You are on page 1of 4

პირველყოფილი საზოგადოება .

ქვის ხანა - ბრინჯაოს ხანა


უძველესი ადამიანი-ადამიანის წარმოშობის შესახებ არსებული კრეაციული და
ევოლუციური თეორიები ცდილობენ ახსნან სამყაროს და ადამიანის წარმოშობა.
კრეაციული თეორიის მიხედვით სამყაროს შემქნელი არის ღმერთი, ამ თეორიის
გამოძახილია სხვადასხავა ხალხის მიერ შექმნილი მითები. ადამიანი წარმოიშობის
ევოლუციური თეორიის ფუძემდებელმა ჩარლზ დარვინმა თავისი თეორია ჩამოაყალიბა
ნაშრომში „სახეობათა წარმოშობა“. დარვინის აზრით ორგანიზმის სახეობათა წარმოშობას
და ცოცხალი ბუნების განვითარებას მემკვიდრეობითი ცვალებადობა და ბუნებრივი
გადარჩევის პროცესი უდევს საფუძვლად. მილიონი წლების წინ აფრიკაში გაჩნდნენ
ადამიანის მსგავსი არსებები -ჰომინიდები. მეცნიერები უძველეს ნაშთად აფრიკაში ჩადის
ტერიტორიაზე დაახლოვებით 7 მლნ. წლის წინანდელ „ჩადის საჰელანთროპუსს“
მიიჩნევენ, მეტსახელად „ტუმაი“ , რომელმაც პირველობა ჩამოართვა 4 მლნ. წლის
წინანდელ ავსტრალოპითეკს ანუ „სამხრეთის მაიმუნს“, მისი შთამომავალია ჰომო
ჰაბილისი ანუ „მარჯვე ადამიანი“ დაახ 2, 5მლნ წლის. 2 მლნ წლის წინ გამოჩდა
„გამართულად მოსიარულე ადამიანი“ ანუ ჰომო ერექტუსი, რომელმაც თანდათან აითვისა
ევრაზია. დაახლოვებით 40- 35 ათასი წლის წინ წარმოიშვა გონიერი და მოაზროვნე
ადამიანი ანუ ჰომო საპიენსი, რომელიც გავრცელდა მთელს მსოფლიოში, დასახლდა
ევროპაში, 14 ათასი წლის წინ გადავიდა ამერიკაში ბერინგის სრუტის გავლით.
უძველესი ადამიანი მოიხმარდა იმას , რასაც ბუნება სთავაზობდა, ნადირობდა,
თევზაობდა, აგროვებდა მცენარეებს. ძვლისგან, ქვისგან, ხისგან ამზადებდა იარაღს,
რომელსაც იყენებდა საკვების მოსაპოვებლად.

დმანისელი ადამიანი-1999 წელს არქეოლოგებმა საქართველოში, ქვემო ქართლში ,


დმანისის ტერიტორიაზე უძველესი ადამიანის სადგომი და თავის ქალები იპოვეს. ამ
სენსაციური აღმოჩენით დადასტურდა, რომ აფრიკიდან წამოსული უძველესი
ადამიანების წინაპრები კავკასიაში, საქართველოს ტერიტორიაზე დასახლდნენ და
შემდგომ აქედან განსახლდნენ ევროპასა და აზიაში. დმანისელი ადამიანის ანუ
„უძველესი ვეროპელების“ ნაშთები არქეოლოგებმა 1.8 მლნ-1,6 მლნ წლით დაათრიღეს.
„დმანისელი ადამიანები“ მიაკუთვნეს უძველეს ჰომო ერექტუსის ჯგუფს. ზოგი მეცნიერი
ცალკე გამოყოს მათ და ჰომო ერგასტერს , ზოგი კი ჰომო გეორგიკუს უწოდებს. დმანისში
არაერთი ადამიანის ნაშთებია აღმოჩენილი, ორ ყველაზე კარგად შენახულ თავის ქალას
მეცნიერებმა ზეზვა და მზია დაარქვეს.

პალეოლითი- პირველყოფილმა საზოგადოებამ სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე


