You are on page 1of 11

საკლასო ორგანიზაციის მოდელები:

საერთო საკლასო, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის


გამოყენება სწავლების პროცესში.
სწავლების ორგანიზაციის ძირითადი ფორმა
გაკვეთილი.
სპეციალიზებული ტიპის გაკვეთილები.
სამოდელო გაკვეთილები

ნოდარ მირაზანაშვილი
მოსწავლეთა დაჯგუფების 3 ვარიანტი:
■ ა) საერთო საკლასო მუშაობა;

■ ბ) ინდივიდუალური მუშაობა;

■ გ) ჯგუფური მუშაობა.
საერთო საკლასო მუშაობა

■ ხსნის ახალ მასალას;


■ აძლევს მითითებებს;
■ საუბრობს საორგანიზაციო საკითხებზე;
■ აჩვენებს სურათს, თვალსაჩინოებას;
■ ასმენინებს მოსწავლეებს აუდიოჩანაწერს;
■ უკითხავს კლასს მოთხრობას;
■ მოსწავლე ან თავად მასწავლებელი მუშაობს დაფასთან.
დამოუკიდებელი მუშობა

■ ასრულებს რაიმე სავარჯიშოს;


■ წერს თხზულებას;
■ ხსნის მაგალითს;
■ კითხულობს ტექსტს;
■ მუშაობს პროექტზე;
■ მოიძიებს სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებულ
დამატებითმასალებს.
 

■ ნაკლებ სტრესს იწვევს მოსწავლეში, ვიდრე საკლასო ორგანიზაციის


რომელიმე სხვა ფორმა, რადგან ამ შემთხვევაში, მუშაობის პროცესში იგი
დაცულია სხვათა კრიტიკისა და შეფასებისაგან;
■ მასწავლებელს მეტი საშუალება აქვს, შეამჩნიოს მოსწავლის
ინდივიდუალური თავისებურებები, მისი სწავლის ტემპი, სტილი და
სუსტი თუ ძლიერი მხარეები;
■ ეს მოდელი ავითარებს მოსწავლეში დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების
მიღების უნარს, საკუთარი ძალების რწმენას და ავტონომიურობას;
■ ამასთან,ბევრი მასწავლებელი დამოუკიდებელ სამუშაოს იყენებს კლასში
სიმშვიდის და წესრიგის აღსადგენად, რაც ხშირად ძალიან სასარგებლო
სტრატეგია შეიძლება აღმოჩნდეს
ჯგუფური მუშობა

ჯგუფური მუშაობა ხელს უწყობს:


■ დასწავლის ჩვევების და მოსწავლის ცნებითი, აბსტრაქტული
აზროვნების განვითარების პროცესს;
■ მოტივაციის ზრდას და სწავლის პროცესისადმი პოზიტიური
დამოკიდებულების ჩამოყალიბებას;
■ კლასში მოსწავლეთა ქცევისა და თანატოლებთან ურთიერთობის
გაუმჯობესებას, ანუ კომუნიკაციის და სოციალური უნარჩვევების
ჩამოყალიბებას.
■ იზრდება თითოეული მოსწავლის ჩართულობა გაკვეთილზე, ისინი ნაკლებად
პასიურები არიან და სხვისი პასუხების მოსმენით არ კმაყოფილდებიან. ამასთან,
მოსწავლეს მეტი საშუალება აქვს, თავად განსაზღვროს თავისი მონაწილეობის
ფორმა;
■ მცირე ჯგუფში მუშაობა უფრო ნაკლებ ფსიქოლოგიურსაფრთხეს მოიცავს
მოსწავლისათვის, ვიდრე პასუხის გაცემა ან საკუთარი აზრის გამოხატვა მთელი
კლასის წინაშე;
■ მცირდება მასწავლებლის მაკონტროლებელი როლი და, შესაბამისად,
მოსწავლეს ენიჭება არჩევანის მეტი თავისუფლება, რაც ავითარებს
დამოუკიდებელი სწავლისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარ-ჩვევებს;
■ მასწავლებელს საშუალება ეძლევა, დაეხმაროს იმ მოსწავლეებს, რომლებიც
მეტად საჭიროებენ ამას მაშინ, როცა სხვებიც აქტიურად არიან ჩაბმული
ამოცანის გადაწყვეტაში.
ძირითადი დასკვნები და
რეკომენდაციები
■ არსებობს საკლასო ორგანიზაციის სამი ძირითადი მოდელი: საერთო საკლასო,
დამოუკიდებელი და ჯგუფური. ამათგან პირველი უფრო ტრადიციულია ქართული
სკოლისათვის, მაგრამ ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობაც არანაკლებ
მნიშვნელოვანია;
■ საკლასო ორგანიზაციის თითოეულ ამ მოდელს აქვსთავისი უპირატესობები. ამიტომაც
ეფექტური სასწავლო გარემოს შესაქმნელად, სასურველია, დავიცვათ მათ შორის
გარკვეული ბალანსი, არ მოხდეს ერთ-ერთი მათგანის (მაგ. საკლასო მუშაობის)
დომინირება და სხვათა უგულებელყოფა;
■ თუ მასწავლებელი, ჩვეულებრივ, მთლიანად აკონტროლებს პროცესს საერთო საკლასო
მუშაობის დროს, მისი კონტროლის დონე კლებულობს დამოუკიდებელი და ჯგუფური
მუშაობისას. შესაბამისად, მატულობს თავად მოსწავლეთა ინიციატივა და
დამოუკიდებლობის ხარისხი, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს კრიტიკულად
მოაზროვნე და დამოუკიდებლად სწავლის უნარის მქონე ადამიანის
ჩამოყალიბებისათვის.
სწავლების ორგანიზაციული ფორმები

გაკვეთილი;
ექსკურსია;
სემინარი;
პრაქტიკუმი;
ფაკულტატივი;
კონსულტაცია;
საშინაო სასწავლო მუშაობა.
სწავლების ორგანიზაციის უმთავრესი ფორმა

გაკვეთილია
გაკვეთილის ტიპები

კომბინირებული გაკვეთილი;

ახალი მასალის ახსნის გაკვეთილი;

განმტკიცების გაკვეთილი;

განმეორების გაკვეთილი;

შემოწმება-შეფასების გაკვეთილი.

You might also like