You are on page 1of 3

აღმზრდელობითი ღონისძიების გეგმა

სკოლა,- სსიპ ზვიად დავითაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს


საჯარო სკოლა.--

მონაწილეთა ასაკი-----------14 წელი-------------------------

სტუდენტის სახელი, გვარი-----მაგდა კაიკაციშვილი-----------------------

ფაკულტეტი, სპეციალობა-----ჰუმანიტარული, ქართული ფილოლოგია-----------------------------------

აღმზრდელობითი ღონისძიების თემა-----,,--სამშობლოს მნიშვნელობის აღქმა“.


-----------------------------------------

შეფასება: ( 0-20 ქულა)

მეთოდისტი ---------ქეთი შოთაძე------------------

„-27----„--12------„ 2022 წელი


ღონისძიების სრული აღწერა
(შეიძლება კლასგარეშე ღონისძიებები ჩატარდეს სასკოლო პროექტების სახით)

ღონისძიების დასახელება: ,, სამშობლოს მნიშვნელობის აღქმა“.

მონაწილეთა ასაკი: 14 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 1 სთ.

ღონისძიების შესაძლო აქტივობები კლასში: თავისუფალი გაკვეთილის ფორმატი,


მსჯელობა, კომენტირება, საკუთარი მოსაზრებების წარმოჩენა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებმა დაინახონ


თუ რა ძალა შესწევს სამშობლოს, მის სიყვარულს, და რომ, სადაც არ უნდა
ვიმყოფებოდეთ და რამდენი ხნითაც, სამშობლოს სიყვარული მაინც გვექნება
გულში, და რომ თითოეული ადამიანი თავისი სამშობლოს სარკეა. მოსწავლეებმა
უნდა გაიგონ და გაითავისონ, რომ ვერც დრო და ვერც ადგილი ვერ შეცვლის
ჩვენს წარმომავლობას, ჩვენს სიყვარულს ჩვენი ქვეყნისადმი.

სამუშაო ენა: ქართული ენა

ღონისძიების ფასილიტატორი: მაგდა კაიკაციშვილი

ფასილიტატორის ელ-ფოსტა: magda.kaikacishvili@gmail.com


თავდაპირველად მოსწავლეებს დავალებად მივეცი წაეკითხათ
მიხეილ ჯავახიშვილის ,,მიწის ყივილი,, და ენახათ გუგული
მგელაძის ფილმი ,,ფესვები“. მე მოვამზადე პრეზენტაცია,
სადაც წარმოდგენილი მქონდა ვიზუალური მასალა
ნაწარმოებიდან და ფილმიდან. თავდაპირველად , სანამ
ტექსტისა და ფილმის განხილვას დავიწყებდით, ვთხოვე
მოსწავლეებს გადმოეცათ საკუთარი აზრი: როგორ ესმით
სამშობლოს აზრი? რასთან ასოცირდება სიტყვა ,,სამშობლო ,,?
რა გრძნობებთან აკავშირებენ მას? ეს ყოველივე , თითოეულმა
მოსწავლემ სხვადასხვა ფერის მარკერით ფურცელზე დაწერა
და დაფაზე გააკრა. ამის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე
გადმოეცათ მათი ემოციები, ნაწარმოების და ფილმის შესახებ .
მოსწსავლეთა უმრავლესობამ აღიარა, რომ ფილმის ფინალმა
დიდი ემოციები აღძრა მათში, და დიდი სიყვარულით და
სიბრალულით აივსენ მოხუცის მიმართ, ასევე დიდად მოეწონათ
და სამაგალითოდ ჩათვალეს ორივე ახალგაზრდის საქციელი,
რომელთაც მოხუცებს აუსრულეს უკანასკნელი
სურვილი ,,დაბრუნებოდნენ სამშობლოს“. ბევრი პარალელი
გავავლეთ ფილმსა და მოთხრობას შორის, ასევე განვიხილეთ
პერსონაჟები, მათი თვისებები, ამის პარალელურად
ვიყენებდით პრეზენტაციას, რაც უფრო აღრმავებდა მათ
ემოციებსა და ცოდნას. მოსწავლეები ერთმანეთს უსვამდნენ
სხვადასხვა შეკითხვებს პერსონაჟებზე, მათ ემოციებზე , თუ რას
ნიშნავდა მათვის სამშობლო, როგორ შეაფასებდნენ
ახალგაზრდების საქციელს. მათ მოხუცი კაშორი და გიორგი
ნამდვილ პატრიოტებად მიიჩნიეს, რომლებმაც დროისა თუ
ვითარების უკუღმართობის მიუხედავად შეძლეს ,,სამშობლოში
დაბრუნება,,. რაც მთავარია მოსწავლეებმა გაიგეს თუ რას
ნიშნავს სამშობლო, რა ძალა შესწევს მის სიყვარულს , და რომ
ადამიანმა შეიძლება სამშობლო დატოვოს, მაგრამ სამშობლო
ადამიანს არასდროს ტოვებს.
საბოლოო ჯამში აღმზრდელობითი გაკვეთილი ნაყოფიერი,
სასარგებლო, ემოციებით სავსე გამოვიდა.

You might also like