You are on page 1of 4

საქართველოს უძველესი და ძველი ისტორიის ძირითადი ეტაპები

ჩვენი ქვეყნის ისტორიის პერიოდი, უძველესი დროიდან ახ.წ-ის IV-ე


საუკუნებდე, მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისათვის,
ვინაიდან ქართველმა მოსახლეობაში ჩნდება ახალი სოციალური
ურთიერთობა - ფეოდალიზმი, რომელიც საქართველოში ბატონყმობის
გაუქმებამდე(XIXს-ის შუა ხანები) წამყვანი სოციალურ-ეკონომიკური
წყობაა. ამასთანავე, IV-ე საუკუნეში საქართველოში ქრისტიანული
რელიგია ბატონდება, რამაც შეცვალა როგორც ძველი ადგილობრივი
წარმართული სარწმუნოება, ისე მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა
ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

საქართველოში და, საერთოდ კავკასიაში ანთროპოგენეზის პროცესი


მიმდინარეობდა. აქვე დგამს ადამიანი პირველ ნაბიჯს და აღმოჩენილია
ქვის ხანის უძველესი საფეხურის, ე.წ შელის პერიოდის ძეგლები. თუმცა,
პალეოლითის ხანის ადამიანს საქართველოში დიდმა გამყინვარებამ
მოუსწრო, ამიტომ პირველყოფილი ადამიანი თავს აფარებს
გამოქვაბულში, სადაც ადამიანმა გამოიყენა ცეცხლიც. მართალია
ძირითად იარაღად ქვას იყენებდნენ, თუმცა შეითვისეს რქის,ძვლისა და
ხის იარაღების გამოყენებაც. პირველყოფილი ადამიანი საკვებს
ნადირობით მოიპოვებდა, რისთვისაც თავდაპირველად შუბს
იყენებდნენ, თუმცა პალეოლითის შუა ხანიდან მშვილდ-ისარი ჩნდება.
ნადირობის გარდა მეთევზეობასაც მისდევდნენ და საზრდოდ ტყის
ნაყოფსაც იყენებდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ პირველყოფილი ადამიანის ცხოვრება


მთლიანად შეიცვალა ნეოლითის ხანაში,ვინაიდან არქეოლოგიური
მასალა მათ პროგრესზე მიუთითებს. ადამიანებმა დახვეწეს ქვის
დამუშავების ტექნიკა, ნადირობასა და მეთევზეობასთან ერთად
შეითვისეს მესაქონლეობა, მიწათმოქმედება და იარაღების მეშვეობით
მიწის დამუშავება და ხელოსნობა- დაიწყეს თიხის ჭურჭლის კეთება და
ქსოვა. ამ პერიოდს ,, ნეოლითური რევოლუცია’’ ეწოდა.

ენეოლითის ხანაში, ადამიანი ქვასთან ერთად სპილენძსაც იყენებს. ამ


დროის ნამოსახლარები რთულ ნაგებობათა კომპლექსს ქმნის და
მოსახლეობა მიწათმოქმედებას აქტიურად მისდევს. აღმოჩენილია
ენეოლითის ხანის ცულები,საფხეკები,ქვის დანები და სხვა.

ძვ.წ IV-III ათასწლეულთა მიჯნაზე იწყება ადრე ბრინჯაოს ხანა


საქართველოში, როდესაც ადამიანი სპილენძის ხელოვნური შენარევების
გადადნობით ახალი ლითონის - ბრინჯაოს მოპოვებას სწავლობს.
აღმოსავლეთ საქართველოში ყალიბდება ,,მტკვარ-არაქსის კულტურა’’,
რომლისთვისაც დამახასიათებელია სამეურნეო ნივთები, თიხის კარგად
გამომწვარი ჭურჭელი,რომელიც გაპრიალებული და წითლად
შეღებილია. დასავლეთ საქართველოში, კი ჩამოყალიბდა ,,დიხაგუძუბას
კულტურა’’, რომლისთვისაც დამახასიათებელია მცირე რაოდენობით
ბრინჯაოს იარაღები და თიხის ჭურჭელი.

ძვ.წ III ათასწლეულის II ნახევრიდან - II ათასწლეულის II ნახევრამდე


პერიოდს მოიუცავს შუა ბრინჯაობს ხანა. აქ მტკვარ-არაქსის მიდამოები
დაცარიებულია და მოსახლეობა თრიალეთში გადადის. ანუ
ყალიბდება ,,თრიალეთის კულტურა’’,რომლისთვისაც
დამახასიათებელია ბრინჯაოს დიდი რაოდენობის ნაწარმი, რომელიც
ყორღანებშია აღმოჩენილი . აქ ბრინჯაოს იარაღების ხელში ჩაგდების
მიზნით ტომებს შორის ხდებოდა დაპირისპირება,ანუ მოხდა ,,ტომთა
დიდი კავშირების ‘’ ჩამოყალიბება და შემოიჭრნენ ყორღანული
კულტურის ჩრდ.კავკასიელები.