განვითარების რამდენიმე პერიოდი განვლო. მეცნიერებმა კაცობრიობის ისტორია დაყვეს
პერიოდებად: 1 ქვის ხანა 2. ბრინჯაოს ხანა 3. რკინის ხანა. მეცნიერების მიერ
შემოღებული ტერმინოლოგია ემყარება ადამიანის მიერ იარაღის დასამზადებლად
გამოყენებულ ძირითად მასალას. ქვის ხანაში ძირითად იარაღად ადამიანი იყენებდა ქვას.
ქვის ხანა იყოფა სამ პერიოდად : 1. ძველი ქვის ხანა ანუ პალეოლითი 2, შუა ქვის ხანა ანუ
მეზოლითი 3. ახალი ქვის ხანა -ნეოლითი. ძველი ქვის ხანა პალეოლითი კაცობრიობის
ისტორიიის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია და იყოფა ორ პერიოდად ზედა და ქვედა
პალეოლითად. ძველი ქვის ხანა მოიცავს პერიოდს უძველესი დროიდან XII
ათასწლეულამდე. პალეოლითში ადამიანი იყენებს იარაღად დაუმუშავებელ ქვას,
თანდათან სწავლობს ქვის რეტუშირებას ანუ დარტმით და დამტვრევით ქვისთვის
ფორმის მიცემას. იარაღად ასევე ხმარობენ პრიმიტიულ ცულებს, ქვის ძვლისპირიან
ისრებს. ადამიანის ძირითადი საქმიანობაა ; შემგროებლობა, ნადირობა, თევზჭერა .
საკვების მოპოვების ძირითადი ფორმაა მიმთვისებლური მეურნეობა. ადამიანი აგროვებს
მცენარეებს , ძირხვენებს, ნადირობს , თევზაობს. ქვედა პალეოლითში ადამიანმა გამოიყენა
ცეცხლი, რამაც დააჩქარა მისი განვითარება. ადამიანმა თანდათანობით ისწავლა ქვის
გახვრეტა , რის საშუალებითაც ტარი გაუმაგრა იარაღს. ქალს შეგროვებლურ მეურნეობაში
წამყვანი ადგილი ეკავა. პალეოლითში ჩაისახა რელიგიური რწმენა წარმოდგენები,
კულტურა. პალეოლითის ეპოქის ადამიანების ნახატები შესრულებულია გამოქვაბულების
კედლებზე.

პირველყოფილი საზოგადოება-- ქვის პრიმიტიული იარაღებით ადამიანი მარტო ვერ


იარსებებდა , ამიტომ ყალიბდება პირველყოფილი ჯოგი. ჯოგში ხანგრძლივმა
თანაცხოვრებამ წარმოშვა ოჯახი . ოჯახების ერთობლიობით შეიქმნა სისხლით მონათესავე
ოჯახების გაერთიანება -გვარი. გვარის მეთაური შეიძლება ქალიც ყოფილყო და კაციც,
როცა ნათესაობა დედის ხაზით გადადიოდა, გვარი პატივს სცემდა დედამთავარს, ამიტომ
გვარს დედამთავრული გვარი ანუ მატრიარქატი ეწოდა. მამათავრულ გვარს ეწოდება
პატრიარქატი. ერთ ტერიტორიზე მცხოვრებ გვარს შეიძლება ერთმანეთთან ჰქონოდა
ნათესური კავშირები, ერთობლივი ინტერსები, ტერიტორიის დაცვა უცხოთაგან.
თავდაცვითი და სამეურნეო ინტერესებით დაკავშირებული მონათესავე ან მეზობელი
გვარი ქმნიდა თემს, თემის წევრებს საერთო ინეტრესების გარდა აერთიანებდათ საერთო
ენა, ამგვარ გაერთიანებას უწოდებენ ტომს. ტომის წევრებს ზნე ჩვეულებები და რელიგიაც
ერთნაირი ჰქონდათ.

მეზოლითი- შუა ქვის ხანა მოიცავს XII- X ათასწლეულს, დასრულდა გამყინვარება,


ჩამოყალიბდა თანამედროვე კლიმატი, მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო .
უფრო დაიხვეწა იარაღი. მეზოლითში გამოიგონეს მშვილდისარი, რამაც ადამიანს
გაუადვილა ნადირობა. მეზოლითში უნდა დამეგობრებულიყვნენ ადამიანი და ძაღლი,
პირველი მოშინაურებული ცხოველი. სავარაუდოდ ძაღლის მოშინაურება ნადირობას
უკავშირდება.

ნეოლითი არის ახალი ქვის ხანა, მოიცავს პერიოდს დაახლVIII- VIIათასწ. მეცნიერები
ამ ხანას კაცობრიობის ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების გამო
უწოდებენ „ ნეოლითური რევოლუციას„ გარდატეხა მოხდა ქვის დამუშავების
ტექნოლოგიაში , ადამიანმა ისწავლა ქვის გახვრეტა, გახეხვა, გაპრიალება.
შემგროვებლური მეურნეობიდან ადამიანი გადადის მწარმოებლურ მეურნეობაზე.
იწყებს საკუთარი საკვების წარმოებას. ნეოლითში საფუძველი ჩაეყარა მიწათმოქმედებას.
მეცნიერების აზრით მიწათმოქმედება უნდა ჩასახულიყო ახლო აღმოსავლეთში, უძველესი
კულტურული მცენარეებია ხორბალი და ქერი, საქართველო ხორბლის უძველესი ჯიშების
სამშობლოა. ასევე საქართველოს რეგიონში გავრცელებული იყო ქერი და ფეტვი.
ნეოლითის ხანას განეკუთვნება ვაზის მოშინაურებაც. ყურძნის დღეისათვის ცნობილი
უძველესი ნაშთები სამხრეთ საქართველოშია აღმოჩენილი. ნეოლითში წარმოიშვა
მესაქონლეობა, ცხოველებიდან ადამიანმა პირველად ცხვარი და თხა მოიშინაურა.
ნეოლითში საფუძველი ჩაეყარა ხელოსნობას.. ხელოსნობის დარგი მეთუნეობა საშენ
მასალაზე ალიზზე და აგურზე მოთხოვნილებამ წარმოშვა, ადამიანმა დაიწყო
კერამიკული წარმოება, თიხის ნაწარმს საოჯახო და საკულტო დანიშნულება მიეცა.
ადამიანი იწყებს ძაფის დართვას, ქსოვილების ხელით ქსოვას, იყენებენ სელის ქსოვილს.
მიწათმოქმედებამ ჩამოაყალიბა ირიგაცია (სარწყავი სისტემების მოწყობა), გაჩნდა
ზედმეტი პროდუქტი, რამაც წარმოშვა ვაჭრობა. განვითარდა ქარგვა და ქსოვა. ადამიანი
იწყებს ბინადარ ცხოვრებას, ჩნდება დასახლებული ადრესამიწათმოქმედო სოფლები,
ადამიანი აშენებს საცხოვრებელ სახლებს ალიზით. შენდება ქალაქები და სოფლები.
მნიშვნელოვანი გარდატეხის გამო ამ ეპოქას „ ნეოლითური რევოლუცია“ ეწოდება .

