მენახა. შენ
ვერ მნახავ-მეთქი? ვკითხე. არა, საერთოდ უმცირესი, სულ
ერთი ბეწო საშუალებაც არ მაქვს გნახო, სცენარზე ძალიან
ბევრს ვმუშაობ, შენ კი ბენზინგასამართ სადგურთან უნდა
მოხვიდე, მანქანა გადააყენო და იქიდან დამინახო, მანქანი-
დან გადმოსვლაც არ დაგჭირდებაო. არტურო, თავის მოკ-
ვლას აპირებ-მეთქი? ვკითხე ისევ. რაღაც სიცილის მაგვარი
გავიგონე. არ ვაპირებ, ყოველ შემთხვევაში ახლაო, გავიგო-
ნე წვრილი ხმით ნათქვამი. აფრიკაში გასამგზავრებელი ბი-
ლეთი მაქვს, რამდენიმე დღეში მივდივარო. აფრიკის რომელ
ნაწილში-მეთქი, ვკითხე. ტანზანიაში, უკვე ყველა ჯურის ვაქ-
ცინები, აცრები გავიკეთე. ხომ მოხვალო. ვერაფერი გავიგე,
რა აზრი აქვს ჩემს მოსვლას, არ მესმის-მეთქი. აქვსო, მიპა-
სუხა. იდიოტო, ჩემთვის არა-მეთქი. სწორედ შენთვის აქვს აზ-
რი. რა უნდა ვქნა-მეთქი. პირველ გაზგასამართ სადგურთან
უნდა მოუხვიო და გაჩერდეო. რამდენ ხანს-მეთქი. არ ვიცი,
ხუთ წუთს, თუ იმ დროს მოხვალ, როცა გითხარი, მარტო ხუთ
წუთსო. მერე-მეთქი? მერე კიდევ ათ წუთს მოიცდი და წახ-
ვალ, სულ ესააო. მერე აფრიკა-მეთქი? აფრიკა მერე იქნებაო
(ჩვეულებრივი ხმა ჰქონდა, როგორც ყოველთვის, ოდნავ
ირონიული, მაგრამ რაღაცით მაინც გიჟის ხმას მიუგავდა), ეს
მომავალიაო. მომავალი-მეთქი? ჰო, მომავალიო. მერე, იქ
რა უნდა აკეთო-მეთქი, ვკითხე. როგორც ყოველთვის, ახლაც
ბუნდოვანი პასუხი გამცა, მგონი, თქვა: რაღაცები, ვიმუშავე-
ბო თუ რაღაც ამდაგვარი. ყურმილი რომ დავკიდე, არ ვიცო-
დი, რამ უფრო გამაოგნა, მიწვევამ თუ იმან, რომ ესპანეთი-
დან მიდიოდა.
779 მკითხველთა ლიგა
დათქმულ დღეს ჩემთვის მოცემული ყველა დავალება
ზედმიწევნით შევასრულე. ტრასაზე გავედი, მანქანა ტროტუ-
არზე გადავაყენე. რადგან ტრასა შემაღლებულზე გადიოდა,
იქიდან ზღვის უბე თითქმის მთლიანად მოჩანდა, ვხედავდი იმ
პატარა პლაჟსაც, ზაფხულში ნუდისტებით რომ ივსება ხოლ-
მე. ჩემგან მარცხნივ ტრასას გორაკების მთაგრეხილი მიუყვე-
ბოდა, დროდადრო სოფლური სახლებით, ჩემგან მარჯვნივ
რკინიგზა გადიოდა, ბუჩქების მწკრივი, ტაფობი და მერე პლა-
ჟი. დღე მრუმე იყო, იქით რომ მივდიოდი, გზაზე არავინ დამი-
ნახავს. უბის უკიდურეს წერტილში ბარი აეშენებინათ, სახე-
ლად „ბედნიერი კალმარები“, ცისფრად შეღებილი, ხის გა-
დახრილი ნაგებობა იყო, გარშემო არავინ ჭაჭანებდა. მეორე
კუთხეში ლოდები ეყარა და უფრო მომცრო უბე აღარ ჩანდა,
ადამიანის თვალისგან ისიც უფრო მოფარებული იყო და ზაფ-
ხულობით ნუდისტები თავს იქ სწორედ ამიტომაც იყრიდნენ.
დანიშნულ ადგილზე დათქმულ დრომდე ნახევარი საათით
ადრე მივედი. მანქანიდან არ გადმოვსულვარ, მაგრამ ათი
წუთის ლოდინის შემდეგ, სანამ ორი სიგარეტი მოვწიე, მანქა-
ნაში ჯდომა ყველა მნიშვნელობით შეუძლებელი აღმოჩნდა.
ის-ის იყო კარი გავაღე და გადმოსვლა დავაპირე, რომ „ბედ-
ნიერი კალმარების“ წინ მანქანა გაჩერდა. ყურადღებით და-
ვაკვირდი: მანქანიდან კაცი გადმოვიდა, ვიღაც სწორ და
გრძელთმიანი და შედარებით ახალგაზრდა, გარშემო მიმოი-
ხედა (მარტო ზემოთ არ ამოუხედავს, სადაც მე ვიყავი), ბარს
წრე დაარტყა და თვალთახედვიდან დამეკარგა. არ ვიცი რა-
ტომ, მაგრამ ნერვიულობა დამეწყო. ისევ მანქანაში ჩავჯექი
და ყველა კარი საიმედოდ ჩავკეტე. სერიოზულად დავიწყე
ფიქრი, ახლა წავალ-მეთქი, რომ ბარის კართან მეორე მანქა-
ნაც გაჩერდა. იქიდან ქალი და კაცი გადმოვიდნენ. კაცმა პირ-
780 მკითხველთა ლიგა
ველ მანქანას შემოუარა, ხელები პირთან მიიტანა და დაიყვი-
რა თუ დაუსტვინა, არ ვიცი, რადგან ამ დროს გვერდით სატ-
ვირთომ ჩამიარა და ვერაფერი გავიგონე. ერთხანს ქალი და
კაცი რაღაცას უცდიდნენ, მერე, პლაჟისკენ ბილიკს დაად-
გნენ. ცოტა ხნის შემდეგ, „ბედნიერი კალმარების“ იმ მხრი-
დან, მე რომ ვერ ვხედავდი, პირველი კაცი გამოვიდა და ისიც
იმათკენ გაემართა. აშკარად ეტყობოდათ, ნაცნობები იყვნენ,
ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ქალმა იმ პირველს აკოცა.
მერე ხელის მოძრაობით, რომელიც განსაკუთრებით ნელი
მომეჩვენა, პირველმა კაცმა დანარჩენებს პლაჟზე მიუთითა.
ლოდებიდან ორი კაცი დაიძრა და ბარისკენ გაემართა. სილა-
ზე ზუსტად იმ ადგილას მიაბიჯებდნენ, სადამდეც ზღვის ტალ-
ღები აღწევდა. მართალია, ძალიან შორს იყვნენ, მაგრამ
ერთ-ერთში არტურო შევიცანი. მანქანიდან სწრაფად გადმო-
ვედი, არ ვიცი რატომ, შეიძლება პლაჟზე ჩასვლა მინდოდა,
თუმცა უცებ მივხვდი, რომ სანამ იქ მივიდოდი, უზარმაზარი
მანძილისთვის უნდა შემომევლო, საფეხმავლო გვირაბი უნ-
და გადამელახა, ამასობაში კი ისინი ალბათ, უკვე წასულები
დამხვდებოდნენ. ამიტომ, ისევ მანქანასთან დავრჩი და ცქე-
რა განვაგრძე. არტურო და მისი თანმხლები პლაჟის შუაგულ-
ში გაჩერდნენ. მათკენ ორი მამაკაცი გაემართა მანქანებით.
ქალი სილაზე დაჯდა და ლოდინი დაიწყო. როცა ოთხივე ერ-
თად აღმოჩნდა, ერთ-ერთმა მათგანმა, არტუროს თანამგზავ-
რმა, სილაზე პაკეტი დადო და გახსნა. მერე წამოდგა და უკან
დაიხია. კაცთაგან პირველი მიუახლოვდა პაკეტს, იქიდან რა-
ღაც ამოიღო და ისიც უკან გადგა. მერე არტურო მიუახლოვ-
და პაკეტს, იმანაც, თავის მხრივ, რაღაც ამოიღო და დანარჩე-
ნებივით მოიქცა.

781 მკითხველთა ლიგა


ახლა არტუროს და იმ პირველ კაცს ხელში რაღაც მოგ-
რძო ეჭირათ. მეორე კაცი პირველს მიუახლოვდა და რაღაც
უთხრა. პირველმა თავი დაუქნია, მეორე უკან, გაბრუნდა,
მაგრამ ცოტა დაბნეული უნდა ყოფილიყო, რადგან ზღვისკენ
აიღო გეზი და ტალღამ ფეხსაცმელები დაუსველა. კაცი უკან
გადახტა, თითქოს პირანიამ უკბინაო და საპირისპირო მი-
მართულებით გაჩქარებით გაემართა. პირველ კაცს მისთვის
არც შეუხედავს: არტუროს მეგობრულად ემასლაათებოდა, ის
კი მარცხენა ფეხს ისე ამოძრავებდა, თითქოს მოსმენასთან
ერთად ნამიან სილაზე ფეხსაცმლის ჭვინტით რაღაცას ხატავ-
სო. არტუროს თანმხლებმა რამდენიმე მეტრით გაიწია ლო-
დებისკენ. ქალი წამოდგა და სილაზე მჯდარ, ფეხსაცმლის
წმენდით გართულ მეორე კაცს მიუახლოვდა. პლაჟის ცენ-
ტრში მარტო არტურო და პირველი კაცი რჩებოდნენ. მაშინ ის
რაღაც ასწიეს, ხელში რომ ეჭირათ და ერთმანეთს დააჯახეს.
ერთი შეხედვით მომეჩვენა, თითქოს ჯოხები ეჭირათ და გამე-
ცინა, მივხვდი, რომ არტუროს უნდოდა, მე მენახა ეს ტაკიმას-
ხარობა, უცნაური, მაგრამ მაინც ტაკიმასხარობა. მაგრამ მე-
რე თავში ეჭვის ჭია შემომიძვრა. ვაითუ, ჯოხები კი არა,
ხმლებია-მეთქი.

გიიომ პინია, გასპარ პუიოლის ქუჩა, ანდრაჩი, მაიორკა,


1994 წლის ივნისი. ერთმანეთი 1977 წელს გავიცანით. მას
მერე დიდი დრო გავიდა და ბევრი რამეც მოხდა. მაშინ ყო-
ველ დილით ორ გაზეთს და რამდენიმე ჟურნალს ვყიდულობ-
დი. ყველაფერს ვკითხულობდი, ყველაფრის აზრზე ვიყავი.
ხანდახან ვნახულობდით ერთმანეთს, ყოველთვის ჩემს ტე-
რიტორიაზე, მგონი, მასთან მარტო ერთხელ მივედი. საჭმე-
ლად ერთად გავდიოდით. მე ვიხდიდი. მას მერე დიდი დრო
782 მკითხველთა ლიგა
გავიდა. ბარსელონა შეიცვალა. ბარსელონის არქიტექტორე-
ბი არ შეცვლილან, აი, ბარსელონა კი ნამდვილად შეიცვალა.
ყოველდღე ვხატავდი, ახლა კი ასე აღარ არის. მაგრამ იმ
დროს თან გაუთავებელი წვეულებები იმართებოდა, მეტისმე-
ტად ბევრი შეკრებები, აუარებელი მეგობარი მყავდა. მღელ-
ვარე ცხოვრება იყო იმ წლებში. ერთი ჟურნალი მქონდა და
მომწონდა. პარიზში ერთი გამოფენა გავაკეთე, ნიუ-იორკშიც
– ერთი, ერთი – ვენაში, ერთი – ლონდონში. არტურო დრო-
დადრო იკარგებოდა. ჩემი ჟურნალი მოსწონდა. ძველ ნომ-
რებს ვჩუქნიდი და ერთი ნახატიც ვაჩუქე. ჩარჩოში ჩასმული
ვაჩუქე, რადგან ვიცოდი, ჩარჩოს გასაკეთებლად ფული არ
გააჩნდა. რა ნახატი იყო? ესკიზი ნახატისა – „კიდევ ერთი ავი-
ნიონელი ქალიშვილები“, რომელიც აღარ დავხატე. ჩემი შე-
მოქმედებით დაინტერესებული დილერები გავიცანი. მაგრამ
ჩემი შემოქმედება დიდად არ მაღელვებდა. იმ წლებში პიკა-
ბიას237 სამი ფალსიფიკაცია გავაკეთე. არაჩვეულებრივები.
ორი გავყიდე, ერთი დავიტოვე. ფალსიფიკაციაში ძალიან
მქრქალი სხივი დავინახე, მაგრამ მაინც საიმედო სხივი. აღე-
ბული ფულით კანდინსკის გრავიურა და არტე პოვერას238
რამდენიმე ნიმუში შევიძინე, ალბათ ისინიც ფალსიფიცირე-
ბული. ხანდახან თვითმფრინავში ჩავჯდებოდი და მაიორკაში
ვბრუნდებოდი, ანდრაჩში მშობლებს მოვინახულებდი, მინ-
დორში ვსეირნობდი. დროდადრო (შემთხვევა რომ ჩამივარ-
დებოდა) მამაჩემს ვუყურებდი. მამაც ხატავდა, ტილოებითა

237 ფრანსის პიკაბია (1879-1953) – ფრანგი ავანგარდისტი მხატვარი, მწე-


რალი, პუბლიცისტი, რეჟისორი და მსახიობი
238 არტე პოვერა (იტალ.) – ღარიბი ხელოვნება, ტერმინი 1967 წელს შე-

მოიტანა ხელოვნებათმცოდნე ჯერმანო ჩელანტომ მხატვრების გარკვეუ-


ლი გაერთიანების აღსანიშნავად.
783 მკითხველთა ლიგა
და მოლბერტით მინდორში გადიოდა, მე კი ამ დროს თავში
უცნაური აზრები მიტრიალებდა. ის აზრები ზღვის სიღრმეში
დახოცილ, ან სიკვდილის პირას მისულ თევზებს ჰგავდნენ.
მერე სხვა რამეებზეც ვფიქრობდი. იმ დროს პალმაში სახე-
ლოსნო მქონდა. ნახატები გადამქონდა. მშობლების ბინიდან
სახელოსნოში მიმქონდა ნახატები, სახელოსნოდან ჩემი
მშობლების ბინაში. მერე მბეზრდებოდა, ისევ თვითმფრინავ-
ში ვჯდებოდი და ბარსელონაში ვბრუნდებოდი. არტურო საბა-
ნაოდ ჩემთან დადიოდა. სახლში აბაზანა არ ჰქონდა, ცხადია,
და მოლინერზე, კარდონას მოედანთან მდებარე ჩემს ბინაში
მაკითხავდა.
ვსაუბრობდით, არასოდეს ვკამათობდით. ჩემს ნახატებს
ვუჩვენებდი, ის მეუბნებოდა ფანტასტიკურია, მომწონსო –
ასეთი სტილის ფრაზებს და ეს ფრაზები ყოველთვის მაბრუებ-
და. მერე ჩუმდებოდა, ეწეოდა, მე ყავას ან ჩაის ვამზადებდი,
ან ვისკის ბოთლი გამომქონდა. არ ვიცი, არ ვიცი, ვფიქრობ-
დი ამ დროს, იქნებ რამე კარგი შევქმნა, იქნებ სწორ გზაზე
ვდგავარ-მეთქი. პლასტიკური ხელოვნება239, სინამდვილეში,
გაუგებარია. ან იმდენად გასაგებია, რომ არავინ და პირველ
რიგში არც მე, მის ასეთ აშკარა წაკითხვას არ იღებს. იმ დრო-
ისთვის არტურო დროდადრო ჩემს მეგობარ გოგოსთან წვე-
ბოდა. არ იცოდა, რომ ჩემი მეგობარი იყო. ანუ, იცოდა, რომ
ჩემი მეგობარი იყო, როგორ არ ეცოდინებოდა, თუკი სწორედ
მე გავაცანი, მაგრამ არ იცოდა, თუკი სხვა გაგებით იყო ჩემი
მეგობარი. დროდადრო წვებოდნენ, თვეში ერთხელ, ვთქვათ.
ეს მაცინებდა. რაღაც ასპექტებში შეეძლო, ძალიან გულუბ-
რყვილო ყოფილიყო. ჩემი მეგობარი გოგო დემნიას ქუჩაზე

პლასტიკური ხელოვნება – სახვითი ხელოვნების დარგი, რომელიც შე-


239

მოქმედებაში სხვადასხვა მასალებს იყენებს.


784 მკითხველთა ლიგა
ცხოვრობდა, ჩემს სახლთან ახლოს, მისი სახლის გასაღებიც
კი მქონდა და ზოგჯერ დილის რვა საათზე მივიდოდი ხოლმე,
რომ რაღაც წამომეღო რომელიმე ლექციისთვის. და იმ რვა
საათზე იქ არტუროს ვხედავდი, ან საწოლში იწვა, ან საუზმეს
ამზადებდა და ასეთ შემთხვევებში ისე მიყურებდა, თითქოს
მეკითხებოდა, ეს შენი მეგობარია თუ შენი მეგობარიაო. ეს
ძალიან მახალისებდა. არტურო, დილა მშვიდობისა-მეთქი,
ვეუბნებოდი და ხანდახან თავს ძალას ვატანდი, რომ არ გამ-
ცინებოდა. მის გარდა კიდევ სხვა მეგობარ გოგოსთანაც ვი-
წექი, თან უფრო ხშირად, ვიდრე იმასთან, ვისთანაც არტურო
იწვა ხოლმე. პრობლემები, ცხოვრება პრობლემებითაა სავ-
სე, თუმცა ბარსელონაში იმ წლებში ცხოვრება მშვენიერი იყო
და პრობლემებს სიურპრიზებს ვეძახდით.
მერე მოვიდა იმედგაცრუება. უნივერსიტეტში ვასწავლიდი
და ეს მაინცდამაინც არ მომწონდა. არ მსიამოვნებდა ჩემი შე-
მოქმედებით ამეხსნა ჩემი თეორიული შეხედულებები. ლექ-
ციებს ვკითხულობდი და ვამჩნევდი, რომ ჩემი მეგობრები
ორ, აშკარად განსხვავებულ, ჯგუფად იყოფოდნენ: ისინი,
ვინც ჩაშვებული იყო (უნიჭოები და საძაგლები), და ისინი, ვი-
საც პიუპიტრების უკან პლასტიკური ნამუშევრები ეწყოთ,
კარგი ან ცუდი, მაგრამ ტრადიციულ გზას მისდევდნენ. მერე
უცებ მივხვდი, რომ არ მინდოდა, ამ ორიდან რომელიმე
ჯგუფში ვყოფილიყავი და უარი ვთქვი. მერე ინსტიტუტში ვას-
წავლიდი. როგორ დავისვენე. ეს ალბათ ჩამოქვეითებას
ჰგავდა, დაახლოებით, როგორც ლეიტენანტის წოდებიდან
სერჟანტამდე. არ არის გამორიცხული, თუმცა მე არც ლეიტე-
ნანტად ვგრძნობდი თავს, არც სერჟანტად და არც კაპრალად,
უფრო ტუალეტების მრეცხავად, ან პეონად წარმომედგინა,
თავის ნახირს რომ ჩამორჩა, მიუხედავად იმისა, რომ, რო-
785 მკითხველთა ლიგა
გორც წესი, მოგონებებში ერთი მდგომარეობიდან მეორეში
გადასვლა ყოველთვის რაღაც უხეშ, მკვეთრ, გამოუსწორე-
ბელ, მოულოდნელ ფერებს იძენს ხოლმე, ამ მოვლენების
რიტმი სინამდვილეში გაცილებით უფრო გაწონასწორებული
აღმოჩნდა. გავიცანი ერთი მილიონერი. ის კაცი ჩემს ნახა-
ტებს ყიდულობდა. ჩემი ჟურნალი ჩაიძირა, იმიტომ, რომ სუს-
ტი იყო და თან მეც მაინცდამაინც არაფერს ვცდილვარ. სხვა
ჟურნალები დავაარსე, გამოფენები მოვაწყვე. მაგრამ ახლა
აღარაფერი ეს აღარ არსებობს: უფრო ვერბალური თავდაჯე-
რება, ვიდრე სასიცოცხლო. ჭეშმარიტება ისაა, რომ ერთ
დღეს ყველაფერი დასრულდა და მე მარტო ჩემი ფალსიფიცი-
რებული პიკაბიას ამარა დავრჩი, ერთადერთ რუკასავით, ერ-
თადერთი კანონიერი საყრდენივით რომ შემომრჩა. ვინმე
უმუშევარს შეეძლო, პირში მოეხალა ჩემთვის, როცა ყველა-
ფერი გქონდა, ბედნიერების განცდის უნარი მაინც არ შეგწევ-
დაო. მეც შემეძლო, დამედანაშაულებინა მკვლელი მკვლე-
ლობის გამო, ან თვითმკვლელი იმის გამო, რომ უკანასკნე-
ლი, სასოწარკვეთილი თუ გამოუცნობი რამ ჩაიდინა. ფაქტი
ისევ იმად რჩებოდა, რომ ერთ დღეს ყველაფერი დამთავრდა
და გარშემო მიმოვიხედე. თავი დავანებე იმდენი ჟურნალისა
და გაზეთის ყიდვას. თავი ვანებე გამოფენებს. დავიწყე ლექ-
ციების კითხვა ინსტიტუტში, რასაც შევეგუე და სრული სე-
რიოზულობით ვეპყრობოდი, ის კი არა (თუმცა ამით არ
ვტრაბახობ), ერთგვარი იუმორის გრძნობითაც კი. არტურო
უკვე დიდი ხნის გამქრალი იყო ჩვენი ცხოვრებიდან.
მისი გაქრობის მიზეზი არ ვიცი. ერთ დღეს აღარ მოეწონა
ჩემი მეგობარი გოგო, რადგან გაიგო, რომ ჩემი მეგობარი
იყო, ან იქნებ ჩემს მეორე მეგობარ გოგოს დაუახლოვდა,
იმან კი უთხრა, სულელო, ვერ ხვდები, რომ გიიომის ის მეგო-
786 მკითხველთა ლიგა
ბარი გოგო მისი მეგობარიაო? ან რაღაც ასეთი. ლოგინის სა-
უბრები იდუმალებასა და სიმჭვირვალეს შორის მერყეობს.
არ ვიცი და არც მაინტერესებს. მარტო ის ვიცი, რომ წავიდა
და დიდხანს აღარ მინახავს. რა თქმა უნდა, მე ასე არ მინდო-
და. ვცდილობ, მეგობრები შევინარჩუნო, ვცდილობ, სოცია-
ლურად სასიამოვნო ვიყო, კომედიიდან ტრაგედიისაკენ არ
გადავიხარო – ამას ცხოვრება თავად აკეთებს. მოკლედ, ერთ
დღეს არტურო გაქრა. წლები გავიდა ისე, რომ არ მინახავს.
სანამ ჩემმა მეგობარმა გოგომ არ მითხრა, გამოიცანი, ამ სა-
ღამოს ვინ დამირეკა. მინდოდა მეთქვა, არტურო ბელანომ-
მეთქი, მინდოდა გავხალისებულიყავი, თავი მომეწონებინა,
რომ მაშინვე გამოვიცანი, მაგრამ ჯერ სხვები დავუსახელე,
მერე საერთოდ გავჩუმდი. თუმცა, როდესაც გავიგე, რომ
მართლაც არტურომ დაურეკა, გამიხარდა. რამდენი წელია,
არ გვინახავსო. უამრავი, იმდენი, რომ აჯობებს, არც გავიხსე-
ნოთ-მეთქი, თუმცა მე ყველა ის წელი მახსოვდა, ერთმანეთის
მიყოლებით. ასე გამოჩნდა ერთ დღეს არტურო ჩემს მეგობარ
გოგოსთან და მეც მის სანახავად წავედი. სწრაფად მივდი-
ოდი, მივრბოდი, არ ვიცი, რატომ გავრბოდი, მაგრამ ფაქტია,
რომ სწორედაც გავრბოდი. დაახლოებით ღამის თერთმეტი
საათი იყო, ციოდა. იქ მისულმა ვიღაც ტიპი დავლანდე, ორ-
მოც წელზე მეტის იქნებოდა, ჩემსავით და, სანამ მისკენ მივე-
შურებოდი, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც „კიბეზე ჩამავალი
ნიუ“,240 მიუხედავად იმისა, რომ, მგონი, არავითარ კიბეზე არ
ჩავდიოდი.
მერეც რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს. ერთ დღეს სა-
ხელოსნოში მომაკითხა. მე ვიჯექი და ძალიან პატარა ტილოს

240 „კიბეზე ჩამავალი ნიუ“ – იგულისხმება მარსელ დიუშანის ნახატი.


787 მკითხველთა ლიგა
ვუყურებდი, ორი სამზე ტილოს გვერდით რომ ეკიდა. არტუ-
რომ ჯერ პატარა ნახატს შეხედა, მერე დიდს და მკითხა, რა
არისო. შენ როგორ გგონია-მეთქი, ვკითხე. ძვალთშესალა-
გიო. მართლაც ძვალთშესალაგი იყო. იმ დროისთვის უკვე
თითქმის აღარ ვხატავდი და არც გამოფენებს ვაწყობდი. ისი-
ნი, ვინც ჩემს დროს ჩემსავით ლეიტენანტები იყვნენ, უკვე კა-
პიტნები და პოლკოვნიკები გამხდარიყვნენ, ერთ-ერთს, ჩემს
საყვარელ მიგელიტოს გენერლის თუ მარშლის წოდებისთვი-
საც კი მიეღწია. სხვები დაიხოცნენ, ზოგი შიდსით, ზოგი დო-
ზის გადამეტებით, ზოგი ღვიძლის ციროზით, ან უბრალოდ,
გაქრნენ სარბიელიდან. მე ისევ მენაგვე ვიყავი. ვიცი, რომ ეს
სიტუაცია სხვადასხვა ინტერპრეტაციას გამოიწვევს, უმრავ-
ლესობას იმ ტერიტორიისკენ მიგანიშნებთ, სადაც ყველაფე-
რი უღიმღამო და შავბნელია. ჩემს შემთხვევაში შავბნელი
არაფერი ყოფილა. მე გონივრულად კარგად ვგრძნობდი
თავს. ვიძიებდი, ვჭვრეტდი, საკუთარ პიროვნებასაც მათ შო-
რის, ვკითხულობდი, მოკლედ, მშვიდად ვცხოვრობდი. ცოტას
ვქმნიდი. ალბათ ესაა მნიშვნელოვანი. არტურო, პირიქით,
ბევრს მუშაობდა. ერთხელ, სამრეცხაოდან გამოსულს შემ-
ხვდა, ჩემთან მოდიოდა. რას აკეთებო, მკითხა. ხომ ხედავ,
სუფთა ტანსაცმლით გამოვედი-მეთქი, ვუპასუხე. სახლში სა-
რეცხი მანქანა არ გაქვსო? უკვე ხუთი წელია გამიფუჭდა-მეთ-
ქი. ჩემთან რომ მივედით, არტურო შიდა ეზოში გავიდა და
ჩემს სარეცხ მანქანას დაუწყო კირკიტი. მე ჩაი მოვადუღე (იმ
დროისთვის თითქმის არაფერს ვსვამდი) და ვუყურებდი, იმ
ჩემს სარეცხ მანქანას როგორ ათვალიერებდა. ერთი წამით
გავიფიქრე, გამიკეთებს-მეთქი. მართალია, ძნელი წარმო-
სადგენი იყო, მაგრამ გამიხარდებოდა. ბოლოს, სარეცხი მან-
ქანა ისევ ისეთი მკვდარი დარჩა, როგორიც იყო. ერთხელ, იმ
788 მკითხველთა ლიგა
ავარიის შესახებ ვუამბე, მე რომ გადამხდა. ნამდვილად იმი-
ტომ მოვუყევი, რო მახსოვს, რა ალმაცერად უყურებდა ჩემს
ნაწიბურებს. ავარია მაიორკაში მომივიდა. კინაღამ ორივე
ხელი და ყბა დავკარგე. სხეულის დანარჩენი ნაწილები სულ
რამდენიმე ნაკაწრით გადამირჩა. უცნაური ავარიაა, არა-
მეთქი? ძალიან უცნაურიო, მიპასუხა. თვითონაც მიამბო, ორი
წლის მანძილზე საავადმყოფოში ექვსჯერ ვიწექიო. რომელ
ქვეყანაში-მეთქი, ვკითხე. მითხრა, აქ, ვალიე ებრონში და ად-
რე – ჟოსეპ ტრუეტა დე ჟირონაშიო. მერე რატომ არ შეგვატ-
ყობინე, მოგინახულებდით-მეთქი. რა საჭირო იყოო. ერ-
თხელ მკითხა ხომ არ გეძინებაო. არა, ხანდახან თავს ისე
ვგრძნობ, როგორც „კიბეზე ჩამავალი ნიუ“, რაც შეიძლება სა-
სიამოვნოც კი იყოს, თუკი მეგობრების წრეში ხარ, და არც ისე
სასიამოვნო, თუ მაგალითად, პასეო დე გრასიაზე ხარ, ისე კი
თავს კარგად ვგრძნობ-მეთქი, ვუპასუხე.
ერთხელ, სანამ საბოლოოდ დაიკარგებოდა, სახლში მო-
მაკითხა და მითხრა, ჩემს გაკრიტიკებას აპირებენო. გვირი-
ლის ნაყენი მოვუმზადე და ჩუმად დავუჯექი, ასე აკეთებენ,
მგონი, როდესაც რამის მოსასმენად ემზადებიან, ცუდი ამბავი
იქნება მოსაყოლი თუ კარგი. მაგრამ ისიც დადუმდა და ერ-
თხანს ასე ვისხედით. ის თავის ნაყენს ჩასჩერებოდა ან ლი-
მონის ნაჭერს, ფინჯანში რომ ცურავდა, მე კი დუკადოსს ვე-
წეოდი (მგონი, იმ მცირერიცხოვანთა რიგებს ვეკუთვნი, დუ-
კადოსს რომ ეწევიან, ჩემს თაობას ვგულისხმობ, თვით არტუ-
როც კი ახლა ულტრალაით სიგარეტს ეწევა). სიჩუმე ისევ მე
დავარღვიე და რამე რომ მეთქვა, ვკითხე, ღამით ბარსელო-
ნაში რჩები-მეთქი? თავი გააქნია უარის ნიშნად. ბარსელონა-
ში როცა რჩებოდა, ღამეს ჩემს მეგობარ გოგოსთან ათევდა
(სხვადასხვა ოთახებში, მაგრამ ასეთი დაზუსტება უფრო მეტ
789 მკითხველთა ლიგა
ეჭვს ბადებდა). ჩემთან არასოდეს დარჩენილა, მართალია,
ერთად ვვახშმობდით, ხანდახან სამივე ერთად გავდიოდით
სასეირნოდ ჩემი მეგობარი გოგოს მანქანით, მაგრამ დარჩე-
ნით, ჩემთან არ რჩებოდა. მოკლედ, ვკითხე, დასაძინებლად
დარჩები-მეთქი? და მიპასუხა, არ შემიძლია, სოფელში უნდა
დავბრუნდეო. სანაპიროზე მდებარე სოფელი იყო, მატარებ-
ლით ერთი საათის სავალზე ბარსელონიდან. მერე ისევ ორი-
ვე დავდუმდით, მე იმაზე დავიწყე ფიქრი, რა თქვა ცუდ გამოხ-
მაურებაზე, და რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მით უფრო ვერ
ვხვდებოდი. ასე რომ, ფიქრს თავი დავანებე და მოცდა ვარ-
ჩიე. ყველა პროგნოზის საწინააღმდეგოდ, „კიბეზე ჩამავალი
ნიუც“ ასე იქცევა და სწორედ ამაში მდგომარეობს მისი უც-
ნაური კრიტიკა.
კარგა ხანს მარტო ის მესმოდა, როგორ ხვრეპდა ნაყენს
არტურო, თუმცა, ამ ხმას ქუჩიდან შემოსულ ხმაური ახშობდა,
კიდევ ლიფტის ხმა, ერთი-ორჯერ რომ ამოვიდა და ჩავიდა.
მაგრამ უეცრად, როდესაც აღარ მეგონა, თუ რამეს დაამატებ-
და, გავიგონე, როგორ იმეორებდა ვიღაც კრიტიკოსზე, გამა-
ნადგურებსო. ვუთხარი, მაგას დიდი მნიშვნელობა არა აქვს,
ეგ პროფესიას ყოველთვის თან ახლავს-მეთქი. მნიშვნელობა
აქვსო, მიპასუხა. შენ ხომ ასეთი რამეები არასოდეს გაინტე-
რესებდა-მეთქი. ახლა მაინტერესებს, როგორც ჩანს, გავბურ-
ჟუავდიო, მიპასუხა. მერე კი ამიხსნა, რომ მისი ბოლოს წინა
და ბოლო წიგნები ისეთ ტერიტორიებზე შევიდნენ, სადაც თა-
მაშის გაშიფვრა შეუძლებელი იყო. მე წაკითხული მქონდა მი-
სი ბოლოს წინა წიგნი და მომეწონა, თუმცა სულ არ მქონდა
წარმოდგენა, როგორი იყო უკანასკნელი წიგნი, ასე რომ,
ამის შესახებ ვერაფერი ვუთხარი. მარტო ვკითხე, მაინც რა
ტერიტორიებია-მეთქი. თამაშების, გიიომ, თამაშებისო. იმ
790 მკითხველთა ლიგა
ბოზიშვილი „კიბეზე ჩამავალი ნიუს“, შენი ბოზიშვილი პიკაბი-
ას ფალსიფიკაციების, თამაშებისო. საიდან გიტევენ-მეთქი,
ვკითხე. კრიტიკოსია, ვინმე ინიაკი ეკავარნე, ნამდვილი ზვი-
გენია. ცუდი კრიტიკოსია-მეთქი? არა, კარგი, ყოველ შემ-
თხვევაში, ცუდი კრიტიკოსი არ არის, მაგრამ ნაბიჭვარი ზვი-
გენიაო. საიდან იცი, რომ შენს ბოლო წიგნს ცუდად მოიხსენი-
ებს, თუკი ჯერ წიგნის მაღაზიებში არც გაგიტანია-მეთქი. იქი-
დან, რომ იმ დღეს, სანამ გამომცემელთან იყო, პიარის უფ-
როსს დაუძახა და ჩემი წინა წიგნი სთხოვაო, მიპასუხა. მერე
რა-მეთქი. მეც იქ ვიყავი, პიარის უფროსი მიესალმა, გამარ-
ჯობა, ინიაკი, რა დამთხვევაა, ახლა არტურო ბელანო სწო-
რედ აქ არის, წინ მიდგასო. იმ ნაგავმა კი სიტყვაც კი არ დაძ-
რაო. და რადგან არაფერი თქვა, აქედან დაასკვენი, რომ გა-
განადგურებს? კიდეც რომ გაგაკრიტიკოს, მერე რა-მეთქი!
არაფერი! ეკავარნე ცოტა ხნის წინ ესპანური სიტყვის მეტრს,
აურელიო ბაკას ეჩხუბა, იცნობო? არ წამიკითხავს, მაგრამ ვი-
ცი ვინც არის-მეთქი. ეს იმიტომ მოხდა, რომ იმ კრიტიკოსმა
ეკავარნემ, ბაკას მეგობრის წიგნზე კრიტიკული წერილი და-
წერა, არ ვიცი კრიტიკა სამართლიანი იყო თუ არა, ის წიგნი
არ წამიკითხავს. ერთადერთი ის არის, რომ იმ მწერალს ბაკა
ჰყავდა დამცველად. ხოლო ბაკამ იმ კრიტიკოსზე ისეთი კრი-
ტიკული წერილი დაწერა, რომ იტირებდი. ახლა, მომისმინე,
მე კი არც ერთი ისეთი თავგადაკლული თაყვანისმცემელი
ბობოლა არ მყავს, ვინც ასეთი შემოტევებისგან დამიცავს, სა-
ერთოდ არავინ მყავს, ასე რომ, ეკავარნეს შეუძლია სრული-
ად მშვიდად გამანადგუროს. თავად აურელიო ბაკაც კი ვერ
დამიცავს, რადგან ჩემს წიგნში, არა იმაში, რომელიც ჯერ არ
გამოსულა, არამედ იმის წინაში დავცინე, თუმცა, ძალიან მე-
ეჭვება წაკითხული ჰქონდესო. ბაკას დასცინე-მეთქი? გამეცი-
791 მკითხველთა ლიგა
ნა. არტურომ კი დაამატა, მეეჭვება, რომ ან მას, ან სხვა ვინ-
მეს ეს შეემჩნიაო. როგორც დამცველის, ბაკას გამორიცხვა
სრულიად დასაშვებად მივიჩნიე, მაგრამ ახლა იმაზე ვფიქ-
რობდი, რომ იმ წიგნში არც მე შემიმჩნევია რამე დაცინვის
მაგვარი, რომელიც ახლა, როგორც ჩანს, ასე აწუხებდა ჩემს
მეგობარს. ასეაო, თქვა არტურომ, კარგი, დავუშვათ, გაგაკ-
რიტიკებს, მერე რა! შენ ხომ ყველაზე კარგად უნდა იცოდე,
რომ ეს ტრივიალურობაა. ყველანი მოკვდავნი ვართ, შენ მა-
რადისობაზე იფიქრე-მეთქი. მაგრამ ეკავარნეს ენდომება,
ვინმეს ბოლო მოუღოსო, შეეცადა ახსნას არტურო. რატომ,
ასეთი ბოროტია-მეთქი? არა, ძალიან კარგიაო, მიპასუხა.
მაშ, რა გინდა-მეთქი? საქმე ეს არ არის, საქმე ისაა, რომ კუნ-
თების გავარჯიშება ენდომებაო. ტვინის კუნთების-მეთქი? ჩა-
ვეკითხე. ნებისმიერი კუნთის, და მე ვიქნები მისი მეტოქე ბა-
კასთან მის მეორე ან მერვე რაუნდშიო. ვხედავ, იმათი დაპი-
რისპირება შორიდან მოდის, მაგრამ შენ რა შუაში ხარ ამ ყვე-
ლაფერში, ეგ ვერ გავიგე-მეთქი. არაფერში, მე უბრალოდ მე-
ტოქე ვიქნებიო – არტურომ. ერთხანს ვდუმდით, ვფიქრობ-
დით, სანამ ლიფტი ადი-ჩადიოდა და მისი ხმაური იმ წლების
ხმაურს ჰგავდა, როდესაც ერთმანეთი არ გვენახა. დუელში
გამოვიწვევ, გინდა, ჩემი სეკუნდანტი იყო? სწორედ ასე მო-
ვიქცევიო, განაცხადა უცებ. ისეთი შეგრძნება დამეუფლა,
თითქოს ნემსი შემარჭვესო. ჯერ მიჩხვლიტეს, მერე სითხე შე-
უშვეს და თითქოს ვგრძნობდი, როგორ შემდიოდა გაყინული
სითხე ძარღვებში კი არა, კუნთებში, და ძაგძაგს მაწყებინებ-
და. წინადადება გიჟური და სრულიად უსაფუძვლო მომეჩვე-
ნა. მინდოდა მეთქვა, არავინ არავის დუელში არ იწვევს იმის
გამო, რაც არ ჩაუდენია-მეთქი, მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ
ცხოვრება (ან მისი ილუზია) მუდმივად გვიწვევს დუელში იმ
792 მკითხველთა ლიგა
საქციელების გამო, რომლებიც არ ჩაგვიდენია, ზოგ შემთხვე-
ვებში კი იმ ქმედებების გამოც, თავში რომ არც კი გაგვივლია.
დავთანხმდი, შემდეგი ნაბიჯი კი იყო ფიქრი, მარადისობაში
თუ არსებობდა, ან ოდესმე თუ იქნებოდა „კიბეზე ჩამავალი
ნიუ“ ან „დიდი მინა“241. მერე ვიფიქრე, თუკი გამოხმაურება
დადებითი აღმოჩნდება, თუ ეკავარნეს არტუროს რომანი მო-
ეწონება, მისი დუელში გამოწვევა განა სულელური, თავქა-
რიანი და უსამართლო არ იქნება-მეთქი?
ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო მეტი კითხვა მიჩნდებო-
და, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ახლა იმის დრო არ იყო, თავი
ძალიან საღად მოაზროვნედ მომეჩვენებინა. ყველაფერს თა-
ვისი დრო აქვს. პირველი, რაზეც ვიკამათეთ, ეს დუელში გა-
მოსაყენებელი იარაღი იყო. მე წითლად შეფერილი წყლით
სავსე ბუშტებით შევთავაზე, ან სომბრეროებით ბრძოლა. არ-
ტურომ განაცხადა, ხმლებით უნდა ვიბრძოლოთო. მაშინ
პირველ სისხლამდე-მეთქი, დავიჟინე. უხალისოდ დამთან-
ხმდა, თუმცა, ასე მგონია, გულზე მოეშვა. მერე ხმლების ძებ-
ნა დავიწყეთ.
ჩემი პირველი გეგმა იყო, ხმლები ტურისტებისთვის გან-
კუთვნილ მაღაზიებში გვეყიდა. იქ რას არ ნახავს კაცი. ყვე-
ლაფერი იყიდება, სამურაის ხმლების ჩათვლით, მაგრამ ჩვე-
ნი სურვილი რომ გაიგო, ჩემმა მეგობარმა გოგომ მითხრა,
მამაჩემისგან ორი ხმალი დამრჩაო, ასე რომ, იმ ხმლების სა-
ნახავად წავედით და მართლა ნამდვილი ხმლები აღმოჩნდა.
სინდისი რომ სუფთა გვქონოდა, გადავწყვიტეთ გამოგვეცა-
და. მერე შესაფერისი ადგილის ძებნას შევუდექით. მე სიუდა-
დელის პარკი შევთავაზე და ღამის თორმეტი საათი, მაგრამ

იგივე „პატარძალი, რომელსაც ბერბიჭები აშიშვლებენ“ – მ. დიუშანის


241

კიდევ ერთი ნაწარმოები.


793 მკითხველთა ლიგა
არტურო უფრო ნუდისტური პლაჟისკენ გადაიხარა, ბარსე-
ლონასა და მის სოფელს შუა რომ მდებარეობს. მერე ინიაკი
ეკავარნეს ტელეფონის ნომერი ვიპოვეთ და დავურეკეთ.
კარგა ხანი დაგვჭირდა იმის ასახსნელად, რომ არ ვეხუმრე-
ბოდით. მოკლედ, არტურო სამჯერ ელაპარაკა. ბოლოს ინია-
კი ეკავარნემ თანხმობა განაცხადა და გვითხრა, დღე და სა-
ათი შეგვეტყობინებინა. დუელის დღეს ღია კაფე „სან პოლ დე
მარში“ ვისადილეთ. შემწვარი კალმარები და კიბორჩხალები
მივირთვით მე, ჩემმა მეგობარმა გოგომ (რომელიც თან წა-
მოგვყვა, მაგრამ დუელზე დასწრებას არ აპირებდა) და არტუ-
რომ. ვაღიარებ, რომ სადილმა ცოტა სამგლოვიაროდ ჩაი-
არა. არტურომ ჯიბიდან თვითმფრინავის ბილეთი ამოიღო და
დაგვანახვა. მეგონა, ჩილეში ან მექსიკაში გასამგზავრებელი
ბილეთი იქნებოდა და იმ დღეს არტურო, ასე თუ ისე, კატა-
ლონიასა და ევროპას გამოეთხოვებოდა. მაგრამ, ბილეთს
დარ-ეს-სალამი ეწერა, რომსა და კაიროში გადაჯდომებით.
მაშინ კი მივხვდი, რომ ჩემი მეგობარი სულ გაგიჟებულიყო
და თუკი კრიტიკოსი ეკავარნესგან თავში ხმლის დაკვრით
სიკვდილს გადაურჩებოდა, აფრიკაში ან შავი ჭიანჭველები
გამოღრღნიდნენ, ან წითლები.

ჯაუმე პლანელსი, ბარი „სალამბო“, ტორინოსის ქუჩა,


ბარსელონა, 1994 წლის ივნისი. ერთხელ, დილით, ერთმა
ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ, ინიაკი ეკავარნემ დამირეკა
და მითხრა, დუელისთვის სეკუნდანტი მჭირდებაო. ცოტა არ
იყოს, დავიბენი, თავიდან ვერც კი მივხვდი, რას მეუბნებოდა,
თანაც ჩვევად არ ჰქონდა ჩემთან რეკვა, მითუმეტეს, ასეთ
დროს. მერე, როდესაც ამიხსნა, მეგონა, მეხუმრებოდა და
მეც ავყევი. საერთოდ, მეხუმრებიან ხოლმე, მაგრამ ეს არ
794 მკითხველთა ლიგა
მწყინს, თანაც, ინიაკი ცოტა უცნაური კაცია, უცნაური, მაგრამ
მიმზიდველი, ისეთი ტიპია, ქალებს რომ მოსწონთ, ლამაზად
თვლიან, კაცები სიმპათიურად, შეიძლება რაღაც საშიშადაც
კი, მაგრამ ფარულად მოსწონთ კიდეც. ცოტა ხნის წინ აურე-
ლიო ბაკასთან პოლემიკა ჰქონდა, მადრიდელ დიდ მწერალ-
თან, და მიუხედავად იმისა, რომ ბაკამ იგი მიწასთან გაასწო-
რა, ანათემას გადასცა, ინიაკი იმ შერკინებიდან მაინც კარ-
გად გამოვიდა, ასე ვთქვათ, საბრძოლო მდგომარეობაში
მყოფი.
თავად საინტერესო ის იყო, რომ ინიაკის ბაკა არ გაუკრი-
ტიკებია, მან გააკრიტიკა მისი მეგობარი, ასე რომ, შეგვიძ-
ლია წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, თუკი იმ მადრიდელს
გადაეყრებოდა. ჩემი მორიდებული აზრით, პრობლემას რა-
დიკალურად ართულებდა ის, რომ ბაკა მწერალ უნამუნოს
მოდელი იყო, ბოლო წლებში ასე რომ მოხშირდნენ, რომე-
ლიც პირველივე შემთხვევაში მორალით სავსე სიტყვების
გროვას აყენებდა, ტიპურ ესპანურ და მრისხანებით სავსე
ლაქლაქს იწყებდა, ლაქლაქს ზოგადი გაგებითა და ხელშეუ-
ხებლობით. ინიაკი კი ტიპურ პროვოკატორ კრიტიკოსს წარ-
მოადგენდა, კრიტიკოს კამიკაძეს, რომელიც ტკბებოდა იმით,
რომ მტრებს იძენდა და ხშირად მოუკრეფავშიც კი გადადი-
ოდა. ამას იმდენად ხშირად აკეთებდა, რომ შეიძლება ოდეს-
მე ფიზიკურ დაპირისპირებაშიც კი ამოეყო თავი, ან ბაკა გამ-
ხდარიყო იძულებული, დაპირისპირებოდა, წესიერებისკენ
მოეხმო, ყური აეწია, კისერში წამოერტყა ან რამე ასეთი მომ-
ხდარიყო. მიუხედავად ამისა, სინამდვილეში ორივე იმ წრეს
მიეკუთვნებოდა, სულ უფრო და უფრო ორაზროვნები რომ
ხდებოდნენ და ჩვენ მემარცხენეებს ვეძახით.

795 მკითხველთა ლიგა


როდესაც ინიაკიმ ამიხსნა დუელის ვითარება, ვიფიქრე,
მეხუმრება-მეთქი. ბაკასთან შეხლა-შემოხლა ისეთი მძაფრიც
არ ყოფილა, როგორც სხვა ავტორებთან ჰქონდა, გასაოცარი
იქნებოდა ბაკას სამართლიანობის აღდგენა დაეწყო, თანაც
ასე მელოდრამატულად. მაგრამ ინიაკიმ მითხრა, ბაკა არა-
ფერ შუაშიაო, ცოტა დაბნეულიც კი ჩანდა, როგორც მითხრა,
საქმე სულ სხვა რამეს ეხებოდა და იძულებული გახდა, დუ-
ელს დასთანხმებოდა (ან ძალიან ვცდები, ან მართლაც ახსე-
ნა „კიბეზე ჩამავალი ნიუ“, მაგრამ რა შუაში იყო ამ საქმესთან
პიკასო?242) მერე მთხოვა, გარკვევით მითხარი, მზად ხარ თუ
არა სეკუნდანტად გამომყვე, თუ არა – დასაკარგი დრო არ
მაქვსო – დუელი იმავე დღეს იმართებოდა.
რა უნდა მექნა, გარდა იმისა, რომ დავთანხმებოდი. რა
თქმა უნდა, ოღონდ ამიხსენი, სად და როდის მოვიდე-მეთქი,
ვუთხარი, თუმცა მერე, როდესაც ინიაკიმ ყურმილი დაკიდა,
გავიფიქრე, ვაითუ რაღაც ძალიან დიდ შარში მაყოფინებს-
მეთქი თავს. არადა, ასე თუ ისე, ჩემს ცხოვრებას არ ვუჩივი.
როგორც სოფლის ჭეშმარიტ შვილს, დროდადრო მაგარი
ხუმრობები კი მოსწონს, მაგრამ ხომ შეიძლება, მართლაც
რაღაც ისეთი სერიოზული ამბავი იყოს, ყოველთვის ცუდად
რომ მთავრდება-მეთქი. მერე ყველაფერთან ერთად, ფიქრი
არ შემიწყვეტია (რაც ასეთ შემთხვევებში არასოდეს, საერ-
თოდ არასოდეს არ უნდა გააკეთოს კაცმა) და იმ დასკვნამდე
მივედი, რომ უკვე ის იყო უცნაური, ინიაკიმ რომ დამირეკა და
სეკუნდანტობა მთხოვა, არადა ხომ კარგად იცის, რომ მისი
გადაბმული ძმაკაცი არ ვარ, ვართ კოლეგები ერთსა და იმავე
გაზეთში, დროდადრო ერთმანეთს ვხვდებით „ჟარდინეტო-

242 პიკასოსაც აქვს ამ სახელწოდების ნახატი.


796 მკითხველთა ლიგა
ში“, ან „სალამბოში“, ან ლაიეს ბარში, მაგრამ მეგობრები,
რასაც მეგობრები ჰქვია, არასოდეს ვყოფილვართ.
და ვინაიდან დუელამდე სულ ცოტა დრო რჩებოდა, ინია-
კის დავურეკე, მაინტერესებდა, ჯერ ისევ დავუკავშირდებოდი
თუ არა, მაგრამ, როგორც ჩანს, დამირეკა თუ არა, მაშინვე
გავიდა სახლიდან – არ ვიცი, ან თავისი უკანასკნელი სტატი-
ის დასაწერად, ან ყველაზე ახლოს მდებარე ეკლესიაში. ამი-
ტომ კიმა მონისტროლს დავურეკე მობილურზე. გასხივოსნე-
ბასავით, უცებ მომივიდა თავში აზრი, თუ ქალთან ერთად წა-
ვალ, საქმე ისეთი ბინძური აღარ იქნება-მეთქი, მაგრამ, რა
თქმა უნდა, კიმასთვის საქმის ვითარება არ გამიმჟღავნებია.
ვუთხარი, კიმა, ძვირფასო, მე და ინიაკი ეკავარნე უნდა შევ-
ხვდეთ ერთმანეთს და გვინდა, რომ შენც ჩვენთან ერთად
იყო-მეთქი. კიმამ მკითხა, რომელ საათზეო და მეც ვუთხარი.
კარგი, საყვარელო, „კორტე ინგლესში“ გამომიარეო, თუ რა-
ღაც ამგვარი. კიმასთან საუბარი რომ დავამთავრე, შევეცადე,
კიდევ ორ თუ სამ მეგობარს დავკავშირებოდი, მაგრამ, უეც-
რად მივხვდი, რომ ძალიან ვნერვიულობდი. თან სხვა ვერა-
ვინ ვიპოვე.
კიმას ექვსის ნახევარზე შევხვდი. ურკინაონის მოედნისა
და პაუ კლარისის კუთხეში იდგა და სიგარეტს ეწეოდა. ერ-
თგვარი გაუაზრებელი მანევრი ჩავატარე და ერთ წამში გვერ-
დით მამაცი ჟურნალისტი მეჯდა. სანამ ასობით ავტომანქანა
გვისიგნალებდა, ხოლო უკანა სარკეში ვხედავდი, როგორ მი-
ღერებდა ვიღაც მუშტს მუქარის ნიშნად, გაზს ფეხი დავაჭირე
და ა-19-ისკენ, მარესმეს მიმართულებით გავფრინდი. რა
თქმა უნდა, კიმამ მკითხა, ინიაკი სად იმალებაო. უნდა ვაღი-
არო, რომ ინიაკი ქალებს წარმოუდგენლად მოსწონთ. იძუ-
ლებული გავხდი, მეთქვა, ბარ „ბედნიერ კალმარებში“ გვე-
797 მკითხველთა ლიგა
ლოდება, სან-პოლ დე მარის ყურეში, გაზაფხულობით და
ზაფხულობით ნუდისტური პლაჟი რომ იმართება-მეთქი. დარ-
ჩენილმა მგზავრობამ ოცი წუთსაც არ გასტანა, ჩემი პეჟო ქა-
რივით მიქროდა, გაზს მოვუმატე და თან კიმას ამბებს ვუსმენ-
დი. ვერა და ვერ ჩავაგდე სიტყვა, რომ მარესმეში წასვლის
ნამდვილი მიზეზი ამეხსნა.
ყველა სიკეთესთან ერთად, სან-პოლში დავიკარგეთ.
იქაურების თქმით, ისე უნდა გავსულიყავით, თითქოს კალე-
ლიაში მივდიოდით, ოღონდ ორასი მეტრის შემდეგ, როდესაც
ბენზინგასამართ სადგურს ჩავუვლიდით, მარცხნივ უნდა შეგ-
ვეხვია, თითქოს მთებისკენ ვუხვევდით, მერე ისევ მარჯვნივ,
გვირაბი გაგვევლო, მაგრამ რომელი გვირაბი? და ისევ ტრა-
საზე გავსულიყავით. სწორედ ის ტრასა მიდიოდა პლაჟისკენ
და იქ იდგა ერთადერთი და განმარტოებული შენობა, სახე-
ლად „ბედნიერი კალმარები“. მე და კიმამ ნახევარი საათი კა-
მათში და ჩხუბში დავკარგეთ. ბოლოს, როგორც იქნა, ვიპო-
ვეთ ის ყბადაღებული ბარი. დაგვიანებით მივდიოდით და ერ-
თი წუთით ვიფიქრე, რომ ინიაკი იქ უკვე აღარ იქნებოდა, მაგ-
რამ პირველი, რაც დავინახე, წითელი სააბი იყო, სინამდვი-
ლეში, წითელი სააბის გარდა არც არაფერი დამინახავს, ქვი-
შისა და ბუჩქების გასაყარზე დაეტოვებინა. მერე იმ საცოდავი
შენობის, „ბედნიერი კალმარების“ ჭუჭყიანი ფანჯრებიც გა-
მოჩნდა. მანქანა ინიაკის მანქანის გვერდით გავაჩერე და და-
ვაპიპინე. მე და კიმამ უსიტყვოდ გადავწყვიტეთ, პეჟოში დავ-
რჩენილიყავით. ინიაკი ცოტა ხნის შემდეგ, ბარის უკანა მხრი-
დან გამოჩნდა. მეგონა, დაგვიანებისთვის გვისაყვედურებდა,
მაგრამ არ უსაყვედურია და არც კიმას დანახვა გაჰკვირვებია.
ვკითხე, მოწინააღმდეგე მხარე სად არის-მეთქი. ინიაკიმ გა-
იღიმა და მხრები აიჩეჩა. მერე სამივემ პლაჟზე სიარული და-
798 მკითხველთა ლიგა
ვიწყეთ. როცა კიმამ იქ ჩვენი მისვლის მიზეზი შეიტყო (ინია-
კიმ უთხრა ნათლად და გასაგებად, სულ რამდენიმე სიტყვით,
მე ასე ვერ მოვახერხებდი), საშინლად აღფრთოვანდა და ერ-
თი წამით ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ყველაფერი კარ-
გად დასრულდებოდა. ერთხანს სამივე ვიცინოდით, პლაჟზე
ჩვენ გარდა კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. არ მოვიდა, გავი-
გონე კიმას ერთგვარი იმედგაცრუებით ნათქვამი სიტყვები.
ამ დროს პლაჟის უკიდურესი ჩრდილოეთით, ლოდების უკან
ორი ფიგურა გამოჩნდა. გული შემიქანდა. ბოლო ჩხუბი მაშინ
მქონდა ნანახი, როცა თერთმეტი თუ თორმეტი წლისა ვიყავი.
მას მერე ყოველთვის ვარიდებდი თავს ძალადობის გამოვ-
ლინებას. მოვიდნენო, თქვა კიმამ. ინიაკიმ შემომხედა, მერე
ზღვას გახედა და მარტო მერე მივხვდი, რომ სცენა რაღაც გა-
მოუსწორებლად სასაცილოს წარმოადგენდა და რომ ის სასა-
ცილო ჩემთან სულ ახლოს ხდებოდა. ლოდებს შორის გამო-
ჩენილი ორი ფიგურა წინ მოიწევდა პლაჟის სანაპიროს გაყო-
ლებით. ბოლოს, ასი მეტრის მოშორებით გაჩერდნენ, საკმა-
რის მანძილზე იმის დასანახად, რომ ერთ-ერთ მათგანს ხელ-
ში პაკეტი ეჭირა და იმ პაკეტიდან ხმლების წვერები მოჩანდა.
ჯობია, კიმა აქ დარჩესო, თქვა ინიაკიმ. ჯერ კიმას პროტესტი
გავიგონეთ, მერე შევეწინააღმდეგეთ, მერე კი ორნი დავიძა-
რით იმ ორი გიჟისკენ. გამოდიოდა, რომ ეს ტაკიმასხარაობა
მართლაც შედგებოდა. მახსოვს, როგორ ვუთხარი, სანამ სი-
ლაზე მივაბიჯებდით, გამოდის, რომ დუელი მართლა გაიმარ-
თება და წარმოსახვითი არ იქნება. გამოდის, რომ ამ სიგიჟის
მოწმედ დამიძახე-მეთქი. ზუსტად იმ დროს გუმანმა მიკარნა-
ხა, რომ ინიაკიმ მე სწორედ იმიტომ ამირჩია, რომ მისი მეგო-
ბარი არ ვიყავი. ნამდვილი მეგობრები (ასეთები კი ჰყავდა,
ჟორდი ლიოვე, ალბათ ასეთივე ტიპის ვინმე სხვა ინტელექ-
799 მკითხველთა ლიგა
ტუალიც) კატეგორიულად უარს ეტყოდნენ ასეთ სისულელეში
მონაწილეობაზე და ეს ინიაკიმაც კარგად უწყოდა. ყველა
ჭკვიანი გამოდგა ჩემ გარდა, სულელი მოკლე ქრონიკების
მჯღაბნელისა, მერე გავიფიქრე, ღმერთო ჩემო, ამ ყველა-
ფერში დამნაშავე ხომ ის ნაძირალა ბაკაა, ის რომ არ დასტა-
კებოდა ინიაკის, ეს არ მოხდებოდა-მეთქი. მერე ფიქრის გაგ-
რძელება ვეღარ მოვახერხე, რადგან უკვე იმ ორს მივუახ-
ლოვდით და ერთ-ერთმა მათგანმა გვკითხა, რომელია
თქვენში ინიაკიო. ინიაკის შევხედე, უეცრად შიშმა დამზაფრა,
ვაითუ ჩემზე მიუთითოს მეთქი (ნერვების ბრალი იყო, იმ წუთ-
ში წარმოვიდგინე, რომ ინიაკი ყველაფერზე წავიდოდა), მაგ-
რამ ინიაკიმ გაიღიმა, თითქოს რაღაცამ ძალიან გააბედნიე-
რო და უთხრა, მე გახლავართო. მერე იმ მეორემ მე შემომხე-
და და გამეცნო: გიიომ პინია გახლავართ, სეკუნდანტიო. მე
ჩემი ხმა გავიგონე: გამარჯობა, მე ჯაუმე პლანელსი ვარ, მეც
სეკუნდანტი-მეთქი. ახლა იმ სცენას რომ ვიხსენებ, მართალი
გითხრათ, მერწყევინება, ერთი სული მაქვს მიწაზე გავგორდე
და სიცილით გავსკდე, მაგრამ, მაშინ ის, რაც ვიგრძენი, რა-
ღაც მუცლის გვრემას ჰგავდა. კიდევ ვიგრძენი სიცივე, რად-
გან მართლაც ციოდა და პლაჟს მარტო რამდენიმე სუსტი სხი-
ვი ანათებდა. არადა, იქ გაზაფხულობით ხალხი დედიშობილა
დარბოდა, პატარა და კლდოვანი ყურე იყო, მატარებლიდან
თუ დაინახავდა კაცი, როცა სანაპიროს ჩაუვლიდა, მგზავრებს
კი ფეხებზე ეკიდათ, პლაჟზე როგორ დარბოდნენ. აი, ნამდვი-
ლი დემოკრატია და ცივილიზებულობა. გალიციაში იგივე
მგზავრები მატარებელს გააჩერებდნენ, ძირს ჩამოვიდოდნენ
და იმ ნუდისტებს სულ ერთ ადგილს დააჭრიდნენ. მოკლედ,
ასეთ რამეებზე ვფიქრობდი, როდესაც ვამბობდი, გამარჯობა,
მე ჯაუმე პლანელსი ვარ, მეც სეკუნდანტი-მეთქი.
800 მკითხველთა ლიგა
მაშინ იმ გიიომ პინიამ გახსნა პაკეტი, აქამდე ხელში რომ
ეჭირა და ხმლები დაგვანახვა. მომეჩვენა, რომ ხმლების ფხამ
მზის სხივიც კი აირეკლა სუსტად. ფოლადის, ბრინჯაოსი თუ
რკინის ხმლებისა არაფერი გამეგება, მაგრამ იმდენი კი ვიცი,
რომ შემემჩნია, პლასტმასისა არ იყო. ხელი გავიშვირე და
ხმლის ფხას თითის წვერებით შევეხე, ცხადია, ლითონი იყო.
ხელი რომ გავწიე, ისევ დავინახე ის მბზინვარე, ძალიან სუს-
ტი პრიალი, რომელიც ისე ელავდა, თითქოს ხმლები იღვიძე-
ბენო, ყოველ შემთხვევაში, ასე იტყოდნენ ინიაკის მეგობრე-
ბი, ამას რომ იმდენი ვაჟკაცობა და ღირსება ჰქონოდა, მათ-
თვის ეთხოვა წამომყევითო და ისინიც დათანხმებულიყვნენ,
თუმცა, ამაში ძალიან მეპარება ეჭვი. მომეჩვენა, რომ ძალიან
ბევრი დამთხვევა იყო, ან ერთი დამთხვევა მაინც, მაგრამ მე-
ტისმეტად საცნაური: მზე მთებს ეფარებოდა, ხმლები ელვა-
რებას იწყებდნენ და მხოლოდ მაშინ ვკითხე, როგორც იქნა
(ვის, არ ვიცი, პინიას, ადვილი შესაძლებელია, თავად ინიაკი-
საც კი), ეს ყველაფერი სერიოზულად ხდება თუ არა, დუელი
მართლა უნდა შედგეს თუ არა-მეთქი. მერე კი ხმამაღლა გა-
ვაფრთხილე იქ დამსწრენი, თუმცა, კარგი ტემბრის ხმა არ
ამომივიდა ყელიდან, ხელისუფლებასთან პრობლემები არა-
ვითარ შემთხვევაში არ მჭირდება-მეთქი. პასუხი ბუნდოვნად
მახსოვს. პინიამ რაღაც თქვა მაიორკულად. მერე ინიაკის
ხმლის არჩევის საშუალება მისცა. ამან გარკვეული დრო წა-
იღო: ორივე ხმალი აიწონა, ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე
ორივე ერთად, თითქოს მთელი სიცოცხლე ამ ხმლებით თა-
მაშის მეტი არაფერი უკეთებიაო. ხმლები აღარ ბრწყინავდა.
მეორე, მოქუფრული მწერალი (მაგრამ მოქუფრული ვის გა-
მო იყო და რატომ, თუკი ის წყეული სტატია ჯერაც არავის და-
ებეჭდა?!) იცდიდა, სანამ ინიაკი ხმალს აირჩევდა. ნაცრის-
801 მკითხველთა ლიგა
ფერ ზეცას უკვე რძისფერი გადაჰკრავდა, გორაკებიდან და
მინდვრებიდან სქელი ნისლი მოიწევდა. ბუნდოვნად მახსენ-
დება, რაც ხდებოდა. მგონი, კიმას ყვირილი გავიგონე: აბა,
შენ იცი, ინიაკიო, თუ რაღაც ამგვარი. შემდეგ მე და იმ პინიამ
ერთნაირად დავიხიეთ უკუსვლით. დიდმა ტალღამ შარვლის
ტოტები დამისველა. მახსოვს, ჩემს მოკასინებს დავცქეროდი
და ვიგინებოდი. კიდევ მახსოვს ის უხერხულობის განცდა,
სველი წინდები რომ მიქმნიდა და ხრაშახრუში, სიარულისას
რომ გამოვცემდი. პინიამ ლოდებისკენ დაიხია. კიმა ამდგა-
რიყო და დუელანტებს მიახლოებოდა. მათ უკვე დაეწყოთ
ხმალაობა. მახსოვს, სილის ნაყარზე დავჯექი, ფეხსაცმელი
გავიხადე და ცხვირსახოცით გულმოდგინედ დავიწყე სველი
სილის გადმოფერთხვა. მერე ცხვირსახოცი მოვისროლე და
ჰორიზონტის ზოლს დავუწყე ყურება. ვხედავდი, როგორ მუქ-
დებოდა ნელ-ნელა ის ზოლი. მერე მხარზე კიმას ხელი ვიგ-
რძენი, მეორე ხელით რაღაც ცოცხალი, ნამიანი და აუტანე-
ლი ნივთი ჩამიდო ხელში. კარგა ხანს ვერ მივხვდი, რომ ეს
ჩემი ცხვირსახოცი იყო და გინებასავით მიბრუნებდა.
მახსოვს, ცხვირსახოცი შარვლის ჯიბეში ჩავიდე. მოგვია-
ნებით კიმა იტყვის, ინიაკი ხმალს გამოცდილი რაინდივით
იქნევდა და ორთაბრძოლა სულ მისი უპირატესობით მიმდი-
ნარეობდა. მაგრამ მე ამას ვერ დავადასტურებ. შერკინება
ერთნაირად დაიწყო. ინიაკი ბევრად უფრო მორიდებულად
ირჯებოდა, მარტო იმით იფარგლებოდა, რომ მოწინააღმდე-
გის ხმალს თავისას შეახებდა. უკან იხევდა, სულ უკან იხევდა,
არ ვიცი, შიშის გამო თუ იმიტომ, რომ ხმლის ქნევას იქ სწავ-
ლობდა. მისი მოწინააღმდეგე კი, პირიქით, ყოველ ჯერზე უფ-
რო შედეგიანად ამოძრავებდა თავის იარაღს, ერთი დარტყმა
თითქმის წარმატებულიც ჰქონდა დუელი დაიწყო თუ არა, იმ
802 მკითხველთა ლიგა
მეორემ ხმალი ხელში მოიმარჯვა, მარჯვენა ფეხი წინ გად-
მოდგა, მარჯვენა ხელიც წინ გამოიშვირა და ხმლის წვერით
თითქმის შეეხო ინიაკის შარვლის ტოტს. ამან ინიაკი თითქოს
იმ აბსურდული სიზმრიდან გამოაფხიზლა და ერთი ხელის
დაკვრით მეორე სიზმარში გადააგდო, სადაც მთავარი და
ნამდვილი მარტო შიში იყო. იმ წუთიდან გაცილებით სწრა-
ფად ამოძრავდა, მაგრამ თან უკან დახევაც დაიწყო, თუმცა,
არა პირდაპირ, არამედ წრიულად. ამიტომ, ხან მის სახეს ვხე-
დავდი, ხან პროფილს, ხან ზურგს. როგორ იქცეოდნენ ამ
დროს დანარჩენები? კიმა სილაზე იჯდა, ჩემ უკან და დრო-
დადრო ინიაკის ამხნევებდა. პინია, პირიქით, ფეხზე იდგა,
ორთაბრძოლის ასპარეზიდან კარგა მოშორებით და ისეთი
გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ასეთ რამეებს შეჩვეულია
და ჩასთვლიმაო.
წამით გონება გამინათდა და ეჭვიც აღარ მეპარებოდა,
რომ ყველანი, ვინც იქ ვიყავით, ერთდროულად გავგიჟდით.
მაგრამ, ამ გამონათების წამს უფრო მაგარი წამი მოჰყვა, სუ-
პერგამონათების წამი (თუ შეიძლება ასე ითქვას). გავიფიქ-
რე, რომ ის, რაც იქ ხდებოდა, ჩვენი აბსურდული ცხოვრების
სავსებით ლოგიკურ შედეგს წარმოადგენდა. სასჯელს არ ვგუ-
ლისხმობ, უმალ, უეცრად გადაწეულ ფარდის ნაკეცს ჰგავდა,
რათა საკუთარი თავი დაგვენახა კაცობრიობის ერთიან სუ-
რათში. ჩვენი დანაშაულის უბრალო კონსტატაცია კი არა, ნი-
შანი იყო ჩვენი გასაოცარი და უმაქნისი გულუბრყვილობისა.
მაგრამ ასე არ არის. ლაჩრულად ვიდექით, ისინი კი მოძრა-
ობდნენ, სილაც კი მოძრაობდა, მაგრამ ქარის კი არა, იმის
გამო, რასაც ისინი აკეთებდნენ, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, ანუ
არაფერი რომ არ ვიღონეთ და მარტო ვუყურებდით და ყვე-
ლაფერი ერთად ფარდის ნაკეცს წარმოადგენდა, სუპერგამო-
803 მკითხველთა ლიგა
ნათების მარტო ერთ წამს. მერე იყო არაფერი. მეხსიერებით,
რაც ჟურნალისტის პროფესიისათვის აუცილებელი პირობაა,
ვერასოდეს დავიკვეხნიდი. ინიაკიმ მოწინააღმდეგეს შეუტია,
იმანაც პასუხი დაუბრუნა, მივხვდი, რომ ასე შეიძლებოდა სა-
ათობით გაგრძელებულიყო, სანამ ხმლის ხელში ჭერას შეძ-
ლებდნენ. სიგარეტი ამოვიღე, ცეცხლი არ მქონდა, ყველა ჯი-
ბე მოვიჩხრიკე, წამოვდექი, კიმას მივუახლოვდი, მაგრამ
მარტო ის გავიგე, რომ მოწევისთვის თავი დაენებებინა ერთი
წლის თუ ერთი საუკუნის უკან. ერთი წამით ისიც ვიფიქრე, მი-
ვალ და იმ პინიას ვთხოვ ცეცხლს-მეთქი, მაგრამ მერე ასეთი
ფამილარობა მეტისმეტად მომეჩვენა. კიმას მივუჯექი და დუ-
ელის მონაწილეებს დავუწყე ყურება. წრეში მოძრაობდნენ,
თუმცა, გადაადგილების ტემპი მცირდებოდა. კიდევ ისეთი
შეგრძნება გამიჩნდა, რომ ორთაბრძოლის დროს თან ერთმა-
ნეთში ლაპარაკობდნენ, მაგრამ მათ ხმას ტალღების ღრი-
ალი შთანთქავდა. კიმას ვუთხარი, ეს ყველაფერი ტაკიმასხა-
რაობად მეჩვენება-მეთქი. სულაც არაო, მიპასუხა. მერე და-
ამატა, მე ძალიან რომანტიკულად მიმაჩნიაო. უცნაური ქა-
ლია ეს კიმა. მოწევის სურვილი სულ უფრო მიძლიერდებო-
და. მოშორებით პინია იჯდა, ჩვენსავით, სილაზე და პირიდან
ცისფერი კვამლი ამოსდიოდა. მეტის მოთმენა აღარ შემეძ-
ლო. წამოვდექი, წრე დავარტყი, დუელიანტებთან ახლოს
რომ არ მივსულიყავი და ისე მივუახლოვდი. გორაკიდან ვი-
ღაც ქალი გვიყურებდა. მანქანის ძარას იყო მიწოლილი და
ხელებით თვალები მოეჩრდილებინა. თავიდან ვიფიქრე, ალ-
ბათ ზღვას გასცქერის-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ
სწორედ ჩვენ გვითვალთვალებდა. რა თქმა უნდა.
პინიამ უსიტყვოდ მომაწოდა სანთებელა. სახეზე შევხედე:
ტიროდა. მინდოდა, გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ ამის და-
804 მკითხველთა ლიგა
ნახვაზე დალაპარაკების სურვილი უეცრად გამიქრა. ამიტომ
ისევ კიმასთან დავბრუნდი და იმ ქალს გავხედე, გორაკიდან
რომ გვიყურებდა. მერე ისევ ინიაკის და მის მოწინააღმდე-
გეს: არაფერს აკეთებდნენ გარდა იმისა, რომ ხმლებს აჯვარე-
დინებდნენ, მოძრაობდნენ და ერთმანეთს სწავლობდნენ. კი-
მასთან დაჯდომისას ჩემმა სხეულმა ისეთი ხმა გამოსცა, თით-
ქოს სილით სავსე ტომარა დაეცაო. ამ დროს დავინახე, რომ
ინიაკის ხმალი უფრო მაღლა აწეული აღმოჩნდა, ვიდრე ამას
სიფრთხილე მოითხოვდა, ან მუშკეტერებზე გადაღებულ
ფილმებში მინახავს. მეტოქის ხმლის წვერი ინიაკის გულიდან
სულ რამდენიმე სანტიმეტრზე იყო და სადაცაა შეეხებოდა და,
ამ დროს შეუძლებელი შევნიშნე. დავინახე, როგორ გაფით-
რდა ინიაკი და გავიგონე, როგორ ამბობდა, კიმა, ღმერთო
ჩემოო, თუ რაღაც ამგვარს. პინიასაც ვკიდე თვალი: როგორ
ისროდა სიგარეტს შორს, გორაკისკენ და იმ გორაკზეც აღა-
რავინ ჩანდა, არც ის მოთვალთვალე ქალი, არც მანქანა. ამ
დროს ინიაკის მეტოქემ თავისი ხმალი მოულოდნელი და
სწრაფი მოძრაობით გვერდით გასწია, ინიაკი წინ წავიდა და
მხარზე ჭრილობა გადაეხსნა, სანაცვლო იმ შიშისა, წეღან
რომ გამოიარა. კიმამ დაიკვნესა, მეც ამოვიოხრე და რამდე-
ნიმე ნაფაზი იმ საზიზღარი პლაჟის ბინძურ ჰაერს გავატანე.
ქარმაც არ დაახანა და ჩემი ნაფაზის კვამლი უსწრაფესად წა-
იღო თან. ინიაკი და მისი მოწინააღმდეგე კი ისევ ერთმანეთს
ერკინებოდნენ სულელი ბავშვებივით, დამაცადე, ახლა რას
გიზამო.

805 მკითხველთა ლიგა


23

ინიაკი ეკავარნე, ბარი „ჟარდინეტო“, გრანადა დელ პენე-


დესის ქუჩა, ბარსელონა, 1994 წლის ივლისი. გარკვეული
დროის მანძილზე ნაწარმოებს თან კრიტიკა ახლავს, მერე
კრიტიკა იფერფლება და ნაწარმოებს მკითხველები მიჰყვები-
ან. მგზავრობა შეიძლება იყოს გრძელი ან მოკლე. მერე
მკითხველები ერთმანეთის მიყოლებით იხოცებიან და გზას
ნაწარმოები მარტო განაგრძობს, თუმცა თანდათანობით სხვა
კრიტიკა და სხვა მკითხველები გამოჩნდებიან ასპარეზზე და
ახლა ისინი დაემგზავრებიან. მერე ის კრიტიკაც და ის მკით-
ხველებიც კვდებიან და ნაწარმოები მარტოობისკენ გზას მათ
ძვლებზე განაგრძობს. თავის გზის მანათობელ ვარსკვლავს
რომ მიუახლოვდება, ეს უკვე ნიშანია უპირობო სიკვდილისა.
მაგრამ ამ დროს ჯიუტად და თავდაუზოგავად სხვა კრიტიკა
და სხვა მკითხველები გამოჩნდებიან და დროისა და ჟამის
წარმავალობა მათაც შთანთქავს. ბოლოს ნაწარმოები შეუქ-
ცევლად და მარტოდმარტო მოგზაურობს უსაზღვროებაში. მე-
რე მოვა დრო, როდესაც კვდება, როგორც ყველაფერი ამ-
ქვეყნად, როგორც თავად მზე და დედამიწა, მზის სისტემა, გა-
ლაქტიკა და ადამიანთა ყველაზე იდუმალი მოგონებები. და
ყველაფერი, რაც კომედიად იწყება, ტრაგედიად მთავრდება
ხოლმე.

