You are on page 1of 16

დიდი

გეოგრაფიული
აღმოჩენები
➢ დიდიი გეოგრაფიული აღმოჩენები — ეპოქა
კაცობრიობის ისტორიაში, რომლის ათვლა ხდება
XV საუკუნიდან და გრძელდება XVII საუკუნემდე. ამ
პერიოდში ევროპელთა მიერ აღმოჩენილი იქნა
მრავალი ახალი მიწა თუ ამა თუ იმ მიწის საზღვაო
მარშრუტი. გამოკვლეული იქნა აფრიკა, ამერიკა,
აზია და ოკეანეთი. 1453 წელს კონსტანტინოპოლის კოლუმბის რუკა
დაცემის შემდეგ დაიწყო ზღვის მარშრუტებით
ალტერნატიული სავაჭრო გზების ძიება.
 ისტორიკოსები ამ პერიოდს აგრეთვე
„აღმოჩენების ეპოქას“ უწოდებენ[3][4]. ეს პერიოდი
აგრეთვე ცნობილია ოქროს, ვერცხლისა და
სანელებლებით ვაჭრობით.[5]

2
აღმოჩენათა ეპოქა არის შუა საუკუნეთა და
თანამედროვე ეპოქას შორის ერთგვარი ხიდი,
რენესანსული მოძრაობით, რომელმაც
ადრეული თანამედროვე პერიოდის დადგომა
გამოიწვია. ევროპის ექსპანსიას უცხო ქვეყნებში
მოჰყვა კოლონიალურ იმპერიათა აღმოცენება.
ამას ახლდა მცენარეთა, ცხოველთა, საკვების,
ადამიანთა (მათ შორის, მონების), სხვადასხვა
ინფექციებისა და კულტურების მიმოქცევა
აღმოსავლეთ და დასავლეთ ნახევარსფეროებს
შორის. ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
მოვლენა ეკოლოგიის, აგრიკულტურისა და
კულტურის ისტორიაში. ამით შესაძლებელი
გახდა მსოფლიოში ახალი
მსოფლმხედველობების ჩამოყალიბება, უცხო
ცივილიზაციათა დაახლოება და ტერიტორიების
დაყოფა.
ეს ეპოქის ნავიგაციები არა მარტო დიდი მიზანი იყო, არამედ
მისი მიღწევისთვის. სეიგაველში პროგრესი XV საუკუნეში
გამოჩნდა. ახალი ტიპის ხომალდი, რომელსაც შეუძლია
ხანგრძლივი ოკეანის ნავიგაციის შესრულება. ეს იყო
კარლაველი - მაღალსიჩქარიანი მანევრირებული გემი,
რომლის მცურავი აღჭურვილობა, რომელთა საშუალებითაც
შესაძლებელი გახდა ქარის გადატანაც კი. ამავდროულად,
მოწყობილობები გამოჩნდა, ნებადართულია საზღვაო
კამპანიების ნავიგაცია, პირველ რიგში Astrolabe - ინსტრუმენტი
განსაზღვრის მიზნით გეოგრაფიული კოორდინატები, გრძედი
და გრძედი. ევროპის კარტოგრაფებმა ისწავლეს სპეციალური
სანავიგაციო ბარათების წარმოება, რომლებიც ხელს
უწყობდნენ ოკეანის სივრცის მეშვეობით კურსების
ჩამოყალიბებას.

5

6
ევროპელების მიზანი იყო ინდოეთი, რომელიც წარმოდგენილია მათი
ფანტაზიით, როგორც ქვეყნის უამრავი სიმდიდრე. ინდოეთი ცნობილი იყო
ევროპაში უძველესი დროიდან და იქიდან იმპორტირებული იქნა საქონელი
ყოველთვის დიდი მოთხოვნით. თუმცა, პირდაპირი კავშირები არ არსებობდა .
ვაჭრობა ჩატარდა მრავალრიცხოვანი შუამავლების მეშვეობით და ინდოეთში
გზებზე მდებარე ქვეყნებში, ევროპასთან კონტაქტების შემუშავება
შეუძლებელი იყო. გვიან შუა საუკუნეების თურქულმა დამპყრობლებმა
ევროპის სავაჭრო ობიექტებისთვის ძალიან მომგებიანი შემცირება გამოიწვია .
აღმოსავლეთის ქვეყნები სიმდიდრეს და ეკონომიკური განვითარების დონეს
იმ დროს დასავლეთისკენ მიიჩნევენ და, შესაბამისად, მათთან ვაჭრობა
ევროპაში სამეწარმეო საქმიანობის ყველაზე მომგებიანი ტიპისაა .

