You are on page 1of 3

სოციალური პროექტი

,,სწავლა ყველასათვის (ტოლერანტობა) “


ავტორი -სსიპ ქალაქ ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის N2 საჯარო სკოლის
მასწავლებელი ნესტან კიკალია

მონაწილეები -IX კლასის მოსწავლეები,პადაგოგები, მშობლები

პერიოდი - 9.10 – 21.10.2019

პროექტის აქტუალობა :

საქართველო არის მრავალ ეროვნებიანი ქვეყანა.ჩვენს სკოლაში სწავლობენ სხვადასხვა


ეროვნებისა და სარწმუნოების მოსწავლეები. ამიტომ მნიშვნელოვანია , გავიაზროთ ისიც , რომ
განსხვავებული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას
და საკუთარი უფლებეის შელახვას. ინკლუზიური განათლება გამორიცხავს ბავშვების
ნებისმიერ ფორმის დისკრიმინაციას. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ნებისმიერი
გავრცელებული საგანმანათლებლო სისტემის შემთხვევაში, ბავშვების გარკვეული ნაწილი
გარიყულია საზოგადოებისგან და რჩება სასწავლო პროცესის მიღმა, ვინაიდან სისტემა არ არის
მზად საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურად მიუდგეს განსხვავებული შესაძლებლობის
მქონე ბავშვებს.

პროექტი მნიშვნელოვანია ,რადგანაც რეალურ ცხოვრებაში მათ გაიაზრონ და თავი იგრძნონ


საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. პროექტი ჩვენს მოსწავლეებს შესძენს ცოდნას,
დამოკიდებულებას და გამოუმუშავებს მაღალ სააზროვნო უნარებს. შედეგად ბავშვები და
სკოლის მოსწავლეები შეძლებენ წარმოაჩინონ და ფორმულირება გაუკეთონ საკუთარ
ინტერესებს, დამოუკიდებულებას და აქტიურად იქონიონ გავლენა შექმნილ გარემო
ვითარებაზე.

პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:

პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში ინკლუზიური განათლების არსის


და მიდგომების შესახებ. მიღებული ცოდნით აღმოიფხვრას სასკოლო სივრცეში
დისკრიმინაციული გამოვლინების ფაქტები და ჩამოყალიბდეს პოზიტიური ,
თანასწორუფლებიანი გარემო.

პროექტი მისცემს მოსწავლეებს ,მშობლებს, შესაძლებლობას გაიაზრონ პრობლემის


არსი,გაეცნონ კონკრეტული სიტუაციებს ,ყურადღებით შეაფასონ დისკრიმინაციის
უარყოფითი მხარეები და პრიორიტეტებად დაისახონ მოზარდის პიროვნული განვითარება.

პროექტის აღწერა და განხორციელება :

თემატური სამუშაო ჯგუფების შექმნა;


პრობლემის შესწავლა და კვლევითი დავალებები (თემატური პრეზენტაციები);

როლური თამაში,

ფილმის ჩვენება -განხილვა https://youtu.be/UToK3dwUIMA


შეხვედრა სკოლის ფსიქოლოგთან

კონფერენცია,, გამიგე,მიმიღე,შემიყვარე;

საუბარი სპეც.პედაგოგებთან აღნიშნულ საკითხებზე

ვიზუალური მასალის მომზადება ( ბუკლეტების ) და გავრცელება სასკოლო თემში;

მოსალოდნელი შედეგები:

მეტი ინფორმირებულობა ცნობიერების ამაღლება;პრობლემის არსის ადეკვატური შეფასება-


გააზრება; პრევენციული მექანიზმების შესახებ ინფორმირებულობა;

პროექტის ბენეფიციარები:

სკოლის მოსწავლეები, მშობლები,მასწავლებლები, თვითმმართველობის მოსწავლეები,

პროექტის რისკები:

პროექტის განხორციელების დროს შესაძლებელია შეიქმნას ქაოსური მდგომარეობა.

პროექტის რესურსები:

პროექტორი,კომპიუტერი,აუდიო მოწყობილება,ფლივჩარტები, ინტერნეტი,

აქტივობის დასახელება 09.10.19 11.0.19 15.10.19 17.10.19 18.10.19 21.10.19


1.პროექტის იდეისა, მიზნისა და X
ამოცანების დამუშავება;

2. პროექტის ეტაპებზე X
პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
3. პროექტის ეტაპების X
მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;

4.ინტერვენცია- X
მასწავლებელის საუბარი
ტოლერანტობის თემაზე
პრობლემის გამოკვეთის მიზნით.
5. ფილმის ჩვენება X
https://youtu.be/UToK3dwUIMA
Х
6.საუბარი სკოლის სპეც
მასწავლებელთან
7. საბოლოო შეხვედრა - მრგვალი
მაგიდა-პრეზენტაცია, პროექტის
შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით
სკოლის ადმინისტრაციის,
მასწავლებლებისა და
მშობლებისათვის
რეკომენდაციების შემუშავება.

21.10.2019

You might also like