You are on page 1of 3

სოციალური პროექტის „დამინახე“ გეგმა

სოციალური პროექტი

მასწავლებელის სახელი და გვარი ზაზა ჯალაღონია

სკოლა სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო

კლასი მე-7 ბ

ქალაქი ზუგდიდი

თემის მონახაზი

თემის დასახელება

“დამინახე“ – აუტიზმის შესახებ ცნობადობის დონის ამაღლება

დონე/კლასი საბაზო/ 7 ბ

განხორციელების დროის ჩარჩო

2019 წლის ნოემბერი (2 კვირა) (14.10.2019-25.10.2019)

აზროვნების ზედა დონის უნარები


დაგეგმვა, ორგანიზება, კვლევა, თანამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი
აზროვნება.
პრობლემა/პროექტის აქტუალურობა
საზოგადოებაში ძალიან დაბალია აუტიზმის შესახებ ცნობიერების დონე. აუტიზმის
ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით კი, ყოველ 88
ბავშვში ერთი აუტისტია. ეს არის დაავადება, რომელიც ყოველ წელს პროგრესირებს (გასული
საუკუნის 60-იან წლებთან შედარებით შემთხვევები 4-5-ჯერ არის გაზრდილი). აუტიზმი
გვხვდება მსოფლიო მოსახლეობის ყველა რასისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანთა
შორის. ბიჭები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე გოგონები. აუტიზმით დაავადებულთა
რიცხვის ზრდა ეკოლოგიურ დაბინძურებასთან პირდაპირკავშირშია. ამიტომ სჭიროა
საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება ამ დაავადების მიმართ.
პროექტის მიზნები/ შედეგები
 მოსწავლეების მიერ აუტიზმის შესახებ მოძიებული მასალის დამუშავება
ტექნოლოგიების გამოყენებით
 მოსწავლეების მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე პროდუქტების შექმნა
(ბუკლეტი, კედლის გაზეთი, პრეზენტაცია) და საზოგადოებისთვის გაზიარება.
 პროექტის განხორციელების შემდეგ ამაღლდება ცნობიერების დონე აუტიზმის
შესახებ როგორც მოსწავლეებში, ასევე საზოგადოებაში.

პროექტის მდგრადობა

პროექტი მდგრადია, ვინაიდან იგი არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც. აუტიზმი


არის პრობლემა, რომლის შესახებაც მუდმივად უნდა ხდებოდეს საზოგადოების
ინფორმირებულობა. საზოგადოება უნდა მეჩვიოს ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას, არ
უნდა გაკიცხოს ისინი მეტად თავისებური ქცევის გამო. მშობლებმა არ უნდა მოითხოვონ, რომ
აუტისტმა ბავშვებმა ცალკე უნდა ისწავლონ, პირიქით, სსსმ მოსწავლე ხომ
თანაკლასელებისაგან სწავლობს მოქცევის წესებსა და ურთიერთობას. თავის მხრივ კი,
რიგითი მოსწავლეც სწავლობს მისგან ოდნავ განსხვავებულთან ურთიერთობას, ხდება მეტად
მზრუნველი და ტოლერანტული. ამიტომ პროექტის ფარგლებში, მოხდება რჩევების მიცემა
კლასის დამრიგებლებისთვის ამ თემაზე კლასის საათის ჩატარების, შესაბამისი ფილმების
ჩვენება/განხილვის მოწყობის თაობაზე. ვფიქრობ, ამით ხელი შეეწყობა ინფორმირებული,
სრულფასოვანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.