აურელიო ბაკა, წიგნის ბაზრობა, მადრიდი, 1994 წლის ივ-


ლისი. არა მხოლოდ სარკის წინ, საკუთარ თავთან მარტო
დარჩენილი ან სიკვდილის სარეცელზე, რაც, იმედი მაქვს,
ჯერ არ მემუქრება, არამედ ჩემი შვილების, ჩემი მეუღლის და
806 მკითხველთა ლიგა
ჩემი პატიოსანი ცხოვრების წინაშე შემიძლია ვაღიარო, რომ:
1) სტალინის ეპოქაში ჩემს ახალგაზრდობას გულაგში ყოფ-
ნით არ გავფლანგავდი და არც კეფაში ტყვიით დავასრულებ-
დი სიცოცხლეს. 2) მაკარტის243 ეპოქაში სამსახურს არ დავ-
კარგავდი და არც ბენზინს გავყიდდი ბენზინგასამართ სად-
გურში. 3) თუმცა ჰიტლერის ეპოქაში ვიქნებოდი ერთ-ერთი
იმათგანი, ვინც ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებას მი-
იღებდა, ხოლო ფრანკოს ეპოქაში არც ხელისუფალს და არც
ღვთისმშობელს საგალობლებს არ მივუძღვნიდი, რასაც მთე-
ლი სიცოცხლის მანძილზე ასე წარმატებით აკეთებენ დემოკ-
რატები. ერთს მეორე მოსდევს. ჩემს ღირებულებებს მარ-
თლაც აქვს საზღვარი და შემწყნარებლობის ჩემს უნარსაც.
ყველაფერი, რაც კომედიად იწყება, ტრაგიკომედიად მთავ-
რდება ხოლმე.

პერე ორდონიესი, წიგნის ბაზრობა, მადრიდი, 1994 წლის


ივლისი. წინათ ესპანელი (და ესპანურენოვანი ამერიკის)
მწერლები საზოგადოებრივ არენაზე იმიტომ გამოდიოდნენ,
რომ რამე შეეცვალათ, გადაეკეთებინათ, ცეცხლისთვის მი-
ეცათ, რევოლუციის ქარიშხალი აეტეხათ. ესპანეთის (და ეს-
პანურენოვანი ამერიკის) მწერლები, როგორც წესი, უზრუნ-
ველყოფილი, შეძლებული, ან რომელიმე გარკვეული მაღა-
ლი მდგომარეობის მქონე ოჯახებიდან იყვნენ გამოსულები,
და როდესაც ხელში კალამს აიღებდნენ, იმ მდგომარეობის
წინააღმდეგები ხდებოდნენ: წერა ნიშნავდა უარყოფას, გამიჯ-

243ჯოზეფ რეიმონდ მაკარტი (1908-1957) – ამერიკელი პოლიტიკოსი,


რესპუბლიკელი, უკიდურესად რეაქციული შეხედულებების რესპუბლიკე-
ლი. მისი ეპოქა ისტორიაში ჩაწერილია, როგორც პოლიტიკური დევნის,
ე.წ. მაკარტიზმის ეპოქა.
807 მკითხველთა ლიგა
ვნას, ხანდახან თვითმკვლელობასაც კი. ეს საკუთარი ოჯახე-
ბის წინააღმდეგ წასვლას მოასწავებდა. დღეს ესპანელი (და
ესპანურენოვანი ამერიკის) მწერლები სულ უფრო და უფრო
ხშირად დაბალი ფენის ოჯახებიდან, პროლეტარიატიდან და
ლუმპენპროლეტარიატიდან244 არიან და, რაც დრო გადის,
უფრო ხშირად იყენებენ მწერლობას სოციალური პირამიდის
უფრო მაღალ საფეხურებზე ასასვლელად. მწერლობა მათ-
თვის კარგად „მოჯდომის“ საშუალებად იქცა და არა რამის
შეცვლისა. არ ვამბობ, რომ ნიჭიერები აღარ არსებობენ. იმ-
დენივეა, რამდენიც ადრე იყო. ან თითქმის. არ ვამბობ, რომ
მუშაობა არ უყვართ. ბევრად უფრო მშრომელები არიან, ვიდ-
რე ძველები! მაგრამ გაცილებით უფრო ვულგარულებიც გახ-
ლავან, ისე იქცევიან, თითქოს ბიზნესმენები ან განგსტერები
იყვნენ. არაფერს არ უარყოფენ, ან უარყოფენ მხოლოდ იმას,
რის უარყოფაც შეიძლება, ძალიან უფრთხილდებიან თავს,
რომ მტრები არ გაიჩინონ, ან თუ გაიჩენენ, ის მტრები ყველა-
ზე სუსტები და დაუცველები მაინც იყვნენ. თავს იდეის გამო კი
არა, – მხოლოდ სისულელისა და სიბრაზის გამო იკლავენ.
ყველა კარი ბოლომდე იღება მათ წინაშე და ასე და ამგვარად
მიდის ლიტერატურის საქმე. ყველაფერი, რაც კომედიასავით
იწყება, აუცილებლად კომედიადვე მთავრდება ხოლმე.

ხულიო მარტინეს მორალესი, წიგნის ბაზრობა, მადრიდი,


1994 წლის ივლისი. რადგან წიგნის ბაზრობაზე ვარ მოსული,
რაღაცას გიამბობთ პოეტების ღირსებაზე. მე პოეტი ვარ,
პროზაიკოსიც. როგორც კრიტიკოსმაც მოვიხვეჭე გარკვეული

ლუმპენპროლეტარიატი – კარლ მარქსის მიერ შემოღებული ტერმინი


244

მოსახლეობის ნაწილის აღსანიშნავად, რომელიც გარიყულია საზოგა-


დოებისაგან.
808 მკითხველთა ლიგა
სახელი. 7x3=22 – დაახლოებით ამდენი დახლია, სინამდვი-
ლეში ბევრად უფრო მეტია. სასრულია ჩვენი თვალთახედვა.
მიუხედავად ამისა, ბაზრობაზე დიდი წარმატება არ მიმიღია.
უკან რჩება დალეწილი მანქანები, წერის საზღვრები, 3x3=9.
ძვირი დამიჯდა. უკან რჩება „ა“ და „ე“ რომლებიც აივანზე კი-
დია, სისხლისგან იცლებიან, მე კი მათ დროდადრო სიზმარში
ვუბრუნდები. განათლებული კაცი ვარ: მარტო ვიწრო საკნებს
ვიცნობ. პოეზია და ციხე, მეორე მხრივ, ყოველთვის ახლოს
არიან ერთმანეთთან. მიუხედავად ამისა, ჩემი მიზიდულობის
წყარო მელანქოლიაა. მეშვიდე სიზმარს ვხედავ, თუ ბაზრო-
ბის მეორე მხარეს მამლების ყივილი მართლა მესმის? შეიძ-
ლება ერთიც იყოს და მეორეც. მამლები გათენებისას ყივიან,
ახლა კი ჩემი საათი შუადღის თორმეტს უჩვენებს. დავეხეტები
ბაზრობაზე და კოლეგებს ვესალმები, ჩემსავით დაბნეულები
რომ დაეხეტებიან. დაბნეული x დაბნეულზე = ციხეს ლიტერა-
ტურის ჰორიზონტზე. დავეხეტები და დავეხეტები, პოეტების
ღირსება სიმღერაა, რომელსაც ისე ვუსმენთ, როგორც უღიმ-
ღამო განაჩენს. ახალგაზრდულ სახეებს ვხედავ, გამოყრილ
წიგნებს ათვალიერებენ და ფულს ჯიბეებში იმედივით დაეძე-
ბენ. 7x1=8, ვეუბნები ჩემს თავს, სანამ თვალის კუთხით ამ
ახალგაზრდა მკითხველებს ვათვალიერებ და ვატყობ, აის-
ბერგივით როგორ აწვება უფორმო და ზოზინა გამომეტყვე-
ლება მათ უცხო და მოღიმარ სახეებს. ყველანი იმ აივნის ქვეშ
ვაგდივართ, სადაც „ა“ და „ე“ კიდია, მათი სისხლი გვესხურე-
ბა და სამარადისოდ გვალაქავებს. მაგრამ აივანი ჩვენსავით
ფერმკრთალია, სიფითრე კი სიფითრეს არასოდეს ერჩის. მე-
ორე მხრივ, და ამას ჩემს დასაცავად ვამბობ, აივანიც ჩვენსა-
ვით დაეხეტება. ვხედავ კაბინეტს, ვხედავ ჩართულ კომპიუტე-
რს, ვხედავ მარტოსულ კორიდორს. სიფითრე x აისბერგზე =
809 მკითხველთა ლიგა
ცარიელ კორიდორს, ჩვენი შიში ხალხით რომ ავსებს, იმ ადა-
მიანებით, ვინც კორიდორის ბაზრობაზე დაეხეტება და წიგნს
კი არა, თავდაჯერებას დაეძებს, რომელიც მერე ჩვენი თავდა-
ჯერებების სიცარიელეს განამტკიცებს. ასე ვხსნით ცხოვრე-
ბას უკიდურესი სასოწარკვეთილების დროს. რიგითები. ჯა-
ლათები. სკალპელი ჭრის სხეულებს. „ა“ და „ე“ x წიგნის ბაზ-
რობაზე = სხვა სხეულებს; რბილები, გახურებულები, თითქოს
წუხელ ჩემმა გამომცემელმა ტრაკიდან მიხმარაო. სიკვდილი
შეიძლება კარგი პასუხი იყოსო, იტყოდა ბლანშო245.
31x31=962 კარგი მიზეზი. გუშინ ჩვენი წრის მსხვერპლშესა-
წირ საკურთხეველს ერთი ახალგაზრდა სამხრეთამერიკელი
მწერალი შევწირეთ. სანამ მისი სისხლი ჩვენი ამბიციების ბა-
რელიეფზე იწრიტებოდა, მე ჩემს წიგნებზე ვფიქრობდი და
დავიწყებაზე, და ამას, როგორც იქნა, აზრი გაუჩნდა. დავად-
გინეთ, რომ მწერალი მწერალს არ უნდა ჰგავდეს. უნდა ჰგავ-
დეს ბანკირს, მამიკოს ბიჭს, რომელიც ისე დაბერდა, რომ დი-
დი ვნებათაღელვები არ გადაუტანია, მათემატიკის მასწავლე-
ბელს, ციხის ზედამხედველს. დენდრიფორმები. ასე, პარა-
დოქსულად, დავეხეტებით. ჩვენი ხის ბუნება x აივნის სიფით-
რეზე = ჩვენი ტრიუმფის კორიდორს. როგორ ვერ ხვდებიან
ახალგაზრდები, ძირითადი მკითხველები, რომ ჩვენ მატყუა-
რები ვართ, თუკი ამის მისახვედრად ჩვენი ერთხელ დანახვაც
კი საკმარისია?! ეს მატყუარობა ხომ სიფათებზე გვაქვს ამო-
შანთული! მიუხედავად ამისა, ვერ ხვდებიან და ჩვენ შეგვიძ-
ლია სრულიად დაუსჯელად განვაგრძოთ წერა: 8, 5, 9, 8, 4,
15, 7. და შეგვიძლია ვიხეტიალოთ და ერთმანეთს ვესალმოთ
(მე, ყოველ შემთხვევაში, ყველას ვესალმები, აღიარებულებ-

245 მორის ბლანშო (1907-2003) – ფრანგი მწერალი და მოაზროვნე


810 მკითხველთა ლიგა
საც და ახალბედებსაც, პატრონებსაც და სტუდენტებსაც), შეგ-
ვიძლია, ვაქოთ პედერასტი მისი განუსაზღვრელი ჰეტერო-
სექსუალობის გამო, იმპოტენტი მისი ვაჟკაცობის გამო და
რქიანი მისი შეუბღალავი ღირსების გამო. და არავინ წუწუ-
ნებს, არავითარი შეურაცხყოფა. მარტო ჩვენი ღამეული მდუ-
მარება, როდესაც ოთხით მივფოფხავთ იმ კოცონისკენ, ვიღა-
ცამ გაურკვეველი მიზნით რომ გაგვიჩაღა. შემთხვევითობა
მიგვიძღვის, თუმცა, შემთხვევითობის ნებისთვის არაფერი
დაგვიტოვებია. მწერალი ცენზორს უნდა ჰგავდესო, გვითხრა
ჩვენმა უფროსმა თაობამ აზრის ამ ყვავილს მივდევთ მის ყვე-
ლაზე ბოლო შედეგამდე. მწერალი უნდა ჰგავდეს გაზეთის მი-
მომხილველს. მწერალი უნდა ჰგავდეს ჯუჯას და თავის გა-
დარჩენა უნდა შეძლოს. არაფერი რომ არ გვქონოდა დარჩე-
ნილი, გარდა კითხვისა, ჩვენი მუშაობა ჰაერში გამოკიდებუ-
ლი წერილი იქნებოდა, გამოხატულების მინიმუმამდე დაყვა-
ნილი მანდალა, ჩვენი მდუმარება, რწმენა იმისა, რომ ცალი
ფეხი სიკვდილის მეორე მხარეს გვაქვს კრისტალიზებული.
ფანტაზიები. ფანტაზიები. წარსულის რომელიღაც ნაკეცში
გვინდოდა ლომები ვყოფილიყავით, მაგრამ, მარტო დაკოდი-
ლი კატები ვართ. ყელგამოღადრულ ძუ კატებზე დაქორწინე-
ბული დაკოდილი ხვადი კატები. ყველაფერი, რაც კომედიად
იწყება, როგორც კრიპტოგრაფიული ვარჯიში, ისე მთავრდება
ხოლმე.

პაბლო დელ ვალიე, წიგნის ბაზრობა, მადრიდი, 1994


წლის ივლისი. ერთ ამბავს მოგიყვებით პოეტების ღირსების
შესახებ. იყო დრო, როდესაც ფული არ გამაჩნდა, არც ის სა-
ხელი, რომელიც ახლა მაქვს: უმუშევარი ვიყავი და პედრო
გარსია ფერნანდესი მერქვა. მაგრამ მქონდა ნიჭი და ურთი-
811 მკითხველთა ლიგა
ერთობაში სასიამოვნოდ მოქცევა შემეძლო. ერთი ქალი გა-
ვიცანი. ბევრი ქალი გავიცანი, მაგრამ განსაკუთრებით ერთი.
იმ ქალს, რომლის სახელი აჯობებს საიდუმლოდ დარჩეს, შე-
ვუყვარდი. ფოსტაში მუშაობდა. ფოსტის თანამშრომელია-
მეთქი, ვამბობდი ხოლმე, როდესაც მეგობრები მეკითხებოდ-
ნენ, ცოლი რას აკეთებსო. სინამდვილეში, ევფემიზმს ვიყე-
ნებდი, რომ არ მეთქვა, ფოსტალიონია-მეთქი. ერთხანს ერ-
თად ვცხოვრობდით. დილით, ცოლი სამსახურში მიდიოდა და
საღამოს ხუთ საათამდე ვერ ბრუნდებოდა. მაშინ ვდგებოდი,
როდესაც გავიგონებდი, კარს როგორ გაიხურავდა ხოლმე
(მიფრთხილდებოდა, რომ არ გავეღვიძებინე) და წერას ვიწ-
ყებდი. მაღალ მატერიებზე ვწერდი, ბაღებზე, დაკარგულ ცი-
ხესიმაგრეებზე – ასეთ რამეებზე. როცა ვიღლებოდი, ვკითხუ-
ლობდი პიო ბარონას. უნამუნოს, ანტონიო და მანუელ მაჩა-
დოებს, ასორინს. გარეთ ვსადილობდი, ერთ რესტორანში,
სადაც მიცნობდნენ. საღამოსკენ დაწერილს ვასწორებდი.
სამსახურიდან ცოლის დაბრუნების შემდეგ, ერთხანს ვსაუბ-
რობდით, მაგრამ რაზე უნდა ელაპარაკა ლიტერატორს ფოს-
ტალიონთან? მე ვლაპარაკობდი იმაზე, რაც დავწერე, რის
დაწერასაც ვაპირებდი: წერილის მანუელ მაჩადოზე, ლექსის
– სულიწმინდის შესახებ. ესეს, რომლის პირველი წინადადე-
ბა იქნებოდა „მეც მტკივა ესპანეთი“. ის ლაპარაკობდა ქუჩებ-
ზე, იმ დღეს რომ შემოიარა და წერილებზე, იმ დღეს რომ და-
არიგა, საფოსტო მარკებზე, ზოგიერთი ძალიან იშვიათი რომ
იყო, სახეებზე, ვისი ნახვაც უწევდა იმ ხანგრძლივი დილის
მანძილზე, როდესაც წერილებს არიგებდა. მერე, როდესაც
მეტის ატანა აღარ შემეძლო, ვემშვიდობებოდი და მადრიდის
ბარებში სახეტიალოდ გავდიოდი. ხანდახან წიგნების პრეზენ-
ტაციაზეც აღმოვჩნდებოდი ხოლმე. უპირველეს ყოვლისა
812 მკითხველთა ლიგა
იმიტომ, რომ რამდენიმე ჭიქა დამელია უფასოდ და კანაპე
მიმეყოლებინა. „კასა დე ამერიკაშიც“ შევივლიდი ხოლმე და
თვითკმაყოფილ ესპანურენოვან ამერიკელ მწერლებს ვუს-
მენდი. ატენეოშიც246 შევიხედავდი და უზრუნველყოფილ ეს-
პანელ მწერლებს ვუსმენდი. მოგვიანებით მეგობრებს ვხვდე-
ბოდი და ჩვენს შემოქმედებაზე ვსაუბრობდით, ან ყველანი
ერთად მაესტროს სანახავად მივდიოდით. იქ ლიტერატურაზე
ვყბედობდით, მაგრამ იმ საუბარზე მეტად დაბალქუსლიანი
ფეხსაცმელების წკაპუნი ჩამესმოდა – ჩემი ცოლი მიაბიჯებდა
თავისი ზონის ქუჩებში, უჩუმრად დადიოდა და გაუთავებლად,
თან თავის ყვითელ ჩანთას, ან ურიკას მიათრევდა, გააჩნია
რამდენი წერილი ჰქონდა დასარიგებელი. სწორედ ის ხმა ჩა-
მესმოდა და აზრს მიფანტავდა, ენა, რომლითაც რამდენიმე
წამის წინ მახვილსიტყვაობითა და მოქნილობით გამოვირჩე-
ოდი, მიბლაგვდებოდა, ჩვრად მექცეოდა და ჩემდა უნებურად
მაიძულებდა დავდუმებულიყავი, მაშინ, როცა დანარჩენები,
მათ შორის, ჩვენი მაესტროც, ამას, ჩემდა საბედნიეროდ,
ფიქრის, ჩაღრმავებისა და ფილოსოფიური ჭვრეტის ნიჭად
მითვლიდნენ. დროდადრო, როდესაც უკვე გამთენიისას სახ-
ლისაკენ მოვემართებოდი, იმ უბანში ვჩერდებოდი, სადაც ის
დადიოდა და ხან სამხედროსავით დავაბიჯებდი, ხან მოჩვენე-
ბასავით დავფარფატებდი და ასე მინდოდა მიმებაძა, გამე-
მეორებინა, წარმომედგინა ის, რაც ჩემი ცოლის ყოველდღი-
ურ საქმიანობაში შედიოდა. ბოლოს იმით ვამთავრებდი, რომ
რომელიმე ხის ძირას ვარწყევდი და ხეზე მიყუდებული ვტი-
როდი, თავს ვეკითხებოდი, როგორ შეიძლება, მე იმ ქალთან
ერთად ვცხოვრობდე-მეთქი. ამ კითხვაზე პასუხი არასოდეს

246 ატენეო – კერძო კულტურული ცენტრი


813 მკითხველთა ლიგა
მიმიღია, ან თუ მიმიღია, დამაკმაყოფილებელი არ ყოფილა,
მაგრამ ფაქტია, რომ არ ვეყრებოდი. დიდხანს ვიცხოვრეთ
ერთად. ხანდახან წერისას თავი რომ მენუგეშებინა, ვფიქ-
რობდი, უარესი არ იქნებოდა, ყასაბი რომ ყოფილიყო-მეთ-
ქი? ყველაზე მეტად მინდოდა, მოდას მივყოლოდი და პოლი-
ციელი ცოლი მყოლოდა. პოლიციელობა სჯობს ფოსტალიო-
ნობას. თუმცა, ფოსტალიონობა უკეთესია ყასბობაზე. მერე
გაცოფებული, გულის წასვლამდე მისული, ვწერდი და ვწერ-
დი, მაგრამ მის პროფესიაზე ფიქრი თავს მაინც არ მანებებდა.
ასე გადიოდა წლები და მთელი იმ დროის, მანძილზე ჩემს
ცოლს ვღალატობდი. ბოლოს, მადრიდის მერიის პრემია
„ახალი ხმები“ მოვიგე და ერთ დღეში სამი მილიონი პესეტა
და დედაქალაქის ცნობილ გაზეთში მუშაობის შეთავაზება მი-
ვიღე. ერნანო გარსია ლეონმა ჩემს წიგნზე ყველაზე საქებარი
წერილი გამოაქვეყნა. პირველი და მეორე გამოცემა სამ თვე-
ში გაიყიდა. ტელევიზიის ორ პროგრამაში გამოვჩნდი, თუმცა
ერთ-ერთში ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს სამასხარაოდ
მიმიყვანეს-მეთქი. დავწერე მეორე რომანი. ცოლი მივატოვე.
ვუთხარი, ხასიათებით ვერ ვეწყობით ერთმანეთს, შენი გაწვა-
ლება არ მინდა, უნდა მოიცადო, სანამ ყველაფერი კარგად
იქნება, ჩემი იმედი შეგიძლია ყოველთვის გქონდეს, ნებისმი-
ერ დროს, რაც არ უნდა გაგიჭირდეს-მეთქი. მერე წიგნები მუ-
ყაოს ყუთში ჩავაწყვე, ტანსაცმელი ერთ ჩემოდანში და წავე-
დი. სიყვარული, არ მახსოვს რომელი კლასიკოსის ნათქვა-
მია, ტრიუმფატორებს უღიმისო. დრო არ დამიკარგავს, მალე
სხვა ქალთან ერთად დავიწყე ცხოვრება. დავიქირავე ლავა-
პიესში ერთი სართული. ფულს მე ვიხდი. იქ ბედნიერი და ნა-
ყოფიერი მწერალი ვარ. ჩემი ახლანდელი ცოლი ინგლისურ
ფილოლოგიას შეისწავლის და ლექსებს წერს. წიგნებზე ვსა-
814 მკითხველთა ლიგა
უბრობთ ხოლმე ხანდახან ძალიან კარგი აზრები მოსდის
თავში. მე თუ მკითხავთ, არაჩვეულებრივი წყვილი ვართ:
ხალხი გვიყურებს და გვეთანხმება, ერთგვარად მომავალი
და ოპტიმიზმს განვასახიერებთ, რაც სიბრძნესა და აზროვნე-
ბას სულაც არ უპირისპირდება. თუმცა ზოგჯერ, ღამღამობით,
როდესაც ჩემს კაბინეტში ვზივარ და თვალს საბოლოოდ ვავ-
ლებ ხოლმე კვირის ქრონიკას, ან ჩემი რომანის გვერდებს
გადავხედავ ხოლმე, ქუჩიდან ნაბიჯების ხმა მესმის და ისეთი
შეგრძნება მაქვს, თითქმის დარწმუნებულიც კი ვარ, რომ იმ
უდროო დროს ფოსტალიონია გამოსული წერილების დასა-
რიგებლად. აივანზე გადავეყუდები. ქუჩაში არავინაა, ან ქუ-
ჩის კუთხეში ვიღაც მთვრალი მიეხეტება. არაფერი ხდება და
არავინაა. მაშინ, ისევ ჩემს საწერ მაგიდას ვუბრუნდები და
უეცრად ნაბიჯების ხმა ისევ მეორდება. ახლა კი ვრწმუნდები,
რომ ის ნაბიჯები ფოსტალიონს ეკუთვნის, ფოსტალიონი მუ-
შაობს, მართალია, ვერ ვხედავ, მაგრამ ის თავის უბანს სწო-
რედ ჩემთვის ყველაზე მოუხერხებელ დროს უვლის ხოლმე.
კვირის ქრონიკასაც და რომანსაც თავს ვანებებ და ვცდი-
ლობ, ლექსი დავწერო, ან ღამის დარჩენილი ნაწილი ხარ-
ჯთაღრიცხვის დავთარში თავჩარგულმა გავატარო, მაგრამ
არაფერი გამომდის. მისი დაბალქუსლიანი ფეხსაცმელების
კაკუნი არ მშორდება. თითქმის შეუმჩნეველი ხმაა, მაგრამ
უკვე თავში მიჟღერს და არ ვიცი როგორ მოვიშორო: ვდგები,
საძინებლამდე მივდივარ, ვიხდი, საწოლში ვწვები იქ ცოლის
სუნამონაპკურები სხეული მხვდება, მასთან სექსი მაქვს, ხან-
დახან ძალიან ნაზი, ხანდახან უხეში, მერე ვიძინებ და მესიზ-
მრება, რომ აკადემიაში შევდივარ. ან სადმე. ეს ისე, სიტყვის
მასალად ვთქვი. ხანდახან მართლაც მესიზმრება, რომ ჯოჯო-
ხეთში შევდივარ. ან არაფერი მესიზმრება. ან მესიზმრება,
815 მკითხველთა ლიგა
რომ დამასაჭურისეს და დროსთან ერთად ჩემი პაწაწინა სა-
თესლე ჯირკვლები, უფერულ ზეთისხილებს რომ ჩამოჰგავს,
ფეხებს შორის მეზრდება, შიშითა და სიყვარულით ვეალერ-
სები ჩემს სათესლე ჯირკვლებს და მათ საიდუმლოდ ვინახავ.
დღის დადგომა აქრობს ამ მოჩვენებებს. რა თქმა უნდა, ამის
შესახებ არავის არაფერს ვეუბნები. ძლიერი უნდა ვჩანდე.
ლიტერატურული სამყარო ჯუნგლებია. ფოსტალიონთან ჩემი
ურთიერთობის საფასურს უამრავი კოშმარით ვიხდი, უამრავი
ხმოვანი ჰალუცინაციით. ცუდი არ არის, თანახმა ვარ. უფრო
ნაკლებად მგრძნობიარე რომ ყოფილიყო, ალბათ აქამდე და-
ვივიწყებდი. ხანდახან სურვილიც კი მიჩნდება, დავურეკო,
მის სამუშაო საათებში უკან ვდიო, თვალი შევავლო, ერთხელ
მაინც დავინახო, როგორ მუშაობს. ხანდახან მინდა, მასთან
ერთად რომელიმე ბარში დავჯდე მის უბანში, რომელიც ჩემი
აღარ არის და გამოვკითხო, როგორ ცხოვრობს: ჰყავს თუ
არა საყვარელი, თუ ჰქონია გადასაცემად წერილი მალაიზიი-
დან ან ტანზანიიდან, თუ კიდევ ურიგებენ შობას ფოსტალიო-
ნების საშობაო საჩუქარს. მაგრამ ამას არ ვაკეთებ. მარტო
იმით ვკმაყოფილდები, რომ მისი ნაბიჯების ხმა მესმის, ყო-
ველ ჯერზე ის ხმა სულ უფრო და უფრო სუსტდება. ვკმაყო-
ფილდები იმით, რომ ვფიქრობ სამყაროს უსასრულობაზე.
ყველაფერი, რაც კომედიად იწყება, საშინელებათა ფილმად
მთავრდება ხოლმე.

მარკო ანტონიო პალასიოსი, წიგნის ბაზრობა, მადრიდი,


1994 წლის ივლისი. ცოტაოდენი რამ პოეტების ღირსების შე-
სახებ. ჩვიდმეტი წლისას გადაულახავი სურვილი მკლავდა,
მწერალი გამოვსულიყავი. მოვემზადე. მაგრამ, სანამ ვემზა-
დებოდი, არ გავჩერებულვარ, რადგან მივხვდი, რომ თუკი
816 მკითხველთა ლიგა
ასე გავაგრძელებდი, წარმატებას ვერასოდეს მივაღწევდი.
დისციპლინა და მოქნილობის უნარია ის გასაღები, რაც მი-
გიყვანს იქამდე, სადაც მისვლას აპირებ. დისციპლინა: ყო-
ველ დილით, სულ მცირე, ექვს საათს წერა. ნაშუადღევს გას-
წორება და გიჟივით კითხვა საღამოობით. მოქნილობის უნა-
რი: მწერლებთან სტუმრობა მათ რეზიდენციებში ან წიგნების
პრეზენტაციებზე, მათთან მიახლოება და თითოეულისთვის
თქმა, რომ მისი მოსმენა გინდა, რომ სიგიჟემდე გინდა მისი
მოსმენა. მოთმინება ყოველთვის არ მუშაობს. არიან ისეთი
ნაძირალებიც, რომლებიც ჯერ კი მოგითათუნებენ მხარზე
ხელს, მაგრამ მერე, როცა გნახავენ, არ მახსოვხარო, მოგახ-
ლიან. არიან უხეში, სასტიკი და მეწვრილმანე ნაძირლებიც.
მაგრამ ყველა ასეთი არ არის. საჭიროა, მოთმინებით აღი-
ჭურვო და ეძიო. ჰომოსექსუალები უკეთესები არიან, მაგრამ
ფრთხილად უნდა იყო, აუცილებლად უნდა იცოდე, როდის გა-
ჩერდე, აუცილებელია ზუსტად იცოდე, იმას რა უნდა, არადა
შეიძლება ვიღაც ბებერი მემარცხენე პედერასტის ნახმარი
აღმოჩნდე. ქალებთანაც უმეტესად იგივე ტაქტიკაა საჭირო.
ესპანელი მწერალი ქალები, რომლებმაც შეიძლება დახმა-
რების ხელი გამოგიწოდონ, ალბათ ასაკოვნები და მახინჯები
იქნებიან და შეიძლება მსხვერპლის გაღება არც ღირდეს. ჰე-
ტეროსექსუალები უკეთესები არიან, რომლებიც უკვე ორ-
მოცდაათს მიუახლოვდნენ, ან სიბერის ზღვარიც გადალახეს.
ყოველ შემთხვევაში, მათთან დაახლოებას თავიდან ვერ ავი-
ცილებთ. თავიდან ვერ ავიცილებთ იმას, რომ ჩვენი ბაღი მა-
თი საყვედურებისა და გრძნობების ჩრდილში უნდა გავაშე-
ნოთ. რა თქმა უნდა, მათი შემოქმედების მთლიანად შესწავ-
ლა მოგიწევთ. აუცილებელი იქნება, საუბარში ორი-სამი ცი-
ტატა მოიყვანოთ ხოლმე მათი ნაწარმოებებიდან და ეს შეუს-
817 მკითხველთა ლიგა
ვენებლად უნდა აკეთოთ! რჩევა: მაესტროს მეგობრები არა-
სოდეს აკრიტიკოთ. მაესტროს მეგობრები წმინდანები არიან
დ უდროო შენიშვნამ შეიძლება თქვენი ბედი სამუდამოდ და-
ამახინჯოს. რჩევა: უნდა გძულდეთ და განუსაზღვრელი რა-
ოდენობით ლანძღოთ უცხოელი მწერლები, განსაკუთრებით,
თუკი ისინი ჩრდილოამერიკელები, ფრანგები ან ინგლისე-
ლები არიან. ესპანელ მწერლებს სძულთ თავიანთი თანამედ-
როვე უცხოენოვანი მწერლები და უარყოფითი რეცენზიის და-
ბეჭდვას მათ შესახებ ყოველთვის კარგად მიიღებენ. და კი-
დევ, ჩუმად უნდა იყოთ და ჩასაფრებული, განსაზღვროთ მუ-
შაობის ფარგლები. დილით წერა, ნაშუადღევს გასწორება,
საღამოობით კითხვა და მკვდარ საათებში დიპლომატიის,
თვალთმაქცობის, მანევრირების უნარის განვითარება. ჩვიდ-
მეტი წლის ასაკში მწერლობა მინდოდა. ოცი წლისამ პირვე-
ლი წიგნი გამოვეცი. ახლა ოცდაოთხი წიგნი მაქვს და დრო-
დადრო, როდესაც უკან ვიყურები, რაღაც თავბრუსხვევის
მაგვარი მეწყება ტვინში. გრძელი გზა გავიარე , ოცდაოთხი
წიგნი გამოვეცი და ახლა შემიძლია, თავისუფლად ვიცხოვრო
ლიტერატურით (თუმცა, გულწრფელი რომ ვიყო, ბევრი რამ
არც არასოდეს მჭირდებოდა ცხოვრებაში, მარტო ერთი მაგი-
და, კომპიუტერი და წიგნები). ყოველკვირეულად მადრიდის
მემარჯვენე გაზეთთან ვთანამშრომლობ. ახლა ვქადაგებ, ვი-
ლანძღები და შეცდომებს ვუსწორებ (ოღონდ ზედმეტი არ
მომდის) ზოგიერთ პოლიტიკოსს. ის ახალგაზრდები, ვისაც
უნდა, მწერალი გახდეს, ჩემში მისაბაძ მაგალითს ხედავენ.
ზოგი ამბობს ჩემზე, აურელიო ბაკას გაუმჯობესებული ვერ-
სიააო. არ ვიცი (ორივეს გვტკივა ესპანეთი, თუმცა მეჩვენება,
რომ ხანდახან მას ჩემზე მეტად სტკივა). შეიძლება ამას გულ-
წრფელად ამბობენ, მაგრამ ადვილი შესაძლებელია ამ სიტ-
818 მკითხველთა ლიგა
ყვებით უნდათ ჩემი ნდობა დაიმსახურონ და მოვეშვა. თუ ამ
უკანასკნელის იმედი აქვთ, ვერ მივართვი, ამ სიამოვნებას
ვერ ეღირსებიან: ისევ იმ ძალით ვმუშაობ, როგორც ადრე
ვმუშაობდი, ისევ ვწერ, ისევ ვუფრთხილდები ჩემს მეგობ-
რებს. ჯერ ოცდაათიც არ შემსრულებია და მომავალი წინ
ვარდივით მეშლება. ულამაზესი ვარდივით, სურნელოვანი,
ერთადერთი ვარდივით. ის, რაც კომედიად იწყება, ტრიუმფა-
ლური სვლით მთავრდება ხოლმე. ხომ ასეა?

ერნანდო გარსია ლეონი, წიგნის ბაზრობა, მადრიდი,


1994 წლის ივლისი. ყველაფერი ოცნებით დაიწყო, როგორც
ყველაფერი დიდი იწყება ხოლმე. ცოტა ხნის წინ – მას მერე
ერთი წელიც არ გასულა – ერთ ყველაზე ცნობილ ლიტერა-
ტურულ კაფეში შევიარე და ჩვენი ბედკრული ესპანეთის რამ-
დენიმე მწერალს გავუბი საუბარი. ყველამ, ვისაც გავესაუბრე
(და ამ ერთსულოვნებაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება), დამი-
დასტურა, რომ ჩემი ბოლო წიგნი პირველ ადგილზეა გაყიდ-
ვის თვალსაზრისით თუ არა, წაკითხვის თვალსაზრისით მა-
ინც. შეიძლება. გაყიდვას თვალყურს არ ვადევნებ. თუმცა, ამ
ქების ფარდის უკან ჩრდილი მაინც შევნიშნე. ჩემი თანატო-
ლები მაქებდნენ. ახალგაზრდები ჩემში – და ამით ამაყობ-
დნენ – მაესტროს ხედავდნენ, მაგრამ ამ ქათინაურების ფარ-
დის უკან ვიგრძენი, რომ რაღაც გარდაუვალი იყო ამოფარე-
ბული. რა იყო? არ ვიცოდი. ერთი თვის შემდეგ, როდესაც აე-
როპორტის მოსაცდელ დარბაზში ვიჯექი და ჩვენი უბედური
ესპანეთიდან რამდენიმე დღით გამგზავრებას ვაპირებდი, სა-
მი ახალგაზრდა მომიახლოვდა, მაღლები და ღია ფერისანი
იყვნენ. ტკბილად მითხრეს, თქვენმა ბოლო რომანმა ჩვენი
ცხოვრება შეცვალაო. უცნაურია, თუმცა ისინი პირველები არ
819 მკითხველთა ლიგა
ყოფილან, ვინც ასე გამომეცხადა. განვაგრძე მოგზაურობა.
რომისკენ გავწიე. „დუტი-ფრი შოპში“ ვიღაც კაცი დაჟინებითა
და ინტერესით მაკვირდებოდა. საქმეზე მიემგზავრებოდა. ავ-
სტრიელი იყო (არ მიკითხავს, რას საქმიანობდა), სახელად
ჰერმან კუნსტი. ჩემი წინა წიგნით აღმოჩნდა მოხიბლული. ეს-
პანურად წაეკითხა, რადგან, რამდენადაც ვიცი, გერმანულად
ჯერ არ იყო თარგმნილი. ჩემგან ავტოგრაფის მიღება სურდა.
მისმა ქებამ გაოგნებული დამტოვა. ნეპალში რომ ჩავედი,
სასტუმროში ვიღაც ბიჭუნა მომიახლოვდა, თხუთმეტ წელზე
მეტისა არ იქნებოდა, და მკითხა, თქვენ ერნანდო გარსია ლე-
ონი ხომ არ ბრძანდებითო. ვუთხარი, დიახ-მეთქი და უკვე
განვეწყვე, რომ მისთვის რჩევა მიმეცა. მან კი უეცრად გან-
მიცხადა, თქვენი შემოქმედების მხურვალე მოტრფიალე ვა-
რო და ვერც კი მივხვდი, ისე აღმოჩნდა ჩემი ავტოგრაფი ჩემი
წიგნის – „ხარებსა და ანგელოზებს შორის“ გაცრეცილ ეგზემ-
პლარზე, უფრო კონკრეტული რომ ვიყო, მის მერვე, 1986
წლით დათარიღებულ ესპანურ გამოცემაზე. სამწუხაროდ, იმ
დროს უბედურება მოხდა, რომლის მოყოლის დრო აქ არ
არის და ვერ შევძელი, იმ ჩემი ყმაწვილი მკითხველისთვის
მეკითხა, ჩემი წიგნი ხელში რა მანქანებითა და ხერხებით ჩა-
გივარდა-მეთქი. იმ ღამით წმინდა იოანე ნათლისმცემელი მე-
სიზმრა. თავმოკვეთილი მიახლოვდებოდა სასტუმროს სა-
წოლთან და მეუბნებოდა, ნეპალში გაემგზავრე, ერნანდო, და
წინ არაჩვეულებრივი წიგნის ფურცლები გადაგეშლებაო. ნე-
პალში ვარ-მეთქი, ვპასუხობდი მძინარის ბლუკუნით. მაგრამ
იოანე ნათლისმცემელი ისევ იმეორებდა: ერნანდო, ნეპალში
გაემგზავრეო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თითქოს ჩემი
ლიტერატურული აგენტი ყოფილიყო. მეორე დილით ის სიზ-
მარი დამავიწყდა. კატმანდუს მთებში ექსკურსიის დროს შემ-
820 მკითხველთა ლიგა
თხვევით ჩვენი გაუბედურებული ესპანეთიდან ჩამოსულ ტუ-
რისტების ჯგუფს, გადავაწყდი. მიცნეს (მარტო ვიყავი, ლოდე-
ბის უკან მედიტაციაში ჩაფლული) და კითხვა-პასუხის ხან-
გრძლივი სესიის გავლა მომიხდა, თითქოს სატელევიზიო შო-
უში ვყოფილიყავი ინტერვიუზე. ჩემი თანამემამულეების
ცოდნის წყურვილი დაუსრულებლად, აკვიატებულად, აუტან-
ლად მომეჩვენა. ორ ეგზემპლარზე ხელი მოვაწერე, სასტუმ-
როში დავბრუნდი და იმ ღამით ისევ იოანე ნათლისმცემელი
დამესიზმრა. ამჯერად უფრო სხვა, უფრო პრესტიჟული ვარი-
ანტი ჰქონდა შერჩეული, ახლა რაღაც ჩრდილი ახლდა. იმ
ჩრდილს სახე დაფარული ჰქონდა და გარკვეულ დისტანციას
ინარჩუნებდა, სანამ უთავო იოანე ლაპარაკობდა. იოანეს სა-
უბარი მთლიანობაში, წინა ღამის ნათქვამს იმეორებდა. მეუბ-
ნებოდა, ნეპალი აუცილებლად უნდა მოინახულოო და მპირ-
დებოდა, ამით არაჩვეულებრივ, ყველაზე თამამი კალმის
ღირს წიგნს დაწერო. ის სიზმრები გაუთავებლად მიმეორდე-
ბოდა, პირველ, მეორე ღამეს და, პრაქტიკულად მთელი იმ
ხნის მანძილზე, სანამ აღმოსავლეთში ვიყავი. მადრიდში
დავბრუნდი, ჩემდაუნებურად გაუთავებელ ინტერვიუებს დავ-
მორჩილდი და მერე, ორეხუელა-დე-არგანდაში, მთებში ჩა-
კარგულ ამ პატარა სოფელში გავემგზავრე იმ მტკიცე გადაწ-
ყვეტილებით, რომ შემოქმედებით მუშაობას უნდა შევდგომო-
დი. იოანე ნათლისმცემელი ისევ მესიზმრა: ბიჭო, ერნანდო,
ეს უკვე მეტისმეტიაო, მითხრა სიზმარში. მთელი გონებრივი
ძალა მოვიკრიბე, რაც მარტო იმას ძალუძს, ვისაც ნერვები
გამობრძმედილი აქვთ უკიდურეს სიტუაციებში და თავი ვა-
იძულე, უცებ გამღვიძებოდა. ოთახი კასტილიური ღამის ღრმა
მდუმარებაში იყო ჩაფლული. ფანჯრები გავაღე და მთიდან
მონაბერი სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე. დიდი ხანი არ იყო გასუ-
821 მკითხველთა ლიგა
ლი, რაც დღეში ორ კოლოფს ვეწეოდი და წამის უსწრაფესად
ახლაც გამიელვა თავში, ურიგო არ იქნებოდა, მომეწია-მეთ-
ქი. როგორც კაცმა, რომელსაც დასაკარგი დრო არა აქვს, გა-
დავწყვიტე, უძილობა იმისთვის გამომეყენებინა, რომ ქაღალ-
დებისთვის გადამეხედა, წერილებისთვის მეპასუხა, სტატიე-
ბისა და კონფერენციებისთვის პროექტები გამეაზრებინა,
მოკლედ, სახელოვანი ავტორის ყოველდღიურ საქმიანობას
შევდგომოდი, რასაც ვერასოდეს გაიგებენ გაბრაზებულები
და შურიანები, ვისი წიგნებიც ათას ეგზემპლარს ვერასოდეს
გასცდება. მერე ისევ საწოლს დავუბრუნდი და, როგორც
მჩვევია, მაშინვე ჩამეძინა. სიშავიდან, როგორც სურბარანის
ნახატიდან, უეცრად ისევ ამომიტივტივდა იოანე ნათლისმცე-
მელი და პირდაპირ თვალებში ჩამხედა. თავით რაღაც მანიშ-
ნა და მერე წარმოთქვა, გტოვებ, ერნანდო, მაგრამ მარტო არ
რჩებიო. გარემოს დავაკვირდი. ნელ-ნელა ნათდებოდა, თით-
ქოს ქარი თუ ანგელოზი დევნიდა ნისლსა და სიშავეს, თუმცა
დილას სამგლოვიარო განწყობა მაინც არ შორდებოდა. სიღ-
რმეში, ჩემი საწოლიდან სამ მეტრში, კლდოვანი ქედის გვერ-
დით ვიღაც სახეშებურვილი იდგა და მოთმინებით მელოდა.
ვინ ხარ-მეთქი, ვკითხე. ჩემი აკანკალებული ხმა გაისმა. სა-
დაცაა ტირილი ამიტყდებოდა. მოვიკუნტე. გაბრუებული ვიყა-
ვი, ირგვლივ მრუმე დილა სუფევდა. მიუხედავად ამისა, შევე-
ცადე, გული გამემაგრებინა და კითხვა გავუმეორე: ვინ ხარ-
მეთქი. მაშინ, ჩრდილი ატორტმანდა, ან იქნებ გარიჟრაჟი
ატორტმანდა, ჩემს თვალებს, გადმოცვენაზე რომ მქონდა,
ტორტმანად მოეჩვენა, რაც სინამდვილეში სხვა რამ იყო. შემ-
დეგ ის ჩრდილი ჩემი საწოლისკენ წამოვიდა. ისეთი შეგრძნე-
ბა დამეუფლა, თითქოს მიწას ფეხს არ აკარებდა, მაგრამ მე
მაინც მესმოდა ძირს ჩაცვენილი ქვების ხრიალი და მეჩვენე-
822 მკითხველთა ლიგა
ბოდა, თითქოს ხერხემალზე მადგამდა ფეხს და ერთდროუ-
ლად უამრავი ხმა გავიგონე: ძვლების ჭახაჭუხი, ღრჭიალი,
წკარუნი, ჩურჩული და გუგუნი, თითქოს ქვები მინდვრის ბა-
ლახი ყოფილიყო, ფეხები კი ჰაერი ან წყალი. რაც შემეძლო,
თავს ძალა დავატანე, წარმოუდგენელი ძალისხმევით წამო-
ვიჭერი საწოლიდან და იდაყვზე დაყრდნობილმა ვკითხე, ვინ
ხარ, ჩემგან რა გინდა, აჩრდილო, სახეს რატომ მალავ-მეთ-
ქი. აჩრდილი კი ისევ წინ მოიწევდა ფერფლისფერ ქვიან ზე-
დაპირზე, სანამ ჩემს საწოლამდე არ მოვიდა. იქ შედგა და
ქვებმაც შეწყვიტეს ხრიალი და ჩემს ოთახშიც და მინდვრებ-
შიც და მთის ფერდობებზეც ყოვლისმომცველმა დუმილმა და-
ისადგურა. თვალები დავხუჭე და თავს ვუთხარი, გამაგრდი,
ერნანდო, ახლა საშინელ სიზმარში ხარ-მეთქი და ხელახლა
გავახილე. მაშინ აჩრდილმა კაპიუშონი გადაიძრო, რაც შეიძ-
ლება, უბრალოდ, თავსაბურავი იყო და დავინახე როგორ იდ-
გა ჩემ წინაშე ღვთისმშობელი. თუმცა მისი ნათელი დამაბ-
რმავებელი არ ყოფილა. არადა, ჩემი მეგობარი, პატრისია
ფერნანდეს გარსია ერასურისი, რომელსაც ხშირად გამოუც-
დია ასეთი რამეები, საპირისპიროს ირწმუნება. პირიქით – ის
ნათელი საამოდ ეფინებოდა ქუთუთოებს და დილის სინათ-
ლეს უერთდებოდა. და სანამ ენა ჩამივარდებოდა, წარმოვ-
თქვი, ღვთისმშობელო, ჩემისთანა უბადრუკი მონისგან რა
გნებავთ-მეთქი, მან კი მიპასუხა, ერნანდო, შვილო ჩემო, მინ-
და, წიგნი დაწეროო. ჩვენი საუბრის დანარჩენ ნაწილს ვერ
მოვყვები. მაგრამ დავწერე. გახელებული შევუდექი მუშა-
ობას, მზად ვიყავი, ტყავიდან ამოვმძვრალიყავი და სამი თვის
შემდეგ ჩემს გამომცემელს მაგიდაზე სამას ორმოცდაათ-
გვერდიანი ჩემი ახალი წიგნი ედო, სახელწოდებით „ახალი
ერა და იბერიული კიბე“. როგორც მითხრეს, დღეს ათას ეგ-
823 მკითხველთა ლიგა
ზემპლარზე მეტი გაიყიდა. რა თქმა უნდა, ყველაზე ხელი არ
მომიწერია, სუპერმენი კი არ ვარ. ყველაფერი, რაც კომედი-
ად იწყება, აუცილებლად იდუმალებად მთავრდება ხოლმე.

პელაიო ბარენდოაინი, წიგნის ბაზრობა, მადრიდი, 1994


წლის ივლისი. ჯერ ერთი, აქ ვარ. გაბრუებული, ანტიდეპრე-
სანტებით ყურებამდე გაჭყეპილი აქამდე მაინც მოვედი და ეს
ბაზრობაც შემოვირბინე. შესახედავად კარგი ბაზრობაა. ერ-
ნანდო გარსია ლეონს უამრავი მკითხველი ჰყავს, უამრავი
მკითხველი ჰყავს ბაკასაც, გარსია ლეონის ანტიპოდს, თუმ-
ცა, მასავით სახელოვანს. ის კი არა, ჩემს ძველ მეგობარს, პე-
რე ორდონიესსაც ჰყავს გარკვეული რაოდენობით მკითხვე-
ლი, და სადაც მეც კი, იმისათვის, რომ განვაგრძო წერა და
უფრო შორს წავიდე, მეც მყვანან ჩემი მკითხველები – უარ-
ყოფილები, გალახულები, თავები ლითიუმის პაწაწინა ყუმბა-
რებით, პროზაკის მდინარეებით, ეპამინოლის ტბებით, რო-
ჰიპნოლის მკვდარი ზღვებით, ტრანკვიმაზინის მთებით რომ
აქვთ გამოტენილი, ჩემი ძმები, ჩემს სიგიჟეს რომ წოვენ, რა-
თა თავიანთი სიგიჟე გამოკვებონ. მე კი აქ ჩემს ექთანთან ერ-
თად ვარ, თუმცა შეიძლება არც არის ექთანი და სოციალური
სამსახურის მუშაკია, სპეციალიზებული აღმზრდელი, შეიძ-
ლება ადვოკატიც კი იყოს. ყოველ შემთხვევაში, აქ ვარ ქალ-
თან ერთად, რომელიც ექთნის შაბეჭდილებას ტოვებს და ეს
საშუალებას მაძლევს, სასწრაფოდ მივიღო სასწაულმოქმედი
აბები, ნამდვილი ყუმბარები, რაც ხელს შემიშლის რამე სისუ-
ლელის ჩადენაში. ის ქალი გვერდით მომყვება და მას უსაშ-
ველოდ თხელი, მყიფე ჩრდილი აქვს. როდესაც ვტრიალდე-
ბი, მისი თხელი ჩრდილი ჩემს ჩრდილს ეხება, ასეთ მძიმეს,
ასეთ მოცულობითს. და ჩემი ჩრდილი თითქოს ირცხვენს მი-
824 მკითხველთა ლიგა
სი ჩრდილის გვერდით, მაგრამ, თუ ვინმე უფრო ყურადღებით
დაგვაკვირდება, როგორც ამას მე ვაკეთებ, მიხვდება, რა-
ოდენ ბედნიერს ჰგავს, კმაყოფილს იმით, რომ თავისი ჩრდი-
ლის გვერდით დაფარფატებს. ჩემი ჩრდილი მესამე ათას-
წლეულის დათვი იოგის ჩრდილია, მისი კი ჰიპათიას247 მოს-
წავლე გოგონასი. და ზუსტად მაშინ როდესაც აქ ყოფნა მომ-
წონს, ძალიან მომწონს, რადგან ჩემს ექთანსაც მოსწონს ამ-
დენი წიგნის დანახვა და იმ გიჟის გვერდით სიარული, ყველა-
ზე ცნობილი გიჟი რომ არის ეგრეთ წოდებულ ესპანურ პო-
ეზიაში, ანდა ესპანური ლიტერატურის სფეროში, სწორედ მა-
შინ მინდება, იდუმალად გავიღიმო, ან იდუმალად წავიღიღი-
ნო, ხოლო ჩემი ექთანი მეკითხება, რა გაცინებს, ან რა გაღი-
ღინებსო, მე კი ვეუბნები, ის მაცინებს, რომ ეს ყველაფერი სა-
საცილოდ მეჩვენება, რადგან სასაცილოა ერნანდო გარსია
ლეონი, რომელსაც თავი იოანე ნათლისმცემლად ან წმინდა
იგნატიუს ლოიოლად248 ან ნეტარ ესკრივად249 მოაქვს, კიდევ
იმიტომ რომ სასაცილოდ მეჩვენება სახელისთვის ასეთი
ბრძოლა და ასეთი ბრძოლა მკითხველისთვის ამ ყველა
მწერლის მხრიდან, რომლებიც თავიანთ აზბესტის სტენდებზე
ფესვებგადგმულებს გვანან-მეთქი. ქალმა შემომხედა და ახ-
ლა ღიღინის მიზეზი მკითხა. მე კი ვუთხარი, რომ არსებობს
ჩემი ღიღინისნაირი ლექსები. მათზე ვიფიქრებ და შევეცდები,
დავიმახსოვრო-მეთქი. მაშინ ჩემი ექთანიც იღიმის და თავს
მიქნევს, კმაყოფილია ჩემი პასუხებით. ხალხის მასა იზრდება

247 ჰიპათია – გვიანელინისტური ეპოქის ფილოსოფოსი ქალი, ნეოპლა-


ტონიკოსი, მათემატკოსი, ასტრონომი
248 იგნატიუს დე ლოიოლა (1491-1556) – კათოლიკე წმინდანი, იეზუიტთა

ორდენის დამაარსებელი
249 ხოსე მარია ესკრივა დე ბალაგერი ალბასი (1902-1975) – კათოლიკე

მღვდელი, რომელიც 2002 წ. რომის პაპმა წმინდანად შერაცხა.


825 მკითხველთა ლიგა
და ხალხის რაოდენობა უკვე სახიფათო ხდება, (როგორც ჩე-
მი ექთანი მიხსნის, აურელიო ბაკას სტენდთან მოეწყო ეს ზე-
დახორა), ამ დროს მისი ხელი ჩემს ხელს ეძებს და სულ ადვი-
ლად პოულობს. ხელჩაჭიდებულები ნელა გავდივართ მცხუნ-
ვარე მზისა და გამყინავი ჩრდილის ზონიდან. მისი ჩრდილი
ჩემს ჩრდილზეა გაწოლილი, უფრო სწორად კი – მისი სხე-
ული ჩემს სხეულზე. თუმცა, სინამდვილე სხვანაირია (ვიღიმი
იმიტომ, რომ ყმუილი არ დავიწყო, ხოლო ვღიღინებ იმიტომ,
რომ არ ვილოცო, ან ღვთის გმობა არ აღმომხდეს), ჩემი ექ-
თნისთვის კი ჩემი ნათქვამიც კმარა, და ჩემი ვერსია აკმაყო-
ფილებს, რაც მისი, როგორც ფსიქოლოგის, უნარზე ბევრს
არაფერს მიანიშნებს, სამაგიეროდ, მიანიშნებს, თუ რა მიდ-
რეკილებები გააჩნია, იმაზე, რომ ტკბება მადრიდის პარკზე
ჩამავალი მზის ყურებით, მიანიშნებს მის დაუოკებელ
ლტოლვაზე, ბედნიერი იყოს. და სწორედ მაშინ ვფიქრობ ნაკ-
ლებად პოეტურ რამეებზე, ყოველ შემთხვევაში, ერთგვარი
პერსპექტივიდან, როგორიცაა უმუშევრობა (იმაზე, რომ ჩემი
ექთანი იმის წყალობით გამოვიდა შენობიდან, რომ მე გიჟი
ვარ) ან, მაგალითად, იურისპრუდენციის შესწავლაზე (რად-
გან ჩემმა ადვოკატმა თვისებები შეიცვალა და ესპანური ლი-
ტერატურის კითხვა დაიწყო იმის წყალობით, რომ გიჟი ვარ),
და უმუშევრობები ისევე, როგორც დაკარგული საათები ამო-
იზრდებიან ჩემ თვალწინ. ისე ამოიზრდებიან, როგორც ერთა-
დერთი წითელი ბურთი ამოდის და ამოდის ხოლმე, სანამ არ
ამატირებს, იკარუსის ბედით დამწუხრებული დედალოსი,
განწირული დედალოსი, მერე ისევ პლანეტა დედამიწაზე
ვბრუნდები, წიგნის ბაზრობაზე, და აქეთ-იქით ღიმილს ვარი-
გებ, მარტო მისთვის ვაფრქვევ, მაგრამ, გაღიმებულს ის კი
არა, ჩემი მკითხველები მხედავენ, დაჩაგრული, ჩაწიხლული
826 მკითხველთა ლიგა
მკითხველები, ჩემი სიგიჟით რომ იკვებებიან და ბოლოს
იმით დაასრულებენ, რომ მომკლავენ, ან ჩემს უსასრულო
მოთმინებას ბოლოს მოუღებენ. კიდევ ჩემი კრიტიკოსები მხე-
დავენ, კიდევ ისინი, ვისაც უნდა ჩემთან ერთად სურათი გადა-
იღოს, მაგრამ ჩემ გვერდით ყოფნას რვა საათზე მეტ ხანს ვერ
აიტანენ, ტელევიზიის წამყვანები, გიჟდებიან ბარენდოაინის
სიგიჟეზე და თან თავებს ფხიზლად აკანტურებენ, ის კი ვერ
ხედავს, ვერასოდეს ვერ ხედავს, სულელი, შტერი, გულუბ-
რყვილო, რომელიც ძალიან გვიან მოვიდა, რომელსაც ლი-
ტერატურა აინტერესებს და წარმოდგენაც არა აქვს, რა ჯოჯო-
ხეთი იმალება მტვრიანი თუ სუფთა ფურცლების ქვეშ, ის, ვი-
საც უყვარს ყვავილები და არ იცის, ლარნაკების სიღრმეში რა
ურჩხულები ბუდობენ, ის, ვინც წიგნის ბაზრობაზე სეირნობს
და მეც მიმათრევს, ვინც უღიმის ფოტოგრაფებს, მე რომ მი-
ღებენ სურათებს, ვინც ჩემს ჩრდილსაც მიათრევს და თავისა-
საც, უვიცი, გაუნათლებელი, შტერი, ვინც ჩემზე გვიან მოკ-
ვდება და ჩემი ერთადერთი ნუგეშია. ყველაფერი, რაც კომე-
დიად იწყება, სიცარიელეში გასროლილ პასუხად მთავრდება
ხოლმე.

ფელიპე მიულერი, ბარი „სენტრიკო“, ტალიერის ქუჩა,


ბარსელონა, 1995 წლის სექტემბერი. ეს აეროპორტის ამბა-
ვია. არტურომ მიამბო ბარსელონის აეროპორტში. მწერლე-
ბის შესახებაა ეს ამბავი. კაცმა რომ თქვას, ბუნდოვანი. აერო-
პორტებში მოყოლილ ამბებს სწრაფად ივიწყებენ, მითუმე-
ტეს, თუ სასიყვარულო თემაზეა, მაგრამ ეს არ არის ასეთი.
მგონი, ვიცნობთ იმ მწერლებს, ყოველ შემთხვევაში, იმან გა-
იცნო. სად, ბარსელონაში, პარიზში, მეხიკოში? ეს არ ვიცი.
ერთ-ერთი მათგანი პერუელია, მეორე კუბელი, თუმცა, ასი
827 მკითხველთა ლიგა
პროცენტით ვერ დავიჩემებ. როდესაც არტურომ ეს ისტორია
მიამბო, მარტო მათ ეროვნებებში კი არ იყო დარწმუნებული,
მათი სახელებიც ჩამომითვალა. მაგრამ, მე თითქმის არ მი-
ვაქციე ყურადღება. ვფიქრობ, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტ-
ყვი , რომ ჩვენი თაობისანი არიან, ანუ ორმოცდაათიან წლებ-
ში დაბადებულები. არტუროს თქმით, მათ – ეს ნათლად მახ-
სოვს – იმ თაობისათვის ტიპური ბედი ჰქონდათ. პერუელი
მარქსისტი იყო, ყოველ შემთხვევაში მარქსისტულ ლიტერა-
ტურას კითხულობდა. იცოდა გრამში250, ლუკაჩი251, ალთუსე-
რი.252 ასევე წაკითხული ჰქონდა ჰეგელი, კანტი, ზოგიერთი
ბერძენი ფილოსოფოსი. კუბელი „ბედნიერი მთხრობელი“
იყო. დიდი ასოებით უნდა დაიწეროს: ბედნიერი მთხრობელი.
თეორეტიკოსებს არ ცნობდა, მარტო ლიტერატორებს, პოე-
ტებს, პროზაიკოსებს. ორივე, პერუელიცა და კუბელიც, ღა-
რიბ ოჯახში იყო დაბადებული, პირველი – პროლეტარის, მე-
ორე – გლეხის. ორივე ხალისიან ბავშვად იზრდებოდა, გან-
წყობილები მხიარულებისთვის, ძალიან უნდოდათ, ბედნიე-
რები ყოფილიყვნენ. არტურო ამბობდა, ორივე ძალიან საყვა-
რელი ბავშვი უნდა ყოფილიყოო. ჩემი აზრით, ყველა ბავშვი
საყვარელია. რა თქმა უნდა, ლიტერატურისკენ მიდრეკილება
ძალიან ადრე აღმოაჩინეს: პერუელი ლექსებს წერდა, კუბე-
ლი – მოთხრობებს. ორივეს სჯეროდა რევოლუციის და თავი-
სუფლებისა. დაახლოებით ისე, როგორც ყველა ორმოცდა-
ათიანებში დაბადებულ ლათინოამერიკელ მწერალს. მერე

250 ანტონიო გრამში (1891-1937) – იტალიელი ფილოსოფოსი, პოლიტი-


კური მოღვანე, იტალიის კომუნისტური პარტიის დამაარსებელი
251 დიორდ ლუკაჩი (1885-1971) – უნგრელი ნეომარქსისტი, დასავლური

მარქსიზმის ერთ-ერთ მთავარი წარმომადგენელი


252 ლუი ალთუსერი (1918-1990) – ფილოსოფოსი-ნეომარქსისტი, სტრუქ-

ტურული მარქსიზმის დამაარსებელი


828 მკითხველთა ლიგა
გაიზარდნენ: პირველ ეტაპზე პერუელმა და კუბელმა გამარ-
ჯვების გემო შეიგრძნეს, მათი ნაწარმოებები დაიბეჭდა, კრი-
ტიკა დადებითად გამოეხმაურა. დაახასიათეს, როგორც კონ-
ტინენტის საუკეთესო ახალგაზრდა მწერლები, ერთი პო-
ეზიაში, მეორე პროზაში და, რა თქმა უნდა, ამის მერე ლოდი-
ნის რეჟიმი ჩართო, როდის დაწერდნენ თავიანთ ყველაზე
მნიშვნელოვან, გადამწყვეტ ნაწარმოებებს. მაგრამ, მერე
მოხდა ის, რაც ემართებათ ხოლმე ლათინური ამერიკის სა-
უკეთესო მწერლებს და ორმოცდაათიან წლებში დაბადებულ
საუკეთესო მწერლებს: გასხივოსნებასავით გაეხსნათ სამება
ახალგაზრდობის, სიყვარულის და სიკვდილისა. როგორ აი-
სახა ეს მათ ნაწარმოებებში? თავიდან თითქმის შეუმჩნევ-
ლად: თითქოს ერთი მინა მეორე მინას დაედო და ოდნავ შე-
არხიაო. მარტო რამდენიმე მეგობარმა შენიშნა ეს ცვლილე-
ბა. მერე, როგორც ხდება ხოლმე, ჰეკატომისკენ და უფსკრუ-
ლისკენ აიღეს გეზი. პერუელმა სტიპენდიას გამოჰკრა ხელი
და ლიმიდან გაემგზავრა. ერთხანს ლათინურ ამერიკაში მოგ-
ზაურობდა, მაგრამ დიდხანს არ უფიქრია და ბარსელონაში
სცადა ბედი, მერე პარიზში. ვფიქრობ, არტურომ მექსიკაში
გაიცნო, მაგრამ მათი მეგობრობა ბარსელონაში დაიწყო. იმ
დროს ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ იმ მწერლის ლიტე-
რატურული კარიერა წინ მეტეორის სისწრაფით უნდა გაჭრი-
ლიყო, თუმცა, ღმერთმა იცის რატომ, ესპანელი გამომცემ-
ლები და მწერლები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მისი
შემოქმედებით არ დაინტერესდნენ. მერე პარიზში გაემგზავ-
რა და იქ პერუული წარმოშობის მაოისტ სტუდენტებს დაუახ-
ლოვდა. არტუროს თქმით, პერუელი ყოველთვის მაოისტი
იყო, უპასუხისმგებლო, ზერელე მაოისტი, სალონური მაოის-
ტი, მაგრამ პარიზში, ასე თუ ისე, დააჯერეს, რომ, ვთქვათ, მა-
829 მკითხველთა ლიგა
რიატეგის253 რეინკარნაციას წარმოადგენდა, გრდემლი თუ
ურო, კარგად ვერ დავიმახსოვრე, მისი დახმარებით აპირებ-
დნენ იმ ქაღალდის ვეფხვების განადგურებას, ლათინურ ამე-
რიკაში რომ დათარეშობდნენ. რატომ ეგონა ბელანოს, რომ
მისი პერუელი მეგობარი თამაშობდა? იმიტომ, რომ მიზეზები
არ აკლდა ამისათვის: შეეძლო, ერთ დღეს ოქტავიო პასზე
დაეწერა წერილი, სადაც მას ეპირფერებოდა და ქებით ცამდე
აჰყავდა. მაოისტისთვის ეს არ იყო სერიოზული საქციელი.
თანმიმდევრულობა აკლდა. სინამდვილეში, პერუელი ესეის-
ტად არასოდეს ვარგოდა, ღარიბი სოფლელების წარმომად-
გენლად მოევლინებოდა მკითხველს თუ ოქტავიო პასის პო-
ეზიის დამცველად. როგორც პოეტი, პირიქით, ისევ ისეთ
კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, ხანდახან ძალიან კარგსაც
კი, რისკიანის, ნოვატორის. ერთ დღეს იმ პერუელმა პერუში
დაბრუნება გადაწყვიტა, ალბათ იფიქრა, დრო მოვიდა, ახალ-
მა მარიატეგიმ სამშობლოს ცხოვრება ძირეულად შეცვალო-
სო, ალბათ მარტო ის ამოძრავებდა, სტიპენდიიდან შემორჩე-
ნილი ფულით უფრო იაფი ადგილი იპოვა, რათა თავის ახალ
ნაწარმოებებზე წყნარად და მშვიდად ემუშავა. მაგრამ არ გა-
უმართლა. ლიმის აეროპორტში მისი ჩასვლა ფეხბედნიერი
არ გამოდგა – ზუსტად იმ დროს „სენდერო ლუმინოსო“,254
თითქოს მის ჩამოსვლას ელოდაო, საშიშ პრობლემად და
საგრძნობ გამოწვევად გარდაისახა, საშიშ ძალად, რომელიც
შეიძლებოდა მთელ პერუში გავრცელებულიყო. აშკარაა,

253 ხოსე კარლოს მარიატეგი (1894–1930) — პერუელი მუშათა მოძრაო-


ბის ლიდერი, მწერალი, კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, მარქსიზმის თეორე-
ტიკოსი, ინტელექტუალი, რომლის შრომებმა მეცნიერების დიდი ყურად-
ღება მიიპყრო.
254 „სენდერო ლუმინოსო“ (მანათობელი გზა) (ესპ.) – პერუს კომუნისტური

პარტიის სახელწოდება
830 მკითხველთა ლიგა
რომ პერუელს არ შეეძლო, თავის მთიან სოფელში დაბრუნე-
ბულიყო და წერა იქ გაეგრძელებინა. იმ დღიდან ყველაფერი
ცუდად წარემართა. გაქრა ეროვნული მწერლობის ახალგაზ-
რდული დაპირება და მის ადგილას მოვიდა სულ უფრო მზარ-
დი შიში. უფრო მზარდი გამწარება, ტანჯვა იმ ფიქრისგან,
რომ ბარსელონა და პარიზი ლიმაზე გაცვალა, რადგან ლიმა-
ში, იმათ, ვისაც მისი პოეზია არ სძულდა, ეზიზღებოდათ რევი-
ზიონისტობის გამო და მოღალატე ძაღლად თვლიდნენ. პო-
ლიციის გადასახედიდან ასეთი შეხედულება, ერთგვარად, სი-
მართლეც იყო, მილენარიზმის255 იდეოლოგობას რომ აბრა-
ლებდნენ. ანუ, ერთი ხელის მოსმით, პერუელი აღმოჩნდა
ქვეყანაში, სადაც შეიძლებოდა მოეკლა როგორც პოლიციას,
ასევე კომუნისტურ პარტიას. ამისათვის ერთსაც და მეორესაც
უამრავი მიზეზი ჰქონდა, ერთნიცა და მეორენიც თავს შე-
ურაცხყოფილად გრძნობდნენ მისი ნაწერების გამო. იმ პე-
რიოდიდან ყველაფერი, რასაც თავის გადასარჩენად აკეთებ-
და, მას გარდაუვალად აახლოებდა დესტრუქციასთან. დას-
კვნის სახით შეიძლება ითქვას: პერუელის ცხოვრების ჩარხი
უკუღმა დატრიალდა. წინათ ოთხთა ჯგუფის256 კულტურული
რევოლუციით აღფრთოვანებული ახალგაზრდა მადამ ბლა-
ვატსკაიას თეორიების მიმდევრად გადაიქცა, კათოლიკური
ეკლესიის წიაღს დაუბრუნდა, იოანე პავლე II-ის მხურვალე
მიმდევარი და გათავისუფლების თეოლოგიის257 დაუძინებე-

255 პოლიტიკური მილენარიზმი – სიღარიბისა და ჩაგვრისაგან მყისიერი


და სრული გათავისუფლების იდეოლოგია
256 ოთხთა ჯგუფი – ოთხი მუსიკოსისგან შემდგარი ჯგუფი მექსიკაში, რო-

მელიც დაარსდა 1935 წელს და მიზნად დაისახა ახალი მუსიკის განვითა-


რება.
257 გათავისუფლების თეოლოგია – თეოლოგიის ქრისტიანული სკოლა,

ძირითადად რომის კათოლიკურ ეკლესიაში


831 მკითხველთა ლიგა
ლი მტერი გახდა. მიუხედავად ამისა, პოლიციამ ეს მეტამორ-
ფოზა არ დაიჯერა და მისი გვარი პოლიტიკურად საშიშთა სი-
აში დატოვა. სამაგიეროდ, სიმართლედ ჩათვალეს მეგობარ-
მა პოეტებმა, მისგან მართლაც რაღაც ქმედებას რომ ელოდ-
ნენ და აღარ ელაპარაკებოდნენ. ცოლმაც არ დაახანა – მი-
ატოვა. მაგრამ პერუელმა მაინც შეინარჩუნა თავისი პოზიცია
და შეხედულებები არ გადათქვა. რად უნდა იმას დაზუსტება,
რომ ფულს ვერ შოულობდა. მშობლიურ სახლში დაბრუნდა
საცხოვრებლად და მამის კმაყოფაზე იყო. მამა რომ გარდა-
ეცვალა, დედა ინახავდა. რასაკვირველია, წერისთვის თავი
არ დაუნებებია და უზარმაზარ წიგნებს ქმნიდა. ის წიგნები კა-
ნონთან მწყრალად იყო. სამაგიეროდ, კაცი შიგ დროდადრო
გამაოგნებელ და ბრწყინვალე იუმორს იპოვიდა. წლების შემ-
დეგ, ხანდახან იმ დასკვნამდე მიდიოდა, რომ 1985 წლის
დროინდელი პატიოსნება შენარჩუნებული ჰქონდა. კიდევ:
სულ დაკარგა სირცხვილი, თავშეკავება, მორიდება, ასევე
ზომიერების გრძნობა (ანუ, როდესაც ლათინური ამერიკის
მწერლებზე ვლაპარაკობთ, უნდა დავაზუსტოთ, ჩვეულებრივ-
ზე მეტად დაკარგაო). თვითირონიაც დაკარგა და აღარც თა-
ვის ქებასა და თვითშეფასებაში გააჩნდა საზღვარი. მიუხედა-
ვად ამისა, დროდადრო ძალიან კარგ ლექსებს წერდა. რო-
გორც არტურომ მითხრა, პერუელი ამერიკის ყველაზე დიდ
მწერლებად უიტმენსა და საკუთარ თავს თვლიდა. იშვიათი
შემთხვევაა. კუბელის ისტორია განსხვავებულია. კუბელი
თვითონაც ბედნიერი იყო და ტექსტებიც ხალისიანი და რადი-
კალური ჰქონდა. მაგრამ ჰომოსექსუალობა უშლიდა ხელს,
რადგან რევოლუციის მამებს ჰომოსექსუალების ატანა არ შე-
ეძლოთ. ამიტომ, დიდების უმოკლესი პერიოდი, რა დროსაც
მწერალმა ორი (ასევე მოკლე), მაღალი ხარისხის რომანი
832 მკითხველთა ლიგა
დაწერა, მიწასთან გაასწორა უცებ იმ ქაქმა და სიგიჟემ, რევო-
ლუცია რომ ერქვა. ნელ-ნელა ის მცირეოდენიც წაართვეს,
რაც ჰქონდა. დაკარგა სამსახური, აღარ ბეჭდავდნენ, შეეცად-
ნენ, პოლიციის ჯაშუშად ექციათ, დასდევდნენ, მის წერილებს
ხსნიდნენ და ბოლოს დაიჭირეს კიდეც. რევოლუციონერებს
ორი მოთხოვნა ჰქონდათ: კუბელი ჰომოსექსუალობისგან უნ-
და გამოჯანმრთელებულიყო და უკვე გამოჯანმრთელებულს
სამშობლოს საკეთილდღეოდ ეღვაწა. ორივე სასაცილოა. კუ-
ბელმა გაუძლო. როგორც კარგ (ან ცუდ) ლათინოამერი-
კელს, არ ეშინოდა არც პოლიციის, არც სიღარიბის, არც
იმის, რომ აღარ დაბეჭდავდნენ. აურაცხელ შარში იყო გახვე-
ული, თანაც განუწყვეტლივ. მიუხედავად იმდენი ზეწოლისა,
სიცოცხლეც და სიმხნევეც შეინარჩუნა და ერთ დღეს წავიდა
კიდეც. შეერთებულ შტატებში უკვე უბეჭდავდნენ ნაწარმო-
ებებს. ძველებურზე მეტი ენთუზიაზმით დაიწყო მუშაობა, მაგ-
რამ ის და მაიამი არ იყვნენ ერთმანეთისთვის გაჩენილი, ერ-
თმანეთს ვერ უგებდნენ. ნიუ-იორკში გადასახლდა. ჰყავდა
საყვარლები. შიდსი შეეყარა. კუბაზე თქვეს, აი, ხომ ხედავთ,
აქ რომ დარჩენილიყო, ახლა ცოცხალი იქნებოდაო. ერთხანს
ესპანეთში იყო. ბოლო დღეები მძიმე ჰქონდა: უნდოდა, წიგნი
დაემთავრებინა, ძალა ძლივს ჰყოფნიდა, რომ დაებეჭდა. მა-
ინც დაასრულა. ხანდახან თავის ნიუ-იორკის ბინის ფანჯარას-
თან ჯდებოდა და იმაზე ფიქრობდა, რის გაკეთება შეეძლო და
ბოლოს რა გააკეთა. უკანასკნელი დღეები მარტოობაში, ტკი-
ვილსა და სიბრაზეში გაატარა. გული სტკიოდა ყველაფერზე,
რაც სამუდამოდ ჰქონდა დაკარგული. არ უნდოდა, სული სა-
ავადმყოფოში დაელია. ბოლო წიგნი რომ დაასრულა, თავი
მოიკლა. აი, ეს მიამბო არტურომ, სანამ იმ თვითმფრინავს
ველოდებოდით, რომელიც სამუდამოდ წაიყვანდა ესპანეთი-
833 მკითხველთა ლიგა
დან. რევოლუციაზე ოცნება მტანჯველ კოშმარად იქცევა
ხოლმე. მე და შენ ჩილეელები ვართ და ჩვენ არაფერი დაგვი-
შავებია-მეთქი, ვუთხარი. შემომხედა და არაფერი უპასუხია.
მერე გაიცინა. ორივე ლოყაზე მაკოცა და წავიდა. ყველაფე-
რი, რაც კომედიად იწყება, კომიკურ მონოლოგად მთავრდე-
ბა ხოლმე, მაგრამ ჩვენ აღარ გვეცინება.