7
წინამძღვრები

➢ პირველი ევროპელები, რომლებმაც დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროს მიაგნეს  სკანდინავიის


 მკვიდრი — ნორმანები იყვნენ. ზღვაოსნობაში გაწაფული ნორმანები ჯერ კიდევ XI საუკუნის
დასაწყისში გადასხდნენ ისლანდიასა და გრენლანდიაში, საიდანაც ჩრდილოეთ ამერიკაში
 გადავიდნენ. მაგრამ ნორმანთა მიერ აღმოჩენილი ახალი სამყარო დანარჩენი  ევროპისათვის
 უცნობი დარჩა. ეს აღმოჩენა ნაადრევი გამოდგა , ვინაიდან  ევროპელებს იმ დროისათვის ჯერ კიდევ
არ სჭირდებოდათ ამერიკა. უფრო მეტიც, ეს აღმოჩენა თვით სკანდინავიელებმაც მიივიწყეს.
➢ XV საუკუნისთვის ევროპაში განხორციელდა დიდი ტექნიკური ძვრები ; კომპასის სრულყოფის
შემდეგ მეზღვაურთათვის უსაფრთხო გახდა ღია ზღვაში გასვლა , წინანდელი მოუხერხებელი გემები
შეცვალა სწრაფმავალმა მსუბუქმა გემებმა — „კარაველებმა “, რომლებსაც ჰქონდათ სამი ანძა
პირდაპირი და დახრილი იალქნებით და მოძრაობა შეეძლოთ არა მარტო ზუგქარის , არამედ
გვერდქარის დროსაც. ევროპაში განვითარდა სამხედრო ტექნიკაც. XV საუკუნეში იყენებდნენ
როგორც საალყო ზარბაზნებს, ისე საველე ზარბაზნებსაც . სრულყოფილი გახდა ხელის
ცეცხლსასროლი იარაღიც. გაჩნდა მძიფე თოფები — „მუშკეტები “, რომლებითაც საკმაოდ ზუსტად
ისროდნენ ორას ნაბიჯზე. ამგვარმა ტექნიკურმა სიახლეებმა ევროპულ სახელმწიფოებს ოკეანეში
გაჭრისა და აღმოჩენილი ქვეყნების დაპყრობის საშუალება მისცა . მათ მიზნად დაისახეს ზღვებსა და
ოკეანეებში გაეკვალათ ახალი გზები

8
ლათინური კარაველას მოდელი
პორტუგალიელთა გეოგრაფიული აღმოჩენები
ახალი სანაპიროების კვლევისა და ათვისების საქმის
სულისჩამდგმელი იყო პორტუგალიის უფლისწული 
ენრიკე ზღვაოსანი. მან სამხრეთ პორტუგალიის ერთ-
ერთ კონცხზე დააარსა სანაოსნო სკოლა, სადაც თავს
იყრიდნენ ასტრონომები, რუკების შემდგენლები,
შორეული ზღვაოსნობის მოტრფიალენი. ისინი
ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ ცოდნას და
მართავდნენ ექსპედიციებს აფრიკის დასავლეთ
სანაპიროს გამოსაკვლევად. ერთ-ერთი ასეთი
ექსპედიცია 1460 წელს აფრიკიდან დაბრუნდა
ოქროთი, სპილოს ძვლითა და შავი მონებით
დატვირთული გემებით. 1460 წელს, ენრიკის
გარდაცვალების დროისათვის, პორტუგალიელებს
 კონტროლი ჰქონდათ დამყარებული აფრიკის
 დასავლეთ სანაპიროს მნიშვნელოვან ნაწილზე.

