You are on page 1of 3

თემა 4.

ნეოლითური რევოლუცია საქართველოში

განსახილველი საკითხები: ადრე ნეოლითი, გვიანი ნეოლითი. ნეოლითური


მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. თიხის ჭურჭელი. საცხოვრებლები. ქვის დამუშავების
ნეოლითური ტექნიკა.

ადრე ნეოლითი

ახალი ქვის ხანა - ნეოლითი, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპოქაა. ამ


დროს მთავრდება პალეოლითში (ძველი ქვის ხანა) გაბატონებული მითვისებითი
მეურნეობის ხანგრძლივი ეპოქა და საფუძველი ეყრება ეკონომიკის ახალ ფორმას -
წარმოებით მეურნეობას - მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას. რა თქმა უნდა
შემგროვებლობა, მეთევზეობა და მონადირეობაც პარალელურად არსებობდა.
ახალი მეურნეობის დანერგვამ ადამიანის ცხოვრება უფრო სტაბილური გახადა. ის
მკვიდრდება ერთ ადგილას. ჩნდება სოფლის ტიპის დასახლებები. შენდება ხელოვნური
საცხოვრებლები, ვითარდება საწარმოო საშუალებები, შემოდის ქვის დამუშავების ახალი
წესები: გახეხვა, გაპრიალება, გახვრეტა, გახერხვა და სხვ. საფუძველი ეყრება კერამიკულ
წარმოებას - ჩნდება თიხის პირველი ჭურჭლები. მეურნეობის სწრაფმა ზრდამ ადეკვატურად
მოსახლეობის ზრდა გამოიწვია. სოციალურ - ეკონომიკურ ცხოვრებაში ძირეული
ცვლილებების გამო, ხშირად სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში ადამიანის ცხოვრების
ამ პერიოდს ,,ნეოლითურ რევოლუციასაც“ უწოდებენ.
ადრე ნეოლითში შრომა ისევ კოლექტიურია. ჩნდება ტომთა მსხვილი გაერთიანებები.
იზრდება მატრიარქატის როლი. ქვის ინდუსტრიაში კარგად ჩანს წინარე ხანის გენეტიკური
კავშირები.
მიჩნეულია, რომ ამიერკავკასიაში ადრე ნეოლითი ძვ. წელთაღრიცხვის VIII ათასწლეულში
აღმოცენდა.
ადრენეოლითის ხანის მასალები გვხდება, დასავლეთ საქართველოს, როგორც ზღვისპირა
ზოლში, ასევე შიდა რაიონებში. დასახლებისათვის გამოიყენებოდა გაშლილი ხეობები, ღია
ფართო ველები, ბორცვოვანი ზოლი და სხვ. უპირატესად გვხდება ღია სადგომები, ზოგჯერ
სადგომად გამოქვაბულები და ეხებია გამოყენებული, სადაც კულტურული ფენები უკეთ
არის დაცული.
საქართველოში ადრენეოლითის კულტურის ძეგლებია: ჭოროხის, ჩოლოკის, კინტრიშის,
აჭარისწყალის, ჩაქვისწყალის, ენგურის და ცხენისწყლის აუზებში დაფიქსირებული
ნამოსახლარები - ჯიხაჯური, ჩოლოკი, კვირიკე, ხიხაძირი, ხუცუბანი, ქობულეთი,
ანასეული, პალური, ლენჯერთან, ადგილ ლებეკვისში და სხვ.
აფხაზეთის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია - აპიანჩა, ცივი მღივე, წებელდა და სხვ.
ნამოსახლარები.
აღმოსავლეთ საქართველოში ამ ხანის ნამოსახლარი დაფიქსირებულია ჯავახეთის
პლატოზე, სოფ. როდიონოვკასთან, ფარავნის ტბის მახლობლად.
დასავლეთ საქართველოში ადრენეოლითური ხანის ძეგლებიდან განსაკუთრებით
საინტერესოა ანასეული I, სადაც დაფიქსირდა ობსიდიანისგან დამზადებული იარაღები.
ცნობილია, რომ ობსიდიანის მოპოვების უახლესი ადგილი იყო თრიალეთის ქედი.
გამოთქმულია ვარაუდი, რომ აქაური მოსახლეობა ობსიდიანით სწორედ მარაგდებოდა
სამხრეთ საქართველოდან, თრიალეთის ქედიდან. არ არის გამორიცხული, რომ ეს
უკავშირდება მოსახლეობის მიგრაციას სამხრეთ საქართველოდან ცენტრალური კოლხეთის
მიმართულებით.
სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში მიჩნეულია, რომ ობსიდიანი წარმოადენდა
სხვადასხვა ტომებს შორის ძირითად გაცვლით-სავაჭრო საშუალებას.
გვიანი ნეოლითი

