You are on page 1of 3

ტურის პროგრამა:

I დღე:

09:00 საათზე გასვლა თბილისიდან (რუსთაველის მეტროსთან, ელბაქიძის დაღმართი)


გზად გავივლით ტრაპიზონს. მოვინახულებთ მცირე აია სოფიას ტაძარს.
გავივლით ულამაზეს ქალაქს სამსუნს და გავემგზავრებით სტამბულის მიმართულებით.
ჩასვლა სტამბულში, განთავსება სასტუმროში. დასვენება 2-3 საათი.
შუადღით ვიწყებთ ექსკურსიას:
აია სოფიას ტაძარი (ამჟამად გადაკეთებულია მეჩეთად. ძველი კონსტანტინოპოლის მთავარი
ტაძარი მდებარეობს სასტუმროდან 5 წუთის სავალზე.)
ძველი იპოდრომი - სულთანაჰმედის მთავარი მოედანი, სადაც ვნახავთ ძველეგვიპტურ
ობელისკებს
და გერმანულ შადრევანს.
თოფქაფეს სასახლე (სტამბულის საგანძური, სადაც ინახება უამრავი ქრისტიანული
სიწმინდეები. )
სულთან აჰმედის მეჩეთი, იგივე ლურჯი მეჩეთი (საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც
ისლამური
არქიტექტურის განუმეორებელი ქმნილება. მეჩეთს ლურჯი დაერქვა მისი ინტერიერის ლურჯი
ფილების გამო.
ბაზილიკა ცისტერნა – რომელიც წარმოადგენს რომის იმპერიის დროინდელი მიწისქვეშა
წყალსაცავს, რომელიც ანტიკური სასახლეებიდან წამოღებულ 336 რვამეტრიან სვეტზე დგას.
აქედან
ორი მათგანი მედუზა გორგონას უზარმაზარ თავზეა დამაგრებული.
წმ. ირინეს ეკლესია (ბიზანტიის იმპერიის მთავარი ტაძარი აია სოფიას აშენებამდე, სადაც
ჩატარდა
მეორე საეკლესიო კრება 381 წელს.
20:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, ვახშამი. თავისუფალი დრო.

II დღე:

საუზმე -08:00 - 09:00 საათზე.


ამ დღეს დილიდანვე ვესტუმრებით მსოფლიო საპატრიარქო ტაძარს,რომელიც დაარსებულია
მოციქულების ანდრია პირველწოდებულის, პავლესა და იოანე ღვთისმეტყველის მიერ. სადაც
პატრიარქი ბართოლომეოს II აღავლენს წირვა-ლოცვას. საშუალება გექნებათ მოილოცოთ
ტაძარში
დაბრძანებული სიწმინდეები და ის ქვის ბოძი, რომელზეც მაცხოვარი გაშოლტეს.
ამის შემდეგ გავემგზავრებით ,,პირველი დღის ეკლესიაში", რომელსაც ,,გასაღების
ეკლესიასაც"
უწოდებენ (აქვე შეიძენთ სურვილის გასაღებებს და წამოიღებთ ტაძრიდან გადმომდინარე
ღვთისმშობლის წყაროს წყალს)
შემდგომ მოვილოცავთ ,,ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარს", რომელიც ბიზანტიის იმპერიაში
აია
სოფიას შემდგომ თავისი მნიშვნელობით და აქ არსებული სიწმინდეებით გახლდათ მეორე
ტაძარი.
აქ ინახებოდა ღვთისმშობლის სარტყელი და ლუკა მახარებლის მიერ შესრულებული ხატი
,,ოდიღიტრია". აქედან შეგვიძლია წამოვიღოთ ცხოველმყოფელი წყაროს წყალი (წყაროს
წყალმა
სასწაულებრივად განკურნა სულთნის მეუღლე მე-18 საუკუნეში)
(ხორას ტაძარი დაკეტილია და მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები!)
(P.S. თუ ჯგუფის სურვილი იქნება, შეგვიძლია ვესტუმროთ ულამაზეს ემირგანის ბაღს, სადაც
ტარდება ხოლმე ტიტების ფესტივალი. ბაღი შემკულია ათასფერი ტიტებით და საოცარი
ყვავილებით...)
დაბრუნება სასტუმროში. ვახშამი. თავისუფალი დრო.

