You are on page 1of 3

ქ.

თბილისის ღირშესანიშნაობები

ნარიყალა და მეტეხის ციხე - მეტეხი თბილისის ყველაზე


ადრეული დასახლებაა, მდებარეობს ავლაბარში, მდ. მტკვრის
მარცხენა ნაპირზე, კლდოვან შემაღლებაზე. ციხე-სიმაგრე,ჩვენს
წელთაღრიცხვამდე IV-VI საუკუნეების.ნარიყალაზე
შეგიძლიათ მოხვდეთ საბაგიროს მეშვეობით ან ფეხით ძველი
თბილისის გავლით. ციხე-სიმაგრის კედლები თავისი
განლაგების მეშვეობით სიმაღლეში აღწევს თითქმის 70
მეტრს.

ფუნიკულიორი და «მთაწმინდის პარკი »- ფუნიკულიორი


ლიანდაგზე,რომელსაც შეუძლია აგიყვანოთ თბილისის
უმაღლეს წერტილში.სადაც არის განლაგებული პარკი
მთაწმინდა,როგორც ქართველები ამბობენ-ქართული დისნეი
ლენდი.რა თქმა უნდა დისნეი ლენდი არ არის,მაგრამ პარკში
უამრავი ატრაკციონია,ზუსტად აქ განლაგებულია ტელე-
ანძა,რომელიც გვაგონებს ეიფელის კოშკს რომელიც კაშკაშებს
ღამით.ტელე-ანძაზე ზემოთ არის რესტორანი.პარკში
შეგიძლიათ გაატაროთ დრო ბავშვებთან ერთად.

რიყის პარკი - აქ არის მარტო გამწვანება,საბავშვო


მოედანი,მცირე ამფითეატრი.აშენებული ქალაქის
გამოსვლებისთვის,სხვადასხვა ქანდაკებები,როგორც დიდი
როიალი,სახლის ზომის.რიყის პარკში არის დიდი შადრევანი
რომელიც საღამოობით ხდება მუსიკალური.პარკი საღამოობით
დძალიან ლამაზია,საიდანაც იშლება მთიანი თბილისის
ხედი,რომელიც საღამოობით არის განათებული.პარკის
მოედნიდან გადის საბაგირო ნარიყალას ციხე-სიმაგრეზე.
მდინარის საპირისპირო პარკის მხარეს არის მაღალი
კედელი,დაახლოებით 50 მეტრის კედელი, რომელიც ყოფს
პარკს და ავლაბრის რაიონს.ავლაბარში რომ მოხვდეთ,უნდა
ახვიდეთ კიბეებით.საღამოს პერიოდში ღირს თავის მობრუნება
და გახედვა საქართველოს ანძისკენ,რომელიც ციმციმებს
შუქურებით და გვაგონებს ეიფელის კოშკს.

წმინდა-სამების კათედრალური ტაძარი - მდებარეობს


ავლაბარზე, მოიცავს 9 ეკლესიას. აქვს მიწისზედა და
მიწისქვეშა ნაწილი, უდიდესი ტაძარია საქართველოში.
თბილისის ბოტანიკური ბაღი - აქ არის ეგეთი ლამაზი და
საინტერესო ხედები როგორც ბათუმის ბოტანიკურ ბაღში,
მაგრამ არსებობს ბევრი მცენარეები და ბუჩქები, რომლებიც
შეგიძლიათ ნახოთ და მოისმინოთ ამ ბაღის ისტორია.

შუშის ხიდი ან მშვიდობის ხიდი - ხიდი,რომელიც შედის


ყველა სარეკლამო განყოფილებაში და არის
წარმოდგენილი ისე როგორც ყველაზე თანამედროვე
ქალაქის სიმბოლო.ხიდი გადის ხმელეთზეც და გადადის
მტკვარზეც,აერთიანებს მარჯვენა და მარცხენა ქალაქის
სანაპიროებს.ხიდი განსაზღვრულია მხოლოდ ფეხით
მოსიარულეთათვის და ფორმა აქვს რომის დროინდელი
რაინდის ჩაფხუტის.მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ხიდის
უკანა მხარეს არის გადაშლილი თანამედროვე რიყე პარკი.

თბილისთან დაძმობილებული ქალაქების შესახებ

ზოგადად, თბილისს აქვს ურთიერთობა საზღვარგარეთის ყველა ქალაქთან,


საჭიროებიდან გამომდინარე. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული პროექტის ან კონკრეტული
საკითხის ფარგლებში, შეიძლება ურთიერთობა დამყარდეს ნებისმიერ ქალაქთან , იქნება
ეს საერთო ძალებით გრანტის მოპოვება, გამოცდილების გაზიარება თუ სხვა .

თუმცა დაძმობილება/პარტნიორობა ორ ქალაქს შორის ნიშნავს


განსაკუთრებულ სტატუსს. გარდა იმისა, რომ ამ შემთხვევაში ქალაქებს შორის
პოლიტიკური ურთიერთობა განსაკუთრებული ხდება ასევე, ქალაქთაშორისი
ურთიერთთანამშრომლობის ყველა ფორმა პრიორიტეტულად
დაძმობილებულ/პარტნიორ ქალაქებთან წარმოებს. მაგალითად, როდესაც ბრისტოლს
ევროკავშირის საგრანტო პროექტზე სურდა განაცხადის შეტანა და ეს განაცხადი უნდა
ყოფილიყო კოლექტიური (რამდენიმე ქალაქის მონაწილეობით), უპირველესად
დაძობილებულ ქალაქებს, მათ შორის, თბილისს შესთავაზა თანამშრომლობა.
კულტურული დღეების ან ტურისტების მოსაზიდი კამპანიის გამართვა სწორედ
დაძმობილებულ ქალაქებში იგეგმება ორმხრივად. გამოცდილების გაზიარება საქალაქო
მეურნეობის სხვადასხვა სფეროებში პირველ რიგში დაძმობილებულ /პარტნიორ
ქალაქებთან ხდება, იქნება ეს სატრანსპორტო ქსელის, საქალაქო ინფრასტრუქტურის თუ
ურბანული განვითარების სფეროები, გარემოს დაცვა, კულტურა, სპორტი, განათლება,
მერიის ადმინისტრირება და სხვა. მაგალითისთვის,  თბილისში მედიათეკების ქსელის
მოდელი თბილისთან დაძმობილებული ქალაქისგან, ნანტისგან გადმოვიღეთ,
უპატრონო ცხოველების თავშესაფარი/მენეჯმენტის საკითხების შესასწავლად მერიამ
გამოცდილების გაზიარება სთხოვა რიგას, კიევსა და
ვარშავას. დაძმობილების/პარტნიორობის ხელშეკრულებით ქალაქები თანხმდებიან ,
რომ ითანამშრომლებენ, ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, საერთო პროექტებსა
და პროგრამებს განახორციელებენ, ასევე საერთო შეხვედრებსა და ღონისძიებებს
გამართავენ. გარკვეულ ხელშეკრულებით გაწერილ სფეროებში, გაცვლიან
დელეგაციებს ამ თანამშრომლობის ფარგლებში და ზოგ შემთხვევაში, საერთაშორისო
ასპარეზზე მხარს დაუჭერენ ერთმანეთს.

You might also like