834 მკითხველთა ლიგა


24

კლარა კაბესა, პარკი „უნდიდო“, მეხიკო, 1995 წლის ოქ-


ტომბერი. მე ოქტავიო პასის მდივანი ვიყავი. არც კი იცით, რა
სამუშაო მქონდა. აქეთ წერილების წერაო, იქით დაკარგული
ხელნაწერების ძებნა, იქით ჟურნალის ავტორებთან რეკვა,
ისეთი წიგნების მოძიება, მარტო ჩრდილოამერიკის ერთ-ორ
უნივერსიტეტში თუ მოიძებნებოდა. დონ ოქტავიოსთან ორი
წლის მუშაობის შემდეგ ქრონიკული ცეფალალგია დამემარ-
თა. დილის თერთმეტ საათზე დამეწყებოდა და საღამოს ექ-
ვსამდე მოსვენებას არ მაძლევდა. ამაო იყო, რამდენი ასპი-
რინიც უნდა დამელია. სახლის საქმეების კეთება უფრო მიყ-
ვარდა, მაგალითად საუზმის მომზადება ან მოახლის დახმა-
რება სადილის მომზადებაში. იქ თავს კარგად ვგრძნობდი და
ჩემი გატანჯული ტვინიც ისვენებდა. სამუშაოდ დილის შვიდ
საათზე მივდიოდი, როდესაც ქუჩებში საცობები არ იყო, და
თუ იყო, ისეთი გრძელი და აუტანელი არა. ვამზადებდი ყავას,
ჩაის, ფორთოხლის წვენს, ორიოდ ტოსტს, უბრალო საუზმეს,
მერე საქაღალდით დონ ოქტავიოს საძინებელში შევაკითხავ-
დი და ვეუბნებოდი, გაიღვიძეთ, დონ ოქტავიო, უკვე ახალი
დღე დაიწყო-მეთქი. მაგრამ ჯერ მაინც პირველს სენიორა მა-
რი ჟოზეს უნდა გაეხილა თვალი. ყოველთვის ხალისიანად
იღვიძებდა, სიბნელიდან მესმოდა მისი ხმა, კლარა, საუზმე
მაგიდაზე დადგით, მე კი ვპასუხობდი, დილა მშვიდობისა სე-
ნიორა, უკვე ახალი დღეა-მეთქი. მერე ისევ სამზარეულოში
შევიდოდი და ჩემთვის ვიმზადებდი საუზმეს, რამე მსუბუქს,
როგორც სენიორებს სჩვევია ყავას, ფორთოხლის წვენს და

835 მკითხველთა ლიგა


ერთ-ორ ტოსტს ჯემით, მერე ბიბლიოთეკაში გავდიოდი და
მუშაობას ვიწყებდი.
თქვენ არ იცით, რამდენ წერილს იღებდა დონ ოქტავიო და
რამდენი დრო მიდიოდა მათ დახარისხებაში. როგორც ალ-
ბათ ხვდებით, იმ წერილებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან
სწერდნენ ყველა ჯურის ადამიანები, ნობელის პრემიის ინ-
გლისელი, იტალიელი, თუ ფრანგი ლაურეატებიდან დაწყებუ-
ლი, ახალგაზრდა პოეტებით დამთავრებული. ვერ ვიტყვი,
რომ დონ ოქტავიო ყველას პასუხობდა. უფრო სწორად, პასუ-
ხობდა მხოლოდ მიღებული წერილების თხუთმეტ-ოც პრო-
ცენტს, მაგრამ დანარჩენები მაინც უნდა დამეხარისხებინა და
შემენახა. ვინ იცის რატომ. მე დიდი სიამოვნებით გადავუძა-
ხებდი სანაგვეში. მეორე მხრივ წერილების დახარისხების
სისტემა ადვილი იყო, მათ ვყოფდით ეროვნებების, ხოლო
როდესაც ეროვნებას ვერ ვარკვევდით (ეს იმ შემთხვევაში
ხდებოდა როდესაც წერილები ესპანურად, ინგლისურად ან
ფრანგულად იყო დაწერილი) ენების მიხედვით. ხანდახან,
კორესპონდენციასთან მუშაობის დროს, იმ მდივნების სამუ-
შაო დღეებზე ვფიქრობდი, რომლებიც მელოდიური სიმღერე-
ბისა თუ როკის შემსრულებლებთან მუშაობდნენ და თავს ვე-
კითხებოდი, ნეტა ამდენი წერილის დახარისხება იმათაც უწე-
ვთ-მეთქი? ადვილი შესაძლებელია, მაგრამ დარწმუნებული
ვარ, მათთან ამდენ ენაზე არ მიდიოდა. ხანდახან დონ ოქტა-
ვიო წერილებს ჩინეთიდანაც კი იღებდა და ეს ყველაფერზე
მეტყველებს. ასეთ შემთხვევებში ისინი უნდა დამეწყო ცალკე,
სპეციალურად განკუთვნილ ადგილას, რომელსაც marginalia
excentricorum-ს258 ვეძახდით და რომელსაც დონ ოქტავიო

258 marginalia excentricorum (ლათ.) – მარგინალური ექსცენტრიკოსები


836 მკითხველთა ლიგა
კვირაში ერთხელ ნახულობდა. მერე – მაგრამ ეს ძალიან იშ-
ვიათად ხდებოდა – მეუბნებოდა, კლარიტა, მანქანაში ჩაჯექი
და ჩემი მეგობარი, ნაგაირო მოინახულეო. დონ ოქტავიო,
კარგით-მეთქი, ვპასუხობდი, მაგრამ ეს არც ისე ადვილი საქ-
მე გახლდათ, როგორც მას წარმოედგინა. ჯერ მთელ დილას
იმ ნაგაიროსთან რეკვაში ვატარებდი და ბოლოს და ბოლოს,
როდესაც დავიჭერდი, ვეუბნებოდი, დონ ნაგაირო, რამდენი-
მე რაღაც მაქვს სათარგმნელი და ამ კვირაში იქნებ რომელი-
მე დღე დამითმოთ-მეთქი. ხანდახან ფოსტით ან კურიერით
ვუგზავნიდით, მაგრამ, როდესაც საბუთები მნიშვნელოვანი
იყო – და ამას იმ გამომეტყველებით ვხვდებოდი, რა გამო-
მეტყველებითაც მათ დონ ოქტავიო გადმომცემდა – პირადად
მივდიოდი და ფეხს არ ვიცვლიდი სენიორ ნაგაიროსგან, სა-
ნამ საბუთის თუ წერილის მოკლე შინაარსს მაინც არ მეტყო-
და, რასაც მე ჩემს ბლოკნოტში ვიწერდი სტენოგრაფიულად,
მერე ვათეთრებდი, ვბეჭდავდი და დონ ოქტავიოს მაგიდაზე
ვაწყობდი, უკიდურეს მარცხენა კუთხეში, რათა თვალი ადვი-
ლად გადაევლო და ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა.
მერე იმ კორესპონდენციას მივხედავდი, რომელსაც დონ
ოქტავიო გზავნიდა. ასე რომ, სამუშაო მომაბეზრებელი იყო,
მაგრამ მე უკვე შევეჩვიე კვირაში რამდენიმე წერილის დაწე-
რას, დაახლოებით თექვსმეტისა, მსოფლიოს სრულიად წარ-
მოუდგენელ მხარეებში რომ იგზავნებოდა. ახლოდან ამის ყუ-
რება მართლაც გააოგნებდა ადამიანს. მიკვირდა, როგორ შე-
იძლება, კაცს ამდენი მეგობარი ჰყავდეს ასეთ სრულიად გან-
სხვავებულ და თან ერთმანეთისადმი ანტაგონისტურად გან-
წყობილ ქვეყნებში, მაგალითად, ტრიესტსა და სიდნეიში,
კორდოვასა და ჰელსინკიში, ნეაპოლსა და ბოკას დე ტოროში
(პანამა), ლიმოჟსა და ახალ დელიში, გლაზგოსა და მონტე-
837 მკითხველთა ლიგა
რეიში-მეთქი. მაგრამ სენიორ ოქტავიოს ყველასათვის მო-
ეპოვებოდა გასამხნევებელი სიტყვა ან ისეთი მსჯელობა,
თითქოს ხმამაღლა ფიქრობსო, რაც წერილის ადრესატს ნამ-
დვილად დააფიქრებდა, სხვაგვარად შეხედავდა ამა თუ იმ
პრობლემას. შეცდომას არ დავუშვებ და არ ვიტყვი, იმ წერი-
ლებში რას წერდა, ერთი კი შემიძლია გავამხილო: დაახ-
ლოებით იმავეს წერდა, რასაც თავის ესეებში და ლექსებში
ამბობს: ლამაზ რამეებზე, ბნელ რაღაცებზე და სხვებზე, რაც
ისეთი რამაა, რომ მართალია, ამაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი,
ალბათ, როგორც ბევრ მექსიკელ ინტელექტუალს, მაგრამ
მაინც ვერაფერი გავიგე. კიდევ არის რაღაც, რასაც ვაკეთებ-
დი და რაც მომწონდა. ეს იყო ექთნის ფუნქცია, თუმცა პირვე-
ლი დახმარების რამდენიმე ხერხის გარდა არაფერი ვიცი.
დონ ოქტავიო იმ დროს მთლად ჯანმრთელი არ იყო და ამი-
ტომ იძულებული ხდებოდა, ყოველდღე დაელია წამალი და
რადგანაც სულ ფიქრებში იყო ჩაფლული, წამლების დალე-
ვის დრო წამდაუწუმ ავიწყდებოდა. ეს კი ბოლოს ცუდად
მთავრდებოდა, მაგალითად, ამ დილით რვაზე დავლიე წამა-
ლი თუ არა, შუადღისას დავლიე თუ არა, ვაითუ დილით არ
დამილევიაო, ჰოდა, ეს მოვალეობა მე ვიკისრე და ძალიანაც
ვამაყობდი, რომ ამ არეულობას ბოლო მოვუღე. პუნქტუალუ-
რად ვკარნახობდი, როდის რა უნდა დაელია, ცხადია, მაშინ,
როდესაც იქ ვიყავი. თუ აუცილებელი იყო, ჩემი ბინიდანაც კი
ვურეკავდი, ანდა სადაც ვიმყოფებოდი, იქიდან და მოახლეს
წამლის დალევინების დროს ვახსენებდი. დონ ოქტავიომ რვა
საათზე წამლები დალია? მოახლე ნახულობდა, და თუ ჩემი
დატოვებული აბები ისევ ისე ეწყო პლასტმასის ლარნაკში,
ვუბრძანებდი, ახლავე აუტანე და დაალევინე-მეთქი. ხანდა-
ხან მოახლეს კი არა, პირდაპირ სენიორას ველაპარაკებოდი,
838 მკითხველთა ლიგა
თუმცა, ტექსტი იგივე იყო: დონ ოქტავიომ წამლები დალია?
სენიორა მარია ჟოზე გაიცინებდა და მეუბნებოდა კლარისა,
ხანდახან კლარისას მეძახდა, არ ვიცი რატომ, ბოლოს და ბო-
ლოს ისე იზამ, რომ ეჭვიანობას დამაწყებინებო. როდესაც სე-
ნიორა მარია ჟოზე ამას ამბობდა, ვწითლდებოდი, მერე კი
მრცხვენოდა და მეშინოდა, ვაითუ დაინახა როგორ გავწით-
ლდი-მეთქი. რა სულელია ადამიანი, როგორ დაინახავდა,
თუკი ტელეფონით ვლაპარაკობდით? მაგრამ მერე მაინც ვაგ-
რძელებდი რეკვას, დონ ოქტავიომ წამლები დალია თავის
დროზე თუ არა-მეთქი, ისევ ვკითხულობდი. რადგან, თუ –
არა, აბა, წამლები როგორ უშველიდა, არა?
გარდა ამ საქმეებისა, დონ ოქტავიოს დღის გრაფიკს ვად-
გენდი. გრაფიკი სავსე იყო სოციალური აქტივობებით, წვე-
ულებებითა და კონფერენციებით, მიწვევებით და ინაუგურა-
ციებით, იუბილეებსა და დისერტაციების დაცვაზე მიწვევე-
ბით, სინამდვილეში ყველა იმ ღონისძიებას რომ დასწრებო-
და, სადაც პატიჟებდნენ, საწყალი ერთ სტრიქონსაც ვეღარ
დაწერდა, ესეებზე რომ არაფერი ვთქვათ, ვერც ლექსებს,
ცხადია. ასე რომ, როდესაც ის და სენიორა მარია ჟოზე დღის
განრიგს ადგენდნენ, მას ლუპით ამოწმებდნენ და ზოგიერთს
ამოშლიდნენ ხოლმე. ასეთ დროს მათ ჩემი კუთხიდან ვუთ-
ვალთვალებდი და ჩემთვის ვამბობდი: ძალიან კარგი, დონ
ოქტავიო, უნდა დაისაჯონ, ასეთი არხეინები რომ არიან-მეთ-
ქი.
მერე პარკ „უნდიდოს“ ეპოქა დადგა, ადგილისა, რომელ-
საც, თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, საერთოდ არაფერი აქვს
საინტერესო. შეიძლება, ადრე ჰქონდა, მაგრამ დღეს კი ტყე-
დაა ქცეული, სადაც ქურდები და მოძალადეები, ვიგინდარები
და უწესო ყოფაქცევის ქალები დაწანწალებენ.
839 მკითხველთა ლიგა
ამბავი ასე მოხდა: ერთხელ დილით, ახალი მისული ვიყა-
ვი და ჯერ რვა საათიც არ იყო. შევხვდი დონ ოქტავიოს, უკვე
ფეხზე იყო და სამზარეულოში მელოდა. როგორც კი დამინა-
ხა, მაშინვე მითხრა, კლარიტა, დამავალებთ, თუ თქვენი მან-
ქანით ერთ ადგილას წამიყვანთო. როგორ მოგწონთ? თით-
ქოს ოდესმე უარი მეთქვას რამეზე, რაც მას უთხოვია. რა
თქმა უნდა, დონ ოქტავიო, მითხარით, სად წავიდეთ-მეთქი,
ვუპასუხე, მაგრამ მან ჟესტით მანიშნა, ჩუმადო და ქუჩაში გა-
ვედით. ჩემ გვერდით დაჯდა მანქანაში. მართალია, მანქანა
ჰქვია, მაგრამ „ფოლკსვაგენია“, ანუ ძალიან მოსახერხებელი
მანქანა არ არის. შიგ რომ ჩაჯდა და დავინახე, რა გულგრილი
გამომეტყველება ჰქონდა, ცოტა არ იყოს, გული დამწყდა,
რომ უკეთესი მანქანა არ მყავდა, თუმცა არაფერი მითქვამს,
რადგან ისიც ვიფიქრე, ახლა ბოდიშები რომ დავიწყო, შეიძ-
ლება ჩემი ნათქვამი სხვაგვარად გაიგოს, თხოვნად ან დადა-
ნაშაულებად ჩათვალოს, რადგან ხელფასს, რაც არ უნდა
იყოს, ხომ ის მიხდიდა და თუკი მე უკეთესი მანქანის ყიდვა არ
შემეძლო, გამოდიოდა, რომ ნაწილობრივ ამაში თვითონაც
იყო დამნაშავე, არადა, არასოდეს, ძილშიც კი, მისთვის არა-
ფერი მისაყვედურია. ამიტომაც გავჩუმდი, შეძლებისამებრ
არ შევიმჩნიე და ძრავა ჩავრთე. პირველი ქუჩა ალალბედზე
გავიარეთ. მერე კოიოაკანისკენ შევუხვიეთ და ბოლოს ინ-
სურხენტესისკენ გავექანეთ. პარკი „უნდიდო“ რომ გამოჩნდა,
მიბრძანა, სადაც მოგიხერხდება, იქ გააჩერეო. მერე მანქანი-
დან გადმოვედით. დონ ოქტავიომ ირგვლივ მიმოიხედა და
პარკში შევიდა. პარკი იმ დროისთვის სავსე არა, მაგრამ არც
ცარიელი იყო. ალბათ რამე მოგონებამ მოიყვანა-მეთქი, გა-
ვიფიქრე. რაც უფრო ღრმად შევდიოდით, პარკი სულ უფრო
მიტოვებულად გამოიყურებოდა. შევამჩნიე, რომ უყურადღე-
840 მკითხველთა ლიგა
ბობას, გულგრილობას, სახსრების უქონლობას თუ უსინდისო
უპასუხისმგებლობას იქაურობა წარმოუდგენელ დონემდე მი-
ეყვანა. უკვე ღრმად ვიყავით შესული, როდესაც ძელსკამზე
დავსხედით და დონ ოქტავიომ ხის წვეროებისა თუ ცის თვა-
ლიერება დაიწყო, მერე რაღაც ჩაილუღლუღა, რაც ვერ გავი-
გონე. სანამ სახლიდან გამოვიდოდით, თან წამოვიღე წამლე-
ბი და ბოთლით წყალი და რადგან უკვე წამლის მიღების დრო
იყო და თანაც ვისხედით, ამით ვისარგებლე და წამლები მი-
ვაწოდე. დონ ოქტავიომ ისე შემომხედა, თითქოს გვერდით
ჩემი სახით გიჟი ეჯდა და ისე დალია აბები, წინააღმდეგობა
არ გაუწევია. მერე მითხრა, თქვენ აქ დარჩით, კლარიტაო,
წამოდგა და გამომშრალი მიწის, ფიჭვის წიწვებით მოფენილ
ბილიკს გაუყვა. მეც დავემორჩილე. იქ კარგა ხანს დაყო, ეს
უნდა ვაღიარო. პარკის მეორე შემოსასვლელიდან დროდად-
რო მოახლეები ან სტუდენტები გამოჩნდებოდნენ ხოლმე. მო-
ახლეები გზას იმოკლებდნენ პარკზე გადავლით, სტუდენტებს
კი, ეტყობა, გადაწყვეტილი ჰქონდათ, იმ დილით ლექციებზე
არ წასულიყვნენ და სუფთა ჰაერი ჩაესუნთქათ. ჰაერი მარ-
თლაც სუფთა მეჩვენებოდა, იმ დღეს, როგორც ჩანს, ძალიან
დაბინძურებული არ უნდა ყოფილიყო, მგონი, ჩიტების ჭიკჭი-
კიც კი მესმოდა. ამასობაში, დონ ოქტავიო სეირნობდა და სე-
ირნობის ტრაექტორიას სულ უფრო აფართოებდა. ხანდახან
გაზონზე გადადიოდა და ბალახზე აბიჯებდა, ავადმყოფ ბა-
ლახზე, რადგან ეტყობოდა, რომ მებაღეები არც ბალახს უვ-
ლიდნენ.
ის კაცი სწორედ იმ დროს დავინახე. ისიც წრეზე დადიოდა
და მისი ნაბიჯებიც იმავე ბილიკს მიუყვებოდა, მაგრამ საპი-
რისპიროდ, ასე რომ, სრულიად ადვილად შეიძლებოდა დონ
ოქტავიოს გადაჰყროდა. გულმა რეჩხი მიყო. წამოვდექი და
841 მკითხველთა ლიგა
სასწრაფოდ ყველა კუნთი დავძაბე იმ შემთხვევისთვის, თუკი
ჩემი ჩარევა გახდებოდა საჭირო, კარატესა და ძიუდოს ერთი-
ორი ილეთიც გავაკეთე, წლების წინ დოქტორ კენ ტაკეშისგან
რომ ვისწავლე. სინამდვილეში დოქტორს ხესუს გარსია პედ-
რასა ერქვა და ფედერალური პოლიციის წევრი იყო. მაგრამ
ილეთების გამოყენება არ დამჭირვებია: როდესაც კაცი დონ
ოქტავიოს გაუსწორდა, თავიც არ აუწევია. ასე რომ, ადგილი-
დან არ დავძრულვარ. თუმცა უცნაური რაღაც დავინახე: იმ
კაცთან შეხვედრისას დონ ოქტავიო შეჩერდა და ერთხანს ჩა-
ფიქრებულივით იდგა, მერე სვლა განაგრძო, მაგრამ, ეს რამ-
დენიმე წუთის წინანდელ უდარდელ სეირნობას აღარ ჰგავდა.
ახლა თითქოს დროს ითვლიდა, მისი და იმ უცნობის ტრაექ-
ტორიები როდის გადაკვეთდა ისევ ერთმანეთს. ჩაუარა თუ
არა უცნობმა გვერდით, დონ ოქტავიო შებრუნდა და აშკარად
ინტერესით დაუწყო ყურება. იმ უცნობმაც შეხედა დონ ოქტა-
ვიოს და მე ვიტყოდი, იცნო-მეთქი, რაც გასაკვირი სულაც არ
იყო, მას ხომ ყველა იცნობს. როდესაც ვამბობ, ყველა-მეთქი,
მართლაც ყველას ვგულისხმობ.
სახლში რომ დავბრუნდით, დონ ოქტავიოს აშკარა გამო-
ცოცხლება ემჩნეოდა. უფრო ხალისიანი იყო, ენერგიით აღ-
სავსე, თითქოს იმ დილის სეირნობამ ახალი ძალა შემატაო.
მახსოვს, მგზავრობის დროს რამდენიმე სტროფი ინგლისუ-
რადაც კი წარმოთქვა. ძალიან ლამაზი სიტყვები იყო, ვკითხე,
ვისია-მეთქი. რაღაც გვარი მითხრა, ალბათ იმ ინგლისელი
პოეტისა, ახლა აღარ მახსოვს ის გვარი. მერე თემა რომ შეეც-
ვალა, მკითხა, იქ ასეთი აღელვებული რატომ იყავიო. თავი-
დან არაფერი ვუპასუხე, შეიძლება უბრალოდ ოხვრა აღმომ-
ხდა, მერე კი ავუხსენი. პარკი „უნდიდო“ მაინცდამაინც წყნარ
ადგილად არ ითვლება, იქ ადამიანი ისე ვერ ისეირნებს და
842 მკითხველთა ლიგა
ფიქრებს ვერ მიეცემა, ვინმეს თავდასხმის შიში რომ არ ჰქონ-
დეს-მეთქი. დონ ოქტავიომ შემომხედა და მითხრა, მე თავს
თვით რესპუბლიკის პრეზიდენტიც კი ვერ დამესხმებაო. ეს
ისეთი დარწმუნებით წარმოთქვა, რომ დავიჯერე და გადავ-
წყვიტე, ამ თემაზე ხმა აღარ ამომეღო.
მეორე დღეს რომ მივედი, დონ ოქტავიო უკვე მელოდა.
სიტყვის უთქმელად გავედით სახლიდან და ჩავსხედით მანქა-
ნაში. მე გულუბრყვილომ, კოიოაკანისკენ ავიღე გეზი, მაგრამ
დონ ოქტავიო მიხვდა და მიბრძანა, პირდაპირ პარკ „უნდი-
დოსკენ“ წადიო. იმ დღესაც იგივე განმეორდა. დონ ოქტავი-
ომ ძელსკამზე დამტოვა და ისევ დაიწყო სეირნობა. მანამდე
წამლები დავალევინე და არ გაუპროტესტებია, ულაპარაკოდ
დალია. ცოტა ხნის შემდეგ ის მოსეირნე კაციც გამოჩნდა. იმ
კაცის დანახვაზე დონ ოქტავიომ თავი ვერ შეიკავა და შორი-
დან გამომხედა, თითქოს მეუბნებოდა, ხედავ, კლარიტა, უმი-
ზეზოდ არაფერს ვაკეთებო. უცნობმაც ჯერ მე შემომხედა, მე-
რე დონ ოქტავიოს და ერთი წამით მომეჩვენა, თითქოს ყოყ-
მანი დაიწყო, ნაბიჯებიც უფრო მერყევი გაუხდა. მაგრამ, ჩემი
ვარაუდის საწინააღმდეგოდ, უკან არ დაუხევია, გზა განაგ-
რძო. ასე სეირნობდნენ, ამ სეირნობისას მათი გზები ისევ იკ-
ვეთებოდა, შეხვედრის ყოველ ჯერზე, თავს სწევდნენ და ერ-
თმანეთს სახეში უყურებდნენ. როგორც შევატყვე, თავიდან
ორივე ძალიან აჯაგრული და დაძაბული იყო ამ უნებური შეხ-
ვედრებით, მაგრამ მესამე შეხვედრისას თავიანთ ფიქრებში
წასულებს ერთმანეთისთვის აღარც შეუხედავთ. მგონი, სწო-
რედ მაშინ მომივიდა აზრად, რომ არც ერთი მათგანი არ ლა-
პარაკობდა, ანუ სიტყვებს კი არ ბუტბუტებდნენ, რაღაცას ით-
ვლიდნენ, რა ვიცი, ალბათ ნაბიჯებს ითვლიდნენ, რაც ახლა
ძალიან ლოგიკურად მეჩვენება ან, შეიძლება, ანგარიშობ-
843 მკითხველთა ლიგა
დნენ კიდეც, მაგალითად, რიცხვებს უმატებდნენ ერთმანეთს,
აკლებდნენ, ყოფდნენ ან ამრავლებდნენ – რას გაიგებ. აქე-
თობას დონ ოქტავიო კარგა დაღლილი ჩანდა. თვალები უბ-
რწყინავდა, თავისი ლამაზი თვალები, მაგრამ მთლიანობაში
ისე იყო, თითქოს რაღაც გამარჯვებისთვის მიეღწიოს. გამო-
გიტყდებით, პირველად შევშინდი, ვიფიქრე, რამე რომ და-
ემართოს, ჩემი ბრალი იქნება-მეთქი. წარმოვიდგინე, რო-
გორ დაემართებოდა გულის შეტევა, მკვდარიც წარმოვიდგი-
ნე, კიდევ ის წარმოვიდგინე, როგორ იწვა დონ ოქტავიო სა-
ავადმყოფოში, როგორ ეხვივნენ თავზე ექიმები, მე კი იმ სა-
ავადმყოფოს მოსაცდელში როგორ მომიქცევდნენ წრეში მექ-
სიკელი მწერლები – უკლებლივ ყველა, მათ ხომ ასე უყვარ-
დათ დონ ოქტავიო (განსაკუთრებით პოეტებს) და როგორ
საყვედურებს მეუბნებოდნენ აშკარად მტრული გამომეტყვე-
ლებით, რა ჯანდაბა უყავი ჩვენს სიამაყეს, ერთადერთ მექსი-
კელ ნობელიანტს, რატომ წაიყვანე ასეთ არაპოეტურ ადგი-
ლას, პარკ „უნდიდოში“, როდის იყო, იქ დადიოდაო. მე კი არ
ვიცოდი, მათთვის რა პასუხი გამეცა, სხვა რა დამრჩენოდა,
სიმართლის თქმის გარდა, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ მათ ეს
სიმართლე არ დააკმაყოფილებდათ და მაშინ თქმასაც რა აზ-
რი ჰქონდა, აჯობებდა, ხმა სულ არ ამომეღო. სწორედ ამ ფიქ-
რებში ვიყავი, როცა მანქანა მეხიკოს ქუჩებში მიმყავდა. დღი-
თიდღე უფრო აუტანელი ხდება მეხიკოს ქუჩებში სიარული.
წარმოვიდგენდი კიდევ უარესსაც, როგორ აღმოვჩნდებოდი
ლანძღვა-გინების კორიანტელში და ბოროტმოქმედებასაც კი
დამწამებდნენ. ამ დროს გავიგონე დონ ოქტავიოს ხმა, მეუბ-
ნებოდა, უნივერსიტეტში წავიდეთ, კლარიტა, ერთი მეგობ-
რის რჩევა მჭირდებაო. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ჩემი
უფროსი ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც ყოველთვის,
844 მკითხველთა ლიგა
ჩვეულებრივად და ნორმალურად, საკუთარ თავში დარწმუნე-
ბული და გაწონასწორებული ჩანდა, მაინც ვერა და ვერ ვიშო-
რებდი გულიდან დარდის ეკალს, გულს მაინც მისერავდა რა-
ღაც საშინელი შავი წინათგრძნობა. ხუთი საათისთვის დონ
ოქტავიომ თავის ბიბლიოთეკაში დამიბარა და მითხრა, იმ
მექსიკელი პოეტების სია ჩამომიწერე, რომლებიც, ვთქვათ,
ორმოცდაათიან წლებში არიან დაბადებულებიო. ეს დავალე-
ბა განსაკუთრებით უცნაურად არ მომჩვენებია, რადგან სხვა
უცნაურ დავალებებსაც მაძლევდა ხოლმე, მაგრამ თუკი იმ
ამბავს გავითვალისწინებთ, რაც იმ დღეებში მოხდა, მაინც
ჩავთვალე, რომ ეს უკიდურესად უცნაური დავალება იყო.
მგონი, მღელვარება შემამჩნია, რაც სულაც არ იყო ძნელი –
ხელები მიკანკალებდა და თავს ისე ვგრძნობდი, როგორც პა-
წია ჩიტი ქარიშხალში. ნახევარი საათის შემდეგ ისევ დამიძა-
ხა – რომ ვეახლე, თვალებში შემომხედა და მკითხა, მენდობი
თუ არაო. რა კითხვა დონ ოქტავიო, ეს რამ გაფიქრებინათ-
მეთქი, მივუგე. თითქოს ჩემი პასუხი არ გაუგონიაო, კითხვა
გამიმეორა. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად თქვენ გენდობით-
მეთქი, ვუთხარი. მაშინ, – განაგრძო, – იცოდე, რასაც აქ გეტ-
ყვი, რაც ნახე და რასაც ხვალ ნახავ, არავის უთხრა. შევთან-
ხმდითო? ცხონებული დედაჩემის სულს ვფიცავ-მეთქი, შევ-
ფიცე. მაშინ ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს აბეზარ კო-
ღოს იშორებსო და თქვა, იმ ბიჭს ვიცნობო. მართლა-მეთქი?
ვკითხე. წლების წინ, კლარიტა, ეშმაკით შეპყრობილ ექსტრე-
მისტმემარცხენეებს ჩემი მოშორება ჰქონდათ დაგეგმილიო,
გამანდო. დონ ოქტავიო, რას მეუბნებით-მეთქი, შევიცხადე
და ისევ კანკალი დამაწყებინა. ჰო, ასეთი უკუღმართობები
ყველა ცნობილ ადამიანს ემუქრება, კლარიტა, ნუ კანკა-
ლებთ, ვისკის დაგისხამთ ან რამე სხვას, დაწყნარდითო, და-
845 მკითხველთა ლიგა
მამშვიდა. ის კაცი ერთ-ერთი ის ტერორისტია-მეთქი? ვკით-
ხე. მგონი, კიო. თქვენს განადგურებას რატომ აპირებდნენ-
მეთქი, ვკითხე ისევ. არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ მათ აინუნ-
შიც არ ვაგდებდიო. ადვილი შესაძლებელია ხალხში დიდი
ბოღმა ტრიალებს-მეთქი. მაგრამ იქნებ საქმე არც ისე ცუდად
იყო და, უბრალოდ, ხუმრობდნენო. კარგი ხუმრობაა-მეთქი,
ვთქვი მე. ფაქტია, რომ ჩემი გატაცება არასოდეს უცდიათ,
მაგრამ განადგურება რომ უნდოდათ, ამის შესახებ დიდი ზარ-
ზეიმით გამოაცხადეს და ეს ჩემს ყურამდეც მოვიდაო, მიპასუ-
ხა. როცა გაიგეთ, რა მოიმოქმედეთ-მეთქი, დავინტერესდი.
არაფერი კლარიტა, გამეცინა და მერე სამუდამოდ დავივიწ-
ყეო, მიპასუხა.
მეორე დილით ისევ წავედით პარკ „უნდიდოში“. ღამე ცუ-
დად გავატარე, თითქმის არ მეძინა და თუ ჩამეძინებოდა, ისე-
თი მღელვარება მეუფლებოდა, რომ თავად ამადო ნერვოს259
ბალზამისებური კითხვაც კი ვერ მშველოდა (დონ ოქტავიოს-
თვის არასოდეს გამიმხელია, რომ ამადო ნერვოს ვკითხუ-
ლობდი. ვეუბნებოდი, დონ კარლოს პელისერსა260 და დონ
ხოსე გოროსტისას261 ვკითხულობ-მეთქი. ისინი, რა თქმა უნ-
და, წაკითხული მაქვს, მაგრამ, მითხარით, რა აზრი აქვს მათი
ლექსების კითხვას, თუკი ადამიანს უნდა, რომ დაწყნარდეს
და უკეთეს შემთხვევაში დაიძინოს. მართალი გითხრათ, ასეთ

259 ამადო ნერვო (1870-1919) – მექსიკელი მოდერნისტი პოეტი, პუბლი-


ცისტი. მისი პოეზიის მთავარი თემებია სიყვარული და რელიგია.
260 კარლოს პელისერი (1897-1977) – ცნობილი მექსიკელი პოეტი და სა-

ზოგადო მოღვაწე, რომელზეც ოქტავიო პასს საქებარი სიტყვები აქვს და-


წერილი.
261 ხოსე გოროსტისა (1901-1974) – ბასკური წარმომავლობის ცნობილი

მექსიკელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, მაღალი რანგის დიპლომატი,


მექსიკის ენის აკადემიის წევრი
846 მკითხველთა ლიგა
დროს აჯობებს, საერთოდ არაფერი წაიკითხო, თვით ამადო
ნერვოც კი, უკეთესია, ტელევიზორს უყურო და რაც უფრო სუ-
ლელური გადაცემები იქნება პროგრამაში, მით უფრო მალე
დაგეძინება). იმ დილით ისეთი თვალებამოღამებული ავდე-
ქი, რომ ვერავითარი მაკიაჟით ვერ დავმალე. ხმაც კი დამი-
ბოხდა, თითქოს ღამით მელოთოს და მთელი კოლოფი სიგა-
რეტი მომეწიოს. თუმცა დონ ოქტავიომ ვერაფერი შემამჩნია,
ისე ჩაჯდა ჩემს „ფოლკსვაგენში“ და ისევ პარკ „უნდიდოსკენ“
გავემართეთ. გავემართეთ სიტყვის უთქმელად, თითქოს მთე-
ლი ჩვენი ცხოვრება ამას ვაკეთებდით. ყველაზე მეტად ადა-
მიანის მოდგმის ეს თვისება მაგლეჯს ნერვებს, ასე ადვილად
რომ ეგუება ნებისმიერ სიახლეს. ანუ მე უნდა დავწყნარებუ-
ლიყავი და ის უნდა მეფიქრა, რაც სინამდვილეს შეეფერებო-
და, – პარკ „უნდიდოში“ მარტო ორჯერ ვიყავით და იქ მესამე
ადამიანიც არსებობდა, – მაგრამ ძალიან მიჭირდა, ასე მე-
ფიქრა. სინამდვილეში ისე ვიქცეოდით, თითქოს იმ საძაგელ
პარკში ხშირად დავდიოდით, არადა, რომ მეფიქრა, იქ მარ-
ტო ორჯერ ვიყავით-მეთქი, უარესი მოხდებოდა, დაუძლევე-
ლი სურვილი გამიჩნდებოდა, მეყვირა ან ჩემი „ფოლკსვაგე-
ნით“ რომელიმე კედელს შევჯახებოდი. ამიტომ თავი ხელში
უნდა ამეყვანა და მარტო იმაზე მეფიქრა, ქუჩაში მანქანა წე-
სიერად მეტარებინა, არც პარკ „უნდიდოზე“, არც იმ უცნობზე,
მაინცდამაინც იმ დროს რომ გამოჩნდებოდა ხოლმე პარკში.
მოკლედ რომ ვთქვა, იმ დილით მარტო გამოფიტული და ძა-
ლაგამოცლილი კი არა, სრულიად ირაციონალურად აღელ-
ვებულიც ვიყავი. მაგრამ, რაც იმ დილით მოხდა, ჩემი წინათ-
გრძნობისგან სრულიად განსხვავებული და საპირისპიროც კი
გამოდგა.

847 მკითხველთა ლიგა


პარკში მივედით. ეს ცხადია. შევედით და იმავე ძელსკამზე
დავსხედით, სადაც ადრე ვსხდებოდით, უზარმაზარი და გა-
ფოთლილი ხის ძირში, თუმცა, ჩემი აზრით, ის ხეც ისეთივე
ავადმყოფი იყო, როგორც მეხიკოს ყველა ხე. მერე, იმის ნაც-
ვლად, რომ იქ მჯდარი დავეტოვებინე, როგორც ამას წინა
დღეებში აკეთებდა, დონ ოქტავიომ მოულოდნელად მკითხა,
გუშინ რომ რაღაც დაგავალე, თუ შეასრულეო. მეც ვუპასუხე,
დიახ, უამრავი გვარისგან შემდგარი სია შევადგინე-მეთქი და
ისე შევხედე, თითქოს ვეკითხებოდი, ხომ არ მეხუმრებით-
მეთქი, შემდეგ ჩანთიდან სია ამოვიღე და გავუწოდე, დონ ოქ-
ტავიომ კი მითხრა, კლარიტა, გაარკვიეთ, ის ბიჭი რომელია-
ო. სწორედ ასე მითხრა. იდიოტივით წამოვდექი და უცნობს
დავუწყე ლოდინი. დროის გასაყვანად სიარული დავიწყე, სა-
ნამ არ მივხვდი, რომ დონ ოქტავიოს მიერ წინა დღეებში არ-
ჩეულ ტრაექტორიას ვიმეორებდი. ამას მივხვდი თუ არა, გავ-
ჩერდი, დონ ოქტავიოსკენ გახედვას ვერ ვბედავდი და იმ ად-
გილს მივაჯაჭვე მზერა, საიდანაც ის უცნობი უნდა გამოჩენი-
ლიყო. და აი, უცნობიც გამოჩნდა, ზუსტად იმავე დროს, რო-
გორც წინა დღეებში ჩნდებოდა და სეირნობა დაიწყო. გადავ-
წყვიტე, აღარ გამეჭიანურებინა, გზა გადავუჭერი და ვკითხე,
ვინ ხართ-მეთქი. მიპასუხა, ულისეს ლიმა, რეალვისცერისტი
პოეტი ვარო, მერე კი დაამატა, მექსიკაში დარჩენილი ბო-
ლოს წინა რეალვისცერისტი პოეტიო. აბა, რა ვთქვა, მისი
გვარი არაფერს მეუბნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ წინა
ღამით დონ ოქტავიოს დავალებით ათი ანთოლოგია მაინც
გადავათვალიერე, ძველებიც და სულ ახლებიც, თვით სასკოს
ცნობილი ანთოლოგიაც კი, სადაც ორმოცდაათზე მეტი ახალ-
გაზრდა პოეტი იყო გამოქვეყნებული. მისი გვარი არსად შემ-
ხვედრია. მაშინ ვკითხე, იცით, ვინ არის ის ბატონი, აი, იქ
848 მკითხველთა ლიგა
რომ ზის-მეთქი? მიპასუხა, დიახ, ვიციო. ჩავეძიე (უნდა დავ-
რწმუნებულიყავი), ვინ-მეთქი. მიპასუხა, ოქტავიო პასიო. მა-
შინ შევთავაზე. გნებავთ ცოტა ხნით მასთან ჩამოვსხდეთ-
მეთქი? მან მხრები აიჩეჩა, თუ რაღაც ამის მსგავსი მოძრაობა
გააკეთა, რაც თანხმობად ჩავთვალე და ერთად გავეშურეთ
იმ სკამისკენ, საიდანაც დონ ოქტავიო ჩვენს ყველა მოძრაო-
ბას თვალს ადევნებდა გაფაციცებით. იმ ძელსკამთან რომ მი-
ვედით, თავი ვალდებულად ჩავთვალე, ერთმანეთისთვის
ისინი ოფიციალურად გამეცნო, ამიტომ ვთქვი: დონ ოქტავიო
პასი, რეალვისცერისტი პოეტი ულისეს ლიმა. დონ ოქტავიო
პასმა მოსულს ხელით ანიშნა, გვერდით მომიჯექიო და თან
რამდენჯერმე გაიმეორა. რეალვისცერისტი, რეალვისცერის-
ტი (თითქოს ეს სახელი რაღაცას ახსენებდა), ეს სესარეა ტი-
ნახეროს პოეტების გაერთიანება არ იყოო? ამის თქმა იყო და
ლიმა გვერდით მიუჯდა, ყელიდან ოხვრა თუ რაღაც უცნაური
ხმა ამოუშვა და უპასუხა, დიახ, ასე სწორედ სესარეა ტინახე-
როს ჯგუფს ერქვაო. ერთ წუთს, ან დაახლოებით ერთ წუთს,
ჩუმად ისხდნენ და ერთმანეთს შესცქეროდნენ. გულწრფე-
ლად გითხრათ, ის ერთი წუთი საშინლად გაიწელა ჩემს წარ-
მოსახვაში. ამასობაში მოშორებით ბუჩქებიდან ორი მაწანწა-
ლა გამოძვრა. მათმა დანახვამ ცოტა არ იყოს, შემაშინა და
დონ ოქტავიოს უადგილოდ ვკითხე, რა ჯგუფი იყო თქვენ თუ
იცნობდით-მეთქი. ზუსტად იმავე წარმატებით შეიძლებოდა
მეკითხა რომელი საათია-მეთქი. ჩემს შეკითხვაზე დონ ოქტა-
ვიომ თავისი ლამაზი თვალებით შემომხედა და მიპასუხა,
კლარიტა, როდესაც რეალვისცერისტები არსებობდნენ, მე
ათი წლისაც კი არ ვიქნებოდი, ეს 1924 წელს ხდებოდა, არა?
მიმართა იმ ლიმას. იმანაც დაუდასტურა, დიახ, დაახლო-
ებით, ოციან წლებშიო, მაგრამ მის ხმაში იმდენი ნაღველი იგ-
849 მკითხველთა ლიგა
რძნობოდა, იმდენი... ემოცია თუ განცდა, რომ ვიფიქრე, ასე-
თი ნაღვლიანი ხმა არასოდეს გამიგონია-მეთქი. მგონი, თავ-
ბრუც კი დამეხვა. დონ ოქტავიოს თვალებმა, იმ უცნობის
ხმამ, დილამ და ასეთმა ვულგარულმა, ასეთმა გაუბედურე-
ბულმა პარკმა „უნდიდომ“ – ყველაფერმა ერთად, არ ვიცი
როგორ, მაგრამ ჩემზე უმძიმესი ზემოქმედება მოახდინა. ამი-
ტომ გადავწყვიტე, მათ ცოტა ხნით მოვშორებოდი, დაე, წყნა-
რად ესაუბრათ. მოვუბოდიშე, დღის განრიგს უნდა გადავხე-
დო-მეთქი, რამდენიმე მეტრით გვერდზე გადავინაცვლე და
ყველაზე ახლოს მდგომი სკამი მოვიძიე. თან მექსიკელი პო-
ეტების ბოლო თაობის წინა დღით შედგენილი სიაც წამოვიღე
და თავიდან ბოლომდე კარგად გადავამოწმე, მაგრამ შემიძ-
ლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ ულისეს ლიმას გვარს
ვერსად მივაკვლიე. რამდენ ხანს ისაუბრეს? დიდხანს არა.
ჩემგან კარგად ჩანდა, რომ მათი საუბარი თავისუფალი,
გულწრფელი, მიმტევებლური უნდა ყოფილიყო. მერე პოეტი
ულისეს ლიმა წამოდგა, დონ ოქტავიოს ხელი ჩამოართვა და
წავიდა. დავინახე, როგორ გვშორდებოდა და როგორ მი-
ემართებოდა პარკის ერთ-ერთი გასასვლელისკენ. ის მაწან-
წალები, ბუჩქებიდან რომ გამოძვრნენ, ახლა სამნი გამხდა-
რიყვნენ და ჩვენ გვიახლოვდებოდნენ. კლარიტა, წავიდეთო,
გავიგონე ამ დროს დონ ოქტავიოს ხმა.
მეორე დღეს, როგორც მოველოდი, პარკ „უნდიდოში“
აღარ წავსულვართ. დონ ოქტავიო ლოგინიდან დილის ათ სა-
ათზე ადგა და თავისი ჟურნალის უახლოესი ნომრისთვის წე-
რილის წერას შეუდგა. რომელიღაც წუთზე სურვილი გამიჩ-
ნდა, დონ ოქტავიოსთვის უფრო მეტი მეკითხა იმ ჩვენი სამ-
დღიანი თავგადასავლის შესახებ, მაგრამ, შინაგანად რაღა-
ცამ (ალბათ საღმა აზრმა) მიკარნახა, თავი შემეკავებინა. ყვე-
850 მკითხველთა ლიგა
ლაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, მე კი, როგორც
ერთადერთ მოწმეს, მიუხედავად იმისა, მესმოდა თუ არა, რა
ხდებოდა, ჯობდა, არც მცოდნოდა. დაახლოებით ერთი კვი-
რის შემდეგ დონ ოქტავიო სენიორასთან ერთად კონფერენ-
ციაზე წაბრძანდა, სადაც ჩრდილოამერიკის უნივერსიტეტში
რამდენჯერმე უნდა გამოსულიყო. მე, რა თქმა უნდა, მათ არ
გავყოლივარ. ერთ დილით, როდესაც ჯერ ჩამოსულები არ
იყვნენ, გადავწყვიტე პარკ „უნდიდოში“ წავსულიყავი იმ იმე-
დითა და შიშით, რომ იმ ულისეს ლიმას კიდევ ერთხელ დავი-
ნახავდი. ამჯერად ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ არა-
ვის დავნახვებივარ, პირიქით, ბუჩქებს ამოვეფარე. კარგი
მხედველობა მაქვს, ეს მართლაც ასეა. ცხადია, სწორედ იქ
დავიმალე, სადაც დონ ოქტავიო და ის უცნობი პირველად
შეხვდნენ ერთმანეთს. მოლოდინის პირველ წუთებში გული
გამალებით მიცემდა. გავიყინე, არადა, ლოყაზე ხელი რომ
მივიდე, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ საშინლად მიხურდა
და სადაცაა სახე ამიფეთქდებოდა. მერე იმედის გაცრუება
მეწვია. პარკიდან დილის ათ საათზე გამოვედი. და შემეძლო
დამეფიცა, რომ ბედნიერიც კი ვიყავი, თუმცა, რომ გეკითხათ,
რა მიხაროდა, ნამდვილად ვერ გეტყოდით.

მარია ტერესა სოლსონ რიბო, „ჟორდის სავარჯიშო დარ-


ბაზი“, ჟოზეფ ტარადელიასის ქუჩა, მაგრატი, კატალონია,
1995 წლის დეკემბერი. ნაღვლიანი ამბავია, მაგრამ, რომ
მახსენდება, მაინც სიცილი ამივარდება ხოლმე. ჩემს ბინაში
ერთი ოთახის გაქირავება მჭირდებოდა და პირველი, ვინც
მითხრა, დავიქირავებო, ის იყო. მართალია, სამხრეთამერი-
კელებს საერთოდ ეჭვის თვალით ვუყურებ, მაგრამ ეგ რაღაც
კარგ ადამიანად მომეჩვენა და დავთანხმდი. წინასწარ ორი
851 მკითხველთა ლიგა
თვის საფასური გადამიხადა და თავის ოთახში ჩაიკეტა. მე,
მაშინ კატალონიაში გამართულ ყველა ჩემპიონატსა და ჩვე-
ნებაში ვმონაწილეობდი. თან სამსახური მქონდა, პაბ „სირი-
ნოზში“ ვმუშაობდი მიმტანად. ის კი მალგრატშია, ტურისტულ
ზონაში, ზღვასთან. რომ ვკითხე, რა ხელობის კაცი ხარ-მეთ-
ქი, მითხრა, მწერალი ვარო. არ ვიცი რატომ, მაშინ ვიფიქრე,
ალბათ რომელიმე გაზეთში მუშაობს-მეთქი. იმ დროს ჟურნა-
ლისტები რაღაც სულელურად, განსაკუთრებულად მომწონ-
და, ეს სისუსტე მჭირდა. ჰოდა, რადგან გაზეთის თანამშრომე-
ლი მეგონა, გადავწყვიტე, ძალიან კარგად მოვქცეოდი. გად-
მოვიდა თუ არა, იმავე საღამოს ვეახლე ოთახში, კარზე დავუ-
კაკუნე და ჩემთან და პეპესთან ერთად პაკისტანურ ბარში
დავპატიჟე სავახშმოდ. იმ ბარში მე და პეპეს, რასაკვირვე-
ლია, არაფერი გვიჭამია, სალათა თუ რაღაც ეგეთი ვჭამეთ
მარტო, მაგრამ მეპატრონის მეგობრები ვიყავით, სენიორ ჯო-
ნისა და ეს პრესტიჟს გვმატებდა.
იმ საღამოსვე შევიტყე, რომ არავითარ გაზეთში არ მუშა-
ობდა, თურმე რომანებს წერდა. პეპე ამან აღაფრთოვანა,
მისტიკურ რომანებზე აფრენდა და კარგა ხანს ისაუბრეს. ამა-
სობაში მე ჩემს სალათას ვსინჯავდი, ვუყურებდი, როგორ ლა-
პარაკობდა ჩემი ახალი მდგმური, როგორ უსმენდა პეპეს და
ჩემთვის შთაბეჭდილებას ვიქმნიდი. მადიანად ჭამდა და გა-
ნათლებული იყო, ეგ თავიდანვე შევატყვე. ადამიანს თანდა-
თანობით რომ უფრო კარგად აკვირდები, სხვა თვისებებსაც
ამჩნევ. ის თვისებები როგორღაც თევზებივით გისხლტებიან,
თითქოს ზღვის ნაპირას დგახარ და ახლოს მოცურებულ თევ-
ზებს ხედავ, წყალში დგახარ. წყალი არ გფარავს და ბნელ რა-
ღაცებს ხედავ (წყალზე ბნელებს ვგულისხმობ). ის თევზები
ძალიან სწრაფები არიან, ფეხებს შორის გაგიცურდებიან და
852 მკითხველთა ლიგა
გამოგიცურდებიან, მაგრამ თუ დაჭერა მოგინდება, ვერა და
ვერ მოიხელთებ.
მეორე დღეს პეპე ბარსელონაში წავიდა, „კატალონიის
მისტერ ოლიმპიაში“ მონაწილეობა რომ მიეღო და აღარ დაბ-
რუნდა. იმავე დილით, ძალიან ადრე, მე და ის ერთმანეთს სა-
ერთო ოთახში შევხვდით, სანამ მე ვვარჯიშობდი. ყოველდღე
ვვარჯიშობ, ძალიან ადრე, დილაუთენია, დრო ცოტა მაქვს და
ყველაფერი უნდა მოვასწრო. მოკლედ, საერთო ოთახში ვი-
ყავი, იატაკზე ვიწექი და აჭიმვებს ვაკეთებდი, რო შემოვიდა
და მითხრა, დილა მშვიდობისა, ტერესაო. მერე სააბაზანოში
შევიდა. მგონი, არც მიპასუხია, ან რაღაცას ჩავიდუდღუნებ-
დი, არ ვარ ჩვეული, რომ ვარჯიშს მაწყვეტინებენ. მერე ისევ
გავიგონე ნაბიჯების ხმა, მერე სააბაზანოს თუ სამზარეულოს
კარი დაიხურა და ცოტა ხნის მერე მომესმა, როგორ მეკითხე-
ბოდა, ჩაი ხომ არ გინდაო. ვუთხარი, მინდა-მეთქი და ერთმა-
ნეთს კარგა ხანს ვუყურებდით. მომეჩვენა, რომ ჩემისთანა
ქალი არასოდეს ენახა. გინდა ცოტა შენც წაივარჯიშო-მეთქი?
ვკითხე. ისე, ვუთხარი, სიტყვის მასალად. ცუდი სახე ჰქონდა
და უკვე ეწეოდა. როგორც ველოდი, უარი მითხრა. ადამიანე-
ბი თავიანთი ჯანმრთელობით მარტო მაშინ დაინტერესდები-
ან ხოლმე, საავადმყოფოში რო წააჩაქჩაქებენ, მანამდე – ბო-
დიში. ჩაის ჭიქა მაგიდაზე დატოვა და ისევ თავის ოთახში ჩა-
იკეტა. ცოტა ხნის შემდეგ საბეჭდი მანქანის კაკუნი გავიგონე.
იმ დღეს ერთმანეთი აღარ გვინახავს, მაგრამ მეორე დილით
ისევ გამოჩნდა მისაღებ ოთახში. ასე, დილის ექვსი საათი იქ-
ნებოდა, მითხრა, საუზმეს მოვამზადებო. ასე ადრე მე არც
ვჭამ და არც არაფერს ვსვამ, მაგრამ, რა ვიცი, შემეცოდა,
რომ უარი მეთქვა. ამიტომ, ნება დავრთე, ჩემთვის ჩაიც დაეს-
ხა და სამზარეულოს კარადიდან ამინო ულტრასა და ბარნე-
853 მკითხველთა ლიგა
რის დანამატებიც გამოეღო. ეს დანამატები წინა ღამით უნდა
დამელია, მაგრამ დამავიწყდა. რა იყო, ჩემისთანა დეიდა არ
გინახავს-მეთქი? – ვკითხე. არაო, მიპასუხა, არასოდესო.
გულწრფელი კი იყო, მაგრამ არ იცი, ეგეთი გულწრფელო-
ბისგან შეურაცხყოფილი უნდა დარჩე თუ გესიამოვნოს.
იმავე დღეს, მორიგეობას რო მოვრჩი, მივედი და ვუთხა-
რი, თუ გინდა, ერთად გავისეირნოთ-მეთქი. მიპასუხა, მირ-
ჩევნია სახლში დავრჩე და ვიმუშავოო. თითო ჭიქა გადავ-
კრათ-მეთქი, დავამატე, მადლობა გადამიხადა, მაგრამ მაინც
უარი მითხრა. მეორე დილას ერთად ვისაუზმეთ. ვვარჯიშობ-
დი და თავს ვეკითხებოდი, სად დაიკარგა-მეთქი, უკვე რვას
ოცი აკლდა, ის კი ჯერ არ გამოსულიყო თავისი ოთახიდან.
საერთოდ, რო ვვარჯიშობ, გონება თავისუფალი მაქვს. თავი-
დან რაღაც ერთზე დავიწყებ ხოლმე ამ დროს ფიქრს, ვფიქ-
რობ, მაგალითად, ჩემს სამსახურზე, ან შეჯიბრებებზე, მერე
ტვინი როგორღაც დამოუკიდებლად იწყებს მუშაობას და შე-
მიძლია ვიფიქრო, მაგალითად, ჩემს ბავშვობაზე, ან იმაზე,
ერთი წლის განმავლობაში რა უნდა გავაკეთო. იმ დილით მა-
ნოლი სალაბერტზე ვფიქრობდი. სადაც გამოჩნდებოდა,
ყველგან იმარჯვებდა, რაც კი გასამარჯვებელი იყო, ყველა-
ფერი თან მიჰქონდა. და თავს ვეკითხებოდი, როგორ უნდა
მოვიქცე, რომ მეც მანოლისნაირი გავხდე-მეთქი. სწორედ ამ
დროს გავიგონე, როგორ გაიჭრიალა იმისი ოთახის კარმა.
ცოტა ხნის შემდეგ ამ ჭრიალს იმისი ხმაც მოჰყვა, მეკითხებო-
და, ჩაი თუ გინდაო. როგორ არ მინდა-მეთქი, ვუპასუხე. მო-
მიტანა, წამოვდექი და მაგიდასთან ერთად დავსხედით. იმ
დილით ასე ორი საათი ვილაპარაკეთ, ათის ნახევრამდე, მე-
რე პირდაპირ პაბ „სირინოზში“ უნდა გავვარდნილიყავი,
რადგან პაბის მეპატრონემ, ჩემმა მეგობარმა, მთხოვა, დამ-
854 მკითხველთა ლიგა
ლაგებლების საკითხი მომიგვარეო. ყველაფერზე ცოტ-ცოტა
ვისაუბრეთ. ვკითხე, რას აკეთებ-მეთქი. წიგნსო, მიპასუხა.
ვკითხე, იმ წიგნში სიყვარულზეა ლაპარაკი-მეთქი? არ იცო-
და, რა ეპასუხა. კიდევ ერთხელ ვკითხე და მითხრა, არ ვი-
ციო. მოიცა, მეგობარო, შენ თუ არ იცი, აბა ვინ ეშმაკს ეცო-
დინება-მეთქი. ან შეიძლება ეს საღამოს ვუთხარი, როდესაც
ჩვენ შორის უფრო მეტი ნდობა დატრიალდა. ყოველ შემ-
თხვევაში, სიყვარული ერთ-ერთი ის თემა იყო, რომელიც მე
მომწონდა და ამაზე მანამ ვილაპარაკეთ, სანამ ჩემი წასვლის
დრო არ მოვიდა. ვუთხარი, შემიძლია, სიყვარულზე რაღაც-
რაღაცები მოგიყვე-მეთქი. ელ ნანისთან ჩემს ურთიერთობას
ვგულისხმობდი, ჟირონის პროვინციის ჩემპიონთან კულტუ-
რიზმში. იმ ურთიერთობის მერე მზად ვიყავი, ვინმესთვის ყე-
ლი გამომეჭრა. მკითხა, რამდენი ხანია, რაც აღარ ხვდებიო.
ოთხი თვე, დაახლოებით-მეთქი, ვუპასუხე. იმან მიგატოვაო?
ჰო, წარმოიდგინე, იმან მიმატოვა-მეთქი. მაგრამ ახლა ხომ
პეპეს ხვდებიო. ვუთხარი, პეპე ძალიან კარგი ვინმეა, ღმერ-
თმა გამომიგზავნა, ჭიანჭველას ფეხს არ დაადგამს, მაგრამ
ის სულ სხვა იყო-მეთქი. არტუროს ერთი ჩვევა ჰქონდა, რა
ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ მისმენდა და თავის აზრს არ
გამოთქვამდა. მე კიდე მომწონს, როცა ადამიანი თავის აზრს
გამოთქვამს, თუნდაც ის აზრი ჩემი აზრის საწინააღმდეგო
იყოს. დღისით „სირინოზში“ დავპატიჟე. მითხრა, არ ვსვამ და
პაბში დასაპატიჟებლად არ გამოვდგები, იქ ბაიყუშივით ვიჯ-
დებიო. ნაყენს მოგიმზადებ-მეთქი. არ წამოვიდა და აღარ
ჩავციებივარ. სტუმართმოყვარე კი ვარ და კეთილი, მაგრამ
ჩაციება არ მევასება.
ცოტა ხნის მერე მაინც გამოჩნდა პაბში და მე თვითონ მო-
ვუმზადე გვირილის ნაყენი. მას მერე ყოველდღე მოდიოდა.
855 მკითხველთა ლიგა
როსიტა, მეორე მიმტანი, ფიქრობდა, რომ ჩვენ შორის რაღაც
ხდებოდა. ეს რომ მითხრა, სიცილი ამიტყდა. მერე ცოტა ხნით
დავფიქრდი და უფრო მაგრად ამიტყდა სიცილი. როგორ შე-
იძლებოდა ჩემსა და არტუროს შორის რამე ყოფილიყო. მაგ-
რამ მერე ვერც კი შევამჩნიე, ისე დავიწყე ფიქრი, რომ მინ-
დოდა მისი მეგობარი ვყოფილიყავი. მანამდე მარტო ორ სამ-
ხრეთამერიკელს ვიცნობდი, ორივე კარგა გვარიანად უსია-
მოვნო ტიპი იყო ურთიერთობაში და გამეორება არ მინდოდა.
არც არავითარ მწერალთან. ეს თან სამხრეთამერიკელი იყო,
თან მწერალი, მაგრამ, მივხვდი, რომ მაინც მინდოდა მისი მე-
გობარი ვყოფილიყავი. თანაც უკეთესია, ბინა მეგობართან
გაიზიარო, ვიდრე ვინმე უცნობთან. ისე, რომ დაფიქრდეს კა-
ცი, ჩვენი მეგობრობა პრაქტიკული თვალსაზრისით არ იყო
გამართლებული. უბრალოდ, ასეთი სურვილი კი გამიჩნდა,
მაგრამ რატომ, ამას ჩემს თავს არ ვეკითხებოდი. მასაც სჭირ-
დებოდა ვინმე ახლობელი, ამას მერე მივხვდი. ერთხელ დი-
ლით ვთხოვე თავის თავზე მოეყოლა რამე. იმიტომ, რომ ყო-
ველთვის მე ვლაპარაკობდი. მაშინ არაფერი უამბია, მაგრამ,
მითხრა, რაც გინდა, მკითხეო. გავიგე, რომ მალგრატთან ახ-
ლოს ცხოვრობდა ადრე, და სახლი ცოტა ხნის წინ დატოვა. არ
უთქვამს რატომ. გავიგე, რომ გაყრილი იყო, შვილი ჰყავდა
და ის შვილი არენის დე მარში ცხოვრობდა. კვირაში ერ-
თხელ, შაბათობით, მის სანახავად მიდიოდა. ხანდახან მატა-
რებლით ერთად ვმგზავრობდით. მე ბარსელონაში მივდი-
ოდი, პეპეს ან სავარჯიშო დარბაზ „კუნთიდან“ მეგობარი გო-
გოების სანახავად, ის კი არენისში მიემგზავრებოდა შვილ-
თან. ერთ საღამოს, სანამ „სირინოზში“ იმ თავის ნაყენს სვამ-
და, ვკითხე, რამდენი წლის ხარ-მეთქი. ორმოცზე მეტისო, მი-
პასუხა, თუმცა არ ეტყობოდა, მე ყველაზე მეტს, ოცდათხუთ-
856 მკითხველთა ლიგა
მეტს მივცემდი, ასეც ვუთხარი. მერე ისე, რომ მას არც უკით-
ხავს, ჩემი ასაკი ვუთხარი, ოცდათხუთმეტი წლის ვარ-მეთქი.
მაშინ, ისეთი ღიმილით გამიღიმა, არანაირად რო არ მომ-
წონდა. მორიდებული თუ გულგრილი ღიმილით. ასეთი ღიმი-
ლი არ მევასება და რა ვქნა. მე სულით ხორცამდე მებრძოლი
ვარ, ვცდილობ, ცხოვრების დადებითი მხარე დავინახო. რა
საჭიროა ყველაფერი მაინცდამაინც ცუდი და გამოუსწორებე-
ლი იყოს?! იმ საღამოს, ამ ღიმილის შემდეგ ვუთხარი, თუმცა,
რატო ვუთხარი, არ ვიცი, შვილები არ მყავს, მაგრამ სიამოვ-
ნებით მეყოლებოდა, არც გათხოვილი ვყოფილვარ, არც ბევ-
რი ფული მქონია ოდესმე, ეს ისედაც ჩანდა, მაგრამ მაინც
ვფიქრობ, რო ცხოვრება შეიძლება ლამაზი, კარგი იყოს და
ცხოვრებაში ადამიანი უნდა ცდილობდეს, ბედნიერი იყოს-
მეთქი. ეს ამდენი სისულელე რატომ ვუთხარი, წარმოდგენა
არა მაქვს. მაშინვე ვინანე. მან, რა თქმა უნდა, მითხრა, მარ-
თალი ხარო, თანაც ისე, თითქოს დებილს ელაპარაკებოდა.
ასე იყო თუ ისე. მაინც ვსაუბრობდით. ყოველ ჯერზე სულ უფ-
რო და უფრო მეტს. დილაობით, საუზმის დროს, და საღამო-
ობით, როცა „სირინოზში“ მოდიოდა, წერის დღიურ ნორმას
რო შეასრულებდა, მერე. ან სამუშაო დღის დაწყებამდე, რად-
გან მწერლები, როგორც ჩანს, ნებისმიერ დროს მუშაობენ;
ძილში რამდენჯერ გამიგონია, როგორ აკაკუნებდა საბეჭდ
მანქანაზე დილის ოთხ საათზე. ვლაპარაკობდით ყველაფერ-
ზე. ერთხელ, სანამ მაკვირდებოდა, როგორ ვწევდი სიმძიმე-
ებს, მკითხა, კულტურიზმი რატომ აირჩიეო. იმიტო, რო მომ-
წონს-მეთქი. რამდენი ხანიაო. მას მერე, რაც თხუთმეტი წელი
შემისრულდა, შენ კი არ მოგწონს, ქალურ სპორტად არ მი-
გაჩნია, არანორმალურობა გგონია-მეთქი? არაო, თქვა, მაგ-
რამ შენისთანა გოგო ბევრი არ არისო. ხანდახან მოთმინები-
857 მკითხველთა ლიგა
დან გამოვყავდი. უნდა მეპასუხა, ჯერ ერთი, გოგო კი არა, ქა-
ლი ვარ-მეთქი, ამის ნაცვლად კი ვუპასუხე, რაც დრო გადის,
სულ უფრო და უფრო მეტი გოგო ინტერესდება ამ საქმით-
მეთქი. მერე, არ ვიცი რატო, მოვუყევი, როგორ შემომთავაზა
პეპემ გრამანეტში მონაწილეობა, უკვე ორი ზაფხული იქნება,
გრამანეტის დისკოთეკაზე ყველას ჩვენ-ჩვენი არტისტული
ფსევდონიმი მოგვანიჭეს, მე სანსონა262 დამარქვეს. ესტრა-
დაზე უნდა გამოვსულიყავი და go-go girls-ის ფიგურები გამე-
კეთებინა და კიდევ სიმძიმეები ამეწია. მაგრამ ის სახელი არ
მომეწონა. არავითარი სანსონა ვარ, მე ტერესა სოლსონს რი-
ბო გახლავართ და მორჩა. მაგრამ შანსი დიდი იყო, ცუდად
არ იხდიდნენ, თანაც პეპემ მითხრა, ნებისმიერ საღამოს შეიძ-
ლება ერთი ტიპი გამოჩნდეს, რომელიც სპეციალური ჟურნა-
ლებისთვის მოდელებს ეძებსო. ბოლოს არავინაც არ გამოჩ-
ნდა და თუ გამოჩნდა კიდეც, მე არ გამიგია მიუხედავად ამი-
სა, სამუშაო იყო და ის სამუშაო შევასრულე. ამ სამუშაოში რა
არ მოგწონდაო, მკითხა. ცოტა ხანს დავფიქრდი და მერე ვუ-
პასუხე, ის, რაც არ მომწონდა, სასცენო ფსევდონიმი იყო, მე
რო მომცეს-მეთქი. არა, სასცენო ფსევდონიმის საწინააღმდე-
გო არაფერი მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რო, თუ ვინმე სხვა სა-
ხელით გამოსვლას გადაწყვეტს, იმ სახელის არჩევის უფლე-
ბაც აქვს-მეთქი. მე სანსონას არასოდეს დავირქმევდი, სანსო-
ნად ჩემს თავს ვერ ვხედავ გაცვეთილი, უგემოვნო სახელია,
მოკლედ, არ ავირჩევდი-მეთქი. აბა, რომელ სახელს აირჩევ-
დიო? კიმს-მეთქი, კიმ ბესინჯერის გამოო? მკითხა. ვიცოდი, –
ამას იტყოდა, არა, კიმ ჩიჟევსკის გამო-მეთქი. კიმ ჩიჟევსკი
ვინ არისო? ჩემპიონი ამ სახეობაში-მეთქი.

სანსონა – ფრანგი ჯალათების საგვარეულო სამი საუკუნის განმავლო-


262

ბაში
858 მკითხველთა ლიგა
იმ საღამოს, მოგვიანებით, სურათების ალბომი ვუჩვენე,
სადაც კიმ ჩიჟევსკიც იყო, ლენდა მარიც, რომელიც მართლა
ძალიან მაგარია, სიუ პრაისიც, ლორა კრივოლიც, დები მაგ-
ლიც, მიშელ რაბატიც, ნატალია მარნიკოვიენეც და მერე
მალგრატზე გავედით სასეირნოდ. საწყენია, რო მანქანა არ
გვყავდა. რო გვყოლოდა, სხვა მხარესაც წავიდოდით, რომე-
ლიმე დისკოთეკაზე, ლიორეზე მაგალითად, ლიორეში ბევრ
ხალხს ვიცნობ, ისე, ყველგანაც ბევრს ვიცნობ უკვე ნათქვამი
მაქვს: მე ვარ ურთიერთობის მოყვარული, განწყობილი ბედ-
ნიერებისთვის, ჰოდა, სად არის ბედნიერება, თუ არა ხალხში?
მოკლედ, ასე და ამგვარად, ბოლოს დავმეგობრდით. ეს კი
იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთს პატივს ვცემდით და ჩვენ-ჩვე-
ნი ცხოვრება გვქონდა, თან, ყოველდღიურად უფრო და უფ-
რო მეტს ვლაპარაკობდით, ანუ ლაპარაკი ჩვეულებად გვექ-
ცა. საერთოდ მე ვიწყებდი საუბარს, არ ვიცი რატო, ალბათ
იმიტო, რო ის მწერალი იყო და მერე, დემოკრატიულად, ისიც
მიერთდებოდა. მისი ცხოვრებიდან ბევრი რამ გავიგე: ცოლმა
მიატოვა, შვილზე ჭკუას კარგავდა, ოდესღაც ბევრი მეგობარი
ჰყავდა, მაგრამ თითქმის აღარავინ შემორჩა. ერთ საღამოს
მითხრა, ანდალუსიელ დეიდასთან უსიამოვნება მაქვსო.
მოთმინებით ვუსმენდი და მერე ვუთხარი, სიცოცხლე ხან-
გრძლივი რამაა და ამ ქვეყნად ბევრი ქალი დადის მეთქი.
პირველი სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა სწორედ ამან
გამოიწვია. მითხრა, არა, ჩემთვის ბევრი არ არისო და მერე
ერთი ლექსი წამიკითხა. ძალიან მომეწონა და ვთხოვე, ეგ
ლექსი ჩემს სამუშაო ბლოკნოტში ჩამიწერე, მინდა, დავიზე-
პირო-მეთქი. ლექსი ფრანგულად იყო, დაახლოებით ასეთი
შინაარსისა: ვინც ის ლექსი დაწერა, იმ პოეტის ხორცი მოწყე-
ნილი იყო, თან იმ პოეტს უკვე ყველა წიგნი წაკითხული ჰქონ-
859 მკითხველთა ლიგა
და263. არ ვიცი, რა ვიფიქრო-მეთქი, ვუთხარი, მე ძალიან ცო-
ტა წიგნი მაქვს წაკითხული, მაგრამ ასე მგონია, შეუძლებე-
ლია, მაინც, ადამიანმა, რომელიც თუნდაც ძალიან ბევრს
კითხულობდეს, მსოფლიოში რაც კი წიგნია, ყველა წაიკით-
ხოს. წარმომიდგენია, რამდენი წიგნი არსებობს, კარგებიც და
ცუდებიც, მარტო კარგებიც რომ ვიგულისხმოთ, მაინც ძალი-
ან ბევრია! მაშინ, დღე და ღამე კითხვაში უნდა ჰქონდეს გას-
წორებული! ცუდ წიგნებზე აღარაფერს ვამბობ, ალბათ გაცი-
ლებით მეტი იქნება კარგებზე, როგორც ყველაფერი ცხოვრე-
ბაში, თანაც უნდა ვიცოდეთ, რომელია კარგი და რომლის წა-
კითხვა ღირს-მეთქი, მერე „მოწყენილ ხორცზე“ დავიწყეთ
ლაპარაკი, ამით რის თქმა უნდოდა, რომ უკვე მსოფლიოში
ყველა ქალი იხმარა? როგორც ყველა წიგნი წაიკითხა, ასევე
მსოფლიოში ყველა ქალთანაც იწვა? მაპატიე, არტურო, მაგ-
რამ ეს ლექსი თავიდანვე იდიოტობაა. ერთიც წარმოუდგენე-
ლია და მეორეც-მეთქი. იმან კი სიცილი დაიწყო, ეტყობოდა,
რო ამხიარულებდა ჩემთან ლაპარაკი. მერე მითხრა, შესაძ-
ლებელიაო. არა, შეუძლებელია, ის, რაც ამან დაწერა, მოგო-
ნილია, დარწმუნებული ვარ ძალიან, ძალიან ცოტა ქალთან
არის ნაწოლი, ამაში ეჭვი არ მეპარება. და იმაშიც დარწმუნე-
ბული ვარ, რო იმდენი წიგნიც არ ექნება წაკითხული, რამდენ-
საც იბრალებს-მეთქი. მინდოდა, კიდევ ბევრი სიმართლე
მეთქვა, მაგრამ ძნელია, საუბარი გააგრძელო, როდესაც ყო-
ველ წუთს გიწევს დახლიდან გამოსვლა და კლიენტების მომ-
სახურება. არტურო ტაბურეტზე იჯდა და როდესაც გავდიოდი,
მის ზურგსა და კისერს ვხედავდი, საწყალი, ან მისი სახის ანა-
რეკლს ვეძებდი თაროზე შემოწყობილ ბოთლებზე. მერე ჩემი

263 იგულისხმება სტეფან მალარმეს ლექსი „ზღვის ნიავი“.