III დღე:

საუზმე - 08:00-09:00 საათზე.


გამგზავრება პორტის მიმართულებით, ჩასხდომა გემში. გადმოსვლა ,,პრინცის კუნძულზე"),
სადაც
მხოლოდ ფაეტონები და ველოსიპედები მოძრაობენ და საიდანაც ხელისგულივით იშლება
ბოსფორის
სრუტის ულამაზესი ხედები.
გამგზავრება წმინდა გიორგის მთაზე სადაც მოვინახულებთ ,,წმ. გიორგის ტაძარს", აქვე
დაბრძანებულია ღვთისმშობლის და წმ გიორგის
სასწაულმოქმედი ხატები, რომელიც სიმსივნით დაავადებულთა და უშვილოთა შემწეა. ამ
ტაძრის
საოცარი აღმოჩენის ისტორიას ადგილზე გაეცნობით. ჩვენი გიდის დახმარებით კი ტაძრიდან
წამოიღებთ ,,წმინდა გიორგის პატარა ზარებს“, რომელიც ბედნიერებას და სიხარულს
მოგიტანთ...
P.S. ლეგენდის მიხედვით, უნდა ჩაიფიქროთ სურვილი და წმ. გიორგის ტაძრამდე უხმოდ უნდა
ახვიდეთ. (ზოგს ძაფი ააქვს) შემდეგ ეკლესიაში შეხვალთ, სანთელს ანთებთ, ილოცებთ და
სურვილს
ჩაიფიქრებთ.. ფაქტია რომ ამ ადგილას უამრავი ადამიანი მოდის ამ ტაძრის მოსალოცად,
როგორც
ქრისტიანი, ასევე მუსულმანი, რომლებიც სასწაულებრივად იკურნებიან და ყველაზე სანუკვარი
ოცნებები უსრულდებათ.
დაბრუნება კუნძულიდან 16:00 საათზე
16:30 საათიდან თავისუფალი დრო.
(ამ დროს შეგიძლიათ იშოპინგოთ სასტუმროს გაჩერებიდან 1 კმ. ,,ლალელი")
17:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება. (თავისუფალი დრო)
საღამოს გთავაზობთ ვახშამს თევზის ღია რესტორანში სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ
უგემრიელესი თევზის კერძები.

IV დღე :

9:00- 10:00 საუზმე (ნომრების დაცლა)

საუზმის შემდეგ გავემგზავრებით დოლმაბაჰჩეს სასახლეში - თურქეთის ყველაზე დიდი და

სიმდიდრით განთქმული სასახლეა, რომელიც ცნობილია

თავისი ბაღებით, ოქროსა და კრისტალის მოპირკეთებით, დედოფალ ვიქტორიას მიერ


ნაჩუქარი 750

შანდლიანი ჭაღით, რომელიც 4.5 ტონას იწონის.

გასეირნება კრუიზით ბოსფორზე (ქალაქის ულამაზესი ხედები)

გასეირნება ტაქსიმის მოედანზე და ისტიკლალის ქუჩა თავისი წითელი ტრამვაით. (ტურისტების


საყვარელი ადგილი)

ფერადი ქოლგების ქუჩა... გალათას კოშკი- ,,ქრისტეს კოშკი" (ლათინურად) - ქალაქის ერთ-
ერთი
ცნობილი ღირსშესანიშნაობა. მისი სიმაღლეა 66.90 მეტრი

თავისუფალი დრო სუვენირების შესაძენად და გემრიელი თურქული ყავის დასაგემოვნებლად.

15:00-16:00 საათზე ჯგუფის შეკრება და გამომგზავრება საქართველოსკენ.

1 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში დაბრუნება თბილისში.

You might also like