You are on page 1of 5

მეხუთე გაკვეთილი

ბრინჯაოს ხანა
სპილენძი - პირველი ლითონი, რომელიც ადამიანმა აღმოაჩინა
(ენეოლითის ხანა, იგივე სპილენძ-ქვის ხანა).
 სპილენძის მადანი ახლოს იყო მიწის ზედაპირთან, ამიტომ მისი
მოპოვება მარტივი იყო, ამიტომ სხვა ლითონებზე ადრე ადამიანმა
სპილენძის დამუშავება დაიწყო.
 სპილენძი არ ტყდებოდა დარტყმისას; რბილი იყო, ამიტომ მისთვის
სასურველი ფრომის მიცემა ქვის იარაღითაც კი შეიძლებოდა.
სპილენძის დამუშავებისა და მისგან იარაღის დამზადების ამგვარ
ხერხს ცივად ჭედვა ეწოდება.
 ცივად გამოჭედილი იარაღი ფორმას მალე კარგავდა და საჭირო
ხდებოდა მისი გასწორება.

მოგვიანებით, ადამიანმა აღმოაჩინა, რომ სპილენძი ცეცხლის სიახლოვეს


დნებოდა, მაგრამ მისი დიდი რაოდენობით გადასადნობად მაღალი
ტემპერატურის მიღწევა და შენარჩუნება იყო საჭირო. ასე გამოიგონეს -
ქურა.
ქურაში ათავსებდნენ სპილენძს, სხვა მინარევთან ერთად და იღებდნენ
ბრინჯაოს. ბრინჯაო დნებოდა. ბრინჯაოსგან დამზადებული იარაღი
გაცილებით მაგარი, გამძლე და სრულყოფილი იყო.
ლითონის აღმოჩენამ გააჩინა ახალი დარგი - მეტალურგია. პირველი
მეტალურგები მჭედლები იყვნენ. მჭედელი ყველა სოფელს სჭირდებოდა.
ის თანასოფლელებისთვის სამუშაო და საბრძოლო იარაღს ამზადებდა,
დაზიანებული, ძველი იარაღის შეკეთებაც შეეძლო. მჭედელი სანაცვლოდ
იღებდა სხვადასხვა სასოფლო პროდუქტს.

მტკვარ-არაქსის კულტურა ბრინჯაოს ხანაში


ბრინჯაოს ხანა ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევარში დაიწყო.
მეცნიერები ბრინჯაოს ხანასაც 3 ნაწილად:
- ადრეული ბრინჯაოს პერიოდი
- შუა ბრინჯაოს პერიოდი
- გვიანი ბრინჯაოს პერიოდი;

სამხრეთ კავკასიაში (საქართველოს და სომხეთის ტერიტორია) ადრეული


ბრინჯაოს ხანის დასახლებები აღმოჩენილია მდინარე მტკვრისა და
არაქსის აუზში. იმ დროის კულტურას მეცნიერები მტკვარ-არაქსის
კულტურას უწოდებენ. საქართველოში მტკვარ-არაქსის პერიოდის ბევრი
დასახლებაა. არქეოლოგები თვლიან, რომ საქართველოს ტერიტორია
ბრინჯაოს ხანაში მსოფლიოს მოწინავე რეგიონი იყო.

რატომ აგებდნენ ყორღანებს?


შუა ბრინჯაოს ხანაში დაიწყეს ყორღანების აგება. ყორღანი იგივე სამარხია. ძვ.წ.
III ათასწლეულის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებას
იწყებს ქვაყრილით დაფარული სამარხები. არქეოლოგებმა ყორღანები
თავდაპირველად სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე, თრიალეთში
აღმოაჩინეს, ამიტომაც მას თრიალეთის კულტურა უწოდეს.

გვიან ბრინჯაოს ხანა


გვიანი ბრინჯაოს ხანას სხვაგვარად ადრეულ რკინის ხანასაც უწოდებენ .
ძვ.წ. II ათასწლეულის II ნახევარში საქართველოს ტერიტორიაზე ორი
არქეოლოგიური კულტურა იკვეთება:
1. დასავლეთ;
2. აღმოსავლეთ;
მათ შორის ერთ-ერთ განმასხვავებელ ი ნიშანი იყო ცულები. აღმოსავლეთ
საქართველოში ამზადებდნენ ცულებს ერთი პირით, დასავლეთში კი _
ორით (კოლხური ცულები). კოლხური ცულები ხშირად შემკული იყო
ორნამენტით. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ იარაღებს არა მხოლოდ
საბრძოლო, არამედ საკულტო დანიშნულებაც ჰქონდა.
რკინის ხანა
ძვ.წ. IX ადამიანები რკინის ნივთებს ამზადებნენ, ამიტომ ამ პერიოდს რკინის
ხანას უწოდებენ. რკინის წარმოების უძველესი კერები იყო
შავიზღვისპირეთსა და ქვემო ქართლში. ამ პერიოდიდან აქტიურდება
ქართველთა წინაპრების ურთიერთობა მეზობელ და შორეულ ხალხებთან.

