You are on page 1of 4

შავი ზღვა მდებარეობს სამხრეთ

ევროპასა და მცირე აზიის


ნახევარკუნძულს შორის და ის
ევროპის და აზიის
დამაკავშირებელია. შავი ზღვა
მიეკუთვნება ატლანტის ოკეანის
აუზს. შავი ზღვა ქერჩის სრუტით
უკავშირდება აზოვის ზღვას,
ბოსფორის სრუტით - მარმარილოს
ზღვას, დარდანელის სრუტით კი
მარმარილოს ზღვა უკავშირდება
ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვას.

პირველი ცნობა შავი ზღვის შესახებ,


ძვ. წ. აღრ. V საუკუნეს ეკუთვნის.
სწორედ შავი ზღვვის გავლით მოვიდნენ არგონავტები კოლხიდაში, ოქროს
საწმისის წასაღებად.
1. მიუხედავად იმისა, რომ შავ ზღვაში წყალი შავი არ არის, ძველთაგანვე,
სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, მას “შავს" ეძახდნენ. ზუსტად ცნობილი
არ არის ვინ, როდის და რატომ დაარქვა, ან ასე რატომ აიტაცეს ეს სახელი. ამ
საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს. მათ შორის, ყველაშე
გავრცელებული შემდეგი ვერსიებია:
ერთი ვერსიის მიხედვით, სახელი მას ძველმა ბერძნებმა დაარქვეს. ისინი შავ
ზღვას — პონტ აქსინოს (ბერძ. Πόντος Ἄξενος) ეძახდნენ, რაც
«არასტუმართმოყვარე ზღვა»-ს, ბნელ ანუ შავ ზღვას ნიშნავს. სავარაუდოდ, ეს
სახელი ზღვამ იმით დაიმსახურა, რომ მასზე ზღვაოსნობა რთული იყო.
მოგვიანებით, მას შემდეგ რაც, მისი სანაპირო ზოლი ბერძნებმა შეისწავლეს და
მიმდებარე ტერიტორიების კოლონიზაცია მოახდინეს, მას პონტო ექსინოსი (ბერძ.
Πόντος Εὔξενος, «სტუმართმოყვარე ზღვა») დაარქვეს.

ასევე: კავკასიის - კოლხეთის ზღვა

მეორე ვერსიის თანახმად, “შავი",


ზღვას თურქებმა დაარქვეს,
როდესაც ისინი, მისი სანაპიროს
დაპყრობის დროს, დიდ
წინააღმდეგობას წააწყდნენ
ადგილობრივი მოსახლეობისგან.
მათ ზღვას «კარადენიზი»
დაარქვეს, რაც შავს,
არასტუმართმოყვარეს ნიშნავს.

სკვითები ამ ზღვას „მუქ ზრვას“


უწოდებდნე.
ჰიდროლოგების ვერსიით, ზღვა “შავი" იმიტომ არის, რომ ნებისმიერი ლითონის
ნივთი, რომელიც ზღვის ღრმა წყლებში ხვდება, შავი ნადებით იფარება. ამის მიზეზი
200 მ.-ს ქვემოთ, წყალი დიდი რაოდენობით გოგირდწყალბადს შეიცავს და
ლითონთან შეხების დროს, მის კოროზიას იწვევს. დღეს გოგირდწყალბადიანი
წლყის ზღვარი – 150-200 მ. სიღრმეზე გადის. მაგრამ, შესაძლებელია შორეულ
წარსულში, ის ბაქტერია, რომელიც ამ ნივთიერებას წარმოქმნის, წყლის ზედა
ფენებშიც იყო, რადგან როგორც ძველი მეზღვაურები ამბობდნენ, შავ ზღვაში
ცურვის დროს, მათი გემები შავი აპკით იფარებოდა და ისეთი შთაბეჭდილება
იქმნებოდა, თითქოს ზღვაში შავი წყალი იყო.
გარდა ამისა ზამთარში ცივი ქარების გამო ზღვის წყალი მუქ ფერს იღებს და
შტორმის დროსაც ტალღებიც ტყვიისფერია.
ისტორიულად ასევე ცნობილია რომ ოსმანები, იმპერიის ზღუდეების და მხარეების
აღნიშვნისთვის ფერებს ანიჭებდნენ ზღვებს. ასე მაგალითად ვარაუდობენ რომ
წითელი სამხრეთთან არის გაიგივებული და ამიტომ ქვია ოსმალეთის სამხრეთ
სამხრეთ მდებარე ზღვას წითელი, ხოლო იმპერიის ჩრდილოეთით მყოფ ზღვას
თურქებმა შეარქვეს შესაფერისი ფერი - შავი.

