You are on page 1of 2

фრედერიკ Фრანჩისეკ შოპენი (პოლ.

Фრედერიკ Фრანსუა შოპენი (ფრა.)

ნოქტიურნი - XVIII ს-ში პატარა პიესების ციკლი სასულე საკრავთა ანსამბლისათვის, რომელიც
სრულდებოდა ღამით, ღია ცის ქვეშ (სერენადის მსგავსად); XIX ს-დან მღერადი, მეოცნებე,
ლირიკული ხასიათის მუსიკალური პიესა, სამნაწილიანი ფორმის (რომელშიც შუა ნაწილი
შედარებით ცოცხალი, ენერგიულია). ასეთი ნოქტიურნები ფორტეპიანოსათვის პირველად
შექმნა ირლანდიელმა კომპოზიტორმა და პიანისტმა ჯონ ფილდმა (1814 წ.), შემდგომ კი -
შოპენმა, დებიუსიმ).

ექსპრომტი - მუსიკალური პიესა (უფრო ხშირად, საფორტეპიანო), რომელსაც აქვს


ლირიკული აღსარების ხასიათი და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს უშუალოდ შესრულების
მომენტში ყოფილიყოს შექმნილი. ცნობილია შუბერტის, შოპენის, სკრიაბინის ექსპრომტები

მაზურკა - პოლონური ხალხური ცეკვა, სამწილადი ზომის, მკვეთრი რიტმით, აქცენტებით


ტაქტის სუსტ დროზე, სწრაფი, დინამიკური. XIX ს-ში გავრცელდა ევროპაში როგორც სამეჯლისო
და საბალეტო ცეკვა. ხშირად მაზურკის სტილში იქმნება საკრავიერი ნაწარმოები (მაგ., შოპენის
საფორტეპიანო პოლონური ხალხური ცეკვა, სამწილადი ზომის, მკვეთრი რიტმით, აქცენტებით
ტაქტის სუსტ დროზე, სწრაფი, დინამიკური. XIX ს-ში გავრცელდა ევროპაში როგორც სამეჯლისო
და საბალეტო ცეკვა. ხშირად მაზურკის სტილში იქმნება საკრავიერი ნაწარმოები (მაგ., შოპენის
საფორტეპიანო მაზურკები).

ბალადა - თხრობითი ხასიათის ვოკალური ან ინსტრუმენტალური ნაწარმოები; ტერმინი


წარმოდგება ფრანგული სიტყვისაგან, რაც ნიშნავს ცეკვას. ბალადა შუა საუკუნეებში წარმოიშვა
საფრანგეთში. ბალადებს მღეროდნენ ტრუბადურები, რომლებიც მეტწილად ხალხის ქვედა
ფენებიდან გამოსული მოხეტიალე პოეტები იყვნენ.

ეტიუდი - სავარჯიშო მუსიკალური პიესა ტექნიკის ასათვისებლად; ვირტუოზული ხასიათის


მცირე მუსიკალური პიესა;

პოლონეზი - საზეიმო სამეჯლისო ცეკვა-მსვლელობა, პოლონური წარმოშობის. XVI ს-დან


გავრცელდა ევროპაში, როგორც სამეფო კარის ცეკვა. სამწილადი ზომის, მკვეთრი
პუნქტირებული რიტმით. XVII ს-დან იქმნება „პოლონეზი“, როგორც საკრავიერი პიესა (ბახი,
მოცარტი, შოპენი და სხვ.).

პრელუდია - მუსიკალური ნაწარმოების შესავალი; დამოუკიდებელი მუსიკალური პიესა,


უპირატესად ფორტეპიანოსათვის.

რონდო - ფრ. წრე; მუსიკალური ფორმა, რომელიც ჩამოყალიბდა XVII-XVIII სს-ის ფრანგი
კლავესინისტების შემოქმედებაში. რონდოში მონაცვლეობს ძირითადი უცვლელი თემა, ანუ
რეფრენი და ერთმანეთისაგან განსხვავებული ეპიზოდები. რონდო წარმოიშვა ხალხური
საფერხულო სიმღერებიდან, თანდათან განვითარდა და სრულყოფილი გახდა. რონდოს
ფორმით იწერება როგორც მცირე ვოკალური და საკრავიერი პიესები, ისე დიდი ფორმის
ნაწარმოებების ფინალები. როგორც წესი, ახასიათებს ცოცხალი, მოძრავი მსუბუქი ტემპი,
საცეკვაო და სასიმღერო ხასიათი.

