You are on page 1of 7

ძველი ბერძნული ლირიკა

(არქილოქოსი,საპფო, ალკეოსი)

1. არქილოქოსი
1.მოღვაწეობის პერიოდი - ძვ.წ VII-ის საუკუნის შუა წლები.

2. ის არის „იამბური პოეზიის“ წარმომადგენელი.

3. საქმიანობა - დაქირავებული მებრძოლი/ჯარისკაცი.

4. მამა - ტელესიკლესი. მან დაარსა პაროსული კოლონია კუნძულ თანოსზე, 575


წელს.

5. დედა- ენიპო (მონა ქალი) ამის გამო არიქოლოქოსი იყო უკანონოდ შობილი.

6. ვინაიდან ის უკანონოდ შობილი იყო, მამისეული ქონების მიღების უფლება არ


ჰქონდა.

7. გაემგზავრდა თანოსზე და როგორც დაქირავებულმა მებრძოლმა თრაკიულ


ტომებთან ბრძოლებში გაატარა ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები.

8. იმოგზაურობა ევბოაზე, კონტინენტურ საბერძნეთში.

9. გარდაიცვალა - ბრძოლის ველზე კუნძულ ნაქსოსიზე.

10. შეყვარებული - ნეობულე.

11. ნეობულეს მამა - ლიკამბესი.

12. ნეობულეს დედა - ამფიმედო.

13. ვერ დაქორწინდა ნეობულეზე, რადგან ის უკანონოდ შობილი იყო.

14. მისთვის ფარისთვის თავგანწირვას აზრი არ ჰქონდა, რადგან მიაჩნდა,რომ


ცოცხალ ადამიანს უკეთესის ყიდვა შეეძლო.

15. მიაჩნდა,რომ აუცილებელი არ არის მხედართმთავარი სანდო იყოს, არამედ


მთავარი სულის სიმდიდრეა.

16. ღიად უპირირსპირდებოდა ტრადიციებს.


17. მან ჰომეროსის ამაღლებული სტილი მიწაზე ჩამოიყვანა და ჰეროიკული
არისტოკრატიის ნაცვლად წინ ადამიანის ყოფა წამოწია.

18. დასცინოდა საზოგადო მორალს.

19. უმღერდა ხორციუელ სიყვარულს.

20. ძეგლი დაუდგა უბრალო ადამიანს.

21. ძველი ავტორები არქილოქოს ჰომეროსის გვერდით აყენბდნენ და თვლიტდნენ


ანტიკური ხანის უდიდეს და უპირველეს ლირიკოსად.

II. ალკეოსი
1.მოღვაწეობის ხანა ემთხვევა VI-ის I ნახევარს.

2. საპფოსთან ერთად ის იყო ეოლიური ლირიკის წარმომადგენელი.

3. მისი ლიტერატურული და მუსიკალური ცენტრი იყო კ.ლესბოსი.

4. ჭეშმარიტი მოქალაქისა და მებრძოლი პოეტის სახელი დაიმკვიდრა ისტორიაში.

5. მე-7 საუკუნის მეორე ნახევრიდან კუნძული ლესბოსი ტირანიისა და


არისტოკრაატის ბრძოლამ მოიცვა. პენტილიდიების გვარის დაცემის შემდეგ
ძალაუფლება მიტილენესის ტირანიამ ჩაიგდო ხელში.

6. ძმებთან ერთად მონაწილეობდა შეთქმულებაში ტირან მირსილოსის წინააღმდეგ.

7. ჰიტაკოსმა,რომელიც თავიდან ალკეოსის თანამზრახველი იყო შეთქმულები გასცა.

8. შეთქმულების გათქმის შემდეგ, ელკეოსმა სასწრაფოდ დატოვა კუნძული ლესბოსი.

9. საცხოვრებლად მეზობლებლად მდებარე ქალაქ „პირაში“ გადავიდა, სადაც


მიტილენეს ტირანთა ძალაუფლება არ ვრცელდებოდა.

10. მირსილოსის გარდაცვალების შემდეგ ლესბოსში დაბრუნდა, თუმცა მისი


ოპოზიციის პიტაკოსიდამი გამომჟღავნების შემდეგ გააძევეს და 10 წლით ეგვიპტეში
გაიხიზნა.

12. მიტილენემ შეიწყალა ის და ლესბოსში დაბრუნების უფლება მისცა.

