You are on page 1of 5

საქართველოს გეოლოგიურ აგებულებაზე

დედამიწა 4,5 მილიარდი წლისაა.


გეოლოგები დედამიწის ისტორიას ერებად ყოფენ.
ყველაზე ძველი არქეული ერაა (1.5 მილიარდი წელი),
პროტეროზოული ერა (1,93 მილიარდი წელი),
პალეოზოური ( 325 მილიონი წელი),
მეზოზოური (დინოზავრები ჩნდებიან) ( 180 მილიონი წელი)
კაინოზოური (65 მლნ წელი).

დავიწყებ იქიდან, რომ უძველეს არქაულ ერაში საქართველოს ადგილას


წარმოდგენილი იყო ე.წ გეოსინკლინი ანუ ჩაღრმავება. საქართველოში გვხვდება
უძველესი პროტეროზოული და პალეოზოური (600 მლნ წელზე მეტი) ასაკის ქანები,
რომლებიც ძირითადად წარმოდგენილია კავკასიონზე – აფხაზეთში, სვანეთსა და
რაჭაში. ასევე ძირულის, ლოქისა და ხრამის კრისტალურ მასივებზე.

კავკასიონისთვის დამახასიათებელია რამდენიმე ძირითადი გეოლოგიური


თავისებურება:

პირველი – მის ცენტრალურ ნაწილში ვხვდებით უძველეს ქანებს. სიმაღლის


შემცირებასთან ერთად ამგები ქანების ასაკი მცირდება. საშუალო მთებში ვხვდებით
200-130 მლნ წლის (იურული პერიოდის) და 130-70 მლნ წლის (პალეოგენურ) ქანებს.
გორაკ ბორცვების ზოლი აგებულია 30-3 მლნ წლის (ნეოგენური), ხოლო კოლხეთის
დაბლობი, ქართლისა და ალაზნის ვაკეები 3 მლნ წელზე ნაკლები ასაკის (მეოთხეული)
ქანებით.
მეორე –კავკასიონის ცენტრალური ნაწილი გამოირჩევა მრავალფეროვნებით, აქ
წარმოდგენილია პროტეროზოული, პალეოზოური, იურული და ცარცული ქანები,
მისგან დასავლეთით და აღმოსავლეთით ვხვდებით იურულ, ცარცულ და პალეოგენურ
ქანებს. იურული ასაკის ქანები წარმოდგენილია თიხა-ფიქლებითა და ვულკანოგენურ-
დანალექი ქანებით. ცარცული ასაკის ქანებში ჭარბობს კირქვები, ხოლო პალეოგენური
და ნეოგენური ასაკის ქანები კონგლომერატების, ქვიშაქვებისა და თიხების სახით
გვხვდება.

მესამე – მთათაშორისი ბარი შედარებით მარტივი აგებულებისაა, მხოლოდ


ცენტრალურ ნაწილში ვხვდებით იურულ და ცარცულ ქანებს. უდიდესი ნაწილი
აგებულია პალეოგენური, ნეოგენური (ქვიშაქვები, თიხები, კონგლომერატები) და
მეოთხეული ქანებით, ისინი კოლხეთის დაბლობზე, შიდა და ქვემო ქართლში,
ალაზნის ველზე ქმნიან ვაკეებს.

მეოთხე – მცირე კავკასიონი (აჭარა-იმერეთის ანუ მესხეთის ქედი, თრიალეთისა და


ლოქის ქედი) ძირითადად აგებულია პალეოგენური ვულკანოგენური და
ვულკანოგენურ დანალექი ქანებით. პალეოგენში ეს ტერიტორია დაფარული იყო
წყლით.

სამხრეთი საქართველო – (მესხეთ-ჯავახეთი და ქვემო ქართლის დასავლეთი ნაწილი) –


ძირითადად აგებულია ნეოგენ-მეოთხეული ვულკანოგენური ლავური ქანებით –
ანდეზიყებით, ბაზალტებითა და სხვა.

დედოფლისწყაროში, ტარიბანაში
სამხრეთის სპილოს
(რომელიც დაახლოებით ორი მილიონი წლისაა)
ჩონჩხის აღმოჩენა
აბესალომ ვეკუას სახელს უკავშირდება.