860 მკითხველთა ლიგა
ცვლა მორჩა, ღამის სამ საათზე გამოვედი პაბიდან და სახ-
ლისკენ გავწიეთ. შევთავაზე, სანაპიროსკენ გადავუხვიოთ და
ისევ ვისეირნოთ-მეთქი, მაგრამ მიპასუხა, მეძინებაო და სახ-
ლში წავედით. სანამ მივდიოდით, ვკითხე, რა უნდა გააკეთოს
კაცმა, თუ ყველა წიგნს წაიკითხავს და ყველა ქალთან დაწვე-
ბა, როგორც ის ფრანგი პოეტი ამბობს-მეთქი, მიპასუხა,
იმოგზაუროს, წავიდესო. მაშინ მე ვუთხარი, შენ პინედაშიც კი
არ ჩადიხარ, როგორღა იმოგზაურებ-მეთქი. არაფერი უპასუ-
ხია.
მაგრამ ისე მოხდა, რო იმ საღამოს მერე ის ლექსი ვერა და
ვერ ამოვიგდე თავიდან. ვერ ვიტყვი, გამუდმებით იმაზე ვფიქ-
რობდი-მეთქი, მაგრამ დროდადრო ნამდვილად მახსენდებო-
და. ისევ ისეთ სისულელედ მეჩვენებოდა, მაგრამ თავიდან
მაინც ვერა და ვერ ამოვიგდე. ერთ საღამოს არტურო „სირი-
ნოზში“ არ მოვიდა, მე კი ბარსელონაში გავემგზავრე. ხანდა-
ხან ასეთი რამე მემართება. არც კი ვიცი, რას ვაკეთებ. მეორე
დღეს დავბრუნდი, დილის ათ საათზე, საშინელ მდგომარეო-
ბაში. ის თავის ოთახში იყო ჩაკეტილი. ლოგინში ჩავწექი და
სანამ დამეძინებოდა, მისი საბეჭდი მანქანის ხმა მესმოდა.
შუადღისას კარზე დამიკაკუნა. არ ვუპასუხე. მაშინ, ჩემი საძი-
ნებლის კარი შემოაღო და მკითხა, თავს ხომ კარგად
გრძნობ, დღეს სამსახურში არ მიდიხარო? მერე დაამატა,
ჭირსაც წაუღია ეგ სამსახური, ჩაის მოგიმზადებო. სანამ ჩაის
მომიტანდა, ავდექი, ჩავიცვი, შავი სათვალე გავიკეთე და სა-
ერთო ოთახისკენ წავედი. მეგონა, გული ამერეოდა, მაგრამ
არ ამრევია. ლოყა ჩალურჯებული მქონდა, ის სილურჯე ვე-
რაფრით ვერ დავიფარე და დავიწყე ლოდინი, კითხვებს რო-
დის მომაყრიდა. მაგრამ არაფერი უკითხავს. მაშინ ნამდვილი
სასწაული მოხდა და პაბიდან არ გამომაგდეს. საღამოს სახ-
861 მკითხველთა ლიგა
ლიდან გასვლა და მეგობრებთან ერთად მომინდა დალევა.
არტუროც გამომყვა. ზღვის სანაპიროს პაბში შევედით, მერე
სხვა მეგობრებიც შემოგვიერთდნენ და ქეიფი ბლანესსა და
ლიორეტში გავაგრძელეთ. იმ ღამით არტუროს ვუთხარი, სი-
სულელეებს თავი დაანებე და ის აკეთე, რაც შენს გულს გა-
უხარდება, შენს შვილს და რომანებს მიხედე, თუ ეს მოგწონს
ყველაზე მეტად, ეს უნდა აკეთო-მეთქი. სწორედ ეს მოსწონ-
და, მაგრამ შვილზე ლაპარაკი არ უყვარდა. ბავშვის ფოტოსუ-
რათი მიჩვენა, ასე ხუთი წლისა იქნებოდა და მამამისის ალი-
კვალი იყო. ბიჭო, რა ბედნიერი ხარ-მეთქი, ვუთხარი, ჰო, ბე-
დი მწყალობსო, მიპასუხა. თუკი ასე ფიქრობ, აბა, რატო უნდა
წახვიდე, შე ბედოვლათო, რატო ეთამაშები შენს ჯანმრთე-
ლობას, თუკი იცი, რო მთლად კარგი არ გაქვს, დარჩი, იმუშა-
ვე, შვილთან ყოფნით გაიხარე და ისეთი ქალი იპოვე, ვისაც
მართლა ეყვარები-მეთქი. უცნაურია, მთვრალი არ იყო, მაგ-
რამ ისე იქცეოდა, თითქოს მთვრალი ყოფილიყოს, ამბობდა,
სხვების სიმთვრალე გადამედება ხოლმეო, ან იქნებ მე ვიყავი
ისეთი მთვრალი, რო ვეღარ ვარჩევდი, მართლა მთვრალი
იყო თუ ფხიზელი.
ადრე თვრებოდი-მეთქი? ვკითხე მეორე დილით. რა თქმა
უნდა, როგორც ყველა, მაგრამ, საერთოდ, მირჩევნია ფხიზე-
ლი ვიყოო, მიპასუხა. ასეც ვიცოდი-მეთქი.
ერთხელ, ღამით, ვიღაც ბიძასთან მომივიდა ჩხუბი, იმიტო
რო ძალიან გავიდა თავს. ეს ამბავი „სირინოზში“ მოხდა. იმ
ბიძამ მაწყენინა და ვუთხარი, ბიძაჩემო, აბა, ერთი გარეთ გა-
მოდი და იქ გამიმეორე, რაც მითხარი-მეთქი. ვერ შევამჩნიე,
რო ის ბიძა მარტო არ იყო. როცა იქნება, ეს სიფიცხე დამღუ-
პავს. ის ჩემისაც გამომყვა, გარეთ ერთი პატარა ილეთი ჩავუ-
ტარე და ძირს დავანარცხე. ასე არ უნდაო, და ახლა ძმაკაცე-
862 მკითხველთა ლიგა
ბი გამოესარჩლნენ, მაგრამ პაბის მენეჯერმა და არტურომ შე-
აჩერეს. იქამდე არაფრის აზრზე არ ვიყავი, მაგრამ, როგორც
კი არტურო და მენეჯერი დავინახე, არ ვიცი რა დამემართა,
რაღაც თავისუფლების შეგრძნება გამიჩნდა, მაგრამ მთავარი
სხვა რამე იყო. ვიგრძენი, თითქოს ვუყვარდი, მიცავდნენ, მე-
სარჩლებოდნენ, და ამან გამახარა. მოკლედ, ისე იყო საქმე,
რომ იმავე ღამით, ოღონდ მოგვიანებით, პეპე გამოჩნდა და
დილის ხუთ საათზე სექსი გავაჩაღეთ. სრული ბედნიერების-
თვის, აბა, მეტი რა უნდა მენატრა? სანამ მე და პეპე საწოლში
ვიწექით, თვალები დახუჭული მქონდა და იმ ამბებზე ვფიქ-
რობდი, რაც იმ ღამით მოხდა, ჯერ ცუდზე, მერე კარგზე, და
რადგან კარგი ამბები იმ ცუდების შემდეგ იყო მომხდარი, ამი-
ტომ, ძალიან სასტიკადაც აღარ მეჩვენებოდა, კარგები ჭარ-
ბობდა. ასეთ რამეებზე ვფიქრობდი, მოკლედ, თან პეპეს ყურ-
ში რაღაცებს ვეჩურჩულებოდი და უცებ, ავდექი და (ვაჰ!) არ-
ტუროზე არ დავიწყე ფიქრი? გავიგონე, საბეჭდ მანქანას რო-
გორ აკაკუნებდა და იმის ნაცვლად, რო ამ რეალობას შევგუე-
ბოდი და საკუთარი თავისთვის მეთქვა, არტუროც კარგია,
ჩვენ ყველანი კარგები ვართ და დედამიწაც თავის გზას აგ-
რძელებს დროის ოკეანეში-მეთქი, იმის ნაცვლად, რო ასე
მოვქცეულიყავი, როგორც ვამბობ, ჩემს მეზობელზე ფიქრი
აღარ მომშორდა. იმაზე ვფიქრობდი, თუ რა მდგომარეობაში
იყო და მტკიცედ მივეცი პირობა ჩემს თავს, რომ აუცილებ-
ლად დავეხმარებოდი. მეორე დილით, სანამ მე და პეპე კუნ-
თებს ვავარჯიშებდით, არტურო კი თავის უკვე ჩვეულ ადგილ-
ზე იჯდა და გვიყურებდა, თავდასხმაზე გადავედი. იმ დღეს არ
ვიცი, რა ვუთხარი. ალბათ, ვეტყოდი, მოდი, დღეს დასვენების
დღე მოიწყე, განა შენ თვითონვე არ ხარ შენი თავის პატრო-
ნი? მოდი, ეს დღე შვილთან ერთად გაატარე-მეთქი. და თუ
863 მკითხველთა ლიგა
მართლა ეს რაღაცები ვუთხარი, ეტყობა, ძალიან ჩავაცივდი,
ისე ჩავაცივდი, რო ბოლოს არტურო დამნებდა. პეპემ უთხრა,
მეც წასასვლელი ვარ და არენისამდე ერთად ვიმგზავრებთო.
იმ ღამით არტურო „სირინოზში“ არ გამოჩენილა.
სახლში ღამის სამ საათზე ვბრუნდებოდი და არტურო სა-
ნაპიროზე მდებარე ერთ-ერთ სატელეფონო ჯიხურში დავინა-
ხე. შორიდან მოვკარი თვალი. გვერდითა ჯიხურს მთვრალი
ტურისტების გუნდი შემოხვეოდა, მაგრამ, ეტყობოდა, ის მე-
ორე ტელეფონი არ მუშაობდა. ტროტუართან მანქანა იდგა
და ღია კარიდან მთელი ხმით მოისმოდა მუსიკა. რაც უფრო
ვუახლოვდებოდი (კრისტინასთან ერთად ვიყავი), არტუროს
ჩრდილი უფრო ნათლად იკვეთებოდა. სანამ სახეს შევხედავ-
დი (ჩემკენ ზურგით იდგა, კაბინაში იყო შეყუჟული) კარგა
ხნით ადრე ვიცოდი, რო ტიროდა ან სადაცაა ატირდებოდა.
ნუთუ მთვრალი იყო? თუ დაბოლილი? სწორედ ეს კითხვები
მაწვალებდა, სანამ მივუახლოვდებოდი, კრისტინას უკან მო-
ვიტოვებდი და მის გვერდით აღმოვჩნდებოდი. შევამჩნიე, რო
უცხოელები უცნაურად მიყურებდნენ და წამით გამიელვა, ვა-
ითუ ის არ არის-მეთქი. ჭრელი პერანგი ეცვა, ადრე არ მენა-
ხა, ასეთი პერანგი თუ ჰქონდა. მხარზე შევეხე. არტურო, მე-
გონა, ამაღამ არენისში დარჩებოდი-მეთქი. შემობრუნდა და
გამარჯობაო, მითხრა. მერე ტელეფონის ყურმილი დაკიდა და
მე და კრისტინას დაგვიწყო ლაპარაკი. ამან სულ გამომაშტე-
რა. შევამჩნიე, რო ავტომატიდან მონეტების აღებაც კი და-
ავიწყდა. ათას ხუთას პესეტაზე მეტი იყო. კრისტინა რო წავი-
და, ვკითხე, არენისი როგორ მოიარე-მეთქი. მიპასუხა, კარ-
გადო. ცოლი ვიღაც ტიპთან ერთად ცხოვრობს, ბასკთან. ქა-
ლიც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენო. კიდევ-მეთქი? მე-
ტი არაფერიო. ვის ურეკავდი-მეთქი. არტურომ შემომხედა და
864 მკითხველთა ლიგა
გაიღიმა. იმ ანდალუსიელ ჩათლახ ქალს-მეთქი? ჰოო. ვინც
ტვინი აგირია-მეთქი? ჰოო. მერე ელაპარაკე-მეთქი? სულ ცო-
ტა ხნითო. ინგლისელი ტურისტები არ ჩუმდებოდნენ და გარ-
შემო ერთი გნიასი იდგა. თუ აღარ ელაპარაკებოდი და ყურ-
მილი გათიშული გქონდა, ჯიხურში რაღა ჯანდაბა გინდოდა-
მეთქი. მხრები აიჩეჩა და ცოტა ხნის შემდეგ მიპასუხა, ისევ
ვაპირებდი დარეკვასო. სახლიდან დარეკე-მეთქი. არაო,
დიდხანს ვიცი ლაპარაკი და დიდი გადასახადი მოგივაო. შენ
შენი ნაწილი გადაიხადე, მე ჩემსას გადავიხდი-მეთქი, წავი-
ლუღლუღე. არა, გადასახადი რომ მოვა, იმედია, იმ დროის-
თვის უკვე აფრიკაში ვიქნებიო. ღმერთო, რა სულელი ხარ,
წამო, წყნარად დაურეკე, მე ამასობაში ვიბანავებ და გამაფ-
რთხილე, როცა მორჩები-მეთქი.
მახსოვს, წყალი გადავივლე, მერე მთელ სხეულზე საცხი
წავისვი და ცოტა ხნით აბაზანის დაორთქლილი სარკის წინაც
ვივარჯიშე. რო გამოვედი, არტურო მაგიდასთან იჯდა, წინ
გვირილის ნაყენი და ფინჯანი რძიანი ჩაი ედგა. ჩაი ჩემთვის
მოემზადებინა და ზედ ტილო გადაეფარებინა, რო არ გაცივე-
ბულიყო. დარეკე-მეთქი? კიო, მითხრა, მერე-მეთქი? დამიკი-
დაო. თვითონ დააკლდება-მეთქი. ჩაიფრუტუნა. თემა რომ
შეგვეცვალა, ვკითხე, წიგნის საქმე როგორ მიდის-მეთქი.
კარგადო. მიჩვენებ? უფლებას მომცემ, შენს ოთახში შემოვი-
დე და ვნახო-მეთქი? შემომხედა და ჰოო, მითხრა. ოთახი
სუფთა არ იყო, მაგრამ არც ჭუჭყიანი ეთქმოდა. აულაგებელი
ლოგინი, იატაკზე დაყრილი ტანსაცმელი, ყველგან წიგნები
იყო მიმოფანტული. დაახლოებით ჩემი ოთახივით. საბეჭდი
მანქანა ფანჯარასთან, ძალიან პატარა მაგიდაზე იდგა. დავჯე-
ქი და ფურცლების თვალიერება დავიწყე. ვერაფერი გავიგე,
რა თქმა უნდა, თუმცა, არც ველოდი, რო რამეს გავიგებდი.
865 მკითხველთა ლიგა
ვიცი, ცხოვრების საიდუმლოს წიგნებში ვერ ამოიკითხავს კა-
ცი, მაგრამ, ისიც ვიცი, რო კითხვა კარგია, ამაში ორივეს ერ-
თი აზრი გვქონდა: წიგნი ადამიანს ჭკუას ასწავლის ან ანუგე-
შებს. ის წიგნებს კითხულობდა, მე ჟურნალებს, აი, ისეთებს,
როგორიც „ ჯადოსნური კუნთი“, ან „კუნთი და ფიტნესი“, ან
„ბოდიფიტნესია“. მერე იმ დიდ სიყვარულზე დავიწყეთ ლაპა-
რაკი. ასე მე ვეძახდი, დასაცინად, შენი დიდი სიყვარული, დე-
იდა, დიდი ხნის წინ რო გაიცანი, თვრამეტი წლისა-მეთქი.
ცოტა ხნის წინ ისევ უნახავს. კატალონიაში დაბრუნება ყო-
ველთვის გამანადგურებელია. როგორც მიამბო, პირველად
კინაღამ მატარებელი გადასულა რელსებიდან, მეორედ ავად
გამხდარა, ორმოცი სიცხით ეგდო საწოლში, გაოფლილი, სა-
ბანში გახვეული და პალტოსაც არ იხდიდა. ასე ავად თუ იყა-
ვი, იმ დეიდამ მატარებელში ჩაჯდომა როგორ დაგანება-მეთ-
ქი, ვეკითხებოდი და თან მის ნივთებს ვათვალიერებდი. ბევ-
რი არაფერი ჰქონდა. იმ დეიდას არ უყვარხარ, არტურო, და-
ფიქრდი, დაივიწყე-მეთქი, ვთხოვდი. უნდა წავსულიყავი, ჩემი
შვილი უნდა მენახაო, გაამართლა. კარგი იქნებოდა, გამეც-
ნო-მეთქი. ფოტოსურათი ხომ გიჩვენეო. აი, ეგ არ მესმის-
მეთქი, ვუთხარი. რა არ გესმისო, მკითხა. არასოდეს დავანე-
ბებდი, რომ ავადმყოფი მეგობარი, თუნდაც არ მყვარებოდა,
თუნდაც შეყვარებული არ ვყოფილიყავი, ორმოცგრადუსიანი
სიცხით მატარებელში ჩამჯდარიყო, ჯერ მოვუვლიდი, ყველა-
ფერს გავაკეთებდი, რო ფეხზე დამეყენებინა, გამომეჯან-
მრთელებინა და მერე გავუშვებდი-მეთქი. ხანდახან ბევრ რა-
მეზე მქენჯნის სინდისი, მაგრამ ყველაზე უცნაური ისაა, რო
არ ვიცი, ისეთი რა ჩავიდინე, რო სინდისი მქენჯნიდეს-მეთქი,
გავიფიქრე. შენ კარგი ადამიანი ხარო, მითხრა. შენ კი ცუდე-
ბი მოგწონს, არა-მეთქი? ვკითხე. პირველად იმას ჩემთან ერ-
866 მკითხველთა ლიგა
თად ცხოვრების ეშინოდა, მაშინ მარტო თვრამეტი წლისა
იყოო, თქვა არტურომ. აღარ გააგრძელო, თორემ შენზე გავ-
ბრაზდები-მეთქი, ვუთხარი, ჩემთვის კი გავიფიქრე, ის დეიდა
ხომ ნაგავია, მაგრამ, შენ კაი შტერი ხარ-მეთქი. აქ აღარაფე-
რი მესაქმება, გააგრძელა არტურომ. რატომ ხარ ასეთი მე-
ლოდრამატული-მეთქი! მიყვარდაო. გეყოფა-მეთქი, დავუბ-
ღვირე. კრეტინობების მოსმენა არ მიყვარს. იმ ღამით იმ ნა-
ბიჭვარ, დეგენერატ ანდალუსიელზე და მის შვილზე ვილაპა-
რაკეთ. ფული არ გყოფნის? იმიტო მიდიხარ, რო ფული არ
გაქვს? საკმარისად ვერ შოულობ? მე გასესხებ. ამ თვის ქირას
ნუ მომცემ. ნურც მომავალი თვისას. მანამდე ნუ გადამიხდი,
სანამ ბლომად ფული არ გაგიჩნდება. წამლების ფული თუ არ
გაქვს, ან ექიმთან მისასვლელი, ან ბავშვს სათამაშო რო უყი-
დო, შემიძლია გასესხო. ერთი ჩემი მეგობარი სათამაშოების
მაღაზიაში მუშაობს, მეორე მეგობარი – სასწრაფოში. ყველა-
ფერს ეშველება-მეთქი, ვეუბნებოდი.
მეორე დილით ისევ მიამბო იმ ანდალუსიელი ქალის ამბა-
ვი. ისე გამოიყურებოდა, მგონი, ღამით არც ეძინა. ეს ჩემი
უკანასკნელი სასიყვარულო ისტორიააო, ასე მითხრა. რატო-
მაა უკანასკნელი, შემთხვევით ხომ არ მოკვდი, ხანდახან
ნერვებს მაგრად მადღლიზავ, არტურო-მეთქი, გავუბრაზდი.
ანდალუსიელის ამბავი მარტივზე მარტივია. არტურომ მა-
შინ გაიცნო, როცა ის გოგო თვრამეტი წლისა იყო. ეს უკვე ვი-
ცოდი. მერე ის გოგო დაშორდა, წერილი დაუტოვა და წავიდა,
არტუროს კი ისეთი უცნაური შეგრძნება დარჩა, თითქოს სი-
ნამდვილეში მათი ურთიერთობა არც არასდროს დამთავრე-
ბულიყოს. რაღაც ინტერვალებით ურეკავდა იმ გოგოს. ასე
გავიდა წლები. ორივე თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, ისე,
როგორც ახერხებდნენ. არტურომ სხვა ქალი გაიცნო, შეუყ-
867 მკითხველთა ლიგა
ვარდა, დაქორწინდნენ, შვილი ეყოლათ, გაიყარნენ. მერე
ავად გახდა, სიკვდილის პირას იყო: პანკრეატიტი, დაშლილი
ღვიძლი, მსხვილი ნაწლავის წყლული. რამდენჯერმე საავად-
მყოფოში მოხვდა. ერთხელაც იმ ანდალუსიელს დაურეკა.
დიდი ხანი იყო, რაც არ შეხმიანებოდა და იმ დღეს, ალბათ
იმიტო, რო თან ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, თან მოიწყი-
ნა, ადგა და დაურეკა. დეიდა იმ ტელეფონზე აღარ ბრძანდე-
ბოდა. აბა, რა იქნებოდა, იმდენი დრო იყო გასული. იძულებუ-
ლი გახდა, ეძებნა. ახალი ნომერი მალე გაიგო და დაელაპა-
რაკა. ის დედაკაცი დაახლოებით მასავით იყო, უკეთეს შემ-
თხვევაში. განახლდა დიალოგი, თითქოს იმდენი დრო არც
იყო გასული. არტურო სამხრეთში გაემგზავრა. ჯერ ისევ სუს-
ტად იყო, მაგრამ მაინც გადაწყვიტა, იმ დედაკაცის სანახავად
წასულიყო. ისიც დაახლოებით ისეთივე მდგომარეობაში აღ-
მოჩნდა. ფიზიკურად არაფერი სტკიოდა, მაგრამ, ნერვები არ
ჰქონდა წესრიგში. ასე უთქვამს, გავგიჟდი, ვირთხებს ვხედავ,
მესმის კედლებში როგორ დარბიან, საშინელი სიზმრები
მტანჯავს, ან საერთოდ ვერ ვიძინებ, ქუჩაში გასვლას ვერ ვი-
ტანო. ისიც გაყრილი აღმოჩნდა, ქორწინებაში არ გაუმარ-
თლა, არც საყვარლებში. ერთი კვირა აიტანეს ერთმანეთი.
არტურო კატალონიაში რო ბრუნდებოდა, კინაღამ მატარებე-
ლი აუფეთქდა. როგორც არტურომ მითხრა, მემანქანეს მატა-
რებელი შუა მინდორზე გაუჩერებია, გამცილებლები ჩასუ-
ლან, მთელი გზა შეუმოწმებიათ და ბოლოს, სოლი უპოვიათ.
ის სოლი ცუდად ყოფილა დამაგრებული და ჩავარდნილა.
მართალი გითხრათ, არ მესმის, როგორ შეიძლებოდა, ადრე
არ შეემჩნიათ, სოლი თუ დამაგრებული არ იყო. ან არტურო
მიხსნიდა ძალიან ცუდად, ან იმ მატარებლის მთელი მომსა-
ხურე პერსონალი გათხლეშილი მთვრალი იქნებოდა. ერთა-
868 მკითხველთა ლიგა
დერთი მგზავრი, ვინც მატარებლიდან ჩასულა და იქაურობას
ათვალიერებდა, როგორც არტურომ მითხრა, თვითონ ყოფი-
ლა. ალბათ ის სიგიჟე ჭკუაში მაშინ ჩაუჯდა, სწორედ იმ
დროს, როცა გამცილებლები მატარებლიდან ჩამოვარდნილ
იმ სოლს თუ რაღაც რკინას ეძებდნენ, ამან გაქცევაზე დაიწყო
ფიქრი. მაგრამ, უარესი მერე მოხდა: კატალონიაში ჩამოს-
ვლიდან ხუთი დღე იყო გასული, როცა მიხვდა, რომ სხვა გზა
არ რჩებოდა, უკან უნდა დაბრუნებულიყო. იმ დღეებში ანდა-
ლუსიელ დეიდას დღეში, სულ ცოტა, ერთხელ მაინც ელაპა-
რაკებოდა, ხანდახან კი შვიდჯერაც. როგორც წესი, კამათობ-
დნენ, ან ერთმანეთს ეუბნებოდნენ, როგორ მომენატრეო. იმ
ტელეფონის რეკვებში უამრავი ფული გადაყარა. მერე, ჯერ
ერთი კვირაც არ იყო გასული, რო ისევ მატარებელში ჩაჯდა
და უკან დაბრუნდა. იმ ბოლო მგზავრობის შედეგი ასეთი აღ-
მოჩნდა: რაც უფრო უტკბებოდა არტურო, ან არაფერი იცვლე-
ბოდა, ან ბევრად უარესი ხდებოდა. მარტო ერთი რაღაც იცო-
და დარწმუნებით: ის დედააფეთქებული ანდალუსიელი დე-
იდა უყვარდა. ჰოდა, ავად გახდა და კატალონიაში დაბრუნდა,
ანდა იმ ქალმა გამოაგდო, ან ამან ვეღარ აიტანა მეტი და
უკან დაბრუნება გადაწყვიტა, თუ როგორც არის, მაგრამ საქ-
მე ისაა, რომ ძალიან ავად იყო, იმ დეიდამ კი ხელი არ შეუშა-
ლა მატარებელში ჩამჯდარიყო, როცა სიცხე ორმოცზე მეტი
ჰქონდა. ასეთ რამეს მე არასოდეს გავაკეთებდი, არტურო,
მტერსაც კი არ გავუკეთებდი, თუმცა მტრები არ მყავს-მეთქი,
ზუსტად ეგრე ვუთხარი. მან კი მიპასუხა: უნდა დავშორებული-
ყავით, ერთმანეთს ვჭამდითო. ზედმეტი მოგდის. იმ დეიდას
არასოდეს ჰყვარებიხარ, იმ დეიდას ჭანჭიკები აკლდა, ალ-
ბათ ეს მოგეწონა, მაგრამ სიყვარულით, რასაც სიყვარული
ჰქვია, არასოდეს ჰყვარებიხარ-მეთქი, მივახალე. ერთხელ,
869 მკითხველთა ლიგა
„სირინოზში“ ისიც ვუთხარი, მთავარი შენთვის შენი შვილი
და შენი ჯანმრთელობაა-მეთქი. იზრუნე შენს შვილზე და შენს
ჯანმრთელობაზე, ბიძაჩემო, და ეგ ამბები დაივიწყე, ძალიან
ძნელია იმის დაჯერება, რო ასეთი ჭკვიანი კაცი თან ასეთი
შტერი იყოს-მეთქი.
მერე კულტურისტების ჩემპიონატი გაიმართა, მცირე ჩემ-
პიონატი, ლა ბისბალში. მეორე ადგილზე გავედი და ჭკუაზე
არ ვიყავი სიხარულით, ვინმე ხუანმა პაჩეკო გავიცანი, სევი-
ლიელი, იმ დისკოთეკის კარისკაცად მუშაობდა, ადრე ისიც
კულტურისტი ყოფილა. მალგრატში რო დავბრუნდი, არტურო
იქ აღარ დამხვდა. კარზე წერილი იყო მიკრული, რომელშიც
მაფრთხილებდა, სამი დღით მივემგზავრებიო. სად მიემგზავ-
რებოდა, არ ეწერა, მაგრამ მე წარმოვიდგინე, რო შვილის სა-
ნახავად იყო წასული. მოგვიანებით, კარგად რო დავფიქრდი,
მივხვდი, რო შვილის სანახავად სამი დღით წასვლა არ სჭირ-
დებოდა. მეოთხე დღის ბოლოს დაბრუნდა, ძალიან ბედნიერი
ჩანდა, ასეთი არასოდეს მენახა. არ მიკითხავს, სად იყავი-
მეთქი და არც იმას უთქვამს რამე. უბრალოდ, საღამოს „სი-
რინოზში“ შემომიარა და ისე დავიწყეთ ლაპარაკი, თითქოს
ეს-ესაა ერთმანეთს დავშორდითო. პაბში დაკეტვამდე დარჩა,
მერე სახლამდე ერთად წამოვედით ფეხით. ლაპარაკის ხასი-
ათზე ვიყავი და შევთავაზე, მოდი, რამდენიმე ჭიქა მეგობრე-
ბის ბარში დავლიოთ-მეთქი, მაგრამ, მიპასუხა, მირჩევნია,
სახლში წავიდეო. ასე იყო თუ ისე, სახლში მისვლა არ გვიჩქა-
რია. ასეთ დროს სანაპიროზე ხალხი თითქმის საერთოდ
აღარ არის და ღამეც სასიამოვნოა, ზღვიდან სიო უბერავს,
ღია ბარებიდან მუსიკა გამოდის. ხომ ვთქვი, ლაპარაკის იშ-
ტაზე ვიყავი-მეთქი და ხუანმა პაჩეკოს ამბავი მოვუყევი. მო-
ყოლას რო მოვრჩი, როგორ მოგწონს-მეთქი. სიმპათიური სა-
870 მკითხველთა ლიგა
ხელი აქვსო, ასე მითხრა. სინამდვილეში, ხუან მანუელი
ჰქვია-მეთქი. მივხვდიო. მგონი, შემიყვარდა-მეთქი. სიგა-
რეტს მოუკიდა და სანაპიროს ძელსკამზე ჩამოჯდა. გვერდით
მივუჯექი და ლაპარაკი გავაგრძელე. იმ წუთებში არტუროსი
კარგად მესმოდა, ან მეჩვენებოდა, რომ მესმოდა ყველა სი-
გიჟე, რაც ადრე ჰქონდა ჩადენილი და რის ჩადენასაც მალე
აპირებდა. მეც სიამოვნებით წავიდოდი აფრიკაში იმ ღამით,
სანამ ზღვას გავცქეროდით და შორეულ სინათლეებს და მე-
თევზეების ნავებს ვაკვირდებოდით; ასე მეგონა, ყველაფრის-
თვის მზად ვიყავი, განსაკუთრებით კი ძალიან შორს გასაქცე-
ვად. კარგი იქნება, ახლა ქარიშხალი ამოვარდეს-მეთქი,
ვთქვი. ნუ ამბობ, თორემ შეიძლება გაწვიმდესო, მიპასუხა.
გავიცინე. ამ დღეებში რას აკეთებდი-მეთქი, ვკითხე. არა-
ფერს, ვფიქრობდი, ფილმებს ვნახულობდიო. რა ფილმები ნა-
ხე-მეთქი. „ნათებაო“264. რა საზიზღარი ფილმია, კარგა ხნის
წინათ ვნახე და მერე ვეღარ ვიძინებდი-მეთქი. მეც დიდი ხნის
წინ მქონდა ნანახი და მეც მთელი ღამე თეთრად გავათენეო.
ძალიან მაგარი ფილმია-მეთქი. ძალიან კარგიაო. მერე ჩუ-
მად ვისხედით და ზღვას გავცქეროდით. მთვარე არ იყო და
მეთევზეების ნავების ფარნებიც აღარსად ჩანდა. ის რომანი
გახსოვს, ტორანსი რომ წერდაო? მკითხა უცებ არტურომ. ვინ
ტორანსი-მეთქი. ის ცუდი პერსონაჟი ფილმიდან, ჯეკ ნიკოლ-
სონი რო თამაშობსო. ჰო, ის ბოზიშვილი მართლაც რომანს
წერდა, მაგრამ რას, აღარ მახსოვს-მეთქი. ხუთას გვერდზე
მეტი ჰქონდა დაწერილიო, თქვა არტურომ და პლაჟისკენ გა-
დააწიტა. არასოდეს ადრე არ მენახა, როგორ აფურთხებდა.
მაპატიე, კუჭი მტკივაო, თავი გაიმართლა. არა უშავს-მეთქი.

264 იგულისხმება სტენლი კუბრიკის ფსიქოლოგიური თრილერი.


871 მკითხველთა ლიგა
ხუთას გვერდზე მეტი ჰქონდა დაწერილი, მაგრამ ერთსა და
იმავე წინადადებას იმეორებდა დაუსრულებლივ, სხვადასხვა-
ნაირად, რაც შეიძლება დიდი ასოებით, პატარა ასოებით, ორ
მწკრივად, გამუქებით, სტრიქონების გამოყოფით, მაგრამ ერ-
თსა და იმავე წინადადებას, სხვას არაფერს. რა წინადადება
იყო, არ გახსოვსო? არა, არ მახსოვს, ცუდი მახსოვრობა
მაქვს, მარტო ნაჯახი მახსოვს და ის, რო ბოლოს ბავშვი და
დედამისი გადარჩნენ-მეთქი. აჩქარება გარიჟრაჟს არ ააჩქა-
რებსო265, – თქვა არტურომ. გიჟი იყო-მეთქი, ვთქვი, ზღვის
ყურებას თავი დავანებე და არტუროს სახეს დავუწყე ძებნა.
გვერდით მეჯდა და მომეჩვენა, რომ სადაცაა გაითიშებოდა.
შეიძლებოდა, კარგი რომანი ყოფილიყოო, გავიგონე მისი
ხმა. ნუ მაშინებ, კარგი როგორ იქნებოდა, თუ შიგნით მარტო
ერთი წინადადება მეორდებოდა! ეს ხო მკითხველის უპატივ-
ცემულობაა, ცხოვრებაში ისედაც ბევრი ქაქია, ეგღა გვაკლია,
წიგნი ვიყიდოთ და შიგ მარტო ერთი წინადადება ეწეროს,
იგივეა, ვისკი შეუკვეთო და ჩაი მოგიტანონ, თავის აგდება და
უპატივცემულობაა, შენ რა, ასე არ ფიქრობ-მეთქი? შენი საღი
აზრი მაგიჟებს, ტერესა, ჩემს ნაწერს თვალი გადაავლეო?
მკითხა. შენს ოთახში მარტო მაშინ შემოვდივარ, როცა შენ
მეპატიჟები-მეთქი, მოვიტყუე. მერე სიზმარი მიამბო, ან შეიძ-
ლება ეს უკვე მეორე დილით მოხდა, სანამ მე ვვარჯიშობდი,
ის კი მაგიდასთან იჯდა თავისი გვირილის ნაყენიანად და ისე-
თი სახით მიყურებდა, თითქოს მთელი კვირა არ უძინიაო.
სიზმარი მომეწონა და ამიტომაც მახსოვს. არტურო არაბი
ბავშვი იყო და თავის უმცროს ძმასთან ხელჩაკიდებული ინ-
დონეზიის დილერული დაწესებულებისკენ მიდიოდა, რომ

265 რეფრენი ფილმიდან „ნათება“


872 მკითხველთა ლიგა
კავშირგაბმულობის ტრანსოკეანური სადენი ჩაეგდო. უკან
ორი ინდონეზიელი სამხედრო მიჰყვებოდა. არტუროს არაბუ-
ლი ტანსაცმელი ეცვა. სიზმარში ასე თორმეტი წლისა იქნებო-
და, მისი ძმა კი ასე ექვსი-შვიდის. დედამისი შორს იდგა და
ჯერ იქიდან ადევნებდა თვალს, მერე სადღაც გაქრა. არტურო
და მისი ძმა მარტონი დარჩნენ, თუმცა ორივეს ქამრებში არა-
ბული დანები ჰქონდათ გარჭობილი, სქელი, მოკლე და ბო-
ლოში მოხრილი დანები. ხელში ორივეს სადენი ეჭირა. ის სა-
დენი კუსტარულად დამზადებულს ჰგავდა. კიდევ მომწვანო-
მოყავისფრო სქელი სითხით სავსე კასრი მიჰქონდათ, ვითომ
ეს იყო ინდონეზიელების ფული. სანამ იცდიდნენ, უმცროსმა
ძმამ ჰკითხა, რამდენი მეტრია ეს სადენიო. მეტრი? მეტრი კი
არა, კილომეტრებიაო, უპასუხა არტურომ. სამხედროების ჯი-
ხური ხისგან იყო ნაგები და ზღვასთან იდგა. უფრო ასაკოვანი
ვიღაც არაბი ვითომ კუდში მისდევდათ, სულ ახლოს. არტუ-
როს ნერვები ეშლებოდა, უნდოდა იმ არაბისთვის შეეგინები-
ნა ან ესაყვედურა ასეთი უზრდელობის გამო, დანაზეც კი იყუ-
რებოდა, ადგილზე ჰქონდა თუ არა, მაგრამ, მაინც თავს იკა-
ვებდა, რადგან ის უფროსი არაბი ინდონეზიელ სამხედროებს
რაღაცის მოყოლას უწყებდა. ამბავი სიცილიის რომელიღაც
დღესასწაულს ეხებოდა. როგორც არტურომ მითხრა, იმ მო-
ნაყოლის მოსმენისას, მანაც და მისმა ძმამაც ბედნიერება იგ-
რძნეს, გახალისდნენ, თითქოს ის კაცი ლექსებს ამბობდა. სი-
ცილიაში ქვიშის მყინვარია. ხალხი იმ მყინვარს სიფრთხი-
ლის გამო კარგა მანძილიდან აკვირდება. ყველა შორიდან
უყურებს ორის გარდა; ერთი მყინვარზე ადის, მეორე კი მყინ-
ვარის ძირას დგას და ელოდება. ამ დროს ის, რომელიც ზე-
მოთაა, მოძრაობას იწყებს, თითქოს ცეკვავს ან მიწას ტკეპნი-
სო, და მყინვარი მწვერვალიდან დაშლას იწყებს. ქვიშის
873 მკითხველთა ლიგა
უზარმაზარი მასა სწყდება და ქვემოთ, მთის ძირას მდგომის-
კენ მოექანება. მაგრამ ის იქიდან ფეხს მაინც არ იცვლის. წა-
მით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სადაცაა ქვიშის
ტალღა გადაეფარება და დამარხავსო, მაგრამ, უკანასკნელ
წამს გვერდზე ხტება და გადარჩება. აი, ასეთი სიზმარი მიამ-
ბო. ინდონეზიის ზეცა თითქმის მწვანე ყოფილა, სიცილიის ცა
კი თითქმის თეთრი. დიდი ხანი იყო გასული, რაც არტუროს
ასეთი კარგი სიზმარი არ ენახა. შეიძლება ის ინდონეზია და
სიცილია სხვა პლანეტის ინდონეზია და სიცილია ყოფილიყო.
ჩემი აზრით, ეს სიზმარი ბედის შეცვლას ნიშნავდა. დღეიდან
ყველაფერი კარგად იქნება შენს ცხოვრებაში. ის ძმა, სიზმარ-
ში რო გყავდა, იცი, ვინ იყო-მეთქი? ჰო, ვხვდებიო. შენი შვი-
ლი-მეთქი. ეს რო ვუთხარი, გაიღიმა. მაგრამ რამდენიმე
დღის მერე ისევ იმ ქალზე დამიწყო ლაპარაკი. ეს არ მომეწო-
ნა და ჯანდაბაში გავგზავნე. ახლა ვიცი, რო ასე არ უნდა მოვ-
ქცეოდი, თუმცა, დიდი მნიშვნელობა არც იმასა აქვს, მე რას
ვეტყოდი. მგონი, იმაზე დავუწყე ლაპარაკი, რომ ცხოვრებაში
ყველას გარკვეული პასუხისმგებლობები აქვს, იმას ვეუბნე-
ბოდი, რისაც მე თვითონ მჯერა და რის – მიხედვითაც ვიქცე-
ვი, რო ვიცხოვრო. ისე ვუბღვერდი, თითქოს ვუბრაზდებოდი,
სინამდვილეში კი გაბრაზებული არ ვიყავი. არ სწყენია. იმ ღა-
მით სახლში არ უძინია. იმიტო მახსოვს, რომ ის პირველი ღა-
მე იყო, როცა ხუან პაჩეკომ მომაკითხა. დასვენების დღეები
ორ კვირაში ერთხელ ჰქონდა. ჰოდა, გათავისუფლდა თუ
არა, მაშინვე ჩამომაკითხა. ჩემს ოთახში შევიყვანე და შევე-
ცადეთ, სექსი გვქონოდა. რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ ვერ
შევძელი, ალბათ, ხუანმას კუნთების ბრალი იყო, დაფომ-
ფლოვებული კუნთები ჰქონდა, იმიტო, რო დიდი ხანი იყო, არ
ევარჯიშა. უფრო მაინც ჩემი ბრალი იქნებოდა. ყოველ წუთს
874 მკითხველთა ლიგა
ვდგებოდი და სამზარეულოში გავდიოდი წყლის დასალევად.
ერთ-ერთ ასეთ გასვლაზე, არ ვიცი რატო, არტუროს ოთახში
შევედი, მაგიდაზე, საბეჭდი მანქანის გვერდით, უამრავი წე-
სიერად დაწყობილი ქაღალდის ფურცელი დაელაგებინა. სა-
ნამ შიგ ჩავიხედავდი, ისევ „ნათება“ გამახსენდა და ჟრუან-
ტელმა დამიარა. მაგრამ, არტურო გიჟი არ იყო და ეს მე ვი-
ცოდი. მერე ოთახს შემოვუარე, ფანჯარა გავაღე, საწოლზე
ჩამოვჯექი. ამ დროს კორიდორში ნაბიჯების ხმა გავიგონე და
კარში ხუანმა პაჩეკოს სახეც გამოჩნდა. მკითხა, რამე ხო არ
დაგემართაო, არაფერი, დაწყნარდი, ვფიქრობ-მეთქი ვუთხა-
რი. ამ დროს ჩალაგებული ჩემოდნები დავინახე და მივხვდი,
რომ წავიდოდა.
ოთხი წიგნი მაჩუქა, მაგრამ ჯერ არ წამიკითხავს. ერთი
კვირის მერე დავემშვიდობეთ ერთმანეთს, მალგრატის სად-
გურამდეც მივაცილე.

875 მკითხველთა ლიგა


25

ხაკობო ურენდა, შერშ მიდის ქუჩა, პარიზი, 1996 წლის ივ-


ნისი. ძნელია ამ ამბის მოყოლა. ადვილი კი ჩანს, მაგრამ, თუ
ცოტა გაქექავ, მაშინვე მიხვდები, რომ ძნელია. იქაური ყვე-
ლა ამბავი ძნელია. აფრიკაში წელიწადში სამჯერ მაინც ჩავ-
დივარ ხოლმე, ზოგადად, ცხელ წერტილებში და როდესაც
პარიზში ვბრუნდები, ასე მგონია, ისევ მძინავს და გაღვიძება
მიჭირს-მეთქი. არადა, ითვლება, რომ ლათინოამერიკელებს
უბედურებები ისე არ გვზაფრავს, როგორც დანარჩენ ეროვნე-
ბებს.
იქ გავიცანი არტურო ბელანო, ლუანდის ფოსტაში, ერთ
დღეს ნაშუადღევის პაპანაქებაში, როდესაც სხვა არაფერი
დამრჩენოდა გარდა იმისა, რომ ფული ტელეფონის ზარებში
მეხარჯა და პარიზში მერეკა. ფაქსის სარკმელთან იდგა და
მენეჯერის თანაშემწეს ეკამათებოდა, რადგან იმას მეტის გა-
მორთმევა უნდოდა. დავეხმარე. ცხოვრების ამგვარ ამბებში,
ორივეს ერთნაირი ხასიათი გვქონდა: ორივე სამხრეთელები
ვიყავით, ის ჩილეელი, მე – არგენტინელი. ის საქმე რომ მო-
ვაგვარეთ, გადავწყვიტეთ, დარჩენილი დღე ერთად გაგვეტა-
რებინა, შეიძლება ეს მე შევთავაზე. ყოველთვის გახსნილი
ადამიანი ვიყავი, მიყვარს საუბარი და ადამიანების გაცნობა,
არც სხვისი მოსმენა მაწუხებს, თუმცა, ზოგჯერ ისე ჩანს, თით-
ქოს ვუსმენო, სინამდვილეში კი ჩემს საქმეებზე ვფიქრობ.
მალე მივხვდით, რომ უფრო მეტი გვქონდა საერთო, ვიდ-
რე წარმოგვედგინა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ჩავთვალე,
ალბათ ბელანომაც, მაგრამ ამის შესახებ ხმამაღლა არაფერი
გვითქვამს, ერთმანეთისთვის ეს არ გვიხარებია. ორივე დაახ-
876 მკითხველთა ლიგა
ლოებით ერთი ასაკისა ვიყავით, ორივემ უარი ვთქვით ჩვენ-
ჩვენს რესპუბლიკებზე, როდესაც მოხდა ის, რაც მოხდა. ორი-
ვეს მოგვწონდა კორტასარი, ორივეს მოგვწონდა ბორხესი,
არც ერთს დიდი ფული არ გვქონდა და პორტუგალიურადაც
ორივე საზიზღრად ვლაპარაკობდით. მოკლედ, ორივენი ჩვე-
ულებრივი, ორმოცის, ან ცოტა უფრო მეტი წლის ლათინოა-
მერიკელი ბიჭები ვიყავით, რომლებიც ერთმანეთს უფსკრუ-
ლის თუ კოლაფსის პირას (რაც ამ შემთხვევაში ერთი და იგი-
ვეა) მყოფ აფრიკაში შეხვდა. ერთადერთი განსხვავება იმაში
მდგომარეობდა, რომ მე, როგორც სააგენტო „ლა ლუნას“
ფოტოგრაფი, სამსახურს ვამთავრებდი და პარიზში ვბრუნდე-
ბოდი, საწყალი ბელანო კი, საქმეს რომ მორჩებოდა, მაინც
აფრიკაში რჩებოდა.
რატომ, ძმაო, რატომ რჩები, ვკითხე ერთ საღამოს. ევრო-
პაში ჩემთან ერთად რატომ არ წამოხვალ-მეთქი. ის კი არა,
ისიც კი ვუთხარი, თუ ბილეთის ფული არ გაქვს, მე გასესხებ-
მეთქი. ასეთ რამეებს, როგორც წესი, მაშინ ეუბნებიან ვინმეს,
როდესაც მთვრალები არიან, გარეთ კი არა მარტო უცხო,
უზარმაზარი ღამე აქვთ გასათენებელი, იმდენად დიდი, რომ
ადამიანი სიფრთხილეს კარგავ, ის ღამე თითქოს ჩაგინ-
თქავს, თანაც, მარტო შენ კი არა, ყველას შთანთქავს, ვინც
შენ გვერდითაა. მაგრამ თქვენ ამისი რა გაგეგებათ, თქვენ
ხომ აფრიკაში არ ყოფილხართ. აი, მე კი ვყოფილვარ. ბელა-
ნოც. ორივე freelancer-ები ვიყავით. მე, როგორც უკვე ვთქვი,
სააგენტო „ლა ლუნადან“, ბელანო კი მადრიდის გაზეთიდან,
თითო სტატიაში მიზერულ თანხას რომ უხდიდა. მართალია,
მაშინ არ უთქვამს, რატომ არ წამოვიდოდა აფრიკიდან, მაინც
შეხმატკბილებულად ვისხედით და იმ ღამემ, ან ლუანდის ღა-
მის ინერციამ (უბრალოდ, სიტყვის მასალაა, თორემ ლუანდა-
877 მკითხველთა ლიგა
ში ინერცია მარტო საწოლქვეშ თუ შეგაგდებს ხოლმე) ვინმე
ჟოაუ ალვესის ბუნაგამდე მიგვიყვანა. ის ჟოაუ ასოცკილოი-
ანი ზანგი აღმოჩნდა. მასთან რამდენიმე ნაცნობს შევხვდით,
ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს, პოლიციელებს და ოღ-
რაშებს. ვისაუბრეთ. ან იქნებ არც გვისაუბრია. იქნებ იქ დავ-
შორდით ერთმანეთს, სიგარეტის კვამლში არაფერი ჩანდა
და დავკარგე, უამრავი ადამიანის დარად, მთელი დღე ერ-
თად რომ მუშაობთ, ერთად გამოდიხართ სამსახურიდან და
მერე, უცებ, თვალთახედვიდან გეკარგება. პარიზში სხვაგვა-
რადაა. ადამიანები როცა გშორდებიან, ხედავ, როგორ პატა-
რავდებიან და იმის დროც გაქვს, თუნდაც არ გინდოდეს, ნახ-
ვამდისო, დაემშვიდობო. აფრიკაში – არა, იქ ხალხი ლაპარა-
კობს, თავის პრობლემებზე გიყვება, მერე კი კვამლის ღრუბე-
ლი შთანთქავს, აქრობს, თან უეცრად, როგორც ბელანო გა-
მიქრა თვალთახედვიდან იმ ღამით. თან არც იმის შანსი გეჯ-
ღანება, რომ შეიძლება შემთხვევით აეროპორტში მაინც შეხ-
ვიდე. არა, ამის შესაძლებლობა როგორ არ არსებობს, არ
ვამბობ, არა-მეთქი, მაგრამ, მაინცდამაინც მაგის იმედი ნუ
გექნებათ. ასე რომ, იმ ღამით, ბელანო გაქრა თუ არა, მასზე
ფიქრს შევეშვი, იმაზე ფიქრსაც, რომ ფულს ვასესხებდი, ვსვი,
ვიცეკვე, მერე სკამზე ჩამეძინა და როცა გავიღვიძე (უფრო
შიშმა გამაღვიძა, ვიდრე ნაბახუსევის შეგრძნებამ, შიშმა,
რომ შეიძლებოდა გავექურდეთ. იშვიათად დავდივარ ხოლმე
ისეთ ადგილებში, როგორიც ის ჟოაუ ალვისის სახლი იყო).
უკვე თენდებოდა. ქუჩაში გავედი ფეხის გასაშლელად და ბე-
ლანო ვიპოვე. პატიოში იყო, სიგარეტს ეწეოდა და მე მელო-
და.
მართლაც რომ ძალიან სასიამოვნო დეტალია.

878 მკითხველთა ლიგა


მას მერე ერთმანეთს ყოველდღე ვნახულობდით და ხან-
დახან სადილზე ვპატიჟებდი, ხანდახან ისიც მპატიჟებდა სა-
ვახშმოდ. იაფი მიჯდებოდა, ისეთი არ იყო, ბევრს რომ ჭამენ,
დილაობით თავის გვირილის ნაყენს სვამდა და როდესაც
გვირილა არ ჰქონდა, ცაცხვის, ან პიტნის ნაყენს ითხოვდა, ან
რომელიმე ისეთ ბალახს, რომელიც ხელთ ჰქონდათ. ყავას
არ სვამდა, არც ჩაის და არც შემწვარს ჭამდა რამეს, მუსლი-
მივით იქცეოდა, არც ღორის ხორცს მიეკარებოდა, არც სას-
მელს და თან ყოველთვის უამრავი წამალი დაჰქონდა. ჩე ბე-
ლანო, აფთიაქის კარადას ჰგავხარ-მეთქი, ვეხუმრე ერთხე-
ლაც. გაიცინა, მომეჩვენა, რომ უხალისოდ, თითქოს მეუბნე-
ბოდა, ნუ დამცინი, ურენდა, ხუმრობის ხასიათზე არ ვარო. ქა-
ლების ამბავში, რამდენადაც ვიცი, მარტოც კარგად ართმევ-
და თავს. ერთხელ ღამით, ჯო რედმარშემ, ჩრდილო ამერი-
კელმა ჟურნალისტმა საცეკვაო საღამო მოაწყო პარას უბანში
და ბევრნი მიგვიწვია. უნდოდა, ანგოლაში თავისი მისიის
დასრულება აღენიშნა. საცეკვაოდ კერძო სახლის უკანა მხა-
რე იყო გამოყოფილი, დატკეპნილმიწიანი პატიო. ქალები იმ-
დენი იყვნენ, გულს გაუხარდებოდა. როგორც თანამედროვე
მამაკაცები, ყველანი ჩვენ-ჩვენი კარგა ბლომა პრეზერვატი-
ვებით მივედით, ბელანოს გარდა. ის ჯგუფს სულ ბოლოს შე-
მოუერთდა და ისიც – ჩემი დაჟინებული თხოვნით. ვერ ვიტ-
ყვი, არ ცეკვავდა-მეთქი, რადგან სინამდვილეში, ქალებს
ეცეკვებოდა, მაგრამ როცა ვკითხე, განდონები ხომ გაქვს, თუ
გინდა, მე გაგინაწილებ-მეთქი, გადაჭრით იუარა და მითხრა,
ეგ საშუალებები არ მჭირდებაო, თუ რაღაც ამდაგვარი, რამაც
მაფიქრებინა, რომ მარტო ცეკვით შემოიფარგლებოდა.
მე პარიზში დავბრუნდი, ის ლუანდაში დარჩა. ის კი არა,
კონტინენტის სიღრმეშიც კი აპირებდა გადასვლას, არადა, იქ
879 მკითხველთა ლიგა
ჯერ ისევ დაძრწოდნენ უკონტროლო შეიარაღებული ბანდე-
ბი. სანამ წამოვიდოდი, საბოლოოდ ვისაუბრეთ. რაღაც აბურ-
დულად მომეჩვენა მისი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი.
ერთი მხრივ, დასკვნა გამოვიტანე, რომ სიცოცხლე არად
უღირდა, ამიტომაც იპოვა ისეთი სამსახური, რომ ლამაზი
სიკვდილი ჰქონოდა, სხვებისგან, ნორმალურებისგან გან-
სხვავებული სიკვდილი. იმ ჩვენი თაობის სტილის შესაფერი-
სი იდიოტობაა. ხომ იცით, რომ ჩემი თაობა მარქსს და რემ-
ბოს კითხულობდა, სანამ გულ-მუცელი არ ამოუბრუნდათ
(ამას ისე ნუ გაიგებთ, თითქოს ამის გამო ბოდიშს ვიხდიდე,
იმ გაგებით, როგორც თქვენ გგონიათ, მოსაბოდიშებელი
არაფერია. და არც კითხვაა საგინებელი სიტყვა). მაგრამ, მე-
ორე მხრივ, რაც პარადოქსულად მეჩვენება, თავს უფრთხილ-
დებოდა, ყოველდღე რეგულარულად სვამდა წამლებს. ერ-
თხელ ლუანდის აფთიაქში გავყევი, რაღაც ურსოხოლის
მსგავსი წამლის შოვნა უნდოდა, ურსოდეოქსიდის მჟავასი. ის
მჟავა ასე თუ ისე აძლევდა საშუალებას მის გაუბედურებულ
ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს, გახსნილიყო და ცოტაოდენი
ნაღველი მაინც გადმოენთხია. იმ აფთიაქში ბელანო ისე იქ-
ცეოდა, თითქოს ჯანმრთელობა მისთვის ძალზე მნიშვნელო-
ვანი ყოფილიყო. ვუყურებდი, როგორ შევიდა აფთიაქში, რო-
გორ ცდილობდა თავისი საშინელი პორტუგალიურით რამე
აეხსნა, მერე როგორ ამოწმებდა წამლების ჩამონათვალს,
ჯერ ანბანის მიხედვით, მერე ალალბედზე და როდესაც იქი-
დან ხელცარიელები გამოვედით, ვუთხარი, ჩე ბელანო, დარ-
დი ნუ გექნება (სახეზე დემონურმა ჩრდილმა გადაუარა, დავი-
ნახე), როგორც კი პარიზში ჩავალ, მაშინვე გამოგიგზავნი-
მეთქი. მან კი მიპასუხა, ოღონდ ექიმის რეცეპტით მიშოვეო.

880 მკითხველთა ლიგა


სიცილი ამიტყდა და გავიფიქრე, მეგობარო, ხომ ხედავ, სი-
ცოცხლე გინდა, მაშ, სიკვდილს რაღატომ დაეძებ-მეთქი.
თუმცა, ეს საკითხი მთლად ასეთი ნათელიც არ ყოფილა.
წამლები ნამდვილად სჭირდებოდა. მარტო ურსოხოლი კი
არა, კიდევ მესალაზინი, ომეპრაზოლი, პირველი ორი ყო-
ველდღე უნდა დაელია, ოთხი აბი მეზალაზინი წყლულოვანი
კოლიტისთვის და ექვსი ურსოდეოქსიკოლის მჟავა დასკლე-
როზებული ნაღვლის ბუშტისათვის. ომეპრაზოლს რაც შეეხე-
ბა, შეეძლო მოეთმინა, არ ვიცი რისთვის იღებდა, კუჭის
წყლულისთვის თუ ნაღვლის ბუშტის გასტრიტისთვის, ყოველ
შემთხვევაში, ყოველდღე არ უნდა დაელია. საინტერესო ის
იყო, (აბა, თუ მომყვებით), რომ ყველაფერზე ნერვიულობდა:
წამლები რომ ჰქონოდა, არ ეჭამა ისეთი რამ, რაც პანკრეა-
ტიტს გაუმწვავებდა, რაც სამჯერ დაემართა, ანგოლაში არა,
ევროპაში. ანგოლაში რომ დამართოდა, დარწმუნებული ვარ,
მაშინვე მოკვდებოდა. მოკლედ, თავის ჯანმრთელობაზე ზრუ-
ნავდა და მიუხედავად ამისა, როდესაც კაცურად ვსაუბრობ-
დით – საშინლად ჟღერს, მაგრამ ასეთი იყო ის ღამის საუბრე-
ბი – მაგრძნობინებდა, აქ იმიტომ ვარ ჩამოსული, რომ ვინმემ
მომკლასო. ეს კი იგივე არ არის, თავი შენ თვითონ მოიკლა,
მოიწამლო, შუბლში ტყვია დაიხალო. არ გინდა, თავი შეიწუ-
ხო, შენი ხელით მოისწრაფო სიცოცხლე, თუმცა, კარგად რომ
დაფიქრდეს კაცი, ესეც იგივეა.
პარიზში დაბრუნების შემდეგ ეს ამბავი ჩემს ცოლს, სი-
მონს, მოვუყევი, ეროვნებით ფრანგს. მან კი მკითხა, ის ბელა-
ნო როგორია, ფიზიკურად ისე ამიწერე, რომ დეტალები არ
გამოგრჩესო. მერე მითხრა, მისი მესმისო. როგორ შეგიძლია
მისი გესმოდეს, მე არ მესმის-მეთქი, გავიკვირვე. ჩემი ჩამოს-
ვლის მეორე ღამე იყო, როცა ეს საუბარი შედგა, საწოლში ვი-
881 მკითხველთა ლიგა
წექით, სინათლე ჩამქრალი გვქონდა და მაშინ მოვუყევი. მე-
რე წამლები უყიდეო? ისევ მკითხა სიმონმა. არა, ჯერ არა-
მეთქი. ხვალ დილითვე უყიდე და სასწრაფოდ გაუგზავნეო.
გავუგზავნი-მეთქი, დავპირდი, მაგრამ ფიქრით ისევ იმ აზრს
დავტრიალებდი, რომ ეს ამბავი სადღაც მაინც მოიკოჭლებ-
და. აფრიკაში ყოველთვის რაღაც უცნაურ ამბებს უნდა გადა-
აწყდეს კაცი. შენ გჯერა, რომ ადამიანი სიკვდილის საძებნე-
ლად ასე შორს გაემგზავროს-მეთქი? ვკითხე ცოლს. სავსებით
შესაძლებელიაო, მიპასუხა. თვით ორმოცი წლის კაცისგანაც-
მეთქი? არ მოვეშვი. თუ ავანტიურისტული სული აქვს, რატო-
მაც არაო, მითხრა ჩემმა ცოლმა. სიმონი ცოტა რომანტიკუ-
ლი ყოველთვის იყო, რაც პარიზელი ქალისთვის იშვიათი
თვისებაა, რადგან აქაურები უფრო პრაგმატულები და ანგა-
რიშიანები არიან ხოლმე. მოკლედ, წამლები ვიყიდე, ლუან-
დაში გავაგზავნე და ცოტა ხნის შემდეგ წერილი მივიღე, რა-
მაც სიცილი მომგვარა. რაც გავუგზავნე, ოც დღეს ეყოფოდა.
მერე რას იზამდა? ჩავთვალე, რომ მერე ან ევროპაში დაბ-
რუნდებოდა, ან ანგოლაში მოკვდებოდა და ეს ამბავი დავი-
ვიწყე.
თვეები იყო გასული, როდესაც ხელახლა შევეჩეხე გრან-
დოტელ „კიგალში“. მე იმ სასტუმროში ვჩერდებოდი, ის კი
ერთხანს ფაქსის გამოსაყენებლად დადიოდა. ერთმანეთს
გულმხურვალედ მივესალმეთ. ვკითხე, ისევ იმ მადრიდულ
გაზეთში მუშაობ-მეთქი? ჰო, მაგრამ ახლა კიდევ რამდენიმე
ლათინოამერიკულ ჟურნალთანაც ვთანამშრომლობო. ამი-
ტომ შემოსავალიც ოდნავ, მაგრამ მაინც მეტი ჰქონდა. სიკ-
ვდილი აღარ უნდოდა, მაგრამ არც იმდენი ფული ჰქონდა,
რომ კატალონიაში დაბრუნებულიყო. იმ საღამოს მასთან ვი-
ვახშმეთ (ბელანო სასტუმროებში არასოდეს ჩერდებოდა,
882 მკითხველთა ლიგა
როგორც სხვა უცხოელი ჟურნალისტები. რომელიმე ბინას
აირჩევდა, როგორც ჩანს, ფულის დასაზოგად, ერთ ოთახს,
საწოლს ან, უბრალოდ, კუთხეს დაიქირავებდა, ღამის გასა-
თევად) და ანგოლაზე ვისაუბრეთ. მიამბო, უამბოში ჩავედი,
მდინარე კვანზას დავუყევი, კვიტო კანავალესა და უიჟეში
გავჩერდიო. კიდევ დაამატა, განსაკუთრებული წერილები გა-
მომივიდაო, მერე მოაყოლა, რუანდაში ხმელეთით ვიმოგ-
ზაურე (რაც თითქმის შეუძლებელია, როგორც გეოგრაფიუ-
ლი სიძნელეების, ასევე პოლიტიკური სიტუაციების გამო),
ლუანდიდან ჯერ კინშასამდე ჩავედი, მერე იქიდან რამდენ-
ჯერმე მდინარე კონგო გადავლახე, ტყის საშიში ბილიკებით
ვიარე კისანგანიმდე, მერე კიგალიმდე, მთლიანობაში შეუჩე-
რებლად ოცდაათი დღე ვიმოგზაურეო. მოყოლა რომ დაას-
რულა, არ ვიცოდი, დამეჯერებინა თუ არა. თავიდან დაუჯე-
რებლად მომეჩვენა, თანაც, ამ ყველაფერს ნახევრად გაღიმე-
ბული მიყვებოდა, რაც ეჭვს კიდევ უფრო მიმძაფრებდა.
ჯანმრთელობის ამბავი ვკითხე. მითხრა, ანგოლაში ერ-
თხანს ვიავადმყოფე, დიარეა მქონდა, მაგრამ მერე თავს უკვე
კარგად ვგრძნობდიო. მეც მოვუყევი ჩემს ამბებს, ჩემი ფო-
ტოები სულ უფრო და უფრო კარგად იყიდება და, თუ გინდა, –
ამჯერად, მგონი, სერიოზულად ვუთხარი, – შემიძლია, ფული
გასესხო-მეთქი, მაგრამ ამის გაგონებაც არ უნდოდა. მერე,
რომც არ მნდომოდა, სიტყვამ მოიტანა და ვკითხე, სიკვდილს
რომ ეძებდი, ახლა ეგ საქმე როგორ არის-მეთქი. მიპასუხა,
ახლა ამაზე ფიქრიც კი მაცინებს, ხოლო დიდ, ნამდვილ სიკ-
ვდილს რაც შეეხება, შეგიძლია, ხვალ პირადად ნახოო. რო-
გორც გითხარით, შეცვლილი იყო. შეეძლო, მთელი დღე ისე
გაეტარებინა, რომ წამალი არ დაელია და ამაზე არ ენერვი-
ულა. თუმცა კმაყოფილი იყო, რადგან ცოტა ხნის წინ ბარსე-
883 მკითხველთა ლიგა
ლონიდან მისთვის წამლები გამოეგზავნათ. ვინ გამოგიგზავ-
ნა, ქალმა-მეთქი? ვკითხე. არა, მეგობარმა კაცმა, ვინმე ინია-
კი ეკავარნემ, რომელთანაც ოდესღაც დუელი მქონდაო. იჩ-
ხუბეთ-მეთქი? არა, დუელი გვქონდაო, გამიმეორა. ვინ გა-
იმარჯვა-მეთქი. არ ვიცი, იმან მომკლა თუ მე მოვკალიო. ფან-
ტასტიკურია-მეთქი, წამოვიძახე. ჰო, ფანტასტიკააო, დამი-
დასტურა.
საერთოდ კი აშკარად გამოირჩეოდა სხვებისაგან. ან, მა-
შინ თუ არა, მალე გამოარჩევდნენ. მე ასეთ რამეს ვერასო-
დეს მივაღწიე. ასეთი დომინირება ობიექტურად ის მიზანია,
რასაც მხოლოდ დიდი მასმედიის კორესპონდენტები აღწე-
ვენ, ისინი, ვისაც ზურგს კარგად უმაგრებენ, და ცოტანი
freelancer-თაგან, ვინც ფულის უკმარისობას მეგობრების
სიმრავლითა და აფრიკაში მიღებული სპეციფიკური ცოდნით
ივსებენ.
უფრო გამხდარი მომეჩვენა, ვიდრე ანგოლიდან მახსოვ-
და, ცარიელი ძვალი და ტყავი იყო, მაგრამ ავადმყოფური გა-
მომეტყველება არ ჰქონდა. პირიქით, ჯანმრთელს ჰგავდა, ან
შეიძლება, ამდენი სიკვდილის ფონზე გამოიყურებოდა ასე.
თმა უფრო მოეშვა, ნამდვილად თავად იჭრიდა, ტანსაცმელიც
ანგოლის დროინდელი ეცვა, საშინლად ჭუჭყიანი და გაცვე-
თილი. შევამჩნიე, რომ სლენგი ესწავლა, იმ მიწების არგო,
სადაც სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა და, ფულის გარდა, ერთა-
დერთი გასაღები იყო, რაც აქ მოხვედრილ კაცს ყველაფერში
გამოადგებოდა.
მეორე დღეს ლტოლვილთა ბანაკში წავედი და რომ დავ-
ბრუნდი, იქ აღარ დამხვდა. სასტუმროში ბარათი დაეტოვები-
ნა: წარმატებას მისურვებდა და მთხოვდა, თუ ძალიან არ შევ-
წუხდებოდი, პარიზში დაბრუნების შემდეგ, მისთვის წამლები
884 მკითხველთა ლიგა
გამეგზავნა. ბარათში მისამართიც ეწერა, იმ მისამართზე მი-
ვაკითხე, მაგრამ ვერ ვნახე.
ჩემს ცოლს რომ მოვუყევი ეს ამბავი, სულაც არ გაჰკვირ-
ვებია. ჰო, მაგრამ მარტო ერთი მემილიონედი შანსი არსე-
ბობდა, რომ ისევ შევხვდებოდი-მეთქი, ვუთხარი. ასეთი რა-
მეები ხდებაო, იყო მისი იდუმალი პასუხი. მეორე დღეს მკით-
ხა, წამლების გაგზავნას თუ აპირებო, უკვე გავგზავნე-მეთქი,
ვუპასუხე.
ამჯერად პარიზში კარგა ხანს დავრჩი. აფრიკაში დაბრუნე-
ბისას დარწმუნებული ვიყავი, რომ ბელანოს კიდევ ერთხელ
შევხვდებოდი, მაგრამ ჩვენი გზები არ გადაიკვეთა და, მარ-
თალია, იქ მყოფ ვეტერან ჟურნალისტებს არაერთხელ ვკით-
ხე, ბელანოს თითქმის არავინ იცნობდა. სულ რამდენიმეს გა-
ახსენდა, მაგრამ არც მათ იცოდნენ, სად შეიძლებოდა წასუ-
ლიყო. შემდეგ გამგზავრებაზეც იგივე განმეორდა, შემდეგ-
ზეც. ნახეო? მეკითხებოდა ცოლი, როდესაც პარიზში ვბრუნ-
დებოდი. არ მინახავს, ალბათ ბარსელონაში, ან თავის სამ-
შობლოში დაბრუნდა-მეთქი, ვპასუხობდი. ან სადმე სხვაგან
წავიდაო, მეუბნებოდა ცოლი. მეც კვერს ვუკრავდი, შეიძლე-
ბა, მაგრამ ამას ვერასოდეს გავიგებთ-მეთქი.
ასე გაგრძელდა, სანამ ლიბერიაში არ მომიწია გამგზავ-
რება. იცით, ლიბერია სად არის? აფრიკის დასავლეთ სანაპი-
როზე, სიერა-ლეონესა და კოტ დ'ივუარს შორის, დაახლო-
ებით, და ის თუ იცით, ლიბერიას ვინ მართავს, მემარჯვენეები
თუ მემარცხენეები? დარწმუნებული ვარ, არ გეცოდინებათ.
მონროვიაში ჩავედი 1996 წლის აპრილში, სიერა-ლეონეს
დედაქალაქ ფრიტაუნიდან. რომელიღაც ჰუმანიტარული ორ-
განიზაციის გემს გავყევი, ახლა მისი სახელი აღარ მახსოვს.
გემის მისია იყო იმ ასობით ევროპელის ევაკუაცია, ამერიკის
885 მკითხველთა ლიგა
შეერთებული შტატების საელჩოში რომ ელოდნენ სამშობ-
ლოში დაბრუნებას. ის საელჩო მაშინ ქალაქში ერთადერთ
უსაფრთხო ადგილს წარმოადგენდა. ასე ფიქრობდა ყველა,
ვინც იქ იმყოფებოდა და უშუალოდ იცოდა, იმ ქვეყანაში რა
ხდებოდა. სინამდვილეში, ის მომლოდინე ევროპელები პა-
კისტანელები, ინდუსები, მაღრიბელები და შავი რასის ინ-
გლისურენოვანი წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. სხვა ევ-
როპელები, ნება მომეცით ეს სიტყვა გამოვიყენო, უკვე დიდი
ხნის წინ დათესილიყვნენ ქვეყნიდან და იქ მარტო თავიანთი
მდივნები დაეტოვებინათ. ლათინოამერიკელისთვის ძნელი
მოსანელებელი გამოდგა ის, რომ ერთადერთ საიმედო ად-
გილს, სადაც ადამიანი გადარჩებოდა, ამერიკის საელჩო
წარმოადგენდა. მეორე მხრივ, დრო შეიცვალა და რატომაც
არ უნდა ყოფილიყო ასე? იქნებ იმ საელჩოში თავის შეფარე-
ბა მეც მომიწიოს-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ ის მისამართი
მაინც რაღაც ცუდად მენიშნა, იმის სავალალო მაუწყებლად,
რომ ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა.
ახალი აფრიკის გამზირზე მდებარე სამსართულიან შენო-
ბამდე ლიბერიელი ჯარისკაცების რაზმმა მიგვაცილა. ჯარის-
კაცთაგან ოცი წლისაც კი არ იქნებოდა არც ერთი. ის შენობა
წინათ სასტუმრო „რიცი“, ან ლიბერიის ყაიდაზე აგებული
„კრიიონი“ უნდა ყოფილიყო. ახლა იქ ჟურნალისტთა საერ-
თაშორისო ორგანიზაციის ფილიალი იყო განთავსებული,
რის შესახებაც მანამდე არაფერი გამეგონა. სასტუმროს ახლა
„პრესცენტრი“ ერქვა და იმ მცირეოდენ დაწესებულებათა
რიგს მიეკუთვნებოდა, ქალაქში მუშაობას რომ განაგრძობ-
და. შენობაში მყოფი შეერთებული შტატების საზღვაო ფლო-
ტის ხუთი ქვეითი დროდადრო გარემოს ზვერავდა, დროის
უმეტეს ნაწილს კი ისინი ვესტიბიულში ატარებდნენ, თავიან-
886 მკითხველთა ლიგა
თი ქვეყნის ტელევიზიის საინფორმაციოს წარმომადგენლებ-
თან ერთად სვამდნენ, ან ესაუბრებოდნენ ჟურნალისტებსა და
შავკანიან ჯარისკაცებს, გამცილებლებად და დაცვად რომ
ჰყავდათ მიმაგრებული. გაცილება მონროვიის ცხელ წერტი-
ლებამდე ან (რაც უცნაურობად და კაპრიზად ჩავთვალე), დე-
დაქალაქის საზღვრებს გარეთ მდებარე უსახელო ტერიტო-
რიებამდე ესაჭიროებოდათ (თუმცა, იმ ტერიტორიათაგან
ყველას ჰქონდა სახელი და იქ ადამიანები ცხოვრობდნენ,
ბავშვები ჰყავდათ, სოფლის მეურნეობას ეწეოდნენ). მერე
ისინი ან სხვები CNN-ის რეპორტაჟებში, ყოველ საღამოს
რომ ვუყურებდით, იმ ტერიტორიებზე ისეთ ამბებს ჰყვებოდ-
ნენ, რაც სამყაროს აღსასრულის, ადამიანების სიგიჟის ზუსტ
ასლს წარმოადგენდა, ასლს იმ ბოროტებისა, რომელიც ყვე-
ლას გულშია ჩაბუდებული.
გარდა ამისა, პრესცენტრი სასტუმროს მსგავსი დაწესებუ-
ლების ფუნქციასაც ითავსებდა. ყოველ შემთხვევაში, ჩავე-
დით თუ არა, პირველივე დღეს იძულებული გავხდით, აღრიც-
ხვის ჟურნალში გავტარებულიყავით. ჩემი ჯერი რომ მოვიდა,
ვისკი უკვე დალეული მქონდა და ორ ფრანგ მეგობარს ვესა-
უბრებოდი. სარეგისტრაციო მაგიდასთან რომ მივედი, სრუ-
ლიად აუხსნელი სურვილი გამიჩნდა, იმ ჟურნალის წინა
გვერდები გადამეშალა და გვარი მომეძებნა. და არც გამ-
კვირვებია, როდესაც იქ არტურო ბელანოს გვარი ამოვიკით-
ხე.
უკვე ორი კვირა გამხდარიყო, რაც იქ იმყოფებოდა. გერ-
მანელების ჯგუფს შემოჰყოლოდა, ფრანკფურტის გაზეთის
ჟურნალისტებს, ორ მამაკაცს და ერთ ქალს. მაშინვე ძებნა
დავუწყე, მაგრამ ვერ ვიპოვე. მექსიკელმა ჟურნალისტმა
მითხრა, უკვე მეშვიდე დღეა, არ გამოჩენილა და თუ მისი ამ-
887 მკითხველთა ლიგა
ბის გაგება გინდა, შეერთებული შტატების საელჩოს უნდა მი-
მართოო. გამახსენდა ჩვენი, უკვე წარსულში დარჩენილი, ან-
გოლური საუბრები, მისი უცნაური სურვილი, ვინმეს მოეკლა
და თავში გამიელვა, ვაითუ ახლა ის სურვილი მართლაც აუხ-
და-მეთქი. როგორც მითხრეს, ის გერმანელი ჟურნალისტები
ლიბერიაში აღარ იმყოფებოდნენ. საელჩოსკენ გავწიე უხა-
ლისოდ, მაგრამ შინაგანად იმაში დარწმუნებულმა, რომ სხვა
გზა მისი პოვნისა, უბრალოდ, არ არსებობდა. არავინ არაფე-
რი იცოდა, თუმცა, იქ მისვლა იმაში მაინც გამომადგა, რომ
რამდენიმე ფოტო გადავიღე, კერძოდ, ფირზე მონროვიის ქუ-
ჩები, საელჩოს პატიოები და რამდენიმე სახე აღვბეჭდე. უკანა
გზაზე ერთი ავსტრიელი შემხვდა. ის კაცი იმ გერმანელს იც-
ნობდა, გამგზავრების წინ ბელანო რომ ენახა. ის გერმანელი
მთელ დღეს ქუჩებში ატარებდა. სანამ მზე ანათებდა, დროს
არ კარგავდა და მისი ლოდინი დიდხანს მომიხდა. მახსოვს,
საღამოს ასე შვიდ საათზე ფრანგ კოლეგებთან ერთად პო-
კერს ვთამაშობდი. თან სანთლები გვქონდა მომარაგებული,
რადგან ზოგი ამბობდა, როგორც კი ბნელდება, მაშინვე შუქს
აქრობენო. შუქი არ ჩამქრალა და ის პარტია მალე აპათიის
საერთო მდგომარეობაში გადაიზარდა. მახსოვს, ვსვამდით
კიდეც და რუანდასა და ზაირზე ვლაპარაკობდით, კიდევ იმ
ფილმებზე, პარიზიდან წამოსვლამდე რომ ვნახეთ. ღამის
თორმეტ საათზე ყოფილი „რიცის“ ვესტიბიულში უკვე მარტო
ვიჯექი, როცა პრესცენტრში ის გერმანელი შემოვიდა. სულ
მალე ჯიმი მომიახლოვდა, ახალგაზრდა დაქირავებული ჯა-
რისკაცი (ვინ დაიქირავა?), რომელიც ხანდახან კარისკაცისა
და ბარმენის ფუნქციებსაც ითავსებდა. სწორედ იმ ჯიმმა მაც-
ნობა, ჰერ ლინკე, ფოტოგრაფი, უკვე თავისი ოთახისკენ მი-
ემართებაო.
888 მკითხველთა ლიგა
კიბეზე დავეწიე.
ლინკე ინგლისურს ძლივძლივობით ამტვრევდა, ფრანგუ-
ლად სიტყვაც არ იცოდა და კეთილ კაცს ჰგავდა. რის ვაივაგ-
ლახით გავაგებინე, რომ ჩემი მეგობრის, არტურო ბელანოს
შესახებ რამეს გაგება მინდოდა. მან თავაზიანად (მაგრამ ისე-
თი გრიმასებით, რომ იმ თავაზიანობას მოთხოვნა უფრო ეთ-
ქმოდა) მთხოვა, ვესტიბიულში ან ბარში დამელოდე, შხაპი
უნდა მივიღო და მერე ჩამოვალო. ოც წუთზე მეტ ხანს ველო-
დე. ბოლოს ჩამოვიდა და თან დეზოდორისა და ლოსიონის
სუნი ჩამოიტანა. ჯახირ-ჯახირით კარგა ხანს ვისაუბრეთ.
ლინკე ალკოჰოლს არ სვამდა. მითხრა, ეს თვისება არტურო
ბელანოსაც შევამჩნიეო. იმ დღეებში, პრესცენტრში ჟურნა-
ლისტები ჩეჩქად იყვნენ, ბევრად მეტი, ვიდრე ახლა, ყველა
პატიოსნად, ყოველ ღამე თვრებოდა, მათ შორის, ტელევიზი-
ის ცნობილი სახეები, ისინი, ვინც პასუხისმგებლობისა და სე-
რიოზულობის მაგალითი უნდა ყოფილიყო, მერე პირდაპირ
აივნიდან არწყევდნენო, მიამბო. არტურო ბელანო არ სვამდა
და ეს გამხდარა მათი გასაუბრების მიზეზი. ახსოვდა, რომ არ-
ტურომ იქ სამი დღე გაატარა, ყოველ დილით გადიოდა და
შუადღისას ან ნაშუადღევს ბრუნდებოდა. ერთადერთხელ გა-
ეტარებინა ღამე სხვაგან, ისიც ორი ჩრდილოამერიკელის
თანხლებით. ეს მაშინ მომხდარა, როცა ცდილობდა, ინტერ-
ვიუ ჩაეწერა ჯორჯ კინზისთან, რუზველტ ჯონსონის ყველაზე
ახალგაზრდა და ყველაზე სისხლისმსმელ გენერალთან, წარ-
მოშობით კრაჰნის ეთნოსიდან, მაგრამ მათ გამყოლ ზანგ
გიდს სრულიად სამართლიანად შეშინებია, ისინი მონროვიის
ერთ-ერთ უბანში მიუტოვებია და ამიტომ, სასტუმროში დაბ-
რუნებას მთელ ღამეს მოანდომებდნენ. როგორც გერმანელ-
მა მითხრა, მეორე დღეს არტურო ბელანოს ძალიან გვიანო-
889 მკითხველთა ლიგა
ბამდე ვერ გაუღვიძია, ორი დღის შემდეგ კი იმავე ჩრდილოა-
მერიკელებთან ერთად წასულა, კინზისთან ინტერვიუს ჩაწე-
რას რომ ცდილობდნენ. მისი ვარაუდით, გეზი დედაქალაქი-
დან ჩრდილოეთის მიმართულებით უნდა აეღოთ. წასვლის
წინ, თუ სწორად გავიგე, ლინკეს მისთვის ბერნის ნატურალუ-
რი მასალის ლაბორატორიაში დამზადებული ამოსახველებე-
ლი კანფეტების პაკეტი უჩუქებია. მას მერე აღარ უნახავს.
იმ ჩრდილოამერიკელების გვარები ვკითხე. მარტო ერთის
იცოდა: რეი პასტორი. მეგონა, მეხუმრებოდა და ვთხოვე გვა-
რი გაემეორებინა, მგონი, გავიცინე კიდეც, მაგრამ გერმანე-
ლი სერიოზულად მიყურებდა და თანაც, ხუმრობისთვის მე-
ტისმეტად დაღლილი იყო. სანამ დასაძინებლად წავიდოდა,
ჯინსის უკანა ჯიბიდან ფურცელი ამოაძვრინა და დამიწერა:
რეი პასტორი. მგონი, ნიუ-იორკიდან იყოო, დასძინა. მეორე
დღეს ლინკე ამერიკის საელჩოში გადავიდა, რათა როგორმე
ლიბერიიდან გაფრენა მოეხერხებინა. მეც თან გავყევი, მინ-
დოდა, გამერკვია, იქნებ ვინმეს იმ პასტორის ასავალ-დასავა-
ლი სცოდნოდა, მაგრამ იქ ისეთი ქაოსი სუფევდა, რომ კით-
ხვა უაზრობად ჩავთვალე. წასვლის წინ ლინკე საელჩოს ეზო-
ში დავტოვე, სურათების გადაღებაში გართული. ერთი ფოტო
მეც გადავუღე და იმანაც გადამიღო. ჩემს ფოტოზე ლინკე
ხელში ფოტოაპარატით მიწას ჩასჩერებია, თითქოს უეცრად
ნიადაგში რაღაც მბრწყინავი და მნიშვნელოვანი რამ შენიშ-
ნა, რამაც ძალიან დააინტერესა და აიძულა, ჩემს აპარატს
თვალი მოაშოროსო. სახის გამომეტყველება მშვიდი აქვს,
ნაღვლიანი და მშვიდი. იმ ფოტოზე, რომელიც თვითონ გადა-
მიღო, (ალბათ) ჩემი „ნიკონი“ გულზე მაქვს დაკიდებული და
ობიექტივში დაჟინებით ვიყურები. შეიძლება ვიღიმი კიდეც
და თითები გამარჯვების ნიშნად მაქვს აწეული, აი, ასე V.
890 მკითხველთა ლიგა
სამი დღის შემდეგ მეც ვცადე გამგზავრება, მაგრამ გას-
ვლა ვერ მოვახერხე. როგორც საელჩოს თანამშრომელმა
მაცნობა, სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესებულიყო,
ტრანსპორტის საკითხი კი, პირიქით, პოლიტიკურის საპირის-
პიროდ, გაუარესებულიყო. თანამშრომლის სიტყვას მაინცდა-
მაინც ვერ ვენდე და იმ ასობით რეზიდენტს შორის, საელჩოს
ეზოში თავისუფლად რომ მიდი-მოდიოდა, ლინკეს დავუწყე
ძებნა. ვერ ვიპოვე. სამაგიეროდ, ფრიტაუნიდან ახლად ჩამო-
სული ჟურნალისტების ჯგუფს გადავაწყდი. სხვებიც ვნახე.
ღმერთმა იცის, როგორ ჩამოფრინდნენ კოტდ'ივუარიდან
მონროვიაში ვერტმფრენით. მაგრამ ყველა ახლად ჩამოსუ-
ლი უკვე წასვლაზე ფიქრობდა ჩემსავით და საელჩოს ყოველ-
დღე აკითხავდა იმ იმედით, იქნებ რამე ტრანსპორტი გამოჩ-
ნდეს და სიერა-ლეონემდე ჩაგვიყვანოსო.
იმ დღეებში საქმე არაფერი გვქონდა: რის დაწერაც შეიძ-
ლებოდა, უკვე დაწერილი იყო, ყველა ფოტო გადაღებული,
რის წარმოდგენაც კი ადამიანს შეეძლო. ამ დროს მე და კი-
დევ ბევრს ქვეყნის შიდა რაიონებში გამგზავრება შემოგვთა-
ვაზეს. უმრავლესობამ, რასაკვირველია, უარი თქვა. სამნი
დავთანხმდით: მე, ერთი ფრანგი „პარი-მატჩიდან“ და ერთი
იტალიელი „როიტერის“ სააგენტოდან. მივლინების ორგანი-
ზება პრესცენტრის სამზარეულოში მომუშავე ერთმა ტიპმა
იკისრა. ასეთი ტიპები ოფიციალური სამსახურის გარდა
ფულს იმით შოულობდნენ, რომ ჟურნალისტების ჯგუფები
გაჰყავდათ სხვადასხვა რეგიონში, თუკი ვინმეს მათი სოფ-
ლისთვის თვალის გადავლება მოუნდებოდა. ასეთი რეგიონე-
ბი მონროვიიდან შეიძლება მარტო ოცი-ოცდაათი კილომეტ-
რით ყოფილიყო დაშორებული, მაგრამ, მიუხედავად მცირე
მანძილისა, იქ უკვე ნახევარ წელზე მეტი იყო, რაც არავინ ჩა-
891 მკითხველთა ლიგა
სულიყო. მგზავრობის დროს (დანჯღრეულ „შევროლეს“ მზა-
რეულის მეგობარი, შაშხანითა და ყუმბარებით შეიარაღებუ-
ლი ტიპი მართავდა) მზარეულმა გვითხრა, მე თვითონ მანოს
ეთნოსს ვეკუთვნი, ცოლი კი დანის ეთნოსისა მყავსო. ისინი
მანდინგის ეთნოსთან მეგობრობდნენ (მძღოლი მანდინგა
იყო) და კრაჰნის ტომთან ჰქონდათ მტრობა. ეს უკანასკნელ-
ნი კანიბალებად მოიხსენია. მერე გვითხრა, არ ვიცი, ჩემები
ცოცხლები არიან თუ ამოხოცესო. ჯანდაბაო, თქვა ფრანგმა,
აჯობებს, უკან დავბრუნდეთო, მაგრამ გზის ნახევარზე მეტი
უკვე გავლილი გვქონდა, თანაც მეც და იტალიელსაც ძალიან
გვინდოდა იქაურობის ნახვა და ფოტომასალის მოპოვება ფი-
რების ამოწურვამდე.
საგზაო კონტროლი არც ერთხელ არ შეგვხვედრია, ისე გა-
ვიარეთ სოფელი სამერსი და შემოგარენი – თომას კრიკი.
დროდადრო მარცხნიდან მდინარე სენპოლი მიგვიძღოდა,
ხანდახან ვიკარგებოდით, რადგან გზა საშინელი იყო, დრო-
დადრო შუა ტყეშიც კი შედიოდა, წინათ იქ კაუჩუკის პლანტა-
ციები იქნებოდა გაშენებული. ხანდახან გაშლილ ველზე აღ-
მოვჩნდებოდით, საიდანაც ძალიან კარგად ჩანდა სამხრეთით
გაწოლილი გორაკები და დამრეც ფერდობიანი მთები. მარ-
ტო ერთხელ გადავლახეთ მდინარე, სენ-პოლის შენაკადი,
შესანიშნავ მდგომარეობაში მყოფი ხის ხიდით და ჩვენს ფო-
ტოაპარატებს ერთადერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, ბუნე-
ბა გადაეღო. ვერ ვიტყვი, რომ არაჩვეულებრივი პეიზაჟი აღ-
ვბეჭდეთ, ან თუნდაც ეგზოტიკური, არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ
ბუნებამ ბავშვობა გამახსენა, ის პეიზაჟი, კორიენტესისკენ
მგზავრობისას რომ გადაიშალა ჩემ თვალწინ. ლუიჯისაც კი
ვუთხარი, აქაურობა არგენტინას ჰგავს-მეთქი. ვუთხარი
ფრანგულად, რადგან ეს ის ენა იყო, სამივეს რომ გვესმოდა.
892 მკითხველთა ლიგა
„პარი-მატჩის“ ჟურნალისტმა შემომხედა და განაცხადა, ნეტა
არგენტინას მარტო ამით ჰგავდესო, რამაც, მართალი გით-
ხრათ, დამაბნია, მითუმეტეს, რომ მე მისთვის არ მიმიმარ-
თავს, ამით იმის თქმა უნდოდა, რომ არგენტინა ლიბერიაზე
ველური და საშიშიაო? თუ იქაურები არგენტინელები რომ
ყოფილიყვნენ, უკვე დახოცილები ვიქნებოდითო? ასე იყო თუ
ისე, ამ შენიშვნამ უცებ გამიფუჭა გუნება-განწყობა და დიდი
სურვილი გამიჩნდა, იქვე მომეთხოვა აეხსნა, რას გულის-
ხმობდა, მაგრამ გამოცდილებით ვიცი, რომ ასეთ დისკუსიებ-
ში გამარჯვებული არ არსებობს, თანაც ეს სირისტიანი ფრან-
გი უკვე ნაწყენი იყო, უკან დაბრუნებაზე უარი რომ ვუთხარით
და ახლა სხვა აღარაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, დრო-
დადრო წავეკბინეთ ჩვენც და ის საცოდავი ზანგებიც, ერთი
სული რომ ჰქონდათ, ორიოდ გროში ეშოვათ და თან თავიან-
თი ოჯახები მოენახულებინათ. მოკლედ, გუნებაში შევუკურ-
თხე, ვუსურვე მაიმუნს ეხმარა და ლუიჯისთან განვაგრძე სა-
უბარი. იმ ჩემს თანამგზავრს ისეთ რამეებს ვუხსნიდი, თავად
მიკვირდა. იქამდე მეგონა, დავიწყებული მაქვს-მეთქი, მაგა-
ლითად, ხეების სახელები. ჩემი აზრით, ის ხეები კორიენტე-
სის ბებერ ხეებს ჰგავდა და კორიენტესში თავიანთი სახელე-
ბი ერქვათ, თუმცა, ალბათ, მთლად კორიენტესის ხეები არ
იქნებოდა. ასე ვაგრძელებდით გზას, ენთუზიაზმი მომემატა,
და ხასიათზეც მოვედი, გაცილებით უფრო არტისტული გავ-
ხდი, ვიდრე საერთოდ ვარ ხოლმე, ვერთობოდი კიდეც. ალ-
ბათ ამის მიზეზი ლუიჯის სიცილი იყო და დროდადრო ჩვენი
თანამგზავრების ხანმოკლე გაღიმებებიც. ასე გავიარეთ კო-
რიენტესის მსგავსი ხეების გახსნილ, მეგობრულ ატმოსფე-
როში, ცხადია, ფრანგის, ჟან-პიერის გარდა, სულ უფრო და
უფრო რომ იღუშებოდა და სხვა ზონაში შევედით. იმ ახალ
893 მკითხველთა ლიგა
ადგილას ხე არსად ჩანდა, აქა-იქ ავადმყოფებივით მობუზულ
ბუჩქებს თუ შენიშნავდა კაცის თვალი. გარშემო საოცარი სი-
ჩუმე სუფევდა, რასაც დროდადრო მარტოსული ფრინველის
ყაშყაში თუ არღვევდა, თითქოს ვიღაცას უხმობს, მაგრამ ის
ვიღაც არ პასუხობსო. ვიგრძენი, როგორ მოგვეძალა ნერვიუ-
ლობა, თუმცა, წინ მაინც მივიწევდით, რადგან დანიშნულების
ადგილამდე სულ ცოტაღა იყო დარჩენილი.
მალე სოფელიც გამოჩნდა და სროლაც დაიწყო. ყველაფე-
რი ძალიან სწრაფად მოხდა, ვერც კი დავინახეთ, ვინ გვეს-
როდა, ტყვიები წუთზე მეტ ხანს წუოდა. წელში მოხრილებმა
უკან დავიხიეთ და იმ ადგილს რომ მივაღწიეთ, რასაც ბლექ
კრიკი ერქვა, ჩემი მეგობარი ლუიჯი უკვე მკვდარი იყო, პრეს-
ცენტრის თანამშრომელი მკლავში დაეჭრათ, სისხლი სდი-
ოდა და მანქანის სავარძლის ქვეშ შემძვრალი მწარედ მოთ-
ქვამდა.
დანარჩენებიც ავტომატურად მაშინვე შევის ფსკერს გავე-
კარით.
ძალიან კარგად მახსოვს, რაც მოვიმოქმედე; შევეცადე,
ლუიჯი გამეცოცხლებინა, პირით ხელოვნური სუნთქვა ჩავუ-
ტარე, მერე გულის მასაჟი გავუკეთე, სანამ ფრანგმა მხარზე
ხელი არ შემახო და აცახცახებული, ჭუჭყიანი საჩვენებელი
თითით იტალიელის მკერდზე მარცხნივ მოზრდილ ზეთისხი-
ლისოდენა ნახვრეტზე არ მიმანიშნა. როცა, ბოლოს და ბო-
ლოს მივხვდი, რომ ლუიჯი მკვდარი იყო, სროლა აღარ ისმო-
და. მდუმარებას მხოლოდ შევროლეს ხმა არღვევდა. მანქანა
უკვე სოფლისკენ მიმავალ გზას მიუყვებოდა და საბურავები
შარაგზაზე მიმოფანტულ ქვებსა და კენჭებს ხმაურით ფშვნი-
და.

