You are on page 1of 2

ფ.

ლისტი-დანტე-სონატა

ავტორი-ციცი კიკაბიძე, საშემსრულებლო ხელოვნების ფაკულტეტი, კლავიშიანი


საკრავების მიმართულება, I კურსი

ფ. ლისტს, მე-19 საუკუნის წარმომადგენელს, როგორც კომპოზიტორსა და ვირტუოზ


პიანისტს, ასევე როგორც დირიჟორსა და პედაგოგს, არამცთუ მისი მოღვაწეობის
პერიოდში, კერძოდ, რომანტიზმის ეპოქაში, არამედ დღემდე, უდიდესი როლი უჭირავს
მსოფლიო მუსიკის ისტორიაში და არ კარგავს აქტუალურობას, როგორც თავად
პიროვნება, ასევე მისი ნაწარმოებები, რომლებიც თითეული პიანისტის რეპერტუარის
შემადგენელი და ,ხშირ შემთხვევაში, განუყოფელი ნაწილიცაა.

ლისტი, როგორც კომპოზიტორი, ახერხებს ფუნდამენტური ცვლილებების


განხორციელებას, კერძოდ, ამკვიდრებს ერთნაწილიანობას, საორკესტრო სიმფონიურ
ციკლს, აფართოებს ინსტრუმენტის დიაპაზონსა და იყენებს ახალ, ინოვაციურ ტექნიკურ
ხერხებს, კერძოდ, ოქტავებს, ტრემოლოებს, ორმაგ ნოტებს, გამებსა და არფეჯიოებს, რაც
მასშტაბების ზრდას იწვევს და შემსრულებელს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს.
აღსანიშნავია ლისტის, როგორც ვირტუოზი პიანისტის, შესრულების სტილი, რომელმაც
საუკუნეებს გაუძლო და დღემდე არაერთი პიანისტი მიმართავს ამ შესრულების ხერხს,
კერძოდ, უხვ არტისტულ ჟესტებსა და ეფექტებს, რასაც, რომანტიზმის ეპოქაში,
მსმენელი ისტერიის ზღვარზეც კი მიჰყავდა.

კომპოზიტორის შემოქმედებაში მართლაც, რომ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს


დანტე-სონატას, გამომდინარე მისი კონცეპტუალურობიდან, შინაარსიდან,
სტრუქტურიდან თუ ფაქტურიდან. დანტე-სონატის შექმნის პერიოდი, 1849 წელი,
ლისტის შემოქმედების ევოლუციას ემთხვევა ვაიმარში და ეს ნაწარმოები
შემსრულებელს აძლევს საშუალებას გამოავლინოს ვირტუოზულობა, მასშტაბურობა და,
ამავდროულად, მუსიკალური ენით მოგვითხროს დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი
კომედია“.
თემის მიზანია დანტე-სონატის მიხედვით განვიხილო ფ.ლისტის მიერ გამოყენებული
სტრუქტურა, კერძოდ, ერთნაწილიანობა, მონოთემატიზმი, პოეზიასთან კავშირი, ასევე
საი

You might also like