You are on page 1of 2

ქვის ხანა თავის ხმრივს, იყოფა სამად - ძველი ქვის ხანა, შუა ქვის ხანა და ახალი ქვია ხანა.

ადამიანის არსებობის უდიდესი პერიოდია ძველი ქვის ხანა, პალეოლითი, რომელიც ქვის საკმაოდ
პრიმიტიული იარაღით ხასიათდება. ქვის დამუშავების ტექნიკის მიხედვით გამოყოფენ ქვედა, შუა და ზემო
პალეოლითს. პალეოლითის შემდგომ მოდის მეზოლითი, შუა ქვის ხანა, რომელიც რამდენიმე ათასი წელი
გაგრძელდა.
მომდევნო პერიოდია - ნეოლითი როდესაც ადამიანმა უკეთესად შეისწავლა ქვის დამუშავების ახალი ტექნიკა,
მან ისწავლა ქვის გახვრეტა, გაპრიალება, მისთვის სასურველი, საკმაოდ დახვეწილი ფორმის მიცემა.
ნეოლითის პერიოდში ასევე მოხდა სხვა უმნიშვნელოვანესი, რევოლუციური ძვრები ადამიანის ცხოვრებაში .
ნეოლითური რევოლუცია,, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტეხილი კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც
ადამიანი ნადირობასა და შემგროვებლობას საკუთარი საკვების წარმოებითა და ბინადარი ცხოვრებით
ანაცვლებს. სახელი ნეოლოთური რევოლუცია გორდონ ჩაილდმა გამოიყენა გასული საუკუნის 20-იან წლებში
ახლოს აღმოსავლეთის აგროკულტურული რევოლუციის აღსანიშნავად.
მიწათმოქმედება შიეძლებოდა ჩასახულიყო ახლო აღმოსავლეთში ტავროსისა და ზაგროსის მთების
ნაყოფიერ ფერდობებზე, სადაც მრავლად იყო იოლად მოშინაურებადი ცხოველები და მცენარეები. ჯერ კიდევ
მეზოლითის ხანაში, დაახლოებით 15 ათასი წლის წინ დამეგობრდნენ ადამიანი და ძაღლი - პირველი
მოშინაურებული ცხოველი. მეცნიერების უკანასკნელი გამოკვლევების ფონზე მგლების ერთმა ჯგუფმა
განიცადა ტრანსფორმაცია და პროტო-ძაღლად იქცა. გენეტიკური კვლევის მიხედვით, ეს პროცესი ჩინეთის
ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო. ადამიანის და ძაღლის მეგობრობა აღმოჩნდა უაღრესად პროდუქტული
ადამიანისთვის - მან განაპირობა ახალი ტერიტორიების ათვისება, მეურნეობის ახალი დარგების, მათ შორის
მეცხვარეობის გაჩენა.
საკვების მოპოვების წესის შეცვლას მნიშვნელოვანი ძვრები მოჰყვა, საზოგადოებაში. იცვლებოდა ბუნებრივი
გარემო, ადამიანები იწყებდნენ სოფლებისა და ქალაქების შენებას. ამ ყველაფერმა თავის მხრივ ხელი შეუწყო
მოსახლეობის ზრდას, შრომის დანაწილებას, ხელოსნობისა და ვაჭრობის გაჩენას. ვითარდებოდა ხელოვნება,
არქიტექტურა.ეს ყოველივე ხდებოდა სამხრეტ შუამდინარეთის შუმერულ ქალაქებში ჯერ კიდევ 5-6 ათასი წლის
წინ. სწორედ აქ მთავრდება პრეისტორიული ხანა და იწყება ისტორიული დრო.

You might also like