894 მკითხველთა ლიგა


სადღაც შევჩერდით. წესით, ბლექ კრიკის მთავარი მოედა-
ნი უნდა ყოფილიყო. ჩვენი მეგზური დაბრუნდა და გვითხრა,
ჩემი ოჯახის სანახავად უნდა წავიდეო. დაჭრილი მკლავი თა-
ვისივე პერანგიდან მონახევი ნაჭრით ჰქონდა გადახვეული.
ეს გადასახვევი ან თავადვე გაიკეთა, ან მეგობარმა მოახია
და გაუკეთა, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა, ეს როდის მოას-
წრეს. როგორც ჩანს, დრო მათთვის სხვაგვარად გადის და
ჩვენი დროის შეგრძნება მათისაგან ძალიან განსხვავდება.
მეგზურის წასვლიდან ცოტა ხანი იყო გასული, რომ ოთხი ბე-
რიკაცი გამოჩნდა. ნამდვილად ჩვენი მანქანის ხმაურმა მო-
იზიდა. სიტყვის უთქმელად თავი დანგრეული სახლის პარა-
პეტს შეაფარეს და მოგვაცქერდნენ. გამხდრები იყვნენ და
ავადმყოფებისთვის დამახასიათებელი სიზანტით მოძრაობ-
დნენ. ერთ-ერთი მათგანი შიშველი იყო, როგორც კინზისა და
რუზველტ ჯონსონის მებრძოლები, თუმცა აშკარა იყო, რომ
ის ბერიკაცი ვერავითარი მებრძოლი ვერ იქნებოდა. ისე ეტ-
ყობოდათ, თითქოს გონს ისინიც ჩვენსავით ახლა მოეგნენ.
მძღოლმა მოხუცები კი დაინახა, მაგრამ არ განძრეულა, ისევ
საჭესთან იჯდა, ოფლიანდებოდა და ეწეოდა, თან დროდად-
რო მაჯის საათზე იყურებოდა. რაღაც გარკვეული დროის შემ-
დეგ მანქანის კარი გამოაღო და მოხუცებს რაღაც ანიშნა.
იმათ ისე უპასუხეს, რომ თავიანთი სამალავიდან არ გამოსუ-
ლან. მერე მანქანიდან გადავიდა და ძრავას დაუწყო შემოწმე-
ბა. მობრუნებულზე რაღაც გაუგებარი ახსნა-განმარტებები
დაიწყო, თითქოს მანქანა ჩვენი ყოფილიყო, მოკლედ, იმის
თქმა უნდოდა, რომ მანქანის კაპოტი საცერივით იყო დაც-
ხრილული. ფრანგმა მხრები აიჩეჩა და ლუიჯის ისე შეუცვალა
ადგილი, რომ მის გვერდით დაჯდომა შესძლებოდა. მომეჩვე-
ნა, რომ ასთმის შეტევა ჰქონდა, მაგრამ სხვა მხრივ მშვიდად
895 მკითხველთა ლიგა
იყო. გონებაში მადლობა ვუთხარი, რადგან თუ რამე მძაგს
ამქვეყნად, ეს ისტერიკიანი ფრანგია. მოგვიანებით ვიღაც მო-
ზარდი გამოჩნდა, ისე შემოგვხედა, რომ სიარული არ შეუწ-
ყვეტია და სოფლის მოედნიდან განტოტვილი უამრავი პატა-
რა შუკიდან ერთ-ერთში გაუჩინარდა. გაქრა თუ არა, ირ-
გვლივ სრული მდუმარება ჩამოწვა და მარტო ძალიან მახ-
ვილ სმენას თუ შეეძლო გაერჩია ის უცნაური ხმა, ჩვენი მან-
ქანის სახურავზე არეკლილი მზის სხივი რომ გამოსცემდა. სი-
ოს ნატამალი არ ქროდა.
დაგვხოცავენ, თქვა ფრანგმა. ისეთი გრძნობით წარმოთ-
ქვა ეს სიტყვები, რომ იძულებული გავხდი, შემეხსენებინა,
სროლა უკვე კარგა ხნის დამთავრებულია, მსროლელები კი
ცოტანი იქნებოდნენ, ორიოდ ბანდიტი, და ისინიც ჩვენსავით
შეშინებულები-მეთქი. ჯანდაბაო, თქვა ისევ ფრანგმა, რა სი-
ცარიელეა. მაშინღა მივხვდი, რომ ასეთ უკაცურ გარემოს
ნორმალური არ ეთქმოდა და ფრანგის ნათქვამი ჭკუასთან
ახლოს იყო. არ შემშინებია, გავბრაზდი.
მანქანიდან გადმოვედი და უახლოეს კედელს უხვად მი-
ვაფსი. მერე მანქანას მივუახლოვდი, ძრავას თვალი გადავავ-
ლე და, მიუხედავად მძღოლის წუწუნისა, ვერაფერი ვერ დავი-
ნახე, რაც აქედან წასვლაში ხელს შეგვიშლიდა. საცოდავ ლუ-
იჯის რამდენიმე ფოტო გადავუღე. ფრანგი და მძღოლი ხმა-
ამოუღებლად მიყურებდნენ. მერე ჟან-პიერმა, თითქოს დიდი
ხანი იფიქრა ამაზეო, მთხოვა, მისთვისაც გადამეღო ფოტო.
ბევრი ხვეწნა არ დავაწყებინე, სურვილი ისე შევუსრულე. მე-
რე მძღოლთან ერთადაც გადავუღე და ვთხოვე, ჩემთვისაც
გადაეღო ლუიჯისთან ერთად, მაგრამ უარი განმიცხადა, ეს
უკვე მეტისმეტიაო. ასე ჩაიშალა ჩვენ შორის ის მეგობრობა,
რომელიც ის-ის იყო იწყებოდა. მგონი, ვაწყენინე, მგონი, მან
896 მკითხველთა ლიგა
მაწყენინა. მერე ორივე „შევროლეში“ ჩავსხედით, ჟან-პიერი
მძღოლის გვერდით დაჯდა, მე ლუიჯის გვერდით. იქ ალბათ
ერთ საათზე მეტხანს ვიყავით, ამ დროის მანძილზე მე და ჟან-
პიერმა არაერთი მიზეზი ჩამოვთვალეთ იმისათვის, რომ მზა-
რეული დაგვევიწყებინა და იმ საშინელი ადგილიდან სასწრა-
ფოდ დაგვეხვია, მაგრამ მძღოლი ჩვენი არგუმენტების მი-
მართ უგრძნობი აღმოჩნდა.
თუ სწორად მახსოვს, ამ ხანგრძლივი ლოდინის დროს ჩა-
მეძინა კიდეც. ხანმოკლე და მოუსვენარი ძილი იყო, მგონი,
ლუიჯი დამესიზმრა და თან ძილში საშინლად ამტკივდა კბი-
ლი. ეს ტკივილი იტალიელის სიკვდილის ფაქტზე უარესი აღ-
მოჩნდა. ჭირის ოფლში გახვითქულმა გავიღვიძე და დავინა-
ხე, ჟან-პიერს მძღოლის მხარზე დაედო თავი და ეძინა. მძღო-
ლი კი მორიგ სიგარეტს ეწეოდა და მზერა უკაცრიელი მოედ-
ნის ავისმომასწავებელი სიყვითლისთვის ჰქონდა მიშტერე-
ბული. მუხლებზე იარაღი ედო.
როგორც იქნა, ჩვენი მეგზურიც გამოჩნდა.
გვერდით გამხდარი ქალი მოჰყვებოდა. ის ქალი თავიდან
დედამისად ჩავთვალეთ, მაგრამ ცოლი აღმოჩნდა. თან ახ-
ლდა კიდევ წითელ პერანგსა და ცისფერ მოკლე შარვალში
გამოწყობილი ბავშვი, ასე რვა წლის. ლუიჯის დატოვება მოგ-
ვიწევს, თქვა ჟან-პიერმა, ყველანი ვერ დავეტევით. რამდენი-
მე წუთს ვკამათობდით, მეგზური და მძღოლი ჟან-პიერის მხა-
რეს იყვნენ. ბოლოს, იძულებული გავხდი, დავთანხმებული-
ყავი. ლუიჯის ფოტოაპარატები კისერზე ჩამოვიკიდე და ჯი-
ბეებიც დავუცარიელე. მძღოლი და მე მანქანიდან გადმოვე-
დით და ლუიჯი რაღაც ჩალის ფანჩატურის ჩრდილში გადმო-
ვასვენეთ. მეგზურის ცოლმა რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა
თავის ენაზე. ეს პირველი შემთხვევა იყო, ხმა რომ ამოიღო,
897 მკითხველთა ლიგა
ჟან-პიერმა ჯერ ქალს შეხედა, მერე მის ქმარს სთხოვა, მი-
თარგმნე, რა გითხრაო. მეგზური ჯერ თითქოს შეყოყმანდა,
მერე გამოაცხადა, ცოლმა მითხრა, აჯობებს, მოედნის გარშე-
მო რომ სახლებია, რომელიმეში შევიტანოთ ცხედარი და იქ
დავტოვოთო. რატომო, ვკითხეთ მე და ჟან-პიერმა ერთდრო-
ულად. მიუხედავად გაუბედურებული შესახედაობისა, მეგზუ-
რის ცოლს რაღაც დედოფლის იერი ჰქონდა, ალბათ ასეთ
შთაბეჭდილებას მისი დინჯი აუღელვებლობა და დგომის მა-
ნერა გვიქმნიდა. იმიტომ, რომ იქ ძაღლები შეჭამენო, თქვა
და თითი იქით გაიშვირა, სადაც ლუიჯი იყო დასვენებული. მე
და ჟან-პიერმა ერთმანეთს გავხედეთ და გაგვეცინა, რა თქმა
უნდაო, თქვა ფრანგმა, ეს თავში ჩვენ აზრად როგორ არ მოგ-
ვივიდაო. ასე რომ, საცოდავი ლუიჯი ისევ ავწიეთ. ამასობაში
მძღოლმა შედარებით მყიფე კარი შეარჩია და ფეხის კვრით
გააღო. ცხედარი მიწის იატაკიან სახლში შევიტანეთ, სადაც
ერთმანეთზე ახორხლილი ხალიჩები და მუყაოს ცარიელი ყუ-
თები დაგვხვდა. შიგნით ისეთი აუტანელი სუნი იდგა, რომ
იტალიელი მაშინვე იატაკზე დავდეთ და გარეთ ელვის სის-
წრაფით გამოვცვივდით.
დაძრა თუ არა მძღოლმა „შევროლე“, ყველანი შევხტით,
მოხუცების გარდა. ისინი ისევ თავიანთ საფარში იდგნენ და
იქიდან გვიყურებდნენ. სად მივდივართ? იკითხა ჟან-პიერმა.
მძღოლმა ხელი აიქნია, რაც იმას ნიშნავდა, ნუ მაწუხებთ, მე
თვითონაც არ ვიციო. სხვა გზით წავალთო, გაგვცა მის ნაც-
ვლად მეგზურმა პასუხი. ბავშვი მარტო მაშინ შევნიშნე; მამა-
მისის ფეხებს შემოხვეოდა და ეძინა. სადაც გვეუბნებიან,
იქით წავიდეთ-მეთქი, ვუთხარი ჟან-პიერს.
ერთხანს, უკაცრიელ გზებზე დავჯაყჯაყებდით. მოედნიდან
რომ, გავედით, სწორი გზა ვიპოვეთ, მერე მარცხნივ შევუხვი-
898 მკითხველთა ლიგა
ეთ და მანქანამ ძალიან ნელა დაიწყო წინ წაწევა, რადგან
ლამის სახლების კედლებსა და ჩალის სახურავების ლავგა-
რდანებს ეხებოდა. ასე ვიარეთ, სანამ უფრო გაშლილ ად-
გილზე არ გავედით. იქ თუთიის სახურავიანი შენობა იდგა,
ერთსართულიანი, ინდუსტრიულ საწყობს მიაგავდა. წინა მხა-
რეს აბრაზე დიდი წითელი ასოებით გამოეყვანათ CE-RE-PA
Ltd, ქვემოთ კი ეწერა „სათამაშოების ფაბრიკა, Black Creek
& Brownsville“. ამ უვარგის სოფელს ბრაუნსვილი რქმევიაო,
გავიგონე ჟან-პიერის ნათქვამი. მე, მძღოლმა და მეგზურმა
უარის ნიშნად თავი ისე გავიქნიეთ, გზისთვის თვალი არ მოგ-
ვიშორებია. სოფელს ბლექ კრიკი ერქვა, ბრაუნსვილი ცოტა
უფრო აღმოსავლეთით უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჟან-პიერი
სრულიად უაზროდ მაინც თავის სიტყვაზე იდგა და იმეორებ-
და ბრაუნსვილში ვართ და არა ბლექ კრიკშიო, არადა, მოლა-
პარაკება ბლექ კრიკზე იყოო. ამასობაში „შევროლემ“ პატა-
რა მოედანი გადაიარა და რაღაც გზას დაადგა. გზა დაბურულ
ტყეში შედიოდა. ახლა კი ნამდვილად აფრიკაში ვართ-მეთქი,
ვუთხარი ჟან-პიერს. ამაოდ ვეცადე, როგორმე გამეხალისე-
ბინა, მან მარტო რაღაც გაუგებარი მიპასუხა იმ სათამაშოე-
ბის ფაბრიკასთან დაკავშირებით, უკან რომ მოვიტოვეთ.
მგზავრობამ თხუთმეტ წუთზე მეტხანს არ გასტანა. „შევ-
როლე“ სამჯერ გაჩერდა და მძღოლმა განაცხადა, ძრავა მარ-
ტო ბრაუნსვილამდე თუ ჩაგვიყვანსო. სულ მალე გავარკვი-
ეთ, რომ ბრაუნსვილი სულ ოცდაათიოდე სახლისგან შედგე-
ბოდა. ოთხი შიშველი გორაკი გადავიარეთ და დანიშნულ ად-
გილას ჩავედით. ბლექ კრიკივით ისიც ნახევრად ცარიელი
დაგვხვდა. ჩვენმა შევიმ, რომელსაც საქარე მინაზე სიტყვა
„პრესა“ ჰქონდა აკრული, ვიღაცის ყურადღება მაინც მიიპ-
ყრო. ერთ-ერთი, საწყობივით წაგრძელებული, სოფლის ყვე-
899 მკითხველთა ლიგა
ლაზე დიდი ხის სახლის ზღურბლიდან ვიღაცები შემოგვცქე-
როდნენ და რაღაცას გვანიშნებდნენ. მერე ზღურბლზე ორი
შეიარაღებული ტიპიც გამოჩნდა და ყვირილი დაგვიწყო. მან-
ქანა მათგან ორმოცდაათ მეტრში გაჩერდა. სალაპარაკოდ
მძღოლი და ჩვენი მეგზური გადავიდნენ. სანამ სახლისკენ მი-
დიოდნენ, მახსოვს, როგორ მითხრა ჟან-პიერმა, თუ თავის
გადარჩენა გვინდა, ტყისკენ უნდა მოვკურცხლოთო. მე კი
ქალს ვკითხე, ის კაცები ვინ არიან-მეთქი, მითხრა, მანდინგე-
ბიო. ბავშვს დედის კალთაში თავჩარგულს ეძინა და ტუჩები-
დან ნერწყვის ძაფი ჩამოსწელვოდა. ჟან-პიერს ვუთხარი, თე-
ორიულად მაინც მეგობრებთან ვართ-მეთქი. ფრანგმა ამაზე
სარკასტული პასუხი გამცა, მაგრამ ფიზიკურად შევამჩნიე,
როგორ ჩაეღვარა და განეფინა სიმშვიდე (თხევადი სიმშვი-
დე) სახის ყველა ნაკვთში. ეს რომ მახსენდება, თავს ცუდად
ვგრძნობ, მაშინ კი მესიამოვნა. მეგზური და მძღოლი იმ უც-
ნობებთან ერთად იცინოდნენ. მერე კიდევ სამი ტიპი გამოვი-
და სახლიდან, ისინიც კბილებამდე შეიარაღებულები და სა-
ნამ მეგზური და მძღოლი იმ პირველი ორის თანხლებით მან-
ქანასთან მოვიდოდნენ, ჩვენთვის თვალი არ მოუშორებიათ.
შორიდან სროლის ხმა გაისმა და ჟან-პიერმა და მე თავები
ჩავხარეთ. მერე წამოვდექი, მანქანიდან გადმოვედი და მო-
სულებს მივესალმე, ერთ-ერთი ზანგი მომესალმა, მეორეს
ლამის არც შემოუხედავს, აქაოდა დაკავებული ვარო. შევის
კაპოტი აეწია და უიმედოდ დადუმებულ ძრავას დასცქეროდა.
მაშინ გავიფიქრე, არ დაგვხოცავენ-მეთქი, იმ გრძელი სახ-
ლისკენ გავიხედე და დავინახე, ჩვენკენ ექვსი თუ შვიდი შეი-
არაღებული კაცი მოემართებოდა, მათ შორის ორი თეთრკა-
ნიანი. ერთ-ერთს წვერი ჰქონდა მოშვებული და მხარზე სპე-
ციალური ჩანთით ორი ფოტოაპარატი ეკიდა, პროფესიის მა-
900 მკითხველთა ლიგა
ნიშნებელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან შორს იყო, მიხ-
ვედრას არაფერი უნდოდა, რა პროფესიის კაცთან გვიწევდა
შეხვედრა. თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ის ჩემი
კოლეგა, ძალიან ცნობილი ფოტოგრაფი იყო, მისი სახელიც
და გვარიც გამეგონა, როგორც ყველასი, ჩემს სფეროში და
ნამუშევრებიც მქონდა ნანახი, თუმცა, სახეზე არ ვიცნობდი,
არც ცოცხლად მენახა და არც ფოტოზე. მეორე არტურო ბე-
ლანო აღმოჩნდა.
ხაკობო ურენდა ვარ, არ ვიცი, თუ გახსოვარ-მეთქი, ვუთ-
ხარი აცახცახებულმა.
კი ვახსოვდი, როგორ არ ვემახსოვრებოდი. მაგრამ მაშინ
ამ ცხოვრებისგან ისე შორს მყოფი მომეჩვენა, რომ ეჭვი შემე-
პარა, მე კი არა, საერთოდ რამე თუ ახსოვდა. მაინცდამაინც
იმის თქმა კი არ მინდა, თითქოს ძალიან იყო შეცვლილი, სი-
ნამდვილეში, ვერანაირი გარეგნული ცვლილება ვერ შევატ-
ყვე: ისეთივე იყო, როგორიც ლუანდაში და კიგალიში მყავდა
ნანახი. ალბათ ის არა, მე შევიცვალე, რა ვიცი, ფაქტია, რომ
გავიფიქრე, ვეღარაფერი იქნება ისევ ისე, როგორც წინათ-
მეთქი და ეს სიტყვები ბელანოსაც და მის მახსოვრობასაც მო-
იცავდა. ერთ წუთს ნერვებმა კინაღამ მიმტყუნა. მგონი, ამას
ბელანოც მიხვდა, მხარზე ხელი მომითათუნა და სახელით
მომმართა. მერე ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. უცებ სა-
სოწარკვეთილმა აღმოვაჩინე, რომ ხელები სისხლში მქონდა
მოთხვრილი. ასევე შეძრულმა შევნიშნე, რომ ბელანოს სრუ-
ლიად სუფთა ხელები ჰქონდა.
მერე ჟან-პიერი წარვუდგინე, მე კი იმ ფოტოგრაფს გავეცა-
ნი. ემილიო ლოპეს ლობო იყო, „მაგნუმის“ მადრიდელი ფო-
ტოკორესპონდენტი, ჩვენი გილდიის ცოცხალი ლეგენდა. არ
ვიცი, ჟან-პიერს გაეგონა თუ არა მისი სახელი (ჟან-პიერ ბუ-
901 მკითხველთა ლიგა
ასონი, „პარი-მატჩიდან“, – ასე გაეცნო და არ ვიცი, მართლა
არ იცოდა, ვინ იყო, თუ იმ გარემოებაში, სადაც ერთმანეთს
შევხვდით, მისთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ასეთ გამო-
ჩენილ პიროვნებას გაიცნობდა თუ არა). მე კი ფოტოგრაფი
ვარ და ჩვენთვის ლოპეს ლობო იგივე იყო, რაც დონ დელი-
ლო266 მწერლებისთვის, არაჩვეულებრივი ფოტოგრაფი, მო-
წინავე გვერდების მშვენება, წამებზე მონადირე, ავანტიურის-
ტი, კაცი, რომელმაც ევროპაში ყველა არსებული პრემია მო-
იგო და ფირზე ადამიანური სიბრიყვისა და სიზარმაცის ყველა
გამოხატულება აღბეჭდა. როდესაც ჩამოსართმევად გამოწ-
ვდილი მისი ხელი ვიგრძენი, ვუთხარი: ხაკობო ურენდა, სა-
აგენტო „ლა ლუნადან“-მეთქი. ლოპეს ლობოს გაეღიმა. ძა-
ლიან გამხდარი იყო, ასე, ორმოცდარაღაცის იქნებოდა, რო-
გორც ჩვენ ყველა. ისეთი შესახედაობა ჰქონდა, თითქოს და-
ლია ან გადაიქანცა, ან სადაცაა გაგიჟდებაო, ანდა სამივე ერ-
თად.
ხის გრძელ სახლში სამხედროები და გლეხები იყვნენ შეკ-
რებილი. ერთი შეხედვით მათი გარჩევა გაგვიჭირდა. უკიდუ-
რესად ჩამტკბარ და ნესტიანი ჰაერით გაჯერებულ სახლში
მოლოდინისა და დაღლილობის სუნი ტრიალებდა. როგორც
კი შევედი, მაშინვე მომინდა, გარეთ გავვარდნილიყავი და
სუფთა ჰაერი ჩამეყლაპა, მაგრამ, ბელანომ გამაფრთხილა,
ძალიანაც ნუ გამოჩნდები, გორაკებზე კრაჰნი მსროლელები
არიან ჩასაფრებულები და შეუძლიათ, ნებისმიერ დროს შუბ-
ლი გაგიხვრიტონო. ჩვენდა ბედად, – მაგრამ ეს მერე გავიგე,
– მთელი დღე ჩასაფრებულები ვერ გაძლებდნენ და არც კარ-
გი მსროლელები იყვნენ.

266 დონ დელილო – ცნობილი ამერიკელი პოსტმოდერნისტი


902 მკითხველთა ლიგა
სახლი ორი წაგრძელებული ოთახისგან შედგებოდა. ავეჯს
თაროების სამი გრძელი და უსწორმასწორო მწკრივი წარმო-
ადგენდა, რომელთაგან ზოგი ლითონის იყო, ზოგი ხის. ზედ
არც ერთზე არაფერი ეწყო. იატაკი ტკეპნილი მიწისა ჰქონდა.
ბელანომ ამიხსნა, რა სიტუაციაშიც ვიყავით მოხვედრილები.
ჯარისკაცების თქმით, კრაჰნები ბრაუნსვილში დაძრწოდნენ,
ჩვენ კი ბლექ კრიკში გენერალ კინზის ძალების მეწინავეები
დაგვესხნენ თავს. გენერალი თავის ხალხს იმ დროისთვის
გარკვეულ პოზიციებზე ანაწილებდა, რათა კაკატასა და ჰარ-
ბელზე მიეტანა იერიში, მერე კი მონროვიისკენ აპირებდა
დაძვრას, სადაც ჯერ ისევ ბატონობდა რუზველტ ჯონსონი. ჯა-
რისკაცები ფიქრობდნენ, რომ მეორე დილით პირდაპირ თო-
მას კრიკისკენ დაიძვრებოდნენ, სადაც მათი თქმით, ტეილო-
რის ერთ-ერთი გენერლის, ტიმ ერლის ხალხი იყო შეჯგუფე-
ბული. მე და ბელანომ მაშინვე გავიაზრეთ ამ გეგმის სრული
უიმედობა, სასოწარკვეთილი ხალხის გადაწყვეტილება. თუ
კენზი თავის ხალხს მართლაც იმ ზონაში ამაგრებდა, მანდინ-
გას ჯარისკაცებს ერთი შანსიც კი არ გააჩნდათ, თავისიანე-
ბამდე მიეღწიათ. გლეხების გეგმა გაცილებით უკეთესად
მოგვეჩვენა. იმ გლეხებს, როგორც ჩანს, ქალი წინამძღო-
ლობდა, რაც აფრიკისთვის სრულიად უცხო ხილია. ზოგი
ბრაუნსვილში დარჩენას და მოვლენების იქ გადაგორებას ემ-
ხრობოდა. სხვები – უმრავლესობა – აპირებდნენ, ჩრდილო-
აღმოსავლეთისკენ წასულიყვნენ ქალ მანდინგასთან ერთად,
სენ-პოლი გადაეცურათ და ბრევერვილის ტრასამდე მისუ-
ლიყვნენ. მშვიდობიანი მოსახლეობის გეგმა გონივრულობას
არ იყო მოკლებული, თუმცა მონროვიაში გაგონილი მქონდა,
რომ ბრაუნსვილიდან ბოპოლუსკენ მიმავალ გზაზე მკვლე-
ლობები ხდებოდა. მათ რომ მოვუსმინეთ, მე, ბელანომ და
903 მკითხველთა ლიგა
ჟანპიერმა გადავწყვიტეთ, ჩვენც გავყოლოდით. ბელანოს
თქმით, თუკი ბრაუნსვილში ჩაღწევას მოვახერხებდით, გა-
დარჩენილები ვიქნებოდით. წინ კაუჩუკის ყოფილი პლანტა-
ციისა და ტროპიკული ტყის ოციოდ კილომეტრი და მდინარის
გადაცურვა გველოდა, მაგრამ, თუ იმ გზამდე მივაღწევდით,
ბრაუნსვილიდან ათ კილომეტრში აღმოვჩნდებოდით, იქიდან
კი უკვე ხუთი კოლომეტრი იქნებოდა მონროვიამდე, და გზა
იქამდე, დარწმუნებით შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ჯერ ისევ
ტეილორის ჯარისკაცების ხელში იქნებოდა. მეორე დილას
დავიძარით, მას შემდეგ, რაც მანდინგის ჯარისკაცები საწინა-
აღმდეგო მხარეს გაეშურნენ, რათა უტყუარი სიკვდილისთვის
ჩაეხედათ თვალებში.
იმ ღამით არ მიძინია.
ჯერ ბელანოს ვესაუბრე, მერე ერთხანს, ჩვენს გამყოლს
და მერე ისევ არტუროსა და ლოპეს ლობოს. ეს ალბათ, ასე
ღამის ათ-თერთმეტ საათზე ხდებოდა. შენობაში განძრევა შე-
უძლებელი იყო. წკვარამ სიბნელეს მარტო სიგარეტის ნამწვი
თუ ანათებდა. ეწეოდნენ ან შიშის, ან უძილობის გამო. ღია
კართან ორი ჯარისკაცის ჩრდილი დავინახე. პოსტზე ჩაცუც-
ქულები იდგნენ და არც შემობრუნებულან, როდესაც მათკენ
გავეშურე. კიდევ, ვნახე ვარსკვლავები და მთების სილუეტი
და ისევ ბავშვობა გამახსენდა. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ბავ-
შვობა მაინც სოფელთან იყო დაკავშირებული. მერე სახლში
შევბრუნდი, წინ თაროებზე ხელის ცეცებით მივიწევდი, თუმ-
ცა, ჩემი ადგილი ვერ ვიპოვე. თორმეტი საათი იქნებოდა,
როდესაც სიგარეტს მოვუკიდე და დასაძინებლად მოვემზადე.
ვიცი, რომ კმაყოფილებას ვგრძნობდი (ან მეგონა, რომ კმა-
ყოფილი ვიყავი), რადგან მეორე დღეს მონროვიაში უნდა
დავბრუნებულიყავით. ვიცი, კმაყოფილებას ვგრძნობდი,
904 მკითხველთა ლიგა
რადგან მოვლენების ქარცეცხლში აღმოვჩნდი, რადგან ცოც-
ხალი ვიყავი. ჩემს ცოლზე დავიწყე ფიქრი და ჩემს სახლზე,
მერე ბელანოზე, იმაზე, თუ რა კარგი იყო, რომ შევხვდით ერ-
თმანეთს, რომ უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ანგოლაში, რო-
ცა სიკვდილს ეძიებდა, ვიდრე კიგალიში, როცა სიკვდილი
აღარ უნდოდა, მაგრამ, ღვთის ანაბარად მიგდებული ამ კონ-
ტინენტიდან გასვლას ვერ ახერხებდა. სიგარეტი მოვწიე თუ
არა, მეორე ამოვიღე, ეს უკანასკნელი იყო. თავი რომ გამემ-
ხნევებინა, ხმადაბლა ღიღინიც კი წამოვიწყე, ან იქნებ გონე-
ბაში ვღიღინებდი! ატაუალპა იუპანკის სიმღერა იყო, ღმერ-
თო ჩემო, ატაუალპა იუპანკის სიმღერა, მარტო მაშინ მივ-
ხვდი, რომ საშინლად ვნერვიულობდი. ახლა ძილი კი არა,
ვინმესთან დალაპარაკება მინდოდა. წამოვდექი და ბრმად
გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი. თავიდან სამარისებური სიჩუმე
იდგა (წამის მემილიონედ ნაწილში იმანაც კი გამიელვა თავ-
ში, ვაითუ ყველანი უკვე დახოცილები ვართ, ეს მოლოდინი
კი ილუზიაა-მეთქი. გაუსაძლისი სურვილი გამიჩნდა ამ უბე-
დური შენობიდან უკანმოუხედავად გავქცეულიყავი), მერე კი
ხვრინვა მომესმა და მათი ძლივს გასაგონი ჩურჩული, ვისაც
ჯერ ისევ ეღვიძა და სიბნელეში დანის ან მანოს ენაზე ლაპა-
რაკობდნენ, ან მანდინგას ან კრაჰნის ენაზე, ან ინგლისურად,
ან ესპანურად.
ყველა ენა მაშინ საზიზღრობად მეჩვენებოდა.
ახლა ამის თქმა ვიცი, რომ სიბრიყვედ ჟღერს. ყველა ენა,
ყველა ჩურჩული, მხოლოდ შუალედური ფორმაა გარკვეული
დროით ჩვენი იდენტობის შენარჩუნებისა. მართალი გით-
ხრათ, არც კი ვიცი, რატომ მომეჩვენა საზიზღრობად, ალბათ
იმიტომ, რომ აბსურდულად ვიყავი ჩაკარგული სადღაც, იმ
ორი გრძელი ოთახის უკიდეგანობაში, მხარეში, რომელსაც
905 მკითხველთა ლიგა
არ ვიცნობდი, ქვეყანაში, რომელსაც არ ვიცნობდი, კონტი-
ნენტზე, რომელსაც არ ვიცნობდი, წაგრძელებულ და უცნაურ
პლანეტაზე, ან იქნებ იმიტომ, რომ ვიცოდი, უნდა დამეძინა,
მაგრამ ძილი არ მეკარებოდა. შევეცადე, კედელი მეპოვა,
ძირს დავჯექი, თვალები ფართოდ გავახილე და თავს უსაშვე-
ლოდ დავატანე ძალა, რამე მაინც დამენახა, მაგრამ ამაოდ.
მერე მიწაზე მოვიკუნტე, თვალები დავხუჭე და ღმერთს შევე-
ვედრე (იმას, რომელიც არ მწამს), ავად არ გავმხდარიყავი,
რადგან მეორე დღეს წინ გრძელი გზა მედო. მერე დავიძინე.
გავიღვიძე დაახლოებით ღამის ოთხ საათზე. მეტი არ იქნე-
ბოდა.
იმ ადგილიდან, სადაც ბელანო და ლოპეს ლობო საუბ-
რობდნენ, სულ რამდენიმე მეტრი მყოფდა. დავინახე მათი სი-
გარეტების ნაპერწკალი და იმპულსურად მომინდა წამოვ-
მდგარიყავი, მათთან მივსულიყავი და მათთან ერთად გამე-
ზიარებინა ის გაურკვევლობა, რაც დილით გველოდა, გავ-
ფოფხებულიყავი, თუნდაც მუხლებზე ხოხვით მიმეღწია იმ ორ
ჩრდილამდე, სიგარეტის ნაპერწკლების უკან რომ იკვეთებო-
და. მაგრამ, ადგილიდანაც არ დავძრულვარ. რაღაცამ შემი-
შალა ხელი, მათი საუბრის ინტონაციამ თუ ჩრდილების სი-
ლუეტებმა, ხან დაძაბული, შეკრული, მებრძოლი რომ მეჩვე-
ნა, ხანაც იმდენად დანაწევრებული, თითქოს მათი შემქმნე-
ლი სხეულები სადღაც უკვე კარგა ხნის წინ გამქრალიყვნენ.
ამიტომ, თავი ისევ მოვიმძინარე და ყური მივუგდე მათ
საუბარს.
საუბრობდნენ დიდხანს, სანამ არ ირიჟრაჟა. გადმოცემა
იმისა, რაზეც ლაპარაკობდნენ, ერთგვარად დამახინჯება იქ-
ნება იმ შეგრძნებისა, ჩემში ამ საუბარმა რომ გააჩინა.

906 მკითხველთა ლიგა


ჯერ ხალხის სახელებზე ლაპარაკობდნენ და რაღაც გაუგე-
ბარი თქვეს. ორი კონსპირატორის თუ გლადიატორის საუ-
ბარს ჰგავდა მათი ხმადაბალი დიალოგი, ერთმანეთს თით-
ქმის ყველაფერში ეთანხმებოდნენ, თუმცა, ბელანოს თავისი
მელოდიური ხმით ვცნობდი და ვცდილობდი, მისი არგუმენ-
ტებისთვის ყური მიმედევნებინა (ფრაგმენტულად მესმოდა,
თითქოს იმ წაგრძელებული სახლის ინტერიერში ხმის ნაკადი
თუ ალალბედზე დაწყობილი თაროები მოსმენაში ხელს მიშ-
ლიდნენ). იმდენს ვხვდებოდი, რომ გამომწვევი, გაურანდავი
ენით საუბრობდნენ, რაც არ ეპატიებოდათ იმათ, ვისაც ბელა-
ნო და ლოპეს ლობო ერქვა. თუმცა, შეიძლება ვცდებოდი კი-
დეც და საუბრის თემა სულ სხვა იყო. მერე, სხვა რამეზე დაიწ-
ყეს ლაპარაკი. ლაპარაკობდნენ ქალაქების სახელწოდებებ-
ზე, ქალების სახელებზე, წიგნების სათაურებზე. გავიგონე,
როგორ თქვა ბელანომ, ჩაძირვის ყველას გვეშინიაო. მერე
გაჩუმდა და მაშინღა მივხვდი, რომ ლოპეს ლობო ხმას თით-
ქმის არ იღებდა, ბელანო კი არ ჩუმდებოდა. ერთი წამით გა-
ვიფიქრე, ალბათ დაიძინეს-მეთქი და მეც დასაძინებლად მო-
ვემზადე. ძვლები მტკიოდა, საზიზღარი, დამღლელი დღე იყო.
ხელახლა მათი ხმა სწორედ ამ დროს გავიგონე.
თავიდან სიტყვები საერთოდ არ მესმოდა, ალბათ იმიტომ,
რომ მდებარეობა შევიცვალე, ან უფრო ხმადაბლა ლაპარა-
კობდნენ. შემოვტრიალდი, ერთ-ერთი ეწეოდა. ისევ ბელანოს
ხმა გავარჩიე. ამბობდა, აფრიკაში რომ ჩამოვედი, თან ისიც
მინდოდა ვინმეს მოვეკალიო. ანგოლის და რუანდის ჩემთვის
ნაცნობ ამბებს ჰყვებოდა, ის ამბები, ვინც იმ დროს იქ ვიყა-
ვით, მეტ-ნაკლებად ყველასთვის ნაცნობი იყო. ამ დროს ლო-
პეს ლობოს ხმამ გააწყვეტინა. ჰკითხა (სრულიად ნათლად
გავიგონე), მაშინ სიკვდილი რატომ გინდოდაო. ბელანოს პა-
907 მკითხველთა ლიგა
სუხი არ გამიგონია, მაგრამ ინტუიციით მივხვდი, რადგან ერ-
თგვარად მიზეზი მეც ვიცოდი. რაღაც დაკარგა და სიკვდილი
ანატრებინა, სულ ეს იყო. მერე ბელანოს სიცილი მომესმა და
ჩავთვალე, რომ იმაზე იცინოდა, რაც დაკარგა, საკუთარ თავ-
ზეც და კიდევ ბევრ რამეზე, რაც არც ვიცოდი და არც მინდა
ვიცოდე. ლოპეს ლობოს არ გაუცინია. მგონი, ღმერთო ჩე-
მოო, თუ რაღაც ამდაგვარი დასცდა. მერე ორივე დადუმდა.
მოგვიანებით, მაგრამ რამდენად მოგვიანებით, ვერ დავა-
ზუსტებ, ლოპეს ლობომ ისევ რაღაც წარმოთქვა, ალბათ სა-
ათს კითხულობდა. ვიღაც გაინძრა ჩემ გვერდით, ვიღაცამ
განწირულად წამოიყვირა ძილში და ლოპეს ლობომ ხორხის-
მიერი ხმით ისევ რაღაც იკითხა, თითქოს ისევ აინტერესებდა,
რომელი საათიაო, მაგრამ ამჯერად, დარწმუნებული ვარ,
სხვა რამეს კითხულობდა.
ბელანომ თქვა, ღამის ოთხიაო. უკვე შეგუებული ვიყავი იმ
აზრს, რომ ვეღარ დავიძინებდი. ლოპეს ლობომ ლაპარაკი
განაგრძო, რასაც ზოგჯერ ბელანოს გაუგებარი კითხვები აწ-
ყვეტინებდა. ასე გაგრძელდა, სანამ არ ირიჟრაჟა.
მესმოდა, როგორ ამბობდა, ცოლი და ორი შვილი მყავსო.
როგორც ბელანოს, როგორც ყველას, ჰქონდა სახლი და წიგ-
ნები. მერე რაღაც ვერ გავიგონე, ალბათ, ბედნიერებაზე ლა-
პარაკობდა. დაასახელა ქუჩები, მეტროს სადგურები, ტელე-
ფონის ნომრები, თითქოს ვიღაცას ეძებსო. მერე ისევ სიჩუმე
ჩამოწვა. ვიღაცამ დაახველა, ლოპეს ლობომ გაიმეორა, ცო-
ლი და ორი შვილი მყავს და ცხოვრებით კმაყოფილი ვარო.
რაღაც ასეთი. სამოცდაათიანების მებრძოლი ანტიფრანკიზმი
და ახალგაზრდობა, როდესაც არც სექსი ჭირდა და არც მე-
გობრობა. ფოტოგრაფობა თითქმის შემთხვევით დაიწყო.
იმას, რომ ცნობილი იყო, პრესტიჟი ჰქონდა, თუ რაც იყო,
908 მკითხველთა ლიგა
არავითარი მნიშვნელობას არ ანიჭებდა. სიყვარულით და-
ქორწინდა. ისეთი ცხოვრება ჰქონდა, როგორსაც ბედნიერ
ცხოვრებას ეძახიან. ერთხელ, შემთხვევით, აღმოაჩინეს, რომ
უფროსი ვაჟი ავად ჰყავდათ. ძალიან ჭკვიანი ბავშვი იყოო,
თქვა ლოპეს ლობომ. სერიოზული ავადმყოფობა აღმოაჩნდა,
ტროპიკული წარმომავლობისა და, რა თქმა უნდა, ლოპეს
ლობომ იფიქრა, ეს ავადმყოფობა ბავშვს მე მივუტანეო. თვი-
თონაც უამრავი გამოკვლევა ჩაიტარა, მაგრამ ექიმებმა მის
სისხლში ვერავითარ ავადმყოფობას ვერ მიაკვლიეს. ბავშვის
ავადმყოფობის წყარო კარგა ხანს თავიანთ ვიწრო გარემოში
ეძია, მაგრამ ვერაფერი იპოვა. ბოლოს და ბოლოს ლოპეს
ლობო გაგიჟდა.
ცოლ-ქმარმა მადრიდში სახლი გაყიდა და საცხოვრებლად
შეერთებულ შტატებში გადავიდნენ. ავადმყოფი და ჯანმრთე-
ლი ბავშვიც თან წაიყვანეს. საავადმყოფო, სადაც ბავშვი და-
აწვინეს, ძვირი იყო, მკურნალობა კი ხანგრძლივი და ლოპეს
ლობო იძულებული გახდა, მუშაობას დაჰბრუნებოდა. ცოლი
ბავშვებთან დარჩა, ის კი განუწყვეტლად მუშაობდა. მრავალ
ადგილას უწევდა ჩასვლა, მაგრამ სულ ნიუ-იორკში ბრუნდე-
ბოდა. ხანდახან ბავშვის მდგომარეობა უმჯობესდებოდა,
თითქოს ავადმყოფობა დაამარცხაო, ხანდახან მდგომარეობა
უცვლელი იყო, ან გაუარესებული ხვდებოდა. დროდადრო
ღამით ავადმყოფი ბავშვის ოთახში რჩებოდა და სკამზე ჩაძი-
ნებულს ორივე შვილი ერთად ესიზმრებოდა: სულ ერთად ხე-
დავდა მათ სახეებს, გაღიმებულებს და მიუსაფრებს, და მაშინ
თვლიდა, თუმცა რატომ, თავად არ იცოდა, რომ მას, ლოპეს
ლობოს, არსებობა უნდა შეეწყვიტა. მის ცოლს ბინა ქალაქის
დასავლეთით, 81-ე ქუჩაზე ჰქონდა დაქირავებული, ჯანმრთე-
ლი ბავშვიც სკოლაში იქვე ახლოს სწავლობდა. ერთ დღეს,
909 მკითხველთა ლიგა
სანამ პარიზში არაბული ქვეყნის ვიზას ელოდებოდა, დაურე-
კეს და უთხრეს, რომ ბავშვის მდგომარეობა გაუარესდა. მა-
შინვე მიატოვა ყველაფერი და პირველივე თვითმფრინავით
გაფრინდა ნიუ-იორკში. საავადმყოფოში მისულს გარემო კა-
ტასტროფულად ჩვეულებრივი მოეჩვენა და მაშინვე მიხვდა,
რომ დასასრული დამდგარიყო. სამი დღის შემდეგ ბავშვი
გარდაიცვალა. კრემაციის ცერემონიალი თვითონ ჩაატარა,
რადგან მისი ცოლი განადგურებული იყო. აქამდე ლოპეს
ლობოს თხრობა მეტ-ნაკლებად საღად მიდიოდა, დანარჩენი
წინადადებების და პეიზაჟების აღწერის გაუგებარ თანმიმდევ-
რობას წარმოადგენდა, რომელთა დალაგებასაც მე შევეცა-
დე.
შვილის გარდაცვალების დღესვე, ან ერთი დღის შემდეგ,
ნიუ-იორკში ლოპეს ლობოს ცოლის მშობლები ჩავიდნენ. ნა-
შუადღევს კამათი მოუვიდათ. ბროდვეის ერთ-ერთი სასტუმ-
როს ბარში ისხდნენ, 81-ე ქუჩასთან ახლოს, ყველანი, სი-
დედრ-სიმამრი, უმცროსი შვილი, ცოლი და თვითონ, ლოპეს
ლობო. უცებ — ტირილი აუტყდა და განაცხადა, ორივე შვი-
ლი მინდოდა, უფროსი ვაჟის სიკვდილი ჩემი ბრალი იყოო.
თუმცა, შეიძლება მსგავსიც არაფერი უთქვამს, არც კამათი
მოსვლიათ, და ეს ყველაფერი მხოლოდ მის გონებაში მოხდა.
მერე დათვრა, გარდაცვლილი ბავშვის ფერფლი ნიუ-იორკის
მეტროში დარჩა და პარიზში ისე დაბრუნდა, რომ არავის არა-
ფერი უთხრა. ერთი თვის შემდეგ გაიგო, რომ მისი ცოლი
მადრიდში დაბრუნებულიყო და მასთან გაყრა უნდოდა. ლო-
პეს ლობომ საბუთებს ხელი მოაწერა და ჩათვალა, რომ ეს
ყველაფერი დაესიზმრა.
ბელანოს ხმა კარგა ხნის შემდეგ გავიგონე, ეკითხებოდა
„უბედურება“ რამდენი ხანია მოხდაო. ჩილეელი გლეხის ხმა
910 მკითხველთა ლიგა
მეგონა. ორი თვეაო, უპასუხა ლოპეს ლობომ. მერე ბელანომ
ჰკითხა, მეორე ბავშვს, ჯანმრთელს, რა ბედი ეწიაო. დედას-
თან ცხოვრობსო, ისევ უპასუხა ლოპეს ლობომ.
ამ დროს უკვე შეიძლებოდა ხის კედელზე მიყუდებული მა-
თი სილუეტების გარჩევა. ორივე ეწეოდა და ორივე დაღლი-
ლი ჩანდა, მაგრამ შეიძლება ეს ბოლო შთაბეჭდილება თვი-
თონ ჩემმა დაღლილობამ შვა. ლოპეს ლობო აღარ ლაპარა-
კობდა, მხოლოდ ბელანოს ხმა ისმოდა, როგორც თავიდან,
და უცნაური რამ, თავის ამბავს ჰყვებოდა, ისტორიას, რო-
მელსაც არც თავი ჰქონდა, არც ბოლო, ისევ იმავეს, ოღონდ
იმ განსხვავებით, რომ ყოველ მოყოლაზე რაღაცას ოდნავ
ცვლიდა. არ ცვლიდა მხოლოდ ფინალს: სიკვდილი უნდოდა,
მაგრამ მიხვდა, რომ აჯობებდა, თუ არ მოკვდებოდა. მაშინღა
გავიაზრე, რომ ლოპეს ლობო მეორე დღეს ჯარისკაცებს გაჰ-
ყვებოდა და არა მშვიდობიან მოსახლეობას და რომ ბელანო
მას სიკვდილის პირისპირ მარტოს არ დატოვებდა.
მერე, მგონი, ჩამეძინა.
ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე წუთით მაინც ჩამთვლი-
მა. რომ გამეღვიძა, ახალი დღის ნათელი უკვე იწყებდა სახ-
ლში შემოსვლას. მესმოდა, როგორ ხვრინავდნენ, ოხრავ-
დნენ და ძილში ლაპარაკობდნენ იმ სახლში მყოფები. დავი-
ნახე, როგორ ემზადებოდნენ წასასვლელად ჯარისკაცები.
მათთან ერთად იყვნენ ლოპეს ლობო და ბელანო. წამოვდექი
და ბელანოს ვუთხარი, არ წახვიდე-მეთქი. ბელანომ მხრები
აიჩეჩა. ლოპეს ლობოს სახეზე უდრტვინველი გამომეტყვე-
ლება ჰქონდა აღბეჭდილი. იცის, რომ მოკვდება და მაინც
წყნარადაა-მეთქი, გავიფიქრე. ბელანოს, პირიქით, შემაძ-
რწუნებელი შიშისა და ბოროტი სიხარულის ნიღაბი აჰკვრო-

911 მკითხველთა ლიგა


და სახეზე. მკლავში ხელი წავავლე და გაუცნობიერებლად
გარეთ მასთან ერთად გავედი.
ულამაზესი დილა იყო, მსუბუქი ცისფერი, რომლის დანახ-
ვაზე დაგბურძგლავდათ. ლოპეს ლობომ და ჯარისკაცებმა
დაგვინახეს, როგორ გავედით და არაფერი უთქვამთ, ბელა-
ნო იღიმებოდა. მახსოვს, ჩვენი გამოუსადეგარი შევის მხარეს
მივსეირნობდით და რამდენჯერმე ვუთხარი, რის გაკეთება-
საც აპირებ, ბარბაროსობაა-მეთქი. გამოვუტყდი, თქვენი ღა-
მეული საუბარი გავიგონე და ისეთი დასკვნა გამოვიტანე,
რომ შენი მეგობარი გიჟია-მეთქი. ბელანოს სიტყვა არ შეუწ-
ყვეტინებია: ბრაუნსვილის გარშემო გადაშლილი ტყისა და
მთებისკენ იყურებოდა. დროდადრო თავსაც მიქნევდა. „შევ-
როლესთან“ რომ მივედით, სნაიპერები გამახსენდა და პანი-
კური შეტევა დამემართა. აბსურდში ვიყავი. ერთ-ერთი კარი
გამოვაღე და მანქანაში ჩავსხედით. ბელანომ სავარძელზე
ლუიჯის სისხლს ჰკიდა თვალი, მიაშტერდა, მაგრამ არაფერი
უთქვამს, არც მე მისარგებლია შემთხვევით, რამე ამეხსნა.
ერთხანს მდუმარედ ვისხედით. მე სახე ხელებში მქონდა ჩარ-
გული. მერე ბელანომ მკითხა, შეამჩნიე, ის ჯარისკაცები რა
ახალგაზრდები არიანო? ყველა უბედურად ახალგაზრდაა, და
ისე ხოცავენ ერთმანეთს, თითქოს ომობანას თამაშობენ-მეთ-
ქი, ვუპასუხე. აქაურობა მაინც ლამაზიაო, თქვა ბელანომ და
სარკმლიდან ჯანღსა და ნათელს შორის მოქცეულ ტყეს გახე-
და. ვკითხე, ლოპეს ლობოს რატომ უნდა გაჰყვე-მეთქი. მარ-
ტო რომ არ იყოსო, მიპასუხა. ეს ისედაც ვიცოდი, სხვა პასუხს
ველოდი, რაღაც ისეთს, რაც გადამწყვეტი იქნებოდა. მაგრამ
არაფერი უთქვამს. ძალიან დავღონდი, მინდოდა, კიდევ რამე
მეთქვა, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი. მერე მანქანი-
დან გადმოვედით და გრძელ სახლთან დავბრუნდით. ბელა-
912 მკითხველთა ლიგა
ნომ თავისი ნივთები აკრიფა და ჯარისკაცებთან და ესპანელ
ფოტოგრაფთან ერთად გავიდა. კარამდე მივაცილე. ჟან-პიე-
რი გვერდით მომყვებოდა და ბელანოს უსიტყვოდ უყურებდა.
ჯარისკაცები უკვე გზაზე იყვნენ გასულები და ჩვენც მაშინვე
დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ჟან-პიერმა ხელი ჩამოართვა,
მე გადავეხვიე. ლოპეს ლობო წინ გაჩქარებით წავიდა და მე
და ჟან-პიერი მივხვდით, რომ ჩვენთან დამშვიდობება არ უნ-
დოდა. მერე ბელანო გაიქცა, თითქოს ბოლო წუთს შეშინდა,
უჩემოდ არ წავიდნენო და ლოპეს ლობოს დაეწია. მომეჩვენა,
რომ საუბარი წამოიწყეს, მომეჩვენა, რომ იცინოდნენ კიდეც,
თითქოს ექსკურსიაზე მიდიოდნენ. და ასე გადალახეს სინათ-
ლე და სივრცეს შეერივნენ.
მონროვიისკენ ჩვენმა მგზავრობამ უინციდენტებოდ ჩაი-
არა. გზა ხანგრძლივი და უსიამოვნო იყო, მაგრამ არც ჯარის-
კაცებს გადავყრივართ და არც რომელიმე შეიარაღებულ ბან-
დას. ბრავერვილში მოსაღამოებულზე ჩავედით. ჩვენს თანამ-
გზავრებს დავემშვიდობეთ და მეორე დილით ჰუმანიტარული
ორგანიზაციის მანქანამ მონროვიაში დაგვაბრუნა. ჟან-პიერ-
მა ერთი დღის მეტი არ მოიცადა და ლიბერიიდან გაემგზავ-
რა. მე კიდევ ორ კვირას დავრჩი. მზარეული თავისი ცოლ-
შვილით (ამასობაში რომ დავუმეგობრდი) პრესცენტრში მო-
ეწყო. ქალი ლოგინებს ალაგებდა ნომრებში და იატაკს გვი-
და. ჩემი ოთახის ფანჯრიდან დროდადრო ვხედავდი, როგორ
ეთამაშებოდნენ მზარეულის ბავშვს სასტუმროს დაცვის ჯა-
რისკაცები. მძღოლი აღარ მინახავს, მაგრამ მონროვიაში
ცოცხალი დაბრუნდა, რაც ერთგვარი შვებაა. სანამ იქ ვიყავი,
ვცდილობდი ბელანოს ამბავი გამეგო, გამერკვია, რა მოხდა
ბრაუნსვილ-ბლექ კრიკ-თომას კრიკსში, მაგრამ დანამდვი-
ლებით ვერაფერი გავარკვიე. ზოგი ამბობდა, იმ ტერიტორიას
913 მკითხველთა ლიგა
ახლა კენზის შეიარაღებული ბანდა განაგებსო, სხვები ამბობ-
დნენ, გენერალ ლებონის ჯარი დგასო, მგონი, სწორედ ამ
გვარისა იყო ის ცხრამეტი წლის გენერალი, რომელმაც ტე-
ილორის ძალაუფლება აღადგინა კაკატასა და მონროვიას
შორის ტერიტორიაზე. იმ ტერიტორიაში შედიოდა ბრაუნსვი-
ლიც და ბლექ კრიკიც. მაგრამ ვერა და ვერ გავიგე ეს ინფორ-
მაცია ნამდვილი იყო თუ ტყუილი. ერთ დღეს ამერიკის საელ-
ჩოში კონფერენციას დავესწარი. კონფერენციას გენერალი
უელმანი მართავდა და ცდილობდა, თავისებურად აეხსნა
ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. ყველას, ვისაც სურვილი
ჰქონდა, მიეცა შესაძლებლობა მისთვის ნებისმიერი კითხვა
დაესვა. ყველა რომ წავიდა, თუ კითხვების დასმით დაიღალა,
რაც ისედაც ვიცით, რომ უშედეგო საქმეა ხოლმე, გენერალ
კენზიზე, გენერალ ლებონზე, ბრაუნსვილისა და ბლექ-კრიკის
შემოგარენში არსებულ მდგომარეობაზე დავუსვი შეკითხვა,
ისიც ვკითხე, რა ბედი ეწია ესპანური წარმოშობის ცნობილ
ფოტოგრაფ ემილიო ლოპეს ლობოს და ჟურნალისტ არტურო
ბელანოს, ეროვნებით ჩილეელს-მეთქი. სანამ მიპასუხებდა,
გენერალმა უელმანმა დაჟინებით შემომხედა (მაგრამ ყვე-
ლას ასე უყურებდა. შეიძლება უბრალოდ ახლომხედველი
იყო, და არ იცოდა, სად ეშოვა სათვალე) და თავშეკავებით
მიპასუხა, ჩემი ინფორმაციით გენერალი კეინზი უკვე ერთი
კვირაა, რაც დაიღუპა. ლებონის ხალხმა მოკლა. თავის
მხრივ, გენერალი ლებონიც მკვდარია, ყაჩაღების მსხვერ-
პლი შეიქნა, მონროვიის ერთ-ერთ აღმოსავლეთ უბანში და-
ესხნენ თავს, ბლექ-კრიკს რაც შეეხება, იქ სიმშვიდე სუფევ-
სო. ზუსტად ასე თქვა, სიტყვასიტყვით. ბრაუნსვილის სოფელ-
ზე არასოდეს არაფერი გამიგონიაო, თუმცა, აშკარად ეტყო-
ბოდა, რომ თვალთმაქცობდა.
914 მკითხველთა ლიგა
ორი დღის შემდეგ ლიბერიიდან წამოვედი და იქ აღარასო-
დეს ჩავსულვარ.

915 მკითხველთა ლიგა


26

ერნესტო გარსია გახალესი, პაჩუკის უნივერსიტეტი, პაჩუ-


კა, მექსიკა, 1996 წლის დეკემბერი. მინდა, მოკრძალებით
მოგახსენოთ, რომ ერთადერთი სპეციალისტი ვარ, როგორც
მექსიკაში, ასევე, თუ არ ვცდები, მთელ მსოფლიოში, ვინც
რეალვისცერისტთა შემოქმედებას შეისწავლის. თუ ღმერთმა
ინება, მათზე წიგნის გამოცემასაც ვგეგმავ. პროფესორმა
რეიეს არევალომ მითხრა, შესაძლებელია, ჩვენი უნივერსი-
ტეტის გამომცემლობა დაინტერესდეს ამგვარი წიგნის გამო-
ცემითო. რა თქმა უნდა, პროფესორ რეიეს არევალოს რეალ-
ვისცერისტების შესახებ არაფერი გაუგონია და ალბათ ამჯო-
ბინებდა, მონოგრაფია მექსიკელ მოდერნისტებზე დამეწერა,
ან მანუელ პერეს გარბიტოზე, პაჩუკელ პოეტზე. მაგრამ, ჩემ-
მა დაჟინებამ თავისი გაიტანა და დავითანხმე, რომ ურიგო არ
იქნებოდა, ისტორიისათვის ჩვენი პოეზიის უკიდურესად თა-
ნამედროვე ასპექტებიც შემოგვენახა. ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ პაჩუ-
კას 21-ე საუკუნის მიჯნასთან მივიყვანდით. დიახ, შეიძლება
ითქვას, რომ მე მთავარი მეცნიერი ვარ ამ დარგში, ყველაზე
ავტორიტეტული წყარო, მაგრამ ეს განსაკუთრებული დამსა-
ხურება სულაც არ გახლავთ. უფრო ერთადერთი ვარ, ვინც ამ
თემით დაინტერესდა. ისინი თითქმის არავის ახსოვს. მათგან
უმეტესობა მკვდარია. დანარჩენებზე არაფერი ვიცით, გაქ-
რნენ. მაგრამ ზოგიერთები ისევ აქტიურობენ, მაგალითად,
ხასინტო რეკენა ახლა კინემატოგრაფიის კრიტიკითაა დაკა-
ვებული და პაჩუკის კინემატოგრაფიულ კლუბს უძღვება. ამ
ჯგუფისადმი ჩემი ინტერესით მისგან ვარ დავალებული. მა-
რია ფონტი მეხიკოში ცხოვრობს. გათხოვილი არ არის. წერს,
916 მკითხველთა ლიგა
მაგრამ არ აქვეყნებს. ერნესტო სან-ეპიფანიო მოკვდა. სო-
ჩილ გარსია ჟურნალებთან და დედაქალაქის პრესის საკვი-
რაო დამატებებთან თანამშრომლობს. მგონი, ლექსებს აღარ
წერს. რაფაელ ბარიოსი შეერთებულ შტატებში გაუჩინარდა.
არ ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარი. ანხელიკა ფონტმა ცოტა
ხნის წინ ლექსების მეორე კრებული გამოსცა, ოცდაათიოდ
გვერდზე მეტი არ არის, თუმცა ცუდს ვერაფერს ვიტყვი, ძალი-
ან ელეგანტური გამოცემაა. პიელ დივინა მოკვდა. პანჩო
როდრიგესი მოკვდა. ემა მენდესმა თავი მოიკლა. მოკტესუმა
როდრიგესი პოლიტიკაში წავიდა. როგორც ამბობენ, ფელიპე
მიულერი ბარსელონაშია, ცოლი მოიყვანა და შვილი ჰყავს,
ეტყობა, ბედნიერია, დროდადრო აქაური მეგობრები თითო-
ოროლა ლექსს უბეჭდავენ. ულისეს ლიმა მეხიკოში ცხოვ-
რობს. წინა შაბათ-კვირას ვიყავი მის მოსანახულებლად. სა-
ოცარი რამ იყო. უნდა გამოგიტყდეთ, რომ თავიდან მისი, ცო-
ტა არ იყოს, შემეშინდა კიდეც. სანამ იქ ვიყავი, ბატონო პრო-
ფესოროო, ასე მომმართავდა. მეგობარო, მე ხომ შენზე უმ-
ცროსი ვარ, არ გინდა, ერთმანეთს შენობით მივმართოთ-
მეთქი. როგორც გენებოთ, ბატონო პროფესოროო, მიპასუხა.
რა კაცია ეს ულისესი. არტურო ბელანოზე არაფერი ვიცი.
არა, ბელანოს არ ვიცნობდი. ბევრს არ ვიცნობდი. მაგალი-
თად, მიულერს, არც პანჩო როდრიგესს, არც პიელ დივინას.
არც რაფაელ ბარიოსი გამიცნია. ხუან გარსია მადერო? არა,
მასზე წარმოდგენაც არ მაქვს. დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფს
არ ეკუთვნოდა. თუკი ვიტყვი, რომ ამ საკითხში ნამდვილი
სპეციალისტი ვარ, ასეცაა. ყველანი ძალიან ახალგაზრდები
იყვნენ. მათი ჟურნალები მაქვს, მათი ბროშურები, ისეთი მა-
სალები, რომლებსაც დღეს ვეღარ მოიძიებთ. ერთი ჩვიდმეტი
წლის ბიჭი იყო, მაგრამ გარსია მადერო არ ერქვა... ერქვა
917 მკითხველთა ლიგა
ბუსტამანტე. მხოლოდ ერთი ლექსი დაბეჭდა მეხიკოში, ისიც
ფოტოკოპირებით გადაღებულ ჟურნალში (რომელიც თავად
გამოსცა), პირველი ნომერი ოც ეგზემპლარზე მეტი არ ყოფი-
ლა, თანაც იმ ერთ ნომერზე მეტი არ დაბეჭდილა. მექსიკელი
კი არა, ჩილეელი იყო, როგორც ბელანო და მიულერი,
ლტოლვილების შვილი. რამდენადაც ვიცი, ის ბუსტამანტე
ლექსებს აღარ წერს. მაგრამ, ნამდვილად იმ ჯგუფს ეკუთვნო-
და – მეხიკოს რეალვისცერისტებს. ცხადია, რადგან კიდევ
სხვა რეალვისცერისტების ჯგუფი არსებობდა ოციან წლებში,
ჩრდილოეთის რეალვისცერისტებისა. არ იცოდით? კი, ასე
იყო. თუმცა, მათ შესახებ მასალები მწირად მოიპოვება. არა,
დამთხვევა არ ყოფილა. უფრო პატივისცემის გამოხატულე-
ბას დავარქმევდი. ნიშანს, პასუხს, ვინ იცის. ყოველი შემ-
თხვევისთვის მიჯობს, ამ ლაბირინთებში არ დავიკარგო. მე
დამუშავებული მასალის მომხრე ვარ. დანარჩენი მკითხველ-
მა და მკვლევარმა თავად განსაჯონ. ჩემი აზრით, კარგი წიგნი
გამომივა. უარეს შემთხვევაში, იმას მაინც მოვახერხებ, რომ
თანამედროვეობას შემოვადგმევინო ფეხი პაჩუკაში.

