You are on page 1of 5

პროექტის გეგმა

2017 წლის 18-19 მაისს ჩატარდა პროექტი ,,400 წელი მოვდიოდით

ერთმანეთამდე’’, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს VII ა-ბ კლასის მოსწავლეებმა.
პროექტის ფარგლებში სკოლა-გიმნაზიას ესტუმრნენ ფერეიდანში მცხოვრები
ქართველები. მათი სტუმრობის ორგანიზებაში სკოლას დახმარება გაუწია
ორგანიზაციამ ,,ქართული ბიბლიოთეკა ფერეიდანში“.

პროექტის აქტუალობა: კვლევითი უნარ–ჩვევების ნაკლებობა , რაც ხელს უშლის

საკუთარი ისტორიის შესწავლას, მოძიებული ინფორმაციის სწორად აღქმას და
გააზრებას. მოსწავლეების მიერ ფერეიდნელი ქართველების სარწმუნოების შეცვლა
აღქმული იყო სამშობლოს ღალატად. საჭირო იყო ამ აპათიის აღმოფხვრა და მათთვის
სწორი მიმართულების მიცემა. მოსწავლეებში არ იწვევდა ინტერესს საქართველოდან
გადასახლებულების ისტორია და მათი ყოფა, რას გრძნობენ საქართველოსადმი, რა
სურვილები და მიზნები აქვთ. ეს მოსწავლეებისთვის მხოლოდ ისტორიის ნაწილი
იყო, რომლის აღქმა ხშირ შემთხვევაში არასწორად ხდებოდა მათი მხრიდან.
ფერეიდნელებთან პირისპირ შეხვედრა კი გამოიწვევდა დადებით შედეგს და
წაკითხულთან და მოსმენილთან შედარებით, ბევრად უფრო ემოციურ გავლენას
მოახდენდა მოსწავლეებზე და უფრო მგრძნობიარე გახდებოდნენ არსებული
პრობლემის მიმართ.

პროექტის მიზანი: ემპათიის გამოწვევა მოსწავლეებში რჯულშეცვლილი ხალხის

მიმართ, მსჯელობა მიზეზებსა და შედეგებზე, ფერეიდნელებთან დაახლოება,
მათი კულტურისა და ყოფა-ცხოვრების გაცნობა.

ისტ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის

ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VII.9. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა საზოგადოების

ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში.

ისტ.VII.10. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე.

ქართ. VII. 9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და

ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
ისტ.VII.10. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე.

ქართ. VII. 9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და

ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.

პროექტის მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგები:

მოსწავლემ შეძლოს:

• აზროვნების, შემოქმედებითობის განვითარება და იდეების შემდგომი დახვეწა

• ისტორიული ფაქტების სწორად აღქმა და მსჯელობა

• ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების

მიხედვით

პროექტის მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგები:

მოსწავლემ შეძლოს:

 ხშირი კომუნიკაცია ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებთან

 გაიაზრონ, რომ იგივე ბედი გაიზიარეს არა მარტო ფერეიდნელებმა, არამედ
ლაზებმაც, ინგილოებმაც
 მოხდეს მოსწავლეების ინფორმირებულობა და დაინტერესება ლაზებისა და
საინგილოს ისტორიის მიმართ

განხორციელებული აქტივობები:

პროექტზე მუშაობის პერიოდი დაგეგმილი იყო ძალიან საინტერესოდ. მოსწავლეები

დაიყვნენ ჯგუფებად, რომელთაც უნდა მოემზადებინათ პრეზენტაციები, რომლებიც
ეხებოდა ფერეიდანს: შაჰ აბასი და საქართველო, ქართველი ფერეიდნელები,
ფერეიდნელთა ტრადიციები, ფერეიდნელთა დიალექტი და ლაზები. მოსწავლეებმა
შეძლეს სრულყოფილი პრეზენტაციის წარდგენა და აუდიტორიის ფლობა. მოიძიეს
ინფორმაცია ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებზე და შეარჩიეს რამდენიმე
საინტერესო ისტორია, რომელიც მოუთხრეს მსმენელებს. მოძიებული
ინფორმაციებიდან გაუჩნდათ კითხვები, რომელიც დაუსვეს სტუმრებს. მათი მიზანი
იყო, გადაემოწმებინათ ის ინფორმაცია, რომელიც წიგნებიდან ამოიკითხეს და
ინტერნეტით მოიძიეს და თვითონ ფერეიდნელი ქართველებისგან მოესმინათ მათი
ცხოვრების წესისა და ტრადიციების შესახებ. სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა
ფერეიდნელი ქართველებისთვის დაწერეს წერილები, რომელიც გამოფენილი იყო
კლასში. საკუთარი ხელით დაამზადეს წიგნი ,,დედაენა“, წარუდგინეს სტუმრებს და
გადასცეს საჩუქრად ფერეიდანში არსებულ ქართულ სკოლას. ასევე, სტუმრებისთვის
კლასში გამოფინეს მათ მიერ დამზადებული ნივთები და საჩუქრად გადასცეს
ფერეიდნელ ქართველებს. ორგანიზაციისთვის ,,ქართული ბიბლიოთეკა
ფერეიდანში“, შეიძინეს წიგნები, რომელიც სკოლა-გიმნაზიის სახელით გაიგზავნა
ფერეიდანში.