გვიანი ნეოლითის ხანაში მთლიანადაა დასახლებული კოლხეთი. შეინიშნება ერთგვარი


დემოგრაფიული აფეთქება. მოსახლეობა ფართოდ ითვისებს, როგორც დაბლობ, ასევე მთიან
რაიონებს.
ამ ხანის არქეოლოგიური ძეგლებია: გურიანთა, მახვილაურის გამოქვაბული, საგვარჯილეს
გამოქვაბული, სამელე-კლდე, ხორშა, ურთა, უშაფათი, მენჯი, ოდიში, გალი I, ღუმურიში,
ჩხორთოლი და სხვ. ქვის იარაღებიდან უპირატესად გვხდება საჭრისები, საფხეკები, დანები,
სახვრეტები, ისრისპირები და სხვ. საკმაოდ ბევრია გეომეტრიული მიკროლითები. გახეხილ-
გაპრიალებული იარაღებიდან ჭარბობს ცულები, გვხდება სატეხები, ჩაქუჩები, სასრესები,
საწაფები, როდინები და ხელსაფქვავები. აღსანიშნავია დიდი ზომის თოხისებრი იარაღები.
გვხდება გახვრეტილი იარაღებიც.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მოზრდილი ნამოსახლარი სოფ. ოდიშთან. იგი დაბალ
ბორცვზე იყო განლაგებული, კულტურული ფენის სისქე, რომელიც საგრძნობლად იყო
დაზიანებული, 0,40 მ-ს უდრიდა. ნაგებობის ნაშთი შემორჩენილი არ იყო. ქვის ინვენტარი
ძირითადად შედგება კაჟისა და რიყის ქვის იარაღებისგან. შედარებით ბევრია თიხის
ჭურჭლის ნატეხები. როგორც ჩანს ნამოსახლარზე არსებობდა საკმაოდ ძლიერი სახელოსნო,
სადაც ქვის იარაღი მზადდებოდა.
ამ დროისთვის ობსიდიანმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა და მის ადგილს იკავებს კაჟი.
კაჟის იარაღებიდან აღსანიშნავია მრავალი გეომეტრიული ფორმის მიკოლითები. კარგადაა
წარმოდგენილი გახეხილ - გაპრიალებული იარაღები - ცულები, სატეხები, სახეხები,
მიკროლითები. გვხდება ისრისპირები.

ნეოლითური მიწათმოქმედება და მესაქონლეობა

კოლხეთის ადრეულ ნამოსახლარებზე თითქმის სრულიად არ გვხდება საკვები


პროდუქტების ნაშთები. ამიტომ ძნელია იმის თქმა, მიწათმოქმედებაში თუ რომელი
კულტურის მოშენებას მისდევდა ადგილობრივი მოსახლეობა. შესაძლოა აქ მაღალი
სინოტივის გამო ფეტვისმაგვარი მცენარეულობა მოჰყავდათ. აღსანიშნავია, რომ ცივ
მღვიმეში აღმოჩნდა დანახშირებული მარცვლები გარეული ჯიშის ფეტვისა. იცნობდნენ თუ
არა ხორბალსა და ქერს ამის თქმა ამ ეტაპზე ძნელია. როგორც ჩანს მიწათმოქმედება მაინც
შრომატევადი იყო და მოსახლეობა უპირატესად შემგროვებლობას მისდევდა, რასაც ხელს
უწყობდა ადგილობრივი მდიდარი ბუნება.
გვიან ნეოლითური ხანის მიწათმოქმედების შესახებ ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნის ქვის
იარაღები, თავისი ხასიათით უკვე სჭარბობს მოსავლის აღებასთან დაკავშირებული იარაღი.
ქვის ცულების სიჭარბე ალბათ იმის მაჩვენებელია, რომ ფართოდ იყენებდნენ მათ ახოს
ასაღებად, მცენარეული საფარისგან მიწის განსათავისუფლებლად. ასევე ფართოდ
გამოყენებულია კაჟის სამკალი დანის ჩასართავები. თუ სად ინახავდნენ მოსავალს ნათელი
არ არის, ვინაიდან კოლხეთში ორმოები ამ მიზნით ვერ გამოდგებოდა, შესაძლოა ხის
ჭურჭელშიც ინახავდნენ. მარცვლეულს, როგორც ჩანს ხელსაფქვავებით ფქვავდნენ, საკვებ
პროდუქტებს -როდინებით, სასრესებით ამუშავებდნენ.
მიწის ფართობი სავარაუდოდ სოფლის სიახლოვეს იყო.
არც ადრე ნეოლითის ხანის მესაქონლეობაზე გვაქვს ზუსტი მონაცემები. ნადირობა,
როგორც ჩანს ჯერ კიდევ დიმინანტია. დღემდე მხოლოდ ყვირილის ხეობაში, დარკვეთის
ეხში დაფიქსირდა მოშინაურებული ცხოველების ოსტელოგიური მასალა. აქ გარეული
ცხოველების ძვლებთან ერთად ნაპოვნი იყო ღორის, ძროხის, ცხვრისა და ძაღლის ძვლები.
ძვლოვანი მასალა მოწმობს, რომ აქ მოშინაურებული ყოლიათ, როგორც წვრილფეხა, ასევე
მსხვილფეხა საქონელი.
გვიანი ნეოლითის ხანის მესაქონლეობაზე ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნის სამელე კლდის
გამოქვაბულში დაფიქსირებული ტანმორჩილი ხარის ძვლოვანი მასალა. საგვარჯილეს
გამოქვაბულში კი გარეული ცხოველების ნაშთები სჭარბობენ შინაური ცხოველების ძვლოვან
ფრაგმენტებს. როგორც ჩანს გვიან ნეოლითის ხანაში მონადირეობას ჯერ კიდევ დომინანტი
ადგილი უჭირავს.
თუმცა ნეოლითის ბოლო სტადიაზე იზრდება მოსახლეობა და შესაბამისად საკვებზე
მოთხოვნები, რამაც განაპირობა, როგორც მიწათმოქმედების ინტესიფიკაცია, ასევე
მესაქონლეობის განვითარება.