13. ალკეოსის ცხოვრების ქრონოლოგია:


I. 630 - ალკეოსის დაბადება
II. 612-618 - ტირან მელანქროსის დამარცხება პიტაკოსის მიერ.
III. 604-591 პიტაკოსის მმართველობის ხანა, ალკეოსის დაბრუნება სამშობლოში
(ლესბოსზე)
IV. 580 - პიტაკოსის ჩამოგდება.
V. 570 - პიტაკოსის გარდაცვალება.

14. ალკეოსის შემოქმება ძვ.წ მე-3 საუკუნეში ალექსანდრიელმა პოეტებმა 10 წიგნად


გამოსცეს.

15. ალკეოსის შემოქმედება 4 ჯგუფად იყოფა:

I. საბრძოლო სიმღერები (სტასიოტიკა)


II. სანადიმო სიმღერები
III. მოთოსური სიმღერები
IV. სატრფიალო სიმღერე

16. ალკეოსი ჰეტაირიას წევრი იყო.

17. იგი ზოგიერთი ბერძენი ლირიკოსთა მსგავსად მეფეთა და ტირანთა კარის პოეტი
არასდროს მღროდა. ალკეოსი მღეროდა, რადგან დაუოკებელი სურვილი ჰქონდა
საკუთარი მსოფლმხედველობისა და განწყობილებათა ცხადყოფისა.

III. საპფო
1.მოღვაწეობის ხანა - მე-7 მე-6 საუკუნეთა მიჯნა.

2. ძველი სამყაროს სახელოვანი ადამიანები მას მოიხსენიებდნენ, როგორც „მეათე


მუზად“ ან „გასაოცარ არსებად.“

3. საპფო დაიბადა კუნძული ლესბოსის ქალაქ ერესოსში.

4. მთელი ცხოვრება ქალაქ მიტილენეში გაატარა.

5. მე-6 საუკუნის პირველ წლებში, არისტოკრთა დევნის დროს ის მიტილენედან


სიცილიაზე გაიქცა. ( ცნობილია, რომ ძვ.წ 580 წლის მახლობელ ხანებში პიტიკოსმა
ამნისტია გამოაცხადა. საფოც ამ პერიოდში უნდა დაბრუნებულიყო მიტილენეში.)

6. ოჯახი - წარჩინებული
7. ქმარი - ლესბოსელი არისტოკრატი, მდიდარი კაცი ანდროსიდან, სახელად
კერკილასი.

8. შვილები - ჰყავდა 1 ქალიშვილი კლეისი.

9. დედა - ქალიშვილის სახელის მსგავსი სახელი უნდა რქმეოდა დედასაც.

10. მამა - სკამანდროსი.

11. ძმები - ჰყავდა 3 ძმა : ერგიოსი, ლარიქოსი, ქარაქსოსი.

12. ლარიქოსი (უმცროსი ძმა) - ეკავა წარჩინებულმა გვარისთვის შესაფერისი


თანამდებობა. პრიტანეიონში საპატიო სტუმრებს ღვინოს აწოდებდა.

13. ქარაქსოსი (უფროსი ძმა) - მან საპფოს გულისწყრომა გამოიწვია, რადგან


ეგვიპტეში ჰეტერა დორიქა შეუყვარდა და მის გამოსასყიდად დიდი თანხა გაიღო.

14. ერიგიოსი - მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. მხოლოდ ვიცით ის,რომ
ბრძოლაში მონაწილეობდა.

15. საპფოს გარეგნობა - შავგრემანი და ტანმორჩილი.

16. შემორჩენილია მისი და ალკეოსის გამოსახულება მიუნხენურ ლარნაკზე (ძვ.წ 6 ს)

17. გადასახლებიდან დაბრუნებული 40 წელს მიტანებული საპფო სათავეში


ქალიშვილღა წრეს(სალონს ჩაუდგა)

17. დადოდა ლეგენდები, თითქოს საფოს შეუყვარდა მშვენიერი ჭაბუკი ფაონი,


თითქოს, უიმედო სიყვარულით ვნებააშლილს თავი მოუკლავს:გადაშვებულა
ლევკადიის კლდიდან ამღვრეულ ზღვაში. სხვა ლეგენდა კი მოგვითხრობს, რომ საფო
იყო ჰეტერა, ის ართობდა კაცებს, მაგრამ ჭეშმარიტი ვნებით მხოლოდ ახალგარზდა
ქალიშვილებისადი იმსჭვალებოდა.

18. მისი შემოქმედების დიდი ნაწილი ქალიშვილებს ეძღვნებოდა.

