You are on page 1of 24

ე რ


უ რ

ემა კ უ ტ

ა დკ
აკ მ ა რ


აკადემიური წერის ძირითადი პრინციპები

 მკითხველი;
 მიზანი;
 დაიწყეთ დასკვნით;
 სტრუქტურა;
 სტილი;
 ლოგიკური თანმიმდევრობა.

2
მკითხველი

ვინ იქნება ჩვენი მკითხველი?

წერით დავალებას წარმატებით რომ


გაართვან თავი, სტუდენტმა უნდა
გაითვალისწინოს მკითხველის
გათვითცნობიერებულობა მოცემულ
საკითხში და მისი მოლოდინები.

3
მაგალითი:
 სოციალიზაცია არის პროცესი, რომლის გზითაც
მოცემული კულტურის ღირებულებები და
ნორმები თაობიდან თაობას გადაეცემა, და,
რომლის საფუძველზეც ინდივიდი მოცემულ
სოციალურ ჯგუფთან იდენტიფიკაციას ახდენს.
 პროცესს, რომლის გზითაც მოცემული
კულტურის ღირებულებები და ნორმები
თაობიდან თაობას გადაეცემა, და რომლის
საფუძველზეც ინდივიდი მოცემულ სოციალურ
ჯგუფთან იდენტიფიკაციას ახდენს,
სოციალიზაცია ეწოდება.

4
მიზანი
მკითხველი და მიზანი ერთმანეთთან მჭიდო კავშირში
იმყოფება;
თუ მკითხველი მწერალზე ნაკლებ ინფორმირებულია მოცემულ
საკითხთან დაკავშირებით, მწერლის ძირითადი ფუნქციაა
ინფორმაციის მიწოდება (როგორც, მაგალითად,
სახელმძღვანელოში);
თუ მკითხველი მწერალზე მეტად ინფორმირებულია მოცემულ
საკითხთან დაკავშირებით, მწერლის ძირითადი მიზანია
საკუთარი ცოდნისა და ექსპერტიზის დემონსტრირება;
სწორედ ეს მიზანი ამოძრავებს სტუდენტს, როცა წერით
დავალებას ასრულებს.

5
დაიწყეთ დასკვნით
ავტორმა შესავალშივე წარმოადგინოს მისი თეზისი ანუ
ძირითადი პოზიცია, რაც ორ მიზანს ემსახურება:
1 . ნაშრომის ლოგიკური თანმიმდევრულობის შენარჩუნებას,
რადგან ავტორმა უკვე ჩამოაყალიბა მისი პოზიცია, რაც
დაეხმარება ერთი არჩეული მიმართულებით იმოძრაოს
და ყველა არგუმენტი თუ ქვეარგუმენტი წარმოდგენილი
პოზიციის გასამყარებლად გამოიყენოს;
2 . და მკითხველისთვის თავიდანვე ნათელია ავტორის
პოზიცია, ამიტომ მისთვის მარტივია როგორც ავტორის
არგუმენტების შესაბამისობის შეფასება, ისე მის
მოსაზრებებში ლოგიკური ხარვეზების აღმოჩენა.

6
სტრუქტურა
ნებისმიერი ინფორმაცია განსაზღვრული სტრუქტურის
საფუძველზე უნდა იყოს ორგანიზებული.
ელემენტარული დონით რომ დავიწყოთ, მარტივ წინადადებასაც
და მცირე ზომის პარაგრაფსაც კი საკუთარი სტრუქტურა აქვს.
ნაშრომის მიზნიდან გამომდინარე, აკადემიურ წერაში
ინფორმაციის ორგანიზების სხვადასხვა ტიპი გამოიყენება,;
თუმცა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია
ნაშრომის ორგანიზება „პრობლემა - გადაჭრის გზა“
სტრუქტურის საფუძველზე, რომელიც 4 ძირითადი ნაწილისაგან
შედგება:
1. სიტუაციის აღწერა;
2. პრობლემის იდენტიფიკაცია;
3. გადაჭრის გზის აღწერა;
4. გადაჭრის გზის შეფასება.