თიხის ჭურჭელი
კერამიკა ტლანქადაა ხელით ნაძერწი, სუსტად გამომწვარი, მოვარდისფრო-მონარცისო
ფერის, ქილისებრი ფორმებით.
ზოგადად ამ პერიოდის კერამიკა შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს: მცირე ზომის და დიდი
ზომის ჭურჭლეულებად. დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილ კერამიკაში შესამჩნევია
სხვადასხვა ორნამენტები - თევზიფხური, ტალღისებური, ტეხილოვანი და სხვ.

საცხოვრებლები
ადრე ნეოლითის ხანაში ახალი მეურნეობის დანერგვამ ადამიანის ცხოვრება უფრო
სტაბილური გახადა. ის მკვიდრდება ერთ ადგილას. ჩნდება სოფლის ტიპის დასახლებები.
შენდება ხელოვნური საცხოვრებლები.
როგორც ჩანს გვიან ნეოლითის ხანაში ამ მიმართულებით სერიოზული ცვლილებები არ
გვაქვს. სამშენებლო მასალა ისევ ხე იყო და საცხოვრებელი ხის მსუბუქი კონსტრუქცია.
ძნელია ნეოლითის ხანის დასახლებაზე საუბარი, ვინაიდან ხელშესახები მასალები
ჯერჯერობით ნაპოვნი არაა. კულტურულ ფენებში ჩანს, რომ მოსახლეობა ერთ ადგილას
დიდხანს იჯდა, მაგრამ ძნელია ისაუბრო იმდოინდელ არქიტექტურაზე, დაგეგმარებაზე,
საცხოვრებლის ტიპზე და ა.შ. თუმცა პალურში აღმოჩენილი ხის ბოძის ჩასასობი ორმოები
ზოგად წარმოდგენას გვიქმნიან საცხოვრებელი სახლის ფორმებზე - ის ოთხკუთხა უნდა
ყოფილიყო. სავარაუდოდ კედლები ამოყვანილი იყო დაწნული ტოტებით, რომელიც ორივე
მხრიდან წყალში ალესილი თიხით იყო მობათქაშებული.

ქვის დამუშავების ნეოლითური ტექნიკა


ნეოლითის ხანაში შემოდის ქვის დამუშავების ახალი წესები: გახეხვა, გაპრიალება,
გახვრეტა, გახერხვა და სხვ.
დასავლეთ საქართველოში ადრენეოლითური ხანის ძეგლებიდან განსაკუთრებით
საინტერესოა ანასეული I, სადაც დაფიქსირდა ობსიდიანისგან დამზადებული იარაღები.
გამოთქმულია ვარაუდი, რომ აქაური მოსახლეობა ობსიდიანით მარაგდებოდა სამხრეთ
საქართველოდან, თრიალეთის ქედიდან.
გვიან ნეოლითის ხანაში ობსიდიანმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა და მის ადგილს იკავებს
კაჟი. კაჟის იარაღებიდან აღსანიშნავია მრავალი გეომეტრიული ფორმის მიკროლითები.
კარგადაა წარმოდგენილი გახეხილ -გაპრიალებული იარაღები - ცულები, სატეხები,
სახეხები, მიკროლითები. გვხდება ისრისპირები.
ამ მხრივ საინტერესოა სოფ. ოდიშის ღია ტიპის ნამოსახლარი. აქ ირკვევა, რომ არსებობდა
დიდი სახელოსნო, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობდა ქვის იარაღების წარმოება.

You might also like