19. მის ლექსებში ასახულია წმინდად ქალური იდეალები.

20. საპფოსა და მის ირგვლივ შემოკრებილ ქალთა ღვთაება - აფროდიტე.

21. საპფოს მუზები - არისტიდი და ელიანუსი.

22. ადგილი, სადაც საიდუმლოდ ზიარებული ქალები იყრიდნენ თავს - მუზის


მსახურთა სახლი.

23. პამფიელი ქალი,რომელიც საპფოდ იცნობდა და თხზავდა ჰიმნებს არტემის


ჰერგაელის გასადიდებლად იყო დამოფილე.
24. არსებობდა 4 სალონი.

25. საპფოს შემოქმედების ფრანგმეტებმა ძირითად 2 გზით მოაღწიეს:

I. ანტიკური ხანის ავტორები ხშირად იმოწმებდნენ მას, როგორც ამაღლებული


პოეზიის ნიმუშევს.
II. მიკვლეულია პაპირუსები,რომელზეც მეტ-ნაკლები სიზუსტით ამოკლებულია
საპფოდ პოეზიის ნაწყვეტები.

26. მისი 1900-მდე სტრიქონია აღმოჩენილი, საიდანაც 600-მდე ითარგმნა, ხოლო 1300-
მდე სტრიქონის თარგმნა ვერ მოხერდა.

27. საპფოდ პირველი კრიტიკული გამოცემა ეკუთვნის ალექსანდრიელ


ფილოსოფოსებს (ძვ.წ მე-3 მე-2 ს)

28. საპფოდ წიგნი განაწილებულია 9 ნაწილად.

29. პირველი წიგნის პირველ სიმღერას აფროდიტესადმი მიძღვილი ჰიმნი (ფრ1)


წარმოადგენს.

30. ჩვენამდე მოღწეულია: ეპითალმიები, ჰიმნები, პროპემტიკონები, თრენები და


მეგობარი ქალწულებისადმი მიძღვნილი სიმღერები.

31. ჩვენამდე არ მოუღწევია: ეპიგრამები, ელეგიები, იამბები, მონოდიები.

32. პოეტური მოდელის გარეგანი ნიშნები


თემატიკა - სიყვარული.

მეტრი - მისი პოეზია მეტრიკის თვალსაზრისით ერთობ მრავალფეროვანი უნდა


ყოფილიყო. ამას განაპირობებდა ეოლიური ლირიკის ბუნება, მისი სასიმღერო
ხასიათი.

ჟანრი - ლირიკული წარმომადგენელი.

დიალექტი - წერდა ეოლიურ დიალექზე. საპფოდ შემოქმედებაში არის ცდა


ეოლიური დიალექსის ლესბოსურ ვარიანტზე გადასვლის.

33.ყველაზე ხშირად საპფო მიმართავს იმ მითოლოგიურ სიუჟეტებსა და სახეებს,


რომელებიც მშვენიერებისა და სიყვარულის სამყაროს უკავშირდებიან.

34. 1-ლი ბერძნულ ლიტერატურაში ლირიკის განვითარებასთან ერთად მძლავრად


შემოვიდა ინდივიდუალიზმის ნაკადი. საპფო „ლირიკულ მე“-ს იმპულსებს ქალწულ
ქალებთან ურთიერთობაში ჰპოვებდა.
35. პოეტური მოდელის შინაგანი ნიშნები
ლირიკული მე-ს გამოვლენა: საპფოსთან იდეალურად არის შერწყმული ემპირიულ-
ბიოგრაფიული და წარმოსახვით-ბიოგრაფიული. საპფოს ლირიკული მე სცილდება
ყოფით საზრუნავებს და ახალ, საკუთარ პოეტურ სამყაროს იქმნის. საპფოდ
ემპირიულ-ბიოგრაფიული ცხოვრება დაკავშირებული იყო მის მეგობარ ქალწულ
ქალებზე. ის მათთან ურთიერთობაში ჰპოვებდა პოეტი ქალის ლირიკული მე-ს
იმპულსებს. ამით იხსნება დისტანცია პოეტსა და ღვთაებას შორის.

სახებრიობა - მიუხედავად იმისა,რომ საპფოს პოეზიაში წმინდა ქალური იდეალები


აისახა,მან სხვა პოეტებთან შედარებით უკეთ შეძლო გამოხატა ზოგადი და
ამაღლებულის შეგრძნება. მისი მსოფლაღქმა განსხვავებული და ახალი იყო.

