Professional Documents
Culture Documents
ბერმუდის სამკუთხედი
ბერმუდის სამკუთხედი
This product is made possible through the generous support of the All Children
Reading partners: the United States Agency for International Development (USAID),
World Vision and the Australian Agency for International Development.
It was prepared by Centre for Civil Integration and Inter-Ethnic Relations and does
not necessarily reflect the views of the All Children Reading partners.
1
XIX დონე
ბავშვებისათვის
1
ბერმუდის სამკუთხედი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე
ამოუცნობი საიდუმლოა. ამ ადგილს ხან „სიკვდილის
1
უკან - ფლორიდამდე, ბაჰამების გავლით. 1945 წლის შემდეგ,
„ეშმაკის სამკუთხედში“ 100-ზე მეტი თვითმფრინავი და გემი
(მათ შორის, წყალქვეშა ნავები) გაქრა, ხოლო ათასზე მეტი
ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა.
საოცარი ისაა, რომ ყველა უბედური შემთხვევა ერთმა-
ნეთს ჰგავს: გაუჩინარებული ხომალდები სამუდამოდ
ქრება, ხოლო თვითმფრინავების შემთხვევაში საწვავის
კვალიც კი არ რჩება ოკეანეზე, რაც, ჩვეულებრივ, მთა-
ვარი მანიშნებელია უბედური მოვლენის ადგილის
2
ერთ-ერთი მათგანია მეკობრეთა თავდასხმები. ამ
თეორიის მიხედვით, მიზეზი, რის გამოც უამრავი გემი
უჩინარდება, ისაა, რომ აქ მეკობრეები განსაკუთრებით
აქტიურები არიან. ეს თეორია იმ სკეპტიკოსთა
არგუმენტია, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბერმუდის
სამკუთხედის რეგიონი
არაფრით გამოირჩევა სხვა
დანარჩენი ადგილებისგან
და უბედური შემთხვე-
ვებიც სწორედ ისევე
ხდება, როგორც სხვაგან.
წარსულში მსოფლიოს სხვა-
დასხვა ადგილას მეკობ-
რეთა მიზეზით მრავალი
გემი დაზიანებულა ან
გამქრალა. Aამიტომ ამ თეორიის მომხრეები მიიჩნევენ,
რომ ერთ-ერთი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს საბრძოლო
ხომალდის მხრიდან თავდასხმა და სამგზავრო გემების
განადგურება.
კიდევ ერთი თეორია ბერმუდის სამკუთხედის
რეგიონში არსებულ ძლიერ მაგნიტურ ველს უკავშირდება.
3
ამ თეორიის მიხედვით, ბერმუდის სამკუთხედი
დედამიწის სპეციფიკურ ნაწილებს მიეკუთვნება, სადაც
დედამიწის მაგნიტური ველი განსაკუთრებით ძლიერია.
ჯერ კიდევ ქრისტეფორე კოლუმბი აღწერდა 1492 წელს,
თუ როგორ ადევნებდა თვალყურს გემ ”სანტა-მარიას”
შეშფოთებულ ეკიპაჟთან ერთად მოძრავ ცეცხლოვან ისარს
ცაზე. კოლუმბი ასევე აღწერს ბაჰამის კუნძულებთან
უჩვეულო თეთრი სინათლით განათებულ ზღვის
ტალღებსაც. მოგზაურის ჩანაწერების მიხედვით, ამ
შემთხვევის შემდეგ კომპასი უჩვეულო და გაურკვეველ
პარამეტრებს აჩვენებდა. არაერთი დაკვირვება მოწმობს,
რომ ბერმუდის ტერიტორიაზე კომპასის ისრები
მართლაც სწრაფად რხევას იწყებენ, ხოლო სანავიგაციო
მოწყობილობები ნორმალურად ფუნქციონირებას წყვეტენ.
ამის მიზეზი ისაა, რომ ბერმუდის სამკუთხედი ის ერთ-
ერთი იშვიათი რეგიონია, სადაც გეოგრაფიული ჩრდი-
ლოეთი და მაგნიტური ჩრდილოეთი ერთმანეთს ემ-
თხვევა. რეგიონის ძლიერი მაგნიტური ველი ასევე
შეიძლება იყოს მრავალი ადამიანის უკვალოდ გაქრობის
მიზეზი.