7
სტილი
 აკადემიური ნაშრომი შესაბამისი სტილით უნდა იყოს
შესრულებული, რომელიც არა მარტო თანმიმდევრულად უნდა
იყოს დაცული მთელ ნაშრომში, არამედ აუცილებლად
შეესაბამებოდეს მწერლის მიზანსა და ნაგულისხმევ მკითხველს;
 შესაბამისი სტილის შერჩევასთან დაკავშირებულ უმთავრეს
სირთულეს წარმოადგენს საკითხი, თუ რა მივიჩნიოთ
აკადემიურად და რა - არა.
 უნდა აღინიშნოს, რომ აკადემიური წერის სტილის
არსებითი ნიშანია მეტყველების ნაწილებს შორის (იქნება
ეს ზმნა, არსებითი სახელი, თუ სხვ.), რაც შეიძლება მეტად
ფორმალურის შერჩევა;
 წინადადებების შედგენისას კი, უმთავრესად ფორმალური
ტონის გამოყენება.

8
ლოგიკური თანმიმდევრულობა
აკადემიურ ნაშრომში ავტორის ყველა არგუმენტი
მისი ძირითადი პოზიციის გამყარებას უნდა
ემსახურებოდეს, რაც ნიშნავს, რომ ყველა იდეა
ლოგიკურ კავშირში უნდა იმყოფებოდეს და ავტორი
არ უნდა მერყეობდეს სხვადასხვა მოსაზრებებს
შორის;
თუ მკითხველს უხდება უკან დაბრუნება და აზრის
გასაგებად, ნაწერის რამდენჯერმე გადაკითხვა,
ანდა მას უჭირს ავტორის არგუმენტების ძირითად
პოზიციასთან დაკავშირება, ეს ნიშნავს, რომ
ნაშრომი არათანმიმდევრული და არალოგიკურია. 

9
ჟანრები უნივერსიტეტში
 არგუმენტირებული ესე;
 კრიტიკა;
 ანალიტიკური რეფერატი;
 საბიბლიოთეკო კვლევითი ნაშრომი;
 ექსპერიმენტული კვლევით ნაშრომი;
 ანოტაცია;
 რეფლექცია;
 ქვიზი;
 ტესტი;
 ანალიტიკური კითხვა.

10
ბლუმის ტაქსონომია
 ცოდნა - ინფორმაციის ათვისება - ტერმინოლოგია,
ინდივიდუალური ფაქტები, წესები, კრიტერიუმები,
კატეგორიები, სტრუქტურა, პროცედურა. ცოდნა
წარმოადგენს ცნებებს, ლექსიკონის, კონტექსტის
საფუძველს;
 გაგება/წვდომა - ინფორმაციის გაგება -
ინტერპრეტაცია, სხვა სიტყვებით გადმოცემა, არსებული
მონაცემების გააზრება, განზოგადება. გაგება
ასაზრისიანებს ფაქტსა და ცოდნას შორის კავშირს.
ფაქტების ინტერპრეტაციის, შეჯამებისა და განზოგადების
საფუძველზე, სტუდენტი სწავლობს ინფორმაციასთან
მუშაობასა და მის გათავისებას.

11
ბლუმის ტაქსონომია
 გამოყენება - მიღებული ინფორმაციით პრაქტიკაში
ხელმძღვანელობა - ინფორმაციისა და წესების გამოყენება
ახალ სიტუაციებში, პრინციპებისა და თეორიების გამოყენება
სპეციფიკურ გარემოებებში. წესისა თუ პრინციპის გამოყენება
ახალ თუ უჩვეულო სიტუაციაში საშუალებას აძლევს
სტუდენტს ,,გამოყენებადი” გახადოს მისი ცოდნა.
 ანალიზი - კომპლექსური იდეების საზრისის მქონე
ნაწილებად დაყოფა - მონაცემების დაჯგუფება ლოგიკურ
ქვეჯგუფებად, ქვეჯგუფებს შორის ლოგიკური კავშირების
დადგენა. ანალიზი ზრდის სტუდენტის მიერ შესასწავლი
საკითხის გაგებასა და ათვისებას, აძლევს რა საშუალებას
მოახდინოს მასალის ორგანიზება და სტრუქტურირება მის
შემადგენელ კომპონენტებად. ეს ორგანიზება
განსხვავებულია საგნის მიხედვით - შესაძლოა ის იყოს
ლოგიკური, ასახავდეს ფიზიკურ აღწერას, ან
ქვეკატეგორიებისაგან შემდგარი კლასიფიკაციის ფორმა
ჰქონდეს. ანალიზი არის ის დონე, რომელიც ასახავს
შესასწავლი საკითხის გაგებას/წვდომას.