გარდა ამისა, მოსწავლეები ერთი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ

სტუმრების დასახვედრად, რადგან პროექტით გათვალისწინებული
ღონისძიებები სრულყოფილი ყოფილიყო. ემზადებოდნენ კნცერტისთვის,
რომელშიც სტუმრებისთვის უნდა ეჩვენებინათ ქართული ტრადიციული
სიმღერები და ცეკვები. ჩატარდა შესარჩევი ტური თამაშისთვის ,,ბრეინ-რინგი“,
რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ფერეიდნელი ქართველებიც.

I დღე

 სტუმრების მიღება
 გამგზავრება ნოქალაქევში, მუზეუმის საერთაშორისაო დღისადმი მიძღვნილ
ღონისძიებაში მონაწილეობა თემით -- ,,ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“
 ნოქალაქევის დათვალიერება გიდთან ერთად
 სენაკში ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმში, სენაკის ახალგაზრდობისა და
კულტურის სახლის მიერ დაგეგმილი ღონისძიება
 ქალაქის დათვალიერება
 წმ. ალექსი ბერი შუშანიას საფლავის მონახულება. იქ არსებული ტაძრისა და
მუზეუმის დათვალიერება
 სტუმრების ოჯახებში განთავსება
II დღე

 გაკვეთილი - ,,400 წელი მოვდიოდით ერთმანეთამდე“

 ,,ბრეინ-რინგი“ ფერეიდნელი ქართველების მონაწილეობით
 კონცერტი სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების მონაწილეობით
 სტუმრების გაცილება

პროექტში მონაწილეთა გამოცდილება:

პროექტისთვის შეირჩა ორი -- VII ა-ბ კლასი, რომელშიც არ არიან განსხვავებული

საჭიროების მქონე მოსწავლეები. ყველა მოსწავლეს მიეცა მათი
შესაძლებლობებისთვის შესაბამისი დავალება. საბოლოოდ კი, თითოეულმა მათგანმა
შეძლო საკუთარი უნარების სრულყოფილად გამოვლენა.
ის მოსწავლეები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით,
შერჩევის შედეგად მონაწილეობა მიიღეს თამაშში ,,ბრეინ რინგი“, ხოლო ხოლო
სიმღერისა და ცეკვის მონაცემების მქონე მოსწავლეებმა, სტუმრებს წარუდგინეს
ქართული ტრადიციული სიმღერები და ცეკვები. მათ, კი რომელთაც ხელნაკეთი
ნივთების შექმნის უნარი გააჩნდათ, სტუმრებისთვის მოაწყვეს გამოფენა და მათი
ნამუშევრები საჩუქრად გადასცეს ფერეიდნელებს.

შეფასება:

მუშაობა მიმდინარეობდა კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოში თანამშრომლობის

გზით, მოხდა პრობლემის იდენტიფიცირება და გააზრება, დაისახა გადაჭრის
გზები.პროექტზე მუშაობისას აღმოიფხვრა მთავარი პრობლემა: მოსწავლეებში
არსებული აპათია რჯულშეცვლილი ქართველების მიმართ. მოხდა დაახლოება
ფერეიდნელ ქართველებთან, გამოხატეს სიყვარული და თანაგრძნობა
ფერეიდნელების მიმართ.

პროექტის განხორციელების რისკები:

პრობლემა შეიძლება ყოფილიყო ის, რომ ჯგუფში მუშაობისას მოსწავლეები

თანაბრად არ ყოფილიყვნენ ჩართული. ჯგუფში ხშირად იკვეთება ლიდერი და მისი
როლი ჯგუფური მუშაობისას. მასწავლებელი ვალდებულია გონივრულად
გადაანაწილოს მოსწავლეები, რადგან არ მოხდეს ლიდერის გამოკვეთა და სხვა
მონაწილეების როლის ხარისხის შემცირება.
ასევე, პროქტის დასაწყისში მოსწავლეებში საკმაოდ გამოკვეთილი იყო აპათია
რჯულშეცვლილი ქართველების მიმართ, რაც შეიძლება გამოხატულიყო
ფერეიდნელების სტუმრობისას, მოსწავლეების მხრიდან უხეში კითხვების დასმითა
და ქრისტიანობაზე ხაზგასმული საუბრით. მუშაობის პროცესში, მასწავლებელმა
უნდა შეძლოს ისეთი გარემოს შექმნა, რომ შეამციროს არსებული დამოკიდებულება
პრობლემის მიმართ, რაც აუცილებლად აღმოიფხვრებოდა ფერეიდნელებთან
დაახლოების შემდეგ.

You might also like