You are on page 1of 2

რამდენიმე კადრი ბოჭორნის თვალიერების

სთ: ბოჭორნა, ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილი ევროპაში. თუშეთში


ჩამოსვლა მხოლოდ ამ ადგილის სანახავადაც ღირს

კადრები _ ფოტოებს ვუღებ

ზღვის დონიდან 2345 მ. ნაკლები სახლი და უფრო მეტი ნასახლარი. ფერდობზე მშრალი
წყობით ნაშენი ციხესახლები. აქ მარტო არ უნდა იხეტიალო. შეიძლება ნიშანი არ იყოს ,
მაგრამ არის ადგილები, სადაც ქალს გავლა ეკრძალება.

გამორჩეული ტრადიციების, მითების, ლანდშაფტისა და მხარეში მოხვედრაც


თავგადასავალია. ერთადერთი სამანქანო გზა წელიწადში მაქსიმუმ 5 თვით იხსნება .
მაშინაც ამინდი დამატებით სირთულეებს ქმნის. ღამით სიარული რეკომენდირებული არ
არის. 72 კილომეტრიან უღელტეხილზე ყველა მეტრის გავლას გრძნობ. მანქანებს
გვერდის ავლა უჭირთ. გადმოიხედავ და ადრენალინი იმატებს. ხიფათის შეგრძნებას
ალაგ-ალაგ გზას შეწირული ადამიანები გიმძაფრებს.

მაგრამ როცა დილით ასეთ გარემოს ხედავ, რწმუნდები, რომ შიშის, დაღლის გადატანა
ღირდა. ამ ადგილს გომთაის ეძახიან. აღტაცებას რომ აჭარბებს, ისეთი სილამაზეა _
ყველა ხედი საინტერესო, მზე ფერდობზე წუთში რამდენიმე პეიზაჟს ხატავს .

ეს სალომე იდოიძეა, პირველი ქალი- რეინჯერი საქ-ში. თუში, ცხენზე ჯდომა ბუნებრივია ,
ბავშვობიდან იცის და პროფესია აბედნიერებს _ იცავს, ზრუნავს ბუნებაზე .

შუმი: გამარჯობა, როგორ ხართ

სალომე საცხენოსნო ტურში გაგვიძვიძღვება. გოგორათა ნაყაიჩოს მარშრუტი სამ საათიანია.


დაახლოებით 8 კილომეტრი უნდა გავიაროთ

შუმი: ეს არის ჩემი ფავორიტი ტური, მთლიანი პანორამული ხედი ჩანს თუშეთის.
წავედით

ტურისტული ბილიკი 2 ხეობის გომეწრისა და პირიქითის შორის გადის. შეგიძლია ,


ნებისმეირ მხარეს გადაუხვიო და ცალკეულ სოფლებში შეხვიდე . ჩვენ მთის მარშურტს
მივუყვებით და სოფლებს მაღლიდან დავყურებთ.

ვიზიტორები ან ჩამი მეგობრები რომ მოდიან და დროში არიან შეზღუდულები და


უნდათ მთელი თუშეთი ნახონ, მაგრამ კვირა მაინც უნდა და რო მეკითხებიან სად
წავიდეთ, ვურჩევ ამ ბილიკს. იმიტო რო ყველაფერს ნახავენ 360 გრადუსით. ახლა
ვართ 2743 მეტრზე, მაგრამ ავალთ 3 ათასამდე. ეს ერთადერთი ადგილია მთელ
თუშეთში სადაც შეგიძლია დაინახო, დართლო, დანო, ყვავლო, აქეთ
შენაქო...გავაგრძელოთ გზა _ და ვნახოთ უფრო უკეთესი და უკეთესი ხედები

ხედები მრავალფეროვანიცაა, ხედავ როგორც ალპური, ისე წიწვოვან ფერდობებს .


ცხვრიან ფერდობებსაც. ყვავილები იმდენად ლამაზია, დეკორატიულად გგონია
გამოყვანილი. თუშეთში 120-მდე ფრინველია აღრიცხული, გზადაგზა არაერთი სახეობა
გხვდება.
ფრინველებს ვხედავთ საინტერესოს, ცხოველი თუ შეიძლება შეგვხვდეს გზად? კი
მრავალფეროვანი გარემოთ გამოირჩევა, შეიძლება შეგხვდეთ, მელა დათვი შველი,
შურთხიც ვნახე რაც იშვიათია. / მოვაღწიეთ ჩვენი მარშრუტის უმაღლეს წერტილს.
ამას ქვია სახეოს მთა. ძალიან ლამაზი ხედია _ მე: ჩემთვის იყო ძალიან
საონტერესო. არ მქონდა ცხენზე ჯდომის გამოცდილება, მაგრამ არ იყო დამძაბავი
რომ სილამაზეები არ აღმექვა. ცხენის დამსახურებაცაა _ სალომე: და გარემოს,
იმდენად ლამაზია გიტაცებს. საოცრებაა.

მართლაც, მხოლოდ ტურის დასრულების შემდეგ იაზრებ რამდენად სახიფათო


ბილიკებზე იარე და როგორ წერტილებში იდექი. გომთაის სათავგადასავლო ტური
,,იმედის კვირის“ მიერ დამწყებთათვისაც რეკომენდირებულია.

სთენდაფი: თუშეთი ყველაზე კარგად, აქ დართლოშია შემორჩენილი თავისი


სიძველით. როგორც არქიტექტურული თვალსაზრისით, ისე წინაპართა ცხოვრების
წესის აღმნიშვნელი ნაშთებით

You might also like