You are on page 1of 3

თრიალეთის კულტურა

საბა თურმანიძე
ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებში კავკასიაში
ადრებრიჯაოს ხანა დასრულდა და დაიწყო
შუაბრიჯაოს ხანა. მტკვარ-არაქსის კულტურა
თრიალეთის იგივე „თრიალეთის ბრწყინვალე
ყორღნების კულტურამ ჩაანაცვლა. თრიალეთის
კულტურის ძეგლებად ითვლება უმთავრესად
ყორღანული სამარხების (გორასამარხების)
კულტურა. მათი ნაწილი ადრებრინჯაოს ხანის
დასასრულით - ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლო
საუკუნეებით თარიღდება, ნაწილი კი
შუა ბრინჯაოს ხანით - ძვ. წ. II ათასწლეულის
პირველი ნახევრით. შუა ბრინჯაოს ხანის ამ
შესანიშნავ კულტურაში კიდევ უფრო მაღალ
დონეზე ავიდა მეტალურგია, ჩნდება კალიანი
ბრინჯაოს ნივთები, მანამდე უფრო დარიშხანიანი
ბრინჯაო გამოიყენებოდა. კიდევ უფრო მაღალ
დონეზე ადის და ვითარდება ვერცხლისა და
ოქროს წარმოება. თრიალეთის კულტურა
პირველად გამოვლინდა და ჩამოყალიბდა
თრიალეთის მაღალმთიან ზოლში და სწორედ
აქედან მიიღო ეს სახელწოდებაც. ამ კულტურის
შესწავლას საფუძველი დიდმა რუსმა
არქეოლოგმა ბორის კუპტინმა ჩაუყარა (1892-
თრიალეთის კულტურა განეკუთვნება ეკონომიკურად
დაწინაურებულ მესაქონლე-მიწათმოქმედ ტომებს, რომელთა
განვითარებას ხელს უწყობდა სამხრეთ საქართველოს
ბუნებრივი პირობები. თრიალეთის კულტურა მტკვარ-არაქსის
კულტურის მემკვიდრეა. მსგავსი ძეგლები ცნობილია კახეთში,
შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და სომხეთში. მას
საერთაშორისო მასშტაბითაც ფართო საგარეო ურთიერთობები
ჰქონდა. ხელოსნური ნაწარმის თავისებური ფორმებით,
მხატვრული სტილით, დამზადების ტექნიკით, დაკრძალვის
წესითა და იდეოლოგიური მონაცემებით თრიალეთის კულტურა
ძირითადად დამოუკიდებელ ხასიათს ატარებს.

You might also like