ამადეო სალვატიერა, ვენესუელის ქუჩა, ინკვიზიციის მო-


ედანთან, მეხიკო, 1976 წლის იანვარი. ყველამ დაივიწყა ჩემ
გარდა, ბიჭებო-მეთქი, ვუთხარი. ახლა, როდესაც ბებრები
ვართ და არაფრის შეცვლა აღარ შეგვიძლია, შეიძლება ვინ-
მეს ახსოვს კიდეც, მაგრამ მაშინ ყველამ დაივიწყა. მერე სა-
კუთარი თავიც დაივიწყეს, ასე ხდება ხოლმე, როდესაც მე-
გობრებს ივიწყებ. ჩემ გარდა. ან ახლა მეჩვენება ასე. მე შევი-
ნახე მისი ჟურნალი და ხსოვნა მის შესახებ. იქნებ ამიტომაც
გავჩნდი ამ ქვეყნად. როგორც უამრავმა მექსიკელმა, მეც მი-
ვატოვე პოეზია. ათასობით მექსიკელის დარად მეც ვაქციე
918 მკითხველთა ლიგა
ზურგი პოეზიას. ასი ათასობით მექსიკელის დარად, დრო
რომ მოვიდა, ლექსების წერასაც და კითხვასაც დავანებე თა-
ვი. მას მერე ჩემი ცხოვრება გაცილებით უსახურ კალაპოტებ-
ში მიედინება, ვიდრე შემეძლო წარმომედგინა. ყველაფერს
მოვედე, რის კეთებაც შემეძლო, ის ვაკეთე. ერთხელაც აღმო-
ვაჩინე, რომ რაღაც წერილებს ვადგენდი, გაუგებარ ქაღალ-
დებს ვავსებდი სანტო-დომინგოს მოედნის თაღებქვეშ. ჩვე-
ულებრივი სამუშაო იყო, როგორც სხვა ნებისმიერი, ყოველ
შემთხვევაში, იმაზე უარესიც მქონია, მაგრამ უცებ მივხვდი,
რომ იქ დიდი ხნით მომიწევდა დარჩენა, ჩემს საბეჭდ მანქა-
ნას, ჩემს კალამსა და ჩემს თეთრ ფურცლებს მიჯაჭვულს. ცუ-
დი სამუშაო არ არის, ხანდახან ვიცინი კიდეც. ვწერ სასიყვა-
რულო წერილებს, პეტიციებს, საჩივრებს სასამართლო ინ-
სტანციებში, ან თხოვნებს, სასოწარკვეთილი ადამიანები
რესპუბლიკის ციხეებში რომ გზავნიან. დროც კი მრჩება, კო-
ლეგებს ველაპარაკო, ჩემსავით ენერგიულ მდივან-გადამწე-
რებს, რაც თანდათანობით კიდევ უფრო მაქრობს, ჩვენს ლი-
ტერატურაში საუკეთესო ბოლო ქმნილებების წასაკითხადაც
კი ვიცლი. მექსიკურ პოეზიას საშველი არ ადგას: იმ დღეს წა-
ვიკითხე, რომ ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ პოეტს „პენსილ
ფლორიდო“ ფერადი ფანქარი ეგონა და არა ბაღი, ანდა პარ-
კი, ყვავილებით გადაპენტილი ოაზისიც კი. პენსილი ასევე შე-
იძლება იყოს რაღაც დაკიდებული, ჩამოკიდებული. ეს იცით,
ბიჭებო-მეთქი, ვკითხე, იცოდით თუ შევცდი-მეთქი? ბიჭებმა
ერთმანეთს გადახედეს და მითხრეს, დიახ, მაგრამ ამას ისე-
თი მოძრაობა მოაყოლეს, რაც შეიძლებოდა „არად“ ჩამეთვა-
ლა. სესარეასგან არავითარი ცნობები არ მქონდა. ერთხელ
სამიკიტნოში ვიღაც მოხუცი გავიცანი, სონორის შტატიდან.
მოხუცი ზედმიწევნით იცნობდა ერმოსილიოს, კანანეას, ნო-
919 მკითხველთა ლიგა
გალესს267. ვკითხე, ოდესმე სესარეა ტინახეროს შესახებ რა-
მე ხომ არ გაგიგია-მეთქი. არაო, მიპასუხა. არ ვიცი, როგორ
ვუთხარი, მაგრამ იმ ბერიკაცმა იფიქრა, რომ ჩემს ცოლზე ან
ჩემს დაზე, ან ჩემს ქალიშვილზე ვეკითხებოდი. როდესაც
მითხრა, არ ვიცნობო, მაშინ დავფიქრდი, რომ სესარეას სი-
ნამდვილეში მეც ძლივს ვიცნობდი. მგონი, იმ დღის მერე და-
ვიწყე მისი დავიწყება. ახლა კი თქვენ მეუბნებით, ბიჭებო,
მაპლეს არსემ268 სესარეა ახსენაო. ან ლისტმა ან არქელესმა,
რა მნიშვნელობა აქვს. ვინ მოგცათ ჩემი მისამართი, ლისტმა
თუ არქელესმა, თუ მანუელმა, რა მნიშვნელობა აქვს-მეთქი.
ბიჭებმა შემომხედეს, ან იქნებ, არც შემოუხედავთ, უკვე დიდი
ხნის გათენებული იყო, ოთახში ვენესუელის ქუჩის ხმაური შე-
მოდიოდა და ამ დროს დავინახე, რომ ერთ-ერთ იმ ბიჭთა-
განს დივანზე მჯდარს ჩასძინებოდა, მაგრამ წელგამართული
იჯდა, თითქოს ფხიზლობსო, მეორე სესარეას ჟურნალს ათვა-
ლიერებდა, მაგრამ ეტყობოდა, მასაც ეძინა. მაშინ ვუთხარი,
ბიჭებო, როგორც ჩანს, გათენდა-მეთქი. რომელსაც ეძინა,
იმან დამიდასტურა, ჰო, გათენდა, ამადეოო. რომელიც ფხიზ-
ლად იყო, პირიქით, არც განძრეულა, ისევ ჟურნალს ჩასჩე-
რებოდა. ტუჩებზე მსუბუქი ღიმილი ჰქონდა შერჩენილი, თით-
ქოს მოუხელთებელი გოგო ესიზმრება, სანამ სესარეა ტინა-
ხეროს მექსიკაში შემორჩენილ ერთადერთ ლექსს ჩასჩერე-
ბიაო. უცებ დაღლილობით და ალკოჰოლით გამძაფრებული
ტვინით გავიფიქრე, რომელმაც ხმა ამოიღო, მას ღვიძავს-
მეთქი და ვკითხე, მუცლით მეზღაპრე ხარ, ბიჭო-მეთქი? მან

ერმოსილიო, კანანეა, ნოგალესი – ქალაქები სონორის შტატში


267

მანუელ მაპლეს არსე (1898-1981) – მექსიკელი პოეტი, პროზაიკოსი,


268

კრიტიკოსი. ძირითადად ცნობილია, როგორც მიმდინარეობა სტრიდენ-


ტიზმის დამაარსებელი.
920 მკითხველთა ლიგა
კი, რომელსაც ეძინა, მიპასუხა, არა, ამადეოო, ან იქნებ მით-
ხრა, არ დაიჯეროო, ან ვარიანტი არ არისო, ან პონტი არ არი-
სო, ან, უბრალოდ, ნუ ახურებო. მან კი, რომელსაც ეღვიძა და
ჟურნალი ხელში ისე ჰქონდა ჩაბღუჯული, თითქოს ვინმე წარ-
თმევას უპირებსო, ჯერ შემომხედა, მერე ჩემს ყურებას თავი
დაანება და ისევ განაგრძო კითხვა, თითქოს რამე იყო წასა-
კითხი სესარეა ტინახეროს იმ წყეულ ჟურნალში-მეთქი, მაშინ
ასე გავიფიქრე. თვალები დავხარე და თავი დავიქნიე. ნუ გიტ-
ყდება, ამადეოო, მითხრა ერთ-ერთმა მათგანმა. მათი დანახ-
ვაც არ მინდოდა. მაგრამ მაინც შევხედე. ორ ბიჭს ვხედავდი:
ერთს ფხიზელს, მეორეს ჩაძინებულს. რომელსაც ეძინა, იმან
მითხრა, ნუ წუხარ, ამადეო, სესარეას ვიპოვით, ამისათვის
მთელი ჩრდილოეთის გადაბრუნებაც რომ მოგვიწიოსო. თვა-
ლები რაც შემეძლო, ფართოდ გავახილე, ორივე კარგად
ავათვალიერ-ჩავათვალიერე და ვუთხარი, არ ვნერვიულობ,
ბიჭებო, ჩემ გამო არ შეწუხდეთ-მეთქი. და იმან, რომელსაც
ეძინა, თქვა: რა შეწუხებაა, ამადეო, სიამოვნებააო. მე მაინც
ჩავაცივდი, ჩემ გამო ნუ გაირჯებით-მეთქი. და იმან, რომელ-
საც ეძინა, გაიცინა თუ ყელიდან რაღაც ხმა ამოუშვა, რაც შე-
იძლებოდა სიცილად ჩამეთვალა, თუმცა, შეიძლება ჩაახვე-
ლა, დაიხვრინა, ან ამოიხრიალა კიდეც და მითხრა: ამას შენ
გამო კი არა, მექსიკის გამო, ლათინური ამერიკის გამო, მე-
სამე სამყაროს გამო, ჩვენი შეყვარებულების გამო გავაკე-
თებთ, იმიტომ გავაკეთებთ, რომ გვინდაო. ხუმრობთ, თუ არ
ხუმრობთ-მეთქი? და რომელსაც ეძინა, იმან ძალიან უცნაური
ხმა ამოუშვა, თითქოს ძვლებიანად ამოისუნთქაო და მიპასუ-
ხა, სესარეა ტინახეროსაც ვიპოვით და სესარეა ტინახეროს
შემოქმედების სრულ ტომეულებსაცო. გეფიცებით, ამ დროს
ჟრუანტელმა დამიარა, იმ მძინარეს შევხედე, ისევ სესარეა
921 მკითხველთა ლიგა
ტინახეროს იმ ერთადერთ ლექსს რომ ჩასჩერებოდა, მის ერ-
თადერთ ლექსს და ვუთხარი, მგონი, შენს მეგობარს რაღაც
სჭირს-მეთქი. და მან, რომელიც კითხულობდა, თვალები ას-
წია და ისე შემომხედა, თითქოს ფანჯრის მიღმა ვყოფილიყავი
ან თითქოს ის ყოფილი ფანჯრის მეორე მხარეს და მიპასუხა,
დაწყნარდი, არაფერიც არ სჭირსო. ეგ ბოზიშვილები! როგორ
ლაპარაკობდნენ ძილში! როგორ მპირდებოდნენ რაღაცებს
ძილში, თითქოს არც არაფერიაო! ამ დროს მზერა ჩემი ოთა-
ხის კედლებს მოვავლე, ჩემს წიგნებს, ჩემს სურათებს, ჭერზე
გაჩენილ ლაქას, მერე ისევ მათ შევხედე და ისეთი შეგრძნება
დამეუფლა, თითქოს ფანჯრის მეორე მხარეს ყოფილიყვნენ –
ერთი თვალგახელილი, მეორე თვალდახუჭული, მაგრამ მა-
ინც ორივე მზირალი. მზირალი საით, გარეთ, თუ მზირალი
სადღაც შიგნით? არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი, რომ ისეთი გა-
ფითრებული სახეები ჰქონდათ, თითქოს ჩრდილოეთ პოლუს-
ზე არიანო, ასეც ვუთხარი, რომელსაც ეძინა, იმან ხმაურით
ამოისუნთქა და მითხრა, უფრო ზუსტი ნათქვამი იქნებოდა,
ჩრდილოეთ პოლუსი მეხიკოში ჩამოცურდა, ამადეოო. ვკით-
ხე, ბიჭებო, გცივათ-მეთქი? რიტორიკული კითხვა იყო ან
პრაქტიკული, რადგან დადებითი პასუხის შემთხვევაში უკვე
გადაწყვეტილი მქონდა, მათთვის მაშინვე ყავა მომედუღები-
ნა, მაგრამ ფაქტია, რომ სიღრმისეულად კითხვა რიტორიკუ-
ლი იყო. თუ სციოდათ, საკმარისი იქნებოდა, ფანჯარას მოშო-
რებოდნენ და ამ დროს ვკითხე: ბიჭებო, ღირს? მართლა
ღირს-მეთქი? და რომელსაც ეძინა, იმან მიპასუხა, სიმონე-
ლო. ამ პასუხის შემდეგ ავდექი (ყველა ძვალი ამიჩხარუნდა),
სასადილო მაგიდასთან ფანჯარა გამოვაღე, მერე მისაღები
ოთახის ფანჯარასთან მივედი, ისიც გამოვაღე, მერე ჩამ-
რთველისკენ გავჩლახუნდი და სინათლე ჩავაქრე.
922 მკითხველთა ლიგა
თავი III

სონორის უდაბნოები (1976)

923 მკითხველთა ლიგა


1-ლი იანვარი
დღეს მივხვდი, რომ ის, რაც გუშინ დავწერე, სინამდვილე-
ში დღეს დამიწერია: ოცდათერთმეტ დეკემბერს დაწერილი
ყველაფერი დაიწერა პირველ იანვარს, – დღეს, ის, რაც ოც-
დაათ დეკემბერს დავწერე, დაიწერა ოცდათერთმეტში, ნუ გუ-
შინ, დღეს რასაც დავწერ, სინამდვილეში ხვალ იქნება დაწე-
რილი, რაც ჩემთვის იქნება დღევანდელი დღეც და გუშინდე-
ლიც, და, ერთგვარად, ხვალინდელიც: უხილავი დღე, გაუზ-
ვიადებლად.

2იანვარი
მეხიკოდან გავედით, ჩემს მეგობრებთან საუბარი რომ გა-
მება, მათ რამდენიმე ფრთხილი კითხვა დავუსვი, თუმცა, ესეც
პრობლემური საკითხია (განსაკუთრებით დღევანდელი მექ-
სიკის ლიტერატურულ საზოგადოებაში). ის კი არა, თავსატე-
ხებიც კი შეიძლება დავარქვათ. ადვილით დავიწყე: ვიკითხე,
ვერლიბრი რა არის-მეთქი. ჩემმა ხმამ მანქანის სალონში ისე
გაიჟღერა, თითქოს მიკროფონში მეთქვას.
– ისეთი ლექსია, რომელსაც მარცვალთა განსაზღვრული
რაოდენობა არა აქვს, – მიპასუხა ბელანომ.
– კიდევ?
– რომელსაც რითმა არ გააჩნია, – დაამატა ლიმამ.
– კიდევ?
– ის, რომელსაც მახვილების ზუსტი განლაგება არა აქვს,
– დაჟინებით გაიმეორა ლიმამ.
– კარგი. ახლა უფრო რთული. ტეტრასტიქი რა არის?
– რა? – იკითხა ჩემ გვერდით მჯდარმა ლუპემ.

924 მკითხველთა ლიგა


– ოთხსტრიქონიანი მეტრიკული სისტემა, – თქვა ბელა-
ნომ.
– სინკოპე?
– ვაჰ! – თქვა ლიმამ.
– არ ვიცი, – თქვა ბელანომ, – რამე, რაც სინკოპურ რიტ-
მთანაა დაკავშირებული?
– ცივა, ცივა. მნებდებით?
ლიმამ უკანა ხედვის სარკეში გამისწორა მზერა. ბელანომ
შემომხედა და ერთ წამს თვალი არ მოუშორებია, მაგრამ მე-
რე უკან გახედა სივრცეს. ლუპემაც უკან გაიხედა. მე ვარჩიე,
არ გამეხედა.
– სინკოპე, – დავიწყე ახსნა, – არის ერთი ან რამდენიმე
ფონემის გამოტოვება სიტყვაში. მაგალითად, მარლბორო-
მალბორო, წელი-წელიწადი. კარგი. განვაგრძოთ. ახლა ად-
ვილი. სექსტინა რა არის?
– ექვსსტრიქონიანი სტროფი, – თქვა ლიმამ.
– კიდევ? – არ ვეშვებოდი.
ლიმამ და ბელანომ რაღაც თქვეს, რაც ვერ გავიგონე. მეჩ-
ვენებოდა, თითქოს მათი ხმები დალივლივებდნენ „იმპალას“
სალონში. კიდევ რაღაც განმარტება აქვს, განვაგრძე მე და ის
განმარტებაც მაშინვე ვუთხარი. მერე ვკითხე, თუ იცით გლი-
კონია რა არის-მეთქი. კლასიკური ლექსთწყობის მეტრიკაა,
რომელიც შეიძლება აიხსნას როგორც კატალექტიკური, ლო-
გაედური, ტეტრაპოდია in syllabam და ჰემიეპესი, რაც ბერ-
ძნულ ლექსთწყობაში დაქტილური ჰეგზამეტრის პირველი ნა-
წილია, ან ფონოსიმბოლიზმი (ავტონომიური განსაზღვრებაა,
რასაც შეუძლია, მიიღოს სიტყვის ან სტრიქონის ფონიკური
ელემენტები). ბელანომ და ლიმამ არცერთ კითხვაზე პასუხი
არ იცოდნენ, ლუპეზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მაშინ ვკით-
925 მკითხველთა ლიგა
ხე, თუ იცით, რას ნიშნავს ეპანორტოსისი, რაც ავტორის ლო-
გიკურ ხერხს წარმოადგენს და იმაში მდგომარეობს, რომ ავ-
ტორი უკვე ნათქვამს უბრუნდება, რათა კიდევ ერთხელ და-
ადასტუროს, შეარბილოს, ან უარყოს კიდეც იგი. კიდევ ვკით-
ხე, თუ იცით, რა არის პიტიამბიკო (არ იცოდნენ), და მიმიამ-
ბო (არ იცოდნენ), და ჰომეოტელეუტონი (არ იცოდნენ), და
პარაგოგა (იცოდნენ), და თანაც ფიქრობდნენ, რომ ყველა
მექსიკელი პოეტი და ლათინური ამერიკის პოეტთა უმეტესო-
ბა პარაგოგი იყო. მაშინ ვკითხე, აბა, თუ იცით, ჰაპაქსი ან ჰა-
პაქს ლეგომენონი რა არის-მეთქი, და რადგან არ იცოდნენ,
ავუხსენი. ჰაპაქსის ტექნიკას ლექსიკოგრაფიაში ან კრიტიკის
ტექსტურ ნამუშევრებში იყენებენ და მისი ფუნქციაა იმ ერთი
ხმის აღნიშვნა, რომელიც რეგისტრირებულია ერთ ენაში,
ერთ ავტორთან ან ერთ ტექსტში, თანაც ერთადერთხელ. ამან
დიდი ხნით ფიქრებში წაგვიღო.
– ახლა უფრო რამე ადვილი გვკითხე, – მითხრა ბელანომ
– კარგი. ზაჯალი რა არის?
– ფუჰ შენი, რა გაუნათლებელი ვარ, – თქვა ბელანომ.
– შენ იცი, ულისეს?
– რაღაც არაბული მგონია.
– შენ, ლუპე?
ლუპემ შემომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მე სიცილი
ამიტყდა, ალბათ დაძაბულობის გამო, მაგრამ მაინც ავუხსენი
ყველას, ზაჯალი რა იყო. და როდესაც სიცილს მოვრჩი, ლუ-
პეს ვუთხარი, შენზე ან შენს უკულტურობაზე ( გაუთლელობა-
ზე) კი არ ვიცინოდი, არამედ ჩვენზე ყველაზე-მეთქი.
– აბა, სატურნიული ლექსი რა არის?
– წარმოდგენა არ მაქვს, – თქვა ბელანომ.
– სატურნიული? – მკითხა ლუპემ.
926 მკითხველთა ლიგა
– ქიაზმი? – ვიკითხე ისევ.
– რაო? – კითხვა შემიბრუნა ლუპემ.
არც თვალი მომიხუჭავს და ჩემს თანამგზავრებსაც ვუყუ-
რებდი, მაგრამ მაინც დავინახე მანქანა, რომელიც ისარივით
მიქროდა მეხიკოდან და სადაცაა ქალაქიდან ტრასაზე გავი-
დოდა. ვიგრძენი, რომ მივცურავდით.
– სატურნიული ლექსი რა არის? – იკითხა ლიმამ.
– ეგ ადვილია. არქაული, ლათინური პოეზიის ლექსთწყო-
ბაა, მაგრამ სათუო ინტერპრეტაცია აქვს. ზოგი მიიჩნევს,
რომ კვანტიტატიური ბუნებისაა და სხვები – რომ მახვილებს
ემსახურება. თუ პირველ ჰიპოთეზას მივემხრობით, სატურ-
ნიული ლექსთწყობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც დი-
მეტრიული, კატალექტიკური და უნიტიფალიკური იამბიკო,
თუმცა სხვა ვარიანტებიც არსებობს. და თუკი მახვილების
ვერსიას გავიზიარებთ, მაშინ, როგორც ორი ჰემისტიკით შექ-
მნილი, ისე უნდა წარმოვიდგინოთ, პირველი – სამი ტონური
მახვილით, მეორე-ორით.
– რომელ პოეტებს აქვთ ეგ ლექსთწყობა გამოყენებული?
– იკითხა ახლა ბელანომ.
– ლივიუს ანდრონიკუსს და ნევიუსს. რელიგიურ პოეზიასა
და ეპიტაფიურს.
– რამდენი რამე იცი, – აღნიშნა ლუპემ.
– მართლაც ასეა, – დაემოწმა ბელანო.
მე ისევ გიჟური სიცილი დამეწყო. ჩემმა სიცილმა მო-
ულოდნელად მანქანის სალონის საზღვრებიც კი გადალახა
და გარეთ გააღწია. საწყალი-მეთქი, გავიფიქრე.
– ეგ მარტო მეხსიერების საკითხია. განსაზღვრებები მახ-
სოვს, მორჩა და გათავდა.
– ქიაზმი რა არის, ის არ გითქვამს, – მითხრა ლიმამ.
927 მკითხველთა ლიგა
– ქიაზმი, ქიაზმი, ქიაზმი... ქიაზმი, მოკლედ, იმაში მდგო-
მარეობს, რომ ორი თანმიმდევრობა შებრუნებული წარმო-
ვადგინოთ.
ღამე იყო. იანვრის ღამე. იანვრის გარიჟრაჟი ახლოვდე-
ბოდა. უკან გავიხედე და მომეჩვენა, რომ არავინ მოგვდევდა.
– კარგი, – არ ვჩერდებოდი მე, – აბა, თუ იცით, პროცელე-
უსმატიკუსი რას ნიშნავს.
– ეგ რაღაც შენს მოგონილს ჰგავს, გარსია მადერო, – ეჭ-
ვი შეიტანა ბელანომ.
– არა. კლასიკური მეტრული ტერფია, რომელიც ოთხი
მოკლე მარცვლისგან შედგება. განსაზღვრული რითმა არ გა-
აჩნია და ამიტომაც, შეიძლება განხილული იყოს, როგორც
მეტრიკის მარტივი ფორმა. მოლოსუსი?
– აი, ეს კი ნამდვილად ახლა გამოიგონე, – არ მეპუებოდა
ბელანო.
– არა, გეფიცები. მოლოსუსი კლასიკურ მეტრიკაში გრძე-
ლი სამმარცვლიანი ტაეპის ექვსჯერ გამეორებაა. იქტუსი შე-
იძლება მოუდიოდეს პირველ და მესამე მარცვალზე ან მარ-
ტო მეორეზე. სხვა ტერფებს უნდა ეხამებოდეს, იმისათვის,
რომ მეტრი ჩამოყალიბდეს.
– იქტუსი რა არის? – იკითხა ბელანომ.
ლიმამ პირი დააღო და მერე ისევ მოკუმა.
– იქტუსი, – ვთქვი მე, – პულსაციაა, დროის კომპასი. ახ-
ლა საჭიროა, არსისზე გითხრათ ორიოდ სიტყვა: არსისი რო-
მაულ მეტრიკაში ტერფის ძლიერი ნაწილია, ანუ მარცვალი,
რომელზეც იქტუსი ეცემა, მაგრამ აჯობებს კითხვებით გავაგ-
რძელოთ. ნებისმიერი ცნების გაგება ასე უფრო გაგიადვილ-
დებათ. ბისილაბუსი რა არის?
– ორმარცვლიანი სტრიქონი, – მითხრა ბელანომ.
928 მკითხველთა ლიგა
– ძალიან კარგი, მადლობა ღმერთს, – ვთქვი მე, – ორ-
მარცვლიანი და თანაც, ძალიან იშვიათი ესპანურ მეტრიკაში.
თითქმის ყოველთვის უფრო გრძელ სტრიქონებთან ჩნდება
ხოლმე. ახლა რთული. ასკლეპიადეური სტრიქონი რა არის?
– აზრზე არ ვარ, – აღიარა ბელანომ.
– ასკლეპიადეური? – იკითხა ლიმამ.
– ეს სახელწოდება ასკლეპიადე სამოსელიდან მოდის,
რომელიც ამ ფორმას ყველაზე მეტად იყენებდა, თუმცა მას
საფოსთან და ალკეოსთანაც ვხვდებით. ორი ფორმა აქვს:
მცირე ასკლეპიადე, რომელიც თორმეტი მარცვლისგან, ეო-
ლიკური ორად გაყოფილი კოლასგან (ნაწილისგან) შედგება.
პირველი სპონდეთია შექმნილი, ერთი დაქტილითა და ერთი
გრძელი მარცვლით, მეორე – ერთი დაქტილით და ერთი კა-
ტალექტიკური ტროკაიკური დიპოდიით. დიდი ასკლეპიადე
თექვსმეტმარცვლიანი ტაეპია ჩართული ორ ეოლიკურ კო-
ლას შორის ერთი კატალექტიკური დაქტილური დიპოდიით in
syllabam.
სადაცაა მეხიკოდან გავიდოდით. სპიდომეტრი საათში ას
კილომეტრზე მეტს უჩვენებდა.
– ეპანალეფსისი რა არის?
– წარმოდგენა არა მაქვს, – გავიგონე, როგორ ერ-
თდროულად მიპასუხეს ჩემმა მეგობრებმა.
მანქანამ უკან მოიტოვა ჩაბნელებული გამზირი, უშუქო უბ-
ნები, ქუჩები, სადაც მარტო ბავშვები და ქალები მოჩანდნენ
და იმ უბნებში აღმოჩნდა, სადაც ჯერ ისევ აღნიშნავდნენ ახა-
ლი წლის დადგომას. ბელანო და ლიმა წინ იყურებოდნენ,
გზისკენ. ლუპეს თავი ფანჯრის მინაზე ჰქონდა მიბჯენილი.
მომეჩვენა, რომ ეძინა.

929 მკითხველთა ლიგა


– ეპანადიპლოსისი რა არის? – არავინ მიპასუხა, – სინ-
ტაქსური ფორმაა, რომელიც ფრაზის, სტრიქონის, ან სტრი-
ქონების თავსა და ბოლოში ერთი და იმავე სიტყვის გამეორე-
ბას ნიშნავს. მაგალითი გინდათ? გარსია ლორკას „მწვანე,
როგორ მიყვარხარ, მწვანე“.
ერთხანს ხმა არ ამომიღია და ფანჯარაში დავიწყე ყურება.
ისეთი განცდა მქონდა, რომ ლიმას გზა ჰქონდა არეული, ყო-
ველ შემთხვევაში, უკან არავინ მოგვდევდა.
– განაგრძე, – მითხრა ბელანომ, – რამეს გავიგებთ.
– კატაკრესისი, იცით, რა არის? – ვიკითხე ისევ.
– ეგ ვიცოდი, მაგრამ დამავიწყდა, – თქვა ლიმამ.
– მეტაფორაა, რომელიც ენის ჩვეულებრივ და ყოველ-
დღიურ ხმარებაში ისე შემოვიდა და დამკვიდრდა, რომ, რო-
გორც მეტაფორას, ვეღარც კი აღვიქვამთ. მაგალითები: ნემ-
სის ყუნწი, ბოთლის ყელი, არქილოქეა რა არის?
– ეგ მე ვიცი, – მითხრა ბელანომ, – მეტრიკული ფორმა,
რომელსაც არქილოქე იყენებდა, ნაღდად.
– დიდი პოეტი, – თქვა ლიმამ,
– მაგრამ რაში მდგომარეობს? – ვკითხე ისევ.
– არ ვიცი, შემიძლია არქილოქეს ლექსი ზეპირად გით-
ხრა, მაგრამ არქილოქეა რაში მდგომარეობს, ნაღდად აზრზე
არ ვარ, – თქვა ბელანომ.
იძულებული გავხდი ამეხსნა, რომ არქილოქეა ორმარ-
ცვლიან ტერფთა (დისტიქური) ტაეპია და რომ შემეძლო მისი
სხვადასხვაგვარი სტრუქტურა წარმომედგინა, პირველი დაქ-
ტილური ჰეგზამეტრით შესრულებული, მეორე კატალექტიკუ-
რი in syllabam დაქტილური ტრიმეტრით. მეორე... მაგრამ ამ
დროს ძილი მომერია და გავიგონე, როგორ ვლაპარაკობდი,
ან, უბრალოდ, ჩემი ხმა მესმოდა, რომელიც „იმპალას“ სა-
930 მკითხველთა ლიგა
ლონში ექოსავით ჟღერდა და ამბობდა დიმეტრულ იამბიკოს
თუ დაქტილურ ტეტრამეტრს, ან, შეიძლება დიმეტრო ტროკა-
ურ კატალექტიკურ დიმეტრს. სწორედ ამ დროს ჩამესმა, რო-
გორ ამბობდა ბელანო:

„გულო, გულო, გაუძელ, თუნდაც ძალზე გემწაროს,


მტერი არ გაახარო, ზურგი არ შეაქციო,
მედგრად უნდა დაუდგე, ქედი არ მოუხარო,
თუ სძლევ, არ გაამაყდე, ტრაბახს არ ემორჩილო,
თუ გძლევს, არ შეიმჩნიო, ცრემლი არ მოიწურო“.

თვალები ძალისძალად გავახილე და ლიმამ იკითხა, ეს


არქილოქეს ლექსიაო? ბელანომ უთხრა, ფაიზაღიო, და ლი-
მამ თქვა, რა დიდი პოეტია, თუ რა მხეცი ვინმეაო. მერე ბე-
ლანო შემობრუნდა და ლუპეს აუხსნა (თითქოს მისთვის ამას
რამე მნიშვნელობა ჰქონდა), ვინ იყო არქილოქე პაროსელი,
პოეტი და დაქირავებული ჯარისკაცი, რომელიც საბერძნეთში
ცხოვრობდა ქრისტეშობამდე დაახლოებით 650 წელს. ლუპეს
არაფერი უთქვამს, რაც მე ყველაზე სწორ კომენტარად მო-
მეჩვენა. მერე მინაზე თავმიყრდნობილს ჩამთვლიმა და გავი-
გონე, როგორ ლაპარაკობდნენ ბელანო და ლიმა პოეტზე,
რომელიც ბრძოლის ველიდან გარბოდა და არად დაგიდევ-
დათ ღირსებას და იმ სირცხვილს, რაც ამ მოქმედებას ახლდა
თან. პირიქით, მისით იამაყებდნენ. და ძილში წასულს უკვე ის
ტიპი მესიზმრებოდა, ვხედავდი, როგორ გარბოდა ძვლებით
მოფენილ ბრძოლის ველზე, მაგრამ სახე არ ჰქონდა, ან, ყო-
ველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავდი, რადგან შორიდან ვაკ-
ვირდებოდი, მე მთის ფერდობთან ვიდექი, იმ ველზე კი ჰაერი
თითქმის არ იყო. მარტო იმის გარჩევა შემეძლო, რომ ის ტი-
931 მკითხველთა ლიგა
პი შიშველი გარბოდა და გრძელი თმა ჰქონდა. თავიდან ვი-
ფიქრე, ალბათ არქილოქეა-მეთქი, მაგრამ, სინამდვილეში
ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო. თვალი რომ გავახილე,
ისევ გვიანი ღამე იყო და მეხიკოდან გავდიოდით.
– სად ვართ? – ვიკითხე.
– კერეტაროს ტრასაზე, – მიპასუხა ლიმამ.
ლუპესაც ეღვიძა და თვალებით მინდვრის ჩაბნელებულ
პეიზაჟს იყო მიშტერებული.
– რას უყურებ? – ვკითხე მე.
– ალბერტოს მანქანას, – მიპასუხა ლუპემ.
– არავინ არ მოგვდევს, – უთხრა ბელანომ.
– ალბერტო ძაღლივითაა. ჩემი სუნი აქვს აღებული და მა-
ინც მიპოვის, – თქვა ლუპემ.
ბელანომ და ლიმამ გაიცინეს.
– როგორ გიპოვის, როცა, რაც მეხიკოდან გამოვედით, ას
ორმოცდაათი კილომეტრით მივდივარ და სიჩქარე არ შემი-
ნელებია, – უთხრა ლიმამ.
– სანამ გათენდება, გამოჩნდება, – თქვა ლუპემ.
– მოიცათ, – ჩავერთე საუბარში, – აბა, ალბადა რა არის?
არც ბელანოს, არც ლიმას ხმა არ ამოუღიათ, მივხვდი,
რომ ალბერტოზე ფიქრობდნენ, ამიტომ მეც მასზე დავიწყე
ფიქრი. ლუპემ გაიცინა. მისმა მწერის თვალებმა სიბნელეში
მომძებნეს:
– აბა, ჭკუის კოლოფო, თუ იცი, პრიზი რა არის.
– მარიხუანის ეფექტი, – უპასუხა ბელანომ ისე, რომ არც
მოტრიალებულა.
– და ჩამიჩი?
– ბებერი, – ისევ უპასუხა ბელანომ.
– დაქნეული?
932 მკითხველთა ლიგა
– მაცალე, მაგაზე მე ვუპასუხებ, – ვთქვი მე. ბოლოს და
ბოლოს ამ კითხვებს ხომ მე მისვამდნენ.
– კარგი, – დამითმო ბელანომ.
– არ ვიცი, – ვაღიარე კარგა ხნის ფიქრის შემდეგ.
– შენ იცი? – ჰკითხა ლიმამ ბელანოს.
– არა, – თქვა ბელანომ.
– გიჟი, – თქვა ლიმამ
– მართალია, გიჟს ნიშნავს. ქაჯი?
არც ერთმა არ ვიცოდით.
– ეგ ხომ ძალიან ადვილია. ეგ ინდიელს ნიშნავს, – გვით-
ხრა ლუპემ სიცილით, – სანატორიუმი რა არის?
– ციხე, – თქვა ლიმამ.
– და ძაღლი ვინ არის?
მარცხნიდან მეხიკოს მიმართულებით მიმავალმა ხუთმა
სატვირთო მანქანამ ჩაგვიარა. თითოეული მანქანა დამწვარ
მკლავს ჰგავდა. ერთხანს მარტო იმ მანქანების დგანდგარი
ისმოდა და დამწვარი ხორცის სუნი იდგა. მერე გზა ისევ სიბ-
ნელეში ჩაინთქა.
– ძაღლი ვინ არის? – იკითხა ბელანომ.
– პოლიციელი, – თქვა ლუპემ, – და მწვანე?
– მარიხუანა, – უპასუხა ბელანომ.
– ამაზე გარსია მადერომ მიპასუხოს, – თქვა ლუპემ, – რი-
ჟა ბაკა რა არის?
ბელანომ და ლიმამ შემომხედეს და გაიღიმეს. ლუპეს მწე-
რის თვალები მე აღარ მომჩერებოდნენ, ამჯერად მზერა იმ
წკვარამისთვის მიეშტერებინათ, მანქანის უკანა სარკმლიდან
ავის მომასწავებლად რომ გადაშლილიყო. შორს მანქანის
სინათლეები გავარჩიე, მერე მეორისაც.

933 მკითხველთა ლიგა


– არც ვიცი, – ვთქვი და თან თვალწინ ალბერტოს სახე
წარმომიდგა: უზარმაზარი ცხვირი, რომელიც უკან მოგვდევ-
და.
– ოქროს საათი, – მითხრა ლუპემ.
– ჟეშტი? – ვკითხე მე.
– მანქანა, – მიპასუხა ლუპემ.
თვალები დავხუჭე: არ მინდოდა, ლუპეს თვალები დამენა-
ხა და თავი ჩემს ფანჯარას მივაყრდენი. შავი მანქანა მესიზ-
მრა, მოქროდა და თან ალბერტოს ცხვირი მოჰქონდა. იმ
ცხვირს ორიოდ დაქირავებული პოლიციელიც მოჰყავდა,
რომლებიც მზად იყვნენ, ჩვენთვის დედა ეტირებინათ.
– ჯართი რა არის? – იკითხა ლუპემ.
არც ერთს არ გვიპასუხია.
– ეგეც მანქანაა, – თქვა ლუპემ და გაიცინა.
– ლუპე, ერთი ამაზე მიპასუხე, საკრეტინე რა არის? –
ჰკითხა ბელანომ.
– ეგ ადვილია, საგიჟეთი, – უთხრა ლუპემ.
ერთი წუთით მომეჩვენა, რომ შეუძლებელი იყო, ამ ქალ-
თან სექსი მქონოდა.
– აბა, გახვრიტაო, რო ამბობენ, რას ნიშნავს? – იკითხა
ისევ ლუპემ.
– არ ვიცი, გნებდები, – აღიარა ბელანომ ისე, რომ მის-
თვის არც კი შეუხედავს.
– იგივეა, რაც „გაასაღა“, – აუხსნა ლუპემ, მაგრამ მაინც
განსხვავდება „გახვრეტისგან“. როცა ვინმე ვინმეს ასაღებს,
ეს ნიშნავს, რომ ბრიდავს. აი, გახვრეტა კი ნიშნავს, რომ თან
ბრიდავს და თან შეიძლება იხმაროს კიდეც, – მისმა ხმამ ისე
ავის მომასწავებლად გაიჟღერა, თითქოს ბერძენი პითია იყო
და მომავალს წინასწარმეტყველებდა.
934 მკითხველთა ლიგა
– და პირის მიცემა რა არის, ლუპე? – ჰკითხა ლიმამ.
ვიფიქრე, რომ ეს სიტყვა სექსთან უნდა ყოფილიყო დაკავ-
შირებული და ფიქრიც სექსზე წამივიდა. ლუპესთან ვიწექი,
ვეხებოდი, მაგრამ სიბნელეში ვერ ვხედავდი, მარიასთან სექ-
სზე ვფიქრობდი, როსარიოსთან სექსზეც ვფიქრობდი. ისე
მივქროდით, რომ ალბათ სპიდომეტრი საათში ას ოთხმოცზე
მეტს უჩვენებდა.
– შანსის მიცემა, – უთხრა ლუპემ და ისე შემომხედა, თით-
ქოს ჩემს ფიქრთა მდინარებას ჩასწვდაო, – შენ რა გეგონა,
გარსია მადერო? – ახლა მე მომიბრუნდა.
– ტუზის დაცემა? – იკითხა ახლა ბელანომ.
– რამეში გამართლებას, თანაც, ზუსტად მაშინ, როცა
გჭირდება, – თქვა ლუპემ ისე, რომ არც დაფიქრებულა.
– პლანაქეში?
– ვინც პლანს ეწევა, – ისევ სხაპასხუპით უპასუხა ლუპემ.
– თეთრზე შემჯდარი?
– ის, ვინც კოკაინზე შეჯდება, – თქვა ლუპემ.
– წრეში გაშვება? – თქვა ბელანომ.
ლუპემ ჯერ მას შეხედა, მერე მე. ვიგრძენი, როგორ გამოძ-
ვრნენ მწერები მისი თვალებიდან, როგორ გამოცოცდნენ
ჩემკენ ერთმანეთის მიყოლებით და ჩემს მუხლებზე როგორ
მოიკალათეს. ამ დროს მეხიკოს მიმართულებით მიმავალმა
თეთრმა „იმპალამ“ ჩაგვიქროლა, გამონაბოლქვივით, ზუს-
ტად ჩვენი მანქანისნაირი იყო. უკანა სარკმლიდანაც რომ გა-
უჩინარდა, რამდენჯერმე დაგვიპიპინა, ასე გვისურვა წარმა-
ტება.
– წრეში გაშვება? – გაიმეორა კითხვა ლიმამ, – არ ვიცი.
– როდესაც რამდენიმე კაცი ერთ ქალს ხმარობს, – აუხსნა
ლუპემ.
935 მკითხველთა ლიგა
– ჯგუფური სექსი, აბა, რა, შენ ხომ ყველაფერი იცი, ლუპე,
– უთხრა ბელანომ.
– ის იცი, რას ნიშნავს, გაედოო, რომ იტყვიან? – ჰკითხა
ლუპემ.
– როგორ არ ვიცი, – თქვა ბელანომ, – ნიშნავს, რომ მაგ-
რად დაენძრა, გინდა თუ არ გინდა, უკვე პრობლემებში ხარ.
კიდევ შეიძლება ფარულ საფრთხესაც ნიშნავდეს.
– ან არც ისე ფარულს, – გაუსწორა ლუპემ.
– აბა, რას გვეტყვი, – ჰკითხა ბელანომ, – ახლა ჩვენ გა-
დებული გვაქვს თუ არა?
– ყველანაირად, თანაც ოთხივეს, ლამაზო, – უპასუხა ლუ-
პემ. უცებ იმ მანქანის სინათლეები გაქრა, ჩვენ რომ მოგვყვე-
ბოდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მექსიკაში ჩვენ
ვიყავით ერთდერთნი, ვინც ასეთ დროს გზებზე დაეხეტებოდა.
მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ შორიდან ისევ დავინახე
მანქანის ანთებული ფარები. ჩვენ უკან ორი მანქანა მოდი-
ოდა. მომეჩვენა, რომ მანძილი, რომელიც ერთმანეთისგან
გვყოფდა, თითქოს განახევრდა. წინ გავიხედე, საქარე მინაზე
უამრავი მწერი იყო მიტყეპილი. ლიმას საჭე ორივე ხელით
ჩაებღუჯა, მანქანა მიქროდა და ისე ჯაყჯაყებდა, თითქოს ქვი-
ან გზაზე მივდიოდით..
– აბა, ეპისედიო რა არის? – ვიკითხე ისევ.
არავის უპასუხია.
ერთხანს ყველანი ვდუმდით, სანამ ჩვენი „იმპალა“ წყვდი-
ადში იკვლევდა გზას.
– გვითხარი, რა არის ეპისედიო, – მითხრა ბოლოს ბელა-
ნომ ისე, რომ არ მოტრიალებულა.
– კომპოზიციაა, რომელიც მიცვალებულის წინაშე წარმო-
ითქმის, – დავიწყე ახსნა, – ოღონდ დატირებაში არ უნდა აგ-
936 მკითხველთა ლიგა
ვერიოს. ეპისედიოს დიალოგის ფორმა ჰქონდა და ქოროს-
თან ერთად წარმოითქმოდა. მეტრიკად თავიდან ეპიტრიტულ
დაქტილს იყენებდნენ, მოგვიანებით კი ელეგიის ლექსთწყო-
ბას.
ჩემს ახსნა-განმარტებას კომენტარი არ მოჰყოლია.
– ფუ შენი, რა ნაგავი გზაა, ამის დედას რო შევეცი! – თქვა
ბელანომ კარგა ხნის შემდეგ.
– კიდევ გვკითხე რა, რამე, – მთხოვა ლიმამ, – დატირებას
შენ როგორ განსაზღვრავდი, გარსია მადერო?
– ისევე, როგორც ეპისედიოს, ოღონდ ის ცხედრის წინ არ
წარმოითქმის.
– კიდევ კითხვები! – თქვა ბელანომ.
– ალკეური სტროფი რა არის? – ვიკითხე.
მაგრამ მანქანის სალონში ჩემ მიერ წარმოთქმული ეს
სიტყვები რაღაც უცხოდ გაისმა, თითქოს მე კი არა, ვიღაც
სხვა ლაპარაკობდა.
– სტროფი, რომელიც ოთხი ალკეური ტაეპისგან შედგება,
– თქვა ლიმამ, – ორი თერთმეტმარცვლიანისგან, ერთი
ცხრამარცვლიანისგან და ერთი ათმარცვლიანისგან. მაგას
ბერძენი პოეტი ალკეოსი იყენებდა და ეგ სახელიც მაგიტომ
შეერქვა.
– გეშლება, ორი თორმეტმარცვლიანი არა აქვს, – ვთქვი
მე, – ორი ათმარცვლიანია, ერთი ცხრამარცვლიანი და ერთი
ტროქეული ათმარცვლიანი.
– შეიძლება, – დამეთანხმა ლიმა, – ბოლოს და ბოლოს,
რა მნიშვნელობა აქვს.
დავინახე, როგორ უკიდებდა ბელანო სიგარეტს მანქანის
სანთებელით.

937 მკითხველთა ლიგა


– ვინ შემოიტანა ალკეური სტროფი ლათინურ პოეზიაში?
– ვთქვი მე.
– ეგ ხომ ყველამ იცის, ძმაო, – თქვა ლიმამ, – შენ იცი, არ-
ტურო?
ბელანოს ხელში სანთებელა ეჭირა და სიგარეტზეც უკვე
მოკიდებული ჰქონდა.
– აბა რა, – თქვა მან.
– ვინ? – ვკითხე მე.
– ჰორაციუსმა, – თქვა ბელანომ და სანთებელა თავის ად-
გილზე დააბრუნა, მერე მინა ჩამოსწია. შემოსულმა ნიავმა მე
და ლუპეს თმა აგვიწეწა.

3 იანვარი
კულუაკანის ბენზინგასამართ სადგურში ვისაუზმეთ
პომიდვრიანი ერბოკვერცხით, ლორთან ერთად შემწვარი
კვერცხით, ბეკონიანი ტაფამწვარით და თოხლო კვერცხით.
დავლიეთ ორ-ორი ფინჯანი ყავა თითოეულმა, ლუპემ ამ ყვე-
ლაფერს კიდევ დიდი ჭიქა ფორთოხლის წვენი მიაყოლა. საგ-
ზლად მოვითხოვეთ ოთხი ბუტერბროდი ყველითა და ლო-
რით. მერე ლუპე ქალების ტუალეტში შევიდა, ბელანო, მე და
ლიმა კი კაცებისაში. იქ პირიც დავიბანეთ, ხელებიც, კისერიც
და ჩვენი საქმეებიც მოვითავეთ. ტუალეტიდან გამოსულმა
შევნიშნე, რომ ცას მუქი ლურჯი ფერი დასდებოდა. ასეთი ცა
ძალიან იშვიათად მენახა. ჩრდილოეთისკენ კარგა ბლომად
მანქანა მიემართებოდა. ლუპე არსად იყო. ჯერ ცოტა ხანს მა-
ინც ვიცადეთ, ყოველი შემთხვევისთვის, მერე კი ქალების ტუ-
ალეტში დავუწყეთ ძებნა. იმ დროს შევედით, როცა კბილებს
იხეხავდა. ჩვენთვის არ შემოუხედავს და უკან ისე გამოვე-
დით, რომ მისთვის არაფერი გვითქვამს. ლუპესთან ერთად
938 მკითხველთა ლიგა
ტუალეტში მეორე ხელსაბანზე დახრილი კიდევ ერთი ქალი
იყო, ასე ორმოცდაათიოდე წლის. ქალი სარკის წინ შავ თმას
ივარცხნიდა. შევნიშნე, რომ თმა წელამდე სწვდებოდა.
ბელანომ გვითხრა, კულუაკანში უნდა შევიდეთ და კბილის
ჯაგრისები ვიყიდოთო. ლიმამ მხრები აიჩეჩა და თქვა, ჩემ-
თვის სულ ერთიაო. მე წინააღმდეგი ვიყავი, განვაცხადე, და-
საკარგი დრო არ გვაქვს-მეთქი, თუმცა, სინამდვილეში, დრო
სწორედაც რომ თავზე საყრელად გვქონდა. ბოლოს, ბელა-
ნოს წინადადებამ გადაწონა. კულუაკანის გარეუბნის მაღა-
ზიაში კბილის ჯაგრისებიც ვიყიდეთ და ჰიგიენის სხვა საშუა-
ლებებიც. მერე უკან ტრასაზე ისე დავბრუნდით, რომ ქალაქში
არ შევსულვართ და გზა განვაგრძეთ.

4 იანვარი
ნავოხოა, ობრეგონი და ერმოსილიო ისე გავიარეთ, თით-
ქოს აჩრდილები ვყოფილიყავით. ჩავედით სონორაში, თუმცა
ის შეგრძნება, თითქოს სონორაში ვიმყოფებოდით, სინა-
ლოიდანვე ამყვა. გზის ორივე მხარეს ვხედავდით, როგორ
აღმართულიყვნენ პიტააია, ნოპაები და საუაროსები269 შუად-
ღის აცახცახებულ ჰაერში. მე, ბელანო და ლიმა ერმოსილი-
ოს მუნიციპალური ბიბლიოთეკისკენ გავემართეთ და იქ შე-
ვეცადეთ, სესარეა ტინახეროს შესახებ რამე ინფორმაცია
მოგვეპოვებინა. ბევრი ვეძებეთ, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ.
მანქანაში დაბრუნებულებს ლუპე დაძინებული დაგვხვდა.
უკანა სავარძელზე ეძინა. ისიც შევამჩნიეთ, რომ ტროტუარზე
ორი კაცი გაუნძრევლად გაშეშებულიყო და ლუპეს იქიდან
უთვალთვალებდა, ბელანომ ჩათვალა, რომ ის ორი კაცი ალ-

269 პიტააია, ნოპაები და საუაროსები – კაქტუსის ჯიშები


939 მკითხველთა ლიგა
ბერტო და მისი ერთ-ერთი ძმაკაცი უნდა ყოფილიყვნენ და
მათზე თავდასასხმელად მოვემზადეთ, სხვადასხვა მხრიდან
მივუახლოვდით. ლუპეს კაბა ბარძაყებამდე ასწეოდა, და ის
კაცები ჯიბეებში ხელებჩაწყობილები ანძრევდნენ. მოშორ-
დით აქედანო, დაუყვირა არტურომ და ის ტიპები ისე დაითეს-
ნენ, რომ უკან არც კი მოუხედავთ. მერე კაბორკისკენ გავემ-
გზავრეთ. სესარეას ჟურნალს ხომ სწორედ „კაბორკა“ ერქვა.
ამ სახელს ტყუილუბრალოდ არ დაარქმევდაო, გამოთქვა აზ-
რი ბელანომ. კაბორკა პატარა სოფელია, ერმოსილიოს
ჩრდილო-დასავლეთით. სანამ იქ ჩავიდოდით, სანტა-ანამდე
ფედერალური ტრასით ვიარეთ, სანტა-ანადან კი დასავლე-
თით გადავუხვიეთ ასფალტიან გზაზე. გავიარეთ პუებლო ნუ-
ევო და ალტარი. კაბორკისკენ მიმავალ ტრასაზე დაგვხვდა
გზის მაჩვენებელი, რომელზეც სხვა სოფლის სახელი ეწერა:
პიტიკიტო. მაგრამ გზა მაინც განვაგრძეთ და მართლაც კა-
ბორკაში აღმოვჩნდით. იქ კარგა ხანს ვიტრიალეთ მუნიციპა-
ლიტეტსა და ეკლესიას შორის, ვის არ ველაპარაკეთ, რომ,
როგორმე რამე მაინც გაგვეგო სესარეა ტინახეროზე, მაგრამ
ყველაფერი ამაო გამოდგა. ასე ვიხეტიალეთ მთელი დღე, სა-
ნამ არ მოსაღამოვდა, მერე კი ისევ მანქანაში ჩავსხედით,
რადგან კაბორკაში არც პატარა სასტუმრო იყო, არც პანსი-
ონი, რომ იქ ღამე გაგვეთია (თუ იყო კიდეც, მაინც ვერ ვიპო-
ვეთ). ასე რომ, იმ ღამით მანქანაში გვეძინა და დილით, გა-
ვიღვიძეთ თუ არა, ისევ კაბორკაში დავბრუნდით, ბენზინი ჩა-
ვასხით და პიტიკიტოსკენ ავიღეთ გეზი. გული მიგრძნობს, იქ
რამეს მივაგნებთო, გვითხრა ბელანომ. პიტიკიტოში ძალიან
კარგად ვისაუზმეთ და პიტიკიტოში სან-დიეგოს ეკლესიის სა-
ნახავად წავედით. თუმცა, მარტო გარედან დავათვალიერეთ,

940 მკითხველთა ლიგა


რადგან ლუპემ განაცხადა, შიგ შესვლა არ მინდაო, და არც
ჩვენ გვქონდა ამის დიდი სურვილი.

5 იანვარი
ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მივდივართ,
გზა კარგია, ასფალტიანი, კანანეამდე, მერე სამხრეთისკენ
ვუხვევთ, იქ მიწაყრილია, ბაკანუჩიმდე, მერე სოფელ 16 სექ-
ტემბრამდე270, მერე კი არისპემდე. ბელანოს და ლიმას ხალ-
ხის გამოკითხვაზე აღარ დავყვები. მანქანაში ვრჩები ლუპეს-
თან ერთად და ორივე ლუდს ვსვამთ. არისპეში გზა ისევ უკე-
თესი ხდება და ჯერ ბანამიჩიში, მერე კი უეპაკში ჩავდივართ.
უეპაკიდან ისევ ბანამიჩიში ვბრუნდებით, თუმცა ამჯერად იქ
აღარ ვჩერდებით და ისევ არისპეში, სადაც აღმოსავლეთით
ვიჭერთ გეზს. ლოს-ოიოსამდე ჯოჯოხეთური გზაა, ლოს-ოი-
ოსიდან მდგომარეობა აშკარად უმჯობესდება და ნაკოსარი
დე გარსიამდე მივდივართ.
ნაკოსარიდან გასვლისას პატრული გვაჩერებს და მანქა-
ნის საბუთებს გვთხოვს. ნაკოსარიდან ხართ, სერჟანტოო? –
ეკითხება ლუპე. პატრული უყურებს და ეუბნება, არა, რატომ
გადაწყვიტეთ, რომ ნაკოსარიდან უნდა ვიყო, ერმოსილიო-
დან ვარო. ბელანო და ლიმა იცინიან. ფეხის გასამართავად
მანქანიდან გადმოდიან. მერე ლუპეც გადმოდის და არტუ-
როს ჩვენს გასაგონად რამდენიმე სიტყვას ეუბნება. მეორე
პატრულიც გადმოდის მანქანიდან და ისიც თავის ამხანაგს
უერთდება. პირველი პატრული კიმის მანქანის საბუთებისა
და ლიმასთვის მიცემული მინდობილობის თვალიერებითაა
გართული. მერე ორივე პატრული ლუპეს უყურებს, რომელიც

ეწოდა მექსიკის დამოუკიდებლობის დღის, 16 სექტემბრის აღსანიშნა-


270

ვად.
941 მკითხველთა ლიგა
ტრასიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით სეირნობს, კლდო-
ვანი ყვითელი პეიზაჟის ფონზე. ამ სიყვითლეში დროდადრო
უფრო მუქი ლაქები კრთება ხოლმე, სულ პაწაწინა ყავისფე-
რი, მწვანე და იისფერი ყვავილები და მათ შემყურეს გული
გეწურება. მაგრამ ეს ყავისფერი, მწვანე და იისფერი ისე ცო-
ტაა, რომ კაცს ეჩვენება, სადაცაა გაქრებიანო.
თქვენ საიდან ხართ? გვეკითხება მეორე პატრული. მეხი-
კოდან, – მესმის ბელანოს პასუხი. მექსიკელები ხართ? მეტ-
ნაკლებად, პასუხობს ბელანო და სახეზე ისეთი ღიმილი დას-
თამაშებს, რომ მეშინია. ვინ არის ეს სულელი-მეთქი, ვფიქ-
რობ ჩემთვის, მაგრამ სულელად პოლიციელი კი არა, ბელა-
ნო მიმაჩნია, და ლიმაც, რომელიც კაპოტს დაჰყრდნობია და
ჰორიზონტზე, ღრუბლებსა და კვებრახოებს271 შორის ჩარჩე-
ნილ ცის ნაგლეჯს გასცქერის.
მერე პოლიციელი საბუთებს უბრუნებს და ბელანო ეკით-
ხება, უმოკლესი გზა სანტა-ტერესაში მისასვლელად რომე-
ლიაო. მეორე პატრული მანქანაში ჯდება და რუკას იღებს.
მანქანას ვძრავთ, პატრულები ხელაწეულები გვემშვიდობე-
ბიან. მოასფალტებული გზა მალე ისევ მიწაყრილით იცვლე-
ბა. გარშემო მანქანები არ ჩანს, დროდადრო თუ ჩაივლის
ხალხით და ტომრებით დატვირთული ავტობუსი. სანამ მივ-
ხვდებით, რომ დავიკარგეთ, რამდენიმე სოფელს გავივლით:
არიბაბის, უჩინერას, ბასერაკს და ბავისპეს. დაღამებამდე
ცოტა ხნით ადრე, შორს, ჩვენ წინ მოულოდნელად რომელი-
ღაც სოფლის სილუეტი აღიმართება. შეიძლება ის სოფელი
ვილიავისიოსა იყოს, ან არც იყოს, მაგრამ იქ მისვლის ხალი-
სი აღარ გაგვაჩნია. პირველად ვხედავ, როგორ ნერვიულო-

271 კვებრახოები – სამხრეთამერიკული ხეები


942 მკითხველთა ლიგა
ბენ ბელანო და ლიმა. ლუპეს სოფელი ფეხებზე ჰკიდია. რაც
შემეხება მე, არც კი ვიცი, რა ვთქვა, შეიძლება უცნაურ რამე-
ებს ვფიქრობ, შეიძლება უბრალოდ მეძინება, ან შეიძლება
უკვე მძინავს კიდეც. მერე ისევ საზიზღარ გზას ვუბრუნდებით,
რომელიც როგორც ჩანს, აღარასოდეს დამთავდება. ბელანო
და ლიმა მთხოვენ, რთული კითხვები დავუსვა. ჩემი აზრით,
ლექსთწყობის, რიტორიკის და სტილისტიკის შესახებ კით-
ხვებს გულისხმობენ. ერთ კითხვას ვუსვამ და მერე ვიძინებ.
ლუპესაც სძინავს. სანამ ჩამეძინება, ბელანოსა და ლიმას
ხმები მესმის, საუბრობენ მეხიკოზე, ლაურა დამიანზე და ლა-
ურა ხაურეგიზე, კიდევ რომელიღაც პოეტს ახსენებენ, რომ-
ლის შესახებაც აქამდე არასოდეს არაფერი გამიგონია და
იცინიან. ეტყობა, კაი ტიპია ის პოეტი, ეტყობა, კარგი პიროვ-
ნებაა. კიდევ იმ ხალხზე ლაპარაკობენ, ვინც ჟურნალებს უშ-
ვებს. როგორც ამბობენ, გულუბრყვილო და მიმნდობი ხალ-
ხია, ან, უბრალოდ, სასოწარკვეთილი. მსიამოვნებს მათი
მოსმენა. ბელანო ლიმაზე მეტს ლაპარაკობს, მაგრამ ორივე
ბევრს იცინის. კიმის იმპალაზეც ლაპარაკობენ. დროდადრო,
როდესაც გზაზე მოზრდილი ქვები გვხვდება, მანქანა შეხტება
ხოლმე, რაც ბელანოს ნორმალურად არ ეჩვენება. ლიმა
თვლის, რომ ძრავის ხმაური ნორმალური არ არის. სანამ
ღრმა ძილში ჩავეფლობი, ვხვდები, რომ არც ერთ მათგანს
მანქანისა არაფერი გაეგება. როდესაც მეღვიძება, უკვე სან-
ტა-ტერესაში ვართ. ბელანო და ლიმა ეწევიან. იმპალა ქალა-
ქის ცენტრში მიდი-მოდის.
სასტუმროში ვჩერდებით, სასტუმრო „ხუარესში“, ხუარე-
სის ქუჩაზე. ლუპესთვის ცალკე ნომერს ვიღებთ, ჩვენ სამივე
ერთ ნომერში ვთავსდებით. ჩვენს ნომერს ერთადერთი ფან-
ჯარა აქვს და რაღაც შესახვევისკენ იყურება. იმ შესახვევის
943 მკითხველთა ლიგა
სულ ბოლოში, იქ, საიდანაც ხუარესის ქუჩა იწყება, რამდენი-
მე ჩრდილს ვხედავ. ჩრდილები ერთმანეთში ხმადაბლა საუბ-
რობენ, თუმცა, დროდადრო რომელიმე მათგანს, ეტყობა,
ნერვები უმტყუნებს, მოულოდნელად რაღაცას წამოიყვირებს
და, ის კი არა, ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ ვამჩნევ,
რომ ერთ-ერთი ჩრდილი ხელს სწევს და სასტუმრო „ხუარე-
სის“ ფანჯრისკენ იშვერს, სწორედ იქით, საიდანაც მე ვუთ-
ვალთვალებ. შესახვევის მეორე ბოლოში ნაგავი ყრია, ნაგ-
ვის მთელი ზვინი დგას და იქაურობა სულ ჩაბნელებულია,
ნამდვილი წკვარამია, თუმცა, შენობებს შორის სულ პატარა,
ოდნავ განათებული ღიობი იხსნება და იქიდან სასტუმრო
„სანტა-ელენას“ უკანა მხარე და პატარა კარი მოჩანს. თუმცა,
ეტყობა, იმ კარს არავინ იყენებს. მარტო ერთხელ გამოდის
სასტუმროს თანამშრომელი, როგორც ჩანს, სამზარეულოში
მუშაობს და თან ნაგვის კონტეინერი გამოაქვს. უკან დაბრუ-
ნებული კართან ცოტა ხნით ჩერდება, კისერს იგრძელებს და
ხუარესის ქუჩაზე მანქანების მოძრაობას აკვირდება.

6 იანვარი
ბელანომ და ლიმამ მთელი დილა მუნიციპალიტეტის სა-
რეგისტრაციო დაწესებულებაში, სამისამართო ბიუროში,
რამდენიმე ეკლესიაში, სანტა-ტერესას ბიბლიოთეკაში, უნი-
ვერსიტეტის არქივებში და ერთადერთი გაზეთის, „სანტა-ტე-
რესას გუშაგის“ არქივში გაატარეს. ერთად რომ გვესადილა,
ერთმანეთს მთავარ მოედანზე შევხვდით, საინტერესო ქანდა-
კებასთან, რომელიც იქაურების ფრანგებზე გამარჯვების აღ-
სანიშნავად აღმოჩნდა აღმართული. მოგვიანებით ბელანომ
და ლიმამ თავიანთი ძიება ისევ განაგრძეს, მერე განაცხადეს,
ფილოსოფიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტის პირველ პირ-
944 მკითხველთა ლიგა
თან გვაქვს შეხვედრა დანიშნულიო, ვიღაც გამოქლიავებულ-
თან, გვარად ორასიო გერასთან, რომელიც, ჩვენდა გასაკვი-
რად, ოქტავიო პასის ზუსტი ასლი აღმოჩნდა, ოღონდ უფრო
პატარა, გვარითაც კი მიესადაგება, დააკვირდი, გარსია მადე-
რო, პოეტი ჰორაციუსი ოქტავიო ავგუსტუს ცეზარის ეპოქაში
არ ცხოვრობდაო? – მკითხა ბელანომ. ვუპასუხე, არ ვიცი, მო-
იცა, მოვიფიქრო-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ მათ არაფრისთვის
არ ეცალათ და სხვა რამეებზე დაიწყეს ლაპარაკი. როცა წა-
ვიდნენ, მე ლუპესთან ერთად ისევ მარტო დავრჩი და ვიფიქ-
რე, კინოში ხომ არ დავპატიჟო-მეთქი, მაგრამ რადგან ფული
მათ ჰქონდათ, მე კი თხოვნა დამავიწყდა, ლუპეს დაპატიჟება
ვერ მოვახერხე და დაპირება ვერ შევუსრულე. ამიტომ, იძუ-
ლებულები გავხდით სანტა-ტერესას ქუჩებში სეირნობითა და
ცენტრის მაღაზიების ვიტრინების თვალიერებით დავკმაყო-
ფილებულიყავით, მერე კი სასტუმროში დავბრუნდით და სას-
ტუმროს მისაღებში ტელევიზორს მივუსხედით. იქ ორი დედა-
ბერი ვნახეთ, რომლებმაც ერთხანს გვიყურეს, მერე კი
გვკითხეს, ცოლ-ქმარი ხართო? ლუპემ უპასუხა, კიო. სხვა გზა
არ მქონდა და მეც დავეთანხმე. თუმცა, მთელი იმ ხნის მან-
ძილზე იმაზე ვფიქრობდი, ბელანომ და ლიმამ რომ მკითხეს,
– ჰორაციუსი ოქტავიუსის ეპოქაში ცხოვრობდა თუ არა. მე
მეჩვენებოდა, რომ ცხოვრობდა, თავიდან ვიტყოდი, ჰო-მეთ-
ქი, მაგრამ თან ის მაჩერებდა, რომ ჰორაციუსი ოქტავიუსის
დიდი მომხრე არ იყო. ლუპე მოხუცებს ექაქანებოდა, ის დე-
დაბრებიც ძალიან სიტყვაუხვები აღმოჩნდნენ, სიმართლე
გითხრათ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ისევ ოქტავიუსზე და ჰო-
რაციუსზე ვფიქრობდი, თან მარცხენა ყურით სერიალს ვუს-
მენდი, რომელიც ტელევიზორში გადიოდა, მარჯვენა ყურით
კი ლუპესა და იმ ბებრების ლაქლაქს ვაყურადებდი, რომ უეც-
945 მკითხველთა ლიგა
რად ჩემმა მეხსიერებამ ბუჰო, დაიძახა, თითქოს კედელი ჩა-
მოინგრაო, დავინახე ჰორაციუსი, რომელიც ოქტავიუსის თუ
ოქტავიანოს წინააღმდეგ იბრძოდა ბრუტუსისა და კასიუსის,
ცეზარის მკვლელების მხარეს და რესპუბლიკის აღდგენას
ერთად ცდილობდნენ. ჯანდაბა, არადა, ელესდეც არ მქონდა
მიღებული, დავინახე ჰორაციუსი ფილიპოსში, ოცდაოთხი
წლისა, ოდნავ უფროსი იმაზე, რამდენისაც ახლა ბელანო და
ლიმა იყვნენ, მარტო შვიდი წლით ჩემზე დიდი, და ჰორაცი-
უსი, ის ჩემისა, რომელიც შორიდან იყურებოდა, უცებ, სრუ-
ლიად მოულოდნელად, შემობრუნდა და მე არ შემომხედა?!
გამარჯობა, გარსია მადეროო, მომესალმა ლათინურად, არა-
და ის დედამოხნული ლათინური მესმოდა, მე ჰორაციუსი
ვარ, ვენუზიაში დავიბადე, ქრისტეშობამდე 66 წელს, თავისუ-
ფალი მოქალაქის ოჯახში, მამაჩემი ყველაზე ალერსიანი მა-
მა იყო, როგორიც კი შეიძლება ადამიანმა ინატროს, ბრუტუ-
სის ჯარში სარდლად დამნიშნეს, მზად ვარ, ბრძოლის ველზე
გამოვიჩინო თავი, ფილიპოსის ბრძოლაში, რომელსაც წავა-
გებთ, მაგრამ ბედისწერამ ასე ინება და ეს მისია დამაკისრა,
ბრძოლა, ფილიპოსთან ბრძოლა, სადაც სასწორზე ადამიან-
თა ბედია შეგდებული... და ამ დროს მკლავზე ერთ-ერთი ბებ-
რუცანას ხელი ვიგრძენი. დედაბერი მეკითხებოდა, სანტა-ტე-
რესაში რამ ჩამოგიყვანათო. ლუპეს მოღიმარი თვალები და-
ვინახე და მეორე დედაბრის თვალებიც, მე და ლუპეს აღტაცე-
ბული რომ მოგვჩერებოდა და ვუპასუხე, საქორწინო მოგზაუ-
რობაში გახლავართ, თაფლობის თვე გვაქვს, სენიორა-მეთ-
ქი. მერე წამოვდექი და ლუპეს ვუთხარი, წამომყევი-მეთქი.
მის ოთახში ავედით და ისეთი გიჟური სექსი დავიწყეთ, თით-
ქოს მეორე დილით სიკვდილი გველოდა. ასე გაგრძელდა
დაღამებამდე. მერე გავიგონეთ, ლიმა და ბელანო როგორ
946 მკითხველთა ლიგა
დაბრუნდნენ, როგორ შევიდნენ თავიანთ ოთახში და როგორ
ლაპარაკობდნენ, ლაპარაკობდნენ, გაუთავებლად ლაპარა-
კობდნენ.

7 იანვარი
ყველაფერი გაირკვა: სესარეა ტინახერო აქ იყო. მართა-
ლია, მის კვალს ვერც ცნობათა ბიუროში მივაგენით, ვერც
უნივერსიტეტში, ვერც საეკლესიო არქივებში, ვერც ბიბლიო-
თეკაში, სადაც, სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, რაც კი
სანტა-ტერესას სახელობის ძველ საავადმყოფოს არქივებს
ეხებოდა, ყველაფერი დაცული აღმოჩნდა (ამ საავადმყოფოს
ახლა რევოლუციის გმირის, გენერალ სეპულვედას სახელი
ჰქვია). მაგრამ, მიუხედავად ამისა, რაღაც მაინც გამოჩნდა.
„სანტა-ტერესას გუშაგში“ ბელანოსა და ლიმას ნება დართეს,
გაზეთის ბიბლიოთეკის არქივი დაეთვალიერებინათ. სწორედ
იმ არქივში იპოვეს ის, რაც ძალზე მნიშვნელოვნად მოეჩვე-
ნათ. 1928 წლის 6 ივნისით დათარიღებულ გაზეთში დაბეჭდი-
ლი იყო ინფორმაცია ერთი ტორეროს, ვინმე პეპე აველიანე-
დას შესახებ, რომელმაც თავი იმით გამოიჩინა, რომ სანტა-
ტერესას მოედანზე დონ ხოსე ფორსატის სანაშენოდან ორ
კარგა ხანიან ხარს სძლია (ორი ყური). იმავე, 1928 წლის 11
ივნისით დათარიღებულ ნომერში კი დაიბეჭდა ინტერვიუ იმ
ტორეადორთან. გაზეთის კორესპონდენტს სხვა მრავალ ინ-
ფორმაციასთან ერთად აღნიშნული ჰქონდა, რომ პეპე ვე-
ლიანედა ქალთან ერთად მოგზაურობდა და ის ქალი, რომ-
ლის სახელი და გვარი გახლდათ სესარეა ტინახა (sic). წარ-
მოშობით მეხიკოდან იყო. ამ ინფორმაციას ფოტო არ ახ-
ლავს, მაგრამ ადგილობრივი ჟურნალისტი წერს, ის ქალი
„მაღალი, მიმზიდველი და მორიდებულიაო“. მართალი გით-
947 მკითხველთა ლიგა
ხრათ, არ ვიცი, ამ დახასიათებით სტატიის ავტორი რის მიღ-
წევას ცდილობდა, გარდა იმისა, რომ ხაზი გაესვა იმ შეუსაბა-
მისობისათვის, რაც მეხიკოელ ქალბატონსა და მის გვერდით
მყოფ ტორეადორს შორის არსებობდა. აკი აველიანედას იქ-
ვე, როგორც ტანდაბალ კაცს, ცოტა არ იყოს, აგდებულად მო-
იხსენიებს: სიმაღლეში ას ორმოცდაათ სანტიმეტრზე მეტის
არ არის, ძალიან გამხდარია და დიდი, უსწორმასწორო თავის
ქალა აქვს. ამ აღწერილობამ ბელანოსა და ლიმას ჰემინგუე-
ის ტორერო გაახსენა (ავტორისა, რომელიც, სამწუხაროდ,
ჯერ არ წამიკითხავს). ასეთი ყოფილა ჰემინგუეის ტიპური ტო-
რეადორი, უბედო და მამაცი, უფრო კი ნაღვლიანი, როგორც
ჩემმა მეგობრებმა დაახასიათეს, ფატალურად ნაღვლიანი,
თუმცა, მე, პირადად, ასეთი მწირი მონაცემებით ვერ გავბე-
დავდი ახლად აღმოჩენილი კაცი ასე ზუსტად დამეხასიათები-
ნა. თანაც სესარეა ტინახერო ერთია, სესარეა ტინახა კი მე-
ორე. თუმცა, ბელანო და ლიმა ამას ყურადღებას არ აქცევენ,
მიაჩნიათ, რომ ეს განსხვავება გვარის დაწერილობაში ან კო-
რექტურის ბრალია, ან იმისა, რომ ჟურნალისტს ყურთ აკლდა
და ამიტომ გვარი წესიერად ვერ ჩაიწერა, ან სულაც თავად
სესარეა ტინახეროს წინასწარგანზრახვისა. შეიძლება იხუმ-
რა, ანდა საკუთარი გვარი დამახინჯებულად იმიტომ ჩააწერი-
ნა, რომ ისედაც მოკრძალებული კვალი თავისი არსებობისა
კიდევ ერთხელ მოკრძალებულად აერია.
იმ საგაზეთო წერილის დანარჩენი ნაწილი სრულიად უმ-
ნიშვნელოა, პეპე აველიანედა ხარებზე ლაპარაკობს: რაღაც
გაუგებარს თუ უადგილოს ამბობს, მაგრამ თან ისე უბრა-
ლოდ, რომ სულაც არ არის მიმზიდველი. ბოლო ინფორმაცია
ტორეადორზე „სანტა-ტერესას გუშაგის“ 10 ივლისის ნომერ-
შია დაბეჭდილი. გაზეთი იუწყება, რომ აველიანედა (და სავა-
948 მკითხველთა ლიგა
რაუდოდ, მისი თანმხლები ქალბატონი) სონოიტის მიმართუ-
ლებით გაემგზავრა, სადაც ხესუს ორტის პაჩეკოსთან, მონტე-
რეელ ტორეადორთან მოუწევს შეჯიბრება. ასე რომ, სესარეა
და აველიანედა სანტა-ტერესაში დაახლოებით ერთ თვეს
დარჩნენ, უფრო სავარაუდოა, რომ ტურისტულად, ან იქაუ-
რობას ათვალიერებდნენ, ან სასტუმროში იყვნენ ჩაკეტილე-
ბი. ყოველ შემთხვევაში, ლიმასა და ბელანოს თქმით, უკვე
გვყავდა ვიღაც, ვინც სესარეა ტინახეროს იცნობდა, თანაც,
საკმაოდ ახლოს იყო მასთან და რომელიც, უნდა ვივარა-
უდოთ, რომ ისევ სონორაში ცხოვრობს, თუმცა ტორეადორე-
ბისას რას გაიგებ. ჩემს მოსაზრებას, რომ ის აველიანედა შე-
საძლოა მკვდარი ყოფილიყო, ის დაუპირისპირეს, რომ ასეთ
შემთხვევაში ნათესავები და მეგობრები მაინც დარჩებოდა.
ასე რომ, ახლა არა მარტო სესარეას, არამედ ვეძებთ იმ ტო-
რეადორსაც, ან მის ნათესავ-მოკეთეებს. ორასიო გერაზე
არანორმალურ ამბებს მოჰყვნენ. თქვეს, მართლაც ოქტავიო
პასის ალი-კვალი აღმოჩნდაო, მაგრამ, იმდენად მცირე დრო-
ით ჰქონდათ ურთიერთობა, რომ არ ვიცი, როგორ შეეძლოთ,
ასე მოკლე ხანში იმ კაცზე ამდენი გაეგოთ, მაგალითად, ის,
რომ სონორის შტატის ამ მიყრუებულ კუთხეში იმ გერას ქვე-
შევრდომნიც კი სრული ასლები იყვნენ პასის ქვეშევრდომე-
ბისა. გამოდიოდა, რომ მივიწყებულ პროვინციაში, ასევე მი-
ვიწყებული პოეტები, სწავლულები და პროფესორები იმ ჟეს-
ტებს იმეორებდნენ, რომლებიც თავიანთი კერპებისგან კომუ-
ნიკაციის საშუალებებით ჰქონდათ გადმოღებული.
თავიდან ამტკიცებდნენ, გერამ ძალიან დიდი დაინტერესე-
ბა გამოიჩინა იმის გასაგებად, თუ ვინ იყო სესარეა ტინახე-
რო. მაგრამ ინტერესი მაშინვე ჩაუქრა, როგორც კი ბელანომ

949 მკითხველთა ლიგა


და ლიმამ აუხსნეს, თუ რაოდენ ავანგარდისტული ხასიათის
იყო მისი შემოქმედება და რა ცოტა რამ ჰქონდა დაწერილი.

