You are on page 1of 6

ჯუზეპე ვერდის

ბიოგრაფია, შემოქმედება
და ოპერა ,,ტრავიატა” 
იტალიელი კომპოზიტორი ჯუზეპე ფორტუნინო
ფრანჩესკო ვერდი დაიბადა 1813 წლის 10 ოქტომბერს
რონკოლეში,ქალაქ ბუსეტოს სიახლოვეს (იტალია).
იგი დაიბადა კარლო ჯუზეპე ვერდისა და ლუიჯი
უიტინის ოჯახში. ოჯახი ღარიბულად ცხოვრობდა, რის
გამოც მას საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, მისი მუსიკის მიმართ ინტერესი
დაუოკებელი გახლდათ და ადგილობრივ ტაძარში
მესას ხშირად ესწრებოდა. ორღანზე დაკვრა პიეტრო
ბაისტროკიმ შეასწავლა. შეატყო რა ოჯახმა მას
მუსიკალური ნიჭი,მისთვის შეისყიდეს “სპინეტი”
(მცირე ზომის კლავიშებიანი მუსიკალური საკრავი),
რომელიც გენიალურმა კომპოზიტორმა სიცოცხლის
ბოლომდე შეინახა.
მუსიკალური განათლება ვერდიმ თითქმის
დამოუკიდებლად მიიღო. სამწუხაროდ მილანის
კონსერვატორიაში ჯუზეპე ვერდი არ მიიღეს, მკაცრმა
კომისიამ იგი უნიჭოდ ჩათვალა.
• მისი მუსიკალური ნიჭით დაინტერესდა ქალაქში ცნობილი მდიდარი მოვაჭრე და მუსიკის
მოყვარული ანტონიო ბარეცი, რომელსაც სჯეროდა, რომ ვერდი დიდი კომპოზიტორი
დადგებოდა. ათი წლის ასაკში იგი ქალაქ ბუსეტოში გადადის სასწავლებლად . ამავე
პერიოდში მის ყურადღებას იქცევს გოეთეს, შილერისა და სხვა ცნობილი ლიტერატორების
ნაწარმოებები. 20 წლის ასაკში მიემგზავრება მილანში, სადაც მისი გენიის გაფურჩქვნა
იწყება და იწყებს მუსიკალური ნაწარმოებების შექმნას.

ვერდის საუკეთესო ოპერებში მნიშვნელოვანი


დრამატურგიული დატვირთვა ორკესტრს აწევს,თუმცა
კომპოზიტორისთვის მთავარი მაინც ვოკალური საწყისის
პრიორიტეტია.”ხმა და მელოდია ჩემთვის ყველაზე მთავარი
იქნება”, ამბობდა ვერდი. მან დაწერა 26 ოპერა, აქედან 6
ორი რედაქციით,კანტატები,”ოტელო”,”ერის ჰიმნი”
რომელიც დაწერილ იქნა 1862 წელს,რომანსები,სიმღერები
და სხვა. სიცოცხლის უკანასკნელი 12 წლის მანძილზე მან
ფაქტიურად ძალიან მცირე რაოდენობით შექმნა
ნაწარმოებები.ჯუზეპე ვერდი გარდაიცვალა 1901 წლის 27
იანვარს მილანში. მისი შემოქმედება კი დღემდე ერთ -ერთ
საუკეთესოდ მიიჩნევა “მსოფლიო ოპერის ხელოვნებაში”.
“ტრავიატა”
ტრავიატას” მსოფლიო პრემიერა 1853 წლის 6
მარტს შედგა ვენეციის თეატრში “ლა ფენიჩე” და ის
საოცრად წარუმატებელი აღმოჩნდა, პრაქტიკულად,
პრემიერა ჩავარდა. პრემიერის მეორე დღეს ვერდი
თავის მეგობარ ემანუელე მუციოს წერდა: “გუშინ
საღამოს “ტრავიატა” ჩავარდა. ჩემი ბრალია თუ
მომღერლების?.. დრო განსჯის”.
პრემიერის ჩავარდნის მიუხედავად, იყვნენ
ადამიანები, რომელთაც ძალიან მოეწონათ და
სათანადოდ შეაფასეს “ტრავიატა”. Gazzeta Musicale
 წარუმატებლობას მთლიანად მომღერლებს
აბრალებდა და წერდა: “ტრავიატა” შესანიშნავი
ქმნილებაა იმ უშრეტი გენიოსისა, რომელმაც ევროპას
შესძინა “ნაბუქო”, “ერნანი” და “რიგოლეტო”. ამ
ნაწარმოების მუსიკა გასაოცარი, დამატყვევებელი
რელიეფურობით ამჟღავნებს ვნებათა ევოლუციას”.
• მსოფლიო პრემიერიდან ერთი წლის შემდეგ, 1854 წლის 6 მაისს, ვერდის შემოქმედების
თაყვანისმცემელმა ანტონიო გალომ “ტრავიატა” (მცირედი კუპიურებით ) ვენეციაში თავის
თეატრ San Benedetto-ში დადგა და ოპერას კოლოსალური წარმატება ხვდა წილად .
• “ტრავიატას” მოსმენის შემდეგ დიუმამ თქვა: “ორმოცდაათი წლის შემდეგ არავის
ემახსოვრება ჩემი “ქალი კამელიებით”, ვერდიმ კი ის უკვდავყო ”.
• 1855-57 წლებში “ტრავიატა” დაიდგა ევროპის ყველა ცენტრალურ საოპერო სცენაზე და
სამუდამოდ დაიმკვიდრა გამორჩეული ადგილი საოპერო რეპერტუარში .

You might also like