12
ბლუმის ტაქსონომია
სინთეზი - გამოცდილების ორგანიზება ახალი ფორმით -
სხვადასხვა კომპონენტების საფუძველზე ახალი სტრუქტურების
შექმნა, ან პრობლემის გადაჭრის ახალი გზის მოძიება;
ინფორმაციის ლოგიკურ კატეგორიებად ორგანიზება. სინთეზი
პროდუქტიული, შემოქმედებითი, პრობლემის გადაჭრის
დონეა. ამ დონეზე სტუდენტს შეუძლია შექმნას რაიმე ახალი
(მოხსენება, მოდელი, პრეზენტაცია) ადრე შეძენილი ცოდნისა
და გაგების საფუძველზე.
შეფასება - შეფასებითი მსჯელობისათვის აუცილებელი
კრიტერიუმების შემუშავება - კონკურირებად
გადაწყვეტილებებს შორის შედარებითი ღირებულების
დადგენა, არგუმენტსა თუ გადაწყვეტილებაში
არათანმიმდევრულობის გამოვლენა, შემოქმედებითი
ნაშრომების შედარება და კონტრასტის დასაბუთება,
გამოყენებული კრიტერიუმების ჩვენება. შეფასება საშუალებას
აძლევს სტუდენტს შეადაროს კონკურირებადი
გადაწყვეტილებები, შრომის პროდუქტები, ან დაასაბუთოს
ბიზნეს-გადაწყვეტილება. სხვაობა კარგ შეფასებასა და ზერელე
მსჯელობას შორის ისაა, რომ პირველი გულისხმობს წინა ხუთ
დონეზე შეძენილი ცოდნის, უნარების, გაგებისა და 13
გამოცდილების გაერთიანებას
ბენჯამინ ბლუმი 
(ინგლ. Benjamin Samuel Bloom; დ. 21 თებერვალი, 
1913, ლანსფორდი, პენსილვანია — გ. 
13 სექტემბერი, 1999, ჩიკაგო, ილინოისი) — 
ამერიკელი განათლების ფსიქოლოგი (1913-
1999); ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი,
ავტორი საგანმანათლებლო მიზნების
ტაქსონომიის, რომელიც განსაზღვრავს 
აზროვნების დონეებს;

14
15
ბლუმის ტაქსონომია

 აზროვნების ეს დონეები საფეხურებს ქმნიან,


სადაც ყოველი მომდევნო დონე უფრო
რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე
წინა დონეს.
 ცოდნა, გაგება და გამოყენება აზროვნების
ქვედა დონეში მოიაზრება;
 ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება კი —
აზროვნების ზედა დონეში.

16
ანოტაცია
ანოტაცია შენიშვნას ნიშნავს და განსახილველი ნაშრომის
შინაარსის მოკლედ გადმოცემას გულისხმობს, ზოგჯერ –
შეფასების დართვით.
ანოტაცია წარმოაჩენს ნაშრომის თავისებურებებს, მიმოიხილავს
შინაარსობრივ მხარეს და განკუთვნილია იმისთვის, რომ
მკითხველს გაუადვილდეს არჩევანის გაკეთება.
ანოტაცია პასუხს გვცემს კითხვაზე „რაზეა
წიგნი/ფილმი/ნაშრომი?“
ანოტაცია მოკლე ცნობებს გვაწვდის ასევე ნაშრომის ავტორის,
სახელწოდების, გამოცემის(გამოშვების, შექმნის) ადგილსა და
თარიღზე.
ანოტაცია უფრო მოკლე და სქემატურია, ვიდრე რეცენზია.

17
გამოხმაურება
 გამოხმაურებაში შესაძლებელია იმ თანმიმდევრობით
გადმოსცეს სათქმელი, როგორც თავად მოესურვება.
 აქ ფორმისა და არც შინაარსის მხრივ ის შეზღუდული
არ არის.
 გამოხმაურება გულისხმობს სუბიექტური
მოსაზრებების, შეგრძნებების გადმოცემას, თუნდაც –
მხატვრულად ( განსხვავებით წინა ორი ფორმისგან.
 მნიშნელოვანია მცირე ცნობების მოწოდება ნაშრომზე
( ავტორი, სათაური, შექმნის პერიოდი).
 სასურველია ციტატების, ეპიზოდების, მნიშნელოვანი
მონაკვეთების წარმოჩენა.

18
გამოხმაურება

 გამოხმაურება მეტად ჰგავს რეცენზიას, თუმცა


მისგან განსხვავებით კიდევ უფრო მეტ
თავისუფლებას ანიჭებს ავტორს.
 გამოხმაურებისაგან განსხვავებით ანოტაცია
აკადემიური, ანალიტიკური სტილის დაცვით
იწერება).