8 იანვარი
სონოიტაში საინტერესო ვერაფერი მოვიძიეთ. უკან რომ
დავბრუნდით, ისევ კაბორკაში შევედით და იქ გავჩერდით.
ბელანომ კიდევ ერთხელ დაიჟინა, შემთხვევითობა არ იქნე-
ბა, რომ სესარეამ თავის ჟურნალს სწორედ „კაბორკა“ დაარ-
ქვაო. ხელახლა გადავამოწმეთ ყველაფერი, მაგრამ მაინც
ვერაფერი ვიპოვეთ ისეთი, რაც ამ სოფელში სესარეა ტინახე-
როს ყოფნას დაადასტურებდა.
სამაგიეროდ, ერმოსილიოს გაზეთის ბიბლიოთეკაში გვე-
ლოდა კიდევ ერთი მოულოდნელობა. ძებნის დაწყებიდან
პირველსავე დღეს აღმოვაჩინეთ ინფორმაცია პეპე აველია-
ნედას გარდაცვალების შესახებ. ძველი, გაყვითლებული
ფურცლებიდან გარკვევით ამოვიკითხეთ, რომ ჩვენთვის ესო-
დენ საინტერესო ტორეადორი აგუა პრიეტას ხარების შეჯიბ-
რებისას არენაზე დაღუპულიყო. ხარს ძირს დაენარცხებინა
სწორედ იმ დროს, როდესაც მისთვის სასიკვდილო დარტყმის
მიყენებას აპირებდა. თურმე აველიანედას ეს ილეთი თავისი
დაბალი ტანის გამო კარგად არასოდეს გამოსდიოდა: ხარი
სასიკვდილოდ რომ დაეჭრა, ტორეადორს სალტო უნდა გა-
ეკეთებინა, ხოლო სანამ სალტოს აკეთებდა, მისი პატარა ტა-
ნი ცხოველის თუნდაც ყველაზე პატარა თავს ზემოთ სრული-
ად დაუცველი რჩებოდა.
აგონიამ დიდხანს გასტანა. აველიანედა სისხლისგან და-
იცალა აგუა პრიეტას სასტუმროს ნომერში, ორი დღის შემდეგ
კი იმავე სოფლის სასაფლაოზე იქნა დაკრძალული. პანაშვი-
დი არ გადაუხდიათ. დაკრძალვას ესწრებოდნენ სოფლის
950 მკითხველთა ლიგა
გამგებელი და მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირე-
ბი, და კიდევ ტორერო ხესუს ორტის პაჩეკო და კორიდის კი-
დევ რამდენიმე ფანატიკოსი, რომლებიც ამ უბედური შემ-
თხვევის უნებლიე მოწმენი შეიქნენ და სურვილი გამოთქვეს,
დაღუპულისათვის უკანასკნელი პატივი მიეგოთ. ამ ცნობამ
ორი თუ სამი კითხვა მაინც გაგვიჩინა და ამიტომ გადავწყვი-
ტეთ, სასწრაფოდ აგუა პრიეტისკენ აგვეღო გეზი.
პირველ რიგში, როგორც ბელანოს მიაჩნდა, წერილს აშ-
კარად ეტყობოდა, რომ ჟურნალისტი სხვისგან მიღებულ ინ-
ფორმაციაზე დაყრდნობით წერდა. ადვილი შესაძლებელი
იყო, ერმოსილიოს მთავარ გაზეთს აგუა პრიეტაში თავისი
კორესპონდენტი ჰყოლოდა, რომელიც ტელეგრაფით ატყო-
ბინებდა რედაქციას ამ ტრაგიკული შემთხვევის დეტალებს,
მაგრამ სრულიად ცხადი იყო (მეორე მხრივ, რატომ, ნამდვი-
ლად არ ვიცი), რომ აქ, ერმოსილიოში, ეს ამბავი შეელამაზე-
ბინათ, დაევარცხნათ და რაღაც-რაღაცები დაემატებინათ,
რის შემდეგაც აველიანედას დაღუპვის შესახებ ინფორმაციას
უფრო მხატვრული სახე ჰქონდა მიცემული. ერთი კითხვა არ
გვასვენებს: ვინ იყო ჭირისუფალი აველიანედას ცხედართან?
კიდევ საინტერესოა, ვინ იყო ტორერო ორტის პაჩეკო, რომ-
ლის ჩრდილიც, როგორც შევნიშნეთ, აველიანედას გვერდი-
დან არ შორდებოდა? იმ პერიოდში, როდესაც აველიანედა
სონორაში სანახაობებს აწყობდა, ისიც მოწვეული ჰყავდათ,
ტრაგიკულ დღეებში მისი აგუა პრიეტაში გამოჩენა წმინდა
შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ? ჩვენი შიში გამართლდა
და აველიანედას შესახებ ერმოსილიოს პერიოდიკის საცავში
სხვა ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ, თითქოს მას მერე, რაც მი-
სი დაღუპვა დაადასტურეს, საერთოდ დაივიწყესო. თუმცა, მე-
ორე მხრივ, თუკი ახალი ამბების გაშუქების სპეციფიკას გა-
951 მკითხველთა ლიგა
ვითვალისწინებთ, ეს დავიწყება სრულიად ბუნებრივიცაა.
ამიტომ, პილო იანიესის სახელობის კორიდის მოყვარულთა
კლუბისკენ გავემართეთ, რომელიც ქალაქის ძველ უბანში
მდებარეობდა. სინამდვილეში იქ ესპანური მსუბუქი სულით
გაჟღენთილი ერთი ჩვეულებრივი ოჯახური ბარი დაგვხვდა,
სადაც კორიდის იქაური მოტრფიალენი იკრიბებოდნენ. არა-
ვის გაგონილიც არ ჰქონდა, ვინ იყო ის საცოდავი ტორეადო-
რი პეპე აველიანედა, მაგრამ, როდესაც ვუთხარით, რომ საქ-
მე ოციან წლებს ეხებოდა და თან ის არენაც დავუსახელეთ,
სადაც ტორეადორი დაიღუპა, ერთი ბერიკაცი მიგვასწავლეს,
რომელმაც ორტის პაჩეკოზე ყველაფერი იცოდა. ისევ! მიუხე-
დავად იმისა, რომ მისი ფავორიტი ორტის პაჩეკო კი არა, პი-
ლო იანიესი იყო, კაბორკის სულთანი (ისევ კაბორკა). ჩვენ-
თვის, მექსიკური ხარების ბრძოლების ლაბირინთებში გაუთ-
ვითცნობიერებელი ხალხისთვის, ეს მეტსახელი არაფრის
მთქმელი იყო და იგი მოკრივის შესაფერისად უფრო მოგვეჩ-
ვენებოდა.
იმ ბერიკაცს ხესუს პინტადო ერქვა და პეპე აველიანედა,
იგივე პეპინ აველიანედა ახსოვდა. მისი სიტყვები რომ გავი-
მეორო, ტორეადორი, რომელსაც ბედი არ სწყალობდა, მაგ-
რამ მასავით მამაცი ბევრი არ მოიძებნებოდა, შესაძლოა, სო-
ნორიდან იყო, ან სინალოადან, ან ჩიუაუადან, თუმცა კარიე-
რა სონორაში გაიკეთა, ან შეიძლება სონორელმა იშვილა,
ნამდვილად აგუა პრიეტაში დაიღუპა, იმ კორიდაზე, სადაც
მის გარდა ორტის პაჩეკო და ეფრენ სალასარი გამოდიოდ-
ნენ. ის კორიდა აგუა პრიეტის მთავარ დღესასწაულზე გა-
იმართა, 1930 წლის მაისში. სენიორ პინტადო, ხომ არ იცით,
ოჯახი ჰყავდა? ჰკითხა ბელანომ. მოხუცმა არ იცოდა. ხომ არ
იცით, თან ქალი თუ ახლდა? მოხუცმა გაიცინა და ლუპეს შე-
952 მკითხველთა ლიგა
ხედა. ყველას ახლდა ქალი, ან იქ პოულობდა, სადაც ჩავი-
დოდაო, გვიპასუხა. – იმ დროში კაცები გიჟმაჟები იყვნენ და
ზოგიერთი ქალიც არ აკლებდაო. მაგრამ თქვენ დანამდვი-
ლებით არ იცითო? ისევ ჩაეკითხა ბელანო. მოხუცმა არ იცო-
და. სენიორ პინტადო, ორტის პაჩეკო ცოცხალია? – ისევ გა-
ნაგრძო გამოკითხვა ბელანომ. მოხუცმა გვითხრა, ცოცხა-
ლიაო. ხომ არ იცით, სად შეიძლება ვნახოთ? მოხუცის
თქმით, ორტის პაჩეკოს ელ-კუატროსთან ახლოს რანჩო
ჰქონდა. ეგ ელ-კუატრო რა არის, სოფელი, გზა თუ რესტორა-
ნიო? არ მოეშვა ბელანო. მოხუცმა ისე შემოგვხედა, თითქოს
საიდუმლოს განდობას აპირებსო და გვითხრა, სოფელიაო.

9 იანვარი
მგზავრობა რომ გამეადვილებინა, იმ გამოცანების ხატვა
დავიწყე, რომლებიც ასი წლის წინ სკოლაში მასწავლეს, მი-
უხედავად იმისა, რომ აქ არც ჩაროები272 არიან და არც ჩა-
როების სომბრეროებს იხურავს ვინმე. აქ მარტო უდაბნოა,
შიშველი მთები და სოფლები, უფრო მირაჟებს რომ მოგვაგო-
ნებს.
– ეს რა არის? – ვკითხე ჩემს თანამგზავრებს.

ლუპემ ნახატს ისე შეხედა, თითქოს თამაშის ხალისი არ


გააჩნიაო და ხმა არ ამოუღია. არც ბელანომ და ლიმამ იცოდ-
ნენ, რა დავხატე.

272 ჩარო – მექსიკელი მხედარი


953 მკითხველთა ლიგა
– ელეგიური სტრიქონი? – მკითხა ლიმამ.
– არა, ერთი მექსიკელი ზემოდან, – ვთქვი მე, – ეს?

– მექსიკელი, რომელიც ჩიბუხს ეწევა, – თქვა ლუპემ.


– ეს?

– მექსიკელი სამბორბლიან ველოსიპედზე, – თქვა ლუპემ.


– მექსიკელი ბავშვი სამბორბლიან ველოსიპედზე.
– ეს?

– ხუთი მექსიკელი ერთ ქოთანში ფსამს, – თქვა ლიმამ.


– ეს?

954 მკითხველთა ლიგა


– მექსიკელი ორთვლიან ველოსიპედზე, – მიპასუხა ისევ
ლუპემ.
– ან მექსიკელი ბაგირზე, – დაამატა ლიმამ.
– ეს?
– მექსიკელი, რომელიც ხიდზე გადადის, – თქვა ლიმამ.
– ეს?

– მექსიკელი თხილამურებით, – თქვა ლუპემ.


– ეს?

– მექსიკელი, რომელიც, სადაცაა პისტოლეტებს დააძ-


რობს, – თქვა ლუპემ.
– ჯანდაბა, რა ყველაფერი იცი, ლუპე, – უთხრა ბელანომ.
– შენ კი ერთიც ვერ გამოიცანი.
– მე მექსიკელი არ ვარ, – თავი გაიმართლა ბელანომ.
– ეს? – ვიკითხე ისევ და ნახატი ჯერ ლიმას ვუჩვენე, მერე
დანარჩენებს.

955 მკითხველთა ლიგა


– მექსიკელი, რომელიც კიბეზე ადის, – თქვა ლუპემ.
– ეს?

– ფუჰ, შენი! ეგ ძნელია, – თქვა ლუპემ.


ბელანომ და ლიმამ სიცილს თავი ანებეს და ერთხანს ნა-
ხატს ათვალიერებდნენ, მე კი ამასობაში წინ გადაშლილ პეი-
ზაჟს გავყურებდი. რაღაც მოჩანდა, რაც შორიდან ხეს მივამ-
სგავსე, მაგრამ გვერდით რომ ჩავუარეთ, მივხვდი, რომ მცე-
ნარე იყო: უზარმაზარი და მკვდარი.
– გნებდებით, – მითხრა ლუპემ.
– მექსიკელი, რომელიც კვერცხს წვავს, – ვთქვი მე, – ეს?

– ორი მექსიკელი ორსაჯდომიან ველოსიპედზე, – თქვა


ლუპემ.
– ან ორი მექსიკელი ბაგირზე, – დაამატა ლიმამ.
– ახლა უფრო რთული იქნება, – გავაფრთხილე მე.

956 მკითხველთა ლიგა


– მაგას რა უნდა: კაკაჩა ჩაროს სომბრეროთი, – თქვა ლუ-
პემ.
– ეს?

– რვა მექსიკელი ლაპარაკობს, – თქვა ლიმამ.


– რვა მექსიკელს სძინავს, – თქვა ლუპემ.
– ან რვა მექსიკელი უხილავი მამლების ჩხუბს აკვირდება,
– ვთქვი მე, – ეს?

– ოთხი მექსიკელი მიცვალებულის კუბოსთან, – თქვა ბე-


ლანომ.

10 იანვარი
ელ-კუატროსკენ მგზავრობა ადვილი არ გამოდგა. თით-
ქმის მთელი დღე ტრასაზე გავატარეთ, ჯერ ელ-კუატროს ვე-
ძებდით, რომელიც, როგორც გვითხრეს, ერმოსილიოდან ასე
ას ორმოცდაათ კილომეტრზე უნდა ყოფილიყო ჩრდილო-
ეთით, ფედერალური ტრასით თუ ვივლიდით და მერე, როდე-
საც ბენხამინ ჰილშთან მივიდოდით, მარცხნივ, აღმოსავლე-
თით უნდა გაგვეხვია. იქ მოუასფალტებელი გზა დაგვხვდა და
სწორედ იმ გზაზე დავიკარგეთ. ამიტომ, ისევ ფედერალურ
957 მკითხველთა ლიგა
ტრასაზე გამოვედით, მაგრამ ამჯერად, ბენხამინ ჰილიდან
ათი კილომეტრის დაშორებით, სამხრეთის მიმართულებით,
რამაც გვაფიქრებინა, რომ ელ-კუატრო საერთოდ არ არსე-
ბობდა, სანამ ისევ ბენხამინ ჰილში არ შევედით (სინამდვი-
ლეში ელ-კუატროში ჩასასვლელად უკეთესია, პირველივე
განშტოებაზე მოუხვიო, რაც ბენხამინ ჰილიდან ათ კილომეტ-
რზე მდებარეობს, იქ კარგა ხანს ვიტრიალეთ რაღაც ადგი-
ლებში, ბუნება ხან ვერცხლისფრად გვეჩვენებოდა, ხანაც პა-
წაწინა მწვანე კორდები გამოკრთებოდა, მაგრამ, იქაურობა
ყველგან უკაცრიელი იყო. მერე რაღაც სოფელში შევედით,
სახელად ფელიქს გომესში. იქ მანქანის წინ ვიღაც ფეხებგა-
ჩაჩხული და დოინჯშემოყრილი ტიპი გადაგვიდგა და გვაგინა;
მერე ვიღაც სხვა ტიპებმა გვითხრეს, რომ ელ-კუატროში ჩა-
სასვლელად იქით უნდა წავსულიყავით და მერე აქეთ შემოგ-
ვეხვია. მერე აღმოვჩნდით სოფელში, რომელსაც სახელად
ოაზისი ერქვა, მაგრამ ოაზისს არანაირად არ ჰგავდა, პირი-
ქით, რაც კი უდაბნოს უარყოფითი თვისება აქვს, ყველაფერი
ახასიათებდა. მერე ისევ მთავარ ტრასაზე გავედით და მაშინ
ლიმამ თქვა, სონორის უდაბნოები ნამდვილი მძღნერიაო,
ლუპემ კი უპასუხა, მე რომ დაგესვით საჭესთან, საჭირო ად-
გილას უკვე დიდი ხნის მისულები ვიქნებოდითო, რაზეც ლი-
მამ ჩაიქირქილა, თავისი სავარძლიდან გადმოვიდა და ლუ-
პეს უთხრა, მიდი, წაიყვანეო. არ ვიცი, მაშინ რა მოხდა, მაგ-
რამ ფაქტი ისაა, რომ მანქანიდან ყველანი გადმოვედით ფე-
ხის გასაშლელად და შორიდან ტრასაზე მოძრავი რამდენიმე
მანქანა დავინახეთ. მანქანები ჩრდილოეთისკენ მიემართე-
ბოდნენ, ალბათ ტიხუანისკენ და შეერთებული შტატებისკენ;
ზოგი სამხრეთისკენ მიდიოდა, ერმოსილიოს, გვადალახარის
ან მეხიკოსკენ. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ მეხიკოზე
958 მკითხველთა ლიგა
დავიწყეთ ლაპარაკი, მზეს ვეფიცხებოდით და თან მზემოკი-
დებულ მკლავებს ერთმანეთს ვადარებდით, მერე ვეწეოდით
და ისევ მეხიკოზე ვლაპარაკობდით და ამ დროს ლუპემ თქვა,
აღარავინ მენატრებაო. ამ სიტყვების გაგონებაზე მაშინვე გა-
ვიფიქრე, რა უცნაური იყო ლუპეს ნათქვამი, მაგრამ არც მე
მენატრებოდა ვინმე, თუმცა, ლუპესთვის არაფერი მითქვამს.
მერე ყველანი, ჩემ გარდა, მანქანაში ჩასხდნენ, მე კი, რო-
გორც შემეძლო, მანქანას მოვშორდი და, მიუხედავად იმისა,
რომ მეძახდნენ და მათი ძახილი მესმოდა, არც უკან ვბრუნ-
დებოდი, არც თავს ვატრიალებდი და არც რამე ჟესტით ვა-
ნიშნებდი რამეს; ასე მივდიოდი გაურკვეველი მიმართულე-
ბით, სანამ ბოლოს ბელანომ არ დამიძახა, გარსია მადერო,
ან დაბრუნდი, ან აქ დაგტოვებთო. მაშინ კი ვიკადრე, შემოვ-
ტრიალებულიყავი და უკან დავბრუნებულიყავი. რადგან ჩემ-
და უნებურად მათგან ძალიან შორს აღმოვჩნდი წასული. სა-
ნამ მივუახლოვდებოდი, მანქანა კარგად შევათვალიერე და
აღმოვაჩინე, რომ კიმის „იმპალა“ კარგა მაგრად იყო გაჭუჭ-
ყიანებული. წარმოვიდგინე, ჩემ ნაცვლად კიმს რომ დაენახა
თავისი მანქანა, მერე ჩემ ნაცვლად მარიას რომ დაენახა მა-
მამისის მანქანა, რა დღეში ჩავარდებოდნენ. ცუდი შესახე-
დაობა ჰქონდა; უდაბნოს მტვრისგან ფერიც კი დაჰკარგოდა.
მერე ოაზისში დავბრუნდით, მერე ფელიქს გომესში და
ბოლოს, როგორც იქნა, ვიპოვეთ ელ-კუატრო, ტრინჩერის
მუნიციპალიტეტში. იქ ვისადილეთ და ოფიციანტსა და გვერ-
დითა მაგიდასთან მსხდომებს ვთხოვეთ, მიესწავლებინათ,
სად იყო ყოფილი ტორეადორის, ორტის პაჩეკოს რანჩო, მაგ-
რამ მისი სახელიც კი არავის გაეგონა. ამიტომ, იძულებულე-
ბი გავხდით, სოფელში გვეხეტიალა და სხვებისთვისაც გვე-
კითხა. ამ ხეტიალის დროს მე და ლუპეს ხმა არ ამოგვიღია,
959 მკითხველთა ლიგა
ბელანო და ლიმა კი ხელების ქნევით ლაპარაკობდნენ, მაგ-
რამ ორტის პაჩეკოზე, აველიანედაზე ან პოეტ ქალ სესარეა
ტინახეროზე კი არა, მეხიკოს ჭორებზე, ლათინოამერიკულ
წიგნებსა და ჟურნალებზე, რომლებიც ამ გაუგებარ მოგზაუ-
რობაში წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე წაეკითხათ. კიდევ
კინოფილმებზე მსჯელობდნენ, რაც მე ქერქეტობად მეჩვენე-
ბოდა და, როგორც შევატყვე, ლუპესაც, რადგან არც ერთს
სიტყვაც არ დაგვიძრავს. ხანგრძლივი გამოკითხვის შემდეგ
ერთ მაღაზიას მივაღწიეთ (იმ დროისთვის ცარიელი იყო). იქ
ერთი ტიპი ვნახეთ, რომელსაც სამი მუყაოს ყუთი წიწილებით
ჰქონდა გავსებული. სწორედ მან მიგვასწავლა, როგორ უნდა
მივსულიყავით ორტის პაჩეკოს რანჩომდე. ასე რომ, ისევ
ჩავსხედით მანქანაში და ისევ გზას დავადექით.
იმ გზაზე, ელ-კუატროს ტრინჩერასთან რომ აკავშირებდა,
სანამ შუამდე მივაღწევდით, მარცხნივ უნდა გაგვეხვია და
მთების ფერდობებს შორის მიმავალ ბილიკს უნდა გავყოლო-
დით. იმ გორაკს მწყრის ფორმა უნდა ჰქონოდა. ყველა გორა-
კი შემოვიარეთ, ზედაც ვიძრომიალეთ, უდაბნოშიც კი ვიხეტი-
ალეთ, მაგრამ, საიდანაც არ უნდა შეგვეხედა, გვეჩვენებოდა,
რომ ყველა გორაკს მწყრის ფორმა ჰქონდა. მაგრამ, როდე-
საც ისეთ ადგილებშიც კი მოვხვდით, სადაც ასფალტიანი კი
არა, მიწიანი გზაც კი სანატრელი გაგვიხდა, როცა მანქანასაც
დედა ვუტირეთ და საკუთარ თავებსაც, უეცრად მტვრიდან
ჩვენ წინ რაღაც შენობა ამოიზარდა. შენობა მეჩვიდმეტე სა-
უკუნის მისიონერების სახლს მიაგავდა. ჩვენს შესახვედრად
იქიდან ერთი ბერიკაცი გამოვიდა და გვითხრა, რომ მარ-
თლაც, ტორერო ორტის პაჩეკოს რანჩოსთან მივსულიყავით.
რანჩოს სახელად „ტკბილი ცხოვრება“ ერქვა, ხოლო ორტის
პაჩეკოს რაც შეეხება, თავად ბრძანდებოდა ორტის პაჩეკო
960 მკითხველთა ლიგა
(მაგრამ ეს მარტო მას მერე გაგვიმხილა, რაც ყველა კარგა
ხნით დაჟინებით გვათვალიერა).
იმ ღამით მოხუცის მასპინძლობით ვისიამოვნეთ. ორტის
პაჩეკო სამოცდაცხრამეტი წლისა იყო და, მისი თქმით, სო-
ფელში ცხოვრებამ, ჩვენი აზრით, უდაბნოში ცხოვრება უფრო
რომ მიესადაგებოდა, კარგად გამოაწრთო. პეპე აველიანედა
მშვენივრად ახსოვდა (პეპინ აველიანედა, ყველაზე ნაღვლია-
ნი ვინმე, ვინც კი ოდესმე მინახავსო, ასე დაახასიათა) და ის
დღეც, როდესაც ხარმა აგუა პრიეტის არენაზე იმსხვერპლა.
პანაშვიდი გადაუხადეს სასტუმროს ვესტიბიულში, სადაც უკა-
ნასკნელი პატივი აგუა პრიეტას პრაქტიკულად ყველა ცოც-
ხალმა არსებამ მიაგო. დასაფლავებაზეც უამრავი ხალხი იყო,
ყველას შავი სამკლავურები ეკეთაო, დაამატა. ახსოვდა, რა
თქმა უნდა, ის ქალიც, რომელიც აველიანედას ახლდა. მაღა-
ლი ქალი იყო, დაბალ კაცებს ხომ, საერთოდ, ასეთი ქალები
მოსწონთ ხოლმე, მდუმარე, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვინმე-
სი ერიდებოდა, ან მეტისმეტად თავმდაბალი იყო, არამედ
იმიტომ, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, თითქოს ავად იყო ან ლა-
პარაკი არ შეეძლოო. შავთმიანი ყოფილა, გარეგნულად ინ-
დიელის შესახედაობისა, გამხდარი და ღონიერი. აველიანე-
დას საყვარელი იყო? ამაში ეჭვი არ უნდა შეგვპარვოდა. მაგ-
რამ მარტო საყვარელი, რადგან აველიანედას ცოლიც ჰყავ-
და, ოღონდ დიდი ხნის წინ მიტოვებული. ის ქალი თურმე
ლოს-მოჩისში ცხოვრობდა, სინალოაში, როგორც ორტის პა-
ჩეკომ გვითხრა, აველიანედა მას, ყოველთვე, ან ყოველ ორ
თვეში (ან როდესაც შეეძლო, მოკლედ, რა!) ფულს უგზავნი-
და. მაშინ ხარებთან ბრძოლა ისეთი შემოსავლიანი არ იყო,
როგორც დღეს, ვერავინ მდიდრდებოდა. ფაქტია, რომ ავე-
ლიანედა მერე იმ ქალთან ერთად ცხოვრობდა, ქალის სახე-
961 მკითხველთა ლიგა
ლი არ ახსოვდა, მაგრამ იცოდა, რომ მეხიკოდან იყო ჩამოსუ-
ლი. კულტურული ქალი ჩანდა, მბეჭდავი თუ სტენოგრაფის-
ტიო, დაამატა. როდესაც ბელანომ სესარეას სახელი უხსენა,
ორტის პაჩეკომ უპასუხა, ჰო, სწორედ სესარეა ერქვაო. იმ
ქალს ხარები თუ აინტერესებდაო, ლუპემ ჰკითხა. არ ვიციო,
უპასუხა ორტის პაჩეკომ, შეიძლება კიდეც აინტერესებდა, ან
არ აინტერესებდა, მაგრამ, თუკი ვინმე ტორეადორის გვერ-
დით ხანგრძლივად იცხოვრებდა, ბოლოს აუცილებლად მო-
ეწონებოდაო. ყოველ შემთხვევაში, ორტის პაჩეკოს ის ქალი
ორჯერ ჰყავდა ნანახი, უკანასკნელად აგუა პრიეტაში. აქედან
იმ დასკვნის გამოტანა შეიძლებოდა, რომ დიდი ხნის საყვარ-
ლები არ უნდა ყოფილიყვნენ. მიუხედავად ამისა, მოხუცის
თქმით, პეპინ აველიანედოზე იმ ქალის გავლენა მაინც შესამ-
ჩნევი ყოფილა.
სიკვდილის წინა საღამოს, მაგალითად, სანამ პეპინო და
იგი აგუა პრიეტის ბარში სვამდნენ და ცოტა ხნით ადრე, სანამ
სასტუმროში წავიდოდნენ, აველიანედას აცტლანზე273 დაუწ-
ყია ლაპარაკი. თავიდან თურმე ისე ელაპარაკებოდა, თით-
ქოს რაღაც საიდუმლოს უზიარებს, მაგრამ გულისგულში არც
კი უნდა, რომ გაანდოსო, მაგრამ, რაც უფრო შედიოდა ლაპა-
რაკის ეშხში, ენთუზიაზმი უფრო და უფრო ემატებოდაო. ორ-
ტის პაჩეკომ ისიც კი არ იცოდა, „აცტლანი“ რას ნიშნავს, ეს
სიტყვა სიცოცხლეში არასოდეს გაეგო. ასე, რომ აველიანე-
დამ ისიც აუხსნა. მერე პირველი მექსიკელების წმინდა ქა-
ლაქზე უამბო, მითოსურ ქალაქზე, უცნობ ქალაქზე, პლატო-
ნის ნამდვილ ატლანტიდაზე და, როდესაც სასტუმროში შე-
ზარხოშებულები ბრუნდებოდნენ, ორტის პაჩეკოს ეჭვიც აღარ

273 აცტლანი – აცტეკების მითოსური სამშობლო


962 მკითხველთა ლიგა
ეპარებოდა, რომ ამ გიჟური აზრების ერთადერთი შთამაგო-
ნებელი მარტო ის სესარეა შეიძლებოდა ყოფილიყო. პანაშ-
ვიდის დროს, ის ქალი უმეტესწილად მარტო იყო, თავის
ოთახში ჩაკეტილი, ან სასტუმროს სამგლოვიაროდ მორთუ-
ლი ვესტიბიულის რომელიმე კუთხეში მიყუჟული. არც ერთმა
ქალმა მას არ მიუსამძიმრა. მარტო კაცები ართმევდნენ
ხელს, თუმცა არავის გამოჰპარვია, რომ იქ მიცვალებულის
ახლობელი მარტო ის ქალი იყოო. დაკრძალვაზე სიტყვა არ
დასცდენია, გამოსათხოვარი სიტყვა მუნიციპალიტეტის ხაზი-
ნადარს უთქვამს, რომელიც თან აგუა პრიეტის ოფიციალური
პოეტიც ყოფილა, და კიდევ კორიდის ასოციაციის პრეზი-
დენტს. იმ ქალს კი ხმა არ ამოუღია. ორტის პაჩეკომ გაგვან-
დო, არც ის დამინახავს, თვალიდან ერთი ცრემლი გადმო-
ვარდნოდესო. სამაგიეროდ, სესარეა ქვის მჭრელთან მისუ-
ლა და აველიანედას საფლავის მარმარილოს ქვაზე რაღაც
სიტყვები ამოუჭრევინებია. ორტის პაჩეკოს არ ახსოვდა, რა
სიტყვები იყო, მაგრამ ის კი იცოდა, რომ წარწერა რაღაც გან-
სხვავებული, უცნაური ყოფილა, აცტლანის სტილში, რომლე-
ბიც იმ ქალს იმ კონკრეტული შემთხვევისთვის თავად მო-
ეფიქრებინა. ის კი არ თქვა, მოიძიაო, არა – თვითონ მოიფიქ-
რაო, ასე განგვიცხადა. ბელანო და ლიმა კიდევ ერთხელ ჩა-
ეკითხნენ, იქნებ გაგახსენდეთ, რა სიტყვები იყოო. ორტის პა-
ჩეკო კარგა ხანს ჩაფიქრებული იჯდა, მაგრამ, ბოლოს მაინც
თქვა, დამავიწყდაო.
ის ღამე რანჩოში გავათიეთ. ბელანო და ლიმა მისაღებ
ოთახში დაწვნენ (უამრავი ოთახი იყო, მაგრამ არც ერთში
დაძინება არ შეიძლებოდა), მე და ლუპე მანქანაში მოვთავ-
სდით. მზე ის-ის იწყებდა ამოსვლას, რომ გამეღვიძა. მანქანი-
დან მოსაფსმელად გადავედი და თან მზის მკრთალ ყვითელ
963 მკითხველთა ლიგა
(ამავე დროს ცისფერ) სხივებს გავუშტერე თვალი, უდაბნოს
თითქმის შეუმჩნევლად რომ ეფინებოდა. სიგარეტს მოვუკი-
დე. ერთხანს ჰორიზონტს გავცქეროდი და თან ღრმად ვსუნ-
თქავდი. მომეჩვენა, რომ სადღაც შორს ცას კვამლი უერთდე-
ბოდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს მარტო ძირს დაშვებუ-
ლი, უძრავი ღრუბელი იყო. არანაირი ცხოველის თუ ფრინვე-
ლის ხმა არ მესმოდა და ეს უცნაურად მომეჩვენა. თუმცა,
დროდადრო, ყურს თუ გავამახვილებდი, ჩიტის ჭიკჭიკის გა-
გონება შეიძლებოდა. უკან მიბრუნებულმა ლუპე დავინახე,
რომელსაც იმპალას ერთ-ერთი სარკმლიდან გამოეყო თავი
და ისე მიყურებდა. შავი, მოკლედ შეჭრილი თმა ასჩეჩვოდა
და უფრო გამხდარი ჩანდა, თითქოს უხილავ არსებად ქცე-
ულიყო, თითქოს ამ სისხამმა დილამ უმტკივნეულოდ მილია
და აჩრდილად აქციაო, მაგრამ ახლა უფრო ლამაზი მეჩვენე-
ბოდა.
სახლში ერთად შევედით. ოთახში შესულებს ბელანო, ლი-
მა და ორტის პაჩეკო დაგვიხვდნენ, ცალ-ცალკე ტყავის სა-
ვარძლებში ისხდნენ. ბებერი ტორერო სარაპეში იყო გახვეუ-
ლი და სახეზე გაოგნებული გამომეტყველებით ეძინა. სანამ
ლუპე ყავას ადუღებდა, მე მეგობრები გავაღვიძე. ორტის პა-
ჩეკოს გაღვიძება ვერ გავბედე. მგონი, მოკვდა-მეთქი, ჩავი-
ჩურჩულე. ბელანო გაიზმორა, ძვლებს ტკაცატკუცი აუყენა და
განაცხადა, დიდი ხანია ასე კარგად არ მიძინიაო. მერე კი
ჩვენი მასპინძლის გაღვიძება თავის თავზე აიღო. სანამ ვსა-
უზმობდით, ორტის პაჩეკომ გვითხრა, ძალიან უცნაური რამ
მესიზმრაო. თქვენი მეგობარი, აველიანედო ხომ არ ნახეთო,
ჰკითხა ბელანომ. არა, სულაც არა, დამესიზმრა, თითქოს ათი
წლის ვიყავი და ჩემი ოჯახი მონტერეიდან ერმოსილიოში გა-
დადიოდა საცხოვრებლადო, უპასუხა ორტის პაჩეკომ. მაშინ
964 მკითხველთა ლიგა
ალბათ ეს ძალიან გრძელი მგზავრობა იქნებოდაო, უთხრა
ლიმამ. ძალიან ხანგრძლივი, მაგრამ თან ხალისიანიო, კვე-
რი დაუკრა ჩვენმა მასპინძელმა.

11 იანვარი
აგუა პრიეტაში იქაური სასაფლაოს მოსანახულებლად ჩა-
ვედით. „ტკბილი ცხოვრებიდან“ ჯერ ტრინჩერასში გავემგზავ-
რეთ, მერე ტრინჩერასიდან პუებლო ნუევოში, სანტა-ანაში,
სან-იგნასიოში, იმერისში, კანანეაში და ბოლოს, ზუსტად
არიზონის საზღვარზე აგუა პრიეტაშიც ჩავაღწიეთ.
მეორე მხარეს დუგლასი მოჩანდა, ჩრდილოამერიკის სო-
ფელი, შუაში კი საბაჟო და სასაზღვრო პოლიცია. დუგლასის
იქით სამოცდაათ კილომეტრზე ტომბსტონია გაშენებული, სა-
დაც ჩრდილოამერიკელი საუკეთესო მსროლელები იკრიბე-
ბიან. სანამ კაფეში ვსადილობდით, ორი ამბავი მოვისმინეთ:
ერთი მექსიკელების ღირსებას განადიდებდა, მეორე – ჩრდი-
ლოამერიკელისას. ერთში გმირი აგუა პრიეტელი იყო, მე-
ორეში – ტომბსტონელი.
მთხრობელი, გრძელ და ჭაღარათმიანი კაცი, ამ ამბებს
ისე ჰყვებოდა, თითქოს თავი სტკივაო. მოყოლა რომ დაამ-
თავრა, კაფედან გავიდა, ხოლო იმან, ვინც უსმენდა, მო-
ულოდნელად ატეხა სიცილი, სრულიად უმიზეზოდ, თითქოს
იმ მოსმენილი ამბების გასააზრებლად დრო სჭირდებოდა და
მათ შინაარსს მარტო ახლაღა ჩასწვდაო. სინამდვილეში,
ორივე ამბავი ანეკდოტი იყო. პირველში შერიფი და ერთ-ერ-
თი მისი ხელქვეითი დაკავებულს გამოიყვანენ ციხიდან და
მინდორში მიჰყავთ დასახვრეტად. დაკავებულმა იცის და და-
ახლოებით შეგუებულია მოსალოდნელ ბედს. ცივი ზამთარია,
თენდება. სიკვდილმისჯილიც და მისი თანმხლებნიც უდაბნო-
965 მკითხველთა ლიგა
ში გამეფებულ სიცივეზე წუწუნებენ. თუმცა, განსაზღვრულ
მომენტში, დაკავებული სიცილს ატეხს და შერიფი ეკითხება,
ასე რა ჯანდაბამ გაგამხიარულა, ხომ არ დაგავიწყდა, რომ
დახვრეტას გიპირებთ და ისეთ ადგილას დამარხვას, სადაც
ვერავინ გიპოვისო, ან იქნებ სულაც გაგიჟდიო. დაკავებული
პასუხობს, სასაცილოც სწორედ ეგაა, როცა იცი, რომ რამდე-
ნიმე წუთში ამაზე მეტად აღარ შეგცივდება, თქვენ კი, კანონის
ხალხი, იძულებულები იქნებით ამ სიცივეში ისევ უკან იჩაქჩა-
ქოთო.
მეორე ამბავი პოლკოვნიკ გვადალუპე სანჩესის, აგუა
პრიეტის უძღები შვილის დახვრეტას ეხება. დახვრეტის წინ
კედელთან აყუდებული სანჩესი ითხოვს, უკანასკნელი სურვი-
ლი შემისრულეთ, სიგარა მომაწევინეთო. ოფიცერი, რომე-
ლიც მის დახვრეტას ხელმძღვანელობს, თანხმდება სურვი-
ლის ასრულებას და სიკვდილმისჯილს ჰავანურ სიგარას აწ-
ვდიან. გვადალუპე სანჩესი სიგარას ნელა უკიდებს და მოწე-
ვას აუჩქარებლად იწყებს, აუჩქარებლად იყნოსავს თამბაქოს
სურნელს და თან ცაზე მზის ამოსვლას გასცქერის (რადგან ეს
ამბავიც, ისევე, როგორც ტომბსტოუნისა, გარიჟრაჟზე ხდება
და ისიც ადვილი შესაძლებელია, რომ ერთსა და იმავე გა-
რიჟრაჟზე – 1912 წლის 15 მაისს). სიგარის კვამლში გახვეუ-
ლი პოლკოვნიკი სანჩესი ისე მშვიდად გამოიყურება, ისეთი
მეოცნებე და მინაბული თვალებით გასცქერის ზეცას, რომ
ფერფლი სიგარაზეა შერჩენილი, შეიძლება პოლკოვნიკის
მიზანი სწორედ ეს იყო. უნდოდა, ყველას დაენახა, რომ სიკ-
ვდილის წინ არც ხელები უცახცახებდა და არც პულსი უჩქარ-
დებოდა, უკანასკნელი ამოსუნთქვის წინ სიმამაცე არ ღალა-
ტობდა. მაგრამ სიგარა დამთავრდა და ფერფლი ძირს დაიყა-

966 მკითხველთა ლიგა


რა, მაშინ პოლკოვნიკმა სანჩესმა ნამწვი გადააგდო და გა-
ნაცხადა, ახლა შეგიძლიათ დამხვრიტოთო.
ასეთი იყო ეს ამბავი.
როდესაც ამ ამბების მსმენელი სიცილს მორჩა, ბელანომ
რამდენიმე კითხვა დაუსვა: ტუსაღი, რომელიც ტომბსტოუნის
გარეთ მოკვდება, წარმოშობით ტომბსტოუნიდანაა თუ არაო.
ტომბსტოუნიდან იყვნენ თუ არა შერიფი და მისი ქვეშევრდო-
მი, პოლკოვნიკი გვადალუპე სანჩესი ნამდვილად აგუა პრი-
ეტიდან იყო თუ არა; ის ოფიცერი, მის დახვრეტას რომ ხელ-
მძღვანელობს, ისიც აგუა პრიეტიდანაა თუ არაო; რატომ
კლავენ ძაღლივით ტომბსტოუნელ ტუსაღს; რატომ კლავენ
ძაღლივით პოლკოვნიკ (sic) ლუპე სანჩესსო. კაფეში ვინც
იყო, ყველამ ბელანოს შეხედა, მაგრამ არავის უპასუხია. ლი-
მამ მხარზე მოქაჩა და უთხრა: წამოდი, ძმაოო. ბელანომ გა-
უღიმა და დახლზე ფული დაყარა. მერე სასაფლაოზე წავედით
და იმ საფლავს დავუწყეთ ძებნა, რომელიც პეპე აველიანე-
დას ეკუთვნოდა, კაცს, რომელიც ხარმა რქებზე იმიტომ წამო-
იგო, რომ ძალიან დაბალი იყო და დაშნის ხმარებაში მოუქნე-
ლი, და რომლის საფლავს მწერალმა სესარეა ტინახერომ წა-
აწერა ეპიტაფია. მაგრამ და რაც უფრო მეტს ვეძებდით, მით
უფრო ვერ ვპოულობდით. იმ სასაფლაოზე აშკარა შეიქნა,
რომ მსგავსი ლაბირინთები არასოდეს გვენახა და ვერც მე-
საფლავე ვიპოვეთ ისეთი, იქ მუშაობის დიდი სტაჟი რომ ჰქო-
ნოდა და ყველა საფლავი სცოდნოდა, რადგან ან შვებულება-
ში იყო, ან ავად გამხდარიყო.

12 იანვარი
თუ ტორეადორის გვერდით ვინმე დიდხანს იქნება, ბო-
ლოს მართლა მოეწონება? – იკითხა ლუპემ. ასე გამოდის,
967 მკითხველთა ლიგა
უპასუხა ბელანომ. და თუ ვინმე პოლიციელს ხვდება დიდ-
ხანს, პოლიციელი მოეწონება? ასე გამოდის, უთხრა ბელა-
ნომ. და თუ ვინმე დიდხანს არის სუტენიორთან, ის სუტენიო-
რი მოეწონება? ბელანომ არ უპასუხა. უცნაურია, რადგან იგი
ყოველთვის ცდილობდა, ყველა კითხვაზე ეპასუხა, თუმცა, ამ
კითხვებს პასუხები არ სჭირდებოდა, ან უადგილოდ იყო დას-
მული. ლიმა, პირიქით, ყოველთვის ნაკლებს ლაპარაკობს,
არაფრის მთქმელი სახით ატრიალებს საჭეს და ამით შემოი-
ფარგლება, მგონი, ვერც კი მივხვდით, რა ბრმები ვიყავით და
რა ცვლილებები ხდებოდა ლუპეს თავში.

13 იანვარი
დღეს პირველად დავრეკეთ მეხიკოში. ბელანო კიმ ფონტს
ელაპარაკა. კიმისგან გავიგეთ, რომ ლუპეს სუტენიორმა
იცოდა, სად ვიყავით და ჩვენს საძებნელად იყო წამოსული.
ბელანომ უთხრა, შეუძლებელია, ჩვენი ადგილ-სამყოფელი
იცოდეს, სანამ მეხიკოდან გავიდოდით, ალბერტო მართლაც
მოგვყვებოდა, მაგრამ მერე დასხლტომა მოვახერხეთო. –
ჰო, თქვა კიმმა, – მაგრამ მერე ჩემთან სახლში დაბრუნდა და
დამემუქრა, მოგკლავ, თუ არ მეტყვი, სად წავიდნენო. ყურმი-
ლი გამოვართვი და ვთხოვე, მარია დამალაპარაკეთ-მეთქი.
გავიგონე, როგორ ტიროდა კიმი, – ალო, ვთქვი მე, – მარიას-
თან მინდა დალაპარაკება, – შენ ხარ, გარსია მადერო? –
ამოისლუკუნა კიმმა, – მეგონა, სახლში დაბრუნდებოდიო. აქ
ვარ-მეთქი, ვუთხარი. კიმს ეტყობოდა, რომ ცინგლები სცვი-
ოდა. ბელანო და ლიმა ტელეფონიდან შორს გადგნენ და ხმა-
დაბლა ლაპარაკობდნენ. შეშფოთებულები ჩანდნენ. ლუპე
ისევ გვერდით მედგა, ტელეფონთან, თითქოს სცივაო. სინამ-
დვილეში არ სციოდა, უკან მედგა და ბენზინგასამართი სად-
968 მკითხველთა ლიგა
გურისკენ იყურებოდა, ჩვენი მანქანისკენ. – ახლავე, პირვე-
ლივე ავტობუსში ჩაჯექი და მეხიკოში დაბრუნდი, – გავიგონე
კიმის ხმა, – თუ ფული არ გაქვს, მე გამოგიგზავნი. – ფული
ჩეჩქივით გვაქვს, – ვუთხარი, – მარია სახლშია? – არავინაა,
მარტო ვარ, – ამოისლუკუნა კიმმა. ერთხანს ორივე ჩუმად
ვიყავით. – ჩემი მანქანა რა დღეშია? – იკითხა უცებ კიმმა,
თან ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს საიქიოდან მელაპარაკებაო.
ვუპასუხე, კარგად, ყველაფერი რიგზეა-მეთქი. სესარეა ტინა-
ხეროს მივუახლოვდით-მეთქი, მოვატყუე, – სესარეა ტინახე-
რო ვინაა? – მკითხა კიმმა.

14 იანვარი
ერმოსილიოში ტანსაცმელი ვიყიდეთ და კიდევ საბანაო
კოსტიუმები. მერე ბელანოსთან წავედით ბიბლიოთეკაში
(მთელი დილა იქ გაატარა, რადგან დარწმუნებული იყო, პო-
ეტი თავის კვალს ყოველთვის ტოვებს იქ, სადაც გაუვლია,
თუნდაც ყველა გარემოებამ საპირისპირო ამტკიცოს) და
პლაჟზე წავედით. დავიქირავეთ ორი ოთახი ბაია კინოს პან-
სიონში, ზღვას მუქი ლურჯი ფერი ჰქონდა. ლუპეს ზღვა არა-
სოდეს ენახა.

15 იანვარი
ექსკურსია: ჩვენი „იმპალა“ კალიფორნიის ყურესთან ჩა-
მავალი ბილიკით წავიყვანეთ, პუნტა ჩუეკამდე, ზვიგენის კუნ-
ძულის პირდაპირ. მერე ელ დოლარში წავედით, კუნძულ პა-
ტოსის პირდაპირ. ლიმა ამას იხვ დონალდს ეძახის. უკაცრი-
ელ პლაჟზე გაწოლილები მარიხუანას ვეწეოდით. ამან კარგა
ხანს გასტანა. პუნტა ჩუეკა – ზვიგენი და დოლარი-იხვი სახე-
ლების მეტი არაფერია, მაგრამ მე სულს მაინც ბნელი ნიშნე-
969 მკითხველთა ლიგა
ბით მივსებენ, როგორც კოლეგა ამადო ნერვო იტყოდა. მა-
ინც რა არის ამ სახელებში ისეთი, რაც მაღელვებს, მაფო-
რიაქებს, მაღონებს, ფატალისტად მაქცევს, მაიძულებს, ლუ-
პეს ისე შევხედო, თითქოს იმის გარდა დედამიწაზე ქალი არ
არსებობდეს? დაღამებამდე ცოტა ხნით ადრე ჩრდილოეთის-
კენ ავიღეთ გეზი. იქ დესემბოკეა გადაშლილი. სული სრული-
ად ჩაშავებული მქონდა. მგონი, ვცახცახებდი კიდეც. მერე
ბაია კინოში დავბრუნდით, ჩაბნელებული გზით. გზაზე დრო-
დადრო მეთევზეებით გაჭედილი ავტობუსები გვხვდებოდა.
მეთევზეები სერიელების274 სიმღერებს მღეროდნენ.

16 იანვარი
ბელანომ დანა იყიდა.

17 იანვარი
ისევ აგუა პრიეტაში ვართ, ბაია კინოდან დილის რვა სა-
ათზე გავედით, პუნტა ჩუეკასკენ მიმავალ გზას გავუყევით, მე-
რე პუნტა ჩუეკიდან ელ დოლარამდე ვიარეთ, ელ დოლარი-
დან – დესემბოკემდე, დესემბოკედან ლას ესტრელასამდე,
ლას ესტრელასიდან ტრინჩერასამდე. 250 კილომეტრზე სულ
საზიზღარი გზებით ვიჯაყჯაყეთ. ბაია კინო-ელ ტრიუფო-ერმო-
სილიოს გზა რომ აგვერჩია, ერმოსილიოდან კი ფედერალუ-
რი ტრასით წავსულიყავით სან-იგნასიომდე და მერე იქიდან
იმ გზას დავდგომოდით, რომელიც კანანეასა და აგუა პრი-
ეტისკენ მიემართებოდა, ბევრად უფრო მოხერხებულად ვიმ-
გზავრებდით და უფრო ადრეც ჩავიდოდით, მაგრამ მაინც ერ-
თობლივად გადავწყვიტეთ, ნაკლებად თვალში საცემი, ან სუ-

274 სერი – ინდიელთა ტომი მექსიკის სონორის შტატში


970 მკითხველთა ლიგა
ლაც უკაცრიელი გზებით გვევლო, თანაც „ტკბილი ცხოვრე-
ბა“ კიდევ ერთხელ მოგვენახულებინა: რანჩოში სასიამოვნო
მასპინძლობის პერსპექტივა გვაცდუნებდა. მაგრამ ელ კუატ-
როს, ტრინგერასის და სიენეგას სამკუთხედში ისევ დავიკარ-
გეთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, წინ გვევლო, ტრინჩერასისკენ
და მოხუც ტორეადორთან სტუმრობა სხვა დროისთვის გა-
დაგვედო.
ჩვენი „იმპალა“ აგუა პრიეტის სასაფლაოს კარიბჭესთან
სწორედ მაშინ მივაყენეთ, როცა უკვე ღამდებოდა. ბელანომ
და ლიმამ სასაფლაოს დარაჯის ზარზე დარეკეს. ცოტა ხნის
შემდეგ ვიღაც კაცი გამოგვეგება. მზისგან ისე იყო დამწვარი,
რომ ზანგი გეგონებოდათ. ხელთათმანები ეცვა და სახის მარ-
ცხენა მხარეს უზარმაზარი ნაიარევი მოუჩანდა. გვკითხა, რა
გინდათო. ბელანომ უთხრა, მესაფლავე ანდრეს გონსალეს
აუმადას ვეძებთო. ტიპმა აგვხედ-დაგვხედა და გვკითხა, ვინ
ხართ და მასთან რა საქმე გაქვთო. ბელანომ უთხრა ტორეა-
დორ პეპე აველიანედას საფლავი უნდა მოვძებნოთო. საფ-
ლავის ნახვა გვინდაო, ჩვენც მხარი ავუბით. მე ვარ ანდრეს
გონსალეს აუმადაო, გვითხრა სასაფლაოს დარაჯმა, მაგრამ
ახლა საფლავების თვალიერების დრო არ არისო. იქნებ შეხ-
ვიდეთ ჩვენს მდგომარეობაში და ახლა გვიჩვენოთო, სთხოვა
ლუპემ. შეიძლება გავიგო, ასე ის საფლავი რატომ გაინტერე-
სებთო? – იკითხა მესაფლავემ. ბელანო გისოსებს მიუახლოვ-
და და იმ კაცს ხმადაბლა რამდენიმე წუთს ელაპარაკა. მესაფ-
ლავემ რამდენჯერმე დაუქნია თავი, მერე თავის ბუდრუგანა-
ში გაბრუნდა, უკან უზარმაზარი გასაღებით დაბრუნდა და კა-
რიბჭე გაგვიღო. დარაჯს სასაფლაოს მთავარ გზაზე გავყევით,
გზას კვიპაროსები და ბებერი მუხები მიუყვებოდნენ. სამაგი-
ეროდ, როდესაც გვერდითა გზებზე გადავუხვიეთ, იმ მხარის-
971 მკითხველთა ლიგა
თვის დამახასიათებელი კაქტუსები, ჩოია, საუესო და ალაგ-
ალაგ ნოპალიც დავინახე, თითქოს სპეციალურად ამოსუ-
ლან, რათა მიცვალებულებს არ დაავიწყდეთ, რომ ნამდვი-
ლად სონორის მიწაზე განისვენებენ და არა სხვაგანო.
ეს არის ტორეადორ პეპე აველიანედას საფლავიო, რო-
გორც იქნა, შორეულ კუთხეში ერთ ნიშაზე მიგვითითა მესაფ-
ლავემ. ბელანო და ლიმა ნიშას მიუახლოვდნენ და შეეცად-
ნენ, ზედ ამოტვიფრული წარწერა წაეკითხათ, მაგრამ ნიშა მე-
ოთხე დონეზე იყო განთავსებული, სასაფლაოზე კი უკვე ბინ-
დი წვებოდა. არც ერთ საფლავზე ყვავილები არ შემინიშნავს,
გარდა ერთისა, სადაც ხელოვნური მიხაკის ოთხი ღერო მო-
ჩანდა. წარწერების უმრავლესობაც მტვრით იყო დაფარული.
ბელანომ ორივე ხელის თითები ერთმანეთს გადააჭდო და
ლიმას კიბესავით თუ სკამივით მოუმარჯვა, ისიც მაშინვე ზედ
აფოფხდა და სახით აველიანედას ფოტოსურათის მინას მი-
ეჯახა. მერე საფლავის ქვის ზედაპირი ხელით გადაწმინდა და
ხმამაღლა წაიკითხა: „ხოსე აველიანედა ტინახერო, მატადო-
რი, ნოგალესი, 1903 – აგუა პრიეტა 1930“... – სულ ესაა? გა-
ვიგონეთ ბელანოს ხმა. სულ ესაა, უპასუხა ლიმას ჩვეულებ-
რივზე უფრო დუდღუნა ხმამ. მერე გადმოხტა და თითებით ახ-
ლა ბელანოს მოუმარჯვა კიბე. – ასანთი მომაწოდე, ლუპე,
დაუძახა ბელანომ. ლუპე სიტყვის უთქმელად მიუახლოვდა იმ
საცოდავ ფიგურას, ჩემი ორი მეგობარი რომ ქმნიდა და ასან-
თის კოლოფი მიაწოდა. ჩემი სანთებელა სადაა? იკითხა ბე-
ლანომ. მე არ მაქვს, ძმაო, ძალიან ტკბილი ხმით იმართლა
თავი ლუპემ. ამ ხმას ვერა და ვერ ვეგუებოდი. ბელანომ ასან-
თი აანთო და ნიშას მიუახლოვა. ასანთი ჩაქრა, ახლა მეორე
აანთო, მერე კიდევ. ლუპე პირდაპირ კედელს იყო მიყუდებუ-
ლი, გრძელი ფეხები გადაეჯვარედინებინა, მიწას ჩასჩერებო-
972 მკითხველთა ლიგა
და და ჩაფიქრებული ჩანდა. ლიმაც მიწას ჩასჩერებოდა, მაგ-
რამ სახეზე გაჭირვება ჰქონდა აღბეჭდილი, რადგან ბელანოს
სიმძიმისთვის უნდა გაეძლო. ასანთის შვიდი ღერი რომ ჩა-
ინავლა და თითის წვერებიც დაიწვა, ბელანომ თავის წამოწ-
ყებაზე უარი განაცხადა და ძირს ჩამოხტა. აგუა პრიეტის სა-
საფლაოს კარიბჭესთან უსიტყვოდ დავბრუნდით. წასვლის
წინ გისოსებთან ბელანომ მესაფლავეს რამდენიმე ბანკნოტი
მისცა.

18 იანვარი
სანტა-ტერესაში ჩავედით. კაფეში შესვლისას ბარის უკან
დიდმა სარკემ ჩვენი გამოსახულებები აირეკლა და მაშინ მივ-
ხვდით, თუ რამდენად შევიცვალეთ. ბელანო უკვე კარგა ხა-
ნია, აღარ იპარსავს. ლიმას წვერი არა აქვს, მაგრამ შემიძ-
ლია, დარწმუნებით ვთქვა, რომ დაახლოებით იმდენი ხანია
არ დაუვარცხნია თმა, რამდენი ხანიც ბელანოს წვერი არ გა-
უპარსავს. მე ძვლებიღა ვარ დარჩენილი (ყოველღამე სამჯერ
მაინც ვჟიმაობ). მარტო ლუპეა კარგად, ანუ, ვგულისხმობ,
უფრო კარგად, ვიდრე მეხიკოში იყო.

19 იანვარი
სესარეა ტინახერო მკვდარი ტორეადორის ბიძაშვილი
იყო? იქნებ შორეული ნათესავი? თუკი ასე არაა, მაშინ თავისი
გვარი საფლავის ქვაზე რატომ ამოატვიფვრინა, ნუთუ ავე-
ლიანედას გვარი იმიტომ მისცა, რომ ასე დაედასტურებინა,
ეს ჩემი კაცი იყოო? იქნებ, უბრალოდ, იხუმრა, თუ იმის თქმა
უნდოდა, აქ გაიარა სესარეა ტინახერომო? რა მნიშვნელობა
აქვს. დღეს ისევ დავრეკეთ მეხიკოში. კიმთან ოჯახში ყველა-
ფერი რიგზეა. კიმს ბელანო ელაპარაკა, ლიმაც ელაპარაკა,
973 მკითხველთა ლიგა
მაგრამ დალაპარაკება მეც რომ მოვინდომე, კავშირი გაწ-
ყდა, არადა, ჩასაყრელი მონეტები საკმარისად გვქონდა. ისე-
თი შეგრძნება მქონდა, რომ კიმს ჩემთან დალაპარაკება არ
უნდოდა და ტელეფონი გათიშა. მერე ბელანომ მამამისს და-
ურეკა, ლიმამ დედამისს, მერე ბელანომ დაურეკა ლაურა ხა-
ურეგის. პირველი საუბარი შედარებით ხანგრძლივი იყო,
ფორმალური, ბოლო ძალიან მოკლე. მხოლოდ მე და ლუპეს
არ დაგვირეკავს არავისთვის მეხიკოში, თითქოს არ გვინდო-
და, ან სულაც არ გვყავდა გულშემატკივარი.

20 იანვარი
ამ დილით, ნოგალესის კაფეში საუზმობისას დავინახეთ,
როგორ ჩაგვიქროლა ალბერტომ თავისი „კამაროთი“. თავი-
სივე მანქანისფერი პერანგი ეცვა, ჭყეტელა ყვითელი, გვერ-
დით პოლიციელისქურთუკიანი ტიპი ეჯდა. ლუპემ მაშინვე იც-
ნო: გაფითრდა და გვითხრა, ალბერტო აქ არისო. შეეცადა,
არ შეემჩნია, რომ ეშინოდა, მაგრამ მე მაინც მივხვდი, როგო-
რი დაფეთებული იყო. ლიმამ იქით გაიხედა, საითაც ლუპეს
თვალები მიანიშნებდა და უპასუხა, ჰო, მართლაც ალბერტო
და ერთ-ერთი მისი ძმაკაცი იყვნენო. ბელანომ ჩაქროლილ
მანქანას კაფეს ვიტრაჟებიდან შეასწრო თვალი და განაცხა-
და, მოგვეჩვენაო. მე ალბერტო სრულიად გარკვევით დავინა-
ხე. აქედან ახლავე წავიდეთ-მეთქი, ვთხოვე ჩემს თანამგზავ-
რებს. ბელანომ შემოგვხედა და გვითხრა, არც იფიქროთ, ჯერ
ნოგალესის ბიბლიოთეკაში მივალთ, მერე, როგორც ვგეგ-
მავდით, ერმოსილიოში დავბრუნდებით და ძიებას განვაგ-
რძობთო. ლიმა დაეთანხმა. უთხრა კიდეც, შენი ახირება,
ძმაო, მომწონსო. ასე დავასრულეთ საუზმე (არც მე და არც
ლუპეს ყელში არაფერი ჩაგვსვლია), კაფედან გამოვედით,
974 მკითხველთა ლიგა
„იმპალაში“ ჩავსხედით და ბელანო ბიბლიოთეკის შესას-
ვლელთან დავტოვეთ. გამაგრდით, რა გჭირთ, მოჩვენებებს
მოეშვითო, მოგვაძახა ბელანომ, სანამ იმ კარში გაუჩინარ-
დებოდა. ლიმა კარგა ხანს შესცქეროდა ბიბლიოთეკის კარს,
თითქოს იმაზე ფიქრობდა, ბელანოს რა ვუპასუხოო, მერე კი
მანქანა დაქოქა. შენც ხომ დაინახე, ულისეს, ნამდვილად ის
იყოო, უთხრა ლუპემ. მგონიო, თქვა ლიმამ. რომ შემხვდეს,
რა უნდა ვქნათო, იკითხა ლუპემ. ლიმამ არაფერი უპასუხა.
მანქანა უკაცრიელ ქუჩაზე გავაჩერეთ, საშუალო კლასის
უბანში, სადაც არც ბარები ჩანდა, არც რამე კომერციული და-
წესებულებები, გარდა ხილის ფარდულისა. ლუპემ თავისი
ბავშვობის ამბების მოყოლა დაიწყო, მერე მეც მოვყევი ჩემი
ბავშვობის ამბები, ისე, დრო რომ მოგვეკლა, სხვა არაფრის-
თვის. მართალია, ულისესს სიტყვა საერთოდ არ დაუძრავს
და წიგნის კითხვას შეუდგა, მაგრამ არც თავისი ადგილი მი-
უტოვებია საჭესთან და ეტყობოდა, რომ გვისმენდა, რადგან
დროდადრო წიგნიდან თავს სწევდა, შემოგვხედავდა და გვი-
ღიმოდა. თორმეტს რომ გადასცდა, ბელანოსთან წავედით.
ლიმამ მანქანა იქვე ახლოს მოედანზე გააჩერა და მე დამავა-
ლა, ბიბლიოთეკაში შევსულიყავი. თვითონ ლუპესთან ერ-
თად დარჩა „იმპალაში“ იმ შემთხვევისთვის, თუ ალბერტო
გამოჩნდებოდა, გაქცევა შესძლებოდათ. სწრაფად გადავირ-
ბინე ოთხი ქუჩა, ისე, რომ აქეთ-იქით არც კი გამიხედავს და
ბიბლიოთეკაში შევვარდი. ბელანო სიძველით ჩამუქებულ,
გრძელ ხის მაგიდასთან მჯდარი დავინახე, ნოგალესის ადგი-
ლობრივი გაზეთის უამრავ შეკვრაში ჩაფლული. რომ მივუახ-
ლოვდი, თავი ასწია. ბიბლიოთეკაში მის გარდა არავინ იყო.
ხელით მანიშნა, მომიახლოვდი და გვერდით დამიჯექიო.

975 მკითხველთა ლიგა


21 იანვარი
რაღაც ნეკროლოგის მსგავსი წერილიდან, რომელიც ნო-
გალესის გაზეთს პეპინ აველიანედას დასაფლავების დღეს
დაებეჭდა, მეხსიერებაში სესარეა ტინახეროს გამოსახულება
ჩამრჩა. უდაბნოს ნაღვლიან გზაზე მიაბიჯებდა თავის ტან-
მორჩილ ტორეადორთან ერთად, ასე რომ ცდილობდა, ტან-
მორჩილი არ გამოჩენილიყო, ასე რომ ცდილობდა, გაზრდი-
ლიყო, და მართლაც, სინამდვილეში, ნელ-ნელა გაიზარდა,
სანამ დაახლოებით მეტრს და სამოცს არ მიაღწია, მერე კი
საერთოდ გაქრა.

22 იანვარი
ელ კუბოში ვართ. კაცი ნოგალესიდან ელ კუბოში რომ ჩა-
ვიდეს, ჯერ ფედერალურ ტრასაზე უნდა გაიყვანოს მანქანა და
ასე იაროს სანტა-ანამდე, იქიდან დასავლეთით სანტა-ანადან
პუებლო ნუევომდე, პუებლო ნუევოდან ალტარამდე, ალტა-
რიდან კაბორკამდე, კაბორკიდან სან-ისიდრომდე, სან-ისიდ-
როდან იმ ტრასას უნდა დაადგეს, რომელიც სონოიტაში მი-
დის, არიზონის საზღვართან, მაგრამ მანამდე უნდა გადაუხვი-
ოს და ასე ოცდახუთი-ოცდაათი კილომეტრი შარაგზით
იაროს. ნოგალესის გაზეთი იმ ნეკროლოგში ტორეადორის
„ერთგულ მეგობარ ქალს, ელ კუბოს უანგარო მასწავლე-
ბელს“ მოიხსენიებდა. სოფელში ჩასვლისთანავე გეზს სკო-
ლისკენ ვიღებთ. ერთი შეხედვაც საკმარისია იმის მისახვედ-
რად, რომ სკოლის შენობა 1940-ის შემდეგაა აგებული. აქ სე-
სარეა ტინახერო ვერ იმუშავებდა. ალბათ სკოლის საძირ-
კველს თუ გავთხრით, მოგვეცემა შანსი, ძველი სკოლის ნაშ-
თები ვიპოვოთ.

976 მკითხველთა ლიგა


მასწავლებელს ვპოულობთ და ვესაუბრებით. გვიყვება,
რომ ბავშვებს ესპანურსა და პაპაგოს ენას ასწავლის. პაპა-
გოები არიზონასა და სონორას შორის ცხოვრობენ. თვითონ
გუაიმასიდან არის, პაპამისი კი მაიას ტომის ინდიელი იყო.
ვეკითხებით, პაპაგოს ენას რატომ ასწავლიო. რომ არ და-
იკარგოსო, გვპასუხობს. მექსიკაში მარტო ორასიოდე პაპა-
გოა დარჩენილი. მართლაც ძალიან ცოტანი ყოფილანო, ვა-
ღიარებთ. არიზონაში თექვსმეტი ათასია, მაგრამ მექსიკაში
მარტო ორასიო. ელ კუბოში რამდენი იქნება? ოციოდე, გვპა-
სუხობს მასწავლებელი, მაგრამ ასე არ გაგრძელდება, ამაზე
მე ვიზრუნებო. მერე იმასაც გვიხსნის, რომ პაპაგო საკუთარ
თავს ასე არ ეძახის, მათი თვითდასახელება ო’ტამია, ასევეა
სხვა ხალხებიც, მაგალითად, პიმაები საკუთარ თავს ოობს
ეძახიან, სერიები კონკააკს. ჩვენ ვუყვებით, რომ ბაია კინოში
ვიყავით, პუნტა ჩუეკაში, ელ დოლარშიც და სერის ტომის
სიმღერა მოვისმინეთ მეთევზეებისგან. მასწავლებელი გა-
ოცებულია. კონკააკები დიდი-დიდი შვიდასი იყვნენ დარჩენი-
ლები და მეთევზეობას არ მისდევენო. ჰო, მაგრამ იმ მეთევ-
ზეებმა სერიების სიმღერა იცოდნენო, არ ვეპუებით. შესაძლე-
ბელიაო, გვპასუხობს მასწავლებელი, მაგრამ უფრო სავარა-
უდოა, რომ მოგატყუესო. მოგვიანებით სადილზე სახლში გვე-
პატიჟება. მარტო ცხოვრობს. ვეკითხებით, არ გინდათ საც-
ხოვრებლად ერმოსილიოში ან მეხიკოში გადახვიდეთო?
გვპასუხობს, არაო. ეს ადგილი მოსწონს. მერე ერთი დედაბ-
რის სანახავად მივდივართ პაპაგოს ტომიდან, ელ კუბოდან
ერთ კილომეტრში ცხოვრობს. დედაბერს ალიზით ნაშენი
სახლი აქვს, სახლი სამი ოთახისგან შედგება, ორი ოთახი ცა-
რიელია, ერთში თვითონ და მისი ცხოველები ცხოვრობენ.

977 მკითხველთა ლიგა


მიუხედავად ამისა, სუნი თითქმის შეუმჩნეველია, ფანჯრებზე
მინები არ აქვს და სუნს უდაბნოს ქარი ფანტავს.
მასწავლებელი დედაბერს თავის ენაზე უხსნის, რომ ჩვენ
სესარეა ტინახეროს ამბავი გვაინტერესებს. დედაბერი მას-
წავლებელს უსმენს, ჩვენ გვიყურებს და მერე „უიოო“, ამ-
ბობს. ბელანო და ლიმა ერთხანს ერთმანეთს შესცქერიან.
ვხვდები, რასაც ფიქრობენ, ეს დედაბრის ნათქვამი „უიო“ რას
ნიშნავს275: გაქცევას პაპაგოს ენაზეც თუ, უბრალოდ, შორის-
დებულს. კარგი ადამიანია, ამბობს დედაბერი. კარგ კაცთან
ერთად ცხოვრობდა. ორივე კარგი იყო. მასწავლებელი ჩვენ
გვიყურებს და გვიღიმის. ის კაცი როგორ გამოიყურებოდაო,
ეკითხება ბელანო და ხელებით სხვადასხვა სიმაღლეს უჩვე-
ნებს. საშუალო, ამბობს დედაბერი, გამხდარი, საშუალო სი-
მაღლის, ღია ფერის თვალებით. ასეთი ღია ფერის? ამბობს
ბელანო და კედლიდან ზეთისხილის ტოტს იღებს. ასეთი ღია,
უდასტურებს დედაბერი, საშუალო ასეთი? ისევ ეკითხება ბე-
ლანო და ბევრად უფრო დაბალ სიმაღლეს უჩვენებს. ჰო, ასე-
თი, ამბობს დედაბერი. სესარეა ტინახერო? კითხვების დას-
მას განაგრძობს ბელანო. მარტო, ამბობს დედაბერი, თავის
კაცთან ერთად წავიდა და მარტო დაბრუნდა. აქ რამდენ ხანს
ცხოვრობდა? სანამ სწავლა იყო, კარგი მასწავლებელია, ამ-
ბობს დედაბერი. ერთი წელი? აზუსტებს ბელანო. დედაბერი
ბელანოს და ლიმას შესცქერის, მაგრამ თითქოს ვერც კი ხე-
დავსო. მერე თანაგრძნობით სავსე მზერა ლუპეზე გადააქვს.
პაპაგოს ენაზე რაღაცას ეკითხება. მასწავლებელი თარგმნის:
ამათგან შენი კაცი რომელიაო. ლუპე იღიმება, ვერ ვხედავ,
ჩემს ზურგს უკან დგას, მაგრამ ვიცი, რომ იღიმება და პასუ-

275 უიო (ესპ.) – გაიქცა.


978 მკითხველთა ლიგა
ხობს, არც ერთიო. არც იმას ჰყოლია კაცი, ამბობს დედაბერი.
ერთხელ კაცთან ერთად წავიდა, მაგრამ მერე მარტო დაბ-
რუნდაო. მერე ისევ მასწავლებლობდა? კითხულობს ბელანო.
დედაბერი რაღაცას პასუხობს პაპაგოს ენაზე. სკოლაში ცხოვ-
რობდა, გვითარგმნის მასწავლებელი, მაგრამ კლასში აღარ
შედიოდა. ახლა უკეთესადაა საქმე, ამბობს დედაბერი. არ და-
იჯერო, ამბობს მასწავლებელი. მერე რა მოხდა? დედაბერი
პაპაგოს ენაზე ლაპარაკობს, სიტყვებს ერთმანეთში ხლარ-
თავს, რაც მხოლოდ მასწავლებელს ესმის, მაგრამ ჩვენ გვი-
ყურებს და ბოლოს იღიმება. ერთხანს სკოლაში ცხოვრობდა,
მერე კი წავიდა, ამბობს მასწავლებელი. მგონი, იმას ამბობს,
ძალიან გახდა, ძვალი და ტყავიღა დარჩაო, გვეუბნება მას-
წავლებელი, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, რაღაცებს ურე-
ვს ერთმანეთშიო. მეორე მხრივ, თუ იმას გავითვალისწინებთ,
რომ არ მუშაობდა, გამოდის, რომ არც ხელფასი ჰქონდა და,
აქედან გამომდინარე, გასაგებია, რატომაც გახდებოდა, – გა-
ნაგრძობს მასწავლებელი. საჭმლის ფული არ ექნებოდა. ჭამ-
და, გვესმის უცებ დედაბრის ხმა და მოულოდნელობისაგან
ყველანი შევხტებით. მე ვაძლევდი საჭმელს, დედაჩემიც აძ-
ლევდა. მაინც ძვალი და ტყავი იყო. თვალები სულ ჩაუცვივ-
და, ჭრელ გველს დაემსგავსა, კორალილიოს. კორალი-
ლიოს? იმეორებს ბელანო. Micruroides, euryxanthus, გვიხ-
სნის მასწავლებელი, ზოლებიანი, შხამიანი გველია. ეტყობა,
კარგი მეგობრები იყვნენ, ამბობს ბელანო, მერე როდის წავი-
და? ერთი ხნის შემდეგ, ამბობს დედაბერი გაურკვევლად, ვერ
ვხვდებით, რამდენ ხანს გულისხმობს. პაპაგოებისთვის, ამ-
ბობს მასწავლებელი, მეტ-ნაკლები დრო თითქმის დაახლოე-
ბით მარადისობის ეკვივალენტია. სანამ წავიდოდა, როგორ

979 მკითხველთა ლიგა


იყო? ეკითხება ბელანო. გამხდარი, როგორც კორალილიო,
იმეორებს დედაბერი.
მოგვიანებით, სანამ დაბინდდებოდა, დედაბერი ელ კუბო-
ში გამოგვყვა. ის სახლი უნდა ეჩვენებინა, სადაც სესარეა ტი-
ნახერო ცხოვრობდა. სახლი ფარეხის გვერდით მდებარეობ-
და. ფარეხს სიძველისგან ხის ღობეები გადაღუნვოდა და ლა-
მის სულ დაშლოდა, იქვე გამოცარიელებული ქოხიც იდგა,
მაგრამ ადრე ალბათ შიგ სასოფლო-სამეურნეო იარაღებს
ინახავდნენ. სახლი პატარა იყო, გვერდით გამომშრალი პა-
ტიოთი. მიახლოებისას დავინახეთ, რომ მისი ერთადერთი
ფანჯრიდან სინათლე გამოდიოდა. დავიძახოთ? იკითხა ბე-
ლანომ. არავითარი აზრი არა აქვს, უპასუხა ლიმამ. ასე რომ,
ძეძვნარით ისევ უკან დავბრუნდით პაპაგო დედაბრის სახ-
ლამდე, ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადეთ, ძილი ნე-
ბისა ვუსურვეთ და მარტონი დავბრუნდით ელ კუბოში. თუმცა,
სინამდვილეში მარტო მხოლოდ ის დედაბერი დარჩა.
იმ ღამით მასწავლებლის სახლში გვეძინა. ნავახშმევს ლი-
მამ უილიამ ბლეიკის კითხვა დაიწყო, ბელანო და მასწავლე-
ბელი ჯერ სასეირნოდ გავიდნენ უდაბნოში, მერე კი, რომ
დაბრუნდნენ, მასწავლებლის საძინებელში შევიდნენ. მე და
ლუპემ ჯერ ჭურჭელი დავრეცხეთ, მერე გარეთ გავედით მო-
საწევად და ვარსკვლავების საყურებლად, მერე „იმპალაში“
ვიჟიმავეთ. სახლში რომ დავბრუნდით, იატაკზე ჩაძინებულ
ლიმას გადავაწყდით, ხელში ისევ წიგნი შერჩენოდა. მასწავ-
ლებლის ოთახიდან შინაურული ჩურჩული ისმოდა, რაც იმას
ნიშნავდა, რომ არც მასწავლებელი და არც ბელანო საძინებ-
ლიდან დილამდე არ გამოვიდოდნენ. ამიტომ, ლიმას საბანი
გადავაფარეთ, იქვე, იატაკზე ჩვენთვისაც მოვიწყვეთ საწოლი
და სინათლე ჩავაქრეთ. დილის რვა საათზე მასწავლებელი
980 მკითხველთა ლიგა
საძინებელში შევიდა და ბელანო გააღვიძა. ტუალეტი უკანა
ეზოში იყო. ტუალეტიდან დაბრუნებულებს ფანჯრები ღია
დაგვხვდა. მაგიდაზე ახლად ადუღებული ყავადანი იდგა.
ერთმანეთს ქუჩაში დავემშვიდობეთ. სკოლამდე მანქანით
მიყვანა შევთავაზეთ, მაგრამ მასწავლებელმა უარი გვითხრა.
ერმოსილიოში რომ ვბრუნდებოდით, ისეთი შეგრძნება მქონ-
და, თითქოს ეს დედანატირები მიწა ახლა კი არ ვნახე პირვე-
ლად, არამედ აქ დავიბადე.

