You are on page 1of 2

რეფლექსია

2017 წლის 18-19 მაისს ჩატარდა პროექტი ,,თანაფესვები’’, რომელშიც მონაწილეობა


მიიღეს VII ა-ბ კლასის მოსწავლეებმა. პროექტის ფარგლებში სკოლა-გიმნაზიას
ესტუმრნენ ფერეიდანში მცხოვრები ქართველები. მათი სტუმრობის ორგანიზებაში
სკოლას დახმარება გაუწია ორგანიზაციამ ,,ქართული ბიბლიოთეკა ფერეიდანში“.

ჩემი , როგორც მასწავლებლის ვალია, მოსწავლეებმა შეძლონ კვლევა–ძიება ,


ინფორმაციის მოპოვება , დამუშავება და ანალიზი, დასკვნების გამოტანა.

თემაზე მუშაობის მიზანი გახდა :

ემპათიის გამოწვევა მოსწავლეებში რჯულშეცვლილი ქართველების მიმართ,


მსჯელობა მიზეზებსა და შედეგებზე და ფერეიდნელებთან დაახლოება.

თემაზე მუშაობისას გავითვალისწინე ესგ მისაღწევი შედეგები :

ისტ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის


ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VII.9. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა საზოგადოების


ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში.

ისტ.VII.10. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე.

ქართ. VII. 9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და


ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.

პროექტზე მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლეს ერთ საგანში შეძენილი ცოდნა და


გამოცდილება სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადაიტანოს და გამოიყენოს ,
წიგნიერების ამაღლების (კითხვის , წერის , ინფორმაციის დამუშავების , იდეებისა
და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემების
მოგვარების უნარის ჩამოყალიბების) მიზნით. ხელს უწყობს შემოქმედებითი და
ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას და სწავლის პროცესის დამოუკიდებლად
მართვას .

პროექტზე მუშაობის განმავლობაში ხდებოდა თანამშრომლობა და კომუნიკაცია


მოსწავლეს, მასწავლებლებსა და ორგანიზაცია ,,ქართული ბიბლიოთეკა
ფერეიდანში“ წარმომადგენლებს შორის.

პროექტზე მუშაობის პერიოდი წარიმართა ძალიან საინტერესოდ. მოსწავლეებმა


შეძლეს სრულყოფილი პრეზენტაციის წარდგენა და აუდიტორიის ფლობა. მოიძიეს
ინფორმაცია ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებზე და შეარჩიეს რამდენიმე
საინტერესო ისტორია, რომელიც მოუთხრეს მსმენელებს. მოძიებული
ინფორმაციებიდან გაუჩნდათ კითხვები, რომელიც დაუსვეს სტუმრებს. მათი მიზანი
იყო, გადაემოწმებინათ ის ინფორმაცია, რომელიც წიგნებიდან ამოიკითხეს და
ინტერნეტით მოიძიეს და თვითონ ფერეიდნელი ქართველებისგან მოესმინათ მათი
ცხოვრების წესისა და ტრადიციების შესახებ. სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა
ფერეიდნელი ქართველებისთვის დაწერეს წერილები, რომელიც გამოფენილი იყო
კლასში. საკუთარი ხელით დაამზადეს წიგნი ,,დედაენა“, წარუდგინეს სტუმრებს და
გადასცეს საჩუქრად ფერეიდანში არსებულ ქართულ სკოლას. ასევე, სტუმრებისთვის
კლასში გამოფინეს მათ მიერ დამზადებული ნივთები და საჩუქრად გადსცეს
ფერეიდნელ ქართველებს. ორგანიზაციისთვის ,,ქართული ბიბლიოთეკა
ფერეიდანში“, შეიძინეს წიგნები, რომელიც სკოლა-გიმნაზიის სახელით გაიგზავნა
ფერეიდანში.

მუშაობა მიმდინარეობდა კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოში თანამშრომლობის


გზით, მოხდა პრობლემის იდენტიფიცირება და გააზრება; დაისახა გადაჭრის გზები.

ის, რაც ყველაზე მეტად მომეწონა

პროექტზე მუშაობისას აღმოიფხვრა მთავარი პრობლემა: მოსწავლეებში არსებული


აპათია რჯულშეცვლილი ქართველების მიმართ. მოხდა დაახლოება ფერეიდნელ
ქართველებთან, გამოხატეს სიყვარული და თანაგრძნობა ფერეიდნელების მიმართ.

პროექტის უარყოფითი მხარე

ვთვლი, რომ აღნიშნულ პროექტს გამოკვეთილად უარყოფითი მხარე არ გააჩნია.


ერთადერთ პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ჯგუფში მუშაობისას
მოსწავლეები თანაბრად არ იყვნენ ჩართული.

საქმიანობის გაუმჯობესების გზები:

 მოხდეს ხშირი კომუნიკაცია ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებთან


 გაიაზრონ, რომ იგივე ბედი გაიზიარეს არა მარტო ფერეიდნელებმა, არამედ
ლაზებმაც, ინგილოებმაც
 მოხდეს მოსწავლეების ინფორმირებულობა და დაინტერესება ლაზებისა და
საინგილოს ისტორიის მიმართ

მომავალში, მსგავს პროექტზე მუშაობისას, შევეცდები მოსწავლეებმა თავად


დაამყარონ კონტაქტი საქართველოდან გადასახლებულებთან და მიღებული
გამოცდილების საფუძველზე, დაგეგმონ მათთან დაახლოების გზები.

You might also like