ენეოლითი არის სპილენძ-ქვის ხანა -VI-IV ათასწლ. ადამიანმა აღმოაჩინა პირველი


ლითონი- სპილენძი , მაგრამ რადგან სპილენძი რბილი ლითონია, იარაღად ძირითადად
ქვა იყო გამოყენებული, ამიტომ ხანას სპილენძ-ქვის ხანა ეწოდება. ენეოლითის დიდი
დამსახურებაა ლითონის იარაღის გაჩენა. ლითონის მოპოვებამ გაახშირა ბრძოლები
ნაყოფიერი მიწების და ლითონის საბადოების ხელში ჩასაგდებად , რამაც გაზარდა კაცის
როლი გვარის ცხოვრებაში.

ბრინჯაოს ხანა --IV-Iათასწ. ბრინჯაო თვითნაბადი სახით ბუნებაში არ არსებობს ,


მიიღება სპილენძის და სხვადასხვა ნივთიერებების შერევით (კალა , დარიშხანი) .იწყება IV
ათასწლეულიდან და იყოფა სამ პერიოდად ადრე , შუა და გვიანი ბრინჯაო . ადრე ბრინჯაო
ხანა ძვ.წ IV ათასწ.- III ათასწლეულის პირველი ნახევარს მოიცავს, საქართველოში
ყალიბდება ადრე ბრინჯაოს ხანის მტკვარ არაქსის კულტურა. მაღალ დონეს აღწევს
მიწათმოქმედება , მესაქონლეობა , მეთუნეობა , ხელოსნობის ცალკე დარგად ყალიბდება
მეტალურგია , საფუძველი ეყრება გუთნურ მიწათმოქმედებას, იყნებენ გამწევ ძალას- ხარს,
მოსავლის ასაღებად ნამგალს, გადაადგილებისთვის იყენებენ ცხენს. შეტაკებების
გახშირების გამო იქმნება ტომთა კავშირები, ბელადებს ირჩევენ სახალხო კრებებზე.

შუა ბრინჯაოს ხანა- IIIათასწლ. ბოლოდან II ათასწ. შუახნები. შუა ბრინჯაოში


ვითარდება მეტალურგია , ხელოსნობა, ჩნდება ყორღანული სამარხები ანუ დასაკრძალავი
დარბაზები, რომლებშიც ტომის ბელადებს მარხავენ. გრანდიოზული ყორღანებია
აღმოჩენილი თრიალეთში , ამიტომ მას „თრიალეთის ყორღანულ კულტურას“ უწოდებენ,
ყორღანებში მარხავდნენ ტომის ბელადებს, რომლებსაც სამარხში ატანდნენ ოქრო და
ვერცხლის ნივთებს , მსხვერპლად შეწირულ ადამიანებს და საქონელს. თრიალეთის
ყორღანებში ნაპოვნია ოთხთვალა ეტლი , ბრინჯაოს იარაღი , ოქროს თასი ძვირფასი
ქვებით შემკული, სამკაულები, ვერცხლის თასები და რიტუალური დანიშნულების
ნივთები. ( ვერცხლის თასი რიტუალური გამოსახულებით) ასევე მნიშვნელოვანია
წნორის კულტურა, აქ არის ნაპოვნი ოქროს ლომი.

გვიანი ბრინჯაო - ყალიბდება დასავლურ -ქართული და აღმოსავლურ ქართული გვიანი


ბრინჯაოს კულტურები , საყოველთაოდ ცნობილია კოლხური კულტურა , რომელშიც
ჩაისახა რკინის მეტალურგია . ბრინჯაოს ხანა გადავიდა ადრე რკინის ხანაში.

You might also like