რუსთაველის
მეტროში,
მატარებლების
მოსაცდელ
დარბაზში, ერთ-ერთ
სვეტში არის ნიჟარა,
(ამონიტი,

მეზოზოურ ერაში ზღვაში ცხოვრობდა),


რომელიც სურვილებს ასრულებს. ის მარჯვენა
მხარეს, მესამე სვეტის კედელზეა.
კოლხური ბრამეა
კოლხური ბრამეა, ლედერე რისბრამეა (Brahmaea ledereri, Regenhofer, 1873), პეპელა
დატალღური ფარშევანგთვალების (Brahmaedidae) ოჯახიდან. 10 მილიონი წლის წინ
დაფრინავდა კოლხეთში. მესამეული პერიოდის ძლიერ იშვიათი რელიქტი, კოლხეთის
ენდემი. შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“. კავკასიის ტერიტორიაზე
ბინადრობს ამ მცირერიცხოვანი ტროპიკული გვარის მხოლოდ 2 სახეობა, რ-თაგან
ერთ-ერთია კ. ბ. იგი დიდი და მსხვილი პეპელაა. ფრთების კუთხეები
მომრგვალებული აქვს, წინა ფრთის სიგრძე – 47–53 მმ, ფრთების შლილი - 95–107 მმ.
პეპლის მთლიანი ფონი მურა ყავისფერია. ხორციანი სხეული და ფრთების ძირები
დაფარულია ხშირი ბუსუსებით. წინა ფრთების შუა, გარდიგარდმო გადაჭიმული
არათანაბარი თასმა და ფრთების ფუძეები მოუხატავია. ფრთის დანარჩენი ნაწილი
მოხატულია ფაქიზი, პარალელურად განლაგებული, ტალღისებური, მოთეთრო-
მოვარდისფრო და ჩალისფერი ზოლებით. სახეობა გავრცელებულია დას.
საქართველოში – კოლხეთის დაბლობზე, ასევე აღწერილია თურქეთის შავიზღვისპირა
(ლაზეთი) რეგიონში; ბინადრობდა კოლხურ ტყეში. დამახასიათებელი ეკოლოგიური
ნიშა იყო ტენიანი, ძველი, დაბურული მთისწინეთების ტყის ვიწრო ხეობები და
ღელეები, სადაც იზრდება მურყანი, თხილი, წაბლი, წყავმაზა და ა.შ. პეპლის ბოლო
ეგზემპლარი 100 წლის წინ მოიპოვეს. ბინადრობს თუ არა კვლავ ეს სახეობა კოლხურ
ტყეში, უცნობია. პეპლები ფრენენ აპრილში, ღამით. დღისით სხედან ხის ღეროზე ან
ტოტებზე. მატლი, ისევე, როგორც პეპელა, მსხვილი და ორიგინალურია. ძირითადი
საკვები მცენარეა წყავმაზა (Phyllirea vilmoriniana), რ-იც გავრცელებულია ლაზეთში,
აჭარასა და გურიაში. შეიძლება შეგვხვდეს ზეთისხეთა ოჯახის ან სხვა მერქნიან
მცენარეებზე. ჭუპრი გვხვდება ხემცენარეთა ქერქის ნაპრალებში თხელ მურა-ყავისფერ
პარკში. სახეობა უძველესი ფაუნის ტროპიკული წარმოშობისაა, რის გამოც ხასიათდება
ბიოლოგიისა და ფიზიოლოგიის ზოგი თავისებურებით. სახელდობრ, მთელი წლის
განმავლობაში საჭიროებს თბილ და ტენიან კლიმატს, განსაკუთრებით კი ზამთარში;
ამასთან ერთად, ლოკალურმა გავრცელებამ და ტიპური ბიოტოპის სას.-სამ.
მიზნებისთვის გამოყენებამ (კოლხური ტყეების გაჩეხვა, ჭაობების ამოშრობა,
სუბტროპიკული მცენარეების განაშენიანება) კატასტროფულად შეამცირა და
განადგურების ზღვარზე მიიყვანა (ან გაანადგურა) ისედაც ერთეული და უძველესი
პოპულაციები.

საქართველოს წიაღისეული

საქართველო სასარგებლო წიაღისეულის მრავალფეროვნებით გამოირჩევა.


არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია რკინის, ბრინჯაოს,სპილენძის,
ვერცხლის, ოქროსა და თიხის უამრავი უძველესი ნივთი, რაც ადასტურებს, რომ ჩვენს
ქვაყანაში უძველესი დროიდან მოიპოვევდნენ სხვადასხვა სახის წიაღისეულს.