საპფო თვლის, რომ მარტო სიმდიდრე არაფერია, უფრო მეტიც, სახიფათოა, მაგრამ
თუ სიმდიდრე სწორი, სინდისიერი გზით არის მოპოვებული და სიქველესთან
თანაზიარი, მაშინ სულ სხვაა: მხოლოდ სიმდიდრე სახიფათო მოსამანეა, მაგრამ
სიდიდრე დიდრე სიქველესთან თანაზიარი, ბედნიერების მწვერვალივით
მოგვევლინება. მისი აზრით, სიმდიდრეს აუცილებლად უნდა ახლდეს ღირსება,
რადგან თუკი სიმდიდრეს ღირსება არ დააგვირგვინებს, ცუდია, ერთად –
მწვერვალია ბედნიერების.

საპფოს აზრით, ადამიანი მარადიულ ბედნიერებას ეზიარება, თუ კი იგი თავისი


ცხოვრებისეული გზით მიისწრაფრის უაღრესობისადმი, უკვდავებისადმი,
ღვთაებრიობისადმი, ლამაზი და ნათელი ცხოვრებისადმი.

საპფოსათვის მხოლოდ გარეგნული სილამაზე არაფერს ნიშნავს. მთავარი ადამიანის


წესიერება და შინაგანი სიქველეა: ვინც ლამაზია, გარეგანი თვისი იერით გვხიბლავს
მხოლოდ, ვინც კეთილია სულით, უმალ მშვენიერიც მოგვეჩვენება. თუ ადამიანი
ღირსეულია, წესიერი, მისი სურვილებიც ასეთივეა. მაშინ ადამიანის სიტყვებიც და
საქციელიც ღირსეულია და თამამი, არც სხვებს აყენებს ასეთი ადამიანი
შეურაცხყოფას. ხოლო ვისაც ასეთი რამ არ გააჩნია, დარცხვენილიც იქნება და
სიმართლის თქმაც გაუჭირდება.

ენობრივი ორგანიზაცია:
I. პოეტური სამყარო ცნობათა ხასიათის მიხედვით გრძნობადია. მასში
აისახა ადამიანური განცდები და ემოციები. ბუნების მშვენიერება,
ყოველივე ის, რაც მარადიული და გარდაუვალია.
II. იმის მიხედვით, თუ როგორი მახასიათებლით აიღიქვამს საპფო
სამყაროს და, თუ ამ მახასიათებლებს პირობითად სამ ჯგუფად
დავყოფთ, (დადებითი,ნეიტრალური, უარყოფითი), დავინახავთ, რომ
მასთან დადებით მახასიათებელთა მნიშვნელოვანი უპირატესობა
შეინიშნება.
III. საპფოსთან ყველაზე ხშირად ხმარებული ზმნებია, რომელთა
მნიშვნელობა "სიყვარულის", "სიხარულის", "სურვილის", და ა.შ გაგებას
შეიცავენ.
IV. ხშირად მიმართავს მითოლოგიურ სიუჟეტებსა და სახეებს, რომლებიც
მშვენიერებისა და სიყვარულის სამყაროს უკავშირდებიან.

ეპოქის გრძნობა:
საპფომ ყველაზე უკეთ იგრძნო თავისი ეპოქის სული, გარეგნულად ყველაზე უფრო
ორდინალურში, ჩვეულებრივში, ყოველდღიურში დაინახა ის მშვენიერი და
ამაღლებული, რამად მისი, როგორც პოეტის, თავისი პოსისის, გარკვეული ეპოქის,
გარკვეული პოლიტიკური მოვლნენებით შემოფარგლული საზღვრებიდან გაიყვანა
და ყველაზე უფრო გლობალურთან ზიარება შეძლო.

მან დაასრულა ეპოსიდან მემკვიფრეობით მიღებული ქალისადმი მისოგენური


დამოკიდებულება; გააქტიურა ქალები და ჩართო ისინი საზოგადოებრივ
ცხოვრებაში; შეიქმნა საპფოს პოეტურ ქარგაზე აჭრილი ქალთა პოეზია, რომელიც
ნაკლებად უწევს ანგარიშს მამაკაცთა პოეზიას და აუდიტორიას; საპფოს აღიარებით
და მამაკაც პოეტებთან გატოლებით ქალებმა პრეტენზია განაცხადეს მაღალ
ინტელექტუალიზმსა და პოეტურ შესაძლებლობებზე და სხვა.

You might also like