2. შავი ზღვა გამორჩეულია ჟანგბადის ნაკლებობით წყალში, რის შედეგადაც ზღვის


ზედა და ქვედა შრეებს შორის წყლის მოძრაობა ყველაზე ნაკლებად ხდება
მსოფლიოს სხვა ზღვებთან შედარებით. ზღვის ქვედა შრეების განსხვავებული
ტემპერატურისა და უჟანგბადობის გამო, შეიძლება შეგვხვდეს საუკუნეების წინ
ჩაძირული გემის ნარჩენები და იქ არსებული შემონახული ნივთები. დაღუპული
ადამიანებიც კი ინარჩუნებს სხეულს.

3. იმის გამო, რომ 150-200 მ. ქვემოთ, ზღვის წყალი გოგირდწყალბადით არის


გაჯერებული, ზღვა უსიცოცხლოა ანუ ზოგიერთი სახეობის ბაქტერიის გარდა, იქ
ფლორისა და ფაუნის არცერთი წარმომადგენელი არ არის. ცოცხალ ორგანიზმებს
ასეთ გარემოში არსებობა არ შეუძლიათ.

3. შავ ზღვაში, 350–400 კმ. სიგრძის, წყლის


ორი წრიული დინება არის და ამ
წრებრუნვებს, მისი აღმომჩენის, ნ.
კნიპოვიჩის საპატივცემულოდ,
«კნიპოვიჩის სათვალე» უწოდეს.
შავი ზღვა მდებარეობს 6 სახელმწიფოს
ტერიტორიაზე: საქართველო,
თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი,
უკრაინა, რუსეთი
4. შავ ზღვაში არის რამდენიმე პატარა
კუნძული. ყირიმი – შავი ზღვის
ერთადერთი დიდი ნახევარკუნძულია.

5. შავი ზღვის პლანქტონებიდან,


აღსანიშნავია ერთი უჩვეულო სახეობის
პლანქტონი – ე. წ. ღამის მანათობელი,
რომელსაც ფოსფორიზაციის უნარი აქვს და
ამის გამო, აგვისტოში, ხანდახან, შავი ზღვა
ანათებს.

6. შავ ზღვაში ფაუნის 2 500 სახეობა ბინადრობს, რაც ძალიან ცოტაა.


შედარებისთვის, ხმელთაშუა ზღვაში, დაახლოებით 9 000-მდე სახეობაა.

7. ძუძუმწოვრებიდან, შავ ზღვაში ორი სახეობის დელფინი, ზღვის ღორი და


თეთრმუცელა სელაპი ბინადრობს. ზოგიერთი ცხოველი, მის აკვატორიაში,
ბოსფორის და დარდანელის სრუტეების გავლით ხვდება.

8. დიდი ზომის ზვიგენების სახეობებიდან, შავ ზღვაში, მხოლოდ ქიცვიანი ზვიგენი,


კატრანი, ბინადრობს. მას ადამიანების ეშინია და ნაპირებთან იშვიათად ჩნდება.
ერთადერთი ხიფათი, რაც ადამიანებს ამ ზვიგენებისგან ელით, მათ ზურგზე
განლაგებული შხამიანი ეკლებია.

9. ყველაზე სახიფათო
თევზი შავ ზღვაში —
ზღვის დრაკონი არის.
მის ზურგზე
განთავსებული ეკლები
და ფარფლი, ასევე
ლაყუჩების საფარი
ძლიერმოქმედ შხამს
შეიცავს.
გარდა ამ თევზისა, ასევე სახიფათოა შავი ზღვის
მორიელი და სკატი, რომელსაც კუდის ბოლოს
შხამიანი წვეტი აქვს.
10. მთების სიმაღლე, შავი ზღვის ირგვლივ, თანდათანობით იზრდება, ხოლო ზღვა
დიდდება. და თუ მთებს, 100 წლის მანძილზე, სიმაღლეში მხოლოდ რამოდენიმე
სანტიმეტრი ემატება, ზღვის სანაპირო ზოლი 20–25 სმ-ით იზრდება, იმავე
პერიოდში. ამის გამო, სანაპიროსთან მდებარე, უძველესი დასახლების პუნქტები,
უკვე წყლით არის დაფარული.

11. შავ ზღვას თანაბარი დონე აქვს. მას არ ააქვს დიდი და მცირე მიმოქცევები,
რომელიც შეცვლიდა ზღვის დონეს.

You might also like