საქართველოს ტერიტორიაზე დღესაც მოიპოვება ლითონები შავი და ფერადი


მეტალურგიისათვის, მინერალები ქიმური მრეწველობისათვის, ოქრო, კვარცის
სხვადასხვა სახეობა, საცემენტე ნედლეული, სამშენებლო– მოსაპირკეთებელი ქვები
და საწვავი წიაღისეული – ქვანახშირი და ნავთობი. ყველაზე მნიშვნელოვანია
ჭიათურის მანგანუმის, ტყიბულისა და ტყვარჩელის ქვანახშირის და მადნეულის
სპილენძ–ტყვია– თუთიის საბადოები.
ქვემო ქართლში, სოფელ კაზრეთის მიდამოებში, მიწის ზედაპირთან ახლოს თითქმის
ჰორიზონტოლარუდ განლაგებულია სპილენძით მდიდარი ფენა, საიდანაც სპილენძს
ღია წესიტ მოიპოვებენ, კაზრეთში მადნის მოპოვება XX საუკუნის 70–იან წლებისში
დაიწყეს, რის შედეგადაც ამ ადგილს “მადნეული” უწოდეს.
საინტერესოა, რომ კაზრეთის მადანი სპილენძის გარდა შეიცავს ტყვი–თუთიას,
ვერცხლსა და ოქროსაც კი.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში – კახეთში, ქართლსა და გურიაში ნავთობის
არსებობაზე ძველთაგანზე მიუთითებდნენ ქართველი თუ უცხოელი მკლევარები.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, “ტფილისის სამხრეთ–აღმოსავლეთით დის ნავთი
კიდესა ტკურისასა”. აქედან მოდის თბილისის ამ უბნის სახელი “ნავთლუღი”. XIX
საუკუნეში ნავთობს კუსტარული მეთოდით მოიპოვედნენ, დღეს კი მისი ამოღება
თანამედროვე მეთოდებით ჭაბურღილების მეშვეობით ხდება

ამჟამად ნავთობს მოიპოვებენ მირზაანში, პატარა შირაქში, მანავში, ნორიოში,


თელეთში, სამგორი–პატარძეულსა და სუფსაში. მთელ საქართველოში წელიწადში
მხოლოდ 50 ათასს ტონა ნავთობს მოიპოვებენ, რაც მეზობელ აზერბაიჯანთან
შედარებით 600–ჯერ ნაკლებია, თუმცა ქართული ნავთობი ძალიან ხარისხიანია. (
ამერიკელები/ კანადელები)

საქართველოში ბევრგან მოიპოვებენ სხვადასხვა ფერის მარმარილო და მათ სახელს


ადგილის მიხედვით არქმევენ; მაგალითად: ლოპოტის თეთრი მარმარილო
ნაცრისფერი ძარღვებით( კახეთში) ; დიზის ნაცრისფერ ზოლიანი და ღია ნაცრისფერი
მარმარილო (სვანეთში) ; შროშის მარმარილო ღია წითელ ფონზე მიმოფანტული
თეთრი ლაქებით (იმერეთში).
მეტრო “რუსთაველის” მიწის ქვეშა ვესტიბიული სალიეთის მარმარილოთია
მოპირკეთებული.
(მეტრო-სადგური რუსთაველი 1966 წელს გაიხსნა. სადგურის მშენებლობას
აწარმოებდა თბილქალაქპროექტი არქიტექტორების ო. კალანდარიშვილისა და ლ.
ჯანელიძის პროექტის მიხედვით. რუსთაველს დანარჩენი სადგურებიდან ყველაზე
გრძელი ექსკალატორი გამოარჩევს.
წითელი მარმარილოთი მოპირკეთებული მოსაცდელი დარბაზი ვეფხვისა და მოყმის
რელიეფური გამოსახულებითაა შემკული.)
ნავთობი– სამგორ პატარძლეული, ტიბაანი. მირზაანი, ტარიბანა შირაქი, სუფსა–
ჭალადიდი
ქვანახშირი– ტყიბულ–შაორი (30%) ტყვარჩელი, ახალციხის მურა ნახშირი.
ტორფი– გამოიყენება საქართველოში სასუქად–მდ. ფიჩორა, იმნათი
ანდეზიტი– ბაკურიანი ყაზბეგი
მანგანუმი– ჭიათურა ( აკაკი წერეთელი 1876წ) აჯამეთ-ჩხარის და შქმერის;
მარმარილო –ლოპოტა, სალიეთი,შროსა, სადახლო.
კირქვა,მერგელი-კასპი.
აქატი-ახალციხე, მარნეული;
დოლომიტი-აბანო,ტყვარჩელი;
დიატომიტი- ახალციხე;
დარიშხანი- ცანა(სვანეთი,) ლუხუმი( რაჭა)
მინერალური წყლები
ბარიტი-ჩორდი(რაჭა)
ბენტონიტური თიხები-გუმბრინი(იმერეთი) ასკანა(გურია)
ტორფი-ფიჩორა, იმნათი

You might also like