19
ანოტაცია
ანოტაცია წარმოადგენს წიგნის, ლიტერატურული თუ სამეცნიერო
ნაშრომის, სტატიისა თუ სხვა პუბლიკაციის შესახებ მოკლე
ინფორმაციას, რომლის მიზანია ნაშრომის აღწერა იმგვარი სახით,
რომ მკითხველს სრული შთაბეჭდილება შეექმნას მის ავტორზე,
წიგნის შინაარსსა და ძირითად ხაზზე. იდეალური ანოტაცია
განიხილავს ნაშრომთა ურთიერთმიმართებასაც. ანოტაცია არ
აღემატება 150 სიტყვას;
ანოტაციის შესადგენად: 1. ავტორის შესახებ სპეციალობა,
კვალიფიკაცია, დაბადებისა და გარდაცვალების წლები,
სადაურობა (მაგ: „ფრანგი მწერალი“) ავტორის შესახებ
ინფორმაცია ანოტაციაში თავიდანვე იყოს აღნიშნული;
ამასთან ერთად ზოგჯერ სასურველი და მნიშვნელოვანია, მიეთითოს:
• ავტორის ცხოვრებიდან და მოღვაწეობიდან რამდენიმე
ძირითადი და მნიშვნელოვანი ფაქტი (მაგალითად, ”მიიღო ესა და
ეს სამეცნიერო ჯილდო”) • ნაწარმოების შესახებ მნიშვნელოვანი
ფაქტი.

20
ანოტაცია
2. ტექსტის მიზანი/დანიშნულება უნდა განიმარტოს ორი-სამი წინადადებით
და აჩვენებდეს რას ეხება, ემსახურება ტექსტი. მხატვრული ტექსტის
შემთხვევაში შესაძლებელია ასევე მიეთითოს ბრჭყალებში ამონარიდი,
რომელიც უნდა გამოხატავდეს ტესტის ძირითად არსს.
ამასთან მნიშვნელოვანია მიეთითოს: რა სახის ნამუშევარია ეს წიგნი
(პოეზია, პროზა, სამეცნიერო ნაშრომი, სტატიების კრებული);
3. სხვა ნაშრომთან მიმართება. სასურველია, მაგრამ არასავალდებულოა
აღინიშნოს მიმართება სხვა ნაშრომთან ამავე სფეროში, თუკი ასეთი
არსებობს.
ნაშრომის/ნაწარმოების მნიშვნელობა. ავტორის მიგნება, კვლევის ან
წიგნის მნიშვნელობა, შედეგის აქტუალობა, წვლილი რომელიმე
სფეროს ან საკითხის განვითარებაში.
სამიზნე აუდიტორია ანოტაციაში მიეთითება იმ შემთხვევაში, თუ
ხაზგასასმელია, რომ ნაშრომი სპეციფიკური აუდიტორიისათვის არის
განკუთვნილი.

21
ანოტაცია
6. გაფორმება და მთარგმნელი ზოგიერთ შემთხვევაში
ანოტაციის დასასრულს მიეთითება შემდეგი ინფორმაცია •
არის თუ არა წიგნი ილუსტრირებული და როგორი სახის
არის ეს ილუსტრაციები, მაგალითად, შავ-თეთრი, ფერადი.
• ახლავს რუკ(ებ)ი • ილუსტრატორის ვინაობა, თუ ის
ცნობილია • ნათარგმნი წიგნის შემთხვევაში მთარგმნელის
ვინაობა
ავტორის სახელი და გვარი: (იმ შემთხვევაში თუ წიგნს არ
ჰყავს ავტორი, ვწერთ რედაქტორის გვარსა და სახელს და
ფრჩხილებში მივანიშნებთ სიტყვის შემოკლებას - რედ.
ინგლისურენოვანი წყაროს შემთხვევაში - ED (მხოლობითში)
ან EDS (მრავლობითში)) სათაური, ქვესათაური გამოცემის
ადგილი: გამომცემლობა: გამოცემის წელი: გამოცემის
რიგითობა წიგნის გვერდების რაოდენობა: მთარგმნელი:

22
ანოტაციის შინაარსი
 ავტორის შესახებ;
 ტესტის მიზანი და დანიშნულება;
 სხვა ნაშრომ(ებ)თან მიმართება;
 ნაშრომის/ნაწარმოების მნიშვნელობა;
 სამიზნე აუდიტორია;
 გაფორმება;
 მთარგმნელი.

23
მადლობა
ყურადღებისთვის!!!

24

You might also like