ბოლოს, გვიანი ბრინჯაოს ხანაში, რომელიც დაიწყო ჩვ.წთ.აღ-მდე II


ათასწლეულის მეორე ნახევრიდან, საკმაოდ კარგადაა გავრცელებული
ბრინჯაოს იარაღები, ყალიბდება სოციალური კლასები, ანუ
საზოგადოება იყოფა მდიდრებად და ღარიბებად. მდიდრები-
ექსპლოატატორები,ხოლო ღარიბები- აქსპლოატირებულნი.

ძვ.წ VIII საუკუნეში ამიერკავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის


ქვეყნებში დაიწყო სკვითებისა და კიმერიელების შემოსევები. კოლხეთის
სამეფო სწორედ მათი განადგურებულია. სამხრეთში მალე დაემხო
ასურეთი და ურარტუ. ძვ.წ VI-IV საუკუნეში ირანმა საქართველოს
მოსახლეობაც თავის ბატონობაში მოაქცია. ზოგგან ეს დამოკიდებულება
მძიმე იყო, ზოგგან, კი ნაკლებად მძიმე. ამან თავისი შედეგი გამოიღო :
სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა ეკონომიკური და სოციალური
დიფერენციაცია საქართველოს მოსახლეობაში, ყალიბდება ქალაქური
ტიპის სამოსახლოები, ვითარდება ვაჭრობა და ამგვარ ვითარებაში
ყალიბდება დასავლეთ საქართველოში- კოლხეთის, ხოლო აღმოსავლეთ
საქართველოში - იბერიის სამეფო.

ელინისტურ ხანაში (ძვ.წ 323-31) ქართლის მოსახლეობაში ვხედავთ


ადრეკლასობრივ სოციალურ-ეკონომიურ ურთიერთობებს. ხალხის
ძირითად მასას თავისუფალი მეთემენი შეადგენენ და მათ გვერდით
არის ნახევრად ფეოდალური ტიპის ექსპლატაციაც. გარკვეული ზომით
არის გავრცელებული მონობაც. ძვ.წ I და ახ.წ I საუკუნეების მიჯნაზე
ადგილი აქვს მთიელთა მასობრივ ჩამოსახლებას ბარში. რომაელებმა ვერ
შეძლეს ამოსავლეთ საქართველოში ისე მტკიცედ ფეხის მოკიდება,
როგორც ეს დასავლეთ საქართველოში მოახერხეს და ისინი იძულებული
გახდნენ იბერიის მიმართ სამოკავშირეო ურთიერთობა ჰქონოდათ.
იბერიის მმართველები ახ.რ I-II სს. ამიერკავკასიაში ფეგემონობის
პრეტენზიით გამოდიან, დიდად იფართოებენ სამეფო საზღვრებს და
ავრცელებენ თავიანთ ძალაუფლებას დას.საქართველოს მნიშვნელოვან
ნაწილზე.

ყოველი ხალხის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესი


მჭიდროდ არის დაკავშირებული საზოგადოებრივ-ეკონომიკური
განვითარების პროცესთან. მეზობელ ტომებს შორის მჭიდრო
ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირის დამყარება იწყება.
თავდაპირველად ეს გაერთიანებები არამყარი იყო, თუმცა შემდგომში
უფრო გამყარდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიაზე გაჩნდა
მტკიცე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, შეიქმნა ტომზე უფრო
მაღალი ხარისხის ეთნიკური ერთობა - ეროვნება, ანუ ამ სახელმწიფოთა
ეთნიკური საფუძველი. სწრაფად განვითარდა ერთიანი ენისა და
ერთიანი კულტურის ჩამოყალიბების პროცესი; შეიქმნა ქართული
ანბანი. სამწერლო ენად ქცეულმა ქართულმა კიდევ უფრო დიდი
მნიშვნელობა მოიპოვა ქრისტიანობის გაბატონების შემდეგ,
რომელისთვისაც სამწერლო ენას მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ტერმინი ,, ქართველი’’ და ,,საქართველო’’ ახლა აღმოსავლეთ
საქართველოსთან ერთად დასავლეთ საქართველოს და მისი
მოსახლეობის აღმნიშვნელ ტერმინადაც იქცა. სწორედ საქართველოს
ტერიტორიაზე მიმდინარეობდა პოლიტიკური, ეთნიკური თუ
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესები.

ხატია გელაშვილი
3/26/2020

You might also like