პირველი ცივილიზაციები:
1. ეგვიპტე
2. შუამდინარეთი

ეგვიპტელები
ეგვიპტელები ცხოვრობდნენ აფრიკის კონტინენტზე, მდინარე ნილოსის
დაბლობში და მისდევდნენ მიწათმოქმედებას. ეგვიპტის ირგვლივ სრული
უდაბნო იყო, წვიმა კი თითქმის არ მოდიოდა, ამიტომ ნილოსზე იყვნენ
დამოკიდებული.
 როცა წვიმების სეზონი დგებოდა, ნილოსის წყლის დონე იმატებდა,
კალაპოტიდან გადმოდიოდა და მიმდებარე ტერიტორიას ტბორავდა.
როცა ნილოსი თავის კალაპოტს უბრუნდებოდა, მიწის ზედაპირზე
ნაყოფიერი შლამი რჩებოდა. მისი დამუშავება ადვილი იყო, ხის
თოხითაც კი შეიძლებოდა.
 დროთა განმავლობაში ეგვიპტელებმა მოვარდნილი წყლის
სარწყავი არხებით რეგულირება ისწავლეს: ძირითადი არხი მათ
მდინარის კალაპოტის გასწვრივ გაჰყავდათ, მისგან პატარ-პატარა
არხებით კი წყალი ყანებამდე მიდიოდა.
 არხების გარდა, ეგვიპტელებმა ააგეს წყალსაცავებიც, რომლებიც
წყლით ძირითადი არხიდან მარაგდებოდა და გვალვის დროს
მოსარწყავად იყენებდნენ. თანდათან ნილოსის დაბლობი სარწყავი
არხების ქსელმა დაფარა.
 მიწათმოქმედებას, რომელიც ნიადაგის ხელოვნურ მორწყვაზეა
დამყარებული, საირიგაციო, ანუ სარწყავი მიწათმოქმედება
ეწოდება.
 ეგვიპტელები თავიდან დაყოფილები იყვნენ ნომებად და ჰყავდათ
ნომარქები. თანდათან, ნომების გაერთიანების შედეგად ძვ.წ. IV
ათასწლეულში ორი სამეფო: ზემო და ქვემო ეგვიპტის სამეფოები
ჩამოყალიბდა.
 ძვ.წ. IV ათასწლეულის დასასრულსა და III ათასწლეულის დასაწყისში
კი ეს სამეფოებიც გაერთიანდა და ერთიანი სახელმწიფო შეიქმნა,
როლის სათავეშიც მეფე-ფარაონი იდგა. მთელი ძალაუფლება მას
ეკუთვნოდა.

შუმერები
აზიის კონტინენტზე ორ მდინარეს შორის (ტიგროსი და ევფრატი; ხშირად
`ტყუპ მდინარეებს უწოდებენ) სახელმწიფო ჩამოყალიბდა - შუამდინარეთი.
ბერძნები მას მესოპოტამიას (ბერძ. მესოს - შუა, შუაში მყოფი, პოტამოს _
მდინარე) ეძახდნენ.
 ძვ.წ. IV ათასწლეულის შუა ხანებში სამხრეთ შუამდინარეთში შუმერები
დასახლდნენ. შუმერები მიწათმოქმედებას მისდევდნენ და ნათესების
დასაცავად წყლის სტიქიასთან ბრძოლა უწევდათ. მდინარეები
წელიწადში ორჯერ დიდდებოდა: ზამთარში _ წვიმების დროს და
გაზაფხულზე _ მთებში თოვლის დნობისას.
 შუმერებს პრიმიტიული იარაღებით _ თოხით, ნიჩბითა და კავით
გაჰყავდათ წყლის საწრეტი არხები, წყალსაცავებს აშენებდნენ,
მიწასაც ასეთივე იარაღებით ამუშავებდნენ და წელიწადში ორჯერ უხვ
მოსავალს იღებდნენ.

შუმერების მეურნეობის ხასიათი რეგიონის ბუნებრივმა პირობებმა


განსაზღვრა. ნოყიერი ნიადაგი უხვ მოსავალს იძლეოდა. ყანებში ხორბალი,
ჭვავი, სელი მოჰყავდათ, სოფლების ირგვლივ კი ფინიკის ბაღები ხარობდა.
თითოეულ შუმერულ გვაროვნულ თემს საკუთარი მცირე სარწყავი
მეურნეობა ჰქონდა. გვაროვნული თემის ცენტრი იყო ტაძარი, რომელსაც
მარცვლეულის შესანახი ადგილი და სახელოსნოები ჰქონდა, ტაძრის
ირგვლივ კი თემის წევრები ცხოვრობდნენ.
თემის სათავეში იდგა ტაძრის უმაღლესი ქურუმი, რომლისთვისაც თემის
მიწებიდან ცალკე ნაკვეთი იყო გამოყოფილი და ის თემის მფარველი
ღვთაების საკუთრებად ითვლებოდა. სწორედ ამგვარი დასახლებებიდან
ჩამოყალიბდა შუმერული ქალაქები. ქურუმის ხელში მთელი ძალაუფლება
გადავიდა.
პირველი სახელმწიფოების სათავეში სწორედ მეფე-ქურუმები იდგნენ. ამ
ქალაქებმა თითქმის ათასი წლის განმავლობაში დამოუკიდებლად იარსება.
თითოეული მათგანი _ საკუთარი ტერიტორიით, მეურნეობით,
მოსახლეობით, უზენაესი ღვთაებითა და მეფით პატარა სახელმწიფო იყო.

You might also like