You are on page 1of 6

ტობავარჩხილი

კარული ტბა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, წალენჯიხის


მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2650 მ
სიმაღლეზე, უდიდესი სიღრმე — 35 მ, საშუალო სიღრმე — 15,8 მ, წყლის მოცულობა — 3,3 მლნ. მ³.
საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ტობავარჩხილი გამდინარეა. წყლის დონე
დაბალია — ზამთარში, მაღალია — ივლისში. წყალი მტკნარია. ტბაში თევზი არ იცის
ტობავარჩხილი არის მოლაშქრეთა
ერთ-ერთ საყვარელი და საოცნებო
ადგილი. ეს არის ბუნების
ულამაზესი ნაწილი. ზღვის
დონიდან 2650 მეტრზე თქვენ
იხილავთ ცაში აზიდულ ფრიალო
კლდეებს, ხობის წყლის ხეობის
ულამაზეს პანორამებს, ალპური
ზონისთვის დამახასიათებელ
სილამაზესა და რაც მთავარია
თავად ტბას, რომელიც
ულამაზესია და მართლაც
უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს
მნახველს.
თვით მწვერვალის სახელწოდებასაც აქვს
საკრალუირი დატვირთვა. „ცაშკიბული“
ცის კიბეს ნიშნავს.„ ცაშკიბული“ პატარა
სიმაღლის (3017 მეტრი) მწვერვალია, მაგრამ
რატომღაც სწორედ ამ მწვერვალს ეწოდა ცის
კიბე და ამდენად ეს ჩანაწერი
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს,
ყოველ შემთხვევისთვის ამ ჩანაწერსაც აქვს
არსებობის უფლება.
ტობავარჩხილი, „ტბა-ვერცხლი“ მთის გამჭირვალე
ტბის საერთო სახელია ეგრისის ქედზე. ეგრისის ქედის
ალპურ ზონაში აღნიშნული სახელწოდების 6 ტბაა
აღრიცხული. კერძოდ: ცაშკიბულთან, ჭითგვალასთან,
დვირას მთაზე-დიდი ჭიჭე ტობავარჩხილის ტბები.
ასხის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე-ქუაშკარეშ
ტობავარჩხილი. ტობავარჩხილის სახელწოდების ტბას
ვხედავთ აფხაძეთის მთიანეთშიც, კერძოდ გალის
რაიონში, აკიბოს მთების მიდამოებში. ტბები
მეცნიერული თვალსაზრისით ნაკლებად არის
შესწავლილი შეუსაბამობაა ტოპოგრაფიულ რუკაზე
აღნიშნული ტობავარჩხილის ტბების სახელწოდებებსა
და ხალხური ზეპისიტყვიერების გადმოცემით
არსებულ ნამდვილ სახელწოდებებს შორის. ასე
მაგალითად გასული საუკუნის 30-იან წლებში
რუსების მიერ შედგენილ ტოპოგრაფიულ რუკაზე
მწვერვალ: „ცაშკიბული“-ს ჩრდილო ნაწილში მდებარე
ტობავარჩხილის სახელწოდების ტბა ოხოჯეს ტბის
სახელწოდებითაა დაფიქსირებული, მაშინ როდესაც
ეგრისის ქედზე ანალოგიური სახელწოდების ტბა არ
არსებობს.

You might also like