10
1488 წელს პორტუგალიელთა ექსპედიცია ბართლომე დიასის მეთაურობით აფრიკის
შემოვლით ინდოეთის ოკეანეში გავიდა, მაგრამ დაღლილმა მეზღვაურებმა ვეღარ
შეძლეს მოგზაურიბის გაგრძელება. ინდოეთში მიმავალი საზღვაო გზის საძებნელად 
1497 წელს პორტუგალიიდან გაემგზავრა ახალი ექსპედიცია ვასკო და გამას
 მეთაურობით. ექსპედიციამ აფრიკის შემოვლითა და ინდოეთის ოკეანის გავლით
ინდოეთის ქალაქ კალკუტას მიაღწია. პორტუგალიელებმა ძალადობის გზით
მოპოვებული სანელებლებით დატვირთეს ხომალდები და უკან დაბრუნდნენ . ძვირფასი
ტვირთის ღირებულება სამოცჯერ აღემატებოდა ექსპედიციის ხარჯებს.
პორტუგალიელთა შემდგომი ექსპედიციების დროს დაპყრობილ იქნა მნიშვნელოვანი
ციხესიმაგრეები ინდოეთის ოკეანის სანაპიროებზე — ინდოეთსა და აღმოსავლეთ
აფრიკაში. მალე მათ მთლიანად იგდეს ხელთ ინდოეთის საზღვაო გზები, მიაღწიეს 
ჩინეთისა იაპონიის ნაპირებამდე. პორტუგალიელთა ექსპედიციებს თან სდევდა
აღმოჩენილი ქვეყნების მცხოვრებთა რბევა და ძარცვა. დამყრობლები ადგილობრივი
მოსახლეობისაგან ხარკის სახით კრეფდნენ, ანდა ძალზე იაფად ყიდულობდნენ
სანელებლებს. აღმოსავლური საქონლით ვაჭრობა პორტუგალიელებს დიდ მოგებას
აძლევდათ.

11
ვასკო და
გამას
მოგზაურობის
მარშრუტი
(1497-1499)
12
ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობა
ქრისტეფორე კოლუმბი
➢ ქრისტეფორე კოლუმბი იზიარებდა იმ მეცნიერთა
ვარაუდს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ
დედამიწას სფეროს ფორმა აქვს და ამიტომ 
ინდოეთამდე მიღწევა შესაძლებელი არა
მხოლოდ აფრიკის შემოვლით, არამედ 
ატლანტის ოკეანის გავლითაც დასავლეთის
მიმართულებით.
➢ შორეულ აღმოსავლეთში დასავლეთის გზით
ჩაღწევის გეგმა მან ევროპის რამდენიმე
სახელმწიფოს წარუდგინა. კოლუმბის იდეას
გამოეხმაურა მხოლოდ ესპანეთი, სადაც XV
საუკუნის მიწურულისათვის დასრულდა  
რეკონკისტა და ესპანელი აზნაურების პრობლემა
შეიქმნა. „კათოლიკე მეფეებმა“ ისაბელმა და
ფერდინანდმა სამეფო საბჭოს მრჩეველთა დიდი
ეჭვების მიუხედავად, კოლუმბს სამი კარაველა:
„სანტა-მარია“, „პინტა“ და „ნინია“ გადასცეს.
ამასთან, იგი დანიშნეს ყველა იმ ქვეყნისა და
კუნძულის გამგებლად, რომლებსაც ის
აღმოაჩენდა.