4
ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ბერმუდის სამკუთ-
ხედი `კომეტის ეფექტის~ ქვეშ იმყოფება. არსებობს აზრი,
რომ ათასობით წლის წინ სწორედ ამ რეგიონში ღია
კოსმოსიდან შემოჭრილი კომეტა ჩამოვარდა. ამ თეორიის
მომხრეებს სჯერათ, რომ სადღაც ოკეანის სიღრმეებში
კომეტის ნარჩენები კიდევ არსებობს და სწორედ მისგან
გამოწვეული ელექტრომაგნიტური მიზიდულობა იწვევს
კატასტროფებსა და ხომალდიდან წამოსული სიგნალების
ჩახშობას ბერმუდის სამკუთხედში.
6
სწორედ ეს კრისტალები იწვევენ მოწყობილობების
არევასა და წყობიდან გამოსვლას.
7
სკეპტიკოსთა არც თუ მცირერიცხოვანი ჯგუფი
მიიჩნევს, რომ მისტიკური ამ კატასტროფებში არაფერია
და ყველაფერი პილოტთა და გემის კაპიტანთა მიზეზით
ხდება. მეტიც, სკეპტიკოსთა აზრით, ბერმუდის სამკუთ-
ხედის გარშემო არსებული კუნძულების სიმრავლე,
რომლებიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს, გზის გაგნებას
აძნელებს. ცუდი ამინდი, ამ თეორიის მიხედვით,
ბერმუდის სამკუთხედის უცნაურობების ერთ-ერთი
ყველაზე საყვარელი ახსნაა. ატლანტიკის რეგიონი
ცნობილია შტორმებით, ქარიშხლებითა და საშინელი
ამინდით. მძვინვარე შტორმების მეშვეობით ხშირად
წარმოიქმნება ტალღები, რომელთა სიმაღლე 25 მეტრს და
მეტსაც აღწევს ხოლმე. ამას ემატება ოკეანის მძლავრი
დინებაც და იქმნება პირობები, რომელთაგანაც თავის
დაღწევა ძალიან ძნელია. ოკეანის სიღრმეში კიდევ ერთი
საფრთხე იმალება: აქვე არის ატლანტიკის ოკეანის
ყველაზე ღრმა ადგილი – პუერტო-რიკოს ღრმული,
რომელიც 8605 მეტრს აღწევს. ასე რომ, თუკი გემი ან
თვითმფრინავი ჩაიძირება, სრულიად შესაძლებელია,
უკვალოდ გაუჩინარდეს.
8
თეორიებისა და მითების გარდა, რომლებიც ბერმუდის
სამკუთხედის შესახებ არსებობს, ბევრი უტყუარი
ფაქტიცაა, რომელთა ახსნა შეუძლებელია და ახალ-ახალ
კითხვებს ჰბადებს: აი რამდენიმე ამგვარი ფაქტი:
9
მოწყობილობების გაფუჭებასა და ოკეანის უჩვეულო
10
გამოიღო: ვერც ზეთის ლაქა წყლის ზედაპირზე, ვერც
გემის ნამსხვრევი ვერ აღმოაჩინეს.
ასევე გახმაურებული შემთხვევა 1951 წელს სატვირთო
გემის “სანდრას” გაუჩინარებას უკავშირდება. გემი
შტორმის შედეგად უკვალოდ გაქრა. კიდევ უფრო
უცნაური კი ისაა, რომ მის მოსაძებნად გამგზავრებული
სამაშველო გემიც მეორე დღეს დაიკარგა.
1970-იან წლებში მაიამის აეროპორტის უშუალო
სიახლოვეს, ხმელეთის თავზე, რამდენიმე თვითმფრინავმა
განიცადა მარცხი. ავიაკატასტროფას ახსნა ვერ უპოვეს.
ერთ-ერთი თვითმფრინავი, რომელზეც იმყოფებოდა 100-ზე
მეტი ადამიანი, უბრალოდ, გაქრა 1972 წლის 29
დეკემბერს. ცნობილია მხოლოდ, რომ ეს თვითმფრინავი
ფრენის უკანასკნელი 7-8 წამის განმავლობაში ქვევით
ისეთი სიჩქარით ეშვებოდა, რომ მისი დაფიქსირება
ხელსაწყოებმაც კი ვერ შეძლო. დაშვების ამხელა სიჩქარეს
არანაირი ახსნა არ აქვს. მეცნიერები მხოლოდ
ვარაუდობენ, რომ ვარდნის მიზეზი ატმოსფერულ
მოვლენებთან უნდა იყოს დაკავშირებული.
11
გამომცემელი: `სამოქალაქო ინტეგრაციისა და
ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი~
დონე XIX