23 ინვარი
ყველაფერი შემოვიარეთ: სონორის კულტურის ინსტიტუ-
ტი, ინდიელთა ეროვნული ინსტიტუტი, ფოლკლორის ცენტრი
(სონორის რეგიონული კავშირი), განათლების ეროვნული
საბჭო, განათლების საბჭოს სამდივნოს არქივი (სონორის
მხარისა), ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინ-
სტიტუტი (სონორის რეგიონული ცენტრი), და პილო იანიესის
სახელობის ხარების ბრძოლის ცენტრშიც ხელახლა მივე-
დით. ამ უკანასკნელში ამჯერად კარგად მიგვიღეს.
სესარეა ტინახეროს კვალი ხან გამოჩნდება, ხან ისევ გაქ-
რება ხოლმე. ერმოსილიოს ზეცას სისხლისფერი ედო. ბელა-
ნომ სოფლის მასწავლებლების ძველი დავთრები მოითხოვა.
იმედი ჰქონდა, რომ იქ მიაკვლევდა რამე ინფორმაციას, თუ
რა ბედი ეწია ელ კუბოდან წავლის შემდეგ მასწავლებელ სე-
სარეა ტინახეროს. საპასუხოდ პასპორტი მოსთხოვეს. მაგრამ
ბელანოს საბუთები წესრიგში არა აქვს და ინსტიტუტის მდი-
ვანმა უთხრა, რომ სულ მცირე, დეპორტაცია ემუქრებოდა.
სად? იყვირა ბელანომ. თქვენს სამშობლოში, ახალგაზრდავ,
აუღელვებლად უპასუხა მდივანმა ქალმა. წერა-კითხვა არ
იცით? გაწიწმატდა ბელანო. ვერ კითხულობთ, აქ რა წერია?
981 მკითხველთა ლიგა
ვერ ხედავთ, რომ ჩილეელი ვარ? დეპორტაციას მირჩევნია
ახლავე მესროლოთ! პოლიცია გამოიძახეს და იძულებულები
გავხდით გამოვქცეულიყავით, წარმოდგენა არ გვქონდა, თუ
ბელანო ჩვენს ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდა.

24 იანვარი
რაც დრო გადის, ბელანოს დღითიდღე უფრო ღალატობს
ნერვები, ლიმას კი აღფრთოვანება ემატება. დღეს ალბერტოს
და მის მეგობარ პოლიციელს კიდევ ერთხელ მოვკარით თვა-
ლი. ბელანოს არ დაუნახავს, ან არ უნდოდა, რომ დაენახა.
ლიმამ დაინახა, მაგრამ მისთვისაც სულერთი იყო. ლუპეს
ყოფილ სუტენიორთან სავარაუდო შეხვედრა მარტო მე და
ლუპეს გვანერვიულებს (და თან ძალიანაც). როცა ამაზე და-
ვიწყეთ ლაპარაკი, სერიოზული არაფერიაო, განაცხადა ბე-
ლანომ, რათა კამათი საბოლოოდ შეეწყვიტა. ბოლო-ბოლო
შუაზე გადავჭრითო. ნერვიულობისგან სიცილი ამიტყდა. თა-
ვი ლაჩრად არ მიმაჩნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თავის
მოკვლა გამიხარდება. აუცილებლად იარაღით იქნებიან წა-
მოსულებიო, თქვა ლუპემ. იარაღი მეც მაქვსო, მიუგო ბელა-
ნომ. მოგვიანებით განათლების არქივში მე გამგზავნეს. იქ
ვთქვი, მეხიკოს ჟურნალისთვის წერილს ვამზადებ სონორის
სოფლის სკოლებზე და ოცდაათიანი წლების პერიოდი მაინ-
ტერესებს-მეთქი. რა ახალგაზრდა ჟურნალისტიაო, აღნიშნეს
მდივანმა ქალებმა და თან ფრჩხილებზე ლაქის წასმა განაგ-
რძეს. იმ არქივში რაღაცას მართლაც მივაგენი. კერძოდ: სე-
სარეა ტინახეროს ამ მხარეში მასწავლებლად 1930-1936
წლებში უმუშავია, მისი პირველი სამუშაო ადგილი ელ კუბო
ყოფილა, მერე ერმოსილიოში გადასულა, მერე პიტიკიტოში,

982 მკითხველთა ლიგა


ბაბაკოში და სანტა-ტერესაში. იქიდან კი სონორის შტატის
მასწავლებელთა რიგები დაუტოვებია.

25 იანვარი
ლუპეს თქმით, ალბერტომ უკვე იცოდა, სადაც ვიყავით,
რომელ პანსიონში ვცხოვრობდით, რომელი მანქანით დავ-
დიოდით და მარტო შესაფერის დროს ელოდა, რომ თავს მო-
ულოდნელად დაგვტყდომოდა. ერმოსილიოს იმ სკოლის სა-
ნახავად წავედით, სადაც სესარეა მუშაობდა. ოცდაათიანი
წლების მასწავლებლების შესახებ დავიწყეთ გამოკითხვა.
ყოფილი დირექტორის მისამართი მოგვცეს. მისი სახლი შტა-
ტის ყოფილი ციხის მეზობლად აღმოჩნდა. შენობა ქვისაა,
სამსართულიანი შენობაა, რომელიც კოშკით ბოლოვდება და
დანარჩენი სათვალთვალო კოშკებისგან გამოირჩევა (უფრო
მაღალია). მნახველზე ერთგვარ დამთრგუნველ შთაბეჭდი-
ლებას ტოვებს. ეს ისეთი არქიტექტურული ნამუშევარია, რომ
ისტორიას აუცილებლად შემორჩებაო, გვითხრა დირექტორ-
მა.

26 იანვარი.
გავემგზავრეთ პიტიკიტოში. დღეს ბელანომ თქვა, იქნებ
ჯობდეს, მეხიკოში დავბრუნდეთო. ლიმასთვის სულერთია.
ამბობს, თავიდან საჭესთან ამდენ ხანს ჯდომით ვიღლებოდი,
ახლა კი, პირიქით, მომწონს კიდეც. როცა მძინავს, მაშინაც
კი მესიზმრება, თითქოს კიმის „იმპალას“ საჭეს ვუზივარ და
ამ გზებზე დავატარებო. ლუპე მეხიკოში დაბრუნებაზე არა-
ფერს ამბობს, მაგრამ ზოგადად მიაჩნია, რომ უკეთესი იქნე-
ბა, თუ დავიმალებით. მე მასთან განშორება არ მინდა, მაგ-
რამ არც რამე გეგმა მაქვს. – რადგან ასეა, წინ! – ამბობს ბე-
983 მკითხველთა ლიგა
ლანო. სამაგიეროდ, ხელები – ეს მაშინ შევნიშნე, როდესაც
წინ გადავიხარე, რომ სიგარეტი გამომერთმია – უკანკალებს.

27 იანვარი
პიტიკიტოში ვერაფერი ვიპოვეთ. ერთხანს ტრასაზე გაჩე-
რებულ მანქანაში ვისხედით. ის ტრასა ჯერ კაბორკამდე მი-
დიოდა, მერე ელ კუბოსკენ უხვევდა. ვისხედით და იმაზე
ვფიქრობდით, იმ მასწავლებელ ქალთან კიდევ ერთხელ ხომ
არ ჩავიდეთო. ბოლო სიტყვა ბელანოს ეკუთვნოდა და ჩვენც
მის გადაწყვეტილებას ველოდით, თუმცა, არ ვაჩქარებდით.
უბრალოდ, გზას გავყურებდით. გზაზე მანქანები კანტიკუნტად
მიდი-მოდიოდნენ, მარტო დროდადრო თუ ჩაგვივლიდნენ,
ცაზე ქარი წყნარი ოკეანიდან მოაგელვებდა ძალიან თეთრს
ღრუბლებს. როგორც იქნა, ბელანომ ხმა ამოიღო და თქვა,
ბაბაკოში წავიდეთო. ლიმამ ძრავა ხმაამოუღებლად ჩართო,
საჭე მარჯვნივ მიატრიალა და იქაურობა დავტოვეთ.
მგზავრობა ხანგრძლივი გამოდგა. ისეთ ადგილებში მოგ-
ვიხდა სიარული, სადაც აქამდე არ გაგვევლო, თუმცა, მიუხე-
დავად ამისა, სხვებისა არ ვიცი, მაგრამ მე ამ მთელი მგზავ-
რობის მანძილზე არ მშორდებოდა შეგრძნება, თითქოს იქ უკ-
ვე ნამყოფი ვიყავი. პიტიკიტოდან გეზი სანტა ანასკენ ავიღეთ
და ფედერალურ ტრასაზე გავედით. ფედერალური ტრასით
ვიარეთ ერმოსილიომდე. ერმოსილიოდან სხვა ტრასაზე გა-
დავედით, რომ აღმოსავლეთით, მასატანამდე მივსულიყა-
ვით, მასატანიდან კი ლა ესტრელამდე. იქ მოასფალტებული
გზა დამთავრდა და ბაკანორამდე, საუარიპამდე და ბაბაკომ-
დე სულ შარაგზაზე მოგვიხდა სიარული. ბაბაკოს სკოლიდან
ისევ საუარიპაში გაგვიშვეს, რადგან რაიონული ცენტრი იქ
იყო და თუ რეგისტრაციებთან დაკავშირებით რამის მოძიება
984 მკითხველთა ლიგა
გვინდოდა, იქ უნდა მოგვეძებნა. მაგრამ იქ ვერაფერი ვიპო-
ვეთ, თითქოს 30-იანი წლების ბაბაკოს სკოლისთვის ქარიშ-
ხალს გადაევლო და ყველაფერი გაეცამტვერებინა. როგორც
აქ ჩამოსვლის პირველ დღეებში, ახლაც მანქანაში გავათე-
ნეთ ღამე. ღამეული ხმები ჩაგვესმოდა: მგელი-ობობების,
მორიელების, ორმოცფეხების, ტარანტულების, შავი ქვრივე-
ბის, გომბეშოების შარიშური არ გვასვენებდა. ყველა შხამი-
ანია, ყველა მომაკვდინებლად საშიში. ალბერტოს აქ ყოფნა
(უკეთესი იქნებოდა მეთქვა, გარდაუვალობა) დროდადრო
ისევე რეალურია, როგორც ეს ღამეული შარიშური. არ ვიცი
რატომ, მაგრამ ბაბაკოს გარეუბანში დავბრუნდით, მანქანის
ფარები ჩავრთეთ და სანამ დავიძინებდით, ყველაფერზე ვი-
ლაპარაკეთ ალბერტოს გარდა. ვილაპარაკეთ მეხიკოზე,
ფრანგულ პოეზიაზე. მერე ლიმამ ფარები გამორთო. ბაბაკოც
სიბნელეშია ჩანთქმული.

28 იანვარი.
ალბერტო სანტა-ტერესაში რომ გადაგვეყაროს?

29 იანვარი
აი, რას მივაგენით: ჯერ ისევ მასწავლებლად მომუშავე
ქალმა გვითხრა, სესარეას ვიცნობდიო. 1936 წელს გაიცნო,
როდესაც თვითონ ოცი წლისა იყო. სკოლაში მასწავლებლის
ადგილი ახალი ნაშოვნი ჰქონდა, უკვე რამდენიმე თვე იყო,
რაც სესარეა იქ მუშაობდა, ამიტომ, სრულიად ბუნებრივად
დამეგობრდნენ. ტორერო აველიანედას ამბავი ქალმა არ
იცოდა, არც რომელიმე სხვა კაცისა მის გვერდით. როდესაც
სესარეამ სამსახურს თავი დაანება, ვერ გაუგო, მაგრამ ისე

985 მკითხველთა ლიგა


მიიღო, როგორც ერთ-ერთი ის უცნაურობა, რაც მის მეგო-
ბარს ახასიათებდა.
ერთხანს სულ დაკარგული იყო, რამდენიმე თვით, შეიძ-
ლება მთელი წლითაც, მაგრამ ერთ დილით სკოლის კართან
მისული დაინახა და მეგობრობა განაახლეს. მაშინ სესარეა
ოცდათხუთმეტი წლისა იყო და ჩვენს თანამოსაუბრეს – თუმ-
ცა ახლა ნანობდა – ის შინაბერად მიაჩნდა. სესარეამ საკონ-
სერვო ქარხანაში დაიწყო მუშაობა. ის ქარხანა სანტა-ტერე-
საში მდებარეობდა. ცხოვრობდა ერთ ოთახში, რუბენ დარი-
ოს ქუჩაზე, რომელიც მაშინ გარეუბანი იყო და მარტოხელა
ქალისთვის საშიში და არარეკომენდებული. იცოდა თუ არა,
რომ სესარეა ლექსებს წერდა? არა, არ იცოდა. სანამ სკოლა-
ში ერთად მუშაობდნენ, ხშირად დაუნახავს, როგორ იჯდა მი-
სი მეგობარი ცარიელ საკლასო ოთახში და როგორ იწერდა
რაღაცას შავყდიან, ძალიან სქელ რვეულში. ის რვეული ყო-
ველთვის თან დაჰქონდა და ეგონა, დღიურს წერსო. როდე-
საც სესარეამ საკონსერვო ქარხანაში დაიწყო მუშაობა, მე-
გობრები ერთმანეთს ქალაქის ცენტრში უნიშნავდნენ შეხვედ-
რას, მერე კი ან კინოში მიდიოდნენ, ან საყიდლებზე. თუ და-
აგვიანდებოდა და მისვლას სესარეა დაასწრებდა, ქალი ხე-
დავდა, მის მოლოდინში მეგობარს, ისევ როგორ ეჭირა შავ-
ყდიანი რვეული და ისევ როგორ იწერდა რაღაცას. რვეული
ისეთივე იყო, როგორიც წინათ ჰქონდა, სკოლაში, მაგრამ
უფრო მომცრო ფორმატისა, ლოცვანს უფრო ჰგავდა და შიგ
მისი მეგობრის ხელით ჩაწერილ წვრილ ასოებს ჩვენი თანა-
მოსაუბრე მწერების ნაფეხურებს ამსგავსებდა. მისთვის არა-
სოდეს არაფერი წაუკითხავს. ერთხელ ჰკითხა, რას წერო,
მაგრამ სესარეამ უპასუხა, ერთ ბერძენ ქალზეო. იმ ბერძენ

986 მკითხველთა ლიგა


ქალს ჰიპათია276 ერქვა. კარგა ხნის მერე მოძებნა ეს სახელი
ენციკლოპედიაში და გაიგო, რომ ჰიპათია ალექსანდრიელი
ფილოსოფოსი იყო, რომელიც ქრისტეშობიდან 415 წელს
გარდაიცვალა. რატომღაც ჩათვალა, ალბათ იმპულსურად,
რომ სესარეა თავს იმ ჰიპათიასთან აიგივებდა. მეტი არაფერი
უკითხავს, შეიძლება ჰკითხა კიდეც, მაგრამ აღარ ახსოვდა.
გვინდოდა, გაგვეგო, სესარეა რას კითხულობდა, ან იქნებ
რომელიმე წიგნის სათაურს ახსენებდა. მართლაც ბევრს კით-
ხულობდაო, მაგრამ იმ მასწავლებელს არცერთი იმ წიგნის
დასახელება არ ახსოვდა, რომელიც სესარეას ბიბლიოთეკი-
დან გამოჰქონდა და, როგორც ჩანს, სხვაგანაც შოულობდა.
საკონსერვო ქარხანაში მუშაობდა დილის რვა საათიდან სა-
ღამოს ექვსამდე, ასე რომ, კითხვისთვის ბევრი დრო არ რჩე-
ბოდა, თუმცა ჩვენი თანამოსაუბრე თვლიდა, რომ ძილს იკ-
ლებდა, ბევრი რომ ეკითხა. მერე მოხდა ისე, რომ საკონსერ-
ვო ქარხანა დახურეს და სესარეა კარგა ხნით უმუშევარი
დარჩა. ის ამბავი 1945 წელს მოხდა. ერთხელ, ღამით, კინო-
დან გამოსვლის შემდეგ ამ მასწავლებელმა სახლამდე მიაცი-
ლა. იმ დროს თვითონ უკვე გათხოვილი იყო და სესარეას ად-
რინდელზე უფრო იშვიათად ნახულობდა. მარტო ერთხელ
იყო მის ბინაში ნამყოფი რუბენ დარიოს ქუჩაზე. ქმარი კარგი
ჰყავდა, ნამდვილი წმინდანის ხასიათი ჰქონდა, თუმცა სესა-
რეასთან მის მეგობრობას კარგი თვალით არ უყურებდა. რუ-
ბენ დარიოს ქუჩა იმ დროისთვის ისეთ ადგილად ითვლებო-
და, სადაც თავს სანტა-ტერესას ყველა კრიმინალი იყრიდა.
რამდენიმე დაჯგუფება იყო, რომლებსაც, კვირა არ გავიდო-
და, სისხლიანი გარჩევა არ მოეწყოთ. მეზობლად ცხოვრობ-
276ჰიპათია – გვიან ელინისტური ეპოქის ფილოსოფოსი-ნეოპლატონიკო-
სი, მათემატიკოსი, მექანიკოსი, ასტრონომი
987 მკითხველთა ლიგა
დნენ უსამსახუროდ დარჩენილი მუშები ან სოფლიდან ქა-
ლაქში ახლად ჩამოსული გლეხები, ბავშვების უმეტესობა
სკოლაში არ დადიოდა. ეს მასწავლებელმა იქიდან იცოდა,
რომ სესარეას რამდენიმე ასეთი ბავშვი თავად მიეყვანა სკო-
ლაში და ჩაერიცხა. იქ ცხოვრობდნენ ქუჩის მეძავებიც და მა-
თი სუტენიორებიც. პატიოსანი ქალისთვის სასურველი ქუჩა
ნამდვილად არ იყო (ალბათ ასეთ ადგილას ცხოვრება გახდა
სწორედ ის მიზეზი, რამაც ჩვენი მოსაუბრის მეუღლე სესარე-
ას წინააღმდეგ განაწყო), და თუ ამას თვითონ ჩვენი მასწავ-
ლებელი ვერ ამჩნევდა, ალბათ იმიტომ, რომ იქ მარტო ერ-
თხელ მივიდა, გათხოვებამდე, როდესაც, როგორც თავად
გვითხრა, გულუბრყვილო და დაბნეული იყო.
მაგრამ იმ მეორე ვიზიტმა ქალზე სულ სხვა შთაბეჭდილება
მოახდინა. რუბენ დარიოს ქუჩის სიღატაკემ და მიუსაფრობამ
ისე დასცა თავზარი, თითქოს ვიღაც მოკვლით ემუქრებაო.
თავად ის ოთახი, სადაც სესარეა ცხოვრობდა, სუფთა და მო-
წესრიგებული დახვდა, ისეთი, როგორიც ყოფილ მასწავლე-
ბელს შეეფერებოდა, მაგრამ მოდიოდა იმ ოთახიდან რაღაც,
რაც ამ მასწავლებელს გულს უმძიმებდა. ის ოთახი იყო ის
სასტიკი მტკიცებულება იმ თითქმის გადაულახავი სხვაობისა,
რაც მეგობარს აშორებდა. არა, არეულობა არსად შეუნიშ-
ნავს, არც ცუდი სუნი იდგა (როგორც ბელანომ ჰკითხა), არც
ის, რომ მისი სიღატაკის საზღვრები სიღარიბის მისაღებ საზ-
ღვრებს სცილდებოდა, არც ის, რომ რუბენ დარიოს სიბინძუ-
რეს სესარეას სამყოფელში შეეღწია, არა, მაგრამ იყო რაღაც
სხვა, რაღაც მოუხელთებელი, თითქოს რეალობა სადღაც ჩა-
კარგულიყო იმ ოთახის ინტერიერში, დაგრეხილიყო, ან თით-
ქოს, კიდევ უარესი, ვიღაცას – სესარეას, სხვას ვის? – ეს რე-
ალობა შეუმჩნევლად სადღაც სხვა მხარისკენ გადაეხარა
988 მკითხველთა ლიგა
დროის ნელ მდინარებაში. კიდევ ერთი რამ შეიძლებოდა ყო-
ფილიყო: სესარეა რეალობას შეგნებულად ამახინჯებდა.
რა უნდა დაენახა ამ ქალს ისეთი, რამაც მასზე ასეთი შთა-
ბეჭდილება მოახდინა? დაინახა რკინის საწოლი, ქაღალდე-
ბით სავსე მაგიდა, რომელზეც ერთმანეთზე ორ მწკრივად
ელაგა ოცზე მეტი შავყდიანი რვეული, დაინახა სესარეას მცი-
რეოდენი სამოსი, რომლებიც ოთახში გარდიგარდმო გაკი-
დულ თოკზე იყო გამწკრივებული, ინდიელების ყაიდაზე ნაქ-
სოვი ხალიჩა, პატარა ტუმბა და ზედ პატარა პარაფინის ღუმე-
ლი, სამი წიგნი, რომელთა სათაურები არ ახსოვდა, ერთი
წყვილი უქუსლო ფეხსაცმელი, საწოლიდან გამოჩრილი შავი
წინდები, კუთხეში მიდგმული ტყავის ჩემოდანი, დაინახა ჩა-
ლის შავად შეღებილი ქუდი, რომელიც პაწაწინა საკიდზე ეკი-
და კარის უკან და საჭმელი: პურის ნატეხი, ყავის მადუღარა
და შაქრის ქილა, დაინახა შოკოლადის ნახევრად შეჭმული
ფალაც, რომელიც სესარეამ შესთავაზა, მაგრამ სტუმარმა უა-
რი უთხრა, კიდევ დაინახა იარაღი: ზამბარიანი დანა, რქის სა-
ხელურით, რომელსაც ეწერა სიტყვა „კაბორკა“. როდესაც
ქალმა მასპინძელს ჰკითხა, ეს დანა რაში გჭირდებაო, მან
უპასუხა, სიკვდილით მემუქრებიანო, მერე კი გაუცინა. რო-
გორც ქალი იგონებდა, იმ სიცილმა ოთახის კედლები გაარ-
ღვია, სახლის კიბეზე ჩაიქროლა, ქუჩაში გაიჭრა და იქ მოკ-
ვდა. ამ დროს მასწავლებელს ისეთი შეგრძნება დაეუფლა,
რომ რუბენ დარიოს ქუჩაზე მოულოდნელი სიჩუმე ჩამოდგა,
იდეალური მდუმარება, რადიოს ხმა მიწყდა, ცოცხალი არსე-
ბების ხმები უეცრად სადღაც მიინავლნენ და დარჩა მარტო
სესარეას ხმა. და მაშინ სტუმარმა კედელზე გაკრული საკონ-
სერვო ქარხნის გეგმა დაინახა, ან სულაც მოეჩვენა, რომ და-
ინახა. და სანამ სესარეას სიტყვები ესმოდა, სიტყვები, რომ-
989 მკითხველთა ლიგა
ლებიც სესარეას უნდა ეთქვა თავისი მეგობრისთვის, სიტყვე-
ბი, რომლებიც არც მედიდურობით იყო წარმოთქმული, მაგ-
რამ არც ბორძიკით, სიტყვები, რომლებსაც ეს ქალი სიამოვ-
ნებით დაივიწყებდა, მაგრამ მაინც დღემდე ზედმიწევნით ახ-
სოვდა, და მისი აზრიც გაიგო, ოღონდ ახლა, ამდენი ხნის შემ-
დეგ, თვალს სესარეას მიერ დახატულ და კედელზე გაკრულ
საკონსერვო ქარხნის გეგმას არ აშორებდა. გეგმის ზოგიერთ
ადგილას ყოველი დეტალი დიდი რუდუნებით იყო გამოყვანი-
ლი, ზოგან კი მიფუჩეჩებულად და გაურკვევლად ეხატა, კუთ-
ხეებში განმარტებებიც მიეწერა, თუმცა, ასოები ყველგან არ
იკითხებოდა, ზოგან ძალიან წვრილად ეწერა და ასოებს შო-
რის ძახილის ნიშნებითაც აეჭრელებინა, თითქოს თავისივე
შექმნილი რუკით, საკუთარი ნამუშევრით შეიცნობდა საკუ-
თარ თავს, ან იმ ადგილებს, რომლებიც ჯერ არც კი მოენახუ-
ლებინა. და მაშინ მასწავლებელი იძულებული გახდა, საწო-
ლის კიდეზე ჩამომჯდარიყო, თუმცა ამის გაკეთება ნამდვი-
ლად არ უნდოდა, იძულებული გახდა თვალები დაეხუჭა და
სესარეას სიტყვებისთვის მიეგდო ყური. მიუხედავად იმისა,
რომ თავს სულ უფრო და უფრო ცუდად გრძნობდა, ინტერე-
სიც კი გამოიჩინა და მასპინძელს ჰკითხა, ქარხნის გეგმა რა-
ტომ დახატეო. ამაზე სესარეამ რაღაც უთხრა დროებაზე, რო-
მელიც ახლოვდებოდა, თუმცა, მასწავლებელი ფიქრობდა,
რომ, თუ სესარეა ამ უაზრო გეგმის ხატვას შეუდგა, სხვა მიზე-
ზი არ არსებობდა, გარდა იმისა, რომ იგი ამ სიმარტოვეში
ცხოვრობდა. მაგრამ მასპინძელმა იმ დროებაზე დაუწყო ლა-
პარაკი, რომელიც წინ, ელოდათ, ხოლო მასწავლებელი შე-
ეცადა, საუბრის თემა შეეცვალა და ჰკითხა, რა დროა ასეთი
და როდის მოვაო. სესარეამ ზუსტი თარიღი დაუსახელა: 2600
წელი. ორიათას ექვსასი და კიდევ ცოტაო. ამ წინასწარმეტ-
990 მკითხველთა ლიგა
ყველებაზე სტუმარს გაეცინა, მაგრამ სიცილი დათრგუნული
გამოუვიდა და ძლივს გაისმა. სესარეამაც ისევ გაიცინა, თუმ-
ცა, ამჯერად მის სიცილს ოთახის კედლებიდან არ გაუღწევია.
როგორც მასწავლებელმა გაიხსენა, სწორედ იმ წუთიდან
იყო, რომ დაძაბულობამ, სესარეას ოთახში რომ ლივლივებ-
და, – ყოველ შემთხვევაში მას ასე ეჩვენებოდა, – დაპატარა-
ვება დაიწყო და ყოველი ნივთიდან გაილია. მერე ქალმა
იქაურობა დატოვა და მეგობარი ორი კვირა არ უნახავს. ორი
კვირის შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და სესარეამ აუწ-
ყა, სანტა-ტერესადან მივემგზავრებიო. გამოთხოვების ნიშ-
ნად საჩუქარიც კი მიუტანა, ერთ-ერთი შავყდიანი რვეული,
შეიძლება ყველაზე თხელი მათ შორის. – ახლაც გაქვთ? –
ჰკითხა ბელანომ. არა, არ შეუნახავს, მისმა ქმარმა წაიკითხა
და ნაგავში მოისროლა. ან უბრალოდ დაიკარგა, ახლა სხვა
სახლში ცხოვრობს და, როგორც იცით, გადასვლისას პატარა
ნივთები იკარგება. – მაგრამ წაიკითხეთ მაინც? – ჰკითხა
ისევ ბელანომ. დიახ, წაიკითხა, ძირითადად ჩანაწერები იყო,
ზოგიერთი ძალიან აზრიანი, ზოგი სრულიად ამოვარდნილი
ყველაფრიდან, მექსიკის განათლების სისტემას შეეხებოდა.
სესარეას სძულდა ვასკონსელოსი277, თუმცა დროდადრო ეს
სიძულვილი სიყვარულს უფრო მიაგავდა. გეგმა ჰქონდა ჩა-
მოყალიბებული, როგორ უნდა გაევრცელებინა ხალხში წე-
რა-კითხვა, თუმცა, მასწავლებელს ამ გეგმისა ბევრი ვერაფე-
რი გაეგებოდა, რადგან პროექტი ქაოსურად ეჩვენებოდა, ხო-
ლო ის სიები საკითხავი ლიტერატურისა, რომლებიც სესარე-

ხოსე ვასკონსელოსი (1882-1959) – მექსიკელი ისტორიკოსი, ფილო-


277

სოფოსი, პოლიტიკური მოღვაწე. სხვადასხვა დროს რევოლუციის მონაწი-


ლე, განათლების მინისტრი, ტექსტში მითითებულ პერიოდში – სონორის
უნივერსიტეტის რექტორი
991 მკითხველთა ლიგა
ას პატარების, მოზარდების და ახალგაზრდებისთვის ცალ-
ცალკე ჰქონდა შედგენილი – ურთიერთსაწინააღმდეგოდ,
ზოგჯერ კი პირდაპირ ანტაგონისტურად: მაგალითად, ბავშვე-
ბისთვის განკუთვნილი საკითხავი წიგნების პირველივე გვერ-
დზე ლაფონტენისა და ეზოპეს იგავებს ვხვდებოდით, მეორე
გვერდზე ლაფონტენი ქრებოდა. მესამე გვერდზე რატომღაც
უკვე შეერთებულ შტატებში პოპულარული წიგნი ჩნდებოდა
განგსტერიზმის შესახებ, რაც, თუ მაინცდამაინც დავიჟინებთ,
მოზარდი ასაკის მკითხველებისთვის იყო განკუთვნილი, მაგ-
რამ არავითარ შემთხვევაში პატარა ბავშვებისთვის. მერე ეს
წიგნიც, თავის მხრივ, ქრებოდა მეოთხე გვერდზე და ასპა-
რეზს შუა საუკუნეების ზღაპრებს უთმობდა. ყველა სიაში უც-
ვლელად იყო შენარჩუნებული სტივენსონის „განძთა კუნძუ-
ლი“ და მარტის „ოქროს ხანა“ – წიგნები, რომლებიც მასწავ-
ლებელს მოზარდებისათვის ყველაზე შესაფერისად ეჩვენე-
ბოდა.
იმ შეხვედრის შემდეგ დიდი ხანი გავიდა ისე, რომ ძველი
მეგობრის შესახებ არაფერი იცოდა. რამდენი ხანიო, იკითხა
ბელანომ. წლები, მიუგო მასწავლებელმა. სანამ ერთ დღეს
ისევ არ ნახა. ეს სანტა-ტერესას დღესასწაულზე მომხდარა,
როდესაც ქალაქი შტატის ყველა კუთხიდან ჩამოსული მოვაჭ-
რეებით ივსება ხოლმე.
სესარეა სამკურნალო ბალახების დახლთან მდგარა. მას-
წავლებელს იმ დახლის გვერდით ჩაუვლია, მაგრამ, რადგან
თან ქმარი ახლდა და კიდევ ერთი მეგობარი ქალი, სირცხვი-
ლით ვერ მისალმებია. ან შეიძლება სირცხვილი არაფერ შუ-
აში იყო და უბრალოდ, მოერიდა. შეიძლება არც მორიდება
იყო შუაში და არც სირცხვილი: უბრალოდ, ვერ წარმოიდგი-
ნა, რომ ის ბალახებით მოვაჭრე ქალი შეიძლებოდა მისი ძვე-
992 მკითხველთა ლიგა
ლი მეგობარი ყოფილიყო. სესარეას უცნია. თურმე თავის
დახლთან იჯდა, ხის ოთხ ყუთზე წარწერა ჰქონდა მიკრული
და ვიღაც სენიორას ელაპარაკებოდა თავის საქონელზე. ფი-
ზიკურად შეცვლილი ყოფილა: მსუქანი, უსაშველოდ მსუქანი
ჩანდა და მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელმა მის შავ
თმაში ერთი თეთრიც კი ვერ შენიშნა, თვალების გარშემო სა-
ხე დანაოჭებული და სულ დაღარული უჩანდა, თითქოს ის
გზები, რომლებიც ამ შეხვედრამდე ჩავლილი წლების მან-
ძილზე გამოიარა, სანამ სანტა-ტერესას ბაზრობაზე ჩამოვი-
დოდა, სახეზე აღებეჭდაო.
მეორე დღეს მასწავლებელი ისევ მივიდა ბაზრობაზე, ამჯე-
რად მარტო და ძველი მეგობარი ისევ იქ დახვდა: ამჯერად
ფეხზე იდგა და ამიტომ, იმდღევანდელზე უფრო უზარმაზარი
მოეჩვენა. ალბათ ას ორმოცდაათ კილოს იწონიდაო, ასე
გვითხრა. ნაცრისფერი ქვედაკაბა კოჭებამდე დასთრევდა,
რაც მის სიმსუქნეს ხაზს უფრო უსვამდა. შიშველი მკლავები
მორებს მიუგავდა თურმე. კისერი უზარმაზარი ღაბაბის ქვეშ
სულ ჩავარდნოდა. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, სა-
ხეზე სესარეა ტინახეროს კეთილშობილება ისევ შენარჩუნე-
ბული ჰქონია: დიდი თავი, გამოკვეთილი ყვრიმალები, წინ
გამოშვერილი, მაღალი და ნათელი შუბლი. წინა დღისგან
განსხვავებით, მასწავლებელი მიუახლოვდა და მიესალმა.
სესარეამ შეხედა და ვერ იცნო, ან თავი ისე დაიჭირა, თითქოს
ვერ იცნო. მე ვარო, უთქვამს მასწავლებელს, შენი მეგობარი,
ფლორა კასტანედა. ამ სახელის გაგონებაზე სესარეას წარბე-
ბი შეუჭმუხნია, სამკურნალო ბალახების წარწერისთვის
გვერდი აუქცევია, ფლორასთან ახლო მისულა, თითქოს შო-
რიდან კარგად ვერ ხედავსო. მერე მისკენ ხელები გაუშვერია
(როგორც მასწავლებელმა თქვა, ორი მორივით გამომიშვი-
993 მკითხველთა ლიგა
რაო), მხრებზე დაუწყვია და რამდენიმე წამს თურმე სახეზე
აკვირდებოდა. ხედავ, სესარეა, რა გულმავიწყი ყოფილხარო,
უთქვამს საყვედური მასწავლებელს, მაგრამ მარტო იმიტომ,
რომ რამე ეთქვა. მხოლოდ მაშინ გაუღიმია სესარეას (სულე-
ლივით გამიღიმაო, დასძინა ჩვენმა მოსაუბრემ) და უთქვამს,
რა თქმა უნდა, მახსოვხარ, როგორ შეიძლებოდა, დამვიწყე-
ბოდიო. მერე ერთხანს უსაუბრიათ. დახლს იქით ისხდნენ და
საუბრობდნენ, მასწავლებელი ხის დასაკეც სკამზე, სესარეა
კუთხეში, ვინმეს ეგონებოდა, ორივე სამკურნალო ბალახების
გასაყიდად არის ჩამოსულიო. მართალია, მასწავლებელი მა-
შინვე მიხვდა, რომ სალაპარაკო თითქმის აღარაფერი ჰქონ-
დათ, მაინც უამბო, რომ სამი შვილი ჰყავდა და ისევ სკოლაში
მუშაობდა. იმ სრულიად უმნიშვნელო ამბების მოყოლაც არ
დავიწყებია, რომლებიც სანტა-ტერესადან მისი წასვლის შემ-
დეგ მომხდარიყო. მერე იფიქრა, სესარეას ვკითხავ, გათხო-
ვილი თუა და შვილები თუ ჰყავსო, მაგრამ კითხვა ვერა და
ვერ ჩამოაყალიბა, რადგან თავადვე მიხვდა, რომ მისი ყოფი-
ლი მეგობარი არც გათხოვილი იყო და არც შვილები ჰყავდა.
ამიტომ, მარტო იმით დაკმაყოფილდა, რომ ჰკითხა, სად
ცხოვრობო. სესარეამ უპასუხა, რომ ხანდახან ვილიავისიო-
საში ცხოვრობდა, ხანდახან კი ელ პალიტოში. მასწავლებელ-
მა იცოდა, ვილიავისიოსა სადაც იყო, მაგრამ იქ არასოდეს
ყოფილა, ელ პალიტოს სახელი კი პირველად მაშინ გაიგო.
ჰკითხა, ეგ სოფელი სადღააო და სესარეამ უთხრა, არიზონა-
შიო. მასწავლებელს გასცინებია და უთქვამს, ყოველთვის ეჭ-
ვი მქონდა, რომ ბოლოს შეერთებულ შტატებში იცხოვრებ-
დიო. სულ ეს იყო, ერთმანეთს დაშორდნენ. მეორე დღეს მას-
წავლებელი ბაზრობაზე არ წასულა, ძალიან დიდი დრო გა-
ატარა მტანჯველ ფიქრში, მიეპატიჟებინა თუ არა სესარეა
994 მკითხველთა ლიგა
სახლში სადილად. ქმარსაც ელაპარაკა ამაზე, იკამათეს კი-
დეც, მაგრამ ბოლოს მაინც გაიმარჯვა. მომდევნო დღეს, რო-
გორც კი გათენდა, ისევ მიაკითხა ბაზრობას, მაგრამ, როცა
იმ დახლს მიუახლოვდა, სადაც სესარეა იჯდა, იქ ვიღაც თავ-
საფრების გამყიდველი დახვდა. მას მერე აღარ უნახავს.
ბელანომ ჰკითხა, როგორ ფიქრობთ, მოკვდაო? შეიძლე-
ბაო, უპასუხა მასწავლებელმა.
ასე დასრულდა ჩვენი იმ ქალთან შეხვედრა. იმ საუბრის
შემდეგ ბელანო და ლიმა რამდენიმე საათს ჩაფიქრებულები
ისხდნენ. სასტუმრო „ხუარესში“ გავჩერდით. როცა მოსაღა-
მოვდა, ოთხივე ლიმასა და ბელანოს ოთახში შევიკრიბეთ და
დავიწყეთ მსჯელობა, რა უნდა გვექნა. ბელანოს აზრით, პირ-
ველ რიგში ვილიავისიოსაში უნდა ჩავსულიყავით, მერე კი იქ
გამოჩნდებოდა, მეხიკოში უნდა დავბრუნებულიყავით თუ ელ
პალიტოში გაგვეგრძელებინა ძებნა. ელ პალიტოსთან დაკავ-
შირებით პრობლემა ის იყო, რომ ბელანოს შტატებში არ შე-
უშვებდნენ. რატომო, იკითხა ლუპემ. იმიტომ, რომ ჩილეელი
ვარო, უპასუხა ბელანომ. ჩილეელი არ ვარ, მაგრამ არც მე
შემიშვებენო, თქვა ლუპემ. არც გარსია მადეროსო, მე რატომ
არა-მეთქი, დავინტერესდი. რომელიმეს პასპორტი თან გაქ-
ვთო? გვკითხა ლუპემ. არავის გვქონდა, გარდა ბელანოსი.
საღამოს ლუპე კინოში წავიდა. სასტუმროში რომ დაბრუნდა,
თქვა, მეხიკოში დაბრუნებას არ ვაპირებო. აბა რას იზამო,
ჰკითხა ბელანომ, სონორაში ვიცხოვრებ, ან შეერთებულ შტა-
ტებში გადავალო.

30 იანვარი
წუხელ ღამით გვიპოვეს. მე და ლუპე ჩვენს ოთახში ვიყა-
ვით, ვჟიმაობდით, როდესაც კარი გაიღო და ულისეს ლიმა
995 მკითხველთა ლიგა
შემოვიდა. სასწრაფოდ ჩაიცვითო, გვითხრა, ალბერტო მისა-
ღებშია და არტუროს ელაპარაკებაო. სიტყვის უთქმელად გა-
ვაკეთეთ, რაც გვიბრძანა. ჩვენი ნივთები პოლიეთილენის
პარკებში ჩავაწყეთ და პირველ სართულზე ისე ჩავედით, რომ
არ გვეხმაურა. მერე გარეთ გავედით უკანა კარით, შესახვევი
ჩაბნელებული იყო. მანქანა უნდა გამოვიყვანოთო, თქვა ლი-
მამ. ხუარესის ქუჩაზე სულიერი არ ჭაჭანებდა. სასტუმროს სა-
მი ქუჩით დავშორდით, სანამ იმ ადგილს მივაღწევდით, სა-
დაც „იმპალა“ გვყავდა გაჩერებული. ლიმა შიშობდა, მანქა-
ნასთან ვინმე არ დაგვხვდესო, მაგრამ იქაურობა უკაცური
აღმოჩნდა და მანქანაში უპრობლემოდ ჩავსხედით. სასტუმ-
რო „ხუარესს“ ჩავუარეთ. ქუჩიდან მისაღების ნაწილი და სას-
ტუმროს ბარის განათებული ფანჯარა მოჩანდა. დავინახეთ
ბელანოც, წინ ალბერტო ედგა. ის პოლიციელი, ალბერტოს
რომ ახლდა, არსად ჩანდა. ბელანოს არ დავუნახივართ, ლი-
მამ კი გონივრულად არ ჩათვალა, დაეპიპინებინა. შენობას
შემოვუარეთ. ის ნაბიჭვარი, ეტყობ ჩვენს ოთახებშია ასუ-
ლიო, თქვა ლუპემ. ლიმამ უარის ნიშნად თავი გაიქნია. ბელა-
ნოსა და ალბერტოს სახეზე ყვითელი შუქი ეცემოდათ. ლაპა-
რაკობდა ბელანო, მაგრამ ასევე შეიძლებოდა მეორეს ელა-
პარაკა. გაცოფებულებს არ ჰგავდნენ. ფანჯარას კიდევ ერ-
თხელ რომ ჩავუარეთ, ორივე ეწეოდა. ლუდს სვამდნენ და
ეწეოდნენ. მეგობრებს ჰგავდნენ. ლაპარაკობდა ბელანო:
მარცხენა ხელს ისე ამოძრავებდა, თითქოს ეკლესიას ან ქა-
ლის პროფილს ხატავსო. ალბერტო თვალს არ აშორებდა და
დროდადრო იღიმებოდა კიდეც. დაუპიპინე, ვუთხარი მე. კი-
დევ ერთი წრე დავარტყით. როდესაც ისევ გამოჩნდა სასტუმ-
როს ფანჯარა, ბელანო ფანჯარაში იყურებოდა, ალბერტოს კი
ლუდის ქილა ტუჩებთან მიჰქონდა. სასტუმროს მთავარ შე-
996 მკითხველთა ლიგა
სასვლელთან ვიღაც კაცი და ქალი კამათობდნენ. ათიოდ
მეტრში ალბერტოს მეგობარი პოლიციელი მოჩანდა, მანქა-
ნის ძრავაზე დაყრდნობილი იმ მოკამათე წყვილს თვალს არ
აშორებდა. ლიმამ სამჯერ დააპიპინა და სვლა შეანელა. ბე-
ლანოს უკვე დანახული ვყავდით. შეტრიალდა, ალბერტოს
მიუახლოვდა, რაღაც უთხრა, ალბერტომ პერანგზე მოქაჩა,
ბელანომ ხელი ჰკრა და გამოიქცა. სასტუმროს კარში გამოჩ-
ნდა თუ არა, პოლიციელი მისკენ გამოენთო და თან ხელი ჯი-
ბეში ჩაიყო. ლიმამ ისევ სამჯერ დააპიპინა და ჩვენი „იმპალა“
სასტუმროდან ოც მეტრში გააჩერა. პოლიციელმა პისტოლე-
ტი ამოიღო და ბელანო ისევ გაიქცა. ლუპემ მანქანის კარი გა-
მოაღო. სასტუმროს ზღურბლზე ახლა ალბერტო გამოჩნდა.
ხელში იმასაც იარაღი ეჭირა. როგორც კი ბელანო მანქანაში
ჩაჯდა, ლიმამ მანქანა ადგილს მოსწყვიტა და სანტა-ტერესას
ცუდად განათებული ქუჩებისკენ გააფრინა. ვერც კი მივ-
ხვდით, ისე გავედით ვილიავისიოსას მიმართულებით მიმა-
ვალ ტრასაზე, რაც ჩავთვალეთ, რომ კარგის ნიშანი იყო. ასე
ღამის სამ საათზე სრულიად დაკარგულები აღმოვჩნდით.
მანქანიდან მუხლის გასაშლელად გადმოვედით, გარშემო
არსად სინათლე არ ჩანდა. ცაზე ამდენი ვარსკვლავი არასო-
დეს მენახა.
მანქანაში გვეძინა. დილის რვა საათზე, სიცივისგან აკან-
კალებულებს გაგვეღვიძა. ვიტრიალეთ და ვიტრიალეთ უდაბ-
ნოში, მაგრამ სულიერი არსად შეგვხვედრია, სოფელი კი
არა, ერთი გასაცოდავებული დასახლებაც არსად ჩანდა.
დროდადრო შიშველ გორაკებზე ვიკარგებოდით. ხანდახან
მანქანა ხეობებსა და კლდეებს შორის გაგვყავდა, მერე კი
ისევ უდაბნოში ჩავდიოდით. 1865-66 წლებში იმპერიის ჯარე-
ბი სწორედ აქ იდგნენ. მაქსიმილიანოს ჯარის მარტო გახსენე-
997 მკითხველთა ლიგა
ბაზეც კი სიცილით ვიხოცებოდით278. ბელანო და ლიმა, რომ-
ლებმაც სონორაში ჩამოსვლამდეც ბევრი რამ იცოდნენ შტა-
ტის ისტორიის შესახებ, ამბობენ, რომ სანტა-ტერესას აღება
ბელგიელ პოლკოვნიკს უნდოდა. ბელგიელს, რომელიც ბელ-
გიის ჯარს ედგა სათავეში. სიცილით ვკვდებოდით. ბელგიურ-
მექსიკური ჯარი. რა თქმა უნდა, დაიკარგებოდნენ, თუმცა
სანტა ტერესას ისტორიკოსებს ურჩევნიათ, დაჟინებით
იმეორონ, რომ ის ჯარი სოფლის მოსახლეობისგან შექმნილ-
მა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა გაანადგურეს. რა სასაცი-
ლოა. დაფიქსირებულია, რომ შეტაკებებს ვილიავისიოსაშიც
ჰქონდა ადგილი, ალბათ ბელგიელების მეწინავე ჯარსა და
იქაურ მცხოვრებლებს შორის. ლიმამ და ბელანომ ეს ამბავი
ძალიან კარგად იციან. ახლა რემბოზე ლაპარაკობენ. ჩვენი
ინსტინქტისთვის ყური რომ გვეგდოო, ამბობენ. რა სასაცი-
ლოა.
საღამოს ექვს საათზე გზასთან ახლოს რაღაც სახლი ჩანს.
ლობიოიან ღვეზელებს და ცივ წყალს გვაძლევენ, საფასურს
გულუხვად ვუხდით, წყალს ერთი თასიდან ვსვამთ. სოფლე-
ლები გვიყურებენ, როგორ ვჭამთ და არც ინძრევიან. სადაა
ვილიავისიოსაო, ვეკითხებით. ამ მთების გადაღმაო, გვპასუ-
ხობენ.

31 იანვარი
ვიპოვეთ სესარეა ტინახერო. თავის მხრივ, ალბერტომ და
მისმა ძმაკაცმა პოლიციელმა ჩვენ გვიპოვეს. ყველაფერი
ბევრად უფრო მარტივად მოხდა, ვიდრე წარმომედგინა, მაგ-

278იგულისხმება საფრანგეთის მიერ მექსიკის იმპერატორად დანიშნული


ავსტრიელი ერცჰერცოგი მაქსიმილიანი, იგივე მაქსიმილიან I, რომლის
მმართველობამ სულ სამ წელს გასტანა.
998 მკითხველთა ლიგა
რამ ასეთ რამეს მაინც ვერასოდეს წარმოვიდგენდი. სოფელი
ვილიავისიოსა აჩრდილების სოფელია. მექსიკის ჩრდილო-
ეთში დაკარგული მკვლელების სოფელი, აცტლანის ყველაზე
ზუსტი ანარეკლიო, ლიმამ ასე დაახასიათა. არ ვიცი. უფრო
ალბათ დაღლილი ან მოწყენილი ხალხის სოფელია.
სახლები აქაც ალიზითაა ნაგები, მაგრამ განსხვავებით იმ
სხვა სახლებისგან, რომლებიც ამ გიჟური ერთთვიანი მოგ-
ზაურობის მანძილზე გვხვდებოდა, აქაურ თითქმის ყველა
სახლს წინა და უკანა პატიოები აქვს, რომელთაგან ზოგში ცე-
მენტია დასხმული, რაც ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა. სო-
ფელში ხეები გამხმარია. რამდენადაც შევნიშნე, ორი ბარი
მუშაობს, სანოვაგის ერთი მაღაზია და მორჩა. დანარჩენი
სახლებია. სოფლელები ვაჭრობენ ქუჩაში, მოედნის ტროტუა-
რებზე. ან სოფლის ყველაზე მაღალი შენობის თაღებქვეშ.
როგორც მივხვდი, ის მაღალი სოფლის თავის სახლია, მაგ-
რამ, როგორც ჩანს, შიგ არავინ ცხოვრობს.
სესარეასთან მისვლა არ გაგვჭირვებია. ვიკითხეთ და მიგ-
ვასწავლეს: სამრეცხაოებისკენ უნდა წავსულიყავით, სოფ-
ლის აღმოსავლეთ ნაწილში. ვარცლები აქ ქვისაა და ისეა და-
ლაგებული, რომ წყლის ნაკადი ჯერ პირველი ვარცლების სი-
მაღლეზე გადმოდის, მერე ხის არხში ჩაედინება და სრულიად
საკმარისია, რომ ათმა ქალმა ერთდროულად რეცხოს. მითი-
თებულ ადგილზე მისულებს იქ სულ სამი ქალი დაგვხვდა. სე-
სარეა შუაში იდგა, ჩვენგან ზურგით, მაგრამ მაინც მაშინვე ვი-
ცანით. ვარცლზე იყო დახრილი და პოეტისა არაფერი ეცხო.
ლოდს ან სპილოს უფრო მიაგავდა. უზარმაზარი დუნდულები
მკლავების მოძრაობის რიტმში უთახთახებდა, გარეცხილ და
გავლებულ სარეცხს კეცავდა. გრძელი თმა თითქმის წელამ-
დე სწვდებოდა. ფეხზე არაფერი ეცვა. როგორც კი დავუძა-
999 მკითხველთა ლიგა
ხეთ, მაშინვე შემობრუნდა და მთლიანად წარმოგვიდგა. ის
ორი ქალიც შემობრუნდა. სესარეა და მისი თანმხლები ქალე-
ბი ერთხანს მდუმარედ შემოგვცქეროდნენ: მისგან მარჯვნივ
მდგომი ოცდაათიოდე წლის იქნებოდა, თუმცა, შეიძლება
ორმოცის ან ორმოცდაათისაც ყოფილიყო, მარცხნივ რომ
ედგა, იმას ოცზე მეტს არ მისცემდით. სესარეას თვალები შა-
ვი ჰქონდა და ისეთი განცდა გამიჩნდა, თითქოს ამ თვალებმა
პატიოს მთელი მზე შთანთქაო. ლიმას შევხედე, აღარ იღიმე-
ბოდა. ბელანო თვალებს ახამხამებდა, თითქოს თვალში რა-
ღაც ჩაუვარდა და დანახვა უჭირსო. მერე – დროის დაზუსტე-
ბას ვერ ვახერხებ, რამდენი ხნის შემდეგ – პირდაპირ სესა-
რეა ტინახეროს სახლისკენ მივდიოდით. მახსოვს, როგორ
მივაბიჯებდით პატარ-პატარა შუკებში, როგორ გვწვავდა ულ-
მობელი მზის ხვატი, როგორ შეეცადა რამდენჯერმე ბელანო,
ჩვენი ჩასვლის მიზეზი აეხსნა, მერე როგორ დადუმდა. მერე
როგორ შემიძღვა ვიღაცა ბნელ გრილ ოთახში. როგორ დავე-
ცი ლეიბზე და როგორ დავიძინე. როცა გამეღვიძა, დავინახე,
რომ ლუპეს ჩემ გვერდით ეძინა, მკლავებით და ფეხებით სხე-
ულზე გადამჭდობოდა. კარგა ხანს გამიჭირდა მიხვედრა, სად
ვიყავი. ხმები გავიგონე და ავდექი. გვერდითა ოთახში სესა-
რეა და ჩემი მეგობრები საუბრობდნენ. შევედი, მაგრამ ჩემ-
თვის არავის შემოუხედავს. მახსოვს, იატაკზე დავჯექი და სი-
გარეტს მოვუკიდე. კედლებზე ბალახისვე გრძელი ღეროებით
შეკრული ბალახების კონები ეკიდა. ბელანო და ლიმა ეწეოდ-
ნენ, მაგრამ ვიგრძენი, რომ რასაც ეწეოდნენ, იმას თამბაქოს
სუნი არ ჰქონდა.
სესარეა თავისი სახლის ერთადერთ ფანჯარასთან იჯდა და
დროდადრო გარეთ იხედებოდა, უფრო სწორად, ცას ასცქე-
როდა და მაშინ, არ ვიცი რატომ, სურვილმა მომიარა, მეც ავ-
1000 მკითხველთა ლიგა
ტირებულიყავი, მაგრამ არ ავტირდი. კარგა ხანს ვიყავით
ასე, მერე ოთახში ლუპეც შემოვიდა და ხმის ამოუღებლად
მომიჯდა გვერდით. ხუთის მერე ჩვენი ადგილებიდან წამოვ-
დექით და ყვითელ, თითქმის გადათეთრებულ ქუჩაში გავე-
დით. ალბათ ღამდებოდა, მაგრამ ხვატი ისევ ისე ლივლივებ-
და ჰაერში. იქით წავედით, სადაც მანქანა გვყავდა გაჩერებუ-
ლი. გზაზე მარტო ორი ადამიანი შეგვხვდა: ბერიკაცი, რო-
მელსაც ხელში ელემენტებიანი რადიო ეჭირა და ათიოდე
წლის ბავშვი, რომელიც გზაში ეწეოდა. „იმპალას“ სალონშიც
გაუსაძლისი სიცხე დაგვხვდა. ბელანო და ლიმა წინ დას-
ხდნენ. მე ლუპესა და სესარეა ტინახეროს უზარმაზარ სხეულს
შორის ჩავეკვეხე. მერე, სანამ ნორმალურ გზაზე გავიდოდა,
მანქანამ გაჭირვებით იჯაყჯაყა ვილიავისიოსას ჭუჭყიან გზებ-
ზე.
სოფლიდან უკვე გასულები ვიყავით, როდესაც საპირისპი-
რო მიმართულებით მომავალი მანქანა დავინახეთ. ჩვენი და
იმ მანქანის გარდა უამრავ კილომეტრზე სხვა მანქანის ჭაჭა-
ნება არ ჩანდა. ერთი წამით გავიფიქრე, ერთმანეთს დავეჯა-
ხებით-მეთქი, მაგრამ ლიმამ გვერდით გადაუხვია და გაჩერ-
და. ჩვენი ნაადრევად დაძველებული „იმპალა“ მტვრის ღრუ-
ბელმა დაფარა. რომელიღაც ჩვენგანმა შეიგინა. შეიძლება
თავად სესარეამაც. ვიგრძენი, ლუპეს სხეული ჩემსას როგორ
ეკვროდა. როდესაც მტვრის ღრუბელი გაიფანტა, მეორე მან-
ქანიდან გადმოსული ალბერტო და მისი ძმაკაცი პოლიციელი
დავინახეთ. იარაღს გვიმიზნებდნენ.
ვიგრძენი, როგორ ვხდებოდი ცუდად: აღარ მესმოდა, რას
გვეუბნებოდნენ, მათი ტუჩების მოძრაობით მარტო ის გავარ-
ჩიე, რომ მანქანიდან გადმოსვლას გვიბრძანებდნენ. – შეგვა-

1001 მკითხველთა ლიგა


გინეს, გავიგონე ბელანოს გაბზარული ხმით ნათქვამი. ბო-
ზიშვილები! – თქვა ლიმამ.

1-ლი თებერვალი
მოხდენით კი მოხდა შემდეგი: ბელანომ მანქანის კარი გა-
აღო და გადავიდა. ლიმამაც გააღო თავისი მხრიდან კარი და
ისიც გადავიდა. სესარეა ტინახერომ მე და ლუპეს შემოგვხე-
და და გვითხრა, არ გაინძრეთ, რაც არ უნდა მოხდეს, არ გა-
დახვიდეთო, ზუსტად ეს სიტყვები არ წარმოუთქვამს, მაგრამ
სწორედ ამას გულისხმობდა. დანამდვილებით ვიცი, რადგან
პირველად და უკანასკნელად სწორედ მაშინ დამელაპარაკა.
არ გაინძრეო, მითხრა, მერე კარი გააღო და მანქანიდან გა-
დავიდა.
მანქანის სარკმლიდან დავინახე წინ მიმავალი ბელანო,
რომელიც სიარულისას ცალი ხელით სიგარეტს ეწეოდა, მე-
ორე კი ჯიბეში ედო. გვერდით ულისეს ლიმა მიჰყვებოდა, მათ
უკან როგორც მებრძოლი ხომალდი – მოჩვენება, სესარეა
ტინახეროს ზურგი მიტორტმანებდა. მერე ისეთი რაღაც მოხ-
და, რაც ბოლომდე ვერ გავიგე. ალბათ ალბერტომ ჯერ შეაგი-
ნა ჩემს მეგობრებს, მერე კი ლუპეს დაბრუნება მოსთხოვა, პა-
სუხად ალბათ ბელანომ უთხრა წადით, წაიყვანეთ თქვენიაო.
ალბათ ამ დროს სესარეა ჩაერია საუბარში და ბელანოს და
ლიმას უთხრა, დაგვხოცავენო. ამაზე ალბათ პოლიციელმა
გაიცინა და უთხრა, არ დაგხოცავთ, ჩვენ მარტო ის ბოზანდა-
რა გვინდაო. ბელანომ მხრები აიჩეჩა. ლიმა მიწას ჩასჩერე-
ბოდა. მაშინ ალბერტომ თავისი მიმინოსებური მზერა ჩვენი
„იმპალასკენ“ მომართა და ამაოდ დაგვიწყო ძებნა. ალბათ
მზის სხივები უშლიდა ხელს, გარკვევით დავენახეთ. იმ ხე-
ლით, რომელშიც სიგარეტი ეჭირა, ბელანომ ჩვენკენ მიანიშ-
1002 მკითხველთა ლიგა
ნა. ლუპე ისე აცახცახდა, თითქოს სიგარეტის ნამწვი ბელა-
ნოს თითებში მინიატიურული მზე ყოფილიყოს. აი, მანდ
არიან, ძმაო, შეგიძლია ორივე წაიყვანო. კარგი, ვნახავ, ჩემი
ქალი როგორააო, ალბათ ასე უპასუხა ალბერტომ. ლუპე
მთელი სხეულით მომეკრო და მიუხედავად იმისა, რომ ორი-
ვეს მოქნილი სხეულები გვაქვს, ყველა ძვალმა ჭრაჭუნი დაგ-
ვიწყო. მაგრამ ლუპეს ყოფილმა სუტენიორმა მარტო ორი ნა-
ბიჯის გადმოდგმა მოასწრო. ბელანოს რომ გაუსწორდა, იგი
ზედ მთელი სხეულით დაეცა.
ცალი ხელით ალბერტოს ის ხელი დაუჭირა, რომელშიც
პისტოლეტი ეჭირა, მეორით ჯიბიდან კაბორკაში ნაყიდი დანა
ამოიღო და ლუპეს მდევარს ატაკა. სანამ ორივე ძირს გაგორ-
დებოდა, ბელანომ უკვე მოასწრო, დანა მისთვის მკერდში გა-
ეყარა. მახსოვს, როგორ დააღო ამ დროს პოლიციელმა პი-
რი, იმხელაზე დააღო, თითქოს მოულოდნელად უდაბნოში
ჟანგბადის მთელი მარაგი სადღაც გაქრაო, თითქოს არ სჯე-
როდა, რომ სტუდენტებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. მერე და-
ვინახე, როგორ დაეტაკა იმ პოლიციელს ულისეს ლიმა. სრო-
ლის ხმა გავიგონე და თავი ჩავმალე. როდესაც უკანა სავარ-
ძლიდან თავი ისევ წამოვწიე, ის პოლიციელი და ლიმა მიწაზე
გორაობდნენ სანამ ტროტუარმა არ შეაჩერა. პოლიციელი
ულისესს ზემოდან ეჯდა, ხელში იარაღი ეჭირა და ულისესს
თავში უმიზნებდა. ამ დროს სესარეა მომხვდა თვალში, სესა-
რეა ტინახეროს უზარმაზარი სხეული, რომელსაც სირბილი
არ შეეძლო, მაგრამ მაინც გარბოდა. ვხედავდი, როგორ და-
ეტაკა ორივეს, მერე ორი გასროლა გავიგონე და მანქანიდან
გადმოვხტი. ძალიან გამიჭირდა, სესარეას სხეული პოლიციე-
ლისა და ჩემი მეგობრის სხეულებიდან გადამეგორებინა.

1003 მკითხველთა ლიგა


სამივე სისხლით იყო მოთხვრილი, მაგრამ მკვდარი მარ-
ტო სესარეა აღმოჩნდა. ტყვია მკერდში ჰქონდა მოხვედრი-
ლი. პოლიციელი მუცელში იყო დაჭრილი და სისხლი სდი-
ოდა. ლიმა მარჯვენა მკლავის გაკაწვრით გადარჩენილიყო.
პისტოლეტს დავწვდი, იმ პისტოლეტს, სესარეა რომ მოკლა,
ორი დანარჩენი კი დაჭრა და ქამარში გავირჭე. სანამ ული-
სესს ფეხზე წამოდგომაში ვეხმარებოდი, დავინახე, როგორ
ჩაცუცქულიყო ლუპე სესარეას სხეულთან და როგორ ტირო-
და. ულისესმა მითხრა, მარცხენა ხელის განძრევა არ შემიძ-
ლიაო. ალბათ მოტეხილიაო, დაამატა. ვკითხე, გტკივა-მეთ-
ქი? არ მტკივაო, მიპასუხა. მაშინ, მოტეხილი არ გექნება-მეთ-
ქი. არტურო სად ჯანდაბაშიაო, იკითხა ლიმამ. ლუპემ ტი-
რილს თავი დაანება და მაშინვე უკან გაიხედა: ჩვენგან ათი-
ოდ მეტრში დავინახეთ სუტენიორის უმოძრაო სხეულზე გა-
დამჯდარი ბელანო. – კარგად ხარ? – ამოიკვნესა ლიმამ. ბე-
ლანო ისე წამოდგა, არ უპასუხია. ტანსაცმლიდან მტვერი ჩა-
მოიფერთხა და რამდენიმე მერყევი ნაბიჯი გადმოდგა ჩვენ-
კენ. თმა სახეზე მიჰკვროდა და გამუდმებით თვალებს ახამხა-
მებდა, რადგან შუბლიდან და წარბებიდან წურწურით წამოსუ-
ლი ოფლი თვალებში ჩასდიოდა. სესარეას გვამთან რომ და-
იხარა, მივხვდი, რომ ცხვირიდან და ტუჩებიდან სისხლი სდი-
ოდა. ახლა რა ვქნათ-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ არაფერი
მითქვამს, ამის ნაცვლად ბოლთის ცემას მოვყევი, რომ გაყი-
ნული სხეული (მაგრამ გაყინული – რატომ?) ცოტა გონზე მო-
მეყვანა. ერთხანს ალბერტოს უსულო სხეულს დავცქეროდი,
მერე ვილიავისიოსასკენ მიმავალ უკაცრიელ გზას ვათვა-
ლიერებდი. დროდადრო მესმოდა, როგორ კვნესოდა პოლი-
ციელი და როგორ იხვეწებოდა, საავადმყოფოში წამიყვანე-
თო.
1004 მკითხველთა ლიგა
რომ შემოვბრუნდი, ლიმა და ბელანო „კამაროს“ სახუ-
რავს დაჰყრდნობოდნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. გავი-
გონე, როგორ ამბობდა, ბელანო, მივქარეთ, მარტო იმიტომ
ვიპოვეთ, რომ მისთვის სიკვდილი მოგვეტანაო. მერე არაფე-
რი აღარ გამიგონია, სანამ ვიღაც მხარზე არ შემეხო და არ
მითხრა, მანქანაში ჩაჯექიო. „იმპალა“ და „კამარო“ გზიდან
გადავიდნენ და უდაბნოსკენ აიღეს გეზი.
დაღამებას არაფერი უკლდა, რომ გავჩერდით და მანქანე-
ბიდან გადმოვედით. ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი და
არაფერი ჩანდა. ბელანოსა და ლიმას ლაპარაკი მესმოდა.
გავიგონე პოლიციელის კვნესა, რომელიც სადაცაა მოკვდე-
ბოდა. მერე აღარაფერი გამიგონია. მარტო ის ვიცი, რომ
თვალები დავხუჭე. მოგვიანებით ბელანომ დამიძახა და ალ-
ბერტოსა და პოლიციელის გვამები „კამაროს“ საბარგულში
ჩავაწყვეთ. სესარეას გვამი კი უკანა სავარძელზე გადავაწვი-
ნეთ, რაზეც უსასრულოდ ბევრი დრო დაგვჭირდა. მერე ვეწე-
ოდით, თუ „იმპალას“ სალონში გვეძინა, ან შეიძლება გათე-
ნებამდე ღამეს ფიქრში ვატარებდით.
რომ გათენდა, ბელანომ და ლიმამ გვითხრეს, აჯობებს,
ერთმანეთს დავშორდეთო. კიმის „იმპალას“ ჩვენ დაგვიტო-
ვებდნენ. ისინი კი ცხედრებით სავსე „კამაროთი“ წავიდოდ-
ნენ. ამას რომ ამბობდნენ, ბელანომ პირველად მაშინ გაიცი-
ნა: სამართლიანი გაყოფააო, აღნიშნა. ახლა მეხიკოში დაბ-
რუნდები? ჰკითხა ლუპეს. არ ვიცი, უპასუხა ლუპემ. ცუდად
გამოგვივიდა, ბოდიში, თქვა ბელანომ. მგონი, ეს სიტყვები
ლუპესთვის კი არა, ჩემთვის იყო განკუთვნილი. მაგრამ ახლა
შევეცდებით, ყველაფერი მოვაგვაროთ, თქვა ლიმამ. ისიც
იცინოდა. ვკითხე, სესარეას რას უპირებთ-მეთქი. ბელანომ
მხრები აიჩეჩა. სხვა გზა არ არის, ალბერტოსთან და პოლი-
1005 მკითხველთა ლიგა
ციელთან ერთად უნდა დავმარხოთ, თუკი არ გვინდა, თავი
ციხეში ამოვყოთო, მიპასუხა. არაო, გააპროტესტა ლუპემ.
არა, რა თქმა უნდა, არა-მეთქი, დავუდასტურე მეც. ერთმა-
ნეთს გადავეხვიეთ. მერე მე და ლუპე „იმპალაში“ ჩავსხედით.
დავინახე, როგორ ცდილობდა ლიმა საჭესთან დამჯდარიყო,
მაგრამ ბელანო ეწინააღმდეგებოდა. იმასაც ვხედავდი, ერ-
თხანს როგორ ლაპარაკობდნენ, მერე როგორ გადაჯდა ლიმა
მძღოლის გვერდითა სავარძელზე, ბელანო კი როგორ მიუჯ-
და საჭეს. მერე დრო უსასრულოდ გაიწელა და ამ დროის მან-
ძილზე არაფერი ხდებოდა. უბრალოდ, შუა უდაბნოში ორი
მანქანა იდგა. მთავარ გზაზე გასვლას შეძლებ, გარსია მადე-
როო? მკითხა ბელანომ. შევძლებ-მეთქი, ვუპასუხე. მერე და-
ვინახე, როგორი გაჭირვებით დაიძრა „კამარო“ და ერთხანს
ორი მანქანა უდაბნოს ერთმანეთის გვერდით მიუყვებოდა.
მერე გავიყარეთ. მე ტრასისკენ წავედი, ბელანომ დასავლე-
თისკენ გაუხვია.

2 თებერვალი
არ ვიცი, დღეს 2 თებერვალია თუ 3. შეიძლება 4 თებერვა-
ლიც იყოს, ან 5, 6-იც კი. მაგრამ ჩემთვის სულერთია, ესაა
ჩვენი ნატირალი.

3 თებერვალი
ლუპემ მითხრა, ჩვენ ვართ უკანასკნელი რეალვისცერის-
ტები, ვინც კი მექსიკაში დარჩაო. ამ დროს მიწაზე ვიყავი გაშ-
ხლართული და ვეწეოდი, შევხედე და ვუთხარი, ნუ ატრაკებ-
მეთქი.

1006 მკითხველთა ლიგა


4 თებერვალი
ხანდახან ფიქრი გამექცევა და ნათლად დამიდგება თვალ-
წინ, უდაბნოში ბელანო და ლიმა როგორ თხრიან საათობით
საფლავებს. მერე, როდესაც დაღამდება, ვხედავ, თითქოს
იქიდან მიდიან და როგორ იკარგებიან ერმოსილიოსკენ. მე-
რე იქ, რომელიმე ქუჩაზე „კამაროს“ ტოვებენ. ამის გარდა
აღარაფრის წარმოდგენა არ შემიძლია. მხოლოდ ის ვიცი,
რომ მეხიკომდე ჩასვლას ავტობუსით აპირებდნენ, ისიც ვიცი,
რომ ისევ ჰქონდათ იქ ჩვენთან შეხვედრის იმედი. მაგრამ
არც მე და არც ლუპეს იქ დაბრუნება აღარ გვინდა. მეხიკოში
შევხვდებით ერთმანეთსო, გვითხრეს. მეხიკოში შევხვდებით-
მეთქი, ვუთხარი მეც, სანამ უდაბნოში ჩვენი მანქანები გაიყ-
რებოდნენ. დარჩენილი ფულის ნახევარი მოგვცეს. როდესაც
მარტონი დავრჩით, იმ ფულის ნახევარი ლუპეს მივეცი. ისე,
ყოველი შემთხვევისთვის. წუხელ ვილიავისიოსაში დავბრუნ-
დით და სესარეა ტინახეროს სახლში გვეძინა. მისი რვეულები
მოვიძიე. გამოსაჩენ ადგილზე ეწყო, იმავე ოთახში, სადაც ღა-
მე პირველი მისვლისას გავათენე. სახლში დენი არ იყო.
დღეს ერთ-ერთ ბარში ვისაუზმეთ, ხალხი გვიყურებდა, მაგ-
რამ არაფერს გვეუბნებოდა. ლუპეს თქმით, შეგვეძლო, იმ
სახლში რამდენ ხანსაც მოვინდომებდით, იმდენ ხანს დავ-
რჩენილიყავით.

5 თებერვალი
წუხელ ბელანო და ლიმა დამესიზმრნენ. თითქოს ალბერ-
ტოს „კამარო“ ბაია კინოს სანაპიროზე მიეტოვებინათ, მერე
ზღვაში შესულიყვნენ და ქვედა კალიფორნიამდე აპირებდნენ
გაცურვას. მე ვითომ ვეკითხებოდი, კალიფორნიაში რა გინ-
დათ-მეთქი, ისინი კი მპასუხობდნენ, უნდა გავიქცეთო და ამ
1007 მკითხველთა ლიგა
დროს უზარმაზარმა ტალღამ გადაუარა და ერთიანად დაფა-
რა. როცა სიზმარი ლუპეს მოვუყევი, მითხრა სისულელეა, არ
ინერვიულო, ლიმა და ბელანო აუცილებლად კარგად იქნები-
ანო. მოგვიანებით მეორე ბარში წავედით, რომ გვესადილა,
იქაც იგივე ხალხი დაგვხვდა. არავის არაფერი უთქვამს, სესა-
რეას სახლი რატომ დაიკავეთო. იმ სოფელში ჩვენი ყოფნა
არავის ადარდებდა.

6 თებერვალი
ხანდახან ის შეტაკება ფიქრებში სიზმარივით მიბრუნდება.
ისევ თვალწინ მიდგას სესარეა ტინახეროს უზარმაზარი ზურ-
გი, რომელიც ისე ამოიმართება ხოლმე, როგორც ასი წლის
წინ ჩაძირული ხომალდის კიჩო ზღვის ტალღებიდან. ვხედავ,
როგორ გარბის და პოლიციელსა და ულისეს ლიმას ზედ რო-
გორ ეცემა მთელი სხეულით. ვხედავ, როგორ ხვდება გულში
ტყვია, დაბოლოს, ვხედავ, როგორ ესვრის პოლიციელს, ან
თავად როგორ ცვლის უკანასკნელი გასროლის ტრაექტორი-
ას. ვხედავ, როგორ კვდება და მისი სხეულის სიმძიმესაც კი
შევიგრძნობ. მერე ვფიქრობ. ვფიქრობ გაუთავებლად, იქნებ
სესარეა პოლიციელის სიკვდილთან არაფერ შუაშია-მეთქი.
მერე ფიქრით ბელანოსა და ლიმას გადავწვდები, ერთი რო-
გორ თხრის საფლავს სამი ადამიანისთვის, მეორე კი მარჯვე-
ნა, შეხვეული ხელით, როგორ აკვირდება მის საქმიანობას,
და მაშინ, ასე მგონია, რომ ის პოლიციელი ლიმამ დაჭრა. პო-
ლიციელი უსათუოდ დაიბნეოდა, როდესაც სესარეა თავს და-
ატყდა, ლიმამ ამით ისარგებლა, იარაღის ტრაექტორია შეც-
ვალა და პოლიციელის მუცლისკენ მიმართა. ხანდახან, მრა-
ვალფეროვნებისათვის, ვცდილობ ალბერტოს სიკვდილზე ვი-
ფიქრო, მაგრამ არაფერი გამომდის. იმედი მაქვს, რომ თავის
1008 მკითხველთა ლიგა
იარაღებიანად დაასაფლავებდნენ, ანდა იარაღებს უდაბნოს
სხვა კუთხეში ჩაფლავდნენ. მაგრამ ყველა შემთხვევაში თა-
ვიდან მოიშორებდნენ! მახსოვს, როდესაც ალბერტოს გვამს
საბარგულში ვდებდი, ჯიბეები გავუსინჯე. დანას ვეძებდი,
რომლითაც პენისს ისერავდა. მაგრამ ვერ ვიპოვე. ხანდახან,
ისევ მრავალფეროვნებისთვის, კიმზე ვიწყებ ფიქრს და მის
„იმპალაზე“, რომელსაც, ალბათ ვეღარასოდეს ნახავს და
ხანდახან სიცილი ამიტყდება, ხანდახან – არა.

7 თებერვალი
საჭმელი აქ იაფია, მაგრამ სამსახურს ვერ იშოვი.

8 თებერვალი
სესარეას რვეულები წავიკითხე. რომ ვიპოვე, ვიფიქრე,
ადრე თუ გვიან მეხიკოში, ლიმას ან ბელანოს ფოსტით გავუგ-
ზავნი-მეთქი. ახლა ვიცი, რომ ამას არ ვიზამ. არავითარი აზ-
რიც არა აქვს ამის გაკეთებას. ალბათ სონორის მთელი პო-
ლიცია ჩემს მეგობრებს უდგას კვალში.

9 თებერვალი
ვბრუნდებით „იმპალასთან“, ვბრუნდებით უდაბნოში. ამ
სოფელში ბედნიერი ვიყავი, წასვლამდე ლუპემ მითხრა, რო-
ცა მოგვინდება, შეგვიძლია ვილიავისიოსაში დავბრუნდეთო.
რატომ-მეთქი, ვკითხე. იმიტომ, რომ ხალხმა მიგვიღოო.
ჩვენსავით მკვლელები არიან-მეთქი, ვუთხარი. ჩვენ ხომ
მკვლელები არ ვართ, არც იქაურებიო, ამიხსნა თავისებუ-
რად. ოდესმე პოლიცია ბელანოს და ლიმას აუცილებლად
დაიჭერს, მაგრამ ჩვენ ვერასოდეს გვიპოვის, ეჰ, ლუპე, რო-
გორ მიყვარხარ, მაგრამ როგორ ცდები, რომ იცოდე.
1009 მკითხველთა ლიგა
10 თებერვალი
კუკურპე, ტუაპე, მერესიჩიკი, ოპოდეპე.

11 თებერვალი
კაბრო, ელ ოასისი, ფელიქს გომესი, ელ კუატრო, ტრინგე-
რასი, ლა სენეგა.

12 თებერვალი
ბამური, პიტიკიტო, კაბორკა, სან-ხუანი, ლას-მარავილი-
ასი, ლასკალენტურასი.

13 თებერვალი
ფანჯარაში რა არის?

ვარსკვლავი.

14 თებერვალი
ფანჯარაში რა არის?

1010 მკითხველთა ლიგა


გაშლილი ზეწარი.

15 თებერვალი
ფანჯარაში რა არის?

1011 მკითხველთა ლიგა

You might also like