13
თვალუწვდენელ ოკეანეში ხანგძლივი, დამქანცველი მოგზაურობის შემდეგ კოლუმბის ერთ -
ერთი გემიდან გემი შენიშნეს. 1492 წლის 12 ოქტომბერს კოლუმბი ხმელეთზე გადავიდა. მან
დაიჩოქა, ღმერთს მადლობა შესწირა და მაცხოვრის პატივსაცემად კუნძულს  
სან-სალვადორი (წმინდა მაცხოვარი) უწოდა. ესპანეთის „კათოლიკე მეფეების“ სახელით
კოლუმბი კუნძულის მფლობელი გახდა. ამის შემდეგ მან აღმოაჩინა კუბა და ჰაიტი.
კოლუმბი დარწმუნებული იყო, რომ აზიის განაპირა კუნძულებს ანუ „ინდიებს“ მიაღწია,
ამიტომ ადგილობრივ მცხოვრებლებს ინდიელები უწოდა. 1493 წლის გაზაფხულზე
კოლუმბი ესპანეთში დაბრუნდა. მას ტრიუმფალური შეხვედრა მოუწყვეს და „ოკეანის
ადმირალის“ ტიტული უბოძეს.
1493—1502 წლებში კოლუმბმა კიდევ რამდენიმეჯერ იმოგზაურა ამერიკაში და აღმოაჩინა 
კარიბის ზღვის ბევრი კუნძული. მაგრამ კოლუმბის ექსპედიციებმა ესპანეთის სახელმწიფოს
ვერ მოუპოვა ზღაპრული სიმდიდრე, ამიტომ მას ჩამოართვეს ყველა ტიტული და თანდათან
მიივიწყეს. ყველასაგან მიტოვებული კოლუმბი ისე გარდაიცვალა , რომ არც კი იცოდა
თავისი აღმოჩენის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. იგი ბოლომდე დარწმუნებული იყო , რომ  
ინდოეთს მიაღწია.
იტალიელმა მოგზაურმა ამერიგო ვესპუჩიმ დაამტკიცა, რომ კოლუმბის მიერ აღმოჩენილი
მიწა ახალი კონტინენტი იყო. ახალ კონტინენტს ამერიგოს სახელი — ამერიკა ეწოდა.

14
მაგელანის მოგზაურობა

დასავლეთის გზით ინდოეთამდე მიღწევის იდეა 1519 — 1522 წლებში განახორციელა ესპანელთა


ექსპედიციამ, რომელსაც სათავეში ედგა უდრეკი ნებისყოფის მქონე მამაცი პიროვნება  
ფერნანდო მაგელანი. მისი ექსპედიცია ხუთი გემით გავიდა  ატლანტის ოკეანეში. ფლოტილიამ
გაიარა სამხრეთ ამერიკასა და ცეცხლოვან მიწას შორის მდებარე სრუტე, რომელსაც დღეს 
მაგელანის სახელი ჰქვია. შემდეგ ექსპედიცია შევიდა ოკეანეში. ოკეანე იმ მომენტში იმდენად
მშვიდი იყო, რომ მაგელანმა მას „წყნარი“ უწოდა. ექსპედიციამ სამ თვეზე მეტი მოანდომა  
წყნარი ოკეანის გადალახვას. ახალ საკვებს და სასმელ წყალს მოკლებული ადამიანები
სურავანდით ავადდებოდნენ, ბევრი მათგანი კვდებოდა.
1521 წლის მარტში ექსპედიციამ ფილიპინებს მიაღწია, სადაც მაგელანი დაიღუპა მკვიდრ
მოსახლეობასთან შეტაკებაში. მაგელანის ექსპედიციის ხუთი გემიდან მხოლოდ ერთადერთი —
„ვიქტორია“ დაბრუნდა უკან. ექსპედიციის 265 წევრიდან მხოლოდ 18 დაავადებული მეზღვაური
გადარჩა ცოცხალი. „ვიქტორიათი“ ჩამოტანილი სანელებლებისაგან მიღებულმა მოგებამ დაფარა
მოგზაურობის ხარჯები და ოთხი გემის დაკარგვით მიღებული ზარალი . „ვიქტორია “ იყო პირველი
გემი, რომელმაც დედამიწის გარშემო იმოგზაურა და დაადასტურა , რომ მას სფეროს ფორმა აქვს .

15
ფერნანდ

მაგელანი

You might also like