თემის შინაარსი

სოციალური პროექტის განხორციელების პროცესში ვიყენებ ელექტრონულ ფოსტას


gmail.com სკოლის გარეთ ურთიერთობისთვის, რათა მოსწავლეებს გავუგზავნო ინტერნეტით
მოძიებული მასალები, პრეზენტაციის, ბუკლეტისა და კედლის გაზეთის მოსამზადებლად.
ასევე მათგან უკუკავშირის მისაღებად.
პირველი ეტაპი: მოსწავლეებთან ერთად განვიხილავთ ინტერნეტით მოძიებულ მასალებს
და ვგეგმავთ გამოკითხვას მასწავლებლებსა და მოსახლეობაში აუტიზმის შესახებ
ინფორმირებულობის დონის დასადგენად
მეორე ეტაპი: ხდება მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად: I ჯგუფი ამზადებს კედლის გაზეთს, II
ჯგუფი საინფორმაციო ბუკლეტს, III ჯგუფი ამზადებს პრეზენტაციას Microsoft PoverPoint
პროგრამის დახმარებით
მესამე ეტაპი: მოსწავლეები ახდენენ გამოკითხვას, მოძიებული მასალისა და ჩემი
დახმარებით ამზადებენ პროექტის პროდუქტებს, რომლებსაც ეტაპობრივად განვათავსებთ
ბლოგზე.
მეოთხე ეტაპი: მოეწყობა პრეზენტაცია სკოლაში და დაწყებითი კლასის მოსწავლეებიის
მონაწილეობით სკოლის ეზოში მოეწყობა ასფალტზე ხატვა პროექტის თემასთან
დაკავშირებით.

პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხელისშემშლელი ფაქტორები

 გამოკითხვის, ბუკლეტების დარიგების, ან ასფალტზე ხატვის დაგეგმილ დღეს


წვიმიანი ამინდი
 უარი გამოკითხვის ჩატარების დროს
 ტექნიკური პრობლემები (ინტერნეტკავშირის გათიშვა ან არარსებობა, ელენერგიის
გათიშვა და ა.შ.

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

თავი VIII. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:


3. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:
ა) წიგნიერება. თანამედროვე გაგებით, წიგნიერება არის ცვალებად კონტექსტში კითხვის,
წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის,
გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე,
რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს;
გ) ციფრული წიგნიერება (იგივეა, რაც კომპიუტერული წიგნიერება). თანამედროვე
მსოფლიოში საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ წიგნიერების ცნება
კიდევ უფრო გააფართოვა. იგი ამჟამად მოიცავს ქსელური ძიების, ტექსტების ელექტრონული
დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინების პროგრამების გამოყენების უნარსაც, რასაც
მთლიანობაში ციფრული წიგნიერება ეწოდება. ინფორმაციული და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების
გამომუშავებას მოსწავლეებში;
ი) სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია
გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა
და ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა,
პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების
მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების
აღიარება და სხვა.

მიმართულება: ისტ რესურსების შექმნა


ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და
გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
●აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალისწინებით,
ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან
მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
●გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ
მასალას შორის;

მიმართულება: კვლევა და კომუნიკაცია


ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება
კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
● იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული
მასალის გასავრცელებლად და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში (მათ შორის ონლაინ
პროექტებში) ციფრული მასალის შესაქმნელად;

პროექტის კალენდარი

 ინტერნეტით მოძიებული მასალების განხილვა, გამოკითხვის დაგეგმვა


 ჯგუფების შექმნავდა საქმიანობის განაწილება
 მოძიებული ინფორმაციის დახარისხება, შენახვა, დამუშავება ელექტრონულ ფორმატში;
გაზეთის მომზადება (ერთი კვირა)
 თანამშრომლობა სასკოლო პერიოდში და სკოლის გარეთ ინტერნეტსივრცეში
(რეგულარულად)
 ბლოგის შექმნა და მასალების გამოქვეყნება (ეტაპობრივად 2 კვირის განმავლობაში)
 გამოკითხვის ჩატერება
 ბუკლეტების დარიგება
 გაზეთის გამოკვრა და პრეზენტაცია
 ასფალტზე ხატვა
სპეციალური საჭიროებები
● მივცემ მითითებებს მასალების მოძიების, ბუკლეტის, გაზეთის, პრეზენტაციის
მომზადების პერიოდში
● მივაწვდი ბუკლეტის შაბლონებს
● სსსმ მოსწავლეს დავავალებ მონაწილეობა მიიღოს ბუკლეტების დარიგებაში

You might also like