სკერცო - იტა. ხუმრობა; მუსიკალური პიესა სწრაფი ტემპის, სამწილადი ზომის.


თავდაპირველად წარმოადგენდა სახუმარო ხასიათის ვოკალურ ან საკრავიერ პიესას (XVI-XVII
სს.), ბეთჰოვენმა დაამკვიდრა სკერცო სონატურ-სიმფონიურ ფორმაში (III ნაწილი). შემდგომში,
რომანტიკოსები ქმნიან „სკერცოს“, როგორც დამოუკიდებელ საორკესტრო (მენდელსონი,
შუბერტი) და საფორტეპიანო (შოპენი) ნაწარმოებს.

სიუიტა - ციკლური ნაწარმოები, რომელიც შედგება რამდენიმე დასრულებული,


ერთმანეთისაგან განსხვავებული, კონტრასტულობის პრინციპით დალაგებული მუსიკალური
პიესისაგან. პროფესიულ მუსიკაში სიუიტა შეიქმნა იტალიაში XVI ს-ში (თავდაპირველად, ორი
ცეკვით - პავანა და გალიარდა). XVIII ს-ის საცეკვაო სიუიტა შედგება ოთხი ცეკვისაგან: ზომიერი
„ალემანდა“. სწრაფი „კურანტა“, ნელი „სარაბანდა“, ძალზე სწრაფი „ჟიგა“. სიუიტის ყველა
ნაწილი იწერებოდა ერთ ტონალობაში. იწერებოდა კლავესინისთვის ან ორკესტრისთვის (ბახი ,
ჰენდელი). XIX-XX სს-ში შეიქმნა ახალი ტიპის პროგრამული სიუიტა (რიმსკი-კორსაკოვის
„შეჰერაზადა“, მუსორგსკის „სურათები გამოფენიდან“) და სიუიტა, რომელიც შედგება სხვა
ნაწარმოებიდან აღებული ნაწყვეტებისაგან (გრიგი - „პერ გიუნტი“).

სონატა - კამერული მუსიკის ჟანრი. XVIII ს-დან წარმოადგენს სონატური ფორმის ნაწარმოებს
ერთი ან ორი საკრავისათვის. პირველი სონატები (კორელი - XVII ს.) ახლოა სიუიტასთან.
კლასიკური ციკლური (3-4 ნაწილიანი) სონატა ჩამოყალიბდა ჰაიდნისა და მოცარტის
შემოქმედებაში, სრულყოფილ იქნა ბეთჰოვენის მიერ. XIX ს-ში რომანტიკოსები ქმნიან
ერთნაწილიან სონატას (ლისტი). ძალზე პოპულარულია საფორტეპიანო სონატები (ჰაიდნი,
მოცარტი, ბეთჰოვენი, შოპენი და სხვ.).

ვარიაცია - მუსიკალური თემის, მელოდიის და მისთ. სახესხვაობა;

ვალსი - გერმანული და ავსტრიული ხალხური ცეკვებიდან წარმოშობილი წყვილთა


სამეჯლისო ცეკვა, XVIII ს-დან გავრცელდა ევროპის ქვეყნების ქალაქურ ყოფაში. ზომიერად
სწრაფი, სამწილადი ზომით, განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ე.წ. „ვენის ვალსმა“
(შტრაუსი). დამოუკიდებელი მნიშვნელობა შეიძინა საკრავიერი, ან საორკესტრო პიესის სახით,
ასევე მსხვილი ფორმის სიმფონიური ნაწარმოების ერთ-ერთი ნაწილის სახით. ფართოდ
გამოიყენება ბალეტში (ჩაიკოვსკი).

You might also like